(ნაწილი V)
XVIII. აშშ-ის “დიდი სტრატეგია” 80-იან წლებზე
(მ. ტეილორისა და სხვა ამერიკელი გენერლებისა და ადმირალების შეხედულებებით)
საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების სიტყვით, ბრძოლა განმუხტვისა და მსოფლიო სარაკეტო-ბირთვული ომის მუქარის შესუსტებისთვის, 80-იანი წლების ზღურბლზე, წარმოადგენდა საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ცხოვრების ძირითად ფაქტორს. „ამ ბრძოლაში ახლა არის კაცობრიობის მშვიდობიანი მომავლის მთავარი საწინდარი“ _ აცხადებდა იმ ხანად საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა.
მაგრამ, საბჭოთა ავტორების სიტყვით, ასეთი პერსპექტივა არ აწყობდათ გარკვეულ წრეებს დასავლეთის ქვეყნებში, და უწინარეს ყოვლისა აშშ-ში. ასრულებდა რა მათ სოციალურ შეკვეთას, აშშ-ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტმა გამოუშვა წიგნი „დიდი სტრატეგია 80-იან წლებზე“ („Grand Strategy for the 80s“), რომელიც მომზადებულ იქნა გადამდგარი ამერიკელი გენერლებისა და ადმირალების მიერ. სახელდობრ, ავტორთაგან მ. ტეილორი გახლდათ შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარე (1962-1964), ე. ზამოულტი _ სზძ -ის შტაბის უფროსი (1970-1974), ბ. ჰოლოუეი _ სჰძ -ის სტრატეგიული საავიაციო სარდლობის სარდალი (1968-1972), დ. მილტონი _ აშშ-ის წარმომადგენელი ნატო-ს სამხედრო კომიტეტში (1969-1974), ბ. პალმერი _ მზადყოფნის ჯარების (აშშ-ის კონტინენტურ ნაწილში განლაგებული ჯარების) სარდლობის სრდალი (1973-1974).
როგორც წიგნის შესავალში იყო ნათქვამი, ავტორებს დაუსვეს ამოცანა ეჩვენებინათ აშშ-ის სტრატეგიისა და სამხედრო ძლიერების განვითარების ძირითადი მიმართულებები 80-იან წლებზე და მათი ურთიერთკავშირი ვაშინგტონის გლობალურ საგარეოპოლიტიკურ მიზნებთან.
საბჭოთა ავტორების შეფასებით, წიგნის შინაარსი ბევრად იყო განსაზღვრული იმით, რომ მისი ავტორების აქტიური სამხედრო საქმიანობა მოდიოდა უპირატესად „ცივი ომის“ პერიოდზე. ამან ასახვა ჰპოვა მათ თეორიულ მსჯელობებსა და პრაქტიკულ რეკომენდაციებში. ისინი არაკეთილგანწყობილად იყვნენ დამოკიდებულნი დაძაბულობის განმუხტვის პროცესისადმი და აშშ-ისა და სსრკ-ის პოლიტიკურ და სამხედრო დაპირისპირებას თვლიდნენ საერთაშორისო ცხოვრების პრაქტიკულად მუდმივ ფაქტორად. ამიტომ, მათი აზრით, შემდგომშიც ინტენსიურად უნდა ყოფილიყო გატარებული „დაშინების სტრატეგიაზე“ დამყარებული ხისტი საგარეოპოლიტიკური კურსი საბჭოთა კავშირთან მიმართებით.
სტრატეგიის ქვეშ ესმოდათ „შიშის წონასწორობა“, რომელიც ემყარებოდა იმას, რომ შეერთებული შტატების ბირთვული ძალები ყოველთვის საკმარისი უნდა ყოფილიყო, რათა „ისეთი ძლიერი ზარალი მიაყენოს საბჭოთა კავშირს, რომ მოახდინოს მისი სახელმწიფო აპარატის მუშაობის, ეკონომიკისა და ომის წარმოების უნარის პარალიზება დროის განუსაზღვრელად დიდ პერიოდში მისი მხრიდან ნებისმიერი კონტრზომების მიუხედავად“. „მე ვთვლი, _ წერდა ტეილორი, _ რომ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ამჟამად შეუძლია ასეთი დარტყმის მიყენება, და მან უნდა შეინარჩუნოს ეს უნარი მომავალშიც“.
საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკას ავტორები, საბჭოთა სპეციალისტების შეფასებით, გამოხატავდნენ აშკარად დამახინჯებული სახით, რომელიც ვითომდა ემუქრებოდა დასავლეთ ევროპას, განვითარებად სახელმწიფოებსა და აშშ-ს. იმავე დროს მშვიდობის ძირითად „გარანტად“ თვალთმაქცურად მოჰყავდათ მათი სახელმწიფო მისი ძლიერი სტრატეგიული შეტევითი ბირთვული ძალებით.
აშშ-ის „დიდი სტრატეგიის“ არსს 80-იან წლებზე გადამდგარი გენერლები ხედავდნენ ამერიკული ბირთვული პოტენციალის შემდგომ ზრდაში, მეწინავე ბაზირების შეიარაღებულ ძალთა დაჯგუფებების გაძლიერებაში, მოკავშირეთა სამხედრო ძლიერების ზრდაში, სხვა ქვეყნების კონფლიქტებში შეერთებული შტატების მონაწილეობის შესაძლებლობაში. მთავარ ფსონს აკეთებდნენ პოლიტიკაზე „ძალის პოზიციიდან“, რომლის ქვეშაც ერთმნიშვნელოვნად ესმოდათ აშშ-ის სამხედრო უპირატესობა მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებზე, და პირველ რიგში სსრკ-ზე. საბჭოთა ავტორების სიტყვით, თუმცა კი აღნიშნული ამერიკელი გენერლების მსჯელობებში ზოგჯერ მოიხსენიებდნენ პარიტეტის, ძალთა თანასწორობის შენარჩუნების აუცილებლობასაც, მაგრამ იქვე ლაპარაკობდნენ, რომ ასეთ დროსაც მაინც შენარჩუნებული უნდა ყოფილიყო შეერთებული შტატების უპირატესობა. „აშშ-ის მომავლისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, _ მიუთითებდნენ წიგნში, _ რომ სასწორის პინი იხრებოდეს მის მხარეზე. ის, ვისაც გააჩნია უპირატესობა სტრატეგიულ ბირთვულ ძალებში, ღებულობს იმის შესაძლებლობას, რომ აიძულებდეს სხვებს და თავის მიზნებს აღწევდეს ერთი გასროლის გარეშეც, იქნება ეს ბირთვული თუ ჩვეულებრივი იარაღი“. ახორციელებდნენ რა ამ გეგმებს, აშშ-ის მილიტარისტული წრეები, საბჭოთა ავტორების სიტყვით, ხელოვნურად აჩერებდნენ რატიფიკაციას ხელშეკრულებისა ОСВ-2 სტრატეგიულ შეიარაღებათა შეზღუდვის შესახებ, და ძალით გაჰქონდათ (протаскивая) ნატო-ში გადაწყვეტილებანი საშუალო სიშორის ამერიკული რაკეტების წარმოებისა და ევროპაში მათი შემდგომი განლაგების შესახებ.
აშშ-ის საგარეო პოლიტიკა, გადამდგარი გენერლების აზრით, საიმედოდ უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი სამხედრო ძლიერებით. „დიპლომატია იარაღის გარეშე _ ეს არის მუსიკა ინსტრუმენტების გარეშე“. იგი არა მხოლოდ უნდა ყოფილიყო დამყარებული სამხედრო ძლიერებაზე, არამედ უფრო გაბედულადაც უნდა გამოეყენებინა სამხედრო ძალა. ავტორების გულახდილი აღიარებით, „ძლიერ სახელმწიფოთა ისტორიულად ზოგადად აღიარებულ პრეროგატივას წარმოადგენდა სამხედრო ძალის გამოყენება თავიანთი მიზნების მისაღწევად. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას (ე. ი. აშშ-ს), მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში ჩვენ მუდმივად მივმართავდით ხოლმე (прибегали) სამხედრო ძალას დიპლომატიაზე დამატების სხით... მომავალი, როგორც ჩანს, არ იქნება წარსულისგან განსხვავებული. სამხედრო ძალა დარჩება დამატებად საგარეოპოლიტიკურ საქმიანობაზე“.
პენტაგონის ყოფილი ხელმძღვანელი მოღვაწეების შეფასებით, სამხედრო ძალის გამოყენება უახლოეს მომავალში (ე. ი. 1980-იან წლებში _ ი. ხ.) შესაძლებელი იქნებოდა უწინარეს ყოვლისა „მესამე მსოფლიოს“ ქვეყნების წინააღმდეგ რესურსებისთვის ბრძოლაში: „საჭირო იქნება ძალა, რათა საშუალება არ მივცეთ განვითარებად ქვეყნებს გვიკავებდნენ აუცილებელ ნედლეულს და იყენებდნენ მას პოლიტიკური ან ეკონომიკური შანტაჟის მიზნებით“. ისინი თვლიდნენ, რომ ამერიკულ ხელმძღანელობას უნდა გაებედა სამხედრო ძალის გამოყენება და განთავისუფლებულიყო „ვიეტნამური სინდრომის ზემოქმედებისგან“.
ამერიკულ საგარეოპოლიტიკურ პრეტენზიებზე საუბრისას ტეილორი ხაზს უსვამდა, რომ ისინი, დაწყებული 50-იანი წლებიდან „ძალზედ ამბიციური იყო იმ სამხედრო საშუალებებთან შედარებით, რომლებიც შეერთებულ შტატებს გააჩნდა მათ მისაღწევად“. ასეთი მდგომარეობის ერთერთ მიზეზთაგანს წიგნის ავტორები ხედავდნენ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის არამუდმივობაში, რომელიც ჩვეულებრივ გამოჰყავდათ თითოეულ მოცემულ მომენტში საპრეზიდენტო განცხადებების სიმრავლიდან, წინასაარჩევნო დაპირებებიდან, კონგრესის გადაწყვეტილებებისა და სააღმსრულებლო შეთანხმებებიდან. ამასთან შესაძლებელი იყო, რომ ნებისმიერი მათგანისთვის მოულოდნელად გადაეხედათ და გაეუქმებინათ. „ჩვენი საგარეო პოლიტიკა ხშირად წარმოადგენს რეაქციას მომხდარ მოვლენებზე და ხელმძღვანელობს პრაქტიკული სარგებლით“. ქვეყანაში, ავტორების აზრით, არ იყო საგარეო პოლიტიკის ხისტი ხელმძღვანელობა.
ამასთან დაკავშირებით, აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობის ყოფილ მოღვაწეთა რეკომენდაციები (სტრატეგიული მითითებები), საბჭოთა ავტორების შეფასებით, დაიყვანებოდა შემდეგზე.
აშშ-ის მთავარ მოწინააღმდეგეს წარმოადგენდნენ სსრკ და სხვა სოციალისტური ქვეყნები. სწორედ ისინი 80-იანი წლების დასაწყისსა და მოხილვად მომავალში _ იყვნენ ძირითადი დაბრკოლება შეერთებული შტატების მიერ თავისი მიზნების განხორციელების გზაზე. აშინებდნენ რა ბლოკებში შეერთებული შტატების პარტნიორებს იმით, რომ „კომუნისტები ისწრაფვიან მარქსისა და ლენინის მიერ ნაწინასწარმეტყველები კაპიტალიზმის საბოლოო კრახის დაჩქარებისკენ“, გადამდგარი ამერიკელი გენერლები ერთხმად გაიძახოდნენ, რომ მათი ქვეყანა მოვალე იყო არა სიტყვით, არამედ საქმით ჩადგომოდა სათავეში მთელ კაპიტალისტურ სამყაროს საკუთარი ნებისთვის დაემორჩილებინა მიუმხრობელი სახელმწიფოები, გაეუმჯობესებინა ამერიკულ-ჩინური ურთიერთობები და სსრკ-თვის დაეპირისპირებინა მთელი ანტისაბჭოთა ძალები. ისინი თვლიდნენ, რომ აშშ-ს უნდა გაევრცელებინა თავისი „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები“ არა მხოლოდ მთელ ამერიკულ კონტინენტზე, დასავლეთ ევროპასა და ატლანტიკაზე, არამედ ასევე აზიაზეც, ახლო, შუა და შორეულ აღმოსავლეთზეც, ინდოეთისა და წყნარ ოკეანეებზეც. მოკლედ, გადამდგარი გენერლები, საბჭოთა ავტორების სიტყვით, ღიად ცდილობდნენ დაეცვათ კარტერის იმდროინდელი ადმინისტრაციის პრეტენზიები „აშშ-ის ლიდერის როლზე მსოფლიოში“, ასევე უფლების მიცემა ვაშინგტონისთვის თავისი წესები დაედგინა ნებისმიერ რეგიონსა და ნებისმიერ სახელმწიფოში, და ამისთვის გამოეყენებინა სხვადასხვანაირი საშუალებანი, მათ შორის იარაღიც.
აშშ-ის გლობალური საგარეო პოლიტიკის მიზნებისთვის, რომელიც, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ისწრაფვოდა მსოფლიო ბატონობისკენ, ამერიკელი ავტორების აზრით, შესაძლო იყო მიეღწიათ შემდეგი დებულებების დაცვით: სტრატეგიული ბირთვული პოტენციალის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება მოწინააღმდეგის „დაშინების“ („შეკავების“) გადამწყვეტი საშუალების სახით; ნატო-ს ბლოკის განმტკიცება, მოკავშირეებთან ერთად ზოგადი დანიშნულების ძალების დამატებითი კონტინგენტების გაშლა; მსოფლიოს ყველაზე უფრო მნიშვნელოვან რეგიონებში სოციალისტურ ქვეყნებზე სამხედრო უპირატესობის მიღწევა; სოციალისტურ სახელმწიფოებთან ურთიერთობებში პოზიციების გამკაცრება (ужесточение).
სტრატეგიული ბირთვული პოტენციალის განვითარების განხორციელებას ვარაუდობდნენ ე. წ. სტრატეგიული შეტევითი ძალების ტრიადის სამივე კომპონენტის (საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები, ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავები, სტრატეგიული ავიაცია) სრულყოფის მიმართულებით. გამოხატავდნენ რა მონოპოლისტური წრეების ინტერესებს, ავტორები გააფთრებით იცავდნენ შეიარაღებაში B-1 ბომბდამშენის მიღების აუცილებლობას და მოუწოდებდნენ პრეზიდენტს, სანამ გვიან არ იყო, გადაეხედა გადაწყვეტილებისთვის მისი წარმოების შეწყვეტის შესახებ. ისინი თვლიდნენ, რომ ამ თვითმფრინავს გააჩნდა კოლოსალური შესაძლებლობები, რის შესახებაც მოწმობდნენ მისი ჩქაროსნული მახასიათებლები, მრავალმიზნობრივი დანიშნულება, მოქმედების დიდი რადიუსი და მნიშვნელოვანი საცეცხლე ძლიერება. მას შეეძლო შეერთებული შტატების ბაზებიდან მოქმედებისას მოკლე ვადებში მიეყენებინა დარტყმები მსოფლიოს ნებისმიერ რაიონში.
აშშ-ის მომავალი სტრატეგია სტრატეგიული შეტევითი ძალების განვითარების სფეროში, როგორც სთავაზობდნენ მეომრულად განწყობილი (воинствующие) გადამდგარი გენერლები, უნდა ყოფილიყო იმაში, რომ “არავითარი გარემოებების დროს არ წავიდეთ რუსებთან დათმობებზე” სტრატეგიულ შეიარაღებათა შემცირების შესახებ მოლაპარაკებათა მსვლელობისას და “აუცილებლად უზრუნველვყოთ თუნდაც ხარისხობრივი უპირატესობა საბჭოთა კავშირზე სტრატეგიულ ბირთვულ იარაღში”. მათი აზრით, 1972 წელს ხელმოწერილი შეთანხმება ОСВ-1 (ограничение стратегических вооружений - 1) 80-იანების დასაწყისისთვის უკვე ვეღარ პასუხობდა აშშ-ის “ეროვნულ” ინტერესებს. საბჭოთა ავტორების სიტყვით, პირდაპირ გამოდიოდა რა წამქეზებლური მოწოდებებით, ზამოულტი აცხადებდა, რომ, თუკი ვაშინგტონში სურდათ შეენარჩუნებინათ სტრატეგიული ბირთვული პოტენციალი მოწინააღმდეგის “დაშინების” საშუალების სახით, საჭირო იყო რაც შეიძლებოდა ჩქარა უარი ეთქვათ ОСВ-1 შეთანხმებაზე, რადგანაც იგი აკავებდა (ამუხრუჭებდა) ამერიკული სტრატეგიული ძალების შემდგომ განვითარებას და აყენებდა შეერთებულ შტატებს ისეთ მდგომარეობაში, რომლის დროსაც მას ვითომდა უნდა დაეწყო სსრკ-გან ჩამორჩენა ბირთვული ძლიერების სფეროში.
შემდგომში, საბჭოთა ავტორების სიტყვით, თვალსაჩინო გახდა იმპერიალიზმის მცდელობების უპერსპექტივობა ძალის მეშვეობით, მათ შორის სამხედროსიც, გადაეწყვიტა თავის სასარგებლოდ ისტორიული დავა სოციალიზმთან. დასავლეთი იძულებული შეიქმნა სოციალისტურ სახელმწოფოებთან ურთიერთობების ერთადერთ გონივრულ საფუძვლად ეღიარებინა მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპები. 1979 წლის ივლისში ვენაში ხელმოწერილ ერთობლივ საბჭოთა-ამერიკულ კომუნიკეში თითოეულმა მხარემ განაცხადა, რომ იგი “არ მიისწრაფვის და არც მომავალში იქნება მისწრაფებული სამხედრო უპირატესობისკენ, რამდენადაც ამას შეუძლია მიიყვანოს ისინი მხოლოდ სახიფათო არასტაბილურობამდე, წარმოშობს რა შეიარაღებათა უფრო მაღალ დონეს და ხელს არ შეუწყობს არც ერთი მხარის უსაფრთხოებას”.
მაგრამ ანტისაბჭოთა ისტერიის იმდროინდელი ტალღა, საბჭოთა ავტორების შეფასებით, რომელმაც მოიცვა ვაშინგტონი, კვლავ აშშ-ის მილიტარისტული პოლიტიკის ზედაპირისკენ ექაჩებოდა წიგნის ავტორებს, რომლებიც რეკომენდაციას იძლეოდნენ რათა ნებისმიერი გზებით ეზრუნათ უპირატესობის მიღწევისთვის სტრატეგიულ საშუალებებში.
ზოგადი დანიშნულების შეიარაღებული ძალების განვითარება, როგორც თვლიდნენ “დიდი სტრატეგიის” შემოქმედნი, ასევე უნდა დამორჩლებოდა აშშ-ის გლობალურ საგარეოპოლიტიკურ მიზნებს. ტეილორი განიცდიდა “ღრმა შეშფოთების გრძნობას მისი ახლანდელი არასაკმარისობის გამო”. ამ ძალების ზრდისკენ ასაღებ კურსს ავტორები ხსნიდნენ “აშშ-ის ეროვნული პოლიტიკის ამოცანების გაფართოებითა და მათი განხორციელებისადმი წინააღმდეგობის ზრდით, მსოფლიოში სიმშვიდის არარსებობითა და დედამიწის სხვადასხვა რეგიონებში მრავალრიცხოვან კონფლიქტებში ამერიკული ჯარების მონაწილეობის შესაძლებლობის ზრდით, დასავლეთ და აღმოსავლეთ ნახევარსფეროების რაიონებთან შეერთებული შტატების დამაკავშირებელი კომუნიკაციებისა და საზღვარგარეთ, განსაკუთრებით მესამე მსოფლიოს ქვეყნებში ბაზრების დაცვის აუცილებლობით”.
სახმელეთო ძალების ყოლას ვარაუდობდნენ დაახლოებით უკვე არსებული შემადგენლობით, მაგრამ იგი საკმარისი რაოდენობით უნდა აღეჭურვათ თანამედროვე საბრძოლო ტექნიკითა და იარაღით. რეკომენდციას იძლეოდნენ გაეზარდათ ჯავშანსატანკო და მექანიზებული ნაწილებისა და შენართების რაოდენობა, შეექმათ პირობები მსოფლიოს სხვადასხვა რაიონში ჰაერით დივიზიებისა და მათი საშტატო შეიარაღების უფრო მსხვილი გადასროლების უზრუნველსაყოფად, გაეფართოვებინათ საომარ მოქმედებათა თეატრებზე მძიმე ტექნიკის დასაწყობება, აემაღლებნათ ამერიკული ავიაციის მობილურობა. “სახმელეთო ჯარების სტრატეგიული მობილურობა და ზღვისმიღმა ბაზები _ ესაა მომავალი სტრატეგიის გადამყვეტი ელემენტები”.
რეკომენდაციას იძლეოდნენ, რათა სამხედრო-საჰაერო ძალები (უწინარეს ყოვლისა კი ტაქტიკური ავიაცია) მოემზადებინათ პირველ რიგში შემდეგი ამოცანების გადაწყვეტისთვის: ჰაერში უპირაესობის მოპოვება, სახელეთო ჯარების უშუალო საავიაციო მხარდაჭერა, მოწინააღმდეგის კომუკიკაციების დარღვევა და ა. შ. სთავაზობდნენ, რომ სჰძ -ის საორგანიზაციო სტრუქტურის შეუცვლელად მნიშვნელოვნად აემაღლებინათ საავიაციო ნაწილების საბრძოლო მზადყოფნა, შეექმნათ შორეული მოქმედების დამრტყმელი ბომბდამშენი, სჰძ -ის ეროვნული გვარდიისა და რეზერვის ქვედანაყოფების ბრძოლისუნარიანობა აეყვანათ რეგულარული სამხედრო-საჰაერო ძალების დონემდე.
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები, ზამოულტის აზრით, ყველაზე უფრი დიდი და ძლიერი უნდა ყოფილიყო მსოფლიოში. როგორც სპეციალისტი, იგი სთავაზობდა “დავიწყოთ მომავლის ფლოტის მშენებლობა”: არსებული მძიმე ავიამზიდების ნაცვლად აეგოთ საშუალო წყალწყვის (40-60 ათასი ტ) ავიამზიდები ჩვეულებრივი ენერგეტიკული დანადგარებით, რომლებზედაც ბაზირებული იქნებოდა თვითმფრინავები ვერტიკალური (შემოკლებული) აფრენითა და დაჯდომოთ; სწრაფი ტემპებითა და დიდი რაოდენობით აეგოთ მართვადი სარაკეტო იარაღით აღჭურვილი წყალზედა ხომალდები (მრი ხომალდები, რუს. Корабли УРО), რომლებსაც შეეძლებოდათ გამარჯვების მოპოვება საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდებზე. რა თქა უნდა, როგორც ზამოულტი თვლიდა, აშშ-ს უნდა ჰყოლოდა ყველაზე უფრო თანამედროვე და ძლიერი წყალქვეშა ფლოტიც.
ავტორები სთავაზობდნენ, რომ ზოგადი დანიშნულების შეიარაღებული ძალების ზრდა განეხორციელებინათ ამ მიზნებით გამოყოფილი ასიგნებების ყოველწლიურად ზრდის, აგრეთვე ნატო-ს ბლოკის, იაპონიის, ისრაელის, რეაქციული (აშშ-ის მომხრე _ ი. ხ.) არაბული რეჟიმებისა და ზოგიერთი სხვა ქვეყნის სამხედრო პოტენციალის ზრდის ხარჯზე.
80-იან წლებზე აშშ-ის “დიდი სტრატეგიის” საფუძველი, ავტორების აზრით, უნდა შეედგინა “მეწინავე ბაზირების” სისტემას. სამხედრო ბაზებს მსოფლიოს ყველა რაიონში, მათი შეფასებით, დიდი მნიშვნელობა გააჩნდათ საგარეოპოლიტიკური მიზნების მიღწევაში. წიგნში წითელ ხაზად გატარებული იყო აზრი, რომ “მეწნავე მიჯნებზე გაშლილი ძალები იძლევიან ამერიკული ძლიერების დეონსტრირების საშუალებას დედამიწის ფაქტიურად ნებისმიერ წერტილში”. ამიტომ აშშ-ს არა მხოლოდ უნდა შეენარჩუნებინა არსებული ბაზები, არამედ სულ ახლები და ახლები უნდა შეეძინა (დაეპყრო, захватывать) კიდეც სამხრეთ ატლანტიკაში, აფრიკაში, აზიაში, ინდოეთის ოკეანეში (განსაკუთრებით სპარსეთის ყურეში), ახლო და შუა აღმოსავლეთში. მსოფლიოს სხვადასხვა რაიონებზე საიმედო კონტროლისა და იქ ბატონობისთვის გადამდგარი გენერლები მოითხოვდნენ აუცილებლობის შემთხვევაში ნატო-ს ქვეყნების ყველა ბაზის გადაცემას აშშ-ის შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაში, ისრაელის სამხედრო ძლიერების გამტკიცებას, რადაც არ უნდა დაჯდომოდათ, ასევე ამერიკელების მიერ ესპანეთში, საბერძნეთში, ირლანდიაში, იტალიაში, აზორის კუნძულებზე, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ფილიპინებზე, ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში, მათ შორის კუბის ტერიტორიაზეც (გუანტნამო) ბაზების შენარჩუნებას.
80-იანი წლების ამერიკულ გლობალურ სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობოდა ნატო-ს ბლოკს. ავტორები თვლიდნენ, რომ აშშ-ს უნდა შეეტანა სახსრების ლომის წილი ნატო-ს გაძლიერებისთვის და იმავე დროს მისწრაფებული უნდა ყოფილიყო დასავლეთ ევროპის ქვეყნების მხრიდანაც უფრო მეტი მონაწილეობისკენ. სთავაზობდნენ არსებითად აემაღლებინათ ჯარების საბრძოლო მზადყოფნა, გაეუმჯობესებინათ მათი ურთიერთმოქმედება, მართვა, გადაეხედათ ოპერატიული გაშლისთვის, შეიარაღებათა სფეროში ერთობლივი დაგეგმისთვის, მოეხდინათ ომთ-ზე ბირთვული იარაღის გამოყენების გეგმების სრულყოფა.
დიდ მნიშვნელობა ენიჭებოდა ბლოკის პოლიტიკური ერთიანობის განმტკიცებას. მილტონის აზრით, აშშ-ს, რჩებოდა რა ჩრდილოატლანტიკური კავშირის ლიდერად და მთავარ საყრდენად, ყოველთვის უნდა ხსომებოდა იმის შესახებ, რომ როდესაც ამერიკულ ინტერესებს შეექმნებოდა მუქარა კავშირის ზონის ფარგლებს გარეთ, მაშინ ნატო დარჩებოდა განზე. ხოლო როდესაც მუქარა წარმოიქმნებოდა ნატო-ს ზონის ფარგლებშიც, მაგრამ მხოლოდ აშშ-თვის, მაშინ კავშირის მონაწილე სხვა ქვეყნების ეროვნული ინტერესები დაუყოვნებლივ გამოდიოდა წინა პლანზე და ვაშინგტონს უხდებოდა თავად მიეღწია თავისი მიზნებისთვის მოკავშირეთა მონაწილეობის ან თუნდაც მათი პასიური თანამშრომლობის გარეშე. ამასთან დაკავშირებით, გამოთქვამდა რა უნდობლობას ბლოკში შეერთებული შტატების პარტნიორების მიმართ, მილტონი მკითხველთ ახსენებდა, რომ ნატო-ს ქვეყნები “აუცილებლად არ გამოდიან ხოლმე შეერთებული შტატების მოკავშირედ, მათი საკუთარი თავდაცვის სფეროს გამოკლებით” (...страны НАТО «необязательно союзники Соединённых Штатов, за исключением области их собственной обороны»). ნატო-ში არსებული წინააღმდეგობების არდანახვა, _ ხაზს უსვამდა ავტორი, _ ნიშნავს იმას, რომ “დავემსგავსოთ სირაქლემას, რომელიც თავს ქვიშაში მალავს”. ამიტომ იგი მოუწოდებდა აშშ-ის მთავრობას, რომ მოკავშირეები ჰყოლოდა “მუჭში მოქცეულები”, მზად ჰყოლოდა “ზოგიერთი ძალები, იმათ გარდა, რომლებიც შედიან ნატო-ში”, გაეფართოვებინა ჩრდილოატლანტიკური კავშირის “პასუხისმგებლობის ზონის” საზღვრები. ამასთან დაკავშირებით იგი რეკომენდაციას იძლეოდა შეეცირებინათ ომთ-ზე და საერთოდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების ზღურბლი, ბირთვული იარაღის გამოყენების საკითხების განხილვისას უარი ეთქვათ “მორალურ მოსაზრებებზე, რომლებიც გამოსადეგია მხოლოდ საკვირაო სკოლებში ქადაგებებისთვის”. ევროპაში ნატო-ს სამოკავშირეო (გაერთიანებული) შეიარაღებული ძალების უმაღლეს სარდლობას მილტონი სთავაზობდა შეემუშავებინათ ბირთვული იარაღის გამოყენების უფრო სრულყოფილი გეგმები და სხვადასხვანაირი ვარიანტები.
ასაბუთებდნენ რა მსოფლიოში აშშ-ის ლიდერის როლის “აუცილებლობას”, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების სიტყვით, ამერიკელი ავტორები ფაქტიურად დედამიწის ყველა რაიონს უცერემონიოდ თვლიდნენ “ამერიკის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების სფეროდ”. ევროპას სტრატეგიული მნიშვნელობით უთანაბრებდნენ თავად აშშ-ს და განიხილავდნენ უმნიშვნელოვანეს რაიონად მთლიანობაში კაპიტალისტური სისტემის “უსაფრთხოების” უზრუნველყოფის საქმეში. ევროპის დაკარგვა, მათი აზრით, გამანადგურებელ პოლიტიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ და სამხედრო დარტყმას მიაყენებდა შეერთებული შტატების სიძლიერესა და პრესტიჟს, შეუქცევადად შეცვლიდა ძალთა თანაფარდობას არა აშშ-ის სასარგებლოდ.
წიგნში მითითებული იყო, რომ ახლო აღმოსავლეთი მომავალში შეიძენდა უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას აშშ-თვის სამი ამოცანის გადაწყვეტის აუცილებლობის გათვალისწინებით: კომუნიზმის შეკავება ძალთა აუცილებელი თანაფარდობის შენარჩუნებისთვის (მთავარი); ნავთობის უზარმაზარი მარაგების დაუბრკოლებელი გამოყენება, განსაკუთრებით სპარსეთის ყურის აუზში; მოცემული რაიონის საკუთარი კონტროლის ქვეშ შენარჩუნება “ევრაზიის მასივსა და აფრიკის კონტინენტს შორის ხიდის” სახით.
საბჭოთა ავტორების სიტყვით, გადამდგარი ამერიკელი გენერლები ცდილობდნენ ყოველმხრივ დაესაბუთებინათ აშშ-ის მნიშვნელოვანი ინტერსების არსებობა ინდოეთისა და წყნარი ოკეანის აუზებში, აზიაში, შორეულ აღმოსავლეთსა და თითქმის მთელ დასავლეთ ნახევარსფეროში. ყოველივე ამას ისინი სთავაზობდნენ “ამერიკული უსაფთხოების დაცვის” მარკის ქვეშ, თუმცა კი ყველასთვის, და, მათ შორის წიგნის ავტორებისთვისაც ცნობილი იყო, რომ აშშ-ზე თავდასხმას არავინ არ აპირებდა. მათი მსჯელობიდან გამომდინარეობდა, რომ აშშ-ის “უსაფრთხოების ზონა” უნდა იწყებოდეს ყველგან, დედამიწის ნებისმიერ წერტილში და... არსად არ თავდებოდეს.
გადამდგარი გენერალი პალმერი აფრიკასაც თვლიდა აშშ-თვის მნიშვნელოვან რეგიონად, რადგანაც “შავი ამერიკელების ემოციურ ინტერესს შავი აფრიკისადმი დიდი მნიშვნელობა აქვს ამერიკისთვის”. მაგრამ იგი იძულებული იყო ეღიარებინა, რომ “შეერთებულ შტატებს არა აქვს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები ამ რეგიონში. ჩვენი მოქმედებების ახლანდელი კურსი _ არსებითად, უხეში, დაუფარავი პოლიტიკური და ეკონომიკური ჩარევა _ დაკავშირებულია რისკთან; ჩავარდნის შემთხვევაში სულ მცირე ჩვენ დაგვადანაშაულებენ, ხოლო უარეს შემთხვევაში შესაძლოა გაჩაღდეს სისხლიანი ხანძარი უზარმაზარ ტერიტორიაზე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პირდაპირი სამხედრო ჩარევა შეერთებული შტატების მხრიდან... აფრიკა წარმოადგენს ჭაობს (трясина), და ნებისმიერი ჩვენი საომარი მოქმედებები იქ არა მხოლოდ ბევრჯერ უფრო რთული და ძნელი იქნება, ვიდრე ვიეტნამში, არამედ კატასტროფულადაც დასრულდება შეერთებული შტატებისთვის”. საბჭოთა ავტორები ასკვნიდნენ, რომ ეს მეტად თანადროული და სწორი გაფრთხილება გახლდათ ვაშინგტონის იმდროინდელი ადმინისტრაციისთვის, რომელიც ქადაგებდა საერთაშორისო საქმეებში სახედრო ძალს გამოყენების ავანტიურისტულ “დოქტრინებს”.
საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, წიგნში გადმოცემული ყველა სამხედრო პრობლემა ავტორებს მოჰქონდათ ამერიკული მმართველი წრეების პოზიციებიდან. ისინი აშშ-ის აგრესიულ პოლიტიკას გულდასმით ნიღბავდნენ “მშვიდობისმოყვარეობით”, “დაშინებისა” და “კოლექტიური უსაფრთხოების” სტრატეგიებით, საბჭოთა საგარეო პოლიტიკის შეგნებულად დამახინჯებით. ჰქონდათ იმის მცდელობა, რომ ჭეშმარიტების საწინააღმდეგოდ ეჩვენებინათ აშშ-ის იმ შეიარაღებული ძალების არასაკმარისობა, რომლის შენახვასაც ითვალისწინებდნენ 80-იან წლებში. ტეილორის შეფასებით ამ ძალების შესაძლებლობები ვერ შეესაბამებოდა იმ ამოცანებს, რომლებიც შესაძლო იყო მათთვის დაესვათ.
ყოველივე აქედან ამერიკელი ავტორები აკეთებდნენ კონკრეტულ დასკვნებს ყველა მიმართულებით შეიარაღების აუცილებლობის შესახებ, “რათა მუდმივად ვინარჩუნებდეთ თუნდაც ტექნიკურ უპირატესობას საბჭოთა კავშირზე”.
საბჭოთა ავტორების სიტყვით, თუკი სამხედრო-პოლიტიკურ და სამხედრო პრობლემებზე წიგნში გადმოცემული შეხედულებები დარჩებოდა მხოლოდ გადამდგარი გენერლებისა და ადმირალების “პირად მოსაზრებად”, როგორც ამას აწვდიდნენ კიდეც მკითხველს, მაშინ მოცემული ნაწარმოები შესაძლოა სულაც არ ქცეულიყო საბჭოთა სამხედრო პერიოდიკაში მასზე სპეციალური წერილის დაწერის ღირსად, მაგრამ შეერთებული შტატების სამხედრო-სამრწეველო კომპლექსისა და პენტაგონის ამ ემისრების ბევრი რეკომენდაცია 1980 წლს პირველ ნახევარში გამოხატულებას ჰპოვებდა კარტერის ადმინისტრაციის პრაქტიკულ საქმიანობაში, რომელსაც გაჩაღებული ჰქონდა უხეში ანტისაბჭოთა ისტერია და ღიად იდგა “ცივი ომის” ატმოსფეროს აღორძინების, გამალებული შეიარაღების გაძლიერებისა და სახიფათო ავანტიურების განხორციელების გზაზე. საბჭოთა ავტორები აცხადებდნენ, რომ მხოლოდ კრიტიკული დამოკიდებულება წიგნის “დიდი სტრატეგია 80-იან წლებზე” შინაარსის მიმართ მისცემდა მკითხველებს იმის საშუალებას, რომ სწორად გაეგოთ ვაშინგტონის საომრად განწყობილი (воинствующие) წრეების მიერ მასში გადმოცემული აგრესიული ტენდენციები.
საბოლოოდ საბჭოთა ავტორები ასკვნიდნენ, რომ ამერიკული იმპერიალიზმის სახიფათო ხრიკების პირისპირ, რომელმაც თავისი მილიტარისტული მზადებების სფეროში ჩაითრია ნატო-ს სხვა ქვეყნებიცა და თავისი პეკინელი თანამდგომებიც, საბჭოთა მეომრები მოვალენი იყვნენ დაუღალავად აემაღლებინათ თავიანთი საბრძოლო მზადყოფნა, მუდმივად გამოეჩინათ მაღალი სიფხიზლე და ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების არმიების მეომრებთან ერთად საიმედოდ დაეცვათ სოციალიზმის მონაპოვარი, ერთგულად მდგარიყვნენ საყოველთაო მშვიდობის სადარაჯოზე.
XIX. სახელმწიფოს ძლიერების შეფასების მეთოდიკა
(უცხოელი სამხედრო სპეციალისტების შეფასებით)
საბჭოთა სამხედრო პერიოდიკაში გამოქვეყნებული წერილების ავტორები 1980-იანი წლების დასაწყისში აღნიშნავდნენ, რომ საერთაშორისო იმპერიალიზმი იმ ხანად მთელი ძალებით ცდილობდა, რომ უკუღმა დაეტრიალებია ისტორიის ბორბალი _ მოეხდინა სოციალიზმის ლიკვიდაცია და აეღორძინებია კაპიტალიზმი ერთადერთი მსოფლიო სისტემის სახით. მათი სიტყვით, ამერიკელი იმპერიალისტები, რომელთაც, დასავლეთის სხვა სახელმწიფოთა შორის, გააჩნდათ ყველაზე უფრო ძლიერი სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალი, ოცნებობდნენ ამის გაკეთებაზე აშშ-ის ეგიდით. ისინი ვარაუდობდნენ, რომ ორი სისტემის ისტორიული დაპირისპირების საკითხი შეეძლოთ გადაეწყვიტათ მხოლოდ სამხედრო ძლიერებაზე დაყრდნობით.
მაგრამ მაშინდელ პირობებში, როდესაც ჩამოყალიბებული გახლდათ მიახლოებითი სამხედრო-სტრატეგიული წონასწორობა სსრკ-სა და აშშ-ს შორის, ვარშავის ხელშეკრულებასა და ნატო-ს შორის, ასეთი გეგმები, თვით დასავლური პრესის შეფასებითაც კი, იქცეოდა ვერშემდგარად. საბჭოთა ავტორების სიტყვით, ამერიკელი სპეციალისტები და პოლიტოლოგები, ცდილობდნენ რა თავიანთი აგრესიული მიზნების მისაღწევად ახალი გზების გამონახვას, მოუწოდებდენ თეთრი სახლის ადმინისტრაციას, რომ თავის ანგარიშებში გამოეყენებია ე. წ. სახელმწიფოს “ერთობლივი ძლიერების” კრიტერიუმები («совокупное могущество» государства), რომლის საფუძველსაც შეადგენდა ეკონომიკური და სამხედრო ძლიერება. ისინი სთავაზობდნენ გაეშალათ ეკონომიკური შემოტევა სსრკ-სა და სოციალისტური ბანაკის სხვა ქვეყნებზე, და ამისთვის სულ უფრო ფართოდ ჩაერთოთ ისეთი ახალი მოკავშირეები თავიანთი ამერიკული გეგმების ორბიტაში, რომელთაც გააჩნდათ ყველაზე უფრო დიდი სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალი. ამასთან რეკომენდაციას იძლეოდნენ მოეხდინათ მათი კლასიფიკაცია ამა თუ იმ სახელმწიფოს “ერთობლივი ძლიერების” ყველა კომპონენტის, აგრეთვე გეოგრაფიული, პოლიტიკური, ფსიქოლოგიური და სხვა ფაქტორების გავლენის გათვალისწინებით.
ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის მ. სემუელსის სიტყვით, რომელსაც ასახელებდნენ ახლად არჩეული ქვეყნის პრეზიდენტის რ. რეიგანის მრჩეველთა რიცხვში, ამერიკელი სპეციალისტები ღრმად ცდებოდნენ, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების ცნებას განსაზღვრავდნენ მხოლოდ სამხედრო ძლიერების კრიტერიუმების მიხედვით, და ეს უნდა გამოესწორებინათ. სემუელსი ამტკიცებდა: “ჩვენი უსაფრთხოება ვარაუდობს შეტევას ეკონომიკის სფეროშიც”. მის კვალდაკვალ “ძალის პოზიციიდან” პოლიტიკის მომხრეებიც ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ “ნამდვილ სერიოზულ გამალებულ შეიარაღებას შეუძლია ხერხემალი გადაუტეხოს საბჭოთა ეკონომიკას”. ამის საპასუხოდ საბჭოთა ავტორები აღნიშნავდნენ სსრკ-ის მაშინდელი ხელმძღვანელობის განცხადებას იმის თაობაზე, რომ “მცდელობა დავამარცხოთ ერთმანეთი გამალებულ შეიარაღებაში, იმედი გვქონდეს გამარჯვებისა ბირთვულ ომში _ ეს სახიფათო უგუნურებაა”.
სხვა ამერიკელი პოლიტოლოგი იმავე უნივერსიტეტიდან, რ. ს. კლაინი, რეკომენდაციას იძლეოდა შეექმნათ ე. წ. “საოკეანო ალიანსი” 12 სახელმწიფოსგან, რაც, მისი გაანგარიშებით, საშუალებას მისცემდათ, რათა აშშ-ის ეგიდით გაეერთიანებინათ ძირითადი კაპიტალისტური ქვეყნების 1/3-მდე და უზრუნველეყოთ ორმაგი უპირატესობა ვარშავის ხელშეკრულებაზე. ამ ალიანსში ვარაუდობდნენ ჩაერთოთ აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გფრ, იაპონია, იტალია, კანადა, ნიდერლანდები, ისრაელი, ტაივანი, ავსტრალია და ახალი ზელანდია. უჩვენებდა რა ამ იდეის მიღების აუცილებლობას, კლაინი, საბჭოთა ავტორების სიტყვით, აშინებდა ამერიკელებს “კომუნისტური საფრთხით”, ცდილობდა დაერწმუნებია ისინი იმაში, რომ სოციალისტური ქვეყნები ვითომდა ორგანიზებას უკეთებდნენ და მხარს უჭერდნენ სხვა ქვეყნებში რევოლუციურ უწესრიგობებს (რომლებსაც იგი მიაკუთვნებდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ ომებსაც), რათა დაემყარებიათ იქ მმართველობის სოციალისტურისადმი ანალოგიური სისტემები და ასეთნაირად უზრუნველეყოთ გადამჭრელი ნაცვალგება (решительное возмездие) ძალთა მსოფლიო ბალანსში სოციალისზმის სასარგებლოდ.
საბჭოთა ავტორების სიტყვით, როგორც უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასეთივე “არგუმენტებით” ახდენდა ოპერირებას აშშ-ის ახალი პრეზიდენტიც, რომელიც მისი ქვეყნის პრეტენზიებს მსოფლიო ლიდერობაზე ამართლებდა სხვა არაფრით, თუ არა “საბჭოთა კავშირის განზრახვით დაამყაროს მსოფლიო ბატონობა კომუნისტური სახელმწიფოების მიერ მსოფლიოს მართვის მეშვეობით”.
სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების აღნიშნული ამერიკული ცენტრის სპეციალისტებმა, აუცილებელი მოკავშირეების “შერჩევისას” მათი “ერთობლივი ძლიერების” შეფასების საფუძველზე, შესთავაზეს ეხელმძღვანელათ ალგებრული მოდელით:
Pp = (C + E + M) X (S + W)
სადაც ცალკეული პარამეტრები აღნიშნავდა შემდეგს:
Pp _ სახელმწიფოს “ერთობლივი ძლიერება”;
C _ კრიტიკული მასა (ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნებისა და ტერიტორიის ფართობის კოეფიციენტების ჯამი);
E _ ეკონომიკური ძლიერება;
M _ სამხედრო ძლიერება;
S _ სახელმწიფის სტრატეგიული მიზანი;
W _ მოსახლეობის სურვილი მიჰყვებოდეს ქვეყანაში არსებულ სტრატეგიას.
საერთაშორისო სამხედრო კოლეჯის სამხედრო სპეციალისტებმა, ეთანხმებოდნენ რა მთლიანობაში სახელმწიფოს “ერთობლივი ძლიერების” განსაზღვრის აღნიშნულ მეთოდს, შესთავაზეს დამატებით შეეტანათ კიდევ ერთი მაჩვენებელი P _ ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის დამარწმუნებლობის ძალა, მისი უნარი თავის გზაზე წაეყვანა არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის მოსახლეობა, არამედ მოკავშირეებიც. ასეთნაირად, “ერთობლივი ძლიერების” განსაზღვრის საბოლოო ფორმულა ღებულობდა შემდეგ სახეს:
Pp = (C + E + M) X (S + W + P)
P მაჩვენებლის შემოტანას, საბჭოთა ავტორების სიტყვით, ასაბუთებდნენ იმით, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში აშშ-ის აგრესიული ომის დროს ბევრი ამერიკელი არა თუ არ უჭერდა მხარს თავისი მთავრობის პოლიტიკას, არამედ აქტიურად გამოდიოდა კიდეც მის წინააღმდეგ. რაც შეეხებოდა შეერთებული შტატების მოკავშირეებს ნატო-ში, აქაც აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ვერ შესძლო ჩაეთრია ისინი ბინძურ ომში მოცემულ რეგიონში ამერიკული იმპერიალიზმის ინტერესების დასაცავად. ამ პლანში, საბჭოთა ავტორების შეფასებით, გამოვლინდა განსხვავება უწინდელ ამერიკულ და იმდროინდელ ნატო-ს სტრატეგიებს შორის: თუკი პირველი ატარებდა გლობალურ ხასიათს, მეორე _ რეგიონულს, ევროპულს. მართალია, 80-იანი წლების დასაწყისში აშშ ისწრაფვოდა იქითკენ, რომ გაეფართოვებინათ ნატო-ს “პასუხისმგებლობის” ზონა, თუმცა კი, როგორც ჩანს, აწყდებოდა წინააღმდეგობას ალიანსის ევროპული ქვეყნების მხრიდან.
საექსპერტო შეფასებების მეთოდის გამოყენებით, ქვეყნის “ერთობლივი ძლიერების” ელემენტების შეფასებისას სთავაზობდნენ შემდეგ მიდგომებს. მაგალითად, თვლიდნენ, რომ მოსახლეობის რიცხოვნება წარმოადგენდა იმ პირველ მაჩვენებელს, რომლის სიდიდის მიხედვითაც შესაძლო იყო თავიდანვე ემსჯელათ ამა თუ იმ სახელწიფოს მნიშვნელობის შესახებ. ქვეყნის ტერიტორიის შეფასებისას ანგარიშში იღებდნენ მხოლოდ პროდუქტიული მიწების (სახნავ-სათესი მიწები, საძოვრები და ა. შ., ცხრილი 1) ფართობს.
ცხრილი 1
ზოგიერთი ქვეყნის ტერიტორიისა და პროდუქტიული მიწების ფართობი
ქვეყანა . . . . . . . . . ქვეყნის ტერიტორიის . . . . პროდუქტიული მიწების
. . . . . . . . . . . . . . . . ფართობი, მლნ. კვ. კმ . . . . . ფართობი, მლნ. კვ. კმ .
კანადა. . . . . . . . . . . . . . . . . . . 9,97 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .0,6 (6)* . . . . .
ჩინეთი. . . . . . . . . . . . . . . . . . 9,59 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .1,06 (11) . . . .
აშშ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 9,36 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4,32 (46) . . . .
ბრაზილია . . . . . . . . . . . . . . . 8,51 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .1,44 (17) . . . .
შენიშვნა: * ფრჩხილებში ნაჩვენები იყო ქვეყნის ტერიტორიისა და პროდუქტიული მიწების ფართობების პროცენტული თანაფარდობა.
ეკონომიკური ძლიერება ითვლებოდა ერთერთ ძირითად ფაქტორად, რომლის წყალობითაც ქვეყანას შეეძლო შეექმნა და გაედიდებინა სამხედრო პოტენციალი, ეწარმოებინა შეიარაღება, განეხორციელებინა თანამედროვე არმიის, ავიაციისა და ფლოტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, აგრეთვე დაეკმაყოფილებინა მოსახლეობის მოთხოვნილებანი საქონელსა და მომსახურებებში. სახელმწიფოს ეკონომიკური ძლიერების ყველაზე უფრო განზოგადოებულ მაჩვენებლად იღებდნენ მთლიანი ეროვნული პროდუქტის (მეპ) სიდიდეს. 1979 წელს ყველაზე უფრო განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებსა და ჩინეთში მან შეადგინა (მლრდ. დოლარებში): აშშ-ში _ 2369, იაპონიაში _ 1091, გფრ-ში _ 761, საფრანგეთში _ 566, დიდ ბრიტანეთში _ 381, იტალიაში _ 317, კანადაში _ 224, ესპანეთში _ 165 და ჩინეთში _ 373.
გარდა ამისა, ეკონომიკური ძლიერების შეფასებისას, ქვეყნების უფრო ზუსტი რანჟირებისთვის სთავაზობდნენ გამოეყენებინათ ხუთი საბაზო დარგის _ ენერგეტიკის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და სასარგებლო წიაღისეულის მარაგების _ შედარება. უცხოელი სპეციალისტების შეფასებით, შეერთებული შტატები ეკონომიკური მიმართებით 3-4-ჯერ აღემატებოდა თითოეულ ისეთ განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყანას, როგორებიც იყვნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, საფრანგეთი, იაპონია და ზოგიერთი სხვაც.
სამხედრო ძლიერება ითვლებოდა სახელმწიფოს ძლიერების ძირითად მაჩვენებლად და, როგორც ხაზს უსვამდნენ ამერიკულ სამხედრო წესდებებსა და დარიგებებში, წარმოადგენდა მთავარ ინსტრუმენტს პოლიტიკასა და დიპლომატიაში, ასევე აშშ-ის მზადყოფნისა და გაბედულების (решимость) აშკარა დამტკიცებას, რომ გამოიყენებდა არსებულ ძალებს სასურველი მიზნების მისაღწევად.
გაანგარიშებათა გამარტივებისთვის სამხედრო ძლიერებას აფასებდნენ შეიარაღებული ძალების ორი კომპონენტის _ სტრატეგიული ბირთვული ძალებისა და ზოგადი დანიშნულების ძალების მიხედვით. პირველს ძირითადად ადარებდნენ ბირთვული მუხტების რაოდენობრივი და სიძლავრის შესაძლებლობებისა და მიზნამდე მათი მიტანის რაოდენობრივი შესაძლებლობების მიხედვით, ხოლო მეორის დახასიათებისთვის კი იყენებდნენ მონაცემებს პირადი შემადგენლობის რიცხოვნების შესახებ, აგრეთვე რიგ კოეფიციენტებს, რომლებიც განსაზღვრული ჰქონდათ პირადი შემადგენლობის, შეიარაღების, შენაერთებისა და ნაწილების საორგანიზაციო სტრუქტურის, საომარ მოქმედებათა თეატრების (ომთ) ოპერატიული აღჭურვის, ნაწილებისა და ქვედანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ხარისხობრივი მხარის საექსპერტო შეფასებების მეთოდიკის საფუძველზე.
მე-2 ცხრილში მოყვანილია ნატო-ს ქვეყნების შეიარაღებული ძალების ხარისხობრივი შეფასების კოეფიციენტები და საბრძოლო ნაწილებისა და ქვედანაყოფების ჩამოყალიბებაში მათი ექვივალენტური შესაძლებლობები. ამ კოეფიციენტებს უცხოელი სპეციალისტები განსაზღვრავდნენ ასევე საექსპერტო შეფასებების მიხედვით.
ცხრილი 2
ნატო-ს ქვეყნების შესაძლებლობები ექვივალენტური საბრძოლო ქვედანაყოფების ჩამოყალიბებაში
(ცხრილის განთავსებისთვის მივმართეთ ცალკეული სვეტების არაბული ციფრებით დასათაურებას, სადაც 1 აღნიშნავს ქვეყანას, 2 – რეგულარული შეიარაღებული ძალების რიცხოვნებას /ათასი ადამიანი/, 3 – პირადი შემადგენლობის ხარისხის კოეფიციენტს, 4 – შეიარაღების ხარისხის კოეფიციენტს, 5 – ომთ-ის ოპერატიული აღჭურვისა და მტუ-ის ხარისხის კოეფიციენტს, 6 – ჯარების საორგანიზაციო სტრუქტურების ხარისხის კოეფიციენტს, 7- საშუალო კოეფიციენტს, 8 – ექვივალენტური ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის რიცხოვნებას /ათასი ადამიანი/)
. . . . . . . 1 . . . . . . . . . . . 2 . . . . . 3 . . . . . 4 . . . . . 5 . . . . 6 . . . . . 7 . . . . 8 . . .
აშშ . . . . . . . . . . . . . . . 2050 . . .1,0 . . . .1,0 . . . .0,9 . . . 0,8 . . .0,9 . . .1845 .
გფრ . . . . . . . . . . . . . . . .495 . . .1,0 . . . .0,9 . . . .0,9 . . . 0,7 . . .0,9 . . . . 445 .
საფრანგეთი . . . . . . . . 495 . . .0,8 . . . .0,7 . . . .0,8 . . . 0,6 . . .0,7 . . . . 346 .
თურქეთი . . . . . . . . . . .487 . . .0,7 . . . . 0,5 . . . 0,4 . . . .0,5 . . 0,5 . . . . 243 .
იტალია . . . . . . . . . . . . .366 . . .0,6 . . . . 0,5 . . . 0,5 . . . 0,4 . . .0,5 . . . . 183 .
დიდი ბრიტანეთი . . . 329 . . .1,0 . . . . 0,8 . . . 0,8 . . . .0,7 . . .0,8 . . . .263 .
საბერძნეთი . . . . . . . . . 181 . . .0,7 . . . . 0,5 . . . 0,4 . . . . 0,5 . . 0,5 . . . . .90 .
ნიდერლანდები . . . . . .115 . . .0,9 . . . . 0,8 . . . 0,8 . . . . 0,6 . . 0,8 . . . . .92 .
ბელგია . . . . . . . . . . . . . . .88 . . .0,9 . . . . 0,8 . . . 0,8 . . . . 0,6 . . .0,8 . . . . 70 .
კანადა . . . . . . . . . . . . . . . .78 . . .0,9 . . . . 0,6 . . . 0,6 . . . . 0,6 . . .0,7 . . . . 55 .
პორტუგალია . . . . . . . . . 60 . . .0,7 . . . . 0,2 . . . .0,2 . . . . 0,6 . . .0,4 . . . .24 .
ნორვეგია . . . . . . . . . . . . . 37 . . .0,9 . . . . .0,8 . . . 0,6 . . . . 0,6 . . . 0,7 . . . .26 .
დანია . . . . . . . . . . . . . . . . 35 . . . 0,8 . . . . .0,6 . . . 0,6 . . . . 0,4 . . . 0,6 . . . .21 .
შენიშვნა: * მიიღებოდა საერთო რიცხოვნების გამრავლების გზით საშუალო კოეფიციენტზე.
ყველაზე უფრო მეტ სიძნელეს, უცხოელი სპეციალისტების აზრით, წარმოადგენდა ჯამური კოეფიციენტის მნიშვნელობის განსაზღვრა (სახელმწიფოში მიღებული სტრატეგიული მიზნისა და მოსახლეობის მიერ მისი მხარდაჭერის ხარისხის). თეორიულად ეს კოეფიციენტი აორმაგებდა “კონკრეტული ძლიერების” ჯამურ სიდიდეს (C + E + M) ან სულაც ნულამდე დაჰყავდა იგი. ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობას შესაძლო იყო “ენთუზიაზმით” დაეჭირა მხარი თავისი მთავრობის პოლიტიკისთვის, არ დაეჭირა ან წინააღმდეგაც კი გამოსულიყო. სიძნელე მდგომარეობდა შიდაპოლიტიკური ვითარების შეფასების სისწორის განსაზღვრაშიც. საბჭოთა სპეციალისტები აღნიშნავდნენ, რომ აქაც აღნიშნული შემუშავების ავტორები თავიანთი პატრონების საამებლად ცდილობდნენ ბურჟუაზიულ მთავრობათა პოლიტიკური და ეკონომიკური მიზნების გაიგივებას მშრომელთა მასების მიზნებთან.
მე-3 ცხრილში მოყვანილია ზოგიერთი სახელმწიფოს “ერთობლივი ძლიერების” ჯამური შეფასებები, რომლებიც გამოანგარიშებული ჰქონდათ ექსპერტებს “კონკრეტული ძლიერებისა” და იმ კოეფიციენტების გათვალისწინებით, რომლებიც გამოხატავდნენ სახლმწიფოს სტრატეგიულ მიზანსა და მოსახლეობის მიერ მისი მხარდაჭერის ხარისხს.
ცხრილი 3
ზოგიერთი ქვეყნის ერთობლივი ძლიერების მაჩვენებლები
(ქვემოთ ციფრით 1 აღნიშნულია ქვეყანა, 2 – კოეფიციენტი C, 3 – კოეფიციენტი E, 4 – კოეფიციენტი M, 5 – “კონკრეტული ძლიერება”, 6 - S და W კოეფიციენტების ჯამი, 7 – “ერთობლივი ძლიერება”)
. . . . . . . . 1 . . . . . . . . . . . . 2 . . . . . . 3 . . . . . 4 . . . . . . 5 . . . . . 6 . . . . . 7
ჩრდილოატლანტიკური კავშირის წევრები
აშშ . . . . . . . . . . . . . . . . . . 100 . . . 174 . . . 194 . . . . 468 . . . 0,9 . . . 421
გფრ . . . . . . . . . . . . . . . . . . 50 . . . . 48 . . . . .14 . . . . .112 . . .1,5 . . . .168
საფრანგეთი . . . . . . . . . . .55 . . . . 38 . . . . . 21 . . . . 112 . . .0,9 . . . .101
დიდი ბრიტანეთი . . . . . 55 . . . . 26 . . . . .18 . . . . . .99 . . .1,0 . . . . .99
კანადა . . . . . . . . . . . . . . . .70 . . . . 26 . . . . . . 1 . . . . . .97 . . .0,6 . . . . .58
იტალია . . . . . . . . . . . . . . .50 . . . . 16 . . . . . . 5 . . . . . .71 . . . 0,8 . . . . .57
თურქეთი . . . . . . . . . . . . .55 . . . . . 3 . . . . . . 7 . . . . . .65 . . . 0,6 . . . . .39
ნორვეგია . . . . . . . . . . . . . 15 . . . . . 4 . . . . . . .1 . . . . . 20 . . . 1,0 . . . . .20
სხვა ქვეყნები
იაპონია . . . . . . . . . . . . . . .60 . . . . 46 . . . . . . 5 . . . . 111 . . . . . .1,3 . . . 144
ბრაზილია . . . . . . . . . . . . 85 . . . . . 7 . . . . . . .2 . . . . . 94 . . . . . .1,3 . . . 122
ავსტრალია . . . . . . . . . . . 40 . . . . 20 . . . . . .- . . . . . . 60 . . . . . .1,1 . . . . 66
სამხრეთ კორეა . . . . . . . .30 . . . . . 2 . . . . . . .6 . . . . . 38 . . . . . .1,4 . . . . 53
მექსიკა . . . . . . . . . . . . . . . 70 . . . . . 4 . . . . . * . . . . . . .74 . . . . . .0,6 . . . . 44
ისრაელი . . . . . . . . . . . . . * . . . . . . .1 . . . . . . 21 . . . . .22 . . . . . . 1,7 . . . . 37
ტაივანი . . . . . . . . . . . . . . .10 . . . . .2 . . . . . . 11 . . . . .23 . . . . . . 1,6 . . . . 37
ახალი ზელანდია . . . . . .10 . . . . . 1 . . . . . - . . . . . . .11 . . . . . . .1,0 . . . . 11
ჩინეთი . . . . . . . . . . . . . .100 . . . . 50 . . . . . .41 . . . .172 . . . . . . 0,7 . . . .120
საბჭოთა ავტორების სიტყვით, საერთაშორისო იმპერიალიზმი, და უწინარეს ყოვლისა ამერიკული, აკეთებდა რა მთავარ ფსონს საბჭოთა კავშირსა და სოციალისტური თანამეგობრობის სხვა ქვეყნებზე სამხედრო უპირატესობის მიღწევაზე, თავისი პოლიტიკური და სამხედრო მიზნების მიღწევაში იძულებული იყო გაეთვალისწინებია სოფლიოში იმ ხანად ჩამოყალიბებული ძალთა დაახლოებითი თანასწორობა. ამიტომ აგრძელებდა რა უზარმაზარი სახსრების ხარჯვას იარაღის არსებული სისტემების სრულყოფასა და ახლების შექმნაზე სამხედრო ძლიერების ზრდისა და ძალთა მიახლოებითი პარიტეტის ლიკვიდაციის მიზნით, აშშ გეგავდა კაპიტალიზმის შემოტევის ფართო ფრონტის გაშლას ეკონომიკურ სფეროშიც. ამისთვის იგი ისწრაფვოდა, რომ “საკუთარ ხელში მოექცია” («прибрать к рукам») განვითარებული სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის მქონე ქვეყნები და აეძულებინა ისინი მიჰყოლოდნენ მისი აგრესიული, ავანტიურისტული პოლიტიკის ფარვატერს. ამისთვის აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა, საბჭოთა ავტორების შეფასებით, იყენებდა სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისა და პოლიტოლოგების სამსახურს, რომლებიც მისი შეკვეთებით შეიმუშავებდნენ ყველანაირ შესაძლო თეორიებსა და მეთოდიკებს, ზემოთ გადმოცემულის მსგავსებს, იმპერიალიზმის აგრესიული ჩანაფიქრების გამართლებისთვის.
XX. აშშ სამხედრო ხელოვნება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და 1970-იანი წლების ჩათვლით
1970-იანი წლების შუახანებში საბჭოთა სამხედრო სპეციალისტები წერდნენ, რომ მსოფლიოში დაძაბულობის განმუხტვის სულ უფრო გაძლიერებადი პროცესის მიუხედავად, რომელიც მიდიოდა სსრკ-ისა და სოციალისტური თანამეგობრობის მშვიდობისმოყვარე მისწრაფებების გავლენით, სამხედრო მზადებები იმპერიალისტურ სახელმწიფოებში არა თუ არ სუსტდებოდა, არამედ მათი ფორსირებაც კი ხდებოდა: წლიდან წლამდე იზრდებოდა სამხედრო ხარჯები, იზრდებოდა სამხედრო ძლიერება, იქმნებოდა შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის ახალი, უფრო სრულყოფილი ნიმუშები. იმპერიალისტური ქვეყნების, და უწინარეს ყოვლისა აშშ-ის, საომარი მზადებების სისტემაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა სამხედრო ხელოვნების აქტუალური საკითხების შემუშავებას. ამ თავში განვიხილავთ აშშ-ის სამხედრო ხელოვნების განვითარების ძირითად მიმართულებებსა და ტენდენციებს; ხოლო სამხედრო ხელოვნება კი განმსაზღვრელ გავლენას ახდენდა სამხედრო თეორიის ჩამოყალიბებაზე საზღვაგარეთის ქვეყნების უმეტესობის შეიარაღებულ ძალებში.
ცნობილია, რომ სამხედრო ხელოვნება წარმოადგენს როგორც მთლიანად ომის, ისე სხვადასხვა მასშტაბის საომარი მოქმედებების მომზადებისა და წარმოების თეორიასა და პრატიკას.
სამხედრო ხელოვნების განვითარება, 1970-იანი წლების საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების აზრით, დამოკიდებული იყო სახელმწიფოს პოლიტიკასა და საზოგადოებრივ წყობილებაზე, საწარმოო ძალების დონეზე, სამხედრო-ტექნიკურ მიღწევებსა და მოსალოდნელი ომის ხასიათზე.
სამხედრო ხელოვნებაზე უშუალო გავლენას ახდენს აგრეთვე ქვეყნის ისტორიული განვითარების თავისებურებები, ეროვნული ტრადიციები, ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობები და სხვა ფაქტორები.
1970-იან წლებში ამერიკული სამხედრო ხელოვნება იყოფოდა ორ ძირითად სახეობად: სტრატეგიად და ტაქტიკად. ამასთან თუკი სტრატეგია ან ”დიდი სტრატეგია”, ამერიკული შეხედულებებით, განისაზღვრებოდა როგორც ”სახელმწიფოს მთელი ძლიერების გამოყენების... ხელოვნება”, მაშინ ტაქტიკა აერთიანებდა არა მხოლოდ ბრძოლის თეორიასა და პრაქტიკას, არამედ ოპერაციისაც, რომელსაც ატარებდნენ შეიარაღებულ ძალთა ერთი ან რამდენიმე სახეობის ოპერატიული გაერთიანებები* (შენიშვნა: მოგვიანებით, 1980-იან წლებში, ამერიკულ სამხედრო ხელოვნებაში, საბჭოთა და დასავლეთგერმანული გამოცდილების გათვალისწინებით შეიტანეს ოპერატიული ხელოვნების ცნებაც, რომელსაც შუალედური ადგილი უჭირავს სტრატეგიასა და ტაქტიკას შორის და განაგებს ოპერატიული საჯარისო რგოლების /სახმელეთო ჯარებში _ საარმიო კორპუსი, საველე არმია/ საბრძოლო მოქმედებების /ოპერაციების/ სფეროს).
უცხოელი სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, აშშ-ის სამხედრო ხელოვნების განვითარებაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში დაიმზირებოდა რიგი ეტაპები.
პირველი ეტაპი (1945-1953 წლები). გერმანული ფაშიზმისა და იაპონური მილიტარიზმის განადგურების შედეგად, რომელშიც გადამწყვეტი როლი ითამაშა საბჭოთა შეიარაღებულმა ძალებმა, მსოფლიოში მოხდა ძირეული ცვლილებები. ჯერ ერთი, საბჭოთა კავშირმა მნიშვნელოვანწილად უარი თქვა მსოფლიო რევოლუციის ქარიშხლების გაჩაღებაზე, ან ამისთვის მზადებაზე, რასაც მისი ხელმძღვანელობა აქტიურად ახორციელებდა 1920-იან და 30-იან წლებში და, შესაბამისად, დაიწყო ისტორიული რუსული სახელმწიფოს (ძველი რუსული იმპერიის) გარკვეული გეოპოლიტიკური მიზნებისა და ამოცანების შეძენა. თუმცა კი სახელმწიფოებრივ წყობილებასა და იდეოლოგიაში აქტიურად ფიგურირებდა წმინდად დასავლურ-ევროპული წარმოშობის ლოზუნგები ”შრომის მსოფლიო ძმობის”, ”მთელი მსოფლიოს მშრომელების ექსპლუატაციისა და სოციალური ჩაგვრისგან განთავისუფლების”, ”სოციალისტური და კომუნისტური წყობილების უპირატესობისა და პროგრესულობის” შესახებ. ამ ლოზუნგებით სსრკ, მეფის დროინდელი ქრისტიანული რუსული იმპერიისგან განსხვავებით, ცდილობდა და ავრცელებდა თავის გავლენას აღმოსავლეთ ევროპის იმ ტერიტორიებზე _ აღმოსავლეთ გერმანია, პოლონეთის დასავლეთ ნაწილი, ჩეხოსლოვაკია, რუმინეთი, ბულგარეთი, ალბანეთი, ნაწილობრივ ტიტოს იუგოსლავიაც, რომლებიც მანამდე შედიოდა პრუსიის, ავსტრია-უნგრეთისა და ოსმალეთის შემადგენლობაში, ან მოგვიანებით, პროტექტორატის ქვეშ. ბრიტანული ისტორიული აზრის პატრიარქის არნოლდ ტოინბის შეფასებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთმა 50 წლის განმავლობაში პირველად იგრძნო თავის თავზე ის ზეწოლა რუსეთისგან, რომელსაც თავად ახორციელებდა რუსეთზე საუკუნეების განმავლობაში _ დაწყებული თუნდაც 1240 და 1242 წლებში რომის პაპის კურთხევითა და მოწოდებით შვედებისა და გერმანელი რაინდების ლაშქრობებით ფსკოვისა და ნოვგოროდის სამთავროების დასაპყრობად, რომლებიც წმიდა კეთილმსახური მთავრის ალექსანდრე ნეველის სარდლობით დაამარცხეს რუსებმა მდ. ნევასა და ჩუდის ტბაზე. ისეთივე მოწოდებით შედარებით უფრო გვიან რუსულ სამთავროებს იერთებდნენ და ცეცხლითა და მახვილით აკათოლიკებდნენ ლიტვა-პოლონეთის გაერთიანებული ძალები. XVII საუკუნის პირველ ნახევარშიც კი ძველი რუსული ქალაქები _ კიევი, მინსკი და სმოლენსკი შედიოდა პოლონეთის სამეფოს (რჟეჩ პოსპოლიტას) შემადგენლობაში, ხოლო რუსეთის სამეფოს სახელმწიფო საზღვარი გადიოდა მოსკოვის მახლობლად (შესაძლოა ცნობილ ბოროდინოს ველზეც, სადაც XIX საუკუნის დასაწყისში რუსებმა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაუმართეს მთელი კონტინენტური ევროპის დამპყრობი ნაპოლეონ ბონაპარტეს ჯარებს).
მაგრამ 1970-იან წლებში საბჭოთა სამხედრო სპეციალისტები სულ სხვა _ მარქსისტულ-ლენინური კუთხით უყურებდნენ საკუთარ ისტორიასაც და მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებსაც და ამის გამო სულ სხვა აქცენტებს აკეთებდნენ. მათი სიტყვით, ცდილობდნენ რა მსოფლიოში მიმდინარე სოციალიზმის სასარგებლო რევოლუციური პროცესების დამურუჭებასა და დასუსტებას, დაკარგული პოზიციების დაბრუნებას, იმპერიალისტურმა ქვეყნებმა აშშ-ის მეთაურობით, დაიწყეს გაძლიერებული მზადება ახალი მსოფლიო ომისთვის, რომელიც მიმართული იყო უწინარეს ყოვლისა სარკ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმეგ.
იმ წლებში მიღებული ”საჰაერო-ატომური ძლიერების” სამხედრო დოქტრინა ასახავდა ამერიკულ პოლიტიკას ”ძალის პოზიციიდან” სსრკ-სა და მის მოკავშირე ქვეყნებთან მიმართებით. სამხედრო დოქტრინამ თავისი ხორცშესხმა ჰპოვა სამხედრო სტრატეგიაში, რომელიც განისაზღვრებოდა როგორც ”...ქვეყნის შეიარაღებული ძალების გამოყენების ხელოვნება და მეცნიერება ეროვნული პოლიტიკის მიზნების უზრუნველყოფისთვის ძალის გამოყენების ან ძალით მუქარის გზით”. ეს დოქტრინა სამხედრო-საჰაერო ძალებს უთმობდა გადამწყბეტ როლს შეიარაღებული ძალების სისტემაში, რაც აიხსნებოდა სჰძ -ის სწრაფი ხარისხობრივი გაუმჯობესებით, და უმთავრესად იმით, რომ ავიაცია იმ დროს წარმოადგენდა ბირთვული იარაღის ერთადერთ მატარებელს. ამასთან ერთად ამერიკული სარდლობა თვლიდა, რომ სტრატეგიული მიზნებისთვის შესაძლებელი იყო მიეღწიათ მხოლოდ შეიარაღებულ ძალთა ყველა სახეობის ერთობლივი ძალისხმევით. ამიტომ სამხედრო დოქტრინა ითვალისწინებდა შეიარაღებულ ძალთა ყველა სახეობის პროპორციულ და დაბალანსებულ განვითარებას, რის შედეგადაც არმიის, სჰძ -ისა და სზძ -ის სამინისტროები შეიყვანეს თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში და დაუქვემდებარეს თავდაცვის მინისტრს, რაც არ გაუკეთებიათ თვით მეორე მსოფლიო ომის წლებშიც. 1950-იანი წლების დასაწყისში აშშ-ში შეიმუშავებდნენ ”გლობალური ომის” თეორიას, რომელშიც ვარაუდობდნენ ამერიკული შეიარაღებული ძალების მიერ უცხო ტერიტორიების ფართო გამოყენებას თავიანთი სამხედრო-პოლიტიკური მიზნების მიღწევის ინტერესებში.
ამ პერიოდის სამხედრო ხელოვნება ემყარებოდა ძირითადად მეორე მსოფლიო ომში შეძენილ გამოცდილებას. ნაწილების, შენაერთებისა და გაერთიანებების გაზრდილ შესაძლებლობებთან დაკავშირებით (საბრძოლო ტექნიკისა და იარაღის უფრო სრულყოფილი ნიმუშების, განსკუთრებით ატომური იარაღის შეიარაღებაში მიღების შედეგად) გაიზარდა სახმელეთო ჯარების ოპერაციების სივრცული გაქანება. ამასთან საბრძოლო მოქმედებების ძირითად სახეობად ითვლებოდა შეტევა. თავდაცვას განიხილავდნენ როგორც დროებით მოვლენას და იგი მოიცავდა ორ სახეობას: პოზიციურ თავდაცვასა და შემკავებელ მოქმედებებს.
მეორე ეტაპი (1950-იანი წლების პერიოდი). ამ პერიოდისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელი იყო პოლიტიკა ”ძალის პოზიციიდან”. ამას ხელს უწყობდა შეიარაღებული ბრძოლის საშუალებების სწრაფი განვითარება და უმთავრესად შეერთებულ შტატებში ბირთვული საბრძოლო მასალების, მათი მიტანის საშუალებების სერიული წარმოება და ამ საშუალებებით შეიარაღებულ ძალთა ყველა სახეობის აღჭურვა.
ამერიკული სარდლობა ამ პერიოდში ატომურ იარაღს თვლიდა ”ტოტალურ” იარაღად და ბირთვული საბრძოლო მასალების მარაგების დაგროვებასთან ერთად ვარაუდობდა ნებისმიერ შეიარაღებულ კონფლიქტში მსუბუქი გამარჯვების მოპოვებას. ამასთან დაკავშირებით 1953 წელს აშშ-ში ოფიციალურად გამოაცხადეს ე.წ. ”მასირებული ნაცვალგების (შურისძიების)” სტრატეგია.
ამერიკელმა სამხედრო თეორეტიკოსებმა, ამოდიოდნენ რა შესაძლო მოწინააღმდეგეზე ბირთვულ შეიარაღებასა და მისი მიტანის საშუალებებში არსებული უპირატესობიდან, ზემოდასახელებულ სტრატეგიას საფუძვლად დაუდეს პრევენციული (დამსწრები) დარტყმისთვის მზადება და ბირთვული იარაღის მოულოდნელი მასირებული გამოყენებით სსრკ-ისა და მისი მოკავშირეების განადგურება. ამის საფუძველზე შეიმუშავეს საყოველთაო ბირთვული ომის თეორია, რომლის ძირითადი დებულებებიც გადმოცემული იყო ამერიკულ წესდებებსა და დარიგებებში. ”მასირებული ნაცვალგების” სტრატეგიის გამოყენება არსებითად აისახა შეიარაღებული ძალების მშენებლობაზე. ძირითადი საყრდენი გააკეთეს ბირთვული პოტენციალის ზრდაზე.
მაგრამ თუკი სამხედრო ხელოვნების განვითარება შეიარაღებული ძალების მასშტაბში გამოიხატა ”მასირებული ნაცვალგების” სტრატეგიის მიღებაში, რომელმაც განსაზღვრა სტრატეგიული ოპერაციებისა და მთლიანობაში ბირთვული ომის წარმოების ფორმები და მეთოდები, ტაქტიკის სფეროში ბირთვული იარაღის შეიარაღებაში მიღებამ გამოიწვია ”თეთრი ლაქების” წარმოქმნა ახალ პირობებში ოპერაციისა და ბრძოლის წარმოების ფორმებსა და ხერხებში. ამერიკელი სამხედრო თეორეტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ ”წყვეტა ჯარების შეიარაღებასა და მისი გამოყენების მეთოდებს შორის არასოდეს არ ყოფილა ისე დიდი”, როგორც იმ დროს. ბირთვული იარაღის გამოყენებით საბრძოლო მოქმედებების წარმოების გამოცდილების არქონამ და პენტაგონის ხელმძღვანელობის მიერ მისი საბრძოლო შესაძლებლობების გადაფასებამ (გადამეტებამ) გამოიწვია მეტად წინააღმდეგობრივი შეხედულებების გაჩენა შეიარაღებულ ძალთა სახეობების _ სახმელეთო ჯარების, სჰძ -ისა და სზძ -ის (საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსით) გამოყენებაზე.
ბრძოლისა და ოპერაციის მომზადებისა და წარმოების ძირითადი პრინციპების განხილვისას აშშ-ის სამხედრო თეორეტიკოსების უმეტესობა ამოდიოდა ბირთვული იარაღის ფართო გამოყენების შესაძლებლობიდან ე. წ. სოციალისტური თანამეგობრობის ქვეყნების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების ყველა სახეობაში. საბრძლო მოქმედებების წარმოებას დაზიანების მხოლოდ ჩვეულებრივი საშუალებების გამოყენებით უშვებდნენ მხოლოდ ”დედამიწის ნაკლებად განვითარებულ რაიონებში ევროპის ფარგლებს გარეთ”. პირველ პლანზე გადმოტანილი ჰქონდათ სამხედრო ხელოვნების ისეთი პრინციპები, როგორებიცაა მოულოდნელობა და მობილურობა. სრულიად სხვაგვარად დაიწყეს ძირითადი ძალისხმევის თავმოყრის საკითხის განხილვა: გადაწყვიტეს უარი ეთქვათ მთავარ მიმართულებაზე სახმელეთო ჯარების ძალებისა და საშუალებების მასირებაზე (მასიურად თავმოყრაზე).
ოპერაციების შემუშავებისას მთავარ ყურადღებას უთმობდნენ პირისპირ მდგომი მოწინაამდეგის განადგურებას ბირთვული იარაღის მოულოდნელად გამოყენების გზით ომთ-ის სიღრმეში სწრაფი შეტევის შემდგომი ჩატარებით, რომლის მსვლელობისას ვარაუდობდნენ ჯარების ძირითადი დაჯგუფებების განადგურების დასრულებას, უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრების დაპყრობას, კაპიტულაციის მიღწევას.
ამასთან დაკავშირებით ზდმეტად თვლიდნენ შესაძლო ომთ-ებზე სახმელეთო ჯარების მსხვილი დაჯგუფებების შექმნას. ბირთვული იარაღის მოულოდნელი და მასირებული გამოყენების შემდეგ მტრის დაჯგუფებების განადგურების დასრულებას ვარაუდობდნენ ხუთგვაროვანი (пятиричная) ორგანიზაციის მქონე არც თუ დიდი ძალისა და მაღალი ძვრადობის დივიზიებით, რომლებიც სპეციალურად იყო მოწყობილი და გამიზნული საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის ბირთვული ომის პირობებში (მათ უწოდებდნენ ”პენტომიურ” დივიზიებს). დივიზიების შემადგენლობაში სარაკეტო-ბირთვული იარაღის ჩართვამ გამოიწვია მათში ჩვეულებრივი საველე და ტანკსაწინააღმდეგო არტილერიის რაოდენობის შემცირება. ითვლებოდა, რომ დივიზიის თითოეული საბრძოლო ჯგუფის ბაზაზე შესაძლო იყო ცალკელი მობილური ნაწილის შექმნა, რომელსაც ექნებოდა უფრო მეტი საცეცხლე ძალა მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ქვეით პოლკთან შედარებით, მაგრამ ეყოლებოდა იმავე პერიოდის ქვეით ასეულზე უფრო ნაკლები რიცხოვნების პირადი შემადგენლობა.
ყველა საჯარისო ინსტანციამ დივიზიის მეთაურიდან და ზემოთ თავის განკარგულებაში მიიღო ბირთვული იარაღის მიტანის საშუალებები და ბირთვული საბრძოლო მასალების განსაზღვრული რაოდენობა. ამასთან ბირთვული საშუალებების დაგროვებასთან ერთად მათთვის გამოყოფილი საბრძოლო მასალების რაოდენობა მუდმივად იზრდებოდა. თუკი 1953 წელს შეტევითი ოპერაციის ჩატარებაზე არმიების ჯგუფს გამოუყოფდნენ 50-60, ხოლო საველე არმიას _ 15-20 ბირთვულ საბრძოლო მასალას, 1959 წელს მათ უკვე უყოფდნენ შესაბამისად 200-300 და 120-130 საბრძოლო მასალას.
იმ წლებში აღიარება ჰპოვა განწერტვის პრინციპმა და იგი ფართოდ იქნა გავრცელებული. უცხოურ სამხედრო ლიტერატურაში ხაზს უსვამდნენ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება მოითხოვს მეორე მსოფლიო ომთან შედარებით ოპერატიული მოწყობის (საბრძოლო რიგების) ელემენტების უფრო მეტ განწერტვას ფრონტსა და სიღრმეში. ამასთან დაკავშირებით სწავლებებში არმიების ჯგუფი შეტევაში ღებულობდა ზოლს 400-450 კმ-მდე, საველე არმია _ 150-200 კმ-მდე, მაშინ როდესაც ომის წლებში ისინი შეადგენდა შესაბამისად 100-200 და 40-60 კმ-ს.
განიხილავდა რა ბირთვული იარაღის კოლოსალურ დამანგრეველ ძლიერებას, ამერიკული სარდლობა მივიდა დასკვნამდე, რომ საკმარისია დარტყმები მიაყენო მოწინააღმდეგის ჯარების ძირითად დაჯგუფებას, რათა შეტევა სულ თავიდანვე გადაიზარდოს დევნაში. ამან არსებითი გავლენა იქონია შეტევის ამოცანების სიღრმესა და ტემპებზე. ასე, არმიების ჯგუფის ოპერაციის სიღრმე გაიზარდა 600-700 კმ-მდე, ხოლო საველე არმიისა _ 250-300 კმ-მდე. საშუალო დღეღამური ტემპები შეადგენდა: თავდაცვის გარღვევისას 25-30 კმ-ს, ოპერატიულ სიღრმეში _ 60-80 კმ-ს. ბირთვული იარაღის გამოყენების შედეგების უკერთესად გამოყენებისა და თავდაპირველი დარტყმის ძლიერების გაზრდისთვის შეტევით ოპერაციაში მიანშეწონილად მიაჩნდათ არმიების ჯგუფისა და საველე არმიის ერთეშელონიანი მოწყობა (სწავლება ”შავი ლომი” 1957 წელს და სხვები). ამრიგად, შეტევითი ოპერაციების ჩატარების წარმატებას საფუძვლად დაუდეს მოწინააღმდეგეზე ბირთვული უპირატესობის მიღწევა.
რაც შეეხება შეტევის წარმოების ხერხს, თვლიდნენ, რომ არმიების ჯგუფსა და საველე არმიას შეტევით ოპერაციაში შეუძლიათ დარტყმების მიყენება ერთ-ორ და სამ მიმართულებაზეც კი. ამასთან მთავარ მიმართულებას არ ნიშნავდნენ. ოპერატილი მანევრის ფორმებიდან უპირატესობას აძლევდნენ გარღვევასა და ოპერატიულ შემოვლას. ითვლებოდა, რომ გარღვევა შესაძლო იყო განეხორციელებიათ ნაკლები დანაკარგებით თუკი პირისპირ მდგომი ჯარების თავდაცვაში ბირთვული აფეთქებებით გააკეთებენ შუალედებს (бреши).
თავდაცვითი ოპერაციების ჩატარებას, ამ პერიოდის ამერიკული წესდებების თანახმად, გეგმავდნენ ისეთ ვითარებაში, როდესაც აუცილებელი იყო დროის მოგება შეტევაში გადასვლისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად, ან ერთ მიმართულებაზე ძალების ეკონომიისთვის, რათა გადამწყვეტი შეტევითი მოქმედებები დაეწყოთ მეორეზე. ამსთან თვლიდნენ, რომ თავაცვითი ოპერაციების მსვლელობისას ბირთვული იარაღის გამოყენებით შესაძლო იყო მიეღწიათ გადამჭრელი მიზნებისთვის თვით მოწინააღმეგის შემომტევი დაჯგუფების სრულ განადგურებამდეც კი. ამიტომ ასეთ ოპერაციებს საფუძვლად უდებდნენ მასობრივი დაზიანების იარაღის უნარიან გამოყენებასა და ჯარების მაღალ მობილურობას.
ითვალისწინებდა რა, რომ ჯარების ყველანაირი სტაბილური განლაგება თავდაცვაში დაკავშირებულია შემომტევის ბირთვული იარაღით მათი განადგურების დიდ რისკთან, აშშ-ის სარდლობა ამ დროს გეგმავდა პოზიციურთან ერთად მობილური თავდაცვის გამოყენებასაც. თავდაცვაში ძალების განწერტვის პრინციპი ასევე პოულობდა იმ წლებში ფართო გამოყენებას. ბირთვული იარაღით დაზიანებისგან ძალების შენარჩუნების მიზნით გართიანებებისა და შენაერთების თავდაცვის სიგანე და სიღრმე მნივნელოვნად იქნა გაზრდილი. ასე, არმიების ჯგუფისა და საველე არმიის ზოლის სიგანე თავდაცვაში გაზარდეს ორჯერ, ხოლო სიღრმე _ 2-2,5-ჯერ. 1950-იანი წლების შუახანებიდან ჯარების განლაგება თავდაცვაში დაიწყეს ისეთი ანგარიშით, რომ გამოერიცხათ საშუალო სიმძლავრის ერთი ბირთვული საბრძოლო მასალით ერთ ასეულზე (ბატარეაზე) მეტი საჯარისო ერთეულის დაზიანების შესაძლებლობა.
იმ პერიოდში გეგმავდნენ შემკავებელი მოქმედებების, როგორც თავდაცვის ერთერთი სახესხვაობის ფართო გამოყენებასაც. მათი არსი მდგომარეობდა შემომტევი მოწინააღმდეგისთვის რიგ თავდაცვით მიჯნებზე წინააღმდეგობის გაწევაში, ტერიტორიის ნაწილის დაკარგვის ხარჯზე დროის მოგების მიზნით რეზერვების მოსვლის უზრუნველსაყოფად. ასე, ევროპაში ჩატარებულ მსხვილ სწავლებებში (”დათვის ბრჭყალი” 1956 წელს, ”შავი ლომი” 1957-ში და სხვები) ომის საწყისი პერიოდის ფონზე დამუშავებული თავდაცვითი ოპერაციები ითვალისწინებდა ჯარების უკანდახევას შემკავებელი მოქმედებების წარმოებით 150-200 კმ სიღრმეში. ასეთი მოქმედებების მსვლელობისას ითვალისწინებდნენ მოწინააღმდეგის იძულებას შემოეტია მისთვის არახელსაყრელ მიმართულებაზე, შეემჭიდროვებიათ მისი საბრძოლო რიგები და ამით შეექმნათ პირობები მისთვის მსხვილი დანაკარგების მისაყენებლად. ძირითად ძალისხმევას თავს უყრიდნენ საბოლოო თავდაცვითი მიჯნის შენარჩუნებაზე, რომლიდანაც გეგმავდნენ კონტრშეტევაში გადასვლას.
ბირთვული იარაღის შეიარაღებაში მიღება ძლიერ აისახა ბრძოლის წარმოების ტაქტიკაზეც. იმ პერიოდის შეტევითი და თავდაცვითი ბრძოლის დამახასიათებელ თავისებურებებად ამერიკელი სპეციალისტები თვლიდნენ: ბირთვული იარაღის მასირებულ გამოყენებას, საბრძოლო მოქმედებების წარმოების დაგეგმვისა და მისთვის მომზადების ვადების შემცირებასა და წესის შეცვლას, ჯარების საცეცხლე ძლიერებისა და ძვრადობის გაზრდას, საბრძოლო მოქმედებების გაქანების გაზრდას, ბრძოლის სწრაფმდინარებასა და ვითარების მკვეთრ ცვლილებებს, ბრძოლის ერთი სახეობის მეორეში გადაზრდას, ინიციატივისა და დროის მოგებისთვის ბრძოლას.
ბირთვული იარაღის გამოყენება დომინირებული გახდა საბრძოლო მოქმედებების დაგეგმვისას. თუკი წარსულში თავიდან შეიმუშავებდნენ ჯარების მოქმედების ხოლო შემდეგ საცეცხლე მხარდაჭერის გეგმას, ახლა თავიდან წყვეტდნენ საკითხს ბირთვული იარაღის გამოყენების წესის შესახებ, ხოლო შემდეგ კი ჯარების იმ მანევრის შესახებაც, რომელიც ყველაზე უფრო მოსახერხებელი იქნებოდა ბირთვული დარტყმების შედეგების გამოსაყენებლად.
გარღვევა იქცა შეტევით ბრძოლაში მანევრის ძირითად ფორმად. ამასთან ხაზს უსვამდნენ, რომ მას უნდა ჰქონოდა არა მოწინააღმდეგის თავდაცვის გეგმაზომიერი გადალახვის, არამედ მაღალ ტემპში სწრაფი შეტევის ხასიათი. აქედან გამომდინარე ამერიკელმა სპეციალისტებმა დაიწყეს მობილურობის მიჩნევა ბრძოლაში ჯარების მნივნელოვან თვისებად.
დივიზიას იმ პერიოდში შეტევაში გამოუყოფდნენ ხუთ-შვიდ ბირთვულ საბრძოლო მასალას, რაც არსებითად ამაღლებდა მის შეტევით შესაძლებლობებს. ამის ძალით დაახლოებით ორ-სამჯერ გაიზარდა მისი ზოლის სიგანე და საბრძოლო ამოცანების სიღრმე.
თავდაცვითი ბრძოლის ძირითად პრინციპებად იქცა განწერტვა და მანევრი, ამასთან უკანასკნელის შეხამებას გეგმავდნენ შემომტევ ან შემოტევისთვის მზადების პროცესში მყოფ მოწინააღმდეგეზე ძლიერი ბირთვული დარტყმების მიყენებასთან ერთად.
წესდების დებულებების თანახმად ნაწილებსა და ქვედანაყოფებს თავდაცვა უნდა მოეწყოთ ფართო ფრონტზე და მნიშვნელოვან სიღრმეში, რომლებსაც აღწევდნენ ჯარების საბრძოლო რიგების შესაბამისი განლაგებით, სათადარიგო და ცრუ საყრდენი პუნქტებისა და თავდაცვის კვანძების მოწყობით, აგრეთვე მაბლოკირებელი, შემკავებელი და მომკვეთი პოზიციების შექმნით. საბრძოლო რიგების განწერტვამ გამოიწვია ასეულებისა და ოცეულების საყრდენ პუნქტებს შორის დიდი შუალედების წარმოქმნა. განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა დაუწყეს თითოეული ქვედანაყოფისა და ნაწილის მიერ კეროვანი და წრიული თავდაცვის ორგანიზებას.
მესამე ეტაპი (1960-იანი წლები). მისი დასაწყისი დაკავშირებული იყო ”მასირებული ნაცვალგების” ამერიკული სტრატეგიის ჩავარდნასა და აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ 1961 წელს ”მოქნილი რეაგირების” სტრატეგიის მიღებასთან. წინამორბედისგან განსხვავებით ”მოქნილი რეაგირების” სტრატეგია ითვალისწინებდა სსრკ-ისა და მისი მოკაშირეების წინააღმდეგ არა მხოლოდ საყოველთაო ბირთვული ომის წარმოებას, არამედ შეზღუდული ომებისაც, მათ შორის ევროპულ ომის თეატრზე.
ითვალისწინებდა რა, რომ მხარეების მიერ ბირთვული იარაღის შეუზღუდავ გამოყენებას შეეძლო თავად აშშ-თვის გამოუსწორებელი შედეგების მოტანა, ამერიკული პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა ეძიებდა მისი გამოყენების შეზღუდვის გზებს, რათა თავიდან აეცილებია საპასუხო ბირთვული დარტყმები თავის ტერიტორიაზე. ამიტომ საყოველთაო ბირთვული ომის ალტერნატივის სახით წამოაყენეს შეზღუდული ომების კონცეფცია.
ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების შეხედულებებით, შეზღუდული ომი ხასიათდებოდა მიზნების, შეიარაღებული ბრძოლის საშუალებების გამოყენების მასშტაბებისა და საბრძოლო მოქმედებების რაიონების შეგნებული შევიწროვებით ანუ კონფლიქტში ჩათრეული ქვეყნების რაოდენობის შემცირებით. სხვა სიტყვებით, ასეთი ომები უნდა ყოფილიყო ის შეიარაღებული კონფლიქტები, რომლებიც ვერ მიაღწევდა საყოველთაო ბირთვული ომის მასშტაბებს. მათ მიაკუთვნებდნენ: ლოკალურ ომებს, ომებს დაზიანების მხოლოდ ჩვეულებრივი საშუალებების გამოყენებით და შეზღუდულ ბირთვულ ომებს. ამასთან გულისხმობდნენ, რომ ასეთი შეიარაღებული კონფლიქტები არ უნდა მისულიყო უკიდურეს ზღვრებამდე, ხოლო მათში მონაწილე ქვეყნები შესაძლოა მისულიყვნენ შეთანხმებამდე მანამდე, სანამ საომარი მოქმედებები გასცდებოდა განსაზღვრულ ფარგლებს და გამოიწვევდა საყოველთაო ბირთვულ ომს.
მონაწილე ქვეყნების შემადგენლობისა და ხანგრძლივობის მიხედვით შეზღუდული ომი შესაძლოა ყოფილიყო სრულიად სხვადასხვანაირი. მათ მაგალითებს იმ წელში წარმოადგენდა: აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული აგრესია ინდოჩინეთის ხალხების წინააღმდეგ, ასევე ისრაელის ომები ახლო აღმოსავლეთში. მიუხედავად ამისა ითვალისწინებდნენ, რომ შეზღუდული შეიარაღებული კონფლიქტი შესაძლოა გადაზრდილიყო საყოველთაო ბირთვულ ომში. ასეთი მდგომარეობა ეხებოდა ისეთ შეზღუდულ ომებს, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებდნენ დიდი სახელმწიფოები ან რომელთა მსვლელობისას შეეხებოდნენ მათ ინტერესებს. ამასთან ამერიკელი სპეციალისტები ხაზს უსვამდნენ, რომ ძალზედ ძნელია წინასწარ განსაზღვრო შეზღუდული ომის საყოველთაოში გადაზრდის მომენტი. მათი აზრით, ეს შესაძლოა მომხდარიყო ისეთ ვითარებაში, როდესაც ერთერთი მოწინააღმდეგეთაგანი მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ მისი სახელმწიფოს ბედი სასწორზეა დადებული.
ამერიკულ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში განსაკუთრებით ფართოდ განიხილადნენ საკითხს ვროპაში შეზღუდული ომის წარმოების შესაძლებლობის შესახებ. ბევრი სპეციალისტი ვარაუდობდა, რომ ევროპაში შესაძლოა წარმოქმნილიყო შეზღუდული ომი ნატო-ს ბლოკის ქვეყნებსა და ვარშავის ხელშეკრულების სახელმწიფოებს შორის მხოლოდ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით. ამასთან თვლიდნენ, რომ რამდენადაც ტაქტიკური ბირთვული საშუალებების გამოყენება ბირთვულ ომში დაკავშირებული იყო საყოველთაო ბირთვულ ომში მისი გადაზრდის საშიშროებასთან, ამიტომ დაპირისპიებული მხარეები შეეცდებოდნენ შესაბამისი შეთანხმებების დადებას მასობრივი დაზიანების საშუალებების გამოყენებაზე. ასეთი შეთანხმებები შესაძლო იყო შეხებოდა: იმ ტერიტორიის ფართის განსაზღვრას, რომლის ფარგლებშიც შესაძლო იყო გამოეყენებიათ ბირთვული იარაღი; ბირთვული საბრძოლო მასალების სიმძლავრის ზღვრის დადგენას; საჰაერო აფეთქებების გამორიცხვას, რომლებსაც თან ახავს ძლიერი რადიოაქტიური დასნებოვნება; მხლოდ განსაზღვრული მიზნების დაზიანებასა და ა. შ. მაგრამ ამ ზომების დაცვა, როგორც აღნიშნავდნენ უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში, წარმოაგენდა რთულ პრობლემას როგორც ტექნიკური, ისე სხვა თვალსაზრისითაც, რაც განაპირობებდა ვითარების არასტაბილურობას შეზღუდულ ომში და მისი ესკალაციის მუდმივ საშიშროებას.
მიღებული სტრატეგის შესაბამისად 1960-იანი წლების პერიოდს ახასიათბდნენ ასევე იმით, რომ აშშ-ის სარდლობა, აგრძელებდა რა ყურადღების მიქცევას სტრატეგიული ბირთვული ძალების შემგომ სრულყოფაზე, მკვეთრად გადაიხარა ზოგადი დანიშნულების ძალების განვითარებისკენაც და წამოაყენა მოთხოვნა შეიარაღებულ ძალთა ყველა სახეობის დაბალანსებული, ჰარმონიული განვითარების თაობაზე.
შექმნილ პირობებში ამერიკული სარდლობა მივიდა დასკვნამდე სახმელეთო ჯარების შენაერთების რეორგანიზების აუცილებლობის შესახებ საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის მათი შეგუების მიზნით, როგორც ბირთვული ომის პირობებში, ისე დაზიანების მხოლოდ ჩვეულებრივი საშულებების გამოყენებით წარმოებულ შეიარაღებულ კონფლიქტშიც. აუცილებლად აღიარეს პენტომიური ორგანიზაციის დივიზიებიდან დაბრუნებოდნენ ტრადიციული სამბრიგადიანი შემადგენლობის დივიზიებს.
სახმელეთო ჯარების განვითარებაში ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო საცეცხლე და დამრტყმელი ძლიერებისა ოპერატიულ-ტაქტიკური მობილურობის ამაღლებაზე. ბირთვული საბრძოლო მასალების მარაგების შემდომმა დაგროვებამ მცირე სიმძლავრის ბირთვული იარაღის მიტანის საშუალებების შემუშავებამა და შეიარაღებაში მიღებამ საშუალება მისცათ სახმელეთო ჯარების გაერთიანებებისა და შენაერთებისთვის ოპერაციაზე გამოეყოთ გაცილებით უფრო მეტი რაოდენობის ბირთვული საბრძოლო მასალა, ვიდრე ეს იყო 1950-იან წლებში.
ოპერატიული ხელოვნება აშშ-ის არმიაში ამ პერიოდში ვითარდებოდა ოპერაციების წარმოების ფორმებისა და ხერხების შემდგომი სრულყოფის მიმართულებით როგორც უბირთვო, ისევე ბირთვულ ომშიც. ამასთან დიდ ყურადღებას უთმობდნენ პირველიდან მეორეში გადასვლასთან დაკავშირებულ საკითხებს. შეიმუშავებდნენ დასახულ ან დაწყებულ კონფლიქტში ესკალაციის თანამიმდვრულად ზრდასა და შეიარაღებული ბრძოლის სხვადასხვანაირი საშუალებების ამოქმედებას თვით ბირთვული იარაღის შეუზღუდველ გამოყენებამდეც.
ამ დროს ჩატარებული სწავლებების მსვლელობაში (განსაკუთრებით ევროპულ ომთ-ებზე) ომის საწყისი პერიოდის ფონზე საბრძოლო მოქმედებების გათამაშებას იწყებდნენ დაზიანების მხოლოდ ჩვეულებრივი საშუალებების გამოყენებით. ამასთან უბირთვო პერიოდი იყო, როგორც წესი, მცირე ხანგრძლივობისა (რამოდენიმე საათიდან რამოდენიმე დღეღამემდე), რის შემდეგაც ახორციელებდნენ გადასვლას ბირთვული იარაღის გამოყენებაზე (სწავლებები ”ფოლექს-64” და ”ფოლექს-66”).
ამ წლებში დიდ მნიშვნელობას იძენდა აგრეთვე სამხედრო სპეციალისტებისა და ხელმძღვანელობის მიერ ბირთვულ-სანაღმო ღობურების (ბირთვული ფუგასების) შექმნასა და გამოყენებაში თეორიის შემუშავება და პრაქტიკული ღონისძიებების ჩატარება. უმნიშვნელოვანესი ომთ-ების ძირითად მიმათულებებზე მოამზადეს ასეთი ღობურების მთელი სისტემა ბირთვული ”სანაღმო სარტყელის” სახით, რომელიც მიემართებოდა ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებთან სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ.
შემდგომ განვითარებას ჰპოვებდა სამხედრო ხელოვნების ძირითადი პრინციპებიც. მოულოდნელობასთან ერთად მთავარი ხდებოდა მობილურობის პრინციპი. ამასთან დაკავშირებით აშშ-ის არმიაში სულ უფრო მეტი რაოდენობით ღებულობნენ შეიარაღებაში ბრძოლის ველზე ჯარების მანევრულობის ამამაღლებელ საშუალებებს. შექმნეს სპეციალური აერომობილური შენაერთები, რომლებმაც გაიარეს საბრძოლო გამოცდები ვიეტნამში აგრესიული ომის პირობებში.
სამხედრო ხელოვნების ერთერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპად უწინდებურად რჩებოდა განწერტვა, რომლიდანაც გამომდინარე გაერთიანებებისა და შენაერთების მოქმედებების ზოლები შეტევასა და თავდაცვაში რჩებოდა უცვლელი როგორც ბირთვულ, ისე უბირთვო ომშიც. ასე, არმიების ჯგუფის ზოლის სიგანე იმ პერიოდში შეადგენდა 300-400 კმ, საველე არმიისა _ 250 კმ-მდე, საარმიო კორპუსის _ 70-90 კმ, დივიზიისა კი _ 20-30 კმ.
მაგრამ ბირთვული იარაღის გამოყენების გარეშე ამოცანების სიღრმისა და შეტევის ტემპის დაგეგმვა დაიწყეს გაცილებით ნაკლებ ზომებში ბირთვულ ომთან შედარებით. ასე, სწავლებების გამოცდილებით არმიების ჯგუფის ოპერაციების სიღრმეს გეგმავნენ 250-300 კმ-მდე, ხოლო საველე არმიისა _ 150-180 კმ; შეტევის საშუალო დღეღამური ტემპი ამ დროს შეაგენდა: თავაცვის გარღვევისას 20-25 კმ, ხოლო ოპერატიულ სიღრმეში 30-40 კმ.
დაზიანების მხოლოდ ჩვეულებრივი საშუალებების გამოყენებით საბრძოლო მოქმედებების პირობებში კვლავ დიდ მნიშვნელობას იძენდა მთავარ მიმართულებაზე ძალებისა და საშუალებების მასირების პრინციპი. ასე, შეტევის წარმატების უმნიშვნელოვანეს პირობად გამოდიოდა შემტევის თავდაცვაში მყოფთან შედარებით რიცხობრივი უპირატესობის მოთხოვნა ძალთა თანაფარდობით 2 : 1 ან 3 : 1.
შემდგომი განვითარება ჰპოვეს თავაცვის საკითხებმა. მობილური თავდაცვა მყარად შევიდა ამერიკული სახმელეთო ჯარების მომზადების პრაქტიკაში და იქცა თავდაცვის ძირითად სახეობად ბირთვული იარაღის გამოყენებით საბრძოლო მოქმედებების წამოებისას. მობილურობის ელემენტებს რთავდნენ პოზიციურ თავდაცვაშიც, რისი წყალობითაც 1960-იანი წლების დასაწყისში მას მისცეს რაიონის თავდაცვის სახელწოდება. იგი პოზიციური თავდაცვისგან განსხვავებით, რომელიც ეფუძნებოდა განსაზღვრული პოზიციის (მიჯნის) ხისტ შენარჩუნებას, ითვალისწინებდა მოძრავი თავდაცვით-შეტევითი მოქმედებების ფართო ჩატარებას, რათა არ დაშვათ მოწინააღმდეგე განსაზღვრულ რაიონში. რაიონის თავდაცვა ემყარებოდა საცეცხლე საშუალებებისა და საინჟინრო ღობურების მაქსიმალურ გამოყენებას, აგრეთვე ადგილის საკვანძო უბნების შენარჩუნებას.
თუმცა მობილური თავდაცვა, რიონის თავდაცვა და შემკავებელი მოქმედებები საბრძოლო რიგების მოწყობისა და წარმოების ხასიათის მიხედვით განხავდება ერთმანეთისგან, მათ (განსკუთრებით პირველ ორს) აწარმოებდნენ ერთმანეთთან მჭიდრო შეხამებით. მაგალითად, მსხვილი ძალებით (კორპუსი და ზევით) თავდაცვის ორგანიზებისას ერთი შენაერთები შესაძლოა აწარმოებდნენ მობილურ თავდაცვას, მეორეები _ რაიონის თავდაცვას, მესამეები კი _ შემკავებელ მოქმედებებს. მთლიანობაში შენაერთებსა და გაერთიანებებს შესაძლო იყო ეწარმოებიათ როგორც მობილური თავაცვა, ისე რაიონის თავდაცვაც. დივიზიების პირველი ეშელონის ბრიგადებსა და ბატალიონებს შესაძლოა ეწარმოებიათ მხოლოდ რაიონის თავდაცვა და შემკავებელი მოქმედებები.
მეოთხე ეტაპი (1970-იანი წლების დასაწყისი). ეს პერიოდი ხასიათდებოდა პენტაგონში ახალი _ ”რეალისტური დაშინების” სტრატეგიის მიღებით. მისი გამოცხადების ძირითად მიზეზად იქცა ის, რომ ”მოქნილი რეაგირების” სტრატეგია უკვე ვეღარ პასუხობდა აშშ-ის ინტერესებსა და საეთაშორისო არენაზე ძალთა რეალურ თანაფარდობას. ამერიკულმა ხელმძღვანელობამ არაორაზროვნად განაცხადა, რომ მისი ძირითადი მიზანი მდგომარეობს არა იმაში, რათა უარი თქვას გლობალურ როლზე და აღარ ღებულობდეს მონაწილეობას საერთაშორისო ორგანიზაციებში წამყვანი სახელმწიფოს სახით, არმედ იმაში, რათა ახალი ვითარების გათვალისწინებით შექმნას ისეთი პირობები, რომლებიც უზრუნველყოფდა აშშ-ის პოზიციებისა და გავლენის განმტკიცებას მსოფლიოში. სამხედრო-პოლიტიკური მიზნების მიღწევა ახალი სტრატეგიის თანახმად გეგმავდნენ განეხორციელებიათ აშშ-ის სამხედრო პოტენციალის შემდგომი ზრდის გზით, აგრეთვე ამერიკის მოკავშირეთა სამხედრო, ეკონომიკური და სხვა რესურსების მნიშვნელოვნად უფრო მეტი ზომით გამოყენების ხარჯზე.
საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების აზრით, მიღებული ამერიკული სტრატეგიის პოლიტიკური და კლასობრივი არსი არ შეცვლილა, ისევე როგორც შეხედულებები მომავალი ომის ხასიათზე. მისი მახვილი უწინდებურად მომართული იყო სსრკ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ. ამასთან პენაგონის ხელმძღვანელობა ყველანაირად ისწრაფვოდა თავის ინტერესებში მოკავშირეთა სამხედრო პოტენციალის გამოყენებისა და ომის გაჩაღების შემთხვევაში შესაძლო შედეგებისგან საკუთარი ქვეყნის მოზღუდვისკენ. ამიტომ ამ სტრატეგიის ძირითადი არსი დაიყვანებოდა იმაზე, რათა დაშინებისა და შეზღუდული ომების წარმოების გზით მიეღწიათ ამერიკული იმპერიალიზმის მიზნების მიღწევისთვის, გნებავთ აშშ-ის საგარეოპოლიტიკური მიზნების მიღწევისთვის.
”რეალისტური დაშინების” სტრატეგიის მიღებასთან ერთად დააზუსტეს შესაძლო შეიარაღებული კონფლიქტების სახეობები, ხასიათი და შინაარსი, რომლებშიც შესაძლოა მონაწილეობა მიეღო აშშ-ს. ამერიკული სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ახლა ომებს ყოფდა ოთხ ძირითად სახეობად: სტრატეგიულ ბირთვულად; ბირთვულად ომის თეატრზე; ჩვეულებივად ომის თეატრზე; ჩვეულებრივად ომთ-ზე ან ომთ-ის შეზღუდულ რაიონში (ლოკალური ომი).
სტრატეგიული ბირთვული, ანუ საყოველთაო ბირთვული ომი, მათი შეხედულებებით, _ ეს იყო ომი ნატო-სა და ვარშავის ხელშეკრულების სახელმწიფოებს შორის, რომლის მსვლელობისას ორივე მეომარი მხარე (კოალიცია) თავიდანვე გამოიყენებდა მთელ ძალებსა და საშუალებებს, და უწინარეს ყოვლისა სტრატეგიულ ბირთვულს.
ომის თეატრზე ბირთვული ომის ქვეშ ესმოდათ შეიარაღებული კონფლიქტი, რომლის მსვლელობისას მეომარი მხარეები ჩვეულებრივთან ერთად გამოიყენებდნენ ოპერატიულ-ტაქტიკურ და ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს. ითვლებოდა, რომ ასეთი ომი არ უნდა გასულიყო ომის ერთი თეატრის, მაგალითად ევროპულის, ფარგლებს გარეთ, ხოლო ბირთვული დარტყმებით გაცვლა არ უნდა შეხებოდა აშშ-ის ტერიტორიას. ბირთვული დარტყმების მიყენებაში ნაწილობრივ შესაძლო იყო გამოეყენებიათ სტრატეგიული ბირთვული ძალებიც.
ჩვეულებრივი ომი ომის თეატრზე _ ეს იყო შეიარაღებული კონფლიქტი დაზიანების მხოლოდ ჩვეულებრივი საშუალებების გამოყენებით, რომელშიც უშუალოდ შესაძლოა ყოფილიყვნენ ჩართული აშშ, სსრკ და მათი მოკავშირეები. ითვლებოდა, რომ იგი შესაძლოა წარმოქმნილიყო როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო ომის თეატრზეც, ხოლო მოქმედებებში მონაწილეობა მიეღო ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ყველა სახეობას.
ომთ-ზე ან მის შეზღუდულ რაიონში ჩვეულებრივი ომის ქვეშ გულისხმობდნენ შეიარაღებულ კონფლიქტს, რომელიც უშუალოდ არ იქნებოდნენ ჩართული ისეთი სახელმწიფოები, როგორებიც იყვნენ აშშ და სსრკ ან მონაწილეობას მიიღებდნენ მხოლოდ შეზღუდული ძალებით. ითვლებოდა, რომ ასეთი ომი უნდა ეწარმოებიათ, როგორც წესი, აშშ-ის მოკავშირეებს დაზიანების მხოლოდ ჩვეულებრივი საშუალებების გამოყენებით. როგორც ომთ-ის შეზღუდულ რაიონში ომის სახესხვაობას, ისე განიხილავდნენ ე. წ. ლოკალურ ომებსაც, რომელთა ქვეშაც გულისხმობდნენ ერთი-ორი არცთუ დიდი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გაშლილ მცირე მასშტაბის საბძოლო მოქმედებებს, აგრეთვე ერთერთი მხარის მიერ გაჩაღებულ და ადგილობრივი ხასიათის მტრული მოქმედებების ფორმით განვითარებულ შეიარაღებულ კონფლიქტებს. ითვლებოდა, რომ ლოკალური ომები დამახასიათებელია ძირითადად ახლო, შუა და შორეული აღმოსავლეთის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის რაიონებისთვის.
უცხოელი სპეციალისტების აზრით, ”რეალისტური დაშინების” სტრატეგიის მიღებამ მოხსნა ”მოქნილი რეაგირების” სტრატეგიის რიგი სუსტი ადგილები, კერძოდ მისი დამოკიდებულება მოწინააღმდეგის შესაძლო მოქმედებებზე. იგი ითვალისწინებდა აქტიურ დამსწრებ მოქმედებებს, საშუალებას იძლეოდა მუდმივად ჰყლოდათ მოწინააღმდეგე იმ მთელი ძალებისა და საშუალებების გამოყენების მუქარის ქვეშ, რომლებიც გააჩნდათ აშშ-სა და მის მოკავშირეებს.
ამერიკელი სამხედრო თეორეტიკოსები ხაზს უსვამდნენ, რომ თანამედროვე პირობებში, ანუ 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში, საბრძოლო მოქმედებების მანევრული და სწრაფმდინარე ხასიათი ჯარებისგან მოითხოვდა: ყოველთვის მზად ყოფილიყვნენ აქტიური საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის როგორც დაზიანების ჩვეულებრივი საშუალებების გამოყენებით მიმდინარე ომებში, ისე ბირთვულებშიც; მოკლე ვადებში გადასულიყვნენ ერთი სახეობის საბრძოლო მოქმდებების წარმოებიდან მეორეში (თავდაცვიდან შეტევაში, უბირთვო მოქმედებებიდან მოქმედებებში ბირთვული იარაღის გამოყენებით); ჰქონოდათ დიდ მანძილებზე სწრაფი გადაჯგუფებების შესრულების უნარი სრულიად ხვადასხვანაირი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით, და ამავე დროს, სრულად შეენაჩუნებიათ საკუთარი ბრძოლისუნარიანობა და ასევე მზადყოფნა დაუყოვნებლივ მოქმედებებისთვის.
”რეალისტრი დაშინების” ამერიკული სტრატეგიის დებულებებს აზუსტებდა და გარკვეულ ხარისხად ავსებდა რიგი კონცეფციებისა, მათ შორის ”ტოტალური ძალების”, ”სტრატეგიული საკმარისობის”, ”მიზნების არჩევის”, ”ერთნახევარი ომებისა” და ”სტრატეგიული მობილურობის”.
აშშ-ის სამხედრო ხელოვნების განვითარება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიდიოდა ომისა და საბრძოლო მოქმედებების წარმოების ფორმისა და ხერხების სრულყოფის გზით შეიარაღებული ბრძოლის მთელი თანამედროვე საშუალებების გამოყენებით.
საბჭოთა ავტორები ასკვნიდნენ, რომ ამერიკელი სამხედრო თეორეტიკოსები არ აქცევდნენ ყურადღებას ხალხების მოთხოვნებს გამოერიცხათ ომები კაცობრიობის ცხოვრებიდან, პოლიტიკური განმუხტვა შეევსოთ სამხედრო განმუხტვით, აგრძელებდნენ ომის მომზადებისა და წარმოების თეორიისა და პრაქტიკის სრულყოფას. ამიტომ, სანამ საბოლოოდ არ იქნებოდნენ გაუვნებელყოფილი მილიტარისტული ძალები, რომელთაც შეეძლოთ მსოფლიო ომის გაჩაღება, აუცილებელი იყო დაუნდობლად ემხილებინათ და გადაჭრით აღეკვეთათ ახალი ომის გამჩაღებელთა მთელი აგრესიული აქტები, აემაღლებინათ საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური თანამეგობრობის სხვა ქვეყნების შეიარაღებული ძალების სიფხიზლე და საბრძოლო მზადყოფნა.
დასკვნის მაგიერ
ასეთია II მსოფლიო ომის შემდეგ და, განსაკუთრებით, 1970–იან წლებში აშშ–ის სტრატეგიისა და სამხედრო დოქტრინის განვითარების ძირითადი მიმართულებები და ეტაპები. ყოველივე ზემოთ გადმოცემული ალბათ სერიოზული დაფიქრების მიზეზს მისცემდა ქართველ მკითხველს, და უწინარეს ყოვლისა იმის თაობაზე, რომ ჩრდილოატლანტიკური კავშირი (ნატო) რაღაც დემოკრატიული და კეთილდღეობის კლუბი კი არ არის, სადაც ფოჩიან კამფეტებსა და კრემ–სოდას იძლევიან, არამედ სამხედრო–პოლიტიკური ორგანიზაციაა თავისი სამხედრო და პოლიტიკური მიზნებითა და ამოცანებით. თავის დროზე ეს ორგანიზაცია ოფიციალურად შეიქმნა საბჭოთა კავშირის აგრესიისგან დასავლეთ ევროპის დაცვის საბაბით, მაგრამ 1990–იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირი დაიშალა, ჩრდილოატლანტიკური კავშირი კი განაგრძობს არსებობასა და საქმიანობას. ანუ მასში შემავალი სახელმწიფოები თავიანთი ნებით იზღუდავენ საკუთარ სუვერენიტეტს ნატო–ს ბლოკის წესდებითა და მისი ხელმძღვანელობის გეგმებით, რაღაც ინტერესებიდან გამომდინარე; ხოლო თუკი ეს ინტერესები შეიცავს მსოფლიოზე ბატონობის ანუ აშშ–თან ერთად მსოფლიოზე თანამფლობელობის გეგმებსაც, მაშინ ხომ ეს პირდაპირი გზაა დიდი ომისკენ _ ახალი მსოფლიო ომისკენ, რომელსაც უთუოდ უდიდესი მსხვერპლი და ნგრევა–გაჩანაგება მოჰყვება?
მაგრამ განა ამის შესახებ არ იყო ზევით ლაპარაკი? განა ჯერ კიდევ მაშინ არ გვაფრთხილებდნენ საბჭოთა სამხედრო პერიოდიკაში გამოქვეყნებული წერილების ავტორები აშშ–ისა და ნატო–ს ბლოკის მმართველი წრეების „გლობალისტური“ გეგმების შესახებ? რატომ ეკონომიკურად არ ითვისებს რუსეთის მთავრობა ჩვენგან წართმეულ აფხაზეთსა და შიდა ქართლს მათი ნაყოფიერი ნიადაგისა და უხვი მოსავლიანობის მიუხედავად, რატომ აშენებს იქ დაჩქარებით თავის სამხედრო ბაზებს? იქნებ ჩვენზე უფრო უკეთესად და სარწმუნოდ იცის დღევანდელი დასავლეთის მმართველი წრეების გეგმებისა და მიზნების შესახებ? ამ და უამრავ სხვა კითხვაზე საჭიროა პასუხების გაცემა, თან სწორი პასუხებისა, თორემ სხვა შემთხვევაში შესაძლოა დიდ უბედურებებს გადავეყაროთ, რაც არაერთხელ ყოფილა როგოც საქართველოს, ისე მსოფლიო ისტორიაშიც.
ირაკლი ხართიშვილი
გამოყენებული ლიტერატურა
1. С. Сергеев – Основные положения воздушно-космической «доктрины» США, Зарубежное военное обозрение, 1974 № 1;
2. И. Дементьев – Содержание некоторых понятий военной теории США, Зарубежное военное обозрение, 1974 № 6;
3. Р. Симонян – «Базовая стратегия» империализма, Зарубежное военное обозрение, 1975 № 1;
4. П. Сергеев, В. Трусенков – Военная доктрина США, Зарубежное военное обозрение, 1975, № 9.
5. Н. Петров – Американская военная концепция «выбора целей», Зарубежное военное обозрение, 1975 № 12;
6. Р. Симонян, Н. Калачев – Военное искусство США после Второй мировой войны, Зарубежное военное обозрение, 1976 № 2;
7. Н. Петров, «Большая стратегия» Джона Колинза, Зарубежное военное обозрение, 1976, № 5.
8. Н. Алексеев – Американская концепция «полутора войн», Зарубежное военное обозрение, 1976 № 9;
9. Н. Петров – Эволюция стратегии США (по взглядам американских военных специалистов), Зарубежное военное обозрение, 1976 № 10;
10. Р. Симонян, Н. Калачев, Концепция «стратегической мобильности» вооружённых сил США, Зарубежное военное обозрение, 1976, № 11.
11. И.Хозин – Стратегия «гибкого реагирования» (по взглядам военных специалистов НАТО), Зарубежное военное обозрение, 1977 № 4;
12. Н. Петров, Американская теория «короткой войны» (По взглядам американских военных специалистов), Зарубежное военное обозрение, 1977 г., № 6.
13. П. Сергеев, В. Трусенков – Американская стратегия «реалистического устрашения», Зарубежное военное обозрение, 1977 № 11;
14. В. Трусенков – Американская концепция «тотальных сил», Зарубежное военное обозрение, 1978 № 1;
15. Б. Гонтаренко – «Океанская стратегия» США, Зарубежное военное обозрение, 1978 № 2;
16. В. Пестров, «Ядерные силы США», Зарубежное военное обозрение, 1979, № 7.
17. Н. Петров, «Большая стратегия» США на 80-е годы, Зарубежное военное обозрение,
1980 № 5.
18. Р. Симонян – «Ядерная стратегия» США и НАТО, Зарубежное военное обозрение, 1980 № 6;
19. Н. Быстров, Методика оценки могущества государства, Зарубежное военное обозрение, 1981, № 9.
20. И. Белов – «Евростратегия» и евростратегические ядерные силы НАТО, Зарубежное военное обозрение, 1981, № 10.
No comments:
Post a Comment