Tuesday, February 8, 2011

აშშ-ის სამხედრო სტრატეგიისა და ნატო-ს კოალიციური სტრატეგიის განვითარება 1950-იანი წლებიდან 80-იანების დასაწყისამდე

(ნაწილი IV)

XIV. აშშ შეიარაღებული ძალების “სტრატეგიული მობილურობის” კონცეფცია

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, აშშ-ის იმპერიალისტური წრეების აგრესიული მისწრაფებების გლობალური ხასიათი, რომელთა ასახვასაც წარმოადგენდა 70-იანი წლების სამხედრო დოქტრინა, მოითხოვდა ამერიკული ჯარების „სამხედრო ყოფნას“ დედამიწის სხვადასხვა რაიონში. მათი მეშვეობით ამერიკული სამხედრო ხელმძღვანელობა ისწრაფვოდა განემტკიცებია და გაეფართოვებია თავისი გავლენა ყველა კონტინენტზე. „თუკი ჩვენ გვსურს სერიოზულად მივუდგეთ ჩვენს სტრატეგიულ კონცეფციას, _ ამბობდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრი შლესიჯერი თავის მოხსენებაში სამხედრო პროგრამის შესახებ 1976-1980 წლებზე, _ ჩვენ აუცილებელია გვყავდეს სამხედრო ძალები ევროპასა და აზიაში. ამ ძალების უზრუნველყოფისთვის ჩვენ უნდა გვქონდეს უნარი ვაკონტროლებდეთ მისადგომებს ატლანტის ოკეანესთან და წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილთან. ჩვენ უნდა ვაგრძნობინოთ ჩვენი ყოფნა ხმელთაშუა ზღვასა და ინდოეთის ოკეანეში“.

„სტრატეგიული მობილურობის“ კონცეფცია გამომდინარეობდა „რეალისტური დაშინების“ სტრატეგიის მოთხოვნებიდან და განსაზღვრავდა შეიარაღებული ძალების მშენებლობის ერთერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებათაგანს, ითვალისწინებდა რა სავარაუდო მოწინააღმდეგეზე ძალებში აუცილებელი უპირატესობის შექმნის გზებს განსაზღვრულ რაიონში, განსაზღვრულ დროს, განსაზღვრული ამოცანების გადასაწყვეტად.

ეს კონცეფცია იმ დროისთვის ახალი არ გახლდათ. საბჭოთა ავტორების სიტყვით, იგი შეიმუშავეს ჯერ კიდევ 1961 წელს „მოქნილი რეაგირების“ სტრატეგიის ფარგლებში. 70-იანი წლების შუახანებისთვის „სტრატეგიული მობილურობის“ კონცეფციამ, პენტაგონის აზრით, შეიძინა უფრო მეტი მნიშვნელობა და ითვლებოდა ერთერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად „ძალის პოზიციიდან“ ტრადიციული ამერიკული პოლიტიკის განხორციელებისთვის. ამ კონცეფციის როლის ზრდას, საბჭოთა ავტორების შეფასებით, ხელი შეუწყეს შემდეგმა ფაქტორებმა: სსრკ-ისა და აშშ-ის სტრატეგიული ძალების თანაფარდობის შეცვლამ, აშშ-ის მიერ რიგი ზღვისმიღმა ტერიტორიებისა და პლაცდარმების დაკარგვამ, აგრეთვე აშშ-ის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის თვალსაზრისით, მსოფლიოს ყველა „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან“ რაიონში შეიარაღებული ძალების მსხვილი დაჯგუფებების მუდმივად შენახვის აუციულებლობამ.

აგრძელებდა რა ფსონის კეთებას სტრატეგიულ ბირთვულ ძალებზე, ამერიკული სარდლობა ამასთანავე მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა ზოგადი დანიშნულების ძალების განვითარებასა და მისი საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლებას. ითვლებოდა, რომ ზოგადი დანიშნულების ძალები უნდა ყოფილიყო საკმარისად მსხვილი და ძლიერ მოწინააღმდეგესთან ხანგრძლივი დროის მანძილზე საბრძოლო მოქმედებების ეფექტურად წარმოების უნარის მქონე, უნდა ჰქონოდა მაღალი საბრძოლო მზადყოფნა, მოქნილობა, ოპერატიულ-ტაქტიკური და სტრატეგიული მობილურობა. იმავე შლესინჯერის სიტყვებით, ზოგადი დანიშნულების ძალები „აშშ-ის მთავარ კოზირად რჩება სამხედრო სფეროში“, ხოლო ამერიკული სამხედრო დოქტრინის შემადგენელ ნაწილად მყოფი „შეკავების“ პოლიტიკა ემყარებოდა ამ ძალებსა და „აშშ-ის უნარს ინარჩუნებდეს მსოფლიოს განსაზღვრულ სტრატეგიულ რაიონებს“.

თავისი საგარეოპოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტისა და გლობალური პოლიტიკის მიზნების მიღწევისთვის ამერიკულმა სარდლობამ ზოგადი დანიშნულების ძალები გაშალა დედამიწის პრაქტიკულად ყველა კონტინენტისა და ოკეანის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რაიონებში, ჰყავდა რა მეტროპოლიაში მზადყოფნაში ძლიერი სტრატეგიული რეზერვი მზადყოფნის ჯარების გაერთიანებული სარდლობის სახით. აშშ-ის ხელმძღვანელობის მიერ ამ სტრატეგიული რეზერვის გამოყენების შესაძლებლობა, ზღვისმიღმა საომარ მოქმედებათა თეატრებზე (ომთ) არსებული ძალთა დაჯგუფებების გასაძლიერებლად ან ახლების შესაქმნელად, საფუძვლად ჰქონდა დადებული „სტრატეგიული მობილურობის“ კონცეფციას. ეს კონცეფცია ითვალისწინებდა ასევე შეიარაღებული ძალების უნარს ზოგადი დანიშნულების ძალების სწრაფად გადასროლის განხორციელებაში ერთი ომის თეატრიდან მეორეზე საერთაშორისო ვითარების გამწვავების პირობებში, მუქარის პერიოდში, ან დაწყებული ომის დროს, სამხედრო ძალისხმევის გაზრდის მიზნით, აშშ-თვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ან „მუქარის ქვეშ მყოფ“ მსოფლიოს რეგიონში; გარდა ამისა, იგი ითვალისწინებდა, აგრეთვე, აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეწინავე დაჯგუფებებისა და მის მოკავშირეთა არმიების შეუფერხებელი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის (მტუ) წარმოების შესაძლებლობას.

„სტრატეგიული მობილურობის“ კონცეფციის დებულებათა სინამდვილეში გასატარებლად მოწოდებული იყო საჰაერო და საზღვაო სატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც ეკისრებოდა ჯარების, საბრძოლო ტექნიკისა და სამხედრო ტვირთების დედამიწის ნებისმიერ „საჭირო“ რაიონებში გადასროლების განხორციელების ამოცანა აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობის ჩანაფიქრების შესაბამისად.

ამრიგად, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, „სტრატეგიული მობილურობის“ კონცეფციის არსი მდგომარეობდა აშშ-ის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობისთვის შესაძლებლობის უზრუნველყოფაში: განეხორციელებინა მთავრობის საგარეოპოლიტიკური კურსის სამხედრო მხარდაჭერა ძალებისა და საშუალებების მინიმალური დანახარჯებით; ოპერატიულად მოეხდინა რეაგირება სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გამწვავებაზე მსოფლიოს ნებისმიერ რაიონში ძალის გამოყენების გზით; სწრაფად გაეძლიერებინა მეწინავე რაიონებში ზღვისმიღმა ომთ-ებზე გაშლილი შეიარაღებული ძალების დაჯგუფებანი და შეექმნა ახლები სამხედრო აქციების ჩასატარებლად, წინასწარ და მიზანმიმართულად განალაგებდა რა ჯართა მეწინავე დაჯგუფებებს დედამიწის სხვადასხვა რაიონში და შექმნიდა რა პირობებს სტრატეგიული რეზერვის შენაერთების დროული და სწრაფი გადასროლისთვის ნებისმიერ რაიონში, ამასთანავე განახორციელებდა სტრატეგიულ მანევრს ძალებით ომის თეატრებს შორის.

კონცეფცია, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, მოწოდებული იყო მიეცა ზოგადი დანიშნულების ძალებისთვის მაღალი ძვრადობა (подвижность) და მოქნილობა, ხელს შეუწყობდა რა ამით ხელსაყრელი პირობების შექმნას ომის (შეიარაღებული კონფლიქტის) გაჩაღებისა და მისი წარმოებისთვის. კონცეფცია თავის გამოხატულებას ჰპოვებდა ამერიკული ძალის „დემონსტრირებაში“ მშვიდობიანობის დროის კრიზისულ სიტუაციებში, აგრეთვე მის უშუალო გამოყენებაში ომის დაწყებასთან ერთად.

„სტრატეგიული მობილურობის“ კონცეფცია, როგორც დასავლურ ბეჭდურ გამოცემებში მიუთითებდნენ, ვარაუდობდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეწინავე დაჯგუფებების ყოლას ან გაშლას დედამიწის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რაიონებში და სტრატეგიული რეზერვის შენაერთებისა და ნაწილების საბრძოლო მზადყოფნის მაღალ ხარისხში შენარჩუნებას ქვეყნის კონტინენტალურ ნაწილში. ამასთან ერთად ითვალისწინებდნენ საჰაერო და საზღვაო სატრანსპორტო საშუალებების აუცილებელი რაოდენობის შენახვას რეზერვის შენაერთების პირადი შემადგენლობის, შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის გადასროლის განხორციელებისთვის.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ზოგადი დანიშნულების ძალების მეწინავე დაჯგუფებები, 70-იანი წლების შუახანებში, წარმოდგენილი იყო: ამერიკული ჯარებით, რომლებიც შედიოდნენ ნატო-ს სამოკავშირეო (გაერთიანებულ) შეიარაღებულ ძალებში (მშძ) ევროპაში, ატლანტიკასა და ხმელთშუა ზღვის აუზში; სახმელეთო ჯარებით, სჰძ -ითა და სზძ -ით, რომლებიც გაშლილი იყო შორეული აღმოსავლეთის რიგ ქვეყნებში, წყნარი ოკეანის კუნძულებზე და დედამიწის სხვა რაიონებში.

ამერიკული შეიარაღებული ძალების სტრატეგიულ რეზერვში შედიოდნენ აშშ-ის კონტინენტურ ნაწილში დისლოცირებული რეგულარული სახმელეთო ჯარებისა და სჰძ -ის ტაქტიკური საავიაციო სარდლობის შენაერთები და ნაწილები. ყველა ისინი გაერთიანებული იყვნენ მზადყოფნის ჯარების სარდლობაში, რომელსაც ეკისრებოდა შემდეგი ამოცანების შესრულება: მის შემადგენლობაში შემავალი შენაერთებისა და ნაწილების საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში შენარჩუნება, შეიარაღებული ძალების მეწინავე დაჯგუფებათა გაძლიერებისთვის სტრატეგიული რეზერვის ძალების გადასროლების დაგეგმვა და უზრუნველყოფა. აუცილებლობის შემთხვევაში, შტაბების უფროსთა კომიტეტის სპეციალური გადაწყვეტილებით, საზღვაო ქვეითი ჯარის რეგულარული ძალების ცალკეული ნაწილები და შენაერთები შესაძლო იყო ასევე გამოეყენებიათ სტრატეგიული რეზერვის სახით.

მზადყოფნის ჯარების სარდლობაში შემავალი რეგულარული სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში, უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, 70-იანი წლების შუახანებში შედიოდა ორი კორპუსის შტაბი (მე-3 საარმიო კორპუსისა და 18-ე საჰაერო-სადესანტო კორპუსის), შვიდი დივიზია (სახელდობრ, ერთი ქვეითი, ორი მექანიზებული ქვეითი, ორი ჯავშანსატანკო, თითო-თითო საჰაერო-სადესანტო და აერომობილური დივიზიები), სამი ცალკეული ბრიგადა, ჯავშანსაკავალერიო პოლკი, საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილები. ყველა ისინი სრულად იყვნენ დაკომპლექტებული პირადი შემადგენლობით, საბრძოლო ტექნიკითა და იარაღით და იმყოფებოდნენ მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში. ზოგიერთი ამ ფორმირებათაგან წარმოადგენდა „ორმაგი ბაზირების“ შენაერთებს (ნაწილებს). მთელი მათი საბრძოლო ტექნიკა და მძიმე შეიარაღება დასაწყობებული გახლდათ ეროპის, ახლო და შორეული აღმოსავლეთის სხვადასხვა რაიონებში, ხოლო აშშ-ის კონტინენტურ ნაწილში განლაგებული პირადი შემადგენლობის სწრაფ გადასროლას წინასწარვე გეგმავდნენ ამ რაიონებში საჰაერო ტრანსპორტით.

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ტაქტიკურ საავიაციო სარდლობაში 70-იანი წლების შუახანებში შედიოდა ორი საჰაერო არმია (მე-9 და 12-ე), რომელთა შემადგენლობაშიც მოითვლებოდა 12 ტაქტიკური გამანადგურებელი საავიაციო ფრთა (ავიაფრთა), ორი სადაზვერვო ავიაფრთა, სპეციალური დანიშნულების ავიაფრთა, საბრძოლო დაზურგის უზრუნველყოფის ნაწილები. სულ ტაქტიკურ საავიაციო სარდლობაში (ტას) შედიოდა დაახლოებით 40 საავიაციო ესკადრილია (F-111, F-4, A-7 და სხვა ტიპების 1000-ზე მეტი თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავი). საბჭოთა ავტორების სიტყვით, ტას-ის ყველა შენაერთსა და ნაწილს ინახავდნენ საბრძოლო მზადყოფნის მაღალ ხარისხში, ამასთან დიდ ყურადღებას უთმობდნენ მათი მობილურობისა და ზღვისმიღმა ტერიტორიებზე განლაგებული აღუჭურველი აეროდრომებიდან მოქმედებათა უნარის ამაღლებას. ამ მიზნით ტას-ის საავიაციო ნაწილების საბრძოლო მომზადების სისტემაში მნიშვნელოვან ადგილს უთმობდნენ ზღვისმიღმა ტერიტორიებზე მათი გადასროლის საკითხებს.

აშშ-ის საზღვაო ქვეითი ჯარის (ზქჯ) რეგულარული ძალები 70-იანი წლების შუახანებში მოითვლიდა დაახლოებით 200 ათას ადამიანს და მოიცავდა ზქჯ-ის სამ დივიზიასა და სამ საავიაციო ფრთას. მისი ძირითადი ძალები იმყოფებოდა აშშ-ის კონტინენტურ ნაწილში. ზქჯ-ის ძალების ნაწილი გამოყოფილი იყო აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების დამრტყმელი დაჯგუფების შემადგენლობაში ხმელთაშუა ზღვასა და წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში და განკუთვნილი გახლდათ „პირველი ნახტომის“ ძალების სახით უცხო ტერიტორიებზე გადასხმისთვის. ასე, აშშ-ის მე-6 ფლოტში, ხმელთაშუა ზღვაში, მუდმივად იმყოფებოდა ზქჯ-ის გაძლიერებული ბატალიონი, რომელიც განთავსებული გახლდათ სადესანტო ხომალდებში, ხოლო წყნარი ოკეანის ფლოტის შემადგენლობაში (კ. ოკინავაზე) _ ზქჯ-ის ერთერთი დივიზიის (მე-3 დივიზიის) ძირითადი ძალები.

„სტრატეგიული მობილურობის“ კონცეფციაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობის მხრიდან საზღვაო ქვეით ჯარს ენიჭებოდა განსაკუთრებული როლი. ზქჯ-ის მაღალი ძვრადობისა და აღუჭურველ სანაპიროზე გადასხმის უნარის გათვალისწინებით, მის შენაერთებს ეკისრებოდათ სუსტად აღჭურვილ ზღვისმიღმა ომთ-ებზე მნიშვნელოვანი რაიონების დაპყრობისა და შენარჩუნების ამოცანები მათზე აშშ-ის შეიარაღებული ძალების ახალი სტრატეგიული დაჯგუფებების შემდგომში გასაშლელად.

„სტრატეგიული მობილურობის“ კონცეფცია ითვალისწინებდა ჯარებისა და ტვირთების გადასროლას საჰაერო ან საზღვაო სატრანსპორტო საშუალებებით ან ორივეთი ერთდროულად. მაგრამ, როგორც უცხოელი სამხედრო სპეციალისტები აღნიშნავდნენ, მასში იყო სუსტი მხარეებიც. თვითმფრინავებს შეეძლოთ განეხორციელებინათ გადასროლები დიდ მანძილებზე მინიმალურად მოკლე ვადებში, მაგრამ მათი ტვირთამწეობა და სატვირთო კაბინის ზომები შეზღუდული იყო. საზღვაო გემებს პირიქით, შეეძლოთ ბორტზე აეტანათ პრაქტიკულად ნებისიერი წონისა და გაბარიტების სამხედრო ტექნიკა და ტვირთები, მაგრამ მათი მიტანის სიჩქარე რამდენჯერმე ნაკლები გახლდათ თვითმფრინავებთან შედარებით. ამიტომ ჯარების გადასროლების დაგეგმვისას ამერიკული სარდლობა ისწრაფვოდა ტრანსპორტის ერთი სახეობის ნაკლოვანებათა კომპენსირებას მეორის უპირატესობებით.

სტრატეგიული სამხედრო გადასროლების განხორციელებისთვის გეგმავდნენ პირველ რიგში სამხედრო-სატრანსპორტო საავიაციო სარდლობის (მტას) სატრანსპორტო თვითმფრინავებისა და ფლოტის წყალზედა ძალების სადესანტო ხომალდებისა და გემების გამოყენებას, ასევე სზძ -ის საზღვაო გადაზიდვების სარდლობის სატრანსპორტო და სატვირთო გემებისა. გარდა ამისა, ჯარების სტრატეგიულ გადასროლებში აუცილებლობის დროს შესაძლო იყო გამოეყენებიათ სამოქალაქო საავიაციო კომპანიების თვითმფრინავებიცა და სავაჭრო ფლოტის გემებიც.

მტას-ი ორგანიზაციულად შედიოდა სჰძ -ის შემაგელობაში, მაგრამ ოპერატიული მიმართებით ექვემდებარებოდა უშუალოდ შტაბების უფროსთა კომიტეტს (შუკ). სარდლობაში შედიოდა ორი საჰაერო არმია (21-ე და 22-ე). 21-ე საჰაერო არმია ასრულებდა სტრატეგიული გადასროლების უზრუნველყოფის ამოცანებს ატლანტის ოკეანის ზონაში, ევროპაში, ახლო და შუა აღმოსავლეთში, აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში. 22-ე საჰაერო არმია კი პასუხს აგებდა გადასროლებზე წყნარი ოკეანის ზონაში, აზიასა და ავსტრალიაში. მტას-ის განკარგულებაში შედიოდა სხვადასხვანაირი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების 70-მდე საავიაციო ესკადრილია, მათგან 17 ესკადრილია (C-5A და C-141 ტიპების 300-ზე მეტი თვითმფრინავი) მოითვლებოდა რეგულარულ ძალებში, დანარჩენი კი სჰძ-ის ეროვნული გვარდიისა და რეზერვის ნაწილებში.

სტრატეგიული სატრანსპორტო ავიაციის გარდა, ჯარების ჰაერით გადასროლებისთვის, განსაკუთრებით ომის თეატრების ფარგლებში, იყენებდნენ ტაქტიკური სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავებს, რომლის რეგულარული ძალების შემადგენლობაში შედიოდა C-130 „ჰერკულესის“ ტიპის 500-ზე მეტი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი. ტაქტიკური სატრანსპორტო ავიაციის რეგულარული ძალების ორი ავიაფრთა 70-იანი წლების შუახანებში იმყოფებოდა აშშ-ის ტერიტორიაზე, ორი ესკადრილია _ ევროპულ ზონაში, სამი ესკადრილია _ წყნარი ოკეანის ზონაში და 36 სატრანსპორტო საავიაციო ქვედანაყოფი კი (370-ზე მეტი საშუალო სატრანსპორტო თვითმფრინავი) _ სჰძ -ის მზადმყოფ რეზერვში. ჯარების სტრატეგიული გადასროლების ორგანიზებისთვის მტას-ს გააჩნდა რიგი საავიაციო ბაზებისა: ძირითადები (კონტინენტზე), საბოლოოები (ზღვისმიღმა ტერიტორიებზე) და შუალედურები (გადაფრენის ძირითად მარშრუტებზე).

მტას-ის შეიარაღებაში არსებულ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებს გააჩნდათ შემდეგი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები (ტტმ). თვითმფრინავს C-5A „გელექსი“ შეეძლო ბორტზე მიეღო 100 ტ-მდე ტვირთი, ან 345 ჯარისკაცი შეიარაღებით, ან ორი საშუალო ტანკი M60. მისი ფრენის საშუალო კრეისერული სიჩქარე გახლდათ 820 კმ/სთ, პრაქტიკული ჭერი 10 ათასი მ, ხოლო ფრენის მაქსიმალური სიშორე 90 ტ-მდე ტვირთით და ჰაერში საწვავით გაწყობის გარეშე შეადგენდა დახლოებით 6000 კმ-ს. სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავს C-141 „სტარლიფტერი“ შეეძლო ბორტზე აეტანა 42 ტ ტვირთი, ან აეყვანა 150 ჯარისკაცი იარაღით, ან მსუბუქი ტანკი. საშუალო სატრანსპორტო თვითმფრინავს C-130 „ჰერკულესი“ შეეძო ბორტზე აეყვანა 90 ჯარისკაცი შეიარაღებით ან წაეღო 25 ტ ტვირთი.

ამერიკელი სპეციალისტების გაანგარიშებებით მტას-ის ძალებს მხოლოდ C-5A და C-141 თვითმფრინავების გამოყენებით შეეძლოთ 15 დღეღამეში გადაესროლათ აშშ-დან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში პირადი შემადგენლობის 21 ათასი ადამიანი და 34000 ტ-მდე ტვირთები. ერთი ქვეითი დივიზიის გადასროლისთვის სრული საშტატო შემადგენლობით და მასში არსებული მთელი შეიარაღებითა და საბრძოლო ტექნიკით საჭირო იყო C-5A ტიპის თვითმფრინავების 270-მდე რეისი და C-141 ტიპისა 500-მდე რეისი.

სწავლებების „ბიგ ლიფტი“ და „რეფორჯერი“ მსვლელობისას, რომლებზედაც ყოველწლიურად ამუშავებდნენ „ორმაგი ბაზირების“ შენაერთების აშშ-დან ევროპაში გადმოსროლებს, 12 ათასამდე ადამიანის რიცხოვნების დივიზიის პირადი შემადგენლობისა და 1,5 ათასი ტ ტვირთის გადაზიდვისთვის, მძიმე ტექნიკისა და შეიარაღების გარეშე, გეგმავდნენ C-5A თვითმფრინავების 10-12 რეისისა და C-141 თვითმფრინავების 130-მდე რეისის განხორციელებას, რაზედაც გადაფრენების საშუალო ტემპების დროს საჭირო იყო 6-8 დღეღამე.

საშუალო სატრანსპორტო თვითმფრინავებით ერთი საჰაერო-სადესანტო (ქვეითი) ბრიგადის გადასროლისთვის, რომელიც შედგებოდა სამი ბატალიონისგან და მოითვლიდა პირადი შემადგენლობის 3900 ადამიანს, საჭირო იყო C-130 ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავების 90 რეისი.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში ომების დაძაბულ პერიოდებში ჯარების საჰაერო გადასროლებისთვის პენტაგონი ფართოდ იყენებდა ასევე სამოქალაქო ავიაციის თვითმფრინავებსაც. ასე, ვიეტნამში ამერიკული აგრესიის პერიოდში, აშშ-ის კომერციულმა კომპანიებმა ამერიკული კონტინენტიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გადაიყვანეს პირადი შემადგენლობის 60%-მდე და სამხედრო ტვირთების დაახლოებით 30%. როგორც ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები თვლიდნენ, „საგანგებო“ ვითარების პირობებში სტრატეგიული საჰაერო გადასროლებისთვის შესაძლო იყო გამოეყოთ ბოინგ 747, DC-10 და სხვა ტიპების 240-ზე მეტი თვითმფრინავი სამოქალაქო კომპანიების შემადგენლობიდან, მათ შორის 150-მდე დიდი ტვირთამწეობის სატვირთო ან სატვირთო-სამგზავრო და 90-მდე სამგზავრო თვითმფრინავი.

ვიეტნამში ჯარების გადასროლისა და განსაკუთრებით 1973 წელს ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტის მსვლელობის დროს ისრაელში შეიარაღებისა და ტექნიკის ამერიკული გადასროლების გამოცდილებამ უჩვენა, როგორც ამერიკული ხელმძღვანელობა თვლიდა, რომ საჰაერო გადასროლების წყალობით, ძალებითა და საშუალებებით სწრაფი მანევრი შესაძლო იყო ქცეულიყო ერთერთ უმნიშვნელოვანაეს ფაქტორთაგანად, რომლებიც გადამწყვეტ გავლენას ახდენდნენ საბრძოლო მოქმედებების მსვლელობასა და შედეგზე. ასე, 1973 წლის 14 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით აშშ მტას-ის თვითმფრინავებმა 566 რეისი შეასრულეს და შეერთებული შტატებიდან ისრაელში ჩაიტანეს 22300 ტ სამხედრო ტვირთები. ამასთან C-5A თვითმფრინავებით (145 რეისი) გადაიტანეს მთელი ტვირთების თითქმის 50%, რომელთა შორისაც იყო M60 და M48 საშუალო ტანკების, 155-მმ ჰაუბიცების, თვითმფრინავების, ვერტმფრენებისა და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებათა მნიშვნელოვანი რაოდენობა. ეს სამხედრო გადასროლები, ამერიკული სარდლობის აზრით, ხელს უწყობდა ისრაელის არმიაში დიდი დანაკარგების სწრაფად შევსებასა და სინაის ფრონტზე მდგომარეობის სტაბილიზაციას. ამასთან დაკავშირებით აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობა იღებდა ზომებს როგორც მტას-ის შესაძლებლობების გასაზრდელად, ისე სამოქალაქო ავიაციის შემდგომი სრულყოფისთვისაც ისეთი ანგარიშით, რომ ერთობლივი ძალისხმევით მათ შეძლებოდათ აუცილებლობის შემთხვევაში აშშ-ის ტერიტორიიდან ნებისმიერ ზღვისმიღმა ომთ-ზე ჰაერით ყოველკვირეულად გადაესროლათ თითო დივიზია სრული შემადგენლობით, შეიარაღებითა და საბრძოლო ტექნიკით.

მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიულ მობილურ გადასროლებში უფრო მეტი ოპერატიულობის მისაღწევად 70-იან წლებში მთავარ საყრდენს აკეთებდნენ სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციაზე, საზღვაო გადაზიდვების მოცულობას, და განსაკუთრებით ტვირთების გადაზიდვებისა, კვლავ დომინირებული მდგომარეობა ეკავა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში. ასე, ვიეტნამში აგრესიის პერიოდში ამერიკული შეიარაღებული ძალების საზღვაო გადაზიდვების წილად მოდიოდა აშშ-დან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ჩატანილი ტვირთების 96%. ამერიკელი სპეციალისტების აზრით, უფრო მეტად ინტენსიური საჰაერო გადაზიდვების პირობებშიც კი საზღვაო ტრანსპორტი გადაიტანდა ტვირთების დიდ ნაწილს, რომლებიც აუცილებელი იყო ნებისმიერი შეიარაღებული კონფლიქტის მსვლელობისას, რომლებშიც აშშ მიიღებდა მონაწილეობას უახლოეს წლებში.

ჯარების გადასროლისთვის საზღვაო გადაზიდვების სარდლობას გააჩნდა გემები, რომლებიც იმყოფებოდნენ მწყობრში და წარმოადგენდნენ ფედერალური მთავრობის საკუთრებას, აგრეთვე გემები, რომლებსაც მწყობრში შეიყვანდნენ ეროვნული თავდაცვის სარეზერვო ფლოტიდან სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გამწვავების პერიოდებში ანდა ომის შემთხვევაში. გარდა ამისა, აუცილებლობის დროს, აქვე შესაძლო იყო ჩაერთოთ აშშ-ის კერძო გემთმფლობელი კომპანიებისგან ნაქირავები გემებიც.

სახსრების ეკონომიის მიზნით, მშვიდობიანობის დროს საზღვაო გადაზიდვების სარდლობაში მწყობრში ინახავდნენ სატრანსპორტო გემების მინიმალურ რაოდენობას, ძირითადი ნაწილი კი ჰყავდათ სარეზერვო ფლოტში. მაგრამ მათი უმეტესობა უკვე კარგა ხნის წინათ იყო აგებული, უპირატესად მეორე მსოფლიო ომის წლებში, და საკმარისად მოძველებული გახლდათ. აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობა ღებულობდა ზომებს უახლოეს წლებში სარეზერვო საზღვაო ფლოტის განახლებისთვის ახალი, უფრო სრულყოფილი სატრანსპორტო გემების აგებისა და შეძენის გზით.

საზღვაო სტრატეგიული გადაზიდვების სფეროში დიდ იმედებს ამყარებდნენ აშშ-ის სავაჭრო ფლოტის ხომალდებზე. საზღვაო გადაზიდვების სარდლობას ომის შემთხვევისთვის სავაჭრო ფლოტის მომზადების პროგრამის შესაბამისად ოთხ კერძო სანაოსნო კომპანიასთან დადებული ჰქონდა კონტრაქტი შეიარაღებული ძალების განკარგულებაში სხვადასხვა კლასის 120-მდე სატრანსპორტო გემის გადაცემაზე, მათგან ნახევრისა 30-დღიან ვადაში საგანგებო ვითარების წარმოქმნის მომენტიდან.

ჯარების გადასროლაში შესაძლებლობების ამაღლების მიზნით აშშ-ის სავაჭრო ფლოტის კერძო კომპანიები აწარმოებდნენ უფრო სრულყოფილი საზღვაო სატრანსპორტო საშუალებების მშენებლობის სამუშაოებს შეიარაღებული ძალების მითხოვნების გათვალისწინებით. სახელდობრ, ფედერალური მთავრობა ახდენდა კერძო კომპანიების სუბსიდირებას თავდაცვის სამინისტროს მიერ მოწონებული 300 გემის მშენებლობის პროექტების მიხედვით.

ნატო-ს ბლოკსა და ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებს შორის ევროპაში ომის წარმოქმნის შემთხვევაში აშშ-დან დიდი მოცულობით საზღვაო გადაზიდვების განხორციელების აუცილებლობის გათვალისწინებით აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობას განზრახული ჰქონდა ამ მიზნით ფართოდ გამოეყენებია ბლოკში მოკავშირეთა სავაჭრო გემებიც. 1973 წელს ხელმოწერილი შეთანხმების შესაბამისად, ნატო-ს ქვეყნების სავაჭრო ფლოტის დაახლოებით 300 გემს (უმთავრესად მშრალი ტვირთების გადამზიდავები, მსხვილტონაჟიანი და მსხვილგაბარიტიანი სამხედრო ტექნიკის გადასაზიდად), რომლებიც მშვიდობიანობის დროს ხშირად სტუმრობდნენ აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროსა და მექსიკის ყურის პორტებს, ითვალისწინებდნენ და არეგისტრირებდნენ შესაბამისი ამერიკული მგეგმავი სამხედრო ორანოები მათი შესაძლო გამოყენებისთვის სამხედრო გადაზიდვების განსახორციელებლად. ისინი ასევე შესაძლო იყო გაეგზანათ დასატვირთად განსაზღვრულ წინასწარ მიწერილ ამერიკულ პორტებში, სადაც გეგმების შესაბამისად თავს იყრიდნენ სტრატეგიული გადასროლებისთვის განკუთვნილი ჯარები და საბრძოლო ტექნიკა. ამერიკული სარდლობა თვლიდა, რომ საზღვაო ტრანსპორტს, რომელსაც გააჩნია დიდი შესაძლებლობები გადაზიდვების ტონაჟისა და მოცულობის მიხედვით, მაინც არ შეეძლებოდა საზღვაო გადაზიდვების დაწყება მობილიზაციის დაწყებიდან ორი-სამი კვირის შემდეგ დროზე უფრო ადრე. ამასთან დაკავშირებით სტრატეგიული გადაზიდვების ძირითადი სიმძიმე ომის პირველ თვეში დააწვებოდა სატრანსპორტო ავიაციას.

საზღვაო სატრანსპორტო საშუალებების სხვა კატეგორია _ ფლოტის წყალზედა ძალების სადესანტო ხომალდები და გემები _ განკუთვნილი იყო აშშ-ის შეიარაღებული ძალების საბრძოლო სადესანტო ნაწილების, და უწინარეს ყოვლისა, საზღვაო ქვეითი ჯარის შენაერთებისა და ნაწილების გადასროლების უზრუნველყოფისთვის. 70-იანი წლების შუახანებში აშშ სზძ -ის ამფიბიური ძალები მოითვლიდა 65 სადესანტო ხომალდს, მათ შორის: შვიდ სადესანტო ვერტმფრენმზიდს, 15 სადესანტო-სავერტმფრენო ხომალდ-დოკს, 20-ზე მეტ ტანკსადესანტოს. ამ ხომალდების აბსოლუტური უმრავლესობა თანამედროვე აგებისა გახლდათ და მათი სვლის სიჩქარე შეადგენდა 20 კვანძს. ამ ხომალდებით ამერიკული სზძ -ის წყალზედა ძალებს შეეძლო ერთდროულად გადაესროლა და აღუჭურველ სანაპიროზე გადაესხა ზქჯ-ის საექსპედიციო დივიზია და საექსპედიციო ბრიგადა, აგრეთვე უზრუნველეყო მათი საბრძოლო მოქმედებები. სამხედრო უწყება ატარებდა დიდ სამუშაოებს უფრო სრულყოფილი საზღვაო სატრანსპორტო საშუალებების დაპროექტებასა და მშენებლობაში. კერძოდ, 70-იანი წლების შუახანებისთვის, აგებდნენ ხუთ უნივერსალურ სადესანტო ხომალდს, რომელთაგან თითოეული საკუთარ თავში იხამებდა სადესანტო ვერტმფრენმზიდის, სადესანტო სატვირთო ტრანსპორტისა და სადესანტო ხომალდ-დოკის თვისებებს. თითოეულ ასეთ ხომალდს შეეძლო ბორტზე აეყვანა ზქჯ-ის ან სახმელეთო ჯარების გაძლიერებული ბატალიონი.

შეიარაღებული ძალების მეწინავე დაჯგუფებების გაძლიერების განხორციელებას სჰძ -ის დამრტყმელი ნაწილებით, რომლებიც შედიოდნენ ტაქტიკური საავიაციო სარდლობის შემადგენლობაში, ითვალისწინებდნენ სახმელეთო ჯარებისა და ზქჯ-ის შენაერთებისა და ნაწილების გადასროლების პარალელურად ან დამოუკიდებლად. ვითარების-და მიხედვით, ტაქტიკური ავიაციის დამრტყმელი ძალების მობილური გადასროლები ზღვისმიღმა ომთ-ებზე უნდა ეწარმოებინათ, და ამას ამუშავებდნენ კიდეც მსხვილი საჯარისო სწავლებების მსვლელობისას, ან ჰაერში საწვავით გაწყობითა და შუალედური დაჯდომებით, ან მხოლოდ ჰაერში საწვავით გაწყობით.

1969 წლიდან ტაქტიკური ავიაციის აშშ-დან ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მობილური გადასროლების ძირითად ხერხს წარმოადგენდა საავიაციო ნაწილებისა და ქვედანაყოფების დაჯდომის გარეშე გადაფრენა ჰაერში საწვავით გაწყობით. ტას-ის ტაქტიკური გამანადგურებლების, ტაქტიკური მზვერავებისა და სხვა ქვედანაყოფებისა და ნაწილების ერთი ნაწილი, მზადყოფნის ჯარების სარდლობის სახმელეთო ჯარების შენაერთებთან ერთად, ჩართული იყო „ორმაგი ბაზირების“ სისტემაში.

აშშ-დან ზღვისმიღმა ტერიტორიებზე საავიაციო ნაწილების გადასროლა შესაძლებელი იყო განეხორციელებიათ საბოლოო პუნქტებში შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების აღჭურვილი და მომქმედი სამხედრო-საჰაერო ბაზების (აეროდრომების) ან ე. წ. „ცარიელი“ ბაზების გამოყენებით მასოფლიოს სხვადასხვა რაიონში, რომლებიც გეგმების შესაბამისად 72 სთ-ის განმავლობაში შესაძლო იყო მოეყვანათ სრულ მზადყოფნაში თვითმფრინავების მიღებისა და მომსახურებისთვის. ამისთვის ტას-ის საავიაციო ნაწილები შესაძლო იყო აღეჭურვათ სააეროდრომო და ტექნიკური მომსახურების სპეციალური აეროტრანსპორტაბელური კომპლექტებით.

ყოველწლიურ სწავლებებში „ქრესთიდ ქეფ“ და „ქრიქ ბი“ ტას-ის საავიაციო ესკადრილიები ამუშავებდნენ მობილურ გადასროლებს აშშ-დან ავიაბაზებზე ევროპაში. 1973 წელს ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტის პერიოდში აშშ-დან ისრაელში თვითმფრინავების გადაყვანის გამოცდილებით ტაქტიკური გამანადგურებლების ესკადრილიას, 24 თვითმფრინავის F-4 „ფანტომი“ შემადგენლობით, შეეძლო განეხორციელებია გადაფრენა 12-15 სთ-ის განმავლობაში, ამასთან თითოეული თვითმფრინავის გადაფრენის სუფთა დრო შეადგენდა 7 სთ-ზე ცოტა მეტს.

„სტრატეგიული მობილურობის“ კონცეფციის ქმედითობის უზრუნველყოფის მიზნით აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობა, სტრატეგიული მობილური რეზერვისა და საჰაერო და საზღვაო სატრანსპორტო საშუალებების გარდა, ითვალისწინებდა მთელი რიგი სპეციალური ღონისძიებების გატარებას. მათგან ძირითადს მიეკუთვნებოდა: აეროდრომების, პორტების (ბაზების), საგზაო ქსელისა და ტრანპორტის აუცილებელი რაოდენობის მომზადება და შენახვა შეერთებული შტატების კონტინენტურ ნაწილში და ზღვისმიღმა ომთ-ებზე; მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების, მძიმე იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის მარაგების დაგროვება ზოგიერთ მნიშვნელოვან ომთ-ზე; აშშ-ში სახმელეთო ჯარების შეიარაღების მცურავი საწყობებისა და აშშ-ის საოკეანო სანაპიროზე მატერიალური საშუალებებით მომარგების მრავალრიცხოვანი ბაზების შენახვა; საჰაერო და საზღვაო გადაზიდვების კავშირგაბმულობისა და ნავიგაციის გლობალური სისტემის შექმნა; სტრატეგიულ გადასროლებსა და ჯართა დაჯგუფებების გაძლიერებაში სპეციალური სწავლებების ჩატარება.

დასასრულს საბჭოთა ავტორები ასკვნიდნენ, რომ შეიარაღებული ძალების „სტრატეგიული მობილურობის“ კონცეფცია, რომელიც ასახავდა 70-იანი წლების ამერიკული სტრატეგიის ერთერთ მხარეს, მოწმობდა ამერიკული იმპერიალიზმის სამხედრო დოქტრინის აგრესიული მიმართულების შესახებ, რომელიც ისწრაფვოდა იარაღის ძალით განემტკიცებია საკუთარი სამხედრო-სტრატეგიული პოზიციები მსოფლიოში და საკუთარი ნება თავზე მოეხვია სხვა ხალხებისთვის თავისი დიქტატის განმტკიცების მიზნით.

XV. „ტოტალური ძალების“ ამერიკული კონცეფცია

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ცივი ომის საწყის ეტაპზე აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, გააჩნდა რა უდაო უპირატესობა ბირთვულ შეიარაღებაში, მიიღო „მასირებული ბირთვული ნაცვალგების (შურისძიების)“ სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც თავად ამერიკული განმარტებით _ ითვალისწინებდა დასავლეთ ევროპაში საბჭოთა კავშირის აგრესიის შეკავებას მასირებული ბირთვული დარტყმის განხორციელების მუქარით. 1949 წელს ჩრდილოატლანტიკური კავშირის შექმნის შემდეგ 12 მინაწილე სახელმწიფოდან თითოეულს ნატო-ს ბლოკის სამოკავშირეო სახმელეთო ჯარებში უნდა გამოეყვანა თითო საბრძოლო დივიზია, ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალებს ეკისრებოდა საზღვაო აკვატორიის დაცვის ამოცანების გადაწყვეტისას დასავლეთევროპული ძალების საერთო ხელმძღვანელობა, ხოლო აშშ-ს კი მხოლოდ სტრატეგიული სჰძ-ით, მათ შორის ბირთვულით, ალიანსის მონაწილე სახელმწიფოთა აუცილებელი დაფარვა.

მოგვიანებით, საბჭოთა კავშირის შეტევითი ბირთვული პოტენციალის გაზრდის კვალდაკვალ „მასირებული ბირთვული ნაცვალგების“ სტრატეგიულმა კონცეფციამ აშშ-ის ხელმძღვანელობის თვალში თავისი აზრი დაკარგა და 1960-იანი წლების დასაწყისში ამერიკაში მიიღეს ე. წ. „მოქნილი რეაგირების სტრატეგია“, რომელიც მოქმედებდა მთელი ცივი ომის განმავლობაში, და შემდგომი ახალი სტრატეგიული კონცეფციები _ „რეალისტური დაშინების“, „პირდაპირი დაპირისპირების“ _ ძირითადად ამოდიოდა სწორედ „მოქნილი რეაგირების სტრატეგიის“ საფუძვლებიდან. აღნიშნული სტრატეგიული კონცეფციის თანახმად და ფედერაციული გერმანიის ხელისუფლების მოთხოვნით პენტაგონს უკვე მშვიდობიანობის დროს ჰყავდა გფრ-ის ტერიტორიაზე სახმელეთო ჯარების ორი საარმიო კორპუსი, მე-5 და მე-7 ორი ჯავშანსატანკო და ორი მექანიზებული დივიზიით, ერთი ცალკეული ჯავშანსატანკო ბრიგადითა და საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილებით (ქვედანაყოფებით); აგრეთვე სჰძ -ის ტაქტიკური საბრძოლო ავიაციის შენაერთები და ნაწილები. და ამას ეწოდებოდა „მეწინავე მიჯნებზე თავდაცვის“ კონცეფცია „მოქნილი რეაგირების სტრატეგიის“ ფარგლებში.

1971 წელს აშშ-ის ხელისუფლებაში ჯ. კარტერის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ ამერიკულმა ხელმძღვანელობამ წამოაყენა საბჭოთა კავშირისა და მის მოკავშირეთა „რეალისტური დაშინების (შეკავების)“ სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც გამოაცხადეს „ტოტალური (საყოველთაო) ძალების“ სატრატეგიული კონცეფცია. იგი ითვალისწინებდა ძალის „საკმარისობის“ უზრუნველყოფას გლობალური (მსოფლიო) მასშტაბით ამერიკული საგარეოპოლიტიკური მიზნებისა და ინტერესების რეალიზებისთვის. იმდროინდელი საბჭოთა ავტორების სიტყვებით, ახალ კონცეფციაზე გადასვლის მთავარი მიზეზი იყო სსრკ-ისა და მისი მოკავშირე ქვეყნების ეკონომიკური და თავდაცვითი ძლიერების განმტკიცება და საერთაშორისო არენაზე ძალთა თანაფარდობის მათ სასარგებლოდ შეცვლა, აგრეთვე დასავლეთში ენერგეტიკული და საერთო (ზოგადი) კრიზისის შემდგომი გაღრმავება. თავად ამერიკელები აღიარებდნენ, რომ 1970-იანი წლების დასაწყისისთვის აშშ-მა დაკარგა უწინდელი უპირატესობა სარაკეტო-ბირთვულ იარაღში. ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის რ. ნიქსონის აღიარებით, ეს გახლდათ: „შეერთებული შტატების უდაო უპირატესობის დასასრული სტრატეგიული ძლიერების აზრით და მის ნაცვლად სტრატეგიული წონასწორობის დადგომა, რომლის დროსაც აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის ბირთვული ძალები თანაზომადია“.

საბჭოთა ავტორების შეფასებით, აშშ-ის გლობალური (მსოფლიო მასშტაბის) პრეტენზიები უკვე ვეღარ შეესაბამებოდა მის რეალურ შესაძლებლობებს. გამალებულმა შეიარაღებამ, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში წარმოებულმა მრავალწლიანმა ომმა, უცხო ქვეყნების ტერიტორიებზე ჯარების შენახვის დიდმა ხარჯებმა გამოიწვიეს ქვეყნის ეკონომიკის დაძაბვა, შეარყიეს ფინანსური სისტემა, გაამწვავეს შიდა სოციალური პრობლემები. ამასთან დაკავშირებით შემცირდა ამერიკის შესაძლებლობები თავისი მსოფლიო პოლიტიკური მიზნების მიღწევაში. აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მანამდე მოქმედი ამერიკული სამხედრო სტრატეგია გახდა „არარეალისტური“ და უკვე ვეღარ შეესაბამებოდა შეცვლილ პირობებს. აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრის ლეირდის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები უკვე ვეღარ უზრუნველყოფდა სავარაუდო მოწინააღმდეგის ეფექტურ დაშინებას (შეკავებას).

ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით ამერიკულმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური ბანაკის წინააღმდეგ ბრძოლაში მობილიზაცია გაეკეთებია თავის რეალურ ან პოტენციურ მოკავშირეთა გაზრდილი ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალისთვის და მაქსიმალურად გამოეყენებია ისინი. აშშ-ის პრეზიდენტმა რ. ნიქსონმა ქვეყნის კონგრესისადმი გაკეთებულ გზავნილში განაცხადა: „ამერიკა უწინდებურად უნდა თამაშობდეს წამყვან როლს მსოფლიოში იმისთვის, რათა იგი პასუხობდეს ჩვენი კეთილდღეობის მოთხოვნებს. ჩვენი მოკავშირეების შენარჩუნებისა და მათი ძალის მხარდაჭერის ინტერესები მოითხოვს, რათა ჩვენმა მეგობრებმა თავის თავზე აიღონ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ჩვენს ერთობლივ ძალისხმევაში“. აშშ-ის პრეზიდენტის ეს პოლიტიკური მითითება იქცა „რეალისტური დაშინების“ სტრატეგიის ერთერთ მნიშვნელოვან დებულებად, ხოლო მისი რეალიზების ხერხები კი _ „ტოტალური ძალების“ კონცეფციის არსად. კონცეფციით გათვალისწინებული იყო სამხედრო ძლიერების „საკმარისობის“ უზრუნველყოფის ხერხების შეთანხმება „ძალისა და პარტნიორობის“ პრინციპთან, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ ზემოთ დასახელებულ ამოცანებს უნდა ასრულებდნენ „ტოტალური“ და არა მხოლოდ ამერიკული შეიარაღებული ძალები. საბჭოთა ავტორების სიტყვით, ამ ძალების ძლიერების ამაღლებასა და აშშ-ის ინტერსებში მათი გამოყენების შესაძლებლობის უზრუნველყოფას ექვემდებარებოდა აშშ-ის სამხედრო და რიგი სამოქალაქო სტრუქტურების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებები პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო სფეროებში.

კონცეფციის შესაბამისად „ტოტალური ძალების“ შემადგენლობაში ჩართული იყო აშშ-ისა და მისი მოკავშირეების შეიარაღებული ძალები სამხედრო ბლოკებსა და ორმხრივ შეთანხმებებში. აშშ-ის „ტოტალურ ძალებს“ შეადგენდა არა მხოლოდ მისი რეგულარული შეაიარაღებული ძალები, არამედ ყველა სარეზერვო კომპონენტი, მობილიზაციის შემდეგ გასაშლელი ფორმირებების ჩათვლით. აქვე პენტაგონი მიაკუთვნებდა იმ ქვეყნების სამხედრო პოტენციალსაც, რომლებიც იმ დროისთვის არ იყვნენ დაკავშირებული აშშ-თან სამხედრო-პოლიტიკური ვალდებულებებით, მაგრამ მნიშვნელოვანი მდგომარეობა ან გეოგრაფიული მდებარეობა ეკავათ მსოფლიოში და, შექმნილი ვითარების შესაბამისად, შესაძლოა გამხდარიყვნენ მისი მოკავშირეები.

საბჭოთა ავტორების სიტყვით, „ტოტალური ძალების“ ზრდაში აშშ ახორციელებდა „ურთიერთდამოკიდებულების“ პრინციპს, რათა შემდეგ თავისი მოკავშირეები შეენარჩუნებინა მუდმივ დამოკიდებულებაში ამერიკულ სამხედრო, და უწინარეს ყოვლისა ბირთვულ, გარანტიებზე. ამისთვის საკუთარი შეიარაღებული ძალების მშენებლობაში მთავარ ყურადღებას იგი უთმობდა სტრატეგიული, ოპერატიულ-ტაქტიკური და ტაქტიკური ბირთვული ძალების განვითარბას (ორი უკანასკნელი განკუთვნილი იყო საომარ მოქმედებათა თეატრზე გამოსაყენებლად), აგრეთვე საკუთარი ტაქტიკური ავიაციის, სამხედრო-საზღვაო ძალებისა და სახმელეთო ჯარების ხარისხობრივი უპირატესობის უზრუნველყოფას სამხედრო ბლოკებში მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების შესაბამის სახეობებთან შედარებით. მაგალითად, ამერიკულ ჯავშანსატანკო და მექანიზებულ ქვეით დივიზიებში თითოეულში შედიოდა საარმიო ავიაციის ბატალიონი (შემდეგ ბრიგადა) რომლის შეიარაღებაშიც იყო 143 ვერტმფრენი, მათ შორის: 42 დამრტყმელი, 56 სადაზვერვო და 45 ზოგადი დანიშნულების. დასავლეთგერმანულ სატანკო და მოტოქვეით დივიზიებში კი თითოეულში შტატით შედიოდა სავერტმფრენო ესკადრილია ათი მსუბუქი ვერტმფრენით, რომლებსაც ეკისრებოდა ძირითადად მხოლოდ სადაზვერვო და კავშირგაბმულობის ამოცანები. „ტოტალური ძალების“ კონცეფციის ფარგლებში პენტაგონის ხელმძღვანელობა უკვე 1970-იან წლებშივე ზრუნავდა სჰძ -ისა და სახმელეთო ჯარების სარეზერვო კომპონენტების საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლებისთვის, რათა შემდეგ შესაძლებელი ყოფილიყო ორგანიზებული რეზერვის შენაერთებისა და ნაწილების რეგულარული ჯარების თანაბრად გამოყენება.

აშშ-ის დიდი სამხედრო პოტენციალი და უწინარეს ყოვლისა დასავლეთის ქვეყნებს შორის სარაკეტო-ბირთვულ შეიარაღებაზე მისი თითქმის სრული მონოპოლია, წარმოადგენდა ერთერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს, რომელიც, ცივი ომის პერიოდში, სხვებთან ერთად უზრუნველყოფდა შეერთებული შტატების გაბატონებულ მდგომარეობას დასავლურ სამყაროში და „ტოტალური ძალების“ კონცეფციის რეალიზებას. თვით განვითარებული კაპიტალისტური სახელმწიფოებიც, რომლებმაც მიაღწიეს აშშ-ზე ეკონომიკური დამოკიდებულების მნიშვნელოვან შესუსტებას, მასზე დამოკიდებული რჩებოდნენ სამხედრო მიმართებით, რადგანაც არც ერთ მათგანს ცალკე და თვით ნებისმიერ მათ რეგიონულ დაჯგუფებას არ შეეძლო აშშ-თან შედარება სამხედრო პოტენციალის დონით. ამიტომ ნატო-ს ბლოკის ევროპულ სახელმწიფოთა მსხვილი ფინანსური და სამრეწველო წრეები მხარს უჭერდნენ აშშ-ის მოთხოვნებს თავიანთი ქვეყნების სამხედრო ხარჯებისა და სამხედრო პოტენციალის ზრდის საკითხში.

„ურთიერთდამოკიდებულების“ პრინციპისდ შესაბამისად აშშ თავისი მოკავშირეებისგან მოითხოვდა უწინარეს ყოვლისა ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების საბრძოლო ძლიერების ყოველმხრივ ზრდას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა მას შემდეგ, რაც 1970-იანი წლების დასაწყისში ამერიკულმა სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ განაცხადა სტრატეგიულ შეტევით ძალებში აშშ-ისა და სსრკ-ის ჩამოყალიბებული თანასწორობის შედეგად საბჭოთა კავშირის ბირთვული „დაშინების“ ეფექტურობის მნიშვნელოვნად შემცირების შესახებ. პენტაგონის წამომადგენლების აზრით, 1970-იანი წლების მიწურულს „ტოტალური ძალების“ ზრდაში მონაწილეობა მოკავშირე სახელმწიფოებს უნდა განეხორციელებიათ დიფერენცირებულად თითოეული მათგნის ეკონომიკური შესაძლებლობების შესაბამისად.

აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრის ლეირდის განცხადებით, ნატო-ს ბლოკის დასავლეთევროპულ სახელმწიფოებს უნდა ჰყოლოდათ ძლიერი ჯავშანსატანკო და ტანკსაწინააღმდეგო ძალები, ავიაციის საკმარისი რაოდენობა ჰაერში უპირატესობისა და სახმელეთო ჯარების საბრძოლო მოქმედებების უზრუნველსაყოფად, ეფექტური სზძ . ამ მოთხოვნის შესრულების ფარგლებში აშშ-ის დასავლეთევროპელი პარტნიორები ყოველწლიურად ზრდიდნენ ასიგნებებს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებაზე. ასე, ნატო-ს ოფიციალური მონაცემებით, 1970-1975 წლების პერიოდში მათი სამხედრო ხარჯები გაიზარდა ორჯერ და მეტად და 1975 წლისთვის მიაღწია 57,217 მლრდ. ამერიკულ დოლარს, ხოლო მათი წილი ბლოკის საერთო სამხედრო ხარჯებში, აშშ-ისა და კანადის ჩათვლით, 1970 წლის 23,5 %-დან გაიზარდა 1975 წლის 38,3 %-მდე. აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრის შლესინჯერის მტკიცებით, „ევროპულ კონტინენტზე გაშლილ მშვიდობიანობის დროის შეიარაღებულ ძალებში... მოკავშირეები აწვდიან ნატო-ს სახმელეთო ჯარების 90%-ს, ხომალდების 80%-სა და თვითმფრინავების 75%-ს“.

1977 წლის მაისში თავდაცვის მინისტრების დონეზე მიმდინარე ნატო-ს სამხედრო დაგეგმვის კომიტეტის სხდომაზე, აშშ-ის მოთხოვნით მიიღეს გადაწყვეტილება ბლოკის მონაწილე თითოეული სახელმწიფოს მიერ ყოველწლიური სამხედრო ხარჯების არანაკლებ 3%-ით შემდგომი ზრდის შესახებ.

ეკონომიკური მიმართებით სუსტად განვითარებული მოკავშირეებისგან აშშ მოითხოვდა უმთავრესად სახმელეთო ჯარების რიცხოვნების ზრდას. უფრო მეტიც, მათ უნდა ჰქონოდათ ლოკალური ომების საკუთარი ძალებით ან რეგიონულ ბლოკებში მოკავშირეთა დახმარებით წარმოების უნარი. აშშ-ის პრეზიდენტმა რ. ნიქსონმა განაცხადა, რომ ამ ქვეყნებმა „თავის თავზე უნდა აიღონ ძირითადი პასუხისმგებლობა ადამიანური რესურსების გამოყოფაზე საკუთარი თავდაცვისთვის... თავდაცვაზე პასუხისმგებლობას... უნდა ატარებდნენ უწინარეს ყოვლისა თავად ისინი, ხოლო მეორე რიგში _ მათი რეგიონული ორგანიზაციები. იმ შემთხვევებში კი, როდესაც ამას მოითხოვს ჩვენი ინტერესები, აშშ-ს შეუძლია და კიდეც მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ სწორედ მიიღებს მონაწილეობას, და არა ატარებს მთელ უღელს“.

ასეთი ოფიციალური მითითების შესაბამისად ისრაელის, სამხრეთ კორეის, ფილიპინებისა და სხვა ქვეყნების შეიარაღებული ძალების მშენებლობას 1970/1980-იანი წლების მიჯნაზე ახრციელებენ აშშ-ის მხრიდან ფინანსური, ტექნიკური და სხვა დახმარებით. ამ ქვეყნებს ამერიკა სამხედრო დახმარებას აღმოუჩენდა უმთავრესად იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის მიწოდებით, თავის სასწავლო დაწესებულებებში მათი ოფიცერთა კადრების მომზადების, უშუალოდ ნაწილებში ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების მიერ საბრძოლო მომზადების ორგანიზების გზით. „ტოტალური ძალების“ კონცეფციით გათვალისწინებული ამერიკული იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის მიწოდებები წარმოადგენდა აშშ-ის მოკავშირე სახელმწიფოთა სამხედრო პოტენციალის ზრდის მნიშვნელოვან ფაქტორს, მათ შორის იმათიც, რომელთაც გააჩნდათ განვითარებული სამხედრო მრეწველობა, მაგრამ ვერ აწარმოებდნენ ყველა სახეობის სამხედრო ტექნიკას. იმპორტიორი ქვეყნების ეკონომიკური შესაძლებლობების და მიხედვით მათ ამერიკულ იარაღს აწვდიდნენ ანაზღაურების გარეშე, კრედიტით ან ნაღდი ანგარიშსწორებით.

1976 წელს ამერიკის კონგრესმა უცხო სახელმწიფოებისთვის სამხედრო დახმარება დაადგინა 4,8 მლრდ. დოლარის ოდენობით. აქ შედიოდა იარაღის აუნაზღაურებელი მოწოდებები, კრედიტები მის შესასყიდად და სამხედრო-პოლიტიკური ღონისძიებების ჩატარება. ამ ფულადი სახსრებიდან 2,577 მლრდ. დოლარი გამოუყვეს ისრაელს, დანარჩენი განკუთვნილი იყო თურქეთის, საბერძნეთის, სამხრეთ კორეის, ფილიპინების, ტაილანდის, ინდოჩინეთისა და ზოგიერთი სხვა ქვეყნისთვის. სააგენტო „როიტერის“ შეტყობინებით, 1976 წელს აშშ ნაღდი ანგარიშსწორებით გეგმავდა უცხო სახელმწიფოებისთვის 9,5 მლრდ. დოლარის თანხის იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის მიწოდებას. ასეთი სახით იარაღის მიყიდვას ამერიკული სტრუქტურები ახორციელებდნენ როგორც თავიანთ მოკავშირეებზე ბლოკებში, ისე პროამერიკული ორიენტაციის სხვა ქვეყნებზეც, რომელთა პოლიტიკაც ხელს უწყობდა ამერიკული პოზოციების განმტკიცებას მსოფლიოს მნიშვნელოვან რაიონებში. შესაბამისად, საგარეო სამხედრო დახმარებასა და ნაღდი ანგარიშსწორებით იარაღის გაყიდვას პენტაგონის ხელმძღვანელობა „ტოტალური ძალების“ ზრდის ხერხად, ასევე სხვა სახელმწიფოებში აშშ-ის გავლენის განმტკიცების საშუალებადაც.

„ტოტალური ძალების“ კონცეფციით გათვალისწინებული ღონისძიებების რიცხვში უმნიშვნელოვანესი იყო არსებული სამხედრო-პოლიტიკური ბლოკების განმტკიცება და ახლების შექმნა, აგრეთვე „უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ შეთანხმებების საფუძველზე ორმხივი სამხედრო თანამშრომლობის განვითარება. განსაკუთრებულ ძალისხმევას აშშ მიმართავდა დასავლეთის სახელმწიფოთა მთავარი სამხედრო-პოლიტიკური დაჯგუფების _ ჩრდილოატლანტიკური კავშირის განმტკიცებაზე. 1974 წელს მისი ინიციატივით ნატო-ს მონაწილე სახელმწიფოებმა ხელი მოაწერეს „ატლანტიკურ დეკლარაციას“, რომელშიც კვლავ დაადასტურეს თავიანთი მზადყოფნა ბლოკის ფარგლებში სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის განმტკიცებისთვის. 1970-იანი წლების მიწურულისთვის აშშ ღებულობდა ნატო-ს სამხრეთ ფლანგის განმტკიცების ზომებს, რომელიც დასუსტდა თურქეთსა და საბერძნეთს შორის დაპირისპირებისა და საბერძნეთის მიერ ბლოკის სამხედრო ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ განცხადების შემდეგ. ამ მიზანს ემსახურებოდა აღნიშნული ქვეყნებისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების გაწევაც.

„ტოტალური ძალების“ მობილიზებისა და უმთავრესად პენტაგონის ხელმძღვანელობის შეხედულებებით მისი გამოყენებისთვის შექმნილი იყო ისეთი მრავალეროვნული ფორმირებები, როგორებიც იყო „ნატო-ს მობილური ძალები“ სახმელეთო ჯარების გაძლიერებული ბატალიონებისა და საავიაციო ესკადრილიების შემადგენლობით და ალიანსის სზძ-ის მუდმივი შენაერთი ატლანტიკაში, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, ბელგიისა და ბლოკის სხვა სახელმწიფოთა საბრძოლო ხომალდების მონაწილეობით. აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ჩანაფიქრით, აგრეთვე ბლოკის ხელმძღვანელობისა, სადაც ამერიკელებს წამყვანი პოზიციები ეჭირათ, ამ ფორმირებებს მშვიდობიანობის დროს მუდმივად უნდა მოეხდინათ გავლენა ნატო-ს ყველა სახელმწიფოს ერთიანობაზე, ხოლო ომის გაჩაღების შემთხვევაში სულ თავიდანვე მიეცათ მისთვის კოალიციური ხასიათი. სწორედ ამიტომ ალინსის სარდლობა სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების (მშძ ) სწავლებებზე სისტემატიურად ამუშავებდა „მობილური ძალების“ გამოყენების ვარიანტებს ევროპული ომის თეატრის სხვადასხვა მიმართულებაზე, განსაკუთრებით საფლანგო რაიონებში, და თანაც ისე, რომ ამ ძალების ამერიკულ, კანადურ, დასავლეთგერმანულ, ბრიტანულ, ბელგიურ, ლუქსემბურგულ და ჰოლანდიურ ბატალიონებსა და საავიაციო ესკადრილიებს გამოსაყენებლად გეგმავდა ნორვეგიის და (ან) თურქეთის ტერიტორიებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად არიან დაშორებული თავად ამ ქვეყნების ფარგლებიდან.

დასავლური სამხედრო და პოლიტიკური პრესის აღნიშვნით, „ტოტალური ძალების“ კონცეფცია ითვალისწინებდა ამერიკული შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობების უწყვეტ ზრდას, აგრეთვე სხვა ღონისძიებების ჩატარებას აშშ-ის მოკავშირე სახელმწიფოთა სამხედრო პოტენციალის ზრდისა და ვაშინგტონის თეთრი სახლის ადმინისტრციის მიერ გლობალური საგარეოპოლიტიკური ამოცანების გადასაწყვეტად მათი გამოყენების საქმეში. იმდროინდელი საბჭოთა ავტორების აზრით, რომლებსაც გარკვეული მხარდამჭერები ჰყავდათ დასავლეთის ქვეყნებშიც, „ტოტალური ძალების“ კონცეფციის შინაარსი მოწმობდა ამერიკული იმპერიალიზმის აგრესიულობას, სამხედრო ავანტიურებში აშშ-ის ყველა მოკავშირის ჩათრევისკენ მისწრაფებას, თავის ინტერესებში მათი ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენების სურვილს. ასევე ისინი თვლიდნენ, რომ აღნიშნული კონცეციის რეალიზება მუქარას უქმნიდა მშვიდობას მთელს მსოფლიოში, რამდენადაც იგი მიმართული იყო ნებისმიერი შეიარაღებული კონფლიქტის მსოფლიო ომში გადაზრდასა და მასში მრავალი სახელმწიფოს ავტომატურად ჩათრევაზე.

XVI. “მოკლე ომის” ამერიკული თეორია

(ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების შეხედულებებით)

პენტაგონისა და ნატო-ს სამხედრო წრეები, საბჭოთა ავტორების სიტყვით, 70-იანი წლების მეორე ნახევარში, თავს არ ანებებდნენ მცდელობებს რათა ხელი შეეშალათ დაძაბულობის განმუხტვისთვის და დაბრუნებოდნენ “ცივი ომის” ხანას. თავიანთ გამოსვლებში ისინი კვლავ აყენებდნენ გაცვეთილ მითს “საბჭოთა მუქარის” შესახებ, მოითხოვდნენ სოციალისტური სახელმწიფოების მიმართ “ბირთვული დაშინების” პოლიტიკის გატარებას, რასაც შედეგად მოჰყვებოდა სამხედრო ხარჯების ზრდა.

საბჭოთა ავტორების შფასებით, მილიტარისტულმა მხუთრმა (угар) მოიცვა დასავლეთი განსაკუთრებული ძალით საბჭოთა-ამერიკული მოლაპარაკებების შემდეგ, სტრატეგიულ შეიარაღებათა შეზღუდვის შესახებ, 1977 წლის მარტის ბოლოს, რომლებმაც ვერ მიიყვანეს საქმე სერიოზულ ძვრებამდე ამ სფეროში. მოლაპარაკებები, საბჭოთა ავტორების სიტყვით, გაჩერებულ იქნა აშშ-ის ბრალით, რომელმაც არარეალისტური პოზიცია დაიკავა თავისთვის ცალმხრივი უპირატესობის მიღების მიზნით, საბჭოთა კავშირის უსაფრთხოებისთვის საზიანოდ.

კარტერის ადმინისტრაციის მხრიდან გაისმოდა დაუფარავი მუქარები აეძულებნათ საბჭოთა კავშირი გამალებული შეიარაღების ახალ რაუნდზე წასასვლელად, თუკი მოსკოვი არ გამოიჩენს “კეთილ ნებას” შემდგომ მოლაპარაკებებზე. აშშ-ის თავდაცვის მინისტრი გ. ბრაუნი, აგრეთვე საბჭოთა კავშირისადმი განსაკუთრებით მტრულად განწყობილი ისეთი პირები (საბჭოთა ავტორების სიტყვით _ “ბოროტი ანტისოვეტჩიკები”), როგორებიც იყვნენ პ. ნიტცე, რ. პაიფსი, დ. რასკარდი და ჰ. ჯეკსონი გამოდიოდნენ სამხედრო ასიგნებების გაზრდის მომხრედ, აშინებდნენ რა ამერიკელებს სსრკ-ის მითიური “მისწრაფებით სამხედრო უპირატესობისკენ”.

თავიანთ ბოსებს არ ჩამოუვარდებოდნენ შედარებით დაბალი ჩინის მოხელეებიც. მათი ხელმოწერით 70-იანი წლების მეორე ნახევრის დასაწყისში დასავლურ ბეჭდურ გამოცემებში გამოჩნდა რიგი წერილებისა, რომლებიც ეხებოდა, არსებითად, ერთსა და იგივე საკითხს, ე. წ. “მოკლე ომის” თეორიას. ამ წერილების ავტორები, არ უარყოფდნენ რა ოფიციალურ შეხედულებებს ნატო-ს ბლოკსა და ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებს შორის შესაძლო ხანგრძლივი ომის შესახებ, დაჟინებით ამტკიცებდნენ ჩრდილოატლანტიკური კავშირის შეიარაღებული ძალების მომზადების აუცილებლობას მოკლე ვადებში ომის წარმოებისა და “თითებზე ჩამოსათვლელ დღეებში” გამარჯვების მიღწევისთვის.

რაში იყო აღნიშნული თეორიის არსი და როგორი იყო მისი ძირითადი დებულებები და დღის სინათლეზე გამოჩენის მიზეზები?

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, პოლიტიკურ პლანში “მოკლე ომის” კონცეფციას სთავაზობდნენ მკითხველს პროპაგანდისტული ჭრიჭინის პოზიციიდან “აშშ-ისა და ნატო-ს სხვა ქვეყნებისთვის სულ უფრო მზარდი მუქარის თაობაზე საბჭოთა კავშირის მხრიდან”. სინამდვილეში, საბჭოთა ავტორების სიტყვით, არანაირი საბჭოთა მუქარა არ არსებობდა. მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი იყო, რომ საბჭოთა კავშირი არავის არ ემუქრებოდა, არავისზე თავდასხმას არ აპირებდა. “არა კურსი შეიარაღებებში უპირატესობაზე, არამედ კურსი მათ შემცირებაზე, სამხედრო კონფრონტაციის დასუსტებაზე _ აი ჩვენი პოლიტიკა, _ აცხადებდა საბჭოთა ხელმძღვანელობა. _ ჩვენი ქვეყანა არასოდეს არ დაადგება აგრესიის გზას, არასოდეს არ აღმართავს მახვილს სხვა ხალხების წინააღმდეგ”.

მაგრამ ანტისაბჭოთა ხმაურის ორგანიზატორები, რომლებიც არ თაკილობდნენ არანაირი საშუალების არჩევას, საბჭოთა ავტორების სიტყვით, ცდილობდნენ ნებისმიერი გზებით “დაემტკიცებინათ” ცრუ თეზისი იმის შესახებ, რომ ვითომდა საბჭოთა კავშირი ისწრაფვოდა უპირატესობის მიღწევისკენ შეიარაღებაში “პირველი დარტყმის” მიყენების მიზნით. “მოკლე ომის” წარმოება ვითომდა წარმოადგენდა “თავდასხმის მუქარისგან ქვეყნის დაცვის ერთერთ რაციონალურ ხერხთაგანს”. ამიტომ შეტყობინებებს ამ თეორიის შესახებ ბეჭდური გამოცემების ფურცლებზე საბჭოთა ავტორები განიხილავდნენ როგორც დასავლეთის ერთერთ ღონისძიებათაგანს ანტისაბჭოთა კამპანიისა და საომარი ფსიქოზის დაჭირხვნის საერთო ნაკადში სამხედრო ხარჯების შემდგომო ზრდისა და გამალებული შეიარაღების გულისთვის.

სამხედრო თვალსაზრისით “მოკლე ომის” თეორია, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ატარებდა აშკარად გამოხატულ აგრესიულ ხასიათს. ავანტიურისტული ჰიტლერისეული ბლიცკრიგის მსგავსად, იგი იმედოვნებდა სწრაფმდინარე, ელვისებური ომის გზით მიეღწია შორს მიმავალი პოლიტიკური მიზნებისთვის. მისი სახიფათოობა თანამედროვე პირობებში იმაში მდგომარეობდა, რომ იგი ითვალისწინებდა სარაკეტო-ბირთვული იარაღისა და უფრო სრულყოფილი ჩვეულებრივი შეიარაღების გამოყენებას, ქვეყნისა და შეიარაღებული ძალების ომისთვის წინასწარ მომზადებას, თავდასხმის მოულოდნელობას, პირველი ოპერაციების გულდასმით ორგანიზებას, რომლებიც მოწოდებული იყო გადაეწყვიტათ ომის შედეგი ან კიდევ, სულ მცირე, წინასწარ განესაზღვრათ იგი.

აღნიშნულ წერილებში ლაპარაკობდნენ, რომ “მოკლე ომის” თეორია, ერთის მხრივ, ეფუძნებოდა 1973 წლის არაბ-ისრაელის ომის გამოცდილებას, რომელიც ვითომდა წარმოადგენდა განსაკუთრებული მოკლედროულობისა და ინტენსიურობის კლასიკურ მაგალითს, ხოლო მეორეს მხრივ, მისი გამოჩენა გამოწვეული გახლდათ სამხედრო საქმეში მიმდინარე ცვლილებებითა და “ფინანსური რიგის მოსაზრებებით”.

როდესაც ლაპარაკობდნენ ცვლილებებზე სამხედრო საქმეში, ავტორებს მხედველობაში ჰქონდათ “მიზნების არჩევის” ამერიკული კონცეფცია მისი ყბადაღებული “შეზღუდული ბირთვული ომის” თეორიით, ზოგადი დანიშნულების ძალების ძლიერების ზრდა შეიარაღებათა ხარისხობრივი სრულყოფის გზით, ევროპაში დაპირისპირებულ მხარეთა არსენალებში ტაქტიკური ბირთვული იარაღის უზარმაზარი მარაგების არსებობა. ამ მიზეზთა ძალით ითვლებოდა, რომ ომი ევროპაში, თუკი ის დაიწყებოდა, იქნებოდა მცირე ხანგრძლივობისა, მაგრამ უკიდურესად დაძაბული.

ასეთი ომის მიზნები, ახალი თეორიის თანახმად, შესაძლა ყოფილიყო: “ფრე შედეგის” მიღწევა ან მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალების მთავარი დაჯგუფებისთვის გამანადგურებელი დამარცხების მიყენება, “ან მოწინააღმდეგის ძალების ორი კვირის განმავლობაში დაძაბულობაში ყოლა, რათა შემდეგ გამოვიყენოთ ტაქტიკური ბირთვული იარაღი, თუკი ვერ გაუძლებს თავდაცვა”.

ყველა ვარიანტში შენარჩუნებული იყო ბირთვული ესკალაციის მუდმივი მუქარა, გარდა ამისა დანაკარგები ცოცხალ ძალასა და ტექნიკაში, აგრეთვე საბრძოლო მასალების, საწვავი და საცხები მასალების ხარჯვა ძალზედ მაღალი იქნებოდა. ასე, სწვლებაში “ლეარის თიმი”, რომელიც წარმოადგენდა მანევრების “რეფორჯერ”8 შეადგენელ ნაწილს, საბრძოლო მასალების დანახარჯი პირველი ორი დღეღამის განმავლობაში აშშ-ის მე-5 და -7 საარმიო კორპუსებში, უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, გაიზარდა 7250-დან 13400 ტ-მდე. ეს გარემოება წარსულის ომებისგან განსხვავებით ქმნიდა პრინციპულად ახალ პრობლემებს, რომელთა გადაწყვეტის გათვალისწინებაც აუცილებელი იყო წინასწარ, მშვიდობიანობის დროს. ასეთ პრობლემებს დასავლელი თეორიტიკოსები მიაკუთვნებდნენ ბირთვული იარაღის გამოყენებას, პირველი ეშელონის ჯარების ბრძოლისუნარიანობის აღდგენასა და ძალისხმევის ზრდას, ასევე ზურგის უზრუნველყოფას.

ყველაზე უფრო რთულ საკითხს წარმოადგენდა “მოკლე ომში” ბირთვული იარაღის გამოყენება. ამასთან ლაპარაკი იყო უმთვარესად ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, რომლის როლიც საომარ მოქმედებათა თეატრზე (ომთ) საბრძოლო მოქმედებებში მნიშვნელოვნად იზრდებოდა სტრატეგიულ ბირთვულ შეიარაღებაში საბჭოთა-ამერიკული წონასწორობის პირობებში.

წერილებში მითითებული ჰქონდათ, რომ იმხანად ევროპაში განთავსებული იყო ტაქტიკური დანიშნულების 7000-ზე მეტი ამერიკული ბირთვული საბრძოლო მასალა აფეთქების პოტენციალით, რომელიც დაახლოებით ტოლი იყო 460 მლნ. ტ ტრინიტროტოლუოლის აფეთქებისა. უცხოელი სპეციალისტების აზრით, ეს იყო “საკმარისზე მეტი, რათა მიწასთან იქნას გასწორებული მთელი დასავლეთ ევროპა”. ამის დასადასტურებლად მათ მოჰყავდათ განგარიშებანი, რომლებიც გაკეთებული იყო 60-იან წლებში დასავლური არმიების სწავლებათა მსვლელობისას, რომელთა თანახმადაც გფრ-ის ტერიტორიაზე ბირთვული მუხტების 335 აფეთქებისგან ადამიანებში დანაკარგებს უნდა შეედგინა 5 მლნ.-ზე მეტი, ხოლო მთელი “ტაქტიკური” ბირთვული ომის შედეგად ევროპაში დაიღუპებოდა 20-100 მლნ. ადამიანი.

“ტაქტიკური” ბირთვული ომის უზარმაზარი ადამიანური დანაკარგები და სტრატეგიულ ბირთვულ ომში მისი გადაზრდის საშიშროება განაპირობებდა იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების მიღება ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ძალზედ ძნელი იქნებოდა და, შესაძლოა ეს პროცესი ყოფილიყო ნელი. მაგრამ, ავტორები წერდნენ, რომ სიძნელეების მიუხედავად აშშ აგრძელებდა ევროპაში დიდი რაოდენობით ტაქტიკური ბირთვული იარაღის გაშლას. არსებობდა ვითომდა სამი მოსაზრება ამ იარაღის შემდგომი გაშლის სასარგებლოდ. ჯერ ერთი, ევროპულ ომის თეატრზე ნატო-ს ბლოკის მიერ ბირთვულ პოტენციალში ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებზე მრავლჯერადი უპირატესობის მიღწევა. მეორე, ბირთვული იარაღის გამოყენების ვარიანტების ფართო არჩევანის უზრუნველყოფა, და ამის შედეგად “ტაქტიკური” ბირთვული ომის სტრატეგიულში გადაზრდის თავიდან აცილების გარანტირებული შესძლებლობების შექმნა. მესამე, სტრატეგიული ძალების თავდაპირველი ბირთვული დარტმის მძლავრი გაზრდა, თუკი სტრატეგიული ბირთვული ომი გარდაუვალი აღმოჩნდებოდა.

გამოთქვამდნენ აზრს, რომ ბირთვული პარიტეტის თანამედროვე პირობებში სტრატეგიული ბირთვული ომის გაჩაღების რისკი მცირდებოდა. “ყველაზე უფრო მეტად შესაძლებელია, _ ამბობდნენ დასავლელი ავტორები, _ რომ ბირთვული დერჟავა თავის სტრატეგიულ ბირთვულ ძალებს მოქმედებაში მოიყვანს მასზე თავდასხმის შემთხვევაში, და არა რომელიმე მის მოკავშირეზე. მაგრამ არც უკანასკნელი შესაძლებლობა გამოირიცხება მთლიანად”.

რაც შეეხებოდა “ტაქტიკურ” ბირთვულ ომს, მისი ესკალაციის საშიშროებას, ავტორების აზრით, თუნდაც მცირე ლოკალურ კონფლიქტში, ამას ყოველთვის ითვალისწინებდა “მოქნილი რეაგირების” სტრატეგია. და თუკი წარსულის ლოკალურ ომებში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს არ იყენებდნენ, ამის მიზეზი გახლდათ “არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური ხასიათის აკრძალვები”. ავტორები თვლიდნენ, რომ ლოკალური კონფლიქტი შესაძლოა გადაზრდილიყო ბირთვულში იმ შემთხვევაში, თუკი ერთერთი მხარე ისწრაფვის “მიაღწიოს ზომაზე მეტ წარმატებას ჩვეულებრივი ძალებით და არასწორად აფასებს თავისი მოწინააღმდეგის შემართებას (решимость)”. ესკალაცია შესაძლოა ასევე მომხდრიყო “წინასწარი განზრახვის გარეშე, შეცდომის (просчёт) შედეგად ან იმის მიზეზით, რომ მოკავშირე სასოწარკვეთილების მდგომარეობაში იწყებს მოქმედებას დამოუკიდებლად”.

იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთის შეფასებით, ომთ-ზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობები იზრდებოდა, წერილებში იძლეოდნენ ზოგიერთ რეკომენდაციას მის დაგეგმვაში, გამოყენების პრინციპებსა და ჯარების მომზადებაში.

კერძოდ, აღინიშნებოდა აშშ-ისა და ნატო-ს მიერ კონკრეტული დოქტრინების შემუშავებისა და ქონის აუცილებობა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის: “თუკი შეერთებულ შტატებს სურს, განზრახული აქვს ან იძულებული გახდება იომოს, მიმართავს რა ასეთი იარაღის გამოყენებას უცხო ტერიტორიაზე, მას მოუწევს მოკავშირეებთან ერთობლივად მიღება გადაწყვეტილებებისა მის გამოყენებასთან დაკავშირებით... აქედან გამომდინარე, აშშ და მისი მოკავშირეები მომზადებულნი უნდა იყვნენ ამისთვის და მოლაპარაკებული ჰქონდეთ იმის შესახებ, თუ როგორ და როდის გააკეთონ ეს”.

ნატო-ს ყველა ქვეყანას პირველ რიგში სთავაზობდნენ “ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის მოემზადონ პოლიტიკური მიმართებით”, ე. ი. მათ უნდა გამოემუშავებინათ წინასწარ შეთანხმებული გეგმები, რათა რისკის მიუხედავად, საჭირო ვითარებაში გამოეყენებინათ ბირთვული იარაღი და ეწარმოებინათ ბირთვული ომი. ამასთან დაკავშირებით, საბჭოთა ავტორების სიტყვით, მიმართავდნენ მცდელობას არმოწონების შეფასებები გამოეთქვათ გფრ-ის მისამართით, რომელმაც ვითომდა “უარი თქვა ნატო-ს თხოვნაზე წინასწარ მოამზადოს თავისი ტერიტორია ბირთვული ასაფეთქებელი საშუალებების განლაგებისთვის. ასეთი გადაწყვეტილება ასახავს გფრ-ის მიერ სურვილის არქონას განიცდიდეს ზარალს ბირთვული ფუგასების (ნაღმების) გამოყენების გამო”. “მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, _ ამტკიცებდნენ დასავლელი ავტორები, _ რომ დასავლელ გერმანელებს სურთ ცენტრალურ ევროპას მოაშორონ ეს სახიფათო და გამოსაყენებლად მიუღებელი იარაღი”.

საბჭოთა ავტორების აღნიშვნით, უკანასკნელ მტკიცებას არ შეიძლებოდა არ დავთანხმებოდით. დასავლეთგერმანული ჟურნალს “შპიგელის” მოწობით, ბუნდესვერის გენერლები დაჟინებით მიისწრფვოდნენ (рвутся) ბირთვული იარაღისკენ. კერძოდ, ნატო-ს სამოკავშირეო (გერთიანებული) შეიარაღებული ძალების (მშძ) ყოფილი მთავარსარდალი ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე დასავლეთგერმანელი გენერალი კ. შნელი გამოვიდა მოთხოვნით “მისცენ ბუნდესვერს დაშვება ბირთვულ იარაღთან და შესაძლებლობა ომის შემთხვევაში თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვრავდეს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების მომენტს”. 1976 წლის ივნისში ჰამბურგში სამხედრო აკადემიის პირადი შემადგენლობის წინაშე თავის “საიდუმლო” სიტყვაში შნელი, როგორც ამ ჟურნალში აღინიშნებოდა, ჩიოდა იმის თაობაზე, რომ “შეუძლებელია მოკავშირეთა ტაქტიკური ბირთვული იარაღის საერთოდ ბრძოლაში შეყვანა როგორც ომის პირველ დღეს, ისე გაცილებით უფრო გვიანაც, რადგანაც ძალზედ რთულია მისი გამოყენების შესახებ საკითხის გადაწყვეტის პოლიტიკური მეთოდი”. საბჭოთა ავტორების სიტყვით, შნელი აყენებდა აშკარად ყალბ მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მოქმედების დიდი სიშორის მქონე საზენიტო-მართვადი რაკეტების “ნაიქ-ჰერკულესი” ბირთვული ქობინები და ბირთვული ფუგასები “მხოლოდ ტრადიციული, მსუბუქად მოდერნიზებული იარაღია”.

საბჭოთა ავტორების სიტყვებით, გფრ-ის პოლიტიკურ წრეებში შნელის ზემოანიშნულ მოთხოვნას განიხილავდნენ როგორც “ცოფიანს” და ამბობდნენ, რომ “თავად გენერალი აზროვნებას აგრძელებს იმ კატეგორიებით, რომლებიც თავის დროზე შეადგენდა კაიზერ ვილჰელმის პოლიტიკის საფუძველს”.

საბჭოთა ავტორების მტკიცებით, შნელი მარტო არ გახლდათ. მსგავსი პრეტენზიებით გამოვიდა ასევე დანიელი გენერალი ტორსენი _ ნატო-ს მშძ-ის სარდალი შლეზვიგ-ჰოლშტაინში, იუტლანდიასა და კ. ფიუნენზე, რომელიც მოითხოვდა სამხედროებისთვის უფლების გადაცემას ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ საკითხის გადაწყვეტაზე.

ჩრდილოატლანტიკური ბლოკის ორი მაღალი რანგის გენერლის პრეტენზიები ნატო-ში მიღებული ამერიკული კრედოს რევიზიაზე, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, მდგომარეობდა იმაში, რომ მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტს ჰქონდა უფლება საკითხის გადაწყვეტისა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, და ეს არ შეიძლებოდა მიგვეკუთვნებინა უბრლოდ “ცოფიანების” თანრიგისადმი. ეს, მათი სიტყვით, წარმოადგენდა ნატო-ს ქვეყნებში სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გავლენის გაძლიერებისა და მისი მისწრაფების შედეგს განესაზღვრა “დიდი პოლიტიკა” დასავლეთში “საბჭოთა სამხედრო მუქარის” თაობაზე წარმოებული პროპაგანდის ხმაურის ქვეშ.

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ნატო-ს ქვეყნების პოლიტიკური სოლიდარობა ბირთვული იარაღის გამოყნების საკითხებში, წერილების ავტორთა დასკვნის მიხედვით, ვითომდა ობიექტურად ვარაუდობდა ორი შემდეგი მოთხოვნის შესრულებას. პირველი შედგებოდა ჯარების გაძლიერებული მზადების აუცილებლობაში “საბრძოლო მოქმედებებისთვის ბირთვული იარაღის გამოყენებით, აგრეთვე კომბინირებული ოპერაციებისთვის ჩვეულებრივი, ბირთვული და ქიმიური იარაღის გამოყენებით”. მეორე მოთხოვნა მდგომარეობდა ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების გაძლიერების აუცილებლობაში. წერილების ავტორები ასაბუთებდნენ მას შემდეგი მოსაზრებებით: “ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე და წინასწარ ვერგანჭვრეტადობა (непредсказуемость) შესაძლოა იყოს იმის მიზეზი, რომ შეეცდებიან ამ გამოყენებას თავი აარიდონ. აქედან გამომდინარე ტაქტიკურ ბირთვულ იარაღზე სწორ დამატებას წარმოადგენს არა სუსტი, არამედ ძლიერი ჩვეულებრივი ძალები. ჩვენ უნდა ვიმედოვნებდეთ, რომ ნატო-ს ჩვეულებრივი ძალები დარჩება ძლიერი. ესკალაციასთან დაკავშირებული გაურკვევლობა და საშიშროება შედარებით ნაკლებად დიდი იქნება იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენთვის ძლიერი ჩვეულებრივი ძალების ყოლას”.

საბჭოთა სპეციალისტები აღნიშნავდნენ, რომ დასავლელი ავტორების იმედები ნატო-ს ზოგადი დანიშნულების ძალების შემდგომ რაოდენობრივ და ხარისხობრივ ზრდაზე მართლდებოდა. აგრძელებდნენ ამერიკული ჯარების ზრდას გფრ-ის ტერიტორიაზე: სახმელეთო ჯარები გააძლიერეს ორი ბრიგადით, ტაქტიკურ ავიაციას ავსებდნენ დამატებით უახლესი საყოველამინდო გამანადგურებლების F-15 “იგლი” სამი ესკადრილიით.

სახიფათოდ იზრდებოდა დასავლეთგერმანული არმიის საბრძოლო ძლიერება. ტანკების რაოდენობა ბუნდესვერში განუწყვეტლივ იზრდებოდა. ჯარები ღებულობდნენ სარაკეტო სისტემებს “ლანსი”, ტსმრჭ-ებს “მილანი” და “ჰოთი”, ზმრ-ებს “როლანდი”, ქსმ-ებს “მარდერი” და ბდმ-ებს “ლუქსი”. გამანადგურებელ-ბომბდამშენები F-104G “სტარფაიტერი” უნდა შეეცვალათ მრავალმიზნობრივი თვითმფრინავებით “ტორნადო”, სჰძ ასევე გეგმავდა “ჰაერი-ზედაპირი” კლასის რაკეტის “კორმორანის” შეიარაღებაში მიღებას.

მოყვანილი ფაქტები, საბჭოთა ავტორების სიტყვით, გვიჩვენებდა, რომ ნატო-ს ბლოკის სამხედრო წრეები, მოქმედებდნენ რა “საბჭოთა მუქარის” ცრუ საბაბით, არ იფარგლებოდნენ ცილისმწამებლური კამპანიით, არამედ აქტიურად ეწეოდნენ საომარ მზადებებსაც.

“მოკლე ომის” თეორიის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა პირველი სტრატეგიული ეშელონის ჯარების ძალისხმევის ზრდის გზების გამონახვა. წერილების ავტორთა აზრით, “რამდენიმე ბრიგადის დამატება ევროპაში მშვიდობიანობის დროს ვერ შეცვლის ძალთა ბალანსს ნატო-ს სასარგებლოდ, არამედ მხოლოდ შემოიტანს რისკისა და ეჭვის ელემენტს ჩვენი სტრატეგიის შეცვლის შესახებ”. პრობლემის გადაწყვეტა, მათი აზრით, უფრო მომგებიანი იქნებოდა განეხორციელებინათ ევროპულ ომის თეატრზე ორგანიზებული რეზერვების შექმნისა და მაღალ საბრძოლო მზადყოფნაში შენარჩუნების, აგრეთვე საბრძოლო მოქმედებებში მათი რეგულარული ჯარების თანაბრად გამოყენების ხარჯზე, ასევე ამერიკული კონტინენტიდან წინასწარ მომზადებული შენაერთებისა და ნაწილების გადმოსროლის გზით. მიუთითებდნენ რა სწავლების “რეფორჯერი” გამოცდილებაზე, ავტორები თვლიდნენ, რომ “აშშ-ის ჯარები ევროპაში შესაძლებელია სწრაფად გაიზარდოს კონტინენტიდან საბრძოლო ნაწილების თვითმფრინავებით ტრანსპორტირებით (ბრიგადამდე დღეში)”.

“მოკლე ომის” თეორია მაღალ მოთხოვნებს უყენებდა ამერიკული ჯარების ზურგის უზრუნველყოფის სისტემას ევროპაში. ამასთან დაკავშირებით უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში გამოქვეყნებული წერილების ერთერთი ავტორი ჯ. პოლკი, ევროპულ ზონაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი, ხოლო იმ ჟამად კი პენტაგონის კონსულტანტი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, სინანულს გამოთქვამდა ამ ჯარების ზურგის უზრუნველყოფის ქვედანაყოფების მიმდინარე შემცირების გამო. იგი თვლიდა, რომ მოკლე ინტენსიური ომის წარმოების პირობებში მოთხოვნილება ზურგის ქვედანაყოფებზე (საარტილერიო-ტექნიკურ, საინჟინრო, კავშირგაბმულობის, სამედიციო, სატრანსპორტო) მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა. მათი გადმოსროლა ამერიკული კონტინენტიდან დაკავშირებული იყო დიდ ფინანსურ ხარჯებთან და საეჭვო იყო, რომ დროულად ყოფილიყო შესრულებული. ჯარების უზრუნველსაყოფად სამოქალაქო ორგანიზაციების გამოყენება ასევე ეკონომიკურად არ იყო მომგებიანი, ხოლო საბრძოლო მზადყოფნის თვალსაზრისით კი არასაიმედო გახლდათ.

ამიტომ სთავაზობდნენ ევროპაში ამერიკულ ჯარებში უკვე შემცირებული ზურგის ქვედანაყოფები მაღალ მზადყოფნაში ჰყოლოდათ მხარდაჭერის სარეზერვო ნაწილებში აშშ-ის კონტინენტურ ნაწილში, ასევე გადაეხედათ ზურგის მუშაობის ზოგიერთი მოძველებული წესისთვისაც.

კერძოდ, ჯ. პოლკის აზრით, ამერიკული ჯარების უზრუნველყოფა და ზურგის რაიონში წესრიგზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისრებინათ გფრ-ის ტერიტორიული ჯარებისთვის, იმ დროს, როდესაც თავად ამერიკულ ჯარებს დაეკისრებოდათ კონტროლის განხორციელება უშუალოდ საბრძოლო ზონაზე. ამ დებულებას ავტორი ასაბუთებდა იმით, რომ “დასავლეთ გერანიის ტერიტორიული ჯარები უკვე ახორციელებენ ჯარების მოქმედებათა უზრუნველყოფას ზურგის რაიონებში, მაგალითად ისინი თვალყურს ადევნებენ უსაფრთხოებას, მართავენ მოძრაობას, ახორციელებენ კონტროლს სამოქალაქო მოსახლეობის ევაკუაციასა და უზრუნველყოფაზე, პასუხს აგებენ გზების, ხიდებისა და მდინარეზე გადასასვლელების, აგრეთვე კავშირგაბმულობის ხაზების რემონტსა და ექსპლუატაციაზე. ისინი პასუხს აგებენ საბოტაჟსა და მავნებლობასთან ბრძოლაზე, ხელმძღვანელობენ სამოქალაქო ჰოსპიტლებისა და სხვა სამსახურების გამოყენებას (სამხედრო შეკვეთების მიხედვით), აგრეთვე უნდა იყენებდნენ სამოქალაქო მოსახლეობას აუცილებელი სამუშაოების შესრულებისთვის”.

უფრო რთულ საკითხად ჯ. პოლკი თვლიდა ჯარების მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფას საბრძოლო ზონაში. აშშ-ის კონტინენტური ნაწილიდან მათ ჩამოსატანად რეკომენდირებული იყო გამოეყენებიათ სატრანსპორტო თვითმფრინავები C-5A და დიდი საკონტეინერო გემები. ტვირთების განაწილება და საბრძოლო ნაწილებში მიტანა შესაძლო იყო განეხორციელებიათ ე. წ. “პირდაპირი” ხერხით, ე. ი. საწყობიდან ან მომწოდებლისგან უშუალოდ ნაწილში. მაგრამ წერილში მითითებული იყო, რომ ეს “პირდაპირი” ხერხი მთლიანად ვერ წყვეტდა პრობლემას, ვინაიდან შეკვეთის მიცემის მომენტიდან ტვირთის მიტანამდე გადიოდა 30 დღე, რაც ვერ გამოდგებოდა “მოკლე ომისთვის”.

გადაუჭრელ საკითხად, ჯ. პოლკის აზრით, რჩებოდა ევროპაში ამერიკული ჯარების საწვავით, საბრძოლო მასალებითა და სამხედრო ჰოსპიტლებით უზრუნველყოფა. იგი თვლიდა, რომ “მოკლე ომის” წარმოებისთვის აუცილებელი იყო უკვე მშვიდობიანობის დროს ჰქონოდათ საწვავ-საცხები მასალების მარაგები 45 დღეღამეზე, ხოლო საბრძოლო მასალებისა კი _ 90 დღეღამეზე. აღნიშნული მარაგების შექნა ამავდროულად ვარაუდობდა მათ საიმედო შენახვასა და კარგად გააზრებულ, თავისდროულ მიწოდებას უშუალოდ საბრძოლო ნაწილებში.

რაც შეეხებოდა სამედიცინო მომსახურებას, “მოლკე ინტენსიური ომის” პირობებში საჭირო გახდებოდა სამხედრო ჰოსპიტლების რაოდენობის გაზრდა. თვლიდა რა ამას დიდი მნიშვნელობისა და მოცულობის მქონე ამოცანად, ჯ. პოლკი აღნიშნავდა, რომ ამერიკული ჯარები არ უნდა ყოფილიყვნენ დაიმედებულნი ნატო-ს ქვეყნების სამხედრო ჰოსპიტლების გამოყენებაზე, რადგანაც ისინი, ჯერ ერთი, უნდა მომსახურებოდნენ საკუთარ ჯარებს, და მეორეც, საედიცინო მომსახურების მეთოდები აშშ-სა და ევროპაში განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. მთელი ეს თავისებურებანი უნდა გაეთვალისწინებია აშშ-ის არმიის სამედიცინო სამსახურს “მოკლე ომის” წარმოებისთვის მზადებისას.

ასეთი გახლდათ, დასავლელი ავტორების სიტყვებით, “მოკლე ომის” ახალი ამერიკული თეორიის ძირითადი დებულებანი, 70-იანი წლების მეორე ნახევრის დასაწყისში, რომელსაც ისინი უწოდებდნენ სტრატეგიას. საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით კი, ემყარებოდნენ რა ბირთვული იარაღისა და უფრო სრულყოფილი ჩვეულებრივი შეიარაღების გამოყენებას, აგრეთვე თავდასხმის მოულოდნელობას, აშშ-ის მილიტარისტულ წრეებს შეეძლოთ გაეჩაღებიათ საომარი მოქმედებები ევროპაში ამ თეორიის შესაბამისად. მათ ასევე მოჰყავდათ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო: “არ გამოლეულან ჯერ კიდევ ავანტიურისტებიც, რომლებსაც თავიანთი ეგოისტური ინტერესების გულისთვის შეუძლიათ გააჩაღონ ახალი საომარი ხანძარი”. ამიტომ საბჭოთა ავტორები ასკვნიდნენ, რომ საბჭოთა არიისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის მებრძოლები ძმური ქვეყნების მებრძოლებთან ერთად თავიანთ წმინდა მოვალებად თვლიან იმას, რომ ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს აგრესორების მზაკვრულ ხრიკებს, იმაღლებდნენ სიფხიზლესა და საბრძოლო მზადყოფნას.

XVII. აშშ სამხედრო სტრატეგის ევოლუცია

(ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების შეხედულებებით)

ჟურნალ ”მილითერი რევიუს” ფურცლებზე 1975 წლის აგვისტო-ნოემბერში გამოაქვეყნეს ამერიკული არმიის (სახმელეთო ჯარების) ოფიცრების ეტკინსონისა და ჰელმსის წერილები ”საერთაშორისო კრიზისები, სტრატეგიისა და შეიარაღებული ძალების ევოლუცია” (ეტკინსონი) და ”ახალი სტრატეგია აშშ-ის სახმელეთო ჯარებისთვის” (ჰელმსი). ამ წერილებში ავტორები გადმოსცემდნენ თავიანთ შეხედულებებს საგარეოპოლიტიკური ფაქტორების ზეგავლენით ამერიკული სტრატეგიის განითარებაზე, აგრეთვე ზოგიერთ ნააზრევს მომავალში ამერიკული სახმელეთო ჯარების დანიშნულების შესახებ.

ეტკინსონის წერილში აშშ-ის სტრატეგიის ევოლუცია განიხილებოდა ქრონოლოგიური თანამიმდევრობით 1945-დან 1975 წლის ჩათვლით. ავტორების აზრით, ამერიკული სტრატეგიისა და შეიარაღებული ძალების განვითარებაში გარდამტეხი პერიოდები იყო:

1. დიდ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გაუარესება (1945-1947 წლები);
2. “კომუნიზმის შეკავება” თავდაპირველად ანტიკომუნისტური რეჟიმებისთვის ეკონომიკური და სამხედრო დახმარების აღმოჩენის მეშვეობით (1948-1950 წლები), ხოლო შემდეგ პირდაპირი სამხედრო ჩარევის გზით (1950-1952 წლები);
3. “კომუნიზმის დაშინება (შეკავება)” “მასირებული ბირთვული ნაცვალგების” დოქტრინის მეშვეობით (1953-1956 წლები);
4. “კომუნიზმის დაშინება (შეკავება)” სტრატეგიულ ბირთვულ შეიარაღებაში უპირატესობით (1957-1960 წლები);
5. “სტრატეგიული დაშინება (შეკავება) ამავდროულად სოციალისტური ქვეყნების შიგნიდან ძირის გამოთხრის გზით” “ახალი მიჯნების” დოქტრინისა და “ჩუმი მცოცავი კონტრრევოლუციის” მეშვეობით (1961-1968 წლები);
6. “კომუნიზმის სტრატეგიული დაშინება (შეკავება)” მოკავშირეების სამხედრო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენებით (1969-1975 წლები).

თითოეულ ამ პეიოდში, ეტკინსონის შეფასებით, ატარებდნენ შესაბამის სტრატეგიას, რომელიც მიმართული იყო აშშ-ის “ეროვნული ინტერესების” დაცვის უზრუნველსაყოფად. მისი მოთხოვნილებების შესაბამისად აწარმოებდნენ შეიარაღებული ძალების მშენებლობას, ცვლიდნენ მისი სახეობების როლსა და ამოცანებს, ავითარებდნენ შეიარაღებას.

მაინც რა მიზეზები აიძულებდა ამერიკულ ხელმძღვანელობას საკმაოდ ხშირად ეცვალა თავისი სტრატეგია?

მთავარ მიზეზს, ეტკინსონის აზრით, წარმოადგენდა საერთაშორისო კრიზისები (ლოკალური კონფლიქტები, კრიზისული სიტუაციები), რომლებიც, ავტორის მითითებით, “გადამწყვეტ როლს თამაშობს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის განვითარებაში და განსაზღვრავს შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მშენელობის მიმართულებებს. წერილში, მაგალითად, ავტორი ამტკიცებდა, რომ “როდესაც აშკარა ხდებოდა ამა თუ იმ სტრატეგიის უუნარობა მოეხდინა რომელიმე კონკრეტული კრიზისის ლიკვიდირება, როგორც ამას ადგილი ჰქონდა კორეაში 1950 წელს, ამ სტრატეგიას მკვეთრად ცვლიდნენ”.

სტრატეგიების შეცვლის განმაპირობებელი სხვა მიზეზებიდან ავტორი გამოყოფდა შემდეგს: საბჭოთა კავშირის მზარდი როლი, სოციალისტური განვითარების გზაზე დამდგარი სახელმწიფოების რაოდენობის ზრდა, კოლონიური და დამოკიდებული ხალხების აქტიური ბრძოლა თავიანთი განთავისუფლებისთვის.

საბჭოთა სპეციალისტების შეფასებით, აღნიშნული მიზეზები ავტორს სტატიაში მოყავდა ბურჟუაზიული სამხედრო თეორეტიკოსების თვალსაზრისით. მათი არით, მისი მსჯელობის კლასობრივი მიმართულება ვლინდებოდა უწინარეს ყოვლისა იმაში, რომ, ამა თუ იმ პერიოდის მოვლენების აღწერისა და სტრატეგიისა და შეიარაღებული ძალების მათთან ურთიერთკავშირის ჩვენებისას ეტკინსონი “ამერიკის მშვიდობისმოყვარეობისა” და “კოლექტიური უსაფრთხოების” შესახებ ლოზუნგების მეშვეობით ცდილობდა გაემართლებინა ამერიკული იმპერიალიზმის აგრესიული, ექსპანსიონისტური არსი, შეენიღბა აშშ-ის ჰეგემოისტური ჩანაფიქრები. ასე, მისი აზრით, პირველ და მეორე პერიოდებში აშშ-ის სტრატეგია პოლიტიკურ პლანში შედგებოდა სსრკ-თან ურთიერთგაგების უზრუნველყოფაში. “ამერიკულმა თანამშრომლობის სტრატეგიამ დიდ სახელმწიფოებს შორის ადგილი დაუთმო კომუნიზმის შეკავების ახალ სტრატეგიას თავდაპირველად ეკონომიკური და პოლიტიკური საშუალებების მეშვეობით, ხოლო შემდეგ კი სამხედრო ჩარევის გზითაც”.

ამერიკული შეიარაღებული ძალები, და განსაკუთრებით სახმელეთო ჯარები, ამ პერიოდში ვითომდა არ თამაშობნენ არსებით როლს პოლიტიკური მიზნების მიღწევაში და ფაქტიურად ”არც კი გააჩნდათ კონკრეტული ამოცანები და მოქმედების შემუშავებული ხერხები მუქარის მოგერიების შემთხვეაში”. ძირითად ფსონს აკეთებდნენ ატომურ ბომბზე, ”რომლის არსებობაც უსარგებლოს ხდიდა იარაღის სხვა სახეობებს”.

დაახლოებით ასეთივე “მშვიდობისმოყვარულ” პლანში იყო გადმოცემული წერილში ამერიკული სტრატეგია შემდგომ პერიოდებშიც, თუმცა კი, საბჭოთა ავტორების შეფასებით, მთელმა მსოფლიომ იცოდა, რომ ამერიკულმა იმპერიალიზმმა მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე თავისი საგარეო პოლიტიკის საფუძვლად გამოაცხადა მსოფლიო ბატონობის დამყარება. სამხედრო ძალის მეშვეობით მსოფლიო ჰეგემონიის დამყარება იქცეოდა შეერთებული შტატების მთელი ომისშემგომი საგარეოპოლიტიკური კურსის ღერძად.

მსოფლიო ბატონობისთვის ბრძოლაში აშშ-ის სტრატეგია ომისშემდგომი პერიოდის განმავლობაში არაერთხელ აღმოჩენილა ჩიხში დასმული პოლიტიკური ამოცანების არარეალურობის შედეგად. მცდელობა გამოსულიყვნენ ჩიხიდან, შეწყობოდნენ შეცვლილ ვითარებას, საბჭოთა ავტორების სიტყვით, ყოველთვის წარუმატებელი აღმოჩნდებოდა. ეს თვალსაჩინოდ მოწმობდა ამერიკული იმპერიალიზმის გლობალური პრეტენზიების ჩავარდნას, მისი მისწრაფებების უნაყოფობას უკუეგდო სოციალიზმი მოპოვებული პოზიციებიდან.

საბჭოთა ავტორების სიტყვით, ცნობილი მიზეზების გამო ეტკისონს არ შეეძლო წერილში მსგავსი დასკვნების გაკეთება. მაგრამ იგი იძულებული იყო ანგარიში გაეწია აშშ-ის აგრესიული კურსის ობიექტური რეალობისთვის. მისი აშკარად შემცირებული შეფასებით, შეერთებულ შტატებს 29 ომისშემგომი წლის განმავლობაში საქმე ჰქონდა 28 საერთაშორისო კრიზისთან, მათგან 23 შემთხვევაში ამერიკული შეიარაღებული ძალების პირდაპირი გამოყეენებით”. ამერიკული იმპერიალიზმის ღიად აგრესიული არსი კარგად დაიმზირებოდა ავტორის მსჯელობებში დოქტრინული მნიშვნელობის მქონე სტრატეგიებისა და კონცეფციების შესახებ. ეს მსჯელობები თვალსაჩინოებისთვის განზოგადოებული სახით ზემოაღნიშნული პერიოდების შესაბამისად მოყვანილია ცხრილში.

შეერთებული შტატების სტრატეგიები . . . . . . საგარეოპოლიტიკური ფაქტორები,
და კონცეფციები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .კრიზისები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

1945 – 1947 წლები

_ მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მქონე მი- . . . . . . _ ფაშიზმისგან საბჭოთა არმიის მიერ
ლიონიანი არმიების შენარჩუნება. . . . . . . . . . . . . . . .განთავისუფლებულ ქვეყნებში ხელის-
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . უფლებაში სახალხო-დემოკრატიული
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ძალების მოსვლა . . . . . . . . . . . . . . . . . .
_ “აბსოლუტურ იარაღზე” _ ატომურ ბომბზე . . . . . . _ სამოქალაქო ომი ჩინეთში . . . . . . . . .
მონოპოლიის ქონა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
_ დედამიწის ექვს კონტინენტზე სამხედრო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ბაზების შექმნა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
_ მსოფლიოში უმსხვილესი სამხედრო მრეწ-. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ველობის შექმნა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
_ „ტრუმენის დოქტრინა“ (1947 წ. მარტი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
და „მარშალის გეგმა“ (1947 წ. ივნისი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
_ სსრკ-თან თანამშრომლობაზე უარის თქმა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სამხედრო ძალით მსოფლიოში აშშ-ის ჰეგე– . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მონიის დამყარება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

1948 – 1952 წლები

_ „ატომური სტრატეგია“ _ ფსონი ატომურ . . . . . . . . _ ბერლინის კრიზისი (1948 წ. ივნისი)
იარაღზე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . _ კორეის კრიზისი (1950 წ. ივნისი) .
_ სამხედრო-საჰაერო ძალების პრიორიტეტი . . . . . . ._ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარ-
შეიარაღებული ძალების მშენებლობაში. სა– . . . . . . .მოშობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ხმელეთო ჯარების რიცხოვნების შემცირება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
100 ათას ადამიანამდე და მის განვითარება– . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ზე ასიგნებების შემცირება 27 მლრდ. დოლა– . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რიდან (1946 წ.) 4 მლრდ.-მდე (1950) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

1953 – 1956 წლები

_ „მასირებული ბირთვული ნაცვალგების“ . . . . . . . ._ შეერთებული შტატების მიერ ატომ-
სტრატეგია. კონცეფციები: სსრკ-ისა და სოცია– . . . . ური მონოპილიის დაკარგვა . . . . . . . . . .
ლისტური ქვეყნების წინააღმდეგ _ “გარანტი– . . . . _ ომი კორეაში. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რებული განადგურების“; მსოფლიოს სხვა რა
ი– . . . _ ომი ინდოჩინეთში. . . . . . . .
ონებისთვის _ ლოკალური (შეზღუდული) . . . . . . . . _ კონფლიქტი ტაივანის სრუტეში . . . . . .
ომების წარმოება. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . (1955 წ.) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
_ ევროპასა და სამხრეთ კორეაში ჯართა დაჯ- . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გუფებების გაძლიერება. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
_ შეიარაღებული ძალების მშენებლ;ობაში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სტრატეგიული ბომბდამშენი ავიაციის პრიო- . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რიტეტი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
_ ნებისმიერი მასშტაბის ომს გეგმავდნენ მხო- . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ლოდ ატომური იარაღის გამოყენებით (ეროვ- . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ნული უსაფრთხოების საბჭოს დოკუმენტი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
# SC 162/2 30.10.54). . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
_ სახმელეთო ჯარების რიცხოვნების გაზრ- . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
და 196 ათას ადამიანამდე (14 დივიზია, 9 ცალ- . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
კეული საბრძოლო ჯგუფი). „პენტომიურ“ დი- . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ვიზიაზე გადასვლა (1956 წ.) საბრძოლო მოქმე- . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დებების წარმოებისთვის ატომური იარაღის . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გამოყენების პირობებში. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

1957 – 1960 წლები

_ „მასირებული ბირთვული ნაცვალგების“ . . . . . . . _ აშშ-ის ომი ლიბანში (1958 წ.) . . . . . . .
სტრატეგია. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . _ სსრკ-ის სამხედრო ძლიერების ზრდა.
_ სსრკ-ის დაშინება უპირატესობით სტრატე- . . . . . _ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკუ-
გიულ ბირთვულ შეიარაღებაში („გარანტირე- . . . . . რი რაკეტის გაშვება (1957 წ. აგვისტო) .
ბული განადგურებისა“ და „ბირთვული უპი- . . . . . ._ დედამიწის პირვე;ლი ხელოვნური თა-
რატესობის“ კონცეფციები). . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ნამგზავრის ორბიტაზე გაყვანა (1957 წ.
_ შეიარაღებული ძალების ცალმხრივი განვი- . . . . . ოქტომბერი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თარების კრიტიკა, მისი მშენებლობის გადაყვა- . . . ._ რევოლუცია კუბაში (1959 წ.). . . . . . . . .
ნის რეკომენდაციები „დაბალანსებულ საფუძ- . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ველზე“. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

1961 – 1968 წლები

_ „მოქნილი რეაგირების სტრატეგია“ (1961 წ.). . . . ._ ბერლინის კრიზისი (1961 წ.) . . . . . . . . .
კონცეფციები: „გარანტირებული განადგურებ- . . . . _ კარიბის კრიზისი (1962 წ.). . . . . . . . . . . .
ის“, „შეზღუდული ზარალის“, „კონტრძალ- . . . . . . . _ ვიეტნამში ომის დაწყება (1964 წ.). . . . .
ის“, „სტრატეგიული მობილურობის“, „ორნა- . . . . . _ არაბ-ირაელის ომი (1967 წ.). . . . . . . . . . .
ხევარი ომების“. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . _ სსრკ-ის სამხედრო პოტენციალის . . . . . .
_ შეიარაღებული ძალების მშენებლობა „და- . . . . . . ზრდა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ბალანსებულ საფუძველზე“: . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
_ სახმელეთო ჯარების საბრძოლო ძლიერე- . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რების ზრდა; . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
_ ჯარების ორმაგი ბაზირების სისტემის შექმნა; . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
_ რეზერვის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
_ სსრკ-ზე სამხედრო უპირატესობისთვის . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ბრძოლა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

1969 წლიდან

_ „რეალისტური დაშინების“ სტრატეგია (1971) . . ._ აშშ-ის დამარცხება სამხრეთ-აღმოსა-
კონცეფციები: „ტოტალური ძალების“, „სტრა- . . . . . ვლეთ აზიაში. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ტეგიული საკმარისობის“ („გარანტირებუ- . . . . . . . _ არაბ-ისრაელის ომი (1973 წ. ოქტომბე-
ლი განადგურებისა“ და „შეზღუდული ზარალ- . . . . რი). . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ის“ ნაცვლად), „მიზნების არჩევის“, „ერთნახე- . . . ._ OPEC-ის ქვეყნების ემბარგო ნავთობზე.
ვარი ომების“ („ორნახევარი ომების“ ნაცვლ- . . . . . _ ენერგეტიკული კრიზისი. . . . . . . . . . . . . .
ად), „საოკეანო სტრატეგიის“. . . . . . . . . . . . . . . . . . . . _ წინააღმდეგობები აშშ-სა და მის ევროპ-
_ „დაბალანსებული“ შეიარაღებული ძალების . . . . . ელ მოკავშირეებს შორის ისრაელისთვ-
არსებობა; სტრატეგიული შეტევითი ძალები _ . . . . . ის დახმარების აღმოჩენის საკითხებში. .
შეკავების ძალების ქვაკუთხედი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
_ სტრატეგიის მთავარი პრინციპები: . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
_ უპირატესობა სტრატეგიულ ძალებში; . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
_ პარტნიორობა მოკავშირეთა სამხედრო წილ- . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ის მნიშვნელოვნად გადიდებით; . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
_ მოლაპარაკებები ძალაზე დაყრდნობით. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .


თუკი გავაანალიზებთ ომისშემგომ პერიოდში აშშ-ის სტრატეგიის ცხრილში მოყვანილ საფუძვლებს, მაშინ მისი დოქტრინული დებულებების განვითარებაში შესაძლოა თვალი მივადევნოთ სამ ეტაპს: პირველი _ მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 1960 წლის ჩათვლით; მეორე _ 1961 წლიდან 1971 წლამდე; მესამე _ 1971 წლიდან 1976-ის მიწურულის ჩათვლით, როდესაც გამოქვეყნდა რუსულ სამხედრო პერიოდიკაში ჩვენ მის წყაროდ გამოყენებული გენერალ- მაიორ ნ. პეტროვის წერილი “აშშ-ის სტრატეგიის ევოლუცია” (რუსულ ენაზე). პრაქტიკულ პლანში შეერთებულმა შტატებმა შექმნა სამხედრო ბაზები და პლაცდარმები მსოფლიოს ყველა კონტინენტზე, შეაკოწიწა რვა პაქტი 42 პარტნიორით, ორმხრივი შეთანხმებები დადო 30 სხვა ქვეყანასთან, აიყვანა რა თავისი კონტროლის ქვეშ “თითქმის ყველა არაკომუნისტური სახელმწიფო”.

საბჭოთა ავტორების შეფასებით, სტრატეგია პირველ ეტაპზე ემყარებოდა ამერიკული იმპერიალიზმის ყოვლისშემძლეობას, აგრეთვე ვარაუდს ბირთვულ იარაღზე მისი მონოპოლიისა და საბჭოთა კავშირზე ხაგრძლივი ბირთვული უპირატესობის შესახებ. ამ ეტაპისთვის დამახასიათებელი იყო პოლიტიკა “ძალის პოზიციიდან”, აგრეთვე “კომუნიზმის უკუგდების”, “ომის ზღვარზე ბალანსირების” პოლიტიკაც. ასეთი პოლიტიკის სამხედრო სფეროში ასახვას წარმოადგენდა “მასირებული ბირთვული ნაცვალგების” სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებდა გლობალური ბირთვული თავდასხმის გზით მსოფლიო სოციალისტური სისტემის განადგურებასა და კაპიტალიზმის ყოვლადძალაუფლების აღდგენას.

გენერალ ეტკისონის მტკიცებით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს (ეუს) დოკუმენტზე დაყრდნობით (# SC 162/2 1954 წლის 30 ოქტომბერი) ნებისმიერი მასშტაბის ომს გეგმავდნენ მხოლოდ ბირთვული იარაღის გამოყენებით. შეიარაღებული ძალების მშენებლობაში მთავარ საყრდენს აკეთებდნენ სტრატეგიულ ავიაციაზე, რომელსაც შეიარაღებაში ჰქონდა ატომური ბომბები, აგრეთვე ტაქტიკურ ბირთვულ იარაღზე. სახმელეთო ჯარებს რეორგანიზებას უტარებდნენ ატომური ომის პირობებში საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის, მის ინტერესებს მნიშვნელოვნად ზღუდავდნენ.

მაგრამ, საბჭოთა ავტორების სიტყვით, საბჭოთა კავშირისა და მისი მოკაშირეების სამხედრო ძლიერების ზრდამ, მსოფლიოს რევოლუციური გარდაქმნის დაუძლეველმა პროგრესმა უკუაგდო ატომური მანიაკების ავანტიურიზმი. “კომუნიზმის უკუგდებისა” და “ატომური სტრატეგიის” პოლიტიკა ვერშემდგარი აღმოჩნდა.

მეორე ეტაპი დაკავშირებული იყო სოციალისტურ ქვეყნებთან “ხიდების გადების” პოლიტიკასთან, რაც დაკავშირებული იყო “ჩუმი მცოცავი კონტრრევოლუციის” გზით მათთვის შიგნიდან ძირის გამოთხრასთან. სამხედრო სფეროში მიიღეს “მოქნილი რეაგირების” სტრატეგია, რომელიც არ უარყოფდა “მასირებული ბირთვული ნაცვალგების” იდეას, მაგრამ იმავე დროს ითვალისწინებდა “ნებისმიერი ომების მომზადებასა და წარმოებას: მსოფლიო ან ლოკალური, ბირთვული ან ჩვეულებრივი, დიდი ან მცირე” ომების ჩათვლით.

“მოქნილი რეაგირების” სტრატეგია მოითხოვდა უარის თქმას ორიენტაციის აღებაზე შეიარაღებული ძალების მხოლოდ ერთ სახეობაზე და გადასვლას შეიარაღებული ძალების მშენებლობაში “დაბალანსებულ საფუძველზე”, რათა მის შემადგენლობაში სავსებით თანამედროვე სტრატეგიული ბირთვული ძალების გარდა ჰყოლოდათ საკმარიად ძლიერი ზოგადი დანიშნულების ძალები ჩვეულებრივი შეიარაღებით.

მესამე ეტაპი დაიწყეს შეერთებული შტატების საგარეო და საშინაო პოლიტიკის მსხვილი ჩავარდნების პირობებში, რომელმაც უჩვენა ამერიკული კაპიტალის როგორც კაპიტალისტური სამყაროს გარანტის ვერშემდგარობა. მიუხედავად ამისა, მითითება მსოფლიო ბატონობაზე მაინც შენარჩუნებული იყო. იგი ემყარებოდა “ტოტალური ძალების” კონცეფციას, რომელიც ითვალისწინებდა აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მთელი ეკონომიკური და სამხედრო რესურსების გამოყენებას “კომუნიზმის მოგერიების” გეგმებში.

მესამე ეტაპს შეესაბამებოდა “რეალისტური დაშინების” სტრატეგია, რომელიც არ უარყოფდა “მოქნილი რეაგირების” სტრატეგიის ბევრ დებულებას, მაგრამ იმავე დროს მათში შეჰქონდა არსებითი ცვლილებები. ახალი სტრატეგიის საფუძველს შეადგენდა სამი მთავარი პრინციპი: უპირატესობა სტრატეგიულ ძალებში, პარტნიორობა მოკავშირეთა სამხედრო წილის მნიშვნელვანი გაზრდით, მოლაპარაკებები ძალაზე დაყრდნობით. მითითებული პრინციპების განხორციელება, საბჭოთა ავტორების შეფასებით, მიზნად ისახავდა იმპერიალისტურ ბანაკში აშშ-ის ხელმძღვანელი როლის შენარჩუნებას, სამხედრო ბლოკებში მოკავშირეების ეკონომიკური და სამხედრო შესაძლებლობების უფრო ფართო მასშტაბებით მიზიდვას ე. წ. სოციალისტური თანამეგობრობის ქვეყნებთან, ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობებთან და კაპიტალისტური ქვეყნების მშრომელებთან საბრძოლველად, რომლებიც გამოდიოდნენ სოციალური განთავისუფლების მომხრედ.

სამხედრო პლანში “რეალისური დაშინების” სტრატეგია ემყარებოდა შემდეგ კონცეფციებს: “სტრატეგიული საკმარისობის”, “მიზნების არჩევის”, “ერთნახევარი ომების”, “საოკეანო სტრტეგიის”, “სტრატეგიული მობილურობის”. ეს კონცეფციები ვარაუდობდა ისეთი შეიარაღებული ძალების შექმნას, რომელიც შეძლებდა ნებისმიერი ომების წარმოებას და უზრუნველყოფდა მოწინააღმდეგის გარანტირებულ განადგურებას.

1970-იანი წლების შუახანების პოზიციიდან მესამე ეტაპის პრაქტიკულ პლანში შეფასებისას გენერალი ეტკისონი თვლიდა, რომ “ტოტალური ძალების” კონცეფცია და “რეალისტური დაშინების” სტრატეგია თანამედროვე პირობებისთვის არასიცოცხლისუნარიანი იყო. როგორც წერილში იყო მითითებული, 1973 წლის არაბ-ისრაელის ომმა უჩვენა, რომ ამერიკული ქმედებები ისრაელისთვის “დახმარების” აღმოსაჩენად იყო ფაქტიურად ეული (მარტოდ დარჩენილი) და ვერ ჰპოვა მოკავშირეების მხარდაჭერა. არაბული ქვეყნების მიერ ნავთობზე ემბარგოს შემოღებამ გამოიწვია “არევ-დარევა ნატო-ს ეროპულ სახელმწიფოებს შორის, მათი უთანხმოებები აშშ-თან და მეგობრული განწყობა არაბულ ქვეყნებთან”.

1973 წლის არაბ-ისრაელის ომის გამოცდილებიდან გამომდინარე ავტორი აკეთებდა დასკვნას, რომ ამერიკულ სტრატეგიას მომავალში უნდა გაეთვალისწინებია ნავთობზე ემბარგოსადმი მოკაშირეების დამოკიდებულება. მისი აზრით, ენერგეტიკული კრიზისი ძლიერ გავლენას ადენდა ნატო-ს ბლოკის ქვეყნების შეკავშირებულობასა და მოქმედებათა ერთიანობაზე.

წერილში მითითებული იყო სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც, რომლებიც გავლენას ახდენდა შერთებული შტატების სტრატეგიაზე. მაგალითად: დაძაბულობის განმუხტვა, ინფლაცია და ეკონომიკური კრიზისის განმეორების მუქარა, საბჭოთა კავშირის სამხედრო პოტენციალის ზრდა, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) სახით ახალი ენერგეტიკული ცენტრის არსებობა.

“ჩვენ უფლება გვაქვს მოველოდეთ, _ წერდა ავტორი, _ რომ თანამედროვე საერთაშორისო ვითარების ყველა ამ თავისებურებას გაითვალისწინებენ შეერთებული შტატების სტრატეგიის შემუშავებისას, ისევე როგორც ეს სტრატეგია გაითვალისწინებს უკანაკნელი წლების კრიზისების ჭკუისსასწავლებელ გაკვეთილებს, მათ შედეგებსა და საზღვარგარეთის სტრატეგიულ მიღწევებს”. კერძოდ, ეტკისონის აზრით, ვიეტნამსა და ახლო აღმოსავლეთში (1973 წელს) ომების გამოცდილებიდან გამოტანილი დასკვნები მოწმობს იმის შესახებ, რომ აშშ ”მაცდური სიმსუბუქით მიდის შეიარაღებულიო ძალების გამოყენებაზე, რამაც შეზღუდული მიზნების მიღწევისთვის სრბოლაში შესაძლოა ქვეყანა ჩაითრიოს მსხვილი მასშტაბის სამხედრო მოქმედებებში”. წერილში მითითებული იყო, რომ დაძაბულობის განმუხტვის პირობებში შეერთებულ შტატებს თავი უნდა აერიდებია პიდაპირი სამხედრო ჩარევისგან კონფლიქტებში პერიფერიულ რაიონებში, რათა არ გაემეორებია “ახალი ვიეტნამი”. შეიარაღებული ძალების მშენებლობაში მიზანშეწონილი იყო ძალისხმევის მიმართვა მის ხარისხობრივ სრულყოფაზე. ამასთან სტრატეგიული შეიარაღების განვითარება უნდა განეხორციელებიათ საბჭოთა-ამერიკული შეთანხმებების გათვალისწინებით. ზოგადი დანიშნულების ძალების სარეზერვო კომპონენტების საბრძოლო მომზადების დონეს უნდა დაეკმაყოფილებია მსხვილი მასშტაბების კონფლიქტებში საბრძოლო მოქმედებების წარმოების მოთხოვნები.

OPEC-ის სახით არსებული ახალი ენერგეტიკული ცენტრის პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის დასუსტების მიზნით აშშ-ის მხრიდან, ავტორის აზრით, შესაძლებელი იყო მოქმედებათა შემდეგი ვარიანტები:

_ შეერთებული შტატებისა და ნატო-ში მისი მოკავშირეების მიერ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ეკონომიკური ძლიერების აღიარება და OPEC-ში ნატო-ს გავლენიანი მდგომარეობის უზრუნველყოფა;

_ არაბულ ქვეყნებთან თანამშრომლობა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა საზარალოდ OPEC-ის ქვეყნებში შეერთებული შტატების ცალმხრივი ზეგავლენის უზრუნველსაყოფად;

_ “ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის წინააღმდეგ მიმართული სტრატეგიის” გამოყენება მათზე ნატო-ს ყველა ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის გზით თვით სამხედრო ძალის გამოყენებითაც კი;

_ OPEC-ის ქვეყნებზე ზეწოლის მოსახდენად აშშ-ის ცალმხრივი აქცია თვით სამხედრო ძალის გამოყენებამდეც კი ნატო-ს ევროპული სახელმწიფოების “ნეიტრალიტეტის” შენარჩუნებისას.

ყველა ვარიანტიდან შეერთებული შტატებისთვის ავტორი ყველაზე უფრო მომგებიანად თვლიდა პირველსა და მესამეს, რომლებიც ითვალისწინებდნენ მოკავშირეებთან საერთო ძალისხმევის გაერთიანებას “OPEC-თან შესარიგებლად საფუძვლის მოძებნის საქმეში”, ნაკლებად სასურველი იყო მეორე და მეოთხე, რომლებსაც შესაძლო იყო საქმე მიეყვანათ კონფრონტაციამდე OPEC-თან და მოკავშირეებთანაც. წერილში მითითებული იყო, რომ ყველა ვარიანტის პირობებში აშშ-ის სტრატეგიის შემუშავებისას აუცილებელი იყო გაეთვალისწინებიათ საბჭოთა კავშირის მოქმედებები ამ რეგიონში და არა დაეშვათ, რომ “მისი და არაბული ქვეყნების ინტერესები აქ რაიმენაირი ხარისხით ერთმანეთს დამთხვეოდა”. ავტორის შეფასებით, საერთაშორისო ვითარების განვითარების იმდროინდელ ეტაპზე “შეერთებულ შტატებსა და ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას შორის კონფრონტაციის ყველაზე უფრო მეტი საშიშროების თეატრს, როგორც ჩანს, წარმოადგენს ახლო აღმოსავლეთი”.

ჰელმსის წერილში, საბჭოთა ავტორების სიტყვით, გამოთქმული იყო რეკომენდაციები აშშ-ის სახმელეთო ჯარების საბრძოლო დანიშნულებასთნ მიმართებით არსებული დებულებების გადასინჯვის აუცილებლობის შესახებ ამერიკული იმპერიალიზმის პოლიტიკური მიზნების მიღწევაში მის როლის ამაღლების მიმათულებით. მთავარი ფაქტორების რიცხვში, რომლებიც განაპირობებდა ამ შეხედულებების შეცვლას, დასახელებული იყო: სტრატეგიულ ბირთვულ შეიარაღებაში დამყარებული პარიტეტი აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის; კაპიტალიზმის ქვეყნებში გაშლილი ეკონომიკური კრიზისი, რომელმაც უჩვენა შეერთებული შტატების გაზრდილი დამოკიდებულება სხვა ქვეყნებზე ნედლეულთან, გასაღების ბაზრებთან და მრავალრიცხოვან ეკონომიკურ კავშირებთან მიმართებით; ამერიკული ინტერესებისთვის მითიური “საბჭოთა მუქარის” არსებობა მსოფლიოს სხვადასხვა რაიონში.

ავტორი თვლიდა, რომ შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის ბირთვული პარიტეტის პირობებში აშშ-ის გლობალურ პოლიტიკაში დიდ მნიშვნელობას იძენდა რეგიონული ძალთა თანაფარდობა. ამ პრობლემის გადაწყვეტაში, ბუნებრივია, მკვეთრად იზრდებოდა ზოგადი დანიშნულების ძალების, მათ შორის სახმელეთო ჯარების როლი. მისი შეფასებით, სახმელეთო ჯარები სტრატეგიული ბირთვული ძალების ბალანსის პირობებში წარმოადგენდა სამხედრო-პოლიტიკური მიზნების მიღწევისა და დედამიწის ნებისმიერ რაიონში ძალთა მომგებიანი თანაფარდობის შექმნის ერთადერთ საიმედო საშუალებას. ამიტომ აუცილებელი იყო მისი განვითარება, სრულყოფა, გაძლიერება რაოდენობრივი და ხარისხობრივი მიმართებით, საბრძოლო გამოყენების ახალი ხერხების შემუშავება.

სახმელეთო ჯარების როლის ზრდას ავტორი ხსნიდა აგრეთვე მსოფლიოში აშშ-ის პოზიციის არსებითი ცვლილებით. კაპიტალიზმის ეკონომიკური კრიზისის გაღრმავებასთან ერთად შეერთებული შტატები სულ უფრო მეტად ხდებოდა დამოკიდებლი “მრავალპოლუსიანი მსოფლიოს” სხვა ქვეყნებზე და განსაკუთრებით მოწყვლადი იმ ქვეყნებისგან, რომლებიც ფლობდნენ სტრატეგიულ ნედლეულს. ამ დამოკიდებულებას მოხილვად მომავალში გააჩნდა არა შემცირების, არამედ ზრდის ტენდენცია. უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით თუკი 1970-იანი წლების დასაწყისში შერთებულ შტატებს თითოეულ 100 მოხმარებულ ნავთობის ბარელზე (ერთი ბარელი უდრის 159 ლიტრს) გარედან შეჰქონდა 23 ბარელი, 1973 წლის ოქტომბერში (ემბარგოს წინ) უკანასკნელმა შეადგინა 38 ბარელი, ხოლო 1976 წლის მარტში იგი გაიზარდა 44 ბარელამდე. ნავთობის მოხმარების მიმდინარე მასშტაბების შენარჩუნებისას აშშ 1980 წლისთვის იძულებული გახდებოდა იმპორტით შეეტანა მის მიერ მოხმარებული მთელი ნავთობის ნახევარი, მათ შორის 60% ახლო აღმოსავლეთიდან (OPEC-ის წევრი ქვეყნებიდან).

წერილში აღინიშნებოდა ენერგეტიკული კრიზისის უარყოფითი გავლენა აშშ-ის ეკონომიკაზე, რომელიც ვითომდა განპირობებული იყო უმთავრესად არაბული ქვეყნების სანავთობე ბოიკოტით 1973-1974 წლებში. ამასთან ავტორი ამტკიცებდა, რომ მოცემულ შემთხვევაში ამერიკული შეიარაღებული ძალები და კერძოდ სახმელეთო ჯარები თავიანთი სტრუქტურისა და დანიშნულების მიხედვით არ იყვნენ მზად “საზღვარგარეთ ამერიკული ინტერესების დასაცავად”. რამდენადაც პერსპექტივაში ნავთობის ამერიკული იმპორტი ახლო აღმოსავლეთიდან კიდევ უფრო გაიზრდებოდა, “სავაჭრო შეთანმებების ნორმალური ფუნქციონირების გარანტირებული უზრუნველყოფის” ინტერესებში ავტორი სთავაზობდა კრიზისულ სიტუაციებში სახმელეთო ჯარების გამოყენებას ნედლეულის წყაროების დაპყრობისა და “ნავთობით მდიდარ რაიონებში მდგომარეობის სტაბილურობის შენარჩუნებისთვის”. მაგრამ საამისოდ უნდა ჰყოლოდათ სახმელეთო ჯარების სპეციალურად ასეთი მოქმედებებისთვის მომზადებული კონტინგენტები.

“ვიეტნამში ომმა გვიჩვენა ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების პარტიზანულ ძალებთან კონფრონტაციის ამაოება ძალზედ გრძელი შეტყობინების გზების არსებობისას”. თუკი, ავტორის აზრით. სახმელეთო ჯარების სტრუქტურას ცვლილებების გარეშე დატოვებდნენ, მაშინ მისი შესაძლებლობები “საზღვარგარეთ აშშ-ის ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში” გამოიწვევდა არასასურველ შედეგებს.

უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის ავტორი კვლავ ემყარებოდა 1973 წლის არაბ-ისრაელის ომის გამოცდილებას, რომელმაც, მისი აზრით, უჩვენა, რომ თანამედროვე წინააღმდეგობრივ და მრავალპოლუსიან მსოფლიოში შეერთებული შტატები არ შეიძლებოდა ყოფილიყო დარწმუნებული თავისი საგარეო პოლიტიკის ტრადიციულ მახრდაჭერაში თვით მოკავშირეების მხრიდანაც კი. ამიტომ რეკომენდირებული იქნებოდა მომავალშიც მზად ყოფილიყვნენ ცალმხრივი მოქმედებების ჩასატარებლად სხვა სახელმწიფოთა მხრიდან მკვეთრი კრიტიკის პირობებში. ამ მზადყოფნის უზრუნველსაყოფად მოწოდებული იყო ამერიკული სახმელეთო ჯარები თავისი მუდმივი ყოფნით დასავლეთ ევროპაში და მისი შენაერთებისა და ნაწილების გადასროლით ნებისმიერ სხვა რაიონში, სადაც ვითარების და მიხედვით საჭირო გახდებოდა “დაშინების (შეკავების) ამერიკული ჯარების ყოფნა”.

ე. წ. “საბჭოთა მუქარის” შესახებ საკითხის განხილვისას, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების აზრით, ავტორის მსჯელობები სასაცილომდე გულუბრყვილოდ მოჩანდა: წერილში ლაპარაკი იყო “საბჭოთა აგრესიისგან დასავლური ნახევარსფეროს ნებისმიერი ნაწილის დაცვის შესახებ, იქნება ეს სამხრეთი, ცენტრალური თუ ჩრდილოეთ ამერიკა”. ამის “დასაბუთებისთვის” ავტორი ამტკიცებდა, რომ საბჭოთა კავშირს ვითომდა გააჩნდა დასავლეთის ნახევარსფეროს ნებისმიერ სანაპიროზე დესანტის გადასხმის უზრუნველყოფის შესაძლებლობა და ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებია პენტაგონის სტრატეგიას.

საბჭოთა ავტორების მტკიცებით, დასავლეთში პერიოდულად ატეხილ ყვირილს “საბჭოთა მუქარის”, წარმოსახვითი “საბჭოთა ექსპანსიონისმის” შესახებ სავსებით განსაზღვრული პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზები ჰქონდა. საბჭოთა კავშირის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობაც აცხადებდა, რომ “გამალებული შეიარაღების მომხრეების მთავარ მოტივს წარმოადგენს მტკიცება ე. წ. საბჭოთა მუქარის შესახებ. ამ მოტივს იყენებენ მაშინაც, როდესაც სჭირდებათ გაიტანონ უფრო მაღალი სამხედრო ბიუჯეტი, ჩამოაჭრიან რა ხარჯებს სოციალურ საჭიროებებზე, და როდესაც შეიმუშავებენ სიკვდილის მომტანი იარაღის ახალ სახეობებს, და როდესაც ცდილობენ გაამართლონ ნატო-ს სამხედრო აქტიურობა. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, არანაირი საბჭოთა მუქარა არ არსებობს არც დასავლეთისა და არც აღმოსავლეთისთვის. ყოველივე ეს საოცარი სიცრუეა _ თავიდან ბოლომდე. საბჭოთა კავშირი არ აპირებს არავისზე თავდასხმას. საბჭოთა კავშირს ომი არ სჭირდება”.

საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, აღნიშნული წერილის ავტორი იმისთვის ავრცელებდა ცრუ ნააზრევს “საბჭოთა მუქარის” შესახებ, რათა თავისი პენტაგონელი ბოსების კვალდაკვალ გაემართლებია აშშ-ის სამხედრო ძლიერების ზრდა და “დაემტკიცებია” კიდევ უფრო მეტი ასიგნებების გამოყოფის აუცილებლობა სახმელეთო ჯარების დამატებითი გაშლისთვის “დასავლეთის ნახევარსფეროს დაცვის ინტერესებში”.

ზემოთ გადმოცემული სამხედრო-პოლიტიკური ფაქტორების განხილვის შედეგად ავტორი ერთმნიშვნელოვნად ამტკიცებდა, რომ იმ დროს არსებული ამერიკული სახმელეთო ჯარების შემადგენლობა არ შეესაბამებოდა ქვეყნის საგარეოპოლიტიკურ მიზნებს. მისი აზრით, 1975-1990 წლებზე მოთხოვნილებები აშშ-ის სახმელეთო ჯარებში უნდა განესაზღვრათ შემდეგით: ჯერ ერთი, დასავლეთ ევროპაში ამერიკული ჯარების არსებული კონტინგენტის სრული შემაგენლობით შენარჩუნების აუცილებლობით; მეორე, სახმელეთო ჯარების უნარით, გადაეწყვიტა საზღვარგარეთ შეერთებული შტატების ინტერსების დაცვის ამოცანები მისი შენართებისა და ნაწილების დაუყოვნებლივ გადასროლის გზით დედამიწის ნებისმიერ რაიონში შეზღუდული საბრძოლო მოქმედებების წარმოებისა და მდგომარეობის სტაბილურობის უზრუნველყოფის ფუნქციების შესრულების მიზნით; მესამე, სახმელეთო ჯარების მზადყოფნით თავისი ტერიტორიისა და მთლიანობაში ამერიკის კონტინენტის თავაცვისთვის.

ჰელმსი თვლიდა, რომ დასავლეთ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების შემცირება დაუშვებელი იყო, რადგანაც ამას შესაძლოა გამოეწვია ვითარების მკვეთრი გამწვავება ნატო-ს შიგნით, ბლოკის დასუსტება, ხოლო ბერძნულ-თურქული დაპირისპირებების, საფრანგეთისა და საბერძნეთის ნატო-ს სამხედრო ორგანიზაციან გასვლის პირობებში _ მისი დაშლაც კი. აქედან გამომდინარე, აგრეთვე ევროპულ ომის თეატრზე კონფლიქტის წარმოშობის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ავტორი სთავაზობდა (მოკავშირეების წინაშე შეერთებული შტატების პოლიტიკური ვალდებულებების რეალიზების პლანში) ხარისხობრივად და რაოდენობრივად გაეძლიერებიათ ამერიკული სახმელეთო ჯარები ევროპაში (ეკონომიკური ხარჯების მიუხედავად), აემაღლებიათ მათი ბრძოლისუნარიანობა, მობილურობა, საცეცხლე ძლიერება, ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობები. შეენახათ ისინი ისეთ მაღალ ხარისხობრივ მდგომარეობასა და საბრძოლო მზადყოფნაში, რომ მათ სრულად ეპასუხათ აშშ-ის მმართველი წრების ინტერესებისთვის.

რაც შეეხებოდა “საზღვარგარეთ შეერთებული შტატების ინტერესების დაცვის” ფუნქციების შესრულებას, ამ მხრივ სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში, ავტორის აზრით, აუცილებელი იქნებოდა ჰყოლოდათ დამატებით ექვსი-რვა დივიზია. ამ დივიზიებს უნდა ჰქონოდათ კარგი საბრძოლო მომზადება და დედამიწის ნებისმიერ რაიონში სწრაფი გადასროლისა და გაშლის უნარი, ასევე მათ უნდა შეძლებოდათ საბრძოლო მოქმედებების წარმოება ნებისმიერ ადგილას. შეიარაღებაში მათ არ უნდა ჰყოლოდათ მძიმე საბრძოლო ტექნიკა და იარაღი, ხოლო საბრძოლო შემაგენლობის საფუძვლად უნდა აეღოთ ქვეითი ჯარი, მექანიკური გაწევის არტილერია და M551 “შერიდანის” ტიპის მსუბუქი ტანკები (სადაზვერვო ფუნქციების შესრულებისთვის).

ჰელმსის აზრით, დივიზიების საბრძოლო თვისებების დამახასიათებელი თავისებურებები შესაძლოა ყოფილიყო: გაშლის სისწრაფე, საბრძოლო მოქმედებების დროის შეზღუდულობა, საბრძოლო მოქმედებების რაიონიდან კონტინენტზე მათი შემდგომი გადაყვანის (დაბრუნების) სიმსუბუქე და სისწრაფე. მათთვის არ იქნებოდა აუცილებელი კავშირგაბმულობის, მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის რთული სისტემების შექმნა, ხოლო მომარაგების განხორციელება შესაძლებელი იქნებოდა ჰაერით ან ზღვით. უკანასკნელ შემთხვევაში რეკომენდირებული იქნებოდა პორტების გამოყენება, მაგრამ მთავარი აქცენტი უნდა გაეკეთებიათ მატერიალური საშუალებების განწერტილი გადატვირთვებისთვის მზადყოფნაზე აღუჭურველ სანაპიროზე ტვირთების კონტეინერიზაციის ფართო გამოყენებით. მომარაგების ასეთი ვარიანტის შემთხვევაში აუცილებელი იქნებოდა მატერიალური საშუალებების გადატვირთვის რაიონების დაცვის ზომების გათვალისწინებაც, ვინაიდან ისინი შესაძლოა გამხდარიყო ხელსაყრელი მიზნები მოწინააღმდეგის მიერ თავდასხმების განსახორციელებლად.

აღნიშნული დივიზიებისთვის რეკომენდირებული იქნებოდა მიენიჭებიათ პრიორიტეტი პირადი შემადგერნლობით, ტექნიკით, იარაღით დაკომპლქეტების საკითხში და მუდმივად ჰყოლოდათ ისინი მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში (გადასროლის საშუალებების ჩათვლით).

ჩვენის მხრივ უნდა დავუმატოთ, რომ 1970/1980-იანი წლების მიჯნაზე პენტაგონის ხელმძღვანელობამ შექმნა ე. წ. “სწრაფი გაშლის ძალები” მსოფლიოს იმ რაიონებში გამოყენებისთვის, რომლებიც არ შედიოდა უკვე არსებული გაერთიანებული სარდლობების (ატლანტის ოკეანეში, ევროპულ ზონაში, წყნარი ოკეანის ზონაში, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ზონაში) პასუხისმგებლობის ზონებში და სადაც გარკვეული სამხედრო რეაგირება აუცილებელი შეიქნებოდა მოკლე ვადებში. 1980-იანი წლების დასაწყისში შექმნეს ამ ძალების ხელმძღვანელი ორგანო _ გაერთიანებული ცენტრალური სარდლობა (Central command – CENTCOM), რომლის სახმელეთო ჯარების საფუძველსაც შეადგენდა 18-ე საჰაერო-სადესანტო კორპუსი (82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზია, 101-ე საჰაერო-საიერიშო დივიზია და სხვა შენაერთები და ნაწილები); გარდა ამისა, სარდლობის დაქვემდებარებაში შეიყვანეს ტაქტიკური სამხედრო-საჰარო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ნაწილები და ქვედანაყოფები.

გარდა ამისა, 1980-იანი წლების მეორე ნახევარში არსებული და სარეზერვო ქვეითი დივიზიების ბაზაზე ჩამოაყალიბეს ხუთი მსუბუქი ქვეითი დივიზია, რომელთაც გააჩნდათ შედარებით მსუბუქი შეიარაღება და მოსახერხებელი იყვნენ ჰაერით ტრანსპორტირებისთვის. თუკი ერთი ამერიკული ქვეითი დივიზიის ჰაერით გადასასროლად საჭირო იყო C-141 “სთარლიფტერი” სერიის სტრატეგიული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების 1500-მდე თვითმფრინავ-რეისი და ერთ კვირაზე მეტი ვადა, ერთი მსუბუქი ქვეითი დივიზიის საჰაერო გადასრლისთვის საკმარისი იყო იგივე C-141 თვითმრინავების სულ 500 თვითმფრინავ-რეისი, რაც სავსებით ეტეოდა სამი დღეღამის ვადაში. სამაგიეროდ მსუბუქი ქვეით დივიზიები ჩამოუვარდებოდნენ იმავე ქვეით დივიზიებს დაბლობ და სუსტად დასერილ აგილას საბძოლო მოქმედებების წარმოების შესაძლებლობებში, რომ არაფერი ვთქვათ ე. წ. “მძიმე” (მექანიზებულ ქვეით და ჯავშანსატანკო) დივიზიებზე. სამაგიეროდ მსუბუქი ქვეითი დივიზიების გამოყენება მეტად სასარგებლო გამოდგა მთაგორიან და ძლიერად დასერილ ადგილას და ქალაქის ტიპის დასახლებულ პუნქტებში. ახლა ისევ ჩვენს საკითხს დავუბრუნდეთ.

სხვა მნივნელოვანი ამოცანის გადაწყვეტა _ გამოგონებული “საბჭოთა აგრესიისგან” აშშ-ის ტერიტორიის დაცვა, ჰელმსის ჩანაფიქრით, უნდა დაკისრებოდა რეგულარულ სახმელეთო ჯარებს, არმიის ეროვნულ გვარდიასა და რეზერვს. ამისთვის რეგულარული ჯარების შემადგნლობაში უნდა ჰყოლოდათ პირადი შემადგენლობითა და იარაღით სრულად დაკომპლექტებული მინიმუმ ექვსი-რვა ბრიგადა (ორი-სამი ექვივალენტური დივიზია). ავტორის აზრით, აგრეთვე მიზანშეწონილი იქნეოდა მნიშვნელოვნად აემაღლებინათ არმიის ეროვნული გვარდიისა და რეზერვის სამობილიზაციო და საბრძოლო შესაძლებლობები, რათა საგანგებო ვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიეყვანათ მათი შენაერთები და ნაწილები საომარი დროის შტატებამდე და გამოეყენებინათ რეგულარული ჯარების თანაბრად.

მომავალში სახმელეთო ჯარების დანიშნულებაზე თავისი შეხედულებების გადმოცემის შემდეგ ავტორი აცხადებდა, რომ მის მიერ “შემოთავაზებული სტრატეგია ეთანხმება დაძაბულობის განმუხტვის პრინციპებს და საშუალებას აძლევს შეერთებულ შტატებს ძალის პოზიციიდან აგრძელებდეს მოლაპარაკებებს სტრატეგიულ შეიარაღებათა შეზღუდვისა და ევროპაში შეიარაღებული ძალების ურთიერთ შემცირების შესახებ”.

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით კი პოლიტიკა “ძალის პოზიციიდან” არ ეთანხმებოდა დაძაბულობის განმუხტვის პრინციპებს. “მშვიდობა ძალის პოზიციიდან” ანუ “მშვიდობა ძალის საფუძველზე”, მათი აზრით, წარმოადგენდა “ცივი ომის” მახინჯ ფორმას, განმუხტვისთვის ძირის გამოთხრისა და მისი შეურაცხყოფის მცდელობას. ხოლო წერილის ავტორი მოცემულ საკითხში, მათი შეფასებით, მიდიოდა ჩრდილოატლანტიკური კავშირის სამხედრო მოღვაწეების მიერ ატეხილი მყვირალა ხმაურის საერთო ნაკადში, ვითომდა განმუხტვის პოლიტიკა მხოლოდ საბჭოთა კავშირისთვის ყოფილიყოს ცალმხრივად მომგებიანი.

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, “ცივი ომის” მედოლეთა ცილისმწამებლური ნააზრევები ავალდებულებდა საბჭოთა მეომრებს მუდმივად ხსომებოდათ საკუთარი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მითითებები იმის შესახებ, რომ “დაძაბულობის განმუხტვისა და განიარაღების მოწინააღმდეგეებს ჯერ კიდევ ბევრი რესურსი გააჩნიათ. ისინი მოქმედებენ აქტიუად, სხვადასხვა ფორმითა და სხვადასხვა მიმართულებიდან. თუმცა კი იმპერიალიზმის აგრესიული მოქმედებების შესაძლებლობები ახლა მნიშვნელოვნად შეკვეცილია, მისი ბუნება მაინც უცვლელი რჩება”.

(დასასრული _ იხილეთ ნაწილი V)

მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment