(ნაწილი III)
IX. აშშ-ისა და ნატო-ს ბირთვული სტრატეგია 1970/80-იანი წლების მიჯნაზე
1980-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა სამხედრო პერიოდიკაში წერდნენ, რომ თავისი მშვიდობისმოყვარე პოლიტიკისადმი ერთგული საბჭოთა კავშირი და მისი მოკავშირეები ყველაფერს აკეთებდნენ, რაც მათზე იყო დამოკიდებული, საერთაშორისო კლიმატის გაჯანსაღებისა და შემდგომი გამალებული შეიარაღების თავიდან აცილებისთვის.
მაგრამ იმპერიალიზმისა, და უწინარეს ყოვლისა ამერიკულის, აგრესიულ და რეაქციულ წრეებს არანაირად არ სურდათ შერიგებოდნენ განმუხტვას, სხვადასხვა საზოგადოებრივ-ეკონომიკური წყობის მქონე სახელმწიფოებს შორის მშვიდობიან თანაარსებობას. ბერავდნენ რა იმდენადვე ცრუ, რამდენადაც პროვოკაციულ მითს “საბჭოთა მუქარისა” და სსრკ-ის “სამხედრო უპირატესობის” შესახებ, ისინი ცდილობდნენ დაუმტკიცებლის დამტკიცებას, სახელდობრ კი საბჭოთა სამხედრო სტრატეგიის “აგრესიულობისა”, რამდენადაც იგი, მათი აზრით, ისახავდა ყველაზე უფრო გადამჭრელი მიზნების მიღწევას, ამოდიოდა უწინარეს ყოვლისა გამარჯვების შესაძლებლობიდან და ვითომდა მთავარ აქცენტს აკეთებდა _ არც მეტი არც ნაკლები _ ამერიკული და დასავლეთევროპული საზოგადოების განადგურებაზე! იმავე დროს პენტაგონისა და ნატო-ს ხელმძღვანელები ყველანაირად ადიდებდნენ ვაშინგტონის სამხედრო სტრატეგიის “რაციონალურობასა” და “ჰუმანურობასაც” კი, ამტკიცებდნენ რა, რომ იგი ვითომდა ეფუძნებოდა აშშ-ში დაახლოებით სამი ათეული წლის წინ (1950-იანი წლების დასაწყისი) შემუშავებულ “ურთიერთ შეკავების” პრინციპს, საკმარისობის და არა უპირატესობის უზრუნველყოფას, “საჰაერო დარტყმის” მიყენებასა და არა “დამსწრები ოპერაციების” ჩატარებას და ა. შ. როგორ იყო მაინც საქმე სინამდვილეში?
ცნობილია, რომ ე. წ. ”ბირთვული სტრატეგია” დაიბადა ატომური იარაღის გამოჩენასთან ერთად და იქცა ომის შემდგომი წლების ყველა ამერიკული და ნატო-ს სტრატეგიული მითითებების საფუძვლად. ბირთვული თავდასხმის საშუალებების განვითარებასთან და განსაკუთრებით საერთაშორისო არენაზე ძალთა თანაფარდობის შეცვლასთან ერთად ისიც სახეს ივლიდა და თავის განვითარებაში გაიარა რამოდენიმე ეტაპი.
მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე ვაშინგტონმა, საბჭოთა ატორების სიტყვით, შეაკოწიწა რა ნატო-ს აგრესიული ბლოკი, ღიად დაიწყო საბჭოთა კავშირთან მიმართებაში ატომური შანტაჟის პოლიტიკის გატარება, ხოლო საერთაშორისო პლანში _ ამერიკული იმპერიალიზმის გლობალური მისწრაფებების ინტერესებში ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარის პოლიტიკის გატარება.
ამის თვალსაჩინო მოწმობად შესაძლოა გამომდგარიყო ბირთვულ ომში საბჭოთა კავშირის განადგურების პენტაგონის მიერ დეტალურად შემუშავებული მრვალრიცხოვანი გეგმები, კერძოდ “ტოტალიტი” (1945 წ), რომელიც შეადგინეს დ. ეიზენჰაუერის პირადი მონაწილეობით, “ჩარიოტირი” და “ფლითვუდი” (1948), აგრეთვე “დროფ შოთი”, რომელიც შეეთებული შტატების შტაბების უფროსთა კომიტეტმა მოამზადა 1949 წელს პრეზიდენტ ტრუმენის მითითებით. მაგალითად, უკანასკნელს საფუძვლად დაუდეს სსრკ-ის სამრეწველო და ადმინისტრაციულ-პოლიტიკურ ცენტრებზე მასირებული ბირთვული დარტყმების მოყენების იდეა 300 ატომური ბომბის გამოყენებით. ბირთვული დარტყმების კვალდაკვალ გეგმავდნენ აშშ-ისა და ნატო-ში მისი მოკავშირეების საერთო შეტევაში გადმოსვლას აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებისა და საბჭოთა კავშირის ტერიტორიის ოკუპირების მიზნით.
მაგრამ, საბჭოთა ავტორების შენიშვნით, პენტაგონისა და ნატო-ს აგრესიულ მიზნებს აღსრულება არა ეწერა. თავად ატლანტიკელი სრატეგოსების მიერ ჩატარებულმა ფხიზელმა ანგარიშებმა მიიყვანა ისინი იმ დასკვნამდე, რომ აშშ-ის მიერ სსრკ-ისა და მისი მოკავშირების ტერიტორიაზე ატომური ბომბების შეზღუდული მარაგის გამოყენება ვერ უზრუნველყოფდა “პოტენციური მოწინააღმდეგის” სამხედრო დამაცხებას. ამიტომ ისინი წავიდნენ თავიანთი ბირთვული ძალების შემდგომი ზრდის გზით.
1950-იანი წლების დასაწყისში აშშ-ში გამოახადეს „მასირებული ნაცვალგების“ სტრატეგია, რომლის ტრანსფორმირებაც ნატო-ში მოახდინეს „ფარისა და მახვილის” სტრატეგიაში. ამასთან “მახვილს” განასახიერებდა აშშ-ის სტრატეგიული ავიაცია და ბირთვული იარაღი, “ფარს” კი წარმოადგენდა ევროპულ ომის თეატრზე და აღმოსავლეთ ატლანტიკაში გაშლილი ამ ბლოკის მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალები.
ემყარებოდა რა აშშ-ის “ბირთვულ უპირატესობას”, ნატო-ს სამხედრო სტრატეგია, ამერიკულის მსგავსად, ითვალისწინებდა საბჭოთა კავშირისა და მისი მოკავშირე ქვეყნების წინააღმდეგ მხოლოდ საყოველთაო ბირთვული ომის მზადებასა და წარმოებას. “შეერთებული შტატები მზად უნდა იყოს მასირებული ბირთვული დარტყმების მისაყენებლად იქ და მაშინ, სადაც და როდესაც იგი ჩათვლის საჭიროდ ამის გაკეთებას”, _ ტრაბახით განაცხადა მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა დალესმა.
მაგრამ საბჭოთა კავშირის წარმატებებმა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებაში, აგრეთვე საკუთარი ბირთვული იარაღისა და მისი მიტანის საშუალებების შექმნაში ჩამოართვა ამერიკელებს მონოპოლია და პენტაგონისა და ნატო-ს სტრატეგიული მითითებები უსუსური გახადა. ახასიათებდა რა იმ დროისთვის მსოფლიოში ჩამოყალიბებულ საერთო ვითარებას, იგივე დალესი თავის წიგნში “ომი და მშვიდობა” წერდა: “შეერთებული შტატების უნარი მოახდინოს ატომური თავდასხმა რუსეთზე მნიშვნელოვანი ზომით ახლა გაწონასწორებულია საბჭოების უნარით ატომური დარტყმა მოაყენოს აშშ-ს...”.
სხვა სიტყვებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი იძულებული იყო ღიად ეღიარებინა საბჭოთა იარაღის შემაკავებელი როლის შესახებ. საპასუხო ბირთვული დარტყმის შესაძლებლობამ აიძულა პენტაგონი გადაეხედა თავისი სამხედრო დოქტრინის ძირითადი დებულებებისთვის, რათა მოეყვანა ისინი შესაბამისობაში არსებულ ძალთა თანაფარდობასთან.
1960-იანი წლების დასაწყსში შეერთებულ შტატებში გამოჩნდა “მოქნილი რეაგირების” სტრატეგია, რომელიც ნატო-ს სამხედრო დაგეგმვის კომიტეტის გადაწყვეტილებით... 1967 წელს მიიღეს ბლოკის ოფიციალურ სამხედრო სტრატეგიად. ეს სტრატეგია, როგორც მაშინ იყო გამოცხადებული, ითვალისწინრბდა “ნეისმიერი ომების მომზადებასა და წარმოებას _ მსოფლიოსი ან ლოკალურის, ბირთვულის ან ჩვეულებრივის, დიდის ან მცირის”.
პენტაგონმა და ნატო-მ ახალი ნახტომი გააკეთეს ბირთვული პოტენციალის ზრდაში, რათა აღედგინათ დაკარგული უპირატესობა. უზარმაზარი მატერიალური ხარჯების ფასად, როგორც იტყობინებოდნენ დასავლურ პრესაში, აშშ-მა სტრატეგიული შეიარაღების არსენალი გაზარდა 10_12-ჯერ. სახელდობრ შეერთებულმა შტატებმა 1960-იან წლებში ააგო და შეიარაღებაში მიიღო 1000 საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა “მინითმენი” და 54 “ტიტან”2, აგრეთვე 656 რაკეტა “პოლარისი”, რომლებიც განათავსეს 41 ატომურ სარაკეტო წყალქვეშა ნავში. აშშ-ის სტრატეგიული ავიაციის ფარეხი მაშინ მოითვლიდა 500-ზე მეტ ბომბდამშენს.
ფორსირებული ტემპებით ზრდიდნენ მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს რაიონებში, და უწინარეს ყოვლისა ევროპაში გაშლილ ე. წ. “მეწინავე ბაზირების” ბირთვული თავდასხმის საშუალებებს: ავიამზიდებს, წყალქვეშა ნავებს, თვითმფრინავ-მატარებლებს, ოპერატიულ-ტაქტიკური და ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო გასაშვებ დანადგარებს (გდ), ატომურ არტილერიას. ბეჭდურ გამოცემებში გამოახადეს, რომ პენტაგონმა ევროპაში განალაგა 7 ათასზე მეტი ტაქტიკური ბირთვული საბრძოლო მასალა.
შექმნილ ვითარებაში, საბჭოთა ავტორების სიტყვით, საბჭოთა კავშირი და მისი მოკავშირე სახელმწიფოები დადგნენ დამატებითი ზომების მიღების აუცილებლობის წინაშე თავიანთი უსაფრთხოების განმტკიცებისთვის, და ბირთვული უპირატესობის მიღწევაზე ოკეანსმიღმელი სტრატეგოსების იმედები კვლავ არ გამართლდა. სხვამ არავინ, თუ არა შეერთებული შტატების მაშინდელმა პრეზიდენტმა რ. ნიქსონმა 1970-იანი წლების სულ დასაწყისში განაცხადა, რომ “დადგა ამერიკის შეერთებული შტატების უდაო უპირატესობის დასასრული სტრატეგიული ძლიერების აზრით და მის ნაცვლად მოხდა სტრატეგიული წონასწორობის დადგომა, რომლის დროსაც შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის ბირთვული ძალები უკვე თანაზომადია”.
ორი სახელმწიფოს ბირთვული პარიტეტის აღიარების კვალდაკვალ დასავლეთის მილიტარისტული ძალები იძულებული იყვნენ გადაეხედათ “ძალის პოზოციიდან” პოლიტიკისა და “ბირთვული უპირატესობის” ძირითადი დებულებებისთვის. წარმოიქმნა სამხედრო დოქტრინის მორიგი შეცვლის მოთხოვნილება. 1971 წელს ვაშიგტონმა გამოაცხადა აშშ-ში “რეალისტური დაშინების (შეკავების)” სტრატეგიის მიღების შესახებ, რომელიც, გარკვეული დაზუსტებებით, მოქმედებდა შემდგომი ათი წლის მანძილზე, 1980-იანი წლების დასაწყისამდე. მასში ჩამოყალიბეული იყო მოდიფიციებული შეხედულეები ბირთვული ომების მომზადებასა და წარმოებაზე. გამოყენებადი საშუალებების, საბრძოლო მოქმედებების წარმოების მასშტაბებისა და დაზიანების ობიექტების მიხედვით ყველა ბირთვულ კონფლიქტს ჰყოფდნენ სამ სახეობად: სტრატეგიული (საყოველთაო) ომი ბირთვული საშუალებების მთელი არსენალის შეუზღუავი გამოყენებით; ომი ცალკეულ თეატრებზე, და უწინარეს ყოვლისა ევროპაში, რომელშიც დაპირისპირებული მხარეები იყენებენ უმთავრესად ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბირთვულ იარაღს; შეზღუდული სტრატეგიული ომი, ანუ, როგორც მას დასავლეთში უწოდებდნენ, “მინი-ბირთვული ომი”, რომლის მსვლელობისას ბირთვული დარტყმების მიყენებას ითვალისწინებდნენ მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე.
“რეალისტური დაშინების” სტრატეგია, წინა სტრატეგიების მსგავსად, გადამწყვეტ საყრდენს აკეთებდა ბირთვული ძალებისა და საშუალებების ძლიერებაზე. იგი მოითხოვდა სტრატეგიულ შეიარაღებათა ისეთ დონეზე შენარჩუნება-შენახვას, რომელიც “საკმარისი” იქნებოდა იმისთვის, რათა აშშ-ს შეძლებოდა არსებითად იგივე სამხედრო-პოლიტიკური კურსის გატარება “ძალის პოზიციიდან” და ჰქონოდა ძალებისა და საშუალებების გამოყენების ვარიანტის ფართო არჩევანის შესაძლებლობა, რომლებსაც შეეძლებოდათ მოწინააღმდეგე სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა კოალიციის “გარანტირებული განადგურება” როგორც დამსწრები, ისე საპასუხო მასირებული ბირთვული დარტყმების მიყენებით. უცხოელი სპეციალისტების შეფასებით, მოცემული კონცეფცია მოწოდებული იყო გაეცა პასუხი კითხვაზე: სტრატეგიული დანიშნულების როგორი ბირთვული ძალები უნდა ჰყავდეს აშშ-ს მოცემულ დროში და რომელი მიმართულებით მიჰყავდეს მისი განვითარება.
საბჭოთა ავტორები აღნიშნავდნენ, რომ ამერიკული ბეჭდური გამოცემების მითითებითაც კი, “საკმარისობის სტრატეგია” გამოირჩეოდა განუზღვრელობითა და ცვალებადობით. ამ კონცეფციის ერთერთი მთავარი შემოქმედი _ აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრი მ. ლეირდი ამბობდა, რომ “წარმოდგენა სტრატეგიული “საკმარისობის” შესახებ მუდმივად გადაიხედება შეცვლილი სტრატეგიული ვითარების ჭრილში”.
წარმოადგენდა რა “რეალისტური დაშინების” სტრატეგიის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, ”სტრატეგიული საკმარისობის” კონცეფციამ შეცვალა ნაკლებად გაბუნდოვნეული ფორმულა _ “უპირატესობის მიღწევა”, რომელიც ფიგურირებდა “მოქნილი რეაგირების” სტრატეგიაში. შემთხვევითი არ იყო, რომ ერთერთმა ამერიკულმა ჟურნალმა კონცეფციების ეს შეცვლა განსაზღვრა როგორც სიტყვიერი ტრიუკი, განმარტა რა ამასთანავე, რომ განსხვავება ორ ცნებას შორის (“უპირატესობის მიღწევა” და “სტრატეგიული საკმარისობა”) პრაქტიკულად განურჩეველია.
და მართლაც, როგორი სახელიც არ უნდა მიეცათ მსგავსი სამხედრო-სტრატეგიული მითითებებისთვის, მათი აზრი უწინდებურად იქნებოდა გამალებული შეიარაღების გაგრძელებაში. მაგრამ 1960-იანი წლებისგან განსხვავებით, 70-იანებში მას ახორციელბდნენ არა იმდენად სტრატეგიულ შეიარაღებათა რაოდენობრივი ზრდის, რამდენადაც მათი ხარისხობრივი სრულყოფის ხარჯზე.
მაგალითად, 1000 რაკეტა “მინითმენ” 1 და 2-დან 550-ის შეცვლამ ”მინითმენ” 3-ებით, თითოეული მირვ-ის (MIRV _ multiple independently-targetble re-entry vehicle/s/) ტიპის სამ-სამი განცალკევებადი ბირთვული ქობინით, ამერიკული ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, ბირთვული მუხტების საერთო რაოდენობა გაიზარდა 1000-დან 2100 ერთეულამდე. იგივე შეიძლება ითქვას საზღვაო ბაზირების სარაკეტო-ბრთვული სისტემების შესახებაც, რომლებიც 1970-იან წლები სულ უფრო მნიშვნელოან ადგილს იკავებდნენ სტრატეგიული შეტევითი ძალების შემადგენლობაში. ამ საშუალებების მოდერნიზება განახორციელეს 31 ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავის აღჭურვით რაკეტებით “პოსეიდონ” C3 მირვ-ის ტიპის სათავო ნაწილებით (თითოეულზე 10-14 ბირთვული ქობინი). ამის შედეგად ამერიკულ ატომურ სარაკეტო წყალქვეშა ნავებში (წნარბ) ბირთვული ქობინების საერთო რაოდენობა გაიზარდა შვიდჯერ და მეტად და მიაღწია 5 ათასზე მეტ ერთეულს, იმ დროს, როდესაც წნარბ-ების საბრძოლო შემადგენლობის რიცხოვნება დარჩა ცვლილებების გარეშე (41 ერთეული).
საბჭოთა ავტორები აღნინავდნენ, რომ პრეზიდენტ ჯ. კარტერის ამინისტრაციამ, გააკეთა რა 180 გრადუსით შებრუნება წარსული წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში გაკეთებული დაპირებებისგან საქმე წაეყვანა ყოველწლიურად სამხედრო ბიუჯეტის შემცირებისკენ, აშკარად დააყენა თავისი საქმიანობის ცენტრში საომარი მზადებების ფორსირებული ზრდა.
ამის თვალსაჩინო დადასტურებად საბჭოთა სამხედრო სპეციალისტებს მოჰყავდათ შეერთებული შტატების სამხედრო ძალისხმევათა შემდგომი ზრდის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც კარტერმა გამოაცხადა ერთი დღის დაგვიანებით მას შემდეგ, რაც ნატო-მ აშშ-ის მთავრობის ზეწოლით მიიღო გადაწყვეტილება საშუალო სიშორის ამერიკული სარაკეტო-ბირთვული იარაღის ახალი სისტემების დასავლეთ ევროპაში განლაგების შესახებ.
გადმოსცემდა რა ამ პროგრამის საფუძვლებს, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამხედრო ასიგნებები 1980/81 ფინანსურ წელში იქნებოდა 164,5 მლრდ. დოლარის ტოლი (ეს თანხა 20 მლრდ.-ით აღემატებოდა წინა წლის მონაცემებს). შემდგომში ვარაუდობდნენ “რეალური” სამხედრო ხარჯების მუდმივ ზრდას (ინფლაციის გათვალისწინებით) წელიწადში 5%-ითა და მეტად.
შეიარაღებული ძალების განვითარების სფეროში სამხედრო პროგრამა ითვალისწინებდა სტრატეგიული ძალების “მოდერნიზაციასა” და ნატო-ს ზონასა და წყნარ ოკეანეში მეწინავე ბაზირების ამერიკული ჯარების განმტკიცებას (როგორც ნაწილი ერთობლივი ძალისხმევისა, რომელსაც მიმართავდნენ აშშ-ის პარტნიორებთან ერთად), სზძ -ის “მოდერნიზაციას”, “სწრაფი რეაგირეის ძალების” შექმნას, რომელიც განკუთვნილი იქნებოდა დედამიწის ნებისმიერ რაიონში მოქმედებებისთვის, სადაც შეეხებოდნენ ამერიკული იმპერიალიზმის ინტერესებს, “ეფექტური ძალების შენარჩუნება-შენახვას”, რომელიც შემდგარი იქნებოდა კარგად განსწავლული და გაწვრთნილი პირადი შემადგენლობისგან.
პროგრამები და პრაქტიკული ღონისძიებები, რომლებსაც ვაშინგტონი ატარებდა სტრატეგიული შეტევითი ძალების განვითარების სფეროში, საბჭოთა ავტორებს აფიქრებინებდა, რომ “მოდერნიზაციის” ტერმინის უკან იმალებოდა შეიარაღებათა ხარისხობრივად ახალი სახეობების შექმნა. მათ უწინარეს ყოვლისა მიეკუთვნებოდა მობილური ბაზირების საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები M-X მირვ-ის ტიპის მრავალმუხტიანი სათავო ნაწილებით (10-10 ქობინი). პენტაგონის გეგმებით, უნდა შეექმნათ 200-300 ასეთი რაკეტა, რაც დაუჯდებოდათ 40-50 მლრდ. დოლარი.
ახალი სტრატეგიული იარაღის სხვა სახეობას წარმოადგენდა საზღვაო ბაზირების სარაკეტო-ბირთვული სისტემა “თრაიდენთი”. 1985 წლამდე გეგმადნენ წნარბ-ების აღჭურვას სისტემებით “თრაიდენთ” 1, რომელთა სროლის სიშორე იქნებოდა 8000 კმ (“პოსეიდონ” C3-ის 4600 კმ-ის ნაცვლად), ხოლო პერსპექტივაში “თრადენთ” 2-ებითაც (24 რაკეტა მირვ-ის ტიპის ინდივიდუალური დამიზნების განცალკევებადი მანევრირებადი ქობინებით, სიშორე 11 ათასი კმ). დამტკიცებული იყო “თრაიდენთის” ტიპის 13 ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავის მშენებლობის პროგრამა, ხოლო სულ კი ვარაუდობდნენ 30-მდე ასეთი წნარბ-ის ყოლას, თითოეული მათგანის ღირებულიბას უნდა შეედგინა 1,5 მლრდ. დოლარზე მეტი. გარდა ამისა, 1983 წლის ჩათვლით გეგმავდნენ “პოსეიდონ” C3 რაკეტებით აღჭურვილი 12 წნარბ-ის “თრაიდენთ” 1 რაკეტებით გადაიარაღებას. ამ პროგრამის შესრულება, დასავლელი სპეციალისტების აზრით, ხელს შეუწყობდა მთელი წყალქვეშა სარაკეტო-ბირთვული სისტემის დამრტყმელი ძალისა და სიცოცხლისუნარიანობის ამაღლებას (რაკეტების სროლის დიდი სიშორის წყალობით საჭირო აღარ იქნებოდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიასთან მოახლოება და შესაბამისი რისკის გაწევა, არამედ მათი გაშვება შესაძლებელი გახდებოდა აშშ-ის ტერიტორიული წყლებიდანაც კი).
თეთრმა სახლმა განაცხადა აგრეთვე Mk-12A ტიპის ახალი ბირთვული ქობინის შეიარაღებაში მიღების შესახებ, რომლის სიმძლავრე და მიზანში მოხვედრის სიზუსტე ორჯერ აღემატებოდა იმ დროს შეიარაღებაში არსებული Mk-12-ის ანალოგიურ მაჩვენებლებს. მას დააყენებდნენ რაკეტებზე “მინითმენ” 3. ამ ქობინების გამოყენება, უცხოური ბეჭდური გამოცემების აღნიშვნით, მნიშვნელოვნად აამაღლებდა რაკეტების შესაძლებლობებს მცირეზომიანი მიზნების განადგურებაში.
სტრატეგიული იარაღის ხარისხობრივად ახალი სახეობების სიას ავსებდა მიწისზედა, საზღვაო და საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტები. ერთერთი ამერიკული ჟურნალის მოწმობით, მათ უნარი აქვთ შემოუფრენდნენ დაბრკოლებებსა და ადგლის უსწორმასწორებებს და მიისწრაფვოდნენ დასახული მიზნისკენ, რაც პრატიკულად აძნელებს მოწინააღმდეგის მიერ მათ წინასწარ აღმოჩენას რადიოსალოკაციო სადგურების მეშეობით. სამხედრო-საჰაერო ძალებში ასეთი რაკეტებით აღჭურავდნენ სტრატეგიულ ბომბდამშენებს B-52. 1983 წელში გეგმავდნენ პირველი ესკადრილიის გადაიარაღებას, 1985 წლისთვის კი _ ყველა არსებული B-52 თვითმფრინავის 80%-მდე. უცხოელი სპეციალისტები ვლიდნენ, რომ ასეთი რაკეტებით შესაძებელი იქნებოდა FB-111 ტიპის საშუალო ბომბდამშენების შეიარაღებაც. ფრთოსანი რაკეტების ბირთვული საბრძოლო ნაწილის სიმძლავრეს გეგმავდნენ ტროტილის ექვივალენტის 200 კტ-ს. რაკეტის დამიზნების სისტემა უზრუნველყოფდა მისი მიზანში მოხვედრის მაღალ სიზუსტეს, ფრენის სიშორეს ვარაუდობდნენ 2500 კმ.
აშშ-ში 1980-იანი წლების ასაწყისში აგრძელებდნენ B-52-ზე უფრო სრულყოფილი სტრატეგიული ბომბდამენის B-1 გამოცდებს.
შეერთებული შტატებისა და ნატო-ში მისი მოკავშირეების ბირთვული პოტენციალის ზრდა სულაც არ შემოიფარგლებოდა სტრატეგიულ შეიარაღებათა ზრდით. იგი მოიცავდა მეწინავე ბაზირების ბირთვულ საშუალებებსაც, ანუ როგორც მათ კიდევ უწოდებდნენ, საომარ მოქმედებათა თეატრის (ომთ-ის) ბირთვულ ძალებს, რომელსაც ერთერთი მთავარი ადგილი ეკავა ამერიკული შეიარაღებული ძალების საორგანოზაციო სტრუქტურაში სტრატეგიულ და ჩვეულებრივ ძალებთან ერთად.
მის არსენალში ჩართული იყო ბირთვული თავდასხმის რიგი სხვადასხვაგვარი კომპონენტები: მრავალრიცხოვანი ატომური არტილერია, ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების მართვადი რაკეტები “ლანსი” და “პერშინგ”1, აგრეთვე ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავ-მატარებლები.
ამ საშუალებების საერთო რიცხოვნება ევროპაში 1980 წელში აღწევდა 3 ათას ერთეულს. გარდა ამისა ამერიკული ავიამზიდების ბორტზე, რომლებიც მუდმივად კურსირებდნენ ხმელთაშუა ზღვასა და აღმოსავლეთ ატლანტიკაში იყო 400-ზე მეტი თვითმფრინავ-მატარებელი. აქვე მოქმედებდნენ ატომური წყალქვეშა ნავებიც ბირთვული რაკეტებით “პოსეიდონი”, რომელთა ნაწილიც (ხუთ ნავამდე, რომელთაც მთლიანობაში შეეძლოთ 800-1000 ბირთვული მუხტის წაღება) შესაძლო იყო გამოეყენებიათ უშუალოდ ბლოკის სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების ინტერესებში ევროპაში. ბირთვული თადასხმის საშუალებები გააჩნდათ ჩრდილოატლანტიკური კავშირის სხვა ქვეყნებსაც (დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი).
დასავლეთ ევროპაში განლაგებული შეერთებული შტატების მეწინავე ბაზირების საშუალებების ზრდის ტემპებსა და მასშტაბებზე მეტყველებდა ასეთი არცთუ მცირე მნიშვნელობის ფაქტიც: ძირითადად 1970-იანი წლების განმალობაში (პლიუს ერთი-ორი წელი) მათი არსენალი გაზარდეს ორჯერ.
მაგრამ, საბჭოთა ავტორების შეფასებით, აშშ-ისა და ნატო-ს მილიტარისტული წრეებისთვის ესეც ცოტა იყო. მათ გადაწყვიტეს შეემუშავებიათ და დასავლეთ ევროპის ტერიტორიაზე განელაგებიათ საშუალო სიშორის ამერიკული ბირთვული იარაღის ხარისხობრივად ახალი სისტემები. რისთვის? ამ კითხვაზე პასუხს იძლეოდა პენტაგონში შემუშავებული ე. წ. “დასავლეთ ევროპის თავდაცვის ახალი კონცეფცია”, რომელსაც უწოდებდნენ აგრეთვე “ევროსტრატეგიული ომის” კონცეფციას.
ახალი კონცეფციის შემოქმედთა სიტყვით, მისი არსი დაიყვანებოდა ნატო-თვის დაშინების (შეკავების) საკუთარი პოტენციალის შექმნაზე, რომელიც ვითომდა აშშ-გან დამოუკიდებელი იქნებოდა. ლაპარაკი იყო ევროპაში ბლოკის სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების სრულიად ახალ კომპონენტზე _ “ევროსტატეგიულ ბირთვულ ძალებზე”. სწორედ მას ომთ-ის ბირთვულ ძალებთან და ჩვეულებრივ შეიარაღებულ ძალებთან ერთად უნდა შეედგინა ჩრდილოატლანტიკური კავშირის ახალი “ტრიადა”, რომელიც ომის შემთხვევაში გადავიდოდა ევროპაში ნატო-ს მშძ -ის უმაღლესი მთავარსარდლის უშუალო დაქვემდებარებაში.
მსგავს იდეას მხარს უჭერდნენ პენტაგონშიც. ასე, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჰ. ბრაუნი ამტკიცებდა, რომ ნატო-ს აუცილებლად უნდა ჰყოლოდა ახალი საკუთარი “ტრიადა”, რომელიც განსხვავებული იქნებოდა ამერიკული სტრატეგიული ტრიადისგან.
აგრძელებდა რა იმავე აზრს, პენტაგონის შეფმა ნატო-ს სამხედრო დაგეგმვის კომიტეტის ერთერთ სესიაზე განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის სტრატეგიულ შეიარაღებათა შეზღუდვის შესახებ დადებული ხელშეკრულება (რუსული აღნიშვნით OCB-2) ხელს არ უშლიდა დასავლეთ ევროპაში ამერიკული მართვადი რაკეტა “პერშინგ”2-ებისა და სხვა სახეობათა რაკეტების (მათ შორის ფრთოსანი რაკეტების) ფართო გამოყენებას (საშუალო სიშორის რაკეტები ფრენის სიშორით 2500 კმ-მდე).
კიდევ უფრო ღიად თქვა ამის შესახებ ნატო-ს მშძ -ის ყოფილმა მთავარსარდალმა ევროპაში გენერალმა ჰეიგმა, რომელმაც განაცხადა, რომ რადგანაც შეკავების ამერიკული საშუალებები კარგავს თავის უპირატესობას რუსულზე და, როგორც ჩანს, შემდგომში ნეიტრალიზებული იქნება შეთანხმებებით სტრატეგიულ შეიარაღებათა შეზღუდვის შესახებ, ევროპული თეატრი გახდება გაცილებით უფრო მოწყვლადი და მას დასჭირდება თავისი საკუთარი შემკავებელი ძალა. საბჭოთა სამხედრო სპეციალისტები ამაზე კომენტარის გაკეთებას ზედმეტად მიიჩნევდნენ.
“ევროსტრატეგიულ ბირთვულ ძალებში” აშშ-ისა და ნატო-ს მილიტარისტული წრეები 1980-იანი წლების დასაწყისიც ხედავნენ დაშინების ყველაზე ურო ეფექტურ საშუალებას, რომელსაც შეეძლო ევროპულ ომის თეატრზე ძალთა თანაფარდობის შეცვლა ჩრდილოატლანტიკური კავშირის სასარგებლოდ.
მიღებული გეგმის თანახმად, “ევროსტრატეგიული ბირთვული ძალების” პირველი თაობის შემადგენლობაში დასახული ჰქონდათ მართვადი რაკეების “პერშინგ”2 108 გასაშვები დანადგარისა და საშუალო სიშორის 464 ფრთოსანი რაკეტის ჩართვა. თავდაპირველად აღნიშნული საშუალებების განლაგება გადაწყვეტილი ჰქონდათ დიდ ბრიტანეთში, ფედერაციულ გერმანიასა და იტალიაში.
დასავლეთევროპული ქვეყნების, და უწინარეს ყოვლისა დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული ბირთვული არსენალი, ცხადია, ასევე შევიდოდა “ევროსტრატეგიულ ძალებში”. ამ გეგმის რეალიზაციას მიზნად ექნებოდა არა უბრალოდ აშშ-ის მეწინავე ბაზირების აქ უკვე არსეული საშუალებების დაახლოებით 1200 ერთეულის შევსება, არამედ ამით ნატო-ს სასარგებლოდ ევროპაში სტრატეგიული ვითარების შეცვლა.
სწორედ ეს ძალები, “ახალი კონცეფციის” შემოქმედთა ანგარიშით, მოწოდებული იყო დამოუკიდებლად, ამერიკული სტრატეგიული შეტევითი ძალების გამოყენების გარეშე მონაწილეობა მიეღო ომში საბჭთა კავშირისა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. უცხოურ ბეჭდურ გამოცემეში ხაზს უსვამდნენ, რომ მანამდე ამერიკული სამხედრო დოქტრინა, ისევე როგორც ნატო-ს სამხედრო სტრატეგია, სსრკ-ის ტერიტორიაზე ბირთვული დარტყმების მოყენების ძირითად საშუალებად თვლიდა აშშ-ის სტრატეგიულ ბირთვულ ძალებს. მოქმედებაში მათ შეყვანას გეგმავდნენ მხოლოდ საყოველთაო (სტრატეგიული) ბირთვული ომის მსვლელობისას.
სხვანაირად აყენებდნენ საკითხს დასავლეთ ევროპაში გაშლილი ოპერატიულ-ტატიკური და ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული თავდასხმის ამერიკული საშუალებების შესახებ. ამავე მითითებების თანახმად ისინი განკუთვნილი იყო ე. წ. შეზღუდული ბირთვული ომის მომზადებისა და წარმოებისთვის, რომელიც არ უნდა გასცდენოდა ევროპული ომის თეატრის ფარგლებს. ამასთან შეზღუდული ბირთვული ომის საყოველთაოში გადაზრდის აღკვეთის მნიშვნელოვან პირობად ითვლებოდა ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული იარაღის მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების ზონაში გამოყენება.
ამ პირობებში აშშ-ის სტრატეგიულ შეტევით ძალებს უთმობდნენ ე. წ. “ბირთვული ქოლგის” როლს, რომლის საფარველქვეშაც ბლოკის ჯარები შეძლებდნენ საბრძოლო მოქმედებების წარმოებას როგორც ჩვეულებრივი, ისე ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული იარაღის გამოყენებითაც.
როგორც დასავლურ ბეჭდურ გამოცემებში აღნიშნავდნენ, 1970-იან წლებში სსრკ-სა და აშშ-ს შორის ჩამოყალიბდა სტრატეგიული პარიტეტი. ეს გარემოება, “დასავლეთ ევროპის თავდაცვის ახალი კონცფციის” ავტორების აზრით, მეტად პრობლემატურს ხდიდა აშშ-ის სტრატეგიული შეტევითი ძალების გამოყენებას რეგიონული კონფლიქტის შემთხვევაში. და ამიტომ ისინი აცხადებდნენ, რომ საყოველთაო ბირთვული ომი არ უნდა განეხილათ საბჭოთა კავშირთან ომის ერთადერთი ვარიანტის სახით, რამდენადაც მისი ვერაცილებადი საპასუხო დარტყმა დამღუპველი იქნებოდა თავად აშშ-თვის.
ამის გამო შეერთებულ შტატებში დაიწყეს სტრატეგილი ბირთვული ომის სხვა ვარიანტის ძიება, რომლის დროსაც შესაძლებელი იქნებოდა გლობალური მიზნების მიღწევა მასში თავად განადგურებულად აღმოჩენის რისკის გარეშე. საბჭოთა ავტორების სიტყვით, ასე მოევლინა ქვეყანას “ევროსტრატეგიული ბირთვული ომის” კონცეფცია, რომლის მსვლელობისას პენტაგონისა და ნატო-ს სტრატეგოსების ჩანაფიქრით, ბირთვულ დარტყმებს საბჭოთა კავშირის ტერიტორიის სიღრმეში განლაგებულ რაიონებზე მიაყენებდნენ დასავლეთ ევროპის ტერიტორიიდან “პერშინგის” ტიპის მართვადი რაკეტებითა და ფრთოსანი რაკეტებით, და არა შეერთებლი შტატებიდან სკბრ-ებითა და სტრატეგიული ძალების სხვა საშუალებებით. პენტაგონში თვლიდნენ, რომ ამ შემთხვევაში საპასუხო დარტყმები სსრკ-ის მხრიდან მოვიდოდა არა აშშ-ის ტერიტორიაზე, არამედ მხოლოდ ნატო-ს ევროპული ქვეყნებისა.
საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების აზრით, შეიმუშავა და თავს მოახვია რა ნატო-ში თავის პარტნიორებს “ახალი კონცეფცია”, ვაშინგტონი ისწრაფვოდა სტრატეგიული ბირთვული ომის შეზღუდვისკენ ევროპის ფარგლებით და ასეთნაირად საპასუხო დარტყმის არიდებისკენ აშშ-გან.
ატლანტიკურ წრეებში 1970-იანი წლების მეორე ნახევარში გამოცოცხლდა დისკუსია საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე განლაგებულ სამხედრო ობიექტებზე განსაზღვრულ პირობებში პრევენციული დარტყმის მოყენების მიზანშეწონილობის გარშემო. სხვა სიტყვებით, რამდენადმე უფრო ადრე პენტაგონის ყოფილი შეფის შლესინჯერის მიერ წამოყენებული “პრევენციული არჩევითი ბირთვული დარტყმების” დოქტრინის ქვეშ ახლა უკვე დებდნენ ახალ მატერიალურ ბაზას.
“ევრორაკეტების” შექმნასა და კონტინენტზე განლაგებას უცხოელი სამხედრო სპეციალისტები ჩვეულებრივ აკავშირებდნენ “წინ გაწეული მიჯნების” კონცეფციასთან, რომელიც ვარაუდობდა ბირთვული იარაღის გამოყენებას სამხედრო კონფლიქტის სულ დასაწყისშივე. ამ სტრატეგიას მიზნად ჰქონდა ასევე ნატო-ს მშძ -ის ძირითადი დაჯგუფებების წინ გამოყვანისა და საწყის რაიონებში გაშლის უზრუნველყოფა გადამწყვეტ შეტევაში გადმოსასვლელად.
ყოველივე ზემოთ გადმოცემული, საბჭოთა ავტორების შეფასებით, მთელი სიაშკარავით მოწმობდა იმის შესახებ, რომ ატლანტიკელი სტრატეგოსები შეშფოთებულნი იყვნენ სულაც არა “საბჭოთა მუქარით”, კარგად იცოდნენ რა, რომ ასეთი მუქარა სინამდვილეში არ იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო. ეს მითი მათ სჭირდებოდათ იმისთვის, რათა გაეტანათ ნატო-ს სამოკავშირეო (გაერთიანებული) შეიარაღებული ძალების ახალი კომპონენტის _ “ევროსტრატეგიული ბირთვული ძალების” შექმნისა და დასავლეთ ევროპაში გაშლის გეგმა. სხვა სიტყვებით, ლაპარაკი იყო დასავლეთის მილიტარისტული წრეების მცდელობაზე გვერდი აევლოთ სტრატეგიულ შეიარაღებათა შეზღუდვის შესახებ ხელშეკრულებით (რუსული აღიშვნით OCB-2) შეზღუდული გამალებული სტრატეგიული შეიარაღების არხებისთვის და მოენახათ ახალი გზები, რომლებიც, მათი ანგარიშით, უზრუნველყოფდნენ საბჭოთა კავშირზე ბირთვული უპირატესობის მიღწევას.
ამასთან ერთად, მათივე აზრით, ბლოკის ევროპულ ქვეყნებს თავს ახვევდნენ “ახალ კონცეფციას” და ახდენდნენ სამხედრო განმუხტვის პროგრესის ბლოკირებას. ამით ვაშინგტონი ესწრაფვოდა თავისი მოკავშირეების “კონსოლიდირებასა” და ატლანტიკურ სადგომში მათ ხელახლა შერეკვას.
რაც შეეხება “ევროსტრატეგიულიო ბირთვული ომის” კონცეფციას, იგი, უცხოელი მიმომხილველების შეფასებით, ატარებდა არსებითად წინააღმდეგობრივ ხასიათს. ერთის მხრივ, იგი ითვალისწინებდა ამერიკული იმპერიალიზმის გლობალური ინტერესების მიღწევას, ხოლო მეორეს მხრივ _ მას აგებდნენ ძალებისა და საშუალებების ისეთ გამოყენებაზე, რომელიც ოკეანსმიღმელი სტრატეგოსების გაანგარიშებებით, შემოფარგლავდა მას ევროპული კონტინენტის საზღვრებით, რის შედეგადაც ბირთვული ხანძრის ალი არ შეეხებოდა აშშ-ის ტერიტორიას. მაგრამ შესაძლებელი იყო თუ არა ეს?
საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების აზრით, წარსულის ომების გამოცდილება მთელი სიაშკარავით მოწმობდა, რომ საომარი ხანძრის შეკავებას ვერასდროს ვერ ახერხებდნენ წინასწარ მოხაზულ საზღვრებში. ამიტომ საკმარისი იყო გამოეყენებიათ ახალი იარაღი თუნდაც ტაქტიკურ ზონაში, რომ იგი დაუყოვნებლივ გამოყენებული იქნებოდა სტრატეგიული მასშტაბითაც. ომებს აქვს სასტიკი კანონები. აგრესორი შეიარაღებულ კონფლიქტს აჩაღებს იმისთვის, რათა თავისი მსხვერპლი დააჩოქოს მუხლებზე, თავს მოახვიოს მას თავისი ნება, მაგრამ ახსოვს, რომ დამარცხების შემთხვევაში თავად მას ელოდება ის ხვედრი, რომელსაც იგი უმზადებდა თავის მსხვერპლს. ამიტომ ომში მონაწილე თითოეული სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, თავს ესხმის იგი თუ თავს იცავს, არ გაჩერდება არაფრის წინაშე გამარჯვების მისაღწევად და არ აღიარებს თავის დამარცხებას მანამდე, სანამ არ გამოიყენებს და არ დახარჯავს მთელ თავის არსენალს, რომელიც გააჩნია.
აქედან გამომდინარე, რეგიონული ბირთვული კონფლიქტი შესაძლოა გადაზრდილიყო გლობალურ ბირთვულ ომში, აგრესორებისთვის ყველა შესაძლო შედეგით.
ამაო იყო “ახალი კონცეფციის” შემოქმედთა იმედები სამხედრო უპირატესობაზე. საბჭოთა ავტორების სიტყვით, მათ ვინც ისწრაფოდა სამხედრო უპირატესობისკენ, ვინც აჟღარუნებდა იარაღს, უნდა სცოდნოდათ, რომ ისინი შესაძლოა ძლიერად დამწვარიყვნენ. თუკი ნატო-ს დასავლეთვეროპული სახელმწიფოები საღი აზრის მიუხედავად და ვარშავის ბლოკის ქვეყნების კეთილი ნების საწინააღმდეგოდ დასავლეთ ევროპას გადააქცევდნენ საშუალო სიშორის ამერიკული ბირთვული იარაღის სასტარტო მოედნად, მაშინ ისინი მიიღებდნენ მეორე მხარის მტკიცე და დამაჯერებელ პასუხს.
რამდენადაც ცნობილია, საბოლოოდ აშშ-მა და ნატო-ს სხვა სახელმწიფოებმა შემდგომ წლებში უარი თქვეს დასავლეთ ევროპაში ამერიკული საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტების “პერშინგ”2 განლაგებაზე, თუმცა განალაგეს ფრთოსანი რაკეტები. მდგომარეობა ბირთვული ომის გაჩაღებამდე არ მისულა, სამაგიეროდ გამალებული შეიარაღების თანმხლები სამხედრო ხარჯების ზრდას საბჭოთა ეკონომიკამ ვერ გაუძლო და, 1990-იანი წლების ზღურბლზე, ჯერ ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია დაიშალა, ხოლო შემდეგ კი საბჭოთა კავშირიც. გარდა ამისა, მსოფლიოს ის სახელმწიფოები, რომლებიც “ცივი ომის” დროს ამა თუ იმ ფორმით ჩათრეული იყვნენ დასავლეთისა და აღმოსავლეთის სამხედრო-პოლიტიკურ დაპირისპირებაში, შემდეგ ჩათრეული აღმოჩნდნენ გლობალიზაციის ამერიკულ პროექტშიც, ანუ შეიძლება ითქვას, რომ “ცივი ომის” პერიოდი აღმოჩნდა ნიადაგის მომზადება ატლანტიკური “გლობალიზაციისთვის”.
X. აშშ-ის ბირთვული ძალები 70-იანი წლების მეორე ნახევარში
საბჭოთა ავტორები აღნიშნავდნენ, რომ ყოველ ოთხ წელიწადში იანვრის თვეში კაპიტოლიუმის ბორცვზე აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში იმართებოდა ადმინისტრაციის შეცვლის მდიდრული ცერემონია: თეთრ სახლს ტოვებდნენ დემოკრატები და ხელისუფლებას უთმობდნენ რესპუბლიკელებს, ან პირიქით.
რიგითი ამერკელი ამ მოვლენას აკავშირებდა უწინარეს ყოვლისა იმედთან სამუშაოს მიღებაზე, ცხოვრების დონის ამაღლებაზე, სამხედრო ხარჯების ტვირთის შემცირებაზე, რის შესახებაც ასე დაიმედებულად აცხადებდნენ მომავალი პრეზიდენტები თავიანთ წინასაარჩევნო სიტყვებში. და ყოველთვის მშრომელი ამერიკა იმედგაცრუებული რჩებოდა. დაპირებები იქცეოდა ცარიელ ფრაზებად მალევე მას შემდეგ, რაც კანდიდატი გახდებოდა ქვეყნის პრეზიდენტი. პირველივე თავის გზავნილში კონგრესისთვის მომდევნო ფინანსურ წელზე ქვეყნის ბიუჯეტის შესახებ პრეზიდენტი, როგორც წესი, უკვე აღარ იხსენიებდა სამხედრო ხარჯების 5 ან 7 მლრდ. დოლარით შემცირების შესახებ, არამედ პირიქით, აცხადებდა თავის გადაწყვეტილებზე კვლავაც გაეზარდა აშშ-ის სამხედრო პოტენციალი.
საბჭოთა ავტორების სიტყვით, უკვე მრავალი წელი იყო, რაც ვაშინგტონის ოფიციალური წრეები არ წყვეტდნენ ჟონგლირებას ერთი შეხედვით ისეთი ძნელსაცნაური (замысловатые) გამოთქებით, როგორებიც იყო “სტრატეგიული ტრიადა”, “მასირებული ბირთვული ნაცვალგებისა” და “მოქნილი რეაგირების” სტრატეგიები, “საყოველთაო და შეზღუდული ბირთვული ომები”, “მოულოდნელი და დამსწრები ბირთვული დარტყმები” და ა. შ. მაგრამ როგორადაც არ უნდა შეეცვალათ და შეევსოთ ეს გამონათქვამები, მათი არსი რჩებოდა უწინდელი _ ბირთვული იარაღის განუწყვეტელი სრულყოფა და გამალებული შეიარაღების სპირალის შემდგომი გაშლა.
ასეთი სახიფათო კურსის ინიციატორს, საბჭოთა სახედრო სპეციალისტების შეფასებით, წარმოადგენდა აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, რომლის წარმომადგენლებსაც წამყვანი მდგომარეობა ეკავათ საკანონმდებლო ორგანოებში და ღებულობდნენ პენტაგონის უწყვეტად მზარდი მოთხოვნების დამამტკიცებელ გადაწყვეტილებებს. ეს ძალები ასევე მუდმივ ზეწოლას ახორციელებდნენ ადმინისტრაციაზე და დაჟინებით უბიძგებდნენ მას “ძალის პოზიციიდან” პოლიტიკის მოლიპული გზისკენ. საბჭოთა ავტორების სიტყვით, იშვიათი არ იყო შემთხვევები, როდესაც აშშ-ის მილიტარისტული წრეები ახერხებდნენ გავლენის მოხდენას ადმინისტრაციის მიერ საგარეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე თვით პრინციპულად მნიშვნელოვან საერთაშორისო პრობლემებშიც კი. ხოლო 70-იანი წლების მეორე ნახევარში კი მათი ძალისხმევა თავმოყრილი იყო მცდელობებზე, რათა ჩაეშალათ საბჭოთა კავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის ხანგრძლივი და ძნელი მოლაპარაკებების შედეგად იმხანად ხელმოწერილი ხელშეკრულება სტრატეგიულ შეტევით შეიარაღებათა შეზღუდვის შესახებ, ვინაიდან ამ შეიარაღებას ისინი მიიჩნევდნენ თავიანთი აგრესიული ჩანაფიქრების განხორციელების ძირითად საშუალებად.
საბჭოთა ავტორების შეფასებით, უკვე პირველი არ იყო, რომ აშშ-ის სამხედრო მზადებების დიდი ზრდა ხდებოდა მათ მიერ ხელოვნურად შექმნილი ე. წ. “მზარდი საბჭოთა მუქარის” ფონზე. ამ არგუმენტს პენტაგონი და აშშ-ის ზოგიერთი ოფიციალური პირი სვლას აძლევდა ყოველთვის, როდესაც საჭირო ხდებოდა საზოგადოებისა და კონგრესის წევრთა დამუშავება სათანადო მიმართულებით და ახალი უფრო მაღალი სამხედრო ასიგნებების დამტკიცების მიღწევა. 70-იან წლებში აშშ-ში შექმნეს კიდეც სპეციალური ორგანიზაციები, რომლებმაც “საერთოეროვნული კამპანიის” სახით გამოაცხადეს ბრძოლა ბირთვულ შეიარაღებათა რაიმენაირი შეცირების წინააღმდეგ. ოფიციალური ვაშინგტონი, საბჭოთა ავტორების სიტყვით, ამას იმით ამართლებდა, რომ “თავისუფალ სამყაროში” ყველას აქვს უფლება სიტყვისა და მოქმედებების თავისუფლებაზე (თუნდაც ისინი ეწინააღმდეგებოდნენ საღ აზრსა და დროის სულისკვეთებას).
ფაქტები დამაჯერებლად მოწმობდა იმის შესახებ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წლების განმავლობაში ამერიკელი პოლიტიკოსები ისწრაფვოდნენ ნებისმიერ ფასად შეესრულებიათ ახალ-ახალი ნახტომები გამალებულ შეიარაღებაში და რადაც არ უნდა დაჯდომოდათ მიეღწიათ სამხედრო უპირატესობისთვის საბჭოთა კავშირზე. ამასთან განსაკუთრებულ საყრდენს (упор) აკეთებდნენ სამხედრო ძლიერებასა და აშშ-ის სტრატეგიული პოტენციალის შესაბამის დონეზე შენარჩუნების აუცილებლობაზე. მაგრამ შენარჩუნება არ ნიშნავს ზრდას, ხოლო საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, აშშ-თან დაკავშირებით ლაპარაკი იყო სწორედ ზრდაზე. როგორც იმ დროის ამერიკული პრესა აღნიშნავდა, რომ სტრატეგიული ბირთვული ქობინების რაოდენობა აშშ-ში 1962-დან 1976 წლამდე პერიოდში გაიზარდა 66%-ით, ხოლო 1976 წლის მაისიდან იგი უნდა გაეზარდათ მიწისზედა ბაზირების სტრატეგიული სარაკეტო ძალების თანამედროვე რაკეტებით “მინითმენ”3 და ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავების რაკეტებით “პოსეიდონ”C3 გადაიარაღების ხარჯზე, რომელთა სათავო ნაწილებიც აღჭურვილი იქნებოდა განცალკევებადი ქობინებით. პენტაგონის წარმომადგენელთა განცხადებებიდან გამოდიოდა, რომ მანამდე გასული ათი წლის განმავლობაში (1966-76 წწ.) შეერთებულმა შტატება გაშალა 1000-ზე მეტი რაკეტა MIRV (multiple independently-targetable re-entry vehicle/s/) ტიპის ქობინებით და ამით თითქმის ოთხჯერ გაზარდა სტრატეგიული ბირთვული ქობინების საერთო რიცხვი. ჯამში, ამერიკელ პოლიტიკურ მოღვაწეთა აღიარებით, შეერთებულმა შტატებმა შექმნა გამაოგნებელი ზომების ბირთვული არსენალი, რომელიც 70-იანი წლების მიწურულისთვის მოითვლიდა 30 ათასზე მეტ ბირთვულ საბრძოლო მასლას, მათ შორის 9 ათასზე მეტს სტრატეგიული დანიშნულებისა.
მაინც რას წარმოადგენდა აშშ-ის “სტრატეგიული ტრიადა” 1979 წლის შუახანებში და როგორი იყო მისი შემდგომი განვითარების მიმართულებები?
უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, რომ აშშ-ის სტრატეგიულ შეტევით ძალებს გააჩნდა ბირთვული იარაღის დაახლოებით 2200 მატარებელი, მათ შორის 1054 საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა (სკბრ), 41 ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავი 656 ბალისტიკური რაკეტით და 500-ზე მეტი სტრატეგიული ბომბდამშენი (მათ შორის 100-ზე მეტი თვითმფრინავი იმყოფებოდა რეზერვსა და საწყობებში).
ტრიადის პირველ კომპონენტს წარმოადგენდა მიწისზედა ბაზირების სტრატეგიული სარაკეტო ძალები (სკბრ-ები “ტიტან”2, “მინითმენ”2 და “მინითმენ”3).
რაკეტა “ტიტან”2 შეიარაღებაში მიღებული იყო 1962 წლიდან. მას გააჩნდა სროლის სიშორე 10 ათას კმ-მდე, საღჭურვილი იყო მეგატონური კლასის მონობლოკური ბირთვული ქობინით. სტრატეგიული ძალების შეადგენლობაში 70-იანი წლების მეორე ბოლოსთვის შედიოდა ამ რაკეტების 54 საშახტო გასაშვები დანადგარი (გდ). მათი მოდერნიზაციის პროგრამით გათვალისწინებული იყო მიწისზედა აღჭურვილობის სრულყოფა, საბორტო და მიწისზედა სისტემების მიძველებული კვანძების შეცვლა, სროლის სიზუსტის ამაღლება.
რაკეტა “მინითმენ”2 შეიარაღებაში იყო 1965 წლიდან. მას ჰქონდა სროლის სიშორე 11 ათას კმ-მდე, აღჭურვილი იყო მონობლოკური ბირთვული ქობინით. 70-იანი წლების მიწურულისთვის აშშ-ში მოითვლებოდა 450 საშახტო დანადგარი ამ რაკეტებით. 1977 წლიდან ბაზებში ატარებდნენ გდ-ების დაცულობის ამაღლების სამუშაოებს (21-დან 60 კგ/კვ. სმ-მდე), რომლებიც უნდა დაესრულებიათ 1979 წლის ბოლოსთვის.
რაკეტა “მინითმენ”3 (მოქმედების სიშორე 11 ათას კმ-მდე) შეიარაღებაში იმყოფებოდა 1970 წლიდან და იმ ხანად ყველაზე უფრო თანამედროვე სკბრ-ს წარმოადენდა აშშ-ის სტრატეგიული ძალების არსენალში. იგი აღჭურვილი იყო სათავო ნაწილით, რომელიც შედგებოდა MIRV ტიპის სამი განცალკევებადი ბირთვული ქობინისგან. სულ იყო 550 საშახტო გდ ასეთი რაკეტებით. 1974-დან 1977 წლის ჩათვლით ატარებდნენ “მინითმენ”3 სარაკეტო კომპლექსების მოდერნიზაციას ბირთვული აფეთქებებისგნ მათი დაცულობის ამაღლებისა და რაკეტების მონაცემთა დისტანციურად შეყვანის სისტემებით აღჭურვის მიზნით, რომელიც საშუალებას იძლეოდა, რომ სკბრ-ები გადაემიზნებინათ (перенацеливать МБР) გეგმის გარეშე ახალ სტაციონალურ მიწისზედა მიზნებზე 36 წთ-ის განმავლობაში (უფრო ადრე ამისთვის საჭირო იყო დრო 24 სთ-მდე). ამერიკულ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, რომ ახლა 550-ვე სკბრ “მინითმენ”3 ახალ მიზნებზე შესაძლოა გადაემიზნებინათ 10 სთ-ში (უწინდელი 21 დღეღამის ნაცვლად). 70-იანი წლების შუახანებიდან ჩაატარეს აგრეთვე “მნითმენ”3-ის სროლის სიზუსტის ამაღლების სამუშაოები (წრიული შესაძლო გადახრა შემცირებულ იქნა 400-დან 200 მ-მდე). პენტაგონის გეგმების თანახმად ამ რაკეტებისთვის შეიმუშავებდნენ MIRV-ის ტიპის ახალ სათავო ნაწილს (უფრო მაღალი სიზუსტის სამი ბირთვული ქობინით, რომელთაგან თითოეულს უნდა ჰქონოდა სიმძლავრე 400 კტ), რომელიც 1980 წელს უნდა მიეღოთ შეიარაღებაში (გეგმავდნენ ამ სათავო ნაწილებით 300 სკბრ-ის აღჭურვას).
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რაკეტა ჩართული გახლდათ სტრატეგიული მორიგე ძალების შემადგენლობაში.
მიწისზედა ბაზირების სტრატეგიული სარაკეტო ძალები ორგანიზაციულად შედიოდა სამხედრო-საჰაერო ძალების სტრატეგიული საავიაციო სარდლობის (სჰძ სას) შემადგენლობაში და შეყვანილი გახლდათ ცხრა სარაკეტო ფრთაში (სკბრ-ების “ტიტან”2 სამი ფრთა, და “მინითმენ”2 და “მინითმენ”3-ების ექვსი სარაკეტო ფრთა).
სკბრ-ების “მინითმენი” თითოეულ ფრთას გააჩნდა სამი-ოთხი ესკადრილია თითოეულში 50 ბალისტიკური რაკეტით (ფრთაში 150-200 რაკეტა). ესკადრილიაში შედიოდა ხუთი რაზმი თითოეულში 10-10 საშახტო გასაშვები დანადგარითა და ერთი დაცული მართვის პუნქტით, რომელიც განთავსებული იყო 18 მ-მდე სიღრმეში.
უცხოურ ბეჭდურ გამოცემათა შეტყობინებების თანახმად, სკბრ-ების უდიდესი ნაწილი საბრძოლო გაშვებისთვის მზად ჰყავდათ ნებისმიერ წუთში. გაშვების მართვის პუნქტების მორიგე ცვლების გათვლა შედგებოდა ორი ოფიცრისგან ერთი ცვლის საბრძოლო მორიგეობის ხანგრძლივობა გახლდათ 24 სთ. მიწისზედა პუნქტების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში რაკეტები შესაძლო იყო გაეშვათ საჰაერო პუნქტებიდანაც, რომლებიც მოწყობილი ჰქონდათ ამ მიზნით მოდერნიზებულ თვითმფრინავებში EC-135. დასავლურ პრესაში ხაზს უსვამდნენ, რომ აშშ-ის მორიგე სტრატეგიულ სარაკეტო ძალებს შეეძლო ერთი გაშვებისას ჰაერში აეტანა 2000-ზე მეტი ბირთვული საბრძოლო მასალა.
მიწისზედა ბაზირების სტრატეგიული სარაკეტო ძალების განვითარებაში იმ ხანად ძირითად ყურადღებას უთმობდნენ მობილური სკბრ-ების M-X შექმნას, რომლის შემუშავებასაც აწარმოებდნენ 1974 წლიდან. რაკეტას უნდა ჰქონოდა ოთხჯერ მეტი ჩასაგდები წონა (забрасываемый вес) სკბრ “მინითმენ”3-თან შედარებით, MIRV-ის ტიპის სათავო ნაწილი (მაღალი სიზუსტისა და სიმძლავრის ათამდე ბირთვული ქობინით). 1979 წლის მონაცეებით, პენტგონში სწავლობდნენ ახალი სკბრ-ის ბაზირების რამდენიმე ვარიანტს: მიწისზედა _ მიწისქვეშა ტიპის განწერტილ საფრებში (укрытия; ერთ რაკეტაზე ათი საფარი) ან ჩაღრმავებულ ბეტონირებულ სანგრებში (траншея; ერთი სკბრ 15030 კმ სიგრძის სანგარში); საჰაერო _ სკბრ-ების განთავსება ფართოფუზელაჟიანი სატრანსპორტო თვითმფრინავების ბორტზე (ორი რაკეტა ერთ თვითმფრინავში), რომელთა გაშვებებსაც განახორციელებდნენ ჰაერში ან მიწისზედა სასტარტო პოზიციებიდან თვითმფრინავის მიერ რაკეტების გდ-ების განლაგების რაიონში მიტანის შემდეგ. შესაძლებელი იყო აგრეთვე სკბრ-ების გაშლა შახტური ტიპის ვერტიკალურ საფრებში (20-მდე საფარი ერთ რაკეტაზე).
1979 წლის ივნისში აშშ-ის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სკბრ-ის M-X სრულმასშტაბიანი შემუშავების შესახებ. 1979/80 წელზე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის პროექტით M-X პროგრამაზე გეგმავდნენ 670 მლნ. დოლარის დახარჯვას. პენტაგონის ჩანაფიქრებით ვარაუდობდნენ 250-300 ასეთი რაკეტის გაშლას დაწყებული 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან. როგორც გაზეთი “ნიუ-იორკ ტაიმსი” იტყობინებოდა, ამ პროგრამის ღირებულებას უნდა შეედგინა 30-40 მლრდ. დოლარი.
ამერიკული “სტრატეგიული ტრიადის” მეორე კომპონენტს წარმოადგენდა ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავები.
1977 წელში მთლიანად დაასრულეს არსებული ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავების მოდერნიზაციის პროგრამა, 31 ნავი (496 რაკეტა) მთლიანად იქნა აღჭურვილი MIRV ტიპის სათავო ნაწილების მქონე (თითოეულში 10-14 ბირთვული ქობინი) რაკეტებით “პოსეიდონ”C3. ათ წყალქვეშა ნავში (160 რაკეტა) შეიარაღებაში დატოვეს “პოლარის”A3 ტიპის ბალისტიკური რაკეტები განცალკევებადი ტიპის სათავო ნაწილებით (სამ-სამი ბირთვული ქობინი). უცხოურ პრესაში იმ ხანად აღინიშნებოდა, რომ ამერიკულ ატომურ სარაკეტო წყალქვეშა ნავებს მთლიანობაში ბორტზე გააჩნდათ 5000-ზე მეტი ბირთვული ქობინი.
ორგანიზაციულად წნარბ-ები შეყვანილი იყო ოთხ ესკადრაში (ათ-ათი ნავი), რომლებიც, როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, ბაზირებული იყვნენ ჰოლი-ლოქში (დიდი ბრიტანეთი), ჩარლსტონში (აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპირო), აპრაში (კ. გუამი წყნარ ოკეანეში) (აბრევიატურა წნარბ ავიღეთ შესაბამისი რუსული აბრევიატურიდან ПЛАРБ – подводные лодки атомные, ракеты баллистические; შესაბამისი ანგლო-ამერიკული აღნიშვნაა SSBN – nuclear-fuelled ballistic-missile submarine/s/).
ატლანტიკის, ხმელთაშუა ზღვისა და წყნარი ოკეანის წყლებში მუდმივად საბრძოლო პატრულირებაში იმყოფებოდა (მისი ხანგრძლივობა ერთი ნავისთვის შეადგენდა დაახლოებით 70 დღეღამეს) _ 20-ზე მეტი წნარბ-ი. მას ახორციელებდნენ 30 მ სიღრმეშე. თითოეული წნარბ-ის ბირთვული დარტყმის ობიექტების კოორდინატები შეყვანილი ჰქონდათ ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანის (ეგმ) დამამახსოვრებელ მოწყობილობებში, რომლებიც გამოიმუშავებდნენ რაკეტების ფრენის ტრაექტორიას. წყალქვეშა ნავის მოძრაობის დროს ეგმ-ში მუდმივად შედიოდა ინფორმაცია საბორტო ინერციული სისტემიდან წნარბ-ის ადგილმყოფობის შესახებ და მუდივად შედიოდა შესწორებები 16 რაკეტიდან თითოეულისა და თითოეული ქობინის ფრენის გაანგარიშებულ ტრაექტორიაში.
ამერიკული სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა 70-იანი წლების დასასრულს ძირითად ყურადღებას უთმობდა სტრატეგიული წყალქვეშა სარაკეტო-ბირთვული სისტემის სრულყოფას. მისი მოდერნიზაცია და განვითარება მიდიოდა შემდეგი მიმართულებებით: რაკეტებით “პოსეიდონ”C3 შეიარაღებული არსებული წნარბ-ების გადაიარაღება ახალი რაკეტებით “თრაიდენთ”1 (სროლის სიშორე 8 ათას კმ-მდე); “ოჰაიოს” ტიპის ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავების მშენებლობა და ბალისტიკური რაკეტების “თრაიდენთ”2 შექმნა (სროლის სიშორე 11 ათას კმ-მდე).
პენტაგონის უახლოესი გეგმებით იმ ხანად სახავდნენ 10-12 არსებული წნარბ-ის გადაიარაღებას რაკეტებით “თრაიდენთ”1. ასეთი რაკეტებით შეიარაღებული პირველი ნავი “ფრენსის სკოტ კი” 1979 წლის ბოლოს უნდა შეეყვანათ სზძ -ის შემადგენლობაში და გაეყვანათ საბრძოლო პატრულირებაში. 1976 წელს დაიწყეს ახალი ტიპის წნარბ-ის მშენებლობა (წყალწყვა 18700 ტ, შეიარაღება 24 რაკეტა MARV-ის ტიპის ინდივიდუალური დამიზნების განცალკევებადი და მანევრირებადი ქობინებით). 1976 წლის აპრილში გემთსაშენ ვერფში გროტონში საფუძველი დაუდეს მეთაური წნარბ-ის “ოჰაიოს” მშენებლობას, ხოლო 1977-ის აპრილში _ “მიჩიგანისა”. დადებული ჰქომდათ კონტრაქტები კიდევ ხუთი ასეთი ნავის მშენებლობაზე. მიმდინარე გეგმების თანახმად აშშ სზძ -ს განზრახული ჰქონდა 1983 წლამდე 13 წნარბ-ის მშენებლობის დაფინანსება (სამ-სამი ნავი ყოველ ორ წელიწადში). ასეთი ხომალდის ღირებულება შეადგენდა 1,2 მლრდ. დოლარს.
საბჭოთა ავტორების სიტყვით, პენტაგონელი სტრატეგოსები თვლიდნენ, რომ აშშ სზძ -ში წნარბ-ების არსებობა რაკეტებით “თრაიდენთ”1, ხოლო შემდეგ კი “თრაიდენთ”2-თაც, საშუალებას მისცემდა მას განეხორციელებინა საბრძოლო პატრულირება აშშ-ის დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროს უშუალო მახლობლობაში, ე. ი. ნავსაწინააღმდეგო თავდაცვის ამერიკული სისტემის მიერ დაფარულ ზონებში.
“ოჰაიოს” ტიპის წნარბ-ების პირველი ესკადრა (ათი ერთეული) ბაზირებული იქნებოდა იმჟამად მშენებარე სამხედრო საზღვაო ბაზაში ბანგორი (ვაშინგტონის შტატი). ნავები პატრულირებას შეუდგებოდნენ წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ რაიონში. მოდერნიზებული წნარბ-ები რაკეტებით “თრაიდენთ”1 განკუთვნილი იყო ატლანტიკისთვის და ისინი უნდა მიეწერათ იმჟამად მშენებარე ბაზისთვის ქინგს-ბეი (აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპირო).
ამერიკული სტრატეგიული ტრიადის მესამე კომპონენტს წარმოადგენდა სტრატეგიული ბომბდამშენები.
უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, რომ აშშ სჰძ -ის სტრატეგიულ საავიაციო სარდლობის (სას) შემადგენლობაში იმყოფებოდა 500-ზე მეტი სტრატეგიული ბომბდამშენი B-52 (რეზერვის ჩათვლით) და დაახლოებით 70 საშუალო სტრატეგიული ბომბდამშენი FB-111. ამ თვითმფრინავებს ამერიკული ხელმძღვანელობა განიხილავდა როგორც ბირთვულ დარტყმაში მეორე ეშელონის საშუალებას (პირველი ეშელონი გახლდათ _ სკბრ-ები და წნარბ-ების რაკეტები).
სტრატეგიული ავიაციის ძირითადი ამოცანის გადასაწყვეტად _ ბირთვული დარტყმის მისაყენებლად მზადებასთან ერთად 70-იანი წლების მეორე ნახევარში მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდნენ ასევე B-52-ების მომზადებას მოქმედებებისთვის სზძ -ისა და სახმელეთო ჯარების ინტერესებშიც. ასე, B-52 ბომბდამშენების ეკიპაჟები ამუშავებდნენ შემდეგ ამოცანებს: ატლანტიკასა და წყნარ ოკეანეში საჰაერო დაზვერვის წარმოება, სრუტეების ზონებში ნაღმების დაყენება, საზღვაო კომუნიკაციების დაცვა, აგრეთვე სახმელეთო ჯარებისთვის უშუალო საავიაციო მხარდაჭერის აღმოჩენა.
70-იანი წლების მიწურულს, ამერიკული ხელმძღვანელობის ძალისხმევა მიმართული იყო ამ ბომბდამშენების საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლებაზე სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტების შექმნისა და მათით ამ თვითმფრინავების აღჭურვის გზით (სიშორე 2500 კმ). ამ მიზნით გეგმავდნენ 120-150 B-52 თვითმფრინავის მოდერნიზაციას, რის შემდეგაც მათ გამოიყენებდნენ როგორც სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტების მატარებლებს (20-მდე რაკეტა თითოეულში). იტყობინებოდნენ, რომ ასეთი მანქანების პირველი ესკადრილია სტრატეგიული ძალების საბრძოლო შემადგენლობაში უნდა შეეყვანათ 1982 წლის დასაწყისისთვის.
3000 ფრთოსანი რაკეტის შექმნისა და B-52 თვითმფრინავების მოდერნიზაციისთვის, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკური და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების დირექტორის უ. პერის განცხადებით, საჭირო გახდებოდა დაახლოებით 10 მლრდ. დოლარის დახარჯვა.
1978 წლის მაისიდან ამერიკული საავიაციო ფირმები „ბოინგი“, “მაკ-დონელ _ დუგლასი” და “ლოქჰიდი” შეუდგნენ პენტაგონთან კონტრაქტების მიხედვით სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტების მატარებლებად ფართოფუზელაჟიანი თვითმფრინავების (ბოინგ 747, DC-10, C-5 და სხვები) გამოყენების შესაძლებლობების შესწავლას. სპეციალისტების განგარიშებით, თითოეულ ასეთ მატარებელს შეეძლებოდა ბორტზე 60-80 რაკეტის წაღება. 75 თვითმფრინავის გადაკეთებასა და მათთვის 4800 რაკეტის დამზადებას აფასებდნენ არანაკლებ 15-16 მლრდ. დოლარად.
დაიწყეს ასევე სამუშაოები ზებგერითი ფრთოსანი რაკეტის შესაქმნელად, რომელსაც უფრო მეტი წარმატებით უნდა გადაელახა საჰაერო თავდაცვის (ჰთ) საობიექტო სისტემა.
სჰძ აგრძელებდა კვლევებს 90-იანი წლების ახალი სტრატეგიული ბომბდამშენის შექმნის სფეროშიც. როგორც ამერიკული პრესა იტყობინებოდა, აშშ-ის ხელმძღვანელობა გეგმავდა 80-იანი წლების განმავლობაში საკონკურსოდ გამოტანილი სტრატეგიული ბომბდამშენის ორი ტიპიდან ერთერთის შემუშავებას, რომელსაც უნდა შეეცვალა B-52 თვითმფრინავები. თავდაცვის სამინისტრო 1979/80 ფინანსურ წელზე მოითხოვდა 5 მლნ. დოლარს ასეთი თვითმფრინავის პროექტის წინასწარი დამუშავებისთვის (для предварительной проработки).
ამრიგად, პენტაგონის მიერ გამოტანილი სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემდგომი განვითარების გეგმები, საბჭოთა ავტორების შეფასებით, მოწმობდა იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატების მილიტარისტულ წრეებს განზრახული ჰქონდათ 90-იანი წლების დასაწყისისთვის შეექმნათ ახალი სტრატეგიული თვითმფრინავები, რომელთაც უნდა ჰქონოდათ უწინარეს ყოვლისა მაღალდაცული მიზნების დაზიანების უფრო მეტი სიზუსტე და მათი ბორტიდან გასაშვები რაკეტები აღჭურვილი უნდა ყოფილიყვნენ უფრო მძლავრი ბირთვული ქობინებით.
როგორც ამერიკელი სპეციალისტები აღნიშნავდნენ, აშშ-ის სტრატეგიული ძალების განვითარების პერსპექტივები მიმართული იყო ე. წ. “ძალსაწინააღმდეგო ბირთვული დარტყმის” კონცეფციის რეალიზებაზე. მისი არსი მდგომარეობდა აშშ-თვის მოწინააღმდეგის სამხედრო და სამრეწველო ობიექტების მთელ კოპლექსზე პირველი “განმაიარაღებელი ბირთვული დარტყმის” მიყენების შესაძლებლობების შექმნაში, მისი მხრიდან საპასუხო დარტყმის განხორციელებისადმი შეწინააღმდეგების მიზნით.
ამერიკული ბირთვული ძალების მოქმედებები, დასავლური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, წინასწარ იყო გათვალისწინებული ე. წ. ერთიანი ოპერატიული გეგმით SIOP – Single Integrated Operation Plan.
მისი საბრძოლო გამოყენების დაგეგმვის საკითხებით დაკავებული იყო 1960 წელს სპეციალურად შექმნილი სტრატეგიული მიზნების დაგეგმარების გაერთიანებული კომიტეტი (იმყოფებოდა სას-ის შტაბთან ერთად ავიაბაზა ოფუთში, ნებრასკას შტატი). მას ეკისრებოდა შემდეგი ძირითადი ამოცანები: იმ სტრატეგიული მიზნების ჩამონათვალის შედგენა, რომლებზედაც ვარაუდობდნენ ბირთვული დარტყმების მიყენებას; მათი დაზიანენის თანამიმდევრობისა და ამისთვის აუცილებელი ძალებისა და საშუალებების განსაზღვრა; აშშ-ის მთელი ბირთვული ძალებისა და საშუალებების ცენტრალიზებული დაგეგმვა და ურთიერთმოქმედების ორგანიზება. გარდა ამისა, ეს კომიტეტი დაკავებული გახლდათ დაზვერვის ობიექტების ჩამონათვის შედგენითა და მისი წარმოების ერთიანი გეგმის შემუშავებით. დაზიანების ობიექტების შესახებ ახალი მონაცემების მოსვლასთან ერთად SIOP-ში შეჰქონდათ აუცილებელი კორექტივები და ახორციელებდნენ აშშ-ის ბირთული თავდასხმის ძალებისა და საშუალებების გადანაწილებას.
თავის მუშაობაში ეს ორგანო, რომელიც შეიცავდა სახმელეთო ჯარების, სჰძ -ის, სზძ -ისა და საზღვაო ქვეითი ჯარის წარმომადგენლებს, ხელმძღვანელობდა ქვეყნის მთავრობის დირექტივებით, რომლებიც მათთან მიჰქონდა შტაბების უფროსთა კომიტეტს (შუკ). გეგმა SIOP-ს ამტკიცებდა შუკ-ი, ხოლო შემდეგ უგზავნიდა შესაბამის მთავარსარდლებს. როგორც უცხოური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, იგი იყო აშშ-ში 1949 წელს გასაიდუმლოებული გეგმის “დროფ შოთის” ანალოგიური _ მსოფლიო ომის გეგმისა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. საბჭოთა ავტორების სიტყვით, 1978 წელს ნიუ-იორკში გამოცემული წიგნის “დროფ შოთის” გამოსვლა შემთხვევითი არ იყო და მიზნად ისახავდა სსრკ-ზე დამაშინებელი ზემოქმედების მოხდენას, აგრეთვე დაძაბულობის განმუხტვისთვის ძირის გამოთხრაში თავისი წვლილის შეტანას. როგორც ძველი გეგმა, ისე მისი თანამედროვე ვარიანტიც აშშ-ის მხედრიონისა (военщина) და მილიტარისტული წრეების მიერ იყო შობილი და მიმართული გახლდათ მსოფლიო თერმობირთვული ომის მზადებისკენ. ამის დადასტურებას, საბჭოთა სპეციალისტების შეფასებით, წარმოადგენდა პენტაგონის წარმომადგენელთა განცხადებები იმის შესახებ, რომ “ჩრდილოატლანტიკური კავშირის ხელმძღვანელობა უკნასკნელ წლებში არაერთხელ დაბრუნებია ატომური იარაღის გამოყენების იდეას ვარშავის ხელშეკრულების სახელმწიფოთა წინააღმდეგ”.
აშშ-ის ბირთვულ არსენალში შედიოდა ევროპაში გაშლილი “მეწინავე ბაზირების” ამერიკულ საშუალებათა 7000 ბირთვული ქობინიც. 70-იანი წლების ბოლოსთვის, აშშ-ისა და ნატო-ს არმიების სარდლობათა შეფასებით, ეს სიკვდილის მთესავი ირაღი მათთვის აშკარად არასაკმარისი გახლდათ. როგორც იმ წლებში გაზეთი “ნიუ-იორკ ტაიმსი” იტყობინებოდა, შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გფრ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსები უკვე დიდი ხანი იყო ფიქრობდნენ შუალედური სიშორის ახალი რაკეტის შექმნაზე, რომლის განთავსებაც შესაძლებელი იქნებოდა ცენტრალურ ევროპაში.
აღინიშნებოდა, რომ აშშ-ის სახედრო ბიუჯეტის პროექტში 1979/80 საფინანსო წელზე მოითხოვდნენ დაახლოებით 350 მლნ. დოლარს რამდენიმე ტიპის ბირთვული იარაღის შექმნის დაჩქარებაზე, რომლებიც განკუთვნილი იქნებოდა ევროპაში გასაშლელეად, კერძოდ რაკეტისა “პერშინგ”2 ფრენის გაზრდილი სიშორით, შუალედური სიშორის ახალი ბალისტიკური რაკეტისა, ასევე მიწისზედა და საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებისა. თითოეული ამ სისტემის სროლის სიშორე უნდა ყოფილიყო არანეკლებ 1500 კმ-ისა.
შეიარაღებათა ამ სისტემების ევროპაში გაშლის გეგმას განიხილავდნენ 1979 წლის აპრილში აშშ-ში ნატო-ს ბირთვული დაგეგმვის ჯგუფის სხდომაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ შეერთებული შტატების, დასავლეთ გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, იტალიის, ნიდერლანდების, ნორვეგიისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრები.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, მიწისზედა ბაზირების ფრთოსანი რაკეტები და ფრენის დიდი სიშორის მქონე “პერშინგ”2 რაკეტები შესაძლო იყო დასავლეთ ევროპაში გაეშალათ უკვე 80-იანი წლების პირველ ნახევარში. გარდა ამისა, მართვადი რაკეტების “ლანსებისა” და აშშ-ის ატომური არტილერიის ქვედანაყოფების შეიარაღებაში ევროპაში აწვდიდნენ ნეიტრონულ საბრძოლო მასალებსაც. ამერიკული პრესის შეტყობინებებით, აშშ იმ ხანად შეუდგა ბირთვული იარაღის განვითარების პროგრამის შესრულებას, რომელიც ყველაზე ფართო პროგრამა გახლდათ 1950-იანი წლების მიწურილიდან. გასული ორი ათეული წლის მანძილზე. ატომური პოტენციალის ეს უწყვეტი ზრდა შესაბამისი კონტროლის გარეშე გაგრძელდებოდა მომავალშიც, რადგანაც, საბჭოთა ავტორების სიტყვით, საზოგადოებამ და კონგრესის წევრების უმრავლესობამ უწინდებურად არაფერი არ იცოდნენ ამერიკული ბირთვული იარაღის რაოდენობისა და საბრძოლო თვისებების შესახებ და ყველა დისკუსია და გადაწყვეტილებათა მიღებანი ამ სფეროში წარმოადგენდა _ და ეს უკვე აშშ-თვის ტრადიციად იყო ქცეული _ ადამიანთა შედარებით მცირე ჯგუფის კერძო პრივილეგიას როგორც მთავრობაში, ისე მის გარეთაც.
გაზეთი “ვაშინგტონ პოსტი” აღნიშნავდა, რომ თუკი შემდგომშიც ამერიკულ სამხედრო პოლიტიკაში დომნირებული მდგომარეობა ექნებოდა მინიჭებული ისეთ ცნებებს, როგორებიც იყო “ტრიადა”, “მეწინავე მიჯნებზე თავდაცვა”, “ძლიერების დემონსტრირება”, მაშინ ამას შესაძლო იყო სერიოზული შედეგი ჰქონოდა მთელი კაცობრიობისა და თავად აშშ-თვისაც. უფრო მეტიც, შეერთებული შტატების პერიოდულ ჩარევებს სხვადასხვანაირ საერთაშორისო კონფლიქტებში შესაძლო იყო გამოეწვია “ახალი, უფრო მსხვილი ვიეტნამი ან სულაც ბირთვული კატასტროფა”.
ბირთვული პოტერნციალის ზრდის სფეროში აშშ-ში 70-იან წლებში გაშლილი სამუშაოების ფართო ფრონტთან დაკავშირებით, ბუნებრივად ისმებოდა კითხვა: ვინ ემუქრება შეერთებულ შტატებს და საბოლოო ჯამში როგორი შეიძლება იყოს ამ კურსის შედეგი? ამ კითხვაზე საბჭოთა სამხედრო სპეციალისტები პასუხობდნენ თავის დროზე პრეზიდენტ ლინკოლნის მიერ წინასწარმეტყველურად ნათქვამი სიტყვებით: “მაინც საიდან უნდა ველოდოთ საფრთხეს? მე ამაზე ვპასუხობ: თუკი ასეთი საფრთხე ოდესმე ჩვენ დაგვემუქრება, იგი წარმოიქმნება ჩვენს საკუთარ გარემოში, იგი არ შეიძლება მოვიდეს საზღვარგარეთიდან. თუკი ჩვენი ხვედრი გახდება დაღუპვა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ თავად ვიქნებით საკუთარი მესაფლავეებიცა და ჯალათებიც”.
საბჭოთა ავტორები ასკვნიდნენ, რომ ეს ღრმა შინაარსით აღსავსე სიტყვები მეტად საჭირბოროტოდ ჟღერდნენ ჩვენს დროშიც, თითქოსდა როგორღაც აფრთხილებდნენ თანამედროვე ამერიკის გარკვეულ წრეებს, რომლებიც ფსონს აკეთებდნენ ბირთვულ ძალებზე.
XI. „ევროსტრატეგია“ და ნატო-ს ევროსტრატეგიული ბირთვული ძლები
საბჭოთა ავტორების შეფსებით, ავანტიურიზმი ყოველთვის ახასიათებდა აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკურ კურსს. მაგრამ 1970-80-იანი წლების მიჯნაზე იგი მნიშვნელოვნად გაძლიერდა. პრეზიდენტ რ. რეიგანის ადმინისტრაცია მანამდე უნახავ ფარგლებში ზრდიდა გამალებულ შეიარაღებას და დაადგა საერთაშორისო დაძაბულობის გამწვავების, საბჭოთა კავშირთან და მის მოკავშირეებთან (სხვა სოციალისტურ ქვეყნებთან) კონფრონტაციის კურსს. თავისი აგრესიული ჩანაფიქრების რაელიზაციის ძირითად საშუალებად იგი თვლიდა სტრატეგიულ ბირთვულ იარაღს.
აკეთებდნენ რა ფსონს ბირთვული ომის გაჩაღებაზე აშშ-ის მმართველ წრეებს, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფსებით, კარგად ესმოდათ, რომ მასში წარსული ომებისგან განსხვავებით, შეერთებული შტატები ვერ შეძლებდა განზე დარჩენას სავარაუდო მოწინააღმდეგის ზემოქმედებისგან. ამ უკანასკნელის საპასუხო დარტყმები იქნებოდა არანაკლებ ძლიერი, ვიდრე ისინი, რომელთა მოყენებასაც გეგმავდნენ ბირთვული მანიაკები აშშ-დან. აი რატომ დაიწყეს ამერიკულ ბეჭდურ გამოცემებში, საბჭოთა ავტორების სიტყვით, მასალების გამოქვეყნება ახალი სტრატეგიული კონცეფციების შესახებ, რომლებიც მიმართული იყო შეიარაღებული კონფლიქტების აშშ-ის ფარგლებს მიღმა შეზღუდვაზე, ევროპული კონტინენტის ბირთვული ბრძოლების (ოპერაციების) არენად გადაქცევაზე. სწორედ ასეთ მიზანს ისახავდა, მათ შორის დასავლელი სპეციალისტების აზრითაც, აშშ-ის პრეზიდენტის 1980 წლის დირექტივა # 59 და მისგან გამომდინარე წინადადებები ე. წ. „ნატო-ს ევროსტრატეგიის“ შემუშავებასა და ამ ბლოკის ევროსტრატეგიული ბირთვული ძალების შექმნაზე. ასეთი ძალების შექმნა არანაკლებად შეუწყობდა ხელს აგრეთვე მოწინააღმდეგეზე ბირთვული დარტყმების მოულოდნელობის გადიდებას სტრატეგიული ბირთვული ძალების მის ტერიტორიასთან უფრო ახლოს განლაგების ხარჯზე, რისი წყალობითაც მცირდებოდა მიზნამდე რაკეტების ფრენის დრო, და შესაბამისად, მათი წინასწარ აღმოჩენის შესაძლებლობაც.
შეერთებული შტატებისა და ნატო-ს მმართველი წრეები ყოველთვის ცდილობდნენ ჩრდილოატლანტიკურ ბლოკში „ახალი სიცოცხლის“ შთაბერვას, როდესაც მასში წარმოიქმნებოდა ხოლმე სერიოზული უთანხმოებები. ამიტომ წინადადება ნატო-ს ევროსტრატეგიული ბირთვული ძალების შექმნაზე, რომელსაც სთავაზობდნენ ბლოკში „ევროპული ინტერესების“ დაცვის ლოზუნგით, საბჭოთა ავტორების სიტყვით _ ყალბი ლოზუნგით, როგორც ჩანს, მიზნად ისახავდა, აგრეთვე მონაწილე ქვეყნების შეკრულობის (შემჭიდროვებულობის) განმტკიცებასაც. ამერიკული მმართველი წრეების გაშიშვლებულმა მილიტარიზმმა ხომ, მათი შეფასებით, ბლოკის ფაქტობრივად ყველა ევროპულ ქვეყანაში გამოიწვია არა მხოლოდ უკმაყოფილება, არამედ შიშიც ასეთი კურსის სერიოზული შედეგების გამო.
არ იყო უცნობი ის ფაქტი, რომ ევროსტრატეგიული ბირთვული ძალების შექმნის იდეა დღის სინათლეზე გამოათრიეს ზუსტად იმის წინ, როდესაც აშშ გამოვიდა ბლოკის რიგ ევროპულ ქვეყნებში ახალი ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების განლაგების წინადადებით. როგორც ჩანდა, ამით მიზნად ისახავდნენ ნატო-ში მოცემული პრობლემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემსუბუქებას.
ევროსტრატეგიული ბირთვული ძალების ოფიციალურად შექმნით აშშ-ის ხელმძღვანელობა როგორც ჩანდა ცდილობდა უფრო მაგრად მიება ევროპელი მოკავშირეები თავის ავანტიურისტულ კურსზე, უფრო აქტიურად ჩაეთრია ისინი გამალებული შეიარაღების ახალ რაუნდში. აქ, საბჭოთა ავტორების სიტყვებით, დაიმზირებოდა ამერიკელი მილიტარისტების მისწრაფება აერიდებინათ აშშ-გან მოწინააღმდეგის მძლავრი საპასუხო დარტყმა, მისთვის ხელში შეეჩეჩებინათ თავიანთი მოკავშირეები და ევროპის კონტინენტით შეეზღუდათ მათ მიერვე დაწყებული ბირთვული ომი. მაგრამ ასეთი გამყიდველური გეგმები შეერთებული შტატების მხრიდან ნატო-ში თავის პარტნიორებთან მიმართებით, როგორც ჩანდა, ამ უკანასკნელთ შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. არც თუ შემთხვევით, საფრანგეთმა ამერიკული გეგმების საპირწონედ შესთავზა შეექმნათ აშშ-გან დამოუკიდებელი ევროსტრატეგიული ბირთვული ძალები, რომელიც შემდგარი იქნებოდა ფრანგული და ინგლისური კონტინგენტებისგან და დაქვემდებარებული იქნებოდა ფრანგული ან ერთობლივი ფრანგულ-ინგლისური სარდლობისადმი. საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, აშკარად ჩანდა, რომ ამერიკულმა წინადადებებმა იმ ხანად ვერ შეამცირეს უთანხმოებები ბლოკში, ხოლო თავად საკითხი ევროსტრატეგიული ბირთვული ძალების ოფიციალურად შექმნის შესახებ 1981 წლის მიწურულს ღიად რჩებოდა. მაგრამ სწორედ ოფიციალურად, ფაქტობრივად კი ეს ძალები უკვე დიდი ხანია არსებობდა. იმ ხანად გადაწყვიტეს მისი მნიშვნელოვნად გაძლიერება საშუალო სიშორის ახალი ამერიკული ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების ხარჯზე.
მაინც რას წარმოადგენდა 80-იანი წლების დასაწყისში ნატო-ს სტრატეგიული ბირთვული ძალები ევროპაში?
როგორც იმ ხანად საზღვარგარეთული ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, ევროპაში ნატო-ს სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის განკარგულებაში გამიზნული იყო გადაეცათ ხუთი ამერიკული ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავი რაკეტებით „პოსეიდონ-C3“ ბორტზე (სულ 80 რაკეტა MIRV ტიპის განცალკევებადი სათავო ნაწილებით _ 10 ან 14 ქობინი Mk3 თითოეულში ყოველი მათგანი 50 კტ სიმძლავრით, სროლის მაქსიმალური სიშორე შეადგენდა 4600 კმ-ს). ჟურნალი „NATO’s fifteen Nations“ ევროსტრატეგიულ ბირთვულ ძალებს მიაკუთვნებდა დიდ ბრიტანეთში ამერიკულ ავიაბაზებში განლაგებულ 170 (სხვა მონაცემებით _ 156) ბირთვული იარაღის მატარებელ გამანადგურებელ-ბომბდამშენ თვითმფრინავებსაც F-111 E და F (მათი მოქმედების რადიუსი იყო 2400 კმ).
დიდი ბრიტანეთი გეგმავდა ნატო-ს სატრატეგიულ ბირთვულ ძალებში გადაეცა „რეზოლუშნის“ ტიპის ოთხი ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავი რაკეტებით „პოლარის-A3“ (სულ 64 რაკეტა 192 ქობინით Mk2, რომელთაგან თითოეულის სიმძლავრე იყო 200 კტ-ის ექვივალენტური, რაკეტების სროლის მაქსიმალური სიშორე კი 4000 კმ) და 56 საშუალო სტრატეგიული ბომბდამშენი „ვულკან B.2“, მათგნ 48 იმყოფებოდა საბრძოლო ნაწილებში (თითოეულ ასეთ თვითმფრინავს მიჰქონდა ბირთვული ბომბები, მისი მოქმედების რადიუსი კი იყო 2800-4600 კმ). ბრიტანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება არსებული ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავების შეცვლაზე იმ ანგარიშით, რომ 1990-იან წლებში აეგო ოთხი-ხუთი ახალი ასეთი წყალქვეშა ნავი ამერიკული რაკეტებით „თრაიდენთ-1“ ბორტზე (თითოეულ რაკეტას ექნებოდა MIRV ტიპის სათავო ნაწილი _ რვა ქობინი Mk4, რომელთაგან თითოეული სიმძლავრით იქნებოდა 100 კტ-ის ექვივალენტური, რაკეტების სროლის სიშორე შეადგენდა 7400 კმ-მდე). ამ პროგრამის განხორციელებაზე გეგმავდნენ 5 მლრდ. გირვანქა სტერლინგის გამოყოფას. მაგრამ უკვე 80-იანი წლების შუახანებისთვის ასევე ვარაუდობდნენ არსებული რაკეტების „პოლარის-A3“ აღჭურვას MIRV-ის ტიპის ახალი სათავო ნაწილებით, რომელთა შემუშავებაც მიდიოდა პროგრამა „შევალინის“ მიხედვით.
სტრატეგიული ძალების ნატო-ში გადაცემას დიდი ბრიტანეთის მთავრობა პირობად უდებდა „ეროვნული ინტერესების შენარჩუნებას“, რაც იმას ნიშნავდა, რომ იგი იტოვებდა უფლებას საბოლოოდ თავად გადაეწყვიტა საკითხი ვითრების და მიხედვით.
აშშ-ისა და ნატო-ს ხელმძღვანელობა არ ივიწყებდა ფრანგულ სტრატეგიულ ძალებსაც, თუმცა კი საფრანგეთი 1966 წლიდან გასული იყო ბლოკის სამხედრო ორგნიზაციიდან. მის შემადგენლობში 80-იანი წლების დასაწყისში შედიოდა საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტების 18 გასაშვები დანადგარი S2 და S3 (რაკეტებს S2 ცვლიდნენ რაკეტებით S3, რის დასრულებასაც გეგმავდნენ 1982 წლის ბოლოსთვის). S2-ს ჰქონდა 150 კტ სიმძლავრის ქობინი (სროლის სიშორე 2750 კმ-მდე), ხოლო S3-ს _ მეგტაონური (მგტ) კლასის თერმობირთვული ქობინი (3000 კმ-ზე მეტი). ამ ძალებში შედიოდა აგრეთვე ხუთი ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავი თითოეულში 16-16 ბალისტიკური რაკეტით M2 (500 კტ სიმძლავრის ქობინი, სროლის სიშორე 2400 კმ-მდე), რომლებსაც იმ ხანად ცვლიდნენ რაკეტებით M20 (მეგატონური კლასის ქობინი, 3000 კმ-მდე). 1985 წლისთვის ვარაუდობდნენ კიდევ ერთი ასეთი წყალქვეშა ნავის მწყობრში შეყვანას, ხოლო ყველა მათგანის შეიარაღებას გეგმავდნენ MIRV ტიპის სათავო ნაწილების მქონე უფრო მძლავრი რაკეტებით M4 (თითოეულ სათავო ნაწილში შევიდოდა რვა ქობინი 150-150 კტ სიმძლავრით, სროლის სიშორე იქნებოდა 4500 კმ-მდე). ფრანგულ წყალქვეშა სარაკეტო ბირთვულ სისტემებზე იმ ხანად არსებული 80 ქობინის ნაცვლად 1985 წელში იქნებოდა 627. 1981 წლის მიწურულს საფრანგეთის მთავრობა განიხილავდა კიდევ ორი ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავის აგების საკითხს.
დასავლურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, რომ თუკი 80-იანი წლების დასაწყისში დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი გამოყოფდნენ თითო-თითო ან ორ-ორ ატომურ სარაკეტო წყალქვეშა ნავს, 1985 წელში საფრანგეთი ამ ამოცანის შესრულებისთვის შეძლებდა უკვე სამი ასეთი ნავის გაგზავნას.
საფრანგეთს ჰყავდა გარდა ამისა 50 საშუალო სტრატეგიული ბომბდამშენი „მირაჟ-4A“, მათგან 36 საბრძოლო ქვედანაყოფებში. თითოეულ მათგანს მიჰქონდა 60 კტ სიმძლავრის ბირთვული ბომბი, მოქმედების რადიუსი კი შეადგენდა 1200-1800 კმ-ს.
საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, პენტაგონის მიერ თავსმოხვეული ნატო-ს ხელმძღვანელი ორგანოების გადაწყვეტილების შესაბამისად 1983 წელს გეგმავდნენ ევროპაში დაეწყოთ 108 ახალი ბალისტიკური რაკეტისა „პერშინგ-2“ (სროლის სიშორე 1800 კმ-მდე, ხოლო დასავლური პრესის სხვა ცნობებით _ 2500 კმ-მდე) და 464 მიწისზედა ბაზირების ფრთოსანი რაკეტის (2500 კმ-მდე) განლაგება. ყველა ეს რაკეტა იქნებოდა მობილური ბაზირებისა და შეეძლებოდა მიზნების მაღალი სიზუსტით დაზიანება. სარაკეტო ქვედანაყოფების დაკომპლექტებას გეგმავდნენ ამერიკული პირადი შემადგენლობით და განლაგებას გფრ-ის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, ბელგიისა და ნიდერლანდების ტერიტორიებზე, თუმცა კი ამ ორ უკანასკნელ ქვეყანას 1981 წლის მიწურულისთვის საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული. ნატო-ს ყველა წევრი სახელმწიფო საფრანგეთის გარდა დაეთანხმა მონაწილეობის მიღებაზე ამ რაკეტების განლაგებისთვის ობიექტების მშენებლობისა და ექსპლუატაციის დაფინანსებაში.
დასავლეთევროპულ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, რომ ნატო-ში გამოყოფილი ამერიკული სტრატეგიული ბირთვული ძალების გამოყენება მოხდებოდა არა ბლოკის ორგანოების, არამედ აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანებების მიხედვით, რადგანაც ალიანსის მშძ -ს ევროპაში მუდმივად სარდლობდა ამერიკელი გენერალი, რომელიც იმავე დროს წარმოდგენდა აშშ-ის შეირაღებული ძალების მთავარსარდალს ევროპულ ზონაში და ექვემდებარებოდა უწინარეს ყოვლისა პენტაგონსა და აშშ-ის პრეზიდენტს.
ევროპაში ნატო-ს ბლოკის სტრატეგიული ბირთვული ძალების განვითარების პერსპექტივებზე საუბრისას დასავლური პრესა აღნიშნავდა, რომ აშშ-ისა და ჩრდილოატლანტიკური კავშირის ხელმძღვანელ წრეებს განზრახული ჰქონდათ 80-ინი წლების შუახანებისთვის აღეჭურვათ იგი უფრო მძლავრი ბირთვული საბრძოლო მასალებითა (მეგატონური კლასის) და MIRV-ის ტიპის სათავო ნაწილებით. არ გამორიცხავდნენ იმასაც, რომ პერსპექტივაში შეიარაღებაში მიეღოთ ევროპული ფრთოსანი რაკეტები, აგრეთვე გაეზარდათ ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავების რაოდენობა. მონაწილე ქვეყნებში ანვითარებდნენ ტენდენციას ნატო-ში ევროპული, ამერიკულისგან განსხვავებული სტრატეგიული ბირთვული ძალების შექმნაზე. ითვლებოდა რომ 80-იანი წლების შუახანები შესაძლო იყო ქცეულიყო „ახალ ნაბიჯად“ ევროპაში ნატო-ს ბირთვული ძალების განვითარების საქმეში.
დასასრულს, საბჭოთა ავტორები ასკვნიდნენ, რომ თუმცა კი ოფიციალური გადაწყვეტილება ნატო-ს ევროსტრატეგიული ბირთვული ძალების შექმნის შესახებ ჯერ კიდევ არ მიეღოთ, ფაქტიურად იგი არსებობდა და მუდმივად ძლიერდებოდა. მისი გამოყენების გეგმები ისახავდა აშკარად აგრესიულ მიზნებს და მომართული იყო საბჭოთა კავშირისა და ევროპაში მისი მოკავშირე ქვეყნების წინააღმდეგ. ეს ავალდებულებდა საბჭოთა მეომრებს ფხიზლად ედევნებიათ თვალყური იმპერიალისტების ხრიკებისთვის და მოკავშირე არმიების (ხმარობდნენ ტერმინს _ ძმური არმიების) მებრძოლებთან თანამეგობრობით მდგარიყვნენ მშვიდობის სადარაჯოზე. ჩვენის მხრიდან კი დავძენთ, რომ თუმცა ასეთი ძმობა და მეგობრობა ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის შიგნით სინამდვილეში არ ყოფილა, მაგრამ მისი და სსრკ-ის დაშლის შემდეგ მდგომარეობა ევროპის კონტინენტზე გაცილებით უფრო არასტაბილური შეიქმნა, რაც ჯერჯერობით ეხება უფრო აღმოსავლეთ ევროპის და ყოფილი საბჭოთა სივრცის ტერიტორიებს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ სისხლიანი კონფლიქტები მომავალში გავრცელდეს თავად დასავლეთ ევროპაზეც, რაზედაც აშკარად მიუთითებს ბევრწილად ხელოვნურად გაღვივებული კონფლიქტი ყოფილ იუგოსლავიაში, ისტორიული დავა სილეზიის გამო გერმანიასა და პოლონეთს შორის, შიდა შეიარაღებული დაპირისპირება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, ესპანეთში (ბასკური შეირაღებული სეპარატიზმი), საფრანგეთში (დემოგრაფიული სირთულეების გამო) და ა. შ. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, თუმცა კი ამ ეტაპზე ვცდილობდით შემოვფარგლულიყავით რ. რეიგნის პრეზიდენტობამდელი ხნით, რომლის დროსაც აშშ-ში უწინდელი „რეალისტური დაშინების“ სტრატეგიის ნაცვლად მიღებულ იქნა „პირდაპირი დაპირისპირების“ სტრატეგია, და ამავე ფონზე იქნა კიდეც შემოტანილი „ევროსტრატეგიული ბირთვული ძალების“ შექმნის პროექტიც, მაგრამ ვინაიდან ეს ძალები მანამდეც რეალურად არსებობდა და თავისი წვლილი შეჰქონდა ნატო-ს ბლოკის ბირთვულ სტრატეგიაში, ამიტომ აქ მოვიტანეთ კიდეც მასალა „ევროსტრატეგიული ბირთვული ძალების“ შესახებ.
XII. “მიზნების არჩევის” ამერიკული კონცეფცია
საბჭოთა ავტორები 1970-იანი წლების მიწურულს წერდნენ, რომ იმდროინდელ მსოფლიოში ხდებოდა უდიდესი რევოლუციური გარდაქმნები, რომელთა წყალობითაც იცვლებოდა ძალთა თანაფარდობა სოციალიზმის სასარგებლოდ. იმპერიალიზმი კარგავდა საკვანძო პოზიციებს და უკვე უწინებურად აღარ შეეძლო მსოფლიო მოვლენების მსვლელობის განუყოფელად გაკონტროლება. მათი სიტყვით, მსოფლიო განვითარების ძირითად მიმათულებებს ახლა განსაზღვრავდა სოციალიზმის მსოფლიო სისტემა და იმპერიალიზმის წინააღმდეგ თავისუფლების, დემოკრატიისა და სოციალური პროგრესისთვის მებრძოლი ძალები. საბჭოთა კავშირის თანამიმდევრული და დაჟინებული მშვიდობისმოყვარე პოლიტიკის, მსოფლიო სოციალიზმის ძალების გაძლიერებისა და გავლენის ზრდის შედეგად ახალი მსოფლიო ომის გაჩაღების მუქარამ გადაიწია, მაგრამ მისი წარმოქმნის მუქარა აცილებული არ იყო, იგი უწინდებურად არსებობდა.
მსოფლიოში პოზიტიური ძვრების მიუხედავად მილიტარისტული წრეები, და პირველ რიგში ამერიკული, საბჭოთა ავტორების სიტყვით, ყველაზე უფრო გაწაფულ საშუალებებს მიმართავდნენ დაძაბულობის განმუხტვის პროცესის დასამუხრუჭებლად და ჩასაშლელად, ”ცივი ომის” დროში დასაბრუნებლად. მათი მიზეზით გრძელდებოდა გამალებული შეიარაღება, ყოველწლიურად იზრდებოდა სამხედრო ბიუჯეტები, მატულობდა სამხედრო ტექნიკისა და იარაღის წარმოება, დედამიწის სხვადასხვა რაიონში იქმნებოდა კრიზისული სიტუაციები. საერთაშორისო ურთიერთობებში ისინი ისწრაფვოდნენ დაეცვათ ”ძალის პოზიციიდან” წარმოებული გაკოტრებული იმპერიალისტური პოლიტიკა და ცალმხრივი წესით, ანუ მხოლოდ მათთვის მომგებიანი მიმართულებით გადაეწყვიტათ პრობლემური საკითხები.
საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის მიხედვით, აშშ-სა და სხვა დასავლურ სახელმწიფოებში 1970-იანი წლების მიწურულისთვის ჯერ კიდევ იყვნენ გავლენიანი ძალები, რომლებმაც უარი არ თქვეს ბირთვული ომის გაჩაღების დანაშაულებრივ გეგმებზე და თავიანთი ანგარებიანი ინტერესებისთვის მზად იყვნენ მსხვერპლად შეეწირათ ათეულობითა და ასეულობით მილიონი ადამიანი.
შემდგომი გამალებული შეიარაღებისა და სამხედრო მშენებლობის გააქტიურების, აგრეთვე იმპერიალიზმის აგრესიული გეგმების ყალბი ფრაზეოლოგიით შენიღბვისთვის დასავლელი სტრატეგოსები ცდილობდნენ მათთვის ”სამეცნიერო ბაზის” სარჩულად დადებას, სხვადასხვანაირი თეორიების შემუშავებას, ქმნიდნენ სტრატეგიული კონცეფციების ყველანაირ შესაძლო ვარიანტებს. პენტაგონის ერთერთ თვალსაჩინო გამოგონებას ამ სფეროში 1970-იან წლებში წარმოადგენდა ”მიზნების არჩევის” სტრატეგიული კონცეფცია. მაინც რაში იყო მისი არსი? როგორი იყო მისი ავტორების ნამდვილი მიზნები და განზრახვები? რა აიძულებდა პენტაგონის ხელმძღვანელობას განეახლებია თავისი ბირთვული სტრატეგია? ყველა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დაგვეხმარება უფრო კარგად გავეცნოთ იმ პერიოდის მოვლენების პერიპეტიებს, ორ სამხედრო-პოლიტიკურ ბანაკს შორის ძალთა თანაფარდობის რეალურ სურათს და ამ პირობებში პენტაგონის ხელმძღვანელობის შეხედულებებს.
”მიზნების არჩევის” კონცეფცია გამოჩნდა 1974 წლის დასაწყისში. ავტორების ჩანაფიქრით ეს გამოწვეული იყო ამერიკული სტრატეგიული შეტევითი ძალების შემდგომი ხარისხობრივი განვითარების ბაზაზე მისი გამოყენების დაგეგმვის სრულყოფის აუცილებლობით, რათა საბჭოთა კავშირთან ბირთვულ კონფლიქტში ჰქონოდათ ”მიზნების მოქნილი ვარიანტების ფართო არჩევანის” შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, ლაპარაკი იყო არა საბჭოთა-ამერიკული შეთანხმებებისა და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის (ევროთათბირის /ეუთთ-ის/, ამჟამად ეუთო-ს) სულისკვეთებით ბირთვული ომის აცილების გზების ძიებაზე, არამედ საბჭოთა კავშირისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ასეთი ომის წარმოების ახალი ვარიანტების შემუშავებაზე.
”მიზნების არჩევის” კონცეფციის გამოჩენამდე როგორც ცნობილია, საბჭოთა კავშითან ბირთვული დაჯახების ძირითად ვარიანტად პენტაგონი განიხილავდა სტრატეგიულ (საყოველთაო) პრევენციულ ბირთვულ ომს ყველაზე უფრო გადამჭრელი პოლიტიკური და სამხედრო-სტრატეგიული მიზნებით, მთელი არსებული ძალების, საშუალებებისა და რესურსების გამოყენებით. ასეთ ომში ითვალისწინებდნენ სსრკ-თვის თავზე დაეტეხათ ”ბირთვული საბრძოლო მასალების წვიმა”, გამოიყენებდნენ რა მათ ობიექტებისა და საშუალებების წინააღმდეგ შეუზღუდავი მასშტაბებით: მასირებულ ბირთვულ დარტყმებს მოაყენებდნენ ქალაქებს, ადმინისტრაციულ-სამრეწველო ცენტრებს, სამხედრო ობიექტებს ”მოწინააღმდეგის სახელმწიფოს”, როგორც სიცოცხლისუნარიანი საზოგადოების გარანტირებული განადგურების მიზნით. საყოველთაო ბირთვული ომისთვის, პენტაგონის გეგმებით, შესაძლო იყო წინ გაესწრო ან მის თანხვდენად წარმართულიყო ბირთვული იარაღის სხვადასხვა მასშტაბებით გამოყენების სხვა ვარიანტებიც: ომის თეატრზე და საომარ მოქმედებათა თეატრებზეც კი.
მაგრამ ყველა ეს ვარიანტი 1970-იანი წლების შუა ხანებისთვის, პენტაგონის შეფასებით, უკვე ვეღარ პასუხობდა ამერიკული სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მოთხოვნებს. ისინი საბჭოთა კავშირთან ბირთვული პარიტეტის პირობებში ვერ უზრუნველყოფდნენ სწრაფი და შედარებით უსაფრთხო სამხედრო გამარჯვების მიღწევას, სტრატეგიული შეტევითი ძალების საბრძოლო გამოყენების დიაპაზონს ზღუდავდნენ მხოლოდ საყოველთაო ბირთვული ომით, რომელიც დაკავშირებული იყო უზარმაზარ დანაკარგებთან და ფაქტიურად დამღუპველი იყო აშშ-ისა და მისი მოკავშირეებისთვის. ამიტომ, როგორც განაცხადა აშშ-ის თავდაცვის იმდროინდელმა მინისტრმა შლესინჯერმა, პენტაგონში ”უკვე სულ მცირე სამი წლის განმავლობაში ცდილობენ მოქმედების ახალი პროგრამის შემუშავებას”. ამ დროს იმედოვნებდნენ ომის გაჩაღების სხვა უფრო ოპტიმალური ხერხებისა და თავდასხმის ფორმების მოძებნას. საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების სიტყვით, პენტაგონის ხელმძღვანელობა ეძიებდა სტრატეგიული ბირთვული ომის წარმოების ისეთ შეუმცდარ ”რეცეპტს”, რომლის მეშვეობითაც ხელსაყრელ მომენტში შესაძლებელი იქნებოდა, ხატოვნად რომ ვთქვათ, ერთი დარტყმით მოწინააღმდეგის ისე განიარაღება, რომ საკუთარი თავი არ ჩაეგდოთ ამ ომში განადგურების საფრთხეში. ამერიკელი სამხედრო თეორეტიკოსები იმ დროს ამუშავებდნენ თავიანთი სტრატეგიული შეტევითი ძალების მოქმედებების ახალ, დამატებით ვარიანტს, რომელიც ითვალისწინებდა მის მზადყოფნას ე. წ. ”შეზღუდულ ბირთვულ ომში” გამოყენებისთვის, რომელშიც სტრატეგიულ ბირთვულ დარტყმებს მიაყენებდნენ ”მხოლოდ გულდასმით ამორჩეულ სამხედრო ობიექტებს და მოერიდებოდნენ მთელი ქალაქების განადგურებას”.
ასეთი ომის ძირითადი მიზანი იმაში მდგომარეობდა, რომ სტრატეგიული საშუალებების მოულოდნელი ბირთვული თავდასხმით გაენადგურებიათ საბჭოთა კავშირის სამხედრო პოტენციალი, უწინარეს ყოვლისა სტრატეგიული ბირთვული პოტენციალი, და აეძულებიათ იგი უარი ეთქვა ომის გაგრძელებაზე. დარტყმების ობიექტებს წარმოადგენდა სტრატეგიული რაკეტების საშახტე გასაშვები დანადგარები, აეროდრომეზე განლაგებული სტრატეგიული ავიაცია, ბირთვული იარაღის საწყობები, უმაღლესი სახელმწიფო და სამხედრო ინსტანციების მართვის პუნქტები, ჯართა თავმოყრილი დაჯგუფებები და სხვა მნიშვნელოვანი მიზნები, რომელთა განადგურებაც, პენტაგონის ანგარიშით, გამოუსწორებელ ზიანს მიეყენებდა საბჭოთა კავშირის საბრძოლო ძლიერებას, მაქსიმალურად დაასუსტებდა აშშ-ის ტერიტორიაზე მის საპასუხო დარტყმას.
სტრატეგიული ძალების გამოყენებით ”შეზღუდული ბირთვული ომის” წარმოების შესაძლებლობის უზრუნველმყოფ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზად დასავლელი თეორეტიკოსების აზრით ითვლებოდა: თანამგზავრებიდან ობიექტებზე მეთვალყურეობის წყალობით მათი ნამდვილი მონაცემების არსებობა; რაკეტების დაზიანების მაღალი სიზუსტე, რომელიც იძლეოდა ნაკლებად მძლავრი მუხტების გამოყენების შესაძლებლობას გვერდითი ზარალის მიყენების ნაკლები რისკით; რაკეტების უნარი ჰქონოდათ თავიანთ მეხსიერებეში რამდენიმე ამოცანა და გაშვების წინ კონკრეტულად დაემიზნებიათ ”არჩეული ბირთვული ომის” ვარიანტის-და მიხედვით.
ამრიგად, ”მიზნების არჩევის” ამერიკული კონცეფციის არსი დაიყვანებოდა იმაზე, რათა საბჭოთა ქალაქებზე სტრატეგიული ბირთვული საშუალებების გამოყენებასთან ერთად ჰქონოდათ მათი გამოყენების ვარიანტი უმთავრესად საბჭოთა სტრატეგიული რაკეტების გასაშვებ დანადგარებსა და სხვა მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებზე საპასუხო ბირთვული დარტყმის ჩაშლის მიზნით. ჩვენი აზრით, ერთი შეხედვით ეს არ არის უმართებულო მიზანი, მაგრამ იგი ჯერ ერთი არ უარყოფს უწინდელ დარტყმების მიყენებას ქალაქების მშვიდობიან მოსახლეობაზე, არამედ შემოაქვს კიდევ ერთი დამატებითი ვარიანტი _ უპირატესად სტრატეგიული სამხედრო მიზნების დაზიანებისა. და მეორეც, იმ დროს საბჭოთა კავშირი ცალმხრივ ვალდებულებას ღებულოდა პირველს არ გამოეყენებია ბირთვული იარაღი და სთავაზობდა დასავლეთს ასევე უარი ეთქვა მასობრივი დაზიანების ამ საშუალების გამოყენებაზე. გარდა ამისა, საბჭოთა კავშირი და მისი მომხრე ბანაკის ქვეყნების ხელმძღვანელები დაჟინებით მოუწოდებდნენ დასავლეთს დაედოთ საერთაშორისო ხელშეკრულებები ბირთვული, ქიმიური და ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების შეზღუდვისა და თანათანობით შემცირების შესახებ. ამიტომ გვგონია, რომ საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების უნდობლობა და საყვედურები ამერიკული სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ სავსებით გასაგები და გასაზიარებელი უნდა იყოს.
”შეზღუდული ბირთვული ომის” ვარიანტი სტრატეგიული ბირთვული საშუალებების გამოყენებით, 1970-იანი წლების მეორე ნახევარში საკმაოდ ხშირად მუსირებდა დასავლეთის ქვეყნების სამხედრო წრეებში. მას განიხილავდნენ ნატო-ს ბირთვული დაგეგმარების ჯგუფის სესიაზე 1975 წლის ივნისში, რასაც ბლოკის ხელმძღვანელობამ მხარი დაუჭირა. იმ დღებში გაზეთი ”ვაშიგტონ პოსტი” იტყობინებოდა, რომ ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენების ეკიპაჟებმა მიიღეს ახალი ინსტრუქციები და გადიოდნენ სპეციალურ სწავლებებს, რათა გადაეწყვიტათ პრაქტიკული ამოცანები ახალი ტაქტიკის გათვალისწინებით. ახალი კონცეფციის ჭრილში ღებულობდნენ ზომებს სტრატეგიული და ტაქტიკური ბირთვული ძალების ”დაახლოების” საქმეში, რისთვისაც გადაწყვიტეს არსებითად მოდერნიზება ჩატარებიათ ამერიკული ბირთვული იარაღისთვის ეროპაში და დამატებით გამოეყოთ ატომური წყალქვეშა ნავებიდან გასაშვები რაკეტები ”პოსეიდონი” ბლოკის სამხედრო ძლიერების განმტკიცებისთვის. სხვა სიტყვებით, ატლანტიკელი სტრატეგოსები სტრატეგიული საშუალებების გამოყენებით ”შეზღუდულ ბირთვულ ომს” განიხილავდნენ არა მხოლოდ თეორიულ პლანში, არამედ პრაქტიკულადაც ემზადებოდნენ მისი წარმოებისთვის. ამასთან, საბჭოთა ავტორების სიტყვით, ისინი ამას აკეთებდნენ ”საბჭოთა მუქარაზე”, სსრკ-ის მზადებაზე ”ქიმიური იარაღის გამოყენებით ფართო შეტევისთვის” (ნატო-ს გენერალური მდივნის ლუნსის განცხადება), ”საბჭოთა კავშირის მიერ სტრატეგიულ შეიარაღებათა შეზღუდვის შესახებ შეთანხმების დარღვევასა და სხვა ცრუ ნაფიქრალზე თავაშვებული პროპაგანდის აკომპანიმენტის ქვეშ.
”შეზღუდული ბირთვული ომის” გარშემო დასავლეთში ატეხილ ხმაურთან დაკავშირებით, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების აზრით, შესაძლოა შექმნილიყო ყალბი წარმოდგენა იმის შესახებ, რომ პენტაგონისა და ნატო-ს სტრატეგოსებმა უარი თქვეს საყოველთაო ბირთვული ომის მზადების თავიანთ უწინდელ კურსზე სტრატეგიული საშუალეების გამოყენებით ”შეზღუდული ბირთვული ომის”, როგორც ვითომდა მსოფლიოსა და კაცობრიობისთვის ნაკლებად საშიშის სასარგებლოდ. ფაქტიურად კი საქმე ასე არ იყო. ამის დასამტკიცებლად საბჭოთა ავტორები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამდნენ, რომ პენტაგონის ხელმძღვანელობა, ”შეზღუდული ბირთვული ომის პროგრამის” შეიარაღებაში მიღებისას, ამავდროულად ადასტურებდა აგრეთვე იმას, რომ ეს პროგრამა არ გამორიცხავდა ბირთვული იარაღის გამოყენების ყველა უწინდელ (ზემოაღნიშნულ) ვარიანტს, არამედ მხოლოდ ავსებდა მათ, მომგებიანად უზრუნველყოფდა რა ”სტრატეგიული შეტევითი ძალების საკმარის მოქნილობასა და საბრძოლო გამოყენების ფართო დიაპაზონს”. ყველა შემთხვევაში აშშ-ის მაშინელი თადაცვის მინისტრის შლესინჯერის მიერ 1975 წლის 25 იანვარს პრეს-კონფერენციაზე გაკეთებული განცხადებით, ”გარანტირებული ნგრევის პოტენციალი წარმოადგენს შეკავების ზოგადი სტრატეგიის განუყოფელ კომპონენტს, მაგრამ აუცილებელი არა არის იგი იყოს მოქმედებების ძირითადი ვარიანტი”. ამრიგად, შლესინჯერის აზრით, იმდროინდელ პირობებში ამერიკული სტრატეგიული შეტევითი ძალების მოქმედებების ყველაზე უფრო შესაძლო ვარიანტად უნდა ჩაეთვალათ მისი მზადყოფნა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ”შეზღუდული ბირთვული ომის” წარმოებისთვის. იმავე დროს უწინდებურად აუცილებლად ინარჩუნებდნენ ამერიკული შეიარაღებული ძალების მზაყოფნას საყოველთაო ბირთვული ომის წარმოებისა და ბირთვული იარაღის მოქმედებათა სხვა ვარიანტების მიხედვით გამოყენებისთვის. მაგალითად გაზეთი ”ვაშინგტონ პოსტი” იმავე 1975 წლის 14 ივნისს იტყობინებოდა, რომ ”მიზნების არჩევის პროგრამა მოიცავს ბირთვული დარტყმების მიყენების ყველა შესაძლო ვარიანტს დაწყებული რამდენიმე საბჭოთა ობიექტზე ცალკეული დარტყმებიდან და დამთავრებული სსრკ-ის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის 80%-მდე განადგურებით”.
”მიზნების არჩევის” კონცეფციას, რომელიც ემყარებოდა სტრატეგიული შეტევითი ძალების მრავალვარიანტულ გამოყენებაზე ე. წ. ”შეზღუდული ბირთვული ომის” პრიორიტეტით, რომელშიც ვითომდა ზიანდებოდა მოწინააღმდეგე მხარეთა მხოლოდ შეიარაღებული ძალები, ხოლო მოსახლეობის დანაკარგები მინიმუმამე იქნებოდა დაყვანილი, პენტაგონის ხელმძღვანელობა სთავაზობდა ”ჰუმანურობის” ლოზუნგით როგორც ახალ, ან სულაც უმაღლეს მიღწევებს სამხედრო საქმეში, რომელიც პასუხობდა დროის სულისკვეთებას და საშუალებას აძლევდა თავიდან აეცილებიათ საყოველთაო ბირთვული განადგურება. მაგრამ ამ კონცეფციის ელემენტარული ანალიზი პირწმინდად აბათილებდა ასეთ მსჯელობებს და უჩვენებდა, რომ სინამდვილეში მასში არ იყო არაფერი ახალი. საბჭოთა ავტორები წერდნენ, რომ რაღაც მსგავს ისინი უკვე შეხვედროდნენ ამერიკული ისტორიის ანალებში, ისიც ისევე, როგორც მისი წინამორბედი კონცეფციები, სამხედრო მიმართებით იყო ვერშემდგარი, პოლიტიკური მიმართებით კი _ უკიდურესად საშიში.
”მიზნების არჩევის” კონცეფცია არაფრით არ შეიძლებოა ჩაეთვალათ სიახლედ თუნდაც იმიტომ, რომ მისი ძირითადი ვარიანტის (”შეზღუდული ბირთვული ომის”) შინაარსი ახდენდა აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრის მაკნამარას ცნობილი ნაშრომის ”კონტრძალის სტატეგიის”, ანუ როგორც მას კიდევ უწოდებდნენ ოკეანის იქით ”ქალაქების გამორიცხვის სტრატეგიის” კოპირებას. როგრც ცნობილია, 1960-იან წლებში პენტაგონმა, იყენებდა რა ბირთვულ იარაღში საბჭოთა კავშირზე თავის უპირატესობას, შეიმუშავა სწრაფი და შედარებით უსაფრთხო სამხედრო გამარჯვების გეგმები, მაგრამ საბჭოთა კავშირის სამხედრო პოტენციალის ზრდისა და სტრატეგიულ ძალებში თანაფარდობათა ცვლილების გავლენით ამ გეგმებს მაშინ ახდენა არ ეწერათ. მაკნამარას კონცეფციამ კრახი განიცადა. 1970-იანი წლების მიწურულს კი პენტაგონის ხელმძღვანელობა რეალობის-და მიუხედავად უახლესი სამეცნიერო-ტენიკური მიღწევების გამოყენებით ისწრაფვოდა რეაქციული ამერიკული მილიტარისტული წრეების ძველი ჩანაფიქრების აღორძინებისკენ _ გეგმავდა მოსახერხებელ შემთხვეაში მანოკაუტირებელი დარტყმის მოეყენებას სსრკ-ის სტრატეგული საშუალებებისთვის, რათა ძირი გამოეთხარა მისი სტრატეგიული ძლიერებისთვის ან მაქსიმალუად დაესუსტებია იგი.
საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ამერიკული მმართველი წრეები უწინდებურად ფსონს აკეთებდნენ პრევენციულ ბირთვულ ომზე, კუთხის უკანიდან დარტმაზე, იმედოვნებდნენ უმოკლეს ვადებში გაენადგურებიათ საბჭოთა შეიარაღებული ძალები, წაერთვათ მისთვის საპასუხო დარტყმის მიყენების უნარი. მათი აზრით, სწორედ ამაში მდგომარეობდა ”მიზნების არჩევის” ამერიკული კონცეფციისა და მისი ძირითადი კომპონენტის _ ”შეზღუდული ბირთვული ომის” ნამდვილი შინაარსი.
საბჭოთა ავტორები ასკვნიდნენ, რომ სამხედრო თვალაზრისით განხილული თეორიების ვერშემგარობა აშკარა იყო. პენტაგონის ხელმძღვანელები, გამოდიოდნენ რა სტრატეგიული ბირთვული იარაღის შეზღუდულად გამოყენების მომხრედ, ფაქტობრივად შესაძლო მოწინააღმდეგეს სთავაზობდნენ ბირთვული ომის წარმოებას რაღაც წინასწარ შემუშავეული ”წესებით”, რომელთა თანახმადაც ბირთვული რაკეტები უნდა აფეთქებულიყო ”ჯენტლმენურად”: არა ქალაქების, არამედ სამხედრო ობიექტების თავზე. საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების აზრით, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ნათელი უნდაყოფილიყო, რომ ამის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა. სამხედრო ობიექტების განლაგება იმ ხანად ისეთი იყო, რომ ნეისმიერ შემთხვევაში ამორჩევითი ბირთვული დარტყმები მათზე ამავდროულად დაკავშირებული იქნებოდა სამოქალაქო მოსახლეობის მასობრივ განადგურებასთან. და ეს გასაგებია, ვინაიდან იმდროინდელი ბირთვული იარაღის კოლოსალური დამანგრეველი ძალა გამორიცხავდა სამხედრო და სამოქალაქო ობიექტების გაყოფას უკანასკნელთა დაზიანების გარეშე. ასე, ამერიკელი სპეციალისტების გაანგარიშებებით, 10 მგტ (მეგატონა, მილიონი ტონა) სიმძლავრის თერმობირთვული მუხტის აფეთქება გამოიწვევდა 250 კვ. კმ ფათობზე 1 მლნ.-ზე მეტი ადამიანის მოსახლეობის მქონე ქალაქის სრულ განადგურებას. 20 მგტ სიმძლავრის თერმობირთვული მუხტის აფეთქებას შეეძლო მიწასთან გაესწორებია ყველა საცხოვრებელი სახლი 24 კმ რადიუსში, ხოლო სინათლის გამოსხივება ისეთი ძლიერი იქნებოდა, რომ ყოველივე ცოცხალს დაწვავდა აფეთქების ეპიცენტრიდან 140 კმ-მდე დაშორებაზე.
აშშ-ის თავაცვის სამინისტროს სპეციალისტებმა მოამზადეს მოხსენება ”შეზღუდული ბირთვული ომის” შედეგების შესახებ, რომელიც მოისმინეს სენატის საგარეო სამეთა კომისიის სხდომაზე 1975 წლის 18 სექტემბერს. მასში მოყვანილი იყო შემდეგი გაანგარიშებები აშშ-ის მოსახლეობის შესაძლო დანაკარგების შესახებ ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებულ სხვადასხვანაირ მიზნებზე ამორჩევითი ბირთვული დარტყმების მიყენების შემთხვევაში: თუკი დარტყმას მიაყენებდნენ ავიაბაზა უაითმენს (მისურის შტატი), მაშინ შესაძლოა დაღუპულიყო 10,3 მლნ. ადამიანი, ხოლო თუ სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო საშუალებებს, მაშინ 21,7 მლნ. ადამიანი.
ძნელია წარმოვიდგინოთ შედეგები, თუკი სამრეწველო განითარებული სახელმწფოს ტერიტორიაზე მიაყენებდნენ არა ერთ, არამედ ათეულობით და ასეულობით ბირთვულ დარტყმას. თავის დროზე მაკნამარა ოფიციალურად ამტკიცებდა, რომ აშშ-ის 200 ქალაქზე სტრატეგიული ბირთვული რაკეტების დარტყმას შესაძლო იყო რამდენიმე საათში გაენადგურებია ამ ქვეყნის მოსახლეობის 149 მლნ. ადამიანი და სამრეწველო პოტენციალის 2/3. ინგლისელმა მეცნიერებმა დაიანგარიშეს, რომ დიდ ბრიტანეთზე ოთხ მეგატონიანი ბომბების ჩამოყრისას განადგურდებოდა მინიმუმ 20 მლნ. ადამიანი. საბჭოთა ავტორების შეფასებით, მოყვანილ რიცხვებზე და ბირთვული ომის შესაძლო შედეგებზე დაფიქრებისას ძალაუნებურად უნდა დარწმუნებულიყო ადამიანი, რომ პენტაგონის მსჯელობები ქალაქებისა და სამოქალაქო მოსახლეობის გამორიცხვით, მხოლოდ სამხედრო მიზნებზე ამორჩევითი ბირთვული დარტყმების მიყენების შესახებ წარმოაგენდა თვალთმაქცობას, ხალხის მოტყუებას და მასში ”ჰუმანურობის” ნასახიც კი არ იყო.
საბჭოთა სამხედრო სპეციალისტებს გულუბრყვილოდ ეჩვენებოდათ ”შეზღუდული ბირთვული ომის” სხვა მხარეც _ მცდელობა არ დაეშვათ მისი გადაზრდა საყოველთაო ბირთვულ ომში, გაეხადათ იგი მართვადი, ჩაემწყვდიათ რაღაც გარკვეულ ჩარჩოებში. სამხედრო თვალსაზრისით ბირთვული ”მინი-ომი” აბსურდს წარმოადგენდა, რადგანაც ყველასთვის ნათელი იყო, რომ აგრესორის მიერ დაწყეული ნებისმიერი ”შეზღუდული ბირთვული ომი” გარდაუვალად და დაუყოვნებლივ გადაიზრდებოდა შეუზღუდველ, საყოველთაო, გლობალურ ბირთვულ ომში. ნათქვამის დასამტკიცებლად ისინი დროებით ივიწყებდნენ სინამდვილეს და ცდილობდნენ წარმოედგინათ, მაგალითად, ”შეზღუდული ბირთვული ომი” სტრატეგიული საშუალებების გამოყენებით პენტაგონის პოზიციიდან. უშვებდნენ, რომ აშშ-ის ტერიტორიიდან სსრკ-ის მიმართულებით მოფრინავდა ათეულობით ან სულაც რამდენიმე რაკეტა. იბადებოდა კითხვა: რომელ ობიექტებზე იქნებოდა ისინი დამიზნებული _ სამხედროზე თუ სამოქალაქოზე? ვინ მისცემდა გარანტიას, რომ მათგან მინიმალური ზარალი მიადგებოდა სამოქალაქო მოსახლეობას? და ბოლოს, როგორ გაეგოთ, რომ ამ რაკეტების გაშვება მხოლოდ შეზღუდულ ბირთვულ ომს გააჩაღებდა?
საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, თუკი ასეთი კითხვები არ დაებადებოდა აშშ-ის უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობას, მაშინ უნდა შეეხსენებიათ მათთვის, რომ ამ კრიტიკულ ვითარებაში ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო საბჭოთა კავშირის მხრიდან მთელი მისი ბირთვული ძლიერებით დაუყოვნებლივ ერთადერთი გამანადგურებელი ნაცვალგება (საპასუხო დარტყმა). ამის თაობაზე საბჭოთა კავშირის მაშინდელი ხელმძღვანელობაც პირდაპირ აცხადებდა: ”ნებისმიერმა აგრესორმა კარგად იცის, რომ ჩვენს ქვეყანაზე სარაკეტო-ბირთვული დარტყმის მოყენების მცდელობის შემთხვევაში მიიღებს გამანადგურებელ საპასუხო დარტყმას”.
საბჭოთა სამხედრო პერიოდიკაში გამოქვეყნებული შეფასებებით, ”მიზნების არჩევის” სტრატეგიული კონცეფცია ”შეზღუდული ბირთვული ომის” მისეული ყბადაღებული კონცეფციით წარმოადგენდა სერიოზულ საშიშროებას მსოფლიოსთვის იმდროინდელ ეტაპზე. ჯერ ერთი, მას შეეძლო მნიშვნელოვნად გაეძნელებია შეთანმების მიღწევა საბჭოთა და ამერიკული სტრატეგიული იარაღის შემცირების შესახებ. როგორც წერდა ამერიკული ჟურნალი ”ბიულეტინ ოფ ატომიკ საიენთისთს”: ”შლესინჯერის მცდელობამ ზეწოლა მოახდინოს რუსებზე და აიძულოს ისინი წავიდნენ შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს პირობებით შეთავაზებულ შეთანხმებაზე, რისთვისაც იგი ემუქრება ამერიკული სტრატეგიული პროგრამების მკვეთრი გაფართოებითა და სამხედრო ობიექტებზე დარტყმების შთამბეჭდავი უნარის შეძენით, შესაძლოა უკვე ძალზედ შეუშალა ხელი სტრატეგიულ შეიარაღებაზე მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევას”. მეორეც, მისი მიღება ოფიციალური თვალსაზრისის სახით ობიექტურად აკანონებდა კონფლიქტურ სიტუაციებში ბირთვული იარაღის გამოყენებას, გადააქცევდა მას სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, ხელს შეუწყობდა გამალებულ შეიარაღებას.
პენტაგონში იმედოვნებდნენ, რომ ბეჭდური გამოცემების ფურცლებზე აღნიშნული კონეფციის ღია განხილვას შესაძლო იყო მათთვის ხელსაყრელი ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოეხდინა საბჭოთა კავშირზე სტრატეგიულ შეიარაღებათა შეზღუდვის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ამავდროულად, ამერიკული სამხედრო ხელმძღვანელობის აზრით, ეს საშუალებას მისცემდათ ჩაეგონებიათ ამერიკელებისთვის აზრი ”მცირე” ბირთვული ომის მისაღებლობისა და სტრატეგიული ძალების დაჩქარებული სრულყოფის გზით შეიარაღებათა შემდგომი ზრდის აუცილებლობის შესახებ, რისთვისაც, ცხადია, აუცილებელი იქნებოდა შესაბამისი ასიგნებების გამოყოფა. ამ მიმართებით აღსანიშნავი იყო ლონდონური გაზეთის ”თაიმსის” 1975 წლის 17 იანვრის ნომერში დაბეჭდილი წერილი, რომელშიც მკითხველი წაიკითხავდა: ”შლესინჯერის გამონათქვამების ნამდვილი მნიშვნელობა იმაში კი არ არის, რომ ისინი მოწმობენ მიზნების არჩევის გეგმების გადასინჯვის შესახებ (რომლებშიც ნებისმიერ შემთხვევაში იქნებოდა არა მხოლოდ სამოქალაქო, არამედ სამხედრო ობიექტებიც, არამედ იმაში, რომ ისინი აღნიშნავენ გადაწყვეტილებას მიზანში მოხვედრის გაცილებით უფრო მაღალი სიზუსტის მქონე ახალი სტრატეგიული რაკეტების წარმოებისა და შეიარაღებაში მიღების სასარგებლოდ”.
საბჭოთა ავტორების შეფასებით, ”შეზღუდული ბირთვული ომის” მთავარი საშიშროება კი, მსოფლიო საზოგადოებრიობის აზრით, იმაში მდგომარეობდა, რომ შეზღუდულ მასშტაბებში ბირთვული იარაღის გამოყენების, როგორც დიდ სახელმწიფოთა ბირთვული შეჯახების ერთერთი ფორმის, დაკანონებით იმპერიალისტები მსოფლიოს აახლოებდნენ საყოველთაო ბირთვული ომის სახიფათო ზღურბლთან. ასეთ დასკვნას აკეთებდა ბევრი უცხოელი ავტორი, აფასებდა რა ”მიზნების არჩევის” ამერიკულ კონცეფციას. აი ზოგიერთი განცხადება: ”შლესინჯერის სტრატეგია ახალ ბიძგს აძლევს გამალებულ შეიარაღებას და ზრდის ბირთვული ომის ალბათობას”; ”შლესინჯერის სტრატეგია ამცირებს დაშინების (შეკავების) ზღურბლს და ზრდის ბირთვული ომის საშიშროებას”; ”მოწინააღმდეგეზე დარტყმას თან ახლდება რადიოაქტიური ნალექების ჩამოსვლა, სამოქალაქო მოსახლეობიდან მილიონობით ადამიანის სიკვდილი და გარდაუვალად გამოიწვევს ბირთვული დარტყმებით სრულ გაცვლას”; ამერიკის ახალი სარაკეტო სტრატეგია აძლიერებეს ბირთვული ომის გაჩაღების საშიშროებას”.
საბჭოთა ავტორები ამაზე მეტი კომენტარის გაკეთებას აღარ თვლიდნენ საჭიროდ. მათი სიტყვით პენტაგონის კონცეფციის მკვეთრი დაგმობით გამოვიდა აშშ-ის კონგრესის ბევრი წევრი. ასე, სენატორმა კრენსტონმა (დემოკრატი კალიფრორნიის შტატიდან) განაცხადა, რომ ”შლესინჯერის სტრატეგია წარმოადგენს პოლიტიკას, რომელიც თავის თავში შეიცავს უსაზღვრო საშიშროებასა და კატასტროფას”. ყოფილმა სენატორმა ჰარისმა დაახასიათა ახალი სტრატეგიული კონცეფცია როგორც ”მილიტარისტული ფსიქოზი”, ხოლო წარმომადგენელთა პალატის წევრი ოთინჯერი (დემოკრატი ნიუ-იორკის შტატიდან) თვლიდა, რომ ეს სტრატეგია განსაკუთრებით საშიშია და ეწინააღმდეგება მთელი კაცობრიობის ინტერესებს. საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების აზრით, ოკეანსმიღმელ სამხედრო სტრატეგოსებს არ შეეძლოთ რეალურად შეეფასებიათ საერთაშორისო ძალების რეალური თანაფარდობა, ამიტომ მათი ”მიზნების არჩევის” კონცეფცია, ისევე როგორც შეერთებული შტატების მთელი იმდროინდელი სამხედრო დოქტრინა, თავისივე საფუძველში იყო ავანტიურისტული და მიმართული არა დაძაბულობის შემცირების, არამედ მისი გაძლიერებისკენ. უგულვებელყოფდნენ რა ობიექტური განვითარების კანონებს, იმ დროისთვის მსოფლიოში ჩამოყალიბებულ რეალობებს და ბოლოს საღ აზრს, ამერიკელმა და ნატო-ელმა სტრატეგოსებმა უარი არ თქვეს პრევენციული ომის მზადებასა და ვარშავის ბლოკის ქვეყნებზე მოულოდნელ ბირთვულ თავდასხმაზე. 1975 წლის ივნისში ნატო-ს სამხედრო დაგეგმარების ჯგუფის სხდომაზე ისინი ფაქტიურად ღიად იმუქრებოდნენ, რომ დასავლეთის სახელმწიფოები ბირთვული კონფლიქტის ინიციატორები და მათ შეუძლიათ წავიდნენ რისკზე პირველებმა გამოიყენონ ბირთვული იარაღი, მათ შორის ”საბჭოთა კავშირზე ამორჩევითი ბირთვული დარტყმების მისაყენებლად”.
XIII. ”ერთნახევარი ომების” ამერიკული კონცეფცია
საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, 1970-იან წლებში საერთაშორისო განვითარება განისაზღვრებოდა ძალთა თანაფარდობის ძირეული ცვლილებებით მსოფლიო არენაზე სოციალიზმის, რევოლუციურ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სასარგებლოდ. სწორედ ამის წყალობით შესაძლებელი გახდა საერთაშორისო დაძაბულობის შემცირება მშვიდობისმოყვარე ხალხების უეჭველი წარმატებები, კონფრონტაციიდან მშვიდობიანი თანაარსებობისკენ მობრუნება. საბჭოთა სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის აზრით, 1970-იანი წლების შუახანებისთვის, ”ცივი ომიდან”, ორი სამყაროს ფეთქებადსაშიში კონფრონტაციიდან დაძაბულობის განმუხტვაზე გადასვლა დაკავშირებული იყო უწინარეს ყოვლისა მსოფლიო არენაზე ძალთა თანაფარდობაში დამყარებულ ცვლილებებზე”. იმავე დროს, საბჭოთა ავტორების სიტყვით, მსოფლიოში მოქმედებას აგრძელებნენ აგრესიული, რექციული ძალები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ განმუხტვის პროცესს, ხედავდნენ რა მასში დაბრკოლებას თავიანთი მისწრაფებების რეალიზებისთვის, რომელთაც გააჩნდათ მსოფლიო (გლობალური) მასშტაბის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ინტერესები.
სახელდობრ, საბჭოთა ავტორების სიტყვით, მილიტარიზმმა აშშ-ში 1970-იან წლებში მიაღწია მანამდე უნახავ მასშტაბებს, შეაღწია ქვეყნის საზოგადოებრივ-ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში. ამერიკელი იმპერიალისტები აგრძელედნენ აულაგმავ გამალებულ შეიარაღებას, ზრდიდნენ ომისთვის ეკონომიკის სამობილიზაციო მომზადების ტემპებს და ატარებდნენ სხვა ღონისძიებებს. კონგრესმენმა სეიბერლინგმა წარმომადგენელთა პალატაში განაცხადა, რომ უკანასკნელ 30 წელიწადში შეიარაღებათა სხვადასხვანაირ პროგრამებზე დაიხარჯა 1,6 ტრლნ. (1600 მლრდ.) დოლარი, რაც ღირებულებით გამოხატულებაში წარმოადგენდა ამ პერიოდში შეერთებულ შტატებში წარმოებული ყველა საქონლისა და მომსახურების 63%-ს. მხოლოდ პირდაპირ სამხედრო ხარჯებზე 1976/77 საფინანსო წელში პენტაგონმა მოითხოვა 112,7 მლრდ. დოლარი. იმ დროისთვის ეს იყო მშვიდობიანობის დროს სამხედრო მიზნებზე ასიგნებების მანამდე უნახავი თანხა. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, პენტაგონის ხელმძღვანელობა ისწრაფვოდა უახლოეს სამ-ოთხ წელიწადში, ანუ 1970-იანი წლების ბოლოსთვის, სამხედრო ასიგნებების კიდევ 40-50 მლრდ. დოლარით გაზრდისკენ.
საბჭოთა ავტორების შეფასებით, იმპერიალიზმი კვლავინდებურად გამოდიოდა როგორც ხალხებისა და საზოგდოებრივი პროგრესის უბოროტესი მტერი, როგორც ომებისა და სამხედრო პროვოკაციების მთავარი წყარო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იმპერიალიზმის მიერ გაჩაღებული 30-ზე მეტი ომი და შეიარაღებული კონფლიქტი თვალსაჩინოდ მეტყველებდა მაშინდელი იმპერიალიზმის აგრესიული არსის, აგრეთვე მის მიერ სხვადასხვანაირი სამხედრო კონფლიქტების, თვით მსოფლიო ბირთვულ ომამდეც, გაჩაღების მუდმივი საშიშროების შესახებ.
საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების სიტყვით, მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი იყო, თუ როგორ მოიყვანა შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების პერიოდში 1973 წლის 25 ოქტომბერს მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში თავისი შეიარაღებული ძალები, და უწინარეს ყოვლისა ამერიკული ჯარების დაჯგუფება დასავლეთ ევროპაში, რითაც დიდი დაძაბულობა შექმნა საერთაშორისო ვითარებაში.
აშშ-ის მთელი ისტორიის მანძილზე ამერიკული იმპერიალიზმის საგარეოპოლიტიკრი მიზნების მიღწევის მთავარ ინსტრუმენტს წარმოაგენდა შეიარაღებული ძალები. ისტორიკოსებმა დაითვალეს, რომ აშშ-ის 200-წლიანი არსებობის განმავლობაში მისი ჯარები დაახლოებით 200-ჯერ გამოიყენეს სხვადასხვანაირ შეიარაღებულ კონფლიქტებსა და ომებში ქვეყნის ფარგლებს გარეთ, პირველ რიგში ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან საბრძოლველად. მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკული შეიარაღებული ძალები მონაწილეობდა აგრესიულ ომში კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ (1950-1953 წლები), აგრესიულ ომში გვატემალის წინააღმეგ (1954 წელი), პერუსა და ჰონდურასის წინააღმდეგ (1956 წელი), ლიბანის (1958), პანამის (1959-1964) წინააღმდეგ და ა. შ. მხოლოდ 1973 წელს გახდა აშშ იძულებული სირცხვილით შეეწყვიტა ბარბაროსული, ბინძური ომი ვიეტნამელი ხალხის წინააღმდეგ, რომელიც მან დიწყო 1964 წელს.
სამხედრო ძალის გამოყენების ან მისი გამოყენების მუქარის გზით პოლიტიკური მიზნების მისაღწევად პენტაგონმა კერძო სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების სამხედრო თეორეტიკოსების მეშვეობით შეიმუშავა სხვადასხვანაირი სტრატეგიული კონცეფციები, რომლებიც გარკვეულ ეტაპებზე განსაზღვავდნენ ამერიკული სამხედრო სტრატეგიის დებულებებისა და მოთხოვნების რეალიზების გზებსა და ხერხებს.
ამ თავში განვიხილავთ ერთერთ ასეთ კონცეფციას, რომელსაც ეწოდება ”ერთნახევარი ომების” კონცეფცია.
”ერთნახევარი ომების” სტრატეგიული კონცეფცია განსაზღვრავდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების ზოგადი დანიშნულების ძალების მშენებლობისა და გამოყენების ძირითად პრინციპებს. იგი მოითხოვდა, რათა აშშ-ის ზოგადი დანიშნულების ძალებს (სახმელეთო ჯარები, აგრეთვე სამხედრო-საჰაერო ძალები და სამხედრო-საზღვაო ძალები მათში შემავალი სტრატეგიული ძალებისა და საშუალებების გამოკლებით) შეძლებოდა მოკავშირეებთან ერთობლივად ეწარმოებია ერთი დიდი ომი ევროპაში ან აზიაში და ამავდროულად მონაწილეობა მიეღო უმნიშვნელო შეიარაღებულ კონფლიქტში მსოფლიოს ნებისმიერ რაიონში. ითვალისწინებდნენ აგრეთვე აშშ-სა და დასავლეთ ევროპას შორის და აშშ-სა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიას შორის საზღვაო კომუნიკაციების დაცვის უზრუნველყოფის მოთხოვნასაც.
”დიდი ომის” ქვეშ ესმოდათ საომარი მოქმედებები ომის თეატრის მასშტაბში, ხოლო ”უმნიშვნელო შეიარაღებული კონფლიქტის” ქვეშ _ ომი საომარ მოქმედებათა თეატრზე ან მის შეზღუდულ რაიონში.
”ერთნახევარი ომების” კონცეფცია აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გამოაცხადა 1971 წელს ახალ სამხედრო დოქტრინაზე გადასვლასთან დაკავშირებით, რომლის საფუძვლებიც შესული იყო ე. წ. ”რეალისტური დაშინების” სტრატეგიაში. იგი მიიღეს მანამდე არსებული ”ორნახევარი ომების” კონცეფციის ნაცვლად, რომელიც წარმოადგენდა ”მოქნილი რეაგირების” სტრატეგიის თანამდევ სტრატეგიულ კონცეფციას. იგი ამოდიოდა მოთხოვნიდან ჰყოლოდათ ისეთი ძალები, რომელთაც შეეძლებოდათ მოკავშირეებთან ერთობლივად ერთდროულად თითო-თითო დიდი ომის წარმოება ევროპასა და აზიაში, აგრეთვე ერთი ლოკალური ომისა დედამიწის რომელიმე სხვა რაიონში.
ძველი სტრატეგიული კონცეფციის უარყოფისა და ახლის მიღების მიზეზი გახდა აშშ-ის აშკარა უუნარობა ფინანსური მიმართებით უზრუნველეყო ”ორნახევარი ომების” კონცეფცია ქვეყნის ეკონომიკის წინასაკრიზისო მდგომარეობის, სოციალური სიძნელეებისა და ამერიკის მმართველი წრეების გლობალური შესაძლებლობების შემცირების პირობებში, რაც მთელი დამაჯერებლობით დაადასტურა ვიეტნამში ომის გამოცდილებამ. როგორც ამერიკული ჟურნალი ”იუნაითიდ სთეითს ნიუს ენდ უოლდ რიფორთი” (1970 წლის 20 იანვარი) იტყობინებოდა, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარემ გენერალმა უილერმა განაცხადა, რომ ”ორნახევარი ომების” კონცეფცია არასოდეს არ ყოფილა ფინანსური მიმართებით უზრუნველყოფილი, ჯარები ცხოვრებაში მის გასატარებლად არც კი ყოფილა შექმნილი”-ო.
მაგრამ, საბჭოთა ავტორების შეფასებით, როგორც 1970-იანი წლების შუახანებში გახდა ნათელი, არა მხოლოდ და არა იმდენად გახდა ეს ”ერთნახევარი ომების” სტრატეგიული კონცეფციის მიღების საბაბი. უფრო დამამძიმებელი ”ორნახევარი ომების” კონცეფციიდან ”ერთნახევარი ომების” კონცეფციაზე გადასვლის შესაძლებლობაზე უეჭველი გავლენა იქონია ჩინეთის ხელმძღვანელობის ანტისაბჭოთა ხაზმაც. თუკი მანამდე ამერიკული სარდლობა იძულებული იყო გაეთვალისწინებია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებიც, ახლა ჩინეთს უკვე აღარ განიხილავდნენ შეერთებული შტატების მოწინააღმდეგის სახით. აშშ-ის თავდაცვის მინისტრი რამსფელდი კონგრესისთვის თავის მოხსენებაში ამის შესახებ ასე ამბობდა: ”მთავარი, რის შესახებაც ამჟამად ჩვენ უნდა გვახსოვდეს, _ ესაა სსრკ-ისა და ვარშავის ხელშეკრულებაში მისი მოკავშირეების ზოგადი დანიშნულების ძალები. წარსულში ჩვენ ასევე ვგრძნობდით აუცილებლობას გაგვეთვალისწინებია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებიც. მაგრამ შეერთებული შტატების დიპლომატიური ძალისხმევა... საშუალებას გვაძლევს ჩვენ დღესდღეობით არ განვიხილავდეთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ჩვენი მოწინააღმდეგის სახით, რომელიც თავისი მოქმედებების კოორდინირებას მოახდენს ვარშავის ხელშეკრულების ქეყნებთან”. კიდევ უფრო გულახდილად და დამახასიათებლად ლაპარაკობდა ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრი შლესინჯერი. სატელევიზიო პროგრამა ეი-ბი-სი-ში გამოსვლისას მან განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრად მისი ყოფნის დროს დაისვა საკითხი ჩინეთისთვის ამერიკული სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენის შესახებ. ეს მსჯელობა, შლესინჯერის სიტყვით, გამოწვეული იყო იმით, რომ ჩინეთი ”გახდა შეერთებული შტატების თითქმის მოკავშირე”.
ამის შედეგად იქცა ის, რომ ზოგადი დანიშნულების ძალების საერთო მოთხოვნილებების განსაზღვრისას ამერიკული სარდლობა, უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, ამოდიოდა უწინარეს ყოვლისა ომის ცენტრალურ ევროპაში წარმოების შესაძლებლობიდან, თვლიდა რა, რომ ”ევროპაში ომის წარმოება სავსებით რეალურია და მეტად მნიშვნელოვან საცდელ ქვას წარმოადგენს რიგი მიზეზების გამო”.
”ერთნახევარი ომების” კონცეფცია, რომელიც ასახავდა ამერიკული სამხედრო სტრატეგიის მთავარ, ამოსავალ დებულებებს ზოგადი დანიშნულების ძალების მშენებლობისა და მომავალ ომში გამოყენების შესახებ, შეიცავდა სახელმძღვანელო მითითებებს სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმარებისთვის. იგი თანხმობაში იყო აგრეთვე სხვა სტრატეგიულ კონცეფციებთან და მათზე განმსაზღვრელ გავლენას ახდენდა თავისი პრეროგატივის ფარგლებში. ასე, ”საყოველთაო (ტოტალური) ძალების” კონცეფციასთან იგი ურთიერთმოქმედებდა საბჭოთა კავშირსა და მის მოკავშირეებზე სამხედრო უპირატესობის მიღწევისკენ მისწრაფებაში აშშ-ის მოკავშირეთა სამხედრო პოტენციალის მობილიზებასთან მიმართებით, აგრეთვე აშშ-ის ზოგადი დანიშნულების ძალების შემადგენლობის განსაზღვრისა და სხვადასხვა ომთ-ებზე განლაგებულ დაჯგუფებებში მათ განაწილებასთან მიმართებითაც მოკავშირე სახელმწიფოთა მსგავსი ძალების გათვალისწინებით. ”სტრატეგიული მობილურობის” კონცეფციასთან იგი ურთიერთმოქმედებდა ზღვისმიღმა ომთ-ებზე ჯარების განლაგებისა და გაძლიერებისთვის პირობების უზრუნველყოფის ხერხების, აგრეთვე ერთი თეატრიდან მეორეზე ჯარების გადასროლის საკითხებში.
უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, რომ ”ერთნახევარი ომების” კონცეფცია შეიცავდა აგრეთვე პრინციპულ მოთხოვნებს აშშ-ის სარეზერვო კომპონენტების (არმიისა და სამხედრო-საჰაერო ძალების ეროვნული გვარდია და რეზერვი, სამხედრო-საზღვაო ძალების რეზერვი) მშენებლობის, ასევე სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნისადმი. მისი დებულებებისა და მოთხოვნების შესაბმისად შექმნილი იყო და საბრძოლო მზადყოფნის მაღალ ხარისხში ინახავდნენ ამერიკული ჯარების მეწინავე დაჯგუფებებს ზღვისმიღმა ომთ-ებზე, ითვალისწინებდნენ შეიარაღებულ ძალთა ყველა სახეობის ზოგადი დანიშნულების ძალების შემდგომ რაოდენობრივ ზრდასა და ხარისხობრივ სრულყოფას. იგი იმავე დროს კარნახობდა დასავლეთ ევროპასა და აზიაში აშშ-ის მოკავშირეთა სამხედრო პოტენციალების ზრდის მოთხოვნებსაც. უკანასკნელში ვარაუდობდნენ ამერიკული სამხედრო-საჰაერო ძალებისა და საზღვაო-საზღვაო ძალების ძლიერი დაჯგუფებების შენარჩუნებასა და აშშ-ის მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების მნიშვნელოვანი ამაღლების მიღწევას მათთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის გზით. განვიხილოთ ეს საკითხები უფრო დაწვრილებით.
ჟურნალ ”იუნაითიდ სთეითს ენდ უოლდ რიფორთის” შეტყობინებით, 1970-იანი წლების შუახანებისთვის შეერთებულ სტატებს საზღვაგარეთ გააჩნდა 500 ათასზე მეტი ჯარისკაცი და ოფიცერი, და, გარდა ამისა, კიდე 100 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე სამსახურს გადიოდა მსოფლიოს სხვადასხვა რაიონში მყოფ სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებში. ასე, რომ, საზღვარგარეთ ინახავდნენ ამერიკული რეგულარული შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის 1/4-ზე (25%-ზე) მეტს. პენტაგონს ქვეყნის გარეთ გააჩნდა 330 მსხვილი სამხედრო ბაზა და დაახლოებით 2000 სხვადასხვა სამხედრო ობიექტი.
”ერთნახეარი ომების” კონცეფციის შესაბამისად, საზღვარგარეთულ ტერიტორიებზე მყოფი ამერიკული ჯარების ყველაზე უფრო მსხვილი დაჯგუფება შექმნილი იყო დასავლეთ ევროპაში. იგი მოითვლიდა 300 ათასზე მეტ ჯარისკაცსა და ოფიცერს. ამ დაჯგუფების სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობის რიცხოვნება შეადგენდა 190 ათასზე მეტ ადამიანს. როგორც უცხოურ პრესაში მიუთითებდნენ, სახმელეთო ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში შედიოდა ოთხი დივიზია, სამი ცალკეული ბრიგადა, ორი ცალკეული ჯავშანსაკავალერიო პოლკი, საველე არტილერიის ორი ჯგუფი, მართვადი რაკეტა ”პერშინგების” ბრიგადა (სამი დივიზიონი თითოეულში 36 გასაშვები დანადგარით), საჰაერო თავდაცვის სარდლობა (მოქმედების დიდი სიშორის საზენიტო მართვადი რაკეტების ”ნაიქ-ჰერკულესი” და საშუალო სიშორის რაკეტების ”ჰოქი” 12 დივიზიონი, დასავლური ტერმინოლოგიით _ ბატალიონი), საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილები. დასავლეთ ევროპაში განლაგებული ამერიკული სახემელეთო ჯარები შედიოდა ნატო-ს სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების სამოკავშირეო სახმელეთო ჯარების არმიების ცენტრალური ჯგუფის შემადგენლობაში, რომლის სარდალიც ამავე დროს იყო აშშ სახმელეთო ჯარების სარდალი ევროპაში.
ევროპულ ზონაში ამერიკული სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობის შემაგენლობაში შედიოდა: მე-3 საჰაერო არმია (დიდ ბრიტანეთში), 16-ე საჰაერო არმია (ესპანეთში), 17-ე საჰაერო არმია (დასავლეთ გერმანიაში) და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფი (თურქეთში). სულ სარდლობის შემაგენლობაში მოითვლებოდა დაახლოებით 500 საბრძოლო თვითმრინავი.
ხმელთაშუა ზღვაში მუდმივადაა ბაზირებული აშშ-ის მე-6 ფლოტი, რომელიც წარმოადგენს ნატო-ს დამრტყმელ სამხედრო-საზღვაო ძალებს სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე. ცივი ომის პერიდში პენტაგონის ხელმძღვანელები საიდუმლოდ არ ხდიდნენ იმას, რომ იგი განკუთვნილი იყო უწინარეს ყოვლისა საბჭოთა კავშირისა და ვარშავის ხელშეკრულების სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე განლაგებულ ობიექტებზე დარტყმების მისაყენებლად. გარდა ამისა, მე-6 ფლოტს ეკისრება ძირითადი ინსტრუმენტის როლი ახლო აღმოსავლეთში ნავთობის მონოპოლიების ინტერესების დასაცავად. ამავე მიზნებით ევროპაში ამერიკული შეიარაღებული ძალების დაჯგუფების შემადგენლობიდან ითვალისწინებდნენ ახლო აღმოსავლეთში სახმელეთო ჯარებისა და ტაქტიკური ავიაციის ნაწილებისა და ქვედანაყოფების გადასროლას.
ჟურნალ ”ნეიტოს ფიფთინ ნეიშნზის” შეტყობინებით, აშშ-ის მე-6 ფლოტის შემადენლობაში 1970-იანი წლების შუახანებში შედიოდა დაახლოებით 50 ხომალდი, მათ შორის ორი დამრტყმელი (მრავალმიზნობრივი) ავიამზიდი, რომელთა ბორტზეც იყო ჯამში 160-180 საბრძოლო თვითმრინავი (მათ შორის 50% ბირთვული იარაღის მატარებლები), მართვადი ხომალდსაწინააღმდეგო და საზენიტო შეიარაღების მქონე ორი კრეისერი (მრი კრეისერი) და 20-მდე საესკადრო ნაღმოსანი და ფრეგატი. მე-6 ფლოტის სადესანტო ხომალდებში მუდმივად იმყოფებოდა საზღვაო ქვეითი ჯარის გაძლიერებუ;ლი ბატალიონი. საერთაშორისო ვითარების გამწვავებისას მე-6 ფლოტის გაძლიერებას ვარაუდობდნენ აშშ-დან ხმელთაშუა ზღვაში ხომალდების დამატებითი რაოდენობის გადმოსროლის ხარჯზე. ასე, ლიბანში ამერიკული ინტერვენციის პერიოდში (1958 წელი) მე-6 ფლოტი მოითვლიდა 76 ხომალდს.
თავს უყრიდა რა ძირითად ძალისხმევას ევროპაში ომისთვის მზადებაზე, პენტაგონის ხელმძღვანელობა თავის გეგმებში მნიშვნელოვან ადგილს უთმობდა აგრეთვე შორეულ აღმოსალეთსა და წყნარი ოკეანის ზონას. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯ. ფორდმა 1975 წლის 7 დეკემბერს ჰონოლულუში თავისი მგზავრობის დროს გამოაცხადა ”ახალი წყნაროკეანური დოქტრინა”, რომელსაც საფუძვლად ედო ამერიკული სამხედრო ყოფნის შენარჩუნება მსოფლიოს ამ რეგიონში. და ვიეტნამში დამარცხების შემდეგ შერთებულ შტატებს სურდა გამოსულიყო წამყვანი ძალის სახით რაიონში, რომელიც ათას კილომეტზე მეტი მანძილით არის დაშორებული აშშ-ის დასავლეთ სანაპიროდან. ამ პოლიტიკაში იგი ორიენტირებული იყო იაპონიაზე, რომელიც აშშ-თან დაკავშირებული იყო სამხედრო ხელშეკრულებით, აგრეთვე განსაზღვრული ჰქონდა გამოეყენებია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობის საგარეო პოლიტიკაც, რომელიც გამოდიოდა შორეულ აღმოსავლეთში ამერიკული სამხედრო ყოფნის მომხრედ.
ამერიკული ჟურნალი ”იუნაითიდ სთეითს ნიუს ენდ უოლდ რიფორთი” წერდა: ”ჩინეთს, რომელიც ორი ათეული წლის განმალობაში ცდილობდა გაეგდო შეერთებული შტატები შორეული აღმოსავლეთიდან, ახლა სურს რომ ამერიკა დარჩეს ამ რეგიონში, ჩინეთის აზრით, განსაზღვრული რუსული ექსპანსიის საპირწონის სახით”.
”ერთნახევარი ომების” კონცეფციის შესაბამისად აშშ შორეულ აღმოსავლეთსა და წყნარი ოკეანის ზონაში ინახავდა სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების მნიშვნელოვან დაჯგუფებებს, აგრეთვე სახმელეთო ჯარების კონტინგენტებს, თვლიდა რა მათ საჭიროების შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანი ძალების გაშლის ბაზად.
უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, ჩრდილო-დასავლეთ აზიაში, წყნარი ოკეანის ზონასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში იმყოფებოდა ამერიკული ჯარები საერთო რიცხოვნებით დაახლოებით 200 ათასი ადამიანი, რომლებიც აღჭურვილი იყვნენ თანამედროვე იარაღის ყველა სახეობით, სარაკეტო-ბირთვულის ჩათვლით.
წყნარი ოკეანის ზონაში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობის შემაგენლობაში შედიოდა მე-5 და 13-ე საჰაერო არმიები, რომელთა დაქვემებარებაში შემავალი შენაერთებისა და ნაწილების შეიარაღებაში მოითვლებოდა დაახლოებით 500 თვითმფრინავი, მათ შორის 300-მდე საბრძოლო ტვითმფრინავი F-4, F-111 და სხვები.
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში წარმოდგენილი იყო მე-7 ფლოტითა და სზძ -ის შენაერთებით, რომლებიც დისლოცირებული იყვნენ იაპონიასა და ოკეანეთში შეერთებული შტატების სამფლობელო კუნძულებზე. მე-7 ფლოტი წარმოადგენს ამერიკული სზძ -ის მსხვილ მეწინავე დამრტყმელ დაჯგუფებას. 1970-იან წლებში იგი მოითვლიდა 70-ზე მეტ ხომალდსა და საგემბანო ავიაციის დაახლოებით 300 თვითმფრინავს. ფლოტის საავიამზიდო დამრტყმელ შენაერთში ჩვეულებრივ შედიოდა სამი დამტყმელი (მრავალმიზნობრივი) ავიამზიდი. იაპონიაში კ. ოკინავაზე დისლოცირებული იყო საზღვაო ქვეითი ჯარის დივიზია და საავიაციო ფრთა (დაახლოებით 250 საბრძოლო თვითმრინავი).
ამერიკული სახმელეთო ჯარების კონტინგენტები იყო სამხრეთ კორეასა და იაპონიაში, აგრეთვე ჰავაის კუნძულებზე. სამხრეთ კორეაში განლაგებული იყო ქვეითი დივიზია, რეაქტიული ჭურვების სარლობა (მართვადი რაკეტების ”სერჟანტი” დივიზიონი და უმართავი რაკეტების ”ონესთ ჯონი” დივიზიონი), საზენიტო მართვადი რაკეტების ბრიგადა (ზმრ ”ნაიქ-ჰერკულესების” დივიზიონი და ზმრ ”ჰოქების” სამი დივიზიონი), ზურგის უზრუნველყოფის ნაწილები. ყველა ეს შენაერთი და ნაწილი გაერთიანებული იყო მე-8 საველე არმიაში. იაპონიაში დისლოცირებული იყო საარმიო კორპუსის შტაბი და ზურგის უზრუნველყოფის ზოგიერთი ნაწილი და ქვედანაყოფი. ჰავაის კუნძულებზე იმყოფებოდა ორბრიგადიანი შემადგენლობის ქვეითი დივიზია, რომელიც ემორჩილებოდა აშშ-ის სახმელეთო ჯარების სარდლობას ქვეყნის კონტინენტურ ნაწილში (სხვანაირად მას უწოდებდნენ დამრტყმელ სარდლობას ან მზადყოფნის ჯარების სარდლობას).
დასავლეთ ევროპასა და აზიაში შეიარაღებული ძალების ძირითად დაჯგუებებთან ერთად შეერთებულ შტატებს გააჩნდა თავისი ჯარების გარკვეული კონტინგენტები ლათინური ამერიკის ქვეყნებში (პანამა, პუერტო-რიკო, ბაზა გუანტანამო კუბაში), კანადაში, კ. გრენლანდიასა და ბერმუდის კუნზულებზე, აფრიკაში (მაროკო, ეთიოპია), ირანსა და ანტარქტიდაში.
რეგულაული სახმელეთო ჯარებისა და ტაქტიკური ავიაციის მსხვილ დაჯგუფებებს ინახავდნენ აშშ-ის კონტინენტურ ნაწილში, რომელიც შეადგენდა სტრატეგიულ რეზერვს. ეს ჯარები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ემორჩილებოდა მზადყოფნის ჯარების გაერთიანებულ სარდლობას და განკუთვნილი იყო უწინარეს ყოვლისა ევროპაში გამოსაყენებლად, როგორც ამას მოითხოვდა ”ერთნახევარი ომების” სტრატეგიული კონცეფცია. გარდა ამისა, ამ სარდლობას ეკისრებოდა პასუხისმგებლობა ლოკალური ომების წარმოებაზე აფრიკის კონტინენტზე და დედამიწის ნებისმიერ სხვა რაიონებში, რომლებიც არ შედიოდა სხვა გაერთიანებული სარდლობების პასუხისმგებლობის ზონაში.
აშშ-ის კონტინენტურ ნაწილში სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში მოითვლებოა ორი საარმო კორპუსის შტაბი, შვიდი დივიზია, სამი ცალკეული ბრიგადა, ცალკეული ჯავშანსაკავალერიო პოლკი, საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილები და ქვედანაყოფები.
ტაქტიკური ავიაციის შემაგენლობაში შედიოდა ორი საჰაერო არმია (მე-9 და 12-ე), რომლებიც მოითვლიდა 1000-მდე საბრძოლო თვითმფრინავს, ხოლო მათგან 800-ზე მეტი განკუთვნილი იყო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ პირველი თვის განმავლობაში ევროპაში გადმოსასროლად.
აშშ-ის კონტინენტურ ნაწილში განლაგებულ სამხედრო-საზღვაო ბაზებში ბაზირებული იყო სზძ -ის ძირითადი კლასების დაახლოებით 170 ხომალდი, რომელთაგან ნაწილი შტაბების უფროსთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, შესაძლოა ჩაერთოთ მზადყოფნის ჯარების სარდლობის შემადგენლობაში. აქვე განლაგებული იყო აგრეთვე საზღვაო ქვეითი ჯარის ორი დივიზია, შეიარაღებული ძალების ორგანიზებული რეზერვის შენაერთები და ნაწილები (სახმელეთო ჯარებისა და სჰძ -ის ეროვნული გვარდია და რეზერვი, სზძ -ის რეზერვი) და ზღვითა და ჰაერით ჯარების გადასრლის ძალებისა და საშუალებების ძირითადი ნაწილები.
აშშ-ის ტერიტორიაზე განლაგებული ორგანიზებული რეზერვის შენაერთები და ნაწილები, რეგულარული ჯარების მსგავსად, განკუთვნილი იყო ძირითადად ევროპულ ომთ-ებზე გადმოსასროლად. უმთავრესად ცენტრალურ ევროპაში, სასწრაფოდ ბოლომდე დაკომპლექტებისა და მოკლე მომზადების შემდეგ. უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, სახმელეთო ჯარებისა და სჰძ -ის სარეზერვო კომპონენტების შემაგენლობაში 1970-იან წლებში შედიოდა არმიის (სახმელეთო ჯარების) ეროვნული გვარდიის რვა საბრძოლო დივიზია და 18 ცალკეული საბრძოლო ბრიგადა, არმიის რეზერვის 13 სასწავლო დივიზია და სამი ცალკეული საბრძოლო ბრიგადა; სჰძ -ის ეროვნული გვარდიის დაახლოებით 650 საბრძოლო თვითმფრინავი და სჰძ -ის რეზერვის 120 თვითმრინავი. სზძ -ის რეზერვში შედიოდა შემდეგი ძირითადი ხომალდები: ორი დამრტყმელი და ოთხი ნავსაწინააღმდეგო თავდაცვის ავიამზიდი, ექვსი მრი კრეისერი, ოთხი სახაზო ხომალდი, 12 მძიმე კრეისერი, ორი მრი მსუბუქი კრეისერი, 43 საესკადრო ნაღმოსანი, 33 ფრეგატი, 82 ტრალერი, 74 სადესანტო ხომალდი და სხვები. საზღვაო ქვეითი ჯარის რეზერვში _ ერთი საექსპედიციო დივიზია.
ჩრდილოამერიკული კონტინენტიდან ზღვისმიღმა ომთ-ებზე ჰაერითა და ზღვით ჯარების მსხვილი კონტინგენტების, საბრძოლო ტექნიკისა და ტვირთების სტრატეგიული გადასროლებისთვის აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში იყო სპეციალურად ამ მიზნებისთვის განკუთვნილი ძალები და საშუალებები. ასე, უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, სამხედრო-სატრანსპორო საავიაციო სარდლობას (სტას) ტაქტიკური საავიაციო სარდლობიდან (ტას) მის შემაგენლობაში გადაცემული 230 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმრინავის C-130 ”ჰერკულესი”, 1970-იანი წლების შუახანებში გააჩნდა დაახლოებით 900 თვითმფრინავი, მათ შორის დაახლოებით 350 სტრატეგიული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი C-5A ”გელექსი” და C-141 ”სთარლიფტერი”.
საზღვაო გადაზიდვების სარდლობა იმავე ხანებში ცალკეული სარდლობის უფლებით შედიოდა სზძ -ის შემაგენლობაში და გააჩნდა სატრანსპორტო და სხვა გემების მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომელთაც შეეძლოთ ზღვით ჯარებისა და ტვირთების მსხვილი გადასროლების განხორციელება.
ზოგადი დანიშნულების ძალების დაჯგუფებების, მათ შორის სარეზერვო კომპონენტების, საბრძოლო მზადყოფნის მაღალ ხარისხში შენარჩუნებისთვის ამერიკული სარდლობა ატარებდა ღონისძიებათა ფართო კომპლექსს როგორც ეროვნულ მასშტაბში, ისე თავის მოკავშირეებთან ერთობლივად. ეს ღინისძიებები მიმართული იყო უწინარეს ყოვლისა ამერიკული ჯარების მეწინავე დაჯგუფებების მიმართ ”ერთნახევარი ომების” კონცეფციის მოთხოვნების შესრულებასა და ევროპაში ”დიდი ომის” წარმოებისთვის შეიარაღებული ძალების გაშლის უზრუნელყოფაზე.
”ერთნახევარი ომების” კონცეფცია განსაზღვრავდა ძირითად მოთხოვნებს ზოგადი დანიშნულების ძალების შემდგომი სრულყოფის, მისი დამრტყმელი ძლიერების ზრდისა და მობილურობის ამაღლებისადმი. ამ მიზნებით გამოყოფდნენ მსხვილ ფულად სახსრებს. თუკი 1975/76 ფინანსურ წელში ზოგადი დანიშნულების ძალებზე ამერიკის სამხედრო ბიუჯეტში ასიგნებული იყო 28,2 მლრდ. დოლარი, 1976/77 ფინანსურ წელში ეს თანხა გაზარდეს 36 მლრდ. დოლარამდე.
1970-იანი წლების მეორე ნახევარში ამერიკული სახმელეთო ჯარების მშენებლობაში ძირითად ტენდენციას წარმოადგენდა მისი დამრტყმელი ძლიერებისა და მობილურობის ამაღლება პირადი შემადგენლობის რიცხოვნების არსებითად გაზრდის გარეშე. უცხოური პრესის მონაცემებით, ზურგის ნაწილებისა და მართვის ზედმეტი ორგანოების შემცირების ხარჯზე ზრდიდნენ საბრძოლო შენაერთების, ნაწილებისა და ქვედანაყოფების რაოდენობას. კერძოდ, რეგულარული არმიის დივიზიების რაოდენობა 1977 წელში უნდა გაეზარდათ სამი ერთეულით (13-დან 16 დივიზიამდე). იმავე ხანებში გეგმავდნენ სახმელეთო ჯარების სატანკო ფარეხის 5000 ერთეულით გაზრდასა და მის 13 ათას მანქანამდე მიყვანას. 1980 წლისთვის საარმიო ავიაციის ფარეხი უნდა გაეზარდათ 18 ათას თვითმფრინავსა და ვერტმფრენამდე (1976-ში მასში მოითვლებოდა 11 ათასი საფრენი აპარატი).
სახმელეთო ჯარების შეიარაღების სრულყოფისას ძირითად ძალისხმევას მიმართავდნენ საცეცხლე ზლიერების, ძვრადობის, სროლის სიშორისა და სიზუსტის ამაღლებაზე, იარაღის ნიმუშების ზომების შემცირებასა და მომსახურე გათვლების ნომრების (ეკიპაჟების წევრთა) რიცხვის შემცირებაზე. სახმელეთო ჯარებში აგრძელებდნენ საკორპუსო და სადივიზიო რგოლის მართვადი რაკეტების ახალი სისტემის ”ლანსი” მიწოდებას (სროლის სიშორე 120 კმ, ბირთვული სათავო ნაწილის სიმძლავრე ტროტილის ექვივალენტის 50 კტ-მდე), რომლითაც ცვლიდნენ მოძველებულ მართვად რაკეტებს ”სერჟანტი” და უმართავ რაკეტებს ”ონესთ ჯონი”. ნაწილებსა და შენაერთებში ზრდიდნენ ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების რაოდენობას უმთავრესად სხვადასხვა ტიპის ტანკსაწინააღმეგო მართვადი რაკეტების გასაშვები დანადგარების ხარჯზე, რომელთა ნაწილს განალაგებდნენ საცეცხლე მხარდაჭერის ვერტმრენებზე AH-1 ”კობრა”.
უცხოური სამხედრო ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, 1970-იანი წლების მეორე ნახევარში, სახმელეთო ჯარებისთვის პირველი რიგის პროგრამების სახით შეიმუშავებდნენ შემდეგ ახალ ნიმუშებს: ძირითად საბრძოლო ტანკს XM1, რომელიც გამორჩეული უნდა ყოფილიყო დიდი ცეცხლის ძლიერებით, სიცოცხლისუნარიანობითა და მობილურობით (შემდგომში ტანკი M1 ”აბრამსი” და მისი მოდიფიკაციები); ქვეითთა საბრძოლო მანქანას MIRV, რომელსაც ქვეითი ჯარისთვის უნდა მიეცა ბრძოლის წარმოების საშუალება ძნელად მისასვლელ ადგილას (შემდგომში ქვეითთა საბრძოლო მანქანა M-2 ”ბრედლი” და საბრძოლო სადაზვერვო მანქანა M-3 ”ბრედლი”); შორი მოქმედების საზენიტო სარაკეტო კომპლექსს SAM-D, რომელსაც უნდა უზრუნველეყო მოწინააღმდეგის საჰაერო მიზნების საიმედო დაზიანება (შემდგომში საზენიტო სარაკეტო კომპლექსი ”პეტრიოტი”); საცეცხლე მხარდაჭერის ვერტმფრენს AAH, რომელსაც შეეძლებოდა მოქმედება დღეღამის ნებისმიერვ დროსა და ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში (შემგომში დამრტყმელი ვერტმფრენი AH-64 ”აპაჩი” და მისი მოდიფიკაციები); ზოგადი დანიშნულების სატრანსპორტო ვერტმფრენს UTTAS (შემდგომში ზოგადი დანიშნულების ვერტმფრენი UH-60 ”ბლექ ჰოქი”). ყველა ესენი შეიმუშავეს ბოლომდე და წარმოადგენდნენ სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების უახლეს და უსრულყოფილეს ამერიკულ ნიმუშებს 1980-იანი წლების მანძილზე, ხოლო მათი შემდგომი მოდიფიკაციები დღესდღეობითაც ძირითად შეიარაღებას წარმოადგენს ამერიკულ არმიაში.
ტაქტიკურ ავიაციაში მისი დამრტყმელი ძლიერების შემდგომი ამაღლების გეგმების შესაბამისად ამერიკული სარდლობა 1970-იანი წლების მეორე ნახევარში ატარებდა შემდეგ ღონისძიებებს თვითმფრინავების ფარეხის სრულყოფისა და განახლებისთვის:
_ საბრძოლო ნაწილებს შეიარაღებაში აწვდიდნენ ახალ ტაქტიკურ გამანადგურებლებს F-15 ”იგლი” (eagle _ ”არწივი”), რომელიც განკუთვნილი იყო ძირითადი საბრძოლო თვითმრინავების F-4 ”ფანტომ-2” შესაცვლელად (სულ შეკვეთილი ჰქონდათ 729 ასეთი მანქანა);
_ სერიული წარმოებისთვის ამზადებდნენ მსუბუქ გამანადგურებელს F-16 ”ფაითინგ ფალკონი” (”მებრძოლი შევარდენი”) და უშუალო საავიაციო მხარდაჭერის თვითმფრინავს (მოიერიშე თვითმფრინავს) A-10 ”თანდერბოლთ-2” (ქართულად ნიშნავს ”მეხისმტყორცნელს”);
_ მოდერნიზებას უტარებდნენ საავიაციო იარაღს, განსაკუთრებით ”ჰაერი-ჰაერი” და ”ჰაერი-მიწა” კლასების მართვად რაკეტებს, მართვად საავიაციო ბომბებს, აგრეთვე ბრძოლის ველის დანაღმვის საავიაციო სისტემებს.
როგორც მიუთითებდა ჟურნალი ”ფლაით ინტერნეშენლი”, ამერიკული ტაქტიკური ავიაცია 1970-იანი წლების შუახანებში ახლოს იყო შენაერთებისა და ნაწილების მთლიანად უახლესი საავიაციო ტექნიკითა და იარაღით გადაიარაღების დასრულებასთან.
ამერიკული სამხედრო-საზღვაო ძალები ვითარდებოდა შეერთებულ შტატებსა და დასავლეთ ევროპას, აგრეთვე შეერთებულ შტატებსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას შორის საზღვაო კომუნიკაციების უზრუნველყოფის მოთხოვნების შესაბამისად. ”ერთნახევარი ომების” კონცეფცია მისგან მოითხოვდა აგრეთვე მოკავშირეების ფლოტებთან ერთობლივად ატლანტიკაში ბატონობის მოპოვებას. 1970-იან წლებში მიმდინარე გრძელვადიანი ხომალდსამშენებლო პროგრამები ითვალისწინებდა ”ჩესტერ უ. ნიმიცის” ტიპის დამრტყმელი ატომური ავიამზიდების, ატომური სატორპედო წყალქვეშა ნავების, უნივერსალური სადესანტო და სხვა ხომალდების (მართვადი სარაკეტო იარაღის მატარებლების) შემდგომ მშენებლობას. დიდ სამუშაოებს აწარმოებდნენ წყალქვეშა ნავების აღმოჩენისა და მათთან ბრძოლის ახალი საშუალებების შექმნის სფეროში. სზძ -ის ავიაციას აიარაღებდნენ ახალი საგემბანო გამანადგურებლებით F-14 ”თომქეთი” და საგემბანო ნავსაწინააღმდეგო თვითმფრინავებით ”ვიკინგი”.
საზღვაო ქვეითი ჯარის შეიარაღებაში აწვდიდნენ ახალ ტანკებს, მუხლუხიან მცურავ ჯავშანტრანსპორტერებს, სატრანსპორტო ყველგანმავლებსა და თვითმავალ არტილერიას. საზღვაო ქვეითი ჯარის ავიაციის აღჭურვას აგრძელებდნენ ვერტიკალური ან მოკლე აფრენისა და დაჯდომის უნარის მქონე თვითმფრინავებით ”ჰარიერი”.
პირადი შემადგენლობის მიღების სისტერმის განვითარებისა და ზოგადი დანიშნულების ძალების ყველა ნაწილის ჩამოყალიბებაში 1970-იანი წლების მეორე ნახევარში განმსაზღვრელ ტენდენციას წარმოადგენდა მისი მთლიანად პროფესიულად გადაკეთება. 1973 წელს დაასრულეს მთლიანი გადასვლა ნებაყოფლობით საფუძველზე დაკომპლექტების სისტემაზე.
ამერიკული სარდლობა, ახორციელებდა რა ზოგადი დანიშნულების ძალების დაჯგუფებების შესალო ომისთვის მზადებას, მნიშნელოვან ადგილს მასში უთმობდა სხვადასხვანაირი მასშტაბების მრავალრიცხოვან სწავლეებსა და მანევრებს, რომლებსაც ატარებდნენ როგორც დამოუკიდებლად (ამერიკული შენართებისა და ნაწილებისთვის), ისე სხვა ქვეყნების ჯარებთან ერთობლივადაც სამხედრო ბლოკებისა და დაჯგუფებების სისტემაში. ამ სწავლებებში ამუშავებდნენ სტრატეგიული რეზერვის (მზადყოფნის გაერთიანებული სარდლობისადმი დაქვემდებარებული ჯარების) შენაერთების, ნაწილებისა და ქვედანაყოფების ზღვისმიღმა ომთ-ებზე გადასროლების საკითხებს, სრულყოფდნენ საბრძოლო მოქმედებების წარმოების ფორმებსა და ხერხებს ბრძოლის როგორც ჩვეულებრივი ისე ბირთვული საშუალებების გამოყენებით.
საბჭოთა ავტორების შეფასებით, ”ერთნახევარი ომების” კონცეფცია, ისევე როგორც მთლიანობაში ”რელისტური დაშინების” სტრატეგია შეიარაღებაში აიღეს იმისთვის, რათა განემტკიცებიათ აშშ-ის ხელმძღვანელი როლი მის მიერვე შექმნილ სამხედრო ბლოკებში, მობილიზაცია ჩაეტარებიათ თავიანთი მოკავშირეების ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალებითვის საბჭოთა კავშითან და მის მოკავშიერებთან, აგრეთვე ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობებთან და კაპიტალისტური სახელმწიფოების მშრომელებთან საბრძოლველად, რომლებიც გამოდიოდნენ სოციალური განთავისუფლების მოთხოვნებით. ამ მიზნების მისაღწევად, საბჭოთა ავტორების სიტყვით, აშშ-ის იმპერიალისტური წრეები მუდმივად ზრდიდნენ ამერიკული შეიარაღებული ძალების, და კერძოდ მისი ზოგადი დანიშნულების ძალების, საბრძოლო შესაძლებლობებს, უმთავრესად ამ უკანასკნელის ყველა შემადგენელი ნაწილის, და უწინარეს ყოვლისა ზღვისმიღმა ტერიტორიებზე განლაგებული მეწინავე დაჯგუფებების ხარისხობრივი სრულყოფის გზით.
(გაგრძელება _ იხილეთ ნაწილი IV)
მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment