(ნაწილი II)
V. „მოქნილი რეაგირების“ სტრატეგია 1970-იან წლებში
(ნატო-ს სამხედრო სპეციალისტების შეხედულებებით)
აშშ-ში არ გააჩნიათ სამხედრო დოქტრინა _ დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნებოდა სახელმწიფოს წინაშე მდგარი სამხედრო ამოცანები და აქედან გამომდინარე, შეიარაღებული ძალების მშენებლობის ძირითადი მიმართულებები. სამხედრო დოქტრინის მაგივრობას სწევს ერთდროულად რამოდენიმე დოკუმენტი, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია მოცემულ ეტაპზე ქვეყანაში მიღებული სამხედრო სტრატეგია. 1950-იან წლებსა და 60-იანების დასაწყისში, იმის გამო, რომ აშშ-ს დიდი უპირატესობა გააჩნდა საბჭოთა კავშირზე ბირთვულ შეიარაღებაში, ძირითადად ბირთვული იარაღის გადამტან სტრატეგიულ მძიმე ბომბდამშენებში, ამიტომ პენტაგონის შეთავაზებით პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და კონგრესის მიერ მიღებული იყო ე. წ. „მასირებული ბირთვული ნაცვალგების“ სამხედრო სტრატეგია. იგი ითვალისწინებდა საბჭოთა კავშირთან და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციასთან ნებისმიერი კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში მის დაუყოვნებლივ გადაზრდას (ესკალაციას) საყოველთაო ბირთვულ ომად უკვე საწყის ეტაპზე სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების თითქმის ერთდროული და მასირებული გამოყენებით.
1960-იანი წლების პირველი ნახევრისთვის საბჭოთა კავშირის მიერ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტებისა და მათთვის ბირთვული ქობინების დიდი რაოდენობით წარმოებისა და საშახტო გასაშვებ დანადგარებში განლაგების შედეგად დამყარდა ერთგვარი პარიტეტი ამერიკულ და საბჭოთა სტრატეგიულ შეტევით ბირთვულ შეიარაღებაში. საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა მმართველი წრეების მხრიდან საყოველთაო სარაკეტო-ბირთვული ომის უპერსპექტივობის, დაპირისპირებული სამხედრო-პოლიტიკური ბლოკების მონაწილე სახელმწიფოთა მშვიდობიანი თანაარსებობის, საერთაშორისო ურთიერთობებში დაძაბულობის განუხტვის წინადადებებისა და შესაბამისი ოფიციალური საგარეო პოლიტიკის გატარების შედეგად მსოფლლიო საზოგადოებრიობის სიმპათიები და შესაბამისად საერთაშორისო არენაზე ძალთა განლაგება თანდათანობით იცვლებოდა საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ. ამას ემატებოდა საბჭოთა-ამერიკული ბრძოლა მესამე მსოფლიოსა და სამხედრო ბლოკებისადმი მიუმხრობელ ქეყნებში თავიანთი გავლენის გასავრცელებლად.
ასეთ პირობებში 1960-იანი წლების დასაწყისში აშშ-ში მიიღეს „მოქნილი რეაგირების“ სამხედრო სტრატეგია, რომელიც საერთოდ არ უარყოფდა ტაქტიკური, ოპერატიული და სტრატეგიული ბირთვული იარაღის მასირებულ გამოყენებას, მაგრამ მას უკვე განიხილავდა როგორც უკიდურეს ზომას, მანამდე კი უპირატესობას ანიჭებდა საკუთარი სამხედრო-პოლიტიკური მიზნების მიღწევას არა საყოველთაო სარაკეტო-ბირთვული ომის, არამედ შეზღუდული ჩვეულებრივი ან ბირთვული ომების მეშვეობით, უპირატესად ომის თეატრზე (მაგალითად, ევროპაში) გამოსადეგი ტაქტიკური და ოპერატიული დანიშნულების ბირთვული შეიარაღების (ატომური არტილერია, ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები, ტაქტიკური ბომბდამშენი და მოიერიშე ავიაცია) გამოყენებით.
ამის შესახებ საბჭოთა ავტორები წერდნენ, რომ ერთი სტრატეგიის მეორეთი შეცვლის მთავარ მიზეზს წარმოადგენდა ბირთვული ომის წარმოებაში აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის შესაძლებლობათა თანაფარდობის მკვეთრი ცვლილება. როდესაც სსრკ-მა მიაღწია უზარმაზარ წარმატებებს სარაკეტო-ბირთვული იარაღის განვითარებაში, ამერიკული კონტინენტი აღმოჩნდა საბჭოთა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების მიღწევადობის სფეროში. აშშ-ის მიერ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის მასირებულ გამოყენებას შეეძლო გამოეწვია აშშ-ის ტერიტორიაზეც საბჭოთა სარაკეტო-ბირთვული ძალების გამანადგურებელი საპასუხო დარტყმა. ასეთნაირად, „მასირებული ნაცვალგების“ სტრატეგია ახალ პირობებში აღმოჩნდა ვერშემდგარი, სახიფათო, შეერთებული შტატების მმართველი წრეებისთვის პოლიტიკური მიზნების მიღწევის უზრუნველყოფაში უუნარო, რის გამოც იგი შეცვალეს „მოქნილი რეაგირების“ სტრატეგიით.
მაგრამ ახალ სამხედრო სტრატეგიას არ შეუცვლია უწინდელი სტრატეგიის პოლიტიკური არსი, შეინარჩუნა მისი სამხედრო მხარის ძირითადი დებულებებიც, მხოლოდ გააფართოვა შეხედულებები ომების ხასიათსა და მათი წარმოების ხერხებზე.
ამერიკელებმა თავიანთი ახალი სამხედრო სტრატეგია სახელმძღვანელოდ შესთავაზეს ნატო-ს წევრ ევროპულ სახელმწიფოებსაც, სადაც ამ სიახლემ პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი უკმაყოფილება გამოიწვია. ევროპელებმა ამაში დაინახეს ამერიკელთა სურვილი, რომ ვარშავის ბლოკის სახელმწიფოებთან მოსალოდნელი ომი შეეზღუდათ ევროპის კონტინენტით, ხოლო საკუთარი ქვეყნისთვის აერიდებიათ ბირთვული იარაღის დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედება, თანაც სტრატეგიულ მასშტაბებში. სამაგიეროდ ამ ფაქტორების ზემოქმედება _ დარტყმის ტალღა, სინათლის გამოსხივება, მძლავრი ელექტრო-მაგნიტური იმპულსი, შემღწევი რადიაცია და გარემოს რადიოაქტიური დასნებოვნება _ ვერ აცდებოდა ევროპის კონტინენტს და, შესაბამისად, აშშ-ის დასავლეთევროპელ მოკავშირეებსაც.
გარდა ამისა, როდესაც 1949 წლის აპრილში იქმნებოდა ჩრდილოატლანტიკური კავშირი (ნატო), მაშინ მის სამხედრო სტრატეგიას საფუძვლად დაუდეს ე.წ. „ფარისა და მახვილის“ პრინციპი. ამ პრინციპის მიხედვით, საბჭოთა კავშირთან და აღმოსვლეთ ევროპის სახელმწიფოებთან მოსალოდნელი საყოველთაო ბირთვული ომის შემთხვევაში „ფარის“ როლი უნდა ეთამაშა ნატო-ს ევროპული სახელმწიფოების კოალიციურ სახმელეთო ჯარებსა და მათ მხარდამჭერ ტაქტიკურ ავიაციასა და სამხედრო-საზღვაო ძალებს. მხოლოდ ამ საშუალებების გამოყენებით ომის წარუმატებლად წარმოების შემთხვევაში უნდა ამოქმედებულიყო ნატო-ს ბლოკის „მახვილიც“ _ აშშ-ის სტრატეგიული ბომბდამშენი ავიაცია, რომელიც მასირებულ ბირთვულ დაბომბვებს განახორციელებდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიის სიღრმეში. შემდეგ მალევე აშშ-ისა და ალიანსის ხელმძღვანელობამ მიიღეს ჩვენთვის უკვე ცნობილი „მასირებული ნაცვალგების“ სამხედრო სტრატეგია, რომელიც კვლავ ინარჩუნებდა „ფარისა და მახვილის“ უწინდელ პრინციპს.
მდგომარეობა რადიკალურად იცვალებოდა ნატო-ს ბლოკში „მოქნილი რეაგირების“ სტრატეგიის მიღების შემდეგ. ახლა ამერიკული ხელმძღვანელობა სთავაზობდა ალიანსის სახმელეთო ჯარების, მისი მხარდამჭერი ტაქტიკური საბრძოლო ავიაციისა და სამხედრო-საზღვაო ძალების, აგრეთვე ომის თეატრზე ოპერატიული და ტაქტიკური ბირთვული იარაღის რაოდენობისა და მნიშვნელობის გაზრდას, რომლებსაც უნდა ეწარმოებინათ ძირითადი საბრძოლო მოქმედებები და შეესრულებინათ ალიანსის „მახვილის“ როლი, ხოლო ამერიკული სტრატეგიული ბირთვული შეიარაღება იძენდა უკვე თავად აშშ-ის ბირთვული “ფარის“ როლს, რათა საბჭოთა კავშირს, მისი ტერიტორიის საპასუხო ბირთვული დაბომბვის შიშით, თავი შეეკავებინა აშშ-ზე პირდაპირი სარაკეტო-ბირთვული დარტყმის მიყენებისგან.
სწორედ ამით იყო გამოწვეული დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა უკმაყოფილება ამერიკული „მოქნილი რეაგირების“ სტრატეგიის ნატო-ს კოალიციურ სტრატეგიად მიღებასთან დაკავშირებით. საფრანგეთი 1960-იანი წლების შუახანებში გავიდა ბლოკის სამხედრო ორგანიზაციიდან და მიიღო ყველა მიმართულებაზე თავდაცვის სამხედრო დოქტრინა, რომელიც გულისხმობდა ომის წარმოების შესაძლებლობას დამოუკიდებლად, ალიანსის შემადგენლობაში ვარშავის ბლოკის წინააღმდეგ და ნატო-ს ბლოკის რომელიმე სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ჯგუფის წინააღმდეგაც. ნატო-ს ბლოკის კოალიციური შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მონაწილეობაზე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილება უნდა მიეღო თავად საფრანგეთის ხელისუფლებას.
ნატო-ს ბლოკის სამხედრო ორგანიზაციიდან გასული საფრანგეთი ცდილობდა დასავლეთევროპული კავშირის ფარგლებში დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა უფრო მეტი დაახლოებისთვის ზრუნვასა და აშშ-ზე დასავლეთ ევროპის სამხედრო დამოკიდებულების დასუსტებას. მაგრამ დიდ ბრიტანეთსა და დასავლეთ გერმანიას იმ პერიოდში საფრანგეთისკენ შემხვედრი ნაბიჯები არ გადაუდგამთ. დიდი ბრიტანეთი ტრადიციულად ითვლება ძირითადად „ანგლოსაქსური წარმოშობის“ აშშ-ის უფრო მჭიდრო მოკავშირედ ნატო-ს ბლოკში, ხოლო გფრ იმ ხანად დაკავებული იყო აღმოსავლეთ გერმანიის შემოერთების პრობლემით, თანაც ნატო-ს სამხედრო ორგანიზაციიდან საფრანგეთის გასვლის შემდეგ დასავლეთ გერმანიას უჩნდებოდა ალიანსის კოალიციური სამხედრო მმართველობის ორგანოებში უფრო მეტი საკუთარი სპეციალისტის გაყვანის შესაძლებლობა, და ამ მხრივ სერიოზული ბრძოლები უწევდა დიდი ბრიტანეთის ანალოგიურ მისწრაფებებთან.
ნატო-ს მცირე სახელმწიფოებს უფრო ნაკლებად შეეძლოთ ევროატლანტიკური და ევროპული მასშტაბებით საკუთარი დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება, ასევე თურქეთსა და იტალიას. შესაბამისად, 1960-იანი წლების შუახანებში ნატო-ში კოალიციურ სამხედრო სტრატეგიად მიიღეს „მოქნილი რეაგირების“ სტრატეგია, რომელსაც უნდა გაეთვალისწინებია გფრ-ის ტერიტორიის აღმოსავლეთ საზღვრისპირა რაიონებში „მეწინავე მიჯნებზე“ თავდაცვის სტრატეგიული კონცეფცია და ამვე დროს ნატო-ს ბლოკის ყველა შემდგომ პოლიტიკურ დოკუმენტში დაფიქსირებული უნდა ყოფილიყო ორი გერმანიის გაერთიანების მოთხოვნა. მოქნილი რეაგირების კოალიციური სტრატეგია წარმოადგინა ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა არმელმა, ამიტომ ამ სტრატეგიის სოციალურ-პოლიტიკურ შემადგენელ ნაწილს „არმელის დოქტრინასაც“ უწოდებენ. ახლა ისევ შეერთებულ შტატებს დავუბრუნდეთ.
ამერიკელი და ნატო-ში მათი მომხრე სპეციალისტები ამტკიცებდნენ, რომ ძველი სამხედრო სტრატეგიისგან განსხვავებით ახალი იძლეოდა ომის წარმოების ხერხებისა და საშუალებების „არჩევის“ შესაძლებლობას. თუკი „მასირებული ნაცვალგების“ სტრატეგია ითვალისწინებდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მხოლოდ საყოველაო ბირთვული ომის წარმოებას, „მოქნილი რეაგირების“ სტრატეგია ასეთი ომის გარდა უშვებდა შეზღუდული (ლოკალური) ომების წარმოებასაც არა მხოლოდ მეორეხარისხოვან საომარ მოქმედებათა თეატრებზე (ომთ), როგორც ამას ადრე განმარტავდნენ, არამედ ევროპაშიც, ნატო-ს ბლოკის ქვეყნებსა და ვარშავის ხელშეკრულების სახელმწიფოებს შორის. უფრო მეტიც, შეზღუდულ შეიარაღებულ კონფლიქტებს ბირთვული იარაღის გამოყენების გარეშე ან მისი გამოყენებით, აცხადებდნენ ახლა მომავალი ომების ყველაზე უფრო შესაძლო ფორმებად.
ამერიკელები არწმუნებდნენ თავიანთ მოკავშირეებს იმაში, რომ „მოქნილი რეაგირების“ სტრატეგია საშუალებას მისცემდა დასავლეთის ქვეყნებს აერჩიათ მოქმედებათა ყველაზე უფრო შესაფერისი ვარიანტები, მანამდე, სანამ გადავიდოდნენ საყოველთაო ბირთვულ ომზე. საბჭოთა ავტორები აღნიშნავდნენ, რომ ახალი სტრატეგიის შეთავაზებისას ამერიკელები, ბუნებრივია, არ არკვევდნენ თავიანთ პარტნიორებს იმ ანგარიშებში, რომლებსაც აგებდნენ იმ ვარაუდზე, რომ შეზღუდულ შეიარაღებულ კონფლიქტებს შეუძლია გამოიწვიოს ქვეყნების გამარჯვება ან დამარცხება მხოლოდ იმ ომთ-ების ფარგლებში, რომლებზედაც ისინი იქნა გაჩაღებული. აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობა თვლიდა, რომ ევროპაში გაჩაღებული ომი არ გავრცელდებოდა მის ტერიტორიაზე.
საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების სიტყვით, „მოქნილი რეაგირების“ სტრატეგიის ავტორები ვარაუდობდნენ, რომ ზღვისმიღმა ომთ-ებზე შეზღუდული ომების წარმოება არა მხოლოდ საშუალებას მისცემდათ თავიდან აერიდებიათ აშშ-ის ტერიტორიაზე საპასუხო დარტყმები საბჭოთა კავშირის მხრიდან, არამედ იმავე დროს უზრუნველყოფდა ამერიკის სწრაფ შეიარაღებულ ჩარევას სხვა ხალხების საქმეებში იქ და მაშინ, სად და როდესაც აშშ-ის მმართველი წრეებისთვის შეუძლებელი იქნებოდა დასახული მიზნების მიღწევა სხვა საშუალებებით. აქედან გამომდინარე, საბჭოთა ავტორების დასკვნით, ახალი სტრატეგია თავისი აგრესიულობით არა თუ არ ჩამოუვარდებოდა უწინდელს, არამედ პირიქით, აღემატებოდა კიდეც მას.
„მოქნილი რეაგირების“ სტრატეგიის მიღებით მნიშვნელოვნად იცვლებოდა შეხედულებები ქვეყნის შეიარაღებული ძალების მშენებლობასა და სხვადასხვა სახის ომების წარმოებისთვის მის მომზადებაზე. ადრე მთვარ ფსონს აკეთებდნენ ბირთვულ იარაღზე როგორც ომის წარმოების ძირითად საშუალებაზე, ხოლო ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების როლს ამცირებდნენ (თვლიდნენ, რომ იგი მხოლოდ უნდა უზრუნველყოფდეს ატომური ბომბებით შეიარაღებული სტრატეგიული ბომბდამშენების საბრძოლო მოქმედებებს). ახლა კი შეიარაღებულ ძალთა სახეობების სტრუქტურას, შემადგენლობას, საბრძოლო აღჭურვილობას, მათ თანაფარდობას, საბრძოლო მზადყოფნის ხარისხსა და დისლოკაციას (დაჯგუფებას) უნდა უზრუნველეყო „მოქნილი რეაგირების“ შესაძლებლობა ნებისმიერ სამხედრო სიტუაციაზე, რომელიც შესაძლოა წამოჭრილიყო დედამიწის ნებისმიერ ნაწილში, და დაზიანების მხოლოდ ჩვეულებრივი საშუალებების გამოყენებით მოქმედების შესაძლებლობაც. „მასირებული ნაცვალგების“ სტრატეგიისგან განსხვავებით „მოქნილი რეაგირების“ სტრატეგიაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების განვითარებას, მისი საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლებას.
„აშშ-ის სამხედრო პოლიტიკის ძირითად მიზანს 1961 წლიდან, _ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა რ. მაკნმარამ, _ წარმოადგენს უბირთვო შესაძლებლობების გაძლიერება“. ასეთი მითითებების შესაბამისად პენტაგონმა უკვე 1962-1963 წლებში გაზარდა სახმელეთო ჯარების დივიზიების რაოდენობა 45%-ით, ტაქტიკური ავიაციის ესკადრილიებისა _ 30%-ით, ავიასატრანსპორტო სამსახურის შესაძლებლობები _ 75%-ით. ორჯერ გააფართოეს ამერიკული სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდების მშენებლობა და მოდერნიზაცია (მათში ახალი აღჭურვილობისა და შეიარაღების დაყენება). ამასთან ერთად ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებით აღჭურვილი ნატო-ს ჯარების რაოდენობის მკვეთრად გაზრდის განხორციელებას ამერიკული ხელმძღვანელობა ითვალისწინებდა ალიანსის მონაწილე დასავლეთევროპული ქვეყნების ხარჯზეც.
მაგრამ მიმართულების აღება ჩვეულებრვი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების ამაღლემაზე სულაც არ ნიშნავდა ბირთვული იარაღის როლის შემცირებას. ყურადღება სტრატეგიული შეტევითი და თავდაცვითი ძალების შემდგომი განვითარებისა და შესაძლებლობების ამაღლებისკენ არ შეუსუსტებიათ. ისეთი ძალების შექმნა, რომელსაც ექნება საყოველთაო ბირთვული ომისა და შეზღუდული შეიარაღებული კონფლიქტების წარმოების უნარი _ ასეთი იყო „მოქნილი რეაგირების“ სტრატეგიის ძირითადი მოთხოვნა.
აქედან გამომდინარე, ამერიკულმა სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მიიღო თავისი შეიარაღებული ძალების მშენებლობის ახალი სისტემა (და კლასიფიკაცია) მისი მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით. იქმნებოდა “სტრატეგიული შეტევითი ძალები“ (საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები, სტრატეგიული ბომბდამშენები, ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავები), „სტრატეგიული თავდაცვითი ძალები“ (რაკეტსაწინააღმეგო თავდაცვის, კოსმოსსაწინააღმდეგო თავდაცვისა და საჰაერო თავდაცვის ძალები და საშუალებები), რომლებიც განკუთვნილი იყო უმთავრესად საყოველაო ბირთვული ომის წარმოებისთვის, აგრეთვე „ზოგადი დანიშნულების ძალები“ (სახმელეთო ჯარები, ტაქტიკური ავიაცია და სამხედრო-საზღვაო ძალები ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავების გარეშე) _ შეზღუდული ომების წარმოებისა და საყოველთაო ბირთვულ ომში მონაწილეობისთვის.
საბჭოთა ავტორები საგანგებოდ აღნიშნავდნენ, რომ ემზადებოდა რა სხვადასხვა სახეობის ომებისთვის, აშშ-ს არ სურდა მათი მარტომყოფს წარმოება. ამიტომ „მოქნილი რეაგირების“ სტრატეგიის შემუშავებისას ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები და ქვეყნის ხელმძღვანელობა, თუმცა კი ემყარებოდნენ თავიანთ საკუთარ შეიარაღებულ ძალებს, რომლის შენაერთები და ნაწილები წინასწარ ჰყავდათ გაშლილი უმნიშვნელოვანეს ომთ-ებზე, მაგრამ ამასთან ერთად ისწრაფვოდნენ ბლოკში მოკავშირეთა შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისკენაც. ევროპაში ომების წარმოებისთვის შექმნეს ე. წ. ნატო-ს „ტრიადა“, რომელიც მოიცავდა აშშ-ის სტრატეგიულ ბირთვულ ძალებს, ბირთვულ ძალებს ომის თეატრზე და ჩვეულებრივ შეიარაღებულ ძალებს, უმთავრესად დასავლეთევროპული სახელმწიფოებისა. ითვლებოდა, რომ ნატო-ს ევროპულ ქვეყნებს, ემყარებოდნენ რა ამერიკულ სტრატეგიულ ძალებს, უნდა გაეშალათ ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების საკმარისი რაოდენობა.
შეიარაღებული ძალების მშენებლობას საფუძვლად დაუდეს საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებზე უპირატესობის შექმნის მოთხოვნა, და ამას უწოდეს „საკმარისობის“ კონცეფცია. ასე, ჯ. კენედი თავის მოხსენებაში პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებისას მოითხოვდა, რომ „ამერიკული შეიარაღებული ძალები იყოს საკმარისი ყოველგვარი ეჭვის გარეშე“. ამერიკელი პრეზიდენტის მოკლედ ჩამოყალიბებული მოთხოვნის არსის გახსნისას ფრანგული ჟურნალი „რევიუ დე დეფანს ნასიონალი“ წერილში „აშშ-ის ბირთვული სტრატეგია“ (1964 წლის ივნისი) წერდა, რომ აშშ-მა უარი თქვა „მასირებული ნაცვალგების“ სტრატეგიაზე და შეცვალა იგი უფრო მოქნილი სტრატეგიით, რომელსაც საფუძვლად უდევს პრინციპი _ აშშ-ს უნდა ჰქონდეს უეჭველი უპირატესობა საბჭოთა კავშირზე ბირთვული იარაღისა და დაზიანების ჩვეულებრივი საშუალებების სფეროში”.
ჩვენის მხრივ დავძენთ, რომ შეიარაღებაში უპირატესობის ქონა გონივრული მისწრაფებაა, მაგრამ როდესაც მეორე მხარე გთავაზობს, რომ დაპირისპირებული სამხედრო ბლოკების არსენალში დაგროვილია უზარმაზარი გამანადგურებელი ძალის მქონე იარაღის დიდი არსენალები და უფრო გონივრულია არა ახალი სამხედრო სტრატეგიებისა და მათი რეალიზებისთვის ახალ-ახალი შეიარაღების გამოგონება და შექმნა, არამედ უკვე არსებული ბირთვული და ჩვეულებრივი შეიარაღების შეზღუდვა და შემცირება, ურთიერთ ნდობის გაძლიერება და საერთშორისო ურთიერთობებში დაძაბულობის განმუხტვა, და ამაზე უარს ამბობ, ეს უკვე სცილდება გონივნრულობის ფარგლებს, ან კიდევ მეტყველებს სხვა მიზნების შესახებ, რომელთა გაჟღერება ან ოფიციალური გამოცხადება ღიად არ ხდებოდა.
„საკმარისობის“ კონცეფციას სტრატეგიული შეტევითი და თავდაცვითი ძალების სფეროში უნდა უზრუნველეყო მოწინააღმდეგის „გარანტირებული განადგურება“ და საკუთარი „ზარალის შეზღუდვა“. მოწინააღმდეგის „გარანტირებული განადგურება“ შეადგენდა აშშ-ის ბირთვული სტრატეგიის არსს. იგი მოითხოვდა ჰყოლოდათ ისეთი სტრატეგიული დანიშნულების ბირთვული ძალები, რომელსაც შეეძლებოდა მოწინააღმდეგისთვის მისთვის „მიუღებელი“ ზარალის მიყენება, მას შემდეგაც კი, როდესაც იგი თავად პირველი მიაყენებდა დარტყმას აშშ-ს. ასეთ ზარალად ითვლებოდა საბჭოთა კავშირის მოსახლეობის 1/3- ან 1/4-ის, აგრეთვე სამრეწველო პოტენციალის 1/2- ან 2/3-ის განადგურება. საბოლოო ჯამში „გარანტირებული განადგურების“ კონცეფცია ითვალისწინებდა საბჭოთა კავშირის როგორც სიცოცხლისუნარიანი საზოგადოების განადგურებას.
საკუთარი „ზარალის შეზღუდვა“ ნიშნავდა საბჭოთა სარაკეტო-ბირთვული ძალების საპასუხო ბირთვული დარტყმების ძალის მაქსიმალურ დასუსტებას, აგრეთვე მოსახლეობასა და სამრეწველო პოტენციალში აშშ-ის დანაკარგების „მისაღებ“ დონემდე შემცირებას. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის რ. მაკნამარას განსაზღვრებით „შეზღუდული ზარალის“ კონცეფცია წარმოადგენდა აშშ-ის პოლიტიკის საფუძველს შეიარაღებული ძალების მშენებლობის სფეროში, რომელიც საკმარისი იქნებოდა მოწინააღმდეგე ბანაკის სახელმწიფოთა სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის განადგურებისთვის „ცალ-ცალკე ან ნებისმიერ შეხამებაში“.
„ზარალის შეზღუდვა“ უნდა უზრუნველეყოთ საბჭოთა კავშირის ბირთვულ საშუალებებზე დამსწრები დარტყმების მოყენებით, აგრეთვე რაკეტსაწინააღმდეგო, თვითმფრინავ-საწინააღმდეგო, წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო (იგივე ნავსაწინააღმდეგო) თავდაცვის ძალების საბრძოლო მოქმედებებითა და სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებებით. საბჭოთა ავტორები „შეზღუდული ზარალის“ კონცეფციის შეფასებისას აცხადებდნენ, რომ მას საფუძვლად ედო აგრესიული მიზნები, ვინაიდან ითვალისწინებდა მოწინააღმდეგის ძალებზე დარტყმების მიყენებას მანამდე, სანამ იგი შეძლებდა მათ გამოყენებას ან მიმართავდა დაცვის აუცილებელ ღონისძიებებს.
ზოგადი დანიშნულების ძალებს უნდა ჰქონოდა სხვადასხვა ომთ-ზე საბრძოლო მოქმედებების წარმოების შესაძლებლობა როგორც დაზიანების ჩვეულებრივი საშუალებებით, ისე ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებითაც.
ზოგადი დანიშნულების ძალების „საკმარისობა“ განისაზღვრებოდა „ორნახევარი ომების“ კონცეფციით, რომელიც ითვალისწინებდა აშშ-ის მოკავშირეების შეიარაღებულ ძალებთან ერთობლივად ორი დიდი ომის წარმოებას ევროპასა და აზიაში, და ერთი ან რამდენიმე მცირე კონფლიქტისა მსოფლიოს რომელიმე სხვა რაიონებში თავისი საგარეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რომლებიც, საბჭოთა ავტორების თქმით, მდგომარეობდა ცალკეული ხალხების ეროვნულ-განმათავისუფლებელი, დემოკრატიული და რევოლუციური მოძრაობების ჩახშობაში.
გააკეთეს დასკვნა, რომ დიდი და მცირე ომების წარმოებისთვის აშშ-თვის აუცილებელი იქნებოდა ოკეანის მიღმა, ე. ი. უცხო ტერიტორიებზე „მეწინავე მიჯნებზე“ შეიარაღებული ძალების მსხვილი დაჯგუფებებისა და მატერიალურ საშუალებათა მარაგების წინასწარ გაშლა. ამიტომ უკვე 1964 წელს აშშ-ში არსებული რეგულარული სახმელეთო ჯარების დივიზიების 50% განლაგებული იყო უცხო სახელმწიფოთა ტერიტორიებზე. 1970 წლის ბოლოსთვის 1 მლნ.-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი და ოფიცერი იმყოფებოდა მსოფლიოს 47 ქვეყანაში, მათგან თითქმის 400 ათასი ადამიანი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვადასხვა ქვეყანაში, 300 ათასზე მეტი _ ევროპაში, 240 ათასი _ წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილსა და შორეულ აღმოსავლეთში, 25 ათასი დისლოცირებული იყო ლათინური ამერიკის ქვეყნებში და 50 ათასამდე იმყოფებოდა მსოფლიოს სხვა რაიონებში.
ამერიკული სარდლობა მთავარ ყურადღებას უმობდა ზღვისმიღმა ტერიტორიებზე მყოფი ჯართა დაჯგუფებების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებას. ამასთან ერთად იგი თვლიდა, რომ ოკეანეს მიღმა გაშლილ ძალებს შეეძლებათ ამოცანების შესრულება ომის სულ დასაწყისშივე, ხოლო შემდეგ მოითხოვენ გაძლიერებას. ამასთან დაკავშირებით მიიღეს გადაწყვეტილება შეექმნათ მსხვილი რეზერვები ამერიკულ ტერიტორიაზე და ოკეანეს მიღმა მათი გადასროლის საშუალებები „სტრატეგიული მობილურობის“ კონცეფციის შესაბამისად.
აშშ-ის კონტინენტურ ნაწილში შექმნეს ე. წ. გაერთიანებული დამრტყმელი სარდლობა, რომელიც შედგებოდა რეგულარული სახმელეთო ჯარებისა და ტაქტიკური ავიაციის შენაერთებისგან. იგი განკუთვნილი იყო ამერიკული შეიარაღებული ძალების გაძლიერებისთვის ევროპასა და შორეულ აღმოსავლეთში, აგრეთვე შეზღუდული შეიარაღებული კონფლიქტების წარმოებისთვის სხვა რაიონებში „რევოლუციური და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩახშობის მიზნით“ (საბჭოთა ავტორების შეფასებით). სარდლობის ჯარებს უყენებდნენ დედამიწის ნებისმიერ რაიონში გადასროლისთვის ყოველთვის მუდმივ მზადყოფნაში ყოფნის მოთხოვნას, ხოლო ეს გადასროლები კი უნდა განეხორციელებიათ საჰაერო ან საზღვაო სატრანსპორო საშუალებების ან ერთდროულად ორივეს დახმარებით.
კოლონიური დამოკიდებულებისგან გათავისუფლებულ ქვეყნებში, აგრეთვე იმათშიც, რომლებმაც მანამდე ჯერ კიდევ ვერ გადაიგდეს კოლონიური უღელი, ხალხების ანტიიმპერიალისტური გამოსვლების ჩასახშობად ჯ. კენედის ადმინისტრაციამ შექმნა ე. წ. სპეციალური დანიშნულების ძალები (საბჭოთა ავტორების ამ შეფასების გარდა აშშ-ის სპეციალური დანიშნულების ძალებს გააჩნდა ევროპულ და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის ომის თეატრებზე მოწინააღმდეგის ჯარების განლაგების სიღრმეში სადაზვერვო-დამრტყმელი და სადაზვერვო-დივერსიული ოპერაციების წარმოების ამოცანა; ასეთი ძალები ასევე მოქმედებდნენ მეორე მსოფლიო ომის დროსაც).
ომების დაგეგმვისა და მომზადების სფეროში მოქნილი რეაგირების სტრატეგიის მოთხოვნები დაიყვანებოდა ე. წ. ძალების „თანდათანობით“ და „თანაზომად“ გამოყენებაზე ვითარებისა და პოლიტიკური მიზნის შესაბამისად.
ასეთნაირად, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, აშშ-ის „მოქნილი რეაგირების“ სტრატეგია მიზნად ისახავდა ყველა სახის ომების წარმოებას, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შეიარაღებულ ჩახშობას, სამხედრო პროვოკაციებისა და დივერსიულ-ძირგამომთხრელი მოქმედებების განხორციელებას.
იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკელი სტრატეგოსების გაანგარიშებებით, ერთი, თუნდაც მოულოდნელი მასირებული ბირთვული დარყმით საბჭოთა კავშირის ყველა სტრატეგიული ბირთვული საშუალების განადგურება შეუძლებელი იქნებოდა, „მოქნილი რეაგირების“ სტრატეგია მოითხოვდა ყველანაირ პირობებში „მეორე დარტმის“ ძალების შენაჩუნებასა და ამ დარტყმის წინასწარ მომზადებას. მეორე დარტყმის საშუალებების სახით ითვალისწინებდნენ რაკეტა „პოლარისებით“ შეიარაღებული ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავების, საშახტე გასაშვებ დანადგარებში განლაგებული „მინითმენის“ ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული საბრძოლო მასალებით ბორტზე ჰაერში მორიგე სტრატეგიული ბომბდამშენების გამოყენებას.
ასეთი სახით „მოქნილი რეაგირების“ ამერიკული სტრატეგია შესთავაზეს ნატო-ს ბლოკის მონაწილე დასავლეთევროპულ ქვეყნებს, რომლებმაც, როგორც ვთქვით, თავდაპირველად უარყვეს იგი, რადგანაც არ სჯეროდათ ევროპაში წარმატებული საბრძოლო მოქმედებების წარმოების შესაძლებლობისა ბირთვული იარაღის გამოყენების გარეშე, ამიტომ უპირატესობას ანიჭებდნენ „ფარისა და მახვილის“ უწინდელ სტრატეგიას, ე. ი. „მასირებული ნაცვალგების“ სტრატეგიას. მაგრამ აშშ-ის ზეწოლის ქვეშ საფრანგეთმა დატოვა ნატო-ს ბლოკის სამხედრო ორგანიზაცია, ხოლო ალიანსის დანარჩენი წევრები იძულებული იყვნენ თავიანთი შეიარაღებული ძალები ეშენებიათ და მოსალოდნელი ომისთვის მზადება ეწარმოებიათ ახალი სტრატეგიის დებულებების შესაბამისად, რომელიც 1967 წლის დეკემბერში ოფიციალურად მიიღეს ნატო-ს კოალიციური სტრატეგიის სახით.
შესაძლოა წამოიჭრას საკითხი: არსებობს თუ არა რაიმენაირი განსხვავებანი 1970-იანი წლების მანძილზე მოქმედ ნატო-ს „მოქნილი რეაგირების“ სტრატეგიასა და აშშ-ის „მოქნილი რეაგირების“ სტრატეგიას შორის, რომელიც 70-იანი წლების დასაწყისში პრეზიდენტ რ. ნიქსონის ადმინისტრაციამ შეცვალა საბჭოთა კავშირისა და მის მოკავშირეთა „რეალისტური დაშინების“ სტრატეგიით? ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას აუცილებელია მხედველობაში ვიქონიოთ შემდეგი.
ნატო-ს ბლოკი შეიქმნა 1949 წელს აშშ-ის ინიციატივითა და თაოსნობით, რომელიც ემყარებოდა თავის ძლიერებას და იყენებდა რა დასავლეთევროპელი პარტნიორების ეკონომიკურ სისუსტეს, სრულიად დაუმორჩილა ისინი თავის გავლენას. იყო რა ლიდერი ნატო-ში, აშშ საკმაოდ წარმატებულად ახვევდა თავზე თავის შეხედულებებს, კონცეფციებსა და სტრატეგიებს ბლოკში თავის მოკავშირეებს. ამერიკის მმართველი წრეები საბჭოთა კავშირთან დაპირისპირების ფონზე დასალეთ ევროპას განიხილავდნენ არა მხოლოდ როგორც მსოფლიოს ერთერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ რეგიონს, არამედ როგორც ადამიანური და მატერიალური რესურსების წყაროსაც, რომელთა გამოყენებაც მათ სურდათ თავიანთი საგარეოპოლიტიკური გეგმების რეალიზებისთვის. აი რატომ იყო, რომ აშშ-ის სამხედრო-პოლიტკური ხელმძღვანელობა სამხედრო სტრატეგიებს შეიმუშავებდა არა მხოლოდ თავისი ქვეყნისა და შეიარაღებული ძალებისთვის, არამედ მთელი ბლოკისთვისაც მთლიანობაში.
მეორეს მხრივ, დასავლეთ ევროპის წამყვან სახელმწიფოებსაც თავიანთი სამხედრო-პოლიტიკური მიზნები და გეგმები ჰქონდათ აღმოსავლეთ ევროპასთან და საბჭოთა კავშირთან მიმართებაში, რომლებიც მნიშვნელოვან წილად ეთანხმებოდა ამერიკულ ინტერესებს, და ამიტომ აშშ-ის სამხედრო სტრატეგიასა და ჩრდილოატლანტიკური კავშირის კოალიციურ სამხედრო სტრატეგიას შორის არ შეიძლებოდა, რომ მკვეთრი და სერიოზული განსხვავებები ყოფილიყო. ამასთანავე ზემოთ ნათქვამი არ ნიშნავს აშშ-სა და ალიანსის მონაწილე ევროპულ სახელმწიფოებს შორის განსაზღვრული წინააღმდეგობებისა და უთანხმოებების არ არსებობას არა მხოლოდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში, არამედ ევროპაში ომების წარმოების ხერხებზე შეხედულებებშიც, ძირითადად ბირთვული იარაღის გამოყენების მომენტისა და მასშტაბების განსაზღვრაზე.
ასე, მაგალითად, „მოქნილი რეაგიების“ სტრატეგიის შემუშავებით აშშ-ში ვარაუდობდნენ, რომ ევროპაში შესაძლებელი იყო შეზღუდული ომის წარმოება ბირთვული იარაღის გამოყენების გარეშე საკმაოდ დიდხანს, თვით მდ. რაინამდე უკანდახევისას. ნატო-ს ევროპული ქვეყნებისა და, უწინარეს ყოვლისა გფრ-ის, სამხედრო-პოლიტიკური მოღვაწეები კი ისწრაფვოდნენ, რომ ომის შემთხვევაში თავიდან აეცილებინათ თავიანთი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვა და თვლიდნენ, რომ ბირთვული იარაღი გამოყენებული უნდა ყოფილიყო შეიარაღებული კონფლიქტის სულ ადრეულ სტადიაზეც. ეხებოდა რა ამ საკითხს, გფრ-ის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ ჰაინრიხ კრონემ 1964 წლის ბოლოს განაცხადა, რომ „მოქნილი რეაგირების“ სტრატეგია ახსნადი და გასაგებია ამერიკელთა თვალსაზრისით. მაგრამ ცენტრალური ევროპის მოსახლეობას იგი ჰპირდება არცთუ ცოტა უსიამოვნო შედეგს.
ნატო-ს „მოქნილი რეაგირების“ სტრატეგიის განსხვავება აშშ-ის „მოქნილი რეაგირების“ სტრატეგიისგან მდგომარეობდა საყოველთაო ომის ხასიათის განსაზღვრაშიც, და ამასთან დაკავშირებით ისევ და ისევ ბირთვული იარაღის გამოყენების მომენტისა და წესის დადგენაში. სახელდობრ ამერიკული სტრატეგია საყოველთაო ომს განსაზღვრავდა როგორც შეიარაღებულ კონფლიქტს მთავარ ბირთვულ სახელმწიფოებს შორის (გულისხმობდნენ შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს), რომლის მსვლელობის დროსაც იყენებენ მებრძოლი მხარეების ყველა რესურსს და საფრთხე ემუქრება თავად მათ არსებობას როგორც ერებისა. დასალეთევროპული სახელმწიფოების ხელმძღვანელობის აზრით კი საყოველთაო ომად უკვე უნდა ჩაეთვალათ ის შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც დაემუქრებოდა დასავლეთ ევროპის არსებობას. აქედან გამომდინარე, სტრატეგიული ბირთვული იარაღი უნდა გამოეყენებინათ სრული მოცულობით არა მხოლოდ იმ ომში, რომელიც მოიცავდა აშშ-ის ტერიტორიას, არამედ მაშინაც, როდესაც მას აწარმოებდნენ მხოლოდ ევროპაში.
აშშ-სა და მის ნატო-ელ მოკავშირეებს შორის წინააღმდეგობათა მოგვარება დაიწყეს კომპრომისული გზით. ამერიკელებმა მიიღეს დასავლეთევროპული სახელმწიფოების, და მათ შორის გფრ-ის ხელმძღვანელობის მიერ შეთავაზებული „მეწინავე მიჯნების“ სტრატეგიული კონცეფცია რომლებიც გამოტანილი იქნებოდა რაც შეიძლება ახლოს აღმოსავლეთ გერმანიისა და ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფო საზღვრებთან, ხოლო ამ მიჯნების მოწინააღმდეგის მიერ „გარღვევის მუქარა“ ავტომატურად განსაზღვრავდა ბირთვული იარაღის დაუყოვნებლივ გამოყენებას. ჩვენი აზრით აქ უნდა იგულისხმებოდეს ტაქტიკური და ოპერატიულ-ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება _ ტაქტიკური საბრძოლო ავიაციის ბირთვული ბომბები, ბირთვული ქობინებით აღჭურვილი ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები („პერშინგ-1A“, „სერჟანტი“) ტაქტიკური ბირთვული რაკეტები „ონესთ-ჯონი“ და ატომური არტილერია. თუკი ამ შეიარაღების გამოყენების შემდეგაც ნატო-ს ბლოკის ჯარები განიცდიდნენ წარუმატებლობას, მაშინ უნდა აემოქმედებინათ საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული ბირთვული იარაღი, რომლის მოქმედების სიშორე შემოიფარგლებოდა ევროპის კონტინენტით, ხოლო თუკი ესეც არ იქნებოდა საკმარისი ევროპაში ჩრდილოატლანტიკური კავშირის შეიარაღებული ძალების გამარჯვებისთვის, მაშინ უკვე უნდა აემოქმედებიათ აშშ-ის სტრატეგიული შეტევითი ბირთვული ძალები.
თავის მხრივ აშშ-ის პარტნიორები დაეთანხმენ შესაძლებლად ეღიარებიათ ევროპაში ომის გარკვეული ესკალაცია, რასაც ადასტურებდა შემდგომში ნატო-ს სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების სწავლებების ხასიათი, რომლებზედაც ამუშავებდნენ როგორც საყოველთაო ბირთვული ომის, ისე შეზღუდული ომების წარმოების საკითხსაც ბირთვული იარაღის გამოყენების გარეშე, ასევე მისი შეზუდული და შეუზღუდავი გამოყენებით. უმეტეს შემთხვევებში კი, დასავლური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, ამუშავებდნენ ვარიანტს, როდესაც მხარეთა საომარი მოქმედებები იწყებოდა ჩვეულებრივი შეიარაღებული კონფლიქტის სახით, გარკვეული დროის მერე გადაიზრდებოდა შეზღუდულ და მხოლოდ ამის შემდეგ საყოველთაო ბირთვულ ომში. მაგრამ ამასთანავე საბჭოთა ავტორები აღნიშნავდნენ, რომ 1970-იანი წლების მეორე ნახევარში ნატო-ს საჯარისო სწავლებებში შეინიშნებოდა უფრო მეტად გაბედული გადასვლა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე შეიარაღებული კონფლიქტის ადრეულ ეტაპზე, ანუ ე. წ. „ბირთვული ზღურბლის“ შემცირების ტენდენცია.
შედარებით შეთანხმებულად წყვეტდნენ სხვა საკითხებსაც, განსაკუთრებით მათ, რომლებიც ეხებოდა სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების მშნებლობასა და ომისთვის მის მზადებას. მაგრამ 1970-იანი წლების მიწურულისთვის მაინც არსებობდა ორი ყველაზე უფრო არსებითი განსხვავება აშშ-ისა და ნატო-ს „მოქნილი რეაგირების“ სტრატეგიებს შორის.
ა შ შ - ი ს „მ ო ქ ნ ი ლ ი რ ე ა გ ი რ ე ბ ი ს“ ს ტ რ ა ტ ე გ ი ი ს გ ლ ო ბ ა ლ უ რ ი ხ ა ს ი ა თ ი დ ა ნ ა ტ ო - ს „მ ო ქ ნ ი ლ ი რ ე ა გ ი რ ე ბ ი ს“ ს ტ რ ა ტ ე გ ი ი ს რ ე გ ო ნ უ ლ ი ხ ა ს ი ა თ ი. ამერიკული სტრატეგია ითვალისწინებდა სხვადასხვანაირი სამხედრო გეგმების შემუშავებას: საყოველთაო ბირთვული ომის, საბჭოთა კავშირთან ომის, ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, აღმოსავლეთ აზიაში, წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, ინდოეთის ოკეანის რაიონში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში გამოსაყენებლად. თითოეულ ასეთ ომში აშშ-ს, ბუნებრივია, სურდა ჩაეთრია თავისი ნატო-ელი მოკავშირეებიც, მაგრამ დასავლეთევროპული ქვეყნები ეწინააღმდეგებოდნენ ამას, რაც თვალსაჩინოდ გამოვლინდა ომში, რომელსაც აშშ აწარმოებდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, და 1973 წლის არაბ-ისრაელის ომში, როდესაც ნატო-ს თითქმის ყველა ევროპული სახელმწიფო გაემიჯნა ამერიკულ პოლიტიკას ახლო აღმოსავლეთში. დასავლეთევროპელი პოლიტიკური მოღვაწეების შეხედულებებით, ომის ძირითადი მიზნები, თუნდაც მას მიეღო გლობალური ხასიათი, გადაწყდებოდა ევროპაში, ამიტომ აშშ-ის მოკავშირეები ცდილობდნენ პირველ რიგში შეემუშავებიათ ისეთი თეორიული დებულებები და პრაქტიკული ღონისძიებები, რომლებიც ეხებოდა შეიარაღებული ბრძოლის წარმოებას უმთავრესად ევროპულ ომთ-ებზე.
დ ა მ ო კ ი დ ე ბ უ ლ ე ბ ა ბ ი რ თ ვ უ ლ ი ა რ ა ღ თ ა ნ. შეერთებული შტატების ევროპელ მოკავშირეებს ნატო-ში ეშინოდათ, რომ განსაზღვრულ პირობებში შესაძლოა დარჩენილიყვნენ ამერიკული “ბირთვული ქოლგით” დაფარვის გარეშე, რომ აშშ თავის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის საპასუხო ბირთვული დარტყმის თავიდან ასაცილებლად არ გამოიყენებდა თავის სტრატეგიულ ბირთვულ ძალებს, აგრეთვე გააჩნდათ რა პრეტენზია ევროპაში ლიდერობაზე (დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი), დაიწყეს ხაზის გატარება საკუთარი სრატეგიული ბირთვული ძალების განვითარებაზე. დასავლეთგერმანული ხელმძღვანელობა კი მოითხოვდა ბლოკის სამოკავშირეო ბირთვული ძალების შექმნას და გააფრთხილა, რომ ასეთი ძალების შექმნაზე მოკავშირეების უარის შემთხვევაში გფრ შესაძლო იყო შესდგომოდა საკუთარი ბირთვული იარაღის დამზადებას.
ზოგიერთი ქვეყანა, და უწინარეს ყოვლისა დასავლეთ გერმანია მოითხოვდა უშუალო მონაწილეობას ბირთვული იარაღის გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღებაში აშშ-თან თანაბრად. ასე, გფრ-ის თავდაცვის მინისტრი ჰერმან ფონ ჰასელი იწონებდა “მოქნილი რეაგირების” ამერიკულ სტრატეგიას, მაგრამ მოითხოვდა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე გადაწყვეტილებები მიეღოთ “ყველაზე უფრო დაბლამდგომ ინსტანციებს”. ბირთვული იარაღის გამოყენებაზე შეხედულებებში უთანხმოებების მოხსნის მიზნით 1969 წლის დეკემბერში ნატო-ს საბჭოს სესიაზე მიიღეს შეთანხმებული გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა ბირთვული იარაღის გამოყენებას სხვადასხვანაირ შეიარაღებულ კონფლიქტებში. მაგრამ ამ გეგმის მიხედვითაც ბირთვული იარაღის გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება ფაქტიურად დაუტოვეს აშშ-ის პრეზიდენტს.
ასეთი იყო “მოქნილი რეაგირების” სტრატეგიის ძირითადი დებულებები. მან, როგორც ეს ზემოთაც აღვნიშნეთ, კი არ შეცვალა “მასირებული ნაცვალგების” სტრატეგია, არამედ მხოლოდ მისი მოდერნიზება მოახდინა და, საბჭოთა ავტორების სიტყვით, უწინდებურად ასახავდა იმპერიალისტური სახელმწიფოების აგრესიულ სამხედრო პოლიტიკას. ნატო-ს ბანაკში უთანხმოებებისა და წინააღმდეგობების შესახებ ლაპარაკისას, ისინი ასევე აღნიშნავდნენ, რომ მათი არსებობა არანაირად არ ნიშნავდა ამ მილიტარისტული ორგანიზაციის მიერ თავისი აგრესიული არსის დაკარგვას. იგი იყო და რჩებოდა დასავლეთის სახელმწიფოთა მმართველი წრეების მიერ თავიანთი საგარეოპოლიტიკური კურსის გატარების ერთერთ მთავარ საშუალებად.
VI. “რეალისტური დაშინების” ამერიკულ სტრატეგია
1970-იანი წლების დასაწყისის საერთაშორისო ვითარებისთვის, საბჭოთა ავტორების სიტყვით, დამახასიათებელი იყო ორი მსოფლიო სისტემის კონფრონტაციიდან დაძაბულობის განმუხტვისა და მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპისკენ შემობრუნება, ყოველ შემთხვევაში გარეგნულად მაინც. მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში მნიშვნელოვან წილს წარმოადგენდა 33 ევროპული სახელმწიფოს, აშშ-ისა და კანადის მეთაურთა ხელმოწერით 1975 წლის 1 აგვისტოს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში დამტკიცებული ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის დასკვნითი აქტი. იმ დროს საბჭოთა უმაღლეს ოფიციალურ დოკუმენტებში ნათქვამი იყო: “თათბირის მონაწილეებმა კოლექტიურად დაადასტურეს ჩამოყალიბებული საზღვრების დაურღვევლობა. შეიმუშავეს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების პრინციპების კრებული რომელიც სრულად _ ტექსტურადაც და სულითაც _ პასუხობს მშვიდობიანი თანაარსებობის მოთხოვნებს”.
საბჭოთა ავტორები ამასთანავე აღნიშნავდნენ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ხელშეკრულების დადების მიუხედავად ომის, რეაქციის, აგრესიის ძალები თავს არ ანებებდნენ თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პოზიტიური პროცესებისთვის ძირის გამოთხრის მცდელობებს. ისინი აჩქარებდნენ გამალებულ შეიარაღებას, ეწინააღმდეგებოდნენ არსებული საერთაშორისო კრიზისების ლიკვიდაციას, სხვა სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში უხეში ჩარევით ცდილობდნენ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ხალხთა ბრძოლის ჩაშლას, მშვიდობიანი თანაარსებობის პოლიტიკის დისკრედიტაციას.
საბჭოთა ხელმძღვანელობის მორიგ ოფიციალურ მოხსენებაში 1976 წლის ივნისში ნათქვამი იყო, რომ “საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვის საქმის წარმატებამ შთააგონა და გააძლიერა მშვიდობისა და პროგრესის ძალები, აამაღლა მათი ავტორიტეტი და გავლენა მასებში. მან უჩვენა იმ პოზიციების დასაბუთებულობა, რომლებიც დაიკავეს ბურჟუაზიული ქვეყნების მმართველი წრეების რეალისტურად მოაზროვნე... წარმომადგენლებმა. მანვე შეაშფოთა და გაააქტიურა რეაქციისა და მილიტარიზმის ძალები, ისინი, ვისაც სურდა წაეყვანა ევროპა და მთელი მსოფლიო უკან “ცივი ომისა” და ბირთვული კატასტროფის კიდეზე ბალანსირების დროისკენ. გააქტიურდნენ ისინიც, ვინც სიმდიდრეს იხვეჭს სიკვდილისა და ნგრევის იარაღების წარმოებაზე, ვისაც ვერ წარმოუდგენია საკუთარი თავი სხვა პოლიტიკური კარიერის გარეშე, თუ არა სოციალიზმის ქვეყნების წინააღმდეგ, კომუნიზმის წინააღმდეგ “ჯვაროსნული ლაშქრობის” გაჩაღებისა”.
ჩვენის მხრივ დავძენთ, რომ, როგორც პატრიოტულად განწყობილი თანამედროვე რუსი მეცნიერები და მკვლევარები აღნიშნავენ, 1990-იანი წლების მოვლენებს, სახელდობრ დასავლეთის სახელმწიფოთა გაათკეცებულ მცდელობებს არასოციალისტური და არაკომუნისტური რუსეთის ეკონომიკური და ზნეობრივი დეგრადაციისკენ, ისტორიული რუსული სახელმწიფოს დაშლისა და “სლავურ კონფედერაციად” გარდაქმნისკენ, ბალტიის ზღვის სანაპირო რაიონში ფაქტობრივად ლივონიის ომამდე (XVI საუკუნე) მდგომარეობის აღდგენისა და სამხრეთში ყირიმის ომის შემდეგ (XIX საუკუნის შუახანები) მდგომარეობის დამკვიდრებისკენ, ნათლად უნდა დაენახვებია ჩვენთვის, რომ ცივი ომის პერიოდის “ბრძოლა დემოკრატიასა და ტოტალიტარიზმს შორის” მხოლოდ შირმა იყო დასავლეთის უფრო ფუნდამენტური გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად, და, მთელი რიგი ავტორების სიტყვით, იგივე პროცესები მიმდინარეობს დღესაც. ასე, რომ საბჭოთა ავტორების მიერ დასავლეთის სამხედრო პოლიტიკის კრიტიკა უპირატესად კლასთა ბრძოლისა და ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ფინანსური ინტერესების კრიტიკის პოზიციიდან, იყო ვიწრო და საკმარისი სისრულით ვერ ასახავდა მოვლენებს. მაგრამ, ეს სხვა ნაშრომის თემაა, ხოლო ჩვენ ისევ დავუბრუნდეთ 1970-იანი წლების პერიოდს.
საბჭოთა ავტორების სიტყვით, მილიტარისტული წრეების მისწრაფება შეენარჩუნებიათ ომი თავიანთი აგრესიული მიზნების მიღწევის იარაღის სახით, გამოხატულებას ჰპოვებდა უწინარეს ყოვლისა შესაბამისი სახელმწიფოების სამხედრო ბიუჯეტების განუწყვეტელ ზრდაში, გამალებულ შეიარაღებაში, შეიარაღებული ძალების ახალ საბრძოლო ტექნიკაზე გადაყვანაში, მასობრივი განადგურების უახლესი საშუალებების შემუშავებაში.
მათივე სიტყვით, გამალებულ შეიარაღებაში ტონს უწინდებურად იძლეოდა ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი. აშშ-ის გავლენიან წრეებს უარი არ ჰქონდათ ნათქვამი მსოფლიო ბატონობის მოპოვების ბოდვით იდეაზე. სამხედრო ძალის გამოყენებით მისი მიღწევისკენ მისწრაფება ნათლად იყო გამოხატული 1971 წელს პრეზიდენტ რ. ნიქსონის დროს ოფიციალურად მიღებულ “რეალისტური დაშინების” სტრატეგიაში. მასში მთავარი იყო აშშ-თვის ვარშავის პაქტის სახელმწიფოებზე სამხედრო უპირატესობის უზრუნველყოფისკენ სწრაფვა, რათა საშუალება მიეცათ ამერიკის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის “პოლიტიკური და სამხედრო დიაპაზონის ფართო ინიციატივების განსახორციელებლად”. სასურველი უპირატესობის მიღწევისთვის “რეალისტური დაშინების” სტრატეგია მისი წინამორბედი “მოქნილი რეაგირებისა” და “მასირებული ნაცვალგების” სტრატეგიების დარად ვარაუდობდა უწინარეს ყოვლისა ამერიკული სამხედრო პოტენციალის ყოველმხრივ ზრდას. მაგრამ წინა სტრატეგიებისგან განსხვავებით იგი ითვალისწინებდა არა მხოლოდ აშშ-ის საკუთარი სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის გამოყენებას, არამედ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებსა და ორმხრივ შეთანხმებებში მისი მოკავშირე ყველა ქვეყნის ფინანსური, მატერიალური, ადამიანური და სხვა რესურსებისაც.
აღნიშული ამოცანის გადაწყვეტაში “რეალისტური დაშინების” სტრატეგია ემყარებოდა პარტნიორობის პრინციპს, რომელიც დამყარებული იყო ამ სახელმწიფოთა მმართველი წრეების საგარეოპოლიტიკური მიზნების საერთოობაზე. გარდა ამისა, სამხედრო მიმართებით აშშ-ზე დამოკიდებულობის გამო, გაძლიერებადი წინააღმდეგობების მიუხედავად, დასავლეთის ქვეყნების მმართველი წრეები იძულებული ხდებოდნენ წასულიყვნენ თანამშრომლობაზე სამხედრო-პოლიტიკური კავშირების ფარგლებში ან უსაფრთხოების ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე. ამ პრინციპის განხორციელებისას ამერიკული ხელმძღვამელობა სამხედრო მშენებლობაში აქცენტს აკეთებდა სტრატეგიული და ტაქტიკური ბირთვული ძალების განვითარებაზე, ხოლო თავისი მოკავშირეებისგან მოითხოვდა ზოგადი დანიშნულების შეიარაღებული ძალების საბრძოლო ძლიერების ყოველმხრივ ზრდას.
“რეალისტური დაშინების” სტრატეგია მისი წინამორბედი სამხედრო სტრატეგიებისგან არსებითად განსხვავდებოდა იმით, რომ იგი იყო უფრო აგრესიული გახლდათ აშშ-ის საგარეოპოლიტიკური კურსის “ძალის პოზიციიდან” უზრუნველყოფაში. როგორც აღინიშნებოდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მ. ლეირდის 1971 წელს კონგრესისთვის მოხსენებაში “1972_1976 წლებზე სამხედრო პროგრამისა და 1971/72 ფინანსურ წელზე სამხედრო ბიუჯეტის შესახებ”, “წინა (“მოქნილი რეაგირების”) სტრატეგია მიმართული იყო ჩვენი შეიარაღებული ძალების უნარის უზრუნველსაყოფად… საპასუხო მოქმედებებისთვის, იგი იყო ძირითადად შეკავებისა და შეგუების (შეწყობის) სტრატეგია. ახალი სტრატეგია პოზიტიურია და ითვალისწინებს აქტიურ მოქმედებებს”. “რეალისტური დაშინების” სტრატეგია ვარაუდობდა შეიარაღებული ძალების სრულიად სხვადასხვანაირი ფორმებით გამოყენებას აშშ-ის ხელმძღვანელობის საგარეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად _ თავისი მოკავშირეების აგრესიის ფარული მხარდაჭერისა და “ძალის დემონსტრირებიდან” აშშ-ის პირდაპირ სამხედრო ინტერვენციამდე.
საბჭოთა ავტორები აშშ-ის ირიბ აგრესიად განიხილავდნენ მის დახმარებას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის რასისტული რეჟიმისთვის ანგოლის სახალხო რესპუბლიკის წინააღმდეგ ინტერვენციაში. “ძალის დემონსტრირებას” ამერიკის ხელმძღვანელობა ყველაზე უფრო სრულად ახდენდა 1973 წელს არაბებისა და ისრაელის ომის დროს, როდესაც მან მაღალ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა მთელი თავისი შეიარაღებული ძალები და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში თავი მოუყარა მე-6 ფლოტის ყველა ხომალდს. აშშ-ის ყველაზე უფრო მსხვილი პირდაპირი სამხედრო აგრესია იყო ომი, რომელსაც იგი აწარმოებდა ინდოჩინეთში. მათი აზრით, “რეალისტური დაშინების” ამერიკული სტრატეგიის აგრესიული ხასიათი კვლავ გამოჩნდა ე. წ. “ახალ წყნაროკეანურ დოქტრინაში”, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯ. ფორდმა გამოაცხადა 1975 წლის 7 დეკემბერს ჰონოლულუში. საბჭოთა სპეციალისტების მიერ გაკეთებული დოქტრინის ანალიზიდან გამომდინარეობდა მისი მთავარი მიზნის შინაარსი, რომელიც მდგომარეობდა აზიაში შეერთებული შტატების მეთაურობით მოქმედი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკების გააქტიურებაში, დედამიწის ამ ნაწილში ამერიკული “ყოფნის” გაძლიერებაში, ვიეტნამში დამარცხების შემდეგ “წყნარ ოკეანეში მოქნილი და დაბალანსებული ძალის პოზიციის შენარჩუნებაში”.
“რეალისური დაშინების” სტრატეგიაში ცენტრალური ადგილი ეთმობოდა საბჭოთა კავშირისა და მის მოკავშირეთა წინააღმდეგ სტრატეგიული ბირთვული ომის წარმოებისთვის მზადებას ისეთ პირობებში, როდესაც აშშ-ის სხვა პრეზიდენტის რ. ნიქსონის აღიარებით, “საბჭოთა კავშირმაც და შეერთებულმა შტატებმაც შეიძინეს ერთმანეთისთვის მიუღებელი დარტყმის მიყენების უნარი, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მიაყენებს მას პირველად”.
აგრძელებდნენ რა ახალ პირობებშიც სტრატეგიული (საყოველთაო) ბირთვული ომის თავიანთი პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშუალებად განხილვას, აშშ-ის მმართველი წრეები ამუშავებდნენ მისი წარმოების ახალ ხერხებს, რომლებიც საშუალებას მისცემდათ აეცილებიათ საკუთარი ტერიტორიისგან საბჭოთა სარაკეტო-ბირთვული ძალების საპასუხო დარტყმა. ამისთვის პენტაგონი ცდილობდა უწინარეს ყოვლისა თავისთვის უზრუნველეყო სტრატეგიული უპირატესობა საბჭოთა კავშირზე ბირთვული საბრძოლო მასალების, მიზნებამდე მათი მიტანის საშუალებების, დაზვერვისა და საბრძოლო მართვის სისტემების ხარისხობრივი სრულყოფის გზით. გარდა ამისა, ეძიებდნენ თავდასხმის სტრატეგიული საშუალებების გამოყენების ახალ ხერხებს, რომლებსაც საბჭოთა კავშირისთვის უნდა მოესპოთ შესაძლებლობა ეფექტური საპასუხო დარტყმის მისაყენებლად. ასეთი ხერხების შემუშავების ამოცანა დასვა ჯერ კიდევ პრეზიდენტმა რ. ნიქსონმა 1970 წელს კონგრესისთვის გაკეთებულ საგარეოპოლიტიკურ გზავნილში. მასში კერძოდ ისმებოდა საკითხი: “უნდა ჰქონდეს თუ არა პრეზიდენტს ბირთვული თავდასხმის შემთხვევაში მოქმედებების მხოლოდ ერთი ვარიანტი და გასცეს განკარგულება მოწინააღმდეგის მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი განადგურების შესახებ, იქნება რა დარწმუნებული, რომ ამ ნაბიჯს მოჰყვება ამერიკელთა მასობრივი განადგურებაც?”
როგორც ცნობილია, 1974 წელს შეერთებულ შტატებში მიიღეს პენტაგონის მიერ შემუშავებული ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელმაც მიიღო “მიზნების შერჩევის” ანუ “მოქნილი სტრატეგიული რეაგირების” სტრატეგიული კონცეფციის სახელწოდება. იგი ითვალისწინებდა ბირთვული იარაღის გამოყენების სხვადასხვანაირ ვარიანტებს შერჩეულ მიზნებზე შეზღუდული დარტყმებიდან მოულოდნელ მასირებულ დარტყმებამდე, რომელსაც მოაყენებდნენ ერთდროულად საბჭოთა კავშირის სამხედრო ობიექტებსა და სამრეწველო ცენტრებს.
ამრიგად, “რეალისტური დაშინების” სტრატეგიაში და ე. წ. “ბირთვული პარიტეტის” პირობებში, საბჭოთა სპეციალისტების შეფასებით, ძირითად ფსონს უწინდებურად აკეთებდნენ სტრატეგიული (საყოველთაო) ბირთვული ომის მზადებაზე. წინა სტრეტეგიებისგან ამ საკითხში იგი განსხვავდებოდა მხოლოდ ომის გაჩაღების რამდენამე შეცვლილი ხერხით, რათა მუქარა არ შეექმნათ თავად შეერთებული შტატების არსებობისთვის.
უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, სტრატეგიული შეტევითი ძალების შენახვასა და მოდერნიზებაზე 1977/78 ფინანსურ წელში გეგმავდნენ თითქმის 11 მლრდ. დოლარის ასიგნებას (საბჭოთა ავტორების სიტყვით კი, ფაქტიური ხარჯები ამ მიზნით მნიშვნელოვნად აღემატებოდა ოფიციალურ ასიგნებებს). სტრატეგიული შეტევითი ძალების ბირთვული საბრძოლო მასალების მიტანის არსებული საშუალებების მოდერნიზების პროგრამების განხორციელებასთან ერთდროულად შეიმუშავებდნენ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების ახალ სისტემებს, მათ შორის მოძრავი და საზღვაო ბაზირებისა, სტრატეგიულ ბომბდამშენებსა და ფრთოსან რაკეტებს.
ამერიკული სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა, საბჭოთა ავტორების სიტყვით, თუმცა კი საფუძვლად სდებდა სტრატეგიული ბირთვული ომისთვის მზადებას და განიხილავდა მას ორ სოციალურ-ეკონომიკურ სისტემას შორის ისტორიული დავის გადაწყვეტის საშუალებად, იმავე დროს იგი მაინც დიდ ფსონს აკეთებდა ომის თეატრზე ბირთვული და ჩვეულებრივი ომის წარმოებაზეც, რომლებიც საშუალებას მისცემდა მას მიეღწია გარკვეული პოლიტიკური მიზნებისთვის და იმავე დროს არ წარმოადენდა პირდაპირ საშიშროებას თავად შეერთებული შტატების არსებობისთვის. ამასთან დაკავშირებით “რეალისტური დაშინების” სტრატეგიაში, ისევე როგორც მისი წინამორბედი “მოქნილი რეაგირების” სტრატეგიაშიც, ითვალისწინებდნენ ზოგადი დანიშნულების ძალების შემდგომ ზრდას, რომლის მიღწევასაც ვარაუდობდნენ უმთავრესად მოკავშირეთა ხარჯზე, აგრეთვე საკუთარი შეიარაღებული ძალების სარეზერვო კომპონენტების საბრძოლო ძლიერებისა და მზადყოფნის ამაღლების გზით. ასე, 1975 წლის მარტში აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა შლესინჯერმა კონგრესითვის თავის მოხსენებაში განაცხადა: “ჩვეულებრივი ძალების სრულყოფას განუხრელად უნდა ვახორციელებდეთ როგორც შეერთებულ შტატებში, ისე ჩვენი მოკავშირეებიც ნატო-ში ”.
აღნიშნული ომების გარდა “რეალისტური დაშინების” სტრატეგია ითვალისწინებდა ჩვეულებრივი ომების წარმოებას ერთი რომელიმე საომარ მოქმედებათა თეატრის (ომთ) ფარგლებში, აგრეთვე ე. წ. ლოკალური ომებისა _ შეზღუდული მიზნების მისაღწევად.
საბჭოთა ავტორების აღნიშვნით, “რეალისტური დაშინების” სტრატეგია გულდასმით მალავდა ომის სოციალურ-პოლიტიკურ შინაარსს. ამერიკული იმპერიალიზმის აგრესიული ჩანაფიქრებისა და მისი სამხედრო დოქტრინის პოლიტიკური არსის შენიღბვაზე მობილიზებული იყო მასობრივი პროპაგანდის ყველა საშუალება. მაგრამ აშშ-ის მმართველი წრეები არ ქმნიდნენ საიდუმლოებას იმისგან, რომ მთავარ მოწინააღმდეგედ ისინი თვლიდნენ საბჭოთა კავშირს, რომლის წინააღმდეგაც იყო უწინარეს ყოვლისა მომართული მათი სამხედრო მზადებები. ამასთან მრავალრიცხოვანი სამხედრო აქციები შეერთებული შტატების პირდაპირი ან ირიბი მონაწილეობით, დაბეჯითებით მოწმობდა ამ ქვეყნის მმართველი წრეების განზრახვაზე არ დაეშვათ იმ სახელმწიფოთა მათ კონტროლს გარეშე განვითარება, რომლებმაც მოიპოვეს ფორმალური დამოუკიდებლობა, და ჩაეხშოთ ხალხების ბრძოლა რეალური დამოუკიდებლობისთვის.
“რეალისტური დაშინების” სტრატეგიით ითვალისწინებდნენ სხვადასხვანაირ ომებში აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მონაწილეობის ხარისხის ახლებურად გადანაწილებას. ასე, სტრატეგიული ბირთვული ომის, აგრეთვე თეატრზე ბირთვული ომის მომზადებაში, დაგეგმვასა და უზრუნველყოფაში მთავარი როლი ეკისრებოდა შეერთებულ შტატებს. მან თავის თავზე აიღო ძირითადი პასუხისმგებლობა ამ ომების წარმოებაზეც. ასევე ბირთვული იარაღის გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება უნარჩუნდებოდა ამერიკულ სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. ჩვეულებრივი ომის წარმოება ერთნაირად ეკისრებოდა აშშ-სა და მის მოკავშირეებს. ლოკალური ომები “რეალისტური დაშინების” სტრატეგიის დებულებების თანახმად უნდა ეწარმოებინათ მათში ჩათრეულ ქვეყნებსა და რეგიონულ ბლოკებს. შეერთებული შტატების პირდაპირ მონაწილეობას ასეთ ომებში ითვალისწინებდნენ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, როდესაც მუქარა ექმნებოდა მის “სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან” ინტერესებს.
“რეალისტური დაშინების” სტრატეგია ითვალისწინებდა ძალებში უპირატესობის უზრუნველყოფასა და აქტიური საბრძოლო მოქმედებების წარმოებას ყველა სახეობის ომებში. სტრატეგიული ინიციატივის მოსაპოვებლად საჭირო იყო გამოეყენებიათ მოულოდნელობის ფაქტორი როგორც ომის გაჩაღებისას, ისე საომარი მოქმედებების მსვლელობაშიც. მოულოდნელობის მიღწევის მიზნით მიზანშეწონილად თვლიდნენ ომის დაწყებას მუდმივი მზადყოფნის შეიარაღებული ძალებით სამობილიზაციო ღონისძიებების მინიმალური მოცულობისას. მაგრამ საერთაშორისო ვითარების თანდათანობით გამწვავებისა და შეიარაღებული კონფლიქტის მომწიფების პირობებში, აგრეთვე მხოლოდ ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით ომის მსვლელობისას არ გამორიცხავდნენ ქვეყნის ეკონომიკის საომარ მდგომარეობაში გეგმაზომიერ გადაყვანასა და შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის დამატებითი კონტინგენტების მობილიზებას მთავარ ომთ-ებზე არსებული დაჯგუფებების გასაძლიერებლად.
ს ტ რ ა ტ ე გ ი უ ლ ი ბ ი რ თ ვ უ ლ ი ო მ ი, ამერიკელი სამხედრო თეორეტიკოსების შეფასებით, შესაძლებელი იყო გაეჩაღებინათ მოულოდნელად ან დაპირისპირებული სოციალურ-პოლიტიკური სისტემების სახელმწიფოთა კოალიციებს შორის შეზღუდული ომის ესკალაციის გზით. მის მთავარ შინაარსად ითვლებოდა მასირებული დარტყმები. მათთან ერთდროულად ითვალისწინებდნენ სახმელეთო და საზღვაო ომთ-ებზე ზოგადი დანიშნულების ძალების კოალიციური დაჯგუფებებით სტრატეგიული ოპერაციების ჩატარებას მათზე გაშლილი მოწინააღმდეგის სახმელეთო ჯარების, ავიაციისა და ფლოტის დაჯგუფებების განადგურების, მისი ტერიტორიის დაუფლებისა და ომის საბოლოო მიზნების მიღწევის მიზნით. ასეთი ომის დაწყების ძირითად ხერხად “რეალისტური დაშინების” სტრატეგიით ითვალისწინებდნენ სტრატეგიული ბირთვული ძალებითა და ომთ-ზე გაშლილი ბირთვული ძალებით მოწინააღმდეგისთვის მოულოდნელი ან დამსწრები მასირებული ბირთვული დარტყმების მიყენებას. ასე, თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა შლესინჯერმა ერთერთ თავის გამოსვლაში პირდაპირ განაცხადა, რომ ნებისმიერი ბირთვული ომის დაწყების ზოგადად მიღებულ და ყველაზე უფრო ხშირად გათამაშებად ვარიანტს წარმოადგენს მასირებული ბირთვული დატრყმების გაცვლა. საბჭოთა კავშირის სამხედრო ობიექტებზე მოულოდნელი მასირებული დარტყმების მსვლელობისას პირველ რიგში გეგმავდნენ მისი სტრატეგიული დანიშნულების ძალების დაზიანებასა და შეიარაღებული ძალების მართვის პუნქტების განადგურებას, აშშ-ის ტერიტორიაზე საპასუხო დარტყმის ჩაშლის ან მაქსიმალურად დასუსტების მიზნით.
ბირთვული ომის სწრაფმდინარებაზე გაკეთებული ანგარიშით “რეალისტური დაშინების” სტრატეგია უშვებდა, რომ მას შესაძლოა მიეღო გაჭიანურებული ხასიათი, თუკი ორივე მეომარი მხარე, უზარმაზარი დაბრკოლებების მიუხედავად, შეინარჩუნებდა ბრძოლის გაგრძელების უნარსა და გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევაში, ამერიკელი სამხედრო თეორეტიკოსების შეფასებით, ასეთი ომი შემდგარი იქნებოდა ორი პერიოდისგან _ საწყისისა და მომდევნოსი. მომდევნო პერიოდში შეიარაღებული ძალების საბრძოლო მოქმედებების ძირითადი ფორმა იქნებოდა ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით წარმოებული სტრატეგიული ოპერაციები ომთ-ზე.
ბ ი რ თ ვ უ ლ ი ო მ ი ო მ ი ს თ ე ა ტ რ ზ ე, როგორც ეს გამომდინარეობდა “რეალისტური დაშინების” სტრატეგიიდან, შესაძლო იყო გაჩაღებინათ უწინარეს ყოვლისა ევროპაში. დასავლეთის სახელმწიფოების მხრიდან ასეთი ომის გაჩაღების მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო მათი შეიარაღებული ძალების უუნარობა შეესრულებინათ დასმული ამოცანები შეიარაღებული ბრძოლის ჩვეულებრივი საშუალებების გამოყენებით. ამასთან მხედველობაში ჰქონდათ ომის თეატრზე განლაგებული ბირთვული იარაღის გამოყენება მოულოდნელად და მასირებულად. ამის შესახებ, კერძოდ, მოწმობდა შლესინჯერის განცხადება კონგრესისთვის გაკეთებულ მოხსენებაში 1975 წლის მარტში. “ბირთვულ დარტყმას, _ განაცხადა მან, _ უნდა ვაყენებდეთ საკმარისად მოულოდნელად, მას უნდა ჰქონდეს გადამწყვეტი ხასიათი და იყოს გამანადგურებელი”.
ასეთ ომში ბირთვული იარაღის გამოყენებას ითვალისწინებდნენ უწინარეს ყოლისა მოწინააღმდეგის იმ ჯართა დაჯგუფებებისა და საბრძოლო საშუალებების წინააღმდეგ, რომელთა განადგურებასაც უნდა გამოეწვია ძალთა თანაფარდობის მკვეთრი ცვლილება ნატო-ს ბლოკის შეიარაღებული ძალების სასარგებლოდ. ასეთ საკვანძო ელემენტად ითვლებოდა “მიწა-მიწა” კლასის მართვადი რაკეტების გასაშვები დანადგარები, ავიაცია, ჯავშანსატანკო ჯარების შენაერთები და ნაწილები, არტილერია.
საომარი მოქმედებების წარმოების ძირითად ფორმად მიაჩნდათ ნატო-ს კოალიციური სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო-საჰაერო ძალების თანამიმდევრული სტრატეგიული შეტევითი ოპერაციები ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე. სხვა ევროპულ ომთ-ებზე საომარი მოქმედებების ხასიათი დამოკიდებული იქნებოდა ცენტრალურ ევროპაში ოპერაციების წარმატებულობაზე.
ო მ ი ს თ ე ა ტ რ ზ ე ჩ ვ ე უ ლ ე ბ რ ი ვ ო მ შ ი „რეალისტური დაშინების“ სტრატეგია ითვალისწინებდა სხვადასხვა ომთ-ებზე ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შეტევითი და თადაცვითი მოქმედებების შეხამებას. მასში შეიარაღებული ძალების უახლოეს ამოცანას წარმოადგენდა სტრატეგიული ინიციატივის დაუფლება. აშშ-ისა და მისი მოკაშირე ქვეყნებისთვის არახელსაყრელი ძალთა თანაფარდობის შემთხვევაში ითვალისწინებდნენ სტრატეგიული თავდაცვის წარმოებას კონტრშეტევაში გადასასვლელად წინაპირობების შექმნის მიზნით. ომთ-ზე სტრატეგიული თავდაცვითი ოპერაციების ფარგლებში რეკომენდირებული იყო შეიარაღებულ ძალთა სახეობების ოპერატიული გაერთიანებების (საველე და საჰაერო არმიები) მოქმედებათა აქტიური ხერხები _ კონტრდარტყმების მიყენება, ჰაერში ბატონობის მოსაპოვებლად ოპერაციების ჩატარება, მოწინააღმდეგის წინ მომავალ რეზერვებთან ბრძოლა.
უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ მიმართულებებზე შესაძლო იყო ეწარმოებინათ სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო-საჰაერო ძალების ოპერატიული გაერთიანებების ერთობლივი შეტევითი ოპერაციები ფლოტის დამრტყმელი ძალების მხარდაჭერით. ამასთან 1970-იანი წლების შუახანებში მკაფიოდ ვლინდებოდა მსგავს ოპერაციებში ტაქტიკური ავიაციისა და საცეცხლე მარდაჭერის ვერტმფრენების როლის ამაღლების ტენდენცია. მხოლოდ ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით მიმდინარე ოპერაციებში ტაქტიკური ავიაციისთვის დამახასიათებელი ყველა ამოცანიდან ძირითადად ითვლებოდა სახმელეთო ჯარების საბრძოლო მოქმედებების უშუალო მხარდაჭერა. შესაბამისად აქცენტს აკეთებდნენ საჰაერო თავდაცვის საშუალებათა უნარის ამაღლებაზე საიმედოდ დაეფარათ სახმელეთო ჯარების დაჯგუფებები ჰაერიდან მოწინააღმდეგის დარტყმებისგან.
“რეალისტური დაშინების” სტრატეგიის მთავარ მოთხოვნას შეიარაღებული ძალების მშენებლობისადმი წარმოადგენდა მისი საკმარისობის უზრუნველყოფა. შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობების ზრდას ახორციელებდნენ საბრძოლო ტექნიკის, შეიარაღებისა და მართვის საშუალებების განუწყვეტელი სრულყოფის, საბრძოლო და მომსახურების ქვედანაყოფებში პირადი შემადგენლობის თანაფარდობის პირველის სასარგებლოდ შეცვლისა და ისეთი საორგანიზაციო სტრუქტურის ძიების გზით, რომელიც ყველაზე უფრო მეტად უზრუნველყოფდა ჯარების მდგრად მართვას, აგრეთვე საცეცხლე საშუალებებისა და საბრძოლო ტექნიკის სხვადასხვა სახეობის ოპტიმალურ შეხამებას საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად.
აშშ-ისა და მის მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების მიერ ყველა სახეობის ომების წარმოების უნარის ამაღლების კონკრეტულ გზებს განსაზღვრავდნენ “ტოტალური (საყოველთაო) ძალების”, “სტრატეგიული საკმარისობის”, “ერთნახევარი ომებისა” და “სტრატეგიული მობილურობის” ოფიციალურად მიღებულ სტრატეგიულ კონცეფციებში.
“რეალისტური დაშინების” სტრატეგიის მოთხოვნები ქვეყნის ომისთვის მზადების სფეროში მოიცავდა სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის ზრდას, ომში შეიარაღებული ძალების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მრეწველობის სამობილიზაციო გაშლას, მისი სიცოცხლისუნარიანობის ამაღლებას, განსაკუთრებით ბირთვული იარაღის მასირებული ზემოქმედების პირობებში, საკუთარი ტერიტორიისა და ძირითადი ომთ-ების ოპერატიული მიმართებით მომზადებას, მოსახლეობის ბირთვული დარტყმებისგან დაცვისა და მისი იდეოლოგიური დამუშავების ზომებს.
ეკონომიკის ომისთვის მზადების ხელმძღვანელობისთვის აშშ-ში შექმნილი იყო სამხედრო-ეკონომიკური მობილიზაციის ორგანოების სისტემა. მომქმედ მდგომარეობაში ინარჩუნებდნენ მნიშვნელოვან საწარმოო სიმძლავრეებს სამხედრო პროდუქციის გამოსაშვებად. გაშლისთვის მზადყოფნის მაღალ ხარისხში ინარჩუნებდნენ ასევე სარეზერვო სიმძლავრეებსაც. დაგროვილი ჰქონდათ სტრატეგიული ნედლეულის მნიშვნელოვანი მარაგები. ახორციელებდნენ რიგ ღონისძიებებს ქვეყნის საწარმოო ძალების რაციონალური განლაგების მიმართულებით.
ბირთვულ ომში მოსახლეობის გადარჩენის უზრუნველსაყოფად შექმნილი ჰქონდათ სამოქალაქო თავდაცვის ხელმძღვანელობის ორგანოები, აწყობდნენ ბომბებისგან დამცავ თავშესაფრებს სურსათის მარაგებით, შემუშავებული ჰქონდათ მსხვილი ქალაქების მოსახლეობის განწერტვის გეგმები.
აშშ-ის ტერიტორიის ოპერატიული აღჭურვის საკითხებში, ალიასკისა და კუნძულების ჩათვლით, მთავარ ყურადებას უთმობდნენ სტრატეგიული ძალების, ტატიკური ავიაციისა და სამხედრო-საზღვაო ძალების განწერტილ განლაგებას, სახმელეთო ჯარებისა და ტაქტიკური ავიაციის სტრატეგიული რეზერვის ომთ-ებზე სწრაფ გადასროლას, მატერიალურ საშუალებათა მარაგების საიმედო შენახვასა და ჯარების მეწინავე დაჯგუფებებისთვის მათ დროულ მიწოდებას, შეიარაღებული ძალების მართვის გლობალური სისტემის შეუფერხებელ მუშაობას.
ზღვისმიღმა ომთ-ებზე ტერიტორიების ოპერატიულ აღჭურვას ახორციელებდნენ მშვიდობიანობის დროს შეიარაღებული ძალების მეწინავე დაჯგუფებების საბრძოლო მომზადებისა და საბრძოლო მზადყოფნის, აგრეთვე ომის წაროებისთვის მათი ზრდისა და ოპერატიული გაშლის უზრუნველყოფის მიზნით. უცხო ტერიტორიებზე ინფრასტუქტურის განვითარებას ასრულებდნენ შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირე შესაბამისი ქვეყნების გეგმებით, დასავლეთ ევროპაში _ ნატო-ს ბლოკის გეგმებით.
ამრიგად, საბჭოთა ავტორების დასკვნით, “რეალისტური დაშინების” სტრატეგია საპირისპირო ბანაკის სახელმწიფოებზე სამხედრო უპირატესობის უზრუნველყოფისა და მათ წინააღმდეგ საყოველთაო (სტრატეგიული) ბირთვული ომისთვის მზადების გარდა, რომლებიც დამახასიათებელი იყო უწინდელი “მასირებული ნაცვალგებისა” და “მოქნილი რეაგირების” სტრატეგიებისთვისაც, შეიცავდა ზოგიერთ ახალ დებულებას, რომლებიც განპირობებული იყო 1970-იანი წლების შუახანებში მსოფლიოში არსებული ძალთა რეალური თანაფარდობით.
უწინარეს ყოვლისა ამ სტრატეგიაში, დასავლური ბეჭდური გამოცემების აღნიშვნით, ითვალისწინებდნენ კოალიციული ომების მზადებას, რომლებიც აშშ-ს შეეძლებოდა თავის ინტერესებში მოკავშირეთა სამხედრო პოტენციალის სრულად გამოყენება და შეერთებული შტატების ძალზედ დიდი სამხედრო ვალდებულებების შემცირება მოკავშირე ქვეყნების წინაშე დედამიწის ყველა ნაწილში. მასში ასევე მკაფიოდ იყო გამოხატული მოთხოვნა ხანგრძლივი დიდი ომის მზადებისთვის ბირთვული იარაღის გამოყენების გარეშე. იგი იძლეოდა მითითებას “ბირთვული ზღურბლის” ამაღლებაზე და მოკაშირეებისგან მოითხოვდა უბირთვო ომის წარმოებისთვის ზოგადი დანიშნულების ძალების ზრდის ფორსირებას.
VII. აშშ-ის “საოკეანო სტრატეგია” 1970-იან წლებში
1960-იანი წლების მეორე ნახევრიდან ამერიკულ ბეჭდურ გამოცემებში ფართოდ განიხილავდნენ სამხედრო-თეორიულ დებულებას, რომლის თანახმადაც შეერთებულ შტატებს თავისი სამხედრო-პოლიტიკური კურსის უფრო ეფექტურად უზრუნველყოფის ინტერესებში აუცილებლად მთავარი საყრდენი უნდა გაეკეთებია საზღვაო ძლიერებაზე. თუმცა ამ დებულებამ, რომელსაც აიგივებდნენ “საოკეანო სტრატეგიის” ცნებასთან, ვერ მიიღო ზედმიწევნითი აღიარება აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ოფიციალურ გამონათქვამებში, მაინც, საბჭოთა ავტორების აზრით, არსებობდა იმის არაორაზროვანი მტკიცებები, რომ ოკეანსგაღმელი მილიტარისტების იმდროინდელ თეორიასა და პრაქტიკაში რეალური აქცენტები გაკეთებული ჰქონდათ საზღვაო ძლიერების სასარგებლოდ. პენტაგონის სპეციალისტებისა და ხელმძღვანელობის სამხედრო-თეორიულ შეხედულებებსა და პრაქტიკულ საქმიანობაში “საოკეანო სტრატეგის” ნამდვილ ადგილს, მისი წარმოქმნის მიზეზებს, შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და ომისთვის მზადების კონკრეტულ გამოვლინებებს, აგრეთვე მისი (ე. ი. აშშ-ის “საოკეანო სტრატეგიის”) შემდგომი განვითარების იმდროინდელ პერსპექტივებს ეძღნება ეს თავი.
ამერიკულ სამხედრო თეორიაში “საოკეანო სტრატეგიის” ადგილის განსასაზღვრავად აუცილებელია უწინარეს ყოვლისა გავარკვიოთ თანაფარდობა დასავლეთში ფართოდ გამოყენებულ ცნებებს _ “ეროვნული სტრატეტია”, “დიდი სტრატეგია” და “სამხედრო სტრატეგია” _ შორის.
“ეროვნული სტრატეგიის” ქვეშ, როგორც ზემოთ უკვე გვქონდა აღნიშნული, შეერთებულ შტატებში ესმით როგორც მშვიდობიანობის, ასევე ომის დროს სახელმწიფოს განკარგულებაში არსებული ყველა საშუალების შექმნისა და გამოყენების მეცნიერება და პრაქტიკა ეროვნული ინტერესებისა და მისწრაფებების განხორციელების მიზნით. მას ყოფენ პოლიტიკურ სტრატეგიად, რომელიც პასუხისმგებელია სახელმწიფოს საერთაშორისო და შიდა საქმეებზე, ეკონომიკურ სტრატეგიად _ საგარეოდ და საშინაოდ, სამხედრო სტრატეგიად და ა. შ. ამ სტრატეგიის ნებისმიერ ზემოაღნიშნულ სფეროს, ამერიკელი თეორეტიკოსების აზრით, გააჩნია პირდაპირი ან ირიბი მიმართება ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან. სწორედ “ეროვნული სტრატეგიის” ამ ელემენტებს აღნიშნავენ “დიდი სტრატეგიის” ანუ “ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის” ცნებით.
“დიდ სტრატეგიას” შეერთებულ შტატებში განსაზღვრავენ როგორც ეროვნული ძლიერების ელემენტების შექმნისა და გამოყენების მეცნიერებასა და ხელოვნებას ნებისმიერ პირობებში, რათა საჭირო ხარისხითა და სასურველი მიმართულებით ახდენდნენ ზემოქმედებას საგარეო და საშინაო მოწინააღმდეგეებზე მუქარების, ძალის, ირიბი ზეწოლის, დიპლომატიის გზითა და სხვა შესაძლო ხერხებით ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფისა და გარკვეული მიზნების მიღწევისთვის. სამხედროსთან ერთად იგი მოიცავს შეცდომაში შემყვან მოქმედებებს, მოლაპარაკებების წარმოებას, “ფსიქოლოგიურ ომს”, ეკონომიკურ და სამეცნიერო-ტექნიკურ ზეწოლას და ა. შ. აქედან გამოდის, რომ “დიდი სტრატეგია” არის ძირითადად ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის სფერო, სამხედრო სტრატეგია კი შეადგენს მხოლოდ მის ერთერთ ელემენტთაგანს.
“დიდი სტრატეგიის” ამოსავალ დებულებებს ყოველწლიუად აყალიბებს შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭო (ეუს) თავის დირექტივაში “ძირითადი პოლიტიკა ეროვნული უსაფრთხოების სფეროში”. ამ დირექტივაში ზოგად პოლიტიკურ მითითებებს აძლევენ ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველა სამთავრობო დაწესებულებას. აშშ-ის სამხედრო სტრატეგიის ორიენტაციის გადახედვა ან შეცვლა ასახვას პოულობს უწინარეს ყოვლისა ამ დოკუმენტში. მასში არის შეერთებული შტატების “ეროვნული სტრატეგის” მიზნების ზოგადი მიმოხილვა და უფრო დეტალურად განიხილება ის სამხედრო, საგარეოპოლიტიკური, ეკონომიკური და საშინაოპოლიტიკური ფატორები, რომლებიც სერიოზულ გავლენას ახდენს უსაფრთხოების მდგომარეობაზე. სხვა სიტყვებით მოცემული დირექტივა ჩვეულებრივ შეიცავს ამერიკული სამხედრო დოქტრინის ამოსავალ დებულებებს.
რაც შეეხება საკუთრივ სამხედრო სტრატეგიას, მას ამერიკული სამხედრო თეორია განსაზღვრავს როგორც შეიარაღებული ძალების გამოყენების მეცნიერებასა და პრაქტიკას “დიდი სტრატეგით” დადგენილი ამოცანებისა და მეთოდების ფარგლებში, ე. ი. მუქარის, ძალის დემონსტრირებისა და პირდაპირი სამხედრო მოქმედებების გზით.
1970-იან წლებში მოქმედი “რეალისტური დაშინების” სტრატეგის ჩამოყალიბების პერიოდში ამერიკელი თეორეტიკოსები და პუბლიცისტები განაკუთრებით მნიშვნელოვნად წარმოადგენდნენ აშშ-ის შეიარაღებული ძალების იმ სახეობის განსაზღვრას, რომელზედაც მთავარი ფსონი უნდა გაეკეთებინათ ქვეყნის დასახული საგარეოპოლიტიკური კურსისა და “ეროვნული სტრატეგის” განკარგულებაში რესურსების გამოყოფის აუცილებლობის შესაბამისად სერიოზული საშინაო პრობლემების გადაწყვეტის მიზნით. ანუ ლაპარაკი იყო იმაზე, თუ როგორი უნდა ყოფილიყო “სტრატეგიული საკმარისობის”, “ერთნახევარი ომებისა” და “სტრატეგიული მობილურობის” სტრატეგიული კონცეფციების მატერიალურ უზრუნველყოფაში ჩადებული წილის ხასიათი სახელმწიფოს გლობალური საგარეოპოლიტიკური პრეტენზიებისა და საშინაოპოლიტიკური კურსის გათვალისწინებით.
პასუხს ამ კითხვაზე, ამერიკელი სამხედრო თეორეტიკოსების აზრით, შესაძლო იყო ჰქონოდა “სახმელეთო”, “საზვაო” ან “საავიაციო” შეფერილობა. ამისდა მიხედვით, შეიარაღებული ძალების მშენებლობის სფეროში სამხედრო დოქტრინის სახელმძღვანელო კონცეფცია, რომელიც შეიარაღებულ ძალებს მოიცავდა როგორც მთლიანს, შესაძლოა ორიენტირებული ყოფილყო ერთდროულად სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საზღვაო ძალებისა და სამხედრო-საჰაერო ძალების განვითარებაზე. აქედან გამომდინარე, “საოკეანო სტრატეგია” _ ეს გახლდათ სამხედრო დოქტრინის ისეთი კონცეფცია, რომელიც განიხილავდა რა ამერიკულ შეიარაღებულ ძალებს როგორც სხვადასხვანაირი სახეობების ურთიეთდაკავშირებული კომპონენტების სისტემას, ამტკიცებდა მის განვითარებაში მთავარი აქცენტის სწორედ სამხედრო-საზღვაო ძალებზე გაკეთების აუცილებლობას.
“საოკეანო სტრატეგიის” მომხრეების მიერ ასეთი მიდგომის აუცილებლობის დასაბუთებაში წამოყენებულ მიზეზებს შორის შესაძლოა გამოეყოთ გეოპოლიტიკური მიზეზები, რომლებიც ემყარებოდა ისტორიულ ანალოგიებს, აგრეთვე ეკონომიკური, პოლიტიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და საკუთრივ სამხედრო მოსაზრებები. ისინი თვლიდნენ, რომ მსოფლიო არენაზე ძალების საგარეოპოლიტიკურ განლაგებაში შეერთებული შტატები ბევრ რამეში იყო იმის მსგავსი, რომლებიც ბრიტანეთის იმპერიას ეკავა თავისი გლობალური ჰეგემონიის წლებში. რამდენადაც იმ ძველ დროში ინგლისელების იმპერიული პოლიტიკა მნიშვნელოვან ხარისხად ემყარებოდა საზღვაო ძლიერებას სამხედრო და სავაჭრო ფლოტების სახით, იმდენად 1970-იან წლებში შეერთებული შტატები ასევე უნდა ყოფილიყო დაყრდნობილი თავის საზღვაო ძლიერებაზე.
ეკონომიკურ პლანში “საოკეანო სტრატეგიის” აპოლოგეტები ითვალისწინედნენ შეერთებული შტატების საზღვაო და საოკეანო კომუნიკაციებზე დამოკიდებულების ზრდას და თვლინენ, რომ მომავალში ეს დამოკიდებულება განუწყვეტლივ გაიზრდებოდა. ამავდროულად ისინი დაჟინებით იდგნენ აშშ-ის სამეცნიერო-ტექნიკური ძალისხმევის თავმოყრის აუცილებლობაზე საოკეანოგრაფიო მეცნიერებასა და ტექნიკაში, რადგანაც ეს ცოდნა უზრუნველყოდა სამეციენო-ტექნიკურ მოწყვეტას (წინგაჭრას) როგორც მოწინააღმდეგეებისგან, ისე მოკავშირეებისგანაც, და საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობდა შეერთებული შტატების მიერ მსოფლიოში ლიდერის მდგომარეობის მოპოვებასა და შენარჩუნებას. “საოკეანო სტრატეგიის” მომხრეთა პოლიტიკური მოსაზრებები გამომდინარეობდა აშშ-ის ჩამოყალიბებული ურთიერთობებიდან როგორც მოკავშირეებთან, ისე მოწინააღმდეგეებთანაც, აგრეთვე ქვეყნის შინაგანი მდგომარეობიდან, და ძირითადად ემთხვეოდა იმათ, რომლებმაც ასახვა ჰპოვა “მოქნილი რეაგირების” სტრატეგიის ოფიციალურ კრიტიკაში.
მაგრამ “საოკეანო სტრატეგიის” სასარგებლოდ ყველაზე უფრო წონად მოსაზრებებს ასაბუთებდნენ, ბუნებრივია, სამხედრო სფეროდან მოყვანილი არგუმენტებით. მტკიცებათა ამ ჯგუფისთვის დამახასიათებელი იყო მითითებები განსახილველი კონცეფციისადმი ეუს-ის ვითომდა თანაგრძნობით დამოკიდებულებაზე, აგრეთვე სამხედრო-საზღვაო ძალების სპეციფიური თვისებების უზომო განდიდება და ხოტბის შესხმა.
ასე, ამერიკული პრესის შეტყობინებებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 1970-იანი წლების დასაწყისში იხრებოდა სტრატეგიული ძალების სფეროში “საოკეანო სტრატეგიის” მიღებისკენ და თავისი მიდგომის მოტივირებას ახდენდა შემდეგი გარემოებებით. ჯერ ერთი, სტარეგიული ძალების საზღვაო კომპონენტი _ ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავები _ ვითომდა სრულებით არ ექვემდებარებოდა მოწინააღმეგის მხრიდან აღმოჩენას, იმ დროს, როდესაც მიწისზედა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები და სტრატეგიული ბობდამშენი თვითმრინავები წარმოადგენდნენ ადვილად გამოსავლენ და მეტად მოწყვლად მიზნებს. მეორეც, სტრატეგიული ბომბდამშენებისა და სკბრ-ების რაოდენობის შემცირება შეამცირებდა განსაკუთებით ხისტ მოთხოვნებს საავიაციო და სარაკეტო ბაზების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისადმი. მესამე, ძირითადი სტრატეგიული სარაკეტო ბირთვული პოტენციალის წყალქვეშა ნავებზე გადატანით იხსნებოდა მიწისზედა სკბრ-ების გაშვებისთვის 15-წუთიან მზადყოფნაში შენარჩუნების აუცილებლობა. მეოთხე, საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ობიექტებამდე მისაღწევად, მიწისზედა სკბრ-ები და სტრატეგიული ბომბდამშენები უნდა შეჭრილიყვნენ კარგად ცნობილი და საკმაოდ ვიწრო დერეფნების გავლით საჰაერო-კოსმოსურ სივრცეში, ხოლო წყალქვეშა სარაკეტო-ბირთვულ ძალებს შესაძლოა ემოქმედა პრაქტიკულად ყველა მიმათულებიდან. დაიანგარიშეს, რომ სკბრ-ებს სსრკ-ის ტერიტორიისკენ შესაძლოა ეფრინათ სექტორში, რომელიც არ აღემაებოდა დიდი წრის რკალის 32 გრად.-ს (3550 კმ) და შეადგენდა საბჭოთა კავშირის პერიმეტრის დაახლოებით 9%-ს. ამ მოსაზრებებით ასაბუთებდნენ დასკვნას იმის შესახებ, რომ ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავები თავიანთი საბრძოლო თვისებებით აღემატებოდა მიწისზედა ბაზირების სკბრ-ებსა და სტრატეგიულ ბომბდამშენებს. მსოფლიო ოკეანეში გაშლილი ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავები, ვინაიდან იქ მათი აღმოჩენა განსაკუთრებით ძნელი იყო, მიწისზედა სტრატეგიული სისტემებისგან განსხვავებით, არ გამოიწევდნენ საპასუხო სარაკეტო-ბირთვულ დარტყმას შეერთებული შტატების ტერიტორიაზე და ვითომდა იძლეოდნენ მოწინააღმდეგეზე მისი მიყენების შესაძლებლობას არა ვიწრო პრაქტიკულ დერეფანში, არამედ ნეისმიერი მიმართულებიდან.
სამხედრო-საზღვაო ძალების სხვა უპირატესობების რიცხვში ხაზს უსვამდნენ მის მოქნილობას, ხმელეთისგან დამოუკიდებლობასა და უნივერსალურობას.
“საოკეანო სტრატეგიის” მომხრეთა აზრით, საზღვაო ძლიერება აკმაყოფილებდა იმდროინდელი და პერსპექტიკული ეკონომიკური, სამეცნიერო-ტენიკური, პოლიტიკური და სამხედრო მოთხოვნების ვრცელ ჩამონათვალს, რომლებიც მიმართული იყო აშშ-ის საგარეოპოლიტიკური კურსის უზრუნველყოფაზე. წარმატებაზე თავიანთ იმედებს ისინი აკავშირებდნენ იმასთან, რომ საზღვაო ძლიერებაზე დამყარებული სამხედრო-პოლიტიკური კურსი ჰპოვებდა არა მხოლოდ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ზოგიერთი წრის აქტიურ მარდაჭერას, არამედ მოსახლეობის იმ ფენებისაც, რომლებიც “ობივატელის” კეთილდღეობას ყველაზე უფრო მაღლა აყენებდნენ. ამასთან ერთად მითითებული ავტორები აღიარებდნენ, რომ თვით მაღალგანვითარებული საზღვაო ძლიერებაც კი ვერ იძლეოდა პასუხს, თუ როგორ მოეხდინათ ზემოქმედება კონფლიქტების მსვლელობასა და შედეგზე შიდასაკონტინენტო რაიონებში. ისინი თვლიდნენ, რომ ასეთ რაიონებში საზღვაო ძლიერების მეშვეობით შესაძლებელი იქნებოდა მიეღწიათ ობიექტების დანგრევისა და ადამიანების განადგურებისთვის, მაგრამ ვრცელ რაიონებში მოსახლეობაზე კონტოლის დამყარება შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ წარმოიქმნებოდა ისეთი რიცხოვნების რეგულარული სახმელეთო ჯარების აუცილებლობა, რომელიც უზრუნველყოფდა რომელიმე კონტინენტურ რაიონში საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის არაუმეტეს 100 ათასი ადამიანის გამოყოფის შესაძლებლობას. კონფლიქტის ესკალაციის შემთხევაში ვარაუდობდნენ სახმელეთო ჯარების არა მხოლოდ კადრის ძალების გამოყენებას, არამედ რეზერვებისაც. “საოკეანო სტრატეგიის” მომხრეების განზრახვა არსებითად გაეზარდათ სამხედრო-საზღვაო ძალების როლი განსაკუთრებით ნათლად დაიმზირებოდა მათ წინადადებებში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სტრუქტურის შეცვლის შესახებ. ისინი ვარაუდობდნენ, რომ “საოკეანო სტრატეგიის” დამახასიათებელი ხერხებისადმი შესაბამის შეიარაღებული ძალების ყველაზე უფრო მიზანშეწონილ სტრუქტურას უნდა ჰყოლოდა ხუთი კომპონენტი: სტრატეგიული ძალები წყალქვეშა სარაკეტო ბირთვულ ფლოტზე დაყრდნობით, სამხედრო-საზღვაო ძალები ზღვაში ბატონობის მოსაპოვებლად, სამხედრო-საზღვაო ძალები განკუთვნილი ხმელეთზე მოწინააღმდეგის ობიექტების წინააღმდეგ სამოქმედოდ, მიწისზედა ბაზირების ტაქტიკური ავიაცია და სახმელეთო ჯარები. ამრიგად, მათი ჩანაფიქრის მიხედვით შეიარაღებული ძალების ხუთი ფუნქციური კომპონენტიდან წამყვანი როლი უნდა ეთამაშა სამხედრო-საზღვაო ძალებს.
“საოკეანო სტრატეგიის” იდეის რეალიზაციის შემთხვევაში მოელოდნენ 1970-იან წლებში აშშ-ის რეგულარული შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის რიცხოვნების მიყვანას 1,5 მლნ. ადამიანამდე. ამავდროულად ვარაუდობდნენ შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობების უწყვეტი ზრდის შესალებლობის უზრუნველყოფას შეიარაღებათა ხარისხობრივი გაუმჯობესების საფუძველზე, ზღვაში, ჰაერსა და კოსმოსში ბატონობის მოსაპოვებლად წინაპირობების შექმნას, სახმელეთო ჯარების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებასა და სამობილიზაციო ბაზის გაუმჯობესებას.
თუმცა კი “საოკეანო სტრატეგიის” აპოლოგეტების წინადადებები მიეკუთვნებოდა სამხედრო სფეროს და მათ არ მიუღიათ პირდაპირი მოწოდება, მაგრამ, საბჭოთა ავტორების შენიშვნით, ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადებები და შეიარაღებულ ძალთა ცალკეულ სახეობებზე ხარჯების განაწილებაში ცვლილებები ადასტურებდა, რომ აშკარა იყო აქცენტის გაკეთება ამერიკული სამხედრო ძლიერების საზღვაო კომპონენტზე.
“ჩემი მთავრობა, _ ხაზს უსვამდა თავის დროზე პრეზიდენტი რ. ნიქსონი, _ უზრუნველყოფს ჩვენს სამხედრო-საზღვაო უპირატესობას. იგი დაუბრუნდება მიზანს იყოლიოს მსოფლიოში ყველაზე უფრო ძლიერი სამხედრო-საზღვაო ფლოტი”. პრეზიდენტის პოზიცია სავსებით მოიწონა კონგრესმა. მისი ერთერთი სპეციალური კომიტეტის წევრები თავიანთ მოხსენებაში გამოხატავდნენ “მტკიცე რწმენას იმაზე, რომ შერთებული შტატების მნიშვნელოვანი ინტერესები მოითხოვს, რათა მის სამხედრო-საზღვაო ძალებს შეეძლოს ეროვნული თავდაცვის მასზე დაკისრებადი მისიის განხორციელება მსოფლიო ოკეანის ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერ სიღრმეში და ნებისმიერ დროს”.
ხელმძღვანელობის ახალმა მიდგომამ სამხედრო-საზღვაო ძალების როლის შეფასებაში ასახვა ჰპოვა შეიარაღებულ ძალთა სახეობებისთვის ასიგნებების განაწილებაშიც. ასე, თუკი 1967/68 ფინანსურ წელში სახმელეთო ჯარებისთვის გათვალისწინებული იყო გამოყოფილი თანხების 36%, სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის _ 35% და სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის _ 29%, 1976/77 ფინანსურ წელში სამხედრო-საზღვაო ძალების წილმა შეადგინა 39%, ხოლო სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო-საჰაერო ძალების წილები შეამცირეს შესაბამისად 28 და 33%-მდე. შედარებისთვის მივუთითებთ, რომ 1950-იან წლებში ასიგნებების 47% განკუთვნილი იყო სამხედრო-საჰარო ძალებისთვის (უმთავრესად სტრატეგიული საავიაციო სარდლობისთვის), 29% _ სამხედრო-საზღვაო ძალებისა და 24% სახმელეთო ჯარებისთვის. შეიარაღებათა შესყიდვაზე გამოყოფილი თანხებიდან სამხედრო-საჰაერო ძალები ღებულობდა 60%, სამხედრო-საზღვაო ძალები _ 30%, სახმელეთო ჯარები კი _ 10%. მოყვანილი მონაცემები დაბეჯითებით მოწმობს იმის შესახებ, რომ იმ პერიოდში ამერიკული შეიარაღებული ძალების მატერიალური ბაზის რეალური განვითარება მიდიოდა აქცენტის უპირატესი გაკეთებით საჰაერო-ბირთვულ ძლიერებაზე 1950-იან წლებში, დაბალანსებული შეიარაღებული ძალების გაშლის მცდელობისკენ 1960-იანებში, და ბოლოს, სამხედრო-საზღვაო პოტენციალზე საყრდენის გაძლიერებისკენ 1970-იანებში.
საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ამერიკული იმპერიალიზმის სამხედრო-ტექნიკური ბაზის განვითარების დამზერილ ხასიათს საფუძვლად გააჩნდა სავსებით განსაზღვრული პოლიტიკური შეფასებები და მითითებანი. ასე, 1950-იან წლებში არსებული აქცენტი სამხედრო-საჰარო ძალებზე გამომდინარეობდა აშშ-ის მოჩვენებითი უპირატესობის შესახებ დასკვნიდან სსრკ-ზე ბირთვულ იარაღში და საკონტინენტთაშორისო სიშორეებზე მის მისატანად სტრატეგიული ბომბდამშენების გამოყენების შესაძლებლობიდან. 1960-იანი წლების დასაწყისში ამერიკული ხელმძღვანელობა იძულებული იყო ეღიარებინა ძალთა თანაფარდობის შეცვლა საბჭოთა კავშირის სასარგელოდ, უარი ეთქვა “მასირებული ნაცვალგების” სტრატეგგიაზე და მიემართა “მოქნილი რეაგირების” სტრატეგისთვის, რომელიც ითვალისწინებდა აშშ-ის იმპერიალისტური ინტერესების ოპერატიულ უზრუნვეყოფას მსოფლიოს ნებისმიერ რაიონში. ამ ამოცანის შესასრულებლად საჭირო გახდა ეწარმოებინათ შეიარაღებული ძალების მშენებლობა მის სახეობებს შორის სულ სხვა პროპორციების დაცვით. და ბოლოს, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში სამხედრო ავანტიურის ჩავარდნამ, სოციალიზმის მსოფლიო სისტემის ეკონომიკური და სამხედრო ძლიერებისა და პოლიტიკური ავტორიტეტის ზრდამ ნათლად დაანახვა ამერიკულ ხელისუფლებას გატარებული სამხედრო-პოლიტიკური კურსის ვერშემდგარობა და აიძულა იგი მიეღო “რეალისტური დაშინების” სტრატეგია. უკანასკნელის ფარგლებში აღინიშნებოდა სამხედრო-საზღვაო ძალებისადმი ყურადღების გაძლიერება.
მაინც როგორი იყო აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარი ასპექტები “სტრატეგიული საკმარისობის”, “ერთნახევარი ომებისა” და “სტრატეგიული მობილურობის” კონცეფციების, აგრეთვე შემდეგ მიღებული სტრატეგიის უზრუნველყოფის პლანში?
“სტრატეგიული საკმარისობის” კონცეფციის შესრულებისას ამერიკული სარდლობის ძალისხმევა თავმოყრილი იყო თავისი ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავების 75%-ის გადაკეთების დასრულებაზე მოძველებული რაკეტების “პოლარისის” ნაცვლად ახლების “პოსეიდონის” წასაღებად, ასევე ახალი წყალქვეშა სარაკეტო-ბირთვული სისტემის “თრაიდენთის” შექმნაზე, საზღვაო ბაზირების სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტების შემუშავებასა და სხვა პროგრამებზე.
დასახული პროგრამების განხორციელების შედეგად წყალქვეშა სარაკეტო-ბირთვული ძალების საბრძოლო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა. როგორც იმ დროის დასავლურ ბეჭდურ გამოცემებში მოყვანილი მასალებიდან ჩანდა, სტრატეგიული დანიშნულების ბალისტიკური რაკეტები 1980-იანი წლების დასაწყისში შეძლებდნენ დაახლოებით 11500 ქობინის წაღებას, მათგან 9300 ქობინისა საზღვაო ბაზირების მატარებლებზე.
საზღვაო სტრატეგიული შეტევითი ძლიერების განვითარების ახალ მიმართულებას წარმოადგენდა შეერთებული შტატების განზრახვა თავისი ატომური წყალქვეშა ნავების ბორტზე განელაგებია მაღალი სიზუსტის ფრთოსანი რაკეტებიც, რომელთა ფრენის სიშორე შეადგენდა დაახლოებით 2500 კმ. თუკი ამ გეგმებს შესარულებდნენ, მაშინ ქობინების საერთო რაოდენობა საზღვაო მატარებლებზე მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა.
“სტრატეგიული საკმარისობის” კონცეფციის უზრუნველყოფას მიაწერდნენ აგრეთვე მოწინააღმდეგის ატომურ სარაკეტო წყალქვეშა ნავებთან ბრძოლისთვის განკუთვნილი ძალებისა და საშუალებების განვითარებასაც. ამ ძალების მთავარ კომპონენტებს წარმოაგენდა ატომური მრავალმიზნობრივი წყალქვეშა ნავები, საბაზო საპატრულო თვითმფრინავები და დაზვერვისა და წყალქვეშა ნავებზე მეთვალყურეობის სხვადასხვანაირი სისტემები.
ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვების ხანგრძლივობა (სულ რამდენიმე წუთი) მოითხოვდა, ერთის მხრივ, მანევრული ნავსაწინააღმეგო ძალების წინასწარ გაშლასა და მაღალ საბრძოლო მზადყოფნაში შენარჩუნებას, ხოლო მეორეს მხრივ, წყალქვეშა ვითარებაზე მეთვალყურეობის სხვადასხვანაირი სისტემების მეშვეობით აუცილებელი ინფორმაციით მათ უწყვეტ უზრუნველყოფას. ითვლებოდა, რომ ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავების მიერ რაკეტების სროლის სიშორის საკონტინენტთაშორისო სიშორემდე (4-დან 11 ათას კილომეტრამდე) გაზრდასთან ერთად იზრდებოდა მსოფლიო ოკეანის ის აკვატორიები, რომლებიც შესაძლოა გამოეყენებინათ მათ სასტარტო პოზიციების სახით. ეს გარემოება აიძულებდა სპეციალისტებს ეძებნათ ისეთი ახალი საბრძოლო და ტექნიკური საშუალებების შექმნის გზები, რომლებიც უზრუნველყოფდა მოწინააღმდეგის ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავების აღმოჩენას, მეთვალყურეობასა და დაზიანებას გლობალურ მასშტაბში, თვით მისი სანაპიროს გარემომცველი კარგად დაცული წყლების ჩათვლით.
უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, წყალქვეშა ვითარებაზე გლობალური მეთვალყურეობის საფუძველს, რომელიც შექმნეს და მუდმივად ავითარებდნენ ამერიკელები, წარმოადგენდა სტაციონარული ჰიდროაკუსტიკური სისტემა (SOSUS). მასთან კომპლექტში მუშაობდნენ ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების პროგნოზირებისა და 500-1500 მ სიღრმეებში წყლის გარემოს მდგომარეობის განსაზღვრის სისტემა და SOSUS სისტემის მიერ მოპოვებული ინფორმაციის ნავსაწინააღმდეგო ძალების დამრტყმელ კომპონენტებამდე დაუყოვნებლივ მიტანის უზრუნველმყოფი სისტემა.
წყალქვეშა ნავებთან ბრძოლის უზრუნველსაყოფად განკუთვნილი საინფორმაციო სისტემების ეფექტურობის შეფასებები უკიდურესად საპირისპირო იყო. დასავლელი მეცნიერებისა და სამხედრო მიმოხილველების ერთი ჯგუფის აზრით, სავსებით რელურად ითვლებოდა ატომური წყალქვეშა ნავების აღმოჩენისა და მათზე მეთვალყურეობის 100%-ის მახლობელი ალბათობის მიღწევა. სხვები კი ყურადღებას ამახვილებდნენ განსაკუთრებით მკაცრ მოთხოვნებზე დროის ფაქტორის მხრიდან და როგორც მეთვალყურეობის სისტემების, ის დაზიანების საშუალებების შესაძლებლობებს აფასებდნენ მეტად სკეპტიკურად მთელი მოხილვადი მომავლის განმავლობაში.
სამხედრო-საზღვაო ძალების როლი “ერთნახევარი ომების” კონცეფციის უზრუნველყოფაში განისაზღვრებოდა იმით, რომ მას ეკისრებოდა მთავარი პასუხისმგებლობა ამერიკული შეიარაღებული ძალების ერთერთი ძირითადი სტრატეგიული ამოცანის _ ზღვაში ბატონობის მოპოვების _ შესრულებისას. მის გადასაწყვეტად შესაძლო იყო გამოეყენებინათ ის ატომური მრავალმიზნობრივი წყალქვეშა ნავები, რომლებიც არ იქნებოდნენ ჩართული მოწინააღმდეგის ატომურ სარაკეტო წყალქვეშა ნავებთან ბრძოლაში, მრავალმიზნობრივი ავიამზიდები, რომელთაც ბორტზე მიჰქონდათ სხვადასხვა ტიპის 80-90 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, და სხვა წყალზედა საბრძოლო ხომალდები. სამხედრო-საზღვაო ძალების შემდეგ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენდა სახმელეთო ჯარების მხარდაჭერა და ხმელეთზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, რომლის შესასრულებლადაც შესაძლო იყო გამოეყენებიათ საავიამზიდო შენაერთები და ჯგუფები, საზღვაო ქვეითი ჯარი და ფლოტის სადესანტო-გადასასხმელი საშუალებები.
ზღვაში ბატონობის მოსაპოვებლად და საკონტინენტო ომთ-ებზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის განკუთვნილი ძალების მშენებლობის მთავარ სახელმძღვანელო პრინციპს წარმოადგენდა კონცეფცია “ჰაი-ლოუ მიქსი”. იგი ითვალისწინებდა ფლოტის მაქსიმალური საბრძოლო შესაძლებლობების უზრუნველყოფას ზემოთ მითითებული ამოცანების გადაყვეტისას არსებული საბიუჯეტო შეზღუდვების გათვალისწინებით ძვირი და იაფი ხომალდებისა და თვითმფრინავების ოპტიმალური შეხამების გზით. კონცეფციის განხორციელების შედეგი უნდა ყოფილიყო “დაბალანსებული ფლოტი”, რომელიც მისცემდა მის წინაშე მდგარი ამოცანების მინიმალური დანახარჯებით ეფექტურად შესრულების შესაძლებლობას.
რაც შეეხება “სტრატეგიული მობილურობის” კონცეფციას, მის უზრუნველყოფაში საზღვაო ძლიერება თამაშობდა გადამწყვეტ როლს, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ლაპარაკი იყო ჯარებისა და შეიარაღებათა მასობრივ გადასროლებზე. საკმარისია ითქვას, რომ ვიეტნამში ყველაზე უფრო დაძაბული საბრძოლო მოქმედებების პერიოდში ზღვით ყოველდღიურად მიჰქონდათ ტვირთების 98%, მათ შორის 85 ათასი ტ საბრძოლო მასალები და 320 ათასი ტ საწვავი. თვლიდნენ, რომ საჰაერო ტრანსპორტის უპირატესობა, რომელიც მდგომარეობდა რეაქციის მინიმალურ დროში, გავლენას იქონიებდა მხოლოდ რამოდენიმე დღეღამის განმავლობაში, ხოლო კონფლიქტის წარმოქმნიდან 10-20 დღის შემდეგ იგი პრაქტიკულად კარგავდა თავის მნიშვნელობას. მაგალითად, ვიეტნამში ტვირთების მიტანა ჰაერით იკავებდა საშუალოდ დაახლოებით 20 სთ-ს (ამასთან C-5A თვითმფრინავს სჭირდებოდა დაახლოებით 2 ტ საწვავი თითოეული ტონა ტვირთის მისატანად), ხოლო ზღვით კი _ დაახლოებით 16 დღეღამეს. მაგრამ პირველი გემის გასვლის შემდეგ 15-დღეღამიანი წყვეტა შემდგომში აღარ თამაშობდა შესამჩნევ როლს, ვინაიდან შემდგომი გემების მისვლებს შორის ინტერვალები ზუსტად იმეორებდა შეერთებული სტატებიდან მათი გასვლის გრაფიკს. შეიარაღებული ძალების სტრატეგიული მობილურობის უზრუნველმყოფი საზღვაო კომპონენტის შესაძლებლობების ზრდის პლანში ძირითად ყურადღებას თავი მოუყარეს სავაჭრო ფლოტის სამობილიზაციო მზადყოფნის ამაღლებაზე კერძო კომპანიებისთვის სახელმწიფო სუბსიდიების დახმარებით გემების მშენებლობის ჩათვლით.
საბჭოთა ავტორების აზრით, 1970-იანი წლების ერთერთ ობიექტურ კანონზომიერებას წარმოადგენდა გლობალური ხასიათის პრობლემების წარმოქმნა, რომლებიც ეხებოდა ყველა ხალხისა და ქვეყნის ძირეულ ინტერესებს ამა თუ იმ სოციალური სისტემისადმი მათი კუთვნილების მიუხედავად. საბჭოთა კავშირის უმაღლესი ხელმძღვანელობა მაშინ აღნიშნავდა: “უკვე დღეს საკმარისად მნიშვნელოვანი და აქტუალურია ისეთი გლობალური პრობლემები, როგორებიცაა ნედლეულის ან ენერგეტიკული, ყველაზე უფრო საშიში და გავრცელებული დაავადებების ლიკვიდაცია და მსოფლიო ოკეანის რესურსების გამოყენება. პერსპექტივაში ისინი სულ უფრო შესამჩნევ გავლენას იქონიებენ თითოეული ხალხის ცხოვრებაზე, საერთაშორისო ურთიერთობათა მთელ სისტემაზე. ჩვენს ქვეყანას, ისევე როგორც სოციალიზმის სხვა ქვეყნებს, არ შეუძლია განზე დგომა იმ პრობლემების გადაწყვეტისგან, რომლებიც ეხება მთელი კაცობრიობის ინტერესებს”.
საბჭოთა ავტორების შეფასებით, ადვილი შესამჩნევი იყო, რომ ჩამოთვლილი პრობლემები მათი გლობალური ხასიათის ძალით, იდო იმდროინდელი კაპიტალიზმის ლიდერის _ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების სფეროში, ხოლო მათი უმეტესობის გადაწყვეტას უშუალო მიმართება ჰქონდა მსოფლიო ოკეანესთან, და აქედან გამომდინარე “საოკეანო სტრატეგიასთანაც”.
1970-იან წლებში ამერიკული მრეწველობის მიერ მოხმარებული სტრატეგიული მასალების მნიშვნელოვანი წილი იფარებოდა ზღვით განხორციელებული იმპორტის ხარჯზე (ყოველწლიურად მოხმარებული ალუმინის 86%, ქრომის 91%, კობალტის 96%, მარგანეცის 98%, კალის 87%, ვოლფრამის 68%, თუთიის 63%). ამასთან აშშ-ის დამოკიდებულება საზღვაო და საოკეანო კომუნიკაციებზე მუდმივად იზრდებოდა.
საწვავ-ენერგეტიკულმა კრიზისმა 1973 წლის ბოლოს გააოგნა კაპიალისტური ქვეყნები და გაუღვიძა მათ მწვავე ინტერესი აკვატორიებში არსებული ნავთობისა და გაზის მარაგებისადმი. 1970-იანი წლების დასაწყისში კაპიტალისტური სამყაროს რესურსებს საწვავის ამ სახეობაში აფასებდნენ 1219 მლრდ. ტ პირობითი საწვავის ფასად, მათ შორის 25%-ს ვარაუდობდნენ აკვატორიებში, რომლებსაც ეჭირა მსოფლიო ოკეანის არაუმეტეს 8%-ისა. შეერთებული შტატები დაინტერესებული იყო საწვავის ახალ წყაროებში და ახორციელებდა ინტენსიურ წყალქვეშა საბურღავ სამუშაოებს.
სტრატეგიული მასალების დეფიციტი, რომელიც დამახასიათებელი იყო აშშ-თვის და კიდევ უფო მეტად დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა და იაპონიისთვის, მონოპოლიების მზერას მიაპყრობდა მსოფლიო ოკეანეზე, რომელიც, სპეციალისტების იმ დროინდელი შეფასებებით, წყალში და ფსკერზე კონკრეციების სახით ინახავდა ურანის, კობალტის, ვერცხლისწყლის, ოქროს, ტყვიის, ალუმინის, მარგანეცისა და სპილენძის უზარმაზარ მარაგებს.
დაბოლოს, ჰიდროსფეროს მნიშვნელობა ადამიანთა ცხოვრებაში იზრდებოდა კვების პრობლემის გადაწყვეტის პლანშიც. იმ დროს ოკეანეების საკვებ რესურსებს იყენებდნენ უკიდურესად არარაციონალურად _ საკვებში მოხმარებადი ზღვის ბინადრების მხოლოდ 6%-ს ზრდიდა ადამიანი, დანარჩენების მოპოვება კი დაფუძნებული იყო მათ ბუნებრივ კვლავწარმოებაზე. მოელოდნენ, რომ უახლოეს დროში დაიწყებდნენ აკვაკულტურის სწრაფ განვითარებას, რომელიც მარცვლოვანი მცენარეებისა და შინაური ცხოველების სასოფლო-სამეურნეო წარმოებასთან ერთად იქცეოდა კვების პროდუქტების მეორე მთავარ წყაროდ.
მსოფლიო ოკეანის ათვისების პროცესში, როგორც თვლიდა სკრიპსკოვის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი ნირენბერგი (აშშ), შესაძლოა წარმოქმნილიყო მშვიდობის საქმისთვის სამი სახიფათო ტენდენცია: იმპერიალისტური სახელმწიფოების მცდელობები მიეთვისებინათ ოკეანეების დიდი მოცულობები სამრეწველო და სტრატეგიული მიზნებისთვის; წყალქვეშა იარაღისა და წყალქვეშა ნავებთან ბრძოლის (ნავსაწინააღმდეგო თავდაცვის) საშუალებების სწრაფი განვითარება, რომლებიც რისკის ქვეშ აყენებდნენ წყალქვეშა ნავებში განთავსებულ სტრატეგიულ სარაკეტო სისტემებს; ერთსა და იმავე რაიონებში სამრეწველო და სამხედრო საქმეების შერევა, რასაც შესაძლო იყო წარმოეშვა დავები და კონფლიქტები. თუკი ეს ტენდენციები, კაცობრიობის ინტერესების საწინააღმდეგოდ, მიიღებდა განვითარებას, მაშინ “არავისი” გარემოდან მსოლიო ოკეანე შესაძლოა თანდათანობით გადაქცეულიყო გარემოდ, რომლის დაპყრობასა და შენაჩუნებასაც შეეცდებოდნენ. სამხედრო სტრატეგიისთვის უკანასკნელი დებულება ნიშნავდა ჰიდროსფეროს პრინციპულად ახალი ფუნქციის წარმოქმნას: თუკი ადრე და იმ დროსაც ზღვები და ოკეანეები მხოლოდ სივრცეს წარმოადგენდა ძალების მოქმედებებისთვის, მომავალში იმპერიალიზმის სამხედრო-ეკონომიკურ ექსპანსიას შესაძლო იყო ისინი გადაექცია ძალების მოქმედებების ობიექტად, ე. ი. მსოფლიო ოკეანე შესაძლოა ქცეულიყო ხმელეთის თავისებურ ანალოგად.
საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, 1970-იან წლებში ეს სტრატეგია იმყოფებოდა ჯერ კიდევ გზის დასაწყისში: თავისი ბასრი პირით იგი მომართული იყო საბჭოთა კავშირისა და მისი მოკავშირე ქვყნების, განვითარებადი სახელმწიფოებისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობათა ინტერესების წინააღმდეგ. მაგრამ არ იყო გამორიცხული, რომ მსოფლიო ოკეანის სამრეწველო ათვისებასთან ერთად, როდესაც მთელი ძალით გამოვლინდებოდა მისი ეკონომიკური სარჩული, ამერიკული “საოკეაო სტრატეგია” დაპირისპირებოდა არა მხოლოდ სოციალისტური და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო ინტერესებს, არამედ კაპიტალისტური ქვეყნებისაც.
აშშ-ის “საოკეანო სტრატეგიის” ასეთი სერიოზული საშიშროება სსრკ-ისა და სხვა მშვიდობისმოყვარე ხალხების ინტერესებისთვის, საბჭოთა ავტორების აზრით, მოითხოვდა უწყვეტ და გულდასმით ყურადღების მიქცევას მისი შემდგომი განვითარების ყველა მხარისთვის. ჩვენის მხრივ დავუმატებდით შემდეგს: _ სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის 1991 და 2000 წლების მონაცემების შედარებით შეგვიძლია დავინახოთ, რომ პენტაგონის ხელმძღვანელობამ “ცივი ომის” დასრულების, საბჭოთა კავშირისა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის დაშლის შემდეგ მნიშვნელოვნად შეამცირა თავისი შეიარაღებული ძალების ის კომპონენტები რომლებიც განკუთვნილი იყო საბჭოთა კავშირთან და მის მოკავშირეებთან საყოველთაო ან შეზღუდული ბირთვული ან ჩვეულებრივი ომების წარმოებისთვის (სტრატეგიული შეტევითი ძალები, სახმელეთო ჯარები, ტაქტიკური სამხედრო-საჰაერო ძალები და სამხედრო-საზღვაო ფლოტის ზღვაში ბატონობის მოპოვებისთვის განკუთვნილი ძალები და საშუალებები), ხოლო პრაქტიკულად არ შეუმცირებია ის კომპონენები, რომლებიც განკუთვნილია მესამე მსოფლიოს ქვეყნებში ამერიკული ინტერესების ძალით გატარებისა და დაცვისთვის, სახელდობრ სამხედრო-საზღვაო ფლოტის საავიამზიდო ძალები (12 მოქმედი ავიამზიდი თითოეულზე თითო საავიაციო ფრთით _ 80-100 საბრძოლო თვითმფრინავი და ვერტმრენი), საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსი (ოთხი საექსპედიციო დივიზია და ოთხი ტაქტიკური საავიაციო ფრთა), ხოლო ხმელეთის სიღრმეში 2500 კმ-მდე მანძილებზე მიწისზედა ობიექტების დასაზიანელად ფრთოსანი რაკეტა “თომაჰოქების” გასაშვები დანაგარებით აღჭურვილი ატომური მრავალმიზნობრივი წყალქვეშა ნავებისა და მსხვილი წყალზედა ხომალდების (სახაზო ხომალდები, კრეისერები, საესკადრო ნაღმოსნები) რაოდეობა შეამცირა მხოლოდ 135-დან 129 ერთეულამდე (55 ატომური მრავალმიზნობრივი წყალქვეშა ნავი, 22 კრეისერი, 52 საესკადრო ნაღმოსანი). თავისთავად ცხადი უნდა იყოს, რომ ასეთი ქვეყნების რიცხვში პენტაგონელი სპეციალისტები უნდა მოიაზრებდნენ საქართველოსაც, თუკი მისი პოლიტიკა სერიოზულ წინააღმდეგობაში მოვა აშშ-ის საგარეოპოლიტიკურ გეგმებთან, და, ამასთან, მას არ ეყოლება ქომაგად აშშ-ის თანაზომადი სამხედრო ძლიერების მქონე სახელმწიფო, ვგულისხობთ, ცხადია, რუსეთს.
VIII. აშშ-ის საჰაერო-კოსმოსური “დოქტრინის” ძირითადი დებულებები 1970-იან წლებში
საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, 1960-იანი წლების ბოლოსა და 70-იანების დასაწყისში საბჭოთა უმაღლესი ხელმძღვანელობის ვიზიტებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საფრანგეთში, აგრეთვე მისმა ძალისხმევამ მთელ მსოფლიოში, და კერძოდ ევროპაში, საერთაშორისო ვითარების შერბილების საქმეში გააჯანსაღა საერთაშორისო ურთიერთობები და შექმნა რეალური წინაპირობები საყოველთაო ბირთვული ომის მუქარის ასაცილებლად. მაგრამ მსოფლიოში არსებოდნენ რეაქციული ძალებიც, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად აგრძელებდნენ დაძაბულობის დაჭირხვნას სახელმწიფოებს შორის, და განსაკუთრებით სოციალიზმისა და კაპიტალიზმის ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. ძირითად კაპიტალისტურ სახელმწიფოებში ინარჩუნებდნენ მრავალრიცხოვან არმიებს, აგრძელებდნენ სამხედრო ხარჯების ზრდას. ახლო აღმოსავლეთში ისრაელის მმართველი წრეების ექსპანსიონისტური პოლიტიკის შედეგად, რომელსაც ახალისებდნენ იმპერიალისტები, 1973 წლის ოქტომბერში განახლდა საომარი მოქმედებები.
საბჭოთა ავტორების სიტყვით, თავიანთი აგრესიული გეგმების მზადებასა და ცხოვრებაში გატარებას იმპერიალისტები აგებდნენ არსებული სამხედრო დოქტრინების თანახმად, რომლებსაც ცვლიდნენ და აზუსტებდნენ სხვადასხვაგვარი ფაქტორების და მიხედვით.
1971 წელს აშშ-ში მიიღეს ახალი სამხედრო დოქტრინა, რომელსაც საფუძვლად დაედო “რეალისტური დაშინების” სტრატეგია. მაგრამ ამ დოქტრინის პოლიტიკური არსი დარჩა უწინდელი: იგი ატარებდა იმპერიალისტურ, ანტისაბჭოთა და ანტიხალხურ ხასიათს.
ზოგადი სამხედრო დოქტრინის გარდა ამერიკული შეიარაღებული ძალების ყოველ სახეობას გააჩნდა თავისი “დოქტრინა” (საჰაერო-კოსმოსური “დოქტრინა”, საზღვაო :დოქტრინა” და ა. შ.). შეერთებულ შტატებსა და დასავლეთის სხვა სახელმწიფოებში სიტყვა “დოქტრინას” ხშირად იყენებდნენ ისეთი დოკუმენტების სახელწოდებებში, რომლებიც შეიცავდა შეიარაღებული ძალების ამა თუ იმ სახეობისა და ჯართა ცალკეული გვარეობების გამოყენების ზოგად პრინციპებსა და კონცეფციებს.
საყოველთაო ბირთვულ ომსა და შეზღუდულ ომებში (ჩვეულებრივი და ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით) სამხედრო-საჰაერო ძალების (სჰძ ) ძალებისა და საშუალებების გამოყენებაზე ამერიკული სარდლობის შეხედულებები გადმოცემული იყო საჰაერო-კოსმოსურ “დოქტრინაში”. ამ “დოქტრინის” დებულებები და დასკვნები საფუძვლად ედო აშშ სჰძ -ის ძალებისა და საშუალებების სტრატეგიულ დაგეგმვას, მშენებლობასა და გამოყენებას, აგრეთვე ისინი ასახვას პოლობდა შეიარაღებული ძალების მოცემული სახეობის სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტებშიც. ძირითადი საჰაერო-კოსმოსური “დოქტრინის” გარდა, რომელშიც გადმოცემული იყო საჰაერო-კოსმოსური ძალების (ჰკძ ) გამოყენების შეხედულებები, იყო აგრეთვე ოპერატიული და ფუნქციური “დოქტრინებიც”. პირველი შეიცავდა იმ პრინციპებსა და წესებს, რომლებიც განსაზღვრავდა ჰკძ -ის ორგანიზაციასა და გამოყენებას მის მიერ თავისი ძირითადი და სპეციალური ამოცანების გადაწყვეტისას. ფუნქციური “დოქტრინის” დებულებები ახასიათებდა სჰძ -ის საქმიანობის ცალკეულ სფეროებს, მაგალითად ისეთებს, როგორებიცაა კავშირგაბმულობა და ელექტრონიკა, სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები, ზურგისა და სამედიცინო უზრუნველყოფა, სამხედრო მღვდლების სამსახური და ადმინისტრაციული სამსახური.
მშვიდობიანობის დროს საჰაერო-კოსმოსურ ძალებს, ამერიკული სამხედრო ხელმძღვანელობის აზრით, 1970-იან წლებში უნდა დაეშინებია მოწინააღმდეგე და აეცილებია მისი ნებისმიერი აქციები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად შესაძლო იყო დამუქრებოდა შეერთებლი შტატების უსაფრთხოებას. ეს დებულებები უფლებას აძლევდა ამერიკულ სარდლობას გაეზარდა ქვეყნის სამხედრო პოტენციალი, და ამიტომ, არც თუ შემთხვევით, 1970-იანი წლების პირველ ნახევარში აშშ სჰძ -ში გამოჩნდა ახალი ტიპის თვითმფრინავები და საავიაციო შეიარაღება. აწარმოებდნენ საავიაციო ტექნიკის ახალი ნიმუშების შემუშავებას, ისეთების, როგორიც გახლდათ ზებგერითი სიჩქარის მქონე სტრატეგიული ბომბდამშენი B-1.
ავიაციისა და კოსმოსური ძალების მოქმედებებს ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები განიხილავდნენ როგორც ერთ მთლიანს, საერთო ოპერატიული ხელმძღვანელობის ქვეშ. ეს ძალები მოქმედებდა დედამიწის ზედაპირის თავზე სივრცეში, რომელიც მოიცავს ატმოსფერსა და კოსმოსს. თვლიდნენ, რომ ჰკძ -ს საბრძოლო მოქმედებები უნდა ეწარმოებია შეიარაღებული ძალების სხვა სახეობებთან, აგრეთვე მოკავშირეების ჯარებთან ურთიერთმოქმედებით.
ჰკძ -ის სარდლობა პასუხს აგებდა კოსმოსური ძალების განვითარებასა და გამოყენებაზე. იგი განაგებდა ოპერაციებს კოსმოსური აპარატების გამოყენებით, რომლებიც განკუთვნილი იყო დედამიწის ზედაპირზე მეთვალყურეობის, ამინდის დაზვერვის, ხომალდების ნავიგაციისა და კავშირგაბმულობისთვის. ეს კოსმოსური აპარატები განუთვნილი იყო შეიარაღებულ ძალთა ყველა სახეობის საქმიანობის უზრუნველსაყოფადაც.
უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში არაერთხელ იტყობინებოდნენ იმის შესახებ, რომ ჰკძ -ს ამზადებდნენ საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის მოწინააღმდეგის ძლიერი საჰაერო თავდაცვის გადალახვით, რომელიც მოიცავდა რადიოხელშეშლასთან და რადიოწინააღმდეგობის სხვა საშუალებებთან ბრძოლას ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში დღისითა და ღამით.
სჰძ -ის საქმიანობის უზრუნველყოფის სფეროში მნიშვნელოვან ადგილს უთმობდნენ ჯარების მართვის სისტემას, რომელსაც საიმედოდ უნდა ემოქმედა ნებისმიერ ომებში. სარაკეტო-ბირთვული ომის წარმოებისას ჯარების მართვაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა საჰაერო საკომანდო პუნქტებს.
საჰაერო-კოსმოსური “დოქტრინის” თანახმად სჰძ -ის ძალებსა და საშუალებებს მონაწილეობა უნდა მიეღოთ ნებისმიერ ომში. მათ ეკისრებოდათ შემდეგი ძირითადი ამოცანები: სტრატეგიული საშუალებებით მოწინააღმდეგის ღრმა ზურგში დარტყმების მიყენება; ჰაერში უპირატესობისთვის ბრძოლა; სახმელეთო ჯარების უშუალო საავიაციო მხარდაჭერა; საბრძოლო მოქმედებების რაიონის იზოლირება; საჰაერო დაზვერვა; საჰაერო გადაზიდვები. “დოქტრინაში” განსაკუთრებით გამოყოფდნენ სჰძ -ის სპეციალურ ოპერაციებს, მაგალითად სხვა სახელმწიფოებში აშშ-თვის სასურველი რეჟიმების შენარჩუნების უზრუნველყოფა, ფსიქოლოგიური ომის წარმოება, სპეციალური დანიშნულების ჯარების მოქმედებების უზრუნველყოფა და სხვები.
“დოქტრინის” თანახმად სჰძ -ის სტრატეგიულ ოპერაციებს ჰყოფდნენ მოწინააღმდეგის ღრმა ზურგში დარტყმების მიყენებად, ქვეყნის მოსაზღვრე საომარ მოქმედებათა თეატრებზე საბრძოლო მოქმედებებად და საკუთარი სახელმწიფოს თავდაცვად.
სტრატეგიული დარტყმები უნდა ყოფილიყო გადამწყვეტი, მათ მიყენებას ვარაუდობდნენ უმთავრესად ბირთვული საბრძოლო მასალებით როგორც საკუთარი, ისე მოკავშირეთა ბაზებიდან. ეს დარტყმები მიმართული უნდა ყოფილიყო მოწინააღმდეგის სამხედრო პოტენციალის განადგურებაზე, ბრძოლის შემდგომში გასაგრძელებლად მისი უნარისთვის ძირის გამოთხრაზე.
ჰაერში უპირატესობის მოპოვებას თვლიდნენ ომთ-ზე ავიაციის ძირითად ამოცანად. მისი შესრულება, სჰძ -ის სარდლობის აზრით, ამცირებდა მოწინააღმდეგის ავიაციის საბრძოლო შესაძლებლობებს, ზღუდავდა მისი სახმელეთო ჯარების მოქმედებებს და იმავე დროს ხელსაყრელ პირობებს უქმნიდა თავის მიწისზედა, სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალებს.
ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების ტერმინოლოგიით, ჰაერში უპირატესობა ნიშნავდა იმას, რომ ავიაციას შეძლებოდა თავისი ამოცანების ეფექტურად შესრულება მოწინააღმდეგის ობიექტების ჩასახშობად და ამავე დროს აღეკვეთა მოწინააღმდეგის მხრიდან თავის ჯარებზე საჰაერო დარტყმების მოყენება. ხანგრძლივი ოპერაციებისთვის ავიაციის ჰაერში საერთო უპირატესობას აღიარებნენ აუცილებლად.
უშუალო საავიაციო მხარდაჭერის ამოცანების შესრულებისთვის გამოჰყოფდნენ ავიაციის მნიშვნელოვან ძალებს. ამასთან ითვალისწინებდნენ ძალებისა და საშუალებების ფართო არჩევანს, აგრეთვე გამოყენებაში მათი მოქნილობის უზრუნველყოფას.
საბრძოლო მოქმედებების რაიონის იზოლირება გაანგარიშებული იყო უწინარეს ყოვლისა მოწინააღმეგის ძალებისა და საშუალებების ჩახშობაზე, რაც ხელს უწყობდა მისი საბრძოლო ოპერაციების წარმატებას. ეს ამოცანა დაკავშირებული იყო ავიაციის ხანგრძლივ ზემოქმედებასთან მოწინააღმდეგის ზურგში არსებულ გზების კვანძებზე, მდინარეებზე, ხევებსა და სხვა ღრმა ადგილებზე არსებულ გადასასვლელებზე, იქ განლაგებულ რეზერვებსა და ობიექტებზე.
საჰაერო დაზვერვას ეკისრებოდა მოწინაამდეგის შესახებ, და უწინარეს ყოვლისა ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის მისი მზადების შესახებ სარდლობის (მეთაურობის) აუცილებელი ინფორმაციით უზრუნველყოფის ვრცელი ამოცანები.
საჰაერო გადაზიდვებზე ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა სჰძ -ს. მისი მეშვეობით ჰაერით გადაისროდნენ აუცილებელ ცოცხალ ძალასა და ტექნიკას. საჰაერო გადაზიდვები ხასიათდებოდა ოპერატიულობითა და გაქანებით. ისინი შესაძლო იყო შეესრულებინათ აშშ-ის კონტინენტური ტერიტორიიდან ზღვისგაღმა ომთ-ებზე და ამ ომთ-ების ფარგლებშიც.
როგორც განსაზღვრავდა ოპერატიული “დოქტრინა”, საჰაერო-კოსმოსური ძალების წარმატება ეფუძნებოდა შემდეგ პრინციპებს: მართვის ცენტრალიზაცია, მობილურობა, რეაგირების სისწრაფე, მოქნილობა, ინიციატივა და აქტიურობა, მკაფიოობა და კონკრეტულობა, ძალისხმევის კოორდინაცია და უსაფრთხოება.
ავიაციის მართვის ც ე ნ ტ რ ა ლ ი ზ ა ც ი ა, ამერიკელი სპეციალისტების მიერ განისაზღვრებოდა როგორც საბრძოლო ოპერაციების ერთიანი ხელმძღვანელობა დასმული მიზნის მიღწევის ინტერესებში. ცენტრალიზაცია საშუალებას აძლევდა მოეხდინათ ძალისხმევის კონცენტრირება გადამწყვეტ უბანზე დროის აუცილებელ მომენტში და მსხვილი ძალებით დაეწყოთ მანევრირება ცალკეულ ომთ-ებზე ან საბრძოლო მოქმედებების რაიონებში. მიზანშეუწონლად თვლიდნენ ავიაციის სახმელეთო ჯარებისთვის მიცემას. მეთაურს საშუალება უნდა ჰქონოდა ემართა დაქვემდებარებული ავიაცია რაიმენაირი შუალედური ინსტანციების გარეშე.
მ ო ბ ი ლ უ რ ო ბ ა _ ესაა ჯარებისა და ტექნიკის სწრაფად გადასროლის უნარი საბრძოლო მოქმედებების ერთი რაიონიდან მეორეში ძალების გადაჯგუფებისა და საჭირო მიმართულებაზე თავმოყრის მიზნით, აგრეთვე ავიაციის განწერტვისა და დარტყმის ქვეშიდან გამოყვანისთვის. მობილურობას აღწევდნენ ავიაციის მაღალი საბრძოლო მზადყოფნისა და კომპაქტური სატრანსპორტო საშუალებების არსებობის ხარჯზე, რომლებიც შესაძლო იყო სწრაფად შეეყვანათ მწყობრში.
ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, საავიაციო ნაწილების მობილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენდა ე. წ. “შიშველი ბაზების” პროგრამის შესრულება. ამ პროგრამის შესაბამისად შემუშავებული ჰქონდათ და საავიაციო ნაწილებში აწვდიდნენ ტექნიკურ-საექსპლუატაციო ქონებისა და აეროდინამიური აღჭურვილობის აეროტრანსპორტაბელურ კომპლექტებს, რომლებიც აუცილებელი იყო მოუწყობელ აეროდრომებზე ავიაციის საბრძოლო მუშაობის უზრუნველყოფისთვის.
რ ე ა გ ი რ ე ბ ი ს ს ი ს წ რ ა ფ ე მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ფსიქოლოგიურ ასპექტშიც. მას აგებდნენ გამიზნული მოქმედებების მოულოდნელობაზე და აღწევდნენ უწინარეს ყოვლისა ტექნიკის კარგი ტატიკურ-ტექნიკური მახასიათებლების, ჩანაფიქრის ორიგინალურობის, ეშმაკობის (ხერხიანობის) გამოჩენის, ძალების კონცეტრაციის ფარულობისა და ახალი საბრძოლო საშუალებების გამოყენების ხარჯზე. მოულოდნელობის უზრუნველყოფისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ფრენაში თვითმრინავების საწვავით გაწყობას, რისი წყალობითაც ყველა მიზანი მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე გახდა მიღწევადი ავიაციისთვის.
ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები მოულოდნელობას თვლიდნენ ავიაციის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან თვისებად, რომლის მიღწევისკენაც უნდა ყოფილიყვნენ მიმართულნი ყველა დონის მეთაურები საომარი მოქმედებების ყველა სტადიაზე.
მ ო ქ ნ ი ლ ო ბ ა _ ესაა ავიაციის უნარი მოკლე ვადებში გადაეწყობოდეს ერთი ამოცანის გადაყვეტიდან მეორეზე, სწრაფად რეაგირებდეს ვითარების ცვლილებებზე და ამის შესაბამისად სწორედ იყენებდეს თავის ძალებსა და საშუალებებს. სჰძ -ის სპეციალისტები თვლიდნენ, რომ მოქნილობას საუძვლად უდევს ძალების ეკონომიის პრინციპი. ეს თვისება მოითხოვდა ერთიანი უფროსობის არსებობას ავიაციის მართვის ყველა დონეზე.
ი ნ ი ც ი ა ტ ი ვ ა დ ა ა ქ ტ ი უ რ ო ბ ა ავიაციის მოქმედებებში მეთაურებისგან მოითხოვდა ოპერატიულ ვითარებაში ყველაზე უფრო უმნიშვნელო უპირატესობების გამოყენებას ან მათ შექმნას, როდესაც ასეთი უპირატესობები არ იყო. ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, შეიარაღებული კონფლიქტის პირობებში ინიციატივა მდგომარეობდა უწინარეს ყოვლისა საბრძოლო მოქმედებების შეტევით ხასიათში. მაგალითად, მფრინავებს ჩააგონებდნენ, რომ რომ ჰაერში მოწინააღმდეგესთან შეხვედრები უნდა ეძებათ და არა გაქცეოდნენ მათ, რადგანაც გამარჯვება შეუძლებელია შეტევის გარეშე. მაგრამ ვიეტნამში ომის გამოცდილებამ უჩვენა, რომ ამერიკელი მფრინავების აქტიურობას ჩვეულებრივ ზღუდავდნენ ბრძანების ფარგლებით. შემთხვევით შეუთანხმებლობას მოქმედებებში, მეთაურობის (სარდლობის) მიზეზით ოპერაციის გეგმის დარღვევას ისინი თვლიდნენ თავიანთი პასიურობისა და ბრძოლისგან თავის არიდების გამართლებად.
მ კ ა ფ ი ო ო ბ ა დ ა კ ო ნ კ რ ე ტ უ ლ ო ბ ა დაკავშირებული იყო არა მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების დაგეგმვასთან, არამედ დასმული ამოცანების გადაწყვეტასთანაც. სჰძ -ის დოქტრინა მოითხოვდა, რათა დასმული ამოცანის ჩანაფიქრი და მიზნები ყოფილიყო რაც შეიძლება უფრო მარტივი და ნათელი შემსრულებლისთვის, ხოლო თითოეულ წინასწარ შედგენილ გეგმას მუდმივად აზუსტებდნენ.
ავიაციას ომთ-ზე შესაძლო იყო შეესრულებია მრავალი ამოცანა, თავისი ყოფნით ძალის დემონსტრირების, სასაზღვრო ზოლში დაზვერვის, ცალკეულ მიმართულებებზე დაჯგუფებების გაძლიერების, მოწინააღმდეგის ობიექტებზე ერთეული და მასირებული დარტყმების მიყენების ჩათვლით ჩვეულებრივი ან ბირთვული საბრძოლო მასალების გამოყენებით.
ავიაციის წინაშე დასმული ამოცანები შესრულებულად ითვლებოდა, თუკი ისინი ხელს უწყობდნენ გარკვეულ წარმატებას სახმელეთო ჯარების ან სზძ -ის მოქმედებებში ან თუკი შეიქმნებოდა სასურველი ოპერატიული ვითარება.
ძ ა ლ ი ს ხ მ ე ვ ი ს კ ო ო რ დ ი ნ ა ც ი ა ხასიათდება ავიაციის ყველა გვარეობის მკაფიო ურთიერთმოქმედებით. იგი წარმოადგენდა სჰძ -ის გამოყენების ერთერთ ძირითად პრინციპს, რამდენადაც ომთ-ზე ავიაცია მოქმედებდა ჩვეულებრივ გართიანებული დაჯგუფებების შემადგენლობაში. ძალისხმევის კოორდინაცია საშუალებას აძლევდათ უფრო ეფექტურად გამოეყენებინათ არსებული ძალები დასმული ამოცანების სწრაფად გადაწყვეტისთვის. ყველა რანგის მეთაურებს მნშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექციათ საავიაციო და სახმელეთო ძალების ურთიერთშორის, აგრეთვე ზემდგომ ორგანოებთან მკაფიო ურთიეთმოქმედების ორგანიზებაზე. მაგრამ, საბჭოთა ავტორების შენიშვნით, ვიეტნამში აგრესიული ომის მსვლელობისას, ამერიკულ თვითმფრინავებს არაერთი დარტყმა მიუყენებიათ თავიანთი ან საიგონური ჯარებისთვისაც. ამერიკული სარდლობა ასეთი შეცდომების მიზეზებს განმარტავდა ურთიერთმოქმედების არასაკმარისი ორგანიზაციითა და მართვის სისტემების მოქმედების არამკაფიოობით.
უ ს ა ფ რ თ ხ ო ე ბ ა მოიცავს ძალებისა და საშუალებების შენარჩუნებაზე მიმართული ღონისძიებების ფართო კომპლექსს. 1970-იან წლებში მათ მიეკუთვნებოდა: ავიაბაზების მიწისზედა თვითმრინავსაწინააღმდეგო თავდაცვა, სამხედრო საიდუმლოების არგახმაურება, ურთიერთმხარდაჭერის აღმოჩენა, ბრძოლაში დახმარება ან დაფარვა, თავისი მიწისზედა ჯარების თვითმფრინავსაწინააღმდეგო თავდაცვის ორგანიზება, ჩამოგდებული თვითმფრინავების მფრინავების გადარჩენა და სხვა ღონისძიებები, რომლებიც მფრინავებსა და ჯარისკაცებს ჩაუნერგავდა ნებისმიერ საბრძოლო ვითარებაში თავიანთი უსაფრთხოების რწმენას. თავისი ჯარების მოქმედებათა უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ჰაერში უპირატესობის მოპოვებას, მოწინააღმდეგის განზრახვების დაზვერვასა და რადიოელექტრონული წინააღმდეგობის ორგანიზებას. საავიაციო ნაწილების, ქვედანაყოფებისა და შტაბების ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფა და საბრძოლო გაფრენების წესის დაცვა უნდა ქცეულიყო თითოეული უფროსისა და მეთაურის აუცილებელი ზრუნვის საგნად. მეთაურებისგან მოითხოვებოდა დაქვემდებარებული ძალების მოქმედებათა უსაფრთხოების ხელშემწყობი ზომების წინასწარ გათვალისწინება.
მფრინავებს მუდმივად ასწავლიდნენ უსაფრთხოების ზომებს. მათ ჩააგონებდნენ, რომ მცირე სიმაღლეების, მაღალი სიჩქარეების, რადიოელექტრონული ბრძოლის (რებ) საშუალებების, ერთიმეორესთან ურთიეთმოქმედებისა და თვითმრინავების საფრენოსნო თვისებების გამოყენებით შესაძლებელი იქნებოდა მოწინააღმეგის ძლიერი საჰაერო თავდაცვის (ჰთ) გადალახვა ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში დღისითა და ღამით.
ავიაციის გამოყენებისადმი ზემოთ აღწერილი ძირითადი მოთხოვნების გარდა უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იყო ისეთი ფორმულირებებიც, როგორებიცაა “სამხედრო აუცილებლობით” ან “ცალკეული პირების შეცდომებით” გამოწვეული მოქმედებები. ასეთი ფორმულირებები არ შედიოდა საჰაერო-კოსმოსურ “დოქტრინაში” და უცხოური ბეჭდური გამოცემების ფურცლებზეც მათ არ აძლევდნენ რამდენადმე დამაჯერებელ ახსნას, მაგრამ ისინი, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეხედულებებით, ამერიკულ სარდლობას აღებული ჰქონდა შეიარაღებაში იმისთვის, რათა გაემართლებია თავისი ისეთი მოქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა ომის წარმოების ნორმებსა და წესებს. სახელდობრ ვიეტნამში აგრესიული ომის დროს ამ ფორმულირებებით ამართლებდნენ ბარბაროსულ თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე, სოფლებისა და დაბების ნგრევას, აგრეთვე ყოველივე ცოცხალის გასანადგურებლად ქიმიკალიების გამოყენებას.
ამრიგად, საბჭოთა ავტორები ასკვნიდნენ, რომ საჰარო-კოსმოსური ”დოქტრინა”, რომელიც განსაზღვრავდა ავიაციისა და კოსმოსური აპარატების მშენებლობისა და გამოყენების ძირითად დებულებებს, ატარებდა იმპერიალისტურ ხასიათს. მას საფუძვლად ედო საჰაერო-კოსმოსური ძალების მზადება საომარი მოქმედებებისთვის გლობალურ მასშტაბით ან შეზღუდულ ომში, როგორც ბირთვული იარაღის გამოყენებით, ისე მის გარეშეც.
თუმცა “დოქტრინაში” ხაზს უსვამდნენ, რომ ჰკძ მოწოდებულია უზრუნველყოფდეს თავისი ქვეყნისა და თავისი მოკავშირეების უსაფრთხოებას, მიუხედავდ ამისა, მისი თვით ზოგადი გაცნობითაც კი ჩანდა, რომ იგი განმსჭვალული იყო ექსპანსიონისტური მისწრაფებების სულისკვეთებით, მისი დებულებები ფაქტიუად მოუწოდებდა სამხედრო ძლიერების ზრდისკენ, რათა შიშის ქვეშ ჰყოლოდათ მშვიდობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მშვიდობისმოყვარე ხალხები.
(გაგრძელება _ იხილეთ ნაწილი III)
მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment