(საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის მასალების მიხედვით)
შინაარსი
შესავალი
I. აშშ-ის სამხედრო თეორიის ზოგიერთი ცნების შინაარსი
II. აშშ სამხედრო დოქტრინა 1970-იანი წლების შუახანებისთვის
III. ჯონ კოლინზის “დიდი სტრატეგია” 70-იან წლებში
IV. აშშ-ის “საბაზო სტრატეგია”
V. “მოქნილი რეაგირების” სტრატეგია
VI. “რეალისტური დაშინების” სტრატეგია
VII. აშშ-ის ”საოკეანო სტრატეგია” 1970-იან წლებში
VIII. აშშ-ის საჰაერო-კოსმოსური დოქტრინის ძირითადი დებულებები 1970-იან წლებში
IX. აშშ-ისა და ნატო-ს ბირთვული სტრატეგია 1970/80-იანი წლების მიჯნაზე
X. აშშ-ის ბირთვული ძალები 70-იანი წლების მეორე ნახევარში
XI. „ევროსტრატეგია“ და ნატო-ს ევროსტრატეგიული ბირთვული ძალები
XII. “მიზნების არჩევის” ამერიკული სამხედრო კონცეფცია
XIII. “ერთნახევარი ომების” ამერიკული კონცეფცია
XIV. აშშ შეიარაღებული ძალების “სტრატეგიული მობილურობის” კონცეფცია
XV. “ტოტალური ძალების” სტრატეგიული კონცეფცია
XVI. “მოკლე ომის” ამერიკული თეორია
XVII. აშშ-ის სამხედრო სტრატეგიის ევოლუცია (ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების შეხედულებებით)
XVIII. აშშ-ის “დიდი სტრატეგია” 80-იან წლებზე
XIX. სახელმწიფოს ძლიერების შეფასების მეთოდიკა
XX. აშშ-ის სამხედრო ხელოვნება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 1970-იანი წლების ჩათვლით
(ნაწილი I)
შესავალი
ამ ნაშრომში მოყვანილი ცალკეული თავები მომზადებულია ჟურნალ «Зарубежное военное обозрение»-ს მასალების მიხედვით. ყოფილი საბჭოთა კავშირის (ამჟამად რუსეთის ფედერაციის) თავდაცვის სამინისტროს ეს პერიოდული გამოცემა აქვეყნებს წერილებს, რომლებსაც მაღალი კვალიფიკაციის რუსი სამხედრო სპეციალისტები ამზადებენ ისეთ საზღვარგარეთულ ღია სამხედრო და სამხედრო–პოლიტიკურ გამოცემებში გამოქვეყნებული წერილების მიხედვით, როგორებიც არის „NATO რევიუ“, „მილიტარი რევიუ“, „ინტერნეშენალ დეფენს რევიუ“, „არმადა ინტერნეშენალ“, „ფლაით ინტერნეშენალ“ „ზოლდატ უნდ ტეხნიკ“, „ჯეინი“ და სხვა. ქვემოთ მოყვანილი ცალკეული წერილები პრაქტიკულად წარმოადგენს 1970–იან წლებსა და 80–იანების დასაწყისში რუსულ ენაზე გამოქვეყნებული შესაბამისი სტატიების თარგმანს, რომელთა ავტორებიც იყვნენ გენერალ–ლეიტენანტი ნ. პეტროვი (სამხედრო მეცნიერებათა კანდიდატი), გენერალ–მაიორი რ. სიმონიანი (სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი), გენერალ–მაიორი ი. დემენტიევი, გენერალ–მაიორი ვ. პესტროვი, თადარიგის გენერალ–მაიორი პ. სერგეევი; პოლკოვნიკი ი. კალაჩევი (სამხედრო მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი), პოლკოვნიკი ნ. ბისტროვი (სამხედრო მეცნიერებათა კანდიდატი), თადარიგის პოლკოვნიკი ი. ხოზინი (სამხედრო მეცნიერებათა კანდიდატი), თადარიგის პოლკოვნიკი ვ. ტრუსენკოვი, თადარიგის პოლკოვნიკი ს. სერგეევი, თადარიგის პოლკოვნიკი ი. ალექსეევი, 1–ლი რანგის კაპიტანი ბ. გონტარენკო, პოლკოვნიკ–ინჟენერი ი. ბელოვი.
წყაროების სადაურობა და ავტორების მაღალი კვალიფიკაცია იძლევა გამოქვეყნებული სტატიების სანდოობისა და საყურადღებობის მყარ გარანტიას, თუმცა კი მათში ძლიერი იყო ასევე საბჭოთა პოლიტიკური იდეოლოგიის ზეგავლენაც, რაც ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნას. უნდა ვაღიარო, რომ როდესაც 90–იანი წლების დასაწყისში სამხედრო–ისტორიული ჟურნალის „მხედარისთვის“ დავიწყე აშშ–ის თანამედროვე სამხედრო მშენებლობის გამოცდილების შესწავლა, მაშინ უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევდი წმინდა სამხედრო და სამხედრო–ტექნიკურ საკითხებს, ხოლო სამხედრო–პოლიტიკური და იდეოლოგიური საკითხების შესწავლა კი, სწორედ საბჭოთა იდეოლოგიის მიერ მათი ტენდენციურად გაშუქების გამო, საჭიროდ არ მიმაჩნდა. მაგრამ უკანასკნელი 10–15 წლის გამოცდილებამ ალბათ ბევრს დაანახვა, რომ ტენდენციურობა და ორმაგი სტანდარტები არც დასავლური იდეოლოგიისთვის არის უცხო, ხოლო სიმართლის გასარკვევად კი ორივე მხარის დამოკიდებულების პატიოსნად შესწავლა და კომპეტენტურად შეფასება არის აუცილებელი. ჩვენი ნაშრომიც სწორედ იმ მიზანს ისახავს, რომ სამხედრო საქმის შესწავლით დაინტერესებულ ქართველ მკითხველს ერთგვარად შეჯამებული და თავმოყრილი სახით მიაწოდოს საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების ხედვა შეერთებული შტატების სტრატეგიის განვითარებზე II მსოფლიო ომის დასრულებიდან 1980–იანი წლების დასაწყისამდე.
ქვემოთ ცალკეულ თავებში გარკვეული საკითხები მეორდება, მაგრამ ერთად თავმოყრისას არ ვცდილვრ მათ გამოხშირვას ან მკითხველისთვის გარკვეულად განზოგადებული სახით მიწოდებას, ვინაიდან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საბჭოთა ავტორები ამ საკითხებს აშუქებდნენ თემის სათაურიდან და იმ დროისთვის ევროპასა და მსოფლიოში შექმნილი სამხედრო–პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რაც გარკვეულ გავლენას ახდენდა მათ მიერ აღნიშნული საკითხების ცალკეული წვრილმანებისა და დეტალების წარმოჩინებაზე. ამიტომ შევეცადე ამ დეტალების შენარჩუნებას მათი ავ–კარგიანობის უფრო კარგად გარკვევისთვის. თავად მე საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებები საყურადღებოდ და შესწავლის ღირსად მიმაჩნია, ხოლო იმდროინდელი სამხედრო–პოლიტიკური მოვლენების შეძლებისდაგვარად სრულად შესწავლისა და შეფასებისთვის კი კომპეტენტური და კვალიფიციური სპეციალსტების კოლექტიური მუშაობა და სერიოზული ძალისხმევაა საჭირო. კარგად შესწავლილ და გააზრებულ ახლო წარსულს კი შეუძლია ბევრი რამ დაგვანახოს სამომავლოდაც.
ირაკლი ხართიშვილი
I. აშშ სამხედრო თეორიის ზოგიერთი ცნების შინაარსი
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკული სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა თავისი საგარეოპოლიტიკური მიზნების მიღწევის ახალი გზებისა და ხერხების ძიებაში არაერთხელ აცხადებდა სხვადასხვანაირ პოლიტიკურ დოქტრინებს, სამხედრო სტრატეგიებსა და სტრატეგიულ კონცეფციებს. ამ თავში ჩვენ შევეცდებით იმ აზრის ახსნასა და განმარტებას, რომელსაც ამერიკელი სპეციალისტები დებენ აშშ-ის სამხედრო თეორიის ამ უმნიშვნელოვანეს ცნებებში. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს გარკვეული ზომით გაუადვილებს მკითხველებს შეერთებულ შტატებში სამხედრო მშენებლობის თეორიული და პრაქტიკული საკითხების შესწავლას.
უწინარეს ყოვლისა უნდა მივუთითოთ, რომ ამერიკულ სამხედრო თეორიაში გამოყენებული ბევრი ცნება სახელწოდებისა და შინაარსის მიხედვით მნიშვნელოვან ხარისხად განსხვავდება საბჭოთა (რუსულ) სამხედრო მეცნიერებაში გამოყენებული ანალოგიური ცნებებისგან. ვინაიდან ქართველ მკითხველს ჩვეულებრივ უხდება ამ ორივე წყაროს მიხედვით მომზადებული მასალების გაცნობა, ამიტომ მათი დასახელებისა და შინაარსის სწორი განსაზღვრისას, მათი სტრატეგიული ურთიერთკავშირისა და ურთიერთდამოკიდებულების გახსნისას არცთუ მცირე მნიშვნელობა გააჩნია ამერიკული სამხედრო სტრატეგიის კრიტიკული ანალიზისა და ძირითადი დებულებების, აგრეთვე მისი ადგილისა და როლის _ როგორც ამერიკული საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტის _ გაგებისთვის.
აქედან გამომდინარე განვიხილავთ ისეთი ძირითადი ცნებების ზოგად სტრუქტურასა და შინაარსს, როგორებიცაა ”ეროვნული პოლიტიკა”, ”ეროვნული სტრატეგია”, ”სამხედრო სტრატეგია”, ”სტრატეგიული კონცეფცია” და ზოგიერთი სხვა.
ეროვნული პოლიტიკა (National policy) ამერიკულ ოფიციალურ გამოცემებსა და სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში განისაზღვრება როგორც მოქმედებათა ფართო ყოვლისმომცველი კურსი, რომელიც მიიღო მთავრობამ და ახორციელებს მას საქმიანობის სხვადასხვა სფეროში _ პოლიტიკურში, ეკონომიკურში, სამეცნიერო-ტექნიკურში, სამხედროში, იდეოლოგიურსა (ფსიქოლოგიური) და სხვებში _ ე. წ. ეროვნული მიზნების (National objectives) მისაღწევად როგორც მშვიდობიანობის, ისე ომიანობის დროსაც. შესაბამისად ცნება ”ეროვნული პოლიტიკა” შეიცავს ”კერძო პოლიტიკებს”: საშინაოს, საგარეოს, ეკონომიკურს, სამეცნიერო-ტექნიკურს, სამხედროსა და ა. შ.
”ეროვნული პოლიტიკა”, _ როგორც აღინიშნებოდა ამერიკულ ჟურნალ ”ინფანთრიში”, _ ესაა საქმიანობის ფართო წრე, რომელიც მიიღო მთავრობამ და ახორციელებს მას. ეროვნული პოლიტიკა წარმოადგენს ხელმძღვანელ ხაზს, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს ყველა ორგანოს საქმიანობას და რომელიც მიმართულია ”ეროვნული მიზნების” მიღწევაზე. ეს მიზნები შესაძლოა ატარებდეს მრავალფეროვან ხასიათს _ სტატუს-ქვოს ანუ წინა მდგომარეობის შენარჩუნებიდან მტრული სახელმწიფოს სრულ განადგურებამდე”.
საბჭოთა ავტორების აზრით, აშშ-ის პოლიტიკის არსის ასეთ განმარტებაში ჩანს ამერიკელი თეორეტიკოსების აშკარა მისწრაფება განიხილავდნენ მას როგორც პოლიტიკას, რომელიც ასახავს მთელი ამერიკული საზოგადოების ინტერესებს (”ეროვნული პოლიტიკა”), ე. ი. მისწრაფება შენიღბონ ამ პოლიტიკის კლასობრივი ბუნება, რომელიც გამოხატავს გაბატონებული კლასის ინტერესებს. მაგრამ მარქსიზმ-ლენინიზმის კლსთა ბრძოლის თეორიის საფუძველზე, რომელიც გაბატონებული იყო საბჭოთა პერიოდში ჩვენი საზოგადოების შეგნებაშიც, შესაძლებელია მოქმედებდა ამ მოვლენების მხოლოდ ზედაპირული და ტენდენციური ახსნა. უკანასკნელ წლებში რუსული საზოგადოების მართლმადიდებლურ-პატრიოტული ნაწილის შიგნით გამოჩნდა ”ცივი ომის” პერიოდისა და დღევანდელი დროის მოვლენების უფრო სრული და ძირეული ახსნა, რომელთა შესახებაც ქვემოთ გზადაგზა გვექნება საუბარი.
სამხედრო პოლიტიკა (Military policy) ამერიკულ წყაროებში განიხილება როგორც საკანონმდებლო აქტებისა და შესაბამისი ღონისძიებების სისტემა, რომლებსაც ახორციელებს მთავრობა “ეროვნული პოლიტიკის” მიზნების სამხედრო საშუალებებით მიღწევის ინტერესებში. იგი წარმოადგენს საშინაო და საგარეო პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის ეკონომიკურ და სამეცნიერო-ტექნიკურ შესაძლებლობებს.
ეროვნულ სტრატეგიას (National strategy) ამერიკელი თეორეტიკოსები განსაზღვრავენ როგორც შეერთებული შტატების ძლიერების ყველა ელემენტის შექმნისა და გამოყენების გეგმების შემუშავების ხელოვნებას _ პოლიტიკურის, ეკონომიკურის, სამხედროსი, სამეცნიერო-ტექნიკურის, ფსიქოლოგიურის, სოციოლოგიურისა და სხვების _ ”ეროვნული მიზნების” მისაღწევად მშვიდობიანობისა და ომიანობის დროს. ეროვნულ სტრტატეგიას სხვა ”სტრატეგიებისგან” განსხვავებით ამერიკულ პრესაში ზოგჯერ უწოდებენ ”დიდ სტრატეგიას” ან ”პოლიტიკურ სტარეგიას”.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ განხილულ ”ეროვნული პოლიტიკისა” და ”ეროვნული სტრატეგიის” ცნებებს აქვს ბევრი საერთო და განსაზღვრული ზომით ერთმანეთს ემთხვევა, მათ შორის, ამერიკელი სპეციალისტების აღნიშვნით, არის მეტად მნიშვნელოვანი განსხვავებაც. ეროვნული პოლიტიკა არსებითად წარმოადგენს ს ა ხ ე ლ მ ძ ღ ვ ა ნ ე ლ ო ს მ ო ქ მ ე დ ე ბ ი ს თ ვ ი ს ა ნ გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა ს, რომელიც გამოხატულია ფუძემდებლურ პოლიტიკურ პრინციპებში, რომლებითაც უნდა ხელმძღვანელობდნენ აშშ-ის წინაშე მდგარი ამოცანების ფართო წრის გადაჭრისას. ეროვნული სტრატეგია _ ესაა მ ო ქ მ ე დ ე ბ ე ბ ი ს გ ე გ მ ა, რომლის შესაბამისადაც სახელმწიფოს განკარგულებაში არსებული საშუალებების (პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და სხვები) ორიენტირებას ახდენენ ან შეთანხმებულად მოქმედებაში მოჰყავთ ეროვნული პოლიტიკის მიზნების მიღწევის ინტერესებში.
ამასთან დაკავშირებით 1970-იან წლებში აშშ-ში გამოცემულ წიგნში ”შეერთებული შტატების მსოფლიო როლი 70-იან წლებში” ნათქვამი იყო: ”ეროვნული სტრატეგიის ყველაზე უფრო მარტივი განსაზღვრება _ ესაა მისი განსაზღვრება როგორც გენერალური გეგმისა ეროვნული რესურსების გამოყენების გზით ეროვნული მიზნების მისაღწევად. იგი მიუთითებს ნებისმიერი სტრატეგიის სამ შემადგენელ ნაწილზე: მიზანი, რესუსები და გეგმები. ამრიგად, ეროვნული სტრატეგია მოითხოვს, ჯერ ერთი, მიზნის ჩამოყალიბებას, რომელსაც უნდა იყენებდნენ არჩევანის გაკეთების მუდმივ კრიტერიუმად; მეორეც, ვითარების ყოვლისმომცველ შეფასებას, რომლის პირობებშიც სახელმწიფო უნდა მოქმედებდეს (ზოგადი მიზნიდან მისი სავარაუდო ვითარებისადმი მისადაგებით გამომდინარეობს რიგი კერძო მოზნები და ამოცანები) და, მესამეც, საკმარისი რესურსების შეკრებასა და გადაცემას თითოეული ამოცანის შესასრულებლად”.
რიგ ამერიკულ ოფიციალურ გამოცემებში ხაზს უსვამდნენ, რომ ეროვნული სტრატეგიის შემუშავებისას აუცილებელი იყო:
_ მკაფიოდ განესაზღვრათ და ნათლად ჩამოეყალიბებიათ პოლიტიკური (ეროვნული) მიზანი (ან მიზნები), რომელიც უცვლელად უნდა დარჩენილიყო შედარებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და მუდმივი კრიტერიუმის როლი ეთამაშა აღმასრულებელი ორგანოებისთვის შესაბამისი გეგმების შემუშავებისას;
_ მოეხდინათ ყველა სავარაუდო პირობის ზოგადი შეფასება, რომლებშიც აშშ-ს უნდა ემოქმედა, მიისწრაფვოდა რა დასახული ეროვნული მიზნის მიღწევისკენ. ამასთან დაკავშირებით ჩვეულებრივ ჩნდებოდა რიგი კონკრეტული შუალედური მიზნებისა და ამოცანების ჩამოყალიბების აუცილებლობა პოლიტიკური და სტრატეგიული ვითარების პირობების გათვალისწინებით;
_ შეეფასებინათ არსებული რესურსები და აუცილებლობისას მოემზადებიათ შესაბამისი ძალები და საშუალებები, მათ შორის დამატებითი, აგრეთვე შეექმნათ საერთო და კერძო ეროვნული ინტერესების მიღწევისთვის შესაბამისი პირობები.
ეროვნული პოლიტიკა, ამერიკელი სამხედრო თეორეტიკოსების მტკიცებით, ყოველთვის პრევალირებს ეროვნულ სტრატეგიაზე, რომელიც გამოდის პოლიტიკის ინსტრუმენტის სახით. ამასთან ერთად, აცხადებენ ისინი, განსაზღვრულ პირობებში შესაძლებელია უკუ ზემოქმედებაც. ეს შესაძლებელია ხდებოდეს, მაგალითად, იმ შემთხვევაში, როდესაც პოლიტიკური მიზნობრივი მითითება მთელი სისრულით ვერ ითვალისწინებს რეალურ სინამდვილეს. ამიტომ თვლიან, რომ ეროვნული პოლიტიკის მიზნების განსაზღვრისას უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობა აუცილებლად უნდა გადიოდეს კონსულტაციებს ეკონომიკურ, სამხედრო და სხვა მრჩევლებთან, რათა გამოავლენდეს, საკმარისია თუ არა ქვეყნის რესურსები მთავრობის მიერ დასახული პოლიტიკის განსახორციელებლად. და თუკი მაგალითად, სამხედრო მრეჩეველი (თავდაცვის მინისტრი, შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარე) აძლევს უარყოფით პასუხს, მაშინ აუცილებელია უწინარეს ყოვლისა არსებული სამხედრო ძალებისა და საშუალებების შესაბამისობაში მოყვანა დასმულ პოლიტიკურ მიზნებთან. რეკომენდირებულია ანალოგიურ წესს მისდევდნენ ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური, საფინანსო და სხვა ხასიათის საკითხების გადაწყვეტისასაც.
საბჭოთა ავტორების სიტყვით, ამერიკელი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწეები იძულებული იყვნენ ეღიარებიათ, რომ 1950-60იან წლებში სტრატეგიულ ბირთვულ შეიარაღებაში აშშ-ის აშკარა უპირატესობის შემდეგ 1970-იან წლებში საერთაშორისო არენაზე ჩამოყალიბებული ძალთა თანაფარდობის, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის სამხედრო ძლიერების თანაფარდობის პირობებში ამერიკული ეროვნული სტრატეგიის წინაშე წამოიჭრებოდა სულ უფრო მეტად რთული საკითხები როგორც თავიანთი მიზნების მისაღწევად ძალებისა და საშუალებების, ისე მოქმედებათა ხერხებისა და მეთოდების არჩევის თვალსაზრისით. ამასთან დაკავშირებით ხაზს უსვამდნენ, რომ აშშ-ის ეროვნული სტრატეგიის ძირითადი პრობლემა ამ პირობებში მდგომარეობდა იმაში, რომ მის განკარგულებაში არსებული ძალებისა და საშუალებებისგან (დიპლომატიური, სამხედრო, ეკონომიკური და სხვები) აერჩიათ ყველაზე უფრო შესაბამისები და გამოეყენებიათ ისინი ისეთნაირად, რომ ეროვნული პოლიტიკის მიზნებისთვის მიეღწიათ ამერიკისთვის შეძლების და გვარად ყველაზე უფრო მცირე დანახარჯებით. საბჭოთა ავტორების სიტყვით, ამერიკელ თეორეტიკოსებსა და პრაქტიკოსებს ესმოდათ, რომ ნებისმიერ მათ აგრესიულ აქტს დაუპირისპირდებოდა საჭირო მოგერიება მშვიდობისმოყვარე ძალების მხრიდან. ამიტომ ისინი თვლიდნენ, რომ ისეთი კრიზისების წარმოქმნის შემთხვევაში, რომლებმაც თავიანთი მასშტაბებით გადააჭარბეს ამერიკული ხელმძღვანელობის თავდაპირველ ჩანაფიქრებსა და გეგმებს, ეროვნულ სტრატეგიას უნდა უზრუნველეყო მათზე პოლიტიკური კონტროლის შენარჩუნება.
ეროვნულ სტრატეგიას შეერთებულ შტატებში ჰყოფენ შემადგენელ ნაწილებად, ანუ ”კერძო სტრატეგიებად”, რომლებსაც მიაკუთვნებენ პოლიტიკურ (დიპლომატიურ), ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტენიკურ და სამხედრო სტრატეგიებს. ითვლება, რომ კონკრეტულ სამხედრო-პოლიტიკურ და სამხედრო-სტრატეგიულ ვითარებაში ეროვნული სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელებისას მეტად მნიშვნელოვანია, თუმცა კი რთული, ”კერძო სტრატეგიებს” შორის დასაბუთებული პროპორციების (თანაფარდობების) განსაზღვრა, ეროვნული პოლიტიკის მიერ წამოყენებული ამოცანების გადაწყვეტის თითოეულ ეტაპზე მათი როლისა და ადგილის შეფასება.
ამერიკულ ოფიციალურ დოკუმენტებში, აგრეთვე პერიოდული ბეჭდური გამოცემების ფურცლებზე და სახელმწიფო და კერძო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სხვადასხვანაირ პუბლიკაციებში აშშ-ის ეროვნული პოლიტიკისა და ეროვნული სტრატეგიის არსი და შინაარსი ჩვეულებრივ გადმოცემულია ეროვნული დოქტრინის სახით (მაგალითად ”ტრუმენის დოქტრინა”, ”ეიზენჰაუერის დოქტრინა”, ”გუამის დოქტრინა”, ”ნიქსონის დოქტრინა”). თავისი შინაარსისა და მიზნების მიხედვით ასეთი დოქტრინა შესაძლოა მიეკუთვნებოდეს ან პოლიტიკური და სტრატეგიული ინტერესების ერთ რაიონს, ან კიდევ ასახავდეს გლობალურ (მსოფლიო) პოლიტიკურ მიზნებს, ამოცანებსა და მათი მიღწევის ხერხებს. ამ მიმართებით 1970-იანი წლების შუახანებისთვის ყველაზე უფრო დამახასიათებელი იყო ”ნიქსონის დოქტრინა”, რომელიც გადმოცემული იყო აშშ-ის პრეზიდენტის რ. ნიქსონის მიერ 1970, 1971 და 1972 წლებში კონგრესისთვის გაგზავნილ საგარეოპოლიტიკურ გზავნილებში.
საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, აცხადებდნენ რა ახალ დოქტრინას, შეერთებული შტატების მმართველი წრეები ჩვეულებრივ ფართო რეკლამას უკეთებდნენ მას, როგორც რაღაც ”დიად წიგნს” ამერიკულ პოლიტიკასა და სტრატეგიაში, მკვეთრ გარდატეხას მათ ურთიერთობებში მოწინააღმდეგეებთან და მოკავშირეებთან. მაგრამ სინამდვილეში არაფერი მსგავსი არ ხდებოდა. აშშ-ის იმპერიალისტური აგრესიული კურსი უწინდელი რჩებოდა. იცვლებოდა მხოლოდ ზოგადი პოლიტიკური მიზნების მიღწევის ხერხები, ძალები და საშუალებები.
სამხედრო სტრატეგია (Military strategy) ოფიციალურ ამერიკულ გამოცემებში განისაზღვრება როგორც ქვეყნის შეიარაღებული ძალების განვითარებისა და გამოყენების გეგმების (პროგრამების) შემუშავების ხელოვნება და მეცნიერება ეროვნული პოლიტიკის მიზნების მისაღწევად სამხედრო ძლიერების პირდაპირი ან ირიბი გამოყენების გზით, ე. ი. ძალის გამოყენებით ან გამოყენების მუქარით. სამხედრო სტრატეგია, წარმოადგენს რა ეროვნული სტრატეგიის შემადგენელ ნაწილს, უზრუნველყოფს ”ეროვნული პოლიტიკის” ამოცანების გადაწყვეტას, როგორც მშვიდობიანობის, ისე ომიანობის დროსაც. მას ათანხმებენ სხვა ”კერძო სტატეგიებთან”. სამხედრო სტატეგიას, როგორც პრაქტიკასა და თეორიას, საქმე აქვს უმთავრესად ომის მომზადებასა და წარმოებასთან მთლიანობაში, ან ხანგრძლივი საომარი კამპანიისა, რომელიც მოიცავს რიგ სამხედრო ოპერაციებს. იგი ასევე განსაზღვავს შეიარაღებული ძალების გამოყენების მასშტაბებსა და ხერხებს აშშ-ის სამხედრო ძლიერების ან შეიარაღებული ძალების გამოყენების მუქარის დემონსტრირებისთვის.
რაც შეეხება სამხედრო სტრატეგიის საქმიანობის სფეროს, როგორც სამხედრო ხელოვნების უმნიშვნელოვანესი დარგისა, ეს სფერო განისაზღვრება როგორც პოლიტიკური მიზნებითა და მათგან გამომდინარე სტრატეგიული ამოცანებით, ისე ოპერაციების მასშტაბებითა და სამხედრო სარდლობის დონით. კლასიკური სახით სტრატეგიული მასშტაბის უმდაბლეს ტიპიურ სარდლობად ითვლება გაერთიანებული სარდლობა საომარ მოქმედებათა თეატრზე, რომლის შემადგენლობაშიც შედიან შეიარაღებულ ძალთა ორი ან მეტი სახეობის შენაერთები და გაერთიანებები, აგეთვე სპეციალური სარდლობები (მაგალითად, საჰაერო ძალების სტრატეგიული საავიაციო სარდლობა), რომელთაც შეუძლიათ სტრატეგიული მასშტაბების ოპერაციების ჩატარება. ამასთან ერთად 1970-იანი წლების პირველ ნახევარში ამერიკული სამხედრო ბეჭდური გამოცემების ფურცლებზე ხაზს უსვამდნენ, რომ თანამედროვე პირობებში სამხედრო სტრატეგიის სფეროს არ შეიძლება განსაზღვრავდნენ მხოლოდ საკომანდო ინსტანციების დონით ან მსხვილი სამხედრო ოპერაციების მასშტაბებით, რადგანაც თვით შეზღუდული შეიარაღებული კონფლიქტების შემთხვევაშიც კი, რომლებშიც მონაწილეობენ შედარებით მცირე შემადგენლობის ძალები, შესალებელია საჭირო გახდეს სტრატეგიული ხასიათის გადაწყვეტილებების მიღება.
”სამხედრო სტრატეგია, _ წერდა აშშ-ის შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი უილერი, _ იმ აზრით, რომელიც ჩადებულია ამ ტერმინში, მოიცავს სამხედრო რესურსების გამოყენების სფეროს ეროვნული მიზნების მისაღწევად. ამ განსაზღვრებაში მთავარს წარმოადგენს სიტყვა ”რესურსები”, რომლის ქვეშაც გვესმის ადამიანები, კაპიტალდაბანდებები, ტექნიკა და ჩვენს მიერ ყველა სფეროში მიმართული ძალისხმევა”.
ამრიგად, ეროვნული სტრატეგია და სამხედრო სტრატეგია ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთდამოკიდებული ცნებებია. ეროვნული სტრატეგია განსაზღვრავს სამხედრო სტრატეგიას, ხოლო უკანასკნელი გამოდის როგორც ეროვნული სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი, როგორც ეროვნული პოლიტიკის ინსტრუმენტი.
1970-იანი წლების საბჭოთა სამხედრო პერიოდიკაში აცხადებდნენ, რომ ამერიკული სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა სამხედრო სტრატეგიას აძლევს ისეთ სახელწოდებას რომელიც ფარავს მის აგრესიულ ხასიათს. ასე, 1960-იან წლებამდე მას განსაზღვრავდნენ ტერმინით ”მასირებული ნაცვალგება” ამუ ”მასირებული საპასუხო დარტყმა”. 1961 წელს აშშ-ში გამოაცხადეს ”მოქნილი რეაგირების” სტრატეგია. ნიქსონის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გამოჩნდა ”რეალისტური დაშინების” სტრატეგია, რომელიც წარმოადგენდა ”ნიქსონის დოქტრინის” უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილს. საბჭოთა ავტორების სიტყვით, იგი მიიღეს უწინარეს ყოვლისა მსოფლიოში ძალთა თანაფარდობის საბჭოთა ბანაკის სასარგებლოდ შეცვლისა და სსრკ-ის გაზრდილი სამხედრო ძლიერების შედეგად. მასთან ერთად უნდა აღინიშნოს და ამის შესახებ ღიად ლაპარაკობდნენ ცნობილი ამერიკელი მოღვაწეები, რომ ხელისულებაში მოსულმა ნიქსონის ადმინისტრაციამ ვერ შეძლო რადიკალურად შეეცვალა შეერთებული შტატების როგორც ზოგადი, ე. ი. ეროვნული, ისე სამხედრო სტრატეგიაც.
სტრატეგიული კონცეფცია (Strategic concept). ამერიკული სამხედრო სტრატეგისთვის, განსაკუთებით 1960-იანი წლების დასაწყისიდან დამახასიათებელი გახდა სხვადასხვანაირი სტატეგიული კონცეფციების გამოჩენა. ბევრი ავტორი ხშირად სამხედრო სტრატეგიას უწოდებდა სტრატეგიულ კონცეფციას და პირიქით. მაინც რა უნდა გვესმოდეს სტრატეგიული კონცეფციის ქვეშ?
ამერიკული სამხედრო ტერმინოლოგით, სტრატეგიული კონცეფცია _ ეს არის პოლიტიკური ან სამხედრო სტრატეგიის (ან ერთდროულად ერთისაც და მეორისაც) ერთერთი მთავარი პრინციპის ან დებულების კონცენტრირებული გამოხატვა, რომელსაც იყენებენ ჩამოყალიბებული სამხედრო-პოლიტიკური და სამხედრო-სტრატეგიული ვითარების მიმართებაში მათი განვითარების პერსპექტივებისა და დასმული მიზნის პრაქტიკული მიღწევის ან სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ წამოყენებული ამოცანების გადაწყვეტის ხერხების გათვალისწინებით. სტრატეგიული კონცეფცია გამომდინარეობს სამხედრო სტრატეგიდან და სამხედრო პოლიტიკიდან და ვარაუდობს ხელსაყრელი პირობების შექმნას ამ სტრატეგიისა და პოლიტიკის რეალიზებისთვის, შეიარაღებული ძალებისა და მისი კომპონენტების განვითარების (მშენებლობისა) და ომის შემთხვეაში გამოყენების შესაბამისი გეგმების შემუშავებას. ვინაიდან მას გამოიმუშავებს აშშ-ის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ამიტომ იგი ასახავს მის შეხედულებებს სამხედრო სტრატეგიისა და სამხედრო პოლიტიკის პრინციპული საკითხების გადაწყვეტაზე და მჭიდროდ უკავშირდება პრაქტიკულ ღონისძიებებს სამხედრო მშენებლობის სფეროში და ”კერძო სტრატეგიებსაც”. სტრატეგიული კონცეფცია მისი მოწონების შემდეგ ხდება მთავრობის და (ან) სამხედრო სარდლობის ერთგვარი სამუშაო ფორმულა, ასევე საფუძველი სამხედრო პოლიტიკისა და სამხედრო სტრატეგიის კონკრეტული გეგმებისა და ღონისძიებების შემუშავებისთვის, განსაკუთრებით შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და სტრატეგიული დაგეგმვის სფეროში.
სტრატეგიული კონცეფცია ჩვეულებრივ ასახავს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის პრინციპულ გადაწყვეტილებას შეიარაღებული ძალების ერთერთი კომპონენტის, მაგალითად ზოგადი დანიშნულების ძალების ან სტრატეგიული ძალების განვითარებასა და საბრძოლო გამოყენებაში. იგი გვიხსნის არა მხოლოდ განსაზღვრულ ეტაპზე პრაგმატიზმის პოზიციიდან დასაბუთებულ ამერიკული სამხედრო სტრატეგიისა და სამხედრო პოლიტიკის თეორიულ საფუძველს, არამედ პრაქტიკულ მხარესაც საერთაშორისო არენაზე ჩამოყალიბებული ძალთა თანაფარდობისა და მისი შეცვლის პერსპექტივების გათვალისწინებით.
1960-იანი წლებში ყველაზე უფრო გავრცელებულ სტრატეგიულ კინცეფციებს, რომლებიც ასახავდა ამერიკული ხელმძღვანელობის შეხედულებას თავდაცვითი და შეტევითი სტრატეგიული ძალების მშენებლობასა და გამოყენებაზე, შეგვიძლია მივაკუთვნოთ კონცეფციები, რომლებმაც მიიღეს სახელწოდება ”ზარალის შეზღუდვის”, ”გარანტირებული განადგურების”, აგრეთვე ”ორნახევარი ომების” სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც განსაზღვრავდა ზოგადი დანიშნულების ძალების (სახმელეთო ჯარები, ტაქტიკური საჰაერო ძალები, საზღვაო ძალები ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავების გარეშე, საზღვაო ქვეითი ჯარი) მშენებლობისა და გამოყენების პრინციპებს. როგორც ცნობილია, 1970-იანი წლების დასაწყისში ”ნიქსონის დოქტრინის” გამოცხადების შემდეგ, უწინდელების ნაცვლად გამოაცხადეს ახალი სტრატეგიული კონცეფციები: ”სტრატეგიული საკმარისობის”, რომელიც განსაზღვრავდა სტრატეგიული თავდაცვითი და შეტევითი ძალების მშენებლობისა და საბრძოლო გამოყენების პრინციპებს, ასევე ”ერთნახევარი ომების” კონცეფცია, რომელიც ასახავდა ამერიკული ხელმძღვანელობის ახალ მიდგომას ზოგადი დანიშნულების ძალების განვითარებისა და გამოყენების პრობლემისადმი. ამ კონცეფციების არსსა და შინაარსს შეძლებისდაგვარად გადმოვცემთ ქვემოთ აშშ-ის სამხედრო სტრატეგიების განხილვის შემდეგ.
შევჩერდეთ მოკლედ იმაზე, თუ როგორ განმარტავენ ამერიკელი სპეციალისტები ცნებას ”სამხედრო დოქტრინა”. უწინარეს ყოვლისა საბჭოთა ავტორები შენიშნავდნენ, რომ ამერიკულ სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში ცნებას ”სამხედრო დოქტრინა” ყველაზე ხშირად აიგივებენ ცნებებთან ”სამხედრო პოლიტიკა” და ”სამხედრო სტრატეგია”.
მათი სიტყვით, ზოგიერთი ამერიკელი სპეციალისტი ცდილობს განსაზღვროს სამხედრო დოქტრინა როგორც ომის წარმოების თეორია, რომელიც გაბატონებულია მოცემულ პერიოდში და ასახავს ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეხედულებებს.
1960-იანი წლების შუახანებში ჟურნალი ”ინფანთრი” წერდა: „სამხედრო დოქტრინას შეადგენს ყველაფერი, რაც შესწავლილია და ოფიციალურად მიღებული ომის შესახებ. სამხედრო დოქტრინა შეიცავს ორ სფეროს _ სამხედრო ადმინისტრაციასა და საბრძოლო მოქმედებების წარმოებას. სამხედრო ადმინისტრაციას მიეკუთვნება საკითხები, რომლებიც ეხება პირად შემადგენლობას, ზურგის, სამოქალაქო საქმეთა და სხვა სამსახურებს; საბრძოლო მოქმედებების სფერო მოიცავს ოპერაციების წარმოებას და საქმე აქვს როგორც სტრატეგიასთან, ისე ტაქტიკასთანაც”.
სამხედრო დოქტრინის ზემოთ მოყვანილი განმარტებები, ისევე როგორც ზოგიერთი სხვა, ვერ გვიხსნის მის შინაარსს, ამიტომ მათ ვერ ჰპოვეს ოფიციალური მოწონება, რაზედაც მოწმობს ცნობილი ამერიკელი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწეების განცხადებები. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სამხედრო დოქტრინა აშშ-ში საერთოდ არ არსებობს. ამერიკული სამხედრო დოქტრინის, როგორც თანამედროვე ომების ხასიათსა და მათში შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე, ქვეყნისა და შეიარაღებული ძალების გამოყენებასა და სხვა პრობლემებზე შეხეულებების სისტემის შინაარსი გადმოცემულია ”ეროვნულ პოლიტიკასა” და ”ეროვნულ სტრატეგიაში”, აგრეთვე სამხედრო სტრატეგიასა და სტრატეგიულ კონცეფციებში.
ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ ამერკულ სამხედრო თეორიაში ცნებას ”დოქტრინა” გააჩნია ფართო გამოყენება, მაგრამ მას არ უნდა ვაიგივებდეთ ”სამხედრო დოქტრინის” ცნებასთან. მაგალითად, აშშ-ის ”საჰაერო ძალების ძირითადი დოქტრინა” შეიცავს მშვიდობიანობისა და ომიანობის დროს საჰაერო-კოსმოსური ძალების გამოყენების უმნიშვნელოვანეს პრინციპებს, მაშინ როდესაც ”საჰაერო ძალების ოპერატიული დოქტრინა” გადმოსცემს საჰაერო ძალების მიერ კონკრეტული ამოცანების შესრულების შესაძლებლობებს, პრინციპებსა და წესს ტაქტიკური და სტრატეგიული საჰაერო ოპერაციების მსვლელობისას. საჰაერო ძალებისთვის შემუშავებულია აგრეთვე გართიანებული დოქტრინა, რომელიც წარმოადგენს საჰაერო ძალების გამოყენების ხერხებისა და პრინციპების გადმოცემას სხვა გაერთიანებულ და სპეციალურ სარდლობებთან ერთობლივად ჩატარებულ ოპერაციებში.
ამერიკული შეიარაღებული ძალების სხვა სახეობებსაც ასევე გააჩნია თავიანთი ”დოქტრინები”. ეს გვაძლევს საფუძველს ვთვლიდეთ, რომ ცნება ”დოქტრინა” იმ აზრით, როგორც მას განსაზღვრავს შეიარაღებული ძალების თითოეული სახეობა, ასახავს უმთავრესად შეიარაღებულ ძალთა სახეობის საბრძოლო გამოყენების საფუძვლებს საბრძოლო მოქმედებების წარმოების სხვადასხვანაირ პირობებში.
აშშ-ის სამხედრო თეორიის ზოგიეთი საკითხი, რომლებსაც ზემოთ შევეხეთ, არ აცხადებს პრეტენზიას მათი გაშუქების სისრულეზე. მიუხედავად ამისა, ისინი საშუალებას გვაძლევს ვამტკიცებდეთ, რომ ამერიკულ სამხედრო თეორიასა და პრაქტიკაში ჩამოყალიბდა და იყენებენ მეტად სპეციფიურ, მაგრამ შედარებით მკაფიო ცნებებს. მათ სწორ განმატებას გააჩნია არცთუ მცირე მნიშვნელობა აშშ-ის სამხედრო თეორიისა და განსაკუთრებით მისი სამხედრო სტრატეგიის შესწავლისას... მოსაზრება იმის შესახებ, რომ საგნის ან მოვლენის ღრმა და ყოველმხრივი ანალიზი შესაძლებელია მხოლოდ მისი არსის, შინაარსისა და ურთიერთკავშირების სწორად გახსნის შემთხვევაში, მთლიანად და სრულად გამოსადეგია აშშ-ის სამხედრო თეორიის კვლევებისთვისაც.
II. აშშ სამხედრო დოქტრინა 1970-იანი წლების შუახანებისთვის
საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ბურჟუაზიული საზოგადოებრივი წყობილების, მმართველი ექსპლუატატორული კლასის რეაქციული იდეოლოგიისა და ექსპანსიონისტური პოლიტიკის მიერ ნაშობი აშშ-ის სამხედრო დოქტრინა ამერიკული იმპერიალიზმის მთელი ისტორიის მანძილზე მიმართული გახლდათ მისი აგრესიული მისწრაფებების უზრუნველყოფაზე. მაგრამ ყველაზე უფრო მეტად რეაქციული ხასიათი მან შეიძინა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ამერიკულმა იმპერიალიზმა თავისი საგარეოპოლიტიკური კურსის სახით გამოაცხადა მსოფლიო ბატონობის დამყარება.
იმ დროიდან და 70-იანი წლების შუახანებამდეც, შეერთებული შტატები, გააჩნდა რა სხვა კაპიტალისტურ ქვეყნებთან შედარებით უპირატესობა ეკონომიკურ და განსაკუთრებით სამხედრო სფეროებში, მეთაურობდა მის მიერ შექმნილი აგრესიული სამხედრო-პოლიტიკური ბლოკების სისტემას და გადამწყვეტ როლს თამაშობდა გლობალური ანტიკომუნისტური სტრატეგიის შემუშავებასა და რეალიზაციის მცდელობებში.
საბჭოთა ავტორების სიტყვით, განიხილავდა რა ომს როგორც საერთაშორისო საკითხების გადაწყვეტის მთავარ საშუალებას, აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ 50-იანი წლების დასაწყისში შეიმუშავა სამხედრო დოქტრინა, რომლის არსიც გადმოცეული იყო 1954 წლის იანვარში ოფიციალურად გამოცხადებული ე. წ. “მასირებული ბირთვული ნაცვალგების” (“მასირებული საპასუხო დარტყმის”) სტრატეგიაში. ეს სტრატეგია პოლიტიკურ პლანში ვარაუდობდა სოციალისტურ ქვეყნებზე გლობალური ბირთვული თავდასხმის გზით მსოფლიო სოციალისტური სისტემის ლიკვიდაციასა და დედამიწაზე კაპიტალისტური სისტემის აღდგენას შეერთებული შტატებით სათავეში.
“მასირებული ბირთვული ნაცვალგების” სტრატეგია ბაზირებული გახლდათ ვარაუდებზე აშშ-ის დიდი უპირატესობის შესახებ ბირთვულ იარაღში, მის მატარებლებში, ეკონომიკურ და სამხედრო-ტექნიკურ პოტენციალებში. იგი ითვალისწინებდა სსრკ-ისა და სხვა სოციალისტური სახელმწიფოების წინააღმდეგ მხოლოდ საყოველთაო ბირთვული ომის წარმოებას. ამერიკულ სამხედრო-პოლიტიკურ ხელძღვანელობას, საბჭოთა ავტორების შეფასებით, ეს ომი წარმოდგენილი ჰქონდა როგორც ბირთვული დარტყმების ცალმხრივად მოყენება საბჭოთა კავშირზე სტრატეგიული ავიაციის ძალებით, მაშინ როდესაც აშშ-ის ტერიტორია დარჩებოდა მოუწყვლადი ან თითქმის მოუწყვლადი საპასუხო დარტყმებისგან.
სხვა ხასიათის ომებს აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის, აგრეთვე ორ საზოგადოებრივ სისტემას შორისაც, შეერთებული შტატების სამხედრო დოქტრინა 50-იან წლებში არ ითვალისწინებდა. უშვებდნენ მხოლოდ ლოკალური ომების წარმოების შესაძლებლობას საინჟინრო მიმართებით სუსტად აღჭურვილ საომარ მოქმედებათა თეატრებზე (ომთ), ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების ჩახშობის მიზნით, უმთავრესად საზღვაო ქვეითი ჯარისა და ავიაციის ძალებით, ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით.
ომების ხასიათისა და მათი წარმოების ხერხების ასეთი განსაზღვრების შესაბამისად, მთავარ მიმართულებად აშშ-ის შეიარაღებული ძალების განვითარებაში იქცა ბირთვული საბრძოლო მასალებისა და მათი მატარებლების ახალი ტიპების შემუშავება. შეიარაღებული ძალების მშენებლობაში პრიორიტეტს ანიჭებდნენ სამხედრო-საჰაერო ძალებსა (სჰძ ) და პირველ რიგში სტრატეგიულ საავიაციო სარდლობას. ასე, 1954-დან 1961 საფინანსო წლების ჩათვლით სჰძ -ზე იხარჯებოდა სამხედრო ბიუჯეტის დაახლოებით 44%, სზძ-ზე _ 29% და სახმელეთო ჯარებზე _ 24%. პასუხისმგებლობას ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალებისა და შეიარაღებათა განვითარებაზე აშშ აკისრებდა თავის მოკავშირეებს სამხედრო ბლოკებში.
ეკავა რა სამეთურო ადგილი კაპიტალისტურ სამყაროში, აშშ-მა თავზე მოახვია პარტნიორებს ნატო-ში თავისი სამხედრო დოქტრინის დებულებები, რომლებიც შეადგენდა ბლოკის კოალიციური სამხედრო სტრატეგიის საფუძველს. ამ უკანასკნელმა მიიღო “ფარისა და მახვილის” სტრატეგიის სახელწოდება, სადაც “მახვილის” ქვეშ იგულისხმებოდა აშშ-ის სტრატეგიული ავიაცია, ხოლო “ფარის” ქვეშ კი _ ნატო-ს ბლოკის დანარჩენი ქვეყნების შეიარაღებული ძალები.
მაგრამ “მასირებული ბირთვული ნაცვალგების” სტრატეგიის დებულებებს, საბჭოთა ავტორების სიტყვით, არ ეწერათ პრაქტიკაში განხორციელება. საბჭოთა კავშირის წარმატებებმა სახალხო მეურნეობის, მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებაში, სსრკ-ის გაზრდილმა თავდაცვითმა ძლიერებამ, უკვე 50-იანი წლების მიწურულისთვის, ეს “სტრატეგია” აქციეს ვერშემდგარად. საბჭოთა კავშირის მიერ 1957 წელს დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრის გაშვებამ, საბჭოთა ავტორების შეფასებით, მოახდინა სოციალიზმის ქვეყნის მანამდე უნახავი მიღწევების დემონსტრირება რაკეტმშენებლობაში და ააყირავა აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მთელი ანგარიშები და პროგნოზები. პენტაგონში გაიგეს, რომ ამ პირობებში ბირთვული ომი საკუთარ თავში მალავდა თავად აგრესორის განადგურების მუქარას, შეერთებული შტატების მომგებიანი გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად.
შიშის გაჩენას საპასუხო ბირთვული დარტყმის თავიდან ვერ აცილების წინაშე შედეგად მოჰყვა “მასირებული ბირთვული ნაცვალგების” სტრატეგიის მქუხარე კრიტიკა და ამან აიძულა აშშ-ის სახედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა გადაეხედა თავისი სამხედრო დოქტრინის ძირითადი დებულებებისთვის, რათა მიეცა მათთვის უფრო მეტი მოქნილობა და მოეყვანა ისინი შესაბამისობაში შეცვლილ საერთაშორისო ვითარებასა და ძალთა რეალურ თანაფარდობასთან.
ახალი კონცეფციების, პოლიტიკური მიზნების სამხედრო გზით მიღწევის ხერხებისა და საშუალებების ხანგრძლივ ძიებათა შედეგად, ე. წ. “ბირთვული ჩიხის” პირობებში, შეერთებულმა შტატებმა 1961 წელს მიიღო ახალი სამხედრო დოქტრინა, რომლის საფუძველსაც შეადგენდა “მოქნილი რეაგირების” სტრატეგია. საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ეს ასევე გახლდათ აგრესიის დოქტრინა, რომელიც თავისი მახვილი პირით მომართული იყო საბჭოთა კავშირისა და სხვა სოციალისტურ სახელმწიფოთა წინააღმდეგ. იგი უწინდებურად ბაზირებული იყო პოლიტიკაზე “ძალის პოზიციიდან”, მაგრამ უკვე ამოდიოდა “წონასწორობის” წინაპირობიდან სსრკ-სა და აშშ-ს შორის სტრატეგიულ ბირთვულ საშუალებებში.
“მოქნილი რეაგირების” სტრატეგიაში ცენტრალური ადგილი ეთმობოდა საყოველთაო ბირთვულ ომსა და მოთხოვნებს მისთვის ქვეყნისა და შეიარაღებული ძალების მზადების შესახებ. მაგრამ, საბჭოთა ავტორების სიტყვით, ასეთი ომი უკვე აღარ ითვლებოდა ამერიკული იმპერიალიზმის საგარეოპოლიტიკური მიზნების მიღწევის ერთადერთ საშუალებად. აყენებდნენ მოთხოვნებს მომზადებულიყვნენ შეზღუდული ომების წარმოებისთვისაც სოციალისტური თანამეგობრობის ქვეყნების წინააღმდეგ. თავად შეზღუდული ომის ცნება მნიშვნელოვნად იქნა გაფართოებული. უშვებდნენ, რომ მას შესაძლო იყო მიეღო დიდიდ გაქანება და წარმოებული ყოფილიყო არა მხოლოდ მეორეხარისხოვან თეატრებზე, არამედ ისეთ რაიონებშიც, როგორიცაა ევროპა, სადაც თავმოყრილი იყო ნატო-სა და ვარშავის ხელშეკრულების მთავარი სამხედრო დაჯგუფებები.
პასუხის ძიებაში კითხვაზე, თუ რატომ დაიწყეს შეზღუდული ომებისთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭება, ამერიკელი სამხედრო თეორეტიკოსები იძულებული შეიქმნენ მისულიყვნენ დასკვნამდე იმის შესახებ, რომ შეზღუდული ომის თეორია დაფუძნებული უნდა ყოფილიყო იმ უდაო ფაქტის გაგებაზე, რომ შეერთებული შტატების მიერ ატომური მონოპოლიის დაკარგვასთან ერთად პრაქტიკულად შეუძლებელი ხდებოდა მოწინააღმდეგისთვის უსიტყვო კაპიტულაციის თავზე მოხვევა, აამოქმედებდნენ რა აშშ-თვის მიუღებელ საშუალებებს (пуская в ход неприемлемые для США средства).
აშშ-ის სამხედრო დოქტრინის არსი 60-იან წლებში, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, მდგომარეობდა შეიარაღებული ძალების “დოზირებულ” გამოყენებაში ამერიკული იმპერიალიზის პოლიტიკური და სამხედრო მიზნების მისაღწევად მსოფლიოში ძალთა შეცვლილი თანაფარდობისა და კონკრეტულად ჩამოყალიბებადი ვითარების გათვალისწინებით. გამოყენებადი ძალის ზომა თითოეულ ჯერზე უნდა განესაზღვრათ დასმული ამოცანისა და მოწინააღმდეგის მისალოდნელი წინააღმდეგობის მიხედვით. ამასთან მზარდ წინააღმდეგობაზე ვარაუდობდნენ დარტყების მიყენებას მრავალჯერადად აღმატებული ძლიერებით. ევროპაში სოციალისტური ქვეყნების წინააღმდეგ ომის წარმოებას გეგმავდნენ ომის დასაწყისში (მოკლე დროის განმავლობაში) ჩვეულებრივი იარაღით, შემდეგ ტაქტიკური ბირთვული საშუალებების გამოყენებით, ხოლო კრიტიკულ ვითარებაში _ სტრატეგიული ბირთვული საშუალებების გამოყენებითაც.
ცვლილებებმა სამხედრო დოქტრინაში არსებითი კორექტივები შეიტანა აშშ-ის შეიარაღებული ძალების მშენებლობაშიც. ესწრაფვოდა რა თავისი სამხედრო ძლიერების შეგუებას (შეწყობას) მსოფლიოში ჩამოყალიბებად ახალ ვითარებასთან, შეერთებული შტატების მთავრობამ 60-იან წლებში გააკეთა უფრო მეტი საყრდენი შეიარაღებული ბრძოლის ჩვეულებრივი საშუალებების განვითარებაზე ბირთვულთან ერთად და მთლიანობაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების გაზრდაზე.
“შეერთებული შტატების სამხედრო პოლიტიკის ძირითად მიზანს 1961 წლიდან, _ განაცხადა თავის დროზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა მაკნამარამ, _ წარმოადგენს თავისუფალი სამყაროს, და კერძოდ ნატო-ს ქვეყნების უბირთვო შესაძლებლობების გაძლიერება”.
დაკანონებულ იქნა ასევე შეიარაღებული ძალების მშენებლობის ახალი სისტემა მიზნობრივი ოპერატიულ-სტრატეგიული დანიშნულების მიხედვით. საყოველთაო ბირთვული ომის წარმოებისთვის განკუთვნილი იყო უმთავრესად სტრატეგიული შეტევითი და თავდაცვითი ძალები. შეზღუდული ომის წარმოება შედიოდა ზოგადი დანიშნულების ძალების ამოცანაში, რომელიც თავის შემადგენლობაში შეიცავდა სახელეთო ჯარებს, სჰძ -ის ტაქტიკურ ავიაციასა და სზძ -ს ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავების გამოკლებით. უკანასკნელები საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტებთან და სტრატეგიულ ბომბდამშენ ავიაციასთან ერთად შეადგენდნენ სტრატეგიულ შეტევით ძალებს.
სტრატეგიული ძალების მშენებლობის საფუძველში ჩადებული იყო “გარანტირებული განადგურებისა” და “შეზღუდული ზარალის” კონცეფციათა მოთხოვნები. პირველი ვარაუდობდა აშშ-ის სტრატეგიული შეტევითი ძალების უნარს გაენადგურებია საბჭოთა კავშირი არა მხოლოდ მოულოდნელი დასწრები დარტყმის მოყენებით, არამედ საპასუხო დარტყმებითაც. მეორე ნიშნავდა საბჭოთა კავშირის საპასუხო დარტყმის ძალის მნიშვნელოვნად დასუსტებისა და მოსახლეობასა და სამრეწველო პოტენციალში აშშ-ის დანაკარგების “მისაღებ” ზომებადე შემცირების შესაძლებლობას. “ზარალის შეზღუდვის” ამოცანის გადაწყვეტას გეგმავდნენ საბჭოთა კავშირის შესაბამის საშუალებებზე ბირთვული დარტყმების მოყენების გზით უფრო ადრე, ვიდრე იგი შეძლებდა მათ გამოყენებას, აგრეთვე საჰაერო თავდაცვის ძალებისა და სამოქალაქო თავდაცვის ძალების მოქმედებების გზითაც.
ზოგადი დანიშნულების ძალების მშენებლობაში აშშ-ის სარდლობა ხელმძღვანელობდა „ორნახევარი ომების“ კონცეფციით, რომლის შესაბამისადაც შეერთებულ შტატებს უნდა ჰყოლოდა ისეთი ზოგადი დანიშნულების ძალები, რომელსაც შეეძლებოდა მოკავშირეების შეიარაღებულ ძალებთან ერთობლივად სოციალისტური ქვეყნების წინააღმდეგ ორი დიდი ომის წარმოება ევროპასა და აზიაში და ერთი ლოკალური ომისაც მსოფლიოს რომელიმე მესამე რაიონში.
“მოქნილი რეაგირების” სტრატეგიის მიღებასთან ერთად შეერთებულ შტატებში მეტი ყურადღების დათმობა დაიწყეს შეიარაღებული ძალების სარეზერვო კომპონენტების მშენებლობისა და ზღვისმიღმა ომთ-ებზე მატერიალურ საშუალებათა მარაგების დაგროვებისადმი. მიღებულ იქნა ასევე “სტრატეგიული მობილურობის” კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებდა აუცილებელი საშუალებებისა და პირობების შექმნას ზღვისმიღმა ომთ-ებზე არსებული ჯართა დაჯგუფებების სწრაფად გაძლიერებისთვის ან ახლების შესაქნელად.
სამხედრო დოქტრინის მორიგი გადასინჯვა აშშ-ში დაიწყეს 60-იანი წლების მიწურულს. მთავარ მიზეზებად ამისთვის, როგორც განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა რ. ნიქსონმა 1972 წლის თებერვალში, იქცა “შეერთებული შტატების უდაო უპირატესობის დასასრული სტრატეგიული ძლიერების თვალსაზრისით, და მის ნაცვლად სტრატეგიული წონასწორობის დადგომა, რომლის დროსაც აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის ბირთვული ძალები უკვე თანაზომადია”. პენტაგონის ხელმძღვანელობის აღიარებით, შეერთებულმა შტატებმა, წყვეტდა რა გლობალურ სამხედრო ამოცანებს, გაფანტა თავისი ძალები და საშუალებები, რის შედეგადაც მისი სტრატეგიული შესაძლებლობები 70-იანი წლების მიჯნაზე უკვე ვეღარ ემსახურებოდა მოწინააღმდეგის დაშინების ამოცანას. ახალი ვითარება მოითხოვდა სამხედრო ხარჯების ეფექტურობის ამაღლებასა და სტრატეგიული შეიარაღებაში რეალური “ძალის პოზიციის” შექმნას.
70-იანი წლების სამხედრო დოქტრინა, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ყალიბდებოდა ასევე აშშ-ის აგრესიული გეგმების ჩავადნის პირობებში ვიეტნამში, ასევე მსოფლიოში მისი პოლიტიკური პრესტიჟის დაცემის, სავალუტო კრიზისისა და “ცივი ომის” პოლიტიკის გაკოტრების პირობებში. ამ მიზეზების გავლენით შეერთებულმა შტატებმა 1971 წელს მიიღო “რეალისტური დაშინების” სტრატეგია, რომელიც შეადგენდა მისი იმდროინდელი სამხედრო დოქტრინის საფუძველს.
აშშ-ის 70-იანი წლების სამხედრო დოქტრინა ვარაუდობდა აქტიურ მოქმედებებს არა მხოლოდ ომის მსვლელობისას გამარჯვების მისაღწევად, არამედ შვიდობიანობის დროს “ძალის პოზიციიდან” პოლიტიკის გატარებისთვისაც სამხედრო ძლიერების დემონსტრირების გზით. საბჭოთა ავტორების სიტყვით, ამერიკული იმპერიალიზმის სამხედრო-პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იგი თავად შეერთებული შტატების ძლიერების ზრდასთან ერთად ითვალისწინებდა აშშ-ის მოკავშირეთა გაზრდილი მატერიალური, ფინანსური რესურსებისა და სამხედრო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას. აშშ-ის იმდროინდელი თავდაცვის მინისტრის შლესინჯერის განცხადებით, ახალ სტრატეგიას უნდა ჰქონოდა ისეთი კურსი მოკავშირეებთან მიმართებით, “რომელიც საშუალებას მოგვცემდა ბევრად გაგვეზარდა მათი წილი საერთო სტრატეგიული მიზნების მიღწევაში”.
შეერთებული შტატების 70-იანი წლების სამხედრო დოქტრინის პოლიტიკურ არსს, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ისევე როგორც მანამდეც, შეადგენდა მისწრაფება აშშ-ის მსოფლიო ჰეგემონიის დამკვიდრებისკენ, ანტიკომუნიზმი და ანტისოვეტიზმი. შეერთებული შტატების მთავარ მოწინააღმდეგეებად, მისი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მიზნების მიღწევის გზაზე, დოქტრინა მიიჩნევდა საბჭოთა კავშირსა და სოციალისტური ბანაკის სხვა ქვეყნებს, ასევე ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას.
შეერთებული შტატების სამხედრო დოქტრინის მოთხოვნების რეალიზაციის ძირითად პრინციპებს წარმოადგენდა ძალისა და პარტნიორობის პრინციპები.
ძალის პრინციპი ითვალისწინებდა შეერთებული შტატების სამხედრო, ეკონომიკურ და სამეცნიერო-ტექნიკურ უპირატესობას სავარაუდო მოწინააღმდეგეებზე, განსაკუთრებით სტრატეგიულ საშუალებებში.
პარტნიორობის პრინციპს, საბჭოთა ავტორების შეფასებით, მიზნად ჰქონდა აშშ-ის გაბატონებული მდგომარეობის განმტკიცება კაპიტალისტურ სამყაროში და მისი მოკავშირეების იძულება მნიშვნელოვნად გაეზარდათ მონაწილეობა თავიანთი და საერთო სამხედრო ძლიერების ზრდაში. ეს პრინციპი ეფუძნებოდა იმას, რომ მოკავშირეები აშშ-ზე თავიანთი სამხედრო დამოკიდებულებისა და კლასობრივი მიზნების საერთოობის ძალით, დაინტერესებული იყვნენ შეერთებულ შტატებთან სამხედრო-პოლიტიკური კავშირის შენარჩუნებით და იძულებული იყვნენ დამორჩილებოდნენ ამერიკულ დიქტატს.
აშშ-ის სამხედრო დოქტრინა (“რეალისტური დაშინების” სტრატეგიაზე დამყარებული) ვარაუდობდა პოტენციური ომების ოთხ სახეობას. ესენი იყო _ სტრატეგიული ბირთვული ომი, ბირთვული ომი ომის თეატრზე, ჩვეულებრივი ომი ომის თეატრზე და ჩვეულებრივი ომი ომთ-ზე ან მის შეზღუდულ რაიონში (ლოკალური ომი). ამრიგად, აშშ-ის სამხედრო დოქტრინა ითვალისწინებდა ქვეყნისა და შეიარაღებული ძალების მზადებას სხვადასხვა მასშტაბის ომებისთვის _ ლოკალური შეიარაღებული კონფლიქტიდან ომთ-ის შეზღუდულ რაიონში სტრატეგიულ ბირთვულ ომამდე, ანუ ე. წ. საყოველთაო ბირთვულ ომამდე.
შეიარაღებული ბრძოლის გამოყენებადი საშუალებების მიხედვით, აშშ-ის 70-იანი წლების სამხედრო დოქტრინა ჰყოფდა ომებს ბირთვულ და ჩვეულებრივ ომებად. ცენტრალური ადგილი დოქტრინაში ეკავა მზადებას სტრატეგიული ბირთვული ომის წარმოებისთვის.
სტრატეგიული ბირთვული ომი, ამერიკული სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის აზრით, შესაძლო იყო წარმოქმნილიყო მხოლოდ კაპიტალისტური და სოციალისტური სახელმწიფოების კოალიციებს შორის. ასეთ ომში ორივე მხარე დაისახავდა ყველაზე უფრო გადამწყვეტ მიზნებს და გამოიყენებდა შეიარაღებული ბრძოლის საშუალებების მთელ არსენალს. სტრატეგიული ბირთვული ომის წარმოებაზე კაპიტალისტური სახელმწიფოების მხარეზე მთავარი პასუხისმგებლობა ექნებოდა შეერთებულ შტატებს. სტრატეგიული შეტევითი ძალების გარდა, ასეთი ომის წარმოებისთვის განკუთვნილი ჰქონდათ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ბირთვული ძალები და ზოგადი დანიშნულების ძალები, რომლებიც გაშლილი იყო საომარ მოქმედებათა თეატრებზე.
ამერიკელი სამხედრო თეორეტიკოსები ყველაზე უფრო შესაძლებლად თვლიდნენ, რომ სტრატეგიული ბირთვული ომი იქნებოდა სწრაფმდინარე (რუს. быстротечная). ამასთან ერთად უშვებდნენ, რომ განსაზღვრულ პირობებში მას შესაძლო იყო მიეღო გაჭიანურებული ხასიათიც.
ითვლებოდა აგრეთვე, რომ სტრატეგიული ბირთვული ომი შესაძლოა გაჩაღებულ ყოფილიყო მოულოდნელი ბირთვული თავდასხმის გზით, ანდა კიდევ გამხდარიყო შეზღუდული ომის საყოველთაოში გადაზრდის (ესკალაციის) შედეგი.
ბირთვული ომი ომის თეატრზე, აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეხედულებებით, ამცირებდა ამერიკის ჩართვის (რუს. вовлечение) ალბათობას საყოველთაო ბირთვულ ომში მოკავშირეთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დროს. მაგრამ, ამასთანავე, ასეთი ომი შესაძლოა ქცეულიყო განსაზღვრული რეგიონული პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშუალებად და ამ პირობებში უფრო მეტად სასურველი (უმჯობესი, предпочтительнее) იქნებოდა სტრატეგიულ ბირთვულ ომთან შედარებით.
ასეთი ომის მთავარ განსხვავებას საყოველთაო ბირთვული ომისგან ამერიკული პოლიტიკური ხელმძღვანელობა ხედავდა პოლიტიკურ მიზნებში. ასაბუთებდნენ რა ამ დებულებას, ამერიკელი სამხედრო თეორეტიკოსები, საბჭოთა ავტორების სიტყვით, ჯერ კიდევ 50-იან წლების ბოლოს მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ტოტალური ანუ საყოველთაო ბირთვული ომის საპირწონედ, შეზღუდულ ომს აწარმოებენ სავსებით კონკრეტული პოლიტიკური მიზნების გულისთვის, რომელთა ხასიათიც ხელს უწყობს განსაზღვრული დამოკიდებულობის დამყარებას მათსა და მათ მისაღწევად გამოყენებად ძალას შორის. ზოგადად, მათი აზრით, შეზღუდულ ომს საქმე ჰქონდა კონკრეტულ შეზღუდულ ამოცანებთან, და არა მოწინააღმდეგის სრული განადგურების ამოცანასთან.
ბირთვულ ომში ომის თეატრზე ამერიკული სამხედრო დოქტრინა ითვალისწინებდა რიგ შეზღუდვებს ბირთვული იარაღის გამოყენებაში. იგი შესაძლო იყო გამოეყენებიათ არა ყველა ქვეყნის წინააღმდეგ, ზღუდავდნენ ბირთვული საბრძოლო მასალების რაოდენობისა და სიმძლავრის მიხედვით, ასევე დასაზიანებელი მიზნების ხასიათის, დარტყმების სიღრმისა და მხოლოდ საჰაერო აფეთქების ხერხით მათი მოყენების მიხედვითაც. ომის თეატრზე ბირთვული ომის საყოველთაო ბირთვულ ომში გადაზრდის თავიდან აცილების უმნიშვნელოვანეს პირობად ითვლებოდა ბირთვული იარაღის გამოყენება მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების ზონაში და მხოლოდ სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ.
70-იანი წლების აშშ-ის სამხედრო დოქტრინის თანახმად, ბირთვული ომის წარმოქმნა ომის თეატრზე ყველაზე უფრო მეტად ალბათური იყო ევროპაში. ითვლებოდა, რომ ასეთი ომის წარმოქმნას წინა ეტაპად ექნებოდა საბრძოლო მოქმედებები მხოლოდ ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით.
ბირთვული იარაღის გამოყენებაზე გადასვლის განხორციელებას, აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო წარმომადგენლების განცხადებების მიხედვით, ითვალისწინებდნენ ნატო-ს შეიარაღებული ძალების განადგურების მუქარისა და ბლოკის ქვეყნების ტერიტორიაზე მოწინააღმდეგის ჯარების სოლისებურად ღრმად შემოჭრის (вклинение) შემთხვევაში.
ძირითადი პასუხისმგებლობა ომის თეატრზე ბირთვული ომის წარმოებისთვის აშშ-ის მაშინდელი თავდაცვის მინისტრის ლეირდის მტკიცებით, “ეკისრება აშშ-ს, მაგრამ ზოგიერთ მოკავშირეს ასევე შეუძლია აიღოს საკუთარ თავზე რიგი ამოცანებისა, მათ ხელში ბირთვული იარაღის არსებობის წყალობით” (იგულისხმებოდა საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი _ ი. ხ.).
ომის თეატრზე ჩვეულებრივი ომის წარმოებას 70-იანი წლების ამერიკული სამხედრო დოქტრინა ითვალისწინებდა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ აზიაშიც. საბჭოთა ავტორების სიტყვით, ასეთი ომის მომზადებისა და წარმოების ტვირთს იგი თანაბარი ხარისხით აკისრებდა შეერთებულ შტატებსაც და მის მოკავშირეებსაც.
ჩვეულებრივ ომს ომთ-ზე ან ომთ-ის შეზღუდულ რაიონში (ლოკალური ომი) 70-იანი წლების ამერიკული სამხედრო დოქტრინა განიხილავდა როგორც ომს, რომელშიც ძირითადი სიმძიმე უნდა ეტვირთათ მხოლოდ მასში ჩართულ ცალკეულ ქვეყნებს ან რეგიონულ კავშირებს, და არა დიდ დერჟავებს. თუკი ომი, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, წარმოებული იქნებოდა ამერიკული იმპერიალიზმის არესიული ჩანაფიქრების განხორციელების გულისთვის, მაშინ აშშ-ს შეეძლო აღმოეჩინა თავისი მოკავშირეებისთვის ეკონომიკური და სახედრო-ტექნიკური დახმარება და მხოლოდ ცალკეულ შეთხვევებში დაეჭირა მათთვის მხარი თავისი შეიარაღებული ძალებით, უმთავრესად სჰძ -ითა და სზძ -ით. ვარაუდობდნენ, რომ გადაწყვეტილებებს ასეთ ომებში ამერიკული ჯარების პირდაპირი მონაწილეობის თაობაზე მიიღებდნენ მოკავშირე ქვეყნების უნარის გათვალისწინებით დასმული მიზნების დამოუკიდებლად მიღწევის საქმეში.
აშშ-ის 70-იანი წლების სამხედრო დოქტრინის მიერ ამერიკული შეიარაღებული ძალებისა და მისი მშენებლობისადმი წაყენებულ მოთხოვნებს საფუძვლად ედო ე. წ. “საკმარისობის” პრინციპი, რომელსაც შეერთებული შტატების ხელმძღვანელობისთვის უნდა უზრუნველეყო “მოქნილობა პოლიტიკური და სამხედრო ინიციატივების ფართო დიაპაზონის განხორციელებისთვის”.
“საკმარისობის” ზოგადი პრინციპის შესაბამისად აშშ-ის შეიარაღებული ძალების მშენებლობის მიმართულება, მომავალი ომისთვის მისი მზადება და ომში გამოყენება განისაზღვრებოდა რიგი კონცეფციებით (“ტოტალური ძალების”, “სტრატეგიული საკმარისობის”, “მიზნების არჩევის”, “ერთნახევარი ომებისა” და “სტრატეგიული მობილურობის”), რომელთაგან თითოეული გამოხატავდა სამხედრო დოქტრინის ერთერთ ძირითად დებულებათაგანს და მისი რეალიზაციის უზრუნველყოფის ხერხებს, რომლებიც არჩეული ჰქონდა აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას.
“ტ ო ტ ა ლ უ რ ი (ს ა ყ ო ვ ე ლ თ ა ო) ძ ა ლ ე ბ ი ს” კონცეფცია, საბჭოთა ავტორების სიტყვით, ითვალისწინებდა შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ორი ძირითადი მიმართულების _ ძალისა და პარტნიორობის _ რეალიზციას არა მხოლოდ აშშ-ის სამხედრო ძლიერების, ადამიანური და მატერიალური რესურსების მაქსიმალურად გამოყენებით, არამედ მისი მოკავშირეებისაც, მსოფლიო იმპერიალიზმისა და, უწინარეს ყოვლისა, ამერიკული მონოპოლიების გლობალური ინტერესების მისაღწევად. “საყოველთაო ძალების” ცნებაში პენტაგონი რთავდა აშშ-ისა და მისი მოკავშირეების არსებულ რეგულარულ და სარეზერვო ფორმირებებს, აგრეთვე მთელი კაპიტალისტური ქვეყნების პოტენციურ შესაძლებლობებს, რომელთა გამოყენებაც შეეძლებოდა შეერთებულ შტატებს ომში. “ტოტალური ძალების” მობილიზაციის უზრუნველყოფას, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ამერიკული სამხედრო ხელმძღვანელობის ჩანაფიქრის შესაბამისად, უნდა მომსახურებოდნენ მის მიერ შექმნილი აგრესიული სამხედრო ბლოკები (ნატო, სენტო, სეატო), რეგიონული და ორმხრივი სამხედრო ხელშეკრულებები, სამხედრო და ეკონომიკური დახმარებები თავიანთი პარტნიორებისთვის ბლოკებში, ნატო-ს მობილური ძალების ტიპის მრავალეროვნული შენაერთების ჩამოყალიბება და სხვა ღონისძიებები, რომლებში მონაწილეობასაც შეეძლო დაეყენებია ამერიკის მოკავშირეები შეერთებული შტატების მიერ გაჩაღებულ ომში ავტომატურად ჩართვის (вовлечение) ფაქტის წინაშე.
ამ კონცეფციის შესაბამისად აშშ მთავარ ძალისხმევას თავს უყრიდა ბირთვული ძალების, სჰძ -ისა და სზძ -ის განვითარებაზე, ხოლო მოკავშირეებისგან კი მოითხოვდა ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალებისა და განსაკუთრებით სახმელეთო ჯარების გაზრდას.
“ს ტ რ ა ტ ე გ ი უ ლ ი ს ა კ მ ა რ ი ს ო ბ ი ს” კ ო ნ ც ე ფ ც ი ა შეეხებოდა სტრატეგიული ძალების მშენებლობის საკითხს. იგი მოითხოვდა მის შენარჩუნებას იმ დონეზე, რომელიც უზრუნველყოფდა შეერთებული შტატების მიერ სამხედრო-პოლიტიკური კურსის ძალის პოზიციიდან გატარებას, სტრატეგიული ძალების გამოყენებისთვის “მოქნილად გამოყენების ფართო არჩევანის” შესაძლებლობას, და ამ ძალების უნარს განეხორციელებია მოწინააღმდეგის სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა კოალიციის გარანტირებული განადგურება არა მხოლოდ დამსწრები, არამედ საპასუხო მასირებული ბირთვული დარტყმების მიყენებითაც.
“მ ი ზ ნ ე ბ ი ს ა რ ჩ ე ვ ი ს” კ ო ნ ც ე ფ ც ი ა ითვალისწინებდა შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების სტრატეგიული შეტევითი ბირთვული ძალების მრავალვარიანტიან გამოყენებას. ამ კონცეფციაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა იმ ვარიანტს, რომელიც ითვალისწინებდა აშშ-ის სტრატეგიული შეტევითი ძალებით მოულოდნელი მასირებული დარტყმის მოყენებას საბჭოთა კავშირის მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე, უწინარეს ყოვლისა, მის სტრატეგიული დანიშნულების ძალებსა და შეიარაღებული ძალების მართვის პუნქტებზე.
აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობის განცხადებებით, სტრატეგიული ძალებით ასეთი დარტყმების მიყენების შესაძლებლობა გამოჩნდა იმ ეტაპზე ამ ძალების სრულყოფისთვის გატარებული ღონისძიებათა მთელი კომპლექსის შედეგად, რომელთაც, კერძოდ, მიეკუთვნებოდა სტრატეგიული რაკეტების MIRV ტიპის (multiple independently-targetable re-entry vehicle/s/) მაღალი სიზუსტის მქონე განცალკევებადი სათავო ნაწილებით აღჭურვა, “მინითმენ” 3 ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების (სკბრ) სწრაფად გადამიზნებისა და საფრენი დავალებების შეყვანის სისტემის დანერგვა, მართვის გაუმჯობესება და სხვა.
გამოაცხადეს რა “მიზნების არჩევის” კონცეფცია (უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში მას უწოდებდნენ ასევე “სტრატეგიული რაკეტების გადამიზნების” კონცეფციასაც), პენტაგონის ხელმძღვანელები გამოვიდნენ განცხადებით, რომ ეს კონცეფცია არ ითვალისწინებდა ე. წ. “პირველი (განმაიარაღებელი) დარტყმის” ძალების შექმნას, არამედ ასახავდა მხოლოდ სტრატეგიული შეტევითი ძალების უფრო მოქნილად გამოყენების მოთხოვნას. მაგრამ, საბჭოთა ავტორების სიტყვით, ძნელი არ იყო იმის შემჩნევა, რომ ეს განცხადებები წარმოადგენდა მცდელობას შეენიღბათ აშშ-ის ნამდვილი განზრახვები მიეღწია უპირატესობისთვის ბირთვულ ომში სტრატეგიული ბირთვული ძალების შესაძლებლობების მნიშვნელოვნად გაფართოების ხარჯზე, მიეყენებია ეფექტური დარტყმები მცირე ზომისა და კარგად დაცული სამხედრო ობიექტებისთვის, უწინარეს ყოვლისა სკბრ-ების საშახტო გასაშვები დანადგარებისთვის. საბჭოთა ავტორების აზრით, აშშ-ის სტრატეგიული შეტევითი ძალების განვითარების პროგრამები ადასტურებდა, რომ “მიზნების არჩევის” კონცეფცია შესაძლო იყო დაეხასიათებინათ უწინარეს ყოვლისა როგორც საბჭოთა კავშირის სტრატეგიულ ძალებზე მასირებული დამსწრები ბირთვული დარტყმის მოყენების კონცეფცია. იმხანად შეერთებული შტატების სამხედრო ხელმძღვანელობა ვარაუდობდა, რომ მოულოდნელად გამოყენებულ ასეთ დარტყმას შეეძლებოდა ძირი გამოეთხარა სსრკ-ის სამხედრო ძლიერებისთვის და არსებითად დაესუსტებია მისი საპასუხო დარტყმა.
“ე რ თ ნ ა ხ ე ვ ა რ ი ო მ ე ბ ი ს” კ ო ნ ც ე ფ ც ი ა მოითხოვდა, რომ მშვიდობიანობის დროს არსებულ აშშ-ის ზოგადი დანიშნულების შეიარაღებულ ძალებს ჰქონოდა უნარი, რათა მოკავშირეთა ძალებთან ერთობლივად წარმატებით “ეწარმოებია ერთი დიდი ომი ევროპასა ან აზიაში და ამავდროულად მონაწილეობა მიეღო ნაკლებად მნიშვნელოვან კონფლიქტში სხვა რაიონშიც”. ამ კონცეფციის მოთხოვნების შესაბამისად შექმნილი ჰქონდათ ამერიკული ჯარების დაჯგუფებანი სხვადასხვა თეატრებზე, როგორც შეიარაღებული ძალების გაშლის ბაზები ომის წარმოებისთვის. ითვალისწინებდნენ ევროპაში ამერიკული ჯართა დაგჯუფების შედგომ ხარისხობრივ გაუმჯობესებას ამავდროულად ნატო-ს მონაწილე დასავლეთევროპული ქვეყნების სამხედრო ძლიერების ზრდასთან ერთად. აზიაში ვარაუდობდნენ ამერიკული სჰძ-ისა და სზძ -ის ძლიერი დაჯგუფებების შენარჩუნებას და ამასთანავე დაჟინებით მოითხოვდნენ მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების (განსაკუთრებით სახელეთო ჯარების) ბრძოლისუნარიანობისა და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას აშშ-ის მხრიდან ტექნიკური დახმარების აღმოჩენის გათვალისწინებით. ამავდროულად ამაღლებდნენ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე განლაგებული სახმელეთო ჯარების, საზღვაო ქვეითი ჯარისა და ტაქტიკური ავიაციის სტრატეგიული რეზერვების საბრძოლო მზადყოფნას.
“ს ტ რ ა ტ ე გ ი უ ლ ი მ ო ბ ი ლ უ რ ო ბ ი ს” კ ო ნ ც ე ფ ც ი ა განსაზღვრავდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების მშენებლობის ერთერთ მიმართულებათაგანს ჯერ კიდევ 60-იან წლებში და 70-იანებშიც რჩებოდა ამერიკული სამხედრო დოქტრინის შემადგენელ ნაწილად. იგი ითვალისწინებდა შეიარაღებული ძალების უნარს ზღვისმიღმა ომთ-ებზე სწრაფად გადასროლისთვის იქ გაშლილი სტრატეგიული დაჯგუფებების გაძლიერების, ან ახლების შექმნისა და მათი საბრძოლო მოქმედებების ზურგის უზრუნველყოფის მიზნით.
“სტრატეგიული მობილურობის” კონცეფცია ვარაუდობდა საზღვაო და საჰაერო ტრანსორტის საკმარისი რაოდენობის არსებობას, აშშ-ის ტერიტორიაზე და ზღვისმიღმა ომთ-ებზე პორტების, აეროდრომებისა და გზების განვითარებული სისტემის შექმნას, სტრატეგიული რეზერვების, განსაკუთრებით ორმაგი ბაზირების შენაერთებისა და ნაწილების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებას, უმნიშვნელოვანეს ომთ-ებზე მატერიალურ საშუალებათა მარაგების წინასწარ დაგროვებას. 70-იანი წლების შუახანებში ამერიკული სარდლობა ახლო აღმოსავლეთში ომის გამოცდილების გათვალისწინებით განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ჯარებისა და ტვირთების ჰაერით გადასროლის შესაძლებლობების ამაღლებას.
“სტრატეგიული მობილურობის” კონცეფციის მოთხოვნების რეალიზაციას, შეერთებული შტატების სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის აზრით, უნდა უზრუნველეყო ძალის დემონსტრირების შესაძლებლობა კრიზისული სიტუაციების წარმოქნისას. სამხედრო-სტრატეგიულ პლანში იგი იძლეოდა შესაძლებლობას თავი აერიდებიათ მრავალრიცხოვან ომთ-ებზე ძალების ზომაზე მეტად გაფანტვისთვის და ასევე ოპერატიულად მოეხდინათ რეაგირება ვითარების გამწვავებაზე ამა თუ იმ რაიონში.
საბჭოთა ავტორები ასკვნიდნენ, რომ მეორე მსოფლიო ომის დასასრულის დროიდან აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას არაერთხელ შეჰქონდა კორექტივები თავის სამხედრო დოქტრინაში მსოფლიოში ძალთა თანაფარდობის სოციალიზმის სასარგებლოდ შეცვლასთან ერთად. იმავე დროს მისი პოლიტიკური არსი _ ანტიკომუნიზმი და მთავარი მიზანი _ მსოფლიო ბატონობის მოპოვება _ უცვლელი რჩებოდა.
მათი სიტყვით, აშშ-ის სამხედრო დოქტრინის ძალთა თანაფარდობის ახალ პირობებთან შეგუება ყოველ ჯერზე მიზნად ისახავდა ომის შენარჩუნებას იმპერიალიზის აგრესიული პოლიტიკური მისწრაფებების მიღწევის საშუალებად. ისინი, სახელდობრ, ამასთან კავშირში სთავაზობდნენ მკითხველებს განეხილათ “რეალისტური დაშინების” სტრატეგიაზე დამყარებული ამერიკული სამხედრო დოქტრინის მითითებები მზადებაზე არა მხოლოდ საყოველთაო ბირთვული ომისთვის, არამედ ე. წ. შეზღუდული ომების წარმოებისთვისაც.
III. ჯონ კოლინზის “დიდი სტრატეგია” 70-იან წლებში
საბჭოთა ავტორების სიტყვით, ბურჟუაზიულ ბეჭდურ გამოცემებში პერიოდულად ჩნდებოდა ხოლმე მსხვილი გამოკვლევები სამხედრო სტრატეგიის შესახებ, აგრესიული იმპერიალისტური ომების მომზადებასა და წარმოებაში მისი როლის შესახებ, მეთოდოლოგიის, პრობლემებისა და მათი გადაწყვეტის შესახებ. მოცემულ საკითხში მრავალრიცხოვან შროებს შორის, მათი აზრით, განსაზღვრულ ინტერესს წარმოადგენდა 1973 წელს აშშ-ში გამოსული ჯონ მ. კოლინზის წიგნი “დიდი სტრატეგია”. მისი ავტორი, ერთერთი ამერიკელ თეორეტიკოსთაგან სამხედრო პოლიტიკისა და სტრატეგიის სფეროში _ თავის დროზე მეთაურობდა პრობლემურ ჯგუფს სამხედრო სტრატეგიაში აშშ-ის ეროვნულ სამხედრო კოლეჯში. 70-იანი წლების შუახანებში კი იგი გახლდათ კონგრესის ბიბლიოთეკის კვლევითი სამსახურის წამყვანი სპეციალისტი “ეროვნული თავდაცვის” საკითხებში.
ჯონ კოლინზის განცხადებით, მის წიგნს მიზნად ჰქონდა მკითხველთა “ფართო ინტერესის სტიმულირება” სამხედრო სტრატეგიისადმი, “სტრატეგიული აზროვნების განვითარების”, ამერიკელების მიერ აშშ-ის სამხედრო პოლიტიკის გაგებისთვის ხელის შეწყობა. სინადვილეში კი, საბჭოთა ავტორების სიტყვით, იგი განკუთვნილი იყო შეერთებულ შტატებში ოფიციალურად მიღებული სამხედრო-სტრატეგიული კონცეციების პროპაგანდისა და დასაბუთებისთვის.
წიგნში მოცემული იყო სამხედრო აზრის ისტორიული განვითარებისა და იმდროინდელი მდგომარეობის ვრცელი მიმოხილვა არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ მთლიანად დასავლეთშიც. მასში დაწვრილებით იყო გადმოცემული აშშ-ის სამხედრო სტრატეგიის ურთიერთკავშირის პრობლემები სამხედრო და სახელმწიფო პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის, იდეოლოგიის საკითხებთან, გახსნილი იყო აშშ-ის სამხედრო სტრატეგიის სტრუქტურა, მისი ელემენტები, განსაკუთრებულობები, გლობალური და რეგიონული ხასიათის ამოცანები. წიგნში გაშუქებული იყო ასევე სამხედრო ხელოვნების ზოგიერთი დებულება, ბირთვული იარაღის როლი და ადგილი ამერიკული იპერიალიზმის გეგმებში, აშშ-ისა და მისი მოკავშირეების შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და საბრძოლო გამოყენების ძირითადი პრინციპები.
ყველა ამ საკითხის მიხედვით კოლინზი გადმოსცემდა სტრატეგიული აზრის სხვადასხვა მიმართულებების წარმომადგენელთა თვალსაზრისს, თავად კი ცდილობდა დარჩენას განზე, ნეიტრალურ პოზიციაზე. “ვიეტნამური საკითხის ანალიზის გამოკლებით, _ ნათქვამი იყო შესავალში, _ ავტორი არსად არ ცდილობს გამოვიდეს რომელიმე დებულების დასაცავად. მკითხველებმა თავად უნდა აწონონ ყველა “მომხრე” და “წინააღმდეგი” და მივიდნენ საკუთარ დასკვნებამდე”.
მაგრამ სინამდვილეში, საბჭოთა ავტორების შეფასებით, საქმე სრულებით სხვაგვარად იყო და ავტორის “ნეიტრალიტეტიც” მეტად ფარდობითი გახლდათ. კოლინზის მთელი მსჯელობები და დასკვნები მოწმობდა იმის შესახებ, რომ იგი იყო კაპიტალიზმის აპოლოგეტი და გამოხატავდა ქვეყნის ექსპლუატატორული კლასების ინტერესებსა და ამერიკული მონოპოლისტური კაპიტალის მისწრაფებებს. საერთაშორიო ურთიერთობათა განვითარების იმდროინდელ ეტაპზე, გამოხატავდა რა აშშ-ის მმართველი წრეების შეხედულებს, იგი თავის წიგნში დაჟინებით ეწეოდა ყველაზე უფრო ხელსაყრელი, მისი სიტყვებით, ოპტიმალური სტრატეგიის ძიებას, რომელსაც უნდა უზრუნველეყო შეერთებული შტატებისთვის მისი იმპერიალისტური მიზნების მიღწევა.
მიუხედავად იმისა, რომ წიგნში ასახვა ჰპოვეს იმ დროისთვის ახალმა მოვლენებმა საერთაშორისო ვითარებაში და პოზიტიურმა ცვლილებებმა საბჭოთა-ამერიკულ ურთიერთობებში, კოლინზი აგრძელებდა “ძალის პოზიციიდან” პოლიტიკის, შეერთებული შტატების “ძალაში უპირატესობის” მტკიცედ დაცვას. მისი აზრით, წარსულშიც და აწმყოშიც უპირატესობა სტრატეგიულ ძალებში, პარტნიორობა, მოლაპარაკებები ძალაზე დაყრდნობით შეადგენდა ამერიკული დიდი სტრატეგიის საფუძველს. იგი თვლიდა, რომ ყველა გარემოებებში საგარეო პოლიტიკის საფუძველი, ისევე როგორც უწინ, უნდა ყოფილიყო სამხედრო ძლიერება და ბირთვული იარაღი.
გადადიოდა რა ამ პოზიციების წარსულში, ავტორი სინანულით ლაპარაკობდა აშშ-ის სტრატეგიული შეცდომების შესახებ ეროვნულ-განმათავისუფლებელ და რევოლუციურ მოძრაობასთან ბრძოლაში აზიის ქვეყნებსა და მსოფლიოს სხვა რაიონებში, ბრალს დებდა რა შეერთებული შტატების პოლიტიკურ ხელმძღვანელობას იმაში, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა ბირთვული იარაღის გამოყენებას კორეასა და ინდოჩინეთში. “სავარაუდოა, რომ (по всей вероятности), _ წერდა კოლინზი, _ ტაქტიკური ბირთვული იარაღი შესაძლოა წარმატებით ყოფილიყო გამოყენებული ინდოჩინეთში, მიუხედავად ფართოდ გავრცელებული მოსაზრებისა იმის თაობაზე, რომ იქ არ ყოფლა საამისოდ შესაფერისი მიზნები. ფაქტიურად ძალზედ ბევრი დასაბომბი ობიექტი იყო დასახლებული პუნქტებისგან მოშორებით მდებარე ადგილებში. ბირთვულ აფეთქებებს შეეძლო “ხო ში მინის ბილიკის” მთებზე გადასასვლელების ბლოკირების უზრუნველყოფა, დემილიტარიზებულ ზონაში ან მის მახლობლობაში მიწისქვეშა ობიექტების განადგურება და თვით სამხრეთ ვიეტნამის რესპუბლიკის განთავისუფლების ეროვნული შეიარაღებული ძალების (НВСО РЮВ) მიწისქვეშა ბაზების ლიკვიდირებაც. მაგრამ... უპირატესი როლი ითამაშეს არა სამხედრო, არაედ პოლიტიკური ხასიათის აკრძალვებმა”.
საბჭოთა ავტორების სიტყვით, სოციალისტური თანამეგობრობის ქვეყნებს პენტაგონის ეს მსახური უდგებოდა “ცივი ომის” პოზიციებიდან. მოხერხებულად ჟონგლირებდა რა ამერიკული პოლიტიკური მოღვაწეების პროპგანდისტული მშვიდობისმოყვარე განცხადებებით, იგი გულღვარძლიანად ცილს სწამებდა სოციალისტურ ქვეყნებს.
ამასთან ერთად ავტორი ყველანაირად ამართლებდა შეერთებული შტატების ექსპანსიონისტურ პოლიტიკას, მის მისწრაფებას მსოფლიო ჰეგემონიის დამყარებისკენ, “მოქმედების თავისუფლებისკენ მსოფლიო დერჟავის სახით”, “მსოფლიო ხელმძღვანელობის” დაბეჯითებული აუცილებლობისკენ. კოლინზი ისწრაფვოდა დაერწმუნებია მკითხველები, რომ აშშ-ის ინტერესები წარმოადგენა ვითომდა გლობალურ ინტერესებს და ატარებდა “მსოფლიო ხასიათს”. საბჭოთა ავტორების სიტყვით, წიგნში ღიად იყო ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ აშშ იმხანად წარმოადგენდა მსოფლიო მსოფლიო იმპერიალიზმისა და მილიტარიზმის ცენტრს. მან შეაკოწიწა რვა ბლოკი, 42 პარტნიორით, დადო ორმხრივი შეთანხმებები კიდევ დაახლოებით 30 ქვეყანასთან. და, როგორც თვლიდა კოლინზი, “შეერთებული შტატები, არის რა მთავარი პრეტენდენტი მსოფლიო ბატონობაზე, ოსტატურად მანევრირებს, იყენებს რა ერთდროულად როგორც გლობალურ, ისე რეგიონულ სტრატეგიულ მიდგომასაც. აშშ-ს გააჩნია განსაკუთრებული სტრატეგია ევროპისთვის, მეორე _ შუა და ახლო აღმოსავლეთისთვის, მესამე _ აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილისთვის, მეოთხეც _ საყოველთაო ბირთვული ომის შემთხვევისთვის”.
აფასებდა რა რეგიონების მნიშვნელობას ამერიკულ გლობალურ სტრატეგიაში, ავტორი აცხადებდა, რომ ევროპაში აშშ-ის ეროვნული ინტერესები ატარებდა პირველხარისხოვან მნიშვნელობას, ივიწყებდა რა ამასთან თავად ევროპული ქვეყნების ეროვნული ინტერესების შესახებ: “მსოფლიოს ყველა რეგიონს შორის ევროპას ჩვენ ვუყოფთ (отводим) მეორე ადგილს რეგიონული მნიშვნელობის მიხედვით, თავად შეერთებული შტატების შემდეგ”.
აშშ-თვის, 70-იან წლებში, უდიდესი მნიშვნელობა გააჩნდა აგრეთვე ახლო აღმოსავლეთსაც. ამ რეგიონში აშშ-ის ინტერესები, კოლინზის აზრით, განპირობებული იყო სამი ამოცანის გადაწყვეტით: პირველი (მთავარი) _ კომუნიზმის შეკავება ძალთა აუცილებელი ბალანსის შენარჩუნებისთვის; მეორე _ აშშ-ის, ნატო-ს ქვეყნებისა და იაპონიის უწყვეტი მომარაგება ახლო აღმოსავლეთის ნავთობით, რომლის მარაგებიც, მათი მონაცემებით, შეადგენს პლანეტის მთელი მარაგების 2/3-ს; და ბოლოს, მესამე _ სუეცის არხის შენარჩუნება “იმათ ხელში, ვინც აშშ-ის მიმართ კეთილად იქნებოდა განწყობილი”.
ავტორი ცდილობდა დაერწმუნებია შეერთებული შტატების მმართველი წრეები იმაში, რომ ამერიკული პოლიტიკის წარმატებები და წარუმატებლობები ახლო აღოსავლეთში ბევრწილად იყო დამოკიდებული აშშ-ის ბატონობაზე ხმელთაშუა ზღვაში, ინდოეთის ოკეანესა და სპარსეთის ყურის ზონაში, რადგანაც “იქ გამავალი უმნიშვნელოვანესი კომუნიკაციების გარეშე იგი ვერ შეძლებს სათანადო ზომით იყენებდეს ძალას და რისკავს დაკარგოს თავისი გავლენა ამ რეგიონში”.
კოლინზის აზრით, მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესები უნარჩუნდებოდა აშშ-ს წყნარი ოკეანის აუზში და მის მიმდებარე აზიაში (ვიეტნამის ომში დამარცხების მიუხედავად _ ი. ხ.). ავტორი ამას “ასაბუთებდა” იმით, რომ აქ მდებარეობდნენ აშშ და სსრკ _ ორი ყველაზე უფრო ძლიერი დერჟავა, იაპონია _ მსოფლიოში მესამე სახელმწიფო ეკონომიკის განვითარების დონის მიხედვით, ჩინეთი _ პირველი ქვეყანა მსოფლიოში მოსახლეობის რიცხოვნებით, დიდი რაოდენობით წყნაროკეანური სამეურვეო ტერიტორიები (საერთო ფართობით 7,7 მლნ. კვ. კმ-ზე მეტი), რომლებსაც აშშ მართავდა გაერო-ს მანდატით მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. კოლინზი სინანულს გამოთქვამდა, რომ “აქ არ არის ერთიანი თუნდაც სანახევროდ ისე მტკიცედ შეწებებული ორგანიზაცია, როგორიცაა ნატო, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა მოვლენებზე გავლენის მოხდენა”.
ითვალისწინებდა რა გადმოცემულ გარემოებებს, განსაკუთრებით კი ამერიკული პოლიტიკის ჩავარდნებსა და დამარცხებებს ინდოჩინეთში, კოლინზი სთავაზობდა აშშ-ის მმართველ წრეებს, ერთის მხრივ “იქონიონ სხვადასხვანაირი სუბსტრატეგიული კონცეფციები, რომლებსაც გამოიყენებენ ინდივიდუალურად” აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების, იაპონიის, კორეის, ფილიპინებისა და სხვათა მიმართ, მეორეს მხრივ კი _ მზადყოფნაში იყოლიონ მეწინავე მიჯნებზე გაშლილი მიწისზედა, საზღვაო და საჰაერო ძალები, რათა ჰქონდეთ მოვლენებზე რეაგირების შესაძლებლობა. მაგრამ ავტორი აქვე აცხადებდა, რომ სამხედრო ბაზები აზიის კონტინენტზე გახდა არასაიმედო, რადგანაც სულ უფრო ხშირად “დაიწყეს მიმართვა სერიოზული მცდელობებისადმი რათა გამოგვყარონ ჩვენ იქიდან”. ამასთან დაკავშირებით, მისი აზრით, უკვე მაშინვე წინასწარ უნდა დაეწყოთ მზადება ამერიკული ძალების გადაყვანისთვის აღმოსავლეთისკენ, “ჰორიზონტს მიღმა”, სამეურვეო წყნაროკეანურ კუნძულებზე. ამ პლანში წიგნში მითითებული იყო, რომ ახალ თავდაცვითი მიჯნის შესაქმნელად მკვეთრად იზრდებოდა უკვე არსებული და მშენებარე ამერიკული სამხედრო ბაზების მნიშვნელობა კუნძულ გუამზე, მარიანის, მარშლისა და კაროლინის კუნძულებზე.
აშშ-ის პოლიტიკა განაპირობებდა აერიკული სტრატეგიის შინაარსს, რომელიც, თავის მხრივ, მჭიდროდ იყო რა დაკავშირებული მასთან, ასახავდა ამერიკელი სამხედრო თეორეტიკოსების შეხედულებებს თანამედროვე ომის ხასიათსა და წარმოების ხერხებზე, ასევე შეიარაღებული ძალების მშენებლობის განსაკუთრებულობებზეც. პოლიტიკისა და სტრატეგიის ურთიერთკავშირის საკითხები შეადგენდა კოლინზის წიგნის საფუძველს და, ბუნებრივია, რომ იწვევდა ყველაზე უფრო მეტ ინტერესსაც.
მაინც რას წარმოადგენდა სტრატეგია ამ ამერიკელი თეორეტიკოსის შეფასებით?
ხსნიდა რა სტრატეგიის არსს, კოლინზი განმარტავდა მას როგორც პოლიტიკის სინონიმს. იგი წერდა: „თავდაპირველად ტერმინი „სტრატეგია“ ნიშნავდა სამხედრო ხელოვნებას, მაგრამ დღესდღეობით მან შეიძინა გაცილებით უფრო ფართო აზრი. სტრატეგია უკვე აღარ წარმოადგენს მხოლოდ სამხედროთა კომპეტენციას და მიმართება აქვს არა მხოლოდ საომარ მოქმედებებთან. ჩვენს დროში სტრატეგიის საკითხებით ზოგადსახელმწიფოებრივ პლანში თანაბარი ხარისხით არიან დაკავებული როგორც მუნდირიანი ადამიანები, ისე ისინიც, ვინც ატარებს სამოქალაქო ტანსაცმელს“.
დასავლეთში ბევრი სხვა თეორეტიკოსის მსგავსად, კოლინზი იცავდა „დიდი“, ანუ „ეროვნული სტრატეგიის“ ცნებას, რომელიც, მისი აზრით, „აერთიანებს სახელმწიფოს განკარგულებაში არსებულ მთელ საშუალებებს როგორც მშვიდობიანობის, ისე ომიანობის დროსაც, რათა უზრუნველყოს ეროვნული ინტერესებისა და მისწრაფებების განხორციელება“.
მისი განმარტებით, „დიდი სტრატეგია“ _ ეს არის ეროვნული ძლიერების (национальная мощь) ელემენტების ნებისმიერ გარემოებებში გამოყენების ხელოვნება და მეცნიერება, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რათა საჭირო ხარისხითა და სასურველი სახით მოვახდინოთ ზემოქმედება მოწინააღმდეგე მხარეზე მუქარების, ძალის, ირიბი ზეწოლის, დიპლომატიის, ეშმაკობისა და სხვა შესაძლო ხერხების გზით და ამით უზრუნველვყოთ ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები და მიზნები... იგი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, როგორებიცაა დეზინფორმაცია, მოლაპარაკებების წარმოება, ეკონომიკური ხასიათის ხრიკები და ფსიქოლოგიური ომი“.
ამ დებულებიდან საბჭოთა ავტორები აკეთებდნენ დასკვნას, რომ ე. წ. „დიდი სტრატეგია“ მოცავდა არა მხოლოდ სამხედრო პოლიტიკას, არამედ სახელმწიფოს თვით მთელ პოლიტიკასაც კი, ფაქტიურად მათ შორის ისმებოდა ტოლობის ნიშანი.
ცნებაში „სტრატეგია“ რთავდნენ ბრძოლის მთელ საშუალებებსა და ფორმებს: პოლიტიკურს, ეკონომიკურს, სამეცნიერო-ტექნიკურს, დიპლომატიურს, ფსიქოლოგიურს, სოციოლოგიურსა და წმინდად სამხედროს. სტრატეგია, ამრიგად, გადაიქცა მსოფლიო პოლიტიკის მთავარ ფაქტორად, ხოლო მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტა წარმოადგენდა უმაღლესი სახელმწიფო ხელმძღვანელობის განუყოფელ ფუნქციას.
სტრატეგიის გაფართოებული გამარტება, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების აზრით, შემთხვევითი არ გახლდათ: იგი ასახავდა ამერიკული იმპერიალიზმის აგრესიული პოლიტიკის გაძლიერებას, მის მისწრაფებას თავისი სახელმწიფოს ცხოვრებისა და საქმიანობის ტოტალური მილიტარიზაციისკენ. ამის დასადასტურებლად საბჭოთა ავტორები იყენებდნენ კოლინზის მიერ მოყვანილი შეერთებული შტატების „დიდი სტრატეგიის“ განვითარების ისტორიულ მიმოხილვას.
წიგნში მოყვანილი იყო აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტის (შუკ) ყოფილი თავმჯდომარის გენერალ უილერის გამონათქვამი იმის თაობაზე, რომ შეერთებული შტატების „დიდმა სტრატეგიამ“ გაიარა თანამიმდევრულად სამი პერიოდი.
პირველ პერიოდში (1783 წლიდან XIX საუკუნის ბოლომდე) ეს გახლდათ “დასავლეთის ნახევარსფეროს თავდაცვის” სტრატეგია. მისთვის დამახასიათებელი იყო უარის თქმა სამხედრო-პოლიტიკურ კავშირებსა და ამასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე, აშშ-ის ჩამოყალიბებისა (становление) და ვითომდა “მშვიდობიანი” ზრდის უზრუნველყოფა ევროპაში ძალთა წონასწორობისა და ზღვაში ბრიტნული სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბატონობის წყალობით.
სინამდვილეში კი, საბჭოთა ავტორების სიტყვებით, ამერიკული კაპიტალის „თავდაცვითი“ სამხედრო პოლიტიკა ამ პერიოდში სულაც არ ყოფილა მშვიდობიანი. ემყარებოდა რა ყბადაღებულ ზოგადპოლიტიკურ მონროს დოქტრინას (აშშ-ის მეხუთე პრეზიდენტის მონროს სახელის მიხედვით), რომელშიც შეერთებულმა შტატება ღიად განაცხადა თავისი პრეტენზიების შესახებ დასავლეთ ნახევარსფეროში ჰეგემონის როლზე, ეს სტრატეგია შეიცავდა ვრცელ აგრესიულ პროგრამას აშშ-ის ბატონობის უზრუნველსაყოფად ჩრდილოეთ, ცნტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.
მეორე პერიოდში (1898-1948 წლები) _ „სპეციალური დანიშნულების ინტერვენციონიზმის“ სტრატეგია რომელიც მიმართული იყო “ამერიკული ბატონობის დამყარებზე ზღვაში” და „აშშ-ის უშუალო მონაწილეობაზე მთელი მსოფლიოს საქმეებში“. ამ პერიოდში აშშ-ის სტრატეგიამ, საბჭოთა ავტორების შეფასებით, შეიძინა აშკარად ექსპანსიონისტური ხასიათი, რომელიც დაფუძნებული იყო „დიდი ხელკეტის პოლიტიკაზე“.
მესამე პერიოდი (1948-1968 წლები) შეადგენდა „კომუნიზმის შეკავების“ სტრატეგიას. მან გაიარა ორ ეტაპი: 1948-1962 წლები („მასირებული ნაცვალგება“) და 1963-1968 წლები („მოქნილი რეაგირება“).
ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი გახლდათ მოულოდნელი მასირებული ბირთვული თავდასხმის მუქარები სსრკ-სა და სხვა სოციალისტურ ქვეყნებზე, პოლიტიკა „ძალის პოზიციიდან“ და „ბალანსირება ომის ზღვარზე“.
კოლინზი მომხრე იყო ჩაეთვალათ, რომ “ნიქსონის დოქტრინისა” და „რეალისტური დაშინების სტრატეგიის“ მიღებით აშშ-ში დაიწყო „დიდი სტრატეგიის“ მეოთხე ეტაპი (70-იანი წლები). მისი დახასიათებისთვის ავტორს მოჰყავდა შემდეგი შეფასება, რომელიც გაკეთებული ჰქონდა საერთაშორისო ურთიერთობების შესწავლის ჰარვარდის ცენტრის დირექტორის თანაშემწეს პროფესორ ჰანტინგტონს: „ამერიკული ძლიერების დასუსტება იქცა საერთაშორისო პოლიტიკს დამახასიათებელ ნიშნად. ჩვენი გლობალური ჰეგემონია ინგრევა. ახალ ვითარებაში ზღვისმიღმა კონფლიქტებში შეერთებული შტატების ჩარევისთვის კრიტერიუმს... წარმოადგენს საკითხი არა იმის შესახებ, თუ ვინ იტანჯება აგრესიისგან, არამედ იმის თაობაზე, თუ ვინ იგებს მისგან. მთავარი ამოცანა შედგება არა აგრესიის შეკავებაში, არამედ ძალთა წონასწორობის შენარჩუნებაში“.
აშშ-ის „დიდი სტრატეგიის“ მეოთხე პერიოდის დამახასიათებელ მომენტებს, გარდა ამისა, წარმოადგენდა: გამალებული შეიარაღება, სამხედრო ბიუჯეტის მუდივი ზრდა, კიდევ უფრო მეტი დაყრდნობა სამხედრო ძლიერებაზე პოლიტიკის გატარებაში „ძალის პოზიციიდან“ და ამასთან დაკავშირებით ზეწოლის გაძლიერება მოლაპარაკებების წარმოებისას, აგრეთვე მსოფლიოს სხვადასხვა რაიონში კრიზისული სიტუაციების შექმნა.
ასეთნაირად, აშშ-ის „დიდი სტრატეგიის“ განვითარების მაგალითზე, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, მკაფიოდ დაიმზირებოდა ამერიკული იმპერიალიზმის აგრესიული ბუნება და მხედრიონის (военщина) გადამწყვეტი როლი პოლიტიკური მიზნების მიღწევაში. როგორც ჩანდა, ამის გამო წიგნში შესამჩნევად იყო შემცირებული პოლიტიკის წამყვანი როლი სამხედრო სტრატეგიასთან მიმართებით. „ვლინდება ტენდენცია, _ ციტირებას უკეთებდა კოლინზი ჰარტის ნაშრომებს, _ ივიწყებდნენ სახელმწიფოს ძირითადი მიზნის შესახებ და აიგივებდნენ მას სამხედრო მიზანთან. ამის შედეგად, ყოველთვის, როდესაც იწყებოდა ომი, პოლიტიკა ძალზედ ხშირად განისაზღვრებოდა სამხედრო მიზნით. უკანასკნელი ითვლებოდა საბოლოო მიზნად, და არა უბრალოდ პოლიტიკური მიზნის მიღწევის საშუალებად“.
რაც შეეხებოდა სამხედრო სტრატეგიას, ავტორი მას განმარტავდა და გადმოსცემდა როგორც „დიდი სტრატეგიის“ შემადგენელ ნაწილს, რომელიც სულ უფრო მეტად იჭრებოდა სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის შემუშავებაში, „ეკონომიკური წესისა და რიგის განზრახვების განხორციელებაში“, მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებაში, და უმორჩილებდა მათ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ინტერესებს.
სამხედრო სტრატეგიის სტრუქტურა განიხილებოდა შეიარაღებული ძალების მშენებლობაში მომხდარი ცვლილებების გათვალისწინებით. აღიარებდა რა აშშ-თვის კანონზომიერად სტრატეგიის დაყოფას სახელეთო, საზღვაო და საჰაერო სტრატეგიებად, ავტორი იმავე დროს ხაზს უსვამდა, რომ მთელი ეს კლასიკური მიმართულებები ახლა გამოდიოდნენ არა დამოუკიდებლად, არამედ როგორც მთლიანი შეიარაღებული ძალების ერთიანი სტრატეგიის შემადგენელი ნაწილები. მათი ერთიანობა ითვლებოდა უმნიშვნელოვანეს პირობად, რომელიც განსაზღვრავდა ომში არმიისა და ფლოტის უფრო სრული და მიზანშეწონილი გამოყენების შესაძლებლობას. კოლინზი წერდა: „ჭეშმარიტება იმაში მდგომარეობს, რომ არც ერთი განხილული სტრატეგიათაგანი არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც პანაცეა, თუმცა კი ზოგიერთი გავლენიანი სტრატეგოსი ჯერ კიდევ მიისწრაფვის ერთერთი რომელიმე მიდგომის წინ წამოწევისკენ იმისთვის, რათა გამორიცხოს დანარჩენები... სახელმწიფოებს _ კანდიდატებს თანამედროვე დიდი დერჟავების როლზე _ უნდა გააჩნდეთ მოქნილობა, რათა მოქმედებდნენ ეფექტურად ყველა სფეროში“.
საბჭოთა ავტორები მკითხველებს მოუწოდებდნენ ეგულისხმათ, რომ კოლინზის მსჯელობები სტრატეგიის შემადგენელი ნაწილების ერთიანობის აუცილებლობის შესახებ, ჯერ კიდევ არ ნიშნავდა სამხედრო სტრატეგიის ერთიანობას, უკეთეს შემთხვევაში ჯერჯერობით ლაპარაკი იყო მისი მდგენელების უბრალო ჯამის თაობაზე. აშშ-ში არსებული კონცეფციები და პრაქტიკული საქმეები, თავად ავტორისავე მტკიცებით, „აქამდე თვალსაჩინოდ გვიჩვენებს ძირეულ განსხვავებებს, რომლებიც დამახასიათებელია სტრატეგიის კლასიკური მიმართულებებისთვის _ საზღვაოსი, სახმელეთოსი და საჰაეროსი“.
საბჭოთა ავტორების სიტყვით, წიგნში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა საკითხს ომების ხასიათის შესახებ. არ ხსნიდა რა მათ პოლიტიკურ შინაარსსა და კლასობრივ არსს, კოლინზი ჰყოფდა თანამედროვე ომებს ოთხ კატეგორიად: საყოველთაო, შეზღუდულ, რევოლუციურ და „ცივ“ ომებად.
საყოველთაო ომი შეფასებული იყო როგორც შეიარაღებული კონფლიქტი შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის მეომარი მხარეების მთელი რესურსების გამოყენებით. ითვალისწინებდა რა „გლობალური გაჩანაგების შესაძლებლობასა“ და „აშშ-თვის მიუღებელ ზარალს ასეთ ომში“, ავტორი აცხადებდა, რომ „პირველად ისტორიაში ადამიანები ახლა თავს იმტვრევენ უფრო იმაზე, თუ როგორ აიცილონ ომი (საგანთა არსებული მდგომარეობისას), ვიდრე იმაზე, თუ როგორ აწარამოებდნენ მას“. ამ განცხადებას ეთანხმებოდნენ საბჭოთა ავტორებიც. იგი, მათი სიტყვით, წარმოადგენდა დადებული საბჭოთა-ამერიკული შეთანხმებების ანარეკლს აშშ-სა და სსრკ-ს შორის ურთიერთობათა საფუძვლების შესახებ, ბირთვული ომის თავიდან აცილების შესახებ, სტრატეგიულ შეიარაღებათა შეზღუდვის შესახებ. მაგრამ თავისივე განცხადების საპირისპიროდ, კოლინზი მაინც დაწვრილებით აანალიზებდა ასეთი ომის წარმოების შესაძლებლობას.
წიგნში მითითებული იყო, რომ საყოველთაო ომის წარმოქმნის პოტენციური მიზეზები შესაძლო იყო ყოფილიყო: გააზრებული გაჩაღება (რისკის კომპენსირება ხდებოდა მოსალოდნელი სარგებლით, ხოლო საჰაერო თავდაცვისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა საიმედოდ გამორიცხავდა ეფექტური საპასუხო დარტყმის ყველანაირ შესაძლებლობას), შემთხვევითი გაჩაღება (ვერ იმუშავეს წინასწარ დაცვის /предохранение/ ზომებმა ტექნიკის ან ადამიანთა მხრიდან შესაძლო შეცდომების საწინააღმდეგოდ), შეცდომა გათვლებში (არასწორი დასკვნები, თვითკონტროლის უნარის დაკარგვა, შანტაჟი, მცდელობა მოეტყუებინათ მეორე მხარე, ფლირტი „ომის ზღვარზე“), გაუგებრობა (პირველი დარტყმა ცრუ განგაშზე საპასუხოდ), რომელიმე მესამე ქვეყნის მიერ გააზრებულად პროვოცირებული კონფლიქტი, „იმპულსური ხელმძღვანელის“ უგუნური აქტები (ჰიტლერის მსგავსად).
საყოველთაო ომის დამახასიათებელ მიზნებად, ავტორის აზრით, შესაძლოა ყოფილიყო „ყველაზე უფრო აშკარა მუქარის მოხსნა, ძალთა წონასწორობის აღდგენა, ტერიტორიის დაუფლება, ერის მატერიალური სიმდიდრის გამრავლება ან განსაზღვრული იდეოლოგიის დანერგვა (თავზე მოხვევა)“.
საყოველთაო ომის წარმოებისთვის საჭირო ძალების განსაზღვრისას კოლინზი თვლიდა, რომ „დამთრგუნველ /ჩამხშობ/ უპირატესობას მოწინააღმდეგეზე გაჩნია სასიცოცხლო მნიშვნელობა“.
საყოველთაო ომის გაჩაღების ხერხების არჩევაში უპირატესობა ენიჭებოდა დამსწრებ ბირთვულ დარტყმას. ითვლებოდა, რომ დამსწრები ბრთვული დარტყმა უნდა მიეყენებიათ მოულოდნელად იმისთვის, რათა დაებნიათ მოწინააღმდეგე, გაენადგურებიათ მისი ძალები, დაერღვიათ მართვა და არ დაეშვათ საპასუხო მოქმედებები. კოლინზი აღნიშნავდა: „პირველი დარტყმის რეალისტური კონცეფციების უმეტესობა ეფუძნება თითქმის უპირობო დაჯერებულობას (დარწმუნებას) იმაში, რომ მოწინააღმდეგის შურისძიების (ნაცვალგების) მთელი ძალები ან თუნდაც მათი უმეტესი ნაწილი შესაძლოა მაშინვე იქნას განადგურებული ან ნეიტრალიზებული“.
შეზღუდული ომები წიგნში გადმოცემული იყო როგორც „შეიარაღებული დაჯახებები, რომლებშიც ერთი ან რამდენიმე მსხვილი დერჟავა, ისევე როგორც მათი წარმომადგენელი სახელმწიფოებიც, ნებაყოფლობით მიდიან სხვადასხვანაირ შეზღუდვებზე, რათა არ დაუშვან კონფლიქტის უკონტროლოდ განვითარება“. ასეთი ომის მასშტაბები, კოლინზის ახსნით, შესაძლო იყო შეეზღუდათ პოლიტიკური ამოცანებითა და სამხედრო მიზნებით, იარაღისა (განსაკუთრებით ქიმიურის, ბიოლოგიურისა და ბირთვულის) და თავდასხმის ობიექტების არჩევით, აგრეთვე მასში მონაწილე ძალების ხასიათითა და მისი გეოგრაფიული ფარგლებით. აღნიშნული შეზღუდვები, ავტორის აზრით, შესაძლოა განპირობებული ყოფილიყო ოფიციალური შეთანხმებებით, „საერთო ურთიერთგაგებით“ ან წინასწარ გამომუშავებული „თამაშის წესებით“. მაგრამ, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტები, ომის ჩარჩოების შეზღუდვისთვის, ასეთი პირობების წინასწარ დადგენის რეალურობას არ ეთანხმებოდნენ.
ზემოთ გადმოცეულ დებულებებს ავტორი სრულად ავრცელებდა შეზღუდულ ომში ბირთვული იარაღის გამოყენებაზეც. უფრო მეტიც, ტოვებდა რა ამერიკული სამხედრო სტრატეგიის საფუძვლად „გარანტირებული განადგურების“ პრინციპს და იმავე დროს ეშინოდა რა ბირთვული „ჯინის ბოთლიდან“ ამოშვებისა, საბჭოთა კავშირთან ძალთა წონასწორობის პირობებში, კოლინზი ქადაგებდა შეზღუდული ბირთვული ომის უპირატესობას, რომლის მსვლელობის დროსაც დარტყმებს მიაყენებდნენ მხოლოდ სამხედრო ობიექტებს: „ნებისიერ შემთხვევაში, _ აცხადებდა კოლინზი, _ დარტყმები სამხედრო ობიექტებზე გამოიწვევს უფრო ნაკლებ გაბოროტებას, ვიდრე დარტყმები ქალაქებზე, და, ასეთნაირად გამოჩნდება მეტი შესაძლებლობები კონტროლირებადი კონფლიქტების წარმოებისთვის“.
ავტორის შეფასებით, ამერიკულ სამხედრო აზროვნებაში არსებობდა ორი სხვადასხვანაირი თეორიული მიდგომა შეზღუდული ბირთვული ომის მიმართ: მინიმალური და მაქსიალური.
პირველი მიმართულების წარმომადგენლები თვლიდნენ, რომ საყოველთაო ბირთვული ომის თავიდან აცილებისთვის საკმარისი იყო ჰქონოდათ მცირე რაოდენობით თერმობირთვული იარაღი. მათი გაანგარიშებებით, მაგალითად, ქალქებზე დამიზნებულ 50 ბირთვულ საბრძოლო მასალას შეეძლო მდგომარეობის მტკიცე სტაბილურობის შენარჩუნება. მაგრამ, როგორც მითითებული იყო წიგნში, ამ „გამაოგნებელი გულუბრყვილობის“ მომხრეები იმ ხანად აშშ-ში ცოტანი თუ იყვნენ.
მეორე მიმართულების წარმომადგენლები იცავდნენ დებულებას პირველი დარტყმის ყოველმხრივ და სრულად უზრუნველყოფის შესახებ. ისინი უშვებდნენ შეზღუდული ბირთვული ომის წარმოების შესაძლებლობას, მაგრამ „იმის მყარი გარანტიის“ არსებობის პირობებში, „რომ მოხერხდება მოპირდაპირე მხარის განიარაღება, საკუთარი ქვეყნისთვის ზარალის მკაცრად შეზღუდვა, საგანგებო გარემოებების წარმოქნის შემთხვევაში ინიციატივის ხელში ჩაგდება და შემდგომში საკუთარი თავისთვის მოქმედებათა თავისუფლების შენარჩუნება“.
და თუმცა კი მეორე მიმართულების პოზიცია („მაქსიმალური შეკავების კონცეფცია“) იქნა „სასტიკად გაკრიტიკებული რიგი პოლიტიკური, სამხედრო და ფინანსური მიზეზების გამო“, იგი, სამწუხაროდ, მაინც წარმოადგენდა, საბჭოთა ავტორების სიტყვით, გაბატონებულ მიმართულებას აშშ-ის შეიარაღებული ძალების მშენებლობის პრაქტიკაში 60-იანი წლების ბოლოსა და 70-იანების დასაწყისში.
შეზღუდული ომების რიცხვში განიხილებოდა ომის წარმოების შესაძლებლობა ასევე ევროპაში ჩვეულებრივი ძალებით ნატო-სა და ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებს შორის. საბრძოლო მოქმედებების დაგეგმვისა და წარმოების საფუძველს ასეთ ომში შეადგენდა „მეწინავე მიჯნების“ ცნობილი კონცეფციის მოთხვნები. მათი წარმატებით განხორციელება დამოკიდებული იყო ბევრ ფაქტორზე, რომელთაგან განმსაზღვრელი ფაქტორები, როგორც ეს წიგნში იყო მითითებული, გახლდათ: აშშ-ის სტრატეგიული შეტევითი ძალების შენარჩუნება მზადყოფნის მაღალ ხარისხში, „როგორც საყოველთაო ბირთვული ომის შეკავების მთავარი საშუალებისა“; თავის დროზე გადასვლა (თუკი ამას მოითხოვდა ვითარება) ტაქტიკური და შემდგომში კი სტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენებაზეც; მართვისა და კავშირგაბმულობის ორგანიზებული სისტემის არსებობა.
შეზღუდულ ომებს ავტორი მიაკუთვნებდა ე. წ. ლოკალურ ომებსაც (მაგალითების სახით მოჰყავდა ომები კორეაში, დომინიკის რესპუბლიკაში, ვიეტნამში, ახლო აღმოსავლეთში). მათ დახასიათებაში, საბჭოთა ავტორების შეფასებით, კოლინზი ემხრობოდა იმ დებულებებს, რომლებიც გადმოცებული იყო სხვა ბურჟუაზიული თეორეტიკოსების შრომებში. ცნობილი იყო, რომ დასავლეთში შემუშავებული ჰქონდათ ლოკალური ომების განსაკუთრებული თეორია: მსოფლიოს ხალხებს ჩააგონებდნენ, რომ ლოკალური ომები უსაფრთხო იყო მათთვის და რაღაცნაირი ზომით მომგებიანიც კი იყო კაპიტალისტური სახელმწიფოების მშრომელებისთვის (ვინაიდან მათ უჩნდებოდათ ომის საჭიროებისთვის გახსნილ ან გაფართოებულ წარმოებაში დამატებით სამუშაო ადგილები _ ი. ხ.). მაგრამ, საბჭოთა ავტორების სიტყვით, ცხოვრება გვიჩვენებდა სრულიად საწინააღმდეგოს. შეზღუდულ (ლოკალურ) ომებს საფუძვლად ედო იმპერიალისტების განსაზღვრული პოლიტიკური მიზნები, აგრესიული და რეაქციული. ამიტომ ლოკალური ომები ყოველთვის უნდა განეხილათ როგორც მცირე იმპერიალისტური, დამპყრობლური ომები, რომლებიც საკუთარ თავში მალავდნენ მსოფლიო ბირთვულ ომში გადაზრდის მუქარას.
რევოლუციურ ომებს კოლიზნი მიაკუთვნებდა „ე. წ. ეროვნულ-განმათავისუფლებელ და სახალხო ომებს, რომლებიც უკანასკნელი 20-25 წლის მანძილზე (ე. ი. მეორე მსოფლიო ომის დასრულების მახლობელ წლებში _ ი. ხ.) წარმოიქმნებოდა ხოლმე აზიისა და აფრიკის ახლად ჩასახულ სახელმწიფოებში“. მათ ინსპირირებას, კოლინზის აზრით, როგორც წესი, ახდენდნენ და მათვე მეთაურობდნენ კომუნისტები და ისინი განიხილებოდნენ როგორც „აჯანყების მოძრაობა“ («повстанческое движение»), „ამბოხება“ («мятеж»), „მასობრივი შეიარაღებული აჯანყება“. ასეთი ომების წინააღმდეგ, კოლინზის აზრით, აუცილებელი იყო ჰქონოდათ „აჯანყების წინააღმდეგ ბრძოლის“ («противоповстанческая борьба») შესაბამისი კონცეფციები („კონტრპარტიზანული მოქმედებების“, „კონტრრევოლუციური ომის“).
ემყარებოდა რა „აჯანყების საწინააღმდეგო ბრძოლის“ სფეროში “სპეციალისტების” (ტომპსონის, გალიულის, კომერისა და სხვების) ნაშრომებს, კოლინზი აღწერდა მის ზოგად და კერძო კონცეფციებს, ახდენდა მისი მეთოდების კრიტიკულ ანალიზს, ცდილობდა მისი წარმოებისთვის ახალი რეკომენდაციების შემუშავებას, რომლებიც, მისი შეფასებით, „შესაძლოა გამოდგეს სასარგებლო მოდელის სახით, წითელ რაიონებში აჯანყების ყველაზე უფრო სერიოზული კერების ჩასახშობად“. ამასთან იგი ამოდიოდა იმ დებულებიდან, რომ თანამედროვე პირობებში შეერთებულმა შტატებმა „დაიწყო საკუთარი თავისთვის ანგარიშის მიცემა /отдавать себе отчёт/ რევოლუციური ომების ჩახშობის აუცილებლობაში და მიმართა მაქსიმალური ძალისხევა ამ მიმართულებით“.
აანალიზებდა რა „ცივი ომის“ ხასიათს, კოლინზი მიდოდა დასკვნამდე, „რომ ის ცივი ომი, რომელიც შედეგად მოჰყვა მეორე მსოფლიო ომის დასრულებას, ბოლოს და ბოლოს შეწყდება, თუკი უკვე არ არის შეწყვეტილი, მაგრამ ცივი ომი როგორც კონფლიქტების რთული გამის ელემენტი, როგორც ჩანს, მუდმივად იარსებებს. და ასეთი ომის სახით იგი წარმოადგენს რაღაც ერთობლიობას თავისებურად ერთადერთი სტრატეგიული სიტუაციებისა, რომელთათვისაც დამახასიათებელია განსაკუთრებით მაღალი ფსონები. იმისთვის, რათა შეეძლოთ ამ სიტუაციების თავიანთ სასარგებლოდ გამოყენება, შემოქმედებითად მოაზროვნე სტრატეგოსებმა უნდა გამოძენონ სამხედრო ზეწოლასთან ბრძოლის პოლიტიკური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური მეთოდების შეხამების ახალი ხერხები და ამით უზრუნველყონ სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოება ისე, რომ არ გასწიონ რისკი კატასტროფული მდგომარეობის პროვოცირებისთვის“.
შეიარაღებული ძალების მშენებლობის საკითხები წიგნში გადმოცემული იყო აშშ-ის გლობალური ჩანაფიქრების უზრუნველყოფის პოზიციებიდან. ამასთან დაკავშირებით ავტორი ამართლებდა ამერიკული ჯარების მნიშვნელოვანი რაოდენობის შენახვას ეროვნული საზღვრების ფარგლებს გარეთ. ამტკიცებდა არსებული სარდლობებისა და შეიარაღებული ძალების მართვის სისტემის მიზანშეწონილობას. აქებდა და ადიდებდა „მსოფლიოში სუკეთესო კავშირგაბმულობის სისტემას, რომელიც საშუალებას იძლევა მომენტალურად ამყარებდნენ კონტაქტს უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელებსა და სარდლებს შორის, რომლებსაც საკვანძო პოსტები უკავიათ როგორ ქვეყნის შიგნით, ისე ოკეანის მიღმაც“.
ავტორის აზრით, აშშ-ის სამხედრო ძლიერების უზრუნველყოფა, სხვა ფაქტორებთან ერთად, ხდებოდა კარგად ორგანიზებული და რაოდენობრივი და ხარისხობრივი მიმართებით დაბალანსებული შეიარაღებულ ძალთა სახეობებისა (სახმელეთო, სამხედრო-საჰაერო, სამხედრო-საზღვაო) და საზღვაო ქვეითი ჯარის არსებობით. წიგნში ნაჩვენები იყო, შეიარაღებულ ძალთა სახეობების ურთიერთ შორის მეტოქეობა და ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მისწრაფება „დასასრული დაუდოს ამ მეტოქეობას, მოსპოს ძალისხმევის გამფლანგავი დუბლირება და შექმნას ნამდვილად ეფექტური სამხედრო ორგანიზაცია“.
შეიარაღებული ბრძოლის ძალებისა და საშუალებების განვითარებაში უპირატესობას აძლევდნენ სტრატეგიულ ძალებს, რომელიც წარმოადგენდა „ტრიადას“: საკონტინენტაშორისო ბალისტიკური რაკეტები (სკბრ), სტრატეგიული ბომბდამშენები და წყალქვეშა ნავებიდან გასაშვები ბალისტიკური რაკეტები (წნბრ). კოლინზის აზრით, „შესაძლებელია მეოთხე ძალის გამოჩენაც, თუკი ზემოთ მოყვანილ ჩამონათვალს მივუმატებთ ფრთოსანი რაკეტებით შეირაღებულ წყალქვეშა ნავებს, რომელთა შესახებაც საკითხი ახლა განიხილება (80-იან წლებიდან გამოჩნდა ფრთოსანი რაკეტებით „ტომაჰოკი“ აღჭურვილი ამერიკული ატომური მრავალმიზნობრივი წყალქვეშა ნავები და მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდები: სახაზო ხომალდები, კრეისერები, საესკადრო ნაღმოსნები; გარდა ამისა, სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების შეიარაღებაში მიიღეს მიწისზედა და საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებიც, რომელთა სროლის მაქსიმალური სიშორე აღწევდა 2500 კმ-მდე, ბირთვული საბრძოლო ნაწილის სიმძლავრე შეადგენდა 200 კტ-ს /კილოტონა/, რაც დარტყმის ძალის მიხედვით ექვივალენტურია 200 მლნ კგ ტროტილის აფეთქებისა; ანალოგიური სისტემები შემდგომში გამოუშვეს საბჭოთა კავშირშიც _ ი. ხ.). შურისძიების (ნაცვალგების) ძალების თითოეული ეს ელემენტი განსხვავდება სპეციფიური შესაძლებლობებით, რომლებიც განისაზღვრება საიმედობით, მოქმედების სიშორითა და სიზუსტით, აგრეთვე გაშვებამდე და გაშვების შედეგ გადარჩენადობის ხარისხით, მოწინააღმდეგის თავდაცვის გარღვევის უნარით, სიმარტივით, შემგუებლობით, საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის სისწრაფით, მართვის სისტემის ხარისხით, გაუმჯობესების პერსპექტივებითა... და ღირებულებით. თითოეულ ელემენტს გააჩნია თავისი ნაკლოვანებებიც, მაგრამ ყველა ისინი მშვენივრად ავსებენ ერთმანეთს“.
წიგნში მოყვანილი იყო მონაცემები აშშ-ის შეიარაღებული ძალების საბრძოლო შემადგენლობის შესახებ 1973 წლის გაზაფხულის მდგომარეობით და სტრატეგიულ შეიარაღებათა შეზღუდვის თაობაზე მოლაპარაკებების გავლენის შესახებაც მის სტრატეგიულ ძალებზე. ამ მონაცემების საფუძველზე გამოითქვა ზოგიერთი მოსაზრება შეიარაღებათა შეზღუდვის პრობლემის შესახებ. და თუკი სტრატეგიულ შეიარაღებათა შეზღუდვის თაობაზე მოლაპარაკებათა შედეგებს ავტორი აფასებდა ძირითადად პოზიტიურად („დრო გვიჩვენებს, თუ ვისი შეფასებებია უფრო ზუსტი“), ჩვეულებრივ შეიარაღებათა შემცირების შესახებ საკითხს იგი მკითხველს აწვდიდა ნეგატიური პოზიციებიდან. გამოხატავდა რა ფაქტიურად დასავლეთის ოფიციალურ თვალსაზრისს, იგი თვლიდა, რომ „აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების განსაზღვრული პროცენტით შემცირება მომგებიანი იქნება კომუნისტებისთვის“. დასავლეთისთვის კი ოპტიმალური სახით იგი სთავაზობდა ჩვეულებრივ შეიარაღებათა დაბალანსებულ შემცირებას. ყველა ვარიანტში კოლინზი მიზანშეწონილად თვლიდა ევროპაში ამერიკული სამხედრო ყოფნის შენარჩუნებას.
ერთერთ ფაქტორთაგანს, რომელიც განსაზღვრავდა 70-იან წლებში აშშ-ის შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და სამხედრო ძლიერების ზრდის პერსპექტივებს, ავტორის აზრით, წარმოადენდა შეერთებული შტატების ბრძოლა საბჭოთა კავშირზე სამხედრო-ტექნიკური უპირატესობის მოსაპოვებლად. ამ ბრძოლის სიმძიმის ცენტრი სულ უფრო მეტად გადაიტანებოდა იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ხარისხობრივი სრულყოფის სფეროში, სადაც აშშ იმედოვნებდა „გარღვევის“ მოხდენას და საგრძნობი უპირატესობის მიღწევას სსრკ-სა და სოციალისტური თანამეგობრობის სხვა ქვეყნებზე. ტექნიკურ დაპირისპირებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ფუნდამენტურ თეორიულ კვლევებს, ტექნიკის განვითარების პროგნოზირებას, სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციის მთელი მიღწევების სამხედრო საქმეში გამოყენებას, დაგეგმილი სამუშაოების დროულად დაფინანსებას, სამეცნიერო კადრების შერჩევაში ნაკლოვანებებისა და სხვა „ბიუროკრატიული შეზღუდვების“ დაძლევას (გადალახვას).
წიგნში დიდი ადგილი ეთმობოდა სამხედრო სტრატეგიის განვითარების ისტორიას. მაგრამ, საბჭოთა ავტორების შეფასებით, ეს საკითხი გადმოცემული იყო მხოლოდ ცალკეული ბურჟუაზიული მხედართმთავრებისა და თეორეტიკოსების გამონათქვამების საფუძველზე. რუსული, და განსაკუთრებით საბჭოთა, სამხედრო სტრატეგია კი შეგნებულად იყო მიჩუმათებული.
შეგნებულად იყო დამახინჯებული ომების ისტორიაც. სახელდობრ ცრუ ჭრილში იყო წარმოდგენილი პირველი და მეორე მსოფლიო ომების მიზეზები, მსვლელობა და შედეგი, დამცირებული იყო საბჭოთა კავშირის გადამწყვეტი როლი ფაშიზმის განადგურებაში. მაგალითად, ავტორის მტკიცებით, „პირველი მსოფლიო ომი გაჩაღებულ იქნა ბავშვური პროვოკაციების გამო“, მეორე მსოფლიო ომში „ჰიტლერმა დამარცხება განიცადა თავის უგუნურ შერკინებაში რუსულ ზამთართან“. აქ კოლინზი, საბჭოთა ავტორების სიტყვით, აშკარად ეწეოდა ომების ისტორიის ფალსიფიკაციას, უარყოფდა საბჭოთა კავშირის გამარჯვებისა და ფაშისტური გერმანიის დამარცხების ობიექტურ კანონზომიერებას, მონდომებით ჩქმალავდა მეორე მსოფლიო ომში გერმანული მილიტარიზმის სრულ გაკოტრებას.
ყოველივე ეს, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, კიდევ ერთხელ მოწმობდა იმის შესახებ, რომ წიგნში გადმოცემულ სამხედრო პრობლემებს ავტორი მკითხველს სთავაზობდა ამერიკული მმართველი წრეების ინტერესებში. გულდასმით ნიღბავდა რა აშშ-ის აგრესიულ პოლიტიკას „მშვიდობისმოყვარეობით“, „შეკავებისა და კოლექტიური უსაფრთხოების კონცეფციებით“, იგი შეგნებულად ამახინჯებდა მის ნამდვილ არსსა და მიზნებს, რათა გამოეწვია თანაგრძნობა და მხარდაჭერა ხალხის მასების მხრიდან და მიება ისინი ამერიკული იმპერიალიზმის სამხედრო ეტლისთვის.
საბჭოთა ავტორების აზრით, შემთხვევითი არ იყო არც ის, რომ დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკურ წრეებში კოლინზის წიგნს შეხვდნენ დადებითად. ცალკეულ რეცენზიებში, მაგალითად, მიუთითებდნენ, რომ ეს წიგნი „შესაძლოა იქცეს ძირითად საპროგრამო მასალად უფროს ოფიცერთა შემადგენლობის სრულყოფის კურსებისთვის, და რომ იგი უნდა მიიღონ ნიმუშად ეროვნულ სტრატეგიაში აქტუალური შრომების სერიის შესაქმნელად“.
დასასრულს საბჭოთა ავტორები ასკვნიდნენ, რომ მხოლოდ კრიტიკულ დამოკიდებულებას კოლინზის წიგნის „დიდი სტრატეგია“ შინაარსისადმი შეეძლო დახმარებოდა საბჭოთა მკითხველს, რათა სწორად გაეგო მასში განხილული ამერიკული ოფიციალური სამხედრო-სტრატეგიული აზრის აგრესიული ტენდენციები.
ჩვენის მხრივ ვეთანხმებით ასეთ დასკვნას და აქვე დავუმატებთ, რომ ამერიკული საგარეო პლიტიკისა და სამხედრო პოლიტიკის აგრესიულობა, რასაც 70-იან და 80-იან წლებში სათანადოდ ვერ ვაფასებდით, დღეს უკვე ყველამ საკუთარ ტყავზე ვიწვნიეთ, ვისაც ამის დანახა და შეგრძნება შეუძლია. მაგრამ კრიტიკული მიდგომა აუცილებელია არა ვიწროდ იმ მიმართულებით, რომელსაც საბჭოთა ავტორები სთავაზობდნენ იმხანად თავის მკითხველებს, არამედ უფრო ფართოდ, ორივე მხარი არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების გულდასმით შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, თან არ მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტების გათვალისწინებით, არამედ კეთილისა და ბოროტის ბრძოლის შესახებ ქრისტიანული ეკლესიის სწავლებისაც. ღმერთმა მოგვიმართის ამაში ხელი.
IV. აშშ-ის „საბაზო სტრატეგია“ 1970-იან წლებში
1970-იანი წლების შუახანებში საბჭოთა ავტორები წერდნენ, რომ სოციალიზმის სასარგებლოდ მსოფლიო ძალების თანაფარდობის ძირეულმა შეცვლამ, საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური თანამეგობრობის სხვა ქვეყნების მსოფლიო პოლიტიკის აქტუალური პრობლემებისადმი კონსტრუქციულმა მიდგომამ გადამწყვეტ ხარისხად შეუწყო ხელი ”ცივი ომიდან” დაძაბულობის განმუხტვისკენ, სხვადასხვა საზოგადოებრივი წყობილების მქონე სახელმწიფოების კონფრონტაციიდან მშვიდობიანი თანაარსებობისკენ მობრუნებას.
სერიოზული ძვრები საერთაშორისო ურთიერთობათა გაჯანსაღებისკენ უეჭველი იყო. ამასთან ერთად, მათი სიტყვით, არ შეიძლებოდა იმის მიჩნევა, რომ ომის საშიშროება უკვე მოხსნილია, რომ ლიკვიდირებულია ყველა კონფლიქტური სიტუაცია და გადაწყვეტილია ყველა რთული საერთაშორისო პრობლემა. მსოფლიოში უწინდებურად არსებობდა გავლენიანი ძალები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ საერთაშორისო განმუტვას, ცდილობდნენ ხელი შეეშალათ საერთაშორისო არენაზე პოზიტიური ძვრების განმტკიცებისთვის, გამოდიოდნენ სამხედრო მზადებების გააქტიურების მომხრედ, აგრძელებდნენ გამალებულ შეიარაღებას.
საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, მსოფლიო პროგრესული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში იმპერიალისტური სახელმწიფოები, და უწინარეს ყოვლისა აშშ, განსაკუთრებულ ადგილს უთმობდნენ ე. წ. ”საბაზო სტრატეგიას”, ე. ი. ღონისძიებათა ფართო კომპლექსს, რომლებიც ითვალისწინებდა უცხო ტერიტორიებზე საყრდენი პუნქტების შექმნას, რომლებსაც ეს სახელმწიფოები იყენებდნენ თავიანთი გლობალური ექსპანსიონისტური პოლიტიკის გატარების მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ დაძაბულობის განმუხტვამ იმპერიალისტები დააყენა ამ პოლიტიკის მიზნების მიღწევის მეთოდების განსაზღვრული გარდაქნის აუცილებლობის წინაშე, ”საბაზო სტრატეგიას” არ განუცდია რაიმენაირი არსებითი ცვლილებები. უფრო მეტიც, ესწრაფვონენ რა მსოფლიოს სხვადასხვა რაიონში თავიანთი პოზიციების შენარჩუნებას, აშშ-ისა და ნატო-ს სხვა ქვეყნების იმპერიალისტური წრეები ჩქარობდნენ არსებული საყრდენი პუნქტების გაფართოებასა და ახლების შექმნას. საბჭოთა ავტორები ამასთან დაკავშირებით იხსენებდნენ სულ იმდროინდელ დაწყებას მცდელობისა დაენაწევრებიათ კ. კვიპროსი, გადაექციათ მისი ტერიტორია ნატო-ს საყრდენ პუნქტად აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში.
შეერთებული შტატებისა და ნატო-ს ბლოკის სხვა ქვეყნების მიერ უცხო ტერიტორიეზე შექმნილი სამხედრო ბაზები, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების აზრით, უწინდებურად წარმოადგენდა მთელ მსოფლიოში მშვიდობის საქმისთვის მუდმივი საშიშროების წყაროს. სწორედ ამიტომ უცხო ტერიტორიებზე ამერიკული სამხედრო ბაზების არსებობასთან დაკავშირებული საკითხები 1970-იან წლებში იქცა ფართო მსჯელობის საგნად არა მხოლოდ უცხოური ბეჭდური გამოცემების ფუცლებზე, არამედ მრავალი ქვეყნის ოფიციალურ წრეებშიც.
საბჭოთა ავტორების სიტყვით, ”საბაზო სტრატეგიის” გამოჩენა ისტორიულად დაკავშირებული იყო დასავლეთის სახელმწიფოთა კოლონიურ პოლიტიკასთან და წარმოადგენდა ამ პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს ატრიბუტს. კოლონიური დაპყრობების პერიოდში იგი მიმართული იყო ფორპოსტების სისტემის შექმნასა და განვითარებაზე, რომლებზე დაყრდნობითაც კოლონიური სახელმწიფოები ახორციელებდნენ ექსპანსიის პოლიტიკას და მორჩილებაში ჰყავდათ დამონებული ხალხები. შემდგომში სამხედრო ბაზებს უცხო ტერიტორიებზე იყენებდნენ კოლონიურ და დამოკიდებულ ქვეყნებში იმპერიალისტური სახელმწიფოების ბატონობის შენარჩუნების მიზნით, მეტრპოლიებსა და კოლონიებს შორის საზღვაო და საჰაერო შეტყობინების გზების დასაცავად.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ”საბაზო სტრატეგიამ” მიიღო თავისი შემდგომი განვითარება. ამერიკულმა სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, აიღო რა თავის თავზე დასავლური სამყაროს თავისებური გარანტის როლი, შექმნა ბაზების გლობალური სისტემა იმისთვის, რათა მომგებიანი სტრატეგიული მდებარეობა დაეკავებია მშვიდობიანობის დროს თავისი შეიარაღებული ძალების მსხვილი დაჯგუფებების გასაშლელად. “ხვალინდელი ბრძოლის ველი, _ წერდა ამერიკელი პროფესორი კიფერი, _ მთელი მსოფლიოა. დღეს ამოცანა მდგომარეობს იმაში, რათა უზრუნველვყოთ ჩვენთვის დედამიწაზე რაც შესაძლოა მეტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პუნქტი და ვამზადოთ ჩვენი ჯარები იმისთვის, რათა ისინი ინარჩუნებდნენ ამ ტერიტორიებს”. უცხო ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების განტოტვილი ქსელის არსებობას, ოკეანსმიღმელი სტრატეგოსების აზრით, შეერთებული შტატებისთვის უნდა მიეცა შესაძლებლობა მუდმივად და უშუალოდ მოეხდინა ზემოქმედება ამერიკული მეტროპოლიიდან ყველაზე უფრო მოშორებულ ქვეყნებსა და “კრიტიკულ რაიონებზე”. ამასთან პენტაგონი არასდროს არ მალავდა, რომ “საბაზო სტრატეგია” მიმართული იყო უწინარეს ყოვლისა საბჭოთა კავშირისა და მისი მოკავშირე ქვეყნების წინააღმდეგ. “სამხედრო ენით რომ ვთქვათ, _ წერდა პენტაგონის წრეებთან დაახლოებული ამერიკელი მიმომხილველი ბოლდუინი, _ ჩვენ გვჭირდება ავანპოსტების ხაზები საზღვარგარეთ, რათა შეგვეძლოს ომის წარმოება წარმატების იმედით. საზღვარგარეთული ბაზები ჩვენ გვჭრიდება როგორც ტრამპლინი რუსეთის ცენტრალურ რაიონებზე თავდასხმისთვის”.
იმპერიალისტური სახელმწიფოები ბაზებს, იმისდა მიხედვით, თუ რომელ ქვეყნებში იყო ისინი განლაგებული, იყენებდნენ როგორც აგრესიულ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებში უმცროს პარტნიორებზე ზეწოლის საშუალებას, აგრეთვე ანტიხალხური რეჟიმების მხარაჭერისა და ნეოკოლონიალიზმის პოლიტიკის გატარებისთვის. გარდა ამისა, განალაგებდნენ რა სამხედრო ბაზებს თავიანთი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, აშშ-ის მმართველი წრეები იმედოვნებდნენ იმ დარტყმების ნაწილის მიმართვას, რომლებიც საპასუხოდ მოყვებოდა მათ მიერ გაჩაღებულ სამხედრო კონფლიქტს, იმ სახელწიფოთა ტერიტორიებზე, სადაც ეს ბაზები იყო განლაგებული, და ომში ავტომატურად მათ ჩათრევას.
1970-იან წლებში უცხო ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების უმეტესი ნაწილი ეკუთვნოდა შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს. ისინი შექმნილი იყო ე. წ. ორმხრივი ”ხელშეკრულეების” საფუძველზე სარგებლობდა ექსტერიტორიულობის უფლებით.
”რეალისტური დაშინების” ამერიკული სამხედრო სტრატეგია ითვალისწინებდა უცხო ტერიტორიებზე არსებული საყრდენი პუნქტების გაფართოებასა და ახლების შექმნას. მისი ერთერთი ძირითადი კონცეფციის შესაბამისად, რომელსაც ეწოდებოდა ”სტრატეგიული მობილურობა”, ვარაუდობდნენ ამერიკული ჯარების მნიშვნელოვანი კონტინგენტების სწრაფ გადასროლას დედამიწის ”ცხელ” რაიონებში იქ უკვე არსებული შეიარაღებულ ძალთა დაჯგუფებების გაძლიერებისთვის ან ახლების შესაქმნელად.
ვიეტნამში ომის ყველაზე უფრო მეტი ესკალაციის პერიოდში პენტაგონი უცხო ტერიტორიებზე ინახავდა 429 მსხვილ და დაახლოებით 3000 დამხმარე ბაზას, რომელთა პირადი შემადგენლობის რიცხოვნება აღემატებოდა ერთ მილიონ ადამიანს. 1960-იანი წლების ბოლოსა და 70-იანების დასაწყისში აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მოუწია თავისი ბაზების ლიკვიდირება ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად ლიბიასა და პაკისტანში, აგრეთვე მათი რაოდენობის შემცირება სამხრეთ-აღმოსვლეთ აზიაში ვიეტნამში ომის დასრულების შემდეგ. მიუხედავად ამისა, როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, 1973 წლის დასაწყისი აშშ-ის განკაგულებაში ჯერ კიდევ რჩებოდა დაახლოებით 300 მსხვილი და 2000 ნაკლებად მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტი 30-ზე მეტ ქვეყანაში. მათში ინახავდნენ 600 ათასზე მეტ ამერიკელ ჯარისკაცსა და ოფიცერს.
1970-იანი წლების შუახანებისთვის შეერთებული შტატებისა და ნატო-ს სხვა ქვეყნების სამხედრო ბაზების უმეტესი რაოდენობა კონცენტრირებული იყო დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით ცენტრალურ-ევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრზე. ამას ხელს უწყობდა დასავლეთ ევროპის მომგებიანი გეოგრაფიული მდებარეობა და ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები, აგრეთვე იქ განვითარებული სამხედრო-სამრეწველო ბაზის, მნიშვნელოვანი ადამიანური და მატერიალური რესურსების არსებობა. უცხოური პრესის მიხედვით, 1970-იანი წლების დასაწყისში მხოლოდ ფედერაციული გერმანიის ტერიტორიაზე მოითვლებოდა 200-ზე მეტი მსხვილი სამხედრო ბაზა, რომლებშიც დისლოცირებული იყო 215 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. სამხედრო ბაზების დიდი რაოდენობა ამ რაიონში ეკუთვნოდა დიდ ბრიტანეთს.
ატარებდნენ რა ”საბაზო სტრატეგიას”, აშშ და ნატო-ს ბლოკის სხვა სახელმწიფოები დიდ ყურადღებას უთმობდნენ ევროპის სამხრეთ ნაწილს _ ხმელთაშუა ზღვის რაიონს, რომელსაც სხვანაირად უწოდებდნენ ”ნატო-ს სამხრეთ ფლანგს”. სამხედრო ბაზების მნიშვნელოვანი რაოდენობის არსებობა ამ რაიონში დაკავშირებული იყო უწინარეს ყოვლისა ხმელთაშუა ზღვაში შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის ყოფნასთან, და ასევე ნატო-ს ქვეყნების მისწრაფებასთანაც სტრატეგიული მიმართებით ამ მეტად მნიშვნელოვან რაიონზე ბატონობისკენ. სამხედრო ბაზები აქ შექმნილი იყო პირენეის ნახევარკუნძულზე, იტალიის, საბერძნეთის, თურქეთისა და ხმელთაშუა ზღვის აუზში მდებარე სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე.
აშშ და ნატო-ში მისი პარტნიორები ცდილობდნენ თავიანთი საყრდენი პუნქტების გაფართოებასა და განმტკიცებას ევროპასა და მის მიმდებარე რაიონებში, რათა ამ გზით მოეხდინათ აქ უკანასკნელ წლებში დაკარგული პოზიციების კომპენსირება. ამასთან დაკავშირებით ისინი დიდ ყურადღებას უთმობდნენ კვიპროსს, ესწრაფვონენ რა მის ხარჯზე ხმელთაშუა ზღვის აუზში თავიანთი სამხედრო ბაზების სისტემის გაფართოებას. საბჭოთა ავტორების შეფასებით, ნატო-ს იმპერიალისტურმა წრეებმა და მათმა დაქირავებულებმა 1974 წლის ზაფხულში მოახდინეს კვიპროსზე რეაქციული პუტჩის პროვოცირება, გააჩაღეს ომი, რომელმაც გამოიწვია მსოფლიოს ყველა პატიოსანი ადამიანის აღშფოთება. ”ნატო-სა და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს როლი სისხლიან მოვლენებში კვიპროსზე, _ წერდა ლიბანური გაზეთი ”ას-საფირი”, _ ახლა გამოაშკარავებული და ნათელია. ნატო-ელი სტრატეგოსები ოცნებობდნენ ბერძენი სამხედროების დახმარებით შემოეერთებინათ კვიპროსი ან მისი ნაწილი საბრძნეთისთვის, რათა იქ შეექმნათ ნატო-ს ბაზა”.
იმავე წლის შუახანებში დასვლეთში ცნობილი გახდა კვიპროსზე ახალი სტრატეგიული ობიექტების მშენებლობის ამერიკული პროეტების შესახებ. ასე, კვიპროსული გაზეთი ”ხარავგი” 1974 წლის 20 აგვისტოს იტყობინებოდა, რომ თურქეთის მთავრობა ვითომდა დაპირდა შეერთებულ შტატებს ნახევარკუნძულ კარპასის მიცემას მასზე სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ბაზების ასაშენებლად. 600 კვ. კმ ფართობის მქონე ეს ნახევარკუნძული მდებარეობს კვიპროსის აღმოსავლეთ ნაწილში, რომელსაც მაშინ აკონტროლებდნენ თურქული ჯარები.
კონფლიქტმა კვიპროსზე, როგორც ცნობილია, გამოიწვია დაპირისპირებების მკვეთრი გამწვავება ჩრდილოატლანტიკური კავშირის ორ მონაწილეს _ საბერძნეთსა და თურქეთს შორის. იგი იქცა საბერძნეთის გადაწყვეტილების ერთერთ მთავარ მიზეზად ბლოკის სამხედრო ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ. ამასთან დაკავშირებით, როგორც ათენური გაზეთები იტყობინებოდანენ, საბერძნეთის მთავრობა სწავლობდა საკითხს ბერძნულ-ამერიკული შეთანხმების შესაბამისად ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებული ამერიკული სამხედრო ბაზების სტატუსის შესახებ. მოვლენების ასეთი განვითარებით უკიდურესად შეშფოთებული ატლანტიკელი სტრატეგოსები ეძიებდნენ სათადარიგო ვარიანტებს ბაზების გასალაგებლად ხმელთაშუა ზღვის სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე. ასე. იტალიური გაზეთი ”ჯორნალე ნუოვო” 1974 წლის 20 აგვისტოს წერდა: ”იტალიის მთავრობის წინაშე დადგა სამხედრო ბაზების განლაგების პრობლემა, რომელთა ლიკვიდირებაც შესაძლოა მოახდინონ საბერძნეთში”. საბერძნეთის ტერიტორიიდან ამერიკული სამხედრო ბაზების გადაყვანის სხვა სავარაუდო ადგილად ასახელებდნენ ისრაელს. ისრაულ გაზეთში ”ედიოტ აქრონოტი”, აგეთვე ისრაელის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელის გენერალ ჰერცაგის განცხადებაში იყო პენტაგონის მოწვევა, რომ განელაგებია მე-6 ფლოტის ბაზები ისრაელის ტერიტორიაზე.
საბჭოთა ავტორების სიტყვით, იმპერიალიზმის ”საბაზო სტრატეგიაში” მნიშვნელოვან ადგილს უთმობდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და შორეულ აღმოსავლეთს. ეს აიხსნებოდა ორი მიზეზით. ერთის მხრივ, მსოფლიოს აღნიშნული რაიონი მისი უზარმაზარი ბუნებრივი სიმდიდრეებითა და ადამიანური რესუსრებით ყოველთვის წარმოადგენდა იმპერიალისტური ქვეყნების კაპიტალების დაბანდების ერთერთ მთავარ ობიექტთაგანს, ხოლო მეორეს მხრივ _ მათი თვალსაზრისით წარმოაგენდა ხელსაყრელ პლაცდარმს საბჭოთა კავშირისა და მის მოკავშირეთა ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ეკონომიკურ ცენტრებზე დარტმების მოსაყენებლად, აგრეთვე მსოფლიოს ამ ნაწილში ხალხების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ მიზეზებით, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების აზრით, იმპერიალისტური სახელმწიფოები ისწრაფვოდნენ აქ შექმნილი საყრდენი პუნქტების განმტკიცებისა და გაფართოებისკენ, რომელთა მეშვეობითაც ისინი შეცვლილი ვითარების პირობებში იმედოვნებდნენ რიგი სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტას.
აანალიზებდა რა პენტაგონის მოქმედებებსა და გეგმებს, ამერიკულ სამხედრო-სამრეწველო წრეებთან ახლოს მდგომი ჟურნალი ”იუნაითედ სთეითს ნიუს ენდ უორლდ რიფორთი” ხაზს უსვამდა, რომ მომავალში აშშ-ს განზრახული აქვს შეინარჩუნოს ბაზების განტოტვილი სისტემა აზიაში, და უწინარეს ყოვლისა იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ტაილანდზე, ფილიპინებზე, ტაივანსა და გუამზე. ვინაიდან ეს ქვეყნები არ შედიოდნენ ნატო-ს ბლოკის შემადგენლობაში, ამიტომ შეიძლებოდა მათ ტერიტორიებზე განლაგებული ამერიკული სამხედრო ბაზებისა და ჯარების შესახებ საუბარი ამჯერად აღარ გაგვეგრძელებინა, მაგრამ რამდენადაც გვინდა გარკვეული სისრულით მივაწოდოთ ჩვენს მკითხველს ცოდნა აშშ-ის მიერ მთელ მსოფლიოში გაშლილი სამხედრო საქმინობის თაობაზეც, ამიტომ ორიოდე სიტყვით ქვემოთ მათაც შევეხებით.
იაპონიის ტერიტორიაზე, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, 1973 წელს შეერთებულ შტატებს გააჩნდა დაახლოებით 200 სამხედრო ობიექტი, სადაც განლაგებული იყო 60 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. იაპონიის კუნძული ოკინავა გადაქცეული იყო გიგანტურ სამხედრო ბაზად აეროდრომებით, სასწავლო ცენტრებით, ბირთვული და ჩვეულებრივი საბრძოლო მასალების საწყობებით, ყაზარმებითა და სხვა ობიექტებით. მათ მშენებლობაზე დახარჯეს 2 მლრდ. დოლარზე მეტი. ოკინავას სამხედრო-საზღვაო ბაზებსა და პორტებში პერიოდულად შედიოდნენ ამერიკული ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავები.
აშშ-ის სამხედრო ბაზებს ოკინავაზე პენტაგონი აქტიურად იყენებდა აზიის ხალხების წინააღმდეგ ძირგამომთხრელი და სადაზვერვო საქმიანობის წარმოებისთვის. როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, ყოველწლიურად ოკინავაზე ამერიკული სპეცსამსახურები ბეჭდავდნენ უზარმაზარი რაოდენობით სხვადასხვანაირ სააგიტაციო ფურცლებს, რომლებსაც შემდეგ ავრცელებდნენ აზიის ქვეყნებში, იჭერდნენ ახლომდებარე ქვეყნების რადიოგადაცემებს. ეს საქმიანობა იმდენად გამომწვევი გახდა, რომ იაპონიის პარლამენტი, მაგალითად, იძულებლი გახდა განეხილა საკითხი თავის ქვეყანაში, განსაკუთრებით ოკინავაზე, ამერიკული დაზვერვის უკანონო საქმიანობის შესახებ. მიუხედავად ამისა, როგორც აღნიშნავდა იაპონური გაზეთი ”აკაჰატა”, ამერიკული დაზვერვის კანონსაწინააღმდეგო ძირგამომთხრელი მუშაობა არ შეწყვეტილა.
1974 წლის მეორე ნახევარში იაპონიის პარლამენტში გაახმოვანეს საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდა პენტაგონის მიერ სწავლებების ჩატარებას, რომელთა მსვლელობის დროსაც ამუშავებდნენ ატომური იარაღის გამოყენების საკითხებს. იაპონიის მთავრობამ მოსთხოვა აშშ-ს შეეწყვიტათ მსგავსი სწავლებები, რომლებსაც საიდუმლოდ ატარებდნენ მის ტერიტორიაზე.
იაპონიის კუნძულ ჰონსიუს სანაპირო წყლები იქცა აშშ-ის მე-7 ფლოტის ხომალდების ყოფნის ადგილად. უმსხვილეს სამხედრო-საზღვაო ბაზას აქ წარმოადგენდა იოკოსუკა, რომელიც 1970-იანი წლების შუახანებში გახდა ამერიკული ავიამზიდ ”მიდუეის” მიწერის ბაზა. ამერიკული სამხედრო ხომალდების ახალი რაზმის ჩამოყალიბება ხდებოდა მსხვილ ბაზა საბესოში. ყოველივე ამას, იაპონური პრესის აღნიშვნით, ახორციელებდნენ ”შეერთებული შტატების სზძ -ის შორეულ აღმოსავლეთში ვიეტნამის შემდომი სტრატეგიის” საფუძველზე. პენტაგონის ასეთი აქტიურობის წინააღმდეგ იაპონური საზოგადოებრიობის პროტესტების მიუხედავად მე-7 ფლოტის სარდალმა განაცხადა, რომ ”ამერიკული სამხედრო ბაზები უწინდებურად დარჩება იაპონიის მიწაზე”.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა ოფიციალურად გაიყვანა სამხრეთ ვიეტნამიდან თავისი შეიარაღებული ძალები, პენტაგონი, საბჭოთა ავტორების სიტყვით, მოქმედებდა რა პარიზის შეთანხმებების გვერდის ავლით, ცდილობდა შეენარჩუნებინა იქ თავისი სამხედრო ყონა. 1975 წლის დასაწყისში იქ იმყოფებოდა 20 ათასზე მეტი ამერიკელი სამხედრო მრჩეველი. ისინი დაკავებულნი იყვნენ საკითხების ფართო წრით _ საიგონის ჯარების სწავლებიდან ინფორმაციის სამსახურის უზრუნველყოფამდე.
საავიაციო ბაზების ფართო ქსელი შექმნილი იყო ტაილანდზე, სადაც, როგორც ცნობილია, ვიეტნამში ომის შემეგ საიგონიდან გადაიტანეს ამერიკული სჰძ -ის შტაბი. ამ ბაზებს განუწყვეტლივ უტარებდნენ მოდერნიზაციას. ვარაუდობდნენ სიამის ყურის ნაპირზე განლაგებული სამხედრო-საზღვაო ბაზის სატაჰიპის ინტენსიურ გამოყენებასაც. პენტაგონში იმედოვნებდნენ, რომ დროთა განმავლობაში იგი შესაძლოა გადაქცეულიყო ”ამერიკულ სინგაპურად”.
1974 წლის იანვარში გაზეთი ”ბანგკოკ პოსტი” იტყობინებოდა, რომ ტაილანდში იმყოფებოდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამართველოს (ცდმ) რეგიონული ცენტრი, რომელიც წარმართავდა ამერიკელი აგენტების საქმიანობას მთელ ინდოჩინეთში, და რომ მისი შტაბ-ბინა განლაგებული იყო ამერიკულ სამხედრო-საჰაერო ბაზა უდონტანიზე, ქვეყნის ჩდილო-აღმოსავლეთში. ”ამერიკული სადაზვერვო სამსახურის თავხედობა აუტანელი ხდება, _ ხაზს უსვამდა ტაილანდური გაზეთი ”ტაი რატი”. _ ტაილანდი პირელად არ ხდება ამერიკული ჩარევის მსხვერპლი. მთავრობამ დროა დაიკაოს მტკიცე პოზიცია ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაში და გადახედოს ურთიერთობებს შეერთებულ შტატებთან”.
ფილიპინებში ამერიკულ შეიარაღებულ ძალებს 1970-იან წლებში გააჩნდა ორი უმსხვილესი ბაზა _ სუბიკ-ბეი (სამხედრო-საზღვაო) და კლარკი (სამხედრო-საჰაერო), აგრეთვე ზოგიერთი უფრო მცირე ობიექტი. 1972 წელს ფილიპინების მთავრობა ცდილობდა აშშ-ის წინაშე დაესვა საკითხი ამ ბაზების თაობაზე ხელშეკრულებების გადახედვის შესახებ. მაგრამ ვაშინგტონმა ნათლად აგრძნობინა, რომ განზრახული აქვს ”დატოვოს თავისი ჯარები ფილიპინებში განუსაზღვრელი პერიოდით”.
ტაივანზე ამერიკული საჯარისო კონტინგენტების შემცირების არსებული გეგმების მიუხედავად პენტაგონი ვარაუდობდა 1975 წლის დასაწყისისთვის ჰყოლოდა იქ დაახლოებით 2500 თავისი სამხედრო მოსამსახურე.
1970-იან წლებში აშშ უწინდებურად ინარჩუნებდა მნიშვნელოვან შეიარაღებულ ძალებს სამხრეთ კორეაში, სადაც ჟურნალ “იუნაიედ სთეითს ნიუს ენდ უოლდ რიფორთის” შეტყობინებით, 141 სამხედრო ობიექტზე იმყოფებოდა 38 ათასზე მეტი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. ამ ქვეყანაში, როგორც ცნობილია, დისლოცირებული იყო მე-8 საველე არმიისა და 1-ლი გაერთიანებული სარმიო კორპუსის შტაბები, აგრეთვე რეაქტიული ჭურვების მე-4 სარდლობა, რომელიც განკუთვნილი იყო სამხრეთკორეული ჯარების მხარდაჭერისთვის.
”ერთობლივი თავდაცვისა” და ”კომუნიზმისგან დაცის” საბაბით აშშ-მა შექმნა სამხედრო ბაზების განტოტვილი ქსელი ლათინურ ამერიკაში, კერძოდ პუერტო-რიკოში, კოლუმიაში, ბაჰამისა და ბერმუდის კუნძულებზე. პენტაგონის უმსხვილეს საყრდენ პუნქტად იყო გადაქცეული პანამის არხის ზონა. სამხედრო სიმაგრეების გარდა აქ შექმნილი ჰქონდათ ლათინურ ამერიკაში რეოლუციურ მოძრაობასთან ბრძოლის სპეციალისტების მომზადების სპეციალური პუნქტები. როგორც გაზეთი ”ნიუ-იორკ ტაიმსი” წერდა, ფორტ-გულიკში აშშ-ის არმიის (სახმელეთო ჯარების) სპეციალური სკოლის 170-ზე მეტი გამოშვებული გახდა იმ ხუნტების მეთაური ან წევრი, ასევე სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, რომლებმაც ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში ლათინური ამერიკის სხვადასხვა ქვეყანაში, აგრეთვე საკომანდო პოსტები დაიკავეს ამ კონტინენტის ქვეყნების არმიებში. ჩილეში ფაშისტური გადატრიალების ორგანიზაორთა რიცხვიდან ექვსმა ოფიცერმა მომზადება გაიარა ამ სკოლაში.
1900-იანი წლების დასაწყისიდან აშშ ინახავდა თავის ჯარებს კ. კუბის ტერიტორიაზე განლაგებულ სამხედრო ბაზაში გუანტანამო. საბჭოთა ავტორების სიტყვით, ამ ბაზიდან არაერთხელ ასრულებდნენ შეიარაღებულ პროვოკაციებს კუბის რესპუბლიკის წინააღმდეგ. საბჭოთა კავშირის მხარდაჭერით კუბელი ხალხი სამართლიანად მოითხოვდა ამერიკული სამხედრო-საზღვაო ბაზის _ გუანტანამოს _ ლიკვიდაციაას.
საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, იმპერიალისტური სახელმწიფოები ცდილობდნენ თავიანთი ”საბაზო სტრატეგიის” ორბიტაში მსოფლიოს ახალი რაიონების ჩართვას, როგორიც იყო, მაგალითად, ინდოეთის ოკეანე. დასავლური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებიდან 1970-იანი წლების შუახანებისთვის ცნობილი გახდა, რომ დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს შორის მიღწეულია შეთანხმება კ. დიეგო-გარსიაზე არსებული მსხვილი სამხედრო-საზღვაო ბაზის 1976 წლამდე მოდერნიზაციის შესახებ, რომელსაც მომგებიანი სტრატეგიული მდებარეობა უჭირავს ინდოეთის ოკეანის ცენტრში. მოცემულ შემთხვევაში ლაპარაკი იყო ამ მცირე კუნძულის ამერიკულ სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ბაზად გადაქცევის შესახებ, რომლის გამოყენებაც, როგორც წერდა ინდური გაზეთი ”პატრიოტი”, საშუალებას მისცემდა ორ იმპერიალისტურ სახელმწიფოს ”გაეზარდათ თავიანთი ყოფნა” ინდოეთის ოკეანის აუზში და ამით სამხედრო-პოლიტიკური ზეწოლა მოეხდინათ აზიისა და აფრიკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე.
1970-იანი წლების დასაწყისში აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები განიხილავდნენ საკითხს ამერიკული სამხედრო ბაზების განლაგების შესახებ კ. ფარკუარზე (მადაგასკარის ჩრდილოეთით), სეიშელისა და ქოქოსის კუნძულებზე ინდოეთის ოკეანეში. ამავე პერიოდში პენტაგონმა გაშალა დამატებითი ბაზების მშენებლობა მიკრონეზიაში (წყნარი ოკეანე). ეს რაიონი პენტაგონის გეგმებით უნდა ქცეულიყო გიგანტურ პოლიგონად ახალი რაკეტების გამოცდებისთვის, აგრეთვე მანამდე იაპონიაში დისლოცირებული ამერიკული საზღვაო ძალების თავმოყრის ადგილად.
1970-იანი წლების შუახანებისთვის ”ნიქსონის დოქტრინის” შესაბამისად პენტაგონმა რამდენადმე შეამცირა თავისი სახმელეთო ჯარები და ტაქტიკური ავიაცია ზღვისმიღმა ომთ-ებზე, უწინარეს ყოვლისა სამხრეთ-აღმოსალეთ აზიასა და შორეულ აღმოსავლეთში. მაგრამ, რათა აუცილებლობისას შესაძლებელი ყოფილიყო მოკლე ვადებში მათი სახმელეთო დაჯგუფებების გაძლიერება, ამერიკულმა სარდლობამ შექმნა ”ორმაგი ბაზირების” შენაერთები. ამ უკანასკნელთა პირადი შემადგენლობა მსუბუქი იარაღითა და მძიმე ტექნიკის ერთი კომპლექტით დისლოცირებული იყო მეტროპოლიაში, ხოლო მძიმე შეიარაღების მეორე კომპლექტი იმყოფებოდა საწყობებში სტრატეგიულად მნიშვნელოვან ზღვისმიღმა ომთ-ებზე. ე. წ. ”კრიზისული სიტუაციების” წარმოქმნის საბაბით მსგავსი ჯარები შესაძლო იყო სწრაფად გადაესროლათ შესაბამის რაიონებში. ამისთვის ასეთ რაიონებში ითვალისწინებდნენ აეროდრომების განსაზღვრული რაოდენობის აშენებასა და მზადყოფნაში შენარჩუნებას.
ნათქვამის შეჯამებისთვის საბჭოთა ავტორები ხაზს უსვამდნენ, რომ ”საბაზო სტრატეგიის” შესაბამისად გატარებული ღონისძიებები ეწინააღმდეგებოდა 1970-იანი წლების პირველ ნახევარში საერთაშორისო ურთიერთობათა განვითარების ძირითად მიმართულებას (გავიხსენოთ თუნდაც 1975 წლის შემოდგომაზე ჰელსინკის დასკვნითი აქტის ხელმოწერა _ი. ხ.), მიდიოდა განმუხტვის პოლიტიკისა და სხვადასხვა სახელმწიფოებრივი წყობილების მქონე ქვეყნების მშვიდობიანი თანაარსებობის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ ფართოვდებოდა და ვითარდებოდა ხალხთა მასების მოძრაობა სხვათა ტერიტორიებზე უცხოური სამხედრო ბაზების წინააღმდეგ. უფრო მეტიც, იმპერიალისტური ბლოკების მონაწილე ზოგიერთი სახელმწიფო გამოდიოდა მოთხოვნით: ან ჩაეყენებიათ უცხოური ბაზების საქმიანობა ეროვნული კონტროლის ქვეშ, ან უარი ეთქვათ მათთვის თავიანთ ტერიტორიაზე შემდგომ ყოფნაში. 1970-იანი წლების პირველ ნახევარში, მაგალითად, წამოიჭრა საკითხი კეფლავიკში (ისლანდია) და ბაჰრეინის კუნძულებზე ბაზების ლიკვიდაციის შესახებ. ავსტრალიის მთავრობამ ვაშინგტონთან რთული მოლაპარაკებების მსვლელობისას მიაღწია კონტროლის (თუმცა კი შეზღუდულის) უფლებას თავის კონტინენტზე პენტაგონის რიგი საყრდენი პუნქტების საქმიანობაზე.
საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების დასკვნით, იმპერიალისტური წრეების საქმიანობა უცხო ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების გაფართოებისა და ახლების შექმნის საკითხში წარმოადგენდა სერიოზულ მუქარას მშვიდობის საქმისთვის.
(გაგრძელება _ იხილეთ ნაწილი II)
მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment