Sunday, December 6, 2020

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ – რუსულენოვანი ვიკიპედიის მასალებით


(ნაწილი II) 


VII. ბორჩალოს მაზრა 

(ბორჩალოს მაზრა, ქვეყანა – რუსეთის იმპერია, გუბერნია – ტფილისის გუბერნია, სამაზრო ქალაქი – შულავერი, შექმნის თარიღი – 1880, გაუქმების თარიღი – 1918, ფართობი – 9538,5 ვერსი² /კმ²/, მოსახლეობა – 128 587 ადამიანი /1897 წ./ ) 

ბორჩალოს მაზრა – რუსეთის იმპერიის ტფილისის გუბერნიის ადმინისტრაციული ერთეული. ადმინისტრაციული ცენტრი – სოფელი შულავერი. 

ისტორია 

მაზრა შეიქმნა 1880 წელს ტფილისის მაზრის ნაწილისაგან ისტორიული ოლქის ბორჩალოს ტერიტორიაზე. 

1918 წელს მაზრის ჩრდილოეთ ნაწილი, ტფილისის გუბერნიასთან ერთად, შევიდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში, შუა ნაწილმა წარმოქმნა ნეიტრალური სასაზღვრო ზონა სომხეთსა და საქართველოს შორის ალავერდის მადნების რაიონში (გასაბჭოების შემდეგ შევიდა სომხეთის სსრ-ის შემადგენლობაში), მაზრის სამხრეთ ნაწილი შევიდა სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში. 

მოსახლეობა 

1897 წლის სრულიად რუსეთის აღწერის მიხედვით მაზრის მოსახლეობამ შეადგინა 128 587 ადამიანი, მათ შორის სოფელ შულავერში – 4553 ადამიანი.  

ეროვნული შემადგენლობა 

ეროვნული შემადგენლობა 1897 წლის აღწერის მიხედვით: 

სომხები – 47 423 ადამ. (36,88 %), 
აზერბაიჯანლები – 37 742 ადამ. (29,35 %), 
ბერძნები – 21 393 ადამ. (16,63 %), 
ველიკოროსები (რუსები) – 8089 ადამ. (6,29 %), 
ქართველები – 7840 ადამ. (6,09 %), 
გერმანელები – 2496 ადამ. (1,94 %), 
მალოროსები (უკრაინელები) – 1241 ადამ. (0,96 %), 
ოსები – 628 ადამ. (0,49 %), 
პოლონელები – 264 ადამ. (0,2 %) 
ავარო-ანდიელები (ავარიელები) – 240 ადამ. (0,18 %), 
თურქები – 162 ადამ. (0,12 %), 
ებრაელები – 153 ადამ. (0,12 %), 
თალიშები – 151 ადამ. (0,12 %), 
სპარსელები – 121 ადამ. (0,09 %), 
ქურთები – 108 ადამ. (0,08 %), 
იტალიელები – 106 ადამ. (0,08 %), 
სხვა ხალხები – 430 ადამ. (0,33 %). 

ადმინისტრაციული დაყოფა 

1913 წელს მაზრის შემადგენლობაში შედიოდა 51 სასოფლო მმართველობა: 

ავრანლის – სოფ. ავრანლი, 
ჰაიდარ-ბეგის – სოფ. ჰაიდარ-ბეგი, 
ალავერდის – სოფ. ალავერდი, 
ალექსანდერსჰილფის – სოფ. ალექსანდერსჰილფი, 
ამამლოს – სოფ. ამამლო, 
არჯევან-სარვანის – სოფ. არჯევან-სარვანი, 
არუხლოს – სოფ. არუხლო, 
ახნატის – სოფ. ახნატი, 
აშქალის – სოფ. აშქალა, 
ბაიდარის – სოფ. ბაიდარი, 
ბარმაქსიზის – სოფ. ბარმაქსიზი, 
ბაშქეის – სოფ. ბაშქეი, 
ბაშქიჩეთის – სოფ. ბაშქიჩეთი, 
ბაშთაშენის – სოფ. ბაშთაშენი, 
ბოლნის-ქაფანაქჩის – სოფ. ბოლნის-ქაფანაქჩი, 
ვორონცოვკის – სოფ. ვორონცოვკა, 
გიაურ-არხის – სოფ. გიაურ-არხი, 
გომარეთის – სოფ. დიდი გომარეთი, 
გუნია-კალასი – სოფ. გუნია-კალა, 
გიულიქარაქის – სოფ. გიულიქარაქი, 
დარბაზის – სოფ. დარბაზი, 
დემურბულაღის – სოფ. დემურბულაღი, 
ჯელან-ოღლის სომხური – სოფ. ჯელან-ოღლი სომხური (ახლა სტეფანავანი), 
ჯელან-ოღლის რუსული – სოფ. ჯელან-ოღლი რუსული, 
დემურჩი-ჰასანლის – სოფ. ქაფანაქჩი-დემურჩი-ჰასანლი, 
დისიხის – სოფ. დისიხი, 
დმანისის – სოფ. დიდი დმანისი 
ეკატერინენფელდის – სოფ. ეკატერინენფელდი, (ახლა ბოლნისი), 
ქამარლოსი – სოფ. დიდი ქამარლო, 
ქაჩაღანის – სოფ. ქაჩაღანი, 
ქვეშის – სოფ. ქვეში, 
ქერფილის – სოფ. ქერფილი, 
ყიზილ-ჰაჯილოსი – სოფ. ყიზილ-ჰაჯილო, 
კირიხლის – სოფ. კირიხლი, (კირიხლო, მარნეულის მუნიციპალიტეტი), 
ქურთანის – სოფ. ქურთანი, 
მაღართის – სოფ. მაღართი, 
ნარდევანის – სოფ. ნარდევანი, 
ნიკოლაევკასი – სოფ. ნიკოლაევკა, (ახლა ამრაკიცი), 
ნოვო-პოკროვკასი – სოფ. ნოვო-პოკროვკა, 
ოფრეთის – სოფ. ოფრეთი, 
პრივოლნოესი – სოფ. პრივოლნოე, 
სადახლოსი – სოფ. სადახლო, 
სარალის – სოფ. ზემო სარალი, 
სარაჩლოსი – სოფ. სარაჩლო, 
სარვანის – სოფ. სარვანი, 
უზუნლარის – სოფ. უზუნლარი, 
ფაჰრალოსი – სოფ. ფაჰრალო, 
ჩოჩქანის – სოფ. ჩოჩქანი, 
შაჰნაზარის – სოფ. შაჰნაზარი, 
შინიქის – სოფ. შინიქი, 
შულავერის – სოფ. შულავერი. 


VIII. საქართველოსი და მოხალისეთა არმიის კონფლიქტი 

საქართველოსი და მოხალისეთა არმიის კონფლიქტი – სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტი მოხალისეთა არმიასა (შემდეგ რუსეთის სამხრეთის შეიარაღებული ძალები) და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის 1918 წლის სექტემბერ – 1920 წლის დასაწყისში. 

მოხალისეთა პირველი კონტაქტები საქართველოსთან 

დევნიდნენ რა წითლების ტამანის არმიას, მოხალისეებმა შეიტყეს, რომ ტუაფსეს რაიონში დგანან გენერალ გ. ი. მაზნიევის ქართული ნაწილები, რომლებთანაც იმყოფება ყუბანელთა ექვსი ასეული. გენერალმა მ. ვ. ალექსეევმა ქართველებს სურსათი გაუგზავნა, რომლის უკმარისობასაც ისინი განიცდიდნენ, 29 აგვისტოს კი საქართველოს მთავრობას გაუგზავნა წერილი, რომელშიც კავშირისა და თანამშრომლობის იმედს გამოთქვამდა, და სთავაზობდა სურსათის იარაღსა და საბრძოლო მასალებზე გაცვლის საქმე აეწყოთ. ამასობაში ტამანელებმა მაზნიევი ტუაფსედან განდევნეს, და 8 სექტემბერს მოხალისეთა ცხენოსანმა პოლკმა ქალაქი დაიკავა. სხვა ცნობების მიხედვით, ა. პ. კოლოსოვსკის რაზმის მეწინავე რაზმები ტუაფსეს მხოლოდ 13 სექტემბერს მიადგნენ, და იმ დროისთვის ქალაქი ისევ ქართველების მიერ იყო დაკავებული. 

მაზნიევმა მოხალისეებს ტუაფსეს ჩრდილოეთ ნაწილი დაუთმო. ქართული ჯარების ბრძოლისუნარიანობა, რომლებიც უკვე დაამარცხეს ტამანელებმა ქალაქის იერიშის დროს, თეთრების აზრით, იმდენად დაბალი იყო, რომ კოლოსოვსკის სუსტ რაზმს შეეძლებოდა შრომის გარეშე დაეკავებინა შავზღვისპირეთის გუბერნიის სამხრეთ ნაწილი. თუმცა, კი გადაწყდა, არ მიემართათ მტრული მოქმედებებისთვის, რამდენადაც ახალი მტრების შეძენა თეთრებს არაფრად სჭირდებოდათ. ქართველ ჯარისკაცებს, თავიანთ მასაში, რუსების წინააღმდეგ ბრძოლა არ უნდოდათ, სამსახურს კი ისინი იმდენად უდარდელად ეკიდებოდნენ, რომ ერთ ღამეს მარკოველმა არტილერისტებმა მათ ორი ქვემეხი და სამუხტე ყუთები მოსტაცეს. რამდენიმე დღის შემდეგ კი გენერალმა მაზნიევმა, თავისი ნაწილების მოშლის საბაბით, რუსებს ჯავშანმატარებელი გადასცა, რომელსაც „რაინდი“ («Витязь») ეწოდა. 

თანამშრომლობა ვერ გამოვიდა. საქართველომ თეთრებისადმი მტრული პოზიცია დაიკავა. გენერალი მაზნიევი, როგორც პრორუსეთული ორიენტაციის ადამიანი, გაწვეულ იქნა, და იგი გენერალმა კონიევმა შეცვალა. ქართული ჯარები ტუაფსედან 30 კილომეტრზე იქნენ გაყვანილი, და შექმნეს ფრონტი, რომელთანაც სახალხო გვარდიის ნაწილები იქნენ თავმოყრილი (3 ათას ადამიანამდე 18 ქვემეხით). სანაპიროზე სოჭთან, დაგომისთან და ადლერთან ქართველებმა დაიწყეს სიმაგრეების აგება, და უკანასკნელორ პუნქტში მცირე გერმანული დესანტიც კი გადმოსხდა. 

თავად საქართველოში რუსი მოსახლეობისა და სხვა ეროვნულ უმცირესობათა დისკრიმინაციის გარდა, დენიკინი საქართველოს ხელისუფლებას სოჭის ოკრუგის გაძარცვაშიც ადანაშაულებდა (რომლის შემადგენლობაშიც 1917 წლის ბოლომდე გაგრის უბანიც შედიოდა). 

სოჭის ოკრუგის შენარჩუნებას ქართველები, როგორც ჩანს, არცთუ განსაკუთრებით იმედოვნებდნენ, ამიტომ ოკუპაციის პირველი დღეებიდანვე შეუდგნენ მის ძარცვას, აგზავნიდნენ რა ყველაფერს, რაც შეიძლებოდა, საქართველოში. ასე იქნა გაძარცვული ტუაფსეს რკინიგზა, ამასთან გაჰქონდათ რელსები, სხვადასხვა მასალები, საავადმყოფოს ინვენტარიც კი; აუქციონით იქნა გაყიდული გაგრის კლიმატური სადგურის მრავალმილიონიანი აღჭურვილობა, დაინგრა სატყეო-სამრეწველო საქმე გაგრაში; გაიყვანეს საჯიშე საქოელი, დაარბიეს კულტურული მამულები და ა. შ. ყოველივე ეს კეთდებოდა არა „სამოქალაქო ომის ადათების“ წესით, არამედ გეგმაზომიერი ტფილისური პოლიტიკის შედეგად. 
                                                              – დენიკინი, ტ. 3, გვ. 82  

მოლაპარაკებები ეკატერინოდარში 

მოხალისეთა არმიის სარდლობის მიწვევით საქართველოს მთავრობამ გაგზავნა ეკატერინოდარში დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის ე. პ. გეგეჭკორის მეთაურობით, რომელსაც თან ახლდა მაზნიევი. 25–26 სექტემბერს შედგა მოლაპარაკებები ქართველებთან ყუბანის მთავრობისა და რადის წარმომადგენელთა მონაწილეობით. 

მოხალისეთა არმიას წარმოადგენდნენ ალექსეევი, დენიკინი, ა. მ. დრაგომიროვი, ა. ს. ლუკომსკი, ი. პ. რომანოვსკი, ვ. ა. სტეპანოვი და ვ. ვ. შულგინი, რომელმაც ეკატერინოდარში დაიწყო გაზეთის „დიდი რუსეთი“ გამოცემა. ყუბანის მთავრობის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ატამანი ა. პ. ფილიმონოვი, მთავრობის თავმჯდომარე ლ. ლ. ბიჩი და ნ. ი. ვორობიოვი, მთავრობის წევრი ჯანდაცვის საკითხებში. 

უმნიშვნელოვანესი საკითხი გახლდათ ყოფილი კავკასიის ფრონტის სამხედრო ქონების ბედი. ძირითადი საწყობები საქართველოს ტერიტორიაზე იყო განლაგებული და მოხალისეები იმედოვნებდნენ შეიარარებისა და საბრძოლო მასალების მიღებას თუ არა აუნაზღაურებლად, სამოკავშირეო დახმარების სახით, თუნდაც სურსათზე გადაცვლის წესით. 

მეორე პრობლემა იყო სოჭის ოკრუგი, ოკუპირებული ქართული ჯარების მიერ. მოხალისეები მოითხოვდნენ ამ ტერიტორიის გაწმენდას, რომელზედაც საქართველოს არანაირი უფლება არ გააჩნდა. დენიკინის ცნობებით, ამ ოკრუგის 50 სოფლიდან 36 იყო რუსული, 13 შერეული მოსახლეობით, და მარტო ერთი ქართული. ქართველები მოსახლეობის სულ 10,8 %-ს შეადგენდნენ. დაისვა საკითხი აფხაზეთის შესახებაც, რომელიც, თეთრების აზრით, ძალადობრივად იყო საქართველოსთან შეერთებული, თუმცა კი არანაირი მოთხოვნები ამ მხრივ წაყენებული არ ყოფილა. დენიკინი და ალექსეევი ცდილობდნენ გაეგებინებიათ ქართველებისთვის, რომ თუ ისინი დატოვებენ სოჭის ოკრუგს, მაშინ სოხუმის ოკრუგზე მოხალისეთა არმიას პრეტენზიები არ ექნება. 

გეგეჭკორმა საპასუხოდ განაცხადა, რომ, მისი ცნობებით, სოჭის ოკრუგში ქართველები მოსახლეობის 22 %-ს შეადგენენ, ხოლო შემდეგ დაწყებული ცხარე კამათის მსვლელობისას კი განაცხადა, რომ მოხალისეთა არმიას არ შეუძლია რუსული მოსახლეობის ინტერესების წარმოდგენა, რადგანაც წარმოადგენს კერძოორგანიზაციას. ამაზე მას უთხრეს, რომ დამოუკიდებელ საქართველოს უმჯობესია თავისი შინაგანი პრობლემებისათვის მიეხედა და არ ჩარეულიყო რუსების საქმეებში, რომლებიც თვითონ გადაწყვეტენ, თუ რომელი ორგანიზაციებია მათთან კერძო, და რომელი არა. დასასრულს საქართველოს წარმომადგენელს კიდევ ერთხელ შეახსენეს აფხაზური საკითხის არსებობის შესახებ. 

ყუბანის წარმომადგენელმა ბიჩმა არ დაუჭირა მხარი მოლაპარაკებებში მოხალისეებს, და მალევე გამოირკვა, თუ რატომ. ოფიციალურ მოლაპარაკებებთან ერთდროულად ყუბანელებმა დადეს საქართველოსთან საიდუმლო შეთანხმება, რომლის შესახებაც ბიჩმა მოყვა რადას სხდომაზე 24 ნოემბერს. მისი სიტყვებით, ქართველები დაპირდნენ სოჭის ოკრუგის ყუბანისთვის გადაცემას. 

სოჭში დაფუძნებული რევოლუციური დემოკრატია ამას არ ეთანხმებოდა. აღიარებდა რა, რომ ოკრუგი ეკონომიკურად მისწრაფებულია ყუბანისაკენ, მიუხედავად ამისა „დემოკრატიულ პარტიათა სოჭის გაერთიანებულმა საბჭომ“ უარი თქვა შესულიყო მის შემადგენლობაში, რადგანაც არ სურდა სამხედრო დიქტატურის ხელისუფლების ქვეშ აღმოჩენილიყო. 1 ოქტომბერს მან დაადგინა, რომ საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ საგანგებო დეკრეტით დროებით უნდა შეუერთოს ოკრუგი თავის რესპუბლიკას, აგრეთვე ხსენებულმა რესპუბლიკამ უნდა დაამყაროს საქონელბრუნვა ყუბანთან, რათა სურსათით უზრუნველყოს მოსახლეობა. 

დენიკინმა ამის გამო გესლიანად შენიშნა: 

ამრიგად, „თავისუფლებანი“ – ქართული, პური კი – რუსული. 

მოლაპარაკებების ჩავარდნის შემდეგ დენიკინმა ჩაკეტა საზღვარი საქართველოსთან. 

თეთრი გენერლების აზრით, საქართველოს მტრული პოზიცია გახლდათ შედეგი გერმანიაზე მისი დამოკიდებულებისა. 

სოჭის კონფლიქტი 

დენიკინის ჯარები ტუაფსეს სამხრეთით დადგნენ, დაიკავეს რა მეწინავე ნაწილებით (ყუბანელ მსროლელთა ბატალიონი და მარკოველთა ბატარეის 1-ლი ოცეული) სოფელი ლაზარევსკოე. მათ წინააღმდეგ სადგურ ლოოსთან იდგნენ ქართული ჯარები გენერალ კონიევის მეთაურობით. თეთრებს გერმანულ ჯარებთან შეტაკებისა ეშინოდათ, და ამიტომ გარკვეულ დროს სოჭის ოკრუგში ნარჩუნდებოდა მდგომარეობა „არც მშვიდობა, არც ომი“. გრძელდებოდა ქართველების მიერ ოკრუგის ძარცვა და სომხური მოსახლეობის შევიწროვებანი. ბლოკადამ და ქართველების მიერ შემოღებულმა ნატურალურმა გადასახადმა ოკრუგში დაწყებული შიმშილი გააძლიერა. ოკრუგის მცხოვრებნი მოხალისეებს გზავნილებსა და დეპუტაციებს უგზავნიდნენ თხოვნით გაენთავისუფლებინათ ისინი ქართული ოკუპაციისაგან. ამასთან მენშევიკები და ესერები საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობდნენ. 

თეთრების შეტევა 

დაწყებული ქართულ-სომხური ომის გამო 22 დეკემბერს დაიწყო ქართული ჯარების გამოყვანა სოჭის ოკრუგიდან. დენიკინმა ისარგებლა სიტუაციით და თავის ნაწილებს უბრძანა, არ შევიდოდნენ რა ბრძოლაში ქართველებთან, მათ მიერ დატოვებული ტერიტორიები დაეკავებინათ. 29 დეკემბერს ქართველებდა სადგური ლოო დატოვეს, რომელიც მაშინვე მოხალისეებმა დაიკავეს. შემდეგ ქართველთა უკანდახევა შეჩერებულ იქნა და ერთი თვის განმავლობაში მხარეებს პოზიციები მდინარე ლოოს გაყოლებაზე ეკავათ. 

22 იანვარს დენიკინმა კავკასიაში ინგლისური ძალების სარდლის გენერალ ფორესტიე-უოკერისაგან მიიღო შეტყობინება მოთხოვნით ბრიტანული სარდლობის თანხმობის მიღებამდე სოჭის ოკრუგში წინსვლა შეეჩერებინა. 27 იანვარს დენიკინმა ბალკანეთში და შავ ზღვაზე ბრიტანელ სარდალს გენერალ ჯ. მილნს პროტესტი გაუგზავნა. 

ამასობაში ფრონტისპირა ადლერის რაიონში დაიწყო სომხების აჯანყება. საქართველოს მთავრობამ 31 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება სადამსჯელო ექსპედიციის შესახებ. რამდენიმე დღის მანძილზე ქართველები არტილერიის დახმარებით აჯანყებულ სომხურ სოფლებს ანადგურებდნენ. სომხებმა დახმარებისათვის დენიკინს მიმართეს და მანაც უბრძანა ჯარებს სოჭის ოკრუგი დაეკავებინათ. შავზღვისპირეთში ჯარების სარდალმა გენერალმა მ. ია. ბურნევიჩმა კონიევს ულტიმატუმი წაუყენა მოთხოვნით, რომ მას იარაღი და საბრძოლო მასალები ჩაებარებინა. 6 თებერვალს თეთრებმა მდინარე ლოო ბრძოლით გადალახეს და სოჭი დაიკავეს, ხოლო შემდეგ კი ოთხ დღეში მთელი ოკრუგიც დაიკავეს, მივიდნენ რა მდინარე ბზიფამდე. გენერალი კონიევი და მისი შტაბის უფროსი ტყვედ იქნენ აყვანილი, სოჭში 43 ოფიცერი და 700 ჯარისკაცი იქნა ინტერნირებული, რომლებიც შემდეგ საქართველოში გაგზავნეს. საპასუხოდ ქართველებმა რუსების წინააღმდეგ რეპრესიები გააძლიერეს. 

თეთრების შემოტევამ სოხუმის ოკრუგში აფხაზებისა და სომხების აჯანყებები გამოიწვია. მათმა წარმომადგენლებმა კვლავ სთხოვეს დენიკინს დახმარება. 14 თებერვალს მან მილნსა და უოკერს ტელეგრამა გაუგზავნა წინადადებით სოხუმის ოკრუგი ნეიტრალურად გამოეცხადებიათ, იქიდან ქართული ჯარები და ადმინისტრაცია გაეყვანათ, და მართვისა და წესრიგის შენარჩუნების ფუნქციები აფხაზური ფორმირებებისთვის გადაეცათ. 

ინგლისელები, რომლებიც საქართველოს მხარდაჭერით გამოვიდნენ, შეეცადნენ დენიკინზე ზეწოლა მოეხდინათ, ულტიმატიური ფორმით მოითხოვეს რა მისგან სოჭის ოკრუგის გაწმენდა, თან ემუქრებოდნენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სამხედრო მიწოდებებს შეუწყვეტდნენ, მაგრამ გადაჭრილი უარი მიიღეს. შემდგომ მოლაპარაკებებს არანაირი შედეგები არ მოჰყოლია, და ბრიტანელებს მოუწიათ გაგრაში ჯარისკაცთა ასეულის შეყვანით შემოფარგლულიყვნენ. ეს ნაწილი მდინარე ბზიფზე დადგა, გაყო რა დაპირისპირებული მხარეები, რომელთაგან აიღეს დაპირება მდინარეზე არ გადასულიყვნენ. 

ქართველების შეტევა 

1919 წლის გაზაფხულზე ჯარების დიდი ნაწილი ქართული ფრონტიდან უფრო მეტად მნიშვნელოვან მიმართულებებზე გადაისროლა. ინგლისელებმა მას მისცეს ოფიციალური დაპირება, რომ ბზიფზე ქართველების გადასვლას არ დაუშვებენ. მიუხედავად ამისა, აპრილის დასაწყისისთვის ქართველებმა ბზიფის იქით 5–6 ათას ადამიანსა 20 ქვემეხს მოუყარეს თავი, და შეტევისთის ემზადებოდნენ. 

საქართველოს მხარდაჭერით 8 აპრილს სოჭის ოკრუგში დაიწყო „მწვანეების“ აჯანყება. 

17 აპრილს ქართველები ბზიფზე გადავიდნენ და თეთრების მეწინავე რაზმს: გენერალ უშაკის კავკასიურ ოფიცერთა პოლკს, დაარტყეს. თეთრებმა შემოტევა მოიგერიეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სიმაღლეები ზურგში მწვანეების მიერაა დაკავებული. ჯარებს მოუხდათ მდინარე მზიმთას იქით დიდი დანაკარგებით გადასულიყვნენ. მხოლოდ 20 აპრილს სოჭიდან გამოგზავნილი დამხმარე ჯარები ადლერსა და პლასტუნსკის, აჯანყების ბაზას დაეუფლნენ, რის შემდეგაც მწვანეთა მოძრაობა დასუსტებისკენ წავიდა. ქართველები მზიმთამდე მივიდნენ, მაგრამ შემდეგ კი მეხადირზე უკან დაიხიეს. 

ფრონტის სტაბილიზაცია 

დენიკინმა ისე ჩაკეტა საზღვარი საქართველოსთან და შავზღვისპირეთის ჯარებს უბრძანა შეტევაზე გადასულიყვნენ და სოჭისა და სოხუმის ოკრუგები დაეკავებინათ. მაგრამ, 3 მაისს ფრონტზე მოხერხდა მხოლოდ 2800 ადამიანისა და 13 ქვემეხის შეგროვება. ფლოტიც ასევე ძალზედ სუსტი იყო დესანტის ჩატარებისთვის: არსებული ხომალდები ქერჩის პოზიციების თავდაცვით იყვნენ დაკავებული. 

ამ გარემოებებმა აიძულეს თეთრი სარდალი გენერალ ჩ. ბრიგსის თხოვნას დათანხმებოდა, გაეუქმებია შეტევა და ინგლისელთა შუამდგომლობით ქართველებთან მოლაპარაკებები ჩაეტარებია. ბრიგსი ტფილისში ნ. ნ. ჟორდანიას შეხვდა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები ორჯერ აწარმოა, რომელნიც გააფრთხილა იმის შესახებ, რომ არ ღირს რუსთა ინტერესების იგნორირება, ვინაიდან „ინგლისელები წავლენ, რუსეთი კი სამუდამოდ დარჩება“. მოლაპარაკებებს შედეგები არ მოჰყოლია. ქართველებმა კატეგორიულად უარი განაცხადეს მეხადირიდან უკან დაეხიათ, აპრილსა და ივნისში ინგლისელთა მხრიდან ფორმალური მოთხოვნების მიუხედავად, რადგანაც იმედოვნებდნენ, რომ პარიზის სამშვიდობო კონფერენცია მათთის ხელსაყრელ საზღვრებს დაადგენდა. საქართველოს მთავრობის აზრით, მეხადირსა და ბზიფს შორის ტერიტორია აუცილებელი იყო როგორც ბუფერი მოხალისეთა არმიის შესაძლო მტრული მოქმედებების წინააღმდეგ. 

ფრონტის ხაზი მეხადირზე იქნა სტაბილიზებული, და 1920 წლის გაზაფხულამდე ჩაწყნარება გრძელდებოდა, რომელიც დროდადრო წვრილი სასაზღვრო შეტაკებებით ირღვეოდა. 1919 წლის ზაფხულიდან 1920-ის გაზაფხულამდე თეთრებს 2,5-დან 6,5 ათას ადამიანამდე ჰყავდათ შავი ზღვის სანაპიროზე, როგორც ქართველებისაგან დასაცავად, ისე მწვანეებისათვის წინააღმდეგობის გასაწევადაც, რომლებიც, დენიკინის სიტყვით, „უცვლელად საქართველოს განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ შედგებოდნენ, რომელიც აძლევდა თავშესაფარს, დახმარებასა და მოქმედებების თავისუფლებას მათი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ ორგანიზაციებს“. 

სოჭის ოკრუგის გარდა დენიკინის მოითხოვდა შავი ზღვის გუბერნიის შემადგენლობაში გაგრის უბნის დაბრუნებასაც, რომელიც მის შემადგენლობაში ეკონომიკური მოსაზრებების გამო 1905 წელს გადაეცა, მაგრამ 1917 წლის ბოლოს, ამიერკავკასიის კომისარიატის გადაწყვეტილებით, სოხუმის ოკრუგში იქნა დაბრუნებული. 

საქართველო და ანტიდენიკინური აჯანყება ჩეჩნეთსა და დაღესტანში 

მოხალისეთა არმიის ჩრდილოეთ კავკასიაში წინსვლით შეშფოთებულმა საქართველომ და აზერბაიჯანმა 1919 წლის 16 ივნისს შეკრეს თავდაცვითი კავშირი თეთრების წინააღმდეგ. თეთრების გაჩერება ვერ შეძლეს ვერც ინგლისელებმა, და ისინი ამაოდ ცდილობდნენ აეკრძალათ დენიკინისტის შესულიყო პეტროვსკ-პორტის სამხრეთით. საქართველოს, აზერბაიჯანისა და მთიელთა რესპუბლიკის კოლექტიურ განცხადებაში, რომელიც 20 ივნისს ანტანტის უმაღლეს საბჭოში იქნა გაგზავნილი, ცალკე იყო ლაპარაკი ამ სახელმწიფო წარმონაქმნების არსებობისათვის მუქარის შესახებ მოხალისეთა მხრიდან. 

საქართველო, ისევე როგორც აზერბაიჯანიც, აქტიურ მხარდაჭერას უწევდა აჯანყებას თეთრების წინააღმდეგ, რომელიც დაიწყო 1919 წლის აგვისტოში ჩეჩნეთსა და დაღესტანში, და თავისი დროშების ქვეშ გააერთიანა ბოლშევიკები, ისლამური ფანატიკოსები ჩეჩნეთიდან, დაღესტნის მთიელთა ნაწილი, თურქი პანისლამისტები და მთიელთა მთავრობა. დენიკინის აზრით, ქართველი პოლიტიკოსები ისწრაფვოდნენ დახმარებოდნენ ჩრდილო კავკასიაში დამოუკიდებელი მთიელთა რესპუბლიკის შექმნას, რომელიც შეძლებდა ქცეულიყო ბუფერად საქართველოსა და რუსეთს შორის. 

საქართველოს მთავრობამ გაგზავნა, უმთავრესად, ჩეჩნეთში, იარაღი, პარტიზანული რაზმები ტყვე წითელარმიელთაგან, ქართული „ლეგიონი“, რამდენიმე ათეული ოფიცერ-ინსტრუქტორი გენერალ კერესელიძის საერთო უფროსობით. ამბოხებულთა მეჯლისმა კერესელიძე დანიშნა „მთიელთა რესპუბლიკის ჯარების უმაღლეს მთავარსარდლად“. თუმცა კი, ეს წმინდად ფორმალური დანიშვნა გახლდათ, სინამდვილეში კი აჯანყებულებს ნური-ფაშა სარდლობდა. 

კონფლიქტის გადაწყვეტის მცდელობები 

დენიკინის წარმომადგენელი საქართველოში გენერალი ნ. ნ. ბარათოვი ცდილობდა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისათვის მიეღწია, მაგრამ მისმა მისიამ წარმატებას ვერ მიაღწია. თავად ბარათოვი ბოლშევიკური ტერაქტის მსხვერპლი შეიქნა. 13 სექტემბერს, ტფილისის ერთ-ერთ ქუჩაში მგზავრობისას, ორი ბომბის აფეთქებით ფეხში მძიმედ დაიჭრა, და მისი ამპუტირება გახდა საჭირო. 

28 სექტემბრის ნოტით დენიკინმა ინგლისელებს მოსთხოვა უზრუნველეყოთ მისთვის ზურგი „სისხლისღვრის გარეშე, გაატარებდნენ რა მშვიდობიანი გზით ამისათვის აუცილებელ ყველა ზომას“, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თავისთვის იტოვებდა მოქმედებათა თავისუფლებას. 

რადგანაც ინგლისელები არ დაეხმარნენ, ნოემბერში ბარათოვი საქართველოდან იქნა გაწვეული, თავად ამ ქვეყანამ კი ეკონომიკური ბლოკადა განიცადა, რომელიც, იმ წელს მომხდარი მოუსავლიანობის გამო, მისთვის მეტად საგრძნობი გახლდათ. 

ამან, აგრეთვე ჩეჩნურ-დაღსტნური აჯანყების დაქვეითებამაც, საქართველო აიძულა თავისი აგრსიისათვის ლაგამი ამოედო და ჩეჩნეთიდან კერესელიძე გამოეწვია. ქართველებმა დაიწყეს მოლაპარაკებებისთვის ნიადაგის ზონდირება (მოსინჯვა). დენიკინმა მხოლოდ ერთი მოთხოვნა წამოაყენა: გაეწმინდათ სოჭის ოკრუგი, გაიყვანდნენ რა ჯარებს მდინარე ბზიფის აღმოსავლეთით. 

შემდეგ ქართველებმა პაუზა აიღეს და ელოდებოდნენ, თუ რითი დასრულდებოდა ბოლშევიკების შემოტევა, და იანვარში, როცა დენიკინის ჯარებმა დამარცხება განიცადეს და დონზე და ჩრდილოეთ კავკასიაში დაიხიეს, ხოლო ბოლშევიკებმა კი საქართველოს მისი დამოუკიდებლობის ცნობა შესთავაზეს, ტფილისურმა მთავრობამ ამ საკითხზე მისიის გაგზავნა გადადო. 

ბოლშევიკების წინადადებაზე დენიკინის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედებების შესახებ, საქართველოს მთავრობამ უარით უპასუხა. 

საქართველო და შავზღვისპირელი აჯანყებულნი 

მწვანების აჯანყება შავზღვისპირეთში, ძირითადად 1919 წლის ოქტომბრისათვის იქნა ჩახშობილი გენერალ ს. კ. დობროროლსკის მიერ, თუმცა კი, 18 ნოემბერს გაგრაში საქართველოს მფარველობით შეიკრიბა „შავზღვისპირეთი გლეხობის დელეგატთა ყრილობა“, რომელზედაც აირჩიეს „განთავისუფლების კომიტეტი“ სამარინ-ფილიპოვსკის მოთავეობით და „მთავარი შტაბი“ ნ. ვ. ვორონოვიჩის მეთაურობით, რომელიც სახალხო ლაშქრის ჩამოყალიბებას შეუდგა. 

ისარგებლა რა იმით, რომ დეკემბრის შუა რიცხვებისთვის მთელი ბრძოლისუნარიანი ჯარები დენიკინის კიერ შემომტევი წითელი არმიის წინააღმდეგ ჩრდილოეთში იყო გადასროლილი, ვორონოვიჩმა ნეიტრალურ ზოლში 600-კაციანი რაზმი შეკრიბა და 28 იანვარს ადლერზე დაიძრა. სოჭის ფრონტზე მას მხარი დაუჭირა შეტევაზე გადასულმა ქართული სახალხო გვარდიის ბატალიონმა, „რომელზედაც ქართულმა სარდლიბამ ოფიციალურად უარი განაცხადა“. 

ამრიგად, საქართველომ ისევ სცადა სოჭის კონფლიქტი გადაეწყვიტა, იყენებდა რა აჯანყების მოძრაობას, მაგრამ ამასთანავე ღია აგრესიაზე გადასვლაც აფიქრებდა. ამ აქციას სერიოზული შედეგები არ მოჰყოლია, რადგანაც შავზღვისპირელი მწვანეები ძირითადად ბოლშევიკებზე იყვნენ ორიენტირებულნი, საქართველოს კი მხოლოდ დროებითი მოკავშირის სახით იყენებდნენ. გარდა ამისა, 1920 წლის მარტში წითელი არმია შავზღვისპირეთის გუბერნიის საზღვრებთან გავიდა, და ქართველებს მოუწიათ უარი ეთქვათ თავიანთი ტერიტორიის გაფართოების იმედზე სოჭის ოკრუგის ხარჯზე. 

შედეგები და დასკვნები 

დენიკინი იმედოვნებდა, რომ საქართველო შეიქნება მოკავშირედ ბოლშევიკების წინააღმდეგ, და ამიტომ ტფილისური რეჟიმის მიერ რუსეთისა და რუსებისადმი გამოვლენილ ღია მტრობას იგი აღშფოთებაში მოჰყავდა. გულწრფელ გაოცებას იწვევდა თეთრებში ქართველი პოლიტიკოსების მიამიტი რწმენა იმისა, რომ პარიზის კონფერენცია გადაწყვეტს საკითხს მათი ქვეყნის დამოუკიდებლობის შესახებ და დაადგენს მათთვის მომგებიან საზღვრებს. საერთაშორისო კონფერენციას არ ჰქონდა უფლებამოსილებანი იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომლებიც რუსეთის საშინაო საქმეებს შეეხებოდა და წარმოადგენდა საგანს ორმხრივი მოლაპარაკებებისთვის ცენტრსა და დამოუკიდებლობის გამომცხადებელ განაპირა მხარეებს შორის, როცა ცენტრში კანონიერი ხელისუფლება იქნებოდა აღდგენილი. მაშინაც კი, თუ ანტანტის უმაღლესი საბჭო მიიღებდა რაიმე-ნაირ გადაწყვეტილებას, რუსეთში არავინ ამ აზრს ანგარიშს არ გაუწევდა, რამდენადაც სამოქალაქო ომში მებრძოლი არც ერთი პოლიტიკური რეჟიმი ვერსალში მოლაპარაკებებზე დაშვებული არ ყოფილა. 

მეორეს მხრივ, დენიკინი უარს ამბობდა ეღიარებინა კავკასიის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, და მხოლოდ დაპირდა, რომ მას დე-ფაქტო ანგარიშს გაუწევდა, და არ დაიწყებდა ამ ქვეყნების ოკუპირებას. ხოლო დამოუკიდებლობის, საზღვრებისა და სხვა საკითხების შესახებ გადაწყვეტილება მიაჩნდა დამფუძნებელი კრების კომპეტენციად. ეს სავსებით შეესაბამებოდა მოხალისეთა პოლიტიკის სულისკვეთებას, და ფორმალური თვალსაზრისითაც კანონიერი და სამართლიანი გახლდათ (რის შესახებაც, კერძოდ, ქართველ წარმომადგენლებს გენერალი ბრიგსი ეუბნებოდა). თუმცა კი, არსებობდა სავსებით გონივრული შიში, რომ ბოლშევიკებზე გამარჯვების შემთხვევაში დამფუძნებელი კრება მხოლოდ იურიდიულად გააფორმებს გამარჯვებულთა ნებას, და რადგანაც დენიკინი ომის მსვლელობისას დამოუკიდებლობის გარანტიების მიცემაზე უარს აცხადებდა, მაშინ განა შეიძლებოდა იმის იმედი ჰქონოდათ, რომ იგი მათ დამოუკიდებლობას ომის დამთავრების შემდეგ მისცემდა? 

კონფრონტაცია გარდაუვალი აღმოჩნდა, ერთის მხრივ მოხალისეთა მოუქნელი პოზიციის, ხოლო მეორეს მხრივ კი – ქართველთა არაგონივრული ტერიტორიული პრეტენზიების შედეგად. ინგლისი კი ორი ხელის ტიპიურ პოლიტიკას ატარებდა – ერთდროულად უჭერდა მხარს თეთრ მოძრაობასაც, და მის მოწინააღმდეგეებსაც, რათა მიეცა შესაძლებლობა ლიმიტროფებისთვის სამოქალაქო ომის დასრულებამდე გაეფორმებიათ თავიანთი სახელმწიფოებრიობა, და, ამით, აღორძინებადი რუსეთი დაესუსტებიათ. 

ლიტერატურა 

Авалиани С. Грузия и Добровольческая армия. — Одесса, 1919 

Авалов З. Д. Независимость Грузии в международной политике 1918—1921 гг. — Париж, 1924 

Деникин А. И. Очерки русской смуты. Том 3. Белое движение и борьба Добровольческой армии. Май — октябрь 1918. — Мн.: Харвест, 2002. — 464 с. — ISBN 985-13-1148-0 

Деникин А. И. Очерки русской смуты. Том 4. Вооружённые силы юга России. Распад Российской империи. Октябрь 1918 — январь 1919. — Мн.: Харвест, 2002. — 560 с. — ISBN 985-13-1145-6 

Деникин А. И. Очерки русской смуты. Том 5. Вооружённые силы юга России. Заключительный период борьбы. Январь 1919 — март 1920. — Мн.: Харвест, 2002. — 464 с. — ISBN 985-13-1149-9 

Карпенко С. В. «Россия на Кавказе останется навсегда»: Добровольческая армия и независимая Грузия (1918—1919 гг.) 

Марковцы во Втором походе на Кубань // Второй Кубанский поход и освобождение Северного Кавказа (Сост. С. В. Волков). — М.: ЗАО Центрполиграф, 2002. — 639 с. — ISBN 5-227-01652-6 

იხილეთ ასევე 

Гражданская война в Черноморье и Сухумском округе (1917—1918) 


IX. სოჭის კონფლიქტი 

სოჭის კონფლიქტი 1918–1919 წლებისა – საქართველოს მიერ ქალაქ სოჭის დაპყრობისა და მთელი შავი ზღვის პირა ზოლის შემოერთების მცდელობა მდინარე მაკოფსემდე, ტუაფსეს მახლობლად, აგრეთვე რიგი ტერიტორიებისა მისგან ჩრდილოეთით. კონფლიქტი დასრულდა საქართველოს დამარცხებით რუსეთის სამხრეთის შეიარაღებული ძალების მიერ გენერალ ა. ი. დენიკინის სარდლობით, რომელიც გამოდიოდა ლოზუნგით „ერთიანი და განუყოფელი რუსეთისათვის“, რამაც საშუალება მისცათ შეენარჩუნებიათ ტუაფსე და სოჭი, თუმცა კი რუსეთმა მაინც დაკარგა კონტროლი გაგრის მაზრაზე მდინარე ფსოუს სამხრეთით. 


კონფლიქტის პოლიტიკური წინაპირობები 

ბრესტ-ლიტოვსკის ზავის შედეგები 

ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობების თანახმად, რომელსაც 1918 წლის 3 მარტს მოეწერა ხელი, თურქეთის ხელში გადადიოდა მნიშვნელოვანი ტერიტორიები. ევროპულ ფრონტებზე გაუარესებული სიტუაციების გათვალისწინებით თურქეთის გეგმა იმაში შედგებოდა, რათა თავის შემადგენლობაში ჩაერთო რაც შეიძლებოდა მეტი კავკასიური მიწები პრო-თურქულად განწყობილი მოსახლეობით საერთო ზავის დადებამდე, რომელიც სამმხრივ კავშირს კარგს არაფერს პირდებოდა. 

თუმცა კი ამიერკავკასიის ფედერაციამ, რომლის შემადგენლობაშიც ამ მომენტში საქართველო შედიოდა, არ სცნო ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობები, მისი შესაძლებლობები თურქული შემოტევისადმი დაპირისპირებაში შეზღუდული იყო. 1918 წლის მარტ-აპრილში ახალი თურქული შემოტევისა და თურქების მიერ ბათუმის, ოზურგეთისა და ახალციხის დაკავების შემდეგ, კონფედერაცია იძულებული შეიქნა მოლაპარაკებებზე დათანხმებოდა. 

თურქეთის მოთხოვნით, კონფედერაცია მოლაპარაკებებზე დამოუკიდებელი სუბიექტის სახით უნდა გამოსულიყო. ამიტომ 1918 წლის 9 აპრილს იგი გარდაქმნილ იქნა ამიერკავკასიის დემოკრატიულ ფედერაციულ რესპუბლიკად (ადფრ). 

ბათუმის სამშვიდობო კონფერენცია 

ბათუმის კონფერენციაზე 1918 წლის 11 მაისს (ბათუმს ამ ხანებში თურქეთი აკონტროლებდა), რომელიც თურქეთის, ადფრ-ის, მთიელთა რესპუბლიკისა და გერმანიის მონაწილეობით ტარდებოდა, ქართული დელეგაცია იძულებული შეიქნა იმაზე უფრო უარეს პირობებს დათანხმებოდა, ვიდრე ეს ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. 

ამავე დღეს, 11 მაისს, მთიელთა რესპუბლიკის წარმომადგენლებმა განაცხადეს ადფრ-დან თავიანთი გასვლისა და დამოუკიდებელი პრო-თურქული მთიელთა რესპუბლიკის შექმნის შესახებ, სადაც შევიდა აფხაზეთიც. კონფერენციაზე დამსწრე აფხაზეთის ეროვნული საბჭოს დელეგაციის წევრებმა, და მათ შორის ა. შერვაშიძემ, თურქეთს განუცხადეს, რომ „აფხაზეთს არ სურს შედიოდეს ამიერკავკასიის ხალხების ჯგუფში, არამედ საკუთარ თავს მიაკუთვნებს მთიელთა ჩრდილოკავკასიურ გაერთიანებას“. 

მაგრამ საიდუმლო ორმხრივ მოლაპარაკებებზე, საქართველომ, რომელსაც ყველაზე უფრო მეტად იმის ეშინოდა რომ თურქეთს შეუძლია გააგრძელოს მისი ტერიტორიის ანექსია, სთხოვა გერმანიას სამხედრო მხარდაჭერა მისი გავლენის სფეროში თავისი შესვლის სანაცვლოდ, რომელიც უკვე ოკუპირებულ ყირიმთან და უკრაინასთან ერთად, მოიცავდა შავზღვისპირეთის მთელ ჩრდილოეთ ნაწილსაც. გერმანული სარდლობა ხალისით გამოეხმაურა ამ მიმართვას, რამდენადაც გერმანიამ უკვე 1918 წლის აპრილში მოაწერა ხელი საიდუმლო შეთანხმებას თურქეთთან ამიერკავკასიაში გავლენის სფეროთა განაწილების შესახებ, რომლის თანახმად საქართველო მის გარეშეც გერმანიის გავლენის სფეროში იმყოფებოდა. გერმანიის მხარდაჭერის პირობას წარმოადგენდა საქართველოს გამოსვლა ადფრ-დან, გერმანიის მიერ მისი დანარჩენი წევრების – სომხეთისა და აზერბაიჯანის მხარდაჭერის შეუძლებლობის გათვალისწინებით. 

ბოლშევიკური ხელისუფლების დამხობა აფხაზეთში 

გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს აძლევდა შესაძლებლობას მოეხდინა სამხრეთში ტერიტორიული დანაკარგების კომპენსაცია შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ტერიტორიების შემოერთების ხარჯზე. 

საქართველომ პირველი ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით, დაამყარა რა კონტროლი აფხაზეთზე. უკვე 1918 წლის 17 მაისს ადფრ-ის ქართული სამხედრო რაზმები ვალიკო ჯუღელის ხელმძღვანელობით შევიდნენ სოხუმში და დაამხეს იქ ხელისუფლებაში მყოფი ბოლშევიკური მთავრობა. 

მათ მიერ აღდგენილ მეორე მოწვევის აფხაზეთის ეროვნულ საბჭოს თავის შემადგენლობაში საქართველოსადმი ლოიალური გაცილებით უფრო მეტი წევრი ჰყავდა, ვიდრე ბოლშევიკების მიერ გარეკილ პირველი მოწვევის აფხაზეთის ეროვნულ საბჭოს. 

როგორც აცნობა ა. ჩხენკელმა საქართველოს ეროვნულ საბჭოს: „თურქებმა გადაწყვიტეს გამოეგზავნათ ჯარები სოხუმის დასაკავებლად და დაიწყეს შესაბამისი მომზადებაც. მაგრამ მალევე მათ მიიღეს ცნობა ჩვენი ჯარების მიერ სოხუმის აღებისა და ბოლშევიკთა განდევნის შესახებ. ამ ცნობამ მათზე ისე იმოქმედა, როგორც მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნამ“. 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადება 

1918 წლის 26 მაისს გამოცხადებულ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. დამოუკიდებლობის შესახებ აქტში არ იყო განსაზღვრული საქართველოს საზღვრები, მაგრამ გერმანელმა გენერალმა ფონ ლოსოვმა 1918 წლის 28 მაისის საიდუმლო წერილში გააკეთა მათი წინასწარი მონახაზები და გამოხატა მზადყოფნა იმისთვის, რომ „გერმანიას აღმოეჩინა საქართველოსთვის დახმარება მისი საზღვრების უზრუნველყოფის საქმეში“. 

გერმანული ჯარების საქართველოში გადმოსროლა 

1918 წლის 28 მაისს საქართველოსთან დადებული ხელშეკრულების შედეგადგერმანიამ მიიღო კონტროლი ამიერკავკასიის ნედლეულზე (ნავთობი, მარგანეცი), რკინიგზასა და პორტებზე. 

სამათასიანი საექსპედიციო კორპუსი ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტაინის მეთაურობით ყირიმიდან იქნა გადმოსროლილი ფოთსა და ოჩამჩირეში. გერმანიის სამხედრო დახმარებამ საშუალება მისცათ მოეხდინათ ბოლშევიკების მხრიდან აფხაზეთში მუქარის ლიკვიდაცია. გერმანელები ეხმარებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებასა და შემდგომი შეტევისთვის მის მომზადებაში. 

1918 წლის ზაფხულის განმავლობაში გაერთიანებული გერმანულ-ქართული გარნიზონები იყო დისლოცირებული საქართველოს სხვადასხვა ნაწილში, რომლებიც გააძლიერეს უკრაინიდან და სირიიდან გადმოყვანილი გერმანული ჯარებით, აგრეთვე განთავისუფლებული გერმანელი სამხედრო ტყვეებითა და მობილიზებული გერმანელი კოლონისტებით. 

ქართული ჯარების მიერ აფხაზეთის დაკავება 

1918 წლის გაზაფხულზე საქართველოს შეიარაღებული ძალები შეიჭრენ აფხაზეთში, დაამხეს საბჭოთა ხელისუფლება და დაამყარეს თავიანთი კონტროლი მის ტერიტორიაზე. აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად დანიშნულმა მაზნიაშვილმა 1918 წლის 23 ივნისს გამოაცხადა სამხედრო მდგომარეობის შემოღების შესახებ და მოსახლეობისგან მოითხოვა საქართველოს ყველა კანონისადმი უსიტყვო დამორჩილება. ამ ნაბიჯმა გამოიწვია აფხაზეთის პროტესტი, რომელიც ეძიებდა ბოლშევიკებთან ბრძოლაში მხარდაჭერას, მაგრამ სულაც არ ისწრაფვოდა საქართველოსადმი პოლიტიკური დაქვემდებარებისკენ. წარმოქმნილმა კრიზისმა შემდგომში გამოიწვია აფხაზეთის საქმეთა მინისტრის პოსტიდან რ. კაკუბას გადადგომა, და 17 ივლისს მის ადგილზე რ. ჩხოტუას დანიშვნა, რომელიც აფხაზეთის ეროვნულ საბჭოს დაპირდა, რომ მისი „მთავარი მიზანია – აფხაზეთის ინტერესების დაცვა“. 

ტუაფსეს მიმართულებაზე საქართველოს შეტევა 

ივლისის დასაწყისში ქართულმა ჯარებმა სოჭის ოკრუგის საზღვარი გადალახეს და რუსეთის ტერიტორიის ანექსიას შეუდგნენ. იმ ხანებში ყუბან-შავზღვისპირეთის საბჭოთა რესპუბლიკა დენიკინელთა და აჯანყებული ყუბანელი კაზაკების დარტყმების ქვეშ კრახის პირას იმყოფებოდა, და არ შეეძლო არსებითი მოგეროების ორგანიზება. სარგებლობდნენ რა მოსახლეობის მხარდაჭერით, ქართულმა ჯარებმა 3 ივლისისათვის გაგრა და ადლერი დაიკავეს. განდევნეს რა წითლები 5 ივლისს მდინარე კუდეფსტასთან დაკავებული პოზიციიდან, ისინი სოჭში შევიდნენ. 


                     დემონსტრაცია 1918 წელს ქ. სოჭში ქართული ჯარების 
                                       შესვლის მხარდასაჭერად

8 ივლისიდან წითელი არმიის ჯარებმა მიმართეს კონტრშეტევის მცდელობებს, მაგრამ 15-დან 26 ივლისის ჩათვლით ბრძოლების სერიის შედეგად ქართული ჯარები მთლიანად დაეუფლენ ინიცატივას და, 12-საათიანი ბრძოლის შემდეგ, 27 ივლისს ტუაფსეში შევიდნენ. მთელი სანაპირო ტერიტორია 1918 წლის სექტემბრისათვის ოკუპირებულ იქნა და „საქართველოსადმი დროებით შემოერთებულად“ გამოცხადდა. 

დაპყრობილ ტერიტორიაზე თავის პრეტენზიებს საქართველო მათზე დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ხანაში თავისი კონტროლით ასაბუთებდა. 

ნადავლის სახით ქართულმა ჯარებმა ხელში ჩაიგდეს ბევრი ტყვე, 4 ზარბაზანი,12 ტყვიამფრქვევი, საბრძოლო მასალები, ხომალდები, 5 ორთქლმავალი. მოძრაობდნენ რა რკინიგზის გასწვრივ უღელტეხილის მიმართულებით, ქართულმა ძალებმა 4 აგვისტოს ტუაფსესგან ჩრდილოეთით ექვს კილომეტრში გაანადგურეს წითელი ჯარების ძირითადი დაჯგუფება ანტონოვის მეთაურობით, რომელიც 4 ათას ადამიანს მოითვლიდა და ჯავშანმატარებელსაც „თავისუფლებისათის მებრძოლი # 2“ მოიცავდა, და დაიკავეს პოზიციები სადგურ კრივენკოვსკაიადან 6 კმ ჩრდილოეთით. 

ქართული არმიის შეტევა არსებითად იოლდებოდა იმით, რომ ყუბან-შავზღვისპირეთის საბჭოთა რესპუბლიკა რუსეთის სამხრეთის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლით იყო შებოჭილი. 

თურქული ჩარევა აფხაზეთში 

ქართული ჯარების შეყვანა აფხაზეთი თავად აფხაზების მიერ ერთმნიშვნელოვნად არ განიხილებოდა. ამიტომ, როცა 1918 წლის ბოლოს გერმანიამ დაიწყო სამხედროოპერაციების დასრულება ამიერკავკასიაში, ხოლო ჩრდილო კავკასიაში კი თურქეთის არმიის ჩრდილო-კავკასიური კორპუსის შეტევა გაიშალა, გენერალ იუსუფ იზეთ-ფაშის, ეროვნებით ადიღის მეთაურობით, აფხაზეთის ეროვნულ საბჭოში მყოფმა აფხაზური არისტოკრატიის წარმომადგენლებმა დახმარებისათვის თურქეთის აფხაზებს მიმართეს. მათი გეგმები ითვალისწინებდა აფხაზეთის ჩართვას მთიელთა რესპუბლიკის შემადგენლობაში, რომელიც თურქეთის ეგიდის ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ, რადგანაც თურქეთს არ შეეძლო ამ საკითხში ღიად გამოსულიყო თავისი მოკავშირის გერმანიის წინააღმდეგ, აფხაზთა მხარდაჭერის განხორციელება მოხალისეთა გამოგზავნის გზით იგეგმებოდა. 

ივლის-აგვისტოში თურქულმა ნაწილებმა,რომლებიც ძირითადად კავკასიელი მუჰაჯირების შთამომავალთაგან შედგებოდნენ, საზღვაო დესანტების მცდელობებს მიმართეს (ასე, 1918 წლის 27 ივნისის გათენების ღამეს დიდი შეიარაღებული დესანტი გადმოსხდა მდ. კოდორთან), მაგრამ ყველა ისინი წარუმატებლად დასრულდა. 

8 აგვისტოს ქართულმა ადმინისტრაციამ (?) 15 აგვისტოს მეორე მოწვევის აფხაზეთის ეროვნული საბჭო „თურქოფილობის“ ბრალდებით გარეკა და მიახდინა მისი რეორგანიზება ისეთ ორგანოდ, რომელიც უფრო მოსახერხებელი იქნებოდა აფხაზეთში ქართული პოლიტიკის გასატარებლად. 

პოლიტიკური სიტუაციის შეცვლა 

1918 წლის შემოდგომაზე ცენტრალური დერჟავების კაპიტულაციისა და გერმანული და თურქული ქვედანაყოფების ამიერკავკასიიდან წასვლის შემდეგ, წამყვანი როლი რეგიონში გადავიდა დიდი ბრიტანეთის ხელში – მოხალისეთა არმიის მთავარი მოკავშირისა. დიდი ბრიტანეთი ისწრაფვოდა ერთიანი ანტიბოლშევიკური ფრონტის შექმნისაკენ რეგიონში, მაგრამ არ უნდოდა რომ რუსეთს (ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ძალას) შესამჩნევი როლი ეთამაშა, და ატარებდა „დაყავი და იბატონე“ პრინციპის შესაბამის პოლიტიკას. მხარს უჭერდა რა დენიკინელთა მიზნებს ბოლშევიკებთან ბრძოლაში, დიდი ბრიტანეთი არ ახალისებდა მათ მისწრაფებას „ერთიანი და განუყოფელი“ რუსეთის აღდგენისკენ, ისწრაფვოდა რა შეენარჩუნებია კარგი ურთიერთობები საქართველოსთან, მნიშვნელოვან ხარისხად ბაქოს ნავთობის ტრანსპორტირების უზრუნველყოფისთვის. 

რუსეთის სამხრეთის შეიარაღებული ძალების სარდლობას, რომელიც ერთიანი და განუყოფელი რუსეთის შენარჩუნებისთვის იბრძოდა, არ შეეძლო რუსეთის მიერ ქ. სოჭის დაკარგვა დაეშვა, ამიტომ, როგორც კი ბოლშევიკების წინააღმდეგ ფრონტზე მდგმარეობა გაუმჯობესდა, 25–26 სექტემბერს ქ. ეკატერინოდარში მიმდინარე მოლაპარაკებებზე გენერალმა ალექსეევმა მოსთხოვა ქართველებს დაუყოვნებლივ გაეწმინდათ რუსეთის ტერიტორია. 

ქართული დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრ ე. გეგეჭკორის მეთაურობით დაჟინებით მოითხოვდა სოჭის ოკრუგის საქართველოს შემადგენლობაში ჩართვას, რაც აუცილებელი იყო „ქართული მოსახლეობის ბოლშევიკებისგან დასაცავად“ (მიუხედავად იმისა, რომ მოცემული მომენტისთვის ბოლშევიკები უკვე განდევნილი იყვნენ რეგიონიდან). 

26 სექტემბერს მოლაპარაკებები რუსეთის სამხეთის შეიარაღებულ ძალებსა და საქართველოს შორის შეწყვეტილ იქნა, და თეთრებმა დაიწყეს შეტევა ქართული არმიის პოზიციებზე. 

მოხალისეთა არმიის შეტევა 

გენერალ დენიკინის ჯარებმა სოჭი, ადლერი და გაგრა დაიკავეს. 1919 წლის 10 თებერვლისათვის თეთრებმა აიძულეს ქართული არმის მდინარე ბზიფის იქით დაეხია. 

დიდი ბრიტანეთისადმი 25 დეკემბრის ნოტაში, საქართველომ სერიოზული შიშები გამოხატა დენიკინელების შემდგომ გეგმებთან მიმართებაში. საპასუხოდ, დიდმა ბრიტანეთმა დენიკინისაგან მოითხოვა დაპირება რომ სოჭზე შეტევისაგან ტავს შეიკავებდა და შესაბამისი დაპირებაც მისცა საქართველოს. სოჭის ოკრუგი გამოცხადდა „ნეიტრალურად“ (მაგრამ ქართული ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში), დენიკინელებს კი, ომის მუქარით, აეკრძალათ შემდგომი წინსვლა ამიერკავკასიაში ბრიტანული ჯარების სარდლის გენერალ უოკერის თანხმობის გარეშე. 

1919 წლის იანვარში, პარიზის კონფერენციაზე, საქართველოს წარმომადგენლებმა წარადგინეს სახელმწიფოს საზღვრების ისტორიული რუკა მეფეების დავით აღმაშენებლისა და თამარის დროისა, რომელზედაც სოჭისა და ტუაფსის ოკრუგების ტერიტორია საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. წარმოდგენილი ისტორიული მოწმობების საფუძველზე, საქართველოს საზღვრად ვარაუდობდნენ ჩაეთვალათ მდ. მაკოფსე, რომელიც ტუაფსეს სამხრეთ-აღმოსავლეთით 14 კმ-ზე მდებარეობს. 

თუმცა კი იქვე მთიელთა რესპუბლიკის წარმომადგენლებმა წარადგინეს რუქა, რომელზედაც აფხაზეთი მის შემადგენლობაში იყო გამოსახული. 

როგორც მოვლენების შემდგომმა განვითარებამ უჩვენა, დიდი ბრიტანეთის გავლენა დენიკინელებზე შეზღუდული გახლდათ. 1919 წლის იანვარში აჯანყდნენ სოჭის ოკრუგის სომხები, საქართველო-სომხეთის ომით გამოწვეული ეროვნებათაშორისი კონფლიქტის შედეგად და „ქართველების მიერ წარმოებულ შევიწროვებათა გამო“. ქართულმა ჯარებმა გამოიყენეს არტილერა აჯანყებული სომხური სოფლების წინააღმდეგ. დახმარების შესახებ სომხების თხოვნებზე საპასუხოდ, დენიკინმა, ნოვოჩერკასკთან წითელ არმიასთან მძიმე ბრძოლების მიუხედავად, დაარღვია დიდ ბრიტანეთთან დადებული შეთანხმება და 24 იანვარს დაძრა ჯარები სოჭზე. მოახდინა რა ინგლისელთა პროტესტების იგნორირება, მოხალისეთა არმია, რომელსაც ქართველების ზურგში დარტყმებით მხარს უჭერდნენ სომეხი აჯანყებულები, 6 თბერვალს შევიდა სოჭში, ამასთან დატყვევებულ იქნა ქართული ჯარების სარდალი გენერალი კონიაშვილი. 8 თებერვალს სოჭისა და ადლერის გარნიზონები ტყვედ ჩაბარდნენ, მათ შემადგენლობაში ქართული შტაბის უფროსი პოლკოვნიკი წერეთელიც. მთლიანობაში სოჭში დატყვევებულ იქნენ საქართველოს არმიის 700 ჯარისკაცი და 48 ოფიცერი, დაღუპულთა რიცხვმა კი შეადგინა სულ 7 თერთრგვარდიელი და ქართული ჯარების 12 მებრძოლი. 


         რუსეთის სამხრეთის შეიარაღებული ძალების მე-2 ქვეითი დივიზია, 
                  რომელმაც განდევნა ქართული ჯარები სოჭიდან 1919 წ.

დიდმა ბრიტანეთმა პროტესტი განუცხადა დენიკინს, ემუქრებოდა რა ურთიერთობების გაწყვეტით, სამხედრო მიწოდებების შეწყვეტითა და ომითაც კი, კერძოდ, სახაზო ხომალდების ქვემეხებიდან რუსეთის კავკასიური სანაპიროსთვის ცეცხლის დაშენით. მაგრამ დენიკინმა არათუ უარი თქვა სოჭიდან წასვლაზე, არამედ სოხუმზეც კი დაიძრა, გამოაცხადა რა აფხაზეთი „ერთიანი და განუყოფელი რუსეთის“ ნაწილად (ცნობილია რომ 1919 წლის დასაწყისში აფხაზი ლიდერები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ დენიკინელებთან და სთხოვდნენ დახმარებას ქართული ჯარების განსადევნად აფხაზეთიდან). ქართველები შეეცადნენ მის გაჩერებას გაგრასთან, მაგრამ უკუგდებულ იქნენ. ამ მომენტში ინგლისელებმა კომპრომისული ვარიანტი შესთავაზეს დენიკინელებს – სოჭის ოკრუგის „ნეიტრალიზაცია“ იქ ინგლისური ჯარების განთავსებით. თეთრებს არაფერი დარჩენოდათ, თუ არა დათანხმებოდნენ და სოჭის ოკრუგის საზღვარზე გაჩერებულიყვნენ მდინარე ბზიფის გაყოლებით. 

ეს პერიოდი ხასიათდებოდა ქართული ადმინისტრაციის ანტირუსული მოქმედებების დასაწყისით. კონფისკებულ იქნა რუს მიწათმფლობელთა მიწები საქართველოში (1919 წლის 24 თებერვალი), დააპატიმრეს რუსული ეროვნული საბჭოს აქტივისტები ტფილისში, სამხედრო მოსამსახურეები. 1919 წლის დიდ ხუთშაბათს საქართველოს ხელისუფლებამ დალუქა და მრევლს ჩამოართვა ტფილისის საკათედრო ტაძარი. 

შედეგები 

1919 წელს ა. ი. დენიკინის ჯარების მიერ სოჭის ოკრუგის დაუფლებამ ფაქტიურად შეინარჩუნა სოჭი (და ტუაფსეც) რუსეთის შემადგენლობაში. თუმცა კი რუსეთმა მაინც დაკარგა გაგრის მაზრა მდინარეებს ფსოუსა და ბზიფს შორის, ხოლო აფხაზეთი, გარდა ამისა, ჩართულ იქნა თუნდაც სახელშეკრულებო საფუძველზე, მაგრამ საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში უკვე საქართველოს სსრკ-ში შესვლის შემდეგ. 

სოჭის კონფლიქტი კინოში 

«Железный поток», 1967 г. 

სოჭის კონფლიქტი მხატვრულ ლიტერატურაში 

А. Серафимович «Железный поток» 
А. Бондарь, В. Рожкова «Три дня в Туапсе» 

იხილეთ ასევე 

Гражданская война в Черноморье и Сухумском округе (1917—1918) 
Политическая ситуация в России в 1917—1918 годах 

გარე წყაროები 

Архив статей по Абхазии 


X. აჯანყებები სამხრეთ ოსეთში (1918–1920) 

აჯანყებები თანამედროვე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე (1918–1920) – შეიარაღებული გამოსვლები თანამედროვე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ეროვნული თვითგამორკვევის, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისაგან გამოყოფისა და საბჭოთა რუსეთთან შეერთების ლოზუნგებით. 

წინაისტორია 

1918 წლის 26 მაისს (8 ივნისს) ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის (ამიერკავკასიის ფედერაციის) დაშლის შედეგად წარმოიქმნა სამი დამოუკიდებელი სახელმწიფო. ერთ-ერთმა მათგანმა – საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ – წამოაყენა თავისი უფლებები თანამედროვე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ზოგადად რომ ვთქვათ, ასეთი სახელწოდების რეგიონის არსებობას საქართველოს ხელისუფალნი არ აღიარებდნენ – ჩვეულებრივ ამტკიცებდნენ, რომ ლაპარაკია ისტორიულ-გეოგრაფიულ ოლქზე შიდა ქართლი, რომელშიც რამდენიმე მაზრაში ოსები სახლობენ. 

ამ დროისათვის რეგიონში უკვე ფუნქციონირებდა სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭო, რომლის პირველი ყრილობაც ჯერ კიდევ 1917 წლის 6–9 ივნისს შედგა დაბა ჯავაში. ეროვნულმა საბჭომ, რომეიც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთაგან შედგებოდა (ესერები, ანარქისტები, მენშევიკები, ბოლშევიკები და სხვა), ეროვნულ საკითხზე თავის დადგენილებაში გამოთქვა სამხრეთელი ოსებისათვის „თავისუფალი თვითგამორკვევის უფლების“ მიცემის მომხრედ. 

პირველი აჯანყება 

პირველმა გლეხურმა აჯანყებამ თანამედროვე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იფეთქა ჯერ კიდევ ამიერკავკასიის ფედერაციის დროს, 1918 წლის მარტში, რომელიც დროში დაემთხვა თურქული ჯარების შემოტევას ამიერკავკასიაში. აჯანყება ჩახშობილ იქნა ქართული რეგულარული ჯარებისა და სახალხო გვარდიის მიერ. 

მეორე აჯანყება 

მეორე აჯანყება დაიწყო 1919 წლის შემოდგომაზე, როცა ნ. ჟორდანიასეულმა საქართველოს მენშევიკურმა მთავრობამ უარით უპასუხა საბჭოთა რუსეთის წინადადებას დაედოთ სამხედრო კავშირი და ერთობლივი ძალებით დაესრულებინათ გენერალ დენიკინის თეთრგვარდიული ჯარების განადგურება, რომლებიც წითელი არმიის მიერ კავკასიონთან იყვნენ მომწყვდეულნი. საქართველომ, რომელსაც ეშინოდა ნეგატიური რეაქციისა ანტანტის მხრიდან და იმედოვნებდა დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერას აჭარის ტერიტორიის (ბათუმის რაიონის) შემოერთებაში, შესთავაზა ამის ნაცვლად დაეწყოთ მოლაპარაკებები ურთიერთობათა პოლიტიკური დარეგულირების სფეროში (იმისთვის, რათა მიეღწია რსფსრ-გან /საბჭოთა რუსეთისაგან – ი. ხ./ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებისთვის). 

მესამე აჯანყება 

1920 წლის 30 იანვარს შეიქმნა რკპ(ბ) (რუსეთის კომუნისტური პარტიის /ბოლშევიკებისა/ – ი. ხ.) სამხრეთ-ოსეთის საოკრუგო კომიტეტი. 

23 მარტს რკპ(ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთში საბჭოტა ხელისუფლების გამოცხადებისა და სამხრეთ ოსეთის რევკომის (რევოლუციური კომიტეტის – ი. ხ.) ორგანიზაციის შესახებ. 

6 მაისს სამხრეთ-ოსეთის რევკომმა მიიღო გადაწყვეტილება: „...ვემორჩილებით რა კავკასიის სამხარეო კომიტეტის ბრძანებას, აუცილებლად მიგვაჩნია გამოვაცხადოთ საბჭოთა ხელისუფლება, ჯერჯერობით როქის რაიონში ჩავკეტოთ ხეობა... შევუერთდეთ რსფსრ-ს... რის შესახებაც ვაცნობოთ მოსკოვსა და დემოკრატიულ საქართველოს“. მანამდე რამდენიმე კვირით ადრე საბჭოთა ხელისუფლება დამყარებულ იქნა აზერბაიჯანში. 

რსფსრ-ის თერგის ოლქიდან სამხრეთ ოსეთში როქის უღელტეხილის გადმოვლით გამოგზავნილ იქნა საბჭოთა ჯარების რაზმი ორი ქვემეხით. ადგილობრივ აჯანყებულთა რაზმთან ერთობლივად მათ დაიპყრეს ცხინვალი. აჯანყების ჩასახშობად გაგზავნილ იქნენ რეგულარული ჯარები და სახალხო გვარდიის ნაწილები. 

7 მაისს მოსკოვში ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას რსფსრ-სა და საქართველოს შორის. მისი პირობებით, საბჭოთა რუსეთი უსიტყვოდ ცნობდა (აღიარებდა) საქართველოს დამოუკიდებლობას (независимость и самостоятельность) და ვალდებულებას კისრულობდა არ ჩარეულიყომის საშინაო საქმეებში. 

28 მაისს რკპ(ბ) ცენტრალურ კომიტეტსა (ცკ) და სრულიად რუსეთის მუშათა და გლეხთა დეპუტატების ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს (ცაკ) გაეგზავნა „მშრომელი სამხრეთ ოსეთის მემორანდუმი“, რომელშიც განცხადებული იყო სამხრეთ ოსეთის მისწრაფება შესულიყო „საბჭოთა რუსეთის შემადგენლობაში საერთო საფუძველზე  უ შ უ ა ლ ო დ“. 

1920 წლის 8 ივნისს ოსურმა რაზმებმა, მიაყენეს რა დამარცხება ქართულ ჯარებს, დაიკავეს ცხინვალი. სამხრეთ ოსეთის რევკომმა გამოსცა ბრძანება სამხრეთ ოსეთში („ონიდან დუშეთამდე“) საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადებისა და „საბჭოთა რუსეთთან შეერთების შესახებ“. ამან საბაბი მისცა საქართველოს მთავრობას დაეწყო უკვე დიდი ხნის მომზადებული ფართომასშტაბიანი შეიარაღებული შეჭრა სამხრეთ ოსეთში. 

საქართველოს მენშევიკურმა ხელმძღვანელობამ სამხრეთ ოსეთში გააგზავნა არმია, გამოაცხადა ოსები „დამნაშავეებად საქართველოს ყველა უბედურებაში“. ერთ ქართულ გაზეთში, რომელიც მხარს უჭერდა აჯანყებულთა წინააღმდეგ რეპრესიებს, მათ უწოდებდნენ „მოღალატეებს, შხამიან გველებსა და მათ წიწილებს, რომლებიც განადგურებულ უნდა იქნან“ (გაზეთი „ერთობა“, 20 ივნისი 1920 წ.). 

1920 წლის 17 ივნისს ქართულმა არმიამ პოლკოვნიკ ჩხეიძის მეთაურობით დაიწყო ოპერაცია სამხრეთ ოსეთში ბოლშევიკური ხელისუფლების წინააღმდეგ. 

20 ივნისს ქართული არმიის მიერ განადგურებულ იქნა სამხრეთ ოსეთის ბოლშევიკური ხელმძღვანელობა – დაიხვრიტა 13 ბოლშევიკი. 

მხოლოდ 1921 წელს, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ლტოლვილების ნაწილმა შეძლო სამშობლოში დაბრუნება. თუმცა კი ბევრი მათგანი მაინც ჩრდილოეთ ოსეთში დარჩა. 

სამხრეთ ოსეთში ეთნიკური დაძაბულობის ზრდასთან ერთად 1980-იანი წლების ბოლოს ისე წამოტივტივდა 1918–1920 წლების კონფლიქტის თემა. სამხრეთ-ოსები აჯანყებე4ბის ჩახშობაში ქართველთა მოქმედებებს განიხილავენ როგორც გენოციდის აქტს. მათი ვერსიის თანახმად, 387 მამაკაცი, 172 ქალი და 110 ბავშვი იქნა მოკლული ხოცვა-ჟლეტის შედეგად; 1206 მამაკაცი, 1203 ქალი და 1732 ბავშვი დაიღუპა საბრძოლო მოქმედებების დროს. დაღუპულთა საერთო რიცხვმა შეადგინა 4812, ან სხვა წყაროს მიხედვით 5279 ადამიანი, ე. ი. რაიონის ოსური მოსახლეობის საერთო რიცხოვნების 6–8 %. 

1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ-ოსეთის სახალხო დეპუტატების საოლქო საბჭომ თავის დადგენილებაში მოახდინა 1920 წლის მოვლენები კვალიფიცირება როგორც ოსი ხალხის გენოციდისა. ანალოგიური რეზოლუციები იქნა მიღებული ჩრდილო ოსეთისა და რუსეთის ზოგიერთი სხვა ჩრდილო-კავკასიური რესპუბლიკის მიერ. 2006 წლის 2 ნოემბერს, აფხაზეთის სახალხო კრებამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც აღიარებს საქართველოს 1918–1920 და 1989–1992 წლების მოქმედებებს, როგორც გენოციდს, 1948 წლის კონვენციის შესაბამისად. 

ქართველები უარყოფენ გენოციდში ბრალდებას და დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ციფრებს გადაჭარბებულად მიიჩნევენ. ამასთან არ უარყოფენ რა თავად საბრძოლო მოქმედებების სისასტიკეს. 

მითითებები 

ვიკიპედიაში არის პორტალი „სამხრეთ ოსეთი“ 

სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა პოლიტიკური შეფასება მისცა 1918–1920 წლების მოვლენებს 

1920 წლის გენოციდის ფაქტები სამხრეთ ოსეთში: ნაციზმის ტრადიციები საქართველოში 

ავთანდილ მენთეშაშვილი. საბჭოთა რუსეთი და ოსური სეპარატიზმი საქართველოში 1918–1920 წლებში 


XI. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა საქართველოში (1920) 

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა საქართველოში განხორციელებულ იქნა 1920 წლის 3 მაისს ბოლშევიკების მიერ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ემყარებოდნენ რა რსფსრ (რუსეთის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის – ი. ხ.) 11-ე არმიის დახმარებას, რომელიც მეზობელ აზერბაიჯანში მოქმედებდა, ბოლშევიკები შეეცადნენ თავიანთი კონტროლის ქვეშ აეყვანათ სამხედრო სკოლა და სამტავრობო დაწესებულებები საქართველოს დედაქალაქში – ქალაქ ტფილისში. საქართველოს მთავრობამ ჩაახშო უწესრიგობები ტფილისში და თავი მოუყარა თავის ძალებს რუსული ჯარების ბლოკირებისათვის აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე. საბჭოთა მთავრობას არცთუ მარტივი პოლონეთთან ომის ფონზე მოუხდა გადაედო თავისი გეგმები საქართველოს გასაბჭოების მხრივ და ეღიარებინა (ეცნო) საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ 7 მაისის მოსკოვის ხელშეკრულების ფარგლებში. 


             ახლანდელი ხედი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 
               იუნკერთა სკოლისა, რომელიც 1920 წლის მაისის დასაწყისში 
                         ბოლშევიკ მეამბოხეთა მიზანს წარმოადგენდა

წინაპირობები 

რუსეთში 1917 წლის რევოლუციის შემდეგ საქართველოზე კონტროლის უზრუნველყოფის უუნარობის შედეგად ქართველი ბოლშევიკურილიდერების უმრავლესობა საბჭოთა რუსეთში გაემგზავრა, საიდანაც ისინი აწარმოებდნენ იატაკქვეშა ხელმძღვანელობას, რომელიც მიმართული იყო მენშევიკური მთავრობისათვის ძირის გამოთხრაზე ტფილისში. მზადების პროცესში მყოფი რიგი გლეხური რევოლუციები მენშევიკების წინააღმდეგ 1918-დან 1919 წლის ჩათვლით გაუქმებულ იქნა, მაგრამ მალევე მიიღეს ზომები მასშტაბური აჯანყების მომზადებისათვის სახელმწიფოში. 


XII. მოსკოვის ხელშეკრულება (რსფსრ – საქართველო, 1920) 

მოსკოვის ხელშეკრულება რსფსრ-სა და საქართველოს შორის ხელმოწერილ იქნა 1920 წლის 7 მაისს და დე-იურე აძლევდა საქართველოს დამოუკიდებლობის (независимость) გარანტიას იმ დაპირების სანაცვლოდ, რომ საქართველო არ მისცემდა თავშესაფარს საბჭოთა რესპუბლიკისადმი მტრული ძალების ჯარებს. 

წინაისტორია 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელსაც სოციალ-დემოკრატიული მენშევიკური პარტია ედგა სათავეში, გამოეყოამიერკავკასიის რესპუბლიკას 1918 წლის 26 მაისს. იმ მომენტში რესპუბლიკა ფორმალურად არ იყო აღიარებული (ცნობილი) საბჭოთა ხელისუფლების მიერ, მაგრამ შეძლო სუვერენიტეტის ფაქტიური აღიარების მიღება თეთრი მოძრაობისა და ანტანტის ქვეყნებისაგან, აგრეთვე კომპიენის დაზავებამდე გერმანიისაგან. 

თბილისში 1920 წელს ბოლშევიკური გადატრიალების ჩავარდნის შემდეგ, აგრეთვე იმავე წლის მაისის დასაწყისში საქართველოში შეჭრაზე წითელი არმიის ნაწილების უიღბლო მცდელობის შემდეგაც, ლენინური მთავრობა დაეთანხმა ხელი მოეწერა ხელშეკრულებისთვის საქართველოსთან და ეცნო დე-იურე მისი დამოუკიდებლობა (независимость). სანაცვლოდ მენშევიკები ფორმალურად დაპირდნენ არ მიეცათ თავშესაფარი საბჭოთა რუსეთისადმი მტრული ნებისმიერი ძალების წარმომადგენლებისთვის. ბევრმა ქართველმა პოლიტიკოსმა, საგარეო საქმეთა მინისტრის ევგენი გეგეჭკორის ჩათვლით, ხელშეკრულების ეს პუნქტი ჩათვალა ქვეყნის სუვერენიტეტზე ხელის აღმართვად და დაჟინებით მოითხოვდა რუსეთის მიერ წამოყენებული პირობების უარყოფას. მაგრამ პრემიერ-მინისტრი ნოე ჟორდანია, რომელიც საქართველოს საერთაშორისო აღიარებისკენ ისწრაფვოდა, დაეთანხმა ამ პირობებს. ხელშეკრულება 1920 წლის 7 მაისს იქნა ხელმოწერილი მოსკოვში გრიგოლ ურატაძის მიერ საქართველოს მხრიდან და ლევ კარახანის მიერ რუსეთის მხრიდან.  

პირობები 

ხელშეკრულების პირველ ორ მუხლში რუსეთი უსიტყვოდ აღიარებდა საქართველოს დამოუკიდებლობას და უარს ამბობდა ნებისმიერ ჩარევაზე საქართველოს საშინაო საქმეებში 

მუხლი I 

ამოდის რა რუსეთის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული ყველა ხალხის უფლებიდან თვითგამორკვევაზე თვით სრულ გამოყოფამდეც კი იმ სახელმწიფოსგან, რომლის შემადგენლობაშიც ისინი შედიან, რუსეთი უსიტყვოდ აღიარებს ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობას (независимость и самостоятельность), ნებაყოფლობით ამბობს უარს ყველანაირ სუვერენულ უფლებებზე, რომლებიც ეკუთვნოდა რუსეთს ქართველ ხალხთან და მიწასთან მიმართებაში. 

მუხლი II 

ამ ხელშეკრულების წინამორბედ მუხლში 1 გამოცხადებული პრინციპებიდან ამომდინარე, რუსეთი კისრულობს ვალდებულებას უარი თქვას ყოველგვარ ჩარევაზე საქართველოს საშინაო საქმეებში. 

თავის მხრივ საქართველომ ვალად იკისრა განაიარაღოს, მოუხდინოს ინტერნირება და გადასცეს მოსკოვს საბჭოთა ხელისუფლებისადმი მტრული ნებისმიერი შეიარაღებული ფორმირება. ხელშეკრულებისადმი საიდუმლო დამატებაზე, მენშევიკები წავიდნენ უფრო მეტ დათმობებზე, ნება მისცეს რა რუსეთის ბოლშევიკური პარტიის ადგილობრივ განყოფილებას თავისუფლად ემუშავა საქართველოში. 

საქართველო იძლევა კომუნისტური პარტიის უფლების გარანტიას არსებობასა და თავისუფლად მუშაობაზე... და კერძოდ მისი უფლებისა შეკრებებისა და ბეჭდური სიტყვის თავისუფლებაზე, პრესის ორგანოებთან ხელმისაწვდომობის ჩათვლით. 

შედეგები 

დიდი ბრიტანეთის მთავარი კომისრის ოლივერ უორდროპის მოწმობის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მენშევიკები ეიფორიაში იმყოფებოდნენ და ხელშეკრულებას დიპლომატიურ წარმატებად მიიჩნევდნენ, ქვეყნის საზოგადოებრივი აზრი გმობდა მას როგორც „რუსეთისადმი შეფარულ დაქვემდებარებას“. საპარლამენტო ოპოზიციამ, განსაკუთრებით ეროვნულ-დემოკრატებმა, ხისტი კრიტიკა დაატეხა თავზე მთავრობას მოსკოვისადმი დათმობების გამო. მიუხედავად ამისა, მოსკოვის ხელშეკრულება სასარგებლო აღმოჩნდა საქართველოსთვის მოკლევადიან პერსპექტივაში, რამდენადაც მან უბიძგა ამ დრომდე მერყეობაში მყოფ მოკავშირეებს, აგრეთვე ზოგიერთი სხვა ქვეყნის მთავრობასაც, 1921 წლის 24 იანვარს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებისკენ (ცნობისკენ). 

მაგრამ მოსკოვის ხელშეკრულებამ ვერ გადაჭრა წინააღმდეგობანი რუსეთსა და საქართველოს შორის. და თუმცა რსფსრ-მ აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, საბჭოთა ხელმძღვანელობის ბევრი მაღალი თანამდებობის პირი, კერძოდ კიროვი და ორჯონიკიძე, მოითხოვდნენ და გეგემავდნენ საქართველოს „გასაბჭოებას“. მათთვის ხელშეკრულება საქართველოს პრობლემას გადადებდა პოლონეთთან მძიმე ომის დასრულებამდე. 

ასრულებდა რა ხელშეკრულებას, საქართველოს მთავრობამ ბოლშევიკების დიდი ნაწილი ციხიდან გამოუშვა. მათ სწრაფად მოახდინეს ფორმალურად დამოუკიდებელი საქართველოს კომუნისტური პარტიის ორგანიზება, რომელმაც რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკებისა) (რკპ/ბ/) კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელობით დაიწყო იატაკქვეშა კამპანია მენშევიკების მთავრობის წინააღმდეგ, რის გამოც ისინი კვლავ დაპატიმრებული შეიქნენ შინაგან საქმეთა ენერგიული მინისტრის ნოე რამიშვილის მიერ. რსფსრ-ის სრულუფლებიანი ელჩი სერგეი კიროვი პროტესტს აცხადებდა ასეთი გადაწყვეტილების წინააღმდეგ და რამდენიმე ხისტი ნოტა გაცვალა ევგენი გეგეჭკორთან. ეს ვერგადაჭრილი დავა გამოიყენა კიდეც საბჭოთა პროპაგანდამ მენშევიკური მთავრობის წინააღმდეგ, რომელსაც მოსკოვოი ბრალს დებდა რეპრესიებში კომუნისტების მიმართ, დაბრკოლებების შექმნაში ბადრაგების თავისუფლად გატარებისთვის სომხეთში, აგრეთვე ანტისაბჭოთა აჯანყებების მხარდაჭერაში ჩრდილოეთ კავკასიაში. თავის მხრივ, საქართველომ ბრალი დასდო რსფსრ-ს ანტისამთავრობო აჯანყებების მზადებაში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში, განსაკუთრებით ეთნიკურ უმცირესობებს შორის, როგორებიც იყვნენ აფხაზები და ოსები, და პროვოკაციებში საზღვარზე აზერბაიჯანის სსრ-თან. მყიფე მშვიდობის ცხრა თვისა და მენშევიკური მთავრობის მიერ ცხინვალის რეგიონში აჯანყების უკიდურესად სასტიკად ჩახშობის შემდეგ, რომელმაც იქ საბჭოტა ხელისუფლება გამოაცხადა (შემდგომში ბოლშევიკებმა მას საქართველოს სსრ-ის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი დაარქვეს), 1921 წლის თებერვალში დაიწყო საბჭოეთ-საქართველოს ომი. წითელი არმია, 1921 წლის 16 თებერვალს, შეიჭრა საქართველოში, დაიკავა რა წითელი ხიდი მდინარე ხრამზე და სოფელი შულავერი. სოფელ შულავერში შეჭრილმა ბოლშევიკებმა გამოაცხადეს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (საქართველოს სსრ).  

თანამედროვე საქართველოში ტარდებოდა პარალელები რუსულ-ქართულ დიპლომატიას შორის 1920 და 2000 წლებში. რამდენიმე მაღალი თანამდებობის რუსი დიპლომატის განცხადებებზე საპასუხოდ, იმის შესახებ, რომ მოსკოვი ისურვებდა ეხილა საქართველო „სუვერენულ, ნეიტრალურ და მეგობრულ ქვეყნად“, და არა ნატო-ს მსგავსი სამხედრო ალიანსების წევრად, 2007 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ საქართველოსთვის ნეიტრალიტეტი შეუძლებელია, იმიტომ რომ „1920 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ბოლშევიკურ რუსეთთან შეთანხმებას თავისი ნეიტრალიტეტის შესახებ და ექვსი თვის შემდეგ საქართველო იქნა ოკუპირებული“. 

მითითებები 

ხელშეკრულების სრული ტექსტი (ხელმიუწვდომელი მითითება). 


XIII. საქართველოსა და რუსეთს შორის 1920 წ. 7 მაისის ხელშეკრულება 

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ერთის მხრით და რუსეთის სოციალისტურმა ფედერაციულმა საბჭოთა რესპუბლიკამ მეორეს მხრით, რომლებიც ხელმძღვანელობენ საერთო სურვილით დაამყარონ ორივე მხარეს შორის მტკიცე და მშვიდობიანი თანაცხოვრება ორივე ქვეყანაში მოსახლე ხალხების საკეთილდღეოდ, გადაწყვიტეს დაედოთ ამისთვის საგანგებო ხელშეკრულება და საამისოდ დანიშნეს თავიანთ რწმუნებულებად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ – საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი გრიგოლ ილარიონის ძე ურატაძე და რუსეთის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის მთავრობამ – საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე ლევ მიხეილის ძე კარახანი. აღნიშნული რწმუნებულები, თავიანთ უფლებამოსილებათა შესახებ ერთმანეთისათვის გაცნობის შემდეგ, რომლებიც მოწოდებული არიან მისცენ ზემოთ ჩამოთვლილ პირებს უფლება ამ ხელშეკრულებაზეხელის მოსაწერად, შეთანხმდნენ ქვემოთ მოყვანილი მუხლების შესახებ

მუხლი I. 

ამოდის რა რუსეთის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული ყველა ხალხის უფლებიდან თვითგამორკვევაზე თვით იმ სახელმწიფოსგან სრულ გამოყოფამდეც, რომლის შემადგენლობაშიც ისინი შედიან, რუსეთი უსიტყვოდ აღიარებს საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობას (независимость и самостоятельность), ნებაყოფლობით ამბობს უარს ყველა სუვერენულ უფლებაზე, რომლბიც ეკუთვნოდა რუსეთს ქართველი ხალხისა და მიწა-წყლის მიმართებაში. 

მუხლი II. 

ამოდის რა ამ ხელშეკრულების წინამორბედ მუხლში 1 გამოცხადებული პრინციპებიდან, რუსეთი ვალდებულებას იღებს უარი თქვას ყოველგვარ ჩარევაზე საქართველოს საშინაო საქმეებში. 

მუხლი III. 

1. სახელმწიფო საზღვარი საქართველოსა და რუსეთს შორის გადის შავი ზღვიდან მდინარე ფსოუს გაყოლებით მთა ახახაჩამდე, მთა ახახჩასა და მთა აგანეთას გავლით ყოფილი შავი ზღვის, ქუთაისისა და ტფილისის გუბერნიების ჩრდილოეთ საზღვრის გაყოლებით ზაქათალის ოკრუგამდე და ამ ოკრუგის აღმოსავლეთ საზღვრის გაყოლებითაც სომხეთთან საზღვრამდე. 

2. ყველა უღელტეხილი აღნიშნულ სასაზღვრო ხაზზე ათას ცხრაას ოცდაორი წლის პირველ იანვრამდე აღიარებულია (ცნობილია) ნეიტრალურად. ისინი არ შეიძლება იყოს დაკავებული ჯარებით ორივე ხელმომწერი მხრიდან და არ შეიძლება იყოს არც ერთი მათგანის მიერ გამაგრებული. 

3. დარიალის უღელტეხილზე ამ მუხლის 2 პუნქტში მითიტებული ნეიტრალიზაცია გავრცელდება უღელტეხილის სიგრძეზე ბალთიდან კობამდე, მამისონის უღელტეხილზე ზარამაგადან ონამდე, ყველა დანარჩენ უღელტეხილზე კი ხუთვერსიან მანძილზე საზღვრის გავლის პუნქტიდან ორივე მხარეს. 

4. სახელმწიფო საზღვრის ზუსტი გატარება ორივე ხელმომწერ მხარეს შორის წარმოებულ იქნება საგანგებო შერეული სასაზღვრო კომისიის მიერ წევრთა ერთნაირი რიცხვით ორივე მხრისგან. ამ კომისიის მუშაობის შედეგები განმტკიცებული იქნება საგანგებო ხელშეკრულებაში ორივე ხელმომწერ მხარეს შორის. 

მუხლი IV 

რუსეთი ვალდებულებას კისრულობს საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში უპირობოდ შესულებად სცნოს (აღიაროს), ამ ხელშეკრულების III მუხლის 1 პუნქტის ძალით საქართველოსკენ გადასული შავზღვისპირეთის გუბერნიის ნაწილები, ყოფილი რუსეთის იმპერიის ქვემოთ ჩამოთვლილი გუბერნიები და ოლქები – ტფილისის, ქუთაისის და ბათუმისა მთელი მაზრებითა და ოკრუგებით, რომლებიც აღნიშნულ გუბერნიებსა და ოლქებს შეადგენდნენ, აგრეთვე ზაქათალისა და სოხუმის ოკრუგებიც. 

შემდგომში, საქართველოსა და სხვა სახელმწიფო წარმონაქმნებს შორის, რუსეთის გარდა, რომლებიც არსებობენ ან შემდგომში შეიქმნებიან საქართველოს მომიჯნავედ სხვა საზღვრების მიხედვით, ვიდრე ისაა, რომელიც ამ ხელშეკრულების წინამორბედ III მუხლში აღწერილი, რუსეთი მზადყოფნას გამოხატავს აღიაროს საქართველოს შემადგენლობაში შემავალად ყოფილი კავკასიის სამეფისნაცვლოს ესა თუ ის ნაწილები, რომლებიც მასთან გადავა ამ წარმონაქმნებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. 

მუხლი VII. 

შესაძლო გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად ორივე ხელმომწერი მხარე შეთანხმდა იმის შესახებ, რომ საქართველოს ტერიტორიის იმ ნაწილებში, რომლებიც შევა მის შემადგენლობაში ამ ხელშეკრულების IV მუხლის 2 პუნქტის საფუძველზე, რუსეთის გარდა სხვა მომიჯნავე ქვეყნებთან საზღვრების დადგენის შემდეგ, ამ ხელშეკრულების V მუხლის 5 და 6 პუნქტების შესრულებისას აუცილებელი დამსწრები ზომები მსგავს შემთხვევებში საქართველოს მხრიდან უნდა იქნას დასრულებული უმოკლეს ვადაში ამა თუ იმ ასეთ ტერიტორიაზე მის მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ფორმალურად განხორციელების მიღებისას. 

მუხლი XVI ეს ხელშეკრულება ძალაში შედის თავად ფაქტით და მასზე ხელმოწერის მომენტიდან და არ დაექვემდებარება საგანგებო რატიფიკაციას. 

რისი დადასტურებისთვისაც ორივე მხარის რწმუნებულებმა საკუთარი ხელით მოაწერეს ხელშეკრულებას და მას თავიანთი ბეჭდებიც დაუსვეს. შეიქმნა ორ ეგზემპლარად მოსკოვში, 7 მაისის დღეს, ათას ცხრაას ოცი წლისა.  

7 მაისი 1920 წ. 
ლ. კარახანი 
გ. ურატაძე 

(Оккупация и фактическая аннексия Грузии. О политической и правовой оценке нарушения договора между Грузией и Советской Россией от 7 мая 1920 года. Документы и материалы. Тб., 1990, стр. 75-83) 


XIV. საქართველოს გასაბჭოება 

საქართველოს გასაბჭოება – საბჭოთა წყობილების დამყარება საქართველოში რსფსრ-ის (რუსეთის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის – ი. ხ.) შეიარაღებული ძალების მიერ. თან ახლდა რიგი შეიარაღებული კონფლიქტები (ტფილისის ოპერაცია, პოსტსაბჭოთა დასავლურ და თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში გავრცელებულია ტერმინები საქართველოს საბჭოთა ოკუპაცია და რუსეთ-საქართველოს ომი), რომლებშიც მონაწილეობდნენ: ერთის მხრივ – რსფსრ-ის 11-ე და მე-9 ყუბანის არმიების ნაწილები, მეორეს მხრივ – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ქვედანაყოფები. 

წინაისტორია 

1920 წლის გაზაფხულზე საბჭოთა ჯარებმა დაიკავეს აზერბაიჯანი და გამოაცხადეს მასში საბჭოთა ხელისუფლება. მაგრამ მათ განზრახვებს წინ წასულიყვნენ საქართველოში ხელი შეუშალეს რიგმა ფაქტორებმა: ბოლშევიკური აჯანყება საქართველოში სწრაფად იქნა ჩახშობილი მენშევიკების მთავრობის ძალებით ანტანტის მხარდაჭერისას, იმავე დროს პოლონეთის ფრონტზე გართულდა ბოლშევიკების მდგომარეობა. მშვიდობა საქართველოსთან ასევე აუცილებელი იყო ბოლშევიკებისთვის იმიტომ, რომ აეწყოთ ურთიერთობები ინგლისთან, გაარღვევდნენ რა ამით საბჭოთა რუსეთის საერთაშორისო იზოლაციას. ყოველივე ამასთან დაკავშირებით საბჭოთა ჯარები გამოყვანილ იქნენ საქართველოს საზღვრებიდან. 1920 წლის 7 მაისს მოსკოვში დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება რსფსრ-სა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის. მისი პირობებით საბჭოთა რუსეთი აღიარებდა საქართველოს დამოუკიდებლობას და პირდებოდა არ ჩარეულიყო მის საშინაო საქმეებში, ხოლო საქართველომ კი, კერძოდ, მოახდინა კომუნისტური პარტიის ლეგალიზაცია. მხარეებმა გაცვალეს დიპლომატიური წარმომადგენლები (საბჭოთა დიპწარმომადგენლად საქართველოში გახდა ს. მ. კიროვი). 

1920 წლის შემოდგომაზე სომხურ-თურქული ომის შედეგად „გასაბჭოებულ“ იქნა სომხეთი. ამრიგად, საქართველო ალყაში აღმოჩნდა. ამასობაში კიროვი და ორჯონიკიძე საბჭოთა ხელმძღვანელობაში ეწეოდნენ კამპანიას საქართველოს „გასაბჭოებისთვის“. ასე, 12 დეკემბერს ლენინისა და სტალინისადმი გზავნილში ორჯონიკიძე აცხადებს: 

მდგმარეობა თავად საქართველოში ისეთია, რომ განსაკუთრებული შრომის გარეშე ჩვენ მას ბოლოს მოვუღებთ: ბორჩალოს მაზრაში, აფხაზეთში, აჭარაში, დუშეთის მაზრაში აჯანყებები იქნება ჩატარებული. კიდევ ერთხელ გაწვდით ამას ცნობად და გთხოვთ მითითებებს. 

მიუხედავად ამისა, მას ამ მითითებების ლოდინი არ დაუწყია, და უკვე 15 დეკემბერს რკპ(ბ) კავკასიის ბიურომ 11-ე არმიას უბრძანა საქართველოს საზღვარი გადაელახა. მაგრამ ორი დღის შემდეგ, 17 დეკემბერს, სრულიად რუსეთის კპ(ბ) ცკ-ის პლენუმმა დაამტკიცა „ცკ-ის გადაწყვეტილება რსფსრ პოლიტიკის მშვიდობიანად წარმართვის შესახებ კავკასიაში“, და ოპერაციაც გაუქმებულ იქნა. ორჯონიკიძემ და კიროვმა კავბიუროს სახელით ისევ მიმართეს მოსკოვს წინადადებით საქართველოს დაკავების შესახებ: 

ყველა კონტრრევოლუციური შეთქმულება, რომლებიც ჩრდილო კავკასიაშია აღმოჩენილი, უცვლელად ავლენს კავშირს საქართველოსთან. რათა მყარად უზრუნველვყოთ ჩვენს საზღვრებში ჩრდილოეთ კავკასია (პური და ნავთობი), აუცილებელია მოვახდინოთ საქართველოს გასაბჭოება. 

1921 წლის 12 იანვარს ცკ-ის პლენუმმა კვლავ უარყო კავბიუროს წინადადება. ლენინი უწინდებურად გამოდიოდა ოპერაციის წინააღმდეგ, რადგანაც მის პერსპექტივებში ეჭვი ეპარებოდა, მაშინ როდესაც მისმა ორგანიზატორებმა (იგულისხმებიან კიროვი და ორჯონიკიძე – ი. ხ.) სტალინისა და ტროცკის თავიანთ მხარეზე გადახრა მოახერხეს. 

6 თებერვალს კავკასიის ფრონტის სარდლის ვ. გიტისის ბრძანებით შეიქმნა ტფილისის მიმართულების ჯარების ჯგუფი მ. დ. ველიკანოვის სარდლობით რამდენიმე მსროლელი და საკავალერიო დივიზიისა და სატანკო ჯგუფის შემადგენლობით. იმავე დღეს ორჯონიკიძე ლენინს, სტალინსა და ტროცკის უგზავნის მორიგ ტელეგრამას: 

საქართველო საბოლოოდ გადაიქცა მსოფლიო კონტრ-რევოლუციის შტაბად ახლო აღმოსავლეთში. აქ საქმიანობენ ფრანგები, აქ საქმიანობენ ინგლისელები, აქ საქმიანობს ქიაზიმ-ბეი – ანგორის მთავრობის წარმომადგენელი. მთებში გადმოისვრიან ოქროს მილიონებს, ჩვენთან სასაზღვრო ზოლში იქმნება მძარცველთა ბანდები, რომლებიც თავს ესხმიან ჩვენს სასაზღვრო საგუშაგოებს... აუცილებლად მივიჩნევ კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი ბაქოს რაიონზე დამუქრებულ სასიკვდილო საფრთხეს, რომლის თავიდან აცილებაც მხოლოდ საქართველოს გასაბჭოებისთვის საკმარისი ძალების სასწრაფოდ თავმოყრით შეიძლება. 

მაგრამ პოლიტბიურომ ლენინის წინადადებით გადაწყვიტა გაეგრძელებია სამშვიდობო მოლაპარაკებები საქართველოს მენშევიკურ მთავრობასთან. ამაზე ორჯონიკიძემ იმით უპასუხა, რომ 1921 წლის 12 თებერვლის გათენების ღამეს საქართველოს ბორჩალოსა და ახალქალაქის მაზრებში ადგილობრივმა ბოლშევიკებმა დაიწყეს აჯანყება, რომელიც 11-ე არმიის სარდლობის მიერ იყო კოორდინირებული. ბოლშევიკების მიერ დაკავებულ იქნა გორი, დუშეთი და მთელი ბორჩალოს მაზრა. ხედავდა რა ამ წარმატებას, 15 თებერვალს ლენინი აძლევს კავკასიის ფრონტის შტაბს განკარგულებას: 

ჩვენ ველოდებით რევსამხსაბჭო 11-გან (11-ე არმიის რევოლუციური სამხედრო საბჭო – ი. ხ.) ენერგიულ და სწრაფ მოქმედებებს, რომლებიც არ შეჩერდება ტფილისის დაკავების წინაშე. 

1921 წლის 16 თებერვალს საქართველოს რევკომმა (რევოლუციური კომიტეტი – ი. ხ.) თავმჯდომარის ფ. მახარაძის მეთაურობით გამოაცხადა „საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკა“ და სამხედრო დახმარებაზე თხოვნით მიმართა რსფსრ-ის მთავრობას. 

მოვლენების მსვლელობა 

თბილისის მიმართულება 

კონფლიქტის დასაწყისისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალები, რეგულარული ნაწილებისა და სახალხო გვარდიის (სოციალ-დემოკრატების პარტიული რაზმები) ჩათვლით, შედგებოდა 16 ქვეითი ბატალიონისგან (1 საარმიო დივიზია და სახალხო გვარდიის პოლკი), 1 მესანგრეთა ბატალიონისგან, 5 საველე არტდივიზიონის (სულ 52 ქვემეხი), 2 ცხენოსანი პოლკის (ლეგიონის), ამდენივე ავტოესკადრონის (ჯავშანავტომობილების 2 რაზმით), ავიარაზმისა და 4 ჯავშნოსანი მატარებლისგან. კმაყოფაზე სულ 21 ათასი ადამიანი იმყოფებოდა, შტაბების, მმართველობების, არასამწყობრო ნაწილების, აგრეთვე ციხესიმაგრეთა პოლკების ჩაუთვლელად. 

1921 წლის 16 თებერვალს საბჭოთა ჯარები გადავიდნენ საქართველოს სამხრეთ საზღვარზე და დაიკავეს წითელი ხიდი მდინარე ხრამზე და სოფელი შულავერი. აქ მათ წინააღმდეგობა გაუწიეს კახელების მოხალისეთა რაზმებმა სტეფანე ახმეტელის მეთაურობით. შემდეგ ბოლშევიკებმა წინ წაიწიეს ჩრდილოეთით ტფილისისკენ. 19-20 თებერვალს სოფელ ტაბახმელასთან ტფილისის მისადგომებზე 11-ე არმიის ნაწილები წააწყდნენ ტფილისის სამხედრო სასწავლებლის იუნკერთა გააფთრებულ წინააღმდეგობას (510 მებრძოლი, 4 ზარბაზანი, 6 ტყვიამფრქვევი, მეთაურობდა პოლკოვნიკი ა. ჩხეიძე). სოფელი ქართველი იუნკრების ხელში დარჩა, მაგრამ წითლებმა მას გვერდი აუარეს და შეტევა გააგრძელეს. 

მდინარე ხრამთან მძიმე დამარცხების შედეგად მხოლოდ 700-მა ქართველმა სამხედრომ დაიხია თბილისისაკენ. ქართული არმიის მთავარსარდალი გ. კვინიტაძე ასე აფასებდა სიტუაციას: „თბილისის ბედი უკვე წითელ ხიდთან და ხრამზე ბრძოლებში იქნა გადაწყვეტილი. 16 თებერვალს მოწინააღმდეგეს მარტო კავალერიითაც კი რომ განეგრძო შემოტევა, იგი ღამით შეძლებდა თბილისში შემოსვლას“. მიუხედავად ამისა, მთავარსარდალმა სწრაფი და ენერგიული მოქმედებებით შესძლო მოეხდინა ქალაქის თავდაცვის ორგანიზაცია. მან ფრონტის ხაზი დაჰყო სექტორებად: 

ა) მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ორხევის უბანზე გვარდიის ნაწილები იყვნენ დაჯგუფებული გენერალ ა. მ. ჯიჯიხიას (არტემ მურზაყანის ძე ჯიჯიხია) სარდლობით. 

ბ) მტკვრის მარჯვენა ნაპირზე ტაბახმელამდე სოღანლუღის ფრონტის სარდლად დანიშნულ იქნა გამოცდილი გენერალი გ. მაზნიაშვილი (გიორგი ივანეს ძე მაზნიაშვილი). 

გ) უბანი ტაბახმელადან კოჯრამდე ჩაბარებული ჰქონდა გენერალ ა. ს. ანდრონიკაშვილს (ალექსანდრე სიმონის ძე ანდრონიკაშვილი) და აქ განალაგეს სამხედრო სასწავლებლის იუნკრები. 

კვინიტაძემ ამოიცნო მტრის შემოტევის ძირითადი მიმართულება და ძირითად ძალებსაც თავი სოღანლუღის უბანზე მოუყარა. გ. მაზნიაშვილის დაქვემდებარებაში აღმოჩნდნენ 2500 ხიშტი, 5 ბატარეა – ჰაუბიცები და საარმიო არტილერიის მსუბუქი ქვემეხები, 1 ჯავშანმატარებელი და 2 ჯავშანავტომობილი. 

18 თებერვლის საღამოს სოღანლუღთან გამოჩნდნენ წითელი არმიის ქვედანაყოფები. წითლების სარდლობამ დაუშვა შეცდომა და ჯარები დაუზვერავ პოზიციაზე შეტევაზე წაიყვანა. ქართული ჯარები მთელი ღამის განმავლობაში იგერიებდნენ შემოტევებს, ხოლო გამთენიისას კი ჯავშნოსანი ავტომობილების მხარდაჭერით კონტრშეტევაზე გადავიდნენ და სერიოზულ წარმატებასაც მიაღწიეს: 1600 ადამიანი ტყვედ იქნა აყვანილი, 11-ე წითელი არმიის უკანდახეულ ნაწილებს დაარტყა არტილერიამ და მათ კვალდაკვალ შეუტიეს თვითმფრინავებმაც. 

დამარცხების მიუხედავად მოწინააღმდეემ დაუყოვნებლივ შეცვალა დარტყმის მიმართულება და 19 თებერვალს დარტყმა ტაბახმელას მიმართულებით მიაყენა. მაგრამ მან ვერ შეძლო სამხედრო სასწავლებლის იუნკერთა თავდაცვის ხაზის გარღვევა (სულ – 160 იუნკერი და 350 კადეტი /უფრო სწორედ, უნტერ-ოფიცერთა კურსების მსმენელები – ი. ხ./). 

19–20 თებერვლის განმავლობაში მიმდინარეობდა საარტილერიო დუელები და უმნიშვნელო შეტაკებანი. 21 თებერვალს მოწინააღმდეგემ სცადა ქალაქის დამცველთა მარცხენა ფლანგისათვის გვერდიდან შემოევლო. ქართველთა ნაწილებმა კონტრშეტევით უპასუხეს: სარდლობამ შექმნა დამრტყმელი ჯგუფი გენერალ ჯიჯიხიას მეთაურობით გვარდიის 5 ბატალიონისა და საკავალერიო ბრიგადისაგან, რომლებიც სოფელ ლილოდან შეტევაზე გადავიდნენ, ორხევიდან კი შუბლში შეტევაზე წავიდა 2 გვარდიული ბატალიონი. წითლებმა დამარცხება განიცადეს და უკან დაიხიეს. ქართულმა ჯარებმა წინ 10 კმ-ზე წაიწიეს, მაგრამ 23 თებერვალს მარცხენა ფლანგზე წითელი საკავალერიო დივიზიის გამოჩენის შემდეგ, უწინდელ პოზიციებზე დაიხიეს. 

22 თებერვალს წითელმა კავალერიამ ფრონტს მარჯვნიდან (დასავლეთიდან) შემოუარა და დაიკავა რა მანგლისი, ტფილისს ზურგიდან დაემუქრა. ქართული სარდლობა იძულებული შეიქნა ფრონტის ხაზი წყნეთამდე გაეწელა. 24 თბერვალს ფრონტი კიდევ უფრო მეტად გაიწელა. შეიქმნა ლილოს საბრძოლო უბანი პოლკოვნიკ ნ. გედევანიშვილის მეთაურობით. 11-ე არმია დამატებითი ქვედანაყოფებით შეივსო და 24 თებერვალს, მძლავრი საარტილერიო მომზადების შემდეგ, ფრონტის ყველა უბანზე გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდა. ბაქოდან გადმოსროლილი „წითელი კურსანტების აღმოსავლეთ ბრიგადა“ სამხედრო სასწავლებლის იუნკერთა უკვე შეთხელებულ რიგებზე შეტევაზე წამოვიდა, მაგრამ მათ ხელჩართული ბრძოლაში შემომტევები არაერთხელ მოიგერიეს და მთელი დღის განმავლობაში ერთი ნაბიჯითაც არ დაუხევიათ. 

სოღანლუღის უბანზე წითლებმა გენერალ მაზნიაშვილის პოზიციები გაარღვიეს და 6 საათზე ე. წ. „ტრიგონომეტრიულ პუნქტს“ დაეუფლნენ, მაგრამ ქართულმა სარდლობამ ბრძოლაში უკანასკნელი რეზერვები შეიყვანა და, დაიკავა რა სიმაღლე, იქიდან მტერი განდევნა. 

მარცხენა ნაპირზე წითელი არმიის ნაწილები გადავიდნენ შეტევაზე 5 ჯავშნოსანი მატარებლის (რომელთაგან ერთი აფეთქებულ იქნა), 3 ტანკისა და ჯავშნოსანი ავტომობილების მხარდაჭერით. ტანკების დახმარებით შემტევებმა აიღეს ორხევი, მაგრამ გვარდიის ნაწილები კონტრშეტევაზე წავიდნენ და პოზიციებიც დაიბრუნეს, ხოლო მოწინააღმდეგე დაკავებული პოზიციებიდან განდევნეს. ამ დროს ერთ-ერთი ტანკი იქნა აფეთქებული. საქართველოს არმიამ 11-ე არმიის შემოტევა მთელ ფრონტზე მოიგერია, მაგრამ გაშიშვლებულ ფლანგებზე (არმიის მცირერიცხოვნების შედეგი) შეიქმნა უკიდურესად საშიში ვითარება: ფრონტს დაემუქრა ალყაში მოხვედრის საფრთხე, რადგანაც წითელმა კავალერიამ ფრონტის ხაზს ორივე ფლანგიდან შემოუარა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო ლილოს სექტორში. იქ, სადაც წითელმა კავალერიამ პოლკოვნიკ გედევანიშვილის პოზიციებს შემოუარა, მცირერიცხოვანი ქართული კავალერია სოფელ ნორიოსთან შეეცადა იგი კონტრშეტევით შეეჩერებია, მაგრამ ძალები ძალზედ არათანაბარი იყო და წითლებმა სოფლები მამკოდა, გლდანი და ბოლოს – ავჭალა მაინც აიღეს. უკანასკნელი ძალებით ქართველებმა შეძლეს – ჯავშანმატარებლისა და მოხალისეთა რაზმის დახმარებით – ავჭალის რკინიგზის სადგური დაებრუნებიათ (რაც იყო გზა დასავლეთის მიმართულებით დასახევად – ი. ხ.). 

24 თებერვალს ნ. ჟორდანიას მთავრობა ევაკუაციით ქუთაისში გადავიდა. სოფ. ტაბახმელაში კვლავ იუნკრები იყვნენ გამაგრებულნი, რომლებიც იმ დროისთვის დაახლოებით 290 ადამიანი რჩებოდნენ. 25 თებერვალს თბილისის მდგომარეობა კრიტიკული შეიქნა: წითელი არმია რამდენჯერმე აღემატებოდა რიცხოვნებით ქალაქის დამცველთა რიგებს, ბრძოლის ველზე ინიციატივა კავალერიის ხელში გადავიდა, რომელსაც უკვე რეალურად შეეძლო ქართული ნაწილებისათვის ალყა შემოერტყა. ამ პირობებში ქართულმა სარდლობამ მიიღო გადაწყვეტილება: არმიის შენარჩუნების მიზნით, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად, და საბრძოლო მოქმედებების გასაგრძელებლად ტფილისი დაეტოვებიათ. ასე დასრულდა ტფილისის ერთკვირიანი თავდაცვა 1821 წელს. ქართულმა ძალებმა მიიღეს უკანდახევის ბრძანება. ქართული არმია ქ. მცხეთასთან უნდა გამაგრებულიყო, მაგრამ თბილისის ჩაბარების შემდეგ ჯარისკაცების საბრძოლო სულისკვეთება მკვეთრად დაეცა, და საქართველოს შეიარაღებული ძალების ორგანიზებული წინააღმდეგობაც შეწყდა. 


                    11-ე წითელი არმია ატარებს სამხედრო პარადს თბილისში, 
                                            1921 წლის 25 თებერვალს

სხვა მიმართულებანი 

ამასობაში ბოლშევიკების ზურგში 18 თბერვალს თებერვლის აჯანყების მსვლელობისას დაშნაკების 7,5-ათასიანმა არმიმ მოულოდნელი დარტყმით აიღო ერევანი. 

პარალელურად მე-9 ყუბანური არმიის ძალები ვ. ჩერნიშოვის სარდლობით აწარმოებდნენ შემოტევას აფხაზეთში, სადაც 17 თებერვალს შეიქმნა რევკომი. აქ წარმატება ცვალებადი იყო (ასე, 28 თებერვალს ქართულმა ჯარებმა ფრანგული ფლოტის საცეცხლე მხარდაჭერით განდევნეს საბჭოთა ნაწილები ქ. გაგრიდან, თუმცა კი შემდეგ დღეს ბოლშევიკებმა ისევ დაიკავეს იგი). 1921 წლის 4 მარტს მე-9 არმიის 31-ე მსროლელი დივიზიის ნაწილებმა დაიკავეს სოხუმი, სადაც საბჭოთა ხელისუფლება იქნა გამოცხადებული. 9 მარტს დაკავებულ იქნა ზუგდიდი, 14 მარტს – ფოთი. 

საქართველოს მთავრობა და არმია, რომელიც თბილისის დაკარგვით იყო დემორალიზებული, ცდილობდნენ ქუთაისის თავდაცვის ორგანიზებას, მაგრამ ჩრდილოეთ კავკასიიდან წითელი არმიის ნაწილების მოულოდნელმა წინსვლამ, მამისონის უღელტეხილზე გადმოვლით, რომელიც (ზამთარში) გაუვალად ითვლებოდა, მათ ასეთი შესაძლებლობა არ მისცა. 10 მარტს ბოლშევიკები დატოვებულ ქუთაისში შევიდნენ. ქართველთა ძალების ნაწილი მთებში წავიდა და ბრძოლას განაგრძობდა, მაგრამ არმიისა და სახალხო გვარდიის ძირითადმა ქვედანაყოფებმა, აგრეთვე მთავრობამაც შავი ზღვის პორტ ბათუმში დაიხიეს. 

თურქეთის ჩარევა 

23 თებერვალს ქიაზიმ ყარაბექირმა (ყარაბექირი, ქიაზიმ მუსა), რომელიც დასავლეთ სომხეთში თურქულ ჯარებს სარდლობდა, საქართველოს ულტიმატუმი გამოუცხადა, მოსთხოვა რა არტაანისა და ართვინის დატოვება. აღმოჩნდა რა ცეცხლის ქვეშ ორი მხრიდან, საქართველოს მთავრობა იძულებული შეიქნა დაეთმო, და თურქებიც საქართველოში შემოვიდნენ, დაიკავეს რა საზღვრისპირა რაიონები და ქართველების ხელში დარჩენილი ბათუმის მახლობლად, რომელსაც წითელი არმიის 18-ე საკავალერიო დივიზია უახლოვდებოდა. შეიქმნა სამხედრო შეტაკების შესაძლებლობა. ამ გარემოების გამოყენების იმედით ქართველებმა 7 მარტს მიაღწიეს ზეპირ შეთანხმებას ყარაბექირთან, რომლის მიხედვითაც თურქულ ჯარებს შეეძლოთ ქალაქში შესულიყვნენ, ისე, რომ სამოქალაქო ადმინისტრაციაზე კონტროლს ქართული ხელისუფლების ხელში შეინარჩუნებდნენ. 8 მარტს თურქებმა ქიაზიმ-ბეის სარდლობით დაიკავეს თავდაცვითი პოზიციები ქალაქის გარშემო, რამაც გამოიწვია კრიზისი მათ ურთიერთობებში საბჭოთა რუსეთთან. საგარეო საქმეთა სახკომმა (სახალხო კომისარი, იგივე მინისტრი – ი. ხ.) ჩიჩერინმა თურქეთის წარმომადგენელს მოსკოვში საპროტესტო ნოტა გადასცა; მან ორი ნოტით უპასუხა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თურქეთის არმია მხოლოდ უზრუნველყოფს ადგილობრივი მუსლიმანური მოსახლეობის უსაფრთხოებას, რომელსაც საბჭოთა სამხედრო ოპერაცია ემუქრება. 

ისწრაფოდა რა რთულ სამხედრო პირობებში კავკასიაში (სომხეთი, დაღესტანი, წინააღმდეგობის გაგრძელება საქართველოში) საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ, ლენინმა განაცხადა კომპრომისის აუცილებლობის შესახებ ქართველ მენშევიკებთან. 8 მარტს საქართველოს რევკომმა შესთავაზა მათ შეექმნათ კოალიციური მთავრობა, თუმცა კი სოციალ-დემოკრატებმა ამაზე უარი განაცხადეს. 

მაგრამ როცა 16 მარტს თურქეთის ხელისუფლებამ ბათუმის ანექსიის შესახებ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება იძულებული შეიქნა არჩევანი გაეკეთებია. ფრანგული ან ბრიტანული ინტერვენციის იმედი უკვე დაიკარგა; ამასთანავე 16 მარტს დიდ ბრიტანეთსა და რსფსრ-ს შორის ხელი მოეწერა სავაჭრო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ბრიტანებელი დაპირდნენ თავის შეკავებას ყოფილი რუსეთის იმპერიის მთელ ტერიტორიაზე ნებისმიერი ანტისაბჭოთა საქმიანობისგან. იმავე დღეს მოსკოვში ხელმოწერილ იქნა მეგობრობის ხელშეკრულება საბჭოთა რუსეთსა და თურქეთის დიდ ეროვნულ კრებას შორის, რომლის სათავეშიც ქემალ ათათურქი იდგა. ამ ხელშეკრულების მიხედვით არტაანი და ართვინი თურქების ხელში გადადიოდა, რომლებიც, თავიანთ მხრივ ბათუმთან დაკავშირებით პრეტენზიებზე უარს ამბობდნენ. მაგრამ თურქები ქალაქს არ ტოვებდნენ. ქართველი ლიდერები კი თურქულ ოკუპაციას ბოლშევიკების ხელისუფლებას ამჯობინებდნენ, და რათა საქართველოს მიერ ბათუმის საბოლოოდ დაკარგვა თავიდან აეცილებიათ, რევკომთან მოლაპარაკებებზე წავიდნენ. 

მიუხედავად ამისა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიის ნაწილი თურქეთს შეუერთდა. შემდგომში 1945–1953 წწ., სსრკ უყენებდა თურქეთს ტერიტორიულ პრეტენზიებს იმ სომხური და ქართული ტერიტორიების მიმართებაში, რომლებიც მას 1921 წ. შეუერთდა, მაგრამ შემდეგ ამ პრეტენზიებზე უარი განაცხადა. 


                                 წითელი არმიის მეთაურები ბათუმში
                 სხედან მარცხნიდან მარჯვნივ: 18-ე ცხენოსანი დივიზიის 
              უფროსი დ. პ. ჟლობა, მე-9 მსროლელი დივიზიის სამხედრო 
          კომისარი მ. ი. ლისოვსკი, საქართველოს სამხედრო-რევოლუციური 
           კომიტეტის სახალხო კომისარი შალვა ელიავა და მე-9 მსროლელი 
                    დივიზიის უფროსი ნ. ვ. კუიბიშევი; 1921 წლის მარტი 

დასასრული 

17 მარტს ქუთაისში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გრიგოლ ლორთქიფანიძემ და საბჭოთა მხარის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა აბელ ენუქიძემ დადეს ზავი (უფრო სწორედ ეს იყო დაზავება – ი. ხ.), ხოლო 18 მარტს კი – შეთანხმება, რომელიც ნებას აძლევდა წითელ არმიას ბათუმი დაეკავებია. 

ქართველ მენშევიკებთან დაზავებამ საშუალება მისცა ბოლშევიკებს ირიბი მეთოდებით ემოქმედათ. მოსკოვში გრძელდებოდა საბჭოთა-თურქული კონსულტაციები, და ამასობაში ბათუმის შემოგარენში იდგა ქართული არმიისა და სახალხო გვარდიის რამდენიმე ათასი ჯარისკაცი, რომლებიც მზად იყვნენ ქალაქისათვის ებრძოლათ. 18 მარტს ქართველებმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით დაიწყეს ქუჩის ბრძოლები თურქულ გარნიზონთან. ამ დროს მენშევიკური მთავრობა იტალიურ გემში ჩასხდა და ფრანგული საბრძოლო ხომალდების ბადრაგით ქვეყანა დატოვა. ბრძოლები 19 მარტს დასრულდა, როცა პორტი და ქალაქის უმეტესი ნაწილი ქართველების ხელში იმყოფებოდა. იმავე დღეს მაზნიაშვილმა ბათუმი რევკომს ჩააბარა, მასში წითელი კავალერია შევიდა, და იქ საბჭოთა ხელისუფლება იქნა დამყარებული. 

შედეგები 

ყარსის ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც საბჭოთა რესპუბლიკებსა და თურქეთს შორის 1921 წლის 13 ოქტომბერს დაიდო, საქართველო ინარჩუნებდა ბათუმს, თუმცა კი თურქეთის სასარგებლოდ ჰკარგავდა მიწების ნაწილს მისგან სანხრეთით ქ. ართვინთან ერთად. საქართველოს საზღვრებში დარჩენილი ტერიტორიის ნაწილს, რომელიც უპირატესად ქართველი მუსლიმანებით იყო დასახლებული, უნდა მიეღო ავტონომია (აჭარა). 

საქართველოს მთავრობის ემიგრაციისა და არმიის დემობილიზაციის მიუხედავად, მთებსა და რიგი სოფლების რაიონებში წინააღმდეგობის კერები ნარჩუნდებოდა (ასე, 1922 წელს ადგილი ჰქონდა აჯანყებას კახეთსა და ხევსურეთში ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით). საქართველოში შეჭრამ გამოიწვია არსებითი უთანხმოებები თავად ბოლშევიკთა გარემოში. მათ მიერ დაარსებულმა ახალმა, რესპუბლიკის კომუნისტურმა მთავრობამ, თავიდან მოულოდნელად რბილი პირობები შესთავაზა თავის ყოფილ მოწინააღმდეგეებს, რომლებიც ქვეყანაში დარჩნენ. ლენინიც ასევე შერიგების პოლიტიკის მომხრე გახლდათ. ძალადობრივი გასაბჭოებისადმი საზოგადოების დაპირისპირებამ თავისი ასახვა 1922 წელს იმაში ჰპოვა, რომ საქართველოს საბჭოთა ხელმძღვანელები გამოვიდნენ ცენტრალიზაციის პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელსაც ძერჟინსკი, სტალინი და ორჯონიკიძე იცავდნენ (ემხრობოდნენ). ეს შინაგანი კონფლიქტი, რომელმაც თანამედროვე ისტორიოგრაფიაში მიიღო „ქართული საქმის“ სახელწოდება, ერთ-ერთ ძირითად საკითხად იქცა სტალინსა და ტროცკის შორის კამათში ლენინის მმართველობის უკანასკნელ წელს და აისახა „ლენინის ანდერძშიც“. 

ინტელექტუალური წინააღმდეგობა ბოლშევიკური რეჟიმისადმი საქართველოში და პარტიზანული ბრძოლის პერიოდული აფეთქებანი საბოლოოდ 1924 წლის აგვისტოში მსხვილ ანტისაბჭოთა აჯანყებად განვითარდა. აჯანყების ჩავარდნამ და მსხვილმასშტაბიანი რეპრესიების ტალღამ, რომლებიც ლავრენტი ბერიას ხელმძღვანელობით ტარდებოდა, მოახდინეს ქართული საზოგადოების დემორალიზაცია, ხოლო მისი ის ნაწილი კი, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ყველაზე უფრო აქტიურად გამოდიოდა, რეპრესირებული აღმოჩნდა. ამის შემდეგ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლებისადმი დაპირისპირების მსხვილი მცდელობები 1970-იან წლებში ანტისაბჭოთა მოძრაობის ახალი თაობის გამოჩენამდე აღარ ყოფილა.  

ლიტერატურა 

Хачапуридзе Г. В. Борьба грузинского народа за установление Советской власти. 3-е изд. — М.: Госполитиздат, 1956. 

Allen, WED. New Political Boundaries in the Caucasus (англ.) // Geographical Journal (англ.)русск. : journal. — 1927. — May (vol. 69, No. 5, no. 5). — P. 430—441. 

(фр.) Andrew Andersen et George Partskhaladze (1/2009), La guerre soviéto-géorgienne et la soviétisation de la Géorgie (février-mars 1921). Revue historique des Armées, 254: 67–75 

Blank, Stephen (1993). The Soviet Conquest of Georgia. Central Asian Survey, 33–46:12. 

Caucasian Boundaries. Documents and Maps. 1802–1946 (англ.) // Central Asian Survey (англ.)русск. : journal / Anita L. Burdett. — 2001. — 1 June (vol. 20, no. 2). — P. 229—249. — doi:10.1080/02634930120073523. Архивировано 3 января 2013 года. 

Борисова, И.Д. Российско-грузинские межреспубликанские связи 1917–1922 гг. / И.Д. Борисова // PANDECTAE: сб. ст. преподавателей, аспирантов и соискателей каф. гос.-правовых дисциплин юрид. фак. ВГПУ. – Владимир: Изд-во ВГПУ, 2004. 

Stephen F. Jones. The Establishment of Soviet Power in Transcaucasia: The Case of Georgia 1921-1928 (англ.) // Europe-Asia Studies : journal. — 1988. — October (vol. 40, No. 4, no. 4). — P. 616—639. 

Каземзаде, Фируз (1951), The Struggle for the Transcaucasus. (1917–1921). New York: The Philosophical Library of New York. 

Каутский, Карл: Georgia: A Social-Democratic Peasant Republic - Impressions And Observations. International Bookshops Ltd., London [etc.] 1921. 

მითითებანი 

Портал «СССР» 

Тифлисская операция 1921 // Большая советская энциклопедия : [в 30 т.] / гл. ред. А. М. Прохоров. — 3-е изд. — М. : Советская энциклопедия, 1969—1978. 


XV. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა დევნილებაში 

მას შემდეგ, რაც წითელი არმიის ჯარები შეიჭრენ საქართველოში, და ბოლშევიკებმა იქ თავიანთი ძალაუფლება დაამყარეს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობის დევნილებაში წასვლისა და იქ მისი მუშაობის გაგრძელების შესახებ. ემიგრანტულ ორგანიზაციას ჰქონდა სახელწოდება „საქართველოს ეროვნული მთავრობა“

ისტორია 

წასვლა საქართველოდან 

მას შემდეგ, რაც ნათელი შეიქნა, რომ ომი ბოლშევიკებთან მთლიანად წაგებულია, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ კარლო ჩხეიძის თავმჯდომარეობით, თავის უკანასკნელ სესიაზე, რომელიც ბათუმში 1921 წლის 18 მარტს შედგა, ხმა მისცა ემიგაციაში მთავრობის შექმნის მომხრედ ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით. იმავე დღეს მთავრობის წვრები, აგრეთვე რიგი დეპუტატები, რამდენიმე ოფიცერი და მათი ოჯახის წევრები ხომალდ Ernest Renan-ის ბორტზე გაემართნენ, რომლითაც თავიდან სტამბულში, ხოლო შემდეგ კი საფრანგეთში ჩააღწიეს, რომლის მთავრობამაც ქართველ ემიგრანტებს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. 


                                                        ნოე ჟორდანია 
                                საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე 
                                     დევნილებაში 1921 – 1953 წლებში 

1924 წლის აჯანყების მომზადება 

გამოიყენეს რა სახსრები სამთავრობო ხაზინიდან, ემიგრანტებმა შეიძინეს 5 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი „ციხე-სასახლის“ (სინამდვილეში, მონადირეთა სახლის) გარშემო ლევილ-სჲურ-ორჟში, პატარა ქალაქში, რომელიც პარიზის მახლობლადაა განლაგებული. ლევილი გამოცხადებულ იქნა დევნილებაში მყოფი მთავრობის ოფიციალურ რეზიდენციად. თუმცა კი ემიგრანტები ფულების მუდმივ უკმარისობას განიცდიდნენ, ჟორდანიას მთავრობა ინარჩუნებდა მჭიდრო კონტაქტებს საქართველოში ჯერ კიდევ პოლულარულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან და სხვა ანტისაბჭოთა ორგანიზაციებთან, და, ასეთნაირად, წარმოადგენდა გარკვეულ უხერხულობას საბჭოთა ხელისუფლებისთვის. „საქართველოს ეროვნული მთავრობა“ მხარდაჭერას აღმოუჩენდა საქართველოს დამოუკიდებლობის საითხების კომიტეტს, პარტიატაშორის ბლოკს საქართველოში, მის ბრძოლაში ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ, რომლის კულმინაციურ წერტილადაც იქცა 1924 წლის აგვისტოს აჯანყება. აჯანყების დაწყებამდე ნოე ხომერიკი, დევნილებაში სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბენია ჩხიკვიშვილი, თბილისი ყოფილი მერი, და ვალიკო ჟუღელი, სახალხო გვარდიის ყოფილი მეთაური, საიდუმლოდ დაბრუნდნენ საქართველოში, მაგრამ შეპყრობილ იქნენ და მალევე სიკვდილით დაისაჯნენ საგანგებო სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს (ОГПУ, /მაშინდელი უშიშროება – ი. ხ./) თანამშრომელთა მიერ. 


                                           ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე 
                                         პარლამენტის თავმჯდომარე 

მსოფლიო საზოგადოებრიობის (გაერთიანების) ყურადღება საქართველოსადმი 

საქართველოს ეროვნულმა მთავრობამ მიმართა რიგ მცდელობებს რათა მიექცია საერთაშორისო ყურადღება საქართველოს საკითხისადმი. რამდენიმე მემორანდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერის შესახებ გაეგზავნათ ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იტალიის მთავრობებს, აგრეთვე ერთა ლიგას, რომელმაც მიიღო ორი რეზოლუცია 1922 და 1924 წლებში, საქართველოს სუვერენიტეტის მხარდასაჭერად. მაგრამ, მთლიანობაში, მსოფლიო საზოგადოებამ უგულვებელყო საბჭოთა ხელისუფლების ძალადობრივად დამყარების ფაქტი საქართველოში. 1921 წლის 27 მარტს საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობა გამოვიდა მიმართვით თავისი დროებითი რეზიდენციიდან სტამბულში „ყველა სოციალისტური პარტიისა და (მსოფლიოს) მუშათა ორგანიზაციებისადმი“ პროტესტით საქართველოში შემოჭრის წინააღმდეგ. მოწოდება უშედეგეოდ დარჩა. საქართველოს დამოუკიდებლობის ერთადერთი შესამჩნევი მომხრე გახლდათ სერ ოლივერ უორდროპი, დიპლომატი და ასევე ექსპერტი ქართული კულტურის სფეროში. 


                                                   ნოე რამიშვილი 
                          საქართველოს პირველი მთავრობის თავმჯდომარე 

კარლო ჩხეიძისა და ნოე რამიშვილის სიკვდილი 

ქართველი ემიგრანტების იმედებმა დიდი დერჟავების მხრიდან დახმარებაზე თანდათანობით გაქრობა დაიწყო. 

საქართველოს ემიგრაციისთვის დიდი დანაკარგი იყო კარლო ჩხეიძის სიკვდილი, რომელმაც ტუბერკულჲოზით გაწამებულმა 1926 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ნოე რამიშვილი, ერთ-ერთი ყველაზე უფრო ენერგიული პოლიტიკოსი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე, ბოლშევიკური აგენტის მიერ იქნა მოკლული 1930 წელს. 


                                                    ევგენი გეგეჭკორი 
                            საქართველოს ეროვნული მთავრობის მეთაური 
                                     დევნილებაში 1953–1954 წლებში 

საბჭოთა სპეცსამსახურების შეღწევა ქართული ემიგრაციის წრეებში 

არსებობს დოკუმენტურად დაუდასტურებელი მოსაზრება, რომ ვითომ საბჭოთა დაზვერვის აგენტებმა შეძლეს ემიგრანტულ წრეებში შეღწევა ლავრენტი ბერიას საქმიანობის წყალობით, რომელმაც თითქოს-და პირადად გაშალა მთში სადაზვერვო ქსელი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებდა როგორც მეორე მსოფლიო ომამდე, ისე მის შემდეგაც. 

პოლიტიკა 

დიპლომატიური აღიარება (ცნობა) 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ემიგრაციისა საქართველოს სსრ-ის წარმოქმნის შემდეგ წამოიჭრა საკითხი ამ მთავრობის აღიარების (ცნობის) შესახებ უცხოური სახელმწიფოებისთვის, რომლებმაც დე-იურედ აღიარეს საქართველოს დამოუკიდებლობა მასში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე. ზოგიერთმა ქვეყანამ, კერძოდ ლიბერიამ და მექსიკამ სცნო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, როცა მისი მთავრობა უკვე დევნილებაში იმყოფებოდა, 1921 წლის 28 მარტს და იმავე წლის 12 მაისს შესაბამისად. გარკვეული დროის განმავლობაში გრძელდებოდა საქართველოს ეროვნული მთავრობის „საქართველოს კანონიერი მთავრობის“ სახით აღიარება (ცნობა) ბელგიის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და პოლონეთის მიერ. საქართველოს ეროვნულ მთავრობას ჰქონდა შეძლება შეენარჩუნებია საელჩო პარიზში 1933 წლამდე (რომელსაც სოსიპატრე ასათიანი ხელმძღვანელობდა და რომელიც თავდაუსხმელობის შესახებ 1932 წლის 29 ნოემბერს საფრანგეთ-საბჭოთა პაქტის დადების შემდეგ იქნა დახურული). საქართველოს ეროვნულმა მთავრობამ და მისმა მთავარმა მოკავშირემ ევროპაში, საერთაშორისო კომიტეტმა საქართველოს საკითხებში, რომლის თავმჯდომარეც გახლდათ ჟან მარტენი, გაზეთ Journal de Genève -ს დირექტორი, მოგვიანებით დაიწყეს კამპანია სსრკ-ის ერთა ლიგაში შესვლის წინააღმდეგ, რომელიც, მიუხედავად ამისა, 1934 წლის სექტემბერში შედგა. მოგვიანებით საქართველოს ეროვნულმა მთავრობამ თავისი საქმიანობა ფაქტიურად შეწყვიტა. 

საქართველოს ეროვნული მთავრობის მეთაურები დევნილებაში 

1921–1953 – ნოე ჟორდანია (1868–1953) 
1953–1954 – ევგენი გეგეჭკორი (1881–1954)


მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

 

No comments:

Post a Comment