I. საქართველოს ეროვნული საბჭო
II. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
III. საქართველოს დამფუძნებელი კრება
IV. მენშევიკები
V. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია
VI. სომხეთ-საქართველოს ომი
VII. ბორჩალოს მაზრა
VIII. საქართველოსა და მოხალისეთა არმიის კონფლიქტი
IX. სოჭის კონფლიქტი
X. აჯანყებები სამხრეთ ოსეთში (1918–1920)
XI. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა საქართველოში (1920)
XII. მოსკოვის ხელშეკრულება (რსფსრ – საქართველო, 1920)
XIII. საქართველოსა და რუსეთს შორის 1920 წ. 7 მაისის ხელშეკრულება
XIV. საქართველოს გასაბჭოება
XV. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა დევნილებაში
(ნაწილი I)
I. საქართველოს ეროვნული საბჭო
საქართველოს ეროვნული საბჭო (დეკემბერი 1917 – ივნისი 1918) – საქართველოს პოლიტიკური პარტიათაშორისი ორგანო.
ისტორია
ეროვნული საბჭო შეიქმნა საქართველოს I ეროვნულ ყრილობაზე, რომელიც შედგა 1917 წლის 20 ნოემბერს (3 დეკემბერს) ქართული ინტერპარტიული საბჭოს ინიციატივით საქართველოს ყველა პარტიის მონაწილეობით, ბოლშევიკების პარტიის გარდა. წამყვან როლს ეროვნულ საბჭოში თამაშობდნენ მენშევიკები.
ყრილობაზე მოხსენებით „მიმდინარე მომენტი და ქართველი ხალხი“ გამოსულმა საქართველოს მომავალმა პრემიერ-მინისტრმა ნოე ჟორდანიამ ხაზი გაუსვა ყველა პარტიის მომხრეობას რუსეთთან ერთიანობის შენარჩუნებისა და დროებითი მთავრობის ხელისუფლების აღდგენისადმი.
მოხსენებაში ასევე შედიოდა საქართველოს სრული თვითმმართველობის მოთხოვნა „რუსეთის ფარგლებში“ და მიეთითებოდა ამიერკავკასიის ტერიტორიის ეროვნულ-ტერიტორიული დაყოფის მოხდენის აუცილებლობაც, საერთო თანხმობაზე დამყარებით.
6 (19) დეკემბერს საბჭომ გამოაქვეყნა ქართველი ხალხისადმი მიმართვა, რომელშიც განაცხადა, რომ იმ პირობებში, როცა ომმა დაარღვია რუსეთის სახელმწიფოს პოლიტიკური ერთიანობა და მოშალა მისი ეკონომიკური ცხოვრება, როცა უკვე აღარ არსებობს ერთიანი, ყველას მიერ აღიარებული ცენტრალური მთავრობა, საქართველოს ეროვნული საბჭო „მოწოდებულია გამოავლინოს, სათავაში ჩაუდგეს და განახორციელოს ქართველი ხალხის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ეროვნული მოთხოვნები, დაიცვას და განამტკიცოს მისი რევოლუციურ-დემოკრატიული მისწრაფებანი... ეროვნულ საბჭოს დავალებული აქვს მოითხოვოს და განახორციელოს სრული ეროვნულ-ტერიტორიული საკანონმდებლო თვითმმართველობა მუსლიმანური საქართველოს ფართო თვითმმართველობის განხორეციელებით, აგრეთვე სხვა განაპირა ადგილებისაც, რომელთა მცოვრებნიც გამოთქვამენ სურვილს შემოვიდნენ საქართველოს შემადგენლობაში“.
საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები
საქართველოს ეროვნული საბჭო, არ სცნო რა სახალხო კომისართა საბჭოს ხელისუფლება (ანუ საბჭოთა რუსეთის ბოლშევიკური ხელისუფლება – ი. ხ.), იმ მომენტში არ სვამდა საკითხს საქართველოს რუსეთისაგან გამოყოფის შესახებ.
თუმცა კი, 1918 წლის დასაწყისში სიტუაცია შეიცვალა. ბოლშევიკების მიერ მოსკოვში (თუ პეტროგრადში? – ი. ხ.) დამფუძნებელი კრების გარეკვამ და ამასთან დაკავშირებულმა ამიერკავკასიის სეიმის, როგორც ამიერკავკასიის საკანონმდებლო ორგანოს მოწვევამ, გლეხთა აჯანყებებმა, რომლებმაც 1918 წლის გაზაფხულზე საქართველოს ბევრ რაიონში იფეთქეს, საბჭოთა რუსეთის მიერ ბრესტის ზავზე ხელმოწერამ, რომლის მიხედვითაც თურქეთის შემადგენლობაში გადადიოდა ქართველებითა და სომხებით დასახლებული ბათუმის, ყარსის და არტაანის ოლქები, თურქული ჯარების დაწყებულმა შემოტევამ და მისმა მომყოლმა სამხედრო უიღბლობებმა – ყველაფერმა ამან გამოიწვია ის, რომ 1918 წლის 9 (22) აპრილს ამიერკავკასიის სეიმმა ამიერკავკასია გამოაცხადა დამოუკიდებელ ამიერკავკასიის დემოკრატიულ ფედერაციულ რესპუბლიკად (ადფრ).
ადფრ-ის მთავრობა, რომელსაც არ გააჩნდა ძალები თურქული შემოტევის მოგერიებისთვის, იძულებული შეიქნა წასულიყო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე (გერმანიის შუამდგომლობით).
მოლაპარაკებებმა, რომლებიც ბათუმში 11-დან 26 მაისის ჩათვლით გრძელდებოდა, გამოავლინა მწვავე საგარეოპოლიტიკური უთანხმოებანი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ეროვნულ საბჭოებს შორის, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ცალკეული ეროვნული სახელმწიფოების შექმნა.
მოლაპარაკებებზე თურქეთმა კიდევ უფრო მძიმე პირობები წამოაყენა, ვიდრე ამას ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება ითვალისწინებდა, – ამიერკავკასიას თურქეთისათვის უნდა დაეთმო ერევნის გუბერნიის ტერიტორიის ორი მესამედი, ტფილისის გუბერნიის ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები, აგრეთვე კონტროლი ამიერკავკასიის რკინიგზაზე.
ამ სიტუაციაში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დახმარებისათვის მიმართა გერმანიას. გერმანული სარდლობა ხალისით გამოეხმაურა ამ მიმართვაზე, რამდენადაც გერმანიამ ჯერ კიდევ 1918 წლის აპრილში მოაწერა ხელი თურქეთთან საიდუმლო შეთანხმებას ამიერკავკასიაში გავლენის სფეროების განაწილების შესახებ, რომლის თანახმადაც საქართველო მის გარეშეც გერმანიის გავლენის სფეროში იმყოფებოდა. გერმანიის წარმომადგენლებმა ურჩიეს საქართველოს დაუყოვნებლივ გამოეცხადებია დამოუკიდებლობა და გერმანიისათვის მფარველობის შესახებ ეთხოვა, რათა თურქეთის შემოსევა და დაღუპვა თავიდან აეცილებია.
1918 წლის 24–25 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ეს წინადადება მიღებულ იქნა. იქვე გადაწყდა ამიერიდან საქართველოს ეროვნული საბჭოსთვის საქართველოს პარლამენტი ეწოდებიათ.
საქართველო და აფხაზეთი
1918 წლის 9 თებერვალს საქართველოს ეროვნულ საბჭოსა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს შორის დადებულ იქნა ხელშეკრულება, რომელმაც დააფიქსირა აფხაზეთის საზღვარი საქართველოსთან მდინარე ენგურზე და მოახდინა იმის კონსტანაცია, რომ „ერთიანი აფხაზეთის მომავალი პოლიტიკური მოწყობის ფორმა გამომუშავებულ უნდა იქნას აფხაზეთის დამფუძნებელ კრებაზე ეროვნული თვითგამორკვევის პრინციპის შესაბამისად“.
მაგრამ უკვე 1918 წლის ივნისში აფხაზეთის ტერიტორია, სადაც გამოცხადდა საბჭოთა ხელისუფლება, ოკუპირებულ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარების მიერ გერმანული ჯარების დახმარებით.
იხილეთ ასევე
აზერბაიჯანის ეროვნული საბჭო
მითითებები
Автандил Ментешашвили. Из истории взаимоотношений Грузинской Демократической Республики с Советской Россией и Антантой. 1918—1921 гг.
II. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, დემოკრატიული რესპუბლიკა საქართველო (1918–1921) – დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო, რესპუბლიკა, გამოცხადებული 1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის ფედერაციის დაშლის შედეგად.
შეიცავდა ქუთაისისა და ტფილისის გუბერნიების, ყოფილი რუსეთის იმპერიის ბათუმის ოლქისა და სოხუმის ოკრუგის ტერიტორიებს.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში წამყვან როლს თამაშობდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია.
ბოლშევიკების გამარჯვებისა და საქართველოს გასაბჭოების შედეგად 1921 წლის გაზაფხულზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ლიკვიდირებულ იქნა, მის ტერიტორიაზე დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება და გამოცხადდა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა საქართველო, რომელიც მოგვიანებით შევიდა ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის (ЗСФСР) შემადგენლობაში (1922–1936), ხოლო 1936 წლიდან კი – როგორც ცალკე მოკავშირე რესპუბლიკა სსრკ-ის შემადგენლობაში.
წინაისტორია
რუსეთში თებერვლის რევოლუციის შედეგად შექმნილმა დროებითმა მთავრობამ 1918 წლის 9 (22) მარტს ამერკავკასიის მმართველობისათვის ტფილისში ჩამოაყალიბა საგანგებო ამიერკავკასიის კომიტეტი (ОЗАКОМ), რომელიც შედგებოდა მე-4 სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებისგან, რომლებიც ბურჟუაზიულ-ნაციონალისტურ პარტიებს წარმოადგენდნენ. დეპუტატებოს საბჭოებში უმრავლესობა საქართველოს ტერიტორიაზე სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ეკუთვნოდა, რომელიც დროებით მთავრობას უჭერდა მხარს.
რევოლუციამ ამიერკავკასიის ფრონტის ჯარებში ქაოსი და დუღილი გამოიწვია. მათ წინააღმდეგ მდგარი თურქული ჯარების უმრავლესობა სამხრეთში იყო გადაყვანილი პალესტინასა და მესოპოტამიაში ბრიტანული ჯარების დარტყმების მოსაგერიებლად. 1917 წლის განმავლობაში რუსული არმია თანდათანობით იხრწნებოდა (იშლებოდა), ჯარისკაცები დეზერტირობდნენ, სახლებში მიემართებოდნენ, და შემოდგომისათვის კავკასიის ფრონტი მთლიანად დაშლილი აღმოჩნდა.
პეტროგრადში ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ, ამიერკავკასიის საგანგებო კომიტეტი ამიერკავკასიის კომისარიატმა შეცვალა – ამიერკავკასიის მთავრობამ, რომელიც ტფილისში შეიქმნა 1917 წლის 15 (28) ნოემბერს. მასში შევიდნენ ქართველი მენშევიკების, ესერების, სომეხი დაშნაკებისა და აზერბაიჯანელ მუსავატელთა წარმომადგენლები. საბჭოთა რუსეთთან და ბოლშევიკების პარტიასთან მიმართებაში ამიერკავკასიის კომისარიატმა ღიად მტრული პოზიცია დაიკავა, მხარს უჭერდა რა ყველა ანტიბოლშევიკურ ძალას ჩრდილოეთ კავკასიაში – ყუბანზე, დონზე, თერგზე და დაღესტანში ერთობლივ ბრძოლაში საბჭოთა ხელისუფლებისა და მის მომხრეთა წინააღმდეგ ამიერკავკასიაში.
ისტორია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა
1918 წლის 10 (23) თებერვალს ტფილისში მოწვეულ იქნა ამიერკავკასიის სეიმი. ამ საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ ის დეპუტატები, რომლებიც ამიერკავკასიიდან იყვნენ არჩეული სრულიად რუსეთის დამფუძნებელ კრებაში, და ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. 3 (15) მარტს ხელი მოეწერა ბრესტის ზავს, რომლის მიხედვითაც ყოფილი რუსეთის იმპერიიდან თურქეთს გადაეცა ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქები, რომლებიც ქართველებითა და სომხებით იყვნენ დასახლებული. ამიერკავკასიის სეიმში ქართველებისა და სომხების წარმომადგენლებმა რუსი ბოლშევიკების მიერ ხელმოწერილი ბრესტის ზავი უარყვეს და გამოაცხადეს, რომ თვლიან საკუთარ თავს თურქეთთან ომის მდგომარეობაში.
თურქული ჯარები ხანგრძლივი დაზავების შემდეგ, რომელიც 1917 წლის 5 (18) დეკემბრიდან გრძელდებოდა, შეტევაზე გადმოვიდნენ. 11 აპრილს დაეცა არზრუმი, 13 აპრილს – ბათუმი. სამხედრო უიღბლობებმა აიძულეს ამიერკავკასიის მთავრობა ეთხოვა სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება, მაგრამ თურქეთმა წინასწარი პირობის სახით მოითხოვა ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის ოფიციალური გამოცხადება და რუსეთის შემადგენლობიდან მისი გამოსვლა. 9 (22) აპრილს სეიმმა მიიღო რეზოლუცია ამიერკავკასიის გამოცხადების შესახებ ამიერკავკასიის დემოკრატიულ ფედერაციულ რესპუბლიკად (აკდფრ). ამავე დროს თურქები აგრძელებდნენ წინსვლას, დაიკავეს რა ორი თვის განმავლობაში ყარსი, არტაანი, ბათუმი, ოზურგეთი, ახალციხე. აკდფრ-ის მთავრობა, რადგანაც არ გააჩნდა ძალები თურქული შემოტევის მოგეროებისთვის, იძულებული შეიქნა წასულიყო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე (გერმანიის შუამდგომლობით).
მოლაპარაკებებმა, რომლებიც ბათუმში 11-დან 26 მაისის ჩათვლით გრძელდებოდა, გამოავლინეს მწვავე საგარეოპოლიტიკური უთანხმოებანი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ეროვნულ საბჭოებს შორის, რამაც ბოლოს და ბოლოს ცალკეული ეროვნული სახელმწიფოების წარმოშობა გამოიწვია. მოლაპარაკებებზე თურქეთმა იმაზე კიდევ უფრო მძიმე პირობები წამოაყენა, ვიდრე ბრესტის ზავით იყო გათვალისწინებული, – ამიერკავკასიას თურქეთისათვის უნდა დაეთმო ერევნის გუბერნიის ტერიტორიის ორი მესამედი, ტფილისის გიბერნიის ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები, აგრეთვე კონტროლი ამიერკავკასიის რკინიგზებზე.
ამ სიტუაციაში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დახმარებისა და მფარველობისათვის მიმართა გერმანიას. გერმანული სარდლობა ამ მიმართვაზე ხალისით გამოეპასუხა, რამდენადაც გერმანიამ ჯერ კიდევ 1918 წლის აპრილში მოაწერა ხელი საიდუმლო შეთანხმებას თურქეთთან ამიერკავკასიაში გავლენის სფეროების გაყოფის შესახებ, რომლის თანახმად საქართველო ისედაც გერმანიის გავლენის სფეროში იმყოფებოდა. გერმანიის წარმომადგენლებმა ურჩიეს საქართველოს დაუყოვნებლივ გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა და ოფიციალურად ეთხოვათ გერმანიისათვის მფარველობის შესახებ, რათა თურქული შემოსევა და დაღუპვა თავიდან აეცილებიათ.
1918 წლის 24–25 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასკომის (აღამასრულებელმა კომიტეტი) სხდომაზე ეს წინადადება მიღებულ იქნა. 26 მაისს ამიერკავკასიის სეიმმა თავისი თვითდაშლის შესახებ გამოაცხადა. იმავე დღეს თავისი დამოუკიდებლობა გამოაცხადა საქართველომ (საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა), 28 მაისს – აზერბაიჯანმა. 28 მაისს სომხეთის ეროვნულმა საბჭომ ტფილისში უხალისოდ გამოაცხადა საკუთარი თავი „სომხური მაზრების უმაღლეს და ერთადერთ ხელისუფლებად“.
აქტი საქართველოს სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობის შესახებ
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი (კოალიციური) მთავრობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ნ. ბ. რამიშვილი. მასში შევიდნენ ქართველი მენშევიკები ე. პ. გეგეჭკორი, ნ. ნ. ჟორდანია, ა. ი. ჩხენკელი, ი. გ. წერეთელი და სხვები, აგრეთვე სოციალისტ-ფედერალისტები და ეროვნულ-დემოკრატები. მოგვიაქნებით იმ მთავრობაში, რომელსაც ნ. ჟორდანია ჩაუდგა სათავეში, მხოლოდ „მენშევიკები“ დარჩნენ.
უცხოური სამხედრო ინტერვენცია
ძირითადი წერილი: გერმანულ-თურქული ინტერვენცია ამიერკავკასიაში
უკვე 28 მაისს საქართველომ და გერმანიამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც სამათასიანი საექსპედიციო კორპუსი ფრიდრიხ კრესს ფონ კრესსენშტაინის მეთაურობით ზღვით იქნა გადასროლილი ყირიმიდან ქართულ პორტ ფოთში; შემდგომში იგი გაძლიერებულ იქნა გერმანული ჯარებით, რომლბიც აქ უკრაინიდან და სირიიდან იქნენ გადმოყვანილი, აგრეთვე განთავისუფლებული გერმანელი სამხედრო მოსამსახურეებითა და მობილიზებული გერმანელი კოლონისტებით. გაერთანებული გერმანულ-ქართული გარნიზონები დისლოცირებული იყვნენ საქართველოს სხვადასხვა ნაწილებში; გერმანიის სამხედრო დახმარებამ საშუალება მისცათ 1918 წლის ივნისში მოეხდინათ მუქარის ლიკვიდაცია რუსეთის ბოლშევიკების მხრიდან, რომლებმაც გამოაცხადეს საბჭოთა ხელისუფლება აფხაზეთში. ამრიგად დარღვეულ იქნა ხელშეკრულება, ხელმოწერილი 1918 წლის 9 თებერვალს საქართველოს ეროვნულ საბჭოსა და აფხაზეთის ეროვნულ საბჭოს შორის, რომელმაც დააფიქსირა აფხაზეთის საზღვარი საქართველოსთან მდინარე ენგურზე და მიახდინა კონსტატაცია, რომ „ერთიანი აფხაზეთის მომავალი პოლიტიკური მოწყობის ფორმა ეროვნული თვითგამორკვევის პრინციპის შესაბამისად უნდა იქნას გამომუშავებული აფხაზეთის დამფუძნებელ კრებაზე“ («форма будущего политического устройства единой Абхазии должна быть выработана в соответствии с принципом национального самоопределения на Учредительном Собрании Абхазии»).
ბერლინის დიპლომატიური დემარშის შედეგად თურქული შეტევა საქართველოში გაჩერებულ იქნა. 4 ივნისს ბათუმში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც საქართველო უარს ამბობდა პრეტენზიებზე აჭარაზე (ბათუმის ოლქზე) უპირატესად მუსლიმანური მოსახლეობით, აგრეთვე ქალაქებზე არტაანი, ართვინი, ახალციხე და ახალქალაქი. გერმანიის მიერ საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებების ხელმოწერა აღნიშნავდა საქართველოს მთავრობის ფაქტიურ ცნობას, თუმცა კი იურიდიულ ცნობამდე საქმე მაინც არ მისულა – ბევრწილად საბჭოთა რუსეთის მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულების გამო ამის მიმართ.
1918 წლის ბოლოს, განიცადა რა მარცხი პირველ მსოფლიო ომში, გერმანია იძულებული იყო გაეყვანა თავისი ჯარები საქართველოდან. მათ ნაცვლად მოვიდნენ ინგლისელები.
ქართული ცხენოსანი ჯარი 1918 წელს
1918 წლის 17 ნოემბერს ბაქოში ირანიდან ჩამოვიდნენ ინგლისური ჯარები გენერალ ტომსონის მეთაურობით. ნოემბრ-დეკემბრის განმავლობაში მათ მიერ დაკავებულ იქნა ამიერკავკასიის სტრატეგიული პუნქტები – ბაქო, თბილისი, ბათუმი, რამაც საშუალება მისცათ ეკონტროლებიათ ამიერკავკასიის რკინიგზა და ნავთობისა და ნავთის მიწოდებები ბაქოდან. დეკემბრის ბოლოსთვის ინგლისური ჯარების რიცხოვნებამ საქართველოში დაახლოებით 25 ათასს მიაღწია, მთელ ამიერკავკასიაში კი – 60 ათასს.
როგორც ა. მენთეშაშვილი აღნიშნავს, „ინგლისი ორაზროვან პოლიტიკას ატარებდა კავკასიაში. ერთის მხრივ, დენიკინის ჯარებს ეხმარებოდა, რომლის მიზნებიც იყო „ერთიანი და განუყოფელი“ რუსეთის აღდგენა და ბოლშევიკებთან ბრძოლა, მეორე მხრივ კი – მხარს უჭერდა ადგილობრივ მთავრობათა ილუზიებს, რომლებიც ინგლისის დახმარებით ისწრაფვოდნენ თავიანთი სუვერენიტეტის დამკვიდრებისაკენ. კონკრეტული გარემოებების-და მიხედვით ლონდონი ახდენდა ლავირებას, მოქმედებდა რა პრინციპით „დაყავი და იბატონე“, და გარკვეულ დრომდე ამას ახერხებდა“. საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნ. ჟორდანია შემდგომში თავის მემუარებში წერდა: იმ დროს მტრები ცვლიდნენ ერთმანეთს. ერთის მხრივ, წასული თურქების ადგილი ინგლისელებმა დაიკავეს, მეორეს მხრივ კი – მათმა მოკავშირეებმა, მოხალისეთა არმიამ... ინგლისური სარდლობა ჩვენთან წარმოადგენდა არა მარტო ინგლისის ინტერესებს, არამედ დენიკინის ინტერესებსაც. მათი მთავარი მისია იყო საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმება. ისინი გვთავაზობდნენ კავშირსა და დენიკინისადმი დაქვემდებარებას იმ დაპირებით, რომ ბოლშევიკებზე გამარჯვების შემდეგ თეთრი არმია ჩვენ მოგვცემს ავტონომიას... ჩვენ არ ვთანხმდებოდით. ამის სამაგიეროდ ინგლისელებმა ბლოკადა მოგვიწყვეს: არანაირი საკვები მარაგები და საერთოდარანაირი ურთოერთობები ევროპასთან აღარ შეგვეძლო გვქონოდა... ჩვენი მიზანი იყო მხოლოდ ერთი – მუსლიმანური საქართველოს შემოერთება, ჩვენი დამოუკიდებლობის დე-იურედ აღიარება, ერთა ლიგაში ჩვენი შესვლა და მისი მფარველობის ქვეშ ჩვენი მიღება.
სომხეთ-საქართველოს ომი
ძირითადი წერილი: სომხეთ-საქართველოს ომი
1918 წლის დეკემბერში, ყოფილი ტფილისის გუბერნიის სომხებით დასახლებულ რაიონებზე ბორჩალოსა (ლორე) და ახალქალაქზე კონტროლის გამო, მოხდა მოკლე სომხურ-ქართული შეიარაღებული კონფლიქტი.
სადავო მაზრების მოსახლეობის უმეტეს ნაწილს შეადგენდნენ ეთნიკური სომხები, ხოლო მათი ქართული მოსახლეობა კი მხოლოდ უმნიშვნელო უმცირესობას წარმოადგენდა. მაგრამ, ბორჩალოს მაზრის ლორეს ოლქში უმდიდრესი სპილენძის მადნები იმყოფებოდა, სადაც მარტო ალავერდის სპილენძ-ქიმიური კომბინატი წელიწადში 3800 ტონა სპილენძს აწარმოებდა, რაც მთელი რუსეთის იმპერიის სპილენძის გამოდნობის ერთ მეოთხედ ნაწილს შეადგენდა.
მაშინვე გერმანულ-თურქული საუკუპაციო ძალების გაყვანის შემდეგ, ბორჩალოსა და ახალქალაქის მაზრებში შეიჭრენ ქართული ჯარები. 1918 წლის დეკემბრის დასაწყისში, ქართველები ლორეს რაიონში წააწყდნენ აჯანყებას. საბრძოლო მოქმედებები 9 დეკემბერს დაიწყო და 31 დეკემბრამდე გრძელდებოდა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდია
1918 წლის 16 დეკებერს საქართველოში მცხოვრები მამრობითი სქესის ყველა სომეხი 18-დან 45 წლის ასალამდე სამხედრო ტყვედ იქნა გამოცხადებული ქუთაისთან საკონცენტრაციო ბანაკში განთავსებული.
კონფლიქტი დიდი ბრიტანეთის შუამდგომლობით 1919 წლის იანვარში იქნა დარეგულირებული – შეთანხმების მიხედვით, რომელსაც ტფილისში მოეწერა ხელი, ანტანტის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოსა და სომხეთს შორის საზღვრების შესახებ საკითხის გადაწყვეტამდე, ბორჩალოს მაზრის ჩრდილოეთ ნაწილი გადაეცემოდა საქართველოს, სამხრეთ ნაწილი – სომხეთს, შუა ნაწილი კი (რომელშიც ალავერდის სპილენძის მადნები იმყოფებოდა) „ნეიტრალურ ზონად“ ცხადდებოდა და ადმინისტრაციულად ინგლისელ გენერალ-გუბერნატორს ექვემდებარებოდა.
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ლორეს მთელი რაიონი სომხეთის სსრ-ს გადაეცა. ასევე საკითხი ახალქალაქის რაიონის კუთვნილების შესახებ კიდევ ერთხელ იქნა წამოწეული. მხარის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ამ მხარის საბჭოთა სომხეთისათვის შეერთების მომხრედ გამოდიოდა. საკითხი თავიდან რკპ(ბ) კავბიუროს 1921 წლის 7 ივლისის პლენუმზე იქნა განხილული, მაგრამ სტალინის დაჟინებული მოთხოვნით საბოლოო გადაწყვეტისთვის საქართველოს კომპარტიის ცკ-სა გადაეცა. საქართველოს კომპარტიის ცკ-ის გადაწყვეტილების თანახმად ახალქალაქის მაზრის ტერიტორია (სამცხე-ჯავახეთი) „ეკონომიკური მიზეზებით“ საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში იქნა დატოვებული.
სოჭის კონფლიქტი
ძირითადი წერილი: სოჭის კონფლიქტი
მიუხედავად იმისა, რომ, შავი ზღვის გუბერნიაში ისტორიაში არასოდეს ყოფილა არც მაშინ, არც უფრო ადრე არანაირი ქართული მოსახლეობა, მაინც, 1918 წლის დასაწყისში ქართულმა ჯარებმა სოჭის ოკრუგის საზღვარი გადაკვეთეს და რუსეთის ტერიტორიის ანექსიას შეუდგნენ. 3 ივლისისთვის მათ გაგრა და ადლერი დაიკავეს. განდევნეს რა 5 ივლისს წითლები მდინარე კუდეფსტასთან არსებული პოზიციიდან, ისინი სოჭში შევიდნენ. 8 ივლისიდან წითელი არმიის ჯარები მიმართავდნენ კონტრშეტევის მცდელობებს, მაგრამ 15-დან 26 ივლისის ჩათვლით ბრძოლების სერიის შემდეგ ქართული ჯარები მთლიანად დაეუფლენ ინიციატივას და, 12-საათიანი ბრძოლის შემდეგ 27 ივლისს ტუაფსეში შევიდნენ. მთელი სანაპირო ტერიტორია 1918 წლის სექტემბრისთვის ოკუპირებულ იქნა და „საქართველოსათვის დროებით შეერთებულად“ გამოცხადდა.
საქართველოს არმიის შეტევა არსებითად იმით იყო შემსუბუქებული, რომ ყუბან-შავიზღვის საბჭოთა რესპუბლიკა შებოჭილი იყო ბრძოლით რუსეთის სამხრეთის შეიარაღებულ ძალებთან (ВСЮР).
თავის პრეტენზიებს დაპყრობილ ტერიტორიებზე საქართველო დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ხანაში მათზე თავისი კონტროლით ასაბუთებდა.
რუსეთის სამხრეთის შეიარაღებული ძალების სარდლობას, რომელიც ერთიანი და განუყოფელი რუსეთისათვის იბრძოდა, არ შეეძლო რუსეთის მიერ ქ. სოჭის დაკარგვის დაშვება, ამიტომ, როგორც კი ბოლშევიკების წინააღმდეგ ფრონტზე მდგომარეობა გაუმჯობესდა, 25–26 სექტემბერს ქ. ეკატერინოდარში მიმდინარე მოლაპარაკებებზე გენერალმა ალექსეევმა მოითხოვა დაუყოვნებლივ დაეცალათ რუსეთის ტერიტორია.
ქართული დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრ ე. გეგეჭკორის მეთაურობით დაჟინებით მოითხოვდა სოჭის ოკრუგის ჩართვას საქართველოს შემადგენლობაში, რაც აუცილებელი იყო „ქართული მოსახელეობის ბოლშევიკებისგან დასაცავად“ (მიუხედავად იმისა, რომ მოცემული მომენტისათვის ბოლშევიკები უკვე განდევნილი იყვნენ რეგიონიდან).
26 სექტემბერს მოლაპარაკებები რსშძ-სა და საქართველოს შორის შეწყვეტილ იქნა, და თეთრებმა დაიწყეს შეტევა ქართული არმიის პოზიციებზე. გენერალ დენიკინის ჯარებმა სოჭი, ადლერი და გაგრა დაიკავეს. 1919 წლის 10 თებერვლისათვის თეთრებმა ქართული არმია აიძულეს მდინარე ბზიფის იქით დაეხიათ. მაგრამ, თეთრების სარდლობა იძულებული იყო საქართველოში შემდგომ შეტევაზე უარი ეთქვა ინგლისის მუქარების გამო, რომ მასთან ურთიერთობებს გაწყვეტდა.
1919 წლის იანვარში, პარიზის კონფერენციაზე, საქართველოს წარმომადგენლებმა თავიანთი ქვეყნის ისტორიული რუკა წარადგინეს დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის მმართველობის ხანაში, რომელზედაც სოჭისა და ტუაფსეს ოკრუგები საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. წარმოდგენილი ისტორიული მოწმობების საფუძველზე, საქართველოს საზღვრად ვარაუდობდნენ მდ. მაკოფსე ჩაეთვალათ, რომელიც ტუაფსედან 14 კმ სამხრეთ-აღმოსავლეთით მიედინება.
1919 წ. იანვარში ქართულ-სომხური ომით გამოწვეული ეროვნებათაშორისი კონფლიქტის შედეგად და „ქართველების მიერ მიყენებული შევიწროვებების გამო“ სოჭის ოლქის სომხები აჯანყდნენ. ქართულმა ჯარებმა არტილერია გამოიყენეს აჯანყებული სომხური ძალების წინააღმდეგ. დახმარებაზე სომხების თხოვნათა საპასუხოდ, დენიკინმა, ნოვოჩერკასკთნ წითელ არმიასთან მძიმე ბრძოლების მიუხედავად, დაარღვია დიდ ბრიტანეთთან შეთანხმება და 24 იანვარს ჯარები სოჭზე დაძრა. მოახდინა რა ინგლისელთა პროტესტების იგნორირება, მოხალისეთა არმიან, რომელსაც ქართველებისთვის ზურგში დარტყმების მიყენებით სომეხი ამბოხებულები მხარს უჭერდნენ, 6 თებერვალს სოჭში შევიდა, ამასთან ქართული ჯარების სარდალი გენერალი კონიაშვილიც იქნა დატყვევებული. 8 თებერვალს სოჭისა და ადლერის გარნიზონები ტყვედ ჩაბარდნენ, და მათ შემადგენლობაში ქართული შტაბის უფროსი პოლკოვნიკი წერეთელიც. საერთოდ მთლიანობაში სოჭში ქართული არმიის 700 ჯარისკაცი და 48 ოფიცერი იქნა დატყვევებული, ხოლო მოკლულთა რიცხვმა კი 7 თეთრგვარდიელი და 12 ქართველი სამხედრო მოსამსახურე შეადგინა.
ეს პერიდი ქართული ადმინისტრაციის ანტირუსული მოქმედებების დაწყებით ხასიათდებოდა. კონფისკებულ იქნა რუს მიწათმფლობელთა მიწები საქართველოში (1919 წ. 24 თებერვალს), დააპატიმრეს რუსული ეროვნული საბჭოს აქტივისტები ტფილისში, რუსი სამხედრო მოსამსახურეები. 1919 წლის დიდ ხუთშაბათს საქართველოს ხელისუფლებმა ტფილისის (რუსული) საკათედრო ტაძარი დალუქეს და რუს მრევლს ჩამოართვეს.
ქართულ-ოსური კონფლიქტი
ძირითადი წერილი: აჯანყებები სამხრეთ-ოსეთში (1918–1920)
1918–20 წლებში იფეთქებს აჯანყებები სამხრეთ ოსეთში.
სამხრეთელი ოსები ქართულ მოქმედებებს აჯანყების ჩასახშობად განიხილავენ როგორც გენოციდის აქტს. მათი ვერსიის თანახმად, 387 მამაკაცი, 172 ქალი და 110 ბავშვი იქნა მოკლული მიზანმიმართული ხოცვა-ჟლეტის შედეგად; 1206 მამაკაცი, 1203 ქალი და 1732 ბავშვი საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა. დაღუპულთა საერთო რიცხვმა 4812, ან სხვა წყაროს მიხედვით 5279 ადამიანი შედგინა, ე. ი. რაიონის ოსური მოსახლეობის საერთო რიცხოვნების 6-8 %.
ქართველები გენიცოდში ბრალდებას უარყოფენ და დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ციფრებს გადაჭარბებულად მიიჩნევენ.
საგარეოპოლიტიკური ურთიერთობები აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკასთან
აზერბაიჯანთან საქართველო ომის ზღვარზე იყო ზაქათალის ოკრუგის გამო, რომელიც უპირატესად ლეკებით იყო დასახლებული: 47,6 % ლეკი, 14,7 % ინგილო მუსლიმანი, დანარჩენების უმრავლესობა კი – აზერბაიჯანლები. ადგილობრივი მოსახლეობა აზერბაიჯანის შემადგენლობაში შესვლისაკენ იხრებოდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა საქართველოს მთავრობამ ამ ოლქზე თავისი პრეტენზიების დაცვა დაიწყო. საქართველოს ტერიტორიული დავები ჰქონდა აზერბაიჯანთან ტფილისის გუბერნიის რიგ მაზრებშიც. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ და მუდროსის დაზავების პირობების მიხედვით ამიერკავკასიიდან თურქული ჯარების წასვლის შემდეგ აზერბაიჯანმა დაიწყო პრეტენზიების გაცხადება ყარსისა და ბათუმის ოლქებზე.
1919 – 1920
1919 წლის თებერვალში საქართველოში საყოველთაო არჩევნები იქნა ჩატარებული და მათი შედეგების მიხედვით სოციალ-დემოკრატების („მენშევიკების“) ერთპარტიული მთავრობა ჩამოყალიბდა, რომელსაც ნ. ჟორდანია ჩაუდგა სათავეში.
საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებდა აშშ-ის წარმომადგენლებთან, იმედოვნებდა რა ნებისმიერი დიდი დერჟავის ქვემანდატური ტერიტორიის სტატუსის მიღებას, მაგრამ ეს მაინც არ მომხდარა. 1919 წლის განმავლობაში ანტანტის ქვეყნები უარს ამბობდნენ ეცნოთ საქართველოსა და ამიერკავკასიის სხვა სახელმწიფოთა დამოუკიდებლობა, რადგანაც იმედი ჰქონდათ, რომ გენერალ დენიკინის არმია შეძლებდა სამოქალაქო ომში გამარჯვების მოპოვებას.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
ეროვნული ბანკის მმართველობა
მხოლოდ 1920 წლის 12 იანვარს, როცა ცნობილი გახდა დენიკინის განადგურებისა და კავკასიასთან წითელი არმიის მოახლოვების შესახებ, ანტანტის უმაღლესმა საბჭომ (საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და იტალია) დე-ფაქტოდ აღიარა საქართველოსა და აზერბაიჯანის, ხოლო შემდგომში სომხეთის დამოუკიდებლობაც, რომლებიც ბუფერული სახელმწიფოები უნდა გამხდარიყვნენ რსფსრ-სა და აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის. მოგვიანებით ამ გადაწყვეტილებას შეუერთდა იაპონიაც. რაც შეეხება აშშ-ს, მან ანტანტის უმაღკესი საბჭოს დადგენილების მოწონებაზე უარი განაცხადა.
1920 წლის 6 იანვარს რსფსრ-მ საქართველოსა და აზერბაიჯანს შესთავაზა დაეწყოთ მოლაპარაკებები დენიკინის წინააღმდეგ სამხედრო შეთანხმების დასადებად, მაგრამ საქართველომ არ მიიღო ეს წინადადება, და თავის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და ჩაურევლობაზე მიუთითებდა, ამასთანავე შესთავაზა დაეწყოთ მოლაპარაკებები პოლიტიკური ურთიერთობების დარეგულირების თაობაზე საბჭოთა რუსეთთან.
17 მარტს ვ. ი. ლენინმა დაუსვა კავკასიის ფრონტს ამოცანა დაუფლებოდა ბაქოს და დაემყარებია აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლება.
28 აპრილს, აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ქართულგაზეთებში გამოქვეყნებულ იქნა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის ნ. ჟორდანიას მიმართვა მობილიზაციის გამოცხადების, თავდაცვის საბჭოს დაარსების, მთავარსარდლის დანიშვნისა და აღმოსავლეთ საქართველოს სამხედრო მდგომარეობაზე გამოცხადების შესახებ. ეს მოქმედებები გამოწვეული იყო შიშით, რომ 11-ე არმია უკვე მზად არის გააგრძელოს შეტევა საქართველოს ტერიტორიაზე.
ამ დროს რსფსრ პოლონეთთან ომისთვის ემზადებოდა, და ამიტომ მოსკოვში უკვე მიდიოდა საქართველოს წარმომადგენლის გ. ურატაძის კონფიდენციალური მოლაპარაკებები სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შესახებ. პოლონეთთან ომმა და ბარონ ვრანგელის არმიის ყირიმში ყოფნამ აიძულა ბოლშევიკური ხელმძღვანელობა აეკრძალა აზერბაიჯანში მყოფი თავისი ჯარებისთვის საქართველოში შეჭრა.
1920 წ. 7 მაისს მოსკოვში ხელმოწერილ იქნა მოსკოვის ხელშეკრულება (რსფსრ – საქართველო, 1920), რსფსრ-სა და საქართველოს შორის. რსფსრ შეიქნა პირველ მსხვილ სახელმწიფოდ, რომელმაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დე-იურედ აღიარა და მასთან დიპლომატიური ურთიერთობებიც დაამყარა. მისი პირობების მიხედვით საბჭოთა რუსეთი უსიტყვოდ სცნობდა საქართველოს დამოუკიდებლობას (независимость и самостоятельность) და ვალდებულებას კისრულობდა არ ჩარეულიყო მის საშინაო საქმეებში.
რსფსრ ვალდებულებას კისრულობდა ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში უპირობოდ შესულებად ეცნო ყოფილი რუსეთის იმპერიის გუბერნიბი და ოლქები: ტფილისის, ქუთაისის, ბათუმის მათი ყველა მაზრითა და ოკრუგით, ზაქათალისა და სოხუმის ოკრუგები, აგრეთვე შავი ზღვის გუბერნიის ნაწილი (მდ. ფსოუს სამხრეთით). ამ დებულებამ შემდგომში გამოიწვია პროტესტები საბჭოთა აზერბაიჯანისა და სომხეთის მხრიდან, რომლებიც პრეტენზიას აცხადებდნენ ტფილისის გუბერნიისა და ბათუმის ოლქის ტერიტორიის ნაწილზე (სომხეთი) და ზაქათალის ოკრუგის ტერიტორიის ნაწილზე (აზერბაიჯანი).
საქართველოს მთავრობა ვალდებულებას კისრულობდა „დაუყოვნებლივ განაიარაღოს და საკონცენტრაციო ბანაკებში მოუხდინოს ინტერნირება საქართველოს ტერიტორიაზე ამ ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტისათვის არსებულ, თუ ასეთები აღმოჩნდება, ან მომავალში მის ფარგლებში გადმოსულ სამხედრო და სამხედრო-საზღვაო ძალებს, რაზმებსა და ჯგუფებს, რომლებიც რუსეთის ან მისი ნაწილის მთავრობაზე აცხადებენ პრეტენზიას, ან რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოთა მთავრობების როლზე, და ასევე წარმომადგენლობებსა და თანამდებობის პირებს, ორგანიზაციებსა და ჯგუფებს, რომლებსაც მიზნად აქვთ დასახული რუსეთის ან მის მოკავშირე სახელმწიფოთა მთავრობის დამხობა“, ასევე მიეღო ზომები იმ ჯარებისა და სამხედრო რაზმების თავისი ტერიტორიიდან მოშორებისათვის, რომლებიც საქართველოს სამთავრობო ჯარების შემადგენლობაში არ შედიოდნენ.
ხელშეკრულებაზე საიდუმლო დამატების თანახმად, საქართველო ვალდებულებას კისრულობდა მოეხდინა კომუნისტური ორგანიზაციების ლეგალიზება, აღაირებდა რა მათთვის „თავისუფლად არსებობისა და საქმიანობის უფლებას, შეკრებების თავისუფლად მოწყობისა და თავისუფალი გამომცემლობების უფლებას (მათ შორის ბეჭდური სიტყვის ორგანოებისა)“.
მხარეებმა გაცვალეს დიპლომატიური წარმომადგენლობანი (რსფსრ-ის პოლიტწარმომადგენლად საქართველოში გახდა ს. მ. კიროვი). მაშინვე ამის შემდეგ საქართველო შეეცადა ერთა ლიგაში შესვლის შესაძლებლობები გამოერკვია.
1920 წლის დეკემბერში საქართველოს ერთა ლიგაში შესვლაზე უარი ეთქვა. ამასთან იყო შენიშვნაც, რომ საქართველოს საზღვრები არ შეიძლება ჩაითვალოს საბოლოოდ დადგენილად. 1921 წლის იანვარში საქართველო დე-იურედ იქნა ცნობილი (აღიარებული): ერთი მონაცემების მიხედვით, ერთა ლიგის მიერ, მეორე მონაცემებისა – ანტანტის სახელმწიფოთა მიერ.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია რსფსრ-ის ბოლშევიკური შეიარაღებული ძალების მიერ
ძირითადი წერილი: საქართველოს სოვეტიზაცია (გასაბჭოება)
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1919 წელს პარიზის
სამშვიდობო კონფერენციაზე წარდგენილ საზღვრებში
1921 წლის 12 თებერვალს რსფსრ-ის ჯარები სამი მიმართულებიდან ომის გამოუცხადებლად შეიჭრენ საქართველოში. 25 თებერვალს 11-ე არმიის ნაწილები შევიდნენ ტფილისში. ქალაქში ჩამოვიდა „საქართველოს რევკომი“, რომელიც რკპ(ბ)-ს წევრებისგან შედგებოდა, და რომელიც იმავე დღეს საქართველოს სსრ-ის სახკომსაბჭოდ იქნა გადაკეთებული. კონფლიქტში ასევე თურქეთის ჩაერია. 17 მარტს ქუთაისში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გრიგოლ ლორთქიფანიძემ და რსფსრ-ის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა აბელ ენუქიძემ ხელი მოაწერეს დაზავებას, ხოლო 18 მარტს კი – შეთანხმებას, რომელიც ნებას აძლევდა წითელ არმიას დაეკავებინა ბათუმი, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარების მიერ თურქებისგან იყო განთავისუფლებული. 1921 წლის 18 მარტს, საქართველოს მთავრობის ემიგრაციის შემდეგ ხელისუფლება საქართველოში ფაქტიურად ბოლშევიკების ხელში გადავიდა. ემიგრაციაში საქართველოს ხელისუფალთა მიერ შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ლტოლვილებაში.
ტერიტორიული მოწყობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრები დადგენილია 1920 წ. 7 მაისის ხელშეკრულებით: ჩრდილოეთში – საბჭოთა რუსეთთან და მთის რესპუბლიკასთან, სამხრეთში – ოსმალეთის იმპერიასთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან.
წყაროები
Медиафайлы на Викискладе
Автандил Ментешашвили Из истории взаимоотношений Грузинской Демократической Республики с Советской Россией и Антантой. 1918—1921 гг.
Д. Жуков Была ли Грузия независимой?
III. საქართველოს დამფუძნებელი კრება
საქართველოს დამფუძნებელი კრება – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საკანონმდებლო ორგანო, რომელიც არჩეულ იქნა 1919 წლის თებერვალში საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ აქტის რატიფიკაციისა და 1921 წლის კონსტიტუციის მიღებისთვის. კრება რჩებოდა აქტიური თავის დაშლამდე საქართველოს გასაბჭოების შემდეგ 1921 წელს.
არჩევნები
1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ საქართველო გამოვიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობიდან, შევიდა რა 1918 წლის 9 აპრილს ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში. მაგრამ უკვე 1918 წლის 26 მაისს საქართველო გამოცხადებულ იქნა სუვერენულ რესპუბლიკად და ამავე დღეს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ანონიმურად მიიღო აქტი საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ. 1918 წლის ოქტომბერში საბჭომ საკუთარი თავი გამოაცხადა დროებით პარლამენტად და დაიწყო მზადება საკანონმდებლო ორგანოებში საერთო ეროვნული არჩევნებისთვის – ერთადერთი საყოველთაო არჩევნებისთვის გასაბჭოებამდელ საქართველოში.
საქართველოს დამფუძნებელი კრების საზეიმო გახსნა
დამფუძნებელი კრება არჩეულ იქნა თავისუფალი და პირდაპირი არჩევნებით, რომელიც შედგა 1919 წლის 14-დან 17 თებერვლის ჩათვლით, დამოუკიდებლობის შესახებ აქტის რატიფიკაციისა და რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღებისთვის. არჩევნებში იბრძოდა 15 პოლიტიკური პარტია და მისი შედეგები იქცა სოციალ-დემოკრატიული პარტიისა (მენშევიკების) და მისი ლიდერების ტრიუმფად. მათ მიიღეს 109 ადგილი დამფუძნებელ კრებაში 130-დან. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ (ედპ) მიიღო 8 ადგილი, საქართველოს სოციალ-ფედერალისტურმა პარტიამ (სფს) – 8 და საქართველოს სოციალისტურ-რევოლუციურმა პარტიამ (სრს) – 5 ადგილი, შეიქმნა რა შესაბამისად ოთხი ძირითადი და ორი დამატებითი ფრაქცია – ეროვნული პარტია და დაშნაკცუტიუნი.
საქართველოს დამფუძნებელი კრების შემადგენლობა
სოციალ დემოკრატი ნიკოლოზ ჩხეიძე არჩეულ იქნა (დამფუძნებელი კრების) პრეზიდენტად, ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან და სამსონ ფირცხალავა და სიმონ მდივანი საქართველოს სოციალ-ფედერალისტური პარტიიდან – ვიცე-პრეზიდენტებად. 1919 წლის 21 მარტს კრებამ ნოე ჟორდანია აირჩია მთავრობის თავმჯდომარედ, ხოლო ამ უანასკნელმა კი ჩამოაყალიბა მინისტრთა კაბინეტი.
საკანონმდებლო საქმიანობა
თავისი არსებობის მანძილზე საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო 126 კანონი, კერძოდ მოქალაქეობის, ადგილობრივი არჩევნების, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, სოფლის მეურნეობის საკითხებში, სასამართლო სისტემაში, პოლიტიკური და ადმინისტრაციული ზომების შესახებ ეთნიკურ უმცირესობათა ინტერესებში, სახალხო განათლების ეროვნულ სისტემაში და რიგი სხვა კანონების და ნორმატიული აქტებისა საბიუჯეტო-საფინანსო/ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში, საქართველოს რკინიგზაში, ვაჭრობასა და საშინაო წარმოებაში და ა. შ. 1919 წლის ივლისში კრებამ დააარსა სენატი, რომლის წევრებიც არჩეული უნდა ყოფილიყვნენ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიერ „კანონების შესრულებასა და დაცვაზე ზედამხედველობისთვის, აგრეთვე ყველა ორგანიზაციის, პირისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ მათი მკაცრად დაცვის უზრუნველყოფისთვის“. სენატი არსებითად გახლდათ სააპელაციო სასამართლო, მაგრამ ამასთანავე ჰქონდა უფლება გაეუქმებინა ნებისმიერი სამთავრობო გადაწყვეტილება, რომელიც კანონს ეწინააღმდეგებოდა, და სასამართლოების წინააღმდეგ შეტანილი საჩივრებიც განეხილა.
დამფუძნებელი კრების დაშლა
არცთუ მარტივი საგარეო ურთიერთობებითა და საშინაო პრობლემებით შეწუხებულმა საქართველოს მთავრობამ რუსეთში სამოქალაქო ომის წლებში ვერ შეძლო სრულად განეხორციელებია პრაქტიკაში იმ პროგრესული პროგრამის რეალიზაცია, რომელიც კანონმდებლობაში იყო ჩადებული. 1921 წლის დასაწყისისათვის დამფუძნებელმა კრებამ შეიმუშავა საქართველოს პირველი კონსტიტუცია, რომელიც მიღებულიქნა უკვე წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ 1921 წლის 21 თებერვალს, როცა თბილისის გარეუბნებში უკვე ბრძოლები მიდიოდა.
25 თებერვალს დამფუძნებელი კრება თბილისიდან ევაკუაციით გადავიდა ქუთაისში, ხოლო შემდეგ კი – ბათუმში, სადაც 1921 წლის 21 მარტს შედგა მისი ბოლო სხდომა, რომელზედაც ებრძანა რესპუბლიკის მთავრობას ქვეყანა დაეტოვებია. 1921 წლის 24 მარტს საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა, ბოლშევიკების მიერ შექმნილმა დროებითმა ადმინისტრაციამ, დამფუძნებელი კრება დაშლილად გამოაცხადა.
მითითებები
Сборник правовых актов, принятых Учредительным собранием Грузии, 1919-21. Региональный Исследовательский Центр.
First Universal Democratic Election in Independent Georgia, 2017
IV. მენშევიკები
„მენშევიკები“ – რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ზომიერი ფრთა, 1917 წლის 24 აპრილიდან – დამოუკიდებელი რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია.
ლიდერები: იუ. ო. მარტოვი, ა. ს. მარტინოვი, პ. ბ. აკსელროდი, გ. ვ. პლეხანოვი, თ. ი. დანი, ი. გ. წერეთელი.
ისტორია
1903–1916 წლები
იხ. ასევე ბოლშევიკური ცენტრი
გახლეჩვა რსდმპ-ში მენშევიკებად და ბოლშევიკებად მოხდა რსდმპ II ყრილობაზე (1903 წლის ივლისი, ბრიუსელი–ლონდონი). მაშინ პარტიის ცენტრალური ორგანოების არჩევისას იუ. ო. მარტოვის მომხრეები უმცირესობაში აღმოჩნდნენ, ვ. ი. ლენინის მომხრეები კი – უმრავლესობაში. ხმის მიცემაში გამარჯვების შემდეგ ლენინმა თავის მომხრეებს „ბოლშევიკები“ უწოდა, რის შემდეგაც მარტოვმა თავის მომხრეებს უწოდა „მენშევიკები“. არსებობს აზრი, რომ ფრაქციის ამდენად არამომგებიანი სახელწოდების მიღება მარტოვის მსხვილ შეცდომად იქცა და პირიქით: იმწუთიერი საარევნო წარმატების ფრაქციის სახელწოდებაში განმტკიცება ლენინის ძლიერი პოლიტიკური სვლა გახლდათ. თუმცა კი რსდმპ-ის შემდგომ ისტორიაში ლენინის მომხრეები ხშირად უმცირესობაში აღმოჩნდებოდნენ, მათ მაინც განუმტკიცდათ პოლიტიკურად მომგებიანი სახელწოდება „ბოლშევიკები“.
პავლე აქსელროდი, იულიუს მარტოვი და ალექსანდრე
მარტინოვი სტოქჰოლში (1917 წელს)
„ეს განსხვავება შეიძლება გავიგოთ ასეთ უბრალო მაგალითზე, – განმარტავდა ლენინი, – მენშევიკი, როცა სურს მიიღოს ვაშლი, და ხის ქვეშ დგას, დაიწყებს ლოდინს, სანამ ვაშლი თვითონ დაბლა არ ჩამოვარდება. ხოლო ბოლშევიკი მივა და მოწყვეტს ვაშლს“.
ლენინს უნდოდა შეექმნა შეკრული, მებრძოლი, მკაფიოდ ორგანიზებული, დისციპლინირებული პროლეტარული პარტია. მარტოვლები იდგნენ უფრო მეტად თავისუფალი ასოციაციის მხარეზე, რაც იძლევა პარტიის მომხეთა რიცხვის გაზრდის შესაძლებლობას, რაც არსებობდა რსდმპ II ყრილობის რეზოლუციაშიც: „სოციალ-დემოკრატია მხარს უნდა უჭერდეს ბურჟუაზიას, რამდენადაც იგი გახლავთ რევოლუციური ან მხოლოდ ოპოზიციური ცარიზმთან თავის ბრძოლაში“. ისინი გამოდიოდნენ მკაცრი ცენტრალიზმის წინააღმდეგ პარტიის მუშაობაში და ცენტრალური კომიტეტის (ცკ) დიდ უფლებამოსილებებით აღჭურვის წინააღმდეგაც.
ბოლშევიკებისგან განსხვავებით, რომლებიც საკუთარ თავს უწოდებდნენ ასე 1917 წლის გაზაფხულიდან თვით სკპ(ბ) XIX ყრილობამდეც (პარტიის სახელწოდებებში რკპ/ბ/, სკპ/ბ/, „/ბ/“ აღნიშნავდა ბოლშევიკებს), სიტყვა „მენშევიკი“, რომელიც პირველად გამოიყენა ლენინმა 1905 წლის სტატიებში, ყოველთვის იყო არაფორმალური – პარტია იწოდებოდა როგორც რსდმპ, ხოლო 1917 წლის აგვისტოდან 1918-ის აპრილის ჩათვლით – რსდმპ (გაერთიანებული).
მენშევიკებმა უარი განაცხადეს რსდმპ III ყრილობაში მონაწილეობაზე (1905 წლის აპრილი, ლონდონი) 1905–1907 წლების პირველი რუსული რევოლუციის დასაწყისში და ცაატარეს თავიანთი კონფერენცია ჟენევაში. ისინი თვლიდნენ, რომ რევოლუციური პროლეტარიატი უნდა მოქმედებდეს კოალიციაში ლიბერალურ ბურჟუაზიასთან თვითმპყრობელობის წინააღმდეგ. მენშევიკები აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ მუშათა მასობრივი მოძრაობის, მუშათა დეპუტატების საბჭოების ხელმძღვანელობაში, სახელმწიფო სათათბიროს, პროფკავშირების საქმიანობაში. მენშევიკები ასევე მონაწილეობდნენ ხელისუფლებასთან შეიარაღებულ ბრძოლაშიც: რსდმპ მენშევიკური ოდესის კომიტეტის წევრები კ. ი. ფელდმანი, ბ. ო. ბოგდანოვი და ა. პ. ბერეზოვსკი ცდილობდნენ ეხელმძღვანელათ აჯანყებისათვის ჯავშნოსან „პოტიომკინზე“, 1905 წლის მოსკოვის დეკემბრის აჯანყების დროს 1,5-2 ათას აჯამყებულს შორის დაახლობით 250 მენშევიკიც გახლდათ. მაგრამ ამ აჯანყების წარუმატებლობამ (უიღბლობამ) მკვეთრად შეცვალა მენშევიკთა განწყობილებანი, პლეხანოვმა ისიც კი განაცხადა, რომ „საჭირო არ იყო იარაღის ხელში აღება“, და ამით აღშფოთების აფეთქება გამოიწვია რადიკალურ რევოლუციონრებში. შემდგომში მენშევიკები ახალი აჯანყების პერსპექტივას საკმაოდ სკეპტიკურად ეკიდებოდნენ.
რსდმპ IV (გაერთიანებულმა) ყრილობამ (1906 წლის აპრილი, სტოქჰოლმი) მიიღო მენშევიკების თითქმის ყველა წინადადება, რომლებიც ამ ყრილობაზე უმრავლესობას შეადგენდნენ (მიწის მუნიციპალიზაცია ნაციონალიზაციის ნაცვლად, სათათბიროში მონაწილეობა პროლეტარიატის დიქტატურის ნაცვლად, დაგმო დეკემბრის აჯანყება). თუმცა კი ბოლშევიკებმა შეძლეს გაეტარებიათ გადაწყვეტილება პარტიის წესდების პირველი პარაგრაფის მარტოვისეული ფორმულირების შეცვლის შესახებ ლენინისეულით.
რევოლუციის დამარცხების შემდეგ მენშევიკების ნაწილში წარმოიშვა სურვილი საბოლოოდ ხელი აეღოთ იატაკქვეშა მუშაობაზე. ამ მიმდინარეობის მომხრეებმა მიიღეს „ლიკვიდატორების“ სახელწოდება, ესე იგი ხალხისა, რომლებიც მზად იყვნენ მოეხდინათ ძველი არალეგალური სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიკვიდაცია. მათ მიეკუთვნებოდნენ ა. ნ. პოტრესოვი, პ. ბ. აკსელროდი, ვ. ო. ლევიცკი (მარტოვის ძმა), თ. ა. ჩერევანინი, პ. ა. გარვი. „ლიკვიდატორების წინააღმდეგ გამოდიოდნენ მენშევიკთა ჯგუფები, რომლებმაც მიიღეს „მენშევიკ-პარტიელების“ სახელწოდება, და ისინი მოითხოვდნენ ნებისმიერ ფასად შეენარჩუნებიათ არალეგალურისოციალ-დემოკრატიული პარტია (მათ ლიდერად შეიქნა პლეხანოვი). 1912 წლის იანვარში რსდმპ კონფერენციაზე პრაღაში ყველა დელეგატი, ორი მენშევიკ-პარტიელის გარდა, იყო ბოლშევიკი. კონფერენციამ პარტიიდან გარიცხა მენშევიკ-ლიკვიდატორები. პრაღის კონფერენციის საპორწონედ მენშევიკებმა იმავე წლის აგვისტოში მოახდინეს კონფერენციის ორგანიზება ვენაში.
1914 წლის 26 ივლისს სახელმწიფო სათათბიროს ექვსმა მენშევიკმა და ხუთმა ბოლშევიკმა დეპუტატმა დაგმო დაწყებული პირველი მსოფლიო ომი როგორც იმპერიალისტური, დამპყრობლური ორივე მხრიდან. მაგრამ მალევე მენშევიკებს შორის გამოჩნდა „თავდაცვითი“ მიმდინარეობა (პლეხანოვი, პოტრესოვი და სხვები), რომლის მომხრეებიც რუსეთის მხრიდან ომს ცნობდნენ თავდაცვით ომად, და რუსეთის მიერ ომის წაგებას მიიჩნევდნენ არა მარტო ეროვნულ ტრაგედიად, არამედ მთელი რუსული მუშათა მოძრაობისადმი დარტყმადაც. პლეხანოვი მოუწოდებდა ხმა მიეცათ სათათბიროში სამხედრო კრედიტების მომხრედ. მაგრამ მენშევიკების უფრო მეტი ნაწილი საყოველთაო დემოკრატიული ზავის დადებისაკენ მოუწოდებდა ანექსიებისა და კონტრიბუციების გარეშე, როგორც ევროპული რევოლუციის პროლოგისა და აყენებდა ლოზუნგს „არც გამარჯვებები, არც დამარცხებანი“, დადგა რა ამგვარად „ფარული დამარცხებულობის“ გზაზე. ასეთ პოზიციას უწოდებდნენ „ინტერნაციონალისტურს“, ხოლო მის მომხრეებს კი – „ინტერნაციონალისტებს“. ამასთან მენშევიკ-ინტერნაციონალისტები, ბოლშევიკ-ლენინელებისგან განსხვავებით, არ მოუწოდებდნენ „გადაექციათ მსოფლიო ომი სამოქალაქო ომად“.
თებერვლის რევოლუციის შემდეგ
თებერვლის რევოლუციის შემდეგ მენშევიკებმა ესერებთან ერთობლივად ჩამოაყალიბეს მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების პეტროგრადის საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი (აღმასკომი), მიიღეს უზარმაზარი გავლენა საბჭოებში (განსაკუთრებით ნ. ს. ჩხეიძემ, ი. გ. წერეთელმა, თ. ი. დანმა, მ. ი. ლიბერმა), შედიოდნენ დროებითი მთავრობის შემადგენლობაში (მ. ი. სკობელევი, ი. გ. წერეთელი, კ. ა. გვოზდევი, ა. მ. ნიკიტინი და პ. ნ. მალიანტოვიჩი).
1917 წლის მაისში პეტროგრადში ჩატარდა რსდმპ მენშევიკური და გაერთიანებული ორგანიზაციების სრულიად რუსეთის კონფერენცია, ხოლო აგვისტოში – მენშევიკების გამაერთიანებელი ყრილობა, რომელზედაც გამოცხადებულ იქნა რსდმპ-ის (გაერთიანებულის) შექმნა.
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ
1917 წლის 25 ოქტომბერს რსდმპ(გ) ცკ-მა მიიღო რეზოლუცია, რომელიც სამხედრო გადატრიალების გზით ბოლშევიკების მიერ ხელისუფლების მიტაცებას (დაპყრობას) აცხადებდა „დემოკრატიის ნებაზე ძალადობად და ხალხის უფლებების უზურპაციად“. მომენტის ძირითადი ამოცანის სახით ისმებოდა „მთელი პროლეტარული და დემოკრატიული ძალების შემჭიდროვება რევოლუციის დარბევის ან ანარქიის სრული ზეიმის თავიდან ასაცილებლად და კონტრრევოლუციის შემოტევისადმი წინააღმდეგობის გასაწევად“. 31 დეკემბერს რსდმპ(გ) ცკ-მა დაადგინა „მივიღოთ მონაწილეობა ერთგვაროვანი ხელისუფლების ორგანიზაციის მცდელობაში, რომელიც საკუთარ თავში შეიცავს სოციალისტურ სახალხო სოციალისტებიდან ბოლშევიკებამდე“. ამასთან ცკ-ის ათმა წევრმა და სამმა წვრობის კანდიდატმა (როგირც თავდაცვის მომხრეებმა, ისე ცენტრისტებმაც), მიიჩნიეს რა მოცემული გადაწყვეტილება „დამღუპველად“ განაცხადეს თავიანთ გადადგომაზე. პარტიის საგანგებო ყრილობაზე 1917 წლის დეკემბერში გამოვლინდა მკვეთრი წინააღმდეგობანი პარტიის სხვადასხვა მიმდინარეობებს შორის. ყრილობამ მოუწოდა „დემოკრატიის ძალების შემჭიდროვებისკენ თვითმმართველობის ორგანოებისა და დამფუძნებელი კრების სიახლოვეში“.
1918 წლის 6 იანვარს ბოლშევიკებმა გარეკეს სრულიად რუსეთის დამფუძნებელი კრება, რის შემდეგაც განხეთქილება პარტიაში კიდევ უფრო გამწვავდა: უმრავლესობისთვის საბჭოები, „გადაგვარების მიუხედავად“, მაინც ჯერ კიდევ რჩებოდნენ „პროლეტარიატის პრინციპულ კლასობრივ იარაღად“, მაშინ როცა თავდაცვის მომხრეებისათვის (ობორონცებისათვის) „საბჭოების როლის დაცემა რუსეთის რევოლუციის შემდგომ განვითარებაში“ ჩანდა უდავოდ და მთავარ საქმედ ისინი მიიჩნევდნენ „მუშათა კლასის მოქმედებების კოორდინაციას საზოგადოების ყველა ელემენტთან, ბურჟუაზიის გამოურიცხავად, რომლებიც დამფუძნებელი კრების მოწვევის მომხრეებად იდგნენ“. მენშევიკებმა გამოთქვეს ბრესტის ზავის რატიფიკაციის წინააღმდეგ, მაგრამ განაგრძობდნენ საბჭოებში მუშაობას, მონაწილეობდნენ ბოლშევიკების მიმართ ოპოზიციურ „ფაბრიკებისა და ქარხნებისაგან რწმუნებულთა“ მოძრაობაში, რომელიც ბოლშევიკებმა მალევე გაანადგურეს, ცდილობდნენ შეენარჩუნებიათ თავიანთი პოზიციები პროფკავშირებსა და კოოპერატივებში. მემარჯვენე მენშევიკების ლიდერები ა. ნ. პოტრესოვი, ვ. ნ. როზანოვი, ვ. ო. ლევიცკი შევიდნენ „რუსეთის აღორძინების კავშირში“, რომელიც თავის ძირითად მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების შეიარაღებულ დამხობას.
1918 წლის აპრილში რსდმპ(გ) ცკ-მა დაადგინა: ყურად ვიღებთ რა, რომ დღესდღეობით პარტია „წარმოადგენს ერთადერთ სრულიად რუსეთის მასობრივ სოციალ-დემოკრატიულმუშათა პარტიას“ და რომ „სწორედ ის სულ უფრო და უფრო მეტად მოიცავს მუშათა ყველა ორგანიზაციას, რომლებიც სოციალ-დემოკრატიის ნიადაგზე დგანან“, ეწოდოს მას რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, ყოველგვარი დამატებების გარეშე – მენშევიკების ან გამაერთიანებლებისა.
სამარაში დამფუძნებელი კრების წევრთა კომიტეტის ხელისუფლების გამოცხადების შემდეგ ცკ-ის წევრმა ი. მ. მაისკიმ მასში შრომის მინისტრის პოსტი დაიკავა, ამისათვის იგი 1918 წლის სექტემბერში გარიცხულ იქნა პარტიიდან. მენშევიკები შედიოდნენ ციმბირული დროებითი მთავრობის ადმინისტრაციული საბჭოს, ურალის დროებითი საოლქო მთავრობის, ცენტროკასპიის შემადგენლობაში, მონაწილეობდნენ უფის სახელმწიფო სათათბიროში. საქართველოში ადგილობრივმა მენშევიკებმა 1918 წელს წარმოქმნეს ცალკე პარტია – საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელიც იქცა მმართველ პარტიად საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.
1918 წლის 14 ივნისს სცაკ-მა დაადანაშაულა ესერები და მენშევიკები „მუშებისა და გლეხების წინააღმდეგ შეიარაღებული გამოსვლების ორგანიზებაში აშკარა კონტრრევოლუციონერებთან კავშირში“, დაადგინა გაერიცხა ისინი ყველა დონის საბჭოებიდან. პეტროგრადსა და მოსკოვში წავიდა ფაბრიკებისა და ქარხნების რწმუნებულთა კრების მოძრაობის მონაწილეთა მასობრივი დაპატიმრებები, რომელზედაც რსდმპ ცკ-მა, საბჭოებიდან მენშევიკების განდევნის შემდეგ, შესთავაზა მთელი ყურადღება გაემახვილებინათ.
1918 წლის აგვისტოში რსდმპ ცკ-მა ოფიციალურად გამოაცხადა პარტიის წევრთა მონაწილეობის დაუშვებლობის შესახებ შეიარაღებულ გამოსვლებში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, ისევე როგორც ანტიბოლშევიკურ მთავრობებშიც, აგრეთვე პეტროგრადისა და მოსკოვის მემარჯვენე ჯგუფების პოზიციის შეუთავსებლობის შესახებ პარტიის წევრობასთან. 1918 წლის 30 ნოემბერს სცაკ-მა გააუქმა თავისი 14 ივნისის გადაწყვეტილება მენშევიკებთან მიმართებაში, ამოდიოდა რა იქიდან, რომ „ამ პარტიამ, სულ მცირე, მისი ხელმძღვანელი ცენტრის სახით, ახლა უარი განაცხადა კავშირზე (კოალიციაზე) ბურჟუაზიულ პარტიებთან და ჯგუფებთან, როგორც რუსულებთან, ისე უცხოურებთანაც“. პარტიულმა თათბირმა 1918 წლის დეკემბერში გადაწყვიტა აეგო მენშევიკების ტაქტიკა, „აიღებს რა ამოსავალ პუნქტად... საბჭოთა წყობილებას როგორც სინამდვილის ფაქტს, და არა როგორც პრინციპს“. რსდმპ-მ საკუთარი თავი გამოაცხადა „პოლიტიკურად სოლიდარულად საბჭოთა მთავრობასთან, რამდენადაც იგი (მთავრობა) იცავს რუსეთის ტერიტორიის განთავისუფლებას უცხოური, კერძოდ მოკავშირეთა, ოკუპაციისაგან და გამოდის არაპროლეტარული დემოკრატიის ყველა მცდელობის წინააღმდეგ გააფართოვონ ან შეინარჩუნონ ეს ოკუპაცია“.
მაგრამ 1919 წლის მარტის ბოლოს დაიწყო მენშევიკების დაპატიმრებათა ახალი ტალღა. რკპ(ბ) ცკ პოლიტბიუროს მიერ 1920 წლის მაისში მიღებულმა სპეციალურმა დადგენილებამ წერტილი დაუსვა ლეგალური მენშევიკური ბეჭდური გამოცემების განახლების იმედებს. შემდეგ თვეში პოლიტბიურომ დაავალდებულა ყველა სახალხო კომისარი (სახკომი) გაეგზავნათ პროვინციებში მენშევიკები, „რომლებიც კომისარიატებში მუშაობდნენ და რამდენადმე შეეძლოთ პოლიტიკური როლიც ეთამაშათ“. ერთი თვით უფრო გვიან სრულიად რუსეთის საგანგებო კომისიამ (ჩეკა) მიიღო დავალება „შეემუშავებია მენშევიკური პოლიტიკური ლიდერების განსახლების გეგმა მათი პოლიტიკური გაუვნებელყოფისთვის“. წითელი არმიის მიერ კიევის დაკავებას შედეგად მოჰყვა სასამართლო რსდმპ კიევის კომიტეტის წევრებზე, რომლებსაც ბრალს დებდნენ დენიკინთან თანამშრომლობაში, ოდესის დაკავების შემდეგ დაიწყო რსდმპ ოდესელი წევრების ერთი-მეორის მიყოლებით დაპატიმრება.
რეპრესიების ახალი ტალღა გამოიწვია მენშევიკების წარმატებებმა 1920 წელს საბჭოების არჩევნებში – ასე, თითქმის მთლიანად დაპატიმრებული აღმოჩნდნენ ხარკოვის პარტიული ორგანიზაციის წევრები. რკპ(ბ) პოლიტბიუროს მიერ 1921 წლის დეკემბერში მიღებული დადგენილება „მენშევიკების შესახებ“ ავალებდა „პოლიტიკურ საქმიანობამდე ისინი არ მიუშვათ, მიაქცევთ რა გასაკუთრებულ ყურადღებას მათი გავლენის ამოძირკვაზე სამრეწველო ცენტრებში. ყველაზე უფრო აქტიურები გაასახლეთ ადმინისტრაციული წესით არაპროლეტარულ ცენტრებში, წაართმევთ რა მათ უფლებას იკავებდნენ არჩევით თანამდებობებს, საერთოდ ისეთ თანამდებობებს, რომლებიც დაკავშირებულია ფართო მასებთან ურთიერთობასთან“. ერთი თვის შემდეგ, დაუბრუნდა რა ამ საკითხს, პოლიტბიურომ გადაწყვიტა: „რეპრესიები მენშევიკების წინააღმდეგ გაძლიერდეს და ჩვენს სასამართლოებს დავავალოთ გააძლიერონ ისინი“.
1920 წლის ზაფხულში საზღვარგარეთ გაემგზავრნენ იუ. მარტოვი და რ. აბრამოვიჩი, 1922 წლის იანვრის ბოლოს ქვეყნიდან იქნა გასახლებული თ. დანი. 1922 წლის თერბერვალში მოსკოვში დააპატიმრეს ახალგაზრდობის სოციალ-დემოკრატიული კავშირის ბიუროს წევრები (ბ. საპირი, ლ. ლანდე, ა. კრანიხფელდი, ი. ზუევი, ე. დოდონოვი, ე. ტიხომიროვა და სხვები). 1922 წლის მარტში რკპ(ბ) ცკ პოლიტბიურომ გადაწყვიტა მოემზადებია „საჯარო სასამართლო ს.-დ. ახალგაზრდობაზე“, მაგრამ ძიების ქვეშ მყოფთა ვაჟკაცურმა ქცევამ აიძულა პოლიტბიურო გაეუქმებინა თავისი გადაწყვეტილება და „მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული გადასახლების გამოყენებით შემოფარგლულიყო“. 1922 წლის მეორე ნახევრის დაპატიმრებათა შემდეგ რსდმპ-მ როგორც სრულიად რუსეთის ორგანიზაციამ ფაქტიურად შეწყვიტა არსებობა. გადარჩენილი ორგანიზაციები იშვიათი და შემადგენლობის მიხედვით ვიწრო კონსპირაციული თათბირებით იფარგლებოდნენ. რსდმპ ადგილობრივი ორგანიზაციების თათბირზე 1922 წლის ოქტომბერში გადასულიყვნენ არალეგალურ მდგომარეობაში. 1923 წლის ბოლოსთვის მენშევიკთა ორგანიზაციები მხოლოდ რვა ქალაქში მოქმედებდა. უკანასკნელები მათგან 1924–1925 წლებში იქნენ განადგურებული.
ემიგრაციაში
ემიგრაციაში აღმოჩენილმა მენშევიკებმა შექმნეს საზღვარგარეთული დელეგაცია მარტოვის მეთაურობით. 1921 წლის თებერვლიდან ბერლინში მათ დაიწყეს „სოციალისტური მაუწყებლის“ გამოცემა. 1933 წელს გერმანიაში ხელისუფლებაში ნაცისტების მოსვლამ აიძულა მენშევიკი ემიგრანტები საფრანგეთში გადასულიყვნენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომის საწყების შემდეგ კი – აშშ-ში.
რეპრესიები სსრკ-ში
იხ. ასევე: „მენშევიკთა საკავშირო ბიუროს“ საჩვენებელი პროცესი
1931 წლის გაზაფხულზე მოსკოვში სასამართლოში იქნა გადაცემული 14 ადამიანი ვითომდა არსებული „მენშევიკების ცკ საკავშირო ბიუროდან“. 1931 წლის 1-დან 9 მარტის ჩათვლით მათ მოისმინეს სტანდარტული ბრალდებების შენაკრები: საბჭოთა ეკონომიკის დაშლიდან იმპერიალისტური დერჟავების მთავრობებთან კავშირის დამყარებამდე. მათ შორის, ვინც ამ პროცესში გადიოდნენ, აღმოჩნდნენ გოსპლანის პრეზიდიუმის წევრი ვ. გ. გრომანი, ცნობილი ეკონომისტი და ჟურნალისტი ნ. ი. სუხანოვი, სსრკ სახელმწიფო ბანკის მმართველოს წევრები ბ. მ. ბერლაცკი და ვ. ვ. შერი, აგრეთვე ი. გ. ვოლკოვი, ა. მ. გინზბურგი, ლ. ბ. ზალკინდი, ვ. კ. იკოვი, კ. გ. პეტუნინი, ი. ი. რუბინი, ა. ლ. სოკოლოვსკი, მ. ი. ტეიტელბაუმი, ა. იუ. ფინ-ენოტაევსკი, მ. პ. იაკუბოვიჩი. მათ ყველამ საკუთარი თავი დამნაშავედ ცნეს და მიიღეს თავისუფლების აღკვეთა 3-დან 10 წლამდე. პროცესი არა მარტო პოლიტიკური სადამსჯელო აქტი გახლდათ რუსეთის სოციალ-დემოკრატიის ყოფილ წარმომადგენელთა წინააღმდეგ, ეს იყო რეპრესიული აქცია ეკონომიკური და სტატისტიკური მეცნიერების წარმომადგენელთა, აგრთვე იმ პრეაქტიკოსი ეკონომისტების წინააღმდეგ, ვისი აზრიც არ ემთხვეოდა ხელისუფლების გადაწყვეტილებებს.
1936–1938 წლების „დიდი ტერორის“ დროს მრავალი ყოფილი მენშევიკი იქნა დახვრეტილი. მიუხედავად ამისა ზოგიერთმა ყოფილმა მენშევიკმა, რომლებმაც თავიანთი რწმენა ოფიციალურად შეიცვალეს, მოახერხა ცოცხლად დარჩენილიყო და მნიშვნელოვანი თანამდებობებისთვისაც კი მიეღწია. მაგალითად, ა. ია. ვიშინსკი გახდა გენერალური პროკურორი, მოგვიანებით საგარეო საქმეთა მინისტრი და სკკპ ცკ პრეზიდიუმის (პოლიტბიუროს) წევრობის კანდიდატი. დიპლომატიური კარიერები გაიკეთეს ასევე ი. მ. მაისკიმ, ა. ა. ტროიანოვსკიმ, ს. ი. არალოვმა.
მენშევიკური საქართველო
დიდ წარმატებებს მიაღწიეს მენშევიკებმა საქართველოში. 1918 წლის 26 მაისს შექმნილი დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკაში დომინირებდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია. მთავრობის თავმჯდომარედ გახდა ნ. ნ. ჟორდანია, მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ჩხეიძე და წერეთელი. მაგრამ 1921 წელს წითელმა არმიამ დაიკავა საქართველო და დაამყარა იქ საბჭოთა ხელისუფლება.
იხ. ასევე
«Дело рабочего» – მენშევიკური საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი, რომელიც გამოდიოდა 1917–1918 წლებში კრასნოიარსკში.
ლიტერატურა
Меньшевики в 1918 году / Отв.ред. З. Галили, А. Ненароков; Отв.сост. Д. Павлов. — М.: РОССПЭН, 1999. — 798 с.
Меньшевики в 1919—1920 гг. / Ответ. ред.: Галили З., Ненароков А.; Отв. сост. Павлов Д. — М.: РОССПЭН, 2000. — 935 с.
Меньшевики в 1921—1922 гг. / Ответ. ред.: Галили З., Ненароков А.; Отв. сост. Павлов Д. — М.: РОССПЭН, 2002. — 622 с.
Меньшевики в 1922—1924 гг. / Ответ. ред.: Галили З., Ненароков А.; Сост. А. Ненароков. — М.: РОССПЭН, 2004. — 728 с.
Меньшевики в советской России: Сб.док. — Казань: [Б.и.], 1998. — 228 с.
Меньшевики после Октябрьской революции. Сборник статей и воспоминаний Б. Николаевского, С. Волина, Г. Аронсона. / Редактор-составитель Ю. Г. Фельштинский. — Chalidze Publications, 1990. — 292 с.
Пятикова М. В. Меньшевики и русская революция (1917—1922 гг.). Проблема политического выбора — Южный федеральный университет, 2018. — 280 с. ISBN 978-5-9275-2413-6
Смирнова А. А. Участие социалистов во Временном правительстве и петроградские меньшевики в мае 1917 года. // Вестник ЛГУ им. А. С. Пушкина. 2012. № 3.
Тютюкин С. В. Меньшевизм: Страницы истории. — М.: РОССПЭН, 2002. — 560 с.
Урилов И. Х. История российской социал-демократии (меньшевизма). — Ч.1. Источниковедение. — М.: Раритет, 2000. — 286 с.; Ч.2. Историография. — М.: Раритет, 2001. — 350 с.
Liebich A. From the Other Shore. Russian Social Democracy after 1921. — Harvard: Harvard University Press, 1997. — 476 p.
Brovkin V. The Mensheviks after October: Socialist Opposition and the Rise of the Bolshevik Dictatorship. — Ithaca and London: Cornell University Press, 1987. — 329 p.
მითითებები
Тютюкин С. В. Глава XI. Меньшевики // Политические партии России: история и современность. — М.: РОССПЭН, 2000. С. 227—242.
Ненароков А. П. Политическое поражение меньшевиков
Российские социалисты и анархисты после октября 1917 г.
V. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია
საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია – მარქსისტული პარტია, რომელიც არსებობდა საქართველოში 1918-დან 1926 წლების ჩათვლით. წამყვანი პოლიტიკური ძალა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.
წინაისტორია
საქართველოს პირველ სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციად იქცა ლიტერატურულ-პოლიტიკური ჯგუფი „მესამე დასი“, დაარსებული 1892 წელს ზესტაფონში მარგანეცის მწარმოებლის იოსებ კაკაბაძის, აგრონომ ევგენი ვაწაძის, ბელეტრის ეგნატე ინგოროყვას (ნინოშვილის), მღვდლის ვაჟის დიმიტრი კალანდარიშვილის, ტფილისის სასულიერი სემინარიის ყოფილი აღსაზრდელის სილიბისტრო ჯიბლაძისა და ხარკოვის ვეტერინარული ინსტიტუტის ყოფილი სტუდენტის ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის მიერ. მოგვიანებით ჯგუფი გადაიქცა ქართველი სოციალისტ-მარქსისტების პოლიტიკურ ორგანიზაციად. რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშატა პარტიის (რსდმპ) შექმნის შემდეგ, რომელმაც რუსეთის იმპერიის მრავალრიცხოვანი სოციალ-დემოკრატიული ჯგუფები ერთიან პარტიად გააერთიანა, „მესამე დასი“ მას შეუერთდა, შეინარჩუნა რა ამასთან თავისი სახელწოდება და ორგანიზაციული დამოუკიდებლობა (самостоятельность). 1903 წელს შეიქმნა რსდმპ-ის კავკასიის კავშირი და „მესამე დასი“, დაემორჩილა რა პარტიულ დისციპლინას, მის შემადგენლობაში შეერწყა, და როგორც ცალკეულმა ორგანიზაციამ თავისი არსებობა შეწყვიტა. იურიდიულად ეს რსდმპ II ყრილობაზე იქნა გაფორმებული იმავე 1903 წელს. დაკარგა რა საორგანიზაციო დამოუკიდებლობა, „მესამე დასი“ შენარჩუნდა როგორც ლიტერატურული ჯგუფი და როგორც ქართველ სოციალ-დემოკრატთა სახელწოდება.
რუსეთის სოციალ-დემოკრატიის მენშევიკებად და ბოლშევიკებად გახლეჩვის შემდეგ, „მესამე დასის“ წევრთა უმეტესი ნაწილი, მათ შორის ნოე ჟორდანია, ისიდორე რამიშვილი, სილიბისტრო ჯიბლაძე, ნიკოლოზ ჩხეიძე, ირაკლი წერეთელი, თანდათანობით მენშევიკებს შეუერთდნენ. ქართველ სოციალ-დემოკრატთა ნაწილი, რომელთა შორის იყვნენ იოსებ ჯუღაშვილი (სტალინი), სერგო ორჯონიკიძე და ფილიპე მახარაძე, ბოლშევიკებს შეუერთდა.
ქართული სოციალ-დემოკრატიის ზოგიერთი მოღვაწე, ნიკოლოზ ჩხეიძე, აკაკი ჩხენკელი, ევგენი გეგეჭკორი, ისიდორე რამიშვილი, ირაკლი წერეთელი, ნოე ჟორდანია, არჩეული იყვნენ სახელმწიფო სათათბიროში ან კიდევ ტფილისის ან ქუთაისის სათათბიროებში. ქართველი მენშევიკები აქტიურად მონაწილეობდნენ 1905 წლის რევოლუციაში, კერძოდ, გურიაში, სადაც გამოცხადებულ იქნა გლეხთა რესპუბლიკა.
1917 წელს ქართული სოციალ-დემოკრატიის რიგმა მოღვაწეებმა მონაწილეობა მიიღეს რუსეთის რევოლუციაში. ნიკოლოზ ჩხეიძე 1917 წლის თებერვლიდან ოქტომბრის ჩათვლით პეტროგრადის საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ხელმძღვანელობდა. ეს ხელისუფლების კოლეგიალური წარმომადგენლობითი ორგანო გახლდათ, რომელიც უზარმაზარი გავლენით სარგებლობდა არა მარტო პეტროგრადში, არამედ მთელ რუსეთშიც. ირაკლი წერეთელს მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით ეკავა რუსეთის დრობითი მთავრობის თავიდან ფოსტებისა და ტელეგრაფების მინისტრის, ხოლო შემდეგ კი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა.
აკაკი ჩხენკელი 1917 წლის მარტში ამიერკავკასიის საგანგებო კომიტეტის (ოზაკომ-ი) წევრად იქნა დანიშნული, რუსეთის დროებითი მთავრობის ორგანოსი ამიერკავკასიის მართვის საქმეში. 1917 წლის მოემბრიდან 1918-ის თებერვლის ჩათვლით ევგენი გეგეჭკორი ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის კომისარიატს, ამიერკავკასიის მთავრობას, რომელიც შექმნილი იყო ქართველი მენშევიკების, ესერების (სოციალისტ-ტევოლუციონერთა პარტია – ი. ხ.), სომეხი დაშნაკებისა და აზერბაიჯანელი მუსავატისტების მიერ და რომელმაც შეცვალა ოზაკომი. 1918 წლის თებერვალში ტფილისში ჩაიარა ამიერკავკასიის სეიმის პირველმა სხდომამ, რომელიც ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ იყო მოწვეული, როგორც წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ორგანო ამიერკავკასიის სახელმწიფო ხელისუფლებისა. სეიმის თავმჯდომარე შეიქნა ნიკოლოზ ჩხეიძე, რომელმაც იმ დროისათვის უკვე დატოვა პეტროგრადი. სეიმის მიერ გამოცხადებული ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის პირველი მეთაური გახდა აკაკი ჩხენკელი. იგი შეცვალა ევგენი გეგეჭკორმა.
ისტორია
1918 წელს რუსეთის იმპერიის ფაქტიური დაშლის შემდეგ ქართველი მენშევიკები გამოეყვნენ რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიას (მენშევიკებისა) და შექმნეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია. 1918 წლის აგვისტოსათვის პარტია მოითვლიდა 70 ათასზე მეტ ადამიანს. პარტიის ცენტრალურ ბეჭდურ ორგანოდ შეიქნა გაზეთი „ერთობა“, რომელიც ტფილისში 1917–1921 წლებში გამოდიოდა.
პარტიის ყველაზე უფრო ცნობილ წევრებს შორის შედიოდნენ ნიკოლოზ ჩხეიძე, ევგენი გეგეჭკორი, გრიგოლ ლორთქიფანიძე, ისიდორე რამიშვილი, სეით დევდარიანი, კონსტანტინე ანდრონიკაშვილი, ნოე ჟორდანია, ირაკლი წერეთელი, აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი, მიხეილ ხუნდაძე, ევგენი ღვალაძე, აკაკი ანდღულაძე.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევნებზე 1919 წლის 14 თებერვალს პარტიამ მოაგროვა ხმების 81,5 % და 109 მანდატი 130-დან. სარგებლობდნენ რა ფართო მხარდაჭერით საქართველოს მოსახლეობას შორის, სოციალ-დემოკრატებო დომინირებდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ასე, თუ დამოუკიდებელი საქართველოს პირველ მთავრობაში ასევე შევიდნენ ეროვნულ დემოკრატები და სოციალ-ფედერალისტები, ორი შემდგომი კაბინეტის ჩამოყალიბება სოციალ-დემოკრატებმა შეძლეს დამოუკიდებლად, სხვა პარტიების მიერ უარის თქმის შემდეგ. მმართველობის დროის მანძილზე სოციალ-დემოკრატებმა 126 კანონი მიიღეს.
კარლ კაუცკი მეუღლითურთ სტუმრად ქართველ
სოციალ-დემოკრატებთან (1920 წ.)
იმყოფებოდნენ რა ხელისუფლებაში, ქართველი სოციალ-დემოკრატები მთელ რიგ პრობლემებს შეეჯახნენ. კერძოდ, იმ ხანებში შექმნილი ქართული არმიის ოფიცერთა შემადგენლობა როგორც წესი რუსეთის საიმპერატორო არმიის ოფიცრებით იყო დაკომპლექტებული, რომლებსაც პარტიის ხელმძღვანელობა არცთუ ყოველთვის ენდობოდა, ხოლო ასევე ჩამოყალიბების პროცესში მყოფი სახალხო გვარდია კი წარმოადგენდა სახალხო ლაშქარს, რომელიც მაღალი დისციპლინით არ გამოირჩეოდა. სამხედრო საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახლდათ სასაზღვრო დავების ფონზე თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან, აგრეთვე კონფლიქტებისა აფხაზებთან და ოსებთან. პირველ მსოფლიო ომში გერმანიის საბოლოო დამარცხების სემდეგ დადგა ურთიერთობების აწყობის საკითხი ანტანტის ქვეყნებთან, რაც რთულდებოდა საქართველოს ხელისუფალთა ახლო ურთიერთობებით გერმანელებთან მათ მიერ ბრესტის ზავის დადების შემდეგ. ასე, მაგალითად, საფრანგეთმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დე-იურე აღიარა მხოლოდ 1921 წლის თებერვალში, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე.
ემიგრაციაში
ჯარების შეყვანისა და საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ (თებერვალ–მარტი 1921), 16 მარტს პარლამენტმა დაავალა მთავრობას გაეგრძელებია წინააღმდეგობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ქართველ სოციალ-დემოკრატთა ლიდერები ემიგრაციაში წავიდნენ და საფრანგეთში შექმნეს „საზღვარგარეთული ბიურო“ და დევნილებაში მყოფი მთავრობა. 1922 წელს ქართველ მენშევიკთა ემიგრაციაში წასული ლიდერები „საქართველოს ანტიბოლშევიკური პარტიების პარიტეტული კომიტეტის“ შემადგენლობაში. 1923 წელს პარტია შევიდა მუშათა სოციალისტურ ინტერნაციონალში. საფრანგეთში ქართველი სოციალ-დემოკრატები გამოსცემდნენ ჟურნალებს „ბრძოლა“ და „ჩვენი დროშა“.
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისა და რესპუბლიკის სსრკ-ის შემადგენლობაში შესვლის შემდეგსოციალ-დემოკრატები აგრძელებდნენ ტავიანთ საქმიანობას, მაგრამ უკვე იატაკქვეშ. 1924 წლის აგვისტოში პარტიის წევრებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს საქართველოში მსხვილი ანტისაბჭოთა აჯანყების ორგანიზებაში, რომლის ჩავარდნის შემდეგაც პარტიის საქმიანობა შეწყვეტილ იქნა საგანგებო მთავარი პოლიტიკური სამმართველოს თანამშრომელთა მიერ.ასე, 1924 წლის 1 სექტემბერს სიკვდილით იქნა დასჯილი ნოე ხომერიკი, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, რომელიც საიდუმლოდ დაბრუნდა 1923 წელს საქართველოში, რათა აჯანყების მომზადებაში მიეღო მონაწილეობა. თუმცა კი, საზღვარგარეთ ყოფნაც ასევე სახიფათო იყო პოლიტემიგრანტებისთვის. მაგალითად, ნოე რამიშვილი მოკლულ იქნა 1930 წელს პარიზში. თვით 1950-იან წლებამდე ლტოლვილებაში მყოფი ქართველი სოციალ-დემოკრატები ცდილობდნენ კავშირის შენარჩუნებას სამშობლოსთან, გზავნიდნენ რა იქ თავიანთ ემისრებს.
მეორე მსოფლიო ომის დროს ლტოლვილებაში მყოფი ქართველი სოციალ-დემოკრატები გაიყვნენ მესამე რაიხთან და სსრკ-ის წინააღმდეგ მის ომთან დაკავშირებით. შედარებით მცირე ნაწილი გამოვიდა ნეიტრალიტეტის სასარგებლოდ გერმანიასთან მიმართებაში, იმედოვნებდა რა, რომ გერმანია დაეხმარება საქართველოს განთავისუფლებას საბჭოთა ოკუპაციისაგან, მაგრამ უმრავლესობა, მათ რიცხვში ირაკლი წერეთელი, დადგა ნაციონალ-სოციალიზმისადმი წინააღმდეგობის პოზიციაზე.
გალერეა
ირაკლი (კაკი) წერეთელი
ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე
ნოე ჟორდანია
ნოე რამიშვილი
აკაკი ჩხენკელი
ევგენი გეგეჭკორი
ისიდორე რამიშვილი
პარტიის პროგრამა
საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია ისახავდა შემდეგ მიზნებს:
● კონსტიტუციის შემუშავება და მიღება.
● საქართველოში საპარლამენტო სისტემის დამყარება.
● საყოველთაო საარჩევნო უფლების მიცემა მამაკაცებისა და ქალებისთვის, აგრეთვე უცხოელებისთვის, ტომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე 20 წელზე მეტ ხანს ცხოვრობდნენ.
● ეროვნული არმიის ჩამოყალიბება მთავრობის კონტროლის ქვეშ და ეროვნული გვარდიისა პარლამენტის კონტროლის ქვეშ.
● ეროვნული სიმბოლოები (ჰიმნი, დროშა, გერბი).
● განათლებულობის დონის ამაღლება და განათლების სისტემის განვიტარება.
● სამუშაო კვირის 48 საათით შეზღუდვა.
● ადმინისტრაციული რეორგანიზაცია.
მითითებები
Kautsky K. Georgien. Eine sozialdemokratische Bauernrepublik. Eindrücke und Beobachtungen. Wien: Wiener Volksbuchhandlung, 1921. (Каутский К. «Грузия. Социал-демократическая крестьянская республика. Впечатления и наблюдения»)
Mirian Méloua: La Ière République de Géorgie (1918—1921). 18.11.2013 (фр.)
Mirian Méloua: La Ière République de Géorgie en exil en France. 24.06.2011 (фр.)
Mirian Méloua: Géorgie: les partis politiques avant 1991. 21.02.2013 (фр.)
Stephen F. Jones: Socialism in Georgian Colors: The European Road to Social Democracy, 1883—1917. Harvard University Press, 2005. ISBN 0-674-01902-4
VI. სომხეთ-საქართველოს ომი
სომხეთ-საქართველოს ომი – შეიარაღებული კონფლიქტი სომხებით დასახლებული სასაზღვრო რაიონებისთვის 1918 წელს რესპუბლიკა სომხეთსა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის.
მხარეთა კონფქლიქტისწინა მდგომარეობა და მიზეზები
სადაო ტერიტორიების მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა
სადაო მაზრების მოსახლეობის დიდ ნაწილს ეთნიკური სომხები შეადგენდნენ, ხოლო მათი ქართული მოსახლეობა კი მხოლოდ უმნიშვნელო უმცირესობას წარმოადგენდა. მაგრამ ლორეს ოლქში სპილენძის უმდიდესი საბადოები იმყოფებოდა, სადაც მარტო ალავერდის სპილენძ-ქიმიური კომბინატი წელიწადში 3800 ტონა სპილენძს აწარმოებდა. და ეს მთელი რუსეთის იმპერიის სპილენის გამოდნობის მეოთხედ ნაწილს შეადგენდა.
1897 წლის სრულიად რუსეთის მოსახლეობის აღწერის შედეგების თანახმად, ბორჩალოს მაზრის სამხრეთში და ლორეს უბანზე სომხები მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენდნენ. მხოლოდ უბნის დასავლეთში კომპაქტურად რუსი მოლოკნები, და ალავერდის რაიონში კი – ბერძნები ცხოვრობდნენ.
ბორჩალოს მაზრის ჩრდილოეთ ნაწილი კი ეთნიკურად უფრო ჭრელი გახლდათ: სომხები მოსახლეობის მესამედზე რამდენადმე უფრო მცირე ნაწილს შეადგენდნენ, ამასთან ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფიც იყვნენ; მათ გარდა იქ ბევრი აზერბაიჯანელი, აგრეთვე მნიშვნელოვანი რიცხვით გერმანელები და ქართველები ცხოვრობდნენ.
ახალქალაქის მაზრაში, სომხური უმრავლესობა მოსახლეობის სამ მეოთხედს შეადგენდა, თანაბარ ხარისხად საგრძნობ უმცირესობას წარმოადგენდნენ კავკასიელი თურქები, ქართველები და რუსები.
წინაისტორია
ძირითადი წერილები: ლორეს ისტორია და ახალქალაქის რაიონის ისტორია
რუსეთის რევოლუცია
თებერვლის რევოლუციის შემდეგ რუსეთის დროებითმა მთავრობამ დააარსა ამიერკავკასიის საგანგებო კომიტეტი ოლქის სამართავად. მაგრამ ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ 1917 წლის 11 ნოემბერს ამიერკავკასიის საგანგებო კომიტეტი ამიერკავკასიის კომისარიატით იქნა შეცვლილი, რომელსაც ცენტრი ტფილისში ჰქონდა. კომისარიატმა მოახდინა ერზინჯანის დაზავება (დადო დროებითი ზავი) ოსმალეთის იმპერიასთან 1917 წლის 5 დეკემბერს, დაასრულა რა ლოკალური შეიარაღებული კონფლიქტი მასთან. ამიერკავკასიის კომისარიატი აქტიურად ისწრაფოდა ბოლშევიკური გავლენის ჩახშობისკენ, და იმავდროულად ატარებდა გეზს ამიერკავკასიის დამოუკიდებლობაზე ბოლშევიკური რუსეთისაგან. ეს მოიცავდა საკანონმდებლო ორგანოს – ამიერკავკასიის სეიმის შექმნას, რომელსაც კომისარიატმა თავისი უფლებამოსილებანი გადასცა 1918 წლის 23 იანვარს ბოლშევიკების მიერ რუსეთის დამფუძნებელი კრების გარეკვის შემდეგ. სეპარატისტულმა და ანტიბოლშევიკურმა დღის წესრიგმა ამიერკავკასის (რუსეთის) ცენტრალურ ხელისუფლებასთან კონფლიქტში მოიყვანა. 3 მარტს ბოლშევიკებმა ხელი მოაწერს ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებას, რომელმაც აღნიშნა რუსეთის გამოსვლა პირველი მსოფლიო ომიდან. ხელშეკრულებაში რუსეთი დათანხმდა დაებრუნებია ტერიტორიები, რომლებიც რუსეთ-თურქეთის ომის (1877–1878) შედეგად ჰქონდა მიღებული, ნაკლებად ზრუნავდა რა იმაზე, რომ ეს ტერიტორია სომხური და ქართული ძალების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. ოსმელეთის იმპერიასა და სეიმს შორის ტრაპიზონის მოლაპარაკებები დაიწყო 1918 წლის 4 მარტს დაიწყო და აპრილამდე გრძელდებოდა. ოსმალებმა შესთავაზეს რომ უარს იტყოდნენ იმპერიის ყველა ამბიციაზე კავკასიაში, მათ მიერ აღმოსავლეთ-ანატოლიის ხელმეორედ შეძენილი პროვინციების აღიარების სანაცვლოდ, რაც ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებით მოხდა.
თურქული დელეგაცია მოითხოვდა სეიმის მიერ ბრესტ-ლიტოვსკის სამშვიდობო ხელშეკრულების აღიარებას, რომლის თანახმადაც ბათუმი, ყარსი და არტაანი, ისევე როგორც საომარ მოქმედებათა დაწყების მომენტიდან თურქეთის მიერ დაკავებული ამიერკავკასიის ტერიტოროებიც (ალბათ იგულისხმება ომი თურქეთსა და ამიერკავკასიას შორის – ი. ხ.) თურქეთოს ნაწილად უნდა ყოფილიყო ცნობილი (აღიარებული). სომხური და ქართული დელეგაციები ამ მოთხოვნათა მიღების წინააღმდეგნი იყვნენ, მაგრამ აზერბაიჯანული დელეგაცია თანახმა იყო მიეღო ისინი, რადგანაც სადაო ტერიტორიები მათ არ ეხებოდა და აზერბაიჯანელ დელეგატებს შორის პანთურანული განწყობებიც იყო გავრცელებული. სეიმის არამუსლიმანურმა უმრავლესობამ 1918 წლის 13 აპრილს ხმა მისცა ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ ომის მომხრედ, და მომდევნო დღეს ამიერკავკასიის დელეგაცია ტფილისში იქნა გამოწვეული.
საპასუხოდ ოსმალურმა არმიამ დაიწყო შემოტევა და დაიკავა ბათუმი, მაგრამ სომხური ძალების მიერ ყარსთან იქნა გაჩერებული. 22 აპრილს თურქეთი და ამიერკავკასიის სეიმი შეთანხმდნენ დაზავებისა და სამშვიდობო მოლაპარაკებათა განახლების შესახებ.
დამოუკიდებლობა
სამშვიდობო კონფერენციაზე მოლაპარაკებების მსვლელობისას, ოსმალეთის იმპერიის წარმომადგენლები დიდ ზეწოლას ახდენდნენ ამიერკავკასიის დელეგაციაზე, მოითხოვდნენ რა დამოუკიდებლობის გამოცხადებას, რამდენადაც ისინი მზად იყვნენ ხელი მოეწერათ ხელშეკრულებისთვის ამიერკავკასიასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის რუსეთისგან დამოუკიდებელი იქნებოდა. ამიერკავკასიის სეიმმა 31 მარტს გამოიწვია თავისი წარმომადგენლები ოსმალური პოზიციის განსახილველად. 5 აპრილს, ამიერკავკასიის დელეგაციის მეთაურმა აკაკი ჩხენკელმა მიიღო ბრესტ-ლიტოვსკის სამშვიდიბი ხელშეკრულება შემდგომი მოლაპარაკებებისთვის საფუძვლის სახით. სეიმმაც ასევე გამოაცხადა ოფიციალური დამოუკიდებლობა საბჭოთა რუსეთისაგან, გამოაცხადა რა 1918 წლის 22 აპრილს ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა.
ამასთან, ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ, რომელსაც ძირითადად ქართველი მენშევიკები ედგნენ სათავეში, ბრძანება მისცა სომხურ ნაწილებს ყარსის ციხესიმაგრე დაეტოვებიათ, რომელსაც შეეძლო თურქული შემოტევა მრავალი თვით გაეჩერებია. სომხურმა ნაწილებმა დატოვეს ციხესიმაგრე, რომელიც შემდეგ თურქმა ჯარისკაცებმა დაიკავეს.
მიუხედავად ამისა, საომარი მოქმედებები ახალ რესპუბლიკასა და ოსმალეთის იმპერიას შორის განახლდა, და 1918 წლის 25 აპრილისათვის ოსმალურმა არმიამ თავისი კონტროლის ქვეშ აიღო ყარსი და მნიშვნელოვან ხარისხად თავისი ომამდელი პოზიციებიც დაიბრუნა. 11 მაისს ბათუმში დაიწყო ახალი სამშვიდობო კონფერენცია ამიერკავკასიის რესპუბლიკასა და ოსმალეთის იმპერიას შორის. კონფერენციაზე ოსმალებმა კიდევ უფრო მეტად გააფართოვეს თავიანთი მოთხოვნები, ჩართეს რა მათში ტფილისი, ალექსანდროპოლი (ისტორიული და თანამედროვე გიუმრი – ი. ხ.) და ეჩმიაძინი (ქალაქი). ოსმალეთის იმპერიამ 21 მაისს განაახლა საბრძოლო მოქმედებები ბრძოლებით სარდარაპატთან, ბაშ-აპარანთან და ყარაქილისასთან.
ამ დროისათვის წამყვანი ქართველი პოლიტიკოსები განიხილავდნენ კავშირს გერმანიასთან როგორც ოსმალეთის იმპერიის მიერ ქართველთა ხოცვა-ჟლეტის თავიდან აცილების ერთადერთ ხერხს (საშუალებას). შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ 24 მაისს დემოკრატიული რესპუბლიკა საქართველოს დამოუკიდებლობა, და ორი დღის შემდეგ კი ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ფოთში გერმანიასთან, ჩააყენა რა საკუთარი თავი გერმანიის დაცვის ქვეშ. მოდევნო დღეს აზერბაიჯანის ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის შესახებ. სომხეთის ეროვნულმა საბჭომ, რომელზედაც მნიშვნელოვან ხარისხად უარი თქვეს მოკავშირეებმა, 28 მაისს გამოაცხადა თავისი დამოუკიდებლობა.
გერმანიამ 1918 წლის ზაფხულში შეიყვანა თავისი ჯარები საქართველოში, იმავე დროს სომხეთში შეყვანილ იქნენ თურქული ჯარები. თურქეთმა 1918 წლის 4 ივნისს ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს „მშვიდობისა და მეგობრობის შესახებ“ (ბათუმის ხელშეკრულება), რომელთა მიხედვითაც თურქეთის ხელში, ყარსის, არტაანისა და ბათუმის ოლქების გარდა, გადადიოდა ახალქალაქის მაზრა, ახალციხის მაზრის ნაწილი, სურმალის მაზრა, ალექსანდროპოლის, შარურის, ეჩმიაძინისა და ერევნის მაზრების ნაწილები, რომლებიც თურქეთს პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე ეკავა.
ბათუმის ხელშეკრულებამ ოსმალებს მისცა ეთნიკურად სომხური ბორჩალოსა და ახალქალაქის მაზრების სამხრეთ ნაწილი, მაგრამ მყარად არ განუსაზღვრავს საზღვრები ამიერკავკასიის ახალ სახელმწიფოებს შორის.
ახალქალაქისა და ბორჩალოს მაზრებიდან თურქული ჯარების ევაკუაციის შემდეგ, თურქებმა ამ ტერიტორიის დაკავება სომხეთს შესთავაზეს, გერმანელებმა კი – ქართველებს. თურქების მიერ დატოვებულ მაზრებში, 1918 წლის 4–5 დეკემბერს პირველებმა შეჭრა ქართულმა ჯარებმა მოასწრეს, და, ყარყოფდნენ რა თურქეთის მიერ ტფილისისადმი მიცემულ პირდაპირ წერილობით მიმართვებს, ქართველმა ჯარისკაცებმა გერმანელი ოფიცრების მხარდაჭერით აღნიშნული მაზრები საკუთარი კონტროლის ქვეშ აიყვანეს და მდინარე ძორაგეთის გაყოლებით საგუშაგო დააყენეს.
პირველი შეტაკებანი
1918 წლის ოქტომბრის დასაწყისში ოსმალებმა სამხრეთ ლორედან უკან დაიხიეს, რამაც მოახდინა სომხეთსა და საქართველოს შორის ტერიტორიული ბუფერის ლიკვიდაცია. სომეხმა სამხედროებმა სწრაფად შეავსეს სიცარიელე, აიღეს რა თავიანთი კონტროლის ქვეშ 18 ოქტომბერს ლორეს სამხრეთის დიდი ნაწილი, და არ შეხვდნენ რა რაიმე-ნაირ წინააღმდეგობას უფრო ჩრდილოეთითაც წაიწიეს. პირველი ინციდენტი სომხეთსა და საქართველოს შორის მოხდა იმავე დღეს, როცა სომხურმა საარმიო ნაწილმა ხელში ჩაიგდო სარკინიგზო სადგური სოფელ კობერში თუმანიანის მახლობლად და უარი თქვა გერმანელთა საპასუხო მოთხოვნაზე უკანდახევის შესახებ. ადგილობრივმა მესაზღვრეებმა დახმარებისათვის ტფილისს მიმართეს, და საქართველოს მთავრობამ ორი ჯავშანმატარებლისა და 250 ჯარისკაცის გაგზავნით უპასუხა, რამაც აიძულა სომხები კობერი დაეტოვებინათ. ხუთი დღის შემდეგ, სამმა სომხურმა ასეულმა შეუტია და გაანადგურა გერმანული გარნიზონი სოფელ კარინის მახლობლად. უფრო ადრე საქართველოს მთავრობამ ტფილისში მიიღო წერილი სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოვანეს კაჯაზნუნისაგან, რომელშიც დაჟინებით მოითხოვებოდა, რომ საქართველოს არ შეიძლება ჰქონდეს პრეტენზიები ლორეს რაიონზე, და ორივე ქვეყნისათვის კატასტროფული კრიზისის თავიდან ასაცილებლად ქართულმა ჯარებმა რაიონი უნდა დატოვონ. 25-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით, არც ერთ მხარეს უპირატესობა არ მიუღია, სანამ ქართველებმა არ გაგზავნეს ჯავშანმატარებლით გაძლიეებული ერთი ასეული, თავიანთი გერმანელი მოკავშირეების მხარდასაჭერად. დაახლოებით ერთი დღის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ მიიღო დეპეშა სომხეთიდან იმის ახსნა-განმარტებით, რომ ეს თავდასხმები წარმოადგენს გაუგებრობის შედეგს, და შესთავაზა მოეწვიათ კონფერენცია სასაზღვრო საკითხის გადასაწყვეტად. 27 ოქტომბერს სომხურმა ჯარებმა ორი ოკუპირებული სოფელი დატოვეს და სამხრეთისაკენ უკან დაიხიეს.
ჩავარდნილი დიპლომატიური მოლაპარაკებები
სომხეთმა და საქართველომ 1918 წლის ნოემბერში დაიწყეს ორმხრივი მოლაპარაკებები, მას შემდეგ ქართულმა მხარემ გაგზავნა საგანგებო დავალებების ელჩი ერივანში. იმავდროულად, საქართველოს მთავრობამ ტფილისში მოიწვია კავკასიის ახლახანს დამოუკიდებელი მთავრობები (недавно независимые правительства Кавказа), კონფერენციისათვის საზღვრების განსაზღვრისა და საერთო საკითხების გადაწყვეტის მიზნით. ზოგადი იდეა კონფერენციისა კარგად იქნა აღქმული სომხეთის მთავრობის მიერ, თუმცა კი სომხეთიოს მთავრობა არ დაეთანხმა კონფერენციის მასშტაბსა და მისი ჩატარებოს სწრაფ ვადებს. კერძოდ, სომხეთი არ იყო დაინტერესებული სასაზღვრო საკითხების კონფერენციაზე განხილვაში. სომხეთმა მიუთითა, რომ მიიღებს მონაწილეობას კონფერენციაში, აღიარებს რა სწრაფად ცვალებად პოლიტიკურ ვითარებას პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, მაგრამ კვლავ ხაზი გაუსვა, რომ ისინი არ დაიწყებენ მსჯელობას დელიმიტაციის საკითხებზე.
ზოგადად, მიუხედავად ამისა, ოფიციალური ტფილისი იდგა ტფილისის გუბერნიის სამხრეთ საზღვრების, როგორც საქართველოს ახალი სახელმწიფო მიჯნების განუხრელობის ნიადაგზე. მაშინ როდესაც, სომხეთის მთავრობა ამტკიცებდა, რომ ყოფილი საიმპერიო გუბერნიების საზღვრები არ უნდა მიეღოთ მხედველობაში, რადგანაც ისინი ვერ პასუხობდნენ ვერც ეთნიკურ და ვერც ისტორიულ საზღვრებს, რომლებსაც უნდა შეესაბამებოდეს კიდეც სახელმწიფოთა შორის საზღვარი.
სომხური მხარე ასევე ახსენებდა ქართულ მხარეს იმის შესახებ, რომ ჯერ კიდევ 1917 წელს პეტროგრადში ამიერკავკასიის საერობო კონფერენციის მსვლელობისას ქართველი სოციალისტები, რომლებიც ერთი წლის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობას ჩაუდგნენ სათავეში, დაპირდნენ სომხური ნაციონალისტური პარტოების ხელმძღვანელობას გადაეხედათ რიგი ადმინისტრაციული საზღვრებისათვის ეთნიკური პრინციპის შესაბამისად. ამ დაპირების საფუძველზე სომხეთის მთავრობა მოითხოვდა საქართველოსაგან უარი ეთქვა რიგ სასაზღვრო ტერიტორიებზე, რომლებზედაც სომხური მოსახლეობა უმრავლესობას შადგენდა. ოფიციალური ტფილისის მიერ 1919 წელს გამოთქმული მტკიცების თანახმად, სომხური მხარის მიერ აღნიშნული შეთანხებები (договорённости) არა წარმოადგენდა საკუთრივ შეთანხმებებს, არამედ მხოლოდ კონსტრუქციული ინიციატივის გამოვლინებას, და არ შეიძლება იყოს მისაღები სახელმწიფო საზღვრების განსაზღვრისას.
კონფერენცია დაიწყო ტფილისში 10 ნოემბერს (1918 წ.), მასში მონაწილეობა მიიღეს მხოლოდ აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ და მთიელთა რესპუბლიკამ. სომხურმა დელეგაციამ თავდაპირველად განაცხადა, რომ მათ ვერ შეძლეს დასწრება ერივანსა და ტფილისს შორის ცუდი სარკინიგზო შეტყობინების გამო. ქართულმა დელეგეციამ შესთავაზა კონფერენციის დაწყება 13 ნოემბრამდე გადაედოთ, მაგრამ სომხეთმა უარი თქვა რიგი მიზეზების გამო, რიგ საკითხებში მზადყოფნის ან ნათელი წარმოდგენის არქონის ჩათვლით. სომხური დელეგაცია განაგრძობდა გადადებას, და იმისათვის, რათა სომხები განეთავსებინათ, საქართველომ თავიდან კონფერენციის დაწყება 20 ნოემბრამდე გადადო, შემდეგ კი 30 ნოემბრამდე. უკანასკნელი შეყოვნების შემდეგ კონფერენცია დაიშალა, და ხუთი დღის შემდეგ, 5 დეკემბერს, ქართულმა მისიამ სიმონ მდივანის მეთაურობით, ერივანი დატოვა. საქართველომ შემდგომში შატყობინა სომხეთს თავისი მზადყოფნის შესახებ სასაზღვო დავების განხილვა გამოერიცხა კონფერენციის პროგრამიდან, მაგრამ სომხეთმა უკვე მერამდენედ გადადო პასუხის გაცემა, სავარაუდოდ სატელეგრაფო ხაზების საბოტაჟის გამო.
ერივანიდან გამომგზავრების წინ, სიმონ მდივანის მისიამ ჩაატარა მოლაპარაკებები სომხეთის მთავრობასთან, რომელთა მსვლელობისას სომხეთმა განაცხადა მზადყოფნის შესახებ უარი თქვას პრეტენზიებზე ახალქალაქსა და ბორჩალოზე, თუ ქართველები დაეხმარებიან მას ან ყარაბაღის დაბრუნებაში, ან ისტორიულ ტერიტორიულ პრეტენზიებში დასავლეთ სომხეთში. მაგრამ საქართველოს მთავრობამ უარყო ასეთი წინადადებები, რამდენადაც არ სურდა მორიგ კონფლიქტში ჩაბმულიყო ოსმალურ არმიასთან. მოლაპარაკებების ჩავარდნის ფონზე, საქართველომ გაშალა ჯარები საზღვრისპირა სოფლებში, რამაც მხოლოდ გააძლიერა დაძაბულობა.
საქართველომ წაიყვანა რკინიგზის მთელი მოძრავი შემადგენლობა, მოახდინა ჩრდილოეთიდან სურსათი ნებიემიერი შემოტანა და განაცხადა, რომ სომხეთი – სიცოცხლისუუნარო სახელმწიფოა. ბლოკადი გამო სომხეთში (რუსეთისაკენ სომხეთის ერთადერთი სატრანსპორტო დერეფანი – რკინიგზა – დამოუკიდებელი საქართველოს კონტროლ ქვეშ მყოფი ბათუმის გავლით მიემართებოდა) დაიწყო შიმშილი, 1918 წლამდე სომხეთი მთელი სურსათის მესამედს რუსეთიდან ღებულობდა. სომხეთი, რიჩარდ ოვანესიანის სიტყვებით, 1918–1919 წლებში „სიკვდილის ქვეყნად შეიქნა“.
საომარი მოქმედებები
სომხების შეტევა
1918 წლის დეკემბრის დასაწყისში, ქართველები შეეჯახნენ აჯანყებას ლორეს რაიონში, უმთავრესად სოფელ უზუნლარში. ადგილობრივ გარნიზონს სოფელ უზუნლარში მოულოდნელად შეუტიეს უკმაყოფილო ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რის შედეგადაცერთი ქართველი ჯარისკაცი მოკლულ იქნა, დანარჩენები კი განაიარაღეს და ტყვედ ჩაიგდეს. ქართველები ამტკიცებდნენ, რომ სომეხი ჯარისკაცები მე-4 ქვეითი პოლკიდან ბანდიტებად (ადგილობრივ მაცხოვრებლებად – ი. ხ.) ინიღბებოდნენ და გააჩაღეს აჯანყება. იმავე დროს, სომხეთმა დაიკავა პოზიცია, რომ ეს მოვლენები წარმოადგენს საქართველოს რეპრესიული პოლიტიკის შედეგს ადგილობრივ ეთნიკურ სომხურ მოსახლეობასთან მიმართებაში. საპასუხოდ გენერალმა ვარდენ წულუკიემ ამ რაიონში გაგზავნა 200 ჯარისკაცისგან შემდგარი რაზმი უწესრიგობათა ჩასახშობად. თუმცა კი რაზმს არ ჰქონდა უნარი რაიმე შეეცვალა, რამდენადაც მძიმე საარტილერიო ცეცხლით იქნა უკუგდებული.
ბორჩალოს რაიონი (ლორე)
წულუკიძის შტაბს სანაინში, დაატყდნენ რა თავზე მოულოდნელად, სწრაფად მიადგნენ და ალყა შემოარტყეს სომხური არმიის რეგულარულმა ქვედანაყოფებმა, რის შედეგადაც გაჩაღდა გააფთრებული ბრძოლები სარკინიგზო სადგურის გარშემო. სომხებმა მოახდინეს რელსების საბოტირება, აგრეთვე მოაწყეს ჩასაფრება და ხელში ჩაიგდეს ჯავშანმატარებელი რომელსაც ორი ქართული ქვეითი ასეული გადაჰყავდა. წულუკიძემ სანაინიდან ალავერდში დაიხია, რომელსაც ასევე შეუტიეს სომხურმა ძალებმა; წულუკიძემ, გამოიყენა რა რელსებიდან გადასული მატარებლების არტილერია, თავისი ჯარების უკანდახევა დაიფარა. გაძლიერების ქართული ჯარები 12 დეკემბერს ჩამოვიდნენ და ალავერდის გარშემო სიმაღლეებზე გამაგრდნენ, მაგრამ ახალმა ძალებმა ვერ შეძლეს 60 ქართველის ალყიდან გამოხსნა, რომლებიც ორ სოფელს შორის რელსებზე დარჩნენ. იმავე დღეს კიდევ ერთი მატარებელი გაძლიერების ჯარებით გადავიდა რელსებიდან. ამ მომენტისათვის, ქართველთაგან 700-ზე ნაკლები სამხედრო მოსამსახურე იყო, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ამათგან მათმა უმრავლესობამ დაიკავა თავდაცვითი პოზიციები ალავერდში, რომლებიც რამდენიმე ქვემეხითა და ნაღმსატყორცნით იყო აღჭურვილი. 13 დეკემბერს მათ დაახლოებით 4 ათასმა სომეხმა ჯარისკაცმა შემოარტყა ალყა 1-ლი და მე-2 მსროლელი დივიზიების პოლკებიდან. წააწყდა რა უიმედო სიტუაციას, გენერალმა წულუკიძემს გასცა ბრძანება საერთო უკანდახევის შესახებ და მოახდინა წარმატებული გარღვევა სადახლოს მხარეს.
ამასთან ერთდროულად, 12-დან 14 დეკემბრის ჩათვლით, ქართულ ჯარებს გენერალ ციციანოვის მეთაურობით შეუტიეს სომხურმა ჯარებმა სოფლების ვორონცოვკისა და პრივოლნოეს რაიონში. 12 დეკემბერს სახალხო გვარდიის რაზმი, რომელიც ვორონცოვკას იცავდა, გაწვეულ იქნა ტფილისში სამხედრო პარადში მონაწილეობისთვის, რომელიც საქართველოს სახალხო გვარდიის შექმნის პირველ წლისთავს ეძღვნებოდა. ციციანოვის რამდენიმე ასეულმა ჯარისკაცმა, თუმცა კი რიცხობრივად უთმობდნენ მოწინააღმდეგეს, ხისტი წინააღმდეგობა გაუწიეს მას თავიანთი არტილერიით, იყენებდნენ რა მსხვრევად საბრძოლო მასალებს მიბრჯენით სროლისათვის. ბოლოს და ბოლოს სომხებმა მოახერხეს ორივე სოფლის დაპყრობა. ქართულმა ძალებმა, რომლებსაც 100-ზე მეტი მოკლული ჰყავდათ და გარკვეული დანაკარგებიც განიცადეს ქონებასა და ტექნიკაში, კატარინენფელდის მხარეს დაიხიეს. 14 დეკებერს, სომხებმა, რომლებმაც უკვე 6500-ზე მეტი რეგულარული ჯარები მოაგროვეს, ათასობით ადგილობრივი მოლაშქრის მხარდაჭერით, გაანადგურეს დარჩენილი წინააღმდეგობა სამკუთხედში ალექსანდროვკა–ვორონცოვკა–პრივოლნოე. თავდასხმის მეორე დღის ბოლოსათვის, სომხურმა არმიამ დაიპყრო თითქმის ყველა სადაო სოფელი, სანაინისა და ალავერდის ჩათვლით. ქართველმა ჯარისკაცებმა და დევნილებმა 17 დეკემბერს მატარებლით დაიწყეს ხალხის ევაკუაცია. ქართველებმა მძიმე დანაკარგები განიცადეს, დატოვეს რა თავიანთ უკან ასეულობით ტყვე, ერთი მატარებელი და რელსებიდან გადასული ორი ჯავშანმატარებელი. სომხური ჯარების მარცხენა ფლანგმა, პოლკოვნიკების ნიკოგოსოვისა და კოროლკოვის მეთაურობით, შეასრულა გაბედული საფლანგო მანევრები, რომლებმაც დაბნეულობა შეიტანეს ქართველებში და ალყაში მოაქციეს ისინი აირუმში, დაასრულეს რა ქალაქის აღება 18 დეკემბერს. წარმატებული გარღვევის მიუხედავად, ქართულმა მე-5 და მე-6 ქვეითმა პოლკებმა დაახლოებით 560 ადამიანი დაკარგეს მოკლულებით, დაჭრილებითა და დატყვევებულებით, აგრეთვე საერთო ჯამში 25 ტყვიამფრქვევი და ორი ქვემეხიც დატოვეს.
იმავე დღეს სომხური ავანგარდი სადახლოსკენ დაიძრა, სადაც წულუკიძის ძალები სადგურსა და უახლოეს სტრატეგიულ სიმაღლეებზე გამაგრდნენ. პირველი სომხური შემოტევა მოგერიებულ იქნა, და იმისათვის, რათა თავდაცვაში მყოფთათვის ფლანგიდან შემოევლოთ, მეორე დღეს ქალაქი შულავერი იქნა დაპყრობილი. კოროლკოვმა მოუწოდა ყველა სომეხ მამაკაცს ამ რაიონში, ვისაც ბრძოლა შეეძლო, რათა მოეხდინა მათი მობილიზაცია და არმიის შეტევისათვის მხარი დაეჭირა. 20 დეკემბერს სომხებმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სადგურის ბლოკირება მოახდინეს, რომელიც სადახლოს ტფილისთან აერთიანებდა, რამაც ხელი შეუშალა შემდგომი გაძლიერების ძალების მოყვანას. შემდეგ დღეს მათ თავი მოუყარეს თავიანთ არტილერიას და დაიწყეს ქალაქზე შემოტევა, მაგრამ უკუგდებულ იქნენ და დიდი დანაკარგებიც განიცადეს თავდაცვაში მყოფ ქართველთაგან, რომლებიც ჯავშანმატარებლით იყვნენ აღჭურვილნი. იმავე მატარებლის გამოყენებით დარცენილმა ქართულმა ჯარებმა ალყა გაარღვიეს, რათა უფრო ჩრდილოეთისკენ შექმნილ თავდაცვით ხაზს შეერთებოდნენ. ამ დამარცხების შემდეგ წულუკიძე თადარიგში იქნა გაგზავნილი და იგი შეცვალეს გენერალ სუმბათაშვილით. ქართული არმია უკვე მობილიზებულ იქნა ლორეს რაიონში და დაიწყო მზადება მსხვილი კონტრშეტევისათვის.
ახალქალაქის რაიონი
ნაკლები მნიშვნელობისა იყო შეტაკებები ახალქალაქის რაიონში. სომხურ ოპერაციას ხელს მასობრივი ქართული სამხედრო ყოფნა უშლიდა, რაიონის ტერიტორიაზე, გენერალ აბელ მაყაშვილის მეთაურობით, 6000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. უთანხმოებების მიუხედავად, სომხური ჯარები შეტევაზე გადავიდნენ, დაიპყრეს რა ოთხი სოფელი. მაყაშვილმა მოითხოვა, რათა მათ დაუყოვნებლივ დაეტოვებიათ ეს რაიონი, სხვანაირად სადამსჯელო ზომები იქნებოდა მიღებული. 14 დეკემბერს სომხებმა შეასრულეს მოთხოვნა და დატოვეს სოფლები, თუმცა კი იმისათვის, რათა რამდენიმე დღის შემდეგ განეახლებიათ ტავიანთი შემოტევები, ამჯერად კავალერიის მხარდაჭერით. სოფელი ტროიცკოე რადენჯერმე გადადიოდა ხელიდან ხელში, სანამ ქართველებმა საბოლოოდ არ დაიბრუნეს იგი და განდევნეს მთელი სომხური ნაწილები ამ რაიონიდან. 19 დეკემბერს სომხურმა ჯარებმა ისევ სცადეს ტროიცკოეს აღება, მაგრამ უკუგდებულ იქნენ, დაკარგეს რა 100 ადამიანი ქართველთა ტყვიამფრქვევების ცეცხლის ქვეშ. ზამთრის ძლიერი ქარიშხლების გამო ვერც ერთმა მხარემ ვერ შეძლო რეგიონში სამხედრო გარღვევისათვის მიეღწია. შეტაკებები ახალქალაქის რაიონში ომის ბოლომდე შეწყდა, იმ დროს როცა მთელი იქ მყოფი ქართული ჯარები უნდა დარჩენილიყვნენ, უმაღლესი სარდლობის ბრძანებით, ლორეში კრიტიკული სიტუაციის მიუხედავად.
ქართული შეტევა
ეკატერინენფელდის ოპერაცია
სომხური არმია განაგრძობდა შემოტევას და დაიკავა სომხური სოფლების უმრავლესობა ბორჩალოს პროვინციაში, შემდეგ კი შევიდა ქალაქ ბოლნის-ხაჩენში ძლიერად შელახული ეკატერინენფელდის მახლობლად და საქართველოს დედაქალაქისაგან სულ რამდენიმე ათეულ კილომეტრში იმყოფებოდა. თუმცა კი ტფილისზე თავდასხმა არ იყო სომხების მთავარი მიზანი, ეს გახლდათ საგანგაშო და უშუალო მუქარა საქართველოს მთავრობისათვის. მობილიზაციის შესახებ ბრძანება გაცემულ იქნა არაუადრეს 18 დეკემბრისა და დამტკიცებულ მხოლოდ ორი დღის შემდეგ. სახალხო გვარდიის ცუდად დისციპლინირებული რაზმების სარდლად ეკატერინენფელდში დაინიშნა ჯუღელი, ხოლო გენერალი ახმეტელაშვილი კი დანიშნულ იქნა ქართული არმიის მთავარსარდლად ლორეს საომარ მოქმედებათა თეატრზე. ჯუღელის 600 კაცი ბანაკად განლაგდა ცუდად და დაუდევრად ორგანიზებულ პოზიციებზე, ისე რომ დაცვაც კი არ დაუყენებიათ, რამაც შესაძლებლობა მისცა სომეხ მეამბოხეებს მათ ღამით მიჰპარვოდნენ, ხელში ჩაეგდოთ რამდენიმე ქვემეხი და ტყვიამფრქვევი, და განლაგებულიყვნენ სახურავებზე, რითაც გააკვირვეს ქართველები. მაგრამ, იღბლიანი სომხური შემოტევის მიუხედავად, ქართველებმა ჯუღელის მეთაურობით, ცეცხლის დაშენის ქვეშ მყოფებმა, შეძლეს უკან წაერთმიათ სომხებისთის ტექნიკა ახლო ბრძოლაში და აიძულეს ისინი დაეტოვებიათ ქალაქი, მაგრამ განიცადეს მძიმე დანაკარგები, ჰყავდათ რა 30 მოკლული და 70 დაჭრილი. სომხურმა ირეგულარულმა ნაწილებმა ასევე მძიმე დანაკარგები განიცადეს უკანდახევის დროს – 100 მოკლული და 100 ტყვედ ჩავარდნილი, როცა მათ დაეწია ქართული კავალერია პოლკოვნიკ ჩოლოყაშვილის მეთაურობით. ქართული ჯარები გადავიდნენ მდინარე ხრამზე პირველი ძირითადი მიზნით გაენადგურებიათ სომხური ძალები დაგეთ–სამშვილდის რაიონში. სომხურ ჯარებს, მათ რიცხვში 500 კარგად შეიარაღებულ სახალხო მოლაშქრეს (მეამბოხეს), შეუტია ქართულმა არტილერიამ, და დეკემბერს სოფლები დაგეთი, ბოლნისი, ხაჩენი და სამშვილდე ქართული არმიის მიერ იქნა დაპყრობილი, რომელმაც მოახდინა ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის დიდი ნაწილის ლიკვიდაცია.
შულავერის ოპერაცია
გენერალ წულუკიძის მეთაურობის ქვეშ მყოფი ქართული ჯარების სადახლოდან განდევნის შემდეგ სომხები ფაქტიურად აკონტროლებდნენ სადაო სოფლების დიდ ნაწილს ბორჩალოს მაზრაში, ეკატერინენფელდის გამოკლებით, რომლებიც ქართველებმა უკანვე წაართვეს. რეაგირებდნენ რა დროს (დრასტამათ მარტიროსის ძე კანაიანი) მოთხოვნაზე, რომელიც პირდაპირ იმუქრებოდა ხრამის ფარგლებს იქით თავდასხმითა და ირიბად ტფილისზე თავდასხმით, თუ ქართველები არ დათმობდნენ და ახალქალაქის რაიონს ოფიციალურად სომხეთს არ გადასცემდნენ, ქართველები სწრაფად გადავიდნენ თავდაცვითი პოზიციიდან შეტევით ოპერაციებზე. საქართველოს მთავრობამ თავისი ყველაზე უფრო პატივცემული მხედართუფროსი გენერალი მაზნიაშვილი დაგეგმილი ოპერაციის „შულავერი“ სარდლად დანიშნა, გენერლების კვინიტაძისა და სუმბათაშვილის მხარდაჭერით. 24 დეკემბერს სომხებს, რომლებიც სარკინიგზო სადგურ აშაღი-სერალს იცავდნენ, ქართულმა კავალერიამ შეუტია მოულოდნელად ჯავშანმატარებლის საარტილერიო ცეცხლის მხარდაჭერით და გაანადგურა. სულ რამდენიმე საათის შემდეგ ქართული ქვეითი ჯარი რამდენიმე სოფელსა და პატარა შულავერში შევიდა და სარკინიგზო ხიდი დაიკავა, იმავე დროს ერთმა ბატალიონმა აშაღასა და შულავერს შორის სტრატეგიული მთა მოწინააღმდეგისაგან გაწმინდა. ამ მოქმედებებმა საშუალება მისცეს გენშტაბს სადგურზე ფრონტის ხაზს მიახლოვებოდა. დროს ძალები ინარჩუნებდნენ ინიციატივას, რამდენადაც მათ ჰქონდათ აღმატება (უპირატესობა) რიცხოვნებასა პოზიციებში, იმ დროს როცა ქართველები ჯერ კიდევ აგროვებდნენ საკმარის ძალებს გადამწყვეტი შეტევებისათვის. ამის ნაცვლად მაზნიაშვილმა მიმართა ადგილობრივი ქვეითი და საკავალერიო რაზმების ღრმა შემოვლით მანევრებს, რათა თავიდან აეცილებია სომხების კოორდინირებული შემოტევა, იმ დროს როცა ძირითადი (ქართული) არმია ჯერ ისევ იკრიბებოდა.
სომხებს რომ მანამდე დაეწოთ შეტევა, სანამ ქართული არმია სრული შემადგენლობით მოვიდოდა, ვერაფერი შეუშლიდა მათ ხელს იმაში, რომ აეღოთ ტფილისი. მაზნიაშვილის გეგმა იმაში შედგებოდა, რათა გადაეტანა სომხების ყურადღება დივერსიული მანევრებით ფლანგიდან, რომლებიც შულავერსა და სტრატეგიულად მნიშვნელოვან სარკინიგზო კვანძს ემუქრებოდნენ. სომხურმა სარდლობამ საპასუხოდ თავისი არმიის ძირითადი ნაწილი შულავერში და მის გარშემო გაშალა და აქვე მოახდინა მისი კონცენტრაცია. დაიკავა თავდაცვითი პოზიციები და მოახდინა მთელი არსებული ძალების მობილიზაცია ქალაქზე პოტენციური ქართული შემოტევისათვის წინააღმდეგობის გასაწევად. მაზნიაშვილმა მოახერხა თავისი გეგმის განხორციელება. მან თავი მოუყარა მის ხელთ არსებულ მთელ ძალებს, დაახლოებით 1000 ადამიანს, რამდენიმე ერთდროული შეტევისათვის ფლანგებზე, დაიპყრო რა შულავერის გარშემო რიგი სოფლები 25 დეკემბერს. შულავერისაგან ჩრდილოეთით, ქართული ეროვნული გვარდიის ბატალიონმა დაიპყრო მთა, უშუალოდ მიმართული ქალაქის მხარეს, დაიკავა რა გადამწყვეტი სტრატეგიული საყრდენი პუნქტი, რომელიც ტერიტორიის დიდ ნაწილს აკონტროლებდა. ამას თითქმის მაშინვე მოჰყვა თავად შულავერზე შეტევაც, რომელიც არტილერიისა და ორი ქართული თვითმფრინავის მიერ იქნა განხორციელებული, რომლებმაც სომხურ პოზიციებზე ბომბები ჩამოყარეს.
საერთო იერიში მომდევნო დღეს 26 დეკემბერს იყო დანიშნული. მაგრამ ბატალიონმა, რომელსაც მთა უნდა დაეცვა, დატოვა ის მარაგების შევსებისა და დასვენებისთვის, რამდენადაც ჯარისკაცებისთვის მოუხერხებელი იყო თვითონ მთაზე დასვენება. ამის შედეგად, სომხებმა ის ხელახლა დაიკავეს, მაგრამ იმავე დღეს უკუგდებულ იქნენ. როგორ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, მაგრამ ამის შემდეგ მალევე ზუსტად ისეთივე მოვლენა მოხდა. ქართველებმა ისევ დატოვეს მთა იმავე მიზეზის გამო, დაკარგეს რა იგი მესამედ. ბატალიონის მეთაურმა მეთაურობაზე უარი თქვა თავისი ხალხის საქციელის გამო. ამის შედეგად ოპერაცია 27 დეკემბრამდე იქნა გადადებული. მაზნიაშვილი შეეცადა შულავერი შუბლის შეტევით აეღო, პირადად ჩაუდგა რა იერიშს სათავეში, მაგრამ სომეხი დამცველების მიერ უკუგდებულ იქნა. ერთი დღის შემდეგ სომხები სხვა პოლკით იქნენ გაძლიერებულნი, და ქართულმა არმიამ, 2-საათიანი საარტილერიო ცეცხლის დაშენის თანხლებით, დაახლოებით 3500 ადამიანის ძალით თავისი შეტევა განაახლა და შეძლო სტრატეგიული სიმაღლეების დაპყრობა ქალაქიდან აღმოსავლეთით, დააყენა რა საკუთარი თავი მომგებიან მდგომარეობაში. შულავერი სომხებისგან იმავე დღის საღამოსათვის იქნა წართმეული, როცა ქართული გენერალური შტაბი ქალაქში 29 დეკემბერს შევიდა. დაკარგა რა თითქმის 200 მოკლული და ბევრი დაჭრილი, სომხური არმია ორ ჯგუფად გაიყო და უკან დაიხია. ერთ ჯგუფს, რომელიც სარკინიგზო ხაზის გაყოლებით სადახლოს მხარეს მიდიოდა, ქართული კავალერია დაეწია და გაფანტა. მეორე ჯგუფმა სოფელ სიონისაკენ დაიხია. 24 საათის შემდეგ, 30 დეკემბერს ქართველებმა სადახლო დაიპყრეს მას შემდეგ, რაც ის რამდენჯერმე ხელიდან ხელში გადავიდა, და სოფელი ლამბალოც.
ყაიმის სიტუაცია
ქართული სარდლობა დროულად არ იყო ინფორმირებული თავისი მთავრობის მიერ 31 დეკემბრის 24 საათზე ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ და გეგმავდა პირველ იანვარს დარტყმის მიყენებას. სომხურმა სარდლობამ, რომელმაც საბრძოლო მოქმედებათა წარმოების დროითი ჩარჩოები ზუსტად იცოდა, 30 დეკემბერს დაიწყო სადახლოდან უკანდახეული ნაწილებისა და ზურგიდან მომავალო რეზერვების სადგურ აირუმის რაიონში, ლამბალოს ქედის მხარეზე კონცენტრირება. შემდგომ ბრძოლებში 31 დეკემბერს ვერც ერთმა მხარემ თავის მიზნებს ვერ მიაღწია. სომხებმა შეძლეს ლამბალოს ისევ აღება, მაგრამ ვერ შეძლეს სადახლოს აღება, არამედ უახლოეს სარკინიგზო სადგურთან ჩასანგრდნენ, იმ დროს როდესაც თავად ქალაქს ქართველები ინარჩუნებდნენ. ქართველებმა მეორეს მხრივ ვერ შეძლეს ლამბალოს დაბრუნება რამდენიმე მცდელობის შემდეგ, თვით დამატებით გაძლიერების ძალების მოსვლის შემდეგაც კი. ორივე მხარე მოუხერხებელ პოზიციებზე იდგა. 1919 წლის 1 იანვარს საომარი მოქმედებები შეწყდა, და ორივე ქვეყნის არმიების სარდლებმა ჩაატარეს სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომლებიც ტფილისში გაგრძელა. კონფქლიქტი ოფიციალურად 9 იანვარს იქნა შეწყვეტილი ბრიტანეთის საგანგებო დავალებათა ელჩის მონაწილეობით.
ომის შედეგები
დიდი ბრიტანეთის დაჟინებული მოთხოვნით ხელმოწერილ იქნა სამშვიდობო შეთანხმება სოფელ სადახლოში 31 დეკემბრის ღამეს. 1919 წლის 1 იანვრისთვის საბრძოლო მოქმედებები შეწყვეტილ იქნა და მოლაპარაკებები დაიწყო. უკვე 9 იანვარს ტფილისში დაიწყო კონფერენცია საქართველოს,სომხეთისა და ბრიტანეთის მონაწილეობით. 17 იანვარს ტფილისში ხელმოწერილი ახალი შეთანხმების მიხედვით, ანტანტის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოსა და სომხეთს შორის საზღვრების შესახებ საკითხის გადაწყვეტამდე ბორჩალოს მაზრის ჩრდილოეთ ნაწილი გადაეცემოდა საქართველოს, სამხრეთ ნაწილი – სომხეთს, შუა ნაწილი კი ცხადდებოდა „ნეიტრალურ ზონად“ და ადმინისტრაციულად ინგლისელ გენერალ-გუბერნატორს ექვემდებარებოდა.
შედეგები
1918 წლის 16 დეკემბერს საქართველოში მცხოვრები მამრობითი სქესის ყველა სომეხი 18-დან 45 წლამდე სამხედრო ტყვედ იქნა გამოცხადებული და ქუთაისთან საკონცენტრაციო ბანაკში განთავსებული.
ახალი თურქულ-სომხური ომი შეიძლებოდა თავიდან აეცილებინათ, სომხეთს რომ მოეხერხებინა საქართველოსთან სამხედრო კავშირის შეკვრა, რომელიც თურქული და საბჭოთა ექსპანიისაგან ამიერკავკასიის რესპუბლიკათა დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთობლივ დაცვაზე იქნებოდა მიმართული. აგვისტოს შუახანებში სომხეთის მთავრობამ ამიერკავკასიაში ახალი ბრიტანელი უმაღლესი კომისრის კლოდ სტოქსის გავლენით გადადგა რამდენიმე ნაბიჯი ამ მიმართულებით, მაგრამ სომხეთისა და საქართველოს ხელისუფლებმა ვერ შეძლეს მათ შორის არსებული უთანხმოებები გადაელახათ.
1920 წლის 6 ნოემბერს მენშევიკურმა საქართველომ უარი თქვა დახმარებოდა სომხეთს სომხურ-თურქული ომის დროს და თავისი ნეიტრალიტეტის შესახებ განაცხადა.
13 ნოემბერს ქართულმა ჯარებმა თავიანთი კონტროლის ქვეშ აიღეს ნეიტრალური ზონა, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის 1919 წლის დასასწისში იყო დადგენილი. ეს სომხეთის მთავრობის თანხმობით იქნა გაკეთებული, რომელიც ცდილობდა ასეთი სახით ამ სადაო ტერიტორიის თურქული ოკუპაცია თავიდან აეცილებია. მაგრამ, ქართული ჯარები ამაზე არ გაჩერებულან და, აგრძელებდნენ რა სამხრეთისაკენ მოძრაობას, ლორეს მთელი სექტორი დაიპყრეს, რომელზედაც ტფილისი დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან აცხადებდა პრეტენზიას. საჩქაროდ ჩატარებული „პლებისციტის“ შედეგებით საქართველომ ეს ტერიტორია შემოიერთა. 15 ნოემბერს ქემალისტური მთავრობის წარმომადგენელმა ტფილისში საქართველოს მისცა ტერიტორიული მთლიანობის გარანტიები ჯილდოდ მისი ნეიტრალიტეტისათვის სომხურ-თურქულ კონფლიქტში.
1921 წლის 12 თებერვლის გათენების რამეს ბორჩალოსა (ლორე) და ახალქალაქის რაიონებში ადგილობრივმა ძალებმა დაიწყეს ანტიქართული აჯანყება.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, რომელიც ქემალისტებისა და ბოლშევიკების ერთობლივი ძალებით მოხდა, არცთუ დიდი ხნის წინ დადებული შეთანხმებების საწინააღმდეგოდ, ლორეს მთელი რეგიონი საბჭოთა სომხეთისათვის იქნა გადაცემული.
ასევე კიდევ ერთხელ დაისვა საკითხი ახალქალაქის მაზრის კუთვნილების შესახებაც. საკითხი თავიდან რკპ(ბ) კავბიუროს (სრულიად რუსეთის კომუნისტური პარტიის /ბოლშევიკებისა/ ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროს) 1921 წლის 7 ივლისის პლენუმზე იქნა განხილული, მაგრამ, სტალინის წინადადებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლება გადაეცა საქართველოს კპ ცკ-ს (კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს). საქართველოს კპ ცკ-ის გადაწყვეტილების თანახმად ახალქალაქის მაზრარესპუბლიკის შემადგენლობაში იქნა დატოვებული „ეკონომიკური მიზეზების“ მიხედვით.
ომის ქრონოლოგია
ნოემბერი – სომხური ჯარების მიერ ტფილისის გუბერნიის ახალქალაქისა (მოსახლეობა: 76 446 სომეხი 6578 ქართველის საპირისპიროდ) და ბორჩალოს (მოსახლეობა: 63 148 სომხის საპირისპიროდ სულ 7533 ქართველი) დაკავება.
1918 წლის 6 დეკემბერი – აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან თურქული ჯარების ევაკუაციის დასრულება.
1918 წლის 9 დეკემბერი – ახალქალაქისა და ბორჩალოს მაზრებში სომხური და ქართული ჯარების საბრძოლო შეტაკებათა დასაწყისი, რომლებიც 1918 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გრძელდებოდა.
1918 წლის 12–14 დეკემბერი – ქართულ-სომხურ-ინგლისური სამმხრივი მოლაპარაკებები ტფილისში. შეთანხმება საქართველოში ინგლისური ჯარების გადმოსხმის შესახებ. სომხური ფორმირებების თავდასხმა ქართულ ნაწილებზე ტფილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრის ქალაქ სანაინში.
1918 წლის 15 დეკემბერი – ინგლისური ჯარების ფოთში გადმოსხმა.
1918 წლის 25 დეკემბერი – ინგლისური ჯარები ტფილისში.
1918 წლის 26 დეკემბერი – გერმანული ჯარების საქართველოდან ევაკუაციის დასრულება.
1918 წლის 31 დეკემბერი – ტფილისში, ინგლისელების შუამდგომლობით სომხეთსა და საქართველოს შორის დაზავება.
1919 წლის 1 იანვარი – საქართველოსა და სომხეთს შორის ტფილისში სამშვიდობო კონფერენციის ჩატარებაზე შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ანტანტის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოსა და სომხეთს შორის საზღვრების შესახებ საკითხის გადაწყვეტამდე ბორჩალოს მაზრის ჩრდილოეთ ნაწილი გადაეცემოდა საქართველოს, სამხრეთ ნაწილი სომხეთს, შუა ნაწილი კი (მასში იმყოფებოდა ალავერდის სპილენძის საბადოები) ცხადდებოდა „ნეიტრალურ ზონად“ და ადმინისტრაციულად ექვემდებარებოდა ინგლისელ გენერალ გუბერნატორს.
(დასასრული იხ. ნაწილი II)
მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment