Wednesday, December 23, 2020

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოღვაწენი – რუსულენოვანი ვიკიპედიის მასალებით

(ნაწილი II)


სამხედრო მოღვაწეები 


I. ვალიკო ანთიმოზის ძე ჯუღელი 

(ვიკიპედიის რუსულ წერილში წერია: ვალენტინ კონსტანტინეს ძე ჯუღელი, რაც არასწორია) 

ვალენტინ (ვალიკო) კონსტანტინეს ძე ჯუღელი (ქართ. ვალიკო ანთიმოზის ძე ჯუღელი, 1 იანვარი 1887, ტფილისი – 30 აგვისტო 1924, საქართველო) – ქართველი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. საქართველოს ეროვნული (უფრო სწორედ, სახალხო – ი. ხ.) გვარდიის სარდალი. 


                  ვალიკო ანთიმოზის ძე ჯუღელი სახალხო გვარდიელებთან

ბიოგრაფია 

სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. მონაწილეობდა სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში, 1904–1905 წლების დემონსტრაციებში. 

1912 წელს დაამთავრა სოხუმის გიმნაზია და სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტში. სტუდენტურ წლებში მუშაობდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბოლშევიკურ ფრაქციაში. 1916 წელს დაპატიმრებულ იქნა ტფილისში და ჩასმულ – მეტეხის ციხეში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ შეუერთდა მენშევიკურ ფრაქციას. იყო ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღამასრულებელი კომიტეტის წევრი და საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, 1918 წლიდან ამიერკავკასიის სეიმისა და საქართველოს პარლამენტის წევრიც. 1917 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა ქართული წითელი გვარდიის ჩამოყალიბებას (1918 წლის ივნისიდან – სახალხო გვარდია). 1917 წლის 12 დეკემბერს (ახალი სტილით) გვარდიელებმა ხელში ჩაიგდეს ტფილისის არსენალი და იქ რუსი სახალხო მლაშქრეები განაიარაღეს (и разоружили там российских ополченцев). 

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ არჩეულია სახალხო გვარდიის გენერალური შტაბის (უფრო სწორედ, მთავარი შტაბის – ი. ხ.) წევრად. ნომინალურად შტაბის უფროსი იყო ნოე ჟორდანია, პრაქტიკულად კი სახალხო გვარდიას სათავეში ედგა ვალიკო ჯუღელი. იგი პირად მაგალითს აძლევდა თავის ამხანაგებს საომარი მოქმედებების მსვლელობისას, მონაწილეობდა ყველა სამხედრო კონფლიქტში პირველი რესპუბლიკის დროს, ოსეთში, აფხაზეთში, სოჭთან. მის შესახებ რუსეთის სამხედრო ატაშე პ. სიტინი წერდა საიდუმლო ანგარიშში: „დიდი მონაცემებისმქონე ადამიანია, ძალზედ მიზანსწრაფული. მას აქვს დიდი პირადი სიმამაცე, სიმამაცე და ვაჟკაცობა. პატიოსნად რომ ვთქვათ, მე ვამჯობინებ ვიყო სოფელში პირველი, და არა ქალაქში – მეორე. ცნობილი თავისი სამხედრო მუშაობით პრაქტიკულად თავისი სიმამაცის წყალობით, იგი შესანიშნავი თეთრია“. 

1919 წელს საქართველოს სოცალ-დემოკრატიული პარტიის სიით არჩეულია საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად, არის (დამფ. კრების) სამხედრო კომისიის წევრიც. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების დროს ოსიაურთან (ქ. ხაშურის მახლობლად – ი. ხ.) მსუბუქად დაიჭრა ხელში ბრძოლაში (4–6 მარტს). 

გამოაქვეყნა თავისი მემუარები – დღიური („მძიმე ჯვარი“, ტფილისი, 1920). 

1921 წლის მარტში დატოვა საქართველო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად. ჩაერთო ანტისაბჭოთა ბრძოლაში. 1922 წელს სხვა სამხედროებთან ერთად შეიმუშავა და რესპუბლიკის მთავრობას წარუდგინა საქართველოში სამხედრო აჯანყების გეგმა. 

1923–1924 წლებში გაიარა სწავლება საფრანგეთის რესპუბლიკის 35-ე ქვეით პოლკში. 

1924 წელს არალეგალურად დაბრუნდა საქართველოში. თავიდან ცხოვრობდა გურიაში, შემდეგ გადავიდა ტფილისში, შევიდა დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო კომისიაში და სათავეში ჩაუდგა აჯანყების მზადებას. 1924 წლის 6 აგვისტოს საქართველოს „ჩეკას“ მიერ იქნა დაპატიმრებული. მას შემდეგ რაც მას მის მიერვე შემუშავებული აჯანყების საიდუმლო გეგმა წარუდგინეს, დარწმუნებულმა აჯანყების გარდაუვალ დამარცხებაში, სცადა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებია. მოითხოვა შეხვედრები თავის თანამებრძოლებთან, რათა აჯანყება გაეჩერებინა, ასევე გაზეთ „კომუნისტში“ გამოაქვეყნა მოწოდება რათა შეიარაღებული გამოსვლები გაეუქმებიათ. 

დახვრეტილ იქნა აჯანყების დაწყების შემდეგ. 

ლიტერატურა 

დ. სილაქაძე, «საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918—1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი», უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 550—551, თბ., 2018 წელი. 

მითითებები 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918—1921) 

Géorgie, France et Géorgie : Valiko Djoughéli (1887—1924), chef de la Garde nationale 


II. გიორგი ივანეს ძე კვინიტაძე 

გიორგი ივანეს ძე კვინიტაძე (21 აგვისტო 1874 – 7 აგვისტო 1970) – გენერალ-მაიორი, საქართველოს არმიის მთავარსარდალი საბჭოთა-ქართული ომის დროს, ტფილისის სამხედრო სასწავლებლის უფროსი. 


                                             გიორგი ივანეს ძე კვინიტაძე 

ბიოგრაფია 

დაიბადა 1874 წლის 21 აგვისტოს დაღესტანში, გახლდათ 1873 წლის ხივის ლაშქრობის გმირის პოლკოვნიკ ივანე სიმონის ძე კვინიტაძის ვაჟიშვილი. განათლება მიიღო ტფილისის კადეტთა კორპუსში, საიდანაც გამოუშვეს 1892 წლის 1 სექტემბერს პოდპრაპორშჩკად. შემდეგ შევიდა კონსტანტინეს სამხედრო სასწავლებელში, რომლის დასრულების შემდეგაც 1894 წლის 8 აგვისტოს მიეცა პოდპორუჩიკის წოდება და დაინიშნა 152-ე ქვეით ვლადიკავკაზის პოლკში. 

თანამიმდევრულად მიიღო პორუჩიკისა (1897 წლის 7 აგვისტოს) და შტაბს-კაპიტნის (1901 წლის 7 აგვისტოს) წიდებები. მე-9 აღმოსავლეთ-ციმბირის მსროლელი პოლკის რიგებში ღებულობდა მონაწილეობას რუსეთ-იაპონიის ომში, თავის გამოჩენისთვის დაჯილდოვებულ იქნა წმ. სტანისლავის ორდენით მე-3 ხარისხისა მახვილებითა და ბაფთით (1905 წელს) და წმ. ანას ორდენით მე-4 ხარისხისა (1907 წელს), აგრეთვე მიენიჭა კაპიტნის წოდება. 

საომარ მოქმედებათა დასრულების შემდეგ შევიდა ნიკოლოზის გენერალური შტაბის აკადემიაში, რომელიც 1-ლი თანრიგის მიხედვით დაასრულა 1910 წელს და დაინიშნა ასეულის მეთაურად 16-ე გრენადერთა სამეგრელოს პოლკში. 1912 წლის 1 აპრილიდან შედგებოდა ობერ-ოფიცრად საგანგებო დავალებებისთვის კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში. იმავე წლის 6 დეკემბერს დაჯილდოვდა წმ. ანას ორდენით მე-3 ხარისხისა. 

პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ მონაწილეობას ღებულობდა საომარ მოქმედებებში თურქების წინააღმდეგ ამიერკავკასიაში, თავის გამოჩენისთვის 1915 წლის 15 ივნისს წარმოებულ იქნა პოდპოლკოვნიკად. იმავე წლის 25 ივნისს დაინიშნა მე-4 კავკასიის მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსის საქმის აღმსრულებლად, 1916 წლის 6 დეკემბერს წარმოებულია პოლკოვნიკად. 1917 წლის აგვისტოდან – 15-ე კავკასიის მსროლელი პოლკის მეთაურია, იმავე წლის შემოდგომიდან მეთაურობდა ბრიგადას ქართული კორპუსის მე-3 ქვეით დივიზიაში. 

არზრუმის ოპერაციაში თავის გამოჩენისთვის დაჯილდოვებულ იქნა ოქროს ხმლით წარწერით „მამაცობისთვის“ (1917 წლის 31 ივლისის ბრძანებით არმიასა და ფლოტში) და წმ. გიორგის ორდენით მე-4 ხარისხისა (პეტროგრადის გიორგის სათათბიროს 1917 წლის 27 სექტემბრის დადგენილება). 1917 წლის ოქტომბერში მიეცა გენერალ-მაიორის ჩინი. ასევე პირველი მსოფლიო ომის დროს თავის გამოჩენისთვის დაჯილდოვებულია ორდენებით: წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხისა, წმ. ანასი მე-2 ხარისხისა, წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხისა.  

1918 წლის 11 იანვარს დაინიშნა კავკასიის ფრონტის გენერალ-კვარტერმაისტერად, შემდეგ ამიერკავკასიის რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის მოადგილედ. 1918 წლის ზაფხულში ქართული არმიის შექმნის შემდეგ კვინიტაძე იქ გადავიდა სამსახურში და თანამიმდევრულად ეკავა სამხედრო მინისტრის თანაშემწის, 1-ლი დივიზიის მეთაურის, აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორის, შავი ზღვის სანაპიროს ჯარების სარდლის, ტფილისის სამხედრო სასწავლებლის უფროსის, საქართველოს არმიის მთავარსარდლის თანამდებობები. 1921 წლის თებერვალ-მარტში ახდენდა წითელი არმიის შემომტევი ნაწილებისადმი წინააღმდეგობის ორგანიზებას. 

1921 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაცემის შემდეგ, ემიგრაციაში წავიდა კონსტანტინოპოლში, 1922 წელს – საფრანგეთში. 

ემიგრაციაში მუშაობდა გრამფირფიტების ქარხანაში, დაკავებული გახლდათ მაწვნის წარმოებითა და გაყიდვით. იყო ტფილისის კადეტთა კორპუსის ყოფილ აღსაზრდელთა გაერთიანების თავმჯდომარე, რუსეთის კადეტთა კორპუსების კავშირის წევრი, გიორგის ჯვრის კავალერთა კავშირის წევრი. გარდაიცვალა 1970 წლის 7 აგვისტოს შატუში, დაკრძალულია ადგილობრივ სასაფლაოზე. 

ხსოვნა 

თავის შემდეგ კვინიტაძემ დატოვა მემუარები „ჩემი მოგონებანი საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში, 1917–1921“ (რუსულ ენაზე, პარიზი, 1985; გამოიცა ქართულ ენაზე თბილისში 1998 წელს). 

წყაროები 

Волков С. В. Генералитет Российской империи. Энциклопедический словарь генералов и адмиралов от Петра I до Николая II. Том I. А—К. М., 2009 

Гогитидзе М. Грузинский генералитет (1699—1921). Киев, 2001 

Шабанов В. М. Военный орден Святого Великомученика и Победоносца Георгия. М., 2004 

მითითებანი 

Квинитадзе, Георгий Иванович. // Проект «Русская армия в Великой войне». 


III. გიორგი ივანეს ძე მაზნიაშვილი 

გიორგი ივანეს ძე მაზნიაშვილი (1870 წლის 6 აპრილი – 1937 წლის 8 სექტემბერი) – საქართველოს ეროვნული გმირი, ქართველი გენერალი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მხედართუფროსი. წმინდა გიორგის ორდენის კავალერი. რუსეთის საიმპერატორო არმიის პოდპოლკოვნიკი. 


                                          გიორგი ივანეს ძე მაზნიაშვილი 

ბიოგრაფია 

დაიბადა 1870 წელს კასპის რაიონის სოფელ სასირეთში (თანამედროვე პროვინციაში შიდა ქართლი, საქართველო, იმ დროს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში). მიიღო სამხედრო განათლება რუსეთში. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში, სადაც თავი გმირობით გამოიჩინა. მიღებული ჭრილობის შემდეგ სამკურნალოდ ჰოსპიტალში იმყოფებოდა, სადაც მას რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ II-ის ქალიშვილები უვლიდნენ. იქვე ღირს იქნა ნიკოლოზ II-ის მიერ მონახულებისა, რომელმაც პირადად გადასცა მას წმინდა გიორგის ორდენი და იგი სასახლეში მიიპატიჟა. 

პირველ მსოფლიო ომში იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე, დაიჭრა ვარშავასთან. თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, სადაც ჩამოაყალიბა ქართული მე-2 დივიზია და უზრუნველყო ტფილისის დაცვა ფრონტიდან ქაოტურად წამოსული, ბოლშევიკური გახრწნილობით მოცული რუსი ჯარისკაცებისგან. 

1918 წლის აპრილში ბრესტის ზავის საფუძველზე თურქებმა დაიკავეს ბათუმი, საიდანაც, შეთანხმებების დარღვევით, განაგრძობდნენ შემოტევას საქართველოს პროვინცია გურიაში, და მიაღწიეს ოზურგეთს. მოახდინა რა სახალხო ლაშქრის, პარტიზანებისა და ჯარების ნაწილის მობილიზაცია, მაზნიაშვილმა 6 აპრილს მათ მდინარე ჩოლოქთან გადამწყვეტი დამარცხება მიაყენა. 

1918 წლის მაისში დანიშნულ იქნა აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად, სადაც მონაწილეობდა ბოლშევიკური წინააღმდეგობის ჩახშობაში. 1918 წლის ივნისის ბოლოს მეთაურობდა 500 ჯარისკაცისგან შემდგარ ქართულ რაზმს ორი ბატარეით სოჭის კონფლისტის პირველ ფაზაში. დაიკავა გაგრა, სოჭი, ტუაფსე. რაღაც დროის შემდეგ ჩრდილეთიდან მოხალისეთა არმიის მიერ დევნილმა ბოლშევიკებმა (სოროკინის არმიის ნარჩენებმა) ტუაფსედან ქართული რაზმი გამოდევნეს, ხოლო შემდეგ კი მაიკოპისკენ დაიხიეს, ხოლო ტუაფსე კი მოხალისეთა მიერ იქნა დაკავებული. 

1918 წლის ოქტომბერში ტფილისის ოკრუგის გენერალ-გუბერნატორად იქნა დანიშნული. 1918 წლის ნოემბერში დაინიშნა მთავარსარდლად სომხეთთან ომში, ხელმძღვანელობდა საქართველოს დაცვას „გენერალ დროს“ ჯარების შემოტევისაგან. 1919 წელს მსახურობდა ახალციხისა და ახალქალაქის გენერალ-გუბერნატორად, 1920 წლის 8 ოქტომბერს დაინიშნა ტფილისის გარნიზონის უფროსად. 

1921 წლის თებერვალში, საქართველოში საბჭოთა შეჭრის დროს, დაინიშნა ჯარების სოღანლუღის დაჯგუფების სარდლად, ხელმძღვანელობდა სოღანლუღის სიმაღლეების (ტფილისის გარეუბანი) თავდაცვას. 

1921 წლის მარტში, მას შემდეგ რაც თურქებმა ისევ დაიკავეს აჭარა, ქართველმა ბოლშევიკებმა დახმარებისათვის მაზნიაშვილს მიმართეს. სერგო ორჯონიკიძემ განუცხადა: „როგორც მენშევიკური გენერალი შენ გამოცხადებული ხარ კანონგარეშე და ნებისმიერს შეუძლია დაგხვრიტოს, ამიტომ გადმოდი ბოლშევიკების მხარეს“. მაზნიაშვილმა უპასუხა: „მე არც მენშევიკური გენერალი ვარ და არც ბოლშევიკური. მე ქართველი გენერალი ვარ“. მაზნიაშვილმა სასწრაფოდ შეიმუშავა ოპერაციის გეგმა და 18-19 მარტს, ქართული ჯარების ნარჩენებით გაანთავისუფლა ბათუმი და გადასცა რეგიონი საბჭოთა ხელისუფლებას. ამით მან გადაარჩინა აჭარა იმ სხვა ქართული მიწების ხვედრისაგან, რომლებიც დღემდე დარჩნენ თურქეთის მფლობელობაში. 1921 წლის აპრილიდან მსახურობდა დივიზიის მეთაურად საქართველოს წითელ არმიაში, ხოლო ივლისიდან კი, ქვეითი ჯარის ინსპექტორად. 

თავისი უზარმაზარი დამსახურებების მიუხედავად, 1923 წელს იგი დაპატიმრებულ იქნა „სამხედრო ცენტრის“ წევრებთან ერთად საქართველოში საყოველთაო აჯანყების მზადების ბრალდებით და მიესაჯა დახვრეტა. ორი წლის შემდეგ გამოიყვანეს სიკვდილმისჯილთა საკნიდან და გაიყვანეს ირანში. ცრუ ბრალდებების მიხედვით იყო საბჭოთა ხელისუფლების ინფორმატორი მომზადების სტადიაში მყოფი 1924 წლის ქართული აჯანყების შესახებ. როგორც თავად იგი წერდა ნოე ჟორდანიას: „გიორგი მაზნიაშვილი უმალ მოკვდება, ვიდრეს სამშობლოს უღალატებდეს“-ო. 

ირანიდან იგი საფრანგეთში გადავიდა და პარიზში ცხოვრობდა. მაგრამ გენერალმა ვერ შეძლო დიდხანს უცხოეთში ყოფნა საბჭოთა მთავრობასთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. მაგრამ სსრკ-ში მას მრავალი უსიამოვნება და უსამართლობა ელოდა. მას არ მისცეს სამუშაო, არც პენსია დაუნიშნავთ. დარჩა რა სახსრების გარეშე, გენერალი მშობლიურ სოფელ სასირეთში წავიდა, სადაც პოლიტიკური ცხოვრებისგან შორს გახლდათ და ოჯახს მეურნეობის წარმოებით არჩენდა. 

1937 წლის წმენდის დროს მისი ვაჟიშვილი იქნა დაპატიმრებული, შემდეგ კი თავად გენერალიც დააპატიმრეს და დახვრიტეს. მისი საფლავის ადგილსამყოფელი უცნობია. 

თანამებრძოლთა მოგონებანი 

გენერალ მაზნიაშვილს ხშირად იხსენიებენ მისი საბრძოლო მეგობრები. მათ შორის იგი მოიხსენიება გენერალ კვინიტაძის მოგონებებში. ისინი პირველად შეხვდნენ 1918 წ. დეკემბერში, სომხეთთან ომის დროს. კვინიტაძე მანამდე არცთუ დიდი ხნის წინ თანამდებობიდან გადადგა, მაზნიაშვილი კი მოქმედი სარდალი გახლდათ. მაგრამ კვინიტაძე ითხოვდა იგი საქმეში გამოეყენებიათ და მაზნიაშვილმა მას შტაბის უფროსის თანამდებობა შესთავაზა. ხედავდა რა ყოფილი უფროსის ეჭვებს რომ მანამდე მისდამი დაქვემდებარებულის უფროსობის ქვეშ გადასულიყო, მაზნიაშვილმა იგი თავის სავარძელში ჩასვა და შესავაზა მის საკუთარ მაგიდასთან შესდგომოდა ოპერაციის დაგეგმვას. კამპანია გენერლებმა წარმატებით ჩაატარეს სრულ ურთიერთგაგებაში. კვინიტაძის მოგონებების მიხედვით მაზნიაშვილი არაჩვეულებრივი სიმამაცითა და ტავგანწირულობით გამოირჩეოდა, და მაშინაც კი ავლენდა სიმამაცეს, როცა სარდალს ეს არ უნდა გაეკეთებინა, რადგანაც მის დაჭრას ან დაღუპვას შეეძლო საერთო საქმისათვის უზარმაზარი ვნება მიეყენებია. 

ხსოვნა 

თბილისში დადგმულია მაზნიაშვილის ძეგლი (წინამძღვრიშვილის ქუჩა), მისი სახელი ეწოდა ქუჩას. 

ლიტერატურა 

Н. Воронович. Меж двух огней. // Архив русской революции. Т. 7. 


IV. ფრიდრიჰ კრეს ფონ კრესენშტაინი 

ფრიდრიჰ კრეს ფონ კრესენშტაინი (გერმ. Friedrich Siegmund Georg Freiherr Kreß von Kressenstein; 1870 წლის 24 აპრილი, ნიურნბერგი – 1948 წლის 16 ოქტომბერი, მიუნხენი) – გერმანიის იმპერიის სამხედრო მოღვაწე, გენერალი. პირველი მსოფლიო ომის დროს შედიოდა გერმანელი გენერლებისა და ოფიცრების ჯგუფში, რომლებიც სარდლობდნენ და მეთაურობდნენ ოსმალეთის იმპერიის არმიაში. 


                                       ფრიდრიჰ კრეს ფონ კრესენშტაინი 

ბიოგრაფია 

პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ თურქეთში გაიგზავნა გერმანელი ოფიცრებისა და გენერლების ჯგუფი ლიმან ფონ სანდერსის მეთაურობით მოკავშირე თურქული არმიისათვის დახმარების აღმოსაჩენად. კრეს ფონ კრესენშტაინი გაგზავნილ იქნა ჯემალ-ფაშის არმიაში, რომელიც პალესტინაში იმყოფებოდა. თავდაპირველად კრესმა დაიკავა ჯემალ-ფაშის არმიის სამხედრო ინჟინრისა და შტაბის უფროსის თანამდებობა. 1915 წლის დასაწყისში კრესს ებრძანა შეეტია ეგვიპტეში და დაეპყრო სუეცის არხი. კრესენშტაინმა მოახერხა სინას უდაბნოს გადალახვა, თუმცა კი მისი სარდლობით სუეცის არხის დაპყრობა თურქულმა ჯარებმა ვერ შეძლეს. 

მაგრამ თურქული სარდლობა არხის დაპყრობის იმედებს არ კარგავდა. 1916 წელში თურქული ჯარები კრესენშტაინის სარდლობით ისევ შეეცადნენ სუეცის დაპყრობას. ამჯერად ბრიტანულმა ჯარებმა შეძლეს არხის მახლობლად თავდაცვითი პოზიციების აგება და თურქები არხთან ისევ არ მიუშვეს. ამის შემდეგ ბრიტანული სარდლობა გადამწყვეტ მოქმედებებზე გადავიდა. ბრიტანულმა ჯარებმა დაიწყეს პალესტინაში შეტევა. კრესენშტაინი სათავეში ჩაუდგა ღაზას თავდაცვას (თურქ გენერალ თელა ბეისთან ერთობლივად). ღაზასთვის პირველ ორ ბრძოლაში თურქულ ჯარებს ჰქონდათ წარმატება, რომელშიც კრესენშტაინის არცთუ მცირე დამსახურებაც იყო. პალესტინაში ამ წარმატებების შემდეგ კრესენშტაინი მე-8 ოსმალური არმიის სარდლად იქნა დანიშნული და დაჯილდოვდა პრუსიის უმაღლესი სამხედრო ორდენით Pour le Mérite. 

1917 წლის ნოემბერში ბრიტანულმა ჯარებმა მაინც მოახერხეს თურქული პოზიციების გარღვევა ბეერ-შევასთან და ღაზას აღება. მაგრამ კრესენშტაინის უნარიანმა ხელმძღვანელობამ საშუალება მისცათ თურქული ჯარები ჩრდილოეთში ახალ თავდაცვით პოზიციებზეგადაეყვანათ. 1918 წელს, მაშ შემდეგ რაც გერმანულ-თურქული კავშირი დაისალა, კრესენშტაინი საქართველოში იქნა მივლინებული.კრსენშტაინმა ჩასალა წითელი არმიის შეჭრა საქართველოში აფხაზეთის გავლით. 

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კრესენშტაინი დარჩა გერმანიის არმიაში და მხოლოდ 1929 წელს განთავისუფლდა. მოკვდა 1948 წელს. 

მითითებები 

Кресс фон Крессенштейн 


V. ალექსანდრე დავითის ძე ჩხეიძე 

ალექსანდრე დავითის ძე ჩხეიძე (5 ივლისი 1873 – 1941) – ტფილისის სამხედრო სასწავლებლის უფროსი, ბრიგადის გენერალი, პოლონეთის არმიის ოფიცერი. 


                                        ალექსანდრე დავითის ძე ჩხეიძე 

ბიოგრაფია 

დაიბადა 1873 წლის 5 ივლისს ქუთაისის გუბერნიის სოფ. ქუთნიკში, უძველეს. თავადურ საგვარეულოში. მართლმადიდებელი. 1892 წელს დაასრულა ტფილისის კადეტთა კორპუსი, 1892 წლის 1 სექტემბრიდან 1893 წლის 7 აგვისტოს ჩათვლით სწავლობდა მოსკოვში ალექსანდრეს მე-3 სამხედრო სასწავლებელში. დასრულების შემდეგ დაიწყო სამსახური პოდპორუჩიკად 16-ე გრენადერთა სამეგრელოს პოლკში. 1894 წლის 13 აპრილიდან – პოლკის დაზვერვის უფროსია. გახლდათ ჩინებული მსროლელი, აღნიშნულია ჯილდოებით ფრიადი მუშაობისთვის სროლაში მრავალრიცხოვანი შეჯიბრებების დროს. 1897 წლის 5 მარტს დაინიშნა საიარაღო ნაწილის უფროსად. 

პირველ მსოფლიო ომში (1914–1918) პოლკოვნიკის წოდებით იმყოფებოდა ჩრდილო-დასავლეთ ფრონტზე მე-2 საკაველერიო კორპუსის 15-ე ტფილისის გრენადერთა პოლკის შემადგენლობაში. მივლინებული გახლდათ ტფილისის სამხედრო სასწავლებელში არსებულ პრაპორშჩიკების სკოლაში სამხედრო დამრიგებლის სახით, ბატალიონის მეთაურის თანამდებობაზე. 

1917 წლის ნოემბერში ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ შევიდა სამსახურში ახლად შექმნილი ამიერკავკასიის დემოკრატიული რესპუბლიკის არმიაში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ კი დაიწყო ტფილისის სამხედრო სასწავლებლის მეთაურის მოადგილის მოვალეობათა შესრულება; 1920 წელს დაინიშნა სასწავლებლის მეთაურად ბრიგადის გენერლის წოდების მინიჭებით. 

1921 წლის თებერვალში 11-ე საბჭოთა არმიის ნაწილების მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ, ომობდა ტფილისი სამხედრო სასწავლებლის იუნკერტა სათავეში წითელი არმიის ნანილების წინააღმდეგ. საქართველოს დაცემის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში თურქეთში, კონსტანტინოპოლში. 1922 წლის შემოდგომაზე გადავიდა პოლონეთში. 

1922 წლის ნოემბრიდან 1923 წლის თებერვლის ჩათვლით ასწავლიდა პოლონეთის არმიის პოლკების მეთაურთა კურსებზე ექსპერიმენტულ სასწავლო ცენტრში რემბერტუვში. წლის განმავლობაში იყო ქვეითი ჯარის სკოლაში ვარშავაში. 1923 წლის 22სექტემბრიდან იმყოფებოდა ცხენოსნობის მთავარ სკოლაში გრუძიონძეში, რომლის დასრულების შემდეგაც 1924 – 1926 წლებში იყო ინსტრუქტორად სამხედრო სასწავლებელსა და 16-ე ქვეით დივიზიაში გრუძიონძეში. 1927 წლის 11 აპრილიდან 1931 წლის 31 მაისის ჩათვლით იგი – 14-ე ქვეითი დივიზიის მეთაურია პოზნანში. 1931 წლის 31 აგვისტოს კონტრაქტის დასრულების შემდეგ განთავისუფლებულ იქნა პოლონეთის არმიიდან. 

თადარიგში ყოფნისას ცხოვრობდა ლვოვში, სადაც 1939 წელს საბჭოთა არმიის შეჭრის შემდეგ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (შინსახკომის) ორგანოების მიერ იქნა დაპატიმრებული როგორც „ხალხის მტერი“; იმყოფებოდა ლვოვის ციხეში # 1, შემდეგ 1940 წლის ივნისში გადაიყვანეს შინსახკომის დახურულ ციხეში კიევში, სადაც მას წარუდგინეს საბრალდებო აქტი – საქართველოს არმიაში სამსახური და ბრძოლა წითელი არმიის წინააღმდეგ, პოლონეთის არმიაში სამსახური და აქტიური მონაწილეობა ქართველ მუშათა კომიტეტში ვარშავაში, უკრაინის სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 54-13 პუნქტების მიხედვით. გენერალი ჩხეიძე შინსახკომის ბადრაგით იქნა გადაყვანილი 1940 წელს 16 დეკემბერს მოსკოვში. 

ოჯახი 

გენერალი ჩხეიძე დაქორწინებული გახლდათ სოფიო კვინიტაძეზე, სამოქალაქო ომის დროს საქართველოს არმიის მთავრსარდლის ახლო ნათესავზე (племянница). მისი ვაჟიშვილი, ჯორჯ დევიდი, დაიბადა 1902 წელს; მსახურობდა კონტრაქტით მე-7 პოლონურ ცხენოსან მსროლელ დივიზიაში. მოკვდა გრიპის გართულებისგან 1927 წლის 8 სექტემბერს. დაკრძალულია პოზნანში სამხედრო სასაფლაოზე, საფლავი # 1069. 

ჯილდოები 

მედალი „რომანოვთა სახლის მეფობის 300 წლისთავის სამახსოვროდ“ (1913); 

წმ. ვლადიმირის ორდენი მე-3 ხარისხისა მახვილებით (ПАФ 09.04.1917). 

წყაროები 

Список полковникам по старшинству. Составлен по 01.08.1916. Петроград, 1916 

Чхеидзе, Александр Давидович. // Проект «Русская армия в Великой войне». 

ВП 1914–1917 и ПАФ 1917. 


VI. ალექსანდრე ანდრონიკაშვილი 

(რუსულენოვანი ვიკიპედიის მასალებში ეს წერილი თარგმნილია ინგლისურიდან) 

ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ასევე ცნობილია როგორც ანდრონიკოვი (1871 – 1923) იყო ქართველი მხედართუფროსი და ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის ლიდერი. 


                                          ალექსანდრე ანდრონიკაშვილი 

წარმოდგებოდა ძველი თავადური საგვარეულოდან, ანდრონიკაშვილი მსახურობდა რუსეთის საიმპერატორო არმიაში და პირველ მსოფლიო ომში წარმოებულ იქნა გენერლად. შემდეგ იგი მსახურობდა ახალი დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში. 1921 წელს რესპუბლიკის დაცემის შემდეგ იგი შეიქნა დამოუკიდებლობისთვის იატაკქვეშა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. ანდრონიკაშვილი დაპატიმრებულ იქნა ჩეკისტების მიერ თავის თანამებრძოლებთან ერთად და თბილისის გარეუბანში 1923 წლის 19 მაისს დახვრეტილი. 


VII. ვარდენ გრიგოლის ძე წულუკიძე 

თავადი ვარდენ გრიგოლის ძე წულუკიძე (8 ნოემბერი 1865 – 20 მაისი 1923) – რუსეთის საიმპერატორო არმიის გენერალ-მაიორი, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. გიორგის იარაღის კავალერი (1917). 1918-დან 1921 წლის ჩათვლით მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიაში, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის შემდეგ იქნა დაპატიმრებული, ხოლო მერე კი დახვრეტილიც. 


                                        ვარდენ გრიგოლის ძე წულუკიძე 

ბიოგრაფია 

ვარდენ გრიგოლის ძე წულუკიძე დაიბადა 1865 წლის 8 ნოემბერს წულუკიძეების თავადურ ოჯახში. დაასრულა ტფილისის კადეტთა კორპუსი. 1884 წლის 26 აგვისტოს შევიდა სამსახურში რუსეთის საიმპერატორო არმიაში. სამხედრო განათლება მიიღო ალექსანდრეს სახელობის მე-3 სამხედრო სასწავლებელში, რომლიდანაც გამოშვებულ იქნა პოდპორუჩიკად (უფროსობით 1885 წლის 7 აგვისტოდან) მე-8 კასპიისიქითა მსროლელ ბატალიონშია. 1889 წლის 7 აგვისტოს მიიღო უფროსობა პორუჩიკის ჩინით, 1898 წლის 15 მარტს – შტაბს-კაპიტნის ჩინით, 1900 წლის 6 მაისს – კაპიტნის ჩინით. ექვსი წლის, სამი თვისა და 25 დღის განმავლობაში იყო ასეულის მეთაური, შემდეგ, 2 წელიწადს,11 თვესა და 28 დღეს ეკავა ბატალიონის მეთაურის თანამდებობა. 1905 წლის 26 თებერვალს მიიღო უფროსობა პოდპოლკოვნიკის ჩინით, 1910 წლის 6 დეკემბერს – პოლკოვნიკის ჩინით. 

მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1914 წლის ნოემბრის შუახანებამდე მსახურობდა ლორეს 208-ე ქვეით პოლკში. 1914 წლის 16 ნოემბერს დაინიშნა შემახიის 205-ე ქვეითი პოლკის მეთაურად, 1915 წლის 23 აგვისტოს მდგომარეობით იმავე თანამდებობაზე იმყოფებოდა. 1915 წლის 8 დეკემბრიდან დაჭრის გამო იმყოფებოდა კავკასიის სამხედრო ოკრუგის შტაბთან არსებულ ჩინების რეზერვში, და იქვე შედგებოდა 1917 წლის იანვრის შუა რიცხვების მდგომარეობითაც. 1916 წლის 10 აპრილს „ბრძოლებში თავის გამოჩენისთვის“ წარმოებულ იქნა გენერალ-მაიორად უფროსობით 1915 წლის 21 აპრილიდან. 

1918-დან 1921 წლის ჩათვლით მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიაში. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1923 წლის მარტში იქნა დაპატიმრებული და წარედგინა ბრალდება იატაკქვეშა ორგანიზაცია „სამხედრო ცენტრში“ მონაწილეობისთვის. 1923 წლის 20 მაისს ვარდენ წულუკიძე დახვრეტილ იქნა. 

ჯილდოები 

ვარდენ გრიგოლის ძეს მინიჭებული ჰქონდა შემდეგი ჯილდოები: 

გიორგის იარაღი (უმაღლესი ბრძანება 1915 წლის 15 იანვრისა); 

წმინდა ვლადიმირის ორდენი მე-3 ხარისხისა მახვილებით (უმაღლესი ბრძანება 1915 წლის 26 თებერვლისა); 

წმინდა ვლადიმირის ორდენი მე-4 ხარისხისა მახვილებითა და ბაფთით (უმაღლესი ბრძანება 1915 /თუ 1916 ?/ წლის 27 თებერვლისა); 

წმინდა ანას ორდენი მე-2 ხარისხისა (უმაღლესი ბრძანება 1914 წლის 16 მაისისა); მახვილები ორდენთან (უმაღლესი ბრძანება 1916 წლის 31 აგვისტოსი); 

წმინდა ანას ორდენი მე-3 ხარისხისა (1907); 

წმინდა ანას ორდენი მე-4 ხარისხისა (უმაღლესი ბრძანება 1915 წლის 23 აგვისტოსი); 

წმინდა სტანისლავის ორდენი მე-2 ხარისხისა (1911); მახვილები ორდენთან (უმაღლესი ბრძანება 1916 წლის 19 ნოემბრისა). 


VIII. ილია ზურაბის ძე ოდიშელიძე 

ილია ზურაბის ძე ოდიშელიძე (25 მარტი 1865 – 1924 წლის შემდეგ) – რუსი და ქართველი მხედართუფროსი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიენენტი, საქართველოს არმიის ინფანტერიის (ქვეითი ჯარის – ი. ხ.) გენერალი. საქართველოს არმიის მთავარსარდალი. 


                                          ილია ზურაბის ძე ოდიშელიძე 

ბიოგრაფია 

დაამთავრა ტფილისის კადეტთა კორპუსი. 1887 წელს დაამთავრა ალექსანდრეს სახელობის მე-3 სამხედრო სასწავლებელი, გამოშვებულია პოდპორუჩიკად 39-ე საარტილერიო ბრიგადაში. პორუჩიკი. 

1894 წელს დაამთავრა ნიკოლოზის გენერალური შტაბის აკადემია პირველი თანრიგის მიხედვით კავკასიის სამხედრო ოკრუგში დანიშვნით. 1895 წლის 4 აგვისტოდან – კავკასიის მე-2 კაზაკთა დივიზიის შტაბის უფროსი ადიუტანტია. კაპიტანი (24 მარტი 1896), 1896 წლის 1 ნოემბრიდან ასეულის საცენზო მეთაურობა კავკასიის მე-2 მსროლელ ბატალიონში. 1897 წლის 23 სექტემბრიდან – უსტ-დვინის ციხე-სიმაგრის შტაბის სამწყობრო გამყოფილების უფროსია. 1900 წლის 28 სექტემბრიდან – უსტ-დვინის ციხე-სიმაგრის შტაბის უფროსი. პოდპოლკოვნიკი (1902). 

1902 წლის 31 ივლისიდან – შტაბ-ოფიცერი მე-6 აღმოსავლეთ-ციმბირის მსროლელი ბრიგადის მართვაში. 1904 წლის 24 თებერვლიდან – მე-6 აღმოსავლეთ-ციმბირის მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსის თანამდებობის შემსრულებელი. რუსეთ-იაპონიის ომის მონაწილე. 1904 წლის 22 სექტემბრიდან – მე-3 აღმოსავლეთ-ციმბირის მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსის თანამდებობის შემსრულებელი. პოლკოვნიკი (1904 წლის 6 დეკემბერს, თავის გამოჩენისთვის). 1906 წლის 11 მარტიდან – მე-3 აღმოსავლეთ-ციმბირის მსროლელი პოლკის მეთაური. 1907 წლის 31 ივლისიდან – 11-ე აღმოსავლეთ-ციმბირის მსროლელი პოლკის მეთაური. 

1909 წლის 30 ოქტომბრიდან – გენერალი დავალებებისთვის თურქესტანის სამხედრო ოკრუგის ჯარების სარდალთან. 1910 წლის 16 ივლისს დამტკიცებულია დაკავებულ თანამდებობაზე გენერალ-მაიორად წარმოებით. 1911 წლის 9 ნოემბრიდან – სამარყანდის ოლქის სამხედრო გუბერნატორია. 1914 წლის 9 იანვრიდან – თურქესტანის სამხედრო ოკრუგის შტაბის უფროსი. 

როტმა, თურქესტანის საარტილერიო ბრიგადის ძირძველმა ოფიცერმა, რომელმაც სამი წლის წინ დაამთავრა აკადემია, ჩვენ უფროსულ-მფარველობითი სახით მიგვიღო. შემოგვთავაზა რა მიგვეცა პატაკი მოსვლის შესახებ, მან წარგვადგინა ოკრუგის შტაბის გენერალ-კვარტერმაისტერის მოვალეობათა შემსრულებელ პოლკოვნიკ ოდიშელიძესთან. შუა ხნის გენერალური შტაბის პოლკოვნიკი, წმ. გიორგის მე-4 ხარისხის ორდენით რუსეთ-იაპონიის ომისთვის, – ოდიშელიძე ჭკვიანი დაგაბედული ადამიანის შთაბეჭდილბას ახდენდა. შემდგომში იგი იყო თურქესტანის სამხედრო ოკრუგის შტაბის უფროსი, მსოფლიო ომის დროს კი – 1-ლი არმიის შტაბის უფროსი. 
                                                                  – ბ. მ. შაპოშნიკოვი. მოგონებანი

1914 წლის 11 ოქტომბრიდან – გენერალ-ლეიტენანტია. 1914 წლის 13 ოქტომბერს – გენერალ თ. ვ. სივერსის 10-ე არმიის შტაბის უფროსი. 1914 წლის 23 დეკემბრიდან – გენერალ ა. ი. ლიტვინოვის 1-ლი არმიის შტაბის უფროსი. 

შტაბის უფროსად იყო გენერალი ოდიშელიძე, უცნაურობებს არმოკლებული ადამიანი, საერთოდ კი – კეთილი გულის, არცთუ ძალიან ჭკვიანი, დამძიმებული ქართველი. 

– გ. ი. გონჩარენკო წითელი მთავარსარდალი // წითელი ფერხული. მოსკ. ვეჩე, 2008. გვ. 234.  

1917 წლის 16 იანვრიდან – 15-ე საარმიო კორპუსის მეთაურია. 1917 წლის 12-დან 24 აპრილის ჩათვლით – 1-ლი არმიის სარდალი. 1917 წლის 12 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით – მე-3 არმიის სარდალი. 

1917 წლის 2 ოქტომბრიდან – კავკასიის არმიის სარდალი. ხელს უწყობდა ეროვნული კორპუსების შექმნას, ცდილობდა წინ აღდგომოდა არმიის დაშლას. 1918 წლის თებერვალში ცდილობდა მოეხდინა თურქული ჯარებისადმი წინააღმდეგობის ორგანიზაცია. გახლდათ ამიერკავკასიის რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის თანაშემწე. 1918 წლის აპრილში სომხეთის წარმომადგენელთა მოთხოვნით მოიხსნა თანამდებობიდან ნაციონალისტური გამოსვლების გამო. 

1918 წლის 4 ივნისს ინფანტერიის გენერლის ჩინით შედგებოდა საქართველოს რესპუბლიკის დელეგაციაში თურქეთთან ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას. 1919 წლიდან ეკავა უმაღლესი სამხედრო თანამდებობები ქართულ არმიაში. 1920 წელს – საქართველოს სამხედრო მინისტრის მეორე თანაშემწეა. 1920 წლის შემოდგომაზე – საქართველოს არმიის მთავარსარდალი. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა თურქეთში. 1924 წელს საბჭოთა აგენტები სერიოზულად ახდენდნენ მის ზონდირებას სსრკ-ში დაბრუნების მიზნით, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ წინადადებაზე უარი განაცხადა. 

ჯილდოები 

წმინდა სტანისლავის ორდენი III ხარისხისა (1902); 
წმინდა ანას ორდენი III ხარისხისა მახვილებითა და ბაფთით (1905); 
წმინდა ვლადიმირის ორდენი IV ხარისხისა მახვილებითა და ბაფთით (1905); 
წმინდა ვლადიმირის ორდენი III ხარისხისა მახვილებით (1905); 
ოქროს იარაღი (29.03.1905); 
წმინდა ანას ორდენი II ხარისხისა მახვილებით (1906); 
წმინდა გიორგის ორდენი IV ხარისხისა (19.09.1907); 
წმინდა სტანისლავის ორდენი I ხარისხისა (06.12.1912); 
წმინდა ანას ორდენი I ხარისხისა მახვილებით (25.10.1924). 

მითითებები 

Одишелидзе, Илья Зурабович. // Проект «Русская армия в Великой войне». 
Статья на «Хроносе» 
Regiment.ru 
Фото: Командование Северного фронта (И. З. Одишелидзе стоит вторым слева) 


IX. ქაიხოსრო იოსების ძე ჩოლოყაშვილი 

ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი (ქაქუცა, 1888–1930) – ქართველი თავადი, სამხედრო მოღვაწე, თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ეროვნული გმირი. 


                              ქაიხოსრო (ქაქუცა) იოსების ძე ჩოლოყაშვილი 

ბიოგრაფია 

ქაიხოსრო – თავად ჩოლოყაშვილების ცნობილი საგვარეულოდანაა გამოსული, იოსებ ჩოლოყაშვილის ვაჟიშვილი. რუსულ საბუთებში მისი გვარი ხშირად იწერებოდა როგორც „ჩელოკაევი“... ქაიხოსრო ჩოლოყაშვილმა 1907 წელს დაასრულა ტფილისის სათავადაზნაურო გიმნაზია, შევიდა სამხედრო სამსახურში. მსახურობდა ტვერის დრაგუნთა პოლკში, 1912 წელს თადარიგში გავიდა და საქართველოში დაბრუნდა, სადაც 1913 წელს იქორწინა ნინო მეღვინეთუხუცესზე, მათ გაუჩნდათ ორი ქალიშვილი კატინა და ციცინა. 

პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ჩოლოყაშვილი ისევ იქნა გაწვეული ნამდვილ სამსახურში, მეთაურობდა ესკადრონს სამხრეთ-დასავლეთის ფრონტზე. დაჭრის შემდეგ ჩოლოყაშვილი, მისი თხოვნის თანახმად, გადაყვანილ იქნა ახლად გახსნილ კავკასიის ფრონტზე. 1914 წლის დეკემბრის დასაწყისში ჩოლოყაშვილი დაინიშნა საკავალერიო ასეულის მეთაურად კავკასიის მე-3 მსროლელი ბრიგადის შემადგენლობაში, რომელსაც მეთაურობდა გენერალ-ლეიტენანტი ვასილ გაბაშვილი. ამ დროს თურქულმა არმიამ, სამხედრო მინისტრის ენვერ-ფაშას სარდლობით, დაიწყო მზადება სარიყამიშის დასაპყრობად. ქაიხოსრო ჩოლოყაშვილმა თავი გამოიჩინა სარიყამიშის ბრძოლაში, იცავდა რა სტრატეგიულ (სიმაღლეს) „არწივის ბუდეს“ თურქების აღმატებული ძალებისაგან. იგი კვლავ მძიმედ იქნა დაჭრილი. 

ჩოლოყაშვილი დაჭრეს, მაგრამ მას არ შეუწყვეტია ბრძოლა და ის სტრატეგიული პუნქტი აიღო, რომლიც სამხედრო ოპერაციების შემდგომ ბედს განსაზღვრავდა. დაჭრილი ჩოლოყაშვილი არ ტოვებდა ბრძოლის ველს, თუმცა კი მას უბრძანეს საველე ჰოსპიტალში წასულიყო; დაჭრილს განმეორებით გამოუძახეს სარიყამიშში და ლაზარეთში დაწოლა უბრძანეს. მეთაურმა უპასუხა: „მივდივარ“, მაგრამ ისევ რაზმში დარჩა. მესამედ დაჭრის შემდეგ ქაიხოსრო ცუდად შეიქნა, და მაშინ კი იგი იძულებული გახდა სამედიცინო დახმარებისათვის მიემართა. 

– წერდა ფრანგი პუბლიცისტი რამონ დჲუგე წიგნში „რუსეთი და ტანჯული საქართველო“. გამოჩენილი გმირობისათვის ჩოლოყაშვილი ოქროს ხმლით იქნა დაჯილდოვებული. 

წმ. ნინოს ჰოსპიტალში მკურნალობის კურსის შემდეგ ჩოლოყაშვილი გენერალ ნ. ნ. ბარათოვის მეთაურობით, მონაწილეობდა სამხედრო ექსპედიციაში სპარსეთში, შემდგომი შეერთებით ბრიტანულ ჯარებთან მესოპოტამიაში (შუამდინარეთი, ახლანდელი ერაყი – ი. ხ.). 

თბერვლის რევოლუციის შემდეგ ჩოლოყაშვილი დაბრუნდა საქართველოში. 1917 წლის შუახანებში შევიდა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში, 1918 წლის დასაწყისში მონაწილეობდა ქართული არმიის საკავალერიო ნაწილების ჩამოყალიბებაში. 1919 წელს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გახლდათ (??). მეთაურობდა საკავალერიო დივიზიას (უფრო სწორედ დივიზიონს, რაც ბატალიონის თანაბარი სამხედრო ქვედანაყოფია – ი. ხ.) საქართველო-სომხეთისა (1918 წ.) და საბჭოთა რუსეთ-საქართველოს (1921 წ.) ომებში. 1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ დაიპყრო ტფილისი, საქართველოს მთავრობამ და არმიის ნაწილმა დროებითი თავშესაფარი ჰპოვეს ბათუმის ოლქში, სადაც გენერალ-გუბერნატორად იყო ბენიამინ ჩხიკვიშვილი. 

1921 წლის 17 მარტს თითქმის მთელი მთავრობა ევაკუაციით წავიდა ბათუმის პორტიდან დასავლეთში, ჩოლოყაშვილი კი საიდუმლოდ (საქართველოს) ჩრდილოეთში გადავიდა. მან გადაწყვიტა გაეგრძელებია ბრძოლა საქართველოს გასაბჭოების წინააღმდეგ. 1922 წლის 12 მარტს ჩოლოყაშვილმა პარტიზანული რაზმი შექმნა სამეგრელოში, რომელიც მალე ხევსურეთში გადავიდა. იქ მისმა პარტიზანებმა საზეიმოდ დაიფიცეს ერთგულებაზე. 1922 წლის მაისში შეიქმნა დამოუკიდებლობის კომიტეტი, სადაც შევიდნენ ხუთი ანტიბოლშევიკური პარტიის წარმომადგენლები. 1922 წლის ივნისში ჩოლოყაშვილმა დაიწყო აჯანყება კახეთსა და ხევსურეთში, მაგრამ დამარცხება განიცადა და ჩეჩნეთში დაიხია. არიერგარდული ბრძოლის დროს დაიღუპა მისი ძმა სიმონი. 

1924 წელს, აგვისტოს აჯანყების დროს, ქაიხისრო ჩოლოყაშვილმა 29 აგვისტოს მანგლისში სამხედრო ყაზარმებს შეუტია, მაგრამ მოგერიებულ იქნა. აიღო სოფელი პრიუტი, შემდეგ – ქალაქი დუშეთი. 3 სექტემბერს ქაიხოსროს რაზმმა სვიმონიანთ-ხევთან წითლები გაანადგურა. შემდეგ ჩოლოყაშვილი თბილისზე წამოსვლას გეგმავდა. მაგრამ, ვერ ჰპოვა რა მასობრივი სახალხო მხარდაჭერა, იძულებული შეიქნა დუშეთი დაეტოვებია. 1924 წლის სექტემბრის დასაწყისში ჩეკისტებმა 44 ქართველი აჯანყებული დახვრიტეს, მათ რიცხვში 17 თავადი და ჩოლოყაშვილის რაზმის 18 მებრძოლი. 

თავისი უკანასკნელი ბრძოლა ქაიხოსრომ (მტერს) სექტემბრის შუა რიცხვებში, ხევი-გრძელასთან, კახეთში გაუმართა. ხევი-გრძელას ბრძოლაში ჩოლოყაშვილმა ჩინებული სამხედრო ტალანტი გამოავლინა. მოხერხებული მანევრით მან წითელარმიელთა რაზმები აიძულა ერთმანეთს შეტაკებოდნენ. შემომტევმა წითლებმა თავიანთივე რაზმი გაანადგურეს, რომელიც ჩასაფრებაში იმყოფებოდა...1924 წლის ბოლოს თავადი ჩოლოყაშვილი, თავისი მებრძოლების ნაწილთან ერთად, თურქეთის გავლით საფრანგეთში წავიდა. 1924 წლის 1 დეკემბერს საბჭოთა დაზვერვამ მიიღო „შეუმოწმებელი ცნობები“ „ჩელოკაევის აგენტების“ ჩეჩნეთში გამოჩენის შესახებ. დაახლოებით ამავე დროს ჩეკისტებმა ჩოლოყაშვილის დედა და მეუღლე დახვრიტეს (რომლებმაც მასთან ერთად ემიგრაციაში წასვლა ვერ შეძლეს და საქართველოში დარჩნენ). 

ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი საფრანგეთში 1930 წლამდე ცხოვრობდა და ტუბერკულჲოზისგან გარდაიცვალა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის ფრონტებიდან ჰქონდა გამოყოლილი. თავდაპირველად სენტ-უენის სასაფლაოზე (św. Audoen) იქნა დაკრძალული, რამდენიმე წლის შემდეგ კი მისი ნეშთი „ლევილის“ სასაფლაოზე ლევილ-სჲურ-ორჟში – საფრანგეთში ქართული ემიგრაციის წარმომადგენელთა დაკრძალვის ტრადიციულ ადგილას დამარხეს. 

ხსოვნა 

ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელი კვლავ შეიქნა პოპულარული საქართველოში 1980-იანი წლების ბოლოს ეროვნული აღორძინების ტალღაზე; მისი პორტრეტების ხილვა ხშირად შეიძლებოდა საპროტესტო მიტინგებზე. 1990 წლის 19 ოქტომბერს ჩოლოყაშვილის თანამებრძოლმა, 94 წლის ალექსანდრე სულხანიშვილმა ჩამოტანა საქართველოში დროშა, რომელიც ქაქუცას სიკვდილის წინ ხელში ეჭირა. ეს დროშა ზვიად გამსახურდიას ეპოქაში მნიშვნელოვანი რელიქვია გახლდათ. 

ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშთი საფრანგეთიდან საქართველოში იქნა გადატანილი და 2005 წლის 23 ნოემბერს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალული. ჩოლოყაშვილი ითვლება საქართველოს ეროვნულ გმირად. ქაქუცა ჩოლოყაშვილის პორტრეტი 200 ლარის ნომინალის ქართულ ბანკნოტზეა გამოსახული. მის საპატივსაცემოდ ეწოდა სახელი ქუჩას თბილისში ვაკის რაიონში. მისი ჩოხა თბილისში, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში ინახება. 

ლიტერატურა 

(груз.) Sharadze, Guram; Gverdtziteli, Guram (ed., 1989) Kakutsa Cholokashvili. Tbilisi. 

(англ.) «Kartuli Idea-The Georgian Idea» by Dr. Levan Z. Urushadze, (2002). 

(англ.) Urushadze, Levan Z. (2006), For the biography of Kaikhosro (Kakutsa) Cholokashvili.- «Amirani», XIV—XV, Montreal-Tbilisi, pages 147—166, ISSN 1512-0449 (in Georgian, English summary). 

(англ.) Mikaberidze, Alexander (2007), Kakutsa Cholokashvili. The Dictionary of Georgian National Biography. 


მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

  

No comments:

Post a Comment