Monday, December 21, 2020

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოღვაწენი – რუსულენოვანი ვიკიპედიის მასალებით


შინაარსი 

პოლიტიკური მოღვაწეები 
I. ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია 
II. ისიდორე ივანეს ძე რამიშვილი 
III. სილიბისტრო ბესარიონის ძე ჯიბლაძე 
IV. ნიკოლოზ სიმონის ძე ჩხეიძე 
V. ირაკლი გიორგის ძე წერეთელი 
VI. ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი 
VII. აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი 
VIII. ნოე ბესარიონის ძე რამიშვილი 
IX. ბენიამინ გრიგოლის ძე ჩხიკვიშვილი 
X. გრიგოლ სპირიდონის ძე ლორთქიფანიძე 
XI. კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზი 

სამხედრო მოღვაწეები 
I. ვალიკო ანთიმოზის ძე ჯუღელი 
II. გიორგი ივანეს ძე კვინიტაძე 
III. გიორგი ივანეს ძე მაზნიაშვილი 
IV. ფრიდრიჰ კრეს ფონ კრესენშტაინი 
V. ალექსანდრე დავითის ძე ჩხეიძე 
VI. ალექსანდრე ანდრონიკაშვილი 
VII. ვარდენ გრიგოლის ძე წულუკიძე 
VIII. ილია ზურაბის ძე ოდიშელიძე 
IX. ქაიხოსრო იოსების ძე ჩოლოყაშვილი 


(ნაწილი I)


პოლიტიკური მოღვაწეები 


I. ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია 

ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია (ფსევდონიმები კოსტროვი, ჯორჯი; 1868 წლის 2 /14/ იანვარი, ლანჩხუთი, ქუთაისის გუბერნია – 1953 წლის 11 იანვარი, პარიზი) – რუსეთისა და საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918 – 1921) მთავრობის თავმჯდომარე. 

ბიოგრაფია 

დაიბადა 1868 წლის 2 (14) იანვარს ლანჩხუთში დასავლეთ საქართველოში აზნაურის ოჯახში. 

ტფილისში სემინარიის დამთავრების შემდეგ შევიდა ვარშავის ვეტერინარულ ინსტიტუტში, სადაც გაეცნო მარქსიზმს. სწავლების კურსი არ დაუსრულებია. დაბრუნდა რა საქართველოში იგი „მესამე დასის“ სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი შეიქნა, სათავში ჩაუდგა რა მის ოპორტუნისტულ ფრთას, რომელიც ეკონომიზმისკენ იყო მიდრეკილი. 1894 წელს სასამართლოზე იყო გადაცემული „საქართველოს თავისუფლების ლიგაში“ მონაწილეობისთვის.1898 წელს რსდმპ-ის (რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის) წევრია. რსდმპ II ყრილობის დელეგატად არჩეული გახდა მენშევიკი. 


                                                ნ. ნ. ჟორდანია 1903 წელს

1906 წელს ტფილისიდან არჩეულია 1-ლ სახელმწიფო სათათბიროში, სადაც არის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ლიდერი. რსდმპ V ყრილობამ (1907) ჟორდანია აირჩია პარტიის ცეკა-ში (ცენტრალურ კომიტეტში), რომლის წევრიც 1912 წლამდე გახლდათ. ვიბორგის მოწოდებაზე ხელის მოწერისთვის ჟორდანიას 1907 წელს სამი თვით ციხეში პატიმრობა მიესაჯა. 

პირველი მსოფლიო ომის დროს იყო ომის მომხრე და თავდაცვის მხარდამჭერი (ობორონესკი) პოზიცია ეკავა. 

თებერვლის რევოლუციის შემდეგ – ტფილისის საბჭოს თავმჯდომარეა. ოქტომბრის რევოლუციას ჟორდანია უარყოფითად მოეკიდა, დაიწყო გადახრა ნაციონალიზმისკენ, მაგრამ ასევე ამიერკავკასიის სახელმწიფოთა ფედერაციისკენაც. 1917 წლის 20 ნოემბერს (3 დეკემბერს), გამოდიოდა რა საქართველოს I ეროვნულ ყრილობაზე, მოითხოვა საქართველოს სრული სუვერენიტეტი. 26 ნოემბერს (9 დეკემბერს) სათავეში ჩაუდგა საქართველოს ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმს. 

1918 წლის 10 თებერვალს (ამიერკავკასიის სეიმის მოწვევის დღე, რომელიც ხაზს უსვამდა ამიერკავკასიის რუსეთისგან გამოყოფის ფაქტს) ნ. ჟორდანიას, ნ. რამიშვილისა და ე. გეგეჭკორის განკარგულებით, რომლებიც სათავეში ედგნენ საქართველოს მენშევიკურ მთავრობას, ტფილისის ალექსანდრეს ბაღში მრავალათასიანი საპროტესტო მიტინგი იქნა დახვრეტილი. 

1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დაშლისა და ამიერკავკასიის სეიმის გაუქმების შემდეგ ჟორდანიამ ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციას და ფაქტიურად სათავეში ჩაუდგა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროებით პარლამენტს. 

თურქული ჯარების შემოჭრის პირობებში გადაწყვიტა დაყრდნობოდა გერმანიას, საქართველოში შემოდიან გერმანული ჯარები. 


                                           ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია         
                             საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 
                                           მთავრობის მე-2 თავმჯდომარე

1918 წლის 24 ივლისს სათავეში ჩაუდგა საქართველოს მთავრობას. გერმანიის დამარცხებისა და საქართველოში ინგლისური ჯარების შემოსვლის შემდეგ ანტანტის ლიდერების ნდობაც მოიპოვა ბოლშევიზმისადმი თავისი უარყოფითი დამოკიდებულებით. 1919 წლის ივნისში დადო შეთანხმება ა. ი. დენიკინთან ბოლშევიკების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის შესახებ. სამოქალაქო ომში დენიკინელთა დამაცხების შემდეგ საქართველოს რსფსრ-თან (რუსეთის სოციალისტურ ფედერაციულ საბჭოთა რესპუბლიკასთან) ხელშეკრულების დადების ერთ-ერთი ინიციატორი გახლდათ (ხელი მოეწერა 1920 წლის 7 მაისს), რომლის მიხედვითაც მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობები მყარდებოდა. ინგლისის წარმომადგენელთან მოლაპარაკებებში ჟორდანია გამოთქვა ანტანტის მხრიდან საბჭოთა რუსეთის ცნობის მომხრედ, ჰქონდა რა მხედველობაში ის, რომ რსფსრ-ის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგარი აღიარება გზას გაუხსნის საქართველოს სრულ საერთაშორისო აღიარებასაც. 


                                           ნოე ჟორდანიას ავტოგრაფი 

1921 წელს საქართველოში წითელი არმიის შეყვანის შემდეგ ემიგრაციაშია. სათავეში ედგა საქართველოს მთავრობას დევნილებაში. 

დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე (საფრანგეთი). 

შვილიშვილი ნიკოლი – მეუღლეა ა. მ. კვიტაშვილისა, საქართველოსა და უკრაინის ჯანდაცვის მინისტრისა. 

გალერეა 


        ქართველები, პირველი მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს წევრები 
                      ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიებიდან. 
          სხედან: იოსებ ბარათაშვილი, ნოე ჟორდანია, სერგო ჯაფარიძე, 
        ისიდორე რამიშვილი; დგანან: ვანო გომართელი, სიმონ წერეთელი


     კარლ კაუცკი ქართველ სოციალ-დემოკრატებთან ერთად, ტფილისი. 1920. 
    მარცხნიდან მარჯვნივ: სხედან: ს. დევდარიანი, ნ. რამიშვილი, ნ. ჟორდანია, 
        კ. კაუცკი და მისი მეუღლე ლუიზა, ს. ჯიბლაძე, რ. არსენიძე; დგანან: 
             კაუცკის მდივანი პაულ ოლბერგი, ვ. თევზაია, კ. გვარჯალაძე, 
                  კ. საბახტარაშვილი, ს. თევზაძე, ა. ურუშაძე, გ. ცინცაბაძე

შრომები 

Большевизм, Берлин, 1922. 
Наши разногласия, Париж, 1928. 
Итоги, Париж, 1928. 
Моя жизнь. Stanford, Hoover Institution Press, 1968 (пер. с грузинского Инны Жордания). 

ლიტერატურა 

Государственная дума Российской империи, 1906—1917 : Энциклопедия. Москва : Российская политическая энциклопедия, 2008. С. 192—193. ISBN 978-5-8243-1031-3. 

მითითებები 

Справочник по истории Коммунистической партии 


II. ისიდორე ივანეს ძე რამიშვილი 

ისიდორე ივანეს ძე რამიშვილი (1 ივნისი, 1859, ოზურგეთის მაზრა, კავკასიის სამეფისნაცვლო – 3 იანვარი, 1937, თბილისი) – ქართველი სოციალ-დემოკრატი, მენშევიკი, პროფესიით – მასწავლებელი, I მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ქუთაისის გუბერნიიდან. 

ბიოგრაფია 

ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფელ სურების გლეხებიდან. დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ კი 1885 წელს ტფილისის სასულიერო სემინარია. მუშაობდა მასწავლებლად სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში, სამეგრელოში. იყო მასწავლებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის ქართულ სასწავლებელში, შემდეგ კი იმავე საზოგადოების ვლადიკავკაზის საქალაქო სასწავლებელშიც. 

სოციალ-დემოკრატი 

რსდმპ-ის (რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის) წევრი, მენშევიკი. 1903 წელს ქუთაისის საგუბერნიო საჟანდარმო სამმართველო დაინტერესდა მისით (привлекло его) გამოძიების დროს „ბათუმის სოციალ-დემოკრატიული კომიტეტის“ შესახებ საქმის გამო. 

1905 წლის რევოლუციაში 

1905 წელს რამიშვილი ძიების ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ მიიმალა, და მას პოლიცია დაეძებდა. დააკავეს 1905 წლის 14 აგვისტოს ტფილისში, ჩასვეს მეტეხის ციხეში. ძიება შეწყვეტილ იქნა სენატის 1905 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებულებით. 1905 წლის დეკემბერში სათავეში ჩაუდგა საგაფიცვო კომიტეტის ბიუროს ტფილისში. ისევ დააპატიმრეს და ისევ ჩასვეს მეტეხის ციხეში. 

1906 წლის 10–25 აპრილს ტფილისის ორგანიზაციის დეპუტატია რსდმპ IV გამაერთიანებელ ყრილობაზე სტოქჰოლმში. ყრილობის მიერ მოვლინებულ იქნა კავკასიაში. 

სახელმწიფო სათათბირო 

1906 წლის 24 მაისს არჩეულ იქნა I მოწვევის სახელმწიფო სათათბიროში ქუთაისის გუბერნიის საარჩევნო კრების ამომრჩეველთა საერთო შემადგენლობისგან. შედიოდა სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაში. მრავალჯერ გამოსულა სიტყვით სათათბიროში. 


                                          ისიდორე ივანეს ძე რამიშვილი 
                                  პირველი სათათბიროს დეპუტატი, 1906 წ. 

2 ივნისს რამიშვილი მონაწილეობდა მოუსავლიანობის გამო დაზარალებული მოსახლეობისთვის სასურსათო დახმარების ორგანიზაციის საკითხების განხილვაში. 9 ივნისს რამიშვილი გამოდიოდა საკითხზე ბელოსტოკის დარბევის შესახებ, მან იმით დაიწყო, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს სტოლიპინს „ხალხის მტერი“ უწოდა. „ხალხის მტერი – ეს ზედმეტად ძლიერი გამონათქვამია“ შეაწყვეტინა მას თავმჯდომარემ მურომცევმა. „ჩვენ მტრები ვართ თუ მეგობრები მთავრობისა – ამას მომავალი გვიჩვენებს“ – უპასუხა რამიშვილმა. 

15 ივნისს იგი გამოვიდა შეკითხვის გამო სამეგრელოს პოლკის 27 ჯარისკაცის შესახებ, რომელთაც სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა. 16 მარტს შეკრებების თავისუფლების შესახებ კანონპროექტზე გამოსვლისას რამიშვილმა ტაშის ქვეშ დაასრულა სიტყვებით „ვინც ხელს შეუშლის მას [ხალხს] რომ იკრიბებოდეს, ის ხალხის მტერი იქნება“. 


                                       ისიდორე რამიშვილის ავტოგრაფი 

19 ივნისს რამიშვილი მკვეთრად და ემოციურად ლაპარაკობდა მთავარი სამხედრო-საზღვაო პროკურორის პავლოვის ვერშემდგარი სიტყვის გამო, „ძირს ეს კაციჭამიები! ძირს ეს ჯალათები!“ ხანგრძლივი ტაშის ქვეშ დაასრულა დეპუტატმა. 20 ივნისს თავისი მორიგი გამოსვლა კანონპროექტზე შეკრებების თავისუფლების შესახებ რამიშვილმა დაიწყო მტკიცებით, რომ „რუსეთის დიდი რევოლუცია გაწმენდს და ამოაშრობს იმ ჭაობს, რომელშიც ეფლობა რუსული საზოგადოება“. 

27 ივნისს რამიშვილმა წაიკითხა ტფილისიდან მიღებული დეპეშა, რომელიც იტყობინებოდა გენერალ-გუბერნატორის განზრახვის შესახებ დაეპატიმრებია ჟურნალის «Встань спящий» („ადექი მძინარევ“) რედაქტორი როსტოვსკი, მაგრამ რადგანაც როსტოვსკი მიიმალა, ამიტომ გაიცა განკარგულება რედაქტორის ცოლისა და 7 შვილის ოლონეცკის გუბერნიაში გადასახლების შესახებ. 4 ივლისს რამიშვილი გამოდიოდა სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის სახელით, ხალხისადმი მიმართვაში სარედაქციო შესწორებების თაობაზე. 

6 ივლისს იგი გამოვიდა კამათის მსვლელობისას აგრარული კომისიის მოხსენების გამო. რამიშვილმა თქვა, რომ სათათბიროს ამოცანას იგი ხედავს იმაში, რათა „დააჩქაროს ძველი ხელისუფლების დაღუპვისა და სახალხო ხელისუფლების აღმართვის პროცესი“. რამიშვილმა ასევე შეატყობინა სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის უარის შესახებაც მიეღო მონაწილეობა ლონდონში საერთაშორისო მომრიგებლური სასამართლოს კონგრესზე გასაგზავნი დეპუტაციის არჩევნებში; განაცხადა: „ჩვენში არ არის კანონი, არ არის სამართალწარმოება, არამედ არის მხოლოდ პოლიციის წესდება. ეს წესდება არ დევს მარტო პოლიციაში, ის დევს სასამართლოშიც, ეკლესიაშიც, სკოლაშიც“. სახელმწიფო სათათბიროს 13 წევრის სახელით შეიტანა რეზოლუცია მთავრობისადმი დამოკიდებულების შესახებ. 


            პირველი სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია. 
          დგანან: ი. ი. რამიშვილი, ი. თ. საველიავი, ზ. ი. ვიროვოი, ს. ნ. წერეთელი, 
               ი. გ. გომართელი, ა. ი. სმირნოვი; სხედან: მ. ი. მიხაილიჩენკო, 
          ს. დ. ჯაფარიძე, ნ. ნ. ჟორდანია, ვ. ა. ილინი, პ. ა. ერშოვი, ი. ე. შუვალოვი; 
                            წვანან: ვ. ნ. ჩურიუკოვი, ი. ი. ანტონოვი 

1906 წლის 10 ივლისს ქ. ვიბორგში ხელი მოაწერა ვიბორგის მოწოდებას. 1907 წლის 18 დეკემბერს სანკტ-პეტერბურგის სასამართლო პალატის საგანგებო სხდომის მიერ სისხლის სამართლის კანონმდებლობის 129 და 53 მუხლების 51-ე და მე-3 პუნქტების თანახმად მიესაჯა ციხეში 3 თვით პატიმრობა და ჩამოერთვა საარჩევნო უფლებები. რამიშვილთან მიმართებით საგანგებოდ იყო ნათქვამი, რომ იგი არ დაექვემდებარება ამ სასჯელს მისი იმ დროის მანძილზე მოხდის ჩათვლით, რომელიც მან მოცემული საქმის მიხედვით წინასწარ პატიმრობაში გაატარა. 

სათათბირის გარეკვის შემდეგ 

1906 წლის სექტემბერში იმყოფებოდა არალეგალურ მდგომარეობაში ბაქოში, იქ რევოლუციური პროპაგანდით იყო დაკავებული. იატაკქვეშა ზედმეტსახელი – „მოხუცი“. ბაქოში სავაჭრო ფლოტის ეკიპაჟების გაფიცვის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ. მონაწილეობას ღებულობდა მანიფესტების შედგენაში „არმიისა და ფლოტისადმი“ და „მთელი რუსეთის გლეხობისადმი“. ი. ბ. სტალინის სიტყვით, 1907 წლის მაის–ივნისში ი. ი. რამიშვილი რსდმპ V ლონდონური ყრილობის დელეგატია სოციალ-დემოკრატების ბაქოს ორგანიზაციისგან. 1908 წელს გადასახლებულია ასტრახანის გუბერნიაში, 1909 წელს – ვიატკის გუბერნიაში. 1911 წლის აპრილში იგი ჯერ კიდევ ადმინისტრაციულ გადასახლებაში იმყოფებოდა. 

1913 წელს კვლავ იქნა დაპატიმრებული და გადასახლებული სამარის გუბერნიაში. 1914-დან 1917 წლის ჩათვლით გადასახლებაშია სამარაში. 

თებერვლის რევოლუციის შემდეგ 

1917 წლის 2 მარტს აირჩიეს მუშათა დეპუტატების სამარის პირველი საბჭოს შემადგენლობაში, სათავეში ჩაუდგა ამ საბჭოს. მოგვიანებით პეტროგრადის საბჭოს აღმასკომის (აღმასრულებელი კომიტეტის) წევრია. დამფუძნებელი კრების დეპუტატია ამიერკავკასიის საარჩევნო ოლქიდან სიის მიხედვით # 1 (მენშევიკები). 1918–1920 წლებში შედიოდა საქართველოს მენშევიკური მთავრობის შემადგენლობაში. 1917 წლის დასაწყისში რამიშვილი გამოდიოდა საერთო-ბაქოურ პარტიულ კონფერენციაზე, სადაც განიხილებოდა საკითხი ბოლშევიკებსა და მენშევიკებს შორის ურთიერთობათა საბოლოოდ გაწყვეტის შესახებ. ა. მიქოიანი იხსენებდა, რომ რამიშვილი შთაგონებით და ლამაზად ლაპარაკობდა და თავისი თეთრი წვერით წინასწარმეტყველს ჰგავდა: „ამხანაგებო, ნუ წახვალთ ჩვენგან, მოდით ერთად დავრჩეთ, მარქსისტების ერთ რიგებში. თუ თქვენ წახვალთ, მაშინ უფრო მეტად მემარცხენენი გახდებით... მენშევიკები კი უფრო მეტად მემარჯვენენი გახდებიან... თუ ჩვენ დღეს ერთმანეთს დავშორდებით, მაშინ ერთად უკვე ვეღარასოდეს შევიყრებით. მოგიწოდებთ, ამხანაგებო, აღვადგინოთ ჩვენი რიგების ერთიანობა!“. დემოკრატიული თათბირის მონაწილე, ჟორდანიასთან ერთად გამოდიოდა კოალიციურ დროებით მთავრობაზე უარის თქმის მომხრედ, აკრიტიკებდა ი. წერეთლის პოლიტიკას. 

ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციას. 


            ვლადიმერ ახმეტელაშვილი (ახმეტელი), გიორგი ახმეტელაშვილი, 
                         ისიდორე რამიშვილი, ევგენი (გენო) ურუშაძე 

1918–1919 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრია. გენერალ მაზნიაშვილთან ერთად ხელმძღვანელობდა თურქული ჯარებისგან ქართული რეგიონების დაცვის კამპანიას. 1918 წლის ზაფხულიდან 1920 წლის სექტემბრის ჩათვლით საქართველოს მთავრობის მიერ იყო წარგზავნილი ავტონომიურ აფხაზეთში (??). (С лета 1918 по сентябрь 1920 года был посланником правительства Грузии автономной Абхазии). 

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ 

ცნობები ისიდორე რამიშვილის შესახებ 1921 წლის შემდეგ უკიდურესად ურთიერთ საწინააღმდეგოა. ზოგიერთი გამოცემა იტყობინება, რომ წითელი არმიის ნაწილების მიერ საქართველოს დაკავების შემდეგ რამიშვილი დაპატიმრებულ და გადასახლებულ იქნა. მოგვიანებით ხელმეორედ დააპატიმრეს. შემდეგ გაათავისუფლეს და ემიგრაციაში წავიდა. ემიგრაციის ფაქტი ბევრი წყაროს მიხედვით დასტურდება, მაგრამ გაურკვეველია თუ რა მონაცემების საფუძველზე. ზოგიერთი წყარო ახდენს იმის კონკრეტიზაციას, რომ რამიშვილი იქნა „გასახლებული საზღვარ გარეთ“. მაგრამ არის მითითებებიც, რომ ისიდორე რამიშვილი განიცდიდა რეპრესიებს, დაწყებული 1921 წლიდან და დახვრეტილ იქნა „დიდი ტერორის“ დროს (1937 წ. – ი. ხ.). 


                                                  ისიდორე რამიშვილი 

ქართული წყაროების მიხედვით 1921-დან 1937 წლის ჩათვლით გადასახლებაშია თანამიმდევრობით მოსკოვის გუბერნიაში, ასტრახანში, ბაქოში, ტაშკენტში, ხოჯენტში, ვლადიკავკაზში. 1931 წლის 20 მაისს მაშინ ასტრახანში მცხოვრები რამიშვილი დააპატიმრეს, ბრალი დასდეს კონტრრევოლუციური ორგანიზაციისადმი კუთვნილებაში და სსრკ სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს (ОГПУ СССР) კოლეგიასთან არსებული საგანგებო თათბირის მიერ მიესაჯა 3 წლით გადასახლება შუა აზიაში. ამ საქმეზე იგი 1989 წელს იქნა რეაბილიტირებული.  

კონფლიქტი იოსებ ჯუღაშვილთან 

ბათუმი, 1904 

ისიდორე რამიშვილმა გაიცნო 15 წლის სემინარიელი სოსო ჯუღაშვილი, როგორც ჩანს, როცა ეს უკანასკნელი 1894 წელს, დაინტერესდა რა რევოლუციური საქმიანობით, დაუკავშირდა ჯგუფს „მესამე დასი“. იმ მომენტში ოცდათხუთმეტი წლის რამიშვილი ერთ-ერთი უხუცესი ქართველი რევოლუციონერი გახლდათ. 

კონფლიქტი ისიდორე რამიშვილსა და იოსებ ჯუღაშვილს, მაშინ ჯერ კიდევ „ამხანაგ სოსოს“ შორის, მოდის 1904 წლის დასაწყისიდან, როცა სტალინი გამოჩნდა ბათუმში ციმბირში პირველი გადასახლებიდან გამოქცევის შემდეგ. იგი ნატალია კირთავა-სიხარულიძის სახლში გაჩერდა, და როგორც ეს ქალი მოგვიანებით იხსენებდა: „მეორე დღეს სოსომ [რსდმპ] კომიტეტს თავისი ჩამოსვლისა და მუშაობის გაგრძელებაზე სურვილის შესახებ აცნობა“. რსდმპ ბათუმის კომიტეტის სხდომაზე განხილვის შემდეგ, რომელსაც იმ მომენტში ისიდორე რამიშვილი მეთაურობდა, კომიტეტმა არა თუ არ მიიღო ი. ბ. ჯუღაშვილის წინადადება, არამედ დაადგინა პარტიულ მუშაობაში იგი საერთოდ არ დაეშვათ. ისიდორე რამიშვილმა ნატალია კირთავა-სიხარულიძე გამოიძახა და დაჟინებით მოითხოვდა, რომ მას ჯუღაშვილი სახლიდან უნდა გაეგდო, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას პარტიიდან გარიცხვით ემუქრებოდა. ჯუღაშვილმა ნატალიას სახლი დატოვა და შემდეგშიც რამდენიმე ბინა გამოიცვალა. მათ შორის იგი ს. ჯიბუტთან ცხოვრობდა, რომელთანაც, როგორც ეს უკანასკნელი მოგვიანებით იხსენებდა: „ი. რამიშვილი სამჯერ მოვიდა ჩემთან და მომთხოვდა, რათა მე ამხ. სოსო არ შემეფარებია“. ბათუმში დაბრუნებიდან ერთი თვის შემდეგ სტალინი ტფილისში გაემგზავრა. 

ციმბირის გადასახლებიდან გამოქცეულის მსგავსი მიღებისთვის სერიოზული საფუძვლები იყო საჭირო: ი. ი. რამიშვილსა და რსდმპ ბათუმის კომიტეტს ეჭვი ჰქონდათ, რომ სტალინი პოლიციასთან თანამშრომლობდა. 

დავა-კამათები იმ საკითხის გარშემო, იყო თუ არა სტალინი საიდუმლო თანამშრომელი, ჯერ კიდევ რევოლუციამდე იყო დაწყებული და ამ დრომდეც არ ცხრება. მაგრამ დღესდღეობით ისტორიკოსებისთვის ხელმისაწვდომი გახდა საიდუმლო აგენტურაზე პოლიციის დეპარტამენტის შენარჩუნებული დოკუმენტები და ეს საკითხი გარკვეულ ასპექტებში დეტალურადაა გამოკვლეული. ნაჩვენებია: 1) სტალინს არ ჰქონდა დამოკიდებულება იმ პროვოკაციებთან, რომლებიც რსდმპ ბაქოს ორგანიზაციაში 1908 წლიდან დაწყებული 1917-ის ჩათვლით ხდებოდა. გამოვლენილია მრავალრიცხოვანი აგენტების სახელები, რომლებიც ამ ორგანიზაციაში მოქმედებდნენ. 2) მითითება მალინოვსკის 1912 წლის შეტყობინებაზე იმ ინფორმაციის მოხსენიებით, რომელიც სტალინისგან ჰქონდა მიღებული, არ წარმოადენს წყვილში მათი მუშაობის მტკიცებულებას. ორი საიდუმლო აგენტის წყვილად მუშაობის შემთხვევები ცნობილი არ არის. 3) „ერიომინის 1913 წლის წერილი“ სიყალბეს წარმოადგენს. 4) „ბესარიონოვის საქაღალდე“ აგენტ იოსებ ჯუღაშვილის პირადი საქმითა და მისი მოხსენებებით, რომლებიც IV სახელმწიფო სათათბიროს „1913 წლის პირველი ნახევრის“ მუშაობას შეეხება, რომლის არსებობის შესახებაც მათგან გამოქცეულმა ა. ორლოვმა შეატყობინა, – მკვლევარების აზრით ან თვითონ ორლოვის გამონაგონია, ან კიდევ იმ პირებისა, რომლებმაც მას ამის თაობაზე შეატყობინეს. 

ამრიგად, სტალინის პოლიციასთან თანამშრომლობის უარყოფილი ეპიზოდები 1908–1913 წლების პერიოდს მიეკუთვნება, ე. ი. რამიშვილთან კონფლიქტის დაწყემის შემდეგ მნიშვნელოვნად უფრო გვიანდელ ხანას. მაინც რა იყო საბაბი რამიშვილის ასეთი დამოკიდებულებისა? მკვლევარების აზრით ის შეიძლებოდა შეექმნა იმ ლაპარაკებს, რომლებსაც თავად სტალინი აწარმოებდა. შენარჩუნებულია ბათუმელი მუშის დ. ვადაჭკორიას მოგონებები: „ამხანაგმა სტალინმა გვიამბო, თუ როგორ გამოიქცა გადასახლებიდან: ამხანაგმა სტალინმა ყალბი დოკუმენტი მოიმზადა, ერთ-ერთი ციმბირელი ისპრავნიკის მიერ ხელმოწერილი, რომელიც ადასტურებდა... რომ იგი ვითომდა ისპრავნიკის აგენტია“. ეს მოგონებები რამდენადმე შერბილებული სახით გამოქვეყნებულია 1937 წ. კრებულში „ბათუმის 1902 წ. დემონსტრაცია“. იგივე ვადაჭკორიამ მხატვარ მ. უსპენსკის შეატყობინა სხვა ისტორია: „იგი [ი. ბ. სტალინი] – იხსენებდა დ. ვადაჭკორია, – მიყვებოდა, როცა ჩემთან ცხოვრობდა, თუ როგორ გამოიქცა გადასახლებიდან. გაიკეთა რა ყალბი მოწმობა, რომ იგი თითქოსდა აგენტია, რუსეთში გამოემგზავრა. გზაში შენიშნა ჯაშუში, რომელმაც მას თვათვალი დაუწყო. ხედავდა რა, რომ მდგომარეობა უარესდება, სტალინმა ერთ-ერთ სადგურზე მიმართა ჟანდარმს, უჩვენა მას თავისი მოწმობა და მიუთითა ჯაშუშზე, როგორც საეჭვო პირზე. უკანასკნელი მატარებლიდან ჩამოსვეს და დააპატიმრეს, სტალინმა კი გზა განაგრძო“. მსგავსი მონათხრობები ნაყოფიერ ნიადაგზე მოხვდა. ბათუმის ორგანიზაციაში სტალნის დაბრუნების დროისათვის, როგორც ნოე ბოკუჩავა წერდა: „გავრცელდა ხმები, რომ ჩვენს შორის პროვოკატორია“. 

1904 წლის 1 მარტს ბათუმში ჩატარებულ იქნა დემონსტრაცია, რომლის შემდეგაც რსდმპ-ის მაშინდელი კომიტეტი თითქმის მთლიანად გაანადგურეს და რამიშვილიც დააპატიმრეს. კომიტეტის მეთაურად შეიქნა გ. ს. სოგოროშვილი. შეიტყო რა ამის შესახებ, სტალინი ბათუმში ჩამოვიდა. 1904 წლის 1 მაისი (18 აპრილი) ბათუმელმა სოციალ-დემოკრატებმა ზღვაში აღნიშნეს. ამ შეხვედრაზე იყო ი. ბ. ჯუღაშვილიც. მის მონაწილეთა დავის შედეგად, რომელიც ნაპირზე ჩხუბით დასრულდა, ი. ბ. ჯუღაშვილი სერიოზულად იქნა ნაცემი. ამრიგად, უარყოფითი დამოკიდებულება ამხანაგ სოსოსადმი ბათუმელი სოციალ-დემოკრატების მხრიდან ისიდორე რამიშვილის დაპატიმრების შემდეგაც გრძელდებოდა. 

რათა მოეხსნა ეჭვი საკუთარი თავიდან, სტალინმა წერილი მისწერა რსდმპ კავკასიის კავშირის ხელმძღვანელობის წევრს მ. გ. ცხაკაიას. როგორც მოგვიანებით იხსენებდა ცხაკაია, მუშაობაში სტალინის დაუყოვნებლივ ჩართვის ნაცვლად მან „ურჩია სტალინს ცოტა დაესვენა“. არანაკლებ ორი თვისა გავიდა, სანამ სტალინი იმერეთ-სამეგრელოს კომიტეტში იქნებოდა სამუშაოდ გაგზავნილი. 

ბაქო, 1908 

რამიშვილის სტალინთან 1908 წ. შეტაკების შესახებ 1918 წლის პროცესიდანაა ცნობილი სტალინის მიერ მარტოვის ცილისმწამებლობაში დადანაშაულების გამო. საბაბად გამოდგა იუ. მარტოვის ფრაზა წერილში „კიდევ ერთხელ ‘საარტილერიო მომზადების’ შესახებ“, რომ სტალინი „თავის დროზე გარიცხულ იქნა პარტიული ორგანიზაციიდან ექსპროპრიაციებთან შემხებლობის გამო“. სტალინმა საკუთარი თავი შეურაცხყოფილად მიიჩნია და ბეჭდური სიტყვის განხრით რევოლუციურ ტრიბუნალში საქმის გარჩევა მოითხოვა. სტენოგრაფიული ანგარიში გამოქვეყნებულია მენშევიკურ გაზეთში «Вперёд» („წინ“), რომლის რედაქტორიც მარტოვი გახლდათ. 

მარტოვმა მოწმის სახით ისიდორე რამიშვილის გამოძახება მოითხოვა, რომელიც იმ რევოლუციური სასამართლოს თავმჯდომარედ შედგებოდა, რომელმაც ბაქოში ორთქლმავალ გემ „ნიკოლოზ I“-ის ექსპროპრიაციასთან სტალინის შეხებაში ყოფნა დაადგინა, აგრეთვე ნოე ჟორდანიას, შაუმიანის და 1907–1908 წლებში ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტის სხვა წევრებისაც. 

ორთქლმავალ გემ „იმპერატორ ნიკოლოზ პირველზე“ ექსპროპრიაციის შესახებ ცნობები წინააღმდეგობრივია. ერთი წყაროები მას კობას ექსპროპრიატორული საქმიანობის მწვერვალს უწოდებენ. თითქოსდა 1908 წელს საფოსტო გემის გასვლის წინ ნავმისადგომზე გამოჩნდნენ ადამიანები პოლიციის ფორმით. ისინი საშიში დამნაშავეების ძებნის საბაბით ბორტზე ავიდნენ. მაგრამ სინამდვილეში კი თავდამსხმელები იყვნენ. ყვირილით „დაყარეთ იარაღი, ეს თავდასხმაა!“ მათ სწრაფად შერეკეს გემის დაცვა კაიუტაში. პირადად სტალინმა თავისი ჯგუფით ხელში ჩაიგდო სეიფი, რის შემდეგაც ბაქოს საუკეთესო სეიფების გამტეხმა ქურდმა ახმედმა ის გახსნა, საიდანაც მილიონ ორსი ათასი მანეთი ამოიღეს. მეორეს მხრივ 1909 წლის 22 მარტს იტყობინებოდნენ საზოგადოება „კავკასიისა და მერკურიის“ ორთქლმავალ გემ „უფლისწულ ნიკოლოზზე“ ექსპროპრიაციის თავიდან აცილების შესახებ. გემი 21 მარტს საღამოს ცხრა საათზე ბაქოდან უნდა გასულიყო, ჰქონდა რა თავის ბორტზე საფოსტო სამგზავრო სკივრები 1 200 000 მანეთით. როცა მგზავრები უკვე კაიუტებში განთავსდნენ, მოულოდნელად გემზე პოლიციის ჩინები და ჯარისკაცები მოვიდნენ. ჩხრეკა 5 საათს გრძელდებოდა. მგზავრების ხელის ბარგში ნახეს 15 მაუზერი. 22 მგზავრი დააპატიმრეს და გაძლიერებული ბადრაგით ციხეში გაგზავნეს. 

ამრიგად, არ არის ნათელი, თუ რა იყო შიდაპარტიული სასამართლოს განხილვის საგანი, რომელზედაც მარტოვი მიუთითებდა, წარმატებული ექსპროპრიაცია თუ მისი ჩავარდნა. 

ტფილისი, 1921 

რამიშვილისა და სტალინის ორი კონფლიქტი საქართველოს ბოლშევიზაციის პერიოდს განეკუთვნება. ი. ირემაშვილმა მოჰყვა სტალინისა და რამიშვილის შეტაკების შესახებ კრებაზე, რომელიც ტფილისელი ბოლშევიკების მიერ იყო მოწვეული ქალაქის თეატრში, უკვე წითელი არმიის მიერ ტფილისის დაუფლების შემდეგ, 1921 წლის ივლისის შუა რიცხვებში (სხვა ცნობებით 1922 წელს ნაძალადევის კლუბში). თითქოსდა რამიშვილი სხვა ორატორებთან ერთად, დაეუფლა რა კრებას, სტალინს პირში ახლიდა ბრალდებებს, და ეს უკანასკნელი იძულებული იყო ისინი საათების განმავლობაში ჩუმად მოესმინა. „არც მანამდე და არც შემდეგ არასოდეს მოხდომია სტალინს ასეთი ღია ვაჟკაცური აღშფოთების მოსმენა“. სხვა შემთხვევა მოხდა მოგვიანებით. უკვე ბოლშევიკურ ტფილისში ჩამოსული სტალინი შეეცადა ქართველ რკინიგზელთა მიტინგზე გამოსულიყო. მას უსტვენდნენ, და მიტინგიდან იგი რუსი ჩეკისტების დაცვის ქვეშ წავიდა. მის ნაცვლად გამოვიდა ისიდორე რამიშვილი, რომელიც მუშებმა ხელში ატაცებული წაიყვანეს. 

რამიშვილის დაღუპვის წელში, 1937 

1937 წელს კრემლში ტფილისის საოპერო თეატრი გამოდიოდა, სადაც ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის, ისიდორეს მოგვარის თუ შორეული ნათესავის, მოცეკვავეთა ანსამბლი მუშაობდა. სტალინს ილიკო სუხიშვილის ცეკვა მოეწონა (ნინოს მაშინ სოლო პარტიებს არ აძლევდნენ, რადგანაც მისი მამა რეპრესირებული გახლდათ) და ბელადმა მოინდომა მოცეკვავეს კონცერტის შემდეგ ბანკეტზე გასცნობოდა. როცა რამიშვილის გვარი მოისმინა, სტალინი მოიღუშა: „ახ, რამიშვილი? ისინი ყველანი მენშევიკები არიან – საჭიროა მათი დაპატიმრება“. როცა საღამოს სასტუმროს ნომრის კარების წინ ილიკომ და ნინომ ფორმაში გამოწყობილი ადამიანი დაინახეს, გადაწყვიტეს, რომ გამოთხოვების დრო მოვიდა. აღმოჩნდა, რომ ეს შიკრიკმა მოიტანა ფოტოსურათი წარწერით „ილიკო სუხიშვილს იოსებ სტალინისაგან“. 

ოჯახი 

იყო ქვრივი. ჰყავდა ოთხი შვილი, რომლებიც ბათუმში ცხოვრობდნენ. 

ცნობილია ვანო რამიშვილი, ისიდორე რამიშვილის ბიძაშვილი. იგი მოიხსენიება მიხელ ბულგაკოვის პიესაში „ბათუმი“. 

წყაროები 

Государственная дума Российской империи: 1906—1917. Б. Ю. Иванов, А. А. Комзолова, И. С. Ряховская. Москва. РОССПЭН. 2008. С. 517—518. 

Боиович М. М. Члены Государственной думы (Портреты и биографии). Первый созыв. М.: Тип. Товарищества И. Д. Сытина. 1906 С. 465. 

Первая Государственная Дума. Алфавитный список и подробные биографии и характеристики членов Государственной Думы. — М.: Тип. Товарищества И. Д. Сытина, 1906. — 175 с. 

Государственная Дума первого призыва. Портреты, краткие биографии и характеристики депутатов. — Москва: «Возрождение», 1906. С. 112.Микаберидзе, Александр (ред., 2007), Рамишвили, Исидор. The Dictionary of Georgian National Biography. (англ.) (Проверено 2 сентября 2009) 

Боиович М. М. Члены Государственной думы (Портреты и биографии). Первый созыв. М.: Тип. Товарищества И. Д. Сытина. 1906 С. 465. 

რეკომენდირებული წყაროები 

ისიდორე რამიშვილი. (2012), მოგონებები, თბილისი: გამომც. «არტანუჯი» გვ. 5-62 Исидор Рамишвили 2012, Воспоминания, Тбилиси: стр. «Артануджи» с. 5-62. ISBN 9789941421624 

არქივები 

Государственный архив Российской федерации. Фонд 102. Опись 1906. Дело 100. Лист 50; Дело 349 (2). Лист 183—186; Дело 715. Лист 157; Опись 1907. Дело 110. Том 1. Лист 53. 

Российский государственный исторический архив. Фонд 1327. Опись 1. 1905 год. Дело 143. Лист 194 оборот; Дело 96. Лист 9. 

მითითებები 

Справочник по истории Коммунистической партии Советского Союза 


III. სილიბისტრო ბესარიონის ძე ჯიბლაძე 

სილიბისტრო ბესარიონის ძე ჯიბლაძე (1859 – 17 თებერვალი 1922) – ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი, საქართველოს გასაბჭოების (1921) შემდეგ ტფილისის ანტისაბჭოთა იატაკქვეშეთის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 


                                                სილიბისტრო ჯიბლაძე 

ბიოგრაფია 

სილიბისტრო ჯიბლაძე დაიბადა 1859 წელს მღვდელმსახურის ოჯახში. 1872 წელს შევიდა ოზურგეთის სემინარიაში. როცა ინგოროყვა (მგონი, ეგნატე ნინოშვილი უნდა იყოს – ი. ხ.) ჩამოცილებულ იქნა მეცადინეობებისგან ზედმეტად ლიბერალური კურსის გამო, ჯიბლაძემაც ასევე შეწყვიტა სწავლა სოლიდარობის ნიშნად და მას მხოლოდ ინგოროყვას თხოვნით დაუბრუნდა. 

სემინარიის დასრულების შემდეგ (1879) სწავლობდა ტფილისის სასულიერო სემინარიაში, კარგ მოწაფედ ითვლებოდა, მაგრამ მალე დაიწყო აკრძალული ლიტერატურის კითხვა. 1885 წელს, როცა იგი მეექვსე კურსზე იყო, ჩხრეკის დროს მის ოთახში ასეთი ლიტერატურა იქნა აღმოჩენილი, და სემინარიის რექტორის ჩუდეცკის გადაწყვეტილებით ჯიბლაძე გარიცხულ იქნა. ამ გადაწყვეტილების გამო ჯიბლაძეს ჩხუბი მოუვიდა ჩუდეცკისთან, რისთვისაც იგი გაასამართლეს და ორი წლით ხარკოვში სადისციპლინო ბატალიონში გაგზავნეს, შემდეგ ვადა კიდევ ორი წლით იქნა გაგრძელებული. 

1889 წელს ჯიბლაძე სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს და ტფილისში დაბრუნდა. მკურნალობდა აბასთუმანში, ხოლო შემდეგ კი დაიწყო მუშაობა „საფილოქსოების კომიტეტში“ ფილოქსერებთან საბრძოლველად, რომელიც ნარკომანიასთან ბრძოლას კურირებდა, ხშირად მგზავრობდა პროვინციაში. 

კომიტეტში ჯიბლაძე გაეცნო მარქსისმის საფუძვლებს. 

1897 წლიდან ცხოვრობდა ტფილისში, მუშაობდა კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების მატერიალური საწყობის უფროსად, აქტიურად მონაწილეობდა სარკინიგზო სახელოსნოებსა და ფაბრიკა-ქარხნებში სოციალ-დემოკრატიული მუშათა წრეების შექმნაში. 1898 წელს გახლდათ ტფილისის სოციალ-დემოკრატიული კომიტეტის თავმჯდომარე. 

1900 წელს გაემგზავრა სანკტ-პეტერბურგში, რათა იქაურ რევოლუციონერებთან კავშირები დაემყარებია. 1901 წლის 22 მარტს გორში გადავიდა, სადაც ხელოსანთა შორის იატაკქვეშა ორგანიზაციების შექმნაში მონაწილეობდა. 

იმავე წლის აგვისტოში გორიდან გურიაში გადავიდა. 1903 წელს კავკასიაში რსდმპ-ის (რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის) კომიტეტის წევრად იქნა არჩეული. იმავე წელს იგი დააპატიმრეს და ქუთაისისა და ფოთის ციხეებში პატიმრობაში იმყოფებოდა, 5 წლით ციმბირში გადასახლება ჰქონდა მისჯილი, საიდანაც 1905 წლის გაზაფხულზე ამნისტიით დაბრუნდა. რსდმპ-ში განხეთქილების შემდეგ შეიქნა მენშევიკების ლიდერი, აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში. რევოლუციის დამარცხების შემდეგ აწყობდა ტერორისტულ აქტებს იმათ მიმართ, რომლებიც აჯანყებულთა წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაციებში მონაწილეობდნენ. თანამშრომლობდა გაზეთებში: „სხივი“, „განთიადი“, „ელვა“. 

1909 წლის 3-9 იანვარს მონაწილეობდა რსდმპ პარიზის კონფერენციაში. არალეგალურად მუშაობდა სანკტ-პეტერბურგში, შედგებოდა რსდმპ საქალაქო კომიტეტის წევრად. 

1913 წელს არალეგალურად გადადიოდა ტფილისსა და ბაქოში. მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ 1914 წელს იგი საქართველოში დაბრუნდა და ტფილისისა და ჭიათურის პარტიულ ორგანიზაციებში მუშაობდა. 1914 წლის აგვისტოში მონაწილეობდა სოციალ-დემოკრატების ბორჯომის კონფერენციაში. 1915 წლის 28 აგვისტოს იგი კვლავ დააპატიმრეს, მაგრამ მძიმე ავადმყოფობის გამო ციხიდან პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იქნა გამოშვებული. 

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა (დეპუტატების) საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გახლდათ. 1917 წლის ნოემბრიდან საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად იქნა არჩეული, 1918 წის თებერვლიდან კი – ამიერკავკასიის კრების (სეიმის – ი. ხ.) წევრად. 

1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციას. გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი. 1919 წლის თებერვალში არჩეულ იქნა ტფილისის ქალაქის საბჭოს წევრად, 1919 წლის მარტში – საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. 12 მარტს, როგორც კრების უხუცესმა, გახსნა დამფუძნებელი კრება. იყო (დამფ. კრების) საარჩევნო, სამხედრო და სარეკომენდაციო კომისიების წევრი. 

1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ქვეყანაში დარჩა და წინააღმდეგობის მოძრაობაშიც ჩაერთო. 1921 წლის 10 აპრილს თავმჯდომარეობდა ქართველი სოციალ-დემოკრატების კონფერენციას, რომელმაც მიიღო 7 პუნქტისაგან შემდგარი რეზოლუცია და საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მთავრობას შესთავაზა რეფერენდუმი ჩაეტარებია. ბოლშევიკური რეჟიმის მხრიდან კომპრომისებზე უარის თქმის გამო ჯიბლაძე ოპოზიციის ერთიანი ფრონტის შექმნას შეუდგა. 1921 წლის 13 ივლისს იგი დაპატიმრებულ იქნა. იმავე წლის შემოდგომაზე ავადმყოფობის გამო ციხიდან გაათავისუფლეს, მაგრამ ანტისაბჭოთა საქმიანობას დაუბრუნდა, ხოლო 17 ოქტომბრიდან კი არალეგალურ მდგომარეობაში გადავიდა. 

1922 წლის 17 თებერვალს კონსპირაციულ ბინაში გარდაიცვალა გულის უკმარისობით. 

საიდუმლოდ იქნა დაკრძალული ვერაზე რუსულ სასაფლაოზე. 

მითითებები 

Джибладзе Сильвестр Виссарионович 
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918—1921) 

ლიტერატურა 

უ. სიდამონიძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 563, თბ., 1987 წელი. 


IV. ნიკოლოზ სიმონის ძე ჩხეიძე 

ნიკოლოზ (კარლო) სიმონის ძე ჩხეიძე (9 აპრილი 1864, ქუთაისი, კავკასიის სამეფისნაცვლო – 13 ივნისი 1926, ლევილ-სჲურ-ორჟი) – რუსეთისა და საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე. 

ბიოგრაფია 

წარმოშობით ქართველი, აზნაურებიდან. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. 1887 წელს შევიდა ნოვოროსიის უნივერსიტეტში, საიდანაც გარიცხულ იქნა სტუდენტურ მღელვარებებში მონაწილეობისთვის. მოგვიანებით შევიდა ხარკოვის ვეტერინარულ ინსტიტუტში, საიდანაც 1888 წელს ასევე იქნა გარიცხული. 

1892 წლიდან სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის წევრია (ცნობილისა როგორც „მესამე დასი“), 1898 წელს შევიდა რსდმპ-ში (რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში), 1903 წლიდან მენშევიკია. 1898 წელს გადავიდა ბათუმში, სადაც სადაც მუშაობდა მუნიციპალური საავადმყოფოს ინსპექტორად. 1898–1902 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სათათბიროს ხმოსანი, ქალაქის მმართველობის წევრი. 1902–1905 წწ. – ქალაქის საავადმყოფოს ინსპექტორია. XIX საუკუნის 90-იან წლებში პირველად თარგმნა ქართულ ენაზე „კომუნისტური პარტიის მანიფესტი“. 

მონაწილეობას ღებულობდა 1905 წლის რევოლუციაში. 1907 წელს ხდება ტფილისის საქალაქო სათათბიროს ხმოსანი, შემდეგ მე-3 სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ტფილისის გუბერნიიდან. 1907 წლის ნოემბერში იუ. ო. მარტოვი პარიზიდან წერდა პ. ბ. აქსელროდს: 

„აქაური კავკასიელები ამბობენ, რომ არჩეული ჩხეიძე – ყველაზე უფრო განათლებული მარქსისტია კავკასიაში“. 

განდობილი იყო მასონად საფრანგეთის დიდი აღმოსავლეთის კავშირის პეტერბურგულ ლოჟაში. შემდეგ რუსეთის ხალხების დიდი აღმოსავლეთის კავშირის ლოჟის წევრ-დამფუძნებელია ქუთაისში. რუსეთს ხალხების დიდი აღმოსავლეთის ვარდების „სათათბიროს ლოჟის“ წევრია. 1912 წლიდან შედიოდა აღნიშნული კავშირის უმაღლესი საბჭოს ლოჟაში. 

1912 წლიდან – მე-4 სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატია და მასში მენშევიკთა ფრაქციის მეთაურიც. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ მენშევიკების ფრაქციამ ჩხეიძის მეთაურობით ბოლშევიკებთან ერთად 1914 წლის 26 ივლისს (8 აგვისტოს) ხმა მისცა სამხედრო კრედიტების წინააღმდეგ. 1915 წელს სათათბიროში გამოაცხადა ციმერვალდის კონფერენციის რეზოლუცია. 

თებერვლის რევოლუციის შემდეგ 


                                      კარლო ჩხეიძე მიტინგზე 1917 წელს 

1917 წლის 27 თებერვალს (12 მარტს) ჩხეიძე შევიდა მუშათა დეპუტატების პეტროგრადის საბჭოს აღმასკომში (აღმასრულებელი კომიტეტი), არჩეულ იქნა მის თავმჯდომარედ. იმავე დღეს შევიდა სახელმწიფო სათათბიროს დროებით კომიტეტში. 2 მარტის გათენების რამეს მონაწილეობდა მოლაპარაკებებში დროებითი მთავრობის შექმნის შესახებ, მაგრამ შრომის მინისტრად მასში შესვლაზე უარი განაცხადა. არ უჭერდა მხარს დროებითი მთავრობის კურსს „ომის გაგრძელებაზე საბოლოო გამარჯვებამდე“, მაგრამ სხვა სოციალისტებთან ერთად (სტეკლოვი, წერეთელი და სხვები) გამოდიოდა „რევოლუციური თავდაცვითობის“ პოლიტიკის მომხრედ (რევოლუციის დაცვისა გარეშე ინტერვენტებისაგან), რითაც გამოიწვია მკვეთრი კრიტიკა ვ. ი. ლენინის მხრიდან. ივლისის დემონსტრაციის შემდეგ გამოვიდა ბოლშევიკების წინააღმდეგ, როგორც წამქეზებლების და შეთქმულებისა, განაცხადა საბჭოების მიერ დროებითი მთავრობის სრული მხარდაჭერის შესახებ. ლ. გ. კორნილოვის გამოსვლის დღეებში ჩხეიძემ კონტრრევოლუციასთან სახალხო ბრძოლის კომიტეტის წევრის სახით დახმარებისტის მიმართა კრონშტადტელებს, რომლებსაც დაეკისრათ მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოების სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა (სცაკ) და დროებითი მთავრობის დაცვა. 


                 კარლო ჩხეიძე მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოების 
              სრულიად რუსეთის I ყრილობაზე. მისგან მარცხნივ – მ. სკობელევი, 
                             მარჯვნივ – გ. პლეხანოვი და ი. წერეთელი 

პეტროგრადის საბჭოების მიერ ბოლშევიკური რეზოლუციის „ხელისუფლების (ძალაუფლების) შესახებ“ მიღების შემდეგ პროტესტის ნიშნად პეტროგრადის საბჭოს მთელ ესერულ-მენშევიკურ პრეზიდიუმთან ერთად 6 (19) სექტემბერს მოიხსნა თავისი უფლებამოსილებანი. მუშათა და ჯარისკაცტა დეპუტატების პეტროგრადული საბჭოს თავმჯდომარედ შეიქნა ლ. დ. ტროცკი. შემოდგომის დასაწყისში ჩხეიძე ცდილობდა თანხმობაში მოეყვანა ქვეყნის განცაკლევებულ-განკერძოებული პოლიტიკური ჯგუფები. 14 სექტემბერს როგორც მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტეტების საბჭოების სცაკ-ის თავმჯდომარემ გახსნა სრულიად რუსეთის დემოკრატიული თათბირი, რომელზედაც განაცხადა: 

„როგორ ვიყოთ? რა გავაკეთოთ? თათბირმა ნათლად და გარკვევით უნდა უპასუხოს ამ კითხვებს. ქვეყანა ელოდება რევოლუციურ ხელისუფლებას, რომელიც თანამიმდებრულად, ყოველგვარი ხეტიალის (რყევების) გარეშე შეასრულებს იმ პროგრამას, რომელიც აუცილებელია ქვეყნისათვის“. 

22–24 სექტემბერს მონაწილეობდა ხელისუფლების ორგანიზაციის თათბირში. ბევრწილად მისი ძალისხმევის წყალობით მიღებულ იქნა გარეგნული თანხმობა, შეიქმნა კიდევ ერთი კოალიციური დროებითი მთავრობა (უკანასკნელი). მალევე იგი გაემგზავრა საქართველოში და რუსეთში უკვე აღარ დაბრუნებულა. 

ოქტომბრის რევოლუციას ნ. ს. ჩხეიძე უარყოფითად მოეკიდა. 

დამოუკიდებელ საქართველოში 


                                     ნიკოლოზ (კარლო) სიმონის ძე ჩხეიძე 
                                ამიერკავკასიის სეიმის 1-ლი თავმჯდომარე 

1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციას. 1918 წლიდან – ამიერკავკასიის სეიმისა და საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარეა, ასევე საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრიც.1919 წელს გახლდათ საქართველოს წარმომადგენელი პარიზის (ვერსალის) კონფერენციაზე ი. გ. წერეთელთან ერთად. 


                                          კარლო ჩხეიძის ავტოგრაფი 

ემიგრაციაში 

1921 წლის 23 თებერვალს საქართველოში წითელი არმიის შეყვანის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში. მონაწილეობდა ემიგრანტული ორგანიზაციების მუშაობაში, გახლდათ დევნილებაში საქართველოს მთავრობის მეთაური. სიცოცხლე დაასრულა თვითმკვლელობით, იყო რა სასიკვდილოდ დააბადებული ტუბერკულიოზით. სიკვდილისწინა წერილში დაწერა: „თვალ-ყური ადევნეთ მოძრაობას და უხელმძღვანელეთ“. 


                     ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის დასაფლავება. 1926 წ. 

მის დაკრძალვაზე ი. გ. წერეთელმა თქვა: „წაერთვა რა უშუალო ურთიერთობა ხალხთან, მან დაკარგა წინააღმდეგობის ძალა. თვით ძალმოსილი მუხაც კი, ქარიშხლის მიერ წაქცეული, ამოგლეჟილი მისი მკვებავი ნიადაგიდან, იღუპება. ასე დაიღუპა ჩხეიძეც“. 

დაკრძალულია პერ-ლაშეზის სასაფლაოზე. 

შეფასებები 

მეფის ჟანდარმერიის აზრით (По мнению охранного отделения): „’1909 წელს სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის სხდომების’ თავმჯდომარე ჩვეულებრივ არის ხოლმე ჩხეიძე. ეს გაბედული, ადვილად აღგზნებადი და ძლიერ გაბოროტებული ადამიანია. იგი სპეციალისტია ზოგადი პოლიტიკის საკითხებში და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხშიც. ფრაქციაში მისი წინადადებები ყველაზე უფრო გაბედული (გადამჭრელი) და მკვეთრია. ასე, მაგალითად, მას ეკუთვნის წინადადება არ დაუშვან სახელმწიფო სათათბიროს წევრის პურიშკევიჩის სიტყვა საკითხზე მოსწავლე ახალგაზრდობის შესახებ. იგი უზრუნველყოფილი ადამიანი არ არის, ცხოვრობს მხოლოდ სადეპუტატო ჯამაგირზე, მაგრამ თავის დეპუტატობას ნაკლებად აფასებს და ხშირად აცხადებს, რომ ადრე თუ გვიან, პურიშკევიჩს ან მარკოვ მე-2-ს თავს გაუტეხავს. სიტყვებს ზეპირად არ სწავლობს, სარგებლობს რა მხოლოდ არსებული მასალით. რწმენით – მენშევიკია, მაგრამ, ისევე როგორც უველა კავკასიელი, გარკვეული ხარისხით ტერორისტი. არის რა ყველაზე უფრო გაბედული და მამაცი თავხედობის გარკვეული წილითაც, იგი, ამასთანავე, ფრაქციის არცთუ ყველაზე უფრო ჭკვიანი წევრია“. 

1917 წლის 22 მარტს ტფილისის სახელმწიფო სათათბიროს ერთსულოვანი დადგენილებით ნ. ს. ჩხეიძე არჩეულ იქნა ქ. ტფილისის საპატიო მოქალაქედ (ПТА). 

თხზულებანი 

Речи Николая Семеновича Чхеидзе. Ч. 1 / соч. Н. С. Чхеидзе. — Пг.: Гос. тип., 1917. — 87 с. 

Речи председателя Всероссийского центрального исполнительного комитета советов рабочих и солдатских депутатов и Петроградского совета рабочих и солдатских депутатов Н. С. Чхеидзе и товарищей его… / соч. Н. С. Чхеидзе. — Пг.: Склад изд. А. Д. Арабидзе, 1917. — 32 с. 

თანამედროვეობა 

26 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავის – დამოუკიდებლობის დღის წინა ხანებში – მირ ვეზიროვის, 26 ბაქოელი კომისრიდან ერთ-ერთის სახელობის ქუჩისთვის უნდა გადაერქვათ სახელი ნიოლოზ ჩხეიძის საპატივსაცემოდ. 

მუსიკალური კოლექტივი „ფაშატი და ჩლუნგთვალებიანი გომბეშოები ეძებდნენ ცეზიუმს, იპოვნეს გვიან დილით მსტვენავი ინა (хна)“, დაარსებული მოსკოვში 2007 წელს, იხსენიებს ჩხეიძეს სიმღერებში „პეტროსაბჭოს დაშლა“ და „დრაკონები, ციხე-სასახლეები და ტახი“. 

ლიტერატურა 

Политические партии России. Конец XIX — начало XX века. М., 1996. 

3-й созыв Государственной Думы: портреты, биографии, автографы. — Санкт-Петербург: издание Н. Н. Ольшанскаго, 1910. 

მითითებები 

მონათესავე პროექტებში 

ტექსტები ვიკითეკაში 
მედიაფაილები ვიკისაწყობში 
ნიკოლოზ ჩხეიძის ბიოგრაფია Хроно.ру-ზე 
ნ. ს. ჩხეიძე ბრიტანიკაში 
Biografie Nikolos Tschcheidses (en) (ხელმიუწვდომელი მითითება) 


V. ირაკლი გიორგის ძე წერეთელი 

ირაკლი (კაკი) გიორის ძე წერეთელი (1881 წლის 20 ნოემბერი /2 დეკემბერი/, ქუთაისი, კავკასიის სამთავარმართებლო – 1959 წლის 21 მაისი, ნიუ-იორკი) – რუსეთისა და საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე. 


                                    ირაკლი (კაკი) გიორგის ძე წერეთელი

ბიოგრაფია 

გამოსული ცნობილი ქართული სათავადო იმერული საგვარეულოდან წერეთელი. მისი მამა – გ. ე. წერეთელი – იყო გამოჩენილი ქართველი მწერალი, გამომცემელი და საზოგადო მოღვაწე. დედამ, ოლიმპიადა იაკობის ასულმა ნიკოლაძემ (ცნობილი ქართველი ლიბერალური ჟურნალისტის, განმანათლებლისა და საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის და) ჟენევის უნივერსიტეტში მიიღო განათლება. ადრე გარდაიცვალა. 

დაამთავრა ტფილისის მე-2 გიმნაზია. 1900 წელს შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი შეიქნა, რისთვისაც ციმბირში იქნა გადასახლებული (1901–1903). 


                                 პოლიციაში გადაღებული ი. წერეთლის 
                                      ფოტოსურათი. ტფილისი, 1904 წ. 

გადასახლების შემდეგ წერეთელი გახდა სოციალ-დემოკრატი და შევიდა რსდმპ (რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის) ტფილისის კომიტეტის შემადგენლობაში. პარტიის II ყრილობის (1903) შემდეგ – მენშევიკია, ჟურნალ „კვალის“ მთავარი რედაქტორი. 1904 წელს, რათა დაპატიმრებისგან ეხსნა თავი, ბერლინში გაემგზავრა, სადაც უნივერსიტეტში შევიდა. 

1905 წლის რევოლუციის დაწყების შემდეგ, ტუბერკულოზის მიუხედავად, რუსეთში დაბრუნდა.  

1907 წელს არჩეულ იქნა მეორე სათათბიროს წევრად, სადაც სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარე და სათათბიროს აგრარული კომისიის წევრი შეიქნა. 1907 წლის ივნისში სახელმწიფო გადატრიალების მზადების ბრალდებით სათათბიროს გარეკვის შემდეგ მიესაჯა 5 წლით ციხე (ქ. ნიკოლაევი), რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით შეეცვალა 6 წლით პატიმრობით ალექსანდრეს ცენტრალურ საკატორღო ციხეში (ირკუტსკის გუბერნია) შემდგომი დასახლებით ციმბირში (ირკუტსკის გუბერნია, პატარა ქალაქი ბალაგანსკი). 


                გადასახლებული რევოლუციონრები ირკუტსკში. პირველ 
                      რიგში: დანი, წერეთელი, ვოიტინსკი, აბრამ გოცი 

თებერვლის რევოლუციის შემდეგ მონაწილეობდა ირკუტსკის მუშათა დეპუტატების საბჭოებისა და სამხედრო ორგანიზაციის შექმნაში. 5 მარტს ირაკლი წერეთელი ირკუტსკიდან იტყობინებოდა, რომ ქალაქში შეიქმნა საზოგადოებრივ ორგანიზაციათა კომიტეტი, გარნიზონი გადმოვიდა რევოლუციის მხარეზე. 

19 მარტს (1 აპრილს) დაბრუნდა პეტროგრადში, შევიდა პეტროგრადის საბჭოს აღმასკომის (აღმასრულებელი კომიტეტის) შემადგენლობაში. ამ დროისათის განისაზღვრა როგორც „რფევოლუციური ობორონეცი“ (მსოფლიო ომში რუსეთის მონაწილეობის გაგრძელების მომხრე – ი. ხ.). თ. ი. დანთან და ნ. ს. ჩხეიძესთან ერთად იმ ხანებში ერთ-ერთი უფრო გამოჩენილი მენშევიკი გახლდათ. სრულიად რუსეთის საბჭოების თათბირზე (29 მარტი /11 აპრილი/ – 3 /16/ აპრილი) გამოდიოდა მოხსენებით ომისადმი დამოკიდებულების შესახებ. მისი წინადადების მიხედვით მიღებულ რეზოლუციაში რუსეთის დემოკრატები მოუწოდებდნენ მოეხდინათ ქვეყნის მთელი ძალების მობილიზაცია ფრონტისა და ზურგის გამაგრებისათვის. ომის შეწყვეტის აუცილებელ პირობად წერეთელი მიიჩნევდა ყველა მეომარ ქვეყანაში სოციალისტების ძალისხმევას, გამოდიოდა ყველა სოციალ-დემოკრატის საერთო პლატფორმაზე გაერთიანების მომხრედ, გახლდათ ვ. ი. ლენინის „აპრილის თეზისების“ მოწინააღმდეგე. 

სეპარატიული ზავი დაღუპავდა რევოლუციასა და ქვეყანას. რუსეთს მოუწევდა ეომა გერმანიის მხარეზე, და იგი გერმანული იმპერიალიზმის ძალაუფლების ქვეშ იქნებოდა მიცემული. 

1917 წლის მაისში დროებითი მთავრობის მეორე შემადგენლობის ჩამოყალიბებისას (პირველი კოალიციური მთავრობისა სოციალისტების მონაწილეობით) შევიდა მთავრობის შემადგენლობისა როგორც ფოსტებისა და ტელეგრაფის მინისტრი. 4 (17) ივნისს საბჭოების I ყრილობაზე მოხდა წერეთლისა და ლენინის ცნობილი შეტაკება, როცა წერეთლის განცხადებაზე: „...რუსეთში არ არის პოლიტიკური პარტია, რომელიც იტყოდა: მოგვეცით ჩვენს ხელში ძალაუფლება...“, ლენინმა უპასუხა: „არის ასეთი პარტია!“ ლენინის ფრაზას საბჭოთა პროპაგანდა წარმოადგენდა როგორც მობრუნების მომენტს ძალაუფლებისათვის ბოლშევიკების ბრძოლაში. 


                                  ირაკლი წერეთელი 1917 წლის მაისში. 
                                       ია. ვ. შტაინბერგის ფოტო 

წერეთელი (მ. ი. ტერეშჩენკოსთან ერთობლივად) შედიოდა დროებითი მთავრობის დელეგაციის ხელმძღვანელობაში, რომელმაც აღიარა (სცნო) უკრაინის ცენტრალური რადის ავტონომია. ამასთან დელეგაცია მთავრობასთან შეთანხმების გარეშე დაეთანხმა ცენტრალური რადის წინადაგებებს და ავტონომიის შემადგენლობაში ჩართო რუსეთის ყველა სამხრეთ-დასავლეთის გუბერნია. ამ მოქმედებების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად 1917 წლის 2 (15) ივლისს ყველა კადეტი მინისტრი (რუსეთის კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტიის წევრები – ი. ხ.) თანამდებობიდან გადადგა. (იხ. დროებითი მთავრობის ივლისის კრიზისი). 8 ივლისს წერეთელი დრობით შეთავსებით დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად. 24 ივლისს ჩამოყალიბებული მეორე კოალიციური მთავრობის შემადგენლობაში არ შესულა. 

წერეთელი და ჩერნოვები – მინისტრები ძალაუფლების გარეშე, მინიტრი-თოჯინები, ბელადები პარტიებისა, რომლებიც მხარს უჭერენ ჯალათობას. ეს – ფაქტია. და ეს ფაქტი არ იცვლება იმის გამო, რომ არც წერეთელი, არც ჩერნოვი, ალბათ, „არ იწონებენ“ ჯალათობას, მაგრამ მათი გაზეთები გაუბედავად არიდებენ თავს მისგან: პოლიტიკური შესამოსლის ასეთი სახეცვლილება არ ცვლის საქმის არსს. 
                                                           – ვ. ი. ლენინი. ლოზუნგებისადმი 

პეროგრადის საბჭოს მიერ ბოლშევიკური რეზოლუციის მიღების შესახებ „ძალაუფლების (ხელისუფლების) შესახებ“ პროტესტის ნიშნად პეტროგრადის საბჭოს მთელ ესერულ-მენშევიკურ პრეზიდიუმთან ერთად 6 სექტემბერს წერეთემა მოიხსნა თავისი უფლებამოსილებანი. 14 (27) სეტქემბერს დემოკრატიულ თათბირზე განაცხადა, რომ მარტოსოციალ-დემოკრატიას არ გააჩნია ძალები არსებული ამოცანების გადასაწყვეტად და აუცილებელია კოალიცია კადეტებთამ; ამტკიცებდა, რომ ლ. გ. კორნილოვს წაყვნენ მხოლოდ ბურჟუაზიის ავანტიურისტული ელემენტები; დაჟინებით მოითხოვდა დროებითი მთავრობის ანგარიშვალდებულებას წინაპარლამენტისადმი, რომელიც იმ ხანებში იქმნებოდა. 


                                ირაკლი წერეთელი მოსკოვის სახელმწიფო 
                             თათბირის დროს. მხატვარი იუ. კ. არციბუშევი 

ოქტომბრის რევოლუციას ირაკლი წერეთელი უარყოფითად მოეკიდა. 1918 წლის 1 (18) იანვარს დამფუძნებელი კრების სხდომაზე თქვა: 

რევოლუცია რუსეთში ერთია, – ის თებერვლის დღეებში დაიწყო, მან მძიმე განსაცდელები გადაიტანა, მაგრამ ყველაზე უფრო მძიმე განსაცდელს იგი ახლანდელ მომენტში განიცდის. მას მხრებზე ედება ტვირთი, რომელსაც შეუძლია იგი დიდი ხნით გასრისოს. აღესრულება რუსეთის გაყოფა ორ შეურიგებელ ბანაკად, სამოქალაქო ომის ხაზმა გადაიარა დემოკრატიის გულზე. 

დამფუძნებელი კრების დაშლის შემდეგ (ვ. ს. ვოიტინსკისა და მის ოჯახთან ერთად) გაემგზავრა საქართველოში, სადაც შეიქნა დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციას. 

1919 წელს გახლდათ საქართველოს წარმომადგენელი პარიზის (ვერსალის) კონფერენციაზე. 

1921 წელს საქართველოში წითელი არმიის შეყვანის შემდეგ – ემიგრაციაში, 1922-დან 1930 წწ. ჩათვლით საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს წევრია. 1931 წლიდან ოფიციალურად თქვა უარი საქართველოს სდმპ-ის საზღვარგარეთული ბიუროს წევრობაზე და პრაქტიკულად პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდა. 1931 წელს დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის (პარიზი) იურიდიული ფაკულტეტი, კერძო იურიდიული პრაქტიკით იყო დაკავებული, თავიდან საფრანგეთში, ხოლო 1940 წლიდან კი – აშშ-ში. იყო დევნილებაში მყოფი ქართველი სოციალ-დემოკრატების წარმომადგენლად ბევრ საერთაშორისო ფორუმზე, გახლდათ II ინტერნაციონალის აღმასკომის (აღმასრულებელი კომიტეტის) წევრი. 


            1926. ნიკოლოზ ჩხეიძის დაკრძალვა. წერეთელი მარჯვნიდან მეორეა. 

გარდაიცვალა ნიუ-იორკში 1959 წლის 21 მაისს, დაკრძალულია პატარა ქალაქ ლევილ-სიურ-ორჟის სასაფლაოზე, პარიზთან (1921 წლის ქართული პოლიტიკური ემიგრაციისა უმრავლესობის დაკრძალვის ადგილას). 

შრომები 

Церетели И. Г. Речи. — Париж; Тифлис, 1917—18. — Т. 1—2. 

Церетели И. Г. Воспоминания о Февральской революции. — Париж, 1963. — Т. 1—2. 

Церетели И. Г. Кризис власти. Воспоминания лидера меньшевиков, депутата II Государственной думы. 1917-1918. — М., 2007. 

ლიტერატურა 

Бакулин В. И. Ираклий Церетели: особенности политического мышления // Мировая социал-демократия: теория, история и современность. — М.: Собрание, 2006. — С. 372—377. — 400 экз. — ISBN 5-9606-0021-8. 

Кудряшов В. В. 2015. Социал-демократическая фракция II Государственной Думы: взгляд изнутри и оценки очевидцев. // Проблемы социально-экономического развития Сибири, № 4 (22) С. 99-104 

Ненароков А. П. «…Действуя на сознание и совесть демократии». И. Г. Церетели как идеолог альтернативного пути русской революции // Переходные эпохи в социальном измерении. История и современность. — М.: Наука, 2002. — С. 337—350. — 600 экз. — ISBN 5-02-008844-7.  

Roobol W.H. Tsereteli, A Democrat in the Russian Revolution. A Political Biography (англ.). — The Hague: Nijhof, 1976. — 273 p. — (Studies in Social History). — ISBN 90-247-1915-1. 

Императорский Московский университет: 1755-1917 : энциклопедический словарь / А. Ю. Андреев, Д. А. Цыганков. — М.: Российская политическая энциклопедия (РОССПЭН), 2010. — С. 804. — 894 с. — 2 000 экз. — ISBN 978-5-8243-1429-8. 

მითითებანი 

Медиафайлы на Викискладе 
Ираклий Церетели на сайте «Хронос» 
Ираклий Церетели на сайте Проекта1917 
Передача из цикла «Наше все» на «Эхо Москвы» 


VI. ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი 

ბიოგრაფია 

ევგენი გეგეჭკორი დაიბადა 1881 წელს აზნაურის ოჯახში ქუთაისის გუბერნიის სენაკის მაზრის სოფელ მარტვილში. 

სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, რომელიც 1902 წელს დაასრულა, რის შემდეგაც შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1903 წელს გახდა რსდმპ (რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის) წევრი. 1905 წელს მონაწილეობდა დასავლეთ საქართველოში მიმდინარე რევოლუციურ მოვლენებში. მოსკოვის უნივერსიტეტის დამტავრების შემდეგ 1907 წელს მიიღო ნაფიცი მსაჯულის თანაშემწის ადგილი ქუთაისის საოკრუგო სასამართლოს ოკრუგში. 


                                                   ევგენი გეგეჭკორი 

იმავე წლის ოქტომბერში ქუთაისის გუბერნიიდან არჩეულ იქნა III სახელმწიფო სათათბიროს წევრად, რომელშიც გახლდათ სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერი, გამოდიოდა მენშევიკების მხარეზე. 

1917 წლის რევოლუციის შემდეგ გეგეჭკორი შეიქნა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1917 წლის ნოემბრიდან ევგენი გეგეჭკორი ხდება ამიერკავკასიის კომისარიატის – ამიერკავკასიის კოალიციური მთავრობის თავმჯდომარე. 

1918 წლის 10 თებერვალს (ამიერკავკასიის სეიმის მოწვევის დღე, რომელმაც ხაზი გაუსვა ამიერკავკასიის ჩამოშორების ფაქტს რუსეთისაგან) ნ. ჟორდანიას, ნ. რამიშვილისა და ე. გეგეჭკორის განკარგულებით, რომლებიც სათავეში ედგნენ საქართველოს მენშევიკურ მთავრობას, ტფილისის ალექსანდრეს პარკში მრავალთასიანი მშვიდობიანი საპროტესტო მიტინგი იქნა დახვრეტილი. 


                ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ პოლიტიკოსებთან ერთად. 
                                      ევგენი გეგეჭკორი ზის ცენტრში. 

1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციას. 

1918 წლის ნოემბრიდან – საქართველოს მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი გახლდათ. 1921 წელს იუსტიციის მინისტრის პოსტი დაიკავა. 

1921 წელს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში. 1953–1954 წლებში ეკავა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის (თავმჯდომარის პოსტი) დევნილებაში. 

დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე. 

ნათესაური კავშირები 

ბიძად ეკუთვნოდა ლ. პ. ბერიას ცოლს – ნინო თეიმურაზის ასულ ბერიას (გეგეჭკორს). 

გამოხმაურებანი 

1910 წელს პეტერბურგის საჟანდარმო (დაცვის) განყოფილების საიდუმლო მიწერილობაში ე. პ. გეგეჭკორს ახასიათებდნენ შემდეგნაირად: 

გეგეჭკორი – ადამიანი უმაღლესი განათლებით. ხასიათი მკვეთრი, ავადმყოფურად თავმოყვარული და პატივმოყვარული. მუდმივ დავა-კამათებშია დეპუტატებისა და მცოდნე პირთა უმრავლესობასთან. როცა მისი ესა თუ ის წინადადება არ არის ხოლმე მიღებული, ზედმეტად ფიცხდება (выходит из себя) და ხშირად მიდის სხდომიდან. მენშევიკია, რომელიც პარტიას ისე ეკიდება, როგორც პოკროვსკიც. განათლებით იურისტია, (სიტყვებით) გამოდის საბიუჯეტო, სამართლებრივი ხასიათის, არარუსი ხალხებისა და სამხედრო საკითხებზე. 

კრებებზე არ დადის და მცოდნე პირები, თავმოყვარეობის გამო, რაღაც არ უყვარს (недолюбливает). აქვს სახსრები და ხშირად ეხმარება პარტიის წვრებს.  

ლიტერატურა 

Государственная дума Российской империи, 1906—1917 : Энциклопедия. Москва : Российская политическая энциклопедия, 2008. С. 123. ISBN 978-5-8243-1031-3. 

3-й созыв Государственной Думы: портреты, биографии, автографы. — Санкт-Петербург: издание Н. Н. Ольшанскаго, 1910. 

Mikaberidze, Alexander (ed., 2007), Gegechkori, Evgeni. Dictionary of Georgian National Biography. Retrieved on April 29, 2007. 

Императорский Московский университет: 1755-1917 : энциклопедический словарь / А. Ю. Андреев, Д. А. Цыганков. — М.: Российская политическая энциклопедия (РОССПЭН), 2010. — С. 145. — 894 с. — 2 000 экз. — ISBN 978-5-8243-1429-8. 

მითითებები 

Евгений Гегечкори на «Родоводе». Дерево предков и потомков 


VII. აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი 

აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი (19 მაისი 1874, ხონი, იმერეთი – 5 იანვარი 1959, პარიზი) – ქართველი პოლიტიკოსი, განათლებით იურისტი. სოციალ-დემოკრატი (მენშევიკი), IV სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი. 1917 წლის თებერვლისთვის შედიოდა რსდმპ-ის საორგანიზაციო კომიტეტში, შემდგომში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრია. თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო ცაკეული ამიერკავკასიული კომისარიატის (ОЗАКОМ) წევრი, შემდეგ 1918 წლის 9 აპროლიდან – ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 1918 წლის 26 მაისიდან (8 ივნისიდან) 1918 წლის მოემბრამდე – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრია. 1921 წლის თებერვლიდან და 1933 წლის ჩათვლით – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩია საფრანგეთში. 1934 წელს საფრანგეთმა დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები სსრკ-თან და ა. ი. ჩხენკელიც ემიგრანტი შეიქნა. 

ბიოგრაფია 

წარმოდგება აზნაურთაგან. 

მიიღო კარგი განათლება. უწესრიგობებში მონაწილეობისთვის სასულიერო სემინარიიდან გარიცხვის მიუხედავად, შეძლო დაემთავრებინა ქუთაისის გიმნაზია, გაეგრძელებია განათლება კიევის უნივერსიტეტში, ხოლო შემდეგ კი – ბერლინსა და ლონდონში. უმაღლესი განათლების შესახებ დიპლომი არ მიუღია. პროფესიით გახლდათ იურისტი და ლიტერატორი. მონაწილეობდა სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში 1898 წლიდან. პოლიტიკური საქმიანობისთვის 1911 წელს გასახლებულ იქნა კავკასიის ფარგლებს გარეთ, მაგრამ, სახელმწიფო სათათბიროში არჩევნების წინა ხანებში ბათუმში დაბრუნდა. გასახლების დარღვევისათვის დაპატიმრებულ იქნა, მაგრამ სათათბიროს დეპუტატად არჩევის შემდეგ (აირჩიეს მე-4 სათათბიროში ბათუმისა და ყარსის ოლქებიდან და სოხუმის ოკრუგიდან) განთავისუფლდა. სათათბიროში შედიოდა სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაში; 1913 წლის ნოემბერში მისი გახლეჩვის შემდეგ – მენშევიკური ფრაქციის წევრია, აგრეთვე მისი წარმომადგენელი უხუცესთა საბჭოში. სათათბიროს შემდეგი კომისიების წევრი გახლდათ: დარიგების (по Наказу), პირადი შემადგენლობის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამხედრო და საზღვაო საქმეების, გადასახლებატა საქმეების და სხვა. იცავდა კულტურულ-ნაციონალური ავტონომიის იდეას. პირველი მსოფლიო ომის წლებში გამოდიოდა პატრიოტული პოზიციებიდან. ვარდების „სათათბიროს ლოჟის“ წევრია, რომელიც რუსეთის ხალხების დიდი აღმოსავლეთის კავშირში შედიოდა, ლოჟაში ნ. ს. ჩხეიძის მიერ იყო ჩართული. 

თებერვლის რევოლუციის შემდეგ ოზაკომ-ის შემადგენლობაში იყო დანიშნული. 


                            აკაკი ჩხენკელი. ამიერკავკასიის ფედერაციული 
                              დემოკრატიული რესპუბლიკის მინისტრთა 
                                            საბჭოს 1-ლი თავმჯდომარე 

1918 წლის 26 აპრილს, როცა ჩამოყალიბდა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა, ა. ი. ჩხენკელმა მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტები დაიკავა. ამიეკავკასიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის დაშლის შემდეგ შევიდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრად. იგი ამ პოსტზე 1918 წლის ნოემბრამდე რჩებოდა, როცა ე. პ. გეგეჭკორმა შეცვალა. 


       საქართველოს დიპლომატიური დელეგაციის წევრები ბერლინში, 1918 წ. 
         დგანან მარცხნიდან მარჯვნივ: სპირიდონ კედია, გიორგი მაჩაბელი და 
              მიხეილ წერეთელი; სხედან: ნიკო ნიკოლაძე, აკაკი ჩხენკელი და 
                                                  ზურაბ ავალიშვილი 

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ემიგრაცაშია. დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე. 

ოჯახი 

ცოლი მაკრინე, ვაჟიშვილი ალექსი. 

ძმა, კიტა ჩხენკელი, ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. სსრკ-ის დაშლისა და აქართველოს რესპუბლიკის წარმოქმნის შემდეგ კიტა ჩხენკელის მოწაფემ, ცნობილმა ქართველოლოგმა ქალმა ლია ფლაურმა საქართველოს გადასცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო დოკუმენტების ორიგინალები, რომლებიც მას შესანახად მაკრინე ჩხენკელისაგან ჰქონდა მინდობილი. მათ რიცხვში: 

აქტი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის შესახებ 1918 წლის 26 მაისისა; 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, საკანონმდებლო ორგანოს მიერ 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული; 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო შტანდარტი (დროშა). 

ამ დოკუმენტებს ა. ი. ჩხენკელი ინახავდა სახლში საქართველოს საელჩის დახურვის შემდეგ პარიზში. 

ძმა – უშკა ჩხენკელი, ძმისწულები გრიგოლი, იკილო, ვალიკო, ცაცა, ლამარა. 


VIII. ნოე ბესარიონის ძე რამიშვილი 

ნოე ბესარიონის ძე რამიშვილი (5 აპრილი 1881, გურია – 7 დეკემბერი 1930, პარიზი) – რუსეთის იმპერიისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური მოღვაწე, რევოლუციონერი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე. 

ბიოგრაფია 

დაიბადა გლეხის ოჯახში. დაამთავრა ორწლიანი სასწავლებელი, ქუთაისის სასულიერო სემინარია. 1901 წელს შევიდა იურიევის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ უკვე 1902 წელს გარიცხულ იქნა პოლიტიკური საქმიანობისთვის და გადასახლებულ – კავკასიაში. იმავე წელს სევიდა რსდმპ-ში (რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია). 1902 წლიდან ტფილისშია. ხელმძღვანელობდა პარტიის საბრძოლო ორგანიზაციას. იქნა დაპატიმრებული, იმყოფებოდა გადასახლებაში, გაიქცა საზღვარგარეთ. 1908–1909 წლებში ისმენდა ლექციებს ლაიფციგის უნივერსიეტში. 

1907 წლის მაისიდან 1911-ის მიწურულის ჩათვლით – რსდმპ ცენტრალური კომიტეტის (ცკ) წევრობის კანდიდატია. მენშევიკი. 1908 წლის აგვისტოდან 1909-ის იანვრის ჩათვლით – რსდმპ ცკ-ის საზღვარგარეთული ბიუროს წევრია. 

1917 წლის თებერვლის შემდეგ – სრულიად რუსეთის დამფუძნებელი კრების წევრი გახლავთ ამიერკავკასიის საარჩევნო ოკრუგიდან. 

1917 წლის სექტემბერში სრულიად რუსეთის დემოკრატიულ თათბირზე არჩეულ იქნა რუსეთის რესპუბლიკის დროებითი საბჭოს (წინაპარლამენტის) წევრად. 


               ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ პოლიტიკოსებთან ერთად, 
        მარჯვნიდან მესამე ზის ნოე რამიშვილი, ცენტრში – ევგენი გეგეჭკორი 

1918 წლის 10 თებერვალს (ამიერკავკასიის სეიმის მოწვევის დღე, რომელიც ხაზს უსვამდა ამიერკავკასიის რუსეთისაგან გამოყოფის ფაქტს) ნ. ჟორდანიას, ნ. რამიშვილისა და ე. გეგეჭკორის განკარგულებით, რომლებიც სათავეში ედგნენ საქართველოს მენშევიკურ მთავრობას, ტფილისის ალექსანდრეს ბაღში მრავალათასიანი მშვიდობიანი საპროტესტო მიტინგი იქნა დახვრეტილი. 

1918 წლის 22 აპრილიდან – ამიარკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრია. 

1918 წლის 16 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი ოფიციალურად შეუდგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების მომზადებას. მოსამზადებელი კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ: ნოე რამიშვილი, დავით (დათა) ვაჩნაძე და შალვა მესხიშვილი. 1918 წლის 25 მაისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ. ამასთან ერთად გადაწყდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე გამოეცხადებიათ ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დაშლის შესახებ. ერთ-ერთმა პირველმა მოაწერა ხელი საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციას. 

1918 წლის 26 მაისიდან ნ. ბ. რამიშვილი სათავეში ჩაუდგა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სოციალ-დემოკრატიულ მთავრობას. იმავდროულად დარჩა შინაგან საქმეთა მინისტრადაც. 


                              ნოე ბესარიონის ძე რამიშვილი. საქართველოს 
                                 დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის 
                                               პირველი თავმჯდომარე 

რიგი რეფორმების ინიციატორი გახლავთ, კერძოდ: საყოველთაო განათლების შემოღების, მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის, სამეფო ოჯახის კუთვნილი საკუთრების ექსპროპრიაციისა წვრილ მეურნეობათა სასარგებლოდ. საქართველოს არმიის ორგანიზატორია. 

ასრულებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მინისტრ-მთავრობის თავმჯდომარის ფუნქციებს 1918 წლის 24 მაისამდე (?? – ი. ხ.). შემდეგ – რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრისა ნოე ჟორდანიას მთავრობაში (ეს უფრო ევგენი გეგეჭკორს უნდა ეხებოდეს, და არა ნოე რამიშვილს – ი. ხ.). მონაწილეობდა მუშაობაში მთავრობისა მისი განდევნის შემდეგ. 


                                            ნოე რამიშვილის ავტოგრაფი 

1921 წლის 1 თებერვალს (უნდა იყოს 11 თებერვალს – ი. ხ.) საქართველოში წითელი არმიის შეყვანის შემდეგ – ემიგრაციაშია. 1923 წელს წარუმატებლად ცდილობდა საქართველოში საბჭოტა ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყება აეგორებია. იყო პრომეთეიზმის მოძრაობის აქტიური მოღვაწე, რომელიც მიმართული გახლდათ სსრკ-ის ხალხების განთავისუფლებაზე ბოლშევიკების ხელისუფლებისგან. 

1930 წლის 7 დეკემბერს მოკლულ იქნა ტერირისტ პარმენ ჭანუყვაძის მიერ. 

დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე. 

მითითებები 

Рамишвили Ной Виссарионович. Справочник по истории Коммунистической партии и Советского Союза 1898—1991  

Рамишвили Ной Виссарионович (недоступная ссылка) 

Рамишвили Ной Виссарионович 


IX. ბენიამინ გრიგოლის ძე ჩხიკვიშვილი 

ბენიამინ (ბენია) გრიგოლის ძე ჩხიკვიშვილი (1881, საყვავის ტყე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი – 1924, სუზდალი) – ქართული წარმოშობის რუსი რევოლუციონერი, სოციალ-დემოკრატი, ქართველი პოლიტიკოსი, აგრონომი. საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი (1919–1921). ტფილისის მერი (1919–1920). 

ბიოგრაფია 

დაიბადა ღარიბ ოჯახში. დაამთავრა ჩოხატაურის სკოლა. ქუთაისის კომერციულ სკოლაში სწავლის დროს გაეცნო სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიას, მონაწილეობდა არალეგალურ სტუდენტურ წრეებში, რის გამოც 1900 წელს იგი გარიცხეს გამოსაშვები კლასიდან. 

დაიწყო მუშაობა ერთ-ერთ ქარხანაში ბათუმში. 1901 წელს გახდა რსდმპ-ის (რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის) წევრი. ოთხი თვის შემდეგ პოლიციის მეთვალყურეობის გამო იგი იძულებული შეიქნა ქალაქი დაეტოვებინა. 1901–1902 წლებში მასწავლებლად მუშაობდა სამეგრელოს ერთ-ერთ სამრევლო სკოლაში, ეწეოდა პარტიულ პროპაგანდას გლეხებს შორის. 1902 წელს ქუთაისში ორგანიზებულ იქნა კურსები ქუთაისის სამრევლო სკოლის მასწავლებელთათვის, სადაც ჩხიკვიშვილი არალეგალურ გაზეთებს ავრცელებდა, მოუწოდებდა გურიაში დაწყებული გლეხთა მოძრაობისათვის მხარი დაეჭირათ და სხვა რაიონებში მისი გავრცელების საქმეშიც ხელი შეეწყოთ. იყო ასევე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. 

რსდმპ მეორე ყრილობის დეპუტატი, შემდგმში – ქართველ მენშევიკთა ერთ-ერთი ლიდერი. 

მუშაობდა ჭიათურაში მარგანეცის მაღაროში, მონაწილეობდა პარტიულ მუშაობაში. 1903 წლის შემოდგომაზე მიწვეულ იქნა ახლად შექმნილ რსდმპ ბათუმის კომიტეტში. როგორც კარგი ორგანიზატორი იგი დიდ გავლენას ახდენდა მუშებზე, თავს არიდებდა რელიგიურ საკითხებზე დებატებში ჩართვას, თუმცა კი მას უხდებოდა საეკლესიო გადასახადის წინააღმდეგ გამოსულიყო. 

1903 წელს ბათუმში შეიქმნა რსდმპ გურიის კომიტეტი, და ჩხიკვიშვილიც მისი წევრი გახდა. 1903 წლის 9 მარტს მან მუშების დიდი დემონსტრაცია ჩაატარა. რუსეთ-იაპონიის ომის დაწყების წინ მან ბათუმში დაგეგმილი სამთავრობო-პატრიოტული დემონსტრაციის წინააღმდეგ გამოსვლის ორგანიზება მოახდინა და მთავრობის მოქმედებანი ფაქტიურად ჩაშალა, რითაც პოლიციასთან კონფლიქტში აღმოჩნდა ჩაბმული. ამის შემდეგ ბათუმში დარჩენა მისთვის შეუძლებელი შეიქნა, იგი ტფილისში გადავიდა, სადაც რამდენიმე კვირით რსდმპ კომიტეტის წევრი გახლდათ. ტიპოგრაფებისა და პროპაგანდისტების ჯგუფს ხელმძღვანელობდა. 1904 წელს იქნა დაპატიმრებული და ბათუმში გაგზავნილი უკანონო ბეჭდური წარმოების ორგანიზებისთვის. 

1905 წელს განთავისუფლებული, იგი გურიაში დასახლდა და იქ რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერიც შეიქნა. იგი ნასაკირალთან შეიარაღებული შეტაკების წინააღმდეგი გახლდათ, როგორც უაზრო სისხლისღვრისა, მაგრამ აჯანყებაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ბრძოლას სათავეში ჩაუდგა. გურიის რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ მისი ხელმძღვანელი გახდა. 1905 წელს ოზურგეთის საქალაქო საბჭო დაშლილ იქნა, და გურიის დროებითი პარლამენტი მოიწვიეს. არჩევნებზე ჩხიკვიშვილმა 958 ხმა მიიღო 970-დან. მას „გურიის პრეზიდენტსა“ და „გურიის მეფეს“ უწოდებდნენ. 

რევოლუციის დამარცხების შემდეგ ჩხიკვიშვილს გურია არ დაუტოვებია და არალეგალურად აგრძელებდა მუშაობას, მალე იგი დააპატიმრეს. 1908 წელს მას ციმბირში, ირკუტსკში ოთხი წლით კატორღა მიუსაჯეს. იგი 1912 წელს იქნა განთავისუფლებული და 1917 წლამდე ციმბირში გადასახლებაში ცხოვრობდა. კერძო გაკვეთილებს ატარებდა, კოოპერატიულ ორგანიზაციებში აგრონომად მუშაობდა. 


                                      ბენიამინ გრიგოლის ძე ჩხიკვიშვილი 

საქართველოში 1917 წელს, თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა, მუშაობდა პროპაგანდისტად. 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ 1917–1918 წლებში (ამ დროს ჯერ კიდევ ამიერკავკასიის ერთიანი ორგანოები მოქმედებდა – ი. ხ.) მას სოხუმის ქალაქის თავის პოსტი ეკავა. 1917 წლის 30 სექტემბერს სოხუმის რაიკომში იქნა არჩეული, 1917 წლის ნოემბერში – ყრილობის დელეგატად აკაკი ჩხენკელთან და ვალიკო ჯუღელთან ერთად. სათავეში ჩაუდგა მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების სოხუმის კომიტეტს. 

ლეჩხუმსა და სამეგრელოში ბოლშევიკების აჯანყების შემდეგ ქუთაისი გუბერნიის კომისრად დაინიშნა და დასავლეთ საქართველოში დემოკრატიული წესრიგის აღდგენას ხელმძღვანელობდა. შემდეგ აფხაზეთში იქნა გაგზავნილი. 1919 წელს აირჩა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. 1920 წელს ბათუმის რაიონის საქართველოსთან შემოერთების შემდეგ დანიშნულ იქნა რაიონის გენერალ-გუბერნატორად. 


                  საქართველოს დამფუძნებელი კრების სხდომა, ტფილისი, 
                   1919 წლის 12 მარტი. ბ. ჩხიკვიშვილი – ნარჯვენა მხარეს, 
                            ბოლოსწინა რიგში, სულ მარცხნივ მჯდომი 

ჩხიკვიშვილი რაიონში აგრარული რეფორმის გატარებას გეგმავდა, მაგრამ მისი გეგმა ჩაიშალა და იგი თანამდებობიდან გადადგა. 1921 წლის თებერვალში დაინიშნა აღმოსავლეთ საქართველოს გენერალ-გუბერნატორად, 1921 წლის მარტში – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა სტამბულში, იქიდან საფრანგეთში, შემდეგ კი მოკლე დროით გერმანიაში. საფრანგეთში გახდა მიწის მფლობელი სოფელ ლევილ-სჲურ-ორჟში. 

1924 წლის მაისში, ფილტვებით ავადმყოფობის მიუხედავად, დაბრუნდა საქართველოში ვალიკო ჯუღელთან, გრიგოლ ცინცაბაძესთან, ვასილ ნოდიასთან, ვიქტორ ცენტერაძესთან ერთად. 

იყო 1924 წლის აგვისტოში საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყების მომზადების აქტიური მონაწილე, ჰპირდებიდა საფრანგეთის მთავრობის დახმარებას. მაგრამ აჯანყების წინა ხანებში, 25 ივნისს, იგი ალექსანდრე ლანდიას ბინაში დააპატიმრეს. დაკითხვებზე ამტკიცებდა, რომ ჩეხოსლოვაკიაში სასოფლო-სამეურნეო ფერმაში გადასვლას გეგმავდა და საქართველოში ჩამოვიდა, რათა თავისი ოჯახის წევრები წაეყვანა. 30 ივლისს ჩხიკვიშვილის ადვოკატი ითხოვდა მისთვის აღკვეთის ზომად ხუთი წლით ბანაკებში პატიმრობა მიესაჯათ. მაგრამ აჯანყების დაწყების შემდეგ, 30 აგვისტოს, საქართველოს ჩეკამ დაადგინა აჯანყების 44 მონაწილე დაეხვრიტათ, მათ შორის დამფუძნებელი კრების 11 წევრიც. 

დაიხვრიტა. დაკრძალვის ადგილი უცნობია. 

ჩხიკვიშვილის ოჯახის წევრები ემიგრაციაში არ წასულან, არამედ თბილისში დარჩნენ, ცოლი 1936 წელს გარდაიცვალა, შუათანა შვილი მოკლეს, ქალიშვილი გარდაიცვალა, უფროსი ვაჟიშვილი ნათესავებთან იზრდებოდა, დაამთავრა სამედიცინო ინსტიტუტი. შვილიშვილი – თემურ ჩხიკვიშვილი – მოქანდაკეა, ქანდაკების განყოფილების გამგე სამხატვრო აკადემიაში. 

ლიტერატურა 

ჟორდანია ნ. «ბენია ჩხიკვიშვილი», ჟურნალი «ბრძოლა» N3 გვ. 16-18, — პარიზი, 1925 წ. 

ხვადაგიანი, ირაკლი (2016). «საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919». თბილისი: «საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია». ISBN ISBN 978-9941-0-9318-0. 

მითითებანი 

ბენია ჩხიკვიშვილის 6 გადასარევი იმიჯი 
ბენიამინ ჩხიკვიშვილი 
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918—1921) 


X. გრიგოლ სპირიდონის ძე ლორთქიფანიძე 

გრიგოლ ლორთქიფანიძე – ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, მწერალი. 

ბიოგრაფია 

დაიბადა 1881 წლის 2 სექტემბერს სოფელ ისრითში (ახლა ვანის მუნიციპალიტეტი). დაასრულა გიმნაზია ქუთაისში, სწავლობდა ნოვოროსიის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე, რევოლუციურ საქმიანობაში მონაწილეობისთვის გაირიცხა და გადასახლებულ იქნა, სამწლიანი გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ შევიდა ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. 

ქართველ სოციალ-დემოკრატთა (მენშევიკების) ჯგუფმა, რომელსაც ლორთქიფანიძე მიეკუთვნებოდა, ძირითადად არ მიიღო 1917 წლის ოქტომბრის ბოლშევიკური რევოლუცია. ლორთქიფანიძე დაბრუნდა დამოუკიდებელ საქართველოში, სადაც ნოე ჟორდანიას მთავრობაში სხვადასხვა დროს ეკავა განათლების მინისტრის, თავდაცვის მინისტრის, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის პოსტები. ცხოვრობდა ტფილისში დღვანდელ პავლე ინგოროყვას ქუჩაზე, 22 (მემორიალური დაფა). 


                                 გრიგოლ სპირიდონის ძე ლორთქიფანიძე 
                         საქართველოს მთავრობის წევრი 1919–1921 წლებში 

საბჭოთა-ქართული ომის მსვლელობისას1921 წლის 17 მარტს ქუთაისში ხელი მოაწერა დაზავებას, რომელსაც საბჭოთა მხრიდან მოაწერა ხელი აბელ ენუქიძემ, ხოლო 18 მარტს – შეთანხმებას, რომელიც წითელ არმიას საშუალებას აძლევდა ბათუმი დაეკავებია. 

მენშევიკური მთავრობის სხვა წვრებისგან განსხვავებით, ლორთქიფანიძე ემიგრაციაში არ გამგზავრებულა. ბოლშევიკების მიერ დაპირებული ამნისტიის მიუხედავად, უკვე 1921 წლის მაისში იგი იქნა დაპატიმრებული და მოსკოვში წაყვანილი, ხოლო შემდეგ კი სუზდალში, სადაც დაწერა თავისი ძირითადი ისტორიული თხზულება – „ფიქრები საქართველოზე“ (1922–1924) . 1925 წელს გადაყვანილ იქნა კურსკში. დაკავებული იყო საგანმანათლებლო საქმიანობით და ადგილობრივ გაზეთსაც უწევდა რედაქტირებას. 1928 წელს მიიღო უფლება საქართველოში დასაბრუნებლად. ისევ დაიწყო კრიტიკული დამოკიდებულების გამოვლენა საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკისადმი, კერძოდ ძალადობრივი კოლექტივიზაციისა და იმისადმიც, რომ სამი რესპუბლიკა გაერთიანებული იყო ამიერკავკასიის სფსრ-ში (სოციალისტურ ფედერაციულ საბჭოთა რესპუბლიკაში). 1929 წელს გამოხატა თავისი ფიქრები მიმართული სტალინისადმი მისი იუბილეს მილოცვის სახით, ხელახლა იქნა დაპატიმრებული და ციმბირში გადასახლებული. 1933 წელს დაპატიმრებულ იქნა ვორონეჟში, სადაც მუშაობდა ეკონომისტად ОблОНО-ში (სახალხო განათლების საოლქო განყოფილება ?), თითქმის ერთი წელი გაატარა პატიმრობაში. 

1937 წელს ბერიას განკარგულებით დასაკითხად გადმოიყვანეს თბილისში, სადაც მას აწამებდნენ და იგი 2 სექტემბერს გარდაიცვალა. ლორთქიფანიძის უახლოესმა ნათესავებმა მისი ბედის შესახებ მხოლოდ 1950-იანი წლების ბოლოს შეიტყვეს, მისი დასაფლავების ადგილი ამ დრომდე უცნობია. 

ლიტერატურა 

Zarkua, G. (2002), Grigol Lordkipanidze (1881—1937): Bibliography. Ena da kultura, Tbilisi, ISBN 99928-865-8-7 (Georgian, Russian, English) 

მითითებები 

გრიგოლ ლორთქიფანიძე 
Мечта о независимой Грузии 
საქართველოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი «მჭედელი» 


XI. კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზი 

თავადი კონსტანტინე (კოტე) ნიკოლოზის ძე აფხაზი (რუსეთში – აფხაზოვი, 25.09.1867 – 20.5.1923) – ქართველი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, რუსეთის საიმპერატორო არმიისა (1916) და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის (1918) გენერალ-მაიორი, ტფილისის გუბერნიის თავაზნაურობის წინამძღოლი. 

ბიოგრაფია 

დაიბადა 1867 წლის 25 სექტემბერს სოფელ კარდენახში კახეთის რეგიონში მდიდარ და სახელოვან ოჯახში. იგი იყო თავად ნიკოლოზ აფხაზისა და თავადის ასულ ნინო ჭავჭავაძის, გამოჩენილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის დის შვილი. 

რუსეთის სამსახურში 

დაამთავრა ტფილისის კადეტთა კორპუსი და სანკტ-პეტერბურგში პავლეს სახელობის 1-ლი სამხედრო სასწავლებელი (1886). 1890 წელს შევიდა სამსახურში რუსეთის არმიაში. 

პოდპოლკოვნიკი (1908). კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადის მე-4 ბატარეის მეთაური. 


                                            კაპიტანი კ. ნ. აფხაზი 1896 წ. 

21.03.1911 განთავისუფლებულია თადარიგში პოლკოვნიკის წოდების მინიჭებით. 

სამსახურის დამთავრების შემდეგ მონაწილეობდა ბევრ სოციალურ-ეკონომიკურ პროექტში, მათ შორის საქართველოში რკინიგზის მშენებლობაში. 

არჩეულია ტფილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლად (13.01.1913). 

პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ გამწესებულია სამხედრო სამსახურში პოდპოლკოვნიკის ჩინით (ВП 15.09.1914), დანიშნულ იქნა ახლად ჩამოყალიბებული კავკასიის საარტილერიო ბრიგადის მეთაურად (თავადაზნაურობის წინამძღოლის თანამდებობის შენარჩუნებით). 

1915 წლის აპრილში გაემგზავრა დასავლეთის ფრონტზე, სადაც მონაწილეობდა ბრძოლებში 1915 წლის დეკემბრამდე. 

გენერალ-მაიორი (1916). კავკასიაში ახალი მეფისნაცვლის დიდი მთავრის ნიკოლოზ ნიკოლოზის ძის განკარგულებით მივლინებულია ტფილისში თავადაზნაურობის წინამძღოლის თანამდებობის აღსრულებისთვის. 

04.06.1916 წლისა ხელახლა იქნა არჩეული თავადაზნაურობის საგუბერნიო წინამძღოლად ახალი სამწლიანი ვადით (1916–1918). დაინიშნა კავკასიის ფრონტის მთავარსარდლის განკარგულებაში. 

25.10.1916 წლისა ტფილისის გუბერნიის თავადაზნაურობისგან არჩეულია სახელმწიფო საბჭოში (მიმდინარე 9-წლედის დარჩენილი 5 წლის ვადით). 

21.02.1918 განთავისუფლებულია პენსიაზე. 

დამოუკიდებელ საქართველოში 

დაბრუნდა რა საქართველოში, მიიღო ქართული არმიის გენერლის წოდება (1918) და გახდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთერთი დამფუძნებელი (1917). მისი მონაწილეობით 1918 წლის თებერვალში დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.  


                               კონსტანტინე (კოტე) ნიკოლოზის ძე აფხაზი 

1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციას.  

1917–1919 წლებში იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, ხოლო 1921 წელს კი გახდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე (ცეკას მეთაური). 

საბჭოთა საქართველოში 

1921 წლის დასაწყისში საქართველოში დამყარებულ იქნა საბჭოთა ხელისუფლება საბჭოთა რუსეთის 11-ე არმიის მხარდაჭერით, რომლებმაც აიძულეს საქართველოს მენშევიკური მთავრობა ქვეყანა დაეტოვებია. მაგრამ აფხაზი საქართვლოში დარჩა და იატაკქვეშა მოძრაობაში საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტში შევიდა, რომლშიც სამხედრო ცენტრს ჩაუდგა სათავეში. ხელმძღვანლობდა პარტიზანული რაზმების ორგანიზაციას ფშავ-ხევსურეთსა და კახეთში (1921–1923). 

1923 წლის მარტში აფხაზი და სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრი (ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ვარდენ წულუკიძე, პოლკოვნიკი გიორგი ხიმშიაშვილი, როსტომ მუსხელიშვილი, მიხეილ ზანდუკელი, სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, ფარნაოზ ყარალაშვილი, იასონ კერესელიძე, ივანე ქუთათელაძე, სიმონ ჭიაბრიშვილი, ალექსანდრე მაჭავარიანი, ელიზბარ გულისაშვილი, ლევან კლიმიაშვილი და დიმიტრი ჩრდილელი) დაპატიმრებულ იქნენ სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს (მაშინდელი უშიშროების – ი. ხ.) ორგანოების მიერ. 1923 წლის 19 მაისს ამიერკავკასიისა და საქართველოს ჩეკას კოლეგიის გადაწყვეტილებით აფხაზს მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა ბრალდებით „სამხედრო ცენტრის“ ხელმძღვანელობაში, რომელიც საქართველოში ამზადებდა ანტისაბჭოთა შეიარაღებულ აჯანყებას. ამონაწერი ამიერკავკასიისა და საქართველოს საგანგებო კომისიების (ჩეკა) კოლეგიის 1923 წლის 19 მაისის გაფართოებული თათბირიდან: 

თავმჯდომარეობდა – ამიერკავკასიის ჩეკას ხელმძღვანელი ამხანაგი მოგილევსკი. 

კოლეგიას ესწრებოდნენ ამხანაგები პანკრატოვი, ზონოვი, მახნოვსკი, ნიკოლაევი, კვანტალიანი, ბერია, მიქელაძე, ელიავა, ორახელაშვილი და ლომინაძე. 

მოისმინეს (მომხსენებელი ამხანაგი აშუკინი). 

1. საქმე ანტისაბჭოთა პარტიების სამხედრო ორგანიზაციის შესახებ, რომლის თანახმადაც კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზს, 55 წლის, უმაღლესი განათლებით, ყოფილ თავადაზნაურს, ყოფილ გენერალს, თავადაზნაურობის ყოფილ მეთაურს, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის მეთაურს, – ბრალი ედება საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებაში, საქართველოში ბანდფორმირებების შექმნასა და მათში მონაწილეობაში, ანტანტის სასარგებლოდ შპიონაჟში, მუშურ-გლეხური სახელმწიფოსადმი ღალატსა და გამყიდველობაში. 

დაადგინეს: 

2. კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზი, 55 წლის, უმაღლესი განათლებით, ყოფილი თავადაზნაური, ყოფილი გენერალი, თავადაზნაურობის ყოფილი მეთაური, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის მეთაური, რომელიც შევიდა სამხედრო ცენტრში და რომელიც მონაწილეობდა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყების მზადებაში, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში აჯანყების შესახებ საკითხის განხილვაში, და, როგორც ეს მან თავად აღიარა, ხმა მისცა დაუყოვლებლივ შეიარაღებულ აჯანყებას – დაიხვრიტოს. 

განაჩენი სისრულეში იქნას მოყვანილი 24 საათის განმავლობაში. 

ამირკავკასიის საგანგებო კომისიის სარეგისტრაციო განყოფილების მეთაური მაისოვი 

კ. ნ. აფხაზი დახვრეტილ იქნა თბილისში 1923 წლის 20 მაისს. სიკვდილით დასჯის წინ მან თქვა: 

მე სიხარულით ვკვდები, იმიტომ რომ ამაყი ვარ ჩემი სიცოცხლის საქართველოსთვის მსხვერპლად მიტანით. ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს. 

მაშინვე იქნენ დახვრეტილი სამხედრო ცენტრის სხვა მონაწილენიც.  

შთამომავლობა 

აფხაზის ვაჟიშვილი ნიკოლოზი (მოკვდა 1987 წელს) და მისი მეუღლე შანხაიში დაბადებული პეგი პამბერტონი კარტერი (Peggy Pemberton Carter; მოკვდა 1994 წელს) გადასახლდნენ კანადაში და 1946 წელს დაიწყეს კარგად ცნობილი აფხაზის ბაღის (Abkhazi Garden) მშენებლობა ქალაქ ვიქტორიაში კუნძულ ვანკუვერზე ბრიტანეთის კოლუმბიაში, კანადა. 

ჯილდოები 

ორდენები 

წმინდა ანასი მე-3 ხარისხისა (1906); 
წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხისა (1910); 
წმინდა ვლადიმირის მე-4 ხარისხისა მახვილებითა და ბაფთით (1915); 
წმინდა ვლადიმირის მე-3 ხარისხისა მახვილებით (1916). 

ხსოვნა 

კოტე აფხაზის სახელი ეწოდა ქუჩას თბილისში (ყოფილ ლესელიძის ქუჩას). ლადო ასათიანის ქუჩის # 46 სახლზე დაყენებულია მემორიალური დაფა. 

მითითებები 

Подвиг Котэ Абхази 

Mikaberidze, Alexander (ed., 2007). Abkhazi, Constantine. The Dictionary of Georgian National Biography. 

(груз.) Ushangi Sidamonidze. Abkhazi, Konstantine. Encyclopedia «Sakartvelo», vol. I, Tbilisi, 1997: pp. 256—257 

(груз.) Levan Urushadze. For the Biography of General Konstantine (Kote) Abkhazi. Bulletin of the Georgian National Museum, Series of Social Sciences, No 3 (48-B), Tbilisi, 2012, pp. 230—246. 

(груз.) Journal «Samshoblo», No: 21-22, Paris, 1937 

(груз.) Journal «Mkhedari», Paris, No: 2, 1929, pp. 22-23 


(დასასრული იხ. ნაწილი II)


მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

 

No comments:

Post a Comment