(ნაწილი III; /თავები IX-XI/)
მთავართა ტერიტორიული სუვერენიტეტი (Landeshoheit) საბოლოოდ ჩამოყალიბდა XV ს. მეფე ჰაინრიხისა და ფრიდრიხ II-ის კანონებით (იხ. ზემოთ), რომლებიც ერთიმეორის მიყოლებით ფლანგავდნენ სამეფო ხელისუფლების უფლებებს მთავართა სასარგებლოდ, თავისთავად ჯერ კიდევ ვერ ჰქმნიდნენ სავსებით ამ სუვერენიტეტს. საჭირო იყო, რათა ოქროს ბულას შემოეღო საგვარეულოში უფროსის ერთმემკვიდრეობის პრინციპი საერო კურფიურსტებისთვის, რათა დანარჩენ მთავრებსაც დაეწყოთ ამ უფლების მოთხოვნა თავიანთთვის. მაგრამ ბევრი დრო გავიდა, სანამ ავსტრიამ პირველმა მიაღწია ამას. მისი პრივილეგია განეკუთვნება 1442 წ. მის კვალდაკვალ სწრაფად მიიღეს იგივე უფლება სხვა სამთავროებმაც. მაგრამ ეს უფლებაც მხოლოდ იურიდიულად ამთავრებდა მთავართა სუვერენიტეტის შენობას. ფაქტიურად საჭირო იყო კიდევ ბევრი რამის გაკეთება, რათა სამთავროებში ჩამოყალიბებულიყო სავსებით სახელმწიფო წესრიგი. და ყველაზე უფრო ძნელად ყალიბდებოდა ფინანსური ორგანიზაცია. სამხედრო და სასამართლო ურთიეთობები, როგორც ყველაზე უფრო მეტად შეჩვეული და ჯერ კიდევ ძველი დროის საადგილმამულო მოწყობაში ფესვგადგმული, შედარებით უფრო ადვილად ეწყობოდა. მაგრამ მოეყვანათ უწინდელი შემოსავლები, რომლებიც მიიღებოდა მემამულის, პატრონატისა და ვასალიტეტის ტიტულებზე, თუნდაც რაიმენაირ ერთიანობაში და ფულად ექციათ ყველაფერი, რაც ადრე მოდიოდა ნატურალურ-სამეურნეო ფასეულობებში, – ძალზედ ძნელი აღმოჩნდა. შედარებით მარტივად ხორციელდებოდა პირდაპირი დაბეგვრა, რომელმაც თითქმის გამონაკლისების გარეშე, სულ თავიდანვე მიიღო ფულადი ფორმა. ეს იყო ე. წ. Bede, პირდაპირი გადასახადი, რომელსაც ქალაქებში იღებდნენ საერთოდ ქონებიდან, ხოლო სოფელში კი – მიწიდან. მთავრის ბედე მალევე გადაიქცა ერთადერთ პირდაპირ გადასახადად სამთავროებში, ვინაიდან საიმპერიო ბედეს ამოღებას XV ს.-დან უკვე აღარ ახდენდნენ. მას იხდიდნენ მხოლოდ საიმპერიო ქალაქები. დაბოლოს, სუვერენიტეტის დასრულებისთვის არ კმაროდა საგარეო ურთიერთობათა უფლება.
მმართველობა სამთავროებში თავიდან წარმოადგენდა ცენტრალური სამეფო მმართველობის ზუსტ განმეორებას. მაგრამ სასახლის კარის საპატიო თანამდებობები, რომლებიც სამეფო კარიდან ჰქონდათ გადმოღებული, მალევე გადაიქცა სუფთა დეკორატიულად, ხოლო ფაქტიურად კი ყველა მთავარი თანამდებობა გადავიდა მინისტერიალების ხელში. მაგრამ მთავრებს XIV და XV სს. სულაც არ შეეძლოთ თავი მოეწონებინათ იმით, რომ მათ მოახერხეს აბსოლუტიზმის დამყარება. ბიუროკრატიულ ცენტრალურ მმართველობასთან ერთ რიგში, რომელიც სულ უფრო და უფრო მწყობრი ხდებოდა, ჯერ კიდევ იდგა ტერიტორიული წარმომადგენლობაც. პრინციპში, ძველი წეს-ჩვეულებების მიხედვით, ამ წარმომადგენლობაში მონაწილეობა უნდა მიეღო ყველა წოდებას. საქმით კი გლეხობის წარმომადგენლობა შენარჩუნებულ იქნა მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში, მარტო იქ, სადაც შენარჩუნებულ იქნენ თავისუფალი გლეხები. გლეხთა წარმომადგენლობის კლასიკური ტერიტორია გახლდათ ტიროლი. საერთოდ კი ტერიტორიული წარმომადგენლობის “ჩინები” იყო შემდეგი: პრელატები და თავისუფალი ბატონები (freie Herren), რაინდები, ტერიტორიული ქალაქები, ე. ი. ისინი, რომლებიც სულ თავიდანვე დაარსებულ იქნენ მთავრების მიერ და ვერ შეძლეს თავიანთთვის დამოუკიდებლობის მოპოვება, ან კიდევ დაქვემდებარებულ იქნენ მთავართა მიერ. და არაფერია იმაში გასაკვირი, რომ მთავრებს ამ ეპოქაში ჯერ კიდევ არ შეეძლოთ თავი გაერთვათ საქმეებისთვის “ჩინების” თანადგომის გარეშე. სოფლის ჩინებს უძველესი დროიდან ჰქონდათ თავიანთი პრივილეგიები სასმართლო საქმეში (საადგილმამულო სასამართლო, вотчинный судъ), რომელთა მოწყობაც ისე უბრალოდ არ შეიძლებოდა. რაც შეეხება ქალაქებს, ისინი წარმოადგენდნენ მთავარ ფინანსურ ძალას სამთავროებში; რადგანაც მთავრებს ფული მუდმივად სჭირდებოდათ, ამიტომ ქალაქებთან დავა მათთვის არახელსაყრელი (უხერხული) იყო. და საერთოდაც, რათა მთავართა დინასტიური ჩანაფიქრები განხორციელებადი გამხდარიყო, მათთვის აუცილებელი გახლდათ ადგილობრივ წოდებათა ენერგიული მხარდაჭერა. ამ მიზეზებით აიხსნება, რომ XIV-XV სს. ტერიტორიული ჩინები (Landstände) წარმოადგენდნენ ასეთ შთამბეჭდავ რეალურ ძალას თითქმის ყველა სამთავროში გამონაკლისების გარეშე. აბსოლუტიზმს შეეძლო მოსვლა მხოლოდ მაშინ, როდესაც სუვერენიტეტმა მიიღო თავისი მთლიანი დასრულება და როდესაც დიდ ბრძოლაში ქალაქებთან გამარჯვება გადაჭრით გადაიხარა მთავრების მხარეზე.
ქალაქებმა XIV და XV სს. მიაღწიეს თავიანთი აყვავების უმაღლეს წერტილს. ვინაიდან ქალაქური განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალები, ვაჭრობა და მრეწველობა ამ დროს აკეთებდნენ უზარმაზარ წარმატებებს. გერმანიის მთელი ჩრდილოეთი სავაჭრო მიმართებაში მოცული გახლდათ ჰანზას საქმიანობის სფეროთი. სარგებლობდა რა იმით, რომ იმპერია სუსტი იყო, რომ მთავართა სავაჭრო პოლიტიკა ჯერ კიდევ “ბინდბუნდში დაბორიალობდა”, რომ სკანდნავიური სახელმწიფოები ქანცს აცლიდნენ ერთმანეთს ურთიერთშორის ომებით, რომ ინგლისი დაკავებული იყო საფრანგეთთან ბრძოლით, ჰანზამ გაშალა თავისი გავლენის ქსელი ევროპის მთელ ჩრდილოეთში. ყველგან, სადამდეც კი აღწევდნენ ჰანზას ხომალდები, რუსეთში, სკანდნავიის ქვეყნებში, ინგლისში, ესპანეთში, გერმანელი ვაჭრები დებდნენ ხელშეკრულებებს ადგილობრივ ხელმწიფეებთან, რომლებიც უზრუნველყოფდნენ მათთვის ყველაზე უფრო ხელსაყრელ უფლებებს, ე. ი. საბაჟო გადასახადების შემცირებას, ხოლო ზოგჯერ კი მათგან სრულებით განთავისუფლებასაც, შეღავათებს ხომალდების ჩატვირთვისა და გადმოტვირთვისას, ასევე საქონლის აწონისას, საცალო ვაჭრობის უფლებას, რომელიც ჩვეულებრივ ყველგან განიხილება, როგორც ადგილობრივ ვაჭართა პრივილეგია, და სხვა და სხვა. ზოგჯერ ისინი ახერხებენ მიაღწიონ “კანტორების” დაარსებასაც, ე. ი. ავტონომიური ან თითქმის ავტონომიური სავაჭრო კოლონიისა უცხოეთში. ჰანზელთა მიერ ამ მოლაპარაკებებში მიღწეული უფლებები იმდენად დიდი იყო, რომ ისინი ზოგჯერ ჩაყენებული იყვნენ უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე ადგილობრივი ვაჭრები, და თითქმის ყველგან სარგებლობდნენ შეუდარებლად მეტი უფლებებით, ვიდრე სხვა უცხოელი ვაჭრები. ბოლოს და ბოლოს XIV ს. განმავლობაში ჰანზამ მიაღწია სრულ უპირატეს მფლობელობას ჩრდილო-ევროპული ზღვების ვაჭრობაში. შორეული ნაოსნობის ხომალდები, რომლებიც ბალტიის ზღვაში დაცურავდნენ, მხოლოდ მას ეკუთვნოდა. ამ ზღვის უწინდელი ბატონები, სკანდინავიელები, ნაპირებისკენ იქნენ შევიწროვებულნი; რუსი ვაჭრები, რომლებიც უწინ დაცურავდნენ ვისბიმდე და თვით ლუბეკამდეც კი, უკვე ვეღარ ჩნდებოდნენ; ინგლისელები და შოტლანდიელები მეორეხარისხოვან როლს თამაშობდნენ. ეს კოლოსალური წარმატება აიხსნება არა იმდენად იმით, რომ ჰანზა ძლიერი იყო, როგორც სამხედრო დერჟავა – მას შეეძლო შეჭიდებოდა ისეთ ძალმოსილ მოჭინააღმდეგეს, როგორიც გახლდათ ვალდემარ IV დანიელი, – რამდენადაც მისი ორგანიზაციით. ჰანზა იყო ქალაქთა კავშირი; თუკი თითოეული ქალაქი ცალცალკე ადგა ვიწრო პოლიტიკის გზას, რომელიც ზღუდავდა სავაჭრო ურთიერთობებს ზოგადად, ქალაქთა კავშირი, რომელშიც იხსნებოდა (ისპობოდა) ვაჭრობისთვის მავნე ეს თავისებურებანი ქალაქური წყობილებისა, გადაიქცეოდა ნამდვილ სავაჭრო დერჟავად, რომელსაც შეეძლო ეკარნახა თავისი პირობები ყველასთვის, ვისაც მოისურვებდა. სანამ სხვა ქვეყნებში ვერ ჩამოყალიბდა სავაჭრო პოლიტიკა, რომელიც დაიცავდა ადგილობრივ სარგებელს, ჰანზას შეეძლო არ შინებოდა კონკურენციისა და არ საჭიროებდა არანაირ ხელოვნურ ზომებს თავისი პრესტიჟის შენარჩუნებისთვის. ჰანზას შემადგენლობაში შემავალი ქალაქების რიცხვი ყოველთვის არ იყო ერთნაირი. იგი ირყეოდა 70-სა და 100-ს შორის. კავშირში შესვლა და მისგან გამოსვლა თავისუფალი იყო. თითოეული ქალაქი სარგებლობდა ყველა იმ პრივილეგიით, რომლებსაც კავშირი თავისთვის მოიპოვებდა საზღვარგარეთ. საქმეებზე ერთობლივად მსჯელობისთვის 1367 წ. კიოლნის კონფერენციის შემდეგ ჩვეულებრივად იქცა მეტ-ნაკლებად რეგულარული ყრილობები ქალაქებისა (Hansatag). ყრილობების დადგენილებანი, რომლებიც შეეხებოდა სავაჭრო პოლიტიკის სფეროს, სავალდებულო იყო ყველა წევრისთვის, მათ შორის მათთვისაც, ვინც მასზე არ მონაწილეობდა. ურჩებს რიცხავდნენ კავშირიდან. ტერიტორიული მიმართებით კავშირი იყოფოდა თავიდან მესამედებად, ხოლო შემდეგ კი მეოთხედებად. მეოთხედები იყვნენ: ვენდის (ლუბეკი), ნიდერლანდ-ვესტფალიის (კიოლნი), პრუსია-ლიფლანდიისა (დანციგი) და საქსონია-ბრანდენბურგის (ბრაუნშვაიგი). – ცალცალკე ჰანზის თითოეული ქალაქი იმართებოდა საბჭოს მიერ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ადგილობრივი პატრიციატის წევრები. სავაჭრო არისტოკრატია, საერთოდ, იყო გაბატონებული კლასი და ენერგიულად ებრძოდა ხელოსანთა ამქრებს. ეს კლასობრივი განსაკუთრებულობა გახლდათ კიდეც ჰანზას დაქვეითების ერთერთ მიზეზთაგანი. ჰანზას სავაჭრო პოლიტიკის საფუძველი იყო ის, რომ იგი ცდილობდა დაემყარებინა საზღვარგარეთ ვაჭრობის სრული თავისუფლება; განსაკუთრებით აფასებდა (უფრთხილდებოდა) იგი საცალო ვაჭრობისთვის დაშვების (ხელმისაწვდომობის) პრინციპს. ჰანზელებს ჩინებულად ესმოდათ, რომ თუკი ისინი თავიანთ საზღვარგარეთულ შესყიდვებში შემოიფარგლებიან ტრანსპორტიორებისა და კომისიონერების როლით, მაშინ შესაძლო სავაჭრო სარგებლის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა მოხვდეს ადგილობრივ შემსყიდველთა ჯიბეში. ამიტომ ისინი ყველანაირად ისწრაფვოდნენ იქითკენ, რომ თავი დაეღწიათ საბითუმო ოპერაციების ვიწრო ჩარჩოებისგან და მიეღოთ ადგილობრივ მწარმოებელთაგან უშუალო შესყიდვების უფლება, ადგილობრივ ბითუმად მოვაჭრეთა შუამავლობის გარეშე. სანამ ჰანზა ძლიერი იყო, მას შეეძლო თავისთვის ამ უფლების შენარჩუნება, მაგრამ უკვე XV ს. მან დაიწყო მისი დაკარგვა. სასაქონლო ვაჭრობა თავიდან ბოლომდე რჩებოდა ჰანზას საქმიანობის მთავარ საგნად. ჰანზელები უხალისოდ დებდნენ თავიანთ კაპიტალებს სამრეწველო და საკრედიტო ღონისძიებებში. მაგრამ ირიბად ჰანზას ვაჭრობა მძლავრი ბერკეტის სამსახურს უწევდა გერმანულ მრეწველობასაც. ამ უკანასკნელის მთავარი არენა კი გახლდათ გერმანიის სამხრეთი.
ჩრდილოეთ და სამხრეთ გერმანიის ვაჭართა სამეურნეო საქმიანობაში იყო განსხვავება, განპირობებული იმით, რომ პირველებს საქმის დაჭერა უხდებოდათ უმეტეს წილად ბალტიის ქვეყნებთან, რომელთა კულტურაც გერმანულზე უფრო დაბლა იდგა, ხოლო მეორეთ კი შეხება ჰქონდათ მაღალკულტურულ იტალიურ და ფრანგულ ქალაქებთან და მათგან სესხულობდნენ სავაჭრო ადათ-წესებს. ჩრდილოეთში, ჰანზეელებს, სავაჭრო ორგანიზაციის უჯრედად, სულ მცირე, პრინციპში, ჰქონდათ გილდია. სამხრეთში ვაჭარი ვაჭრობდა ცალკე, და თუკი ერთიანდებოდა საზოგადოებაში, ეს უკვე იყო სხვა საზოგადოებები, რომლებიც არ ჰგავდნენ გილდას, იყვნენ გაცილებით უფრო მეტად თანამედროვენი. სამხრეთში მრეწველობა და ვაჭრობა მიდიოდა ხელი-ხელ ჩაკიდებულად, და მრეწველობა უმეტეს წილად წარმოადგენდა წარმმართველ მომენტს. იგი აიძულებდა ევაჭრათ, ე. ი. შეესყიდათ ნედლეული და გასაღებინათ ფაბრიკატები. ამიტომ სამხრეთის ქალაქების ზრდა უფრო ბუნებრივად ჩამოყალიბდა, და ისინი არ დაქვეითდნენ ასე სწრაფად, ჰანზას ქალაქების მსგავსად, რომლებიც ცალმხრივად ვითარდებოდნენ. მრეწველობის წყალობით სამხრეთის ქალაქები იმყოფებოდნენ მჭიდრო ურთიერთობებში უწინარეს ყოვლისა ჩრდილოეთ იტალიასთან. ვაჭრები ვენეციიდან, მილანიდან, კომოდან, გენუადან და სხვა ძალზედ ხშირად ჩამოდიოდნენ ულმში, კონსტანცაში, ნიურნბერგში. თავის მხრივ გერმანელებიც მიეჩვიენ ახლა ალპებში გასასვლელი უღელტეხილის ჩველებრივ საგნად მიჩნევას. ისინი ასევე ძალიან ხშირად ჩნდებოდნენ იტალიის სავაჭრო და სამრეწველო ცენტრებში და იქიდან არცთუ იშვიათად მგზავრობდნენ უფრო შორსაც, საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში. გერმანელების იტალიელებთან ურთიერთობებში გამომუშავებულ იქნა რამდენიმე ტიპიური დაწესებულება. ასეთი გახლდათ, უწინარეს ყოვლისა, სახელგანთქმული Fondaco dei Tedeschi ვენეციაში (იხ. IX, 483), ასეთები იყვნენ მათი გერმანული ასლები: Kaufhäuser, სავაჭრო ფუნდუკები, სადაც უნდა გაჩერებულიყვნენ უცხოელი ვაჭრები თავიანთი საქონლით და სადაც სპეციალური მოხელენი ფხიზლად ადევნებდნენ თვალყურს, რათა არ ყოფილიყო ვაჭრობა შენობის გარეთ. მრეწველობის მთავარი საგნები გერმანიის სამხრეთ ქალაქებში გახლდათ: ტილო, რომლის წარმოებაც თავმოყრილი იყო კონსტანცაში, რეგენსბურგსა და სენ-გალენში; ბამბაზია, რომლის მთავარი ცენტრი იყო ულმი; ლითონის ნაკეთობანი, კერძოდ იარაღი, რითაც განსაკუთრების სახელი ჰქონდა განთქმული ნიურნბერგს. აუგსბურგშიც ასევე თავმოყრილი იყო დამამუშავებელი მრეწველობის რამდენიმე დარგი, მაგრამ მისი სამეურნეო საქმიანობის მთავარი ნერვები იყო სხვა. აუგსბურგი გახლდათ კაპიტალისტური სამთო მრეწველობის ცენტრი და საკრედიტო საქმის მსოფლიო დედაქალაქი. ის იყო ფუგერების (Фуггеры, იხ.) სამშობლო, რომელთა საბანკირო სახლიც XV ს. ბოლოსთვის უპირველესად გადაიქცა მსოფლიოში. მათ ჰქონდათ თავიანთი ფაქტორიები რომში, ვენეციაში, მილანში, გენუაში, ანტვერპენში, უფრო მოგვიანებით ლისაბონშიც. ისინი საქმეებს აწარმოებდნენ ინდოეთსა და სამხრეთ ამერიკაშიც. XVI ს. შუახანებში ისინი ფლობდნენ ყველაზე უფრო მსხვილ ქონებას ევროპაში; მათი მოვალე იყო ბევრი დაგვირგვინებული პირი, და ერთერთ ფუგერს შეეძლო მიეწერა კარლ V-თვის: “ყველასთვის ცნობილია, რომ ჩემი მხარდაჭერის გარეშე თქვენი უდიდებულესობა ვერასოდეს ვერ მიიღებდა საღვთო რომის იმპერიის გვირგვინს”.
ასე გერმანიის ჩრდილოეთსა და სამხრეთში ეკონომიკური საქმიანობა ფეხზე აყენებდა და აღამაღლებდა ქალაქებს. კაპიტალის წარმომქმნელ ძალებად ქალაქებში იყო, უმთავრესად, მაგრამ არა მხოლოდ და მხოლოდ, ვაჭრობა და მრეწველობა. მათთან ერთ რიგში მოქმედებდა, როგორც ერთერთი დამხმარე მომენტთაგანი, ასევე მიწის რენტაც. კაპიტალები, რომლებითაც მუშაობდნენ მოქალაქენი XIV და XV სს., იყო შედარებით არცთუ დიდი. სამხრეთში პირი, რომელიც ქალაქში ფლობდა 2.000 გულდენზე (დაახლ. 35.000 მანეთი) მეტ ქონებას, ითვლებოდა მდიდრად. ფუგერების ქონების უმაღლესი ზომა გახლდათ 4,7 მილიონი გულდენი (დაახლ. 80 მილ. მანეთი). თუკი პირველ ხანებში უპირატესობას (აღმატებას) ქალაქში იძლეოდა სავაჭრო კაპიტალი, განსახილველ პერიოდში მრეწველობამ სულ უფრო და უფრო მეტად, განსაკუთრებით სამხრეთსა და დასავლეთში, დაიწყო კონკურენცია ვაჭრობასთან ხელმძღვანელი სამეურნეო ძალის სახით. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი შეიქნა მაშინ, როდესაც ძველი ამქრული სისტემის ფარგლებში დამკვიდრება დაიწყო მრეწველობის კაპიტალისტურმა ფორმებმა, რომლებიც თანდათანობით ავიწროვებდა და დევნიდა ხელოსნურ ფორმებს. ამ ცვლილების ჩანასახები ჩვენ უკვე ვნახეთ უფრო ადრეულ პერიოდშიც (იხ. ზემოთ). ახლა, როდესაც გერმანიამ სულ უფრო და უფრო მეტად დაიწყო ჩართვა საერთაშორისო გაცვლის სისტემაში, ამქრის ოსტატ-მეწარმეთა გარშემო ამქრისა და არაამქრის მუშათა ჯგუფების წარმოქმნა, რომლებიც მათგან ღებულობდნენ ნედლეულს სახლში დასამუშავებლად, ხოლო უკან კი უბრუნებდნენ ფაბრიკატს, თანდათანობით ძალზედ ჩვეულებრივ მოვლენად იწყო ჩამოყალიბება. და სამრეწველო კლასმა, რომელსაც ჯერ კიდევ არსად არ უცდია ამქრული ჩარჩოების დამსხვრევა, დაიწყო მოთხოვნა, რათა მისი წარმომადგენლები დაშვებული ყოფილიყვნენ ქალაქის მმართველობაში. ამ დრომდე საქალაქო საბჭოების შემადგენლობა იყო მხოლოდ პატრიციული. მასში სხდომებს ატარებდა სავაჭრო არისტოკრატია, Geschlechter-ი. XIV ს. ეს გახლდათ ჩაკეტილი, განკერძოებული ჯგუფი, რომელიც თავის გარემოში არავის არ უშვებდა. განსაკუთრებულ შემთხვევებში უფრო ადრე, XIII ს., განსაკუთრებით მსხვილ ოსტატ-ხელოსანს კიდევ შეეძლო შეეღწია საბჭოში და ამით იგი ჩაირიცხებოდა Ratsfähiger-თა რიგში, რაც თითქმის ყოველთვის ნიშნავდა Geschlechter-ების რიცხვში ჩართვასაც. XIV ს. ეს შეუძლებელი შეიქნა. ამასობაში ხელოსნებმა, რომელთაც შეგნებული ჰქონდათ თავიანთი ძალა, დაიწყეს ამის მოთხოვნა. დაიწყო ბრძოლა შეუპოვარი და სასტიკი, სადაც უხვად იყო მხეცური ანგარიშსწორებები (1302 წ. ქალაქის მმართველებმა მაგდებურგში ცოცხლად დაწვეს ხელოსანთა ათი მეთაური) და გმირობანი. ამის შედეგად უმრავლეს შემთხვევებში გამარჯვება რჩებოდათ ხელოსნებს. იქ, სადაც იგი სრული იყო (აუგსბურგი, კონსტანცი, ბრაუნშვაიგი), პატრიციული ბატონობა საბოლოოდ ისპობოდა, საბჭოში მომავალი დროისთვის შესაძლოა არჩეული ყოფილიყვნენ მხოლოდ ამქართა წევრები, ასე რომ, ყოფილ Geschlechter-ები, თუკი სურდათ ჯერ კიდევ გავლენის შენარჩუნება, უნდა ჩაწერილიყვნენ ამქარში. სხვა ქალაქებში (ნიურნბერგი, ფრანკფურტი) პატრიციატმა დაიცვა თავისი საბჭო, მაგრამ მის შემადგენლობაში უნდა დაეშვა ხელოსანთა წარმომადგენლებიც. დაბოლოს, ქალაქთა მესამე კატეგორიაში (კიოლნი) გამომუშავებულ იქნა ახალი კომპრომისი: ვერც პატრიციულმა ორგანიზაციამ და ვერც ამქრებმა ვერ მიიღეს პოლიტიკური როლი; შედგენილ იქნა ახალი საარჩევნო კოლეგია გარკვეული (ცნობილი) ცენზის მფლობელ მოქალაქეთაგან, რომელიც ირჩევდა საბჭოს წევრებს. იყო, რა თქმა უნდა, ისეთი ქალაქებიც, სადაც ხელოსნები უბრალოდ დამარცხებულ იქნენ. ეს იყო ისინი, სადაც ვაჭართა კლასი ძალზედ ძლიერი იყო, ხოლო ხელოსანთა კლასი კი სუსტი მრეწველობის მცირე განვითარების შედეგად (ჩრდილოეთის ჰანზას ქალაქების უმრავლესობა). მაგრამ ასეთები მაინც უმცირესობას შეადგენდნენ. ხელოსანთა მოძრაობანი არ იყო დემოკრატიული რევოლუცია: ამქართა გარემოში XIV ს. მოხდა ცვლილება, რომელმაც მკვეთრად გამიჯნა ხელოსნები ორ კლასად: მეწარმეებად და მუშებად. დრო, როდესაც ხელოსნის ერთადერთ ტიპს წარმოადგენდა წვრილი ოსტატი, რომელიც მუშაობდა ერთი-ორი მოწაფის დახმარებით, წავიდა. ხელობის მოთხოვნები (შეკვეთები) ისეთი იყო, რომ ოსტატისთვის საჭირო შეიქნა გამოცდილი ზრდასრული მუშა, ზოგჯერ არა ერთიც. სწორედ XIV ს. გახდა ჩვეულებრივი ქარგალის (подмастерье, Geselle) თანამდებობა, რომელიც იშვიათად უწინდელ დროშიც არსებობდა. ახლა მოწაფეს უკვე აღარ შეეძლო მაშინვე ოსტატად გახდომა; იგი გარკვეული ხნის მანძილზე ქარგალი უნდა ყოფილიყო. და თუმცა კი ქარგალი ითვლება ამქრის წევრად, მოწაფისგან განსხვავებით, მაგრამ მისი დამოკიდებულება ოსტატისადმი ისეთია, რომ ქმნის შესაძლებლობებს ყველაზე უფრო ფართო ექსპლუატაციისთვის. მართალია, სანამ მიდიოდა ბრძოლა პატრიციატთან, და ამქრის ოსტატებს სჭირდებოდათ თავიანთი ზორბა მუშების პოლიტიკური მხარდაჭერა, ქარგალთა მდგომარეობაც ასატანი იყო. მარამ როდესაც, უფრო ხშირად უკვე XV ს., ბრძოლა უახლოვდებოდა კეთილსასურველ ან კიდევ არაკეთილსასურველ დასასრულს, კლასობრივი ინტერესი თავის უფლებებში შედიოდა, და იწყებოდა მუშის დაუნდობელი ექსპლუატაცია. ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ გამოცდა ოსტატის ხარისხის მისაღებად და განსაკუთრებით შედევრის (Meisterstück) დამზადება ძალზედ ძნელი ხდებოდა, რომ ქარგლებს ობობას ქსელივით ახვევდნენ მთელ რიგ დადგენილებებს, რომლებიც მათ ყველანარად ავიწროვებდა. ოსტატებისთვის მნიშვნელოვანი იყო ახლა, როდესაც პატრიციატის ჰეგემონია გატეხელი იყო, შეექნათ ხელოსანთა ორგანიზაციის ჩაკეტილი წოდება. მიიღწეოდა ეს არა იმდენად სიმკაცრეთა გაძლიერებით ქარგლების ოსტატებად გადასვლისას, რამდენადაც Zunftzwang-ის პრინციპების შეცვლით. თუკი უწინ Zunftzwang-ი ემსახურებოდა მომხმარებლის ინტერესებს (იხ. ზევით), ახლა უკვე იგი იქცა საშუალებად, რომელიც განსაკუთრებით უფრთხილდებოდა ოსტატთა ინტერესებს. ვინაიდან ახლა, იძულება ამქარში შესასვლელად, გამოცდის უზარმაზარი სიძნელეებისა და სხვა მიზეზების შედეგად, იქცა ხელობით დაკავებულობის აკრძალვად ყველასთვის, ოსტატთა მცირე ჯგუფის გარდა. რათა გაეტეხათ ეს ახალი ძალადობა, ქარგლებმა დაიწყეს გაერთიანება კავშირებად (Gesellenverbände), რომლებმაც XV ს. მოახერხეს ზოგიერთი შემსუბუქების მიღწევა.
ამრიგად, საქალაქო დაწესებულებათა დემოკრატიზაცია ამქართა რევოლუციების შემდეგ ბევრ შემთხვევაში იყო მეტად პირობითი. ამქართა გამარჯვება უფრო ხშირად ნიშნავდა მმართველი ბურჟუაზიის შემადგენლობის გაფართოებას. მხოლოდ ირიბად, მუშათა ზეწოლის წყალობით, საქალაქო საბჭოების პოლიტიკამ მოგვიანებით დაიწყო რამდენადმე გადემოკრატიულება. ამქრულმა რევოლუციამ მოახდინა კიდევ ერთი ცვლილება. ამის შემდეგ აღარ შეიძლებოდა კიდევ დიდხანს შენარჩუნებულიყო ძველი პრინციპი, რომელიც მოქალაქეთა შორის უშვებდა მხოლოდ მათ, ვინც ქალაქში ფლობდა მიწას. ამიერიდან სრულუფლებიან მოქალაქედ ითვლებოდა ამქრის ყველა წევრი. ქალაქში ფაქტიურად მცხოვრებთა გარდა, იყო ასევე მოქალაქეთა ქალაქგარეშე კატეგორიებიც, რომელთა მოზიდვაც ქალაქებისთვის მომგებიანი იყო ახლა უკვე არა ეკონომიკური (კოლონიზაციური) მოტივებით, როგორც უწინ, არამედ სამხედროთი: ქარიშხლიანი დრო გახლდათ. ასეთი კატეგორიები იყო სამი: ჯერ ერთი, დიდგვაროვანი ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ შემოგარენებში არსებულ თავიანთ ციხე-სასახლეებში (Edelbürger); ქალაქში მათ ჰქონდათ თავიანთი სახლები; თუკი ესენი იყვნენ ძამოსილი მთავრები (თავადები) ან აბატები, მაშინ ქალაქი მათ ძალზედ ელოლიავებოდა. მეორე კატეგორიას ეწოდებოდა Ausbürger; ესენი გახლდნენ ქალაქის ძველი მცხოვრებნი, რომელთაც ქალაქმა უფლება მისცა შეეძინათ უძრავი ქონება შემოგარენში და ეცხოვრათ მასში. დაბოლოს, მესამე – Pfahibürger, სწორედ ისინი, რომელთა გამოც ქალაქებს ამდენი დავა უწევდათ მთავრებთან და რომელთა ყოლაც აუკრძალა ქალაქებს ოქროს ბულამ. Pfahibürger – ესენი გახლდნენ არადიდგვაროვნული წარმოშობის ადამანები, რომლებიც ცხოვრობდნენ სოფელში და გამოითხოვეს თავიანთთვის ქალაქისგან მოქალაქეობის უფლება პატრონატის სახით: იმ შფოთიან დროში მთავრის პოლიციას სულაც არ გააჩნდა უნარი რომ საიმედო დაცვა აღმოეჩინა ადამიანებისთვის. ხოლო ქალაქს კი, სულ მცირე, ჰქონდა თავისი მაგარი კედლები.
ასეთი იყო სამთავროთა და ქალაქების მდგომარეობა. ძნელი არ არის დავინახოთ, რომ მათ ურთიერთ მდგომარეობაში იყო მთელი რიგი სოციალური მომენტებისა, რომლებიც ქმნიდა შეურიგებელ წინააღმდეგობებს. ერთის მხრივ, ის, რომ ქალაქები Pfahibürger-ობის ინსტიტუტით ახდენდნენ გამეჩხერებას მთავართა ქვეშევრდომებს შორის და წარმოადგენდნენ თავშესაფარს ყველა უკაყოფილო ელემენტისთვის ტერიტორიებზე, მეორეს მხრივ, მთავართა მიერ შექმნილი მუდმივი სიძნელეები ვაჭრობისთვის, იყო საკმარისი საბაბი ამოუძირკველი მტრობისა. მაგრამ მთავარი მდგომარეობდა იმაში, რომ ქალაქები (რა თქმა უნდა, ლაპარაკია მუდამ საიმპერიო ქალაქებზე) გახლდნენ მუდმივი ხელშეშლანი მთავართა დინასტიური ჩანაფიქრების გზაზე, რომლებიც ოქროს ბულის დროიდან ფიქრობდნენ მხოლოდ თავიანთი ტერიტორიების გაზრდაზე. სანამ ქალაქები, როგორც საიმპერიო ინსტიტუტი, წარმოადგენდნენ შთამბეჭდავ ძალას, მთავართა ინტერესებში იმპერიის დანაწევრების პოლიტიკას არ შეიძლებოდა ჰქონოდა წარმატება. ამრიგად, ნათელია, რომ გერმანიას უნდა გადაეტანა ქალაქებსა და მთავრებს შორის შეუპოვარი ბრძოლის პერიოდი, ვინაიდან მათი ძალების წონასწორობა არ აძლევდა გერმანიის პოლიტიკურ ზრდას მკვდარი წერტილიდან დაძვრის საშუალებას. ეს პერიოდი იყო XIV ს. მეორე ნახევარი. მტრული მოქმედებები ადრეც ყოფილა, მაგრამ ურთიერთ დამოკიდებულებათა გამწვავება გარდაუვალი შეიქნა მხოლოდ მაშინ, როდესაც ამქართა გამარჯვებამ საქალაქო პოლიტიკის საჭე ხელიდან გამოსტაცა მთავრებსა და თავადაზნაურობასთან მუდმივად მოთამაშე (მოკურკურე) პატრიციატს.
ქალაქთა მესვეურებს მშვენივრად ესმოდათ, რომ კარგად განსწავლული და ომს მიჩვეული მთავართა რაზმების წინააღმდეგ ქალაქების სახალხო ლაშქრები მეტად სუსტი დასაყრდენი იყო. და მათ სულ თავიდანვე დაიწყეს პრინციპულად მისწრაფება ქალაქთა კავშირების ორგანიზებისკენ. მათ მეხსიერებაში ჰქონდათ მაგალითები მუშტის სამართლის ხანიდან. 1376 წელს შეიქმნა შვაბური ქალაქების კავშირი, და თუმცა კარლ IV-მ, რომელიც ერთგულად ინახავდა მთავრებთან თავის მეგობრობას, იგი უკანონოდ გამოაცხადა, მან, მიუხედავად ამისა, სასტიკად დაამარცხა შვაბიის ჰერცოგი ებერჰარდი რაითლინგენთან 1377 წ. მაისში. მეფე ვენცელი მერყეობდა თავის ურთიერთობებში მთავრებთან და ქალაქებთან, და, შესაძლოა, სწორედ მისმა არამდგრადობამ აიძულა მთავრები მიებაძათ ქალაქების მაგალითისთვის და შეეკრათ კავშირები. ქალაქების შვაბურ კავშირს გამოუჩნდა ახლა ძლიერი მოწინააღმდეგე მთავართა კავშირის სახით, რომელსაც ეწოდებოდა Löwenbund. სამაგიეროდ შვაბური კავშირის გვერდიგვერდ წარმოიქმნა კიდევ ორი რაინისა და შვეიცარიის ქალაქთა კავშირი. 1381 წ. შვაბიისა და რაინის კავშირებმა შეკრეს ლიგა ურთიერთშორის, ხოლო შვეიცარიის კავშირი კი მათ დახმარებას დაჰპირდა. მაგრამ შვეიცარიას თავად წაუვიდა ცუდად საქმე. მათ კონფედერაციას თავს დაესხა ჰერცოგი ლეოპოლდ ავსტრიელი. მართალია იგი დამარცხებულ იქნა ზემპახთან და ბრძოლაში დაიღუპა კიდეც (1386), მაგრამ სამაგიეროდ ამან შვეიცარიის ქალაქების ყურადღება გადაიტანა იმისგან, რომ შვაბიის ქალაქებს დახმარებოდნენ. 1388 წ. აგვისტოში მთავართა კავშირის მეთაურმა, იმავე ებერჰარდ შვაბელმა, სამაგიერო გადაუხადა მათ რაითლინგენისთვის. ქალაქები სასტიკად იქნენ დამარცხებულნი დეფინგენთან, ხოლო სამი თვის შემდეგ, ნოემბერში, პფალცის კურფიურსტმა გაანადგურა რაინის კავშირის სახალხო ლაშქარი ვორმსთან. ეს ორი დამარცხება იქცა გარდატეხის პუქტად. რესპუბლიკური პრინციპი, რომელსაც წარმოადგენენ ქალაქები, ერთხელ და სამუდამოდ შეუძლებელი შეიქნა როგორც სახელმძღვანელო პრინციპი გერმანიის შემდგომი პოლიტიკური ევოლუციისთვის. მთავრებმა იჩქარეს განემტკიცებინათ სეიმზე ეგერში (1389) თავიანთი გამარჯვება. სეიმმა კიდევ ერთხელ დაადასტურა Pfahibürger-ობის აკრძალვა და ერთხელ და სამუდამოდ უკანონოდ აღიარა ყველანაირი კავშირები და შეერთებანი. ქალაქების განცალკევებულობა და მათი შინაგანი მოუწესრილებლობანი იყო მათი დამარცხების მთავარი მიზეზი. მართალი რომ ვთქვათ, ვერც ქალაქების ძალა და ვერც მათი პოლიტიკური გავლენა ვერ იქნა გატეხილი 1388 წლის მოვლენებით. ისინი ჯერ კიდევ იმდენად გავლენის მქონენი იყვნენ, რომ, როდესაც მეფე სიგიზმუნდი ავიდა ტახტზე, მთლიანად აღსავსე გერმანული მონარქიის აღორძინების გეგმებით, მან პირველ რიგში მიმართა ქალაქებს. მათი დახმარებით მას სურდა რომ დაენგრია მთავრების ფედერალისტური მისწრაფებანი და დაედო საფუძველი ერთიანი და მთლიანი მონარქიისთვის. ორ წელს გაიწელა მოლაპარაკებები (1415-1417); მათში ჩართულ იქნა რაინდობაც: ქალაქებს სულ ეგონათ, რომ მათ შეიძლებოდა რაიმე წაეგოთ ამისგან. ბოლოს და ბოლოს, როდესაც საქმე ნელ-ნელა ეწყობოდა, მთავრები, რომლებმაც თავიანთ მხრივ მოასწრეს მომზადებულიყვნენ, ყოველმხრივ აღჭურვილები ჩაერიენ საქმეში, და ქალაქებმა, რომელთა თვალწინ წარმოუდგათ დეფინგენის აჩრდილი, ლაჩრულად უარი თქვეს ერთობლივ მოქმედებებზე. მაგრამ როდესაც უკვე იმპერატორ ფრიდრიხის დროს, 1471 წ., მთავრებმა კინაღამ არ გაატარეს რეფორმები, რომლებიც მათ ხელში გადასცემდა მთელ მმართველობას, ქალაქებმა თავიანთი პასიური ფინანსური წინააღმდეგობით დაანგრიეს მთავართა პატივმოყვარული გეგმები. და საერთოდ, ქალაქების ძალის საბოლოოდ გატეხვისთვის, მთავრებს ჯერ კიდევ ბევრი ძალისხმევა სჭირდებოდათ. ქალაქები კიდევ დიდხანს გაუწევენ წინააღმდეგობას, და თვით XVI საუკუნეშიც გაგრძელდება ბრძოლა. მაგრამ XIV ს. 70-იანი და 80-იანი წლები იყო უკანასკნელი მომენტი, როდესაც გამარჯვება ჯერ კიდევ შეიძლებოდა გადახრილიყო მათ მხარეზე. მთავართა გამარჯვების ერთერთი მიზეზთაგანი კიდევ ისიც იყო, რომ მათ მხარეზე იყო საიმპერიო აზნაურობა. ეს მხარდაჭერა იყო გადამწყვეტი, ვინაიდან XIV ს. აზნაურობა უკვე განიცდიდა დაქვეითების ხანას როგორც სამეურნეო, ისე სამხედრო მიმართებითაც: იგი შედიოდა მთავართა სამსახურში, ეწერებოდა ქალაქების Edelbürger-ებში, ანუ კარგავდა თავის საიმპერიო ხასიათს. მიუხედავად ამისა, ბრძოლის შედეგების შეფასებისას აღნიშნულ უნდა იქნას ის როლი, რომელიც ითამაშა მასში საიმპერიო აზნაურობამ. ეს გახლდათ მისი ბოლოსწინა ხმამაღალი გამოსვლა. ბოლო გამოსვლა კი დაკავშირებული იქნება ზიკინჰენის სახელთან.
მთავრების გამარჯვება ქალაქებზე ნიშნავდა ფედერალიზმის იდეის გამარჯვებას ეროვნული ერთიანობის იდეაზე. რათა ამ გამარჯვებას მიეღო შთამბეჭდავი დასრულებულობა, აუცილებელი იყო შეექმნათ გერმანული ფედერალიზმის ორგანოები. ამით დაკავებულნი გახლდნენ გერმანელი მთავრები მრავალმხრივ შემკული კურფიურსტის, მაინცის მთავარეპისკოპოსის ბერტოლდის მეთაურობით, როდესაც გერმანიის მეფედ ჯერ კიდევ ფრიდრიხის სიცოცხლეში დაგვირგვინებულ იქნა მისი ვაჟი მაქსიმილიანი (1486-1519). ახალი მეფის მდგომარეობა მძიმე იყო. იმპერიას მტრები ნაკუწებად გლეჯდნენ. ჩრდილოეთში დაკარგულ იქნა ჰოლშტაინი, აღმოსავლეთში პოლონეთი ავიწროვებდა ორდენს, ხოლო მათე კორვინი (Матвей Корвинъ, იხ. IX, 392) არა მხოლოდ დაეუფლა სილეზიას, ბოჰემიასა და მორავიას, არამედ თავისთვის კიდეც მოიწყო რეზიდენცია ვენაში. მართალია, როგორც ბურგუნდიის გვირგვინის მემკვიდრის ქმარი, მაქსიმილიანი ფლობდა ნიდერლანდებსა და აღმოსავლეთ ბურგუნდიას, მაგრამ ფლანდრიისა და ბრაბანტის მდიდარი ბურჟუაზია ცუდად ურიგდებოდა ჰაბსბურგის ბატონობას, ხოლო საფრანგეთი კი ღიად ილესავდა კბილებს მთელ სასაზღვრო ზოლზე. კურფიურსტებმა მთავრებთან ერთად ისარგებლეს კიდეც ამ მძიმე მდგომარეობით. მათ მოახერხეს და ძალზედ ოსტატურად ჩართეს ქალაქები ფედერაცული რეფორმის გეგმებში. მათ მიიტყუეს ბიურგერობა საიმპერიო სეიმში დაშვების პერსპექტივით, ე. ი. მონაწილეობის მიღების შესაძლებლობით იმ გადასახადებზე ნებართვის მიცემაში, რომლებსაც აქამდე ქალაქებს აკისრებდნენ მათი აზრის შეტყობის გარეშე. ქალაქებმა ვერ შენიშნეს, რომ მათი მონაწილეობა სეიმში განამტკიცებს მის როლს, და რომ ეს განმტკიცება წავა მთავრების სასარგებლოდ. და მაქსიმილიანის მეფობის მთელი პერიოდის განმავლობაში ქალაქები ხელი-ხელ ჩაკიდებული მიდიოდნენ მთავრებთან ერთად თავიანთი საიმპერიო, უნიტარული ინტერესების საწინააღმდეგოდ. სეიმზე ფრანკფურტში 1489 წ. ქალაქები პირველად გამოცხადდნენ და წარმოქმნეს მესამე კურია კურფიურსტებისა და მთავრების შემდეგ. ხოლო ვორმსის სეიმზე კი 1495 წ. მაინცის კურფიურსტმა შესთავაზა უკვე რეფორმის ვრცელი გეგმა, რომელიც მთლიანად უქვემდებარებდა მეფეს მთავართა მეურვეობას. მაქსიმილიანმა ძილვსღა მოახერხა ამ მცდელობის ჩაშლა, მაგრამ მის გარკვეულ კვალად მაინც დარჩა ახალი საიმპერიო ფედერალური ორგანო, საიმპერიო სასამართლო (Reichskammergericht), რომლის თავმჯდომარე უნდა დაენიშნა მეფეს, ხოლო წევრები – საიმპერიო ჩინებს. მას უნდა გაესამართლებინა მთავრები და უნდა ყოფილიყო უმაღლესი სააპელაციო ორგანო გერმანიაში. რათა გამოეგლიჯათ მეფისგან ეს დათმობა, დაარსებულ იქნა ახალი საერთო გადასახადი (Gemeiner Pfennig); ფული მაქსიმილიანს ძალიან სჭირდებოდა და ჯარიც, ვინაიდან კარლ VIII უკვე ბატონკაცობდა იტალიაში. ხოლო რათა მოეხდინა ფედერალურ დაწესებულებათა საქმიანობის პარალიზება, მეფემ შექმნა ახალი საბჭო (Hofrat), რომელსაც უნდა განეხილა მთელი საიმპერიო საქმეები და რომლის წევრებიც ინიშნებოდნენ თავად მეფის მიერ. მაგრამ საქმეები ამისგან არ გაუმჯობესებულა. 1499 წ. აჯანყდა და ბაზელის სამშვიდობო ხელშეკრულებით ფაქტიურად ჩამოსცილდა შვეიცარია. მთავრებს არ შეეძლოთ ხელიდან გაეშვათ ასეთი შემთხვევა და 1500 წლის აუგსბურგის სეიმზე სამეფო საბჭოს საპირწონედ შექმნეს – საიმპერიო, Reichsregiment, 20 წევრისგან, რომლებიც ინიშნებოდნენ საიმპერიო ჩინების მიერ, და თავმჯდომარით, რომელსაც ნიშნავდა მეფე. მისი ფუნქციები ისეთი იყო, რომ გერმანიის ფაქტიური მმართველობა და სამეფოს ფინანსების განკარგვა მეფეს ხელიდან უნდა გამოსცლოდა. მაქსიმილიანმა ეს გაიგო და უარი თქვა თავმჯდომარის დანიშვნაზე. დაიწყო ყრუ ბრძოლა, რომელიც რამდენიმე წელს გრძელდებოდა. მაგრამ 1504 წ. მოკვდა მაინცის კურფიურსტი, ფედერალისტების ლიდერი, და გამარჯვებამ გადახრა დაიწყო მეფის მხარეზე. 1505 წ. სეიმზე კიოლნში მან შესთავაზა მოეხდინათ Reichsregiment-ის რეფორმირება ყოვლისშემძლე ადმინისტრაციული ორგანოდან სათათბირო დაწესებულებად. ფედერალისტებმა იგრძნეს საშიშროება და ჩააგდეს მეფის გეგმა. ბოლოს და ბოლოს Reichsregiment-ი მოკვდა ბუნებრივი სიკვდილით, ვინაიდან თავად ჩინებს არ სურდათ ფულების მიცემა მის შენახვაზე, ხოლო საიმპერიო სასამართლო თუმცა კი დარჩა, მაგრამ ვერ იქცა რადენადმე მაინც სიცოცხლისუნარიან დაწესებულებად.
ამრიგად, მაქსიმილიანის მთავრებთან ბრძოლის შედეგი იყო მყარი ცენტრალური სამთავრობო დაწესებულებების შექმნის გეგმების დანგრევა, რომლებიც დამოკიდებული იქნებოდა მეფესა და მყარ ფეოდალურ ორგანიზაციაზე. ერთიცა და მეორეც შეუძლებელი შეიქნა იმიტომ, რომ იმპერატორი და მთავრები უფრო მეტად ფიქრობდნენ თავიანთ დინასტიურ ინტერესებზე, ვიდრე გერმანიის ინტერესებზე. ამასობაში მაქსიმილიანმა განდევნა უნგრელები ავსტრიიდან, კვლავ გააძლიერა ჰაბსბურგთა სახლის პრეტენზიები ბოჰემიასა და მორავიაზე, ხოლო თავისი ვაჟის ფილიპის ქორწინებით ხუანა ესპანელზე, ფერდინანდისა და იზაბელას ქალიშვილზე, ჰაბსბურგებისთვის შექმნა თითქმის ფეერიული პერსპექტივები. ამან შეარიგა იგი იტალიაში განცდილ წარუმატებლობებთან, მით უმეტეს, რომ მათ არ შეუშლიათ მისთვის ხელი იმპერატორის გვირგვინის მიღებაში (1508). რაც შეეხება მთავრებს, მათი ფედერალისტური სასოებანი (იმედები) გადაიქცა უკვე ღია პარტიკულარიზმად. თითოეული მათგანი ზრუნავდა თავისი ადგილობრივი ინტერესებისთვის და გერმანია მისი უბედურებებით მათთვის წარმოადგენდა მხოლოდ შესაძლო შენაძენების არენას. მხოლოდ საიმპერიო ქალაქები გახლდნენ სისხლ-ხორცეულად დაინტერესებულნი ერთიანობის შენარჩუნებაში, ვინაიდან ეს ერთიანობა უზრუნველყოფდა მათ მთავართა თავდასხმებისგან და ქმნიდა კონკურენციის რამდენადმე მაინც თანაბარ პირობებს მსოფლიო ბაზარზე. ასევე გლეხკაცობაც, რომელიც, დაწყებული XIV ს.-დან, ჩავარდა მკვეთრი იურიდიული და ეკონომიკური დაქვეითების ეპოქაში, შეჰყურებდა იმპერატორს, როგორც მისთვის შემსუბუქების მოტანის უნარის მქონე ერთადერთ ძალას. პამფლეტები უკვე დიდ ხანია მოუწოდებდა იმპერატორს კავშირისკენ ქალაქის მოსახლეობასა (“იმპერატორ სიგიზმუნდის რეფორმაცია”) და გლეხობასთან (“იმპერატორ ფრიდრიხის რეფორმაცია”). და საიმპერატორო ხელისუფლება რომ არ ყოფილიყო უიმედოდ დასნეულებული დინასტიური ეგოიზმის წყლულით, ერთანი გერმანიის აღდგენა ჯერ კიდევ შესაძლებელი იქნებოდა, მთავართა ძალმოსილების მიუხედავად.
შექმნილ პირობებში ყველაზე უფრო მეტი სიძნელები მოდიოდა ქალაქებზე. უწინ ლუდვიგ ბავარიელი, კარლ IV და სიგიზმუნდიც კი ცდილობდნენ იმპერიის ძალების გამოყენებას გერმანიის სავაჭრო ინტერესების დასაცავად. მათ უდრტვინველად არ გადაჰქონდათ ვენეციის ან მილანის რეპრესიები გერმანელ ვაჭართა წინააღმდეგ: ისინი პასუხობდნენ მათზე ასეთივე რეპრესიებით. ახლა ასეთი რამ უკვე აღარ ხდებოდა. შესაძლოა, მართალია, ქალაქებს უკვე აღარ გააჩნდათ ახლა ისეთი გავლენა, რათა თავიანთ ინტერესებში მიემართათ იმპერიის მახვილი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ეს არ ყოფილა მთავარი მიზეზი. იმპერატორი-მეფე უწინარეს ყოვლისა ფიქრობდა თავისი სამემკვიდრეო მიწების ინტერესების და უკვე შემდეგ გერმანიის შესახებ. ამის შედეგად ქალაქებს უხდებოდათ თავად ეფიქრათ უცხოელ ვაჭრებთან კონკურენციის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე. და ეს კი სულ უფრო ძნელი ხდებოდა, იმიტომ რომ იტალიელებთან კონკურენცია ძნელი იყო მათი გეოგრაფიული მდებარეობისა და მათი კაპიტალების შედეგად, ხოლო ინგლისსა და საფრანგეთში ვაჭართა უკან იდგა მყარი ეროვნული ხელისუფლება. გერმანელ ვაჭრებს არ აკლდათ არც გერგილიანობა და არც ინიციატივა. როდესაც XV ს. მეორე ნახევრის გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა შეცვალა მთავარი სავაჭრო გზები და ძირი გამოუთხარა იტალიელთა როლს, სამხრეთ გერმანელმა ვაჭრებმა ძალზედ სწრაფად შეაფასეს ახალი პირობები და გამოჩნდნენ ესპანეთში, პორტუგალიაში და თვით კოლონიებშიც კი. ეს ახალი კავშირები ინარჩუნებდნენ, უმთავრესად, მრეწველობასთან და საკრედიტო საქმესთან (იქ სადაც ეს იყო განვითარებული) ერთად, სამხრეთ გერმანული და ნაწილობრივ რაინის ქალაქების ბრწყინვალებას XVI ს. კაპიტალები იზრდებოდა, და ამ მყარი ოქროს საფუძვლის ფუნდამენტზე ჰყვაოდა გერმანული კულტურაც (იხ. აღორძინება). გერმანიაში ჰუმანისტური კულტურის მთავარი შედეგი იდო ღვთისმეტყველების სფეროში. რაიხლინისა და ერაზმის თეოლოგიური შრომები ძალზედ სწრაფად მივიდა იმ საზღვრამდე, რომლის იქითაც იწყებოდა ერესი (მწვალებლობა). რომ არ ყოფილიყო სხვა მიზეზები, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს წმინდად იდეური მოძრაობა არ მიიყვანდა საქმეს რომთან ურთიერთობების გაწყვეტამდე. მაგრამ რადგანაც პაპობასთან მტრობისა და მისდამი უნდობლობის მიზეზები რამდენიც გინდათ იმდენი იყო, ამიტომ გერმანულმა ჰუმანიზმმა ნიადაგის სამსახური გაუწია რეფორმაციის მომზადებას.
ძალთა დაანგარიშებისას, რომელთა დამოკიდებულებასაც რომისადმი უნდა მიეცა ესა თუ ის მობრუნება გერმანიის ბედისა, იმპერატორი ჩამოწერილი უნდა ყოფილიყო ანგარიშებიდან: მაქსიმილიანის დამოკიდებულება პაპობისადმი ისევე გაურკვეველი გახლდათ, როგორც მთელი მისი პოლიტიკაც. სამაგიეროდ მთელი სხვა ხელმძღვანელი ძალები ქვეყანაში განწყობილი იყვნენ რომის წინააღმდეგ. და აქ მეტყველებდა არა რაიმენაირი არამდგრადი იდეური განწყობილებანი, არამედ სავსებით განსაზღვრული ინტერესი. მთავრები, რომელთაც არაფრით არ შეეძლოთ აეწყოთ თავანთი ფინანსური მეურნეობა და გამოენახათ მყარი წყარო თავიანთი ბიუროკრატიისა და, უმთავრესად, ჯარის შესანახად, სულ უფრო მზარდი გაბოროტებით უყურებდნენ იმას, თუ მათსავე საკუთარ სამფლობელოებში, პაპის მიერ დანიშნული ეპისკოპოსები და აბატები, როგორ ამოჰქაჩავდნენ შემოსავალს თავიანთი მსუყე მამულებიდან, და გერმანულ ოქროს აგზავნიდნენ რომში. გარდა ამისა, საუკეთესო მიწები გერმანიაში ეკუთვნოდა სასულიერო მთავრებს, ე. ი. კვლავ პაპის ვასალებს, მის მორჩილ იარაღებს. მთავრები განწყობილნი იყვნენ, რომისთვის მიეწერათ ის გარემოებაც, რომ იზრდებოდა მთავართა დავალიანება, რომ ქალაქების კაპიტალებიდან მათ მიერ აღებული ვალების ჯამი აღწევდა სულ უფრო და უფრო შთამბეჭდავ რიცხვს. მაგრამ თუკი ძლიერი სასულიერო სამთავროების არსებობა საერო მთავართა მხრიდან იწვევდა მხოლოდ გაბოროტებას, საიმპერიო რაინდობა, რომელიც განიცდიდა დაქვეითებული ეკონომიკური კონიუნქტურის მთელ გაჭირვებას, მდიდარ პრელატებს უყურებდა კბილების ღრჭენით. რაიმე რომ ეღონათ მათ წინააღმდეგ, რაინდებს არ შეეძლოთ: სასულიერო მთავრებს არაერთხელ ჩაუღრჩვიათ რაინდთა უკმაყოფილების აფეთქებანი. მხოლოდ საეკლესიო ქონების სეკულარიზაციაში ხედავდნენ რაინდები თავიანთი მდგომარეობის წინ წამოწევის მტკიცე შესაძლებლობას. შეგუებოდნენ ფულადი მეურნეობის მოთხოვნებს, მოეწყოთ მსხვილი სოფლის მეურნეობა, აღმოსავლური რაინდობის მსგავსად, მათ არ შეეძლოთ, ვინაიდან სამხრეთი არ იყო ჩართული პურით საერთაშორისო ვაჭრობის ტერიტორიაში. ამ დრომდე ისინი ცხოვრობდნენ საგლეხო ვალდებულებათა ხარჯზე, და, როდესაც გლეხობამ დაქვეითება დაიწყო, დაქვეითება დაიწყო რაინდობამაც. ომში რაინდთა ცხენოსანი ჯარი გამოდევნილ იქნა ლანდსკნეხტების მიერ; აქედან გამომდინარე, სამხედრო ნადავლი ასევე უკვე ვეღარ თამაშობდა როლს ეკონომიკური რესურსის სახით. როგორც კლასი, რაინდობა უკვე აღარავის არ სჭირდებოდა. უფრო მეტიც, იგი მავნე იყო, ვინაიდან აუცილებლობის გამო დაკავებული გახლდათ ყაჩაღობით. ყაჩაღობა XV ს. ბოლოსა და XVI ს. დასაწყისში არ იყო აზნაურთა მამაცური გასართობი, როგორც ეს გახლდათ მეფობათშორისის ხანაში. იგი გახლდათ იმ ადამიანთა სარეწი, რომლებიც სხვანაირად უნდა დაღუპულიყვნენ. სარეწი ძალზედ სახიფათო იყო. მხოლოდ არცთუ ბევრმა ბედნიერმა ზიკინჰენის, აბსბერგის, ბერლიჰინგენის მსგავსად, გარკვეულ დრომდე მოახერხა თავი დაეღწია სასჯელისგან საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული თავისი საქმიანობის გამო. ვინაიდან წესრიგის შენარჩუნებაში დაინტერესებული ყველა ელემენტი – მთავრები, ეპისკოპოსები, ქალაქები, – დაუნდობლად სპობდნენ რაინდ-ყაჩაღებს. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ რაინდთა დაქვეითება მივიდა უკანასკნელ ზღვრამდე. რაინდობა იმყოფებოდა სრულ გაღატაკებაში. როდესაც მთავრები XVI ს. დასაწყისში იწვევდნენ თავიანთი ვასალების ლაშქარს, ბევრ რაინდს არ შეეძლო გამოცხადებულიყო, ვინაიდან ერთს არ ჰყავდა ცხენი, მეორე ცხოვრობდა გლეხის ქოხში, მესამის მთელი შემოსავალი შეადგენდა 14 გულდენს წელიწადში. მათ ერთი რამ რჩებოდათ: უკანასკნელი გამოეწურათ გლეხებისგან და ეოცნებათ საეკლესიო მამულების მიტაცებაზე.
უფრო რთული იყო გერმანული საიმპერიო ბიურგერების სოციალური განწყობები და რომისადმი დამოკიდებულება. ვინაიდან ქონებრივმა ინტერესებმა უკვე გაავლეს ძალზედ კაშკაშა საზღვრები ქალაქის მოსახლების სხვადასხვა კლასებს შორის. ბიურგერობისთვის სულაც არ იყო სულ ერთი, რომ რომი მატერიალურად აუძლურებს გერმანიას, რომ ქვეყნის მიერ დაუსრულებელი ხარკის გადახდა კურიის სასარგებლოდ ანგრევს საშინაო ბაზარს. გარდა ამისა, ქალაქის მოსახლებას ეჩვენებოდა, რომ ეკლესიებისა და მონასტრების ქალაქში არსებული უძრავი ქონების: სკოლების, საავადმყოფოების, მოგზაურთა მისაღები სახლების (страннопрiимныхъ домовъ), დავრდომილთა თავშესაფრების – სეკულარიზაცია იქნება ოპერაცია, რომელიც თუკი განსაკუთრებით სათნო არ იქნება ღმერთისთვის, მეტად მომგებიანი იქნება ქალაქებისთვის. მაგრამ საერთოდ რომ ვთქვათ, მოსახლეობის სხვადასხვა ფენის დამოკიდებულება რომისადმი ერთნაირი არ ყოფილა. მას შემდეგ, რაც ამქრულმა მოძრაობებმა განაახლეს მმართველი ბურჟუაზიის შემადგენლობა, ქალაქებში დარჩა კიდევ ბევრი უკმაყოფილო ელემენტი, რომელმაც ვერ მიიღო თავისი წილი მმართველობაში. ეს ბორტს იქით დარჩენილი საამქროთა მუშები და ამქარსგარეშე პროლეტარიატი ბუნებრივია უნდობლად ეკიდებოდა საერო პატრიციატს, რომელსაც ჯიუტად არ სურდა ყურად ეღო არმქონე კლასების გაჭირვებანი. ვინაიდან იქაც კი, სადაც ამქართა გამარჯვება სრული იყო, და საბჭოებში სხდომებს აწყობდნენ მხოლოდ ხელოსნები ან ხელოსნობაში ჩაწერილი ადამიანები, საქალაქო კანონმდებლობა უწინდებურად მოძრაობდა მდიდარი ბიურგერობის ინტერესების მიერ გაყვანილ კალაპოტში. უკვე XV ს. ამ ნიადაგზე ხდებოდა მღელვარებანი. პროლეტარიატი ქარგლების მეთაურობით აწყობდა აჯანყებებს, რათა სინამდვილეში მოეხდინა საბჭოების დემოკრატიზაცია. მაგრამ ვერც ერთხელ ეს აჯანყებანი ვერ იქნა დაგვირგვინებული სერიოზული წარმატებით: ქარგლებს, თუკი მათ ზურგს უკან იგრძნობოდა ძალა, უკეთებდნენ რაღაც-რაღაც პროფესიულ დათმობებს და საქმეც ამით იფარგლებოდა. საქალაქო პროლეტარიატმა ვერ მოახერხა თუნდაც დროებითი პოლიტიკური შენაძენების გაკეთება, როგორც ეს თავის დროზე იყო იტალიაში. პროლეტარული უკმაყოფილების ამ აფეთქებებს ჰქონდა ის შედეგი, რომ ქალაქებში უფრო ნათლად დაისახა დაყოფა ორ ჯგუფად: პატრიციატად, რომლის შემადგენლობაც ახლა უკვე შერეული იყო, ვინაიდან ვაჭრებთან ერთად ახლა იქ იყვნენ ხელობათა ოსტატებიც, – და ხალხად. რომისადმი თავიანთ დამოკიდებულებაში ეს ორი ჯგუფი იდგა სულაც არა ერთნაირ თვალსაზრისზე. პატრიციატის პოზიცია ზოგადად მერყევი იყო. რაც უფრო სუფთა იყო უწინდელი ვაჭრული შემადგენლობა, მით უფრო რბილი გახლდათ პაპობისადმი დამოკიდებულებაც. მართალია, ვაჭრებსაც ჰქონდათ მიზეზები, რათა უკმაყოფილონი ყოფილიყვნენ. საეკლესიო მოსაკრებლების რომში გადაცემის კომისიონერებად უმეტეს წილად იყვნენ არა გერმანელი, არამედ იტალიელი ბანკირები. გერმანელთაგან ჩართულნი იყვნენ მხოლოდ ყველაზე უფრო მსხვილები: ფუგერები და სხვა. გარდა ამისა, ფულების ამოქაჩვა სამთავროებიდან მთავრებს აქცევდა სულ უფრო და უფრო არასაიმედო მოვალეებად, ხოლო ვაჭართა კაპიტალების მნიშვნელოვანი ნაწილი იდო მთავართა ვალებზე. მაგრამ ეს ეკონომიკური მოტივები არ ატარებდა უნივერსალურ ხასიათს: ვის ეხებოდა, ვის კი არა. სამაგიეროდ რომის სასარგებლოდ ვაჭართა პატრიციატში განსაკუთრებულად მეტყველებდა ბევრი ძველი ტრადიცია: მისი გარემოდან ძალზედ ხშირად ხდებოდა გერმანიის უმაღლესი სასულიერო წოდების შევსება, ქალაქებში არისტოკრატიზმის ნიშანი გახლდათ ეპისკოპოსთან ან აბატთან მეგობრობა, და სხვა. მართალია, იქ, სადაც ხელოსნებმა გამარჯვების შემდეგ განაახლეს პატრიციატის შემადგენლობა, – დამოკიდებულება უკვე სხვანაირი იყო, და რაც უფრო ნაკლებად რჩებოდნენ ქალაქში ძველი Geschlechter-ების წარმომადგენლები, მით უფრო ოპოზიციურად იყვნენ განწყობილი პატრიციები. მაგრამ რომისადმი ვინც იყო განწყობილი არა მხოლოდ ოპოზიციურად, არამედ ნამდვილად რევოლუციურად, – ეს გახლდათ ქალაქის პროლეტარიატი, რომელსაც ექსპლუატაციას უწევდნენ ხარბი ბერ-მონაზვნები და მღვდლები. მხოლოდ ინდულგენციების გაყიდვას, რომელიც უკანასკნელ გროშებს სწოვდა ღარიბს, შეეძლო უნარიანი პროპაგანდის დროს გამოეწვია ნამდვილი აფეთქება. ხოლო ამგვარი პროპაგანდის ნაკლებობა კი უკვე დიდი ხანია არ ყოფილა; მასზე ზრუნავდა ლიტერატურა.
დაბოლოს გლეხობა სასულიერო წოდებისადმი განიცდიდა ნამდვილ სიძულვილს. მისი მდგომარეობა უკვე დიდი ხანია, XIV ს.-დან, გაუჩერებლად უარესდებოდა მრავალი მიზეზის გამო. უწინარეს ყოვლისა შეწყდა აღმოსავლეთის კოლონიზაცია. პოლონელებმა და ლიტველებმა თანდათანობით გააჩერეს გერმანული მოწოლა. თავისუფალი მიწები ცოტა იყო. აღარსად შეიძლებოდა მოეწოდებინათ გლეხებისთვის შიდა გერმანიიდან. მეორე, გერმანულმა კანონმდებლობამ Pfahlbürger-ების შესახებ, და კიდევ უფრო მეტად ბუნებრივმა მიზეზებმა გააკეთეს ის, რომ ქალაქებმა პრაქტიკულად შეწყვიტეს თავიანთ წიაღში გლეხების შემოშვება. მათ უკვე დაასრულეს ბრძოლა არსებობისთვის; მათი სამეურნეო მდგომარეობა მტკიცე იყო; ახლა მოქალაქედ ყოფნა ნიშნავდა მთელ რიგ სარგებელთან თანაზიარების უფლებას. უწინდებურად თავისთან გლეხების შემოშვება შეღავათიან პირობებში ნიშნავდა მხოლოდ საქალაქო პროლეტარიატის გაზრდას. ამიტომ გლეხური იმიგრაციის მფარველობა დასრულდა და ქალაქებმა ბრძოლა დაიწყეს გლეხთა მასების გაძლიერებული შემოსვლის (наплывъ) წინააღმდეგ. ასე გლეხებს წაართვეს ორი გამოსავალი, რომლებიც ყოველთვის რჩებოდა მათ განკარგულებაში, ორი იარაღი, რომლებითაც ისინი ყოველთვის ემუქრებოდნენ მემამულეებს, თუკი ეს უკანასკნელნი იწყებდნენ მათ შევიწროვებას. მემამულეებმა, თავის მხრივ დაკარგეს ყველა მიზეზი, რათა ისინი უფრო მეტად რბილები ყოფილიყვნენ გლეხებთან მიმართებაში და ჰუმანურები მათ მიმართ თავიანთ მოთხოვნებში. მათ თავზე უკვე აღარ ეკიდა დამოკლეს მახვილი – მამულების გაუკაცურება. მათ ისარგებლეს გამოჩენილი შესაძლებლობებით, რათა აენაზღაურებინათ დანაკარგები. ექსპლუატაციის გაძლიერებისთვის მემამულეებს ახალისებდა კიდევ ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი გარემოებაც. მსოფლიო ბაზრის მდგომარეობა უკვე აღარ რჩებოდა ხელსაყრელი მიწათმოქმედებისთვის, განსაკუთრებით წვრილი მიწათმოქმედებისა. სამეურნეო ცხოვრების სიმძიმის ცენტრი სულ უფრო და უფრო მეტად გადაიტანებოდა სავაჭრო, სამრეწველო და საკრედიტო კაპიტალზე. მიწის რენტა ეცემოდა. მემამულეთა საქმეები სულ უფრო და უფრო უარესად მიდიოდა. ამასობაში ცხოვრების წესი (жизненный укладъ) რთულდებოდა, მოთხოვნილებათა საერთო დონე უფრო მაღლა იწევდა. საერო ცხოვრების წესის მოთხოვნებსა და მამულებიდან მოკრძალებულ შემოსავლებს შორის წონასწორობის შენარჩუნება სულ უფრო და უფრო ძნელი ხდებოდა. ყველა ამ ცვლილების გამო უნდა ეზღოთ გლეხებს. გაიზარდა ღალა და ნატურალური ვალდებულებანი, უფრო მძიმე შეიქნა ბეგარა, გამკაცრდა სავარგულებით სარგებლობის პირობები. გლეხებთან დამოკიდებულებაში გაქრა ადამიანურობის მთელი ნარჩენებიც. მემაულენი და მათი მსახურები აკეთებდნენ ყველაფერს, რათა გამოეწვიათ გლეხკაცში წინააღმდეგობა და მიეღოთ საფუძველი რათა მიეზიდათ იგი არასწორი სასამართლოსკენ (притянуть его къ неправому, кляузному суду). რეციპირებული რომაული სამართალი გახლდათ ახალი კაპიტალისტური წყობილების მიერ ნაშობი ერთადერთი რამ, რაც მომგებიანი იყო მემამულისთვის. მას გლეხები მოჰყავდა რომაელ მოიჯარადრეთა ანუ კოლონების ცნების ქვეშ, სრულებით არ უყურებდა მათ ძირძველ იურიდიულ მდგომარეობას და დაუნდობლად ათანაბრებდა ერთი ყმა-გლეხური საზომით თავისუფალ და საპატრონატო გლეხებს. შემდეგ იურისტები სისტემატიურად აღიარებდნენ მემამულეს ალმენდის მესაკუთრედ, ართმევდნენ რა, ასეთნაირად, გლეხებს იურიდიულად მთელ სავარგულებს. დაუნდობლად აყალბებდნენ საბუთებს, და სასამართლოებს შესანიშნავად სჯეროდათ ამ ფალსიფიკაციებისა. საკუთარ მემამულეებზე ჩივილი აკრძალული იყო 1500 წლის აუგსბურგის სეიმის დადგენილებით. სწორედ ამ დროს მიეკუთვნება ფრთიანი ფრაზის გაჩენა Juristen – böse Christen, რომლითაც ყველა დაჩაგრული ჰგმობს სასამართლოს უსამართლობას. დაბოლოს, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის, რომ მოსახლეობის ზრდისა და კოლონიზაციის არარსებობის შედეგად, თავად გლეხთა ნაკვეთების დაქუცმაცება დაიწყეს სულ უფრო და უფრო მეტად. საკმარისია ითქვას, რომ ნორმალური ნაკვეთი იყო გუფის მეოთხედი (2 დესეტინაზე ნაკლები); ამის იქით უკვე ვეღარსად წახვიდოდი, და თავად მემამულეებიც არ აძლევდნენ ნაკვეთების უფრო მეტად დაქუცმაცების უფლებას. გლეხები არ რჩებოდნენ ამ სამწუხარო ცვლილებათა პასიურ მსხვერპლად. ჰუსიტური მოძრაობის შემდეგ, რომელიც ასევე მნიშვნელოვან წილად გახლდათ გლეხური მოძრაობა, ცალკეული აფეთქებანი თითქმის არ წყდება. 1476 წ. ტაუბერჰუნდში აჯანყების ტალღა ააგორა მწყემსმა ჰანს ბეჰაიმმა (“ვანკა დუდარმა”), რომელიც ანვითარებდა უკიდურესად რადიკალურ პოლიტიკურ და სოციალურ პროგრამას. რამდენადმე უფრო გვიან სამხრეთსა და სამხრეთ-დასავლეთში გლეხები კვლავ იწყებენ მღელვარებას და დროშის ნაცვლად აღმართავენ გლეხურ ქალამანს, გლეხთა სიღატაკისა და გლეხთა უკმაყოფილების სიმბოლოს. ცალკეული აჯანყებები გრძელდება თვით 1510 წ.-მდე; 1512 წ. მზადდებოდა იოსტა ფრიცის შეთქმულება, რომელიც გახსნილ იქნა ღალატის წყალობით, ხოლო 1513-14 წწ. შვეიცარიის ნაწილი და ვიურტემბერგი იქცევიან მსხვილი გლეხური მოძრაობის არენად, და ეს მოძრაობა ცნობილია “საწყალი კონრადის” სახელწოდებით. ამავდროულად მიდის მოძრაობანი ავსტრიასა და უნგრეთში (იხ. დოჟა). არაფერი არ არის გასაკვირი, რომ გლეხისთვის, რომელიც თითქმის გაჭყლეტილი იყო მემამულრი ვალდებულებების სიმძიმის ქვეშ, კიდევ საეკლესიო მეათედის გადახდაც ნამდვილ წამებად იქცეოდა. მეათედის სიმძიმეს იგი გრძნობდა რატომღაც განსაკუთრებით მწვავედ და მოთხოვნასაც მისი გაუქმების შესახებ ყოველთვის პირველ რიგში აყენებდა. ბეჰაიმი, მაგალითად, პირდაპირ მოუწოდებდა მღვდელთა დარბევისკენ, ამტკიცებდა რა, რომ თითოეული, რომელიც მოკლავს 30 მღვდელს, მიიღებს ჯილდოს ღმერთისგან. უარყოფითი დამოკიდებულება ეკლესიისადმი გამჭოლად მოჩანდა იოსტა ფრიცის თეზისებშიცა და საწყალი კონრადის მანიფესტებშიც.
ასე, მაქსიმილიანის შვილიშვილისა და მენაცვალის კარლ V-ის (1519-1556) ტახტზე ასვლის დროისთვის გერმანიაში იზრდებოდა ორი პარალელური განწყობა. შეძლების არმქონენი და გაღარიბებულნი, გაჭირვების უკანასკნელ ზღვრამდე მიყვანილები, აღსავსენი იყვნენ რევოლუციური განწყობილებით. ეს იყო სამი ჯგუფი: რაინდული პროლეტარიატი, საქალაქო პროლეტარიატი და საგლეხო პროლეტარიატი. ისინი ვერ ხედავდნენ სხვა გამოსავალს თავიანთი მდგომარეობიდან, ძალადობრივი გადატრიალების გარდა. ეს სამი კლასი ხომ გააფთრებული იყო პაპობის წინააღმდეგ, ვინაიდან ეკლესია გახლდათ მათი უშუალო ექსპლუატატორების რიცხვში. მაგრამ მათი გაბოროტება მიმართული იყო არა მხოლოდ ეკლესიის წინააღმდეგ. თითოეულ ჯგუფს ჰყავა თავისი სპეციფიური მტერი. რაინდებისთვის ესენი იყვნენ მთავრები, ქალაქების ღარიბებისთვის – პატრიციატები, ყმა-გლეხებისთვის – მემამულენი. მაგრამ ეკლესია გახლდათ საერთო მტერი და მისდამი სიძულვილში ეს სამივე ჯგუფი ერთიანდემოდა არა მხოლოდ ურთიერთ შორის, არამედ ძალმოსილ საერო მთავრებთან და, ნაწილობრივ, საქალაქო პატრიციატთანაც. როდესაც ლუთერის ქადაგებამ გამოსავალი მისცა მთელ დაგროვილ სოციალურ უკმაყოფილებებს, საეკლესიო რეფორმაცია ყველაზე უფრო ბუნებრივი სახით გართულდა სამი კლასობრივი რევოლუციით; სარაინდო, საგლეხო და საქალაქო რევოლუციებით. სამივე იყო ერთმანეთისგან იზოლირებული და ამიტომ დასრულდა წარუმატებლად. სამაგიეროდ ეკლესიის წინააღმდეგ აღმართულ ძლევამოსილ სოციალურ რევოლუციასთან ბრძოლაში უძლური აღმოჩნდა რომი, თუმცა კი მას ეხმარებოდა იმპერატორიც.
სოციალური, პოლიტიკური და იდეური მოვლენების რთულ ჯაჭვში, რომლებიც ერთიანდება გერმანული რეფორმაციის სახელწოდებით, საჭიროა განვასხვავებდეთ სულ მცირე, ფაქტების ორ ჯგუფს. თავიანთი წარმოშობის მიხედვით ეს ორი ჯგუფი დამოუკიდებელია ერთი-მეორისგან, მაგრამ თავიანთ განვითარებაში ისინი ისე ჭიდროდ შეირწყნენ, რომ თუკი მხედველობიდან გამოგვრჩება ერთი, მაშინ არა მარტო გაუგებარი იქნება მეორე, არამედ XVI საუკუნის პირველი ნახევრის გერმანული ცხოვრების მთელი კოლოსალური გარდატეხაც კი ბოლომდე გამოურკვეველი დარჩება. ერთი ჯგუფი – ეს არის ყველაფერი ის, რაც დაკავშირებულია ლუთერის ქადაგებასთან. მისი ფესვები ქალაქების განვითარების თავისებურებაშია, ვინაიდან სწორედ ქალაქები იყვნენ იმ ახალი იდეოლოგიის აკვანი, რომელმაც ბოლოს და ბოლოს მოგვცა ახალი რელიგია (იხ. აღორძინება), რადგანაც სწორედ ქალაქებში, ვაჭრის ფსიქიკაში, ახალი ადამიანის ფსიქიკაში, რომელიც ამდენად განსხვავდებოდა შუასაუკუნეობრივი ფსიქიკისგან, გარდატყდებოდა რა ვიმფელინგისა და ცელტესის, რაიხლინისა და ერაზმის ფსიქიკის გავლით (მეშვეობით), პიროვნების იდეა მივიდა რწმენის მოთხოვნამდე საკუთარი ნიმუშის მიხედვით, და არა საეკლესიო ნიმუშისა (идея личности пришла къ требованiю веры на собственный, а не на церковный образецъ). მეორე ჯგუფი – ეს არის მთელი სოციალური და პოლიტიკური ვითარება, რომელმაც გააკეთა ის, რომ როდესაც გაისმა გაბედული და თავისუფალი ქადაგება, ეკლესია უძლური აღმოჩნდა მის დასაღრჩობად ისე, როგორც დააღრჩო ჰუსის ქადაგება, რომ ლუთერი არ აუყვანიათ კოცონზე ქაღალდის ჩაჩით თავდაბურული, არამედ იგი იქცა გერმანიის ეროვნულ გმირად.
ლუთერის ქადაგების წარმატების პირველი მიზეზი გახლდათ ის, რომ იგი ღრმად ეროვნულია. ის, რომ ავგუსტინელი მონაზონის, ვიტენბერგში პროფესორის სულში დაგროვდა ბევრი დოგმატური ეჭვი, სულაც არ გახლდათ განსაკუთრებული მოვლენა. ერაზმისა და რაიხლინის შემდეგ ასეთი ეჭვები ადვილად იპარებოდა ცოტათი მაინც დაფიქრებული ადამიანის სულში. ლუთერს რომ დაეწყო მათი გადმოცემა თვალში საცემი საზოგადოებრივი საბაბის (მიზეზის) გარეშე, მაშინ მისი ხმა ჩაიკარგებოდა ჰუმანისტ-ეგზეგეტების ხმების გუნდში. მაგრამ ლუთერის გენია სწორედ იმაში აღმოჩნდა, რომ მან გაიგო მომენტის ძირითადი აუცილებლობა: დაეკავშირებინა თავისი დოგმატური სიახლეები ყველასა და თითოეულისთვის გასაგებ საზოგადოებრივ მოვლენასთან. ასეთი მოვლენა გახლდათ ტეცელის მიერ ინდულგენციების გაყიდვა ვიტენბერგის შემოგარენში. ინდულგენციები იყო საერთო სატკივარი, ერთერთი გერმანულ ეროვნულ სატკივართაგან, და როდესაც 1517 წ. ვიტენბერგის ერთერთი ეკლესიის კარებზე გამოჩნდა 95 ლუთერისეული თეზისი, რომელთა ამოსავალი პუნქტიც გახლდათ პროტესტი ინდულგენციების წინააღმდეგ, – ყველა თეზისი უმალვე იქცა ეროვნული ოპოზიციის პროგრამად რომის წინააღმდეგ. ორ კვირაში თეზისების ასლები გავრცელდა მთელ გერმანიაში. დოგმატური პროგრამა თეზისებში ნათელი არ იყო, შესაძლოა, წინასწარგანზრახულადაც. მაგრამ სწორედ ეს არ იყო კიდეც მნიშვნელოვანი იმ მომენტში. მნიშვნელოვანი იყო პროტესტი პაპური ექსპლუატაციის ერთერთი მთავარი იარაღის წინააღმდეგ. იგი დააფასეს, მას მიესალმა ყველა დაწყებული უკანასკნელი ქალაქელი მედღეური მუშიდან და დამთავრებული საქსონიის ძალმოსილი კურფიურსტით, ფრიდრიხ ბრძენით. როდესაც ლუთერი პასუხის გებისთვის მოითხოვეს რომში, ფრიდრიხმა აიყვანა იგი თავის მფარველობის ქვეშ და ისე მოაწყო, რომ რომში სახიფათო გამგზავრების ნაცვლად, ლუთერს ნება დართეს გამართლებულიყო პაპის ლეგატის, კარდინალ კაეტანის წინაშე, აუგსბურგში (1518). თავის მართლებიდან, რა თქმა უნდა, არაფერი გამოვიდა, ისევე როგორც ლაიფციგის დისპუტიდანაც ეკთან (съ Эккомъ) 1519 წ. ცოდვების მიტევება ლუთერმა ვერ მიიღო ვერც ერთგან და ვერც მეორეგან. პირიქით, ურთიერთობები კიდევ უფრო მწვავე გახდა, და ეკმა დაიწყო მოთხოვნა, რათა ლუთერი ეკლესიისგან განეკვეთათ. რომთან დავა გრძელდებოდა უკვე თითქმის სამ წელიწადს და ღრმად აამოძრავა (глубоко всколыхнула) ქვეყანა. ყველაფერი, რაც იყო განაწყენებული რომის მიერ, უკმაყოფილო მისით, – და ჩვენ ვიცით, რომ დაჩაგრულები და უკმაყოფილონი საკმარისად იყვნენ, – ყველაფერი იყო ლუთერის მხარეზე. მას მხურვალედ მიესალმენ ჰუმანისტები. მელანქტონი მთელი ცხოვრების მანძილზე მიეწება მას. ფიცხი (მგზნებარე) გუთენი გამამხნევებელ წერილებს უგზავნიდა. ნაწილობრივ ძველ გზაზე დაბრუნების შეუძლებლობამ, ნაწილობრივ კი აუცილებლობის შეგნებამ, რომ კიდევ უფრო მეტად გაესვა ხაზი მის მიერ დაწყებული რეფორმის საქმის ეროვნული ხასიათისთვის, აიძულეს ლუთერი, რათა მჭიდროდ შეერწყა რელიგიის დოგმატური განახლების საქმე ეროვნული ბრძოლის საქმესთან რომის, როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური ძალის წინააღმდეგ. ამიტომ 1520 წ. მან გამოუშვა, ერთი-მეორის მიყოლებით, სამი თხზულება: წმინდად პუბლიცისტური წერილი “მისი იმპერატორობითი უდიდებულესობისა და გერმანელი ერის ქრისტიანული თავადაზნაურობისადმი” და დოგმატური ტრაქტატები: “ეკლესიის ბაბილონური ტყვეობის შესახებ” და “ქრისტიანის თავისუფლების შესახებ”. პირველი კიდევ ერთხელ დაწვრილებით და მჭერმეტყველურად ახდენდა რომის წინააღმდეგ ეროვნული ოპოზიციის პუნქტების ფორმულირებას. აქ იყო მოთხოვნაც ანატების (аннаты) არგადახდის შესახებ და პროტესტიც ეპისკოპოსების რომიდან დანიშვნის წინააღმდეგ, და ბევრი სხვაც. (ლუთერისეული დოგმატიკის თაობაზე იხ. რეფორმაცია და ლუთერი). ამ სამ პატარა ბროშურაში მოცემულია არსებითად მთელი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი თეორიული დასაბუთება რეფორმაციისა. ასევე არც რომს ეძინა. 1520 წ. 15 ივნისის ბულა, რომელიც განკვეთავდა ლუთერს, თავიდან პირობით – იმ შემთხვევაში, თუ არ შეინანებდა, – ხელთ ჰქონდა ეკს, და იგი ქმედითად შეუდგა მის გავრცელებას. მაგრამ ეს მძიმედ მიდიოდა. მხოლოდ რამდენიმე ეპისკოპოსი დაეთანხმა მის გაკვრაზე. ერფრუტის უნივერსიტეტმა, ერთერთმა ჰუმანისტიკურმა ბუდემ, უბრალოდ უარი თქვა მის მიღებაზე. ვიტენბერგის უნივერსიტეტმა კი უარყო იგი იმ საბაბით, რომ იგი ყალბია. იმავე საფუძველზე არ აღიარა იგი კურფიურსტმა ფრიდრიხ საქსონელმაც. ლუთერმა 10 დეკებერს მოაწყო მისი საზეიმო აუტო-და-ფე ვიტენბერგის კედლებს გარეთ. მაშინ (1521 წ. 3 იანვარს) გამოჩნდა მეორე ბულაც, რომელიც უკვე უპირობოდ განკვეთდა ლუთერს კათოლიკური ეკლესიიდან.
ახლა ყველაფერი დამოკიდებული იყო იმაზე, თუ როგორ ჩამოყალიბდებოდა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალების თანაფარდობა ქვეყანაში. და უწინარეს ყოვლისა ბევრი რამ იყო დამოკიდებული იმაზე, თუ რომელ პოზიციაზე დადგებოდა ახალი მეფე. კარლ V-ის არჩევა შედგა ლაიფციგის დისპუტამდე რამდენიმე დღით ადრე. მას წინ უძღოდა ხანგრძლივი მოლაპარაკებები, რომელთა განმავლობაშიც იხლართებოდა და ისევ იხსნებოდა ინტრიგები, წკრიალებდა ოქრო, რომელიც მიედინებოდა კურფიურსტების ხაზინებში, გააფთრებულ ბრძოლას აწარმოებდნენ კარლის მომხრეები საფრანგეთის მეფის, ფრანცისკ I-ის მომხრეებთან. ბოლოს და ბოლოს, რათა მიეღო გერმანიის გვირგვინი, კარლს მოუწია ქედმოხრილს გაევლო მთავრების მიერ დაყენებული კავდინის უღლის ქვეშ (подъ кавдинскимъ ярмомъ). უკანასკნელად გადაწყვიტეს მთავრებმა დაემალათ თავიანთი პარტიკულარიზმი ფედერალისტური შესახედაობის მიღმა. კარლის საარჩევნო კაპიტულაცია შეიცავდა დათმობებს წმინდად ფედერალისტური სულისკვეთებით. მან ვალდებულება აიღო აღედგინა საიმპერიო მმართველი კოლეგია Reichsregiment, რომლის შიშველ სახელწოდებამდე დაყვანაც განსაკუთრებული შრომის გარეშე შეძლო ჯერ კიდევ მაქსიმილიანმა. Reichsregiment-ის მთავართა პროექტი მეტად გადამჭრელი (გაბედული) იყო. იგი საიმპერატორო გვირგვინისგან უბრალო სამკაულს ჰქმნიდა, ქალაქებს მთლიანად ართმევდა მათ პოლიტიკურ როლს, ხოლო ძალაუფლების მთელ პოლიოტას კი გადასცემდა მთავართა ხელში. 1521 წლის ვორმსის სეიმზე მიდიოდა ხანგრძლივი მოლაპარაკებები იმპერატორსა და მთავრებს შორის, და საბოლოოდ ქალაქების დახმარებით კარლმა მოახერხა მთავართა ოსტატური ინტრიგის ბასრი პირის ჩამოტეხვა. “საიმპერიო მთავრობა” – ასეთი გახლდათ კომპრომისი – იმოქმედებს დამოუკიდევლად მხოლოდ იმპერატორის არყოფნისას; მისი ყოფნის დროს კი ამ ორგანოს ექნება სათათბირო სახელმწიფო საბჭოს როლი. ამასთან საგარეო პოლიტიკას იმპერატორი საერთოდ თავისთან იტოვებდა, ხოლო თავისი არყოფნის დროისთვის კი იზრუნა, რომ მიეცა გერმანიისთვის მეფისნაცვალი თავის ძმის ფერდინანდის სახით. მაგრამ თვით ამ შეზღუდვებითაც კი მთვარების ძალაუფლება უზარმაზარი უნდა ყოფილიყო. ფერდინანდი ახალგაზრდა გახლდათ, გერმანული თითქმის არ ესმოდა და ძალაუნებურად Reichsregiment-ში თავმჯდომარეობა უნდა დაეთმო ერთერთი მთავრისთვის, პფალცის კურფიურსტისთვის. კარლი დიდი ხნით გაემგზავრა და თავით გადაეშვა საფრანგეთთან და რომთან ბრძოლის რთულ პერიპეტიებში. მთავრებს გერმანიაში საკმარისი სივრცე რჩებოდათ.
ლუთერისა და რეფორმის საქმისთვის ეს იყო უზარმაზარი, მოულოდნელი ბედნიერება. ამავე 1521 წ. ვორმსის სეიმზე სადაც განიხილავდნენ გერმანიის პოლიტიკურ რეფორმას, მსჯელობდნენ ლუთერის ქადგებასთან დაკავშირებულ საკითხებზეც. კარლმა მოასწრო საკმარისი ზომით ნათლად (მკაფიოდ) განესაზღვრა თავისი დამოკიდებულება რეფორმის ქადაგებისადმი. ახალგაზრდა იმპერატორს, რომელიც მთლიანად აღსავსე გახლდათ ფანტასტიკური ოცნებებით კარლოს დიდის კოსმოპოლიტური მონარქიის აღდგენის შესახებ, არ შეეძლო შერიგებოდა იმას, რომ კათოლიციზმისთვის, ამ ყველაზე უფრო არსებითი კოსმოპოლიტური შემდუღებლისთვის, გერმანიაში მიყენებული იქნებოდა სერიოზული დარტყმა. ლუთერი გამოძახებულ იქნა სეიმზე, სადაც მისგან მოითხოვეს უარის თქმა თავის ერესზე. მან უპასუხა თავისი სახელგანთქმული სიტყვებით “Hier stehe ich. Ich kann nicht anderes”, და მხოლოდ მთავართა თანადგომის შედეგად იქნა გაშვებული უვნებლად. ასევე მთავრებმა ფრიდრიხ საქსონელის სახით გადაარჩინეს იგი, როდესაც იმპერატორმა გამოაცხადა მის წინააღმდეგ ოპალა (შერისხვა). ლუთერმა მისთვის დამახასიათებელი პრაქტიკული გუმანით მაშინვე გამოიყვანა ყველა შედეგი შექმნილი მდგომარეობიდან. იმპერატორის არყოფნისას გადამწყვეტი პოლიტიკური ძალა გერმანიაში იყვნენ მთავრები. დაემყარბოდა რა მათზე, მას შეეძლო გაემარჯვა. გაწყვეტდა რა ურთიერთობებს მათთან, იგი გარდაუვალად უნდა დაღუპულიყო. ერთხელ დაუდგინა რა საკუთარ თავს ეს თვალსაზრისი, ლუთერი უკვე მასზე მტკიცედ იდგა. და მას მალევე დასჭირდა საკუთარი თავის ფლობის მთელი მისეული უნარის მოშველიება, როდესაც მთელ გერმაიაში დაიწყო რევოლუციის ერთი-მეორეზე უფრო მაღალი ტალღების მიმოქცევა.
რელიგიური ინდივიდუალიზმისა და დადგენილ საეკლესიო დოგმატიკასთან ურთიერთობების გაწყვეტის ქადაგება ადვილად აღვიძებდა იმ ხანად რევოლუციურ განწყობებს. ამაში არაფერი არ არის გასაკვირი. საზოგადოებრივი ქვედა ფენების შეგნება მაინც იყო რელიგიურ თვალსაზრისთა ძალაუფლებაში: ჰუმანისტური კულტურა გახლდათ ბიურგერობის ზედა ფენების მონაპოვარი. როდესაც რელიგიური ქადაგება ადამიანთა საუკუნოებით დაბნელებულ შეგნებაში ამსხვრევდა ძირითად იდეურ ავტორიტეტს, ეკლესიის ავტორიტეტს, მასში, უწინარეს ყოვლისა, ხმას იმაღლებდა ყველაზე უფრო მტკივნეული: სოციალური უკმაყოფილება. ამ მომენტამდე მისი შეკავება ხდებოდა აღიარებული რელიგიური ავტორიტეტით. ვინაიდან როგორი სიძულვილიც არ უნდა ჰქონოდათ ადამიანებს სასულიერო წოდების მიმართ, რელიგიური სტიქია მათში შემთხვევათა უზარმაზარ უმრავლესობაში რჩებოდა ხელუხლებელი. ახლა ახალი სარწმუნოების ქადაგება ანგრევდა ძველ რელიგიურ შემკავებელს – და სოციალური პროტესტების აჩრდლებმა ყოველი მხრიდან დაიწყეს აღმართვა.
პირველმა იფეთქა საქალაქო რევოლუციამ. იგი ვერ გადაიქცა საქალაქო პროლეტარიატის საერთო აჯანყებად სხვადასხვა მიზეზების გამო და, უწინარეს ყოვლისა, იმიტომ, რომ რეფორმაციამ ქალაქის დაბალ ფენებს მოუსწრო უკვე მნიშვნელვანი ზომით გამოფიტულებს: XV ს. მათ გადაიტანეს არაერთი აჯანყება და არაერთი დაწყნარება. ამის გამო საქალაქო რევოლუცია შედგებოდა განცალკევებული აფეთქებებისგან, რომლებიც ძალზედ დაშორებული იყვნენ ერთი-მეორისგან ადგილისა და დროის მიხედვით. მოძრაობა დაიწყო საქსონიის სამთო მრეწველობის სამეფოში. ცვიკკაუს გარშემო განლაგებული სარეწების სამთომუშები უკვე დიდი ხანი იყო რაც აწარმოებდნენ ბრძოლას მეწარმეებთან ხელფასების გამო. ფასების რევოლუციის შედეგები ძალზედ ძლიერად იგრძნობოდა. ის ხელფასი, რომელზედაც ოცდაათი წლის წინ ისე შეიძლებოდა გეცხოვრა, რომ არ გეშიმშილა, ახლა გადაიქცა მშიერ ანაზღაურებად: ისე დაეცა ფულის ფასეულობა. შიმშილით აგზნებულ ამ ნიადაგზე უკვე დიდი ხანია მუშაობდა ჰუსიზმის ეპიგონების ქადაგება, ხოლო როდესაც აქ მოვიდა ცნობა იმის შესახებ, რომ გერმანიას მოუწოდებენ პაპობის უღლის დამხობისკენ, განწყობილება კიდევ უფრო შემჭიდროვდა (настроенiе сгустилось). სარეწებიდან იგი გადაეცა ცვიკკაუში, მიიმხრო მაუდსაქსოვების ქარგლები, და მთელმა ამ ელემენტებმა საერთო ძალებით დააარსეს ცვიკკაუში ანაბაპტისტების (იხ. II, 535) მთელი თემი. მას სათავეში ჩაუდგა ორი ნიჭიერი ადამიანი, ნიკოლაუს შტორხი და თომას მიუნცერი. მათი სოციალური პროგრამა სუფთა კომუნიზმი არ ყოფილა. მან მიიზიდა არა მხოლოდ საქალაქო პროლეტარიატი, არამედ გავრცელება დაიწყო შემოგარენის გლეხებს შორისაც. როდესაც პროპაგანდა გაძლიერდა, საქალაქო ხელისფლებამ იჩქარა შტორხის, მიუნცერისა და ზოგიერთი სხვა “წინასწარმეტყველის” განდევნა, როგორც უწოდებდნენ კომუნისტური ანაბაპტიზმის ბელადებს. შტორხი გაემართა პირდაპირ ვიტენბერგში, მიუნცერი – თავიდან პრაღაში, შემდეგ ალშტედტში, მათი ამხანაგები კი წავიდ-წამვიდნენ სამხრეთ გერმანიის ქალაქებში. ეს გახლდათ 5121 წ. ბოლო. შტორხის წარმატება ვიტენბერგში დიდი იყო. კარლშტადტი, ლუთერის პირველი გამოსვლების უახლოესი ამხანაგი, გადავიდა ანაბაპტისტების მხარეზე, მელანქტონმა მერყეობა დაიწყო. გეგონებოდათ, რომ კიდევ ცოტაც – და ვიტენბერგი იქნება საქალაქო დემოკრატიის ხელში. ლუთერმა, რომელსაც ამ ხანებში ვართბურგში სასჯელისგან იფარავდა კურფიურსტი ფრიდრიხი, მაშინვე შეაფასა მდგომარეობა. განგაშით მოცულმა, დატოვა მან თავისი მშვიდი თავშესაფარი, გამოცხადდა ვიტენბერგში (1522 წ. მარტი) და ძალზედ სწრაფად დაანგრია კარლშტადტის ძალისხმევის მთელი ნაყოფები. კარლშტადტი განდევნეს, და ქალაქიც დამშვიდდა. მიუნცერს ალშტედტში, სადაც იგი ცხოვრობდა 1523 წ. დასაწყისიდან 1524 წ. აგვისტომდე, თავიდან ჰქონდა წარმატება; მან მოახერხა პროლეტარიატის გატაცება თავისი ცეცხლოვანი ქადაგებებით მდიდართა წინააღმდეგ. მაგრამ ძალიან მალე მას ისევ მოუხდა გაქცევა. ხანმოკლე წარმატება ახლდა თან შემდეგ მის ქადაგებას მიულჰაუზენშიც.
იქვე უკვე 1523 წ. დასაწყისიდან გამოჩნდა გამოქცეული მონაზონი პფაიფერი, ახალი სარწმუნოების ერთერთი მოხეტიალე მქადაგებელთაგანი. მას ჰქონდა დიდი წარმატება. მისმა ქადაგებამ აღმართა ნამდვილი რევოლუცია. პროლეტარიატმა მოითხოვა, რათა პატრიციულ საბჭოს შეემცირებინა გადასახადები, გაენაწილებინა ისინი უფრო სამართლიანად და თავის გარემოში დაეშვა თემიდან არჩეულებიც. როდესაც საბჭომ უარყო მათი მოთხოვნები, პროლეტარიატი ფეხზე დადგა და გაძარცვა მონასტრები. საბჭომ დაუთმო. ეს იყო ივლისში, ხოლო ავისტოში კი გამოჩნდა მიუნცერი, რომელმაც დაიწყო კომუნიზმის ქადაგება. სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეშინებულმა საბჭომ დახმარებისთვის მიმართა მთავრებს. უკვე სექტებერში მიუნცერი და პფაიფერი განდევნილ იქნენ და დაიწყეს აგიტაცია გლეხებს შორის. გლეხთა აჯანყებაში ჰპოვეს კიდეც მათ თავიანთი დაღუპვა. მაგრამ, კომუნისტური საქალაქო რევოლუცია არ მომკვდარა არც ახლა, არც გლეხობის დაწყნარების შემდეგ. იგი გადაეცემოდა ქალაქიდან ქალაქში, სანამ წრიული გზით არ მოვიდა, ამსტერდამის გავლით, მიუნსტერში. იქ (1534-35) მან მოგვცა თავისი უკანასკნელი, დიდებული და ტრაგიკული ეპოპეა (იხ. ანაბაპტისტები).
საქალაქო პროლეტარული რევოლუციების პერიოდში ხანმოკლე აფეთქებად შემოიჭრა აზნაურთა რევოლუციაც. რაინდობა სულ დასაწყისიდანვე აღტაცებით ხვდებოდა ახალი სარწმუნოების ქადაგებას. განსაკუთრებით ლოტარინგიასა და ფრანკონიაში, სადაც სასულიერო სამფლობელოები ყველაზე უფრო მეტად აცდუნებდა ღარიბ რაინდობას. რაინდობის რელიგიურ განწყობათა სოციალური მოტივები ძალზედ კარგად ჩანს რაინელ რაინდთა ლიდერის, ზიკინჰენის, განცხადებიდან, რომელმაც, ყურს უგდებდა რა თავისი მეგობრის გუთენის მგზნებარე მოწოდებას, გამოაცხადა, რომ მალე გამოვა გერმანელი ჟიჟკას როლში, ანგარიშს გაუსწორებს მღვდლებს და ეკლესიას შეუმსუბუქებს მისი საგანძურების მძიმე ტვირთს. 1522 წლის ზაფხულში ზიკინჰენი სალაშქოდ გამოვიდა. მისი პირველი შეტევა მიმართული იყო ტრირზე, რომლის მთავარეპისკოპოსიც გახლად რეფორმის ერთერთი მთავარი მტერი. ამაყ რაინდს იმედი ჰქონდა, რომ შრომის გარეშე მოიპოვებდა გამარჯვებას “მღვდლის ბუდეზე”. მისთვის უცხო ხილი არ იყო ის, რომ კაპიტულაციაზე აეძულებინა თვით ისეთი ძალმოსილი მთავრებიც კი, როგორიც გახლდათ ჰესენის ლანდგრაფი. მაგრამ ამჯერად მას ბედმა არ გაუღიმა. მთავარეპისკოპოსმა არა მხოლოდ მოიგერია ზიკინჰენის თავდასხმა თავის დედაქალაქზე, არამედ როდესაც იმან უკან დაიხია, შეუერთდა ჰესენის ლანდგრაფსა და რაინის პფალცგრაფს, მისდია ზიკინჰენს და ალყა შემოარტყა მას მისსავე ციხესიმაგრე ლანდშტულში. იქ დაბომბვის დროს ზიკინჰენი სასიკვდილოდ იქნა დაჭრილი. რაინელ მთავართა კოალიციას დახმარების ხელი გაუწოდა მთავართა შვაბურმა კავშირმაც. ზიკინჰენის მომხრეები ფრანკონიის სამხრეთში, ნიურნბერგის ოლქში, მათ შორის მძვინვარე თომას ფონ აბსბერგიც, სისტემატიური სადამსჯელო ექსპედიციების მიზნად გადაიქცნენ. 23 ციხე-სასახლე დანგრეულ იქნა და რაინდობის ბევრი წარმომადგენელიც დაიღუპა. ეს იყო 1523 წ. ზაფხულში. თითქოსდა არ სურდა საკუთარი თვალით ეხილა რაინდთა მოძრაობის განადგურება, რამდენიმე ხნის შემდეგ აღესრულა მისი ყველაზე უფრო გამოჩენილი იდეოლოგი, ულრიხ ფონ გუთენი. ლუთერმა, რომელიც აჯანყებამდე მეგობრულ მიმოწერას აწარმოებდა ზიკინჰენთან, აჯანყების დაწყების შემდეგ დაგმო იგი. მას ესმოდა რაინდთა უძლურება და არ სურდა რომ მათ სარისკო ნაბიჯთან თავისი საქმის ბედის დაეკავშირებინა.
ამასობაში რეფორმაციული მოძრაობა სულ უფრო და უფრო ფართოდ ვრცელდებოდა. მან მოიცვა სამხრეთის თითქმის ყველა მდიდარი საიმპერიო ქალაქი, ჰუმანისტური ცენტრები: ნიურნბერგი, აუგსბურგი, ულმი, შვაბიის გალი, ჰაიდელბრონი, ბაზელი, შტრასბურგი, ჩრდილოეთში მაგდებურგი და ბრემენი. მის მხარეზე დადგა, როგორც ჩვენ უკვე ვიცით, თითქმის მთელი რაინდობა. მთავრებს შორის ჯერჯერობით იყვნენ გავლენიანი მოწინააღმდეგენიც: იოაჰიმ ბრანდენბურგელი, ჰაინრიხ ბრაუნშვაიგელი, საქსონიის ჰერცოგი გეორგი, ავსტრიის ერცჰერცოგი ფერდინანდი, მაგრამ ისინი არ გამოდიოდნენ ლუთერის წინააღმდეგ ნაწილობრივ შიშის გამო, რომ არ გამოეწვიათ დაბალი ფენების აჯანყება, ნაწილობრივ კი სხვა მთავრებისადმი შიშის გამოც. თავშეკავებული დამოკიდებულება ლუთერისადმი მათი მხრიდან აიხსნება იმითაც, რომ ბევრ რამეს მისი პროგრამიდან მათ მიაღწიეს რომთან შეთანხმებით უფრო ადრეც. ეროვნულ თვალსაზრისს, უეჭვევად, გამოთქვამდნენ რეფორმის მომხრეები. საშემოდგომო სეიმზე ნიურნბერგში ქალაქებმა მოახერხეს დადგენილების გატანა საეკლესიო კრების მოწვევის შესახებ, რომელზედაც უნდა გადაეწყვიტათ რეფორმასთან დაკავშირებული საქმეები და გამოეტანათ გადაწყვეტილება. კარლმა შორიდან დიდი შრომის ფასად მოახერხა ამ სახიფათო ჩანაფიქრის ჩაშლა. მაგრამ თანდათანობით ხდებოდა ახალი ეკლესიის ორგანიზაცია. ლუთერმა ისარგებლა კარლშტადტის გამოცდილებით ვიტენბერგში და მიუნცერისა ალშტედტში. გამოჩნდა ლუთერანული საეკლესიო თემი, გამოჩნდა ახალი ღვთისმსახურება. მთავრები, რომლებსაც ვრცელ მასშტაბებში ჩატარებულმა საეკლესიო ქონების სეკულარიზაციამ, ძალზედ ბევრი რამ მისცა, კმაყოფილნი იყვნენ: მათი ხაზინები აივსო; მათ მიიღეს შესაძლებლობა სხვანაირად ელაპარაკათ მდიდარ ბიურგერობასთან; მათ წინაშე გაიშალა ბიუროკრატიისა და ჯარის მყარად მოწყობის პერსპექტივა. რეფორმაციამ სარგებელი მოუტანა არა მხოლოდ მათ, არამედ დიდი ქალაქების მსხვილ ვაჭართა კლასსაც, წესრიგის მეგობრებს. საზოგადოების დანარჩენი კლასები ძველებურადვე დარჩნენ. ხოლო ისინი კი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ახალ პირობებში ყველაფერი სხვანაირად წავიდოდა. თუკი მათთვის ცხოვრება ძნელი იყო ლუთერამდეც, ახლა უკვე სრულებით აუტანელი შეიქნა. მას შემდეგ, რაც ქალაქების პროლეტარიატმა და რაინდობამ წარუმატებლობა განიცადეს, სიტყვა რჩებოდა გლეხობას, და მან ეს სიტყვა თქვა კიდეც.
გლეხთა აჯანყებამ მოიცვა არა მთელი გერმანია; ხელუხლებელი დარჩა მხოლოდ ჩრდილოეთის ოლქები და შიდა ბავარია. იგი საკმარისად მკაფიოდ იყოფა სამ რაიონად და თითოეულ მათგანში გააჩნია განსაკუთრებული ხასიათი. შვაბია-ტიროლის რაიონი გამოიმუშავებს სუფთად აგრარულ პროგრამებს: მემინჰენისა და თორმეტი მუხლის. ფრანკონიის რაიონი გვაძლევს ვრცელ ჰაიდელბრონულ პროგრამას, სადაც “იმპერატორ ფრიდრიხ III-ის რეფორმაციის” გავლენით გაშლილია პოლიტიკური და ეკონომიკური გარდაქნების გეგმა. დაბოლოს, შუა გერმანიის, ტიურინგენ-საქსონიის რაიონი მიდის კომუნისტური მოთხოვნების დროშით. მთელი მოძრაობა სულაც არ ატარებს იმ მძვინვარე ხასიათს, რომელსაც მიაწერენ მას თავადური თვალსაზრისის თანამედროვე იდეოლოგები. გლეხები ბევრს წვავენ, ბევრს ანგრევენ, ბევრს ძარცვავენ, მაგრამ იშვიათად კლავენ. ეპიზოდი, რომელსაც ეწოდება ვაინსბერგის სისხლიანი აღდგომა, ციხესასახლის აღება, რომელსაც თან ახლდა გრაფ ჰელფენშტაინის მკვლელობა, წაროადგენს გამონაკლისს. ინგლისის 1381 წ. გლეხთა აჯანყებასთან შედარებით, მაგალიათად, გლეხთა რევოლუცია გერმანიაში ძალზედ მშვიდობიანია. გლეხები იკრიბებიან რაზმებში, აგზავნიან პარლამენტარებს, ადგენენ რეზოლუციებს, ცდილობენ მშვიდობიანი გზით მიაღწიონ თავიანთი მოთხოვნების მიღებას. როდესაც ეს ვერ ეხმარებათ, ისინი იწყებენ დარბევებსა და ცეცხლის წაკიდებებს. აქ მონასტერთა შენობებთან და რაინდთა ციხე-სასახლეებთან ერთად იღუპება მრავალი ფასეული ხელოვნების ნაწარმოებიც, ციხესიმაგრისა და გლეხთა ვალდებულებების შესახებ დოკუმენტებთან ერთად კი ნადგურდება ბევრი ლიტერატურული ნაწარმოებიც. ცეცხლს აძლევენ რა ციხე-სასახლეებს, გლეხები განსაკუთრებით აქტიურად ეძებენ და განსაკუთრებით დაუნდობლად სპობენ სწორედ ყოველგვარ დოკუმენტებს, რომლებიც ამტკიცებენ მათი მემამულეების უფლებებს: ქაღალდისადმი რწმენა და მისდამი სიძულვილი – გლეხთა აჯანყებების მუდმივი თანამგზავრებია. ზოგჯერ ისინი შეგნებულად და ასევე გაბოროტებით წვავენ და ამახინჯებენ ფუფუნების და თვით სასულიერო კომფორტის საგნებსაც კი. ხელოვნების ნაწარმოებები, წიგნები, ხელნაწერები სძულთ მათ, როგორც მათთვის მიუღწეველი კულტურული ცხოვრების კუთვნილება.
1525 წლის გლეხთა ომში განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ აჯანყებულებმა დაგვიტოვეს თავიანთი მოთხოვნების რამდენიმე პროგრამა. შვაბიაში შედგენილი მემინჰენის პროგრამა და თორმეტი მუხლი აყალიბებენ წმინდად აგრარულ მოთხოვნებს და ამაგრებენ მათ ბიბლიური არგუმენტაციით. ორივე თითქმის ერთმანეთს ემთხვევა. მათი მოთხოვნები მეტად არართულია. გლეხებს სურთ ჰქონდეთ მღვდელმსახურის არჩევისა და გადაყენების უფლება (M. 1; XII, 1), სურთ იყვნენ თავისუფალნი საეკლესიო მეათედის გადახდისგან, დიდისა (M. 2; XII, 2) და მცირესი (XII, 3); მოითხოვენ მემამულეთა მიერ უარის თქმას უსამართლოდ მიტაცებულ სავარგულებზე (M. 4, 8; XII, 4, 5); უნდათ ბეგარის სამართლიანი განაწილება (M. 5; XII, 6), უსამართლო ხარკისა და ღალის (поборы и оброки) მოსპობა (M. 6, 7, 9, 10; XII, 7, 8, 9, 11). ყველა ამ მოთხოვნის ერთგვარი შეჯამება ხდება მუხლში, რომელიც მოითხოვს ბატონ-ყმური სამართლის გაუქმებას (M. 3, XII, 3). მაგრამ იმავე რაიონში, ელზასში, დადიოდა სხვა პროგრამაც, რომელშიც ეკონომიკურ მოთხოვნებთან ერთად იყო პოლიტიკურიც: რათა ხელმწიფედ და მფლობელად ყოფილიყო ის, ვისაც გლეხები თავად მოისურვებენ (მუხლი 8); რათა სასამართლო და კანონები დარჩნენ ისეთი, როგორებიც იყვნენ ძველ დროში (მუხლი 9); რათა მათთვის მიეცათ მოხელეთა გადაყენებისა და ჩანაცვლების უფლება (მუხლი 10). აქვე, კოლმარში, წამოყენებულ იქნა მევენახის 13 მოთხოვნაც: ისინი ატარებენ უმეტეს წილად ეკონომიკურ ხასიათს. ფრანკონიის რაიონში ძალზედ პოპულარული იყო თორმეტი მუხლი. მაგრამ ძირითად რედაქციასთან ერთად, დადიოდა მეორე, ძლიერად შეკვეცილი, გენცისა და ვინდელ ჰიპლერის მცდელობებით. მას ეწოდებოდა თორმეტი მუხლის ახსნა. მასში გაქრა მოთხოვნები ბეგარის გაუქმებაზე, ღალის შემსუბუქებაზე, ალმენდების დაბრუნებაზე. ეს გახლდათ კომპრომისის პროგრამა, რომელმაც გლეხებს შორის გამოიწვია დიდი აღშფოთება. დაბოლოს, ფრანკონიის რაიონს მიეკუთვნება ჰაიდელბრონული პროგრამაც. ეს არის – მთელი პოლიტიკური მანიფესტი, რომელიც მოითხოვს ჯამში დემოკრატიული მონარქიის დამყარებას. იგი ითვალისწინებს გადაჭრით ყველაფერს: სასულიერო სამფლობელოების სეკულარიზაციასაც, მონეტების, ზომების და წონების გაერთიანებასაც, პროცენტების შეზღუდვასაც, შიდა საბაჟოების მოსპობასაც, ისეთი პირობების შექმნასაც, რომლებიც შეუძლებელს გახდიან ბატონ-ყმური სამართლის აღდგენას, “მთავრების, გრაფების, რაინდების, აზნაურების” გადაქცევასაც რაღაცნაირ კეთილ მწყემსებად, რომლებიც ყველას და ყველაფერს დაიცავენ, სამართლიანი სასამართლოების შექმნასაც, და სხვა და სხვა. რაც შეეხება ტიურინგია-საქსონიის რაიონს, იქ ყველა პროგრამაზე უფრო მაღლა იდგა მიუნცერის სექტანტური კომუნიზმი; იგი წარმოადგენდა კიდეც მოთხოვნათა უმრავლესობის წყაროს.
თავიდან აჯანყებას თითქოსდა წარმატება ჰქონდა. იგი სწრაფად ვრცელდებოდა, გლეხთა დროშების ქვეშ იკრიბებოდა ათეულ ათასობის ადამიანი, ცეცხლმა შთანთქა ბევრი სააზნაურო და სამთავრო ბუდე, ბევრი მემამულის კარ-მიდამო. გლეხების მხარეზე გადავიდა ბევრი ქალაქი, ნაწილობრივ ნებაყოფლობით (წვრილი ქალაქები), ნაწილობრივ კი იძულებით (ისეთი ქალაქები, როგორებიც იყო ულმი, ნიურნბერგი, მაინცი). მაგრამ მტკიცე წარმატება აჯანყებას არ ჰქონია და არც შეიძლებოდა რომ ჰქონოდა. გლეხთა რაზმები სამხედრო თვალსაზრისით არაფრად არ ვარგოდა. ცუდად გაწვრთნილებს, შეიარაღებულებს თავიანთი ცელებითა და თავიანთი სასოწარკვეთით, მათ არ შეეძლოთ გაჯიბრება რეგულარულ ჯარებთან. მათ არ ჰყავდათ ბელადები. მხოლოდ შავი რაზმის უფროსი ფრანკონიაში, რაინდი ფლორიან გაიერი, გახლდათ პროფესიონალი და უხვად შემკული მეომარი. შვაბია-ტიროლის რაიონის მთავარი გენერალი, ყოფილი ლანდსკნეხტი, ბულგენბახელი ჰანს მიულერი კი უვარგისი მხედართმთავარი იყო. მიუნცერს, რომელიც გახლდათ აჯანყების სული და გული ტიურინგიაში, და კვლავ დაიპყრო მიულჰაუზენი თავის ერთგულ პფაირერთან ერთად, ჰქონდა ცეცხლოვანი სული, მაგრამ არ გააჩნდა არც ორგანიზატორული და არც სამხედრო ტალანტი. გარდა ამისა, გლეხთა საქმეს, სუფთასა და ნათელს, მიეტმასნენ გაქნილი ოპორტუნისტები, როგორებიც იყვნენ ვენდელი, ჰიპლერი, და ისეთი ადამიანები, რომლებიც გულში ღალატს ინახავდნენ წარუმატებლობის შემთხვევისთვის, როგორიც იყო გეც ფონ ბერლიჰინგენი, უწინდელი რაინდ-ყაჩაღი. და ბოლოს, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, გლეხების წინააღმდეგ გამოვიდა ლუთერი, რომელიც კვლავ შეშინდა რეფორმაციის ბედის გამო. მდგომარეობა, რომელიც დაიკავა მან აჯანყების დაწყების შემდეგ, უკვე იყო საკმარისად ორაზროვანი. მას არ შეეძლო არ ეგრძნო, რომ გლეხები აღიმართნენ სამართლიანი საქმისთვის. თორმეტი მუხლის პროგრამაში, რომელიც გლეხებმა, მისთვის დიდად შესარცხვენად, გამოუგზავნეს მას თითქოსდა მისგან კურთხევის მისაღებად, მას არ შეეძლო არ მოესმინა თავის საკუთარ გზავნილთა და ქადაგებათა გამოძახილი, არ შეიძლებოდა არ ეცნო თავად მის მიერვე აზვირთებული დიდი საქმის სულისკვეთება. მაგრამ მას არაფერი უთქვამს გარკვეულად, ელოდებოდა რა გადამჭრელ შემობრუნებას ორი მტრული ძალის დაჯახებაში. გლეხებს რომ გაემარჯვათ, ეს შეიძლებოდა დახმარებოდა რეფორმაციის წარმატებას. და მაშინ შესაძლო იყო გერმანულ რეფორმაციას შეენარჩუნებინა თავისი დემოკრატიული ხასიათი. მაგრამ მას რომ მოეწონებინა გლეხების გამოსვლა, და შემდეგ ისინი რომ დამარცხებულიყვნენ, ამდენი შრომით დალაგებული მთელი მისი საქმე შესაძლოა დაშლილიყო. და ლუთერიც ელოდებოდა, მიმართავდა რა დროდადრო მთავრებთან გლეხების შერიგების გაუბედავ მცდელობებს. მაგრამ როდესაც ქვეყანაში გავრცელდა ცნობა ვაინსბერგის შესახებ და მთავრებმა გადაჭრით დაიწყეს ძალების შეგროვება, ლუთერმა პოლიტიკოსის შეუცდარი მზერით გაიგო, რომ გლეხების საქმე წაგებულია. და თითქოსდა გახარებული იმით, რომ თავად მისთვის დასრულდა ყოყმანი და მერყეობა, იგი თავს დაესხა გლეხებს, “მკვლელებსა და ყაჩაღებს”, და არწმუნებდა მთავრებს “ეხოცათ, განეგმირათ, ჩამოეღრჩოთ და ეჩეხათ” ამბოხებულნი, “როგორც ცოფიანი ძაღლები”. ახლა მისთვის უკვე აღარ იყო არჩევანი: მას რეფორმაცია უნდა მიეცა მთავრების მსახურებაში, ვინაიდან მთავართა გარეშე იგი უსუსური დარჩებოდა.
და აი, სხვადასხვა მხრიდან წამოვიდნენ გლეხებზე ბრძოლებში გამოწრთობილი ლანდსკნეხტთა რაზმები იმ დროის საუკეთესო გერმანელ ბელადთა წინამძღოლობით. გლეხთა რაზმები განადგურებულ იქნა 1525 წლის სულ რაღაც სამი საგაზაფხულო თვის განმავლობაში, და დაიწყო შურისძიების ვაკხანალია. ვაინსბერგის სისხლიანი აღდგომა შეიძლება მშვიდობიან ხუმრობად მოგვეჩვენოს იმასთან შედარებით, რასაც აკეთებდნენ ახლა გამხეცებული მემამულენი, რომლებმაც თავი დააღწიეს შიშს და ყოველივე გადატანილისთვის სამაგიეროს მიუზღავდნენ ახლა უბედურ გლეხებს. მემამულეთა და მთავართა რეაქციის მსხვერპლნი 100.000 ადამიანამდე მოითვლებოდა. გლეხების მდგომარეობა ყველგან, ტიროლის გამოკლებით, კიდევ უფრო უარესი შეიქნა.
გლეხთა რევოლუციიდან სარგებელი გამოიტანეს მხოლოდ მთავრებმა. აჯანყებულმა გლეხებმა ბოლომდე დაასრულეს მთავრების საქმე: საბოლოოდ სასტიკად დაამარცხეს (сокрушили) რაინდობა, დაამარცხეს იმდენად, რომ მას უკვე ვეღარ შეეძლო არანაირი დამოუკიდებელი პოლიტიკური როლის თამაში. ისინი საბედისწეროდ უნდა წასულიყვნენ მთავართა სამსახურში. დაწყნარებამ ასევე საგრძნობი დარტყმა მიაყენა ქალაქებსაც. გლეხები მრავალი საუკუნით დარჩნენ წიხლდაჭერილნი ბატონყმობის უღლით. გერმანიაში უკვე მეტად აღარ რჩებოდა ძალა, რომელიც შეძლებდა წინ აღდგომოდა მთავრებს. მათ ჩინებულად ჰქონდათ შეგნებული, რომ თუკი ერთმანეთს მხარს აუბამდნენ, მაშინ მათი მდგომარეობა ურყევი იქნებოდა. ამიტომ მათთვის ყველანაირი ინტერესი დაკარგა ფედერალისტური ჩანაფიქრების დასაცავად მოწყობილმა Reichsregiment-მა. მათ შეწყვიტეს მასზე დასწრება უკვე რაინდებზე გამარჯვების შემდეგ; 1523 წ. ზაფხულში იგი დატოვა მისმა თავმჯდომარემ, პფალცგრაფმა. Reichsregiment-ი იქცა იმპერატორის საშინაო საბჭოდ, ხოლო მთავართა პოლიტიკის ძირითად ხაზად კი – პარტიკულარისტული აბსოლუტიზმი. ლუთერმა საბოლოოდ მისცა ახალი ეკლესია, რამდენადაც ეს მასზე იყო დამოკიდებული, მთავართა სამსახურში. მან უკვე 1523 წ. გამოაცხადა, რომ ქვეშევრდომი ვალდებულია ემორჩილებოდეს მპყრობელ ხელისუფალთ, ხოლო ყველა აჯანყების ჩახშობის შემდეგ კი მან გამოთქვა მღვდელმსახურთა დანიშვნის სასარგებლოდ ხელმწიფის მიერ, ეკლესიის დაცვის პრინციპის სასარგებლოდ საერო ხელისუფლების მიერ. ახალი სარწმუნოების თავდაპირველმა თავისუფალმა ხასიათმა თანდათანობით გაქრობა დაიწყო მის განმსჭვალავ დემოკრატიზმთან ერთად.
გრძნობდნენ რა თავიანთ ძალას, მთავრებმა გადაწყვიტეს განემტკიცებინათ მათთვის ამდენად მომგებიანი საგანთა ახალი მდგომარეობა. 1526 წ. შპაიერის სეიმზე პირველად იქნა გამოთქმული პრინციპი: cuius regio, eius religio, ე. ი. რომ ქვეშევრდომები მოვალენი არიან მისდევდნენ იმ სარწმუნოებას, რომელსაც აღიარებენ მთავრები. ეს დადგენილება არა მხოლოდ აძლევდა ლუთერანობას მთავრების სრული შეხედულობის ქვეშ (на полное усмотренiе князей), არამედ მთავრებსაც აყენებდა საიმპერატორო ხელიუფლებისგან თითქმის დამოუკიდებელ მდგომარეობაში. სიმპტომი იმდენად სერიოზული იყო, რომ იმპერატორის “ნაცვალი”, ერცჰერცოგი ფერდინანდი, სერიოზულად შეშფოთდა, ხოლო კარლმა კი გადაწყვიტა საბოლოოდ მჭიდროდ მოეკიდა ხელი (заняться вплотную) გერმანიის საქმეებისთვის. საფრანგეთთან დადებულმა სამშვიდობო ხელშეკრულებამ კამბრეში (1529) შესაძლებლობა მისცა მას რამდენიმე ხნით გადაეტანა ყურადღება მსოფლიო პოლიტიკის ინტერესებისგან. 1529 წ. შპაიერის სეიმზე მან თავისი აგენტების მეშვეობით მოახერხა თავის მხარეზე გადაეყვანა ჩინების უმრავლესობა და გაეტარებინა დადგენილება, რომელიც 1525 წ. დადგენილების მიუხედავად აძლევდა კათოლიკური ღვთისმსახურების უფლებას ლუთერანი მთავრების მიწებზე და აჩერებდა სეკულარიზაციას. მაშინ ლუთერანულმა უმცირესობამ (კურფიურსტმა იოჰან საქსონელმა, ლანდგრაფმა ფილიპ ჰესენელმა, მარკგრაფმა გეორგ ბრანდენბურგელმა, ანჰალტის მთავარმა, ლუნებურგის ჰერცოგმა და 14 ქალაქმა: შტრასბუგმა, ულმმა, ნიურნბერგმა, კონსტანცმა და სხვა) წარადგინა პროტესტი (აქედანაა სახელწოდება პროტესტანტები) საიმპერიო სეიმის დადგენილების წინააღმდეგ, რომლის კვალდაკვალ საქსონიის კურფიურსტმა, ჰესენის ლანდგრაფმა, შტრასბურგმა, ნიურნბერგმა და ულმმა შეკრეს საიდულმო კავშირი. ლანდგრაფ ფილიპს სურდა საერთო საქმეში ჩაერთო (მიეზიდა) ცვინგლიანური შვეიცარიაც, მაგრამ ცვინგლისა და ლუთერის შერიგების მცდელობა მარბურგის გასაუბრებაზე უშედეგოდ დასრულდა “ვიტენბერგელი პაპის” ჩლუნგი სიჯიუტის შედეგად. მდგომარეობა კი სერიოზული ხდებოდა. 1530 წ. გაზაფხულზე კარლ V, როგორც იქნა, კვლავ გამოჩნდა გერმანიაში ცხრაწლიანი არყოფნის შემდეგ, იმ ხანებში დაგვირგვინებული საიმპერიო გვირგვინით, და პირადად მოვიდა სეიმზე, რომელიც აუგსბურგში იქნა შეკრებილი. აქ პროტესტანტმა მთავრებმა წარუდგინეს მას მელანხტონის მიერ შედგენილი ე. წ. აუგსბურგული აღმსარებლობა (იხ.). იმპერატორმა ამ “თავხედობაზე” უპასუხა მოთხოვნით, რათა დოკუმენტზე ყველა ხელის მომწერი შემდეგი წლის გაზაფხულისთვის დაბრუნებულიყო კათოლიკური ეკლესიის წიაღში. მთავრებისთვის საკითხი გადაწყვეტილი იყო. ისინი მზად იყვნენ იარაღით ხელში დაეცვათ არა იმდენად ახალი სარწმუნოება, რამდენადაც მასთან დაკავშირებული შენაძენები, სოციალური და პოლიტიკური. ისინი შეიკრიბნენ შმალკალდენში ქალაქების წარმომადგენლებთან ერთად და შეკრეს იქ კავშირი პროტესტანტიზმის დასაცავად. სამოკავშირეო ხელშეკრულების ერთერთ პუნქტთაგანი იყო ფორმულა, რომელიც აცხადებდა ქვეშევრდომთა უფლებას აღმართულიყვნენ იარაღით ხელში ხელმწიფის წინააღმდეგ, რომელიც დაარღვევდა საარჩევნო კაპიტულაციას. კავშირი გამოჩნდა ძალზედ შთამბეჭდავ ძალად, მით უმეტეს, რომ კათოლიკი მთავრები, და უწინარეს ყოვლისა ბავარია, სულაც არ იყვნენ ყველაფერში მზადმყოფნი იმპერატორის მხარდასაჭერად. 1532 წ., როდესაც მას დასჭირდა მთავართა მხარდაჭერა თურქებთან ბრძოლისთვის, შმალკალდენის კავშირმა საერთოდ უარი უთხრა მას, სანამ იგი არ დადებდა მათთან რელიგიურ ზავს. და კარლიც დანებდა. რელიგიური ზავი (პირველი) დადებულ იქნა ნიუნბერგში: მთავრების სასარგებლოდ აღიარებულ იქნა, თუმცა კი დათქმებით, თავიანთ სარწმუნოებაში დგომის უფლება. ამის კვალდაკვალ იმპერატორი კვლავ გაემგზავრა გერმანიიდან, და მთავრებმა თავიანთთვის დაიბრუნეს მოქმედებათა თავისუფლება. რეფორმაციამ გავრცელება დაიწყო განსაკუთრებით სწრაფად. მან დაიპყრო საქსონიის საჰერცოგო, ვიურტემბერგი, შეაღწია ავსტრიაში, ბავარიაში. ჩრდილოეთში მხოლოდ ბრაუნშვაიგის ჰერცოგი ინარჩუნებდა ძველ სარწმუნოებას. მართალია, 30-იან წლებში მთავრები უერთდებოდნენ არა იმდენად რეფორმაციას, რამდენადაც შმალკალდენის კავშირს, რომელიც წარმოადგენდა უზარმაზარ პოლიტიკურ ძალას, მაგრამ პროტესტანტიზმისთვის მოტივებს მნიშვნელობა არა ჰქონდა. 1543 წ. თავისი შეერთების შესახებ გამოაცხადა კურფიურსტმა – კიოლნის მთავარეპისკოპოსმა; სხვა სიტყვებით, კურფიურსტების კოლეგიას, რომელსაც ჰყავდა უკვე სამი პროტესტანტი (საქსონია, პფალცი, ბრანდენბურგი), უნდა მიეღო მეოთხეც. უმრავლესობა გადადიოდა პროტესტანტებთან და კათოლიკური სამეფო დინასტიის მომავალი საფრთხეში აღმოჩნდებოდა. კარლმა ისევ ზავი დადო ფრანგებთან და თურქებთან და იჩქარა გერმანიისკენ, რათა სასტიკად დაემარცხებინა ერეტიკული შმალკალდენის კავშირი. მან მოახერხა თავის მხარეზე მიემხრო ჰერცოგი მორიც საქსონელი; ქალაქების კაპიტალისტებმა, ეშინოდათ რა იმპერატორისთვის სესხად მიცემული ფულების დაკარგვის გამო მისი დამარცხების შემთხვევაში, მისცეს მას ახალი სესხები ჯარებისთვის, – და კავშირიც დამარცხებულ იქნა. აუგსბურგის სეიმმა 1547-48 წწ. გააფორმა გამარჯვება მთავრებზე. მათ უნდა ეღიარებინათ ე. წ. “აუგსბურგის ინტერიმი”, საეკლესიო წესების კრებული (сводъ правилъ), რომლებიც ამიერიდან უნდა დაეცვათ პროტესტანტ მთავრებს. მათში ლუთერანული დოგმატებიდან დარჩა მხოლოდ ორი: სასულიერო წოდების ქორწინება და ზიარება ორივე სახით. ერთგვარი ნუგეში მთავრებისთვის იყო ის, რომ იმავე სეიმზე მათ მიაღწიეს, ბოლოს და ბოლოს, ქალაქების ჩამოყვანას უხმო მოხელეთა (ჩინების) დონემდე. ქალაქებმა სავსებით დაიმსახურესე ეს თავიანთი ქცევით ომის დროს. იმპერატორი მათ თავიანთ მხარეზე არ მიიზიდეს, მთავრები კი უკანასკნელ ხარისხამდე გააღიზიანეს. ამიტომ სეიმზე ისინი მარტონი აღმოჩნდნენ. მათ იგნორირებას უკეთებდნენ, მათ აზრს სხვადასხვა საკითხებზე მხოლოდ იშვიათად კითხულობდნენ, და დასასრულს, ისე რომ არც კი გაუფრთხილებიათ, დიდი გადასახადებიც დააკისრეს. ის გახლდათ ნიშანი ძალზედ დიდი დაქვეითებისა, რომ ქალაქები ბრძოლის გარეშე შეურიგდნენ ამდენად სეროზულ დამცირებას. თუმცა კი ამას ჰქონდა ერთი კარგი მხარეც. ამიერიდან ისინი ყოველგვარი ენთუზიაზმის გარეშე ეკიდებოდნენ კარლს. ისე რომ ვთქვათ, მისი მდგომარეობა ამის გარეშეც არც თუ ძალზედ ბრწყინვალე გახლდათ. თავისი ქცევით, კათოლიციზმისადმი თავისი ერთგულებით მან აშკარად გაწყვიტა კავშირები გერმანიის მოსახლების უმრავლესობასთან. იგი შეიქნა ქვეყნის ეროვნული განვითრების მტრად, გერმანიის მტრად. საზოგადოებრივი აზრი, რომელსაც პირველი ჰუმანისტების დროიდან შეეძლო ხმის ამაღლება, ხმამაღლა დრტვინავდა, და ეს დრტვინვა იმდენად მრისხანე იყო, რო აიძულა მორიც საქსონელი პროტესტანტულ ბანაკს დაბრუნებოდა. თითქოსდა ჩქარობდა რა თავისი ბრალის გამოსწორებას, იგი გაბედულად დაიძრა კარლის წინააღმდეგ და კინაღამ ტყვედაც ჩაიგდო იგი (1552). დარჩა რა მხარდაჭერის გარეშე, იმპერატორს უნებურად კაპიტულაცია უნდა გამოეცხადებინა. 1552 წ. პასაუს ხელშეკრულებით ინტერიმი გაუქმებულ იქნა, დადასტურდა ნიურნბერგის ზავის დებულებანი და მიეცა მტკიცე რელიგიური მშვიდობის დაპირება. სამი წლის შემდეგ აუგსბურგის რელიგიურმა ზავმა (იხ.) შეასრულა დანაპირები. პროტესტანტმა (არა ცვინგლიანელმა და არა კალვინისტმა) მთავრებმა მიაღწიეს პრინციპის “cuius regio, eius religio” აღიარებას. ეს გახლდათ უწინარეს ყოვლისა პარტიკულარიზმის სრული გამარჯვება. პროტესტანტიზმის გამარჯვება კი ასეთი სრული არ იყო. პროტესტანტულ სწავლებებს შორის ლუთერანობა აღმოჩნდა პრივილეგირებულ მდგომარეობაში. კონფესიათაშორისმა დავებმა (дрязги), რომლებიც ამის გამო გარდაუვალი შეიქნა, ძლიერად დაასუსტეს პროტესტანტიზმი საერთოდ და შეუმსუბუქეს ამოცანა მალევე სალაშქროდ გამოსულ კონტრრეფორმაციულ მოძრაობას (იხ. იეზუიტები (Iезуиты) და ტრიდენტის საეკლესიო კრება).
კარლ V-მ, გულდაწყვეტილმა, აუგსბურგის ზავის შემდეგ ძალიან მალე (1556), უარი თქვა ტახტზე, დაუტოვა რა გერმანიის გვირგვინები, ავსტრიული და საიმპერატორო, თავის ძმას ფერდინანდ I-ს (1556-1564). ფერდინანდიცა და მისი მენაცვალენიც (მაქსიმილიან II, 1564-1576; რუდოლფ II, 1576-1612; მათეუსი, 1612-1619) ცდილობდნენ, უმთავრესად, იმისთვის, რათა რეფორმაციას არ მიეღო ფართო გავრცელება. მაგრამ ბრძოლა პროტესტანტიზმთან საკმაოდ რბილი იყო, განსაკუთრებით მაქსიმილიან II-ის დროს, და ამიტომ არც თუ ძალიან წარმატებული. მით უმეტეს, რომ იმპერიამ ამ ხანებში მიიღო ირიბი სარგებელი რეფორმაციისგან. კარლ V გახლდათ უკანასკნელი მეფე, რომელსაც საიმპერატორო გვირგვინი თავზე დაადგა რომის პაპმა. დაწყებული ფერდინანდ I-დან, მეფეები იმპერატორის ტიტულს ღებულობდნენ პაპის მიერ კურთხევის გარეშე. განსაკუთრებულ ტიპს წარმოადგენს ოცდაათწლიანი ომის ორივე იმპერატორი (ფერდინანდ II, 1619-1637; ფერდინანდ III, 1637-1657). აღზრდილნი იეზუიტების მიერ, ორივენი ფანატიკოსები, ისინი უყურებდნენ ბრძოლას რეფორმაციასთან, როგორც პირადი ღვთისმოსაობის საკითხს. და საიმპერატორო გვირგვინის ეს იეზუიტიზმი ბევრი სისხლისღვრის ფასად დაუჯდა გერმანიას.
(დასასრული იქნება)
ალექსი კარპის ძე ჯიველეგოვი
თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა
IX. მთავრები და ქალაქები XIV-XV სს.

X. რეფორმაციის მომზადება

XI. რეფორმაცია

No comments:
Post a Comment