Friday, February 8, 2013

გერმანიის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის დასაწყისის ჩათვლით

(ნაწილი IV; /თავები XII-XIII; დასასრული/)

XII. ოცდაათწლიან ომამდე და მის შემდეგ


XVII საუკუნის დასაწყისისთვის გერმანია განიცდიდა დაქვეითებას. რეფორმაცის წინა დროინდელი აყვავებისგან ცოტა რამღა თუ იყო შემორჩენილი. გახრწნის ელემენტები, რომლებიც გამოჩნდა XVI ს. შუახანებში, სულ უფრო შესამჩნევი ხდებოდა. სამეურნეო დაქვეითება, შესამჩნევი უკვე XVI ს. დასაწყისში მსოფლიო ვაჭრობის გზების გერმანიისთვის არასასურველი გადანაცვლების შედეგად, არ შეჩერებულა, არამედ პირიქით, გრძელდებოდა, ძლიერდებოდა. მცირდებოდა ვაჭრობა, ჭკნებოდა აყვავებული მრეწველობა. თვით ძალმოსილი ჰანზაც კი უძლური აღმოჩნდა ახალ მოვლენებთან ბრძოლაში მსოფლიო ეკონომიკურ სცენაზე. თუკი უწინ მისი აყვავება განპირობებული იყო ძლიერი ორგანიზაციის არარსებობით იმ ქვეყნებში, სადაც მას მიჰქონდა თავისი სავაჭრო დროშა, ახლა იგი ყველაზე უფრო მეტად მოცელა ასეთი ორგანიზაციის გამოჩენამ ამ ქვეყნებში. ინგლისსა და ჰოლანდიაში, და ნაწილობრივ დანიასა და შვედეთშიც კი, XVI საუკუნის ბოლოსთვის ვაჭრობა უკვე იყო ორგანიზებული ეროვნული ძალების მიერ და იმყოფებოდა ეროვნული ხელისუფლების დაცვის ქვეშ. ჰანზას კი არაფრის გაკეთება არ შეეძლო, როდესაც ინგლისელებმა დაიწყეს ვაჭრობა რუსეთთან თეთრი ზღვის გავლით, ძველი გზებისთვის გვერდიდან შემოვლით, როდესაც ინგლისის დედოფალმა ელისაბედმა 1598 წ. დახურა გერმანული ფოლადის ფუნდუკი (подворье) ლონდონში, როდესაც ჰოლანდიამ ჩახერგა რაინის შესართავი, როდესაც დანია ზრდიდა, როგორც სურდა, საბაჟო გადასახადებს ზუნდის სრუტეში. ლიუბეკის გენიალური ბურგომისტრი იურგენ ვულენვევერი, რომელიც შეუცდომლად ამოიცნობდა, თუ საიკენ უნდა მიემართათ დარტყმა, რათა ეხსნათ ჰანზა დაცემისგან, ძალზედ გვიან გამოჩნდა. ის, რისი გაკეთებაც კავშირს, შესაძლებელი იყო, ძალუძდა XIV ს. შუახანებში, უკვე მის ძალებზე მეტი აღმოჩნდა XVI ს. შუახანებში. ზუნდის დაუფლების იდეა ვერ გამოუვიდათ, და საკუთარი სიცოცხლით მოუხდა ვულენვევერს ძღვევა თავისი გრანდიოზული გეგმის გამო. მაგრამ ძველ სავაჭრო გოლიათს არ სურდა ასე უბრალოდ დანებებულიყო. ჰანზა იბრძოდა. 1603-1609 წწ. იგი ჯერ კიდევ მიმართავდა მცდელობებს თავისი მდგომარეობის გადასარჩენად. მან დადო ახალი სავაჭრო ხელშეკრულებები გერმანულ საიმპერიო ქალაქებთან, ესპანეთთან, რუსეთთან. 1615 წ. კავშირს კვლავ შეუერთდა ათი ქალაქი. მაგრამ ყველაფერი იყო ამაო. უკეთესი არ გახლდათ სამხრეთული ცენტრების მდგომარეობაც, რომლებიც ჯერ კიდევ არცთუ ცოტა ხნის წინ ამდენად ბრწყინვალენი და მდიდარნი იყვნენ. საფრანგეთისა და ესპანეთის გვირგვინის კრახები, რომლებისაც ასე ეშინოდათ კაპიტალისტებს შმალკალდენური ომის ეპოქაში, მაინც გაჩაღდა XVI ს. მეორე ნახევარში და ძლიერად გამოუთხარა ძირი ყველაზე უფრო მსხვილი აუგსბურგული და ნიურნბერგული ფირმების: ტუხერების, ველზერების, ფუგერების კეთილდღეობას. ფულადი ოპერაციების წარუმატებლობებმა გერმანელ მთავრებს შორის დააჩქარა ზოგიერთი მათგანის დასასრულიც. წარუმატებელი ოპერაციები კოლონიური საქონლით (როტი და აუგსბურგი) კიდევ უფრო მეტად არყევდა ძველ საფუძვლებს. XVI საუკუნის ბოლოს ძირს დაენარცხნენ უფრო სუსტები. მათ კვალდაკვალ კი ისინიც, რომლებიც უფრო ძლიერები იყვნენ. ველზერები ფეხზე იდგნენ 1614 წლამდე, ფუგერებს მათ შემდეგ დიდხანს აღარ გაუძლიათ. ასეთი კოლოსების კრახებს ვაჭრობის სამყაროში ბუნებრივია თან ახლდა მთელი ქალაქების გაკოტრებაც. პატარა ადამიანები, გარდა ამისა, კოტრდებოდნენ კიდევ ბრუნვაში მყოფი მონეტის თვისებისგანაც. იგი იყო ძალიან ცუდი ხარისხისა და ამასთან ერთად გამოირჩეოდა სრულიად დაუჯერებელი მრავალფეროვნებით. 1606 წ. მოითვლიდნენ ბრუნვაში მყოფი მონეტის დაახლოებით 5.000 სახეობას (сортовъ). მარტო მაინის ფრანკფურტი ჯერ კიდევ ფეხზე იდგა თავისი ხელსაყრელი მდგომარეობისა და, უმთავრესად, იმის წყალობით, რომ ანტვერპენის დაცემის შემდეგ, ანტვერპენის ბირჟაზე მომუშავე ბევრმა საქმოსანმა აქ გადმოინაცვლა. ფრანკფურტში გაიხსნა ბირჟა, რომელზედაც აღესრულებოდა, როგორც სასაქონლო, ისე სავექსელო გარიგებებიც. ფრანკფურტის ბირჟა მუდმივ ურთიერთობებში იმყოფებოდა XVII ს. მთავარ მსოფლიო ბირჟასთან, ამსტერდამულთან.

თუკი დაეცა ვაჭრობა, მრეწველობის საქმეც უკეთესად ვერ მიდიოდა. მსოფლიო ბაზარზე სხვა ქვეყნებთან კონკურენცია, ვაჭრობის არახელსაყრელი პირობების გამო, გაძნელებული გახლდათ. ამქრული ხელოსნობა, მრეწველობის მთავარი ფორმა ჯერ კიდევ XVI ს. ეცემოდა, ნაწილობრივ შინაგანი გახრწნის, ოსტატების ქარგლებთან მუდმივი ბრძოლის შედეგად, ნაწილობრივ კი წარმოების კაპიტალისტური ხერხის კონკურენციის შედეგადაც. ყველაფერი, რითაც შეეძლო თავი შეექო გერმანიას XV ს.: კონსტანცისა და რეგეგენსბურგის ტილოს ქსოვილების მრეწველობა, ულმის ბამბის ქსოვილების მრეწველობა, ნიურნბერგის იარაღის მრეწველობა – ყველაფერი მიდიოდა დაქვეითებისკენ და უკანასკნელი ძალების დაძაბვითღა თუ ინარჩუნებდა პოზიციებს.

ვაჭრობისა და მრეწველობის დაქვეითება ნიშნავდა ბიურგერობის დაქვეითებასაც, კლასისა, რომელიც შუა საუკუნეების მიწურულიდან გახლდათ გერმანიის ეროვნული განვითრების ელემენტების მატარებელი, რომელმაც შექმნა ახალი კულტურა და ასეთი გაქანება მისცა რეფორმაციას. XVI ს. მეორე ნახევარი და XVII ს. პირველი ორი ათწლეული იყო დრო, როდესაც მისი კეთილდღეობის მტკიცე ბურჯები ცოტ-ცოტად ინგრეოდა, და ბიუგერობას უკვე აღარ შეეძლო საზოგადოებრივ სცენაზე დაეკავებინა ის მდგომარეობა, რომელიც უწინ ეკავა. ჩვენ ვნახეთ, რომ 1547-48 წწ. აუგსბურგის სეიმზე მას უკვე აღარ უწევდნენ ანგარიშს. პირიქით, აზნაურული ელემენტი, რომელმაც დაკარგა პოლიტიკური გავლენა და ახლა ეყრდონობოდა მთავართა ძალაუფლებას, სულ უფრო წინ გამოდის. სწორედ ამ ხანას მიეკუთვნება გლეხთა მდგომარეობის გაუარესება დასავლეთშიცა და აღმოსავლეთშიც; ეს გახლდათ კიდევ ერთხელ მემამულეთა მხრიდან გლეხთა გაძლიერებული ექსპლუატაციის შედეგი. გლეხების მდგომარეობა დასავლეთში XVI ს. პირველ მეოთხედში იყო უარესი, ვიდრე აღმოსავლეთში. ეს ჩანს თუნდაც იქიდან, რომ 1525 წლის გლეხთა დიდი აჯანყება აღმოსავლეთს არ შეხებია. სამაგიეროდ XVI ს. მეორე მესამედიდან, იმისდა მიხედვით, თუ როგორ იზრდება მოთხოვნილება პრუსიულ და პომერანიულ პურზე ინგლისში, ჰოლანდიასა და სკანდინავიის ქვეყნებში, აღმოსავლელი რაინდი თავადაც იწყებს სოფლის მეურნეობის მიყოლას, გლეხთა მდგომარეობა აღმოსავლეთში მკვეთრად უარესდება. რათა უზრუნველყონ თავიანთთვის მუშახელის ყოლა, მემამულენი მოითხოვენ გლეხების მიმაგრებას (1535, 1538, 1539, 1572 და 1602 წწ. ბრანდენბურგის ტერიტორიული სეიმის რეცესები), ხოლო რათა გაზარდონ მეურნეობის ფართობი, ანგრევენ გლეხთა კარმიდამოებს (Bauernlegen) და გლეხთა მიწებს თავისას უერთებენ. დასავლეთში შემდგომ გაუარესებას გლეხთა ომის მერე ადგილი უკვე აღარ ჰქონია. თუკი ჩვენ იქ არაფერი გვესმის გლეხთა კარმიდამოების დანგრევის შესახებ, ეს იმიტომ, რომ რაინდებს არ ჰქონიათ იმის სტიმული, რათა მემამულე-პატრონებად (მემამულე-მეურნეებად, помещики-хозяева) ქცეულიყვნენ. პირიქით, აზნაურებისთვის მომგებიანი იყო რათა მიწაზე დაესვათ უფრო მეტი გლეხი ღალის რაოდენობის გასაზრდელად. ბიურგერობის დაქვეითება, ერთის მხრივ, და აზნაურული ელემენტის სოციალური როლის გაძლიერება, მეორეს მხრივ, იძლევა მეტად სატირალ სურათს. ნატურალურ-სამეურნეო რეაქცია ამ სიტყვის სრული აზრით არ არის, მაგრამ ზოგიერთი მისი ელემენტი კი უეჭველად სახეზეა. და რაც მთავარია, სახეზეა ყველა მეორადი ნიშანი, რომლებიც ამდენად დამახასიათებელია სამეურნეო რეგრესის ყველა ეპოქისთვის: ყოველივე მოჩვენებითობის სიჭარბე, ასევე გარეგნული ფუფუნებისა, ხშირად მოჩვენებითი ბრწყინვალების, – ნამდვილი კულტურის დაქვეითების გვერდით; ზნე-ხასიათების გაუხეშება, შემოქმედების გამოფიტვა, კულტურაში ყველაფერი მანერულისა და არაგულწრფელის დამკვიდრება.

ყველაზე უფრო მეტად ტრაგიკული მთელ ამ ევოლუციაში მდგომარეობდა იმაში, რომ გერმანიაში არ იყო ძალა, რომელსაც შეეძლებოდა გახრწნის პროცესის დამუხრუჭება და გამოფიტულ ორგანიზმში ახალი ძალების შერთვა (влить новыя силы). ინგლისი, საფრანგეთი, ჰოლანდია და თვით სკანდინავიის ქვეყნებიც კი წარმატებებს აღწევდნენ ამ ეპოქაში იმის გამო, რომ ეკონომიკური ძალების ზრდას მხარს უჭერდა იქ ერთიანი ეროვნული ხელისუფლება. გერმანიაში კი ძალაუფლება დაქუცმაცებული იყო სუვერენიტეტის მრავალ დამოუკიდებელ მატარებელთა შორის: იმპერატორს, თავისუფალ ქალაქებს, სასულიერო და საერო მთავრებს შორის. იმპერატორებს, რომლებიც ატარებდნენ წმინდა რომის გვირგვინს, XVI ს. მეორე ნახევარში და XVII ს. დასწყისში, სულაც არ ჰქონდათ აბსოლუტურად წართმეული იმის გაგება, თუ რა იყო საჭირო გერმანიისთვის, რათა მას შეძლებოდა თავის დაღწევა ეკონომიკური და კულტურული კრიზისისგან. პირიქით, მათ მიერ მიღებული ზოგიერთი ზომის მიხედვით, ჩანს, რომ ისინი სწორად უყურებდნენ საგნებს. ქვეყნის უბედურება მდგომარეობდა იმაში, რომ ისინი უძლურნი იყვნენ ამ სწორად დასახული ზომების ცხოვრებაში გატარების საქმეში. რა თქმა უნდა, მაგალითად, საერთაშორისო დაცვის მიცემა გერმანული ვაჭრობისთვის იმპერატორს არ შეეძლო, თუნდაც აღსასვსე ყოფილიყო ყველაზე უფრო მყარი გადამჭრელობით (გაბედულებით). მაგრამ, იშვიათად, საიმპერატორო ხელისუფლება ასეთ მცდელობებსაც მიმართავდა. ასე, XVI ს. უკანასკნელ ათწლეულში, ინგლისში ჰანზელთა წინააღმდეგ რეპრესიებზე საპასუხოდ, გერმანიიდან გასახლებულ იქნენ ინგლისელი ვაჭრები. არც ინგლისი დარჩენილა ვალში. ფოლადით სავაჭრო ფუნდუკის დახურვა იყო სამაგიეროს გადახდა გერმანელებისთვის, მით უფრო მგრძნობიარე, რომ იმპერიას არაფრით არ შეეძლო მასზე რეაგირება. გაცილებით უფრო მრავალრიცხოვანი იყო საიმპერიო ღონისძიებები, მიმართული ვაჭრობისა და მრეწველობის მხარდაჭერისკენ. მთელი რიგი დადგენილებების გზით სეიმი ცდილობდა ებრძოლა მონეტების გაფუჭებასთანაც, სავაჭრო მონოპოლიებთანაც, ამქრებში ბოროტად გამოყენებებთანაც, თვით გლეხების დასაცავად გამოსვლასაც კი ცდილობდა. ვერაფერმა ვერ უშველა. თავად მრავალრიცხოვნება ამ დადგენილებებისა ადასტურებს მათ უნაყოფობას. იმპერიის უძლურება აიხსნება ბევრი მიზეზით, უმთავრესად, მთავართა ხელისუფლების გაძლიერებით. სწორედ მთავრების ინტერესებში იყო ის, რომ, თუ პირდაპირ ვერ დაუპირისპირდებოდნენ იმპერიის პოლიტიკას, ირიბად მაინც დაემუხრუჭებინათ იგი ყველანაირი საშუალებებით. თუკი იმპერიისთვის მომგებიანი იყო მხარი დაეჭირა ვაჭრობისა და მრეწველობისთვის იმიტომ, რომ ეს ნიშავდა ბიურგერობის, – მდიდარი საიმპერიო ქალაქების მხარდაჭერას, სწორედ ამ მიზეზის გამო მთავართათვის ხელსაყრელი იყო ვაჭრობის გახრწნაც და მრეწველობისაც: ერთიცა და მეორეც აკოტრებდა ქალაქებს, ე. ი. ასუსტებდა ტერიტორიებისადმი მტრულ საიმპერიო ძალას. ხოლო ქალაქების ფინანსურ მხარდაჭერას, სეკულარიზაციის შემდეგ, მთავრები ისე უკვე აღარ საჭიროებდნენ. იგივე კეთდებოდა გლეხობასთან მიმართებაშიც. მთავრებისთვის აუცილებელი იყო მხარი დაეჭირათ აზნაურობისთვის, ვინაიდან დანერგვის პროცესში მყოფ ტერიტორიულ აბსოლუტიზმს შეეძლო დაყრდნობოდა მხოლოდ მიწათმფლობელურ ელემენტს. უხდებოდათ მემამულეთა მოთხოვნებისადმი გლეხების მსხვერპლად შეწირვაც. ერთი სიტყვით, ეკონომიკურ ურთიერთობათა სფეროში იმპერია საბოლოოდ უძლური ხდებოდა თავისი ეროვნული მისიის განხორციელებაში. და არა მხოლოდ ეკონომიკურ სფეროში. რიგი ფაქტორებისა გვიჩვენებს, რომ იმპერია, როგორც ეროვნული ძალა, საერთოდ იდგა გაკოტრების ზღურბლზე. ორი გვირგვინის ბედუკუღმართმა შეჯახებამ კარლ V-ის თავზე მხოლოდ დააჩქარა იმ წინააღმდეგობათა გამოვლენა, რომლებსაც იწვევდა იმპერიის არსებობა. კარლისთვის ესპანეთის საქმეები ყოველთვის უფრო მშობლიური იყო. მაგრამ საქმე კარლის პირად სიმპათიებსა და ანტიპათიებში არა ყოფილა. ყველაზე უფრო არსებითი იყო ის, რომ იმპერატორი რჩებოდა კათოლიკედ, როდესაც გერმანიის ეროვნულმა სულმა გამოავლინა გადაჭრით მისწრაფება პროტესტანტიზმის მხარისკენ. აუგსბურგის ზავის შემდეგ ეს წინააღმდეგობა (დაპირისპირება) შეიქნა იმპერიის მთავარ სნეულებად. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რათა გერმანული სახელმწიფოებრიობა ექციათ ქვეყნის ეროვნული ამოცანებისთვის სამსახურის უნარის მქონედ, მისგან აუცილებელი იყო ჩამოეშორებინათ ნახევრად უცხოური კათოლიკური იმპერია. ეს ოპერაცია ჩატარებულ იქნა, მაგრამ იგი გაჭიანურდა თითქმის სამი საუკუნის მანძილზე და გერმანიას დაუჯდა ბევრი სისხლის ფასად. ოცდაათწლიანი ომი (იხ.) იყო პირველი მომენტი ოპერაციისა, ყველაზე უფრო მტკივნეული მომენტიც.

მიღებულია ფიქრობდნენ, რომ ოცდაათწლიანი ომი თავისთავად აღნიშნავდა მკვეთრ მობრუნებას უარესისკენ, რომ გერმანიის ყველა უბედურება, ეკონომიკური, კულტურული და სხვა დანარჩენი, სათავეს ღებულობს სწორედ მისგან. ყოველივე ზემოთქმულიდან ნათელია, თუ როგორ შეზღუდვებს მოითხოვს ასეთი შეხედულება. გახრწნის ჩანასახები სახეზე იყო, როცა იფეთქა ომმა, და სწორედ იმიტომ, რომ გახრწნა დაიწყო ომამდე, – ომმა იქონია ასეთი დამღუპველი ზემოქმედება. გერმანია უკვე იტანჯებოდა ქრონიკული სნეულებით, როცა მოვიდა მწვავე ავადმყოფობა, და მის უზარაზარ სხეულს არ აღმოაჩნდა საკმარისი ძალები, რათა წინააღმდეგობა გაეწია არა მარტო მექანიკური ნგრევისთვის, არაედ ორგანული დაშლისთვისაც. ერთი სიტყვით, ომმა ვერ შემოიტანა ვერაფერი პრინციპულად ახალი გერმანიის დაქვეითების პროცესში. მან მხოლოდ დააჩქარა იგი. მისი მნიშვნელობა არა იმდენად ხარისხობრივია, რამდენადაც რაოდენობრივი. მაგრამ ამ დათქმების ფარგლებში შეფასებულმა ომმაც კი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი უბედურება მოიტანა. ომის მიერ მოხდენილმა მარტო გაჩანაგებებმა მიაღწიეს უზარმაზარ ზომებს. სოფელი, როგორც ეს ბუნებრივია კიდეც, უფრო მეტად დაზარალდა, ვიდრე ქალაქი. 1639 წ., როდესაც უწინ დისციპლინირებულმა შვედურმა ჯარებმა უკვე მოასწრეს იოლი ნადვლის სიტკბოების გემოს გასინჯვა, შვედი გენერლის პფულის მხოლოდ ერთმა რაზმმა მხოლოდ ბოჰემიაში გადაწვა და დაანგრია დაახლოებით 800 სოფელი. გერმანიის სხვა ნაწილებიც ამაზე ბევრად ნაკლებად არ დაზარალებულან. ჩვეულებრივ ასეთი გამაჩანაგებელი ლაშქრობების კვალდაკვალ, მათ მიერ ჩავლილი ოლქები მაშინვე იქცეოდნენ შიმშილისა და ჟამიანობის (ჭირის) მსხვერპლად, ვინაიდან მოწინააღმდეგის მოახლოებისას გაფანტული და ტყეებში თავშეფარებული მოსახლეობა ვერ პოულობდა შემდეგ საკვებს. ქალაქი ნაკლებად დაზარალდა, რადგანაც ქალაქს ჰქონდა მისი მაგარი კედლები, მაგრამ ჩვენ ვიცით, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო მტრების ხელში ჩავარდნილი ქალქის ხვედრი (მაგდებურგი, 1631; ჰაიდელბერგი, 1622). მოსახლეობის შემცირება ასეთ პირობებში ძალიან დიდი იყო. იგი განპირობებული გახლდათ არა იმდენად იმით, რომ ადამიანები იქცეოდნენ მახვილის მსხვერპლად. ბრძოლებში და მშვიდობიან მცხოვრებლებზე ჯარიკაცების თავდასხმისგან განცდილი დანაკარგები შეადგენენ სულაც არა ყველაზე უფრო დიდ ნაწილს ადამიანთა დანაკარგების ბალანსში. მცხოვრებთა უზარმაზარი რაოდენობა იხოცებოდა, როგორც ახლახანს იყო აღნიშნული, შიმშილითა და სნეულებებით, რომლებიც ღებულობდა ეპიდემიურ ხასიათს. მრავალი ადამიანი ხდებოდა მაწანწალა და ყაჩაღი და ამით სამუდამოდ წყდებოდა მშობლიურ ადგილებს. კიდევ უფრო მეტი ვარდებოდა დამქირავებელთა ხელში. მთელი დანაკარგების დაანგარიშება შეიძლება, რა თქმა უნდა, მხოლოდ მიახლოებით. ისეთი ფრთხილი ისტორიკოს-სტატისტიკოსი, როგორიც ინამა-შტერნეგია, არ თვლის დაუშვებლად ჰიპოთეზას, რომ გერმანიამ 1618-1648 წწ. პერიოდში დაკარგა თავისი მოსახლეობის სამი მეოთხედი, ე. ი. 12-13 მილიონი სული. ცალკეული ადგილებისთვის ინამა ღებულობს პირდაპირ კოლოსალურ ციფრებს. ასე, პფალცში, მისი აზრით, დარჩა მცხოვრებთა უწინდელი რაოდენობის არაუმეტეს ორმოცდამეათედი ნაწილისა. შესაძლოა, რა თქმა უნდა, რომ ეს ციფრები გაზვიადებულია, მაგრამ ისინი დაუჯერებელი არ არის. დანაკარგების საერთო ჯამიდან სოფელზე მოდიოდა დაახლოებით 60%, ქალაქზე – დაახლოებით 40%. მეურნეობაში გაუკაცურება და საერთოდ ძარცვა-რბევა აისახებოდა ძალზედ მძიმედ, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში. იგი ომის შემდეგ იმყოფებოდა სასოწარკვეთილ მდგომარეობაში. ცოცხალი ინვენტარი თითქმის მთლიანად იყო ამოწყვეტილი. წვრილფეხა საქონლიდან არაფერი არ დარჩენილა. ასეთ პირობებში გლეხური მეურნეობა რომ ძირფესვიანად ინგრეოდა, თავის თავად ნათელია. მაგრამ მემამულეთა მეურნეობასაც არ ჰქონდა იოლად საქმე. ადამიანთა უკმარისობამ, უწინარეს ყოვლისა, გამოიწვია გასამრჯელოს ამაღლება სამიწათმოქმედო მუშებისთვის. ბოჰემიაში იგი სამჯერ გაიზარდა. პფალცსა და ვიურტემბერგში ომის შემდეგ გამოჩნდნენ მუშები შვეიცარიიდან იმიტომ რომ თავისები არ იყო საკმარისი. შვეიცარიელები ძალზედ ძვირად ფასობდნენ. რათა უზრუნველეყოთ თავიანთთვის უფრო იაფი შრომა, მემამულეებმა დაიწყეს მოთხოვნა, რომ დამოკიდებულების მსუბუქი ფორმები გადაქცეულიყო უფრო მძიმე ფორმებად. იქ, სადაც ბეგარა მცირე იყო, იგი გაზრდილ იქნა და რეგულარულიდან იქცა ნებისმიერად (произвольной). გარდა ამისა, რადგანაც ბევრი საგლეხო კარმიდამოები დაცარიელდა, ამიტომ მემამულენი განთავისუფლებულ მიწებს ურიგებდნენ წვრილ მეპატრონეებს, რომლებიც მათთან დადებული ხელშეკრულებებით, ვალდებული იყვნენ ეკისრათ ქვეითი ბეგარა, ან კიდევ უმატებდნენ მათ გადარჩენილი გლეხების ნაკვეთებს, რომლებსაც ამის გამო უზრდიდნენ საცხენოსნო ბეგარას, ანდა თავიანთთვის უფრო ხელსაყრელ პირობებზე ურიგებდნენ ახალ გლეხებს, რომლებიც ამასთან ერთად ღებულობდნენ საქონელს, თესლსა და ინვენტარს. დაცარიელებული საგლეხო მიწების ნაწილს მემამულენი უბრალოდ უერთებდნენ თავისას. ყოველივე ეს იქცა გლეხური დამოკიდებულობის გაძლიერების დასაწყისად. აღმოსავლეთში, ბრანდენბურგის სამფლობელოებში, ოცდაათწლიან ომთან ერთად გამოჩენილ პირობებში, აქვს გადგმული ფესვები ბატონყმური სამართლის აყვავებას (იხ. შემდეგი თავი). ბრანდენბურგელი მემამულეები, როგორც ვიცით, მუშაობდნენ გატანაზე (работали на вывозъ), და თავიანთი საგარეო ბაზარი მათ, როგორღაც, შეინარჩუნეს. მაგრამ სოფლის მეურნეობამ ომის შემდეგ თითქმის დაკარგა შიდა ბაზარი. რადგანაც ქალქებიდან ბევრი დანგრეული იყო, ხოლო უმრავლესობაში კი მოსახლეობა ასე თუ ისე დაზარალებული გახლდათ, ამიტომ მოთხოვნილება სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე დაუჯერებლად შემცირდა. მოკვდა გაცვლა-გამოცვლა ქალაქსა და სოფელს შორის, ის ცოცხალი გაცვლა-გამოცვლა, რომელიც წარმოადგენდა გერმანიის სამეურნეო ცხოვრების მთავარ ნერვს. აქედან იყო ფასების დაცემა სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე. ფასების დაცემა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე იწვევდა მიწის გაუფასურებას და, აქედან ამომდინარე, სასოფლო-სამეურნეო კრედიტის დაქვეითებასაც. სოფლის მეურნეობის სატირალი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდებოდა დიდი დავალიანებითაც. ომისა და ომისშემდგომი დროის უბედურებანი თავზე ატყდებოდა ჰიპოთეკებით დაუძლურებულ მეურნეობებსაც და ისინი ამას ვეღარ უძლებდნენ. ეს გაიგო საზოგდოებრივმა ხელისუფლებამაც. სეიმმა რეგენსბურგში 1650 წ. დაადგინა ჩამოეჭრათ სამიწო კრედიტის მიხედვით 1618-1650 წწ. დაგროვილი პროცენტების სამი მეოთხედი. ამავე ზომას მიმართავდნენ ცალკეული სახელმწიფოებიც. ყველაზე უფრო მეტად შორსმხედველი მთავრობები, გარდა ამისა, ამსუბუქებდნენ გადასახადებს, არიგებდნენ სესხებს თესლების შესაძენად, აწყობდნენ მარცვლეულის მაღაზიებს და სხვა. მთელი ამ შეღავათების ლომის წილი ერგებოდა, რა თქმა უნდა, სამემამულეო და არა საგლეხო მეურნეობას.

ამდენადვე მნიშვნელოვანი იყო საერთო ნგრევის შედეგები ვაჭრობისა და მრეწველობისთვისაც. ქალაქებმა ნაკლები ხალხი დაკარგეს, მაგრამ ქალაქების, როგორც სამეურნეო ერთეულებისთვის, მათი დანაკარგები უფრო ძნელად ასანაზღაურებელი იყო. ქალაქების გაკოტრებას ორი წყარო ჰქონდა: გაუკაცურება და კაპიტალების შემცირება. ამქრის განსწავლული მუშების დანაკრგების ანაზღაურება თითქმის შეუძლებელი იყო, და მუშების არარსებობის გამო მთელ დარგებს უნდა შეემცირებინათ წარმოება, ხოლო ზოგჯერ კი უქმდებოდა მთელი საამქროებიც მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი დროით (აუგსბურგის შალის მქსოველები). ნაკლები ზომებით იგივე ხდებოდა ვაჭრობის სფეროშიც. გაძნელდა სასაქონლო ტრანსპორტის პირობები, როგორც წყალში, ისე ხმელეთზეც. ქვეყანაში ომის დროსაც და მისი დასრულებიდან კარგა ხნის შემდეგაც დაძრწოდნენ ჯარისკაცებისა და ყაჩაღთა ხროვები. კაპიტალების უკმარისობა მძიმე ლოდად აწვებოდათ. ორვე ეს მიზეზი აქვეითებდა სავაჭრო ინიციატივის სულისკვეთებას. გერმანელი ვაჭრები კარგავდნენ თავიანთ უწინდელ სავაჭრო კავშირებს. ავიღოთ ჰანზა. უკვე ომის დასაწყისში ჰანზას ბევრი ქალაქისთვის ძნელი შეიქნა სამოკავშირეო შესატანების გადახდა. ერთხანს ჰანზელებს მხოლოდ დანიის მეურვეობის ქვეშ-ღა თუ შეეძლოთ ვაჭრობა. 1628 წ. იმპერატორი ფერდინანდ II პოლიტიკური მოსაზრებებით – რათა მიეღო საყრდენი ზღვაზე – ცდილობდა ჰანზის გამოცოცხლებას, მაგრამ ამაოდ. ნეიტრალიტეტმა, რომელსაც ჰანზა იცავდა ომის დროს, ვერ იხსნა იგი გაჭირვებათაგან. მხოლოდ ლიუბეკმა 1627 წ. დაკარგა დაახლოებით 900 ხომალდი და თავისი ნეიტრალიტეტის დასაცავად ყოველწლიურად უნდა ეხადა 17.000 მარკა დაქირავებულთათვის. საერთაშორისო ვაჭრობამ თანდათანობით სხვებთან იწყო გადასვლა. დანციგის აყვავებული პურით ვაჭრობა ხელში ჩაიგდეს ჰოლანდიელებმა და ინგლისელებმა. და თუკი ჰანზამ გადაიტანა კიდევ ომი და მონაწილებდა მოლაპარაკებებში მშვიდობის შესახებ, ეს გახლდათ მხოლოდ აჩრდილი უწინდელი ჰანზისა. 1669 წ. შეიკრიბა უკანასკნელი Hansatag-ი. როგორც ჩრდილოეთისთვის ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰოლანდიელთა და ინგლისელთა დაპყრობებს, ისე სამხრეთში გერმანული ვაჭრობა და გერმანული მრეწველობა იტანჯებოდნენ ფრანგული კონკურენციისგან. ელზასის დათმობამ ფრანგებს ხელში ჩაუგდო კომერციული უპირატესობა რაინის მთელ ზემო წელში, და არა მხოლოდ აქ. მთელი ზემო გერმანია, რომელსაც ოდესღაც ხელში ეჭირა მსოფლილო ვაჭრობის ძაფები, ახლა გრძნობდა ფრანგულ მეურვეობას. ფრანკფურტისა და ლაიფციგის ბაზრები სავსე იყო ფრანგული ბეღლებით. ფრანგებს ხელს უწყობდა მოდაც: სასახლის კარისა და რაინდთა წრეები ხარბად აცხრებოდნენ ყველაფერ ფრანგულს. გერმანელებს აქ შეეძლოთ ეწარმოებინათ მხოლოდ პასიური ვაჭრობა. და საერთოდაც საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში ისინი ძლივს-ძლივობით თუ ინარჩუნებდნენ დამოუკიდებელ მდგომარეობასაც. კონკურენტებმა შეავიწროვეს ისინი კომისიონერების, ფაქტორების, ექსპედიტორებისა და სხვა როლებზე. გერმანული საერთაშორისო ვაჭრობა ჩრდილოეთის გზების გავლით დიდი ხნით გაჩერდა. და თუკი გერმანული საქონელი სამხრეთ ქალაქებიდან, რომლებიც მთელი ძალებით ცდილობდნენ არ მიეცათ შესაძლებლობა მრეწველობის საბოლოოდ დაღუპვისთვის, ხვდებოდა კიდეც ჰამბურგის გავლით საზღვარგარეთ, ყველაზე უფრო ხშირად ინგლისური ხომალდებით. თავიანთი ვაჭრობის წარმოება გერმანელებს არ შეეძლოთ: რაინის შესართავი დაკავებული იყო ჰოლანდიელებისა და ესპანელების მიერ; ვეზერისა და ოდერის შესართვებში ისხდნენ შვედები; ვისლა შესართავიდან შორს ზემოწელისკენ იყო პოლონური; ელბის შესართავში მეტოქეობა უწევდათ დანიელებთან.

იყო კიდევ ერთი მიზეზი, რომელმაც უფრო დაამძიმა ვაჭრობის დაქვეითება. ომის (1618-1648) დასაწყისი გახლდათ მონეტის ყველაზე უფრო გაძლიერებული გაფუჭების ხანა, Kipper und Wipperzeit. წამახალისებელი მიზეზი ამისთვის იყო ფულის უკმარისობა, რომელსაც განიცდიდა ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაცია. მოვლენამ მიიღო ისეთი უზარმაზარი ზომები, რომ სამეურნეო ანგარიში თითქმის შეუძლებელი შეიქნა. არავის არ ჰქონდა ნდობა მონეტის ნამდვილობისა და იმისადმი, რომ გადახდის მომენტში იგი იქნება იმავე ფასეულობისა, რაც მიღების მომენტში. ვაჭრობა გადაიქცეოდა რაღაც უნებურ სპეკულაციად. არც ერთი უცხოელი ვაჭარი ასეთ ფულებს არ ღებულობდა. ომის უკანასკნელ პერიოდში მონეტების ეს გაფუჭება უკვე ვეღარ თამაშობდა ასეთ დიდ როლს, მაგრამ მისი შედეგები კიდევ დიდხანს იყო შესამჩნევი. იგივე შეიძლება ითქვას შიდა საბაჟოებთან მიმართებაშიც. საბაჟო ბარიერები ცალკეულ სახელმწიფოებს შორის აძნელებდა ურთიერთობებს, შეუძლებელს ხდიდა სწორი გაცვლა-გამოცვლის ორგანიზაციას, კეტავდა სამდინარო გზებს. უკანასკნელი განსაკუთრებით მძიმე ტვირთად აწვებოდა ვაჭრობას. მთავრები ცდილობდნენ სამდინარო ტრანსპორტის თუნდაც რამდენადმე თავისუფლების დამყარებას მოლაპარაკებათა გზით, მაგრამ წვრილი ეგოისტური ინტერესები ახშობდა აუცილებლობის ხმას: საბაჟოები აგრძელებდნენ არსებობას და – ბოლოს და ბოლოს – მთავრებისთვის მოჰქონდათ საკმარისად დიდი შემოსავლები.

ამრიგად, ომის შედეგები საკმარისად მძიმე იყო, მაგრამ მაინც არ უნდა ვაჭარბებდეთ, როგორც ეს ზემოთ უკვე იყო ნათქვამი, ომის მიერ მეურნეობისთვის მიყენებული ბოროტების ზომებს. სასტიკად იყო დაზიანებული მიწათმოქმედება, მაგრამ ისიც არა გამოუსწორებლად. მიწათმოქმედების სისტემები და სამიწათმოქმედო იარაღები იმ ეპოქაში ჯერ კიდევ ისეთი მარტივები იყო, რომ კულტურის აღდგენა ტექნიკური მხრიდან ძალიან დიდ სიძნელეს არ წარმოადგენდა. ვაჭრობაში საქმეები კიდევ უფრო ნაკლებ უიმედოდ გამოიყურებოდა. გერმანიამ დაკარგა ინიციატივა, იძულებული შეიქნა დაქვემდებარებოიდა უცხოურ ჰეგემონიას, დაასამარა ჰანზა. მაგრამ მას დარჩა მისი ბაზრები (ლაიფციგი და ფრანკფურტი) და საშინაო ვაჭრობა. და უკვე მნიშვნელოვნად უკეთ იყო საქმე მრეწველობის სფეროშიც. აქ ომი, ანგრევდა რა სიცოცხლიუნარიანს, იმავე დროს ეხმარებოდა ძველი დრომოჭმული ფორმების წალეკვაშიც. ყოველ შემთხვევაში, მის მიერ მიყენებული ჭრილობები არ იყო სასიკვდილო. ახალ დამთავრებული იყო ომი, როცა სამთავრობო და კერძო ინიციატივები შეუდგნენ (бросились) მის მიერ მიყენებულ გაჩანაგებათა გამოსწორებას. განსაკუთრებით ფასეული იყო სწორედ სამთავრობო ინიციატივა. ტერიტორიულმა მთავრებმა, რომელთა მდგომარეობაც განმტკიცებულ იქნა ვესტფალიის ზავით, გაიგეს სწორი სამთავრობო პოლიტიკის აუცილებლობა. რიგი სახელმწიფოებისა და თვით იმპერიის სავაჭრო პოლიტიკის გაერთიანების მცდელობებსაც კი მიმართავდნენ. 1661 წ. ბრანდენბურგის კურფიურსტის მინისტრმა, ეპისკოპოსმა როხასმა, შეადგინა მთელი საბაჟო კავშირის პროექტი. 1690 წ. ბრანდენბურგმა, საქსონიამ და ლიუბეკმა გააერთიანეს თავიანთი სამონეტო სისტემები. სეიმმა რამდენჯერმე სცადა საგანგებო დეკრეტით დაედგინა (დაემყარებინა, установить) ტალერის ფასეულობა. 1676 წ. მან გამოსცა დადგენილება, რომელიც კრძალავდა ფუფუნების საგნების შემოტანასა და მოხმარებას საფრანგეთიდან. და რამდენადაც საიმპერიო გეგმებისა და გადაწყვეტილებათა უმრავლესობა აღუსრულებელი რჩებოდა, იმდენად ცალკეულ მთავართა საშინაო სამეურნეო პოლიტიკა წარმატებით გვირგვინდებოდა. ქვეყანაში იწყებოდა ახალი სამეურნეო ცხოვრება, რომელიც თავისთვის სულ უფრო ახალ ფორმებს პოულობდა. მრეწველობის სფეროში, ამქრული სისტემის მომხრეთა ძალისხმევის მიუხედავად, იზრდებოდა თავისუფალი წარმოება, მსხვილი მანუფაქტურა, რომელიც ემყარებოდა შინაურ ინდუსტრიას. მხოლოდ წვრილი ხელოსნობის დაქვეითებით შეიძლება აიხსნას ის, რომ, მაგალითად, ომის დროს მიუნხენში გაიზარდა ხელზე (დატარებით, въ разносъ) მოვაჭრეთა რაოდენობა 50-დან 1618 წ. 63-მდე 1649-ში. ესენი იყვნენ მსხვილ მრეწველთა კლიენტები, ადამიანები, რომლებმაც თითქმის დაკარგეს თავიანთი სამეურნეო დამოუკიდებლობა. არ არის უფრო მეტად პირდაპირი მინიშნებების უკმარისობაც. მალევე ზავის დადების შემდეგ იწყება აუგსბურგის ახალი აყვავება. XVII ს. 60-იანი წლებიდან იქ ძლიერდება შალის ქსოვილების ღებვის რეწვა. ისეთივე ტემპით ხდებოდა ლითონის, ხისა და ძვლის ნაკეთობების წარმოება ნიურნბერგში, იარაღის ინდუსტრია ზოლინჰენში, ტილოსა და მზა მატერიის დამზადება სილეზიასა და ვესტფალიაში, შუშის მრეწველობა ბოჰემიაში, აბრეშუმის წარმოება პფალცში, ბავარიაში, ბრანდენბურგში, შალის თხელი ქსოვილების დამუშავება საქსონიაში და სხვა. მართალია, XVIII ს. უნდა დამდგარიყო დაქვეითების კიდევ ერთი ზოლი, მაგრამ იგი გადატანილ იქნა შედარებით უფრო მსუბუქად.

ომის პოლიტიკური შედეგები ასევე ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. ვესტფალიის ზავმა ბოლო მოუღო იმპერიას როგორც რეალურ ძალას. უკანასკნელი შესაძლებლობები საიმპერატორო ხე;ისუფლების განმტკიცებისთვის დაკარგულ იქნა ჰაბსბურგების შეუსაბამო პოლიტიკის შედეგად. კარლ V-მ ხელთ იპყრა საერთაშორისო იეზიუტიზმის დროშა გერმანიის ეროვნულ მისწრაფებათა წინააღმდეგ. მისი მენაცვალეები, შეიძლება ითქვას, მაქსიმილიან II-ის გამოკლებით, მხოლოდ იმას თუ ცდილობდნენ, რათა მისი უიღბლო პოლიტიკა სავსებით უაზრო და აბსოლუტურად უნაყოფო გაეხადათ. იმპერია მათ დროს არა მხოლოდ მტრული შეიქნა გერმანიისადმი, არამედ საშიშიც მისთვის. ოცდაათწლიანი ომი იყო კიდეც მნიშვნელოვან წილად გერმანიის ომი იმპერიის წინააღმდეგ. იმპერია დამარცხებულ იქნა და ფაქტიურად შეწყვიტა არსებობა. ვესტფალიის ზავის მიხედვით საიმპერიო ჩინებმა, ე. ი. არა მხოლოდ მთავრებმა, არამედ თავისუფალმა ქალაქებმაც და რაინდობამაც მიიღეს კავშირის დადების უფლება ურთიერთ შორის და უცხოურ დერჟავებთანაც კი, რაც წარმოადგენდა პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული სუვერენიტეტის უმაღლეს გამოხატულებას. იმპერატორის რწმუნებულებმა ძლივსღა მიაღწიეს დათქმას, – რომელიც არასოდეს შესრულებულა, – რომ კავშირი უცხოურ დერჟავებთან არ უნდა იყოს მიმართული იმპერიისა და იმპერატორის წინააღმდეგ. თვით ისიც კი, რაც რჩებოდა საიმპერატორო ხელისუფლების განუყოფელ კუთვნილებად, საგარეო პოლიტიკის წარმოება, უკვე აღარ წარმოადგენდა იმ სფეროს, რომელშიც ვერ ჩაერეოდნენ მთავრები. საარჩევნო კაპიტულაციები აგრძელებდნენ იმპერატორებისგან ერთი-მეორის მიყოლებით პრივილეგიების გამოგლეჯვას (отвоёвывать). არაფერია სალაპარაკო, რომ იმპერიის საშინაო პოლიტიკის საკითხებში, როდესაც საქმე მიდიოდა გადასახადების ამაღლების შესახებ, სამონეტო და საბაჟო პრივილეგიების დარიგების შესახებ, საიმპერიო მიწების გაუცხოებისა და შეწყვეტილი ლენების განახლების შესახებ, – კურფიურსტების აზრი თითქმის გადამწყვეტი შეიქნა. უმნიშვნელოვანესი საიმპერიო თანამდებობები, Reichskammergericht-ის მრჩევლებისა, საიმპერიო ხაზინადრებისა, საიმპერიო გენერლებისა, დამოკიდებული იყო ჩინებზე; Hofrat-ი, უწინ თითქმის საიმპერატორო კარის დაწესებულება, ცოტ-ცოტად Reichshofrat-ის სახელწოდებით, იქცა მეორე საიმპერიო სასამართლო კოლეგიად; საიმპერიო საკანცლერო მთლიანად იმყოფებოდა მაინცის მთავარეპისკოპოსის ხელში. ასეთი, თითქმის სრული უძლურების დროს, იმპერატორი, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენდა დიდ საფრთხეს მთავრებისთვის და საიმპერიო სეიმი, დაწესებულება, რომელიც შეიქმნა იმპერატორის პრეტნზიების მოგერიებისა და საიმპერიო ჩინების უფლებათა დაცვის მიზნით, გაბედულად შეეძლოთ გაეუქმებინათ. მაგრამ იგი დატოვეს, როგორც საიმპერიო ერთიანობის სიმბოლო. თუმცა კი 1663 წ. რეფორმამ სრულებით შეცვალა მისი არსებობის მთელი აზრი. მთავრებმა და სხვა საიმპერიო ჩინებმა ამიერიდან შეწყვიტეს მასზე პირადად გამოცხადება, არამედ თავიანთ ნაცვლად დაიწყეს ელჩების გაგზავნა. ამასთან სეიმი შეიქნა მუდმივ დაწესებულებად; მისი ადგილმყოფობა განსაზღვრულ იქნა რეგენსბურგში. საქმეები სეიმში ნელ-ნელა ჩაკვდა. მისი საკანონმდებლო საქმიანობა თანდათანობით ვიწროვდებოდა, ვინაიდან ამ საქმიანობის უზურპირებას სულ უფრო და უფრო მეტად ახდენდნენ მთავრები.

საიმპერატორო ხელისუფლების დაქვეითებასა და მთავართა ხელისუფლების იურიდიულ გაძლიერებას თან ახლდა კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებას ამოძრავებდა ზუსტად იმავე მიმართულებით: ზოგიერთი წვრილი საიმპერიო ტერიტორიების შთანთქმა მთავრების მიერ. ვესტფალიის ზავის პირობების ძალით, და ამ პირობებისგან დამოუკიდებლად, შემოერთების პროცესმა მიიღო ძალზედ ფართო ზომები. საეკლესიო სამფლობელოები სეკვესტრის ქვეშ აღმოჩნდა ხელშეკრულებათა მკაცრ საფუძველზე. ოპერაცია შეეხო უმთავრესად ჩრდილოეთს. ბრანდენბურგმა მიიღო ჰალბერშტადტის, მინდენისა და კამინის საეპისკოპოსოები და, მაშინდელი მფლობელის სიკვდილის შემდეგ კი, მაგდებურგის სამთავარეპისკოპოსოც; შვედეთს პომერანიასთან ერთად ერგო ბრემენისა და ვერდენის (Verden) საეპისკოპოსოებიც; მეკლენბურგს – შვერინისა და რატცებურგის საეპისკოპოსოები; ბრაუნშვაიგ-ლუნებურგს – ოსნაბრიუკის საეპისკოპოსო (არა სრულ მფლობელობაში) და რამდენიმე სააბატო; ჰესენ-კასელს – ჰერსფელდის სააბატო; მეცი, ტური და ვერდენი (Verdun) საბოლოოდ გადავიდნენ საფრანგეთის შემადგენლობაში ელზასან ერთად. იგივე ხვედრი ერგო ზოგიერთ ქალაქს. მათ უკვე აღარ შეეძლოთ წინააღმდგობა გაეწიათ მთავართა ხელისუფლების დარტყმებისთვის, და თუმცა კი ისინი დაინდეს ვესტფალიის ხელშეკრულებებმა, მაგრამ ამან დიდი ხნით ვერ დაიცვა მათი დამოუკიდებლობა. 1661 წ. მიუნსტერი უნდა დაქვემდებარებოდა მიუნსტერის ეპისკოპოსს, 1664 წ, ერფრუტი – მაინცის ეპისკოპოსს, 1671 წ. ბრაუნშვაიგი – ვოლფენბიუტელს. იმავე დროს ბრანდენბურგის კურფიურსტებმა შემოიერთეს რიგი ქალაქებისა. თუკი სასულიერო სამფლობელოებსა და ქალაქებს მთავრები დიდი შრომის გარეშე უკლავდებოდნენ, მაშინ რაღა უნდა ითქვას საიმპერიო რაინდობის შესახებ? ზავის შემდეგ იწყება რაინდთა სამფლობელოების მასობრივი ძარცვა. ბავარიაში, ავსტრიაში, ჩრდილოეთის სამთავროთა უმრავლესობაში საიმპერიო რაინდობა თითქმის მთლიანად იქნა ძირფესვაიანად ამოგდებული. ერთი სიტვით, ტერიტორიულმა გადანაწილებამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ უფრო ნაკლები გახდა დაქუცმაცებულობა, მოაკლდა სიჭრელე, დამყარდა რამდენადმე უფრო მეტი წესრიგი. გაიზარდა შედარებით მსხვილი ტერიტორიების რიცხვი. საიმპერატორო ხელისუფლების ფაქტიური გაუქმების წყალობით კი მთავრებმა შეიძინეს სრული სივრცე საშინაო პოლიტიკის წარმოებისთვის. ყოველივე ის, რაც უწინ უნდა გაკეთებულიყო საიმპერიო ხელისუფალთა მიერ და ვერ კეთდებოდა, ახლა იქცა ტერიტორიული ხელისუფლების სამემკვიდრეო ხვედრად. ახლა მას მოუწევდა ფართოდ გაეშალა ადმინისტრაციული, ეკონომიკური და კულტურული ამოცანები, ვინაიდან დრო არ ითმენდა და მოითხოვდა ყველაზე უფრო ენერგიულ მუშაობას.

უწინარეს ყოვლისა აუცილებელი იყო გარეგნული წესრიგის დამყარება, ყაჩაღთა ხროვების ლიკვიდაცია, ადამიანების ხელახლა მიჩვევა აზრისადმი, რომ ბოროტმოქმედებანი პიროვნების, ღირსებისა და საკუთრების წინააღმდეგ დასჯადია არა მხოლოდ თეორიაში, არამედ სინამდვილეშიც. შემდეგ საჭირო იყო დახმარებოდნენ ქვეყანას მატერიალური დანაკარგების გამოსწორებაში. საჭირო იყო საერთოდ ფეხზე დაეყენებინათ ქვეყნის მწარმოებლური ძალები. სხვა სიტყვებით, საჭირო იყო ეკონომიკური პოლიტიკის საშუალებათა მაქსიმალური დაძაბვა. მსოფლიო მეურნეობის პირობებიც ისე მოქმედებდა, რომ სახელმწიფო ხელისუფლებას გარდაუვალად უნდა მოეხდინა კონცენტრირება და შეეძინა დამოუკიდებლობა, ვინაიდან დგებოდა მეურნეობის ეროვნული ორგანიზაციის ეპოქა. და ყველგან ეროვნული მეურნეობის დასაცავად სახელმწიფო ხელისუფლებამ მოახდინა ორგანიზება. როდესაც გერმანიაში იმპერია უძლური აღმოჩნდა ამ მისიის შესრულებაში, ეს უკანასკნელი ბუნებრივად უნდა გადასულიყო ცალკეულ სახელმწიფოებზე, ვინაიდან ქალაქებს უკვე აღარ ჰყოფნიდათ ძალები ამისთვის. მერკანტილიზმი, რომელსაც ყველგან აღიარებდნენ ამ ეპოქაში ეკონომიკური პოლიტიკის საუკეთესო სისტემად, შესაძლებელია გატარებული ყოფილიყო მხოლოდ ძლიერი ხელისუფლების მიერ. და პირიქით, ხელისუფლება დაინტერესებული იყო მერკანტილისტური სავაჭრო პოლიტიკის დამყარებაში, იმიტომ რომ იგი მას ამარაგებდა მმართველობის იარაღით, ლითონის მარაგით, და ასეთნაირად საშუალებას აძლებდა, რომ მეტ-ნაკლებად ენერგიულად მოეკიდა ხელი არმიის ორგანიზებისთვის. ასი წლის წინ, მსოფლიო ბაზრის სხვა პირობების დროს, და ჯერ კიდევ ძალმოსილი ქალაქ-სახელმწიფოების სახეზე არსებობის პირობებში, ეს ტერიტორიებისთვის იქნებოდა სრულებით დაუძლეველი ამოცანა.

ასეთი იყო აბსოლუტიზმის წინაპირობები. მან ვერ შეძლო ქცეულიყო ეროვნულ აბსოლუტიზმად, როგორც ეს მოხდა საფრანგეთსა და ესპანეთში. ამიტომ მისი თავმოყრა მოხდა სამთავროებში. თავისი განვითარების ძირითად ხაზებში იგი არ განსხვავდებოდა მსხვილ ეროვნულ სახელმწიფოებში დამყარებული აბსოლუტიზმისგან. მხოლოდ იგი უფრო წვრილი იყო (былъ мельче). მასში უფრო ნათლად იყო შესამჩნევი სამემკვიდრეო მამულების ხელისუფლების ნიშნები. მასში დრო და დრო ვლინდებოდა წესრიგი, რომელიც უფრო მეტადაა დამახასიათებელი სწორედ სამემკვიდრეო მამულების ორგანიზაციისთვის. მთავართა აბსოლუტიზმი ჩამოყალიბდა (გამოვლინდა) არა ერთბაშად და არც ერთბაშად უზეიმია. მისთვის საამისოდ აუცილებელი იყო, უწინარეს ყოვლისა, წოდებრივ თავისუფლებათა (сословныя вольности) ძირს დანარცხება. საერო ჩინებს, რომლებშიც ყველაზე უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობდა აზნაურობა, არ სურდათ ბრძოლის გარეშე დაეხიათ უკან თავიანთი პრივილეგიებისგან. ბრძოლა მთავრებისთვის ადვილი არ იყო, და მისი წარმოება უხდებოდათ განსაკუთრებული სიფრთხილით. ორივე მხარისთვის ხელსაყრელი კომპრომისი უფრო ხშირად წყვეტდა საქმეს, ვიდრე სახელმწიფო გადატრიალება. აი რატომ იქცა პირველ ხანებში გერმანელ მთავართა აბსოლუტიზმი ფეოდალურ აბსოლუტიზმად. აზნაურებს მოუწიათ ხელი აეღოთ თავიანთ სოციალურ ძალაუფლებაზე გლეხებზე და მათი უფლებები კიდეც გაეზარდათ, დათანხმებულიყვნენ გლეხთა დამოკიდებულების ფორმების გაძლიერებასა და გაფართოებაზე იმისთვის, რათა სახელმწიფო ხელისუფლების მიერ წოდებრივ თავისუფლებათა შთანთქმა მომხდარიყო დიდი ბიძგებისა და რყევების გარეშე* (*მხოლოდ სასულიერო სამთავროებში, ზოგადად რომ ვთქვათ, არ ყოფილა ბრძოლა წოდებრივ თავისუფლებებთან. მთავართა ხელისუფლება იქ არჩევითი იყო, და წოდებრივ ჩინებს, რომელთა ხელშიც ჩვეულებრივ იმყოფებოდა არჩევის უფლება, შეეძლოთ /მათ იცოდნენ/ საკუთარი თავის უზრუნველყოფა საარჩევნო კაპიტულაციებით). რა თქმა უნდა, წოდებრივი ჩინების უფლებათა შთანთქმა ყველგან არ ყოფილა სრული. მაგრამ საერთოდ შედეგი ისეთი იყო, რომ ჯერ კიდევ XVII ს. დასასრულამდე წოდებებმა დაჰკარგეს თავიანთი პოლიტიკური უფლებები. აზნაურობა, გრძნობდა რა დამარცხების გარდაუვალობას, ჩქარობდა თავისი პოლიტიკური პრივილეგიების გაყიდვას სოციალური ბატონობის მუხუდოს შეჭამანდის ფასად. საზოგადოებრივი განწყობა ასევე არ იყო არაკეთილმოსურნედ განწყობილი აბსოლუტიზმის დამყარებისადმი. ბიურგერობას ომის შემდეგ უწინარეს ყოვლისა სჭირდებოდა წესრიგი. ეკლესია უკვე დიდი ხანი იყო რაც ქადაგებდა ხელისუფლებისადმი უპირობო დაქვემდებარებას. რეფორმატორებმა ლუთერის დროიდან თავიანთი ქადაგება მისცეს მთავართა აბსოლუტისტური ჩანაფიქრების სამსახურში, მხარდაჭერისთვის მადლიერების ნიშნად. იმავე სამსახურს და იმავე მიზეზით აღმოუჩენდა კათოლიკ მთავრებს კათოლიკური ეკლესიაც.

აბსოლუტიზმი იქცეოდა გერმანიის პოლიტიკური ცხოვრების გაბატონებულ ფაქტად, და, როგორც ხდება ხოლმე თითქმის ყველგან ასეთ შემთხვევებში, გამოჩნდა თეორია, რომელმაც საკუთარ თვზე აიღო მისი გამართლება. ფილიპ ბოგუსლავ ფონ ჰემნიცი, რომელიც წერდა ფსევდონიმით Hippolitus a Lapide, ბოდენისა და ჰობსის მიდევარი, თხზულებაში, რომელიც დასათაურებული იყო ასე “De ratione status in imperio nostro Romano-Germanico” (1640), თითქოსდა წინასწარ განჭვრეტს იმ შეზღუდვებს, რომლებიც განიცადა საიმპერატორო ხელისუფლებამ მიუნსტერსა და ოსნაბრიუკში დადებული ხელშეკრულებების მიხედვით. საიმპერატორო ხელისუფლება, მისი აზრით, ყოველთვის წარმოადგენდა საფრთხეს გერმანიისთვის. ახლა, ჰაბსბურგების “ფატალური საგვარეულოს” წყალობით, ეს საფრთხე უფრო მეტი გახდა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ჰაბსბურგები გაძევებულ უნდა იქნან გერმანიიდან (должны быть выброшены из Германии), ხოლო თავად საიმპერატორო ხელისუფლება კი, როგორც ასეთი, უნდა იქნას შეზღუდული საიმპერიო ჩინების სასარგებლოდ. იმპერატორი უნდა შეიქნას მხოლოდ საიმპერიო ჩინების არისტოკრატიული universitas-ის მეთაურად. ამიტომ უმაღლესი შეუზღუდავი ძალაუფლება (summa et absoluta potestas) უნდა ეკუთვნოდეს არა მას, არამედ ჩინებს. საიმპერატორო ძალაუფლება გაყოფილი უნდა იყოს, იმპერატორს არ უნდა ჰქონდეს არც საგარეო ურთიერთობათა წარმოების უფლებამოსილება, არც უმაღლესი იურისდიქცია, არც გადასახადების დაწესების უმაღლესი უფლება. ჰემნიცი არ აკეთებს დასკვნებს თავისი გზავნილებიდან. იგი მხოლოდ მოკლედ ეხება საკითხს იმის შესახებ, თუ როგორი სახით უნდა ხორციელდებოდეს სუვერენიტეტი საიმპერიო ჩინების მიერ. მას ავსებს სახელგანთქმული სამუელ პუფენდორფი თხზულებაში “De statu imperii Germanici” (1667), რომელიც მან გამოსცა ფსევდონიმით Severinus de Monzambano. იმპერია, მისი სიტყვებით, – “რაღაც უცნაური და ურჩხულის მსგავსი სხეულია” (irregulare aliquid et monstro simile corpus). მას არ შეუძლია არსებობა თავისი ახლანდელი სახით. ეს – რაღაც საშუალოა დაშლად მონარქიასა და სახელმწიფოთა ჩამოყალიბებად კავშირს შორის. სუვერენიტეტი საქმეთა ასეთი მდგომარეობისას ბუნებრივად უნდა გადავიდეს იმპერატორისგან საიმპერიო ჩინებზე. თითოეულ სამთავროში ხელმწიფეს (ე. ი. მთავარს – ი. ხ.) უნდა ეკუთვნოდეს უმაღლესი, სიტყვაშეუბრუნებელი, პასუხისმგებლობის არმქონე, კანონისადმი დაქვემდებარებისგან თავისუფალი, ქვეშევრდომთათვის წმინდა ხელისუფლება, შეზღუდული მხოლოდ თავად ხელმწიფის შინაგანი, ზნეობრივი მოტივებით. “აუცილებლობის შემთხვევაში” (in casu necessitatis) საერო ჩინთა პრივილეგიები უნდა მოიდრიკოს (должны склониться) მთავრის სუვერენიტეტის წინაშე (superioritas territorialis). ერთი სიტყვით, ჩვენს წინაშეა უკვე აბსოლუტიზმის ნამდვილი თეორია. თავად მისი გამოჩენა გვიჩვენებს, რომ აბსოლუტიზმი ჩამოყალიბდა და იქცა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე უფრო მსხვილ ფაქტად.

თანამედროვეთა უმრავლესობის თვალსაზრისით, რომელთათვისაც ოცდაათწლიანი ომი იყო, უწინარეს ყოვლისა, ბრძოლა იეზიუტური განსაკუთრებულობისა და ჰაბსბურგთა შეუწყნარებლობის წინააღმდეგ, მისწრაფება სარწმუნოების აღმსარებლობის თავისუფლების მოპოვებისკენ, – ძლივსძლივობითღა თუ იქნებოდა ზავის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მუხლები ისინი, რომლებსაც უნდა მოეწყოთ მომავალ დროში ურთიერთობები სახელმწიფოსა და რწმენის აღმსარებლობას შორის. ვესტფალიის ზავი გახლდათ რეფორმაციის ბუნებრივი ლოგიკური დასასრული. ხელშეკრულებათა საეკლესიო-რელიგიურ დადგენილებებში რეფორმაციის იდეა პირველად იქნა პრაქტიკულად დასმული. პრინციპის გამოცხადებიდან საჯარო სამართლის მიერ მის აღიარებამდე გავიდა, ამრიგად, ასწლეულზე მეტი. პრინციპი cuius regio, eius religio არ იქნა საბოლოოდ გაუქმებული, და, აქედან ამომდინარე, რწმენის აღმსარებლობის სრული თავისუფლება მიცემული არ ყოფილა. 1624 წელი აღიარებულ იქნა ნორმალურ წლად გერმანიის იმპერიის მოქალაქეთათვის. თითოეული, ვინც ამ წელში, მის ნებისმიერ დღეს, მიეკუთვნებოდა ამა თუ იმ აღმსარებლობას, ღებულობდა უფლებას ღიად ეღიარებინა იგი მიუხედავად იმისა, თუ რომელ აღმსარებლობას მიეკუთვნებოდა მისი ტერიტორიის ხელმწიფე. იგივე ნამდვილი იყო ეკლესიებთან და სკოლებთან მიმართებაში, რამდენადაც უკანასკნელნი ატარებდნენ კონფესიურ ხასიათს. აქ, შესაბამისად, პრინციპი cuius regio etc., დუმდა. მაგრამ იგი იწყებდა მოქმედებას იმ შემთხვევაში, თუკი ქვეშევრდომი ავლენდა განზრახვას ზავის შემდეგ მიჰყოლოდა განსხვავებულ სარწმუნოებას, ვიდრე მის ხელმწიფეს ჰქონდა, რომელსაც შეუერთდა უკვე 1624 წლის შემდეგ. ამ შემთხვევაში მას უნდა გამოეთხოვა ხელმწიფისგან სპეციალური ნებართვა ან განსაზღვრილ ვადაში გასახლებულიყო მისი ტერიტორიიდან. დათმობები, რომლებსაც თავიდან ვარაუდობდნენ მხოლოდ ლუთერანებისთვის, გავრცელებულ იქნა კალვინისტებზეც (რეფორმატებზე). გამოჩნდა სამი თანასწორუფლებიანი აღმსარებლობა. ახალი მდგომარეობის პოლიტიკური შედეგები უზარმაზარი იყო. უწინარეს ყოვლისა, საბოლოოდ იქნა სანქცირებული უფლება itio in partes, რომელსაც უკვე დიდი ხანი იყო, წარუმატებლად მოითხოვდნენ პროტესტანტები. იგი მდგომარეობდა იმაში, რომ მთელი საქმეები სეიმში, რომლებშიც როლს თამაშობდა რწმენის აღმსარებლობა და საერთოდ რელიგიური საკითხები, უნდა გადაწყვეტილიყო არა ხმათა უმრავლესობით, არამედ პროტესტანტ და კათოლიკ საიმპერიო ჩინებს შორის სიყვარულით დადებული შეთანხმებით. შემდეგ, ბუნებრივად უნდა შეწყვეტილიყო პაპის იურისდიქცია ლუთერანებსა და კალვინისტებზე: საღვთო რომის იმპერიაში ამიერიდან გამოჩნდნენ ტრაქტატებით აღიარებული თანასწორუფლებიანი წევრები, რომლებიც არა თუ არ აღიარებდნენ პაპს, არამედ ღიად თვლიდნენ მას ანტიქრისტედ, ერეტიკოსები (მწვალებლები) ეკლესიის თვალსაზრისით. საბოლოოდ და ფორმალურად დაინგრა პაპის სუვერენიტეტის იდეა გერმანიაში, დაირღვა უკანასკნელი კავშირი რომსა და გერმანიას შორის, რომელიც თუნდაც ამართლებდა სახელწოდებას (გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია – ი. ხ.). ვოლტერს რომ ეცხოვრა 1648 წ., მას უკვე შეეძლებოდა მაშინ მიეცა მსვლელობა თავისი სახელგანთქმული ხუმრობისთვის რომ საღვთო რომის იმპერია არ ყოფილა არც საღვთო, არც რომისა და არც იმპერია. რწმენის აღმსარებლობათა თანასწორუფლებიანობის შესახებ მუხლები თავისი სამფლობელოებისთვის არ სცნო მხოლოდ იმპერატორმა. მან მოახდინა კაპიტულაცია იეზუიტების წინაშე. ამ მომენტიდან შეუძლებელი შეიქნა ავსტრიისა და ჩრდილოეთ გერმანიის მტკიცე ყოფნა ერთ პოლიტიკურ ორგანიზმში, და მხოლოდ პოლიტიკური მიზეზების გამო საბოლოო ურთიერთობების გაწყვეტამ გადაიწია ორ საუკუნეზე მეტი ხნით.


XIII. სახელმწიფო, საზოგადოება და მეურნეობა აბსოლუტიზმის ეპოქაში


როდესაც ვესტფალიურმა ხელშეკრულებებმა გერმანელ მთავრებს განუმტკიცეს აბსოლუტური ხელისუფლების მთელი სისრულე, ისინი ძალზედ სწრაფად შეეჩვიენ თავიანთ ახალ მდგომარეობას. ორმოცდაათი წელი საკმარისი შეიქნა იმისთვის, რათა გაეტეხათ ტერიტორიული ჩინების ოპოზიცია, და XVIII საუკუნეში მსხვილი, წვრილი და უწვრილესი მთავრების მთელმა ამ ფალანგამ შეაბიჯა იმის სრული შეგნებით, რომ ისინი, ღვთის წყალობით, შეუზღუდავი მონარქები არიან და რომ არც ერთი მათგანი არსებითად არაფრით არ განსხვავდება საფრანგეთის მეფის ლუდოვიკო XIV-გან. და გერმანული აბსოლუტიზმის მთელი პოლიტიკაც, თვით “საგანმანათლებლო” ექსპერიმენტების დროების დადგომამდე, ამოდიოდა იმ მოსაზრებიდან, რომ მონარქიის შეუზღუდავ არსებას უნდა შეესაბამებოდეს სათანადო გარეგნობაც. აქედანაა – სიმწვავე ფინანსური საკითხის დაყენებაში და ფინანსური ჩაგვრის მანამდე უნახავი დაძაბულობა. არსებითად რომ ვთქვათ, რამდენიმე მსხვილი სახელმწიფოს გამოკლებით, გერმანელი მთავრების მთელი საშინაო და, მნიშვნელოვან წილად, საგარეო პოლიტიკაც დაიყვანებოდა იმაზე, რომ ამა თუ იმ ხერხით გამოეწურათ რაც შეიძლებოდა მეტი ფულები ქვეშევრდომებისგან. მათი სავაჭრო პოლიტიკა იყო რაღაც კარიკატურა მერკანტელიზმზე; იგი იქამდეც კი მიდიოდა, რომ რომელიღაც განსაკუთრებით მახვილგონიერი მთავრის ქვეშევრდომებს აეკრძალათ ყავის მოხმარება (ყავა – შემოტანილი პროდუქტია; აქედან გამომდინარე, მასში გადახდილი ფულები მიდიოდა სახელმწიფოდან; ამიტომ პოლიცია ჩამოივლიდა ხოლმე სახლებს და ჩამოართმევდა ყავის საფქვავებს). სხვები არც კი საჭიროებდნენ ასეთ გამარტივებულ პოლიტიკას. ისინი უბრალოდ ამოდიოდნენ იმ თვალსაზრისიდან, რომ ქვეშევრდომთა მთელი ქონება წარმოადგენს მთავრის საკუთრებას, – და შესაბამისადაც იქცეოდნენ. მესამენი ჰყიდდნენ თავიანთ ქვეშევრდომებს უცხო დერჯავვებში (ყველაზე უფრო ხშირად ინგლისში) ჯარისკაცებად და ეს იყო არცთუ წამგებიანი სარეწი, იმიტომ რომ ჯარისკაცისთვის იხდიდნენ 150 ტალერამდე, თუ არ ჩავთვლით განსაკუთრებულ ჯილდოს მოკლულებისთვის; მხოლოდ ერთმა ჰესენის ლანდგრაფმა გაყიდა 17.000 თავისი ქვეშევრდომი, რაც შეადგენდა მისი სახელმწიფოს მოსახლეობის 4,5 %-ს. მეოთხენი ცხოვრობდნენ სუბსიდიების ხარჯზე მსხვილი არაგერმანული სახელმწიფოებისგან სეიმში ან კურფიურსტთა კოლეგიაში მათთვის გაწეული სამსახურისთვის. საფრანგეთმა ამ გზით გადაიხადა 137 მლნ. ლივრი, ინგლისმა – თითქმის 50 მლნ. გირვანქა XVIII საუკუნის მხოლოდ პირველ ნახევარში. თანამედროვეთა მოწმობანი გვიხატავს უჩვეულოდ კაშკაშა სურათს იმისა, თუ რას წარმოადგენდა ამ აბსოლუტური მონარქების კარის ყოფა-ცხოვრება. არასოდეს, არც მანამდე, არც შემდგომში, ერთ ადგილას არ მოუყრია თავი ამდენ მეშჩანურ უგემოვნებას, უხეშს, აბსოლუტურად უცხოს სილამაზეზე თუნდაც რაიმე მინიშნებისთვის, თავაშვებულობას, ცხოველურ შეჯიბრს ცხოვრების სიამოვნებათათვის, სისასტიკეს, ცინიზმს, ძლიერთა წინაშე მლიქვნელობას, სუსტის აბუჩად აგდებას (ყოველივე ეს, სამწუხაროდ, დღესდღეობით ქართულ საზოგადოებაშიც ძალუმადაა ფესვგადგმული – ი. ხ.). საკანონმდებლო საქმიანობა არ არსებობდა. მას ცვლიდა ადმინისტრაციული ანუ, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ფისკალურ-პოლიციური. აბსოლუტიზმმა როგორღაც დაკარგა თავისი სახელმწიფოებრივი არსება – სწორედ მაშინ, როცა მან მიიღო სუვერენიტეტის მთელი უფლებები. იგი გასაოცრად დაემსგავსა აღმოსავლელი მემამულის თვითმპყრობელობას (единовластიе), თუმცა კი ახლა ყველაზე უფრო მიკროსკოპულ სახელმწიფოშიც კი სახეზე იყო ყველაფერი, რაც იყო ლუდოვიკო XIV-ის სასახლის კარზე: სასახლის კარის სრული შტატი და “ჯარი”. უკანასკნელი ხშირად შედგებოდა ორი ათეული შიარაღებული “ჰაიდუკისგან”, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ატარებდა “არმიის” მრისხანე სახელს.

თავის თავად ცხადია, რომ როცა ქვეყანა დაყოფილია სამ ასეულ ასეთ “დამნაშავე ბიჭს” («преступные ребята», Kaufmann) შორის, რომლებსაც არანაირი საქმე არა აქვთ არც გონივრულ საერთო პოლიტიკასა და არც ქვეყანაში სამეურნეო ურთიერთობების განვითარებასთან, რომლებიც, პირიქით, დაუფიქრებლად მზად არიან მსხვერპლად სწირავდნენ მთლიანის ინტერესებს იმისთვის, რათა თავისთვის დაითრიონ (урвать) ესა თუ ის გემრიელი ნაჭერი, – ქვეყნის არც სოციალური და არც ეკონომიკური ზრდა არ შეიძლება წარმოადგენდეს სასიხარულო სანახაობას.

გერმანიის ეკონომიკური ურთიერთობები XVIII ს. ვითარდებოდა ერთი გაბატონებული ნიშნის ქვეშ. ეს იყო მეტოქეობა სამიწამოქმედო და სავაჭრო-სამრეწველო კულტურას შორის. მიწათმოქმედება ამა თუ იმ სოციალური ფორმით უწინდებურად რჩებოდა გერმანიის ეკონომიკური ცხოვრების მთავარ ფაქტორად. თუმცა კი ოცდაათწლიანმა ომმა მას დიდი დარტყმა მიაყენა, მაგრამ, როგორც ჩვენ უკვე ვიცით, დარტყმა სასიკვდილო არ ყოფილა. ძალზედ ელემენტარული ტექნიკის წყალობით, იმის წყალობით, რომ იგი არ მოითხოვდა დიდ კაპიტალებს, მიწათმოქმედებამ მალე გამოისწორა მდგომარეობა. ამ მიმართებით იგი ჩაყენებულ იქნა გაცილებით უფრო მეტად ხელსაყრელ პირობებში, ვიდრე ვაჭრობა და მრეწველობა. და სწორედ XVIII ს., მსოფლიო მეურნეობის პირობების ზეწოლითა და ვესტფალიის ზავის შედეგად პოლიტიკურ ურთიერთობებში დადგენილი ზოგიერთი მდგრადი წესრიგის წყალობით, გერმანულმა სამიწათმოქმედო კულტურამ მიიღო უფრო მეტად განსაზღვრული ფორმები და გარკვეულ (ცნობილ) ხარისხამდე გამოვიდა ფეოდალური ეპოქის ქაოსიდან. ნათლად დაისახა სამი რაიონი, რომლებიც შესამჩნევად განსხვავდებოდნენ ერთი-მეორისგან. სამხრეთ-დასავლეთი, უძველესი დროიდან გერმანიის ყველაზე უფრო კულტურული ოლქი, დიდი, ყველაზე უფრო მდიდარი საიმპერიო ქალაქების ოლქი, ადრე დამყარებული გლეხების საღალო ვალდებულებისა (оброчного крестьянскаго держанiя) და ბატონყმური სამართლის მსუბუქი ფორმების ოლქი ახლაც წინ მიდიოდა. ჩვენ ვიცით, რომ საიმპერიო რაინდობის მედიატიზაცია ვესტფალიური ხელშეკრულებების ძალით და ყოველგვარ ხელშეკრულებათა გარეთ მძვინვარებდა, უმთავრსად, ჩრდილოეთში. სამხრეთ-დასავლეთი კი ამ მხრივ უფრო ბედნიერი იყო. არა ის, რომ იქ საიმპერიო რაინდობა სავსებით დაინდეს, მაგრამ იგი ძალზედ ბევრი დარჩა, იმიტომ რომ მისი სამფლობელოები მიმაგრებული იყო ქალაქების ტერიტორიაში, ხოლო პოლიტიკის მკეთებელ მთავრებს კი არ სურდათ მიეცათ ქალაქებისთვის გაძლიერების საშუალება რაინდობის ხარჯზე. ახლა სამხრეთ-დასავლელი რაინდი განმტკიცებულ იქნა თავის სუვერენულ უფლებებში და აღმოსავლელი მემამულიდან გადაიქცა ხელმწიფედ. მის ნამცეცისოდენა ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ მხოლოდ გლეხები; გლეხებს გარდა მას არ ჰყავდა ქვეშევრდომები; მასა და გლეხებს შორის არ იყო შუალედური კლასი. ნათელია, რომ მას არ გააჩნდა არც ინტერესი, არც შესაფერისი იურიდიული ფორმები იმისთვის, რათა თავისი ქვეშევრდომი გლეხები ჰყოლოდა ყმების მდგომარეობაში. მისთვის უფრო მომგებიანი იყო დაებრუნებინა მათთვის სამეურნეო საქმიანობის თავისუფლება, თავიანთი ნაკვეთების განკარგვის უფლება, ე. ი. გადაექცია გლეხი თავისი საკუთარი მიწის თავისუფალ მესაკუთრედ. ამით იზრდებოდა მისი ხაზინის შემოსავლები, და ამიერიდან გლეხთა ექსპლუატაცია მიდიოდა უკვე სახელმწიფო-ფისკალურ ფორმებში და არა სამემკვიდრეო-მემამულურში (вотчинные). ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი საერთოდ მძიმე არ ყოფილა; მაგრამ იგი მაინც ასატანი იყო. და სხვა მიზეზთა გარდა, თავად მიწაც უფრო მდიდარი იყო. ჩრდილო-დასავლეთი, ცენტრალური ოლქები და ნაწილობრივ სამხრეთ-აღმოსავლეთი წარმოადგენდნენ რამდენადმე განსხვავებულ სურათს. ოლქები აქ უფრო დიდი იყო, მედიატიზაცია უფრო ენერგიული, თავად მიწა კი უარესი ხარისხისა. ხელმწიფის ქვეშევრდომთა რიცხვში იყვნენ მემამულენიც, გლეხებიც, და ხელმწიფეს თავისთვის უნდა გამოემუშავებინა განსაზღვრული პოლიტიკა, რათა დაემყარებინა თავისი ფისკისთვის ყველაზე უფრო ხელსაყრელი status-ი. ბეგარა ამ ოლქებში ჯერ ისევ ნარჩუნდებოდა, მაგრამ ეს ცუდად იყო სოციალურად მოტივირებული და უფრო მეტად ტრადიციის გამო ინარჩუნებდა თავს. ოლქები, რომელთა შესახებაც არის ლაპარაკი, პურით არ ვაჭრობდნენ, ან ცოტას ვაჭრობდნენ; ყოველ შემთხვევაში პურით ვაჭრობა არ ყოფილა მათი არსებობის ძირითადი წყარო. მემამულის საკუთარი მეურნეობა ბეგარის დახმარებით უფრო მომგებიანი იყო, ვიდრე საღალო მეურნეობა, არა იმიტომ, რომ პატრონის პროდუქტებს უზრუნველყოფილი ჰქონდათ მუდმივი გასაღება, არამედ იმიტომ, რომ გლეხური მეურნეობა ჩამორჩენილი იყო. ამიტომ, როდესაც ხელისუფლება გამოდიოდა გლეხების დასაცავად, მემამულენი არ ეწინააღმდეგებოდნენ მის ზომებს ისეთი ველური, შეუპოვარი ენერგიით, როგორც პრუსიასა და ავსტრიაში, სადაც ბეგარაზე იყო დამოკიდებული მათი კეთილდღეობა. ხელისუფლებას კი არ უნდოდა მიეცა გლეხები მემამულეთათვის გასაძარცვად იმიტომ, რომ ეს დაემუქრებოდა გლეხების მიერ სახელმწიფო გადასახადების გამართულად მიწოდებას (გადახდას). გლეხთა კარმიდამოების დანგრევის სისტემა (Bauernlegen) და გლეხთა მიწის ნაკვეთების დაქუცმაცების სისტემა, სწორედ ამ მოსაზრებებით, აწყდებოდა მუდმივ წინააღმდეგობას ხელისუფლების მხრიდან. მისი ძალისხმევის წყალობით ამ ოლქებში დამყარდა განუყოფელი საგლეხო მიწის ნაკვეთების სისტემა, რომლებიც გადაეცემოდა თაობიდან თაობაში სამემკვიდრეო იჯარის საფუძველზე. ბატონყმური სამართლის იურიდიული ნარჩენები ბეგარის სახით რჩებოდა, მაგრამ მათი გამოსყიდვა ძალზედ შემსუბუქებული იყო. გარდა ამისა, სწორედ აქ ჰქონდათ გლეხებს შესაძლებლობა დაკავებული ყოფილიყვნენ დამხმარე კუსტარული სარეწებით სამთო და საფეიქრო მრეწველობაში (უმთავრესად საქსონიაში).

გლეხური დამოკიდებულების ამ შემსუბუქებული ფორმების (Hörigkeit) საპირისპიროდ, ჩრდილო-აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთში, მეკლენბურგში, პრუსიაში, ბოჰემიაში, მორავიაში, სილეზიაში გამეფებულია ბატონყმური სამართალი, მიყვანილი უკანასკნელ ლოგიკურ ზღვრამდე, ძლივს ძლივობითღა ასატანი და სრულებით აუტანელი (Leibeigenschaft)* (*პრუსიაში ფრიდრიხ II-ის „ლიბერალური“ „საზოგადოებრივი მოწყობის /დებულების/“ დროიდან მას ეწოდებოდა მემკვიდრეობითი ქვეშევრდომობა /Erbuntertänigkeit/). გლეხთა ართავისუფლების (неволя) მძიმე პირობები ამ ოლქებში აიხსნება იმით, რომ აქ მემამულე თავად არის დაკავებული მეურნეობით, რომ საკუთარი მეურნეობა ძალზედ მომგებიანია, ვინაიდან მოთხოვნილება პურზე ამ ოლქებიდან ძალზედ დიდია. მემამულე არა მხოლოდ მიწათმფლობელია (Grundherr), როგორც შუა გერმანიაში და ელბის დასავლეთით, არამედ პატრონიც (хозяин, Gustherr). რადგანაც მოთხოვნილება პურზე იზრდება, მისთვის უფრო მომგებიანია სულ უფრო მეტად აფართოებდეს საკუთარ ნათესებს. ამიტომ იგი გამძვინვარებით ანგრევს გლეხთა კარმიდამოებს, ბრძოლას აწარმოებს მიწის ნაკვეთების მემკვიდრეობით გადაცემის პრინციპთან, იპყრობს გლეხთა სათემო სავარგულებს. რადგანაც მას სჭირდება იაფი მუშა-ხელი საბეგარო სამართლით, ამიტომ იგი ყველანაირად ცდილობს მოსპოს გლეხური დამოუკიდებლობის კვალი და გლეხები გადააქციოს უუფლებო მასად. ფორმალურ ნიადაგს ამისთვის მემამულე უშრომელად პოულობს გლეხთა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში. ჩრდილოეთის მწირ ნიადაგზე ძნელი იყო მეურნეობის წარმართვა მელიორაციაზე სისტემატიური დანახარჯების გარეშე, ე. ი. კაპიტალის გარეშე. ეს კაპიტალი კი გლეხებს არ ჰქონდათ. კაპიტალით მათ მემამულე ამარაგებდა. ასე გროვდებოდა დავალიანება, ხოლო დავალიანებას კი საქმე მიჰყავდა თავის უცვლელ შედეგამდე, კაბალამდე. სახელმწიფო ხელისუფლება, ფისკალური და სამხედრო მოსაზრებებით, XVIII ს. სულ დასაწყისიდანვე, გლეხთა დასახმარებლად მოსვლას ცდილობდა ავსტრიაშიცა და პრუსიაშიც. ფრიდრიხ ვილჰელმ I პრუსიაში 1718 და 1719 წწ. საკითხს სვამდა ძალზედ ორიგინალურად: მას სურდა მოესპო ყმობის მდგომარეობა და ამასთან შეენარჩუნებინა მიწაზე დამაგრება და საბეგარო შრომა. მთელი საქმე დაყვანილი უნდა ყოფილიყო მიწაზე მემკვიდრეობითი უფლებების დამყარებამდე. ამასთან საკითხი იდგა მხოლოდ სასახლის გლეხებზე, მემამულეთა გლეხებზე კი მეფე ხმასაც ვერ იღებდა. მისი მთელი აბურდულ-დაბურდული ჩანაფიქრიდან, რა თქმა უნდა, ვერაფერი ვერ გამოვიდა. ფრიდრიხ II-ის დროს სასახლის გლეხთა მდგომარეობაში გარკვეული გაუმჯობესება მოვიდა. 1777 და 1790 წწ. ბრძანებებით (უკანასკნელი მხოლოდ გამოაქვეყნა ფრიდრიხ ვილჰელმ II-მ) აღიარებულ იქნა ლასიტური მფლობელობის მემკვიდრეობითობა (ლასიტები – გლეხები, რომლებმაც მიიღეს მემამულისგან მიწის ნაკვეთი რიგ ვალდებულებათა სანაცვლოდ; მათ არ ჰქონდათ უფლება განეკარგათ ეს ნაკვეთი, და თავად მფლობელობაც ყველაზე უფრო ხშირად იყო არამემკვიდრეობითი). მაგრამ ფრიდრიხ II უფრო შორსაც წავიდა. 1763 წ. აღმოსავლეთ პრუსიისა და ლატვიის სასახლის მამულების მოიჯარადრეებს (არენდატორებს) აეკრძალათ გლეხების აყვანა შინაყმებად (на дворовую службу). ფრიდრიხ ვილჰელმ III-ის დროს, უკვე საფრანგეთის რევოლუციისა და მისი გამოძახილების – გლეხთა მღელვარების გავლენით, სასახლის ყველა გლეხს ბეგარის გამოსყიდვის ნებართვა მიეცა (1799 და 1805 წწ. ბრძანებები). გაცილებით უფრო ძნელად მიდიოდა პრუსიაში მემამულეთა გლეხების განთავისუფლების საქმე. იუნკერები შეუპოვრად იცავდნენ თავიანთ უფლებებს. 1763 წ. ფრიდრიხ II-მ გამოსცა ბრძანება, რომლითაც ევალებოდათ “გაეუქმებინათ განსჯის გარეშე” ყმობის მდგომარეობის ყველა სახეობანი სასახლის, მემამულეთა და საქალაქო მამულებში. ბრძანება დარჩა პრაქტიკული გამოყენების გარეშე. ყველაფერი, რისი მიღწევაც შეძლო ფრიდრიხ II-მ ამ სფეროში, – ხოლო მას კი საერთოდ შეეძლო თავისი ნების აღსრულების დაჟინებით მოთხოვნა – ეს იყო ზომების განმტკიცება “გლეხობის დასაცავად” (Bauernschutz), ე. ი. ზომებისა, რომლებიც კრძალავდა გლეხთა კარმიდამოების დანგრევასა და სათემო სავარგულების დატაცებას, და ზომებისა, რომლებიც ზღუდავდა ბეგარას. და ესეც უფრო მეტად გამოსდიოდათ ახლად შემოერთებულ პროვინციებში (სილეზიასა და დასავლეთ პრუსიაში), ვიდრე ძველ პრუსიულ პროვინციებში, სადაც უხდებოდათ, ყველაფრის მიუხედავად, ანგარიში გაეწიათ იუნკერობის გავლენისთვის. პომერანიაში, მაგალითად, როდესაც შვიდწლიანი ომის დასრულების შემდეგ მეფემ გამოაცხადა, რომ ყმა-გლეხთა წოდება (მდგომარეობა, Leibeigenschaft) გაუქმებულ უნდა იქნასო, მემამულეები შემოიფარგლნენ გულგრილი წერილობითი პასუხით, რომ ბატონყმური სამართალი პროვინციაში არ არსებობსო. ფრიდრიხ ვილჰელმ II, რომლებიც იუნკერებს ხელში ჰყავდათ დაჭერილი მუდმივად ცვალებადი მეტრესების (метрессъ) მეშვეობით, ვერაფერს ვერ იღონებდა მემამულეთა გლეხების ხვედრის შემსუბუქებისთვის. მაგრამ ფრიდრიხ ვილჰელმ III-ს თავისი მეფობის სულ დასაწყისიდანვე მოუხდა ისევ, სულ იმავე გლეხთა მღელვარებების გავლენით, ეფიქრა გლეხობაზე. რაღაც ზომები მიღებულ იქნა ჯერ კიდევ 1799 წ., მაგრამ ისინი დარჩა პრაქტიკული გამოყენების გარეშე. ასე მივიდა საქმე შტაინის რეფორმამდე* (*მეკლენბურგში ასევე ღებულობდნენ გლეხთა დაცვის ზომებს. 1755 წ. აეკრძალათ რაინდებს გლეხთა კარმიდამოების დანგრევა. მაგრამ რაინდებმა საჩივარი მიართვეს იმპერატორს. ავსტრიაში მარია-ტერეზიასა და იოზეფის დროს რეფორმების შესახებ იხ. შესაბამის სიტყვებზე).

თავადაზნაურობა, ამრიგად, საერთო ჯამში ჯერ კიდევ ძლიერი იყო. სხვანაირად არც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო, სანამ ეკონომიკური კულტურის უპირატესი ტიპი გახლდათ მიწათმოქმედება. და სახელმწიფოც ამის წყალობით ჯერ კიდევ იდგა თავადაზნაურობის მხარეზე და მხარს უჭერდა მას. თავადაზნაურობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული დინასტიებთან, იმიტომ რომ მხოლოდ მათი დახმარებით, აბსოლუტიზმის პოლიციური აპარატის დახმარებით ჰქონდა დინასტიებს ძალები სოფელში თავისი სოციალური ბატონობის შენარჩუნებისთვის. ვინაიდან ყველგან, და იქ, სადაც გლეხური დამოკიდებულება შედარებით უფრო მსუბუქი იყო, და იქაც, სადაც იგი ძალზედ მძიმე გახლდათ, გლეხთა უკმაყოფილების გამოხატვებში უკმარისობა არ ყოფილა. და თავადაზნაურებისთვის აუცილებელი იყო, რათა სახელმწიფოს დაეცვა გლეხის პიროვნებასა და ქონებაზე მათი ბატონობის ის ხარისხი, რომელიც პრაქტიკით იყო ყოველ მოცემულ შემთხვევაში დამყარებული (დადგენილი). მათთვის ამ დროს სულ ერთი იყო, იქნებოდა ეს მემამულური ექსპლუატაციისთვის თავზე ხელის გადასმა (მისი წაქეზება), საჩივრების აკრძალვამდეც კი მისული გლეხთა ზომაზე მეტად გულმოდგინე და თავგამოდებული მფლობელების წინააღმდეგ, თუ გლეხთა დაცვის გაუბედავი მცდელობები, რომლებსაც შედეგად ვერაფერი ვერ მოჰყვებოდა. მჭიდრო კავშირი (привязанность) დინასტიებთან და სამიწათმოქმედო კულტურის თავისებურებანი განაპირობებენ თავადაზნაურობის პოლიტიკური განწყობის იმ ნიშანს, რომელიც ამდენად დამახასიათებელია XVIII საუკუნისთვის, – პარტიკულარიზმს. თავადაზნაურთათვის, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არც საბაჟო საგუშაგოები, არც აქციზები, არც სამონეტო არეულ-დარეულობანი არ წარმოადგენდა დიდ უხერხულობებს, ისეთებს, რომლებთან შეგუებაც (შერიგებაც) მათ არ შეეძლოთ. ხოლო გულითადი ერთიანობა სახელმწიფოსთან კი უქმნიდა მათ დიდ მომგებიანობას. ამიტომ ნაციონალისტური სასოებანი და ერთიანობისკენ მისწრაფება – თავადაზნაურთათვის უცნობი გრძნობები გახლდათ.

პირიქით, ბურჟუაზიისთვის, ეროვნული ერთიანობა წარმოადგენდა რაიმენაირი პროგრესის შესაძლებლობის გარანტიას. ერთიანობის გარეშე მას სული ეხუთებოდა. იგი საკუთარ თავში ინახავდა ბევრ ამოუწურავ (გამოუყენებელ) ძალას, მაგრამ მათ გამოსასვლელი არ ჰქონდათ. უწინარეს ყოვლისა იგი თითქმის უიარაღო იყო ეკონომიკურ ბრძოლაში სხვა მსხვილ ქვეყნებთან: ინგლისთან, საფრანგეთთან, ნიდერლანდებთან. ისინი ორი მიმართებით იმყოფებოდნენ უფრო მეტად ხელსაყრელ პირობებში. ჯერ ერთი, სამივე ახლახანს დასახელებულ სახელმწიფოს გააჩნდა ერთიანი ეროვნულ ორგანიზაცია და იგი აწარმოება განსაზღვრულ ეკონომიკურ პოლიტიკას. გერმანიას კოლონიები არ ჰქონია, ხოლო მისი ერთიანობა კი იყო არა პოლიტიკური, არამედ სუფთად გეოგრაფიული. საღვთო რომის იმპერია ოცდაათწლიანი ომის შემდეგ ცოცხლად იხრწნებოდა, ხოლო ერთიანობის ის სუროგატი კი, რომელიც ოდესღაც წარმატებით ცვლიდა ნამდვილ ერთიანობას, – ძალმოსილი, მდიდარი, გავლენიანი საიმპერიო ქალაქების ქსელი, – უკვე მეტად აღარ არსებობდა. ქალაქები დაუძლურდნენ და, როგორც ეკონომიკური პოლიტიკის დამოუკიდებელი ერთეულები, უკანასკნელ დღეებს ითვლიდნენ. ისინი განწირული იყვნენ არა მხოლოდ პოლიტიკური მიზეზების გამო. საბაჟო ბარიერები, რომლებითაც შემოისაზღვრენ მთავრები, ხელს უშლიდა საქონლის გასაღებას, ავიწროვებდა ბაზარს და ამით აიძულებდა როგორც კაპიტალებს, ისე მუშა ხელსაც, რომ ეძებნათ საკუთარი თავის გამოყენება უფრო ვრცელი სამთავროების ტერიტორიებზე. ქალაქების დამოუკიდებლობა ტერიტორიული აბსოლუტიზმის ზრდის დროს გადაიქცეოდა უფრო დაბრკოლებად მათი შემდგომი ეკონომიკური განვითარებისთვის. სამხრეთის ქალაქები, რომლებმაც ჭრილობები მოიშუშეს ოცდაათწლიანი ომის შემდეგ, უკვე სხვა მიზეზებით განიცდიდნენ დაქვეითებას; მათ ძლივსღა შეეძლოთ ძველი სავაჭრო კავშირების ნარჩენების შენარჩუნება შვეიცარიასა და ჩრდილოეთ იტალიასთან. აუგსბურგი, რომელმაც დაკარგა თავისი მსხვილი საბანკირო სახლები, ამაოდ ცდილობდა სამრეწველო ცენტრად გადაქცევას. ულმმა შეინარჩუნა იტალიაში თავისი პროდუქციის (ტილოს) გატანის მხოლოდ მცირე ნაწილი. ნიურნბერგში აყვავებული მრეწველობისგან დარჩა მხოლოდ სათამაშოების წარმოება. რეგენსბურგი საბოლოოდ არ ჩაქრა იმის გამო, რომ იყო საიმპერიო სეიმის რეზიდენცია. სამაგიეროდ სამხრეთის ნაცვლად ფეხზე დგებოდა სხვა რაიონები. ჰანზას მსხვილი ქალაქები კავშირის დაშლის შემდეგაც განაგრძობდნენ სავაჭრო პოლიტიკას უწინდელ საწყისებზე. პირველ ადგილზე აქ იყვნენ ლიუბეკი, ჰანზას ძველი დედაქალაქი, ბრემენი და განსაკუთრებით ჰამბურგი. ისინი ღებულობდნენ მონაწილეობას ვეშაპჭერის სარეწში ჩრდილოეთში და თევზჭერისა ზუნდში. ბრემენი და ლიუბეკი ძველი ჩვეულებით უფრო მეტად ვაჭრობდნენ აღმოსავლეთთან, რუსეთთან. თუმცა კი ბრემენი ვაჭრობდა დასავლეთთანაც. მას გაჰქონდა ვესტფალიური და ჰანოვერული ტილოები და მოჰქონდა ფრანგული ღვინოები. ატლანტიკის მიღმური ვაჭრობა დაკეტილი იყო გერმანელთათვის თვით ამერიკულ რევოლუციამდეც კი. ჰამბურგს შეეძლო (умелъ) მოეხსნა ვაჭრობისთვის მოუხერხებელი შედეგები იმ ომებისა, რომლებსაც იმპერია აწარმოებდა: იგი სარგებლობდა დანიური დროშით. ამ განსაკუთრებულმა მდგომარეობამ იგი ერთ ხანს აქცია კიდეც ნამდვილ სატყუარად ფრანგული და ჰოლანდიური კაპიტალებისთვის. მაგრამ დროებითი ფუფუნებიანი აყვავებიდან იგი მაშინვე წავიდა დაქვეითებისკენ, როდესაც ინგლისმა გამოაცხადა, რომ დროშა ვერ იფარავს საქონელს, ხოლო რუსეთმა კი ჩაკეტა თავისი საზღვრები ჰამბურგიდან წამოსული საქონლისთვის. XVIII ს. უკანასკნელი ათწლეული წარმოადგენდა უწყვეტ (მთლიან) კრახს ამ ქალაქისთვის.

თუ XVIII ს.-ში გერმანიაში დარჩა რაღაც მრეწველობის უწინდელი აყვავებისგან, ამასთანავე ისახებოდა წარმოების ზოგიერთი ახალი რაიონიც. წარმოების ორი დარგი მაინც მუშაობდა გატანაზე: სელისა და ლითონის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ტილოს გატანა. იგი გაჰქონდათ საზღვარგარეთ, მაშინდელი სტატისტიკური მონაცემებით, 20-30 მილიონ ტალერამდე ყოველწლიურად, ნართის ჩაუთვლელად. ზემო ლაუზიცი აწარმოებდა 4,5 მილიონ ტალერისა, ხოლო გაჰქონდა კი 1,5 – 2 მილიონ ტალერის. ოსნაბრიუკისა და მინდენის ოკრუგები (ოლქები) ვესტფალიაში აწარმოებდნენ 2 მილიონზე მეტს, ამასთან მხოლოდ ბილეფელდი აგზავნიდა საზღვარგარეთ ყოველწლიურად 100.000 ტალერის ტილოს. თითქმის ასეთივე წარმატებით მუშაობდა ზოგიერთი ჰანოვერული ოკრუგიც. სილეზიური ტილოების მანუფაქტურა სხვადასხვა წლებში აწარმოებდა 5 – 13 მილიონ ტალერისას. XVIII ს. ბოლოსთვის გატანამ რამდენადმე დაქვეითება დაიწყო შოტლანდიური და ირლანდიური ტილოების კონკურენცის გამო.

მაგრამ, ზოგადად, გერმანიას მთელი საუკუნის განმავლობაში შემოჰქონდა გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე გაჰქონდა. როდესაც გერმანული ხომალდები ჰამბურგიდან და განსაკუთრებით კი ბრემენიდან მიდიოდნენ საზღვარგარეთ, მათ მიჰქონდათ ან ნედლეული, ან კიდევ ჩვეულებრივი ტომრები ბალასტით, გემების მდგრადობის გაძლიერებისთვის. ნანტში, XVIII ს. საფრანგეთის ერთერთ უმთავრეს სავაჭრო პორტში, ნაპირზე აღმართული იყო მთელი მთები ქვიშისა – გერმანული ხომალდების აქ გადმოტვირთული ბალასტისა. ადგილობრივი მცხოვრებნი ამ თავისებურ დიუნებს, რომელთა წარმოქმნაშიც არ მიუღიათ მონაწილეობა ბუნების ძალებს, უწოდებდნენ “გერმანულ საქონელს” (les produtis de l’Allemagne)* (*ფიშერის გამოანგარიშებებით, 1720 წ. შეტანა საფრანგეთიდან გერმანიაში შეადგენდა 31 მილიონ ფრანკს, ხოლო გატანა კი 11,5 მილიონს; 1789 წ. – 175 მილიონ ფრანკსა და 96 მილიონს). გერმანულ ბურჟუაზიას მშვენივრად ჰქონდა შეგნებული ასეთი სავაჭრო ბალანსის არახელსაყრელობა და ამაზე მწარედ ჩიოდა იუსტუს მეზერისა და სხვა პატრიოტების პირით. მაგრამ იგი უძლური იყო რაიმეს შესაცვლელად. და მთავრობებისთვისაც ეს არ იყო სულ ერთი. არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ სავაჭრო პოლიტიკის გაბატონებული პრინციპი გახლდათ მერკანტელიზმი, რომლის თვალსაზრისითაც არახელსაყრელი სავაჭრო ბალანსი წარმოადგენდა დამღუპველ მოვლენას. და ჩვენ ვხედავთ, რომ გერმანულ სახელმწიფოთა უმრავლესობაში მიმართავენ ყველაზე უფრო სერიოზულ მცდელობებს მრეწველობის არსებული დარგების მხარდაჭერის, ახლების დანერგვის, მფარველობითი და აკრძალვითი ტარიფების დახმარებით უცხოური კონკურენციისგან მათი დაცვისა და ვაჭრობის წახალისებისთვის. ზოგჯერ ამ მცდელობებს მიმართავენ იმდენად უთავბოლოდ (უაზროდ), რომ მათ უფრო მეტდ მავნებლობა მოაქვთ, ვიდრე სარგებელი. მაგრამ საერთოდ ისინი ეხმარებიან ვაჭრობასაც და მრეწველობასაც. ავიღოთ ისეთი ტიპიური ქვეყანა, როგორიც პრუსიაა. პირველი ნაბიჯები მრეწველობის გამოცოცხლების სარბიელზე გადადგმულ იქნა დიდი კურფიურსის მიერ, რომელმაც თავისთან თავშესაფარი მისცა ფრანგ ჰუგენოტებსა და სხვა გამოცდილ მუშაკებს (იხ. შემდეგი თავი). მაგრამ მრეწველობაზე მფარველობის ნამდვილი, გეგმაზომიერი პოლიტიკა დაიწყო ფრიდრიხ II-ის დროიდან. მან პრუსიაში შემოტანაზე აკრძალვა დაადო დაახლოებით 500 საგანს, შეწყვიტა ნედლეულის ზოგიერთი სახეობის გატანა, უმთავრესად მატყლისა (მისი გატანისთვის სიკვდილით დასჯა იყო გათვალისწინებული). იგი აძლევდა სახელმწიფო სუბსიდიებს, შეღავათიან, ხშირად დაუბრუნებელ სესხებს ყველას, ვინც კი მოისურვებდა ამა თუ იმ მანუფაქტურის დაარსებას, გამოუყოფდა მიწებს ფაბრიკებისთვის, ჩუქნიდა შენობებს. განსაკუთრებით მფარველობდა მეფე მეაბრეშუმეობის საქმეს. შალის წარმოება საკმარისად მყარად იდგა ფეხზე ჯერ კიდევ ფრიდრიხ ვილჰელმ I-ის დროს, მაგრამ ეს მიიღწეოდა ბამბის ქსოვილების წარმოების დაქვეითების ხარჯზე. მხნე მეფე უბრალოდ დევნიდა ბამბის ქსოვილების მწარმოებლებს, რათა სვლა მიეცა თავისი საყვარელი შალის ქსოვილების წარმოებისთვის. ფრიდრიხ II ერთნაირად ყურადღებით ზრდიდა (взращивалъ) ერთსაც და მეორესაც. ასევე ენერგიულად უჭერდა მხარს იგი არასაფეიქრო წარმოებებსაც. მისი მეფობის ბოლოსთვის, ომებისა და საერთოდ მთელი არახელსაყრელი პოლიტიკური პირობების მიუხედავად, პრუსიელი ფაბრიკანტების საერთო ფასეულობას აფასებდნენ 30 მილიონ ტალერად.

საქსონიას XVIII ს., თავისი სამრეწველო განვითარების მიხედვით, ჯერ კიდევ არ შეეძლო გატოლებოდა პრუსიის პროვინციებს. მას დიდი ზიანი მიაყენა ომმა, და კიდევ უფრო მეტ ზიანს აყენებდნენ საბაჟო საგუშაგოები. მას, მართალია, შეეძლო მათთვის გვერდის ავლა; თითქმის მთელი საქსონური საფეიქრო წარმოება ცხოვრობდა საზღვარგარეთ კონტრაბანდული გატანით. ზოგადად რომ ვთქვათ, რაც უფრო მსხვილი იყო სახელმწიფო, მით უფრო მეტი იყო სივრცე სამეურნეო ბრუნვისთვის, მით უფრო დამოუკიდებელი იყო მრეწველებისა და ვაჭრების სამეურნეო გაანგარიშებანი. წვრილ და უწვრილეს სახელმწიფოებში კი მთელი სამეურნეო საქმიანობა, ასე თუ ისე, დაკავშირებული იყო სასახლის კართან. ეს უკანასკნელი უმთავრესად გახლდათ მომხმარებელი, მისი წყალობანი კი იხსნიდა სააქციზო მორიელებისგან . . . . . . . . . . . . .

[აქ ენციკლოპედიური ლექსიკონის ჩვენს ხელთ არსებულ ეგზემპლარში, სამწურახოდ, აკლდა ექვსი ფურცელი (12 გვერდი), რის გამოც ტექსტიც ნაკლულია; მაგრამ მოცდას ვამჯობინეთ, რომ ჯერჯერობით ასე გამოგვექვეყნებინა, ვინაიდან ბლოგის მკითხველთა ყურადღება დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა ისტორიისადმი შედარებით მაღალია, ხოლო აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებას კი მოკლე ხანებში შევეცდებით]

დარეგულირების მომდევნო (დანარჩენი) პირობები იყო შემდეგი. უწინდელი ურთიერთობები გადადიან ახალში ერთერთი მხარის მოთხოვნით, თუნდაც მეორე მხარის თანხმობის გარეშე. აქედან გამომდინარე, გამოსყიდვა აუცილებელი არ არის: ორმხრივად სურვილის არქონის დროს ურთიერთობები შესაძლოა დარჩეს უწინდელი. ვადა გამოსყიდვისთვის არ არსებობს. გლეხი თავის ნაკვეთს ღებულობს საკუთრებაში, თავისუფლდება ბეგარისა და ღალისგან, იძენს ნაკვეთისადმი დარიცხულ ინვენტარს. მემამულე კარგავს უმაღლესი საკუთრების უფლებას გლეხთა სახლკარზე, თავისი საქონლის ძოვების უფლებას გლეხთა ნაკვეთებში. სამაგიეროდ გლეხი კარგავს მემამულისგან დახმარების მიღების უფლებას, ფარჩხით (ხექცეულით), სამშენებლო მასალით, საქონლისთვის დასაფენით სარგებლობის უფლებას მემამულის ტყიდან, მის ტყეში თავისი საქონლის ძოვების უფლებას, მემამულისგან ნაგებობების აშენებისა და რემონტის მოთხოვნის უფლებას, право требовать уплаты въ случае его несостоятельности податей. გარდა ამისა, მემკვიდრეობით ლასიტი უთმობდა მემამულეს ნაკვეთის მესამედს, ხოლო არამემკვდრეობით ლასიტი და მოიჯარადრე კი – ნახევარს. კანონები გლეხობის დაცვის შესახებ გაუქმებულად იქნა გამოცხადებული (были объявлены недействительными).

კანონები რეგულირების შესახებ ეხებოდა მხოლოდ ლასიტებსა და არამემკვიდრეობით მოიჯარადრეებს. გლეხებს, რომლებიც სარგებლობდნენ უფრო მტკიცე უფლებებით მიწაზე: მესაკუთრეებსა და მემკვიდრეობით მოიჯარადრეებს, სასახლისა და მემამულეთა მიწებზე მსხდომებს, ისინი არ შეხებია. ამავე დროს ზოგიერთ შემთხვევებში ისინი ასევე ეწეოდნენ ბეგარისა და სხვა სამსახურებს (ვალდებულებებს). 1821 წ. 7 ივნისის დებულებამ გამოსყიდვის შესახებ (Ablösungsordnung) გადაწყვიტა მათი მდგომარეობა. ბეგარის გამოსყიდვის ნება მიეცათ მხოლოდ იმ გლეხებს, რომელთაც გააჩნდათ ცხენების სრული შებმა (имеющимъ полную упряжку). ანაზღაურება მემამულეს უნდა მიეღო მიწით ან რენტით. სხვა ვალდებულებები (ღალა და სხვა) ასევე გადაიქცეოდა ყოველწლიურ რენტად. ორივე შემთხვევაში შესაძლებელი იყო რენტის გამოსყიდვაც, თუკი მემამულეს ერთდროულად გადაუხდიდნენ თანხას, რომელიც რენტას 25-ჯერ აღემატებოდა.

იმ კანონებთან ერთდროულად, რომლებიც ათავისუფლებდნენ გლეხებს პრუსიაში, გამოცემულ იქნა კანონებიც, რომლებიც აუქმებდნენ თემურ ურთიერთობებს. პირველი მათგანი გამოჩნდა 1811 წლის ბრძანებასთან ერთდროულად რეგულირების შესახებ (Landeskulturedikt), მეორე (Gemeinheitsteilungsordnung) – გამოსყიდვის შესახებ 1821 წ. დებულებასთან ერთდროულად. ამ კანონების თანახმად სათემო სავარგულები (ტყე, მინდვრები, საძოვრები) დაყოფილ იქნა თემის წევრებს შორის და სახნავ-სათესი მიწებიც დაექვემდებარა განაწილებას. ოპერაციას მიზნად ჰქონდა მოესპო ზოლების გამოტოვებით მიწის დამუშავება (чрезполосица) და თემის თითოეული წევრის ხელში თავი მოეყარა მთლიანი ნაკვეთისთვის, რომელიც მას მიეკუთვნებოდა ინდივიდუალური მფლობელობის უფლებით. ეს კანონები იყო რეგულირების შესახებ კანონების ბუნებრივი დამატება. პრინციპში – საქმით სულაც არა სრული ზომით – პრუსიაში განთავისუფლებულ იქნენ მიწებიცა და გლეხებიც. იხსნებოდა ფართო გზა სასოფლო-სამეურნეო კაპიტალიზმისთვის მისი მთელი შედეგებით. ახალი პერსპექტივებით, რა თქმა უნდა, ისარგებლეს იმათ, ვისაც მთელი ეს კანონმდებლობა აყენებდა ყველაზე უფრო ხელსაყრელ პირობებში. მოგებულნი დარჩნენ უეჭველად იუნკერები. მათ მოახერხეს, რომ რეგულირებისგან აერიდებინათ საერთოდ უცხენო და სრული შებმულობის არმქონე გლეხები, ე. ი. შეენარჩუნებინათ თავიანთთვის მუქთი მუშახელი და ნაწილობრივ ინვენტარიც. ამასთან ერთად, დარეგულირებას დაქვემდებარებული გლეხებისგან ისინი ღებულობდნენ მათი ნაკვეთების ხან მესამედს და ხანც ნახევარს, ხოლო გლეხის დაცვის შესახებ კანონების გაუქმება კი მათ აძლევდა უფლებას აეყარათ ყველა გლეხი, ვისაც მიწის ნაკვეთი მიცემული ჰქონდა 1763 წლის შემდეგ. და, გარდა ამისა, გლეხთაგან ბევრნი, რომლებმაც თავიანთი ნაკვეთები საკუთრებაში გამოისყიდეს, ოპერაციის შემდეგ ისეთი უმნიშვნელო ნაგლეჯით დარჩნენ, რომ ამჯობინებდნენ მის გაყიდვას და თავიანთ უწინდელ მემამულესთან მუშებად წასვლას. მემამულეებისთვის, აქედან გამომდინარე, იხსნებოდა მსხვილი სამიწათმოქმედო მეურნეობის დაწყების შესაძლებლობა მუშებსა და ინვენტარზე დიდი დანახარჯების გარეშე, ე. ი. ფულადი მეურნეობის სისტემაზე საბოლოოდ გადასვლის გარეშე. ამ დროიდან იწყება კიდეც სასოფლო-სამეურნეო გაუმჯობესებათა ხანა მსხვილ პრუსიულ მამულებში: სამმინდვრეობიდან (трёхполье) ინტენსიურ სისტემებზე გადასვლა და სხვა. გლეხები თავიანთ უმრავლესობაში დარჩნენ უცხო მიწაზე და ძველი ვალდებულებების ქვეშ. საადგილმამულო სასამართლო და საადგილმამულო პოლიცია (вотчинный судъ и вотчинная полицiя) აყენებდნენ მათ მემამულეზე სრულ დამოკიდებულებაში. დარეგულირების შესახებ კანონების მიერ შექმნილი მესაკუთრე გლეხები არცთუ მრავალრიცოვანნი იყვნენ. ისინი მთელი გლეხობის ნახევარსაც კი ვერ შეადგენდნენ. ბევრმა მათგანმა ამასთან მალევე დაიწყო მიწის გაყიდვა და ან მიდიოდა ქალაქში, ან კიდევ მუშებად მემამულესთან. არდარეგულირებული გლეხების რიცხვი სულ რაღაც 35 წლის განმავლობაში ძლიერად შემცირდა. ისინი ან აყრილ იქნენ თავიანთი სამოსახლოდან, ან კიდევ გადაიქცნენ მოიჯარადრეებად. როდესაც 1850 წ. მათაც მოუწიათ რიგმა, პრუსიაში ისინი ძალზედ ცოტანიღა იყვნენ დარჩენილნი.

კიდევ ერთი მიმართებით ფიქრობდა ჰარდენბერგი შტაინის საქმის გაგრძელებასა და ბოლომდე მიყვანას. უკანასკნელის მიერ ვრცლად ჩაფიქრებული ადმინისტრაციული რეფორმა სულაც არ ყოფილა ბოლომდე დასრულებული. იუნკერთა ოპოზიციამ დაამუხრუჭა წვრილი ადმინისტრაციული ერთეულის გარდაქმნა და პროვინციული მმართველობა დარჩა მემამულე-ფეოდალის სრულ ძალაუფლებაში. ჰარდენბერგმა ჩაიფიქრა მოეხდინა ცენტრალიზაციის იდეაზე აგებული დეპარტამენტებად დაყოფის ფრანგული სისტემის კოპირება, თანამდებობის პირთა იერარქიით, რომლებიც მთავრობაზე იქნებოდნენ დამოკიდებულნი. იუნკერებმა კვლავ განაცხადეს პროტესტი, ვინაიდან პროექტი, ჯერ ერთი, სპობდა საადგილმამულო სასამართლოსა და საადგილმამულო პოლიციას, – უმდაბლესი სასამართლო და ადმინისტრაციული ფუნქციები უნდა გადასულიყო მთავრობის აგენტებზე, – და მეორეც, სრულებით სპობდა მათ გავლენას პროვინციულ ადმინისტრაციაში. ჰარდენბერგმა დაუთმო. ასეთნაირად დამახინჯებულმა რეფორმამ ვერ მიაღწია მიზანს. ომის შემდეგ, როდესაც მთავრობამ საბოლოოდ დაამყარა (დაადგინა) პროვინციული მმართველობის სქემა, ჰარდენბერგის მიმბაძველობითი ცენტრალიზმის ნაყოფები საბოლოოდ გაითქვიფა ძირძველ-პრუსიულ ადმინისტრაციულ სქემაში.

1815 წ. ვენის კონგრესის მერ აღდგენილი პრუსია დაყოფილ იქნა 10 პროვინციად ობერ-პრეზიდენტით თითოეულის სათავეში. პროვინცია იყოფოდა ოლქებად (Bezirke), ოლქი ოკრუგებად. ოლქის სათავეში ჩაყენებულ იქნენ კოლექტიური საბჭოები (Regierung); ოკრუგი (Kreis) დარჩა ლანდრატების მმართველობის (უფროსობის) ქვეშ.

უმაღლეს ცენტრალურ დაწესებულებებში ჰარდენბერგი ცდილობდა წინ წამოეწია მის მიერ შექმნილი სახელმწიფო საბჭოს როლი, მაგრამ მისი მცდელობა არ დაგვირგვინებულა წარმატებით. ერთ ხანს საბჭო მოქმედებდა, მაგრამ შემდეგ ჩაქრობა დაიწყო და მნიშვნელობაც დაკარგა. ასეთივე სატირალი დასასრული ხვდა წილად ჰარდენბერგის უეჭველად გულწრფელ მცდელობას, რათა შემოეღო პრუსიაში სახალხო წარმომადგენლობა.

აღდგენილი და გაძლიერებული აბსოლუტიზმი არ ურიგდებოდა არანაირ სერიოზულ დათმობას. მას სურდა უწინდებურად დაყრდნობოდა მოხელეებსა და თავადაზნაურობას. ომის შემდეგ დამყარებული ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანიზაცია მას ხელთ აძლევდა ამისთვის მშვენიერ იარაღს. მისი დახმარებით მან კიდევ ოცდაათ წელიწადზე მეტ ხანს შეინარჩუნა თავისი არსებობა.

ალექსი კარპის ძე ჯიველეგოვი

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment