Monday, February 4, 2013

გერმანიის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის დასაწყისის ჩათვლით

(მასალა წარმოადგენს რუსული ბიბლიოგრაფიული ინსტიტუტის „გრანატის“ მიერ მოსკოვში გამოცემული ენციკლოპედიური ლექსიკონის XIII ტომში /1925 წ./ გამოქვეყნებული პროფ. ალექსი კარპის ძე ჯიველეგოვის ვრცელი წერილის „გერმანია /ისტორია/ თარგმანს. ეს წერილი გაცილებით უფრო ვრცელია ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიურ ლექსიკონში გამოქვეყნებულთან შედარებით და მასში უფრო დაწვრილებით არის მოთხრობილი ისტორიული მოვლენები. თანაც იგი გამოცემულია საბჭოთა პერიოდის დასაწყისში და მასში ასევე უფრო დეტალურად არის განხილული გერმანიაში კლასთა ბრძოლისა და ეკონომიკურ-სამეურნეო განვითარების შესახებ. ჩვენი აზრით, მკითხველი საზოგადოებისთვის მეტად სასარგებლო უნდა იყოს ამ ორივე მასალის გაცნობა და შეჯერება მეტნაკლებად ერთიანი და სრული ისტორიული სურათის მისაღებად)

შ ი ნ ა ა რ ს ი

I. ჩანასახები
II.ფრანკული ეპოქა
III. ახალი იმპერია
IV. ახალი კლასები ფულად მეურნეობაზე გადასვლის ეპოქაში
V. იმპერია პაპობასთან ბრძოლის ეპოქაში
VI. ჰოჰენშტაუფენები – იმპერიის აყვავება და დაქვეითება
VII. გერმანიის სოციალური ევოლუცია ჰოჰენშტაუფენების დროს და მეფობათშორის ხანაში
VIII. გერმანული სამეფოს იდეის ნგრევა
IX. მთავრები და ქალაქები XIV-XV სს.
X. რეფორმაციის მომზადება
XI. რეფორმაცია
XII. 30-წლიან ომამდე და მის შემდეგ
XIII. სახელმწიფო, საზოგადოება და მეურნეობა აბსოლუტიზმის ეპოქაში


(ნ ა წ ი ლ ი I; /I-IV თავები/)

 

I. ჩანასახები


ევროპაში გერმანული ტომების გამოჩენა შესაძლებელია დადგენილ იქნას რამდენიმე საუკუნით წინ ქრისტეს შობამდე. დაახლოებით 330 წ. ქრ. შ.-მდე მარსელელმა პითიუსმა რომელიც მოხიბლული იყო მონათხრობებით კალისა და ქარვის სიუხვის შესახებ ჩრდილოეთის ქვეყნებში, აღკაზმა იქითკენ ექსპედიცია და ესტუმრა ვეზერისა და ელბას შესართავებს. ორასი წლის შემდეგ გერმანული ტომების ავანგარდი, კიმბრები და ტევტონები, პირველად გამოჩნდა ცეცხლითა და მახვილით ცივილიზებულ ქვეყნებში. ილირია, გალია და იტალია იქცნენ მათი შემოსევის მსხვერპლად, და მხოლოდ მარიუსის ხელოვნებამა და რომაელი ჯარისკაცების ვაჟკაცობამ მოახერხეს ორ ბრძოლაში გაენადგურებინათ ეს პირველი ტალღა, რომელიც გერმანულმა სამყარომ გამოგზავნა რომანულზე. იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენენ ეს ახალი მოსულები, სად ცხოვრობენ და როგორ ცხოვრობენ, რომაელებს საკმარისად დიდ ხანს ჰქონდათ ძალზედ მიახლოებითი წარმოდგენა. იცოდნენ, რომ ქალები იბრძვიან კაცებთან ერთად, რომ დამარცხების შემთხვევაში, რათა არ ჩავარდნენ ტყვედ, ისინი ჰკლავენ თავიდან ბავშვებს, შემდეგ იკლავენ თავსაც. იცოდნენ, რომ მეომრები ტანზე იცვამენ მხეცების ტყავებს, გამოირჩევიან ძალითა და უგონო სიმამაცით. მეტი – თითქმის არაფერი. პირველი ზუსტი ცნობები გერმანელების შესახებ რომაელებს მისცა იულიუს კეისარმა, რომელმაც ისინი გაიცნო გალიაში თავისი ლაშქრობების დროს.

რომის მიერ მოგერიებული გერმანული ტომები დიდ ხანს ვერ ბედავდნენ სამხრეთში საზღვრების გარღვევის მცდელობას. მაგრამ თავიანთი დასახლების ადგილებში მუდმივად შევიწროვებულებს, მათ უნდა მოენახათ გასასვლელი რომლიმე მხარეს. და თუმცა კი რაინი ითვლებოდა საზღვრად მათსა და გალიას შორის, გერმანელები არაერთხლ ცდილობდნენ მის დარღვევას, და, მაგალითად, 72 წ. ქრ. შ.-მდე გერმანელების დიდი დასახლება გამოჩნდა ახლანდელ ელზასში, ე. ი. რაინის იქითა მხარეზე. კეისარს, გალიაში მისი კონსულობის დროის მანძილზე (58-50), რამდენჯერმე მოუხდა საქმის დაჭერა გერმანელებთან, რომლებიც მოიწევდნენ რაინის იქითა მხრიდან (არიოვისტის მცდელობა (იხ.) 58 წელს, უზიპეტებისა და ტენკტერების მცდელობა 55 წელს). სწორედ ამ თავის შეტაკებებში გერმანელებთან კეისარი გაეცნო მათ ყოფა-ცხოვრებას და აღწერა იგი. ეს არის პირველი სერიოზული მოწმობა გერმანელების ყოფა-ცხოვრების შესახებ, და იგი გვაძლევს ჩვენ ზოგადად ძალზედ ნათელ წარმოდგენას იმის თაობაზე, თუ რანი იყვნენ ისინი ნახევარი საუკუნით ადრე ქრისტეს შობამდე. კეისარი ნახულობს გერმანლებს ნახევრად მომთაბარე მდგომარეობაში. მათ არ უყვართ მიწათმოქმედებით დაკავება (agriculturae non student).

მათი მთავარი საკვებია – მესაქონლეობის პროდუქტები: რძე, ყველი, ხორცი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიწათმოქმედება მათთვის სრულიად უცნობია. მიწას ამუშავებენ, მაგრამ არ იკავებენ სამუდამოდ განსაზღვრული მეურნეობით (privati ac separati agri apund eos nihil est). ტომი ყოველწლიურად ახდენს მიწის განაწილებას დიდ კავშირებს შორის (gentes cognationesque, ე. ი. საგვარეულოებს შორის როგორც მამის, ისე დედის მხრიდანაც). მიწის განაწილების ოპერაცია ითვლება ძალზედ მნიშვნელოვნად, ვინაიდან მას განაგებენ ტომთა უხუცესები და არჩეული ხელისუფალნი (magistratus es principes), მთელი დროის მანძილზე არიან მასში, შეკრებილები საგვარეულოების მიხედვით. ნათელია, რომ ასეთი სამეურნეო კულტურა შესაძლებელია მხოლოდ იმ ვარაუდით, რომ ტომი, თუ არა ყოველწლიურად, მაინც ძალზედ ხშირად იცვლის დასახლების ადგილებს. მაგრამ ეს არ გამორიცხავს გარკვეული საზოგადოებრივი ორგანიზაციის არსებობას. მშვიდობიანობის დროს ტომი ექვემდებარება თავისი საგვარეულო უხუცესების სასამართლოს (principes regionum ac pagorum), ხოლო ხოლო ომის შემთხვევაში ირჩევენ საგანგებო ხელისუფალთ (magistratus), რომლებიც უფროსობენ ტომზე და ღებულობენ უფლებს დაქვემდებარებულთა სიცოცხლესა და სიკვდილზე. მაგრამ თუ ვიმსჯელებთ იმის მიხედვით, რომ ეს მაგისტრატუს ტომის უხუცესებთან ერთად ხელმძღვანელობენ მიწის იძულებით განაწილებას, საჭიროა ვივარაუდოთ, რომ სამხედრო მდგომარეობა ამ პერიოდში ხდება მეტ-ნაკლებად მუდმივი. და ვეჩე (სახალხო კრება), როგორც ჩანს, ამ დროს ჯერ კიდევ არ წარმოადგენს მუდმივ ინსტრუმენტს, არამედ არსებობს, უმთავრესად, სამხედრო საჭიროებებისთვის: მასზე ბელადობის კანდიდატები თავიანთთვის ირჩევენ დრუჟინას (მებრძოლთა რაზმს).

ერთი სიტყვით, დრო ქრ. შ.-მდე 50 წელი, როდესაც წერდა კეისარი, გერმანელბისთვის – გარდამავალი დროა. ჯერ არფერი არ არის დადგენილი და დამყარებული. ყველაფერი დუღს. ეს არის – კულტურა ჩანასახის მდგომარეობაში. გერმანელების ყოფა-ცხოვრების სურათი, რომელსაც კეისრიდან საუკუნე ნახევრის შემდეგ გვაძლევს ტაციტუსი, – უკვე სავსებით სხვანაირია. ჩანასახები უკვე აღარ არის, მთელმა უმნიშვნელოვნესმა
რთიერთობებმა: ეკონომიკურებმა, სოციალურებმა, პოლიტიკურებმა, – მიიღეს განსაზღვრული სახე, ყველაფერში ჩანს მდგრადობა, რომელიც არ იგრძნობოდა კეისრისეულ დახასიათებაში. მიზეზი ნათელია. კეისარმა რაინს იქით თავისი ლაშქრობებით განამტკიცა გალიის აღმოსავლეთ საზღვარი. ახლა გერმანელებს უკვე აღარ ჰქონდათ გზა დასავლეთისკენ, ისევე როგორც არ ჰქონდათ იგი სამხრეთისკენაც. ისინი იყვნენ ჩაკეტილები ზღვას, რაინსა და ალპებს შორის და იძულებული იყვნენ მუდმივად დაეცვათ თავი აღმოსავლეთიდან მოწოლისგან, საიდანაც სულ უფრო და უფრო მოიწევდნენ ახალი მომსვლელები. ამასთან რომიც, გამაგრდა რა გალიაში, გადავიდა შეტევაში. 12 წ. ქრ. შ.-მდე დრუზუსმა გადალახა რაინი, დაიპყრო ახლანდელი ნიდერლანდები (ბატავები და ფრიზები), შემდეგ გადალახა ვეზერი, დაიქვემდებარა ბრუქტერების, ჰავქების, ჰატებისა და ჰერუსკების ტომები და მიაღწია ელბამდე. 5 წ. ქრისტეს შობის შემდეგ ტიბერიუსმა გაიარა დრუზუსის ნაკვალევზე, დაიქვემდებარა ის ტომები, რომლებიც არ იყვნენ დამორჩილებული მისი წინამორბედის მიერ, ააშენა ციხესიმაგრეები რაინსა და ელბას შორის და ყველგან ჩააყენა რომაული გარნიზონები. ისე ჩანდა, რომ გერმანიას ბედად ჰქონდა სრულად განეცადა გალიის ხვედრი და დაქვემდებარებოდა ისეთსავე სრულ რომანიზაციას. მაგრამ ეს მხოლოდ ასე სჩანდა. 9 წ. ქრ. შ.-დან ავგუსტუსის რკინის ლეგიონები, რომელთაც უუნაროდ უფროსობდა ვარუსი, ტევტობურგის ხშირ ტყეში განადგურებულ იქნენ ჰერუსკების ბელადის არმინიუსის (იხ.) მიერ. რომაული გარნიზონები შემდეგ ყველგან დახოცეს, ციხესიმაგრეები კი დაანგრიეს. ყველაფერი თავიდან იყო დასაწყები. რომს ამისთვის ძალა არ ჰყოფნიდა. ჰერმანიკუსმა კიდევ ერთხელ გადალახა რაინი, მაგრამ ეს იყო უკვე არა დამპყრობლური, არამედ სადამსჯელო ლაშქრობა. პოლიტიკური შედეგები მას არ ჰქონია. შინაგანი, რაინსგაღმა გერმანია განთავისუფლებულ იქნა რომანიზაციისგან. მხოლოდ საზღვრებზე დარჩა რომაული ქალაქები. მთავარი მათგან იყო მაინცი (Moguntia), შემდეგ მოდიოდა ტრირი (Augusta Treverorum), კიოლნი (Colonia Agrippina), ბონი (Bonna), ვორმსი (Borbetomagus), შპაიერი (Noviomagus), სტრასბურგი (Argentoratum), აუგსბურგი (Augusta Vildelicorum). ამ რკინის სარტყლის გარღვევის ძალა გერმანულ ტომებს არ გააჩნდათ. ყველა აჯანყება, ყველაზე უფრო დიდი აჯანყების გამოუკლებლად, რომელიც ააზვირთა გენიალურმა ბატავმა ცივილისმა (69-70 წწ.), დასრულდა წარუმატებლად. გერმანულ ტომებს უხდებოდათ თავიანთი ცხოვრების მოწყობა იმ სივრცეზე, რომელიც იყო შემოსაზღვრული რომაული სამფლობელოებით დასავლეთში და სამხრეთში. აქ უკვირდებოდა კიდეც მათ ტაციტუსი.

მისი აღწერებიდან ჩვენ უწინარეს ყოვლისა ვგებულობთ, რომ გერმანელები – უკვე ერთ ადგილას მჯდომარე ხალხია. როგორც ასეთს იგი უპირისპირებს მათ მომთაბარე სარმატებს. ისინი აშენებენ სახლებს და ამუშავებენ მიწას. მაგრამ ნამდვილ მიწათმოქმედებად მათ ჯერ კიდევ ჩამოყალიბება ვერ მოასწრეს. მშვიდობიან შრომას ისინი ამჯობინებენ საფრთხეებსა და სამხედრო წარმატებების დიდებას, ხოლო მინდვრების დამუშავებას უთმობენ ქალებს, მოხუცებსა და საერთოდ ოჯახის სუსტ წევრებს. როდესაც ისინი ომში არ არიან, ისინი ნადირობენ, ხოლო როდესაც არც ნადირობაზე არიან, – ან სძინავთ, ან საჭმლით არიან დაკავებული. ამასობაში მათ უკვე გამოუმუშავდათ მიწათმფლობელობის სისტემაცა და მიწათმოქმედების სისტემაც. მჯდომარე ცხოვრებასთან ერთად დასრულდა მიწების უსაზღვო სივრცეები. მაგრამ მიწა მაინც ჯერ კიდევ ძალზედ ბევრია, და არის ექსტენსიური მეურნეობის წარმოების სრული შესაძლებლობა. მიწას იკავებენ მთელი დასახლებით (ab universis), და მაშინ თითოეულის საზოგადოებრივი მდგომარეობის შესაბამისად (secundum dignationem) ახდენენ მის დაყოფას: არავინ არ იღებს იმაზე მეტს, ვიდრე შეუძლია მისი დამუშავება. რადგანაც მიწა ბევრია, ამიტომ მისი დაყოფა არ წარმოადგენს სიძნელეს. სახნავ-სათესი ნაკვეთები იცვლება ყოველ წელს (arva per annos mutant). ტყეები, საძოვრები, მინდვრები რჩება საერთო სრგებლობაში. ერთი სიტყვით, ჩვენ გვაქვს აქ თემური მიწათმფლობელობა при переложной системе земледелiя. მეურნეობის სუბიექტი ახლა ის კი არ არის, რაც იყო კეისრის დროს. იქ მიწის უბნებს ღებულობდნენ საგვარეულო კავშირები, აქ – ისინი ერგებათ ცალკეულ პირებს. და საერთოდ, საგვარეულო საწყისი იწყებს გახრწნას: სისხლის აღება ყოველთვის არ არის სავალდებულო; მოსისხლეებისგან შეიძლება თავი გამოისყიდო საქონლის გარკვეული რაოდენობის გადახდით. გვარის სპირისპიროდ, ოჯახი იკვრება უფრო მჭიდროდ. ძირითადი სოციალური ერთეულია თავისუფალი გერმანელი. სოციალური ფენების წარმოქმნა მხოლოდ ახლა იწყება. ტაციტუსმა, როგორც რომაელმა, რომელიც მიეჩვია უკვირდებოდეს ძლიერად დიფერნცირებულ საზოგადოებას, გერმანელებთანაც შეამჩნია საზოგადოებრივი განსხვავებანი. იგი ახსენებს დიდგვაროვნებს (nobiles), თავისუფლებს (ingenui), ნახევრად თავისუფლებს (liberti), მონებს (servi). მაგრმ ეს აღწერა არ გვაძლევს მასალას იმისთვის, რათა გავაკეთოთ დასკვნა ამ დაყოფათა ნამდვილი მნიშვნელოვნების შესახებ. მონები, მაგალითად, არ თამაშობენ თითქმის არანაირ სამეურნეო როლს. ისინი – უფრო მეტად ყმები არიან: აქვთ ცალკე მეურნეობა და უხდიან თავიანთ ბატონს ღალას ნატურით. და ეს გასაგებიცაა. მონები – იგივე გერმანელები არიან, რომლებიც ბრძოლაში აიყვანეს ტყვედ; მათი ექსპლუატირების საფუძველი არა აქვთ, ვინაიდან არ არსებობს მეურნეობის პროდუქტების გაყიდვის პრაქტიკა და საჭიროება. ნახევრად თავისუფლები – ეს ისინი არიან, რომლებიც დექვემდებარენ ნებაყოფლობით, ბრძოლის გარეშე. ისინი – არ არიან თავისუფლად გაშვებულები, ყოფილი მონები. ისინი – არიან თავისუფალი ადამიანები, მაგრამ არ მონაწილეობენ ვეჩეში, ხოლო მწყობრში კი იკავებენ საგანგებო ადგილს. დიდგვაროვნები იურიდიულად თითქმის არაფრით არ განსხავდებიან თავისუფლებისგან, თუმცა კი ფაქტიურად დიდი გნსხვავებებია.

საზოგადოებრივი ხელისუფლება უკვე იწყებს უფრო მწყობრი ორგანიზაციის მიღებას. ტომს გააჩნია ტერიტორია, რომელზედაც მოქმედებს მთლიანი პოლიტიკური სისტემა. ვეჩე, რომლიც ის-ის იყო ისახებოდა კეისრის დროს, ახლა იკავებს პოლიტიკური ორგნიზაციის ცენტრს. ვეჩე – ეს არის შეიარაღებული ტომის კრება ასეულების მიხედვით (ასეული ჯერ კიდევ არ წარმოადგენს ტერიტორიულ დანაყოფს, როგორადაც ხდება მოგვიანებით). იგი წყვეტს მთელ უმნიშვნელოვანეს საქმეებს; მხოლოდ უფრო წვრილ საქმეებს წყვეტენ მთავრები (De minoribus rebus principes consultant, de maioribus omnes), რომლებიც საერთოდ ამზადებენ მასალას სახალხო კრების მიერ მსჯელობისთვის. ვეჩე იკრიბება რეგულარულად, ან ახალმთვარეობაზე, ან სავსემთვარეობაზე. მეფეს ან მთავარს შემოქვს წინადადება, ვეჩე წყვეტს. მთავრები – ესენი არიან იმ ოლქების უხუცესები (pagus, Gau), რომლებადაც იყოფა ტომის ტერიტორია. მაგრამ ისინი უკვე აღარ არიან ოლქების ბელადები საგვარეულო კავშირში თავიანთი მდგომარეობის ძალით, როგორც ეს იყო კეისრის დროს, არამედ დამტკიცებულ უნდა იქნან ვეჩეს მიერ. ისინი აირჩევიან მთელი სიცოცხლის მანძილზე, წინამძღოლობენ თავიანთი ოლქების ხალხს ომში, ხელმძღვანელობენ თემების მიწების საქმეებს, აწარმოებენ სასამართლოს. ომის დროისთვის ირჩევენ საგანგებო წინამძღოლს, ჰერცოგს (dux), ადამიანს, რომლმაც სახელი გაითქვა თავისი სამხედრო გმირობებით. იქ სადაც ომი – მეტ-ნაკლებად მუდმივი მდგომარეობაა, – როგორც აღმოსავლურ ტომებში, ჰერცოგის ხელისუფლებაც ასევე მუდმივი ხდება. ასე იქმნება მეფის (კოროლის) ხელისუფლება. მეფეს, ისევე როგორც ჰერცოგსაც, ირჩევენ, თუმცა კი მათი არჩევის პრინციპები განსხვავებულია. მეფეებს ირჩევენ დიდგვაროვნების მიხედვით, ჰერცოგებს ვაჟკაცობისა და გმირობის მიხედვით (reges ex nobilitate, duces ex virtute sumunt), და სამეფო ხელისუფლება სულ უმცირეს ხარისხადაც კი არ ატარებს შეუზღუდავი ხელისუფლების ხასიათს. მეფის ზევით, ისევე როგორც ჰერცოგის ზევითაც, დგას ვეჩე. ამ საზოგადოებრივ ორგანიზაციაში ისახება, ომისა დ საბრძოლო სულისკვეთების მიერ შექმნილი, კიდევ ერთი ინსტიტუტი, რომელიც მნიშვნელოვანი ზომით არის გადაჯვარედინებული ამ ორგანიზაციის ძირითად თანაბარმომქმედთან, – დრუჟინა (სამხედრო რაზმი). დიდი სახელის მქონე თითოეული მეომრის გარშემო შეიძლება იკრიბებოდნენ ახალგაზრდა ადმიანები, რომლებიც ფიცს დებენ, რომ იქნებიან მისდამი ერთგულები ბოლომდე და დაიცავენ მას ბრძოლაში. ეს დაწესებულება არ არის ტომობრივი. ახალგაზრდა მეომრებს შეუძლიათ ეძიებდნენ თავიანთთვის პატრონს საკუთარი ტომის გარეთაც. არღვევს რა ტომობრივ კავშირებს, დრუჟინა ერთგვარად ახდენს მთელი გერმანული ოჯახის იარაღით ძმობის სიმბოლიზირებას.

გერმანელების რელიგიური სარწმუნოება არ იყო ერთნაირი სხვადასხვა ტომებში და სხვადასხვა ადგილას და, საერთოდ არ გამოირჩეოდა საკმარისი გმომუშავებულობით. ღმერთების კულტი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ბუნების სულების რწმენასთან; ამის შესაბამისად დიდ როლს თამაშობდა ყველანაირი მკითხაობები და მისნობები, რომლებიც შეადგენდა ქურუმების ერთერთ ძირითად მოვალეობათაგანს. უკანასკნელები არ წარმოგვიდგებიან განსაკუთრებული წოდების სახით; ქურუმების ფუნქციებს ასრულებენ გვარებისა და ტომების უხუცესები. მაგრამ ქურუმები მაინც ასრულებენ რიგ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ფუნქციებს, მაგალითად, ვეჩეზე. გერმანული პანთეონის ცალკეული ღვთაებები ცნობილია უმეტეს წილად მხოლოდ სახელით. ერთ შემთხვევებში ისინი წარმოადგენენ ბუნების ძალების განსახიერებას, სხვებში – ტომის მითიურ მამამთავრებს და, საერთო წესია, რომ მათ არ გააჩნიათ არანაირი ეთიკური ელემენტი. უფრო მეტად განსაზღვრული ნიშნებით გამოირჩევიან სკანდინაველთა ღვთაებები, ვინაიდან სკანდინავიის ხალხებმა უფრო დიდხანს შეინარჩუნეს თავიანთი სარწმუნოება; ეს ღვთაებანია – ოდინი, თორი, ბალდერი და სხვანი.

ტაციტუსი ჰყოფს გერმანელებს სამ დიდ ჯგუფად: ინგვეონებად ზღვასთან, გერმანონებად ცენტრში და ისტვეონებად სამხრეთსა და აღმოსავლეთში. ეს დაყოფა ემყარება ხალხურ თქმულებებს. უფრო მეცნიერულია გერმანელების დაყოფა სვევურ და არასვევურ ტომებად; უკანასკნელები ცხოვრობდნენ უფრო დასავლეთით, პირვლნი აღმოსავლეთით. არასვევურ ტომებს მიეკუთვნებოდნენ ბატავები, ფრიზები, ჰავკები, ჰამავები, ჰატუარიები, სიგამბრები და ბრუქტერები, ანგრივარიები და ჰერუსკები. სვევური ტომებიდან აღსანიშნავია: ჰატები, სემნონები, ლანგობარდები, ანგლები, მაკრომანები, ჰერმუნდურები, ქვადები. ამ გერმანელებისგან ენით განსხვავდებოდნენ აღმოსავლური ჯგუფის, გოთურ-ვანდალურის, გერმანელები: გოთები, ვანდალები, ბურგუნდები, ჰეპიდები, ჰერულები, რუგიები. მათვე თავდაპირველად მიეკუთვნებოდნენ სკანდინავიური ტომებიც. გოთ-ვანდალების გარდა, რომლებმაც ადრე მიიღეს ქრისტიანობა არიოსის სწავლების მიხედვით (по Арiянскому ученiю), მთელი გერმანელები წარმართები იყვნენ.

II ს. შუახანებამდე ეს ტომები არ მიმართავდნენ რომაული საზღვრის დარღვევის სერიოზულ მცდელობებს. მაგრამ ამ დროისთვის, ერთის მხრივ სლავების მოწოლამ აღმოსავლეთიდან, ხოლო მეორეს მხრივ _ მოსახლეობის სიჭარბემ მათთვის შეუძლებელი გახადეს უწინდელი საზღვრების ფარგლებში ყოფნა. მარკომანები და კვადები, რომლებსაც ეკავათ გარეთა ჩეხეთი, დაიძრნენ სამხრეთით საზღვრისკენ. 169 წ. მარკუს ავრელიუსმა დაიწყო ე. წ. დიდი მარკომანული ომი, რომელსაც გამოხმაურება ჰქონდა მთელს გერმანიაში. ტომებში დაიწყო დუღილი, ისევე როგორც დიდ ქვაბში. ყველანი დაიძრენ, დაიწყო შერწმისა და გაყოფის რაღაც პროცესები, გამოჩნდა ახალი სახელწოდებები, გაქრა ძველი წვრილი ტომები. III და IV სს. გრძელდება ხალხების ეს დუღილი, და მის პირველ შედეგად იქცა გარკვეული შეკვრა-შემჭიდროება. უწინდელი ჰატები იძლევიან მთავარ მასალას სალიური ფრანკების ტომის წარმოქმნისთვის; სხვა სვევური ტომებისგან ჩამოყალიბდნენ ალემანები (სემნონებისგან), ბავარები (მარკომანებისგან, სახელწოდება მხოლოდ VI ს.-დან), ტიურინგები (გერმუნდურებისგან); გერმინონელი ჰერუსკების გარშემო, რომლებსაც შეუერთდნენ წვრილი ინგვეონელი და ისტვეონელი ხალხების ნამსხვრევები, ჩამოყალიბდნენ საქსებად; ლანგობარდები გაძლიერდნენ, შთანთქეს რა ჰეპიდები; წვრილი ხალხების ასეთივე შთანთქმის გზით გაიზარდნენ ბურგუნდები, ფრიზები, გოთები, ვანდალები. ყოველივე ეს ხდებოდა უზარმაზარი ბრძოლისა და სისხლისღვრის ფასად. მახვილი და ცეცხლი დადიოდა მთელს გერმანიაში, მაგრამ ჯერჯერობით ამაოდ ეჯახებოდნენ რომაულ საზღვარს. როგორც იქნა დამშვიდდა ეს პირველი დუღილი, მაგრამ ამ დროს ჰუნების შემოსევამ, რომლებმაც დაიმორჩილეს დიდი გოთური დერჟავა ახლანდელი სამხრეთ რუსეთის ტერიტორიაზე (375), კვლავ შეარყია მთელი გერმანია. გოთები და სხვა ტომები უნებურად უნდა ჩახუტებოდნენ რომს და ხელშეკრულებით მიღწეულ იქნა ის, რისი ძალით მიწღევაც არ შეეძლოთ. ჰუნების მოწოლის ბიძგები იგრძნობოდა ყველგან და კიდევ უფრო მჭიდროდ ეკვროდნენ რომაულ საზღვრებს სხვადასხვა გერმანული ტომები. მაგრამ სანამდე რომის იმპერია იდგა ამ საზღვრების სადარაჯოზე, მათი დარღვევა ძნელი იყო. მიუხედავად ამისა, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჰუნებისა და აღმოსავლეთიდან სლავების მოწოლის ქვეშ, გერმანელები სულ უფრო და უფრო ძლიერად, სამშვიდობო ტიტულების ქვეშ (ანუ ხელშეკრულებების საფუძველზე), შედიან (მიჟონავენ) რომის იმპერიაში (IV ს. შუახანებში ფრანკები ჩნდებიან ბრაბანტში, და იმპერატორი იულიანე ნებას რთავს მათ დაინარჩუნონ იგი თავიანთთვის). ზოგჯერ ისინი აღმოუჩენენ არსებით სამსახურს იმპერიას (ჰუნების წინააღმდეგ), მაგრამ სულ უფრო და უფრო მეტად თრგუნავენ ძირძველ რომაულ სტიქიას. V ს. მეორე ნახევარში იმპერიას უკვე აღარ ძალუძს წინააღმდეგობის გაწევა ვესტგოთური დერჟავის დაფუძნებისთვის სამხრეთ გალიაში, ხოლო ამის შემდეგ მალევე (476) ჰერუსკების (герульскიй) მახვილი ამარცხებს დასავლეთის იმპერიის უკანასკნელ იმპერატორს. ეს იქცევა სიგნალად, ფრანკები ბრაბანტიდან მიისწრაფიან სამხრეთისა და დასავლეთისკენ რაინის გავლით; ანგლები, საქსები და იუტები გადაცურავენ ზღვას, რათა საფუძველი დაუდონ ბრიტანეთის იმპერიას; ბურგუნდები აარსებენ თავიანთ სახელმწიფოს პროვანსში, ვანდალები აღწევენ აფრიკაში; იტალია იქცევა თავიდან ოსტგოთების, ხოლო მოგვიანებით ლანგობარდების ნადავლად. ანგლო-საქსონურის გარდა, მთელი სხვა გერმანული სახელმწიფოები, რომლებიც ფუძნდებიან რომის იმპერიის ფარგლებში, განიცდიან რომანიზაციას. შიდა გერმანიას რომანიზაციის პროცესი არ შეხებია უშუალოდ, მაგრამ ირიბად მას ჰქონდა მისთვის უზარმაზარი მნიშვნელობა. სახელმწიფო ხელისუფლება, რომელმაც შემოიტანა კულტურა გერმანიაში, ამოიზარდა გერმანული და რომაული ელემენტების შერევისგან. ჩვენ მოგვიწევს თვალი მივადევნოთ ამ შერევის პროცესს.


II. ფრანკული ეპოქა


იმის მსგავსად როგორც ტაციტუსის დროს ჰათები იყვნენ ყველაზე უფრო ძლიერი გერმანული ტომი, ასევე V ს. მეორე ნახევარში მათი შთამომავლები ფრანკები სულ უფრო და უფრო მეტად ითვისებენ (იჩემებდნენ) თავიანთთვის ჰეგემონიას გერმანულ ტომებს შორის. ამ დრომდე მათ არ ჰქონიათ ერთიანობა. სალიელი ფრანკები ცხოვრობდნენ შელდასა და მაასის გაყოლებით, რიპუარელი ფრანკები – ქვემო რაინის გაყოლებით, ამასთან მათი ჩრდილოელი ნაშიერი, ზიუდერზეესთან, იყვნენ ჰამავები; მაინის გაყოლებით ცხოვრობდა კიდევ ჰათური ფრანკების დიდი ტომი. ერთიანი ცენტრალური ხელისუფლების რაღაც მსგავსება ჰქონდათ მხოლოდ რიპუარელ ფრანკებს; სალიელები წარმოადგენდნენ ცალკეული სახელმწიფოების გროვას, რომელთაგან ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო მეროვინგ ჰილდერიხის საწელმწიფო, რომელსაც თავისი რეზიდენცია ტურინში ჰქონდა და რომის სამსახურში იმყოფებოდა. მისი ვაჟიშვილი ხლოდვიგი (481-511) იქცა ფრანკული დერჟავის დამაარსებლად. რადგანაც აღარ აკავებდა მას შიში იმპერიის წინაშე, მისი დაცემიდან ათი წლის შემდეგ (486) იგი შეიჭრა გალიაში, დაამარცხა რომაული ჯარები სუასონთან და დაიპყრო ქვეყანა თვით ლუარამდე. მისმა გმირობებმა აიძულეს მისი რაინსმიღმელი ნათესავები ეღიარებინათ მისი ძალაუფლება. ამან ხლოდვიგი მოიყვანა შეხებაში ტიურინგებთან, რომლებიც ცხოვრობდნენ ჰათელი ფრანკებისგან ჩრდილო-აღმოსავლეთით, და ალემანებთან, რომლებიც მათ უერთდებოდნენ სამხრეთიდან. ტიურინგები დაემორჩილნენ 490 წ., ალემანები კი დამარცხებულ იქნენ 496 წ. და 501-ში შეერთებული ხლოდვიგის სამფლობელოსთან. 507 წ. ხლოდვიგმა დაიპყრო ვესტგოთური სამფლობლოები ლუარასა და გარონას შორის. დაახლოებით ამავე დროს სხვა ფრნკული ტომების ყველა მეფე აღიარებდა მის ძალაუფლებას. მის დროს ფრანკებს შორის დაიწყო ქრისტიანობის გავრცელება. იგი იყო პირველი მეფე-ქრისტიანი. ხლოდვიგის უახლოესი მენაცვალეების დროს (511-540) შემოერთებულ იქნა ბურგუნდია, ვესტგოთური სამფლობლოები გარონასა და პირენეებს შორის, პროვანსი, ალემანების ნარჩენები რეტიაში (გრაუბიუნდენი), და დაექვემდებარენ ბავარები. რადგანაც სახელმწიფო იზრდებოდა, ამიტომ ადმინსტრაციული მიზნებით დიწყეს მისი ფრანკული ბირთვის გაყოფა ორ ნახევრად: დასავლურად (ნეისტრია) და აღმოსავლურად (რაინს გაღმა – ავსტრაზია). უკანასკნელი მეროვინგებისას შემოერთებული მიწების ჰერცოგებმა მიმართეს თავიანთთვის დამოუკიდებლობის დაბრუნების მცდელობებს. ბრძოლა ამ ტნდენციით დაიწყეს საპალატო მერებმა. პიპინუს ჰერისტალელმა, რომელმაც ძალაუფლება ხელში ჩაიგდო 687 წ., გააფართოა კიდეც სამეფოს საზღვრები დასავლელი ფრიზების შემოერთებით. პიპინუსის ვაჟიშვილმა კარლ მარტელუსმა (717-741) მოიგერია არაბების შემოსევა სამხრეთიდან, შემოიერთა შუა ფრისლანდია და ლანგედოკი. კარლის მენაცვალე პიპინუსი (741-768) არჩეულ იქნა მეფედ (751) და აგრძელებდა შეუპოვარ ბრძოლას ჰერცოგებთან. იგი დაასრულა კარლოს დიდმა (768-814), რომელმაც საბოლოოდ მოახდინა ბავარიის ანექსირება, დაიმორჩილა აღმოსავლელი ფრიზები და საქსები (ამით დასრულებულ იქნა იმ გერმანული ტომების გაერთიანება, რომლებიც დარჩნენ ადგილზე). გარდა ამისა კარლოსმა შემოიერთა ლანგობარდების სამეფო, დიპყრო ავარების ქვეყანა, ბიზანტიის ისტრია, ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილი. ამრიგად, ბრიტანეთისა და სამხრეთ ესპანეთის გარდა, დასავლური იმპერიის მთელი მიწები კვლავ შეიკრიბა ერთი სკიპტრის ქვეშ. 800 წ. რომის პაპმა კარლოსი დააგვირგვინა იმპერატორის გვირგვინით. ვერდენის ხელშეკრულების მიხედვით (843) იმპერია გაყოფილ იქნა კარლოსის ვაჟიშვილის, ლუდოვიკ ღვთისმოსავის (814-840) სამ ვაჟს შორის. ლოტარმა მიიღო იმპერატორის ტიტული (წოდება), ლომბარდია, პროვანსი, ბურგუნდია, ელზასი, ფრიზული მიწები და ახლანდელი ბელგია, ე. ი. მიწის ფართო ზოლი იმპერიის სულ შუაგულში. კარლოს მელოტს ერგო ყველაფერი, რაც იყო ლოტარის სამფლობელობის დასავლეთით, ლუდოვიკს – ყველაფერი, რაც იყო აღმოსავლეთით, ე. ი. საკუთრივ გერმანია. შემდგომში იყო კიდევ ბევრი გადანაწილებები, მაგრამ გერმანული მიწების განაწილება საფრანგეთსა და გერმანიას შორის საბოლოოდ განხორციელებულ იქნა ვერდენის ხელშეკრულებით 843 წ. იმისთვის, რათა გავიგოთ, თუ როგორი კულტურული მონაპოვრით შეუდგა ცხოვრებას გერმანია, აუცილებელია გავეცნოთ ფრანკთა სამეფოს კულტურას.

ფრანკული ეპოქის საზოგადოებრივ ევოლუციაში საჭიროა განვასხვავებდეთ ორ პერიოდს: ტომობრივი სამეფოს პერიოდსა და უნივერსალური იმპერიის პერიოდს. პირველის განმავლობაში მოხდა დამპყრობლების მიერ მოტანილი გერმანული ელემენტების შერევა რომაულ ელემენტებთან, ბარბაროსული პირველყოფილი კოლექტივიზმის შერწყმა რომაულ ინდივიდუალიზმთან. ფრანკული მონარქიის მეორე პერიოდის განმავლობაში ასეთნაირად შექმნილი ახალი კულტურა ეგუებოდა (ეწყობოდა) ფართო სახელმწიფოებრივ, კერძოდ იმპერიალისტურ ამოცანებს.

რომაული კულტურა, რომლის მოქმედების სფეროშიც მოხვდნენ გერმანული ტომები დაპყრობის შემდეგ, წარმოადგენდა მკაცრად ინდივიდუალისტურ კულტურას. საზოგადოებრივი ხელისუფლების ორგანიზაცია, სამართალი, საკუთრება, ოჯახი – ყოველივე იყო განმსჭვალული თანამიმდევრული ინდივიდუალიზმის პრინციპით. საერო და სასულიერო ხელისუფლება გულდასმით ადევნებდა თვალყურს იმას, რათა ეპოქის соновное ინდივიდუალისტური მისწრაფება არ გადახრილიყო განზე, ვინაიდან სახელმწიფისთვისაც და ეკლესიისთვისაც უფრო მომგებიანი იყო საქმე ჰქონოდა ცალკეულ ერთეულებთან და არა საზოგადოებრივ კავშირებთან. ბუნებრივია, რომ როდესაც გერმანულმა კოლექტივისტურმა კულტურამ შეჭრა დაიწყო რომაული ურთიერთობების სფეროში, შეუბრალებლად ანგრევდა რა მათ, – მაშინ რომაული ეკლესიის ტრადიციებსაც და რომაული სახელმწიფოს ტრადიციებსაც არ შეიძლებოდა წინააღმდეგობა არ გაეწიათ მისთვის. ხოლო რადგანაც რომაული კულტურა თავისთავად იყო უფრო ძლიერი და მდგრადი, ამიტომ გერმანულ კოლექტივიზმს ბევრი მიმართებით უნდა დაეთმო მისთვის. და საჭიროა შევნიშნოთ, რომ ახალი სახელმწიფო ხელისუფლება პირველ ხანებში ინარჩუნებდა ბრძნულ ნეიტრალიტეტს, ესწრებოდა რა ორი კულტურის ამ მშვიდობიან ბრძოლას. შემდეგ იგი თანდათანობით განიმსჭვალა რომაული პრინციპებით.

რომაული ინდივიდუალიზმის გავლენა ყველაზე უფრო მეტად განიცადეს გერმანულმა საგვარეულო წესებმა. საგვარეულოს არსებობა ხელსაყრელი არ იყო საზოგადოებრივი ხელისუფლებისთვის როგორც პოლიტიკური მიმართებით (იგი ზრდიდა საზოგადოების წინააღმდეგობის ძალას), ისე ფინანსურითაც. იგი არ იყო ხელსაყრელი ეკლესიისთვისაც, ვინაიდან აძნელებდა მიწების ჩუქებას მის სასარგებლოდ. ამიტომ გამოსვლებს საგვარეულო კავშირებიდან ახალისებენ, და კანონში შეაქვთ სპეციალური მუხლი, რომელიც ახდენს ამ პროცედურის რეგლამენტირებას (L. Sal. 60). საგვარეულოს დაშლა (გახრწნა) გამოიხატება იმაშიც, რომ თანდათანობით გერმანული პოლიგამიის ნაცვლად ეკლესიის გავლენით მყარდება ინდივიდუალური ქორწინება, ერთადერთი საფუძველი საკუთრებისა და მემკვიდრეობის შესახებ საკითხის რამდენადმე მაინც მდგრადად რეგულირებისთვის. შემდეგ, სისხლის აღება, საგვარეულო წყობილების ყველაზე უფრო ტიპიური ინსტიტუტი, საბოლოოდ უქმდება; მის ადგილს იკავებს კომპოზიციების სისტემა. ამასთან ტაციტუსის დროების საპირისპიროდ, საგვარეულო კავშირები მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როდესაც უფრო მეტად მჭიდრო ოჯახს არ შეუძლია ასრულებდეს თავის საზოგადოებრივ მოვალეობებს (L. Sal. 58); მათ შეუძლიათ თან მოჰქონდეთ სიმძიმეები, მაგრამ სარგებელი არ მოაქვთ: ნათესავები თანდათანობით თავს არიდებენ ვერგელდის გაყოფაში მონაწილეობას (L. Thur. 31). სამიწო თემში საგვარეულო კავშირები ასევე სუსტდება. მართალია, მიწა ჯერ კიდევ მიეკუთვნება საგვარეულო კავშირებს; დავა მიწის შესახებ მიდის inter duas genealogias (L. Alam. 81). მაგრამ საგვარეულო თემი უკვე განიხილება, როგორც სამეზობლო თემი: ნათესავებსა და მეზობლებს შორის არ ახდენენ განსხვავებას (vicinos vel alios parentres, L. Baiuw, 27). ჩნდება საგვარეულო კავშირისთვის უცნობი და მისი მოქმედების სფეროში არასაჭირო ჩუქებისა და მემკვიდრეობის უფლებები. სალიურ სიმართლეში ჩუქება ჯერ კიდევ დიდად გაძნელებულია (L. Sal. 46), ანდერძს თან ახლავს ყველანაირი დათქმები (გარკვეული პირობების დადებანი). რიპუარული სიმართლე უფრო გვიანდელია, და იგი აღიარებს ჩუქებასაც და ანდერძსაც (L. Rib. 48). თუკი სალიური სიმართლე ჯერ კიდევ მოითხოვს თემის ყველა წევრის თანხმობას გადმოსახლებულის თემში დასაშვებად (L. Sal. 45), რიპუარული უკვე იცავს კერძო საკუთრებას (L. Rib. 59), ხოლო ჰილპერიკის ედიქტი კი (573 წ.) ადგენს ვაჟიშვილის ან ქალიშვილის მემკვიდრეობის უფლებას თემის წევრების უფებების საზიანოდ. კერძო საკუთრების პრინციპის შემდგომ შემოჭრას ჩვენ ვხედავთ იურიდიულ „ფორმულებში“ (მარკულფისა და სხვების), რომელთაც მოახდინეს VII და VIII სს. ადათების რეციპირება. განსაკუთრებით ნათლად (მკაფიოდ) აისახება ეკლესიის როლი სათემო და საგვარეულო პრინციპის გახრწნაში ალემანურ სიმართლეში. იგი (L. Alam. 1) პირდაპირ კრძალავს ყველანაირ წინააღმდეგობას მიწების ჩუქებისადმი, თუკი ისინი კეთდება ეკლესიის სასარგებლოდ, ამასთან კანონი მიუთითებს იმას, თუ რომელ პირებს აქვთ უფლება ასეთ წინააღმდეგობაზე; ესენი არიან მემკვიდრეები, ე. ი. ნათესავები. იმისთვის, რათა ეს ბრძოლა წასულიყო ეკლესიისთვის ყველაზე უფრო ხელსაყრელ პირობებში, სასულიერო წოდებამ მოახერხა კანონის ტექსტში ისეთი დებულების ჩართვა, რომელიც სრულიად უცხო იყო გერმანული ჩვეულებრივი (ადათობრივი) სამართლის მთელი წყობისთვის, სახელდობრ კი: საჩივრები მიწის შესახებ უნდა ემყარებოდეს წერილობით დოკუმენტებს. ძნელი არ არის იმის დანახვა, თუ როგორი საშინელი იარაღი მიიღო თემური მიწათმფლობელობის წინააღმდეგ ეკლესიამ და პროტესტების როგორი ქარიშხლები უნდა გამოეწვია მის მკაცრ შესრულებას. ერთერთ სიგელში, რომელიც სენ-გალენის მონასტერს უბოძა კარლოს დიდმა (722), ნათქვამია, რომ მონაზვნები და ის ადამოანები, რომლბიც ცხოვრობენ მათ მიწებზე, ექვემდებარებიან მხოლოდ სამეფო სასამართლოს. სიგელის ტექსტიდან ჩვენ ვგებულობთ მისი გამოცემის საბაბის შესახებაც: ეს არის ილლიციტაე ინფესტაციონეს მალორუმ ჰომინუმ, ე. ი., როგორც ახლა იტყოდნენ, აგრარული უწესრიგობები, მიყენებული ბოროტგანმზრახველი ადამიანების მიერ. გლეხთა მღელვარებანი, ასეთ ნაირად, თან ახლავს მიწების მიტაცების უკვე პირველივე მცდელობებს პრივილეგირებული კლასების მხრიდან, და საინტერესოა ის, რომ მათ რაიონს უკვე VIII ს. წარმოადგენდა ბოდენის ტბის შემოგარენი, ე. ი. გლეხთა ყველა უფრო გვიანდელი მოძრაობის ცენტრი.

ახლა იბადება კითხვა: რადგანაც საგვარეულო კოლექტივის პრინციპი განიცდის გახრწნას, ნარჩუნდბა თუ არა სამიწო თემის წესები საერთოდ? უეჭველად ნარჩუნდება, თუმცა კი იცვლის თავის ხასიათს. დოკუმენტები საშუალებას გვაძლევს თვალი მივადევნოთ ამ პროცესს VII-VIII სს.-თვის მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთ გერმანიაში, ალემანებისა და ბავარების მიერ დაკავებულ რაიონებში: შვაბიაში, ბავარიაში, ფრანკონიაში, ანუ იმ რაიონებში, რომლებმაც ჩრდილოეთთან შედარებით უფრო მეტად განიცადეს რომაული კულტურის ზემოქმედება. მაგრამ ეს გარემოება არ ცვლის საერთო დასკვნას, იმიტომ რომ, თუკი თემი შენარჩუნდა აქ, იგი მით უმეტეს უნდა შენარჩუნებულიყო ჩრდილოეთში, სადაც ინდივიდუალისტური საწყისები გავლენას ახდენდნენ არა ისეთი ძალით.

უწინარეს ყოვლისა უნდა განვსაზღვროთ, თუ თემის რომელ ნაწილებს შეეხებოდა განზე გამოყოფა ჩუქების, ანდერძის და ა. შ. სახით. ესენია – უპირატესად, თუ არა მხოლოდ, სახნავ-სათესი მიწები. ყველანაირი სამიწო გარიგებების თავისუფლებამ დაანგრია ოჯახისა და საგვარეულოს მიერ სახნავ-სათესი ნაკვეთის ერთობლივი მფლობელობის პრინციპი. საოჯახო და საგვარეულო მიწის საკუთრების დაყოფა იქცა არა მხოლოდ გარდაუვალად, არამედ აუცილებლად, როგორც ძმებს შორის (L. Baiuw. 15: ut fratres hereditatem patris aequaliter dividant), ასევე მამასა და ვაჟიშვილებს შორისაც (L. Baiuw. იქვე: postquam cum filiis suis partitiv). ამრიგად, ერთდროულად მიდიოდა სისხლისმიერ ნათესავთა თემის დაშლისა და სახნავ-სათესი უბნების კერძო საკუთრებაში გადასვლის პროცესი. მაგრამ თემი, როგორც ასეთი დარჩა (გადარჩა). ჯერ ერთი, გასხვისების უფლება არ ეხებოდა სათემო სავარგულებს, ალმენდებს (იხ.). მინდორი, ტყე, საძოვარი, უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, კვლავინდებურად რჩება თემის განუყოფელ მფლობელობაში. მაგრამ სარგებლობის სუბიექტს წარმოადგენს უკვე არა საგვარეულო კავშირი, არამედ სამეზობლო კავშირი, – მარკა. სამეზობლო თემის წევრია ყველა, ვინც მის ფარგლებში ფლობს ნაკვეთს კერძო-სამართლებრივ საფუძველზე. მარკა თავისი შემადგენლობის მიხედვით უფრო ჭრელია, ვიდრე ძირძველი გერმანული თემი. მასში შედიან არა მხოლოდ თავისუფალი ადამიანები, როგორც ეს იყო ადრე, არამედ ყმა გლეხებიც. არათავისუფალი ელემენტი თავდაპირველად მოხვდა თემში, როგორც ჩანს, რომაული ტერიტორიების დაკავებასთან ერთად სამხრეთში. ეს არის რომაული გელვეტური კოლონები, რომლებიც, რა თქმა უნდა, ახალ თემში არ წარმოადგენენ სრულუფლებიან წევრებს; ისინი მხოლოდ ამუშავებენ სხვათა ნაკვეთებს ნატურალური, უფრო იშვიათად ფულადი ღალისა და ბეგარის საფასურად და, რა თქმა უნდა, არა აქვთ თავიანთი ნაკვეთების გასხვისების უფლება. მოგვიანებით ჩნდება სხვა წყარო, რომელიც იძლევა არათავისუფალ მოსახლეობას. ეს არის – წვრილი თავისუფალი მესაკუთრეების, გლეხების მიერ თავიანთი ნაკვეთების ნებაყოფლობით გადაცემა მსხვილი მესაკუთრეებისთვის на прекарномъ праве. ეს გამოწვეული იყო არახელსაყრლი წლებით, მოუსავლიანობით, შიმშილობით. თავისი ნაკვეთის გადამცემელი ინარჩუნებდა თავისი ნაკვეთის სიცოცხლის ბოლომდე ფლობის უფლებას და ღებულობდა მისი ახალი მესაკუთრისგან დახმარების მიღების უფლებასაც, აუცილებლობის შემთხვევაში, ზოგჯერ ყოველწლიური რენტის საფასურად, ხოლო ზოგჯერ კი აუნაზღაურებლადც, თავად ნაკვეთის ფასეულობის ხარჯზე. ეს ფაქტები წარმოადგენს შემდგომი ეპოქის მსხვილი მიწათმფლობელობის წარმოქმნის ჩანასახებს. IX ს.-მდე ისინი ვერ ახდენენ დიდ გვლენას მიწათმფლობელობის საერთო ხასიათზე. განხილულ პერიოდში თემური მიწათმფლობელობის ფართობი მცირედ კლებულობს. მარკები უდიდესი სიმკაცრით ატარებენ ცხოვრებაში სავარგულების განუყოფელობის პრინციპს, ტყესა და საძოვრებს იცავენ უცხოთა მიერ სარგებლობისგანაც და ყველანაირად აძნელებენ თემთან მათ ხელმისაწვდომობას. ამ და მსგავსი ზომებით ხერხდება თემის დაცვა დაშლისგან. ამავე დროს ჩამოყალიბდა გერმანული სასოფლო თემის ის სამეურნეო სტრუქტურაც, რომელიც შენარჩუნდა ქვეყნის მრავალ ადგილას თვით XIX ს.-მდეც. თემის საფუძველი იყო მიწის ნადელი (наделъ, Hufe, mansus). ნადელი თავის თავში შეიცავდა: მთელ სახნავ-სათეს მიწას, რომელიც მიეკუთვნებოდა მეთემურის კარმიდამოს, განლაგებული იყო სამ მინდორზე სოლისებური ზოლების სახით (სამზოლიანობა VIII ს.-დან, სადღაც კი უფრო ადრეც, იქცევა გაბატონებულად), ბაღსა და ბოსტანს, აგრეთვე წილს ალმენდაში, ე. ი. მონაწილეობას საძოვარში, ტყეში, მინდორში, თევზებიან საგუბარში, გზებზე, ქვის სამტეხლოში და ა. შ.

ეპოქის საერთო სამეურნეო პრინციპია – ნატურალური მეურნეობის ბატონობა – და იმ კერძო თვისებებს, რომლებიც გამომდინარეობდა თემური წყობილებიდან, არ შეეძლოთ ძლიერი გავლენა არ მოეხდინათ სოციალურ ურთიერთობათა ევოლუციაზე. დავიწყოთ სოციალური კიბის სულ საფუძვლიდან. მონები, რომელთა არსებობაც დამოწმებულია ტაციტუსთან, თავიანთი არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლიან. წმინდა სახით მონობამ თავისი არსებობა დაასრულა IX ს.-ში. და ეს გასაგებიცაა. კლასიკურ პლანტაციონურ კულტურას შეუძლია არსებობა მხოლოდ ისეთ სახელმწიფოში, სადაც არის ძლიერი ადმინისტრაციული ხელისუფლება, სადაც სახელმწიფოს მაიძულებელი აპარატი, მოქნილი და მოძრავი, ყოველთვის მონათმფლობელის სამსახურშია. ეს შესაძლებელი იყო რომის იმპერიაში, მაგრამ ძალზედ ძნელი შეიქმნა მეროვინგების სამეფოში. მონათმფლობელს სჭირდებოდა, რათა მისი ნაკვეთი დამუშავებულიყო, ხოლო ამისთვის მონის იძულება ძალზედ ძნელი იყო, რადგანაც ტაციტუსის დროის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუარესდა. კანონი აყენებს მას ცხოველების თანაბრად (Si caballus, aut bos, aut servus, aut quodlibet animal etc). მისი ქონება ყოველთვის შეიძლება ჩამორთმეულ იქნას მისი ბატონის მიერ. მისი შრომის ნაყოფი ასევე მთლიანად ბატონს მისდის. ბუნებრივია, რომ იგი გარბის პირველივე შესაძლებლობისას. და იმისთვის, რათა მისი სამუშაო უფრო ხელსაყრელი გახადონ მისთვის, მას უშვებენ თავისუფლებაში და სარგებლობენ მისი შრომით უკვე ბატონ-ყმური სამართლის საფუძველზე. ეს ერთნაირად მიეკუთვნება მონა-მიწათმფლობელებს (servi casati), რომლებიც ხვდებიან ბატონისთვის მსუბუქ (L. Baiuw. სამდღიან) ბეგარაშიც და ძალზედ მძიმე ღალაშიც, და მონა-ხელოსნებსაც. თავისუფლებაში გაშვება ხდება მომგებიანი და, როგორც ყოველთვის, სამივე შემთხვევაში, როდესაც დგება ამა თუ იმ მსხვერპლის გაღების აუცილებლობა, მიდის პირველ რიგში. ამით აიხსნება თავისუფლებაში გაშვების მრავალრიცხოვანი შემთხვევები „სულისთვის“ და საეკლესიო ქადაგების სრული წარმატება ამ სულის საცხოვნებელ თემაზე. განცალკევებულად დგანან კარის მონები (дворовыя рабы). ისინი არ მუშაობენ მეურნეობაში, მაგრამ ისინი საჭირონი არიან ომში, როგორც საჭურველთმტვირთველები და მეომრები. მათი სამხედრო ფუნქციები სწრაფად წინ აყენებს მათ ისეთ მდგომარეობაში, რომ იგი ხდება შურის საგანი არცთუ ძალიან კარგ მდგომარეობაში მყოფი თავისუფალი ადამიანებისთვის, და ისინი ეწერებიან ამ თანრიგის მონებში. მათგან გამომუშავებულ იქნა მინისტერიალები. ასე ცოტ-ცოტად მონები ითქვიფებიან ყმების მასაში. მეორე წყარო, რომლისგანაც დაქირავებულ იქნება მასალა ყმების კონტინგენტისთვის, ესენი არიან – ლიტები (leti, liti, lazzi და სხვები). რა საზოგადოებრივი კლასია ეს? შრედერი (Deutsche Rg. 222) პირდაპირ უწოდებს მათ ყმებს. ესენი თავისუფლებაში გაშვებულნი არ არიან. მათ ჰყავთ ბატონი, და ისინი დაცული არიან, თავისუფალ ადამიანთან შედარებით, სანახევრო ვერგელდით. ეს ვერგელდი იყოფა, და მისი მხოლოდ ნაწილი ერგებათ ნათესავებს; მისი მეორე ნაწილი მიდის ბატონთან. იმისთვის, რათა ლიტები გახდნენ სავსებით თავისუფალნი, საჭიროა, რათა ისინი გაშვებულ იქნან თავისუფლებაში. მიწის ნაკვეთის დატოვება მათ არ შეუძლიათ და მისთვის იხდიან ღალას. მიუხედავად ამისა ისინი ასრულებენ სამხედრო, სასამართლო და მთელ სხვა საზოგადოებრივ მოვალეობებს თავისუფალი და დიდგვაროვანი ადამიანების თანაბრად. თუკი მონა გაშვებულია თავისუფლებაში, იგი ჩვეულებრივად იქცევა არა სავსებით თავისუფალ ადამიანად, არამედ ლიტად, ე. ი. კვლავ საჭიროებს მეურვეობას. თავისუფლებაში გაშვებული სავსებით თავისუფალ ადამიანად იქცევა მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც ის არის dinarialis, ე. ი. როდესაც მას უშვებდნენ მეფის თანდასწრებით. ხოლო თუკი ბატონს თავად სურდა ექცია იგი სავსებით თავისუფლად, მას უნდა მიეცა მისთვის თუნდაც მცირე მიწის ნაკვეთი ad ingenuitatem tuendam, თავისუფლების დასაცავად. შუალედური მდგომარეობა თავისუფალ ადამიანებსა და ლიტებს შორის უკავიათ ასევე ე. წ. homines ecclesiastici, მონებს, რომლებიც გაშვებულ იქნენ ეპისკოპოსის თანდასწრებით ან ეპისკოპოსის მიერ და ამის გამო იმყოფებიან მისი მფარველობის ქვეშ, და ამათ თანაბრად ასევე homines regii, – სიგელით გაშვებული სამეფო მონები.

ამრიგად, მონათა მდგომარეობაში შემსუბუქებისა და ნახევრად თავისუფალთა მთელი წოდების განტოტვის წყალობით (ლიტები, თავისუფლად გაშვებულები და სხვები) რამდენადმე წაინაცვლა მანძილმა მონებსა და თავისუფლ ადამიანებს შორის. თავის მხრივ თავისუფლ ადამიანთა წოდებაშიც იწყება დანაწევრება, რომელიც გამოწვეულია ცხოვრების ახალი პირობებით. თავისუფალ ადამიანთა ერთგვაროვან მასაში ხდება ფენებად დანაწილება ქონებრივი მდგომარეობის მიხედვით. ვერგელდის ფსონები სხვადასხვა სამართალში იცნობს მხოლოდ ერთ ტაქსას თავისუფალი ადამიანის მკვლელობისთვის; უფრო მოგვიანებით ვხვდებით უკვე რამდენიმე ფსონს. თავისუფლები, თანამდებობის მქონე დიდგვაროვანთა გამოკლებით, იყოფიან ორ და სამ ჯგუფადაც კი: proceres, magnati; mediani, medioceres; minoflidi, minores. განსხვავება იქმნება მიწის ნაკვეთის ზომებითა და კიდევ იმით, ადევს თუ არ ადევს მას რაიმენაირი ხარკი. განსაკუთრებულად დგას დიდგვაროვანთა წოდება. გერმანული არისტოკრატიის ევოლუციის ხასიათი მკვეთრად იცვლება. ტაციტუსის დროს ისახებოდა საგვარეულო არისტოკრატიის ჩანასახები. მათ ვერ მისცეს ამონაყარი, ვინაიდან სამხედრო აუცილებლობის პირობებმა, წამოსწიეს რა წინ სამეფო ხელისუფლება, მოკლეს არისტოკრატია. იგი შენარჩუნებულ იქნა მხოლოდ იმ ტომებში, რომლებიც ყველაზე უფრო ნაკლებ მონაწილეობას ღებულობდნენ VI ს.-ის ომებში: ბავარებთან და, განსაკუთრებით, საქსებთან; და პირიქით, უკვალოდ გაქრა იმ ტომში, რომელმაც ყველაზე უფრო მეტი ზომით გადაიტანა ამ ბრძოლის სიმძიმე, ფრანკებში; მათთან საგვარეულო არისტოკრატია დაყვანილ იქნა სამეფო სახლამდე. სამაგიეროდ იმავე ფრანკებში გაძლიერებული სამეფო ხელისუფლების გარშემო ჩამოყალიბება დაიწყო ახალმა, მომსახურე არისტოკრატიამ. მისი პირველი ნიშანია – ვერგელდის ფსონის გადიდება სამეფო დრუჟინის წევრებისთვის (მოლაშქრეებისთვის), ანტრუსტიონებისთვის. სამეფო ხელისუფლების დასუსტებასთან ერთად იგი დაიგროვებს მიწებსა და გავლენას და ცოტ-ცოტად გადაიქცევა ფეოდალურ არისტოკრატიად.

ბარბაროსული სახელმწიფოების საზოგადოებრივი განვითარების თავისებურება შესაძლებელია სავსებით გამორკვეულ იქნას მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ გავეცნობით, სამეფო ხელისუფლების ევოლუციას, ვინადან ეს ევოლუცია ახდენდა ძლიერ გავლენას სოციალურ ცხოვრებაზე. სამეფო ხელისუფლება, როგორც ჩვენ ვიცით – ეს არის ჰერცოგის ხელისუფლება, რომელიც გადაიქცა მუდმივად. ეს გადაქცევა აღესრულა ისევ და ისევ სამხედრო პირობების იმავე ზეწოლის ქვეშ, და სანამ სახეზე იყო ეს პირობები, სამეფო ხელისუფლება განუწყვეტლივ იზრდებოდა. სამეფო ხელისუფლების გაძლიერების გარეგნულ ნიშანს წარმოადგენს ვეჩეს გაქრობა, იმ ძალმოსილი ორგანოსი, რომელიც აღასრულებდა უმნიშვნელოვანეს საქმეებს საგვარეულო ტომებში. ახლა ვეჩესგან რჩება მხოლოდ ე. წ. მარტის ველები, შეიარაღებული ხალხის ყოველწლიური შეკრებები, რომლებზედაც მას ხანდახან გამოუცხადებენ ხოლმე რაიმენაირი ღონისძიებების შესახებ. საგვარეულო დიდგვაროვანი წოდება, რომელსაც შეეძლო დაეპირისპირებინა თავისი გავლენა მეფეთა გავლენისთვის, გაქრა. მათ ხელში დაგროვდა მიწის უზარმაზარი რაოდენობა; მათ ისარგებლეს ზოგიერთი რომაული ადმინისტრაციული დაწესებულებით. კანონმდებლობა კაპიტულარიების დახმარებით არ ხვდება არანაირ წინააღმდეგობას. სასამართლოში მთავარი როლი ხალხური ელემენტიდან გადადის სამეფო მოხელესთან, გრაფთან. მაგრამ საკმარისი იყო დასუსტებულიყო სამხედრო სტიქიის ზეწოლა, და მთელი ეს ბრწყინვალება აღმოჩნდა მოჩვენებითი. მიჯნად ამ მიმართებით შესაძლოა ვთვლიდეთ ხლოტარ I-ის (561) სიკვდილს. მის შთამომავლობაში წამოჭრილმა დავებმა ტახტის გამო და ამით გამოწვეულმა სამოქალაქო ომებმა ჩინებული ნიადაგი მისცა არისტოკრატიის გაძლიერებისთვის, იმ ახალი მომსახურე არისტოკრატიისა, რომელიც შექმნეს თავადვე მეროვინგებმა. უზარმაზარმა დერჟავამ ნაწილებად დაშლა დაიწყო, და ამ ნაწილების სათავეში გამოჩნდნენ ჰერცოგები. მათ შორის ყველაზე უფრო ძლიერები და დამოუკიდებლები იყვნენ აგილოლფინგები ბავარიაში, შემდეგ ჰერცოგები შვაბიაში, ავსტრაზიაში (ფრანკონიაში), ტიურინგიაში, აკვიტანიაში, ბრეტანში. მეფეებისთვის ძნელი შეიქმნა თავიანთ ხელში უწინდელი, ფაქტიურად შემოუსაზღვრელი ძალაუფლების შენარჩუნება. 614 წ. ხლოტარ II იძულებული იყო გამოეცა ედიქტი, რომელსაც უწოდებენ ფრანკთა სამეფოს დიდ ქარტიას. მასში არისტოკრატიას მეფე დაჰპირდა ძველი სამართლის აღდგენას, იმ ედიქტების ბათილად ცნობას, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კანონს, და ახალი ედიქტების გამოცემას „per justitia“. და მეფეებს ხელთ არ გააჩნდათ საშუალებანი იმისთვის, რათა გაეჩერებინათ არისტოკრატიის გაძლიერების პროცესი. პირიქით, სამთავრობო ამოცანის თავად დასმა აიძულებდათ მათ სულ უფრო და უფრო მეტად დაესუსტებინათ საკუთარი თავი და გაეძლიერებინათ არისტოკრატია. თავისუფალთა კლასის დაშლამ და მისმა გაღარიბებამ შეუძლებელი გახადა ომის წარმოება უწინდელი სახალხო ლაშქრის დახმარებით. საბრძოლო ხელოვნება სულ უფრო და უფრო სწევდა წინ მძიმედ შეიარაღებული ცხენოსანი ჯარის მნიშვნელობას, ჯარის სწორედ იმ გვარეობისა, რომლისთვისაც სახალხო ლაშქრის პრინციპი გამოუყენებელი იყო. უხდებოდათ ახალი ჯარის შექმნა და მისთვის ფულის გადახდა. ხოლო გადახდა კი ხარკის არარსებობისას შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ მონეტით, რომელიც მარტოღა არსებობდა სამეფო მონაპოვარში, მიწით. იმავე მონეტით უხდებოდათ გადახდა სამოქალაქო თანამდებობის პირებისთვისაც. ხოლო როდესაც არისტოკრატიამ ამ გზით საკმარისად დააგროვა მიწა, მაშინ მან დაიწყო სხვა რამის მოთხოვნა: მისთვის სასამართლო გადასახადების დათმობისა. მეფეები აძლევდნენ, და ამით დასაჩუქრებული ღებულობდა არა მხოლოდ შემოსავლის წყაროს, არამედ სამეფო სუვერნიტეტის ნაწილსაც, ვინაიდან მოსამართლედ ხდებოდა თავად და უკვე თავისუფალი იყო (იმუნიტეტი) მის მამულში სამეფო მოსამართლეთა შემოსვლისგან. თავის მხრივ ამის შედეგად სამეფო ხელისუფლების სულ უფრო პროგრესირებადი დასუსტება ანგრევდა მის ადმინისტრაციულ მექანიზმს, და სუსტ ადამიანს, რათა არ დარჩენილიყო ბედის ანაბარა, უნდა ამოერჩია თავისთვის მფარველი დიდგვაროვნებისგან. მფარველობისთვის რა თქმა უნდა იგი იხდიდა მოვალეობებით. ასე ვითარდება პატრონატისა და კომენდაციის პრაქტიკა. თუკი აქვე შევუერთებთ პრეკარიასაც, ჩვენს წინაშე გვექნება ფეოდალური წყობილების მთელი ჩანასახები. იმისთვის, რათა ფეოდალური წესრიგის ცალკეულ ინსტიტუტებს გამოსჩენოდათ დიდი იურიდიული განსაზღვრებულობა, საჭირო შეიქმნა მხოლოდ ერთი: დიდი მამულების გამოჩენა. ეს პირობა მიცემულ იქნა კაროლინგების ეპოქაში.

მეროვინგი მეფეების ხელისუფლება დაეცა იმიტომ, რომ მათ დახარჯეს მთელი თავიანთი მიწის ფონდი. მეფე ჰილპერიკი მწარედ ჩიოდა იმაზე, რომ ამოწურულია ფისკის მონაპოვარი, და რომ მთელი სიმდიდრე გადავიდა სასულიერო წოდების ხელში. და როდესაც კარლ მარტელს დასჭირდა ახალი ცხენოსანი მხედრობის ორგანიზება სამხრეთიდან შემომტევი არაბების მოსაგერიებლად, მას ხელზე არ აღმოაჩნდა მიწა. მაშინ მან მიმართა საეკლესიო მიწების სეკულარიზაციას, რომლებიც იმ ხანად შეადგენდა სახელმწიფოს მიწის მთელი ფართობის მესამედ ნაწილს. მალევე პუატიესთან ბრძოლის შემდეგ (732) მან საეკლესიო მიწების ნაწილზე დასვა ადამიანები ცხენოსან ჯარში სამსახურის ვალდებულებით. წყალობის ამ ახალი სახეობის რადიკალური განსხვავება ძველისგან მდგომარეობდა იმაში, რომ მეროვინგები მიწას აძლევდნენ საკუთრებაში, ახლა კი, წყალობის (ბოძების) განსაკუთრებული წყაროს შედეგად, იგი უნდა ყოფილიყო დროებითი. ასე წარმოიშვა ბენეფიცია (იხ.). სეკულარიზაცია იქცა ერთერთ ბიძგად მსხვილი მიწათმფლობლობის ფართო განვითარებისთვის. ჯერ ერთი, საეკლესიო ფონდიდნ წყალობების (ბოძებათა) შედეგად გამოჩნდა მსხვილი საერო მაგნატების კლასი. მეორეც, ეკლესიამ, როდესაც იგი შეურიგდა იმ აზრს, რომ იმის გარდა, რაც მას დაუბრუნეს (742-742 წწ.) კარლ მარტელის მენაცვალეებმა, იგი მეტად უკვე ვეღარაფერს ვერ მიიღებს, – უკვე დაიწყო მთელი ძალისხმვის ამოქმედება, რათა შეევსო დანაკარგები თავის სამიწო სიმდიდრეში. თავის თავად ცხადია, რომ საეკლესიო მიწების ფართობის გაზრდა შესაძლოა მომხდარიყო მხოლოდ თავისუფალი წვრილი მესაკუთრეების, ალოდების მფლობელების (იხ.) ხარჯზე. ეპისკოპოსები და მონასტრები საერო ხელისუფლების წარმომადგენლების დახმარებით წვრილ მესაკუთრეებს აყენებდნენ ისეთ პირობებში, რომ ისინი ან საბოლოოდ უნდა გაკოტრებულიყვნენ, ან კიდევ გადაეცათ თავიანთი მიწები უახლოესი მონასტრისთვის პრეკარულ საფუძვლებზე. არაფერი არ იყო, მაგალითად, იმაზე უფრო ადვილი, რომ გაეკოტრებინათ წვრილი მესაკუთრე სამხედრო სამსახურით: თუკი იგი, დატანჯული ამ სამსახურის ტვირთისგან, მიხვდებოდა რომ თავისი მიწა გადაეცა მონასტრისთვის, მაშინ როგორც რაღაც ჯადოქრობის ძალით, მთავრდებოდა მთელი გაჭირვებანი. თუკი მონასტერს აქვს საერთო სავარგულები სასოფლო თემთან, იგი იწყებს მის შევიწროვებას მანამდე, სანამ ეს უკანასკნელი არ შედის მის მფარველობაში. ეკლესიას რა თქმა უნდა, ჰქონდა მიწით გამდიდრების სავსებით ლეგალური გზებიც. ანდერძით ნებაყოფლობითი ბოძებები არ წყდებოდა, ხოლო როდესაც კარლოს დიდის შემდეგ გახშირდა სარაცინებისა და ნორმანების თავდასხმები და თარეში, ასევე შინაგანი არეულობებიც, – გამოჩნდა მიზეზიც ალოიდების მფლობელებისთვის, რათა მათ ნებაყოფლობით მიეცათ თავიანთი მიწები ეკლესიისთვის, ამა თუ იმ ტიტულით. ასეთნაირად, უკვე VIII და IX სს. ეკლესიამ თითქმის აღიდგინა სეკულარიზაციით მომხდარი დანაკლისი თავის სამიწო ფონდში. მსხვილი მამულების გამოჩენას, როგორც სასულიეროსი, ისე საეროსიც, ჰქონდა ის მსხვილი პოლიტიკური შედეგი, რაც იქცა იმ ძირეული რეფორმის საფუძვლად, რომლიც გაატარა კარლოს დიდმა. ვინაიდან კარლოსი თავის რეფორმატორულ საქმიანობაში ემყარებოდა სწორედ მსხვილი მიწათმფლობელების კლასს: საერო სენიორებსა და ეკლსიას. კარლოს დიდის მონარქია იყო გენიალური მცდელობა იმისთვის, რათა აღედგინათ დაცემული სახელმწიფოებრიობა, წესრიგი და მდგრადობა შეეტანათ გახრწნილ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობებში. რამ აქცია ეს მცდელობა განხორციელებადად? უწინარეს ყოვლისა საგარეო პირობებმა.

უკვე უკანასკნელი მეროვინგების დროს გამოჩნდა სარფთხე ფრანკთა დერჟავაზე. სამხრეთიდან მოდიოდნენ არაბები, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ფრიზები და საქსები. უკანასკნლთ ავიწროებდნენ სლავები, და მათ უკვე უჭირდათ თავიანთ საცხოვრებლ ადგილებზე დარჩენა. საშიშროება დიდი იყო: იგი მუქარას უქმნიდა ფრანკების ეროვნულ არსებობას. მოსალოდნელი უბედურების უზარმაზარობის შეგრძნებამ გამოაღვიძა ფრანკ ხალხში მიძინებული ძალები, და მან გერისტალური სახლის ნიჭიერი საპალატო მერების წინამძღოლობით სძლია მრისხანე ღრუბელს, რომელიც მასზე მოდიოდა. გერმანიის ისტორიის თვალსაზრისით, ყვლაზე უფრო საინტერესო აქ ის არის, რომ ამ ეროვნულ აღმაფრენას სათავე დაუდო არა ნეისტრიამ თავისი მაღალი რომაული კულტურით, რომელიც უკვე ბერდებოდა, არამედ ჯერ კიდევ ახალი ძალებით აღსავსე ასტრაზიამ. გერისტალების სახლს არა მხოლოდ ეკავა მემკვიდრეობით საპალატო მერების თანამდებობა, არამედ მას ეკუთვნოდა ავსტრაზიის ჰერცოგობაც, და ამრიგად, მის უკან იდგა ძალზედ რეალური სახალხო ძალაც. მას არ ჰყოფნიდა მატერიალური რესურსები მიწის სახით, მაგრამ მიწაც ჰპოვა კარლ მარტელმა ვრცელ საეკლესიო ლატიფუნდიებში. კარლ მარტელის ძალადობრივმა აქტმა წააჩხუბა იგი ეკლესიასთან, მაგრამ ეკლესიას არ შეიძლებოდა არ გაეგო ის, რომ ეს ძალადობა აუცილებელი იყო მთელი სახელმწიფოს, მთელი რომაულ-გერმანული კულტურის გადასარჩენად. ვინაიდან კარლის ახალი ლაშქარი არა მხოლოდ არაბებს ამარცხებდა, არამედ იგი ამარცხებდა ფრიზებსაც და საქსებსაც. ამიტომ, როდესაც კარლ მარტელის შვილებმა პიპინუსმა და კარლომანმა საკითხი დასვეს იურიდიულ ნიადაგზე, ეკლესია დაეთანხმა დაეტოვებინა საბენეფიციო ფონდის სახით თითქმის მთელი ის მიწები, რომლებიც მიტაცებული ჰქონდა კარლს. უფრო მეტიც, პიპინუსმა ფართოდ ისარგებლა ეკლესიის მხარდაჭერით, რათა უფრო მჭიდროდ დაეკავშირებინა ფრანკულ ბირთვთან მონარქიის შემადგენლობაში შემავალი სხვა გერმანული ოლქები. უკვე კარლმა დაიწყო ბრძოლა დამოუკიდებელ ჰერცოგებთან. პიპინუსმა გააგრძელა იგი, მაგრამ განსხვავება მის პოლიტიკასა და მისი მამის პოლიტიკას შორის მდგომარეობდ იმაში, რომ იგი მოქმედებდა არა მხოლოდ იარაღის დახმარებით. VIII ს. შუახანებისთვის კელტი მონოზვნების კოლუმბანის, გალისა და მათი მოწაფეების ქადაგებამ მნიშვნელოვანი ზომით მოამზადა შვაბიისა და ბავარიის შორეული კუთხეები ქრისტიანული სარწმუნოების მისაღებად. ამ ნიადაგზე მოქმედებდა ნამდვილი „მოციქული გერმანიისა“ ვინფრიდ-ბონიფაციუსი, ამასთან მოქმედებდა ორმაგი კურთხევით, პაპის გრიგოლ II-ისა და პიპინუსის. პიპინუსის მფარვლობით 742 წ. შედგა ავსტრაზიის ეპისკოპოსების კრება, რომელმაც დაადგინა ეპისკოპოსების მუდმივი ურთიერთობის დაწესება ერთმანეთში და სამეფო ხელისუფლებასთან. ეპისკოპოსების სახით, რომლებიც ბრძოლას აწარმოებდნენ არა მხოლოდ წარმართობის ნარჩენების წინააღმდეგ, არამედ ტომობრივი სეპარატიზმის წინააღმდეგაც, პიპინუსი ღებულობდა ძალზედ ფასეულ თანაშემწეებს. ხოლო მუდმივი მხარდაჭერა კი, რომელსაც იგი აღმოუჩენდა არა მხოლოდ მათ, არამედ თავად პაპსაც, ანაზღაურებულ იქნა იმით, რომ პაპი დაეხმარა მას რათა თავზე დაედგა ფრანკთა მეფეების გვირგვინი.

როდესაც პიპინუსის ვაჟიშვილი კარლოსი ავიდა ტახტზე, ნიადაგი მისთვის, ასეთნაირად, გასუფთავებული იყო. მაგრამ შემოტევა სამხრეთიდან სულ ახლახანს იყო მოგერიებული, ხოლო აღმოსავლეთიდან კი ძლივს ძლივობით გაჩერებული. გარეშე საფრთხე კვლავ აწვებოდა და, ამრიგად, ამართლებდა იმ ხელისუფლების შემდგომ გაძლიერებას, რომელსაც ეს საფრთხე საბოლოოდ უნდა მოეხსნა. კარლოსმა ამას მიაღწია. საგარეო საქმეებშიცა (იხ. ზემოთ ) და ჰერცოგებთან ბრძოლაშიც მან მიაღწია სავსებით დადებით შედეგებს და ძალზედ ბევრი გააკეთა იმისთვის, რათა ეს შედეგები განემტკიცებინა.

ძირითად ზამბარას, რომელიც ამოძრავებდა კარლოს დიდის მთელ რეფორმას, ისევე როგორც ჩვენი პეტრე დიდისა, წარმოადგენდა სამხედრო საფრთხე. მას სჭირდებოდა ასე თუ სხვანაირად მიეღო თავის ხელში ისეთი ჯარი, რომელსაც შეეძლებოდა საკუთარ მხრებზე გადაეტანა ის გიგანტური ეროვნული ამოცანები, რომლებიც იდგა ფრანკული მონარქიის წინაშე. სამხედრო რეფორმა კვლავ ისევე, როგორც პეტრესთან მოითხოვდა სოციალურ რეფორმასაც, და ორივე ერთად გარდაუვალს ხდიდა ასევე ადმინისტრაციულ რეფორმას. როდესაც ყველა ეს სამი რეფორმა განხორციელებულ იქნა, ნათელი გახდა, რომ ძველი შეხედულება სახელმწიფოზე არ შეიძლებოდა მეტად შენარჩუნებული ყოფილიყო. ასე გამოჩნდა კარლოსის „რომის“ იმპერია მისი თეოკრატიული ზედნადებით (налётомъ).

კარლოსის სამხედრო რეფორმის მთავარი მომენტი იყო სამხედრო სამსახურსა და მიწას შორის მჭიდრო ურთიერთმოქმედების დამყარება. არა მხოლოდ ბენეფიციური სისტემა იქნა დარეგულირებული ძალზედ ზუსტად იმ აზრით, რომ მიწას ფლობს მხოლოდ ის, ვინც მსახურობს, არამედ ვალდებულების ზომაც მოყვანილ იქნა ზუსტ კავშირში მიწის ზომასთან. მსახურობდა ის, ვინც ფლობდა 4 ჰუფს. ეს იყო საშუალო მიწათმფლობელის მიწის ნაკვეთის საშუალო ზომა. თუკი მიწათმფლობლს ჰქონდა უფრო მცირე ზომის ნაკვეთი, მაშინ ორი, სამი, ოთხი უნდა გაერთიანებულიყო, რათა გამოეყვანათ ერთი მეომარი. თუკი ნაკვეთი უფრო დიდი იყო, მაშინ მისი მფლობელი ბრძოლის ველზე უნდა გამოსულიყო იმდენი მებრძოლით, რამდენჯერაც მისი ჰუფების რაოდენობა აღემატებოდა საშუალო ზომას. ახალი წესრიგი სრულებით იგნორირებას უკეთებდა იმ საკითხს, თუ როგორი ელემენტები ისხდნენ მიწაზე: თავისუფლები თუ არათავისუფლები. მეთვალყურეობა სამხედრო ვალდებულების აღსრულებაზე ჩაბარებული ჰქონდა არა გრაფს, არამედ მსხვილ ადგილობრივ მიწათმფლობელებს.

სამხედრო სამსახურის ახალმა წესრიგმა იმ ეკონომიკურ ცვლილებებთან კავშირში, რომლებიც მოხდა VII ს. ბოლოსა და IX ს. დასაწყისს შორის, გამოიწვია სერიოზული გარდაქმნები სოციალურ მოწყობაშიც. VII ს. ბოლოდან ოქროს გვერდით სამეურნეო ბრუნვაში ჩნდება ვერცხლის მონეტაც, მყარდება, თანმედროვე ენით რომ ვთქვათ, ბიმეტალიზმი. ამ მოვლენის მიზეზი იყო, ერთის მხრივ, გაცვლის შემცირება ყველგან თვითკმარი მეურნეობის ზრდასთან დაკავშირებით, ხოლო მეორეს მხრივ კი – ის ბოროტად გამოყენებანი, რომლებსაც მეფეები უშვებდნენ ოქროს მონეტების მოჭრისას. სრულფასოვანი ოქრო გადის ბრუნვიდან, და დაახლოებით 780 წ.-დან ოქროს მონეტებს უკვე აღარ ჭრიან. ნატურალურ-სამეურნო წესრიგი იმარჯვებს. მამული, რომელშიც შრომის განაწილებამ ერთის მხრივ, და იმუნიტეტის მიერ შექმნილმა მემამულის სასამართლომ, მეორეს მხრივ, მოასწრეს ერთ მასად აეთქვიფათ ლეტები და ყმები, იქცევა იმ წისქვილად, რომელიც ფქვავს წვრილ თავისუფალ ელემენტებსაც, რომლებიც შევიდნენ მამულში პატრონატისა და პრეკარული მფლობელობის ტიტულებით. ამ მიმართებით სამხედრო სამსახურის ახალმა წესმა ითამაშა დიდი როლი, ვინაიდან მან ერთი საზომის ქვეშ შერეკა (მოაქცია) მამულის მიწაზე მჯდომი ყველა ადამიანი. თავისუფლები თანდათანობით მოხვდნენ მემამულის სასამართლოს ქვეშ, ხოლო შემდეგ კი იმ ვალდებულებების ქვეშაც, რომლებიც ეკისრებოდათ არათავისუფალ ელემენტებს. დაიწყო ვილანების ერთგვაროვანი კლასის ჩამოყალიბება. არ არის არაფერი გასაკვირი იმაში, რომ სენიორი, რომელიც აღმოჩნდება ასეთი ერთგვაროვანი, სიცოცხლისუნარიანი მსხვილი მამულის სათავეში, იქცევა თავისი ოლქის ყველაზე უფრო გამოჩენილ ელემენტად და იწყებს საკუთარი თავით გრაფის, სამეფო მოხელის დაჩრდილვას. ჯარის შეგროვების საქმეში იგი უკვე მიიტაცებს იმ ფუნქციებს, რომლებიც ლოგიკურად უნდა ეკუთვნოდეს გრაფს. საერთოდ, მსხვილი მამულების გამოჩენასთან ერთად, რომლებიც სარგებლობენ იმუნიტეტით, გრაფის როლი ხდება ეფემერული, და კარლოსი ზრუნავს მხოლოდ იმისთვის, რათა გრაფის თანამდებობა არ ერგოს რომელიმე ადგილობრივ მსხვილ სენიორს. გარკვეული ხარისხით გრაფმა თავისი სასამართლო ფუნქციებიც კი დაკარგა. თავისუფალთა რაოდენობის შემცირებასთან ერთად, საასეულო სასამართლო უკვე ვეღარ აკმაყოფილებდა თავის დანიშნულებას, და კარლოსმა შემოიღო სკაბინების ახალი ინსტიტუტი (770 და 780 წწ. შორის), მსაჯულებისა, რომლებიც ასამართლებდნენ უფრო დამოუკიდებლად და უკვე უმეტეს წილად გრაფის თავმჯდომარეობის გარეშე. გრაფის თანამდებობამ თავისი მნიშვნელობა სავსებით შეინარჩუნა მხოლოდ როგორც მარკგრაფის, სასაზრვრო ოლქების გუბერნატორის თანამდებობისა. ყველანაირ საგანგებო ადმინისტრაციულ დავალებებს კი ასრულებდნენ „ხელმწიფის წარგზავნილები“ (missi dominici), რომლებსაც გზავნიდნენ მონარქიის მთელ სივრცეზე ყველაზე უფრო განსხვავებული, მაგრამ ყოველთვის მეტად მნიშვნელოვანი მისიებით. ხოლო იმისთვის კი, რათა შექმნას უმაღლესი ადმინისტრაციის ორგანო ცენტრში, კარლოსი ახდენს ძველი მარტის მინდვრების რეფორმირებას. მის დროს წელიწადში ერთი კრების ნაცვლად ჩნდება ორი: ერთი მაისში (და არა მარტში, ვინაიდან ადრე გაზაფხულზე უგზოობა ხელს უშლის მეომრებს დედაქალაქამდე მოღწევაში); მასზე ფიგურირებს ჯარი; ეს ისევ იმავე ვეჩეს გადმონაშთია, და იგი სწრაფად მოდის დაქვეითებაში. სამაგიეროდ მეორე, საშემოდგომო აღმოჩნდება ძალზედ სიცოცხლისუნარიანი. შემოდგომაზე იკრიბებიან მხოლოდ მსხვილი მიწათმფლობელები, державшiя отъ короля, გრაფები, ეპისკოპოსები, დიდი მონასტრების აბატები. ისინი ამზადებდნენ და ნაწილობრივ წყვეტდნენ მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებს, რედაქტირებას უკეთებდნენ კაპიტულარიებს. კარლოსის მენაცვალეთა დროს ამ საშემოდგომო კრებიდან ჩამოყალიბდა ნამდვილი სამეფო საბჭო, რაღაც ინგლისური curia regis-ის მსგავსი. ფრანკული მონარქიის ადმინისტრაციული ორგანიზაციის სურათი არ იქნებოდა სრული, თუკი ჩვენ არ მოვიხსენიებდით იმ როლის შესახებ, რომელსაც კარლოსი უთმობდა ეკლესიას საერთო (ზოგად) ადმინისტრაციულ სისტემაში. მას ძალზედ კარგად ახსოვდა, თუ როგორი დახმარება აღმოუჩინეს მამამისს ეპისკოპოსებმა და მონასტრებმა, და არ შეშინდა რათა უფრო მეტად გაეზარდა ეკლესიის უფლებები და უფლებამოსილებანი, რათა ესარგებლა მისი რესურსებით ადმინისტრაციის მიზნებისთვის. ერთერთი კაპიტულარიათაგანი პირდაპირ აძლევს ეპისკოპოსებს გრაფის საქმიანობაზე მეთვალყურეობის უფლებას. ახლად დაპყრობილ საქსონიაში, რომელიც უნდა მოექციათ ქრისტიანობაში, რათა საბოლოოდ დაემორჩილებინათ, ეკლესიას აძლევენ თითქმის შეუზღუდავ უფლებამოსილებებს, ხოლო თავდასხმებისგან მას იცავენ (მოზღუდავენ) ყველაზე უფრო მაღალი სასჯელის – სიკვდილით დასჯის დაწესებით. იგი ღებულობს უზარმაზარ საბოძვრებს მიწებითა და მონებით, მის სასარგებლოდ ადგენენ მეათედის გადახდას, აძლევენ მას უფლებას აძლევდეს თავშესაფარს დამნაშავეებს. ეკლესიის პრივილეგირებული მდგომარეობა აიხსნება არა მხოლოდ ადმინისტრაციული აუცილებლობის ზეწოლით, არამედ კავშირებითაც პაპობასთან, რომელსაც კარლოსი თავად უწევდა სამსახურს და რომლისგანაც თავადაც მოელის სამსახურის გაწევას. პირადად კარლოსისთვის ელკესიის ძლიერება, რომელიც მის მიერ იყო შექმნილი, აღმოჩნდა მომგებიანი, მაგრამ მის მენაცვალეებს გერმანიის ტახტზე ამის გამო ბევრი რამ სიმწარე გადახდათ.

როდესაც, საერო და სასულიერო მსხვილი მიწათმფლობელობის დახმარებით, კარლოსმა მოახერხა წარმატებით გაერთვა თავი საგარეო ამოცანებისთვის და წესრიგი დაემყარებინა შიგნითაც, მას, ბუნებრივია, მოუნდა მიეცა თავისი ხელისუფლებისთვის ისეთი ფორმა, რომელიც ქვეყანას მოევლინებოდა მისი ახალი შინაარსის ნათელ (მკაფიო) გამოხატულებად. საშინაო საქმეებში ეს აისახება იმაში, რომ სავსებით მკაფიო ფორმას იძენს მეფის მაიძულებელი უფლება (Bannerecht), რაც ცოტ-ცოტად ისახებოდა ფრანკული მონარქიის უფრო ადრინდელ პერიოდში, მისი უფლება აამოქმედებდეს ადმინისტრაციულ იძულებას ცხოვრების ამა თუ იმ შემთხვევებში. შურისძიება ზოგიერთი ყველაზე უფრო მძიმე დანაშაულისთვის კერძო საქმიდან გადაიქცევა საჯარო საქმედ, ადმინისტრაციული ხელისუფლების საზრუნავად. სახელმწიფო ახდენს მცდელობას გამოიჭრას კერძო ინტერესების სფეროდან და ამაღლდეს მათზე. ამოდიოდა რა მაღალი წარმოდგენიდან თავისი იმპერიის ერთიანობის შესახებ, და ჰქონდა რა თვალწინ რომის მაგალითი, კარლოსი ყველანაირად ცდილობდა ისე მოეწყო ქვეყანა, რომ ეს ერთიანობა არ დარჩენილიყო ცარიელ ბგერად. და ეძიებდა რა ისეთ ძალას, რომელსაც შეეძლო ერთიანობაში შეეკრა იმპერიის ცალკეული ნაწილები, მან წინ წამოსწია ვაჭრობა. მისი ძალისხმევა ვაჭრობის დასანერგად სახელმწიფოში, რომელიც ცხოვრობდა ნატურალური მეურნეობით, გვიჩვენებს, თუ როგორ დაუძლეველ სიძნელეებთან უხდებოდა ბრძოლა დიდი იმპერატორის ენერგიასა და გენიას. მან ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ ის, რაც მან გააკეთა, არ იყო საკმარისი: სამეურნეო პირობები მის ნებისყოფაზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა. იგი ცდილობდა აღედგინა გზების უსაფრთხოება, მოესპო ყველა უკანონო სამდინარო საგუშაგო (ჰერისტალის 779 წ. კაპიტულარია), შეუდგა არხის გათხრას, რომლსაც რაინი უნდა დაეკავშირებინა დუნაისთან, საზღვრებზე ააშენა სამხედრო სადგურები, რომლებშიც მიმდინარეობდა ვაჭრობა მეზობელ ნახევრად კულტურულ ხალხებთან, ახალისებდა ერთადერთ მნიშვნელოვან სამრეწველო ბუდეს თავისი იმპერიისა: ფრისლანდია-ფლამანდიის რაიონს, სადაც შალის წარმოება იმდენად გაძლიერდა, რომ შეეძლო საქონელის გატანაზეც ემუშავა. ისეთი ქალაქების აყვავება, როგორებიც იყო ტურნე, მასტრიხტი, ვორმსი, მაინცი, _ დარჩა ფრიზების რაინთან ურთიერთობების ნაკვალევად. ეს ცოტა იყო; იმისთვის, რათა ჩაერთო თავისი იმპერია მსოფლიო საქონელგაცვლის ჯაჭვში, კარლოსი ზრუნავდა იმაზე, რათა დაემყარებინა ურთიერთობები უცხოურ სახელმწიფოებთან. იგი ცვლიდა დიდებულ ელჩობებს ჰალიფა ჰარუნ-ალ-რაშიდთან (797 და 807), ამასთან მთელი იმ ფუფუნების სანაცვლოდ, რომლითაც კულტურულ აღმოსავლეთს შეეძლო გაბრწყინებულიყო დასავლეთის წინაშე, კარლოსს შეეძლო „მართლმორწმუნეთა მბრძანებლისთვის“ გაეგზავნა ცხენები და ჯორები ესპანეთიდან, სანადირო ძაღლები და ფრიზული შეღებილი მაუდები. ბიზანტიასთან კარლოსი ცდილობდა მუდმივი კავშირის შენარჩუნებას და ასევე ღარიბ ოფთანაც, ბრიტანეთის ერთერთ წვრილ მეფესთან, დადო რაღაც ელემენტარული სავაჭრო ხელშეკრულების მსგავსი.

ნათელია, რომ იმპერიის ხასიათზე ასეთი შეხედულებებისას, არ შეიძლებოდა შენარჩუნებულიყო ძველი შეხედულებები ხელისუფლების არსებასა და წარმოშობაზე. გერმანულ თვალსაზრისს უნდა დაეთმო სხვა, რომაული თვალსაზრისისთვის. და მართლაც, სახელმწიფო ხელისუფლების იდეოლოგები კარლოსის დროს (ალქუინი) აცხადებენ უკვე იმ ჭეშმარიტებას, რომ საიმპერატორო ხელისუფლბა მომდინარეობს ღმერთისგან და რომ მის წინააღმდეგ აჯანყება არის ცოდვა. ამის შესაბამისად, იცვლება ტიტული, შემოდის ახალი შესამოსელი. ფორმალურად ეს აღნიშნავს რომაულ საიმპერატორო იდეასთან დაბრუნებას, და კარლოსი გახლდათ ღრმად თანამიმდევრული, როდესაც ღებულობდა იმპერატორის გვირგვინს. იმპერიის იდეა ყველაზე სუკეთესოდ შეესაბამებოდა მისი მონარქიის ამოცანებს. მას სჭირდებოდა მოეგერიებინა მოწოლა (შემოტევა) გარედან და კულტურის მარცვლები ჩაეგდო მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე უფრო მეტად მოუსვენრებში. იგი ამას აკეთებს ქრისტიანული მისიის სახით ბარბაროსების ქვეყანაში. მას სჭირდებოდა სასულიერო წოდების მხარდაჭერა მის ადმინისტრაციულ საზრუნავებში, _ იგი საკუთარ თავზე ღებულობს წმ. ტახტის მეგობრისა და მფარველის როლს, იმ როლს, რომელიც ყოველთვის წარმოადგენდა ერთერთ სამკაულთაგანს რომის საიმპერატორო ხელისუფლებისა. ისევე როგორც რომის იმპერატორებიც, იგი არის კულტურული მისიის მატარებელი: მისი კაპიტულარიუმები იმდენადვეა კანონიერი, რამდენადაც კულტურულ-საზოგადოებრივი იდეალების ქადაგებანი. ერთი სიტყვით, რომის იდეითა და რომაული კულტურით კარლოსს სურდა თავისი სახელმწიფოს განმტკიცება, ახალი ეროვნული, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი საწყისების (вехи) მიწაში უფრო მაგრად ჩასობა. რატომ ვერ მოახერხა მან ამ ამოცანის აღსრულება?

სწორედ იმიტომ, რომ იმპერიის ფორმის ქვეშ, რომაული შესახედაობის ქვეშ იმალებოდა – და არა მხოლოდ იმალებოდა, არამედ ვითარდებოდა – გერმანული საწყისები, რომლებიც თავიანთი წმინდა სახით სრულებით არ იყო მოწყობილი ფართო (ვრცელი) სახელმწიფოებრიობის დასაბუთებისთვის. კარლოსი აღჭურავდა თავის ხელისუფლებას ფართოდ მაუწყებელი ტიტულებით და იმავე დროს აქუცმაცებდა მას იმუნიტეტების გზით, სასულიერო და საერო სენიორებისთვის მისი ფუნქციების გადაცემის გზით. სანამ იგი ცოცხალი იყო თავად თავისი მოუზღუდავი ენერგიით, თავისი ადმინისტრაციული და სამხედრო გენიით, მას შეეძლო წონასწორობაში შეენარჩუნებინა ფრანკული სახელმწიფოებრიობის მთელი შენობა, რომელიც ასე ხერხიანად იყო აგებული. ამასთან მსხვილმა სენიორებმაც ვერ მოასწრეს ჯერ კიდევ ძალების კარგად მოკრეფა. მაგრამ საკმარისი იყო კარლოს დიდის სკიპტრა ჩავარდნილიყო სუსტ ხელებში, და სახელმწიფო ხელისუფლებაც ნაწილებად დაიშალა.

III. ახალი იმპერია


ვერდენის 843 წ. ხელშეკრულება არ ყოფილა საბოლოო თარიღი, რომელმაც გერმანია გამოაცალკევა კარლოს დიდის მონარქიის სხვა ნაწილებისგან. მასში ჯერ კიდევ არ შედიოდა გერმანული ტომის მთელი მიწები. ბევრი რამ რჩებოდა ლოტარის მფლობელობაში. როდესაც უკანასკნელი მოკვდა 855 წ., მისი მემკვიდრეობა გაიყო მისმა სამმა ვაჟიშვილმა. ლუდოვიკ II-მ მიიღო იმპერატორის ტიტული და იტალია, კარლოსმა – ბურგუნდია და პროვანსი, ლოტარ II-მ – ჩრდილოეთ ნაწილი, ის. რომელსაც შემდეგში დაერქმევა ლოტარინგია. ლოტარ II მოკვდა 869 წ. და მისი ორივე ბიძა დააცხრა მის სამფლობელოებს, რათა თავიანთთვის შემოეერთებინათ, მაგრამ ბრძოლა გადამწყვეტი არ აღმოჩნდა. ლოტარინგია გაიყვეს მერზენის ხელშეკრულებით: კარლოს მელოტმა მიიღო დასავლეთ ნაწილი, ლუდოვიკო გერმანელმა – აღმოსავლეთი. კარლოსის სიკვდილის შემდეგ ლუდოვიკო გერმანელის ვაჟიშვილმა, ლუდოვიკომ, წაართვა საფრანგეთს დასავლეთ ლოტარინგიაც (880). ახლა წმინდა გერმანული ტომის მთელი მიწები შეერთდა ერთი ხელისუფლების ქვეშ. იმპერატორის ტიტული ლუდოვიკო II-გან გადავიდა კარლოს მელოტზე, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ კი _ ლუდოვიკ გერმანელის ავადმყოფ ვაჟიშვილზე კარლ III-ზე, რომელმაც მცირე ხნით (884-887) ერთმანეთთან შეაერთა იმპერიის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნახევრები. მისი სიკვდილის შემდეგ გერმანიის სამეფო ტახტზე აყვანილ იქნა არნულფი, კარინტიის ჰერცოგი, ლუდოვიკ გერმანელის უფროსი ვაჟის კარლომანის უკანონო შვილი. ამ წელს ზოგიერთი მეცნიერი, მაგალითად ბრუნერი (Grundzüge, 24-25), თვლის გერმანული სახელმწიფოს დაარსების ჭეშმარიტ თარიღად. 896 წ. არნულფი დაგვირგვინებულ იქნა იმპერატორის გვირგვინით და გარდაიცვალა ოთხი წლის შემდეგ. მისი მემკვიდრეობა მიიღო მისმა ექვსი წლის ვაჟიშვილმა ლუდოვიკ დიტიამ (900-911), კაროლინგების უკანასკნელმა ნაშიერმა.

სუსტი ბიჭის მმართველობა წარმოადგენდა იმ დროს, როდესაც საბოლოოდ განმტკიცდა ხელისუფლება ტომობრივ საჰერცოგოებში, რომელიც თავის დროზე კარლოს დიდმა დაანგრია. გერმანიაში იყო ხუთი ასეთი საჰერცოგო. მათგან ყველაზე უფრო ძლიერი იყო საქსონიისა, რომლის ტერიტორიასაც ეკავა გერმანიის მთელი ჩრდილოეთი ფრიზების ოლქის გამოკლებით; მას ემორჩილებოდა ტიურინგიაც. საქსებს ჯერ კიდევ მყარად ახსოვდათ იმ დროთა შესახებ, როდესაც მათ უხდებოდათ თავიანთი ტომობრივი დამოუკიდებლობის დაცვა მთელი ფრანკული დერჟავის ძალების წინააღმდეგ. საჰერცოგო ხელისუფლება X ს. დასაწყისისთვის იმყოფებოდა ჰერცოგ ლიუდოლფის შთამომავლების ხელში. ლიუდოლფის შვილიშვილი იყო ჰაინრიხი, მომავლი მეფე. ბავარიული ტომი, რომელიც იჯდა ყველაზე უფრო სახიფათო ადგილას და მუმივად იძულებული იყო მკერდით შეხვედროდა მოწოლას სამხრეთ-აღმოსავლეთიდან, გაერთიანდა თავიანთი მარკგრაფების გარშემო. ერთერთმა მათგანმა, ლიუტპოლდმა, დააფუძნა დინასტია. ფრანკონიაში, ჰატების ძველ ტერიტორიაზე, საჰერცოგო ხელისუფლება წარმოადგენდა სისხლიანი დავის საგანს კონრადინებისა და ბაბენბერგერების ორ საგრაფო სახლს შორის. გამარჯვება ერგო პირველს. კონრადი, პირველი გერმანელი მეფე არა კაროლინგების დინასტიიდან, იყო ფრანკონიის ჰერცოგი. შვაბიაში საჰერცოგო ხელისუფლება ტომობრივი არ ყოფილა, როგორც საქსონიაში. იგი დააფუძნა ორმა ძმამ ბერთოლდმა და ერჰანგერმა, მეფის მიერ წარგზავნილებმა შვაბიაში, ცერინგენთა სახლის წინაპრებმა. დაბოლოს, ლოტარინგიაში ადგილობრივ ფეოდალებს შორის ხანგრძლივი დავის შემდეგ საჰერცოგო ხელისუფლება ერგო გრაფ რეგინარს. მაგრამ იგი, მიზნის მიღწევის შემდეგ, იქცა საფრანგეთის მეფის ვასალად.

ის, რომ ქვეყანა დაიყო ასეთ მსხვილ ტომობრივ ერთეულებად, წარმოადგენდა, რა თქმა უნდა, სუსტ მხარეს გერმანული პოლიტიკური განვითარებისა. ამ მიმართებით გერმანიის ბედი საფრანგეთის ბედის ანალოგიური იყო, სადაც ფეოდალიზმმა პოლიტიკური მიმართებით ქვეყანა მიიყვანა ასეთსავე დანაწევრებამდე. განსხვავება იმაში იყო, რომ გერმანიაში უფრო მკაფიოდ იყო გამოხატული ტომობრივი საწყისი. საჰერცოგო ხელისუფლების გაძლიერებამ გამოიწვია ის, რომ მეფის არსებობა, რომელიც საჰერცოგოებზე უფრო მაღლა იდგა მხოლოდ მისი ტიტულის გამო, შეუძლებელი შეიქმნა. როდესაც მოკვდა უკანასკნელი გერმანელი კაროლინგი, გერმანიის გვირგვინის გადაცემა ვინმესთვის ლოტარის ან კარლოს მელოტის შთამომავლებიდან უაზრო (წარმოუდგენელი) აღმოჩნდა. ამისთვის საჭირო იქნებოდა წინასწარ ტომობრივი ჰერცოგების ძალაუფლების დამარცხება, – ამოცანა, რომელსაც X ს. დასაწყისში კარლოს დიდიც კი ვერ გაართმევდა თავს. ამრიგად, სამეფო გვირგვინი უნდა მიეცათ რომელიმე ჰერცოგისთვის. ყველაზე უფრო ძლიერი კანდიდატი იყო ჰაინრიხ საქსონელი, მაგრამ სასულირო წოდების გავლენამ საქმე გადაწყვიტა კონრად ფრანკონელის სასარგებლოდ. გერმანული სასულიერო წოდებისთვის მნიშვნელოვანი იყო, რათა მეფედ ყოფილიყო ის ჰერცოგი, რომლის სამფლობელოებშიც იმყოფებოდა ყველაზე უფრო ძველი გერმანული საეპისკოპოსოები: კიოლნის, მაინცის, ტრირის. და როდესაც კონრად I (911-918) გახდა მეფე, ეკლესია მხარს უჭერდა მას ყველაზე უფრო ენერგიულად (ალტჰაიმის 916 წ. საეკლესიო კრების დადგენილებები, რომლებიც სასჯელებით ემუქრებოდა ყველას, ვინც კი მეფისთვის მიცემულ ფიცს დაარღვევდა). მაგრამ ყველაფერი ამაო იყო. მეფობა, როდესაც საპირისპიროდ ჰყავდა ძლიერი საქსონია, შეუძლებელი იყო. სიკვდილის წინ კონრადმა გაიგო ეს და ურჩია ძმას ნებაყოფლობით დაეთმო სამეფო ტახტი ჰაინრიხისთვის. ჰაინრიხ I-ის ფრინველთდამჭერის (919-936) მეფობამ პირველი მტკიცე საფუძვლები დაუდო გერმანულ სახელმწიფოებრიობას: ერთნაირად როგორც საგარეო პოლიტიკის სფეროში, ისე საშინაო პოლიტიკისაც.

საგარეო საქმეებში მისი ამოცანა ადვილი არ იყო. კარლოს დიდის თავად სიკვდილის მომენტიდან მისმა იმპერიამ განიცადა თავდასხმები ყველა მხრიდან. სარაცინები აფრიკიდან თავს ესხმოდნენ იტალიას, ხოლო ესპანეთიდან ცდილობდნენ შემოჭრას სამხრეთ საფრანგეთში. ნორმანები ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან აღწევდნენ ყველგან, სადაც კი იყო საკმარისად მოსახერხებელი მდინარეთა შესართავები. აღმოსავლეთიდან აწვებოდნენ სლავები, რომლებიც თანდათანობით არღვევდნენ ელბის ხაზს და მტკიცედ სახლდებოდნენ ახლანდელ მორავიაში. სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მოდიოდნენ ავარები. გერმანიისთვის სარაცინები საშიშნი არ იყვნენ. და ნორმანებიც, რომლებმაც რამდენჯერმე კარგი დარტყმები იგემეს ფრიზებისგან და საქსონელებისგან, ისე აღარ აწუხებდნენ გერმანულ ნაპირებს. მით უფრო საშიშნი იყვნენ სლავები, და არა მხოლოდ წვრილი ტომები, რომლებიც დაესახლნენ ელბის აქეთა მხარეს, რამდენადაც მორავები, რომლებმაც ძალმოსილი დერჟავა დააარსეს სვიატოპოლკის დროს. დაახლოებით 880 წ. სვიატოპოლკის სამეფო იმყოფებოდა აპოგეაში, და მორავიის მთავარი უკვე ტყორცნიდა მზერას გერმანიის მხარეზე. მაგრამ ბედი იფარვდა ამ უკანასკნელს. სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მოვიდნენ მადიარები, დაიმორჩილეს ავარები და დაანგრიეს მორავიის დერჟავა. ჰაინრიხის პირისპირ რჩებოდა ორი მტერი: ელბის სლავები და მადიარები. მადიარების შემოჭრები არ წყდებოდა მისი მეფობის თითქმის მთელი დროის მანძილზე. იმისთვის რათა წარმატებით გაეწია წინააღმდეგობა მათი სწრაფი თავდასხმებისთვის, ჰაინრიხმა შექმნა მძიმედ შეიარაღებული ცხენოსანი ჯარი და სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრის გაყოლებით ააშენა რიგი ბურგებისა, გამაგრებული პატარა ქალაქებისა, სადაც მოსახლეობას შეეძლებოდა თავის შეფარება საშიშროების შემთხვევაში. 933 წ. მადიარები დამარცხებულ იქნენ ტიურინგიაში. ამ დროიდან მათი თავდასხმები კარგავს თავის სერიოზულ ხასიათს. ბრძოლა ელბის სლავებთან გრძელდებოდა 918-დან 933 წ. ჩათვლით. მათ წაართვეს ქალაქი ბრანდენბურგი და უკუაგდეს ელბის იქითა მხარეზე. იმისთვის, რათა შეუძლებელი გაეხადათ ახალი შემოჭრა, ააგეს ქალაქები, მათ რიცხვში მაისენი და მაგდებურგი. მაგრამ დაკავებული იყო რა აღმოსავლეთით, ჰაინრიხი არ ივიწყებდა არც ჩრდილოეთსა და არც დასავლეთს. ჩრდილოეთში მან აღადგინა დანიის მარკა, დასავლეთში კი დაიბრუნა ლოტარინგია.

საშინაო საქმეებში ჰაინრიხს უწინარეს ყოვლისა მოუხდა ანგარიში გაეწია სამი სხვა ჰერცოგისა და სასულიერო წოდებისთვის. ჰერცოგებთან მან ადვილად გამონახა საერთო ენა. ებერჰარდ ფრანკონელი, კონრადის ძმა, მისი მეგობარი გახლდათ. ბურკჰარდტ შვაბელთან მოლაპარაკება ძალზედ ადვილი იყო. ამასთან ბურკჰარდტი მალევე მოკვდა და ჰაინრიხმა შვაბია მისცა ჰერმანს, ებერჰარდის ნათესავს. აქედან გამომდინარე, ამ მხრივაც იგი მშვიდად იყო. უფრო ძნელად მიდიოდა საქმე არნულფ ბავარიელთან, ლიუტპოლდის ვაჟიშვილთან. მისთვის საკმარისად ბევრი უფლებისა და პრივილეგიის დატოვება მოუხდა. სამაგიეროდ არნულფი ერთგულად ეხმარებოდა ჰაინრიხს მის ბრძოლაში მადიარებთან და სლავებთან. მაგრამ ძალზედ ძნელი იყო საერთო ენის გამონახვა ეკლესიასთან. კარლოს დიდის სიკვდილის შემდეგ სასულიერო წოდება მიეჩვია ხელმძღვანელი როლის თამაშს. 819 წლის ახენის კაპიტულარიუმი შეიცავდა მთელ სისტემას კანონებისა, რომლებიც ანთავისუფლებდნენ ეკლესიას სახელმწიფოს მეურვეობისგან (საეკლესიო მიწების ხელშეუხებლობა, ეპისკოპოსების არჩევაში თავისუფლება, სასულიერი პირების არდაქვემდებარება საერო სასამართლოსადმი და სხვა).

828 წ. პარიზის საეკლესიო კრებაზე გამოთქმულ იქნა მოსაზრება, რომ ეკლესია დგას სახელმწიფოზე უფრო მაღლა, და თუკი ეს არ იქნა დადასტურებული 829 წ. ვორმსის კაპიტულარიუმით, მხოლოდ იმიტომ, რომ ლუდოვიკის ახალგაზრდა ცოლმა, იუდითმა, აიძულა ქმარი შეეწყვიტა ურთიერთობები ეკლესიასთან. მაშინ ეკლესიამ აგრძნობინა იმპერატორს თავისი ძალა, დადგა რა მისი უფროსი ვაჟების მხარეზე. ასეთი იყო სავსებით ბუნებრივი შედეგი კარლოსის პოლიტიკისა. გერმანულ ნიადაგზე ეკლესიას არ შეეძლო მთელი თავისი გავლენის შენარჩუნება: მისი პარალიზება ხდებოდა ჰერცოგების გავლენით. ამიტომ ეკლესიას სულ თავიდანვე ჰერცოგული პარტიკულარიზმის საპირწონედ მიჰყავს ერთიანობის პოლიტიკა. ამ პოლიტიკის გულისთვის და მისი სახელით იგი 911 წ. უარყოფითად მოეკიდა ჰაინრიხის კანდიდატურას, წინ წამოსწია კონრადი და შემდეგ უფრთხილდებოდა მას. ჰაინრიხმა არ დაივიწყა ეს და, ავიდა რა ტახტზე, გადაწყვიტა შეჭიდებოდა ეკლესიას და თავისთვის დაექვემდებარებია იგი. თავისი საგარეო პოლიტიკა აძლევდა მას საკმარისად მტკიცე საყრდენს ამისთვის. მან უარი თქვა მიეღო მირონცხება მაინცის მთავარეპისკოპოსისგან, შვაბიის ჰერცოგს ბურქჰარდტს დაუთმო საეპისკოპოსო ადგილების განკარგვის უფლება, ხოლო როდესაც ეკლესია საკმარისად იგრძნო მისი ძალა, მან მრისხანება წყალობით შეცვალა და ათასგვარი სიკეთით დაიწყო მისი ავსება. ამით მომზადებულ იქნა ოტონ I-ის ფართო პოლიტიკაც.

ოტონს (936-973) სისტემატიურად უნდა მოეკიდა ხელი იმ ამოცანის შესრულებისთვის, რომელიც არსებითად მხოლოდ დასახა მისმა მამამ: გერმანიის სახელმწიფოებრივი ერთიანობის შექმნისთვის. საკითხი საჰერცოგოების შესახებ კვლავაც იდგა მთელი თავისი სიმწვავით, და ცალკეული საჰერცოგოების პარტიკულარისტული ტენდენციები დროდადრო ახსენებდათ თავს აჯანყებათა მეტ-ნაკლებად სერიოზული აფეთქებებით. ოტონი სინჯავდა (ცდილობდა) საჰერცოგოების პარტიკულარიზმთან ბრძოლას ადგილობრივი დინასტიების დაშინების გზით. შვაბიაში, ბავარიასა და ლოტარინგიაში მან დასვა თავისი უახლოესი ნათესავები, ფრანკონია კი თავისთვის აიღო. ამან ვერ მოიტანა რადიკალური განკურნება პარტიკულარიზმის ბოროტებათაგან, მაგრამ ეს გახლდათ პრინციპულად მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯი. საჰერცოგო ხელისუფლება კვლავ იქცა თანამდებობად და უკვე აღარ იყო ორგანულად დაკავშირებული ტომთან, აღარ წარმოადგენდა ეროვნულ-ტომობრივ დაწესებულებას. მეფეს შეეძლო ემოქმედა ტომზე უფრო მეტი წარმატებით, ვინაიდან უფრო ადვილი შეიქნა ზემოქმედება მის მეთაურზე. ხოლო სახელმწიფოებრივ ერთიანობას კი მბრძანებლურად მოითხოვდა საგარეო პოლიტიკის პირობები. საქსონიის ძალებით, თუნდაც ფრანკონიის ძალებთან შეერთებულად, ოტონს არ შეეძლო თავი გაერთვა იმ სიძნელეებისთვის, რომლებიც იქმნებოდა ელბის სლავების მოძრაობებით, მადიარების თარეშებით, დანიელების მეზობლობით. მაგრამ მხოლოდ მძიმე კრიზისებისა და სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ მოახერხა ოტონმა მიეღწია ამ ერთიანობისთვის.

ოტონის ვაჟიშვილი, ძმა, სიძე, გახდნენ რა შვაბიის, ბავარიისა და ლოტარინგიის ჰერცოგები, დაუყოვნებლივ განიმსჭვალნენ ადგილობრივი ტენდენციებით და, როდესაც იფეთქებდა ხოლმე აჯანყება, დგებოდნენ არა ოტონის მხარეზე, არამედ აჯანყებული საჰერცოგოების სათავეში. 954 წლის აჯანყება ცოტაც და საბედისწეროდ შეიქნებოდა მეფისთვის, მაგრამ იგი იყო უკანასკნელიც, რომელსაც კი საფრთხის მოტანა შეეძლო. ოტონს აღმოაჩნდა საშუალებები, რათა პირისპირ დამდგარიყო გარეშე მტრების წინაშე. სლავები არა თუ განდევნილ იქნენ ელბიდან, არამედ დაპყრობილ იქნა მათი მიწებიც ელბას, ოდერსა და ზაალეს შორის; იქ დაიწყო გერმანული კოლონიზაცია. მადიარებმა 955 წ. განიცადეს ისეთი დამარცხება ლეხფელდთან, რის შემდეგაც ერთხელ და სამუდამოდ თავი დაანებეს გერმანიას. დანიელებთან და საფრანგეთთან მიღწეულ იქნა დაზავება. მაგრამ ოტონს ესმოდა, რომ ტომობრივი პარტიკულარიზმი არ არის საბოლოოდ ჩახშობილი, არამედ მხოლოდ გაბრუებულია. და მან დაიწყო ფიქრი იმის შესახებ, რომ გამოენახა ძალა, რომელსაც შეეძლებოდა მას დაპირისპირებოდა. ასეთი ძალა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების იმ სტადიაში, რომელშიც იმყოფებოდა გერმანია X ს. შუახანებში, იყო ერთი – ეკლესია. მხოლოდ ეკლესია იყო დამოუკიდებელი ჰერცოგთა ძალაუფლებისგან და გარკვეულ ხარისხამდე აღფრთოვანებული მისდამი საპირისპირო ინტერესებით. ამიტომ ოტონი სულ დასაწყისიდანვე სტოვებდა ყველა საჰერცოგოში საეპისკოპოსო კათედრებზე დანიშვნას თავის ხელში და არასდროს არ იხევდა უკან ამ თავისი უფლებიდან. იგი ნიშნავდა ყველგან თავის ნათესავებს, რომლებიც საეპისკოპოსო შესამოსელში მისი უფრო მეტად ერთგული მსახურები იყვნენ, ვიდრე ტომობრივი საჰერცოგოს მახვილით ხელში.

ოტონის მიერ ახლა ეკლესიისთვის ბოძებული პრივილეგიები, სახელგანთქმული ოტონისეული პრივილეგიები, აღნიშნავს მნიშვნელოვან მომენტს გერმანიის ადმინისტრაციის ისტორიაში. გრაფები ამ დროისთვის იქცნენ წმინდა-ფეოდალურ სენიორებად, რომლებიც მთელი ძალებით ცდილობდნენ, და აქა-იქ ახერხებდნენ კიდეც, თავიანთი თანამდებობრივი ბენეფიციების მეკვიდრეობით ლენებად გადაქცევას. მათი მისწრაფებები დამოუკიდებლობისკენ ოტონს ეჩვენება სახიფათოდ, და იგი ჩამოართმევს მათ ადმინისტრაციულ და სასამართლო ხელისუფლებას. მას, სახელმწიფოს სასამართლო ხელისუფლებას, ღებულობენ კიდეც ეპისკოპოსები. ეს არ არის იმუნიტეტი, არც მისი მოხსნა და არც მისი შეცვლა. იმუნიტეტი არის თავის თავად. იგი, ეპისკოპოსების მიერ უფრო ადრე მიღებული, რჩება სრულ ძალაში. მაგრამ იმუნიტეტი უფლებას იძლევა მხოლოდ საადგილმამულო სასამართლოზე (на вотчинный судъ), იმ დროს როდესაც ახალი პრივილეგიები – სახელმწიფო სასამართლოზე, ე. ი. სასამართლოზე არა მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებიც მიეკუთვნებიან ადგილ-მამულს, არამედ ყველაზე საერთოდ, თავისუფლებზე და არათავისუფლებზე, ელემენტებზე, რომლებიც ცხოვრობენ შესაბამის ოლქში. ასე ჩნდება ახალი სასამართლო-ადმინისტრაციული ოლქები უწინდელი საგრაფოების ნაცვლად. ახალი ოლქების საზღვრები ჩვეულებრივ დიდი არ არის: ისინი მოიცავს ქალაქს, რომელშიც არის განთავსებული ეპისკოპოსის რეზიდენცია, მიმდებარე გარეუბნებით. გერმანიისთვის ვერ შენარჩუნდა უფრო ზუსტი განსაზღვრება. იტალიისთვის ჩვენ გვაქვს ციფრებიც: იქ ეს ტერიტორიები აღწევდა 10 კვ. კმ-მდე. ამრიგად, ეკლესია გადაიქცა სასამართლოსა და მმართველობის აქტიურ ორგანოდ. ეს გახლდათ ძალმოსილი, ძალზედ ნამდვილი და ძალზედ სახიფთო მმართველობის იარაღი. გერმანიის ეკლესია ამ გზით იკვრებოდა და ყალიბდებოდა თანდათანობით ასევე დამოუკიდებელ ძალად. და ოტონი სულაც არ იყო იმის მომხრე, რომ თვალი დაეხუჭა ამ საშიშროებაზე.

პირიქით, სწორედ იმისთვის, რათა მოეხდინა ამის პარალიზება, მან გადაწყვიტა თავისთვის დაექვემდებარებინა ის ძალა, რომელიც მბრძანებლობდა გერმანიის ეკლესიაზე, _ პაპობა. ასეთია მისი იტალიური პოლიტიკის მთავარი წყარო. იყო სხვებიც: მეტოქეობა ბურგუნდიული მემკვიდრეობის გამო იტალიის მეფესთან ბერენგარ ივრეელთან და სხვა. საჭირო იყო მხოლოდ მოსახერხებელი მომენტი, რათა აეძულებინა პაპი დახმარებისთვის მიემართა ჩრდილოელი მეფისთვის. 961 წ., ბერენგარისა და რომაელი ნობილებისგან შევიწროვებული პაპი იოანე XII შეევედრა ოტონს დახმარების თხოვნით. ოტონი ჯარით მივიდა რომში და დაგვირგვინებულ იქნა იმპერატორად. მიაღწია რა ამ ფორმალურ გამარჯვებას, ოტონს უნდა გადაედგა შემდეგი ნაბიჯიც: დაემყარებია თავისი ძალაუფლება პაპზე. ისარგებლა რა იმით, რომ იოანე XII-ის, გარყვნილი ჭაბუკის წინააღმდეგ, აყენებდნენ მრისხანე ბრალდებებს, მან გადააყენა იგი და მის ადგილზე დააყენა თავისი კრეაგურა.

იტალიურმა პოლიტიკამ იმპერია მოიყვანა დაჯახებაში ისეთ დერჟავებთან, რომლებიც ასევე განზე იდგნენ მისი პოლიტიკური განვითარების გზებისგან, ბიზანტიასა და არაბებთან. ეს ამოცანა წილად ერგო უკვე ოტონის ვაჟიშვილს ოტონ II-ს (973-983), რომელმაც იქორწინა ბიზანტიის პრინცესაზე და პირველად დაძრა გერმანული დრუჟინები იტალიის სამხრეთისკენ, რათა არაბებზე გამარჯვებით დაემკვიდრებინა თავისი რომაული გვირგვინი. მაგრამ ოტონს არ ავიწყდებოდა, რომ იტალიური პოლიტიკის მიზანი, როგორც იგი ესმოდა მის ამას, მაინც გერმანული საქმეებია, მაინც სამეფო ხელისუფლების განტკიცებაა გერმანიაში. იგი ოტონ I-თან შედარებით უფრო მეტად ენერგიულად აგრძელებდა ბრძოლას ტომობრივი სამთავროების პარტიკულარიზმთან, ბავარია დაჰყო სამ ნაწილად, ლოტარინგია ორად, ჰერცოგებთან ერთად დაჟინებით სწევდა წინ თავის სამეფო პფალც-გრაფებს, საჰერცოგოების ფინანსებზე კონტროლისთვის. მაგრამ უდროო სიკვდილმა არ მისცა ნიჭით უხვად დაჯილდოვებულ მმართველს რამდენადმე განსაზღვრული შედეგების მიღწევის შესაძლებლობა. მისი სიკვდილის შემდეგ იმპერატორი გახდა სამი წლის ოტონ III (983-1002), და უმალვე საგრძნობი გახდა, თუ როგორი წყალობა იყო გერმანიისთვის სამეფო ხელისუფლება. პარტიკულარისტულმა ტენდენციებმა გამოიღვიძა ახალი ძალით. ბავარია 989 წ.-თვის კვლავ შეიკრიბა თავისი უწინდელი მოცულობით, სლავები აჯანყდნენ, და საკუთარი ძალების ამარა დატოვებულმა საქსებმა ძლივს-ძლივობითღა დაიცვეს მათგან ელბის საზღვარი. ელბისიქითა დაპყრობები ჩაიფერფლა, და მთელი თაობის კულტურული და კოლონიზატორული მუშაობის ნაყოფები დაიღუპა. როდესაც ახალმა იმპერატორმა თავის ხელში აიღო მმართველობის სადავეები, აღმოჩნდა, რომ გერმანიის ეროვნული ინტერესები მისი სულისთვის უცხო იყო.

ოტონ III აღზრდილი გახლდათ მონაზვნების მიერ, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ კლიუნის მოძრაობას (იხ. клюнiиское движенiе), რომელიც ისწრფვოდა სიბინძურეში ჩაფლული ეკლესიის აღორძინებისკენ. ოტონის ერთერთი უახლოესი მეგობართაგანი, ჰერბერტ ორლიანელი, მომავალი პაპი სილვესტერ II, გახლდათ ამ მოძრაობის მგზნებარე მომხრე. ოტონი აღიზარდა მისტიკოსად. მის სულში ცხოვრობდა მსოფლიო (კათოლიკე, вселенская) ეკლესიის კულტი, რომის კულტი. თავისი საიმპერატორო გვირგვინი მისთვის ძვირფასი იყო იმით, რომ აძლევდა მას მფლობელობას მარადიულ ქალაქზე, მისი ავადმყოფურად ვნებიანი მისწრაფების საგანზე. იმ კავშირის შესახებ კი, რომელიც მისი მამისა და პაპის შეგნებაში ჰქონდა რომის გვირგვინს გერმანიასთან, ოტონი არ ფიქრობდა. გერმანელებს იგი თვლიდა ბარბაროსებად. ეს გახლდათ ყველაზე უფრო ნაკლებად ეროვნული მფლობელი გერმანელ მეფეთა შორის ფრიდრიხ II-მდე. გერმანიას მართავდნენ ეპისკოპოსები, და, რა თქმა უნდა, მათ არ ძალუძდათ გამკლავება იმ მძიმე ამოცანებთან, რომლებსაც წინ სწევდა თანამედროვეობა. როდესაც ოტონი მოკვდა, გერმანელები მას იგლოვდნენ ძალზედ თავშეკავებით. რადგანაც ოტონ I-ის შთამომავლობა ჩაქრა მის შვილიშვილთან ერთად, ამიტომ ტახტს დაეუფლა ბავარიის ჰერცოგი ჰაინრიხი, შვილიშვილი ჰაინრიხისა, ჰაინრიხ ფრინველთდამჭერის უმცროსი ძისა. მას მოუხდა არცთუ მცირე ძალისხმევის გამოყენება, რათა აეძულებინა ეღიარებინათ იგი გერმანიის მეფედ. საჰერცოგოები საქსონიის მეთაურობით და მსხვილი ბარონები: მარკ-გრაფები, გრაფები, აიძულებდნენ მას დიდი ფასის გადახდით ეყიდა მათი თანხმობა: საჰერცოგოებმა საკუთარი თავის შეგრძნება დაიწყეს უფრო მეტად დამოუკიდებლად; მსხვილი ლენების ფლობელებმა დაიწყეს მემკვიდრეობითობის პრინციპის დაყარება; ჩადებულ იქნა ეპისკოპოსების ტერიტორიული უფროსობის (უმაღლესობის, верховенство) პირველი საფუძვლებიც; მეფე იძულებული შეიქნა ამიერიდან მოეწვია მთავარ ფეოდალურ მფლობელთა სეიმები, რომლებმაც საფუძველი დაუდეს უფრო სწორ საკანონმდებლო საქმიანობას სახელმწიფოში, რომელიც უწინ თითქმის არ არსებობდა – იგი მთლიანად შთაინთქმებოდა მეფის ადმინისტრაციული განკარგულებების მიერ.

იტალიური საქმეები სულაც არ წარმოადგენდა მისთვის ყურადღების ცენტრს, როგორც ოტონ II-სა და განსაკუთრებით ოტონ III-თვის. იგი სულაც არ ოცნებობდა რომის უნივერსალური იმპერიის აღდგენაზე. სახელმწიფო ბეჭდის ფართოდმაუწყებელი ლეგენდა, შეთხზული ოტონ III-ის მიერ: „Renovatio imperii Romani“, – მან შეცვალა უფრო მოკრძალებულით: „Erneuerung des Frankenreiches“. ჰაინრიხი არ ისწრაფვოდა პაპის მიერ დაგვირგვინებისკენ: პაპმა თავად გამოიძახა იგი დაგვირგვინებისთვის. იგი იტალიაში მიდიოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს უკიდურესად აუცილებელი შეიქნებოდა, ხოლო იქ რჩებოდა საჭიროზე უფრო ნაკლები დროით, და არა მეტით; ამჯობინებდა სახლში ჯდომას, სადაც მას ძალზედ ბევრი საქმე ჰქონდა. გარეშე მტრები უწინდებურად აწვებოდნენ აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. პოლონეთის მეფემ ბოლესლავ მამაცმა აიძულა იგი რაღაც-რაღაცეები დაეთმო. იგი იძულებული შეიქმნა თითქმის დახმარების გარეშე დაეტოვებინა საქსები მათ ბრძოლაში ელბის სლავებთან. ეძიებდა რა საყრდენ წერტილს ამდენ სიძნელეს შორის, ჰაინრიხმა ყურადღება მიაქცია წვრილ რაინდობას. მან გადაწყვიტა მფარველობა გაეწია მისთვის, რათა დახმარებოდა მას გაძლიერებაში. მაგრამ წვრილი რაინდობა ჯერ კიდევ არცთუ მრავალრიცხოვანი გახლდათ და პოლიტიკური მნიშვნელობის ქონა არ შეეძლო. ჰაირიხის იდეით ისარგებლეს მისმა მენაცვალეებმა (მემკვიდრეებმა, преемники), სალიელმა იმპერატორებმა, რომელთაც მოქმედება მოუხდათ უკვე რამდენადმე განსხვავებულ სოციალურ ვითარებაში.

IV. ახალი კლასები ფულად მეურნეობაზე გადასვლის ეპოქაში


კაროლინგების ბატონობის უკანასკნელ პერიოდსა და გერმანიის სამეფოს პირველ ხანებში ნატურალური მეურნეობა იყო გამეფებული განუყოფელად. ძირითად სამეურნეო უჯრედად, რომლის გარშემოც და რომლის შიგნითაც აღესრულებოდა სამეურნეო პროცესი, კვლავინდებურად რჩებოდა მსხვილი მამული. მასთან ერთ რიგში ჯერ კიდევ რჩება თავისუფალ მიწათმფლობელთა თემები – გერმანიაში ისინი უფრო მეტია, ვიდრე სხვა ქვეყნებში, – მაგრამ ისინი ხდებიან სულ უფრო ნაკლებად მრავალრიცხოვანი. ერთის მხრივ, მათ უძნელდებათ თავის დაცვა მსხვილი სასულიერო ან საერო მემამულის მიერ დაპყრობისგან, მეორეს მხრივ – თავად მარკის გარემოშიც სულ უფრო და უფრო მეტად ვითარდება ინდივიდუალისტური ტენდენციები: მარკის ცალკეული წევრები მოითხოვენ გამოყოფას თემისგან; თავიდან ეს არ წარმოუდგებათ სახიფათოდ თავად მარკის არსებობისთვის, მაგრამ ტენდენცია სულ უფრო მეტად ძლიერდება, და XIII ს. იწყება სათემო მიწების სრული დანაწილება.

აქ ამის მიზეზს წარმოადგენს უწინარეს ყოვლისა მიწის სივიწროვე. სატყეო ფართობების გაწმენდა, რაც უწინ შეადგენდა თითოეულის თავისუფალ უფლებას, თავიდან იქცა სამეფო რეგალიად, ხოლო XI ს.-დან კი გახდა მემამულეთა პრივილეგია. ძველ გერმანულ მიწის სიუხვეს (раздолье) დასასრული დაუდგა. სამეურნეო მიწების ფართობის შემცირება, მოსახლეობის რიცხვთან შედარებით, მიდიოდა მკაცრი თანამიმდევრულობით უფრო მეტად კულტურული ოლქებიდან (მხარეებიდან) უფრო ჩამორჩენილებისკენ: ყველზე უფრო ადრე იგი საგრძნობი გახდა რაინზე, შვაბიასა და ფრანკონიაში, შემდეგ საქსონიაში, უფრო მოგვიანებით კი ბავარიაში, ტიროლში, შტირიაში. ფასები იწაზე იზრდებოდა; IX და XII სს. შუალედში მოწინავე ოლქებში ისინი გაიზარდა 12-ჯერ, XIII ს. ბოლოში – კიდევ 40%-ით. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ მსხვილი მამულის როლი საზოგადოებრივ ყოფაცხოვრებაში სულ უფრო მეტი ხდება. XI-XII სს. მსხვილ მამულებს შორის იყო დაყოფილი ქვეყნის მთელი ტერიტორიის ნახევარზე მეტი, ამასთან 3.000 მორგენის ფართობის მამულები ითვლებოდა ითვლებოდა წვრილ მამულებად, 9.000-18.000 მორგენისა – საეკლესიო მამულების ჩვეულებრივ ზომად, ხოლო 30.000-60.000 მორგენისა – არცთუ ძალზედ იშვიათ გამონაკლისად. ამ მაულებიდან წარიმართა გარდამავალი დროის სოციალური ევოლუცია.

იმისთვის, რათა რამდენადმე მაინც სწორად მოეხდინა ამ უკიდეგანო ლატიფუნდიებში მეურნეობის ორგანიზება, მემამულეს უნდა დაენწილებინა ისინი უფრო წვრილ უბნებად. ამ უბნების სათავეში, რომლებიც დასახლებული იყო ყმა-გლეხებით, და რომლებიც შეიცავდა რამდენიმე ნაკვეთს (gufs), მემამულე აყენებდა მმართველს (Meier), რომელსაც ირჩევდა იმავე ყმა-გლეხების მასიდან. თავიდან ეს მმართველი განაგებდა მხოლოდ სამეურნეო საქმეებს, კრეფდა ღალას, გლეხებს ატარებდა ბეგარაზე, ხელმძღვანელობდა ტყეების გაწმენდას სახნავ-სათეს მიწებად, როდესაც მამულში აღმოჩნდებოდა მუშა-ხელის სიჭარბე და სხვა. შემდეგ დაიწყო მისი მოვალეობების გაფართოება. მას უხდებოდა უკვე მემამულის ციხე-სიმაგრეში პროდუქტების მიწოდების ორგანიზება, სამაუწყებლო სამსახურის შექმნა, ე. ი. ყმა-გლეხების მიერ წყალქვეშა და საცხენოსნო ვალდებულებების (подводная и верховая повинности) შესრულებაზე თვალყურის დევნება. ისე ჩანდა, თითქოს მამული ჰყვავის და კვლავაც გააგრძელებს აყვავებას იმ ორგანიზაციის დროს, რომელიც მან მიიღო ნატურალური მეურნეობის პერიოდში. მაგრამ სამემამულეო მიწათმფლობელობის თავად საფუძველში იდო ის მიზეზი, რომელმაც გამოიწვია მისი გახრწნა.

მიწათმფლობელობა VIII-X სს. არ გახლდათ სამეურნეო ინსტიტუტი. მიწა იძლეოდა ძალაუფლებასა და საზოგადოებაში მდგომარეობას. ამიტომ ძლიერი ადამიანი ისწრაფოდა რაც შეიძლება მეტი მიწის დაპყრობისკენ (მიტაცებისკენ), მაგრამ ნატურალური მეურნეობის ბატონობას საქმე მიჰყავდა იქამდე, რომ იგი არ იყო დაინტერესებული მამულის ინტენსიური ექსპლუატაციით: მის პროდუქტებს გასაღება არ ჰქონდათ. მას არ ჰქონდა წამახალისებელი მიზეზი იმისა, რომ ძალზედ ბევრი ღალა და ბეგარა მოეთხოვა (გამოეწურა) გლეხებისგან და მისწრფება ჰქონოდა მათი იურიდიული მდგომარეობის გაუარესებისკენ. როგორც ყოველთვის ამ შემთხვევებში, ყმა-გლეხების მდგომარეობა უკეთესი გახდა. ამ მიმართებით მათ განსაკუთრებით დაეხმარა ბატონების კარმიდამოთა გარშემო ბეგარაზე გამსვლელ გლეხთა დასახლებების ორგანიზაცია, რომლებიც იმართებოდა მაიერების მიერ (организацiя вокругъ усадебь барщинныхъ дворовъ, управляемыхъ мейерами). მათში თანდათანობით დაიწყო ავტონომიური საწყისების განვითარება; თითოეული ბატონის კარმიდმოში დაიწყო საგანგებო სასამართლოს ჩამოყალიბება, მასზე მიწერილი გლეხებისგან, მაიერის თავმჯდომარეობით. და რაც ყველაზე უფრო მთავარია, ხდებოდა იმ ძირითადი პრინციპის გამომუშავება, რომ არ შეიძლება გლეხის გაუცხოება (отчуждать) იმ ნაკვეთის გარეშე, რომელზედაც იგი ზის. ასეთი გაუცხოებების პრაქტიკა ჯერ კიდევ არსებობდა X ს. პირველ ნახევარში, მაგრამ XI ს. დასაწყისისთვის იგი გაქრა. მეამულეზე გლეხის პირადი დამოკიდებულების შეზღუდვა დაიწყო მემკვიდრეობიდან გადასახადი ცნობილი ბაჟით, ხოლო სამეურნეო დამოკიდებულება კი თანდათანობით გამოკრისტალდა მკაცრად განსაზღვრულ ვალდებულებებად.

გლეხი ასრულებდა ბეგარის სამუშაოებს, იხდიდა ღალას, არ ჰქონდა გადაადგილების უფლება, მაგრამ ყოველივე ეს უკვე აღარ ატარებდა მოუწესრიგებელ და ნებისმიერ (თვითნებობის) ხასიათს, როგორც იყო უწინ. რაც შეეხება ღალის სიდიდეს, იგი დადგენილ იქნა IX ს., ნაწილობრივ კი X ს.-შიც, და მაშინ მიახლოებით უტოლდებოდა საიჯარო გადასახადს ნაკვეთზე იმ ხანად მიწაზე არსებული ფასების მიხედვით. მაგრამ ფასები, როგორც ჩვენ ვიცით, გაიზარდა, ხოლო ღალა კი არ გაზრდილა. მემამულე, ასეთნაირად, სრულად რენტასაც კი ვერ იღებდა თავისი მიწიდან. ამ გარემოებამ წაახალისა გერმანელი მემამულეების უმრავლესობა, უფრო მეტად კულტურულ ოლქებში, დაწყებული XII ს. შუახანებიდან, რათა მათ დაეწესებინათ ღალის ახალი პირობები. მათ თავიანთთვის შეინარჩუნეს ღალის აწევის უფლება, მაგრამ სამაგიეროდ დაეთანხმენ შეეზღუდათ მხოლოდ ამ ღალით (ან თითქმის მხოლოდ ამ ღალით) გლეხთა მთელი ვალდებულებანი. რაც შეეხება მაიერებს, ყველაზე უფრო გერგილიანებმა მათგან მოასწრეს (მოახერხეს) შემოეერთებინათ თავიანთი საბეგარო (барщинный) კარისთვის მეზობელი ნაკვეთები, მემამულის ხარჯზე გაწმენდილი ტყის უბნები, და ცოტ-ცოტად აღმოჩნდნენ თავდაპირველ უბანზე ორჯერ ან სამჯერ მეტი ფართობის მფლობელობაში. მემამულის მიერ მონიჭებული მისი ყმა-გლეხების მმართველობითი ურთიერთობების შეცვლას ისინი ყველანაირად ცდილობდნენ სახელშეკრულებო, გამომსყიდველობითი ან სამოიჯარადრო ურთიერთობებით. ამიტომ ცოტ-ცოტად ამ ურთიერთობებიდან ამოიზარდა სალენო (ლენური) დამოკიდებულებანი, რომლებიც ითვალისწინებდა უწინდელი ყმა-მოურავის სრულ გადაქცევას თავისუფალ წვრილ მიწათმფლობელად. ასეთია, სხვათა შორის, ერთერთი იმ ფესვთაგანი, რომელთაგანაც ამოიზარდა სარაინდო მამულები (ჩრდილოეთში, უმთავრესად საქსონიაში).

მემამულის შემოსავალი, ასეთნაირად, დანაწევრდა (დაქუცმაცდა, раздробился). მყარი საზღაური, რომელსაც იგი ახლა ღებულობდა უწინდელი მაიერისგან – თუკი მან ვერ მოასწრო ჯერ კიდევ რაინდად ქცევა, რომელიც იხდიდა, რა თქმა უნდა, სამსახურით, – და უწინდელი ყმა-გლეხისგან, წარმოადგენდა მხოლოდ მიწის რენტას; სამეწარმეო მოგება, რომელიც ადრე ასევე მასთან მიდიოდა, ახლა სხვათა წილად იქცა. ეს დაყოფა დაიწყო უკვე XI ს. პირველი ნახევრიდან.

მაგრამ ამით არ დამთავრებულა დიფერენციაცია მსხვილი მამულის გარემოში. მასში იშვა კიდევ ერთი ახალი კლასი, მინისტერიალებისა. როდესაც მსხვილი მემამულის ვასალები, თავისუფალი ადამიანები, რომლებიც შეადგენდნენ მის ამალას ომში და ეხმარებოდნენ მას ცენტრიდან მამულის მართვაში, წავიდ-წამოვიდნენ თავ-თავიანთ ლენებში და მოწყდნენ ციხე-სასახლეს, – იმისთვის, რათა შეევსო ეს დანაკლისი, მემამულემ სასახლეში მოიყვანა იგივე ყმა-გლეხები, რომლებიც სპეციალიზდებოდნენ მემამულისადმი პირად სამსახურში. მათ ზოგჯერ აბარებდნენ მაიერების ადგილებს, ისინი მსახურობდნენ სამხედრო რაზმებში, ეხმარებოდნენ მას მამულის მართვაში. საჩუქრად თავიანთი სამსახურის გამო, განსაკუთრებით სამხედრო სამსახურისა, მემამულის სასახლის კარის ეს ადამიანები, რომელთაც არ გააჩნიათ თავიანთი მიწის ნაკვეთი, იწყებენ დასაჩუქრების მოთხოვნას იმავე მონეტით, რომელიც მხოლოდ ერთადერთი იყო მიმოქცევაში ნატურალური მეურნეობის ეპოქაში, მიწით. მათთვის უკვე აღარ შეიძლება საგლეხო მიწის ნაკვეთის მიცემა, იმიტომ რომ სამხედრო სამსახურმა მსხვილი მემამულის ამალაში დაასვა მათ კეთილშობილების ბეჭედი. მათთვის არ შეიძლება ლენის მიცემაც, ვინაიდან ისინი მაინც გამოვიდნენ ყმა-გლეხების მასიდან. ამიტომ მათ ასაჩუქრებენ სპეციალური ლენით (Dienslehen), რომელიც იურიდიულად ვერ უტოლდება ჩვეულებრივ ლენს.

მემამულეები, რომლებიც საჭიროებენ სამხედრო რაზმებს, ამას აკეთებენ საკმაოდ ხალისიანად, ვინაიდნ მინისტერიალებისგან შემდგარი რაზმები მათ მაინც მნიშვნელოვნად უფრო იაფი უჯდებათ იმასთან შედარებით, თუკი ამ რაზმების შედგენა მოუწევდათ თავისუფალი ვასალებისგან, ხოლო გარდა ამისა მინისტერიალური ლენური ურთიერთობები – აქ თავს იჩენდა მინისტერიალების არათავისუფალი წარმოშობა – არ შეიძლებოდა გაწყვეტილიყო სენიორის თანხმობის გარეშე, როგორც ეს იყო ჩვულებრივ ვასალური ურთიერთობებში. სენიორები ძალზედ აფასებდნენ, რა თქმა უნდა, ამ თავიანთ უფლებას და ძალზედ ენერგიულად ეწინააღმდეგებოდნენ მინისტერიალების თავისუფლებაში სრულ გასვლას. მემამულეები უხვად უბოძებდნენ მინისტერიალებს ყველანაირ შესაძლო წყალობებს, ხალისით ამარაგებდნენ მათ შესამოსელითა და იარაღით, ჰყავდათ თავისთან ციხე-სასახლეში. მინისტერიალების მდგომარეობასთან დაკავშირებული წმინდად მატერიალური სარგებელი იმდენად დიდი იყო, რომ უკვე XII ს. შუახანებიდან დაიმზირება თავისუფალი ადამიანების მასობრივი გადასვლა მინისტერიალებში. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია საქსონიასა და ტიურინგიაში, სადაც ქალაქებში და ელბას გაღმა გლეხების გაძლიერებული წასვლის პარალელურად (იხ. ქვემოთ, თავი VII), თავისუფალი ალოიდალური მფლობელების ეკონომკური მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესი ხდებოდა. აღმოსავლეთ საქსონიაში მინისტერიალებში გადავიდა ადგილობრივ „თავისუფალ ბატონთა“ დიდი ნაწილი.

მაგრამ შედიოდნენ რა მინისტერიალთა რიგებში, ისინი არ წყვეტდნენ კავშირებს თავის საგვარეულო მამულთან და არ კარგავდნენ სასამართლოზე გასვლის უფლებს ასევე უფლებას ყოფილიყვნენ თავმჯდომარეებად (შეფენებად) გრაფის სასამართლოში. ასე წარმოიშვა მინისტერიალებს შორის განსაკუთრებული კლასი „Schöffenbarfreie“. თავიდან იგი წარმოადგენდა უმაღლეს ფენას მათ შორის, მაგრამ თანდათანობით უწინდელი თავისუფალი მინისტერიალების უფლებები იქცა უწინდელ არათავისუფალ მინისტერიალთა მონაპოვრადაც. ამიტომ უკვე XII ს. იწყებენ თანდათანობით მათ მიკუთვნებას კეთილშობილი წოდებისადმი. ჰოჰენშტაუფენების დროს მინისტერიალური Dienstleben თანდათანობით ხდება მემკვიდრეობითი და განსხვავება მასსა და სრულ ლენს შორის თანდათანობით იშლება. მინისტერიალიტეტი წარმოადგენს უფრო გვიანდელი თავისუფალი რაინდობის მთავარ წყაროს.

მაგრამ უნდა ვითვალისწინებდეთ იმას, რომ მამულის გარკვეული შინაგანი დაშლის (разложенiе) პარალელურად, რაც გამოწვეული იყო სამეურნეო მიზეზებით, იგი აგრძელებდა ზრდასაც. იზრდებოდა იგი ორი მიმართებით: ჯერ ერთი, რაოდენობრივად, აგრძელებდა რა ჯერ კიდევ დარჩენილი თავისუფალი ელემენტების თავისკენ მიზიდვას, და მეორეც, პოლიტიკურად, სულ უფრო და უფრო ახლოს მიდიოდა რა თავის ბუნებრივ მიზანთან, სათავადოდ (სამთავროდ) გადაქცევასთან, რომელსაც გააჩნდა სუვერენიტეტი.

მამულის გაფართოება მიდიოდა ორი გზით. მარკები იშვიათად წარმოადგენდა სოციალური მიმართებით ერთგვაროვან კოლექტივებს. ყველაზე უფრო ხშირად მათი შემადგენლობა შერეული გახლდათ: თავისუფალ გუფებთან ერთად მათში იყო მემამულეთა გუფებიც, ამასთან უკანასკნელები უფრო უკეთ იყო მომარაგებული ინვენტარით და უკეთ დამუშავებული. ცოტ-ცოტად მემამულე იძენდა გავლენას მთელ მარკაზეც. მხოლოდ მას ჰქონდა ტყეების გაწმენდის უფლება სახნავ-სათესად, მას ჰქონდა მეტი სახსრები, როდესაც საჭირო იყო ალმენდის გაუმჯობესება, გზების გასწორება და სხვა. თემის თავისუფალი წევრები ზოგჯერ სარგებლობდნენ მისი სამსახურით და ცოტ-ცოტად ექცეოდნენ დამოკიდებულ მდგომარეობაში. XII ს. მემამულე უკვე ღებულობდა ღალას თავისი უწინ თავისუფალი თემებიდან. მხოლოდ პერიფერიებზე: ფრისლანდიაში, ჰოლშტაინში, შვეიცარიაში, ტიროლში, შეინარჩუნეს თავისუფალმა თემებმა თავიანთი დამოუკიდებლობა.

მეორე გზა იყო ისევ და ისევ პატრონატი. მიზეზები, რომლებიც ახალისებდა თავისუფალ ადამიანებს შესულიყვნენ ძლიერთა მფარველობაში, კვლავ რჩება X საუკუნეშიც. ეს არის _ სამხედრო სამსახურის სიმძიმე და სასამართლო ვალდებულებანი, ჯარიმების გადიდება, მოსამართლეთა მოსყიდულობა, რომლებიც მძვინვარებდნენ სუსტის სიცოცხლისა და ქონების წინააღმდეგ და სხვა. მართალია, X ს.-დან დაწყებული, პატრონატის ქვეშ გადაცემის ფორმები იცვლება. თავისუფალი ადამიანები ჩვეულებრივ დათქვამენ იმ პირობას, რომ ისინი პირადად აძლევენ საკუთარ თავს განსაზღვრული ნატურალური ღალის გადახდით, რომ მათი მიწა არ მონაწილეობს ხელშეკრულებაში, თითქოს ის არც ყოფილიყოს. ეს არის ერთი ფორმა. მეორეა ის, რომელსაც მიმართავენ ე. წ. homines advocaticii. ისინი მემამულეს ან მის ფოგტს მფარველობის სანაცვლოდ ჰპირდებიან ისეთი ვალდებულებების შესრულებას, რომლებსაც უწინ ასრულებდნენ საჯარო ხელისუფლებასთან, გრაფთან მიმართებაში. თავის თავად ცხადია, რომ ეს წესრიგი დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. თავისუფალი ადამიანები, რომლებიც მემამულეთა პატრონაჟის ქვეშ იყვნენ, შეხვდნენ ყმა-გლეხებს, რომლებიც თითქმის გადაიქცნენ თავისუფალ მოიჯარადრეებად. მათი მდგომარეობის ფაქტიურმა სიახლოვემ ნელ-ნელა საქმე მიიყვანა იურიდიულ გათანაბრებამდეც.

1282 წ. გამოცემულ იქნა კანონი, რომელიც homines advocaticii (Vogtleute)-ებს მიაკუთვნებდა მამულს. განმეორდა იგივე ისტორია რაც იყო IX ს.-შიც, როდესაც თავისუფალი გლეხებისგან, ლიტებისა და მონებისგან შეიქმნა ყმა-გლეხთა ერთგვაროვანი მოსახლეობა. მაგრამ XII-XIII სს. მემამულის ქვეშევრდომთა მდგომარეობა შეუდარებლად უკეთესი იყო, ვიდრე IX ს. ყმა-გლეხების მდგომარეობა. ვინაიდან იმისდა მიხედვით, რაც მემამულე ერთი-მეორის მიყოლებით იტაცებდა (იპყრობდა) სუვერენიტეტის ნაწილაკებს, მისი გლეხები გადადიოდნენ ქვეშევრდომთა მდგომარეობაში საჯარო სამართლის მიხედვით, ხელმწიფის ქვეშევრდომებისა. და მაინც, ყოველივეს მიუხედავად, ჯერ კიდევ XIII ს. იმპერიის მთელ სივრცეზე ჩვენ ვხვდებით ალოდიალურ მესაკუთრეებს, რომლებიც “ინახავენ თავიანთ მიწას მზისგან მიღებული ლენის” სახით. ამ მიმართებით გერმანული ფეოდალიზმი ძალზედ შორს იყო კლასიკური ჩრდილოეთ-ფრანგული ტიპისგან მისი მოთხოვნით: nulle terre sans seigneur, ე. ი. რომ ყველანაირი მიწა აღიარებულ უნდა იქნას ლენად, რომელიც მის მფლობელს გააჩნია ვინმესგან. გერმანიაში დარჩა უფრო მეტი სოციალური თავისუფლება, ვიდრე საფრანგეთში.

სხვა მიმართებითაც გერმანული ფეოდალიზმი არ ჰგავდა ფრანგულს: მეფისგან გერმანიაში მამულები ჰქონდათ მხოლოდ მსხვილ ბარონებს (отъ короля въ Г. Держали только крупные бароны), რომელთა ლენებიც თავიანთი წარმოშობის მიხედვით, იყო თანამდებობრივი ლენები: ჰერცოგები, მეფის წარმოგზავნილები, გრაფები, ე. ი. უშუალო საიმპერიო ჩინები. ამიტომ, მაგალითად, იმ დროს, როდესაც წვრილი ლენების მემკვიდრეობითობა დამყარდა ჯერ კიდევ კონრად II-ის დროს, სამეფო ლენების მემკვიდრეობითობა აღიარებულ იქნა მხოლოდ ჰაინრიხ IV-ის დროს. და ამასთანავე დიდხანს არ გამქრალა საბოლოოდ ის სამართლებრივი პრინციპი, რომელიც უფლებამოსილებას აძლევდა მეფეს ჩამოერთვა ლენი ვასალის სიკვდილის შემდეგ. მეფეებს ეშინოდათ თავიანთი მსხვილი ვასალების და იმ ტენდენციისა, რომლითაც სულ უფრო და უფრო მეტად იმსჭვალებოდა მთავართა (თავადთა) პოლიტიკა: დამდგარიყვნენ მეფესა და მოსახლეობის დანარჩენ ჯგუფებს შორის, მიეღწიათ იმისთვის, რომ მეფეს იერარქიულად საქმე ჰქონოდა მხოლოდ მათთან და მხოლოდ მათი მეშვეობით, რომ მას არ შეძლებოდა მიეღო უშუალოდ თავის განკარგულებაში სამხედრო ძალა. დიდი შრომით მოახერხეს იმპერატორებმა ამ ტენდენციის დანგრევა და სწორედ სამხედრო საქმეში უშუალო შეხების დამყარება თავისუფალ ელემენტებთან. ესენი იყვნენ ე. წ. თავისუფალი ბატონები, freie Herren (liberi ან უბრალოდ barones), რომელთა რიცხვშიც შევიდნენ ძველი საგვარეულო დიდგვაროვნების ნარჩენები (საქსონიაში), ალოდიალური მფლობელები, რომელთაც შეძლეს მიწების გაწმენდის გზით გაეზარდათ თავიანთი მამულები და თავიანთთვის განემტკიცებინათ დამოუკიდებელი მდგომარეობა ჯარში. საერთოდ, სამხედრო საქმის ინტერესები არ დარჩენილა გავლენის გარეშე, თუ ფართო აზრით სოციალურ მოწყობაზე (укладъ) არა, სულ მცირე წოდებრივ მოწყობაზე მაინც. ე. წ. Heerschild, დებულება ბრძოლაში წესრიგის სესახებ, პირველ პლანზე აყენებდა უმაღლეს დიდგვაროვან წოდებას (высшую знать), მეორე ადგილს აძლევდა თავისუფალ ბატონებს, მესამეს მინისტერიალებს, მეოთხეს წვრილ რაინდებს. აქ სოციალური ხვედრითი წონა აისახებოდა გერმანიის ფეოდალური სამყაროს თითოეული წარმომადგენლის, როგორც საბრძოლო ერთეულის, ფასეულობაში.

რაც შეეხება უმაღლეს დიდგვაროვან წოდებას, მის შორის მოხდა დიდი ცვლილებები X ს. და XII ს. მიწურულს შორის. გერმანიის სამეფოს დამყარების დროს და მისი არსებობის პირველ ხანებში არ იყო განსხვავება რანგში დიდგვაროვანთა წოდების უმაღლესი ფენის წარმომადგენლებს: ჰერცოგებს, მარკგრაფებს, პფალცგრაფებს, გრაფებს, ბურგგრაფებს, ეპისკოპოსებს, საიმპერიო მონასტრების აბატებსა და აბატისებს შორის. თუმცა კი გრაფი და ბურგგრაფი დაქვემდებარებულნი იყვნენ ჰერცოგებისადმი, მაგრამ სამეფო ინვესტიტურის ძალით ისინი ითვლებოდნენ თანასწორებად დიდგვაროვნების მიხედვით (по знатности). მაგრამ XI ს. ბოლოსა და XII ს. პირველ ნახევარში მოხდა ცვლილებები: გრაფების უმრავლესობამ და ყველა ბურგგრაფმა დაკარგეს კავშირი მეფესთან და თავიანთი მიწების ლენად მიღება დაიწყეს ჰერცოგებისგან. ამან გარდაუვალად დაჰყო უმაღლეს დიდგვაროვანთა წოდება ორ ჯგუფად: თავადების (მთავრების) და არათავადებისა. პირველ კატეგორიაში შევიდნენ: ბავარიის, საქსონიის, შვაბიის, ლოტარინგიის, ბრაბანტის, ავსტრიის, ბოჰემიის, კარინტიის, შტირიის ჰერცოგები, რაინისა და საქსონიის პფალცგრაფები, ბრანდენბურგის, მაისენისა და ლუჟიცის მარკგრაფები, ტიურინგიის ლანდგრაფი, ანჰალტის გრაფი, სულ 16 საერო მთავარი და დაახლოებით 50 მთავარეპისკოპოსი, ეპისკოპოსი, აბატი და აბატისა.

ამ მთავრების სამფლობელოებში დაიწყო კიდეც ტერიტორიული სუვერენიტეტის (Landeshoheit) ჩამოყალიბება, ნამდვილი სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის სისტემისა მისი დამაგვირგვინებელი უმაღლესი ხელისუფლებით. მისი ჩანასხები იყო ჯერ კიდევ ძველ იმუნიტეტში. იმ თავდაპირველი პრივილეგიის გარშემო, რომელსაც გააჩნდა იმდენადვე სასამართლო ხასიათი, რამდენადაც ფისკალური, დაიწყო სხვა უფლებების დაგროვებაც, რომელთაგან თითოეულს ნებაყოფლობით ან უნებურად იცილებდა სამეფო ხელისუფლება თავისი საკუთარი პრეროგატივებიდან. IX და X სს. მთავრები უკვე სარგებლობდნენ მონეტების მოჭრის უფლებით; ვაჭრობის ზრდასთან ერთად XII და XIII სს. მათ ხელში ჩაიგდეს საბაზრო რეგალია, საბაჟო გადასახადების აკრეფის უფლება, ბადრაგის მიცემის უფლება, რომელიც გარკვეულ წილად ცვლიდა სამეფო პოლიციას. რადგანაც ყველა ამ პრივილეგიას ჰქონდა სამეურნეო ხასიათი, დაკავშირებული იყო შემოსავლებთან, ამიტომ მათი მოცილება (გაუცხოება) სამეფო ხელისუფლების მიერ დაუნდობლად ანადგურებდა თავად სამეფოს რაიმენაირად მდგრადი ფინანსური ორგანიზაციის მოწყობის ყველანაირ შესაძლებლობებს. სამაგიეროდ იგი საშუალებას აძლევდა მთავრებს მოეწყოთ თავიანთი საკუთარი სახელმწიფო მეურნეობა და შემოეღოთ თავიანთი ადმინისტრაცია. ამრიგად, XIII ს. ჩვენ უკვე გვაქვს მომავალ სამთავროთა ჩანასახები.

საზოგადოების ფენებად დაყოფით ფეოდალური სამყაროს ფარგლებში არ იზღუდებოდა (იფარგლებოდა) სოციალური ევოლუცია. ეკონომიკური პირობები აგრძელებდა უწინდელი ერთგვაროვანი მასის გახრწნას, და მისგან გამოიყოფოდა სრულიად ახალი კლასები. ძალა, რომელმაც გახრწნა ფეოდალური საზოგადოება, იყო ვაჭრობა. კარლოს დიდის მცდელობებს აემაღლებინა ვაჭრობა IX საუკუნეში, არ შეიძლებოდა საქმე მიეყვანა მტკიცე შედეგებამდე, განსაკუთრებით გერმანიის შიდა ნაწილებთან მიმართებაში, რომლებსაც არ შეხებია რომაული კულტურა. ყველა ან თითქმის ყველა წამოწყება დაიღუპა კარლოსის სიკვდილის შემდგომ პერიოდში. სწორედ ამ დროს, როდესაც ავტონომიური, თვითკმარი მამული იქცა სამეურნეო ცხოვრების ცენტრად, ვაჭრობამ დაკარგა ყოველგვარი ეკონომიკური მნიშვნელობა და გახდა ფუფუნების მსახური კიდევ უფრო მეტი ზომით, ვიდრე წინამორბედ პერიოდში. გერმანიის ვაჭრობა IX და X სს. მეტად უმნიშვნელო იყო და თავის ძალისხმევას თავს უყრიდა შემდეგ მიმართულებებზე: ფლამანდიელები ბრიუგედან და ფრიზები ტილიდან ჩამოდიოდნენ რაინზე რათა გაეცვალათ თავიანთი მაუდის ქსოვილები ღვინოსა და პურზე. გერმანელები იმავე რაინისპირა ქალაქებიდან გადადიოდნენ ალპებზე რაინული გასასვლელების (Lükmanier, Julier, Septimer) გავლით და ჩნდებოდნენ ბაზრობებზე პავიასა და ფერარაში, სადაც ხვდებოდნენ ვენეციელ ვაჭრებს, რომლებსაც მოჰქონდათ აღმოსავლური საქონელი. დაბოლოს, იშვიათად, გერმანელი ვაჭრები მგზავრობდნენ კონსტანტინოპოლში კიევის გავლით. ეს ვაჭრობა იყო უპირატესად საგარეო ხასიათისა. რაინი სწევდა ასევე სატრანზიტო არტერიის სამსახურს ინგლისური საქონლისთვის (ლითონები), რომლებიც მიჰქონდათ იტალიაში. პირველი აუცილებლობის საგნებით ვაჭრობა იყო ჩანასახოვან მდგომარეობაში; პურით ვაჭრობა იყო უმნიშვნელო, ვინაიდან სხვანაირად შეუძლებელი იქნებოდა აგვეხსნა მომაკვდინებელი სისწორით განმეორებადი შიმშილობები. ბაზრებიდან ცნობილი იყო მხოლოდ ერთი სახეობა – ბაზრობები (ярмарки): არ იყო არც ყოველკვირეული, მით უმეტეს არც ყოველდღიური ბაზარი. ყოველივე ეს აიხსნებოდა იმით, რომ მამული ვაჭრობისგან იდგა განზე. იგი მას არ საჭიროებდა, არ საჭიროებდა იმდენად, რომ ზოგიერთი თემი უკრძალავდა კიდეც თვის წევრებს გაეცვალათ პროდუქტები მეზობელ თემებთან და საერთოდ სდევნიდა ყველანაირ სავაჭრო საქმიანობას. მამული ვაჭრობაში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი ხერხით (წესით), როდესაც მოხეტიალე ვაჭარი შევიდოდა მასში თავისი საზიდრებით. ნამდვილი ვაჭრობა, რომლის წრეშიც ჩართული შეიქნა მამულიც, დაიწყო გერმანიაში არაუადრეს XI ს. შუახანებისა და გაძლიერდა არაუადრეს შემდეგი საუკუნის 40-50-იანი წლებისა. ვაჭრობის ზრდა განპირობებული იყო საშინაო და საგარეო მიზეზებით. ერთის მხრივ, მამულებს შორის იწყებოდა ახალი დაჯგუფება ბუნებრივი პირობების მიხედვით. აქა-იქ ადამიანები მიდიოდნენ აზრამდე, რომ მათი მიწა განსაკუთრებულია და პურის მოყვანისთვის ნაკლებად შესაფერისი: ასე, ფრიზებთან და ფლამანდიელებთან იგი ჩინებულად იყო გამოსადეგი მეცხვარეობისთვის, ზოგიერთ მიწებზე რაინისა და მოზელის გაყოლებით – მეღვინეობისთვის, მთიან მამულებში თავისთავად მოითხოვებოდა მადნის დამუშავება, მლაშე ტბების სიახლოვეში ჩნდებოდა მარილის სახდელი საწარმოები. ხვნა-თესვას ამ შემთხვევებში თავს ანებებდნენ, ვინაიდან მიწა გამოუსადეგარი იყო, და არსებითად ეს საქმე მომგებიანი არ გახლდათ. მაგრამ რადგანაც ამდენი მამული ვერ მოიპოვებდა პურს, ან მოიპოვებდა მას არასაკმარისად, მათ უნდა სცოდნოდათ, თუ სად შეიძლებოდა მიეღოთ პური, და სად შეიძლებოდა გაეცვალათ იგი თავიანთი მამულების პროდუქტებში. ასე ჩნდება პურის ბაზარი. თავდაპირველად იგი შეყუჟული იყო ბურგის ან მონასტრის კედლებს შიგნით, მის მიერ მომსახურებადი მამულების სისტემის ცენტრში. საშინაო მიზეზების პარალელურად მოქმედებდა საგარეო მიზეზებიც. ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა (იხ.) უჩვენეს ევროპას გზა ლევანტის პორტებისკენ, ძვირფასი აღმოსავლური საქონლის თავად წყაროსკენ. ეს საქონელი მოზღვავდა ევროპაში მანამდე უნახავი რაოდენობით, უწინდელთან შედარებით გაუგონრად დაბალ ფასებში, აამაღლა და გააფართოვა მოთხოვნილებანი, გაზარდა გემოვნება ფუფუნებისადმი და ეს უკანასკნელი უფრო ხელმისაწვდომი გახადა. ლევანტური საქონლის შეთავაზება იმდენად ჩვეულებრივი შეიქნა, რომ მისთვისაც ბაზარი აუცილებელი გახდა. ბაზრობები (ярморки) თანდათანობით სულ უფრო ხშირად იმართებოდა. გერმანია იქცა ამ საქონლის მსხვილ მომხმარებლად. მისმა ბაზრებმა გააძლიერეს იტალიური ტრანზიტი, გახსნილ იქნა ახალი გასასვლელები ალპებში. მეორეს მხრივ, მოთხოვნილებათა ზრდამ თანდათანობით შექმნა ადგილობრივი მრეწველობაც. მაგრამ განხილულ დროში იგი მხოლოდ პირველ ნაბიჯებს თუ დგამდა.

მაინც როგორია მოვაჭრე ადამიანთა სოციალური ბუნება? გერმანიაში უკვე დიდი ხანია მიეჩვიენ, იმ დროიდან, როდესაც რაინზე გამოჩენა დაიწყეს ფრიზმა ვაჭრებმა, – რომ ვაჭარი თავისუფალი ადამიანია. ფრისლანდია საერთოდ იყო ერთერთი იმ განაპირა მხარეთაგან, სადაც თავისუფლება თვით გლეხთა შორისაც გრძელდებოდა ძალზედ დიდხანს, ხოლო ვაჭარი კი, ყოფილი საზღვაო ყაჩაღი, თითქმის არასოდეს არ მიეკუთვნებოდა იქ გლეხობას. გარდა ამისა, ძნელი არ იყო იმის დანახვა, რომ ბატონყმობის მდგომარეობა არ იძლეოდა სავაჭრო ექსკურსიებისთვის აუცილებელ დამოუკიდებლობას (самостоятельность): ადამიანს არ შეეძლო საკუთარი თავის განკარგვა პირობების და მიხედვით, მასზე იყო სხვისი ნება, მას არ გააჩნდა გადაადგილების თავისუფლება. ასე, გერმანიის მოწინავე ოლქებში უნდა ცოტ-ცოტად დამკვიდრებულიყო შეხედულება, რომ ვაჭარი საერთოდ – თავისუფალი ადამიანია. მართალია, იყვნენ დიდ მამულებში ადამიანები, რომელთაც ევალებოდათ თავისებური ვაჭრობა; ანუ ისინი, რომლებიც განაგებდნენ პროდუქტების გაცვლას დიდი მამულის სხვადასხვა ნაწილებს შორის. მაგრამ ისინი ბევრნი არ ყოფილან და მათ წოდება არ შეუქმნიათ, ვაჭრებად ამ ადამიანებს არავინ არ თვლიდა. ხოლო როდესაც გამოჩნდა საშინაო და საგარეო პირობების მიერ შექნილი სამეურნეო გადატრიალების ნიშნები, ვაჭართა ფენის სოციალური ევოლუცია უფრო სწრაფად წავიდა. არათავისუფალი მოვაჭრე, იმ მოთხოვნების დროს, რომლებსაც უყენებდა ადამიანს ვაჭრობა, იქცა არანორმალურ მოვლენად. ამასობაში, თავისუფალი ელემენტები, რომლებსაც უნარი ჰქონდათ და მზად იყვნენ ვაჭრობისთვის მიეძღვნათ თავი, არცთუ ისე ბევრნი დარჩენილიყვნენ. მოთხოვნა (запрос) მათზე კი დიდი იყო. რჩებოდა ერთი: რომ აუცილებელი ელემენტები მაინც ისევ ამოგლეჯილ იქნებიან მამულის წიაღიდან. გლეხები, რომლებიც მიეჩვიენ შუამავლებად ყოფნას პროდუქტების გაცვლაში მამულის სხვადასხვა ნაწილებს შორის, იწყებენ თავიანთი ვალდებულებების (повинности) გამოსყიდვას ამა თუ იმ ხერხით და ღებულობენ შესაძლებლობას რომ თავისუფლად მიუძღვნან თავი მათთვის სასურველ საქმიანობას. სხვებზე უწინ ეს ხდება გერმანიის იმ მამულებში, სადაც ხვნა-თესვას ნაკლებად მისდევენ, შემდეგ კი პურით მდიდარ მამულებშიც. ასე გამოჩნდა განსაკუთრებული ვაჭართა წოდების ჩანასახები, პირველი წოდებისა სასულიერო წოდების შემდეგ, რომელიც გაერთიანებული გახლდათ მხოლოდ პროფესიით. მაგრამ რათა უფრო ნათლად გავიგოთ მისი როლი, ჩვენ გვჭირდება თვალი მივაპყროთ ამ პერიოდის კიდევ ერთ მნიშვნელოვან სოციალურ პროცესს: ქალაქების წარმოქმნასა და თავდაპირველ ზრდას.

ჩვენ ვიცით, რომ რომაული ქალაქები გერმანიაში ბევრი არ ყოფილა. ისინი განლაგებული იყო მხოლოდ საზღვარზე. ქვეყნის შიგნით ქალაქების გამოჩენა დაიწყო უფრო მოგვიანებით. რადგანაც ფრანკულ ეპოქაში დროის ძირითადი სამეურნეო ტენდენცია ადამიანებს ერეკებოდა სოფელში, ამიტომ რაინისა და დუნაის გაყოლებაზე არსებული ქალაქები მიტოვებულ იქნა; ბევრი მათგანი დაქვეითების მდგომარეობაში მოვიდა. ქალაქების რიცხვის ზრდა პირველად დაიწყო კარლოს დიდის დროს, რომელმაც შექმნა ახალი საეპისკოპოსოები; რადგანაც საეკლესიო კრებების დადგენილებანი მოითხოვდა იმას, რომ ეპისკოპოსის რეზიდენცია აუცილებლად ყოფილიყო ქალაქში, ამიტომ საეპისკოპოსოს დაარსებას მაშინვე აჰყავდა ნებისმიერი დასახლებული პუნქტი ქალაქის რანგში. მას გარეშემო ავლებდნენ მიწაყრილს, რომლის დაცვის ქვეშაც მოედინებოდა ახლო მყოფი მოსახლეობა; მეფეებისა და კერძო პირთა მიერ გაკეთებული მიწის შემოწირულობანი ეპისკოპოსთა ხელში აგროვებდა მიწებს, და ქალაქი გადარჩენილი იყო დაქვეითებისგან. შემდეგ გამოჩნდა ახალი პირობა, რომელმაც კიდევ უფრო გაზარდა ქალაქების რიცხვი: ბარბაროსთა შემოსევებისგან დაცვის აუცილებლობა. გერმანიაში ეს უკანასკნელი პირობა იყო იმდენად აღმატებული, რომ სიტყვა burg, რომელიც ნიშნავდა გამაგრებულ დასახლებას, დიდხანს წარმოადგენდა საგვარეულო ცნებას: IX და განსაკუთრებით X სს. გერმანულ ტექსტებში ბურგები ეწოდებოდა იერუსალიმს, ბეთლემსა და საერთოდ ყველანაირ ქალაქს. რათა გაეჩრებინა სლავებისა და მადიარების მოწოლა და თუნდაც რაიმენაირი დაცვა მიეცა მოსახლეობისთვის, რომელიც განიცდიდა მომთაბარეთა შემოსევებს, ჰაინრიხ I-მა, როგორც ჩვენ ვიცით, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრების გაყოლებაზე ააშენა მთელი რიგი ასეთი ბურგებისა. ადგილს მათთვის ჩვეულებრივ არჩევდნენ იქ, სადაც იყო მნიშვნელოვანი სოფელი ან რომელიმე სენიორის კარ-მიდამო. სიმაგრეები შესაძლოა ყოფილიყო ყველაზე უფრო ელემენტარული: მიწაყრილი, რომელშიც ჩასმული გახლდათ ხის სქელი მესერი, მის წინ ღრმა თხრილი, და ბურგიც მზად იყო. ასეთი ბურგებიდან ბევრი გაიზარდა ძალზედ სწრაფად: მაგდებურგი, რომელიც იქცა ეპისკოპოსის რეზიდენციად, მაისენი – მარკგრაფის რეზიდენცია. თავის ბურგებს ჰაინრიხმა მისცა თავისებური ორგანიზაცია. მან ბრძანა, რომ გარეშემო მცხოვრები გლეხებიდან ყოველი მეცხრე ადამიანი მომსახურებოდა ბურგს (agrarii milites) და მოემზადებინა საფრთხის შემთხვევისთვის ყოველივე აუცილებელი სხვებისთვის. ამის სანაცვლოდ დანარჩენ რვას უნდა ემუშავა მეცხრეს წილისთვისაც. ოტონ I-ის დროს ბურგების მშენებლობა გრძელდებოდა. შემდეგ ქალაქებში საეპისკოპოსო რეზიდენციებისა და სხვა ხელსაყრელი პირობების გამოჩენა უქმნიდა მათ აყვავებას. მაგრამ თავის თავად გასაგებია, რომ მანამდე, სანამ თავდაცვის პირობები (მომთაბარეთა შემოსევებისა და ფეოდალური ურთიერთმტრობის დროს) რჩებოდა მთავარ სტიმულად ქალაქების გამოჩენისთვის, მათი რაოდენობა არ შეიძლებოდა ყოფილიყო მნიშვნელოვანი. მან მაშინვე დაიწყო ზრდა, როდესაც სამეურნეო გადატრიალებამ გაზარდა ვაჭრობა და გამოიწვია მოთხოვნა ბაზრებზე. როგორ ჩნდება ბაზარი? ბაზრების დაარსების უფლება სულ დასაწყისიდანვე არ ყოფილა სამეფო რეგალია. იგი იქცა ასეთ რეგალიად მხოლოდ უკანასკნელი კაროლინგების დროს. მაგრამ როდესაც XII ს. ვაჭრობამ მიიღო ასეთი უზარმაზარი მნიშვნელობა სოციალური პროცესის ფაქტორებს შორის, იწროებანი, რომლებიც დაკავშირებული იყო ბაზრის დაარსების დროს მეფის ნებართვის გამოთხოვნის აუცილებლობასთან, უნდა დაცემულიყო, და ფეოდალურმა მფლობელებმა დაიწყეს ბაზრების დაარსება საკუთარი თაოსნობით. საქსონელი და სალიელი იმპერატორების დროს სიგელები, რომლებიც უბოძებდა (дарующiя) საბაზრო და საბაჟო პრივილეგიას, ჯერ კიდევ მრავალრიცხოვანია. ჰოჰენშტაუფენების დროს ისინი ხდება ნაკლები, შემდეგ კი სავსებით ქრება. ბაზარი – ძალზედ მომგებიანი რამეა იმ ეპისკოპოსებისა და საერო სენიორებისთვის, რომელთა სამფლობელოებშიც იგი ჩნდება, იმიტომ რომ მას მოაქვს დიდი შემოსავლები საბაჟო მოსაკრებლების სახით. ამიტომ, როდესაც სასულიერო ან საერო სენიორს მიმართავდნენ ხოლმე ბაზრის დაარსების ნებართვისთვის, იგი უარს არასოდეს ამბობდა. პირიქით, სენიორები საკუთარი თაოსნობით აარსებდნენ ბევრ ბაზარს, არ დაიანგარიშებდნენ რა სავაჭრო კონიუნქტურას, და ისინი შემდეგ სულს ღაფავდა. საბაჟო გადასახადები არ წარმოადგენდა შემოსავლის ერთადერთ წყაროს ბაზრის ბატონისთვის. მართალია, მისი ძალაუფლება არ ვრცელდებოდა ვაჭართა პიროვნებაზე; ისინი ჩვეულებრივ იყვნენ თავისუფალი ადამიანები. მაგრამ რადგანაც სენიორი ითვლებოდა წესრიგზე პასუხისმგებლად ბაზარში, ამიტომ მისი მონაწილეებისთვის იგი გახლდათ მსაჯული როგორც სავაჭრო დავებში, ისე საქმეებშიც საბაზრო მშვიდობის დარღვევის შესახებ; მსაჯულობაც არცთუ ცოტა შემოსავალს იძლეოდა. იმისთვის, რათა ესარგებლა ამ შემოსავლებით, მემამულე ხალისით აძლევდა ბაზარს ყველანაირ პრივილეგიებს: იგი არა თუ არ აღმართავდა ხელს ვაჭართა თავისუფლებაზე, არამედ თანხმდებოდა თავისუფლებად ჩაეთვალა ის ყმა-გლეხებიც, რომლებმაც იცხოვრეს ბაზარში (при рынке) წელიწადი და ერთი დღე (годъ съ днёмъ) ისე, რომ ისინი არ მოუთხოვია მემამულეს. ეს პრივილეგიები ქმნიდა ბაზართან, თუკი იგი ფუნქციონირებდა არაუიშვითეს, ვიდრე ერთხელ კვირაში, საბაზრო ანუ ვაჭართა დასახლებას (посёлокъ). ხოლო როდესაც ჩნდება ასეთი დასახლება, მაშინ ყველანაირი ყოველკვირეული ბაზარი გადაიქცევა ყოველდღიურად. ვაჭრები, რომლებიც სახლდებოდნენ ბაზრის გარშემო, იწყებდნენ სენიორისთვის მყარი, არცთუ ძალიან დამამძიმებელი, ჩვეულებრივ ფულადი ღალის გადახდას, რომელიც ფაქტიურად იყო სხვა არაფერი, თუ არა საიჯარო გადასახადი მუდმივ-მემკვიდრეობითი იჯარის დროს.

საბაზრო დასახლებების წარმოქმნა მეტად მნიშვნელოვანი მომენტია ქალაქების თავდაპირველ ისტორიაში. იმ პუნქტების ახლოს, სადაც წარმოიქმნება ბაზრები, ციხესიმაგრეთა, მონასტრების, კარმიდამოებისა და სხვათა ახლოს, ჩვეულებრივ უკვე არის დასახლება; ეს არის – სოფლის თემი. საბაზრო დასახლებები მას უსხავენ ახალი სისხლის ნაკადს. თავისი დაწესებულებებით, რომლებიც არსებობდა ვაჭრობისთვის და სიცოცხლისთვის მოწოდებული იყო ვაჭრობის მიერ, სავაჭრო დასახლება სრულებით გარდაქმნიდა სასოფლო თემისა და მამულის (поместье) დაწესებულებებს, და ძველი და ახალი ელემენტების შერწყმისგან იქმნებოდა ქალაქი. ამ დრომდე სოფელი და ბურგი იურიდიულად არ განსხვავდებოდა. ბურგს გააჩნდა სიმაგრეები, სოფელი იყო ღია, და მათ შორის განსხვავებანი ამაზე მთავრდებოდა. ხოლო როდესაც გამაგრებულ ადგილას წარმოიქმნებოდა ბაზარი, განსხვავება უზარმაზარი ხდებოდა. ბაზარი ამთავრებს იმ ინსტიტუტების ციკლს, რომლებიც ქმნიან საქალაქო სამართალს. ვინაიდან მხოლოდ სპეციფიური საქალაქო სამართალი გადააქცევს გამაგრებულ დასახლებას ქალაქად. ეს ჟღერს ტავტოლოგიად, მაგრამ ეს ერთადერთი ნამდვილი კრიტერიუმია: არც იმუნიტეტი, არც კედლები, არც თავშესაფრის უფლება, რომელსაც ფლობს ქალაქი (იხ. asilium, I, 481), არც თვით ბაზარიც, არამედ საქალაქო სამართალი, რომელიც წარმოადგენს თითოეული ამ პირობიდან გამომდინარე იურიდიული შედეგების შეერთებას სასოფლო მოწყობის ზოგიერთ ცალკეულ მომენტთან, ქმნის ქალაქს. ახლა ქალაქი, როგორც ჩამოყალიბებული მთლიანი აიტაცება ეკონომიკური ევოლუციის სწორედ იმ ტალღის მიერ, რომელიც ასეთ უზარმაზარ როლს თამაშობდა მისი წარმოქნის პროცესში, და ღებულობს მისგან შემდგომ ბიძგს. ქალაქი ჩამოყალიბდა (შედგა). მასში იწყება ახალი ცხოვრება, ეწყობა ახალი სოციალური და ეკონომიკური ურთიერთობები, რომლებიც სულ უფრო მკვეთრ საზღვარს ატარებენ მასსა და სოფელს შორის: ბრუნავს კაპიტალი, გროვდება სიმდიდრე, იზრდება მცხოვრებთა კეთილდღეობა, და მასთან ერთად კი თავად ქალაქის ძალაც, როგორც კორპორაციისა. საერთო ინტერესი აერთიანებს მაცხოვრებლებს, მათ შორის ჩაიდება კავშირები, ჩნდება საქალაქო მთლიანის ერთიანობის შეგნება, ქალაქის ინტერესებსა და სენიორის ინტერესებს შორის წინააღმდეგობის (противоречiе) შეგნება, იღვიძებს განთავისუფლების წყურვილი. სულ უფრო შირად ხდება შეჯახებები, უფრო ხშირად იღვრება სისხლი. მაგრამ იმისთვის, რათა ეს შეჯახებები შესაძლო იქნას დასრულდეს ემანსიპაციით სენიორის ძალაუფლებისგან, საჭიროა რაღაც უფრო მეტი, ვიდრე უბრალო სოლიდარულობა: ამისთვის საჭიროა ძალა, რომელსაც შეეძლება მოერიოს სენიორის ძალას, საჭიროა გარემოებები, რომელთაც შეეძლებათ დაუმტკიცონ სენიორს განთავისუფლების მომგებიანობა, საჭიროა მსხვილი პოლიტიკური კომბინაციები, რომელთაც შეეძლებათ ქალაქებისადმი მოკავშირეთა მოზიდვა. როდესაც სახეზე აღმოჩნდებოდა ეს პირობები, სენიორიალური პერიოდი ქალაქების ისტორიაში, უკიდურესად ნაყოფიერი, მთავრდებოდა, და იწყებოდა ქალაქის ცხოვრება, როგორც თავისუფალი საიმპერიო კორპორაციისა.

მთელი აღწერილი ცვლილებანი გერმანული ფეოდალური სამყაროს სოციალურ შემადგენლობაში ასახავს ერთ კაპიტალურ ფაქტს. ნატურალური მეურნეობა იწყებს ხრწნას და ფულადი მეურნეობის ცისკარი ნელ-ნელა იწყებს აღმასვლას გერმანიის თავზე. უფრო მოწინავე ქვეყნებმა: იტალიამ, სამხრეთ საფრანგეთმა, ეს ცისკარი გაცილებით უფრო ადრე იხილეს და უფრო ადრე განიცადეს მის მიერ განპირობებული ცვლილებები. ახლა მოვიდა გერმანიის რიგიც. ფულადი მერნეობის გავლენით აიხსნება სენიორის გულკეთილობაც, რომელიც არ აცხადებს პროტესტს გლეხების გადასვლის გამო დამოკიდებულების უფრო მძიმე ფორმებიდან უფრო მსუბუქზე, და მიწის სწრაფი მობილიზაციაც, და ფეოდალური საზოგადოების კლასობრივი შემადგენლობის გართულებაც, და ტალღის მიერ მაღლა ამოყვანილი პროგრესული ეკონომიკური კლასების ზრდაც – ვაჭრებისა, და შემდეგ კი ხელოსნების. ჩვენ თვალი უნდა მივადევნოთ აღწერილი სოციალური ცვლილებების გავლენას პოლიტიკურ ცხოვრებაზე.

(გაგრძელება იქნება)

ალექსი კარპის ძე ჯიველეგოვი

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:

Post a Comment