(გამოქვეყნებულ იქნა გაზეთ “საქართველოს” 2003 წლის 28 იანვრის ნომერში)
“წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამით საქართველოსთვის ამერიკული სამხედრო დახმარების ნამდვილი მნიშვნელობის გასარკვევად თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ უკვე 1990-იანი წლების მეორე ნახევრიდან ჩვენში სისტემატიურად ჩამოსული ამერიკელი და სხვა ნატო-ელი სპეციალისტები დაჟინებით გვიმეორებენ, რომ საქართველოს მწირი ფინანსური შესაძლებლობებიდან და მთაგორიანი რელიეფიდან გამომდინარე, სამხედრო მშენებლობის სფეროში უპირატესი აქცენტი გაგვეკეთებინა მსუბუქად შეიარაღებული ქვეითი ჯარების მშენებლობაზე. აი, რას ამბობდა ამის შესახებ 1996 წლის აპრილში თბილისში ჩატარებულ ნატო-ს ბლოკის პირველ წარმომადგენლობით კონფერენციაზე ამერიკელი ექსპერტი ქენეთ ბრაუერი:
“როდესაც არ კმარა ფული საჰაერო ძალებისა და საჰაერო თავდაცვისთვის, არაა ფული ჯავშანტექნიკისა და ფლოტისთვის, მაგრამ მაინც ცდილობთ ჯარის ამ სახეობათა შექმნას, გექნებათ მხოლოდ დაბალი ტექნოლოგიები (ანუ მოძველებული და უვარგისი საბრძოლო ტექნიკა – ი. ხ.). თქვენს ჯარებს სამიზნეებად აქცევთ. ყველაზე მნიშვნელოვანი სახმელეთო ძალაა. მას არ სჭირდება დიდი ფინანსები. მაგრამ ქვეითი ჯარი მაღალი დონისა უნდა იყოს... პატარა ქვეყანას შეუძლია იყიდოს შაშხანები, რადიოსადგურები, ნაღმსატყორცნები და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი. პატარა ქვეყნისთვის გამარჯვება ნიშნავს დამარცხების თავიდან აცილებას. საჭიროა მტერთან გადამწყვეტი ბრძოლისგან თავის არიდება და კომუნიკაციების შენარჩუნება”.
ამერიკელი ექსპერტის ამ სიტყვებში ბევრი რამ არის საგულისხმო და გასათვალისწინებელი, მაგრამ ასეთი რჩევა შესაძლებელია მისაღები იყოს მხოლოდ იმ პატარა ქვეყნისთვის, რომელსაც მართლა არაფერი გააჩნია და, ხელის ცეცებით, მხოლოდ ახლა იწყებს “ფეხის ადგმას” სამხედრო სფეროში. ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნები და მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები მართლაც ეფექტური იარაღია ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგის მოჯავშნულ მიზნებთან საბრძოლველად, მაგრამ მხოლოდ მცირე და საშუალო მანძილებზე – რამდენიმე ასეული მეტრიდან რამდენიმე კილომეტრამდე.
მაგრამ როგორც კი შემომტევი სატანკო და მოტოქვეითი ქვედანაყოფები თავდაცვაში მყოფი ჯარების მხრიდან ორგანიზებულ ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვას წააწყდებიან, მაშინ ისინი დაუყოვნებლივ უკან დაიხევენ, განერიდებიან თავდამცავი ჯარების ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების ცეცხლს, გამოიძახებენ მხარდამჭერ არტილერიას, საბრძოლო ავიაციას, მოახდენენ მოწინააღმდეგის თავდაცვით პოზიციებზე მათი ცეცხლისა და დარტყმების მიზანჩვენებასა და კორექტირებას. ხოლო საავიაციო დაბომბვებისა და საარტილერიო ცეცხლის დაშენის შემდეგ, ან მათ კვალდაკვალ, გადარჩენილი ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებისა და საყრდენი პუნქტების განადგურების მიზნით, წინ გამოუშვებენ საბრძოლო მანქანებიდან ჩამოქვეითებულ ფეხოსნებს. ამავე დრის სატანკო და მოტოქვეითი ბატალიონების საბრძოლო ტანკები, ნაღმსატყორცნები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ჯავშანტრანსპორტერები ადგილიდან ცეცხლით კვლავ მხარს დაუჭერენ შემომტევ ქვეით ქვედანაყოფებს. შესაძლოა საბრძოლო ტექნიკის გამოყენებით მათ შექმნან მანევრული ჯგუფებიც, თავდამცავი ჯარების პოზიციების ფლანგებიდან და ზურგიდან შემოვლისა და შედარებით სუსტ ადგილებში დარტყმების მოყენებისთვის.
ასეთ პირობებში საკუთარ საველე არტილერიასა და ჯავშანსატანკო ტექნიკას მოკლებული მსუბუქი ქვეითი ჯარები უმწეონი აღმოჩნდებიან, იძულებული გახდებიან დიდი დანაკარგებით მიატოვონ თავდაცვითი პოზიციები, დაუთმონ ქვეყნის ტერიტორია, საკუთარი სახლები და ოჯახები მტრის გულმოწყალებას, თავად კი ქვეყნის ინტერესების დასაცავად პარტიზანული და იატაკქვეშა ბრძოლა განაგრძონ, რასაც დღესდღეობით ტერორიზმს უწოდებენ. ასეთია მსუბუქი ქვეითი ჯარების რეალური შესაძლებლობები ჯავშანსატანკო, მექანიზებულ ქვეით (იგივე მოტოქვეით, მოტომსროლელ) და ჩვეულებრივ ქვეით ნაწილებთან და შენაერთებთან ბრძოლაში. ამაში თვალნათლივ უნდა დავრწმუნებულიყავით თუნდაც 1998 წელს გალის რაიონში მოვლენებისა და ჩრჩნეთში მეორე ომის მაგალითზე, როდესაც ქართველი პარტიზანებისა და ჩეჩენი მებრძოლების ვაჟკაცობა, გმირობა და თავგანწირვა უძლური აღმოჩნდა აფხაზური და რუსული ჯავშანსატანკო ტექნიკისა და არტილერიის, საარმიო და ტაქტიკური ავიაციის დარტყმებისა და ცეცხლის წინააღმდეგ.
ყოველივე ზემოთქმული ახალი არ არის და ამიტომ საკუთარი თავდაცვისთვის რეალურად მზრუნველი ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ნორვეგიის, საბერძნეთის, ბულგარეთის, ისრაელის სახმელეთო ჯარები გაჯერებული და დაბალანსებულია საბრძოლო ტექნიკითა და მძიმე შეიარაღებით. მაგალითად, 2000 წელს შვეიცარიის მოსახლეობა იყო 7,1 მლნ. ადამიანი, ომიანობის დროის შეიარაღებული ძალების რიცხოვნება 350 ათას ადამიანზე მეტი (ისე ამ ქვეყნის სამობილიზაციო რესურსი 1,9 მლნ. ადამიანია); მათ შეიარაღებაში შვეიცარიულ სარდლობას გააჩნია 556 საბრძოლო ტანკი (მათგან 370 თანამედროვე გერმანული “ლეოპარდ-2”), 1540-მდე მოჯავშნული მანქანა (M113 და “პირანა”), 1090-მდე საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი (100 მმ და მეტი ყალიბისა), პლიუს 1470-მდე 81-მმ საასეულო ნაღმსატყორცნი, 305-მდე მძიმე და 3010-ზე მეტი მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი, 13500-ზე მეტი ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი, 154 საბრძოლო თვითმფრინავი, 85 ზოგადი დანიშნულების ვერტმფრენი, 60 თვითმავალი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი, დიდი რაოდენობით გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსები და 35-მმ საზენიტო ავტომატური ზარბაზნები, აგრეთვე სხვა შეიარაღება.
დიდი რაოდენობით ჯავშანსატანკო ტექნიკაა ასევე შვედეთისა და ისრაელის სახმელეთო ჯარებშიც. მათგან განსხვავებით, ფინური სარდლობა აქცენტს აკეთებს უფრო ქვეითი და ბსუბუქი მექანიზებული (ეგერთა ქვეითი) ბრიგადების მშენებლობაზე (მათში სატანკო ბატალიონების გარეშე), სამაგიეროდ საველე არტილერიის შეიარაღებაში ნაჩვენებია 1920-მდე ქვემეხი და ნაღმსატყორცნი (1070-მდე 100 მმ და მეტი ყალიბის ბუქსირებადი და თვითმავალი ჰაუბიცა, 60 122-მმ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 790-მდე 120-მმ ნაღმსატყორცნი), პლიუს 800 81-მმ ნაღმსატყორცნი, სანაპირო არტილერიის რამდენიმე ასეული 100-მმ და 135-მმ სტაციონარული ზარბაზანი.
5,2-მილიონიანი ფინეთის ომიანობის დროის შეიარაღებული ძალები მოითვლის 500 ათასამდე ადამიანს, ხოლო ამ ქვეყნის სამობილიზაციო რესურსი კი 1,3 მლნ. ადამიანია. ცხადია, რომ ასეთი რიცხოვნებისა და შეიარაღების მქონე ჯარების წინაშე ფინური და შვეიცარული სარდლობები სულაც არ უნდა აყენებდნენ შემოჭრილ აგრესორთან “გადამწყვეტი ბრძოლისგან თავის არიდებისა და კომუნიკაციების შენარჩუნების” ამოცანებს. პირიქით, მათ ევალებათ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვა და მათ სახლებშიც მოძალადე მტერი ისე ადვილად ვერ შევა.
თავად შეერთებულ შტატებში მსუბუქი ქვეითი დივიზიები ჩამოაყალიბეს 1980-იანი წლების მეორე ნახევარში, მაშინ არსებული ან უკვე გაუქმებული რეგულარული ჯარების მე-6, მე-7, 25-ე ქვეითი, 10-ე სამთოქვეითი და ეროვნული გვარდიის 29-ე ქვეითი დივიზიების საფუძველზე. მათ შეუნარჩუნეს უწინდელი დივიზიების ნომრები. სახელდობრ, 10-ე სამთოქვეითი დივიზია, რომლის ოფიცრები და სერჟანტები მონაწილეობენ “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამაში, მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა იტალიაში, შემდეგ კი გაუქმებულ იქნა.
აღნიშნული რეორგანიზაციის შედეგად აშშ არმიაში 1980-იანი წლების ბოლოს მოითვლებოდა 28 საბრძოლო დივიზია, მათ შორის ექვსი ჯავშანსატანკო, რვა მექანიზებული ქვეითი, ექვსი ქვეითი, ხუთი მსუბუქი ქვეითი, თითო-თითო საჰაერი-სადესანტო, საჰაერო-საიერიშო და მოტორიზებული (ეს უკანასკნელი ექსპერიმენტული შემადგენლობისა გახლდათ, რომელიც რაღაც შუალედური უნდა ყოფილიყო მექანიზებულ ქვეით და ქვეით დივიზიას შორის, მაგრამ მან ვერ გაამართლა). ამ დივიზიების პირადი შემადგენლობისა და ძირითადი შეიარაღების მაჩვენებლები მოყვანილია ცხრილში. იგი რამდენადმე განსხვავდება წინა წერილებში გამოქვეყნებული მონაცემებისგან, რაც აიხსნება თავად წყაროებში არსებული მცირეოდენი განსხვავებებით, მაგრამ მაინც კარგი სიზუსტით გვიჩვენებს თითოეული ამ შენაერთის საბრძოლო შესაძლებლობებს.
ცხრილი
აშშ სახმელეთო ჯარების საბრძოლო დივიზიები 1980-იანი წლების მეორე ნახევარში
(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – პირადი შემადგენლობა, ადამიანი, B – საბრძოლო ტანკები, C – არტილერია /მათ შორის ატომური ჭურვებით მსროლელი ქვემეხები/, D – ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები, E – საზენიტო საშუალებები /საარტილერიო და სარაკეტო/, F – ვერტმფრენები /მათ შორის დამრტყმელი/)
დივიზიის ტიპი . . . . . . . . A . . . . . B . . . . . C . . . . . .D . . . . E . . . . F . .
ჯავშანსატანკო . . . . . . . . . .16700 . . 348 . . 147 (72) . . 288 . . 129 . . 127 (50)
მექანიზებული ქვეითი . . 16700 . . 290 . . 147 (72) . . 336 . . .129 . . 127 (50)
ქვეითი . . . . . . . . . . . . . . . . .18000 . . .54 . . .209 (22) . . 405 . . 120 . . .218 (21)
მსუბუქი ქვეითი . . . . . . . . 10300 . . . – . . . 179 (8) . . . 206 . . 108 . . . .99 (29)
საჰაერო-სადესანტო . . . . .16300 . . . – . . . 195 . . . . . .384 . . .122 . . .228 (21)
საჰაერო-საიერიშო . . . . . . 18000 . . . – . . . 192 (18) . . .492 . . .120 . . 402 (63)
აღნიშნული ცხრილიდან ჩანს, რომ მსუბუქი ქვეითი დივიზია ჩამოუვარდება ჯავშანსატანკო, მექანიზებულ ქვეით და ქვეით შენაერთებს დამრტყმელი და საცეცხლე ძლიერების, ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო შესაძლებლობების მიხედვით. რომ არაფერი ვთქვათ ჯავშანსატანკო ტექნიკაზე, მაგალითად, მექანიზებული ქვეითი დივიზიის 147 საარტილერიო ერთეულიდან 67 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცაა, ცხრა 227-მმ ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი, 66 106,7-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნი. მსუბუქი ქვეითი დივიზიის 195 საარტილერიო სისტემიდან კი რვა 155-მმ და 54 105-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცაა, 36 106,7-მმ და 54 60-მმ ნაღმსატყორცნი.
ასეთი მოკრძალებული საბრძოლო შესაძლებლობების მქონე შენაერთების ჩამოყალიბება, 1980-იანი წლების მეორე ნახევარში, განპირობებული იყო, ჯერ ერთი, იმით, რომ ახლო აღმოსავლეთში, ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში და წყნარი ოკეანის კუნძულებზე “მესამე მსოფლიოს” ქვეყნების ასევე მსუბუქად შეიარაღებული და ნაკლებად აღჭურვილ-გაწვრთნილი ჯარების წინააღმდეგ, იქაურ რთულ გეოგრაფიულ პირობებში, სრულებით არ იყო აუცილებელი მძიმე (ჯავშანსატანკო, მექანიზებული) და საშუალო (ქვეითი, მოტორიზებული) შენაერთებისა და ნაწილების გადასროლა. თანაც მსუბუქი ქვეითი დივიზიები ხასიათდება მაღალი აეროტრანსპორტაბელურობით. თუკი ერთი ამერიკული ქვეითი დივიზიის ჰაერით გადასროლისთვის აუცილებელი იყო სტრატეგიული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების C-141B 1450 თვითმფრინავ-რეისი, რასაც ერთი კვირა სჭირდებოდა, მსუბუქი ქვეითი დივიზიის გადასროლისთვის საკმარისი იყო იმავე თვითმფრინავების 500 თვითმფრინავ-რეისი და სამი დღე-ღამის ვადა.
ასეთი მაღალი აეროტრანსპორტაბელურობა ანუ სტრატეგიული მობილურობა (შორ მანძილებზე გადასროლისა) მომხიბლავს ხდიდა მსუბუქი ქვეითი დივიზიების გამოყენებას აშშ “სწრაფი გაშლის ძალების” შემადგენლობაში. ასევე ამერიკული არმიის სარდლობა გეგმავდა ევროპაში ომის გაჩაღების საწყის ეტაპზევე სამი-ოთხი მსუბუქი ქვეითი დივიზიის გადმოსროლას, სადაც ისინი უმოკლეს ვადებში გააძლიერებდნენ დასავლეთ გერმანიაში დისლოცირებულ ორ ჯავშანსატაკო და ორ მექანიზებულ ქვეით დივიზიას მანამდე, სანამ შვიდი-ათი დღეღამის განმავლობაში გადმოისროდნენ და გაშლიდნენ კიდევ ექვს მძიმე და საშუალო დივიზიასაც. ამის შემდეგ, ამერიკული სარდლობის გეგმებით, შესაძლო იყო მსუბუქი ქვეითი დივიზიების ცალკეული ბრიგადები მიეცათ მძიმე დივიზიებისთვის რთული რელიეფის პირობებში ან მსხვილ დასახლებულ პუნქტებსა და ქალაქებში საბრძოლო მოქმედებების უფრო ეფექტურად წარმოებისთვის, რაც მეტად აქტუალურია ცენტრალური ევროპის ტერიტორიის ურბანიზაციის მაღალი ხარისხის გათვალისწინებით.
შესაძლო იყო მსუბუქი ქვეითი დივიზიები გამოეყენებიათ მეორეხარისხოვან მიმართულებებზე, განსაკუთრებით ნატო-ს ბლოკის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე. ასეთ შემთხვევაში ითვალისწინებდნენ თითოეული მსუბუქი ქვეითი დივიზიის გაძლიერებას ჯავშანსატანკო, მექანიზებული ქვეითი, საარტილერიო და საარმიო ავიციის ნაწილებითა და ქვედანაყოფებით. ასეთი გაძლიერების გარეშე მსუბუქი ქვეითი დივიზიების გამოყენება საბჭოთა კავშირის სატანკო და მოტომსროლელი შენაერთების წინააღმდეგ ყოვლად გაუმართლებელი იქნებოდა.
აღნიშნული პირობების გათვალისწინებით, აშშ არმიის რეგულარული ჯარებისა და ორგანიზებული რეზერვის (ეროვნული გვარდიის) შემადგენლობაში 80-იანი წლების ბოლოს, როგორც აღვნიშნეთ, 28 დივიზიიდან 14 იყო მძიმე (ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვეითი), შვიდი საშუალო (მოტორიზებული და ქვეითი) და ხუთიც მსუბუქი (მსუბუქი ქვეითი). ამას კიდევ ემატებოდა სპეციფიური დანიშნულების ორი დივიზიაც – საჰაერო-საიერიშო და საჰაერო-სადესანტო, რომლებიც შეადგენდნენ კიდეც ე. წ. “სწრაფი გაშლის ძალების” სახმელეთო კომპონენტის საფუძველს.
ანალოგიური მდგომარეობაა მცირე ევროპულ სახელმწიფოებშიც. ვთქვათ, ფინეთის სახმელეთო ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში დღესდღეობით შედის 26 საბრძოლო ბრიგადა: ორი ჯავშანსატანკო, ათი ეგერთა ქვეითი (მსუბუქი მექანიზებული) და 14 ქვეითი. მათში შეგვიძლია კარგი სიზუსტით ვივარაუდოთ ასზე მეტი საბრძოლო ბატალიონი (ოთხი სატანკო, ოთხი მოტოქვეითი, 40 ეგერთა ქვეითი და 56 ქვეითი), 60-80 საარტილერიო დივიზიონი, 30-მდე საზენიტო დივიზონი და სხვა ქვედანაყოფები. შვეიცარიის, შვედეთის, და, მით უმეტეს, ისრაელის სახმელეთო ჯარებში, როგორც აქამდეც ბევრჯერ გვითქვამს, ჯავშანსატანკო ტექნიკა გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ფინეთის არმიაში.
ასეთ პირობებში ამერიკელთა დახმარებით “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის ფარგლებში სამი-ოთხი მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ჩამოყალიბება ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მოთხოვნილებებს მიზერულადაც კი ვერ დააკმაყოფილებს. ხოლო საქართველოს “დამოუკიდებლად” არსებობის 10-12 წლისა და აშშ-თან სამხედრო თანამშრომლობის ხუთი-შვიდი წლის თავზე ასეთი “მიღწევები” მხოლოდ იმის მიმანიშნებელი შეიძლება იყოს, რომ, როგორც სახელმწიფოებრივი, ისე სამხედრო მშენებლობის სფეროშიც, საქართველოს ხელისუფლება არასწორ გზას ადგას.
რაც შეეხება ამერიკელთა სავარუდო მიზნებს, მათ შესაძლოა აწყობდეთ ისეთი სიტუაცია საქართველოში, როდესაც მას არ ექნება იარაღის ძალით საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობა, სამაგიეროდ საქართველოს ხელისუფლების ხელში იქნება მცირერიცხოვანი გაწვრთნილი და მსუბუქად შეიარაღებული ძალა ქვეყნის შიგნით თავისი რეჟიმის უზრუნველყოფისთვის და უცხო მოძალადის მიერ შემოთავაზებული “ახალი მსოფლიო წესრიგის” იარაღის ძალით მოსახლეობისთვის თავზე მოსახვევად.
ირაკლი ხართიშვილი

No comments:
Post a Comment