(ნ ა წ ი ლ ი II; /V- VIII თავები/)
როდესაც ჰაინრიხ II-თან ერთად ჩაქრა საქსონელი ლიუდოლფინგების დინასტია, სამეფო ხელისუფლების წინაშე გერმანიაში იდგა რიგი ყველაზე უფრო სერიოზული ამოცანებისა. ჰაინრიხ II აგრძელებდა ოტონის პოლიტიკას ეპისკოპოსებთან მიმართებაში. იგი ზრდიდა მათ უფლებებს, აფართოებდა მათ იმუნიტეტებს იმისთვის, რათა, მათზე დაყრდნობით ემართა სახელმწიფო. ვინაიდან მმართველობის სხვა იარაღი მას არ გააჩნდა. და სწორედ მას უხდებოდა მიეცა ეპისკოპოსებისთვის იმაზე მეტი, ვიდრე აძლევდა მათ ორივე მისი წინამორბედი, ვინაიდან მისი არჩევის თავად პირობები არ აძლევდა მას უფრო დიდ საყრდენ წერტილს. ჰერცოგებმა და სხვა მთავრებმა (თავადებმა) მისცეს თანხმობა მის არჩევაზე იმ პირობით, რომ იგი წინააღმდეგობას არ გაუწევდა მთავრების (თავადების) პერიოდული ყრილობების დაარსებას პოლიტიკური საკთხების განსახილველად. იმისთვის, რათა ჰქონოდა საყრდენი მთავართა შემზღუდავი ტენდენციების წინააღმდეგ, ჰაინრიხს სხვა არაფერი დარჩენობა, თუ არა ის, რომ ჩავარდნილიყო, ეპისკოპოსების გაშლილ მკლავებში. ეპისკოპოსების ძალაუფლება კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. წარმოდგებოდა საკითხი, და რა იქნება შემდეგში? ისარგებლებენ ეპისკოპოსები თავიანთი კოლოსალური უფლებებით, რათა გააუქმონ სამეფო ხელისუფლება, თუ იძულებული გახდებიან დაუბრუნონ მას მათ მიერ მიტაცებული პრეროგატივები? ეს გახლდათ ერთი ამოცანა, რომელიც იდგა სამეფო ხელისუფლების წინაშე. მეორე დაკავშირებული იყო მის იმპერიულ პრეტენზიებთან. უკვე XI ს. დასაწყისში ეკლესიის გარემოში დაიწყო მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავდა მის გაწმენდას სიბილწისგან, მის განახლებას, გაახალგაზრდავებას და გადაქცევას დიდ პოლიტიკურ საქმეებზე უნარის მქონედ. ეს იყო სახელგანთქმული კლიუნიური მოძრაობა, რომელიც დაიწყო კლიუნის სააბატოში (იხ.). მისი პროგრამა იყო იმაში, რომ დასასრული დაედო ქორწინებებისთვის სასულიერო წოდებაში და მოესპო სიმონია (იხ.). მოძრაობის ფუძემდებლებს მშვენივრად ესმოდათ, რომ სანამ ის რჩება ადგილობრივ მოძრაობად, არ გადის ლოტარინგიის, ან თუნდაც გერმანიის ფარგლებს გარეთ, იგი უძლურია დიდი საქმეების აღსრულებაში. რათა ჰქონოდა წარმატება, რეფორმას უნდა დაეპყრო რომი. ამისკენ მიისწრაფოდნენ ახლა რეფორმის მომხრეები სულ უფრო და უფრო მეტი ენერგიით. და სულ თავიდანვე იყო ნათელი, რომ, თუკი რეფორმის პრინციპებით განიმსჭვალება პაპის პოლიტიკა, იმპერიისთვის აქედან წარმოიქმნება მთელი რიგი სიძნელეები. სალიურ დინასტიას მოუწია ამ გარდამავალი ეპოქის ამოცანების მთელი სიმძიმის საკუთარ მხრებზე გადატანა.
კონრად II (1024-1039), დინასტიის ფუძემდებელი, გრძნობს თავის წინამორბედთა პოლიტიკის სახიფათო მხარეებს. უძლური იმისთვის, რომ საქმეებს თავი გაართვას ეპისკოპოსთა დახმარების გარეშე, იგი ცდილობს წაართვას მათ ყველანაირი დამოუკიდებლობა, გადააქციოს საკუთარ ხელში მორჩილ მოხელეებად. უცხო ყოველგვარი სანტიმენტალური რელიგიურობისადმი, რომლითაც გაჟღენთილი იყვნენ მისი წინამორბედიც ჰაინრიხ II-ცა, და მისი ვაჟიც ჰაინრიხ III-ც, იგი სულაც არ იყო მიდრეკილი იქითკენ, რომ მფარველობა გაეწია კლიუნიური მოძრაობისთვის და დაუნდობლად აძლევს მსვლელობას საერო იარაღებს: სიმონიას, ინვესტიტურას. ვინაიდან მას სჭირდება, რომ ეკლესიაში ჰყავდეს თავისიანები, ერთგული ადამიანები, ყველაზე უფრო ხშირად ნათესავები. მაგრამ კონრადს იმავე დროს მშვენივრად ესმოდა, რომ ეკლესია თავისთავად ძალზედ დიდი სოციალური ძალაა და რომ მისთვის მტკიცედ ლაგამის ამოსადებად საჭიროა ხელქვეით გააჩნდეს სხვა სოციალური ძალა. როგორც ადამიანს, რომელიც განმსჭვალული იყო სამეფო ხელისუფლების ეროვნული მისიის შეგნებით გერმანიაში, კონრადს შეეძლო ძიება. მისმა ნათელმა მზერამ, რომელიც ღრმად აღწევდა საზოგადოებრივ მოვლენათა არსში, შენიშნა ის ევოლუცია, რომელიც მის დროს იწყებოდა მსხვილ მამულებში; მან შეამჩნია ერთგვაროვან ფეოდალურ მასაზე ზემოთ რაინდობის აღზევება, ვასალებისა, რომლებიც მამულებს ფლობდნენ მსხვილი ფეოდალებისგან. და შეამჩნია რა ეს, ყველაზე უფრო ენერგიული სახით დაიწყო რაინდობისთვის პრივილეგიების მიცემა, რომლებიც სარაინდო ლენებს გადააქცევდა სამეკვიდრეოდ. ამით მიიღწეოდა ერთდროულად რამდენიმე მიზანი: მსხვილ მემამულეებს – მთავრებსა და თავადებს ერთმეოდათ მათი სამფლობელოების ნაწილი; ეს სამფლობელოები გადაეცემოდათ მეფის ერთგულ ადამიანებს, როგორც თავიანთი ბუნებრივი მფარველისა მსხვილი მთავრებისა და თავადების წინააღმდეგ, ხოლო მეფის ხელში კი თავს იყრიდა მსხვილი საბრძოლო ძალა, ვინაიდან რაინდთა ლაშქარი (рыцарскiя ополченiя), რკინით მოჭედილ მხედართა კედელი, ყოველთვის მზად გახლდათ მეფის სამსახურისთვის. კონრადი იმდენად იყო გატაცებული თავისი, ნამდვილად, გენიალური აზრით, რომ განახორციელა იგი არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ იტალიაშიც, სადაც въ вальвассорахъ (იხ.) მან ჰპოვა კლასი, რომელიც კიდევ უფრო მეტად იყო მომწიფებული მსხვილი ბარონებისადმი (კაპიტნებისადმი) წინააღმდეგობის გასაწევად, ვიდრე ეს იყო გერმანიაში. მან აქაც დაამყარა ლენების მემკვიდრეობითობა (1037 წ. 20 მაისის კანონი). გერმანელი რაინდობაცა და იტალიელი ვალვასორებიც მხარდაჭერისთვის მადლიერების გრძნობით ხალისით აღმოუჩენდნენ კონრადს დახმარებას მის ღონისძიებებში. მაგრამ კონრადი ხედავდა უფრო შორსაც: იგი წინასწარ გრძნობდა იმ საყრდენს, რომელსაც მისი შვილიშვილის დროს ჰპოვებდა სამეფო ხელისუფლება ბიურგერობაში, და დიდი ინტერესით ადევნებდა თვალყურს ქალაქების ზრდის ნიშნებს. ეყრდნობოდა რა მისდამი ერთგულ ეკლესიასა და ახალგაზრდა რაინდობას, კონრადს შეეძლო ეწარმოებინა ბრძოლა საჰერცოგოებთან. მან მოახერხა, რომ თავის ხელში გაეერთიანებინა თავისი ფრანკონული სამემკვიდრეო მამულის გარდა კიდევ შვაბია და ბავარია, ხოლო მისმა საგარეო პოლიტიკამ კი მოამზადა ნიადაგი გერმანიის საერთაშორისო ძლიერების შესაქმნელად მისი ვაჟიშვილის დროს. სამწუხაროდ, ჰაინრიხ III (1039-1056) გახლდათ სხვა წრთობის ადამიანი, ვიდრე მისი მამა. აღზრდილი ზომაზე მეტად ღვთისმოსავი დედის მიერ, იგი გაიზარდა რეფორმის ეგზალტირებულ მეგობრად, ყველანაირად მხარს უჭერდა მას გერმანიაშიცა და იტალიაშიც. მან კვლავ დაიწყო ეპისკოპოსების წინ წამოწევა დამოუკიდებელი ძალის სახით და გაათავისუფლა ისინი კონრადის მიერ ამოდებული ლაგამისგან. მათ უფრო გაბედულად და მყარად იგრძნეს თავი. ესეც ცოტა იყო, მან სრულებით უარი თქვა, ემორჩილებოდა რა კლიუნიელთა პროგრამას, არა მხოლოდ საეპისკოპოსო თანამდებობების გაყიდვაზე, რომელიც მის მამას ასე დიდ შემოსავალს აძლევდა, არამედ საეპისკოპოსო ადგილებზე დანიშვნაზეც მხოლოდ ერთადერთი თავისი პირადი გადაწყვეტილების მიხედვით: რჩევისთვის თავისთან მოუწოდებდა ან მსხვილ საეკლესიო თავადებს, ან კიდევ საეკლესიო კოლექტივებს. ასე იყო გერმანიაში. იტალია და პაპობა თითქოსდა სიტყვაშეუბრუნებლად ემორჩილებოდნენ მას. რომის ტახტზე მის დროს იყვნენ მხოლოდ მის მიერ დასმულები. მაგრამ გზავნიდა რა თავის კანდიდატებს რომში, კონრადი ვერ ხედავდა, რომ იგი წარმოადგენს კლიუნისტების პარტიის ბრმა სათამაშოს, რომელიც მისი მეშვეობით რომში ტახტზე სვამს თავის საუკეთესო მოღვაწეებს (ლეონ IX, ვიქტორ II), მისი წყალობით თავისი ხელიდან არ უშვებს ჰეგემონიას ეკლესიაში. ესეც ცოტაა: ნორმანდიის საჰერცოგოში სამხრეთ იტალიაში პაპობა თანდათანობით პოულობდა თავისთვის ახალ პოლიტიკურ მხარდაჭერასაც. ყველაზე უფრო უარესი ამ მიმართებით იყო ის, რომ უკვე გერმანელი ეპისკოპოსებიც აღარ უწევდნენ წინააღმდეგობას რეფორმების პარტიას, რომ მათსა და რომს შორის იმპერატორის თავს ზევით (გვერდის ავლით) უხილავად იბმებოდა მტკიცე ძაფები. ჰაინრიხი ამაყი იყო თავისი ხილული ზეიმით და ვერ გრძნობდა, რომ მწარე დამცირებას უმზადებდა თავის ქვეყანასა და თავის ვაჟიშვილს. იგი იმდენად გახლდათ დარწმუნებული საკუთარ თავსა და საკუთარ ძალებში, რომ არც კი აგრძელებდა რამდენადმე მაინც ენერგიულად კონრადის სოციალურ პოლიტიკას. და ისე ჩანდა, რომ მას მართლაც არ უნდა ჰქონოდა რაიმეს შიში, რაც არ უნდა ყოფილიყო. მან მშვიდობიანად შემოუერთა თავის სამფლობელოებს კარინტია, ასე რომ, საჰერცოგოებიდან მხოლოდ საქსონიასა და ლოტარინგიას ჰქონდათ ჰერცოგების დამოუკიდებლობა. და რაც ყველაზე უფრო მეტად აღავსებდა მას სიამაყით, ეს გახლდათ მისი წარმატება საგარეო პოლიტიკაში. მისმა ორივე წინამორბედმა ბევრი რამ მოამზადა ამისთვის. მართალია, უკვე ჰაინრიხ II მოუწია რომ უარი ეთქვა ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრის დაცვის აზრზე სლავების წინააღმდეგ სახელმწიფოს ძალებით; მას უბრალოდ მცირე ძალები და ბევრი სხვა საზრუნავი ჰქონდა. კონრადმა სავსებით შეგნებულად დაუტოვა ეს საუკუნოვანი სლავური საზრუნავი საქსონიის საჰერზოგოსა და ბრემენის საარქიეპისკოპოსოს ძალებს. მას ეჩვენებოდა, რომ ორივესთვის ეს იქნება კარგი დივერსია და არ მისცემს მათ შესაძლებლობას ერეოდნენ სამეფოს საშინაო საქმეებში. ასევე იქცეოდა ჰაინრიხ III-ც. საქსები ებრძოდნენ სლავებს, ხოლო იმპერატორი კი ამას ვითომდა ვერც ამჩნევდა. მით უფრო ყურადღებით ეკიდებოდნენ კონრადიცა და ჰაინრიხ III-ც აღმოსავლეთ (პოლონეთისა და ჩეხეთის) და სამხრეთ-აღმოსავლეთ (უნგრეთის) საზღვრებს. პოლონეთის მეფემ ბოლესლავ მამაცმა არეულობის დროს, რომლებიც მოჰყვა ოტონ III-ის სიკვდილს, დაიპყრო მაისენის სამარკგრაფო. ჰაინრიხ II-ის ბრძოლა ბოლესლავთან დასრულდა 1018 წ. სამშვიდობო ხელშეკრულებით, რომელიც არ იყო ხელსაყრელი გერმანიისთვის. ბოლესლავის სიკვდილის შემდეგ კონრად II-მ დაიბრუნა მისი დაპყრობები: 1032 წ. მეფე მეშკომ დაუთმო გერმანიას დასავლეთ პოლონეთი და მისცა ვასალური ფიცი. ჰაინრიხ III-ს მოუწია უფრო მეტი ანგარიში გაეწია ჩეხეთისა და უნგრეთისთვის. ჩეხეთის ჰერცოგმა ბრეტისლავმა გადაწყვიტა დამოუკიდებელი გამხდარიყო და დახმარებისთვის მოუწოდა უნგრეთს გერმანიის წინააღმდეგ. მაგრამ ჰაინრიხმა შრომის გარეშე დაამარცხა ჩეხები. ბოჰემია დარჩა ვასალურ საჰერცოგოდ. უნგრეთთან ბრძოლა გრძელდებოდა 1046 წლამდე, და თუმცა საბოლოოდ ფორმალურად შენარჩუნებულ იქნა ლენური დამოკიდებულება, მაგრამ ყველა გრძნობდა, რომ იგი ფაქტიურად უნგრეთს არაფერში არ ავალდებულებდა. სამხრეთ-დასავლეთში გერმანულ საგარეო პოლიტიკას ასევე ჰქონდა დიდი წარმატება. 1035 წ. კონრად II-მ შემოიერთა ბურგუნდია.
ასე ცოტ-ცოტად მოხდა პოლიტიკური სიმძიმის ცენტრის გადანაცვლება იმპერიაში. ოტონების დროს ეს იყო საქსონია. საქსონელი იმპერატორები, ინარჩუნებდნენ რა კავშირს იტალიასთან, უნებლიედ უწყვეტად მოგზაურობდნენ სამხრეთ ოლქებში და თავისდა უნებურად უნდა ეზრუნათ იმაზე, რომ მტკიცედ სჭეროდათ ისინი ხელში. ამიტომ ბრძოლაც ჩრდილო-აღმოსავლელ სლავებთან, საქსონური სამემკვიდრეო მამულის მშფოთვარე მეზობლებთან, გახლდათ მათი საგარეო პოლიტიკის თუ არა მთავარი ამოცანა, ერთერთი მთავართაგანი მაინც. როდესაც ჰაინრიხ II-თან ერთად ტახტი ერგო სამხრეთელ (ბავარიის) ჰერცოგს, როდესაც მის შემდეგ იგი გადავიდა ისევ სახრეთულ (ფრანკფურტელთა) საჰერცოგო საგვარეულოში, დამოკიდებულებანი შეიცვალა. საქსონია, როგორც ჩვენ ვნახეთ, თავისი ძალების ანაბარა იქნა დატოვებული და ჩრდილო-დასავლურ ფრიზულ ოლქებთან ერთად რაინის ქვემოწელის გაყოლებაზე, რომლებიც ძლიერად არასოდეს არ ეკვროდნენ (ეკონებოდნენ) იმპერიას, ცოტ-ცოტად დაიწყო ცხოვრება სამხრეთისგან განკერძოებულად. თითქოსდა კედელი აღიმართა თანდათანობით ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. ამიტომ ისინი ხან უახლოვდებოდნენ ერთმანეთს, ხანაც შორდებოდნენ, და, საკუთრივ რომ ვთქვათ, განსხვავებანი მათ შორის ამ დრომდე ვერ არის საბოლოოდ გადალახული. სამეფოს ინტერესმა თავი მოიყარა სამხრეთ საზღვარზე. იტალიის გარდა უნგრეთი და ბურგუნდია იპყრობენ უფრო მეტად სალიელი იმპერატორების ყურადღებას. იმპერიის ბირთვის ეს გაუცხოება ჩრდილოეთისგან ასევე გახლდათ ერთერთი მიზეზი იმისა, რომ ცოტაც იყო და იმპერია დანგრევის ზღვარზე აღმოჩნდებოდა ხოლმე პაპობისა და მთავართა პარტიკულარიზმის დარტყმებისგან.
უკვე ჰაირიხ III-ის დროს უზარმაზარი გავლენა კურიის საქმეებზე შეიძინა დიაკვანმა ჰილდებრანდმა, კლიუნიური მოძრაობის მხურვალე მომხრემ, ადამიანმა, რომელიც განუწყვეტლივ იწვოდა იდეური განსულიერების ალით, მაგრამ ერთი წამითაც კი არ უშვებდა მხედველობის არიდან წმინდად რეალურ ამოცანებს. იმპერიას არასოდეს არ ჰყოლია უფრო სახიფათო მოწინააღმდეგე. იმ დროს, როდესაც მისი ძლიერი ხელის ხელმძღვანელობით წარმართული პაპობა ძალებს იკრებდა, ორგანიზებას ახდენდა და ემზადებოდა გოლიათური ბრძოლისთვის, დაობლებულსა და საეკლესიო თავადების სათამაშოდ გადაქცეულ გერმანიაში კი საქმეები მიდიოდა სულ უფრო და უფრო ცუდად. მეფე ჰაინრიხ IV ექვსი წლისა იყო, როდესაც მისი მამა გარდაიცვალა. რეგენტად დარჩა იმპერატრიცა აგნესა, რბილი ხასიათის ქალი, რომელსაც არ შეეძლო მმართველობის სადავეების ხელში დაჭერა. ფაქტიურად ძალაუფლება მაშინაც იმყოფებოდა ეპისკოპოსების ხელში. ეს გახლდათ ჰაინრიხ III-ის პოლიტიკის გარდაუვლი შედეგი, რომელიც ყველანაირად ცდილობდა ეპისკოპოსების გაძლიერებას და ეშინოდა მათთვის ლაგამის ამოდებისა. ეპისკოპოსთა თვითნებობა იქამდე მივიდა, რომ, როდესაც ჰაინრიხ IV-ს შეუსრულდა 12 წელი (1062), კიოლნის არქიეპისკოპოსმა ანიონმა უბრალოდ მოიტაცა იგი და წაიყვანა თავისთან, არ დაივიწყა რა ამასთან ერთად სამეფო რეგალიების თან წაღებაც: ჯვრისა და წმინდა შუბის. რეგენტობა, ბუნებრივია, გადავიდა გამტაცებლის ხელში, რომელმაც გაუყო იგი თავის კოლეგას – ბრემენის არქიეპისკოპოსს ადალბერტს; ისინი ორივენი მართავდნენ იმპერიას კონსულების ტიტულით. ადალბერტმა შეინარჩუნა თავისი გავლენა 1065 წლის შემდეგაც და სარგებლობდა მისით იმისთვის, რათა გამდიდრებულიყო საიმპერიო ქონების ხარჯზე. ჰაინრიხი, თავისი მხიარული და მოწყალე გამზრდელისადმი სიყვარულის მიუხედავად, უნდა დაშორებოდა მას, დაუთმო რა საზოგადოებრივი აზრის ხმას. ფაქტიური უუფროსობის ამ ზოლით (1056-1065) ისარგებლა კიდეც ჰილდებრანდმა, რათა იმპერიისთვის პირველი დარტყმები მიეყენებინა. იგი უწინარეს ყოვლისა შეეცადა უზრუნველეყო თავისთვის ზურგი. ნორმანდიის ჰერცოგმა რობერტ გიუისკარმა 1057 წ. დაიპყრო აპულია. ჰილდებრანდმა იგი მას უბოძა ლენად, ემყარებოდა რა აშკარად ფალსიფიცირებულ დოკუმენტს, რომელიც ცნობილია კონსტანტინეს საბოძვრის სახელით. 1059 წ. მან აპულიას შემოუერთა იმავე საფუძველზე კალაბრია და სიცილია. რობერტმა ხალისით აღიარა საკუთარი თავი რომის ვასალად, მიიღო რა ეს ვრცელი მიწები. ახლა ჰილდებრანდს არა მხოლოდ ჰქონდა სრულებით უსაფრთხო ზურგი, არამედ ჰყავდა კიდევ ძალმოსილი ვასალიც, რომელსაც აუცილებლობის შემთხვევაში შეეძლო თავისი ფარით დაეფარა წმ. ტახტი. და ჰილდებრანდმა გადაწყვიტა, რომ დადგა დრო შეტევშე გადასვლისთვის. 1059 წელს ერთმა ლოტარინგელმა მონაზონმა, კარდინალმა ჰუმბერტმა სილვა კანდიდიდან, გამოუშვა ტრაქტატი “Contra simoniacos”, სადაც არა მხოლოდ ადასტურებდა ყველა თეორიულ დადგენილებას სიმონიის, ინვესტიტურისა და სასულიერო პირთა ქორწინების წინააღმდეგ, არამედ აყენებდა კლიუნიური თვალსაზრისის მოწინააღმდეგეთათვის ძალზედ საშიშ პრაქტიკულ პროგრამასაც. მასში იყო ორი მთავარი პუნქტი. პირველი მდგომარეობდა იმაში, რომ საეკლესიო მიწა, რომელსაც ეპისკოპოსები და აბატები ყველგან ღებულობდნენ ლენად სამეფო ხელისუფლებისგან და რომლებზეც უმაღლეს სკუთრებას სამეფო ხელისუფლება არასოდეს არ კარგავდა, – უნდა გადასულიყო ეკლესიის თავისუფალ განკარგულებაში, რომელიც არანაირი ფეოდალური დათქმებით არ იქნებოდა შევიწროვებული; მეორე კი აცხადებდა, რომ თუ კი რომელმე ეპისკოპოსი მიიღებს თავის ღირსებას სიმონიის გზით, იგი გადაყენებულ უნდა იქნას ხალხისა და საერო პირებისადმი აპელაციის გზით. ეკლესია თავისთვის სახავდა კიდევ ერთ გზას იმ შემთხვევისთვის, თუ კი მას უღალატებდა სულიერი იარაღის ძალა; ამ გზით მან ისარგებლა ახლავე. ლომბარდიაში არასაიმედოდ იქნენ მიჩნეული ეპისკოპოსები: მათზე ახლავე მისეულ იქნენ ქალაქთა მოსახლეობის უმდაბლესი ელემენტები, რომელთა შორისაც წარმოიქმნა ეკლესიის საწინააღმდეგო მოძრაობა, პატარია. მაგრამ მთავარი ჰილდებრანდისთვის იყო არა იტალიური, არამედ გერმანული საქმეები. ახალი პაპი ნიკოლოზ II (1058-1061), იტალიაში რეფორმის ყველაზე უფრო მგზნებარე მომხრე, რომელსაც გააჩნდა ისეთივე მშფოთვარე ტემპერამენტი, როგორც ჰილდებრანდს, სავსებით იწონებდა მის პოლიტიკას. როგორც კი ავიდა წმ. პეტრეს ტახტზე, პაპმა მოიწვია საეკლესიო კრება ლატერნაში, სადაც გამომუშავებულ იქნა პაპის არჩევის სრულებით ახალი პროცედურა, რომელშიც გერმანიის მეფის როლი ფაქტიურად ნულზე იყო დაყვანილი. ეს გახლდათ პირდაპირი გამოწვევა, და გერმანიაში არავინ იყო მასზე პასუხის გამცემი, ვინაიდან მეფეს სულ ცხრა წელი შესრულებოდა. მართალია ეპისკოპოსებმა შეკრიბეს სამეფო საბჭო დაგვირგვინებული ბავშვის თავმჯდომარეობით, და ამ საბჭომ გამოაცხადა ლატერნას საეკლესიო კრების დადგენილებანი ძალის არ მქონედ, მაგრამ რომში ამას არავინ არ შეუშინებია. ასე მიიზლაზნებოდა საქმეები მანამდე, სანამ ჰაინრიხმა წელზე არ შემოირტყა სამეფო მახვილი (1065).
თავისი ასაკისთვის შეუფერებლად ჩაფიქრებული და სერიოზული თხუთმეტი წლის ჭაბუკი უკვე მაშინვე ამჟღავნებდა დიდი სახელმწიფო მოღვაწის ნიჭს. მან გაიგო, თუ საიდან უნდა დაეწყო იმისთვის, რათა კვლავ განემტკიცებია მორყეული სამეფო ხელისუფლება. იმას, რისი გაკეთებაც სურდა კონრად II-ს, რომელსაც არ გააჩნდა ხელთ საკმარისი მასალა, კიდევ ერთხელ ეცადა რომ გაეკეთებინა ჰაინრიხ IV, რომელსაც განკარგულებაში ჰქონდა კიდევ უფრო ფართო სოციალური დასაყრდენი. პირველი, რისგანაც მან დაიწყო, იყო საწყისი პუნქტის შექმნა, იმ ბუდის მონარქიული აღდგენის უჯრედისა, რომლიდანაც სალიურ არწივს უნდა შეესრულებინა თავისი ფრენები. ჰაინრიხმა დაიწყო ერთერთი თავისი რეზიდენციის, ჰარცის ლამაზი მთების შუაგულში მდებარე, მშვენიერი პატარა ქალაქის, ჰოსლარის განმტკიცება და მორთვა-მოკაზმვა: წინ წამოსწია ჩრდილოეთისკენ, პირით მოუთვინიერებელი საქსებისკენ, და ბურგების მხარეს, დაიკავა მისით ჰარცის მთისწინეთი და შეიჭრა ტიურინგიაში. მას სჭირდებოდა რომ ჰქონოდა ისეთი სამთავრო, სადაც მას კუთვნილებაში ექნებოდა არა მხოლოდ სიუზერენის უმაღლესი ძალაუფლება, არამედ ფაქტიური ძალაუფლებაც. შემდეგ მან ხელი მიჰყო საეჭვო ტიტულების გადახედვას საიმპერიო მიწების მფლობელობაზე და ჩამოართვა ისინი, რომლებსაც ბარონები ფლობდნენ უკანონოდ. ყოველივე ეს, ჰარცის განმტკიცებაცა და საიმპერიო საკუთრების უფლებათა აღდგენაც, მოჩანდა როგორც მთავართა უფლებების ხელყოფა. განსაკუთრებით ღელავდნენ საერო მთავრები და თავადები. ეპისკოპოსები უწინდებურად სარგებლობდნენ გავლენით მეფის კარზე; მათ დასაჩივლები არაფერი ჰქონდათ. ჰაინრიხმა ასევე დაიწყო ნელ-ნელა შეცვლა მრჩევლებისა უმაღლეს დიდგვაროვანთა რიგებიდან ახალი ელემენტით, მინისტერიალებით, სწორედ იმ ნახევრად თავისუფალი წარმოშობის რაინდებით, რომელთა დამკვიდრებასაც ჩვენ ზემოთ მივადევნეთ თვალი. სამეფო ხელისუფლებამ დაიწყო კიდევ ერთი ახალი ელემენტის თავისკენ მიზიდვა რაინდების კვალდაკვალ, რომლებიც პოლიტიკური ცხოვრებისთვის გამოძახებულ იყვნენ კონრად II-ის მიერ. მთავრები მეფის ამ პირველ ნაბიჯებში ხედავდნენ მათი შევიწროვების მცდელობას, და როდესაც ფაქტები კიდევ უფრო მჭერმეტყველური შეიქნა, იფეთქა აჯანყებამ: ჰაინრიხის მიერ გადაყენებული ბავარიის ჰერცოგი ოტონ ნორდჰაიმელი დაუახლოვდა საქსებს და ბრძოლა, რომელიც გრძელდებოდა ორ წელიწადზე მეტ ხანს (1072-1074), დასრულდა თავიდან ჰაინრიხისთვის წარუმატებლად. ჰოსლარი აღებულ იქნა, ბურგები კი დანგრეული. დამარცხების მიზეზები ნათელი იყო: მეფეს მაინც არ გაჩნდა დამოუკიდებელი სამხედრო ძალა, ხოლო მისი ვასალები კი ზედმეტად უნდობლად იყვნენ განწყობილნი. ჰაინრიხისთვის საჭირო იყო რომ ეფიქრა საიმპერიო რაინდობის ლაშქრის განვითარებასა და კიდევ რაიმენაირი, მთავრებისგან დამოუკიდებელი სამხედრო ძალის შექმნაზე. მაგრამ ეს მან ვერ მოასწრო. სამხრეთიდან თავს დაატყდა ახალი, კიდევ უფრო სერიოზული საფრთხე.
თავისი ახალი თანამშრომლების, მინისტერიალების რჩევით, ადამიანებისა მსხვილ-ფეოდალური ტრადიციების გარეშე, რომლებიც მისდამი ბრმად ერთგულები იყვნენ, ჰაინრიხი დაუბრუნდა თავისი პაპის საეკლესიო პოლიტიკას: მან კვლავ დაიწყო სიმონიისა და ინვესტიტურის პრაქტიკაში გატარება, ეპისკოპოსებმა კვლავ დაიწყეს მთავრებიდან მოხელეებად გადაქცევა. მაგრამ რომშიც არ ეძინათ. ჰილდებრანდს სულ მუდამ ბედი სწყალობდა. 1066 წ. ვილჰელმ ნორმანდიელმა, რომელსაც თან ახლდა პაპის ლეგატი, დაიპყრო ინგლისი და ლეგატის ხელიდან მიიღო თავისი ახალი სამეფო გვირგვინი. 1072 წ. ნორმანებმა ფაქტიურად დაიპყრეს სიცილია და რობერტ გÁუისკარი კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა. ლომბარდიელი ეპისკოპოსები პარალიზებულნი იყვნენ პატარიათი. ტოსკანაში მარკგრაფინია მატილდა იყო ყველაზე უფრო ერთგული მეგობარი. მდგომარეობა საკმარისად მტკიცე ჩანდა. უკვე 1070 წ. გერმანელ საეკლესიო თავადებს, რომლებიც ბრალეულნი იყვნენ სიმონიაში, დაეგზავნათ ბრძანება გამოცხადებულიყვნენ რომში პასუხისგებისთვის. ეს გახლდათ პრელუდია. 1073 წ. მოკვდა პაპი ალექსანდრე II და ჰილდებრანდი საბოლოოდ გამოვიდა ჩრდილიდან. გრიგოლ VII-ის სახელით მან ღიად აიღო ხელში წმ. პეტრეს ხომალდის საჭე, რათა ზეიმი მოეტანა თავისი იდეებისთვის. ჰაინრიხი გრიგოლისთვის თავიდან გამოცანას წარმოადგენდა. მან იცოდა, თუ როგორ ზრდიდა მას ღვთისმოსავი მამა, მის წინაშე იდო ჰანრიხის ორი წერილი, დაწერილი სასოწარვეთილ მდგომარეობაში საქსონელთა აჯანყების წარუმატებლობათა შემდეგ. იგი იმედოვნებდა, რომ მეფე იქნება ეკლესიის მორჩილი შვილი, და გაუგზავნა მას წინადადება მოეწვია გერმანიაში საეკლესიო კრება, რომელსაც უნდა დაეგმო სიმონია და სასულიერო წოდების პირთა ქორწინებანი. ჰაინრიხი მზად იყო დათანხმებოდა, მაგრამ უარი შეუთვალა, დაუთმო რა გერმანელი ეპისკოპოსების დაჟინებულ თხოვნებს, რომელთაც ეშინოდათ თავიანთი ბედის გამო. მაშინ გრიგოლმა სიმონიაში ეჭვმიტანილი ყველა გერმანელი ეპისკოპოსი გამოიძახა რომში 1075 წ. დანიშნულ საეკლესიო კრებაზე, გამოუცხადა რა, რომ თავის ამრიდებლებს ჩამოერთმევათ თანამდებობები და განკვეთილნი იქნებიან, ხოლო ჰაინრიხს შესთავაზა შესულიყო თანხობაში რომთან საკითხზე ინვესტიტურის შესახებ. ჰაინრიხმა იგრძნო, თუ როგორ იარაღს აძლევს მას ხელში პაპი, ესვრის რა გამოწვევას ერთდროულად ეპისკოპოსებსაც და მასაც. ეპისკოპოსები დაირაზმენ მეფის გარშემო, გულუხვად ამარაგებდნენ რა მას თავიანთი კონტინგენტებით. ჰაინრიხს აღმოაჩნდა ჯარი, რომლითაც მან სწრაფად მოიყვანა მორჩილებაში საქსები. ხოლო მოაწყო რა გერმანიის საქმეები, მან დაიწყო თადარიგის დაჭერა იტალიაში გამგზავრებისთვისაც, გააბა ურთიერთობები ნორმანებთან აპულიაში, ასევე ლომბარდიელ ეპისკოპოსებთან, გაფრთხილება გაუგზავნა პატარიას. გრიგოლი შეშფოთდა და მეფის დასაშინებლად გაუგზავნა მას უკიდურესად უტაქტო წერილი, რომელიც შეეხებოდა მის პირად ცხოვრებას, მოუწოდებდა სათნოების გზაზე დაბრუნებისკენ და სხვა. ამ თავხედურ გამოხტომას ჰაინრიხმა უპასუხა ისე, როგორც ეს ერთადერთი შესაძლებელი იყო. მან მოიწვია 1076 წ. იანვარში საეკლესიო კრება ვორმსში, რომელმაც დაადგინა გრიგოლის დამხობა და მისადმი მორჩილებისგან გაათავისუფლა მთელი სასულიერო წოდება. გრიგოლმა თავის მხრივ განკვეთა ჰაინრიხი და ფიცისგან გაათავისუფლა ყველა მისი ქვეშევრდომი. ჰაინრიხს შეეძლებოდა მშვიდად უგულვებელეყო განკვეთა, გერმანია რომ ისევე ყოფილიყო მისი ერთგული, როგორც იყო რამდენიმე თვის წინ. მაგრამ საქსები, ისარგებლეს რა შემთხვევით, ისევ აჯანყდნენ და ბევრი თავადის მდგომარეობა მუქარის ქვეშ აღმოჩნდა. ისინი შეკრიბნენ სეიმზე, რათა გადაეწყვიტათ, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. გრიგოლმა მოისურვა ესარგებლა არეულობებით გერმანიაში, რათა შეექმნა პაპობისთვის სრულებით განსაკუთრებული მდგომარეობა: უმაღლესი მოსამართლისა მეფესა და მის ვასალებს შორის, მოსამართლისა, რომლისთვისაც ორივე მხარეს უნდა მიემართა უთანხმოებათა შემთხვევაში. ხოლო როდესაც ჰაინრიხისადმი ერთგული და პაპის მიერ პატივცემული სასულიერო პირები ალაპარაკდნენ შერიგების შესახებ, მან ისიც კი შესთავზა, რომ ჩავიდოდა გერმანიაში და იქ განაჩენდა სამართალს მეფესა და მთავრებს შორის. ჰაინრიხმა იგრძნო იმ დარტყმის ძალა, რომელსაც უმზადებდნენ და გადაწყვიტა გადაერჩინა სამეფო ხელისუფლების უფლებანი უკიდურესი პირადი დამცირების ფასად. იგი თავად გაემგზავრა იტალიაში აიტანა სამდღიანი მორალური წამება კანოსაში (1077 წ. იანვარი) და გათავისუფლებულ იქნა ინტერდიქტისგან. მთავრებმა, შეშინებულებმა იმით, რომ ჰაინრიხი დაბრუნდება გაძლიერებული და დაიწყებს მათ მიმართ შურისძიებას, იჩქარეს აერჩიათ ახალი მეფე, ჰერცოგი რუდოლფ შვაბიელი. როდესაც ჰაინრიხი გამოცხადდა გერმანიაში, 1077 წ. გაზაფხულზე, აღმოჩნდა, რომ რუდოლფის მხარეზე იდგნენ საქსონია ტიურინგიით და ბევრი მთავარი. ჰაინრიხი ორჯერ იქნა დამარცხებული (1078 და 1080). გრიგოლმა, რომელიც მოთმინებით ელოდებოდა, თუ როდის მისცემდნენ მას გარემოებები ბოლოსდაბოლოს ჰაინრიხსა და მთავრებს შორის მსაჯულად გამოსვლის საშუალებას, იჩქარა გამოეტანა თავისი განაჩენი: მან მართლებად გამოაცხადა მთავრები და ჰაინრიხი კი ხელმეორედ განკვეთა (1080). ამჯერად ინტერდიქტმა ჰაინრიხი გაცილებით უფრო ნაკლებად შეაშფოთა: იგი ხედავდა, რომ საზოგადოების ფართო წრეების თანაგრძნობა, მათ შორის სასულიერო წოდებისაც, პაპის მხარეზე არ იყო. ეს მან მაშინვე დაუმტკიცა გრიგოლს. მის ხელში სწრაფად შეიკრიბა ჯარი, რომლითაც იგი წავიდა საქსებზე. ბრძოლა გადაწყვეტი ვერ აღმოჩნდა, მაგრამ მასში მოკლულ იქნა რუდოლფი, რაც ჰაინრიხისთვის უტოლდებოდა ბრწყინვალე გამარჯვებას. ახლა მას შეეძლო უფრო მშვიდად ყოფილიყო. საქსების ბოლომდე დამარცხება მან დაუთმო თავის მომხრეებს, ხოლო თავად კი წავიდა იტალიაში. მანამდე, სანამ ალპებზე გადავიდოდა (1081 წ. მარტი), მან კვლავ გამოაცხადა გრიგოლი დამხობილად და დანიშნა თავისი პაპი კლიმენტ III. ლომბარდიელი ეპისკოპოსები და მატილდა ტოსკანელის წვრილი ვასალები მას აღფრთოვანებით შეხვდნენ. კლიმენტის თანხლებით, მან ალყა შემოარტყა გრიგოლს რომში. ალყა დიდხანს გრძელდებოდა, პაპს იმედი ჰქონდა გიუისკარის დახმარებისა, მაგრამ 1084 წ. მარტში რომაელებმა კარები გააღეს. კლიმენტიმ ჰაინრიხს თავზე დაადგა იმპერატორის გვირგვინი. გრიგოლი გამაგრებული იყო წმ. ანგელოზის ციხესიმაგრეში და, როდესაც ისე ჩანდა, რომ მისთვის თითქოს ყველაფერი დასრულებული იყო, გათავისუფლებულ იქნა ნორმანელთა მიერ. ჰაინრიხმა უკან დაიხია გიუისკარის აღმატებული ძალების წინაშე (მაისი), მაგრამ ნორმანელებს არ შეეძლოთ დიდხანს დარჩენილიყვნენ ტიბროსის ნაპირებზე. ზაფხულში გიუისკარი წავიდა და მას თან წაჰყვა გრიგოლიც, რათა მეტად უკვე ვეღარ დაბრუნებულიყო. იგი გარდაიცვალა 1085 წლის მაისში სალერნოში. რომში დაემკვიდრა კლიმენტი. ჰაინრიხი დაბრუნდა გერმანიაში და დროც იყო. ქვეყანაში გაბატონებული იყო უწესრიგობა, მიახლოებული ანარქიასთან. უხდებოდა ყველაფრის ხელახლა მოწყობა.
აქ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ჰაინრიხს მოუხდა ეფიქრა მყარი საყრდენის შესახებ, რომელიც არ იქნებოდა დამოკიდებული სასულიერო და საერო მთავრებზე. საიმპერიო რაინდობა მისი ერთგული რჩებოდა, მაგრამ იგი ჯერ კიდევ სუსტი იყო. სუსტი გახლდათ მინისტერიალების კლასიც, რომელსაც ასევე ყველანაირად მფარველობდა იმპერატორი. ამასობაში უახლოესი ამოცანა – სამეფო ხელისუფლების პრესტიჟის აღდგენა – იყო ისეთი, რომ მოსალოდნელი იყო სერიოზული წინააღმდეგობა მთავრების მხრიდან. ჰაინრიხს უკვე ჰქონდა თვალწინ ასეთი ძალა; ეს იყო ქალაქები, რომლებსაც იგი უკვე რამდენიმე წელია, პირველი საქსონური აჯანყების დროიდან, ამზადებდა ახალი როლისთვის. საშუალება, რომლის დახმარებითაც იგი იმედოვნებდა ქალაქების თავის მხარეზე მომხრობას, მარტივი იყო: სენიორის ძალაუფლებისგან განთავისუფლება. ვინაიდან სანამ ქალაქები წარმოადგენდნენ ეპისკოპოსთა სამემკვიდრეო მამულებს, მათ არ შეეძლოთ ქცეულიყვნენ პოლიტიკურ და საერთოდ რაიმენაირ დამოუკიდებელ ერთეულებად. იმისთვის, რათა მათში ჰქონოდა საიმედო საყრდენი, საჭირო იყო მათგან მოეხსნა სამეკვიდრეო-სამამულო დამოკიდებულების უღელი (ярмо вотчинной зависимости). ამის გაკეთება ბევრ შემთხვევაში მით უფრო ადვილი იყო, რომ მოქალაქეებს უკვე თავად მოესწროთ ბევრი ძალის დაგროვება ვაჭრობის ზრდის წყალობით. მეტად მოკრძალებული სავაჭრო პრივილეგიიდან, რომელიც ჰაინრიხმა უბოძა ვორმსს (1074), იწყება კიდეც განმათავისუფლებელი მოძრაობა. თავიანთი პირველი თავისუფლებანი (вольности) ქალაქებმა მიიღეს ნაწილ-ნაწილ: თავიდან უბაჟო ვაჭრობა მეტად თუ ნაკლებად მრავალრიცხოვან ადგილებში და საბაჟო გადასახადების დათმობა თავად ქალაქისთვის (уступка таможенных пошлинъ въ самом городе), შემდეგ პირადი თავისუფლება, შემდეგ თვითმმართველობა. თანამიმდევრობის დაცვა უხდებოდა იმიტომ, რომ თუკი ქალაქს მაშინვე სრულებით თავისუფალს გამოაცხადებდა, მაშინ სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ ამხედრდებოდა ყველა ეპისკოპოსი. სამაგიეროდ იქ, სადაც ქალაქის შემნა საჭირო იყო ყოველკვირეული ბაზრის გარშემო, რომელსაც თავი შეეფარებინა გაუმაგრებელ სოფელში, და განსაკუთრებით როცა მისი აშენება საჭირო ხდებოდა სწორ ადგილას, – იგი მაშინვე ღებულობდა პრივილეგიათა ცნობილ ციკლს, საქალაქო სამართალს. მეფის გარდა, პრინციპში არავის არ შეეძლო ქალაქების შექმნა: თვით XIII საუკუნემდეც კი ეს უფლება რჩებოდა სამეფო რეგალიად, ვინაიდან რეგალიას მიეკუთვნებოდა ქალაქის დაარსების ან დაბის (დასახლების) ქალაქის რანგში აყვანის უფლების შემადგენელი მომენტები: ბაზრის დაარსების უფლება, სიმაგრთა აშენების (აღმართვის) უფლება, სასამართლო ამოღებათა (судебные изъятიя) ბოძების უფლება. ჰაინრიხი ყოველივე ამას ძალზედ სწორად აფასებდა. მართალია, იგი მაინც რამდენადმე მოტყუვდა თავის მოლოდინში, იმედოვნებდა რა, რომ დაუყოვნებლივ მიიღებდა თავისუფალ ქალაქებში მნიშვნელოვან ძალას. მაგრამ მის მხარდამჭერებად ისინი გამოვიდნენ კანოსას და რუდოლფის მეფედ არჩევის დროიდან. მნიშვნელოვან წილად ქალაქების წყალობით, მთავრების ჩანაფიქრი რუდოლფის არჩევასთან დაკავშირებით, დაყვანილ იქნა ჩვეულებრივ ტომობრივ აჯანყებამდე. მათივე წყალობით, ახლა, იტალიიდან დაბრუნების შემდეგ, მეფეს შეეძლო შედგომოდა წესრიგის აღდგენის საქმეებს. აქ მას ელოდებოდა ახალი განსაცდელები. მთავრები დიდი უკმაყოფილებით უყურებდნენ მეფის დაახლოებას მათგან დამოუკიდებელ ელემენტებთან, და რათა არ მიეცათ ამ დაახლოებისთვის განმტკიცების შესაძლებლობა, ისევ აჯანყების დროშა ააფრიალეს. ამჯერად მას შეუერთდნენ ბავარიისა და შვაბიის ჰერცოგები, მაისენის მარკგრაფი და ბევრი საქსონელი თავადი. ჰაინრიხი მარტო დარჩა ქალაქების სახალხო ლაშქრებთან ერთად და დამარცხებულ იქნა (1086). მთავართა პარკილულარიზმმა სძლია სამეფო ხელისუფლების ცენტრალისტურ მისწრაფებებს. მართალია, ჰაინრიხმა კვლავ სწრაფად გამოასწორა თავისი მდგომარეობა და 1090 წ. მესამედ გაემგზავრა იტალიაში, რათა დახმარებოდა მის მიერ დაყენებულ კლიმენტ III-ს, მაგრამ მას იქაც არ სწყალობა ბედი. კლიმენტის მოწინააღმდეგემ, პაპმა ურბან II-მ, პიაჩენცაში შეკრიბა საეკლესიო კრება, რომელზდაც ჰაინრიხი და კლიენტი კიდე ერთხელ იქნენ განკვეთილნი, სიმონია და სასულიერო წოდების ქორწინებანი კიდევ ერთხელ იქნა დაწყევლილი. ხოლო ის კოლოსალური პოპულარულობა, რომელიც შეუქმნა ურბან II-ს კლერმონის საეკლესიო კრებამ და მის კვალდაკვალ დაწყებულმა პირველმა ჯვაროსნულმა ლაშქრობამ, მთელი თავისი სიმძიმით დააწვა ჰანრიხს და გარკვეული დროით თითქოსდა გაჭყლიტა კიდეც იგი საბოლოოდ. მტრების ბანაკში გადავიდა მისი პირმშო კონრადი; გერმანიაში მდგომარეობა ისეთი იყო, რომ მეფეს არ შეეძლო იქ გამოჩენა. მთავრები და ეპისკოპოსები ბატონობდნენ იქ უკონტროლოდ. სწორედ ამ ხანებში დამკვიდრდა უმაღლეს ხარისხად მნიშვნელოვანი პრნციპი ფეოდალურ სამართალში – მთავართა (თავადთა) ლენების მემკვიდრეობითობა. მხოლოდ მთავრებს შორის აფეთქებულმა ურთიერთომებმა (1097) მისცეს ჰაინრიხს სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა. ზებუნებრივი ძალისხმევის გზით მოახერხა მან რაიმენაირი წესრიგის აღდგენა. მაგრამ რომთან შერიგება მას არ მოუწია. ხოლო ნაადრევად დაბერებული უბედური მეფის ცხოვრების უკანასკნელი წლები კი (1104-1106) დამძიმებულ იქნა მისი მეორე ვაჟიშვილისა და მემკვიდრის, ჰაინრიხის აჯანყებით. იგი ასე მოკვდა კიდეც, მშვიდობის პოვნის ვერ შემძლებელი, მთელი თავისი ოცნებების სრულად ჩამოქცევისა და ნგრევის მწუხარე მოწმედ. იგი იმაშიც კი არ იყო დარწმუნებული, მოუტანდა თუ არა სარგებელს გერმანიას მის მიერ გადატანილი ტიტანური ბრძოლა რომთან, და, როგორც ჩანს, ვერც კი ეჭვობდა, რომ მისმა ძალისხმევამ, მისმა უბედურებამ გადაარჩინეს მისი სამშობლო უფრო მწარე ხვედრისგან, რაც მას მოელოდა, – ფანატიკოს მონაზონთა ლენად გადაქცევისგან.
მის მეამბოხე ვაჟიშვილს ჰაინრიხ V-ს (1106-1125) ასევე გააჩნდა ნიჭი და უნარები. მაგრამ მას არ ჰქონდა მამის უდრეკი სიმტკიცე, რომელიც ხელს უშლიდა მას იმაში, რომ მოედრიკა ქედი იქ, სადაც არ იყო სხვა გამოსავალი. ახალგაზრდა ხელმწიფე კარგი დიპლომატი გახლდათ. სიტყვით იგი ყველაფერში ეთანხმებოდა რომს, საქმით კი პრაქტიკაში ატარებდა ინვესტიტურას, როგორც მას სურდა. მხოლოდ ახსოვდა რა, თუ როგორ აღვივებდნენ პაპები უთანხმოებებსა და მტრობას მეფესა და მის ვასალებს შორის, იგი ეპისკოპოსთა ყველა დანიშვნას ატარებდა მთავართა საბჭოსთან შეთანხმებით. მართალია, ეს აძლიერებდა მთავრებს, მაგრამ ჰაინრიხმა გადაწყვიტა, რომ ერთდროულად ბრძოლა მთავრებთანაც და რომთანაც ძნელია. მთავრებისადმი დათმობათა წყალობით, ჰაინრიხს თითქმის არ უწევდა ანგარიშის გაწევა აჯანყებებისთვის, ხოლო პაპთან პასქალიუს II-თან კი მან საქმე ისე წაიყვანა, რომ მის წინააღმდეგ განაწყო და შემართა რეფორმის ყველა მომხრე. ბოლოს და ბოლოს მან მოახერხა კალიქსტ II-თან კონკორდატის დადება ვორმსში 1122 წ. 23 სექტებერს, რომელმაც დაარეგულირა ინვესტიტურის შესახებ საკითხით გამოწვეული ურთიერთობები. მისი მთავარი პუნქტები გახლდათ შემდეგი: მეფე იძლევა სრულ თავისუფლებას ეპისკოპოსების არჩევაში, კანონიკური წესების თანახად, მაგრამ არჩევნები უნდა ხდებოდეს მისი თანდასწრებით, რათა, კამათის შემთხვევაში, მისთვის შესაძლებელი იყოს ისარგებლოს მისდამი კუთვნილი ხმით. იგი უარს ამბობს ინვესტიტურაზე რგოლით ან კვერთხით (არგნით, посохом), ინვესტიტურაზე, რომელიც გადასცემს სასულიერო თანამდებობას, მაგრამ იგი ინარჩუნებს ინვესტიტურას სკიპტრით (სამეფო კვერთხით), ინვესტიტურას, რომელიც გადასცემს საიმპერიო მიწასა და სამეფო რეგალიებს. გერმანიაში ეს პატარა ინვესტიტურა წმინდა სულიერი ინვესტიტურის წინამორბედი უნდა ყოფილიყო, ე. ი. წინასწარ ლენის გადაცემის გარეშე ეპისკოპოსს არ შეეძლო თავისი თანამდებობის მიღება. იტალიასა და ბურგუნდიასთან მიმართებაში, პირიქით, დადგენილ იქნა, რომ ინვესტიტურა სამეფო კვერთხით უნდა აღსრულდებოდეს ექვსი კვირის განმავლობაში რგოლითა და კვერთხით ინვესტიტურის შემდეგ. ამრიგად, პაპობას უარი უნდა ეთქვა ჰუმბერტისა და გრიგოლის თვალსაზრისზე, რომ კანონიკური მიწები წარმოადგენს ეკლესიის თავისუფალ საკუთრებას. ეს გახლდათ უეჭველი დათმობა ეკლესიის მხრიდან, მაგრამ თანხმობა ამ დათმობაზე იმპერიას მუქთად არ რგებია. მთავრები რომ არ დამდგარიყვნენ იმპერატორის მხარეზე, პაპი ასე ადვილად სულაც არ დანებდებოდა. ამის სანაცვლოდ ჰაინრიხს მოუხდა წასვლა არსებით კომპრომისზე მთავრებთან მიმართებაში: შეთანხმებული მხარეები კონკორდატს აყენებდნენ მთავართა მეთვალყურეობის ქვეშ. რაც შეეხება ეპისკოპოსებს, კონკორდატი ჰქმნიდა მათთვის ისეთ მდგომარეობას, რომელიც სავსებით ათანაბრებდა მათ საერო მთავრებთან. ამიერიდან უკვე შეუძლებელი შეიქნა ეპისკოპოსების მიჩნევა (განმარტება, трактованiе) როგორც სამეფო ხელისუფლების მოხელეებისა ოტონ I-ისა და კონრად II-ის მაგალითის მიხედვით. ისინიც ასევე ხელმწიფენი იყვნენ. საეპისკოპოსო სამფლობელოები, როგორც ლენი, ამიერიდან კარგავდნენ უშუალო კავშირს მეფესთან. მას უკვე აღარ შეეძლო განეკარგა მათი მიწები, როგორც ადრე. აქედან ამომდინარე, სხვა დანარჩენის გარდა, მეფეს ხელიდან უსხლტებოდა უზარმაზარი ფინანსური რესურსი, და საჭირო იყო ეფიქრა, როგორც ეს მოუწია ბარბაროსას, შემოსავალთა ახალი წყაროების შესახებ. სამეფო ხელისუფლებამ ამ გზით განიცადა დიდი დაკნინება (большое умаленiе). როდესაც უშვილო ჰაინრიხის აღსრულებასთან ერთად დასრულდა სალიური დინასტიაც, და მის მემკვიდრედ მოვიდა ლოტარ II, საქსონიის ჰერცოგი (1125-1137), სამეფო ხელისუფლების დაკნინება კიდევ უფრო შორს წავიდა. ეს მოხდა პაპთან მიმართებაში. 1132 წელს ლოტარი გამოცხადდა იტალიაში, გამოცხადდა, როგორც პაპის ინოკენტი II-ის ერთადერთი დასაყრდენი მისი მეტოქის ანაკლეტ II-ის წინააღმდეგ, რომელსაც მხარს უჭერდნენ ნორმანები. პაპმა გვირგვინი დაადგა მას (1133) და, მისი მოთხოვნით, მის ხელთ აღიარა ინვესტიტურის უფლებანი რამდენადმე იმაზე უფრო მეტი ზომით, ვიდრე ამაზე ლაპარაკი იყო ვორმსის კონკორდატში. მაგრამ ამავდროულად, შეგნებულად თუ შეუგნებლად, იმპერატორმა ისეთი რამ დაუთმო პაპს, რომლის მიღწევაც იმპერიისგან ვერ შეძლეს ვერც გრიგოლმა, და ვერც სხვა ვინმემ წინამორმედთაგან. ლოტარმა აღიარა, რომ იმპერატორის გვირგვინს ღებულობს პაპისგან ლენის სახით. საიმპერატორო ხელისუფლებისთვის ეს იყო უზარმაზარი ძირის გამოთხრა, სრული უკანდახევა იმ პოზიციიდან, რომელზედაც იდგნენ ოტონები, რომლის შენარჩუნებისთვისაც იბრძოდა კონრად II, იტანჯებოდა ჰაინრიხ IV. ფრიდრიხ ბარბაროსას მოუწია არცთუ მცირე ძალისხმევის ამოქმედება, რათა კამათი დაებრუნებინა ამოსავალ მომენტამდე. და საერთოდ, საიმპერატორო ხელისუფლების მდგომარეობა ჰაინრიხ V-ისა და ლოტარ II-ს დროს იმდენად მყიფე შეიქნა, რომ ყველაზე უფრო ენერგიული მუშაობის გარეშე მისი აღდგენა შეუძლებელი იყო. ეს სამუშაო წილად ერგოთ ჰოჰენშტაუფენებს.
პირველი ჰოჰენშტაუფენი, კონრად III (1137-1152), არ ყოფილა იმ წრთობის ადამიანი, რომელსაც შეეძლებოდა ბრძოლის წარმოება ერთდროულად ორი ისეთი სერიოზული მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, როგორებიც იყვნენ პაპობა და მთავრები. იგი გახლდათ შვაბიის ჰერცოგი, ჰაინრიხ IV-ის ქალიშვილის ვაჟი, აქედან ამომდინარე, მასში იყო სალიური სისხლი. მაგრამ მასში არ ყოფილა არც მმართველის ენერგია, არც პოლიტიკოსის ხედვის სივრცე. იგი დაჰყვა ახალ საეკლესიო ძალას, რომელიც ბერნარდ კლევროსელის (იხ.) სახით ცდილობდა თავისი ამოცანების განხორციელებას, ამაღლდა რა იმპერიასა და პაპობას შორის დავაზე უფრო მაღლა, იმპერიაზე მაღლა და პაპობაზე მაღლა. მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა ჩაფიქრებულ იქნა პაპობის საწინააღმდეგოდ, და კონრადმა მიიღო მასში მონაწილეობა, არ მიუღია რა აქედან არანაირი სარგებელი. ლაშქობა დასრულდა ჯვაროსანთა სრული დამარცხებით, რომლებმაც არა თუ ვერ მიაღწიეს მიზანს – ედესის დაბრუნებას, – არამედ დაბრუნდნენ დიდებით ვერშემოსილნიც. დიდების გარეშე დაბრუნებამ დასცა სამეფო ხელისუფლების პრესტიჟი თავად გერმანიაში, დაასუსტა იმპერიის საერთაშორისო მდგომარეობა და საერთოდ უკანასკნელ ხარისხამდე გაართულა იმპერიის ამოცანა. მხოლოდ ერთი კეთილსასურველი ნიშანი იყო, რომელიც იმედს აძლევდა უკეთეს მომავალზე: პაპობამ დაკარგა ევროპის სულიერი ცხოვრების ხელმძღვანელობა, რითაც შერყეულ იქნა მისი პოლიტიკური მდგომარეობაც. ამ კონიუნქტურით ისარგებლა კიდეც კონრადის გენიალურმა მენაცვალემ ფრიდრიხ I-მა ბარბაროსამ (1152-1190).
ფრიდრიხმა დაიწყო იქიდანვე, საიდანაც იწყებდა ჰაინრიხ IV, – საკუთარი ტერიტორიის მოწყობიდან, რომელიც უწევდა მას სამხედრო საყრდენი წერტილის სამსახურს, და ახალი ფულადი წყაროსიც, ვორმსის კონკორდატის მიხედვით, საეკლესიო მიწებზე დაკარგული უფლებების სანაცვლოდ. მან შვაბია მისცა თავის ბიძაშვილს, კონრად III-ის ვაჟს, ფრიდრიხს, რომლშიც ისევე იყო დარწმუნებული, როგორც საკუთარ თავში. უზრუნველჰყო რა აქ საკუთარი თავი, მან შრომის გარეშე მიიზიდა თავისკენ ყველა მსხვილი მთავარი: ჰაინრიხ ლომი საქსონელი, ველფების საგვარეულოს ძალმოსილი წარმომადგენელი, მისთვის ბავარიის გადაცემით; სამხრეთელი ველფები – მათთვის იტალიაში მთელი რიგი ლენების დათმობით; ცერინგენები, გერგილიანი საგვარეულო სამხრეთ-დასავლელი მთავრებისა, – ბურგუნდიის დაპირებით. ემყარებოდა რა საერო მთავრებს, მას უფრო თავისუფლად შეეძლო სასულიერო ლენების განკარგვა, ვინაიდან ეპისკოპოსებს აღარ ჰქონდათ მხარდაჭერა დასუსტებული პაპობის მხრიდან. ამრიგად, გერმანია ფრიდრიხს შეეძლო ჩაეთვალა სავსებით საიმედოდ და, სავსებით დარწმუნებულმა საკუთარ თავში, მიმართა იტალიას, სადაც პაპობის უძლურება და ნორმანელ მეფეთა სისუსტე უხსნიდა მას ფართო პერსპექტივებს. მაგრამ აქ მას დახვდა მოულოდნელი და ძალზედ სერიოზული დაბრკოლება: ლომბარდია, ამ დრომდე გერმანელ მეფეთა ერთგული დასაყრდენი, თანდათან ეცლებოდა მას ხელიდან. იქ მოასწრეს გაძლიერება გამდიდრებულმა ქალაქებმა, რომლებმაც უკვე დიდი ხანი იყო, რაც ჩამოართვეს თავიანთ ეპისკოპოსებს მათ მიერ მიტაცებული რეგალიები: სასამართლო, სამონეტო, საბაზრო, სავაჭრო-საბაჟო. ისინი არ აღიარებდნენ საკუთარ თავზე არანაირ ხელისუფლებას და ფაქტიურად გადაიქცნენ დამოუკიდებელ რესპუბლიკებად. ლომბარდიელი ბარონები უკვე დაქვემდებარებული ჰყავდათ, და ახლა უფრო მსხვილი ქალაქები ცდილობდნენ თავიანთი ტერიტორიების მომრგვალებას – უფრო წვრილების ხარჯზე. უკვე კომო და ლოდი უჩიოდნენ მეფეს მილანზე და ითხოვდნენ მისგან დაცვას. ლომბარდიის დაკარგვა არ შეიძლებოდა, ვინაიდან ხაზინა ამით დაკარგავდა უზარმაზარ ფინანსურ რესურსს. ფრიდრიხს ეს ესმოდა. 1154 წ. იგი გამოჩნდა ლომბარდიაში, მიიღო საჩივრები, გამოაცხადა მილანი შერისხულად, არ მიუმართავს რა ჯერჯერობით მის წინააღმდეგ არანაირი რეპრესიული ზომებისთვის, შემდეგ იგი დაიძრა რომისკენ, იქ დაგვირგვინდა; ამასთან, რათა მიეღწია დაგვირგვინებისთვის, მას მოუხდა პაპის ადრიანე IV-თვის მიეცა მისთვის ძალზედ მომგებიანი და მოსახერხებელი პარტია არნოლდ ბრეშიელისა (Арнольда Брешiанскаго; იხ.). შემდეგ იგი დაბრუნდა გერმანიაში, თანაც კინაღამ არ აღმოჩნდა ალპების მთებში ვერონელთა მიერ დაგებულ მახეში გაბმული. ერთი სტყვით, პირველი ლაშქრობა იტალიაში სულაც არ ყოფილა ტრიუმფალური ფრიდრიხისთვის. ეს დაუყოვნებლივ აისახა კიდეც გერმანიაში, სადაც იმპერატორს მტკიცე წესრიგის დამყარებისთვის კიდევ ერთხელ მოუწია ურთიერთობების გარკვევა მთავრებთან. მან აიყვანა ავსტრია დამოუკიდებელი საჰერცოგოს რანგში (1156), ესმოდა რა ძველი ტომობრივი ერთეულების დაქუცმაცების მნიშვნელობა თუნდაც ტერიტორიული ხელისუფლების ახალ ბუდეთა შექმნის ფასად. შემდეგ ისევ იმავე მიზნით საკუთარი ტერიტორიული საყრდენის განმკიცებისა, იქორწინა მან ბუგუნდიის მემკვიდრეზე, თავის ძმას კონრადს გადასცა რაინის პფალცსაგრაფო, ხოლო პფალცსაგრაფოსა და ბურგუნდიას შორის მდებარე მიწების თავმოყრა დაიწყო მან თავის ხელში შესყიდვის გზით. იმპერიის მთელი სამხრეთ-დასავლეთ კუთხე იყო მის ხელში, ხოლო გერმანიის სხვა ნაწილების მსხვილი მთავრები – მისდამი ერთგულნი. გერმანიის მოწყობა ხდებოდა ეპისკოპოსების გარეშე. რათა საბოლოოდ მოესპო ეკლესიაზე დამოკიდებულება, ფრიდრიხმა გადაწყვიტა შემოეღო ახალი ადმინისტრაციული სისტემა და ამისთვის მასალის სახით მან გამოიყენა მინისტერიალების კლასი; მან ამოირჩია ყველაზე უფრო მსხვილები: საიმპერიო და საეკლესიო მინისტერიალები. რა თქმა უნდა, ძნელი იყო მთელი ქვეყნის დაქვემდებარება ახალი რეჟიმისადმი, მაგრამ ის ოლქი (область), სადაც ფრიდრიხი გრძნობდა საკუთარ თავს არა მხოლოდ იმპერატორად, არამედ ფაქტიურ მონარქად, შვაბია და ზემო რაინი, შრომის გარეშე ეწყობოდნენ (ეგუებოდნენ) მეფის ახალ მოხელეებს, რომლებიც განაგებდნენ სამართალწარმოებას (судъ и расправу) თითოეული თავის ოკრუგში. ფრიდრიხს მოუწია ამის გამო მათი დასაჩუქრება ლენით. მინისტერიალთა ისტორიაში ეს გახლდათ შემობრუნების მომენტი. სარგებლობდნენ რა თავიანთი მდგომარეობით, რომელიც ქმნიდა უშუალო კავშირებს მათსა და მეფეს შორის, მათ ძალზედ სწრაფად გადააქციეს მემკვიდრეობით ლენებად მიწის ის ნაკვეთები, რომლებიც მათ ეკავათ მემამულეებისგან. იგივე მალე მოუვიდა სამეფო ლენებსაც. განმეორდა სამეფო გრაფებთან დაკავშირებული ისტორია: სამსახურის სანაცვლოდ მიცემული ლენები გადაიქცა სამემკვიდრეო სამფლობელოებად. სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო ნატურალური მეურნეობის ბატონობის ხანაში: ბუნებრივად ხდებოდა მითვისება იმ კაპიტალისა, საიდანაც მიღებული შემოსავლები უნდა ყოფილიყო ანაზღაურება გაწეული სამსახურისთვის. ეს იყო უკნასკნელი მცდელობა მოხელეთა ფენის (чиновничество) შექმნისა მიწის ნაკვეთების წყალობად მიცემის საფუძველზე. კარს მომდგარი ფულადი მეურნეობის ეპოქაში ანაზღაურებად (ჯამაგირად, жалованiемъ) უნდა ქცეულიყო უკვე ფული. როგორც არ უნდა ყოფილიყო, ახალი ადმინისტრაციული სისტემა აშკარად ცდილობდა უკანა პლანზე გადაეყენებინა ეპისკოპოსები. უკანასკნელთათვის ეს უკიდურესად არახელსაყრელი გახლდათ, ვინაიდან სულ უფრო და უფრო მეტად ამცირებდა მათ კუთრ წონას. იმისთვის, რათა დაენგრიათ მათთვის ამდენად დამღუპველი პერსპექტივები, ეპისკოპოსებმა დაიწყეს ძიება შემთხვევისა, რათა კვლავ შეექმნათ კონფლიქტი იმპერიასა და პაპობას შორის: ასეთი კონფლიქტის დროს პაპს ბუნებრივად უნდა დაეწყო მათი მხარდაჭერის ძიება და ამით აეძულებინა ასევე იმპერატორიც, რომ თავისი მზერა მიეპყრო მათზე. სწორედ ამ დროს ეპისკოპოსებს გამოუჩნდათ ნიჭიერი ლიდერი, რაინალდ დასელელი, რომელიც მალევე ფრიდრიხის კანცლერი გახდა. მას სძულდა პაპობა და, ამზადებდა რა კონფლიქტს, იმედოვნებდა ერთდროულად ორი მიზნის მიღწევას: რომის დამცირებასა და გერმანული ეპისკოპატის ამაღლებას. პაპმა მალევე თავადაც მისცა საბაბი კონფლიქტისთვის. მთავრების შეკრებაზე ბეზანსონში, პაპის ლეგატმა, ლათინურად დაწერილი გზავნილის კითხვისას, გერმანულ ენაზე იგი ისე გადათარგმნა, რომ გამოდიოდა, თითქოს ფრიდრიხმა საიმპერატორო გვირგვინი მიიღო, როგორც ლენი პაპისგან. ეს გახლდათ მხოლოდ პირდაპირი აღდგენა (განმეორება) ლოტარ II-ის ვალდებულებისა, მაგრამ მთავრები ისე აღშფოთებულნი შეიქნენ, რომ ერთერთმა მათგანმა, ოტო ვიტელსბახმა, კინაღამ ადგილზე განგმირა ლეგატი. იმპერატორმა კი გამოსცა პროკლამაცია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მან მიიღო გვირგვინი ღვთის წყალობითა და მთავრების არჩევანით, რომ ისინი, ვინც ამტკიცებენ, თითქოს მან მიიღო იგი ლენად პაპისგან – მატყუარები და ქრისტეს მტრები არიან. ახლა საჭირო იყო აეძულებინათ პაპი, რომ ეღიარებინა ეს თვალსაზრისი. მაგრამ გზა რომისკენ მიემართებოდა ლომბარდიის გავლით, სადაც შერისხულმა მილანმა მოასწრო ამ წლების მანძილზე ლომბარდიის ქალაქთა მტკიცე კავშირის შექმნა. ეს კი ნიშნავდა, რომ უწინ საჭირო იქნებოდა ამ ახალი ძალის გატეხვა, რათა შემდეგ მიეღწია პაპამდეც.
აქ ფრიდრიხმა მისთვის დამახასიათებელი საზრიანობით გამოიყენა ახალი იდეური მიმდინარეობა. ბოლონიაში XI ს. ბოლოს წარმოიქმნა იურიდიული სკოლა (იხ. რომაული სამართალი, რეცეფცია), რომელმაც, ემყარებოდა რა საიმპერატორო რომის იურისტების სწავლებებს, წამოაყენა თანამიმდევრული საიმპერატორო აბსოლუტიზმის თეორია. ამ თვალსაზრისით, სამეფო რეგალიების ფეოდალური გაუცხოება წარმოადგენდა სრულებით დაუშვებელ აქტს. რეგალიები, როგორც ცნობილი სამეფო უფლებების ნაწილი, უნდა ყოფილიყო მეფისა და მხოლოდ მეფის ხელში. ლომბარდიაში კი მათ, როგორც აღნიშნულ იქნა, დაეუფლნენ ქალაქები. ფრიდრიხმა დეკლარაციაში, რომელიც მთლიანად დაფუძნებული იყო რომაელ იურისტთა სწავლებაზე, მოითხოვა, რათა ქალაქებს დაებრუნებინათ მისთვის მისი უფლებები. უმრავლესობამ დაუთმო. მილანმა უარი უთხრა. მაშინ ფრიდრიხი ლომბარდიაში გამოცხადდა ჯარით (1158 წ. სექტემბერი), ალყა შემოარტყა და სწრაფად დაეუფლა მილანს. ამაყი კომუნა იძულებული შეიქნა დამორჩილებულიყო. მაშინ ფრიდრიხმა შეკრიბა სეიმი რონკალიაში, სადაც ახალი სწავლება საზეიმოდ იქნა გამოცხადებული, როგორც პრაქტიკული პოლიტიკის პრინციპი. მილანის მთავარეპისკოპოსმა შეკრებილი მთავრების სახელით გამოაცხადა ფრიდრიხი ლომბარდიის აბსოლუტურ მბრძანებლად და მისი ნება კი ყველანაირი კანონის წყაროდ: scias omne jus populi in condendis legibus tibi concessum; tua voluntas jus est, sicuti dicitur: quod principi placuit, legis habet vigorem. მაგრამ ინსტიტუციების დებულებებს ფრიდრიხისთვის საუბედუროდ არ ჰქონიათ ჯადოსნური ძალა: როდესაც მან, გაუშვა რა ჯარის მნიშვნელოვანი ნაწილი, დაიწყო მოთხოვნა ქალაქებისგან, რათა მათ დაეშვათ თავიანთ კედლებს შიგნით მისი მინისტერიალები, ქალაქებმა თავიდან სცადეს თავი აერიდებინათ ამისთვის, მოეძებნათ გასაძრომები; ხოლო როდესაც იმპერატორის მოხელეებმა დაიწყეს დაჟინებით მოთხოვნა, დაიწყო მღელვარება (броженiе). მილანი ბოლოს და ბოლოს უბრალოდ აჯანყდა და განდევნა მასში ბატონ-პატრონებად მოკალათებული ფრიდრიხის უახლოესი დიდებულები: ოტო ვიტელსბახი და კანცლერი რაინლანდი. ფრიდრიხმა კვლავ გამოაცხადა მილანი შერისხულ ქალაქად (подъ опалой), ალყა შემოარტყა მას და პატარა ქალაქ კრემას, ყველაზე უფრო მშფოთვარე ოპოზიციის ბუდეს. წინააღმდეგობა ამჯერად დიდხანს გრძელდებოდა. კრემა დაეცა 1160 წ., მილანი კი მხოლოდ 1162 წ. ორივე ქალაქი საფუძვლამდე იქნა დანგრეული, მცხოვრებნი კი გასახლებულნი. მაგრამ გამარჯვებით სავსებით სარგებლობა ფრიდრიხმა ვერ მოახერხა: გამწვავდა კონფლიქტი რომთან. ადრიანის სიკვდილის შემდეგ უმრავლესობამ პაპად აირჩია ალექსანდრე III. იმპერატორი ერთიმეორის მიყოლებით წამოაყენებდა ანტიპაპებს, მაგრამ სულ წარუმატებლად: ენერგიული ალექსანდრე, დევნილი, დახეტიალობდა ევროპაში, მაგრამ არ ნებდებოდა. 1167 წ. ფრიდრიხმა განდევნა იგი რომიდან, მაგრამ ავთვისებიანმა ციებ-ცხელებამ ისე შეათხელა მისი ჯარი, რომ მან ძლივს-ძლივობითღა მოახერხა ლომბარდიიდან გაღწევა. ყველაფერი თავიდან შეიქნა დასაწყები. გამარჯვების სიძნელე იტალიაში, როგორც ახლა სავსებით ნათლად შეიძლებოდა განესაზღვრათ, განპირობებული იყო ლომბარდიის კავშირით პაპთან: თუკი ვერ დაიმორჩილებდა ლომბარდიას, შეუძლებელი იქნებოდა პაპთან გამკლავებაც; თუკი ვერ მოუღებდა ბოლოს პაპს, შეუძლებელი იქნებოდა მტკიცე წარმატების მიღწევა ლომბარდიაშიც. 1176 წ. იმპერატორმა გადაწყვიტა გადამჭრელი დარტყმა მიეყენებინა ლომბარდიის კავშირისთვის. მის განკარგულებაში იყო ეპისკოპოსთა უმრავლესობის ძალები, ვინაიდან პასპობასთან ბრძოლამ, როგორც ისინი მოელოდნენ კიდეც, მაღლა ასწია მათი მნიშვნელობა, და ისინი მთლიანად იყვნენ იმპერატორის მხარეზე. მაგრამ, რათა საკმარისი ძალა ჰქონოდა (что бы быть въ силе), ფრიდრიხს სჭირდებოდა საერო მთავრების კონტინგენტები და, უმთავრესად, რა თქმა უნდა, საქსონიისა და ბავარიის, ე. ი. ჰაინრიხ ლომის კონტინგენტები. სწორედ აქ ელოდა მას დარტყმა: ჰაინრიხმა უარი უთხრა იმ მიზეზების გამო, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის გარკვეული როგორც საჭიროა. იმპერატორის თხოვნებმა ვერ უშველეს; ველფი ჯიუტად იდგა თავის სიტყვაზე. მაშინ ფრიდრიხმა გადაწყვიტა გაერისკა და ლომბარდიის ლიგაზე წავიდა მცირე ძალებით. ლენიანოსთან იგი სასტიკად იქნა დამარცხებული და თავად ძლივს გადაურჩა სიკვდილს (1176 წ. 29 მაისს). ამრიგად, პაპთან გამკლავების მცდელობა ლომბარდიის დამორჩილების მეშვეობით, წარუმატებელი აღმოჩნდა გერმანელ მთავართა თვითნებობის შედეგად. რათა ასე თუ ისე მოეგვარებინა იტალიური საქმეები, ფრიდრიხს რჩებოდა ერთი გზა: დაეწყო მოლაპარაკებები პაპთან, რათა პაპის მეშვეობით აღედგინა თავისი ძალაუფლება ლომბარდიაში. მოლაპარაკებები სწრაფად წავიდა. ისინი დაიწყო ანანიაში, გრძელდებოდა ფერარაში და დასრულდა 1177 წ. ვენეციაში ფრიდრიხის საზეიმო შეხვედრით ალექსანდრესთან. ლომბარდიასთან დადებულ იქნა ზავი ექვსი წლით. 1179 წ. ფრიდრიხი იყო უკვე გერმანიაში და შეუდგა სადამსჯელო ექსპედიციის მზადებას ჰაინრიხ ლომის წინააღმდეგ. იმპერატორის ლაშქრობა ჩრდილოეთისკენ იყო წარმატებული. დამორჩილდა ამაყი ველფი, და მთავართა ყრილობაზე ერფურტში (1181), ფეხებში ჩაუვარდა რა იმპერატორს, სთხოვდა მას შეწყალებას. იგი განდევნილ იქნა გერმანიიდან, ხოლო მისი სამფლობელოებისგან გამოჭრილ იქნა იმდენი ისეთი სიმრავლე სამთავროებისა, რომ საქსებისა და ბავარების ტომობრივი საჰერცოგოებისგან დარჩა მხოლოდ ერთი სახელი: საქსონიისგან გამოიყო ვესტფალიის საჰერცოგო დასავლეთში და მრავალი საეპისკოპოსო აღმოსავლეთში; ბავარიისგან ჩამოჭრილ იქნა შტირიისა და მერანის საჰერცოგოები და რამდენიმე მცირე ნაჭერი; უკანასკნელები შეერთებულ იქნა იმპერატორის შვაბურ სამემკვიდრეო მამულთან.
დააწყნარა რა გერმანია და კიდევ უფრო განამტკიცა რა თავისი ტერიტორიული ძალაუფლება, ფრიდრიხმა ჩაიფიქრა უფრო მტკიცე მშვიდობის შეკვრა ლომბარდიასთან და პაპთან. მოლაპარაკებები დასრულდა 1183 წ. 25 ივნისის კონსტანცის ხელშეკრულებით. ქალაქებისთვის აღიარებულ იქნა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა, საიმპერიო თავისუფალი ქალაქების მთელი უფლებები. ფრიდრიხს მოუწია დაევიწყებინა თავისი სამეფო რეგალიების შესახებ და საერთოდ იმაზე, თუ როგორ სასიამოვნო რამეებს ლაპარაკობდნენ ოდესღაც საიმპერატორო ხელისუფლების თაობაზე რომაელი იურისტები. მაგრამ მან უზრუნველყო თავისთვის ყოველწლიური ხარკი (дань) ქალაქების მხრიდან, როგორც იმპერიაზე მათი იურიდიული დამოკიდებულების გარეგნული ნიშანი. ეს მაინც უზარმაზარი წარმატება გახლდათ ფრიდრიხისთვის, რაზედაც ლენიანოს შემდეგ მას ნაკლები იმედი უნდა ჰქონოდა. მას სწრაფად მოჰყვა მეორეც: ფრიდრიხის ვაჟიშვილის, ჰაინრიხის ქორწინება, რომელიც უკვე დაგვირგვინებული იყო გერმანიის მეფედ, ორივე სიცილიის სამეფოს მემკვიდრეზე, კონსტანციაზე (1186). იმპერიის წინაშე იშლებოდა თვალისმომჭრელი პერსპექტივები: პაპობა აღმოჩნდებოდა მარწუხებში. რომი შეშფოთდა, ცდილობდა კიდევ შეექმნა არეულობანი გერმანელ სასულიერო მთავრებს შორის, მაგრამ წარუმატებლობა განიცადა და ბედს შეურიგდა: მომენტი არახელსაყრელი გახლდათ, და კურიას შეეძლო უკეთეს ვითარებას დალოდებოდა. ახლა მოხუცმა იმპერატორმა, რომელსაც აღარაფერი ემუქრებოდა, გადაწყვიტა დაესრულებინა თავისი მეფობა აქტით, რომელშიც მისი მეფობის უკანასკნელი წლების იმპერიალისტურმა პოლიტიკამ, ფრთაშესხმულმა ნორმანული ქორწინებით, ჰპოვა თავისი უმაღლესი, თუმცა კი დროის სულისკვეთებისთვის სავსებით შესაფერისი, გამოხატულება. მან გადაწყვიტა წასულიყო ჯვაროსნულ ლაშქრობაში, რათა ხელახლა გაეთავისუფლებინა 1187 წ. სალადინის მიერ დაპყრობილი იერუსალიმი. იგი თითქმის 70 წლისა იყო, როცა 1189 წ. დასაწყისში დაიძრა რეგენსბურგიდან რაინდთა ბრწყინვალე ლაშქრის სათავეში. მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა მდიდარი გახლდათ რაინდთა გმირობებით, მაგრამ არა შედეგებით. რაც შეეხება გერმანულ მხედრობას, მას ყველაზე უფრო მეტად არ გაუმართლა. ფრიდრიხი 1190 წ. ივნისში დაიღრჩო სალეფის წყლებში, მისი ვაჟი ფრიდრიხი ავადმყოფობით მოკვდა აკასთან, ხოლო ბრწყინვალე რაინდებიდან კი არცთუ ბევრს ეღირსა ისევ სამშობლოს ხილვა.
ფრიდრიხის ვაჟმა ჰაინრიხ VI-მ (1190-1197), რომელსაც სულ თავიდანვე მოუხდა ბრძოლის გადატანა ჰაინრიხ ლომთან, დაიწყო იმის გაგება, რომ სამეფო ხელისუფლება, სანამ იგი იმყოფება გერმანიაში, მუდმივად იძულებული იქნება ანგარიშს უწევდეს სასულიერო და საერო მთავრების შემზღუდველ გავლენებს. და როგორც კი აღესრულა ორივე სიცილიის მეფე ვილჰელმ II (1189), მან გადაწყვიტა იმპერიის სიმძიმის ცენტრის გადატანა სწორედ იქ, იტალიის სამხრეთში, სადაც ფეოდალიზმი იყო მონატანი (დანალექი) მოვლენა, სადაც მუსლიმანური ფანატიზმისა და ბერძნული ბიუროკრატიული წყობილების ტრადიციებმა ასე კრგად მოამზადეს ნიადაგი აბსოლუტიზმის გამოზრდისთვის. ჰაინრიხის სულში მაღლა ამოდიოდა იმპერიალისტური პოლიტიკის ერთიმეორეზე უფრო ფართო, ერთიმეორეზე უფრო ბრწყინვალე გეგმები, უნივერსალური მონარქიის პერსპექტივები. ჰოჰენშტაუფენების შეუპოვარი ნებისყოფითა და მემკვიდრეობითი ენერგიით დაჯილდოებულმა, მან მტკიცე ნაბიჯებით დაიწყო მიზნისკენ მოძრაობა. მას გერმანიაში უხდებოდა უკვე ანგარიში გაეწია არა ტომობრივ მომენტთან, არამედ ან დინასტიურ ინტერესებთან (ჰაინრიხ ლომი), ან კიდევ სავაჭროსთან. უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო: რაინის ქვემო დინების ქალაქებს კიოლნის მეთაურობით, რომლებიც ვაჭრობამ მჭიდრო კავშირებით მიაჯაჭვა ინგლისს, არ შეეძლოთ მოწონება იმ პოლიტიკისა, რომელიც ქვეყანას იზიდავდა იტალიისკენ. ისევე როგორც ველფების გმირმა, მათაც მოსიჯნეს აჯანყებით აეძულებინათ ჰაინრიხი დათმობებზე წასულიყო. მაგრამ ჰაინრიხი მათ გაუმკლავდა, ვინაიდან უკვე გაძლიერებული მინისტერიალების სახით მას ჰქონდა ძლიერი მხარდაჭერა. რჩებოდა პრეტენდენტებისთვის კისრის მოგრეხვა თავად სამხრეთ იტალიაში. პირველი ლაშქრობა (1191) წარუმატებელი იყო. სამაგიეროდ მეორე (1194) სავსებით ბედნიერად წარიმართა. მან გამარჯვებით გაიარა აპულია, გადავიდა სიცილიაზე, აიღო პალერმო, მხეცურად გაუსწორდა მის დამცველებს – ვინაიდან მამის საპირისპიროდ ჰაინრიხი უკიდურესად სასტიკი გახლდათ – და იქ დაემკვიდრა, ბოლოს და ბოლოს, ნამდვილი აღმოსავლელი დესპოტის სახით. რათა დაეგვირგვინებინა თავისი იმპერიალისტური გეგმები, მან მამის მსგავსად მზადება დაიწყო ჯვაროსნული ლაშქრობისთვის. მზადებების დროს იგი გარდაიცვალა კიდეც (1197).
მაშინვე მისი სიკვდილის შემდეგ გერმანია გადაიქცა არეულობათა მსხვერპლად. ჰაინრიხის ვაჟიშვილი ფრიდრიხი ორი წლის ბავშვი გახლდათ. მაგრამ მას კიდევ ორი ძმა ჰყავდა: ფილიპი, შვაბიის ჰერცოგი, და ოტონი, ბურგუნდიის ჰერცოგი. პირველმა წამოაყენა კიდეც თავისი კანდიდატურა. მაგრამ მას მეტოქედ მოევლინა ჰაინრიხ ლომის უმცროსი ვაჟი, ოტონი, პუატუს გრაფი. თავიდან უპირატესობა იყო ფილიპის მხარეზე, მაგრამ მისი ზეიმი დიდხანს არ გაგრძელებულა: 1208 წ. იგი მოკლულ იქნა ერთი ბარონის მიერ პირადი შურისძიების გამო. ოტონ VI-მ (1208-1215), ემყარებოდა რა მინისტერიალებს, თავის ხელში ჩაიგდო ძალაუფლება, აღიარებულ იქნა მთავართა მიერ და გარკვეული დროით ფაქტიურად მეფობდა გერმანიაში. მაგრამ მას მოუხდა ანგარიშის გაწევა ისეთი საშიში მოწინააღმდეგისთვის, როგორიც იყო პაპი ინოკენტი III. მან განკვეთა ოტონი ეკლესიიდან და მის წინააღმდეგ წამოაყენა ახალგაზრდა ფრიდრიხ II, რომელიც თავს ისე აჩვენებდა, თითქოს ყველაფერში ექვემდებარებოდა პაპს. ძლიერმა პაპის ხარდაჭერით, მიიღო რა მისი დახმარებით დიდი ფულადი შემწეობა საფრანგეთის მეფის ფილიპ ავგუსტისგან, ფრიდრიხმა სწრაფად მიიმხრო თავის მხარეზე მთავრები, ხოლო პაპს კი მადლობა გადაუხადა ეგერის ოქროს ბულით 1213 წ. 12 ივლისს, რომელშიც იმპერიამ დაუბრუნა პაპობას მთელი თავისი შენაძენები, განმტკიცებულნი ვორმსის კონკორდატით. ოტონი ამ დროს ჩაება ინგლისის მეფის იოანე უმიწაწყლოს დავაში ფილიპ ავგუსტთან, კინაღამ ფრანგებს ჩაუვარდა ტყვედ ბუვინში (1214) და ამით საბოლოოდ ძირი გამოუთხარა თავის მდგომარეობას. ფრიდრიხ II (1215-1250) საზეიმოდ იქნა დაგვირგვინებული ახენში 1215 წ. ივლისში, ხოლო ოტონი კი რამოდენიმე ხნის შემდეგ მოკვდა, ყველასგან მიტოვებული, ერთერთ განცალკევებულ გერმანულ ციხესიმაგრეში. ერთი წლის შემდეგ მოკვდა ინოკენტიც ისე, რომ ვერ მოესწრო ფრიდრიხის მიერ შეპირებულ ჯვაროსნულ ლაშქრობას, რომელიც დანიშნული ჰქონდათ 1217 წ. ივლისში. ახლა ფრიდრიხს უკვე აღარ ჰყავდა არც მოწინააღმდეგე და არც კიდევ გადაჭარბებულად მომაბეზრებელი მოკავშირე. მას გაბედულად შეეძლო მიეცა თავი თავისი საყვარელი, მამისგან მემკვიდრეობით მიღებული ოცნებისთვის ერთიანი იმპერიის დაარსებაზე, როგორც ფართო მსოფლიო პოლიტიკის საფუძვლისა. რათა საბოლოოდ მოეხსნა ყველა დაბრკოლება გერმანიაში, მან უბოძა გერმანელ ეპისკოპოსებს 1220 წ.-ის სახელგათქმული პრივილეგია (Confederatiocum principibus ecclesiasticis), რომელიც აცხადებდა, რომ ამიერიდან არავის არა აქვს უფლება საეპისკოპოსო მიწებზე აშენებდეს ქალაქებსა და სოფლებს, საძირკველს უდებდეს ბურგებს, აარსებდეს საბაჟოებს და სამონეტო კარს (монетный дворъ) ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე, რომ ქალაქები, რომლებიც წარმოადგენენ საეპისკოპოსო რეზდენზიებს, სრულებით თავისუფლდებიან სამეფო ადმინისტრაციის მოქმედებისგან. ერთი სიტყვით, ეპისკოპოსებმა მიიღეს სავსებით დამოუკიდებელი მდგომარეობა. ბარბაროსას პოლიტიკა, რომელსაც შეეძლო გამოწურა (выжимать) ეპისკოპოსებისგან მხარდაჭერა ისე, რომ არ დაეთმო მათთვის არაფერი არსებითი, ასეთნაირად, შეცვლილ იქნა დიამეტრულად საწინააღმდეგოთი. სამაგიეროდ ფრიდიხის ვაჟიშვილი ჰაინრიხი არჩეულ იქნა გერმანიის მეფედ. ამასობაში სხვადასხვა საბაბით იგი გადასდებდა შეპირებულ ჯვაროსნულ ლაშქრობას. პაპები თავიდან მშვიდად ახსენებდნენ მას ამის შესახებ, შემდეგ დაუწყეს ნერვიულად დაჩქარება, ხოლო როდესაც პაპის ტახტზე ავიდა გრიგოლ IX, დაიწყო მუქარები. ეს იყო 1227 წ. ფრიდრიხმა ამ დროისთვის იმდენად განამტკიცა თავისი პოლიტიკა, რომ შეეძლო უკვე დაძრულიყო. იგი გამოვიდა; პაპს მოეჩვენა, რომ იგი განგებ აჭიანურებდა ლაშქრობას, და მან მას გზაში დააწია ეკლესიისგან განკვეთა. ფრიდრიხი კი 1228 წ. ზამთარში გადასხდა სირიაში და მხოლოდ მოლაპარაკებებით აიძულა სულთანი რომ დაებრუნებინა მისთვის იერუსალიმი. 1229 წ. ზაფხულში იგი დაბრუნდა და გარკვეული დროის შემდეგ პაპმა მოუხსნა მას შეჩვენება. ფრიდრიხი მშვიდად დაკავდა თავისი სიცილიური მონარქიის საქმეებით, სადაც სახელგანთქმულმა მელფიურმა დადგენილებებმა (Мельфiйскiя установленiя; 1231) საფუძველი დაუდო ნამდვილ ბიუროკრატიულ აბსოლუტიზმს (იხ. Сицилiй обеихъ королевство). იქ, მადლიან (ბარაქიან) სამხრეთში, არაფერი არ უშლიდა ხელს მის გეგმებს, არავის არ შეეძლო რომ რამდენადმე მაინც სერიოზულად გაეწია წინააღმდეგობა მისი ნებისთვის. მით უფრო ნაკლებად ახარებდა მას გერმანია. ფრიდრიხმა მცირეწლოვან მეფეს ჰაინრიხს რეგენტად დაუნიშნა კიოლნის მთავარეპისკოპოსი ენგელბერტი (1220); მაგრამ ამაყმა საეკლესიო თავადმა, ძლიერმა იმხანად მიღებული პრივილეგიებით, თავიდანვე აიღო ისეთი კურსი, რომელიც ხელსაყრელი იყო პაპობისთვის და, გარწვეულწილად, ასევე პასუხობდა ქვემო რაინის სავაჭრო ქალაქების ინტერესებს. როდესაც იგი მოკლეს (1225), ფრიდრიხს უკვე აღარ გაუმეორებია მცდელობა მთავრებთან: მან დაადგინა რეგენტობა ორი ჰერცოგის შემადგენლობით: ავსტრიისა და ბავარიის (1225). მაგრამ არც ეს მმართველობა გაგრძელებულა დიდხანს. ჰაინრიხი გაიზარდა და თავი დააღწია მეურვეობას (1229), გარს შემოიკირიბა რა მინისტერიალები. ფრიდრიხს არ მოსწონდა ეს პოლიტიკა. მაგრამ იგი ამაოდ ცდილობდა აეძულებინა ახალგაზრდა ვაჟიშვილი, რომ მას დამორჩილებოდა. კვლავ მოიწევდა ცაში მამის ვაჟთან ბრძოლის ღრუბელი. რათა თავის მხარეზე მიეზიდა მთავრები, ჰაინრიხმა მათ უბოძა ყველაზე უფრო ფართო პრივილეგიები (Constitutio in favorem principum, 1231): აკრძალულ იქნა ქალაქების მშენებლობა მთავართა ტერიტორიაზე მთავართა თანხმობის გარეშე; ქალაქებს აეკრძალათ Pfahlbürger-ების მიღება; მთავართათვის შენარჩუნებულ იქნა მთელი რეგალიები, მათ ებოძათ უფლება სიმაგრეთა მშენებლობაზე და კანონმდებლობაზე ადგილობრივი ცნობილი ადამიანების მონაწილეობით (majores et meliores). მაგრამ ფრიდრიხი არ დაბნეულა. მან ჩინებულად მოსწრო იმის გაგება, რომ გერმანიაში აბსოლუტიზმის დაარსებას იგი ვერ მოახერეხებს, ხოლო ამ პირობებში კი მისთვის სულ ერთი იყო, კიდევ უფრო გაიზრდება მთავართა პრეროგატივები თუ არა. და მან გადაწყვიტა მიეცა მთავრებისთვის იმაზე უფრო მეტი, ვიდრე მისცა ჰაინრიხმა. რავენის საიმპერიო სეიმზე 1232 წ. მან გაუქმებულად გამოაცხადა ყოველგვარი საქალაქო ავტონომია, თუკი იგი არ არის დამტკიცებული ქალაქის ბატონის მიერ, ხოლო მთელი საქალაქო რეგალიები, რომლებიც იმ დრომდე მოპოვებული იყო მოქალაქეთა მიერ, ბრძანა კვლავ დაებრუნებინათ ქალაქთა სენიორებისთვის. ფრიდრიხის ანგარიში სწორი აღმოჩნდა. როდესაც ჰაინრიხი 1234 წ. აჯანყდა მამის წინააღმდეგ, იგი შრომის გარეშე იქნა დამარცხებული მის მიერ (1235) და თავისი დღეები დაასრულა პატიმრობაში. მეფედ გამოცხადებულ იქნა ფრიდრიხის მეორე ვაჟიშვილი, კონრადი.
მისცა რა გერმანიაში მთავრებს თავისუფლება, იმპერატორმა მით უფრო მეტი ენერგიით დაიწყო თავისი აბსოლუტიზმის განმტკიცება იტალიაში. სიცილია უკვე შებოჭილი იყო ბიუროკრატიზმის ბორკილებით. ფრიდრიხმა დაიწყო იგივე პოლიტიკის გატარება ლომბარდიაშიც. ქალაქები აჯანყდნენ, მაგრამ ფრიდრიხმა დაამარცხა მათი სახალხო ლაშქრები 1237 წ. კორტენუოვთან და დაიწყო თავისი რეფორმების დანერგვა მელფიურ დადგენილებათა სულისკვეთებით. აქ რომი სრულ სასოწარკვეთილებაში მოვიდა, შეშფოდნენ ვენეციასა და გენუაშიც. ფრიდრიხის წინააღმდეგ აღიმართა მრისხანე სამთა კავშირი, რომელსაც იგი ვეღარ გაუმკლავდა. ეს გახლდათ აბსოლუტიზმის პირველი ბრძოლა თეოკრატიისა და პარტიკულარიზმის წინააღმდეგ იტალიაში (იხ. იტალია, ისტორია). პაპობა ჯერ კიდევ ძალზედ ძლიერი იყო. იტალიური საქალაქო რესპუბლიკები – ძალზედ ახალგაზრდა და ძალმოსილები. გერმანიაში პაპმა ისევ ჰპოვა მხარდაჭერა ეპისკოპოსებში, რომლებმაც კიდევ ერთხელ განკვეთილი იმპერატორის წინააღმდეგ წამოაყენეს ახალი მეფე ჰაინრიხ რასპე. ამაოდ ცდილობდა ახლა ფრიდრიხი თავის მხარეზე ქალაქების მიმხრობას მათთვის ჩამორთმეული პრივილეგიების ხელახლა ბოძებით. როდესაც იგი მოკვდა 1250 წ., მისი პარტია წაგებულ იქნა. მისმა მენაცვალემ კონრად IV-მ (1250-1254) ვერ მოასწრო ვერაფრის გამოსწორება. სიცილია ერგო ფრიდრიხის უკანონო ვაჟს მანფრედს (1254-1266), მაგრამ მან დიდ ხანს ვერ იმეფა. პაპმა მისი სამეფო ლენად მისცა კარლ ანჟუელს. ბენევენტის დროს (1266) წყდებოდა სიცილიისა და მანფრედის ბედი. მისი ჯარი დამარცხებულ იქნა, ხოლო თავად იგი კი ბრძოლაში დაიღუპა. ერთი წლის შემდეგ მამა-პაპათა სამკვიდრებლის მოსაპოვებლად გერმანიიდან ჩამოვიდა კონრადის ვაჟიშვილი ახალგაზრდა კონრადინი. ფრანგებმა იგი დაამარცხეს და დაატყვევეს ტალიაკოცოსთან, და 1268 წ. 29 ოქტომბერს უკანასკნელმა ჰოჰენშტაუფენმა ნეაპოლში ეშაპოტზე ჯალათის ხელით მიიღო სიკვდილი.
გერმანიაში “მღვდლების მეფე” ჰაინრიხ რასპე მოკვდა ფრიდრიხამდე (1247). მის ადგილზე არჩეულ იქნა ჰოლანდიის გრაფი ვილჰელმი (1247-1256), ნიჭიერი ადამიანი, რომელიც ცდილობდა იმპერიის ბირთვის სახით მოეხდინა ორგანიზება საქალაქო თავისუფლების კლასიკური ქვეყნის, რაინისა. რაინის ქალაქთა კავშირთან შეერთება თანდათანობით დაიწყეს სხვა ქალაქემაც; დაიწყო ქალაქთა შეთანხმებითი ურთიერთობების აწყობა მთავრებთან და თავადებთან. მაგრამ ვილჰელმი დაიღუპა შემთხვევით ერთერთ ლაშქრობაში, და მისი პოლიტიკის ნაყოფებიც დაიმარხა მასთან ერთად. მის შემდეგ გერმანიაში იყო კიდევ ორი მეფე: ალფონს კასტალიელი და რიჩარდ კორნუელელი, უცხოელები. მათ არავინ ნამდვილად არ ემორჩილებოდა. მძვინვარებდა არეულობათა დროება. იყო მეფობათშორისი პერიოდის შფოთიანობაც.
მოვლენები, რომლებიც ხრწნიდა მსხვილ მამულს წინამორბედ ეპოქაში, უწყვეტად გრძელდებოდა მთელი XIII საუკუნის განმავლობაშიც. მემამულეებს არ შეეძლოთ წინ აღდგომოდნენ თავიანთი ნაკვეთების მნიშვნელოვანი ნაწილის გადასვლას ლენური სამართლით ფლობაზე, რომელსაც თან ახლდა მამულისგან ადამიანთა და მიწის ფაქტიურად ნაწილ-ნაწილ ჩამოცილება (откалыванiе). ჩამოცილებული კლასები, რაინდები და მინისტერიალები, ცხოვრობენ უკვე თავიანთი განსაკუთრებული ცხოვრებით. ბატონ-ყმური სამართალი, რომელიც კვლავინდებურად რჩებოდა, იძენდა უფრო რბილ ხასიათს. ბეგარაზე გამსვლელი კომლები ნაკლები ხდებოდა, ღალის გადამხდელენი მეტი (Барщинныхъ дворовъ становится меньше, оброчныхъ больше), ამასთან ფულადი ღალა აგრძელებს ნატურალური ღალის განდევნა-შევიწროვებას. ერთი კაპიტალური მიზეზი, წმინდად შინაგანი მიზეზების გარდა, ხელს უწყობს იმას, რომ ბატონყმური მეურნეობა ინარჩუნებს თავის რბილი, გლეხკაცისთვის არცთუ მძიმე ტვირთის ხასიათს: მოთხოვნილება მუშახელზე, რომელსაც აყენებს, ერთი მხრივ, აღმოსავლეთ განაპირა მხარეთა კოლონიზაცია, ხოლო მეორეს მხრივ კი, მრეწველობისა და ვაჭრობის ზრდა ქალაქებში. განსახილველი პერიოდის სოციალური ევოლუციის ამ ორ უმნიშვნელოვანს ფაქტზე აუცილებელია უფრო დაწვრილებით შეჩერება.
აღმოსავლეთის კოლონიზაციის გმირები გახლდნენ XII საუკუნის ორი შესანიშნავი გერმანელი მთავარი: ბრანდენბურგის მარკგრაფი ალბრეხტ დათვი, პრუსიული დერჟავის დამფუძნებელი (1134-1170), და უდიდესი ველფთა შორის, საქსონიისა და ბავარიის ჰერცოგი, ჰაინრიხ ლომი (1139-1180). ალბრეხტმა 1134 წ. ლოტარ II-გან ლენად მიიღო ჩრდილოეთის (ახლა ძველი) მარკა და მიწები ელბასა და ჰაველს შორის. მან აქედან დაიწყო. მან დაიპყრო ჰაველბერგი, სლავური სამთავრო ჩრდილოეთის მარკის ჩრდილოეთით, დაუმეგობრდა პრიბისლავს, ბრანდენბურგის მთავარს, და, როდესაც ის მოკვდა, მისი ცოლის დახმარებით დაეუფლა მის სამთავროს (1150); შემდეგ, იცავდა რა თავის ახალ შენაძენს, შპრეზე დაიპყრო მცირე სამთავრო კიოპენიკი (1157). თავისი დაპყრობები ალბრეხტმა გაამაგრა ბურგების, საეპისკოპოსო რეზიდენციების დაარსებისა და კოლონისტების მოწოდების მეშვეობით. მასთან ერთდროულად მოქმედებდა ჰაინრიხ ლომიც. მისი დამპყრობლური პოლიტიკის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი აქტი გახლდათ ობოდრიტების მთავრის ნიკლოტის დაქვემდებარება. 1160 წ. ბალტიელი სლავების მთელი ოლქი თვით პომერანიამდე ეკუთვნოდა ჰაინრიხს. ნიკლოტის ვაჟიშვილი პრიბისლავი კიდევ დიდხანს იბრძოდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს იძულებული შეიქნა თავი დამარცხებულად ეღიარებინა: მან ლენად მიიღო შვერინის საგრაფო და შეერია გერმანელი ფეოდალური მთავრების (თავადების) რიცხვში. თავისი მნიშვნელობის მიხედვით ობოდრიტების ქვეყნის დამორჩილება შეუდარებლად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ბრანდენბურგის შემოერთება, ვინაიდან გერმანული გერგილიანობა (предпрiимчивость) ღებულობდა ფართო ხელმისაწვდომობას ზღვასთან, სადაც სულ ახლახანს დაარსებულ იქნა ლიუბეკი (1145), ჰანზას მომავალი დედაქალაქი. 1177 წ. ჰაინრიხმა ალბრეხტის ვაჟთან, ოტოსთან ერთად, დაიპყრო პომერანია. მანამდე ცოტა ხნით ადრე დანიელებმა წაართვეს მას რიუგენი. როდესაც დაიშალა ჰაინრიხ ლომის სამფლობელოები, ასკანიებმა, ალბრეხტის შთამომავლებმა დაიწყეს დიდი წარმატებების მიღწევა. ისინი სარგებლობდნენ ყველაფრით, რითაც შეძლებდნენ. ერთგულებისთვის იმპერატორისგან მიიღეს პომერანია, დაიპყრეს უკერის მარკა, რაღაც-რაღაცეები წაართვეს მაგდებურგის ეპისკოპოსსა და მაისენის მარკგრაფს, სილეზიაში არეულობების დროს დაიპყრეს დიდი ტერიტორია ლებუსი. მათი სამფლობელოები, ასეთნაირად, გავრცელდა თავად ოდერამდეც. გამოჩნდა ქალაქები შპანდაუ, ბერლინი, ფრანკფურტი. XIV ს. დასაწყისისთვის ბრანდენბურგი გახლდათ იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მსხვილი სამთავრო. მაგრამ გერმანული სამთავროების გაზრდა არ იფარგლებოდა ასკანიების საქმიანობით. XIII ს. აღმოსავლეთ საზღვარზე დაემკვიდრა კიდევ ერთი ძალა, რომელმაც მისცა მძლე ბიძგი გერმანულ Drang nach Osten-ს. ესენი იყვნენ ტევტონელი რაინდები. მათმა მაგისტრმა ჰერმან ზალცამ 1226 წ. იმპერიისგან ლენად მიიღო მთელი მისი მომავალი დაპყრობები, და პაპის კურთხევით რაინდები გამოჩნდნენ პრუსიის საზღვარზე. დადეს რა შეთანხმება ლივონიის რაინდებთან, ორდენთან, რომელიც ჩამოყალიბდა 1201 წ. დაარსებული რიგის მახლობლად, ისინი დაიძრნენ დასაპყრობად. XIII ს. ბოლოსთვის დაპყრობილ იქნა პომერანია და პრუსია. პოლონეთის მონარქია ახლა ალყაში იქნა მოქცეული გერმანული სამფლობელოებით ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან და სამხრეთიდან.
აღმოსავლეთის კოლონიზაციის სოციალური მნიშვნელობა იყო სულ მცირე ისევე მნიშვნელოვანი, როგორც პოლიტიკურიც. უწინარეს ყოვლისა საჭიროა მივუთითოთ მის სოციალურ მიზეზებზე. ერთერთი ძირითადი იყო ის, რომ მოსახლეობა თავად გერმანიაში განაგრძობდა ზრდას, და მეურნეობის მეტ-ნაკლებად ექსტენსიური სისტემების დროს მიწა უკვე აღარ ჰყოფნიდათ. ამასობაში, აღმოსავლეთში, ახალ ადგილებზე ჰქონდათ გერმანელი კოლონისტების საჭიროება. სლავ გლეხს არ გააჩნდა ის ცოდნა და უნარ-ჩვევები მიწათმოქმედებაში, რომლებიც ჰქონდა გერმანელს. იგი ხნავდა ხის კავით, რომელიც ძლივს-ძლივობით თუ კაწრავდა მიწას, იმ დროს როდესაც გერმანელი გლეხი უკვე ამუშავებდა გუთანს რკინის სახნისით, რომელიც სიღრმიდან აბრუნებდა მიწის ბელტებს. ამასთან ახალი მიწების მფლობელებს, მთავრებს, ეპისკოპოსებს, რაინდებს, ძალიან კარგად ესმოდათ, თუ რა დიდი მნიშვნელობა ექნება გერმანელი გლეხების სიმრავლეს ქვეყანაში, რომელიც სულ ახლახანს დაიმორჩილეს. რაც შეეხება თავად გერმანელ გლეხებს, ისინი დიდ იმედებს ამყარებდნენ ბედის საძიებლად აღმოსავლეთში გადმოსახლებაზე. თუკი მათი სამართლებრივი მდგომარეობა ასატანი იყო სამშობლოშიც, ახალ ადგილებში მათ შეეძლოთ ჰქონოდათ ნაკვეთების ძლიერად გაზრდის იმედიც, თანაც ისე, რომ არ დამდგარიყვნენ დამოკიდებულების უფრო მძიმე ჯაჭვების შეძენის საფრთხის წინაშე. თემური ჩვევები მათ უკვე ისე ძლიერად აღარ აკავშირებდათ, ვინაიდან ზოლგამოტოვებით (черезполосное) მეურნეობა, შეერთებული იძულებით თესლბრუნვასთან (севооборот), რომელმაც მოახდინა ინდივიდუალური ინიციატივის სრულებით პარალიზება, უკვე ვეღარ იყო გაბატონებული. სულ უფრო და უფრო მეტად ინერგებოდა გრძელი გზისპირა სოფლების სისტემა სახნავ-სათესი ნაკვეთებით, რომლებიც მთლიანად ესაზღვრებოდა კარ-მიდამოს, და საერთო ალმენდით, რომლებშიც გლეხი არ იყო იძულებითი თესლბრუნვის მონა და იძენდა ინდივიდუალური მეურნეობრიობის უნარ-ჩვევებს. არ შეიძლება ამ გარემოების ყურადღების მიღმა დატოვება, ვინაიდან მხოლოდ ასეთი უნარ-ჩვევებით შეიარაღებულ გლეხს შეეძლო გაერისკა და გადმოსახლებულიყო. ასე ხდებოდა კოლონიზაციის წახალისება. ახალ ადგილებში გლეხებს ეძლეოდა იმაზე ოთხჯერ მეტი ნაკვეთები, ვიდრე საშუალოდ ჰქონდათ გერმანიაში, და მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში ვარდებოდნენ ყმა-გლეხების მდგომარეობაში. ჩვეულებრივ მათი მოვალეობები იფარგლებოდა განსაზღვრული ღალის გადახდით მიწისთვის და არ ატარებდა პირად ვალდებულებათა ხასიათს.
მაგრამ იგივე კოლონიზაცია საფუძველს უდებდა გლეხების შემდგომ დაყმევებას. ახალი მიწები საჭიროებდა არა მხოლოდ გლეხებს, რომლებსაც ისინი უნდა დაემუშავებინათ ყველაზე უფრო ნაყოფიერი სახით, ისინი საჭიროებდნენ დამცველებსაც. ამიტომ ყველანაირად ახალისებენ და ყველანაირ შესაძლო შეღავათებს უწევენ მხედართა ფენის გადმოსახლებასაც. რაგანაც რაინდისა და მინისტერიალის მიწის ნაკვეთი ძირეულ გერმანიაში ჩვეულებრივ მცირეა, ამიტომ რაინდებიცა და განსაკუთრებით მინისტეარიალებიც ხალისით ეხმაურებიან დაძახებას ელბის აღმოსავლეთ მხრიდან. აქ ისინი ღებულობენ ნაკვეთს, რომელიც სულ მცირე ექვსი (გაზრდილი) ელბის-დასავლეთური გუფის ტოლია, თავისუფლდებიან სახელმწიფო გადასახადებისგან და, თუ კი მათი თავისუფლება სამშობლოში მაინც ჯერ კიდევ ეჭვის ქვეშ იდგა, – ფაქტიურად სრულებით უთანასწორდებიან უფლებებში თავისუფალ ადამიანებს. მათგან ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ბრანდენბურგის, პომერანიისა და პრუსიის აზნაურობა, ახლანდელი პრუსიელი იუნკერების წინაპრები. რაინდის გადაქცევა მემამულედ აღესრულებოდა XIII და XIV სს. განმავლობაში ორი გზით. ჯერ ერთი, ისინი გაწმენდის მეშვეობით, სადაც შესაძლებელი იყო, ზრდიდნენ თავიანთ მცირე ნაკვეთებს ისე, რომ უკვე XIII ს. მეორე ნახევარში 20 გუფის ზომის სარაინდო მიწის ნაკვეთები არ წარმოადგენდა იშვიათობას. შემდეგ, სარგებლობდნენ რა მარკგრაფების გაძნელებული ფინანსური მდგომარეობით, ისინი გამოისყიდიდნენ მათგან მთელ უფლებებს საგლეხო ვალდებულებებზე ახლომდებარე საგლეხო ნაკვეთებში, როგორც სახელმწიფო, ისე სამემკვიდრეო-სამამულო ხასიათისა, და ასეთნაირად გადაიქცნენ გარემომცველი გლეხური მოსახლეობის ბატონებად, რომელთა (გლეხების) იურიდიული მდგომარეობა თანდათანობით ძლიერ გაუარესდა. მოგვიანებით, საერთო ეკონომიკური მიზეზების გავლენით, გაუარესდა მათი სამეურნეო მდგომარეობაც.
რაც შეეხება ტევტონელ რაინდთა ოლქს, იქ იყო კიდევ ერთი თავისებურება. სამშობლოდან შორს წამოსული ახალი გერმანული მოსახლეობა, რომელიც ჩავარდა მცირედ კულტურული, ეკონომიკურად ჩამორჩენილი ქვეყნის პირობებში, კვლავაც განიცდიდა საჭიროებას გერმანული და საზღვარგარეთული მრეწველობის პროდუქციაში, არა მხოლოდ დამამუშავებელი, არამედ მომპოვებელი დარგებისაც. რადგანაც ვაჭრობა სახმელეთო გზით გაძნელებული იყო უგზოობის გამო, ამიტომ განვითარდა საზღვაო ვაჭრობა, თანაც მთელი ქვეყანა გადაჭიმული გახლდათ ზღვის გაყოლებაზე. აქ ჩვენ გვაქვს ჰანზას სწრაფი განვითარების ერთ-ერთი მიზეზთაგანი.
ასე ნატურალური მურნეობის სისტემამ, რომელიც ძირეულ გერმანიაში გახრწნის ზოლში შევიდა, ახალი გზები გაიკვალა და ახალი არენა შეიქმნა. მალე იგი აქაც ჩართული აღმოჩნდება (будетъ вовлечена) იმ ძალების მოქმედებაში, რომლებიც დაკავშირებულია ფულად-სამეურნეო ფორმების ევოლუციასთან. ელბადან დასავლეთით ეს ძალები განსახილველ პერიოდში თანდათანობით იძენენ ხელმძღვანელ მნიშვნელობას. სამეურნეო ჰეგემონია გადასვლას იწყებს მამულიდან ქალაქისკენ. ჩვენ ვიცით, თუ როგორი (რომელი) ძალები აგროვებდნენ ქალაქში დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად გადაქცევის შესაძლებლობებს და როგორი (რომელი) ძალები უწყობდნენ ხელს მათ ფაქტიურ განთავისუფლებას. მას შემდეგ, რაც ჰაინრიხ IV მყარად დადგა ქალაქთა თავისუფლებებისადმი (вольности) მფარველობის გზაზე, იმპერატორები მხოლოდ იშვიათად თუ ტოვებდნენ ამ პოლიტიკას. ხოლო მეფობათშორისმა პერიოდმა, როდესაც საქალაქო კავშირები იყო ერთერთი უძლიერესი ორგანიზაცია გერმანიაში, შესაძლებლობა მისცა მთელ რიგ ქალაქებს დამოუკიდებელი მდგომარეობის შესაძენად. მეორეს მხრივ, გაიზარდა თავად ქალაქების რაოდენობაც. როგორც იმპერატორები, ასევე მთავრებიც მათ დიდი ხალისით აარსებდნენ: იმპერატორები – იმისთვის, რათა ფეოდალურ ქაოსში ეპოვნათ ზედმეტი დასაყრდენი ანტისახელმწიფოებრივი ელემენტების წინააღმდეგ; მთავრები – ყველაზე უფრო ხშირად ფისკალური მოსაზრებებით. მთავრებმა გაიგეს, თუ რაშია ძირითადი სამეურნეო ნერვი ეპოქისა. ისინი უმსუბუქებენ საგადასახადო (податныя) და სამხედრო ვალდებულებებს ახალ დასახლებას, იციან რა, რომ ზარალი ყოველთვის ანაზღაურდება: მარტო საბაჟო შემოსავლებს ხელსაყრელ გარემოებებში შეეძლოთ გადაეწონათ მათი არცთუ ჩახლართული ბიუჯეტის მთელი დანარჩენი მუხლები. გარდა ამისა, ვაჭრებისგან საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის შეეძლოთ აეღოთ ნაღდი ფულიც, უბოძებდნენ რა მათ ამისთვის ამა თუ იმ პრივილეგიას. უფრო რთული იყო, რა თქმა უნდა, ისეთი შესანიშნავი ადამიანების ანგარიშები, როგორებიც იყვნენ ჰაირიხ ლომი ან ალბრეხტ დათვი, რომლებიც ამოდიოდნენ კოლონიზაციის ამოცანების ნათელი შეგნებიდან. ქალაქების რაოდენობის გაზრდამ და დამოუკიდებელ საიმპერიო ერთეულებად მათმა გადაქცევამ აამაღლა მათი პოლიტიკური როლი და თანდათანობით სავსებით შეუსაბამა მათი ორგანიზაცია გაძლიერებადი ფულადი მეურნეობის მოთხოვნებს. მაინც როგორი იყო ეს ორგანიზაცია?
გერმანული შუასაუკუნოებრივი ქალაქი – უწინარეს ყოვლისა სამიწო თემია; მას, ისევე როგორც სასოფლო თემს, გააჩნია განუყოფელი მიწები, რომლებიც იმყოფება საერთო სარგებლობაში, საქალაქო ალმენდა: ქუჩები, კედლები, კოშკები, კარები, საქალაქო უდაბნოები (пустыри) და სხვა. ამ პრინციპიდან გამომდინარეობს მეტად მნიშვნელოვანი შედეგი. სამოქალაქო უფლებების შესაძენად ქალაქში აუცილებელია მიწის მფლობელობა, აუცილებელია მიწის ცენზი. ეს წესი ნარჩუნდება მთელ პირველ პერიოდში გერმანული ქალაქის ისტორიაში, ე. ი. საქალაქო რევოლუციების ეპოქამდე. ქალაქში მიწის ნაკვეთის მფლობელი – უპირობოდ პირადად თავისუფალი ადამიანია. მთელი ვალდებულებანი (повинности), რომლებსაც იგი უხდის ქალაქის სენიორს, ატარებს რეალურ ვალდებულებათა ხასიათს. ზოგიერთ წყაროში საქალაქო ლენი (ვინაიდან თავდაპირველ ურთიერთობათა თვალსაზრისით, როდესაც მთელი მიწები ქალაქში ეკუთვნის სენიორს, ყველანაირი ნაკვეთი განიხილება როგორც ლენი) – ატარებს საღალე ალოდის (оброчный аллодъ, censuale allodium) დამახასიათებელ სახელწოდებას. ეს შეღავათები იქმნება ეკონომიკური პირობებით: სარგებლით სენიორისთვის ქალაქების სწრაფი დასახლებისგან. ამასთან არის დაკავშირებული შუასაუკუნოებრივი საქალაქო სამართლის ის სახელგანთქმული დებულებაც, რომელიც ამბობს: Stadtluft macht frei, ქალაქის ჰაერი თავისუფლად აქცევს, სწორედ ის, რომელიც, აღმოსავლური კოლონიზაციის თანაბრად, ასეთ ღრმა გავლენას ახდენდა გლეხთა იურიდიული მდგომარეობის ევოლუციაზე. ჩვენ უკვე ვამბობდით, რომ მამულებში ცოტ-ცოტად წარმოიქმნა კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც ჩამოშორდნენ ხვნა-თესვას და ეწეოდნენ რაღაც ელემენტარულ სავაჭრო ფუნქციებს. ვაჭრობის როლისა და ქალაქების რაოდენობის ზრდასთან ერთად გერგილიანი ყმა-გლეხები შედიოდნენ შეთანხმებაში მემამულესთან, რომლის მიხედვითაც გლეხი სრულებით თავისუფლდებოდა ბეგარის სამუშაოებისგან, ვალად იღებდა უბრალო, ჩვეულებრივ ფულადი ღალის გადახდას და ამის გარდა ღებულობდა ნებართვას, რომ ეცხოვრა მამულისგან მოშორებით. სრულებით ისევე, როგორც ეს იყო რუსეთში რეფორმამდელ ეპოქაში, როდესაც ყმა-გლეხები მიდოდნენ ღალაზე. მემამულისთვის ეს მომგებიანი იყო, ვინაიდან მას ამ პირობებში ჰქონდა უფრო მეტი და იცოდა, თუ სად უნდა ეძება მას თავისი ყმა-გლეხი. უარს იტყოდა რა შეთანხმებაზე, იგი რისკავდა მის დაკარგვას, ვინაიდან თუკი ყმა-გლეხი იცხოვრებდა ქალაქში მემამულისგან მისი ძებნის გარეშე ერთ დღეს (sine calumnia), იგი სწორედ ამით ითვლებოდა თავისუფალ ადამიანად; ქალაქის ჰაერი აძლევდა მას ამ თავისუფლებას; მას ახლა უჩნდებოდა სასამართლო დაცვა ყველანაირი მცდელობების წინააღმდეგ მემამულის მხრიდან, ბატონ-ყმობის წესრიგის წიაღში მის დასაბრუნებლად. ასეთი ყმა-გლეხი, რომელიც ერთი წლის წინ განთავისუფლდა, თუკი იგი ფლობდა საქალაქო ლენს, ე. ი. მიწის ნაკვეთს ქალაქში, ითვლებოდა სრულუფლებიან მოქალაქედ ყველა სხვა მოქალაქის თანაბრად. არაფერია უკვე იმაზე სალაპარაკო, რა თქმა უნდა, რომ როდესაც ქალაქის სენორის ძალაუფლება გაუქმდა, პრინციპი შენარჩუნებულ იქნა. იგი ნარჩუნდებოდა (держался) მთავართა ძალისხმევის მიუხედავად (ისინი არ ივიწყებენ ამის შესახებ არც ერთ პროვინციაში) იმ დრომდე, სანამ ქალაქებს გაუქრებოდათ ინტერესი ახალ გადმოსახლებულთა მოსაზიდად.
ქალაქების მიერ დამოუკიდებლობის მოპოვება წინ აყენებდა მმართველობის ორგანიზაციის ამოცანას. ამ ამოცანებს ახორციელებენ საქალაქო საბჭოები (consilium, Rat). გერმანიაში ისინი ჩნდება თავიდან ახლადდაარსებულ ქალაქებში და უკვე შემდეგ ძველებშიც. ეს გასაგებიც გახლავთ: ახალი ქალაქებისთვის საჭირო იყო ახლავე მიეცათ რაიმემაირი ადმინისტრაციული ორგანო. პირიქით, ძველ ქალაქებში ასეთი ორგანოს აუცილებლობა არც იმდენად დაბეჯითებული იყო თვით დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც კი: კიოლნში საბჭო ჩნდება მხოლოდ 1242 წ., მაგდებურგში – 1244 წ., ახენში – 1272 წ. ეს აიხსნება იმით, რომ ძველ ქალაქებში ადმინისტრაციული ფუნქციები შესაძლოა პირველ ხანებში დაკისრებული ყოფილიყო ერთ-ერთი რომელიმე არსებული კოლეგიისთვის, ყველაზე უფრო ხშირად შეფენების კოლეგიისთვის. მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. მოქალაქეებისთვის არ იყო მომგებიანი, რომ ძალაუფლება სამუდამოდ დაეტოვებინათ სიცოცხლის ბოლომდე არჩეული კოლეგიების ხელში. ყოველწლიური არჩევნები საბჭოში მასზე კონტროლის გარანტიას აძლევენ, სულ მცირე, იმ პარტიებს, რომლებიც მონაწილეობენ არჩევნებში. საბჭო – ეს თემის წარმომადგენლობითი კოლეგიაა. ქალაქის თემი წარმოადგენს სუვერენიტეტის წყაროს. თავდაპირველად იგი სრული შემადგენლობით ახორციელებდა კიდეც თავის სუვერენულ უფლებებს. ვეჩეს (სახალხო კრებას – ი. ხ.) გერმანიაში ეწოდებოდა conventus eivium, burgerding, burgiloquium და სხვა. იგი თანდათანობით მოუხერხებელი შეიქნა, როდესაც მცხოვრებთა რაოდენობა ქალაქებში გაიზარდა. პრაქტიკულად ამ მოუხერხებლობამ გამოიწვია კიდეც საბჭოს გამოჩენა. საბჭო – ეს არის ვეჩეს დელეგაცია. მის წარმოქმნასთან ერთად ვეჩეს მუდმივი მოწვევა ზედმეტი ხდება. მაგრამ არც თუ ყველა ქალაქში ვეჩე, როგორც ინსტიტუტი, ქრება მაშინვე, როგორც კი იქმნება საბჭო. ასეთი მაგალითები ბევრი არ არის (ნიურნბერგი, ვეცლარი და სხვები). ჩვეულებრივ ვეჩე აგრძელებს არსებობას საბჭოსთან ერთად. მას იწვევენ მაშინ, როდესაც განიხილება ის საკითხები, რომლებიც შეეხება სათემო საკუთრებას, ალმენდებს. XIV ს. ვეჩე სრულებით ქრება. მისი ფუნქციები მთლიანად გადადის საბჭოში. საბჭოს ამოცანები მდგომარეობს იმაში, რათა “დაიცვას თემის სარგებელი და კეთილდღეობა”. მის ხელში იმყოფება მთელი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ხელისუფლება ქალაქში, ხოლო ზოგჯერ კი იგი წარმოადგენს სასამართლო კოლეგიასაც. საბჭო ნიშნავს ქალაქის თანამდებობის პირებს (ქალაქის მწერალს, ჯალათსა და სხვებს), აწარმოებს მთელ საგარეო ურთიერთობებს, ინახავს ქალაქის ბეჭედს, მოქალაქეებს აკისრებს გადასახადებს და, საერთოდ, განაგებს მთელ საფინანსო ნაწილს, თვალყურს ადევნებს ვაჭრობასა და საბაზრო საქმეებს საერთოდ, ხელმძღვანელობს პოლიციას; მასზეა დამოკიდებული ახალი წევრების დაშვება თემში; მის ხელშია, ბოლოს, მზრუნველობა ქალაქის საბრძოლო მზადყოფნაზე. ბურგერმაისტერი ჩნდება ჩვეულებრივ უფრო მოგვიანებით, უკვე მაშინ, როდესაც საბჭომ, როგორც დამოუკიდებელი თემის ორგანომ, უკვე მოასწრო ჩამოყალიბება. მისი ფუნქციები თავდაპირველად რთული არ არის, ვინაიდან ყველაზე უფრო არსებით საკითხებში ადმინისტრაციული ძალაუფლება ეკუთვნის თავად საბჭოს. ყველაზე უფრო ხშირად ბურგერმაისტერი – საბჭოს თავმჯდომარეა, აღასრულებს მის განკარგულებებს და თვალყურს ადევნებს წვრილმან მიმდინარე საქმეებს. მაგრამ, მოგვიანებით, მისი ძალაუფლება იზრდება და ფუნქციები ფართოვდება. მას შესანახად ბარდება ქალაქის ბეჭედი და კარების გასაღები, მას გადაეცემა ზედამხედველობა მთელ საქალაქო დაწესებულებებზე, სასამართლოს ნაწილი და სხვა. ბურგერმაისტერი ყოველთვის არ არის ერთი. არის ქალაქები, სადაც ისინი არიან ორნი, სამნი და ა. შ., რვამდე. ბურგერმაისტერის თანამდებობა არჩევითია; მას ირჩევენ ისეთივე ვადით, როგორითაც საბჭოების წვრებს, ჩვეულებრივ ერთი წლით.
როგორ იყო ორგანიზებული საქალაქო მაგისტრატების არჩევნები, ჩვენ ვიცით მხოლოდ უფრო გვიანდელი ეპოქისთვის, დაახლოებით XIII ს.-დან. პირდაპირი არჩევნები არსად არ გვხვდება: შუა საუკუნეების ადამიანს უყვარდა რთული სისტემები, რომლებიც ბევრი ხარისხისგან შედგებოდა. საბჭო გახლდათ არისტოკრატიული ორგანო. თანამდებობები იმყოფებოდა ქალაქის სავაჭრო პატრიციატის ხელში, მდიდარი ოჯახებისა, რომლებიც თაობიდან თაობაში აგროვებდნენ მსხვილ ქონებას, ე. წ. Geschlechter-ებისა. სავაჭრო პატრიციატმა ხელში ჩაიგდო ძალაუფლება ძველ ქალაქებში იმიტომ, რომ მას მოუხდა თავის მხრებზე გადაეტანა ბრძოლა სენიორთან, ხოლო ახლებში იმიტომ, რომ პირველ კოლონისტებად ჩვეულებრივ იყვნენ ხოლმე მდიდარი ვაჭრები. სავსებით ბუნებრივია, რომ ქალაქის მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი, ხელოსნები, პლებეები, ცერად უყურებდნენ ვაჭართა ოლიგარქიას, რომელმაც თავის ხელში მოიქცია მთელი ძალაუფლება, და მხოლოდ ელოდნენ მომენტს, რათა ბოლო მოეღოთ პატრიციატის ეგოისტური დიქტატურისთვის. მაგრამ სანამ მატერიალური ძლიერებაც იყო პატრიციების მხარეზე, პროტესტებსა და აჯანყებათა აფეთქებებს – ისინი იწყება XIII ს. – მოჰქონდათ მხოლოდ უმნიშვნელო დათმობები. ხელოსანთა საქმის დაგვირგვინება რომ წარმატებით ყოფილიყო შესაძლებელი, აუცილებელი იყო, რათა მათ სამეურნეო ფინდამეტს, მრეწველობას მიეღო ისეთივე სოლიდურობა ქვეყნის საერთო ეკონომიკურ წეს-წყობილებაში, როგორიც ჰქონდა ვაჭრობას. ეს მოხდა არაუადრეს XIV ს.-ისა.
XIII ს. კი მრეწველობა გერმანიაში ჯერ კიდევ ჩამორჩებოდა ვაჭრობას. მას არა თუ მხოლოდ არ შეეძლო კონკურენცია გაეწია მეზობელი ქვეყნების მრეწველობათათვის: იტალიის, ფლანდრიისა და თვით ბრიტანეთისაც კი, არამედ ძლივს-ძლივობით იწყებდა ფეხზე მყარად დადგომას. და პირველი სამრეწველო დარგი, რომელიც ძლიერდება გერმანიაში – არის საფეიქრო წარმოება, კერძოდ ტილოს მოქსოვა, მატყლისა და ბამბის დამუშავება. ტილოს მოქსოვა გახლდათ ძირძველი გერმანული სარეწი საქმე. ტილოს ტანსაცმელი, თეთრი და შეღებილი, იყო გერმანელთა უძველესი შესამოსელი. სახელგანთქმული წითელი შარვლები იყო ფრანკთა აუცილებელი კუთვნილება ჯერ კიდევ კარლოს დიდის ეპოქაში. მხოლოდ IX ს. ბოლოსა და X ს. შალი იწყებს ტილოს გამოდევნას, როგორც მასალა ტანსაცმლისთვის. სამაგიეროდ XI ს.-დან ტილომ ჰპოვა ახალი გამოყენება; საკმარის კლასებს შორის გავრცელება დაიწყო ლოგინისა და სუფრის თეთრეულის გამოყენებამ, ხოლო მოგვიანებით კი ქვემო საცვალი თეთრეულისაც. გერმანიაში ტილოს წარმოება თავიდან თავს იყრიდა სოფლებში; სელის დამუშავება არ წარმოადგენს არანაირ სიძნელეს; ამით დაკავებული იყვნენ ქალები. მაგრამ ტილოს პროდუქტებზე მოთხოვნილების ზრდის პარალელურად მისი მოქსოვა ცოტ-ცოტად გადაიტანება ქალაქებში. პირველ გერმანულ საამქროებს შორის ჩვენ გვხვდება ლოგინის თეთრეულის მქსოველთა საამქრო კიოლნში (1149). ნელ-ნელა წინ წამოვიდა ორი რაიონი, სახელგანთქმულები თავიანთი ტილოებით: ლოტარინგია და შვაბიის ნაწილი ბოდენის ტბის გაყოლებაზე: კონსტანცი და სენ-გალენი თავ-თავიანთი შემოგარენებით. თუკი ტილოს წარმოებამ გაძლიერება დაიწყო XII ს., შალისა რამდენადმე მაინც მყარად დადგა ფეხზე მხოლოდ XIII ს. მისი აყვავება მიეკუთვნება უფრო გვიანდელ პერიოდს. პირველ მოხსენიებას მაუდის ქსოვის შესახებ ჩვენ ვხვდებით XII ს. ზღურბლზე, 1099 წ. იგი შემოიტანეს ფლამანდიელებმა ჯვაროსნულ ლაშქრობათა ხანის გერმანიის ყველაზე უფრო აყვავებულ სავაჭრო ცენტრში, მაინცში. XIII ს. შალის წარმოება უკვე მეტ-ნაკლებად ვრცელდება ძირძველი გერმანიის ყველაზე უფრო გაცხოველებულ რაიონში: რაინისა და დუნაის გაყოლებაზე. XIII ს. ბოლოს გაკეთებულ იქნა გამოგონება, რომელსაც ჩვეულებრივ მიაკუთვნებენ XIV ს.-ს; აგებულ იქნა ძაფის თვითდამრთველი (самопрялка), მაგრამ გერმანული ხელოსნობის კონსერვატივიზმის წყალობით ეს გამოდონება დიდხანს ვერ ახდენდა იმ გავლენას წარმოებაზე, როგორიც მოსალოდნელი იქნებოდა რომ მოეხდინა: თითისტარი არ ნებდებოდა. წარმოების სხვადასხვა ცენტრებმა XIII ს. განმავლობაში თავიანთთვის გამოიცალკევეს თითოეულმა საგანგებო დარგი. სამხრეთ-დასავლეთ გერმანია (ულმი, ბაზელი, შტრასბურგი) ამზადებდა, უმთავრსად, რუხ, ე. ი. შეუღებავ მაუდს, სამხრეთ-აღმოსავლეთი (რეგენსბურგი და სხვა) – полусваленныя матерiи, რაინი კი (კიოლნი, მაინცი, ვორმსი, შპაიერი) – შავ მაუდს. ბამბის ქსოვილების წარმოება XIII ს. გაძლიერდა საკმარისად მტკიცედ სამხრეთ სამრეწველო ზოლში. კონსტანცი, ბაზელი, ულმი, აუგსბურგი იყენებდნენ დიდი რაოდენობით ბამბას ქსოვილების დასამზადებლად, რომლებმაც სწრაფად მოიპოვეს პოპულარობა ევროპულ ბაზრებზე (ярмаркаи). მრეწველობის სხვა დარგები, აბრეშუმისა და იარაღის, მაშინ იწყებდა დაბადებას: ერთი იმავე კონსტანცში, მეორე ზოლინგენში, პასაუში, რეგენსბურგში.
საქალაქო მრეწველობას ჰქონდა ხელოსნობის ფორმა და ორგანიზებული გახლდათ ამქრებად (въ цехи /იხ./). ამქრების გამოჩენა გერმანიაში მიეკუთვნება XII ს. ჩვენ არ ვიცით მაგალითი 1106 წ.-ზე უფრო ადრინდელი (მეთევზეთა ვორმსის ამქარი); მას მოჰყვებოდნენ მეწაღეები ვიურცბურგში (1128), სალოგინე თეთრეულის მქსოველები კიოლნში (1149), მაგდებურგელი მეწაღეები, ყასბები და პურის მცხობლები გაგენაუში, კიოლნელი ზეინკლები (1178). XII ს. ბოლოდან ამქრების რაოდენობა სწრაფად იზრდება და საამქრო ორგანიზაცია მოიცავს მრერწველობის დარგებს, რომლებიც მუშაობენ საზღვარგარეთ გასატანი პროდუქციის გამოშვებაზე. პირველ ხანებში ამქარი გერმანიაში გახლდათ აუცილებელი ორგანიზაცია, რომელიც ერთნაირად იცავდა და უფრთხილდებოდა ხელობის ინტერესებსაც და მომხმარებელთა ინტერესებსაც. ხელმისაწვდომობა ამქარში არ იყო დახურული არავისთვის, თუკი შემსვლელი დაბადებული გახლდათ კანონიერ ქორწინებაში მყოფ, თავისუფალ და “სუფთა” მშობელთაგან, ე. ი. რომლებიც არ იყვნენ დაკავებულნი ჭუჭყიანი (ბინძური) ან სამარცხვინო პროფესიებით (Ahnenprobe). ამქარში შესვლის შეზღუდვა არ იყო მომგებიანი არავისთვის, ვინაიდან როდესაც დამყარდებოდა მუდმივი ბაზარი, მოთხოვნილება, როგორც ჩანს, მაშინვე გადააჭარბებდა არსებული ამქრების (საამქროების) სამრეწველო ძალებს, და ახალი ოსტატი წარმოადგენდა არა კონკურენტს, არამედ უფრო დახმარეს. მიხედავად ამისა, სულ პირველივე ნაბიჯებიდან ამქრები გამოიმუშავებენ თავიანთ სახელგანთქმულ პრინციპს, რომლის თანახმადაც ყველა, ვინც დაკავებულია ამა თუ იმ ხელობით, უნდა შევიდეს შესაბამისი ამქრის წევრთა რიცხვში. ეს არის – ე. წ. Zunftzwang. მისი წყალობით ქალაქში უკვე აღარ შეიძლებოდა დარჩენილიყო ხელობა ამქრების გარეთ. პირველ ხანებში Zunftzwang-ში არ არის არაფერი მომხმარებელთა საწინააღმდეგო, ვინაიდან, იცავს რა ამქრების მონოპოლიას, იგი იმავე დროს უზრუნველყოფს საქონლის ხარისხიანობას: Zunfrzwang-ის გარეშე ყველას ექნებოდა ხელობით დაკავების უფლება, ამქრისადმი არმიკუთვნებულნი თავისუფალი იქნებოდნენ კონტროლისგან და შეეძლებოდათ რომ ბაზარზე გაეშვათ ცუდი საქონელი. XIV ს.-მდე ოსტატი ჩვეულებრივ მუშაობს ან მარტო, ან მხოლოდ მოწაფესთან ერთად. ქარგალი (подмастерье) ჩნდება უფრო მოგვიანებით. მოწაფის შესვლას ამქარში სრულუფლებიანი ოსტატის ხარისხში თან არ ახლავს არანაირი რამდენადმე მაინც ძნელად დასაძლევი წინააღმდეგობები. ამქართა ცხოვრება, ამქრებში ხელოსანთა ცხოვრება მიედინება მშვიდად, ვიწრო კალაპოტებში, ბრძოლისა და მღელვარებათა გარეშე. მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება.
ამქრები იყო სულ დასაწყისიდანვე – და დარჩა ბოლომდე – ინსტრუმენტად, რომელიც ეწინააღმდეგება მსხვილი წარმოების სულს. კაპიტალი, რა თქმა უნდა, გამოყენებას აქაც პოულობდა, მაგრამ მისი როლი გახლდათ მეტად უმნიშვნელო. ოსტატს არ სჭირდებოდა ბევრი ფული საქმის დასაწყებად. მას უნდა დაექირავებინა სადგომი, შეეძინა აუცილებელი ინსტრუმენტი, და შემდეგ ჰქონოდა გარკვეული თანხა საქონლის (ნედლეულის) საყიდლად. მთავარი სამეურნეო მომენტი გახლდათ შრომა, ხოლო კაპიტალი კი იმყოფებოდა შრომის სამსახურში. გამორიცხული იყო მსხვილი კაპიტალების გამოჩენის თავად შესაძლებლობაც კი ამქრული ხელობის წიაღში. ამქრული სტატუტების დადგენილებთა უზარმაზარი ნაწილი მიმართული იყო იმაზე, რათა წინ აღდგომოდნენ უფრო მეტად გერგილიან (предпрiимчивый) ოსტატს თავისი წარმოების გაფართოებაში. თუკი რაიმე მსგავსი მაინც დაუძვრებოდა ამქრული რეგლამენტაციის გისოსებს, ასეთი rara avis-ი მაშინვე შეჰყავდათ ნორმაში და განსაზღვრავდნენ, თუ რა რაოდენობის საქონელი შეეძლო მას გამოემუშავებინა.
მაგრამ, თუმცა კი XII-XIII სს. ამქარი ბატონობს ხელოსნობაში, მაინც თვით ამ ასწლეულთა მონაცემებითაც კი ჩვენ ვხედავთ, რომ მსხვილი პერსპექტივების მქონე წარმოებებს ვერ აკავებენ ამქრული ხელოსნური სისტემის ჩარჩოებში, რომელმაც არ იცის უთანასწორობა ოსტატთა სხვადასხვა ჯგუფებს შორის. ასე იყო შალის წარმოებაში. მაინის ფრანკფურტში, მაგალითად, ოსტატთა თანასწორუფლებიანი მასიდან გამოიყოფიან მქსოველები. ისინი თავად ყიდულობენ მატყლს, თავიანთ მსახურებს აძლევენ მას გასარეცხად და დასაპენტად, ხოლო შემდეგ კი უგზავნიან მატყლს გამჩეჩავებსა და დამრთველებს, რომლებიც ითვლებიან ამქრის წევრებად, მაგრამ სამუშაოთი დაკავებული არიან სახლებში. მღებავები, რომლებთანაც მიდის შემდეგ ნართი, დამოუკიდებელი ხელოსნები არიან, მაგრამ ისინი მაინც დამოკიდებულნი არიან დამრთველებზე და არ შეუძლიათ მუშაობა ამქრის არაწევრთათვის. მღებავები მიეკუთვნებიან ამქარს, საღებავს კი ყიდულობენ თავად მქსოველნი. მთელავები და მკრეჭავები ასევე წარმოადგენენ მქსოველთა მიერ დაქირავებულებს. რამდენადმე უფრო გვიან ულმში ასევე გამოიყოფა მატყლის მპენტავთა ამქარი (Marner), რომლებიც შეისყიდიან ნედლეულს, სამუშაოს სახლებში დაურიგებენ ხელოსნებს, ხოლო შემდეგ კი გაყიდიან მზა მაუდს. მრეწველობის კაპიტალისტური ორგანიზაცია, რომელმაც უკვე დიდი ხანია დაიწყო კლასიკური ამქრული წყობილების ნგრევა იტალიასა და ფლანდრიაში, ცოტ-ცოტად ჩნდება გერმანიაშიც. და არა მხოლოდ მრეწველობაში, არამედ ვაჭრობაშიც.
რადგანაც ვაჭრობა, ისევე როგორც მრეწველობაც, თავს იყრის ქალაქებში, ამიტომ ვაჭარი ძალზედ სწრაფად ხდება სრულებით თავისუფალი ადამიანი თუნდა პრინციპის Stadtluft macht frei ძალით. და ამ თავისუფალი სავაჭრო წოდების გარემოში უკვე მონიშვნას იწყებენ სხვადასხვა კატეგორიები. უმრავლესობა ჯერ კიდევ მიეკუთვნება კრემერების კატეგორიას (Krämer). კრემერი – წვრილმანი ვაჭარია, პატარა სავაჭროს მფლობელი საბაზრო მოედანზე. სანამ ჯერ კიდევ არ არის მყარი ბაზრები, რომლებიც ერთხელ და სამუდამოდ დაკავშირებული იქნებოდა განსაზღვრულ ადგილთან, კრემერი მომთაბარეობს ბაზრიდან ბაზარზე. მაგრამ ეს – უწინდელი მოხეტიალე ვაჭარი არ გახლავთ. მას ჰქონდა ყველანაირი საქონელი, ვინაიდან იგი მზად უნდა ყოფილიყო ყველა მოთხოვნილებისთვის. კრემერი ინახავს მხოლოდ გარკვეულ საქონელს, და ყველამ იცის, თუ რისი ყიდვა შეიძლება მასთან. მის სავაჭროში შეკრებილია, უმთავრესად, ის, რაც არ იკავებს ბევრ ადგილს და არ მოითხოვება დიდი რაოდენობით, საქონელი, რომელსაც მნიშვნელოვანი ფასეულობა გააჩნია: ფესვები, სანელებლები, ნელსურნელებანი, ბაფთები, აბრეშუმის ნაკეთობანი, მცირე ნივთები დამზადებული ლითონის, ხის, ძვლის, ქარვის მასალისგან და სხვა. მაგრამ კრემერებთან ერთად გამოიყოფა უკვე მსხვილი მოვაჭრეებიც, და ისევ იმ სფეროში, რომელიც აკეთებს სწრაფ წარმატებებს: შალეულობით ვაჭრობის საქმეში. ჩვენ ვიცით, რომ პირველად მაუდი გერმანიაში (რაინზე) გამოჩნდა ფრიზების ქვეყნიდან. ჩამოსული ბითუმად მოვაჭრენი ამ დროს ამჯობინებდნენ თავიანთი საქონლის მთელ ნაჭრებად გაყიდვას; თუკი ისინი, დიდი თხოვნების შედეგად, გაყიდდნენ მცირე ჩამონაჭრებს ქსოვილიდან, ამაში მნიშვნელოვნად უფრო ძვირს იღებდნენ. რაინის ქალაქების ვაჭრებმა სწრაფად გაიგეს, რომ, თუკი ისინი იყიდიან ბითუმად მოვაჭრეებისგან დიდ ნაჭრებს, ხოლო შემდეგ კი ცალობით მათ ცოტ-ცოტად გაყიდიან, მაშინ ეს მომგებიანი ოპერაცია იქნება. და აი, რაინზე გამოჩნდნენ მაუდით ცალობით მოვაჭრენი (Gewandschneider), რომლებმაც ნელ-ნელა მოიპოვეს თავიანთთვის სრულებით განსაკუთრებული მდგომარეობა. ვაჭარს, რომელიც ვაჭრობდა მაუდით ცალობით და ვაჭრობდა კარგად, უკვე აღარ უხდებოდა ლოდინი იმისა, თუ როდის ჩამოვიდოდა ჩრდილოეთიდან ბითუმად მოვაჭრე. უფრო მომგებიანი იყო, რომ თავად გამგზავრებულიყო საქონლისთვის. უმრავლესობა მიმართავდა ხოლმე უახლოეს ბაზრობებს, მაგრამ უფრო მეტად გერგილიანები ამჯობინებდნენ წარმოების ადგილზე გამგზავრებას, ფლანდრიაში. ამ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, იგი შეისყიდიდა იმაზე მეტს, ვიდრე შეეძლო გაყიდვა მის საკუთარ სავაჭროს, და ზედმეტს კი ასაღებდა თავის ამხანაგებში. მიემგზავრებოდა რა ჩრდილოეთისკენ, მას თავისი საზიდრებით მიჰქონდა ისეთი საქონელი, როგორზედაც იქ იყო მოთხოვნილება, და აკეთებდა ორმაგად უფრო მომგებიან საქმეებს. რამდენიმე ასეთი იღბლიანი მოგზაურობა მაუდით ჩვეულებრივ ცალობით მოვაჭრეს გადააქცევდა მსხვილ ბითუმად მოვაჭრედ. იგი უკვე კეტავდა თავის პატარა სავაჭროს, ვინაიდან საქონლის გაყიდვა ერთბაშად რამდენადმე უფრო ნაკლები სარგებლით უფრო მეტად მომგებიანი იყო, ვიდრე მისი გაყიდვა ცალობით რამდენიმე თვის განმავლობაში. ასე გამოიყვნენ ბითუმად მოვაჭრეები, თავიდან რაინზე, შემდეგ კი გერმანიის სხვა ქალაქებშიც, თავიდან მაუდის საქმეში, შემდეგ კი წარმოებათა სხვა სფეროებშიც. მსხვილი კაპიტალი იწყებდა ვაჭრობის დაპყრობას.
რაც შეეხება ვაჭართა ორგანიზაციებს, XII და XIII სს. ისინი ცოტა იყო. ვაჭართა გილდიები (იხ.) ინგლისურის ან ფლამანდურის მსგავსად, გერმანულ ქალაქებში თითებზე ჩამოსათვლელი გახლდათ; გიოტინგენში, ჰოქსტერში, დორტმუნდში, კასელში, ჰოსლარში ჩვენ გვაქვს გილდიების თავად სახელწოდება, კიოლნში ორგანიზაცია, მაგრამ სახელწოდების გარეშე, მაგდებურგში ორგანიზაცია, რომელიც ახლოსაა გილდიასთან. სამხრეთში ისინი სულაც არ არის, ვინაიდან სამხრეთი ამ დროს ჯერ კიდევ ვერ თამაშობდა დიდ როლს ვაჭრობაში. ხოლო ჩრდილოეთში კი, თუ იყო კიდეც ნიადაგი გილდიების წარმოქმნისთვის, ამგვარი განკერძოებული ორგანიზაციები სწრაფად იქნა შთანთქმული დიდი გერმანული ჰანზას* ძალმოსილი, ფართოდ მომცველი ორგანიზაციის მიერ (*ჰანზა – გოთური სიტყვაა, ნიშნავს რამდენიმე პირის გაერთიანებას საერთო მიზნისთვის, საზოგადოებას, გილდიას; ყველაზე უფრო ხშირად მის ქვეშ გულისხმობენ ვაჭართა საზოგადოებას. ამ ტერმინმა, რომელიც უპირატესად გამოიყენებოდა ფლანდრიასა და საფრანგეთში, მოგვიანებით შეაღწია გერმანიაშიც. გერმანულ ჰანზას ჰყავდა წინამორბედი, ლონდონური ჰანზა ფლამანდური და ჩრდილოეთ-ფრანგული ქალაქებისა. მას ეწოდებოდა ჰანზა არა უბრალო სავაჭრო ასოციაციის აზრით, არამედ სავაჭრო ასოციაციათა ასოციაციის აზრით). მისი თავდაპირველი ისტორია მიეკუთვნება XII და XIII სს. რაინელმა ვაჭრებმა XII ს. სულ დასაწყისიდანვე დაიწყეს გამგზავრება ინგლისში. 1157 წ. “კიოლნის ხალხმა და მოქალაქეებმა” მიიღეს თავიანთი პირველი პრივილეგია. მასში მოიხსენიება მათი ლონდონური ფუნდუკიც (подворье, gildhalla). ეს პრივილეგია შემდეგში დადასტურებულ და გაფართოებულ იქნა, და XIII ს. ბოლომდე კიოლნს ეკუთვნოდა ჰეგემონია ინგლისთან მოვაჭრე გერმანულ ქალაქებს შორის. მაგრამ მას შეეძლო მისი შენარჩუნება მხოლოდ იმ დრომდე, სანამ გერმანული ვაჭრობა თავმოყრილი იყო უმთავრესად რაინზე და საერთოდ დასავლეთში. მაგრამ როდესაც სამეურნეო ურთიერთობებმა დაიწყეს სხვა რაიონების წინ წამოწევა, და უწინარეს ყოვლისა ბალტიის ზღვის სანაპიროსი, კიოლნის როგორც კავშირის მდგომარეობამ რყევა დაიწყო. ამაოდ ცდილობდა იგი ბრძოლას ლიუბეკის მზარდ გავლენასთან: უკანასკნელის გარშემო 1268 წ. წარმოიქმნა განსაკუთრებული ჰანზა, და კიოლნელებს ჰქონდათ საკმარისი კეთილგონიერება, რათა არ გამოეფიტათ უნაყოფო ბრძოლაში თავიანთი და სხვათა ძალები. XIII ს. მიწურულს ორივე ჰანზა შეირწყა ერთში და დამყარა საერთო საგილდიო პალატა სახელგანთქმულ ფოლადის ფუნდუკში (Стальное Подворье, Stahlhof) მდინარე ტემზას ნაპირზე. მაგრამ ლონდონური ჰანზა არ ყოფილა საზღვარგარეთ მოვაჭრე გერმანელ ვაჭართა ერთადერთი ორგანიზაცია. 1252 წ. მათ დააარსეს ჰანზა ბრიუგეში, რომელიც თავიდანვე იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ საჭირო შეიქნა განსაკუთრებული ორგანიზაცია. მისი წევრები ჯგუფდებოდნენ რაიონების მიხედვით და თითოეულის სათავეში იდგა რაიონის ყველაზე უფრო მსხვილი სავაჭრო ქალაქი: საქსონურ და ვენდურ ქალაქებთან – ლიუბეკი, რაინულ, ვესტფალურ და პრუსიულ ქალაქებთან – კიოლნი, გოთლანდურ და ლივონურ ქალაქებთან – ვისბი. მესამე გერმანული ჰანზა იყო სულ ბოლოს მოხსენიებულ ვისბიში, კუნძულ გოთლანდის დედაქალაქში, რომელიც იმყოფებოდა ბალტიის ზღვის ისეთ პუნქტში, რომელიც მდებარეობდა ყველა გერმანული ხომალდის გზაზე. ჰანზა ვისბიში მუშაობდა ენერგიულად. მის მიერ, სხვათა შორის, დაარსებულ იქნა სახელგანთქმული საჰანზო კანტორა (Petershof) დიდ ნოვგოროდში.
ეს ცალკეული ორგანიზაციები ლონდონში, ბრიუგესა და ვისბიში, ბუნებრივად მისწრაფებული უნდა ყოფილიყვნენ გაერთიანებისკენ. თითოეულ ამ ორგანიზაციაში მონაწილეობდნენ ვაჭრები ერთი და იმავე ქალაქებიდან, რომელთაც ყველგან ჰქონდათ ერთი და იგივე ინტერესები და რომელთათვისაც შერწყმა იყო ყველაზე უფრო ხელსაყრელი და მომგებიანი. დრო, როდესაც ეს ორგანზაციები მუშაობდნენ, იყო ისეთი, რომ გაერთიანების პრინციპით ჰაერი იყო გაჟღენთილი (носился въ воздухе). მეფობათშორისმა პერიოდმა ამის გარეშეც ხელი შეუწყო მთელი რიგი ქალაქთა კავშირების გამოჩენას თავდაცვისა და სავაჭრო საერთოობის (торговая общность) პლატფორმაზე. თუკი სხვა კავშირები ისახავდა, უმთავრესად, პოლიტიკურ მიზნებს, ვენდური კავშირი ლიუბეკის მეთაურობით, უმთავრესად ეკონომიკურს. მის პროგრამაში შედიოდა ისეთი ამოცანები, როგორებიცაა ზღვის გაწმენდა მეკობრეებისგან და გზებისა ყაჩაღებისგან, ლიუბეკური სამართლის გავრცელება და სხვა. მან მოახერხა საკმარისად ბევრის გაკეთება: სავაჭრო შევიწროვებათა და ქალაქების სავაჭრო პოლიტიკის წვრილმანი შარიანობის მოხსნა, სავაჭრო ადათ-წესებისა და ფულადი ნიშნების გარკვეულ ხარისხამდე გაერთიანება. ლიუბეკმა აიღო კიდეც საკუთარ თავზე საერთო-გერმანული ჰანზას შექმნის ძნელი და, შესაძლოა, მხოლოდ მისთვის ხელმისაწვდომი ამოცანა. როგორ მოხდა შერწყმა ჩვენ არ ვიცით, მაგრამ XIV ს. შუა ხანებში ჩნდება სახელწოდება “გერმანული ჰანზა”, რომელიც მოწმობს, რომ ეს აღსრულებულ იქნა.
ასე თანდათანობით გერმანული ბიურგერობა შეუპოვარი შრომით მრეწველობის, ვაჭრობისა და საქალაქო წეს-წყობილების ნიადაგზე იქცეოდა იმ ჭრელი პოლიტიკური კონგლომერატის სულ უფრო მეტად თვალსაჩინო წევრად, რომელიც ატარებდა “გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის” სახელწოდებას.
ქალაქებმა და საქალაქო კავშირებმა გააკეთეს იმაზე უფრო მეტი, ვიდრე ყველა სხვა პოლიტიკურმა ძალამ, რათა გერმანიაში შენარჩუნებულ ყოფილიყო გარკვეული წესრიგი მაინც მეფობათშორის ხანაში. მათ ეხმარებოდა კიდევ საიმპერიო რაინდობაც. ეს ორივე კლასი ცდილობდა უფროსობის არარსებობისთვის დასასრულის დადებას (положить конецъ безначалiю): თუკი ქალაქებისთვის ეს უბრალოდ არამომგებიანი იყო, ვინაიდან არ იძლეოდა გაერთიანებული ერის ძალის გამოყენების საშუალებას ვაჭრობისა და მრეწველობის ინტერესების მხარდასაჭრად, რაინდობისთვის ეს წარმოადგენდა უზარმაზარ საფრთხეს: მათ მალევე შთანთქავდნენ მთავრები. ამიტომ ე. წ. საერო მშვიდობის (Земскiй миръ, Landfriede) დამყარების, ე. ი. ძმათაშორისი ომების ამა თუ იმ ვადით შეწყვეტის მცდელობათა უმრავლესობა ამა თუ იმ რაიონში მოდიოდა ქალაქებისა და რაინდობისგან; დანარჩენი პოლიტიკური ძალები იშვიათად “აყენებდნენ” სამშვიდობო ინიციატივებს. ამრიგად, მხოლოდ მთავრები შეიგრძნობდნენ გარკვეულ მოგებას მეფობათშორისისგან, ვინაიდან ამ დროის მანძილზე ისინი სწრაფად აშენებდნენ ბოლომდე თავიანთი ტერიტორიული სუვერენიტეტის შენობას. მაგრამ როდესაც კურიამ, რომელსაც არ გააჩნდა არანაირი დასაყრდენი ნეაპოლიტანელ ანჟუელთა წინააღმდეგ, თავად იგრძნო სამეფო ხელისუფლების აღდგენის აუცილებლობა გერმანიაში, სასულიერო მთავრებმა ენერგიულად დაიწყეს აგიტაცია არჩევნებისთვის; არჩევნები შედგა. 1273 წ. მეფედ არჩეულ იქნა რუდოლფი, ჰაბსბურგის გრაფი (1273-1291). რუდოლფის არჩევა სხვების გარდა საინტერესოა იმ მიმართებაშიც, რომ 1273 წ. არჩევნებზე პირველად გამოვიდა, კურფიურსტთა კოლეგია, როგორც რაღაც ორგანიზებული და მუდმივი. მან გამოკრისტალება დაიწყო უკვე უკანასკნელ ჰოჰენშტაუფენთა არჩევნებზე და კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთა ჰაინრიხ რასპეს, ვილჰელმის, ალფონსისა და რიჩარდის არჩევნების დროს. საქსონური მართლმსაჯულების სარკე (Sachsensp. III, 57) ჯერ კიდევ ფრიდრიხ II-ის დროს ცდილობდა კოლეგიის შემადგენლობის დადგენას; მასში უნდა შესულიყვნენ სამი რაინელი მთავარეპისკოპოსი: მაინცის, ტრირისა და კიოლნის და ოთხი საერო მთავარი: რაინის პფალცგრაფი, საქსონიის ჰერცოგი, ბრანდენბურგის მარკგრაფი და ბოჰემიის მეფე. რუდოლფის არჩევნებზე მისდამი მტრულად განწყობილი ბოჰემიის მეფის ნაცვლად, როგორც ჩანს, მონაწილეობდა ბავარიის ჰერცოფი, მაგრამ უკვე 1290 წ. ბოჰემიამ თავისთვის განიმკტიცა თავისი უფლება. მთავრებისა და ეპისკოპოსების მრავალკაციანი საარჩევნო ვეჩეს (საერთო კრების – ი. ხ.) ნაცვლად მცირერიცხოვანი კოლეგიის გამოჩენა, სადაც მონაწილეობდნენ ახალი კოლონიური გერმანიის წარმომადგენლებიც, სადაც საერო საწყისისთვის უზრუნველყოფილი გახლდათ უმრავლესობა სასულიეროზე, დიდი ნაბიჯი იქნებოდა წინ ეროვნული გაერთიანების გზაზე, მას რომ არ გაეძლიერებინა უიმისოდაც უკვე ძლიერი მთავრები. კურფიურსტების პარტიკულარისტული როლი გამოვლინდა უკვე რუდოლფის არჩენვების დროს, რიდესაც თითოეულმა იზრუნა თავისთვის სარგებლის მისაღებად: ორმა იქორწინა ახალი მეფის ქალიშვილებზე ტახტზე თავიანთი უფლებების დასადგენად, სხვებმა მიიღეს თავიანთი ტერიტორიების მატება საიმპერიო მიწების ხარჯზე, აიძულეს რუდოლფი ეღიარებინა მათი კოლეგია მუდმივ საბჭოდ, თუ საერთოდ ადმინისტრაციულ საქმეებში ვერა, სულ მცირე ფინანსურ საქმეებში მაინც. ყოველივე ეს სულაც ვერ პირდებოდა გერმანიის სამეფო ხელისუფლების გაძლიერებას, მით უმეტეს, რომ საარჩევნო კაპიტულაციები პირდებოდა ისეთსავე მტკიცე ინსტიტუტად გადაქცევას, როგორიც გახლდათ კურფიურსტების კოლეგია. მაგრამ ამის შესახებ 1273 წ. არავინ არ ფიქრობდა. ყველანი გახარებულნი იყვნენ, რომ დასრულდა ანარქია, რომ ბოლოს და ბოლოს, ჰყავთ ნამდვილი მეფე. და თავად რუდოლფიც, როდესაც დათმობებზე მიდიოდა კურფიურსტებთან, როგორც ჩანს, უყურებდა ამას, როგორც გარდაუვალ ბოროტებას, და მტკიცედ გადაწყვიტა გაეკეთებინა ყველაფერი, მასზე დამოკიდებული, რათა წესრიგი დაემყარებინა გერმანიაში.
პირველი, რისთვისაც უნდა მიეხედა რუდოლფს, იყო ქვეყნის ფინანსური მდგომარეობა. მას შემდეგ რაც ვორმსის კონკორდატმა საეკლესიო მიწების შემოსავლები ამოიღო მეფის უშუალო განმგებლობიდან, მას შემდეგ რაც ფრიდრიხ II-მ მთელი სავაჭრო ბაჟები დაუთმო მთავრებს, მას შემდეგ რაც ლომბარდიული ხარკის გადახდა თავისთავად შეწყდა, – გერმანიის მეფეს დარჩა შემოსავლების ერთადერთი წყარო: საიმპერიო მიწები. მაგრამ საიმპერიო მიწის ფონდი ბოლომდე იყო დატაცებული. უკვე ფრიდრიხ II მიმართავდა მიწების ძალზედ გულუხვ დარიგებებს, კონრად IV მფლანგველი იყო მათ დარიგებებში, მაგრამ ლენების დარიგებებში ყველაზე უფრო ნაკლებად ძუნწობდნენ ისეთი მეფეები, როგორებიც იყვნენ ჰაინრიხ რასპე და ვილჰელმი. საჭირო იყო, ასე თუ ისე, ნაწილობრივ მაინც აღედგინა საიმპერიო მიწის ფონდი. და რუდოლფმაც გაატარა კანონი, რომლის თანახმადაც მთელი ლენები, დარიგებული 1245 წ. შემდეგ (ფრიდრიხ II-ის დამხობის წელი ლიონის საეკლესიო კრებაზე), აღიარებულ იქნა უკანონოდ და ექვემდებარებოდა დაბრუნებას. მაგრამ ეს ცოტა იყო. რუდოლფს ჩინებულად ესმოდა, რომ, სანამ მას არ აღმოაჩნდებოდა ხელში მსხვილი საგვარეულო სამკვიდრო მამული სამთავროს ტიტულით, მანამდე მის ფინანსურ სახსრებში ვერ იქნებოდა ვერავითარი მდგრადობა. და როგორც ადამიანმა, რომელსაც შეეძლო თავისი ძალების ეკონომია და ცდილობდა მინიმალური დაძაბვით ბევრის მიღწევას, მან ოსტატურად ჩაიფიქრა თავისი პირველი სერიოზული დარტყმა. იგი მიმართული იყო ბოჰემიის მეფის, ძალმოსილი პჟემისლ-ოტოკარ II-ის წინააღმდეგ. ამ ნიჭიერმა მთავარმა დიპლომატიითა და იარაღით თავი მოუყარა საკუთარ ხელში უზარმაზარ მიწებს, მათ რიცხვში ავსტრიასაც, რომელიც მან მიიღო უკვე 1245 წ. შემდეგ. რუდოლფმა მოითხოვა მისი დაბრუნება. ოტოკარმა ქედმაღლურად უარი უთხრა. რუდოლფმა დაადო მას საიმპერიო შერისხვა (ოპალა) და წავიდა ომით (1276). ამაყი მეფე დამარცხებულ იქნა, დაკარგა ავსტრია და მისცა რუდოლფს ლენური ფიცი ბოჰემიისა და მორავიისთვის. მაგრამ ოტოკარს არ სურდა რომ ასე უბრალოდ დამორჩილებოდა. 1278 წ. მან კიდევ ერთხელ სცადა ბედი ბრძოლაში, მაგრამ იგი მისთვის სრულებით ცუდად დამთავრდა. მარხფელდის დაბლობზე ბრძოლაში, ვენასთან ახლოს, იგი დამარცხებულ იქნა და, დატყვევებული განგმირა მახვილით მისმა ერთერთმა ყოფილმა ვასალმა. რუდოლფმა ბოჰემიის მეფედ აღიარა მისი ხუთი წლის ვაჟიშვილი ვენცესლავ II, რომელიც აქვე წინდახედულად დააქორწინა თავის მრავალრიცხოვან ქალიშვილებთაგან ერთერთზე, ხოლო 1281 წ. მიაღწია ავსტრიის შემომკტკიცებას თავისი ვაჟიშვილის ალბრეხტისთვის. ახლა ჰაბსბურგებს ჰქონდათ ვრცელი საგვარეულო სამკვიდრო მამული, რომელსაც არ ემუქრებოდა არანაირი სახიფათო მეზობლობა. დაასრულა რა ეს აუცილებელი ოპერაცია, რუდოლფი შეუდგა არეულობებით დატანჯული გერმანიის დაწყნარებას. მან თავიდან გაატარა ზომები, რომელიც დაამყარებდა საერო მშვიდობას ცალკეულ სამთავროებში, ხოლო შემდეგ კი საერთოდ მთელ ქვეყანაშიც. და როდესაც ტიურინგიამ არ მოისურვა დამორჩილებოდა, მან შეიპყრო და თავები დააჭრა 29 ყაჩაღ რაინდს (рыцарей-разбойниковъ) და დაანგრია რამდენიმე ათეული მათი ქვითკირით ნაგები ბუდე (1289). ეს გახლდათ უკანასკნელი მსხვილი საქმე მისი ცხოვრებისა. 1291 წ. იგი გარდაიცვალა და მას მთელი ქვეყანა დასტიროდა. მაგრამ ახლა გერმანია იყო თავისთვის და კურფიურსტები თავისთვის. რუდოლფის ვაჟი ალბრეხტი არ ყოფილა მეფედ არჩეული. ტახტი ერგო ადოლფ ნასაუელს (1292-1298), რომელმაც უფრო მეტი გადაიხადა. იგი გახლდათ ისეთივე მცირე მთავარი, როგორც რუდოლფი, და ისევე, როგორც მან, პირველივე ნაბიჯებიდან ზრუნვა დაიწყო სამემკვიდრეო მამულის შეძენისთვის. ადოლფმა გადაწყვიტა დაუფლებოდა ტიურინგიას, სადაც მის დროს მიდიოდა მთავართა მორიგი ურთიერთბრძოლა. იგი ისე გაიტაცა ამ ამოცანამ, რომ სრულებით მიატოვა გერმანიის საქმეები. როდესაც გამოირკვა, რომ ადოლფმა დაღუპა თავისი მდგომარეობა, გამოვიდა ალბრეხტი, რომელსაც მამის მსგავსად შეეძლო მოთმინებით ლოდინი. ორ მეტოქეს შორის ბრძოლაში მეფე ადოლფი დაიღუპა. ალბრეხტი (1298-1308) ახლა დაუბრკოლებლად იქნა არჩეული. გერმანია გამოვიდა არეულობებიდან და ისე ჩანდა, რომ შეეძლო ხელახლა შეჭიდებოდა ფართო საერთაშორისო ამოცანებს. ეს მაშინვე აისახა რომის დამოკიდებულებაში ალბრეხტისადმი. რამდენადმე მაინც მსხვილი მნიშვნელობის ყველა საქმეში პაპობა უკვე ხელახლა სწევდა თავს, რათა გაძლიერების საშუალება არ მიეცა გერმანიის სამეფო ხელისუფლებისთვის. ალბრეხტს, ისევე როგორც მის მამას, უყვარდა ოცნება თავისი საკუთარი ტერიტორიის გაზრდაზე და სურდა ესარგებლა ამ არეულობებით ბოჰემიაში. პაპი მას გზაზე გადაეღობა. იგივე მოხდა, როდესაც ალბრეხტმა გერმანული ვაჭრობის ინტერესებში მოისურვა უკანონო საგუშაგოების მოსპობა რაინზე, რომლებიც შექმნილი იყო ეპისკოპოსთა მიერ. საქმეში პაპი ჩაერია. როდესაც ალბრეხტი მოკლეს, გერმანიისთვის კვლავ ისმებოდა წყეული კითხვა: როგორ დაეღწია თავი ამ საუკუნო კოშმარისგან. ახლა აქ იყო კიდევ ერთი გამართულებელი გარემოება. 1309 წ.-დან პაპები გადასახლდნენ ავინიონში და ჩავარდნენ საფრანგეთის დაქვემდებარებაში. მთელი ეს საკითხები მთელი თავიანთი მნიშვნელობით დადგა ალბრეხტის მენაცვალის ჰაინრიხ VII ლუქსებურგელის (1308-1313) წინაშე. ჰაინრიხი იმ მიმართებით ემსგავსებოდა თავის წინამორბედებს, რომ გახლდათ მცირე მთავარი და, როგორც ასეთი, იგი მაშინვე შეუდგა თავისთვის მსხვილი სამემკვიდრეო მამულის ძიებას. მან იგი ძალზედ სწრაფად იპოვა ბოჰემიაში, სადაც სულ იმხანად შეწყდა პჟემისლოვიჩების მამრობითი შთამომავლობა. მან თავისი ვაჟი იოჰანი დააქორწინა უკანასკნელი პჟემისლოვიჩის ვენცესლავ III-ის დაზე და მას ლენად მისცა ბოჰემია. უზრუნველჰყო რა საკუთარი თავი გერმანიაში, ჰაინრიხმა გადაწყვიტა საიმპერატორო გვირგვინის თავზე დადგმა რომში. მან ოსტატურად ითამაშა პაპის მტკივან სიმზე, რომელსაც ემძიმებოდა “ბაბილონის ტყვეობა” ავინიონში და ამასთანავე ესმოდა, რომ გერმანიის იმპერატორის დაგვირგვინებით იგი საკუთარ პრესტიჟსაც მაღლა ასწევდა. ხოლო საფრანგეთის მეფე ფილიპე IV კი ჰაინრიხმა იმით დაამშვიდა, რომ მის ერთერთ ვაჟიშვილს ლენად მისცა ბურგუნდია. იტალიაში ელოდნენ მას გველფებისგან შევიწროვებული გიბელინები. ჰაინრიხი გამოცხადდა. მარამ როდესაც მან დაიწყო განსაზღვრულად გიბელინების მხარდაჭერა, პაპი შეშინდა, უარი თქვა მის დაგვირგვინებაზე და ნეაპოლის მეფე რობერტ ანჟუელი დანიშნა რომანიაში მეფისნაცვლად. ჰაინრიხს რომში წასვლა მოუწია იაღაღით ხელში. იგი შევიდა მასში და დაგვირგვინებულ იქნა პაპის სახელით. უახლოესი მიზანი მიღწეულ იქნა. მაგრამ ჰაინრიხის ფიცხი და მგზნებარე სულისთვის ეს ცოტა გახლდათ. მან გადაწყვიტა გადაედგა შემდეგი ნაბიჯი: ჩამოერთვა ანჟუელებისთვის სამხრეთ იტალია, ჰოჰენშტაუფენების სამემკვიდრეო მამული. სიკვდილმა (1313) შეუშალა მას ხელი ამ მიზნის განხორციელებაში. მისმა მენაცვალემ, ლუდვიგ ბავარიელმაც (1313-1347) არ გადაუხვია ამ გზიდან. იგი მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა ჰაინრიხს ნიჭიერებაში, იყო გაუბედავი და არც სიმამაცე გააჩნდა, მაგრამ მას ესმოდა, რომ პაპობასთან დავის დასრულების გარეშე მეფე ვერ შეძლებდა საკუთარი თავისთვის მოქმედებათა თავისუფლების უზრუნველყოფას გერმანიაში. მას მით უფრო თავისუფლად შეეძლო დაკავებულიყო იტალიის საქმეებით, რადგან არ სჭირდებოდა სამემკვიდრეო მამულის ძიება: იგი ამის გარეშეც უკვე ბავარიის მფლობელი გახლდთ. იგი არ მოელოდა, რომ სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდებოდა, მაგრამ შეცდა. პაპმა იოანე XXII-მ, მოუსვენარმა მოხუცმა, მოსთხოვა, რათა მას მოეხსნა თავისი ძალაუფლება იმ საფუძველზე, რომ მან, არ ყოფილა რა ერთხმად არჩეული (ლუდვიგს ჰყავდა მეტოქე, რომელიც მან დაამარცხა), არ გადასცა საკითხი რომის პაპს განსახილველად. უარის შემთხვევაში მას ემუქრებოდა განკვეთა. ლუდვიგმა, რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნა არ შეასრულა, და განკვეთაც გამოცხადებულ იქნა (1324). მაგრამ ჰაირიხ IV-ისა და ფრიდრიხ II-ის ხანაც უკვე წარსულს ჩაბარდა. გერმანია გამოვიდა ნატურალურ-მეურნეობრივი ქაოსიდან. საზოგადოებრივი აზრი იქმნებოდა სულ უფრო და უფრო მეტად ფულადი კაპიტალის ინტერესების მიერ. მის წარმომადგენლებს, გერმანულ ბიურგერობას, სურდათ ძლიერი ეროვნული ხელისუფლება და ემძიმებოდათ უკვე ის ფულადი შესაწირავები, რომლებსაც ყოველწლიურად მოითხოვდა პაპის ტახტი. ეს განწყობილებანი უფრო მოწინავე ქვეყნებში ყალიბდებოდა უკვე თეორიად. დანტემ თავის “მონარქიაში”, ფილიპე IV-ის ლეგისტებმა უკვე უფრო ადრე გამოაცხადეს პრინციპი, რომელიც უარყოფდა პაპობის საერო ხელისუფლებასა და მის უფლებას ჩარეულიყო საერო სახელმწიფოს ურთიერთობებში. ახლა უფრო გაბედულ (გადამჭრელ) ფორმაში აყალიბებდა იმავე აზრს იტალიელი ექიმი მარსილიუს პადუელი (Марсилiй Падуанскiй, იხ.) თავის “Defensor Pacis”-ში. საყოველთაო თანაგრძნობის მხარდაჭერითა და გიბელენების მხურვალე მოწოდებით გამხნევებული ლუდვიგი 1327 წ. გაემგზავრა იტალიაში, 1328 წ. დასაწყისში ორი ეპისკოპოსის მიერ დაგვირგვინებულ იქნა იმპერატორად, რომის ფაქტიურ მეთაურად, «сенаторомъ» Колонной. ამ წარმატების მიუხედავად, ლუდვიგი, როგორც ყოველთვის გაუბედავი, გერმანიაში დაბრუნებული ცდილობდა პაპთან შერიგებას. მხოლოდ როდესაც მის მცდელობები ქედმაღლურად იქნა უარყოფილი, მან გადაწყვიტა ემოქმედა ენერგიულად. ქალაქების, აზნაურებისა და კურფიურსტების მხარდაჭერით, უკანასკნელთ ეშინოდათ პაპის ჩარევისა დადგენილ საარჩევნო ორგანიზაციაში, ლუდვიგმა გაატარა ორი დადგენილება პაპობის წინააღმდეგ საიმპერიო სეიმებზე რენზასა და ფრანკფურტში (1338). უკანასკნელი, უფრო მეტად გაბედული, აცხადებდა, რომ მეფე ღებულობს თავის ძალაუფლებას არა პაპისგან, არამედ ღმერთისგან, რომ კურფიურსტების მიერ არჩეული მეფე არ საჭიროებს არავის მიერ დამტკიცებას და – უფრო მეტიც – ამ არჩევის ძალით ღებულობს უფლებას იმპერატორის ტიტულზე. შემდეგ ლუდვიგი კიდევ არა ერთხელ დაცემულა სულით, და ამან, ისევე როგორც მოხუცებულობის ხანაში გაღვიძებულმა სამკვიდრო მამულის გაზრდის წყურვილმა ძლიერად დასცა ლუდვიგის პოპულარობა. ბოჰემიელმა ლუქსემბურგებმა, რომლებიც ამ მომენტს იყვნენ ჩასაფრებულნი, დაუყოვნებლივ გაუშვეს ინტრიგა ერთდროულად ავინიონშიცა და გერმანიაშიც, და მეფე იოჰანის ვაჟიშვილი კარლი, ჯერ კიდევ ლუდვიგის სიცოცხლეში არჩეულ იქნა მეფედ. როდესაც ლუდვიგი 1347 წ. მოკვდა отъ удара, მისი მეკვიდრეობა სწორედ კარლმა ჩაიბარა კარლ IV-ის (1347-1378) სახელით.
თავის უზურპაციაზე პაპის კურთხევის მისაღებად კარლი დაპირდა არ გამგზავრებულიყო რომში პაპის ნებართვის გარეშე და დაეყო მასში მხოლოდ ერთი დღე – დაგვირგვინებისთვის. მთელი საპატიო ტიტულები “რომის იმპერატორის, ეკლესიის მფარველის (advocatus ecclesiae)” დალაგებულ იქნა პაპის ტახტის ძირას. გერმანელთა ეროვნული გრძნობა ღრმად იყო აღშფოთებული. კარლი საერთოდ ნაკლებ ყურადღებას აქცევდა გერმანიას. მეფისა და იმპერატორის ტიტულები სჭირდებოდა მას იმისთვის, რათა უფრო უკეთესად მოეწყო თავისი ბოჰემიის საქმეები. და მან ნამდვილად ბევრი გააკეთა. მან საკუთარ ხელში თავი მოუყარა არა მხოლოდ ბოჰემიასა და მორავიას, არამედ კიდევ ბრანდენბურგს (1373) და ლუზაციისა და სილეზიის ნაწილებს, თავისი ვაჟი სიგიზმუნდი დააქორწინა უნგრეთისა და პოლონეთის გვირგვინის მემკვიდრეზე (1373). ჰაბსბურგების წინააღმდეგობა მან თავიდან აიცილა 1364 წ. ბრიუნის ხელშეკრულებით, რომლის თანახმადაც, ერთერთი ხელმომწერი ხაზის შეწყვეტის შემდეგ მეორე მემკვიდრეობით მიიღებს მთელ მის მიწებს იმპერიაში. სანამ იგი ზრუნავდა თავის სამემკვიდრეო მამულზე, გერმანიაში საქმეები მიდიოდა სულ უფრო და უფრო ცუდად. დაპირისპირებანი (противоположности) მთავრებსა და ქალაქებს შორის (იხ. შემდეგი თავი) სულ უფრო მეტად მწვავდებოდა, ანარქია უფრო ძლიერი ხდებოდა. შავმა ჭირმა (чёрная смерть) გამოიწვია ფლაგელლანტიზმი (იხ.) და ებრაელთა დარბევები. თვითნებური სასამართლოები (самочинные суды), ფემები სულ უფრო ფართოდ ავრცელებდნენ თავიანთი საქმიანობის სფეროს სწორი სასამართლო ორგანიზაციის არარსებობის გამო. კარლის საკანონმდებლო საქმიანობის ერთადერთი ძეგლი გერმანიაში – ეს გახლავთ მისი ოქროს ბულა (1356), ერთგვარი ქარტია, გამოცემული რომიდან დაბრუნების შემდეგ. როგორც ეშმაკმა დიპლომატმა, კარლმა წინასწარ განჭვრიტა, რომ საიმპერიო დადგენილებათა კოდიფიკაციის ყოველგვარი მცდელობა, რენზასა და ფრანკფურტში 1338 წ. სეიმების სულისკვეთებით, გამოიწვევს პროტესტებს პაპობის მხრიდან. ასე გამოვიდა კიდეც, მაგრამ კარლს მომარაგებული ჰქონდა კარგი პარადი (აღლუმი) პაპების თავდასხმების წინააღმდეგ: მან დაიწყო ლაპარაკი ეკლესიაში ფართო რეფორმების აუცილებლობის თაობაზე. ავინიონი მაშინვე გაყუჩდა, და ოქროს ბულა შემდგომ წინააღმდეგობათა გარეშე იქცა კანონად. იგი უწინარეს ყოვლისა არეგულირებდა მეფის არჩევის საკითხებს. კურფიურსტებად საბოლოოდ მოწვეულ იქნენ სამი რაინელი მთავარეპისკოპოსი (ტრირის, მაინცისა და კიოლნის) და პფალცის, საქსონიის, ბოჰემიისა და ბრანდენბურგის ხელმწიფეები. ხმათა უმრავლესობის პრინციპიც ასევე საბოლოოდ იქნა აღიარებული. რათა არ ყოფილიყო კამათები ერთი და იმავე სახლის მთავრებს შორის, ოთხ საერო საკურფიურსტოში შემოღებულ იქნა საგვარეულოში ასაკით უფროსის მემკვიდრეობა, და მათი ტერიტორიები აღიარეს განუყოფელად. კურფიურსტებმა მიიღეს სუვერენული უფლებები თავიანთ სამთავროებში, სრული სასამართლო იმუნიტეტი, სამთო რეგალია და ებრაელთა მფარველობის უფლება, რომელიც შემოსავლიან ფისკალურ მუხლს წარმოადგენდა. ამიერიდან კურფიურსტების კოლეგია უნდა შეკრებილიყო ყოველ წელს აღდგომის შემდგომი შვიდეულის შემდეგ პირველი ოთხი კვირის განმავლობაში ერთერთ საიმპერიო ქალაქთაგანში. და ბოლოს, ოქროს ბულის დადგენილებათა უკანასკნელი ჯგუფი შეეხებოდა ქალაქებს: იგი კრძალავდა ქალაქთა კავშირებს და სპობდა Pfahlbürger-ების ინსტიტუტს (იხ. ქვემოთ). ამრიგად, ოქროს ბულა გახლდათ პირველი საკონსტიტუციო სიგელი, რომელიც გამოგლეჯილ იქნა მეფისგან. დაკავებული საქმეებით თავის სამეკვიდრეო მამულში, იგი, მიუხედავად ამისა, აფასებდა და უფრთხილდებოდა თავის ტიტულს და, საკუთარ ხელში მისი შენარჩუნებისთვის არსებითად დიდი დათმობები გაუკეთა მთავრებს. მათი ლომის წილი ერგოთ კურფიურსტებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ერთმემკვიდრეობის პრინციპი, შემოღებული საერო კურფიურსტებისთვის, რომელიც კურფიურსტებს აძლევდა უზარმაზარ უპირატესობებს სხვა მთავრების წინაშე. თავად კარლმა უკიდურესად მძიმედ გამოსცადა საკუთარ თავზე თავის სამემკვიდრეო მამულის მთელი მიწების უფროსი ვაჟისთვის ვენცესლავისთვის (ვენცელისთვის) გადაცემის შეუძლებლობა. მან აიძულა კურფიურსტები მოსყიდვების გზით აერჩიათ იგი თავისსავე სიცოცხლეში და ვენცელი გახდა მისი მემკვიდრე, როგორც მეფე. გარდა ამისა, მან მიიღო კიდევ ბოჰემია და სილეზია. – სამაგიეროდ მოუხდა სხვა მიწების გაყოფა: ბრანდენბურგი ერგო სიგიზმუნდს, მორავია და ლუჟიცის მიწების ნაწილი – იოჰანსა და ბიძაშვილებს.
მეფე ვენცელი (1378-1400) უფრო მეტი ზომით, ვიდრე მისი მამა, გახლდათ ბოჰემის მეფე. გერმანიაში, სადაც მისი მეფობის დროს გათამაშდა ტიტანური ბრძოლა ქალაქებსა და მთავრებს შორის (იხ. ქვემოთ), იგი საკუთარ თავს გრძნობდა სრულიად უძლურად. ინტერესები აკავშირებდა მას ქალაქებთან, მაგრამ მას არ გააჩნდა ძალები, რათა მათთვის რეალური მხარდაჭერა აღმოეჩინა. ამასობაში მან სასტიკად აიმხედრა თავის წინააღმდეგ მთავრები და ამისთვის მათ ჩამოართვეს კიდეც სამეფო ტიტული. მისი მენაცვალე რუპრეხტი, პფალცის კურფიურსტი (1400-1410), როგორც მეფე, სრულებით უფერული ფიგურა გახლდათ. იგი მოკვდა ათწლიანი უნაყოფო მცდელობების შემდეგ გერანიაში მშვიდობის დამყარებისთვის. მაშინ ტახტი ერგო კარლ IV-ის მეორე ვაჟიშვილს სიგიზმუნდ უნგრელს (1410-1437). კარლს ჰქონდა იმედები, რომ სიგიზმუნდი, რომელსაც ცოლად ჰყავდა მარია, უნგრეთისა და პოლონეთის მეფის ლუდოვიკოს უფროსი ქალიშვილი, საკუთარ ხელში თავს მოუყრიდა ორივე ამ დერჟავას, მაგრამ პოლონეთი ერგო ლუდოვიკოს მეორე ქალიშვილის, იადვიგას ქმარს, ლიტვის მთავარ იაგელოს, და სიგიზმუნდიც უნდა დაკმაყოფილებულიყო უნგრეთით. გარდა ამისა, მის ხელთ აღმოჩნდა უწინდელი სამემკვიდრეო მამული ბრანდენბურგიც, სადაც, სწორედ გერმანიაში მისი არჩევის წინ, მოკვდა მისი ბიძაშვილი იოსტი, რომელსაც მემკვიდრეობით წილად ხვდა ბრანდენბურგი სიგიზმუნდის უნგრეთში გამგზავრების შემდეგ. ტახტზე ასვლის დროს მან სრულიად გუხურებულ მდგომარეობაში ჰპოვა დიდი საეკლესიო სქიზმა (იხ. პაპობა). არსებობდა სამი პაპი. მათგან ერთი, იოანე XXIII, არჩეული პიზას საეკლესიო კრების უფლებამოსილებათა ძალით, შემთხვევით მის ხელთ ჩავარდა, და სიგიზუნდმა იძულებით დაითანხმა იგი ახალ საეკლესიო კრებაზე კონსტანცაში, რომელსაც მიზნად ჰქონდა სქიზმის მოგვარება. იგი ხელმძღვანელობდა სწორი პოლიტიკური აზრით: გამოეყენებინა საეკლესიო არეულობა გერმანიის სამეფო ხელისუფლების უფლებათა აღდგენისთვის. კონსტანცის საეკლესიო კრება (1414-1418) მაშინვე წარიმართა იმ სულისკვეთებით, როგორითაც ეს სჭირდებოდა სიგიზმუნდს. მან გადააყენა სამივე პაპი და გამოაცხადა პრინციპი, რომ საეკლესიო კრება პაპზე უფრო მაღლა დგას. მაგრამ მან ვერ შეძლო საეკლესიო კრების ბოლომდე ამ გზაზე შენარჩუნება. მან კრებას მსჯელობისთვის გადასცა თავისი, ლუქსემბურგული დინასტიის, მტკივნეული ადგილი, ჰუსიტური საკითხი, რომლისგანაც ყოველივე დუღდა ბოჰემიაში. მან სანქცია მისცა ჰუსისა (იხ.) და იერონიმუს პრაღელის (იხ.) იურიდიულ მკვლელობაზე, ფიქრობდა რა, რომ ამით მშვიდობას დაამყარებდა ბოჰემიაში. მან ვერ შეძლო მხარი დაეჭირა ფრანგული პარტიის გაბატონებისთვის, რომელიც ყველაზე უფრო მხურვალედ ემხრობოდა პაპის საეკლესიო კრებებისადმი დაქვემდებარების იდეას. იგი უძლური გახლდათ ფრანკფურტელი კანდიდატის, პიერ დ’ალის (Petrus de Alliaco) არჩევის განხორციელებაში, და იძულებული იყო დათანხმებოდა მარტინ V-ის, საეკლესიო კრებების უმაღლესობის პრინციპის მოწინააღმდეგის არჩევას. ამით, და კიდევ უფრო მეტად სიგიზმუნდის საქციელით ბაზელის საეკლესიო კრების დროს მომზადებულ იქნა პაპობის ახალი გაძლიერება, საეკლესიო კრებათა უმაღლესობის დამკვიდრებისთვის მოძრაობის განადგურება და გერმანიის დამცირება ვენის კონკორდატის მიხედვით. თავად გერმანიშიც სიგიზმუნდის საქმეები ცუდად მიდიოდა. მუდამ განიცდიდა რა ფულების საჭიროებას, იგი იძულებული იყო მიეყიდა ბრანდენბურგი მისი საკურფიურსტოთი ფრიდრიხ ჰოჰენცოლერნისთვის (იხ. ჰოჰენცოლერნები), ხოლო საქსონიის კურფიურსტობა კი მიიღო ვეტინელთა (Веттинскiй) ძალმოსილმა სახლმა, რომელმაც მალევე თავის ხელში შეაერთა არა მხოლოდ მაისენი და ტიურინგია, არამედ ერთერთი ლუქსემბურგული სამემკვიდრეო მამულიც, ლაუზიცი. მიათხოვა რა თავისი ერთადერთი ქალიშვილი ელიზაბეტი ალბრეხტ ჰაბსბურგს, სიგიზმუნდმა მიმართა უკანასკნელ მცდელობას, რომ თუნდაც თავის შემდეგ შეექმნა მსხვილი დერჟავა ჰაბსბურგული და ლუქსემბურგული მიწებისგან. მაგრამ აქაც მას განგების ძალით წილად ხვდა წარუმატებლობა: ბოჰემია ერგო გიორგი პოდებრადს, იმ ჰუსიტური პარტიებიდან იმ ნაწილის მიერ მიერ დაყენებულს, რომელმაც მოიპოვა გამარჯვება: უტრაკვისტებისა. უნგრეთში (იხ. IX, 391) ასევე დაემკვიდრა ჰუნიადების ეროვნული დინასტია. გერმანია სიგიზმუნდმა დატოვა დიდ არეულობაში, რომელიც არ შემცირებულა მის შემდეგაც. სიგიზმუნდის მენაცვალემ, მისმა სიძემ ალბრეხტ II-მ (1437-1439), თავისი ხანმოკლე მმართველობა გაატარა თავის სამემკვიდრეო მამულში აღმოსავლეთში, ხოლო შემდეგი ჰაბსბურგის ფრიდრიხ III-ის (1439-1486), ჰაბსბურგების მამაკაცური ხაზის ფუძემდებლის მეფობა შეადგენდა გერმანული სამეფოს იდეის სრული დაქვეითების ხანას. იგი ისე ცოტას ზრუნავდა ქვეყანაზე, რომლის მეფეც გახლდათ, რომ 27 წლის განმავლობაში არ გამოცხადებულა არც ერთ საიმპერიო სეიმზე. ბრძოლა ქალაქებსა და მთავრებს შორის თავისი რიგით მიდიოდა, თითქოსდა გერმანიაში არ ყოფილიყო არანაირი ხელისუფლება, რომელიც მებრძოლ მხარეებზე უფრო მაღლა იდგებოდა. რაც შეეხება საეკლესიო მოძრაობას, ფრიდრიხმა არა მარტო არ გამოიყენა იგი გერმანიის ინტერესებში, არამედ ყველაზე უფრო ცინიკური სახით გაყიდა იგი წკრიალა მონეტებში. მთავრები მიმართავდნენ ყველანაირ შესაძლო ძალისხმევას, რათა აეძულებინათ უბედურებაში ჩავარდნილი პაპობა დათმობებზე წამოსულიყო, ფრიდრიხი კი უკანა კარით შეიპარებოდა, ღებულობდა ფულებს და უფუჭებდა მთავრებს მათ – ამჯერად ღრმად ეროვნულ – საქმეს. მისი უახლოესი თანაშემწე ამ ვაჭრობაში პაპობასთან გახლდათ თავისი დროის ერთერთი უნიჭიერესი და უკეთილშობილესი ადამიანი, იტალიელი ჰუმანისტი ენეუს სილვიუს პიკოლომინი, მომავალი პაპი პიუს II. 1438 წ. კურფიურსტებმა ფრანკფურტში გადაწყვიტეს მიეცათ პაპისა და ბაზელის საეკლესიო კრებისთვის თავიანთი დავის მოგვარების საშუალება, ხოლო თავად კი მიიღეს პაპების ძალაუფლების ყველა შეზღუდვა, რომლებსაც საეკლესიო კრება ადგენდა. შემდეგ წელს ეს თვალსაზრისი მიღებულ იქნა სამპერიო სეიმის მიერ მაინცში. მაგრამ საჭირო იყო, რათა ამ გადაწყვეტილების მხარეზე დამდგარიყო იმპერატორი. მაგრამ ფრიდრიხი მოიქცა დიამეტრულად საწინააღმდეგოდ. 1445 წ. მან პაპისგან, რომელსაც წინასწარ მოსყიდული ჰყავდა მეფის ყველა მრჩეველი, მიიღო უფლება, რომ შეეთავაზებინა კანდიდატები ექვს ავსტრიულ საეპისკოპოსო კათედრაზე, ავსტრიული მონასტრების ვიზიტატორების თანამდებობაზე და უფლება ინვესტიტურისა ასი ავსტრიული საეკლესიო ბენეფიციისთვის. ეს ცოტა იყო, მას დაპირდნენ, თუკი იგი შეძლებდა მთავართა პაპისსაწინააღმდეგო პოლიტიკის ჩაგდებას (წახდენას), საიმპერატორო გვირგვინის თავზე დადგმას, 100.000 გულდენს რომში მგზავრობისთვის და მეათედ ნაწილს პაპის მთელი შემოსავლებიდან გერმანიაში. მეფემ გაყიდა თავისი ქვეყანა. მართალია, მთავრები კიდევ დიდხანს იბრძოდნენ, მაგრამ პაპის ოქრომ უთანხმოება მათ რიგებშიც დათესა. 1448 წ. (17 თებერვალს) ფრიდრიხმა პაპ ნიკოლაოს V-თან დადო კონკორდატი ვენაში, ყველაზე უფრო სამარცხვინო აქტი თავისი სამარცხვინო მმართველობისა გერმანიაში. კონკორდატმა აღადგინა ბაზელის საეკლესიო კრების მიერ გაუქმებული ანატები (ხარკი რომის სასარგებლოდ) და კვლავ პაპის ხელში გადასცა თითქმის ყველა საეკლესიო თანამდებობაზე დანიშვნები გერმანიაში. საეკლესიო კრებების მოძრაობამ თითქმის უნაყოფოდ ჩაიარა გერმანიისთვის. იმპერატორის ღალატის შედეგად ქვეყანას არ შეეძლო დაებრუნებინა (отвоевать) თავისთვის გერმანული ეკლესიის “თავისუფლებანი”, იმის მსგავსად, როგორც საფრანგეთმა დაამყარა გალიკანური ეკლესიის თავისუფლებანი (вольности). საზოგადოებრივი აღშფოთებისთვის რომის წინააღმდეგ დაკეტილ იქნა ბუნებრივი გამოსასვლელი, და ამიერიდან მას შეეძლო ეპოვნა მხოლოდ ერთი შედეგი – ურთიერთობათა სრულ გაწყვეტაში პაპობასთან.
საეკლესიო კრებების მოძრაობის შედეგმა გერმანიისთვის მთელი სისავსით გამოავლინა ერთერთი მთავარი პოლიტიკური შედეგიც თავის პერიოდისა, რომელიც მოჰყვა დიდ მეფობათშორისს: ეროვნული გერმანული სამეფოს იდეის ნგრევა. უკვე მხოლოდ ერთს – არჩევითობის პრინციპს უნდა მოეყვანა ეს იდეა ნგრევაში, ვინაიდან, არჩევითი სამეფო ხელისუფლებისას თითოეული მეფეთაგანი უფრო მეტად ზრუნავდა თავისი დინასტიური ინტერესებისთვის, ვიდრე ეროვნულისა. 1356 წ. ოქროს ბულამ არჩევითობა აქცია გერმანული სამეფოს ძირითად პოლიტიკურ ორგანიზაციად, მეფე გადასწია უკანა პლანზე, მის წინ დააყენა მთავრების რეალური ძალაუფლება, განსაკუთრებით კურფიურსტებისა. ეროვნული სამეფო ხელისუფლების დაქვეითებამ გადაჭრით დასვა საკითხი გერმანული ეროვნული განწყობის ორგანოების შესახებ, ის საკითხი, რომლის გადაწყვეტაზეც მნიშვნელოვან წილად თავი მოიყარა XVI-XIX საუკუნეების მთელმა პოლიტიკურმა ცხოვრებამ. რაც შეეხება მეფის ფაქტიურ ძალაუფლებას, დაწყებული XIV ს.-დან, იგი თითქმის ნარჩენების გარეშე დატაცებულ იქნა მთავრებისა და ქალაქების მიერ, რომლებიც საუკუნენახევრის განმავლობაში აწარმოებდნენ ურთიერთშორის ბრძოლას ჰეგემონიის გამო გერმანიაში.
(გაგრძელება იქნება)
ალექსი კარპის ძე ჯიველეგოვი
თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა
V. იმპერია პაპობასთან ბრძოლის ეპოქაში

VI. ჰოჰენშტაუფენები – იმპერიის აყვავება და დაქვეითება

VII. გერმანიის სოციალური ევოლუცია ჰოჰენშტაუფენების დროს და მეფობათშორის ხანაში

VIII. გერმანული სამეფოს იდეის ნგრევა

No comments:
Post a Comment