(ნ ა წ ი ლ ი II)
IV. აშშ შეიარაღებული ძალები სამხრეთ კორეაში 1970-იან წლებში
1970-იანი წლების მიწურულისთვის პენტაგონის ხელმძღვანელობას წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში მდებარე სახელმწიფოებში განლაგებული ჰყავდა დაახლოებით 130-ათასიანი შეიარაღებული ძალები. იგი აღჭურილი იყო ყველაზე უფრო თანამედროვე იარაღით, მათ შორის ბირთვულითაც. ეს შეიარაღებული ძალები წარმოდგენილი იყო სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო-საჰაერო ძალების შენაერთებითა და ნაწილებით, რომლებიც განლაგებული იყვნენ სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ტაივანსა და ფილიპინებზე, აგრეთვე მე-7 ოპერატიული ფლოტით, რომელიც შეიცავდა სხვადასხვანაირი კლასების საბრძოლო ხომალდებს, ავიაციასა და საზღვაო ქვეით ჯარს.
ინდოჩინეთში ამერიკული ჯარებისა და პოლიტიკის დამარცხების შემდეგ „აშშ-ის თავდაცვის მეწინავე მიჯნამ წყნარი ოკეანის ზონაში“ სამხრეთ ფლაგზე გადაინაცვლა აღმოსავლეთისკენ და ათწლეულის მეორე ნახევარში გადიოდა სამხრეთ კორეიდან იაპონიისა (კ. ოკინავა) და ტაივანის გავლით ფილიპინებისკენ. ამასთან მოხდა არა მხოლოდ იაპონიის, არამედ სამხრეთ კორეის სტრატეგიული როლის შემდგომი ამაღლებაც. ამერიკული ჟურნალი „ტაიმი“ წერდა: „კორეის ნახევარკუნძული იყო და რჩება სტაბილურობის გასაღებად ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში... ამერიკული სტრატეგიის შემოქმედნი, რომლებიც უკვირდებიან ვიეტნამის შემდგომი ერის (დროების) ჰორიზონტებს, უკვე სახავენ თავდაცვის ხაზს სმხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რომელიც გადის იაპონიის, ტაივანისა და სამხრეთ კორეის გავლით. აშშ-ს გააჩნია მსხვილი ეკონომიკური ინტერესები ყველა ამ ქვეყანაში და დაკავშირებულია ამათთან ოფიციალური ხელშეკრულებებით ურთიერთ თავდაცვის შესახებ“. ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის გაზრდილმა სამხედრო-სტრატეგიულმა მნიშვნელობამ თავისი ოფიციალური ასახვა ჰპოვა ე. წ. „ფორდის წყნაროკეანურ დოქტრინაში“.
1970-იანი წლების მიწურულის საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, ამერიკულ სამხედრო ყოფნას კორეაში გააჩნდა გრძელი და მძიმე ისტორია. განიხილავდა რა კორეის ნახევარკუნძულს მოხერხებულ პლაცდარმად შემდგომი შეტევითი მოქმედებების წარმოებისთვის მატერიკული აზიის სიღრმეში ომის შემთხვევაში და სამხედრო-პოლიტიკური ზეწოლის აღმოსაჩენად მშვიდობიანობის დროს, აშშ-მა გააგზავნა თავისი ჯარები კორეაში მაშინვე შორეულ აღმოსავლეთში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.
ამერიკული საოკუპაციო ჯარების გადმოსხმა 24-ე საარმიო კორპუსის სამი ქვეითი დივიზიის შემადგენლობით, დაიწყეს 1945 წლის 8 სექტემბერს კორეის პორტ ინჩხონში. აშშ-ის უახლოესი მიზანი მდგომარეობდა 38-ე პარალელის სამხრეთით მდებარე კორეის ტერიტორიაზე იაპონური კვანტუნის არმიის ნარჩენების კაპიტულაციის მიღებაში, რომლებმაც იარაღი დაყარეს საბჭოთა ჯარების დარტყმების ქვეშ. შემდგომში მათ უნდა უზრუნველეყოთ სსრკ-თან და სხვა მოკავშირეებთან ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილებების შესრულება, რომლებიც მიმართული იყო ერთიანი დემოკრატიული დამოუკიდებელი კორეის შექმნაზე, რასაც ითხოვდნენ კორეელი ხალხის პროგრესული პატრიოტული ძალებიც.
მაგრამ, საბჭოთა ავტორების მტკიცებით, ამერიკული საოკუპაციო ჯარების დახმარებით სამხრეთ კორეაში ლიკვიდაცია ჩაუტარეს დემოკრატიული თვითმმართველობის ახლადწარმოქმნილ ორგანოებს (სახალხო კომიტეტებს), ყოვლმხრივ ზღუდავნენ მემარცხენე ორიენტაციის პოლიტიკური ორგანიზაციების საქმიანობას. იმავე დროს ატარებდნენ რეაქციულად განწყობილი პოლიტიკური მოღვაწეებისა და დაჯგუფებების მობილიზაციასა და შეკვრა-შეკავშირებას, რომლებიც მზად იყვნენ ემსახურათ ამერიკული ინტერესებისთვის და წარმოადგენდნენ ადგილობრივი ბურჟუაზიის, მემამულეებისა და ჩინოვნიკების ზედა ფენის ინტერესებს.
სამხრეთ კორეაში ამ ძალების გავლენის განსამტკიცებლად საოკუპაციო ჯარები მალევე შეუდგნენ კორეელი ეროვნების პირთაგან შეიარაღებული ძალებისა და პოლიციის ჩამოყალიბებას. 1945 წლის ნოემბერში ამერიკული საოკუპაციო ჯარების შტაბმა დააარსა „ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტი“ ბრიგადის გენერალ შიკით სათავეში. პირველ ეტაპზე გეგმავდნენ შეიარაღებულ ძალებში 50 ათასი და პოლიციაში 25 ათასი ადამიანის ყოლას.
საბჭოთა ავტორების მტკიცებით, აშშ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა სამხრეთ კორეაში მისთვის სასურველი მარიონეტული სახელმწიფოს შესაქმნელად მზადების გზით, რომელიც შექმნეს 1948 წელს „ეროვნულ საკრებულოში“ სეპარატიული არჩევნებისა და „კორეის რესპუბლიკის მთავრობის“ ჩამოყალიბების შედეგად. ამ ცალმხრივმა თვითნებურმა აქციამ გამოიწვია კორეის გახლეჩვა.
საბჭოთა სამხედრო პერიოდიკაში გამოქვეყნებული ინფორმაციით, თავისი არსებობის პირველი დღეებიდანვე სეულის რეჟიმმა ჩრდილო კორასთან მიმართებაში დაიკავა უკიდურესად მტრული პოზიციები და აშშ-ის მეშვეობით ენერგიულად დაიწყო სამხედრო პოტენციალის ზრდა. 1949 წელს სამხრეთკორეული შეიარაღებული ძალები, შორეულ აღმოსავლეთში ამერიკული ჯარების სარდლის გენერალ დუგლას მაკარტურის შეფასებით, უკვე სავსებით ბრძოლისუნარიანი იყო. ყოველივე ეს ხდებოდა იმ ფონზე, როდესაც გაერო-ს გენერალური ასამბლეა მოუწოდებდა აშშ-ს კორეიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანისკენ, და რადგანაც ამ ღონისძიებების შედეგად ვაშინგტონმა შეიქმნა დასაყრდენი სამხრეთ კორეის მართველობაში, გადაწყვიტა შეეცვალა ნახევარკუნძულზე თავისი სამხედრო ყოფნის ფორმა. სახელდობრ, 1949 წლის შუახანებისთვის მან გაიყვანა საოკუპაციო 24-ე საარმიო კორპუსის ძირითადი ნაწილი იაპონიაში, დატოვა რა სამხრეთ კორეაში სამხედრო მრჩევლების მრავალრიცხოვანი ჯგუფი. ამავდროულად ამერიკელებმა შეინარჩუნეს უფლება „აღმოუჩენდნენ აქტიურ სამხედრო დახმარებას სამხრეთ კორეის ჯარებს, თუკი იგი აღმოჩნდება სერიოზულ საფრთხეში“.
1950 წელს კორეის ნახევარკუნძულზე მართლაც დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი ჩრდილო და სამხრეთ კორეას შორის. საბჭოთა ავტორები ამაში პასუხისმგებლობას აკისრებდნენ სამხრეთ კორეის ხელისუფლებას, მაგრამ დასავლური წყაროებისა და ომის საწყის ეტაპზე ჩრდილოკორეული ჯარების შთამბეჭდავი წარმატებების და მიხედვით, უფრო სავარაუდოა, რომ საბრძოლო მოქმედებების გაჩაღების ინიციატივა სწორედ ჩრდილოეთიდან წამოსულიყო. ასევე შესაძლოა, ამ საქმეში თავისი წვლილი შეეტანა 1947 წელს დაარსებულ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსაც (დირექტორი ალენ დალესი), მაგრამ ეს ჩვენი კვლევის ფარგლებს სცილდება.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ჩრდილოეთ კორეის ჯარებს შეიარაღებაში გააჩნდათ საბრძოლო ტანკები, სამხრეთკორეისას კი ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნები (ამერიკული „ბაზუკები“). შეიარაღებაში თავიანთი უპირატესობის წყალობით, ჩრდილოეთ კორეის ჯარებმა სამ დღეღამეში აიღეს სამხრეთ კორეის დედაქალაქი სეული, შემდეგ თითქმის მთელი ნახევარკუნძული და მხოლოდ მის სამხრეთ ნაწილში პუსანის ნახევარკუნძულზე გამაგრებული ამერიკული ჯარები ინარჩუნებდნენ უკანასკნელ პლაცდარმს.
აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გაეროს ეგიდით სამხრეთ კორეაში შეიყვანა მე-8 საველე არმია 1-ლი, მე-9 და 10-ე საარმიო კორპუსების შემადგენლობით, სულ ცხრა საბრძოლო დოვიზია, რამდენიმე ცალკეული საბრძოლო ბრიგადა და პოლკი, ამავე რაიონის მახლობლობაში თავი მოუყარა ამერიკული წყნარი ოკეანის ფლოტის ძირითად ძალებს, სჰძ-ის მსხვილ შენაერთებს, აგრეთვე თავისი მოკავშირე ქვეყნების საბრძოლო ხომალდებსა და ავიაციას. ომის დროს ამერიკული ჯარების რიცხოვნებამ კორეაში მიაღწია 325 ათას ადამიანს. იმ დროისთვის მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული იყო და ამიტომ პენტაგონის ხელმძღვანელობას რეზერვისტების გაწვევისას მათი გრძელვადიანი საბრძოლო მომზადება აღარ დასჭირებია.
ასეთი ადამიანური და მატერიალური რესურსების მობილიზაციისა და საბრძოლო მოქმედებებში მნიშვნელოვანი დანაკარგების შედეგად გაერო-ს ძალებმა ძირითადად ამერიკული შემადგენლობით, შეძლეს აქტიური შეტევითი მოქმედებების წარმოება, იმავე წლის შემოდგომაზე კი ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის დაპყრობა და ცალკეულ მიმართულებებზე ჩინეთის საზღვრებთან გასვლა. ამავე დროს ამერიკელთა წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთვნენ ჩინური ჯარებიც მოხალისეთა სახით (თუ არ ვცდებით, ორი მილიონი ადამიანის რიცხოვნებით) და გაერო-ს კოალიციურ შენაერთებს 38-ე პარალელამდე უკან დაახევინეს. გენერალი მაკარტური მოითხოვდა საბრძოლო მოქმედებების ჩინეთში გადატანას ამერიკული ბირთვული იარაღის გამოყენებით, მაგრამ ვაშინგტონში მას მხარი არ დაუჭირეს, აშშ-ში გაიწვიეს და სარდლობაც გენერალ მეთიუ რიჯუეის ჩააბარეს. ამევე დროს ჩრდილოეთ კორეისა და ჩინელი მოხალისეების მხარეზე დიპლომატიურ და საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურად გამოდიოდნენ საბჭოთა კავშირი, მისი მოკავშირე სახელმწიფოები და მსოფლიო საზოგადოებრიობის მნიშვნელოვანი ძალები. შესაბამისად, 1953 წელს ხელი მოაწერეს საზავო ხელშეკრულებას ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის, რომელსაც დღემდე იცავენ.
საბჭოთა ავტორები აღნიშნავდნენ, რომ ომის დროს ამერიკული ჯარები მოქმედებდნენ უკიდურესი სისასტიკით, იყენებდნენ „გადამწვარი მიწის“ ბარბაროსულ ტაქტიკას. მოკლეს და დაასახიჩრეს მრავალ ასეულ ათასობით ადამიანი, დაანგრიეს ან სრულებით გაანადგურეს სამრეწველო საწარმოების უმეტესობა, 600 ათასი საცხოვრებელი სახლი, მრავალი კულტურულ-საყოფაცხოვრებო დაწესებულება.
ომის დასრულების შემდეგ ამერიკული ჯარები აღარ გაუყვანიათ სამხრეთ კორეიდან და, საბჭოთა ავტორების სიტყვით, ისინი იქცნენ მთავარ დამაბრკოლებლად კორეის ერთიან ეროვნულ სახელმწიფოდ გაერთიანების გზაზე და საერთაშორისო დაძაბულობის ერთერთ სერიოზულ წყაროდ შორეულ აღმოსავლეთში, ამერიკელთა სიტყვით კი _ დემოკრატიისა და რეგიონში სტაბილურობის წყაროდ.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების რიცხობრივი და საბრძოლო შემადგენლობა 1953_1978 წლებში არაერთხელ შეცვლილა, მაგრამ მისი ძირითადი დანიშნულება პრაქტიკულად არ შეუცვლიათ. საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის მასალების მიხედვით, იგი რჩებოდა იმ პოლიტიკის იარაღად, რომელიც მიმართული იყო სამხრეთ კორეის ამერიკული გავლენის სფეროში აგრესიის სამხედრო-სტრატეგიული პლაცდარმის სახით შენარჩუნებასა და ამერიკული მონოპოლიების მიერ ექსპლუატაციის ობიექტად გამოყენებაზე. ამერიკული ჟურნალი «დეფენს მონიტორი» წერდა, რომ «სამხრეთ კორეის თავდაცვას არსებითად არ გააჩნია მნიშვნელობა შეერთებული შტატების თავდაცვისთვის. ამერიკულ ვალდებულებებს იცავდეს სამხრეთ კორეას გააჩნია პოლიტიკური მნიშვნელობა ჩვენი გლობალური პოზიციებისა და ჩრდილო აღმოსავლეთ აზიაში აშშ-ის ინტერესებისთვის».
აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მაშინდელმა თანაშემწემ ლ. სალივანმა თავის დროზე მოახსენა სენატის კომისიას შეიარაღებული ძალების საქმეებში, რომ ამერიკული ჯარები სამხრეთ კორეაში «ინარჩუნებენ ძალთა ბალანსს მსოფლიოს ამ რაიონში, სადაც ერთმანეთს ეჯახება ჩინეთის, სსრკ-ის, იაპონიისა და აშშ-ის ინტერესები». აქედან გამომდინარე, საბჭოთა ავტორების აზრით, გაგრძელებული ამერიკული სამხედრო ყოფნა კორეის ნახევარკუნძულზე განპირობებული იყო არა ჩრდილოეთ კორეის მოჩვენებითი აგრესიისგან «სამხრეთკორეელი ხალხის უსაფრთხოების» დაცვის ინტერსებით, რომლის დამტკიცებასაც ცდილობდა დასავლური პროპაგანდა, არამედ იმ ზოგადი აგრესიული მისწრაფებებით, რომელიც საფუძვლად უდევს ამერიკული იმპერიალიზმის გლობალურ პოლიტიკას.
უცხოური სამხედრო ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, 1970-იანი წლების მეორე ნახევარში ამერიკული ჯარების რიცხოვნება სამხრეთ კორეაში განისაზღვრებოდა დაახლოებით 40 ათასი ადამიანით. ორგანიზაციულად ისინი შეყვნილი იყვნენ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობაში სამხეთ კორეაში, რომელიც ამავდროულად წამოადგენდა აგრეთვე «გაეროს ჯარების სარდლობასაც». ეს ჯარები 1970-იან წლებში წარმოდგენილი იყო მხოლოდ აშშ-ის შეიარაღებული ძალებით, ხოლო კორეაში სამხედრო ინტერვენციის მონაწილე სხვა ქვეყნებს მის შტაბში ჰყავდათ მხოლოდ კავშირგაბმულობის ოფიცრები.
სამხრეთ კორეაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდალი ამავდროულად გახლდათ ქვეყანაში გაერო-ს ჯარების სარდალიც. იმავე დროს სეულის «მმართველების» თანხმობით, იგი ახორციელებდა სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ მართვასაც. ამერიკელმა გენერლებმა თავიანთ ხელში თავი მოუყარეს ზოგადი მითითებების შემუშავების ფუნქციებს ომის წარმოების ხერხებთან, საბრძოლო ოპერაციების კონკრეტული გეგმების შედგენასთან, როგორც თავიანთი, ისე სამხრეთკორეული ჯარების პირადი შემადგენლობის სწავლებისა და აღზრდის ორგანიზაციასთან მიმართებაში. ამერიკულ კონტროლსა და ზემოქმედებას სამხრეთ კორეის არმიაზე ახორციელებდნენ უმთავრესად 1-ლი საარმიო კორპუსის შტაბისა და სამხედრო დახმარების აღმოჩენაში ამერიკელი მრჩევლების გაერთიანებული ჯგუფის მეშვეობით, რომლის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ ყველა სამხრეთკორეულ შენაერთსა და ნაწილში.
აშშ-ის სახმელეთო ჯარები სამხრეთ კორეაში 1970-იანი წლების მეორე ნახევარში მოითვლიდა 32 ათასზე მეტ ადამიანს. უცხოური პრესის მონაცემებით, მის შემადგენლობაში შედიოდნენ: მე-8 საველე არმიის შტაბი, 1-ლი საკორპუსო ჯგუფის შტაბი, მე-2 ქვეითი დივიზია, რეაქტიული ჭურვების მე-4 სარდლობა, 38-ე საზენიტო საარტილერიო ბრიგადა, საარმიო ავიაციის 17-ე ჯგუფი, მე-2 საინჟინრო ჯგუფი, მხარდაჭერის 19-ე ბრიგადა, კავშირგაბმულობის, აგრეთვე ჯართა სხვა გვარეობებისა და სამსახურების ნაწილები.
ამ ჯარების შეიარაღებაში შედგებოდა 100-მდე საბრძოლო ტანკი, მართავი რაკეტების «სერჟანტისა» და უმართავი რაკეტების «ონესტ ჯონის» ექვსი გასაშვები დანადგარი, საველე არტილერიის 104 ქვემეხი (203,2- და 155-მმ ჰაუბიცების ჩათვლით), საზენიტო მართვადი რაკეტების 144 გასაშვები დანადგარი. ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რეაქტიული ჭურვების «თოუს», საარმიო ავიაციის თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების, აგრეთვე სხვა იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის მნიშვნელოვანი რაოდენობა.
მე-8 არმიის შტაბი განლაგებული იყო სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში. მისი სარდალი ამავდროულად ასრულებდა სამხრეთ კორეაში ამერიკული შეიარაღებული ძალებისა და გაერო-ს ჯარების მთავარსარდლების მოვალეობებს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მასვე ემორჩილებოდა ოპერატიულად სამხრეთკორეული შეიარაღებული ძალების 670 ათასი სამხედრო მოსამსახურე.
1-ლი საკორპუსო ჯგუფის შტაბი იმყოფებოდა იიჩჟონბუში (ბანაკი რედ ქლაუდი). საკორპუსო ჯგუფის მეთაური ემორჩილებოდა უშუალოდ მე-8 არმიის სარდალს. საკორპუსო ჯგუფის მეთაურის მოადგილედ და საერთო განყოფილების უფროსებად ნიშნავდნენ სამხრეთკორეელ ოფიცრებს. 1-ლი საკორპუსო ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდა ამერიკული მე-2 ქვეითი დივიზია და სამხრეთ კორეის თორმეტი დივიზია. მე-8 არმიის ყოფილი სარდლის გენერალ სტილუელის აღიარებით, 1-ლი საკორპუსო ჯგუფი, რომელსაც ჰყავდა პირადი შემადგენლობის 185 ათასი ადამიანი, წარმოადგენდა მსოფლიოს ერთერთ უმსხვილეს საველე არმიას (მშვიდობიანობის დროს). მისი ჯარები გაშლილი იყო მეწინავე მიჯნებზე სეულის ჩრდილოეთით ჩრდილოეთ კორეასთან სადემერკაციო ხაზის მიმართულებით (სეულ-ფხენიანის გზაზე).
მე-2 ქვეითი დივიზია განლაგებული იყო 1-ლი საკორპუსო ჯგუფის მეორე ეშელონში სადემარკციო ხაზიდან 20-25 კმ სამხრეთით და ეკავა მექანიზებული ჯარების მოქმედებებისთვის მოსახერხებელი ბუნებრივი დერეფანი. დივიზიის ძალების ნაწილი (ორ ბატალიონამდე) განლაგებული იყო სადემარკაციო ხაზის უახლოეს მახლობლობაში პანმინჩჟონის რაიონში, სადაც იმყოფებოდა ზავის საკითხში სამხედრო კომისიის შტაბ-ბინა. მე-2 ქვეითი დივიზიის შტაბი დისლოცირებული იყო თონგდუჩონში (ბანაკი ქეიზი). ორგანიზაციულად დივიზიის შემადგენლობაში შედიოდა ექვსი ქვეითი და ორი სატანკო ბატალიონი, აგრეთვე სადაზვერვო, მესანგრეთა, საარმიო ავიაციისა და კავშიგაბმულობის ბატალიონები, ოთხი საველე საარტილეიო დივიზიონი, «ჩაპარელ-ვულკანის» ერთი შერეული საზენიტო დივიზიონი და ზურგის უზრუნველყოფის ქვედანაყოფები. შენაერთს ინახავდნენ მაღალ საბრძოლო მზადყოფნაში, მატერიალური ნაწილითა და პირადი შემადგენლობით იგი დაკომპლექტებული იყო 100%-ით. სულ დივიზიაში მოითვლებოდა 15 ათასი ოფიცერი, სერჟანტი და რიგითი სამხედრო მოსამსახურე.
რეაქტიული ჭურვების მე-4 სარდლობა შეიცავდა ოპერატიულ-ტაქტიკური მართვადი რაკეტების «სერჟანტისა» და ტაქტიკური უმართავი რაკეტების «ონესტ ჯონის» ქვედანაყოფებს. მისი შტაბი განლაგებული იყო ჩხუნჩხონის რაიონში (ბანაკი პეიჯი). მართვადი რაკეტები «სერჟანტი» განკუთვნილი იყო 1-ლი საკორპუსო ჯგუფის ჯარების საცეცხლე მხარდაჭერისთვის, უმართავი რაკეტები «ონესტ ჯონი» კი კორეული 1-ლი საველე არმიის ჯარების საცეცხლე მხარდაჭერისთვის.
38-ე საზენიტო საარტილერიო ბრიგადა აერთიანებდა დიდ (45 კმ-მდე) და საშუალო (18 კმ-მდე) სიმაღლეებზე მფრენი საჰაერო მიზნების წინააღმდეგ ბრძოლის საზენიტო მართვადი რაკეტების «ნაიქ-ჰერკულესი» და «ჰოქი» რამდენიმე ცალკეულ დივიზიონს. მისი შტაბი და საკომანდო პუნქტი განლაგებული იყო საავიაციო ბაზა ოსანის რაიონში. ბრიგადა აშშ-ისა და სამხრეთკორეული საჰაერო თავდაცვის სხვა ძალებთან და საშუალებებთან ურთიერთმოქმედებით ახორციელებდა ჯართა უმნიშვნელოვანესი დაჯგუფებების სტაციონარული სამხედრო ობიექტებისა და ადმინისტრაციულ-სამრეწველო ცენტრების საჰაერო დაფარვას.
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები სამხრეთ კორეაში 1970-იანი წლების მიწურულს მოითვლიდა პირადი შემაგენლობის 7 ათას ადამიანს და წარმოადგენდა ქვეყანაში ამერიკული ჯარების საბრძოლო ძლიერების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს. იგი წარმოდგენილი იყო 314-ე საავიაციო დივიზიით, რომლის შტაბიც მდებარეობდა ოსანში. დივიზია შეიცავდა ორ საავიაციო ფრთას, სამ გამანადგურებელ საავიაციო ესკადრილიას, სადაზვერვო, სატრანსპორტო და სხვა დამხმარე ავიაციის ქვედანაყოფებს. შეიარაღებაში შედგებოდა 60 ტაქტიკური გამანადგურებელ-ბომბდამშენი თვითმფრინავი F-4 «ფანტომი». საბრძოლო ნაწილების ბაზირებისთვის იყენებდნენ ძირითადად ოთხ ავიაბაზას: ოსანი, კუნსანი, კეანჩჟუ და ტეგუ. 314-ე საავიაციო დივიზიის მთავარ ამოცანებს შეადგენდა _ ამერიკული და სამხრეთკორეული ჯარებისთვის უშუალო საავიაციო მხარდაჭერის აღმოჩენა, საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფა, საჰაერო დაზვერვის წარმოება.
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებს სამხრეთ კორეაში საბრძოლო შენაერთები და ნაწილები მუდმივი დისლოკაციით ან მიწერით ამ ქვეყანაში, არ ჰყოლია, თუმცა მე-7 ფლოტის სამხედრო ხომალდები, დამრტყმელი ავიამზიდების ჩათვლით, და საზღვაო ქვეითი ჯარის მე-3 საექსპედიციო დივიზიის სადესანტო ნაწილები კ. ოკინავადან საკმაოდ ხშირად ჩადიოდნენ ვიზიტებით ნახევარკუნძულზე ე. წ. « კერძო ამოცანების » გადასაწყვეტად. სამხრეთ კორეაში მუდმივად ფუნქციონირებდა ამერიკული სზძ-ის ოპერატიული შტაბი (სულ დაახლოებით 250 ადამიანი). იგი მონაწილეობდა საერთო ოპერატიულ დაგეგმარებაში, ორგანიზებას უკეთებდა ფლოტის ძალებისა და საზღვაო ქვეითი ჯარის საბრძოლო მომზადებას სამხრეთ კორეაში, უზრუნველყოფდა ქვეყანაში ამერიკული ხომალდების ბაზირების პუნქტების სათანადო მზადყოფნას, კონტროლირებას უწევდა და წარმართავდა სამხრეთ კორეის სზძ-ის საქმიანობას.
სამხრეთ კორეაში ამერიკული ჯარების დაჯგუფების საბრძოლო შემადგენლობისა და რიცხოვნების დახასიათებისას უცხოელი სპეციალისტები აღნიშნავდნენ, რომ ეს მხოლოდ «მეწინავე რაზმია», იმ ძალებისა და საშუალებების «პირველი ეშელონი», რომლებიც განკუთვნილი იყვნენ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ომის წარმოებისთვის. ძირითადი ძალები, როგორც ამერიკულ პრესაში ამტკიცებდნენ, თავმოყრილი იყო «სიღრმეში», სახელდობრ: საზღვაო ქვეითი ჯარის საექსპედიციო დივიზია იაპონიაში, ქვეითი დივიზია ჰავაის კუნძულებზე, ოთხი დივიზია და ერთი ცალკეული ბრიგადა აშშ-ის კონტინენტურ ტერიტორიაზე, აგრთვე საბრძოლო ავიაცის 29 ესკადრილია და მე-3 და მე-7 ოპერატიული ფლოტების ხომალდები. კონფლიქტური სიტუაციების წარმოქმნის შემთხვევაში ან სპეციალური სწავლებების ჩატარების მსვლელობისას ამერიკელები ფაქტიურად ამუშავებდნენ თავიანთი «ღრმა რეზერვების» ზოგიერთი კომპონენტის სამხრეთ კორეაში სასწრაფოდ გადასროლებს ნახევარკუნძულზე მეწინავე დაჯგუფების გასაძლიერებლად.
მაგალითად, 1978 წლის მარტში ერთერთი უმსხვილესი ამერიკულ-სამხრეთკორეული სწავლების «ტიმ სპირიტ-78»-ის ჩატარებისას «მეორე კორეული ომის წარმოქმნის პირობებში საბრძოლო მოქმედებების» დასამუშავებლად სამხრეთ კორეაში მუდმივად დისლოცირებული შტაბებისა და ჯარების გარდა იყენებდნენ საზღვაო ქვეითი ჯარის მე-3 დივიზიისა (კ. ოკინავა) და 25-ე ქვეითი დივიზიის (ჰავაის კუნძულები) ნაწილებს, ოპერატიულ-ტაქტიკურ რაკეტების «ლანსი» დივიზიონს (აშშ), მძიმე სტრატეგიულ ბომბდამენებს B-52 (კ. გუამი), გამანადგურებელ-ბომბდამშენებს F-111 და F-4 (აშშ და კ. ოკინავა), დამრტყმელ ავიამზიდებს «მიდუეი» და «კიტი ჰოქი», ატომურ წყალქვეშა ნავებსა და მე-7 ფლოტის სხვა საბრძოლო ხომალდებს.
კორეაში საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის მომზადებული ძალებისა და საშუალებების მთელი კონტინგენტის შენახვაზე 1970-იანი წლების მეორე ნახევარში პენტაგონი ყოველწლიურად ხარჯავდა საშუალოდ 20,5 მლრდ. დოლარს.
სახმელეთო ჯარების, სჰძ-ისა და სზძ-ის ჩამოთვლილი ძალებისა და საშუალებების საბრძოლო ძლიერება მრავალჯერ იზრდებოდა ბირთვული იარაღით, რომელიც თავმოყრილი იყო ამერიკულ საწყობებსა და ხომალდებში. უცხოური პრესის მონაცემებით, 1970-იან წლებში წყნარი ოკეანის ზონაში განთავსებული 4000 ერთეულზე მეტი ბირთვული საბრძოლო მასალიდან 700-1000 საბრძოლო მასალა არანაკლებ 20 მგტ ჯამური სიმძლავრით, დასაწყობებული იყო უშუალოდ სამხრეთ კორეაში. ესენი იყო საავიაციო ბომბები, რაკეტების სათავო ნაწილები, 155- და 203,2-მმ საარტილერიო ჭურვები, ბირთვული ფუგასები და ნაღმები.
კორეაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ არაორაზროვნად განაცხადა აშშ-ის მმართველი წრეების ზოგიერთმა წარმომადგენელმა.
1970-იანი წლების საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის მტკიცებით, შორეულ აღმოსავლეთში მშვიდობის საქმისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა ამერიკელი სამხედროების ყოველდღიური საქმიანობა სამხრეთ კორეაში. განსაკუთრებით, მათ მიერ ყველა სახეობის დაზვერვის წარმოება, მათ შორის კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის საჰაერო სივრცისა და ტერიტორიული წყლების პროვოკაციული დარღვევით. ამის მაგალითებს წარმოადგენდა ინციდენტები ამერიკულ სადაზვერვო ხომალდთან «პუებლო» (1968 წელი) და თვითმფრინავთან EC-121 (1969 წელი), რომელთა წინააღმდეგაც კორეის სახალხო არმია იძულებული გახდა მიეღო აღკვეთის სათანადო ზომები. 1970-იანი წლების ბოლოსთვის ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე დაზვერვის წარმოებითვის პენტაგონი იყენებდა დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრებს, SR-71 თვითმფრინავებსა და სხვა მაღლივ საფრენ აპარატებს.
განსაკუთრებით ხშირად ასეთ პროვოკაციებს ახდენდნენ სადემარკაციო ხაზზე. სწორედ აქ 1976 წლის აგვისტოში წარმოიქმნა ერთერთი სერიოზული ინციდენტი. მთელი ამერიკულ-სამხრეთკორეული ძალები მოიყვანეს მაღალ საბრძოლო მზადყოფნაში, აშშ-დან და იაპონიიდან სამხრეთ კორეაში სასწრაფოდ გადმოისროლეს F-111 და F-4 თვითმფრინავების ორი ესკადრილია, საზღვაო ქვეითი ჯარის გაძლიერებული პოლკი. კორეის ნახევარუნძულის რაიონში გამოუშვეს მე-7 ფლოტის დამრტყმელი ავიამზიდი «მიდუეი» და მძიმე სტრატეგიული ბომბდამშენები B-52 კ. გუამიდან. ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ ნახევარკუნძულზე შეიქმნა ფეთქებადსაშიში მდგომარეობა, რომლის დროსაც ომი შესაძლოა წარმოიქმნას ნებისმიერ მომენტში.
უცხოური სამხედრო ბეჭდური გამოცემების მიხედვით, 1970-იან წლებში კორეაში ახალი ომის წარმოებას ამერიკული სარდლობა ფიქრობდა 1-ლი საკორპუსო ჯგუფის ყოფილი მეთაურის გენერალ-ლეიტენენტ ჰოლინგსტვორის მიერ შემუშავებული «ელვისებური» ომის გეგმის შესაბამისად. მის რეალიზაციაზე გამოყოფილი იყო არაუმეტეს ცხრა დღეღამისა. ჩანაფიქრის რეალურობას ამოწმებდნენ ამერიკული და სამხრეთკორეული ჯარები რიგი ერთობლივი საკომანდო-საშტაბო სწავლებების მსვლელობისას.
საბრძოლო მომზადების მიმდინარეობისას პირველ რიგში ყურადღებას უთმობდნენ შეტევითი ოპერაციების წარმოებას, სამხრეთ კორეის სამხედრო მდგომარეობაში სწრაფ გადაყვანას, აქ გაძლიერების ჯარების, განსაკუთრებით აშშ-ის ტაქტიკური და საავიამზიდო ავიაციის დამრტყმელი ძალების ექსტრენულ გადასროლას, ამერიკული ჯარების სამხრეთკორეულ შეიარაღებულ ძალებთან ოპერატიული ურთიერთმოქმედების ორგანიზაციას, ზურგის უზრუნველყოფის სისტემის სრულყოფას.
ომისთვის მზადების ფართო პროგრამის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა აგრეთვე სამხრეთ კორეის ტერიტორიის დაჩქარებული და მიზანმიმართული აღჭურვა ჯარების საბრძოლო საქმიანობის ინტერესებში, ნახევარკუნძულის მთელი ინფრასტრუქტურის კომპლექსური სრულყოფა.
ასეთი იყო, საბჭოთა ავტორების სიტყვით, სამხრეთ კორეაში ამერიკული სამხედრო ყოფნის წარსული და 1970-იანი წლების მიწურულის აწმყო. ისინი აღნიშნავდნენ, რომ სამხრეთკორეელ ხალხს სურდა ჩრდილოეთთან გაერთიანება ერთიან დამოუკიდებელ მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოში, რასაც ხელს უშლიდა ამ ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ყოფნა, რომ უცხოური ჯარების ქვეყნის ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვდა მოსახლეობის უმეტესი უმრავლესობა. ამასვე ესწრაფვოდნენ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, საბჭოთა კავშირი და მისი მოკავშირე სახელმწიფოები, ბევრი განვითარებადი ქვეყანა და მთელი მსოფლიოს პროგრესული ძალები.
თავად აშშ-ში სერიოზული იყო საზოგადოების წინააღმდეგობა ამერიკული ჯარების სამხრეთ კორეიდან გამოყვანის სასარგებლოდ. ლუის ჰარისის სამსახურის მიერ 1975 წლის მაისში ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ გვიჩვენა, რომ ამერიკელთა 52% გამოდიოდა კორეაში აშშ-ის სამხედრო ჩარევის წინააღმდეგ. ბევრი რიგითი ამერიკელი გმობდა ამერიკული მთავრობის მიერ სეულის დიქტატორის პაკ ჩჟონ ხის უკიდურესად რეაქციული რეჟიმის მხარდაჭერის პოლიტიკას.
ითვალისწინებდა რა ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო არენაზე კორეის პრბლემაზე შეხედულების განვითარების ტენდენციას, აშშ-ის იმდროინდელი პრეზიდენტი ჯ. კარტერი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჰპირდებოდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში სამხრეთ კორეიდან მთელ ამერიკულ სახმელეთო ჯარებს გამოიყვანდა. მართალია ეს დაპირება შემდეგში არ შეასრულა, მაგრამ აღნიშნული მაგალითი როგორც სამხრეთ კორეაში, ისე აშშ-შიც მოსახლეობის დიდი ნაწილის იმდროინდელი განწყობის აშკარა მაჩვენებელია.
მოცემულ საკითხში პენტაგონისა და კონგრესის მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსი დაიყვანებოდა იმაზე, რომ ჯარების გამოყვანა განეხორციელებინათ თანდათანობით და დაესრულებინათ დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში. პირველი ეშელონის ევაკუაცია ერთი ბატალიონის შემადგენლობით დაგეგმილი იყო 1978 წლის დასასრულზე, კიდევ ორი ბატალიონის გამოყვანას გეგმავდნენ 1979 წელს. დანარჩენი ჯარების გამოყვანის ვადები იმ დროისთვის არ გამოუცხადებიათ. ევაკურირებული ნაწილებისა და ქვედანაყოფების მთელ იარაღსა და საბრძოლო ტექნიკას გადასცემდნენ სამხრეთ კორეის მარიონეტულ არმიას. სახმელეთო ჯარების გაყვანის კომპენსირებას ახდენდნენ საავიაციო დაჯგუფების მნიშვნელოვანი გაძლიერებითა და სამხრეთ კორეისთვის შეიარაღების ახალი მიწოდებებით. ძირითადი ყურადღება უნდა დაეთმოთ დაზვერვის წარმოებისა და სამხრეთ კორეაში დარჩენილი ჯარების ზურგის უზრუნველყოფის შესაძლებლობების ამაღლებისთვის.
1970/1980-იანი წლების მიჯნაზე სამხრეთ კორეიდან ამერიკული სახმელეთო ჯარების გაყვანის შესახებ გადაწყვეტლების რეალიზებისას გამოვლენილ განსაკუთრებულ სიფრთხილესა და ზოზინს ხსნიდნენ უწინარეს ყოვლისა ვაშინგტონის დაურწმუნებლობით სამხრეთკორეული რეჟიმის სიმტკიცესა და პაკ ჩჟონ ხის მარიონეტული მთავრობის უნარში უზრუნველეყო ამერიკული ინტერესები «უცხოური ხიშტების» არყოფნის პირობებში, რომლებიც, საბჭოთა პრესის მონაცემებით, წარმოადგენდა მისი ხელისუფლების საყრდენს. ამასთან დაკავშირებით ამერიკულმა მთავრობამ კვლავ გამოჰყო უზარმაზარი ფინანსური სახსრები სეულის შეიარაღებისთვის.
1978/1979 ფინანსურ წელზე აშშ-ის კონგრესმა სამხედრო დახმარების პროგრამით სამხრეთ კორეას გამოუყო 1 მლრდ. 165 მლნ. დოლარი. უცხოურ საქმეებში სენატის კომისიამ მოიწონა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა სამხრეთ კორეისთვის აუნაზღაურებლად 800 მლნ. დოლარის ღირებულების ნებისმიერი სამხედრო ტექნიკის მიწოდებას, რაც აუცილებელი იქნებოდა იქიდან ამერიკული სახმელეთო ჯარების გამოყვანის «საკომპენსაციოდ» (275 მლნ. დოლარს აძლევდნენ კრედიტების სახით). სულ სამხრეთკორეული შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისთვის მეორე ხუთწლიან გეგმაზე (1976-1980 წლები) სეული იმედოვნებდა აშშ-გან 1,5-2 მლრდ. დოლარის მიღებას.
საბჭოთა ავტორების სიტყვით, ამერიკელები საფუძვლიანად ამაგრებდნენ სეულს და არ ჩქარობდნენ სამხრეთ კორეიდან თავიანთი ჯარების გაყვანას კიდევ იმიტომაც, რომ კორეის ნახევარკუნძულზე აშშ-ის სამხედრო ყოფნის საკითხს მეტად მგრძნობიარედ ეკიდებოდა იაპონია. ვაშინგტონი ესწრაფვოდა დაემტკიცებია თავისი მთავარი წყნაროკეანელი მოკავშირისთვის, რომ დაგეგმილი აქცია არ გამოიწვევდა «ძალების დისბალანსს» და სამხრეთკორეული სამხედრო-პოლიციური სახელმწიფოს თავად არსებობისთვის მუქარის წარმოქმნას, რომელსაც ტოკიოში განიხილავდნენ «ჩრდილოეთიდან კომუნიზმის მუქარის შემოღწევის საწინააღმდეგო სანიტარული კორდონის» სახით.
1978 წლის იანვარში ჰონოლულუში (ჰავაის კუნძულები) მიმდინარე «უსაფრთხოების ხელშეკრულების» საკითხებში ორმხრივ იაპონურ-ამერიკულ თათბირზე ვაშინგტონის წარმომადგენლები არწმუნებდნენ იაპონელ კოლეგებს იმაში, რომ აშშ-ს არ ჰქონდა განზრახული შეემცირებია თავისი სამხედრო ყოფნა იაპონიის კუნძულებზე და წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში და არ გეგმავდა უახლოეს წლებში სამხრეთ კორეიდან თავისი შეიარაღებული ძალების გაყვანას.
პენტაგონის გეგმებსა და ჩანაფიქრებზე შესაბამისი სახით გალენას ახდენდა აგრეთვე აზიაში ამერიკული სამხედრო ყოფნისადმი დამოკიდებულება ჩინეთის მხრიდან. ამერიკული პრესის შეტყობინებებით, ჩინელი ლიდერები არწმუნებდნენ მათთან სტუმრად მყოფ აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწეს ზ. ბჟეზინსკის, რომ არ გაეყვანათ ამერიკული ჯარები სამხრეთ კორეიდან.
დაბოლოს, სამხრეთ კორეაში ამერიკული სამხედრო ყოფნის მასშტაბების შემცირების იდეას ხიშტებით შეხვდნენ გარკვეული მილიტარისტული წრეებიც თავად აშშ-ში, რამდენადაც, მათი აზრით, ეს ეწინააღმდეგებოდა ამერიკული აზიურ-წყნაროკეანური სტრატეგიის სულს. ასეთი აზრი გამოხატა თავდაცვის მინისტრმა გ. ბრაუნმა ლოს-ანჟელესში 1978 წლის თებერვალში თავისი გამოსვლისას: «ჩვენ ვართ და ვიქნებით მთავარი ძალა წყნარ ოკეანეში. ჩვენ არ შეიძლება ვიყოთ ძლიერები ევროპაში და სუსტები აზიაში. ჩვენი ძლიერება აზიაში ხომ ხელს უწყობს ჩვენს ძლიერებას ევროპაში, და პირიქით».
აქედან გამომდინარე, ვაშინგტონის ფართოდ რეკლამირებული განზრახვა გაეყვანა თავისი სახმელეთო ჯარები სამხრეთ კორეიდან, საქმით წარმოადგენდა მხოლოდ პოლიტიკურ ფანდს. ამის დადასტურებას წარმოადგენს აშშ-ის სახმელეთო ჯარების კონტინგენტის არსებობა სამხრეთ კორეაში როგორც მთელი ცივი ომის პერიოდში, ისე დღესაც. სახელდობრ, სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, სამხრეთ კორეაში 1991 წელს განლაგებული იყო ამერიკული სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობის 31500 ადამიანი, ერთი ქვეითი დივიზია, ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების «ლანსების» ბატარეა, სამი საარტილერიო დივიზიონი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების MLRS დივიზიონი, საზენიტო-საარტილერიო დივიზიონი. ასევე სამხედრო-საჰაერო ძალების საავიაციო დივიზია ორი გამანადგურებელი საავიაციო ფრთით, რომელთა პირადი შემადგენლობა მოითვლიდა 10300 ადამიანს, ხოლო შეიარაღებაში კი ნაჩვენები იყო 72 ტაქტიკური გამანადგურებელი F-16 და 18 სადაზვერვო RF-4C თვითმფრინავი (სულ 90 საბრძოლო თვითმფრინავი). 2000 წელს სამხრეთ კორეაში ამერიკული სახელეთო ჯარებისა და სჰძ-ის კონტინგენტები რამდენადმე შემცირებული გახლდათ, შესაბამისად 27500 და 8700 ადამიანამდე, ხოლო მათ შეიარაღებაში კი ნაჩვენები იყო 116 საბრძოლო ტანკი M-1/M-1A1 «აბრამსი», 126 ქვეითთა საბრძოლო მანქანა M-2/-3 «ბრედლი», 111 ჯავშანტრანსპორტერი M113A1/A2, 45 საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 70 ტაქტიკური გამანადგურებელი F-16 და 20 მოიერიშე A-10 თვითმფრინავი, აგრეთვე დამრტყმელი (ტანკსაწინააღმდეგო) ვერტმფრენები, საზენიტო მართვადი რაკეტები «პეტრიოტი» და სხვა შეიარაღება.
1970-იანი წლებისმიწურულს საბჭოთა ავტორები წერდნენ, რომ კორეის პრობლემასთან მისვლისას ლაპარაკი უნდა ყოფილიყო სამხრეთ კორეიდან ყველა უცხოური ჯარების დაუყოვნებლივ და უპირობო გაყვანაზე, «გაეროს ჯარების სარდლობის» დაშლასა და სამხედრო ზავზე შეთანხმების სამშვიდობო ხელშეკრულებით შეცვლაზე. ისინი მხოლოდ ამაში ხედავდნენ ხელსაყრელი პირობების შექმნის გასაღებს კორეაში ზავის მტკიცე მშვიდობად გადაქცევისა და ქვეყნის ორივე ნაწილის გაერთიანების დაჩქარებისთვის.
V. აშშ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ცენტრალური სარდლობა
1980-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა სამხედრო პერიოდიკაში გამოქვეყნებული წერილების ატორები წერდნენ, რომ იმპერიალიზმის, და უწინარეს ყოვლისა ამერიკულის, აგრესიული ძალების შემდგომი აქტივიზაციის შედეგად თანამედროვე სამხედრო-პოლიტიკური ვითარება მსოფლიოში შესამჩნევად გართულდა, საერთაშორისო მოვლენების განვითარება იძენდა სულ უფრო სახიფათო ხასიათს. აშშ-ის მილიტარისტული წრეები დაადგნენ ღია დიქტატისა და მოწინააღმდეგე ან მათი გავლენის ქვეშ არმყოფ ძალებთან კონფორნტაციის გზას, რაც თვალსაჩინოდ ვლინდებოდა პენტაგონის მიერ მიღებულ სსრკ-სა და მის მოკავშირე ქვეყნებთან გლობალურ და რეგიონულ მასშტაბებში ე. წ. «პიდაპირი დაპირისპირების» სტრატეგიაში. დედამიწის ბევრ რაიონს აცხადებდნენ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების «სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი» ინტერესების სფეროდ, აძლიერებდნენ ჩარევას განვითარებადი ქვეყნების საშინაო საქმეებში, ავიწროვებდნენ სახელმწიფოების ეროვნულ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, პრაქტიკულ რეალიზაციას უკეთებდნენ «გავლენის ზონების» განმტკიცებისა და გადაკეთების პოლიტიკას.
იმავე ავტორების აზრით, ამერიკული იმპერიალიზმის მსოფლიო ბატონობისკენ სწრაფვისა და მთელი პლანეტის ხალხების ბედის ტრიალის სურვილის დამაჯერებელ მოწმობად იქცა 1983 წლის იანვარში ამერიკული შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ცენტრალური სარდლობის (The US Central Command – CENTCOM) შექმნა. მთავარსარდლად დანიშნეს გენერალი რ. კინგსტონი.
როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, რომ ახალი სარდლობის საბრძოლო შემადგენლობა (საერთო რიცხოვნებით 250 ათასი ადამიანი) წარმოდგენილი იყო სახმელეთო ჯარების, სჰძ-ის, სზძ-ისა და საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსის შენაერთებით, ნაწილებითა და ქვედანაყოფებით, რომლებიც გამოყოფილი იყო განსაკუთრებულ ვითარებაში ე. წ. «სწრაფი გაშლის ძალების» შემადგენლობაში ჩასართავად (ეს ძალები ოფიციალურად შექმნილი იყო 1980 წელს). მშვიდობიანობის დროს სარდლობის საფუძველს შეადგენდა სახმელეთო ჯარების 18-ე საჰაერო-სადესანტო კორპუსის საბრძოლველად მზადმყოფი მაღალმობილური შენაერთები (82-ე საჰაერო-სადესანტო და 101-ე საჰაერო-საიერიშო დივიზიები), ტაქტიკური ავიაციის 11 საავიაციო ესკადრილია და ამერიკული სზძ-ის ერთი საავიაციო ჯგუფი. შემგომში ვარაუდობდნენ აშშ-ის გაერთიანებული ცენტრალური სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფი «სწრაფი გაშლის ძალების» დაჯგუფების გაზრდას. სახელდობრ, 80-იანი წლების ბოლოსთვის მის შემადგენლობაში გეგმავდნენ სახმელეთო ჯარების ხუთ დივიზიამდე, საზღვაო ქვეითი ჯარის ორ დივიზიამდე (ორი საავიაციო ფრთით), ტაქტიკური ავიაციის არანაკლებ შვიდი და სტრატეგიული ავიაციის (B-52 ბომბდამშენები) _ არანაკლებ ორი ესკადრილიის, სამი საავიაციო ჯგუფისა და საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილების (ქვედანაყოფების) მნიშვნელოვანი რაოდენობის გამოყოფას.
შტაბი მშვიდობიანობის პირობებში მოითვლიდა 450 ადამიანზე მეტს და განლაგებული იყო ავიაბაზა მაკ-დილზე (ფლორიდის შტატი) აშშ-ის შეიარაღებული ძალების მზადყოფნის ჯარების გაერთიანებულ სარდლობასთან ერთად, რომელიც პრაქტიკულად წარმოადგენდა შეიარაღებული ძალების სტრატეგიულ რეზერვს და განკუთვნილი იყო ზღვისმიღმა ომთ-ებზე გაშლილი ამერიკული დაგჯუფებების გასაძლიერებლად.
ახალი სარდლობის «პასუხისმგებლობის ზონაში» შეიყვანეს ვრცელი რაიონი, რომელიც მოიცავდა 19 სახელმწიფოს ტერიტორიას _ ავღანეთის, პაკისტანის, ირანის, ერაყის, ქუვეითის, ბაჰრეინის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, საუდის არაბეთის, ომანის, ორივე იემენის, ეგვიპტის, იორდანიის, სუდანის, ეთიოპიის, ჯიბუტის, სომალის, კენიის, აგრეთვე ინდოეთის ოკეანის მნიშვნელოვანი ნაწილისა, მათ შორის სპარსეთის ყურის და წითელი ზღვისა. ისრაელი, ლიბანი და სირია, ამ ტერიტორიის მნიშვნელობის გამო, ჯერ კიდევ მანამდე მიკუთვნებული იყო ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის მოქმედების ზონისადმი.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარემ გენერალმა ჯ. ვერმა გაერთიანებული ცენტრალური სარდლობის ჩამოყალიბების გამო გამართულ ცერემონიალზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია ამ რაიონში გამავალ სავაჭრო გზებს, სასარგებლო წიაღისეულის მდიდარ მარაგებს, რომლებიც აუცილებელია მსოფლიო ეკონომიკის კეთილდღეობისთვის (მთარგმნელის შენიშვნა: 1990–91 წლებში ერაყის წინააღმდეგ მიმდინარე საომარი ოპერაციის „ქარიშხალი უდაბნოში“ განხორციელება ეკისრებოდა სწორედ აშშ–ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ ცენტრალურ სარდლობასა და მის მთავარსარდალს გენერალ ნორმან შვარცკოპფს).
უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღნიშნავდნენ, რომ ახალი სარდლობა დაემორჩილებოდა უშუალოდ შტაბების უფროსთა კომიტეტს და პასუხს აგებდა შემდეგი ძირითადი ამოცანების გადაწყვეტაზე: ოპერატიული გეგმების შედგენა და ამ რეგიონში «შესაძლო ოპერაციების» ხელმძღვანელობა; მის განკარგულებაში გამოყოფილი შენაერთების, ნაწილებისა და ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადების კოორდინაცია; «პასუხისმგებლობის ზონაში» მოკავშირე მთავრობებთან «მჭიდრო სამხედრო ურთიერთმოქმედების» ფუნქციების განხორციელება; აშშ-ის «მეგობარი» ქვეყნებისთვის სამხედრო დახმარების პროგრამებზე ზედამხედველობა.
გაერთიანებული ცენტრალური სარდლობის შექმნა, რიგი უცხოური გამოცემების აღნიშვნით, წარმოადგენდა მორიგ გადადგმულ ნაბიჯს აშშ-ის გლობალურ ჰეგემონისტურ პოლიტიკაში სამხრეთ-დასავლეთ აზიასა და აღმოსავლეთ აფრიკაში ამერიკული სამხედრო ყოფნის გაფართოებისა და მისი ბატონობის დამყარების სტრატეგიული გეგმების რეალიზაციის გზაზე. ამერიკული საგარეო პოლიტიკა სულ უფრო ღიად გადადიოდა ცალკეული ომთ-ების ათვისებიდან მათზე კომპლექსურად გამაგრებაზე, ანუ საბჭოთა კავშირისა და მისი მოკავშირე სახელმწიფოების გარშემო სამხედრო ბაზებისა და საყრდენი პუნქტების შექმნიდან მათ წინააღმდეგ ვრცელი პლაცდარმების დაპყრობაზე. სულაც არ იყო შემთხვევითი, რომ ახლად შექმნილი სარდლობის მოქმედებების სფერო წვდებოდა ტერიტორიას სამი კონტინენტის _ ევროპის, აზიისა და აფრიკის _ პირაპირზე და უშუალოდ უახლოვდებოდა საბჭოთა კავშირის საზღვრებს. პენტაგონისთვის იგი იქცა «მესამე ცენტრალურ სტრატეგიულ» ზონად (დასავლეთ ევროპასთან და შორეულ აღმოსავლეთთან ერთად).
საბჭოთა ავტორები სწერდნენ, რომ იმ პირობებში, როდესაც იმპერიალისტური წრეები და, უწინარეს ყოვლისა, ამერიკულები, ატარებდნენ ძალისა და დიქტატის პოლიტიკას, ისწრაფვოდნენ «გავლენის ზონების» გადანაწილებისა და მათზე გამაგრებისკენ, საბჭოთა კავშირისა და მისი მოკავშირეების, აგრეთვე მთელი პროგრესული და მშვიდობისმოყვარე ძალების გადამჭრელი სურვილი ბოლო მოეღოთ კონფრონტაციისთვის, იძენდა განსაკუთრებულ მნიშვნელობას. მოუწოდეს რა ცივილიზაციისა და დედამიწაზე სიცოცხლის შენარჩუნების გულისთვის ფართო საერთაშორისო თანამშრომლობისკენ, 1983 წლის 4-5 იანვარს პრაღაში შემდგარი ვარშავის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების პოლიტიკური საკონსულტაციო კომიტეტის თათბირზე წარმოდგენილმა სახელმწიფოებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ ომის აცილებისთვის ბრძოლის საქმეში ცენტრალური ადგილი ეკავა გამალებული შეიარაღების ალაგმვისა და განიარაღებაზე გადასვლის ამოცანას, აგრეთვე ძალის პოლიტიკაზე, ზეწოლაზე, დიქტატსა და შიდაეროვნულ საქმეებში ჩარევაზე უარის თქმას. ამ მოწოდებაში, მათი არით, გამოხატული იყო დედამიწის ყველა ხალხის ძირეული სასიცოცხლო ინტერესები.
VI. აშშ–ის შეიარაღებული ძალების რეზერვები 1970-იან წლებში
ამერიკული შეიარაღებული ძალები მშვიდობიანობის დროს, როგორც ვთქვით, შედგება რეგულარული შეიარაღებული ძალებისა და რეზერვებისგან.
რეგულარული შეიარაღებული ძალები შეიცავს სამ დამოუკიდებელ სახეობას: სახმელეთო ჯარებს (არმიას), სამხედრო-საჰაერო ძალებსა და სამხედრო-საზღვაო ძალები. იგი შეადგენს ქვეყნის სამხედრო ძლიერების საფუძველს.
1970-იან წლებში შეიარაღებული ძალების რეზერვებს ამერიკული სარდლობა განიხილავდა როგორც სამობილიზაციო გაშლისა და ომის დროს რეგულარული შეიარაღებული ძალების გაძლიერების ძირითად ბაზას. რეზერვები თავის მხრივ იყოფოდა შეიარაღებული ძალების სახეობათა რეზერვებად და ეროვნულ გვარდიად (ნახ. 3). მათ აკომპლექტებდნენ 60 წლამდე ასაკის მოხალისეებით, რომლებმაც გაიარეს ნამდვილი სამხედრო სამსახური ან აუცილებელი ექვსთვიანი მომზადება რეგულარულ შეიარაღებულ ძალებში.
[მე–3 ნახატზე, რომლის სახელწოდებაც არის აშშ-ის რეზერვების ადგილი შეიარაღებული ძალების ზოგად სტრუქტურაში, სათავეში იდგა ქვეყნის პრეზიდენტი (შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი); მას ექვემდებარებოდნენ: თავდაცვის მინისტრი, ეროვნული გვარდიის ბიუროს უფროსი და შტატების გუბერნატორები (ამ სამ თანამდებობის პირს ერთმანეთთან ჰქონდათ პირდაპირი /ჰორიზონტალური/ კავშირებიც; თავდაცვის მინისტრს ექვემდებარებოდნენ სახმელეთო ჯარების (არმიის), სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების მინისტრები, რომელთაც, თავის მხრივ, დაქვემდებარებაში ჰყავდათ შეიარაღებული ძალების თავ-თავიანთი სახეობის რეგულარული ჯარები (ძალები), ორგანიზებული რეზერვები და არაორგანიზებული რეზერვები; შტატების გუბერნატორებს ექვემდებარებოდნენ შტატების გენერალ-ადიუტანტები, რომელთა დაქვემდებარებაშიც შედიოდნენ შესაბამისი შტატის ტერიტორიაზე განლაგებული ეროვნული გვარდიის სახმელეთო ჯარებისა და (ან) სჰძ-ის შენაერთები ან ნაწილები].
შეიარაღებული ძალების სახეობათა რეზერვები წარმოადგენდა ამ სახეობათა შემადგენელ ნაწილს და ემორჩილებოდა შესაბამისად არმიის, სჰძ-ისა და სზძ-ის სამინისტროებს (ამერიკული ტერმინოლოგიით _ დეპარტამენტებს), ხოლო მათი
მეშვეობით _ თავდაცვის სამინისტროსა (დეპარტამენტსა) და ქვეყნის პრეზიდენტს. მათ აფინანსებდნენ შესაბამისი სამინისტროები ფედერალური ბიუჯეტის სახსრებიდან და ისინი იმყოფებოდნენ ქვეყნის მთავრობის განკარგულრებაში.
შეიარაღებული ძალების სახეობათა რეზერვების საერთო ხელმძღვანელობას თავდაცვის სამინისტროს დონეზე ახორციელებდა თავდაცვის მინისტრის თანაშემწე პირად შემაგენლობასა და რეზერვებში (სამოქალაქო პირი, რომელიც იცვლებოდა მთავრობის შეცვლასთან ერთად), რომელიც კოორდინაციას უწევდა რეზერვების, მშენებლობის, დაფონანსებისა და მატერიალური უზრუნველყოფის საკითხებს. შეიარაღებული ძალების სახეობათა სამინისტროების დონეზე ამ საკითხებით დაკავებული იყვნენ შესამამისი მინისტრების (არმიის, სჰძ-ისა და სზძ-ის) თანაშემწეები პირად შემადგენლობასა და რეზერვებში, ასევე სპეციალურად დანიშნული სამოქალაქო პირები. შეიარაღებულ ძალთა სახეობების შტაბებში რეზერვების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების, სამსახურში წინსვლისა და რეზერვისტებისთვის წოდებების მინიჭების, იარაღითა და სამხედრო ტექნიკით უზრუნველყოფის, აგრეთვე საბრძოლო მომზადების დაგეგმვის საკითხებს წყვეტდნენ რეზერვის სამმართველოების უფროსები.
ეროვნული გვარდია _ ეს არის შტატების ჯარები. ამერიკული სამხედრო კანონმდებლობით, ერთის მხრივ, იგი გამოდის როგორც შტატების შეიარაღებული ძალა და ემორჩილება შესაბამის გუბერნატორებს და მათი მეშვეობით პრეზიდენტს, ხოლო მეორეს მხრივ, წარმოადგენს ფედერალური შეიარაღებული ძალების რეზერვს.
1970-იან წლებში ეროვნულ გვარდიას თავის შემადგენლობაში ჰყავდა სახმელეთო ჯარებისა და სჰძ-ის სამხედრო სწავლებაგავლილი და საბრძოლველად მზადმყოფი შენაერთები და ნაწილები, რომლებიც დაკომპლექტებული იყო მიწერილი პირადი შემადგენლობით და აღჭურვილი საშტატო იარაღითა და საბრძოლო ტექნიკით. მშვიდობიანობის დროს ეროვნულ გვარდიას იყენებდნენ შტატების გუბერნატორები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად. პრეზიდენტის საგანგებო გადაწყვეტილებით, აგრეთვე საგანგებო მდგომარეობის ან მობილიზაციის გამოცხადებისას ეროვნული გვარდიის შენაერთები და ნაწილები გადადიოდა რეგულარული შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში და ისინი შეყავდათ არმიის სამინისტროსა და სამხედრო-საჰაერო ძალების სამინისტროს სრულ განკარგულებაში, რომლებზედაც მიწერილი იყვნენ ჯერ კიდევ მშვიდობიანობის დროს რეზერვის სახით.
ეროვნული გვარდიის მშენებლობის, დაფინანსების, საბრძოლო მომზადების, აგრეთვე ფედერალურ უწყებებსა და შტატების ხელისუფლებას შორის კავშირის ორგანიზებისთვის შექმნილი იყო ეროვნული გვარდიის ბიურო, რომელიც ემორჩილებოდა პრეზიდენტს, ხოლო ეს უკანასკნელი ნიშნავდა ბიუროს უფროსს გენერალ-ლეიტენანტის წოდებით. ცალკეულ შტატებში ეროვნული გვარდიის შენაერთებისა და ნაწილების უშუალო ხელმძღვანელობას (საბრძოლო მომზადების დაგეგმვა, მოხალისეთა მიღება, სამსახურში დაწინაურება და სხვა ადმინისტრაციული საქმეების გადაწყვეტა) ახორციელებდნენ შტატების გენერალ-ადიუტანტები გენერალ-მაიორის წოდებით (ფაქტიურად ისინი წარმოადგენდნენ გუბერნატორებთან არსებული შტაბების უფროსებს) და შენაერთებისა და ნაწილების მეთაურები.
არმიის (სახმელეთო ჯარების) სამინისტრო და სჰძ-ის სამინისტრო შეიმუშავებდნენ ეროვნული გვარდიის შენაერთებისა და ნაწილების საბრძოლო მომზადების პროგრამებს, გეგმავდნენ მათ გამოყენებას მობილიზაციის შემთხვევაში და აკონტროლებდნენ საბრძოლო მომზადების მსვლელობას. საბრძოლო მომზადების ამოცანებს ამუშავებდნენ სწავლებებზე რეგულარული შეიარაღებული ძალების ჯარებთან ერთობლივად.
ერონვული გვარდიის დაკომპლექტებას 1973 წლიდან ახორციელებდნენ ნებაყოფლობით საფუძველზე მხოლოდ შესაბამისი შტატის მაცხოვრებელთა რიცხვიდან. დაქირავებისას მოხალისეები გადიოდნენ გულდასმით შერჩევას. ამიტომ შეიარღებულ ძალთა სახეობების რეზერვებთან შედარებით იგი ითვლებოდა ყველაზე უფრო საიმედოდ და ბრძოლისუნარიანად. ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობის რიცხოვნებას ადგენდნენ შესაბამისი შტატის მოსახლეობის საერთო რიცხოვნებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების პროპორციულად. ეროვნული გვარდიის ზოგად საბრძოლო და რიცხობრივ შემადგენლობას ყოველწლიურად აზუსტებდნენ მორიგ საფინანსო წელზე სამხედრო ხარჯების განსაზღვრისას.
ეროვნული გვარდიის შენახვის ხარჯები მოდიოდა ორი ხაზით: ფედერალური ბიუჯეტიდან და შტატების ბიუჯეტიდან (ფედერალური ხარჯების წილი 70-იანი წლების შუახანებში შეადგენდა 90%-ს). იარაღსა და საბრძოლო ტექნიკას ეროვნული გვარდია ღებულობდა უფასოდ. მას გააჩნდა აგრეთვე შედარებით კარგი სასწავლო და მატერიალური ბაზა.
კანონის შესაბამისად შეიარაღებული ძალების სახეობათა რეზერვი და ეროვნული გვარდია იყოფოდა ორგანიზებულ და არაორგანიზებულ (ინდივიდუალურ) რეზერვად.
ო რ გ ა ნ ი ზ ე ბ უ ლ რ ე ზ ე რ ვ ს მიეკუთვნებოდნენ შეიარაღებული ძალების სახეობათა რეზერვებისა და ეროვნული გვარდიის საჯარისო ფორმირებებზე მიწერილი რეზერვისტები, ა რ ა ო რ გ ა ნ ი ზ ე ბ უ ლ რ ე ზ ე რ ვ ს __ მარაგსა და თადარიგში მყოფნი, რომლებმაც განსაზღვრული ვადებით იმსახურეს რეგულარულ შეიარაღებულ ძალებში ან ორგანიზებულ რეზერვში და შედგებოდნენ სამხედრო აღრიცხვაზე. უნდა აღინიშნოს, რომ არაორგანიზებული რეზერვი ფაქტიურად არ წარმოადგენდა შეიარეღებული ძალების შემადგენელ ნაწილს, მაგრამ მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში ან პრეზიდენტის საგანგებო გადაწყვეტილებით მისი პირადი შემადგენლობა შესაძლო იყო გაეწვიათ რეგულარული შეიარაღებული ძალების ან ორგანიზებული რეზერვის ნაწილების სრულად დაკომპლექტებისთვის ან დანაკარგების შესავსებად.
საბრძოლო მზადყოფნისა და მობილიზაციის რიგითობის მიხედვით ამერიკული შეიარაღებული ძალების სარეზერვო კომპონენტები იყოფოდა პირველი, მეორე და მესამე რიგის რეზერვებად.
პ ი რ ვ ე ლ ი რ ი გ ი ს რ ე ზ ე რ ვ ა დ ითვლებოდნენ როგორც ორგანიზებული ისე არაორგანიზებული რეზერვის რეზერვისტები, რომლებიც ექვემდებარებოდნენ შეიარაღებულ ძალებში გაწვევას სარეზერვო კომპონენტების ნაწილობრივი მობილიზებისას. მათ მიეკუთვნებოდნენ ის რეზერვისტები, რომლებიც მიწერილი იყვნენ შეიარაღებული ძალების სახეობათა რეზერვებისა და ეროვნული გვარდიის საჯარისო ფორმირებებზე; განკუთვნილი იყვნენ მობილიზაციის შემთხვევაში რეგულარული შეიარაღებული ძალებისა ორგანიზებული რეზერვის ნაწილების საომარი დროის შტატებამდე დაუყოვნებლივ შესავსებად; ასევე განკუთვნილი იყვნენ მობილიზაციის გამოცხადებიდან ექვსი თვის განმავლობაში მომქმედი ჯარების მიერ განცდილი დანაკარგების შესავსებადაც.
პირველი რიგის რეზერვისტები ყოველწლიურად გადიოდნენ საბრძოლო მომზადებას დადგენილი პროგრამის მიხედვით შემდეგი მოცულობით:
_ შეიარაღებული ძალების სახეობათა და ეროვნული გვარდიის ორგანიზებული რეზერვის ნაწილებზე მიწერილები _ 48 საათიან მეცადინეობას (გამოსასვლელ დღეებში სამუშაო კვირის ბოლოს) და ორკვირიან საბანაკო შეკრებებს ზაფხულში;
_ სპეციალისტები _ 15-დღიან კურსებს განსაკუთრებული პროგრამის მიხედვით და ორკვირიან საბანაკო შეკრებებს;
_ ორგანიზებული რეზერვის ნაწილებზე არმიწერილი ოფიცრები (არაორგანიზეული რეზერვისტები) _ 24 ორსაათიანი მეცადინეობა, ორკვირიანი საბანაკო შეკრებები და პერიოდული გადამზადება რეგულარული შეიარაღებული ძალების კურსებზე;
_ სერჟანტები და რიგითები, რომლებიც არ იყვნენ მიწერილი ორგანიზებული რეზერვის ნაწილებზე _ ორკვირიან საბანაკო შეკრებებს.
პირველი რიგის რეზერვისტებს ანიჭებდნენ მორიგ სამხედრო წოდებებს შესაბამისი თანამდებობრივი დაწინაურებითა და ფულადი ანაზღაურების გადახდით. სამსახური მათ ეთვლებოდათ ნამსახურების ვადაში პენსიის მისაღებად. მშვიდობიანობის დროს პირველი რიგის რეზერვის ოფიცრები, რიგითები და სერჟანტები იმყოფებოდნენ სამოქალაქო სამსახურში, იკრიბებოდნენ რა პერიოდულად ორგანიზებული რეზერვის ნაწილებში საბრძოლო მომზადების გასავლელად. საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას პირველი რიგის რეზერვისტები ვადებული იყვნენ ამის შესახებ შეეტყობინებიათ ადგილობრივი სამხედრო მეთაურობისთვის.
პირველი რიგის რეზერვისტებთან საბრძოლო მომზადებას ორგანიზებას უკეთებდნენ და ატარებდნენ ინსტრუქტორები და მასწავლებლები რეგულარული შეიარაღებული ძალების ოფიცრების, სერჟანტებისა და რიგითების რიცხვიდან.
კანონის მიხედვით პიველი რიგის რეზერვის საერთო რიცხოვნება 1970-იანი წლების შუახანებისთვის განსაზღვრული იყო 2 900 ათას ადამიანამდე. რეზერვისტების დაახლოებით ნახევარი მსახურობდა შეიარაღებული ძალების სახეობათა (სახმელეთო ჯარების, სჰძ-ისა და სზძ-ის, საზღვაო ქვეითი ჯარის ჩათვლით) ორგანიზებული რეზერვისა და ეროვნული გვარდიის (სახმელეთო ჯარები და სჰძ) ნაწილებში, დანარჩენები სამსახურს გადიოდნენ ინდივიდუალური რეზერვისტების სახით, ანუ შეადგენდნენ პირველი რიგის არაორგანიზებულ რეზერვს.
ამერიკული ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, პირველი რიგის რეზერვის მობილიზაცია შესაძლებელი იყო:
_ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მშვიდობიანობის დროს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე (შესაძლო იყო გაეწვიათ 200 ათას ადამიანამდე);
_ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მშვიდობიანობის დროს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით (1 მლნ. ადამიანამდე არაუმეტეს ორი წლის ვადით);
_ კონგრესის გადაწყვეტილებით ომის ან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით (პიველი რიგის ყველა რეზერვისტი). ამასთან მობილიზებული რეზერვისტები შესაძლო იყო გაეჩერებინათ ნამდვილ სამხედრო სამსახურში ექვს თვემდე, ომის დასრულების ან კონგრესის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე.
მ ე ო რ ე რ ი გ ი ს რ ე ზ ე რ ვ შ ი რიცხავდნენ იმ პირებს, რომლებმაც იმსახურეს რეგულარულ შეიარაღებულ ძალებსა და პირველი რიგის რეზერვში არანაკლებ ექვსი წლისა თუკი ისინი არ აგრძელებდნენ კონტრაქტით სამსახურს. მეორე რიგის რეზერვისტები არ გადიოდნენ სავალდებლო საბრძოლო მომზადებას, არამედ შედგებოდნენ აღრიცხვაზე როგორც ინდივიდუალური რეზერვისტები. ისინი შესაძლო იყო გაეწვიათ ნამდვილ სამსახურში მხოლოდ ომის ან კონგრესის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს.
მ ე ს ა მ ე რ ი გ ი ს რ ე ზ ე რ ვ შ ი რიცხავდნენ პირებს, რომლებმაც გაიარეს სამსახური რეგულარულ ჯარებსა და პირველი და მეორე რიგის რეზერვში არანაკლებ 20 წლისა. მათ ინახავდნენ აღრიცხვაზე მესამე რიგის რეზერვში მანამდე, სანამ რეგულარულ ჯარებსა და რეზერვში მათი საერთო სამსახურის ვადა არ შეადგენდა 30 წელს ან ისინი არ მიაღწევდნენ 60 წლის ასაკს. რეზევისტების ამ კატეგორიას საბრძოლო მომზადებისთვის არ იწვევდნენ და სამხედრო აღრიცხვაზე ამყოფებდნენ ინდივიდუალური რეზერვის სახით. ისინი შესაძლო იყო გაეწვიათ ნამდვილ სამსახურში მხოლოდ სრული მობლიზაციისას ომის დროს ან გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როდესაც ამოიწურებოდა პირველი და მეორე რიგის რეზერვები.
ამერიკული პრესის ცნობების მიხედვით, ქვეყანაში სარეზერვო კომპონენტების ნაწილობრივ მობილიზაციას ითვალისწინებდნენ შეზღუდული კონფლიქტებისა და ლოკალური ომების წარმოქმნის შემთხვევაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების მონაწილეობით ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში და აზიის ცალკეულ რაიონებში. სარეზერვო კომპონენტების სრულ მობილიზაციას კი ითვალისწინებდნენ ევროპასა ან აზიაში ომის მუქარის ან მისი წარმოქმნის შემთხვევაში, თუკი მასში ჩათრეული აღმოჩნდებოდა სხვა მსხვილი სახელმწიფოების შეიარაღებული ძალებიც.
1970-იანი წლების შუახანებისთვის სარეზერვო კომპონენტების (შეიარაღებული ძალების სახეობათა და ეროვნული გვარდიისა) პირადი შემადგენლობის რიცხოვნებას ინახავდნენ მაღალ დონეზე. ასე, 1972 წლის ზაფხულის მდგომარეობით იგი შეადგენდა 3 711 221 ადამიანს (ნახ. 1). გარდა ამისა, აშშ-ის სანაპირო დაცვის რეზერვის შემადგენლობაში (მშვიდობიანობის დროს
ცხრილი 3
სარეზერვო კომპონენტების პირადი შემადგენლობის რიცხოვნება 1972 წლის ივლისში
შეიარაღებული ძალე- . . პირადი შემადგენლობის რიცხოვნება, ადამიანი
ბის სახეობანი . . . . . . . . . . პირველი . . . მეორე . . . მესამე . . . . . სულ . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . რიგის . . . . .რიგის . . . რიგის . . . . რეზერვები
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .რეზერვი . . .რეზერვი . რეზერვი . . . . . . . . . . .
სახმელეთო ჯარები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
არმიის რეზერვი . . . . . . . . .1294456 . . . . .382215 . . . . 327189 . . . . 2003660
არმიის ეროვნული . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გვარდია . . . . . . . . . . . . . . . . . 388384 . . . . . . . -- . . . . . . . . . . -- . . . . . 388384
სულ არმიაში . . . . . . . . . . . . 1682640 . . . . 382215 . . . . 327189 . . . . 2392044
სამხედრო-საჰაერო ძალები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სჰძ-ის რეზერვი . . . . . . . . . . .204735 . . . . . 64088 . . . . 211296 . . . . . 480119
სჰძ-ის ეროვნული . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გვარდია . . . . . . . . . . . . . . . . . . .89237 . . . . . . . -- . . . . . . . . -- . . . . . . . . 89237
სულ სჰძ-ში . . . . . . . . . . . . . . . 293972 . . . . . 64088 . . . . 211296 . . . . . 596356
სამხედრო-საზღვაო ძალები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სზძ-ის რეზერვი . . . . . . . . . . . 339576 . . . . . .55712 . . . . 108340 . . . . . 503628
ზქჯ-ის რეზერვი . . . . . . . . . . . 178950 . . . . . 56360 . . . . .10883 . . . . . .246193
სულ სზძ-ში . . . . . . . . . . . . . . . 518526 . . . . . 112072 . . . .119223 . . . . . .749821
სულ შეიარაღებულ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ძალებში . . . . . . . . . . . . . . . . . . .2495138 . . . . .558375 . . . . 657708 . . . .3711221
სანაპირო დაცვა ემორჩილებოდა ტრანსპორტის სამინისტროს) მოითვლებოდა 25 508 ადამიანი, რომელთაგან პირველი რიგის რეზერვში იყო 21 205, მეორე რიგისა _ 2 845 და მესამე რიგისა _ 1 458 ადამიანი. მობილიზაციის შემთხვევაში ამ რეზერვის გადაცემას გეგმავდნენ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში.
ამერიკული სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა თავისი შეიარაღებული ძალების მშენებლობის გეგმების შემუშავებისას ძირითად როლს უთმობდა პირველი რიგის რეზერვს, და უწინარეს ყოვლისა, ორგანიზებულ რეზერვს, განიხილავდა რა მას როგორც ომის წარმოებისთვის აუცილებელი შეიარაღებული ძალების სწრაფი სამობილიზაციო გაშლის ძირითად წყაროს. ორგანიზებული რეზერვი _ ეს იყო შეიარაღებული ძალების სახეობათა რეზერვებისა და ეროვნული გვარდიის სამხედრო სწავლებაგავლილი ფორმირებები, რომლებიც იყო ორგანიზებული შენაერთებად, ცალკეულ ნაწილებად და ქვედანაყოფებად, დაკომპლექტებული პირადი საშტატო შემადგენლობით, იარაღითა და საბრძოლო ტექნიკით (რეგულარული ჯარების შესაბამისი საჯარისო ერთეულების ანალოგიურად) და მათ ინახავდნენ სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნის შედარებით მაღალ ხარისხში. ორგანიზებული რეზერვის საბრძოლო და რიცხვით შემადგენლობას, რეგულარული შეიარაღებული ძალების მსგავსად, ყოველწლიურად ამტკიცებს კონგრესი.
1973 წელს აშშ-ის შეიარაღებული ძალების ორგანიზებული რეზერვის პირადი შემადგენლობის რიცხოვნება აღწევდა 975 ათას ადამიანს (ცხრილი 2).
ცხრილი 4
აშშ–ის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის რიცხოვნება 1973 წელს
შეიარაღებული . . . . . პ ი რ ა დ ი შ ე მ ა დ გ ე ნ ლ ო ბ ა, ა დ ა მ ი ა ნ ი
ძალების სახეო- . . . ო რ გ ა ნ ი ზ ე ბ უ ლ ი რ ე ზ ე რ ვ ი . . . . რეგულარული
ბანი . . . . . . . . . . . . . შეიარაღებულ . . ეროვნული . . ს უ ლ . . . . შეიარაღებული
. . . . . . . . . . . . . . . . . .ძალთა სახეო- . . . გვარდია . . . . . . . . . . ძალების რიცხო-
. . . . . . . . . . . . . . . . ბების რეზერ- . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ვნების პროცენ-
. . . . . . . . . . . . . . . . . . ვები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ტული წილი . .
სახმელეთო ჯა- . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რები . . . . . . . . . . . . . . 261000 . . . . . . .402000 . . . . 663000 . . . . . . . 87,5
სამხედრო-საჰაე- . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რო ძალები . . . . . . . . . .51000 . . . . . . . . 87000 . . . . 138000 . . . . . . . .21,0
სამხედრო-საზღ- . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ვაო ძალები . . . . . . . . .174000 . . . . . . . . . -- . . . . . . 174000 . . . . . . . . 23,0
ორგანიზებული რეზერვის საბრძოლო შემადგენლობაში შედიოდა შენაერთები, ნაწილები და ქვედანაყოფები, რომლებიც აგებული იყო რეგულარული შეიარაღებული ძალების ანალოგიურად (ცხრილი 3). ისინი აღჭურვილი იყო ძირითადად იმავე შეიარაღებით, თუმცა კი ცოტა მოძველებულით, რომლითაც რეგულარული ჯარები.
1970-იანი წლების პირველ ნახევარში სახმელეთო ჯარების ორგანიზებული რეზერვის შენაერთებსა და ნაწილებში შეიარაღებაში გააჩნდათ უმართავი რაკეტები “ონესტ ჯონი”, საშუალო (M60) და მსუბუქი (M551 “შერიდანი”) ტანკები, 105-, 155- და 203,2-მმ ჰაუბიცები, 81- და 106,7-მმ ნაღმსატყორცნები, სასროლი იარაღის, და სხვა შეიარაღების სხვადასხვანაირი ნიმუშები.
ცხრილი 5
აშშ–ის რეგულარული შეიარაღებული ძალებისა და ორგანიზებული რეზერვის საბრძოლო შემადგენლობა 1973 წელს
შეიარაღებული ძალების სახეობანი . . . . რეგულარული . . . ორგანიზებული
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . შეიარაღებული . . . რეზერვი . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ძალები . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სახმელეთო ჯარები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დივიზიები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 13 . . . . . . . . . . . . . . . 8 . . .
სამხედრო-საჰაერო ძალები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ტაქტიკური გამანადგურებელი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
საავიაციო ფრთები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 22 . . . . . . . . . . . . . . 11 . . . .
ტაქტიკური გამანადგურებელი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
საავიაციო ესკადრილიები . . . . . . . . . . . . . . . . . . . .72 . . . . . . . . . . . . . . 39 . . . .
სამხედრო-საზღვაო ძალები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მსხვილი საბრძოლო ხომალდები . . . . . . . . . . . . 207 . . . . . . . . . . . . . . 34 . . . .
ტაქტიკური გამანადგურებელი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
საავიაციო ფრთები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 16 . . . . . . . . . . . . . . .3 . . . . .
ტაქტიკური გამანადგურებელი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
საავიაციო ესკადრილიები . . . . . . . . . . . . . . . . . . . 94 . . . . . . . . . . . . . . 19 . . . . .
საზღვაო-ქვეითი ჯარის დივიზიები . . . . . . . . . . . 3 . . . . . . . . . . . . . . . 1 . . . . .
სჰძ-ის ორგანიზებული რეზერვის ნაწილებში იყო ტაქტიკური გამანადგურებლები F-100, F-105 და F-4C; საჰაერო თავდაცვის გამანადგურებლები F-101, F-102; ტაქტიკური მზვერავები RF-84, RF-101 და RF-4C; სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები C-123, C-124, C-130 “ჰერკულესი” და სხვები.
საზღვაო ძალების ორგანიზებული რეზერვის შემადგენლობაში ჩართული იყო დამრტყმელი და ნავსაწინააღმდეგო (წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო) ავიამზიდები, მართვადი ხომალდსაწინააღმდეგო და ნავსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებით შეიარაღებული ხომალდები (მრი ხომალდები), ფრეგატები, საესკადრო ნაღმოსნები, საპატრულო და საესკორტო ხომალდები, სადესანტო ხომალდები და გემები, ნაღმსატრალო ხომალდები. გარდა ამისა, იყო სზძ-ის საბაზო და საავიამზიდო ავიაცია და ზქჯ-ის ავიაცია, რომელთაც გააჩნდათ იმ დროისთვის სავსებით თანამედროვე საავიაციო ფარეხი.
1970-იან წლებში ამერიკული რეგულარული შეიარაღებული ძალების რიცხოვნების რამდენედმე შემცირებასთან დაკავშირებით, რაც გამოწვეული იყო ვიეტნამში ომის დამთავრებითა და ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიძნელეებით, აგრეთვე შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების ნებაყოფლობით პრინციპზე გადასვლით, მნიშვნელოვნად გაიზარდა სარეზერვო კომპონენტების და განსაკუთრებით ორგანიზებული რეზერვის მნიშვნელობა. ამერიკული სამხედრო-პოლიტიკური ხლმძღვანელობა თავის შეიარაღებულ ძალებს აშენებდა ისეთი ანგარიშით, რომ ჯერ კიდევ მშვიდობიანობის დროს შეექმნა სამხედროდ განსწავლული მსხვილი რეზერვები, რომლებიც განკუთვნილი იყო შეიარაღებული ძალების სწრაფი სამობილიზაციო გაშლისთვის სავარაუდო ომების საწარმოებლად.
ამასთანავე გეგმავდნენ ორგანიზებული რეზერვის შენაერთებისა და ნაწილების დაკომპლექტებულობის, აღჭურვილობისა და საბრძოლო მზადყოფნის რეგულარული შეიარაღებული ძალების დონემდე აყვანას. აქედან გამომდინარე ზრდიდნენ ასიგნაციებს სარეზერვო კომპონენტებზე, სწრაფი ტემპებით ატარებდნენ ორგანიზებული რეზერვის შენაერთებისა და ნაწილების გადაიარაღებას ახალი შეიარაღებით. ამავდროულად გადახედავდნენ სარეზერვო კომპონენტების საბრძოლო მომზადების გეგმებსა და პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების პრაქტიკას.
მაგრამ, საბჭოთა ავტორები აღნიშნავდნენ, რომ 1973 წლიდან შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების ნებაყოფლობით პრინციპზე გადასვლამ გამოიწვია გარკვეული სიძნელეები როგორც რეგულარული შეიარაღებული ძალების, ისე სარეზერვო კომპონენტების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტებაში კონგრესის მიერ განსაზღვრულ დონემდე. დასავლური პრესის მაშინდელი შეტყობინებებით, პენტაგონის ხელმძღვანელობა ცდილობდა აღნიშნული სიძნელეების გადალახვას. კერძოდ ღებულობდნენ ზომებს, რომლებიც ითვალისწინებდა მატერიალური დაინტერესებულობის ამაღლებასა და რეზერვისტებისთვის სხვა შეღავათების მიცემას.
ასეთი იყო ამერიკული შეიარაღებული ძალების სარეზერვო კომპონენტების მდგომარეობადა განვითარების პერსპექტივები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში.
VII. აშშ-ის უმაღლესი სამხედრო ორგანოები 1970-იანი წლების მეორე ნახევარში
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობისთვის 1970-იან წლებში ქვეყანაში შექმნილი იყო სამხედრო მმართველობის მრავალრიცხოვანი ორგანოები და ამ თავშიც უფრო დაწვრილებით განვიხილავთ მათ ზოგად სტრუქტურასა და ამოცანებს.
ამერიკული კონსტიტუციის თანახმად შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალია ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც მის მართვას ახორციელებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და თავდაცვის სამინისტროს მეშვეობით (ნახ. 4).
[მე-4 ნახატზე, რომლის სახელწოდებაც არის აშშ-ის უმაღლესი სამხედრო მმართველობის ორგანოების სქემა, სათავეში ნაჩვენები იყო აშშ-ის პრეზიდენტი (ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი); პრეზიდენტის საკონსულტაციო ორგანოს წარმოადგენდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომელსაც ექვემდებარებოდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო; პრეზიდენტს ექვემდებარებოდა თავდაცვის მინისტრი, რომლის საკონსულტაციო ორგანოებსაც შეადგენდნენ ეროვნული უსაფრთხოების სამმართველო და საბჭო შეიარაღებული ძალების მშენებლობის საკითხებში; შემდეგ ნაჩვენები იყო თავდაცვის მინისტრის თანაშემწეები: დირექტორი სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებში, მინისტრის თანაშემწე სამხედრო კანონმდებლობაში, პირად შემადგენლობასა და რეზერვებში, სამედიცინო უზრუნველყოფასა და გარემომცველი ბუნების პრობლემებში, დაზვერვაში, ზურგისა და სამხედრო მშენებლობის საკითხებში, ფინანსურ საკითხებში, სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, ინფორმაციასა და პროპაგანდაში, სამხედრო პროგრამების ანალიზსა და შეფასებაში, გენერალური იურისტ-კონსულტი, დირექტორი მართვის სისტემებსა და კავშირგაბმულობაში, სპეციალური თანაშემწე ატომურ ენერგიაში; თავდაცვის მინისტრს ქვემდებარებოდა სამმართველოები: პერსპექტიული სამხედრო კვლევების, სამხედრო კონტრაქტებზე ფინანსური კონტროლის, გამოძიებათა, საგარეო სამხედრო დახმარებების, სამოქალაქო მზადყოფნის, მომარაგების; თავდაცვის მინისტრს ექვემდებარებოდნენ ასევე მინისტრები: სახმელეთო ჯარების (არმიის), სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების; თავდაცვის მინისტრს ექვემდებარებოდა შტაბების უფროსთა კომიტეტიც, ხოლო ამ უკანასკნელის დაქვემდებარებაში ნაჩვენები იყო შემდეგი სამმართველოები: ბირთვული საბრძოლო მასალების, სადაზვერვო, კარტოგრაფიული, კავშირგაბმულობის; გარდა ამისა, შტაბების უფროსთა კომიტეტის დაქვემდებარებაში ნაჩვენები იყო აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობები: ევროპულ ზონაში, ატლანტის ოკეანეში, წყნარი ოკეანის ზონაში, ლათინური ამერიკის ზონაში, მზადყოფნის ჯარებისა, ალიასკის ზონაში, ასევე სპეციალური სტრატეგიული საავიაციო სარდლობა და აშშ-ის კონტინენტური ნაწილის საჰაერო თავდაცვის სპეციალური სარდლობა].
ეროვნული უსაფრთხოების საბჭო (ეუს) ჩამოაყალიბეს 1947 წელს როგორც პრეზიდენტის საკონსულტაციო ორგანო საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებში. 1970-იან წლებში მის შემადგენლობაში შედიოდნენ: პრეზიდენტი (თავმჯდომარე), ვიცე-პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მინისტრი. თანამდებობის პირების სახით საბჭოში ჩართულნი იყვნენ პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და აღმასრულებელი მდივანი. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საბჭოს სხდობზე შესაძლო იყო მოეწვიათ აშშ-ის სახელმწიფო და უმაღლესი სამხედრო მმართველობის სხვა თანამდებობის პირებიც. როგორც წესი, ეუს-ის სხდომებზე იწვევდნენ ფინანსთა მინისტრს, შტაბების უფროსთა კომიტეტის (შუკ) თავმჯდომარეს, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორსა და გაერო-ში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენელს. ეუს შეიმუშავებდა და პრეზიდენტს წარუდგენდა რეკომენდაციებს შესაძლო ომისთვის მზადებისა და მისი წარმოების ყველა საკითხში, აგრეთვე კოორდინაციას უწევდა და წარმართავდა ყველა სამთავრობო ორგანოს საქმიანობას სამხედრო და საგარეო პოლიტიკის სფეროში.
1970-იან წლებში ეუს-ს ემორჩილებოდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო _ აშშ-ის სტრატეგიული დაზვერვის ცენტრალური ორგანო (შექმნილი 1947 წელს). აღნიშნულ პერიოდში იგი უზრუნველყოფდა უმაღლეს ხელისუფლებას ყოველმხრივი ინფორმაციით ამერიკის მოწინააღმდეგეთა და მოკავშირეთა შესახებ; აწარმოებდა სტრატეგიულ დაზვერვას; ორგანიზაციას უკეთებდა პოლიტიკურ მკვლელობებს, შეთქმულებებსა და პოლიტიკურ პროვოკაციებს, სახელმწიფო გადატრიალებებსა და შეიარაღებულ კონფლიქტებს სხვა ქვეყნებში; აგროვებდა, აზოგადებდა და ანალიზს უკეთებდა აშშ-ის ყველა სადაზვერვო ორგანოს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას; შემოწმებულ და გადამუშავებულ ინფორმაციას უგზავნიდა ამერიკისა და მისი მოკავშირეების ყველა დაინტერესებულ სამთავრობო უწყებას იმ ნაწილში, რომლებიც მათ ეხებოდათ.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების უშუალო ხელმძღვანელობას ახორციელებს თავდაცვის სამინისტრო (ამერიკული ტერმინოლოგიით, დეპარტამენტი), რომელიც ყოფილი არმიის სამინისტროსა და ფლოტის სამინისტროს ბაზაზე ასევე ჩამოაყალიბეს 1947 წელს, როგორც ქვეყნის პრეზიდენტის ერთერთი აღმასრულებელი ორგანო.
სამინისტროს სათავეში დგას თავდაცვის მინისტრი, რომელსაც ნიშნავს პრეზიდენტი სენატის თანხმობით ოთხი წლის ვადით (1975 წლის 3 ნოემბრიდან თავდაცვის მინისტრად იყო დონალდ რამსფელდი). თავდაცვის მინისტრი სამოქალაქო პირია, იგი ხელმძღვანელობს აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს და სრულად აგებს პასუხს მისი ყველა სახეობის მშენებლობაზე, საბრძოლო მზადყოფნასა და გამოყენებაზე, მართვის ორგანიზაციაზე, მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფასა და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ცენტრალიზებულ ხელმძღვანელობაზე. თავდაცვის მინისტრი არის პრეზიდენტის მთავარი კონსულტანტი სამხედრო საკითხებში.
შეიარაღებული ძალების ოპერატიულ ხემძღვანელობას თავდაცვის მინისტრი ახორციელებს შტაბების უფროსთა კომტეტის, გაერთიანებული და სპეციალური სარდლობების მთავარსადლების მეშვეობით, ხოლო ადმინისტრაციულ მართვას _ თავისი ცენტრალური აპარატისა და შეაიარაღებული ძალების სახეობათა (არმიის, სჰძ-ისა და სზძ-ის) სამინისტროების (დეპარტამენტების) მეშვეობით.
თავდაცვის მინისტრთან 1970-იან წლებში არსებობდა საკონსულტაციო ორგანო _ ს ა ბ ჭ ო შ ე ა ი ა რ ა ღ ე ბ უ ლ ი ძ ა ლ ე ბ ი ს მ შ ე ნ ე ბ ლ ო ბ ი ს ს ა კ ი თ ხ ე ბ შ ი, რომელიც განიხილავდა და ადგენდა მოხსენებებს თავდაცვის მინისტრისთვის შეიარაღებული ძალების მშენებლობასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებში. საბჭოში შედიოდნენ: თავდაცვის მინისტრი (თავმჯდომარე), თავდაცვის მინისტრის მოადგილე, შეიარაღებული ძალების სახეობათა მინისტრები, დირექტორი სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსრუქტორო სამუშაოებში, შუკ-ის თავმჯდომარე და შეიარაღებული ძალების სახეობათა შტაბების უფროსები. საბჭოს სხდომებზე ზოგჯერ იწვევდნენ ზქჯ-ის კომენდანტს.
უშუალოდ თავდაცვის მინისტრს ექვემდებარებოდა ე რ ო ვ ნ უ ლ ი უ შ ი შ რ ო ე ბ ი ს ს ა მ მ ა რ თ ვ ე ლ ო. ესაა დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ასრულებს სპეციალურ სადაზვერვო ფუნქციებს მის ინტერესებში, აგრეთვე სხვა სამთავრობო უწყებების ინტერესებშიც. იმ პერიოდის ორგანიზაციის მიხედვით, სამმართველო მუშაობდა მჭიდრო ურთიერთმოქმედებით პრეზიდენტთან არსებულ ეროვნული უსაფრხოების საბჭოსთან და განკუთვნილი იყო რადიო- და რადიოტექნიკური დაზვერვისა და რადიოწინააღმდეგობის, უცხოურ სახელმწიფოთა შიფრებისა და კოდების გახსნის, სამთავრობო, დიპლომატიური და სამხედრო კავშირგაბმულობის ორგანოების საქმიანობის ორგანიზაციის, წარმოებისა და კოორდინაციისთვის.
თავდაცვის სამინისტრო ორგანიზაციულად შედგებოდა მინისტრის ცენტრალური აპარატის, შუკ-ისა და თავდაცვის სამინისტროს ცალკეული სამმართველოებისგან.
თავდაცვის მინისტრის ცენტრალური აპარტატი მოიცავდა მინისტრის მოადგილეს, დირექტორს სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებში, თავდაცვის მინისტრის ცხრა თანაშემწეს, თავდაცვის მინისტრის სპეციალურ თანაშემწეს ატომურ ენერგიაში, დირექტორს მართვისა და კავშირგაბმულობის სისტემებში, გენერალურ იურისტკონსულტს. თავდაცვის მინისტრის ცენტრალური აპარატის ყველა ზემოხსენებული თანამდებობის პირი (მოადგილის გარდა) მეთაურობდა შესაბამის სამმართველოს, რომელთაგან თითოეული თავის მხრივ შედგებოდა რამდენიმე განყოფილებისგან.
თავდაცვის მინისტრს უფლება ჰქონდა შეეტანა ცვლილებები თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში აუცილებლობის და მიხედვით.
თ ა ვ დ ა ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ი ს მ ო ა დ გ ი ლ ე ს (სამოქალაქო პირი) ნიშნავდა პრეზიდენტი სენატის თანხმობით ოთხი წლის ვადით. იგი დაკავებული იყო სხვადასხვანაირი წინადადებების წინასწარი დამუშავებით შეიარაღებული ძალების მშენებლობის საკითხებში, დახმარებას უწევდა თავდაცვის მინისტრს შეიარაღებული ძალებისა და ცენტრალური აპარატის ხელმძღვანელობაში, ასრულებდა მის ცალკეულ დავალებებს.
ს ა მ ე ც ნ ი ე რ ო – კ ვ ლ ე ვ ი თ დ ა ს ა ც დ ე ლ – ს ა კ ო ნ ს ტ რ უ ქ ტ ო რ ო ს ა მ უ შ ა ო ე ბ შ ი დ ი რ ე ქ ტ ო რ ი ს ს ა მ მ ა რ თ ვ ე ლ ო წარმოადგენს თავდაცვის მინისტრის ძირითად ორგანოს შეიარაღების სისტემების შემუშავების, შექმნის, გამოცდებისა და ეფექტურობის შეფასების სფეროში. აღნიშნული დირექტორი ამავე დროს გახლდათ თავდაცვის მინისტრის მთავარი მრჩეველი მეცნიერებისა და ტექნიკის ყველა საკითხში. იგი ხელმძღვანელობდა იარაღის სისტემების შეფასების ჯგუფის საქმიანობას, რომელიც თავდაცვის სამინისტროს უზრუნველყოფდა იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის სისტემების შემუშავების ყველა ძირითადი პროგრამის ოპერატიული ანალიზისა და შეფასების მონაცემებით შეიარაღებულ ძალთა სახეობების, ჯართა გვარეობებისა და სპეციალური ფორმირებებისთვის.
შეიარაღებული ძალების დაკომპლექტებისა და პირადი შემადგენლობის სწავლების საკითხებით დაკავებული იყო სამმართველო, რომელსაც მეთაურობდა თ ა ვ დ ა ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ი ს თ ა ნ ა შ ე მ წ ე პ ი რ ა დ შ ე მ ა დ გ ე ნ ლ ო ბ ა ს ა დ ა რ ე ზ ე რ ვ ე ბ შ ი. ამ სამმართველოს ძირითადი ამოცანები იყო შეიარაღებულ ძალებში საკადრო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, შეიარაღებულ ძალთა ყველა სახეობის პირად შემადგენლობაში მოთხოვნილებების განსაზღვრა, სარეზერვო კომპონენტების შექმნა და საჭირო დონეზე შენარჩუნება. გარდა ამისა, პირად შემადგენლობასა და რეზერვებში თავდაცვის მინისტრის თანაშემწის აპარატი პასუხს აგებდა შეიარაღებულ ძალებში ინფორმაციის სამსახურის ორგანიზებისთვის, სამხედრო-პერიოდული ბეჭდური გამოცემების, ტელე- და რადიოპროგრამების, აგრეთვე პრესის ჩათვლით. ეს სამმართველო წყვეტდა რელიგიასთან, სამხედრო მოსამსახურეების სამოქალაქო უფლებებთან დაკავშირებულ ყველა საკითხს და ა. შ.
თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში განსაკუთრებული ადგილი ეკავა თ ა ვ დ ა ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ი ს თ ა ნ ა შ ე მ წ ე ს დ ა ზ ვ ე რ ვ ა შ ი, რომელიც პასუხს აგებდა შეიარაღებულ ძალებში მთელი სადაზვერვო სამსახურის საქმიანობის კოორდინიაციაზე, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოსა და შეიარაღებული ძალების სახეობათა დაზვერვებს შორის ფინანსური სახსრების ყველაზე უფრო რაციონალურ განაწილებაზე, მათ შორის სადაზვერვო ტექნიკისა და შეიარაღების შემუშავების, წარმოებისა და შესყიდვების სახსრებისაც. დაზვერვაში თავდაცვის მინისტრის თანაშემწის ამოცანებში შედიოდა სამუშაოს ორგანიზაცია და ძალისხმევის კოორდინაცია აშშ-სადმი სამხედრო მუქარის ხარისხის შეფასებების შემუშავებისთვის, აგრეთვე უმაღლესი სამხედრო სარდლობის დროულად გაფრთხილების სისტემის ორგანიზაცია ქვეყნის ტერიტორიაზე შესაძლო თავდასხმის შესახებ, აგრეთვე ამერიკული შეიარაღებული ძალების კონტინგენტებისა, რომლებიც განლაგებული იყვნენ ზღვისმიღმა სამფლობელოებში ან უცხო სახელმწიფოთა ტერიტორიებზე. თავდაცვის მინისტრის თანაშემწე დაზვერვაში დაკავებული იყო აგრეთვე თავდაცვის სამინისტროს ყველა სადაზვერვო ორგანოს საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურის სრულყოფით და პასუხს აგებდა სადაზვერვო საშუალებების გამოყენების ახალი ილეთებისა და მეთოდების შემუშავებაზე. თავდაცვის მინისტრის თანაშემწე დაზვერვაში იყო სამოქალაქო პირი და იგი არ ახორციელებდა სადაზვერვო ორგანოების, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს საქმიანობის უშუალო ოპერატიულ ხელმძღვანელობას, არამედ შეიმუშავებდა წინადადებებსა და რეკომენდაციებს თავდაცვის მინისტრისთვის ყველა ამ საკითხში. მაგრამ მას ჰქონდა უფლება თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების სახეობათა შტაბების შესაბამისი თანამდებობის პირების მეშვეობით კოორდინაცია გაეწია ძირითადი სადაზვერვო პროგრამების შემუშავებისთვის და შეეთანხმებინა საბიუჯეტო ასიგნაციების განაწილება.
თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის ერთერთ მნიშვნელოვან ორგანოს წარმოადგენდა სამმართველო, რომელსაც მეთაურობდა თ ა ვ დ ა ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ი ს მ ო ა დ გ ი ლ ე ზ უ რ გ ს ა დ ა ს ა მ ხ ე დ რ ო მ შ ე ნ ე ბ ლ ო ბ ა შ ი. ეს სამმართველო პასუხს აგებს იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის დამტკიცებული სისტემების, საბრძოლო და სამხედრო მასალების შეიარაღებულ ძალთა ყველა სახეობაში დროულად მიწოდებების უზრუნველყოფაზე. ზურგის სამმართველო უზრუნველყოფდა აგრეთვე ზურგის უზრუნველყოფით დაკავებული ნაწილებისა და დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაციას და პასუხს აგებდა სამხედრო ობიექტების მშენებლობაზე, შენახვასა და ექსპლუატაციაზე. თავდაცვის მინისტრის თანაშემწე ზურგის საკითხებში გახლდათ თავდაცვის მინისტრის საბჭოს თავმჯდომარე შეიარაღების სისტემებსა და საბრძოლო ტექნიკაზე შეკვეთების განხილვის სფეროში. გარდა ამისა, სამმართველო დაკავებული იყო სამხედრო მასალების ტრანსპორტირებისა და შენახვის ორგანიზაციით, აკონტროლებდა თავდაცვის სამინისტროს უძრავი საკუთრების გამოყენებას და იარაღითა და სამხედრო ტექნიკით უზრუნველყოფდა აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებს ბლოკებში და იმ ქვეყნებსაც, რომლებთანაც დადებული იყო ორმხრივი ხელშეკრულებები შეიარაღების მიწოდებაზე.
ფულადი სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, მათ შორის მოთხოვნილებების განსაზღვრას, სამხედრო ბიუჯეტის შემუშავებას, სხვადასხვნაირი სამხედრო პროგრამების დაფინანსებას, საფინანსო კონტროლს, წყვეტდა ფ ი ნ ა ნ ს უ რ ს ა კ ი თ ხ ე ბ შ ი თ ა ვ დ ა ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ი ს თ ა ნ ა შ ე მ წ ი ს სამმართველო. იგივე ორგანო პასუხს აგებდა შეიარაღებული ძალების სახეობათა ხელმძღვანელობისთვის დახმარების აღმოჩენაზე ასიგნაციების დაგეგმვასა და განაწილებაში, ბიუჯეტის შესრულებაზე კონტროლში, აგრეთვე საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა საორგანიზაციო-ადმნისტრაციულ საკითხში. თავდაცვის სამინისტროს საფინანსო სამმართველო პასუხს აგებდა აშშ-ის კონგრესის საკონტროლო-საფინანსო სამმართველოსთვის ყველა ცნობის წარდგენაზე, რომლებიც ეხებოდა შეიარაღებული ძალების დაფინანსებას.
თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მნიშვნელოვანი ორგანო იყო სამმართველო, რომელსაც მეთაურობდა თ ა ვ დ ა ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ი ს თ ა ნ ა შ ე მ წ ე სა მ ხ ე დ რ ო – პ ო ლ ი ტ ი კ უ რ ს ა კ ი თ ხ ე ბ შ ი. ეს თანამდებობის პირი გახლდათ თავდაცვის მინისტრის მთავარი კონსულტანტი საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში თავდაცვის სამინისტროს პროგრამების დაგეგმვისა და შესრულების საკითხებში. ამ სამმართველოს კომპეტენციას მიეკუთვნებოდა სამხედრო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხები; განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის პრობლემები; ამერიკული შეიარაღებული ძალების მიერ უცხო სახელმწიფოთა ტერიტირიაზე ბაზებისა და ობიექტების გამოყენებაზე და ამ ბაზებში ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეთა უფლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ხელშეკრულებები; უცხოური სახელმწიფოების ან სახელმწიფო ორგანოებისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის ისეთი პროგრამების შემუშავება და განხორციელება, რომლებიც ინტერესს წარმოადგენდა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსთვის. იგივე სამმართველო ორგანიზებას უკეთებდა და კოორდინაციას უწევდა, აგრეთვე აკონტრლებდა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების საქმიანობას აშშ-ის სხვადასხვანაირ მისიებში საზღვარგარეთ, საერთაშორისო კონფერენციებსა და თათბირებზე, საერთაშორისო სამხედრო ორგანოებში.
ერთერთ სამმართველოს, რომლის სათავეშიც იდგა თავდაცვის მინისტრის თანაშემწე, წარმოადგენდა ს ა მ ხ ე დ რ ო პ რ ო გ რ ა მ ე ბ ი ს ა ნ ა ლ ი ზ ი ს ა დ ა შ ე ფ ა ს ე ბ ი ს სამმართველო. იმ დროს, როდესაც თავდაცვის მინისტრის სხვა თანაშემწეების სამმართველოები დაკავებული იყვნენ ვიწროდ სპეციალიზებული საკითხებით, ამ სამმართველოს საქმიანობა მოიცავდა საკითხების ფართო წრეს. აქ ახორციელებდნენ კვლევებს თავდაცვის სამინისტროში გადაწყვეტილებების მიღებაზე პასუხისმგებელი პირების (უმთავრესად თავდაცვის მინისტრის) თავისებური “მენიუთი” უზრუნველყოფის მიზნით, რომლიდანაც შესაძლებელი იყო ამოერჩიათ ის ვარიანტი, რომელიც ყველაზე უფრო მეტი ალბათობით უზრუნველყოფდა მოცემული მიზნის მიღწევას, და პირველ რიგში შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის პლანში. ნებისმიერი შეთავაზებული პროგრამის მიღებადობის განსაზღვრისას სამმართველო იძლეოდა მისი შესაძლო ეფექტურობის სტრატეგიულად დაწვრილებით, მეცნიერულად დასაბუთებულ შეფასებას და განსაზღვრავდა მიღებული გადაწყვეტილებების ცხოვრებაში გატარების ღირებულებას.
ცენტრალურ აპარატში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობოდა სამმართვლოს, რომელსაც მეთაურობს თ ა ვ დ ა ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ი ს თ ა ნ ა შ ე მ წ ე ს ა მ ხ ე დ რ ო კ ა ნ ო ნ მ დ ე ბ ლ ო ბ ა შ ი. მის ფუნქციებში შედიოდა თავდაცვის სამინისტროს კავშირის უზრუნველყოფა კონგრესთან, პრეზიდენტის აღმასრულებელ აპარატთან და სხვა სამთავრობო ორგანოებთან, განსაკუთრებით კონგრესის მიერ თავდაცვის სამინისტროს საკნონმდებლო პროგრამის განხილვისა და დამტკიცების, აგრეთვე თავდაცვის სამინისტროს სამთავრობო ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობებში იურიდიული ნორმების უზრუნველყოფის საკითხებში. გარდა ამისა, სამმართველო ორგნიზებას უკეთებდა თავდაცვის სამინისტროს, შეაიაღებული ძალების სახეობათა სამინისტროების თანამდებობის პირების გამოსვლებს კონგრესში სამხედრო საკითხების განხილვისას, აგრეთვე პასუხს აგებდა შეიარაღებულ ძალებში კანონიერების დაცვაზე.
თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შემადგენლობაში იყო სპეციალური სამმართველო, რომელსაც მეთაურობდა თ ა ვ და ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ი ს თ ა ნ ა შ ე მ წ ე ს ა მ ე დ ი ც ი ნ ო უ ზ რ უ ნ ვ ე ლ ყ ო ფ ა ს ა დ ა გ ა რ ე მ ო ს პ რ ო ბ ლ ე მ ე ბ შ ი. მას კოორდინაცია უნდა გაეწია თავდაცვის სამინისტროს, შეიარაღებული ძალების სახეობათა სამინისტროების, დაწესებულებებისა და ნაწილების საქმიანობის იმ სფეროსთან დაკავშირებული საკითხებისთვის, რომელიც გავლენას ახდენდა გარემოზე. გარდა ამისა, ეს სამმართველო დაკავებული იყო თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის მედიკურ-სანიტარული უზრუნველყოფით, საჰოსპიტალო სამსახურით, სამედიცინო აღჭურვილობისა და მედიკამენტების შეკვეთებით, ნარკომანიასა და ალკოჰოლიზმთან ბრძოლის ორგანიზაციით.
ცენტრალური აპარატის შემადგენლობაში იყო აგრეთვე სამმართველო, რომელსაც მეთაურობდა თ ა ვ დ ა ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ი ს თ ა ნ ა შ ე მ წ ე ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა ს ა დ ა პ რ ო პ ა გ ა ნ დ ა შ ი. იგი ორგანიზაციას უკეთებს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცემულ ყველა მასალას კონგრესის სხვადასხვა კომისიისთვის მოხსენებების ჩათვლით; დაკავებული გახლდათ სამოქალაქო მოსახლეობაში შეიარაღებული ძალების პროპაგანდით; პასუხს აგებდა პრესის უზრუნველყოფაზე ღია ინფორმაციით შეიარაღებული ძალების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ აშშ-ის კონტინენსა და ზღვისმიღმა ტერიტორიებზე; ორგანიზებას უკეთებდა და ნებართვას აძლევდა სამხედრო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს სხვადასხვანაირ ეროვნულ და საერთაშორისო გამოფენებში, დემონსტრაციებსა და ცერემონიებში მონაწილეობაზე; პასუხს აგებდა სამხედრო გარნიზონებში კულტურულ-მასობრივი მუშაობის მდგომარეობაზე.
თ ა ვ დ ა ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ი ს ს პ ე ც ი ა ლ უ რ ი თა ნ ა შ ე მ წ ე ა ტ ო მ უ რ ე ნ ე რ გ ი ა შ ი იძლეოდა რეკომენდაციებს, კოორდინაციას უწევდა და აკონტროლებდა საქმიანობას ატომური ენერგიის სამხედრო მიზნებით გამოყენებაზე პროგრამების დაგეგმვისა და გამოყენების სფეროში.
დ ი რ ე ქ ტ ო რ ი მ ა რ თ ვ ი ს ს ი ს ტ ე მ ე ბ ს ა დ ა კ ა ვ შ ი რ გ ა ბ მ უ ლ ო ბ ა შ ი სარგებლობდა თავდაცვის მინისტრის თანაშემწის უფლებებით და პასუხს აგებდა შეიარაღებული ძალების მართვისა და კავშირგაბმულობის ყველა სახეობისა და სისტემის ორგანიზაციასა და განვითარებაზე, აგრეთვე შესაბამის ფედერალურ უწყებებთან კავშირზეც.
გ ე ნ ე რ ა ლ უ რ ი ი უ რ ი ს ტ კ ო ნ ს უ ლ ტ ი მეთაურობდა თვდაცვის სამინისტროს სამხედრო-იურიდიულ სამმართველოს და პასუხს აგებდა შეიარაღებული ძალების მომსახურების ყველა სახეობაზე. გენერალური იურისტკონსულტი გახლდათ თავდაცვის სამინისტროს იურიდიული წარმომადგენელი. მის მოვალეობაში შედიოდა აგრეთვე თავდაცვის მინისტრისა და მისი მოადგილისთვის იურიდიული დასკვნების ან დასაბუთებების მომზადება, თავდაცვის სამინისტროს საკანონმდებლო პროგრამების შემუშავების საერთო ხელმძღვანელობა და თავდაცვის სამინისტროს პოზიცის განსაზღვრა შემოთავაზებული კანონპროექტების იმ პუნქტების მიმართ, რომლებიც შესაძლო იყო მას შეხებოდა.
შეიარაღებული ძალების ოპერატიულ ხელმძღვანელობაში თავდაცვის სამინისროს სამუშაო ორგანოს 1970-იანი წლების მეორე ნახევარში წარმოადგენდა შ ტ ა ბ ე ბ ი ს უ ფ რ ო ს თ ა კ ო მ ი ტ ე ტ ი. შემდგომში ამ ორგანოს მიანიჭეს გარკვეული ავტონომიურობა თავდაცვის სამინისტროსგან და, შესაბამისად, ფუნქციები და კომპეტენციაც რამდენადმე შეუცვალეს. ამ ნაშრომში ჩვენ შევეხებით აღნიშნული ორგანოს ფუნქციონირებას 1970/1980-იანი წლების მიჯნაზე.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტს (შუკ) მეთაურობდა თავმჯდომარე, რომელსაც ნიშნავდა ქვეყნის პრეზიდენტი სენატის რეკომენდაციითა და თანხმობით სრული გენერლების (ადმირალების) რიცხვიდან ორი წლის ვადით. თანამდებობის მიხედვით იგი ითვლებოდა შეიარაღებული ძალების უმაღლეს ოფიცრად (მთარგმნელის შენიშვნა: აშშ–ის სახმელეთო ჯარებში მშვიდობიანობის დროს არის ოთხი საგენერლო წოდება. ესენია: ბრიგადის გენერალი /ერთვარსკვლავიანი გენერალი – ბრიგადის მეთაური/, გენერალ–მაიორი /ორვარსკვლავიანი გენერალი – დივიზიის მეთაური/, გენერალ–ლეიტენანტი /სამვარსკვლავიანი გენერალი – საარმიო კორპუსის მეთაური/ და გენერალი ანუ სრული გენერალი /ოთხვარსკვლავიანი გენერალი – აშშ–ის გაერთიანებული სარდლობის მთავარსარდალი ან სპეციალური სარდლობის სარდალი/; ომიანობის დროს აშშ–ში ვარაუდობენ არმიის გენერლის /ხუთვარსკვლავიანი გენერლის/ წოდების აღდგენსაც, მას შემდეგ, რაც დაიწყებენ საარმიო კორპუსების საფუძველზე საველე არმიების გაშლას, როგორც ეს იყო, მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას).
იმ ორგანოს სახით, რომლის წევრებიც ასრულებდნენ პრეზიდენტის, ეუს-ისა და თავდაცვის მინისტრის მთავარი სამხედრო მრჩევლების როლს, შუკ-ი შეიმუშავებდა სტრატეგიულ გეგმებს და უზრუნველყოფდა შეიარაღებული ძალების სტრატეგიულ ხელმძღვანელობას (იმ ოპერაციების ხელმძღვანელობის ჩათვლით, რომლებსაც ატარებდნენ გაერთიანებული და სპეციალური სარდლობების მთავარსარდლები), აგრეთვე თავდაცვის მინისტრის სახელით გამოსცემდა დირექტივებს ამ სარდლობების შემადგენლობაში შემავალი სახმელეთო ჯარების, სჰძ-ისა და სზძ-ის გაერთიანებებისა და შენაერთების სტრატეგიული და ოპერატიული გამოყენების საკითხებში.
შუკ-ის სამუშაო ორგანოს წარმოადგენდა გაერთიანებული შტაბი, რომელიც უშუალოდ შეიმუშავებდა გეგმებსა და ღონისძიებებს შეიარაღებული ძალებისთვის მთლიანობაში.
შეიარაღებული ძალების ყველა სხვა სახის საქმიანობას (ოპერატიულის, ანუ ჯარების საბრძოლო გამოყენებასთან დაკავშირებულის გარდა), აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ხელმძღვანელობდა და ხელმძღვანელობს არმიის, სჰძ-ისა და სზძ-ის სამინისტროების, აგრეთვე თავდაცვის სამინისტროს ცალკეული სამმრთველოების მეშვეობით.
არმიის (სახმელეთო ჯარების), სჰძ-ისა და სზძ-ის სამინისტროები წარმოადგენენ შეიარაღებულ ძალთა შესაბამისი სახეობების მართვის უმაღლეს ორგანოებს და ახორციელებენ მათ მშენებლობას, დაკომპლექტებას, კადრების მომზადებას, დაფინანსებას, მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს შეიარაღებული ძალების ორგანიზაციის, იარაღითა და სამხედრო ტექნიკით აღჭურვის სფეროში, აგრეთვე ჯარების სამობილიზაციო გაშლას, საბრძოლო და ოპერატიულ მომზადებასა და საბრძოლო გამოყენებას. გაერთიანებული და სპეციალური სარდლობების შემადგენლ;ობაში შემავალი სახმელეთო ჯარები, სამხედრო-საჰაერო ძალები და სამხედრო-საზღვაო ძალები “ცივი ომის” წლებში გამოყვანილი იყვნენ შეიარაღებულ ძალთა სახეობების სამინისტროების ოპერატიული დაქვემდებარებიდან. გაერთიანებული ან სპეციალური სარდლობების შემადგენლობაში გამოყოფილი ჯარების გამოყენების უფლება მიცემული ჰქონდათ ამ სარდლობების მთავარსარდლებს, რომლებიც შუკ-ის მეშვეობით ემორჩილებოდნენ უშუალოდ თავდაცვის მინისტრს და ხელმძღვანელობდნენ მხოლოდ პრეზიდენტის, თავდაცვის მინისტრის ან შუკ-ის თავმჯდომარის მითითებებით.
თავდაცვის სამინისტროს ცალკეული სამმართველოები სპეციფიური ამოცანების გადაწყვეტაში დახმარებას აღმოუჩედნენ მინისტრსა და შუკ-ს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობისას.
ბირთვული საბრძოლო მასალების სამმართველო ემორჩილებოდა თავდაცვის მინისტრს შუკ-ის მეშვეობით და ხელმძღვანელობდა სამუშაოებს სამეცნიერო კვლევების, ბირთვული იარაღის შექმნის, წარმოების, მარაგების დაგროვებისა და გამოცდების სფეროში; კონსულტაციებს უწევდა და ეხმარებოდა შუკ-ს ბირთვული იარაღის მარაგების შემადგენლობასთან, განაწილებასა და განწერტვასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავებაში; ატარებდა იმ ობიექტების საინსპექტორო დათვალიერებებს, რომლებშიც აგროვებდნენ, არემონტებდნენ ან ინახავდნენ ბირთვულ იარაღს; ხელმძღვანელობდა ბირთვულ იარაღის სფეროში მთელ რიგ გასაცნობ და სასწავლო კურსებს.
სადაზვერვო სამმართველო ემორჩილებოდა თავდაცვს მინისტრს შუკ-ის მეშვეობით და ორგანიზაციას უკეთებდა, ხელმძღვანელობდა და აკონტროლებდა თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ორგანოების საქმიანობას. იგი აკონტროლებდა და კოორდინირებას უწევდა სახმელეთო ჯარების, სჰძ-ისა და სზძ-ის სამინისტროების სადაზვერვო ორგანოების საქმიანობას; სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფდა თავდაცვის სამინისტროს დაინტერესებულ ორგანოებს; ზედამხედველობას ახორციელებდა სამხედრო დაზვერვის სხვა ორგანოების სადაზვერვო საქმიანობის დამტკიცებული გეგმებისა და პროგრამების შესრულებაზე; პასუხს აგებდა თავდაცვის სამინისტროში დაზვერვაზე ასიგნაციების ეკონომიურ და ეფექტურ განაწილებასა და სწორ ხარჯვაზე.
კარტოგრაფიული სამმართველო ემორჩილებოდა თავდაცვის მინისტრს შუკ-ის მეშვეობით და განკუთვნილი იყო სამუშაოების ორგანიზებისთვის ტოპოგრაფიული, საავიაციო, კოსმოსური და საზღვაო რუკებისა და საინფორმაციო სანავიგაციო ცნობების, ცხრილებისა და შეტყობინებების შედგენის, გამოცემის, განაწილებისა და დაგზავნისთვის.
კავშირგაბმულობის სამმართველო თავდაცვის მინისტრს ემორჩილებოდა შუკ-ის მეშვეობით და პსუხს აგებდა კავშირგაბმულობის სისტემებისა და საშუალებების მუშაობაზე, მომარაგებასა და რემონტზე, რომლებიც ემსახურებოდნენ თავდაცვის სამინისტროს, აგრეთვე სხვა სამთავრობო ორგანოებს.
პერსპექტიული სამხედრო კვლევების სამმართველო 1972 წელს გამოეყო სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებში დირექტორის სამმართველოს და როგორც დამოუკიდებელი ერთეული, უშუალოდ დაექვემდებარა თავდაცვის მინისიტრს. სამმართველო დაკავებული იყო ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების ორგანიზებითა და ჩატარებით, რომლებსაც შეეძლოთ გამოყენება ეპოვათ სამხედრო საქმეში.
სამხედრო დახმარების აღმოჩენის სამმართველო შექმნილი იყო უცხო სახელმწიფოებისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის, აგრეთვე იარაღის მიყიდვის გეგმებისა და პროგრამების შესრულების ხელმძღვანელობისა და კონტროლისთვის. იგი ემორჩილებოდა უშუალოდ თავდაცვის მინისტრს.
სამხედრო კონტრაქტებზე ფინანსური კონტროლის სამმართველო შეიქმნა 1965 წელს როგორც თავდაცვის სამინისტროს ერთიანი ორგანო ხელშეკრულებით მომუშავე ორგანიზაციებთან და პირებთან საქმეების წარმოებისთვის. იგი უშუალოდ ემორჩილებოდა თავდაცვის მინისტრს და უზრუნველყოფდა ადმინისტრაციული რევიზიებისა და შემოწმებების ჩატარების ერთსახოვნებას თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო-შესასყისი საქმიანობის სფეროში, ამზადებდა რეკომენდაციებს ფასებსა და სხვა საკითხებში სამხდერო უწყების შესყიდვებით დაკავებული პერსონალისთვის.
მომარაგების სამმართველო ექვემდებარებოდა უშუალოდ თავდაცვის მინისტრს და პასუხს აგებდა შეიარაღებული ძალების ზოგადი დანიშნულების მომარაგების საგნებით _ სურსათი, ფორმის ტანსაცმელი, საწვავ-საცხები მასალები, სამედიცინო-სანიტარული ქონება და ა. შ. _ უზრუნველყოფაზე. გარდა ამისა, მომარაგების სამმართველო ორგანიზაციას უკეთებდა მომარაგების საგნების საბითუმო განაწილებას; დებდა კონტრაქტებს მრეწველობასთან, კოორდინაციას უწევდა თავდაცვის სამინისტროს ყველა ორგანოს საქმიანობას მომარაგების საგნების შესყიდვების, აღრიცხვის, შენახვისა და განაწილების სფეროში; შეიმუშავებდა ინფორმაციის დამუშავების ერთიან მეთოდებს სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებისა და მომარაგების სფეროში (შესაბამისად პირველში _ სამეცნიერო და ტექნიკური დოკუმენტაციის და მეორეში _ შეკვეთებისა და განაცხადების წესის განსაზღვრის ჩათვლით). სამმართველო პასუხს აგებდა ასევე სამხედრო მომარაგების საგნების ერთიანი კატალოგის შემუშავებაზე, რომელსაც მთავრობა იყენებდა ყველა შესასყიდ და შესანახ საქონელზე ფედერალური კატალოგების შედგენისას.
სამოქალაქო მზადყოფნის სამმართველო წარმოადგენდა უმაღლეს საკოორდინაციო და საკონსულტაციო ორგანოს, რომელიც წარმართავდა ფედერალური სამინისტროებისა და უწყებების, შტატების მთავრობებისა და ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების საქმიანობას სამოქალაქო თავდაცვის დაგეგმვისა და პრაქტიკული განხორციელების ღონისძიებების, აგრეთვე სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლის ორგანიზაციის საკითხებში. იგი ექვემდებარებოდა უშუალოდ თავდაცვის მინისტრს.
გამოძიებათა სამმართველო განკუთვნილი იყო თავდაცვის სამინისტროს პირად შემადგენლობას შორის დანაშაულებების გამოძიების, აგრეთვე მისი ლოიალობის შესამოწმებლად ძალისხმევის გაერთიანებისთვის.
პრეზიდენტის, თავდაცვის მინისტრის, შტაბების უფროსთა კომიტეტის შეიარაღებული ძალების მდგომარეობაზე ინფორმაციით უზრუნველყოფის, აგრეთვე სარდლობის ბრძანებებისა და განკარგულებების მოკლე ვადებში გადაცემის მიზნით შექმნილი იყო შეიარაღებული ძალების ოპერატიული მართვის ეროვნული სისტემა, რომელიც შედგემოდა ელექტრონულ-გამომთვლელი ტექნიკით აღჭურვილი სტაციონარული და მოძრავი საკომანდო ცენტრებისა და პუნქტებისგან. ამ სისტემის მთავარ აბონენტებს წარმოადგენდნენ შეიარაღებული ძალების ძირითადი და სათადარიგო საკომანდო ცენტრები, აგრეთვე სპეციალურ თვითმფრინავებში მოწყობილი შეიარაღებული ძალების საჰაერო საკომანდო პუნქტი. გარდა ამისა, შეიარაღებული ძალების ოპერატიული მართვის ეროვნულ სისტემაში შედიოდნენ შეიარაღებული ძალების სახეობებათა, გაერთიანებული და სპეციალური სარდლობების საკომანდო პუნქტები და ოპერატიული ცენტრები.
აშშ-ის პრეზიდენტის, სახელმწიფო მართვის ორგანოებისა და მთავრობის კავშირგაბმულობის უზრუნველსაყოფად შექმნილი იყო კავშირგაბმულობის ეროვნული სისტემა, რომელშიც წამყვანი ადგილი ეკავა თავდაცვის სამინისტროს კავშირგაბმულობის სტრატეგიულ სისტემას. იგი აერთიანებდა ერთმანეთს შორის მაგისტრალური ხაზებით დაკავშირებულ კავშირგაბმულობის სარეტრანსლაციო კვანძებს, რომლებსაც ადგილობრივი ხაზების მეშვეობით აერთებდნენ დამაბოლოებელ კვანძებთან, ხოლო ეს უკანასკნელნი კი ემსახურებოდნენ შეიარაღებული ძალების სტრატეგიული მართვის ორგანოებს.
კავშირგაბმულობის სტრატეგიული სისტემის ძირითად კომპონენტებს 1970-იანი წლების მიწურულს წარმოადგენდნენ შეიარაღებული ძალების სახეობათა გლობალური სისტემები, ციფრული კავშირგაბმულობის ავტომატიზებული სისტემა AUTODIN, სატელეფონო კავშირგაბმულობის ავტომატიზებული სისტემა AUTOVON, დახურული სატელეფონო კავშირგაბმულობის ავტომატიზებული სისტემა AUTOSEVOCOM, კავშირგაბმულობის სამხედრო სათანამგზავრო სისტემა, რომლებიც უზრუნველყოფდნენ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ოპერატიული მართვის ეროვნულ სისტემასა და სტრატეგიული კავშირგაბმულობის სპეციალურ ქსელებს.
ამავე პერიოდში აშშ-ში ატარებდნენ თავდაცვის სამინისტროსა შეიარაღებული ძალების სახეობათა სამინისტროების, გაერთიანებული და სპეციალური სარდლობების საორგანიზაციო სტრუქტურის სრულყოფისა და მართვისა და კავშირგაბმულობის განვითარებული სისტემების შექმნის ღონისძიებებს. ღებულობდნენ საკომანდო ცენტრებისა და კავშირგაბმულობის კვანძების განწერტვისა და დარეზერვების, ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებზე კავშირგაბმულობის ჭარბი საშუალებების შექმნის ზომებს. უზარმაზარ სახსრებს ხარჯავდნენ სამუშაოებზე იმ პროგრამების მიხედვით, რომლებსაც საბოლოო ჯამში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული ხელმძღვანელობა უნდა უზრუნველეყოთ ჯარების მართვის მდგრადი სისტემით ომის წარმოქმნის შემთხვევაში, უწინარეს ყოვლისა საბჭოთა კავშირისა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის წინააღმდეგ.
(გაგრძელება იხ. ნაწილი III)
მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment