(წერილი მომზადებულია ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის /ლაიფციგი _ სანკტ-პეტერბურგი/ მასალებიდან; კონკრეტული საკითხების გამო ტექსტში აღნიშნული მითითებანი გულისხობს ამავე ენციკლოპედიური ლექსიკონის ტომებში გამოქვეყნებული შესაბამისი წერილიების დამატებით გაცნობას)
I. შოტლანდიის დაპყრობა სკოტების მიერ; ბრძოლა ნორვეგიელებთან; შემდგომი ისტორია პირველი შოტლანდიური დინასტიის შეწყვეტამდე 1290 წ.
II. შოტლანდია სხვადასხვა სახლებიდან გამოსულ მეფეთა ძალაუფლების ქვეშ სტიუარტების სახლის გამეფებამდე. ბრძოლა ინგლისთან დამოუკიდებლობისთვის (1290-1371)
III. შოტლანდია სტიუარტების ხნაში პირად უნიამდე ინგლისთან იაკობ VI-ის დროს (1371-1603)
IV. შოტლანდია პირად უნიაში ინგლისთან (1602-1707 წწ.)
V. შოტლანდია როგორც დიდი ბრიტანეთის ნაწილი (1707 – 1903)
შოტლანდიის მეფეთა სია
I. შოტლანდიის დაპყრობა სკოტების მიერ; ბრძოლა ნორვეგიელებთან; შემდგომი ისტორია პირველი შოტლანდიური დინასტიის შეწყვეტამდე 1290 წ.
პირველი მოხსენიება ბრიტანეთის ჩრდილოთ ნაწილის შესახებ გვხვდება პლინიუსთან; რომში იგი ცნობილი იყო კალედონიის სახელწოდებით (იხ. XIV, 12). I ასწლეულიდან ქრისტეს შობის შემდეგ რომაელებმა დაიწყეს მცდელობები მისი დაპყრობისთვის. კალედონიაში პირველად შეაღწია, 80 წ., ბრიტანეთში იმპერატორის ნაცვალმა აგრიკოლამ. მას მოჰყვა გრძელი რიგი ასეთივე მცდელობებისა, რომელთაგან არც ერთი, თვით სეპტიმიუს სევერუსის ყველაზე უფრო მეტად სერიოზული მცდელობების (209-211) ჩათვლითაც კი, ვერ იქნა დაგვირგვინებული წარმატებით: მთიელები თავიანთ მთებში უწევდნენ ვაჟკაცურ წინააღმდეგობას, და რომაელებს, რამდენიმე დასახლების დანგრევის შემდეგ, უხდებოდათ უკან დაბრუნება. იმისთვის რათა უსაფრთხოდ დაეცვა ბრიტანეთი კალედონელების მხრიდან თავდასხმებისგან (თარეშებისგან), იმპერატორმა ადრიანემ 122 წ., სოლვეის ყურესა და მდ. ტაინის (Tyne) შესართავს შორის, ანუ შოტლანდიასა და ინგლისს შორის ახლანდელი საზღვრის რამდენადმე ქვევით, ააშენებინა “ადრიანეს კედელი”, რომელიც შემდეგ აღადგინა სეპტიმიუს სევერუსმაც. კალედონიის მცხოვრებლებს თავიდან რომაელები უწოდებდნენ კალედონელებს, შემდეგ კი მათი უმტესი ნაწილისთვის რომაულ ლიტერატურაშე შეაღწია პიქტების სახელწოდებამ (XXIII, 593). ტაციტუსის მოსაზრებით, რომელიც ემყარებოდა სახისა და თმების მსგავსებას, პიქტები იყვნენ გერმანული წარმოშობისა; უახლეს მეცნიერთა უმრავლესობა თვლის მათ კელტებად, ხოლო უკანასკნელ დროს გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ ისინი არიელებიც კი არ უნდა ყოფილიყვნენ; ყოველ შემთხვევაში, პიქტების არც ენიდან და არც კულტურიდან არ დარჩენილა კვალი, რომელიც საკმარისი იქნებოდა ამ საგანზე მყარი აზრის შესაქმნელად. V ს. რომაელები წავიდნენ ბრიტანეთიდან, ხოლო ბრიტებმა კი პიქტების მხრიდან თარეშებისგან თავის დასაცავად დახმარებისთვის მოუწოდეს ანგლებსა და საქსებს, რომლებმაც დაიპყრეს კიდეც ბრიტანეთი. იმავე დროს, ანდა შესაძლოა რამდენადმე უფრო ადრეც (IV ს.-დან) კალედონიაზე დაიწყო სკოტების თავდასხმები, კელტური ტომის ხალხისა, დასავლეთიდან, ე. ი. ირლანდიიდან, ჰებრიდული და სხვა კუნძულებიდან, რომლებიც განლაგებულია შოტლანდიის დასავლეთ ნაპირთან. სკოტები პიქტებისთვის აღმოჩნდნენ გაცილებით უფრო საშიშნი, ვიდრე რომაელები. შოტლანდიის ისტორია V ს.-დან VII ს. ჩათვლით პერიოდისა, რომელიც სვსეა სკოტებსა და პიქტებს შორის სისხლიანი ბრძოლით, უკიდურესად ბნელითაა მოცული.I. შოტლანდიის დაპყრობა სკოტების მიერ; ბრძოლა ნორვეგიელებთან; შემდგომი ისტორია პირველი შოტლანდიური დინასტიის შეწყვეტამდე 1290 წ.
II. შოტლანდია სხვადასხვა სახლებიდან გამოსულ მეფეთა ძალაუფლების ქვეშ სტიუარტების სახლის გამეფებამდე. ბრძოლა ინგლისთან დამოუკიდებლობისთვის (1290-1371)
III. შოტლანდია სტიუარტების ხნაში პირად უნიამდე ინგლისთან იაკობ VI-ის დროს (1371-1603)
IV. შოტლანდია პირად უნიაში ინგლისთან (1602-1707 წწ.)
V. შოტლანდია როგორც დიდი ბრიტანეთის ნაწილი (1707 – 1903)
შოტლანდიის მეფეთა სია
I. შოტლანდიის დაპყრობა სკოტების მიერ; ბრძოლა ნორვეგიელებთან; შემდგომი ისტორია პირველი შოტლანდიური დინასტიის შეწყვეტამდე 1290 წ.
VII ს. მთელი შოტლანდია, ფორტისა და კლეიდის სრუტეებს შორის ხაზის ჩრდილოეთით, შეადგენდა ორ სახელმწიფოს, რომელთაგან დასავლეთის სახელმწიფოში _ დალრიადში _ მბრძანებლობდნენ სკოტები, აღმოსავლეთის სახელმწიფოში _ პიქტები. ამ ხაზის სამხრეთით, ოლქებში, რომლებიც ახლა ნაწილობრივ შედიან შოტლანდიის შემადგენლობაში, იმყოფებოდა სახელმწიფოები: დასავლეთში _ ალკლაიდი, სადაც მბრძანებლობდნენ ბრიტები, და აღმოსავლეთში _ ბერნიცია, სადაც ცხოვრობდნენ ანგლები. უკვე VI ს. ქრისტიანობამ შეაღწია პიქტებში სკოტებისგან, რომლებიც V ს.-დან იყვნენ ქრისტიანები, და განმტკიცდა იქ, ამასთან სკოტებიცა და პიქტებიც მიეკუთვნებოდნენ ირლანდიის ეკლესიას. VIII ს. დასაწყისში პიქტების მეფეთაგან ერთერთი თავადაც შეუერთდა და თავისი ხალხიც შეუერთა რომის ეკლესიას, ამასთან უწინდელი სასულიერო წოდება განდევნილ იქნა ქვეყნიდან; რამდენადმე მოგვიანებით იგივე მოხდა სკოტების სამეფოშიც. დაახლოებით 844 წ. (სხვა წყაროების მიხედვით _ რამდენდმე უფრო ადრეც) სკოტების მეფემ, კენეტ მაკ ალპინმა, დაიპყრო პიქტების სამეფო და შეუერთა იგი საკუთარს. თავდაპირველად მას ეწოდებოდა კელტური სახელი ალბანი (ლათინური ფორმა _ ალბანია); X ს.-დან ხმარებაში დაიწყო შემოსვლა სახელმა სკოტიამ (რომლითაც თავდაპირველად აღნიშნავდნენ ირლანდიას) ანუ შოტლანდიამ, რომელიც დაახლოებით XI ს. საბოლოოდ დამკვიდრდა ამ სახელმწიფოში. 945 წ. შოტლანდიის მეფემ მალკოლმ I-მა, ანგლო-საქსების მეფესთან ედმუნდთან კავშირში, დაანგრია ალკლაიდის სამეფო და მისი ჩრდილოეთ ნაწილი, სოლვეის ყურემდე, შემოუერთა თავის სამფლობელოებს. 1018 წ. მალკოლმ II-მ მოიპოვა გამარჯვება კარჰამში გრაფ ედვულფზე, რომლის წყალობითაც თავის სამფლობელოებს შემოუერთა ბერნიცია, რომელიც მაშინ შედიოდა ნორთუმბერიის სამეფოს შემადგენლობაში. კანუტ დიდი, განმტკიცდა რა ინგლისში, დაიძრა ჩრდილოეთისკენ, რათა დეკავებინა ეს ოლქიც, მაგრამ საქმე დასრულდა სამშვიდობო შეთანხმებით, რომლის მიხედვითაც შოტლანდიამ შეინარჩუნა დაპყრობილი ოლქები (რისი წყალობითაც მან მიაღწია დაახლოებით თავის ახლანდელ საზღვრებს, რომლებიც შემდგომში ძალზედ უმნიშვნელოდ შეიცვალა); ამის სანაცვლოდ მალკოლმს უნდა ეღიარებინა თავისი ლენური დამოკიდებულება კანუტზე, რომელიც თუმცა კი გრძელდებოდა მხოლოდ უკანასკნელის სიკვდილამდე (1040).
შოტლანდიის ისტორიის მთელი ეს პერიოდი მისი გაერთიანებიდან XI ს. შუახანებამდე, ჯერ კიდევ იმდენად ბნელითაა მოცული, რომ თვით მეფეთა სიაც კი შესაძლებელია დადგენილ იქნა მხოლოდ დიდი გამოტოვებებით (пробелы), უზუსტობებითა და ეჭვებით; მით უფრო ძნელია გამორკვეულ იქნას ამ ქვეყნის ცხოვრების შინაგანი პირობები. სრული შერწყმა გამარჯვებულ სკოტებსა და დამარცხებულ პიქტებს შორის მოხდა ძალზედ გვიან, გაცილებით უფრი გვიან, ვიდრე ანგლოსაქსების შერწყმა ნორმანებთან. ჯერ კიდევ XIV ს. შოტლანდიაში იყო ოთხი სხვადასხვა ენა: ერთიანი შოტლანდიური ენა ასეთნაირად ვერ წარმოიქმნა, ხოლო ადგილობრივი ენების შევიწროვება და განდევნა, დაწყებული VIII ს.-დან, დაიწყო ინგლისურმა ენამ; ეს პროცესი სავსებით არ დასრულებულა აქამდეც. როგორც კი აღსრულდა შოტლანდიის პოლიტიკური გაერთიანება, და შესაძლოა რამდენადმე უფრო ადრეც, ყოველ შემთხვევაში IX ს.-დან, დაიწყო ყაჩაღური თარეშები შოტლანდიაზე დანიელების და განსაკუტრებით კი ნორვეგიელების მხრიდან, რომლებიც გრძელდებოდა XII ს.-მდე და თვით XIII ს. შუახანებამდეც (უფრო იშვიათად). ნორვეგიელებმა მოახერხეს გამაგრება ორკნეის, ჰებრიდისა და სხვა სანაპიროს მახლობელ კუნძულებზე, საიდანაც თარეშებს აწყობდნენ კიდევ უფრო მეტი სიმსუბუქით, ვიდრე შორეული ნორვეგიიდან. მუდმივი ბრძოლა არ აძლევდა გაძლიერების საშუალებას სამთავრობო ხელისუფლებას. XI ს. შუახანებამდე ჩვენ ვხედავთ მეფეების სწრაფ შეცვლას, რომელთაგან მხოლოდ არცთუ ბევრი მოკვდა საკუთარი სიკვდილით; ტახტი რჩებოდა ჩვეულებრივად არა მეფის ძეს, არამედ ძმას ან ნათესავს; მაგრამ ყოველთვის მას იკავებდნენ მაკ-ალპინის შთამომავლები. 1040 წ. მეფე დუნკან I მოკლულ იქნა თავისი ბიძაშვილის მაკბეტის მიერ, რომელმაც ხელში ჩაიგდო გვირგვინი. ამ მეფის დროს _ რომლის ხასიათიც, რამდენადაც ეს ირკვევა ისტორიული მონაცემებიდან, არ ემსგავსება შექსპირის გმირის ხასიათს, რომელიც ხელმძღვანელობდა მხოლოდ ჰოლინშედის ქრონიკით, _ დაარსებულ იქნა სკოლები და იყო მცდელობები შოტლანდიის პოლიტიკური ურთიერთობების გაფართოებისა უცხოურ სახელმწიფოებთან და რომთან. 1056 წ. მაკბეტი დაამხო ტახტიდან დუნკანის ვაჟმა მალკოლმ III-მ (1057-93; იხ. XVIII, 497).
მალკოლმ III, რომელსაც ეძახდნენ კანმორს (ეს სახელი წარმოებული გახლდათ კელტური სიტყვების შეხამებით, რაც ნიშნავდა “დიდ თავს”), _ გახლდათ უკეთილშობილესი და ყველაზე უფრო განათლებულიც იმ პერიოდის შოტლანდიელი მეფეებიდან. მან შეიძინა განათლებაცა და კავშირებიც ინგლისის სამეფო კარზე, შოტლანდიიდან თავისი დევნილობის დროს; ხალისით ღებულობდა ანგლო-საქსებს, რომლებიც ათასობით გამორბოდნენ ინგლისიდან ვილჰელმ დამპყრობლის მიერ მისი დაპყრობის შედეგ (1066). დევნილების მფარველობამ, რომლებსაც ვილჰელმ დამპყრობელი უყურებდა არა როგორც დამარცხებულ მტრებს, არამედ როგორც დამშვიდებულ მეამბოხეებს, გამოიწვია ინგლისის მეფის უკმაყოფილება. მალკოლმი, რათა დაესწრო მისი თავდასხმისთვის, შეიჭრა ინგლისში, მაგრამ მოგერიებულ იქნა; თავის მხრივ ვილჰელმიც შემოვიდა შოტლანდიის ტერიტორიაზე; მალკოლმი ეახლა მას ბანაკში, რათა ერთგულების ფიცი დაედო (1071). ასეთნაირად დამყარებულ იქნა შოტლანდიის ლენური დამოკიდებულება ინგლისზე, რომელსაც თუმცა კი, ასწლეულის განმავლობაში არ ჰქონია არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა; მაგრამ შემდგომში ამით ახდენდნენ ინგლისის მეფეთა პრეტენზიების მოტივირებას შოტლანდიაზე ძალაუფლებისთვის. ბრძოლა ინგლისსა და შოტლანდიას შორის არაერთხელ იქნა განახლებული შემდეგ ორ ასწლეულშიც: შოტლანდიური ჯარები არაერთხელ გადასულან მდინარე ტვიდზე და შეჭრილან ინგლისის სამფლობელოებში; უფრო ხშირად კი შეტევზე გადმოდიოდნენ ინგლისური ჯარები. მხოლოდ XIII ს. ბოლოდან მიიღო ბრძოლამ სისტემატიური და განსაკუთრებით დამანგრეველი ხასიათი; პირველ ორ საუკუნეში ეს იყო უფრო მეტად შემთხვევითი სასაზღვრო შეტაკებები ცვალებადი წარმატებით; ომებს მოჰყვებოდა ხოლმე დიდი მშვიდობიანი შუალედები, რომელთა დროსაც ინგლისისა და შოტლანდიის მეფეები ერთმანეთს უნათესავდებოდნენ ქორწინებათა მეშვეობით. ასე, 1100 წ. შოტლანდიის მეფის ედგარის და, მატილდა, ცოლად გაჰყვა ინგლისის მეფეს ჰაინრიხ I-ს. ბრძოლა ინგლისთან იმ დროს (XI-XIII სს.) უფრო აახლოებდა შოტლანდიას ქვეყანასთან, რომელიც იდგა განვითარების მნიშვნელოვნად უფრო მაღალ საფეხურზე, და გარკვეული ხარისხით ხელს უწყობდა შოტლანდიაში კულტურულ მოძრაობას. ინგლისიდან მასში ვრცელდებოდა განათლება; ინგლისიდან შემოაღწია შოტლანდიაში ფეოდალიზმმა, დაწყებული მეფის დავით (დევიდ) I-ის (1124-53) დროიდან.
შოტლანდიის კულტურულ განვითარებას ნორვეგიელთა თავდასხმების გარდა, ხელს უშლიდა კიდევ ერთი პირობა: ქვეყნის სამხრეთ ნაწილი, ნაკლებად მთაგორიანი და უფრო მეტად ნაყოფიერი, ყველაზე უფრო მეტად განიცდიდა ომებისა და თარეშის უბედურებებს; პირიქით, მისი უფრო მეტად დაცული ჩრდილოეთ ნაწილი ნაკლებ ბუნებრივ პირობებს იძლეოდა განვითარებისთვის. უკანასკნელში ყველაზე უფრო მეტად გაძლიერდა ფეოდალური თავადაზნაურობა, რომელიც მტრულად იყო განწყობილი განათლების მიმართ. ფეოდალური ბარონები მთებში აგებულ თავიანთ მიუდგომელ ციხესიმაგრეებში დასცინოდნენ სამეფო ხელისუფლებას, როდესაც იგი ცდილობდა აეძულებინა ისინი მორჩილებისკენ; ახალ პრეტენდენტს ხელისუფლებაზე ყოველთვის შეეძლო მოეძებნა მათში მხარდაჭერა, როგორც კი გვირგვინის პოლიტიკა მათთვის უკვე მოსაწონი აღარ იყო. სამეფო ხელისუფლება, ამგვარად, მეტად სუსტი იყო, თუმცა კი მხარდაჭერას პოულობდა გავლენიან სასულიერო წოდებაში, რომელსაც იგი სულ უფრო და უფრო მეტად ემყარებოდა კიდეც. მისი სისუსტე გამოიხატა იმაში, რომ შოტლანდიაში დიდხანს არ ყოფილა დედაქალაქი. მეფეთა რეზიდენცია გადაჰქონდათ ერთი ქალაქიდან მეორეში. მეფეები ყველაზე უფრო ხშირად გვირგვინდებოდნენ სკონაში, პატარა ქალაქში პერტის ახლოს. გვირგვინის მრჩევლებად გახლდნენ უმთავრესად ან უფრო სწორად მხოლოდ ფეოდალური თავდაზნურები, რომელთაც დროდადრო იწვევდნენ ხოლმე საგანგებო საბჭოებზე; ამ კრებებიდან XIII ს. ბოლოში ამოიზარდა შოტლანდიური პარლამენტი. მეფე ვილჰელმ ლომი 1174 წ., სადაო სასაზღვრო სამფლობელოების გამო ინგლისთან შეჯახების შედეგად, შეიჭრა ინგლისში, მაგრამ დამარცხებულ იქნა, ტყვედ ჩავარდა და წაყვანილ იქნა ნორმანდიაში. იქიდან იგი გაანთავისუფლეს მხოლოდ ინგლისის მეფეებზე თავისი ლენური დამოკიდებულების აღიარების პირობით (ფალეზის ხელშეკრულება, 1174). მეფე ალექსანდრე II (1214-49), ისარგებლა რა ურთიერთ შორისი ომებით ინგლისში, დადგა ინგლისელი ბრონების მხარეზე და მათ მხარდასაჭერად მოახდინა თავდასხმა ინგლისზე, მაგრამ დამარცხებულ იქნა და უნდა დათანხმებულიყო მშვიდობაზე 1217 წ., რომელმაც დაადასტურა ფალეზის ხელშეკრულების პირობები. ისიც და მისი მემკვიდრე ვაჟი ალექსანდრე III-ც დაქორწინებული იყვნენ ინგლისელ პრინცესებზე.
ალექსანდრე III-ის დროს შოტლანდიამ განიცადა დროის მიხედვით უკანასკნელი და ყველაზე უფრო მრისხანე თავდასხმა ნორვეგიელთა მხრიდან. ნორვეგიის მეფე გაკონი 1263 წ. დაიძრა ნორვეგიიდან მნიშვნელოვანი ფლოტილიით, რომელიც გააძლიერა რაზმებით ორკნეისა და ჰებრიდის კუნძულებიდან, და იცურა რა შოტლანდიის დასავლეთ ნაპირის გაყოლებით კლეიდის ყურემდე, არბევდა და ძარცვავდა მთელ დასახლებებს ნაპირის მახლობლად და მნიშვნელოვან მნძილებზე ქვეყნის სიღრმეშიც. ქარიშხალმა გაფანტა და დაღუპა გაკონის ფლოტილიის მნიშვნელოანი ნაწილი; ნაპირზე მისი უკანასკნელი გადმოსხმისას მის მნიშვნელოვნად დასუსტებულ ჯარს დახვდა შოტლანდიელთა ძლიერი რაზმი და სასტიკად დაამარცხა სოფელ ლარგსთან. გაკონი ცოცხლად დარჩენილ მეომრებთან ერთად ჩაჯდა გადარჩენილ გემებში და საჩქაროდ წავიდა ნორვეგიაში, სადაც მალევე მოკვდა კიდეც. ამის შემდეგ ნორვეგიის შეცვლილი საშინაო პირობები ხელს უშლიდა მსგავსი მცდელობების განახლებას, და ამ მხრიდან შოტლანდია ამიერიდან უსფრთხოდ იყო. 1266 წ. ალექსანდრე III-მ გაკონის მემკვიდრესთან დადო სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შეიძინა ძალაუფლება ჰებრიდებსა და კ. მენზე, ყოველწლიურად 100 მარკის გადახდს პირობით. ამ ხარკს შოტლანდია იხდიდა დარღვევებით და მალევე სრულებით შეწყვიტა მისი გადახდა. ალექსანდრე III-მ თავისი ქალიშვილი მიათხოვა ერიკ ნორვეგიელს. 1283 წ. ქ. სკონაში საბჭოზე, რომელსაც ესწრებოდნენ 13 გრაფი და 24 ბარონი ან რაინდი, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ვინაიდან ალექსანდრე III-ს მამრობითი შთამომავლობა არ ჰყავდა, ამიტომ ტახტის მემკვიდრედ ეღიარებიათ მისი შვილიშვილი, მცირეწლოვანი მარგარიტა, ე. წ. “ნორვეგიელი ქალწული”. 1286 წ. მოკვდა ალექსანდრე III და ტახტზე უნდა ასულიყო ნორვეგიელი ქალწული; სინამდვილეში მის მოსვლამდე ქვეყანას მართავდა ალექსანდრეს ნათესავი, ჯონ ბალიოლი. 1289 წ. მან შეკრიბა ბრაიჰამში ახალი სამეფო საბჭო, რომელზედაც გრაფების, ბარონებისა და რაინდების გარდა, მიწვეულ იყვნენ აგრეთვე ეპისკოპოსები, აბატები და პრიორები. ამ საბჭოს ზოგიერთი ისტორიკოსი უწოდებს პირველ შოტლანდიურ პარლამენტს, მაგრამ ასეთ სახელწოდებას უფრო ხშირად აძლევენ მომდევნო საბჭოს, რომელიც მოწვეულ იქნა 1292 წ. 1289 წ. საბჭომ, ინგლისის მეფის ედუარდ I-ის სურვილის თანახმად, დაადგინა მიეთხოვებინათ დედოფალი ედუარდის ვაჟისთვის; მაგრამ ხელშეკრულებაში ამ საგანთან დაკავშირებით დადებულ იქნა პირობა, რომ შოტლანდია დარჩება დამოუკიდებელ სამეფოდ და ხელშეუხებლად შეინარჩუნებს თავის კანონებსა და წეს-ჩვეულებებს; ინგლისის მეფემ ვერ მიიღო უფლება მოეთხოვა მისგან სამხედრო დახმარება; შოტლანდის სასამართლოების გადაწყვეტილებებზე არ იქნება დაშვებული აპელაცია ინგლისის სასამართლოებში. მთელი ეს გეგმა ჩაშლილ იქნა რვა წლის ნორვეგიელი ქალწულის სიკვდილით ნორვეგიიდან შოტლანდიისკენ მომავალ გზაზე (1290).
II. შოტლანდია სხვადასხვა სახლებიდან გამოსულ მეფეთა ძალაუფლების ქვეშ სტიუარტების სახლის გამეფებამდე. ბრძოლა ინგლისთან დამოუკიდებლობისთვის (1290-1371)
ნორვეგიელი ქალწულის სიკვდილმა შოტლანდიის ტახტი აქცია ვაკანტურად. 13 პრეტენდენტიდან ამ ტახტზე, რომლებიც თავიანთ უფლებებს აფუძნებდნენ ჩამქრალ სამეფო სახლთან ნათესაობაზე, სერიოზულად შესაძლო იყო ჩაეთვალათ სამი: ჯონ ბალიოლი, რობერტ ბრიუსი და ჯონ ჰასტინგსი, რომლებიც წარმოშობილი იყვნენ ვილჰელმ ლომის სამი ბიძაშვილი ქალებისგან. ბრძოლამ მათ შორის ედუარდ I-ს მისცა მოხერხებული საბაბი, რათა გამოევლინა თავისი სიუზერენული უფლებები შოტლანდიაზე. იმ დროიდან დაიწყო შეუპოვარი ბრძოლა ინგლისსა და შოტლანდიას შორის, რომელიც ინგლისს დაუჯდა მილიონობით ფულად და ასეულ ათასობით ადამიანის სიცოცხლედ, და კიდევ უფრო ძვირად შოტლანდიას. ქვეყნის დაწყებული ეკონომიკური და კულტურული განვითარება კვლავ გაჩერებულ იქნა ხანგრძლივი დროით; განსაკუთრებულ უბედურებებს განიცდიდა შოტლანდიის სამხრეთ ნაწილი, რომელიც ინგლისს ესაზღვრებოდა. 1292 წ. სკონაში მოწვეულ იქნა შოტლანდიის პარლამენტი პრეტენდენტებს შორის კამათის გადასაწყვეტად. პარლამენტმა დაადგინა კამათის შესახებ გადაწყვეტილების მიღება დაეთმო ედუარდ I-თვის. ედუარდმა შოტლანდია ლენად მისცა ჯონ ბალიოლს, რომელზედაც იმედოვნებდა როგორც ყველაზე უფრო მეტად მორჩილ ვასალზე. თავიდან ჯონ ბალიოლი სწორედ ასეთიც გახლდათ; სხვათა შორის მან დაიწყო შოტლანდიური სასამართლოების გადაწყვეტილებებზე აპელაციების დაშვება ედუარდის სასამართლოებში. მაგრამ როგორც კი ბალიოლის ხელისუფლება განმტკიცდა, ხოლო ედუარდის ხელები შეკრული მოსჩანდა საფრანგეთთან მისი მტრული ურთიერთობების გამო, ბალიოლმა არა მხოლოდ უარი უთხრა მას საფრანგეთის წინააღმდეგ დახმარებაზე, არამედ უკანასკნელთან საიდუმლო ხელშეკრულებაც კი დადო. ედუარდი შეიჭრა შოტლანდიაში და დაეუფლა მის უმდიდრეს ქალაქს, ბერვიკს; მოქალაქენი, დაახლოებით 8000 ადამიანი, თითქმის მთლიანად იქნენ ამოწყვეტილნი მახვილით ან ცეცხლით; ქალაქი თითქმის მთლიანად გადაწვეს ინგლისელებმა. მალევე ჯონ ბალიოლი ტყვედ აიყვანეს და ტაუერში ჩასვეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც.
ომი გრძელდებოდა საშინელი სისასტიკეებით ორივე მხრიდან. სამხრეთ შოტლანდიის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი გაიქცა მთებში და იქიდან აწარმოებდა ომს, მსგავსად იმისა, როგორსაც მანამდე 12 საუკუნით ადრე აწარმოებდნენ ომებს კალედონელები რომაელთა წინააღმდეგ. შოტლანდიის, როგორც დაპყრობილი ოლქის მმართველობა ედუარდმა ჩააბარა ვარენს, სარეის გრაფს (Warrenne, earle of Surrey). მაგრამ შოტლანდია სინამდვილეში არ ყოფილა დაპყრობილი. შოტლანდიელი მღვდელმსახურების შეცვლამ ინგლისელებით, სასაზღვრო მიწების ინგლისელი ბარონებისთვის დარიგებამ, ინგლისური გარნიზონების მიერ ქვეყნის ძარცვა-რბევამ _ ყოველივე ამან გამოიწვია საშინელი აღშფოთება, რომელსაც სათავეში ჩაუდგა უილიამ უოლისი (W. Wallace). სტირლინგთან ბრძოლაში, მთებში ვიწრო გასასვლელში (ფორტის ყურის ახლოს), უოლისმა დაამარცხა გრაფი სარეი და აიძულა იგი გაეწმინდა ქვეყანა (1297), რის შემდეგაც დაიწყო მისი მართვა როგორც “სამეფოზე მზრუნველმა” («попечитель королевства») ტყვეობაში მყოფი ბალიოლის სახელით. ედუარდი 1298 წ. კვლავ შეიჭრა შოტლანდიაში, დაამარცხა უოლისი ფალკირკის ახლოს, დაწვა ქალაქები პერტი და ს.-ენდრიუსი და გააჩანაგა ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. მოვლენებმა ინგლისში აიძულეს იგი დაეტოვებინა შოტლანდია და მას კვლავ დაეუფლა უოლისი. 1304 წ. ედუარდმა გაიმეორა თავდასხმა შოტლანდიაზე, ამჯერად უფრო მეტი წარმატებით. ერთი ნაწილი ქალაქებისა ინგლისელებმა გადაწვეს, სხვები კი მათ უბრძოლველად დაემორჩილნენ: უოლისის ჯარები დამარცხებულ იქნა რამდენიმე ბრძოლაში, თავად უოლისი კი ტყვედ აიყვანეს და სიკვდილით დასაჯეს; მისი მოკვეთილი თავი გამოფენილ იქნა ლონდონის ხიდზე. ედუარდი ხალისით უცხადებდა ამნისტიას ყველა “ამბოხებულს”, რომლებიც დადებდნენ იარაღს; შოტლანდიას მიეცა 10 ადგილი ინგლისის პარლამენტში. ამ წარმომადგენელთა არჩევისთვის მოწვეულ იქნა კრება (პარლამენტი) პერტში. ედუარდმა აქ გამოაქვეყნა სასამართლო რეფორმის გეგმა, რომლის საფუძველშიც ჩადებულ იქნა მეფის დავიდ I-ის შესწორებული კანონები; მთელი ქვეყანა დაიყო ოთხ ადმინისტრაციულ და სასამართლო ოლქად, რომელთაც სათავეში ჩაუყენეს ორ-ორი მოსამართლე _ ერთი ინგლისელი და ერთიც შოტლანდიელი. ამ პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა, რადგანაც შოტლანდიამ კვლავ იარაღს მოჰკიდა ხელი, რობერტ ბრიუსის წინამძღოლობით, იმ რ. ბრიუსის შვილიშვილისა, რომელიც იყო გვირგვინის პრეტენდენტი 1290 წ.
1306 წ. რობერტ ბრიუსი შოტლანდიის მეფედ დაგვირგვინდა სკონში რობერტ I-ის სახელით. ამის პასუხად იქცა ინგლისელების ახალი ლაშქრობა შოტლანდიაში (1307), რომელიც ვერ გააჩერა თვით მეფე ედუარდის სიკვდილმაც კი ამ ქვეყნის საზღვრებთან. მისმა ჯარებმა, გრაფ პემბროკის სარდლობით, წინსვლა განაგრძეს. ინგლისელები კვლავ წვავდნენ სოფლებს, ფეხით თელავდნენ სამკალს, მიჰყავდათ საქონელი და ისეთ გაჭირვებაში ჩააგდეს ქვეყანა, რომ კანიბალობის შემთხვევებიც კი იყო; განსაკუთრებით ბევრი ასეთი შემთხვევა მიეკუთვნება უფრო გვიანდელ პერიოდს, სახელდობრ 1339-1340 წ. ქვეყნის ჩრდილოეთში ბრიუსი მყარად იყო გამაგრებული, ჰქონდა რა მთელი ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა. მისი მთავარი თანამებრძოლი გახლდათ ჯეიმს დუგლასი, შოტლანდიური ლეგენდებისა და სიმღერების საყვარელი გმირი. 1314 წ. ბრიუსმა საშინელი დამარცხება მიაყენა მდ. ბანოკბერნთან ინგლისურ ჯარს, რომელიც 30000 კაცისგან შედგებოდა: მრავალი ათასი გვამი დატოვებულ იქნა ბრძოლის ველზე, რამდენიმე ათასი ადამიანი ტყვედ ჩავარდა. ჯარის საცოდავი ნარჩენები, თავად მეფის ედუარდ II-ის მეთაურობით, ინგლისში გაიქცნენ; ბანაკში შოტლანდიელებს დარჩათ მდიდრული ნადავლი. ამ ბრძოლამ რობერტ I გახადა ნამდვილად შოტლანდიის მეფედ, თუმცა კი არა მთელი ქვეყნისა: ქ. ბერვიკში ჯერ კიდევ იდგა ინგლისური გარნიზონი, რომელმაც კაპიტულირება მოახდინა მხოლოდ 1318 წ. 1322 წ. ედუარდ II-ის შოტლანდიაზე ახალი ლაშქრობის გამო, თავად რობერტ ბრიუსმა მიმართა უკიდურეს ზომას: საკუთარი ქვეყნის გაჩანაგებას ფორტის ყურის სამხრეთით, რათა მტრებს თავიანთ გზაზე ვერ ეპოვნათ საკვები. ამან ნაწილობრივ მიაღწია თავის მიზანს; ედუარდ II, რომელიც დაუძლურებული იყო ედინბურგზე ლაშქრობისას უკვე გაჩანაგებულ ქვეყანაზე გავლით, იძულებული იყო ამ ლაშქრობის დროს დაკმაყოფილებულიყო მხოლოდ მათი დახოცვით, ვინც ხელში ჩაუვარდებოდა (სხვათა შორის მან გადაწვა რამდენიმე მონასტერი და დახოცა მონაზვნები), იძულებული შეიქმნა ზავი დაედო 13 წლით და ეღიარებინა ბრიუსის სამეფო ტიტული.
1327 წ. ედუარდ II-ის დამხობამ და სიკვდილმა და ინგლისის ტახტზე მცირედწლოვანი ედუარდ III-ის ასვლამ რობერტ ბრიუსს მისცა საბაბი ზავის დარღვევისა და ინგლისზე თავდასხმისთვის. ამ თავდასხმას ჰქონდა წარმატება; ნორთჰემპტონში დადებული სამშვიდობო ხელშეკრულებით ინგლისმა უარი თქვა უმაღლეს უფლებებზე შოტლანდიაზე. მაგრამ ინგლისელმა ბარონებმა, რომლებსაც მიღებული ჰქონდათ მიწის სამფლობელოები შოტლანდიაში, შეინარჩუნეს ისინი, _ და ამ პირობაში იდო მეფით ძლიერი უკმაყოფილების მიზეზი როგორც შოტლანდიელ თავადაზნაურთა მხრიდან, ისე ინგლისელი მიწათმფლობელების მხრიდანაც, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ მათი უფლებები საკუთრებაზე საკმარისად არ იყო დაცული მათი მოძულე მოსამართლეებისა და ხელისუფლების მიერ მათდამი ასევე მტრულად განწყობილი მოსახლეობის მხრიდან ხელყოფისგან. 1326 წ. რობერტ ბრიუსმა პირველად მოიწვია შოტლანდიის პარლამენტში 15 წარმომადგენელი უმნიშვნელოვანესი შოტლანდიური ქალაქებისა; წვრილი ქალაქები ორ-ორი ან სამ-სამიც შეთანხმებით ირჩევდნენ თითო წარმომადგენელს. პარლამენტში წარმომადგენლების არჩევის უფლება ქალაქებში სულ თავიდანვე მიისაკუთრეს მუნიციპალურმა საბჭოებმა, რომლებიც სულ მცირე ხარისხად გამოხატავდნენ ქალაქის მოსახლეობის ინტერესებს, რადგანაც ისინი ივსებოდა უმეტეს წილად კოოპტაციის გზით ან შედარებით იშვიათ შემთხვევებში ქალაქის იმ მაცხოვრებელთა მიერ არჩევის გზით, რომელთაც ჰქონდათ მოქალაქეობის უფლება. ამრიგად, პარლამენტი, რომელიც იკრიბებოდა საკმარისად რეგულარულად უკვე 1292 წ.-დან, და კიდევ უფრო რეგულარულად 1326 წ.-დან, შედგებოდა თავადაზნაურების, სასულიერო წოდებისა და ქალაქების მაცხოვრებელთაგან. იწვევდა რა უკანასკნელთ პარლამენტში, მეფე რობერტი იმედოვნებდა ეპოვნა მათში საყრდენი ურჩი თავადაზნაურობის წინააღმდეგ. მაგრამ საქალაქო ცხოვრების სუსტი განვითარება ქალაქების წარმომადგენელთა როლს პარლამენტში ხდიდა სრულებით შეუმჩნეველს; მნიშვნელოვანი ბარონებისა და გრაფების იქ ყოფნისას ისინი წარმოადგენდნენ უფრო მეტად მათ ამალას, ვიდრე ნამდვილ დეპუტატებს. 1329 წ. მოკვდა რობერტი და მის მემკვიდრედ დადგა მისი რვა წლის ვაჟიშვილი დავიდ II; რეგენტობა ერგო გრაფ დონალდ მარს. მეფის მცირეწლოვანებამ მისცა საბაბი ძმათაშორის ომისთვის.
ნორთჰემპტონის სამშვიდობო ხელშეკრულებით უკმაყოფილო ბარონები შეუერთდნენ ინგლისელებს და ტახტზე კანდიდატად წამოაყენეს ედუარდ ბალიოლი (ჯონ ბალიოლის ვაჟი). რეგენტმა განიცადა რამდენიმე დამარცხება, 1333 წ. გაიქცა საფრანგეთში დავიდთან ერთად, ხოლო ედუარდ ბალიოლმა თავზე გვირგვინი დაიდგა სკონში. მიიღო რა ხელისუფლება ინგლისელთა მხარდაჭერის წყალობით, ედუარდ ბალიოლს უნდა ეღიარებინა თავისი ლენური დამოკიდებულება მათზე, მაგრამ იძულებული იყო ანგარიში გაეწია თავის ქვეშევრდომთა მოთხოვნებისა და სურვილებისთვისაც, და ამიტომ, ცხადია, არ შეეძლო ინგლისელების სავსებით დაკმაყოფილება. დამარცხებული პარტიის უკმაყოფილებამ ახალი ნიადაგი ჰპოვა მეფის ზედმეტ პირფერობაში ინგლისელთა მიმართ, და ედუარდის მთელი მეფობა სავსე იყო როგორც შინაგანი სისხლიანი ბრძოლით, ისე ინგლისელებთან ბრძოლითაც, რომლებიც ერთიმეორის მიყოლებით გზავნიდნენ შოტლანდიაში ახალ-ახალ ექსპედიციებს. ბალიოლმა დაუთმო ინგლისელებს ქ. ბერვიკი ტვიდზე, მაგრამ ქალაქის მცხოვრებლებმა არ აღიარეს ეს დათმობა, და იგი დაკავებულ იქნა ინგლისელების მიერ მხოლოდ შეუპოვარი წინააღმდეგობის შემდეგ. იმ დროიდან იგი სამუდამოდ დარჩა ინგლისელთა ძალაუფლების ქვეშ. 1346 წ. დავიდ II-მ მიმართა მცდელობას დაბრუნებულიყო სამშობლოში, მაგრამ მაგრამ ნევილ კროსთან (დურჰამის ახლოს) დამარცხებული, ტყვედ ჩაუვარდა ინგლისელებს. ომი გრძელდებოდა მის გარეშეც, და ამჯერად მისი მომხრეებისთვის მნიშვნელოვნად უფრო მეტი წარმატებით. 1356 წ. დამარცხებული ედუარდ ბალიოლი გაიქცა ინგლისში. შოტლანდიის პარლამენტმა მიმართა ინგლისს თხოვნით გაენთავისუფლებინათ დავიდი. ინგლისი დათანხდა ამაზე მისთვის 100000 ვერცხლის მარკის გადახდის საფასურად. ფული გადახდილ იქნა და დავიდი ხელმეორედ ავიდა შოტლანდიის ტახტზე. ამ დროიდან შოტლანდიის მუდმივი ომი ინგლისთან შეწყდა; მხოლოდ დროდადრო იგი განახლდებოდა ხოლმე შედარებით მოკლე დროით, ერთგვარად შემთხვევითი ეპიზოდების სახით ინგლისის ბრძოლაში საფრანგეთთან, რომელთანაც შოტლანდია იმყოფებოდა კავშირში. დავიდის განთავისუფლება გამოწვეული იყო იმით, რომ ინგლისს, რომელსაც ხელები ჰქონდა შეკრული ასწლიანი ომით საფრანგეთთან, არ აღმოაჩნდა ძალები სისტემატიური ბრძოლის წარმოებისთვის შოტლანდიასთანაც, ვერ მიჰყავდა საქმეები ხელშესახებ შედეგებამდე და ამავე დროს ძალზედ ძვირიც ჯდებოდა.
ტყვეობიდან განთავისუფლებული დავიდი შოტლანდიას მართავდა სავსებით დამოუკიდებლად. მისი შედარებით მშვიდობიანი მეფობა იქცა შოტლანდიის ეკონომიკური და კულტურული აღმავლობის დასაწყისად, სუსტი და ნელი აღმავლობისა; მიღწეული შედეგები დროდადრო იკარგებოდა ინგლისელთა თავდასხმების შედეგად ან ბარონებისა და გრაფების ურთიერთ შორის ანდა კიდევ გვირგვინთან ომების შედეგად. შოტლანდიის კულტურის დონე გაცილებით დაბლა იდგა ინგლისელთა კულტურულ დონესთან შედარებით. დავიდის მეფობის დროს, და მნიშვნელოვნად უფრო გვიანაც, მხოლოდ ძალზედ ცოტას შოტლანდიის დიდგვაროვანთაგან შეეძლო წერა და კითხვა. ქალაქები თითქმის არ არსებობდა: გლაზგო, დინბურგი, სკონა, პერტი და სხვები, რომლებიც ამ სახელით იწოდებოდნენ, სინამდვილეში გახლდნენ არცთუ დიდი დასახლებანი; გლაზგოში XV ს. იყო არაუმეტეს ერთნახევარი ათასი მცხოვრებისა, რომელთა მთელი სიმდიდრეც მდგომარეობდა საქონლის მცირე რაოდენობასა და რამდენიმე აკრ ცუდად დამუშავებულ მიწაში; დენფერმლინი, რომელიც XIII, XIV და XV სს. ყველაზე უფრო ხშირად წარმოადგენდა შოტლანდიის მეფეთა რეზიდენციას და რომელშიც არცთუ იშვიათად იკრიბებოდა შოტლანდიის პარლამენტები, იყო ღარიბი სოფელი რამდენიმე ათეული ან ასეული ხის ქოხით; აბერდინში მხოლოდ XVI ს. ბოლოსთვის მცხოვრებთა რიცხვმა მიაღწია 3000-ს. პერტში, იმ დროის ყველაზე უფრო დიდ ქალაქში, 1585 წ. იყო 9000 მცხოვრები, ხოლო XV ს. კი იგი სულ მცირედით თუ აღემატებოდა გლაზგოს. მცხოვრებთა მთავარი საქმიანობა იყო მიწათმოქმედება, მესაქონლეობა და თევზის ჭერა. ორაგული და სხვა თევზი XIV ს.-დან საზღვარგარეთული ვაჭრობის საგანი იყო. ხელოსნობა იდგა განვითარების ყველაზე უფრო დაბალ საფეხურზე: შუბებს, მშვილდებსა და ისრებს შოტლანდიაში ღებულობდნენ საზღვარგარეთიდან, უპირატესად ფლანდრიიდან, ისევე როგორც ოთხთვალებს, საზიდრებს, ლითონის ბარებს, გუთნებსა და საერთოდ სასოფლო-სამეურნეო იარაღებს. მოსახლეობის თვით უმაღლეს კლასებსაც კი XIV და XV სს. არ ჰქონდათ შუშის ფანჯრები; საპონი შოტლანდიაში თითქმის სრულებით უცნობი იყო XVI ს.-მდე, ხოლო აქ მისი წარმოება დაიწყეს მხოლოდ XVII ს.-დან. დავიდის მეფობა აღნიშნულია სამეფო ხელისუფლების რადენადმე გაძლიერებით, თუმცა კი ეს გაძლიერება მეტად მყიფე იყო. 1371 წ. დავიდი მოკვდა შთამომავლობის გარეშე. პარლამენტმა ტახტზე აიყვანა მისი დის ვაჟი, რობერტ სტიუარტი, რომელმაც სათავე დაუდო ახალ დინასტიას.
III. შოტლანდია სტიუარტების ხნაში პირად უნიამდე ინგლისთან იაკობ VI-ის დროს (1371-1603)
რობერტ II-ის მეფობა (1371-90) აღნიშნულია 1377 წ. განახლებული ბრძოლით ინგლისთან (ყველაზე უფრო მეტად გამაჩანაგებელი იყო 1385 წ. თავდასხმა) და ამავდროულად ბრძოლით საკუთარ თავადაზნაურობასთანაც. ეს ბრძოლა გვირგვინისთვის კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდა მისი ვაჟიშვილის რობერტ III-ის დროს (1390-1406). უნებისყოფო და უნიჭო რობერტ III-მ ფაქტიურად დაუთმო მმართველობა თავის ძმას ალექსნდრეს, ალბანის ჰერცოგს. 1406 წ. რობერტ III მოკვდა და ძალაუფლება უნდა გადასულიყო მის ვაჟთან, იაკობ I-თან; მაგრამ უკანასკნელი მანამდე ჯერ კიდევ ერთი წლით ადრე ხელში ჩაუვარდა ინგლისელებს და მათ ტყვეობაში იმყოფებოდა, რის გამოც ძალაუფლება დარჩა ალბანის ჰერცოგის ხელში, როგორც რეგენტისა, ხოლო უკანასკნელის სიკვდილის შემდეგ 1420 წ. _ მისი ვაჟიშვილის მერდოხის ხელში. ალექსანდრე ალბანიმ არაფერი არ გააკეთა და არც სურდა რაიმეს გაკეთება იაკობის განთავისუფლებისთვის. მისი მთელი ენერგია მიმართული გახლდათ ბრძოლაზე თავადაზნაურობის წინააღმდეგ სასულიერო წოდების მხარდაჭერით. შოტლანდიის დასავლეთში გრაფებს დონალდებს თავიანთ უზარმაზარ მამულებში გააჩნდათ თითქმის შეუზღუდველი ძალაუფლება და დროდადრო აწარმოებდნენ ომებს მეზობელ თავადაზნაურებთან; ასეთივე მნიშვნელობით სამხრეთში სარგებლობდნენ დუგლასები. ალექსანდრე ალბანიმ იარაღის ძალით აიძულა დონალდები ეღიარებინათ მისი ძალაუფლება და მოახდინა მათი სამფლობელოების ნაწილის კონფისკაცია გვირგვინის სასარგებლოდ, ე. ი. თავის საკუთარ სარგებლობაში. 1412 წ. ალბანიმ დააარსა შოტლანდიაში პირველი უნივერსიტეტი აბერდინში, რომელსაც ძალზედ დიდი მნიშვნელობა გააჩნდა ქვეყანაში განათლების გავრცელებისთვის.
1424 წ. პარლამენტის მხრიდან დაჟინებული მოთხოვნის შედეგად მერდოხ ალბანიმ მოლაპარაკებები დაიწყო ინგლისის მთავრობასთან იაკობის განთავისუფლების თაობაზე, რომელიც შედგა კიდეც 40000 გირვანქა სტერლინგის გამოსასყიდის ფასად. იაკობმა ვერ გაამართლა თავადაზნაურობის მოლოდინი და აგრძელებდა თავის წინამორბედთა პოლიტიკას კიდევ უფრო მეტი ენერგიითა და ნიჭით (იხ. XIII, 613). მაშინვე ტახტზე ნამდვილად ასვლის შემდეგ მან მოითხოვა თავადაზნაურთაგან იმ ქარტიების წარმოდგენა, რომელთა საფუძველზეც ისინი ფლობდნენ თავიანთ მიწებს და მიაღწია იმას, რომ მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი დაუბრუნდა ან მიეცა ან ეკლესიას ან კიდევ გვირგვინს. ამ ზომის გატარება იმყოფებოდა კავშირში სამართალწარმოებისა და სასამართლოების რეფორმასთან, რომლებიც ჩაყენებულ იქნა უფრო მეტ დამოკიდებულებაში გვირგვინთან. მსგავს ზომებს არ შეიძლებოდა ჩაევლოთ ძლიერი წინააღმდეგობის გარეშე, რომლებსაც იაკობი მკაცრად ახშობდა. იმავე 1424 წ. მეფემ თავად პერტში მოწვეულ პარლამენტში დააპატიმრა 20-ზე მეტი თავადზნაური და ბევრი მათგანი სიკვილით დასაჯა. ორი წლის შემდეგ მან თავის კარზე ინვერნესში მიიწვია მთიანი შოტლანდიის ბელადები, შეიპყრო ისინი, ზოგიერთი მათგანი სიკვდილით დასაჯა, სხვები კი საპყრობილეებში გაისტუმრა. შოტლანდიურ ხალხურ გადმოცემებში იაკობ I დარჩა ხელმწიფის ნიმუშად. 1437 წ. იგი მოკლულ იქნა მის წინააღმდეგ აღშფოთებული ბარონების მიერ. მისი ადგილი დაიკავა მისმა მცირეწლოვანმა ვაჟმა იაკობ II-მ. მისი არასრულწლოვანების დროს მიდიოდა სხვადასხვა სათავადაზნაურო საგვარეულოთა სასტიკი ბრძოლა, რომელსაც თან ახლდა ფიცის გატეხვა და მკვლელობები. როგორც კი 1452 წ. იაკობ II-მ თავის ხელში აიღო მმართველობა, მან დაიწყო ბრძოლა მათთან, განსაკუთრებით კი გრაფ დუგლასების საგვარეულოსთან. 1452 წ. მან მოიწვია დუგლასი სამეფო კარზე და მიიღო იგი ყველა შესაძლო პატივით, მაგრამ შემდეგ კი კამათი დაიწყო მასთან და პირადად მოჰკლა იგი. გრაფის ქონების ნაწილი კონფისკებულ იქნა, მაგრამ დუგლასების ოჯახმა, ქონების ნარჩენებთან ერთად, შეინარჩუნა თავისი მნიშვნელობა და ძალა შოტლანდიის სამხრეთში. თავის საქმიანობაში იაკობ II ხელმძღვანელობდა ს.-ენდრიუსის ეპისკოპოსის, კენედის რჩევებით.
იაკობ I-ისა და განსაკუთრებით იაკობ II-ის ეპოქას მიეკუთვნება შოტლანდიური არმიის ახალი ორგანიზაცია, შეიარაღებულისა თოფებითა და ზარბაზნებით, რომლებიც შეძენილ იქნა საზღვარგარეთიდან. იაკობ II დაიღუპა მის მიერ ინგლისის წინააღმდეგ დაწყებული ომის დროს (მისი მეფობისა და სიკვდილის დაწვრილებითი ამბები იხ. XIII, 614) 1460 წ. მისი ვაჟიშვილი იაკობ III (1460-88) აგრძელებდა ბრძოლას თავადაზნაურობის წინააღმდეგ და დაიღუპა ამ ბრძოლის დროს (იხ. Iаковъ III, 614). მისი ვაჟი და მემკვიდრე იაკობ IV (1488-1513) ისწრაფვოდა გვირგვინის ბრძოლის დასრულებისკენ თავადაზნაურობასთან უკანასკნელისადმი ზოგიერთი დათმობის ხარჯზე, მაგრამ ზოგადად აგრძელებდა თავის წინამორბედთა პოლიტიკას, რომელიც შედგებოდა ეკლესიისადმი მფარველობასა და თავადაზნაურთა ძლიერების შეზღუდვაში, _ პოლიტიკას, რომელიც თავის მეორე ნაწილში თითქმის იმდენადვე უშედეგო გახლდათ, როგორც მისი წინამორბედების პოლიტიკაც. 1496 წ. მან განაახლა ომი ინგლისთან, რომელიც დასრულდა, რამდენიმე შესვენების შემდეგ, 1503 წ. მისი ქორწინებით მარგარიტა ტიუდორზე, მეფის ჰაინრიხ VII-ის ქალიშვილზე. სიმამრის სიკვდილმა 1509 წ. მისცა მას საბაბი რათა დაერღვია მშვიდობა, დაედო ხელშეკრულება საფრანგეთთან დაშეჭრილიყო ნორთუმბერლანდში, სადაც იგი დაიღუპა კიდეც შოტლანდიისთვის უბედურ ბრძოლაში ფლოდენთან. მარგარიტამ, რომელიც იქცა სამეფოს რეგენტად მისი მცირეწლოვანი ვაჟის იაკობ V-ის დროს, სამშვიდობო ხელშეკრულება დადო ინგლისთან, ხოლო თავად კი ქმრის სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ ახალ ქორწინებაში შევიდა დუგლასთან, ანჰუსის გრაფთან. დუგლასების მიმართ მტრულად განწყობილი თავადაზნაურობა აღშფოთდა და საფრანგეთიდან მოუწოდა იქ დევნილებაში მცხოვრებ ჰერცოგ ალბანის. სტირლინგში ალყაში მოქცეული მარგარიტა იძულებული შეიქმნა მიეცა საკუთარი ვაჟიშვილი თავისი მოწინააღმდეგეებისთვის. ძალაუფლება გადავიდა ჰერცოგ ალბანის ხელში, როგორც სამეფოს რეგენტისა; მაგრამ ბრძოლა გრძელდებოდა, და 1524 წ. ალბანი იძულებილი შეიქმნა გაქცეულიყო ქვეყნიდან და კვლავ დაეთმო რეგენტობა მარგარიტასთვის (იხ. Iаковъ V, XIII, 615). გაბატონებული გავლენით სარგებლობა დაიწყეს დულასებმა, რომელთა პოლიტიკაც გადაჭრით მტრული იყო ეკლესიის მიმართ. 1528 წ. მთავარეპისკოპოსმა ბიტონმა (Beaton; იხ. IV, 3) მოაწყო შეთქმულება, რომელმაც საშუალება მისცა იაკობს გაქცეულიყო დუგლასების მეურვების ქვეშიდან, გამოეცხადებინა თავი სრულწლოვანად და საკუთარ ხელში აეღო ძალაუფლება.
იაკობ V-ის პოლიტიკა გახლდათ მის წინამორბედთა პოლიტიკის გაგრძელება, მხოლოდ იგი კიდევ უფრო მეტად კეთილგანწყობილი იყო ეკლესიის მიმართ. ბიტონი, რომელიც 1539 წ. აყვანილ იქნა ს.-ენდრიუსის მთავარეპისკოპოსის წოდებაში, სასტიკად სდევნიდა თავადაზნაურებს, უსჯიდა მათ სასიკვდილო განაჩენს, სდევნიდა ქვეყნიდან და ახდენდა მათი ქონების კონფისკაციას. ამან შექმნა კეთილსასურველი ნიადაგი რეფორმაციისთვის, რომელმაც შოტლანდიაში ჰპოვა თანაგრძნობა უპირატესად თავადაზნაურობას შორის, ხოლო თავადაზნაურობის კვალდაკვალ კი _ მასზე დამოკიდებულ სოფლისა და ქალაქის მოსახლეობას შორისაც. ამიტომ იაკობ V-ის ბრძოლამ თავადაზნაურობასთან მიიღო ერეტიკოსებთან (მწვალებლებთან) ბრძოლის ფორმა და ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებშიც, წარმოებდა ინკვიზიციის კოცონებისა და საერთოდ სიკვდილით დასჯების დახმარებით. იაკობ V თავად ხალისით ესწრებოდა მწვალებლებზე გამართულ სასამართლოებს. მისი გულმოდგინებისთვის მას მისცეს “სარწმუნოების დამცველის” ტიტული, რომელიც მასზე ჰაინრიხ VIII-გან გადავიდა. 1632 წ. იაკობ V-მ, უმაღლესი სასამართლო ინსტანციის სახით, დააარსა “იუსტიციის კოლეგია”, რომელიც შედგებოდა 15 მოსამართლისგან _ 8 სასულიეროსი და 7 საეროსი; თავმჯდომარეობა უნდა ჰკუთვნებოდა სასულიერო პირს. 1540 წ. სტატუტით აკრძლულ იქნა რაიმენაირი თანამდებობის დაკავება სამსახურში იმ პირთა მიერ, რომლებზედაც ეჭვი ჰქნდათ მიტანილი მწვალებლობაში; კათოლიკებს ეკრძალებოდათ თავშესაფრის მიცემა მწვალებელთათვის. დუგლასების გარშემო დაჯგუფებული თავადაზნაურობა XVI ს. შუახანებისთვის მნიშვნელოვან წილად იყო პროტესტანტული, ხოლო პოლიტიკურ საკითხებში კი თანაუგრძნობდა ინგლისს. როდესაც ინგლისელთა 20000-ანი ჯარი, ნორფოლკის სარდლობით, გადმოვიდა შოტლანდიის საზღვარზე და ძარცვავდა ქვეყანას, შოტლანდიის თავადაზნაურობამ უარი თქვა გამოცხადებულიყო არმიაში იაკობ V-ის მოწოდებით; მხოლოდ არცთუ ბევრი მათგანი გამოეხმაურა თავიანთი მეფის მოწოდებას. საჩქაროდ შეკრებილი ჯარი ჯერ კიდევ იაკობ V-დმი მორჩილ მთიელთა კლანებში უკიდურესად არადისციპლინირებული აღმოჩნდა; მისი ოფიცრები არაფრად არ ვარგოდნენ. ამის შედეგად მთელი 10-ათასიანი შოტლანდიური არმია დამარცხებულ იქნა სოლვეის ყურის მახლობლად ინგლისური კავალერიის 300-კაციანი მეწინავე რაზმის მიერ; არტილერია და ბარგი აღმოჩნდა ინგლისელთა ხელში.
ცნობამ ამ ბრძოლის შესახებ დამთრგუნველი შთაბეჭდილება მოახდინა იაკობ V-ზე, რომელიც ავად გახდა და მალევე მოკვდა, დაუტოვა რა ტახტი მანმადე სულ ცოტა ხნით ადრე დაბადებულ თავის ქალიშვილს მარიამ სტიუარტს. გარდაცვლილი მეფის ანდერძის ძალით რეგენტად უნდა გამხდარიყო მთავარეპისკოპოსი ბიტონი, მაგრამ თავადაზნაურებმა დააპატიმრეს იგი, ჩამოართვეს მმართველის წოდება და მის ადგილზე დააყენეს გრაფი არანი, პროტესტანტი და ინგლისური პარტიის მომხრე. ომი ინგლისთან დროებით შეწყდა: ჰაინრიხ VIII-ს არ ჰქონდა ფულადი სახსრები და ამასთან იგი იმედოვნებდა შოტლანდიის ინგლისისადმი სხვა ხერხით შემოერთებას. მან შესთავაზა გრაფ არანს ქორწინება მარიამ სტიუარტსა და მის ვაჟიშვილს, ინგლისის ტახტის მემკვიდრეს, ედუარდს შორის; ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად მარიამი უნდა გამგზავრებულიყო ინგლისში და შოტლანდიის ოთხი მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე უნდა მიეცათ ინგლისელებისთვის. არანი და ინგლისური პარტია მზად იყვნენ საამისოდ, მაგრამ ჰაინრიხის ზომაზე გადასულმა მოთხოვნებმა გამოიწვიეს აღშფოთება ხალხში და თვით პარლამენტშიც კი, და ხელშეკრულება ვერ შედგა. ამასობაში მარიამი დაგვირგვინებულ იქნა. ამაზე შურის ძიებისთვის ჰაინრიხმა გაგზავნა ფლოტი ფორტის ყურეში (1544); თავდასხმა ამ მხრიდან აღსრულებულ იქნა მოულოდნელად და დაბნეულობა შეიტანა შოტლანდიელებში; ქალაქი ლეიტი დაიპყრეს ინგლისელებმა და გაძარცვეს, მაშინ ჯერ კიდევ სრულებით ხისგან ნაგები ედინბურგი გადაწვეს. მაგრამ ინგლისს, რომელსაც ხელები ჰქონდა შებოჭილი საფრანგეთთან ომის გამო, არ შეეძლო შოტლანდიის დაპყრობის გაგრძელება, მით უმეტეს, რომ გრაფ დუგლასებისა და ინგლისური პარტიის სხვა მომხრეთა ზოგიერთი მიწების გაძარცვამ ამ ომის დროს გამოიწვია ძლიერი გაღიზიანება ჰაინრიხის წინააღმდეგ. არანის მმართველობა გახლდათ თავადაზნაურთა პარტიის სრული ზეიმი; განდევნილები დაბრუნდნენ სამშობლოში, კონფისკებული მიწები მნიშვნელოვან ხარისხად დაბრუნებულ იქნა უწინდელ მესაკუთრეთათვის. ამ ბრძოლის ერთერთი აქტი იყო მთავარეპისკოპოს ბიტონის მხეცურად მოკვდინება, რომელიც თავისივე ციხესასახლეში შეიპყრო რამდენიმე დიდგვაროვნმა და მოჰკლა; მისი გვამი ჩამოკიდებულ იქნა მისი სასახლის კარებზე (1546). ამ მკვლელობაში ქმედით მონაწილეობას ღებულობდა ჯონ ნოქსი, რომელიც 1540-იანი წლებიდან ქადაგებდა შოტლანდიაში პრესვიტერინობას (XXI, 322).
1548 წ. იაკობ V-ის ქვრივმა, მარია გიზმა, მოახერხა თავისი ქალიშვილის, დედოფალ მარიამ სტიუარტის, საფრანგეთში წაყვანა, სადაც იგი დარჩა კიდეც და იზრდებოდა საფრანგეთის სამეფო კარზე, ხოლო 1558 წ. ცოლად გაჰყვა დოფინს, რომელიც მომდევნო წელს ავიდა ტახტზე ფრანცისკ II-ის სახელით. თავადაზნაურობის ბატონობას შოტლანდიაში ძირი ჰქონდა გამოთხრილი მისი შინაგანი უთანხმოებების გამო, რომლებსაც 1554 წ. შედეგად მოჰყვა არანის დამხობა და რეგენტის უფლებებში მარია გიზის აღდგენა. ეს მოვლენა თითქმის დაემთხვა ინგლისის ტახტზე მარია სისხლიანის (1553-58) ასვლასა და ინგლისში კათოლიკური რეაქციის დაწყებას. იგი დაიწყო შოტლანდიაშიც, თუმცა კი არა ასეთი უკიდურესი ფორმებით, როგორც ინგლისში. მაგრამ უკვე გვიან იყო: პროტესტანტიზმმა გაუშვა ძალზედ ღრმა ფესვები. 1559 წ. ნოქსის ქადაგებამ პერტში გამოიწვია აჯანყება; ხალხმა დაიწყო ეკლესიების ძარცვა და მონასტრების დარბევა. დედოფალი ფრანგული ჯარით დაიძრა ამ ქალაქზე, მგრამ მღელვარება გავრცელდა სხვა ქალაქებზეც, მათ რიცხვში ედინბურგზეც. ედინბურგში პროტესტანტ თავადაზნაურთა ყრილობამ დაადგინა ჩამოეცილებინათ დედოფალი მმართველობისგან იმ საფუძველზე, რომ იგი მიდიოდა “ყოვლადმაღალი ღმერთის დიდების წინააღმდეგ, სამეფოს თავისუფლების წინააღმდეგ და თავადაზნაურობის კეთილდღეობის წინააღმდეგ”. ომი დასრულდა მარია გიზის სიკვდილით 1560 წ. თავადაზნაურებმა მოიწვიეს შოტლანდიის პარლამენტი, რომელზედაც არ დაუშვეს სასულიერო წოდების მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ პარლამენტმა უწინარეს ყოვლისა ინგლისურ და კელტურ (შოტლანდიურ) ენებზე გამოსცა “რწმენის აღმსარებლობა”, რომელშიც კალვინისტური დოქტრინის პრინციპები გამოცხადებულ იქნა “მაცხოვნებელ და ჯანსაღ მოძღვრებად, რომელიც დაფუძნებულია ღვთის უცოდველ სიტყვაზე”. შემდეგ მან რამდენიმე სტატუტით უარყო პაპის ძალაუფლება, აკრძალა კათოლიციზმის აღმსრებლობა, დანიშნა მკაცრი სასჯელები (სივდილით დასჯამდეც კი რეციდივის შემთხვევაში) კათოლიკური მესის მსახურებისა და თვით მასზე დასწრებისთვისაც კი, გადაწყვიტა დაეკეტა მონასტრები და მოეხდინა მათი ქონების კონფისკაცია, ერთიანად გაეუქმებინა ყველა სტატუტი, რომლებიც ოდესმე ყოფილა გამოცემული ეკლესიის სასარგებლოდ (1560).
ასეთნაირად დაკვიდრდა შოტლანდიაში პრესვიტერიანული ეკლესია. გადატრიალება მოხდა საკმაოდ დიდი სიმსუბუქით. ძველი სასულიერო წოდება ერთ ხანებში ეწინააღდეგებოდა, მაგრამ ისინი ნაწილობრივ სიკვდილით დასაჯეს, ნაწილობრივ კი ქვეყნიდან განდევნეს; ძალზედ სწრაფად შეიქმნა ახალი სასულიერო წოდება სრულებით ახალი ადამიანებისგან _ ქალაქების მაცხოვრებლებისა და თავადაზნაურებისგან. მან ძალზედ სწრაფად შეიძინა პოპულარობა და ძალა. 1560 წ. მოკვდა საფრანგეთის მეფე ფრანცისკ II; დედოფალი მარიამ სტიუარტი, პარლამენტის მოწვევით, ჩამოვიდა სამშობლოში 1561 წ. და შეუდგა სამეფოს მართვას. მისი კათოლიკური აღზრდის მიუხედავად, იგი თავიდან საკმაოდ ადვილად შეურიგდა საგანთა ახალ მდგომარეობას და თავის მინისტრად გახადა პროტესტანტი გრაფი მურეი (მისი პირადი ისტორია და მისი მეფობის ზოგიერთი დაწვრილებითი ამბავი იხ. XVIII, 641). ამ დროს შოტლანდიაში ახალი სასულიერო წოდება ისეთსავე ოპოზიციაში ჩაუდგა თავადაზნაურობას, როგორშიც ადრე იდგა კათოლიკური სასულიერო წოდება. ჯერ კიდევ 1560 წ. ნოქსმა თავის ამხანაგებთან ერთად პარლამენტში წარადგინა თხოვნა, რომელშიც მოუწოდებდა მას (приглашал его) დაებრუნებინათ ახალი ეკლესიისთვის ის საკუთრება, რომელიც მანამდე ჩამოერთვა კათოლიკურ ეკლესიას. ამ მოთხოვნაზე თავიდან პარლამენტმა არც კი უპასუხა, ხოლო შემდეგ კი შემოიფარგლა კონფისკებული საეკლესიო ქონების ერთი მეექვსედი წილის დაბრუნებით. 1565 წ.-დან მარიამ სტიუარტმა დაიწო ახალი კათოლიკური რეაქცია, რომელსაც უკვე 1567 წ. შედეგად მოჰყვა ის მიერ იძულებით უარის თქმა ტახტზე და მისი ერთი წლის ვაჟიშვილის იაკობ VI-ის გამეფება, გრაფ მურეის რეგენტობით. ახალი მეფობის პირველი წლები კვლავ განსაკუთრებულად ქარიშხლიანი იყო. 1570 წ. მურეი მოკლულ იქნა ჰამილტონის მიერ პირადი შურისძიების გამო, და მისი ადგილი, პარლამენტის დადგენილების ძალით, დაიკავა დარნლეის მამამ (იაკობის პაპამ) გრაფმა ლენოქსმა, რომელიც თავის მხრივ მოკლეს ერთი წლის შემდეგ; მერე გრაფმა მარკმა, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ 1572 წ. გრაფმა მორტონმა. მთელი ამდროის მანძილზე ინგლისის დედოფალი ელისაბედი არაერთხელ ჩარეულა ინტრიგების გზით პარტიების ბრძოლაში.
მორტონის დროს ქვეყანამ რამდენადმე დაისვენა, მაგრამ უკვე 1578 წ. იგი ჩამოცილებულ იქნა; 12 წლის მეფე გამოაცხადეს სრულწლოვანად და იგი შეუდგა ქვეყნის მართვას, ჰყავდა რა თავის სიახლოვეში 12 თავადაზნაურისგან შემდგარი საბჭო. პროტესტანტიზმი უკვე მყარად იდგა, და პარტიების ბრძოლამ მიიღო ახალი ხასიათი. ურთიერთობების გაწყვეტა ეკლესიასა და მთავრობას შორის იყო სრული; სასულიერო წოდება, სულ მცირე, მისი ქვედა ფენები მაინც, 1570-იანი წლების შუახანებიდან, მიისწრაფვოდა ეპისკოპატის გაუქმებისკენ, რომელიც, მისი აზრით, არ ეფუძნებოდა ღვთის სიტყვას და ეწინააღმდეგებოდა დემოკრატიულ გრძნობას, რომელსაც უკვე შეეღწია ახალ ეკლესიაში. ამასთანავე ამ უკანასკნელის თავდაპირველად შექმნის დროს დანიშნულ იქნენ ეპისკოპოსებიც.სასულიერო წოდების მისწრაფება წინააღმდეგობას აწყდებოდა ხალხის მასებში, როგორც სოფლად, ისე ქალაქებშიც, რომლებიც ამ დროისთვის ჩნდებიან ისტორიის სცენაზე, როგორც ახალი და მნიშვნელობის მქონე ძალა. გვირგვინი და თავადაზნაურობა ერთნაირად იდგნენ საეპისკოპოსო წოდების მხარეზე, როგორც იერარქიული საწყისისა, რომელიც აძლევდა მათ საშუალებას ეკლესიაზე მბრძანებლობისთვის. შეუპოვარი ბრძოლა გამოიხატებოდა სასულიერო პირთა ქადაგებებში, რომლებიც ჭექა-ქუხილს ატეხდნენ მეფეს, და დანიშნული ეპისკოპოსებისადმი დაუმორჩილებლობაშიც. 1592 წ. პარლამენტმა გააუქმა ეპისკოპოსობა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ იაკობმა მიაღწია მის აღდგენას. ამ მიზნისთვის მან ისარგებლა შემთხვევითი ამბოხებით, რომელმაც იფეთქა ედინბურგში (მაშინ უკვე სახელმწიფოს დედაქალაქში). მან მოახდინა ყველანაირი მაწანწალების ორგანიზება, რომელიც შედგებოდა მოსახლეობის უმდაბლესი ფენებისგან, აგრეთვე ბარონების და მათ ხელქვეით მყოფი გლეხებისა მთიანი შოტლანდიიდან, და მიმართა ისინი ედინბურგზე. ძარცვა-რბევის მუქარის ქვეშ ედინბურგის მუნიციპალიტეტი და სასულიერო წოდება დათანხმდნენ ეპისკოპოსთა ძალაუფლების აღიარებაზე. იგივე გააკეთა პარლამენტმაც, თუმცა კი მეფეს მოუხდა მასთან ბრძოლა მთელი სამი წლის მანძილზე (1600 წ.-მდე), რომელშიც პარლამენტის წევრთა შერჩევის დახმარებით, მან მიაღწია თავის მიზანს.
ამ რეფორმის შემდეგ პარლამენტი შედგებოდა ისევ იმ სამი წოდებისგან, რაც იყო ადრე, ოღონდ კათოლიკური სასულიერო წოდება შეცვლილ იქნა პროტესტანტულით. ამასთანავე მასში ჩართულ იქნენ დაბალი (მცირე) აზნაურებიც, რომლებშიც იაკობი იმედოვნებდა თავისთვის საყრდენის პოვნას მაღალი (დიდი) აზნაურების წინააღმდეგ. ამ უკანასკნელთან გვირგვინის ბრძოლა გრძელდებოდა, საეკლესიო საკითხში მათ შორის არსებული კავშირის მიუხედავად. სასულიერო წოდება პარლამენტში წარმოდგენილი გახლდათ ეპისკოპოსებითა და დაბალი სასულიერო წოდების წევრებით, რომლებსაც ნიშნავდა მეფე ეკლესიის მიერ წარმოდგენილი კანდიდატების ექვსჯერ უფრო მეტი რიცხვიდან. ურთიერთობები ინგლისთან იაკობის მეფობის დროს უწინდებურად იყო მშვიდობიანი. 1586 წ. ბერვიკში დადებულ იქნა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც იაკობი ელისაბედისგან ყოველწლიურად ღებულობდა ფულად სუბსიდიას. ამ ხელშეკრულებამ უზრულველყო ნეიტრალიტეტი იაკობის მხრიდან, როდესაც ელისაბედმა სიკვდილით დასაჯა მისი დედა, და მოამზადა იაკობის აღიარება, როგორც ჰაინრიხ VII-ის შთამომავლისა ქალური ხაზით, ინგლისის ტახტის მემკვიდრედ.
IV. შოტლანდია პირად უნიაში ინგლისთან (1602-1707 წწ.)
ელისაბედის სიკვდილმა (1603) ინგლისის ტახტზე მოუწოდა იაკობ VI-ს, რომელსაც როგორც ინგლისის მეფეს ეწოდებოდა იაკობ I, და ასეთნაირად აღსრულდა ორი სამეფოს შეერთება, რომელსაც ჰქონდა წმინდად პირადი უნიის ხასიათი. ორივე სახელმწიფომ შეინარჩუნა ცალ-ცალკე პარლამენტები და მთელი თავიანთი დაწესებულებანი. და მაინც ამ მოვლენას უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა შოტლანდიისთვის. აქამდე სამი მთავარი ძალის _ გვირგვინის, სასულიერო წოდებისა და თავადაზნაურობის _ ბრძოლაში არც ერთს არ ჰქონია შესამჩნევი უპირატესობა. ახლა მდიდარი, ძალმოსილი და კულტურული ინგლისის მეფე იძენდა უზარმაზარ ძალას, რომლითაც მას შეეძლო ესარგებლა თავის სხვა სახელმწიფოშიც, და გაცილებით უფრო მეტი სიმსუბუქითაც კი, ვიდრე ინგლისში. მეორეს მხრივ, მშვიდობასა და სიმშვიდეს, სამხედრო თარეშებისგან უსაფრთხოებას, აგრეთვე უფრო მეტად მჭიდრო კავშირს ისეთ კულტურულ ქვეყანასთან, როგორიც იყო ინგლისი, კეთილსასურველი გავლენა უნდა ჰქონოდა ქვეყნის ეკონომიკურ და გონებრივ განვითარებაზე. იაკობ I შეეცადა კიდეც (1604), რომ მოეხდინა ორი სახელმწიფოს ერთში სრული შერწყმა, მაგრამ ეს მცდელობა დაიმსხვრა ინგლისის პარლამენტის წინააღმდეგობის გამო. მისი მთავარი ამოცანა გახლდათ არა მხოლოდ გაეტეხა მისთვის საძულველი სასულიერო წოდების დაუმორჩილებლობა, არამედ შური ეძია მასზე უწინდელის გამოც _ და მან სავსებით მიაღწია თავის მიზანს. ისევე, როგორც მისი წინაპრების დროს გვირგვინი მოქმედებდა სიკვდილით დასჯებით, ციხეებითა და კონფისკაციებით გრაფებისა და ბარონების წინააღმდეგ, ახლა იგი მოქმედებდა მღვდელმსახურთა წინააღმდეგაც. მათი ხელმძღვანელი ნოქსის სიკვდილის შემდეგ, ენდრიუ მელვილი, რომელმაც ერთ დროს შეურაცჰხყო იაკობი, უწოდა რა მას “უფლის სულელი მსახური”, შეეწირა მეფის შურისძიებას, რომელმაც იგი ჩასვა ტაუერში, ხოლო შემდეგ კი განდევნა ქვეყნიდან; სხვა მღვდელმსახურთა ხვედრი კიდევ უფრო უარესი იყო. ეპისკოპოსები, რომლებიც დანიშნა მთავრობამ, მაგრამ ჯერ კიდევ არ იყვნენ ნაკურთხი, ჩავიდნენ ლონდონში, სადაც მიიღეს კურთხევა ინგლისელი პრელატებისგან. ისინი ამორჩეულ (დაქირვებულ) იქნენ (были навербованы) იაკობისადმი საკმარისად დამჯერი და მორჩილი ადამიანებისგან; მღვდელმსახურთა ადგილებზეც მოინახა ასეთივე ადამიანები. პარლამენტში ახლად დაყენებული ეპისკოპოსები იაკობის სავსებით კრეატურები იყვნენ; არც თავადაზნაურობაში, და არც თვით ქალაქების მაცხოვრებელთა წოდებაში, რომელიც ახლა უფრო ნაკლებად მორჩილი გახლდათ უწინდელთან შედარებით, მეფეს არ ხვდებოდა საკმარისი წინააღმდეგობა, და ამიტომ 1618 წ. მან მოახერხა გაეტარებინა მნიშვნელოვანი ზომა, რომლისკენაც იგი უკვე დიდი ხანია მიისწრაფვოდა _ შოტლანდიური ეკლესიის გენერალური კრებების მოსპობა, რომლებიც წარმოადგენდნენ მისი უმაღლესი მმართველობის ორგანოს. ასეთნაირად სასულიერო წოდება საბოლოოდ იქნა წელში გატეხილი.
1625 წ. მოკვდა იაკობ I და ტახტზე ავიდა კარლ I. ტახტზე ასვლიდან მხოლოდ რვა წლის შემდეგ მან თავზე დაიდგა შოტლანდიის გვირგვინიც ედინბურგში. შოტლანდიაში იგი აგრძელებდა თავისი მამის პოლიტიკას როგორც საეკლესიო, ასევე სხვა საკითხებშიც. საეკლესიო საქმეებში მისი უახლოესი მრჩეველი გახლდათ კენტერბერიის მთავარეპისკოპოსი ლაუდი (XVII, 395). ლაუდისა და მეფის მთავარი მიზანი შედგებოდა შოტლანდიური ეკლესიის დაახლოებაში ანგლიკანურთან, რომლის გადაქცევაც უფრო ადვილი იყო სამეფო ნების იარაღად, ვიდრე უფრო მეტად დემოკრატიული შოტლანდიური ეკლესიისა. მეფის დაჟინებული მოთხოვნით, 1633 წ.-დან, ეპისკოპოსებსა და მღვდელმსახურებს უნდა გამოეყენებინათ საეკლესიო შესამოსლები ღვთისმსახურების დროს; მათ კი, ვინც ამას არ აღასრულებდა, ხოლო ასეთები ჯერ კიდევ ძალზედ ბევრნი იყვნენ, აკისრებდნენ სხვადასხვანაირ სასჯელებს; ხოლო ისინი, რომლებიც ამას ასრულებდნენ, თავზე იტეხდნენ ხალხის აღშფოთებას. 1636 წ. მეფის ერთპიროვნული ნებით, რომელსაც ხელმძღვანელობდა ლაუდი, პარლამენტის თანხმობის გარეშე, გამოცემულ იქნა “საეკლესიო კანონების წიგნი” («книга каноновъ»), რომელიც ეკლესიის მმართველობას ხელში აძლევდა ეპისკოპოსებს; ქორწინების უფლებისთვის საჭირო იყო ეპისკოპოსის მხრიდან ნებართვა, წიგნების ბეჭდვა გადაეცა საეპისკოპოსო ცენზურის ქვეშ; ეპისკოპოსები კი ემორჩილებოდნენ მეფის უშუალო ძალაუფლებას. შემდგომ წელს მეფემ ასევე თვითნებურად (თვითმპყრობელურად, самовластно) აკრძალა ე. წ. “ნოქსის ლიტურგია” (რომელიც შედგენილი იყო ნოქსის მიერ ჟენევური ნიმუშის მიხედვით) და შეცვალა იგი სხვა ლიტურგიით, რომელიც ინგლისური ეკლესიის ლიტურგიის მსგავსი იყო. 1637 წ. ზაფხულში ახალი ლიტურგია შემოღებულ იქნა ედინბურგში. როგორც კი ედინბურგის ერთერთ ეკლესიაში მღვდელმსახურმა გადაშალა ლოცვის წიგნი, მაშინვე ატყდა ხმაური. ეკლესია გაწმენდილ იქნა პოლიციის მიერ, მაგრამ ამბოხება გავრცელდა ქალაქში, ხოლო შემდეგ კი მოძრაობამ მოიცვა მთელი ქვეყანა. შემოდგომაზე მეფეს წარუდგინეს პეტიცია, რომელსაც ხელი მოაწერეს თავადაზნაურობამ, სასულიერო წოდებამ და სახელმწიფოს თითქმის ყველა კორპორაციამ, და რომელიც მოითხოვდა ეპისკოპოსობის გაუქმებას.
1638 წ. განახლებულ იქნა 1531 წლის ძველი კოვენანტი (XV, 509), და მას შეჰფიცა თითქმის მთელმა ხალხმა. იმავე 1638 წ. გლაზგოში, მეფის ნების საწინააღმდეგოდ, შეიკრიბა ეკლესიის გენერალური კრება და უარი თქვა დაშლილიყო, სამეფო კომისრის პირდაპირი ბრძანების მიუხედავად. ამ კრებამ გააუქმა ეპისკოპოსობა და აღადგინა ეკლესიაში უწინდელი წეს-ჩვეულებანი. ამ დადგენილების აღსრულება შედარებით ძნელი არ იყო; მღვდელმსახურთა უმრავლესობა ხალისით ემორჩილებოდა მას, ხოლო ეპისკოპოსები კი თავად გარბოდნენ ქვეყნიდან. კარლს არ შეეძლო ამას შერიგებოდა და მზადება დაიწყო ომისთვის. შოტლანდიელებმა მას დაასწრეს. ქვეყანაში სწრაფად შეიქმნა სახალხო ლაშქარი; დაქირავებულმა მოხალისეებმა, რომლებიც მატერიკზე მსახურობდნენ, იჩქარეს სამშობლოში დაბრუნება; გენერალი ლესლი, რომელიც მსახურობდა შვედური დროშების ქვეშ, სათავეში ჩაუდგა შოტლანდიურ არმიას. 20000 კაციანმა შოტლანდიურმა არმიამ გადალახა საზღვარი; მის დასახვედრად იჩქარა კარლმა თავისი უფრო მრავალრიცხოვანი მაგრამ გაცილებით უფრო ნაკლებად დისციპლინირებული არმიით, რომელშიც იგრძნობოდა სიმპატიები ინსურგენტებისადმი, რომლებიც ასევე ფართოდ იყო გავრცელებული ინგლისის პარლამენტშიც. ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და დიდი მნიშვნელობის არმქონე საომარი მოქმედებების შემდეგ, კარლ I წავიდა დათმობებზე. 1641 წ. იგი პირადად ესტუმრა შოტლანდიას და დათანხმდა კოვენანტერთა ყველა მოთხოვნაზე. მაგრამ მშვიდობა არამყარი გამოდგა და ომი კვლავ დაიწყო 1643 წ. (დაწვრილებით იხ. რევოლუცია ინგლისში, XXVI, 437, და კარლ I, XIV, 531). 1646 წ. კარლ I თავად დანებდა შოტლანდიელებს, რომლებმაც მისცეს იგი ინგლისის პარლამენტს 400000 გირვანქა სტერლინგის საზღაურად. კარლ I-ის სიკვდილით დასჯის შემდეგ შოტლანდიაში ჩამოვიდა მისი ვაჟიშვილი კარლ II (1650). იგი დათანხმდა ხელი მოეწერა კოვენანტზე, საჯაროდ გამოეხატა სინანული იმის გამო, რაც გააკეთა მისმა მამამ, და ეკისრა კოვენანტერთა მიერ მოთხოვნილი ყველა ვალდებულების შესრულება, და ამის შემდეგ მათ მიერ აღიარებულ იქნა მეფედ. 1651 წ. იგი დაგვირგვინებულ იქნა შოტანდიის გვირგვინით სკონაში. ამრიგად მოხდა თითქოს და უნიის გაწყვეტა ორ სახელმწიფოს შორის: შოტლანდია იყო მონარქია ძველი დინასტიიდან გამოსული მეფის ძალაუფლების ქვეშ, ინგლისი კი გახლდათ რესპუბლიკა. ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. 1650 წ. სექტემბერში კრომველმა დაამარცხა ლესლის არმია დენბართან, ხოლო 1651 წ. სექტემბერში _ ინგლისში შეჭრილი კარლ II-ის არმია ვორჩესტერთან, რის შემდეგაც კარლი გაიქცა საფრანგეთში. ამის კვალდაკვალ გენერალმა მონკმა დიდი შრომის გარეშე დააწყნარა შოტლანდია, რომელიც შეერთებულ იქნა ინგლისთან ერთ რესპუბლიკად; შოტლანდიის პარლამენტი გააუქმეს (XXVI, 437); შოტლანდიელი ხალხის მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა ადგილი დაიკავეს საერთო პარლამენტში 1654 წ. ინგლისის წარმომადგენელთა გვერდით.
კრომველი უკმაყოფილო იყო შოტლანდიის არჩევნებით და 1656 წ. არჩევნები შოტლანდიაში გადაქცეულ იქნა ფიქციად: მოაწყეს კრომველის მიერ დასახულ პირთა არჩევა. 1660 წ. კარლ II-მ კვლავ მიიღო ძალაუფლება ინგლისში და მასთან ერთად შოტლანდიაშიც. იაკობ VI-ის (I-ის) საპირისპიროდ, რომელიც ისწრაფვოდა ინგლისის შოტლანდიასთან შერწყმისკენ, კარლ II-მ გადაწყვიტა მათი გაყოფა და ძველი წესრიგის აღდგენა. ედინბურგში მოწვეულ იქნა შოტლანდიის პარლამენტი (ე. წ. “მთვრალი პარლამენტი”, რომელმაც თავის რეაქციულ მისწრაფებებში ინგლისელ კავალრებსაც კი გადააჭარმა), და ერთი აქტით მოსპობილ იქნა წინამორბედი შოტლანდიური პარლამენტებისა და რესპუბლიკის ეპოქის მთელი ღონისძიებები. გააუქმეს კოვენანტი, ასევე ეკლესიის გენერალური კრებები, აღადგინეს ეპისკოპოსები და მისცეს მათ თავიანთი ადგილი პარლამენტში. მარკიზი არგაილი და გრძელი რიგი სხვა პირებისა, რომლებიც ეწინაღმდეგებოდნენ ამ ღონისძიებებს, გაგზავნეს ეშაფოტზე. შტატს-მდივნად შოტლანდიის საქმეებში კარლ II-მ დანიშნა თავისი ფავორიტი, გრაფი, შემდგომში ჰერცოგი ლაუდერდალი (XVII, 394), რომელმაც თავისი ძალაუფლება შოტლანდიაზე შეინარჩუნა კაბალის სამინისტროს (XIII, 775) შექმნის შემდეგაც. 1670 წ. შოტლანდიის პარლამენტში გატანილ იქნა აქტი, რომელიც სიკვდილით დასჯას აწესებდა საჯარო ქადაგებისთვის ან კიდევ ლოცვისთვის სპეციალური ნებართვის გარეშე. თავის მოწინააღმდეგეებთან საბრძოლველად მთავრობა კვლავ მიმართავდა მთიელ მოთარეშეთა მისევას ხეობების მშვიდობიან მოსახლეობაზე. 1679 წ. რამდენიმე კოვენანტერმა მოჰკლა ს.-ენდრიუსის მთავარეპიოსკოპოსი, რაც იქცა სიგნალად კოვენანტერთა ანუ ვიგების საყოველთაო აჯანყებისთვის, როგორც მათ შემდეგში უწოდებდნენ. ინსურგენტები დაამარცხა მონმუტმა ბოტველ ბრიჯთან და აჯანყებაც ჩახშობილ იქნა.
1685 წ. მოკვდა კარლ II და ტახტზე ავიდა იაკობ VII (როგორც ინგლისის მეფე II). მან გააუქმა ყველა კანონი კათოლიკთა წინააღმდეგ, შოტლანდიაში დაუშვა იეზუიტები და კათოლიკები დანიშნა ბევრ თანამდებობაზე. ამით მან თავის წინააღმდეგ აღაშფოთა საეპისკოპოსო ეკლესიის მომხრეები იმაზე არანაკლებად, ვიდრე კონვენანტერებიც; ამიტომ 1688 წ. ინგლისის რევოლუციას შოტლანდიაში შეხვდნენ აღტაცებით. ყველგან დაიწყო აჯანყება: საეპისკოპოსო მღვდელმსახურებს და თავად ეპისკოპოსებსაც სდევნიდნენ ეკლესიებიდან და თავიანთი სახლებიდან, მათ საცხოვრებლებს ანგრევდნენ, ხოლო თავად მათ ჰკლავდნენ, თუკი ისინი გაქცევას ვერ მოსწრებდნენ. ვილჰელმ III-მ ლონდონიდან მოიწვია შოტლანდიაში კონვენტი, მის მიერ ინგლისში მოწვეულის მსგავსად. კონვენტმა გადაწყვიტა, რო იაკობმა დაკარგა გვირგვინი და შესთავაზა იგი ვილჰელმსა და მარიას. შეთავაზებას თან ახლდა “გადმოცემა უფლებებისა” («изложенiе правъ», Claim of rights), ინგლისური “უფლებათა დეკლარაციის” მსგავსად, იმ განსხვავებით, რომ Claim-ში ჩართული იყო მოთხოვნა ეპისკოპოსობის გაუქმების შესახებ. გვირგვინი და “უფლებათა გადმოცემა” მიღებულ იქნა. მაგრამ შოტლანდიაში იყო მთიელთა რამდენიმე კლანი, რომელთა მოსახლეობაც იდგა იაკობის მხარეზე: მათი დაწყნარება მოუხდათ იარაღის ძალითა და მათი ბელადების მოღალატურად დახოცვით, რომლებიც მიწვეულნი იყვნენ გლენკოეში მოსალაპარაკებლად (1692); ეს გაკეთებულ იქნა მეფის თანხმობით. შოტლანდიაში აღადგინეს პრესვიტერიანული ეკლესია. ვილჰელმის მიერ შეთავაზებული აქტი შემწყნარებლობის შესახებ ვერ გავიდა შოტლანდიის პარლამენტში; მიუხედავად ამისა მეფემ განაცხადა, რომ სანამ იგი იმეფებს, არავინ არ იქნება დევნილი რელიგიური რწმენის გამო; ეს დაპირება ნამდვილად იქნა შესრულებული. ტახტზე დედოფალ ანას ასვლის შემდეგ (1702) შოტლანდიაშიც და ინგლისშიც ფართოდ გავრცელდა მისწრაფება ორივე ქვეყნის ერთ სახელმწიფოში საბოლოოდ შეერთებისკენ. ამ გეგმის განხორციელებას წინ ეღობებოდა ძალზედ ძლიერი ინტერესები, შოტლანდიურ არისტოკრატიას ეშინოდა საკუთარი მნიშვნელობის დაკარგვისა, შოტლანდიის პარლამენტს არ სურდა, რათა შოტლანდიას მიეღო მონაწილეობა ინგლისის სახელმწიფო ვალის ნაწილის გადახდაში; უკიდურეს კოვენანტერებს კი არ უნდოდათ კათოლიკებისადმი შემწყნარებლობის აქტის შოტლანდიაზეც გავრცელება.
სამაგიეროდ შოტლანდიის ვაჭარ-მრეწველთა კლასი ძალზედ ძლიერად მიისწრაფვოდა შეერთებისკენ. თავის მხრივ ინგლისს არ სურდა დაეთმო შოტლანდიისთვის რაიმენაირი წილი კოლონიებთან მისი ვაჭრობის მონოპოლიაში. 1703 წ. შოტლანდიის პარლამენტმა მიიღო აქტი ტახტზე მემკვიდრეობის შესახებ, რომელიც ქმნიდა ორი ქვეყნის ტახტების გაყოფის შესაძლებლობას. ამ აქტმა ძალზედ შეაშინა ინგლისის სახელმწიფო მოღვაწენი და შეერთების საქმეც დააჩქარეს. 1707 წ. აქტი ინგლისისა და შოტლანდიის უნიის შესახებ გავიდა როგორც შოტლანდიის, ისე ინგლისის პარლამენტებშიც. ორივე სამეფო ამ აქტით შეერთებულ იქნა ერთში, რომელმაც მიიღო დიდი ბრიტანეთის სახელწოდება; ტახტზე მემკვიდრეობის უფლება შეერთებულ სამეფოში ნორმირებული უნდა ყოფილიყო ინგლისური აქტით ტახტზე მემკვიდრეობის შესახებ. შოტლანდიის პრესვიტერიანული ეკლესია დარჩა ხელშეუხებლად; მთელი სავაჭრო უფლებები მიეცა ორივე ერს; დადგენილ იქნა გადასახადების საერთო სისტემა და საერთო მონეტა. საკანონმდებლო ხელისუფლება ამიერიდან ეკუთვნოდა ერთ პარლამენტს, რომელიც წარმოადგენდა შეერთებულ სამეფოს. თემთა პალატის 513 ინგლისელ წევრს ორი ქვეყნის მოსახლეობის პროპორციულად შეუერთეს 45 წევრი შოტლანდიიდან, მაგრამ 108 ინგლისელ მემკვიდრეობით პერს შეუერთეს მხოლოდ 16 პერი შოტლანდიიდან, არჩეულები შოტლანდიელი ლორდების მიერ იმავე ვადით, რომლითაც ახდენდნენ თემთა პალატის არჩევასაც. ამრიგად, 145 ლორდიდან, რომლებიც ისხდნენ შოტლანდიის პარლამენტში, საკანონმდებლო ხელისუფლებაში მონაწილეობა დათმობილი ჰქონდა მხოლოდ ერთ მეათედ ნაწილს.
V. შოტლანდია როგორც დიდი ბრიტანეთის ნაწილი (1707 – 1903)
ინგლისთან შეერთებას ჰქონდა უზარმაზარი გავლენა შოტლანდიაზე. უწინარეს ყოვლისა ამან სრულებით გამოუთხარა ძირი შოტლანდიაში არისტოკრატიის მნიშვნელობას, რომელსაც თავისი სიმდიდრის მიხედვით არასოდეს არ შეეძლო მეტოქეობა გაეწია ინგლისის არისტიკრატიისთვის, და ახლა კი დაკარგა თავისი პოლიტიკური გავლენაც. შემდეგ, შეერთებამ განსაკუთრებით ძლიერი ბიძგი მისცა შოტლანდიის მრეწველობისა და ვაჭრობის განვითარებას. ჯერ კიდევ XVII ს. შოტლანდიაში წარმოიქმნა საფეიქრო მრეწველობა, აგრეთვე შუშის წარმოება და სხვა. როგორც კი ინგლისთან შეერთებამ შოტლანდიას გაუხსნა ამერიკული და სხვა კოლონიური ბაზრები, მრეწველობის როგორც საფეიქრო, ისე სხვა დარგებმაც განვითარება დაიწყეს განსაკუთრებული სისწრაფით. წარმოიქმნა და ფართოდ განვითარდა ქვანახშირისა და სხვადასხვა ლითონების მოპოვება. შოტლანდიის მოსახლეობამ დაიწყო რიცხოვნებით სწრაფად ზრდა და გამდიდრება. XVIII ს. დასაწყისში შოტლანდიის ხალხმოსახლეობა მხოლოდ მცირედ თუ აღემატებოდა 500000 სულს, და ამ დონეზე, გარკვეული რხევებით ზემოთ და ქვემოთ, იგი იდგა მანმადეც მრავალი ასწლეულის გამავლობაში. XVIII ს. მანძილზე იგი გასამმაგდა და 1801 წ. აღწერის მიხედვით უტოლდებოდა 1608000 სულს; შემდგომ ასწლეულში იგი კიდევ გასამმაგდა და 1901 წ.-თვის მიაღწია 4472000-ს; ასეთნაირად შოტლანდიის მოსახლეობის ზრდა შედარებით უფრო სწრაფი იყო, ვიდრე ინგლისის, ირლანდიის ან დასავლეთ ევროპის რომელიმე სხვა ქვეყნის მოსახლეობის ზრდა. ამასთან სრულებით შეიცვალა მისი შემადგენლობა. XVIII ს. დასაწყისამდე შოტლანდიის მოსახლეობა წარმოადგენდა თითქმის მხოლოდ სოფლის მოსახლეობას; ქალაქების რიცხობრივად უმნიშვნელო მოსახლეობა თავისი საქმიანობის მიხედვით თითქმის არაფრით არ განსხვავდებოდა სოფლების მცხოვრებთაგან. XVIII ს.-დან და განსაკუთრებით XIX ს.-ში დაიწყო ქალაქების სწრაფი ზრდა: 1901 წ. ქალაქებზე მოდიოდა მთელი მოსახლეობის 75,3%. შოტლანდიის დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება დასრულებულ იქნა 1707 წ. შეერთების აქტით. მართალია, მთიან შოტლანდიაში, 1692 წ. მკვლელობის შემდეგაც, რჩებოდა ნახევრად ყაჩაღური ხასიათის სოფლები, რომელთა მოსახლეობაც უკმაყოფილო გახლდათ საგანთა არსებული წესრიგით და მზად იყო მხარი დაეჭირა იაკობ II-ის მემკვიდრეთა პრეტენზიებისთვის; მათ შორის პოულობდნენ მხარდაჭერას ე. წ. იაკობიტები (სტიუარტების მომხრეები) შეიარაღებულ აჯანყებათა თავიანთ მცდელობებში; მაგრამ მთელი ეს მცდელობები, რომელთაგან უმნიშვნელოვანესები იყო 1715 და 1745 წწ. აჯანყებანი (იხ. იაკობ III ანუ VIII, XIII, 616) ვერ გამოვიდა ნაწილობრივ იმიტომ, მთიელები, რომლებიც ავსებდნენ პრეტენდენტის არმიას, თვით გამარჯვების შემთხვევაშიც კი კმაყოფილდებოდნენ ძარცვით, არ ისახავდნენ რა სინამდვილეში არანაირ პოლიტიკურ მიზნებს.
შოტლანდიის მეფეთა სია:
844 – 859 - - - - - კენეტ მაკ ალპინი.
859 – 863 - - - - - დონალდ III (კენეტის ძმა)
863 – ? - - - - - - - კონსტანტინე (კენეტის ვაჟი)
? – ? - - - - - - - - -აოდი (კონსტანტინეს ძმა)
? – ? - - - - - - - - -გრიგოლი (მეფე, რომლის ისტორიაც სავსეა ფანტასტიკური თქმულებებით)
943 – 954 - - - - - მალკოლმ I
954 – ? - - - - - - - ინდულფი (მოკლულ იქნა ნორვეგიელებთან ბრძოლაში)
? – ? - - - - - - - - - დუფი (მოკლულ იქნა ძმათაშორის ომში)
? – ? - - - - - - - - - კულენი (ასევე)
970 – 994 - - - - - -კენეტ III
994 - - - - - - - - - -კონსტანტინე IV
994 – 1005 - - - - -კენეტ IV (მოკლულ იქნა ომში მალკოლმ II-თან)
1005 – 1034 - - - - მალკოლმ II
1034 – 1040 - - - - დუნკან I (მოკლულ იქნა თავისი ბიძაშვილის მაკბეტის მიერ)
1040 – 1056 - - - - მაკბეტი (მოკლულ იქნა ომში მალკოლმ III-თან)
1056 – 1093 - - - - მალკოლმ III კან მორი (დუნკანის ვაჟიშვილი)
1093 – 1094 - - - - დონალდ IV (წინა მეფის ძმა)
1094 – 1097 - - - - დუნკან II (მალკოლმის ვაჟიშვილი)
1097 – 1107 - - - - -დუნკან ედგარი (წინა მეფის ძმა)
1107 – 1124 - - - - -ალექსანდრე I (წინა მეფის ძმა)
1124 – 1153 - - - - -დევიდ I (წინა მეფის ძმა)
1153 – 1165 - - - - - მალკოლმ IV
1165 – 1214 - - - - - უილიამ ლომი (წინა მეფის ძმა)
1214 – 1249 - - - - - ალექსანდრე II
1249 – 1286 - - - - - ალექსანდრე III
1286 – 1290 - - - - - მარგარიტა, ნორვეგიელი ქალწული (წინა მეფის შვილიშვილი)
მეფეები სხვადასხვა სახლებიდან:
1292 – 1296 - - - - - - ჯონ ბალიოლი
1296 – 1305 - - - - - -უილიამ უოლისი
1306 – 1329 - - - - - -რობერტ ბრიუსი
1333 – 1356 - - - - - - ედუარდ ბალიოლი (ჯონის ვაჟიშვილი)
1356 – 1371 - - - - - - დევიდ II ბრიუსი
სტიუარტების სახლი:
1371 – 1390 - - - - - - რობერტ II სტიუარტი (წინა მეფის ნათესავი)
1390 – 1406 - - - - - -რობერტ III
1406 – 1437 - - - - - -იაკობ I (1424 წ।-მდე ტყვედ იყო ინგლისელებთან, ალექსანდრეს რეგენტობა, შემდეგ მერდოხ ალბანისა; იაკობი მოკლულ იქნა ბარონების მიერ)
1437 – 1460 - - - - - -იაკობ II (1449 წ।-მდე რეგენტობა; დაიღუპა ინგლისელებთან ბრძოლაში)
1460 – 1488 - - - - - -იაკობ III (1468 წ।-მდე რეგენტობა; დაიღუპა ბარონებთან ბრძოლაში სტირლინგთან)
1488 – 1513 - - - - - - იაკობ IV (დაქორწინებული იყო მარგარიტაზე, ჰაინრიხ VII ინგლისელის ქალიშვილზე; დაეცა ინგლისელებთან ბრძოლაში ფლოდენთან)
1513 – 1542 - - - - - - იაკობ V
1542 – 1567 - - - - - - მარია (1561 წ।-მდე რეგენტობა)
1567 – 1625 - - - - - - იაკობ VI (1578 წ।-მდე რეგენტობა)
1625 – 1649 - - - - - - კარლ I
1650 – 1651 და 1660 – 1685 - - - - - კარლ II
1685 – 1688 - - - - - - -იაკობ VII (II; წინა მეფის ძმა)
(შემდეგ მოყვანილია ლიტერატურის ჩამონათვალი აღნიშნულ თემაზე)
ვასილი ვასილის ძე ვოდოვოზოვი
თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment