(თარგმნი აკადემიკოს ნიკოლოზ დუბროვინის ამავე სახელწოდების წიგნიდან)
ნ ა წ ი ლ ი I I I
თ ა ვ ი V
1799 წლის მაისში სახელმწიფო მრჩეველი (статскій советникъ) გაემგზავრა ს.-პეტერბურგიდან და ივლისის ბოლოს მოვიდა კავკასიის ხაზზე, სტანიცა ნაურში, სადაც იმყოფებოდა კავკასიური დივიზიის ინსპექტორი, გენერალ-ლეიტენანტი კნორინგი, დანიშნული თავად ურაკოვის ნაცვლად 1799 წლის მარტში* (Рескриптъ Кноррингу на немецком языке 2-го марта 1799 г. С.-Петербургскій арх. инспект. Департ).
თერგში წყლის მნიშვნელოვანმა მატებამ დროებით შეაჩერა კოვალენსკის შემდგომი მგზავრობა. ნაურიდან მან შეატყობინა გიორგის კავკასიის ხაზზე თავისი მოსვლის შესახებ და სთხოვა მეფეს დახმარებოდა მას როგორც მთების გავლით გადასვლაში, ისე საქართველოში დანიშნული ეგერთა პოლკის მოძრაობაშიც* (Рапортъ Коваленскаго государю императору 23-го іюля 1799 г.Письмо его къ гр. Кочубею того же числа. Московскій арх. мин. иностр. делъ). კნორინგმა, რომელსაც ჰქონდა ბრძანება რათა მხოლოდ მოემზადებინა პოლკი ტფილისში წასასვლელად, კოვალენსკის ნაურში ჩამოსვლის შემდეგ, სთხოვა იმპერატორ პავლეს ნებართვის შესახებ პოლკის საქართველოში გასაგზავნად და ასევე რათა განემარტათ მისთვის, თუ ვის უნდა შეენახა (ვის კმაყოფაზე უნდა ყოფილიყვნენ) ჯარები ტფილისსა და საერთოდ საქართველოში ყოფნის მთელი დროის განმავლობაში; საიდან მოეთხოვა ფული როგორც პოლკის ლაშქრობაზე, ისე მისთვის გზის აუცილებელ შეკეთებაზეც. ხაზის სარდალი იმავე დროს სთხოვდა გიორგი მეფესაც გზის შეკეთების შესახებ ყაზბეგიდან ტფილისამდე* (Рапортъ Кнорринга государю императору 23-го іюля 1799 г. Московскій арх. инспект. деп.) და ჯარებისთვის პროვიანტის დამზადების თაობაზეც* (პროვიანტი აუცილებელი იყო ყოველდღიურად: 65 ფუთი გამომცხვარი პური ან 38 ფუთი ორცხობილა; 6 ჩეთვერი (четвериковъ) ხორბლის ან წიწიბურას ბურღული და ფურაჟი 100 ცხენისთვის. კნორინგის წერილი გიორგისადმი 1799 წ. 23 ივლისს. Тифлисскій арх. кавк. наместника).
“გიბრძანებთ თქვენ _ სწერდა იმპერატორი პავლე კნორინგს საპასუხოდ* (В рескрипте отъ 8-го августа 1799 г. С.-Петербургскій арх. инспект. деп. Книга № 14) _ გამოუცხადოთ ჩემი სახელით მეფეს გიორგი ერეკლეს ძეს, რომ სანამ იგი არ შეაკეთებს გზას რომლითაც უნდა იაროს ლაზარევის ეგერთა პოლკმა საქართველოში, მანადე ის პოლკი იქ არ წავა, თუნდაც ის უკვე საქართველოში იყოს შესული. მაგრამ თუკი უდარდელი დამოკიდებულების გამო გზა ისევ დაიწყებს გაფუჭებას, მაშინ პოლკი იმავე საათში საქართველოდან იქნება გამოყვანილი. თუკი თქვენ რაიმე თანხა უკვე დახარჯეთ გზის შეკეთებაზე, მაშინ გიბრძანებთ ეს თანხა მოითხოვოთ მეფის გიორგი ერეკლეს ძისგან. რაც შეეხება ლაზარევის პოლკის შენახვასა და პროვიანტს საქართველოში, ეს ყველაფერი რჩება ჩვენს მზრუნველობაზე. როგორც კი გზას გააკეთებენ და დროც ხელს შეგიწყობთ მთების გავლით მგზავრობისთვის, დაუყოვნებლივ უბრძანეთ გენერალ-მაიორ ლაზარევს წავიდეს მისდამი რწმუნებული პოლკით”...
რუსული ჯარების საქართველოში გაგზავნასთან მიმართებით იმპერატორ პავლეს განკარგულების შესახებ კნორინგის მიერ შეტყობინების შემდეგ* (კნორინგის წერილი გიორგი მეფისადმი 1799 წ. 27 აგვისტოს. Тифлисскій арх. кавк. наместника). გიორგიმ ქმედითად დაიწყო გზის შეკეთება, რომელიც მზად იყო კიდეც 12 ოქტომბრისთვის, მთელ გზაზე ტფილისიდან მოზდოკამდე.
13 რიცხვში ლაზარევმა მიიღო ბრძანება დაეწყო 20 რიცხვიდან გადასვლა მდინარე თერგზე და, გადასვლის შემდეგ, წასულიყო ტფილისში. პოლკთან ერთად გაგზავნილ იქნა საკვარტირმაისტერო ნაწილის პორუჩიკი ჩუიკო, რომელსაც მოვალეობად ეკისრებოდა “შეედგინა გზის ნახაზი სიტუაციით და ტფილისის გეგმა ახლომდებარე ადგილებით”. ტფილისში მოსვლის შემდეგ, ლაზარევს უნდა მიეგო გიორგი მეფისთვის მთელი ის სამხედრო პატივი, რომელსაც წესდების მიხედვით მიაგებდნენ იმპერატორს* (Предписаніе Кнорринга Лазареву 13-го октября 1799 г. Тифлисскій арх. главн. шт. кавказской арміи), და ჰყოლოდა მასთან ყარაული ასეთსავე საფუძველზე.
პოლკთან ერთად საქართველოში გაემგზავრა კოვალენსკიც.
მოზდოკიდან ტფილისისკენ მომავალ გზაზე ჯარებს შეხვდათ ბევრი სიძნელე, განსაკუთრებით მთებში მოძრაობისას. მოუსწრო რა კაიშაურში თოვლმა და სიცივემ, ჯარები იძულებული გახდნენ გაჩერებულიყვნენ ან აღალის მოწესრიგებისთვის ან კიდევ დალოდებოდნენ ქარიშხლის დასრულებას. პროვიანტი დამზადებული იყო მეტად არასაკმარისი. ყაზბეგში პოლკმა ნახა 60 ფუთი დაობებული ორცხობილა, კაიშაურში კი მხოლოდ 16 ფუთი* (ლაზარევის წერილიდან კნორინგისადმი 1799 წ. 23 დეკემბერს. Тифлисскій арх. кавк. наместника).
ვახტანგ ბატონიშვილმა ამ შეთხვევაში აღმოუჩინა ყველაზე უფრო ქმედითი დახმარება პოლკის მოძრაობას. ლაზარევის მოთხოვნით მან მოიტანა მასთან შოთის პურები 13 სასაპანლე ცხენით. საქართველოს საზღვრამდე ორ გადასასვლელზე ბატონიშვილმა გამოგზავნა 80 წყვილი ხარი და თითქმის სულ ტფილისამდე მოაწყო სადგურები, რომლებზედაც დააყენა 50-მდე ცხენი.
ლაშქრობის სიძნელეების მიუხედავად, დანაკარგები ჯარებში არ ყოფილა, ერთი უნტერ-ოფიცრის გარდა, რომელიც სასიკვდილოდ დაჭრეს ქისტებმა, და ერთი ოფიცრისა, რომელიც გზაში მოკვდა ავადმყოფობისგან* (Рапортъ Лазарева государю императору 1-го декабря 1799 г. Московскій арх. инспект. деп.).
ოცდათექვსმეტდღიანი გადასვლის შემდეგ რაზმი მოვიდა ტფილისში, რომელშიც უკვე იმყოფებოდა კოვალენსკიც, რომელიც აქ მოვიდა პოლკის მოსვლამდე თვრამეტი დღით ადრე* (კოვალენსკის წერილი კნორინგისადმი 1799 წ. 2 დეკემბერს. Тифлисскій арх. кавк. наместника).
26 ნოემბერს, სამ ვერსზე ქალაქამდე, გიორგი მეფე გამოემგზვრა ჩვენს ჯარებთან შესახვედრად, მემკვიდრის, ბატონიშვილებისა და სხვა დიდგვაროვანი პირების თანხლებით, როგორც საერო ისე სასულიერო პირებისა, რომლებიც იმ ხანად ტფილისში იმყოფებოდნენ. 10.000-ზე მეტი ადამიანი იჩქაროდა ქალაქგარეთ, რათა ეხილათ რუსული ჯარების შემოსვლა. ტფილისის სახლების ყველა სახურავი, რომელთაც ჰქონდათ ამფითეატრის შესახედაობა, სავსე იყო ქალებით, რომლებიც, ერთსახოვანი თეთრი ტანსაცმლით მოსილები და მზით განათებული მდიდრული მტრედისფერი ცის ქვეშ, წარმოადგენდნენ ქალაქში მიმოფანტული ბანაკის პოეტურ შესახედაობას.
ქვემეხების სროლა, ყველა ეკლესიაში ზარების რეკვა ატყობინებდნენ ქართველ ხალხს დამდგარი ზეიმის შესახებ. ხალხის მოძრაობა, მისი სასიხარულო შეძახილები ამთავრებდა ძმური მიღებისა და ჩვენდამი წრფელი ერთგულების შემძვრელ სურათს* (კოვალენსკის წერილიდან კნორინგისადმი 1799 წ. 2 დეკემბერს. Тифлисскій арх. кавк. наместника).
მელიქის თანხლებით, რომელსაც მიჰყვებოდა მეფე ამალასთან ერთად, პოლკი შევიდა ქალაქში და მაშინვე მომარაგებულ იქნა, შეძლებისდა მიხედვით, ყოველივე აუცილებლით. ლაზარეთი პოლკისთვის _ მოახსენებდა კოვალენსკი _ გამოყოფილია “ფართო და ბუხრებიანი”, გაწმენდილია, დაგებულია თივა და შეკვეთილია საწოლები ავადმყოფებისთვის. შეშასა და სანთლებს პირველ ხანებში საკმარისად აძლევდნენ. ასეულებში ღუმელების მოსაწყობად გიორგიმ ბრძანა აეღოთ აგურები თავისი უწინდელი სასახლიდან და თითოეული ღუმელისთვის მოემარაგებინათ ვარცლი. ჯარის მოსვლიდან მეორე დღეს მეფემ გამოგზავნა ქვედა ჩინებისთვის 600 ლიტრა (150 ვედროზე მეტი) ყურძნის ღვინო (чихиря) და 80 ზურგიელი. ოფიცრებს გამოუყვეს საუკეთესო ბინები ქალაქში. რათა მიეცა მაგალითი თავის დიდგვაროვანთათვის, მეფე სთავაზობდა თითოეულს შტაბ-ოფიცერთაგან თავის საკუთარ საცხოვრებელს, რაზედაც თუმცა-კი მათ უარი თქვეს.
პოლკის სურსათით მომარაგებისთვის საქართველოში გაკეთებულ იქნა პროვიანტის ერთი თვის მარაგი. მეფემ შემდეგ გამოაცხადა, რომ იმპერატორ პავლეს ნების თანახმად, ჯარებმა თვითონ უნდა იზრუნონ პროვიანტის ყიდვაზე. კოვალენსკი სთხოვდა, რომ საქართველოს მთავრობას გაეცა განკარგულება პროვიანტის საკმარისი რაოდენობით დამზადებაზე და რომ ფასები მასზე ყოფილიყო “საშტატო”. გიორგი პასუხობდა, რომ ამ განკარგულებებში იგი არ უნდა ერეოდეს, თუმცა კი მზად არის აღმოუჩინოს დახმარება იმაში, რომ ჯარები არ განიცდიდნენ უკმარისობას. მეფე დაჰპირდა მიეღო ზომები, რათა საერთოდ არ გაზრდილიყო ფასები ყველა სასიცოცხლო მოთხოვნილებასა და სათნადო მარაგებზე.
ჩვენი პოლკის მოსვლასთან ერთთად დაიწყო ცერემონიები და ზეიმები ტფილისში...
5 დეკემბერს, გიორგი მეფის აუდიენც-დარბაზში, მოწყობილ იქნა ბალდახინი და ადგილი ტახტის დასადგმელად, სამეფო ინვესტიტურის ნიშნების, ორდენებისა და იმპერტორ პავლეს მიერ გიორგისთვის გამოგზავნილი სხვა საჩუქრების განსათავსებლად. როდესაც ყველაფერი მომზადებულ იქნა, გიორგიმ გაუგზავნა კოვალენსკის თავისი თავლიდან ცხენები და მოხელე ამალით, ჩვენი მინისტრის თანხლებისთვის მისაღებ საჯარო აუდიენციაზე მეფესთან.
საზეიმო პროცესია კოვალენსკის სახლიდან სასახლისკენ გაემართა ასეთი წესით:
ყველაზე წინ ცხენზე ამხედრებული მიდიოდა ტფილისის პოლიცმაისტერი, ხოლო მის კვალდაკვალ პოლიციის ქვედა ჩინები მიუყვებოდნენ ფეხით ორ რიგად.
მეფის ერთი მოხელე და ერთიც კოვალენსკის ამალიდან მიდიოდნენ ცხენებით; უკანასკნელი პირველისგან უფრო მარჯვნივ.
ფეხით მიმავალ რუს მოხელეებს სინებზე მიჰქონდათ: დედოფლის, მარიამ გიორგის ასულისთვის გამოგზავნილი კაბა, ბრილიანტის თაიგულით; ტახტი და სავარძლები; სამეფო ხმალი, პორფირა, სკიპტრა, გვირგვინი, ორდენები: წმ. ანასი, წმ. ეკატერინესი და წმ. ანდრია პირველწოდებულისა; შტანდარტი, რომელიც მიჰქონდა ერთერთს რუს ობერ-ოფიცერთაგან, რომელსაც აქეთ-იქიდან მიჰყვებოდა ორი რუსი ასისტენტი, და შემდეგ კი უმაღლესი სიგელი, რომლითაც გიორგი მტკიცდებოდა საქართველოს ტახტზე. მსვლელობას კეტავდა ორი მოხელე, რომლებიც ცხენებზე ისხდნენ: ერთი მეფისა, მეორე რუსი, ხოლო მათ უკან მიჰყვებოდა პოლიციის რამდენიმე ჩინოსანი ფეხით.
სასახლის წინკარში რეგალიებს დახვდა ჩვენი საელჩოს მდივანი, რომელმაც ისინი შეატანინა საგანგებო ოთახში, განათავსა თავ-თავიანთ ადგილებზე და ქსოვილი გადააფარა.
ცხრა გასროლამ ტფილისის ციხესიმაგრის ქვემეხებიდან აცნობა ხალხს, რომ დაიწყო მინისტრის საპარადო მსვლელობა სასახლისკენ.
მთავარი სამეფო ცერემონმაისტერი გაეშურა მაშინ კოვანენსკისთან, რომლის წინაც მიდიოდნენ მუსიკოსები და ცხენებით მგზავრობდნენ წესის მიხედვით: ტფილისის ორი ქალაქისთავი (градоначальники) ამალით; მთავარი სამეფო ცერემონმისტერი, ამალით; ჩვენი საელჩოს მოხელე; ფეხით მიდიოდა კოვალენსკის ცხრა მოსამსახურე, მდიდრულ სამოსში (ლივრეებში), ორ-ორი რიგში.
შედეგ ცხენზე ამხედრებული მიდიოდა სალჩოს მდივანი, ხელთ ეპყრა რა იმპერატორ პავლეს კრედიტიული სიგელი გიორგი მეფისადმი კოვალენსკის მიღებაზე მინისტრის ხარისხში. თავად კოვალენსკი მგზავრობდა “მდიდრულ ხიფთანში გამოწყობილი და ცხენზე ამხედრებული ორივე მხრიდან თავის მსახურთა მდიდრული ლივრეების რიგებით, ხოლო მის მარცხენა მხარეზე კი, მისგან ორი ნაბიჯის დაშორებით, ცხენით მგზავრობდა საქართველოს მეფის პირველი მოხელე”.
კოვალენსკის უკან ცხენებით მიჰყვებოდა მისი ამალა; პოლიციის ოფიცერი რაზმით ჰკეტავდა ამ მსვლელობას, რომელიც უჩვეულო იყო ქართველთა მზერისთვის და ისინი ჯგუფებად გროვდებოდნენ ცერემონიის სანახავად.
მიუახლოვდა რა სასახლეს, კოვალენსკი ცხენიდან ჩამოხტა პირველ სადარბაზოსთან და მას დახვდნენ სასახლის კარის მოხელენი, რომლებმაც იგი მიაცილეს აუდიენც-დარბაზში, სადაც იმყოფებოდნენ: მეფე გიორგი, ტახტის მემკვიდრე, ბატონიშვილები და სხვა დიდებულები როგორც საერო, ისე სასულიერი პირნიც, იქაური ადათის მიხედვით, მხოლოდ მამრობითი სქესისა.
როდესაც კოვალენსკი შევიდა, გიორგი მეფე წმოდგა თავისი ადგილიდან. მინისტრმა, ორჯერ ქედის მოდრეკის შემდეგ, მიმართა მეფეს საზეიმო სიტყვით:
_ მისმა უდიდებულესობამ სრულიად რუსეთის ხელმწიფე იმპერატორმა და თვითმპყრობელმა, ამ ქვეყანათა მაღალმა მფარველმა, ყველას წინაშე თავისი განსაკუთრებული კეთილნებელობის გამოხატვისა და თქვენს მიერ საქმეთა ყველაზე უფრო მოხერხებულად წარმართვისთვის, ორმხრივი სარგებლისა და მსახურებაში მყოფთა კეთილდღეობისთვის, ინება შეინახოს თქვენი უმაღლესობის კარზე თავისი მინისტრი. ღირსი გამხადა რა მე როგორც ამ წოდების, ისე მისთვის დამახასიათებელი ნდობისაც და, დამნიშნა სათანადო აკრედიტაციით მინისტრად თავისი უმაღლესი სიგელით, რომელსაც ახლა მე თქვენ მოგართმევთ”.
კოვალენსკიმ სიგელი გადასცა მეფე გიორგის.
_ შევუდგები რა _ აგრძელებდა იგი _ მსახურების საქებარ საქმეს, რომელიც მე მეკუთვნის, ჩემს უპირველეს მოვალეობად მივიჩნევ დავუმოწმო თქვენს უმაღლესობას ჩემი უღრმესი და უმაღლესი პატივისცემა და განგიმარტოთ, რომ ჩემი უპირველესი და უწმინდესი საგანი არის და იქნება ის, რომ ხელი შევუწყო ყოველივე იმას, რასაც შეუძლია მოუტანოს არსებითი სიკეთე თქვენს პიროვნებასა და თქვენს სამშობლოს, რამდენადაც ეს შეუღლებული იქნება თქვენი უმაღლესობის ერთგულებას, გულმოდგინებასა და უღალატობასთან ჩემი ხელმწიფე იმპერატორისადმი, ვისი კეთილმოწყალებაცა და მფარველობაც თქვენს უმაღლესობასა და თქვენს ერთგულ ქვეშევრდომებს არ წაერთმევათ”* (Московскій арх. мин. иностр. делъ).
_ ახლანდელ თქვენს საზეიმო განცხადებას _ პასუხობდა გიორგი _ თქვენი თავისა ხელმწიფე იმპერატორის მინისტრის სახით, როგორც მონარქის ჩემდამი კეთილმოწყალების უეჭველ ნიშანს მივიღებ უმოკრძალებულესი მადლიერებით. კიდევ უფრო მეტად აღვიგზნები ამ გრძნობით თქვენს პიროვნებაზე გაკეთებული არჩევანის გამო, რომელიც შემკულია ჩინებული ნიჭით, ერთგულებითა და მონდომებით უმაღლესი სამსახურის სარგებლისთვის.
_ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ _ აგრძელებდა გიორგი _ რომ, თქვენი წოდებისა და პირადი ღირსებისადმი პატივისცემის შენარჩუნებით, ჰპოვებთ ჩვენის მხრიდან გულწრფელ მზადყოფნას იმაში, რომ ვიხელმძღვანელოთ თქვენი წინადადებებით, რომელსაც ყოველთვის თან ახლდება ურყევი ნდობა, გულმოდგინება და ერთგულება მისი უდიდებულესობისადმი, ჩვენი მაღალი მფარველისადმი.
მეფე გიორგიმ, მიიწვია რა კოვალენსკი დამჯდარიყო მისთვის მომზადებულ ადგილზე, ეკითხებოდა იმპერტორ პავლესა და მთელი საიმპერატორო საგვარეულოს ჯანმრთელობის შესახებ, აგრეთვე თავად მინისტრის საქართველოში მოგზაურობის შესახებაც.
ხანმოკლე განყენებული საუბრის შემდეგ ჩვენმა მინისტრმა უბრძანა თავის მდივანს შემოეტანა აუდენც-დარბაზში სამეფო ინვესტიტურის ნიშნები და მიმართა გიორგის შემდეგი სიტყვებით:
_ ვდგავარ რა ახლა თქვენი უმაღლესობის წინაშე რუსეთის მინისტრის სახით, პატივი მაქვს საზეიმოდ გაუწყოთ, რომ ყოვლადუმოწყალესი ჩემი ხელმწიფე, 1783 წელს დადებული ტრაქტატის საფუძველზე, გამტკიცებთ რა თქვენ მეფობის მენაცვალედ როგორც მშობლის მემკვიდრეობით ტახტზე კანონიერად ასულს, ხოლო თქვენს უფროს ძეს, უგანათლებულეს ბატონიშვილს დავით გიორგის ძეს, თქვენს შემდეგ მომავალ მემკვიდრედ, და გზავნის რა თქვენთან თავის საიმპერატორო დამამტკიცებელ სიგელს, სამეფო ინვესტიტურის ნიშნებით, კეთილინებებს, რათა სამეფო ნიშნებით შემოსვის წმინდა წეს-ჩვეულება, დადგენილი წესის მიხედვით, აღსრულებულ იქნას ჩემის თანდასწრებით. პატივი მაქვს სამეფო ინვესტიტურის ეს ნიშნები და უმაღლესი დამამტკიცებელი სიგელი, თქვენი უმაღლესობისადმი ნაწყალობევი, ამ დროს წარმოგიდგინოთ.
კოვალენსკიმ გადასცა გიორგის ნიშნები და ბრძანა ჩამოეხსნათ ფარდა, რომელიც ფარავდა ბალდახინსა და ტახტს, იმპერატორის მიერ მეფისადმი გამოგზავნილს.
მიიღო რა ინვესტიტურის ნიშნები, მეფემ უპასუხა ჩვენს მინისტრს:
_ აღვსებული უმოკრძალესი გრძნობებით მისი იმპერატორობითი უდიდებულესობისადმი მონარქის ჩემდამი წყალობათა თქვენს მიერ წარმოდგენილი ნიშნების გამო, ჩემს თავს მოვალედ ვრაცხ მივიღო სამეფო ინვესტიტურის ეს ნიშნები არა სხვაგვარად, თუ ახლა არ დავდებ ფიცს ერთგულებასა და რუსეთის იმპერატორების მფარველობისა და უმაღლესი ძალაუფლების აღიარებაზე ქართლისა და კახეთის მეფეებზე, და ამას თან დავურთოთ უფალ ღმერთისადმი მხურვალე ლოცვის აღვლენა მისი იმპერატორობითი უდიდებულესობისა და მისი უავგუსტესი სახლის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის თხოვნით. მაგრამ რათა ეს წეს-ჩვეულება და ჩემი მადლიერების უცხოველესი გრძნობის გამოხატვა მონარქის ჩემდამი ასეთი მაღალი წყალობისადმი აღსრულებულ იქნას საზეიმოდ ღვთის ტაძარში, ამ საქმის შესაფერისი დღესასწაულობითა და მშვენიერებით, ამიტომ არ გადავდებ რათა დავნიშნო ამისთვის განსაკუთრებული დღე და გაუწყოთ თქვენ ამის შესახებ, ამ ცერემონიაზე მოწვევით.
_ თქვენი უმაღლესობის განკარგულება _ პასუხობდა კოვალენსკი _ როგორც რუსეთის ტახტისადმი მადლიერების, ერთგულებისა და უღალატობის უეჭველი ნიშანი, რა თქმა უნდა, მეტად კეთილსასურველი იქნება იმპერატორისთვის. ჩემი ვალი იქნება დავესწრო ამ ამ წესის აღსრულებას და ამ შემთხვევის გამო მივაგო სათანადო პატივი თქვენს უმაღლესობას იმ ჯარებისგან, რომლებიც მოვიდნენ თქვენს დედაქალაქში სამუდამოდ ყოფნისთვის.
დაასრულა რა სიტყვა, კოვალენსკიმ გიორგის მიართვა წმ. მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ორდენი იმპერატორის სიგელთან ერთად. გიორგიმ მოიხსნა მკერდიდან წმ. ალექსანდრე ნეველის ორდენი და აღიმოსა ანდრია პირველწოდებულის ორდენის ნიშნებით. მიულოცა რა გიორგის, მინისტრმა მიართვა ორდენი საქართველოს ტახტის მემკვიდრეს, დავით ბატონშვილს, და მეფეს გადასცა ვიცეკანცლერის წერილი, რომელთან ერთადაც იყო გამოგზავნილი საჩუქრები სამეფო საგვარეულოს სხვა პირებისადმი.
მარიამ დედოფალმა, რომელიც არ ესწრებოდა აუდიენციას, კოვალენსკი მიიღო თავის შიდა ოთახებში. უარყო რა ამ ჯერად აზიური წეს-ჩვეულება, რომლის მიხედვითაც იგი უნდა ყოფილიყო საფარველის ქვეშ, დედოფალი შეხვდა ჩვენს მინისტრს მრავალი ქალბატონის გარემოცვაში, რომლებსაც ემოსათ მდიდრული კაბები. კოვალენსკიმ, მისალმების შემდეგ, მიართვა მას წმ. ეკატერინეს ორდენის ნიშნები და გიორგის თხოვნით თავად შემოსა ამ ნიშნებით დედოფალი. მანვე წამოაცვა თითზე საჩუქრად გამოგზავნილი ბეჭედიც მეფის უმცროს ქალიშვილს, მეფის ასულს თამარს.
12 დეკემბერს, დილის ათ საათზე, სასახლეში შეგროვება დაიწყეს საქართველოს უწარჩინებულესმა პირებმა და თავადებმა; იქითკენვე გაემართა ჩვენი მინისტრიც თავისი ამალით. მეფე გიორგი, რომელსაც წინ მიუძროდნენ მისი დიდმოხელეები, სამეფო ინვესტიტურის ნიშნებით, გაემართა ეკლესიაში დედოფლის თანხლებით, რომელსაც ეცვა მისთვის გამოგზავნილი კაბა. მათ უკან, რამდენადმე ჩამორჩენით და მარჯვენა მხარეზე, მიდიოდა კოვალენსკი, მარცხენა მხარეზე კი მეფის ძე დავითი, საქართველოს ტახტის მემკვიდრე. ეკლესიაში შესვლისა და ლიტურგიის მოსმენის შემდეგ გიორგიმ უბრძანა ერთერთ თავის საპატიო პირს ხმამაღლა წაეკითხა სიგელი, რომელიც მას ამტკიცებდა ტახტზე, და მისი მოსმენის შემდეგ დაიწყო ფიცის დადება.
_ მე, ქვემოთ დასახელებული _ წარმოსთქვამდა იგი ხმამაღლა ხალხის წინაშე* (თარგმანი ფიცისა, რომელიც წარედგინა კოვალენსკის მოხსენებასთან (რაპორტთან) ერთად იმპერატორს 1800 წ. 17 თებერვალს. Московскій арх. мин. иностр. делъ) _ პირობას ვდებ და ვფიცავ ყოვლისშემძლე ღმერთის წინაშე, მისი წმინდა სახარების წინაშე იმაზე, რომ მსურს და უნდა ვიყო სრულიად რუსეთის იმპერატორის პავლე პეტრეს ძისა და მისი ვაჟიშვილის მეფის ძისა (ცესარევიჩისა) და დიდი მთავრის ალექსანდრე პავლეს ძისა და იმ ტახტის ყველა კანონიერი მენაცვალის (преемникъ) ერთგული, გულმოდგინე და კეთილმოსურნე, ვაღიარებ რა ჩემი სახელითა და ჩემი სამეფოს ყველა ოლქის სახელით სამარადისოდ (მათ) უმაღლეს მფარველობასა და უმაღლეს ძალაუფლებას (высочайшее покровительство и верховную власть) ჩემზე და ჩემს მენაცვალეებზე, ქართლისა და კახეთის მეფეებზე. უარვყოფ რა ჩემზე და ჩემს სამფლობელოებზე, რანაირი ტიტულითა და საბაბითაც არ უნდა იყოს, სხვა ხელმწიფეთა და დერჟავების ძალაუფლებას ან ბატონობას და უარს ვამბობ რა მათ მფარველობაზე, ვალდებულებას ვკისრულობ, ჩემი სუფთა ქრისტიანული სინდისით, რუსეთის სახელმწიფოს მტრები მიმაჩნდეს ჩემს საკუთარ მტრებად; ვიყო დამჯერი და მზად მყოფი ყველა შემთხვევაში, სადაც მისი იმპერატორობითი დიდებულების სამსახურში საჭირო ვიქნები, და ყოველივე ამაში არ ვზოგავდე ჩემს სიცოცხლეს, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. მისი იმპერატორობითი დიდებულების სამხედრო და სამოქალაქო უფროსებს მივმართავდე გულწრფელი თანხმობით, და თუკი იმპერიის სარგებლისა და დიდებისადმი რაიმენაირ საძრახის საქმეს ან განზრახვას გავიგებ, მაშინვე შევატყობინო; ერთი სიტყვით, ვიქცეოდე ისე, როგორც რუსეთის ხალხებთან ჩემი ერთმორწმუნეობის, მფარველობისა და უმაღლესი ძალაუფლებისადმი ჩემი მოვალეობის მიხედვით არის შესაფერი და სათანადო (* ფიცის ეს ნიმუში დამტკიცებულ იქნა გეორგიევსკის ტრაქტატში 1783 წელს და ასეთივე ფიცი დასდო მაშინ ერეკლე II-მ ეკატერინე II-ის წინაშე _ ი. ხ.).
შეიმოსა რა სამეფო ინვესტიტურის ნიშნებით, გიორგი დაბრუნდა სასახლეში, სადაც, ტახტზე მჯდომარემ მიიღო მილოცვები ჩვენი მინისტრისგან, თავის ჩინოსანთაგან, აგრეთვე განჯისა და შუშის ხანებისა და ახალციხის ფაშის ელჩებისგან.
“მინისტრს _ წერს კოვალენსკი _ მთელი ამ დროის მანძილზე ეკავა მეფესთან პირველი ადგილი ტახტის მარჯვენა მხარეზე, ხოლო ტახტის მემკვიდრეს კი მარცხენაზე”.
გასროლები ციხესიმაგრის ქვემეხებიდან, სასახლის წინ მოწყობილი რუსული ჯარები, ზარების რეკვა მთელი დღის განმავლობაში, ტფილისის ყველა ეკლესიაშიაუწყებდა ქალაქის მცხოვრებთ როგორც ფიცისა და ვალდებულების შესახებ, რომელიც მისცა მეფემ რუსეთის იმპერატორს, ისე თავის მხრივ, იმედის შესახებაც რუსეთის ნამდვილ დახმარებაზე. ხალხს უხაროდა საკუთარი თავისა და თავისი შთამომავლობის გამო და, იმედი ჰქონდა რა, რომ თავიდან აიცილებდა მეზობელთაგან რბევა-აწიოკებას, მთელი გულით ზეიმს ეძლეოდა მთელი დღის განმავლობაში.
ქართველებმა ვერ მოახერხეს იმავე საღამოს ქალაქის განათება (ილუმინაცია), იმიტომ რომ 12 დეკემბერს მთელ დღეს იდგა მეტად ცუდი ამინდი. შემდეგ საღამოს ქალაქი განათებული იყო “ჩინებული ხელოვნებითა და აზიური გემოვნებით”. ილუმინაციის ყველაზე უკეთეს ნაწილს წარმოადგენდა სხვადასხვა ფერის ცეცხლითა და ფანრებით სავაჭროების განათება, რომლებითაც სავსე იყო ქალაქი. “თითოეული მათგანი, რომელშიც გამოფენილი იყო საქონელი სხვადასხვანაირი განათებით, და სავსე იყო მასში მჯდომი ადამიანებით, წარმოადგენდა რაღაც შერეულს პეკინური ილუმინაციისა ვენეციურ კარნავალთან”* (Рапортъ Коваленскаго государю императору 17-го февраля 1800 г. Московскій арх. мин. иностр. делъ).
გიორგი მეფე ამალასთან ერთად ასევე დადიოდა ქალაქში.
_ ახლა _ ამბობდა იგი, როდესაც შეხვდა კოვალენსკის _ ჩვენი მიწა-წყლის დარბევის შემდეგ, ეს ილუმინაცია ბევრი რამით არ არის საკმარისი და შორს არის უწინდელი მაგალითებისგან.
_ მე არაფერი უფრო მეტად სასიამოვნო ამგვარი რამ არ მინახავს: ადამიანთა სახეებზე გამოხატული საყოველთაო სიხარული და თანამონაწილეობა ამ ზეიმში ჩემთვის ყველაზე უფრო მეტად გულისშემძვრელი სურათია, _ პასუხობდა მინისტრი.
დასრულდა ცერემონიები, ზეიმობანი, და საქართველოს დედაქალაქში ყველაფერი წავიდა ჩვეული, ძველი წესით.
მოსულ პოლკსა და საერთოდ რუსებს ქართველები უყურებდნენ როგორც თავიანთ მხსნელებსა და დამცველებს, თავად ღვთის მიერ მოვლენლებს. პირადად მეფე, ყველაზე უფრო მეტად, ვიდრე სხვა ვინმე, იყო რუსეთის ერთგული; მას სურდა სიტყვაშეუბრუნებლად მიჰყოლოდა მის წარმომადგენელთა რჩევებსა და მითითებებს, ეცხოვრა მისი ცხოვრებით.
გიორგის ახლა გარს ერტყა რუსეთის ორი წარმომადგენელი, სრულიად განსხვავებულნი თავიანთი ხასიათითა და ზნეობრივი თვისებებით. მეფის დასაცავად გამოგზავნილ ჯარს სათავეში ედგა გენერალ-მაიორი ლაზარევი, პირდაპირი, ღია და პატიოსანი ადამიანი. კოვალენსკი, პოლიტიკისა და სამეფოს საშინაო მმართველობის წარმომადგენელი, გახლდათ პატივმოყვარე და ძალაუფლების მოყვარე ადამიანი. პირველივე ცნობების შემდეგ, რომ იგი დანიშნულ იქნება მინისტრად იმ მეფის კარზე, რომელიც ეძიებს რუსეთის მფარველობას და საკუთარ თავზე აღიარებს რუსეთის იმპერატორთა ძალაუფლებას, კოვალენსკი უკვე მიეცა პატივმოყვარულ ფიქრებს. იგი მიემგზავრებოდა ტფილისში არა როგორც შუამავალი, არამედ როგორც გუბერნატორი ან პატრონი (хозяинъ). ქვეყნის სისუსტე, გიორგის ხასიათის სირბილე აძლევდა კოვალენსკის მისწრაფებებს კანვას (სარჩულს), რომელზედაც იგი ფიქრობდა ამოქარგვას თავისი ნებისა და სურვილების მიხედვით. იცოდა რა, რომ არ შეხვდებოდა არანაირ დაბრკოლებას იქაურთა მხრიდან მისი პატივმოყვარული შეხედულებებისა და გეგმების აღსრულების საქმეში, მას ეშინოდა მხოლოდ რომელიმე სხვა პირის გავლენისა. მხოლოდ ჯარის უფროსს შეეძლო შეეშალა ხელი მისი შეუზღუდავი პატივმოყვარეობისა და თვითმყრობელობისთვის (самовластიе). სწორედ ამ გავლენის მოსპობას ცდილობდა იგი ტფილისში თავისი გამგზავრების წინ.
ჯერ კიდევ 1799 წლის თებერვალში, კოვალენსკიმ, რომელიც არასოდეს არ ყოფილა საქართველოში, არ იცოდა ქვეყნის მოთხოვნილებები და მისი მაცხოვრებლების ხასიათი, უკვე წარმოადგინა თავისი პროექტი “საქართველოში რეგულარული ჯარის დაარსებისა და იქ საერთოდ სამხედრო საქმის მოწყობის აღდგენის შესახებ”* (Московскій арх. мин. иностр. делъ). პროექტი არ იქნა მიღებული, მაგრამ მისი მიზანი გასაგები და ნათელი იყო იმდენად, რომ მეტი არ შეიძლებოდა. რეგულარული ჯარების მოწყობა საქართველოში მოხსნიდა იქ რუსული ჯარების გაგზავნის აუცილებლობას. კოვალენსკის შეეძლო მაშინ გამგზავრებულიყო ტფილისში მარტო, სხვა თვალის გარეშე, და იქ ისე ეწარმოებინა თავისი საქმეები, როგორც მოესურვებოდა. ეს სურვილი გახლდათ კიდეც მიზეზი პროექტის შესადგენად. არ ჰქონდა რა მისი განხორციელების იმედი და ეშინოდა, რომ ჯარების გაგზავნის შემთხვევაში მას დარჩებოდა ჯარების უფროსსა და საქართველოს მთავრობას შორის შუამავლის არცთუ შესაშური როლი* (მისი წერილი კანცლერისადმი. Московскій арх. мин. иностр. делъ), კოვალენსკი ჩვენს სამინისტროს ჩააგონებდა აზრს, რომ ასეთ პირობებში მას ძნელად თუ შეეძლებოდა მასზე დაკისრებული დავალების შესრულება. იგი ამბობდა, რომ იმ მხარის მოშორებულობისა და “უცხო მიწაზე სამხედრო პირთათვის ჩვეული ჭირვეულობის” გამო, მისთვის ძნელი იქნებოდა წონასწორობის დაცვა სამ პირს შორის: გიორგი მეფეს, ჯარის უფროსსა და თავად მას შორის. პროექტის ავტორის აზრით, ყველაზე უფრო უკეთესი საშუალება და ყველაზე უფრო მეტი სარგებელი იქნებოდა მაშინ, თუკი მას გადაარქმევდნენ პოლკოვნიკად (* რაც სამხედრო სამსახურის იერარქიაში სახელმწიფო მრჩევლის “სტატსკი სოვეტნიკის” შესაბამისი იყო _ ი. ხ.) და მინისტრის წოდებას შეუერთებდნენ ასევე ჯარების უფროსის წოდებასაც. თავისი მოკრძალებულობის პირობებში, კოვალენსკი იმედოვნებდა, რომ არ ექნებოდა ჭირვეულობის სურვილი და მიდრეკილება. “ვზომავ რა ჩემს უნარს _ წერდა იგი (იქვე) _ მიდრეკილებასა და ხალისს სამხედრო სამსახურისადმი, თამამად შემეძლო პასუხი მეგო საქმის გულმოდგინედ შესრულებაზე... ორივე წოდების შეერთება ჩემი სახით, მომიტანს მე მთელ ხელსაყრელობას ჩემი პოლიტიკური მსახურების უგულმოდგინესად აღსრულებისთვის, დიდად შეუწყობს თავად სამსახურის არსებით სარგებელსაც. ხოლო ჩემი დაწინაურების მოწყალება კი იმ ჩემს თანატოლებთან გათანაბრებით, რომლებიც ახლა შედგებიან უფროს გენერალთა შორის, დიდად გამამხნევებდა თავად მეც ”.
ასე ლაპარაკობდა და ფიქრობდა ჩვენი მინისტრი მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ იცოდა, თუ ვინ იქნებოდა დანიშნული ჯარების კომენდანტად. კოვალენსკი, რომელსაც ეშინოდა მეტოქის ყოლისა საქართველოს მეფის კარზე, უკვე წინასწარმეტყველებდა კამათებისა და უთანხმოებათა შესახებ (предсказывалъ уже о ссоре и несогласიяхъ).
მიზნად დაისახა რა პირველი როლის თამაში, კოვალენსკის სურდა პირველი პირისა და წარმომადგენლის როლის შესრულებაც. ხალხისთვის უცხო ეს ადამიანი ფიქრობდა დაექვემდებარებინა თავისი ნებისთვის მეფე გიორგი და, ამოეფარებოდა რა მის სახელს, თვითმპყრობელურად ემართა საქართველო.
ასეთი არ გახლდათ გენერალ-მაიორი ლაზარევი, სამხედრო რაზმის უფროსი.
ლაზარევი საქართველოში მოვიდა პოლკის მეთაურის წოდებით, ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე იმაზე, რომ ჩარეულიყო ქვეყნის საქმეებში და საკუთარი პიროვნება გამოეხატა რაიმეს წარმომადგენლად.
განსხვავებულმა შეხედულებამ თავიანთ მოვალეობებზე წარმოშვა სხვადასხვანაირი შედეგებიც. კოვალენსკი იხედებოდა წინ (заглядывалъ вперёдъ), ცდილობდა ძალაუფლებისა და მნიშვნელობის შეძენას, ლაზარევი კი ზრუნავდა მხოლოდ თავისი პოლკისა და ყოველივე აუცილებლით მისი დაკმაყოფილების თაობაზე. თავისი მიზნების მისაღწევად კოვალენსკის უხდებოდა მიემართა სიცრუისა და ცილისწამებისთვის; ლაზარევს კი შეეძლო მოქმედება პირდაპირ და ღიად.
რადგანაც ვერ ღებულობდა პროვიანტს და ხედავდა, რომ ჯარისკაცები ექვსი დღის განმავლობაში რჩებიან შეშისა და ბურღულის გარეშე და რომ უკანასკნელის ნაცვლად ღებულობენ ხან მუხუდოს, ხან ნიგოზს და ხანაც ბრინჯს, ლაზარევი გაემართა გიორგისთან, რათა პირადად ეთქვა თავის საჭიროებათა შესახებ.
იცოდა რა, რომ იქაური თარჯიმნები თავიანთ მოვალეობებს ასრულებდნენ არაკეთილსინდისიერად და მეფეს უთარგმნიან სულაც არა იმას, რასაც მათ ეუბნებიან, ლაზარევმა, მოურიდებლად, წაიყვანა თან კაპიტანი ტაგანოვი. გამოუცხადა რა გიორგის, რომ პოლკი დარჩენილია ბინების, შეშისა და ფაფის გარეშე, მან არც ის დამალა, რომ იცის მეფის ბრძანების შესახებ ჯარისთვის ყოველივე აუცილებლის მიწოდების თაობაზე, მაგრამ ეს ბრძანებები არ სრულდება.
_ ჩვენს თუმნიანებს (червонцы) აქ ღებულობენ ოთხ მანეთად _ ამბობდა ლაზარევი _ ჩვენ კი მათ ვღებულობთ ხუთად. ჩვენი თითოეული რიგითი ჯარისკაცი მანეთზე ჰკარგავს ოცდაექვს კაპიკს.
_ მე გავარკვევ ამას _ უპასუხა მეფემ _ მაგრამ ვერ ვხედავ ვარანაირ სარგებელს, რადგანაც ვაჭრები მაშინ ფასს მოუმატებენ საქონელზე.
_ თუკი თქვენ აკრძალავთ ფასის მომატებას სურსათზე, მაშინ ჯარისკაცი არაფერს არ დაკარგავს. იგი არ ყიდულობს სხვა საქონელს. თუკი ჩვენ ზედმეტს გადავიხდით ჩაიში, შაქარსა და მაუდში, მაშინ ჩვენ მაინც უფრო ნაკლები დაგვიჯდება, ვიდრე თუმნიანის ღირებულების განსხვავება რომ გადავიხადოთ (чемъ платить променъ); მაშინ ჯარისკაცი სრულად მიიღებს თავის ფულს.
ლაზარევის პირდაპირი და გულახდილი სიტყვის განმარტებას კოვალენსკი ცდილობდა ცუდი მიმართულებით. იგი საყვედურობდა ლაზარევს უმეცრებასა და არადელიკატურობაში მეფესთან მიმართებით. გიორგის იგი ურჩევდა არაფერზე არ მიემართა ლაზარევისთვის და მთელი ბრძანებები გადაეცა მისი, მინისტრის მეშვეობით; ლაზარევს კი გადასცემდა, რომ ვითომ გიორგი უკმაყოფილოა მისი საქციელით და გაკვირვებულია გენერლის გულცივობის გამო. ლაზარევმა როგორც გულგახსნილმა და პირდაპირმა ადამიანმა, დაუჯერა რა ამხანაგს, გაგზავნა გიორგისთან სათქმელად, რომ თუკი მეფეს იგი არ მოსწონს, მაშინ შეუძლია ითხოვოს მისი შეცვლა სხვა გენერლით.
კოვალენსკი მოითხოვდა, რათა მისთვის, როგორც რუსეთის წარმომადგენლისთვის, გამოეძახათ ხოლმე ყარაული, რაზედაც ლაზარევი პასუხობდა, რომ წესდების მიხედვით სამოქალაქო პირებს სამხედრო პატივი არ ეკუთვით, “და ასევე მის ჩინსაც არანაირი სამხედრო პატივი არ მიეგება”* (Изъ письма Лазарева Кноррингу отъ 4-го августа 1800 г. Акты кавк.археогр. ком. Т. I, 125).
კოვალენსკის საქციელის არაგულწრფელობა მალევე გამომჟღავნდა. მან დაარწმუნა გიორგი, რომ ლაზარევი არაფერს არ ნიშნავს და იმყოფება მასზე სრულ დამოკიდებულებაში, რომ მინისტრსა აქვს დავალებული თვით მზრუნველობაც კი ჯარების სურსათით მომარაგებასა და კეთილდღეობაზე. მეფემ მთელი თავისი ბრძანებებისა და განკარგულებების გადაცემა დაიწყო კოვალენსკის მეშვეობით. ლაზარევი არ ღებულობდა მათ და სთხოვდა კნორინგს დაერწმუნებია გიორგი იმაში, რო იგი კაპრალი არ არის, “თორემ მას _ სწრდა ლაზარევი _ არ ვიცი ვისი ჩაგონების გამო ჩემთან არანაირი საქმის დაჭერა არ სურს. მე არ შემიძლია მისი დარწმუნება იმაში, რომ სულაც არა ვარ მინისტრზე დამოკიდებული”....
კეთილი დამოკიდებულებანი წარმომადგენლებს შორის დაირღვა. ინარჩუნებდნენ რა თავიდან გარეგნულ პატივისცემას ერთიმეორისადმი პაემნებისა და შეხვედრების დროს, ლაზარევი და კოვალენსკი ზურგსუკან (заочно) მოქმედებდნენ ერთიმეორის წინააღმდეგ და იქამდეც მივიდნენ, რომ საბოლოოდ წაეჩხუბნენ ერთმანეთს.
მალევე ტფილისში პოლკის მოსვლის შემდეგ, კოვალენსკიმ მოახერხა გიორგის დარწმუნება ტფილისის პოლიციის გარდაქმნის აუცილებლობაში პოლკის ჩინოსანთა დახმარებით. ხოლო მხარეში შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნებისთვის კი, კოვალენსკის სურდა, რათა პოლკს დროდადრო შეესრულებინა გარკვეული გადაადგილებანი. პირველ ჯერზე იგი ლაზარევისგან მოითხოვდა, რათა მას ორი ან სამი ასეულით დაეკავებინა გორის ციხესიმაგრე, რომელიც მდებარეობს მდ. მტკვარზე, 70 ვერსზე ტფილისიდან.
არ გააჩნდა რა არანაირი განკარგულება და არ მიეღო რა ბრძანება, ძალზედ ბუნებრივია, რომ ლაზარევი არ თანხმდებოდა ასეთი მოთხოვნების შესრულებაზე. თუკი ჯარებს ვერაფერს აჭმევდნენ ტფილისში, მაშინ გორში მათ მოუხდებოდათ ყველაფერში კიდევ უფრო მეტი ნაკლოვანების გადატანა.
ლაზარევის უარს შედეგად მოჰყვა კიდევ უფრო მეტი გაუგებრობების წარმოქმნა მასსა და კოვალენსკის შორის. უკანასკნელმა სთხოვა კნორინგს დაედო საზღვრები მათ შორის ურთიერთობებში* (Письма Коваленскаго Кноррингу отъ 23-го декабря, за №№ 125 и 126, и отъ 24 декабря 1799 г. Акты кавк. археогр. Ком. Т. I, стр. 103 и 104).
ლაზარევი ღიად და პირდაპირ გამოთქვამდა თავის უკმაყოფილებას კოვალენსკიზე და არ მალავდა თავის საქციელს. კოვალენსკი, პირიქით, დაიწყო რა პირველივე ნაბიჯებიდან არაგულწრფელად მოქცევა, იძულებული შეიქმნა უსამართლოდ დაეცვა კიდეც საკუთარი თავი. თავისი მოქმედებების დასაფარავად მინისტრი ცილს სწამებდა ლაზარევს და ცდილობდა მის დადანაშაულებას ყველაფერში.
კოვალენსკი ჩიოდა კნორინგთან, რომ ლაზარევის არაკეთილგანწყობა მისდამი იქამდე მივიდა, რომ იგი სდევნის იმ ოფიცრებს, რომლებიც მიღებული იყვნენ კოვალენსკის სახლში; რომ იმ საბაბით, რომ პოლკოვნიკი კარიაგინი არ იყო ერთხელ ყარაულების შეცვლაზე, ლაზარევმა დააჯარიმა იგი ერთი თვის ხელფასის გამოქვითვით; რომ მას არ სურდა პირველს გაეკეთებინა ვიზიტი გიორგი მეფისთვის და საყვედურს უცხადებდა პროვიანტმაისტერს იმის გამო, რომ იგი თავისი საჭიროებებისთვის არ მიმართავდა პირდაპირ მეფეს.
გიორგიმ ჯარისკაცებს გამოუგზავნა ღვინო და ზურგიელი. ლაზარევმა მიიღო ისინი, მაგრამ სთქვა, რომ ეს ცოტაა, რომ ჯარისკაცებს სჭირდებათ პროვიანტი და ბურღულეული. კოვალენსკიმ მაშინვე შეატყობინა ვისაც ჯერ არს, რომ ლაზარევი აძნელებს მეფის საჩუქრების მიღებას.
“ეს ადამიანი სავსებით შეიცვალა თავის სულიერ განწყობებში _ სწერდა შემდეგ კოვალენსკი კნორინგს ლაზარევის თაობაზე (*) _ მას ჰგონია, რომ მე უფლების გარეშე ვერევი სურსათით მომარაგებაზე მზრუნველობის საკითხში, ჩემი მსახურების მოვალეობის საქმე კი ისეთიცაა, რისთვისაც, თითქოსდა, იგი მადლობელი უნდა ყოფილიყო” (* Въ письме отъ 11-го декабря 1799 г. Тифлисскიй архивъ канцелярიи наместника).
ლაზარევი კი, რომელმაც დაკარგა ცოლი და ქალიშვილი და განიცდიდა ცილისწამებას კოვალენსკისგან, აუცილებლად არ სთვლიდა თავის მართლებას. მან ითხოვა მხოლოდ თაგარიგში განთავისუფლება.
“ვთხოვ თქვენს აღმატებულებას _ სწერდა იგი კნორინგს* (Отъ 30-го декабря 1799 г. Тамъ же) _ იყავით მოსე და გამოიყვანეთ ხალხი მტერთა ხელქვეით მუშაობისგან”.
მალე ლაზარევისა და მისი პოლკის მდგომარეობა კიდევ უფრო გაძნელებული და მძიმე შეიქმნა. ჯარებში გამოვლინდა მუნის დაავადება და დაიწყო желчныя горячки ოფიცრებსა და დაბალ ჩინებს შორის. ლაზარევი სთხოვდა კნორინგს ნება მიეცა მისთვის, რათა გაეყვანა პოლკა ტფილისიდან და განელაგებია იგი въ балаганахъ ქალაქის მახლობლად ან უახლოეს სოფლებში* (Рапорты Лазарева Кноррингу отъ 17-го января и 9-го იюня 1800 г. Акты кавк. археогр. Ком. Т. I, стр. 105).
ჯარისკაცები განიცდიდნენ უკიდურეს უკმარისობას ბურღულეულში, პროვიანტში, შეშასა და სხვა სასიცოცხლო მოთხოვნილებებში. გიორგი ბრძანებას იძლეოდა დაეკმაყოფილებინათ; მას მოახსენებდნენ, რომ ყველაფერი შესრულებულია, მაგრამ არაფერს არ აკეთებდნენ.
საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემულმა ტაქსამ ყველა სასიცოცხლო მოთხოვნილებაზე ვერ გააუმჯობესა ჯარების მდგომარეობა. ბურღულეულს ან საერთოდ არაფერს არ ჰყიდდნენ და სავაჭროებს ჰკეტავდნენ, ან კიდევ მარაგებს ჰყიდდნენ მხოლოდ თავიანთ ნაცნობებზე, და ისიც გაცილებით უფრო მაღალ ფასად. ლაზარევი სთხოვდა გიორგის რათა მას განკარგულება გაეცა იმაზე, რომ საკვები მარაგები გაეყიდათ ყოველგვარი დამალვის ან прижимк-ის გარეშე, დანიშნული ფასების მიხედვით* (Письмо Лазарева Георгიю 23-го ноября 1800 г., № 70); მაგრამ ეს თხოვნაც, ისევე როგორც ბევრი სხვა, შეუსრულებელი აღმოჩნდა.
ჯარების მეთაურმა საუბარში უთხრა მეფის ადიუტანტს, თავად ჭავჭავაძეს, რომ თუკი პოლკი არ იქნება უზრუნველყოფილი, მაშინ გიორგიმ იგი სრულებით შეიძლება დაკარგოს (ე. ი. პოლკი წაყვანილ იქნას რუსეთში – ი. ხ.). მეფემ გამოგზავნა კაცი სათქმელად, რომ მთელ ძალებს გამოიყენებს ლაზარევის დაკმაყოფილებისთვის, თუნდაც საამისოდ მოუწიოს საკუთარი ვაჟიშვილის გირაოში მიცემა.
“ჩემი სულიერი გულისტკივილის შეცვლა მხიარულებად მის უმაღლესობს არ ძალუძს _ პასუხობდა ლაზარევი. _ საკუთარ თავზე მე ერთი სიტყვაც კი არ მითქვამს, არამედ ვთქვი, რომ ვრისკავ რომ პოლკში არსებული უკმარისობების გამო დავკარგავ ჩემი ხელმწიფის მოწყალებას. პირადად მე არაფერში გაჭირვებას არ განვიცდი, ხელმწიფისგან ვღებულობ ხელფასს და მაქვს ჩემი სოფლები. ჩემი პრეტენზია შედგება მხოლოდ იმაში, რომ ჩემდამი რწმუნებული პოლკი ღებულობდეს ყველაფერ იმას, რაც მას ეკუთვნის. იმ დრომდე, სანამ იგი არ იქნება დაკმაყოფილებული, მე ჩემს მოთხოვნებს თავს არ დავანებებ. მაგრამ როგორც ვხედავ, რომ მის უმაღლესობას არ ნებავს დაკმაყოფილება, ამიტომ მის შეწუხებას მეტად აღარ გავაგრძელებ, არამედ მოვახსენებ ჩემს უფროსობას (კავკასიის) ხაზზე”.
იმავე დღეს გაგზავნილ იქნა ბრძანება პოლკის ყოველივე აუცილებლით დაკმაყოფილების შესახებ; მაგრამ ისიც, ჩვევის და მიხედვით, აღუსრულებელი დარჩა.
_ თუკი თქვენ პოლკი გჭირდებათ, მაშინ გაუფრთხილდით მას, ისევ ეუბნებოდა ლაზარევი ჭავჭავაძეს.
მეფემ ლაზარევს გამოუგზავნა თავისი ძე და მემკვიდრე თხოვნით, რათა მოეთმინა და არ მოეხსენებინა კნორინგისთვის.
_ თქვენი ხელმწიფე და თქვენც ქრისტიანები ხართ, მეც ასევე, _ ამბობდა დავით ბატონიშვილი. _ მოიღეთ მოწყალება, მოითმინეთ და არ მოახსენოთ. მე ვიცი, რომ თუკი თქვენ მოახსენებთ, მაშინ პოლკს წაიყვანენ, და ჩვენ დავიღუპებით.
_ ერთი კვირა კიდევ შემიძლია მოვითმინო _ პასუხობდა ლაზარევი _ მაგრამ შემდეგ ვეღარ გავჩუმდები. მისი უმაღლესობა პოლკის გარეშეც დარჩება მეფედ, მე კი ვრისკავ რომ დასჯილი ვიქნები.
ეს საუბარი მაინც საუბრად დარჩა: ჯარისკაცთა მდგომარეობა არაფრით არ გაუმჯობესებულა.
“აქ ყველაფერი ისე მიდის როგორც ჩვენთან въ присутственныхъ местахъ _ იქ ყველანი ამბობენ ხვალ (завтра), აქ კი იქნება (икнеба), მაგრამ ამის გამო არაფერი არ არის ხოლმე”.
ამ მდგომარეობაში იყო საქმეები ჩვენი ჯარების საქართველოში შემოსვლის სულ დასაწყისშივე. ამ ქვეყნის მდგომარეობა ისე მოშლილი იყო, ნაკლოვანებები და უკმარისობანი ყველაფერში იმდენად საგრძნობი, რომ, მთელი თავისი სურვილის მიუხედავად, გიორგის არ შეეძლო სავსებით დაეკმაყოფილებინა ისინი, ვინც გამოგზავნილი იყვნენ მის დასაცავად.
“მეფემ ოფიცერთა ყველა ცხენის გამოკვება თავისი ხარჯებით იკისრა _ სწერდა ლაზარევი _ და ჯარისკაცებს კვირაში ერთხელ აბანოში მისვლის ნება მისცა უფულოდ; აი მთელი ხელშეწყობა პოლკისადმი. ამავე დროს, მას ძალზედ სურს, რომ პოლკი ყველაფრით იქნას დაკმაყოფილებული; მაგრამ მის ბრძანებებს ცუდად ასრულებენ, და ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, არავინ მას არ უსმენს”* (Изъ донесения Лазарева Кноррингу 22-го декабря 1799 г. Акты кавк. археогр. Ком. Т. I, стр. 101).
ლაზარევი, რომელიც საქმეს უბრალოდ უყურებდა, ქვენა აზრების გარეშე, სამათლიანად უდგებოდა გიორგის და არ ფიქრობდა მის წინააღმდეგ რაიმე ბრალდებების წამოყენებას. ამის სრულებით საპირისპიროდ იქცეოდა კოვალენსკი. ხელმძღვანელობდა რა საიდუმლო მიზნებით, იგი დაადგა ცრუ გზას უწინარეს ყოვლისა იმით, რომ პეტერბურგში გზავნიდა უსამართლო და წინააღმდეგობრივ მოხსენებებს. მინისტრი იწერებოდა ჩინებული მიღების შესახებ, განსაკუთრებული პატივისცემის შესახებ, რომელსაც აღმოუჩენს მას გიორგი, და სხვა. მაგრამ, როგორც კი დაინახა, რომ წინასწარ შედგენილი ფოიერვერკული მოხსენებები საქმით ვერ მართლდება, რომ ლაზარევი, რომელიც ვერ ღებულობს პროვიანტსა და სადგომს, მოვალე იქნება მოახსენოს ამის შესახებ კნორინგს და ამით გამოააშკარავებს მისი მოხსენებების უსამართლობას, კოვალენსკის, რათა საკუთარი თავისგან ჩამოეცილებინა ბრალეულობა, არ ჰქონდა სხვა გამოსავალი, თუ არა მიემართა ლაზარევის დადანაშაულებისთვის.
თავად მეფემ მალევე განსაზღვრა რუსეთის ორი წარმომადგენლის ღირსება. ერთში მან ჰპოვა ჭეშმარიტების, სიმართლის (მოყვარული), ღია და პირდაპირი ადამიანი; მეორეში _ არაგულწრფელობა და პატივმოყვარული ჩანაფიქრები. მეფის სულიერი თვისებები და მისი კეთილგანწყობა იხრებოდა ლაზარევის მხარეს. კოვალენსკიმ მაშინვე დაკარგა მნიშვნელობა. გიორგიმ, რომლის შესახებაც ჩვენი მინისტრი იწერებოდა, რომ იგი ასრულებს მთელ მის დარიგებებსა და უსმენს მას ყველაფერში, შეწყვიტა რჩევის საკითხად მიმართვა კოვალენსკისადმი, არამედ, პირიქით, მეტად ხშირად ეკიხებოდა აზრს ლაზარევს.
გაუგებრობანი გიორგისა და კოვალენსკის შორის დაიწყო ტფილისში მისი მოსვლიდან მალევე. ყველა წესის აღსრულებისა და საქართველოს ტახტზე გიორგის დამტკიცების შემდეგ, მეფეს თავისი მხრიდან უნდა დაენიშნა სრულუფლებიანი წარმომადგენლები იმ აქტზე ხელის მოსაწერად, რომელიც დაადასტურებდა 1783 წ. ტრაქტატის პირობებს საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულების შესახებ. მეფე* (Акты, собранные кавказскою археографическою комисიею. Тифлисъ. 1866 года. Т. I., стр. 95), სხვადასხვა საბაბით, აყოვნებდა ამ აქტის ხელმოწერას და გამოთქვამდა სურვილს, რათა გამოეგზავნა ს.-პეტერბურგში ელჩობა თხოვნით თავის საჭიროებათა შესახებ* (Рапортъ Коваленскаго государю императору 17-го февраля 1800 г. Моск. Арх. Мин. Иностр. Делъ).
კოვალენსკი ცდილობდა, რომ გადაეფიქრებინა გიორგისთვის ასეთი ელჩობის გამოგზავნა და ეკითხებოდა კნორინგს, თუ როგორ მოქცეულიყო და რა გაეკეთებინა.
გიორგი უარს არ ამბობდა თავის სურვილზე, კოვალენსკი კი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მისი სურვილები შეუთავსებელია (უადგილოა, несовместны), რადგანაც მის კარზე იმყოფება აკრედიტებული მინისტრი, და სთხოვდა დაენიშნა სრულუფლებიანი წარმომადგენლები ხელმოსაწერად და აქტის ს.-პეტერბურგში გასაგზავნად. გიორგი აყოვნებდა კოვალენსკის თხოვნის შესრულებას და სრულუფლებიან წარმომადგენლებს არ ნიშნავდა. მინისტრი სწერდა მეფეს* (Въ письме отъ 25-го января 1800 г. Тамъ же), რომ ყოველივე ამის გამო მან შესაძლოა მიიღოს საყვედური იმპერატორისგან, და ამიტომ იძულებულია სთხოვოს მეფეს შეატყობინოს მას წერილობით ტრაქტატზე ხელმოწერის სურვილის არქონის მიზეზის შესახებ. გიორგი იმავე დღეს პასუხობდა წერილით, რომ იგი გზავნის ს.-პეტერბურგში ელჩებს, და სანამ იმპერატორამდე არ მივა მისი თხოვნა, მანამდე აქტი ხელმოწერილი არ იქნება. მინისტრს უკვირდა, რომ მეფეს შეეძლო გამოეგზავნა თხოვნა უმაღლეს კარზე მასთან ყოველგვარი წინასწარი ურთიერთობისა და შეთანხმების გარეშე, რომ ასეთი საქციელი, შეურაცხჰყოფს რა მას, როგორც მინისტრს, შესაძლოა მეტად არმოსაწონი და გასაკიცხი იქნას თავად მეფისთვისაც. კოვალენსკი მიუთითებდა გიორგის იმაზე, რომ მასთან, როგორც მინისტრთან, წინასწარი ურთიერთობების გარეშე, მეფეს არ ჰქონდა უფლება არანაირი სათხოვარის მიწერისა იმპერატორისთვის. გიორგი კი დაჟინებით ითხოვდა თავისას.
კოვალენსკი ეკითხებოდა, თუ როგორი თხოვნით ფიქრობს იგი ელჩების გაგზავნას. მეფემ, შეიტყო რა მინისტრის ზნეობრივი თვისებების შესახებ, არ ეუბნებოდა მას თავისი ელჩების გამოგზავნის ნამდვილ მიზეზებს და გულდასმით მალავდა თავის სურვილს.
“თქვენ მეკითხებით _ სწერდა მეფე გიორგი კოვალენსკის* (Отъ 27-го января 1800 г. Моск. Арх. Мин. Иностр. Делъ.) _ თუ როგორი მოხსენებებით იგზავნება ჩვენგან თხოვნა? ის რაც უწინ ჩვენგან სიტყვიერად იყო გამოცხადებული, ახლა იმას განვმარტავ წერილობით:
1) საქართველოში სამუდამოდ ყოფნისთვის მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის 3.000-კაციანი ჯარის დანიშვნის შესახებ.
2) ბაბა-ხანთან ურთიერთობის თაობაზე. ჩვენს სამფლობელოებსა და ადერბაიჯანს შორის საზღვრების დადგენის გამო.
3) ურთიერთობის შესახებ ვისთანაც ჯერ არს, რათა ახალციხის ფაშა არ აძლევდეს თავისთან თავშესაფარს ლეკებს და არ აძლევდეს მათ ჩვენი სამფლობელოების რბევის უფლებას.
4) დადასტურების შესახებ დაღესტნელი მფლობელებისთვის, რათა ისინი ასევე არ ესხმოდნენ თავს საქართველოს და ბოროტმოქმედებებს არ სჩადიოდნენ მის წინააღმდეგ.
5) განსვენებული მეფისთვის, ჩვენი მშობლისთვის ნაწყალობევი არტილერიის ჩვენამდე ჩამოტანის შესახებ, მით უმეტეს, რომ ამაზე მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის სურვილიც იქნა გამოთქმული.
6) ამჟამად აქ მყოფი და მომავალში მოსული ჯარების სურსათით მომარაგების შესახებ, რუს მოხელეთა მზრუნველობით, ასევე პროვიანტისა და ფურაჟის საცნობარო ფასებით (по справочным ценам) შესყიდვით.
სიტყვიერად კი დავავალებ შუამდგომლობას, რათა ითხოვონ ჩვენი ძმებისთვის: კათოლიკოს ანტონისა და ბატონიშვილ ვახტანგისთვის, აგრეთვე ჩვენი ძის იოანესთვის ორდენები.
ზემოაღნიშნული პუნქტების მიხედვით შუამდგომლობის თაობაზე ჩვენ დავავალეთ ჩვენს ელჩებს ინსტრუქციაში, ხოლო სათხოვარში კი ეს არ არის ჩაწერილი. სხვამხრივ, ვრჩებით თქვენდამი პატივისცემით”.
კოვალენსკი თანხმდებოდა ელჩობის გამოგზავნაზე, მაგრამ მხოლოს ისეთ შემთხვევაში, თუკი მას გააჩნია მხოლოდ ერთი მიზანი _ მადლობა მოახსენოს იმპერატორ პავლეს მისი წყალობებისა და ქართველ ხალხზე მზრუნველობისთვის. მინისტრი ეკითხებოდა მეფეს, თუ სახელდობრ ვინ არის დანიშნული ელჩობაში. გიორგი პასუხობდა, რომ ნიშნავს თავის სრულუფლებიან მინისტრსა და დიდ სარდალს თავად გარსევან ჭავჭავაძეს, საიდუმლო მრჩეველს თავად გორგი ავალიშვილსა და სახელმწიფო მრჩეველს მდივანბეგს (мдиванъ-начальника) თავად ელიაზარ ფალავანდიშვილს (გვარები წერია რუსული დაბოლოებით _ Аваловъ, Палавндовъ).
კოვალენსკი პასუხობდა* (Отъ 16-го января 1800 г. Моск. Арх. Мин. Иностр. Делъ), რომ ძნელდება ელჩობის გაგზავნა, რადგანაც გასაგზავნ პირებს მიცემული აქვთ ისეთი ჩინები, რომლებიც მათ მანამდე არ ჰქონიათ; რომ საიდუმლო და სახელწიფო მრჩეველთა ჩინები, რომლებიც მათ უწყალობა მეფემ, ამ დრომდე საქართველოში არ არსებობდა; რომ საიდუმლო მრჩეველი თავადი ავალიშვილი მანმადე რამდენიმე თვით ადრე გახლდათ თარჯიმნად ანუ მდივნად ახლანდელი მინისტრის ამალაში.
სურდა რა ესაყვედურა მეფისთვის, კოვალენსკი უმატებდა, რომ პეტერბურგის სამეფო კარს მეტად არასასურველი აზრი ექნება “აქ არსებული წესრიგისა და საქმეთა მიმდინარეობის შესახებ” (რუსეთის იმპერიაში არსებული სამოქალაქო და სამხედრო ჩინების განრიგით, რამდენადაც ვიცით, სახელმწიფო მრჩეველს შეესაბამებოდა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება, ნამდვილ სახელმწიფო მრჩეველს _ გენერალ-მაიორის, საიდუმლო მრჩეველს კი _ გენერალ ლეიტენანტისა. ამიტომ კოვალენსკის საყვედური სავსებით გასაგები უნდა ყოფილიყო: არ შეიძლებოდა წოდებებისა და ჩინებისადმი ასეთი მსუბუქი და სახელდახელო დამოკიდებულება; და ალბათ ასევე განეწყობოდნენ რუსეთის მმართველობის სტრუქტურებშიც _ ი. ხ.).
მაგრამ ასე არ ფიქრობდა გიორგი მეფე: ისე რომ არ ჰკითხა კოვალენსკის, მან გამოგზავნა ელჩობა პეტერბურგში. კავკასიის ხაზზე წარმოგზავნილნი დაკავებულ იქნენ კნორინგის მიერ, რომელიც მოითხოვდა კოვალენსკისგან, რათა მას მიეცა მათთვის წარდგენა მგზავრობაზე (виды на проездъ). კოვალენსკიმ უარით უპასუხა, და ელჩობა გაჩერებულ იქნა იქ ჩვენი დედაქალაქისკენ მგზავრობაზე უმაღლესი ნებართვის მიღებამდე* (Рапортъ Кнорринга государю императору 28-го января 1800 г. Моск. Арх. Мин. Иностр. Делъ).
აპრილის ბოლოს თავადი ჭავჭავაძე, ამალით, გამოგზავნილ იქნა მოზდოკიდან ს.-პეტერბურგში* (Рапортъ Кнорринга государю императору 25-го апреля 1800 г. Акты кавк. Арх. Ком. Т. I, стр. 105).
ელჩობის უმთავრესი საბაბი, როგორც ჩვენ ქვემოთ დავინახავთ, მდგომარეობდა საიდუმლო დავალებაში ელჩებისთვის ეთხოვათ იმპერატორ პავლესთვის საქართველოს რუსეთის სრულ ქვეშევრდომობაში მიღების შესახებ (о принятიи Грузიи въ совершенное подданство Россიи). ხოლო ს.-პეტერბურგში ელჩობის გამოგზავნის ხილული და ყველასთვის გასაგები საბაბი გახლდათ როგორც მეფის, ისე ქართველი ხალხის ნამდვილი შიში ხმების გავრცელების გამო სპარსელთა ახალი შემოსევისა და ქვეყნის აოხრების შესახებ, რომლის კვალიც ჯერ კიდევ სჩანდა საქართველოში ყველა ნაბიჯზე.
ტფილისში მოსული ჩვენი რაზმის უმნიშვნელობა, დაურწმუნებლობა იმაში, რომ მიეცემათ კიდევ უფრო მეტი გაძლიერება, და თავად შეუძლებლობა მისი გაგზავნისა დროულად და სწრაფად, მდინარე თერგის ადიდებისა და რუსეთთან შეტყობინების შეწყვეტის გამო, თესდა ქართველებს შორის ანგარიშმიუცემელ შიშსა და უიმედობას.
ახალი და ღრმა ჭრილობები გახლდათ ხალხის გადაჭარბებული შიშის მიზეზი. ვუკვირდებით რა საქართველოს მდგომარეობას, ჩვენ უნდა მოვიხსენიოთ, რომ ტფილისი, თავისი ადგილმდებარეობის მიხედვით, თავად ბუნებით იყო გამაგრებული იმდენად, რომ რეგულარული ჯარების უმნიშვნელო ძალებით შეეძლო წინ აღსდგომოდა აზიელი ხალხების მოუწყობელ ლაშქრებს.
ამასთან ქვეყანაში, რომელიც ნაკლებად იყო დასახლებული, იყო გაძარცვული და დარბეული, სადაც მოსახლეობის თითქმის ერთი მესამედი გამარჯვებულთა მიერ ტყვედ იყო წაყვანილი აზიურ ბაზრებზე გასაყიდად, ახალი მოწინააღმდეგისთვის ძნელი იქნებოდა თავისი ჯარების სურსათით მომარაგება, და მას არ შეეძლებოდა ციხესიმაგრის ალყაზე მნიშვნელოვანი დროის გამოყენება.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს გარემოება თვალწინ ედგა თითოეულ ქართველს, ცოტა თუ მოიძებნებოდა ისეთი პირი, რომელიც არ მიეცემოდა სასოწარკვეთას სპარსელთა ან ლეკების შემოსევის თაობაზე ყოველგვარი, თუნდაც უმნიშვნელო და ცრუ ხმების გამო.
ვაჟკაცობამა და უშიშრობამ, რომლებიც წარმოადგენდა უწინდელი ქართველების განმასხვავებელ ნიშნებს, ახლა ისინი სრულებით მიატოვეს. სამხედრო საქმიანობა და დიდება დავიწყებულ იქნა და იქცა მხოლოდღა მოთხრობათა მონაპოვრად სახელოვანი წინაპრების შესახებ. შეინარჩუნეს რა ხასიათში მეომრულობისადმი ამთვისებლობა (მიდრეკილება, воспрიимчивость къ воинственнности), ქართველებს არ ჰყავდათ ხელმძღვანელები და ამიტომაც დაჰკარგეს სულის სიმხნევე. ხალხში არ იყო ერთიანობა და საკუთარი ძალის შეგნება.
მაცხოვრებელთა დამშვიდებისთვის, კოვალენსკიმ ითხოვა კავკასიის ხაზიდან კიდევ ერთი პოლკის გამოგზავნის შესახებ. მისი აზრით, პოლკი აუცილებელიც კი იყო, საქართველოსა და მის მომიჯნავე მხარეში რუსეთის იმპერატორის უმაღლესი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის* (Рапортъ Кнорринга государю императору 17-го февраля 1800 г. Моск. Арх. Мин. Иностр. Делъ).
“აქაური მთავრობის მიერ საკუთარი სიკეთის შესახებ სრული უდარდელობის გამო _ მოახსენებდა კოვალენსკი იმპერატორ პავლეს _ საქართველოში თქვენი უდიდებულესობის უმაღლესი ძალაუფლების შენარჩუნება, მასში სასურველი და ყველა აქაურის მიერ ნანატრი კეთილმოწყობის დამყარება, და თავად მის მომიჯნავე ხალხებში თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის მფლობელობისადმი პატივისცემის დამკვიდრება ვერ შეიძლება მტკიცედ აღწევდეს თავის მიზანს სხვანაირად, თუ არა, ჯერ ერთი, აქ ჯარის შენახვით, მეორე, კეთილმოწყობის შემოღებისთვის მეფის კარზე ცნობილ პირთაგან საბჭოს დაარსებით, რომელიც იქნებოდა თქვენს მიერ აქ რწმუნებული პირის ზედამხედველობისა და მის მიერ წახალისების ქვეშ, და, ბოლოს, ამ უკანასკნელისთვის უფართოესი ძალაუფლების მინიჭებით, მის შესაფერის პატივისცემასთან ერთად”.
უკანასკნელი ფრაზა შეადგენდა კოვალენსკის მოხსენების მთელ არსს, მთელ მიზანს. ძნელი არ არის დავინახოთ, რომ ჩვენი მინისტრი უწინარეს ყოვლისა ცდილობდა მიეღწია ძალაუფლებისა და პატივისცემისთვის, და არ შეიძლება არ დავეთანხმოთ ლაზარევს, რომელიც იწერებოდა, რომ კოვალენსკის სურს მართავდეს მთელ საქართველოს.
ჩაფიქრებული მიზნის წარმატებით მისაღწევად კოვალენსკი ხშირად უნდა მოქცეულიყო არაგულწრფელად. ამიტომ მის მოხსენებებში გვხვდება უკიდურესი წინააღმდეგობანი. იგი ხან მოახსენებდა, რომ საქართველოში ყველაფერი დაწყნარდა, ხანაც მოწმობდა მმართველობაში უკიდურესი მოუწესრიგებლობის შესახებ. ერთ მოხსენებაში იგი წერს, რომ გიორგი ყველაფერში გამოხატავს მისდამი პატივისცემას, ასრულებს ყველა მის რჩევას, მეორეში _ რომ გიორგის არ სურს ხელი მოაწეროს აქტს და არ კითხულობს კოვალენსკის რჩევას; ხან წერს, რომ მეფეში ჰპოვა წესების სიმყარე, საღი მსჯელობა, მორჩილება და ღვთისმოსაობა (კეთილზნეობა), ხანაც მოახსენებს, რომ მეფე სუსტია და ვერაფერში ვერ ერთვება (не во что не входитъ). არ მოქმედებდა რა ღიად, კოვალენსკიმ მოახერხა წაჩხუბებოდა ყველას და გაეკეთებინა ის, რომ, რასაც ქვემოთ ვნახავთ, ჩვენმა მთავრობამ აუცილებლად მიიჩნია გამოეწვია იგი და მოესპო მინისტრის პოსტი საქართველოს მეფის კარზე...
მიზეზები, რომლებმაც წაახალისეს გიორგი, რათა ეძია რუსეთის ქვეშევრდომობა, მომდინარეობდა სამეფოს მმართველობის მთელი მექანიზმის სრული მოშლილობისა და საგარეო უძლურებიდან. შეგნებული ჰქონდა რა თავისი ჯანმრთელობის სისუსტე, ამ ქვეყნად ცხოვრების მცირე დარჩენილი დრო, გიორგის ეშინოდა იმ ხვედრისა, რომელიც მოელოდა მის საკუთარ დაუცველ ოჯახს, საქართველოს მთელ სამეფოსა და ხალხს.
საქართველო, სივრცის მიხედვით უმნიშვნელო, ინტრიგებისა და ურთიერთშორის მტრობის მსხვერპლი, ამასთან ერთად თითქმის ყოველი მხრიდან გარშემორტყმული გახლდათ მაჰმადიანური კანონის ხალხებით, რომლებიც თავს არ ანებებდნენ ქვეყნის გაჩანაგებას ხან აშკარა თავდასხმებით, ხან მტაცებლობით, ხანაც იმ პირთა საიდუმლოდ შეგულიანებით, რომლებიც იდგნენ მმართველობის სათავეში, “რის გამოც ხდება ხოლმე კიდეც ის _ მოახსენებდა ლაზარევი (*) _ რომ ადრე თუ გვიან (საქართველოს სამეფო) უბედური უნდა შეიქმნას” (* Замечанიя Лазарева о тогдашнихъ обстоятельствахъ Грузიи 24-го января 1801 г. Тифл. Арх. Канц. Наместника).
ქვრივმა დედოფალმა დარეჯანმა, გიორგის დედინაცვალმა, “მეტად უტეხი” ზნის ქალმა, განიცადა რა ერთხელ წარუმატებლობა, სულში ჩაიმალა ძალაუფლებისმოყვარული სურვილებიდა თავს არ ანებებდა გიორგისთვის მავნებლობას. შეურაცხყოფილი იმით, რომ საკუთარ ხელში არ გააჩნია მმართველობა და რომ გიორგი არ მიმართავს მას რჩევებისთვის, იგი ეწეოდა საიდუმლო ინტრიგებს.
იმპერატორ პავლერს მიერ დავით ბატონიშვილის საქართველოს ტახტის მემკვიდრედ აღიარება და გიორგის საგვარეულოში ტახტის შენარჩუნება ეწნააღმდეგებოდა დარეჯან დედოფლისა და მისი შვილების სურვილებსა და გეგმებს. გიორგიმ და დავითმა ერთგულება შეჰფიცეს რუსეთის იმპერატორს, ხალხს უხაროდა და მხიარულებდა, დარეჯან დედოფალი კი თავისთან იხმობდა თანამოაზრეებს და ცდილობდა უკმაყოფილოთა პარტიის გაზრდას.
მისი უფროსი ვაჟიშვილი იულონი, რომელსაც მამულები ჰქონდა ზემო ქართლში და, ერეკლეს ანდერძის მიხედვით, პრეტენზიას აცხადებდა ტახტის მემკვიდრეობაზე გიორგის სიკვდილის შემდეგ, ქმედითად ეხმარებოდა საკუთარ დედას. იულონი თავისთავად გახლდათ მტკიცე ხასიათის არმქონე ადამიანი. ყველა მისი საქციელი წარმოადგენდა მისი დედის, დარეჯან დედოფლის რჩევების შედეგს, აგრეთვე მისი ცოლისა, რომელიც მას ძალზედ უყვარდა. თუმცა კი, იგი მათ უსმენდა მხოლოდ მაშინ, “როდესაც ძალზედ დათვრება, რაც მას ყოველ დღე ემართება; მაგრამ იმისთვის, რათა იგი სინანულში არ მოვიდეს და არ დაბრუნდეს ჭეშმარიტ გზაზე, მისთვის მიჩენილი ჰყავთ ძმები ალექსანდრე და ფარნაოზი, რომლებიც უკვე მოუდრეკელნი არიან”* (Изъ письма Лазарева Кноррингу отъ 8-го марта 1801 г. Тифл. Арх. Канц. Наместника). მფარველობდა რა უკმაყოფილოებს, და აღვივებდა რა ხალხის ვნებებს, თავად იულონი აშკარად ეურჩებოდა მეფის ნებას. გიორგის ბრძანებების მიუხედავად, მას არ გამოჰყავდა არც ერთი ჯარისკაცი თავისი მამულებიდან, და არ იძლეოდა პროვანტს, როდესაც მას განრიგის მიხედვით მოუწევდა.
ვახტანგ ბატონიშვილი, მეტად ეშმაკური ბუნების ადამიანი, გარეგნულად ძალზედ გულმოდგინეობდა რუსეთის მიმართ, ზრუნავდა ჩვენს ჯარზე, საიდუმლოდ კი ეჭირა ძმების მხარე და თავს არიდებდა ყველანაირ ურთიერთობებს გიორგის მომხრეებთან. ალექსანდრე ბატონიშვილს, რომელიც აზიელი ხალხების ზნე-ჩვეულებათა ერთგული იყო და ზოგიერთ აზიურ ადათსაც კი ასრულებდა, ბევრი თანამოზარე ჰყავდა საქართველოს გარშემო მყოფ ყველა ხალხს შორის. ალექსანდრე, თავის ძმასთან ფარნაოზთან ერთად, ჯერ კიდევ ერეკლე II-ის სიცოცხლის დროს, ურჩობას იჩენდა მამის მიმართ და ხალხს აღელვებდა. “ფარნაოზ ბატონიშვილის შესახებ _ მოახსენებდა ლაზარევი _ მე არაფრის თქმა არ შემიძლია, ვინაიდან იგი არაფერში არ ჩანს, თუკი გამოვრიცხავთ იმ რბევებს, რომლებიც მან თავს დაატეხა მეფის ზოგიერთ ქვეშევრდომსა და მიმდევარს”.
ცივი დამოკიდებულება, რომელიც არსებობდა ძმებსა და ნათესავებს შორის ტახტზე გიორგის ასვლის დროს, მალე გადაიქცა აშკარა მტრობად და ღია წინააღმდეგობად ბატონიშვილების მხრიდან.
ბატონიშვილებმა ალექსანდრემ და ფარნაოზმა, საქართველოს საუფლისწულოებად საერთო დაყოფის დროს, მეფისგან სამკვიდროდ მიიღეს დარეჯან დედოფლის მამულები, ოღონდ იმ პირობით, რომ მათ მფლობელობას შეუდგებოდნენ მხოლოდ დედის სიკვდილის შემდეგ.
ერეკლე II-ის სიკვდილის წინ, დარეჯანმა მოახერხა გამოეთხოვა ქმრისთვის ნებართვა, რათა ფარნაოზისთვის მიეცათ იმ მამულის ნაწილი, რომელიც დანიშნული იყო იმ ხანად რუსეთში მყოფი მირიანისთვის. პეტერბურგიდან საქართველოში დაბრუნებულმა მირიანმა დაიწყო ფარნაოზისგან თავისი წილის მოთხოვნა, რომელმაც მამულის ძმისთვის დაბრუნების ნაცვლად, დაიწყო სურამის ციხე-სიმაგრის გამაგრება და დგებოდა თავდაცვით მდგომარეობაში. ამ საქციელმა მისცათ საბაბი დავების დასაწყებად.
მეფე, რომელიც ყველაზე უფრო მეტად კეთილგანწყობილია თავისი ძმის მირიანის მიმართ, იმისთვის, რომ მან პირველმა მისცა ხმა საქართველოს მეფედ გიორგის დამტკიცებაზე, უკვე მზად იყო გაეგზავნა ჯარი ფარნაოზის წინააღმდეგ და ძალით აეძულებინა იგი მიეცა მამულები მირიანისთვის. ფარნაოზს გამოექომაგა დარეჯან დედოფალი. გიორგი წაეჩხუბა დედინაცვალს და თავი დაანება თავის განზრახვას ჯარის გაგზავნის თაობაზე. ფარნაოზი დარჩა თავის მამულებში. მაშინ ალექსანდრე ბატონიშვილმა, ერთადრთმა რომელსაც არ ჰქონდა სამკვიდრო, დაიწყო მოთხოვნა, რომ მისთვის მიეცათ ყაზახი, რომელიც, ქართული ადათ-ჩვეულების მიხედვით, არ შეიძლებოდა ვინმეს კუთვნებოდა, გარდა მეფისა. მიიღო რა უარი თავის მოთხოვნებზე, ალექსანდრე გადაიქცა გიორგის შეურიგებელ მტრად და თავის დანარჩენ ნათესავთა არმოყვარედ. თავისი უფლებების დასაცავად მან დაიწყო გარეშე დახმარების ძიება...
1800 წლის ივნისის პირველ რიცხვებში, ალექსანდრე ბატონიშვილმა, რომელიც ცხოვრობდა თავის სოფელ შულავერში, გადაინაცვლა თურქეთის საზღვრისკენ. იყო თუ არა ეს გაკეთებული ჩანაფიქრით ან ჩანაფიქრის გარეშე _ ცნობილი არ არის, მაგრამ ტფილისში მიიღეს ეს საქციელი ბატონიშვილის განზრახვად წასულიყო სამეფოს ფარგლებს გარეთ. გიორგიმ მაშინვე გაგზავნა მასთან სულიერი მოძღვარი და ადიუტანტი დავალებით, რათა დაერწმუნებინათ ბატონიშვილი დაბრუნებულიყო ტფილისში. ამ საქმეში მონაწილე კოვლენსკიმ, მეფის მიერ წარგზავნილებთან ერთად, თავის მხრივ გააგზავნა მაიორი კოლონტაროვი.
16 ივნისს ისინი გაემგზავრენ ტფილისიდან, მაგრამ შულავერში მოსვლის შემდეგ ვერ ნახეს აქ ბატონიშვილი. აქ მათ გაიგეს, რომ ვითომდა ალექსანდრე, თავის ამალასთან და თავის ხელქვეით 500 თათართან ერთად, მათი ოჯახებით, დროებით ავიდა მთებში. ისინი ამბობდნენ, რომ დამდგარმა სიცხემ აიძულა ბატონიშვილი სიგრილე ეძია მთებში; სხვები ირწმუნებოდნენ, რომ იგი მთებში ავიდა საზღვარგარეთ წასვლის მიზნით. წარგზავნილები უკან მიჰყვნენ ბატონიშვილს, დაეწიენ მას სომხეთში და 17 ივნისს საღამოს ჰქონდათ მასთან პაემანი. უკმაყოფილოდ და მეტად ცივად მიიღო ალექსანდრემ გიორგის წერილი და ასეთივე უკმაყოფილებით ისმენდა შეგონებებს ტფილისში დაბრუნებაზე* ( Рапортъ Колонтарова 16-го იюня 1800 г. Тифл. Арх. Канц. Наместника).
_ არა ერთხელ _ ამბობდა იგი _ როგორც მე, ისევე დედოფალსაც ჩემს დედას მოუსმენია მსგავსი დაიმედებანი და ამდენჯერვე გვინახავს პირობის გატეხვა, გამოვცადეთ შევიწროვებანი, ამასთან სამხედრო ძალაც კი იყო გამოყენებული ჩემი ძმების წინააღმდეგ; მათ და დედაჩემს წართმეული აქვთ მათთვის კუთვნილი უფლებები და უპირატესობანი.
დედაჩემს ჩამორთმეული აქვს მამულები და შემოსავლები, რომლებითაც იგი არსებობდა. თავად მე, რომელსაც არ აღმომიჩინეს სათანადო სამართლიანობა, ყველაფერს ვიტანდი აქამდე მოთმინებით. არა მაქვს იმედი, რომ მეფე მომავალშიც შემისრულებს დანაპირებ სიტყვას, და ამიტომ არ შემიძლია გავბედო და გადავწყვიტო ტფილისში მოსვლა მისი მოწვევით.
მაიორმა კოლონტაროვმა მისცა ბატონიშვილს კოვალენსკის წერილი. ალექსანდრემ, წაიკითხა რა წერილი, თუმცა კი გამოხატა დარწმუნება იმაში, რომ რუსეთის მინისტრს გუწრფელად სურს შეეწიოს მათ საერთო მწარე ხვედრს, მაგრამ ამბობდა, რომ ეეჭვება კოვალენსკის ღონისძიებათა წარმატებისა. კოლონტაროვმა დაიწყო მისი დარწმუნება დაბრუნებულიყო ტფილისში, ჰპირდებოდა რა კოვალენსკის თანადგომასა და მონაწილეობას ძმების შერიგებაში.
_ მე დარწმუნებული ვარ კოვალენსკის ჩედამი კეთილგანწყობაში _ პასუხობდა ბატონიშვილი _ და მის სურვილშიც აღადგინოს კეთილი თანხმობა ძმებს შორის; მაგრამ თუკი აქამდე მან ვერ მოახერხა ეს, მაშინ მე არ შემიძლია ვიმედოვნებდე, რომ ახალ შუამდგომლობასაც შესაძლო იყო უკეთესი შედეგები ჰქონოდა, მით უმეტეს, რომ ერთხელ მისი მეშვეობით წარდგენილი უმნიშვნელო თხოვნა ორი თათარის შესახებ, მეფემ დატოვა ყოველგვარი ყურადღების გარეშე.
_ საქართველოში რომ არ ყოფილიყო რუსეთის მინისტრი _ ამბობდა ალექსანდრე _ მაშინ მე უკვე დიდი ხანია გამოვძებნიდი ჩემთვის და ჩემი ძმებისთვის სათანადო დაკმაყოფილებას ყველა განცდილი წყენის გამო.
წარგზავნილები აგრძელებდნენ ბატონიშვილის დარწმუნებას.
_ თუკი მე გავბედავ და გადავწყვეტ ტფილისში მოსვლას _ პასუხობდა იგი _ მაშინ ამას გავაკეთებ მხოლოდ კოვალენსკის მოპატიჟებისადმი პატივისცემის გამო, დავამყარებ რა მასზე მთელ იმედებს.
ასე ამბობდა, მაგრამ ასე არ ფიქრობდა ბატონიშვილი. მან ბრძანა მეფის წარმოგზავნილთა დაბინავება ქოხში, ვერსის მეოთხედსა და მეტ მანძილზე რომ იდგა მისი ბანაკიდან, თანაც უთხრა, რომ მათ არ ჰქონოდათ მისგან რაიმე სხვა პასუხის მოლოდინი; კოლონტაროვს კი სთხოვა მასთან გაეთენებია ღამე, რათა ცალკე დალაპარაკებოდა მას და მიეცა გადამწყვეტი პასუხი. ეშინოდა რა ეჭვებისა თავისი ამხანაგების მხრიდან, კოლონტაროვმა უარი თქვა პატონიშვილის მიპატიჟებაზე და სთხოვა გაეშვა ისიც ღამის გასათევად იმავე ქოხში.
წარგზავნილთა წასვლის შემდეგ, საღამოს ათი საათისთვის, ბატონიშვილმა ალექსანდრემ გამოუცხადა თავის ამალას მის მიერ მიღებული ცნობის შესახებ, რომ მეფის სიმამრი, თავადი ციციშვილი, დანიშნულია ჯარით რათა დაედევნოს ბატონიშვილს და, თუკი შესაძლებელი იქნება, ხელში ჩაიგდოს იგი ცოცხლად და ძალით ჩაიყვანოს ტფილისში. ალექსანდრე გამოაცხადა, რომ განზრახული აქვს დაუყოვნებლივ გაემგზავროს საზღვარგარეთ.
ღრმა შუაღამეს ცხენების სადარაჯოდ დატოვებულთა ყვირილმა გააღვიძა წარგზავნილები. აღმოჩნდა, რომ მათი სამივე ცხენი მოპარულია და რომ ბატონიშვილი თავის თანამგზავრებთან ერთად აიყარა და გაიქცა. შორიდან მოღწეული ხმაური ადასტურებდა მოსმენილის სამართლიანობას. ყოველი მხრიდან თათრებით გარშემორტყმულ წარგზავნილებს არ შეეძლოთ რაიმე ღონე ეხმარათ, გარდა იმისა, რომ მოფერებით და ნაწილობრივ კი მუქარითაც დაერწმუნებინათ თათრები, რომელთაგან ბევრი ალექსანდრეს ერთგული იყო, არ გაჰყოლოდნენ თან ბატონიშვილს.
ალექსანდრესთან ერთად, დარჩენილთა ჩვენებებით, წავიდა 65 ადამიანი ქართველები, თათრები და ერთიც მღვდელმსახური* (აზნაურ თურმანიძის ჩვენება. Тифл. Арх. Канц. Наместника. თურმანიძე ამბობდა, რომ ბატონიშვილთან ერთად გაიქცა 40 თუ 50 ადამიანი).
დილით, როდესაც უკვე გათენდა, ნამდვილად მოვიდა გიორგის ერთგული 200 თათარი, თურქეთის საზღვრის მახლობლობაში, რომლის ფარგლებშიც წავიდა ბატონიშვილი, მათი დევნა ამაო იქნებოდა.
მოვიდა რა ყარსში, ალექსანდრე მეტად კარგად იქნა მიღებული ფაშას მიერ, რომელიც მას მასპინძლობდა სამი დღის განმავლობაში. იქედან იგი უფრო შორს გაემართა, გადალახა არაქსი და მეოთხე დღეს მივიდა სპარსულ ბანაკში, სადაც იმყოფებოდნენ აბას-მირზა და სულემანი, 8000-იანი თუ 9000-იანი ჯარით.
აბას-მირზამ, რომელსაც წინასწარ აცნობეს ბატონიშვილის მოსვლის შესახებ, მის შესახვედრად გამოგზავნა თავისი მოხელეები და, თავად ბატონიშვილის სიტყვებით, 6000-იანი ჯარი; ბრძანა დაედგათ მისთვის საგანგებო კარავი, აჩუქა მას ცხენი და 400 მან. ფული. მეორე დღეს მირზამ გამოუგზავნა კიდევ 600 მან., ორი ხიფთანი, ორი შალი და ორი ხალათი. ალექსანდრემ ბანაკში დაჰყო ორთვენახევარი, და “გავრცელდა ხმები, რომ აბას-მირზამ ამ დროს მეფისგან მიიღო ბრძანება მოიქცეს ისე, როგორც ურჩევენ მას შუშელი (ყარაბაღელი) იბრაჰიმ-ხანი და ბატონიშვილი ალექსანდრე” (იქვე).
ყველა სპარსელ ხანს ებრძანა მასპინძლობა გაეწიათ ბატონიშვილისთვის და ყოველ ღამეს “მოეწყოთ ბანკეტები”. შაჰის ძემ ასევე ორჯერ მიიწვია თავისთან ალექსანდრე, რომელიც სტუმრად იყო მის ხანებთან და, მისი საკუთარი სიტყვების მიხედვით, დროს ატარებდნენ ძალზედ მხიარულად* (Изъ письма царевича матери 30-го იюля 1800 г. Тифл. Арх. Канц. Наместника).
“ისეთი პატივით მიმიღეს – სწერდა ბატონიშვილი დედას – რომ უკეთესის მოლოდინი არც შეიძლებოდა. მე არ შემიძლია აღვწერო ყველა პატივისცემა (почести), რომლებსაც ჩემდამი გამოხატავენ... ბანაკში ჩვეულებრივ ჩემთვის დგამენ ერთ კარგსა და დიდ კარავს, ჩინებული ფუნჯებით მორთულსა და კარგად გაწყობილს; ჩემს მსახურებს კი ყოველთვის უდგამენ სხვა შვიდ კარავს. სწორედ ამ კარვებში ჩვენ აქ მოსვლის დღიდან. ერთი სიტყვით, ისეთ დიდებულებასა და პატივში ვიმყოფები მე აქ მათთან, რომ მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია”...
ალექსანდრეს დედა, დარეჯან დედოფალი, როდესაც შეიტყო თავისი ძის გაქცევის შესახებ, თავადაც ფიქრობდა დაეტოვებინა ტფილისი და შეერთებოდა თავის ვაჟებს იულონს, ვახტანგსა და ფარნაოზს. ინტრიგების შეწყვეტისთვის აუცილებელი იყო მისი დატოვება დედაქალაქში. გიორგი სთხოვდა ლაზარევს გამოეყენებინა ყველა საშუალება იმისთვის, რათა არ დაეშვა დედოფლის გამგზავრება ტფილისიდან. მეფემ ლაზარევის განკარგულებაში დანიშნა 12 ცხენოსნი ქართველი და ერთი მოხელე* (Секретныя письма Коваленскаго Лазареву 7-го и 20-го იюля 1800 г. Тамъ же).
ავლაბარში, სადაც ცხოვრობდა დარეჯან დედოფალი, არ იყო არანაირი ყარაული, ლაზარეთის ყარაულის გარდა; ამიტომ ლაზარევმა, რათა არ მიეცა ეჭვის მიზეზი დედოფლისთვის მასზე, რომ მას უთვალთვალებენ, ავლაბარში მიმავალ ყველა გზაზე დააყენა ღამის საიდუმლო პიკეტები, ხოლო ავლაბრის მთელ გარეუბანსა და მომიჯნავე ადგილებში გზავნიდა ხშირ პატრულებს* (Рапортъ Лазарева Кноррингу 31-го იюля, № 136. Георгიевскიй архивъ коменд. правленიя).
24 ივლისს ლაზარევმა გაიგო, რომ ვახტანგ ბატონიშვილი ჯარით მოვიდა სოფელ ავჭალაში, 12 ვერსზე ტფილისიდან. 26 რიცხვში ქალაქთან მოვიდნენ, ასევე ჯარით, ბატონიშვილები იულონი და ფარნაოზი. მათი მოსვლის მიზანი იყო დარეჯან დედოფლის წაყვანა ტფილისიდან, სპარსელთა შემოსევისგან საფრთხის საბაბით. სინამდვილეში კი, ჰქონდათ რა მიმოწერა ძმასთან ალექსანდრესთან, ბატონიშვილები ეძიებდნენ სპარსეთის ფარველობას და ამიტომ სურდათ მოცილებინათ თავიანთი დედა ყველა შემთხვევითობისგან გიორგი მეფესთან თავიანთი მტრობის საქმეში.
“მე ვფიქრობ – სწერდა გიორგი კნორინგს (*) – რომ ისინი, ასეთი რიცხოვნების ჯარით (3000-მდე), როცა მოწინააღმდეგე ჩვენ მოგვიახლოვდებოდა, დაიწყებდნენ ხალხის ჩამოცილებას ჩვენგან და მის აღშფოთებას და თანხმობაში შევიდოდნენ მოწინააღმდეგესთან” (* Тифлисскიй Арх. Канц. Наместника).
სამი დღის შემდეგ, 27 რიცხვში, ლაზარევმა მიიღო წერილი კოვალენსკისგან, რომელშიც იგი ატყობინებდა მას, რომ დამდეგ ღამეს დარეჯან დედოფალი ფიქრობს ტფილისის დატოვებას. მეთვალყურეთა სიფხიზლე გაზრდილ იქნა. გიორგიმ უბრძანა თავის ადიუტანტს, შეეკრიბა 1000 კაცი ავლაბარში; ლაზარევმა თავის მხრივ გააძლიერა პიკეტები და პატრულები. როდესაც მგზავრობდა დედოფლის სახლის შორიახლოს, ლაზარევმა შეამჩნია, რომ ცხენები და კარეტა მზად იყო და სახლი კი, ჩვეულებრივისგან განსხვავებით, ზედმეტად განათებული.
ხშირმა პატრულებმა და ცხენოსანი რაზმების მოძრაობამ სახლის სიახლოვეში საბაბი მისცეს დედოფალს, რათა მიექცია ამაზე ყურადღება და დაემალა თავისი სურვილები. სახლში სინათლე ჩააქრეს და ცხენები თავლაში დააბრუნეს.
გიორგი მეფემ დაავალა კოვალენსკის, რათა მას საკუთარ თავზე აეღო შუამავლის როლი მოლაპარაკებების წარმოებაში* (Письмо Георгიя Коваленскому 25-го იюля 1800 г. Московскიй арх. Мин. Иностр. Делъ). კოვალენსკიმ დაიწყო ურთიერთობები ბატონიშვილებთან და, თავდაპირველი გეგმით, იმედოვნებდა მათ შეკრებას ან თავისთან სახლში, ან კიდევ ქალაქის გარეუბანში; “და სწორედ ეს იყო კიდეც საჭირო იმისთვის, რათა მის უმაღლესობას (მეფეს) ჰქონოდა შემთხვევა მათი ძალით აყვანისთვის”* (Письмо Коваленскаго Кноррингу 4-го августа 1800 г., № 285. Тифлисскიй Арх. Канц. Наместника).
ბატონიშვილებმა უარი თქვეს კოვალენსკის მოწვევით ქალაქში მოსვლაზე, და იგი თავად გაემგზავრა მათთან პაემანზე ხუთი ვერსის მოშორებით, სადაც ისინი მოვიდნენ მთელი თავიანთი ჯარით. კოვალენსკი არწმუნებდა მათ შერიგებოდნენ ძმასა და მეფეს; მაგრამ ბატონიშვილები სთხოვდნენ მხოლოდ ნებართვას თავიანთი დედის, დარეჯან დედოფლის ქალაქიდან გაყვანაზე. კოვალენსკიმ უარი უთხრა მათ თხოვნაზე. დედოფალი ჩიოდა, რომ, რჩება რა ქალაქში, იგი რჩება მზრუნველობისა და საკვების გარეშე. ჩვენი მინისტრი პასუხობდა, რომ იგი შეეცდება იშუამდგომლოს მისთვის გიორგისგან შესაფერისი პირობების შესაქმნელად. დარეჯანი არ თანხმდებოდა.
29 რიცხვში შუადღის სამ საათზე, გიორგიმ გამოგზავნა შიკრიკი ლაზარევთან იმის სათქმელად, რომ დარეჯან დედოფალი სავსებით მზად არის გამგზავრებისთვის და თავისი ეკიპაჟის ნაწილი უკვე გაისტუმრა ბანაკში შვილებთან; ამის კვალდაკვალ კოვალენსკის მიერ გამოგზავნილმა მოხელემაც გამოუცხადა, რომ ბატონიშვილებს იულონს, ვახტანგსა და ფარნაოზს, რომლებიც ჯარით დგანან ქალაქის მახლობლად, განზრახული აქვთ ხელი შეუწყონ მას გაქცევაში. კოვალენსკის მიერ გამოგზავნილმა შეატყობინა ლაზარევს, რომ გიორგის სურს რათა რუსული ჯარების ერთი ბატალიონი ქვემეხით მზად იყოს ავლაბარში მისი ჯარების გაძლიერებისთვის. ლაზარევი გემგზავრა გიორგისთან და სასახლეში შეხვდა კოვალენსკის, ისინი ორივენი ეუბნებოდნენ ახლად მოსულს, რომ დედოფლის სასახლიდან ყველა გამოსასვლელ გზაზე საჭირო იყო ყარაულების დაყენება.
ბატალიონი შეკრებილ იქნა ავლაბარში და იქ იდგა მთელ ღამეს, დილის შვიდ საათამდე; მაგრამ დედოფალი არ გამოსულა სახლიდან. დილით იგი შეცვალა სხვა ბატალიონმა, და რამდენიმე დღის განმავლობაში დედოფლის სასახლესთან იდგა ყარაული, “ხოლო ბატალიონები კი ყოველ ღამეს მორიგეობით იქ მიდიოდნენ”.
შემდგომ დღეს კოვალენსკი გაემართა დედოფლისკენ და მის სახლში ნახა მზადება მისი გამგზავრებისთვის. იგი ეკითხებოდა მისი გამგზავრების მიზეზის შესახებ. დარეჯანი პასუხობდა, რომ ამისთვის იგი აიძულა მხოლოდ სურვილმა რომ იყოს თავის შვილებს შორის უსაფრთხოებში და შესაფერისი პირობებით. ჰპირდებოდა რა მფარველობასა და დაცვას, კოვალენსკიმ მოახერხა დაყოლიებინა დედოფალი, რომ იგი დარჩენილიყო, ასე რომ ვთქვათ, თავისი ნებაყოფლობითი სურვილით. ეშმაკი ქალი, კოვალენსკისადმი განსაკუთრებული კეთილგანწყობის გარეგნული გამოხატვით, დაჰპირდა ტფილისში დარჩენას.
ამრიგად, დარეჯან დედოფლის მეცადინეობა ვერ დაგვირგვინდა წარმატებით: იგი იძულებული შეიქმნა ქალაქში დარჩენილიყო, თუმცა კი ხელი არ აუღია თავის ინტრიგებსა და ხრიკებზე.
“მეფის გიორგი ერეკლეს ძის, ჩემი გერის, საქართველოს სამეფო ტახტზე ასვლის შემდეგ – სწერდა იგი იმპერატორს, სურდა რა საკუთარი საქციელის გამართლება* – მე და ჩემს შვილებს მის მიერ წართმეული გვაქვს ჩვენთვის კუთვნილი უფლებები, პატივი და სარგებელი ჰქონდეთ სამეფო ტახტზე მემკვიდრეობა ძმებს რიგის მიხედვით, რაც განსვენებული მეფის ჩემი მეუღლის წერილობითი დადგენილებით იქნა ჩვენთვის განსზღვრული. ამის თანაბრად წერილობითი პირობც, რომელიც ჩვენ მოგვცა მეფე გიორგიმ ყოვლისშემძლე ღმერთის სახელით, ჩვენთვის კუთვნილი უფლებების დამტკიცებაზე, მისი მხრიდან დარღვეული რჩება” (* Письмо царицы государю императору 1-го августа 1800 г. Тифлисскიй Арх. Канц. Наместника).
როგორც კი გაიგო დარეჯან დედოფალმა, რომ კოვალენსკიმ მოუტანა დამამტკიცებელი სიგელი გიორგის, რომ იმპერატორმა პავლემ აღიარა ტახტი სამემკვიდრეოდ გიორგის საგვარეულოში და რომ ამისკენ უკვე გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯი გიორგის ვაჟის, დავით ბატონიშვილის აღიარებით საქართველოს ტახტის მემკვიდრედ, მან მაშინვე მიმართა ჩვენს მინისტრს თხოვნით, რათა მას აღეძრა შუამდგომლობა მისი და მისი შვილების კანონიერი დაკმაყოფილებისთვის.
კოვალენსკიმ საკუთარ თავზე აიღო შუამავლის მოვალეობა, ცდილობდა შეერიგებინა სამტროდ შემართული ბატონიშვილები და სიმშვიდე აღედგინა სამეფოში. მან ვერ მიაღწია თავის მიზანს. ბატონიშვილები თავს არ არიდებდნენ მშვიდობას, მაგრამ გამოაცხადეს, რომ ყველა სადაო საკითხისა და გაუგებრობათა გადაწყვეტისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ ერთი კოვალენსკის შუამავლობა, სახელმწიფოს უგამორჩეულეს დიდგვაროვანთა და მოხელეთა შეკრების გარეშე. პატივმოყვარე კოვალენსკის, რომელსაც სურდა შეუზღუდავად ემართა მეფეცა და მთელი სამეფოც, არ უნდოდა ამ კრების მოწვევა. არ უნდოდა ეს მეფე გიორგისაც, რომელსაც ეშინოდა ტახტზე მემკვიდრეობის საკითხის ხელახლა წამოწევისა.
მეფე თუმცა კი დაჰპირდა შერიგებოდა ძმებსა და ნათესავებს, მაგრამ საქმით კი ხშირად სხვანაირად იქცეოდა. შეურაცხყოფილი იმავე ნათესავების მიერ ჯერ კიდევ მამის სიცოცხლის დროს, იგი ძალზედ არაკეთილად იყო განწყობილი მათ მიმართ იმისთვის, რათა არ ჰქონოდა წინასწარდაჯერებულობა და ბევრ შემთხვევაში არ მოქცეულიყო უსამართლოდაც.
დარეჯანი ჩიოდა გიორგიზე, რომ მან წაართვა დედოფალს მამულები და საკვები, რომ იგი ავიწროვებს თავის ძმებსა და მათ შვილებს, რომ მის სახლს ყოველი მხრიდან ალყა შემოარტყეს ჯარებით, როგორც ამას გაუკეთებდნენ მოღალატის სახლს.
ქვრივი დედოფალი სთხოვდა იმპერატორ პავლეს დაეცვა იგი ასეთი უსამართლობებისგან.
“ჩემი გერი მეფე გიორგი, – სწერდა იგი – იმყოფება რა ახლა მძიმე ავადმყოფობაში, და თუკი ღვთის ნებით რომელიც მე განმირისხდა ჩემი ცოდვების გამო, მას რაიმე დაემართება, მაშინ ეჭვი მაქვს, რომ სამეფო ტახტი არ იქნეს მიღებული მის მიერ არჩეული მემკვიდრის, მისი ძის დავითის მიერ, ხოლო ჩემი შვილები კი არ დარჩნენ მათთვის მშობლისგან დატოვებულ უფლებაში მონაწილეობის გარეშე.
თუკი სხვა სამეფო პირთა შთამომავლებისთვის მათი მშობლების მიერ დატოვებული უფლება არ უნდა იქნას მოსპობილი, მაშინ კეთილი ინებეთ მიიღოთ ერეკლე მეფის მიერ თავისი შვილებისთვის დატოვებული უფლებაც”.
დარეჯან დედოფალი არწმუნებდა იმპერატორს რომ მას დაევალებინა კოვალენსკისთვის შეეტყო მეფის ახლობელ პირთაგან აწ გარდაცვლილი ერეკლე II-ის ანდერძის ანდერძის სამართლიანობისა და ნამდვილობის შესახებ და სამეფოს მმართველობა ჩაებარებინა იმისთვის, ვისთანაც, გიორგის სიკვდილის შემდეგ, ის უნდა გადასულიყო ანდერძის მიხედვით.
კოვალენსკისთან პაემნის დროს დარეჯანმა სურვილიც კი გამოთქვა გამომგზავრებულიყო რუსეთში და ამით გაექარწყლებინა მასზე არსებული ყოველგვარი ეჭვი. კოვალენსკიმ სთხოვა მას გამოეყენებინა ყველა მცდელობანი მისი ძის ალექსანდრეს საქართველოში დასაბრუნებლად, და ჰპირდებოდა, რომ იგივეს გააკეთებდა თავის მხრიდანაც. ბატონიშვილებს იგი სწერდა, რომ მათ დაეშალათ თავიანთი ჯარი და წასულიყვნენ ქალაქიდან, თუკი არა სურთ დაჰყვნენ გიორგი მეფის მიერ მოპატჟებას და მოვიდნენ მასთან ტფილისში. მეფის ძენი წავიდნენ და წერდნენ კოვალენსკის, რომ მეტად ნანობენ, რომ მათი საქციელი “რომლისკენაც ისინი სხვას არაფერს წაუხალისებია, წმინდა მოვალეობის გარდა, მათი მშობლებისადმი ბუნებრივი კანონის მიხედვით” (по естественному закону къ родителямъ), შესაძლოა მიღებულ და ახსნილ იქნას როგორც მათი ერთგულების, გულოდგინებისა და თავდადების ნაკლებობა რუსეთისადმი. ბატონიშვილები ამბობდნენ, რომ, ამის საპირისპიროდ, ისინი მზად არიან დაამტკიცონ თავიანთი ერთგულება თავად სიცოცხლის მსხვერპლად შეწირვით და მოელიან მხოლოდ მითითებას, თუ რაში შესაძლოა იყვნენ სასარგებლონი* (Письмо Коваленскаго Кноррингу 4-го августа 1800 г., № 285. Тифлисскიй Арх. Канц. Наместника).
დარეჯან დედოფლის ტფილისში დაკავებას ჰქონდა მეტად კარგი შედეგები საქართველოსთვის. “ის რომ წასულიყო – სწერდა ლაზარევი კნორინგს – მაშინ ბევრ რამეს წაახდენდა (то наделала бы каши): მაშინ იმერეთი, სპარსეთი და შინაგანი ამბოხება, ყოველივე აღიმართებოდა საწყალი საქართველოს წინააღმდეგ”.
ძნელი იყო დაიმედება ძმების შერიგების შესაძლებლობაზე. ყოველ საათობით მტრობა მათ შორის სულ უფრო და უფრო მეტად ღვივდებოდა. გიორგის ერთერთ წერილთაგანში ყველაზე უფრო კარგად ჩანს მათი დამოკიდებულებანი ერთი-მეორისმიმართ.
“ჩვენ მივიღეთ შენი წერილი – სწერდა გიორგი ოთარ ამილახვარს – რომლითაც შენ გვატყობინებ შევიწროვებებისა და ძარცვის შესახებ, რომლებსაც სოფლებს აყენებს ფარნაოზ ბატონიშვილი, ასევე მისი მოსვლის შესახებაც გორში და მუქარების თაობაზე იქაურ მცხოვრებთათვის... თუკი გსურს იყო ჩვენი ერთგული ქვეშევრდომი, მაშინ დაგვიმტკიცებ შენს გულმოდგინებას, თუკი არ შემოუშვებ არც ფარნაოზსა და არც მის ხალხს გორში და არაფერს მათ არ დაუთმობ; ხოლო თუკი ფარნაოზს ან მის ხალხს შემოუშვებ გორში, მაშინ შენ უარი უნდა სთქვა ჩვენს ქვეშევრდომობაზე. ფარნაოზის ხალხი არანაირად არ დაინდო: გაქვს უფლება არ იშურებდე მათთვის არც ჯოხებს, არც ხელკეტებს, არც ქვას, არც იარაღს, არც თოფს, არც ხმალს, არც დამბაჩას, არაფერი მათ წინააღმდეგ არ დაიშურო და არ შემოუშვა ისინი. თუკი მათ შეიპყრობ და პატიმრებად გამოგზავნი ჩვენთან, ეს უკეთესი იქნებოდა. ვინც არ უნდა მოვიდეს გორში, არაფერი არ დაუთმო მას თუნდაც ერთი ფლურისა (ни на одну денежку) – შენ ასე უნდა იცოდე…
გორის მამასახლისო და მცხოვრებნო! თუკი თქვენ ამ საქმეში არ დაეხმარებით ამილახვარს და არ იქნებით მისი ბრძანებების დამჯერნი ფარნაოზის ხალხის არშემოშვებისა და მათდამი სასტიკად მოპყრობის საქმეში, მაშინ სისხლით იქნებით დამნაშავენი ჩვენს წინაშე, და ჩვენ ამას მოგკითხავთ. არ ითვალთმაქცოთ და არ ილაყბოთ, არამედ იყავით დამჯერნი და გულმოდგინენი, დაეხმარებით რა ამ საქმეში ამილახვარს. შენ, ამილახვარო, თუმცა კი ამასწინათ წერილობით მოგიწოდებდით ჩამოსვლას, მაგრამ უკვე ნუღარ წამოხვალ, არამედ ყური უგდე მაგ მხარეს და მოგვწერე ჩვენ შენს შესახებ და მანდაური ახალი ამბების შესახებაც”.
თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა
ნ ა წ ი ლ ი I I I
თ ა ვ ი V
კოვალენსკისა და ლაზარევის მოსვლა ტფილისში პოლკთან ერთად। _ პოლკის დახვედრა და ხალხის მისდამი განწყობა. _ ჩვენი მინისტრის საზეიმო მიღება. _ გიორგისთვის სამეფო ინვესტიტურის ნიშნების მირთმევა. _ მეფის ფიცი. _ ტფილისის ილუმინაცია. _ უკმაყოფილებანი, წარმოქმნილი ლაზარევსა და კოვალენსკის შორის. _ ს.-პეტერბურგში ელჩობის გამოგზავნა. _ ქვეყნის სისუსტე და უთანხმოებანი სამეფო ოჯახში. _ ალექსანდრე ბატონიშვილის სპარსეთში წასვლა. _ დარეჯან დედოფლის განზრახვა ტფილისის დატოვებაზე. _ დედოფლის წერილი იმპერატორ პავლესადმი.

No comments:
Post a Comment