(გამოქვეყნებულ იქნა ჟურნალ „ჩვენი მწერლობის“ 2006 წლის 4–17 აგვისტოს ნომერში)
ამ წერილის დაწერის მიზეზი გახდა ის გამოქვეყნებული „ლიტერატურული წიგნები“, რომლებიც აღაშფოთებს მნახველს არჩეული თემატიკის დამახინჯებული გადმოცემის გამო, მეტადრე კი სახარების ტექსტის დამახინჯების გამო. თავს ვალდებულად ვთვლით ამის თაობაზე ჩვენი გულწრფელი დამოკიდებულება გამოვხატოთ. უგულისხმობისა და უცოდინარობის შედეგია გადაგვარებული და არაჯანსაღი მსოფლაღქმა, რაც დღეს ჩვენს ხელოვნებასა და ლიტერატურაში უსახურობას ჰქმნის. იგი ვრცელდება: იკითხება, იდგმება, ისმინება, რაც ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ახალგაზრდა თაობას შინაგან სულიერ სამყაროს ურღვევს და ჩამოყალიბებულ ადამიანს აღიზიანებს და გულსა სტკენს.
თვალს ვადევნებთ ლიტერატურულ მოვლენებს, ისევე როგორც ყველა სხვა საზოგადოებრივ მოვლენას და ვიქრობთ, რომ ის, რაც უმსგავსოა, დროებითი და წარმავალია, რადგან მარადიულ ღირებულებას არ ექვემდებარება; იგი არა რაა, ბიწიერია და ცხადია, კეთილ ნაყოფსაც ვერ გამოიღებს. ამ მოვლენათა ატანა არ შეიძლება, გადასაგდები და გვერდით ჩამოსატოვებელია; მართლაც და ყველაფერზე ვერ ავმხედრდებით, მაგრამ არის ის რაღაც სხვა, რაც ვეღარ გაგაჩუმებს, რაც შინაგანად შეგძრავს და დაცვისაკენ მოგიწოდებს, რადგან ის უმთავრესია, უზენაესია, წმიდათა წმიდაა და ვფიქრობთ, აქ უკვე ხმა გვაქვს ამოსაღები, უმოქმედობა უკვე მეტისმეტია. მხედველობაში გვაქვს კერძოდ ის, თუ როგორ აგდებით ეკიდებიან და სახეს უცვლიან უფლის ცხოვრებას ზოგიერთები. „წმიდა იყუენით, რამეთუ მე წმიდა ვარ, უფალი ღმერთი თქვენი“, ვკითხულობთ ლევიტელთაში 19.2.
ვისაც სათქმელი აქვს სდუმს და ვინც უნდა სირცხვილისგან გაჩუმდეს, ის მეტყველებს, მაგრამ ახლა ჩვენ უნდა ვთქვათ ჩვენი სათქმელი. ჩვენ არ მივუთითებთ შეგნებულად ავტორსა და მის ნაწერზე კონკრეტულად, არ აღვნიშნავთ ამას, მთავარი ისა, რომ იგი დაიწერა. საქმე ეხება ქართველთ ქვეყანაში უფლის ცხოვრების გადმოცემის თავისებურ ვარიანტს და ისიც შერყვნილს, ამაზე დუმილი აღარ ეგების, ამაზე ლაპარაკია საჭირო.
დიდი ხანია უკვე შეაჩვიეს ქართველი მკითხველი (ისვე როგორც მაყურებელი და მსმენელი) მდარე ხარისხისა და ბილწსიტყვიერ ლიტერატურას. თანაც ეს ყველაფერი იმ დიდ სულიერ ტკივილებსა და დანაკარგებს მოჰყვა, რაც ჩვენ სულ რამენიმე წლის წინ ყველამ ერთად გადავიტანეთ. ნუთუ ამ ტალღაზე უნდა წასულიყო ჩვენი ცხოვრება?! ცხადია, არ უნდა წასულიყო და სინამდვილეში მაინც არ წასულა ასე. ეს ხელოვნური და საძაგელი ტალღა აგორდა და იგი რაღაც ნაწილს მიაქანებს, მაგრამ ვინც ამ დინებაში მოჰყვა, უნდა ჩაფიქრდეს და სხვა კუთხითაც გაიხედოს და თუ წუხს, საშვებელსაც ნახავს, და თუ არ წუხს, დროა შეწუხდეს და გამოერკვეს. მათ სრულიად დავიწყებიათ ჩვენი ქვეყნის დიდი სულიერი ტრადიციები. ცხადია, საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი ამას არასწორად თვლის და გარკვეული ნაწილი ამას კალმითვე ებრძვის კიდეც.
საზოგადოება იცდის, აკვირდება მოვლენებს, მიმდინარე გაურკვეველ ლიტერატურულ მიმდინარეობებს ყურად არ იღებს, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი თავშივე განწირულია თავისივე უსახურობით, დაშლილობით, უმნიშვნელობით და ისინი მიჰყვება დროის მდინარებას და განა იმიტომ, რომ მათ არ აინტერესებთ ლიტერატურა და ხელოვნება, პირიქით, აინტერესებთ, მაგრამ ეს მიმდინარე პროცესი დაშორებულია და არა მარტო დაშორებული, სრულიად მოწყვეტილია სინამდვილეს. ჩვენ ამას მივეჩვიეთ არა კარგი გაგებით; დგება დრო, როცა ვეღარ მოითმენ და აღარც უნდა მოითმინო. სჯობს, მათ კეთილი სურვილით ვურჩიოთ, რომ აქ შეჩერდნენ, დაფიქრდნენ და თავი დაუხარონ წინაპრებს, ჩვენ ვალმოხდილ წინაპრებს, უფლისა და მამულისთვის რომ მიჰქონდათ თავი სამსხვერპლოდ, და არა მხოლოდ ცალკეულობით, ათასობითაც კი. ამხელა სულიერი სიმდიდრის მქონე ერში გამოჩნდებიან მაინც მავანნი და მავანნი და ყველაზე დიდ სიწმინდეს ბიწით ეხებიან. არ ჩამოვთვლით ჩვენს მოწამეებს, ჩვენს წმინდანებს, ჩვენს მეფეებსა და კათოლიკოსებს, უამრავ სიწმინდეთა მფლობელ ქვეყანას ამის შეხსენება აღარ უნდა სჭირდებოდეს.
გაეცინებათ, დაგვცინებენ, მაგრამ ჩვენ მაინც ვთქვათ; მათ ეს იციან, მაგრამ არა აქვთ ეს განცდაში მოცემული. ისინი უარყოფაში გაიქცნენ და იქითკენ წასულნი ყველაფერზე ხელაღებით წერენ. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ასე წერის უფლება არა გვავს. ეს უნიჭობის ან ავზნეობის სენია. სენს კი განკურნება სჭირდება. „სამართალთა ჩემთა ჰყოფდეთ და ბრძანებათა ჩემთა იმარხევდით და ვიდოდეთ მათ შინა: მე ვარ უფალი ღმერთი თქვენი”, ისევ ვიმოწმებთ ლევიტელთას 18. 4.
ვის ვბაძავთ? რას ვბაძავთ? ისინი თავს აფარებენ ლიტერატურის განვითარების ისტორიულ პროცესს XX საუკუნეს _ თანამედროვეობას. მაგრამ ვინც მართლაც და იცის XX საუკუნის ევროპული ლიტერატურა, იცის მისი ტკივილი და ის მწუხრი მის სულში რომ არის ჩამოწოლილი ღვთის დაკარგვის გამო (რაც პირველად გერმანელმა პოეტმა გოტფრიდ ბენმა ასე გამოხატა – „ღმერთი მოკვდა“), ხელს აიღებდა ასეთ იაფფასიან ნაწერზე. თვით მეოცე საუკუნე ვეღარ უძლებს ამ მძიმე ტრაგედიას (კაფკა, თომას მანი...) და ერთგვარად კვლავ პოულობს უფალთან მისვლის გზებს, ამისთვის მარტო რილკეს მაგალითიც კი კმარა. შეიგძნო რა ადამიანის საოცარი სიმარტოვე _ შემაძრწუნებელი სიცარიელე, _ იგი ღმერთისადმი სიყვარულის სითბოთი აივსება. აკლია რა ადამიანს სხვისგან სიკეთე და სინათლე, იგი თავად იქცევა აზრიან და შინაარსიან ადამიანად და სხვასაც გაუნაწილებს ამ მოპოვებულ სიმდიდრეს.
ისინი არც მიმბაძველები არიან. ისინი უმართავი სულიერი სამყაროს იარაღნი ხდებიან და წერენ, მაგრამ რას და რისთვის? და რაც მთავარია, ვისთვის? აქვთ კი მათ ამისი უფლება? ლიტერატურაში არსებობს ქრისტეს ცხოვრების აღწერის მაგალითებიც, თუმცაღა სხვადასხვა მსოფლშეგნებით გადმოცემული, მაგამ ამგვარი უარყოფითი კუთხით მაინც ვერავინ გაბედავდა კი არა, აზრადაც არ მოუვიდოდათ (ფრანსუა მორიაკი, მიხეილ ბულგაკოვი, რენანი).
მათ ეს თემა არც კი აინტერესებთ, მაგრამ უფალთან მისვლის გზები აქვე ჩვენს უბრალო ცხოვრებაში უნდა ვეძიოთ. ჩვენ საბედნიეროდ გვაქვს დღეს საამისო პირობები და რაც მთავარია, გვაქვს წინაპართა ნავალი, ნაცადი გზა. სამარცხვინო და გაუგონარია ის, რაც ამ თემაზე შერყვნილი იწერება, მაგრამ რედაქტორი, გამომცემელი? ნუთუ არავის არ მოეთხოვება ამისი ცოდნა? ნუთუ არავის მოეთხოვება სინდისი? „ღმერთი რომელმან გშვა შენ, დაივიწყე და დაუტევე ღმერთი, გამომზრდელი შენი“. V წიგნი მოსესი, 32. 18.
თუ მაინცა და მაინც მწერალი გინდა გერქვას და სხვისი ცხოვრების აღწერა გსურს, შეისწავლე, განიცადე და გაგვიზიარე უამრავ წინაპართა და საინტერესო ადამიანთა ცხოვრება. ანდა შეიძლება ისე აღწერო და დაგვანახო ეს უსახურობა, რომ კაცმა სახიერებისაკენ ქნას პირი. და თუ შენი აღქმა, შენი ხმა გაგაჩნია, გადმოეცი და გვიჩვენე შენი ნაგრძნობ-განცდილი და ნაფიქრალ-ნააზრევი. არავის არაფერს მოუტანს უაზრო კითხვების გროვა, უშინაარსობა, არეულ-დარეულობა და გზააბნეულობა. ამ საშინელ ლაბირინთიდან როცა თვითონ გამოიკვლევ გზას, სხვასაც შეგიძლია რაიმე უთხრა. ”სისაძაგლითა მათითა განმამწარეს მე”, მოსე V 32. 16, ეცხდება რა მოსეს უფალი, ასე უბნობს მათზე, ვინც არ მიჰყვება მის (უფლის) დარიგებას.
რაკიღა სიტყვამ მოიტანა, იმ მწერლებზეც ვიტყვით (რა ვიცით, რა ვთქვათ, მწერლები კი ნამდვილად არა არიან), უმსგავსოება-უაზრობაზე რომ დიდის სიამაყით და თავგამოდებით წერენ. არც მათ ვასახელებთ და არც მათ ნაწერებს ჩამოვთვლით განგებ. თვითონაც და მათი მხარდამჭერებიც იცნობენ ალბათ თავს. ზოგიერთმა სკანდალური კრიტიკის ქარცეცხლი კიდეც გაიარა, მაგრამ ამგვარი ნაწერები სხვადასხვა სახითა და ფორმით უფრო გავრცელდა. ჩვენ მათ არც ვკითხულობთ, იმიტომ, რომ ვერ წაიკითხავ, არცაა წასაკითხი; წიგნში ჩაიხედავ თუ არა მიხვდები, მაშინვე გაიგებ, რასთან გაქვს საქმე. მათ ნამდვილი მკითხველი არასოდეს ეყოლებათ, რადგან არ ასახავენ სინამდვილეს. ნაგავი, ჭუჭყი, ბიწი, გარყვნილება არ არის ხელოვნებისა და ლიტერატურის გადმოცემის საგანი. ჩვენ ვართ ადამიანები და გვმართებს ამაღლება, უაზრობის, უზნეობის მოკვეთა. თანაც როგორ და რას გადმოსცემ ყველაფერს თავისი ფორმა და შინაარსი გააჩნია. ის რაც ადამიანს სახეს დააკარგვინებს და ცხოველსაც კი გადააჭარბებს, ეს არ არის გამოსაცემი, ეს დასაგმობია, გამოსასწორებელია. მიუღებელი მიღებული არ უნდა გახდეს. ერთერთმა ასეთმა ავტორმა უნივერსიტეტის დარბაზში საჯაროდ რომ წაგვიკითხა თავისი ”შედევრი” შობის მარხვის მიწურულს, გვითხრა, მე ყველა სიტყვა სულხან-საბას ლექსიკონში ვნახეო. ამ სიტყვებს თავისთავად თავისი მნიშვნელობა და დანიშნულება აქვს, მაგრამ არა მხატვრული ლიტერატურისთვის. (გერმანულად მხატვრულ ლიტერატურას ჰქვია მშვენიერი ლიტერატურა _ შონე ლიტერატურ _ და თუ ჩამორჩენილად არ ჩაგვთვლიან, რუსთაველსაც მოვიხმობთ: ”საღმრთო საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი”). ისინი მშვენიერების საპირისპირო მხარეს ასახავენ. მწერალს ევალება წესისამებრ (გავიხსენოთ ლესინგის “ლაოკოონი ანუ მხატვრობისა და ლიტერატურის საზღვრების შესახებ”) თუნდაც სწორედ ამ საშინელების დაძლევა გვიჩვენოს, მისგან გამოსვლა და მასზე ამაღლება. სხვა მხრივ მას რა დანიშნულება აქვს?! ამ უზნეობას ხომ ისედაც ყველა ხედავს და ამჩნევს?! რა საჭიროა მისი ასახვა ასეთი სიშიშვლითა და უარესად შეთხზული ამბებით? რად არ გიჩვენებს მასზე ამაღლებას? _ იმიტომ, რომ თავს ნება მისცა და დაუშვა, რომ ასე წეროს. (აქ კი ნამდვილად გაგვახსენდება დოსტოევსკის ქვაკუთხედი ფრაზა, ”თუ ღმერთი არ არის, ყველაფერი დაშვებულია”.) განა ამაზე უნად ვწერდეთ? მაგრამ ისინი თავს იმკვიდრებენ და ჯანსაღ დამოკიდებულებადაც კი თვლიან ამგვარ ხედვას. ჩვენდა საუბედუროდ ეს ყველაფერ ძალზედ მოქმედებს ჩვენს ახალგაზრდებზე. რუს ბერდიაკონ აბელს (სემიონოვს) თავის წიგნში ”როგორ გადავიტანოთ ღვთის რისხვა” (სარატოვი, 2002 წელი) მოჰყავს აშშ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დამაარსებლისა და მისი პირველი დირექტორის ალენ დალესის სიტყვები: ”ლიტერატურა, თეატრი, კინო _ ყველაფერი გამოსახავს და განადიდებს ყველაზე ყფრო მდაბალ ადამიანურ გრძნობებს. ჩვენ ყველანაირად მხარს დავუჭერთ და წინ წამოვწევთ ე.წ. მხატვრებს, რომლებიც ადამიანთა შეგნებაში დანერგავენ და ჩაჭედავან სექსს, ძალადობას, სადიზმს, გამყიდველობის კულტს _ ერთი სიტყვით, ყველანაირ უზნეობას...”
ჩვენი ბრალია, ჩვენ უნდა დაგვეცვა და უნდა დავიცვათ ლიტერატურისა და ხელოვნების მნიშვნელობა და როლი, როგორც კიდევ სხვა მნიშვნელოვანი სფეროები. ისინი ხომ სინამდვილეში არც ლიტერატორები არიან და არც ხელოვანნი. ისინი ცდილობენ ეს სახელი დაირქვან. ისინი არარაობაში საშიშარი მოხეტიალეები არიან. ისინი ნამდვილ ნიადაგზე არ დგანან, დროა გამოეკვნენ, ჩამოყალიბდნენ და მკითხველს თავი დაანებონ თავიანთი აფორიაქებული და უშინაარსოდ გაბუქებული ბუნებით, რადგან ახალგაზრდას ისედაც უჭირს სინამდვილის გარკვევა და იმის მაგიერ, რომ მას მივეხმაროთ, გზას ვუბნევთ და გზას ვაცდენთ. ნარკოტიკს _ ამ უმსგავსო ლიტერატურას ვთავაზობთ, რათა შევაჩეროთ მისი განვითარება, შევაჩეროთ და ჩავკლათ კარგი, მოვსპოთ სინედლე, დავამახინჯოთ, გავაწამოთ, დავტანჯოთ. მაგრამ მკითხველმა უნდა იცოდეს: ”ნუ შეუდგებით უნდოთა, რომელნი არა სარგებელ გეყუნენ თქვენ და არცა გიხსნეს თქუენ, რამეთუ იგინი უნდო არიან”, პირველი მეფეთა, 12. 21.
მაგრამ არა, ეს არ არის უმისამართო და უსამშობლო ქვეყანა. ანებეთ მათ თავი, თვითონ გაარკვიონ, რომ მშვენიერი ქვეყნის შვილები არიან და ყველას სიცოცხლე ჰაერივითაა აუცილებელი ყველას ოჯახში, ნათესავებში, მეგობრებში და ქვეყანაში, ოღონდაც ფხიზელი და ჭეშმარიტი ცხოვრებაა მათთვის აუცილებელი და არა ცოცხალ-მკვდარი და გადაგვარებული, არაჯანსაღი და დაავადებული. დაე, ვუთხრათ მათ, რომ აქ ყველაფერი მოსაფრთხილებელია, საკუთარი თავი და ირგვლივ ყოველი ახლობელი და არა მარტო ახლობელი, და შემდეგ დასაცავია ჩვენი სულიერი სიმდიდრე, ახალი რომც არ აღმოვაცენოთ მასზე; მაგრამ აღმოსაცენებელი აღმოცენდება, რადგან სიცოცხლეს თან ახლავს პოეზიაც _ შემოქმედებაც.
ირონიით შეხედავენ ალბათ ასეთ შეგონებას და არა თანამედროვეს დაგვიძახებენ. მაგრამ რა არის თანამედროვეობა? იგი ხომ წარსულიდან მოსვლა და მომავლისკენ ხედვის ხიდია. ჩვენ ვიბადებით და გარდავიცვლებით. თითოეული ადამიანის ცხოვრება თავის სიცოცხლეში თანამედროვე იქნება. წარსულში ყველა ადამიანის ცხოვრება თანამედრვე იყო და მომავალშიც ყველასი თანამედროვე იქნება. ამჟამად ჩვენ ვართ თანამედროვენი. რადგან მარადიული კანონები უცვლელია, ჩვენ მას გვერდს ვერ ავუვლით. თანამედროვენი ვერასოდეს ვერ აუვლიან გვერდს მას. თანამედროვემ ზუსტად უნდა გაიგოს, თუ ვინ არის იგი, ვისი შვილია, სიდან მოვიდა და საით წავა. მადლობა ღმერთს, ჩვენ გვაქვს ჭეშმარიტი საცხონებელი მზის საშუალება. აქ ყველაფერი გამზადებულია სულიერი ცხოვრებისათვის, რისთვისაც ადამიანი შეიქმნა. ჩვენ საშინელი ძიება აღარ გვინდა. ჩვენ გვინდა მონდომება და დაფიქრება. ჩვენ გვინდა უბრალოება, თავმდაბლობა, რაც სიყვარულს წარმოშობს, რაც მოგვაშორებს ზედაპირულობას, ფიტულობას, ხენეშობასა და საშინელ სისასტიკეს. ჩვენ თვითოეულმა უნდა ვეძიოთ ჩვენი თავი და ადგილი. ამჟამინდელი ჩვენი ლიტერატურა სავსეა არასერიუოზულობით, დაცინვით, მასხრობით, უმსგავსოებითა და მხოლოდ უამრავი უარყოფითი თვისებების გადმოცემით, რაც კეთილისმყოფელს არაფერში არ სჭირდება, როგორი ფორმითაც გინდათ გადააპრანჭონ, ეს უარესია და მთლიანად უსარგებლო, და როგორი იქნება სარგებლიანი? _ ”უკეთუ დაუტეო იგი, დაგიტეოს შენცა მან სრულიად”, პირველი ნეშტთა, 28. 9.
ცხადია, უამრავი საინტერესო მწერალი თუ პოეტი იქნება ჩვენში. ვის როგორ შეუძლია გადმოცემა, არც ესაა სასაცილო, თუკი ის სერიოზულია. ჩვენ მათ არ ვუხსნით გზას, რადგან მათ ადგილს თვითმარქვიები იკავებენ, ისინი წყნარად არიან. არენაზე გამოსულ მწერალთა შორის მათ არავითარი სურვილი არ ექნებათ გამოჩენისა. აქ ისე არ უნდა გავიგოთ, რომ დღეს ყველა ვინც ჩანს, ის ფასეულს არ ქმნის; როგორ არა, ისინი ფასდებიან და დაფასდებიან კიდეც. მათ ძალით შეერივნენ ვითომ მწერლები და პოეტები, რომლებსაც უნიჭობის გამო არ შეუძლიათ წერა და წერენ.
ჩვენთან ბევრი წერს. ბევრიც გვყავს დიდი მწერალი: დიდი მასშტაბის და ნიჭიერად აღმქმელი და დიდებულად მთქმელი. ჩვენ გვყავს მწერლები, ამიტომ უღვთონი, უნიჭონი, უაზრობის გამომგონებლები ჩვენ არ გვჭირდება. უაზრობა ისედაც უაზრობაა და წარმოიდგინეთ კიდევ მისი ბინძური და საშინელი კუთხით წარმოსახვა. ჩვენ ამ უკანასკნელის ამსახველნი და ამით მტკბობნი არ გვინდა. ისინი არიან, მაგრამ ისინი ჩვენნი არ არიან, იმიტომ, რომ ჩვენს გულსა და სულს არ ეხებიან. ისინი თავინთ თავს კი არა მხოლოდ, ირგვლივ მყოფთაც რყვნიან. ამიტომ ფხიზელი სული მათ არ იკარებს და ვერც მიიკარებს. ისინი არაფრიდან მოვიდნენ და არაფერში არიან და არაფერსაც იმსახურებენ უარყოფის გარდა, რაც თავისთავადვე ხდება.
ჩვენ უაზრობაში აზრს ვერ ჩავდებთ. აზრიან და შინაარსიან ცხოვრებაში ჯერ არს გავერკვეთ და მას გავყვეთ, რისთვისაც ჩვენ თვითონ უნდა ვზრუნავდეთ, რომ არ დავრჩეთ საშინელებაში და თანაც უნდა გვსურდეს გულში უფლის მიმართ ჩუმად წარმოთქმა: ”ვსცოდეთ წინაშე შენსა, უფალო, რამეთუ დაგიტევეთ შენ, უფალო ჩვენო, და ვმონებდით ჩვენ ბალიმსა და სერტყთა მათ ასტაროთისათა. აწ მიხსენ ჩვენ ხელთაგან მტერთა ჩვენთასა და გმონებდეთ შენ.” პირველი მეფეთა, 12. 10.
მაშინ დაიწყება ჩვენს სულსა და გულში სიტყვების გამოცოცხლება და აზრიანად დაიწყებენ ფრენას და მკითხველის გულშიც დაიებენ ბინას. მოკლედ რომ ვთქვათ, სიტყვებს დანიშნულება გაუჩნდებათ.
ამჟამინდელ ჩვენს ქვეყანაში ძალზედ ძნელია საარსებო პირობების მოპოვება. ინტელიგენციის დიდი ნაწილი ამ მინიმუმისთვის ზრუნავს და მისთვის უკვე ფუფუნებად ითვლება შემოქმედებითი შრომა. ვისთვისაც ეს ნამდვილი და ბუნებრივი პროცესია, ძალზედ იჩაგრება და იტანჯება და მცირედს თუ ახერხებს, მაგრამ მეორეს მხრივ უფრო მეტად იყვარებს დროს და აფასებს მას. ვის სცალია უმსგავსოებისათვის, თუ არა უსიყვარულო კაცს. ჩვენი ქვეყნის ისტორია და ლიტერატურა იმდენად ბევრს გვავალებს, რომ უარყოფითის, უმსგავსოდ ასახვა ჩვენ არ გვჭირდება. XX საუკუნის დიდი მწერლები შინაგან სინათლეს რომ არიან მოკლებულნი და ამით შეძრულნი, სწორედ მათი სერიოზულობის გამო ვაფასებთ მათ. ამგვარი ლიტერატურის შესწავლის დროს, ძირითადად სტუდენტობისა და მის შემდგომ მიმდინარე წლებში, ჩვენც სულიერი გაჭირვება გვეუფლებოდა, რაც უფლის გულში მოძიებამ მოგვაშორა. კვლავ დავუბრუნდებით იმ საკითხს, რომ ახალგაზრდა თაობას უნდა ჰქონდეს საშუალება ჩაიხედოს შემოქმედი ადამიანების ნაწერებში და იპოვოს სიძნელეთა დაძლევა-გადალახვის გზები. რამდენიმე წლის უკან ჩვენმა პატრიარქმა მწერლებს კალამი უკურთხა და მოგვიწოდა მშვენიერების, სიმართლის ასახვა და არა უმსგავსოების შეთხზვა. ნუთუ არ არის სირცხვილი?! ნუთუ ეს შემაძრწუნებელი არ არის და ცრემლთა ნაკადს არ მოგგვრის, როცა პირისპირ დადგები სინამდვილესთან?
ჩვენი უფროსი თაობის მწერლები ნუ ჩათვლიან ყველას უძღებ შვილად. ჩვენც პატივს ვცემთ მათ ცხოვრებას. მაგრამ არა ბრმად, არამედ შეცდომების პატიებით უამრავი მიზეზის გამო. დროებას გათვალისწინება უნდა. მათ ბევრი რამ გააკეთეს ჩვენი კულტურისთვის. ახალი თაობის მადლიერმა ნაწილმა გარკვეული ცხოვრების გზა გაიარა. ახლა იგია პატრონი მშობლებისა და შვილებისა. მას დააწვა ცხოვრება უკვე კარგა ხანია და არც თუ ისე მარტივი სახით. იგი აკვირდებოდა, იღვწოდა თავისი თავის დამკვიდრებისათვის, ზრუნავდა ოჯახისათვის, მეგობრებისათვის, რომ ფიზიკურად ფეხზე დგომა შეძლებოდათ, მძიმე ჯვარის ზიდვა, იესო ტკბილის სიყვარულით რომ მსუბუქდებოდა. არ აღგვილა პირისაგან მიწისა ფუძე. არ გამხმარა ვენახი, არ გაწყვეტილა გენი, რაგან არ შეწყეტილა გულის გულში ღაღადისი უფლის მიმართ და მისივე წყალობით თანდათან სიხარული მოდიოდა; იხსნებოდა სწორად ქმედების ქვეყნები. ვფიქრობდით, ვაკვირდებოდით, ვიღვწოდით და ასე ვუახლოვდებოდით სულიერ სიმდიდრეებს, გვიყვარდებოდა, ვუფრთხილდებოდით და ცხადია, დაცვისა და შენარჩუნების სურვილი გვიჩნდებოდა.
ბუნებრიობასთან დაახლოება აღგვამაღლებს. უაზრო საქმეებს უაზრო შრომა მოჰყვება, ყოველგვარ საქმიანობას არ უნდა გავყვეთ. თავი უაზრობის სამყაროში არ უნდა ჩავიგდოთ. არ უნდა გავიმეტოთ ერთხელ მოცემული სიცოცხლე უშინაარსობისთვის. ჩვენი სიცოცხლე _ გარკვეულ დროსა და სივრცეში გადასახედი _ გადასგდებად არ უნა გავწიროთ, პირიქით. გზადაგზა მიღებული ცოდნით ღირსება შევინარჩუნოთ და გვერდში მდგომთ შევეწიოთ, ასე გადავატანინოთ სიმძიმე, როგორც ჩვენ სხვები გვეხმარებოდნენ განსაცდელის ჟამს.
ვითომ კითხულობენ მსოფლიო კორიფეებს და იგივენი რჩებიან. ყველა ჩვენს თავს უნდა ჩავუკვირდეთ და ჩვენი თავი მოვძებნოთ. ლიტერატურა ჩვენ გვეხმარება პიროვნულ ჩამოყალიბებაში. დიდი მწერლები რელიგიის გზას ვერ სცდებიან. პირიქით, გზა იქით მიდის. ერთ-ორ მაგალითს მოვიყვანთ. თუნდაც ჰ. ჰესეს შემოქმედების ძირითადი პრინციპები გავიხსენოთ და რილკეს მაგალითით კი ჩვენი თემა გავასრულოთ: რუსეთში მოგზაურობისას მასში გაოცებას იწვევს რუსული მართლმადიდებლური სამყარო. ხედავს რა ივერიის ღვთისმშობლის ხატთან მიმსწრაფ მომლოცველ ხალხს, აღფრთოვანებითა და მონატრებით წერს, ეს ჩემი სულიერი სამშობლოაო. უცხო დიდი სულიერი სიმდიდრის ხალხი ელტვის ამგვარ სამშობლოს, ჩვენ კი აქ გავჩნდით, აქ დავიბადეთ; ვისაც მეტი მოგვეცა, მეტიც მოგვეთხოვება.
მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი

No comments:
Post a Comment