(წერილი მომზადებულია ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის /ლაიფციგი _ სანკტ-პეტერბურგი/ მასალებიდან; კონკრეტული საკითხების გამო ტექსტში აღნიშნული მითითებანი გულისხობს ამავე ენციკლოპედიური ლექსიკონის ტომებში გამოქვეყნებული შესაბამისი წერილიების დამატებით გაცნობას)
ქუთაისის გუბერნია 1890–იანი წლების მიწურულს
ქუთაისის გუბერნია მდებარეობს აღმოსავლეთ გრძედის 40 გრად. 18 მინ. 51 სეკ.-სა და 43 გრად. 48 მინ. 51 სეკ. შორის გრინვიჩიდან და ჩრდილოეთ განედის 41 გრად. _ 43,5 გრად. შორის; უჭირავს რა თითქმის მთელი დასავლეთ ამიერკავკასია და ესაზღვრება რა შავი ზღვის ოკრუგს, ყუბანისა და თერგის ოლქებს ჩრდილოეთში, ტფილისის გუბერნიას აღმოსავლეთში, ყარსის ოლქს სამხრეთში და აზიური თურქეთის ტრაპიზონისა და არზრუმის ვილაიეთებს სამხრეთ-დასავლეთში _ დასავლთიდან ირწყვება შავი ზღვით და მოიცავს 32046 კვ. ვერსს (სტრელბიცკის მიხედვით), მოსახლეობით 1048940 ადამიანი (1892 წ.). დანარჩენი ამიერკავკასიისგან გამოყოფილია სურამის ქედით (სქართველო-იმერეთის მთები), რომელიც ჰყოფს შავი და კასპიის ზღვების აუზებს. ქუთაისის გუბერნია წარმოადგენს ზოგადად განკერძოებულ, უმეტესწილად დაბლობ, შავი ზღვისკენ ღია ნახევრად ქვაბულს, რომელიც თავისი ნესტიანი და რბილი კლიმატით და ამის შედეგად არსებული მდიდარი მცენარეულობით მნიშვნელოვნად განსხვავდება ამიერკავკასიის დანარჩენი ნაწილებისგან. ამ ქვაბულის გვერდები (კიდეები) წარმოიქმნება ჩრდილოეთში კავკასიონის მთავარი ქედით, სამხრეთში კი მცირე კავკასიონის მთიანი განაპირა მხარით (რუს. горная окраина); ხოლო მისი ფსკერი, რომელიც დაფარულია ნაყოფიერი დანალექი ნიადაგით, წარმოადგენს შავი ზღვისკენ მცირედ დახრილ და მის ფარგლებში არსებული მრავალი მდინარით დასერილ დაბლობს. ქუთაისის გუბერნია იყოფა 7 მაზრად (ქუთაისის, ზუგდიდის, ლეჩხუმისა სვანეთის საპრისტავოთი, ოზურგეთისა და რაჭის) და 3 ოკრუგად (ბათუმის, არტაანისა და სოხუმის). ამ ოფიციალურ სახელწოდებებთან ერთ რიგში გამოიყენება უძველესი დროიდან არსებული ადგილობრივი სახელწოდებანიც: აფხაზეთი, აჭარა, გურია, იმერეთი, ლაზისტანი, სამეგრელო, სვანეთი, სამურზაყანო და წებელდა (იხ. კავკასიის მხარე, XIII, 820).
რელიეფთან მიმართებით ქუთაისის გუბერნია შესაძლოა დაყოფილ იქნას მთაგორიან და დაბლობ ნაწილებად, ამასთან უკანასკნელს ნახევარრგოლად გარშემო არტყავს პირველი; შედარებით დაბლობ სივრცეს 0-დან 2000 ფტ.-მდე ზღვის დონიდან უკავია მთლი გუბერნიის ფართობის (სოხუმის, ბათუმისა და ართვინის ოკრუგების გარეშე) 49%, 2000 ფტ.-დან 6000 ფტ.-მდე _ 30,3%; დანარჩენი სივრცე მდებარეობს 6000 ფტ.-ზე ზევით. კერძოდ ფართობებს, რომლებიც მდებარეობს 500 ფტ.-მდე სიმაღლეზე ზღვის დონიდან, უჭირავს მთელი გუბერნიის 20,6%, ხოლო 12000 ფტ.-ზე უფრო მაღლა მდებარე ფართობებს კი – 0,7%. კუთაისის გუბერნიის მთაგორიანი ნაწილი შედგება სამი ნაწილისგან: 1) კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთისა მთელი მისი განშტოებებითა და კონტრფორსებით ჩრდილოეთში, 2) სურამის ქედის დასავლეთ კალთისა აღმოსავლეთში და 3) მცირე კავკასიონის მაღლობი ადგილებისა სამხრეთში. კავკასიონის მთავარი ქედი კუთაისის გუბერნიას მიეკუთვნება თავისი სამხრეთ კალთით დაახლოებით 300 ვერს მანძილზე გუდაუთის მერიდიანიდან (შავ ზღვაზე) მწვერვალ ადაი-ხოხამდე, აქედან გამომდინარე, _ მთელი უმაღლესი ნაწილის გაყოლებაზე. ქედის ამ ნაწილის მწვერვალებიდან აღსანიშნავია: დიხ-ტაუ (17054 ფტ.), შხარა (17049 ფტ.), უშბა (15445 ფტ.), ადიში (16291 ფტ.) და მრავალი სხვა, რომლებიც ადიან მარადიული თოვლის ზღვარზე გაცილებით უფრო მაღლა. მყინვარების რიცხვი, მიუხედავად იმისა, რომ კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთა ნაკლებად მდიდარია მათით, ჩრდილო კალთასთან შედარებით, მაინც მეტად მნიშვნელოვანია: კოდორის, ენგურის, ცხენისწყლისა და რიონის ზემოწელებში პირველი თანრიგის მყინვარები მოითვლება 50-ზე მეტი, მეორე თანრიგისა კი _ 20-ზე მეტი. მცირე მყინვარები არსებობს ასევე სვანეთის მეწინავე ქედზე, რომელიც ენგურის ზემო დინებით (სვანეთი) არის გამოყოფილი კავკასიონის მთავარი ქედისგან. ყველაზე უფრო მეტად შესანიშნავ მყინვარებს წარმოადგენენ წანერი (31,1 კმ სიგრძით, სამხრეთ ბოლოს სიმაღლეა 2084 მ), რომელიც ენგურის ზემო წელში ეშვება თეთნულდიდან (15914 ფტ.), ლეკზირი, ადიში, რომელიც აღსანიშნავია თავისი ყინულვარდნილებით (რუს. ледопады) და სხვა. თოვლიანი ველებისა და მყინვარების გავლით მიდის ქვეითად სასიარულო სახიფათო ბილიკები, რომელთა მეშვეობითაც რიონის, ენგურისა და ცხენის-წყლის სათავეების მოსახლეობას შეტყობინება გააჩნია ჩრდილოეთ კალთებთან (თერგის ოლქი). მნიშვნელოვნად უფრო ხელმისაწვდომია კავკასიონის მთავარი ქედის უფრო დასავლეთით მდებარე ნაწილი, სადაც არის უღელტეხილები (ქლუხორისა 9075 ფტ. და ნახარის 9617 ფტ.), რომლებიც შედარებით უფრო მოსახერხებელია შეტყობინებისთვის კოდორის აუზიდან მდ. ყუბანის სათავეებისკენ.
ქუთაისის გუბერნიის მთელი ჩრდილოეთ ნაწილი ავსებულია კავკასიონის მთავარი ქედის განშტოებებითა და ქედებით. მათგან ყველაზე უფრო მნიშვნელოვნებს (სვანეთის ქედი) შორის, რომლებიც უერთდებიან კავკასიონის მთავარ ქედსა და უკანასკნელს, განლაგებულია მაღალი ტყიანი, არცთუ იშვიათად მთავარი ქედისადმი თითქმის პარალელური ზნელადმისასვლელი გრძივი ხეობები: რიონისა (რაჭა), ცხენის-წყლისა (ლეჩხუმი), ენგურისა (სვანეთი), კოდორისა (წებელდა) და ბზიფისა; ეს ხევები (რუს. долины) გუბერნიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში საკმარისად ვრცელია და ღებულობს ამაღლებული ქვაბულების სახეს (რაჭა, ცხენის-წყლის ზემო წელი), ჩრდილო-დასავლეთში წარმოადგენს ვიწრო და შედარებით მოკლე ხეობებს (რუს. ущелья), რომლებიც პირდაპირ ეშვება ზღვისკენ. კავკასიონის მთავარი ქედის მეწინავე განშტოებებიდან და ქედებიდან გამოსული კონტრფორსები და ამაღლებული ადგილები, დაბლდებიან რა შემდეგ სამხრეთისა და სამხრეთ-დასავლეთისკენ, ქმნიან მთაგორიან და ტყიან ქვეყანას, რომელიც ზუგდიდი _ ქუთაისი _ ყვირილას ხაზზე გადადის დაბლობ სწორ ადგილში. გუბერნიის აღმოსვლეთი, ასევე მთაგორიანი კუთხე, რომელიც უჭირავს შორაპნის მაზრას, ასევე სავსეა იმ ქედის სამხრეთ განშტოებებით, რომელიც ამ მაზრას გამოყოფს მის ჩრდილოეთით მდებარე რაჭის მაზრისგან და სურამის ქედის დასავლეთ კონტრფორსებითაც, რომელზედაც გადის წყალგამყოფი მტკვრისა და რიონის აუზებს შორის. ეს არცთუ მაღალი ქედი, რომელიც ჩრდილოეთში იწყება მწვერვალთან ზეკარი, კავკასიონის მთავარ ქედზე, მოემართება სამხრეთ-დასავლეთისკენ და ებჯინება აჭარა-ახალციხის მთებს წყალ-წითელას მწვერვალთან, გამოყოფს რა ქუთაისის გუბერნიას ტფილისის გუბერნიისგან, და ამასთან ერთად დასავლეთ ამიერკავკასიას აღმოსავლეთისგან. ქურამის ქედი (3-4 ათასი ფტ.) გზას უღობავს ნოტიო ქარებს, რომლებიც ქრიან შავი ზღვის მხრიდან, რის შედეგადაც წვიმები განსაკუთრებით უხვია მის დასავლეთ კალთებზე. ქუთაისის გუბერნიის სამხრეთ ნაწილი, რომელიც წარმოქმნილია იმ მთა-გორებით, რომლებიც მიეკუთვნება მცირე კავკასიონის სისტემას, აბოლოებს სამხრეთ-აღმოსავლეთში აჭარა-ახალციხის ქედის ჩრდილოეთ კალთებსა და კონტრფორსებს, ხოლო ეს ქედი სამხრეთ-დასავლეთში ორივე კალთით ეკუთვნის გუბერნიას და ჰყოფს ოზურგეთის მაზრას (გურიას) ქუთაისის გუბერნიის ყველაზე უფრო სამხრეთით წაწეული ნაწილისგან, რომელიც უკავია ბათუმისა და ართვინის ოკრუგებს და წარმოადგენს მეტად თავისებურ და თვალწარმტაც მთაგორიან ქვეყანას, რომელიც მდებარეობს ჭოროხის აუზში.
აჭარა-ახალციხის ქედი, რომლის კალთებიც ხშირი ტყეებითაა დაფარული, აღწევს საერთოდ 8,5-9,25 ათას ფტ. სიმაღლეს (ნეფის-წყარო _ 9343 ფტ., სამომლია _ 9036 ფტ., ზოთიმერი _ 8869 ფტ.); მისი თვალწარმტაცი და ტყიანი განშტოებები, თანდათანობით დაბლდებიან დასავლეთისკენ და აღწევენ თვით შავ ზღვამდეც (ციხის-ძირი). აჭარა-ახალციხის მთების გავლით მივყავართ ქუთაისიდან თვლიანი ტრანსპორტით სავალ გზას (ზეკარის უღელტეხილზე გადავლით დაახლოებიტ 8000 ფტ. სიმაღლეზე) აბასთუმანში. დაბოლოს ქუთაისის გუბერნიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილი უჭირავს ბათუმისა და ართვინის ოკრუგებს, რომლებიც წარმოადგენენ მთაგორიან ქვეყანას, ავსებულს პონტოს ქედის აღმოსავლეთ დაბოლოების განშტოებებითა და კონტრფორსებით, რომლებიც მაღლდება 9-დან 11,25 ათას ფტ.-მდე (ქარჩხალი _ 11243 ფტ.), და რომელიც აღმოსავლეთში მტკვრის აუზისა და არტაან-ყარსის პლატოსგან გამოყოფილია არსიანის ქედით და დასერილია ღრმა და ვიწრო ხეობების სისტემით, რომლებშიც სწრაფად რბიან ჭოროხის შენაკადები. ქუთაისის გუბერნიის დაბლობი ნაწილი, რომელსაც უჭირავს უკანასკნელის თითქმის მთელი ცენტრი და დასავლეთ ზღვისპირა განაპირა მხარე (окраина), წარმოადგენს მდ. რიონისა და მისი შენაკადების ქვემო და შუა წელზე მდებარე ვრცელ (5,5 ათას კვ. ვერ.-მდე) დაბლობს, სამკუთხედის სახით, რომლის ფუძეც ებჯინება ზღვას, ხოლო წვერო კი მოთავსებულია ჩრდილოეთში კავკასიონის მთავარი ქედის მთისწინებსა და სამხრეთში აჭარა-ახალციხის მთებს შორის. ზღვასთან ახლოს მდებარე ამ დაბლობის ყველაზე უფრო დაბალ ნაწილში, რომელიც გადაჭიმულია შავი ზღვის ნაპირის გაყოლებაზე ჩრდილოეთითა და სამხრეთით, უხვადაა ჭაობები, დასერილია მრავალი პატარა და დიდი მდინარის ქვემოდინებებით და მოიცავს ჭაობიან ტბას პალეოსტომს; შემდეგ აღმოსავლეთისკენ ეს დაბლობი უფრო და უფრო მაღლდება, ხდება უფრო მშრალი და დაფარულია მეტად ნაყოფიერი ნიადაგით, რომელიც თითქმის უწყვეტად დამუშავებულია.
ქუთაისის გუბერნიის მთელი მდინარეები მიეკუთვნებიან შავი ზღვის აუზს და, მხოლოდ ერთი ჭოროხის გამოკლებით, იბადებიან მისსავე ფარგლებში. ქუთაისის გუბერნიის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მდინარე _ რიონი _ სათავეს იღებს მის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში კავკასიონის მთავარი ქედის მყინვარებიდან და შეიერთებს მრავალ მცირე შენაკადს; ქუთაისთან რიონი მთებიდან გამოდის დაბლობზე და, მიბრუნდება რა დასავლეთისკენ, ჩაედინება შავ ზღვაში ფოთთან (უფრო დაწვრილებით იხ. რიონი). რიონის სიგრძეა 294 ვერ., აუზის ფართობი _ 9062 კვ. ვერ.-მდე, ე. ი. გუბერნიის მთელი ზედაპირის 30%-ზე რამდენადმე ნაკლები. რიონის აუზიდან ჩრდილო-დასავლეთით მოედინება ენგური (იხ.), რომელიც შავ ზღვაში ჩაედინება სოფ. ანაკლიასთან. ენგურის აუზის ფართობია 2445 კვ. ვერ.-მდე, დინების სიგრძეა 166 ვერ. შემდეგ ჩრდილო-დასავლეთისკენ დაახლოებით იმავე მიმართულებით ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ მოედინება კოდორი (იხ.). უკანასკნელ საკმაოდ მნიშვნელოვან მთის მდინარეს, რომელიც რწყავს ქუთაისის გუბერნიის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეს, წარმოადგენს ბზიფი (80 ვერ.), რომელიც სათავეს იღებს კავკასიონის ქედზე მარუხის უღელტეხილთან. ამ მდინარეებს, ისევე როგორც მრავალ სხვა უფრო მცირე მდინარესაც, რომლებიც შავ ზღვაში ჩაედინებიან რიონის ჩრდილოეთით, თავიანთი დინების ზემო და შუა ნაწილებში აქვთ მთის მდინარეების ხასიათი და სანაოსნოდ არ გამოდგებიან; დინების ქვემო ნაწილი, დაბლობზე გამოსვლის შემდეგ, ვარგისია ნავებით სიარულისთვის ზღვიდან არცთუ დიდ მანძილზე. რიონის აუზიდან სამხრეთისკენ ოზურგეთის მაზრა ირწყვება მცირე მდნარეებით, ნატანებითა და სუფსათი, რომლებიც სათავეს ღებულობენ აჭარის მთების ჩრდილო კალთებზე და ჩაედინებიან ზღვაში; სამხრეთით, უკვე ბათუმის ოკრუგში, იმავე მიმართულებით მოედინება კინტრიში, ხოლო ბათუმისა და ართვინის ოკრუგების დანარჩენი სივრცე დაკავებულია ჭოროხის ძლიერად განტოტვილი აუზით (6456 კვ. ვერ.), რომელიც ჩაედინება შავ ზღვაში ბათუმის რამდენადმე დასავლეთით. ზომებისა და წყლის რაოდენობის მიხედვით ჭოროხი (იხ.) ქუთაისის გუბერნიის პირველი მდინარეა რიონის შემდეგ; ნაოსნობა, თუმცა კი სახიფათო, ბრტყელძირიანი ნავებით (კაიუკებით) არსებობს ართვინიდნ (66 ვერ.) მდინარის დაბლობზე გამოსასვლელამდე, 8 ვერსში ბათუმიდან, საიდანაც შეტყობინებას ბათუმთან აწარმოებენ ცხენებით. ჭოროხის ხეობა გამოირჩევა თვალწარმტაცი და გრანდიოზული ხედებით და ზემო წელში ძნელად მისადგომია. ტბები ქუთაისის გუბერნიაში, ზემოთ მოხსენიებული პალეოსტომის ტბის გარდა, არ არის.
გეოლოგიური მიმართებით ქუთაისის გუბერნია წარმოადგენს სამ განსხვავებულ ნაწილს; კავკასიონის მთავარი ქედი, რომელიც აქ შემდგარია მეტად განსხვავებული მთის ქანებისგან, შედგება უპირატესად გნეისების, გრანიტებისა და კრისტალური ფიქალებისგან (ქედის თხემი), უფრო ქვემოთ სამხრეთ კალთებზე განვითარებულია იურული, პალეოზოური და ცარცული წარმონაქმნები, აგრეთვე ადგილ-ადგილ ზედაპირზე ამოსული დიაბაზები და დიორიტები. სურამის ქედის დასავლეთ კალთებზე მნიშვნელოვნად არის განვითარებული ამოფრქვეული ქანები (გნეისები, გრანიტები და სხვა). აჭარა-ახალციხის მთები და მთაგორიანი ქვეყანა ჭოროხის აუზში შედგება თითქმის მხოლოდ მესამეული სისტემის პალეოგენური წარმონაქმნებისგან. დაბოლოს, მთელი რიონის დაბლობი და შავი ზღვის დაბლობი სანაპირო აგებულია უახლესი სამდინარო და ნაწილობრივ ტბის დანალექებიგან, რომელთა რაიონიც ახლაც აგრძლებს ზრდას ზღვის ხარჯზე (რიონის შესართავი, ჭოროხის მიერ ბათუმთან მოტანილი ნალექები და სხვა). ნიადაგის ფენა დაბლობ და მოსწორებულ სივრცეებზე რიონის დინების გაყოლებით და ენგურის, კოდორისა და ჭოროხის ქვემოწელებში და ა. შ. შედგება დანალექი ქანებისგან, რომლებიც შეიცავენ ნეშომპალასა და ლამიან ნაწილაკებს; მთებთან უფრო ახლოს ნიდაგის ნაწილაკები ხდება უფრო მსხვილი (მაგარი), ჩნდება ჭკა (რუს. галка) და იმ ქანების ნატეხები, რომელთაგანაც აგებულია გარემომცველი ფერდობები. ქვიშის (სილის) მინარევი შეიმჩნევა განსაკუთრებით რიონის ქვემო წელის გაყოლებაზე. სწორი ადგილების ნიდაგები, მხოლოდ თუკი ისინი არ არის დაჭაობებული, გამოირჩევა ჩვეულებრივ ნაყოფიერებით. უფრო ამაღლებული ადგილები, ხოლო ადგილ-ადგილ (სამეგრელო, ბათუმის ოკრუგი და სხვა) დაბალ-გორებიანი სივრცეებიც გამოირჩევა თიხიანი ნიადაგით, არცთუ იშვიათად, მაგალითად ბათუმის ოკრუგში, წითელთიხა ნიადაგით (ლატერიტი); მთაგორიან ადგილებში ჭარბობს ქვიანი ნიადაგები.
ზემოთ იყო ნათქვამი, რომ ქუთაისის გუბერნიას გააჩნია ნოტიო, რბილი და საკმაოდ თანაბარი კლიმატი; არსად კავკასიის ფარგლებში არ მოდის ამდენი წვიმა და არ არის ამდენად თბილი ზამთარი, როგორც მოცემულ გუბერნიაში; აქ არის ზამთრები, როდესაც ვერცხლისწყალი სულაც არ ჩამოდის ნულზე დაბლა, და დაიმზირება ადგილები, სადაც წლის განმავლობაში მოდის 3 მ-მდე ნალექი. ყინვები ზამთარში (ნოემბერი _ მარტი) არ აღემატება რამდენიმე გრადუსს (აბს. მინიმუმი: ბათუმი _ 7,8, ქუთაისი _ 12,9, ფოთი _ 11,5, სოხუმი _ 8,7) და დიდხანს არ გრძელდება, ხოლო თოვლი, რომელიც არცთუ იშვიათად უხვად მოდის, სწრაფად დნება. მთიან ადგილებში ტემპერატურის პირობები, რა თქმა უნდა, სხვანაირია; იქ მნიშვნელოვნად უფრო ცივა, არცთუ იშვიათად არის ძლიერი ყინვები, ხოლო მკაცრ ზამთრებში მთებში უხვად მოდის თოვლი, რომელიც ზოგჯერ დაბრკოლებას უქმნის ურთიერთობებს (შეტყობინებებს) ახლომდებარე სოფლებს შორისაც. ნალექების რაოდენობა, არცთუ ბევრი არსებული დაკვირვებების მიხედვით, მერყეობს 1218 და 2357 მმ-ს შორის, აღწევს რა, როგორც ჩანს, მთისწინებსა და მთების მეწინავე განშტოებებზე არანაკლებ 3 მ-ისა (პირდაპირი დაკვირვებები არ არის), ამასთან მათი უდიდესი ნაწილი მოდის ზაფხულსა და შემოდგომაზე. წვიმები ზოგჯერ ღებულობს თქეშების ხასიათს, ხოლო ერთჯერადად ჩამოსული ნალექების რაოდენობა არცთუ იშვიათად მეტად დიდია ხოლმე; ასე, 1885 წ. ბათუმში დღეღამის განმავლობაში აგვისტოს ბოლოს მოვიდა 261 მმ ნალექი, ხოლო სამი დღეღამის განმავლობაში 400 მმ-ზე მეტი, ე. ი. იმაზე მეტი, რამდენიც წელიწადის განმავლობაში მოდის ათენში. წვიმები ჩვეულებრივ მოაქვთ დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის ქარებს, რომლებიც ბატონობენ წლის ზაფხულის დროს და ზამთარში იცვლებიან აღმოსავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარებით. ადგილ-ადგილ მთების სიახლოვეში ქუთაისის გუბერნიაში დაიკვირვება მშრალი და თბილი დამავალი (რუს. нисходящие) ქარები, რომელთა დროსაც ტემპერატურა ძლიერად მაღლდება, ხოლო ჰაერი კი იმდენად მშრალი ხდება, რომ ხეებზე ფოთლები ხმება, ხოლო ნათესები კი გვალვისგან ზიანდება (ე. წ. ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარი ქუთაისში).
მნიშვნელოვან გადახრას, ნალექებთან მიმართებით, ქუთაისის გუბერნიის კლიმატური პირობებისგან წარმოგვიდგენს ჭოროხის აუზი, სახელდობრ კი ბათუმის ოკრუგის სამხრეთ ნაწილი და განსაკუთრებით ართვინის ოკრუგი. პონტოს ქედის აღმოსავლეთ დაბოლოება აქ იმდენად უღობავს გზას ნოტიო ქარებს ქვეყნის შიგნით, რომ ნალექების რაოდენობა და განაწილება ართვინის ოკრუგში, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ქუთაისის გუბერნიის დანარჩენ ნაწილთან, თითქმის ერთნაირია იმასთან, რასაც ვაკვირდებით ხმელთაშუა ზღვისპირა ქვეყნებში, ხოლო სახელდობრ კი წლის განმავლობაში მოდის სულ 602 მმ (ართვინი): მათგან 161 მმ მოდის გაზაფხულზე, 64 ზაფხულში. ამრიგად, წვიმები, რომლებიც მეტად ხშირია ქუთაისის გუბერნიის სხვა ადგილებში ზაფხულში, აქ ძალზედ იშვიათად მოდის, და მოსახლეობას უხდება ყანებისა და ბაღების ხელოვნური მორწყვა. ქუთაისის გუბერნიის კლიმატური პირობები საერთოდ არცთუ სავსებით ხელსაყრელია ადამიანის ცხოვრებისთვის; მისი ბევრი ადგილი, განსაკუთრებით დაბლობი და ჭაობიანი სივრცეები ზღვისა და მდინარეების ნაპირებზე, და არცთუ იშვიათად 3000 ფტ.-მდე სიმაღლის მთისწინები, გამოირჩევა მალარიული ციებ-ცხელებით, რომელთაგან იტანჯებიან არა მხოლოდ ჩამოსულები, არამედ იქაურებიცა და ცხოველებიც კი. ენგურის, ცხენის-წყლისა და სხვა მდინარეების მაღალ ხეობებში ხშირად დაიკვირვება ჩიყვიანობა და კრეტინიზმი (მაგალითად სვანეთში).
ქუთაისის გუბერნიის მცენარეულობა გამოირჩევა ფორმების სიმდიდრითა და მათი მდიდრული განვითარებით; შემადგენლობის მიხდვით, ეს მცენარეულობა მოგვაგონებს სამხრეთ ევროპის ქვეყნებს, მაგრამ ხე-ტყის ჯიშების ძლიერი განვითარება, ზაფხულობით გვალვისგან მცენარეულობის კვდომის არარსებობა, დახვევადი მცენარეების (ლიანების) სიუხვე, ასევე მარადმწვანე ფორმებისა, უფრო მეტად გვაგონებს იაპონიის ქვეტროპიკულ ადგილებს, ვიდრე ხმელთაშუა ზღვისპირა ქვეყნებს. ქუთაისის გუბერნიის, და განსაკუთრებით კი მისი დაბლობებისა და მთისწინების, ფლორის დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს უზარმაზარი გვიმრების, ეკლიანი მაყვლის, ანწლისა და სხვათა ბარდები (ჯუნგლები); ამ ბარდებთან ბრძოლა მოითხოვს ძალების უზარმაზარ დაძაბვას მიწათმოქმედის მხრიდან და ხშირად ეს უკანასკნელი თავს ვერც კი ართმევს ამას. ყველაზე უფრო გავრცელებულ ხეთა და ბუჩქთა სახეობებს, დაწყებული ზღვის დონიდან, წარმოადგენს შემდეგი: საჭმელად ვარგისი წაბლი, მუხის რამდენიმე სახეობა, დაფნა, წყავი, რცხილა, ცაცხვი, სხვადასხვანაირი ნეკერჩხლები, როდოდენდრები (3 სახეობისა) Phyllirea Medvedevi, Zelcowa creunata (ძელქვა), Pterocrya caucasica, სამშიტი (კავკასიური პალმა; მისი ვრცელი ნარგავები შენარჩუნდა განსაკუთრებით მდ. ბზიფის აუზში), Paliurus aculeatus, კაკლის ხე, Staphylea colchica, Azalea pontica, Ficus carica, ბროწეული, მურყანი, Diospyrus lotos (ხურმა), ურთხელი, წიფელი, ბაძგი, (Ilex), ქლიავის სხვადასხა სახეობანი, მსხალი, ვაშლი, ბუჩქოვანი მოცვი (კავკასიური ჩაი), Picea orientalis, Abies Normandiana, ფიჭვი და სხვა; ხე-ტყის მცენარეულობას ამთავრებს კავკასიური როდოდენდრის, гордовин-ის, იელის, არყის ხის, კავკასიური ნეკერჩხლის, პონტოური მუხის, ბუჩქოვანი წყავისა და სხვათა ბარდები.
7-7,5 ათას ფტ.-ზე უფრო მაღლა, კავკასიონის მთავარი ქედის კალთებზე და აჭარა-ახალციხისა და არსიანის ქედების ყველაზე უფრო მაღალ წერტილებში მარადიულ თოვლამდე (9,5-10 ათასი ფტ.), სადაც იგი არის, გადაშლილია მთათა მდელოების ზოლი, რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვთ ადგილობრივი მესაქონლეობისთვის. ხეებზე გარშემორტყმული ლიანების რიცხვს მიეკუთვნება ვაზი, რომელიც აქ თავის მშობლიურ ადგილას უზარმაზარ ზომებს აღწევს, სხვადასხვანაირი სახეობების Clematis, Smilax, Hedera (სურო), Periploca graeca, Jasminium officinale, Lonicera caprifolium, სვია და სხვა. ჭოროხის აუზის სამხრეთ ნაწილში, სადაც ნალექები მნიშვნელოვნად უფრო ნაკლებია, მცენარეულობას გააჩნია რამდენადმე განსხვავებული ხასიათი; ტყეები არის მხოლოდ 3-4,5 ფტ. სიმაღლეზე, შედგება უპირატესად წიფელისა და როდოდენდრებისგან; მთების კლდოვან კალთებზე, ტყეების ქვემოთ, მიმოფანტულია ხისებური და ბუჩქოვანი ღვიები Arbutus Andrachne, Celtis, აღმოსავლური რცხილა, მუხა ბუჩქნარის სახით და, ბოლოს, ჭოროხის ხეობაში გვხვდება იტალიური ფიჭვი (Pinus pinea), რომელიც არ არის კავკასიის სხვა ადგილებში. ტყეების რაოდენობის მიხედვით, თუმცა კი დაბლობ ადგილებში ისინი განიცდიდნენ მნიშვნელოვან განადგურებას, ქუთაისის გუბერნია პირველ ადგილზეა ამიერკავკასიაში. ტყეების საერთო ფართობია 1508000 დეს. და მათ უჭირავთ გუბერნიის მთელი სივრცის დაახლოებით 47%. მაგრამ ტყის ექსპლუატაციას აწარმოებენ უმნიშვნელო ზომებში, რაც დამოკიდებულია ნაწილობრივ კაპიტალებისა და გერგილიანობის უკმარისობაზე, უმთავრესად კი იმაზე, რომ საუკეთესო ტყეები განლაგებულია მთაგორიან და ძნელად მისასვლელ ადგილებში. ტყის სიუხვის მიუხედავად, ქ. ბათუმში, ნავთის ყუთებისთვის, ყოველწლიურად ბევრი ნაძვი და სოჭი შემოაქვთ ავსტრიიდან. საზღვარგარეთ გააქვთ კაკლისა და პალმის ხეები: 1893 წ. კაკლის ხე გაიტანეს 238896 მან. თანხისა, პალმისა კი 68641 მან. სახაზინო ტეებიდან, რომელთაც უჭირავთ 795770 დეს.-მდე, იმავე წელს შემოვიდა სულ მხოლოდ 55932 მან. თანხის ყველანაირი შემოსავალი.
ქუთაისის გუბერნიის ცხოველთა სამყარო ზოგადად არ წარმოგვიდგენს არანაირ აღსანიშნავ განსაკუთრებულობებს და ამ მიმართებით ჩამოუვარდება აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ფაუნას (იხ. კავკასიის მხარე). გუბერნიის ბევრი უფრო მეტად თბილი ადგილი გამოირჩევა ტურებისა და დათვების სიუხვით, რომლებიც დიდ ზარალს აყენებენ სიმინდის ნათესებს; ფრინველთა სამყარო გამოირჩევა შედარებით სიღარიბით, განსაკუთრებით კი ღარიბია ტყის ფრინველებით. თევზჭერა უმნიშვნელოა; შავ ზღვაში დაჭერილი თევზების რაოდენობა არ აღემატება 540 ათას ფუთს; გარკვეული მნიშვნელობა აქვს დელფინების რეწვას.
ქუთაისის გუბერნიის მოსხლეობას, მის მიერ დაკავებული ქვაბულის ჩაკეტილობის შედეგად, უძველესი დროიდან ჰქონდა თავისებური ფიზიონომია; მისი უმრავლესობა მიეკუთვნება კავკასიელი ხალხების ქართველურ ჯგუფს, მაგრამ, ამასთან, მისი წარმომადგენლები ტიპის, და ნაწილობრივ კი ენის მიხედვითაც, განსხვავდებიან თავიანთი ნათესავებისგან – ქართველებისგან, რომლებიც ცხოვრობენ, უმთავრესად სურამის ქედის იქითა მხარეს. ეთნოგრაფიული მიმართებით (იხ. კავკასიის მხარე, XIII, 837) ქუთაისის გუბერნიის მოსახლეობა, რომელიც შეადგენს ორივე სქესის 1048940 სულს (1892) და ცხოვრობს 6 ქალაქში, 4 ადგილსაუფროსო (местничество) და 1613 სოფელში (1886), %-ულად ნაწილდება შემდეგნაირად: რუსები 0,53; ბერძნები 0,72; სომხები 1,77; ებრაელები 0,76; ქართველები 1,48; იმერლები 44,83; გურულები 8,24; აჭარლები 6,43; მეგრელები და ლაზები 23,23; სვანები 1,52; აფხაზები 6,54; თურქები 3,0; დანარჩენები არიან _ პოლონელები, სპარსელები, ქურთები, ოსები. (ესენი გამოდიოდნენ მთელი მოსახლეობის სულ 0,95% _ ი. ხ.) რუსები და სომხები ცხოვრობენ უპირატესად ქალაქებში. ქუთაისის გუბერნიის მოსახლეობის დაახლოებით 86,6% აღიარებს მართლმადიდებლობას, 10,5% _ მაჰმადიანობას, დარჩენილი 3% მოდის ებრაელებზე, კათოლიკებზე, სომეხ-გრიგორიანებზე, სომეხ-კათოლიკებზე და სხვა. სინამდვილეში მართლმადიდებლები ნაკლები არიან, რადგანაც მათდამი მიკუთვნებული აფხაზების რელიგია შედგება, არსებითად, მუსლიმანური, ქრისტიანული და წარმართული წეს-ჩვეულებების ნარევისგან. თავადები შეადგენენ მოსახლეობის 1,4%, აზნაურები 5,3%, სასულიერო პირები 1,8%, მეშჩანები 4,3%, საპატიო მოქალაქენი და ვაჭრები 1,3%, გლეხები 84,1% (სახაზინო მიწაზე 23,5; მფლობელთა და მონასტრების მიწებზე 23,2; დრობით ვალდებულები 1,8; მესაკუთრეები 35,6%) და ხიზნები (იხ.) 1,6%. ყველაზე უფრო მჭიდროდაა დასახლებული სენაკის (69,4 ადამიანი 1 კვ. ვერსზე), ქუთაისისა და შორაპნის მაზრების დაბლობი ნაყოფირი ადგილები; ყველაზე უფრო სუსტად არის დასახლებული მთაგორიანი და ტყიანი რაჭის მაზრა, ბათუმისა და ართვინის ოკრუგები, და განსაკუთრებით კი სოხუმის ოკრუგი (8,1 ადამიანი 1 კვ. ვერსზე).
ყველაზე უფრო დიდი მნიშვნელობა მხარისთვის აქვთ გერგილიან, გაბედულ და მოძრავ იმერლებს, რომლებიც, ქართველების საპირისპიროდ, გამოირჩევიან განსაკუთრებული ნიჭით ვაჭრობაში; ამიტომ სომხები ქუთაისის გუბერნიაში ვერ თამაშობენ ისეთ როლს, როგორსაც მაგალითად, ტფილისის გუბერნიაში, თუმცა კი მსხვილი საწარმოების უმეტესი ნაწილი გუბერნიაში ეკუთვნის სომხებს ან უცხოელებს. მოსახლეობის უპირატესი ტიპია _ მუქთმიანი, თმის ღია შეფერილობებით (რუს. оттенки), თვალთა შერეული ფერითა და მოგრძო თავის ქალით; არის ცისფერთვალებიანთა მნიშვნელოვანი პროცენტი. მიწათმფლობელობა გუბერნიაში: როგორც აზნაურებისა, ისე გლეხებისაც მეტად წვრილია, მინდორმონაცვლეობითი; შვიდი მაზრის აზნაურებს ერიცხებათ 9240 სამფლობელო, 815376 დეს. ფართობისა; მათგან 6970 (70%-ზე მეტი) თავის თავში შეიცავს არაუმეტეს 19 დეს.-სა, 22% _ 19-დან 380 დეს.-მდე და მხოლოდ 3% _ 380 დეს.-ზე ზევით. მფლობელთა მიწებიდან დაახლობით 3,24% საბაღე მიწაა, დაახლოებით 81,17% საყანე და 15,59% სატყეო და საძოვარი. გლეხებს იმავე მაზრებში 157027 დეს. მიწა აქვთ, მათგან საბაღე მიწებია 14,86%, საყანე 54,15%-მდე, სატყეო და საძოვარი _ დაახლოებით 31%. საგლეხო ნკვეთის (რუს. надел) საშუალო ზომაა: სახაზინო გლეხებთან 4,23 დეს., მემამულეთა ყოფილ გლეხებთან 4,4 დეს., მესაკუთრე გლეხებთან 2,2 დეს. სოხუმის ოკრუგში ადგილობრივ მოსახლეობს გამოყოფილი აქვს მიწის ნაკვთები ზომით 3-10 დეს. კომლზე (რუს. на дым), ხოლო სულ გამოყოფილია 127410 დეს., რომელთაგან 15291 დეს. დატოვებულია სათადარიგოდ. პრივილეგირებულ წოდებას, 600 ოჯახის რიცხვით, ნადელ-ად გამოყოფილი აქვს 67195 დეს. (ანუ ერთ ოჯახზე 112 დეს.-მდე _ ი. ხ.), დამატებითი надел-ების ჩაუთვლელად. მოსულ გლეხურ მოსახლეობას სოხუმის ოკრუგში გამოეყოფოდა მიწები 1-30 დეს. ზომით ოჯახზე (რუს. на двор), ხოლო სულ კი 1893 წ. მოსული მოსახლეობის 1560 ოჯახის სარგებლობაში იმყოფებოდა 23839 დეს. (საშუალოდ ოჯახზე 15,3 დეს.-მდე _ ი. ხ.). ბათუმისა და ართვინის ოკრუგებში ადგილობრივი მოსახლობა ინარჩუნებს იმ მიწებს, რომლებითაც სარგებლობდა თურქული მფლობელობის დროს 93000 დეს. რაოდენობით. მოსული მოსახლეობა აქ მეტად უმნიშვნლოა; ორი რუსული დასახლებიდან ერთს (სმეკალოვკას) ჩურუკ-სუს ადგილას გამოეყო 11-11 დეს. ოჯახზე (რუს. на двор), ხოლო მეორეში (სლობოდა ხოლოდნაია, ქ. ბათუმის ახლოს) მოსახლეებს გამოეყოთ მხოლოდ საკარმიდამო მიწა.
სახაზინო მიწები ქუთაისის გუბერნიაში შედგება: 1) სავარგულებისგან, რომლებიც იმყოფება სარგებლობაში: a) სახაზინო გლეხებისა 7 მაზრაში 64000 დეს., b) სოხუმის ოკრუგის მოსული მოსახლობისა 23839 დეს., c) ბათუმისა და ართვინის ოკრუგების ადგილობრივი მოსახლეობისა _ 93000 დეს.; 2) საღალე მუხლებისა, სივრცით 1483,5 დეს., რომლებსაც აძლევენ მხოლოდ გლეხებს; 3) ტყეები _ 276970 დესეტინა 7 მაზრაში, 306800 დეს. სოხუმის ოკრუგში და 12 ათასი დეს. ბათუმის ოკრუგში. გარდა ამისა, სამხედრო-სახალხო მმართველობის გამგებლობაში შედგებოდა ბათუმისა და ართვინის ოკრუგებში 200 ათას დეს.-მდე ფართობის სახაზინო ტყეები და საძოვრები. მოსახლეობის თითქმის ერთადერთი საქმიანობაა _ მიწათმოქმედება. 1893 წ. სახნავ-სათესად იყო 282272 დეს. (საგლეხო ნადელების 59,8% და კერძო მფლობელების, ხაზინის, სამკვიდროსი და სხვა 40,2%). დათესილი იყო: სიმინდით 81,3%, საშემოდგომო და საგაზაფხულო ხორბლით 12,5%, ლობიოთი და ცერცვით (რუს. бобами) 1,6%, ქერით 1,5%, ღომით (Panicum italicum) 1,4%, ჭვავით 0,2%, დარჩენილი 0,7% მოდის შვრიაზე, ასლზე (რუს. полба), კარტოფილზე, ბარდაზე, სელზე, კანაფზე, ბრინჯსა და თამბაქოზე. ნათესების ფართობი ყველაზე უფრო მეტია შორაპნის მაზრაში, ყველაზე უფრო ნაკლები _ ლეჩხუმის მაზრაში. დაბლობ ადგილებში წლიდან წლამდე ერთსა და იმავე ყანაში თესენ ერთსა და იმავე მცენარეს (ჩვეულებრივ სიმინდს). სასუქს აქ პრაქტიკულად მეტად იშვიათად იყენებენ. ხანგრძლივი სარგებლობით გამოფიტულ მიწას ტოვბენ წყვილში მეტად ან ნაკლებად ხანგრძლივი დროით. ქუთაისის გუბერნიის დანარჩენ ნაწილებში გვხვდება მრავალი გადასვლა უწინდელ დროში გაბატონებული ტყე-მინდვრიანი სისტემიდან ერთმინდვრიანზე, სამმინდვრიანზე, მარცვლოვანზე სასუქით და მის გარეშე და, ბოლოს, მრავალმიდვრიანზე საქონლის საკვები ბალახების დათესვით (სიმინდი, რაიგრასი და ა. შ.). ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენის ყველაზე უფრო გავრცელებულ საშუალებას წარმოადგენს მისი დასვენება და ნაკელით განაყოფიერება. ადგილ-ადგილ ერთსა და იმავე ყანაში ქერის ან ხორბლის აღების შემდეგ (დაახლოებით ივნისის შუახანებში), თესენ სიმინდს.
ნიადგის დამუშავება შემთხვვების უზარმზარ უმრავლესობაში წარმოებს მეტად არადამაკმაყოფილებლად ჩვეულებრივი კავით ან თოხით. პურის აღებისა და გალეწვის ხერხები უმრავლესად უკიდურესად პრიმიტიულია. სიმინდის მნიშვნლობის შესახებ ქუთაისის გუბერნიისთვის იხ. კავკასიის მხარე (XIII, 841); იგი გააქვთ საზღვარგარეთაც, ფოთის მეშვეობით. მისი მოსავალი საშუალოდ 90 ფუთია დეს.-დან. სიმინდის ჯიშებიდან ყველაზე უფრო გავრცელებულია ცხენის კბილა. სამრეწველო მცენარეებიდან ყვლაზე უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს თამბაქოს (თურქული ჯიშებისა), რომელსაც თესენ უმთავრესად სოხუმისა და ართვინის ოკრუგებში და ოზურგეთის მაზრაში; 1893 წ. თამბაქო დათესილი იყო 1726 დეს.-ზე, რომლებზეც მოყვანილ იქნა 99200 ფუთამდე მოსავალი. ადგილ-ადგილ გუბერნიის დაბლობ ადგილებში არცთუ დიდი რაოდენობით მოჰყავთ ბამბა, რომელიც იძლევა დაახლოებით 15 ფუთამდე სუფთა ბოჭკოს. Рама-ს (Urtica nivea) მოყვანამ, რომელსაც აქა-იქ არცთუ წარუმტებლად მიმართეს, გასაღების არარსებობის შედეგად, ვერ ჰპოვა გავრცელება. მევენახეობა და მეღვინეობა, რომელიც ჯერ კიდევ სულ ცოტა ხნის წინ იძლეოდა მნიშვნელოვან შემოსავლებს, ახლა, ვაზის დაავადებათა შედეგად, სულ უფრო და უფრო მეტად ეცემა. ზოგიერთ ადგილას (სამეგრელო) ვაზი თითქმის სრულებით გაქრა და მოსახლეობა იძულებული შეიქმნა მთლიანად გადასულიყო სიმინდის მოყვანაზე. ამჟამად ვენახებს ქუთაისის გუბერნიაში, რომლებსაც აშენებენ სარებზე (დაბლარი) ან უშვებენ, ძველებურად, ხეებზე (მაღლარი), 7 მაზრაში უჭირავს დაახლოებით 31770 დეს. ბათუმის, ართვინისა და სოხუმის ოკრუგებში ვენახების ფართობი მიახლოებითაც კი ცნობილი არ არის. გუბერნიაში მიღებული ღვინის რაოდენობა დღესდღეობით ძნელად თუ აღემატება 2-2,5 მლნ. ვედროს. ღვინოს ჩვეულებრივ ინახავენ მიწაში ჩაფლულ თიხის ქვევრებში, და მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში აძველებენ. ღვინოები შედარებით სუსტია, მომჟაო, უთაიგულო, და ტიპის მიხედვით წარმოადგენენ სუფრის ღვინოებს. უწინ სახელგანთქმული მეგრული და გურული ღვინოები ახლა სრულებით არ გვხვდება, ვაზის დაავადებათა გავრცელების შედეგად. ღვინის 3/4-ზე მეტს მოიხმარენ ადგილზე, დანარჩენი გააქვთ ტფილისში და ა. შ. ფილოქსერასთან საბრძოლველად ამერიკული საძირეების შემოტანის მიზნით, მიწათმოქმედებისა და სახელმწიფო ქონების სამინისტრომ ყვირილას ახლოს მოაწყო ამერიკული ვაზების საშენი (რუს. питомник).
ხეხილიდან ყველაზე უფრო მეტად მოჰყავთ ვაშლი, მსხალი, კაკალი, ბალი, ქლიავები, ღვინის კენკრა, გარგარი, ატამი. ნოტიო კლიმატის შედეგად ნაყოფები უმეტეს წილად მჟავეა, ცუდად მწიფდება, სწრაფად იწყებს ლპობას და თითქმის არ გააჩნიათ გასაყიდი ფასეულობა. მნიშვნელოვნად უფრო უკეთესია ხილი ბათუმის და განსაკუთრებით ართვინის ოკრუგში, საიდანაც 100 ათას ფუთამდე სუფრის ყურძენი, ნუში, კაკალი, ბროწეული, კომში, ვაშლი, მსხალი და სხვა გააქვთ ბათუმში, ტფილისსა და ევროპულ რუსეთში. ზეთისხილის კულტურა მნიშვნელოვან ზომებში არსებობს ართვინის ოკრუგში, ჭოროხის ხეობის გაყოლებაზე, სადაც მაგალითად 1893 წ. გაყიდულ იქნა 6800 ფუთამდე ზეთისხილი და 750 ფუთამდე ზეითუნის ზეთი, და სოხუმის ჩრდილოეთით, ახალი ათონის მონასტერში, სადაც მონოზვნებმა მოაშენეს 50 დეს.-მდე ზეთისხილის ბაღები. ბათუმის შემოგარენში და სოხუმის ახლოს უმნიშვნელო ზომით არსებობს ფორთოხლების, მანდარინებისა და ლიმონების კულტურა ღია ცის ქვეშ; იქვე, მოყვარულთა და სახაზინო დაწესებულებების ბაღებში, არცთუ ცოტაა იაპონური და სხვა სამხრეთული ხეხილის ნარგავები (Eriobotria japonica, Diospiros kaki, Psidium და სხვა). გუბერნიის ყველაზე უფრო თბილ ნაწილებში ღია ცის ქვეშ იზრდება ევკალიპტები, აგავები, იუკები, პალმები, საგოები, სხვადასხვანაირი წიწვოვანი მცენარეები, ბამბუკი, კორპის მუხა, კამელიები, მაგნოლიები, пауловний, კაქტუსები და მრავალი სხვა, არცთუ იშვიათად ეკზოტიკური მცენარე. ასევე სავსებით წარმატებით იზრდება და მწიფე თესლს გვაძლევს ჩაის ბუჩქი, რომლის კულტურაც უკანასკნელ ხანს წარმოიშვა ბათუმის ახლოს. ადგილ-ადგილ მოსახლეობა დაკავებულია ველური ხეებისა და ბუჩქების ფოთლების შეგროვებით (იხ. კავკასიის მხარე, XIII, 843). მებოსტნეობა ქუთაისის გუბერნიაში არსებობს თითქმის მხოლოდ ქალაქების შემოგარენში.
საძოვრებისა და საქონლის გამოსაკვები საშუალებების უკმარისობის შედეგად, სამრეწველო მესაქონლეობა ქუთაისის გუბერნიაში საერთოდ არ არსებობს. სუსტი ადგილობრივი საქონელი მხოლოდ მიწათმოქმედებისთვის დამხმარე ფუნქციებს ასრულებს; ყველაზე უფრო ფასეულებს ამ მიმართებით წარმოადგენენ უპრეტენზიო და ძლიერი კამეჩები. მეწველ საქონელს ინახავენ უპირატესად უფრო ამაღლებულ, სამთო საძოვრებთან მიმდებარე ადგილებში. საველე სამუშაოებს აწარმოებენ ხარებით ან კამეჩებით; მცირე სიმაღლის ცუდ ცხენებს იყენებენ მხოლოდ საჯდომად ან საპალნედ. ზამთრობით საქონელს აჭმევენ თითქმის მხოლოდ სიმინდის ღეროებს, არცთუ იშვიათად ხის ტოტებსაც, რადგანაც მინდვრები ან სათიბი ადგილები, სახნავ-სათესის ბუჩქნარით სწრაფად დაფარვის შედეგად, თითქმის არ არსებობს. ბალახეულბის თესვა აწყდება ძლიერ დაბრკოლებას უკიდურეს მცირემიწიანობაში. საქონლის რაოდენობის შესახებ იხ. კავკასიის მხარე (XIII, 843). მეაბრეშუმეობა თავმოყრილია, უმთავრესად, ქალებისა და ბავშვების ხელში. აბრეშუმის ჭიის დაავადებათა გავრცელების შედეგად ძლიერად დაქვეითებული, იგი იწყებს გამოსწორებას, целюлярная грень-ის გავრცელების წყალობით. სულ მიიღება 2-2,5 ათას ფუთამდე ნედლი აბრეშუმი; მის უმეტეს ნაწილს ასაღებენ გუბერნიის ფარგლებს გარეთ, უფრო მცირე ნაწილი მიდის კუსტარული ქსოვილების წარმოებაზე. მეფუტკრეობა მცირე ზომით გავრცელებულია ბევრ ადგილას; სულ ღებულობენ 5 ათას ფუთამდე თაფლს. ველური ფუტკარი ყვლაზე უფრო ხშირად გვხვდება აფხაზეთში, სადაც ხეთა ფუღუროებში არცთუ იშვიათად ნახულობენ რამდენიმე ფუთ თაფლის მარაგს. თაფლის სახეობებიდან აღსანიშნავია ე. წ. ქვის თაფლი ოზურგეთის მაზრაში და მათრობელა თაფლი, რომელიც დათრობის მაგვარ შეგრძნებას იწვევს, და ერომელსაც აგროვებენ წყავისა და აზალიის ყვავილებიდან ბათუმისა და ართვინის ოკრუგებში.
ქუთაისის გუბერნიის მინერალური სიმდიდრეები საკმარისად მრავალფეროვანია (იხ. ქუთაისის გუბერნიის რუკა); მის ფარგლებში გვხვდება: ქვანახშირი, მარგანეცი, ვერცხლისა და ტყვიის მადნები, სპილენძისა და თუთიის მადნები, ნავთობი, ოქრო, ლითოგრაფიული ქვა, მარმარილო და სხვა. გუბერნიისთვის სერიოზული მნივნელობა აქვს მხოლოდ ქვანახშირს, მარგანეცსა და სპილენძის მადანს. ქვანახშირის მძლავრი საბადოები იმყოფება ნაქერალას ქედის კალთაზე, სოფელ ტყვიბულის ახლოს, რომელიც ქუთაისთან შეერთებულია რკინიგზით; ტყვიბულის საბადოში 1894 წ. მოპოვებულ იქნა 1750 ათას ფთ.-მდე მარგანეცის მადანი, რომელიც ჩაწოლილია შორაპნის მაზრის ბევრ ადგილას, და რომელსაც ამუშავებენ, უმთავრესად, ადგილ ჭიათურას ახლოს, ხოლო ეს უკანასკნელი ვიწროლიანდაგიანი რკინიგზით შეერთებულია ამიერკავკასიის რკინიგზის სადგურ შორაპანთან; 1892 წ. ქუთაისის გუბერნიაში მოპოვებულ იქნა 10560 ათასი ფთ. მადანი, 1894 წ. _ 11193 ათასი ფთ. (ალბათ იგულისხმება ჯამში ქვანახშირისა და მარგანეცის მოპოვებული მადანი _ ი. ხ.). სპილენძის, ვერცხლ-ტყვიისა და თუთიის მადნები არის უმთავრესად ბათუმისა და ართვინის ოკრუგებში; პირველ მათგანში არის არცთუ დიდი ქარხანა სპილენძის გამოსადნობად (1893 წ. 2 ათასი ფთ. სპილენძი). 1894 წ. ქუთაისის გუბერნიაში მოპოვებულია 861 ათასი ფთ. სპილენძის მადანი. ოზურგეთის მაზრაში 1893 წ. მოპოვებულია 2400 ფთ. გუდრონი. საფაბრიკო-საქარხნო მრეწველობა ქუთაისის გუბერნიაში საერთოდ სუსტად არის განვითარებული. 1893-94 წწ. ცნობებით ქუთაისის გუბერნიაში შედგებოდა შემდეგი საფაბრიკო და საქარხნო წარმოებები (წლიური წარმოებით 2 ათას მანეთზე მეტი):
წარმოებები . . . . . . . . . . ფაბრიკებისა და . . . . . წარმოების ჯამი . . . მუშების რიცხვი
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . ქარხნების რიცხვი . . . .ათას მანეთებში . . . . . . . . . . . . . . . . .
ხე-ტყის სახერხი . . . . . . . . . . . . . .6 . . . . . . . . . . . . . . . . .59 . . . . . . . . . . . . . .70
სადურგლო . . . . . . . . . . . . . . . . . . 7 . . . . . . . . . . . . . . .2494 . . . . . . . . . . . 2726
საპონსახარში . . . . . . . . . . . . . . . . 2 . . . . . . . . . . . . . . . . . 23 . . . . . . . . . . . . . . . 7
ტყავის დამუშავების . . . . . . . . . .4 . . . . . . . . . . . . . . . . . . 7 . . . . . . . . . . . . . . 17
კირის წარმოების . . . . . . . . . . . . . .1 . . . . . . . . . . . . . . . . . . 9 . . . . . . . . . . . . . . 10
აგურის . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .2 . . . . . . . . . . . . . . . . . . 7 . . . . . . . . . . . . . . 18
მანქანათმშენებლობის . . . . . . . . .1 . . . . . . . . . . . . . . . . . 25 . . . . . . . . . . . . . .13
თუნუქის ნაკეთობების . . . . . . . . 4 . . . . . . . . . . . . . . . .4515 . . . . . . . იხ. დურგლები
წიაღისეული მინერალ-
ური წყლების . . . . . . . . . . . . . . . . .8 . . . . . . . . . . . . . . . . . 42 . . . . . . . . . . . . . .36
მეხილეობა-მეღვინეობის . . . . 447 . . . . . . . . . . . . . . . . . 41 . . . . . . . . . . . . 1142
არაყსახდელი . . . . . . . . . . . . . . . . 2 . . . . . . . . . . . . . . . . .117 . . . . . . . . . . . . . .14
ლუდსახარში . . . . . . . . . . . . . . . . .1 . . . . . . . . . . . . . . . . . . .8 . . . . . . . . . . . . . . 16
თამბაქოსი . . . . . . . . . . . . . . . . . . .2 . . . . . . . . . . . . . . . . . .96 . . . . . . . . . . . . . . 90
თვლების საცხის . . . . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . . . . . . . . . . . .30 . . . . . . . . . . . . . .20
შამპანური ღვინისა . . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . . . . . . . . . . 150 . . . . . . . . . . . . . – . . . . .
ს უ ლ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .492 . . . . . . . . . . . . . . .7623 . . . . . . . . . . . . 4169
სადურგლო და მეთუნუქეობის საქმის განვითარება აიხსნება ბათუმში თუნუქის უზარმაზარი რაოდენობის გამოყენებით ნავთის ჩასასხმელად და ხის ყუთებისა მათ შესაფუთად, საზღვარგარეთ შემდგომი გატანისთვის. არსებობს კიდევ მრავალი წვრილი კუსტარული სახელოსნო, მაგრამ მათი წარმოების ჯამი დიდი არ არის. შეტყობინების გზებიდან ყველაზე უფრო დიდი მნიშვნელობა მხარისთვის აქვს ამიერკავკასიის რკინიგზას, განშტოებებით ქუთაისიდან ტყვიბულამდე, შორაპნიდან ჭიათურამდე, სამტრედიიდან ფოთამდე; შემდეგ ოსეთის სამხედრო გზას (იხ.), ქუთაისიდან მდ. რიონის გაყოლებით მამისონის უღელტეხილამდე; თვლიანი ტრანსპორტის სავალ გზას ქუთაისიდან ზეკარის უღელტეხილამდე, რომელიც ქუთაისს აერთებს აბას-თუმანთან; ცხენით სასიარულო ბილიკს ბათუმიდან ჭოროხის შენაკადის აჭარის-წყლის გაყოლებით გოდერძის უღელტეხილამდე (ახალციხისკენ), აგრეთვე ბათუმიდან ჭოროხის გაყოლებით იალოუს-ჩამის უღელტეხილამდე (არტაანისკენ); შემდეგ ასეთივე ბილიკი მიდის სოხუმიდან კოდორის გაყოლებით ქლუხორის უღელტეხილამდე (ბატალფაშინსკისკენ) და გზატკეცილი სოხუმიდან ახალი ათონის მონასტრამდე.
ქუთაისის გუბერნიის ვაჭრობა ხასიათდება მნიშვნელოვნად განვითარებული საზღვარგარეთ გატანით, რომლის საგანსაც წარმოადგენს როგორც გუბერნიის ფარგლებში მოპოვებული და წარმოებული პროდუქტები, ისე კავკასიის სხვა ადგილებიდან, უმთავრესად კი ბაქოდან ამიერკავკასიის რკინიგზით შემოტანილი პროდუქტებიც (უმთავრესად ნავთობის პროდუქტები). საგარეო ვაჭრობის უმთავრესი ცენტრებია _ ბათუმი, ფოთი და ზოგიერთი სხვა სანაპირო პუნქტი (სოხუმი, ოჩამჩირე, გუდაუთა); მათგან უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბათუმს, არა მხოლოდ გუბერნიის, არამედ მთელი კავკასიის მხარის პირვლხარისხოვან გასაზიდ პორტს; მისი სავაჭრო ბრუნვა იზრდება წლიდან წლამდე. ბათუმის საბაჟოს შემოსავლები 1881-დან 1890 წ. ჩათვლით, გაიზარდა 56 ათასი მან.-დან 1977 ათას მან.-მდე, ე. ი. გაიზრდა 37-ჯერ. 1892 წ. ბათუმიდან გატანილ იქნა 53403000 ფთ. საქონელი, 25474022 მან. თანხაზე, მათ რიცხვში ნავთი, ნავთობი, ნავთობის ნარჩენები და საერთოდ ნავთობის პროდუქტები 51402438 ფთ. (ინგლისში, ავსტრიაში, თურქეთში, ინდო-ჩინეთში, ჩინეთში, იაპონიაში, იავაში და ა. შ.), ძირტკბილას ფესვები 899045 ფთ., მარგანეცის მადანი 443452 ფთ., კაკლის ხე 109928 ფთ., პური 157652 ფთ. შემოტანამ 1892 წ. შეადგინა 5336000 ფთ., 8575443 მან. თანხაზე, ხე-ტყისა 3185109 ფთ. (ამ რაოდენობიდან საზღვარგარეთიდან შემოტანილია 2396109 ფთ., კაბოტაჟით 789 ათასი ფთ.), აგურის 208287 ფთ., ქვანახშირის 103193 ფთ., ყველეულობის 273555 ფთ., თუნუქის 1712243 ფთ. შემოტანილ საქონელში ფასეულობის მიხედვით, პირველი ადგილი უჭირავს თუნუქს (მისი მთელი თანხის სამ-მეოთხედზე მეტი).
შემდეგი ადგილი გატანის მიხედვით უჭირავს ფოტს, რომლის გავლითაც, ბათუმის საპირისპიროდ, გააქვთ მხოლოდ ქუთაისის გუბერნიაში წარმოებული პროდუქტები _ 11692000 ფთ., 6609098 მან. თანხაზე, მათ შორის სიმინდი 4222765 ფთ., მარგანეცის მადანი 7432340 ფთ., კაკლის ხე 27145 ფთ. ფოთსა და დანარჩენ საპორტო პუნქტებში გარედან პროდუქციის შემოტანა უმნიშვნელოა. სოხუმიდან 1892 წ. საზღვარგარეთ გატანილ იქნა 520000 ფთ., 355551 მან. თანხაზე, მათ რიცხვში 495213 ფთ. სიმინდი. ოჩამჩირიდან გატანილ იქნა 1620000 ფთ., 889175 მან. თანხაზე, მათ რიცხვში 1370000 ფთ. სიმინდი. მარგანეცი გააქვთ ინგლისში, ჰოლანდიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ჩრდილოეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სიმინდი _ იტალიაში, თურქეთსა და საფრანგეთში. საზღვარგარეთული ვაჭრობა წარმოებს თითქმის მხოლოდ უცხოური გემებით. 1892 წ. ბათუმში მოვიდა 1288 გემი, მათ რიცხვში 778 საზღვარგარეთული ცურვისა; გავიდა 1277 გემი, მათ რიცხვში 776 საზღვარგარეთული ცურვისა. ფოთში მოვიდა 431 გემი, მათ რიცხვში 92 საზღვარგარეთული ცურვისა, გავიდა 434 გემი, მათ რიცხვში 100 საზღვარგარეთული ცურვისა. შიდა ვაჭრობა წარმოებს უპირატესად იმ ადგილებსა და საბაზრო პუნქტებში, სადაც მოაქვთ მანუფაქტურული ნაწარმი, მარილი, საგალანტერეო საქონელი და სხვა. ცნობილი პრუდუქტებიდან ბაზრობებზე ასაღებენ სიმინდს, აბრეშუმს, შალს, ღვინოს, ჯაგარს, კუსტარულ ნაკეთობებს და ა. შ. ადგილობრივი ლითონისა და ხის კუსტარული ნაკეთობები, ისევე როგორც მაუდები და აბრეშუმის ქსოვილები, რომლებიც მზადდება შინაური საშუალებებით, თანდათანობით გამოიდევნება ფაბრიკული ნაწარმით და ისინი შენარჩუნდა უპირატესად ყრუ და, გზების არარსებობის გამო, ძნელად მისასვლელ ადგილებში.
მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრს წარმოადგენს ქუთაისი, საიდანაც საქონელი ვრცელდება მაზრებში. ბანკები: მიქაელის (რუს. Михаиловский) სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი (ქუთაისში), ურთიერთ კრედიტის ქუთაისისა და ფოთის საზოგადოებანი, სახელმწიფო ბანკის ბათუმის განყოფილება და კომერციული ბანკის განყოფილება. 1000 სულ მოსახლეზე განათლებულები მოდიან პრივილეგირეულ წოდებებზე 35,7%, ხარკის გადამხდელებზე 21,8%, სულ კი 57,5 სული, ე. ი. 5,75%. იმავე 1000 სულ მოსახლეზე, რუსულად მოლაპარაკე პრივილეგირებული წოდებებიდან მოდის 8,7 სული, ხარკის გადამხდელთაგან 3,7 სული, ე. ი. სულ 12,4%. ქ. ქუთაისში (იხ.) არსებული საშუალო სასწავლო დაწესებულებების გარდა, გუბერნიაში კიდევ არის: სოხუმის მთიელთა სკოლა (193), ბათუმის სახელობო (44) და მარიინის (147) სასწავლებლები, ფოთის საზღვაოსნო კლასები, საქალაქო სასწავლებლები ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთსა და ფოთში, 128 დაწყებითი სასწავლებელი (9362 მოსწავლე), სხვადასხვა აღმსარებლობის 500-მდე სამრევლო სასწავლებელი; მუსლიმანურ მედრესეებში სწავლობს 6 ათასზე მეტი მოსწვლე, სხვა აღმსარებლობათა სკოლებში კი ორივე სქესის 9 ათასზე მეტი მოსწავლე. გონებრივი ცხოვრება ქუთაისის გუბერნიაში განვითარებულია უკიდურესად სუსტად და თავმოყრილია ქუთაისში, სადაც გამოსცემენ „ქუთაისის საგუბერნიო უწყებებს“ («Кутаисские губернские ведомости») (700 ეკზემპლარი), ორ სასულიერო ჟურნალს რუსულ და ქართულ ენებზე და არის სოფლის მეურნეობის საიმპერატორო კავკასიის საზოგადოების ქუთაისის განყოფილება. ბათუმში, სადაც თავმოყრილია გუბერნიის უპირატესად სავაჭრო ინტერესები, გამოსცემენ ყოველდღიურ გაზეთს რუსულ ენაზე («Черноморский вестник» _ „შავი ზღვის უწყებანი“). 1890 წ. გუბერნიაში იყო 8 ტიპოგრაფია, 8 წიგნის მაღაზია, ორი სამკითხველო ბიბლიოთეკა. 1891 წ. გუბერნიაში მოითვლებოდა 600 ქვისა და 477 ხის მართლმადიდებელი ეკლესია, 13 ქვისა და 2 ხის მონასტერი, 26 ქვისა და 7 ხის სამლოცველო (ეგვტერი); 9 სომხურ-გრეგორიანული, 2 სომხურ-კათოლიკური, ერთი რომის-კათოლიკური ეკლესია, 12 სინაგოგა, 5 მეჩეთი (ბათუმისა და ართვინის ოკრუგების გარეშე). მაზრებში მოქმედებს სამოქალაქო მმართველობა, ოკრუგებში _ სამხედრო-სახალხო მმართველობა.
ი ს ტ ო რ ი ა. საქართველოს სამეფოს დაყოფის შემდეგ, XV ს. მეორე ნახევარში, აფხაზეთი, გურია, სამეგრელო და სვანეთი ერგო იმერეთის მეფეს, რის შემდეგაც, რუსეთთან შემოერთებამდე ქვეყანა მუდმივად იტანჯებოდა უძლიერესი სახით ძმათა შორის ომებისგან. 1804 წ. რუსეთის ქვეშევრდომობაში (რუს. ვ პოდდანსტვო) შემოვიდნენ იმერეთი და გურია. სამეგრელოს მთავარმა დადიანმა გიორგიმ ჯერ კიდევ 1803 წ, ბოლოს მიიღო ფიცი რუსეთის ერთგულ ქვეშევრდომობაზე (რუს. ვერნოპოდდანსტვო). 1810 წ. იმერეთის მეფე სოლომონ II და 1828 წ. გურიის მმართველი (რუს. პრავიტელნიცა), რუსეთისგან ჩამოშორების უიღბლო მცდელობების შემდეგ, გაიქცნენ თურქეთში. სამეგრელოს მთავრები გამოირჩეოდნენ რუსეთის ტახტისადმი ერთგულებით, მათი სამფლობელოს, 1857 წ., რუსეთთან შემოერთებამდე. 1808 წ. აფხაზეთის მთავრებმა, რომელთაც სურდათ განთავისუფლებულიყვნენ თურქების მძიმე მფლობელობისგან, ნებაყოფლობით მიიღეს რუსეთის ქვეშევრდომობა. 1829 წ., ადრიანოპოლის ტრაქტატის მიხედვით, თურქეთმა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო, ფოთის ციხესიმაგრიდან ანაპამდე ცნო რუსეთის მფლობელობაში. სადადიანო სვანეთი სამეგრელოსთან ერთდროულად დაექვემდებარა რუსეთს; თავისუფალი სვანეთი, რომელიც შედგება 11 დამოუკიდებელი საზოგადოებისგან, ნებაყოფლობით დაექვემდებარა რუსეთს 1847 და 1852 წწ. შორის. ჭოროხის აუზი, რომელიც XVII ს. იქცა თურქეთის პროვინციად, რუსეთისთვის შემოერთებულ იქნა ბერლინის ტრაქტატის მიხედვით (1878). ლიტერატურა იხ. კავკასიის მხარე-ში.
ქუთაისი და ქუთაისის მაზრა 1890–იანი წლების მიწურულს
ქ უ თ ა ი ს ი _ ქუთაისის გუბერნიის საგუბერნიო ქალაქია, ერთერთი უძველესთაგანია კავკასიაში, რიონის ორივე ნაპირზე, მთებიდან დაბლობ ადგილას მისი გამოვლის შემდეგ, თვალწარმტც ადგილზე, დაახლობით 480 ფტ. სიმაღლეზე ზღვის დონიდან. იგი ამიერკავკასიის რკინიგზასთან შეერთებულია საგანგებო განშტოებით, რომელიც შემდეგ გრძელდება სოფ. ტყვიბულამდე. მცხოვრებნი არიან დაახლოებით 26 ათასი, მათგან დაახლოებით 16 ათასი არიან დასავლეთ ქართველები (იმერლები, გურულები, მეგრელები), დაახლოებით 3 ათასი სომეხი, 2 ათასი რუსი, 3 ათასი ებრაელი, დანარჩენი 2 ათასი მოდის ბერძნებზე, თურქებზე, სპარსელებზე, პოლონელებზე, ფრანგებზე და სხვებზე. მცხოვრებთა დიდ ნაწილს შეადგენენ მართლმადიდებლები (ქართველები, რუსები, ბერძნები). არსებობს გადმოცემა, რომ ქუთაისი უკვე არსებობდა არგონავტების მოსვლის დროს. ქალაქი ქოთათისიუმი, რომლის შესახებაც მოიხსენიებენ უძველესი მწერლები, უეჭველად იმყოფებოდა ახლანდელი ქუთაისის ადგილზე. ქართული წყაროების მიხედვით, ქუთაისი დაფუძნებულია 806 წ. აფხაზეთის მეფის ლონის მიერ, რომელიც, როგორც ჩანს, იყო მხოლოდ აქ არსებული უფრო ძველი ქალაქის განმაახლებელი. აფხაზთა და ქართველთა (რუს. Карталинских) მეფეების დროს ქუთაისმა მიაღწია მნიშვნელოვან აყვავებას; ბაგრატ III-მ (980-1014) ააგო აქ დიდებული ტაძარი, რომელიც დანგრეულ იქნა თურქების მიერ 1692 წ. და ახლა, ნანგრევების სახით, წარმოადგენს უძველესი ხუროთმოძღვრების საუკეთესო ძეგლს საქართველოში. გიორგი II-ის (1072-1089) დროს ქუთაისი გადაწვეს თურქ-სელჯუკებმა, ასე რომ დავით აღმაშენებელს რეზიდენცია უნდა გადაეტანა ტფილისში.
1259 წ.-დან ქუთაისი იქცევა იმერეთის დამოუკიდებელი მეფის დედაქალაქად. 1268-69 წწ. ქუთაისს არბევენ მონღოლები. გიორგი V-ის დროს (1318-1346) ქუთაისი შევიდა ქართლის სამეფოს შემადგენლობაში, 1361 წ. იგი დაწვეს სვანებმა, ხოლო 1396 წ. _ თემურ-ლენგმა (რუს. Тамерлан). 1462 წ.-დან ქუთაისი კვლავ გახდა იმერეთის დედაქალაქი. 1512 წ. თურქებმა აიღეს და გაძარცვეს ქუთაისი და შემდეგ კიდევ არა ერთხელ აჩანაგებდნენ მას. 1810 წ. ქუთაისი საბოლოოდ იქნა დაკავებული რუსული ჯარების მიერ. 1846 წ. იგი გადაქცეულ იქნა ქუთაისის გუბერნიის საგუბერნიო ქალაქად. ქალაქის უძველესი ნაწილი განლაგებულია მდ. რიონის მარჯვენა ნაპირის სიმაღლეებზე, სადაც ოდესღაც იდგა ციხესიმაგრე უქიმერიონი (სტრაბონი) და დღემდეც შენარჩუნებულია სიმაგრეების, ეკლესიებისა და ნაგებობათა ნანგრევები. 12 მართლმადიდებლური ეკლესია, 2 სომხურ-გრეგორიანული ეკლესია, 2 სინაგოგა, 4 ტიპოგრაფია, 4 წიგნის მაღაზია, სამკითხველო-ბიბლიოთეკა. ურთიერთ კრედიტის საზოგადოება, მიქაელის (რუს. Михаиловский) სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი. ვაჟთა გიმნაზია (1892 წ. 469 მოწავლე) და პროგიმნაზია (288 მოსწავლე), ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლა (1890 წ. 390 მოსწავლე), სამასწვლებლო სემინარია (50 მოსწავლე), საქალაქო სასწავლებელი, წმ. ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზია (197 მოსწავლე), მებაღეობისა და მეღვინეობის სკოლა. ზოგიერთ ბაღში წარმოდგენილია ორივე ნახევარსფეროს ქვეტროპიკული (სუბტროპიკული) ფლორა და ასევე ტროპიკულიც. ქალაქის შემოსავლები 1890 წ. შეადგენდა 104962 მან., ხარჯები _ 115885 მან. პრინც კ. პ. ოლდენბურგელის ქარხანა გამოიმუშავებს 150 ათას მან.-მდე თანხის შამპანურ ღვინოს.
ქ უ თ ა ი ს ი ს მ ა ზ რ ა ს უჭირავს ქუთაისის გუბერნიის შუა ნაწილი და ესაზღვრება ტფილისის გუბერნიას. მისი სივრცეა 2986 კვ. ვერსი (სტრელბიცკის მიხედვით), მოსახლობა 193 ათასამდე ადამიანი (ქალაქ ქუთაისთან ერთად): 95% იმერლები, 2% ებრაელები, 1% სომხები და 1%-მდე რუსები; უზარმაზარი უმრავლესობა _ მრთლმდიდებლები არიან. თავისი რელიეფის მიხედვით ქუთაისის მაზრა წრმოადგენს სამ განსხვავბულ ნაწილს: ჩრდილოეთ და სამხრთ მთაგორიანს, და შუათანა დაბლობ ნაწილებს. ქუთაისის მაზრის ჩრდილოეთ ნაწილი წარმოიქმნება კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთის მეწინავე სიმაღლეებით, რომლებიც მაზრას გამოყოფენ ლეჩხუმის მაზრისგან და ადგილ-ადგილ აღწევენ 7,5 ათას ფუტ სიმაღლეს. შუათანა ნაწილი წარმოადგენს ვრცელ ნაყოფიერ დაბლობ ადგილს რიონისა და მისი შენაკადის ყვირილას შუა დინების გაყოლებით, რომელიც მსუბუქდ დახრილია დასავლეთისკენ და ძევს ზღვის დონიდან 250-დან (ყვირილას შესართავში 244 ფტ.) 480 ფტ.-მდე (ქუთაისი) სიმაღლეზე. ქუთაისის მაზრის სამხრეთ ნაწილი უჭირავს აჭარა-თრიალეთის მთების ჩრდილოეთ ტყიან კალთებს და, ებჯინება რა მათ მწვერვალებს ნეფის-წყაროსა და წყალ-წითელას შორის, უკიდურეს სამხრეთში მაღლდება 9340 ფტ.-მდე (ნეფის-წყარო).
ქუთაისის მაზრის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან და მჭიდროდ დასახლებულ ნაწილს წარმოადგენს შუათანა დაბლობი ნაწილი, რომელსც გააჩნია მეტად ნაყოფიერი ნიადაგი, ხოლო ყველაზე უფრო ნკლებად დასახლებულია _ სამხრეთ მთაგორიანი და მნიშვნლოვან ხარისხად ტყიანი ნაწილი. წყლები საკმაოდ ბევრია, ჭაობები და ტბები არ არის; მთელი მაზრა მიეკუთვნება რიონის აუზს, რომელიც გადაჭრის მაზრას ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ. კლიმატი ნოტიოა, თბილი მაზრის დაბლობ ნაწილში და რამდენადმე უფრო მკაცრი სამხრეთ და ჩრდილოეთ, უფრო ამაღლებულ ნაწილებში. ნალექები მოდის დაახლოებით 1,5 მ (იხ. ქუთაისი). ზაფხულის განმავლობაში გვხვდება გვალვიანი პერიოდებიც, რის შედეგადაც უკანასკნელ ხანს აქა-იქ (ადგილ ხონის მახლობლად) მიმართეს მინდვრების ხელოვნურად მორწყვის მცდელობებს, მაგრამ ამას დადებითი შედეგები არ მოჰყოლია. მცენარეულობა, თბილი კლიმატისა და უხვი წვიმების წყალობით, მრვალფროვანი და მდიდრულია (იხ. ქუთაისის გუბერნია). ტყეები შენარჩუნებულია მხოლოდ მთებში ჩრდილოეთში და უმთავრესად სამხრეთში, აჭარის მთების ჩრდილო კალთაზე. ტყეების ფართობს უჭირავს 159000 დეს., ე. ი. ქუთაისის მაზრის მთელი სივრცის 51,5%. 311249 დეს.-დან 1893 წ. მოხნულ-დათესილი იყო 43221 დეს. (13,9%), უპირატესად დათესილი ჰქონდათ სიმინდი (38366 დეს.). აქა-იქ მცირე რაოდენობით მოჰყავთ ბამბა. მოსავლი საერთოდ დამაკმაყოფილებელია, ხოლო მაზრის ცენტრალურ დაბლობ ნაწილში ძალზედ კარგი; არცთუ იშვიათად სიმინდი აქ იძლევა 100-200 ფთ.-მდე დესეტინიდან. შედარებით ცუდ შედეგებს გვაძლევს მიწათმოქმედება მთაგორიან ადგილებში, სადაც ნიადაგის თხელი ფენა ხშირად ირეცხება წვიმებით; სამაგიეროდ ადგილ-ადგილ აქ ვითარდება მეთამბაქოეობა: 83 პლანტცია (1893 წ.) 14,5 დეს.-ზე (თამბაქო აიღეს 245 ფთ.).
ვენახებს აქ უკავია 7,25 ათას დეს.-მდე; საუკეთესოებია მაზრის სამხრეთ-აღმოსავლეთში. ღვინოს ღებულობენ 1100000 ვედრომდე. მეაბრეშუმეობა განვითარებულია მაზრის დასავლეთ ნაწილში; მოპოვებული ნედლი აბრეშუმის ნაწილს გადაამუშავებენ ქსოვილებად, უმთავრესად ხონის უბანზე, რომლიდანაც 1893 წ. გატანილ იქნა აბრეშუმის ნაკეთობანი 30 ათას მან.-ზე მეტ თანხაზე. მეფუტკრეობა მეტად სუსტად არის განვითარებული. მებაღეობა მცირედაა გავრცელებული და არ გააჩნია სამრეწველო ხასიათი. მებოსტნეობით დაკავებული არიან უპირატესად ქუთაისის შემოგარენში. არსებითი მნიშვნელობა მაზრისთვის გააჩნია კამეჩების მოშენებას. 1891 წ. ქუთაისის მაზრაში, თავად ქალაქ ქუთაისის გარეშე, მოითვლებოდა: 13348 ცხენი, 419 ვირი და ჯორი, 66148 მსხვილფეხა რქოსანი საქონელი (კამეჩების ჩათვლით), 24724 ცხვარი, 3144 თხა, 45527 ღორი. მიწათმოქმედებაზე დამხმარე სახით ადგილ-ადგილ განვითარებულია გარესამუშაოზე სიარული (ბათუმში, ფოთში და სხვაგნ) და მეეტლეობა (მგზავრებისა და ტვირთების გადაზიდვა, ქუთაისის მახლობლად და ხონში), აგრეთვე აბრეშუმისა და შალის ქსოვილების, თიხის ჭურჭლის, ყურძნის დასაწური ამოღარული მორების (მეღვინეობისთვის) კუსტარული წარმოება და ა. შ. მაზრაში არის ტყვიის, სპილენძის, მარგანეცისა და რკინის მადნები, ქვანახშირი, ნავთობი; არსებითი მნიშვნელობა ჯერჯერობით გააჩნია მხოლოდ ქვანახშირს, რომლის საბადოც იმყოფება სოფელ ტყვიბულის ახლოს (იხ. ქუთაისის გუბერნია). საფაბრიკო-საქარხნო წარმოება თავმოყრილია მხოლოდ ქუთაისში.
შორაპნის მაზრა 1890–იანი წლების მიწურულს
ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრას უჭირავს პირველის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი და სამხრეთით და აღმოსავლეთით ესაზღვრება ტფილისის გუბერნიას (ახალციხისა და გორის მაზრებს), ხოლო ჩრდილოეთით _ ქუთაისის გუბერნიის რაჭის მაზრასა და დასავლეთით ქუთაისის მაზრას. ამ საზღვრებში შორაპნის მაზრას უჭირავს 2687 კვ. ვერსი ანუ 3060 კვ. კმ (სტრელბიცკის მიხედვით), მოსახლეობით ორივე სქესის 157726 ადამიანი (83558 მამაკაცი და 74168 ქალი). რელიეფის მიმართებით შორაპნის მაზრა წარმოადგენს მთიან ქვაბულს, ფართოდ გახსნილს დასავლეთისკენ, სადაც იგი ერწყმის რიონის დაბლობს, და ჩაკეტილს საკმარისად მნიშვნელოვანი მთათა ქედებით დანარჩენი მხარეებიდან. ჩრდილოეთში შორპნის მაზრა რაჭის მაზრისგან გამოიყოფა ტყით დაფარული რაჭის ქედით, რომელიც ყველაზე უფრო მაღალ წერტილებში მაღლდება 7 ათას ფუტამდე ზღვის დონიდან; აღმოსავლეთში ტფილისის გუბერნიისგან მას გამოჰყოფს სურამის ქედი (იხ.) მწვერვალებით 5-6 ათას ფტ.-მდე, რომლის გავლითაც დასავლეთ ამიერკავკასიიდან აღმოსავლეთში მივყავართ გზას, სურამის უღელტეხილისა (3027 ფტ.) და სურამის გვირაბის (იხ.) გავლით, ამიერკავკასიის რკინიგზამდე. სამხრეთში შორაპნის მაზრას ესაზღვრება აჭარა-ახალციხის მთები, რომელთა ყველაზე უფრო მაღალი მწვერვალები აღწევს 8000 ფტ.-ზე რამდენადმე უფრო მაღლა. ჩამოთვლილი ქედების განშტოებები ავსებს შორაპნის მაზრის თითქმის მთელ სივრცეს, რომელიც თავის უმეტეს ნაწილში წარმოადგენს მთაგორიან ქვეყანას, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ გადასერილს მდ. ყვირილას (იხ.) ხეობითა (რუს. долина) და მისი შენაკადების (ძირულა, ჩხირიმელა და სხვა) ხევებით (რუს. ущелья). შედარებით უფრო სწორი ადგილები და დამრეცი ფერდობები სჭარბობს მხოლოდ მაზრის დასავლეთ ნაწილში რკინიგზის ხაზის გაყოლებით, სადაც მდ. ყვირილა გამოდის დაბლობზე.
შორაპნის მაზრის კლიმატი, ზღვის დონიდან ადგილის სიმაღლისდა მიხედვით, მეტად სხვადასხვაგვარია და ზოგადად გამოირჩევა სინოტივითა და სირბილით; მთიან რაიონებში ზამთარში მოდის ღრმა თოვლი. მაზრის დაბლობ ადგილში კლიმატის თვისებურებას წარმოადგენს აღმოსავლეთის მშრალი ქარები, რომლებიც არცთუ იშვიათად დაიმზირება ზაფხულის დროს. შორაპნის მაზრის მოსახლეობა ეთნოგრაფიული შემადგენლობის მიხედვით მეტად ერთგვაროვანია და თითქმის მთლიანად მიეკუთვნება ქართველური ხალხების ჯგუფს; მოსახლეობის 90,5%-ს შეადგენენ იმერლები, 8,5%-ს ქართველები, დანარჩენი კი მოდის ებრაელებზე, სომხებზე, ოსებსა და რუსებზე. 99%-ზე მეტი მიეკუთვნებიან მართლმადიდებლებს. მოსახლეობის უმთავრეს, ხოლო ბევრ ადგილას კი ერთადერთ (რუს. ისკლიუჩიტელნოე) საქმიანობას შეადგენს მიწათმოქმედება და კერძოდ ხვნა-თესვა და მეღვინეობა. მოჰყავთ ხორბალი, ქერი, ჭვავი, სიმინდი, ღომი (Setaria italica), ფეტვი, ცერცვის (ლობიოს) მცენარეები და სხვა. უპირატეს კულტურას წარმოადგენს სიმინდი. ქერსა და ჭვავს თესენ მაზრის ჩრდილოეთ, უფრო მთაგორიან რაიონში. ბამბა, რომელიც მოჰავთ არცთუ დიდი რაოდენობით, გვხვდება ყველაზე უფრო თბილ სამხრეთ-დაბლობ რაიონში. სახალხო მეურნეობაში მეტად არსებითი მნიშვნელობა გააჩნია მევენახეობასა და მეღვინეობას. ვენახების ქვეშ მოითვლება 6000 დესეტინაზე მეტი (22203 მფლობელი), რომელთაგან 1901 წ. მიღებულ იქნა 208014 ვედრო ღვინო. მევენახეობის ზომებისა და ღვინის ხარისხის მიხედვით შორაპნის მაზრას უჭირავს პირველი ადგილი ქუთაისის გუბერნიაში. აშენებენ თითქმის მხოლოდ დაბალტანიან (დაბლარ) ვენახებს.
უკანასკნელ ხანს მიწათმოქმედების სამინისტროს საქმიანობის წყალობით, რომელმაც შორაპნის მაზრაში ყვირილას ადგილსაუფროსოს მახლობლად მოაწყო ამერიკული ვაზის ჯიშების საქარის სანაშენე, მაზრაში ნიშვნელოვნად გავრცელდა ამერიკული საძირეები და იმ ვენახების აღდგენა, როლებიც დაიღუპა ფილოქსერისგან, სწრაფი ნაბიჯებით მიდის წინ. ღვინის სპირტის წარმოება უმნიშვნელოა; იმავე 1901 წ. გამოხდილია სულ 16466 გრად. მებაღეობა და მეაბრეშუმეობაც განვითარებულია მეტად სუსტად. მესაქონლეობას, საძოვრებისა და მინდვრების არარსებობის შედეგად, დაქვემდებარებული ადგილი უჭირავს მიწათმოქმედებასთან მიმართებით. შორაპნის მაზრაში მოითვლება (1899 წ.) 34000 თავი მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, 1100 კამეჩი, 16436 უბრალო ცხვარი, 3123 თხა, 5977 ცხენი, 437 ვირი, 302 ჯორი, 40757 ღორი. ტყეებს შორაპნს მაზრაში უჭირავს 154000 დესეტინა, ე. ი. მაზრის მთელი ფართობის დაახლოებით 55%. სოფლის მეურნეობის გარდა, ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაში, არცთუ მცირე მნიშვნელობა აქვს გვერდით შემოსავლებს, სახელდობრ კი კრამიტისა და თიხის ჭურჭლების დამზადებას ღვინისთვის, გარეთ საშოვარზე სიარულს და განსაკუთრებით მარგანეცის მადნების დამუშავებას, რომლებიც ჩაწოლილია რა მაზრის ჩრდილოეთ რაიონში (ჭიათურა) დაახლოებით 125 კვ. ვერსის ფართობზე, შეადგენს მაზრის მთავარ სამთო-მადნო სიმდიდრეს. მარგანეცის მადნის დამუშავება დაიწყო 1879 წ. და, იზრდებოდა რა თანდათანობით, 1900 წელს მიაღწია 37760000 ფუთს. მთელი მარგანეცი ვიწროლიანდაგიანი რკინიგზით მიაქვთ ამიერკავკასიის რკინიგზის სადგურ ყვირილასთან (შორაპნის მაზრის ადმინისტრაციული ცენტრი) და ფოთის მეშვეობით გააქვთ საზღვარგარეთ. მადნის დამუშავება და მისი გატანა მნიშვნელოვან შემოსავალს აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას. საფაბრიკო-საქარხნო და კუსტარული მრეწველობა განვითარებულია უკიდურესად სუსტად. შორაპნის მაზრის სამხრეთ ნაწილის გავლით ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ გადის ამიერკავკასიის რკინიგზა.
რაჭის მაზრა 1890–იანი წლების მიწურულს
რაჭის მაზრა, რომელსაც უჭირავს ქუთაისის გუბერნიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხე, ჩრდილოეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთში ესაზღვრება თერგის ოლქს, სამხრეთ-აღმოსავლეთში _ ტფილისის გუბერნიას. მაზრის ზედაპირია 2495 კვ. ვერსი (სტრელბიცკის მიხედვით), მცხოვრებნი (1897 წ.) 72742 ადამიანი (37728 მამაკაცი). არის რა გარშემორტყმული ყველა მხრიდან მაღალი ადგილებით, რომლებიც ჩრდილოთში აღწევენ მეტად მნიშვნელოვან სიმაღლეს (ადაი-ხოხი _ 15244 ფუტი), რაჭის მაზრა ოროგრაფიული მიმართებით წარმოადგენს თითქმის ჩაკეტილ, მრავალი მეორეხარისხოვანი განშტოებითა და ქედით ავსებულ, ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ ძლიერად ამაღლებულ და სამხრეთ-დასავლეთისკენ თანდათანობით დადაბლებულ ქვაბულს, რომლის ფსკერიც წარმოქმნილია ზემო რიონის ღრმა ხეობით, რომელიც მთელს მაზრას გადაჭრის ამავე მიმართულებით; ეს ხეობა წარმოადგენს რაჭის მაზრის ერთადერთ მოსახერხებელ შეტყობინების გზას ქუთაისის გუბერნიის დანარჩენ ნაწილთან. ამიერკავკასიაში რაჭის ქვაბულს ყველაზე უფრო ხშირად უწოდებენ რაჭას (ქართული სიტყვებიდან _ „რა ჭაა“, რუს. «что за колодезъ»); მისი უფრო ამაღლებული ნაწილები, მდ. რიონის ზემო წელში, ატარებს ზემო რაჭის სახელწოდებას, ხოლო უფრო ქვემოთ მდებარე კი _ ქვემო რაჭისა. რაჭის მაზრა მთლიანად მიეკუთვნება ზემო რიონის აუზს. რიონსაც და მის მრავალრიცხოვან შენაკადებსაც რაჭის მაზრის ფარგლებში გააჩნიათ მთის მდინარის ხასიათი. მაზრის კლიმატი, მისი განსხვავებული სიმაღლის გამო (1500-დან 15000 ფტ.-მდე ზღვის დონიდან), მეტად მრავალფეროვანია. ქვემო რაჭაში კლიმატი რბილია ძალზედ ცხელი ზაფხულით, რომელიც დამწიფების საშუალებას აძლევს ყურძენსა და ატმებს, იმ დროს როდესაც მაზრის ამ ნაწილის მთაგორიანი ზოლი და მთელი ზემო რაჭა გამოირჩევა მკაცრი კლიმატით _ აქ თოვლიანი და ყინულიანი ზამთარი გრძელდება წლის უმეტეს ნაწილში, ხოლო საველე მცენარეებიდან თესავენ მხოლოდ ქერს და იშვიათად ხორბალსაც; მთავარი ქედის კალთებზე, სადაც კლიმატი კიდევ უფრო მკაცრია, წყდება ყველანაირი კულტურა და გადაფენილია სამთო საძოვრები, რომელთა თავზეც ძევს მარადიული თოვლი. ნალექები უხვია; ადგილ ონში (838 მ) დაკვირვებების მიხედვით წელიწადში მოდის 960 მმ-მდე ნალექი.
ტყეებს უჭირავს მაზრის მთელი ფართობის ნახევარზე მეტი, ისინი შედგება წიფელის, რცხილას, ნაზვის, სოჭის, მუხის, ფიჭვისა და სხვა ხეებისგან. ველური მხეცებიდან განსაკუთრებით ბევრი გვხვდება დათვი, რომლებიც დიდ ზარალს აყენებედ სიმინდის ნათესებს. მოსახლეობა ებრაელთა არცთუ დიდი რიცხვის გამოკლებით (600 სულამდე), რომლებიც სახლობენ ონში, და სომხებისა (დაახლოებით 100 სული), შედგება მართლმადიდებელი ქართველებისგან (იმერლებისგან), რომლებიც ტიპისა და ზნეობრივი თვისებების მიხედვით, რამდენადმე განსხვავდებიან დანარჩენი იმერლებისგან. რაჭველების გონებრივი თვალსაწიერი მეტად შეზღუდულია, განათლება (წერა-კითხვის ცოდნა, რუს. грамотность) მათში განვითარებულია ძალზედ სუსტად. მოსახლეობის უმთავრესი საქმიანობებია _ მიწათმოქმედება, მესაქონლეობა და საშოვარზე სხვაგან სიარული; ქვემო რაჭაში კლიმატის სირბილის შედეგად, მიწათმოქმედება უფრო მეტადაა განვითარებული, ვიდრე ზემო რაჭაში, სადაც გაბატონებულია მესაქონლეობა და საშოვარზე სხვაგან სიარული და ყოველწლიურად აკლდებათ პური მოსახლეობის გამოსაკვებად. თესავენ უპირატესად ქერს, ხორბალს, ფეტვს, ღომს, სიმინდსა და ჭვავს; დათესილი ფართობი უტოლდება მაზრის მთელი სივრცის დაახლოებით 4,5%-ს; მოსავალი საშუალოა; ყველგან იყენებენ სასუქებს. ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს მევენახეობასა და მეღვინეობას, რომლებიც განვითარებულია მხოლოდ მაზრის უფრო დაბალ და თბილ ნაწილებში; ვაზის კულტურა აღწევს 3140 ფუტამდე სიმაღლის ადგილებამდე ზღვის დონიდან (იხ. უწერა); ვენახები გაშენებულია სულ დაახლოებით 3000 დესეტინაზე, რომლებიდანაც ხელსაყრლ წლებში ღებულობენ 600000-მდე ვედრო ღვინოს. მებაღეობა სუსტად არის განვითარებული; მეაბრეშუმეობას მისდევენ ქვემო რაჭის ზოგიერთ სოფელში.
90-იანი წლების დასაწყისში რაჭის მაზრაში მოითვლებოდა 2630 ცხენი, 220 ვირი, 27000 თავი მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, 10000 ცხვარი, 3500 თხა, 15000 ღორი. საქონელი ტანით პატარაა და არ გამოირჩევა კარგი თვისებებით. რძის პროდუქტებს აქვს დიდი სასურსათო მნიშვნელობა. ძლიერადაა განვითარებული საშოვარზე სამუსშაოდ სხვაგან წასვლა; რაჭველები დადიან მთელი ამიერკავკასიის ქალაქებში კახეთის ჩათვლით და დაკავებული არიან უპირატესად სიმძიმეების გადატანით, ხე-ტყის ჭრით, შეშის ხერხვით, სადურგლო და სამჭედლო ხელობებით, აგრეთვე მსახურობენ შინა მოსამსახურეებად. მაღალი მთიანი ადგილების მცხოვრებნი დაკავებული არიან სპარსული გვირილას (Pyrethrum roseum) შეგროვებით, რომელსაც იყენებენ სპარსული ფხვნილის მისაღებად. კუსტარული რეწვის დარგებია _ უხეში მაუდების, ბამბის მატერიების, ქუდების, საცრებისა და კალათების წარმოება. საფაბრიკო-საქარხნო მრეწვლობა რაჭის მაზრაში არ არსებობს; თითქმის ერთადერთ სამრეწველო დაწესებულებებს წარმოადგენს იქაური წესით მოწყობილი რამდენიმე საკმარისად დიდი წისქვილი. უმნიშვნელოვანეს შეტყობინების გზას, რომელიც რაჭის მაზრას აკავშირებს ქუთაისთან, წარმოადგენს გზატკეცილი, რომელსაც ეწოდება ოსეთის სამხედრო გზა, და რომელიც გადაჭრის მთელ მაზრას ქუთაისიდან მამისონის უღელტეხილამდე (9390 ფტ.) კავკასიონის მთავარ ქედში, საიდანაც იგი ეშვება ოსეთისკენ (თერგის ოლქში). რაჭის მაზრის ადმინისტრაციული და სავაჭრო ცენტრია _ ადგილი ონი (დაახლოებით 1000 მცხოვრები), რიონის მარცხენა ნაპირზე, ზემო რაჭაში, 110 ვერსზე ქუთაისიდან.
ლეჩხუმის მაზრა 1890–იანი წლების მიწურულს
ქუთაისის გუბერნიის ლეჩხუმის მაზრას უჭირავს მისი ჩრდილოეთ ნაწილი, ესაზღვრება ჩრდილოეთში ყუბანისა და თერგის ოლქებს. 4166 კვ. ვერსი, 50080 მცხოვრები. რელიეფთან მიმართებით ლეჩხუმის მაზრა წარმოადგნს მთა-გორიან ქვეყანას, რომელიც დასერილია მაღალი ქედებითა და ღრმა ხეობებით, რომლის ყველაზე უფრო დაბალი ნაწილები მდებარეობს მდ. რიონის დინების გაყოლებაზე, ხოლო ეს მდინარე კი მიედინება მაზრის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში; შემდეგ ჩრდილოეთისკენ ადგილმდებარეობა ხდება სულ უფრო და უფრო მაღალი, აღწევს რა მაზრის ჩრდილოეთ საზღვარზე, კავკასიონის მთავარი ქედის ძირში, ყველაზე უფრო მეტ სიმაღლეს ზღვის დონიდან და ესაზღვრება მყინვარებსა და მარადიულ თოვლებს. კერძოდ მაზრა შესაძლოა დაიყოს სამ ნაწილად, რომლებიც ერთიმეორისგან განსხვავდებიან ზედაპირის მოწყობისა და ბუნების მიხედვით. სამხრეთ, ყველაზე უფრო დაბალ ნაწილს რწყავს რიონი და ცხენის-წყლის შუა დინება, რომელიც აქ მოედინება ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ; კლიმატისა და ნაყოფიერების მიხედვით მაზრის ეს ნაწილი (ლეჩხუმი) ემსგავსება მის გვერდით მდებარე ქუთაისის მაზრას (იხ.). შემდეგ უფრო ჩრდილოეთისკენ, ტყიანი ქედის იქით, რომელიც რიონის აუზს ჰყოფს ცხენის-წყლის ზემო წელისგან და მიემართება თავიდან სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ, ხოლო შემდეგ კი უხვევს აღმოსავლეთით, ძევს უკანასკნელი მდინარის ზემო წელის სიგრძეზე მიმავალი ხეობა, რომელიც ცნობილია სადადიანო სვანეთის სახელწოდებით. მაზრის ამ ნაწილის ბუნება უფრო მეტად მკაცრია, ვიდრე ლეჩხუმში; ყველაზე უფრო ცივი და ნაყოფიერების მიხედვით ყველაზე უფრო ღარიბი ადგილები ძევს აღმოსავლეთში, ცხენის-წყლის სათავეებთან, რომლებიც უშუალო შეხებაშია კავკასიონის მთავარ ქედთან; მაგრამ, ყვლაზე უფრო მეტი განსხვავება ამ ორ ნაწილს შორის დაიმზირება მოსახლეობასთან მიმართებით, რომელიც ლეჩხუმში შედგება იმერლებისგან, სადადიანო სვანეთში კი სვანებისგან.
ზემო ცხენის-წყლის ხეობა ჩრდილოეთში ებჯინება თოვლით დაფარულ მაღალ სვანეთის ქედს (მისი მწვერვალებია ლაილა 13144 ფუტი, ლიასილი 11700 ფტ.), რომელიც მიემართება კავკასიონის მთავარი ქედის თითქმის პარალელურად და სრულებით ჩამოჭრის მაზრის ჩრდილოეთ განაპირა მხარეს (რუს. окраина) მისი დანარჩენი ნაწილისგან. ლეჩხუმის მაზრის ეს მესამე და უკანასკნელი ნაწილი წარმოადგენს ენგურის ზემო დინების მაღალ ხეობას, რომელიც მოთავსებულია სამხრეთიდან სვანეთის ქედსა და ჩრდილოეთიდან კავკასიონის მთავარი ქედის ყველაზე უფრო მაღალ მონაკვეთს შორის და ჩვეულებრივ ეწოდება დასავლეთ ნაწილში _ სამთავრო სვანეთი, ხოლო აღმოსავლეთ, ყველაზე უფრო მაღალ ნაწილში _ თავისუფალი სვანეთი. ენგურის ზემო დინების ხეობა, მნიშვნელოვან სიმაღლეზე ზღვის დონიდან, რომელიც გარემოცულია თოვლიანი მთებით (უზარმაზარი თოვლის ველები და 50-მდე დიდი და მცირე მყინვარი) და გამოირჩევა მკაცრი კლიმატით (ზამთარი იწყება ოქტომბრიდან), რომელიც იძლევა უმრავლეს შემთხვევებში მხოლოდ ქერის მოყვანის შესაძლებლობას, მოწყვეტილია დანარჩენი სამყაროსგან 8 თვის მანძილზე წელიწადში და მეტად ძნელად მისადგომია დანარჩენ დროშიც, წარმოადგენს კავკასიის ერთერთ ყველაზე უფრო შესანიშნავ ადგილს როგორც თავისი ბუნების მიხედვით, ისე თავისი ნახევრად ველური მოსახლობისაც (სვანები; იხ. სვანეთი). ლეჩხუმის მაზრის მოსახლეობა შედგება 68,3%-ით იმერლებისგან (მაზრის სამხრთ ნაწილი), 30,3%-ით სვანებისგან (მაზრის ჩდრილოეთ ნაწილი), დაახლოები 1%-ით ებრაელებისგან და დაახლოებით 0,4%-ით სომხებისგან. უდიდესი უმრავლესობა (98,6%) მართლმადიდებლური აღმსარებლობისაა; მაგრამ სვანების რელიგია სინამდვილეში წარმოადგენს წარმართული და ქრისტიანული სარწმუნოებების უხეშ ნარევს. თავადები 0,9% არიან, აზნაურები _ 8,3%, სასულიერო წოდება _ 1,6%, ვაჭრები და მეშჩანები _ 1,2%, გლეხები _ 88% (სახაზინო მიწაზე 20%, მფლობელთა მიწაზე 42%, მესაკუთრე გლეხები 25% და ხიზნები 1%-მდე).
ტყეებს უკავია 113000 დესეტინა, ე. ი. მაზრის მთელი ფართობის 53,3%; მაზრის ჩრდილოეთ ნაწილში ტყეები უმეტეს წილად წიწვოვანი და არყის ხეებისგან შედგება. მცხოვრებთა მთავარი საქმიანობაა მიწათმოქმდება და მესაქონლეობა. თესავენ უპირატესად სიმინდსა და ხორბალს, ნაწილობრივ ფეტვს, ქერს, ჭვავს, ლობიოსა და ცერცვს; ყველაზე უფრო მაღალ და მკაცრ ადგილებში ღარიბ მოსავალს იძლევა მხოლოდ ქერი და ჭვავი. ნიადაგის დამუშავებისა და მოსავლის აღების ხერხები პრიმიტიულია. ნათესების ქვეშ იმყოფბა დაახლოებით 11180 დეს. (1893), ე. ი. მაზრის მთელი ფართობის არაუმეტეს 2,6%-ისა. მებაღეობა და მევენახეობა განვითარებულია მაზრის მხოლოდ სამხრეთ ნაწილში (ლეჩხუმსა და სადადიანო სვანეთის უფრო მეტად თბილ ადგილებში). ვენახები 1460 დეს.-მდეა. მეღვინეობას ლეჩხუმში ადგილ-ადგილ გააჩნია დიდი მნიშვნელობა მოსახლეობისთვის, და ჩამოუვარდება მხოლოდ პურის მოყვანას. მესაქონლეობა განვითარებულია უპირატესად მაზრის ჩრდილოთ ნაწილებში, სადაც მას ხელს უწყობს ვრცელი საძოვრების არსებობა კავკასიონის მთავარი ქედისა და სვანეთის ქედის კალთებზე. სულ ლეჩხუმის მაზრაში მოითვლებოდა (1891) 2629 ცხენი, 27500 თავი მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, 8500 ცხვარი, 2669 თხა, 11403 ღორი, 163 ვირი. აქა-იქ განვითარებულია მეფუტკრეობა. მრეწველობა ლეჩხუმის მაზრაში, პირველი აუცილებლობის საგნების წარმოების გამოკლებით, რომლებსაც ამზადებენ კუსტარული ხერხით, სრულებით არ არსებობს. საშოვარზე სხვაგან წასვლები განვითარებულია მნიშვნელოვნად; მიდიან ქუთაისში, ტფილისში, ბათუმში და სხვაგან. შეტყობინების გზების უზარმაზარი უმრავლესობა ლეჩხუმის მაზრაში შედგება ცხენით სავალი, ხოლო ადგილ-ადგილ კი _ ფეხით სავალი ბილიკებისგან; განსაკუთრებით ცუდია შეტყობინების გზები სვანეთში. თვლიანი ტრანსპორტით სავალ ერთადერთ გზას მაზრაში წარმოადგენს ოსეთის სამხედრო გზის მონაკვეთი, რომელიც მიემართება მაზრის სამხრეთ-აღმოსავლეთ განაპირა ნაწილში, და რომლის განშტოებაც მიდის სოფელ ცაგერამდე, სადაც იმყოფება ლეჩხუმის მაზრის ადმინისტრაციული ცენტრი. იხ. სვანეთი.
სენაკი და სენაკის მაზრა 1890–იანი წლების მიწურულს
(მასალა ჯერჯერობით მოსამზადებელია)
ზუგდიდი და ზუგდიდის მაზრა 1890–იანი წლების მიწურულს
ზუგდიდი _ ქუთაისის გუბერნიის სამაზრო ქალაქია, 117 ვერსზე ქუთაისიდან ჩრდილო-დასავლეთით, აბსოლუტურ სიმაღლეზე 273‘. უწინდელ დროში ეწოდებოდა დადი და ძველი დროიდან იყო სამეგრელოს მთავრების ზამთრის რეზიდენცია. ზუგდიდი ძევს მდინარე ჩოსოუშიზე, მდ. ჯუმის შენაკადზე. აქ იმყოფება სამეგრელოს მთავრების სასახლე და დიდებული ბაღი, უკვე კარგა ხანია მიტოვებული; 1850 წ. ზუგდიდში ფრანგის როზმორდიუკის მიერ დააარსებულ იქნა აბრეშუმის ძაფსახვევი საწარმო და ერთ დროს ზუგდიდი აწარმოებდა არცთუ ცოტა აბრეშუმს; მაგრამ მეურნეობის ეს დარგი აქ უკანასკნელ ხანებში დაეცა. 7 ვერსზე დასავლეთით, ენგურზე, შენარჩუნებულია რუხის ციხესიმაგრის ნანგრევები, რომლის სიახლოვეშიც მოხდა სისხლისმღვრელი ბრძოლა კაცია დადიანსა და იმერეთის მეფეს სოლომონს შორის. მცხოვრებთა რიცხვია 1123 (1894 წ.); არის ორკლასიანი საქალაქო, საეკლესიო-სამრევლო და კერძო (გოგონებისთვის) სასწავლებლები, რომლებშიც სწავლობენ 185 ბიჭი და 44 გოგონა. არიან ასევე საფოსტო-სატელეგრაფო კანტორა და მაზრის ექიმი.
ზ უ გ დ ი დ ი ს მ ა ზ რ ა _ გუბერნიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. განფენილია 2614,9 კვ. ვერსზე ანუ 2975,9 კვ. კმ-ზე (სტრელბიცკის მიხედვით). მაზრის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილი, რომელიც ებჯინება ზღვას, _ დაბლობია; უხვი სინოტივის გამო გამოირჩევა დიდებული და მდიდრული მცენარეულობითა (ტყეები) და მეტად არაჯანსაღი კლიმატით (ციებ-ცხელებანი); ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი სავსეა კავკასიონის მთავრი ქედის განშტოებებით (სვანეთის ქედი). ზუგდიდის მაზრის წყლები შედგება ბევრი პატარა ნაკადულისა და მდინარისგან; ყველაზე უფრო მნიშვნლოვანია მდ. ენგური. ტყეებს უჭირავს 94000 დესეტინა, ანუ მთელი ფართობის დაახლოებით 35%. დათესილია (1893 წ.) 40836 დეს., რომელთა უდიდესი ნაწილი უწირავს სიმინდს. სხვა მცნარეებიდან თესავენ ხორბალს, ფეტვს, მოჰყავთ ბოსტნეული, ბამბა და თამბაქო (მაზრის ჩრდილოეთ ნაწილში). ვენახების ქვეშ, რომლებიც უკანასკნელ ხანს ძლიერად დაზარალდა სოკოვანი დაავადებებისგან, მოითვლება 2829 დეს.-მდე. მეაბრეშუმეობა არცთუ დიდი ზომებით გავრცელებულია თითქმის ყველგან. მესაქონლეობა განვითარებულია საკმაოდ მნიშვნელოვნად. 1891 წ. მოითვლებოდა: 13846 ცხენი, 484 ვირი და ჯორი, 57101 თავი მსხვილფეხა რქოსანი საქონელი და კამეჩი, 26800 ცხვარი, 13000 თხა და 48300 ღორი. მაცხოვრებლებია 114940 ადამიანი (1894 წ.), თითქმის მხოლოდ მეგრელები (მართლმადიდებლებია 109578). არის ერთი 4-საწოლიანი საავადმყოფო და სამი ექიმი; საექიმო ნაწილში იხარჯება 4662 მან. მაზრაში 28 სასწავლებელია (14 საეკლესიო-სამრევლო და წერა-კითხვის სასწავლო სკოლა, 13 დაწყებითი სასოფლო სკოლა და ერთიც საქველმოქმედო საზოგადოების სკოლა), რომლებშიც სწავლობენ 1153 ბიჭი და 137 გოგონა.
ოზურგეთი და ოზურგეთის მაზრა 1890–იანი წლების მიწურულს
(მასალა ჯერჯერობით მოსამზადებელია)
ბათუმი და ბათუმის ოკრუგი 1890–იანი წლების მიწურულს
ბ ა თ უ მ ი ს ო ლ ქ ი (რუს. область) ჩამოყალიბებულ იქნა 1878 წ. ბერლინის ტრაქტატის LVIII მუხლის ძალით თურქეთის მიერ რუსეთისთვის დათმობილი მიწებისგან. მისი საზღვრები შეადგენდა ჩრდილოეთში ქუთაისის გუბერნიასა და შავ ზღვას, აღმოსავლეთში ტფილისის გუბერნიასა და ყარსის ოლქს (რუს. область), დასავლეთში აზიური თურქეთის ლაზისტანის სანჯაყს. ბათუმის ოლქის სივრცე იყო 131 ათასი კვ. მ, მოსახლეობა _ დაახლოებით 150000 სული ორივე სქესისა.
მდინარე ჭოროხის მიერ მორწყული ოლქი ყოველი მხრიდან გარშემორტყმულია მაღალი მთაგრეხილებით, რომლებისგანაც განიტოტვება განშტოებანი სხვადასხვა მხარეს. მთები აღწევენ 3050 მ და მეტ სიმაღლეს ზღვის დონიდან და აქვთ ვულკანური წარმოშობა. ყველგან გვხვდება მადნის კვალი და მინერალური წყაროები. ჭოროხი თავისი შენაკადებით მიედინება ღრმა ხეობებში, რომლებიც არ წარმოადგენენ დასახლებისთვის მოსახერხებელ ადგილებს, და ეს უკანასკნელნი მიმოფენილია ზღვის ნაპირას, მთების კალთებსა და არცთუ დიდ პლატოებზე. ოლქის კლიმატური პირობები შავი ზღვის სანაპიროს სხვა ადგილების კლიმატური პირობების მსგავსია. მცენარეულობა უმაღლეს ხარისხად მდიდარია: გვიმრნარი გადაჭიმულია ზღვის ნაპირიდან რბილწიწვოვანი და წიწვოვანი მცენარეების სარტყელს ზემოთ, რომლებიც წარმოქმნიან უწყვეტ ხშირ ტყეებს. ღვია განსაკუთრებით აღსანიშნავია არტანუჯისა და ართვინის შემოგარენებში. კულტურული მცენარეებიდან უნდა მოვიხსენიოთ: ბრინჯი, ხორბალი, ყურძენი და ზეთისხილის პლანტაციები. ადმინისტრაციული მიმართებით ბათუმის ოლქი იყოფოდა სამ ოკრუგად: 1) ბათუმის, 2) ართვინისა და 3) აჭარის. დღესდღეობით ბათუმის ოლქი, როგორც ცალკე ადმინისტრაციული ერთეული, მოსპობილია და ჩართულია ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში და წარმოქმნის ორ ოკრუგს: ბათუმისა და ართვინის. ქუთაისის გუბერნიის ამ ოკრუგებში მოქმედებს სამხედრო-სახალხო მმართველობა.
ბ ა თ უ მ ი ს ო კ რ უ გ ს უჭირავს ქუთაისის გუბერნიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილი, ესაზღვრება ჩრდილოეთში შავ ზღვასა და ოზურგეთის მაზრას, აღმოსავლეთში _ ტფილისის გუბერნიის ახალციხის მაზრასა და ყარსის ოლქის არტაანის (რუს. Ардаган) ოკრუგს, სამხრეთში – ქუთაისის გუბერნიის ართვინის ოკრუგსა და დასავლეთში _ აზიური თურქეთის არზრუმის ვილაიეთის ტრაპიზონის სანჯაყს. ბათუმის ოკრუგის სივრცეა დაახლოებით 3045 კვ. ვერსი. ოკრუგის ზედაპირი მთაგორიანია, ვიწრო სანაპირო დანალექი ზოლისა და მდ. ჭოროხის დელტის გამოკლებით, იგი მთლიანად შედგება ღრმა ხეობებისგან, რომლებიც ერთი-მეორისგან გამოყოფილია მაღალი, ციცაბო და ტყიანი მთების განშტოებებით. ბათუმის ოკრუგის ჩრდილოეთ საზღვრები ნაწილობრივ ემთხვევა აჭარის ქედის დასავლეთ დაბოლოებას, რომლის მწვერვალ სონუმლისგან (2750 მ ზღვის დონიდან) სამხრეთისკენ გამოიყოფა არსიანის ქედი, და ეს უკანასკნელი წარმოადგენს წყალგამყოფს ჭოროხის აუზსა და მდ. მტკვრის ზემოწელის აუზს შორის. ბათუმის ოკრუგის სამხრეთ საზღვრის გაყოლებით მიემართება პონტოს ქედის უკიდურესი ჩრდილო-აღმოსავლეთ განშტოება მთით კარჩხალი (3515 მ ზღვის დონიდან), რომლის კლდოვან მწვერვალზეც მთელი წლის განმავლობაში რჩება თოვლის კვალი. ბათუმის ოკრუგის მთები დაფარულია ხშირი ტყეებით, მხოლოდ ცალკეული პიკები და არსიანის ქედის ტალღოვანი თხემი დაფარულია შესანიშნავი მთის მდელოებით, რომლებიც საძოვრების სამსახურს უწევენ გარეშემო მცხოვრებლებსა და ქურთებს, რომლებიც ზამთარში ზღვასთან ახლოს მომთაბარეობენ.
მთელი ბათუმის ოკრუგი, ვიწრო უკიდურესად ციებ-ცხელებიანი სანაპირო ზოლის გამოკლებით, სადაც მოედინება უმნიშვნელო პატარა მდინარეები, მიეკუთვნება მდ. ჭოროხის აუზს, რომელშიც დიდი საფრთხის პირობებში დაცურავენ კაიუკებით (ბრტყელძირიანი ნავებით). კლიმატი ძალზედ რბილი და ნოტიოა, მნიშვნელოვანი ყინვები არ იცის, წვიმები, განსაკუთრებით ზღვისპირა მთისძირა ზოლში, მოდის ძალზედ ბევრი _ 2,5 მ-ზე მეტი წელიწადში. მცენარეულობა _ მდიდარი და დიდებულია, მთების დაბალი კალთები დაფარულია საჭმელი წაბლის, წიფლის, прерокарий, კაკლის ხეების, ბზის, წყავის ხეების, შქერის (დეკას), იელისა და მათი მსგავსი მცენარეულობის გაუვალი ტყეებით. ტყეებში ბევრია შემოხვევადი მცენარები, რომელთა შორის ხშირად გვხვდება ყურძნის ვაზი, асклепиясы და ა. შ. მთების შუათანა ზოლში იზრდება შესანიშნავი წიფლის ტყეები, რომელთა ზემოთაც უფრო მუქად მოჩანს წიწვოვანი ტყეები _ კავკასიური სოჭისა და ნაძვისგან. საერთოდ მცენარეულობა წარმოადგენს ხმელთაშუა ზღვისპირეთის (პონტოს) ფორმების ნარევს შუა-ევროპულ, კავკასიურ და მცირეაზიულ სახეობებთან.
ბათუმის ოკრუგში 303 დასახლებული ადგილია ორივე სქესის 44000 მოსახლეობით. ბათუმის გარდა ყველაზე უფრო მსხვილ დასახლებებს წარმოადგენს მერისი (1221 სული ორივე სქესისა) და ქობულეთი (631 სული). მოსახლეობა შედგება ქართველებისგან ანუ უფრო სწორად მუსლიმანი გურულებისგან (42778 სული ორივე სქესისა), ლაზებისგან (1889 სული), რომლებიც ცხოვრობენ ჭოროხის ქვემო წელსა და თურქეთთან საზღვარს შორის, ქურთებისგან (დაახლოებით 1500 სული ორივე სქესისა), რომლებიც ზამთარს ატარებენ დაბლობ სანაპირო ზოლში, ზაფხულს კი არსიანის ქედის საძოვრებზე, რუსებისგან (705 სული) და უმნიშვნელო რაოდენობით თურქებისა და აფხაზებისგან. მოსახლეობა დაკავებულია მიწათმოქმედებით, მებარეობით, მესაქონლეობითა და ვაჭრობით, ხოლო სანაპირო ზოლში კი ამის გარდა, თევზჭერითა და დელფინებზე ნადირობით (რუს. рыболвством и боем дельфинов). თესენ სიმინდს, ხორბალს, ქერს, ფეტვსა და ბრინჯს (მხოლოდ ჭოროხის შესართავსა და თურქეთთან საზღვარს შორის); აშენებენ ანუ უფრო სწორედ სარგებლობენ ველური ან გაველურებული წაბლის, კაკლის, მსხლის, ვაშლის, გარგარის, ატმისა და სხვა ხეებით, ასევე ვაზით. თურქეთის საზღვრიდან არცთუ მოშორებით სოფლებში ლიმანა, სარფი და მაკრიალი ბაღებში გვხვდება ლიმონი და ფორთოხალი. ხილის ხარისხი არასაკმარისი მოვლისა და ნოტიო კლიმატის შედეგად მაღალი არ არის. პურის დაკლებულ რაოდენობას ღებულობენ ყარსის ოლქიდან, სადაც ნაწილობრივ ყიდიან ხილს, აგრეთვე გურიიდანაც საქონლისა და მესაქონლობის პროდუქტების სანაცვლოდ. მდ. ჭოროხზე ოკრუგის ფარგლებში წარმოებს ნაოსნობა დიდი ბრტყელძირიანი ნავებით (კაიუკებით), რომლებიც ქვემოთკენ დინების მიმართულებით აკეთებენ 15-20 ვერსამდე საათში, ხოლო შეტყობინება ზემოთკენ მდინარის დინების საწინააღმდეგოდ წარმოებს ჭაპანის (ღვედების) დახმარებით და მეტად ნელი და გაძნლებულია. ბათუმის ოკრუგში გვხვდება მრავალი ნანგრევები, რომლებიც მიეკუთვნებიან ჩვეულებრივ იმ დროს, როდესაც მოსახლეობა აღიარებდა ქრისტიანობას და საქართველოსადმი დამოკიდებულებაში იმყოფებოდა.
(ქვემოთ მოყვანილია არსებული ლიტერატურის ჩამონათვალი განხილულ თემაზე)
ბ ა თ უ მ ი _ პორტია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაპირზე (ჩრდილოეთ განედის 41 გრად. 39 მინ. 33 სეკ. და აღმოსავლეთ გრძედის 59 გრად. 18 მინ. 32 სეკ.) 12 ვერსით აღმოსავლეთით თურქეთის საზღვრიდან, ადმინისტრაციული ცენტრი ბათუმის ოკრუგისა, რომელიც შედის ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში. ბათუმის ბუხტა ღიაა ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, დასავლეთის მხრიდან იგი დაცულია დაბლობი ნამგლისებური ზოლით, რომელიც წარმოქმნილია მდ. ჭოროხის მიერ ჩამოტანილი დანალექი ქანებით, აღმოსავლეთის მხრიდან კი აჭარის მთების განშტოებებით. ბუხტის აღმოსავლეთ ნაწილში ჩაედინება რამდენიმე მცირე მდინარე (ბარცხანა, სარი-სუ) და არხი მიმდებარე ჭაობების დასაშრობად. ბათუმის ბუხტის დასავლეთ ნაპირი _ ღრმაა; ნაპირიდან 100 საჟენ მანძილზე სიღრმე აღწევს 40 საჟენს, აღმოსავლეთ ნაპირთან კი მდებარეობს მეჩეჩები, რომლებიც ყოველწლიურად იზრდება პატარა მდინარეების მიერ ჩამოტანილი დანალექების გამოისობით. ჩრდილოეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარები ვერ აღწევენ მნიშვნელოვან ძალას, ხოლო დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის ქარები, თუმცა კი დიდი ძალით ქრიან, მაგრამ ბუხტაში დიდ ღელვას ვერ იწვევენ, რადგანაც იგი ამ მხრიდან დაცულია ნამგლისებური მიწის ზოლით. საერთოდ ბათუმის ბუხტა შეიძლება ითვლებოდეს საკმარისად მშვიდად და წარმოადგენს ერთერთ საუკეთესო თავშესაფართაგანს ანატოლიის ნაპირზე; სამწუხაროდ იგი ძალზედ მცირე ზომისაა. ამჟამად აქ აშენებენ პორტს. ქალაქი ბათუმი მდებარეობს ბუხტის დასავლეთ ნაპირზე და გააჩნია სამი ნავმისადგომი: ნაოსნობისა და ვაჭრობის რუსული საზოგადოების, საკარანტინო და სავაჭრო. ნამგლისებური ზოლის ბოლოში იმყოფება შუქურა და ძლიერი ბატარეა ბურუნ-ტაბიე.
ბათუმის კლიმატი რბილი და თბილია, საშუალო წლიური ტემპერატურა უდრის 14,9 გრად. C-ს; ზამთრის თვეების საშუალო ტემპერატურაა +10,3 გრად.; ყველაზე უფრო ცივი თვის, იანვრისა _ +6,5 გრად.; 4 გრად. ყინვაზე უფრო მეტი არ არის ხოლმე. მოსული ნალექების რაოდენობა უზარმაზარია _ 2,5 მეტრი წელიწადში. 1885 წ. 11-13 აგვისტოს თქეშის დროს მოვიდა 417,5 მლნ. (?), ე. ი. იმდენი, რამდენიც ტფილისში ან იალტაში მოდის მთელი წლის განმავლობაში. რბილი კლიმატის შედეგად, ბათუმში ღია ცის ქვეშ იზრდება კამელიები, მაგნოლიები, ლიმონები, ფორთოხლები და ზოგიერთნაირი პალმებიც კი, იანვარში შესაძლოა ვნახოთ უკანასკნელი აყვავებული ვარდები. კლიმატის მთელი სირბილის მიუხედავად, ბათუმი არ შეიძლება ითვლებოდეს ზამთრის კარგ კლიმატურ სადგურად: მკვეთრი გადასვლა სითბოდან სიცივეზე და მოსული ნალექების მასა უკიდურესად არახელსაყრელად მოქმედებს ავადმყოფებზე. გარდა ამისა სინოტივის სიუხვის, ქალაქის შემოგარენში მდიდრული მცენარეულობის, ჭაობებისა და ძლიერი სიცხის შედეგად ზაფხულში ბატონობენ ციებ-ცხელებათა ძლიერი ფორმები (რომლებიც ზოგჯერ მთავრდება სიკვდილით), აგრეთვე კრუპოზული პნეიმონიები და დისსენტერიები. ამასთან ერთად ბათუმის საცხოვრებელი და სანიტარული პირობები უკიდურესად ცუდია; რამდენიმე სახლის გამოკლებით, ზამთრის დროისთვის მოწყობილი საცხოვრებლები არ არის. მოწყობილობები ზღვაში ბანაობებისთვის არ არის, ამასთან ერთად დასავლეთის ქარის დროს მდ. ჭოროხის მღვრიე წყლები მოდის თავად ნაპირთან და ამცირებს ზღვის წყლის მარილიანობას, ბუხტაში კი წყლის ზედაპირი დაფარულია ნავთობის ფენით. საუკეთესო დრო ბათუმში _ გვიანი შემოდგომაა. ბათუმი რკინიგზით შეერთებულია ტფილისთან; შეტყობინების სხვა გზები ქვეყნის შიდა მხარეებთან მოუხერხებელია და წარმოადგენს ბილიკებს. ასეთი ბილიკებით ბათუმი შეერთებულია ქალაქებთან ართვინთან და არტაანთან, აგრეთვე ახალციხესთან. პირველი ბილიკი მიდის მდინარე ჭოროხის ხეობაში, უხვევს არტანუჯ-ჩაის ხეობისკენ და ადის მაღლა იალანუს-ჩამის უღელტეხილზე (2575 მ ზღვის დონიდან), რომელიც მდებარეობს მდინარეების ჭოროხისა და მტკვრის აუზების წყალგამყოფ ქედზე. ამ გზის სიგრძეა 191 ვერსი. მეორე გზა მიდის თავიდან მდ. ჭოროხის ხეობაში, შემდეგ უხვევს მდ. აჭარის-წყლის ხეობისკენ და, გადავა რა გოდერძის ანუ კანლის უღელტეხილზე არსიანის ქედზე, ეშვება დაბლა ქობლიან-ჩაის ხეობაში.
ცნობები ბათუმის ი ს ტ ო რ ი ი ს შესახებ არცთუ ბევრი არსებობს. რომის იმპერიის დროს იმპერატორ ადრიანეს ხანაში ბათუმი ცნობილი იყო ბატისის სახლწოდებით და წარმოადგენდა სამხედრო სადგურს. შემდგომში ბათუმი შემოგარენ მიწებთან ერთად შეადგენდა თავად გურიელების სამფლობელოს; მათგან ერთერთი უკანასკნელის, კახაბერის დროს _ თურქებმა XV ს. დაიპყრეს ლაზისტანი ბათუმთან ერთად. გარკვეული დროის შემდეგ (1564 წ.) ერთერთმა გურიელმა როსტომმა, ბათუმი უკან წაართვა თურქებს, მაგრამ შემდეგ მალევე თურქები კვლავ დაეუფლნენ ბათუმს და მასში ააგეს სიმაგრეები (რუს. укрепления). 1609 წ. მამია გურიელმა ამოწყვიტა თურქების ჯარი, მაგრამ თურქები კვლავ დაეუფლნენ ქვეყანას და ამჯერად მასში დარჩნენ 1878 წლამდე. XVIII ს.-ში ბათუმი, ქართველი გეოგრაფის ვახუშტის სიტყვებით, იყო პატარა ქალაქი მშვენიერი ციტადელით. მოგზაური ანდრიან დიუპრე, რომელიც ბათუმს ეწვია 1807 წ., თვლიდა მას უფრო მეტად დიდ სოფლად, ვიდრე ქალაქად; მასში მაშინ იყო 2000 მცხოვრები, რომლებიც ცხოვრობდნენ ბუხტის ნაპირებსა და ტყეებში მიმოფანტულ სახლებში. ბათუმის ვაჭრობა ამ დროს სრულიად უმნიშვნელო იყო. ბათუმის განვითარება დაიწყო 50-იანი წლებიდან, როდესაც ნაოსნობისა და ვაჭრობის რუსულმა საზოგადოებამ მოაწყო აქ სააგენტო და ბათუმი იქცა ყირიმ-კავკასიისა და ანატოლიის ხაზის ბოლო პუნქტად. 1878 წ. თურქებმა ძლიერად გაამაგრეს ბათუმის შემოგარენი (ციხისძირი) და ჩვენმა ჯარებმა ვერ შეძლეს მათი იქიდან განდევნა.
1873 წ., მალმუზის სიტყვებით, ბათუმში იყო 4790 მცხოვრები, მაგრამ რუსების მიერ მისი დაკავების დროს (1878 წ. 25 აგვისტოს), მცხოვრებთა გადასახლებისა და სიკვდილიანობის გამო მოსახლეობის შემცირების შედეგად, ბათუმში მოითვლებოდა არაუმეტეს 3000 სულისა. რუსების მიერ ბათუმის დაკავების შემდეგ იგი ბერლინის ტრაქტატის თანახმად გამოცხადებულ იქნა პორტო-ფრანკოდ, ვაჭრობამ იწყო სწრაფად განვითარება და მოსახლეობაც რამდენჯერმე გაიზარდა. მალევე ბათუმის რუსეთთან შემოერთების შემდეგ გახსნილ იქნა რკინიგზის ხაზი (სამტრედია-ბათუმი), რომელმაც იგი შეაერთა ტფილისთან და ბაქოსთან და ხელი შეუწყო ბათუმის კიდევ უფრო მეტ განვითარებას საერთოდ და კერძოდ მისი გასაშვები (სტრანზიტო /?/) ვაჭრობისა. პორტო-ფრანკო ბათუმში მოსპობილ იქნა 1886 წ. 1882 წ. 19 მაისის აღწერის მიხედვით ბათუმში მოითვლებოდა 6921 მამაკაცი და 1740 ქალი, სულ 8671 სული ორივე სქესისა, 1889 წ. ბათუმში იყო უკვე არანაკლებ 12 ათასი მცხოვრებისა. ბათუმის მოსახლეობა შედგება რუსების, თურქების, ქართველების, გურულების, ბერძნების, იმერლების, სომხების, ლაზების, აფხაზების, სპარსელებისა და სხვათაგან. იმავე აღწერის მიხედვით საცხოვრებელი ნაგებობები ბათუმში იყო 847, რომელთაგან 305 ახლად აგებულია ბათუმის რუსეთთან შემოერთების შემდეგ; ქვის ნაგებობებია 98, ფახვერკული (კარკასული, ხისა და ქვის მასალის შერევით) _ 522, ხისა _ 247 და დაწნული _ 7. ნაგებობების ნახევარზე მეტი ერთსართულიანია და გადახურულია კრამიტით. მთლიანი შემოსავალი 348 სახლიდან და 507 მაღაზიიდან აღწევს 243006 მან. ეკლესიები ბათუმში ოთხია, სასტუმროები რვა. დღესდღეობით ბათუმში აშენებენ ქვის მართლმადიდებლურ ტაძარს. სატრანზიტო (რუს. ოტპუსკნაია) ვაჭრობა წლიდან წლამდე იზრდება და ამჟამად სატრანზიტო საქონლის ფასეულობის მიხედვით ბათუმს ერთერთი პირველი ადგილთაგანი უჭირავს შავ ზღვაზე. გააქვთ უმთავრესად ნავთობი და ნავთობის პროდუქტები, ხორბალი, სიმინდი, მარგანეცის მადანი, კაკლისა და პალმის ხეები და ა. შ. 1888 წ. ბათუმიდან გატანილ იქნა 23342134 მან. თანხის საქონელი, მათ რიცხვში ნავთობის პროდუქტები 27100000 ფუთი, ხორბალი _ 989145 ფუთი, სიმინდი _ 473181 ფთ., მარგანეცის მადანი _ 434205 ფთ., კაკლის ხეები _ 237737 ფთ. და ა. შ. იმავე წელს ბათუმში შემოტანილია 7127294 მან.-ის საქონელი, მათ რიცხვში 319530 მან.-ის სასიცოცხლო მარაგები, 5675949 მან.-ის ნედლი და ნახევრადდამუშავებული საქონელი და 1131815 მან.-ის ნაკეთობანი.
ართვინი და ართვინის ოკრუგი 1890–იანი წლების მიწურულს
ართვინი (თურქულად ლ ი ვ ა ნ ე) _ ქუთაისის გუბერნიის საოკრუგო ქალაქია, 8000 მცხოვრებით, ჭოროხის მარცხენა ნაპირზე, ბათუმიდან 80 ვერსის დაშორებით. ხეობა ისეთი ვიწროა, რომ ნაგებობები მიკრულია მთებზე, და სიმაღლის განსხვავება ქალაქის ზემო და ქვემო ნაწილებს შორის 700 მ-ზე მეტია. არის მართლმადიდებლური და სომხურ-კათოლიკური ეკლესიები; მცხოვრებნი უპირატესად სომხურ-კათოლიკური აღმსარებლობისანი არიან; ადგილობრივი გადმოცემის მიხედვით, მათი წინაპრები გადმოსახლდნენ ანისიდან (რუს. Ани), სომხეთის უძველესი დედაქალაქიდან. ქალაქსა და მის გარეშემო სოფლებში ვრცელი ხილის ბაღები და ზეთისხილის ჭალებია. ბათუმთან შეტყობინება აქვთ კაიუკების (ბრტყელძირიანი ნავების) მეშვეობით, მდინარე ჭოროხის სწრაფი დინების გაყოლებაზე.
ქუთაისის გუბერნიის, უწინ ბათუმის ოლქის (რუს. область) ა რ თ ვ ი ნ ი ს ო კ რ უ გ ი (73402 მცხოვრები) რუსეთს შემოუერთდა 1878 წ. იგი ძალზედ მთაგორიანია და გადასერილია კავკასიონის მცირე ქედის განშტოებებით. ბათუმის ოკრუგთან საზღვრის გაყოლებაზე არის 3500 მ-ზე უფრო მაღალი მთები; ოკრუგის დასავლეთ ნაწილი, უღელტეხილი ოლთისისკენ (რუს. Олты) მიმავალ გზაზე _ გაჭრილია ჭოროხისა და მისი შენაკადების ღრმა ხეობებით, რომლებშიც, ზღვის დონიდან არცთუ ძალიან დიდი სიმაღლისა და ქარებისგან დაცულობის წყალობით, კლიმატი რბილია და იზრდება სამხრეთული ნაყოფები, მაგალითად ზეთისხილი. ოკრუგის უმეტეს ნაწილს გააჩნია უფრო ცივი კლიმატი. მთელი ოკრუგი იმყოფება ჭოროხის სამდინარო მხარეში (რუს. речная область). წვიმა და თოვლი ძალზედ ბევრი მოდის, განსაკუთრებით შავი ზღვის მხრიდან მქროლი ქარებისთვის ღია ადგილებში; სინოტივის სიუხვის წყალობით მცენარეულობა მეტად მდიდრულია, განსაკუთრებით ოკრუგის დასავლეთ ნაწილში. ტყეები ცოტაა, მთების ქვემო სარტყელში სჭარბობს ფოთლოვანი ტყეები შემოხვევადი მცენარეების სიმრავლით, ზემო ნაწილში კი _ წიწვოვანი. ოკრუგის რუსეთთან შემოერთების შემდეგ მცხოვრებთაგან ბევრი გადასახლდა. მოსახლეობა შედგება თურქების, ლაზებისა (მუსლიმანური აღმსარებლობის ქართვლების) და სომხების, აგრეთვე არცთუ დიდი რიცხვის რუსი კოლონისტებისგან _ იხ. ბათუმის ოკრუგი.
სოხუმი და სოხუმის ოკრუგი 1890–იანი წლების მიწურულს
სოხუმი (სოხუმ-კალე) _ ქუთაისის გუბერნიის საოკრუგო და საპორტო ქალაქი კავკასიის შავი ზღვის სანაპიროს ვრცელი და ღრმა, მაგრამ სამხრეთისკენ სრულიად ღია სოხუმის ბუხტის ნაპირზე. მცხოვრებნი (1897) არიან 7809 ადამიანი (რუსები, ბერძნები, სომხები და სხვები). ქალაქი გადაჭიმულია სანაპირო დაბლობსა და ზღვასთან უახლოეს ბორცვებზე. პირველი მთისწინების უკან ჩანს უფრო მაღალი, ტყით დაფარული მთები; უფრო მოშორებით ბრწყინავს კვკასიონის მთავარი ქედის მარადიული თოვლები. სოხუმის კლიმატი გამოირჩევა სირბილითა და თანაბრობით. წლის საშუალო ტემპერატურაა +14,4 გრად., იანვრისა +5,5 გრად., აპრილისა +12,3 გრად., აგვისტოსი +23,6 გრად., ოქტომბრისა +16,9 გრად., დეკემბრისა +8,7 გრად. სოხუმში დამზერილი ყველაზე უფრო დაბალი ტემპერატურა არ აღემატებოდა _8 გრად., ჩვეულებრივ ყველაზე უფრო ცივ დღეებში ვერცხლისწყალი არ ჩამოდის _2 ან _3 გრად.-ზე უფრო დაბლა. ზამთრის დღეების რიცხვი, რომლებშიც ტემპერატურა ეშვება ნულის ქვემოთ, არ აღემატება 5-ს. ფარდობითი ტენიანობაა 78, რხევებისას 72-დან (დეკემბერი) 81-მდე (მაისი). წლიური ღრუბლიანობაა 4,6. ნალექების წლიური რაოდენობაა 1168 მმ, რხევებისას 78-დან (თებერვალი) 124-მდე (სექტემბერი); ნალექიანი დღეების რიცხვია წლიწადში 125, აგვისტოში _ 7,7, აპრილში _ 12,5. თოვლი მოდის ყოველ ზამთარში, მაგრამ არაუმეტეს 2-3-სა და ჩერდება არაუმეტეს 1-5 დღისა. კლიმატურ-სამკურნალო მიზნებით სოხუმში ცხოვრებისთვის საუკეთესო დროდ უნდა ვთვლიდეთ გვიან შემოდგომასა და ზამთარს (სექტემბრიდან ივნისის ჩათვლით, პროფესორ ოსტროუმოვის მიხედვით); ზაფხულში ცხელა, გაბატონებულია ძლიერი ციებ-ცხელებანი, რომლებიც ზოგჯერ ადრეულ შემოდგომაზეც კი არ წყდება; გაზაფხული ნესტიანი და საკმარისად ქარიანია. ყველაზე უფრო არაჯანსაღ და ციებ-ცხელებასთან მიმართებით სახიფათო ადგილად ითვლება ქალაქის დასავლეთ ნაწილი, რომელიც ებჯინება ჭაობიან დაბლობს, ყველაზე უფრო ჯანსაღად _ ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი, რომელიც ბორცვების კალთებზეა შეფენილი.
მცენარეულობა სოხუმში ძალზედ მდიდარი და მრავალფეროვანია; ბაღებში აკლიმატიზებულია მრავალი სამხრეთ-ევროპული, ამერიკული, ჩინური, იაპონური, ავსტრალიური და სხვა დეკორატიული და ნაყოფიანი მცენარე _ ზეთისხილი, ფორთოხალი, ლიმონი, მანდარინი, კაკი (Diospyros kaki), ევკალიპტი, ქაფურის ხე, მაგნოლია, ჩაი, კამელიები, ბამბუკი, აგავა, რამდენიმე სახეობის პალმა და ა. შ. იზიდავს რა თავისკენ ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტ ავადმყოფს, სოხუმი, მიუხედავად ამისა, არ გამოირჩევა კეთილმოწყობით; ქუჩები საკმარისად ჭუჭყიანია, განათება ცუდია, მოსახერხებელი სადგომები ავადმყოფებისთვის თითქმის სავსებით არ არის. ძველი ციხესიმაგრის ნანგრევები, არცთუ დიდი ბულვარი, ორი მართლმადიდებლური ეკლესია, ქალთა პროგიმნაზია, მთიელთა სკოლა, საეკლესიო-სამრევლო სკოლა, ორი კლუბი, ბიბლიოთეკა და სამკითხველო კაბინეტი, წიგნების მაღაზია, ტელეგრაფი, ტიპოგრაფია, აფთიაქი; საბანაო დაწესებულება. გემების მისადგომი, რომლებიც ასრულებენ რეისებს სამხრეთით ბათუმამდე და ჩრდილოეთით ოდესამდე. სოხუმის კონცხზე არის შუქურა ყოველწუთიერად მბრუნავი თეთრი ცეცხლით, 121 ფუტ სიმაღლეზე; ცეცხლი მოჩანს 12 საზღვაო მილზე. საცდელი სასოფლო-სამეურნეო და მებაღეობის სადგური, ბოტანიკური ბაღით; დიდი მთავრის ალექსანდრე მიხეილის ძისა (ყოფილი ვვედენსკის) და რუკავიშნიკოვის (ყოფილი პ. ე. ტატარინოვის) ბაღები; ნოევის საბაღო დაწესებულება ბოლქვიანი მცენარეების (გიაცინტები, ტიტები), პალმების, საგოებისა და სხვა სამრეწველო კულტურით. 23 ვერსზე ჩრდილოეთით ახალი-ათონის მამათა მონასტრისკენ (XXI, 304) მიმავალი გზატკეცილის გაყოლებით და იქ მიმავალ გზაზე ბეკლემიშევის საბაღო დაწესებულებაა ბოლქვიანი მცენარეების, ევკალიპტების და ვარდების (ვარდის ზეთის მოსაპოვებლად) ვრცელი კულტურით; 26 ვერსზე სამხრეთით ასევე გზატკეცილის გაყოლებით, დრანდის მონასტერია. გზატკეცილის ამ ორი უბნის გარდა, ჩრდილოეთისკენ მიდის ქლუხორის ბილიკი, რომელსაც კოდორის ხეობის გავლით მივყავართ ქლუხორის უღელტეხილისკენ (XV, 430) ყუბანის ხეობის ტებერდის ხეობისა და ბატალფაშინსკისკენ. უკანასკნელ ხანს წარმოიშვა ვარაუდი სოხუმის შეერთების თაობაზე რკინიგზით ერთის მხრივ ვლადიკავკაზის რკინიგზასთან ეკატერინოდარისკენ და მეორეს მხრივ ამიერკავკასიის რკინიგზის სადგურ ახალ-სენაკთან. სოხუმი უშვებს ხე-ტყეს, სიმინდს, ხილსა და თამბაქოს.
ძველი მწერლების თქმულებების მიხედვით, სოხუმის ადგილზე იმყოფებოდა უძველეს დროში სახელგანთქმული მილეთის კოლონია დიოსკურია, რაც ნაწილობრივ დასტურდება აქ ნაპოვნი უძველესი მონეტებით. რომაული მფლობელობის დროს ბერძნული კოლონიის ადგილზე წარმოიქმნა ქალაქი სევასტოპოლი, რომელიც ყვაოდა ჯერ კიდევ შავ ზღვაზე გენუელთა ბატონობის დროს. 1455 წ. სევასტოპოლი აიღეს თურქებმა და ამ ქალაქის თავად სახელიც დავიწყებულ იქნა. თურქული მფლობელობის დროს, რომელიც გრძელდებოდა XIX ს. დასაწყისამდე, სოხუმი, რომელსაც ქართულ მატიანეებში ეწოდებოდა ცხუმი, იყო მონებით ვაჭრობის ერთერთ მთავარ ცენტრთაგანი. XVIII ს. დასაწყისში თურქებმა აქ, გენუელთა ციხესიმაგრის ნანგრევებზე, ააგეს თავიანთი სიმაგრე (რუს. უკრეპლენიე), რომლის ნარჩენებიც შენარჩუნდა ამ დრომდე; ეს ციხესიმაგრე იყო რეზიდენცია ფაშისა, რომელიც მართავდა კავკასიის ნაპირს. 1810 წ., იმ უწესრიგობების გამო, რომლებიც წარმოიქმნა სოხუმის მფლობელობის მიზეზით თურქებსა და აფხაზებს შორის, სოხუმი დაკავებულ იქნა რუსების მიერ. 1832 წ. სოხუმში დაწესებულ იქნა საბაჟო საგუშაგო; 1848 წ. იგი აყვანილ იქნა საპორტო ქალაქის ხარისხში, მაცხოვრებლებისთვის შეღავათების ბოძებით. 1866 წ. სოხუმი გადაიქცა აფხაზური მიწებისგან შექმნილი სოხუმის სამხედრო ოკრუგის უფროსის რეზიდენციად. 1855 წ. სოხუმი არცთუ დიდი ხნით იმყოფებოდა თურქების ძალაუფლების ქვეშ; 1877 წ. კვლავ დაკავებულ იქნა თურქების მიერ, 2-დღიანი დაბომბვის შემდეგ, მაგრამ იმავე წლის აგვისტოში, როდესაც სოხუმს მიადგნენ შელკოვნიკოვის, ალხაზოვისა და ბაბიჩის რუსული რაზმები, თურქებმა გაძარცვეს და გადაწვეს ქალაქი და ზღვაში გავიდნენ.
ქუთაისის გუბერნიის ს ო ხ უ მ ი ს ო კ რ უ გ ს უჭირავს პირველის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი და ესაზღვრება ჩრდილოეთში ყუბანის ოლქს, ჩრდილო-დასავლეთში _ შავი ზღვის გუბერნიას, სამხრეთ-დასავლეთში _ შავ ზღვას; აქვს არასწორი, სიგანეში გაჭიმული ოთხკუთხედის შესახედაობა; უჭირავს 7575 კვ. ვერსი (8621 კვ. კმ) მოსახლეობით 100498 ადამიანი (1897). ებჯინება რა ერთის მხრივ კავკასიონის მთავარ ქედს, ხოლო მეორეს მხრივ კი ზღვას, და არის რა დასერილი მრავალრიცხოვანი ქედებითა და კონტრფორსებით, სოხუმის ოკრუგი წარმოადგენს უმეტეს წილად ტყიან მთაგორიან ქვეყანას, რომელიც დაბლა ეშვება ჩრდილოეთში კავკასიონის მთავარი ქედიდან სამხრეთ-დასავლეთით შავი ზღვისკენ. დაბლობები, რომლებიც ვიწრო ზოლებად არის გაჭიმული ზღვის ნაპირის გაყოლებით, უფრო მეტად მნიშვნელოვან სივრცეს იკავებენ ოკრუგის მხოლოდ სამხრეთ ნაწილში მდ. კოდორის შესართავიდან ენგურის ქვემო დინებამდე. კავკასიონის მთავარი ქედის განშტოებებს შორის სოხუმის ოკრუგში აღსანიშნავია: ბზიფისა და კოდორის ქედები, რომელთა შორის ერთის მხრივ და მთავარ ქედს შორის მეორეს მხრივ, განლაგებულია მდინარეების ბზიფისა და კოდორის ღრმა ხეობები, რომელთა ზედა ნაწილები მიემართება მთავარი ქედის თითქმის პარალელურად. ბზიფის ქედი კავკასიონის მთავარ ქედს გამოეყოფა კაპიშისტრის მწვერვალთან და გაჭიმულია აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ბზიფის მარცხენა ნაპირის გაყოლებით, ებჯინება რა მდინარის კალაპოტს იქ, სადაც იგი გამოაღწევს ბრტყელ (დაბლობ) ადგილას. ეს ქედი კლდოვანი და ციცაბოა, დაფარულია უწყვეტი პირველყოფილი ტყეებით და აღწევს 9000 ფტ.-ზე მეტ სიმაღლეს; მასა და მთავარ ქედს შორის მდებარეობს ძნელად მისადგომი ბზიფის ხეობა, რომლის ზედა ნაწილიც ქმნის ფსხუს ქვაბულს, რომელიც უწინ ეკავა ერთერთ ყველაზე უფრო ველურ აფხაზურ საზოგადოებას, რომელიც არ აღიარებდა არც ერთ ხელისუფლებას, ახლა კი სრულებით ცარიელია.
კოდორის ქედი, გამოეყოფა რა კავკასიონის მთავარ ქედს იალბუზის რამდენადმე დასავლეთით, მიემართება თავიდან სამხრეთ-დასავლეთის, შემდეგ კი დასავლეთისკენ, მდ. კოდორის მარცხენა ნაპირის გაყოლებით, და თავისსა და მთავარ ქედს შორის ქმნის კოდორის ტყიან ხეობას, რომლიც თავის შუა ნაწილში (დალის ხეობა) უფრო ფართოა და უწინ დასახლებული იყო თავისუფალი აფხაზური საზოგადოებით ზამბალი, ახლა კი ასევე უდაბურია (რუს. пустынное). კოდორის ქედის აღმოსავლეთ ნაწილი ცნობილია ჯოდესვიკის ქედის სახელით. კავკასიონის ქედთან უახლოესი მწვერვალების გამოკლებით, კოდორის ქედის თხემი ვერ აღწევს თოვლის ხაზამდე. აღწერილი ქედები და მათი მრავალრიცხოვანი კონტრფორსები და განშტოებები ავსებენ სოხუმის ოკრუგის მთელ მთაგორიან ნაწილს. სოხუმის ოკრუგის მთავარ მდინარეებს წარმოადგენს უკვე მოხსენიებული ბზიფი და კოდორი. პირველი ამ მდინარეთაგან იწყება კავკასიონის მთავარი ქედის თოვლიან კალთაზე და მოედინება თავიდან დასავლეთის, შემდეგ კი სამხრეთ-დასავლეთისკენ და ზღვიდან 15 ვერ.-ზე გამოდის სწორ ადგილას; ბზიფის სიგრზე დაახლოებით 100 ვერ., სიგანე სწორ ადგილას გამოსვლისას დაახლოებიტ 35 საჟენი, ქვემოთ 50 საჟ., სიღრმე დაახლოებით 3 არშინი. მთებიდან გამოსასვლელთან მდინარის გადალახვისთვის არსებობს ბორანი. ბზიფის ხეობა დაფარულია უწყვეტი ტყეებით, რომელთა შორისაც გვხვდება ჩინებულად შენახული ბზის ანუ კავკასიური პალმის (Buxus semper virens) ბარდები და ადგილ-ადგილ ძალზედ ძნელად მისადგომია. კოდორი (XV, 553) თავისი ხასიათის მიხედვით ემსგავსება ბზიფს; ეს ორივე მდინარე წარმოადგენს ტიპიურ მთის მდინარეებს, წყლის დონე მათში ხშირად იცვლება, ისინი მოედინებიან ძალზედ სწრაფად და, მაღალი წყლის შემთხვევაში, ფონით გაუვალი არიან. მათი ხეობები ძნელად მისადგომია და დაფარულია პირველყოფილი ტყეებით. შესართავთან მდ. კოდორზე აგებულია რკინის ხიდი სიგრძით 80 საჟ.
სხვა უფრო პატარა მდინარეებიდან (რუს. речки), რომლებიც სათავეს იღებენ ბზიფისა და კოდორის ქედების სამხრეთ კალთებზე და ზღვისკენ მოედინებიან სოხუმის ოკრუგის დაბლობი ნაწილების გადმოჭრით, უფრო მეტად მნიშვნელოვანია მდ. ღალიძგა, რომელიც ჩაედინება ზღვაში ადგილ ოჩამჩირეს ახლოს (XXII, 520); ამ მდინარის ზემო წელის აუზი შეადგენს ტყვარჩელის სახაზინო სატყეო აგარაკს, სადაც ახლახანს მოიძიეს ძალზედ კარგი ქვანახშირის ვრცელი საბადო, რომლსაც გააჩნია დაკოქსვის უნარი. ქვანახშირის მარაგი ორი გამოკვლეული ფართობის ფარგლებში შეადგენს დაახლოებით 7 მლრდ. ფუთს. დასაკოქსი ღუმელების მოწყობას ვარაუდობენ ადგილ ოჩამჩირეში, სადაც ასევე იგეგმება პორტის მოწყობაც. სხვა სასარგებლო წიაღისეულებიდან სოხუმის ოკრუგში ცნობილია ვერცხლ-ტყვიის მადნების საბადოები. სატყეო ფართობს უჭირავს 383 ათასი დეს. (მთელი ოკრუგის 55,5%). სოხუმის ოკრუგის კლიმატური პირობები, მისი ზედაპირის მრავალფეროვნების გამო, რომელიც ზღვის დონიდნ მაღლდება თითქმის 13 ათას ფტ.-მდე, მეტად სხვადასხვანაირია. ზღვის სანაპიროზე კლიმატი გამოირჩევა თანაბრობითა და სირბილით (იხ. სოხუმი), მთებში იგი მნიშვნელოვნად უფრო მკაცრია. ოკრუგის ჩრდილოეთ განაპირა მხარის (რუს. окраина) კლიმატური პირობები, რომელიც ებჯინება კავკასიონის მთავარ ქედს, გამოირჩევა დიდი სიმკაცრით; აქ მოდის თოვლის მასები, ზამთარში დგება დიდი ყინვები; ყველაზე უფრო მაღალი მთები დაფარულია მარადიული თოვლით. ოკრუგის მოსახლეობა შედგება აფხაზებისა და სამურზაყანოელებისგან (86%), მეგრელებისგან (5,5%), ბერძნებისგან (3,5%), სომხებისგან (1,5%), რუსებისგან (დაახლოებით 2%), ქართველებისგან (დაახლოებით 1%), გერმანელებისგან და სხვა. უდიდესი უმრავლესობა (91%) _ მართლმადიდებლებია, მაგრამ აფხაზების მნიშვნელოვანი ნაწილი, თავისი სრწმუნოების მიხედვით, რომელიც წარმოადგენს მუსლიმანური და ქრისტიანული წესების ნარევს უხეში ცრურწმენებითა და ფეტიშიზმით, უფრო მეტად წარმართია, ვიდრე ქრისტიანი, ან თუნდაც მაჰმადიანი.
მოსახლეობის უმთავრესი საქმიანობაა _ მიწათმოქმედება, ხოლო სახელდობრ კი სიმინდის, ხორბლისა და ღომის (Setaria italica) კულტურა, ნაწილობრივ ასევე მებაღეობა, მეთამბაქოეობა და მესაქონლეობა. ნათესების ქვეშ არის სულ 37-38 ათასი დეს. (მთელი ოკრუგის 5%). ზოგიერთ რაიონში დიდი მნიშვნელობა აქვს უმაღლესი ხარისხების თამბაქოს კულტურას (სამსუნი, ტრაპიზონი), და ამ მიმართებით სოხუმის ოკრუგს პირველი ადგილი უჭირავს ქუთაისის გუბერნიაში; 1898 წ. მოითვლებოდა 2700 პლანტაცია, ფართობით 2632 დეს., რომლებიდანაც მოგროვილ იქნა 149417 ფუთი თამბაქო. ვენახებს უკავია 2557 დეს. აქა-იქ საკმაოდ ძლიერად არის განვითარებული მეფუტკრეობა; მთისწინებზე არის საფუტკრეები 200-200 სკით. 1891 წ. სოხუმის ოკრუგში მოითვლებოდა: 43000 თავი რქოსანი საქონელი, 13490 ცხენი, 16000 კამეჩი, 55000 ცხვარი, 40000 თხა, 9000 ღორი. ყველსა და რძეს დიდი მნიშვნელობა აქვს საკვები პროდუქტების სახით. კუსტარული სარეწები განვითარებულია მეტად სუსტად; აქა-იქ მცირე ზომებით არსებობს სპილენძისა და ვერცხლის ნაკეთობების წარმოება. საფაბრიკო-საქარხნო მრეწველობა თითქმის არ არსებობს, მხოლოდ რამდენიმე საკმარისად მნიშვნელვანი ხე-ტყის სახერხი ქარხნის გამოკლებით. საზღვარგარეთული ვაჭრობისთვის იყენებენ თითქმის მხოლოდ იალქნიან გემებს, რომელთაც გააქვთ სიმინდი, სამშენებლო და სახელოსნო (строевой и поделочный) ხე-ტყე (კაკალი, ბზა და სხვა), 1200 ათას მან.-ზე მეტ თანხაზე ყოველწლიურად. საზღვარგარეთიდან შემოტანა უმნიშვნელოა. სამთამადნო საქმე მხოლოდ იწყებს წარმოშობას. სოხუმის ოკრუგი იყოფა 4 უბნად: გუმისთის (ცენტრი _ სოხუმი), გუდაუთის (გუდაუთა), კოდორისა (ოჩამჩირე) და სამურზაყანოსი (ოქუმი) და საკუთარ თავში შეიცავს სამ უწინდელ მხარეს (области): აფხაზეთს, სამურზაყანოსა და წებელდას. სამურზაყანოს სახელით (XXVIII, 248) ცნობილია ქვეყანა ენგურსა და ღალიძგას შორის; აფხაზეთი გაშლილია ღალიძგადან გაგრამდე და ზღვიდან კავკასიონის მთავარ ქედამდე; მდ. კოდორის ზემო და შუა დინების აუზს ეწოდება წებელდა.
თავადი ვლადისლავ ივანეს–ძე მასალსკი
თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:
Post a Comment