(წერილი პირველად გამოქვეყნდა პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის ნაშრომის სახით 1998 წელს)
საქართველოს პარლამეტში განსხილველად წარმოდგენილი კანონპროექტის “მობილიზაციის შესახებ” გაცნობისას აშკარად თვალშისაცემია ის, რომ მის შემმუშავებლებს უსარგებლიათ რომელიღაც დიდი სახელმწიფოს ანალოგიური დოკუმენტით და მის საფუძვლად სწორედ მისი თარგმანი გამოუყენებიათ. ამას ადასტურებს კანონპროექტში ნათქვამი დებულება, რომ “სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის შინაარსი” სხვათა შორის ითვალისწინებს “სამხედრო ძალებისთვის მობილიზაციით მისაწოდებლად განკუთვნილი ტექნიკის მომზადებას”.
ცხადია, ნებისმიერი სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს საომარი კონფლიქტის ან სხვა საჭიროების შემთხვევაში “მობილიზაციით მისაწოდებლად” შესაბამისმა ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა უნდა მოუმზადონ ის ტექნიკა და შეიარაღება, რომლებიც მანამდე საწყობებში (სპეციალურ ბოქსებში) იქნება შენახული და განკუთვნილი იქნება მხოლოდ კრიზისულ სიტუაციებში გამოსაყენებლად. მაგრამ ასეთი მოთხოვნილება შეიძლება ჰქონდეთ მხოლოდ იმ სახელმწიფოებს, რომელთაც შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა გააჩნიათ როგორც რეგულარულ ჯარებში ყოველდღიური საბრძოლო მომზადებისა და პერიოდული სწავლებებისთვის, ისე სპეციალურ საწყობებშიც საგანგებო ან კრიზისულ სიტუაციებში გაწვეული რეზერვისტების ხარჯზე დამატებითი შენაერთების, ნაწილებისა და ქვედანაყოფების დასაკომპლექტებლად.
ასეთ ქვეყნებს ჩვენს ახლომდებარე რეგიონებში მიეკუთვნებიან რუსეთი და თურქეთი. პირველ მათგანს “ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებისა” (CFE ხელშეკრულება, 1990 წ.) და ტაშკენტის შეთანხმების (1992 წ.) საფუძველზე* განსაზღვრული ჩვეულებრივი შეიარაღების მაქსიმალური დონეების შესაბამისად თავისი ტერიტორიის ევროპულ ნაწილში ჰყავს 5560-მდე საბრძოლო ტანკი, ურალის აღმოსავლეთით კი – კიდევ 10 000-მდე; ასევე 9800-ზე ცოტა მეტი მოჯავშნული საბრძოლო მანქანა (ძირითადად ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ჯავშანტრანსპორტერები), ურალს იქით კი – 16 500-მდე და ა. შ. ასევე თურქეთს თავისი ტერიტორიის იმ ნაწილში, რომელიც შედის CFE ხელშეკრულების მოქმედების ზონაში, ჰყავს 2542 საბრძოლო ტანკი, ზონის გარეთ კი – 1663; ასევე ამ ზონაში – 2529 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, ზონის გარეთ – 1269. (*საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 1992 წლის მაისში ტაშკენტში დაიდო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც CFE ხელშეკრულებით ყოფილი სსრკ-თვის მისი ტერიტორიის ევროპულ ნაწილში განსაზღვრული ჩვეულებრივი შეიარაღების კვოტები გადაანაწილეს ამ ტერიტორიაზე წარმოქმნილ ახალ შვიდ დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის, ბალტიის ქვეყნების გამოკლებით)
ეს მონაცემები ამოღებულია სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის უკანასკნელი საცნობარო გამოცემიდან The Military Balance 1988/99 და იმაზე მიუთითებენ, რომ ორივე სახელმწიფოს ჯავშანტექნიკის მნიშვნელოვანი რაოდენობა მართლაც ჰყავს შეყვანილი საწყობებში და მათი სარდლობები, ბუნებრივია, ვარაუდობენ საჭიროების შემთხვევაში სამობილიზაციო მომზადების ფარგლებში მათ მომზადებასა და მოქმედი ჯარებისთვის მიწოდებას.
საინტერესოა რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. იმავე გამოცემის The Military Balance 1988/99 მიხედვით საქართველოს დღესდღეობით ჰყავს 79 საბრძოლო ტანკი და 111 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა. ხოლო CFE ხელშეკრულებისა და ტაშკენტის შეთანხმების მიხედვით შეუძლია რეგულარულ ჯარებში იყოლიოს არაუმეტეს 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, 285 საველე საარტილერიო სისტემის, 50 დამრტყმელი ვერტმფრენის და 100 საბრძოლო თვითმფრინავისა. თანამედროვე სახელმწიფოთა პრაქტიკიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის გარანტირებულად უზრუნველყოფისთვის, ეს იმდენად მცირე და არასაკმარისი რაოდენობაა, რომ უბრლოდ უაზრობა იქნებოდა ამ შეიარაღებისა და ტექნიკის რამდენადმე შესამჩნევი ნაწილის საწყობებში განლაგება. ეს, ბუნებრივია, კარგად ესმოდათ 1992 წლის ტაშკენტის შეთანხმების შემმუშავებელ რუს სამხედრო სპეციალისტებს, როდესაც ამიერკავკასიის სახელმწიფოებისთვის (მათ შორის საქართველოსთვის) პროტოკოლით განსაზღვრული ჩვეულებრივი შეიარაღების მაქსიმალური დონეები (კვოტები) მოიხსენიეს მხოლოდ რეგულარულ ჯარებში. სპეციალურ საწყობებში კი რაიმე დამატებითი მარაგების შესახებ სიტყვაც არ დაუძრავთ.
თავისთავად ცხადია, რომ რეგულარულ ჯარებში განლაგებულ მოკრძალებული რაოდენობის საბრძოლო ტექნიკასა და შეიარაღებას, რომელსაც სისტემატიურად უნდა იყენებდნენ ნაწილებსა და ქვედანაყოფებში საბრძოლო მომზადებისთვის და გეგმიური სწავლებების ჩასატარებლად, კრიზისულ სიტუაციებში ნაწილობრივი ან სრული მობილიზაციის გამოცხადებისას რამდენადმე სერიოზული მომზადება არ უნდა დასჭირდეს.
შედარებისთვის განვიხილოთ ევროპის მცირე სახელმწიფოების, როგორც ჩრდილოატლანტიკური კავშირის წევრების (დანია და ნორვეგია), ისე ნეიტრალური ქვეყნების (შვედეთი და შვეიცარია) გამოცდილება, რომლებშიც კონტინენტის დიდი სახელმწიფოებისგან (გერმანია, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი) განსხვავებით მიღებულია ტოტალური (საყოველთაო) თავდაცვის კონცეფცია. იგი ითვალისწინებს როგორც მასობრივი დაზიანების იარაღის, ისე შეიარაღებული ბრძოლის ჩვეულებრივი საშუალებების გამოყენებით შესაძლო ომისთვის ქვეყნის შეიარაღებული ძალების, ეკონომიკისა და მოსახლეობის ეფექტურად მომზადებისკენ მიმართული სამხედრო-პოლიტიკური, სამხედრო, სამხედრო-ტექნიკური, ეკონომიკური და სამოქალაქო ხასიათის სხვა ღონისძიებების გატარებას.
ამ ქვეყნების სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობები თავიანთი შეიარაღებული ძალების სრულყოფასა და ქვეყნის ტერიტორიის ოპერატიულ მოწყობასთან ერთად დიდ ყურადღებას უთმობენ თავდაცვის ინტერესებში სარეზერვო საჯარისო ერთეულების უსწრაფეს დაკომპლექტებასა და ქვეყნის სამოქალაქო სექტორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რგოლების – ადმინისტრაციული ორგანოების, ეკონომიკის, სამოქალაქო თავდაცვის განვითარებას.
ამ ზომებისა და ღონისძიებების აზრი ნათელია – აღნიშნული სახელმწიფოების (დანია, ნორვეგია, შვედეთი, შვეიცარია) მცირე ტერიტორია, მოსახლეობა და შედარებით მოკრძალებული ეკონომიკური რესურსები მათ უსწრაფეს მობილიზებასა და ოპტიმალურ გამოყენებას მოითხოვს საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
სამწუხაროდ, როგორც ჩანს, “მობილიზაციის შესახებ” კანონპროექტის ქართველმა შემმუშავებლებმა ვერ გაითვალისწინეს აღნიშნული ქვეყნების მდიდარი გამოცდილება, რაც აუცილებლად იქნება შესასწავლი და ანგარიშგასაწევი უკვე მიღებული კანონების შემდგომი დახვეწის სამუშაოების ჩატარებისას, არა მხოლოდ ცალკეული კანონპროექტების დონეზე, არამედ მთლიანობაში ქვეყნის თავდაცვის კონცეფციის გამომუშავებისთვის.
ირაკლი ხართიშვილი

No comments:
Post a Comment