(ნ ა წ ი ლ ი IV)
IV. 2. საფრანგეთის სამხედრო პოლიტიკის სახიფათო ევოლუცია 1980–იანი წლების დასაწყისისთვის
ასეთი სათაურით გამოქვეყნდა წერილი საბჭოთა სამხედრო პერიოდიკაში 1983 წლის სექტემბრის თვეში, რომლის ავტორიც წერდა, რომ საფრანგეთის სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელობამ, რომელიც ქვეყნის ხელიუფლებაში იმყოფება უკვე ორ წელზე მეტია, სამხედრო მშენებლობის სფეროში ზოგადად მიიღო წინამორბედი ბურჟუაზიული მთავრობის პოლიტიკა. მან არსებითად უარი თქვა შიარაღებულ ძალებში რაიმენაირი მსხვილი სოციალურ-პოლიტიკური გარდაქმნების გატარებაზე და თავიანთ პოსტებზე დატოვა მთელი უმაღლესი სამეთაურო შემადგენლობა. ამასთან ერთად საფრანგეთის სამხედრო-პოლიტიკურ კურსში მოხდა ზოგიერთი სახიფათო ცვლილებაც.
საბჭოთა ავტორის სიტყვიტ, თავის წინასაარჩევნო კამპანიაში სოციალისტური პარტია არ იშურებდა კრიტიკულ ეპითეტებს სამხედრო ბლოკების მიმართ. იგი თავის საპროგრმო დოკუმენტში „სოციალისტური პროექტი“ ხაზს უსვამდა, რომ მისი საგარეო პოლიტიკის ღერძია _ კოლექტიური უსაფრთხოება და განიარაღება. მაგრამ, მოვიდა რა ხელისუფლებაში, პარტიის ხელმძღვანელობამ მოახდინა მკვეთრი შებრუნება ნატო-სა და აშშ-თან ყოველმხრივი და აქტიური თანამშრომლობის განვითარების მხარეზე, რომელთა აგრესიულმა კურსმა, საბჭოთა ავტორების შეფასებით, სახიფათოდ გაართულა იმდროინდელი საერთაშორისო ურთიერთობები. ქვეყნის სამხედრო პოლიტიკის პრონატოური და პროამერიკული კორექტირება თავის გამოვლენას ნახულობდა ბევრ სფეროში.
მანამდე ახლო წარსულში საფრანგეთის ნატო-თან ურთიერთობას ჰქონდა შეზღუდული ხასიათი, რადგანაც 1966 წელს გენერალმა შარლ დე გოლმა პრეზიდენტად ყოფნის დროს გამოიყვანა ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური კავშირის სამხედრო ორგანიზაციიდან, ხოლო ფანგული ჯარები _ ნატო-ს სარდლობის დაქვემდებარებიდან. საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ეს იყო ნაბიჯი ქვეყნის სუვრენიტეტისა და უსაფრთხოების განმტკიცების, აშშ-ის მიერ გაჩაღებულ ომებში ნატო-ს მეშვეობით მისი ჩათრევის წინააღმდეგ განსაზღვრული გარანტიების შექმნის მიმართულებით, აგრეთვე, დე გოლის სიტყვებით, „ატლანტიკიდან ურალამდე“ ყველა ევროპული სახელმწიფოს ერთმანეთთან დაახლოების მიმართულებითაც. 80-იანი წლების დასაწყისში ოფიციალურ პარიზში ამჯობინებდნენ ამ მითითებების უკვე აღარ გახსენებას. სამაგიეროდ ყველა დონეზე, მათ შორის უმაღლესზეც, ხაზს უსვამდნენ საფრანგეთის ერთგულებას ნატო-ში მისი ვალდებულებებისადმი და მზადყოფნას განემტკიცებიათ ამ სამხედრო-პოლიტიკურ კავშირთან და აშშ-თან მეგობრობა.
ფრანგული ბეჭდური გამოცემების აზრით, საფრანგეთი იმ ხანებში ვაშინგტონის დაკმაყოფილებისთვის გადაიქცა „საუკეთესო მოწაფედ ატლანტიკურ კლასში“. საბჭოთა ავტორებს ამის მაგალითად მოჰყავდათ საჭირბოროტო საკითხი აშშ-ის უკიდურესად სახიფათო მცდელობების გამო ნატო-ს მეშვეობით გადაექცია დასავლეთ ევროპა სასტარტო მოედნად საშუალო სიშორის ამერიკული ბირთვული რაკეტებისთვის, და ამით _ შეერთებული შტატების მილიტარისტების ხელში „ბირთვულ მძევლადაც“. გეგმავდა რა ამ რაკეტების განლაგებას მოკავშირე დასავლთევროპული ქვეყნების ტერიტორიებზე, პენტაგონი იმედოვნებდა ევროპაში ჩამოყალიბებული სამხედრო ძალთა ბალანსის თავის სასარგებლოდ შეცვლასა და პირველი ბირთვული დარტყმის პოტენციალის შექმნას. როდესაც 1979 წლის დეკემბერში ბლოკის მესვეურები ღებულობდნენ ყბადაღებულ გადაწყვეტილებას ნატო-ს სარაკეტო-ბირთვული გადაიარაღების შესახებ, საფრანგეთს პრინციპში ეკავა ნეიტრალური პოზიცია. 1983 წელში კი საქმე უკვე სხვანაირად იყო.
ამ დროისთვის, საბჭოთა ავტორების შეფასებით, პარიზში მთლიანად უცხადებდნენ სოლიდარობს ნატო-ს ყალბ თეზისს საბჭოთა კავშირის მიერ ევროპაში ძალთა ბალანსის „დარღვევის“ შესახებ და აქტიურად უჭერდნენ მხარს ამერიკულ გეგმებს. ჩრდილოატლანტიკური ბლოკის სხვა ქვეყნებთან ერთად საფრანგეთიც ხმას აძლევდა იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ადასტურებდნენ მისი ხელმძღვანელობის განზრახვას 1983 წლის ბოლოსთვის განელაგებია ახალი რაკეტები დასავლეთ ევროპაში, თუკი საბჭოთა კავშირი არ დათანხმდებოდა ამერიკულ წინადადებებზე ჯენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე, ე. ი. თავის ცალმხრივ განიარაღებაზე. საფრანგეთის პრეზიდენტს ხელი ჰქონდა მოწერილი სამხედრო-პოლიტიკურ დეკლარაციაზე, რომელიც აშშ-ის საამებლად მიიღეს შვიდი კაპიტალისტური ქვეყნის ხელმძღვანელების თათბირზე უილიამსბერგში 1983 წლის მაისში. ეს დოკუმენტი, საბჭოთა ავტორების სიტყვით, იწონებდა აშშ-ისა და ნატო-ს აგრესიული ანტისაბჭოთა საომარი მზადებების ზრდის პროგრამას, აცხადებდა რა, რომ „დასავლეთის უსაფრთხოება განუყოფელია“ და აკურთხებდა „ევრორაკეტების“ გაშლას.
ანალოგიური გადაწყვეტილება ამერიკული ბირთვული რაკეტების გაშლის სასარგებლოდ მიიღეს ნატო-ს საბჭოს 1983 წლის ივლისის სესიაზეც. ბლოკის სამხედრო ორგნიზაციიდან საფრანგეთის გასვლის შემდეგ პირველად მისმა მესვეურებმა მიიღეს შესძლებლობა თავიანთი მორიგი მილიტარისტული შეხვედრა მოეწყოთ პარიზში. თავად სესიამ ჩაიარა ამერიკული სცენარის მიხედვით „ცივი ომის“ სულისკვეთებით და დაშტამპა აშშ-თვის სასიამოვნო ყველა გადაწყვეტილება. განსაკუთრებული კმაყოფილებით ვაშინგტონში აღიქვეს დასკვნითი კომუნიკე, რომელშიც ამტკიცებდნენ, რომ ნატო-ს წევრი დასავლეთევროპული ქვეყნების უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის „გარანტირება ხდება ჩრდილომერიკული ჯარების ყოფნით ევროპის ტერიტორიაზე და აშშ-ის სტრატეგიული ბირთვული ვალდებულებებით ევროპასთან მიმართებით“.
ამ სესიასთან დაკავშირებით ელისეს სასახლეში კვლავ ხაზს უსვამდნენ, რომ საფრანგეთი „მთელი პასუხისმგებლობით ეკიდება თავის როლს ჩრდილოატლნტიკურ კავშირში“. „სვსებით სწორია, რომ ახლანდელი სესია ფორმლურად არაფერს არ ცვლის, _ შენიშნავდა ფრანგული გზეთი „მონდი“, _ მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით, მისი ჩატარება პარიზში ადასტურებს, რომ საფრანგეთი სულ უფრო და უფრო მეტად მიემართება ამერიკულ ფარვატერში“.
პარიზი არა მხოლოდ მხრს უჭერდა ნატო-ს ცნობილ „ორმაგ გადაწყვეტილებას“ ამერიკული რაკეტების დასავლეთ ევროპაში განლაგების თაობაზე. იგი კატეგორიულად გამოდიოდა ძალთა თანაფარდობის საერთო ბალანსში საკუთარი სარაკეტო-ბირთვული პოტენციალის ჩათვლის წინააღმდეგ, რითაც ობიექტურად აძნელებდა ურთიერთმისაღები გადაწყვეტილებების ძიებას. უარის მოტივირებას ახდენდნენ იმით, რომ საფრანგეთის ბირთვული იარაღი ატარებდა „დამოუკიდებელ“ და „წმინდად ეროვნულ ხასიათს“, რომ მას განკარგავდა მხოლოდ საფრანგეთის პრეზიდენტი, და არა ნატო-ს სრდლობა, რომ, ბოლოს, იგი განკუთვნილი იყო „თავდაცვისთვის“ და თავისი ჯამური სიმძლავრის მიხედვით არ შეიძლებოდა შედარებული ყოფილიყო საბჭოთა ბირთვულ პოტენციალთან.
მაგრამ, დასავლელი სპეციალიტების შეფასებით, ეს არგუმენტები ვერ უძლებდა ვერანაირ კრიტიკას. საფრანგეთი არა მხოლოდ რჩებოდა ჩრდილოატლანტიკური კავირის წევრად, არამედ ანვითარებდა ყოველმხრივ კავშირებს მის სამხედრო ორგნიზციასთან, განსაკუთრებით ანტისაბჭოთა საფუძველზე. პარიზის პოზიციის შეუმდგარობა დეზავიურებულ იქნა თვით აშშ-ის კონგრესის სპეციალურ მოხსენებაიც. მასში აღინიშნებოდა, რომ მთვარი საკითხი მდგომარობს არა იმაში, შედის თუ არა საფრანგეთი კავშირის სამხედრო ორგანიზაციაში, არამედ იმაში, რომ ომის შემთხვევაში იგი უნდა მოქმედებდეს ნატო-ში საკუთარ თავზე აღებული სახელშეკრულებო ვალდებულებების შესაბამისად.
ამასთანავე საფრანგეთი თავად აცხადებდა პრეტენზიას მსოფლიოს მესმე ბირთვული სახელმწიფოს როლზე. უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებების თანახმად, მის ატომურ არსენალში 80-იანი წლების დასაწყისში მოითვლებოდა ბირთვული იარაღის საშუალო სიშორის 146 მატარებელი (მიწისზედა და საზღვაო ბაზირების 98 ბალისტიკური რაკეტა, 48 ბომბდამშენი თვითმფრინავი „მირაჟ“ 4) (შენიშვნა: საბრძოლო შემაგენლობაში იყო 34 თვითმფრინავი „მირაჟ“ 4, სასწავლო ქვედანაყოფში _ ოთხი, რეზერვში _ ათი). იყო აგრეთვე ტაქტიკური ბირთვული იარაღის მატარებლების მნიშვნელოვანი რაოდენობა (მრ-ები „პლუტონი“, სჰძ-ის თვითმფრინავ-მატარებლები და სზძ-ის ავიაცია). რეალიზაციას უკეთებდნენ ბირთვული პოტენციალის შემდგომი ზრდის გეგმებს ახალი ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავების მშენებლობის (გეგმავდნენ მათი რიცხვის აყვანას შვიდ ერთეულამდე), განცალკევებადი სათავო ნაწილებით აღჭურვილი ახალი ბალისტიკური რაკეტების შეიარაღებაში მიღებისა და ტაქტიკური ბირთვული იარაღის სრულყოფის გზით. ბალისტიკური რაკეტების საერტო როდენობის გაზრდას ვარაუდობდნენ 130-მდე, ხოლო ბირთვული ქობინებისა კი _ 690-მდე. პარიზში გამოაცხადეს ნეიტრონული იარაღის კველევებისა და გამოცდების დასრულებისა და მისი მასობრივი წარმოებისთვის მზადყოფნის შესახებ. მთელი ეს ფრანგული იარაღი 80-იანი წლების დასაწყისში პრაქტიკულად წარმოადგენდა ჩრდილოატლანტიკური კავშირის ატომური არსენალის შემადგენელ ნაწილს.
საფრანგეთის სამხედრო-პოლიტიკური კურსის მრავალი ასპექტის, მათ შორის ნატო-თან მისი ურთიერთობების მიხედვით, სერიოზულ დათქმებს აკეთებდა საფრანგეთის კომუნისტური პარტია (ფკპ), რომლის ოთხი წევრიც შედიოდა ქვეყნის მთავრობის შემადგენლობაში. უილიამსბერგში ჩატარებულ თათბირში საფრანგეთის მონაწილეობასთნ დაკავშირებით ფკპ-ის პოლიტბიურომ თავის განცხადებაში ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს ნაბიჯი ზღუდავდა ქვეყნის მოქმედებების თავიუფლებას. ფრანგმა კომუნისტებმა კვლავ დაადასტურეს, რომ ისინი გადაჭრით გამოდიან ახალი სარაკეტო-ბირთვული იარაღის დასავლეთ ევროპაში გაშლის გეგმების წინააღმდეგ. ფკპ-ის გენერალურმა მდივანმა ჟ. მარშემ ყოველკვირეული „ტემენიაჟ კრეტიენისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ რამდენადაც საფრანგეთი არის ნატო-ს წევრი, უეჭველია, გამართლებულია საბჭოთა მოთხოვნა მისი ბირთვული საშუალებების გათვალისწინების თაობაზე ბირთვულ შეიარაღებათა შეზღუდვაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში.
პროატლანტიკური ტენდენციები საფრანგეთის პოლიტიკაში დაიმზირებოდა ნატო-ს სამხედრო ორგანიზაციასთან და მის ცალკეულ მონაწილე სახელმწიფოებთან პრაქტიკული თანამშრომლობის სფეროშიც. როგორც უცხოური ბეჭდული გამოცემები უსვამდნენ ხაზს, ისინი გამოიხატებოდა ოპერატიული და სტრატეგიული გეგმების კოორდინაციაში, ერთობლივი მანევრებისა და სწავლებების ჩატარებაში, საჰაერო თავდაცვის, დაზვერვისა და ზურგის უზრუნველყოფის ხაზით ურთიერთმოქმედებაში, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ერთობლივ შემუშავებასა და წარმოებაში და სხვა. ევროპაში ბლოკის სამოკავშირეო შიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის გენერალ ბ. როჯერსის შეფასებით (1983 წლის მაისში იგი ოფიციალურად მიიღეს პარიზში), არსებობდა „განსაკუთრებულად მჭიდრო მრავალმხრივი და ორმხრივი თანამშრომლობა“ საფრანგეთის მხედართმთავრებთან, რომელიც ომის შემთხვევაში მოიტნდა თავის ნაყოფს.
საფრანგეთის მიბრუნებას ნატო-ს მხარეს, საბჭოთა ავტორების შეფასებით, თან ახლდა ანტისაბჭოთა აქცენტების გაძლიერება მის სამხედრო პოლიტიკაში. შეიარაღებული ძალების მშენებლობას საფუძვლად ედო „უსაფრთხოების ზონის გაფართოების“ კონცეფცია, რომელიც, თუმცა კი შენიღბული ფორმით, მაგრამ მაინც ასახელებდა მხოლოდ ერთ მოწინაღმდეგეს _ საბჭოთა კავშირს, რომელსაც, როგორც მასში მიუთითებდნენ, აუცილებელია უპირისპირდებოდნენ ევროპაშიცა და მსოფლიოს სხვა რაიონებშიც. ამ მიმართებით იგი სრულად ეპასუხებოდა (ეთანხმებოდა) „პირდაპირი დაპისისპირების“ ახალ ამერიკულ სტრატეგიას (წამოაყენა აშშ-ის პრეზიდენტმა რ. რეიგნმა 80-იანი წლების დასაწყისში).
იმხანად საფრანგეთში მოიწონეს მთავრობის მიერ მომზადებული ხუთწლიანი სამხედრო პროგრამა 1984-1988 წლებზე. პირველად მეხუთე რესპუბლიკის იტორიაში ამ ოფიცილურ დოკუმენტში სსრკ პირდპირ იქნა დასახელებული მოწინააღმდეგის სახით. ევროპაში სამხედრო დაძაბულობის ზრდის ძირითად მიზეზს მისი ავტორები ხედავდნენ საბჭოთა რაკეტებში. ამ გადმოცემების საფუძველზე, რომლებიც მთლიანდ ნასეხები იყო ნატო-ელი „ანტისოვეტჩიკების“ არსენალიდან, აკეთებდნენ დასკვნას საფრანგეთისთვის მისი შეიარაღებული ძალების გაძლიერების აუცილებლობის თაობაზე. საბჭოთა სამხედრო სპეციალიტების სიტყვით, ასეთი აბსოლუტურად ცრუ მოტივირება ზეიმით მიიღეს ქვეყნის რეაქციულ წრეებში. ფრანგული არმიის ერთერთმა ყოფილმა მხედართმთავარმა განაცხადა: „როდესც მე მომიხდა გავცნობოდი 1984-1988 წლებზე სამხედრო პროგრამის მოტივების გადმოცემას, მე ვთქვი: ქუდი მოიხადეთ! იქ მკაფიოდ არის ნათქვამი საბჭოთა მუქარის შესახებ. 1981 წლის 10 მაისამდე (საფრანგეთის სოციალისტური პარტიის ხელისუფლებაში მოსვლამდე _ საბჭოთა ავტორის შენიშვნა) ამაზე წასვლას ვერავინ გაბედავდა“.
პარიზში არავინ ქმნიდა საიდუმლოებას იმისგან, რომ ფრანგული ბალისტიკური რაკეტები მაშინ დამიზნებული იყო საბჭოთა ქალაქებზე და რომ ფრანგული ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავების საბრძოლო პატრულირების რაიონებს ათანხმებდნენ ამერიკულ სარდლობასთან. სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში ჩვეულებრივ ამბად თვლიდნენ იმის ანგარიშს, თუ საბჭოთა კავშირისა და ვარშავის ხელშეკრულების სხვა მონაწილე სახელმწიფოების ტერიტორიაზე რომელ ობიექტებამდე შეეძლო მიეღწია ფრანგულ ბირთვულ საშუალებებს, რამდენი რაკეტა იქნებოდა ამისთვის საჭირო, და უფრო მეტიც, მსჯელობას ნატო-ს ჯარების შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომის წარმოების სხვადასხვანაირი ვარიანტების შესახებ.
მაგალითის სახით საბჭოთა ავტორებს მოჰყავდათ სახმელეთო ჯარების გენერლის გი მერის „მიგნებები“ («изыскания»), რომელსაც მანამდე ახლო წარსულში ეკავა უმაღლესი სამხედრო პოსტი _ შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსისა. გამოდიოდა რა მიმთითებელი (ძირითადი დებულებების განმსაზღვრელი) წერილით სამხედრო-თეორიულ ჯურნალში „დეფანს ნასიონალი“ (1983 წლი იანვარი), იგი ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე წერდა: „თანმედროვე პირობებში პოტენციურ მოწინააღმდეგედ შესაძლოა იყოს მხოლოდ საბჭოთა ბლოკი“. წერილის ავტორის სიტყვებით, სსრკ-ს ვითომდა განზრახული ჰქონდა გამოეყენებია „საბჭოთა კომუნიზმი მსოფლიო ბატონობის დამყარების მიზნით“, როგორც „პირდაპირი სტრატეგია“, ე. ი. „სამხედრო გზით დაიპყროს დასავლეთ ევროპა“, ისე „არაპირდაპირიც“ _ იარაღის გამოყენების გარეშე დასავლეთის სახელმწიფოთა დამორჩილების მიზნით. „ამ გზით, _ ამბობდა ფრანგი გენერალი, _ ჩვენ უკვე შევედით მესამე მსოფლიო ომში და უნდა ვემზადოთ ბრძოლებისთვის ჩვენი მოკავშირეების მხარდამხარ ჩვენი საზღვრების ფარგლებს გარეთ“. საბჭოთა ავტორები დამახასიათებლად თვლიდნენ იმას, რომ შეიარაღებული ძალების მაშინდელმა შტაბის უფროსმაც გენერალმა ჟ. ლაკაზმაც განაცხადა, რომ საფრანგეთი ახლა დაკავებულია მისი შეიარაღებული ძალების აქტიური მონაწილეობის თაობაზე საკითხის შესწავლით „ნატო-ს ძალების მოქმედებებში კრიზისის ან კონფლიქტის პირველივე ნიშნის გამოჩენისას“.
როგორც იმ ხანად დასავლური პრესა აღნიშნავდა, ფრანგულ ჯარებში იყენებდნენ ამერიკული არმიისგან ნასესხებ იმ ჯარების გადაცმის პრაქტიკას, რომლებიც სწავლებებში გამოხატავდნენ მოწინააღმდეგეს, საბჭოთა სამხედრო ფორმაში. სარდლობის აზრით, ეს საშუალებას აძლევდათ ჩაეტარებიათ სწავლებები „საბრძოლოსთან მიახლოებულ ვითარებაში“ და ფსიქოლოგიურად მოემზადებიათ პირადი შემადგენლობა ომისთვის კონკრეტული „შესაძლო მოწინააღმდეგის“ წინააღმდეგ. ამასთან თუკი უფრო ადრე ჩვეულებრივ იზღუდებოდნენ იმით, რომ „მოწინააღმდეგის“ ჯარისკაცებს ჩაჩქანზე ახატვდნენ ვარსკვლავებს, იმჟამად საქმე უფრო ფართო საფუძველზე იქნა დაყენებული. ასე, 1983 წელს 30-ე მექანიზებული პოლკის სწავლებებში ლუნევილში (ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში) პირადი შემადგენლობის ნაწილს ჩააცვეს საბჭოთა სამხედრო ფორმის ტანსაცმლის მსგავსი ფორმა. ჟურნალი „ფრანს-სუარ მაგაზინი“ თავის კორესპონდენციაში სახელწოდებით „რუსებმა ვერ მოახერხეს ლუნევილის აღება“ იტყობინებოდა: „ნარინჯისფერთა ჯარები, რომლებიც ტრადიციულად ყველა მანევრებზე გამოდიან მოწინააღმდეგის სახით, ჩაცმული იყვნენ საბჭოთა არმიის ფორმაში. დალიანდაგებული ქურთუკები და ყურებინი ქუდები ოპერაციას აძლევდა ამაღელვებელ რეალიზმს“. ამაზე საპასუხოდ ფრანგი კომუნისტების გაზეთი „იუმანიტე“ წერდა: „იყო დრო, როდესაც დალიანდაგებულ ქურთუკებსა და ყურებიან ქუდებში გამოწყობილი საბჭოთა არმიის ჯარისკაცები იბრძოდნენ და კვდებოდნენ სტალინგრადში. თავიანთი თავისუფლებისა და ლუნევილის თავისუფლებისთვის. ახლა კი ჩვენ მათ გვიჩვენებენ მტრების სახით“.
საბჭოთა ავტორების სიტყვით, თავად ფრანგი ჯარისკაცებიც ჩიოდნენ იმის გამო, რომ არმიაში შენარჩუნებული იყო უწინდელი წესები და რომ ტონს უწინდებურდ იძლეოდა რეაქციული ოფიცრობა. ასე, ჯარისკაცების ჯგუფი გფრ-ში განლაგებული ფრანგული ჯარებიდან გაზეთ „მონდის“ კორესპონდენტთან საუბარში ამბობდა: „ოფიცრები, ხოლო ისინი თითქმის ყველანი ფრანგული უცხოური ლეგიონიდან და საპარაშუტო ჯარებიდან არიან, გვიყვირიან და ტვინებს გვირეცხავენ. ისინი ისე გვექცევიან, როგორც ძაღლებს, როგორც რაღაც პაიკებს. ისინი გამუდმებით გვიმტკიცებენ, რომ რუსები არიან ჩვენი ტრადიციული მოწინააღმდეგეები, მაშინ როდესაც ჩვენ სამჯერ ვიომეთ გერმანიის წინააღმდეგ“ (შენიშვნა: საფრანგეთის უცხოური ლეგიონი შედიოდა შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში. მას იყენებდნენ უმთავრესად როგორც ფრანგული კოლონიალიზმის დამრტყმელ რაზმს ინდოჩინეთსა /1945-1950/ და ალჟირში /1954-1962/. აკომპლექტებდნენ ფრანგი და უცხოელი მოქლაქეებით, მათ შორის სისხლის სამართლებრივი წარსულის მქონე პირებითაც. 1960 წელს მოითვლიდა 40000 ადამიანს, 1980-ში _ 7500-ს).
საბჭოთა ავტორების შეფასებით, პრონატოური და ანტისაბჭოთა ტენდენციის გაძლიერება სავსებით აწყობდათ ფრანგულ რეაქციულ წრეებს. მაგრამ, რამდენადაც მადა მოდის ჭამაში, ამდენად ისინი მოითხოვდნენ საფრანგთის ინტერესების უფრო მეტად დამორჩილებას აშშ-ისა და ნატო-ს დიქტატისადმი. ასე, ფრანგული „საზოგადოებრიობა ატლანტიკური გაერთიანებისთვის“, რომელშიც, საბჭოთა ავტორების შეფასებით, ჩასანგრებული იყვნენ ყველაზე უფრო ყრუ რეაქციის მიმდევრები, დაუღალავად აშინებდა საზოგდოებას ყბადაღებული „საბჭოთა სამხედრო მუქარით“ და მოითხოვდა ფრანგული არმიის უშუალო დაბრუნებას ჩრდილოატლანტიკური კავშირის სამხედრო ორგანიზაციაში. ნატო-ს საბჭოს (1983 წლის) ივნისის სესიის დროს ატლანტისტებმა პარიზში შეკრიბეს ხმაურიანი ანტისაბჭოთა თავყრილობა. ულტრარეაქციონერთა ამ გამოხტომის ორგანიზატორი გახლდათ მარი-ფრანც გარო პრეზიდენტ ჟ. პომპიდუს ყოფილი მრჩეველი. საბჭოთა ავტორების თქმით, პროგრესულ წრეებში მას უწოდებდნენ „მადამ პერშინგს“, რადგანაც იგი დაუღალავად ამტკიცებდა, რომ „საბჭოთა კავშირმა ჩაიფიქრა მსოფლიოს დამორჩილება“ და რომ „გადარჩენის ერთადერთი შანსია ამერიკული „პერშინგები“. სხვა ატლანტისტებთან ერთად იგი იბრძოდა იმისთვისაც კი, რომ საფრანგეთი თავად დათანხმებოდა თავისი ეროვნული ტერიტორიის მიცემაზე ამერიკული ბრთვული რაკეტების გასალაგებლად. თავყრილობაზე, ხოლო მის მონაწილეთა შორის გახლდათ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი შ. ერნიუც, კვლავ დებატები ჰქონდათ ნატო-ს დასახმარებლად „ევროპული არმიის“ შექმნის იდეაზე, რაც კეთილგანწყობით მიიღეს შეკრებილმა ანტისოვეტისტებმა, მათ შორის ნატო-ს გენერალურმა მდივნმა ი. ლუნსმაც.
საფრანგეთის სამხედრო პოლიტიკა, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ხასიათდებოდა აგრეთვე მილიტარისტულ მიზნებზე ხარჯების განუხრელი ზრდით. იმ ვითარებაში, როდესაც საფრანგეთის საზღვრებზე ყველაფერი მშვიდად იყო და არც კი ჩანდა მუქარის არანაირი ნიშნები არც ახლო და არც შორეული მეზობლების მხრიდან, როდესაც ქვეყნის შიგნით მტვრობ ეჯახებოდა ბევრ სერიოზულ ეკონომიკურ და სოციალურ სიძნელეს, თავდაცვის სამინისტროს საერთო ხარჯები არსებითად იზრდებოდა. მათი ზრდის დინამიკა გამოიყურებოდა შემდეგნაირად: 1981 წელს _ 124 მლრდ. ფრანკი, 1982 _ 145 მლრდ., 1983 _ 158,9 მლრდ. შემდგომ ხუთწლეულზე გამოყოფილი ჰქონდათ 830 მლრდ. ფრანკი, რომელთაგნ თითქმის მესამედი ასიგნებული იყო სარაკეტო-ბირთვული პოტენციალის ზრდაზე. ნატო-ში შეერთებული შტატების მოთხოვნით დადგენილი იყო სამხედრო ხარჯების ყოველწლიური სავალდებულო ზრდა 3%-ით. საფრანგეთი მნიშვნელოვნად ფარავდა ამ „ატლანტიკურ ნორმას“.
საბჭოთა ავტორების სიტყვით, ნატო-ს წრეებში კმაყოფილებით შეხვდნენ აგრეთვე საფრანგეთის მთავრობის დაპირებას მუდმივად განემტკიცებია ფრანგული ჯარების 50-ათასიანი დაჯგუფება გფრ-ში, რომელიც გამოყოფილი იყო ბლოკის სამოკავშირეო შეიარაღებულ ძალებთან ერთად მოქმედებებისთვის, და განსაკუთრებით გადაწყვეტილებას ფრანგული „სწრაფი გაშლის ძალების“ შექმნაზე (ზოგჯერ მას უწოდებდნენ „სწრაფი მოქმედების ძალებს“). უკანასკნელს აყალიბებდნენ ამერიკული ნიმუშის მიხედვით ამოცანების შესრულებისთვის როგორც ნატო-ს ზონაში, ისე მსოფლიოს სხვა რაიონებშიც. თავდაცვის სამინისტროს განმარტებების თანახმად, მასში უნდა შეეყვანათ დაახლოებით 50 ათასი ადამიანი და ჩაერთოთ შემდეგი დივიზიები: საჰაერო-სადესანტო, ორი ქვეითი და ორიც ახალი (ჯავშანსაკავალერიო, რომელსაც აყალიბებდნენ 31-ე ბრიგადის ბაზაზე, და აერომობილური ტანკსაწინააღმდეგო).
ჩამოყალიბებადი ძალების მოქმედებების წინასახედ, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, გამოდგებოდა საფრანგეთის იმჟამინდელი უხეში ჩარევა ჩადის საშინაო საქმეებში, რომელსაც ახორციელებდნენ აშშ-ის ზეწოლით. მოკლე ვადაში ოპერაცია „მანტას“ ფრგლებში იქ გადაისროლეს ფრანგული სადესანტო ჯარები 3,5 ათას ადამიანამდე რიცხოვნებით, რომელთა დაჯგუფების ზრდასაც აგრძელებდნენ. ფაქტიურად საფრანგეთმა ჩადში შექმნა ყველაზე უფრო მსხვილი საინტერვენციო კორპუსი ალჟირში ომის დასრულების შემდეგ. ჩადის ფრანგულმა სამხედრო ოკუპაციამ, საბჭოთა ავტორების სიტყვით, კიდევ უფრო გაართულა მდგომარეობა ამ მრავალტანჯულ ქვეყანაში და ქმნიდა საფრანგეთის ჩათრევის მუქარას კოლონიური ხასიათის გაჭიანურებულ სამხედრო კონფლიქტში. თუმცა კი თავიდან პარიზში აცხადებდნენ, რომ ჩადში ჯარები გაგზავნილია წმინდა საინსტრუქტორო მიზნებით, მაგრამ უკვე სექტემბრის დასაწყისში დაიწყო შეტყობინებების მოსვლა ფრანგული გამანადგურებელ-ბომბდმშენების „იაგუარი“ და ტაქტიკური გამანადგურებლების „მირაჟი“ მონაწილეობის შესახებ ბრძოლებში ხაბრეს მარიონეტული რეჟიმის მხარეზე. მათ სასტიკად დაბომბეს ეროვნული ერთიანობის გარდამავალი მთავრობის არმიის პოზიციები ჩადის დედაქალაქიდან 640 კმ-ზე ქვეყნის ჩრდილო-აღმოვლეტში მდებარე რაიონებში. მშვიდობიან მოსახლეობს შორის იყვნენ მოკლულები და დაჭრილები. გაზეთ „იუმანიტეს“ აზრით, ფრანგული ავიაციის მონაწილეობას საომარ ოპერაციებში არ გააჩნდა არანაირი გამართლება. ინგლისური გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ ყურადღებას აქცევდა იმ ფაქტს, რომ საფრანგეთმა ჩადი გადააქცია პოლიგონად უახლესი იარაღის საბრძოლო პირობებში გამოცდებისთვის.
საფრანგეთის ჩარევა აშშ-სა და ზაირთან ერთად ამ სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში იწვევდა შინაური კონფლიქტის ინტერნაციონალიზციას, მუქარის ქვეშ აყენებდა მეზობელი ლიბიის უსაფრთხოებას, ამწვავებდა ვითარებას ცენტრალურ და ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში, დამღუპველ ზემოქმედებას ახდენდა საერთაშორისო კლიმატზე მთლიანობაში.
აშშ-თან ერთად საფრანგეთი სულ უფრო აქტიურად ერთვებოდა ლიბანში სამხედრო ოპერაციების ჩატარებაში. ე. წ. „მრავალეროვნული ძალების“ შემადგენლობაში, რომლებიც იქ ჩავიდნენ 1982 წელს ვითომდა „სამშვიდობო მისიით“, იმყოფებოდა 2 ათასი ფრანგი სამხედრო მოსამსახურე. ლიბანის სანაპიროსთან თავმოყრილი იყო აგრეთვე საფრანგეთის სზძ-ის რამდენიმე ხომალდი მრავალმიზნობრივი ავიამზიდის „ფოშის“ მეთაურობით, რომელსაც ბორტზე ჰყავდა 40-მდე თვითმფრინავი და ვერტმფრენი. სექტემბრის დასაწყისიდან მოიერიშეები „სუპერ ეტანდერი“ და „კრუზეიდერი“, ავიამზიდიდან აფრენის შემდეგ, ამერიკულ თვითმფრინავებთან ერთობლივად რეგულარულად ახორციელებდნენ სადაზვერვო ფრენებს ბეირუთისა და ქვეყნის მთაგორიანი მხარეების თავზე.
საბჭოთა ავტორების შეფასებით, ბევრი უცხოელი მიმომხლველი საფრანგეთის სამხედრო-პოლიტიკური კურსის ევოლუციას აკავშირებდა ამერიკულ გავლენასთან. მართლაც, აშშ-ში ყოველთვის აშკარა გაღიზიანებით აღიქვამდნენ ტრადიციულ ფრანგულ პოზიციას ნატო-თან მიმართებით, დამოუკიდებლობის ნებისმიერ ელემენტს პარიზის სამხედრო-პოლიტიკურ კურსში. მოქმედებდა რა თავისი აგენტურის მეშვეობით საფრნგეტში მემარჯვენე ძალებისა და ყველა ჯურის ატლანტისტების სახით, იმდროინდელი ამერიკული ადმინისტრაცია (პრეზიდენტ რ. რეიგანის მმართველობის დასაწყისი) მიმართავდა ამ კურსის კორექტირების არცთუ წარუმატებელ მცდელობებს თავისთვის მომგებიანი მიმართულებით. ყველა ანტისაბჭოთა აქციაზე, რომლებსაც, საბჭოთა ავტორების სიტყვით, 80-იანი წლების დასაწყისში მიმართავდნენ საფრანგეთში, „შპიონომანიის“ გაბერვისა და საბჭოთა დაწესებულებების თანამშრომელთა ჯგუფის ქვეყნიდან გაძევების მსგავსად, დაიმზირებოდა შტამპი „გაკეთებულია აშშ-ში“ (made in USA). ფრანგულ პოლიტიკზე ზემოქმედების ძლიერ ბერკეტს ვაშინგტონის ხელში წარმოადგენდა „ფინანსური განგსტერიზმი“, რომელიც გამოიხატებოდა ქვეყნის ეკონომიკურ ძარცვაში დოლარის კურსის ხელოვნურად აწევისა და საბანკო სააღრიცხვო ფსონების მეშვეობით.
მთლიანობაში პარიზში იმდროინდელი მოვლენების ზოგიერთ საკითხს, მათ შორის ძალთა თანაფარდობის დაანგარიშებასა და ნატო-ს სარაკეტო-ბირთვულ გადაიარაღებას, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ყურება დაუწყეს ამერიკული სათვალეებით. ასეთ ცალმხრივ მიდგომას უარყოფდა არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული საზოგადოებრიობა, არამედ ზოგიერთი თვალსაჩინო ფრანგი სამხედრო მოღვაწეც. „ასის მიმართვის“ ხელმომწერ პირებს შორის, რომლის გარშემოც 1983 წელს საფრანგეთში იშლებოდა ფართო მოძრაობა მშვიდობისთვის, იყო ორი უმაღლესი ოფიცერიც: ვიცე-ადმირლი ა. სანგინეტი, სზძ-ის შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე, და სახმელეთო ჯარების გენერალი ფ. გამბიეზი, ალჟირში ფრანგული ჯარების ყოფილი მთავარსარდალი. ორივე ისინი აკრიტიკებდნენ სიტყვაშეუბრუნებელ სწორებას აშშ-სა და ნატო-ზე. სანგინეტი „საბჭოთა სამხედრო უპირატესობის“ შესახებ თეზისს პირდაპირ უწოდებდა უზარმაზარ სიცრუეს, ხოლო გამბიეზი კი ყველას აფრთხილებდა სარაკეტო-ბირთვულ შეიარაღებათა ესკალაციის სახიფათო შედეგების თაობაზე, მოუწოდებდა სსრკ-თან კეთილი ურთიერთობების შენარჩუნებისკენ.
რაც შეეხებოდა საბჭოთა კავშირს, საბჭოთა ავტორების სიტვით, თავის ურთიერთობებში საფრანგეთთან იგი ამოდიოდა ორივე ქვეყნის ძირეული ინტერესებიდან და თვლიდა, რომ ყოველმხრივი საბჭოთა-ფრანგული თანამშრომლობის არა შემცირება-შეწყვეტა, არამედ განვითარება ემსახურებოდა ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეს. „ვიჩენთ რა თავშეკავებულობას, _ ამბობდა იუ. ვ. ანდროპოვი ჟურნალ „შპიგელის“ გამომცემლთან საუბარში, _ ჩვენ ვხელმძღვანელობთ საბჭოთა-ფრანგული ურთიერთობების ფართო ინტერესებით, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია და რომლებიც ყალიბდებოდა ხანგრძლივი დროის მანძილზე, ევროპაში განმუხტვის შენარჩუნების ინტერესებით“. ამ ურთიერთობებს, საბჭოთა ავტორების დასკვნით, შესაძლო იყო მიეღოთ შემდგომი განვითარება ახალი საბჭოთა ინიციატივის ნიშნის ქვეშ, რომელიც წამოყენებულ იქნა 1983 წლის აგვისტოს ბოლოში, _ წინადადებისა 300-მდე შეემცირებიათ სსრკ-ისა და ნატო-ს ხელთ არსებული საშუალო სიშორის ბირთვული საშუალებები (დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ჩათვლით) და ლიკვიდირება ჩაეტარებიათ ყველა შემცირებული საბჭოთა რაკეტისთვის. ამ წინადადების განხორციელება რეალურ გზას გაუხსნიდათ გამალებული შეიარაღების მანკიერი წრიდან გამოსვლისა და ევროპაში სამხედრო დაძაბულობის დაძლევისთვის, აგრეთვე იმ სახიფათო დანალექების დაძლევისთვისაც, რომლებიც ჩრდილს აყენებდნენ საბჭოთა-ფრანგულ ურთიერთობებს.
V. იტალიის შეიარაღებული ძალები 1980-იანი წლების დასაწყისში
იტალიის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, მიჰყვებოდა რა 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაყწისში ნატო-ს ბლოკის მილიტარისტული წრეების აგრესიული პოლიტიკის ფარვატერში, დიდ ყურადღებს უთმობდა ქვეყნის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებასა და საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში მის შენარჩუნებას. შეირაღებული ძალების საერთო რიცხოვნება 80-იანი წლების დასაწყისში შეადგენდა 366 ათას ადამიანს, თუმცა კი ანტიჰიტლერულ კოალიციაში მოკავშირეებთან დადებული სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად, იგი არ უნდა ყოფილიყო 300 ათასზე მეტი. 1949 წელს ქვეყანა შევიდა ნატო-ს ბლოკში და დადო რიგი ორმხრივი შეთანხმებებისა აშშ-სა და სხვა ქვეყნებთან, მისცა რა თავისი ტერიტორია უცხოური, უწინარეს ყოვლისა ამერიკული ჯარების, შტაბების, ბაზებისა და იარაღის საწყობების განლაგებისთვის. იმ დროიდან იტალიური შეიარაღებული ძალების შენახვასა და აღჭურვაზე ყოველწლიურად იხარჯებოდა მნიშვნელოვანი სახსრები. ასე, დასავლელი სპეცილისტების შეფასებით, სამხედრო ხარჯებს 1881 წელში შესაძლო იყო შეედგინა დაახლოებით 7000 მლრდ. იტალიური ლირა (1980-ში _ 5780 მლრდ.).
1970-იანი წლების მიწურულს იტალიურმა სარდლობამ განახორციელა ზოგიერთი ღონისძიება, რომლებიც მიმართული იყო უმაღლესი სამხედრო მმართველობის ორგანოებისა და შეიარაღებული ძალების სახეობათა შენაერთებისა და ნაწილების საორგანიზაციო სტრუქტურის სრულყოფაზე, გაშალა რიგი სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშოებისა იარაღის ახალი სახეობების შესაქმნელად და ამზადებდა პარად შემადგენლობას საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის როგორც ბირთვული იარაღის, ისე ბრძოლის ჩვეულებრივი საშუალებების გამოყენებითაც.
მართვის უმაღლესი ორგანოები (ნახ. 6). შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს წარმოადგენდა რესპუბლიკის პრეზიდენტი, რომელიც ხელმძღვანელობდა მას თავდაცვის უმაღლესი საბჭოსა და თავდაცვის მინისტრის მეშვეობით. პრეზიდენტის ბრძანებულებებს და დეკრეტებს სამხედრო მშენებლობის საკითხებში მხოლოდ მაშინ ჰქონდა ძალა, როდესაც მათ ხელს აწერდა თავდაცვის მინისტრიც.
[მე-6 ნახატზე, რომლის სახელწოდებაცაა იტალიის შეიარაღებული ძალების სტრუქტურა, სტრუქტურის სათავეში ნაჩვენებია შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი (რესპუბლიკის პრეზიდენტი), რომლის საკონსულტაციო ორგანოც გახლდათ თავდაცვის უმაღლესი საბჭო; პრეზიდენტს ექვემდებარებოდა თავდაცვის მინისტრი, რომლის მთავარი კონსულტანტებიც იყვნენ: თავდაცვის სამინისტროს გენერალური მდივანი და შეიარაღებული ძალების უმაღლესი საბჭო; თავდაცვის მინისტრს ექვემდებარებოდა გენერალური შტაბის უფროსი, რომლის საკონსულტაციო ორგანოც გახლდათ შტაბების უფროსთა კომიტეტი, ასევე გენერალური შტაბის უფროსის დაქვემდებარებაში იყო გარკვეულწილად სამხედრო ჟანდარმერიაც (კარაბინერთა კორპუსი); გენერალური შტაბის უმფროსს უშუალოდ ექვემდებარებოდნენ სახმელეთო ჯარების, სჰძ-ისა და სზძ-ის მთავარი შტაბების უფროსები; სახმელეთო ჯარების მთავარი შტაბის უფროსს ექვემდებარებოდნენ საველე ჯარები და ტერიტორიული თავდაცვის ჯარები; სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარი შტაბის უფროსს ექვემდებარებოდნენ სამხედრო-საჰაერო ოლქები; სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარი შტაბის უფროსის დაქვემდებარებაში კი შედიოდნენ: ფლოტი, სზძ-ის ავიაცია, საზღვაო ქვეითი ჯარი, სამხედრო-საზღვაო ოლქები და ორი ავტონომიური სამხედრო-საზღვაო სარდლობა].
თავდაცვის უმაღლესი საბჭო იყო პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ორგანო, რომელიც ახორციელებდა მთავრობის საქმიანობის ხელმძღვანელობასა და კონტროლს სამხედრო სფეროში. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: რესპუბლიკის პრეზიდენტი, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, და რიგი მინისტრებისა (თავდაცვის, საგარეო საქმეთა, ხაზინის, მრეწველობის, ვაჭრობისა და ხელობათა), აგრეთვე გენერალური შტაბის უფროსი. აუცილებლობის შემთხვევაში სხდომებს შესაძლო იყო დასწრებოდნენ სხვა სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელებიც. საბჭო დაკავებული იყო შეიარაღებული ძალებისა და მთლიანად ქვეყნის ომისთვის მზადებასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემების შესწავლით, კოორდინაციას უწევდა ყველა სახელმწიფო და სამთავრობო დაწესებულების საქმიანობას თავდაცვის სფეროში.
თავდაცვის მინისტრი (სამოქალაქო პირი) პასუხს აგებდა შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაზე, მის საბრძოლო მზადყოფნაზე, მშენებლობისა და ტექნიკური აღჭურვის გეგმების შესრულებაზე. ჯარების ხელმძღვანელობას იგი ახორციელებდა გენერალური შტაბის უფროსის, გენერალური მდივნისა და შეიარაღებული ძალების სახეობათა მთავარი შტაბების უფროსების მეშვეობით.
თავდაცვის სამინისტროს გენერალური მდივანი ინიშნებოდა პრეზიდენტის დეკრეტით გენერლების რიცხვიდან და ემორჩილებოდა უშუალოდ თავდაცვის მინისტრს. იგი გახლდათ მინისტრის პირადი მრჩეველი შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების, მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების, იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის მოდერნიზაციის საკითხებში. მის მოვალეობაში შედიოდა თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური და მთავარი სამმართველოების მუშაობის კოორდინაცია.
შეიარაღებული ძალების უმაღლესი საბჭო წარმოადგენდა საკონსულტაციო ორგანოს, რომელიც დაკავებული იყო რეკომენდაციების შემუშავებით თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სფეროში საქმიანობის ძირითად საკითხებში. მის შემადგენლობაში შედიოდნენ გენერალური მდივანი, მთავარი შტაბების უფროსები და ხუთ-ხუთი გენერალი (ადმირალი) შეიარაღებული ძალების თითოეული სახეობიდან.
ჯარების უშუალო ოპერატიულ ხელმძღვანელობას ახორციელებდა გენერალური შტაბის უფროსი. იგი პასუხს აგებდა შეიარაღებული ძალების ოპერატიული და სამობილიზაციო გაშლის გეგმების შემუშავებაზე, აგრეთვე შენაერთებისა და ნაწილების საბრძოლო მომზადებასა და გამოყენებაზე, აკონტროლებდა ჯარებისა და ფლოტის ძალების საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობას, ხელმძღვანლობდა ყველაზე უფრო მსხვილი მანევრებისა და სწავლებების ჩატარებას, მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებდა ნატო-ს სარდლობასთან. პრეზიდენტის დეკრეტით მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ამ თანამდებობაზე ინიშნებოდა კადრის სამხედრო პირი კორპუსის გენერლების ან ესკადრის ადმირალების რიცხვიდან.
შტაბების უფროსთა კომიტეტი იღებდა გადაწყვეტილებებს ოპერატიული დაგეგმვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან საკითხებში და მონაწილეობდა შეიარაღებული ძალების მშენებლობის პროგრამების შექმნაში. მის შემადგენლობაში შედიოდნენ გენერალური შტაბის უფროსი (თავმჯდომარე), მთავარი შტაბების უფროსები და გენერალური მდივანი.
მთავარი შტაბების უფროსები (ფაქტიურად წარმოდგენდნენ შეიარაღებული ძალების სახეობთა სარდლებს) პასუხს აგებდნენ ჯარებისა და ფლოტის ძალების სამობილიზაციო და ოპერატიული გაშლის დაგეგმვაზე, მათ საბრძოლო გამოყენებაზე, ჯარებისა და შტაბების საბრძოლო და ოპერატიული მომზადების ორგანიზებასა და მსვლელობაზე, აგრეთვე შეიარაღებულ ძალთა შესაბამისი სახეობების მოდერნიზაციის პროგრამების შემუშავებაზე.
იტალიის შეიარაღებული ძალები შედგებოდა სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალების, სამხედრო-საზღვაო ძალებისა დ სამხედრო ჟანდარმერიისგან.
სახმელეთო ჯარები წარმოადგენდა შეიარაღებული ძალების ძირითად და ყველაზე უფრო მრავალრიცხოვან სახეობას, რომელიც მოითვლიდა დაახლოებით 253 ათას ადამიანს. მის საბრძოლო შემადგენლობაში შედიოდა: საარმიო კორპუსების სამი შტაბი (მე-3 და -5 საარმიო და მე-4 ალპიური), ოთხი დივიზია („ჩენტაურო“, „მანტოვა“, „ფოლგორე“ და „არიეტე“), ცალკეული მექანიზებული ბრიგადა „სარდინიელი გრენადერები“, ხუთ-ხუთი ცალკეული მოტოქვეითი და ალპიური ბრიგადა, ცალკეული საპარაშუტო ბრიგადა „ფოლგორე“. გარდა ამისა, ჩამოყალიბებული იყო სარაკეტო ბრიგადა, რომლის შეიარაღებაშიც შედიოდა მართვადი რაკეტები „ლანსი“, აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის მრავალრიცხოვანი ნაწილები და ქვედანაყოფები.
სახმელეთო ჯარები გამომდინარე დანიშნულებისა და მის წინაშე მდგარი ამოცანებიდან, იყოფოდა საველე ჯარებად და ტერიტორიული თავდაცვის ჯარებად.
ს ა ვ ე ლ ე ჯ ა რ ე ბ ი მოითვლიდა დაახლოებით 220 ათას ადამიანს და წარმოადგენდა უკვე მშვიდობიანობის დროს გაშლილი ჯართა დაჯგუფების საფუძველს. საერთაშორისო ვითარების გამწვავების პერიოდში ნატო-ს ბლოკის გეგმებით იგი უნდა გადასულიყო ნატო-ს სამოკავშირეო სახმელეთო ჯარების სარდლობის დაქვემდებარებაში სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე. საველე ჯარები მოიცავდა ყველა არსებულ დივიზიას, ცალკეული ბრიგადების უმეტეს ნაწილს გაძლიერებისა და მხარდაჭერის ნაწილებით, რომლებიც აღჭურვილი იყვნენ თანამედროვე საბრძოლო ტექნიკით (დაახლოებით 1500 ტანკი, 1400 საველე არტილერიის ქვემეხი, 3500-ზე მეტი ჯავშანტრანსპორტერი, საარმიო ავიაციის 300-ზე მეტი თვითმფრინავი და ვერტმფრენი და ა. შ.).
ტ ე რ ი ტ ო რ ი უ ლ ი თ ა ვ დ ა ც ვ ი ს ჯ ა რ ე ბ ი განკუთვნილი იყო ძირითადად საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის იტალიის იმ რაიონებში, რომლებიც არ შედიოდა საველე ჯარების პასუხისმგებლობის ზონაში. მასში იყო ოთხი ცალკეული ბრიგადა, აგრეთვე გაძლიერებისა და მხარდაჭერის სხვადასხვა ნაწილები. პირადი შემადგენლობის საერთო რიცხოვნება იყო დაახლოებით 40 ათასი ადამიანი. ამ ჯარების შენაერთები და ნაწილები ექვემდებარებოდა იმ სამხედრო ოლქების სარდლებს, რომელთა ტერიტორიაზეც ისინი იყო დისლოცირებული (ჩრდილო-დასავლეთის, ჩრდილო-აღმოსავლეთის, ტოსკანა-ემილიანის, ცენტრალური, სამხრეთისა და სიცილიის).
ქვეყანაში ფართო მობილიზაციის ჩატარებისას იტალიური სარდლობა ტერიტორიული თავდაცვის ნაწილების გამოყენებას ითვალისწინებდა ბაზის სახით ახალი საბრძოლო ფორმირებების შესაქმნელად, რათა მოკლე ვადებში გაეზარდა სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობის საერთო რიცხოვნება.
როგორც დასავლელი სამხედრო სპეციალისტები თვლიდნენ, 1980-იანი წლების დასაწყისში პრაქტიკულად დასრულებული იყო იტალიური სახმელეთო ჯარების რეორგანიზაციის პროცესი, რომელიც დაწყებული ჰქონდათ 1976 წელს. გატარებული ღონისძიებების შედეგად ბრიგადების საერთო რაოდენობა შეამცირეს 1/3-ით (36-დან 24-მდე), რამაც საშუალება მისცა მნიშვნელოვნად შეევსოთ პირადი შემადგენლობით ძირითადი საბრძოლო ნაწილები და შენაერთები და მათი დაკომპლექტებულობის დონე აეყვანათ 80-85%-მდე.
აგრძელებდნენ ჯარების გადაიარაღებას ახალი საბრძოლო ტექნიკითა და იარაღით. მოდერნიზაციის პროგრამის თანხმად სახმელეთო ჯარებში აწვდიდნენ საშუალო ტანკებს „ლეოპარდ-1“ მოძველებული M-47-ების ნაცვლად (1985 წლამდე გეგმავდნენ კიდევ 180 ერთეულის მიწოდებას), ახალ ტსმრ-ებს „თოუ“, თანამედროვე 155-მმ ჰაუბიცებს FH70, რომლებიც მომზადებული გახლდათ ბირთვული საბრძოლო მასალებით სროლისთვის (სახმელეთო ჯარების სარდლობას შეკვეთილი ჰქონდა 160-მდე ასეთი ქვემეხი). მიიღეს გადაწყვეტილება დაახლოებით 600 ამერიკული ჯავშანტრანსპორტერის (ჯტრ) M113 და საკუთარი წარმოების ჯტრ-ების შეძენაზე.
ნაწილებისა და ქვედანყოფების ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობების შემდგომი ამაღლების მიზნით ითვალისწინებდნენ ტანკსაწინააღმდეგო ესკადრილიების შექმნას საარმიო ავიაციის პოლკების შემადგენლობაში. ამ ქვედანაყოფების შეიარაღებას 1982 წლისთვის გეგმავდნენ ტსმრ „თოუებით“ აღჭურვილი ახალი ტანკსაწინააღმდეგო ვერტმფრენებით A.129 „მანგუსტა“. სულ შეკვეთილი ჰქონდათ ამ ტიპის 60 ვერტმფრენი. დაგეგმილი იყო ჯარებში სხვადასხვა დანიშნულების დაახლოებით 4 ათასი ავტომობილის მიწოდება, აგრეთვე დიდი რაოდენობით კავშირგაბმულობის ახალი საშუალებების და საინჟინრო ტექნიკისა. მთლიანობაში იტალიური სარდლობის აზრით, მოდერნიზაციის პროგრამის შესრულება საშუალებას მისცემდათ მნიშვნელოვნად აემაღლებიათ სახმელეთო ჯარების საბრძოლო შესაძლებლობები, და მისი ტექნიკური აღჭურვილობის დონე მიეყვანათ ნატო-ს ბლოკის ხელმძღვანელობის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებამდე.
იტალიის სამხედრო-საჰაერო ძალები წარმოდგენდა შეიარაღებული ძალების დამოუკიდებელ სახეობას. სჰძ-ის პირადი შემადგენლობის საერთო რიცხოვნება შეადგენდა 71 ათას ადამიანს. თვითმფრინავების ფარეხი მოითვლიდა დაახლოებით 1000 საფრენ აპარატს, მათ შორის 320-მდე საბრძოლო და სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავს.
ტერიტორიული ნიშნის მიხედვით, სჰძ-ის ნაწილები და ქვედანაყოფები განაწილებული იყო სამ სამხედრო-საჰაერო ოლქში. ორგანიზაციულად ისინი შეყვანილი იყო 11 საავიციო ფრთაში, ორ ბრიგადაში, ცალკეულ პოლკებსა და ესკადრილიებში. იტალიის მთელი საბრძოლო ავიაცია გადაცემული იყო ნატო-ს სჰძ-ის მე-5 სამოკავშირეო ტაქტიკური საავიაციო სარდლობის (მტას) შემადგენლობაში.
სამხედრო-საჰაერო ოლქების სარდლები პასუხს აგებდნენ ავიაციის საბრძოლო მზადყოფნაზე, ატარებდნენ მსხვილ საავიაციო სწავლებებს, ხოლო ომიანობის დროს უნდა მოეხდინათ საჰაერო ოპერაციებისა და შეიარაღებული ძალების სხვა სახეობების შენაერთებთან და გაერთიანებებთან ურთიერთმოქმედების ორგანიზება.
ფრთა წარმოადგენდა საავიაციო ნაწილს, რომელიც შედგებოდა შტაბისა და სამი ჯგუფისგან (საავიაციო, ტექნიკური მომსახურებისა და ზურგის მომარაგების), ასევე მართვისა და დამხმარე სამსახურების ქვედანაყოფებისგან. საავიაციო ჯგუფი მოითვლიდა ერთ-ორ ესკადრილიას. მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით ფრთები იყოფოდა გამანადგურებელ (სამი), გამანადგურებელ-ბომბდამშენ (ოთხი) და შერეულ (სამი) სავიაციო ფრთებად; იყო აგრეთვე რადიოელექტრონული ბრძოლის (რებ) სპეციალური ფრთაც.
ესკადრილია წარმოადგენდა ძირითად ტაქტიკურ ქვედანაყოფს, რომელსაც შეეძლო საბრძოლო მოქმედებების წარმოება როგორც დამოუკიდებლად, ისე ფრთის შემადგენლობაშიც. თვითმფრინავების რაოდენობა მასში იცვლებოდა 12-დან 18-მდე (დანიშნულების-და მიხედვით). საავიაციო ნაწილებისა და ქვედანყოფების გარდა სჰძ-ის შემადგენლობაში შედიოდა ზმრ „ნაიქ-ჰერკულესების“ ბრიგადა, რომელიც შეიცავდა ორ დივიზიონს ოთხბატარეანი შემადგენლობისა (თითოეულ ბატარეაში იყო ცხრა გასაშვები დანადგარი).
სჰძ-ის შეიარაღებაში იმყოფებოდა G.91, F-104 და RF-104G ტიპების საბრძოლო, აგრეთვე C-119, C-130 და G.222 ტიპების სატრანსპორტო თვითმფრინავები.
უცხოელი სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, იტალიური სჰძ-ის შეიარაღება 80-იანი წლების დასაწყისში ძირითადად იყო მოძველებული. სახელდობრ, თვითმფრინავები G.91Y და RF-104G/S, C-119 უკვე ვეღარ პასუხობდნენ თანამედროვე მოთხოვნებს. ამიტომ იტალიის მთავრობამ მიიღო სჰძ-ის მოდერნიზაციის პროგრამა, რომლის თანახმადაც ითვალისწინებდნენ F-104 G და S გამანადგურებელ-ბომბდამშენების შეცვლას მრავალმიზნობრივი თვითმფრინავებით „ტორნადო“. სულ ვარაუდობდნენ დაახლოებით 100 ასეთი მანქანის შესყიდვას. მაგრამ F-104S თვითმფრინავების ნაწილისთვის უნდა ჩაეტარებინათ მოდერნიზაცია, რათა შემდეგ 80-იანი წლების შუახანებამდე დაეტოვებინათ ქვედანაყოფებში. C-119 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების ნაცვლად შეიარაღებაში აწვდიდნენ ახალ G.222-ებს (სულ 80-იანი წლების დასაწყისში სჰძ-ში იყო 44 ასეთი მანქანა). AM-X პროგრამით შეიმუშავებდნენ აგრეთვე უშუალო საავიაციო მხარდაჭერის მსუბუქი თვითმფრინავის პროექტს, რომლითაც მომავალში უნდა შეეცვალათ მოძველებული G.91-ები.
იტალიის სამხედრო-საზღვაო ძალები საერთო რიცხოვნებით 42 ათასი ადამიანი, მოიცავდა ფლოტს ძირითადი კლასების ხომალდების ესკადრის შემადგენლობით, სზძ-ის ავიაციასა და საზღვაო ქვეით ჯარს. ადმინისტრაციული მიმართებით ქვეყნის კონტინენტური ნაწილისა და კუნძულების სანაპირო მათი მრეცახვი წყლებით დაყოფილი ჰქონდათ ოთხ სამხედრო-საზღვაო ოლქად და ორ ავტონომიურ სამხედრო-საზღვაო სარდლობად, რომლებსაც ექვემდებარებოდნენ ნაღმ-სატრალო ხომალდები (შეყვანილები ტრალერების სამ ჯგუფში) და დამხმარე გემები.
ესკადრა წარმოადგენდა სზძ-ის ძირითად ოპერატიულ შენაერთს. იგი შეიცავდა წყალზედა ხომალდების ოთხ დივიზიას, წყალქვეშა ნავების ფლოტილიასა და მომარაგების ხომალდების ჯგუფს. დივიზიები და ფლოტილია შედგებოდა ერთგვაროვანი ძალების დივიზიონებისგან.
საზღვარგარეთული ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, 1980 წელს იტალიის სზძ-ში მოითვლებოდა დაახლ. 110 საბრძოლო ხომალდი და კატარღა, მათ შორის: ათი წყალქვეშა ნავი, სამი მრი კრეისერი, ოთხი მრი საესკადრო ნაღმოსანი, სამი საესკადრო ნაღმოსანი, ოთხი მრი ფრეგატი, ათი ფრეგატი, რვა მცირე ნავსაწინააღმდეგო, ორი სადესანტო და 42 ნაღმ-სატრალო ხომალდი, აგრეთვე სხვადასხვა დანიშნულების 20-ზე მეტი კატარღა.
ძირითადი კლასების ხომალდები, რომლებიც შეადგენდნენ ფლოტის ბირთვს, წარმოდგენილი იყვნენ უმთავრესად 60-70იანი წლების ეროვნული აგების ხომალდებით და, დასავლელი სპეციალისტების შეფასებით, გააჩნდათ ჯერ კიდევ საკმარისად მაღალი ბრძოლისუნარიანობა. მოძველებულად ითვლებოდა „თენგის“ ტიპის ყოფილი ამერიკული წყალქვეშა ნავები, საესკადრო ნაღმოსანი „სენ ჯორჯიო“ და „ალბატროსის“ ტიპის მცირე ნავსაწინააღმდეგო ხომალდები. ნაღმ-სატრალო ძალების შემადგენლობაში შემავალი ხომალდები აგებული იყო ამერიკულ და ეროვნულ გემთსაშენ ვერფებში ძირითადად 50-იან წლებში და უკვე მოძველებული გახლდნენ (ვეღარ პასუხობდნენ მათდამი წაყენებულ მოთხოვნებს). სადესანტო ძალებში ჰყავდათ ამერიკული აგების ორი ტანკსადესანტო ხომალდი, მწყობრში შეყვნილები 1857 წელს, და ათი სადესანტო კატარღა.
სზძ-ის ავიაცია მოითვლიდა 20-მდე საბაზო საპატრულო თვითმფრინავსა და სხვადასხვა ტიპის დაახლოებით 80 ვერტმფრენს. თვითმფრინავები ორგანიზაციულად შეყვანილი იყვნენ ორ საავიაციო ფრთაში, ვერტმფრენები _ ხუთ ესკადრილიაში. საბრძოლო მომზადებისა და გამოყენების საკითხებში ისინი ექვემდებარებოდნენ სზძ-ის მთავარ შტაბს, ხოლო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა (მტუ) და პირადი შემადგენლობის პროფესიული სწავლების საკითხებში _ სამხედრო-საჰაერო ძალებს.
საზღვაო ქვეით ჯარში (ზქჯ) იყო ზქჯ-ის ერთი ბატალიონი „სან მარკო“ და საბრძოლო მცურავების ჯგუფი „თეზეო თეზეუსი“.
1970-იანი წლების მიწურულს და 80-იანების დასაწყისში მთავრმა შტაბმა შეიმუშავა სზძ-ის მშენებლობისა და მოდერნიზების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ძველი ხომალდების თანდათანობით ახლებით შეცვლას ფლოტის სახომალდო შემადგენლობის საერთო წყალწყვის 105 ათას ტ-ზე შენარჩუნებით. 1985 წლამდე გეგმავდნენ ნავსაწინააღმდეგო კრეისერ-ვერტმფრენმზიდის, ასევე „მაესტრალეს“ ტიპის ექვსი მრი ფრეგატის, წყალქვეშა ფრთებიანი ექვსი სარაკეტო კატარღის, ორი წყალქვეშა ნავის, ორი მრი საესკადრო ნაღმოსნისა და მნიშვნელოვანი რაოდენობით უფრო მცირე ხომალდებისა და გემების აგებას. გეგმავდნენ აგრეთვე 36 სახომალდო ვერტმფრენის AB-212AS შესყიდვას.
იტალიური სზძ-ის საბრძოლო მომზადების ჩატარებისას, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფსებით, ძირითად ყურადღებას უთმობდნენ მისი საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებასა და ისეთი ამოცანების დამუშავებას, რომელთა გადაწყვეტაც მის ძალებსა და საშუალებებს მოუწევდათ ნატო-ს სზძ-ის შემადგენლობაში. ამისთვის მათ იწვევდნენ მრავალრიცხოვან სწავლებებში, რომლებსაც ატარებდნენ ბლოკის სარდლობის გეგმებით სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე.
სამხედრო ჟანდარმერია (კარაბინერთა ჯარები) წარმოადგენდა იტალიის შეიარაღებული ძალების ნაწილს და მოითვლიდა 85 ათასამდე ადამიანს. იგი მოიცავდა სამ დივიზიას (სამ-სამი ბრიგადით), 24 ლეგიონს, სამ ქვეით და სატანკო პოლკს, აგრეთვე უზრუნველყოფისა და მომარაგების ცალკეულ ქვედანაყოფებს. მშვიდობინობის დროს ისინი ექვემდებარებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრს, ხოლო პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების, შეიარაღებით მომარაგებისა და საბრძოლო გამოყენების საკითხებში _ თავდაცვის მინისტრს.
სამხედრო ჟანდარმერიის ნაწილები და ქვედანაყოფები განკუთვნილი იყო უწინარეს ყოვლისა საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებისთვის, სახელმწიფო დაწესებულებების დაცვისა და ანტისამთავრობო გამოსვლების ჩახშობისთვის. გარდა ამისა, ისინი ასრულებდნენ კონტრსადაზვერვო ფუნქციებს და პასუხს აგებდნენ საიდუმლოების რეჟიმის შენარჩუნებაზე შეირაღებულ ძალებში. ომიანობის დროს კარაბინერების ჯარები შესაძლო იყო გამოეყენებიათ სახმელეთო ჯარებთან ერთობლივად მოწინააღმდეგის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფებისა და დესანტები წინააღმდეგ მოქმედებებისთვის.
სამხედრო ჟანდარმერიის შეიარაღებაში შედიოდა სასროლი იარაღი, დაახლოებით 500 ერთეული ავტოჯავშანსატანკო ტექნიკა, სხვადასხვა მარკის ვერტმფრენები.
შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტებას ახორციელებდნენ საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონის საფუძველზე. მის შესაბამისად 80-იანი წლების დასაწყისში დადგენილი ჰქონდათ ვადიანი სამსახურის შემდეგი ვადები: სახმელეთო ჯარებსა და სჰძ-ში _ 12 თვე, სზძ-ში – 15. ნაწილებსა და ქვედანაყოფებს აკომპლექტებდნენ მოხალისეთა მიღების ხარჯზეც, რომელთა რაოდენობაც, მაგალითად სახმელეთო ჯარებში არ აღემატებოდა 15-16%-ს. ამ შემთხვევაში კონტრაქტს დებდნენ სამი წლით. სამხედროვალდებულთა გასაწვევი ასაკი იყო 19 წელი. მოხალისენი შესაძლო იყო ჩაერიცხათ სამსახურში 17-დან 22 წლის ასაკამდე. ნამდვილ სამხედრო სამსახურგავლილ რიგითებს ათავისუფლებდნენ პირველი რიგის თადარიგში, ხოლო 55 წლის ასაკის მიღწევისას ხსნიდნენ სამხედრო აღრიცხვიდან.
უნტერ-ოფიცერთა თანამდებობებზე ნიშნავდნენ ძირითადად შესაბამისი სკოლების (კურსების) გამოშვებულებს, სადაც ღებულობდნენ მოხალისეებსა და ნამდვილი სამსახურის რიგითებს. სკოლებში ჩარიცხვისას დებდნენ კონტრაქტებს ექვსი წლის ვადით. ნამდვილ სამსახურში უნტერ-ოფიცრების ყოფნის ზღვრული ასაკი გახლდათ 55 წელი.
ჯარებისა და შტაბების ოფიცერთა კადრებით დაკომპლექტებას აწარმოებდნენ ოფიცრების მომზადების გზით შეიარაღებულ ძალთა სახეობების სამხედრო სასწავლებლებში და საოფიცრო თანამდებობების დაკავებაზე კონკურსების სისტემის მეშვეობით საოფიცრო წოდებების მინიჭებით. უფროსი ოფიცრები მომზადებას გადიოდნენ სამხედრო აკადემიებსა და უმაღლესი სამხედრო სწავლების ცენტრში.
საბჭოთა ავტორების დასკვნით, იტალიის შეიარაღებული ძალები წარმოადგენდა ჩრდილოატლანტიკური ბლოკის ხელმძღვანელი წრეების აგრესიული პოლიტიკის განხორციელების მნიშვნელოვან საშულებას სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე.
VI. ბელგიის შეიარაღებული ძალები 1980-იანი წლების დასაწყისში
საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ბელგიის სამხედრო პოლიტიკის საფუძველს 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში შეადგენდა აქტიური თანამშრომლობა პარტნიორებთან ჩრდილოატლანტიკურ კავშირში. მათი სიტყვებით, ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა უცვლელად გამოდიოდა ამ აგრესიული ბლოკის შენარჩუნებისა და განმტკიცების მომხრედ, სრულად იღებდა რა „მოქნილი რეაგირების“ ნატო-ურ სტრატეგიას. აღებული ვალდებულებების თანახმად, ბელგიის სახემელეთო ჯარებისა და სამხედრო-საჰაერო ძალების საბრძოლო შენაერთებისა და ნაწილების ძირითადი ნაწილი გადაცემული იყო ევროპაში ნატო-ს სამოკავშირეო (გაერთიანებული) შეიარაღებული ძალების (მშძ) შემადგენლობაში, ხოლო „კომანდოსების“ პოლკის გაძლიერებული საპარაშუტო ბატალიონი შედიოდა ბლოკის მობილურ ძალებში. ბელგიის საჰაერო თავდაცვის (ჰთ) ძალები და საშუალებები წარმოადგენდა ევროპაში ნატო-ს სამოკავშირეო ჰთ-ის სისტემის შემადგენელ ნაწილს. ბელგიის ნატო-თან თანამშრომლობა გამოიხატებოდა აგრეთვე შეიარაღების ერთობლივად შემუშავებასა და წარმოებაში, კავშირგაბმულობის კოორდინაციაში, ჯარების ზურგის ერთობლივ უზრუნველყოფასა და ინფრასტრუქტურის ობიეტების გამოყენებაში. ბელგიური ჯარების საბრძოლო მომზადებას ატარებდნენ ბლოკის მშძ-სადმი წაყენებული ზოგადი მოთხოვნების შესაბამისად.
ბელგიის შეიარაღებული ძალები მოიცავდა სახმელეთო ჯარებს, სამხედრო-საჰაერო ძალებსა და სამხედრო-საზღვაო ძალებს (ნახ. 7). უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, მისი საერთო რიცხოვნება 80-იანი წლების დასაწყისში შეადგენდა 87900 ადამიანს (გარდა ამისა, დაახლოებით 5000 ადამიანი იყო სამხედრო-სამედიცინო სამსახურში), მათგან: სახმელეთო ჯარებში 63000, სჰძ-ში _ 20500 და სზძ-ში 4400. შეიარაღებული ძალების შემადგენელ ნაწილად ითვლებოდა უშიშროების ძალებიც (სამხედრო ჟანდარმერია) 16300 ადამიანის რიცხოვნებით.
[მე-7 ნახატზე, რომლის სახელწოდებაცაა ბელგიის შეიარაღებული ძალების საორგანიზაციო სტრუქტურა, სათავეში ნაჩვენები იყო ეროვნული თავდაცვის მინისტრი, რომელსაც ექვემდებარებოდნენ გენერალური შტაბის უფროსი თავისი შტაბით და სამხედრო ჟანდარმერიის სარდლობა; გენერალური შტაბის უფროსს უშუალოდ ექვემდებარებოდნენ სახმელეთო ჯარების, სჰძ-ისა და სზძ-ის შტაბების უფროსები თავ-თავიანთი შტაბებით, აგრეთვე სამხედრო-სამედიცინო სამსახური; სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსის დაქვემდებარებაში შედიოდნენ საბრძოლო ძალებისა და შინაგანი ძალების სარდლობები; სჰძ-ის შტაბის უფროსის დაქვემდებარებაში შედიოდნენ ტაქტიკური საავიაციო, სასწავლო საავიაციო და ზურგის სარდლობები; სზძ-ის შტაბის უფროსის დაქვემდებარებაში კი ნაჩვენები იყვნენ: ოპერატიული სამხედრო-საზღვაო, სასწავლო დაწესებულებებისა და ზურგის სარდლობები].
სამხედრო მმართველობის უმაღლესი ორგანოები. ბელგიის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი კონსტიტუციის მიხედვით გახლდათ მეფე, რომელიც ახორციელებდა მის საერთო ხელმძღვანელობას პრემიერ-მინისტრისა და ეროვნული თავდაცვის მინისტრის მეშვეობით.
პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა სამხედრო საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებული შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების საქმიანობას, პასუხს აგებდა სახელმწიფოს მიერ თავდაცვის სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე. იგი მეთაურობდა თავდაცვის კომიტეტს, რომელიც წარმოადგენდა მთავრობის უმაღლეს საკონსულტაციო ორგანოს და განსაზღვრავდა ქვეყნის სამხედრო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.
ეროვნული თავდაცვის მინისტრი (სამოქალაქო პირი) შეიმუშავებდა მთავრობისთვის წინადადებებს სამხედრო პოლიტიკაში, კოორდინაციას უწევდა ბელგიის წარმომადგენლების საქმიანობას ნატო-ს სხვადასხვა ორგანოებში, პასუხს აგებდა შეიარაღებული ძალების მშენებლობის გეგმების რეალიზაციასა და საბრძოლო ტექნიკით მის აღჭურვაზე. შეიარაღებული ძალების ხელმძღვანლობას იგი ახორციელებდა ეროვნული თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბისა და სამხედრო მმართველობის სხვა ორგანოების მეშვეობით, რომლებიც მჭიდროდ ურთიერთმოქმედებდნენ ნატო-თან.
გენერალური შტაბი დაკავებული იყო შეიარაღებული ძალების ოპერატიული ხელმძღვანელობისა და მისი საბრძოლო გამოყენების საკითხებით, აგრეთვე წყვეტდა სხვა ამოცანებს, რომლებიც დაკავშირებული იყო ჯარების ყოველდღიურ საქმიანობასთან (საბრძოლო მომზადების დაგეგმვა, დაკომპლექტება, წესდებების შემუშავება და ა. შ.).
შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტებას, 1970-იან წლებში და 80-იანების დასაწყისში, აწარმოებდნენ საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ კანონის შესაბამისად. სამხედრო ვალდებულებად ითვლებოდნენ ბელგიის მამრობითი სქესის მოქალაქეები 16-დან 46 წლის ასაკამდე. მშვიდობიანობის დროს მათ გაიწვევდნენ 19 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ. ნამდვილი ვადიანი სამსახურის გავლის შემდეგ სამხედროვალდებულები 34-36 წლის ასაკამდე შედგებოდნენ პირველი რიგის თადარიგში, და 44-46 წლამდე _ მეორე რიგის თადარიგში.
გაწვევის გარდა, შეიარაღებული ძალების დაკომპლექტებას ახორციელებდნენ კონტრაქტების მიხედვით მოხალისეთა მიღებით ორიდან ათ წლამდე ვადით. არსებობდა დაკომპლექტების ნებაყოფლობით პრინციპზე თანდათანობით გადასვლის ტედენცია შეიარაღებულ ძალებში 40 ათასი ადამიანის რიცხოვნების პროფესიული ბირთვის შექმნის გზით, მაგრამ ფინანსური სიძნელეების გამო არმიის პროფესიონალიზაციის პროცესი მეტად ნელა მიმდინარეობდა. ქალი სამხედრო მოსამსახურეების კონტინგენტი, რომელთაც იყენებდნენ სხვადასხვა თანამდებობებზე დამხმარე სამსახურებში, მოითვლიდა დაახლოებით 1300 ადამიანს, მათგან 420-ს _ გფრ-ის ტერიტორიაზე დისლოცირებულ ჯარებში. შემდგომში გეგმავდნენ სამხედრო სამსახურში მყოფი ქალების რიცხვის გაზრდას 5000 ადამიანამდე.
სახმელეთო ჯარები. მის სათავეში იდგა სახელეთო ჯარების შტაბის უფროსი (ამავდროულად იგი გახლდათ შეიარაღებული ძალების ამ სახეობის სარდალიც), რომელიც პასუხს აგებდა სახელეთო ჯარების მდგომარეობზე, საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნაზე, მშენებლობისა და გამოყენების გეგმების შემუშავებაზე. ჯარების ხელმძღვანელობას იგი ახორციელებდა სახმელეთო ჯარების შტაბის მეშვეობით.
მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით სახელეთო ჯარები იყოფოდა საბრძოლო და საშინაო (შინაგან) ძალებად.
ს ა რ ძ ო ლ ო ძ ა ლ ე ბ ი გადაცემული იყო ნატო-ს მშძ-ში და განკუთვნილი იყო ამოცანების შესრულებისთვის ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე განლაგებული არმიების ჩრდილოეთის ჯგუფის (აჩჯ) შემადგენლობაში. 80-იანი წლების დასაწყისში იგი წარმოდგენილი იყო 1-ლი საარმიო კორპუსით (აკ) დახლოებით 30 ათასი ადამიანის შემადგენლობით. მასში, დასავლური სამხედრო პრესის შეტყობინებებით, შედიოდა ორი მოტოქვეითი დივიზია (1-ლი და 16-ე), აგრეთვე საკორპუსო დაქვემდებარების ნაწილები. 1-ლი აკ-ის ძალებისა და საშუალებების უმეტესი ნაწილი (16-ე მოტოქვეითი დივიზია და საკორპუსო დაქვემდებარების ნაწილები) უკვე მშვიდობიანობის დროს დისლოცირებული იყო გფრ-ის ტერიტორიაზე.
ორგანიზაციულად თითოეული დივიზია შედგებოდა სამი ბრიგადისგან, მაგრამ მშვიდობიანობის დროს მათში შედიოდა ორ-ორი ბრიგადა (1-ლი მოტოქვეითი დივიზია _ 1-ლი და მე-7 მოტოქვეითი ბრიგადები, 16-ე მოტოქვეითი დივიზია _ 17-ე სატანკო და მე-4 მოტოქვეითი ბრიგადები), ხოლო 10-ე მოტოქვეითი და 12-ე ქვეითი ბრიგადები იყო სარეზერვო. ეს, დასავლელი სპეციალისტების შეფასებით, აიხსნებოდა ფინანსური სახსრების უკმარისობით მათი სრული შტატის მიხედვით შენახვისთვის. ამრიგად, შვიდობიანობის დროს 1-ლ აკ-ში მოითვლებოდა მხოლოდ ოთხი საბრძოლო ბრიგადა, რომელთაგან თითოეული ორგნიზაციულად შედგებოდა ორი მოტოქვეითი და ერთი სატანკო ბატალიონისგან (სატანკო ბრიგადაში _ ორი სატანკო და ერთი-ორი მოტოქვეითი ბატალიონი), ტანკსაწინააღმდეგო ბატალიონისგან, საარტილერიო დივიზიონისგან, აგრეთვე საინჟინრო და ზურგის ნაწილებისა და ქვედანაყოფებისგან. სარეზერვო ბრიგადებს გააჩნდათ ასეთივე ორგანიზაცია, მაგრამ თითქმის არ იყვნენ დაკომპლექტებული პირადი შემადგენლობით.
საკორპუსო დაქვემდებარების ნაწილები მოიცავდნენ სამ ცალკეულ სადაზვერვო ბატლიონს, მართვადი რაკეტების (მრ) „ლანსების“ დივიზიონს, ატომური არტილერიის სამ დივიზიონს (ერთი 203,2-მმ თვითმავალი ჰაუბიცებისა M110 და ორიც 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცების M109), საზენიტო მართვადი რაკეტების „ჰოქი“ და 35-მმ თვითმავალი საზენიტო დანადგარების „ჰეპარდი“ ორ-ორ დივიზიონს, სარმიო ავიაციის სამ ესკადრილიას, აგრეთვე საინჟინრო ნაწილებსა და კავშირგაბმულობის ქვედანაყოფებს.
საბრძოლო ძალების ნაწილებისა და ქვედანაყოფების ძირითადი შეიარაღება წარმოდგენილია ცხრილში.
ნაწილი, ქვედანაყოფი . . ძირითადი შეიარაღება . . . . . . . . რაოდენობა
ბატალიონები:
. . სატანკო . . . . . . . . . ტანკები „ლეოპარდ-1“ . . . . . . . . . . . . . . . . . 40 . . .
. . მოტოქვეითი . . . . .ტსმრ-ები „მილანი“ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .4 . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . 90-მმ თვითმავალი ტანკსაწინააღ- . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . მდეგო ზარბაზნები „იაგდპანცერი“ . . . . . .4 . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . ჯავშანტრანსპორტერები AMX13 და
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .M75 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .58 . . .
. . ტანკსაწინააღმ- . . . . ტსმრ-ები „მილანი“ . . . . . . . . . . . . . . . . . . . 12 . . .
. . დეგო . . . . . . . . . . . .90-მმ თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .ზარბაზნები „იაგდპანცერი“ . . . . . . . . . . . . . 12 . . .
. . ცალკეული სა- . . . .გასაშვები დანადგარები „სთრაიქერი“ . . . . . . .
. . დაზვერვო . . . . . . . ტსმრ-ებით „სვინგფაირი“ . . . . . . . . . . . . . . . .12 . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . მსუბუქი ტანკები „სკორპიონი“ . . . . . . . . . . .24 . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . საბრძოლო-სადაზვერვო მანქანები . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .„სიმიტერი“ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 24 . . .
დივიზიონები:
. . საარტილერიო . . . 203,2-მმ თვითმავალი ჰაუბიცები M110 . . . . . 8 . . .
. . საარტილერიო . . . 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცები M109 . . . . . . 18 . . .
. . საარტილერიო . . . 105-მმ თვითმავალი ჰაუბიცები M108 . . . . . . .18 . . .
. . საზენიტო საარ- . . . 35-მმ თვითმავალი საზენიტო დანადგა- . . . . . . . .
. . ტილერიო . . . . . . . . რები „ჰეპარდი“ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .27 . . .
. . საზენიტო სარა- . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . კეტო . . . . . . . . . . . . . საზენიტო მართვადი რაკეტები „ჰოქი“ . . . . . . 24 . . .
საარმიო ავიაციის . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ესკადრილია . . . . . . . . ვერტმფრენები „ალუეტ-2“ . . . . . . . . . . . . . . . . . .24 . . .
შ ი ნ ა გ ა ნ ი ძ ა ლ ე ბ ი განკუთვნილი იყო ქვეყნის ტერიტორიაზე ზურგის რაიონებისა და ცალკეული ობიექტების დაცვისა და თავდაცვისთვის, ახალი ნაწილების გაშლის უზრუნველყოფისა და მათი ზურგის მომარაგებისთვის, აუცილებლი მხარდაჭერის აღმოსაჩენად მოკავშირეთა ჯარებისთვის, უწინარეს ყოვლისა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის (მტუ) საკითხებში. მისი რიცხოვნება შეადგენდა 28000 ადამიანს (ომიანობის დროს იგი შესაძლო იყო გაეზარდათ 83000-მდე).
შინაგანი ძალების სარდლობას ექვემდებარებოდნენ ოპერატიული და საბრძოლო მომზადების სამსახური, სამობილიზაცო სამსახური და სახმელეთო ჯარების ზურგის ბაზა.
ოპერატიული და საბრძოლო მომზადების სამსახურის დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ „კომანდოსების“ ცალკეული საპარაშუტო პოლკი, რომელიც წარმოადგენდა სახმელეთო ჯარების საერთო რეზერვს, ტერიტორიული ჯარების ნაწილები (ცხრა „პროვინციული“ პოლკი _ თითო-თითო ყოველ პროვინციაზე, ორი მსუბუქი მოტოქვეითი პოლკი, დაცვის ოთხი ცალკეული ბატალიონი). გარდა ამისა, მშვიდობიანობის დროს ოპერატიულ და საბრძოლო მომზადების სამსახურს ექვემდებარებოდა 10-ე და 12-ე სარეზერვო ბრიგადები. ვითარების გამწვავებისას მათ (მობილიზაციის ჩატარების შემდეგ) გადასცემდნენ 1-ლი აკ-ის 1-ლი და 16-ე მოტოქვეითი დივიზიების შემადგენლობაში.
„კომანდოსების“ ცალკეული საპარაშუტო პოლკი ითვლებოდა შინაგანი ძალების ყველზე უფრო ბრძოლისუნარიან, საბრძოლველად მზადმყოფ და მობილურ ნაწილად. მის შეიარაღებაში იყო 12 მსუბუქი ტანკი „სკორპიონი“, 12 საბრძოლო-სადაზვერვო მანქანა (ბდმ) „სიმიტერი“, 12 ტანკსაწინაღმდეგო მართვადი რაკეტების გასაშვები დანადგარი (ტსმრ გდ) „მილანი“, 105 მმ ყალიბის ექვსი ჰაუბიცა. ამ პოლკის გაძლიერებული საპარაშუტო ბატალიონი შედიოდა ნატო-ს მობილური ძალების შემადგენლობაში (დასავლურ ბეჭდურ გამოცემებში ხაზს უსვამდნენ იმას, რომ აუცილებლობის შემთხვევაში მასში შესაძლო იყო გადაეცათ მთელი პოლკიც).
სამობილიზაციო სამსახური დაკავებული იყო სახელეთო ჯარების ნაწილებისა და ქვედანაყოფების მობილიზაციის (отмобилизование) საკითხებით. ამ მიზნით მის განკარგულებაში იყო სამობილიზაციო ცენტრები, აგრეთვე შეიარაღებისა და აღკაზმულობის საწყობები.
ზურგის ბაზა, რომელიც დაკავებული იყო სახმელეთო ჯარების, ნაწილობრივ კი შეიარაღებული ძალების სხვა სახეობათა და სამხედრო ჟანდარმერიის შენაერთებისა და ნაწილების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფით (მტუ), ორგანიზაციულად შედგებოდა შტაბის, რამდენიმე ზურგის ჯგუფის, არსენალებისა და საწყობებისგან.
შინაგანი ძალების ფორმირებებს („კომანდოსების“ პოლკის გამოკლებით) მშვიდობიანობის დროს ინახავდნენ შემცირებული შტატებით, ანუ პირადი შემადგენლობით ისინი დაკომპლექტებული იყო 3-5%-ით, ხოლო შეიარაღება ინახებოდა საწყობებში.
1980-იანი წლების დასაწყისში ატარებდნენ შინაგანი ძალების რეორგანიზაციას, რათა უზრუნველეყოთ მცირე და მობილური ქვედანაყოფების სწრაფი ჩამოყალიბება რეგიონული პრეინციპით.
ბელგიის სახმელეთო ჯარების შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა წარმოდგენილი იყო ამერიკული, დასავლეთგერმანული, ინგლისური, ფრანგული, აგრეთვე საკუთარი წარმოების ნიმუშებით. სულ, უცხოური პრესის შეტყობინებებით, შეიარაღებაში (მარაგების გათვალისწინებით) იყო მართვადი რაკეტების „ლანსი“ ხუთი გასაშვები დანადგარი (მრ გდ), 334 ტანკი „ლეოპარდ-1“, 62 ტანკი M47, 133 მსუბუქი ტანკი „სკორპიონი“, ათი 203,2-მმ თვითმავალი ჰაუბიცა M110, 41 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცა M109, 26 155-მმ ჰაუბიცა M44, 14 203,2-მმ ჰაუბიცა M55, 117 105-მმ ჰაუბიცა, 43 თვითმავალი გასაშვები დანადგარი „სთრაიქერი“ ტსმრ-ებით „სიმიტერი“, 180 ტსმრ გდ „მილანი“, 80 თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო ზარბაზანი „იაგდპანცერი“, 60 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი (ზრკ) „ჰოქი“, 55 თვითმავალი საზენიტო დანადგარი (თზდ) „ჰეპარდი“, დაახლოებით 1200 ჯავშანტრანსპორტერი (ჯტრ) AMX-13, „სპარტაკი“ და სხვა, 73 ვერტმფრენი „ალუეტ-2“, 12 თვითმფრინავი „აილენდერი“.
იმისთვის, რათა აემაღლებინათ სახმელეთო ჯარების ბრძოლისუნარიანობა, ბელგიური სარდლობა ახორციელებდა ღონისძიებებს შენაერთებისა და ნაწილების შეიარაღების ახალ სახეობებით გადაიარაღებისთვის. მოტოქვეითი შენაერთებისა და ნაწილების მობილურობის გასაზრდელად 1979 წელს მიიღეს გადაწყვეტილება თითქმის 1190 ახალი ჯტრ-ის შესყიდვაზე, მათ შორის 150 სამამულო წარმოების მუხლუხიანი ჯავშანტრანსპორტერისა „კობრა“. მოელოდნენ საჰაერო თავდაცვის (ჰთ) გაძლიერებას საშუალო სიშორის ზმრ „ჰოქების“ დივიზიონების გადაიარაღებით რაკეტებით „გაუმჯობესებული ჰოქი“. ტანკებთან ბრძოლის შესაძლებლობების ამაღლების მიზნით აგრძლებდნენ ჯარებში ტსმრ-ების „მილანი“ მიწოდებას (სულ გეგმავდნენ 330 ახალი გასაშვები დანადგარის შესყიდვას), პერსპექტივაში გეგმავდნენ სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში ტანკსაწინააღმდეგო ვერტმფრენების მიღებას.
სამხედრო-საჰაერო ძალები. მის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებდა შტაბის უფროსი, ფაქტიურად სჰძ-ის სარდალი. მას ექვემდებარებოდა სამი საავიაციო სარდლობა: ტაქტიკური, სასწავლო და ზურგის.
ტაქტიკური საავიაციო სარდლობა (ტას) _ ეს გახლდათ ბელგიის სჰძ-ის უმაღლესი ოპერატიული გაერთიანება, რომელიც უკვე მშვიდობიანობის დროს იმყოფებოდა ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე ნატო-ს სამოკავშირეო (გაერთიანებული) სჰძ-ის მე-2 სამოკავშირეო ტაქტიკური საავიაციო სარდლობის (მტას) ოპერატიულ დაქვემდებარებაში. ტას-ში შედიოდა ხუთი საავიაციო ფრთა და დიდი სიშორის ზმრ-ების „ნაიქ-ჰერკულესი“ ჯგუფი (ორი ფრთა), აგრეთვე მეტეოროლოგიური ფრთა, კავშირგაბმულობის ფრთა, რადიოლოკაციური აღმოჩენისა და დამიზნების (наведение) ნაწილები და ქვედანაყოფები, საჰაერო სივრცის კონტროლის სამსახური და ცალკეული სავერტმფრენო ესკადრილია.
საზღვარგარეთული ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, 80-იანი წლების დასაწყისში ბელგიის სჰძ-ში მოითვლებოდა საბრძოლო ავიაციის რვა ესკადრილია, მათგან: ხუთი _ გამანადგურებელ-ბომბდამშენებისა F-104G და „მირაჟ-5BA“ (მათ შორის ორი _ ბირთვული იარაღის მატარებელი), ერთი ტაქტიკური მზვერავების „მირაჟ-5BR“ და ორიც ჰთ-ის გამანადგურებლების F-16A და F-104G. თითოეულ ესკადრილიაში ირიცხებოდა 18 საბრძოლო მანქანა. გარდა ამისა, სჰძ-ის შემადგენლობაში იყო ორი სტრანსპორტო და ერთიც სასწავლო ესკადრილიები.
1981 წლის შუახანებისთვის სჰძ-ის შეიარაღებაში იყო: 30-ზე მეტი გამანადგურებელი F-16A, 72 „მირაჟ-5B“ სხვადასხვა მოდიფიკაციისა, 53 F-104G, 24 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი (მათ შორის: 12 C-130H „ჰერკულესი“, ორი ბოინგ 727QC, სამი HS-748, ხუთი „მერლინ-3A“ და ორიც „ფალკონ-20“), 32 სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი „ალფა-ჯეტი“, დაახლოებით 40 სასწავლო-საწვრთნელი თვითმფრინავი (SF-260MB, T-33), ცხრა ვერტმფრენი (ოთხი HHS-1 და ხუთი „სი ქინგი“), აგრეთვე 72 ზმრ გდ „ნაიქ-ჰერკულესი“.
აგრძელებდნენ ტაქტიკური ავიაციის გადაიარაღებას ახალი ამერიკული გამანადგურებლებით F-16 (სულ შეკვეთილი ჰქონდათ 116 ასეთი მანქანა). ამ თვითმფრინავებით აღჭურვილი პირველი ესკადრილია საბრძოლო შემადგენლობაში შევიდა 1981 წლის იანვარში.
სამხედრო-საზღვაო ძალები მოიცავდა ფლოტს, სზძ-ის ავიაციასა და საზღვაო-ქვეით ჯარს (ზქჯ). მშვიდობიანობის დროს იგი იმყოფებოდა ეროვნულ დაქვემდებარებაში. ომიანობის დროს კი ითვალისწინებდნენ მისი უდიდესი ნაწილის გადაცემას ნატო-ს სამოკავშირეო (გაერთიანებული) სზძ-ის სარდლობის განკარგულებაში ლა-მანშის სრუტის ზონასა და ჩრდილოეთის ზღვის სამხრეთ რაიონებში მოქმედებებისთვის.
ბელგიის სზძ-ის სათავეში იდგა სზძ-ის შტაბის უფროსი, რომელიც ფაქტობრივად წარმოადგენდა მის სარდალს. მას ექვემდებარებოდა შემდეგი სარდლობები: ოპერატიული სამხედრო-საზღვაო, სასწავლო დაწესებულებებისა და ზურგის.
ფლოტი მოიცავდა საესკორტო ხომალდების დივიზიონს, ნაღმ-სატრალო ძალების ფლოტილიასა და სადარაჯო კატარღების დივიზიონს. ფლოტის სახომალდო შემადგენლობაში მოითვლებოდა ოთხი მრი ფრეგატი, რვა სადარაჯო კატარღა, 23 ნაღმ-სატრალო ხომალდი და 17 დამხმარე გემი.
სზძ-ის ავიაცია წარმოდგენილი გახლდათ ოთხი საძიებო-სამაშველო ვერტმფრენით (ესკადრილია). იყო ასევე საზღვაო-ქვეითი ჯარის ბატალიონი (დაახლოებით 1000 ადამიანი).
1970-იანი წლების მიწურულსა და 80-იანების დასაწყისში, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ჩრდილოატლანტიკური ბლოკის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეშფოთებული გახლდათ იმით, რომ იმ ხანად გახშირებული იყო ბელგიის მიერ ნატო-ს ფარგლებში თავისი მოვალეობების იგნორირების შემთხვევები (არშესრულება გადაწყვეტილებისა სამხედრო ხარჯების ყოველწლიური სამპროცენტიანი ზრდის შესახებ, უარის თქმა მშძ-ის რიგ სწავლებებში მონაწილეობაზე, ასევე უარის თქმა AWACS სისტემის გასაშლელად ნატო-ს ერთობლივი პროგრამის დაფინანსებაზე და ა. შ.). საზღვარგარეთულ ბეჭდურ გამოცემებში არაერთხელ აღნიშნავდნენ, რომ ბელგიური სარდლობა საკმარის ყურადღებას არ უთმობდა ჯარების მომზადებას, რომელთა საბრძოლო მზადყოფნა და ბრძოლისუნარიანობა ვერ პასუხობდა ბლოკის სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს.
მაგრამ 80-იანი წლების დასაწყისში მოწვეულ ნატო-ს საბჭოს სესიებზე კვლავ იქნა დადასტურებული ბელგიის ერთგულება ალიანსის ფარგლებში აღებული ვალდებულებებისადმი. ბელგიის მხარემ გამოხატა მზადყოფნა შორეული რადიოსალოკაციო აღმოჩენის ამერიკული სისტემა AWACS-ის დაფინანსებაში მონაწილეობაზე.
ეკონომიკური სიძნელეების მიუხედავად, ბელგიის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა, საბჭოთა ავტორების სიტყვებით, აგრძელებდა სამხედრო ხარჯების ზრდას და მიმართავდა ძალისხმევას თავისი შეიარაღებული ძალების იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის თანამედროვე ნიმუშებით აღჭურვაზე. მათი შეფასებით, ამერიკული იმპერიალიზმისა და ნატო-ს აგრესიული ბლოკის ყველაზე უფრო რეაქციული წრეების მილიტარისტული პოლიტიკისადმი ასეთი მიყოლა ხელს უწყობდა საერთაშორისო ვითარების შემდგომ გამწვავებასა და ევროპაში დაძაბულობის გაძლიერებას.
VII. ნიდერლანდების შეიარაღებული ძალები 1970-იანი წლების შუახანებში
საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ნიდერლანდების მილიტარისტული წრეები, 1970-იანი წლების შუახანებისთვის, საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვის მიმდინარე პროცესის საწინააღმდეგოდ, აგრძელებდნენ ქვეყნის სამხედრო პოტენციალის ზრდას ნატო-ს აგრესიული ბლოკის სარდლობის გეგმების შესაბამისად.
უცხოური ბეჭდური სიტყვის მონაცემებით, ნიდერლანდების შეიარაღებული ძალების საერთო რიცხოვნება 1974 წლის ბოლოს შეადგენდა 114.000 ადამიანს. მცირე ტერიტორიისა (33,6 ათასი კვ. კმ) და მოსახლეობის (13,5 მლნ. ადამიანი) მქონე ქვეყნისთვის მშვიდობიანობის დროს შედარებით დიდი შეიარაღებული ძალების შენახვა ძალზედ დიდ ტვირთს წარმოადგენდა. ნიდერლანდების ეროვნული ვალის თანხა, საბჭოთა ავტორების სიტყვებით, ამ დროისთვის შეადგენდა 40 მლრდ. გულდენს, მხოლოდ 1974 წლის განმავლობაში ამ ქვეყნის ეროვნული ვალი გაიზარდა 1,5 მლრდ. გულდენით.
მაგრამ, მიუხედავად ამისა ნიდერლანდების მთავრობა, ნატო-ს ბლოკის ხელმძღვანელობის მოთხოვნით, აგრძელებდა თავისი სამხედრო ხარჯების ზრდას. ასე, ქვეყნის ბიუჯეტის თანახმად 1975 წელს სამხედრო ასიგნებები გაიზარდა 1 მლრდ. გულდენზე მეტი თანხით, და ამ დამატებითი ასიგნებების გამოყენებას ვარაუდობდნენ უმთავრესდ ისეთ ღონისძიებებზე, რომლებიც მიმართული იქნებოდა ნატო-ს სამოკავშირეო (გაერთიაებული) შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გამოყოფილი შენაერთებისა და ნაწილების საორგანიზაცო სტრუქტურის სრულყოფაზე, ეფექტურობისა და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებაზე.
ნიდერლანდების შეიარაღებული ძალების ერთერთ ძირითად სახეობას წარმოადგენდა სახმელეთო ჯარები. მისი რიცხოვნება 1975 წლის დასაწყისისთვის შეადგენდა 75000 ადამიანს. სამსახურის ვადა იყო 16 თვემდე. ნატო-ს ბლოკის ფარგლებში სახმელეთო ჯარების წინაშე მდგარი ამოცანების გადაწყვეტა ეკისრებოდა 1-ლ საარმიო კორპუსს, რომელიც გახლდათ სახმელეთო ჯარების საფუძველი. საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებოდნენ ორი სატანკო და ოთხი მოტოქვეითი ბრიგადები, აგრეთვე უმართავი რაკეტების (ურ) “ონესტ ჯონი” ორი დივიზიონი და სხვა საკორპუსო ნაწილები და ქვედნაყოფები. კორპუსის შენაერთებისა და ნაწილების შეირაღებაში შედიოდა 625 საბრძოლო (საშუალო) ტანკი (425 “ლეოპარდი” და 200 “ცენტურიონი”), 2000 ჯავშანტრანსპორტერი, 250 ჰაუბიცა და სხვა შეიარაღება.
ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე ნატო-ს სამოკავშირეო სახმლეთო ჯარებში გამოყოფილი იყო 1-ლი საარმიო კორპუსი (აკ) და სროლის საშუალო სიშორის მქონე საზენიტო მართვადი რაკეტებით “ჰოქი” აღჭურვილი საჰაერო თავდაცვის (ჰთ) ნაწილები.
ქვეყნის შეიარაღებული ძალების განვითარების პერსპექტიული გეგმის (1974-1983 წლები) თანახმად ვარაუდობდნენ 1-ლი აკ-ის რეორგანიზაციას, რომლის შემადენლობაშიც ითვალისწინებდნენ სამი სატანკო, ექვსი მოტოქვეითი და ერთი ქვეითი ბრიგადების ჩართვას. სატანკო და მოტოქვეით ბრიგდებში საბრძოლო ბატალიონების რაოდენობა ოთხიდან უნდა შეემცირებიათ სამამდე, დაეშალათ ექვსი სარეზერვო ქვეითი ბატალიონი, საველე არტილერიის ორი სარეზერვო დივიზიონი და მესანგრეთა სარეზერვო ბატალიონი. 1977 წლამდე “ონესტ ჯონების” ორი დივიზიონის ნაცვლად უნდა ჩამოეყალიბებიათ მართვადი რაკეტების “ლანსი” ერთი დივიზიონი (სროლის სიშორე 120 კმ-მდე). 1978 წლის ბოლოსთვის უნდა შეექმნათ თვითმავალი საზენიტო არტილერიის ოთხი საბრძოლო და ხუთი სარეზერვო დივზიონი. ომის შემთხვევაში 1-ლი აკ-ის პირადი შემადგენლობის რიცხოვნების გაზრდას გეგმავდნენ 81000 ადამიანამდე.
ნიდერლანდების სამხედრო-საჰაერო ძალებს 1974 წლის ბოლოსთვის საბრძოლო შემადგენლობაში ჰყავდა: გამანადგურებელ-ბომბდამშენების ხუთი ესკადრილია (36 თვითმფრინავი F-104G და 54 თვითმფრინავი F-5A), ჰთ-ის გამანადგურებლების ორი ესკადრილია (36 თვითმფრინავი F-104G) და ერთი სადაზვერვო ესკადრილია (18 თვითმფრინავი RF-4E).
გარდა ამისა, სჰძ-ის შემადგენლობაში შედეიოდნენ სადაზვერვო-მაკორექტირებელი ესკადრილია და კავშირგაბმულობის ესკადრილია (54 ვერტმფრენი “ალუეტი”, 24 თვითმფრინავი “ბივერი” და “ფაიფერი” L-21), სატრანსპორტო ესკადრილია (12 თვითმფრინავი F-27), აგრეთვე საზენიტო-მართვადი რაკეტების (ზმრ) ქვედანაყოფები (72 სროლის დიდი სიშორის ზმრ გასაშვები დანადგარი “ნაიქ-ჰერკულესი” და 72 სროლის საშუალო სიშორის ზმრ გდ “ჰოქი”).
ნიდერლანდების სჰძ-ის საერთო რიცხოვნება შეადგენდა 21500 ადამიანს. სამსახურის ვადა იყო 18-21 თვე.
ნიდერლანდების სჰძ-ის საავიაციო ქვედანაყოფები და ნაწილები ჩართული იყვნენ სჰძ-ის ტაქტიკური საავიაციო სარდლობის (ტას) შემადგენლობაში, რომელიც გადაცემული იყო ნატო-ში და შედიოდა ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე ნატო-ს სამოკავშირეო (გაერთიანებული) სჰძ-ის მე-2 სამოკავშირეო ტაქტიკური საავიაციო სარდლობის (მტას) შემადგენლობაში.
1974-1983 წლებში ნიდერლანდების შეიარაღებული ძალების განვითარების პერსპექტიული გეგმის თანახმად დასახული ჰქონდათ F-104G თვითმფრინავების მთლიანად შეცვლა უფრო თანამედროვე ნიმუშებით. ამ მიზნებზე 1975 წელში უკვე გამოყოფილი ჰქონდათ 60 მლნ. გულდენი, ხოლო 1987 წლისთვის კი ვარაუდობდნენ 570 მლნ. გულდენის დახარჯვას. რაკეტების “ჰოქი” ტექნიკურ მოდერნიზაციაზე 1974-1987 წლებში გათვალისწინებული ჰქონდათ 228 მლნ. გულდენის დახარჯვა. უცხოური ბეჭდური სიტყვის მონაცემებით, 1980 წლისთვის რაკეტები “ნაიქ-ჰერკულესი” და “ჰოქი” უნდა შეეცვალათ რაკეტებით SAM-D (რომლებმაც შემდეგში მიიღეს სახელწოდება “პეტრიოტი”).
ნიდერლანდების სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაში შედიოდა: მრი კრეისერი* “დე ზევენ პროვინსიენი”, შეიარაღებული ზმრი** სისტემით “ტერიერი”; 6 სადარაჯო ხომალდი “ვან სპეიკი”, აღჭურვილები რაკეტებით “სი ქეთი”; 11 საესკადრო ნაღმოსანი; 6 დიზელური სატორპედო წყალქვეშა ნავი; “ვოლფის” ტიპის 6 სადარაჯო ხომალდი; 5 ნავსაწინააღმდეგო კატარღა; 50 სანაღმო ტრალერი; მომარაგების უნივერსალური ტრანსპორტი; 12 სადესანტო კატარღა (შენიშვნა: * მრი წყალზედა საბრძოლო ხომალდი (კრეისერი, საესკადრო ნაღმოსანი, ფრეგატი) _ ნიშნავს მართვადი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გასაშვები დანადგარებით აღჭურვილ ხომალდს (რუსულად შესაბამისი აღნიშვნაა УРО _ управляемое ракетное оружие); ** ზმრი _ ნიშნავს საზენიტო მართვად სარაკეტო შეიარაღებას /რუსულად შესაბამისი აღნიშვნაა ЗУРО _ зенитное управляемое ракетное оружие/).
საზღვაო ქვეითი ჯარი შეყვანილი გახლდათ ოთხ სადესანტო ამფიბიურ საბრძოლო ჯგუფში. სზძ-ის ავიაცის შემადგენლობაში იმყოფებოდა ორი საპატრულო ავიაესკადრილია (8 თვითმფრინავი ბრეგე-1150 “ატლანტიკი” და 13 თვითმფრინავი P-2 “ნეპტუნი”); ვერტმფრენების ორი ესკადრილია (7 AB-204B და 12 “უოსპი”).
ჰოლანდიური სზძ-ის ხომალდების ნაწილი მუდმივად იყოფებოდა ანტილიის კუნძულებზე (რომლებიც ეკუთვნის ნიდერლანდებს): საესკადრო ნაღმოსანი, რამდენიმე სადესანტო კატარღა, საზღვაო ქვეითი ჯარის ამფიბიური საბრძოლო ჯგუფი.
1974-1983 წლებში ნიდერლანდების შეარაღებული ძალების განვითარების პერსპექტიული გეგმის შესაბამისად სზძ-თვის ითვალისწინებდნენ 2 მრი ფრეგატის, 12 მრი სადარაჯო ხომალდის, მომარაგების უნივერსალური ტრანსპორტისა და 15 ტრალერის აგებას. გეგმავდნენ ასევე 13 საპატრულო თვითმფრინავის შესყიდვას P-2 “ნეპტუნი” თვითმფრინავების შესაცვლელად და 24 ვერტმფრენისა ახალი მრი ფრეგატებისა და სადარაჯო ხომალდებისთვის. სზძ-ის პირადი შემადგენლობის საერთო რიცხოვნება 70-იანი წლების შუხანებში იყო 20000 ადამიანი, მათ რიცხვში 2800 საზღვაო ფეხოსანი და 2000 ადამიანი სზძ-ის ავიაციაში. უახლოეს წლებში ხომალდების ახალი შეიარაღებითა და სამხედრო ტექნიკით აღჭურვასთან დაკავშირებით გეგმავდნენ სზძ-ის პირადი შემადგენლობის რიცხოვნების შემცირებას 17550 ადამიანამდე.
ატლანტიკასა და ლა-მანშის სრუტის ზონაში ნატო-ს სზძ-ის მუდმივი შენაერთების შემადგენლობაში ნიდერლანდები გამოჰყოფდა: სადარაჯო ხომალდებს, მათ რიცხვში მრი სადარაჯო ხომალდს, დამხმარე გემებსა და ტრალერებს.
ომის შემთხვევაში ნიდერლანდების სზძ-ის შემადგენლობიდან ნატო-ს სამოკავშირეო (გაერთიანებულ) სზძ-ში გეგმავდნენ გადაეცათ: 6 დიზელური სატორპედო წყალქვეშა ნავი, 21 საპატრულო თვითმფრინავი, 36 ვერტმფრენი, ტრალერების სამი დივიზიონი (31 ხომალდი), საზღვაო-ქვეითი ჯარის სამი ამფიბიური საბრძოლო ჯგუფი სადესანტო კატარღებით, აგრეთვე რამდენიმე დამხმარე გემი.
ნატო-ს ხელმძღვანელობა, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, აქტიურად იყენებდა ნიდერლანდების ტერიტორიას ბლოკის სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების შტაბებისა და ბაზების, აგრეთვე ბირთვული იარაღის მიტანის საშუალებების განთავსებისთვის. ბრიუნსუმში განლაგებული გახლდათ ნატო-ს სამოკავშირეო (გაერთიანებული) შეიარაღებული ძალების შტაბი ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე, აქვე უახლოეს ხანში ვარაუდობდნენ სამოკავშირეო სჰძ-ის შტაბის გადმოტანასაც საომარ მოქმედებათა ამ თეატრზე.
ყოველწლიურად ძლიერდებოდა ნიდერლანდების პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო დამოკიდებულება ნატო-ს ბლოკზე. მაგალითად, ნიდერლანდების მთავრობამ, ისწრაფოდა რა ეროვნული ვალის რამდენადმე შემცირებისკენ, 1974 წლის ივლისში შეიმუშავა პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა სამხედრო ასიგნებების შემცირებას და წარუდგინა იგი განსახილველად ნატო-ს სამხედრო კომიტეტებს. მასში კერძოდ გაითვალისწინებოდა შეიარაღებული ძალების რიცხოვნების რამდენადმე შემცირება, “ნაიქის” სარკეტო ბატარეების რაოდენობის შემცირება, “ჰოქის” ტიპის რაკეტებით აღჭურვილი ნაწილების გფრ-დან ნიდერლანდებში გადმოყვანა. გარდა ამისა მთავრობას განზრახული ჰქონდა შეენელებია მოძველებული თვითმფრინავების F-104 “სტარფაიტერი”, მოძველებული ნავსაწინააღმდეგო ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების შეცვლის ტემპები.
მაგრამ, საბჭოთა ავტორების სიტყვებით, ნატო-ს ხელმძღვანელობის ზეწოლის შედეგად, ჰოლანდიის მთავრობამ უარი თქვა სამხედრო ხარჯების დასახულ შემცირებაზე, ჩაერთო გამალებული შეიარაღების ახალ ტურში და აგრძელებდა თავისი წილის ზრდას ბლოკის სამხედრო ძალისხმევებში.
შეიარაღებული ძალების შენახვასა და ომისთვის ქვეყნის მომზადებაზე, საბჭოთა ავტორების შეფასებით, ნატო-ს აგრესიული გეგმების შესაბამისად, ჰოლანდიის მთავრობა ხარჯავდა საკმარისად მსხვილ თანხებს ასეთი მცირე ქვეყნისთვის. 1975 წლის ბიუჯეტში სამხედრო ხარჯებისთვის გამოყოფილი ჰქონდათ 6,8 მლრდ. გულდენი. სხვა სამინისტროების მუხლების გათვალისწინებით სამხედრო მიზნებით განკუთვნილი ასიგნებების შესაბამისად, სამხედრო ხარჯების საერთო მოცულობას 1975 წელს უნდა შეედგინა 7,1 მლრდ. გულდენი, რაც 1 მლრდ.-ით მეტი იყო, ვიდრე 1974 წელში. ეს გახლდათ ყველზე უფრო მსხვილი სამხედრო ბიუჯეტი ქვეყნისა მანამდე მშვიდობიანი დროის პირობებში. სახმელეთო ჯარებისთვის გამოყოფილი ჰქონდათ 3,2 მლრდ. გულდენი, სზძ-ისა და სჰძ-თვის თითოეულს 1,6 მლრდ. 1974 წელს მთავრობა მიიღო ნიდერლანდების შეიარაღებული ძალების განვითარების პერსპექტიული გეგმა 1974-1983 წლებზე, რომლითაც გათვალისწინებული იყო მისი ძლიერების შემდგომი ზრდა.
საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, აშშ-ისა და ნატო-ს დიქტატის თავს მოხვევა, სამხედრო ხარჯების ზრდის გაგრძელება და გამალებულ შეიარაღებაში მონაწილეობა არა მარტო ხალხის მასების უკმაყოფილებას იწვევდა, არამედ ქვეყნის ხელმძღვანელი წრეებისაც. მაგრამ ნიდერლანდების მთავრობა ატარებდა სამხედრო პოლიტიკას ნატო-ს ბლოკის აგრესიული კურსის შესაბამისად.
(დასასრული იხ. ნაწილი V)
მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment