(საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებებით)
შინაარსი
ზოგადი შესავალი
თემის შესავალი
I. ნატო–ს წევრი ძირითადი ევროპული ქვეყნების სამხედრო დოქტრინების ზოგიერთი დებულება 1980–იანი წლების დასაწყისში
. . . . . I. 1. დიდი ბრიტანეთის სამხედრო დოქტრინა 80-იანი წლების დასაწყისში
. . . . . I. 2. გფრ-ის სამხედრო დოქტრინა 80-იანი წლების დასაწყისში
. . . . . I. 3. საფრანგეთის სამხედრო დოქტრინა 80-იანი წლების დასაწყისში
. . . . . I. 4. იტალიის სამხედრო დოქტრინა 80-იანი წლების დასაწყისში
II. დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები 1970–იანი წლების მიწურულს
III. გფრ–ის შეიარაღებული ძალები 1970–იან წლებსა და 80–იანების დასაწყისში
. . . . . III. 1. გფრ-ის შეიარაღებული ძალები 1970-იანი წლების პირველ ნახევარში
. . . . . III. 2. ბუნდესვერის სრულყოფის გეგმები 70-იანი წლების შუახანებში
. . . . . III. 3. გფრ-ის შეიარაღებული ძალების მგომარეობა და განვითარების პერსპექტივები 70-იანი წლების მიწურულს
. . . . . III. 4. ბუნდესვერის განვითარების პროგრამა 1970-80იანი წლების მიჯნაზე
. . . . . III. 5. გფრ-ის უმაღლესი სამხედრო მმართველობის ორგანოები 1980-იანი წლების დასაწყისში
. . . . . III. 6. გფრ-ის სამხედრო-პოლიტიკური კურსი 1980-იანი წლების დასაწყისში
IV. საფრანგეთის შეიარაღებული ძალები 1970–იან წლებსა და 80–იანების დასაწყისში
. . . . . IV. 1. საფრანგეთის შეიარაღებული ძალები 1970–იან წლებსა და 80–იანების დასაწყისში
. . . . . IV. 2. საფრანგეთის სამხედრო პოლიტიკის სახიფათო ევოლუცია 1980–იანი წლების დასაწყისისთვის
V. იტალიის შეიარაღებული ძალები 1980–იანი წლების დასაწყისში
VI. ბელგიის შეიარაღებული ძალები 1980–იანი წლების დასაწყისში
VII. ნიდერლანდების შეიარაღებული ძალები 1970–იანი წლების შუახანებისთვის
VIII. ნორვეგიის შეიარაღებული ძალები 1970–იანი წლების მეორე ნახევარში
IX. ესპანეთის შეიარაღებული ძალები 1970–იანი წლების მეორე ნახევარში
X. საბერძნეთის შეიარაღებული ძალები 1970–იანი წლების პირველ ნახევარში
(ნ ა წ ი ლ ი I)
ზოგადი შესავალი
ამ ნაშრომის სათაურში გაკეთებულია მინიშნება, რომ იგი მომზადებულია საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების მიერ გამოქვყნებული წერილების საფუძველზე, უფრო ზუსტად საბჭოთა სამხედრო პერიოდიკაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით. ასეთი ხასიათის ნაშრომის გამოქვეყნება გადაგვაწყვეტინა იმან, რომ უკანასკნელ 15-20 წელიწადში განსაკუთრებით მასობრვი ინფორმაციის ქართულ საშუალებებში თავი იჩინა ტენდენციამ, რომ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაპირისპირების, ანუ „ცივი ომის“ ათწლეულებში რაც კი სიკეთე იყო, ყველაფერი მოდიოდა დასავლეთისგან (უფრო სწორად, ატლანტიკური დასავლეთისგან, ჩრდილოატლანტიკური კავშირისგან), ხოლო ყოველივე ბოროტება და უსამართლობა _ აღმოსავლეთისგან (უფრო სწორად, საბჭოთა კავშირისა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციისგან). სინამდვილეში ასეთი მიდგომა ძალზედ დამახინჯებულია და ახდენს თანამედროვე ქართული საზოგადოების დეზორიენტირებას, მისი სიმპათიებისა და ანტიპათიების არასწორად მიმართვას. საქმის ნამდვილი ვითარება და რეალური ურთიერთობები კი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის თავისი გზითა და კანონებით მიდის, შესაძლოა მათ შორის მოხდეს ძალზედ მძიმე, სისხლის, ნგრევისა და დიდი მსხვერპლის მომტანი დაჯახება, რაც არა ერთხელ ყოფილა ისტორიაში, და მაშინ ასე ტენდენციურად და უსამართლოდ დამუხტულ ქართულ საზოგადოებას შესაძლოა დიდი უბედურების გადატანა მოუხდეს, სწორედ თავისი არასწორი განწყობილების გამოც; და დიდი მსხვეპლის, სისხლისა და სირცხვილის ფასად მოუხდეს იმაში გარკვევა, რაში გარკვევაც დღესაც შესაძლებელია მისი სწორად ინფორმირებისა და პროპაგანდის სწორად წარმართვის შემთხვევაში.
ცნობილია, რომ ტერმინს _ ცივი ომი, საბჭოთა ავტორები სვამდნენ ბრჭყალებში, და ხშირად ხმარობდნენ ასეც _ ე. წ. „ცივი ომი“, მაშინ, როდესაც დასავლეთში ეს ტერმინი გამოიყენებოდა ბრჭყალებისა და „ე. წ.“ თიკუნის გარეშე. ამ განსხვავების მთელი პერიპეტიების ისტორია ჩვენთვის უცნობია, მაგრამ ის კი ნათელია, რომ საბჭოთა ავტორები 1970-80იან წლებში გამოქვეყნებულ მასალებში აცხადებდნენ, რომ „ცივი ომის“ განწყობა უკვე 70-იან წლებში წარსულში იყო გადასული და საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური ბანაკის სხვა ქვეყნების მეცადინეობით დაპირისპირება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გადადიოდა ურთიერთნდობის გაძლიერების, მშვიდობიანი თანაარსებობისა და ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის სფეროში. მაგრამ იქვე აღნიშნავდნენ, რომ დასავლეთში ჯერ კიდევ არიან მილიტარისტული და იმპერიალისტური წრეები, რომლებსაც არ აწყობთ არსებული სამხედრო-პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვა და მშვიდობიანი ურთიერთობების განვითარება, რომ ისინი დიდ მოგებას ნახულობენ იარაღითა და სამხედრო ტექნიკით ვაჭრობაში და ა. შ.
თუკი საბჭოთა ავტორების ამ განცხადებებში, მათი, ისევე როგორც დასავლელი ავტორების ტენდენციურობის გარკვეული ნაწილის გათვალისწინებით, მაინც მნიშვნელოვანი დოზით იყო სიმართლე, თუკი ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნები მაშინ ნამდვილად იყვნენ მონდომებული დასავლეთთან ურთიერთხელსაყრელი და მშვიდობიანი თანამშრომლობის აწყობაში, განა უკეთესი არ იქნებოდა ისტორიული პროცესები ამ გზით წასულიყო, და არა ამ ორი ბლოკიდან ერთერთის დამარცხებისა და დაშლის, თანაც ისეთი დაშლის გზით, რომლის შედეგადაც მასში შემავალ სახელმწიფოებში მოიშლებოდა ეკონომიკა, დაეცემოდა სულიერი კულტურა, განათლება, საზოგადოებრივი ურთიერთობები და სხვა? ალბათ უკეთესი იქნებოდა, მაგრამ დღევანდელ გამარჯვებულთა ფეხის ხმას აყოლილ ნაწილს ქართველობისა, ჰგონია, რომ ეს გამარჯვება მარადიული იქნება და ხვალე სხვანაირად არ დატრიალდება ისტორიის ბორბალი, თავად ისტორიის გაკვეთილები კი სულ სხვა რამეს გვასწავლის.
ასევე, 1960-იანი წლების ბოლოსა და 70-იანების პირველ ნახევარში აქტიურად მიმდინარეობდა ისევ ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების მიერ მნიშვნელოვანწილად ინიცირებული დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ურთიერთნდობის განვითარების, სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შეზღუდვისა და ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შეზღუდვის შესახებ მოლაპარაკებების პროცესი, რომლის შედეგადაც ჩამოყალიბდა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირი (ევროთათბირი _ ეუთთ, ამჟამად _ ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია _ ეუთო), ხოლო ამ უკანასკნელის ეგიდით 1975 წლის შემოდგომაზე ჰელსინკში ხელი მოეწერა დასკვნით აქტს ევროთათბირის მონაწილე სახელმწიფოებს შორის. გარდა ამისა, შემდგომ წლებშიც მიმდინარეობდა კონსულტაციები და მოლაპარაკებები აღნიშნული ორგანიზაციის ფარგლებში, რომლებსაც შედეგად მოჰყვა 1990 წლის ნოემბერში პარიზში ხელშეკრულების დადება ევროპაში შვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ, რომლის ძალითაც დადგინდა ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტები ევროპის მთელ ტერიტორიაზე ნატო-ს ბლოკისა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის მონაწილე ქვეყნებისთვის. ამ პროცესებშიც დიდი იყო ვარშავის ხელშეკრულების სახელმწიფოთა წვლილი, და ეს ყველასთვის ცნობილია, მაგრამ საქართველოში მიდის მხოლოდ გამარჯვებულთა მაამებლობის კამპანია, რომ მხოლოდ დასავლეთის დამსახურებაა ყოველგვარი სიკეთე ევროპის კონტინენტზე, და ასეთი მლიქვნელობა, შესაძლოა, ერთხელაც ძვირად დაუჯდეს ჩვენს საზოგადოებას.
პირადად ჩვენ აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს ვსწავლობთ 1991 წლიდან და 90-იანი წლების განმავლობაში ბევრი რამ დაგვიწერია ძირითადად საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურებისთვის ამერიკული სამხედრო მშენებლობის აქტუალური და ზოგადი საკითხების გაშუქებით. მაგრამ, ამავე დროს გამოიკვეთა ბევრი რამ ნეგატიური ქმედებანი ამერიკულ-ქართულ სამხედრო ურთიერთობებში, ბევრი ისეთი რჩევა მოცემული ქართველებისთვის, რაც თავად აშშ-ში უარყოფილი და მიუღებელია, რაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ინტერესებს კი არ შეესაბამება, არამედ თავდაცვისუნარიან სახელმწიფოდ მისი ვერჩამოყალიბებისა და მუდმივად ამერიკულ ნებაზე დამოკიდებულ მაჩანჩალად დარჩენის ინტერესებს. ამის მაგალითები უამრავია, მოვიყვანთ მხოლოდ რამდენიმე მათგანს.
პირველი, ჯერ კიდევ 1999 წლის ზაფხულიდან ხელისუფლებას ვეუბნებოდით და გაზეთ „საქართველოშიც“ ვბეჭდავდით, რომ 90-იანი წლების დასაწყისიდანვე, ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციისა და სსრკ-ის დაშლის, ნატო-ს ბლოკის უმეტესი სახელმწიფოების სამხედრო ხარჯების, შეიარაღებათა და შეიარაღებული ძალების საგრძნობლად შემცირების ფონზე, ჩვენი უშუალო მეზობელი თურქეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა „ცივი ომის“ ტრადიციებში აგრძელებდა თავისი სამხედრო ხარჯების ზრდას, ხოლო აშშ-ისა და გერმანიის ხელმძღვანელობა აწვდიდა მას სამხედრო ტექნიკასა და შეიარაღებას, ან კიდევ გადასცემდა ტექნოლოგიებს მათ შესაქმნელად. ამ ღონისძიებების შედეგად თურქეთის შეიარაღებაში გამოჩნდა დიდი რაოდენობით ამერიკული და გერმანული საბრძოლო ტანკები M-60 A1/A3 და „ლეოპარდ-1 A1/A3“, მოჯავშნული საბრძოლო მანქანები YPR-765, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, განსაკუთრებით ამერიკული 203,2-მმ თვითმავალი ჰაუბიცები M-110 A1/A2, ამერიკული 227-მმ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები MLRS, რომელთაც ასევე შეუძლიათ ATACMS სისტემის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გაშვება, სროლის სიშორით 190 კმ-მდე (ეს უკანასკნელი განხორციელდა შედარებით გვიან, 2000 წლისთვის), F-16 C/D ტიპების ამერიკული ტაქტიკური გამანადგურებელი თვითმფრინავები, 109-ტიპის გერმანული წყალქვეშა ნავები, ხომალდსაწინააღმდეგო, წყალქვეშა ნავსაწინააღმდეგო და საზენიტო მართვადი სარაკეტო და საარტილერიო შეიარაღებით აღჭურვილი ამერიკული „ნოქსისა“ და „ოლივერ ჰ. პერის“ ტიპებისა და გერმანული MEKO 200 ტიპის ფრეგატები (მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდები). ყოველივე ეს მნიშვნელოვნად აღემატება დღევანდელი თურქეთის თავდაცვითი საკმარისობის დონეს, თუმცა კი სახელმწიფოს შეუძლია იყოლიოს ასეთი ტექნიკა და ჰქონდეს მსგავსი რაოდენობის შეიარაღება, მაგრამ მისი მეზობლები, ბუნებრივია, უნდა ფიქრობდნენ როგორც მისი შესაძლო შემოტევის საშიშროებაზე, ისე ამ შემოტევისგან საკუთარი ტერიტორიისა და სუვერენიტეტის დაცვაზე, ანუ შესაძლო აგრესიის მოგერიებასა და საკუთარ თავდაცვაზე. თანაც უნდა ითვალისწინებდნენ, რომ მილიარდობით დოლარს თურქეთის მთავრობა წლების მანძილზე ტყუილა-უბრალოდ წყალში არ გადაყრიდა, ამიტომ მას რაღაც ვარაუდები და გეგმები უნდა ჰქონდეს ამ შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის გამოყენებაზე.
მეორე, ეუთთ-ის ეგიდით დადებული 1990 წლის ნოემბრის პარიზის ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე 1992 წლის ტაშკენტის შეთანხმების თანახმად, საქართველოს (ასევე აზერბაიჯანსაც და სომხეთსაც) დაუდგინეს, რომ მშვიდობიანობის დროს მის ტერიტორიაზე რეგულარულ საჯარისო ნაწილებში შესაძლოა განლაგებულ იყოს არაუმეტეს 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის, 285 ერთეული 100 მმ და მეტი ყალიბის საველე საარტილერიო სისტემის, 100 საბრძოლო თვითმფრინავისა და 50 დამრტყმელი ვერტმფრენის. უნდა ითქვას, რომ აქ ნებადართული ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის რაოდენობა მიზერულადაც კი ვერ აკმაყოფილებს 5-მილიონიანი ქვეყნის თავდაცვის მოთხოვნილებებს. სახელდობრ, სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 2000 წელს 7-მილიონიანი შვეიცარიის შეიარაღებაში შედიოდა 560-მდე საბრძოლო ტანკი (მათ შორის 370 თანამედროვე გერმანული „ლეოპარდ-2“, დაახლოებით 1000 მოჯავშული საბრძოლო მანქანა, 1100-მდე საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი; ხოლო 5-მილიონიანი ფინეთის შეიარაღებაში ნაჩვენები იყო 230 საბრძოლო ტანკი, დაახლოებით 600-650 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, საველე და სანაპირო არტილერიის 1900-ზე მეტი სისტემა (ქვემეხი, ნაღმსატყორცნი და ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი). როგორც ვხედავთ ორივე ამ მცირე ევროპული ნეიტრალური სახელმწიფოს შეიარაღება მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოსთვის დადგენილ მაქსიმალურ დასაშვებ დონეებს _ კვოტებს. ისიც ბუნებრივია, რომ ამ მცირე ევროპულ სახელმწიფოებს ასეთი შეიარაღება და შეიარაღებული ძალები სჭირდებათ თავიანთი თავდაცვის უზრუნველსაყოფად, მათსავე მაგალითს მიჰყვებიან უწინ ნეიტრალური და ამჟამად კი ნატო-ს ბლოკში გაწევრანებული შვედეთი და ნატო-ს წევრი საბერძნეთი; ასეთივე მნიშვნელოვანი შეიარაღება გააჩნდათ „ცივი ომის“ წლებში ჩრდილოატლანტიკური კავშირის წევრ ნორვეგიას, რომელიც უშუალოდ ემეზობლებოდა საბჭოთა კავშირს, ნიდერლანდებს, ბელგისა და დანიას. დღესდღეობით ევროპაში მსხვილმასშტაბიანი ომის გაჩაღების საშიშროება მკვეთრადაა შემცირებული და ამიტომაც ნიდერლანდების, ბელგიის, ნორვეგიისა და დანიის შეიარაღება საგრძნობლად შემცირებულია, მაგრამ განა ჩვენს მახლობლადაც ასეთივე სიწყნარეა, განა როდესაც ამერიკელი და ნატო-ელი მრჩევლები ჩვენ გვირჩევენ მცირერიცხოვანი ჯარების ყოლასა და მცირე რაოდენობის შეიარაღებით დაკმაყოფილებას, ისინი თავადვე არ ეწინააღმდეგებიან „ცივი ომის“ პერიოდის საკუთარსავე გამოცდილებას? რა თქმა უნდა ეწინააღმდეგებიან, და საქმეში ჩახედული ნებისმიერი ადამიანისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ისინი ჩვენ გვატყუებენ, და ჩვენშიც ბევრი თავს იტყუებს. მაგრამ რა მოჰყვება ამას შედეგად?
ვფიქრობთ ეს ორი მაგალითი სავსებით საკმარისია იმის დასანახად, რომ დასავლეთი სულაც არ წარმოადგენს იმ „კეთილ ძიას“, რომელმაც, მიაღწია რა პირად კეთილდღეობას, მხოლოდ ისღა დარჩენია საზრუნავად, რომ ახლა სხვებს დაეხმაროს, ცხოვრების სწორ გზაზე დააყენოს და ამით ყველგან სამართლიანობისა და სიკეთის დამკვიდრებისთვის იღვაწოს. როგორც ვხედავთ, თავად ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით გაძლიერებული დასავლეთი კვლავ აგრძელებს მოტყუების, მზაკვრობისა და აგრესიის სულმდაბალ პოლიტიკას. ამიტომ ბუნებრივია, რომ ჩვენი მისწრაფებაც იქითკენ, რომ ახლებურად ვცადოთ რამდენიმე ათეული წლის წინანდელი მოვლენების დანახვა და შეფასება, და უფრო მეტი ნდობითაც მოვეკიდოთ მაშინდელი საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების, გამოქვეყნებული წერილების ავტორების ბევრ მოსაზრებასა და თვალსაზრისს.
ყოველივე ამან გვაფიქრებინა დაგვეწერა ისეთი ნაშრომი, რომელშიც „ცივი ომის“ წლებში მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკური პროცესები განხილული იქნებოდა ძირითადად საბჭოთა სამხედრო ბეჭდურ გამოცემებში გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე. მაგრამ აქაც გასათვალისწინებელია ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორი. უკანასკნელ ათწლეულში რუსეთის ფედერაციაში გამოჩნდა ისეთი ნაშრომები, რომლებშიც ავტორები წარსულისა და თანამედროვეობის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებს აფასებენ არა კლასთა ბრძოლის (მარქსისტულ-ლენინური) პოზიციებიდან, არამედ მართლმადიდებლური ქრისტიანობისა და საკუთარი სამშობლოს სიყვარულის თვალთახედვით. და ამ ავტორებისთვის ბევრი რამ მიუღებელია საბჭოთა ავტორების შეფასებებშიც, ხშირად არა მათი უარყოფის, არამედ ახლებურად, უფრო ღრმად და მასშტაბურად დანახვის მიმართულებით. ამ ავტორების სიტყვით, დასავლეთის გავლენიანი წრეების მეცადინეობით, რომლებსაც ზოგადად უწოდებენ „მსოფლიო კულისებსმიღმა ძალებს“ («мировая закулиса»), XX საუკუნის დასაწყისში მსოფლიო პოლიტიკაში გამოტანილ იქნა ორი პროექტი: კომუნიზმისა და ლიბერალური დემოკრატიის; ისინი ერთმანეთს ხშირად სამკვდრო-სასიცოცხლოდ უპირისპირდებოდნენ, მაგრამ ორივე მათგანი ემსახურებოდა ცალკეული სახემწიფოების სუვერენიტეტის ეროზიის (დასუსტებისა და დაკნინების) საქმეს. მართლაც, როგორც რუსი მართლმადიდებელი ავტორები აღნიშნავენ, კომუნიზმის პროექტისთვის საფუძველს წრმოადგენდა სოციალური კლასი, რომელსაც ეროვნება და ეროვნულობა არ გააჩნია, და პირიქით, მიისწრაფვოდა მთელი მსოფლიოს მუშათა კლასის (პროლეტარიატის) ერთიანობისკენ. მეორეს მხრივ, ლიბერალური დემოკრატიის იდეოლოგიის საფუძველს წარმოადგენს ინდივიდი, მსოფლიო მოქალაქე და მისი ინტერსები, რომლებიც ასევე ვერ ჯდება ეროვნებისა და ეროვნულობის ჩარჩოებში და პირიქით, ეროვნულობა და სახელმწიფოებრიობა მისთვის შემზღუდველი და დამაბრკოლებელი ფაქტორებია. ამ ორი იდეოლოგიის ჭიდილში გაიმარჯვა ლიბერალურმა დემოკრატიამ, მაგრამ ეს იყო პროცესის მხოლოდ ზედაპირული მხარე. სინამდვილეში ინტერესები უფრო ღრმად მიდის, და ემსახურება თითოეული სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ინდივიდუალურობის, თვითმყოფადობის ეროზიის (დასუსტებისა და დაკნინების) მიზანს. ამ ავტორების აზრით სწორედ ქრისტიანობა (მართლმადიდებლობა) და ქრისტიანული მსოფლმხედველობა გვეხმარება ამ სირღმეებში ჩახედვისა და სწორი დასკვნების გამოტანის საქმეში, ისევე როგორც სხვა ქრისტიანული კონფესიების კონსერვატიული წრეებიც ახლოს დგანან ასეთ შეფასებებთან.
თემის შესავალი
1983 წელს საბჭოთა სამხედრო პერიოდიკაში გამოქვეყნებულ წერილში „ნატო-ს ბლოკის ძირითადი ევროპული ქვეყნების სამხედრო დოქტრინების ზოგიერთი დებულება“ საბჭოთა სამხედრო სპეციალისტები აღნიშნავდნენ, რომ თავისი მშვიდობისმოყვარე პოლიტიკისადმი ერთგული საბჭოთა კავშირი და სოციალისტური თანამეგობრობის სხვა ქვეყნები აკეთებდნენ ყველაფერს მათზე დამოკიდებულს საერთაშორისო კლიმატის გაჯანსაღების, გამალებული შეიარაღების შემცირებისა და საბოლოო ჯამში ახალი მსოფლიო ომის თავიდან აცილებისთვის. მათი სიტყვით, საბჭოთა სამხედრო დოქტრინას საფუძვლად ედო მშრომელთა სოციალისტური მონაპოვრების დაცვის, მშვიდობისა და ხალხთა უსაფრთხოების განმტკიცების პროგრესული იდეები. დაუღალავად იბრძოდა რა მშვიდობისთვის, საბჭოთა კავშირმა ცალმხრივი წესით უარი თქვა ბირთვული იარაღის პირველად გამოყენებაზე. ასევე, 1970-80იანი წლების მიჯნაზე, მან სოციალისტური ქვეყნების სახელით, შეიტანა ახალი კონსტრუქციული წინადადებები ცენტრალურ ევროპაში შეიარაღებათა ურთიერთ შემცირების შესახებ.
საბჭოთა ავტორების სიტყვით, სრულიად სხვა დოქტრინებს მისდევდნენ აშშ და ნატო-ს წამყვანი ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც ისწრაფვოდნენ ისტორიული განვითარების კანონზომიერი სვლის ძალით შეჩერებისკენ, იმპერიალისტური პოზიციების შენარჩუნებისკენ, მისი აგრესიული გლობალური გეგმების განხორციელებისთვის გზის გაწმენდისკენ. ისინი არ მალავდნენ იმას, რომ მათი სამხედრო დოქტრინები არა თუ არ გამორიცხავდა ბირთვული იარაღის პირველად გამოყენების შესაძლებლობას, არამედ აგებულიც კი იყო ომის გაჩაღების ამ სახიფათო ჩანაფიქრზე.
საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების აზრით, დიდი ბრიტანეთის, გფრ-ისა და იტალიის მმართველმა წრეებმა ამერიკული ადმინისტრაციის ზეწოლითა და მათ მიერ გამოგონილი „საბჭოთა მუქარის“ საბაბით მოიწონეს ნატო-ს გადაწყვეტილებები სამხედრო მიზნებით ასიგნებების ყოველწლიურად 3%-ით ზრდის შესახებ (1983 წელში ლაპარაკობდნენ უკვე 4%-ზე), ასევე ევროპაში ბლოკის ბირთვული ძალების ზრდის შესახებაც 80-იანი წლების ბოლოსთვის საშუალო სიშორის 464 ფრთოსანი და 108 ბალისტიკური („პერშინგ-2“) რაკეტის გაშლის გზით (დაწყებული 1983 წლიდან). საფრანგეთიც მხარს უჭერდა ამ გადაწყვეტილებებს, თუმცა კი არ შედიოდა აღნიშნული ბლოკის სამხედრო ორგანიზაციაში.
ნატო-ს ძირითადი ევროპული ქვეყნები თავიანთ მილიტარისტულ მზადებებში ითვალისწინებდნენ არა მხოლოდ ბლოკის კოალიციური სამხედრო სტრატეგიის მოთხოვნებს, არამედ ამერიკული სამხედრო დოქტრინის დებულებებსაც, აგრეთვე მის ცვლილებებს სტრატეგიულ საკითხებში, განსაკუთრებით შეიარაღებული ძალების მშენებლობასა და საომარი მოქმედებების წარმოების ხერხებში. მაგრამ, საბჭოთა ავტორების შეფასებით, ალიანსის მონაწილე ევროპული ქვეყნების სამხედრო დოქტრინების ბლოკური ინტერესებისადმი დაქვემდებარების მიუხედავად, მათ გააჩნდათ თავიანთი განსაკუთრებული ეროვნული შინაარსიც, იძლეოდნენ მითითებებს ომისთვის მომზადების საკითხებზე თითოეული სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების, შიდაპოლიტიკური მდგომარეობისა და გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით.
I. ევროპის ძირითადი ქვეყნების სამხედრო დოქტრინები 1980–იანი წლების დასაწყისში
I. 1. დიდი ბრიტანეთის სამხედრო დოქტრინა 80-იანი წლების დასაწყისში
საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, დიდი ბრიტანეთის სამხედრო დოქტრინა ყალიბდებოდა საერთაშორისო არენაზე ქვეყნის როლისა და ადგილის ცვლილებების გავლენით, განსაკუთრებით ბრიტანეთის კოლონიური იმპერიის დაშლის შედეგად. ინგლისელი ხელისუფალნი ცდილობდნენ პოზიციების შენარჩუნებას თავიანთ ყოფილ კოლონიებსა და დამოკიდებულ ქვეყნებში, აგრეთვე წამყვნი მდგომარეობის განმტკიცებას დასავლეთ ევროპაში, არ უშვებდნენ რა იმას, რომ საფრანგეთს ან გერმანიას წინ გაესწროთ დიდი ბრიტანეთისთვის სამხედრო ან ეკონომიკური ძლიერებით.
საბჭოთა ავტორების აზრით, ბრიტანეთის ხელისუფლება ისახავდა აგრესიულ მიზნებს და ცდილობდა თავისი ავტორიტეტის ამაღლებას ნატო-ში, რისთვისაც უზარმაზარ თანხებს ხარჯავდა სამხედრო მიზნებით (1982/83 ფინანსურ წელში ასიგნებული იყო 14 მლრდ. გირვანქა სტერლინგზე მეტი). ამასთან იგი ავლენდა სხვა მონაწილე ქვეყნების ხელმძღვანელობასთან შედარებით უფრო მაღალ აქტიურობას ბლოკის მიერ დასახული შეიარაღების გეგმების შესრულებაში. არგენტინასთან სამხედრო კონფლიქტსაც კი (1982 წ. აპრილ-ივნისი), რომელიც, საბჭოთა ავტორების სიტყვით, კონსერვატორებმა გამოიყენეს უწინარეს ყოვლისა ქვეყნის შიგნით დაკარგული პოლიტიკური პოზიციების აღდგენისთვის, მ. ტეტჩერის მთავრობა აფასებდა როგორც „დიდ წილს დასავლეთის თავდაცვაში“, სამოკავშირეო ვალდებულებებისა და იარაღის ახალი სისტემების ძლიერი და სუსტი მხარეების, აგრეთვე ნატო-ს შეიარაღებული ძალების მსხვილი მობილური ფორმირებების გაშლის შესაძლებლობების პრაქტიკულ შემოწმებას.
დიდი ბრიტანეთის იმდროინდელი სამხედრო დოქტრინის პოლიტიკური არსი, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, იმაში მდგომარეობდა, რომ იგი მიმართული იყო მსოფლიოში სოციალურ-პოლიტიკური წინააღმდეგობების გადაწყვეტაზე სამხედრო ძალის დახმარებით ქვეყნის გაბატონებული კლასის ინტერესებში. ამის შესაბამისად, მთავარი მოწინააღმდეგის სახით განსაზღვრული იყო საბჭოთა კავშირი, სოციალიზმის მსოფლიო სისტემა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა.
კონსერვატორების იმდროინდელმა მთავრობამ, საბჭოთა ავტორების სიტყვით, ხელისუფლებაში ყოფნის პირველი დღეებიდანვე გამოაცხადა ხისტი კურსი სსრკ-თან და სოციალისტური თანამეგობრობის სხვა ქვეყნებთან მიმართებაში: მსოფლიოში სსრკ-ის პოზიციებისა და გავლენისთვის ძირის გამოთხრა, ევროპაში ჩამოყალიბებული ძალთა თანაფარდობის დარღვევა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეყნებზე დასავლეთის სამხედრო უპირატესობის მიღწევა. ამის განხორციელებას დიდი ბრიტანეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ვარაუდობდა ნატო-სა და მთელი კაპიტალისტური სამყაროს საერთო ძალისხმევით აშშ-ის მეთაურობით. ლონდონის კონსერვატიული მთავრობა არაერთხელ აცხადებდა, რომ დიდი ბრიტანეთის მომხრეობას ჩრდილოატლანტიკური ბლოკისადმი გააჩნია პირველხარისხოვანი მნიშვნელობა და ვერაფერი ვერ გამოიწვევს მისი ვალდებულებების დარღვევას კავშირის წინაშე. სწორედ იმავე დროს, როდესაც ყოფილი კოლონიური ქვეყნები აყენებდნენ საკითხს ახალი საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგის ჩამოყალიბების აუცილებლობის თაობაზე, ბრიტანეთის ხელმძღვანელობის აზრით, დიდ მნიშვნელობას იძენდა ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ინტერესების დაცვა ბლოკის „პასუხისმგებლობის“ ზონის ფარგლებს გარეთაც, სახელდობრ ნედლეულის წყაროებისა და მნიშვნელოვანი სამხედრო-სტრატეგიული რაიონების დაპყრობისა და შენარჩუნების საქმეში.
დიდ ბრიტანეთს აშშ-თან ჩამოუყალიბდა „განსაკუთრებული ურთიერთობები“, და უწინარეს ყოვლისა სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში, რომლებიც, 1980-იანი წლების დასაწყისში, ემყარებოდა „ბირთვულ პარტნიორობას“, სადაც აღინიშნებოდა მისი დამოკიდებულება ამ ურთიერთობებზე. კონსერვატორების მთავრობა, საბჭოთა ავტორების შეფასებებით, მიდიოდა ამერიკული იმპერიალიზმის სამხედრო პოლიტიკის ფარვატერში, რომლის მეშვეობითაც იგი იმედოვნებდა თავისი წონისა და გავლენის შენარჩუნებას ევროპულ საქმეებში. ამიტომ შემთხვევითი არ იყო, რომ დოქტრინა ბევრ რამეში ეთანხმებოდა აშშ-ის სამხედრო პოლიტიკის დებულებებს, აგრეთვე ნატო-ს კოალიციურ სტრატეგიას.
1980-იანი წლების დასაწყისში დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას კურსი ჰქონდა აღებული თავისი დაკარგული პოზიციების აღდგენაზე ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით სპარსეთის ყურის ზონაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და სამხედრო-სტრატეგიული მიმართებით მნიშვნელოვან სხვა რაიონებში. ოფიციალური ინგლისელი წარმომადგენლები პირდაპირ აცხადებდნენ, რომ მზად არიან გამოიყენონ შეიარაღებული ძალები ვითარების გამწვავებისას ნებისმიერში აღნიშნული რაიონებიდან. ამისთვის თავდაცვის სამინისტროში სახავდნენ, ამერიკული ნიმუშის მიხედვით, საკუთარი „სწრაფი გაშლის ძალების“ შექმნის გეგმებს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა პირდაპირი შეიარაღებული ჩარევის სწრაფად და ეფექტურად განხორციელება განვითარებადი სახელმწიფოების საშინაო ან ურთიერთშორის საქმეებში.
საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის მონაცემებით, დიდი ბრიტანეთი ყოველმხრივ დახმარებას აღმოუჩენდა პენტაგონს თავის ტერიტორიაზე ახალი სამხედრო ბაზების შექმნასა და არსებულების გაფართოებაში, ვალდებულებებს კისრულობდა მათი მაღალი საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფაზე. მ. ტეტჩერის კონსერვატიული მთავრობა, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს „პარტნიორობას“ ჩრდილო-ატლანტიკურ ბლოკში, ერთერთი პირველი დაეთანხმა 160 ამერიკული ფრთოსანი რაკეტის განლაგებას თავის ტერიტორიაზე, რიგი წლების განმავლობაში ამყოფებდა ოთხი-ექვსი ხომალდისგან შემდგარ ესკადრას ინდოეთის ოკეანეში და აშშ-თან ერთობლივად ახდენდა ზეწოლას დასავლეთევროპულ ქვეყნებზე ნატო-ს ჯარების დაჯგუფების გაძლიერებაში მათი წილის გაზრდის მიზნით.
დიდი ბრიტანეთის მილიტარიზაციაზე აღებულ კურსს, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების აზრით, ადასტურებდა ამ ქვეყნის მმართველოი წრეების პრაქტიკული ნაბიჯებიც: უზარმაზარი და მუდმივად მზარდი სამხედრო ხარჯები, აქტიური მონაწილეობა გამალებულ შეიარაღებაში, ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო პოტენციალის განმტკიცება, ინფრასტრუქტურისა და სამოქალაქო თავდაცვის სრულყოფა და ა. შ. საბიუჯეტო ასიგნებების განაწილებისას თავდაცვის სამინიტრო ძირითად ყურადღებას უთმობდა მთავარ პროგრამებს: სტრატეგიული ბირთვული ძალების მოდერნიზაციას, ზოგადი დანიშნულების ძალების რეორგანიზაციასა და სრულყოფას, იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის შესყიდვებს, აგრეთვე სამხედრო სფეროში ფართო სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების ჩატარებას. დიდი ბრიტანეთი წარმოადგენდა მაღალგანვითარებულ ინდუსტრიულ სახელმწიფოს, ნატო-ს ერთერთ არსენალთაგანს, და იარაღით ამარაგებდა არა მხოლოდ თავის შეიარაღებულ ძალებს, არამედ მსოფლიოს ბევრ სახელმწიფოსაც. მრეწველობაში, ვაჭრობასა და ფინანსებში მთავარი მდგომარეობა ეკავათ სამხედრო წარმოებასთან დაკავშირებულ მონოპოლიებს.
ნატო-ში ევროპულ ომის თეატრზე ცენტრალურ-, ჩრდილო- და სამხრეთ-ევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრების (ომთ) სისტემაში 1980-იანი წლების დასაწყისში დიდი ბრიტანეთი გამოყოფილი იყო განსაკუთრებულ ზონად, რომლის ტერიტორიაზეც შექმნილი იყო დიდი რაოდენობით მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტები და ნაგებობები (აეროდრომები, სამხედრო-საზღვაო ბაზები, საწყობები, კავშირგაბმულობის კვანძები და ა. შ.). შესაძლო ომისთვის მზადებას აწარმოებდნენ მჭიდრო თანამშრომლობით პენტაგონთან: ქვეყანაში ინახავდნენ 20 ათასზე მეტ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს, აშშ იყენებდა რვა სამხედრო-საზღვაო ბაზასა და სზძ-ის რამდენიმე ბაზირების პუნქტს. აქ განლაგებული იყო საბრძოლო მასალების ამერიკული საწყობები, მათ შორის ბირთვულისაც, კავშირგაბმულობის კვანძები და ა. შ. მიჰყვებოდა რა თეთრი სახლის მაგალითს, ტეტჩერის მთავრობამ გაააქტიურა სამუშაოები ქიმიური იარაღის ახალი სახეობების შესაქმნელად. სახელდობრ, გეგმავდნენ შეიარაღებული ძალების აღჭურვას ბინარული მომწამვლელი ნივთიერებებით, რომლებიც მართალია შენახვისა და გამოყენებისას უფრო უსაფრთხო იქნებოდა, მაგრამ თავად მათი შემუშავებისა და წარმოებისთვის საჭირო გახდებოდა მნიშვნელოვანი ასიგნებები.
პოტენციური ომების ხასიათს ინგლისელი სპეციალისტები განიხილავდნენ დაპირისპირებული მხარეების შემადგენლობის, საომარი მოქმედებების შესაძლო სივრცული გაქანებისა და შეიარაღებული ბრძოლის გამოყენებადი საშუალებების გათვალისწინებით. ყველაზე უფრო ალბათურად ითვლებოდა ომი ორ კოალიციას (ნატო-ს ბლოკსა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციას) შორის. არ გამორიცხავდნენ აგრეთვე მისი წარმოების შესაძლებლობას განვითარებადი ქვეყნების წინააღმდეგაც, სადაც კი, მათი აზრით, მუქარის ქვეშ დადგებოდა დიდი ბრიტანეთის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები. ამის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენდა თუნდაც შეიარაღებული კონფლიქტი არგენტინასთან ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულების გამო.
საომარი მოქმედებების გაქანებისა და გამოყენებადი დაზიანების საშუალებების მიხედვით, დიდი ბრიტანეთის სამხედრო დოქტრინაში 1980-იანი წლების შუახანებში განიხილავდნენ ომების შემდეგ სახეობებს: საყოველთაო ბირთვული და შეზღუდული ომები (ლოკალურის ჩათვლით).
დიდი ბრიტანეთის სამხედრო დოქტრინა, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების აზრით, აღიარებდა ბირთვული იარაღის შეუზღუდავ გამოყენებას საყოველთაო ბირთვულ ომში ბირთვული შეტევის ფორმით, შეზღუდული ომების წარმოების შესაძლებლობას არა მხოლოდ ნატო-ს ზონის ფარგლებს გარეთ, არამედ ცენტრალურ ევროპაშიც. ამასთან ერთად ინგლისელი სპეციალისტები მეტად თავშეკავებით უდგებოდნენ თეთრი სახლის მიერ წამოყენებულ იდეას ევროპაში „შეზღუდული“ ბირთვული ომის გაჩაღების შესახებ, ხედავდნენ რა ამაში მუქარის ზრდას ბრიტანეთის კუნძულებისთვის.
ითვლებოდა, რომ ომი ევროპაში ბირთვული იარაღის შეუზღუდავი გამოყენებით შესაძლო იყო დაწყებულიყო მოულოდნელი თავდასხმით ან დაძაბულობის ზრდის არცთუ ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, აგრეთვე კონფლიქტის დასაწყისში დაზიანების მხოლოდ ჩვეულებრივი საშუალებების, მერე _ ტაქტიკური ბირთვული იარაღის, ხოლო შემდგომში _ სტრატეგიულის გამოყენების გზითაც.
შეიარაღებული ძალების მშენებლობის სფეროში დოქტრინა, საბჭოთა ავტორების შეფასებით, მოითხოვდა კომპაქტური, მობილური და დაბალანსებული ჯარებისა და ფლოტის ძალების ყოლას, რომელთაც შეეძლებოდათ პოლიტიკური მიზნების მიღწევისა და სტრატეგიული ამოცანების შესრულების უზრუნველყოფა ნებისმიერ შესაძლო კონფლიქტში.
1980-იანი წლების დასაწყისში დიდი ბრიტანეთის რეგულარული შეიარაღებული ძალების საერთო რიცხოვნებას მშვიდობიანობის დროს ინარჩუნებდნენ 330-340 ათასი ადამიანის დონეზე. მის შემადგენლობაში შედიოდა სახმელეთო ჯარები (მოითვლიდა დაახლოებით 163 ათას ადამიანს), სამხედრო-საჰაერო ძალები (92 ათასი) და სამხედრო-საზღვაო ძალები (73 ათასი). მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით, ინგლისური სარდლობა შეიარაღებულ ძალებს ჰყოფდა სტრატეგიულ ბირთვულ ძალებად და ზოგადი დანიშნულების ძალებად.
პირველის შემადგენლობაში გამოყოფილი იყო ოთხი ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავი, რომელთაგან თითოეული აღჭურვილი იყო ბალისტიკური რაკეტებით „პოლარის-A3“ (16 გასაშვები შახტა) და ექვსი სატორპედო აპარატით. ინგლისელი სპეციალისტების აზრით, მოცემული რაკეტების სათავო ნაწილები 80-იანი წლებისთვის უკვე მოძველებული იყო (ნავები ფლოტისთვის გადაცემული ჰქონდათ 60-იანი წლების ბოლოს) და ვერ უზრუნველყოფდნენ ნავსაწინააღმდეგო თავდაცვის ეფექტურ გარღვევას. 1970-იანი წლების დასაწყისში დიდი ბრიტანეთი შეუდგა პროგრამა „შევალინის“ რეალიზაციას, რომელიც უზრუნველყოფდა MIRV ტიპის ახალი სათავო ნაწილის შექმნას (ინდივიდუალური დამიზნების განცალკევებადი ბირთვული ქობინებით), რაც, ინგლისური სარდლობის შეფასებით, მნიშვნელოვნად აამაღლებდა ამ ძალების დამრტყმელ ძალას. იმასთან დაკავშირებით, რომ 1990-იანი წლების დასაწყისში უნდა ამოწურულიყო პირველი ინგლისური ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავების (წნარბ) სამსახურის ვადა, გეგმავდნენ მათ შეცვლას ახლებით, რომლებიც შეიარაღებული უნდა ყოფილიყვნენ ამერიკული ბალისტიკური რაკეტებით „თრაიდენთ-1“, ხოლო პერსპექტივაში _ „თრაიდენთ-2“-ებითაც. გეგმავდნენ ოთხი-ხუთი ასეთი ნავის აგებას.
მთელი დანარჩენი შტაბები, შენაერთები და ნაწილები მიეკუთვნებოდნენ ზოგადი დანიშნულების ძალებს. მის შემადგენლობაში, 80-იანი წლების დასაწყისში, მოითვლებოდა: ოთხი ჯავშანსატანკო და ერთი საარტილერიო დივიზია, ექვსი ცალკეული ბრიგადა და სპეციალური ნაწილებისა და ქვედანაყოფების მნიშვნელოვანი რიცხვი (მის შეიარაღებაში იყო 1100-ზე მეტი ტანკი, დაახლოებით 5700 ჯავშანტრანსპორტერი და ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 340-ზე მეტი საველე არტილერიის ქვემეხი, დაახლოებით 250 საარმიო ავიაციის ვერტმფრენი), საბრძოლო თვითმფრინავების 30-ზე მეტი ესკადრილია (450-მდე საბრძოლო თვითმფრინავი, სასწავლო-საბრძოლო მანქანების გარეშე), 210-ზე მეტი ხომალდი და კატარღა, საზღვაო ავიაციის 30-მდე საბრძოლო თვითმფრინავი და 120-ზე მეტი ვერტმფრენი, აგრეთვე საზღვაო ქვეითი ჯარის ბრიგადა.
ტაქტიკური და ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული იარაღის მატარებლები შედიოდა შეიარაღებული ძალების თითოეულ სახეობაში: მართვადი რაკეტები „ლანსი“ (12 გასაშვები დანადგარი) და ატომური არტილერიის ქვემეხები სახმელეთო ჯარებში, თვითმფრინავ-მატარებლები „ბუკანირი“, „ტორნადო“ და „იაგუარი“ სჰძ-ში, საზღვაო ავიაციის თვითმფრინავ-მატარებლები „სი-ჰარიერი“ _ სზძ-ში.
შეიარაღებული ძალების ასეთი სტრუქტურა, ბრიტანული სარდლობის შეფასებით, იძლეოდა მისი მოქნილად გამოყენების შესაძლებლობას სხვადასხვანაირ ომებსა და კონფლიქტებში. დიდი ბრიტანეთის მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ერთერთ თავის მოხსენებაში, ფოლკლენდის (მალვინის) კ-ების გამო ანგლო-არგენტინული სამხედრო კონფლიქტის გამოცდილების გათვალისწინებით, ხაზი გაუსვა იმას, რომ ის სისწრაფე, რომლითაც სზძ-ის ძლიერი დაჯგუფება იქნა გაგზავნილი სამხრეთ ატლანტიკაში, შესაძლებელი შეიქმნა ინგლისური შეიარაღებული ძალებისა და სამოქალაქო სამსახურების მაღალი პროფესიონალიზმის, მზადყოფნისა და მობილურობის წყალობით. მისი აზრით, ეს საშუალებას აძლევდა ბრიტანულ შეიარაღებულ ძალებს ეფექტურად და დროულად მოეხდინა რეაგირება ნებისმიერ მოვლენებზე როგორც ნატო-ს ზონაში, ისე მის გარეთაც.
შეიარაღებული ძალების მომზადების, მისი საბრძოლო გამოყენების ხერხებისა და ჯარების მიერ საბრძოლო მოქმედებების წარმოების საკითხებში დიდი ბრიტანეთი მთლიანად ეყრდნობოდა ნატო-ს კოალიციური სტრატეგიის დებულებებს, რომელიც, საბჭოთა ავტორების შეფასებით, მან მიიღო სიტყვის შეუბრუნებლად. სამხედრო მშენებლობას, 1980-იანი წლების დასაწყისში, აწარმოებდნენ შეიარაღებული ძალების სახეობების საორგანიზაციო სტრუქტურის გაუმჯობესების, შენაერთების მობილურობის, საცეცხლე და დამრტყმელი ძლიერების ამაღლების, იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ახალი ნიმუშებით აღჭურვის მიმართულებით.
დიდი ბრიტანეთის სტრატეგიულ ბირთვულ ძალებს დასავლელი ექსპერტები განიხილავდნენ, ერთის მხრივ, როგორც ამერიკულ სტრატეგიულ ბირთვულ ძალებზე დამატებას, ხოლო მეორეს მხრივ _ როგორც ნატო-ს ბირთვულ ძალებს ომის თეატრზე.
ზოგადი დანიშნულების ძალების საბრძოლო გამოყენებას ითვალისწინებდნენ მხოლოდ ნატო-ს სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების (მშძ) შემადგენლობაში და უწინარეს ყოვლისა ცენტრალურ-ევროპულ და ჩრდილო-ევროპულ ომთ-ებზე, ხოლო ფლოტისა _ აღმოსავლეთ ატლანტიკასა და ლა-მანშის სრუტის ზონაში. ცალკეულ შემთხვევებში უშვებდნენ შეზღუდული შემადგენლობის ინგლისური ჯარების მონაწილეობის შესაძლებლობას ევროპის ფარგლებს გარეთაც, დიდი ბრიტანეთის „ინტერესების დაცვისას“ და ბრიტანული თანამეგობრობის ქვეყნებისთვის „დახმარების აღმოჩენის“ წესით.
დასავლელი სპეციალისტები თვლიდნენ, რომ ბრიტანული სახმელეთო ჯარების ნაწილებისა და შენაერთების 90%, ყველა საბრძოლო თვითმფრინავი, ბირთვული იარაღის მიტანის საშუალებები, ძირითადი კლასების ხომალდების 85%-მდე შესაძლებელი იყო გადაეცათ ევროპაში ნატო-ს მშძ-ის უმაღლესი სარდლობის განკარგულებაში. მაგალითად, უკვე მშვიდობიანობის დროს ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე ნატო-ს სამოკავშირეო სახმელეთო ჯარების არმიების ჩრდილოეთ ჯგუფის (აჩჯ) შემადგენლობაში, დასავლეთგერმანულ, ჰოლანდიურ და ბელგიურ საარმიო კორპუსებთან ერთად, გაშლილი იყო ბრიტანული რაინის არმია (55 ათასი ადამიანი), რომლის რიცხოვნების გაზრდასაც შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში, გეგმავდნენ ორჯერ. სადესანტო საშუალებებითა და ვერტმფრენებით აღჭურვილი ბრიტანული საზღვაო ქვეითი ჯარის ბრიგადის გამოყენებას ითვალისწინებდნენ უწინარეს ყოვლისა, ჩრდილო-ევროპულ ომთ-ზე.
ინგლისურ სამხედრო-საჰაერო ძალებს (სჰძ) ეკისრებოდა ნატო-ში მოკავშირეების სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის საავიაციო მხარდაჭერის ამოცანები ევროპულ ომის თეატრზე და აღმოსავლეთ ატლანტიკაში, აგრეთვე თავისი ტერიტორიისა და საზღვაო კომუნიკაციების ჰაერიდან დაფარვის ამოცანებიც.
ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებს (სზძ) დოქტრინის შესაბამისად უნდა მოეპოვებინა და შეენარჩუნებინა ბატონობა საბრძოლო მოქმედებების რაიონებში, მიეყენებინა სარაკეტო-ბირტვული დარტყმები, ჩაეტარებინა სადესანტო ოპერაციები, ეწარმოებინა ბრძოლა მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავებთან და წყალზედა ხომალდებთან, განეხორციელებინა საზღვაო კომუნიკაციების დაცვა.
I. 2. გფრ-ის სამხედრო დოქტრინა 80-იანი წლების დასაწყისში
გფრ-ის სამხედრო დოქტრინაზე 1980-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა ავტორების შეფასებით, დიდ გავლენას ახდენდა გერმანული იმპერიალიზმის რეაქციული ტრადიციები, მისი აგრესიული მისწრაფებულობა, აგრეთვე ქვეყნის ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების მაღალი დონე.
ყირიმისა და პოტსდამის კონფერენციების გადაწყვეტილებებისა და გამარჯვებული სახელმწიფოების ერთობლივი შეთანხმებების მიუხედავად, დასავლეთის სახელმწიფოებმა, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების აზრით, ჰიტლერული შეიარაღებული ძალების განადგურების შემდეგ მაშინვე აიღეს კურსი გერმანიის დანაწევრებაზე, მსხვილი მონოპოლისტური კაპიტალის შენარჩუნებაზე, ქვეყნის რემილიტარიზაციასა და სეპარატიული დასავლეთგერმანული სახელმწიფოს შექმნაზე. გფრ-ის წარმოქმნის მომენტიდან (1949 წ. სექტემბერი) მისი მმართველი წრეების საგარეოპოლიტიკურ პროგრამას საფუძვლად დაუდეს კურსი მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადასინჯვაზე დასავლეთის ქვეყნებზე დაყრდნობით. მაგალითად, ომისშემდგომ პირველ კონსტიტუციაში გფრ ხასიათდებოდა როგორც „გარდამავალი პერიოდის“ სახელმწიფო, იგი არ აღიარებდა ევროპაში არსებულ ომისშემდგომ საზღვრებს და პრეტენზიას აცხადებდა ტერიტორიებზე 1937 წლის 1 იანვრის ყოფილი „მესამე რაიხის“ საზღვრებში (შენიშვნა: დასავლეთ გერმანიის ხელმძღვანელობის ეს ტერიტორიული პრეტენზიები შეეხებოდა არა მხოლოდ აღმოსავლეთ გერმანიას, არამედ პოლონეთისა და ჩეხეთის დასავლეთ ტერიტორიებსაც. იმ ხანად ეს ორი უკანასკნელი სახელმწიფო შედიოდა ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციაში და გფრ-ის ხელმძღვანელობის ეს პრეტენზიები ჯდებოდა ნატო-სა და ვარშავის ხელშეკრულებას შორის დაპირისპირების საერთო სურათში. მაგრამ ახლა უკვე პოლონეთი და ჩეხეთი თავადაც ჩრდილოატლანტიკური კავშირის მონაწილენი არიან, და მომავალი გვუჩვენებს იმას, თუ რამდენად უფრო ძლიერია ჩრდილოატლნტიკური სოლიდარობა მასში შემავალი სახელმწიფოების ტერიტორიულ ინტერესებთან, ურთიერთშორის ტერიტორიულ პრეტენზიებთან შედარებით).
დასავლეთის სახელმწიფოებმა მიმართეს შემდგომ ნაბიჯებს გფრ-ში მილიტარისტული ბაზის აღორძინების გზაზე: საბოლოოდ უარი თქვეს აქ სამხედრო-სამრეწველო ობიექტების დემონტაჟზე, მოხსნეს ზოგიერთი შეზღუდვა დასავლეთ გერმანიისთვის გემთმშენებლობის, ნაოსნობის, ქიმიის, სამეცნიერო კვლევების სფეროში. ქვეყანამ მიიღო უფლება მსხვილი პოლიციური ფორმირებების შესაქმნელად.
მილიტარისტული ბაზის განსაკუთრებით სწრაფი აღორძინება, დასავლეთ ევროპაში გფრ-ის პოლიტიკური და ეკონომიკური პოზიციების განმტკიცება დაიწყო 1955 წელს ნატო-სა და დასავლეთევროპულ კავშირში მისი შესვლის შემდეგ. ბირთვულ იარაღთან დაშვების მიღების მიზნით, დასავლეთგერმანულმა მთავრობამ დაიწყო გამოსვლა ჩრდილოატლანტიკური ბლოკის ფარგლებში ე. წ. მრავალმხრივი ბირთვული ძალების ჩამოყალიბების მომხრედ და გაშალა სამუშაოები საკუთარი ატომური მრეწველობის შესაქმნელად (1980-იანი წლების დასაწყისში მოქმედებდა 20 ატომური ელექტრო სადგური).
იმ პერიოდში ფედერაციული გერმანია სამრეწველო პროდუქციის გამოშვებით იკავებდა მესამე ადგილს (აშშ-ისა და იაპონიის შემდეგ) კაპიტალისტურ სამყაროში და წარმოადგენდა ევროპული ეკონომიკური საზოგადოებრიობის (ეეს, „საერთო ბაზარი“) ყველაზე უფრო ძლიერ სამრწეველო სახელმწიფოს (უშვებდა ეეს-ის მთელი სახელმწიფოების სამრეწველო პროდუქციის 30%-ზე მეტს). დასავლური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, გფრ-ის ფირმები დამოუკიდებლად და სხვა დასავლეთევროპულ ქვეყნებთან კოოპერაციით მნისვნელოვანი რაოდენობით აწარმოებდნენ ყველა სახეობის იარაღსა და საბრძოლო ტექნიკას, ბირთვული საბრძოლო მასალებისა და სტრატეგიული დანიშნულების რაკეტების გამოკლებით.
გფრ-ის სამხედრო დოქტრინის პოლიტიკური არსი, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, გამომდინარეობდა სახელმწიფოს როგორც იმპერიალისტური დერჟავის, აშშ-ისა და ნატო-ს ერთერთი მთავარი პარტნიორის კლასობრივი ხასიათიდან. ეს იყო აგრესიული ანტიკომუნიზმი, რომელიც მიმართული იყო ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების წინააღმდეგ ომისთვის მზადებაზე, მისწრაფება დაესუსტებინათ ხელისუფლების პოზიციები და არსებული წყობილება გდრ-ში, აღმოსავლეთ ევროპის სხვა მეზობელ სახელმწიფოებში და გადაეწყვიტათ ე. წ. „გერმანული პრობლემა“ (გერმანიის გაერთიანება) თავიანთ სასარგებლოდ, რევანშისტული მისწრაფებები გერმანიის აღდგენისკენ ომამდელ (1937 წლის) საზღვრებში, ჰეგემონიის დამყარება ევროპაში კონტინენტის ქვეყნებზე ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ზეწოლის გზით.
თავისი პოლიტიკური მიზნების მიღწევას გფრ-ის ხელმძღვანელობა, საბჭოთა ავტორების აზრით, ვარაუდობდა ნატო-ს ევროპული ქვეყნების გაერთიანებული ძალისხმევის გზითა და აშშ-ის აქტიური მხარდაჭერით. თავის ძირითად მოწინააღმდეგედ იგი თვლიდა ვარშავის ხელშეკრულების სახელმწიფოებს, და უწინარეს ყოვლისა სსრკ-ს.
მსოფლიოში არსებული ძალთა თანაფარდობის მიუხედავად, საბჭოთა ავტორების სიტყვით _ სოციალიზმის სასარგებლოდ, გფრ-ის მმართველი წრეები აგრძელებდნენ ომისა და ძალის გამოყენების მუქარის განხილვას დასმული ამოცანების მიღწევის საშუალების სახით. უფრო მეტიც, პერსპექტივაში ისინი იმედოვნებდნენ ნატო-თან ერთად შეექმნათ თავიანთთვის მომგებიანი სტრატეგიული ვითარება, რომლის დროსაც მუქარები, შანტაჟი და სამხედრო აგრესია ე. წ. სოციალისტური თანამეგობრობის ქვეყნების წინააღმდეგ შესაძლებელი ყოფილიყო ნაკლებად რისკიანი გფრ-თვის და უფრო მეტად წარმატებული, ვიდრე ეს იყო 1980-იანი წლების დასაწყისში. ასეთი ვითარების უზრუნველყოფა უნდა მოეხდინათ დასავლელი სპეციალისტების მიერ შემუშავებული „კრიზისის მართვის“ კონცეფციით. მისი არსი მდგომარეობდა პოლიტიკური, დიპლომატიური, იდეოლოგიური და ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და სამხედრო ღონისძიებების გეგმაზომიერ სისტემტიურ ზრდაში, რომლებიც მიმართული იყო შიდასახელმწიფოებრივი (უწინარეს ყოვლისა სოციალსტურ ქვეყნებში) ან საერთაშორისო პოლიტიკური კრიზისის შექმნაზე და მოწინააღმდეგის იძულებაზე, რათა იგი წასულიყო პოლიტიკურ დათმობებზე. ამავდროულად შესაძლო იყო განეხორციელებინათ ქვეყნისა და შეიარაღებული ძალების გადაყვანა ომის გასაჩაღებლად მზადყოფნაში, რასაც, კონცეფციის ავტორების აზრით, უნდა გაეუმჯობესებინა ნატო-ს სტრატეგიული მდგომარეობა (შენიშვნა: შესაძლოა ეს თანამედროვე მკითხველს საბჭოთა პროპაგანდის ტენდენციურობად მოეჩვენოს, და ალბათ ნაწილობრივ ეს ასეც არის, მაგრამ 1990-იანი წლების დასაწყისში ყოფილი იუგოსლავიის, სახელდობრ სერბების წინააღმდეგ მომზადებულმა და განხორციელებულმა ნატო-ს აგრესიამ ბევრ რამეში გამოავლინა წინასწარ მომზადებული ოპერაციებისა და ქმედებების ნიშნები).
საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, გფრ-ის სამხედრო დოქტრინაში, ევროპაში ომის გასაჩაღებლად ხელსაყრელ პირობად იყო მიჩნეული ძალთა თანაფარდობის ნატო-ს ბლოკის სასარგებლოდ შეცვლა. მის მიღწევას ვარაუდობდნენ გამალებული შეიარაღების გაძლიერებისა და სოციალისტურ თანამეგობრობაში ან ცალკეულ ევროპულ სოციალისტურ ქვეყნებში ისეთი პოლიტიკური კრიზისის შექმნის გზით, რომელიც მოახდენდა მათ შორის ურთიერთმოქმედების პარალიზებას და ძირს გამოუთხრიდა მათ თავდაცვისუნარიანობას. მაგალითად, ისწრაფვოდა რა მდგომარეობის გამწვავებისკენ პოლონეთში, ბონის ხელისუფლებამ მიმართა რიგ ზომებს, რომლებიც მოწმობდა ე. წ. „გერმანული საკითხის“ „ღია“ მდგომარეობაში შენარჩუნებისა და გერმანული რაიხის 1937 წლის საზღვრებში აღიარების კონცეფციაზე დაბრუნებას (შენიშვნა: ამ კონცეფციის თანახმად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღევანდელი პოლონეთის რესპუბლიკის დასავლეთ ტერიტორიები უნდა ეკუთვნოდეს გერმანიას, ვინაიდან 1937 წლის დასაწყისში ისინი შედიოდა მესამე რაიხის შემადგენლობაში, უფრო ადრე კი გერმანიის იმპერიის შემადგენლობაშიც).
გფრ-ის ხელმძღვანელობა ვარაუდობდა, რომ სტრატეგიული ვითარების მკვეთრი ცვლილებები შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო კონფლიქტური სიტუაციებით, რომლებიც წარმოიქმნებოდა დაპირისპირებული კავშირების განსაზღვრულ ზონებში, იმ ტერიტორიებზე და მათ მიმდებარე აკვატორიებზე, რომლებსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნდა ორივე მხარისთვის. სსრკ-სა და აშშ-ს შორის კონფრონტაციას ასეთ რაიონებში შეეძლო მიეყვანა საქმე სამხედრო შეჯახებამდეც ორ კოალიციას შორის.
გფრ-ის დოქტრინის სამხედრო-ტექნიკური მხარის ძირითადი შინაარსი განისაზღვრებოდა ნატო-ში მიღებული „მოქნილი რეაგირების“ სტრატეგიით.
გფრ-ის სამხედრო დოქტრინა, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების გადმოცემით, ითვალისწინებდა ევროპაში ორი სახეობის ომის წარმოქმნის შესაძლებლობას: საყოველთაო ბირთვული ომისა და შეზღუდული ომის, რომელიც ვერ აღწევს საყოველთაო ბირთვული ომის მასშტაბებს. ამასთან დასავლეთგერმანული ხელმძღვანელობა საყოველთაო ბირთვულ ომად თვლიდა ისეთ ომს, რომელიც მუქარის ქვეშ დააყენებდა ნატო-ს ბლოკის მონაწილე ყველა სახელმწიფოს (აშშ-ის, გფრ-ისა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების) არსებობას. ითვლებოდა, რომ ასეთი ომი უნდა ეწარმოებინათ სახელმწიფოთა კოალიციების (ნატო და ვარშავის პაქტი) ბირთვული იარაღის შეუზღუდავი გამოყენებით და შესაძლო იყო მას მიეღო გლობალური ხასიათი. ბუნდესვერის სპეციალისტების აზრით, ასეთი ომი ნატო-სა და ვარშავის ხელშეკრულებას შორის, ბირთვული პარიტეტის არსებობის პირობებში, ნაკლებად იყო შესაძლებელი.
შეზღუდულ ომს განიხილავდნენ მხოლოდ როგორც საომარი კონფლიქტის ესკალაციის საფეხურს _ დაზიანების ჩვეულებრივი საშუალებების გამოყენებიდან სტრატეგიული ბირთვული ძალების დარტყმების გაცვლამდე, ამასთან განსაზღვრულ პირობებში იგი არ შეიძლებოდა გადაზრდილიყო საყოველთაო ბირთვულ ომში. გფრ-ის მთავრობის თანხმობა ევროპში თავის ტერიტორიაზე საშუალო სიშორის ამერიკული რაკეტების გაშლაზე _ ეს, საბჭოთა ავტორების სიტყვით, წარმოადგენდა, არსებითად, აშშ-თვის დახმარების აღმოჩენას ევროპულ ომის თეატრზე დამოუკიდებელი, განკერძოებული ომის წარმოებისთვის მზადებაში ომის თეატრზე ბირთვული ძალების (დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის, აგრეთვე დასავლეთ ევროპაში განლაგებული ამერიკული ტაქტიკური და ოპერატიულ-ტაქტიკური ბირთვული ძალების) გამოყენებით ან უიმისოდ, მაგრამ თავად აშშ-ის ტერიტორიაზე არსებული სტრატეგიული ბირთვული ძალების ამოქმედების გარეშე.
ითვლებოდა, რომ ევროპაში ასეთი „შეზღუდული“ ომის მიზნები შესაძლოა ყოფილიყო სოციალისტური სისტემის ლიკვიდაცია ვარშავის ხელშეკრულების ერთ ან რამდენიმე სახელმწიფოში (გფრ-თვის _ პირველ რიგში აღმოსავლეთ გერმანიაში) ან ნატო-ს ბლოკის მიერ განსაზღვრული სამხედრო-პოლიტიკური უპირატესობების მიღწევა ევროპულ ომის თეატრზე.
იყო რა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აქტიური წევრი, გფრ თავის მილიტარისტულ მზადებებში, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ამოდიოდა მისთვის გამოყოფილი როლიდან და შესაბამისი სახით გეგმავდა თავისი შეიარაღბული ძალების გამოყენებას. სამხედრო დოქტრინის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა ბუნდესვერის სარდლობის მიერ შემუშავებული „მეწინავე მიჯნების“ კონცეფცია (აგრესიული განზრახვების დაფარვის მიზნით დასავლეთში მას უწოდებდნენ „მეწინავე თავდაცვის“ კონცეფციას).
„მეწინავე მიჯნების“ კონცეფცია გამიზნული იყო დროისა და სივრცის მოსაგებად ბუნდესვერისა და ნატო-ს სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების (მშძ) სამობილიზაციო და სტრატეგიული გაშლისთვის, აგრეთვე პირობების შესაქმნელად პირველი შეტევითი ოპერაციის ამოცანების წარმატებით გადაწყვეტისთვის. იგი ითვალისწინებდა აქტიურ შეტევით მოქმედებებსა და ევროპაში შესაძლო შეიარაღებული კონფლიქტის წინასწარგანზრახულ ესკალაციას თვით საყოველთაო ბირთვული ომის გაჩაღებამდეც. ამ კონცფციის მოთხოვნებს წარმოადგენდა სტრატეგიული ინიციატივის ხელში ჩაგდება ომის საწყის პერიოდში ძალებისა და საშუალებების გაშლაში მოწინააღმდეგისთვის დასწრების ხარჯზე, აგრეთვე მოქმედებების ვარშავის ხელშკრულების ქვეყნების ტერიტორიაზე გადატანა. აქედან გამომდინარე, ეს კონცეფცია ორიენტირებას ახდენდა მოულოდნელ დარტყმაზე. რომელიც უკვე მშვიდობიანობის დროს იქნებოდა ყოველმხრივ მომზადებული. თავისი პოლიტიკური ხასიათის მიხედვით, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, იგი გამოხატავდა გერმანელი რევანშისტებისა და მთლიანობაში ნატო-ს ბლოკის აგრესიულ მისწრაფებებს.
საომარი მოქმედებები, დასავლეთგერმანელი სპეციალისტების აზრით, შესაძლოა დაწყებულიყო ჯარების მსხვილი დაჯგუფებების ძლიერი მოულოდნელი დარტყმებით სტრატეგიული მიზნების სწრაფად მიღწევისთვის. დაუშვებლად თვლიდნენ მოწინააღმდგის გარღვევას (შეჭრას) დასავლეთ გერმანიის ზურგის რაიონებში.
შეიარაღებული ძალების მშენებლობის სფეროში დოქტრინა ითვალისწინებდა მისი, როგორც ნატო-ს „ტრიადის“ (სტრატეგიული ბირთვული ძალები, ბირთვული ძალები ომის თეატრზე და ზოგადი დანიშნულების ძალები) შემადგენელი ნაწილის დაბალანსებულ განვითარებას. გფრ, რომელსაც არ გააჩნდა თავისი ბირთვული იარაღი, ყოველთვის გამოდიოდა ბლოკის ბირთვული პოტენციალის გაძლიერების მომხრედ. ომის წარმოებისთვის მან შექმნა ნატო-ს ევროპული ქვეყნებიდან ყველაზე უფრო ძლიერი შეიარაღებული ძალები საერთო რიცხოვნებით 495 ათასი ადამიანი (80-იანი წლების დასაწყისში), რომელიც თავის შემადგენლობაში მოითვლიდა 12 დივიზიას, 3900-ზე მეტ ტანკს, 7700 ქვეითთა საბრძოლო მანქანასა და ჯავშანტრანსპორტერს, დაახლოებით 550 საბრძოლო თვითმფრინავსა და ძირითადი კლასების 170-ზე მეტ ხომალდს. ევროპაში ნატო-ს მშძ-ის სახმელეთო ჯარებსა და საჰაერო თავდაცვის მიწისზედა სისტემაში დასავლეთგერმანული ჯარები შეადგენდნენ 50%-ს, სამხედრო-საჰაერო ძალებში _ 30-ს, ხოლო ბალტიის ზღვაში ნატო-ს სამხედრო-საზღვაო ძალებში გფრ-ის ფლოტის ძალები შეადგენდა უდიდეს უმეტესობას. გეგმაზომიერად ახორციელებდნენ ბუნდესვერის იარაღის ახალი სისტემებით გადაიარაღებასა და საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურის სრულყოფას.
1980 წლიდან მიმდინარეობდა ნატო-ს სახმელეთო ჯარებისა და ტერიტორიული ჯარების რეორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახვდა შენაერთების საბრძოლო მზადყოფნისა და შესაძლებლობების ამაღლებას საომარი მოქმედებების წარმოებისთვის ტანკების მსხვილი მასების, სხვა ჯავშანსატანკო ტექნიკისა და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებით, აგრეთვე ტერიტორიული ჯარების შესაძლებლობების მნიშვნელოვან ზრდას ზურგის დაცვასა და ნაწილებისა და ქვედანაყოფების მანევრის თავისუფლების უზრუნველყოფაში. სახმელეთო ძალების სტრუქტურის შეცვლა, გარდა ამისა, მიმართული იყო ბუნდესვერის სამობილიზაციო გაშლის ვადების შემცირებაზე.
საბჭოთა სამხედრო სპეციალისტები აღნიშნავდნენ, რომ დივიზიების დაკომპლექტების დასრულებას საომარი დროის შტატებამდე, როგორც იტყობინებოდნენ დასავლეთგერმანული ბეჭდური გამოცემები, ჩატარებული სამხედრო სწავლებების შედეგების კომენტირებისას, გეგმავდნენ მობილიზაციის გამოცხადებიდან მეორე დღეღამის ბოლოსთვის, ხოლო სახმელეთო ჯარების დაჯგუფების ოპერატიული გაშლის დასრულებას _ 1-2 დღეღამის შემდეგ.
გაწვრთნილი რეზერვების რიცხოვნება, „გფრ-ის თეთრი წიგნის“ მონაცემებით, შეადგენდა 3 მლნ.-ზე მეტ ადამიანს (ყოველწლიურად ამზადებდნენ 100 ათასზე მეტ რეზერვისტს), რაც საშუალებას მისცემდათ მობილიზციის გზით რამდენჯერმე გაეზარდათ ბუნდესვერის საბრძოლო შემადგენლობა.
ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა დიდ ყურადღებას უთმობდა მრწველობის შენარჩუნებას მზადყოფნაში იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის მასობრივი წარმოების გასაშლელად. საწარმოო ბაზის მზადყოფნის ამაღლებისკენ მიმართულ ერთერთ ღონისძიებას წარმოადგენდა იარაღის ფართო დამზადება თავისი ჯარებისთვის და ექსპორტზე მისაწოდებლად, ასევე არსებული საბრძოლო ტექნიკის მოდერნიზება ამისთვის ძირითადი ქარხნების გამოყენებით. გფრ წარმოადგენდა იარაღის უმსხვილეს ექსპორტიორს შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის შემდეგ.
დასავლეთ გერმანიის ტერიტორიის ოპერატიულ აღჭურვას ახორციელებდნენ ინფრასტრუქტურის პროგრამისა და ნატო-ს სტანდარტების მიხედვით.
ბუნდესვერის სარდლობა თვლიდა, რომ ჩრდილოატლანტიკური ბლოკის არსებობისა და მომავალი ომის კოალიციური ხასიათის პირობებში სტრატეგიის საკითხი გადიოდა ეროვნულ ფარგლებს გარეთ, ხოლო ომის ხელმძღვანელობა ასეთ ვითარებაში უნდა განეხორციელებინა ნატო-ს მშძ-ის უმაღლეს მთავარსარდლობას. ამრიგად, საბჭოთა ავტორების შეფასებით, გფრ-ის სამხედრო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიზანს იმ პერიოდში წარმოადგენდა: ძალთა თანაფარდობის შცვლა დასავლეთ ევროპაში ნატო-ს სასარგებლოდ და ამ ბლოკში წამყვანი მდგომარეობისთვის მიღწევა ომამდელ საზღვრებში გერმანიის აღდგენისთვის მისი გაერთიანებული ძლიერების გამოყენების მიზნით.
I. 3. საფრანგეთის სამხედრო დოქტრინა 80-იანი წლების დასაწყისში
ომისშემდგომ პერიოდში საფრანგეთის სამხედრო დოქტრინა ყალიბდებოდა 1949 წლიდან ჩრდილოატლანტიკურ ბლოკში მისი მონაწილეობის, მმართველი კლასების პოლიტიკის ცვლილებების, ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობებისა და შეიარაღებული ბრძოლის საშუალებების განვითარების გავლენით. 1950-იანი წლების ბოლომდე იგი ემყარებოდა ნატო-ს კოალიციური სამხედრო სტრატეგიის წამყვან დებულებებს. მას საფუძვლად ედო „მიმართული თავდაცვის“ კონცეფცია, ე. ი. საყრდენს აკეთებდნენ ბლოკის სხვა ქვეყნებთან ერთობლივად საბჭოთა კავშირის, როგორც მთავარი და ერთადერთი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ომისთვის მზადებაზე.
60-იანი წლების დასაწყისში შარლ დე გოლის მთავრობამ დაიწყო ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც მიმართული იყო საფრანგეთის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაზე (პირველ რიგში აშშ-გან) გლობალურ და რეგიონულ მასშტაბებში და ევროპულ და საერთაშორისო საქმეებში მისი როლის გაძლიერებაზე. დე გოლი ამტკიცებდა, რომ აუცილებელია საკმარისად სრული სუვერენიტეტის აღდგენა, რომლის დროსაც საფრანგეთის შეიარაღებული ძალების ყველა სახეობა უნდა ემორჩილებოდეს მხოლოდ ეროვნულ ხელმძღვანელობას. საბჭოთა სამხდრო სპეციალისტბის შეფასებით, სწორედ დამოუკიდებელი სამხდრო პილიტიკისკენ და დასავლეთ ევროპაში წამყვანი მდგომარეობის დაკავებისკენ მისწრაფებით ხელმძღვანელობდა საფრანგეთის მთავრობა, როდესაც 1966 წელს ღებულობდა გადაწყვეტილებას ნატო-ს სამხედრო ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ.
ამ სახელმწიფოს საგარეოპოლიტიკური კურსის გადახედვამ გავლენა იქონია მის სამხედრო დოქტრინაზეც, რომელიც უფრო დამოუკიდებელი გახდა. „შეკავებისა და დაშინების“ სტრატეგია ითვალისწინებდა ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფას „ყველა აზიმუტის მიხედვით“. საბჭოთა კავშირს ამ პერიოდში არ განიხილავდნენ მთავარ მოწინააღმდეგედ, როგორც ამას თვლიდნენ მანამდე და როგორც ეს მიღებული იყო ნატო-ში. იმ პერიოდში ფრანგული სარდლობა ვარაუდობდა, რომ ორი სისტემის შეჯახება აუცილებელი არ იყო შეხებოდა საფრანგეთს (თუ კი მის პირდაპირ ინტერესებს არ შეეხებოდნენ). ქვეყნის ინტერესებს შესაძლო იყო დამუქრებოდნენ არა მხოლოდ პოტენციური მოწინააღმდეგეები (სსრკ), არამედ მისი მეზობელ-მოკავშირეებიც. მას შესაძლო იყო განეცადა სამხედრო თავდასხმა დასავლეთის სახელმწიფოთა მხრიდანაც, რომელთაც დასახული ექნებოდათ ორგვარი მიზანი: არ დაეშვათ მოწინააღმდეგის მიერ ფრანგული ტერიტორიის დაპყრობა ან კიდევ თავიანთ მიზნებში გამოეყენებინათ ქვეყნის სამხედრო-სტრატეგიული ობიექტები და რესურსები.
ფრანგი სამხედრო თეორეტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ შეიარაღებული კონფლიქტი ევროპაში ვარშავის ხელშეკრულებასა და ნატო-ს შორის შესაძლო იყო წარმოქმნილიყო მხოლოდ საყოველთაო ბირთვული ომის ფორმით. ასეთი ომის მთავარი მიზნების მიღწევის ძირითად საშუალებად ითვლებოდა სტრატეგიული ბირთვული ძალები, რომლის გამოყენებასაც გეგმავდნენ მასირებულად მოწინააღმდგის ტერიტორიის მთელ სიღრმეზე. საფრანგეთი მსგავს შეიარაღებულ კონფლიქტში შესაძლო იყო გამოსულიყო ჩრდილოატლანტიკური ბლოკის მხარეზე.
დამოუკიდებლობის შეძენისა და განმტკიცებისთვის საფრანგეთმა ძირითად ძალიხმევას თავი მოუყარა საკუთარი სტრატეგიული ბირთვული ძალების ჩამოყალიბებაზე. 1960-იან წლებში მან შექმნა სტრატეგიული ავიაცია, საზღვაო ბაზირების ბირთვული ძალები, საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტების ესკადრილიები სარაკეტო ბაზაზე _ აპტი.
საბჭოთა ავტორების შეფასებით, ქვეყნის მმართველი წრეების კლასობრივ ინტრესებს არ შეძლოთ მიეცათ მათთვის საშუალება, რათა დამოუკიდებლობისკენ მისწრაფება მიეყვანათ ნატო-დან სრულ გამოსვლამდე. საფრანგეთი კვლავინდებურად რჩებოდა მისი პოლიტიკური ორგანიზაციის წევრად და ინარჩუნებდა ფართო სამხედრო თანამშრომლობას ბლოკში ევროპულ მოკავშირეებთან ორმხრივ საფუძველზე.
1969 წლის დასაწყისში საფრანგეთის ხელმძღვანელობამ უარი თქვა „ყველა აზიმუტის მიხედვით თავდაცვის“ კონცეფციაზე და დაუბრუნდა „მიმართული თავდაცვის“ კონცეფციას.
70-იანი წლების შუახანებში მიიღეს საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის არმიის გენერალ გ. მერის ე. წ. „უსაფრთხოების გაფართოებული ზონის“ კონცეფცია, რომლის შესაბამისად საფრანგეთის „სასიცოცხლო ინტერესების“ რაიონები არ იფარგლებოდა ეროვნული ტერიტორიით, არამედ თავის თავში შეიცავდა მთელ დასავლეთ ევროპასა და მასთან მისადგომებს, მათ შორის ხმელთაშუა ზღვის აუზსა და მსოფლიოს ზოგიერთ სხვა რეგიონს.
საბჭოთა ავტორების შეფასებით, ამ კონცეფციის შესაბამისად, არ გამორიცხავდნენ ფრანგული შეიარაღებული ძალების მონაწილეობას საომარ მოქმედებებში სოციალისტური თანამეგობრობის ქვეყნების წინააღმდეგ „მეწინავე მიჯნებზე“ ცენტრალურ ევროპაში, ე. ი. გფრ-ის აღმოსავლეთ საზღვარზე. მისი ავტორი ამტკიცებდა, რომ საფრანგეთის შეიარაღებული ძალები მონაწილეობას მიიღებდა საომარ მოქმედებებში წინ გაწეულ თავდაცვის ხაზზე, რომელიც უნდა აეგოთ გაერთიანებული ევროპის ფარგლებში. მისი აზრით, ძნელი იყო ევროპული თავდაცვის წარმოდგენა ამერიკელების გარეშე. მაგრამ, როგორც უცხოური ბეჭდური გამოცემები აღნიშნავდნენ, ფრანგული ჯარების ბლოკის სამოკავშირეო შეიარაღებულ ძალებთან ნებისმიერ ურთიერთმოქმედებას განახორციელებდნენ საფრანგეთის მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების შემდეგ.
ნატო-თან კავშირს, საბჭოთა ავტორების სიტყვით, საფრანგეთის ხელისუფლება განიხილავდა ეროვნული ბურჟუაზიის პოზიციების შენარჩუნების უმნიშვნელოვანეს საშუალებად კლასობრივი ბრძოლის გამწვავებისა და ქვეყნის შიგნით მემარცხენე ძალების გაძლიერების პირობებში. რეგიონულ პლანში ასეთი თანამშრომლობა დაკავშირებული იყო საფრანგეთის იმპერიალისტური წრეების მისწრაფებასთან მიეღწიათ ლიდერობისთვის ევროპაში დიდ ბრიტანეთთან და გფრ-თან მეტოქეობის პირობებში და შეემცირებინათ უკანასკნელთა როლი ნატო-ში.
სამხედრო პრობლემები დასავლეთ ევროპაში, 1980-იანი წლების დასაწყისში საფრანგეთის ხელმძღვანელობის აზრით, შესაძლებელი იყო გადაეწყვიტათ დასავლეთევროპული ქვეყნების გაერთიანებული ძალისხმევით აშშ-ისა და მისი შეიარაღებული ძალების უშუალო მონწილეობით. ამიტომ ფრანგული შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადების მიმართულება, როგორც თვლიდნენ დასავლელი სამხედრო სპეციალისტები, შესაბამებოდა ნატო-ში მიღებული „მოქნილი რეაგირების“ კოალიციური სამხედრო სტრატეგიისა და ამ სტრატეგიის ფარგლებში „მეწინავე მიჯნების“ სტრატეგიული კონცეფციის იმდროინდელ მოთხოვნებს.
მოხდა ცვლილებები შეხედულებებშიც ბირთვული ძალების მოქმედებების თაობაზე. სტრატეგიული ბირთვული იარაღის დაუყოვნებლივ მასირებულად გამოყენების პრინციპი შეცვალეს „ეტაპობრივი შეკავებით“, რომელიც ითვალისწინებდა თავიდან ჩვეულებრივი ძალებისა და საშუალებების, შემდეგ ტაქტიკური ბირთვული იარაღის და მხოლოდ ამის შემდეგ, თუკი საფრანგეთის ინტერესებისთვის მუქარა შენარჩუნდებოდა, სტრატეგიული ბირთვული ძალების ეტაპობრივ გამოყენებას. ამით დასტურდებოდა ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მზადყოფნა გამოეყენებინა მის განკარგულებაში არსებული მთელი საშუალებები, სტრატეგიულის ჩათვლით.
1980 წლის შუახანებში, როგორც დასავლურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, საფრანგეთში მსჯელობდნენ მოხსენებაზე ქვეყნის ახალი სამხედრო დოქტრინის შესახებ, რომელიც არსებითად იწონებდა გენერალ მერის ზემოხსენებულ გამონათქვამებს. დააზუსტეს დოქტრინის ის დებულებები, რომლებიც შეეხებოდა ევროპაში მომავალი ომის შესაძლო ხასიათს. აღიარებდნენ, რომ ნატო-სა და ვარშავის ხელშკრულების სახელმწიფოებს შორის შესაძლო იყო წარმოქმნილიყო საყოველთაო ბირთვული ომი ან შეზღუდული ომი ბირთვული ან მხოლოდ ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით. უშვებდნენ არეთვე ფრანგული შეიარაღებული ძალების მიერ ლოკალური ომების წარმოებას ყოფილი კოლონიების _ აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების წინაშე სამოკავშირეო ვალდებულებების შესრულებისას. მაგალითად, 80-იანი წლების დასაწყისში საფრანგეთს ჰქონდა ხელშეკრულებები ურთიერთ დახმარების შესახებ შვიდ აფრიკულ სახელმწიფოსთან.
საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მშენებლობას 70-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში ახორციელებდნენ შეიარაღებული ძალების მშენებლობის ხუთწლიანი პროგრამების შესაბამისად: ზრდიდნენ ქვეყნის სარაკეტო-ბირთვულ პოტენციალს, ატარებდნენ ზოგადი დანიშნულების ძალების ძირეულ რეორგანიზებას. საფრანგეთის შეიარაღებული ძალები შედგებოდა სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სამხდრო-საზღვაო ძალებისგან, ხოლო ზოგიერთი სპეციალისტი მასში რთავდა სამხედრო ჟანდარმერიასაც. ოპერატიულ-სტრატეგიული დანიშნულების მიხედვით, სამხდრო დოქტრინის თანახმად, იგი იყოფოდა სტრატეგიულ ბირთვულ ძალებად, ტაქტიკურ ბირთვულ ძალებად და ზოგადი დანიშნულების ძალებად. ჩატარებულ რეფორმასთან დაკავშირებით, გაუქმებულ იქნა მისი უწინდელი დაყოფა (სტრატეგიული ბირთვული ძალები, საბრძოლო ძალები, ინტერვენციონისტული და ზღვისმიღმა ძალები, უსაფრთხოების ძალები).
როგორც დასავლურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, სტრატეგიული ბირთვული ძალები (დაახლოწებით 20 ათასი ადამიანი) 1983 წლის დასაწყისში შედგებოდა მიწისზედა ბაზირების საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტების შ-3 ორი ესკადრილიისგან 1 მგტ სიმძლავრის მონობლოკური ტიპის სათაო ნაწილებით, ხუთი ატომური წყალქვეშა ნავისგან, რომელთაც გააჩნდათ 16-16 ბალისტიკური რაკეტა M-20 (სროლის სიშორე 3000 კმ-მდე, მონობლოკური ტიპის სათავო ნაწილის სიმძლავრე იყო 1 მგტ), საშუალო ბომბდამშენების ექვსი ესკადრილიისგან (34 ერთეული), რომელთაც შეეძლოთ70 კტ სიმძლავრის თითო-თითო ბირთვული ბომბის წაღება. სულ ფრანგულ ბირთვულ ძალებს (ტაქტიკურის გაუთვალისწინებლად) გააჩნდა 132 მატარებელი, რომელთაც შეეძლოთ ერთ გაშვებაში (გაფრენაში) ჰაერში აეტანათ 132 მუხტი საერთო სიმძლავრით 100 მგტ-ზე მეტი. 1985 წლისთვის ითვალისწინებდნენ საბრძოლო შემადგენლობაში მეექვსე წნარბ-ის შყვანას რაკეტებით M-4 (სროლის სიშორე 4000 კმ-მდე, სათავო ნაწილს გააჩნდა ექვსი ქობინი თითოეული სიმძლავრით 100-150 კტ) და მათით წნარბ-ებში არსებული M-20 რაკეტების შეცვლას. სტრატეგიული ბირთვული ძალების მშენებლობის გეგმებით ითვალისწინებდნენ ასეთი წყალქვეშა ნავების რაოდენობის შვიდამდე აყვანას, აგრეთვე სხვა საშუალებების ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემების სრულყოფასაც.
ტაქტიკური ბირთვული ძალები 1980-იანი წლების დასაწყისში მოიცავდა უმართავი რაკეტების (ურ) „პლუტონების“ ხუთ პოლკს (30 გასაშვები დანადგარი /გდ/, რომლებიც შდიოდნენ სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში), გამანადგურებელ-ბომბდამშენი თვითმფრინავების ხუთ ესკადრილიას (45 „იაგუარ“ A და 30 „მირაჟ“ 3E, სამხედრო-საჰაერო ძალები) და თვითმფრინავ-მატარებლების „სუპერ-ეტანდერი“ სამ ესკადრილიას (36 თვითმფრინავი, სამხედრო-საზღვაო ძალები).
ზოგადი დანიშნულების ძალების რიცხოვნებას, ფრანგი სამხედრო სპეციალისტების აზრით, უნდა შეექმნა წინაპირობები წონასწორობის მისაღწევად ნატო-ს შიგნით. ამასთან ვარაუდობდნენ, რომ თავისი შესაძლებლობებით იგი არ უნდა ჩამორჩენოდა სხვა დასავლეთევროპული ქვეყნების, და განსაკუთრებით გფრ-ის, შეიარაღებულ ძალებს. ასეთი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მისი საერთო რიცხოვნება 80-იანი წლების დასაწყისში შეადგენდა დაახლოებით 475 ათას ადამიანს (318 ათასი სახმელეთო ჯარებში, 93 ათასი სჰძ-სა და 64 ათასი სზძ-ში), რომელთაგან დაახლოებით 275 ათასი ადამიანი _ მონაცვლეობითი შემადგენლობისა იყო, რომლებსაც იწვევდნენ სამსახურის გარკვეული ვადით.
შეიარაღებლ ძალებში იმ დროს მოითვლებოდა დაახლოებით 1200 საშუალო ტანკი, 3600 ჯავშანტრანსპორტერი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ჯავშანავტომობილი, 450-ზე მეტი საველე არტილერიის ქვემეხი, 520-მდე საბრძოლო თვითმფრინავი და 170 ხომალდი (წნარბ-ების გარეშე). სახმელეთო ჯარებში შედიოდა 15 დივიზია, მათგან რვა ჯავშანსატანკო.
სამხედრო დოქტრინის თანახმად საფრანგეთს განსაკუთრებული მდგომარეობა ეკავა ჩრდილოატლანტიკურ ბლოკში პარტნიორებს შორის _ რამდენადმე დამოუკიდებელი და განკერძოებული, _ ინარჩუნებდა რა უფლებას გამოეყენებინა თავისი შეიარაღებული ძალები კრიზისულ სიტუაციებში საკუთარი შეხედულებების და მიხედვით. ბლოკის მშძ-ის სარდლობა თვლიდა მას თავის რეზერვად და ითვალისწინებდა ამას ყველა სამხედრო ღინისძიების დაგეგმვისას. ასე, ერთმა ნატო-ელმა მაღალი თანამდებობის პირმა იმ წლებში პირდაპირ განაცხადა, რომ საფრანგეთის სამხედრო ძლიერება, იქნება თუ არა იგი ინტეგრირებული ნატო-ში, ემსახურება ჩრდილოატლანტიკური კავშირის ინტერესებს, ხოლო ბირთვული ძალები შეადგენს მნიშვნელოვან ნაწილს მის ძლიერებაში. ამრიგად, საფრანგეთს შეახსენებდნენ მისი სამოკავშირეო ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის თაობაზე.
საფრანგეთის შეიარაღებული ძალების ნატო-ს მშძ-თან თანამშრომლობა ვითარდებოდა ბევრი მიმართულებით (სტრატეგიული და ოპერატიული გეგმების კოორდინაცია, ურთიერთმოქმედება დაზვერვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის (მტუ) სფეროში, სხვა საკითხები). ნატო-ს ყველა მთავარ შტაბში იყო ფრანგული სამხედრო მისიები, ჯარები მონაწილეობას ღებულობდნენ სხვა სახელმწიფოებთან ერთობლივ სწავლებებსა და მანევრებში, განსაკუთრებით სჰძ და სზძ. საფრანგეთი მონაწილეობდა ნატო-ს საჰაერო თავდაცვის (ჰთ) ძალებისა და საშუალებების მართვის გაერთიანებულ სისტემაში დასავლეთ ევროპაში, შეიარაღების რიგი ნიმუშების ერთობლივ შემუშავებასა და წარმოებაში და ა. შ.
და მაინც საფრანგეთი ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას ბირთვული იარაღისა და მთლიანობაში შეიარაღებული ძალების გამოყენების სფეროში. თავდაცვის იმდროინდელმა მინისტრმა შ. ერნიუმ გაზეთ „მონდში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა: „საფრანგეთის თავდაცვა _ ეს არის მისი შეკავების ბირთვული საშუალებები... საფრანგეთი წარმოადგენს ჩრდილოატლანტილური კავშირის წევრ სახელმწიფოს, და ჩვენ ვაპირებთ ვაღრმავებდეთ ჩვენს ურთიერთობებს მასთან, მაგრამ ვინარჩუნებთ ჩვენს დამოუკიდებლობას გადაწყვეტილებების მიღებაში, რათა არ ვიყოთ ავტომატურად ჩათრეული კონფლიქტში, რომელში მონაწილეობის სურვილიც არ გვექნება“.
ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა შესაძლო მოწინააღმდეგის „დასაშინებლად“ ემხრობოდა ბირთვული დარტყმების მიყენების კონცეფციას მსხვილ სამრეწველო და ადმინისტრაციულ-პოლიტიკურ ცენტრებზე და, ყურად იღებდა რა თავისი სტრატეგიული ბირთვული ძალების უზარმაზარ შესაძლებლობებს, თვლიდა, რომ საკმარისი იყო ნებისმიერი სახელმწიფოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცენტრების რამოდენიმე რაოდენობის განადგურება, რათა იგი ათწლეულების მანძილზე ვეღარ დარჩენილიყო ორგანიზებულ საზოგადოებად. ასეთი ცენტრები ფრანგი სპეციალისტების მონაცემებით, აშშ-ში, მაგალითად, მოითვლებოდა 54, გფრ-ში _ 11, საფრანგეთში _ 12.
საფრანგეთის ხელმძღვანელობა 1980-იანი წლების დასაწყისში თავის სტრატეგიულ ბირთვულ ძალებს განიხილავდა არა მხოლოდ როგორც შეკავების ეროვნულ საშუალებას, არამედ, როგორც ჩანდა, ითვალისწინებდა კიდეც მის გამოყენებას ნატო-თან ერთობლივად. ასე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფ. მიტერანმა დასავლეთგერმანულ ჟურნალ „შტერნს“ ინტერვიუში განუცხადა: „არსებობს სსრკ-ის შეიარაღებული ძალების უპირატესობა ევროპაში... მაგრამ აშშ-ს აქვს საშუალება ძალთა თანაფარდობაში თანაბრობის აღსადგენად, და საფრანგეთი ყოყმანის გარეშე შეავსებს მას თავისი დაშინების იარაღით“. დასავლური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ იმის თაობაზე, რომ, მაგალითად, ფრანგული წნარბ-ების პატრულირების რაიონებს ათანხმებდნენ ამერიკულ სარდლობასთან.
ფრანგული სამხედრო ხელმძღვანელობა თვლიდა, რომ ზოგადი დანიშნულების ძალების ყველა შენაერთი და ნაწილი მზად უნდა ყოფილიყო საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის როგორც თავიანთი ქვეყნის ფარგლებში, ისე მის გარეთაც. მაგრამ ზოგიერთი მათგანი (11-ე საჰაერო-სადესანტო დივიზია და მე-9 ქვეითი დივიზია „მარინი“) უფრო მეტად იყვნენ მომზადებული და დაკომპლექტებული უცხო ტერიტორიებზე მოქმედებებისთვის. მათ ინარჩუნებდნენ მაღალ საბრძოლო მზადყოფნაში და ისინი სჰძ-ის ნაწილთან ერთად შეადგენდნენ ე. წ. „სწრაფი მოქმედების ძალებს“. დასავლური ბეჭდური გამოცემების შეფასებით, ამ უკანასკნელის რიცხოვნება შეადგენდა 25-30 ათას ადამიანს.
ბევრ აფრიკულ ქვყანაში საფრანგეთს ჰყავდა თავისი სამხედრო მრჩევლები და ცალკეული გარნიზონები 14 ათასამდე ადამიანის რიცხოვნებით, რომლებიც საგანგებო პირობებში შესაძლო იყო გამოეყენებინათ „სწრაფი მოქმედების ძალების“ ავანგარდის სახით. მათი გაშლის შესაძლო რაიონებში, მაგალითად ჯიბუტში, დასაწყობებული იყო მძიმე შეიარაღების ნაწილი.
საფრანგეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა დიდ ყურადღებას უთმობდა საველე გაწვრთნილობას, სარეზერვო კომპონენტების დონის ამაღლებას, შენაერთებისა და ნაწილების საომარი დროის შტატებამდე გაშლას, შეიარაღებულ ძალთა სახეობების ურთიერთმოქმედების ამაღლებას, ჯარებისა და ტვირთების გადასროლის საკითხებს.
I. 4. იტალიის სამხედრო დოქტრინა 80-იანი წლების დასაწყისში
იტალიის სამხედრო დოქტრინის ჩამოყალიბებაზე, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, დიდ გავლენას ახდენდა იტალიის რეაქციული ძალების ანტისოვეტიზმი, ისვე როგორც მთელი მსოფლიო იმპერიალიზმისა, მათი მისწრაფება მიეღწიათ გადამწყვეტი უპირატესობისთვის საბჭოთა კავშირსა და სოციალისტური თანამეგობრობის სხვა სახელმწიფობზე.
იტალიის, როგორც ჩრდილოატლანტიკური კავშირის ბევრი სხვა წევრის, სამხედრო დოქტრინის საფუძველს, „ცივი ომის“ წლებში შეადგენდა ნატო-ს „მოქნილი რეაგირების“ კოალიციური სამხედრო სტრატეგია, რომლის შესაბამისადაც მთავარ მოწინააღმდეგედ ერთმნიშვნელოვნად დასახელებული იყო საბჭოთა კავშირი. დოქტრინაში განსაზღვრული იყო სამხედრო მშენებლობის მიმართულებები, ჯარების საბრძოლო და ოპერატიული მომზადებისადმი წაყენებული მოთხოვნები, შეიარაღებულ ძალთა დაჯგუფებების გაშლა და მათ მიერ საბრძოლო მოქმედებების წარმოების საფუძვლები.
იტალიური სარდლობა, როგორც ნატო მთლიანობაში, ევროპაში მომავალი ომის მომზადებისა და წარმოების საკითხებში, საბჭოთა ავტორების შეფასებით, ხელმძღვანელობდა უწინარეს ყოვლისა ბლოკის ინტერესებით, რომლის შემადგენლობაშიც, ქვეყნის ხელმძღვანელობის აზრით, შესაძლო იყო მიეღწიათ დასმული ამოცანებისთვის შესაძლო მოწინააღმდეგესთან დაპირისპირებაში _ ბრძოლაში. ამავდროულად, ეფარებოდნენ რა ბლოკური ინტერესების დაცვის აუცილებლობას, ამ სახელმწიფოს მმართველი წრეები ცდილობდნენ იტალიის პოზიციების გაძლიერებას დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით კი ხმელთაშუა ზღვის აუზში.
იტალიის სამხედრო დოქტრინის შესაბამისად, ითვალისწინებდნენ სსრკ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ საყოველთაო ბირთვული და შეზღუდული ომების წარმოების შესაძლებლობას.
პირველი, დასავლელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, შესაძლო იყო წარმოქმნილიყო მთავარ დაპირისპირებულ მხარეებს შორის. და მას აწარმოებდნენ კოალიციურად, გლობალურად, მათ განკარგულებაში არსებული მთელი საშუალებების შეუზღუდავი გამოყენებით. ასეთი ომის წარმოების მთავარ საშუალებად ითვლებოდა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სტრატეგიული ბირთვული ძალები საბრძოლო მოქმედებებში ტაქტიკური ბირთვული ძალებისა (ბირთვული საშუალებების მატარებლები ჰყავდა იტალიასაც) და ნატო-ს ზოგადი დანიშნულების ძალების ერთდროული ან თანამიმდევრული გამოყენებით. მის ძირითად პოლიტიკურ მიზანს, საბჭოთა ავტორების სიტყვით, წარმოადგენდა სოციალისტური სისტემის განადგურება.
მეორე _ ეს იყო ომი, რომელიც ვერ აღწევდა საყოველთაო ბირთვული ომის მასშტაბებს. იგი უნდა ეწარმოებინათ შეზღუდული მიზნებით, ძალებისა და საშუალებების ნაკლები რაოდენობით განსაზღვრულ რაიონებში და მონაწილე ქვეყნების შეზღუდული რიცხვით. მაგრამ მასში შეიარაღებული ძალების წინაშე დასვამდნენ ერთ ან რამდენიმე სოციალისტურ ქვეყანაში არსებული სოციალურ-პოლიტიკური წყობილების ლიკვიდირებისა და მთელი სოციალისტური თანამეგობრობის დასუსტების ამოცანებს. ასეთ შეიარაღებულ კონფლიქტს იტალიის ხელმძღვანელობა განიხილავდა არა როგორც დამოუკიდებელ ომს, არამედ როგორც საყოველთაო ბირთვული ომისკენ ესკალაციის ეტაპს. დასავლურ ბეჭდურ გამოცემებში ხაზს უსვამდნენ, რომ იწონებდა რა ნატო-ს გადაწყვეტილებებს დასავლეთ ევროპის რიგი ქვეყნების, მათ შორის იტალიის, ტერიტორიაზე საშუალო სიშორის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გაშლის თაობაზე, იტალიის ხელმძღვანელობა ფაქტიურად სცილდებოდა შეზღუდული ომის საყოველთაო ბირთვულ ომში გადაზრდის ზემოხსენებულ თეზისს. თავდასხმის ამ ახალ საშუალებებს შეძლოთ მიზნების დაზიანება სსრკ-ის ტერიტირიაზეც, და ასეთნაირად ნატო-ს მშძ-ს შეეძლებოდა სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტაც ისე, რომ არ მიემართა აშშ-ის სტრატეგიული ბირთვული ძალების გამოყნებისთვის. ამიტომ მაშინ უკვე ბევრი დასავლელი სპეციალისტი აღარ განიხილავდა შეზღუდულ ომს ევროპაში, როგორც საყოველთაო ბირთვული ომის ზღურბლზე ესკალაციის საფეხურს. ასეთი ომი იძენდა უკვე დამოუკიდებელ, განკერძოებულ ხასიათს. აშშ-ის პრეზიდენტის რ. რეიგანის ადმინისტრაცია თავისთვის მომგებიანად ზღუდავდა მას ევროპული ომთ-ების ფარგლებით.
80-იანი წლების დასაწყისში იტალიელი სამხედრო სპეციალისტები გამოდიოდნენ „ბირთვული ზღურბლის“ ამაღლების მომხრედ ზოგადი დანიშნულების ძალების საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდის ხარჯზე. მათი აზრით, ეს საშუალებას მისცემდათ საბრძოლო მოქმედებები ევროპაში ეწარმოებინათ უფრო ხანგრძლივი დროის მანძილზე ბირთვული იარაღის გამოყენების გარეშე და, შესაძლებელი იყო, მიეღწიათ კიდევაც თავიანთი ძირითადი პოლიტიკური მიზნებისთვის.
დოქტრინის თანახმად იტალიის შეიარაღებული ძალები მზად უნდა ყოფილიყო ასევე ისეთ ლოკალურ საომარ კონფლიქტებში მონაწილეობისთვისაც, რომლებიც უშუალოდ არ შეეხებოდა ჩრდილოატლანტიკური ბლოკის ინტერესებს. ასეთი კონფლიქტი, უცხოელი სპეციალისტების შეფასებით, შესაძლოა წამოქმნილიყო როგორც ხმელთაშუა ზღვისპირეთის უშუალოდ მოსაზღვრე რაიონებში, ისე ნატო-ს „პასუხისმგებლობის ზონის“ ფარგლებიდან შორსაც. სახელდობრ, 70-80იანი წლების მიჯნაზე იტალიის მმართველი წრეები მომატებულ ყურადღებას იჩენდნენ აფრიკული რქისადმი, და თვლიდნენ, რომ „მან შეიძინა დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა“. ამ მიზნით იტალიური სარდლობა და შტაბები შეიმუშავებდნენ ე. წ. „ეროვნული თავდაცვის მოდელს“. იგი ორგანიზებას უკეთებდა შიარაღებული ძალების ლოკალური ომისთვის მზადებას, რომლის მთავარ მიზანსაც წარმოადგენდა იტალიის ინტერესების უზრუნველყოფა აღნიშნულ რაიონებში.
უახლოეს მომდევნო წლებში ამ „მოდელის“ შესაბამისად ითვალისწინებდნენ შეიარაღებული ძალების მობილურობის ამაღლებას, ასევე მისი უნარის ამაღლებასაც იტალიის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ უმოკლეს ვადებში საბრძოლო მოქმედებების დასაწყებად. ვარაუდობდნენ „სწრაფი გაშლის ძალების“ შექმნას (ამერიკული ნიმუშის მიხედვით, მაგრამ ნაკლები რიცხოვნებისა), რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა ხმელთაშუა ზღვის აუზისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში ჩასარევად.
ქვეყნის ეკონომიკის ომისთვის მზადებასა და ტერიტორიის ოპერატიულ აღჭურვას აწარმოებდნენ უწინარეს ყოვლისა ჩრდილოატლანტიკური ბლოკის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მოთხოვნების გათვალისწინებით. იტალიის მნიშვნელობა ნატო-თვის იმ ხანად განისაზღვრებოდა მისი მომგებიანი სტრატეგიული მდებარეობით ბლოკის სამხრეთ ფლანგზე, მნიშვნელოვანი ადამიანური რესურსებითა და საკმაოდ განვითარებული ეკონომიკით. იტალიის ტერიტორიიდან ნატო-ს მშძ-ს შეეძლო ბირთვული დარტყმების მიყენება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში განლაგებულ ობიექტებზე, საზღვაო კომუნიკაციების კონტროლის განხორციელება ხმელთაშუა ზღვაში, მუქარის შექმნა ვარშავის ხელშეკრულების ჯართა დაჯგუფების სამხრეთ ფლანგისთვის. ამიტომ მის ტერიტორიას აღჭურავდნენ ჩრდილოატლანტიკური ბლოკის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმების შესაბამისად. ამ ქვეყანაში დისლოცირებული იყო ნატო-ს მშძ-ის მთავარი სარდლობის შტაბები სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე, აგრეთვე დამრტყმელი სზძ-ის სარდლობის სანაპირო შტაბი ომთ-ზე.
მის ტერიტორიაზე არსებობდა 50-ზე მეტი აეროდრომი (25 გადაცემული იყო ნატო-ს განკარგულებაში), რომლებიც გამოსადეგი იყო თანამედროვე ავიაციის ბაზირებისთვის. მათი საერთო ოპერატიული ტევადობა შეადგენდა 900-მდე თვითმფრინავს. ჩრდილოეთ იტალიაში მოქმედებდა სამხედრო მილსადენების სისტემა, რომელიც შეერთებული იყო ანალოგიურ სისტემასთან ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე, კ. სიცილიაზე კი აშენებდნენ პოზიციებს ამერიკული ფრთოსანი რაკეტებისთვის.
როგორც დასავლელი სპეციალისტები თვლიდნენ, იტალიას გააჩნდა შედარებით ძლიერი შეიარაღებული ძალები (საერთო რიცხოვნება 370 ათასი ადამიანი), რომელსაც ინარჩუნებდნენ საბრძოლო მზადყოფნის მაღალ ხარისხში.
სახმელეთო ჯარები წარმოადგენდა შეიარაღებული ძალების ყველაზე უფრო მრავალრიცხოვან სახეობას (257 ათასი ადამიანი). მის შემადგენლობაში შედიოდა საარმიო კორპუსების სამი შტაბი, ოთხი დივიზია (მათ შორის ერთი ჯავშანსატანკო), 12 ცალკეული ბრიგადა და მართვადი რაკეტების „ლანსი“ ცალკეული სარაკეტო ბრიგადა. იგი აღჭურვილი იყო თანამედროვე საბრძოლო ტექნიკით _ დაახლოებით 1800 ტანკი, 1100-მდე საველე არტილერიის ქვემეხი, 4200 ჯავშანტრანსპორტერი და ჯავშანავტომობილი, საარმიო ავიაციის 480-ზე მეტი თვითმფრინავი და ვერტმფრენი. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელი იყო მისი სწრაფი გაშლა საომარი დროის შტატებამდე, რისთვისაც მომზადებული ჰყავდათ 550 ათასზე მეტი პირველი რიგის რეზერვისტი.
სამხედრო-საჰაერო ძალები (სჰძ, პირადი შემადგენლობის საერთო რიცხოვნება 69 ათასზე მეტი ადამიანი) ორგანიზაციულად შეყვანილი იყო საავიაციო ფრთებში (საბრძოლო თვითმფრინავების 17 ესკადრილია), რომელთა შეიარაღებაშიც მოითვლებოდა დაახლოებით 260 მანქანა. იტალიის მთელი საბრძოლო ავიაცია უკვე მშვიდობიანობის დროს გადაცემული იყო ნატო-ს სჰძ-ის მე-5 სამოკავშირეო ტაქტიკური საავიაციო სარდლობის (მტას) შემადგენლობაში.
სამხედრო-საზღვაო ძალები (სზძ, საერთო რიცხოვნებით 44 ათასი ადამიანი) მოცავდა ფლოტს, სზძ-ის ავიაციასა და საზღვაო ქვეით ჯარს (ზქჯ). მასში მოითვლებოდა 110-ზე მეტი საბრძოლო ხომალდი და კატარღა, ორი საპატრულო საავიაციო ესკადრილია (14 მანქანა) და ვერტმფრენების ხუთი ესკადრილია (90 ერთეულამდე). იტალიის სზძ-ის მომზადებისას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ მისი საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებასა და იმ ამოცანების დამუშავებას, რომლებიც მას უნდა შეესრულებინა ნატო-ს სამოკავშირეო სზძ-ის შემადგენლობაში.
იტალიის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს, ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, წარმოადგენდა რესპუბლიკის პრეზიდენტი, რომელიც თავდაცვის უმაღლესი საბჭოს მეშვეობით, ახორციელებდა კონტროლს სამთავრობო ორგანოების საქმიანობაზე და ქვეყნისა და შეიარაღებული ძალების კოორდინირებას ომისთვის მზადების საკითხებში. ჩრდილოატლანტიკურ ბლოკში მოვალეობების თანახმად ითვალისწინებდნენ, რომ საყოველთაო ბირთვული ან შეზღუდული ომის გაჩარების შემთხვევაში იტალიის შეიარაღებულ ძალებს საბრძოლო მოქმედებები უნდა ეწარმოებინა ნატო-ს მშძ-ის შემადგენლობაში სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე. შეზღუდულ ომში თავისი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების შეფასებისას იტალიის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა თვლიდა, რომ მას შეეძლო წინ აღდგომოდა სავარაუდო მიწინააღმდეგეს საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას ბირთვული იარაღის გამოყენების გარეშე.
შეიარაღებული ძალების მომზადებას ახორციელებდნენ „მეწინავე მიჯნების“ კონცეფციის ძირითადი დებულებების შესაბამისად, რომელიც მოითხოვდა ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებას, მათ სწრაფ მობილიზებასა და ოპერატიულ გაშლას. მიჰყვებოდა რა ნატო-ში მიღებულ გრძელვადიან სამხედრო პროგრამას, იტალია თავისი შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობებს ამაღლებდა მისი ტექნიკური გადაიარაღების სფუძველზე. კერძოდ, 80-იანი წლების დასაწყისში, ითვალისწინებდნენ ნაწილებსა და შენაერთებში დასავლეთგერმანული ტანკების „ლეოპარდ-1“ მიწოდებას, ასევე ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების, 100 ახალი თვითმფრინავის „ტორნადო“, საჰაერო თავდაცვის თანამედროვე საშუალებების მიწოდებას, აგრეთვე საარმიო ავიაციის გაძლიერებას შეიარაღებაში საცეცხლე მხარდაჭერის (ტანკსაწინააღმდეგო) ახალი ვერტმფრენების მიღების ხარჯზე.
იტალიის შეიარაღებული ძალების მთავარი დაჯგუფება განლაგებული იყო ქვეყნის ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე ალიანსის მშძ-თან ურთიერთმოქმედებით საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის მზადყოფნაში.
ითვლებოდა, რომ იტალიის სახმელეთო ჯარებს სჰძ-ისა და სზძ-ის მხარდაჭერით, შეეძლო სტრატეგიული თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციების წარმოება. ამასთან საბრძოლო მიქმედებების წარმოების მთავარ ხერხს, იტალიური სამხედრო დოქტრინის თანახმად, წარმოადგენდა შეტევა, რომელიც უნდა ჩაეტარებინათ ეროვნული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. მოწინააღმდეგის მიერ შეტევითი მოქმედებების წარმოებისას იტალიური შეიარაღებული ძალების გამოყენებას გეგმავდნენ თავდაცვით ოპერაციებში, რათა არ დაეშვათ უცხოური სახმელეთო ჯარების შემოჭრა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში და დესანტების გადმოსხმა სამხრეთში. თავდაცვის ძირითად მიზანს წარმოადგენდა _ მოწინააღმდეგის განადგურება და სხვა ომთ-ებზე ბლოკის მშძ-თან ერთობლივად შეტევაში გადასასვლელად პირობების შექმნა.
ამრიგად, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, იტალიის სამხედრო დოქტრინა შეიარაღებული ძალების მშენებლობის, საბრძოლო და ოპერატული მომზადების სფეროში, ასევე ოპერაციების დაგაეგმვაში ითვალისწინებდა უმთავრესად კოალიციურ მოქმედებებს თავის უფრო ძლიერ მოკავშირეებზე (აშშ, დიდი ბრიტანეთი, გფრ) დაყრდნობით.
* * *
დასასრულს, საბჭოთა ავტორები აღნიშნავდნენ, რომ ნატო-ს ძირითადი ევროპული ქვეყნების (დიდი ბრიტანეთი, გფრ, საფრანგეთი, იტალია) სამხედრო დოქტრინებს გააჩნდათ საერთო კლასობრივი არსი, აგრესიული ანტისაბჭოთა და ანტიკომუნისტური მიმართულება, ისინი ასახავდნენ ერთნაირ შეხედულებებს ევროპაში შესაძლო ომის ხასიათსა და მის მიზნებზე, ძირითადად ითვალისწინებდნენ ნატო-ს კოალიციური სტრატეგიისა და ამერიკული დოქტრინის დებულებებს (შენიშვნა: ქრისტიანულად მოაზროვნე თანამედროვე რუსი მკვლევარები წერენ, რომ 90-იან წლებში რუსეთის მიერ კომუნისტურ იდეოლოგიაზე საბოლოოდ უარის თქმის შემდეგაც დასავლეთის მმართველი წრეების ზეწოლა რუსეთზე კი არ დასუსტდა, არამედ უფრო გაძლიერდა, უშუალოდ რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევითაც კი. ხოლო ეს იმაზე მიუთითებს, რომ ცივი ომის პერიოდის დასავლური ანტისოვეტიზმი და ანტიკომუნიზმი სხვა არაფერი იყო, თუ არა სწორედ რუსეთის მიერ კომუნისტური იდეოლოგიიდან ტრადიციულ რუსულ სახელმწიფოებრივ პოლიტიკაზე გადასვლისთვის ხელის შეშლა, რუსეთის დანაწევრებისა და ნაწილ-ნაწილ ხელში მისი უფრო ადვილად ჩაგდების მცდელობა. რაც შეეხება საკუთრივ კომუნისტურ იდეოლოგიას, იგი თავის დროზე შეიქმნა არა რუსეთში, არამედ დასავლეთ ევროპაში კ. მარქსისა და ფ. ენგელსის მიერ, რომლებიც დიდი სიძულვილით სწერდნენ რუსეთის ქრისტიანული იმპერიის, როგორც ევროპული რევოლუციური მოძრაობის უბოროტესი მტრის შესახებ. თავად სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა რუსეთის სახელმწიფოში წარმოადგენდა რუსული მედასავლეთეობის (რუს. „ზაპადნიჩესტვოს“ ერთერთ მიმართულებას, რომელიც (ზოგადად მედასავლეთეობა) გააფთრებით ებრძოდა რუსულ ტრადიციულ მართლმადიდებლურ მსოფლმხედველობასა და „სლავიანოფილობას“. რაც შეეხება იმ ბოლშევიკურ ბანდას, რომელმაც 70 წელიწადზე მეტი ხნით ხელში ჩაიგდო რუსეთის მმართველობა, მის პირველ პლეადაში თითქმის საერთოდ არ შედიოდნენ რუსები: ტროცკი, ზინოვიევი, კამენევი, სვერდლოვი და ბუხარინი ეთნიკურად სუფთა ებრაელები იყვნენ, ლენინი _ დედით ებრაელი და მამით ყალმუხი, ძერჟინსკი და მენჟინსკი _ პოლონელები, სტალინი და ორჯონიკიძე _ ქართველები. ცხადია, რომ მათ აზრადაც კი არ ექნებოდათ მაშინ ტრადიციული რუსული სახელმწიფოებრივი პოლიტიკის გატარება, არამედ მათ მიზანს შეადგენდა მთელ მსოფლიოში პროლეტარული რევოლუციის განხორციელება, და „შრომის მსოფლიო ძმობის“ დამყარება. ანუ კლასთა ბრძოლის იდეოლოგიაზე დამყარებული გლობალისტური პროექტის ხორცშესხმა. ამასთანავე მას უპირისპირდებოდა მეორე გლობალისტური პროექტი, რომელიც ემყარებოდა ლიბერალური დემოკრატიის იდეოლოგიას, რომელიც ამოზრდილია იმავე ანტიქრისტიანული ფესვებიდან, და რომელიც მსოფლიო საზოგადოებრიობაში ინერგება იმავე ხილული პოლიტიკის კულისებსმიღმა ცენტრიდან. ასე ხსნიან ამ პროცესებს ქრისტიანული მსოფლმხედველობის მქონე თანამედროვე რუსი მკვლევარები, ქრისტიანი მწერლები და სასულიერო პირები).
ამერიკულ სამხედრო დოქტრინასა და აღნიშნული ქვეყნების დოქტრინებს შორის ერთერთ განსხვავებას წარმოადგენდა შეხედულებების არდამთხვევა ევროპაში ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. პირველი, აშშ-სა და სსრკ-ს შორის სტრატეგიულ ბირთვულ შეიარაღებაში პარიტეტის გათვალისწინებით, უშვებდა ისეთი ომის ფარგლებში, რომელიც ვერ მიაღწევდა საყოველთაო ომის მასშტაბებს, ევროპაში როგორც ჩვეულებრივი, ისე ბირთვული ომის განცალკევებულად (განკერძოებულად) წარმოების შესაძლებლობას, ევროპულ ომის თეატრზე განლაგებული ბირთვული იარაღის გამოყენებით, ამერიკული სტრატეგიული შეტევითი ძალების მონაწილეობის გარეშე. ჩრდილოატლანტიკური ბლოკის ევროპული ქვეყნები კი ომების ამ სახეობებს განიხილავდნენ როგორც საომარი კონფლიქტის ესკალაციის საფეხურებს („მოქნილი რეაგირების“ სტრატეგიისა და „მეწინავე მიჯნების“ სტრატეგიული კონცეფციის შესაბამისად) თავიდან დაზიანების ჩვეულებრივი საშუალებების, ხოლო შემდეგ კი ბირთვული იარაღის გამოყენებითაც, სტრატეგიულის ჩათვლით.
ამასთანავე, საბჭოთა ავტორები აღნიშნავდნენ, რომ ნატო-ს მონაწილე ევროპული ქვეყნების ხელმძღვანელობა, მიიღო რა 1979 წლის დეკემბერში ვაშინგტონის ზეწოლით გადაწყვეტილება ევროპაში საშუალო სიშორის ამერიკული ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების განლაგების შესახებ, დაეთანხმა აშშ-ის ახალ დოქტრინას („რეალისტური დაშინებისა“). მთელი ძალებით ცდილობდნენ ადამიანებისთვის იმის ჩაგონებას, რომ ბირთვული ომი შესაძლებელი იყო ყოფილიყო შეზღუდული, უნდოდათ საზოგადოების შეჩვევა აზრისადმი ასეთი ომის დაშვებულობის თაობაზე. მაგრამ, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ეს იყო ხალხების პირდაპირი მოტყუება. ამერიკული გაგებით „შეზღუდული“ ბირთვული ომი, მაგალითად, ევროპაში, ხომ ნიშნავდა უკვე სულ დასაწყისში ევროპული ცივილიზაციის უტყუარ დაღუპვას. თავად შერთებული შტატებიც ვერ დარჩებოდა განზე ომის ალისგან. ამიტომ, საბჭოთა ავტორები აცხადებდნენ, რომ მსგავსი გეგმები და დოქტრინები წარმოადგენდა სერიოზულ მუქარას ყველა ხალხისთვის, გამონაკლისების გარეშე.
საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, სსრკ დაუღალავად იბრძოდა მთელ მსოფლიოში მშვიდობის განსამტკიცებლად. მაგრამ აშშ-ისა და ნატო-ს ავანტიურისტების აგრესიული ჩანაფიქრები აიძულებდა საბჭოთა ხელმძღვანელობას გამოეჩინა მუდმივი ზრუნვა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის. მისი სიტყვით, საბჭოთა მეომრები ძმური სოციალისტური ქვეყნების მეომრებთან ერთად ფხიზლად იდგნენ სოციალიზმის მონაპოვრების სადარაჯოზე და ყოველთვის მზად იყვნენ გამანადგურებელი დარტყმა მიეყენებინათ ნებისმიერი აგრესორისთვის. საბჭოთა ხელმძღვანელობა 80-იანი წლების დასაწყისში აღნიშნავდა: „ჩვენი საპასუხო ზომები სავსებით გამართლებული იქნება ნებისმიერი თვალსაზრისით, მათ შორის ყველაზე უფრო მაღალი მორალური სტანდარტების მიხედვითაც“ (შენიშვნა: მეტად სამწუხაროა, რომ საბჭოთა კავშირის (ტერიტორიულად ისტორიული რუსული სახელმწიფოს) ხელისუფლება და ოფიციალური იდეოლოგია ვერ გასცდა სოციალიზმისა და კომუნიზმის დოქტრინულ ჩარჩოებს და ვერ ამაღლდა ისტორიული რუსული სახელმწიფოს ტრადიციული ქრისტიანული იდეოლოგიისა და პოლიტიკის დონემდე).
II. დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები 1970–იანი წლების მიწურულს
საბჭოთა სამხედრო სპეციალისტები 1970-იანი წლების ბოლოს აღნიშნავდნენ, რომ აშშ-ისა და ნატო-ს გავლენიანი წრეები აგრძელებდნენ ზეწოლის გაძლიერებას ბლოკის დასავლეთევროპულ ქვეყნებზე, მოითხოვდნენ რა მათგან ასიგნებებისა და კონკრეტული ქმედებების შემდგომ ზრდას მილიტარისტული მზადებების სფეროში. დიდმა ბრიტანეთმა, მათი სიტყვით, ქვეყნის მიერ გადატანილი ეკონომიკური სიძნელეების მიუხედავად, მიიღო გადაწყვეტილება თავისი სამხედრო ხარჯების 1978/79 ფინანსურ წელში 3%-ით გაზრდაზე.
დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების როლი და ადგილი ნატო-ში განისაზღვრებოდა მისი ვალდებულებებით ამ სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის მიმართ. სახელდობრ, უკვე მშვიდობიანობის დროს ამ ქვეყანას გამოყოფილი ჰქონდა ნატო-ს სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების (მშძ) სარდლობის განკარგულებაში საბრძოლველად მზადმყოფი შენაერთებისა და ნაწილების უმეტესობა. ჯარების განსაზღვრული კონტინგენტი წარმოდგენილი იყო ბლოკის მობილურ ძალებშიც, რომლებიც უნდა გამოეყენებიათ ევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრებზე (ომთ).
დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე განლაგებული იყო ნატო-ს მშძ-ის შტაბები, შენაერთები და ნაწილები, სამხედრო ბაზები, ჩვეულებრივი და ბირთვული ირაღის საწყობები, კავშირგაბმულობის კვანძები და სხვა მსხვილი სამხედრო ობიექტები, რომელთაც, საბჭოთა ავტორების სიტყვით, მნიშვნელოვან ადგილს უთმობდნენ ჩრდილოატლანტიკური კავშირის მილიტარისტულ გეგმებში. დიდ ყურადღებს აქცევდნენ სტრატეგიული და ტაქტიკური ბირთვული იარაღის განვითარებას, შენაერთების საბრძოლველად მზადყოფნისა და მობილურობის ამაღლებას, ბრძოლის უახლესი საშუალებებით მათ აღჭურვას. ქმნიდნენ და აძლირებდნენ რეზერვებს, რომლებიც განკუთვნილი იყო ევროპულ ომის თეატრზე ინგლისური ჯარების გაძლიერებისა და ხალხების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩახშობისთვის. შეიარაღებული ძალების შენახვაზე იხარჯებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის 30%-მდე და მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 5%.
დიდი ბრიტანეთის რეგულარული შეიარაღებული ძალების საერთო რიცხოვნება, 70-იანი წლების ბოლოს შეადგენდა 314 ათას ადამიანს. მასზე დამატებით შექმნილი ჰქონდათ მრავალრიცხოვანი რეზერვი (დაახლ. 240 ათასი ადამიანი), რომელიც შეიცავდა როგორც მოხალისეებს, რომლებიც სამხედრო სამსახურს ათავსებდნენ სამოქალაქო სექტორში მუშაობასთან, ისე რეგულარული ჯარების ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებსაც.
სამხედრო მშენებლობას აწარმოებდნენ შეიარაღებული ძალების სახეობების საორგანიზაციო სტრუქტურის გაუმჯობესების, შენაერთების მობილურობის, საცეცხლე და დამრტყმელი ძალის ამაღლების, იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ახალი ნიმუშებით მათი აღჭურვის მიმართულებით, რაც ინგლისური სარდლობის განცხადებით, საშუალებას მისცემდათ „გაეზარდათ დიდი პრიტანეთის წილი ნატო-ში“.
დიდი ბრიტანეთის ძალისხმევა ჩრდილოატლანტიკური ბლოკის ფარგლებში 1970-იან წლებში თავმოყრილი იყო სამ ძირითად რეგიონსა და საქმინობის სფეროში. 1) მეტროპოლიის ტერიტორიას განიხილავდნენ როგორც არა მხოლოდ თავისი, არამედ აგრეთვე ამერიკული ჯარების უზრუნველყოფის, სრულად დაკომპლექტებისა და გაშლის ბაზას. იმ ამერიკული ჯარებისა, რომლებიც უკვე განლაგებული იყო მის ტერიტორიაზე ან კიდევ ევროპაში უნდა გადმოესროლათ აშშ-ის კონტინენტური ნაწილიდან. 2) აღმოსავლეთ ატლანტიკასა და ლა-მანშის სრუტის ზონაში თავმოყრილი იყო სზძ-ისა და სჰძ-ის საბრძოლველად მზადმყოფი ძალების მსხვილი დაჯგუფება (დაახლოებით 100 ხომალდი და თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების 26 ესკადრილია). 3) ცენტრალურ ევროპაში ინახავდნენ ინგლისური სახმელეთო ჯარების საბრძოლველად მზადმყოფი შენაერთებისა და ნაწილების უმრავლესობასა (ბრიტანული რაინის არმია _ ბრა) და სჰძ-ის 16 ესკადრილიას.
ოპერატიული დანიშნულების გეგმების შესაბამისად მეტროპოლიაში დისლოცირებული ზოგიერთი შენაერთი და ნაწილი შედგენდა ევროპაში ნატო-ს მშძ-ის უმაღლესი მთავარსარდლის სტრატეგიული რეზერვის ნაწილს, ხოლო სხვები კი განკუთვნილი იყო გფრ-ში მყოფი ინგლისური ჯარების გაძლიერებისთვის. მაგალითად, ევროპაში საგანგებო ვითარების წარმოქმნისას ბრა-ის პირადი შემადგენლობის რიცხოვნების გაზრდას ითვალისწინებდნენ 55 ათასიდან 100 ათას ადამიანამდე.
დიდი ბრიტანეთის საზღვაო ქვეითი ჯარის ძალები აღჭურვილი იყო სადესანტო საშუალებებითა და ვერტმფრენებით და განკუთვნილი იყო პირველ რიგში ბლოკის ჩრდილოეთ ფლანგზე გამოყენებისთვის. ამავე რაიონებში შესაძლო იყო ემოქმედათ ნატო-ს მობილურ ძალებში გამოყოფილ ნაწილებსა და ქვედანაყოფებსაც.
შეიარაღებული ძალები, ინგლისელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, უნდა ყოფილიყო პროფესიული, საკმარისად კარგად გაწვრთნილი, მაღალმოძრავი და თანამედროვე იარაღით აღჭურვილი. მას ამზადებდნენ ოპერაციების წარმოებისთვის როგორც ჩვეულებრივი, ისე ბირთვული იარაღის გამოყენებითაც.
ბირთვული თავდასხმის ძალები და საშულებები 70-იანი წლების მიწურულს ორგანიზაციულად ცალკე გამოყოფილი არ ჰყავდათ (ჰქონდათ). ისინი შედიოდნენ შეიარაღებული ძალების ყველა სახეობაში. მათ საფუძველს შეადგენდა ოთხი ატომური წყალქვეშა ნავი რაკეტებით „პოლარის“A3 ბორტზე. საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, მონაწილეობდა რა გამალებულ შეიარაღებაში ბლოკის სხვა ქვეყნებთან ერთად, დიდი ბრიტანეთი ყოველწლიურად ხარჯავდა 80-100 მლნ. გირვანქა სტერლინგს აღნიშნული რაკეტებისთვის ახალი მრავალმუხტიანი სათავო ნაწილის შესამუშავებლად. ვარაუდობდნენ ქონოდათ მასში ინდივიდუალური დამიზნების ექვსი ქობინი თითოეული 40 კტ (კილოტონა) სიმძლავრით. შეიარაღებაში მათ მიწოდებას მოელოდნენ 80-იანი წლების დასაწყისში. უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ აგრეთვე, რომ ბრიტანულმა მთავრობამ გაშალა სამუშაოები ფრთოსანი რაკეტების შესამუშავებლად. ბირთვული იარაღის მატარებლებს წარმოადგენდნენ საშუალო სტრატეგიული ბომბდამშენები და გამანადგურებელ-ბომბდამშენი თვითმფრინვების ნაწილი, აგრეთვე სახმელეთო ჯარების ზოგიერთი საშუალება (მართვადი რაკეტები „ლანსი“ და ატომური არტილერია).
70-იანი წლების მეორე ნახევარში დიდი ბრიტანეთის სახმელეთო ჯარებში ატარებდნენ შენაერთებისა და ნაწილების უმსხვილეს რეორგანიზაციას მეორე მსოფლიო ომის დროიდან. რეორგნიზაციის ძირითადი მიზანი მდგომარეობდა რეგულარული სახმელეთო ჯარებისა და სარეზერვო კომპონენტების საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლებაში, მათი საორგნიზაციო სტრუქტურების სრულყოფასა და თანამედროვე ომის მოთხოვნებთან და ნატო-ს ბლოკის ხელმძღვანელობის შეხედულებებთან შესაბამისობაში მათ მოყვანაში. მისი განხორციელების მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება იქნა დათმობილი ვარშავის ბლოკის ქვეყნების მახლობლად განლაგებული ჯარების _ ბრა-ის 1-ლი საარმიო კორპუსის მიმართ.
კორპუსის შემადგენლობაში (პირადი შემადგენლობის რიცხოვნების გაზრდის გარეშე) შექმნილი იყო ოთხი ჯავშანსატნკო დივიზია (1-ლი, მე-2, -3 და -4; გაუქმებული ჰქონდათ მართვის საბრიგადო რგოლი) და მე-5 საკორპუსო საველე ჯგუფი. ჩამოყალიბებული იყო ახალი საარტილერიო დივიზია შტაბით ბილეფელდში (გფრ). იგი განკუთვნილი იყო საცეცხლე მხარდაჭერის აღმოსაჩენად ინგლისური ჯარების ნაწილებისა და შენაერთებისთვის ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე საბრძოლო მოქმედებების წარმოების მსვლელობისას. ბრა-ის შენაერთებში ჩატარებულ იქნა მოტოქვეითი ბატალიონის ახალი საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურის გამოცდები, რომელზედაც გეგმავდნენ ყველა მოტოქვეითი ბატალიონის გადაყვანას.
დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე სახმელეთო ჯარების სარდლობის შენაერთებისა და ნაწილების ბაზაზე შექმნილი ჰქონდათ სამი საველე ჯგუფი (მე-6, -7 და -8), რომლებიც იყო გაძლირებული ბრიგადების ექვივალენტური. ისინი უწინარეს ყოვლისა განკუთვნილი იყო ევროპაში ნატო-ს მშძ-ის გაძლიერებისთვის.
როგორც ინგლისის მთავრობის თეთრ წიგნში იტყობინებოდნენ, რეგულარული ჯარებისა და რეზერვების 70%-მდე ომის პერიოდში უნდა გაეშალათ ევროპული ომთ-ების ტერიტორიებზე.
ინგლისური სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობის რიცხოვნებას, რომლებსაც ომიანობის დროს გადასცემდნენ ევროპაში ნატო-ს მშძ-ის უმაღლესი მთავარსარდლის განკარგულებაში, უნდა შეედგინა დახლ. 140 ათასი ადამიანი. ღებულობდნენ ზომებს სავარაუდო გამოყენების რაიონებში ჯარების გადასროლების შესაძლებლობათა ასამაღლებლად. კერძოდ, გააფართოვეს და გააძლიერეს ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი ავიაბაზა გიუტერსლოხში (გფრ) სატრანსპორტო თვითმფრინავების ბოინგ 747-ისა და ლოქჰიდ L1011-ის მისაღებად, რომლებიც აქ შეძლებდნენ ინგლისური ნაწილებისა და ქვედნაყოფების ჩამოყვანას.
სახმელეთო ჯარების საბრძოლო შესაძლებლობის ამაღლების მიზნით დიდი ბრიტანეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ესწრაფვოდა მის აღჭურვას ბრძოლის უახლესი საშუალებებით იმ საბრძოლო ტექნიკის ხარჯზე, რომელსაც ქმნიდნენ ბლოკის სხვა ქვეყნებთან ერთობლივად ან ყიდულობდნენ საზღვარგარეთ. ასე, თავდაცვის სამინისტრომ შეუკვეთა ფრანგულ-დასავლეთგერმანული შემუშავების 5 ათასი ტსმრჭ* „მილანი“ და 300 გასაშვები დანადგარი (გდ) მათთვის და მოახდინა ლიცენზიით საკუთარი წარმოების ორგანიზებაც. სულ გეგმავდნენ დაახლ. 800 გდ „მილანისა“ და 50 ათასი ჭურვის ქონას. დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და იტალიამ 70-იან წლებში ერთობლივად შექმნეს 155-მმ ჰაუბიცა FH70 მექანიკური გაწევით და აგრძელებდნენ 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცის SP70 შემუშავებას, რომლის ჯარებში მიწოდებასაც მოელოდნენ 1980 წლიდან. ინგლისური ფირმები ბელგიურებთან ერთად უშვებდნენ მსუბუქ სადაზვერვო ტანკს „სკორპიონი“ (*შენიშვნა: ტსმრჭ _ ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რეაქტიული ჭურვი; შემდგომ წლებში შემოიღეს სახელწოდება ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა _ ტსმრ).
დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში იმყოფებოდა სხვადასხვა დანიშნულების დაახლოებით 1400 თვითმფრინავი, მათგან 550 საბრძოლო, დაახლოებით 150 ვერტმფრენი და 96 ზმრ გდ „ბლადჰაუნდი“.
დიდად აფასებდა რა ავიაციის შესაძლებლობებს თანამედროვე პირობებში, შეიარაღებული ძალების სარდლობა ღებულობდა ზომებს სჰძ-ის ბრძოლისუნარიანობის ამაღლებისთვის. ნატო-ს გეგმებით, როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, ქვეყნის სჰძ-ს ეკისრებოდა თავისი და მოკავშირეების სახმელეთო ჯარებისა და სზძ-თვის მხარდაჭერის აღმოჩენის ამოცანები ევროპულ ომის თეატრზე და აღმოსავლეთ ატლანტიკაში, აგრეთვე თავისი ტერიტორიისა და საზღვაო კომუნიკაციების ჰაერიდან დაფარვის ამოცანები.
ჩრდილოატლანტიკური ბლოკის განმტკიცებაზე მიმართულ მნიშვნელოვან ღონისძიებებს უცხოელი სპეციალისტები მიაკუთვნებდნენ მეტროპოლიაში ინგლისური სჰძ-ის სარდლობის შექმნასა და ევროპაში ნატო-ს მშძ-ის უმაღლესი მთავარსარდლის ოპერატიულ დაქვემდებარებაში მის გადაცემას, ახლო აღმოსვლეთში ინგლისური სჰძ-ის დაშლასა და ორი _ სასწავლო-საწვრთნელი და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის (მტუ) სარდლობების ბაზაზე ზურგის სარდლობის შექმნას.
ინგლისური სჰძ-ის სარდლობას მეტროპოლიაში გააჩნდა ძალები და საშუალებები საჰაერო ოპერაციების წარმოებისთვის როგორც ჩვეულებრივი ისე ბირთვული იარაღის გამოყენებითაც. მისი ძირითადი ამოცანა იყო აუცილებელი მხარდაჭერის აღმოჩენა თავისი ქვეყნისა და ბლოკში მოკავშირეთა სახმელეთო ჯარებისა და სზძ-თვის სხვადასხვა ომთ-ებზე, და პირველöრიგში ცენტრალურ ევროპასა და აღმოსავლეთ ატლანტიკაში. გარდა ამისა, სარდლობა სრულად ახორციელებდა დიდი ბრიტანეთის საჰაერო თავდაცვას, რომელიც ნატო-ს სპეციალისტების აზრით, ვითარების გამწვავებისას უნდა ქცეულიყო აშშ-დან და კანადიდან ჯარების გადმოსროლის სატრანზიტო პუნქტად.
მეტროპოლიაში ინგლისური სჰძ-ის შემდგენლობაში მოითვლებოდა 400-ზე მეტი თვითმფრინავი (მათ შორის დაახლოებით 100 საფრენოსნო-საწვრთნელ ნაწილებში). აქვე თავმოყრილი იყო აგრეთვე საბაზო ავიაციის ძალები, რომლებიც განკუთვნილი გახლდათ ზღვით გადასროლადი ნაწილებისა და შენაერთების მხარდაჭერისთვის, საზღვაო კომუნიკაციების, აგრეთვე ჩრდილოეთის ზღვაში საავიამზიდო დამრტყმელი ჯგუფის მანევრირების რაიონთან მისადგომების დაფარვისთვის.
დიდი ბრიტანეთის ტერიტორიას იყენებდნენ აშშ სჰძ-ის ბაზირებისთვის, რომელიც ნებისმიერ მომენტში მზად იყო ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე ნატო-ს საავიაციო დაჯგუფების გასაძლიერებლად.
გფრ-ში ინგლისური სჰძ-ის სარდლობის ძალები და საშუალებები (140-ზე მეტი თვითმფრინავი) შედიოდა მე-2 სამოკავშირეო ტაქტიკური საავიაციო სარდლობის (მტას) შემადგენლობაში და წარმოადგენდა მის მთავარ დამრტყმელ ძალას. 70-იანი წლების მეორე ნახევარში სარდლობის შენაერთებსა და ნაწილებს აკომპლექტებდნენ თანამედროვე ტაქტიკური გამანადგურებლებით „იაგუარი“ და აძლიერებდნენ ავიაბაზების ჰთ-ს.
დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სარდლობა დიდ ყურადღებას უთმობდა სჰძ-ის თვითმფრინავების ფარეხის განახლებას. ბომბდამშენების „ვულკანისა“ და „ბუკანირის“ ნაცვლად სჰძ-ის ნაწილებში გეგმავდნენ თვითმფრინავების „ტორნადოს“ (220 ერთეული გამანადგურებელ-ბომბდამშენის ვარიანტში) მიწოდებას, ხოლო გამანადგურებლების „ლაითნინგისა“ და „ფანტომის“ ნაცვლად _ 165 დამჭერის „ტორნადო“F2-ისა. გეგმავდნენ ასევე სპეციალური სასწავლო ცენტრის ორგნიზებას დიდი ბრიტანეთის, გფრ-ისა და იტალიის სჰძ-ების საფრენოსნო შემდგენლობის სწვლებისთვის ამ თვითმფრინავებზე.
სრულად შეიმუშავეს და გადაკეთებისთვის გაამზადეს (საზღვაო მზვერავების „ნიმროდ“MR.1 ბაზაზე) 11 თვითმფრინავი „ნიმროდ“AEW, რომლებსაც იყენებდნენ შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენის (შრლა) თვითმფრინვების სახით. გეგმავდნენ შეირაღებაში მათ მიწოდებას 80-იანი წლებისთვის და გამოყენებას ნატო-ში შორეული აღმოჩენის სხვა მიწისზედა და საჰაერო სისტემებთან ერთად.
სჰძ-ის პირადი შემადგენლობის მომზადებაში მნიშვნელოვან ადგილს უთმობდნენ საბრძოლო მომზადების საკითხების ერთობლივ დამუშავებას. ასე, მაგალითად, ნატო-ს პირველი ევროპული ქვეყანა, რომლის მფრინავებმაც მონაწილეობა მიიღეს საბრძოლო ავიაციის ეკიპაჟების წვრთნებში საბრძოლოსთან მიახლოებულ პირობებში (პროგრამის „რედ ფლეგის“ მიხედვით), იყო დიდი ბრიტანეთი და მისი სჰძ. საბრძოლო მომზადების საკითხების დამუშავება ხორციელდებოდა ავიაბაზა ნელისის პოლიგონზე (ნევადას შტატი, აშშ).
ნატო-ს ბლოკის სარდლობის აზრით, ევროპის მატერიკულ ნაწილთან უშუალო მახლობლობაში განლაგებულ დიდ ბრიტანეთს მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა უკავია ატლანტის ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში. ამიტომ არცთუ შემთხვევით ამ ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებს 1970-იან წლებში ბლოკის გეგმებში ეკისრებოდა მნიშვნელოვანი ამოცანები: დაეპყრო და შეენარჩუნებია ბატონობა საბრძოლო მოქმედებების რაიონში, მიეყენებია სარაკეტო-ბირთვული დარტყმები, ჩაეტარებია სადესანტო ოპერაციები, ეწარმოებია ბრძოლა მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავებთან და წყალზედა ხომალდებთან, განეხორციელებია საზღვაო კომუნიკაციების დაცვა, პირველ რიგში იმათი, რომლებიც აკავშირებდნენ დიდ ბრიტანეთს აშშ-თან და ა. შ.
დიდი ბრიტანეთის სზძ ერთერთი უმსხვილესია ნატო-ს ბოლკში (მეორე აშშ-ის შემდეგ) და 70-იანი წლების მიწურულისთვის მოითვლიდა 430-ზე მეტ საბრძოლო ხომალდსა და დამხმარე გემს, მათ შორის ოთხ ატომურ სარაკეტო, ათ ატომურ სატორპედო და 17 დიზელურ წყალქვეშა ნავს, დამრტყმელ ავიამზიდს, ორ კრეისერ-ვერტმფრენმზიდს.
გეგმებით ითვალისწინედნენ 1981 წლისთვის „სვიფტშურის“ ტიპის ორი წყალქვეშა ნავის მწყობრში შეყვანას; გაცემული ჰქონდათ შეკვეთები „ტრაფალგარის“ ტიპის (შექმნილი იყო ატომური წყალქვეშა ნავის /წნა/ „სვიფტშურის“ ბაზაზე) ორი წყალქვეშა ნავის ასაგებად. ამთავრებდნენ ორი ნავსაწინააღმდეგო კრეისერის „ინვისიბლისა“ და „ილასტრეისის“ მშენებლობას. გეგმავდნენ აგრეთვე ამ ტიპის მესამე ხომალდის აგებასაც.
დიდი ბრიტანეთის სზძ-ში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ამფიბიურ ძალებსა (სადესანტო ვერტმფენმზიდები „ჰერმესი“ და „ბულვარქი“, ორი სადესანტო-სავერტმფრენო ხომალდ-დოკი, ექვსი ტანკსადესანტო ხომალდი და 64 მცირე სადესანტო ხომალდი და კატარღა) და საზღვაო-ქვეით ჯარს (ზქჯ), რომელიც მოითვლიდა დაახლოებით 8,5 ათას ადამიანს. ისინი, როგორც წესი, მონაწილეობას ღებულობდნენ ნატო-ს ყველა მსხვილ სწავლებებსა და მანევრებში.
1980 წელს გეგმავდნენ პირველი ავიაესკადრილიის ჩამოყლიბებას (თვითმფრინავები „სი ჰარიერი“) სადესანტო-ვერტმფრენმზიდ „ჰერმესზე“ ბაზირებისთვის. ამ თვითმფრინავების მეორე ესკადრილია უნდა ჩამოეყლიბებინათ ნავსაწინააღმდეგო კრეისერ „ინვისიბლზე“ ბაზირებისთვის.
დასავლური პრესის შეტყობინებებით, დიდი ბრიტანეთი საგანგებო ვითარების წარმოქმნის შემთხვევაში ვარაუდობდა ნატო-ს ბლოკის განკარგულებაში ძირითადი კლასების ხომალდების 85%-მდე გამოყოფას, აგრეთვე სზძ-ის ავიაციისა და ზქჯ-ის მნიშვნელოვანი ძლების, რომელთა უმეტესობის გამოყენებასაც ითვალისწინებდნენ ატლანტიკაში ნატო-ს დამრტყმელი ფლოტის შემადგენლობაში მის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ნორვეგიისა და ჩრდილოეთის ზღვებში სამოქმედოდ, აგრეთვე ბლოკის დამრტყმელ და სამოკავშირეო სზძ-ში ხმელთაშუა ზღვაში.
ნატო-ს გეგმებში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობოდა ინგლისურ სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ბაზა ჰიბრალტარს. აქ განლაგებული იყო ჰიბრალტარის რაიონში ნატო-ს სამოკავშირეო სზძ-ის სარდლობის შტაბი. იგი საშულებას აძლევდათ გაეკონტროლირებინათ ხმელთაშუა ზღვიდან გამოსასვლელი და ატლანტის ოკეანის მხრიდან მასთან მისასვლელები.
1970-ინი წლების მიწურულისთვის შესამჩნევად გაიზარდა ნატო-ს სწავლებებისა და შტაბების სამხედრო თამაშობების რაოდენობა, რომლებშიც აქტიურად მონაწილეობდა დიდი ბრიტანეთის შეირაღებული ძალები, განსაკუთრებით გფრ-ის ტერიტორიაზე დისლოცირებული მისი ჯარები.
(გაგრძელება იხ. ნაწილი II)
ირაკლი ხართიშვილი
No comments:
Post a Comment