(ნ ა წ ი ლ ი III)
III. 4. ბუნდესვერის განვითარების პროგრამა 1970-80იანი წლების მიჯნაზე
(1979 წლის „თეთრი წიგნის“ გამოსვლასთან დაკავშირებით)
1979 წლის შუახანებში დასავლეთგერმანული მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ „თეთრ წიგნში“ გფრ-ის უსაფრთხოებისა და ბუნდესვერის განვითარების საკითხებში აღინიშნებოდა, რომ ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური კურსის ძირითად მიმართულებებად კვლავინდებურად რჩებოდა ჩრდილოატლანტიკური ბლოკის განმტკიცება და მასში დასავლეთ გერმანიის როლის გაძლიერება, აშშ-თან მისი ყოველმხრივი თანამშრომლობის გაფართოება, დასავლეთ ევროპის ქვეყნების ინტეგრაციაში აქტიური მონაწილეობა და ა. შ.
წიგნში მოყვანილი მონაცემების მიხედვით, ბუნდესვერს წამყვანი ადგილი ეკავა ნატო-ს სამოკავშირეო შეიარაღებულ ძალებში ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე, შეადგენდა რა სახმელეთო ჯარების დაჯგუფების რიცხოვნების 50%-მდე, საჰაერო თავდაცვის ძალებისა და საშუალებების დაახლ. 50%-ს, საბრძოლო თვითმფრინავების 30%-ს, ხოლო ბალტიის ზღვის სრუტეების ზონაში _ ხომალდების 70%-სა და სამხედრო-საზღვაო ძალების ავიაციის 100%-ს. სამხედრო ბიუჯეტის ზომის მიხედვით გფრ ჩამოუვარდებოდა მხოლოდ აშშ-ს. 1970-1978 ფინანსური წლების პერიოდში ქვეყნის საერთო სამხედრო ხარჯები გაიზარდა ორჯერ, ხოლო თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი _ 19,4 მლრდ. მარკიდან 35,4 მლრდ.-მდე.
საბჭოთა ავტორების აღნიშვნით, დასავლურ ბეჭდურ გამოცემებში ხაზს უსვამდნენ, რომ ყოველივე ეს ფედერაციული გერმანიის ეკონომიკურ ძლიერებასთან შეხამებით, საშუალებას აძლევდა ქვეყნის მილიტარისტულ წრეებს შესაბამისი გავლენა მოეხდინათ მის პოლიტიკურ კურსზე, სამხედრო დაგეგმარებასა და ბლოკის მშძ-ის მშენებლობაზე. აშშ-თან თანამშრომლობას ერთერთი ცენტრალური ადგილი ეკავა დასავლეთგერმანული მთავრობის საგარეოპოლიტიკურ საქმიანობაში, რომელიც იწონებდა თეთრი სახლის ევროპულ პოლიტიკას და აუცილებლად თვლიდა ამერიკული სამხედრო ყოფნის გაგრძელებას ევროპაში.
როგორც „თეთრ წიგნში“ აღინიშნებოდა, გფრ გამოდიოდა დასავლეთევროპული ქვეყნების პოლიტიკური და სამხედრო-ეკონომიკური ინტეგრაციის მომხრედ ჩრდილოატლანტიკური ბლოკის ფარგლებში. მაგრამ იმ ხანად იგი მხარს არ უჭერდა წინადადებას ევროპული ბირთვული ძალების შექმნის თაობაზე, თვლიდა რა, რომ არსებული გარანტიები ვაშინგტონის თეთრი სახლის მხრიდან და შეერთებული შტატების ხელთ არსებული ბირთვული პოტენციალი ისედაც უზრუნველყოფდა ნატო-ს გეგმების განხორციელებას.
ვენაში წარმოებულ მოლაპარაკებებზე ცენტრალურ ევროპაში შეიარაღებული ძალებისა და შეიარაღებათა ერთობლივად შემცირების შესახებ გფრ ემხრობოდა იმ პრინციპებს, რომლებიც ერთობლივად ჰქონდათ გამომუშავებული ბლოკის მონაწილე სახელმწიფოებს. მათი არსი, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, დაიყვანებოდა შემდეგზე. შესამცირებელი კომპონენტების (პირადი შემადგენლობა და ტანკები) წილი ვარშავის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების მხრიდან, აღინიშნებოდა „თეთრ წიგნში“, უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე ნატო-ს ქვეყნებისთვის, რადგანაც ისინი აღემატებიან დასავლეთის ანალოგიურ მაჩვენებლებს აღნიშნულ რეგიონში.
აღნიშნავდნენ რა შემდეგ პარიტეტის ფაქტს სსრკ-სა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ბირთვული ძალების სფეროში, წიგნის შემდგენლები, საბჭოთა ავტორების სიტყვით, ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნები აღემატებიან ნატო-ს ბლოკს ბირთვული იარაღის საშუალო სიშორეზე მიტანის საშუალებებსა და ჩვეულებრივ შეიარაღებაში.
ამ არგუმენტების გამოყენებით გფრ-ის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა, საბჭოთა ავტორების შეფასებით, ისწრაფოდა ჩრდილოატლანტიკური ბლოკის შეიარაღებაში ახალი ამერიკული ფრთოსანი რაკეტებისა და საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტების მიღების აუცილებლობის დამტკიცებისკენ, როგორც ვითომდაც იძულებითი საპასუხო ზომისა „საბჭოთა სამხედრო მუქარის“ ზრდაზე. იგი მთლიანად ეთანხმებოდა ჩრდილოატლანტიკური კავშირის გეგმებს თავიდან განელაგებიათ დასავლეთ ევროპაში საშუალო სიშორის რაკეტები, ხოლო შემდეგ დაეწყოთ მოლაპარაკებები საბჭოთა კავშირთან ე. წ. „რუხი ზონის“ შეიარაღებათა შემცირების თაობაზე. გარდა ამისა, ხაზს უსვამდნენ, რომ ამ მოლაპარაკებებზე დასავლეთის სახელმწიფოებს უნდა მოეთხოვათ ბირთვული ძალების საერთო ბალანსი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და არა მხოლოდ პარიტეტი ევროპაში საშუალო სიშორის იარაღის სფეროში. საბჭოთა ავტორების სიტყვით, მთელი ეს გაცვეთილი გამონაგონები „საბჭოთა სამხედრო მუქარის“ შესახებ გამოიყენებოდა ნატო-ს ქვეყნებში, მათ შორის გფრ-შიც, გამალებული შეიარაღების გაძლიერების გასამართლებლად.
ქვეყნის სამხედრო სტრატეგია, მიუთითებდნენ „თეთრ წიგნში“, უწინდებურად უნდა ყოფილიყო დამყარებული ნატო-ში მოკავშირეებთან ერთობლივი ომის წარმოების პრინციპზე. აღიარებდა რა მომავალი ომის კოალიციურ ხასიათს, დასავლეთგერმანული ხელმძღვანელობა აღნიშნავდა, რომ შემდგომშიც გამოვიდოდა ჩრდილოატლანტიკური ბლოკის სამხედრო ერთიანობის განმტკიცების, ნატო-ში მიღებული „მოქნილი რეაგირების“ სტრატეგიის საფუძველზე ქვეყნისა და შეიარაღებული ძალების ომისთვის მზადების მომხრედ. ამასთან ითვალისწინებდნენ ჯარებისა და შტაბების მომზადების აუცილებლობას საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის ჩვეულებრივი საშუალებებისა და ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით, აგრეთვე საყოველთაო ბირთვული ომისთვისაც. წიგნში ხაზს უსვამდნენ, რომ „მოქნილი რეაგირების“ სტრატეგიას მუდმივად უნდა გაეთვალისწინებინა გფრ-ის გეოგრაფიული მდებარეობა, განსაკუთრებით ბირთვული იარაღის გამოყენების მომენტის არჩევასთან მიმართებით. ამ ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის აზრით, ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე ბირთვული იარაღი უნდა გამოეყენებინათ ისეთი ანგარიშით, რათა არ დაეშვათ დასავლეთ გერმანიის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვა, რადგანაც ამას შესაძლო იყო გამოეწვია მთლიანობაში ბლოკის სამხედრო პოტენციალის არსებითი დასუსტება. თვლიდნენ, რომ ბირთვული იარაღის დროულად გამოყენებას ომთ-ზე უნდა უზრუნველეყო მოწინააღმდეგის სწრაფი განადგურება და მკვეთრად შეეცვალა ვითარება. ამასთან ამტკიცებდნენ, რომ ბირთვულ დარტყმებს მიაყენებდნენ ამორჩევით შესაბამის მიზნებზე და ნატო-ს ბლოკის პოლიტიკური ხელმძღვანელობის კონტროლქვეშ.
ფედერაციული გერმანიის ხელმძღვანელობა თვლიდა, რომ „მეწინავე მიჯნების“ კონცეფცია, რომლის შესაბამისადაც ბლოკის სახმლეთო ჯარები გაშლილი იყო ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების საზღვრებთან უშუალო მახლობლობაში, უნდა დარჩენილიყო წამყვან კონცეფციად ნატო-ს სტრატეგიაში 80-იან წლებშიც.
უახლოეს წლებში (80-იანი წლების დასაწყისში) ბუნდესვერის მშენებლობაში ძირითადი ყურადღების დათმობას გეგმავდნენ სახმელეთო ძალების შენაერთების საორგანიზაციო სტრუქტურისა და ჯარების მართვის სისტემების სრულყოფისთვის, ნაწილებისა და ქვედანაყოფების იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ახალი ნიმუშებით აღჭურვისთვის. შეიარაღებული ძალების რიცხოვნება და საბრძოლო შემადგენლობა, როგორც „თეთრ წიგნში“ აღნიშნავდნენ, დარჩებოდა ცვლილებების გარეშე, მაგრამ მისი საბრძოლო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა. ასე, 1984 წლისთვის გეგმავდნენ სახმელეთო ძალების შენაერთებისა და ნაწილების ახალ საორგანიზაციო სტრუქტურაზე გადაყვანას.
სახმელეთო ჯარებში უნდა ყოფილიყო 36 ბრიგადა, მათ შორის 17 სატანკო, 16 მოტოქვეითი და სამიც საჰაერო-სადესანტო. თითოეულ დივიზიაში საბრძოლო ბატალიონების რაოდენობა უნდა გაეზარდათ ცხრიდან 12-მდე ყველა ბრიგადის ოთხბატალიონიან შემადგენლობაზე გადაყვანის ხარჯზე. ამასთან ერთი ბატალიონი იქნებოდა კადრირებული.
ზოგიერთ ცვლილებებს უნდა დაქვემდებარებოდა თითოეული ქვედანაყოფის ორგანიზაციაც. სახელდობრ, მათში რამდენადმე შემცირდებოდა პირადი შემადგენლობის რიცხოვნება და შეიარაღების რაოდენობა. სატანკო ასეულში 17 ტანკის ნაცვლად იქნებოდა 13, ხოლო მოტოქვეით ასეულში 16 ქსმ-ის ნაცვლად _ 11. მაგრამ ასეთი ქვედანაყოფების საერთო რიცხვი დივიზიებსა და ბრიგადებში მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა.
ტერიტორიულ ჯარებში უნდა გაეძლიერებინათ „ჰაიმათშუთცის“ ჯარების ექვსი სარდლობის საბრძოლო შემადგენლობა და შეიარაღება, რომელთა ორგანიზაციულად შეყვანასაც გეგმავდნენ ბრიგადებში. მშვიდობიანობის დროს ორი მათგანი პირადი შემადგენლობით დაკომპლექტებული იქნებოდა 52%-ით, სამი _ 65%-ით და ერთიც _ 85%-ით. თითოეულ ბრიგადაში გეგმავდნენ ჰყოლოდათ ორი სატანკო (41-41 ტანკი) და ორიც მოტოქვეითი ბატალიონი. გარდა ამისა, ტერიტორიული ჯარების შემადგენლობაში ითვალისწინებდნენ „ჰაიმათშუთცის“ ჯარების კიდევ ექვსი კადრირებული ბრიგადის შექმნას, (თითოსი თითოეულ სამხედრო ოლქში), აგრეთვე დაცვის 15 პოლკის, 150 ასეულის და 300 ოცეულისა.
დასავლეთგერმანული ხელმძღვანელობა ვარაუდობდა, რომ ძირითადი ნაწილებისა და ქვედანაყოფების რაოდენობის გაზრდა ბუნდესვერის საერთო რიცხოვნების შენარჩუნებით (495 ათასი ადამიანი) საშუალებას მისცემდათ აუცილებლობის დროს მოკლე ვადებში გაშალათ მათ ბაზაზე მრავალმილიონიანი არმია.
რეორგანიზაციის მსვლელობისას სახმელეთო ძალებისთვის უნდა მიეწოდებინათ 1800 ტანკი „ლეოპარდ“2, 212 ტანკსაწინააღმდგო ვერტმფრენი, 140 ზრკ „როლანდი“, 432 თზდ „ჰეპარდი“, 316 გასაშვები დანადგარი „იაგუარ“1 ტსმრჭ-ბით „ჰოთი“ და 150 გასაშვები დანადგარი „იაგუარ“2 ტსმრჭ-ებით „თოუ“.
სამხედრო-საჰაერო ძალები მიიღებდა ახალ თვითმფრინავებს „ტორნადო“ (210) და „ალფა ჯეტი“ (175). საჰაერო თავდაცვის ნაწილებს დაბლამფრენ მიზნებთან საბრძოლველად აღჭურავდნენ ახალი ზრკ-ებით „როლანდი“ (175 კომპლექსი).
გფრ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების განვითარებაში, „თეთრი წიგნის“ მიხედვით, ძირითადი ძალისხმევა უნდა მიემართათ მრი ხომალდების ხარისხობრივ სრულყოფაზე, აგრეთვე საზღვაო ავიაციისთვის 212 თვითმფრინავის „ტორნადოს“ შეძენაზე.
ბუნდესვერისთვის იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის შესაძენად დასავლეთგერმანული სარდლობა ითვალისწინებდა 80-იანი წლების პირველ ნახევარში 40 მლნ. მარკაზე მეტი თანხის გამოყოფას.
ამრიგად, „თეთრ წიგნში“ გადმოცემული გფრ-ის სამხედრო-პოლიტიკური კურსის ძირითადი მიმართულებები, ბუნდესვერის საორგანიზაციო სტრუქტურის სრულყოფის, გადიარაღებისა და საბრძოლო ძლიერების ზრდის ღონისძიებები, აგრეთვე პოზიცია მოლაპარაკებებზე ცენტრალურ ევროპაში შეიარაღებული ძალებისა და შეიარაღებათა ორმხრივი შემცირების თაობაზე, საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების აზრით, მოწმობდა ქვეყნის რეაქციული ძალების მისწრაფებაზე არა განმუხტვისკენ, არამედ არსებული დაძაბულობის შენარჩუნებისა და ნატო-ში საკვანძო პოზიციების მოპოვებისკენ, რათა გამოეყენებინათ ეს სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი თავიანთი საგარეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
III. 5. გფრ-ის უმაღლესი სამხედრო მმართველობის ორგანოები 1980-იანი წლების დასაწყისში
საბჭოთა სამხედრო სპეცილისტების შეფასებით, გფრ-ის მილიტარისტული წრეები, აგრძელებდნენ რა ნატო-ს აგრსიული კურსის შესაბამისად თავიანთი შეიარაღებული ძალების ზრდას, მნიშვნელოვნ ყურადღებას უთმობდნენ ჯარების მართვის განტოტვილი და ყველაზე უფრო თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი სისტემების შემდგომ განვითარებას, აგრეთვე სარდლობებისა (მეთაურობებისა) და შტაბების საორგანიზაციო სტრუქტურების სრულყოფას. გფრ-ის უმაღლესი სამხედრო მმართვლობის ორგანოები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ჩრდილოატლანტიკური ბლოკის ხელმძღვანელობასა და შტაბებთან.
დასავლეთგერმანული კანონების შესაბამისად, 1980-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს მშვიდობიანობის დროს წარმოადგენდა თავდაცვის მინისტრი, ხოლო ომის გამოცხადების შემდეგ ეს პოსტი უნდა გადასულიყო ფედერალური კანცლერის, ქვეყნის მეთაურის ხელში. მაგრამ ომიანობის დროსაც მინისტრს სრულად უნდა ეგო პასუხი შეიარაღებული ძალების მდგომარეობაზე და განეგრძო იმ ამოცანების შესრულება, რომლებიც არ შედიოდა კანცლერის ფუნქციებში.
უმაღლესი სამხედრო მმართველობის ორგანოებს წარმოადგენდნენ ეროვნული უსაფრთხოების საბჭო და თავდაცვის სამინისტრო.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭო (ეუს) _ ეს იყო ფედერალური მთავრობის საკონსულტაციო ორგანო სამხედრო და სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში. მის ამოცანებში შედიოდა სამხედრო პოლიტიკის ყველა საკითხის განხილვა, შეიარაღებული ძალების მშენებლობის უმნიშვნელოვანეს საკითხებში ფედერალური კანცლერის ან მთავრობის გადაწყვეტილებათა პროექტების შემუშავება. საბჭო ამზადებდა და წარმოადგენდა წინადადებებს, რომლებიც ეხებოდა ბუნდესვერის უმაღლესი ორგანოებისა და სამოქალაქო დაწესებულებების საქმიანობის კოორდინირებას სამხედრო მშენებლობის, ეკონომიკისა და სამობილიზაციო ღონისძიებების სფეროში. საბჭოში, ფედერალური კანცლერის გარდა, რომელიც მას მეთაურობდა, შედიოდნენ თავდაცვის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, ფინანსების, მეურნეობის მინისტრები. ამ ორგანოს სხდომებში რეგულარულად მონაწილეობდა ბუნდესვერის გენერალური ინსპექტორი, შესაძლო იყო მოეწვიათ სხვა მინისტრებიც. ეუს-ის თავმჯდომარის მოადგილე იყო თავდაცვის მინისტრი, რომელიც სთავაზობდა განსახილველი თემატიკას, სხდომების ჩატარების ვადებს, ხოლო მათი უშუალო მომზადებისთვის პასუხს აგებდა სამმართველოთა უფროსების კომიტეტი. ამ უკანასკნელში შედიოდა თითო წარმომადგენელი ეუს-ში შემავალი სამინისტროებიდან.
თავდაცვის სამინისტრო _ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მართვის უმაღლესი ორგანო, რომლის სათავეშიც იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი (სამოქალაქო პირი). სამინისტრო შეიმუშავებდა შეიარაღებული ძალების მშენებლობის გეგმებს, დაკავებული იყო მისი მართვის, ორგანიზაციის, დაკომპლექტებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველლყოფის საკითხებით, ხელმძღვანელობდა პირადი შემადგენლობის იდეოლოგიურ დამუშავებას, გეგმავდა და აკონტროლებდა სამხედრო ბიუჯეტსა და სამხედრო მრეწველობის მუშაობას, პასუხს აგებდა შეიარაღებული ძალების სახეობათა საბრძოლო მზადყოფნასა და გამოყენებაზე.
თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შედიოდნენ შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბი, სახმელეთო ძალების, სჰძ-ისა და სზძ-ის მთავარი შტაბები, მედიკურ-სანიტარული სამსახურის ინსპექცია და ექვსი სამმართველო (ნახ. 3). 80-იანი წლების დასასყისისთვის შექმნეს კიდევ ერთი სამმართველო _ დაზვერვის.
[მე-3 ნახატზე, რომელსაც ეწოდება თავდაცვის სამინისტროს ორგანიზაცია, სტრუქტურის სათავეში ნაჩვენებია თავდაცვის მინისტრი, რომლის დაქვედებარევაში შედიოდა სამი სტატს-მდივანი; უშუალოდ ტავდაცვის მინისტრს ექვემდებარებოდნენ სამუშაო შტაბები: დაგეგმარების, პრესისა და ინფორმაციის, საორგანიზაციო, აგრეთვე განყოფილებები: პარლამენტთან და მთავრობასთან კავშირების, საპროტოკოლო, ასევე: საადიუტანტო სამსახური და თავდაცვის მინისტრის სამდივნო; თავდაცვის მინისტრსა და სტატს-მდივნებს ექვემდებარებოდნენ ბუნდესვერის გენერალური ინსპექტორი მთავარი შტაბით და სტატს-მდივნების სამდივნოები, ხოლო ბუნდესვერის გენერალური ინსპექტორის საკონსულტაციო ორგანის კი წარმოადგენდა სამხედრო საბჭო; თავდაცვის მინისტრსა და ბუნდესვერის გენერალურ ინსპექტორს ექვემდებარებოდნენ სახმელეთო ძალების, სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ინსპექტორები (სარდლები) თავ-თავიანთი მთავარი შტაბებით, აგრეთვე მედიკურ-სანიტარული სამსახურის ინსპექტორი თავისი ინსპექციით; თავდაცვის მინისტრის დაქვემდებარებაში იყვნენ შემდეგი სამმართვერლოები: კადრების, საბიუჯეტო-საფინანსო, სამხედრო-ადმინისტრაციული და სამართლის, ჯარების დაბინავებისა და მშენებლობის, სოციალური უზრუნველყოფის, შეიარაღების, დაზვერვის].
კ ა დ რ ე ბ ი ს ს ა მ მ ა რ თ ვ ე ლ ო პასუხს აგებდა შეიარაღებული ძალების დაკომპლექტებაზე, აღრიცხვასა და სამხედრო სამსახურის გავლაზე, სამხედრო მოსამსახურეთათვის სამხედრო წოდების მინიჭებაზე, პირად შემადგენლობაში მდგომარეობის შეფასებაზე (სტრუქტურა, სხვადასხვანაირი კატეგორიებით ჯარების დაკომპლექტებულობა და ა. შ.), კადრების შერჩევასა და განაწილებაზე, დებულებებისა და ინსტრუქციების მომზადებაზე. იგი წყვეტდა ყველა საკადრო საკითხს, რომლებიც ეხებოდა ნამდვილი სამსახურის ოფიცრებს, აგრეთვე განაგებდა შეიარაღებული ძალების სამოქალაქო პერსონალით დაკომპლექტებას, მის აღრიცხვას, მომზადებასა და განაწილებას. რეზერვის ოფიცრებზე უნთერ-ოფიცრებსა და რიგითებზე საქმეების წარმოებას გადასცემდნენ, როგორც წესი, ქვემდგომ საკადრო ორგანოებს.
სამმართველოში იყო სამოქალაქო მოსამსახურეთა, სამხედრო მოსამსახურეებთან დაკავშირებული ზოგადი საკითხების, სახმელეთო ჯარების, სჰძ-ისა და სზძ-ის, სამედიცინო და სხვა სამსახურების ოფიცერთა შემადგენლობის განყოფილებები (отделы) (სულ 37 ქვეგანყოფილება (отделения), 269 სამხედრო და 192 სამოქალაქო მოსამსახურე).
ს ა ბ ი უ ჯ ე ტ ო – ს ა ფ ი ნ ა ნ ს ო ს ა მ მ ა რ თ ვ ე ლ ო ს ეკისრებოდა წლიური სამხედრო ბიუჯეტების პროექტების შემუშავება, შეიარაღებული ძალების მშენებლობაზე, სამხედრო გამოკვლევებზე, იარაღის, საბრძოლო ტექნიკისა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შემუშავებასა და შესყიდვებზე, ინფრასტრუქტურაზე მიმდინარე წლიური, ხუთწლიანი და პერსპექტიული გეგმებით ასიგნებების დაგეგმარება, აგრეთვე სხვა ქვეყნებთან ანგარიშსწორება, დაქვემდებარებული ორგანოებისა და ორგანიზაციების ფინანსური საქმიანობის კონტროლი.
სამმართველოს გააჩნდა ორი განყოფილება (ფინასური დაგეგმვისა, პირად შემადგენლობაზე ასიგნებებისა და ზოგადი ხარჯების, აგრეთვე ასიგნებებისა მტუ-ზე, სამეცნიერო-კვლვით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებზე და სხვა ქვეყნებთან ანგარიშსწირებებზე, 11 ქვეგანყოფილება) და წინასწარ დაგეგმარების ჯგუფი. სულ 110 სამოქალაქო მოსამსახურე.
ს ა მ ხ ე დ რ ო - ა დ მ ი ნ ი ს ტ რ ა ც ი უ ლ ი დ ა ს ა მ ა რ თ ლ ი ს ს ა მ მ ა რ თ ვ ე ლ ო წარმართავდა შეიარაღებულ ძალებში ადმინისტრაციულ-სამეურნეო ორგანოების საქმიანობას, ხელმძღვანელობდა ნაწილების და შენაერთების სურსათით, ფორმის ტანსაცმლითა და პირადი აღკაზმულობით მომარაგებას, პასუხს აგებდა პირადი შემადგენლობით შეიარაღებული ძალების სრულად დაკომპლექტებაზე და მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებებში მისი მოთხოვნილებების სრულად დაფარვაზე სახელმწიფოსთვის სავალდებულო მომსახურებების კანონის შესაბამისად (მობილიზაციის დროს), შეიმუშავებდა სხვადასხვანაირი სამხედრო შეთანხმბების, კანონებისა და დებულებების პროექტებს და ახორციელებდა მათი შესრულების კონტროლს, განაგებდა სამხედრო-სასულიერო სამსახურის საკითხებს, ასრულებდა საიურისკონსულტო ფუნქციებს, ხელმძღვანელობდა ტრიბუნალების საქმიანობას, ღებულობდა გადაწყვეტილბებს სამხედრო სისხლის სამართლის დანაშაულებათა განსაკუთრებულ შემთხვევებსა და დისციპლინარული წესრიგის დარღვვებზე.
სამმართველოში შედიოდა სამი განყოფილება: სამსახურეობრივი სამართლებრივი საკითხების, სასამართლო წარმოებისა და სამხედრო-სასულიერო სამსახურის; სართო სამართლებრივი საკითხების; სამხედრო-ადმინისტრაციული (21 ქვეგანყოფილება, 180 სამოქალაქო მოსამსახურე).
ჯ ა რ ე ბ ი ს დ ა ბ ი ნ ა ვ ე ბ ი ს ა დ ა მ შ ე ნ ე ბ ლ ო ბ ი ს ს ა მ მ ა რ თ ვ ე ლ ო შეიარაღებულ ძალებს უზრუნველყოფდა საყაზარმო და საცხოვრებელი ფონდით, ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებით, პოლიგონებითა და სასწავლო ველებით, ხელმძღვანელობდა მათ მშენებლობასა და შენახვას, წყვეტდა გფრ-ის ტერიტორიაზე დისლოცირებული ნატო-ს სხვა ქვეყნების შეიარაღებული ძალების შტაბების, ნაწილებისა და შენაერთების განთავსებისა და ინფრასტრუქტურის ობიექტებით უზრუნველყოფის საკითხებს.
იგი შეიცავდა ჯარების დაბინავების, საყაზარმო ფონდისა და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტების შენახვის, ასევე მშენებლობის განყოფილებებს (სულ 21 ქვეგანყოფილება, 230 მოსამსახურე).
ს ო ც ი ა ლ უ რ ი უ ზ რ უ ნ ვ ე ლ ყ ო ფ ი ს ს ა მ მ ა რ თ ვ ე ლ ო განაგებდა სამხედრო მოსამსახურეთა, მოხელეთა, მუშებისა და მოსამსახურეების სოციალური, საპენსიო და საბინაო უზრუნველყოფის, აგრეთვე მათი პროფესიული მომზადების ამაღლების საკითხებს. ჰქონდა სამი განყოფილება (18 ქვეგანყოფილება), სადაც დაკავებული იყო 280 სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პირი.
შ ე ი ა რ ა ღ ე ბ ი ს ს ა მ მ ა რ თ ვ ე ლ ო ხელმძღვანელობდა სამხედრო მრეწველობის საქმიანობას, კოორდინირებას უწევდა იმ სამხედრო და სამოქალაქო დაწესებულებების მუშაობას, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ წარმოებასთან, შეიმუშავებდა ტექნიკურ და ეკონომიკურ პროგრამებს და პასუხს აგებდა მათ განხორციელებაზე, გეგმავდა და აკონტროლებდა სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკუნსტრუქტორო სამუშაოების ჩატარებას, ბუნდესვერისთვის იარაღის საბრძოლო ტექნიკისა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შემუშავებისა და წარმოების მსვლელობას, ორგანიზებას უწევდა ნაწილებისა და შენაერთების მატერიალურ-ტექნიკურ მომარაგებას.
სამმართველო შდგებოდა ათი განყოფილებისგან (62 ქვეგანყოფილება) _ სამხედრო-ტექნიკურ პროგრამების დაგეგმვისა და შემუშავების; ზოგადი სამხედრო-ტექნიკური საკითხების; სამხედრო-ტექნიკური კვლევების; სახმელეთო ძალების შეიარაღების; სჰძ-ის შეიარაღების; სზძ-ის შეიარაღების; კავშირგაბმულობის, მართვისა და დაზვერვის რადიოელექტრონული საშუალებების; სასროლ-საარტილერიო და სარაკეტო შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების; შეიარაღების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის; ზოგადი ეკონომიკური და სამართლებრივი საკითხების. მასში დაკავებული იყო დაახლ. 450 ჩინოსანი მოხელე, მოსამსახურე და ოფიცერი.
გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტროში შედიოდა სამი სამუშაო შტაბი, ორი ქვეგანყოფილება, საადიუტანტო სამსახური და სამდივნო.
დ ა გ ე გ მ ა რ ე ბ ი ს შ ტ ა ბ ი შეიმუშავებდა იმ სამუშაო მასალებს, რომლებიც აუცილებელი იყო თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ გადაწყვეტილებების მისაღებად პერსპექტიული სტრატეგიული და სამხედრო-პოლიტიკური დაგეგმარების საკითხებში. ამ მიზნით იგი იკვლელვდა და ამზადებდა შესაბამის წინადადებებს შემდეგი მიმართულებებით: პოლიტიკა და სტრატეგია ნატო-ს ფარგლებში, სამხედრო პოლიტიკა, სამხედრო კვლევები და დაგეგმარება შეიარაღების სფეროში, საფინანსო პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები და შეიარაღებული კონფლიქტები.
მის შემადგენლობაში შედიოდა ცხრა ქვეგანყოფილება _ ზოგადი პოლიტიკური საკითხების; ნატო-ს ფარგლებში პოლიტიკისა და სტრატეგიის; სამხედრო პოლიტიკის; შეიარაღებაზე კონტროლისა და განიარაღების საკითხებში; საფინანსო პოლიტიკის; დაგეგმარებაზე კონტროლის; საერთაშორისო ურთიერთობებისა და შეიარაღებული კონფლიქტების კვლევის; სამხედრო სტრუქტურის. შტაბი დაკომპლექტებული იყო სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურეებით.
ს ა ო რ გ ა ნ ი ზ ა ც ი ო შ ტ ა ბ ი პასუხს აგებდა თავდაცვის სამინისტროში შიდა საორგანიზაციო ამოცანების შესრულებასა და უშუალოდ თავდაცვის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ცალკეული დაწესებულებებისა და შტაბების საქმიანობის კოორდინირებაზე, მონაწილეობდა თავდაცვის სამინისტროსა და ბუნდესვერის ცენტრალური სამხედრო დაწესებულებების საორგანიზაციო სტრუქტურის შემუშავებაში. იგი შედგებოდა ხუთი ქვეგანყოფილებისგან _ საორგანიზაციო; საორგანიზაციო საქმიანობის ანალიზის; საორგანიზაციო საქმიანობის შემოწმების, სარევიზიო; შრომის ორგანიზების პრინციპების შემუსავების; სტატისტიკისა და სისტემატიკის. დაკომპლექტებული იყო სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურეებით. საორგანიზაციო შტაბს ემორჩილებოდნენ მონაცემების დამუშავების ჯგუფი და შინაგანი სამსახურის განყოფილება.
ჯგუფი წყვეტდა ზოგად ამოცანებს ბუნდესვერის მასშტაბით მონაცემების დამუშავების სფეროში და ხელმძღვანელობდა მისდამი დაქვემდებარებული ცენტრალური დაწესებულებების საქმიანობას (მონაცემების დამუშავების სამმართველო და 19 გამოთვლითი ცენტრი).
განყოფილება დაკავებული იყო თავდაცვის სამინისტროში შინაგანი სამსახურის საკითხებით. მის გამგებლობაში იმყოფებოდა კანცელარიის, რეგისტრატურის, საკურიერო სამსახურისა და კავშირგაბმულობის ცენტრალური კვანძის საქმიანობა, რომელთა მუშაობაშიც დაკავებული იყო დაახლ. 1700 ადამიანი.
პ რ ე ს ი ს ა დ ა ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ი ს შ ტ ა ბ ი წარმოადგენდა თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ საინფორმაციო ორგანოს. მის ფუნქციებში შედიოდა ბეჭდური სიტყვის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინფორმირება სამხედრო საკითხებში, საინფორმაციო კრებულების რედაქტირება, პრესისა და ინფორმაციის მისდამი დაქვემდებარებული ორგანოების ხელმძღვანელობა. გარდა ამისა, მას ეკისრებოდა საზოგადოებასთან მუშაობისა და ახალგაზრდებს შორის ბუნდესვერში სამსახურის პროპაგანდის ამოცანები. შტაბის უფროსი საზოგადოების წინაშე და ბეჭდურ გამოცემებში გამოდიოდა თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის სახით. შტაბის შემადგენლობაში იყო სამი ქვეგანყოფილება _ პრესისა და ინფორმაციის; საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კავშირების, ახალგაზრდობასთან მუშაობისა და საზოგადოებრივი აზრის შესწავლის.
სულ თავდაცვის სამინისტროში, 1980-იანი წლების დასაწყისში, დაკავებული იყო 5400-ზე მეტი ადამიანი, მათგან 1700 სამხედრო მოსამსახურე, 2000 ჩინოსანი მოხელე, 1500 მოსამსახურე, 200 მუშა. სამინისტროს უმაღლეს რგოლში (განყოფილების უფროსიდან და ზევით) მუშაობდა დაახლ. 250 გენერალი (ადმირალი) და ოფიცერი, 190 ჩინოსანი მოხელე და მოსამსახურე.
გაერთიანებებისა და შენაერთების ოპერატიულ ხელმძღვანელობას თავდაცვის მინისტრი ახორციელებდა ბუნდესვერის გენერალური ინსპექტორისა და სახმელეთო ძალების, სჰძ-ისა და სზძ-ის ინსპექტორების მეშვეობით. სხვა ამოცანების გადასაწყვეტად იგი იყენებდა სტატს-მდივნებს (მოადგილეებს): საპარლამენტოს, ადმინისტრაციულ საკითხებსა და შეიარაღებაში.
ბუნდესვერის გ ე ნ ე რ ა ლ უ რ ი ი ნ ს პ ე ქ ტ ო რ ი პასუხს აგებდა ქვეყნის ზოგადი სამხედრო კონცეფციის შემუშავებაზე სახელმწიფოს პოლიტიკური მიზნების ფარგლებში, აგრეთვე მის რეალიზებაზე. მას, გარდა ამისა, ეკისრებოდა სამხედრო მშენებლობის ზოგადი დაგეგმარების, შეიარაღებულ ძალთა სახეობებისა და მედიკურ-სანიტარული სამსახურის ინსპექტორების საქმიანობის კოორდინირების ამოცანები. იგი იყო თავდაცვის მინისტრისა და ფედერალური მთავრობის მრჩეველი, ბუნდესვერის უმაღლესი სამხედრო წარმომადგენელი, სამხედრო საბჭოს თავმჯდომარე და ბუნდესვერის წარმომადგენელი საერთაშორისო სამხედრო ორგანოებში, რომლებშიც სხვა ქვეყნებიდან წარმოდგენილი იყვნენ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბების უფროსები. მას ჰქონდა შეიარაღებული ძალების ინსპექტირების უფლება თავდაცვის მინისტრის სახელით, მაშინაც კი, როდესაც ამას აკეთებდა საკუთარი ინიციატივით. ბუნდესვერის გენერალურ ინსპექტორს შეეძლო მითითებების მიცემა შეიარაღებულ ძალთა სახეობების ინსპექტორებისთვის ზოგადი სამხედრო კონცეფციის შემუშავებისა და რეალიზების საკითხებში. ამ მიმართებით იგი გამოდიოდა შეიარაღებულ ძალთა ინსპექტორების უფროსის როლში. გარდა ამისა, გენერალურ ინსპექტორს შეეძლო მინისტრის სახელით, ზოგად საკითხებში, მიეცა განკარგულებები, დირექტივები და ბრძანებები შტაბების, გაერთიანებებისა და შენაერთებისთვის.
სამხედრო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ აგრეთვე გენერალური ინსპექტორის მოადგილე, სახმელეთო ძალების, სჰძ-ის, სზძ-ისა და მედიკურ-სანიტარული სამსახურის ინსპექტორები, წარმოადგენდა საკონსულტაციო ორგანოს. ინსპექტორები მოვალენი იყვნენ ჩაეტარებინათ კონსულტაციები ბუნდესვერის გენერალური ინსპექტორისთვის შეიარაღებული ძალების თავ-თავიანთ სახეობებში. იმავდროულად მათ გააჩნდათ უფლება მოეთხოვათ მათთვის საინტერესო საკითხების განხილვა სამხედრო საბჭოზე.
ბ უ ნ დ ე ს ვ ე რ ი ს მ თ ა ვ ა რ ი შ ტ ა ბ ი უშუალოდ ემორჩილებოდა გენერალურ ინსპექტორს და ფაქტობრივად ასრულებდა ქვეყნისთვის აკრძალული გენერალური შტაბის ფუნქციებს. მთავარი შტაბის სამმართველოები და განყოფილებები (ნახ. 4) დაკავებული იყვნენ ისეთი ამოცანებით, რომლებიც ეხებოდა შეიარაღებულ ძალებს მთლიანობაში: ზოგადი სამხედრო კონცეფციისა და ბუნდესვერის გამოყენების გეგმების შემუშავება, მისი მშენებლობის დაგეგმვა, შეიარაღებულ ძალთა სახეობების მთავარი შტაბებისა და მედიკურ-სანიტარული სამსახურის ინსპექციის საქმიანობის კოორდინირება, იდეოლოგიური დამუშავების, აღზრდისა და სწავლების საფუძვლებისა და პრინციპების გამომუშავება, საბრძოლო მომზადების დაგეგმვა და ორგანიზება, სამხედრო სადაზვერვო ორგანოების საქმიანობის ხელმძღვანელობა. მთავარი შტაბი შედგებოდა შემდეგი სამმართველოებისგან.
[მე-4 ნახატზე, რომლის სახელწოდებაცაა შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის ორგანიზაცია, სტრუქტურის სათავეში ნაჩვენები იყო ბუნდესვერის გენერალური ინსპექტორი, რომელსაც ექვემდებარებოდა ბუნდესვერის მთავარი შტაბის უფროსი; მათ დაქვემდებარებაში შედიოდნენ: კადრების განყოფილება და შეიარაღებული ძალების განგაშით წამოყენების ცენტრი, აგრეთვე შემდეგი სამმართველოები: კვლევითი მუშაობის, პირადი შემადგენლობისა და საბრძოლო მომზადების, სამხედრო პოლიტიკისა და ოპერატიული, ზურგის, კავშირგაბმულობისა და ელექტრონიკის, დაზვერვის, საორგანიზაციო, დაგეგმარების].
_ იდეოლოგიური მუშაობის, პირადი შემადგენლობისა და საბრძოლო მომზადების საკითხებში. მასში შედიოდა 11 განყოფილება: პირადი შემადგენლობის (ზოგადი საკითხები); დაკომპლექტების; საორგანიზაციო; იდეოლოგიური მუშაობის; კულტურულ-აღმზრდელობითი, საშეფო მუშაობისა და სპორტის; სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობის; საბრძოლო მომზადების მეთოდიკის; საბრძოლო მომზადების უზრუნველყოფისა და წესდებების შემუშავების; უმაღლესი სამხედრო განათლების; ბუნდესვერის უმაღლეს სკოლებში სწავლებისა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის; სამხედრო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლების წესებისა და წესრიგის საკითხებში.
_ დაზვერვის, რომელიც შედგებოდა ექვსი განყოფილებისგან: დაზვერვის ზოგადი საკითხების, ზოგადი სამხედრო მდგომარეობის შეფასების, აღმოსავლეთის სახელმწიფოების სამხედრო მდგომარეობის შეფასების, დასავლეთის სახელმწიფოების სამხედრო მდგომარეობის შეფასების, საგარეო ურთიერთობების (სამხედრო ატაშეების სამსახური), სამხედრო კონტრდაზვერვის.
_ სამხედრო პოლიტიკისა და ოპერატიული, რომელიც მოითვლიდა ათ განყოფილებას: სამხედრო პოლიტიკის; სამხედრო სტრატეგიის, ნატო-სა და ევროპის ეკონომიურ გაერთიანებასთან (ეეგ) სამხედრო თანამშრომლობის; შეიარაღების დაგეგმარების; შეიარაღებათა სფეროში შეზღუდვისა და კონტროლის საკითხებში; ოპერატიული და სამხედრო გეოგრაფიის; ქვეყნის თავდაცვის დაგეგმარების; განგაშების, სამობილიზაციო და მუდმივი მზადყოფნის რეზერვის დაგეგმარების; შეიარაღებული ძალების მართვის ორგანიზების; „ფსიქოლოგიური ომის“.
_ საორგანიზაციო, რომელიც მოიცავდა ხუთ განყოფილებას: ბუნდესვერის საერთო ორგანიზებისა და უმაღლესი სამხედრო მმართველობის; შეიარაღებული ძალების სტრუქტურის, საორგანიზაციო დანიშნულებისა და დისლოკაციის; ბუნდესვერის ცენტრალური სამხედრო დაწესებულებების ორგანიზების (მას ექვემდებარებოდა ბუნდესვერის ცენტრალური სამხედრო ორგანოების შემოწმების ჯგუფი); სამხედრო ინფრასტრუქტურის; საბიუჯეტო-საფინანსო.
_ ზურგის, რომელსაც ჰქონდა ხუთი განყოფილება: ზურგის უზრუნველყოფის ზოგადი საკითხების; მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ორგანიზების; მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შევსებისა და შენახვის; საწვავ-საცხები მასალებისა და მილსადენების, სურსათისა და ფორმის ტანსაცმლის; სატრანსპორტო.
_ დაგეგმარების, რომელიც წარმოდგენილი იყო შემდეგი განყოფილებებით: ზოგადი დაგეგმარების; პროგრამების დაფინანსების; გრძელვადიანი დაგეგმარების; ხუთწლიანი დაგეგმარების; საგანგებო საქმიანობის კოორდინირების.
_ კავშირგაბმულობისა და ელექტრონიკის, რომელიც შედგებოდა ოთხი განყოფილებისგან: კავშირგაბმულობისა და ელექტრონიკის ზოგადი საკითხების; კავშირგაბმულობის საშუალებებისა და ელექტრონული სისტემების; რადიოელექტრონული ბრძოლის (რებ); კავშირგაბმულობისა და ელექტრონიკის საშუალებებით მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და ჯარების ფარული მართვის საკითხებში.
სულ მთავარ შტაბში, 80-იანი წლების დასაწყისში, დაკავებული იყო 420 სამხედრო და 235 სამოქალაქო მოსამსახურე.
შ ე ი ა რ ა ღ ე ბ უ ლ ძ ა ლ თ ა ს ა ხ ე ო ბ ე ბ ი ს ა დ ა მ ე დ ი კ უ რ - ს ა ნ ი ტ ა რ უ ლ ი ს ა მ ს ა ხ უ რ ი ს ი ნ ს პ ე ქ ტ ო რ ე ბ ი (ს ა რ დ ლ ე ბ ი) პასუხს აგებდნენ თავდაცვის მინისტრის წინაშე მათდამი დაქვემდებარებული შეიარაღებულ ძალთა სახეობის (სამსახურის) საბრძოლო მზადყოფნაზე და როგორც სარდლები ემორჩილებოდნენ უშუალოდ თავდაცვის მინისტრს. გარდა ამისა, ისინი ექვემდებარებოდნენ ბუნდესვერის გენერალურ ინსპექტორს, რომელსაც თავისი ფუნქციონალური მოვალეობების ფარგლებში შეეძლო მიეცა მათთვის განკარგულებები და ბრძანებები. შეიარაღებულ ძალთა სახეობების ინსპექტორები ბუნდესვერის გენერალურ ინსპექტორთან ერთობლივად მონაწილეობდნენ ზოგადი სამხედრო კონცეფციის შემუშავებასა და რეალიზებაში. ამით, უცხოელი სპეციალისტების შეფასებით, ხდებოდა შეხედულებათა ერთიანობის უზრუნველყოფა შეიარაღებული ძალების საბრძოლო გამოყენების საკითხებში. სახმელეთო ძალებისა და სამხედრო-საჰაერო ძალების ინსპექტორებს ჰყავდათ თავიანთი მუდმივი მოადგილეები, ხოლო სამხედრო-საზღვაო ძალებში კი ამ ფუნქციას ასრულებდა სზძ-ის მთავარი შტაბის უფროსი.
ს ა ხ მ ე ლ ე თ ო ძ ა ლ ე ბ ი ს, ს ჰ ძ - ი ს ა დ ა ს ზ ძ - ი ს მ თ ა ვ ა რ ი შ ტ ა ბ ე ბ ი წარმოადგენდნენ თავდაცვის სამინისტროს სამმართველოებს და ამავე დროს საკომანდო ინსტანციებს. ისინი დაკავებული იყვნენ ჯარების ან ფლოტების მშენებლობის, საბრძოლო მომზადებისა და ოპერატიული გამოყენების, შეიარაღებულ ძალთა თავიანთი სახეობების შეიარაღების წარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების გეგმების შემუშავებით და ახორციელებდნენ კონტროლს მათ შესრულებაზე, განსაზღვრავდნენ შენაერთებისა და ნაწილების დისლოკაციას (ბაზირებას), ხელმძღვანელობდნენ პირადი შემადგენლობის იდეოლოგიურ დამუშავებას, ახორციელებდნენ წესდებების, დარიგებებისა და სასწავლო სახელმძღვანელოების შემუშავებასა და გამოცემას.
შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის მთავარი შტაბების ორგანიზაცია იყო იდენტური. მათ შემადგენლობაში იყო შვიდი სამმართველო: იდეოლოგიური მუშაობის, პირადი შემადგენლობისა და საბრძოლო მომზადების; დაზვერვის; ოპერატიული; საორგანიზაციო; ზურგის; დაგეგმარების; შეიარაღების. ანალოგიური სამმართველოების სტრუქტურა ძალზედ მსგავსი იყო, თუმცა კი არსებობდა ზოგიერთი თავისებურებაც, რომლებიც დამახასიათებელი იყო შეიარაღებულ ძალთა ამა თუ იმ სახეობის ფუნქციონალური საქმიანობისთვის.
სახმელეთო ძალებისა და სჰძ-ის მთავარი შტაბები (შესაბამისად 35 და 33 განყოფილება) მოითვლიდნენ თითოეული 290 სამხედრო მოსამსახურეს, სზძ-ისა (30 განყოფილება) _ 210 სამხედრო მოსამსახურეს. შეიარაღებულ ძალთა სახეობების მთავარ შტაბებში პირთა ამ კატეგორიების გარდა დაკავებული იყო საერთო ჯამში დაახლ. 100 სამოქალაქო მოსამსახურე.
მ ე დ ი კ უ რ - ს ა ნ ი ტ ა რ უ ლ ი ს ა მ ს ა ხ უ რ ი ს ი ნ ს პ ე ქ ც ი ა დაკავებული იყო ჯარებში მედიკურ-სანიტარული სამსახურის ორგანიზების, აგრეთვე სამედიცინო პერსონალის მომზადებისა და გამოყენების, მედიკამენტებითა და სანიტარული ქონებით ჯარების მომარაგების საკითხებით. ინსპექცია შედგებოდა ორი განყოფილებისგან (სამედიცინო და სანიტარული სამსახურის), რომლებშიც იყო 16 ქვეგანყოფილება. სულ მუშაობდა დაახლ. 100 სამხედრო მოსამსახურე, ჩინოსანი მოხელე და მოსამსახურე.
III. 6. გფრ-ის სამხედრო-პოლიტიკური კურსი 1980-იანი წლების დასაწყისში
საბჭოთა სამხედრო სპეციალისტები 1980-იანი წლების დასაწყისში აღნიშნავდნენ, რომ საბჭოთა სახელმწიფოს ხელმძღვანელობა თავის ერთერთ ოფიციალურ დოკუმენტში ხაზს უსვამდა: „ახლა არ არის არც ერთი ხალხისთვის უფრო არსებითი, უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, ვიდრე მშვიდობის შენარჩუნება, ვიდრე თითოეული ადმიანის უპირველესი უფლების _ სიცოცხლის უფლების _ უზრუნველყოფა“.
ისინი ამბობდნენ, რომ იმდროინდელი საერთაშორისო ვითარება აიძულებდათ დაეყენებინათ ეს საკითხი მთელი სერიოზულობით. რომ იმპერიალიზმს, და უწინარეს ყოვლისა აშშ-ისა, არ სურდა ანგარიში გაეწია მაშინდელი მსოფლიოს რეალობისთვის _ სოციალიზმის პოზიციების განმტკიცების, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმატებების, მთლიანობაში განმათავისუფლებელი დემოკრატიული ძალების ზრდისთვის. იგი ცდილობდა წინ აღდგომოდა ამ ობიექტურ პროცესებს და ღიად აკეთებდა ფსონს თავის პოლიტიკაში ძალის გამოყენებაზე, სოციალისტური და სხვა დამოუკიდებელი სახელმწიფოების წინააღმდეგ პროვოკაციების გაჩაღებაზე, აგრესიული ბლოკების მილიტარისტული აქტიურობის ამაღლებაზე, რაც სერიოზულ მუქარას უქმნიდა მშვიდობის საქმეს.
საბჭოთა ავტორების შეფასებით, პროგრესული საზოგადოების დიდ შეშფოთებას იწვევდა გფრ-ის რევანშისტული და მილიტარისტული წრეების საქმიანობის გაძლიერება. 100 წელიწადზე ცოტა მეტი პერიოდის გნმავლობაში გერმანულმა მილიტარიზმმა სამჯერ გააჩაღა ევროპული და მსოფლიო მასშტაბის დამანგრეველი ომები. მხოლოდ მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა 50 მლნ. ადამიანზე მეტი, მათ შორის 20 მლნ.-ზე მეტი საბჭოთა მოქალაქე. ამიტომ, მათი სიტყვით, მთელი მშვიდობისმოყვარე ძალების წარმომადგენლები, და პირველ რიგში საბჭოთა ადამიანები, დასაბუთებული შეშფოთებით ადევნებდნენ თვალყურს იმ სახიფათო ტენდენციებს გფრ-ის პოლიტიკაში, რომლებიც მკაფიოდ ვლინდებოდა 1970/80-იანი წლების მიჯნაზე.
საბჭოთა ავტორების სიტყვით, 1970-იანი წლების დასაწყისში დასავლეთ გერმანიის მმართველმა წრეებმა გააკეთეს შემობრუნება პოლიტიკური რეალიზმის მხარეს და წამოვიდნენ ურთიერთობების ნორმალიზაციაზე თავიანთ მეზობლებთან აღმოსავლეთ ევროპაში. ხელშეკრულებებმა საბჭოთა კავშირთან, პოლონეთთან, ჩეხოსლოვაკიასთან და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკასთან, რომლებშიც აღიარებული იყო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული საზღვრების ურღვეობა, აამაღლა გფრ-ის საერთაშორისო ავტორიტეტი, გაუხსნა შესაძლებლობები ურთიერთხელსაყრელი კავშირებისთვის სოციალისტურ სახელმწიფოებთან. სსრკ-ისა და სოციალიზმის სხვა ქვეყნების მხრიდან გაკეთდა ყოველივე შესაძლებელი ურთიერთგაგების გზაზე წარმატებით წინსვლისთვის.
მაგრამ მილიტარისტული აზროვნების ინერცია, საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, დასავლეთგერმანელ იმპერიალისტებში უფრო ძლიერი აღმოჩნდა იმ მოგებების სწორად შეფასების უნართან შედარებით, რომლებიც მოჰონდა საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვას. რეალური სოციალიზმის სიძულვილმა, რომელიც, საბჭოთა ავტორების აზრით, წარმოადგენდა საზოგადოებრივი პროგრესის მთავარ ძალას, წარმოშვა სახიფათო ჩავარდნები გფრ-ის სამხედრო პოლიტიკაში, რომელიც მიმართული იყო მსოფლიოში ჩამოყალიბებული სამხედრო წონასწორობის დარღვევაზე საერთაშორისო განმუხტვისა და ხალხთა უსაფრთხოების საზარალოდ. ქვეყანაში კვლავ წამოსწიეს თავები უკიდურესად მემარჯვენე ძალებმა, რომელთაც არ სურდათ შერიგებოდნენ მეორე მსოფლიო ომის შედეგებს და არ დაეკარგათ დიდმპყრობელური ოცნებები და „რაიხის“ აღდგენის იმედები 1937 წლის საზღვრებში. საბჭოთა ავტორები აღნიშნავდნენ, რომ დასავლეთგერმანული იმპერიალიზმი იმედოვნებდა თავისთვის პოლიტიკური მოგების ნახვას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების გამწვავებიდან და თავისი რევანშისტული მიზნების განხორციელებასთან მიახლოებას გამალებული შეიარაღებისა და მილიტარისტული ფსიქოზის გაბერვის გზაზე.
საბჭოთა სამხედრო სპეცილისტების სიტყვით, გფრ-ის სამხედრო პოლიტიკაში, 80-იანი წლების დასაწყისში, სულ უფრო მკაფიოდ დაიმზირებოდა ორიენტაცია აშშ-ზე და შეწყობა იმ აგრესიულ ხაზთან, რომელსაც ატარებდა ვაშინგტონის ადმინისტრაცია. რა თქმა უნდა, როგორც აღიარებდნენ დასავლური ბეჭდური გამოცემები, მათ შორის წარმოიქმნებოდა არცთუ ცოტა წინააღმდეგობანი: სავაჭრო, ფინანსური, სავალუტო. მნიშვნელოვანი განსხვავებები იყო შეხედულებებში ეკონომიკურ ურთიერთობებზე სოციალისტურ ქვეყნებთან და მოლაპარაკებების პრობლემებისადმი მიდგომაში აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.
მაგრამ იმ ხანის ერთერთ ყველაზე უფრო მწვავე საკითხში _ გამალებული შეიარაღების პრობლემაში, საბჭოთა ავტორების სიტყვით, უთანხმოებები მათ შორის არ ყოფილა. შეიარაღებათა შეზღუდვის თაობაზე წარმოებულ მოლაპარაკებებთან დასავლეთის სახელმწიფოთა „კიდევ უფრო სრულად შეიარაღების“ («довооружение») შეხამებასთან მიმართებით როგორი ნიუანსებიც არ უნდა გამოეყოთ ბონში, ფაქტად რჩებოდა ის, რომ იქ, ისევე როგორც ვაშინგტონშიც, ფსონს აკეთებდნენ დასავლური ბანაკის სამხედრო უპირატესობის მიღწევაზე ე. წ. სოციალისტური თანამეგობრობის ქვეყნებთან, მიდიოდნენ საერთაშორისო დაძაბულობის გამწვავების გზით. იმ პირობებში, როდესაც, აშშ-ის სამხედრო პოლიტიკის განმსაზღვრელი ნიშნები ხდებოდა კონფრონტაციისკენ მისწრაფება აღმოსავლეთის ბნაკის სახელმწიფოებთან ყველა სფეროში, საერთაშორისო პროვოკაციების ორგანიზებისა და კონფლიქტების გაჩაღებისთვის მზადყოფნა, მსგავსი ამერიკულ-დასავლეთგერმანული დაახლოება არ შეიძლებოდა არ ყოფილიყო შემაშფოთებელი ვარშავის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების მმართველი წრეებისა და საზოგადოებისთვის.
გფრ-ის სამხედრო პოლიტიკაში წანაცვლება აღმოსავლეთთან კონფრონტაციისკენ, საბჭოთა სამხედრო სპციალისტების შეფასებით, ყველაზე უფრო თვალსაჩინოდ ვლინდებოდა ევროპაში საშუალო სიშორის ახალი ამერიკული რაკეტების განლაგების საკითხში. ასეთი ზომა, რომლის შესახებ გადაწყვეტილებაც მიიღეს 1979 წლის ბოლოს, სრულიად აშკარად მიმართული იყო საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპაში მისი მოკავშირეების წინააღმდეგ, მისი რეალიზება უეჭველად მკვეთრად გაამწვავებდა ურთიერთობებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ეს საკმარისად ნათლად ესმოდათ პოლიტიკოსებსაც ბონში. გფრ-ის მაშინდელი კანცლერი ჰ. შმიდტი უფრო ადრე 60-იან წლებში წერდა, რომ „საშუალო სიშორის რაკეტების განლაგებას, ასე ვთქვათ ზღურბლზე... ნებისმიერი დიდი დერჟავა ფსიქოლოგიურად უნდა აღიქვამდეს როგორც პროვოკაციას“. და მაინც დასავლეთ გერმანიამ თავის თავზე აიღო ნატო-ს გადაწყვეტილების ერთერთი ინიციატორისა და ცხოვრებაში აქტიურად გამტარებლის არცთუ კეთილსასურველი როლი. ევროპაში განლაგებისთვის დაგეგმილი 572 რაკეტიდან 108 მრ „პერშინგ-2“ და 96 ფრთოსანი რაკეტა ბაზირებული უნდა ყოფილიყო სწორედ მის ტერიტორიაზე.
გფრ აშშ-თან და დიდ ბრიტანეთთან ერთობლივად ძლიერ ზეწოლას ახორციელებდა პარტნიორებზე ბლოკში, და ცდილობდა მათგან ნატო-ს ხელმძღვანელობის გეგმების მხარდაჭერისა და მათი რეალიზებისთვის პრაქტიკული ქმედებების მიღწევას. დასავლეთ გერმანიის თავდაცვის მინიტრმა ჰ. აპელმა მკვეთრად გააკრიტიკა ბელგიისა და ნიდერლანდბის მთავრობები, რომლებიც მერყეობდნენ მათ ტერიტორიაზე ამერიკული რაკეტების განლაგების შესახებ საკითხში. მან განაცხადა, რომ ნატო-ში „არ უნდა იყოს და არც იქნება წევრობა სხვადასხვანაირი უფლებებითა და მოვალეობებით“, და ამიტომ ეს ორი ქვეყანა „უნდა დაეთანხმოს“ ბლოკის ხელმძღვანელობის მოთხოვნებს.
მაინც რა მიზნებს ისახავდნენ ფედერაციული გერმანიის მილიტარისტული წრეები, რომლებიც ასეთ დიდ აქტიურობას იჩენდნენ? სვამდნენ კითხვას საბბჭოთა ავტორები და შემდეგ ამბობდნენ, რომ ამაზე პასუხი მოგვცა ფედერალურმა კანცლერმა ჰ. შმიდტმა, როდესაც გამოდიოდა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე 1982 წლის აპრილში. მან პირდაპირ მიუთითა იმაზე, რომ ამერიკული იარაღის განლაგების მუქარა ზეწოლას უნდა ახდენდეს საბჭოთა კავშირზე, უნდა ახალისებდეს მას დათმობებზე წამოსასვლელედ, ჟენევაში მოლაპარაკებებზე შეერთებული შტატების მოთხოვნების მისაღებადო. სხვა სიტყვებით, ასკვნიდნენ საბჭოთა სამხედრო სპეციალისტები, ნატო-ს ქვეყნების ამერიკული რაკეტების დახმარებით ე. წ. „კიდევ უფრო სრულად შეიარაღება“ სხვა არაფერი იყო, თუ არა საბჭოთა კავშირის შანტაჟის საშუალება, მასზე სტრატეგიული უპირატესობის მიღწევის მცდელობა.
მსგავსი გეგმების რეალიზება, საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, ქმნიდა გფრ-ის ახალი ამერიკული სარაკეთო-ბირთვული იარაღისთვის სასტარტო მოედნად გადაქცევის რეალურ მუქარას, რომელსაც შეეძლებოდა ობიექტების დაზიანება უშუალოდ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ კვლავ წარმოიქმნებოდა საშიშროება, როდესაც გერმანია შესაძლო იყო გადაქცეულიყო ახალი დიდი ომის წყაროდ.
საბჭოთა ავტორების აზრით, 80-იანი წლების დასაწყისში გფრ-ში გადადგეს ახალი მსხვილი ნაბიჯი ქვეყნის ტერიტორიის მოსაწყობად (მისასადაგებლად) შეიარაღებული კინფლიქტებისთვის, ჩრდილოატლანტიკური ბლოკის აგრესიული ჩანაფიქრებით მის გამოსაყენებლად. 1982 წელს ხელმოწერილი შეთანხმება აშშ-სა და გფრ-ს შორის განსაზღვრავდა შეერთებული შტატებისთვის დასავლეთ გერმანიის თანადგომის კონკრეტულ ფორმებს ევროპაში ამერიკული სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო-საჰაერო ძალების კონტინგენტების სასწრაფოდ გაზრდის საქმეში. ე. წ. „კრიზისული სიტუაციის“ შემთხვევაში აშშ გეგმავდა პირველი ათი დღეღამის განმავლობაში დასავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე გადმოესროლა დამატებით ექვსი ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვეითი დივიზია, ასევე სჰძ-ის ქვედანაყოფები. თავის მხრივ დასავლეთ გერმანიამ ვალდებულება აიღო გამოეყო 93 ათასი რეზერვისტი ამერიკული შენართების ზურგის უზრუნველყოფისა და სატრანსპორტო გადაზიდვების ორგანიზებისთვის, საბრძოლო მასალების მიტანის ჩათვლით, სჰძ-ის ნაწილების სააეროდრომო მომსახურებისთვის, საწყობების დაცვისთვის და ა. შ. შეთანხმება სრულად პასუხობდა ნატო-ს ხელმძღვანელობის ზოგად ხაზს „პოლიტიკური დაშინების“ გატარებაზე ბლოკის სამხედრო პოტენციალის შემდგომი ზრდის გზით.
უცვლელი ხაზი სამხედრო ძლიერების ზრდაზე დაიმზირებოდა იმ სრულ მხარდაჭერაშიც, რომელსაც ბონი აღმოუჩენდა ნატო-ს ყველა გადაწყვეტილებას. ასე, დასავლეთ გერმანია აქტიურად ატარებდა კურსს თავისი სამხედრო ხარჯების უწყვეტ ზრდაზე. 1970-იანი წლების დასაწყისიდან ისინი ყოველწლიურდ 3%-ით იზრდებოდა (რეალური ანგარიშით), 1982 წელს მიაღწია 55 მლნდ. მარკას. სამხედრო ხარჯების საერთო მოცულობით, გფრ-ს მყარად ეკავა მეორე ადგილი (აშშ-ის შემდეგ) ბლოკის მონაწილე ქვეყნებს შორის. ამ უზარმაზარი სახსრების ხარჯზე დასავლეთ გერმანიამ შეძლო მსხვილი თანამედროვე შეიარაღებული ძალების შექმნა, რომლის საერთო რიცხოვნება 80-იანი წლების დასაწყისში აღწევდა 495 ათას ადამიანს. როგორც იტყობინებოდა ამერიკული ჟურნალი „US ნიუს ენდ უოლდ რიპორტი“, ოფიციალური პირები გფრ-ში აცხადებდნენ, რომ მათ ქვეყანას შეძლო 12 დღეღამის განმავლობაში ოთხმილიონიანი არმიის გამოყვანა.
ბუნდესვერზე მუშაობდა მძლავრი დასავლეთგერმანული მრეწველობა, რომელშიც სამხედრო შეკვეთების შესრულებაში, 80-იანი წლების დასაწყისში, დაკავებული იყო დაახლ. 300 ათასი ადამიანი. მრეწველობის სამხედრო დარგების პროდუქციის ღირებულება, ჟურნალ „ვირთშაფტსვოხეს“ მონაცემებით, შეადგენდა 13 მლრდ. მარკას წელიწადში. ქვეყნის საწარმოები დიდი რაოდენობით უშვებდნენ ტანკებს, საბრძოლო და სატრანსპორტო თვითმფრინავებს, საარტილერიო და სასროლ შეიარაღებას, აგებდნენ საბრძოლო ხომალდებს, აწარმოებდნენ სხვადასხვანაირ ელექტრონულ აპარატურას.
როგორც უცხოელი სპეციალისტები აღნიშნავდნენ, სხვადასხვანაირი საბრძოლო ტექნიკით გაჯერების ხარისხის მიხედვით, ბუნდესვერის შენაერთებსა და ნაწილებს ერთერთი პირველი ადგილი ეკავათ ნატო-ს ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის. ასე, მაგალითად, სახმელეთო ძალებში (რიცხოვნება დაახლ. 353 ათასი ადამიანი) შეიარაღებაში იყო დაახლ. 3800 საბრძოლო ტანკი, 2100-ზე მეტი ქსმ „მარდერი“, 770 თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო ზარბაზანი „იაგდპანცერი“ და 2500-ზე მეტი ტსმრ გდ. სჰძ-ში მოითვლებოდა 560 საბრძოლო თვითმფრინავი, სზძ-ში _ 24 წყალქვეშა ნავი, 11 საესკადრო ნაღმოსანი და ა. შ. ამის შედეგად ბუნდესვერი გადაქცეული იყო ნატო-ს უმსხვილეს დამრტყმელ ძალად ევროპაში. ევროპული საომარ მოქმედებათა თეატრებიდან უმნიშვნლოვანესზე _ ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე _ ფედერაციულმა გერმანიამ დაიკავა ერთერთი წამყვანი სამხედრო მდგომარეობა იმის წყალობით, რომ მისი შეიარაღებული ძალების წილად აქ მოდიოდა ალიანსის სახმელეთო ჯარების 50%, საჰაერო თავდაცვის მიწისზედა საშუალებების 50%, საბრძოლო თვითმფრინავების 30%, ხოლო ბალტიის ზღვის სრუტეების ზონაში _ ხომალდების 70% და სზძ-ის ავიაციის 100%. სააგენტო „ასოშაითედ პრესის“ იმდროინდელი შეფასებით, დასავლეთგერმანული კონტინგენტი „ყველაზე უფრო მსხვილია ევროპაში ნატო-ს ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში. დასავლელი სპეციალისტები სამხედრო სკითხებში თვლიან მას ყველაზე უფრო თანამედროვედ და ძლიერად მთელს კავშირში“.
საბჭოთა ავტორების სიტყვით, წინ იფარებდა რა მითს „საბჭოთა სამხედრო მუქარის“ შესახებ, ბუნდესვერის სარდლობა 1979 წლის ოქტომბრიდან შეუდგა სახმელეთო ძალების რეორგანიზებას, რომლის ძირითად მიზანსაც წარმოადგენდა სახმელეთო ძალების შენაერთებისა და ნაწილების დამრტყმელი ძალისა და მანევრულობის ამაღლება, მუქარის პერიოდში მისი მობილიზების ვადების შემცირება და საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას მართვის გაუმჯობესება.
დასავლური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებების თანახმად, ახალი საორგანიზაციო სტრუქტურის შესაბამისად, სახმელეთო ჯარებში შედიოდა 36 საბრძოლო ბრიგადა, მათ შორის 17 სატანკო, 15 მოტოქვეითი, ერთი სამთოქვეითი და სამიც საჰაერო-სადესანტო. ისინი შედიოდნენ 12 დივიზიის შემადგენლობაში. თითოეულ დივიზიაში საბრძოლო ბატალიონების რაოდენობა გაზრდილი იყო 9-დან 12-მდე ყველა ბრიგადის ოთხბატალიონიან შემადგენლობაზე გადაყვანის ხარჯზე, ამასთან ერთი ბატალიონი მშვიდობიანობის დროს უნდა ყოფილიყო კადრირებული. დივიზიებსა და ბრიგადებში მნიშვნელოვნად უნდა გაზრდილიყო სატანკო და მოტოქვეითი ასეულების რიცხვი. ტერიტორიულ ჯარებში აძლიერებდნენ „ჰაიმათშუთცის“ ჯარების ექვსი სარდლობის საბრძოლო შემადგენლობასა და შეიარაღებას, რომლებსაც ორგანიზაციულად უპირებდნენ ბრიგადებში შეყვანას. გარდა ამისა, ამ ჯარებში ითვალისწინებდნენ „ჰაიმათშუთცის“ ჯარების კიდევ ექვსი ბრიგადის, აგრეთვე დაცვის 15 პოლკის, 150 ასეულისა და 300 ოცეულის შექმნას.
ძირითადი ნაწილებისა და ქვედანაყოფების რაოდენობის გაზრდა ბუნდესვერის საერთო რიცხოვნების უცვლელ დონეზე შენარჩუნებით, მისი სარდლობის აზრით, საშუალებას მისცემდათ აუცილებლობის შემთხვევაში მათ ბაზაზე შემჭიდროებულ ვადებში გაეშალათ ოთხმილიონიანი შეიარაღებული ძალები.
ბუნდესვერის საბრძოლო ძლიერებისა და მანევრულობის ამაღლების გეგმებში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ახალ სახეობათა შესყიდვებს (80-იანი წლების შუახანებამდე ამ მიზნით გეგმავდნენ 40 მლრდ. მარკაზე მეტის გამოყოფას). ასე, რეორგანიზაციის მსვლლობისას, 1982 წლის ზაფხულის შუახანების ჩათლით, სახმელეთო ძალებს მიაწოდეს 1800 ტანკი „ლეოპარდ-2“, 212 ტანკსწინააღმდეგო ვერტმფრენი, 140 ზრკ „როლანდი“ და სხვა შეიარაღება. სჰძ-ში აწვდიდნენ ახალ თვითმფრინავებს „ტორნადოსა“ (212) და „ალფა ჯეტს“ (175). სზძ-ში ძირითადი ძალისხმევა მიმართული ჰქონდათ თანამედროვე მრი ხომალდების აგებაზე, აგრეთვე საზღვაო ავიაციისთვის 112 თვითმფრინავის „ტორნადოს“ შეძენაზე.
ბუნდესვერის სარდლობა მიმართავდა ძალისხმევას ნაწილებისა და შენაერთების ბრძოლისუნარიანობის მუდმივად ამაღლებისკენ მიზანმიმართული საბრძოლო მომზადების ფართო სისტემის ხარჯზე. გფრ-ის სახმელეთო ჯარებში ყოველწლიურად ატარებდნენ დაახლ. 40 მსხვილ სწავლებას შენაერთის მასშტაბით. ქვეყნის სზძ მონაწილეობდა დაახლ. 20 სწავლებაში წლის განმავლობაში, რომლებსაც ატარებდნენ როგორც ეროვნული, ისე ნატო-ს გეგმებითაც. აქტიურ საბრძოლო მომზადებას ატარებდნენ დასავლეთ გერმანიის სჰძ-შიც. ამ მომზადების ერთერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა ბუნდესვერის ნაწილებისა და შენაერთების სრული ურთიერთმოქმედების უზრუნველყოფა ალიანსის სხვა ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან, და მის ინტენსივობას ზრდიდნენ წლიდან წლამდე. იმავდროულად, საბჭოთა ავტორების შეფასებით, სულ უფრო ნათელი ხდებოდა მისი მიმართულება ვარშავის ხელშეკრულბის სახელმწიფოთა წინააღმდეგ, რამდენადაც მოწინააღმდეგის სახით ჩრდილოატლანტიკური ბლოკის სწავლებებში ყოველთვის განიხილებოდა ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის შეიარაღებული ძალები.
საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეხედულებით, იმდროინდელი ბუნდესვერი წარმოადგენდა მძლავრ რეაქციულ ძალას გფრ-ის მილიტარისტული წრეების ხელში, რომელიც განკუთვნილი იყო მათი რევანშისტული და ექსპანსიონისტური მიზნების რეალიზებისთვის. ამის დადასტურებას, მათი აზრით, წარმოადგენდა არა მხოლოდ დასავლეთგერმანული შეიარაღებული ძალების განვითარება, არამედ მასში არსებული შინაგანი ვითარებაც, ნაწილებსა და ქვედანაყოფებში მიმდინარე პირადი შემადგენლობის იდეოლოგიური დამუშავებაც. ამ მუშაობის დამახასიათებელ ნიშანს, საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, წარმოადგენდა ბუნდესვერის ჯარისკაცების აღზრდა ჰიტლერული ვერმახტის ტრადიციების მემკვიდრეობითობის სულისკვეთებით. ფაშისტური გენერლების სახელების ნახვა შეიძლებოდა ათეულობით ყაზარმის კარებზე გფრ-ის სხვადასხვა კუთხეში. ნაცისტური სამხედრობის (вояки) მოქმედებების შესახებ მოგონებებს ფართოდ იყენებდნენ ბუნდესვერში გაწვეული გფრ-ის ახალგაზრდა მოქალაქეებისთვის „საბრძოლო სულისკვეთების“ დასამყნობად. ამასთან მთლიანად ბურავდნენ (ნიღბავდნენ) იმ ომების აგრესიულ ხასიათს, რომლებსაც აწარმოებდა ჰიტლერული გერმანია, და ვერმახტის ჯარისკაცთა მოქმედებების დანაშაულებრივ მხარესაც. საბჭოთა ავტორების აზრით, მსგავსი პრაქტიკა სახიფათო შედეგების მომტანი იყო, რადგანაც იგი ხელს უწყობდა გამარჯვებული სახელმწიფოებისადმი, და პირველ რიგში საბჭოთა კავშირისადმი, სიძულვილის ჩანერგვას, აძლიერებდა მიზიდულობას მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვისკენ.
გფრ-ის სამხედრო შესაძლებლობების ზრდა, საბჭოთა ავტორების სიტყვით, იწვევდა დასავლეთგერმანულ მილიტარისტულ წრეებში შეხედულბათა მთელი სისტემის გარდაქმნას იმდროინდელ მსოფლიოში მათი ქვეყნის ადგილის შესახებ: ისინი სულ უფრო ხშირად არცთუ ორაზროვნად გამოთქვამდნენ პრეტენზიებს მისი როლის ამაღლებაზე პრობლემების გადაწყვეტასა და დასავლეთის სახელმწიფოთა პოლიტიკის განსაზღვრაში. ბუნდესვერთან დაკავშირებით ეს ნიშნავდა მისი სარდლობის მისწრაფებას მიეღწია ნატო-ს ფარგლებში დასავლეთგერმანულ შეიარაღებულ ძალებზე დაკისრებადი ამოცანების გაფართოებისთვის. საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, სწორედ ამიტომ გამოვიდა იგი ე. წ. ბლოკში „შრომის განაწილების“ კონცეფციის აქტიურ მომხრედ და პროპაგანდისტად. ამ იდეის თაყვანისმცემელთა მტკიცებების თანახმად, წერდა ინგლისური გაზეთი „ფაინენშელ ტაიმსი“, „ჩრდილოატლანტიკური კავშირის სხვადასხვა წრეებმა უნდა აიღონ საკუთარ თავზე სპეციალური ამოცანები საერთაშორისო წესრიგის შესანარჩუნებლად თავიანთი მდგომარეობის, ტრადიციებისა და უნარების მიხედვით“. არსებითად კი ალიანსის მონაწილე ქვეყნები, საბჭოთა ავტორების სიტყვით, ისწრაფოდნენ მათ განკარგულებაში არსებული მთელი ეკონომიკური და სამხედრო რესურსებისა და პოლიტიკური შესაძლებლობების გაერთიანებისკენ თავიანთი მსოფლიო იმპერიალიზმის აგრესიული მიზნების მისაღწევად სოციალისტური თანამეგობრობის ქვეყნებთან და ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან ბრძოლაში.
გფრ-ის პოზიცია ამ საკითხში, საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, აღსანიშნავი იყო ორი თვალსაზრისით. ერთის მხრივ, იგი ასახავდა დასავლეთ გერმანიის მიერ ვაშინგტონის ავანტიურისტული აქციების ყოველმხრივ მხარდაჭერას, მის მზადყოფნას აღმოეჩინა აშშ-თვის პრაქტიკული თანადგომა. იმის-და მიხედვით, რაც შეერთებული შტატები სულ უფრო ღრმად ეფლობოდა კრიზისულ და კონფლიქტურ სიტუაციებში მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, ბუნდესვერი გამოთქვამდა მზადყოფნას თავის თავზე აეღო დამატებითი ამოცანები ევროპაში, რათა ამერიკელებისთვის უზრუნველეყო შეიარაღებულ ძალთა აუცილებელი კონტინგენტების გამონთავისუფლების შესაძლებლობა.
მაგრამ, მეორეს მხრივ, არასწორი იქნებოდა ევარაუდათ, რომ ქვეყნის მილიტარისტული წრეები ამ საკითხში ორიენტაციას აიღებდნენ მხოლოდ ამერიკულ სურვილებზე და ნებისმიერ ფასად მოინდომებდნენ მათ შესრულებას. საბჭოთა ავტორების სიტყვით, ეს წრეები აშკარად იმედოვნებდნენ, რომ მოახერხებდნენ თავიანთი პოზიციების განმტკიცებას ევროპაში და უფრო დასაბუთებულად განაცხადებდნენ პრეტენზიას ნატო-ს ევროპული ლიდერის ადგილზე. გფრ-ის მადომინირებელი როლის გაძლირება ევროპის კონტინენტზე ახალ გზებს გაუხსნიდა დასავლეთ გერმანიის იმპერიალისტების პრეტენზიების რეალიზებისთვის და გააძლიერებდა მათ რევანშისტულ მისწრაფებებს. მნიშვნელოვან გზად ამ მიზნის მისაღწევად მაშინდელ ეტაპზე ითვლებოდა ბუნდესვერის როლის ამაღლება ნატო-ში, მისი ამოცანების წრის გაფართოება. ასე, გფრ-ის მთავრობის გადაწყვეტილება დასავლეთგერმანული ფლოტის ჩრდილოეთის მიმართულებით მოქმედებათა ზონის 61-ე პარალელით შეზღუდვის გაუქმების შესახებ სზძ-ის ინსპექტორმა (სარდალმა) ადმირალმა ა. ბეტგემ დაახასიათა როგორც აშშ-ისა და ნატო-სადმი მიმართული წინადადება გამოეყენებინათ ბუნდესვერის სამხედრო-საზღვაო ძალების გაფართოებული შესაძლებლობები.
საბჭოთა სამხედრო სპეციალისტები, აღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით, აცხადებდნენ, რომ დასავლეთგერმანელი იმპერიალისტების მადა, 80-იანი წლების დასაწყისში, ძალზედ სწრაფად იზრდებოდა და მათი ჰეგემონისტური პრეტენზიები უკვე აღარ იზღუდებოდა ვროპული ფარგლებით. ბუნდესვერის სარდლობის აზრით, თანამედროვე პირობებში ვაშინგტონს არ შეეძლო მარტოს განეხორცილებინა „თავისუფალი სამყაროს“ ხელმძღვანელობა და თავისი ფუნქციების ნაწილი უნდა დაეთმო მთავარი მოკავშირეებისთვის, და პირველ რიგში გფრ-თვის. სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში მსგავსი პოზიცია, საბჭოთა ავტორების აზრით, ვლინდებოდა მისწრაფებში არა მხოლოდ გაეფართოებინათ ბუნდესვერის ამოცანები ნატო-ში, არამედ გასულიყვნენ კიდეც იმ ტერიტორიის ფარგლებიდან, რომელიც შეთანხმებული იყო ჩრდილოატლანტიკურ პაქტში. ბონის მილიტარისტების სამხედრო პოლიტიკაში ამ პრინციპულად ახალ სახიფათო მომენტთან დაკავშირებით დასავლური ბეჭდური გამოცემები გამოხატავდნენ სერიოზულ შეშფოთებას გფრ-ის საბჭოთა კავშირთან უშუალო კონფრონტაციაში ჩათრევის შესაძლებლობის გამო.
საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, რეაქციული წრეები ბონში ეწეოდნენ ფართო მუშაობას აღნიშნული კურსის პროპაგანდისტული და იურიდიული მომზადებისთვის. როგორც ცნობილია, ქვეყნის კონსტიტუციის 87 ა) მუხლი შეიარაღებული ძალების გმოყენების ნებას რთავდა მხოლოდ თავდასხმის მოგერიებისთვის. ამ თვალსაზრისით ბუნდესვერის მონაწილეობას რაიმენაირ სამხედრო ოპერაციებში ზღვისმიღმა თეატრებზე (მაგალითად, სანავთობე კომუნიკაციების დაცვისას, როგორც ამას მოითხოვდა აშშ) არ ექნებოდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი.
ამ დაბრკოლებისთვის გვერდის ავლისა და დასავლეთგერმანული არმიისთვის სხვა რეგიონებისკენ გზის გახსნის მიზნით მილიტარისტების ადვოკატები იწყებდნენ მსჯელობას იმის თაობაზე, რომ რომელიმე ქვეყნის მიერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნედლეულის (ნავთობის) მოწოდების დარღვევას შეეძლო გამოეწვია საწვავის ისეთი მწვავე უკმარისობა, რომლის შედეგადაც ბუნდესვერი პრაქტიკულად „განიარაღებული“ აღმოჩნდებოდა. ეს სავსებით შეიძლებოდა განხილული ყოფილიყო როგორც „თავდასხმა“ გფრ-ზე, რომლის დროსაც მისი შეიარაღებული ძალების გამოყენებას მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში ექნებოდა „თავდაცვის“ ხასიათი. აქდან გამომდინარე, მილიტარისტული წრეების ლოგიკით, „სანავთობე გზების გადაკეტვის“ შემთხვევაში არაფერი არ შეუშლიდა ხელს დასავლეთგერმანელი ჯარისკაცების გაგზავნას ახლო აღმოსავლეთში.
მსგავსი მსჯელობები, საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის შეფასებით, გვიჩვენებდა, თუ საით მიდიოდა საქმე, როდესაც დასავლეთგერმანული რეაქცია იწყებდა „ფიქრსა და მსჯელობას“ გფრ-ის ახალ როლზე მსოფლიოში, რომელიც სინამდვილეში არცთუ ისე ახალი იყო. მას თამაშობდა გერმანული მილიტარიზმი მსოფლიო არენაზე არცთუ ისე შორეულ წარსულში, და იგი ხასიათდებოდა მოუთოკავი პრეტენზიებით სხვა ხალხების ბუნებრივ სიმდიდრეებზე, ნებისმიერ ავანტიურებზე წასვლის მზადყოფნით თვით მსოფლიო ომების გაჩაღებამდეც მონოპოლისტური ბურჟუაზიის პოზიციების განმტკიცებისა და მისი მოგებათა წყაროების გაფართოების გულისთვის.
საბჭოთა ავტორები ასკვნიდნენ, რომ ეს დრო და ეს მოვლენები ჯერ კიდევ ძალზედ ახალი იყო ადამიანთა მეხსიერებაში. ეჭვი არ იყო იმაში, რომ ისინი შეძლებდნენ სახიფათო ტენდენციების დროულად ამოცნობას დასავლეთ გერმანიის რეაქციული წრეების მოქმედებებში და მიიღებდნენ აუცილებელ ზომებს, რათა არ მიეცათ მათთვის გაზრდის საშუალება.
IV. საფრანგეთის სამხედრო მშენებლობა 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში
IV. 1. საფრანგეთის შეიარაღებული ძალები 1970–იან წლებსა და 80–იანების დასაწყისში
1966 წელს საფრანგეთი გავიდა ნატო-ს სამხედრო ორგნიზაციიდან, მაგრამ დარჩა მისი პოლიტიკური ინსტიტუტების წევრად. 1970-იან წლებში, იგი თუმცა კი ცდილობდა აშშ-ისა და ჩრდილოატლანტიკური კავშირისგან გარკვეულწილად დამოუკიდებელი სამხედრო პოლიტიკის გატარებას, მაგრამ ამასთანავე აგრძელებდა სამხედრო თანამშრომლობას ამ კავშირთან და მის მონაწილე ცალკეულ ქვეყნებთან ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე.
ნატო-ს ყველა ძირითად შტაბში იყვნენ ფრანგული სამხედრო მისიები; საფრანგეთის შეიარაღებული ძალების შენაერთები და ნაწილები მონაწილეობას ღებულობდნენ ალიანსის სხვა სახელმწიფოების შეიარაღებულ ძალებთან ერთობლივ სწავლებებში. მათში ყველაზე უფრო აქტიურად იწვევდნენ ამ ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალებსა (სჰძ) და სამხედრო-საზღვაო ძალებს (სზძ). საფრანგეთი მონაწილეობდა აგრეთვე დასავლეთ ევროპაში ნატო-ს საჰაერო თავდაცვის (ჰთ) ძალებისა და საშუალებების მართვის სამოკავშირეო სისტემაში, შეიარაღების რიგი ნიმუშების ერთობლივ შემუშავებაში (წარმოებაში) და ა. შ.
აშშ-სა და დიდ ბრიტანეთთან ერთად ნატო-ს ბლოკში საფრანგეთსაც გააჩნდა საკუთარი ბირთვული იარაღი და მისი მიტანის საშუალებები, როგორც სტრატეგიული, ისე ოპერატიულ-ტაქტიკური და ტაქტიკური დანიშნულებისა ბირთვული საბრძოლო მუხტების სიმძლავრით ტროტილის ექვივალენტის რამდენიმე მეგატონიდან (მლნ. ტონიდან) რამდენიმე კილოტონამდე (ათას ტონამდე). გარდა ამისა, საფრანგეთს ჰყავდა შედარებით მრავალრიცხოვანი მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალებიც, რომელიც 1970-იანი წლების შუახანების მდგომარეობით მოითვლიდა პირადი შემადგენლობის დაახლოებით 574 ათას ადამიანს, აღჭურვილი იყო თანამედროვე შეიარაღებით, რომლის შენახვაზეც ქვეყნის ხელისუფლება ყოველწლიურად ხარჯავდა მნიშვნელოვან თანხებს. საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მშენებლობას ახორციელებდნენ ხუთწლიანი პროგრამების მიხდევით. სახელდობრ, 1976 წელს მიღებული „1977-1982 წლებში შეირაღებული ძალების მშენებლობის პროგრამა“ ითვალისწინებდა ქვეყნის სარაკეტო-ბირთვული პოტენციალის შემდგომ ზრდას, აგრეთვე ზოგადი დანიშნულების ძალების, განსაკუთრებით სახმელეთო ჯარების, ძირეულ გარდაქმნას.
როგორც საბჭოთა სამხედრო სპეციალისტები აღნიშნავდნენ, წლიდან წლამდე იზრდებოდა საფრანგეთის სამხედრო ხარჯები. 1976 წელს ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი შეადგენდა 50 მლრდ. ფრანკს (11 მლრდ. ამერიკულ დოლარზე მეტს) და მისი წილი მთლიან სახელმწიფო ბიუჯეტში 17%-ზე მეტი იყო. ამავე დროს იგი 14%-ით აღემატებოდა საფრანგეთის წინა წლის სამხედრო ბიუჯეტსაც (შენიშვნა: შესაბამისად, საფრანგეთის მთლიანი სახელმწიფო ბიუჯეტი 1976 წელს უნდა ყოფილიყო დაახლოებით 294,12 მლრდ. ფრანკი /64,7 ამერიკულ დოლარზე მეტი/, ხოლო წინა 1975 წლის სამხედრო ბიუჯეტი _ 43 მლრდ. ფრანკი /9,5 აშშ დოლარი/ - ი. ხ.). 1979 წელს საფრანგეთის სამხედრო ბიუჯეტი უკვე შეადგენდა 77 მლრდ. ფრანკზე მეტს, 1980 წლითვის კი იგი განსაზღვრული ჰქონდათ 89 მლრდ. ფრანკის (21 მლრდ. დოლარზე მეტი) ზომით, ხოლო მისი წილი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტში კვლავ უნდა ყოფილიყო 17%. საბჭოთა ავტორები აღნიშნავდნენ, რომ საფრანგეთის საერთო (ზოგადი) სამხედრო ხარჯები, სხვა ქვეყნებისთვის სამხდრო დახმარების აღმოჩენის გათვალისწინებით, 1980 წელში გადააჭარბებდა 100 მლრდ. ფრანკს (24 მლრდ. ამერიკულ დოლარზე მეტს).
საფრანგეთის უმაღლესი სამხედრო ორგანოები. საფრანგეთის კონსტიტუციის შესაბამისად ქვეყნის შეიარაღებული ძალების უ მ ა ღ ლ ე ს ი მ თ ა ვ ა რ ს ა რ დ ა ლ ი ა რესპუბლიკის პ რ ე ზ ი დ ე ნ ტ ი, რომელიც დროის აღნიშნულ პერიოდში მას ხელმძღვანელობდა თავდაცვის კომიტეტის, თავდაცვის უმაღლესი საბჭოს, პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის მეშვეობით (ნახ 5).
[მე-5 ნახატზე, რომლის სახელწოდებაცაა საფრანგეთის უმაღლესი სამხედრო ორგანოები, სტრუქტურის სათავეში ნაჩვენებია შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი (რესპუბლიკის პრეზიდენტი), რომლის საკონსულტაციო ორგანოებსაც წარმოადგენდნენ თავდაცვის კომიტეტი და თავდაცვის უმაღლესი საბჭო; პრეზიდენტს ექვემდებარებოდა მინისტრთა საბჭო პრემიერ-მინისტრით სათავეში; პრემიერ-მინისტრის საკონსულტაციო ორგანო გახლდათ ეროვნული თავდაცვის გენერალური სამდივნო; პრემიერმინისტრს ექვემდებარებოდა თავდაცვის მინისტრი, რომელიც ასევე გარკვეულ დაქვემდებარებაში გახლდათ ეროვნული თავდაცვის გენერალურ სამდივნოსთანაც; თავდაცვის მინისტრს ექვემდებარებოდნენ სახმელეთო ჯარების, სჰძ-ისა და სზძ-ის უმაღლესი სამხედრო საბჭოები, შტაბების უფროსთა კომიტეტი და შეიარაღებული ძალების შტაბი; შეიარაღებული ძალების შტაბის დაქვემდებარებაში ნაჩვენები იყვნენ არმიის (სახმელეთო ჯარების), სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბები].
თ ა ვ დ ა ც ვ ი ს კ ო მ ი ტ ე ტ ი წარმოადგენდა პრეზიდენტთან არსებულ უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოს, სამხედრო საკითხებში. იგი ღებულობდა გადაწყვეტილებებს სამხედრო მშენებლობის ძირითად საკითხებში, კოორდინაციას უწევდა სხვადასხვა სამინისტროებისა და უწყებების საქმიანობას ომის შემთხვევისთვის ქვეყნის მოსამზადებლად, ხოლო ომის დაწყების შემდეგ კი სათავეში უნდა ჩადგომოდა სახელმწიფოსა და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას. თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ რესპუბლიკის პრეზიდენტი; მის გარდა კომიტეტის შემადგენლობაში შედიოდნენ პრემიერ-მინისტრი (ვიცე-თავმჯდომარე) და რიგი მინისტრებისა (საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, ეკონომიკის, ფინანსების), აგრეთვე ეროვნული თავდაცვის გენერალური მდივანი. აუცილებლობის შემთხვევაში კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობისთვის შესაძლო იყო მოეწვიათ სხვა მინისტრებიცა და სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები, მათ უწყებებთან დაკავშირებული ან შეხებაში მყოფი კონკრეტული საკითხების განსახილველად.
თ ა ვ დ ა ც ვ ი ს უ მ ა ღ ლ ე ს ი ს ა ბ ჭ ო წარმოადგენდა პრეზიდენტთან არსებულ საკონსულტაციო ორგანოს, რომლის ძირითადი ამოცანაც მდგომარეობდა რეკომენდაციების გამომუშავებაში კანონპროექტებზე სამხედრო პოლიტიკისა და შეიარაღებული ძალების მშნებლობის სფეროში. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: ქვეყნის პრეზიდენტი (თავმჯდომარე), პრემიერ-მინისტრი (ვიცე-თავმჯდომარე), ძირითადი სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელები, შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, შეიარაღებული ძალების სახეობათა (სახმელეთო ჯარები, სჰძ, სზძ) შტაბების უფროსები, და რიგი სხვა უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელებისა.
მ ი ნ ი ს ტ რ თ ა ს ა ბ ჭ ო პრემიერ-მინისტრის მეთაურობით კოორდინაციას უწევდა სხვადასხვა სამინისტროებისა და უწყებების საქმიანობას სამხედრო საკითხებში. პრემიერ-მინისტრს ეკისრებოდა პასუხისმგებლობა თავდაცვის კომიტეტის გადაწყვეტილებებისა და თავდაცვის სფეროში მიღებული კანონების ცხოვრებაში გატარებაზე. მის სამუშაო ორგანოს სამხედრო საკითხებში წარმოადგენდა ეროვნული თავდაცვის გენერალური სამდივნო, რომელსაც სათავეში ედგა გენერლის წოდების მქონე სამხედრო პირი.
თ ა ვ დ ა ც ვ ი ს მ ი ნ ი ს ტ რ ი (სამოქალაქო პირი) პასუხს აგებდა შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაზე, მის საბრძოლო მზადყოფნაზე, მისი მშენებლობისა და ტექნიკური გადაიარაღების გეგმების შესრულებაზე. შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას იგი ახორცილებდა შეიარაღებული ძალების შტაბისა და შეიარაღებული ძალების სახეობათა შტაბების მეშვეობით. თავდაცვის მინისტრის ძირითადი საკონსულტაციო ორგანო გახლდათ შტაბების უფროსთა კომიტეტი (შუკ), რომლის შემადგენლობაშიც თავდაცვის მინისტრის (თავმჯდომარე) გარდა შედიოდნენ შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი და შეირაღებული ძალების სახეობათა შტაბების უფროსები. 1970-იანი წლების პირველი ნახევრის მასალებით, თავდაცვის მინისტრს უშუალო დახმარებას აღმოუჩენდა სახელმწიფო მდივანი თავდაცვის საკითხებში, რომელიც შეიმუშავებდა წინადადებებს შეიარაღებული ძალების მშენებლობაში და აგრეთვე დებულებებს ოფიცერთა, უნტერ-ოფიცერთა და რიგითი შემადგენლობის მიერ სამსახურის გავლის შესახებ. ამ თანამდებობაზე ნიშნავდნენ, როგორც წესი, სამოქალაქო პირს, ხოლო 1975 წელს კი ეს პოსტი პირველად დაიკავა ერთერთმა ფრანგმა გენერალმა.
იმავე 1980-იანი წლების დასაწყისში საფრანგეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მმართველობის სტრუქტურაში, როგორც უკვე ვთქვით, აღარ ჩანდა თავდაცვის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანამდებობა, არამედ იმ დროისთვის შტაბების უფროსთა კომიტეტთან ერთად თავდაცვის მინისტრის საკონსულტაციო ფუნქციები ეკისრებოდათ შეიარაღებულ ძალთა სახეობების (სახმელეთო ჯარები /არმია/, სჰძ და სზძ) უმაღლეს სამხედრო საბჭოებს.
შ ტ ა ბ ე ბ ი ს უ ფ რ ო ს თ ა კ ო მ ი ტ ე ტ ი ს (შუკ) შემადგენლობაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შედიოდნენ თავდაცვის მინისტრი (შუკ-ის თავმჯდომარე), შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბების უფროსები. აუცილებლობის შემთხვევაში შუკ-ის სხდომები შეეძლოთ ჩაეტარებინათ შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის თავმჯდომარეობითაც.
სახმელეთო ჯარების, სჰძ-ისა და სზძ-ის უ მ ა ღ ლ ე ს ი ს ა მ ხ ე დ რ ო ს ა ბ ჭ ო ე ბ ი წარმოადგენდა თავდაცვის მინისტრის საკონსულტაციო ორგანოებს შეიარაღებულ ძალთა ხეობების მშენებლობისა და საბრძოლო გამოყენების, საგენერლო წოდებათა მინიჭებისა და საპასუხისმგებლო სამხედრო თანამდებობებზე დანიშვნის საკითხებში. მათში შედიოდნენ შეიარაღებულ ძალთა იმ სახეობების შტაბების უფროსები (ან კიდევ სარდლები), გენერალური ინსპექტორები და მინისტრთა საბჭოს დადგენილებით ყოველწლიურად დანიშნული პირები. ამ ორგნოების სხდომებს თავმჯდომარებდა თავდაცვის მინისტრი, ხოლო ვიცე თავმჯდომარეებად კი იყვნენ შეიარაღებული ძალების სახეობათა შტაბების შესაბამისი უფროსები.
ჯარების უშუალო მომზადებასა და საქმიანობას მშვიდობიანობის დროს ხელმზღვანელობდა შ ე ი ა რ ა ღ ე ბ უ ლ ი ძ ა ლ ე ბ ი ს შ ტ ბ ი ს უ ფ რ ო ს ი შეიარაღებული ძალების სახეობათა შტაბების უფროსების მეშვეობით. მისი ხელმძღვანელობით შეიმუშავებდნენ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და საბრძოლო გამოყენების გეგმებს მთავრობის გადაწყვეტილებებისა და თავდაცვის მინისტრის დირექტივების შესაბამისად. იგი აკონტროლებდა ჯარების საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობას და პირადად ხელმძღვანელობდა ყველაზე უფრო მსხვილი მანევრების, სწვლებებისა და სხვა ღონისძიებების ჩატარებას. შტაბის უფროსი განსაზღვრავდა ჯართა დაჯგუფების შემადგენლობას ოპერტიული გეგმების შესაბამისად, შიარაღებულ ძალთა სახეობების ამოცანებსა და ზოგად ორგანიზაცის, მონაწილეობდა სამხედრო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებასა და შეიარაღებულ ძალთა სახეობებს შორის მატერიალური რესურსებისა და ფინანსური სამსახურების განაწილებაში. კრიზისულ პერიოდში შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსს ნიშნავდნენ შეიარაღებული ძალების გენერლური შტაბის უფროსად, ხოლო ომიანობის დროს, ქვეყნის პრეზიდენტის ბრძანებულებით, მას უნდა ეხელმძღვანელა მთელი საბრძოლო ოპერციებითვის. შტაბის უფროს აძლევდნენ ასევე ფართო უფლებამოსილებებს მნიშვნელოვანი სამხედრო-პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში სტრატეგიული და ტაქტიკური ბირთვული იარაღის თავდაპირველი გამოყენების საკითხების გამოკლებით (ამისი უფლება ჰქონდა მხოლოდ პრეზიდენტს).
საბჭოთა სამხედრო პერიოდიკის მასალებზე დაყრდნობით, რომლებიც მომზადებული იყო ღია დასავლური სამხედრო ბეჭდური გამოცემების წერილების გამოყენებით, 1970-იანი წლების პირველი ნახევრის განმავლობაში მნიშვნელოვნად იქნა გაფართოებული საფრანგეთის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის უფლებები. სახელდობრ, მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, 1975 წლის მარტში მის სრულ დაქვემდებარებაში გადავიდნენ შეიარაღებულ ძალთა სახეობების შტაბების უფროსები; მას მისცეს აგრეთვე შუკ-ის შეკრების უფლება, რაც ადრე შედიოდა მხოლოდ თავდაცვის მინისტრის კომპეტენციაში.
შეიარაღებულ ძალთა სახეობების შ ტ ა ბ ე ბ ი ს უ ფ რ ო ს ე ბ ი (სარდლები) პასუხს აგებდნენ შეიარაღებულ ძალთა შესაბამისი სახეობების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნაზე, გაერთიანებებისა და შენაერთების ოპერატიული გამოყენების გეგმების შემუშვებაზე, პირად შემადგენლობასთან საბრძოლო მომზადების ორგანიზებასა და ჩატარებაზე, ჯარების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე, აგრეთვე ამ სახეობების მშენებლობის გეგმების შემუშავებასა და შესრულებაზე. მშვიდობიანობის დროს შეირაღებულ ძალთა სახეობების შტაბების უფროსები ემორჩილებოდნენ უშუალოდ თავდაცვის მინისტრს, აგრეთვე შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსს, ხოლო ომიანობის დროს კი იქცეოდნენ გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებად.
საფრანგეთის შეიარაღებული ძალები შედგებოდა სახმლეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალების, სამხედრო-საზღვაო ძალებისა და სამხედრო ჟანდარმერიისგან. მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალების რიცხოვნება, 70-ინი წლების შუახანებში, როგორც უკვე ვთქვით, უტოლდებოდა 574 ათას ადამიანს, ხოლო 1980 წლის მონაცემებით, სამხედრო ჟანდარმერიის პირადი შემადგნლობის გათვალისწინებით, 580 ათასს.
სამობილიზაციო ღონისძიებების განხორციელების, გაწვევების ჩატარების, ჯარების განთავსებისა და მომარაგების, აგრეთვე განსაზღვრულ რაიონებში დისლოცირებული შენაერთებისა და ნაწილების საბრძოლო მომზადების ორგანიზების მიზნით, ქვეყნის მთელი ტერიტორია დაყოფილი ჰქონდათ სამხედრო ოლქებად, ხოლო ისინი თავის მხრივ შედგებოდა სამხედრო რაიონებისგან. 1970-იანი წლების პირველ ნახევარში საფრანგეთში იყო შვიდი სამხედრო ოლქი, რომლებიც მოიცვდა 21 სამხედრო რაიონს. 70-იანი წლების მეორე ნახევარში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად უკვე ნაჩვენები იყო ექვსი სამხედრო ოლქი 22 სამხედრო რაიონით (უნდა ვივარაუდოთ, რომ ერთი უწინდელი სამხედრო ოლქი უბრალოდ გადაკეთებულ იქნა სამხედრო რაიონად და შევიდა შესაბამისი სამხედრო ოლქის ფარგლებში). ამავე რეორგანიზაციის პროცესში ხდებოდა საბრძოლო და ტერიტორიული სარდლობების გაერთიანებაც. ასე, 1980 წლის აგვისტოსთვის VI სამხედრო ოლქის სარდალი ამავდროულად ასრულებდა 1-ლი საარმიო კორპუსის მეთაურის მოვალეობებს, ხოლო ზოგიერთი დივიზიის მეთაური _ შესაბამისი სამხედრო რაიონების უფროსებისა.
საფრანგეთის სახმელეთო ჯარები წარმოადგენდა ქვეყნის შეიარაღებული ძალების ყველაზე უფრო მრავალრიცხოვან სახეობას და 1970 წლების შუხანებში მოითვლიდა დაახლოებით 332 ათას ადამიანს (სამხედრო ჟანდარმერიის გაუთვალისწინებლად). მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით და ადმინისტრაციულადაც, იგი იყოფოდა საბრძოლო (მანევრულ) ძალებდ, საინტერვენციო და ზღვისმიღმა ძალებად, და ტერიტორიული თავდაცვის ჯარებად.
სახმელეთო ჯარების ს ა ბ რ ძ ო ლ ო (მ ა ნ ე ვ რ უ ლ ი) ძ ა ლ ე ბ ი (შეყვნილი იყო 1-ლ საველე არმიაში) მოითვლიდა პირადი შემადგენლობის 150 ათას ადამიანს. მის შემადგენლობაში შედიოდა დაახლოებით 1500 საბრძოლო ტანკი, 2500 ჯავშნავტომობილი, ჯავშანტრანსპორტერი და ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 200-მდე ვერტმფრენი. გარდა ამისა, არმიის შეიარარებისა შედიოდა ეროვნული წარმოების ოპერატიულ-ტაქტიკური მართვადი ბალისტიკური რაკეტების გასაშვები დანადგარები „პლუტონი“, რომელთა რაკეტებიც აღჭურვილი იყო ბირთვული საბრძოლო მუხტებით.
1-ლი საველე არმიის საბრძოლო შემდგენლობაში შედიოდა ორი საარმიო კორპუსი, ხუთი მექანიზებული დივიზიით.
ს ა ი ნ ტ ე რ ვ ე ნ ც ი ო დ ა ზ ღ ვ ი ს მ ი ღ მ ა ძ ა ლ ე ბ ი ს შემადგენლობაში შედიოდნენ 11-ე საჰაერო-სდესანტო დივიზია, მე-9 აერომობილური ბრიგადა, აგრეთვე ცლკეული ნაწილები და ქვედანაყოფები ზღვისმიღმა ტერიტორიებზე და აფრიკის ქვეყნებში, რომლებთანაც საფრანგეთს დადებული ჰქონდა შესაბამისი ხელშეკრულებები სამხედრო თანამშრომლობაზე (სპილოს ძვლის ნაპირი, სენეგალი, გაბონი და სხვები).
ტ ე რ ი ტ ო რ ი უ ლ ი თ ა ვ დ ა ც ვ ი ს ჯ ა რ ე ბ ი განკუთვნილი იყო ქვეყნის ტერიტორიის უშუალო თავდაცვისთვის. ომიანობის დროს ითვალისწინებდნენ თავდაცვის შვიდი ზონის შექმნას, რომლებიც ტერიტორიულად ემთხვეოდა მშვიდობიანობის დროს არსებულ შვიდ სამხედრო ოლქს. თავდაცვის ზონები (სამხედრო ოლქები) იყოფოდა სამხედრო რაიონებად. 70-იანი წლების შუხანებში სულ იყო 21 სამხედრო რაიონი (ორი-ხუთი თითოეულ ზონაში).
უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლება თავდაცვის ზონაში ეკუთვნოდა ამ ზონის პრეფექტს, ხოლო სამხედრო ღონისძიებების ხელმძღვანელობას კი ახორციელებდა მისი სარდალი (კრიზისულ სიტუციებში სამხედრო ოლქების სარდლები მთავრობის განკარგულებით ავტომატურდ ინიშნებოდნენ თავდაცვის ზონების სარდლებად).
ტერიტორიული თავდაცვის ჯარებს აყალიბებდნენ და განალაგებდნენ ტერიტორიული ნიშნის მიხედვით. მშვიდობიანობის დროს მასში მოითვლებოდა დაახლოებით 30 ცალკეული ტერიტორიული პოლკი და 20-ზე მეტი სარეზერვო (კადრირებული) ქვეითი პოლკი. გარდა ამისა, ტერიტორიული თავდაცვის ჯარების შემადგენლობაში შედიოდა ორი ცალკეული ალპიური ქვეითი ბრიგადა, ცალკეული აერომობილური ბრიგადა, აგრეთვე მსუბუქი საარმიო ავიაციის, საინჟინრო, კავშირგაბმულობის, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და მომსახურების ქვედანაყოფები (ბატალიონები და ქვევით).
ტერიტორიული თავდაცვის ჯარების პირადი შემადგენლობის რიცხოვნება 70-იანი წლების შუახანებში შეადგენდა დაახლოებით 56 ათას ადმიანს. კრიზისულ სიტუაციებში ან ომიანობის დროს გატარებული მობილიზაციის შემდეგ მის გაზრდას ვარაუდობდნენ მნიშვნელოვნად, ხოლო მის საბრძოლო შემადგენლობაში უნდა დაეკომპლექტებინათ დახლოებით 100 ქვეითი პოლკი და 14-მდე ტერიტორიული ქვეითი ბრიგადა.
1976-79 წლებში ჩატარებული სახმელეთო ჯარების რეორგანიზაციის შედეგად მშვიდობიანობის დროის რეგულარული არმიის რიცხოვნება შემცირებულ იქნა დაახლობით 327 ათას ადამიანამდე (სამხედრო ჟანდარმერიის გარეშე). საბრძოლო შემადგენლობაში კი ჩამოაყალიბეს ახალი ტიპის დივიზიები, აგრეთვე გააუქმეს მანამდე არსებული დაყოფა სახმელეთო ჯარებისა საბრძოლო (მანევრულ), საინტერვენციო და ზღვისმიღმა ძალებად და ტრიტორიული თავდაცვის ჯარებად. 1978 წელს დაასრულეს შეიარაღებულ ძალთა მოცმული სახეობის აღჭურვა ეროვნული წარმოების ოპერტიულ-ტაქტიკური იარაღით, რომლის ფარგლებშიც სულ ჩამოაყალიბეს მართვადი რაკეტების „პლუტონი“ საკორპუსო დაქვემდებარების ხუთი პოლკი.
მთლიანობაში საფრანგეთის მშვიდობიანობის დროის რეგულარული სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში 1980 წლი ზაფხულში უკვე ნაჩვენები იყო 1-ლი საველე არმიის შტაბი, სამი საარმიო კორპუსის შტაბი, 15 საბრძოლო დივიზია (რვა ჯავშანსატანკო, ხუთი ქვეითი, ალპიური ქვეითი და საჰაერო-სადესანტო). მასში შედიოდა აგრთვე ცენტრალური, საარმიო, საკორპუსო და საოლქო დაქვემდებარების ცალკეული ნაწილები და ქვედანაყოფები. ასე, ცენტრალური დაქვემდებარების (მთავარსარდლობის რეზერვის) ნაწილებს სპეციალისტები აკუთვნებდნენ შემდეგ პოლკებს: მართვადი რაკეტების (მრ) „პლუტონი“, საზენიტო მართვადი რაკეტების (ზმრ), სადაზვერვო, საინჟინრო, კავშირგაბმულობის, საარმიო ავიაციის, სატრანსპორტო და სხვა. სამხედრო ოლქების ტერიტორიებზე დისლოცირებული ჯარები, რომლებიც არ შედიოდნენ საარმიო კორპუსების შემადგენლობაში, ემორჩილებოდნენ შესაბამისი სამხედრო ოლქების სარდლებს. ვითარების-და მიხედვით მათ შესაძლო იყო ამოცანები შეესრულებინათ დამოუკიდებლად უმაღლესი სარდლობის გეგმების შესაბამისად ან კიდევ გადაცემული ყოფილიყვნენ საარმიო კორპუსებისთვის.
იმდროინდელი უცხოური სამხედრო გამოცემების შეტყობინებებით, 1-ლი საველე არმია წარმოადგენდა არამუდმივი შემადგენლობის ოპერატიულ გაერთიანებას, რომელიც განკუთვნილი იყო საომარ მოქმედებათა თეატრის (ომთ) ფარგლებში სტრატეგიულად მნივნელოვან მიმართულებაზე ოპერაციაში (ბრძოლაში, в сражении) მონაწილეობითვის დამოუკიდებლად ან არმიების ჯგუფის შემადგენლობაში (ნატო-ში მოკავშირეებთან ერთად საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას). მასში შენაერთების რაოდენობა დამოკიდებული იქნებოდა დასმულ ამოცანასა და პირისპირ მდგომი მოწინააღმდეგის მოქმედებების ხასიათზე, აგრეთვე საბრძოლო მოქმედებების რაიონის ხასიათზეც.
1-ლ არმიაში 1980 წლის შუახანებში შედიოდა ორი საარმიო კორპუსი (1-ლი და მე-2) და ცალკეული ნაწილები. საბრძოლო მოქმედებების წარმოების მსვლელობისას მე-3 საარმიო კორპუსი შესაძლო იყო გადაეცათ 1-ლი არმიის სარდლის ოპერატიულ დაქვემდებარებაში ან გამოეყენებიათ სხვა, დამოუკიდებელი ამოცანების შესრულბისთვის.
საარმიო დაქვემდებარების ცალკეული ნაწილებისთვის შესაძლო იყო მიეკუთვნებინათ შემდეგი პოლკები: სადაზვერვო, კავშირგაბმულობის, ელექტრონული ბრძოლის, საინჟინრო და სხვა.
საარმიო კორპუსი წარმოადგენდა სახმელეთო ჯარების უმაღლეს ტაქტიკურ შენაერთს. მას არ გააჩნდა მუდმივი შემადგნლობა. ასე, 1-ლ საარმიო კორპუსში იმ ხანად შედიოდა ოთხი ჯავშანსატანკო დივიზია, მე-2-ში _ სამი ჯავშანსატანკო დივიზია, მე-3-ში _ ჯავშანსატანკო და ორი ქვეითი დივიზია. თითოეულ საარმიო კორპუსში საშტატო ორგანოებსა და ნაწილებს წარმოადგენდნენ მართვა (შტაბი, ჯართა გვარეობების სარდლები, სამსახურების უფროსები) და შემდეგი პოლკები: მოტოქვეითი, ორი სადაზვერვო (ჯავშანსაკავალერიო), ერთი-ორი მრ „პლუტონების“, ორი საარტილერიო, ორი-სამი გაუმჯობესებული ზმრ „ჰოქებისა“ და „როლანდების“, ორი საარმიო ავიაციის, კავშირგაბმულობისა და საინჟინრო, აგრეთვე სხვა ნაწილები და ქვედანაყოფები.
საარმიო კორპუსი წარმოადგენდა ძირითად რგოლს, რომელიც ორგანიზებას უკეთებდა და უზრუნველყოფდა ჯარების მატრიალურ-ტექნიკურ მომარაგებას. ზურგის მთელი ნაწილები და ქვედანაყოფები შეყვანილი იყვნენ ზურგის ბრიგადაში.
ჯავშანსატანკო დივიზიას (დაახლ. 7 ათასი ადამიანი) თავის შემადგენლობაში ჰყავდა შვიდი პოლკი (მართვისა და უზრუნველყოფის, ორი სატანკო, ორი მექანიზებული, საარტილერიო, საინჟინრო), აგრეთვე ორი ასეული (სადაზვერვო და ტანკსაწინააღმდეგო). მის ძირითად შეიარაღებას წარმოადგნდა 148 ტანკი AMX-30, 155 მმ ყალიბის 24 თვითმავლი ქვემეხი, 12 120-მმ ნაღმსატყორცნი, ტსმრ „მილანების“ 38 და „ჰოთების“ 12 გასაშვები დანადგარი, 132 ქვეითთა საბრძოლო მანქანა AMX-10P და -10PC.
ქვეითი დივიზია (6,5 ათასი ადამიანი) მოიცავდა შემდეგ პოლკებს: მართვისა და უზრუნველყოფის, სამი ქვეითი, სადაზვერვო (ჯავშანსაკავალერიო), საარტილერიო, აგრეთვე საინჟინრო ასეულს. მისი შეიარაღების შემადგენლობაში შედიოდა: 155 მმ ყალიბის 24 ქვემეხი მექანიკური გაწევით, 18 120-მმ ნაღმსატყორცნი, ტსმრ-ების „ჰოთი“ და „მილანი“ გასაშვები დანადგარები, ჯავშანტრანსპორტერები VAB, ჯავშანავტომობილები და სხვა საბრძოლო ტექნიკა და იარაღი. საოლქო დაქვემდებარების ქვეით დივიზიებს (14-ე და 15-ე) ჰქონდათ უფრო სუსტი შეიარაღება.
ფრანგი სამხედრო სპეციალისტების აზრით, სახმელეთო ჯარების ყველა შენაერთი და ნაწილი ერთნაირად უნდა ყოფილიყო მზად საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის როგორც თავიანთი ქვეყნის ფარგლებში, ისე მის გარეთაც. მაგრამ ზოგიერთი შენაერთი და ნაწილი უფრო მეტად მომზადებული და უკეთესად აღჭურვილი იყო ქვეყნის ფარგლებს გარეთ საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის. ესენი იყვნენ მე-9 ქვეითი დივიზია „მარინი“, 11-ე საჰაერო-სადესანტო დივიზია. გარდა ამისა, ზოგიერთი ნაწილი და ქვედანაყოფი (სულ დაახლ. 15 ათასი ადამიანი) უკვე მშვიდობიანობის დროს დისლოცირებული იყვნენ ზღვისმიღმა ტერიტორიებზე და აფრიკის ქვეყნებში, ხოლო მე-2 საარმიო კორპუსი მუდმივად განლაგებული იყო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.
როგორც უცხოელი მიმომხილველები თვლიდნენ, საფრანგეთის სახმელეთო ჯარებს გააჩნდა თანამედროვე შეიარაღება. მის შემადგენლობაში 1980 წლის შუახანებისთვის მოითვლებოდა 1000-ზე მეტი საშუალო (საბრძოლო) ტანკი AMX-30, დაახლობით 1100 მსუბუქი ტანკი AMX-13, თითქმის 500 ქვეითთა საბრძოლო მანქანა AMX-10P, მრ-ების „პლუტონი“ 30 გასაშვები დანდგარი, ზმრ-ების გაუმჯობესებული „ჰოქი“ და „როლანდი“ 100-მდე გასაშვები დანადგარი, დაახლოებით 1000 ტსმრ გასაშვები დანადგარი, 900-ზე მეტი საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი (105 მმ და მეტი ყალიბის), საარმიო ავიაციის დაახლობით 680 თვითმფრინავი და ვერტმფრენი.
საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალები წარმოადგენდა ქვეყნის შეიარაღებული ძალების დამოუკიდებელ სახეობას. 1970-იან წლებში მის შემადგენლობაში რაიმე სერიოზული საორგანიზაციო ცვლილებები არ განუხორციელებიათ. 70-იანი წლების შუახანებში მისი რიცხოვნება უტოლდებოდა დაახლოებით 102 ათას ადამიანს, საბრძლო თვითმფრინავების რაოდენობა კი 500-მდე ადიოდა, ხოლო 1980 წლის ზაფხულში პირადი შემაგენლობა ავიდა უკვე 104 ათას ადამიანამდე, საბრძოლო თვითმფრინავების რაოდენობამ კი 500 მანქანას გადააჭარბა. საფრანგეთის სჰძ შედგებოდა ოთხი ძირითადი საავიაციო სარდლობისა (სტრატეგიული, ტაქტიკური სჰძ-ის, საჰაერო თავდაცვის /ჰთ/ და სატრანსპორტო) და ოთხი სამხედრო-საჰაერო ოლქისგან.
ს ტ რ ა ტ ე გ ი უ ლ ი ს ა ა ვ ი ა ც ი ო ს ა რ დ ლ ო ბ ა (შტაბი ტავერნიში) _ წარმოადგენდა ძირითად დამრტყმელ ძალას. მის შემადგენლობაში, 1980 წლის შუახანების მდგომარეობით, იმყოფებოდა საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტები და სტრატეგიული ავიაცია.
საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტები შეყვანილი იყო ორ ესკადრილიაში, თითოეულში შახტური ტიპის ცხრა-ცხრა გასაშვები დანადგარით. S-2 რაკეტების სროლის სიშორე შეადგენდა დაახლოებით 3000 კმ, სათავო ნაწილის სიმძლავრე 150კტ. 1970-80იანი წლების მიჯნაზე მათ ცვლიდნენ რაკეტებით S-3, რომელთა სროლის სიშორე იყო 3500 კმ-ზე მეტი, სათავო ნაწილის სიმძლავრე კი დაახლ. 1 მგტ. ეს ორივე ესკადრილია ბაზირებული გახლდათ ალბიონის პლატოზე ზემო პროვანსში.
სტრატეგიული ავიაციის ძირითადი თვითმფრინავ-მატარებლები იყო 40 საშუალო ბომბდამშენი „მირაჟ“ 4, რომელთა ფრენის სიშორე შეადგენდა 4800 კმ (ჰაერში საწვავით ერთი გაწყობისას). ისინი შეყვანილი იყო ორ საავიაციო ესკადრაში (თითოეული სამ-სამი ესკადრილიით). იყო ასევე ერთი გამწყობი საავიაციო ესკადრა (სამი ესკადრილია, 11 თვითმფრინავ-გამწყობით KC-135F).
ტ ა ქ ტ ი კ უ რ ი ს ჰ ძ - ი ს ს ა რ დ ლ ო ბ ა (შტაბი მეცში) აერთიანებდა მთელ ტაქტიკურ ავიაციას და განკუთვნილი იყო სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების საავიაციო მხარდაჭერის განხორციელებისთვის, ჰაერში უპირატესობის მოპოვებისა და შენაჩუნებისთვის, საჰაერო დაზვერვის წარმოებისა და სხვა ამოცანების გადაწყვეტისთვის. მას ემორჩილებოდა ორი ტაქტიკური საავიაციო სარდლობა (ტას). 1-ლი ტას-ი შედგებოდა ექვსი გამანადგურებელ-ბომბდამშენი და ერთი სადაზვერვო საავიაციო ესკადრებისგან. საავიაციო ესკადრა შეიცავდა ორ-სამ ესკადრილიას (სულ 20 ესკადრილია) თითოეულში 15-15 საბრძოლო თვითმფრინავით. მე-2 ტას-ში მშვიდობიანობის დროს საავიაციო ნაწილები არ შედიოდა და იგი შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო სამობილაზიო გაშლისთვის.
გამანადგურებელ-ბომბდამშენი ესკადრები ბაზირებული იყო აეროდრომებზე: ლონვიკი (დიჟონი), ოშე (ნანსი), სან-სოვერი (ლუქსეი), სენ-დიზიე, ტულ-როზიერი და კოლმარი, სადაზვერვო _ ენცჰაიმი (სტრასბურგი).
ტაქტიკური სჰძ-ის სარდლობაში 1980 წლის შუახანებში მოითვლებოდა დაახლოებით 300 საბრძოლო თვითმფრინავი, მათ შორის 250-მდე გამანადგურებლ-ბომბდამშენი („მირაჟ“ 3E, „იაგუარ“ A და „მირაჟ“ 5F) და 45 ტაქტიკური მზვერავი („მირაჟ“ 3R და „მირაჟ“ 3RD). 60 გამანადგურებელ-ბომბდმშენი („მირაჟ“ 3E და „იაგუარ“ A) წარმოადგენდა ტაქტიკური ბირთვული იარაღის მატარებელს და შეეძლო მოქმედება 500-700 კმ სიღრმეში. 1980-81 წლების განმავლობაში გეგმავდნენ ბირთვული იარაღის მატარებელი თვითმფრინვების კიდევ ერთი ესკადრილიის ჩამოყალიბებას.
ს ა ჰ ა ე რ ო თ ა ვ დ ა ც ვ ი ს (ჰთ) ს ა რ დ ლ ო ბ ა (შტაბი ტავერნიში) განკუთვნილი იყო ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ადმინისტრაციულ-სამრეწველო ცენტრების, სტრატეგიული ავიაციისა და საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტების ბაზირების რაიონების ჰაერიდან დაფარვისთვის.
თავის შემადგენლობაში მას გააჩნდა ცხრა ესკადრილია, რომლებიც შეყვანილი იყვნენ ოთხ გამანადგურებელ ესკადრაში, და მოითვლიდა დაახლოებით 150 გამანადგურებელ-დამჭერ თვითმფრინავს („მირაჟ“ 3C და „მირაჟ“ F1). გარდა ამის ჰთ-ის ამოცანების გადასაწყვეტად იყენებდნენ სტრატეგიული ავიციის ავიაბაზებზე გაშლილ ზმრ „კროტალის“ ბატარეებსა (20-მდე გასაშვები დანადგარი) და საზენიტო არტილერიის ბატარეებს.
საბრძოლო ამოცანების შესრულებისას ჰთ-ის სარდალი ორგანიზებას უკეთებდა გამანადგურებელი ავიაციის ურთიერთმოქმედებას სახმელეთო ჯარების საზენიტო ნაწილებთან. ჰთ-ის სრდლობის საავიაციო ესკადრები ბაზირებული იყო აეროდრომებზე: კარიტა, სანლი, ეპინუა და რეიმსი.
ს ა ტ რ ა ნ ს პ ო რ ტ ო ს ა ა ვ ი ა ც ი ო ს ა რ დ ლ ო ბ ა (შტაბი ვილაკუბლეში) განკუთვნილი გახლდათ ჯარებისა და საბრძოლო ტექნიკის სატრანსპორტო გადაზიდვების განხორციელებისთვის. სატრნსპორტო ავიაცია ბაზირებული იყო აეროდრომებზე: ვილაკუბლე, ეფრე-ფოვილი, ბრისი (ორლეანი), სენ-დიზიე და სხვა.
სარდლობის შემადგენლობაში 1980 წლის შუახანებში მოითვლებოდა დაახლოებით 200 თვითმფრინავი (C-160 „ტრანსალი“, „ნორატლასი“, MC 760, „ბრუსარი“) და 100 ვერტმფრენი („პუმა“, „ალუეტ“ 2 და 3).
სამხედრო-საჰაერო ძალების აღჭურვას აგრძელებდნენ ახალი საავიაციო ტექნიკითა და იარაღით. იმ ხანად გამოცდების სტადიაში იმყოფებოდა თვითმფრინავი „მირაჟ“ 2000, რომელიც განკუთვნილი იყო მოძველებული მანქანების შესაცვლელად.
საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალები, დახლოებით 70 ათასი ადამიანის საერთო რიცხოვნებით, შედგებოდა ფლოტის, ავიაციისა და საზღვაო ქვეითი ჯარისგან. იგი განკუთვნილი იყო მოწინააღმდეგის უმნიშვნელოვანეს ადმინისტრაციულ-სამრეწველო ცენტრებზე ბირთვული დარტყმების მიყენებისთვის, ქვეყნის ტერიტორიის ზღვიდან თავდაცვისთვის, საზღვაო კომუნიკაციების დაცვისთვის, სახმელეთო ჯარებისა და სჰძ-ის საბრძოლო მოქმედებების უზრუნველყოფითვის ევროპაში, ზღვისმიღმა ტერიტორიებზე და სხვა რაიონებში, რომლებსაც საფრანგეთი თვლიდა თავისი გავლენის ზონად.
უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, საფრანგეთის სზძ-ის შემადგენლობაში 1980 წლის მდგომარეობით შედგებოდა ძირითადი კლასების დაახლოებით 150 ხომალდი, 50-ზე მეტი საბრძოლო კატარღა და 200-მდე დამხმარე გემი. ფლოტის ძირითად ხომალდებს წარმოადგენდნენ ხუთი ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავი, 23 დიზელური წყალქვეშა ნავი, ორი მრავალმიზნობრივი ავიამზიდი (თითოეულზე 40-მდე თვითმფრინავი და ვერტმფრენი), ორი კრეისერი (ერთი ვერტმფრენმზიდი, მეორე აღჭურვილი მართვადი ხომალდსაწინააღმდგო სარაკეტო იარაღით /მრი/), 19 საეკადრო ნაღმოსანი, 25 ფრეგატი. საავიამზიდო ავიაციის შეიარაღებაში აწვდიდნენ თვითმფრინავებს „სუპერ ეტანდერი“, რომელთა ნაწილის გამოყენებასაც გეგმავდნენ ბირთვული იარაღის მატარებლების სახით.
ორგანიზაციულად საფრანგეთის სზძ შეიცავდა საზღვაო სტრატეგიულ ძალებს, წყალქვეშა ძალებს, ატლანტიკურ (სამხედრო-საზღვაო ბაზა ბრესტი) და ხმელთაშუა ზღვის (სამხედრო-საზღვაო ბაზა ტულონი) ესკადრებსა და ავიამზიდების ჯგუფს („კლემანსო“ და „ფოში“). ტრალერები, ნავსაწინააღმდეგო და სადესანტო ხომალდები, აგრეთვე სადარაჯო (საპატრულო) კატარღები შედიოდნენ სამი სამხედრო-საზღვაო ოლქის შემადგენლობაში (შტაბები შერბურში, ბრესტსა და ტულონში). ხომალდების მცირე ჯგუფები მუდმივად იმყოფებოდნენ საფრანგეთის სზძ-ის შემაგენლობაში ინდოეთისა და წყნარ ოკეანეებში.
1980 წლის ზაფხულის მდგომარეობით, საზღვაო სტრატეგიულ ძალებში იმყოფებოდა ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავები: „რედუტაბლი“, „ტერიბლი“, „ფუდროიანტი“, „ენდომტაბლი“ და „ტონნანი“, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ 16-16 რაკეტით M20 (სროლის სიშორე 3000 კმ-ზე მეტი, ბირთვული სათავო ნაწილის სიმძლავრე 1 მგტ). მშენებლობის სტადიაში იყო მეექვსე ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავი „ენფლექსიბლი“, რომლის შეიარაღებაშიც უნდა შეეყვანათ რაკეტები M4 განცალკევებადი სათავო ნაწილით (ფრენის სიშორე 4000 კმ-ზე მეტი). საბრძოლო შემადგენლობაში მის შეყვანას ვარაუდობდნენ 80-იანი წლების შუახანებში.
სააგენტო „ფრანს პრესის“ მონაცემებით, 1985 წლისთვის გეგმავდნენ იმხანად არსებული ყველა სარაკეტო ატომური წყალქვეშა ნავის გადაიარაღებას ბალისტიკური რაკეტებით M4, ხოლო 1985-90 წლების განმავლობაში ყოველ წელიწადნახევარში „ენფლექსიბლის“ ტიპის თითო სარაკეტო ატომური წყალქვეშა ნავის წყალში ჩაშვებას.
აგრძელებდნენ წყალქვეშა ძალების ზრდასა და თანამედროვე წყალზედა ხომალდების შექმნას. სახელდობრ, აგებდნენ სამ ატომურ სატორპედო წყალქვეშა ნავს (მეთაური წყალქვეშა ნავი „პროვანსი“ წყლში ჩაუშვეს და იქ განაგრძობდნენ აგების დასრულებას), რვა მრი საესკადრო ნაღმოსანს, ოთხ მრი ფრეგატს, სხვა ხომალდებსა და დამხმარე გემებს.
სზძ-ის ავიაცია მოითვლიდა დაახლოებით 300 თვითმფრინავსა და ვერტმფრენს, მათგან დაახლ. 140 საბრძოლოს. საავიამზიდო ავიაციის შეიარაღებაში აგრძელებდნენ საგემბანო მოიერიშე თვითმფრინავების „სუპერ ეტანდერებისა“ და ნავსაწინააღმდეგო ვერტმფრენების „ლინქსების“ მიწოდებას.
საზღვაო ქვეითი ჯარი წარმოდგენილი იყო სადაზვერვო დივერსიული რაზმებითა და სამხედრო-საზღვაო ბაზების დაცვის ასეულებით, პირადი შემადგენლობის საერთო რიცხოვნებით 500 ადამიანამდე.
საფრანგეთის სამხედრო ჟანდარმერია, 79 ათას ადამიანამდე, წარმოადგენდა საფრანგეთის შეიარაღებული ძალების შემადგენელ ნაწილს და ექვემდებარებოდა უშუალოდ თავდაცვის მინისტრს. სამოქალაქო პოლიციასთან ერთობლივად მას იყნებდნენ სამოქალაქო მოსახლობასა და სამხედრო მოსამსახურეებზე საპოლიციო ზედამხედველობის განხორციელებისთვის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის. მას ეკისრებოდა აგრეთვე სისხლის სამართლის პოლიციის ფუნქციებიც (სამართალდამრღვევების დევნა და დმნაშავეების ძებნა), იგი ეწეოდა ბრძოლას სამხედრო დისციპლინის დარღვევებთან, დაკავებული იყო შეიარაღებული ძალების რეზერვის პირადი შემადგენლობის აღრიცხვით, მობილიზაციის ჩატარებით, მნიშვნელოვანი სახელმწიფო და სამხედრო ობიექტების დაცვითა და თავდაცვით. შეიარაღებაში მას გააჩნდა ჯავშანსატანკო და საავტომბილო ტექნიკის მნიშვნელოვანი როდენობა (1976 წლის პირველი თვეების მონაცემებით, დაახლოებით 250 ერთეული), მათ რიცხვში მსუბუქი ტანკები AMX-13 და ჯავშანავტომობილები.
შესასრულებელი ამოცნების მიხედვით სამხედრო ჟანდარმერია იყოფოდა სადეპარტამენტო და მობილურ კომპონენტებად.
საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებში ადმინისტრაციული დაყოფის გარდა სახმელეთო ჯარებად, სამხედრო-საჰაერო ძალებად და სამხედრო-საზღვაო ძალებად, მოქმედებდა ასევე დაყოფა ოპერატიულ-სტრატეგიული დანიშნულების მიხედვით. ამ ნიშნით 70-იანი წლების მეორე ნახევრამდე საფრანგეთის შეიარაღებული ძალები იყოფოდა სტრატეგიულ ბირთვულ ძალებად, საბრძოლო (მანევრულ) ძალებად, საინტერვენციო და ზღვისმიღმა ძალებად და უსაფრთხოების ძალებად.
ს ტ რ ა ტ ე გ ი უ ლ ი ბ ი რ თ ვ უ ლ ი ძ ა ლ ე ბ ი საერთო რიცხოვნებით 10 ათას ადამიანზე მეტი (1976 წელს), მოიცავდა სამ კომპონენტს: საშუალო ბომბდამშენებსა „მირაჟ“ 4A და საშუალო სიშორის ბალისტიკურ რაკეტებს სჰძ-ის შემადგენლობიდან, ასევე ატომურ სარაკეტო წყალქვეშა ნავებს სზძ-ის შემადგენლობიდან.
ს ა ბ რ ძ ო ლ ო (მ ა ნ ე ვ რ უ ლ ი) ძ ა ლ ე ბ ი აერთიანებდა სახმელეთო ჯარების 1-ლი საველე არმიის მუდმივი მზადყოფნის ყველა შენაერთსა და ნაწილს (150 ათასზე მეტი ადამიანი), სზძ-ის ატლანტიკურ და ხმელთაშუა ზღვის ესკადრებს, ავიამზიდების ჯგუფსა და წყალქვეშა ძალებს (პირადი შემადგენლობის დაახლოებით 10 ათასი ადამიანი, 22 წყალზედა ხომალდი, 19 დიზელური წყალქვეშა ნავი, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ აგრეთვე უსაფრთხოების ძალებსაც, დაახლოებით 140 თვითმფრინავი და ვერტმფრენი). სჰძ-ის შემადგენლობიდან აქ შედიოდა ტაქტიკური სჰძ-ის სარდლობის ექვსი გამანადგურებელ-ბომბდამშენი და სადაზვერვო ესკადრები (პირადი შემადგენლობის 14 ათასი ადამიანი, 280 საბრძოლო თვითმფრინავი).
ს ა ი ნ ტ ე რ ვ ე ნ ც ი ო დ ა ზ ღ ვ ი ს მ ი ღ მ ა ძ ა ლ ე ბ ი თავის შემადგენლობაში შეიცავდა საჰაერო-სადესანტო დივიზიას, ცალკეულ აერომობილურ ბრიგადას (ამავდროულად მიეკუთვნებოდა უსაფრთხოების ძალებსაც), აგრეთვე შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის ნაწილებსა და ქვედანაყოფებს ზღვისმიღმა ტერიტორიებზე და აფრიკის ქვეყნებში.
უ ს ა ფ რ თ ხ ო ე ბ ი ს ძ ა ლ ე ბ ი მოიცავდა ტერიტორიული თავდაცვის შენაერთებსა და ნაწილებს, მათ შორის ორ ცალკეულ ალპიურ ბრიგადასა და ცალკეულ აერომობილურ ბრიგადას, ტერიტორიულ ქვეით და ჯავშანსატანკო პოლკებს (სულ დაახლობით 50 ათასი ადამიანი), სადეპარტამენტო და მობილური ჟანდარმერიის ქვედანაყოფებს (70 ათასი).
უსაფრთხოების ძალებს სზძ-დან მიეკუთვნებოდა პირადი შემადგენლობის დაახლოებით 11 ათასი ადამიანი, 70 წყალზედა ხომალდი, 19 დიზელური წყალქვეშა ნავი, დაახლოებით 50 თვითმფრინავი და 20 ვერტმფრენი.
სჰძ-ის შემადგენლობიდან უსაფრთხოების ძალებს მიეკუთვნებოდა ჰთ-ის სარდლობა, აგრეთვე ზმრ „კროტალისა“ და რადიოელექტრონული დაზვერვის ქვედანაყოფები (სულ დაახლოებით პირადი შემადგენლობის 6 ათასი ადამიანი და 130 თვითმფრინავი).
1977-1982 წლებში გატარებული რეორგანიზაცია უშუალოდ შეეხო საფრანგეთის შეიარაღებული ძალების დაყოფასაც ოპერატიულ-სტრატეგიული დანიშნულების მიხედვით. 1980 წლის შუახანებისთვის ამ მხრივ უკვე ნაჩვენები იყო შემდეგი სურათი: ქვეყნის მთელი შეიარაღებული ძალები ოპერატიულ-სტრატეგიული დანიშნულების მიხედვით ამჯერად უკვე იყოფოდა სტრატეგიულ ბირთვულ ძალებად, ტაქტიკურ ბირთვულ ძალებად და ზოგადი დანიშნულების ძალებად.
ს ტ რ ა ტ ე გ ი უ ლ ი ბ ი რ თ ვ უ ლ ი ძ ა ლ ე ბ ი უწინდებურად შეიცავდა სამ კომპონენტს: საშუალო ბომბდამშენებსა „მირაჟ“ 4A და საშუალო სიშორის ბალისტიკურ რაკეტებს სჰძ-ის შემადგენლობიდან და ატომურ სარაკეტო წყალქვეშა ნავებს სზძ-ის შემადგენლობიდან.
ტ ა ქ ტ ი კ უ რ ი ბ ი რ თ ვ უ ლ ი ძ ა ლ ე ბ ი მოითვლიდა მართვადი რაკეტების (მრ) „პლუტონი“ ხუთ პოლკს (სახმელეთო ჯარებიდან), გამანადგურებელ-ბომბდამშენების „მირაჟ“ 3E და „იაგუარ“ A ოთხ ესკადრილიას (თითოეულში 15-15 თვითმფრინავი) სჰძ-დან და თვითმფრინავ-მატარებლებს „სუპერ-ეტანდერი“ სზძ-დან (ყველა ეს თვითმფრინავი იყო ბირთვული იარაღის მატარებელი).
ზ ო გ ა დ ი დ ა ნ ი შ ნ უ ლ ე ბ ი ს ძ ა ლ ე ბ ს მიკუთვნებოდა შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის დანარჩენი შენაერთები და ნაწილები, რომლებიც ვერ შევიდნენ სტრატეგიული და ტაქტიკური ბირთვული ძალების შემადგენლობაში, მათ შორის სახმელეთო ჯარების ატომური არტილერია, ატომური ფუგასებით აღჭურვილი საინჟინრო ქვედანაყოფები, სზძ-ის ხომალდები აღჭურვილი ატომური საარტილერიო ქვემეხებით და ა. შ.
შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტებას ახორციელებდნენ როგორც საყოველთაო ეროვნული ვალდებულების კანონის საფუძველზე სამხედროვალდებულთა გაწვევით, ისე ნებაყოფლობით საფუძველზეც მოხალისეთა გრძელვადიანი კონტრაქტებით, არანაკლებ სამი წლისა, შეკრების (მიღების) გზით. 70-იანი წლების პირველი ნახევრის მონაცემებით, გასაწვევი ასაკი იყო 19 წელი, ხოლო მოხალისეთა ნამდვილ სამხედრო სამსახურში მიღებისა _ 18 წელი. მაგრამ უკვე 1980 წლის ზაფხულში გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნული იყო, რომ კანონს ეროვნული ვალდებულების შესახებ ექვმდებარებოდნენ მამრობითი სქესის პირები უკვე 18 წლის ასაკიდან 50 წლამდე. ნამდვილი სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენდა 12 თვეს ვადიანი სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების ყველა კატეგორიისთვის. შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ნახევარზე მეტს წარმოადგენდნენ კადრის სამხედრო მოსამსახურეები (ოფიცრები, უნტერ-ოფიცრები) და ის პირები, რომლებიც სამხედრო სამსახურს გადიოდნენ გრძელვადიანი კონტრაქტების მიხედვით, ხოლო სტრატეგიული და ტაქტიკური ბირთვული ძალები, აგრეთვე სამხედრო ჟანდარმერია თითქმის მთლიანად იყვნენ დაკომპლექტებული ამ კატეგორიების სამხედრო მოსამსახურეებით.
1977-1982 წლებში შეიარაღებული ძალების მშენებლობის გეგმის შესაბამისად განაგრძობდნენ მისი სახეობებისა და ჯართა გვარეობების აღჭურვას თანამედროვე საბრძოლო ტექნიკითა და შეიარაღებით, ძირითადად საკუთარი წარმოებისა, და გაძლიერებული ტემპებით ზრდიდნენ თვიანთ სამხედრო ძლიერებას.
(გაგრძელება იხ. ნაწილი IV)
მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment