Saturday, May 14, 2011

ნატო და დასავლეთევროპული კავშირი 1970-იან წლებსა და 1980-იანების პირველ ნახევარში

(ნაწილი III)

VII. ნატო-ს მთავარი სარდლობა ლა-მანშის სრუტის ზონაში 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში

ნატო-ს სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების მთავარი სარდლობა ლა-მანშის სრუტის ზონაში შექმნეს 1952 წლის 21 თებერვალს, და „ცივი ომის“ წლებში იგი წარმოადგენდა ჩრდილოატლანტიკური ბლოკის მესამე დამოუკიდებელ სარდლობას (ევროპასა და ატალანტიკაში ნატო-ს უმაღლესი სარდლობების შემდეგ). ამ სარდლობის ზონა მოიცავდა ლა-მანშისა და პა-დე-კალეს სრუტეებს, აგრეთვე ჩრდილოეთის ზღვის სამხრეთ ნაწილს ჰელგოლანდის ბუხტის გამოკლებით, რომელიც მიეკუთვნება გფრ-ის სანაპირო წყლებს და ბლოკის დაყოფის მიხედვით შედიოდა ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ში (იხ. ნახ. 14). ლა-მანშის სრუტის ზონა დაყოფილი იყო სამ ნაწილად (ნორი, პლიმუტი და ბენილუქსი), სადაც შექმნილი ჰქონდათ შესაბამისი სარდლობები.

[14-ე ნახატზე, რომლის სახელწოდებაცაა ნატო-ს მთავარი სარდლობის რაიონები ლა-მანშის სრუტის ზონაში, ნაჩვენებია ლა-მანშის სრუტის მახლობელი რაიონის რუკა მასზე დატანებული ნორის, პლიმუტისა და ბენილუქსის ზონებით].

ლა-მანშის სრუტის ზონის სტრატეგიული მნიშვნელობა განისაზღვრებოდა მისი გეოგრაფიული მდებარეობით: იგი მდებარეობს ნატო-ს ორი ძირითადი სამხედრო სარდლობის შეხების პირაპირზე და წარმოადგენს დამაკავშირებელ რგოლს საზღვაო (ატლანტიკურ) და სახმელეთო (ევროპულ) ომის თეატრებს შორის. გარდა ამისა, მსოფლიოს ამ რაიონში იმყოფება საოკეანო და საზღვაო კომუნიკაციები, რომლებიც ატლანტიკიდან ხმელთაშუა და ჩრდილოეთის ზღვებიდან მიდის ჩრდილო-დასავლეთ ევროპის პორტებში. აქ განლაგებულია ბლოკში შემავალი დასავლეთეროპული სახელმწიფოების მსხვილი სამხდრო-საზღვაო ბაზები, პორტები და სხვა მნიშვნელოვანი სამხედრო და სამრეწველო ობიექტები. სრუტეების ზონაში კომუნიკაციების გავლით ახორციელებენ მათი ეკონომიკისთვის აუცილებელი ნედლეულის უმნიშვნელოვანესი სახეობების გადაზიდვებს. 1980იანი წლების დასაწყისში ყოველდღეღამურად დაახლოებით 4 ათასი საოკეანო და კაბოტაჟური გემი გადიოდა ზონის გავლით ან იმყოფებოდა მის პორტებში. ამ გადაზიდვებში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს, რომლებიც შეადგენდა მონაწილე ქვეყნების მთელი ტვირთბრუნვის 1/3-ს.

როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, ჩრდილოატლანტიკური კავშირის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა თვლიდა, რომ საერთაშორისო ვითარების გამწვავების პერიოდში და ომის დაწყების შემდეგ ევროპულ თეატრზე საბრძოლო მოქმედებების უზრუნველყოფისთვის მას დასჭირდებოდა აშშ-დან და კანადიდან პირადი შემადგენლობის 1,5 მლნ. ადამიანის, აგრეთვე იარაღის, საბრძოლო ტექნიკის, სხვადასხვა აღკაზმულობისა და სურსათის მნიშვნელოვანი რაოდენობის გადმოსროლა. ამასთან ხაზს უსვამდნენ, რომ გაძლიერების ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი მოყვანილი იქნებოდა ლა-მანშის სრუტის ზონის გავლით.

ნატო-ს მშძ ლა-მანშის სრუტის ზონაში 1970-იან წლებში შედგებოდა სამოკავშირეო სზძ-ის, ნაღმ-სატრალო ძალების მუდმივი შენაერთისა და სამოკავშირეო საბაზო ავიაციისგან. მას მეთაურობდა მთავარსარდალი, რომელიც ემორჩილებოდა უშუალოდ ნატო-ს სამხედრო კომიტეტს. მთავარსარდალს ემორჩილებოდნენ: სამოკავშირეო სზძ-ების სარდლები რაიონებში, ნაღმ-სატრალო ძალების მუდმივი შენაერთის მეთაური, სამოკავშირეო საბაზო ავიაციის სარდალი ზონაში (იგივე იყო მთავარსარდლის მოადგილე ავიაციაში) და სამოკავშირეო საბაზო ავიაციის სარდლები ნორისა და პლიმუტის რაიონებში. სარდლობების ფარგლებში იყო ასევე საკონსულტაციო კომიტეტი, რომელშიც შედიოდნენ იმ ქვეყნების საზღვაო შტაბების უფროსები ან წარმომადგენლები, რომლებიც თავიანთ ძალებს გამოყოფდნენ მის განკარგულებაში.

მშვიდობიანობის დროს მთავარსარდალი (მას წარმოადგენდა ბრიტანელი ადმირალი, რომელსაც შეთავსებით ეკავა ნატო-ს მშძ-ის მთავარსარდლის პოსტიც აღმოსავლეთ ატლანტიკაში) თავის შტაბთან ერთად შეიმუშავებდა ოპერატიულ გეგმებს და ანაწილებდა მის განკარგულებაში გადასაცემად განკუთვნილ ძალებს, რეგულარულად აწვდიდა ინფორმაციას ნატო-ს ზემდგომ სამხედრო ორგანოებს თავისი ოპერატიული მოთხოვნილებების შესახებ, ხელმძღვანელობდა სწავლებებსა და მანევრებს, განსაზღვრავდა სასწავლო ნორმატივებს.

ნატო-ს მშძ-ის შტაბი ლა-მანშის სრუტის ზონაში 1970-იან წლებში მოიცავდა დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდებისა და ბელგიის შეიარაღებულ ძალთა ყველა სახეობის წარმომადგენლებს (უპირატესად სზძ-ის ოფიცრებს). მას მეთაურობდა ჰოლანდიელი ადმირალი, ხოლო მოადგილედ მას ჰყავდა ბელგიელი ოფიცერი. შტაბში ასევე იყვნენ საფრანგეთის სზძ-ის მეკავშირე ოფიცრები.

სარდლობის შტაბი მშვიდობიანობის დროს შეთავსებული იყო ნატო-ს მშძ-ის მთავარი სარდლობის შტაბთან აღმოსავლეთ ატლანტიკაში. საერთაშორისო ვითარების გამწვავებისას ისინი ერთმანეთისგან იყოფოდა, შეივსებოდა ინგლისური საზღვაო შტაბის, რეზერვისა და საჰაერო-სატრანსპორტო გადაზიდვების სარდლობის ოფიცრებით, აშშ სზძ-ის რეზერვისტი ოფიცრებით, აგრეთვე ნატო-ს სხვა ქვეყნების რეზერვისტებითა და მუშაობდნენ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.

1980-იანი წლების დასაწყისში სარდლობას არ გააჩნდა ჯარები ლა-მანშის სრუტის ზონაში ნაღმ-სატრალო ძალების მუდმივი შენაერთის გამოკლებით. მაგრამ ვითარების გამწვავებისა და ომის გაჩაღების შემთხვევაში, აგრეთვე ნატო-ს მშძ-ის სწავლებების ჩატარების პერიოდზე დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები და ბელგია მის განკარგულებაში გადასცემდნენ შეიარაღებული ძალების წინასწარ გათვალისწინებულ კონტინგენტებს (სზძ-ისა და სჰძ-ის შემადგენლობიდან). ბლოკის სამხედრო ორგანიზაციიდან საფრანგეთის გამოსვლამდე (1966 წელი) ითვალისწინებდნენ აგრეთვე ლა-მანშის სრუტის ზონაში ნატო-ს მთავარი სარდლობის შემადგენლობაში მისი სზძ-ის ხომალდებისა და თვითმფრინავების ნაწილის ჩართვას. უცხოური პრესის აღნიშვნით, ბლოკის ხელმძღვანელობა იმედოვნებდა, რომ ომის შემთხვევაში საფრანგეთი გადასცემდა თავისი შეიარაღებული ძალების ნაწილს ნატო-ს ოპერატიულ დაქვემდებარებაში, მათ შორის ლა-მანშის სრუტის ზონაში მთავარი სარდლობისაც. მშვიდობიანობის დროს 1970-იანი წლების მიწურულს საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალები აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა აღნიშნული სარდლობის ხელმძღვანელობით ჩატარებულ სწავლებებში.

საზღვარგარეთულ ბეჭდურ გამოცემებზე დაყრდნობით, საბჭოთა ავტორები 1980-იანი წლების დასაწყისში ასკვნიდნენ, რომ ნატო-ს მშძ-ის წინაშე ლა-მანშის სრუტის ზონაში ომიანობის დროს შესაძლოა დასმულიყო შემდეგი ამოცანები: ზღვაში ბატონობისა და ჰაერში უპირატესობის მოპოვება და შენარჩუნება, ნაოსნობაზე კონტოლის დადგენა და საზღვაო კომუნიკაციების დაცვის უზრუნველოფა, მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავებთან და წყალზედა ხომალდების დამტყმელ დაჯგუფებებთან ბრძოლა, სანაღმო საშიშროების ლიკვიდაცია, აგრეთვე საზღვაო სადესანტო ოპერაციების უზრუნველყოფა და საზღვაო მიმართულებებზე მოქმედი სახმელეთო ჯარებისთვის საცეცხლე მხარდაჭერის აღმოჩენა. ამასთან ითვალისწინებდნენ, რომ ნატო-ს მშძ სრუტის ზონაში მჭიდროდ ურთიერთიმოქმედებდა ევროპულ და ატლანიკურ სარდლობებთან სრუტის ზონის საჰაერო და ნავსაწინააღმდეგო თავდაცვის ორგანიზებაში.

ჩამოთვლილი ამოცანების გადასაწყვეტად, დასავლელი სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, შესაძლოა გამოეყოთ 100-მდე საბრძოლო ხომალდი, კატარღა და დამხმარე გემი, საბაზო საპატრულო (სადაზვერვო) და ტაქტიკური ავიაციის 60-ზე მეტი თვითმრინავი, ბლოკის იმ ქვეყნების შეიარაღებული ძალების შემაგენლობიდან, რომელთა ტერიტორიებიც უშუალოდ ეხება ლა-მანშის სრუტეს.

ამ ზონაში ითვალისწინებნენ სზძ-ისა და სჰძ-ის ეროვნული გეგმების მიხედვით გამოყენების მჭიდრო კოორდინირებას სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების მოქმედებებთან. ლა-მანშის სრუტის ზონაში მშძ-ის გაძლიერებისთვის იქ შესაძლო იყო გაეგზავნათ ნატო-ს სზძ-ის მუდმივი შენაერთი ატლანტიკაში, ხოლო აუცილებლობისას სხვა ძალებიც ატლანტიკაში ნატო-ს მშძ-ის შემადგენლობიდან.

ნატო-ს სამოკავშირეო (გაერთიანებული) სამხედრო-საზღვაო ძალებში ლა-მანშის სრუტის ზონაში ომის დაწყების შემდეგ ითვალისწინებდნენ საბროლო ხომადების, კატარღებისა და დამხმარე გემების ჩართვას დიდი ბრიტანეთის, ნიდელანდებისა და ბელგიის სზძ-ის შემადგენლობიდან. გამოყოფილ ხომალდებს გადასცემდნენ ნორის, პლიმუტისა და ბენილუქსის რაიონებში სამოკავშირეო სზძ-ის სარდლების ოპერატიულ დაქვემდებარებაში.

ნორისა და პლიმუტის რაიონებში სამოკავშირეო სზძ-ის სარდლების თანამდებობები ეკავათ შესაბამისად დიდი ბრიტანეთის სზძ-ის შოტლანდიისა (შტაბი პიტრევიში) და პლმუტის (პლიმუტი) სამხედრო-საზღვაო რაიონების სარდლებს. სამოკაშირეო სზძ-ს ბენილუქსის რაიონში (შტაბი დენჰელდერში) მეთაურობდა ნიდერლანდების სზძ-ის მთავარსარდალი.

მშვიდობანობის დროს რაიონების სარდლობების შტაბები შეიმუშავებდნენ სამოკავშირეო სზძ-ის გამოყენების გეგმებს თავიანთ რაიონებში, ათანხმებდნენ მათ ეროვნულ და ურთიერთმოქმედ სარდლობებთან, საბრძოლო მოქმედებების წარმოების წინადადებებს წაუდგენდნენ ნატო-ს მშძ-ის მთავარსარდალს ლა-მანშის სრუტის ზონაში. გარდა ამისა, შტაბები გეგმავდნენ თავიანთ რაიონებში საბრძოლო მომზადებასა და ორგანიზებას უკეთებდნენ სხვადასხვაგვარი ძალების წავლებებს.

საომარი დროისთვის რაიონებს შორის ძალების განაწილება წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი, მაგრამ შექმნილი ვითარებისა და გადასაწყვეტი ამოცანების მიხედვით ძალების ნაწილი შესაძლო იყო გამოეყენებიათ მომიჯნავე რაიონებში. როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღნიშნავდნენ, რაიონებში სამოკავშირეო სზძ-ის სარდლობების ოპერატიულ დაქვემდებარებაში შესაძლებელი იყო გადაეცათ წყალქვეშა ნავები, ნავსაწინააღმდეგო, სადესანტო და ნაღმ-სატრალო ხომალდები.

წყალქვეშა ნავების გამოყენებას ითვალისწინებდნენ წყალზედა ხომალდებთან ერთობლივად საზღვაო კომუნიკაციების დაცვისა და მოწინააღმდეგის წყალზედა და წყალქვეშა ძალებთან ბრძოლისთვის. მათი საბრძოლო გაშლის ძირითადი რაიონები გახდებოდა ჩრდილოეთის ზღვის სამხრეთ ნაწილი და სრუტის ზონის დასავლეთ მისადგომები. მაგრამ, უცხოელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, წყალქვეშა ნავების გამოყენება შეზღუდული იქნებოდა მცირე სიღრმეების გამო.

ნავსაწინააღმდეგო ხომალდებს უნდა შეედგინათ სამოკავშირეო სზძ-ის საფუძველი რაიონებში. მათზე გეგმავდნენ მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავებთან და წალზედა ხომალდებთან ბრძოლის, საზღვაო ბადრაგების გაყვანის, ხოლო აუცილებლობის შემთვევაში _ საზღვაო-სადესანტო ოპერაციების უზრუნველყოფისა და სახმელეთო ჯარებისთვის საცეცხლე მხარდაჭერის აღმოჩენის ამოცანების დაკისრებას, ამ უკანასკნელთა მიერ ზღვისპირა მიმათულებებზე საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას.

დასავლურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, რომ ომის დაწყების შემდეგ მოწინააღმდეგე დაიწყებდა თავისი წყალქვეშა ნავების გაშლას ინტენსიური ნაოსნობის რაიონებში ატლანტიკასა და ლა-მანშის სრუტის ზონაში, რათა გაეძნელებია გაძლიერების ძალებისა და ჯარების მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების საგნების ზღვით გადმოსროლა. მის ნავებთან საბრძოლველად ნატო-ს სარდლობა გეგმავდა სხვადასხვაგვარი სახომალდო საძიებო-დამრტყმელი ჯგუფების შექმნას. ამ ჯგუფების შემადენლობაში ითვალისწინებდნენ ინგლისური, ჰოლანდიური და ბელგიური ნავსაწინააღმდეგო ხომალდების ჩართვას. ისინი წყალქვეშა ნავების ძიებასა და განადგურებას განახორციელებდნენ საბაზო საპატრულო ავიაციის თვითმფრინავებთან ურთიერთმოქმედებით.

ნავსაწინააღმდეგო თავდაცვის ამოცანების გადაწყვეტაში მნიშვნელოვანი როლი ეთმობოდა საგემბანო ვერტმფრენებს, რომელთაც შეეძლოთ წყალქვეშა ნავების აღმოჩენა და განადგურება როგორც დამოუკიდებლად, ისე წყალზედა ხომალდის მიერ მიზანზე გაყვანითაც. ამ მიზნით დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდებისა და ბელგიის სზძ-ის ეროვნული სარდლობები ღებულობდნენ ზომებს ხომალდების თანამედროვე ვერტმრენებით აღჭურვისთვის. გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის სზძ-ის სარდლობას სრუტის ზონაში ნატო-ს სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში გადასაცემად უნდა გამოეყო K08 ”ინგადაინი” ვერტმფრენების მცურავი ბაზა.

ომის დაწყების შემდეგ ნავსაწინააღმდეგო ხომალდების ყოველდღიური ამოცანა, უცხოური ბეჭდური გამოცემების აღნიშვნით, იქნებოდა საზღვაო კომუნიკაციების დაცვა. ითვლებოდა, რომ ზონასთან მოახლოებისას ატლანტიკიდან მოსული მსხვილი საოკეანო ბადრაგები იძულებული იქნებოდნენ დანაწილებულიყვნენ მცირე ბადრაგებად და ცალკეულ გემებადაც კი. ასეთი ბადრაგების დანიშნულების პორტებამდე მიყვანის დაკისრებას ითვალისწინებდნენ ნავსაწინააღმდეგო და ნაღმ-სატრალო ხომალდებზე.

სადესანტო ხომალდების გამოყენებას გეგმავდნენ გაძლიერების ჯარებისა და საბრძოლო ტექნიკის გადასროლისთვის მეტროპოლიიდან ჩრდილო-დასავლეთ ევროპის სხვადახვა რაიონში, მათ შორის აღუჭურველ სანაპიროზედაც.

ნაღმ-სატრალო ძალებს, ბლოკის სარდლობის შეხედულებებით, უნდა გადაეწყვიტა სანაღმო საშიშროებასთან ბრძოლისა და გადასასვლელებზე ხომალდებისა და გემების ნაღმსაწინააღმდეგო თავდაცვის უზრუნველყოფის ამოცანები. ითვლებოდა, რომ მცირე სიღრმეები და მსხვილტონაჟიანი გემების ცურვისთვის შეზღუდული ფარვატერები შესაძლო იყო გამოეყენებია მოწინააღმდეგეს ნაღმების დასაყენებლად. დანაღმულ ველებს ინტენსიური ნაოსნობის რაიონებში, რომლებსაც ფარულად დააყენებდნენ მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავები, წყალზედა ხომალდები და თვითმფრინავები საერთაშორისო ვითარების მკვეთრად გამწვავების პირობებში, შეეძლო არსებითი ზეგავლენა მოეხდინა ნატო-ს მონაწილე ქვეყნების საზღვაო გადაზიდვებზე. ამიტომ ნაღმ-სატრალო ძალების განვითარების საკითხს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ბლოკის სარდლობა ჩატარებული სწავლებებისა და საბრძოლო მომზადების მსვლელობისას იკვლევდა და შეიმუშავებდა ამ ძალების ორგანიზების ყველაზე უფრო მისაღებ და რაციონალურ ფორმებს. ერთერთ მათგანს, მისი აზრით, წარმოადგენდა ნაღმ-სატრალო ძალების მუდმივი შენაერთის შექმნა.

ნატო-ს ნაღმ-სატრალო ძალების მუდმივი შენაერთი ლა-მანშის სრუტის ზონაში წარმოადგენდა ბლოკის სზძ-ის მეორე მრავალეროვნულ ფორმირებას. იგი შექმნეს ნატო-ს სამხედრო დაგეგმვის კომიტეტის გადაწყვეტილებით 1973 წლის მაისში. იმ დროიდან ყოველწლიურად ზაფხულის თვეებში ზონის ერთერთ სამხედრო-საზღვაო ბაზაში ახდენდნენ სარდლობის შეცვლას და ატარებდნენ შენაერთის ჩამოყალიბების ცერემონიას. შენაერთის მეთაურად ნიშნავდნენ მეორე რანგის კაპიტნის წოდების მქონე ოფიცერს მორიგეობით ბელგიის, დიდი ბიტანეთის ან ნიდერლანდების სამხედრო-საზღვაო ძალებიდან.

შენაერთის შემადგენლობაში გამოყოფდნენ ბელგიურ, ინგლისურ და ჰოლანდიურ, აგრეთვე დასავლეთგერმანულ და დანიურ ტრალერებს. ესენი იყო, როგორც წესი, თანამედროვე და ყელაზე უფრო საბრძოლველად მზადმყოფი ხომალდები, რომელთა ეკიპაჟებსაც, უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, გააჩნდათ საზღვაო გაწვრთნილობის მაღალი დონე და კარგად ფლობდნენ იარაღსა და ტექნიკას. გარდა ამისა, მასში ითვალისწინებდნენ პერიოდულად ამერიკული ტრალერების ჩართვასაც. თითოეულ ხომალდს 6-12 თვის შემდეგ ცვლიდნენ იმავე ეროვნული კუთვნილების სხვა ხომალდით.

ნაღმ-სატრალო ძალების მუდმივი შენაერთის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებდა ნატო-ს მშძ-ის მთავარსარდალი ლა-მანშის სრუტის ზონაში. საბრძოლო მომზადებისა და სწავლებების ჩატარებისას შენაერთის მეთაური ოპერატიული მიმართებით ემორჩილებოდა ასევე სამოკავშირეო სზძ-ის სარდალს შესაბამის რაიონში (ნორი, პლიმუტი ან ბენილუქსი).

შენაერთის ყოველდღიურ ამოცანას შეადგენდა ნაღმ-სატრალო ძალების საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება. ამას აღწევდნენ ხომალდების სისტემატიური საბრძოლო მომზადებით, ეროვნულ სზძ-ებთან ერობლივად სწალებებში მონაწილეობით, აგრეთვე ბლოკის მშძ-ის მსხვილ მანევრებში მონაწილეობითაც, როგორებიც იყო ”თიმ უორქი”, ”ოუშნ საფარი”, ”ჯოინთ მერთაიმ ქოსი”, ”ნორმინექსი” და სხვები. სწავლებების მსვლელობისას პირადი შემადგენლობა ვარჯიშობდა სხვადახვა სახეობის იარაღის გამოყენებაში, ითვისებდა ცურვის რაიონებს დასავლეთ ევროპის სანაპირო წყლებსა და ბალტიის ზღვის სრუტეების ზონაში, სრულყოფდა საზღვაო გაწვრთნილობას. უცხოელი სამხედრო სპეციალისტების აზრით, სასარგებლო იყო საბრძოლო გათვლების გაცვლა სხვა ეროვნული კუთვნილების ხომალდების ნაღმ-სატრალო იარაღისა და ტექნიკის და იქ სამსახურის ორგანიზების გასაცნობად, აგრეთვე ამ ხომალდებიდან ნაღმების პრაქტიკულად დაყენებასა და დაყენებული ნაღმების ტრალირებაში მონაწილეობისთვის. წლის განმავლობაში შენაერთი გადიოდა დაახლოებით 15-20 ათას მილს. მის შემადგენლობაში მომზადება მოიცავდა 15-მდე ხომალდსა და პირადი შემადგენლობის 1200-ზე მეტ ადამიანს.

უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებების შესაბამისად, საერთაშორისო ვითარების მკვეთრად გამწვავების პერიოდში შენაერთი შესაძლებელი იყო მნიშვნელოვნად გაეძლიერებიათ ლა-მანშის სრუტის ზონაში მდებარე ბლოკის მონაწილე ქვეყნების სზძ-ების ტრალერებითა და სხვა ხომალდებით და მის საფუძველზე ჩამოეყალიბებიათ ნაღმ-სატრალო ძალების უფრო მსხვილი მრავალეროვნული შენაერთი. მასზე ითვალისწინებდნენ ამ ზონაში სანაღმო საშიშროებასთან ბრძოლისა და საზღვაო კომუნიკაციების დაცვის ამოცანების დაკისრებას, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში დასავლეთ ევროპის სანაპიროს სხვა რაიონებშიც.

სამოკავშირეო (გაერთიანებულ) საბაზო ავიაციას აყალიბებდნენ საერთაშორისო ვითარების გამწვავების პერიოდში და ომის დაწყების შემდეგ. ამ სარდლობის შემადგენლობაში ითვალისწინებდნენ უმთავრესად ინგლისური საბაზო საპატრულო თვითმნფრინავების ”ნიმროდი”, მზვერავების ”ვულკანი” და ბომბდამშენების ”ბუკანირი”, აგრეთვე სანაპირო ბაზირების ვერტმფრენების ”სი ქინგი”, ”უესექსი” და ”ლინქსი” და ნიდერლანდების სზძ-ის საბაზო საპატრულო თვითმფრინავების ”ატლანტიკი” ჩართვას.

სამოკავშირეო საბაზო ავიაციის სარდალს ლა-მანშის სრუტეების ზონაში შეთავსებით წარმოადგენდა დიდი ბრიტანეთის სჰძ-ის 18-ე საავიაცო ჯგუფის (შტაბი ნორთვუდში) მეთაური. მას ემორჩილებოდნენ სამოკავშირეო საბაზო ავიაციის სარდლები ნორისა (პიტრევი, შოტლანდია) და პლიმუტის (პლიმუტი) რაიონებში, რომელ თანამდებობებზეც ასევე ბრიტანელი ოფიცრები იყვნენ. ბენილუქსის რაიონში სამოკავშირეო საბაზო ავიაცის სარდლობა არ ყოფილა, ვინაიდან ნიდერლანების საბაზო საპატრულო ავიაცია ორგანიზაციულად შედიოდა ქვეყნის სზძ-ის შემადგენლობაში.

მშვიდობიანობის დროს სამოკავშირეო საბაზო ავიაციის სარდლის შტაბი შეიმუშავებდა ავიაციის გამოყენების გეგმებს საზღვაო ოპერაციებში ლა-მანშის სრუტის ზონაში, ათანხმებდა მათ სამოკაშირეო სზძ-ის სარდლობებთან, აგრეთვე ატლანტიკასა და ევროპაში ნატო-ს შესაბამის სრდლობებთან. გარდა ამისა, სწავლებების ჩატარების პერიოდში იგი უშუალოდ ხელმძღვანელობდა ავიაციის მოქმედებებს და რაიონებში სარდლების მეშვეობით ორგანიზებას უკეთებდა მის ურთიერთმოქმედებას სამოკაშირეო სზძ-თან, აგრეთვე ევროპაში ნატო-ს საჰაერო თავდაცვის (ჰთ) სამოკავშირეო სისტემის ძალებთან და საშუალეებთან.

ომის საწყისი პერიოდის საზღვაო ოპერაციებში სამოკავშირეო საბაზო ავიაციის გამოყენების საკითხებს რეგულარულად ამუშავებდნენ საბრძოლო მომზადების მსვლელობისას და ”ვინთექსის”, ”თიმ უორქის”, ”ოუშნ საფარისა” და ნატო-ს მშძ-ის სხვა ტიპის მსხვილ სწავლებებზე. მათი მსვლელობისას თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების ეკიპაჟები სრულყოფდნენ ”მოწინააღმდეგის” წყალქვეშა ნავებისა და წყალზედა ხომალდების ძიებისა და აღმოჩენის ტაქტიკას, ამუშავებდნენ თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების საძიებო სისტემების გამოყენების საკითხებს წყალზედა ხომალდების ნავსაწინააღმდეგო საშუალებებთან ურთიერთმოქმედებით.

უცხოელი სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ნატო-ს მთავარ სარდლობას ლა-მანშის სრუტის ზონაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ჩრდილოატლანტიკური კავშირის სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების სისტემაში. მას გააჩნდა მოქნილი და მშვიდობიანობის დროს დამუშავებული საორგანიზაციო სტუქტურა, რომელიც იძლეოდა ეროვნული სარდლობებიდან ძალების სწრაფი გამოყოფის უზრუნველყოფის, მათ საფუძველზე სამოკავშირეო სზძ-ისა და საბაზო ავიაციის შენაერთების ჩამოყალიბების, საერთაშორისო ვითარების გამწავებისას და სხვადახვა სახეობის შეიარაღებულ კონფლიქტებში მათი გამოყენების შესაძლებლობებს.

იმავე დროს ისინი ვარაუდობდნენ, რომ სადლობის სტრუქტურა საკმარისად რთული იყო ზომების მიხედვით ასეთი მცირე გეოგრაფიული რაიონისთვის. ეს აიხსნებოდა ზემოთ მოხსენიებული ქვეყნების სამხედრო ხელმძღვანელობის მისწრაფებით ნატო-ში ეროვნული საორგანიზაციო ფორმების შენარჩუნებისკენ, მათი უთანხმოებებით ეროვნული და ზოგადსაკავშირო ინერესების შეხამების საკითხში შეიარაღებული ძალების გამოყენებისას.

ლა-მანშის სრუტის ზონა ხელსაყრელად ითვლებოდა ნატო-თვის (აქ არის სამხედრო-საზღვაო ბაზების, ბაზირების პუნქტებისა და აეროდრომების ფართო ქსელი), ხოლო მისი მომგებიანი მდებარეობა და მცირე სიღრმეების არსებობა, სამხედრო სპეციალისტების აზრით, გააძნელებდა მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავების საქმიანობას, რაც საშუალებას მისცემდა ბლოკის სარდლობას უფრო რაციონალუად გამოეყენებია თავისი ნავსაწინააღმდეგო ძალები. ამასთან ერთად, ვიწრო ბუნებრივი და ხელოვნურად შექმნილი ფარვატერები და გასასვლელები შესაძლოა ქცეულიყო ნაღმების ფარულად დაყენების რაიონებად. ამიტომ საიმედო ნაღმსაწინააღმდეგო დაცვის ორგანიზაცია წარმოადგენდა სარდლობის ერთერთ ყველაზე უფრო ნიშვნელოვან და რთულ ამოცანას. რაც შეეხებოდა ზონის ჰთ-ს, ბლოკის სპეციალისტების აზრით, იგი საკმარისად არ იყო განვითარებული.

ამ თავისებურებების გათვალისწინებით, ნატო-ს მთავარი სარდლობა ლა-მანშის სრუტის ზონაში მუდმივად შეიმუშავებდა და სწავლებების მსვლელობისას ამოწმებდა სანაღმო საშიშროებასთან ბრძოლის სხვადასხვანაირ ტაქტიკურ ილეთებს, აგრეთვე ამუშავებდა ჰთ-ის სახომალდო საშუალებების ურთიეთმოქმედების ორგანიზებას ნატო-ს ჰთ-ის სამოკავშირეო სისტემის ძალებთან და საშუალებებთან ევროპაში.

1970-იანი წლების მიწურულს დასავლურ ბეჭდურ გამოცემებში იტყობინებოდნენ, რომ ბლოკის ქვეყნებმა, რომლებსაც უშუალო ინტერესები გააჩნდათ ლა-მანშის სრუტის ზონაში, უკანასკნელ წლებში გაააქტიურეს ახალი ხომალდების, თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მშენებლობა, აღჭურავდნენ მათ იარაღის უახლესი სისტემებით ზონაში ნატო-ს მშძ-ის საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლების მიზნით. სარდლობების შტაბები შეიმუშავებდნენ აღნიშნულ ზონაში სზძ-ისა და ავიაციის გამოყენების ახალ პრინციპებს, მუდმივად სრულყოდნენ მათ ორგანიზაციას, ინტენსიურად ატარებდნენ ოპერატიულ და საბრძოლო მომზადებას.

საბჭოთა ავტორების აზრით ყველა ეს ღონისძიება მოწმობდა იმის შესახებ, რომ ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ევროპის ხალხების ინტერესების საწინააღმდეგოდ აგრძელებდა კურსს საერთაშორისო განმუხტვისთვის ძირის გამოთხრასა და მსოფლიოს ამ რაიონში დაძაბულობის დაჭირხვნაზე, ამზადებდა რა ბლოკის შეიარაღებულ ძალებს აგრესიული ჩანაფიქრების განხორციელებისთვის.

VIII. ნატო-ს ინფრასტრუქტურა 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში

ნატო-ს ბლოკის სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების ინტერესებში შექმნილი სამხედრო ინფრასტრუქტურა 1970-იან წლებში წარმოადგენდა ამ ბლოკის მიერ ომის მზადების ან მისი ომისთვის მზადების ერთერთ უმთავრეს მიმართულებას. ჩრდილოატლანტიკურ კავშირში ინასტუქტურის ქვეშ ესმოდათ სტაციონარული ნაგებობების მშენებლობის ღონისძიებების სისტემა, რომლებიც აუცილებელი იყო ბლოკის ჯარების გაშლის, მათ მიერ საბრძოლო მოქმედებების წარმოებისა და მათი ყოველდღიურ საქმიანობის უზრუნველყოფისთვის. ასეთ ნაგებობებს მიეკუნებოდა აეროდრომები, კავშირგაბმულობის ხაზები და ქსელები, სამხედრო მილსადენები, მართვის პუნქტები, სამხედრო-საზღვაო ძალების ობიექტები, სანავიგაციო და რადიოელექტრონული სისტემები, სასწავლო ველები და პოლიგონები, სასტარტო პოზიციები, სხვადახვა დანიშნულების საწყობები და ა. შ.

ნაგებობების მასშტაბების, მათი დანიშნულებისა და მშენელობის დაფინანსების სისტემის მიხედვით ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა იყოფოდა ერთობლივ, ორმხრივ და ეროვნულ ინფრასტრუქტურებად.

ერთობლივი ინფრასტუქტურა ითვალისწინებდა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და მსხვილი ნაგებობების მშენებლობას ნატო-ს სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების სწავლებისა და საბრძოლო გამოყენებისთვის და მოწოდებული იყო ბლოკის სარდლობის ოპერატიული გეგმების რეალიზების უზრუნველყოფისთვის.

ერთობლივი ინფასტრუქტურის პროგრამით შექმნილი ჰქონდათ ნატო-ს სამოკავშირეო სჰძ-ის აეროდრომების ქსელი, ნატო-ს საჰაერო თავდაცვის (ჰთ) ძალებისა და საშუალებების მართვის სისტემა ”ნეიჯი”, სამხედრო მილსადენების ქსელი ევროპულ ომთ-ებზე, კავშირგაბმულობის სისტემა ”აის ჰაი” და რიგი სხვა ობიექტები.

ასეთი ობიექტების მშენებლობას სირთულისა და მაღალი ღირებულების გამო ახორციელებდნენ ერთობლივად დაფინანსებული წლიური და პერსპექტიული პროგრამების მიხედვით.

ბლოკის ხელმძღვანელობის აღიარებით, ამ სახეობის ინფრატუქტურას ახასიათებდა სერიოზული ნაკლოვანებები. კერძოდ, ინფრასტრუქტურის პროგრამების დაფინანსებაში ნატო-ს ქვეყნების მონაწილეობის წილის განსაზღვრისას გარდაუვალად წარმოიქმნებოდა გარკვეული სიძნელეები. მომგებიან მდგომარეობაში, როგორც წესი, აღმოჩნდებოდნენ ის ქვეყნები, რომელთა ტერიტორიაზეც აწარმოებდნენ ძვირადღირებულ სამხედრო მშენებლობას. სამშენებლო სამუშაოების ორგანიზების მსვლელობისას ბლოკის ქვეყნებს შორის წარმოიქმნებოდა მწვავე ბრძოლა სამუშაოების წარმოებაზე იჯარების მისაღებად.

ინფრასტრუქტურის ამ სახეობის არსებით ნაკლად ითვლებოდა აგრეთვე მშენებლობის 10-15 %-ით გაძვირება ანალოგიური ობიექტების ეროვნული გეგმების მიხედვით მშენებლობასთან შედარებით. გარდა ამისა, მრავალწლოვანი გამოცდილება უჩვენებდა, რომ მშენებლობის ვადები ინფრასტრუქტურის ერთობლივი პროგრამების მიხედვით ჩვეულერივ ჭიანურდებოდა, რაც აიხსნებოდა დროის დიდი დანახარჯებით მათ შემუშავებასა და პროექტების მოწონებაზე, მშენებლობის საკითხების შეთანხმებასა და კონტრაქტების დადებაზე.

ორმხრივ ინფრასტრუქტურას მიზნად ჰქონდა სამხედრო ობიექტების მშენებლობა ბლოკის რომელიმე ორი დაინტერესებული სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების ინტერესებში. ამ მშენებლობას აფინანსებდა ხელშეკრულების დამდები ორი ქვეყანა ორმხრივი შეთანხმებების შესაბამისად. ასეთ მშენებლობას ყველაზე ხშირად პრაქტიკაში იყენებდნენ გფრ-ის ტერიტორიაზე, სადაც განლაგებული იყო ნატო-ს ქვეყნების _ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ბელგიის, ნიდერლანდებისა და კანადის ჯარები.

ორმხრივი ინფრასტრუქტურა, რომელსაც საფუძვლად ედო ორი ქვეყნის ურთიერთ დაინტერესებულობა, არ იწვევდა მნიშვნელოვან საორგანიზაციო სიძნელეებს. მშენებლობის მასშტაბები ინფრასტრუქტურის ამ სახეობის მიხედვით შედარებით მცირე იყო.

ეროვნული ინფრასტრუქტურა ვარაუდობდა სამხედრო ობიექტების მშენებლობას ბლოკის ქვეყნების მიერ თავიანთ ტერიტორიებზე და თავიანთი ჯარების ინტერესებში, მათ შორის ნატო-ში გადაცემული და გადასაცემად განკუთვნილი ნაწილებისა და შენაერთების ინტერესებში. ობიექტების მშენებლობას აწარმოებდნენ ეროვნული სახსრებით. ინფრასტრუქტურის ამ სახეობის მიხედვით აშენებული ნაგებობები რჩებოდა ბლოკის ქვეყნების ეროვნულ საკუთრებაში. ეროვნული ინფრასტრუქტურის გეგმების მიხედვით ქმნიდნენ აეროდრომებს, სამხედრო-საზღვაო ბაზებს, კავშირგაბმულობის ხაზებს, პოლიგონებს, საკომანდო პუნქტებს, ყაზარმებს, საწყობებს, მდინარეზე გადასასვლელებს, გზებს, ღობურებისა და ნგრევების ზონებს და ა. შ.

ინფრასტრუქტურის სამივე სახეობა ჩრდილოატლანტიკურ კავშირში ავსებდა ერთმანეთს და მიმართული იყო საომარ მოქმედებათა თეატრების ტერიტორიების საინჟინრო-ტექნიკური აღჭურვის უზრუნველყოფაზე ნატო-ს სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების ინტერესებში. ინფრასტრუქტურის სფეროში ბლოკში ჩატარებული ღონისძიებები ასახავდა ალიანსის მშძ-ის მშენებლობის ზოგად ტენდენციებსა და სამხედრო დაგეგმვის მიმართულებებს.

ერთობლივი სამხედრო ინფასტრუქტურა, როგორც სამხედრო ბლოკებისთვის დამახასიათებელი მოვლენა, წარმოიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთ ევროპაში ქვეყნების პირველი ჩაკეტილი სამხედრო დაჯგუფების გამოჩენით, რომელიც მოიცავდა დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ბელგიას, ნიდერლანებსა და ლუქსემბურგს. ამ ქვეყნებმა 1948 წლის 17 მარტს ხელი მოაწერეს ბრიუსელის ხელშეკრულებას და წარმოქმნეს დასავლური კავშირი, რომლის საფუძველზეც თავიდან ჩამოაყალიბეს ჩრდილოატლანტიკური, ხოლო შემდეგ დასავლეთევროპული კავშირები. ისინი იქცნენ კიდევაც რიგი ერთობლივი სამხედრო ღონისძიებების ჩატარების ინიციატორებად, სამხედრო ინფრასტრუქტურის ჩათვლით.

ერთობლივი სამხედრო ინფრასტრუქტურის პირველი პროგრამა შეიმუშავეს 1950 წლის განმავლობაში დასავლური კავშირის ფარგლებში, როდესაც ნატო-ს ხელმძღვანელი ორგანოები იმყოფებოდა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაში. ამ პროგრამის დაფინანსებაში მონაწილეობა მიიღეს მხოლოდ ბრიუსელის ხელშეკრულების ხელმომწერმა ქვეყნებმა. ამასთან მთელი ხარჯების ნახევარზე მეტი თავის თავზე აიღეს საფრანგეთმა და დიდბრიტანეთმა. საერთო ხარჯებმა პირველ პროგრამაზე შეადგინა დაახლოებით 32 მლნ. გირვანქა სტერლინგი.

ჩრდილოატლანტიკური კავშირის სამოკავშირეო ორგანოების ფორმირებისას ერთობლივი სამხედრო ინფრასტრუქტურის იდეამ თავისი გამოხატულება ჰპოვა 1951 წლის მაისში ნატო-ს ინფრასტრუქტურის კომიტეტის შექმნაში. მის ფუნქციებში 1970-იან წლებში შედიოდა ინფრასტრუქტურის ყოველწლიური პროგამების შემუშავება და რეალიცაზია, ფირმებთან კონტრაქტების დადება, სამუშაოების წარმოებაზე კონტროლი და მზა ნაგებობების მიღება.

დაწყებული 1951 წლიდან, როდესაც შეიმუშავეს ინფრასტრუქტურის მეორე პროგრამა, ღონისძიებების გატარება ტერიტორიების სამხედრო მიზნებით საინჟინრო-ტექნიკური აღჭურვის სფეროში დაიწყეს ნატო-ს ფარგლებში. ინფრასტრუქტურის მეორე პროგრამის დაფინანსებაში მონაწილეობა მიიღო ბლოკის ყველა ქვეყანამ, ისლანდიის გამოკლებით, რომელიც არ მონაწილეობდა ინფრასტრუქტურის ღონისძიებებში. მასში ვერ მონაწილეობდა გფრ-ც, რომელიც იმ დროს არ შედიოდა არც დასავლურ და არც ჩრდილოატლანტიკურ კავშირებში. უკანასკნელის მონაწილეობა სამხედრო ინფრასტრუქტურის დაფინანსებაში იწყება 1957 წელს შემუშავებული VIII პროგრამიდან.

II პროგამის შესრულებისა და III შემუშავების მსვლელობისას 1952 წლის ივნისში შექმნეს კიდევ ერთი ორგანო _ ინფრასტრუქტურის დაფინანსებისა და განვითარების კომიტეტი. იგი განაგებდა საერთო ფონდებს ინფრასტრუქტურის პროექტებზე, შეიმუშავებდა საფინანსო სმეტებს, ახორციელებდა მშენებლობაზე კონტროლს, აგრეთვე ამზადებდა რეკომენდაციებს ერთობლივ მშენებლობაში ნატო-ს ქვეყნების წილობრივი მონაწილეობის შესახებ.

1954 წლამდე მშენებლობას აწარმოებდნენ წლიური პროგამების მიხედვით, ხოლო შემდეგ კი ნატო-ში დაიწყეს პერსპექტიული გეგმების შემუშავება.

სულ 1950 წლიდან დაწყებული და 1970-იანების პირველი ნახევრის ჩათვლით ნატო-ში შეიმუშავეს ინფრასტრუქტურის 25 ერთწლიანი პროგრამა. ნატო-ს სამხედრო ორგანიზაციან გამოსვლასთან დაკავშირებით საფრანგეთი ინფრასტრუქტურის დაფინანსების 18-ე პროგრამიდან მთლიანობაში აღარ მონაწილეობდა და იზღუდებოდა შენატანებით მხოლოდ ცალკეული ობიექტების მშენებლობაში. ინფრასტრუქტურის პროგრამების რეალიზების მსვლელობისას 1970-იანი წლების მეორე ნახევრამდე არასრული მონაცემებით დახარჯეს ინფრასტრუქტურაში დაახლოებით 2 მლრდ. ხარჯვითი ერთეულის* ტოლი თანხა (შენიშვნა: ხარჯვით ერთეულად მიღებული იყო გირვანქა სტერლინგი ფინანსური შეფარდებით ამერიკულ დოლართან /ერთი გირვანქა სტერლინგი უდრიდა 2,8 ამერიკულ დოლარს/).

წლიური პროგრამების დაფინანსებაში ნატო-ს ქვეყნების მონაწილეობის წილის განსაზღვრას ახდენდნენ ყოველწლიურად, დაწყებული 1951 წლიდან, როდესაც ნატო-ს საბჭოში გაანაწილეს ხარჯები ინფრასტრუქტურის მეორე პროგრამის მიხედვით. რაც შეეხებოდა საბოლოო ანგარიშებს, მათ ახდენდნენ პერიოდულად.

იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლური კავშირის ყველა ქვეყანა, რომლებმაც სათავე დაუდეს ერთობლივად დაფინანსებულ სამხედრო ინფრასტრუქტურას, შევიდა ნატო-ში და წარმოქმნა მასში ე. წ. ევროჯგუფის ბირთვი, ამიტომ მის პირველ პროგრამას ასევე თვლიდნენ ნატო-ს პროგრამად. რაც შეეხება ბლოკის ევროჯგუფს, იგი 1970-იან წლებშიც წამყვან როლს თამაშობდა ინფრასტრუტურის სფეროში.

ალიანსის ქვეყნების მონაწილეობის წილი ინფრასტრუქტურის პროგრამების დაფინანსებაში მოყვანილია ქვემოთ ცხრილში.

ნატო-ს ქვეყნების მონაწილეობის წილი ინფრასტრუქტურის პროგრამების დაფინანსებაში (პროცენტებში)

(მონაცემების უფრო მჭიდროდ ჩაწერის მიზნით შემოვიტანეთ აღნიშვნები: [A] – I პროგრამა, 1950 წ., [B] – II, III და IV წლიური პროგრამები და პირველი პერსპექტიული გეგმა, 1951-1957 წწ., [C] – 1957-1960 წწ. /VIII-XI/, [D] – 1961-1064 წწ. /XII-XV/, [E] – 1965-1969 წწ. /XVI-XX/, [F] – 1970-1974 წწ. /XXI-XXV/)

ნატო-ს . . . . . . . . . . . . .[A] . . . . [B] . . . . პ ე რ ს პ ე ქ ტ ი უ ლ ი გ ე გ მ ე ბ ი
ქვეყნები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .[C] . . . . [D] . . . . . [E] . . . . . [F] . . .

აშშ . . . . . . . . . . . . . . . . . .-- . . . . 43,679 . . . 36,98 . . . 30,85 . . . 25,77 . . 20,6716
დიდი ბრიტანეთი . . 27,27 . . 12,756 . . . . 9,88 . . . 10,50 . . . 10,42 . . .11,9950
გფრ . . . . . . . . . . . . . . . . . -- . . . . . -- . . . . . . .13,72 . . . 20,00 . . . 21,86 . .25,1767
საფრანგეთი . . . . . . . .45,66 . . .15,040 . . . 11,87 . . . 12,00 . . . .13,16 . . . . . -- . .
იტალია . . . . . . . . . . . . . . -- . . . . 5,681 . . . . .5,61 . . . . .5,97 . . . . .6,58 . . .7,5757
კანადა . . . . . . . . . . . . . . . .-- . . . . 6,021 . . . . .6,15 . . . . 5,15 . . . . . 5,48 . . 6,3132
ბელგია . . . . . . . . . . . . 13,18 . . . 5,462 . . . . .4,39 . . . .4,24 . . . . .4,61 . . . 5,3031
ნიდერლანდები . . . . 13,44 . . . 3,889 . . . . .3,51 . . . . 3,83 . . . . .4,23 . . . 4,8738
ლუქსემბურგი . . . . . . 0,45 . . . .0,155 . . . . .0,17 . . . . 0,17 . . . . .0,18 . . . 0,2020
ნორვეგია . . . . . . . . . . . -- . . . . . .2,280 . . . . .2,19 . . . . 2,37 . . . . .2,59 . . . 2,9798
დანია . . . . . . . . . . . . . . -- . . . . . . 2,767 . . . . .2,63 . . . . 2,87 . . . . .3,07 . . . 3,5354
საბერძნეთი . . . . . . . . .-- . . . . . . 0,750 . . . . .0,87 . . . . 0,67 . . . . .0,65 . . .0,7576
თურქეთი . . . . . . . . . . .-- . . . . . . 1,371 . . . . .1,75 . . . . 1,10 . . . . .1,10 . . . .1,2626
პორტუგალია . . . . . . . -- . . . . . . 0,146 . . . . .0,28 . . . . .0,28 . . . . .0,30 . . 0,3535

როგორც ცხრილში მოყვანილი მონაცემებიდან ჩანს, ინფრასტრუქტურაზე ხარჯების ძირითადი ნაწილი მოდიოდა ნატო-ს წამყვან ქვეყნებზე; ბლოკის მცირე ქვეყნების წილები უმნიშვნელო იყო და მათი ზომები პრაქტიკულად არ იცვლებოდა; ინფასტრუქტურის დაფინანსებაში აშშ-ის მონაწილების წილი თანდათანობით მცირდებოდა, რაც შეესაბამებოდა შეერთებული შტატების ხელმძღვანელი წრეების მისწრაფებას გადაედოთ სამხედრო ხარჯების ტვირთი ნატო-ს ევროპულ ქვეყნებზე; ხარჯების მნიშვნელოვანი წილი მოდიოდა დასავლეთევროპული კავშირის ქვეყნებზე. ამასთან გფრ-ის წილი ინფრასტრუქტურის დაფინანსებაში განუხრელად იზრდებოდა და 1970-იანი წლების შუახანებში შეადგენდა მთელი ხარჯების 25%-ს.

ინფრასტრუქტურის გეგმებისა და პროგრამების შემუშავებისას წამყვანი როლი ეკუთვნოდა ბლოკის სამხედრო ხელმძღვანელობას. გამომდინარე ოპერატიული აუცილებლობიდან და წინადადებებისა და სურვილების გათვალისწინებიდან, ნატო-ს სარდლობებს ომთ-ებზე და ბლოკის უმაღლეს მთავარ სარდლობებს შეჰქონდათ წინადადებები კონკრეტული ობიექტების მშენებლობის შესახებ. ნაგებობებისადმი ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნების შემუშავების შემდეგ ნატო-ს სარდლობები თავიანთ რეკომენდციებს განსახილველად უგზავნიდნენ ბლოკის ქვეყნების შესაბამის ეროვნულ ორგანოებს. შემდეგ პროექტებს გადაამუშავებდნენ ალიანსის ქვეყნების წინადადებების გათვალისწინებით და ადგენდნენ სამუშაოების წარმოების ვადებსა და თანამიმდევრობას. პროექტის საფინანსო და ტექნიკურ ასპექტებს სწავლობდა ინფრასტრუქტურის კომიტეტი საერთაშორისო სამოკავშირეო შტაბთან ერთობლივად. ამავდროულად ნატო-ს სამხედრო კომიტეტი განსაზღვრავდა მშენებლობის სამხედრო თვალსაზრისით მიზანშეწონილობას. გეგმის საბოლოო ვარიანტს დასამტკიცებლად წარუდგენდნენ ნატო-ს უმაღლეს მთავარსარდალს ომის თეატრზე. დამტკიცების შემდეგ გეგმებს აგზავნიდნენ ნატო-ს საბჭოს განხილვაზე, რომელსაც გამოჰქონდა საბოლოო გადაწყვეტილება. სამშენებლო სამუშაოების შესრულების მსვლელობისას ბლოკის სარდლობა ინფრასტრუქტურის კომიტეტთან ერთობლივად თვალყურს ადევნებდა სამუშაოების წარმოებას, ინსპექტირებას უტარებდა მშენებარე ობიექტებსა და ღებულობდა მზა ნაგებობებს.

ნატო-ს სპეციალისტები გამოჰყოფდნენ ინრასტრუქტურის პროგრამების განხორციელების რამდენიმე ეტაპს.

1951-დან 1956 წლის ჩათვლით პერიოდში (ინფრასტრუქტურის I-VII პროგრამები), როდესაც ნატო-ს სარდლობა ძირითად ფსონს აკეთებდა ავიაციაზე, როგორც ბლოკის სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების ძირითად დამრტყმელ ძალაზე, აწარმოებდნენ სამხედრო აეროდრომების ინტენსიურ მშენებლობას. ამ პერიოდში ბლოკის ინფრასტრუქტურაზე დახარჯეს 653 მლნ. გირვანქა სტერლინგი, რომლიდან დაახლოებით 50% წავიდა აეროდრომების მშენებლობის დაფინანსებაზე. დანარჩენი სახსრები ჩადეს სამხედრო მილსადენების, კავშირგაბმულობისა და ნავიგაციის ობიექტების, ომიანობის დროის მართვის პუნქტებისა და რადიოსალიკაციო სადგურების მშენებლობაში.

ბლოკის ჯარების ბირთვული შეიარაღების დაწყების შემდეგ 1957-დან 1960 წლის ჩათვლით პერიოდში (VIII-XI პროგრამები) ძირითად ყურადღებას უთმბდა სარაკეტო სასტარტო პოზიციებისა და ბირთვული საბრძოლო მასალების დასაწყობების პუნქტების მშენებლობას. ინფასტრუქტურაზე ხარჯებს ამ პერიოდში აფასებდნენ 304 მლნ. გირვანქა სტერლინგად. ამ თანხის დაახლოებით 1/3 დახარჯეს სასტარტო პოზიციებისა და ბირთვული საბრძოლო მასალების დასაწყობების პუნქტების მშენებლობაზე. ამავდროულად აგრძელებდნენ აეროდრომების, სამხედრო მილსადენების, მართვის პუნქტების, სანავიგაციო ობიექტებისა და რადიოსალოკაციო სადგურების მშენებლობას.

შემდგომ პერიოდში 1961-დან 1964 წლის ჩათვლით (XII-XV პროგრამები) სახსრების დაახლოებით ნახევარი გამოყვეს ნატო-ს ჰთ-ის ძალებისა და საშუალებების მართვის სისტემის “ნეიჯის” ობიეტების მშენებლობაზე. ამ პერიოდში აგრძელებდნენ სასტარტო პოზიციების, ბირთვული საბრძოლო მასალების დასაწყობების პუნქტებისა და აეროდრომების მშენებლობას. სახსრების რაოდენობა მილსადენების, მართვის პუნქტების, სანავიგაციო ობიექტების, რადიოსალოკაციო სადგურებისა და კავშირგაბმულობის ნაგებობების მშენებლობაზე მნიშვნელოვნად შეამცირეს. ხარჯები XII-XV პროგრამების შესრულებაზე შეადგენდა 250 მლნ. გირვანქა სტერლინგს.

პირველი ხუთწლიანი გეგმის მსვლელობისას (1965-1969 წლები), რომელიც მოიცავდა ინფრასტრუქტურის XVI-XX წლიურ პროგრამებს, მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდნენ ნატო-ს ჰთ-ის ძალებისა და საშუალებების მართვის სისტემის “ნეიჯის” მშენებლობას, არსებული აეროდრომების სრულად აღჭურვას, კავშირგაბმულობის სისტემისა და სამხედრო მილსადენების ქსელის სრულყოფას. ხარჯებს ამ მიზნებით პირველი ხუთწლიანი გეგმის განმავლობაში ბლოკის ხელმძღვანელობა აფასებდა 635 მლნ. დოლარად.

შემდგომი ხუთწლიანი გეგმა, რომელიც შეიმუშავეს 1970-1974 წლებზე და მოიცავდა ინფრასტრუქტურის XXI-XXV პროგრამებს, წარმოადგენდა უკვე შექმნილი ობიექტებისა და ნაგებობების შემდგომი განვითარებისა და სრულყოფის გეგმას. ამ გეგმის მიხედვით დახარჯული სახსრების საერთო თანხა 1975 წლის დასაწყისში ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ბეჭდურ გამოცემებში გამოქვეყნებული.

ინფრასტრუქტურის ერთობლივად დაფინანსებული პროგრამების მიხედვით მშენებლობის 25 წლის მანძილზე (1949-1974 წლები) ნატო-ს სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების ინტერესებში შექმნეს დიდი რაოდენობით ობიექტი და ნაგებობა, რომელთაგან ძირითადებს წარმოადგენდა:

_ აეროდრომების ქსელი, რომელიც მოიცავდა 250 აეროდრომს და რომლის მშენებლობისა და აღჭურვის ღირებულებამ შეადგინა ინფრასტრუქტურის მიხედვით 448 მლნ. საანგარიშო ერთეული. ნატო-ს შეფასებითი მონაცემების მიხედვით, აეროდრომების შექმნილი ქსელი უშვებდა ბლოკის სამოკავშირეო სამხედრო-საჰაერო ძალების ერთდროულად 500-ზე მეტი თვითმფრინავის ბაზირების შესაძლებლობას;

_ კავშირგაბმულობის სისტემა, რომელიც შედგებოდა 10 ათასი კმ საერთო სიგრძის მიწისზედა, მიწისქვეშა და წყალქვეშა საკაბელო ხაზებისა და რადიომიმართულებებისგან, 1970-იანი წლების შუახანებში წარმოადგენდა ნატო-ს სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების კავშირგაბმულობის გლობალურ ქსელს, რომლის მშენებლობის ღირებულებამ შეადგინა ინფრასტრუქტურის მიხედვით 219 მლნ. საანგარიშო ერთეული;

_ სამხედრო მილსადენების ქსელი, რომლის სიგრძე შეადგენდა 10 ათას კმ, ხოლო საწყობების საერთო ტევადობა 2 მლნ. კუბ. მ, უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, იძლეოდა საწვავის მიწოდების შესაძლებლობას ევროპულ ომთ-ებზე საარმიო კორპუსების ზურგის რაიონებში და დაახლოებით 100 აეროდრომზე. ამ ობიექტების მშენებლობაზე დახარჯეს 188 მლნ. საანგარიშო ერთეული ინფრასტრუქტურის მიხედვით;

_ ნატო-ს ქვეყნების სზძ-ის ობიექტების სისტემა, რომელიც მოიცავდა სამხედრო-საზღვაო ბაზებს, ნავიგაციის საშუალებებსა და სხვა ნაგებობებს, უცხოელი სპეციალისტების აზრით, უზრუნველყოფდა ბლოკის ქვეყნების სზძ-ის ბაზირებასა და საქმიანობას. ალიანსის ქვეყნებს იგი დუჯდათ 104 მლნ. საანგარიშო ერთეული ინფრასტრუქტურის მიხედვით;

_ აღმოჩენის რადიოსალოკაციო სადგურების ქსელი, რომლის მშენებლობის ღირებულებამ 1975 წლისთვის შეადგინა 38 მლნ. საანგარიშო ერთეული ინფრასტრუქტურის მიხედვით, იფარავდა ნატო-ს სარდლობის პასუხისმგებლობის მთელ ზონას;

_ ნატო-ს ჰთ-ის ძალებისა და საშუალებების მართვის სისტემა “ნეიჯი”, რომელიც გაშლილი იყო ნორვეგიის, დანიის, გფრ-ის, ნიდერლანდების, ბელგიის, საფრანგეთის, იტალიის, საბერძნეთისა და თურქეთისÔტერიტორიებზე, შედგებოდა რადიოსალოკაციო სადგურების, ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანების, მონაცემების გადაცემის ელექტრონული საშუალებებისა და საკომანდო პუნქტებისგან. მის მშენებლობაზე აღნიშნულ პერიოდში დაიხარჯა 119 მლნ. საანგარიშო ერთეული ინფრასტრუქტურის მიხედვით;

_ ამერიკული ბირთვული საბრძოლო მასალების დასაწყობების პუნქტები, რომლებიც განკუთვნილი იყო საბრძოლო მასალების განწერტილი შენახვისთვის ბლოკის რიგი ქვეყნების ტერიტორიებზე, წარმოადგენდა საინჟინრო მიმართებით აღჭურვილ სტაციონარულ ნაგებობებს. ამ ობიექტების მშენებლობის ღირებულებას აფასებდნენ 36 მლნ. საანგარიშო ერთეულად ინფრასტრუქტურის მიხედვით;

_ მრ “პერშინგების”, ზმრ “ნაიქებისა” და “ჰოქების” სასტარტო პოზიციები, რომელთა მშენებლობაც ნატო-ს ქვეყნებს დაუჯდათ ინასტრუქტურის მიხედვით 89 მლნ. საანგარიშო ერთეული, ალიანსის სპეციალისტებს მიაჩნდათ ბლოკის ქვეყნების ტერიტორიების საინჟინრო-ტექნიკური აღჭურვის თანამედროვე და ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ელემენტებად;

_ ინფრასტრუქტურის სხვა სამხედრო ობიექტებს, რომლებიც მოიცავდა ომიანობის დროის მართვის პუნქტებს, პოლიგონებს, სატრანსპორტო ნაგებობებს, სასწავლო დანიშნულების ობიექტებსა და სხვებს, აშენებდნენ კერძო და, როგორც წესი, სპეციფიური ამოცანების გადაწყვეტის ინტერესებში. მათ მშენებლობაზე დახარჯეს 131 მლნ. საანგარიშო ერთეული ინფრასტრუქტურის მიხედვით.

მაგრამ ინფრასტრუქტურის პროგრამებზე სახსრებს ხარჯავდნენ არა მხოლოდ ობიექტების მშენებლობაზე. გეგმებისა და პროგრამების შემუშავებასთან, აგრეთვე მზა ობიექტების ექსპლუატაციასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა ნატო-ში 25 წლის მანძილზე შეადგინა 556 მლნ. საანგარიშო ერთეული ინფრასტრუქტურის მიხედვით. მაგალითად, ცენტრალურ-ევროპულ ომთ-ზე მილსადენების ქსელის ექსპლუატაციის სააგენტოს შენახვა, რომელშიც დაკავებული იყო 1000 მუშა და მოსამსახურე, ნატო-ს უჯდებოდა 5 მლნ. დოლარი წელიწადში. ინფრასტრუქტურის ბიუჯეტიდან ასევე ანაზღაურებდნენ კავშირგაბმულობის სისტემა “აის ჰაისა” და სისტემა “ნეიჯის” ექსპლუატაციის ხარჯებს.

ინფრასტრუქტურა მთლიანობაში, როგორც ჩრდილოატლანტიკური კავშირის სარდლობის ღონისძიება, გაანგარიშებული იყო ნატო-ს სამოკავშირეო (გაერთიანებული) შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლებაზე და, საბჭოთა ავტორების შეფასებით, მოწმობდა ამ ბლოკის სამხედრო მზადებების აგრესიული ხასიათის შესახებ, რომლებიც მიმართული იყო უწინარეს ყოვლისა საბჭოთა კავშირისა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ.

IX. სამხედრო სტანდარტიზაცია ნატო-ში 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში

საბჭოთა სამხედრო სპეციალისტების აზრით, დაადგნენ რა საერთაშორისო ვითარების გამწვავებისა და საბჭოთა კავშირსა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციასთან კონფრონტაციის გზას, აშშ-ისა და ნატო-ს ხელმძღვანელი წრეები მუდმივად აძლიერებდნენ გამალებულ შეიარაღებას, ცდილობდნენ აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებზე სამხედრო უპირატესობის მიღწევას. ამ მიზნების მიღწევისთვის ისინი ისწრაფვოდნენ სხვადასხვანაირი შესალებლობების ფართო გამოყენებისკენ, მათ შორის სამხედრო სტანდარტიზაციისაც, რომელშიც ხედავდნენ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს აგრესიული ჩრდილოატლანტიკური კავშირის სამხედრო ძლიერების შემდგომში გასაზრდელად. 1970-იანი წლების მიწურულსა და 80-იანების დასაწყისში ამ მიმართულებით განსაკუთებით აქტიურობდნენ აშშ-ის პრეზიდენტი კარტერი და თავდაცვის მინისტრი ბრაუნი, რომლებიც, საბჭოთა ავტორების სიტყვით, სტანდარტიზაციას განიხილავდნენ როგორც ამერიკული მონოპოლიების უზარმაზარი მოგების წყაროს, ასევე მეტად ეფექტურ საშუალებს ნატო-ში აშშ-ის პოლიტიკური გავლენისა და თავის პარტნიორებზე კონტროლის გაძლიერებისთვის.

შეერთებული შტატების ღია განზრახვებს, აგრეთვე ამერიკული მთავრობის ავნტიურისტულ კურსს არ შეიძლებოდა ბლოკის ევროპული ქვეყნების მხრიდან არ გამოეწვია შეშფოთებისა და სიფრთხილის, აშშ-ის მიერ სტანდარტიზაციის სფეროში შეთავაზებული ღონისძიებებისადმი წინააღმდეგობისა და ბოიკოტის გრძნობა. დასავლური ბეჭდური გამოცემებიც ამის გამო ხაზს უსვამდნენ, რომ ასეთი დამოკიდებულება ნიშნავდა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა მისწრაფებას შეერთებული შტატებისგან დამოუკიდებლობისკენ შეიარაღების სფეროში.

ნატო-ს ევროპულმა ქვეყნებმა, რომლებსაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში უხვად აწვდიდნენ ამერიკულ იარაღსა და საბრძოლო ტექნიკას, დაიწყეს განცხდებების კეთება აშშ-თან თავიანთი თანასწორუფლებიანი მდგომარეობის შესახებ შეიარაღებათა შემუშავებასა და წარმოებაში. თუკი შეერთებული შტატების ხელმძღვანელობა პრინციპს “იყიდეთ ამერიკული” თვლიდა სტანდარტიზაციისკენ ყველაზე უფრო სწრაფ და იაფ გზად, ალიანსის წამყვანმა ევროპულმა სახელმწიფოებმა დაიწყეს შეიარაღებით თანასწორუფლებიანი ვაჭრობის წარმოების მოთხოვნა (ე. წ. “ორმხრივი მოძრაობის მქონე ქუჩის” პრინციპის მიხედვით). მაგრამ მოთხოვნები მოთხოვნებად რჩებოდა, ხოლო მდგომარეობა 1980-იანი წლების დასაწყისში იცვლებოდა ძალზედ ნელნელა, თუმცა კი ზოგიერთ სფეროში ამერიკულ მიწოდებებს დასავლეთ ევროპაში უყენებდნენ საიმედო ფარდას. ფაქტიურად გადაუღობეს გზა ტანკებისა და სხვა ჯავშანსატანკო ტექნიკის მოწოდებას, რომლებსაც ანაცვლებდნენ დასავლეთგერმანული ნიმუშებით (საბრძოლო ტანკები “ლეოპარდი”, ქვეითთა საბრძოლო მანქანები “მარდერი”), ასევე მნიშვნელოვნად ამცირებდნენ თვითმფრინავების, ვერტმფრენების, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებისა და საზენიტო მართვადი რაკეტების გასაშვები დანადგარების მიწოდებებს. და მაინც ბლოკის ევროპული ქვეყნები კვლავ ძლიერად იყვნენ დამოკიდებული აშშ-ზე შეიარაღებათა სფეროში, განსაკუთებით იარაღის თანამედროვე სისტემების ელექტრონიკით აღჭურვაში. როგორც უცხოური პრესა ამტკიცებდა, იარაღით ვაჭრობა ამ ქვეყნებს შორის იმ დროს აწარმოებდნენ 10 : 1 და მეტი თანაფარდობით აშშ-ის სასარგებლოდ. ასე, 1970-იან წლებში შეეთებულმა შტატებმა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მოახდინა 8 მლრდ, დოლარის სამხედრო აღჭურვილობის ექსპორტირება, ხოლო იქიდან თავისთან იმპორტით შეიტანა 700 მლნ.-ის თანხისა.

რამდენადაც ნატო-ს თითოეული ევროპული ქვეყნის ეკონომიკური და ტექნიკური შესაძლებლობები ცალცალკე მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა შეერთებული შტატებისას, ამიტომ ამ ქვეყნებს შორის 1980-იანი წლების დასაწყისისთვის შეიარაღების შემუშავებისა და წარმოების საკითხებში აღინიშნებოდა ტენდენცია ძალისხმევის გაერთიანებისკენ, რომელიც, ამასთანავე, ყველაზე უფრო ხშირად იზღუდებოდა ორი-სამი ძირითადი დასავლეთევროპული სახელმწიფოს (გფრ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი) ფარგლებით. საბჭოთა ავტორების შეფასებით, ეს თანამშრომლობა არცთუ იშვიათად, თუმცა კი შებურული ფორმით, ატარებდა ანტიამერიკულ ხასიათს.

სამხედრო სტანრადტიზაციის შინაარსი ნატო-ში. სამხედრო სტანდარტიზაცია ნატო-ში 1980-იანი წლების დასაწყისში ესმოდათ როგორც ბლოკის კოალიციური შეიარაღებული ძალების ერთობლივი და ყველაზე უფრო ეფექტური მოქმედებების უზრუნველყოფაზე მიმართული ფართო ღონისძიებების კომპლექსი ჯარებისა და შტაბების საქმიანობის უნიფიცირებული კონცეფციებისა და პროცედურების, აგრეთვე შეიარაღებისა და აღკაზმულობის გამოყენების საფუძველზე.

ბლოკის ხელმძღვანელობა თვლიდა, რომ შეიარაღების სტანდარტიზაცია შესაძლოა ყოფილიყო სრული და ნაწილობრივი, ამასთან პირველი ითვალისწინებდა ნატო-ს ყველა ქვეყნის მიერ იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ერთიანი სისტემების მიღებას, კვლევების, შემუშავებების, შეკვეთების განაწილებისა და წარმოების, აგრეთვე ამ მიზნებით გამოყოფილი ფულადი სახსრების გამოყენების კოორდინირებას.

1970-იანი წლების მეორე ნახევარში ნატო-ში მიიღეს ცნება _ ინტეროპერაბელურობა (interoperability), რომელიც განისაზღვრებოდა როგორც შეხედულებების საერთოობა და მოქმედებების ერთიანობა, შეიარაღებული ძალების, შენაერთების, ნაწილებისა და იარაღის სისტემების უნარი მოქმედებდნენ ერთობლივად ერთიანი მიზნების მისაღწევად, აგრეთვე ჯარებისა და იარაღის სისტემების საბრძოლო მზადყოფნის ურთიერთუზრუნველყოფა. ინტეროპერაბელურობა გამიზნული იყო არა იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ნატო-თვის ერთიანი ნიმუშების შექმნაზე, არამედ ყველა შეიარაღებაში არსებული და შემუშავებადი ნიმუშის ურთიეთშეცვლადობასა და თავსებადობაზე, მათ მოწყობაზე უწინარეს ყოვლისა ერთნაირი საბრძოლო მასალებისა და საწვავ-საცხები მასალების გამოყენებისთვის, მწყობრიდან ყველაზე უფრო ხშირად გამოსვლადი დეტალების, კვანძებისა და აგრეგატების ურთიერთშეცვლადობის დანერგვაზე, აგრეთვე მათით მოკავშირეთა ჯარების ურთიერთ უზრუნველყოფაზე. შეიარაღების სფეროში, როგორც უცხოურ ბეჭდურ გამოცემებში აღინიშნებოდა, ინტეროპერაბელურობა ფაქტიურად ნიშნავდა სტანდარტიზაციის უმარტივეს ფორმას.

ნატო-ში შემოიღეს აგეთვე ოპერატიული ინტეროპარაბელურობის ცნება, რომელიც მოიცავდა ჯარების საორგანიზაციო სტრუქტურის, ძირითადი ოპერატიული დოკუმენტების, წესდებებისა და დარიგებების უნიფიკაციას, ჯარებისა და შტაბების საბრძოლო და ოპერატიული მომზადების ერთიანი მეთოდიკებისა და პროგრამების შემუშავებას, აგრეთვე საბრძოლო მასალებისა და საწვავ-საცხები მასალების სტანდარტიზაციასა და შესაძლო საბოლო მოქმედებების რაიონებში მათი საკმარისი სასაწყობო მარაგების შექმნას.

ინტეროპერაბელურობას მართვისა და კავშირგაბმულობის სისტემაში წარმოადგენდა მოცემული სისტემის ორი და მეტი კომპონენტის უნარი დამაკმაყოფილებელი სახით გადაეცათ განკარგულებები და ინფორმაცია. ბლოკის სპეციალისტების აზრით, მას უნდა უზრუნველეყო სხვადასხვა მონაწილე ქვეყნის ჯარების საიმედო მართვა, მათი ურთიერთმოქმედება, შტაბების კავშირი და ა. შ. ამის მიღწევას ითვალისწინებდნენ დენის ერთნაირი სიხშირეებისა და დაძაბულობების გამოყენების ხარჯზე ან საიმედო გარდამქმნელებისა და გარდამავალი მოწყობილობების გამოყენების გზით.

შეიარაღებისა და ჯარების უზრუნველყოფის სისტემების სტანდატიზაციას, ნატო-ს ხელმძღვანელობის აზრით, საფუძვლად უნდა სდებოდა ერთიანი სამხედრო-სტრატეგიული კონცეფციები, ე. ი. საერთო შეხედულებები მომავალი ომის ხასიათსა და მისი წარმოების ხერხებზე, რომელთა შესაბამისადაც უნდა შეემუშავებიათ მოთხოვნები იარაღისა და საბრძოლო ტექნიკისადმი. მეტად მნიშვნელოვნად ითვლებოდა აგრეთვე პერსპექტიული დაგეგმვის გამოყენება, რაც, როგორც უცხოურ პრესაში აღნიშნავდნენ, უკიდურესად არ ჰყოფნიდა 1980-იანი წლების დასაწყისში ნატო-ს.

სტანდარტიზაციის პრობლემებით დაკავებული ნატო-ს ხელმძღვანელი ორგანოები. საერთო გადაწყვეტილებებს სტანდარტიზაციის საკითხებში ღებულობდნენ ნატო-ს საბჭო (თუკი ისინი ატარებდა პოლიტიკურ ხასიათს) და სამხედრო დაგეგმვის კომიტეტი (სამხედრო სფეროში). ნატო-ს გენერალური მდივნისა და საერთაშორისო სამდივნოს აპარატის მეშვეობით ისინი ორგანიზებას უკეთებდნენ სამუშაოებს დასახული პროგრამების მიხედვით და აკონტროლებდნენ ამ შეთანხმებების შესრულების მსვლელობას.

სამხედრო სტანდარტიზაციის სფეროში მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენდა ნატო-ს სამხედრო კომიტეტი. მისი ძირითადი სამუშაო ორგანო _ სართაშორისო სამოკავშირეო შტაბი _ ბლოკის უმაღლესი და მთავარი სარდლობების შტაბებთან, აგრეთვე სტანდარტიზაციის ბიუროსთან ერთობლივად შეიმუშავებდა სამხედრო-სტრატეგიულ კონცეფციებს, ბრძოლისა და ოპერაციების წარმოების ზოგად პრინციპებს, შეიარაღების სტანდარტული ნიმუშებისადმი მოთხოვნებს, მონაწილე ქვეყნებში გამოცემადი წესდებებისა და დარიგებებისთვის ერთიან დებულებებს, აგრეთვე ოპერატიული ხასიათის სხვადასხვანაირ დოკუმენტებს, რომლებიც ახდენდა ჯარების საბრძოლო გამოყენების რეგლამენტირებას. იგი გამოიმუშავებდა მოთხოვნებს სტანდარტიზაციისადმი ბლოკის ჯარების მართვისა და კავშირგაბმულობის, აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის სფეროში. სამხედრო სტანდარტიზაციის ბიურო პასუხს აგებდა აგრეთვე სტანდარტიზაციის საკითხებში შესაბამისი შეთანხმებების შემუშაებაზე ნატო-ში.

იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის სფეროში პრაქტიკული ზომების განხორციელებაში ნატო-ს ძირითად ორგანოს წარმოადგენდა მონაწილე ქვეყნების შეიარაღებათა საკითხებში დირეტორების კონფერენცია, რომელსაც ექვემდებარებოდა 140-ზე მეტი სხვადასხვა კომიტეტი, ჯგუფი და ქვეჯგუფი. მათ შორის არსებობდა შემდეგი ჯგუფები: სახმელეთო ჯარების შეიარაღების (მას ემორჩილებოდა 25 ქვეჯგუფი), სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღების (16), საჰაერო თავდაცვის შეიარაღების, სამხედრო-საზღვაო ძალების შეიარაღების (33), სამეცნიერო-კვლევითი საკითხების (34), კავშირგაბმულობის საშუალებებისა და რადიოელექტრონიკის (25), სტანდარტიზაციის, კოდიფიკაციის, ხარისხობივი შეფასებების, აგრეთვე საკონსულტაციო სამხედრო-სამრეწველო (ოთხი ქვეჯგუფი). დირექტორების კონფერენციას ემორჩილებოდა შეიარაღების სისტემების კონკრეტული პროექტების განხორციელების 18 კომიტეტი. ჯგუფებსა და ქვეჯგუფებს, აგრეთვე კომიტეტებს აყალიბებდნენ ტექნიკისა და ტაქტიკის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისგან. ისინი მუშაობდნენ მჭიდრო კავშირში სამხედრო სტანდარტიზაციის ბიუროსთან.

ზურგის უზრუნველყოფის სფეროში სტანდარტიზაციის პროგრამების განხორციელებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობოდა რემონტისა და სათადარიგო ნაწილებით მომარაგების სამმართველოს მისდამი დაქვემდებარებული ასეთივე სახელწოდების სააგენტოთი. ისინი აგროვებდნენ განაცხადებს ნატო-ს ყველა ქვეყნიდან შეიარაღებასა და სათადარიგო ნაწილებზე, შესაბამის საწარმოებს აძლევდნენ შეკვეთებს მათ დამზადებაზე, ორგანიზებას უკეთებნენ ტექნიკის რემონტს, შენახვასა და სათადარიგო ნაწილებით ცენტრალიზებულ მომარაგებას. ამ პროცესების ცენტრალიზება, დასავლური პრესის აღნიშვნით, უზრუნელყოფდა შეკვეთილი შეიარაღებისა და სათადარიგო ნაწილების ღირებულების მნიშვნელოვან (50%-ით) შემცირებასა და მომხმარებლებისთვის მათ უფრო ოპერატიულად მიწოდებას. რემონტისა და სათადარიგო ნაწილებით მომარაგების სააგენტოში 1980-იანი წლების დასაწყისში დაკავებული იყო დაახლოებით 900 ადამიანი. მის განკარგულებაში იყო მომარაგების ცენტრი, საწყობები და სახელოსნოები.

მართვისა და კავშირგამულობის საშუალებების სტანდარტიზაიის პრობლემებს წყვეტდნენ ყველა ზემოდასახელებულ ორგანოში, მაგრამ საბოლოოდ მათ ამუშავებდნენ ნატო-ს სამოკავშირეო კავშირგაბმულობის სისტემის სამმართველოში. სტანდარტიზაციის საკითხებით დაკავებული იყო ბლოკის ზოგიერთი სხვა ორგანოც.

1980-იანი წლების დასაწყისში ჩრდილოატლანტიკურ კავშირში სამხედრო სტანდარტიზაციაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ნატო-ს ევროჯგუფსა და პროგრამიების ევროპულ ჯგუფს (ამ უკანასკნელში მონაწილეობდა საფრანგეთიც). შეიარაღების სტანდარტიზებული ნიმუშების უმეტესობას ნატო-ში ქმნიდნენ მაშინ ამ ორი ჯგუფის ფარგლებში.

ევროჯგუფის შემადგენლობაში შედიოდა რვა ჯგუფი: მონაწილე ქვეყნების შეიარაღებათა საკითხებში დირექტორების, პერსპექტიული დაგეგმვის, საბრძოლო მომზადების, ჯარების საორგანიზაციო სტრუქტურის, კავშირგაბმულობის, ზურგის უზრუნველყოფის, სამხედრო-სამედიცინო უზრუნველყოფის.

სტანდარტიზაციის მდგომარეობა ნატო-ში 1980-იანი წლების დასაწყისში. აშშ-ისა და ჩრდილოატლანტიკური კავშირის ხელმძღვანელი წრეები თვლიდნენ, რომ შეიარაღების შემუშავებებსა და წარმოებაში დუბლირების შედეგად მონაწილე ქვეყნები არაპროდუქტიულად ხარჯავდნენ 10 მლრდ. დოლარზე მეტს წელწადში. ნატო-ს სამოკავშირეო შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ევროპაში ამერიკელი გენერალი გუდფეისტერი ამტკიცებდა, რომ შეიარაღებისა და ჯარების მოქმედებების კოორდინაციის სტანდარტიზაციაში არსებული ნაკლოვანებები ამცირებდა ბლოკის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობას არანაკლებ 30%-ით. ნატო-ს მობილური სახმელეთო ჯარების სარდლის აზრით ბლოკის მობილური ძალების საბრძოლო გაშლისთვის 1980-იანი წლების დასაწყისში საჭირო იყო ორჯერ მეტი დრო იმასთან შედარებით, რაც ეს აუცილებელი იქნებოდა შეიარაღებისა და ჯარების საქმიანობის სტანდატიზაცის განხორციელების შემთხვევაში.

ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე ამერიკელი თაქერი თვლიდა ბლოკში იარაღის სფეროში ხდებოდა სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების ნახევრის დუბლირება. მისი აზრით, აშშ-ში ახდენდნენ დასავლეთ ევროპაში წარმოებული თითქმის ყველა შემუშავების დუბლირებას, რადგანაც ამერიკელები ევროპულ იარაღს თვლიდნენ არასკმარისად სრულყოფილად და ხშირად არ სურდათ მისი ქონა ან ყოლა თავიანთ ჯარებში. თაქერი აცხადებდა, რომ ნატო-ს შვიდი ქვეყანა 1970-იანი წლების პირველ ნახევარში გეგმავდა კავშირგაბმულობის ექვსი სხვადასხვა ტაქტიკური სისტემის შექმნას, მაგრამ ორსაც კი მათგან არ შეეძლო კავშირის დამყარება ურთიერთშორის და არც ერთ სისტემას არ შეეძლო უშუალოდ მიერთება ბლოკის კავშირგაბმულობის ერთიან სისტემასთან.

1970-იანი წლების მეორე ნახევრამდე, უცხოური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, ნატო-ს რომელიმე ქვეყნის ხომალდებსა და თვითმფრინავებს არ შეეძლოთ საწვავით გაწყობა თავიანთი ბაზების ფარგლებს გარეთ საწვავის მიმღებების განსხვავებული კონსტრუქციებისა და სხვადასხვა ხარისხის საწვავების გამოყენების გამო. განსაკუთებით ეს ეხებოდა ამერიკულ თვითმფრინავებს ევროპაში.

ნატო-ში სტანდარტიზაციის სფეროში საკმარისად ბნელი სურათი დახატა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ კომერმა, რომელმაც განაცხადა: “როგორ შეძლებს ნატო-ს სარდლობა მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების ოპტიმალურად გამოყენებას, თუკი მათ რადიოკავშირგაბმულობას არ შეუძლია ერთიმეორის სიხშირეების გამოყენება, ბომბები არ ერგება თვითმფრინავებს, ჭურვები არ ერგება საარტილერიო ქვემეხებს, არსებობს სიძნელეები ერთიმეორის რუკების წაკითხვაში?” მან აღნიშნა, რომ ბლოკის ქვეყნები გეგმავდნენ, ორგანიზებას უკეთებდნენ, მომზადებას უტარებდნენ და აიარაღებდნენ ჯარებს ვიწრო ეროვნულ საფუძველზე, ვითომდა თითოეული მათგანი მარტო აპირებდა ომის წარმოებას საერთო მოწინააღმდეგესთან.

როგორც უცხოური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, 1977 წელს მხოლოდ დასავლეთ ევროპაში ნატო-ს შეიარაღებულ ძალებს გააჩნდა 23 ტიპის საბძოლო თვითმფრინავები, ამასთან მათგან უმეტესობა ერთნაირი დანიშნულებისა, შვიდი ტიპის საბრძოლო ტანკები, რვა ტიპის ჯავშანტრანსპორტერები, 22 ტიპის ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, 13 ტიპის ახლო ბრძოლის იარაღი. ბლოკის სახელმწიფოების სზძ-ში მაშინ მოითვლებოდა 100 ტიპის საბძოლო ხომალდი, 36 ტიპის ცეცხლის მართვის სისტემა, რვა ტიპის ზმრი-ის სახომლდო სისტემა, 30 მმ და მეტი ყალიბის 40 ტიპის სახომალდო საარტილერიო დანადგარი. მონაწილე ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში, უცხოელი სპეციალისტების აზრით, მოითვლეოა არანკლებ 100 სხვადასხვა ტიპის რაკეტები. ბლოკის სამხედრო კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ დასავლეთგერმანელმა გენერალმა შტაინჰოფმა მოიყვანა ასეთი ცნობები და განაცხადა, რომ “ნატო გამოიყურება დღეს საარმიო მუზეუმის მსგავსად”.

1980-იანი წლების დასაწყისში ჟურნალი “NATO’s fifteen nations” იტყობინებოდა, რომ ჩრდილოატლანტიკურ კავშირში წელიწადში ახორციელებდნენ შეიარაღების სტანდარტიზაციის ერთ პროექტს, ხოლო საერთოდ შეთავაზებული იყო 300-ზე მეტი ასეთი პროექტი და დადებული იყო 600 სხვადასხვა შეთანხმება, მაგრამ მათ ცხოვრებაში ვერ ატარებდნენ. ჟურნალი “პროსიდინგზი” ამასთან დაკავშირებით წერდა: “ყველას ნატო-ში შეგნებული აქვს სტანდარტიზაციის აუცილებლობა, მაგრამ არავის არ სურს მისი განხორციელება”.

შეიარაღების სტანდარტიზაციის ფართო პროგრამების ვერშემდგარობა ნატო-ში განსაკუთრებით ნათლად გამოვლინდა 1970-იანი წლების მიწურულს აშშ-ის, გფრ-ისა და დიდი ბრიტანეთის მცდელობასთან დაკავშირებით შეექმნათ ნატო-ს ძირითადი საბრძოლო ტანკი. ეს იდეა ჩავარდა ფაქტიურად სულ დასაწყისშივე. დასავლური ბეჭდური გამოცემები ამის გამო ირონიით აღნიშნავდნენ, რომ ტანკის ნაცვლად შექმნეს მუხლუხის ურთიერთ შეცვლადი თრექები (მუხლუხოს შემადგენელი დეტალები) და ისიც რეზინის კონსტრუქციისა, ხოლო სტანდარტული ტანკის შექმნის პერსპექტივამ კი გადაიწია საუკუნის ბოლომდე-ო.

აშშ-ისა და ნატო-ს ოფიციალური წარმომადგენლების ზემოთ მოყვანილი გამონათქვამები, რა თქმა უნდა, არ უნდა გვესმოდეს ისე, რომ ჩრდილოატლანტიკურ ბლოკში არაფერი არ იყო გაკეთებული და არაფერს არ აკეთებდნენ სტანდარტიზაციის სფეროში. ამ მეტად მძიმე შეფასებებს აქვეყნებდნენ 1970-იან წლებში და, როგორც ჩანს, მათში ზედმეტად ახდენდნენ მდგომარეობის დრამატიზებას ბლოკის ქვეყნებზე ზეწოლის მოხდენის მიზნით, რათა მიეღწიათ მათგან მეტი დათმობებისთვის მოცემულ საკითხებში. ამასთან ერთად ისინი რეალურად ასახავდა იმ მდგომარეობას, რომ ნატო-ში სტანდარტიზაციის გაშლის სფეროში ნამდვილად არსებობდა მნიშვნელოვანი სიძნელეები, რომელთა მიზეზსაც წარმოადგენდა აშშ-ის მცდელობები მთლიანად დაეპყრო შეიარაღებათა ბაზარი, უნდობლობა შეერთებული შტატებისადმი მისი ევროპელი პარტნიორების მხრიდან და თითოეული ქვეყნის მისწრაფება, როგორც წერდა ჟურნალი “ეივიეიშნ ვიქლ ენდ სფეის ტექნოლოჯი”, შეემუშავებინა, ეწარმოებინა და მიწოდებინა თავისი შეიარაღება.

თუმცა სტანდარტიზაციის ტემპები ვერ აკმაყოფილებდა ალიანსის ხელმძღვანელ წრეებს, მაგრამ მათ მიერ განხორციელებულმა ღონისძიებებმა საშუალება მისცა ფართოდ გაევრცელებიათ შეიარაღების ბევრი ნიმუში.

აშშ-ისა და ნატო-ს ხელმძღვანელობა ყველა თათბირსა და ფორუმზე ცდილობდა სტანდარტიზაციის საკითხების დაყენებას. ამ პრობლემის გადაწყვეტის მნიშვნელობას 1970-იანი წლების მიწურულს ხაზს უსვამდნენ ნატო-ს საბჭოს სესიებისა და სამხედრო დაგეგმვის კომიტეტის სხდომების ყველა დასკვნით კომუნიკეში. შეიარაღების სტანდარტიზაცია ერთერთი ძირითადი ამოცანის სახით ჩართეს 1978 წელს მიღებულ ბლოკის გრძელვადიან სამხედრო პროგრამაში, მომდევნო უახლოესი 15 წლის მანძილზე. ამ პრობლემის გადაყვეტისთვის ცდილობდნენ თვით ევროპული პარლამენტისა და “საერთო ბაზრის” გამოყენებასაც. ამერიკულმა მთავრობამ აშშ-ის კონგრესში შექმნა სპეციალური ქვეკომიტეტი ნატო-ში სტანდარტიზაციისა და ურთიერთდამოკიდებულების საკითხებში. საბჭოთა ავტორები ასკვნიდნენ, რომ 1980-იანი წლების დასაწყისში დასავლეთის მილიტარისტები ყველა ზომას მიმართავდნენ ჩრდილოატლანტიკურ კავშირში სტანდატიზაციის პრობლემების გადაწყვეტის ფორსირებისთვის.

კურსი ინტეროპარაბელურობაზე. 1970-იანი წლების მიწურულამდე აშშ-ისა და ნატო-ს ხელმძღვანელობა აყენებდა ბლოკში სრული სტანდარტიზაციის განხორციელების ამოცანებს, მაგრამ ისინი არარეალური აღმოჩნდა შეიარაღების უნიფიკაციის სრული მოცულობით მიღწევის შეუძლებლობის გამო. ამიტომ 80-იანი წლების დასაწყისში ამ სფეროში ამოცანები რამდენადმე შეავიწროვეს და კურსი აიღეს ინტეროპერაბელურობაზე, რომელიც, ზემოაღნიშნულის მიხედვით, ითვალისწინებდა ერთიანი კონცეფციებისა და პროცედურების, აგრეთვე ნაწილობრივ სტანდატიზებული იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის გამოყენებას.

1970-იანი წლების მეორე ნახევარში ბლოკში ახორციელებდნენ ჯარების ოპერატიული საქმიანობის სტანდარტიზების ღონისძიებების ფართო კომპლექსს. კერძოდ, შეიმუშავეს ზოგადი შეხედულებები საბრძოლო მოქმედებების წარმოებაზე შეიარაღებულ ძალთა ყველა სახეობისთვის. გარდა ამისა, მოამზადეს სპეციალური ოპერატიული დოკუმენტები ჯავშანსატანკო ჯარების, საჰაერო თავდაცვის საშუალებების საბრძოლო გამოყენების, ნაწილებისა და ქვედანაყოფების ბრძოლის ველზე მობილურობის საკითხებში. შეიმუშავეს დიდი რაოდენობით შეთანხმებები სტანდარტიზაციაში საბრძოლო მოქმედებების წარმოებისა და ჯარების უზრუნველყოფის სფეროში. მათ საფუძველზე შეიმუშავებდნენ მოთხოვნებს მომავალი სტანდარტიზებული შეიარაღებისადმი.

როგორც უცხოური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდნენ, შეიარაღების ნაწილობრივ სტანდარტიზაციას ახორციელებდნენ სხვადასხვანაირი ხერხებით. 1980-იანი წლების დასაწყისში უმნიშვნელოვანეს მიმართულებად ითვლებოდა იარაღის ძირითადი სისტემებისთვის ერთიანი ყალიბებისა და საბრძოლო მასალების შემოღება, ხოლო ამა თუ იმ სახეობის სამხედრო ტექნიკისთვის _ ერთიანი საწვავ-საცხები მასალებისა და საწვავგამწყობი ტექნიკის. გარდა ამისა, ცდილობდნენ საბრძოლო მნქანების ცალკეული კვანძების, აგრეგატებისა და დეტალების, აგრეთვე თვითმფრინავებზე საბრძოლო მასალების ჩამოსაკიდი მოწყობილობების სტანდარტიზებას. როგორც უცხოური პრესა იტყობინებოდა, ევროპაში განლაგებლი ამერიკული თვითმფრინავები 70-იანი წლების მეორე ნახევარში გადააკეთეს ევროპული საწვავის გამოყენებისთვის, თუმცა აშშ-ში დაბრუნების შემდეგ ითვალისწინებდნენ ამერიკული ხარისხის საწვავ-საცხებ მასალებზე ხელახლა მათ გადაყვანას.

ნატო-ში სტანდარტიზებულად (ანუ ნატოურად) ითვლებოდა იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ის ნიმუშებიც, რომლებსაც ერთობლივად შეიმუშავებდა და აწარმოებდა ბლოკის ორი ან მეტი სახელმწიფო, ასევე რომლებიც მიღებული იყო რამდენიმე მონაწილე სახელმწიფოს შეიარაღებაში მათ მიერ მზა ნიმუშების ან წარმოებაზე ლიცენზიების შესყიდვის შედეგად, აგრეთვე წარმოებულები შემმუშავებელ ქვეყნებთან ერთობლივად. ასეთი სტანდარტიზაციის მაგალითებად შესაძლოა გამომდგარიყო, კერძოდ, თვითმფრინავები “ტორნადო” (შეიმუშავეს დიდბრიტანეთმა, გფრ-მ და იტალიამ და შედგებოდა ამ ქვეყნების შეიარაღებაში), “ალფა ჯეტი” (გფრ, საფრანგეთი), “იაგუარი” (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი), F-16 (შეიმუშავეს აშშ-ში და მიჰყიდეს ბელგიას, ნიდერლანდებს, დანიასა და ნორვეგიას, რომლებიც შეერთებულ შტატებთან ერთობლივად ნაწილობრივ მონაწილეობდნენ მათ წარმოებაში), “მიწა-მიწა” კლასის მართვადი რაკეტა “ლანსი” (შეიმუშავეს აშშ-ში და მიაწოდეს ალიანსის რიგ სახელმწიფოებს), ტანკი “ლეოპარდ”1 (შეიმუშავეს გფრ-ში და მიაწოდეს ბლოკის ბევრ ქვეყანაში, იტალია კი მას აწარმოებდა ლიცენზიით). მიმართეს ასევე მცდელობას შეექმნათ ნატო-ს სტანდარტული ფრეგატი (გფრ და ნიდერლანდები).

ნატო-ში 1970/80-იანი წლების მიჯნაზე ყველაზე უფრო გავრცელებული შეიარაღების ზოგიერთი ნიმუში მოყვანილია ქვემოთ ცხრილში, რომლიდანაც ჩანს, რომ იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ძირითად მიმწოდებლებს წარმოადგენდნენ აშშ, აგრეთვე გფრ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. ამასთან აღინიშნებოდა ერთის მხრივ აშშ-ის განკერძოებულობისკენ ტენდენცია შემუშავებებში, და მეორეს მხრივ _ აღნიშნული ევროპული ქვეყნებისა. მოცემულ ფაქტში უცხოელი სპეციალისტები ხედავდნენ ასეთი სტანდარტიზაციის არსებით სისუსტეს, რადგანაც იგი ვერ ამცირებდა შეიარაღების მრავალტიპიანობას ბლოკში, იწვევდა კონკრენტული ბრძოლის გამწვავებას, და აქედან გამომდინარე, ამ ქვეყნებს შორის წინააღმდეგობათა გამწვავებასაც. იგი ასევე სამეცნიერო აზრისა და მეწინავე ტექნოლოგიებისგან ჩამოაშორებდა ბლოკის მცირე ქვეყნებს, რაც მათში იწვევდა უკმაყოფილებას და ამუხრუჭებდა მთლიანობაში სტანდარტიზაციას. ცხრილში მოყვანილების გარდა, იყო აგრეთვე იარაღის სხვა ნიმუშებიც, რომლებიც ფართოდ იყო გავრცელებული ბლოკში. მაგალითად, დაახლოებით 9 ათასი სხვადასხვა ტანკი აღჭურვილი იყო ფაქტიურად ერთი ტიპის 105-მმ ზარბაზნით, ბლოკის ბევრ ქვეყანაში შეიარაღებაში ჰქონდათ ჰოლანდიური ტყვიამფრქვევი M58 და ა. შ.

ცხრილი
ნატო-ს ქვეყნებში 1980-იანი წლების დასაწყისში ყველაზე უფრო გავრცელებული შეიარაღების ნიმუშები

შეიარაღების დასახელება . . . . . . . ნატო-ს ქვეყნები, სადაც შეიარაღებაში
(შემმუშავებელი ქვეყანა) . . . . . . . . გააჩნდათ ეს სისტემა . . . . . . . . . . . . .

ს ა ხ მ ე ლ ე თ ო ჯ ა რ ე ბ ი

ოპერატიულ-ტაქტიკური . . . . . . . . აშშ, დიდი ბრიტანეთი, გფრ, იტალია,
რაკეტა „ლანსი“ (აშშ) . . . . . . . . . . . . ბელგია, ნიდერლანდები . . . . . . . . .

ტანკი “ლეოპარდ”1 (გფრ) . . . . . . . . გფრ, იტალია, კანადა, ბელგია, ნიდერ-
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ლანდები, დანია, ნორვეგია . . . . . . . . .

ტანკი M48 (აშშ) . . . . . . . . . . . . . . . . . აშშ, გფრ, ნორვეგია, პორტუგალია, სა-
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .ბერძნეთი, თურქეთი . . . . . . . . . . . . .

175-მმ თვითმავალი საარტი- . . . . . აშშ, დიდი ბრიტანეთი, გფრ, იტალია,
ლერიო დანადგარი M107 (აშშ) . . . . ნიდერლანდები, საბერძნეთი, თურქეთი

155-მმ თვითმავალი საარტილე- . . . აშშ, დიდი ბრიტანეთი, გფრ, იტალია,
რიო დანადგარი M109 (აშშ) . . . . . . . .კანადა, ბელგია, ნიდერლანდები, დანია,
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .ნორვეგია, საბერძნეთი . . . . . . . . . . . .

203,2-მმ თვითმავალი საარტილე- . . აშშ, დიდი ბრიტანეთი, გფრ, იტალია,
რიო დანადგარი M110 (აშშ) . . . . . . . . დანია, ნორვეგია, საბერძნეთი . . . . . .

155-მმ ჰაუბიცა FH70 (ერთობ- . . . . . . .დიდი ბრიტანეთი, გფრ, იტალია . . .
ლივად)* . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

155-მმ თვითმავალი საარტილერიო . . დიდი ბრიტანეთი, გფრ, იტალია . .
დანადგარი SP70 (ერთობლივად)** . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ტანკსაწინააღმდეგო მართვადი . . . . .დიდი ბრიტანეთი, გფრ, საფრანგეთი,
რაკეტა “მილანი” (გფრ, საფრანგ.) . . . ბელგია, საბერძნეთი, თურქეთი . . . . .

ტანკსაწინააღმდეგო მართვადი . . . . .აშშ, გფრ, იტალია, კანადა, ნიდერლა-
რაკეტა “თოუ” (აშშ) . . . . . . . . . . . . . . . .ნდები, დანია, ნორვეგია, პორტუგა-
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .ლია, საბერძნეთი, თურქეთი . . . . .

ტანკსაწინააღმდეგო მართვადი . . . . . გფრ, საფრანგეთი, იტალია . . . . . . .
რაკეტა SS-11 (საფრანგეთი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი . . . . .აშშ, გფრ, საფრანგეთი, ბელგია . . .
„როლანდი“ (გფრ, საფრანგეთი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

საზენიტო მართვადი რაკეტა . . . . . . . . აშშ, გფრ, დანია, საბერძნეთი . . . . .
„რედ აი“ (აშშ) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თვითმავალი საზენიტო დანად- . . . . . გფრ, ბელგია, ნიდერლანდები . . . . .
გარი „ჰეპარდი“ (გფრ) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ვერტმფრენი „ლინქსი“ (დიდი . . . . . . .დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, კანადა,
ბრიტანეთი, საფრანგეთი) . . . . . . . . . . .ნიდერლანდები, დანია . . . . . . . . . . . .

ჯავშანტრანსპორტერი M113 (აშშ) . . . აშშ, გფრ, იტალია, კანადა, ნიდერლან-
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . დები, დანია, ნორვეგია, პორტუგალია,
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .საბერძნეთი, თურქეთი . . . . . . . . . . . . .

ს ა მ ხ ე დ რ ო - ს ა ჰ ა ე რ ო ძ ა ლ ე ბ ი

თვითმფრინავები:
. . . F-104 (აშშ) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . აშშ, გფრ, იტალია, კანადა, ბელგია,
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .ნიდერლანდები, ნორვეგია, საბერძნეთი,
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . თურქეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

. . . F-4 (აშშ) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .აშშ, გფრ, საბერძნეთი, თურქეთი . . . . .

. . . F-5 (აშშ) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .აშშ, კანადა, ნიდერლანდები, ნორვეგია,
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .საბერძნეთი, თურქეთი . . . . . . . . . . . . .

. . . F-16 (აშშ) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .აშშ, ბელგია, ნიდერლანდები, დანია,
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .ნორვეგია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

. . . “ტორნადო” (ერთობლივად) . . . . . . დიდი ბრიტანეთი, გფრ, იტალია . . . . . . .

“ჰაერი-ჰაერი” კლასის მართვადი . . . . აშშ, გფრ, საფრანგეთი, იტალია, ბელგია,
რაკეტა “საიდვაინდერი” (აშშ) . . . . . . . . ნიდერლანდები, დანია, ნორვეგია, პორტუ-
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . გალია, საბერძნეთი, თურქეთი . . . . . . . . .

“ჰაერი-ჰაერი” კლასის მართვადი . . . . . აშშ, დიდი ბრიტანეთი, გფრ, იტალია,
რაკეტა “სფაროუ” (აშშ) . . . . . . . . . . . . . . .საბერძნეთი, თურქეთი . . . . . . . . . . . . . .

საზენიტო მართვადი რაკეტა . . . . . . . . . აშშ, გფრ, იტალია, ბელგია, ნიდერლან-
“ნაიქ ჰერკულესი” (აშშ) . . . . . . . . . . . . . . დები, დანია, ნორვეგია, საბერძნეთი,
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .თურქეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . .

საზენიტო მართვადი რაკეტა . . . . . . . . . .აშშ, გფრ, საფრანგეთი, იტალია,
“ჰოქი” (აშშ) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .ბელგია, ნიდერლანდები, დანია,
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . საბერძნეთი . . . . . . . . . . . . . . . .

საჰაერო თავდაცვის რადიოსალო- . . . . აშშ, დიდი ბრიტანეთი, გფრ, საფრან-
კაციო სადგური (ერთობლივად) . . . . . .გეთი, იტალია, ბელგია, ნიდერლან-
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . დები, დანია, ნორვეგია,საბერძნეთი,
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . თურქეთი . . . . . . . . . . . . . . . . . .

ს ა მ ხ ე დ რ ო - ს ა ზ ღ ვ ა ო ძ ა ლ ე ბ ი

ტორპედოები (აშშ) . . . . . . . . . . . . . . . . . . აშშ, გფრ, საფრანგეთი, იტალია,
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგა-
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ლია, საბერძნეთი, თურქეთი . . . . . . .

სისტემები:
. . . მართვადი სარაკეტო იარაღი . . . . . . აშშ, ნიდერლანდები, დანია, თურქეთი
. . . “ჰარპუნი” (აშშ) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . მართვადი სარაკეტო იარაღი . . . . . . დიდი ბრიტანეთი, გფრ, საფრანგეთი,
. . . “ეკზოსეტი” (საფრანგეთი) . . . . . . . . საბერძნეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . საზენიტო მართვადი სარაკეტო . . . აშშ, იტალია, კანადა, ნიდერლანდები,
. . . იარაღი “სი სფაროუ” (აშშ) . . . . . . . . .დანია, ნორვეგია . . . . . . . . . . . . . . .
. . . საზენიტო მართვადი სარაკეტო . . . .აშშ, გფრ, იტალია, ნიდერლანდები,
. . . იარაღი “ტარტარი” (აშშ) . . . . . . . . . . . დანია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . ნავსაწინააღმდეგო მართვადი . . . . . აშშ, გფრ, იტალია, კანადა, თურქეთი
. . . სარაკეტო იარაღი ASROC (აშშ) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

შენიშვნები: M48 ტიპის ტანკებზე თურქეთს მიცემული ჰქონდა შეკვეთა; ასევე შეკვეთა იყო FH70 ტიპის ბუქსირებად ჰაუბიცებზეც; SP70 ტიპის თვითმავალი ჰაუბიცები გადიოდა გამოცდებს, ხოლო შეიარაღებაში ჯერ არ იყო მიღებული.

1980-იანი წლების დასაწყისში უახლოეს წლებში გეგმავდნენ რიგი მსხვილი ერთობლივი პროექტების განხორციელებას. გფრ-მ, დიდბრიტანეთმა და საფრანგეთმა გადაწყვიტეს საერთაშორისო კონსორციუმის შექმნა მართვადი რაკეტების და, უწინარეს ყოვლისა ტსმრ-ების შემუშავებისა და წარმოებისთვის, რომლებსაც მომავალში უნდა შეეცვალათ შეიარაღებაში არსებული ნიმუშები “ჰოთი”, “სვინგფაირი” და “თოუ”. იგივე ქვეყნები აწარმოებდნენ ევროპული გამანადგურებელ-ბომბდამშენის შემუშავებას მომავალში გფრ-ში თვითმფრინავების F-4 “ფანტომი” და დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში “იაგუარი” შესაცვლელად. შეიარაღებაში მის მიწოდებას მოელოდნენ 1981-1982 წლებში. მათ ასევე აშშ-თან ერთობლივად განზრახული ჰქონდათ ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის (ზცრს) MLRS წარმოებაში მონაწილეობა.

აშშ, გფრ, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ბელგია და ნიდერლანდები ქმნიდნენ საერთაშორისო კონსორციუმს ამერიკული მართვადი საარტილერიო ჭურვების “კოპერჰედი” ერთობლივი წარმოებისთვის.

გფრ და საფრანგეთი აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს ახალი ტანკის ერთობლივი შექმნის შესახებ მომავალში ტანკების “ლეოპარდ”1 და AMX-30 შესაცვლელად. გფრ-ს, საფრანგეთს, ბელგიას, ნიდერლანდებს, დანიასა და საბერძნეთს უახლოეს წლებში განზრახული ჰქონდათ ამერიკული ზმრ “პეტრიოტების” შესყიდვა არსებული ზმრ “ნაიქ ჰერკულესის” შესავლელად. 1978 წელს ნატო-ს ცხრა ევროპულმა ქვეყანამ შეთანხმება დაუდო აშშ-ს ნავიგაციის გლობალური ამერიკული სისტემის შემუშავებაში მონაწილეობის შესახებ, რომელიც განკუთვნილი იყო შეიარაღებულ ძალთა ყველა სახეობისა და იარაღის ყველა სისტემის ინტერესებში გამოსაყენებლად. მის მწყობრში შეყვანას გეგმავდნენ 1988 წელს (ამჟამად შეერთებულ შტატებს გააჩნია ასეთი სისტემა NAVSTAR).

როგორც დასავლური ბეჭდური გამოცემების მოყვანილი ცნობებიდან ჩანს, 1970/80-იანი წლების მიჯნაზე ნატო-ში მნიშვნელოვნად ჰქონდათ გააქტიურებული სამუშაოები შეიარაღების სტანდარტიზაციის სფეროში და ამზადებდნენ რიგ მსხვილ ერთობლივ პროექტებს.

იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ყველა სტანდარტიზებულ ნიმუშს ჩვეულებრივ გადასცემდნენ ბლოკის ორგანოებს ცენტრალური მომსახურების, რემონტისა და სათადარიგო ნაწილებით მომარგებისთვის. მაგრამ არსებობდა გამონაკლისებიც ამ წესიდან. მაგალითად, დასავლეთგერმანული ტანკების “ლეოპარდ”1 და მათი სათადარიგო ნაწილების მიწოდებებს ახორციელებდა უშუალოდ მიმწოდებელი ორმხრივი შეთანხმების შესაბამისად ნატო-ს ორგანოების შუამავლობის გარეშე. ასეთნაირადვე ბევრ ნიმუშს აწვდიდა აშშ-ც.

ინტეროპარაბელურობა თვალისწინებდა აგრეთვე ჯარებისა და შტაბების ტაქტიკური ილეთებისა და საქმიანობის პროცედურების კოორდინაციას, ტერმინოლოგიის იდენტიფიკაციას. 1980-იანი წლების დასაწყისში ნატო-ში დიდ ყურადღებას უთმობდნენ ტანკებთან ბრძოლისთვის ვერტმფრენების გამოყენების ერთიანი ტაქტიკის, სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებისა და მისი გაცვლის, მონაცემების ავტომატური დამუშავების ერთიანი მეთოდიკის შემუშავებას. ბლოკის ხელმძღვანელობის ყურადღების ცენტრში იმყოფებოდა კოალიციური ჯარების მართვისა და მათი ურთიერთმოქმედების ორგანიზების ამოცანები. ამ პრობლემების წარმატებით გადასაწყვეტად ბუნდესვერის სარდლობა თვლიდა, რომ არ უნდა შეექმნათ მრავალეროვნული ფორმიებები დივიზიის რგოლის ქვემოთ, ხოლო საუკეთესო იქნებოდა ასეთები ჰყოლოდათ საარმიო კორპუსის ფარგლებში.

ნატო-ში პრაქტიკაში იყენებდნენ სამხედრო-სასწავლო დაწესებულებების მსმენელების, ქვედანაყოფების ვიზიტების გაცვლას. ინტეროპარებელურობა ითვალისწინებდა თითოეული ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეების მიერ ბლოკში ყველა მათი პარტნიორის ჯარების ტაქტიკის, შეიარაღებისა და ფორმის ტანსაცმლის შესწავლას, რომლებთანაც ერთობლივად მოუწევდათ მოქმედება საბრძოლო პირობებში. შტაბებს ვალდებულებად უდებდნენ მოკავშირეებთან ინფორმაციის მუდმივად გაცვლას. ევროჯგუფმა 1979 წელს დაიწყო მფრინავების ერთობლივი სწავლება ერთიანი პროგრამების მიხედვით, კერძოდ საჰაერო ბრძოლის წარმოებისა და მიწისზედა მიზნებზე დრტყმების მიყენების საკითხებში. კოალიციური ჯარების მიერ ბრძოლისა და ოპერაციის წარმოების პრობლემებს ამუშავებნენ მრავალრიცხოვან სწავლებებში და მანევრებზე.

როგორც უცხოური ბეჭდური გამოცემები იტყობინებოდა, 1979 წელს ნატო-ში მიიღეს “აქტი ურთიერთ უზრუნველყოფის შესახებ”, რომელიც ავალებდათ დაედოთ შეთანხმებები და კონტრაქტები ინტეროპერაბელურობის საფუძველზე ბლოკის სხვა ქვეყნის ყოველივე აუცილებლით უზრუნველყოფის თაობაზე სწავლებების დროს და ომის შემთხვევაში. ამ დოკუმენტის შესაბამისად თითოეული ქვეყანა ვალდებული იყო უზრუნველეყო აშშ-ისა და ალიანსის სხვა ქვეყნების ჯარები საწვავითა და საბრძოლო მასალებით, მომსახურებოდა თვითმფრინავებსა და ტანკებს, დაებინავებინა და კვების პროდუქტებით უზრუნველეყო ამ ჯარების პირადი შემადგენლობა, გამოეყენებინა თავისი მოქალაქეები აეროდრომებსა და პორტებში სამხედრო ტვირთების მიღების, დანიშნულების ადგილამდე მათი გაცილების, დასაწყობებისა და მომსახურებისთვის. გარდა ამისა, ავალებდნენ უზრუნველეყოთ ამერიკული საწყობების დაცვა ევროპაში, გაეთავისუფლებინათ აშშ-ის ჯარები ბაზების უზრუნველყოფისა და მომსახურების ფუნქციებისგან, რათა მათ შეძლებოდათ თავიანთი ძალისხმევის თავმოყრა საბრძოლო საქმიანობაზე.

ინტეროპერაბელურობის ფარგლებში მნიშვნელოვან ადგილს უთმობდნენ ოფიცერთა შემადგენლობის მიერ უცხოური ენების შესწავლას. ლაპარაკი იყო უწინარეს ყოვლისა ინგლისურ ენაზე, რომელიც ფრანგულთან ერთად წარმოაგენდა ნატო-ს ოფიციალურ ენას. ბევრ მონაწილე ქვეყანაში ამ ენის შესწავლა ოფიცრებისთვის აუცილებელი იყო. ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები ვალდებული იყვნენ შეესწავლათ იმ ქვეყნის ენა, სადაც გადიოდნენ სამსახურს. ენაში მათ მომზადებაზე გამოყოფილი იყო 40 სთ, ხოლო ბრიგადებისა და ბატალიონების მეთაურები დასავლეთ ევროპაში გამგზავრების წინ სწავლების კურსს გადიოდნენ ენების სპეციალიზებულ სკოლაში. ფართოდ იყენებდნენ სპორტულ ღონისძიებებსაც “კონტაქტი” და “პარტნიორობა” პროგრამების მიხედვით. გარდა ამისა, ორგანიზებული იყო უნტერ-ოფიცერთა და ჯარისკაცთა კლუბები, გამოსცემდნენ სპეციალურ ლექსიკონებსა და სასაუბროებს. უცხო ენების შესწავლისას სვამდნენ შეზღუდულ ამოცანებს, მაგრამ პირად შემადგენლობას უნდა გაეგო ერთმანეთისთვის და შეძლებოდა აეხსნა თავისი საჭიროება. ყოველივე ამით მიზნად ისახავდნენ უწინარეს ყოვლისა აუცილებელი წინაპირობების შექმნას ბრძოლის ველზე კოალიციური ჯარების საიმედო ურთიერთმოქმედების ორგანიზებისა და მკაფიო მართვის განხორციელებისთვის.

დასასრულს საბჭოთა სამხედრო სპეციალისტები ასკვნიდნენ, რომ სტანარტიზაცია ნატო-ში მოიცავდა ღონისძიებების ფართო კომპლექსს და ეხებოდა ბლოკის საქმიანობის ფაქტიურად ყველა მხარეს. აშშ-ისა და ჩრდილოატლანტიკური კავშირის მილიტარისტული წრეები სტანდარტიზაციაში ხედავდნენ ბლოკის შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობების შემდგომი გადიდების არსებით დამატებით წყაროს და ამიტომ მიმართავდნენ მთელ ძალისხმევას მისი ფორსირებისთვის.

დასკვნის მაგიერ

ასეთია საბჭოთა სამხედრო პერიოდიკაში 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში ნატო-სა და დასავლეთევროპული კავშირის სამოქალაქო და სამხედრო ორგანიზაციების, მათი სტრუქტურის, ძალებისა და საშუალებების, მათი მიზნებისა და ამოცანების შესახებ არსებული ინფორმაცია, რომელიც მოიცავს სამხედრო-პოლიტიკურ, იდეოლოგიურ, სამხედრო და სამხედრო-ტექნიკურ მხარეებს.

ცხდია, საბჭოთა ავტორების შეფასებებში იქნებოდა ტენდენციურობის მნიშვნელოვანი წილიც, და არანაკლები შესაძლებლობების შეიარაღებული ძალები ეყოლებოდათ თავად საბჭოთა კავშირსა და ვარშავის ხელშეკრულების მონაწილე აღმოსავლეთევროპულ სახელმწიფოებს. მაგრამ, 1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-იანების დასაწყისში დაიშალა ჯერ ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია, შემდეგ კი თავად სსრკ-ც, ხოლო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კვლავაც განაგრძობს არსებობასა და აქტიურ საქმიანობას, უკვე არა თავდაცვითი ამოცანებით. ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობათა რუსი მკვლევარი და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს წევრი (საპარლამენტო ბლოკი “როდინა”) ქ-ნი ნატალია ნაროჩნიცკაია წერს:

“სულ უკანასკნელ წლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი აცხადებდა, რომ აშშ და ნატო ძალით დაიცავენ მთელ მსოფლიოში დასავლურ ფასეულობებს. აშკარაა, რომ თავად დასავლეთში ამ ფასეულობებს არაფერი და არავინ არ ემუქრება, მაგრამ მსოფლიოში დაახლოებით ხუთი მილიარდი ადამიანი აღიარებს საკუთარ ფასეულობებს, რომლებიც ამოზრდილია სხვა რელიგიურ-ფილოსოფიურ საფუძველზე. დასავლეთი, როგორც კათოლიკური დრანგ-ნახ-ოსტენის (Drang nach Osten _ აღმოსავლეთისკენ მიწოლა /შეტევა/ _ ი. ხ.) რაინდული ორდენები, ცეცხლითა და მახვილით “გაანათლებს” ყველას, ვისაც უარი უთხრეს ისტორიულ ინიციატივაზე” _ ანუ, ვინც არ მიეკუთვნება დასავლურ ცივილიზაციას და აღიარებს თავის საკუთარ ფასეულობებს. ხოლო ერების დაყოფის შემოტანა ისტორიული ინიციატივის მქონე და არმქონე კატეგორიის ერებად (ანუ პირველ და მეორეხარისხოვან ერებად, ბატონობისა და მორჩილებისთვის დაბადებულ ერებად), ქ-ნ ნაროჩნიცკაიას მიხედვით, ეკუთვნის ისევ დასავლეთევროპულ საზოგადოებრივ აზრს და “მეცნიერულად” ჩამოყალიბებულია გამოჩენილ გერმანელ იდეალისტ ფილოსოფოს ჰეგელთან. არც ისაა ვინმესთვის საიდუმლო, რომ საუკუნეების მანძილზე დასავლური დაპყრობები წარმოებდა ხშირად სწორედ ცივილიზაციის გავრცელების დროშით.

რუსი მკვლევარისა და პოლიტიკოსის მოყვანილ ციტატაში მოჩანს, რომ დასავლეთის მმართველი წრეები ნატო-ს ბლოკს დღესდღეობით აკისრებენ “მსოფლიო ჟანდარმის” როლს, რომლის ძირითად მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს აშშ-ის სამხედრო და ეკონომიკური მანქანა. რამდენად მართალია ასეთი შეფასება, ამას მომავალი გვიჩვენებს. საერთოდ ე. წ. “მსოფლიო პროექტები”, რომელთა განხორციელებასაც წარსულში ცდილობდნენ ცალკეული პირები და სახელმწიფოები _ ალექსანდრე დიდის მაკედონია, ძველი რომი, ნაპოლეონ ბონაპარტეს საფრანგეთი, ულიანოვ-ლენინის საბჭოთა კავშირი, ადოლფ ჰიტლერის გერმანია _ კაცობრიობასა და უწინარეს ყოვლისა ამ ქვეყნებს დიდი სისხლის, მსხვერპლისა და სირცხვილის (საფრანგეთი, რუსეთი და გერმანია) ფასად უჯდებოდათ, ასევე მათაც, ვინც თავიანთ გამოსარჩენს დახარბებულა ამ უსამართლო ექსპედიციებს აჰყოლია, ხოლო შემდეგ კი დამარცხებული და დაუძლურებული ყოფილი “ზეადამიანებისა “ და “მსოფლიო მბრძანებლების” (საფრანგეთი, გერმანია) ან “მსოფლიო მოქალაქეების” (საბჭოთა კავშირი, კომინტერნი) კვალდაკვალ უწვნევია კატასტროფული დამარცხების მთელი სიმწარე.

გასული წლის ზაფხულის ბოლოს, თუ არ ვცდებით, საქართველოს ტელევიზიის ტელეკომპანია “თბილისის” არხზე, რომელიც რუსეთის ერთერთ არხს გვიჩვენებს, გაუშვეს ინგლისურენოვანი დოკუმენტური ფილმი მეორე მსოფლიო ომის დასასრულის პერიოდზე. დიქტორი ამბობდა, რომ ომის ბოლო წელს აღმოსავლეთ გერმანიაში შესული საბჭოთა ჯარები ისევე იქცეონენ, როგორც თავის დროზე ნაცისტები იქცეოდნან მათ სამშობლოშიო. ხშირი იყო გერმანელი გოგონებისა და ქალების გაუპატიურებებიც. ამის გამო ერთერთი ქალაქის მაცხოვრებელი გერმანელი ქალები, სადაც ეს ფილმი იყო გადაღებული, მასობრივად იღრჩობდნენ თავს იქვე ჩამომავალ მდინარეში. შემდეგ ალაპარაკეს უკვე ხანშიშესული გერმანელი ქალი, რომლის დედამაც 1945 წელს თავი დაიღრჩო, ხოლო თავად იგი ბებიამ და პაპამ გადაარჩინეს და გაზარდეს. და ამ ქალმა განაცხადა: ბუნებრივია თავს დაიღრჩობდი, როდესაც დღეში ოცჯერ გაუპატიურებენო.

ასეთი იყო გერმანელი ერისთვის საზღაური ჩადენილი დანაშაულებების გამო, და ასეთი იყო იმ გერმანელი ქალების საზღაური, რომლებიც თავიანთ ქმრებსა და შვილებს აღმოსავლეთის, დასავლეთისა და აფრიკის ფრონტებზე დიდი შემართებით აცილებდნენ, ხოლო გერმანიაში დიდი ტაციობა ჰქონდათ ატეხილი აღმოსავლეთიდან და დასავლეიდან ჩატანილი ნაძარცვი კაბების, ხელჩანთების, ფეხსაცმლისა და ქურქების გამო, აგრეთვე ადამიანის ქონისგან დამზადებული პარფიუმერიის, საკონცენტრაციო ბანაკების ტყვეთა ოქროს კბილებისგან დამზადებული სამკაულების და სხვათა გამოც.

შესაძლოა გავიხსენოთ სხვა ეპიზოდიც. 1812 წელს მოსკოვში შემოსულ ნაპოლეონის ჯარებს რუსეთის მეორე სატახტო ქალაქის ფრანგული მოსახლეობის დიდი ნაწილი აღტაცებით შეხვდა და, შესაბამისად, როდესაც ზამთარში ნაპოლეონის ჯარებმა მოსკოვი დატოვეს, ეს ადამიანებიც მათ გაჰყვნენ უკან. მათი დიდი ნაწილი გზაში გაიყინა, ბევრი გაიძარცვა ან ისევ რუსებს ჩაუვარდა ხელში, ამჟამად უკვე ნადავლის სახით, ბევრიც მდინარე ბერეზინას გადალახვის დროს ჩატეხილი ყინულებისა და ზურგში მიწოლილი რუსული ჯარების გამო ან მდინარეში ჩაიღრჩო ან კიდევ რუსული კარტეჩის, ტყვიის, შუბისა და ხმლის მსხვერპლი გახდა.

როგორც ქ-ნი ნაროჩნიცკაია წერს თავის ნაშრომებში, დღევანდელ ეტაპზე ატლანტიკური დასავლეთის მიერ აშშ-ის ხელმძღვანელობით გატარებული ახალი “მსოფლიო პროექტის” მონახაზები გამოჩნდა ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდში, როდესაც 1888-90 წლებში ლონდონში ბეჭდავდნენ ევრაზიის მომავალ სავარაუდო რუკებს მსოფლიო ომის შემდეგ. ბრიტანეთის გავლენიანი წრეების სურვილით, უნდა განახევრებულიყო გერმანია, ავსტრია-უნგრეთი და დაშლილიყო თურქეთი, რომელთა ნანგრევებზეც აღმოსავლეთ ევროპაში უნდა წარმოქმნილიყო ფორმალურად დამოუკიდებელი, მაგრამ ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით სუსტი და, შესაბამისად, ბრიტანეთზე დამოკიდებული სახელმწიფოების იარუსი, რომელიც ბალტიის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე გეოგრაფიული მერიდიანის გაყოლებით შეადგენდა ანგლოსაქსონური გავლენის სფეროს. რუსეთის ადგილას რუკებზე ნაჩვენები იყო ე. წ. “სლავური კონფედერაცია” ან სულაც “უდაბნო” (Desert).

უკვე 1900-იანი წლების დასაწყისში გამოვიდა ბრიტანელი პოლიტიკური გეოგრაფის ჰ. მაკკინდერის წიგნი “ისტორიის გეოპოლიტიკური ღერძი”, რომელშიც ავტორი კიდევ უფრო მეტად განმარტავდა გაზეთებში გამოქვეყნებული რუკების შინაარსს. მის აზრით, ევროპის კონტინენტზე მხოლოდ ორ სახელმწიფოს _ გერმანიასა და რუსეთს შეეძლოთ ძლიერი სახმელეთო პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება აღმოსავლეთ ეროპაში თავიანთი გალენის გავრცელების ხარჯზე, რომელთან გამკლავებაც ანგლოსაქსებს ძალზედ გაუჭირდებოდათ. ამიტომ აუცილებელი იყო ბრიტანეთისთვის სწორედ ამ გეოგრაფიული სივრცის დაპატრონება. ავტორის ფორმულით: ვინც ფლობს აღმოსავლეთ ევროპას _ ის ბატონობს ევროპაზე, ვინც ფლობს ევროპას _ ის ბატონობს ევრაზიაზე, და ვინც ფლობს ევრაზიას _ ის ბატონობს მსოფლიოზე.

ჰ. მაკკინდერის ნაშრომი კიდევ უფრო აქტუალური გახდა პირველ მსოფლიო ომში “ანტანტის” გამარჯვებისა და ძირითადად ანგლოსაქსების მიერ ვერსალის ხელშეკრულების მომზადების პროცესში აღმოსავლეთ ევროპის ახალი სახელმწიფოების დადგენისა და მათთვის საზღვრების მოხაზვის მიზნით. და ტერიტორიების ეს გადანაწილება ხდებოდა აშშ-ის პრეზიდენტის ვუდრო ვილსონის მიერ წამოყენებული “დემოკრატიისა და ერთა თვითგამორკვევის” პრინციპების საფუძველზე. მაშინ ამ პროექტს ჰქონდა გარკვეული წარმატება, მაგრამ არა სრული გამარჯვება ბრიტანეთსა და გერმანიას შორის არსებული დიდი წინააღმდეგობებისა და დაპირისპირებების მიზეზით.

ქ-ნი ნაროჩნიცკაია ასევე აღნიშნავს, რომ უკვე მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას 1941 წლის 4 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა ფ. დ. რუზველტმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა უ. ჩერჩილმა გამოაცხადეს ერთობლივი დეკლარაცია, რომელსაც უწოდეს “ატლანტიკური ქარტია”. მასში, სხვათა შორის ნათქვამი იყო, ამ ორი სახელმწიფოს გადაწყვეტილებაზე ხელი შეუწყონ “იმ ხალხების სუვერენული უფლებებისა და თვითმმართველობის აღდგენას, რომელთაც ეს წაართვეს იძულების გზით”. ამასთან დოკუმენტში არანაირი მინიშნება არ ყოფილა ჰიტლერულ აგრესიაზე, ამასთან არც “ომის წინა” (Ante bellum) მდგომარეობაში დაბრუნებაზე (და ცხადია, არც შოტლანდიელების, უელსელების, ჩრდილოეთ ირლანდიელების, ბასკების, კორსიკელების ან ამერიკელი ინდიელების სუვერენიტეტის აღდგენაზე).

ამ დოკუმენტით ანგლოსაქსები ფაქტობრივად აცხადებდნენ თავიანთ უფლებას განეხილათ მსოფლიო რუკა “სუფთა დაფად” და თავიანთი ნება-სურვილისამებრ დაეხაზათ მასზე მომავალი ქვეყნების საზღვრები. უფრო მეტიც, იმავე 1941 წლის 22 აგვისტოს აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა საბჭომ, რომელიც იმ ხანად წარმოადგენდა ამერიკული სტრატეგიის ნამდვილ სამზარეულოს, ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის მოამზადა სპეციალური დოკუმენტი “ამერიკული პოლიტიკის საკითხები ნაცისტურ-ბოლშევიკურ ომთან მიმართებით”. მასში დასკვნის სახით, სხვათა შორის, ნათქვამია: “ამ ომის სამხედრო შედეგი გადაწყვეტს არა მხოლოდ ბოლშევიკური რეჟიმის ბედს; მან შესაძლოა განაპირობოს ძალთა გადაჯგუფების უზარმაზარი პროცესი ბოჰემიიდან ჰიმალაებამდე და სპარსეთის ყურემდე. ისტორიის ფურცლები ხელახლა იშლება, საღებავები ხელახლა იღვრება რუკებზე.

ამის გასაღები ძევს აღმოსავლეთ ევროპის რეორგანიზებაში, ტევტონებსა და სლავებს შორის ბუფერული ზონის შექმნაში. ამერიკის ინტერესებშია მიმართოს თავისი ძალისხმევა ამ პრობლემის კონსტრუქციულ გადაწყვეტაზე”.…

როგორც ვხედავთ, “მსოფლიო პროექტები” გააჩნდათ არა მხოლოდ ტოტალიტარულ ფაშისტურ გერმანიასა და კომუნისტურ რუსეთს, არამედ დემოკრატიულ და ლიბერალურ ატლანტიკურ დასავლეთსაც, თანაც ანგლოსაქსების მსოფლიო ბატონობის პროექტები გამოჩნდა საბჭოთა კავშირის შექმნამდე 20-25 წლით და გერმანიის სათავეში ჰიტლერის მოსვლამდე 35 წლით ადრე. და თუკი ანგლოსაქსონური “მსოფლიო პროექტების” ნგრევისას თავად ეს სახელმწიფოები მეტნაკლებად მცირე დანაკარგებით გამოდიოდნენ დღემდე შექმნილი მდგომარეობიდან, ამის მიზეზი უნდა ყოფილიყო ის, რომ ისინი ძირითადად თამაშობდნენ ევროპის კონტინენტურ სახელემწიფოებს _ გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, თურქეთს, საფრანგეთსა და რუსეთს შორის არსებული უთანხმოებებისა და დაპირისპირებების გამწვავებასა და მათ ერთმანეთში დაჯახებაზე. ამჟამად კი აშშ-ის მმართველი წრეები და შესაბამისი სტრუქტურები პრაქტიკულად უგულვებელყოფენ სხვა წამყვანი სახელმწიფოების, თუნდაც გერმანიისა და საფრანგეთის ინტერესებს, მათ დამოკიდებულებას ამა თუ იმ მოვლენებისადმი და უშუალოდ თავის თავზე იღებენ მსოფლიო პროცესებში ქმედით მონაწილეობას. სათანადოდ, მათვე მოუწევთ იმ მსხვერპლის გაღება, რომელიც წინა მსოფლიო ომებში გაიღეს საფრანგეთმა, გერმანიამ, ავსტრია-უნგრეთმა, თურქეთმა და რუსეთმა.

აქვე შევნიშნავთ, რომ წარმატებები ჯერ კიდევ არ ნიშნავს გამარჯვებას, და დღეს მიმდინარე ატლანტიკური “მსოფლიო პროექტის” წარმატებები, რომელსაც “დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების” ლოზუნგით ახორციელებენ ანგლოსაქსები შესაძლოა დროებითი იყოს, შემდეგ განიცადოს კატასტროფული მარცხი და მის ნანგრევებში მოჰყვეს საქართველოც, უფრო მეტად კი, მისი მმართველი ფენა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ღმერთისა და ერის წინაშე ყველაფრისთვის. და თუკი მას ნამდვილად ქვეყნის ინტერესები ამოძრავებს, და არა ვიწრო პირადული, მაშინ უნდა ახსოვდეს, რომ წარმატებას გამარჯვება მხოლოდ მაშინ მოჰყვება, თუკი ის სამართლიანობისთვის ბრძოლის გზაზე არის მოპოვებული. ხოლო რამდენად სამართლიანია ამჟამად მიმდინარე “მსოფლიო პროექტის” მიზნები და ამოცანები და რამდენად სამათლიანი გზებით ხდება მათი განხორციელება, ამის შესახებ დასკვნის გაკეთება თავად ჩვენი მკითხველისთვის მიგვინდია (გავიხსენოთ თუნდაც სავსებით “ტევტონური” მეთოდებით, პირდაპირი სამხედრო ჩარევით, ყოფილი იუგოსლავიისა და შემდეგ სერბეთის დანაწევრება). მანამდე კი გვინდა მას შევახსენოთ დიდი შოთა რუსთაველის აფორიზმი, რომელიც მან მართლმადიდებლური ქრისტიანობის საფუძველზე ჩამოაყალიბა: “ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია”.

ირაკლი ხართიშვილი
28/II/2007

გამოყენებული ლიტერატურა

1). С. Сергеев – Инфраструктура НАТО, Зарубежное военное обозрение, 1975 №3;
2). И. Белов – Руководящие органы НАТО, Зарубежное военное обозрение, 1976 №6;
3). А. Михайлов – Мобильные силы НАТО, Зарубежное военное обозрение, 1976 №12;
4). Г. Яковлев – Военная интеграция западноевропейских стран, Зарубежное военное обозрение, 1978 №1;
5). И. Белов – Военная организация блока НАТО, Зарубежное военное обозрение, 1978 №6;
6). И. Головнин – Объединённые вооружённые силы НАТО в Европе, Зарубежное военное обозрение, 1979 №1;
7). И. Белов – Военная стандартизация в НАТО, Зарубежное военное обозрение, 1980 №10;
8). А. Орлов – Стратегическое командование НАТО на Атлантике, Зарубежное военное обозрение, 1980 №11
9). А. Фролов – Главное командование НАТО в зоне пролива Ла-Манш, Зарубежное военное обозрение, 1981 №6;
10). И. Владимиров – Основные тенденции военной интеграции стран Западной Европы, Зарубежное военное обозрение, 1982, №3;
11). Н. Ивлев – Мобильные силы НАТО, Зарубежное военное обозрение, 1982, №6;
12). А. Цветков – Территориальные войска основных стран НАТО, Зарубежное военное обозрение, 1983, №3;
14). Е.В. Тарле – Наполеон, [Доп. изд.] М., Изд-во Акад. наук СССР, 1957;
15). Н.А. Нарочницкая – Преемственность англосаксонских геополитических планов в отношении Европы, http://www.narochnitskaia.ru.

No comments:

Post a Comment