(წერილი მომზადებულია ბროქჰაუზ–ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის /ლაიფციგი _ სანკტ–პეტერბურგი/ მასალებიდან; კონკრეტული საკითხების გამო ტექსტში არსებული მითითებანი გულისხმობს ამავე ენციკლოპედიური ლექსიკონის ტომებში გამოქვეყნებული შესაბამისი წერილების დამატებით გაცნობას)
შ ი ნ ა ა რ ს ი
I. თურქები ევროპაში მათ პირველ გამოჩენამდე 1356 წ.
II. დაპყრობები ევროპაში კონსტანტინოპოლის აღებამდე (1356-1453 წწ)
III. თურქული ძლიერების აყვავება (1453-1614 წწ.)
IV. სამეფოს დაშლა (1614-1757 წწ.)
V. რეფორმების მცდელობები (1757-1839)
VI. აბდულ მეჯიდის მეფობა (1839-1861)
VII. აბდულ აზისი (1861-1876) და მურად V (1876)
VIII. აბდულ ჰამიდი

თურქები გვიან გამოვიდნენ ისტორიულ სცენაზე, და ამასთან ველური, თუმცა კი დამპყრობლების ძლიერი ურდოს სახით; ამიტომ მათი თავდაპირველი ისტორია კიდევ უფრო ბნელია, ვიდრე სხვა ხალხების ისტორია. წერილობითი ძეგლები მუსლიმამდელი პერიოდიდან სულაც არ არის დარჩენილი, მუსლიმანური პერიოდის პირველი საუკუნეებიდან _ მხოლოდ ცოტათი მეტი, და მათაც არა აქვთ მნიშვნელობა: გადმოცემები მკრთალია და თითქმის არაფერს არ გვაძლევს მათი ცხოვრების გასაცნობად. სხვა ხალხების (ჩინელების, ბიზანტიელების) მატიანეები, რომლებთანაც თურქებს უხდებოდათ შესვლა მშვიდობიან ან, უფრო ხშირად, მტრულ ურთიერთობებში, ასევე ცოტას გვაძლევს. თავდაპირველად მონღოლური ტომის მომთაბარე ტომები, რომლებიც ბიზანტიელებისთვის ცნობილი იყვნენ ო გ უ ზ ე ბ ი ს, მოგვიანებით _ თ უ რ ქ ე ბ ი ს სახელით, ცხოვრობდნენ ალტაის მთებში. V ს.-ში ქრისტეს შობიდან, რაღაც ბიძგის შედეგად, რომელიც შესაძლოა მოდიოდა ჩინეთიდან, ისინი დაიძრნენ სამხრეთ-დასავლეთისკენ და დაიკავეს თურანი (თურქესტანი), საიდანაც გამოდევნეს ავარები. 562 და 568 წწ. მათი დიდი ყაენის (ხანის) მიერ გამოგზავნილი ელჩები ჩნდებიან ბიზანტიაში. IX და X სს.-ში თურქებს შორის გავრცელდა ისლამი და მასთან ერთად გამოჩნდა უფრო მაღალი არაბული კულტურის საწყისები (ჩანასახები); სამხედრო ხელოვნებაც, არაბული გავლენით, რამდენადმე უფრო ამაღლდა. X ს. თურქესტანიდან გამოვიდნენ დამპყრობელი თურქული ურდოები; ერთნი დაეუფლნენ ბუხარას, სადაც მეფობდა სამანიდების დინასტია (XVIII, 171), სხვები დაეუფლნენ სპარსეთს და დააარსეს ღ ა ზ ნ ე ვ ი დ ე ბ ი ს სამეფო (VII, 809). ეს უკანასკნელი აწარმოებდა ბრძოლას თავისსავე თანატომელბთან თურქესტანში, თურქ ს ე ლ ჯ უ კ ე ბ თ ა ნ (XXIX, 369), რომელიც დასრულდა უკანასკნელთა ზეიმით (XXIII, 292).
XI ს. განმავლობაში მათ (თურქმა სელჯუკებმა) დაიპყრეს ხორასანი, ჰერათი, ქურთისტანი, სომხეთი, საქართველო, შემდეგ სირია და ეგვიპტე. სელჯუკების ბატონობის დროიდან დიდი ყაენის ტიტული შეიცვალა სულთნის ტიტულით. სულთან მელექის დროს (1072-1092) თურქ-სელჯუკების სამეფომ მიაღწია თავის აპოგეას; მისი მემკვიდრეების დროს იგი დაიშალა. ჩინგიზ-ყაენის მიერ გამოწვეული დამპყრობლური მოძრაობის გავლენით (იხ. მონღოლები, 748), ხორასნიდან დასავლეთისკენ, თავიდან სომხეთზე, დაიძრა თურქ-ოღუზების ურდო, დაახლოებით 50.000 ადამიანისგან, სულეიმან ხანის (გარდ. 1231) უფროსობით; მისი ვაჟიშვილის ერთოღრულის (1231-1288) დროს დამპყრობლური მოძრაობა გრძელდებოდა უფრო შორს დასავლეთისკენ; თურქები შეჩერდნენ მცირე აზიაში, სადაც თანადგომა აღმოუჩინეს სელჯუკური კონიის (ანუ იკონიუმის, XII, 899) სულთანს ალაედდინს, მის ბრძოლაში ბიზანტიასთან. ამისთვის ალაედდინმა მისცა მათ ლენურ მფლობელობაში მიწის სივრცე ანგორასა და ბრუსას შორის (მაგრამ ამ ქალაქების გარეშე). ერთოღრულის ვაჟიშვილმა და მემკვიდრემ ოსმანმა (1288-1326) უძლურ ბიზანტიასთან ბრძოლაში თავის სამფლობელოებს შეუერთა ოლქები ერთი მეორის მიყოლებით, მაგრამ, მზარდი ძლიერების-და მიუხედავად, აღიარებდა თავის დამოკიდებულებას კონიაზე. 1299 წ. ალაედდინის სიკვდილის შემდეგ მან მიიღო „სულთნის“ ტიტული და უარი თქვა ეღიარებინა მისი მემკვიდრეების ხელისუფლება. მისი სახელის მიხედვით თურქებმაც მიიღეს ოსმანური თურქების ანუ ოსმანების სახელწოდება. მათი ძალაუფლება მცირე აზიაზე გავრცელდა და განმტკიცდა, და კონიის სულთნებმა ვერ შეძლეს წინ აღდგომოდნენ ამას.
დაპყრობილი ბერძნებისგან თურქებმა ისესხეს გარკვეული რამ (რუს. кое-что) ბერძნული კულტურიდან; ამ დროიდან მათთან წარმოიქმნება და სწრაფად იზრდება, ყოველ შემთხვევაში რაოდენობრივად, საკუთარი ლიტერატურა, თუმცა კი მეტად მცირედ დამოუკიდებელი. ისინი ზრუნავენ დაპყრობილ ოლქებში ვაჭრობის, მიწათმოქმედებისა და მრეწველობის შენარჩუნებაზე, პირადი უსაფრთხოების შესაძლო დაცვაზე. საერთოდ ვითარდება ძალმოსილი სახელმწიფო, სამხედრო, მაგრამ კულტურისადმი არა მტრული; თეორიაში იგი ითვლება აბსოლუტისტურად, მაგრამ მხედართმთავრები, რომლებსაც სულთანი აძლევდა სხვადასხვა ოლქებს მმართველობაში, ხშირად აღმოჩნდებოდნენ დამოუკიდებლები და უხალისოდ აღიარებდნენ სულთნის უმაღლეს ხელისუფლებას. არცთუ იშვიათად მცირე აზიის ბერძნული ქალაქები ნებაყოფლობით აძლევდნენ საკუთარ თავს ძალმოსილი ოსმანის მფარველობის ქვეშ. ოსმანის ვაჟიშვილი და მემკვიდრე ურხანი (1326-1359) აგრძელებდა მამის პოლიტიკას. იგი თავის მოწოდებად თვლიდა თავისი ძალაუფლების ქვეშ ყველა მართლმორწმუნის გაერთიანებას, თუმცა კი სინამდვილეში მისი დაპყრობები მიმართული იყო უფრო მეტად დასავლეთით, ბერძნებით დასახლებული ქვეყნებისკენ, ვიდრე აღმოსავლეთით, მაჰმადიანებით დასახლებული ქვეყნებისკენ. იგი მეტად ოსტატურად სარგებლობდა შინაგანი უთანხმოებებით ბიზანტიაში. არაერთხელ მიმართავდნენ მას მოდავე მხარეები, როგორც სარბიტრაჟო მოსამართლეს. 1330 წ. მან დაიპყრო ნიკეა, უმნიშვნელოვანესი ბიზნტიური ციხესიმაგრეებიდან აზიურ ნიადაგზე. ამის კვლდაკვალ შემდეგ თურქების ძალაუფლების ქვეშ ჩავარდა ნიკომიდია და მცირე აზიის მთელი ჩრდილო-დასვლეთ ნაწილი შავ, მარმარილოსა და ეგეოსის ზღვებამდე. დაბოლოს, 1356 წ. თურქული ჯარი, ურხანის ვაჟიშვილის, სულეიმანის უფროსობით, გადასხდა დარდანელის სრუტის ევროპულ ნაპირზე და დაეუფლა მის შემოგარენს.
ურხანის საქმიანობაში სახელმწიფოს შინაგან მართვაში მისი მუდმივი მრჩეველი იყო მისი უფროსი ძმა ალადინი, რომელმაც (ერთადერთი მაგალითია თურქეთის ისტორიაში) ნებაყოფლობით თქვა უარი თავის უფლებებზე ტახტზე და მიიღო დიდი ვეზირის თანამდებობა, რომელიც სპეციალურად მისთვის დაწესეს, მაგრამ მის შემდეგაც იქნა შენარჩუნებული. ვაჭრობის შემსუბუქებისთვის დარეგულირებულ იქნა სამონეტო საქმე. ურხანი ბეჭდავდა ოქროსა და ვერცხლის მონეტას თავისი სახელით და ლექსით ყურანიდან. მან ახლად დაპყრობილ ბრუსაში თავისთვის ააგო მდიდრული სასახლე (1326), რომლის მაღალი კარიბჭის მიხედვითაც თურქულმა მთავრობამ მიიღო „მაღალი პორტას“ სახელწოდება, რომელიც არცთუ იშვიათად გადააქვთ ხოლმე თავად თურქეთის სახელმწიფოზეც. 1328 წ. უხრანმა თავის სამფლობელოებს მისცა ახალი, მნიშვნელოვან ხარისხად ცენტრალიზებული მმართველობა. ისინი გაყოფილ იქნა სამ პროვინციად (საფაშოდ, რუს. пашалык), რომლებიც იყოფოდა ოლქებად, სანჯაყებად. სამოქალაქო მმართველობა შეერთებული იყო სამხედროსთან და მისდამი იყო დაქვემდებარებული. ურხანმა სათავე დაუდო იანიჩრების ჯარს (იხ.), რომლებსაც ქირაობდნენ ქრისტიანი ბავშვებისგან (თავიდან 1000 ადამიანი; მოგვიანებით ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა). ქრისტიანებისადმი შემწყნარებლობის მნიშვნელოვანი წილის მიუხედავად, რომელთა რელიგიაც არ იდევნებოდა, ქრისტიანები მასობრივად გადადიოდნენ ისლამში, რადგანაც ეს უხსნიდათ ხელმისაწვდომობას პატივისა და ფულადი სარგებლებისადმი.
II. დაპყრობები ევროპაში კონსტანტინოპოლის აღებამდე (1356-1453 წწ.)
გალიპოლისის აღების შემდეგ თურქები გამაგრდნენ ეგეოსის ზღვის, დარდანელის სრუტისა და მარმარილოს ზღვის ევროპულ ნაპირზე. სულეიმანი მოკვდა 1358 წ. და ურხანის მემკვიდრეობა მიიღო მისმა მეორე ვაჟიშვილმა მურადმა (1359-1389), რომელიც თუმცა კი არ ივიწყებდა მცირე აზიის შესახებ და მასში დაიპყრო ანგორა, მაგრამ თავისი საქმიანობის სიმძიმის ცენტრი გადაიტანა ევროპაში. დაიპყრო რა თრაკია, მან 1365 წ. თავისი დედაქალაქი გადაიტანა ადრიანოპოლში. ბიზანტიის იმპერია დაყვანილ იქნა მხოლოდ კონსტანტინოპოლამდე, მისი უახლოესი შემოგარენებით, მაგრამ თავის არსებობას მიათრევდა კიდევ თითქმის ერთი საუკუნის მანძილზე. თრაკიის დაპყრობამ თურქები უახლოეს შეხებაში მოიყვანა სერბეთთან და ბულგარეთთან. ორივე სახელმწიფოს საუკეთსო დღეები უკვე წარსულში იყო; სერბეთი უროშ V-ის სიკვდილის (1367) შემდეგ იქცა დავების არენად ტახტზე უფლებების გამო, ბულგარეთიც ასევე სუსტი იყო. რამდენიმე წელიწადში ორივემ დაკარგა თავიანთი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, დაედოთ ხარკი და სულთნის დამოკიდებულებაში ჩავარდნენ. საერთოდ მურადის მეფობა აღსავსე იყო ბრწყინვალე გამარჯვებებით. მაგრამ მომავალი დაშლის პირველი ნიშნები გამოჩნდა უკვე მის დროს. მის საკუთარ სასახლეში შედგენილ იქნა შეთქმულება, რომელსაც სათავეში ედგა ერთერთი მისი ვაჟიშვილთაგანი; შეთქმულება გამოვლენილ იქნა, სულთნის ვაჟიშვილი სიკვდილით დასაჯეს, _ პირველი მაგალითი, რომელსაც მოჰყვა მრავალრიცხოვანი სხვებიც. შემდეგი სულთნების ტახტზე ასვლისას, დაწყებული ბაიაზეთიდან, ჩვეულებაში შემოვიდა უახლოესი ნათესავების დახოცვა ტახტის გამო ოჯახური მეტოქეობის თავიდან ასაცილებლად; ამ ჩვეულებას იცავდნენ თუმცა კი არა ყოველთვის, მაგრამ ხშირად. როდესაც ახალი სულთნის ნათესავები თავიანთი გონებრივი განვითარების მიხედვით ან სხვა მიზეზებით არ წარმოადგნდნენ არანაირ საშიშროებას, მათ ცოცხლად ტოვებდნენ, მაგრამ მათ ჰარამხანებს ადგენდნენ ხარჭებისგან, რომლებსაც უნაყოფოებად აქცევდნენ ოპერაციების მეშვეობით.
1389 წ. სერბეთის მთავარმა ლაზარემ დაიწყო ახალი ომი თურქებთან. კოსოვოს ველზე 1389 წ. 15 ივნისს მისი არმია 80.000 ადამიანის შემადგენლობით, საბრძოლველად შეხვდა მურადის 300.000-კაციან არმიას. სერბული არმია განადგურებულ იქნა, მთავარი მოკლული; ბრძოლაში დაეცა მურადიც. ფორმალურად სერბეთი კიდევ ინარჩუნებდა თავის დამოუკიდებლობას, მაგრამ იგი იხდიდა ხარკს და ვალდებულება აიღო გაეგზავნა ხოლმე დამხმარე ჯარი. მურადის ვაჟიშვილმა ბაიაზეთმა (1389-1402) ცოლად შეირთო ლაზარეს ქალიშვილი და ამით შეიძინა ფორმალური უფლება ჩარეულიყო დინასტიური საკითხების გადაწყვეტაში სერბეთში (როდესაც სტეფანე, ლაზარეს ვაჟიშვილი, გარდაიცვალა მემკვიდრეების გარეშე). 1393 წ. ბაიაზეთმა აიღო ტირნოვო (მან დააღრჩო ბულგარეთის მეფე შიშმანი, რომლის ვაჟმაც დაღუპვისგან თავი დაიხსნა ისლამის მიღებით), დაიპყრო მთელი ბულგარეთი, ვალახეთს ხარკი დაადო, დაიმორჩილა მაკედონია და თესალია და შეაღწია საბერძნეთში. მცირე აზიაში მისი სამფლობელოები გაფართოვდა შორს აღმოსავლეთით ყიზილ-ირმაკის (ჰალისი) იქით. 1396 წ. მან ნიკოპოლთან დაამარცხა ქრისტიანული ჯარი, რომელიც ჯვაროსნულ ლაშქრობაში შეკრიბა მეფემ სიგიზმუნდ უნგრელმა. თემურის შემოჭრამ, მონღოლური ორდოების სათავეში, ბაიაზეთის აზიურ სამფლობელოებში აიძულა იგი მოეხსნა კონსტანტინოპოლის ალყა და პირადად მნიშვნელოვნი ძალებით წასულიყო თემურის შესახვედრად. ბრძოლაში ანგორასთან 1402 წ. იგი სასტიკად იქნა დამარცხებული და ტყვედ ჩავარდა, სადაც ერთი წლის შემდეგ (1403) მოკვდა კიდეც. ამ ბრძოლაში დაიღუპა მნიშვნელოვანი სერბული დამხმარე რაზმიც (40.000 ადამიანი). ბაიაზეთის ტყვეობა და შემდეგ სიკვდილიც ემუქრებოდა თურქეთს ნაწილებად დაშლით.
ადრიანოპოლში თავი სულთნად გამოაცხადა ბაიაზეთის ვაჟიშვილმა სულეიმანმა (1402-1410), რომელმაც ხლში ჩაიგდო ძალაუფლება თურქეთის სამფლობელოებზე ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ბრუსაში გაბატონდა _ ისა, მცირე აზიის აღმოსავლეთ ნაწილში _ მუჰამედ I. თემურმა მიიღო ელჩები სამივე პრეტენდენტისგან, და სამივეს დაპირდა თავის მხარდაჭერას, აშკარად თურქეთის დასუსტების სურვილით, მაგრამ შესაძლებლად ვერ ჰპოვა მისი დაპყრობის გაგრძელება და წავიდა აღმოსვლეთში. მუჰამედმა მალე დაამარცხა, მოკლა ისა და გამეფდა მთელ მცირე აზიაზე. 1413 წ. სულეიმანის სიკვდილისა (1410) და მისი მემკვიდრე ძმის მუზას დამარცხებისა და სიკვდილის შემდეგ, მუჰამედმა დაამყარა თავისი ძალაუფლება ბალკანეთის ნახევარკუნძულზეც. მისი მეფობა იყო შდარებით მშვიდობიანი. იგი ცდილობდა შეენარჩუნებინა მშვიდობიანი ურთიერთობები თავის ქრისტიან მეზობლებთან, ბიზანტიასთან, სერბეთთან, ვალახეთთან და უნგრეთთან და მათთან დადო ხელშეკრულებები. თანამედროვენი მას ახასიათებენ როგორც სამართლიან, მოკრძალებულ, მშვიდობისმოყვარე და განათლებულ მმართველს. მაგრამ მას არაერთხელ მოუხდა საქმე ჰქონოდა შინაგან აჯანყებებთან, რომლებსაც იგი უსწორდებოდა მეტად ენერგიულად. მსგავსი აჯანყებებით დაიწყო მისი ვაჟიშვილის მურად II-ის (1421-1451) მეფობაც. მისმა ძმებმა, რათა დავი დაეღწიათ სიკვდილისაგან, მოასწრეს წინასწარ გაქცეულიყვნენ კონსტანტინოპოლში, სადაც მათ ერგოთ მეგობრული მიღება. მურადი დაუყოვნებლივ დაიძრა კონსტანტინოპოლზე, მაგრამ მოასწრო მხოლოდ 20-ათასიანი ჯარის შეგროვება და ამიტომ განიცადა დამარცხება. მაგრამ, მოსყიდვების მეშვეობით მან მოახერხა მალევე ხელთ ჩაეგდო და დაეღრჩო თავისი ძმები. კონსტანტინოპოლის ალყა უნდა მოეხსნა, და მურადმა თავისი ყურადღება მიაქცია ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილს, მოგვიანებით კი _ სამხრეთს. ჩრდილოეთში მის წინააღმდეგ შეიკრიბა ჭექა-ქუხილი ტრანსილვანიის ვოევოდას ჰუნიადის მხრიდან (IX, 903), რომელმაც მათზე იზეიმა გამარჯვებები გერმანშტადტთან (1442) და ნიშასთან (ან: ნიშთან, 1443), მაგრამ შემდგომში თურქული ძალების მნიშვნელოვანი რიცხობრივი უპირატესობის გამო სასტიკად იქნა დამარცხებული კოსოვოს ველზე.
მურადი დაეუფლა თესალონიკს (რომელიც მანამდე სამჯერ დაიპყრეს თურქებმა და ისევ დაკარგეს), კორინთოს, პატრასსა და ალბანეთის მნიშვნელოვან ნაწილს. მის ძლიერ მოწინააღმდგედ გამოჩნდა თურქეთის კარზე აღზრდილი და მურადის ყოფილი გამორჩეული პირი ალბანელი მძევალი ისკანდერ-ბეგი (ანუ სკანდერბეგი, XIV, 703), რომელმაც მიიღო ისლამი და ხელს უწყობდა მის გავრცელებას ალბანეთში. შემდეგ მას სურდა ახალი თავდასხმა მოეხდინა კონსტანტინოპოლზე, რომელიც მისთვის სახიფათო არ იყო სამხდრო მიმართებით, მაგრამ მეტად ფასეული იყო თავისი გეოგრაფიული მდებარეობით. სიკვდილმა შეუშალა მას ხელი ამ გეგმის აღსრულებაში, რომელიც განახორციელა მისმა ვაჟიშვილმა მუჰამედ II-მ (1451-1481). ომისთვის საბაბად გამოდგა ის, რომ კონსტანტინე პალეოლოგმა, ბიზანტიის იმპერატორმა, არ მოისურვა მუჰამედისთვის მისი ნათესავის, ურხანის (სულეიმანის ვაჟიშვილის, ბაიაზეთის შვილიშვილის) მიცემა, რომელსაც ინახავდა არეულობების აგზნებისთვის, როგორც შესაძლო პრეტენდენტს თურქეთის ტახტზე. ბიზანტიის იმპერატორის ძალაუფლების ქვეშ იყო მიწის ართუ დიდი ზოლი ბოსფორის ნაპირის გაყოლებაზე; მისი ჯარის რიცხოვნება არ აღემატებოდა 6000 ადამიანს, ხოლო იმპერიის მმართველობის ხასიათი მას კიდევ უფრო მეტად ასუსტებდა. თავად ქალაქში ცხოვრობდა უკვე არც თუ ცოტა თურქი; ბიზანტიის მთავრობას, დაწყებული ჯერ კიდევ 1396 წ.-დან, უხდებოდა ნებართვების მიცემა მუსლიმანური მეჩეთების აშენებაზე მართლმადიდებლური ტაძრების გვერდით. მხოლოდ კონსტანტინოპოლის განსაკუთრებულად მოსახერხებელი გეოგრაფიული მდებარეობა და ძლიერი სიმაგრეები აძლევდა მას წინააღმდეგობის შესაძლებლობას.
მუჰამედ II-მ კონსტანტინოპოლის წინააღმდეგ გაგზავნა არმია 250.000 ადამიანის შემადგენლობით და 420 მცირე იალქნიანი გემისგან შემდგარი ფლოტი, რომლებმაც მოახდინეს ოქროს რქაში შესასვლელის ბლოკირება. ბერძნების შეიარაღება და მათი სამხედრო ხელოვნება თურქულზე რამდენადმე უფრო მაღალი იყო, მაგრამ თურქებმაც მოასწრეს საკმარისად კარგად შეიარაღება. ჯერ კიდევ მურად II მოაწყო რამდნიმე ქარხანა ქვემეხების ჩამოსასხმელად და დენთის დასამზადებლად, რომლებსაც განაგებდნენ უნგრელი და სხვა ქრისტიანი ინჟენრები, რომლებმაც მიიღეს ისლამი რენეგატობის სარგებლიანობისთვის. თურქული ზარბაზნებიდან ბევრს დიდი ხმა ჰქონდა, მაგრამ ვერ აყენებდა ნამდვილ ზიანს მოწინააღმდეგეს; ზოგიერთი მათგანი გასკდა და ამოწყვიტა თურქი ჯარისკაცების მნიშვნელოვანი რაოდენობა. მუჰამედმა დაიწყო წინასწარი საალყო სამუშაოები 1452 წ. შემოდგომაზე, ხოლო 1453 წ. აპრილში შეუდგა სწორ ალყას. ბიზანტიის მთავრობა დახმარებისთვის მიმართავდა ქრისტიანულ დერჟავებს; რომის პაპმა იჩქარა ეპასუხა თურქების წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობის ქადაგების დაპირებით, თუკი მხოლოდ ბიზანტია დათანხმდებოდა ეკლესიების შეერთებაზე; ბიზანტიის მთავრობამ აღშფოთებითა და გაოცებით უარყო ეს წინადადება. სხვა დერჟავებიდან მხოლოდ გენუამ გამოგზავნა არცთუ დიდი ესკადრა 6000 ადამიანით ჯუსტინიანის უფროსობით. ესკადრამ მამაცურად გაარღვია თურქული ბლოკადა და კონსტანტინოპოლის ნაპირზე გადასხა დესანტი, რომელმაც გააორმაგა ალყაშემორტყმულთა ძალები. ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა ალყა. მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა დაკარგა თავი და იმის ნაცვლად, რომ ჩამდგარიყო მებრძოლთა რიგებში, ეკლესიებში ლოცულობდა; არმია, როგორც ბერძნული, ასევე გენუელთა, წინააღმდეგობას უწევდა განსაკუთრებით ვაჟკაცურად. მას სათავეში ედგა ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე პალეოლოგი, რომელიც იბრძოდა შეუპოვარი ვაჟკაცობით და დაიღუპა შეტაკებაში. 29 მაისს თურქები შეიჭრნენ ქალაქში, სადაც მოახდინეს საშინელი ხოცვა-ჟლეტა.

კონსტანტინოპოლის აღებამ თურქეთი გადააქცია ძალმოსილ დერჟავად. ეს იყო უკვე არა ურდო, შემდგარი 50.000 მამაკაცისა და ქალისგან; ეს იყო სახელმწიფო, რომელსაც შეეძლო ერთ პუნქტში 250.000-იანი არმიის გამოყვანა იმავე დროს ვრცელი ტერიტორიის სხვადასხვა ადგილას ძლიერი გარნიზონების შენარჩუნებით. თურქების რიცხოვნების ასეთი ზრდა აიხსნება იმ სიმსუბუქით, რომლითაც ისინი ახდენდნენ სხვა ხალხების ასიმილირებას, ამასთან არა იმდენად მონღოლური ხალხებისა, არამედ არიულებისაც; უკანასკნელთა გარემოდან თურქებად იქცეოდნენ ყველა ისინი, ვინც თანხმდებოდა მსხვერპლად შეეწირა რელიგია პრივილეგირებული მდგომარეობის შეძენის გულისთვის _ ასეთები კი არც თუ ცოტანი იყვნენ. ბევრ ქრისტიან ბავშვს პირდაპირ ხელს სტაცებდნენ თურქები და ძალადობით გადაჰყავათ ისლამში. ქრისტიანი მშობლებისგან წარმოშობა არანაირად ხელს არ უშლიდა მათ კარიერას. ასე, მუჰამედ II-ის დროს დიდ ვეზირად იყო მაჰმუდ-ფაშა, მართლმადიდებელი სერბისა და ბერძენი ქალის ვაჟიშვილი. ამგვარად, კონსტანტინოპოლის დამპყრობლები ეთნოგრაფიული აზრით ძლივს-ძლივობითღა შეიძლება ჩაითვალონ მონღოლურ რასად, თუმცა კი მათი ენა იყო უეჭველად მონღოლური. რასის შეცვლა ჩქარდებოდა იმით, რომ თურქების ჰარამხანა უმეტეს წილად შედგებოდა ევროპული ან კავკასიური წარმოშობის ტყვე ქალებისგან. პოლიტიკური და კულტურული მიმართებით კონსტანტინოპოლის დამპყრობლები ასევე სულაც არ იყვნენ ოსმანის ურდო; ისინი წარმოადგენდნენ დიდ სახელმწიფოს, რთული ადმინისტრაციითა და ცხოვრების რთული ხასიათით. თავად თურქები შეადგენდნენ მასში პრივილეგირებულ, უპირატესად სამხედრო, ასევე მოხელეთა (ჩინოსანთა) წოდებას, მაგრამ სულაც არა ჩაკეტილ კასტას. მხოლოდ მათგან ნიშნავდნენ ადმინისტრატორებსა და მოსამართლეებს; ისინი ასევე შეადგენდნენ არმიასაც. სამხედრო ვალდებულება დამორჩლებული ქრისტიანი ხალხებისთვის თურქებს არასდროს არ შემოუღიათ, თუმცა კი ვასალური ხალხებისგან ზოგჯერ მოითხოვდნენ დამხმარე რაზმებს.
ბევრი თურქი ჯილდოების სახით ღებულობდა ან სხვა ხერხით იძენდა მიწის მნიშვნელოვან სამფლობელოებს (ჩიფლიკებს) და ისინი წარმოადგენდნენ მსხვილ მემემულეებს, რომლებიც ბატონობდნენ თავიანთ მამულებში მათი ძალაუფლების ქვეშ მყოფი ქრისტიანი მოსახლეობის ბატონყმური შრომის დახმარებით. მათ გვერდით ჩნდებოდნენ წვრილი მიწათმფლობელი გლეხებიც, ხშირად თურქები, მაგრამ უპირატესად ბერძნები, სერბები და ბულგარელები, რომლებმაც მიიღეს ისლამი და ამის წყალობით შეინარჩუნეს თავიანთი საკუთრება. თუმცა კი, დაპყრობილი ქრისტიანი ხალხების მდგომარეობაც თურქების ძალაუფლების ქვეშ (რა თქმა უნდა, მონების გარდა) განსაკუთრებით პირველ ხანებში, უეჭველად, არც თუ განსაკუთრებულად მძიმე იყო, რა თქმა უნდა რამდენადმე უფრო მძიმე, ვიდრე ხალხის დაბლი კლასების მდგომარეობა იმდროინდელ დასავლეთ ევროპაში. დამორჩილებული ხალხები ფასეულები იყვნენ თურქებისთვის როგორც ხარკის გადამხდელები; წაერმიათ მათთვის შესაძლებლობა ეშრომათ მეტ-ნაკლებად ნორმალურ პირობებში, არ შეადგენდა თურქების ინტერესს. პიროვნების უუფლებობა ძალზედ დიდი იყო. თურქს თითქმის ყოველთვის შეეძლო დაუსჯელად მოეკლა ან დაეღუპა ნებისმიერი ქრისტიანი, გაეუპატიურებინა ნებისმიერი ქალი; მართლმსაჯულების პოვნა შეუძლებელი იყო, მაგრამ არცთუ ბევრად უკეთესი იყო საქმეთა მდგომარეობა დასავლეთშიც. თურქები შეგნებულად ინარჩუნებდნენ მათი ძალაუფლების ქვეშ მყოფი „რაიეების“ ადგილობრივ თვითმმართველობას; რელიგიური დევნის შესახებ ისინი არც კი ფიქრობდნენ. კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ მაშინვე მუჰამედმა შესთავაზა ბერძნულ სასულიერო წოდებას აერჩიათ ახალი პატრიარქი (უწინდელი მოკლულ იქნა ალყის დროს) და დაუყოვნებლივ დაამტკიცა არჩეული. მისი პიროვნების დასაცავად გამოყოფილ იქნა იანიჩართა დაცვა, რამაც მაშინვე მისცა კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელ პატრიარქს თურქი ჩინოსნის ხასიათი. პატრიარქმა სინოდთან ერთად მიიღო ბერძნებზე უმაღლესი მმართველობისა და მათ შორის დავების სასამართლოს მნიშვნელობა. მათ შეეძლოთ დაენიშნათ ბერძნებისთვის სასჯელები სიკვდილით დასჯის ჩათვლით, და თურქულ ხელისუფლებას ჩვეულებრივ შეპასუხების გარეშე მოჰყავდა ისინი აღსრულებაში. ზუსტად ასევე იქცეოდნენ თურქები სხვა ხალხებთანაც. ამით ისინი ადვილად ახდენდნენ მათ შერიგებას პირველ ხანებში თავიანთ ხელისუფლებასთან, მაგრამ ეკლესია თანდათანობით იქცეოდა ძალად, რომელიც შემდგომში არცთუ მცირედ უწყობდა ხელს ამ ხალხების განთავისუფლებას.
პირველ ასწლეულებში თურქები ოსტატურად თესდნენ უთანხმოებასა და მტრობას ბერძნებსა და სერბებს, სერბებსა და ბულგარელებს შორის, ცალკეული პრივილეგიების მეშვეობით, ამა თუ იმ ხალხის სასარგებლოდ. ბატონყმური სამართლის გვერდით არსებობდა ნამდვილი მონობაც: მონებს იყენებდნენ უპირატესად როგორც სახლის მოსამსახურეებს, მხევლებს _ როგორც ხარჭებს ჰარამხანაში. ტყვეებით ვაჭრობა წარმოებდა საკმაოდ ფართო ზომებით კონსტანტინოპოლსა და სხვა ქალაქებში. სამოქალაქო მმართველობა იდგა ძალიან დაბალ საფეხურზე; მოხელეები და მოსამართლეები თავიანთ თანამდებობებს უყურებდნენ როგორც გამდიდრების ხერხს; ყვაოდა ყველაზე უფრო უხეში მექრთამეობა. სულთნები ცდილობდნენ ბრძოლას ამ ბოროტებასთან; ასე, ბაიაზეთ I-მა ერთ დღეს ჩამოაღრჩო 80 მოსამართლე, რომლებიც მხილებული იყვნენ მექრთამეობაში, მაგრამ მაგრამ სწორად ორგანიზებული კონტროლის არარასებობისას საზოგადოების ან თუნდაც მთავრობის მხრიდან, მოსახლეობის დათრგუნულობის გამო, რომელსაც არ ჰქონდა პროტესტის გამოცხადების შესაძლებლობა, მსგავს ზომებს არ მიჰყავდა საქმე სასურველ შედეგებამდე. სასულიერო მმართველობა მუჰამედ II-მ გადასცა მუფტის ანუ შეიხ-ულ-ისლამის უმაღლეს გამგებლობაში, ყველა მართლმორწმუნის სულიერი მეთაურისა (თავისებური მაჰმადიანური პატრიარქისა), რომელსაც ნიშნავდა სულთანი. მის მიერ მიცემულ ფეთვებს (დადგენილებებს) გააჩნდათ მოქმედი სამართლის ხასიათი. არცთუ იშვიათად, მათი დანიშვნისას გამოჩენილი მთელი სიფრთხილის (წინდახედულების) მიუხედავად, შეიხ-ულ-ისლამები აღმოჩნდებოდნენ ამა თუ იმ სულთნის ძლიერი მოწინააღმდეგეები; ზოგჯერ მათი დახმარებით აღესრულებოდა სახელმწიფო გადატრიალებები. შეიხ-ულ-ისლამი იდგა ასევე სასამართლოს სათავეში.
იყო რა თითქმის მხოლოდ სამხედრო სახელმწიფო, თურქეთს შეეძლო გამარჯვებები მოეპოვებინა მხოლოდ მისი მტრების სრული განცალცალკევებულობის წყალობით. თურქი ჯარისკაცების უეჭველი მამაცობის მიუხედავად, სამხედრო ხელოვნება და არმიის ორგანიზაცია იდგა ისე დაბლა ევროპელთა სამხედრო ხელოვნებასთან შედარებით, რომ მხოლოდ მნიშვნელოვანი რიცხობრივი უპირატესობა აძლევდა შესაძლებლობას თურქებს მოეპოვებინათ მათი მქუხარე გამარჯვებები; ასე, მეორე ბრძოლაში კოსოვოს ველზე ჰუნიადის არმიის რიცხოვნება განისაზღვრება 30.000 ადამიანით, მაშინ როდესაც თურქული არმია აღწევდა 150.000-ს; და მაინც ბრძოლა გრძელდებოდა სამ დღეს, და არანაკლებ 30.000 თურქისა დარჩა ბრძოლის ველზე. საზღვაო ბრძოლაში გენუელების წინააღმდეგ კონსტანტინოპოლთან ძალთა მნიშვნელოვანმა უპირატესობამაც კი ვერ უშველა თურქებს. სანამ შესაძლებელი იყო დაპყრობები, რომლებიც აიძულებდა ხალხს დაეძაბა მთელი თავისი ძალები, იმ დრომდე თურქეთს შეეძლო შეენარჩუნებინა თავისი არსებობა; მაგრამ საკმარისი შინაგანი ძალები კულტურული განვითარებისთვის მას არ გააჩნდა, და დაპყრობების შეწყვეტასთან ერთად უნდა დაწყებულიყო პოლიტიკური დაშლა და შინაგანი გახრწნა. თურქეთის ძალმოსილების ეპოქა გრძელდებოდა 150 წელიწადზე მეტ ხანს. 1459 წ. დაპყრობილ იქნა მთელი სერბეთი (ბელგრადის გარდა, რომელიც აიღეს 1521 წ.) და გადაქცეული თურქულ საფაშოდ. 1460 წ. დაიპყრეს ათენის საჰერცოგო და მის კვალდაკვალ თითქმის მთელი საბერძნეთი, რამდენიმე ზღვისპირა ქალაქის გარდა, რომლებიც დარჩა ვენეციის ძალაუფლების ქვეშ. 1462 წ. დაიპყრეს კ. ლესბოსი და ვალახეთი, 1463 წ. _ ბოსნია.
საბერძნეთის დაპყრობამ თურქეთი დაჯახებაში მოიყვანა ვენეციასთან, რომელიც კოალიციაში შევიდა ნეაპოლთან, რომის პაპთან და ყარამანთან (დამოუკიდებელ მუსლიმანურ სახანოსთან მცირე აზიაში, რომელშიც მეფობდა ხანი უზუნ ჰასანი). ომი გრძელდებოდა 16 წელიწადს მორეაში, არქიპელაგზე და მცირე აზიაში ერთდროულად (1463-1479) და დასრულდა თურქეთის გამარჯვებით. ვენეციამ 1479 წ. კონსტანტინოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულებით თურქეთს დაუთმო რამდენიმე ქალაქი მორეაში, კ. ლემნოსი და არქიპელაგის სხვა კუნძულები (ნეგროპონტი თურქებმა დაიპყრეს ჯერ კიდევ 1470 წ.); ყარამანის სახანომ აღიარა სულთნის ძალაუფლება. სკანდერბეგის სიკვდილის (1467) შემდეგ თურქებმა დაიპყრეს ალბანეთი, შემდე კი ჰერცოგოვინაც. 1475 წ. ისინი აწარმოებდნენ ომს ყირიმის ხანთან დევლეთ-გირეისთან და აიძულეს იგი ეღიარებინა საკუთარი თავი სულთანზე დამოკიდებულად. ამ გამარჯვებას თურქებისთვის ჰქონდა დიდი სამხედრო მნიშვნელობა, რადგანაც ყირიმელი თათრები აწვდიდნენ მათ დამხმარე ჯარს დროდადრო 100 ათასი ადამიანის რიცხოვნებით; მაგრამ შემდგომში იგი იქცა საბედისწეროდ თურქებისთვის, რადგანაც დააჯახა ისინი რუსეთთან და პოლონეთთან. 1476 წ. თურქებმა გააჩანაგეს მოლდავეთი და ჩააყენეს იგი ვასალურ დამოკიდებულებაში. ამით რამოდენიმე დროით დასრულდა დაპყრობების პერიოდი. თურქებს ეკუთვნოდა ბალკანეთის მთელი ნახევარკუნძული დუნაიმდე და საბამდე, არქიპელაგის თითქმის ყველა კუნძული და მცირე აზია ტრაპიზონამდე და თითქმის ევფრატამდე, დუნაის გადაღმა ვალახეთი და მოლდავეთი იმყოფებოდნენ ასევე მათზე უძლიერეს დამოკიდებულებაში. ყველგან მმართველობდნენ ან უშუალოდ თურქი მოხელეები, ან ადგილობრივი მმართველები, რომლებსაც ამტკიცებდა პორტა და ამყოფებდა თავის სრულ დაქვემდებარებაში.
არც ერთს წინამორბედი სულთნებისგან არ გაუკეთებია იმდენი თურქეთის განვრცობისთვის, რამდენიც მუჰამედ II-ს, რომელიც ისტორიაში დარჩა თიკუნით „დამპყრობელი“. მის მემკვიდრედ მოვიდა მისი ვაჟიშვილი ბაიაზეთ II (1481-1512) არეულობებს შორის. უმცროსმა ძმამ ძემმა, რომელიც ემყარებოდა დიდი ვეზირის მხარდაჭერას და ისარგებლა რა მამის სიკვდილის მომენტში ბაიაზეთის კონსტანტინოპოლში არყოფნით, თავი გამოაცხადა სულთნად. ბაიაზეთმა შეკრიბა მის ერთგულად დარჩენილი ჯარები; მტრული არმიები ერთმანეთს შეხვდნენ ანგორასთან. გამარჯვება დარჩა უფრო ძმას; ძემი გაიქცა როდოსზე, იქიდან ევროპაში, და ხანგრძლივი მოგზაურობების შემდეგ აღმოჩნდა რომის პაპის ალქსანდრე ბორჯას ხელში, რომელმაც შესთავაზა ბაიაზეთს მოეწამლა მისი ძმა 300.000 დუკატად. ბაიაზეთმა მიიღო წინადადება, გადაიხადა ფული, და ძემიც მოწამლულ იქნა (1495). ბაიაზეთის მეფობა აღნიშნულია კიდევ მისი ვაჟიშვილების რამდენიმე აჯანყებით, რომლებიც დასრულდა მამისთვის სასიკეთოდ (უკანასკნელის გარდა); ბაიაზეთი ხელში იგდებდა აჯანყებულებს და სიკვდილით სჯიდა. მიუხედავად ამისა თურქი ისტორიკოსები ბაიაზეთს ახასიათებენ როგორც მშვიდობისმოყვარე და მოკრძალებულ ადამიანს, ხელოვნებისა და ლიტერატურის მფარველს. მართლაც, თურქულ დაპყრობებში დადგა ერთგვარი შეჩერება, მაგრამ უფრო მეტად წარუმატებლობების გამო, ვიდრე მთავრობის მშვიდობისმოყვარეობისა. ბოსნიისა და სერბეთის ფაშები მრავალჯერ ახდენდნენ თავდასხმებს დალმაციაზე, შტირიაზე, კარინტიასა და კრაინაზე და აყენებდნენ მათ სასტიკ გაჩანაგებას; რამდენჯერმე მიმართეს მცდელობებს ბელგრადის ასაღებად, მაგრამ წარმატების გარეშე. მათე (მათეუშ) კორვინის სიკვდილმა (1490; XVIII, 780) გამოიწვია ანარქია უნგრეთში და, ისე მოჩანდა, თითქოს-და ხელს უწყობდა თურქების ჩანაფიქრებს ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ. მაგრამ, ხანგრძლივი ომი, რომელიც წარმოებდა მცირე შესვენებებით, დასრულდა არც თუ განსაკუთრებით სასურველად თურქებისთვის. 1503 წ. დადებული სამშვიდობო ხელშეკრულებით, უნგრეთმა დაიცვა მთელი თავისი სამფლობელოები და თუმცა კი უნდა ეღიარებინა თურქეთის უფლება ხარკის აღებაზე მოლდავეთისგან და ვალახეთისგან, მაგრამ უარი არ უთქვამს უმაღლეს უფლებებზე ამ ორ სახელმწიფოზე (უფრო მეტად თეორიაში, ვიდრე სინამდვილეში). საბერძნეთში დაპყრობილ იქნა ნავარინი (პილოსი), მოდონი და კორონი (1503).
ბაიაზეთ II-ის დროს მიეკუთვნება თურქეთის პირველი ურთიერთობები რუსეთთან: 1495 წ. კონსტანტინოპლში გამოჩნდნენ დიდი მთავრის იოანე III-ის ელჩები, რათა რუსი ვაჭრებისთვის უზრუნველეყოთ დაუბრკოლებელი ვაჭრობა თურქეთთან. ბაიაზეთთან მეგობრულ ურთიერთობებში შედიოდნენ სხვა ევროპული დერჟავებიც, განსაკუთრებით ნეაპოლი, ვენეცია, ფლორენცია, მილანი და რომის პაპი, ეძიებდნენ რა მის მეგობრობას; ბაიაზეთი ოსტატურად ბალანსირებდა ყველას შორის. მისი მთვარი ყურადღება მიმართული იყო აღმოსავლეთისკენ. მან დაიწყო ომი სპარსეთთან, მაგრამ ვერ მოასწრო მისი დასრულება; 1510 წ. მის წინააღმდეგ იანიჩართა სათავეში აჯანყდა მისი უმცროსი ვაჟიშვილი სელიმი, დაამარცხა იგი და დაამხო ტახტიდან. მალევე ბაიაზეთი მოკვდა, როგორც ჩანს, საწამლავით; ამოწყვეტილ იქნენ სელიმის სხვა ნათესავებიც. ომი აზიაში გრძელდებოდა სელიმ I-ის დროს (1512-1520). დაპყრობებისადმი თურქების ჩვეული მისწრაფების გარდა, ამ ომს ჰქონდა რელიგიური მიზეზიც: თურქები იყვნენ სუნიტები, სელიმს, როგორც უკიდურეს ფანატიკოსს, სასტიკად სძულდა შიიტი სპარსელები, მისი ბრძანებით ამოწყვეტილ იქნა 40.000-მდე შიიტი, რომლებიც ცხოვრობდნენ თურქეთის ტერიტორიაზე. ომი წარმოებდა გარდამავალი უპირატესობით, მაგრამ საბოლოო გამარჯვება, თუმცა კი სულაც არასრული, იყო თურქების მხარეზე. 1515 წლის სამშვიდობო ხელშეკრულებით სპარსეთმა თურქეთს დაუთმო ოლქები დიარბაქირი და მოსული, რომლებიც მდებარეობს მდ. ტიგროსის ზემოწელში. ეგვიპტის სულთანმა კანსუ-გავრიმ სელიმს გაუგზავნა ელჩობა მშვიდობის შეთავაზებით. სელიმმა ბრძანა დაეხოცათ ელჩობის ყველა წევრი. კანსუ გამოვიდა მის შესახვედრად; ბრძოლა მოხდა დოლბეკის ველზე. თავისი არტილერიის წყალობით, სელიმმა მოიპოვა სრული გამარჯვება; მამლუქები გაიქცნენ, კანსუ დაიღუპა გაქცევის დროს. დამასკომ კარები გაუღო გამარჯვებულს; მის კვალდაკვალ სულთანს დაემორჩილა მთელი სირია, ხოლო მექა და მედინა კი მის მფარველობაში შევიდნენ (1516).
ეგვიპტის ახალ სულთანს, თუმან ბეის, რამდენიმე დამარცხების შემდეგ, ქაირო უნდა დაეთმო თურქების ავანგარდისთვის; მაგრამ ღამით მან შეაღწია ქალაქში და ამოწყვიტა თურქები. სელიმს არ შეეძლო ქაიროს აღება შეუპოვარი ბრძოლის გარეშე და ამიტომ მან შესთავაზა მის მცხოვრებთ კაპიტულაციით დანებებულიყვნენ თავისი მოწყალების დაპირებით; მცხოვრებნი დანებდნენ _ და სელიმმა ქალაქში მოახდინა საშინელი ხოცვა-ჟლეტა. თავი მოჰკვეთეს თუმან ბეისაც, როდესაც უკანდახევის დროს იგი დაამარცხეს და ტყვედ ჩაიგდეს (1517). სელიმი საყვედურობდა მას იმის გამო, რომ მას არ სურდა დამორჩილებოდა თურქეთის სულთანს, მართლმორწმუნეთა მბრძანებელს, და განავითარა მაჰმადიანისთვის გაბედული თეორია, რომლის მიხედვითაც იგი, როგორც კონსტანტინოპოლის მბრძანებელი, არის მემკვიდრე აღმოსავლეთ რომის იმპერიისა, და აქედან გამომდინარე, უფლება აქვს მთელ იმ მიწებზე, რომლებიც ოდესმე შედიოდა მის შემადგენლობაში. ესმოდა რა ეგვიპტის მმართველობის შეუძლებლობა მხოლოდ თავისი ფაშების მეშვეობით, რომლებიც ბოლოს და ბოლოს გარდაუვალად უნდა ქცეულიყვნენ დამოუკიდებლებად, სელიმმა მათ გვერდით შეინარჩუნა მამლუქების 24 ბელადი, რომლებიც ითვლებოდნენ ფაშის დაქვემდებარებაში, მაგრამ სარგებლობდნენ ცნობილი დამოუკიდებლობით და შეეძლოთ ფაშის წინააღმდეგ ეჩივლათ კონსტანტინოპოლში. სელიმი იყო თურქეთის ერთერთი ყველაზე უფრო სასტიკი სულთანი; თავისი მამისა და ძმების გარდა, ტყვეთა დაუთვალავი სიმრავლის გარდა, მან თავისი მეფობის რვა წლის განმავლობაში სიკვდილით დაასჯევინა შვიდი თავისი დიდი ვეზირი. ამასთან ერთად იგი მფარველობდა ლიტერატურას და თავად დაგვიტოვა მნიშვნელოვანი რაოდენობის ლექსები თურქულ და არაბულ ენებზე. თურქების მეხსიერებაში იგი დარჩა თიკუნით (მეტსახელით) იავუზი (ქედმოუხრელი, მკაცრი, მოღუშული).
სელიმის ვაჟიშვილი სულეიმან II (1520-1566), რომელსაც ქრისტიანმა ისტორიკოსებმა უწოდეს მეტსახელი შესანიშნავი ან დიდი, წარმოადგენდა მამის პირდაპირ საპირისპირო ადამიანს. იგი არ ყოფილა სასტიკი და ესმოდა გულმოწყალებისა და ფორმალური სამართლიანობის პოლიტიკური ფასი; მან თავისი მეფობა დაიწყო იმით, რომ თავისუფლება მიანიჭა რამდენიმე ასეულ ეგვიპტელ ტყვეს ცნობილი ოჯახებიდან, რომლებიც სელიმს ჯაჭვებით ჰყავდა დაბმული. ეგვიპტელმა აბრეშუმით მოვაჭრეებმა, რომლებიც გაძარცვეს თურქეთის ტერიტორიაზე მისი მეფობის დასაწყისში, მისგან მიიღეს გულუხვი ფულადი დასაჩუქრება. თავის წინამორბედებზე უფრო მეტად უყვარდა მას ფუფუნება, რომლითაც მისი სასახლე კონსტანტინოპოლში აოცებდა ევროპელებს. თუმცა კი მას უარი არ უთქვამს დაპყრობებზე, მაგრამ არ უყვარდა ომები, და მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში დგებოდა პირადად ჯარის სათავეში. განსაკუთრებით აფასებდა იგი დიპლომატიურ ხელოვნებას, რომელმაც მოუტანა მას არცთუ ნაკლებად მნიშვნელოვანი გამარჯვებები. მაშინვე ტახტზე ასვლის შემდეგ მან დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები ვენეციასთან და 1521 წ. დაუდო მას ხელშეკრულება, რომელიც აღიარებდა ვენეციელთა უფლებას ევაჭრათ თურქეთის ტერიტორიაზე და პირდებოდა მათ მათი უსაფრთხოების დაცვას; ორივე მხარემ ივალდებულა ერთმანეთისთვის მიეცათ გაქცეული დამნაშავეები. იმ დროიდან თუმცა კი ვენეციას არ ჰყოლია თავისი მუდმივი დესპანი კონსტანტინოპოლში, მაგრამ ელჩობები ვენეციიდან კონსტანტინოპოლში და პირიქით იგზავნებოდა მეტ-ნაკლებად რეგულარულად. 1521 წ. თურქულმა ჯარებმა აიღეს ბელგრადი, შემდეგ წელს დაიპყრეს კ. როდოსი. თურქეთის უახლოეს მეზობლად და ყველაზე უფრო საშიშ მტრად ახლა იქცა უნგრეთი, თანაც მის მხარეზე იდგა ავსტრია და მასთან სერიოზულ ბრძოლაში ჩაბმა, მხარდაჭერაზე ვინმეს თავდებობის გარეშე, სარისკო იყო. თურქეთის ბუნებრივ მოკავშირედ ამ ბრძოლაში იყო საფრანგეთი.
პირველი ურთიერთობები თურქეთსა და საფრანგეთს შორის დაიწყო ჯერ კიდევ 1483 წ.; იმ დროიდან ორივე სახელმწიფომ რამდენჯერმე გაცვალა ურთიერთშორის ელჩობები, მაგრამ ამას საქმე არ მიჰყავდა პრაქტიკულ შედეგებამდე. 1517 წ. საფრანგეთის მეფე, ფრანცისკ I, სთვაზობდა გერმანიის იმპერატორსა და ფერდინანდ კათოლიკელს (?) კავშირს თურქების წინააღმდეგ ევროპიდან მათი განდევნისა და მათი სამფლობელოების გაყოფის მიზნით, მაგრამ ეს კავშირი ვერ შედგა: დასახელებული ევროპული დერჟავების ინტერესები ძალზედ უპირისპირდებოდა ერთმანეთს. პირიქით, საფრანგეთი და თურქეთი ტერიტორიულად არასდროს არ შეხებიან ერთიმეორეს და უახლოესი საბაბები მტრობისთვის მათ არ ჰქონიათ. ამიტომ საფრანგეთმა, რომელიც ოდესღაც ამდენად მხურვალე მონაწილეობას ღებულობდა ჯვაროსნულ ლაშქრობებში, გადაწყვიტა გადაედგა გაბედული ნაბიჯი: შეეკრა ნამდვილი სამხედრო კავშირი მუსლიმანურ დერჟავასთან ქრისტიანული დერჟავის წინააღმდეგ. უკანასკნელი ბიძგი მისცა ფრანგებისთვის უიღბლო ბრძოლამ პავიასთან, რომლის დროსაც მეფე ტყვედ ჩავარდა. რეგენტმა ლუიზა სავოიელმა 1525 წ. თებერვალში გააგზავნა ელჩობა თურქეთში, მაგრამ ისინი დახოცეს თურქებმა ბოსნიაში, უეჭველია სულთნის სურვილის საწინააღმდეგოდ. არ აფორიაქებულა რა ამ მოვლენის გამო, ფრანცისკ I-მა ტყვეობიდან თავისი კაცი გაუგზავნა სულთანს კავშირის წინადადებით; სულთანი თავს უნდა დასხმოდა უნგრეთს, ხოლო ფრანცისკი შეპირდა ომს ესპანეთთან. ამავდროულად კარლ V-ც სთავაზობდა მსგავს წინადადებებს თურქეთის სულთანს, მაგრამ სულთანმა ამჯობინა კავშირი საფრანგეთთან. მალევე ამის შემდეგ ფრანცისკმა გაგზავნა კონსტანტინოპოლში თხოვნა ნება მიეცათ იერუსალიმში თუნდაც ერთი კათოლიკური ეკლესიის აღსადგენად, მაგრამ სულთნისგან მიიღო გადაჭრით უარი ისლამის პრინციპების გულისთვის, მასთან ერთად ქრისტიანებისთვის ყოველგვარი მფარველობის გაწევისა და მათი უსაფრთხოების დაცვის დაპირებით (1528). ომი უნგრეთთან სულთანმა განაახლა 1526 წ. (ამ ომის მსვლელობის შესახებ იხ. ზემოთ თურქული ომები, გვ. 116). 1547 წ. ზავის მიხედვით, უნგრეთის მთელი სამხრეთ ნაწილი ოფენის ჩათვლით გადაიქცა თურქეთის პროვინციად, რომელიც 12 სანჯაყად იქნა დაყოფილი; ჩრდილოეთ ნაწილი კი გადავიდა ავსტრიის ძალაუფლების ქვეშ, მაგრამ მის სანაცვლოდ სულთნისთვის ყოველწლიურად 50.000 დუკატის ხარკის გადახდის ვალდებულებით (ხელშეკრულების გერმანულ ტექსტში ხარკს ეწოდებოდა საპატიო საჩუქარი _ Ehrengeschenk).
თურქეთის უმაღლესი უფლებები ვალახეთზე, მოლდავეთსა და ტრანსილვანიაზე დადასტურებულ იქნა 1569 წ. სამშვიდობო ხელშეკრულებით. ეს მშვიდობა შედგა მხოლოდ იმიტომ, რომ ავსტრიამ დახარჯა ფულის უზარმაზარი თანხები თურქი წარმომადგენლების მოსყიდვაზე. თურქეთის ომი ვენეციასთან დასრულდა 1540 წ. საბერძნეთსა და ეგეოსის ზღვაში ვენეციის უკანასკნელი სამფლობელოების თურქეთის ძალაუფლების ქვეშ გადასვლით. სპარსეთთან ახალ ომში თურქეთმა დაიკავა 1536 წ. ბაღდადი, 1553 წ. _ საქართველო. ამით მან მიაღწია თავისი პოლიტიკური ძლიერების აპოგეას. თურქული ფლოტი თავისუფლად დაცურავდა მთელ ხმელთაშუა ზღვაში ჰიბრალტარამდე და ინდოეთის ოკეანეში არცთუ იშვიათად ძარცვავდა პორტუგალიის კოლონიებს. 1535 თუ 1536 წ. თურქეთსა და საფრანგეთს შორის დადებულ იქნა ახალი ხელშეკრულება „მშიდობის, მეგობრობისა და ვაჭრობის შესახებ“; ამიერიდან საფრანგეთს ჰყავდა მუდმივი ელჩი კონსტანტინოპოლში და კონსული ალექსანდრიაში. სულთნის ქვეშევრდომებს საფრანგეთში და მეფის ქვეშევრდომებს თურქეთში გარანტირებული ჰქონდათ უფლება თავისუფლად ემოგზაურათ ქვეყანაში, ეყიდათ, გაეყიდათ და გაეცვალათ საქონელი ადგილობრივი ხელისუფლების დაცვის ქვეშ თანასწორუფლებიანობის საწყისზე. ფრანგებს შორის დავები თურქეთში უნდა განეგოთ საფრანგეთის კონსულებს ან დესპანებს; თურქსა და ფრანგს შორის დავის შემთხვევაში ფრანგებს იცავდა მათი კონსული. საშინაო მმართველობის წესრიგში სულეიმანის დროის მანძილზე მოხდა ზოგიერთი ცვლილება. ადრე სულთანი თითქმის ყოველთვის პირადად მონაწილეობდა დივანზე (მინისტრების საბჭოზე): სულეიმანი იშვიათად ჩნდებოდა მასზე, აძლევდა რა ასეთნაირად მოქმედების უფრო მეტ სივრცეს თავის ვეზირებს. ადრე ვეზირისა (მინისტრისა) და დიდი ვეზირის, აგრეთვე საფაშოს ნამესტნიკის (საფაშოში სულთნის ნაცვლის) თანამდებობებს აძლევდნენ მმართველობაში ან სამხედრო საქმეში მეტ-ნაკლებად გამოცდილ ადამიანებს; სულეიმანის დროს ამ დანიშვნებში შესამჩნევი როლის თამაში დაიწყო ჰარამხანამ, აგრეთვე იმ ფულადმა საჩუქრებმაც, რომლებსაც იძლეოდნენ პრეტენდენტები მაღალი პოსტების დასაკავებლად. ეს გამოწვეული იყო მთავრობის საჭიროებით ფულებში, მაგრამ მალევე იქცა თითქოსდა სამართლის ნორმად და ეს იყო პორტას დაქვეითების მთავარი მიზეზიც. მთავრობის მფლანგველობამ მიაღწია მანამდე უნახავ ზომებს; მართალია, მთავრობის შემოსავლები, ხარკების წარმატებით აკრეფის წყალობით, ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ მიუხედავად ამისა სულთანს უხდებოდა არცთუ იშვიათად მიემართა მონეტის გაფუჭებისთვის.
სულეიმან შესანიშნავის ვაჟიშვილი და მემკვიდრე სელიმ II (1566-1574) ტახტზე ისე ავიდა, რომ არ ჰქონია ძმების დახოცვის საჭიროება, რადგანაც ამის თაობაზე იზრუნა მისმა მამამ, რომელსაც სურდა თავისი საყვარელი უკანასკნელი ცოლის საამებლად, მისთვის უზრუნვლეყო ტახტის დაკავება. სუსტი და არცთუ გონიერი მმართველი სელიმი, რომელიც გადაშვებული იყო ლოთობასა და ჰარამხანაში, მაინც მშვიდობიანად მეფობდა და თავის ვაჟიშვილს მან დაუტოვა ისეთი სახელმწიფო, რომელიც არათუ არ შემცირებულა ტერიტორიულად, არამედ გაიზარდა კიდეც; ამით იგი დავალებული იყო დიდი ვეზირის მუჰამედ სოკოლის გონებისა და ენერგიისგან. სოკოლიმ დაასრულა არაბეთის დამორჩილება, რომელიც მანამდე იმყოფებოდა მხოლოდ სუსტ დამოკიდებულებაში პორტაზე. მან ვენეციისგან მოითხოვა კ. კვიპროსის დათმობა, რასაც შედეგად მოჰყვა ომი თურქეთსა და ვენეციას შორის (1570-1573); თურქებმა განიცადეს მძიმე საზღვაო დამარცხება ლეპანტოსთან (1571), მაგრამ მიუხედავად ამისა ომის ბოლოში დაიპყრეს კვიპროსი და შეძლეს მისი შენარჩუნება; გარდა ამისა, მათ დააკისრეს ვენეციას 300 ათასი დუკატის სამხედრო კონტრიბუციის გადახდა და კ. ზანტეს ფლობისთვის ყოველწლიური ხარკისაც, 1500 დუკატის ზომით. 1574 წ. თურქები დაეუფლნენ ტუნისს, რომელიც მანამდე ეკუთვნოდა ესპანელებს; ალჟირმა და ტრიპოლიმ უკვე უფრო ადრე აღიარეს თავიანთი დამოკიდებულება თურქეთზე. სოკოლის ჩაფიქრებული ჰქონდა ორი დიდი საქმე: დონისა და ვოლგის შეერთება არხით, რომელსაც, მისი აზრით, უნდა განემტკიცებინა თურქეთის ძალაუფლება ყირიმში და კვლავ დაემორჩილებინა მისთვის ასტრახანის სახანო, რომელიც უკვე დაპყრობილი ჰქონდა მოსკოვს _ და სუეცის ყელზე არხის გათხრაც. მაგრამ, ამის განხორციელება აღემატებოდა თურქეთის მთავრობის ძალებს. სელიმის მემკვიდრე მურად III (1574-1595) ბევრ რამეში თავის მამას ჰგავდა, მაგრამ შიში თურქების წინაშე ჯერ კიდევ ძალზედ ძლიერი იყო, ხოლო ევროპული დერჟავების განცალკევებულობა და ურთიერთმტრობა ძალზედ დიდი იყო იმისთვის, რათა თურქეთის მმართველების უუნარობასა და სისუსტეს შეძლებოდათ სწრაფად წაეყვანათ საქმე ამ ქვეყნისთვის სამწუხარო შედეგებისკენ. ამ სულთნის მეფობის დროს თურქეთმა გაუძლო ბრძოლას სპარსეთთან, რომელიც დასრულდა განსაზღვრული შედეგების გარეშე.
მურადის ვაჟიშვილმა მუჰამედმ III-მ (1595-1603) ტახტზე ასვლისას სიკვდილით დასაჯა თავისი 19 ძმა. მის დროს სახელმწიფოს მართავდა მისი დედა 12 დიდი ვეზირის შუამავლობით, რომლებიც ცვლიდნენ ერთმანეთს. მონეტის გაძლიერებული გაფუჭება და ხარკის გადიდება არაერთხელ იწვევდა აჯანყებებს სახელმწიფოს სხვადასხვა ნაწილში. მუჰამედის მეფობა აღსავსე იყო ომით ავსტრიასთან, რომელიც დაიწყო ჯერ კიდევ მურადის დროს 1593 წ. და დასრულდა მხოლოდ 1606 წ., უკვე აჰმედ I-ის (1603-1617) დროს. დასრულდა იგი სიტვატოროკის ზავით 1606 წ., რომელმაც აღნიშნა შემობრუნება ურთიერთობებში თურქეთსა და ევროპას შორის. არანაირი ახალი ხარკი დადებული არ ყოფილა ავსტრიაზე. პირიქით, იგი განთავისუფლდა უწინდელი ხარკისგან უნგრეთის გამო, 200.000 ფლორინის ერთდროული საჩუქრის ფასად. ტრანსილვანიაში მმართველად აღიარებულ იქნა სტეფან ბოჩკაი მის მამრობით შთამომავლობასთან ერთად. ამ დროიდან ჰაბსბურგები უკვე აღარ უხდიდნენ ხარკს თურქებს და არანაირი ფორმით და თურქეთის ტერიტორია უკვე აღარ გაფართოებულა სხვანაირად, თუ არა მხოლოდ ყველაზე უფრო მოკლე ვადით. თურქეთისთვის სამწუხარო შედეგები ჰქონდა ომს სპარსეთთან 1603-1613 წწ., რომელშიც თურქებმა განიცადეს რამდენიმე სერიოზული დამარცხება და იძულებული გახდნენ დაეთმოთ საქართველო, თავრიზი და ზოგიერთი სხვა ადგილი.
IV. სამეფოს დაშლა (1614-1757 წწ.)
აჰმედ I-ის მეფობის უკანასკნელი წლები აღსავსე იყო ამბოხებებით, რომლებიც გრძელდებოდა მისი მემკვიდრის დროსაც. მისი ძმა მუსტაფა I (1617-1618) იანიჩრების მიერ დასმული და შეყვარებული, რომელიც მათ უკეთებდა მილიონიან საჩუქრებს სახელმწიფო ხაზინიდან, სამთვიანი მმართველობის შემდეგ დამხობილ იქნა მუფტის ფეტვას ძალით, როგორც გონდაკარგული და ტახტზე ავიდა აჰმედის ვაჟიშვილი ოსმან II (1618-1622). კაზაკების წინააღმდეგ იანიჩრების უიღბლო ლაშქრობის შემდეგ მან მიმართა მცდელობას გაენადგურებინა ეს შმაგი (დაუდგრომელი) არმია, რომელიც წლიდან წლამდე ხდებოდა სულ უფრო ნაკლებად სასარგებლო სამხედრო მიზნებისთვის და სულ უფრო მეტად სახიფათო სახელმწიფო წესრიგისთვის, _ და ამის გამო მოკლულ იქნა იანიჩართა მიერ. ტახტზე კვლავ ავიდა მუსტაფა I და კვლავ რამდენიმე თვის შემდეგ დამხობილ იქნა ტახტიდან, რამდენიმე წლის შემდეგ კი მოკვდა, როგორც ჩანს, საწამლავით. ოსმანის უმცროს ძმას, მურად IV-ს (1623-1640), თითქოსდა განზრახული ჰქონდა აღედგინა თურქეთის უწინდელი ძლიერება. ეს იყო სასტიკი და ხარბი ტირანი, რომელიც ყველას მოაგონებდა სელიმს, მაგრამ ამასთან ერთად იყო უნარიანი ადმინისტრატორი და ენერგიული მეომარი. გამოანგარიშებების მიხედვით, რომელთა სიზუსტეც არ შეიძლება იყოს დადასტურებული, მის დროს სიკვდილით დასაჯეს 25.000 ადამიანი. არცთუ იშვიათად იგი სიკვდილით სჯიდა მდიდარ ადამიანებს, რათა მოეხდინა მათი ქონების კონფისკაცია. მან სპარსელებთან ომში (1623-1639) კვლავ წაართვა მათ თავრიზი და ბაღდადი, მან მოახერხა ასევე დამარცხების მიყენება ვენეციელთათვის და მათთან ხელსაყრელი მშვიდობის დამყარება. მანვე დააწყნარა დრუზების სახიფათო აჯანყება (1623-1637); მაგრამ ყირიმელი თათრების აჯანყებამ თითქმის სრულიად გაანთავისუფლა ისინი თურქული ძალაუფლებისგან. კაზაკების მიერ წარმოებული შავი ზღვის სანაპიროს დარბევები მათთვის დაუსჯელად დარჩა. საშინაო მმართველობაში მურადი ისწრაფვოდა გარკვეული წესრიგისა და ფინანსებში გარკვეული ეკონომიის შეტანისკენ.
მურადის ძმისა და მემკვიდრის იბრაჰიმის (1640-1648) დროს სახელმწიფო საქმეებს კვლავ განაგებდა ჰარამხანა, და ასევე დაკარგულ იქნა მისი წინამორბედის მთელი დაპყრობები. თავად სულთანი დაამხეს და დააღრჩვეს იანიჩარებმა, რომლებმაც ტახტზე აიყვანეს მისი შვიდი წლის ვაჟიშვილი მუჰამედ IV (1648-1687). სახელმწიფოს ჭეშმარიტი მმართველები მისი მეფობის პირველ ხანაში იყვნენ იანიჩრები; მთელ სახელმწიფო თანამდებობებს იკავებდნენ მათ მიერ დასმულები, მმართველობა იმყოფებოდა სრულ მოშლილობაში, ფინანსებმა მიაღწიეს უკიდურეს დაცემას. ისარგებლა რა ამით, ვენეციამ თურქეთს მიაყენა ძლიერი საზღვაო დამარცხება დარდანელის სრუტეში (1656); მაგრამ, მან ვერ შეძლო ესარგებლა თავისი გამარჯვებით. 1656 წ. დიდი ვეზირის პოსტი ხელში ჩაიგდო ენერგიულმა ადამიანმა მუჰამედ კეპრილუმ, რომელმაც შეძლო დისციპლინის გაძლიერება არმიაში და რამდენიმე დამარცხებაც მიაყენა მტრებს. ავსტრიას 1664 წ. უნდა დაედო მისთვის არცთუ განსაკუთრებით მომგებიანი სამშვიდობო ხელშეკრულება ვასვარში; 1669 წ. თურქებმა დაიპყრეს კრეტა, ხოლო 1672 წ. ბუჩაჩში დადებული სამშვიდობო ხელშეკრულბით პოლონეთისგან მიიღეს პოდოლია და უკრაინის ნაწილიც კი (იხ. რუსეთი, 502). ამ ხელშეკრულებამ გამოიწვია ხალხისა და სეიმის აღშფოთება, და ომი ხელახლა დაიწყო. მასში მონაწილეობა მიიღო რუსეთმაც; სამაგიეროდ თურქების მხარეზე იდგა კაზაკების მნიშვნელოვანი ნაწილი, დოროშენკოს მეთაურობით. ომის დროს მოკვდა დიდი ვეზირი აჰმედ-კეპრილუ ფაშა (ზემოთ ეწრა მუჰამედ-კეპრილუ _ ი. ხ.) ქვეყნის 15-წლიანი მმართველობის შემდეგ (1661-1676). ომი, რომელიც მიმდინარეობდა გარდამავალი წარმატებით, დასრულდა ბუქარესტის ზავით, რომელიც დადებულ იქნა 1681 წ. 20 წლით status quo-ს საწყისზე; დასავლეთ უკრაინა, რომელიც ომის შემდეგ წარმოადგენდა ნამდვილ უდაბნოს, და პოდოლია დარჩა თურქების ხელში. თურქეთი ადვილად დათანხმდა მშვიდობაზე, რადგანაც მას მოელოდა ომი ავსტრიასთან, რომელსაც მიმართა კეპრილუს მოადგილემ, ყარა-მუსტაფამ. თურქებმა მოახერხეს ვენამდე მიღწევა და მისთვის ალყის შემორტყმა (1683 წ. 24 ივლისიდან 12 სექტემბრამდე), მაგრამ მოუხდათ ალყის მოხსნა, როდესაც პოლონეთის მეფემ იან სობესსკიმ (XXX, 669) დადო კავშირი ავსტრიასთან, იჩქარა ვენის დასახმარებლად და მის ახლოს მოიპოვა ბრწყინვალე გამარჯვება თურქულ ჯარზე. ბელგრადში ყარა-მუსტაფას დახვდნენ სულთნის მიერ გაგზავნილი მოხელენი, რომელთაც ბრძანება ჰქონდათ კონსტანტინოპოლში ჩაეტანათ უუნარო მხედართმთავრის მოკვეთილი თავი, რაც იქნა კიდეც აღსრულებული.
1684 წ. ავსტრიისა და პოლონეთის კოალიციას თურქეთის წინააღმდეგ შეუერთდა ვენეცია, მოგვიანებით კი რუსეთიც (იხ. თურქეთის ომები). დაიწყო სწორი ომი თურქეთის წინააღმდეგ _ პირველი, რომელშიც თურქეთს მოუწია არა თავს დასხმოდა, არა თავი დაეცვა საკუთარ ტერიტორიაზე. 1686 წ. ლოტარინგიის ჰერცოგმა აიღო ოფენი; 1687 წ. დიდი ვეზირი სულეიმან ფაშა სასტიკად იქნა დამარცხებული მოგაჩთან. თურქული ჯარების დამარცხებამ გამოიწვია იანიჩართა გაღიზიანება, რომლებიც რჩებოდნენ კონსტანტინოპოლში, აწყობდნენ ამბოხებებს და ძარცვავდნენ. აჯანყების მუქარის ქვეშ, მუჰამედ IV-მ მათ გაუგზავნა სულეიმანის თავი, თუმცა კი ამან ვერ იხსნა თავად ისიც: იანიჩრებმა დაამხეს იგი მუფტის ფეტვას დახმარებით და ძალით აიყვანეს ტახტზე მისი ძმა, სულეიმან III (1687-1691), ადამიანი, რომელსაც მთლიანად მიცემული ჰქონდა საკუთარი თავი ლოთობისთვის და არანაირი უნარი არ გააჩნდა ქვეყნის სამართავად. ომი გრძელდებოდა მის დროს და მისი ძმების, აჰმედ II-ისა (1691-1695) და მუსტაფა II-ის (1695-1703) დროსაც. ვენეციელები დეუფლნენ მორეას; ავსტრიელებმა აიღეს ბელგრადი (რომელიც მალევე ისევ თურქებს ერგოთ) და უნგრეთის, სლავონიისა და ტრანსილვანიის მთელი მნიშვნელოვანი ციხესიმაგრეები; პოლონელებმა დაიკავეს მოლდავეთის მნიშვნელოვანი ნაწილი. ომი გადაწყვიტა ბრწყინვალე გამარჯვებამ ზენტთან (XI, 414), რომელიც მოიპოვა ევგენიმ, სავოიის პრინცმა, 1697 წ. კარლოვიცაში დადებული სამშვიდობო ხელშეკრულებით (1699), ავსტრიამ მიიღო უნგრეთი და ტრანსილვანია, მორეა გადავიდა ვენეციასთან, პოლონეთმა მიიღო პოდოლია და უკრაინა. ერთი წლის შემდეგ დადებულ იქნა ასევე სამშვიდობო ხელშეკრულება რუსეთსა და თურქეთს შორის, რომლის მიხედვითაც პირველმა შეინარჩუნა აზოვი. კარლოვიცის სამშვიდობო ხელშეკრულება იყო პირველი, რომლის მიხედვითაც თურქეთმა ვერ მიიღო ვერც ხარკი, ვერც დროებითი კონტრიბუცია. მისი მნიშვნელობა დიდად აღემატებოდა სიტვატოროკის სამშვიდობო ხელშეკრულების მნიშვნელობას. ყველასთვის ნათელი გახდა, რომ თურქეთის სამხედრო ძალმოსილება სულაც არ არის დიდი და რომ შინაგანი მოუწესრიგებლობანი არყევენ მას სულ უფრო და უფრო მეტად.
თავად თურქეთში კარლოვიცის სამშვიდობო ხელშეკრულებამ ქვეყნის მოსახლეობის უფრო მეტად განათლებულ ნაწილს შორის გამოიწვია ზოგიერთი რეფორმების აუცილებლობის შეგნება. ეს შეგნება უკვე უფრო ადრე ჰქონდათ კეპრილუებს (XIV, 948) _ ოჯახს, რომელმაც XVII ს. მეორე ნახევრისა და XVIII ს. დასაწყისის განმავლობაში თურქეთს მისცა ხუთი დიდი ვეზირი, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ თურქეთის ყველაზე უფრო შესანიშნავ სახელმწიფო ადამიანებს. უკვე 1690 წ. დიდმა ვეზირმა კეპრილუ მუსტაფამ გამოსცა ნიზამი ჯედიდი („ახალი წესრიგი“), რომელიც ადგენდა ქრისტიანებისგან ასაღები სულადობრივი ხარკების მაქსიმალურ ნორმებს; მაგრამ ამ კანონს არ ჰქონია პრაქტიკული გამოყენება. კარლოვიცის მშვიდობის შემდეგ ქრისტიანებს სერბეთსა და ბენატში ეპატიათ ერთი წლის ხარკი; უმაღლესმა მათავრობამ კონსტანტინოპოლში დაიწყო დროდადრო ზრუნვა ქრისტიანების დასაცავად მძიმე გადასახადებისა და სხვა შევიწროვებებისგან. მაგრამ ეს ზომები, ერთის მხრივ, არ იყო საკმარისი იმისთვის, რათა ქრისტიანები შეერიგებინა თურქების მიერ ჩაგვრასთან, ხოლო მეორეს მხრივ, ისინი აღიზიანებდა იანიჩარებსა და თურქებს. მუსტაფას ძმამ და მემკვიდრემ აჰმედ III-მ (1703-1730), რომელიც ტახტზე აყვანილ იქნა იანიჩართა აჯანყების შედეგად, გამოავლინა მოულოდნელი გაბედულება და დამოუკიდებლობა. მან დააპატიმრა და საჩქაროდ სიკვდილით დასაჯა იანიჩართა ჯარის ბევრი ოფიცერი და თანამდებობიდან გადააყენა და გადაასახლა მათ მიერ დასმული დიდი ვეზირი აჰმედ-ფაშა. ახალმა დიდმა ვეზირმა დამად-ჰასან ფაშამ დააწყნარა აჯანყებები სახელმწიფოს სხვადასხვა ადგილას, ამასთანავე იგი მფარველობას უწევდა უცხოელ ვაჭრებს, აარსებდა სკოლებს. მალე იგი დამხობილ იქნა ჰარამხანიდან წამოსული ინტრიგის შედეგად, და ვეზირების შეცვლა დაიწყო გასაოცარი სისწრაფით; ზოგიერთი ხელისუფლებაში რჩებოდა არაუმეტეს ორი კვირისა.
თურქეთმა ვერ ისარგებლა რუსეთის მიერ განცდილი სიძნელეებითაც კი ჩრდილოეთის დიდი ომის დროს. მხოლოდ 1709 წ. მან მიიღო პოლტავის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ გაქცეული კარლოს XII და მისი დარწმუნებების გავლენით დაიწყო ომი რუსეთთან. ამ დროისთვის თურქეთში უკვე არსებობდა პარტია, რომელიც ოცნებობდა არა რუსეთთან ომის, არამედ მასთან კავშირის შესახებ ავსტრიის წინააღმდეგ; ამ პარტიას სათავეში ედგა დიდი ვეზირი ნუმან კეპრილუ, და მისი დაცემა, რომელიც წარმოადგენდა კარლოს XII-ის საქმეს, იქცა სიგნალად ომისთვის. პეტრე დიდის მდგომარეობა, რომელიც მდ. პრუტზე თურქებისა და ყირიმელი თათრების 200.000-იანი ჯარის ალყაში იყო მოქცეული, უკიდურესად სახიფათო გახლდათ. პეტრეს დაღუპვა გარდაუვალი იყო, მაგრამ დიდი ვეზირი ბალთაჯა-მუჰამედი დაჰყვა მოსყიდვას და გაუშვა პეტრე შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანი აზოვის დათმობის სანაცვლოდ (1711). ომის პარტიამ დაამხო ბალთაჯა და გაასახლა კ. ლემნოსზე, მაგრამ რუსეთმა დიპლომატიური გზით მიაღწია თურქეთისგან კარლოს XII-ის გაძევებას, რისთვისაც მოუხდათ ძალის გამოყენებაც (იხ. XIV, 546). 1714-1718 წწ. თურქეთი აწარმოებდა ომს ვენეციასთან და 1716-1718 წწ. ავსტრიასთან. პასაროვიცის სამშვიდობო ხელშეკრულებით (1718) თურქეთმა უკან მიიღო მორეა, მაგრამ ავსტრიას მისცა ბელგრადი სერბეთის მნიშვნელოვანი ნაწილით, ასევე ბანატი და ვალახეთის ნაწილი. 1722 წ. ისარგებლა რა დინასტიის შეწყვეტითა და მის კვალდაკვალ დაწყებული არეულობებით სპარსეთში, თურქეთმა დაიწყო რელიგიური ომი შიიტების წინააღმდეგ, რომლითაც იგი იმედოვნებდა საკუთარი თავის დასაჩუქრებას ევროპაში განცდილი დანაკარგების სანაცვლოდ. რამდენიმე დამარცხებამ ამ ომში და სპარსელების შეჭრამ თურქეთის ტერიტორიაზე გამოიწვიეს ახალი აჯანყება კონსტანტინოპოლში: აჰმედი დამხობილ იქნა და მის ნაცვლად ტახტზე აიყვანეს მისი ნათესავი, მუსტაფა II-ის ვაჟიშვილი მაჰმუდ I.
აჰმედის მეფობის დროს ბასმაჯი იბრაჰიმის მიერ დაარსებულ იქნა თურქული ტიპოგრაფია. მუფტიმ გარკვეული ყოყმანის შემდეგ მისცა ფეტვა, რომლითაც განათლების ინტერესებისთვის აკურთხევდა ამ წამოწყებას, სულთანმა კი გათიშერიფით ნებართვა მისცა ამ საქმეზე. აკრძალული იყო მხოლოდ ყურანისა და წმინდა წიგნების ბეჭდვა. ტიპოგრაფიის არსებობის პირველ პერიოდში მასში დაბეჭდილ იქნა 15 თხზულება (არაბული და სპარსული ლექსიკონები, რამდენიმე წიგნი თურქეთის ისტორიასა და საყოველთაო გეოგრაფიაში, სამხედრო ხელოვნება, პოლიტიკური ეკონომია და ა. შ.). ბასმაჯი იბრაჰიმის სიკვდილის შემდეგ ტიპოგრაფია დაიხურა, ახალი წარმოიქმნა მხოლოდ 1734 წ. მაჰმუდ I-ის დროს (1730-1754), რომელიც თავისი სირბილითა და ჰუმანურობით შეადგენდა გამონაკლისს თურქეთის სულთნების რიგში (მან არ მოკლა დამხობილი სულთანი და მისი ვაჟიშვილები და საერთოდ თავს არიდებდა სიკვდილით დასჯებს), გრძელდებოდა ომი სპარსეთთან, რომელსაც არ ჰქონია განსაზღვრული შედეგები. ომი ავსტრიასთან დასრულდა ბელგრადის სამშვიდობო ხელშეკრულებით (1739), რომლის მიხედვითაც თურქებმა მიიღეს სერბეთი ბელგრადითა და ორსოვათი. უფრო წარმატებულად მოქმედებდა თურქეთის წინააღმდეგ რუსეთი, მაგრამ ავსტრიელების მიერ ზავის დადებამ რუსებიც აიძულა დათმობებზე წასულიყვნენ; თავისი დაპყრობებიდან რუსეთმა შეინარჩუნა მხოლოდ აზოვი, მაგრამ ვალდებულებით დაენგრია სიმგრები. მაჰმუდ I-ის შემდეგ, რომელიც გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით, ტახტზე ავიდა მისი ძმა, ოსმან III (1754-1757), რომლის მეფობამაც ჩაიარა მშვიდობიანად და რომელიც აღესრულა თავისი ძმის მსგავსად.
V. რეფორმების მცდელობები (1757-1839 წწ.)
ოსმანის შემდეგ ტახტზე ავიდა მუსტაფა III (1757-1774), აჰმედ III-ის ვაჟიშვილი. ტახტზე ასვლისას მან მყარად გამოხატა თავისი განზრახვა შეეცვალა თურქეთის პოლიტიკა და აღედგინა მისი იარაღის ბრწყინვალება. მას ჩაფიქრებული ჰქონდა საკმარისად ვრცელი რეფორმები (სხვათა შორის არხების გათხრა სუეცის ყელზე და მცირე აზიის გავლით), ღიად არ თანაუგრძნობდა მონობას და თავისუფლებაში გაუშვა მნიშვნელოვანი რიცხვის ტყვეები. საერთო უკმაყოფილება, რომელიც არც ადრე იყო სიახლე თურქეთის იმპერიისთვის, განსაკუთრებით იქნა გაძლიერებული ორი შემთხვევით: უცნობმა პირებმა გაძარცვეს და გაანადგურეს მართლმორწმუნეთა ქარავანი, რომელიც ბრუნდებოდა მექადან, და მათი ვინაობის დადგენა ვერ გახდა შესაძლებელი, და ამასთანავე, თურქული საადმირალო ხომალდი ხელში ჩაიგდო ბერძნული ეროვნების საზღვაო ყაჩაღების რაზმმა. ყოველივე ეს მოწმობდა სახელმწიფო ხელისუფლების უკიდურესი სისუსტის შესახებ. ფინანსების დარეგულირებისთვის ღონისძიებები მუსტაფა III-მ დაიწყო ეკონომიით საკუთარ სასახლეში, მაგრამ ამასთან ერთად დაუშვა მონეტის გაფუჭება. მუსტაფას მფარველობით კონსტანტინოპოლში გახსნილ იქნა პირველი საჯარო ბიბლიოთეკა, რამდენიმე სკოლა და საავადმყოფო. მან მეტად ხალისიანად დადო 1761 წ. ხელშეკრულება პრუსიათან, რომლითაც პრუსიულ სავაჭრო ხომალდებს აძლევდა თავისუფლად ცურვის უფლებას თურქეთის წყლებში; პრუსიის ქვეშევრდომები თურქეთში ექვემდებარებოდნენ თავიანთი კონსულების იურისდიქციას. რუსეთი და ავსტრია სთავაზობდნენ მუსტაფას 100.000 დუკატს პრუსიისთვის მიცემული უფლებების გასაუქმებლად, მაგრამ წარმატების გარეშე: მუსტაფას სურდა რაც შეიძლებოდა მეტად დაეახლოვებინა თავისი სახელმწიფო ევროპულ ცივილიზციასთან. მაგრამ რეფორმების მცდელობები ამაზე შორს უკვე აღარ წასულა.
1768 წ. სულთანს უნდა გამოეცხადებინა ომი რუსეთისთვის, რომელიც გრძელდებოდა ექვს წელიწადს და დასრულდა ქუჩუკ-ყაინარჯის სამშვიდობო ხელშეკრულებით (1774; XVII, 144). ეს ხელშეკრულება დადებულ იქნა მუსტაფას ძმისა და მემკვიდრის აბდულ-ჰამიდ I-ის (1774-1789) დროს. თურქეთი ამ დროს თითქმის ყველგან იმყოფებოდა დუღილის (შინააშლილობის) მდგომარეობაში. ორლოვის მიერ შეგულიანებული და აგზნებული ბერძნები მღელვარებდნენ, მაგრამ რუსების მიერ დახმარების გარეშე დატოვებულები, ისინი მალევე ადვილად დაამარცხეს თურქებმა და სასტიკადაც დასაჯეს. ბაღდადელმა აჰმედ-ფაშამ თავი გამოაცხადა დამოუკიდებლად; თახერმა, რომელსაც მხარს უჭერდნენ მომთაბარე არაბები, მიიღო გალილეასა და აკრას შეიხის წოდება; ეგვიპტე, მუჰამედ-ბეის ხელისუფლების ქვეშ, არც კი ფიქრობდა ხარკის გადახდაზე; ჩრდილო ალბანეთი, რომელსაც მართავდა სკუტარიის ფაშა მაჰმუდი, იმყოფებოდა სრული აჯანყების მდგომარეობაში; იანინის ფაშა ალი აშკარად ისწრაფვოდა დამოუკიდებელი სამეფოს დაარსებისკენ. აბდულ-ჰამიდის მთელი მეფობა დაკავებული იყო ამ აჯანყებების დაწყნარებით, რომელიც ვერ შეიძლებოდა მიღწეული ყოფილიყო თურქული მთავრობის ხელში ფულისა და დისციპლინირებული ჯარის არარსებობის შედეგად. ამას დაემატა ახალი ომი რუსეთთან და ავსტრიასთან (1787-1791), რომელიც კვლავ უიღბლო გამოდგა თურქეთისთვის. იგი დასრულდა იასის სამშვიდობო ხელშეკრულებით რუსეთთან (1792) რომლის მიხედვითაც რუსეთმა საბოლოოდ შეიძინა ყირიმი და სივრცე მდინარეებს ბუგსა და დნესტრს შორის, და სისტოვის სამშვიდობო ხელშეკრულებით ავსტრიასთან (1791). უკანასკნელი შედარებით ხელსაყრელი იყო თურქეთისთვის, რადგანაც მისი მთავარი მტერი იოსებ II მოკვდა, ლეოპოლდ II კი მთელ თავის ყურადღებას მიმართავდა საფრანგეთზე. ავსტრიამ დაუბრუნა თურქეთს ამ ომში მის მიერ გაკეთებული შენაძენების უმეტესი ნაწილი. ეს ხელშეკრულებები დადებულ იქნა უკვე აბდულ-ჰამიდის ნათესავის სელიმ III-ის (1789-1807) დროს.
ტერიტორიული დანაკარგების გარდა, ომმა თურქეთის ცხოვრებაში შეიტანა ერთი არსებითი ცვლილება: მისი დაწყების წინ (1785) თურქეთმა აიღო თავისი პირველი სახელმწიფო ვალი, თავიდან შიდა ვალი, რომელიც გარანტირებული იყო გარკვეული სახელმწიფო შემოსავლებით. სელიმ III-მ გადააჭარბა თავისი გონებითა და განათლებით ყველა თავის წინამორბედს სულეიმან შესანიშნავის შემდეგ, ხოლო ხასიათის კეთილშობილებით, სამშობლოს სასარგებლოდ მუშაობის გულწრფელი სურვილით _ ყველა სულთანს, დაწყებული ოსმანიდან. იგი იყო ახალგაზრდა, ენერგიული, ქმედითი, სარგებლობდა სიმპატიებით თურქებს შორის და სულ მცირე, არ აღაგზნებდა ანტიპათიებს თავის ქრისტიან ქვეშევრდომებს შორის. თავის დიდ ვეზირად მან დანიშნა ქუჩუკ-ჰუსეინ ფაშა (1792; გარდ. 1803 წ.). მთავრობამ ენერგიული ზომებით გაწმინდა ეგეოსის ზღვა მეკობრეებისგან; იგი მფარველობდა ვაჭრობასა და სახალხო განათლებას. მთავარი ყურადღება მას მიპყრობილი ჰქონდა არმიაზე. იანიჩრებმა დაამტკიცეს თავიანთი თითქმის სრული უსარგებლობა ომში, და იმავე დროს მშვიდობიანობის პერიოდებში ისინი ქვეყანას ამყოფებდნენ ანარქიის მდგომარეობაში. საჭირო იყო მათი განადგურება და შეცვლა სწორად ორგანიზებული არმიით. თურქული არტილერია, რომელმაც თურქებს უპირატესობა მიანიჭა აზიისა და აფრიკის ხალხებზე, და დაეხმარა მათ კონსტანტინოპოლის აღებაში, უვარგისი აღმოჩნდა რუსულ და ავსტრიულ არტილერიასთან შედარებით. მთავრობამ იზრუნა ტაქტიკასა და ფორტიფიკაციაში საუკეთესო უცხოური თხზულებების თურქულ ენაზე თარგმნისთვის; საარტილერიო და საზღვაო სასწავლებლებში მასწავლებლების ადგილებზე მიიწვია ფრანგი ოფიცრები; პირველ მათგანთან დააარსა უცხოური თხზულებების ბიბლიოთეკა სამხედრო მეცნიერებებში. გაუმჯობესებულ იქნა სახელოსნოები ზარბაზნების ჩამოსასხმელად; ახალი ნიმუშის სამხედრო გემებს უკვეთავდნენ საფრანგეთში ყოველივე ეს იყო წინასწარი ზომები. სულთანს აშკარად სურდა გადასულიყო არმიის შინაგანი წყობილების რეორგანიზებაზე; მან დაადგინა მისთვის ახალი ფორმის ტანსაცმელი და დაიწყო უფრო მკაცრი დისციპლინის შემოღება. იანიჩრებს კი იგი ჯერ არ ეხებოდა.
მაგრამ აქ მას გზაზე წინ გადაეღობნენ, ჯერ ერთი, ვიდლინის ფაშის, ფასვან-ოღლუს აჯანყება (1797; იხ. XXII, 915), რომელიც აშკარად უგულვებელყოფდა მთავრობისგან წამოსულ ბრძანებებს, და მეორეც, ნაპოლეონის ეგვიპტური ექსპედიცია. ქუჩუკ-ჰუსეინი დაიძრა ფასვან-ოღლუს წინააღმდეგ და აწარმოა მასთან ნამდვილი ომი, რომელსაც რაიმე განსაზღვრული შედეგები არ ჰქონია. მთავრობამ, ბოლოს და ბოლოს, მოლაპარაკებები დაიწყო მეამბოხე მეფისნაცვალთან (რუს. наместник) და აღიარა მისი უფლებები სიცოცხლის ბოლომდე ვიდინის საფაშოს მმართველობაზე, სინამდვილეში თითქმის სრული დამოუკიდებლობის საწყისებზე. 1798 წ. გენერალმა ბონაპარტემ მოახდინა თავისი სახელგანთქმული თავდასხმა ეგვიპტეზე, შემდეგ კი სირიაზეც. თურქეთის მხარეზე დადგა დიდი ბრიტანეთი, რომელმაც საფრანგეთის ფლოტი გაანადგურა ბრძოლაში აბუქირთან. ამ ექსპედიციას თურქეთისთვის არ ჰქონია სერიოზული შედეგები. ეგვიპტე სახელით დარჩა თურქეთის ძალაუფლების ქვეშ, ფაქტიურად კი _ მამლუქების ძალაუფლების ქვეშ (იხ. ეგვიპტე, XI, 539). ომი ახალი დამთავრებული იყო ფრანგებთან (1801), რომ დაიწყო იანიჩართა აჯანყება ბელგრადში, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ არმიაში მიმდინარე რეფორმებით. შევიწროვებებმა მათი მხრიდან გამოიწვიეს სახალხო მოძრაობა სერბეთში (1804) ყარაგეორგის უფროსობით. მთავრობამ თავიდან მხარი დაუჭირა მოძრაობას (იხ. სერბეთი, XXVIII, 601), მაგრამ მალევე იგი გამოვლინდა ნამდვილი სახალხო აჯანყების ფორმით, და თურქეთს მოუწია საომარი მოქმედებების გახსნა. საქმე გართულდა რუსეთის მიერ დაწყებული ომითაც (1806-1812). რეფორმები კვლავ გადადებულ იქნა: დიდი ვეზირი და სხვა უმაღლესი მოხელეები და სამხედრო პირები იმყოფებოდნენ საომარ მოქმედებათა თეატრზე.
კონსტანტინოპოლში რჩებოდნენ მხოლოდ კაიმაკამი (დიდი ვეზირის თანაშემწე) და მინისტრების მოადგილეები. შეიხ-ულ-ისლამმა ისარგებლა ამ მომენტით შეთქმულების მოსაწყობად სულთნის წინააღმდეგ. შეთქმულებაში მონაწილეობა მიიღეს ულემებმა და იანიჩრებმა, რომელთა შორისაც ავრცელებდნენ ხმებს სულთნის განზრახვის შესახებ მოეხდინა მათი განკასირება მუდმივი არმიის პოლკების მიხედვით. შეთქმულებას მიემხრო კაიმაკამიც. დანიშნულ დღეს იანიჩართა რაზმი მოულოდნელად თავს დაესხა კონსტანტინოპოლში მდგარ მუდმივი ჯარის გარნიზონს და მოახდინა მასში ხოცვა-ჟლეტა. იანიჩართა მეორე ნაწილმა ალყა შემოარტყა სელიმის სასახლეს და მოითხოვდა მისგან მათთვის საძულველი პირების სიკვდილით დასჯას. სელიმს ეყო ვაჟკაცობა უარი ეთქვა. იგი დააპატიმრეს და ყარაული მიუყენეს. სულთნად გამოცხადებულ იქნა აბდულ-ჰამიდის ვაჟიშვილი, მუსტაფა IV (1807-1808). ხოცვა-ჟლეტა ქალაქში გრძელდებოდა ორ დღეს. უძლური მუსტაფას სახელით მართავდნენ შეიხ-ულ-ისლამი და კაიმაკამი. მაგრამ სელიმს ჰყავდა თავისი მომხრეები. რუშჩუკის ფაშა მუსტაფა ბარაიქტარი 16.000-იანი ჯარის სათავეში შევიდა კონსტანტინოპოლში ისე, რომ წინააღმდეგობა არ შეხვედრია, მაგრამ ვერ მოასწრო სელიმის განთავისუფლება, რომელიც მოკლულ იქნა მუსტაფას ბრძანებით. ბარაიქტარმა დააპატიმრა მუსტაფა და სულთნად გამოაცხადა მისი ძმა, მაჰმუდ II (1808-1839; იხ. XVIII, 823). ეს იყო სელიმ III-ის მოწაფე და მეგობარი. არ ჩამორჩებოდა რა სელიმს ენერგიითა და რეფორმების აუცილებლობის გაგებით, იგი მასზე გაცილებით უფრო მეტად იყო თურქი. იყო ბოროტი, შურისმაძიებელი, უფრო მეტ ხარისხად ხელმძღვანელობდა პირადი ინტერესებით, რომელთა ზომიერებაში მოყვანასაც ახერხებდა უფრო მეტად პოლიტიკური შორსმჭვრეტელობით, ვიდრე ქვეყნის კეთილდღეობისკენ ნამდვილი მისწრაფებით. ახალშემოღებებისთვის ნიადაგი უკვე რამდენადმე მომზადებული იყო, უნარი არ დაეწყო ფიქრი საშუალებების გამო ასევე ხელს უწყობდა მაჰმუდს, და ამიტომ მისმა მოღვაწეობამ მაინც უფრო მეტი კვალი დატოვა, ვიდრე სელიმის მოღვაწეობამ. თავის დიდ ვეზირად მან დანიშნა ბაირაქტარი, რომელიც განკარგავდა სელიმის წინააღმდეგ შეთქმულების მონაწილეებსა და სხვა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებზე ანგარიშსწორებას. თავად მუსტაფას სიცოცხლე დროებით დაინდეს.
პირველ რეფორმად ბაირაქტარმა დაისახა იანიჩართა კორპუსის რეორგანიზება, მაგრამ მოიქცა გაუფრთხილებლად და თავისი ჯარის ნაწილი გაგზავნა საომარ მოქმედებათა თეატრზე; მას რჩებოდა 7000 ჯარისკაცი. 6000-მა იანიჩარმა მოახდინა მათზე მოულოდნელი თავდასხმა და დაიძრა სასახლისკენ მუსტაფა IV-ის განთავისუფლების მიზნით. ბაირაქტარმა, რომელიც მცირე რაზმით ჩაიკეტა სასახლეში, გადაუგდო მათ მუსტაფას გვამი, ხოლო შემდეგ ააფეთქა სასახლის ნაწილი და თქვადაც მის ნანგრევებში დაიმარხა. რამდენიმე საათის შემდეგ კი მოუსწრო მთავრობის ერთგულმა სამიათასიანმა ჯარმა რამიზ-ფაშას მეთაურობით, დაამარცხა იანიჩრები და ამოწყვიტა მათი მნიშვნელოვანი ნაწილი. მაჰმუდმა გადაწყვიტა გადაედო რეფორმა რუსეთთან ომის დამთავრებამდე, რომელიც დასრულდა 1812 წ. ბუქარესტის სამშვიდობო ხელშეკრულებით. ვენის კონგრესმა შეიტანა ზოგიერთი ცვლილება თურქეთის მდგომარეობაში, ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, უფრო ზუსტად განსაზღვრა და თეორიაში და გეოგრაფიულ რუკებზე დაადასტურა (დაამტკიცა) ის, რასაც უკვე ადგილი ჰქონდა სინამდვილეში. დალმაცია და ილირია დამტკიცებულ იქნა ავსტრიის შემადგენლობაში, ბესარაბია _ რუსეთისა; იონიის 7-მა კუნძულმა მიიღო თვითმმართველობა ინგლისური პროტექტორატის ქვეშ (XIII, 747); ინგლისურმა გემებმა მიიღეს დარდანელის სრუტეში თავისუფლად გასვლის უფლება. და თურქეთის მფლობელობაში დარჩენილ ტერიტორიაზეც მთავრობა ვერ გრძნობდა თავს მყარად. სერბეთში 1817 წ. დაიწყო აჯანყება, რომელიც დასრულდა მხოლოდ ადრიანოპოლის 1829 წ. სამშვიდობო ხელშეკრულებით სერბეთის ცალკე ვასალურ სახელმწიფოდ აღიარების შემდეგ, საკუთარი მთავრით სათავეში (XXVIII, 603). 1820 წ. დაიწყო იანინელი ალი-ფაშას აჯანყება (I, 443). მისი საკუთარი ვაჟიშვილების ღალატის შედეგად იგი დამარცხებულ, შეპყრობილ და სიკვდილით დასჯილ იქნა; მაგრამ მისი არმიის მნიშვნელოვანმა ნაწილმა წარმოქმნა ბერძენი ინსურგენტების კადრები. საბერძნეთში აჯანყება დაიწყო 1821 წ. რუსეთის, საფრანგეთისა და ინგლისის ჩარევისა და თურქეთისთვის უიღბლო ნავარინის (საზღვაო) ბრძოლის (1827) შემდეგ, რომელშიც დაიღუპა თურქეთისა და ეგვიპტის ფლოტი, თურქეთმა დაკარგა საბერძნეთი (იხ. IX, 652).
ამ გახურებული აჯანყებების დროს მაჰმუდმა გადაწყვიტა გაბედულად დაეწყო იანიჩართა არმიის რეფორმირება. იანიჩართა კორპუსი ივსებოდა ყოველწლიურად 1000 ქრისტიანი ბიჭის მიღებით (გარდა ამისა იანიჩართა ჯარში სამსახური გადადიოდა მემკვიდრეობით, ვინაიდან იანიჩრებს ჰყავდათ ოჯახები), მაგრამ ამასთან ერთად მცირდებოდა მუდმივი ომებისა და ამბოხებების შედეგად. სულეიმანის დროს იანიჩრები იყვნენ 40.000, მუჰამედ III-ის დროს _ 101.600. მუჰამედ IV-ის დროს მიმართეს მცდელობას შეეზღუდათ იანიჩართა რიცხოვნება 55 ათასით, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა მათი ამბოხების შედეგად და მისი მეფობის დასასრულისთვის მათი რიცხვი გაიზარდა 200 ათასამდე. მაჰმუდ II-ის დროს იგი იყო როგორც ჩანს კიდევ უფრო მეტი (ხელფასი გაიცემოდა 400.000-ზე მეტ ადამიანზე), მაგრამ მისი ზუსტად განსაზღვრა სრულიად შეუძლებელია, სახელდობრ იანიჩართა სრული არადისციპლინირებულობის შედეგად. ორტების ანუ ოდების (რაზმების) რიცხვი უტოლდებოდა 229-ს, მათგან 77 იდგა კონსტანტინოპოლში; მაგრამ თავად აღებმაც (ოფიცრებმაც) არ იცოდნენ თავიანთი ოდების ნამდვილი შემადგენლობა და ცდილობდნენ მათ გაზრდას, რადგანაც მის შესაბამისად ღებულობდნენ ხელფასს იანიჩრებისთვის, რომელიც ნაწილობრივ რჩებოდა მათ ჯიბეებში. ზოგჯერ მთელი წლების მანძილზე ხელფასს, განსაკუთრებით პროვინციებში, სულაც არ უხდიდნენ, და მაშინ ეს სტიმულიც კი ქრებოდა სტატისტიკური მონაცემების შესაკრებად. როდესაც დაირხა ხმები რეფორმების პროექტის თაობაზე, იანიჩართა ბელადებმა კრებაზე გადაწყვიტეს მოეთხოვათ სულთნისგან მისი ავტორების სიკვდილით დასჯა; მაგრამ ამის წინასწარ განმჭვრეტმა სულთანმა მათ წინააღმდეგ დაძრა მუდმივი არმია, იარაღი დაურიგა დედაქალაქის მისახლეობას და გამოაცხადა რელიგიური ომი იანიჩართა წინააღმდეგ. მოხდა ბრძოლა კონსტანტინოპოლის ქუჩებსა და ყაზარმებში; მთავრობის მომხრეები იჭრებოდნენ იანიჩართა საცხოვრებლებში და ცოლ-შვილიანად ჟლეტდნენ მათ; მოულოდნელობისგან დაბნეული იანიჩრები თითქმის არ უწევდნენ წინააღმდეგობას. არანაკლებ 10.000-სა, ხოლო უფრო სანდო ცნობებით _ 20.000-მდე იანიჩარი ამოწყვეტილ იქნა; მათი გვამები ჩაყარეს ბოსფორის სრუტეში. დანარჩენები გაიფანტნენ ქვეყანაში და შეუერთდნენ ყაჩაღთა ხროვებს.
პროვინციებში ფართო ზომებით მოახდინეს ოფიცერთა დაპატიმრებები და სიკვდილით დასჯები, იანიჩართა მასა კი დანებდა და განკასირებულ იქნა პოლკების მიხედვით. იანიჩრების კვალდაკვალ, მუფტის ფეტვას საფუძველზე, ნაწილობრივ სიკდილით დასაჯეს და ნაწილობრივ კი ქვეყნიდან განდევნეს დერვიშ-ბექთაქები, რომლებიც ყოველთვის იყვნენ იანიჩრების ერთგული თანაშემწეები. ორივე ამ ზომამ (1826) ვერ იხსნა თურქები დამარცხებისგან ომებში როგორც სერბებთან, ისე ბერძნებთანაც. ამ ომებს კვალდაკვალ და მათთან კავშირში, მოჰყვა ომი რუსეთთანაც (1828-1829), რომელიც დასრულდა ადრიანოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულებით (1829). თურქეთმა დაკარგა სერბეთი, მოლდავეთი, ვალახეთი, საბერძნეთი, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო. ამის კვალდაკვალ თურქეთს ჩამოსცილდა მეჰმედ ალი, ეგვიპტის ფაშა (1831-1833 და 1839; იხ. XVIII, 855, აგრეთვე ეგვიპტე და აღმოსავლური საკითხი). უკანასკნელთან ბრძოლაში თურქეთმა განიცადა ისეთი დარტყმები, რომლებითაც სასწორზე იქნა დადებული თავად მისი არსებობაც კი; მაგრამ იგი ორჯერ (1833 და 1839) იხსნა რუსეთის მოულოდნელმა გამოსარჩლებამ, რომელიც გამოწვეული იყო ევროპული ომის შიშით, რომელიც უთუოდ გაჩაღდებოდა თურქეთის დაშლის შედეგად. თუმცა კი ამ გამოსარჩლებამ რუსეთს მოუტანა რეალური სარგებელიც: გუნქიარ სქელესში დადებული სამშვიდობო ხელშეკრულებით (1833) თურქეთმა რუსულ გემებს მისცა დარდანელის სრუტეში გავლის უფლება, ჩაკეტა რა იგი ინგლისისთვის. ამავდროულად ფრანგებმა გადაწყვიტეს წაერთვათ თურქეთისთვის ალჟირი (1830 წ.-დან, იხ. I, 433), რომელიც მანამდეც იყოფებოდა თურქეთზე მხოლოდ ნომინალურ დამკიდებულებაში. ომებმა ვერ შეაჩერა მაჰმუდის რეფორმატორული ჩანაფიქრები; კერძო გარდაქმნები არმიაში გრძელდებოდა მისი მთელი მეფობის დროს. იგი ზრუნავდა ასევე ხალხში განათლების დონის ამაღლებისთვის; მის დროს (1831) დაიწყო პირველი თურქული გაზეთის გამოცემა ფრანგულ ენაზე, რომელსაც ჰქონდა ოფიციალური ხასიათი („Moniteur ottoman“), შემდეგ (1832) პირველი თურქული ასევე ოფიციალური გაზეთისა „თაქვიმ-ი-ვექაი“ _ „შემთხვევების დღიური“.
პეტრე დიდის მსგავსად, შესაძლოა მისი შეგნებული მიბაძვითაც, მაჰმუდი ისწრაფვოდა ხალხში ევროპული ზნე-ჩვეულებების შემოღებისკენ; იგი თავად იცვამდა ევროპულ კოსტიუმს და ამისკენ ახალისებდა თავის მოხელეებსაც, უკრძალავდა ტიურბანის ტარებას, აწყობდა ზეიმებს კონსტანტინოპოლსა და სხვა ქალაქებში ფოიერვერკებით, ევროპული მუსიკითა და საერთოდ ევროპული ნიმუშის მიხედვით. მის მიერ ჩაფიქრებულ სამოქალაქო წყობილების უმნიშვნელოვანეს რეფორმებამდე მან ვერ იცოცხლა; ისინი უკვე იქცა მისი მემკვიდრის საქმედ. მაგრამ ის მცირედიც, რაც მან გააკეთა ეწინააღმდეგებოდა მუსლიმანური მოსახლეობის რელიგიურ გრძნობებს. მან დაიწყო მონეტის მოჭრა თავისი გამოსახულებით, რაც პირდაპირ აკრძალულია ყურანში (ცნობები იმის შესახებ, რომ ვითომ წინამორბედი სულთნებიც ახატვინებდნენ თავიანთ პორტრეტებს, მეტად საეჭვოა). მთელი მისი მეფობის მანძილზე სახელმწიფოს სხვადასხვა ნაწილებში, განსაკუთრებით კონსტანტინოპოლში, განუწყვეტლივ ხდებოდა მუსლიმანთა ამბოხებები, რომლებიც გამოწვეული იყო რელიგიური ფანატიზმით; მთავრობა მათ უსწორდებოდა უკიდურესი სისასტიკით: ზოგჯერ რამდენიმე დღეში ბოსფორში ყრიდნენ 4-4 ათას გვამს. ამასთან მაჰმუდი არ ერიდებოდა თვით ულემებისა და დერვიშების სიკვდილით დასჯასაც კი, რომლებიც საერთოდ იყვნენ მისი გააფთრებული მტრები. ერთხელ მას მიუახლოვდა დერვიში შეიხ საშილი, რომელიც ხალხში წმინდანად ითვლებოდა, ხელი ჩაავლო მის ცხენს ლაგამში და დაიძახა: „გიაურო ფადიშაჰო, რას აკეთებ! ალაჰი დაგსჯის შენი უწმინდურობისთვის; შენ ღუპავ ისლამს და ჩვენ ყველას თავზე გვატეხ წინასწარმეტყველის წყევლას!“ სულთანმა უპასუხა: „ეს გიჟია“, „არა შენ ხარ გიჟი“ _ წამოიძახა დერვიშმა; შენ, ფადიშაჰ-გიაური, შენი უწმინდური მრჩეველ-გიაურები, თქვენ ყველანი გიჟები ხართ. ღმერთი ლაპარაკობს ჩემი ბაგეებით; სიკვდილით დამსაჯე ამისთვის, უწმინდურო!“ დერვიში სიკვდილით იქნა დასჯილი.
მაჰმუდის მფობის დროს განსაკუთრებით ბევრი ხანძარი იყო კონსტანტინოპოლში, რომლებიც ხშირად ხდებოდა ცეცხლის წაკიდებისგან; ხალხი ხსნიდა მათ ღვთის სასჯელით სულთნის ცოდვების გულისთვის. იანიჩართა ამოწყვეტა, რომელმაც თავიდან ზიანი მოუტანა თურქეთს, წაართვა რა მას თუმცა კი ცუდი, მაგრამ მაინც არცთუ უსარგებლო ჯარი, რამდენიმე წლის გავლის შემდეგ აღმოჩნდა უმაღლეს ხარისხად სასიკეთო: თურქული არმია დადგა ევროპული არმიების სიმაღლეზე, რაც თვალსაჩინოდ იქნა დამტკიცებული ყირიმის კამპანიაში და კიდევ უფრო მეტად 1877-1878 წწ. ომში და 1897 წ. ბერძნულ ომშიც. ტერიტორიული შემცირება, და განსაკუთრებით საბერძნეთის დაკარგვა, თურქეთისთვის აღმოჩნდა ასევე უფრო მეტად სასარგებლო, ვიდრე საზიანო. თურქები არასდროს არ უშვებდნენ ქრისტიანების სამხედრო სამსახურს მათ რიგებში; უწყვეტი ქრისტიანული მოსახლეობის მყოლი ოლქები (საბერძნეთი და სერბეთი), ისე რომ არ ზრდიდნენ თურქულ არმიას, იმავე დროს მოითხოვდნენ მისგან მნიშვნელოვან სამხედრო გარნიზონებს, რომელთა მოქმედებაში შეყვანაც სხვა ადგილებში ვერ იქნებოდა შესაძლებელი საჭიროების შემთხვევაში. განსაკუთრებით ეს აღსანიშნავია საბერძნეთისთვის, რომელიც, გაჭიმული საზღვაო საზღვრის გამო, სტრატეგიულ სარგებელსაც კი არ წარმოადგენდა თურქეთისთვის, რომელიც უფრო ძლიერი იყო ხმელეთზე, ვიდრე ზღვაში. ტერიტორიების დაკარგვამ შეამცირა თურქეთის სახელმწიფო შემოსავლები, მაგრამ მაჰმუდის მეფობის დროს რამდენადმე გამოცოცხლდა თურქეთის ვაჭრობა ევროპულ სახელმწიფოებთან, რამდენადმე ამაღლდა ქვეყნის მწარმოებლურობა (პური, თამბაქო, ყურძენი, ვარდის ზეთი და სხვა).
ამრიგად, ყველა საგარეო დამარცხების მიუხედავად, ნიზიბთან საშინელი ბრძოლის მიუხედავადაც, რომელშიც მეჰმედ-ალიმ გაანადგურა მნიშვნელოვანი თურქული არმია და რომელსაც შედეგად მოჰყვა მთელი ფლოტის დაკარგვაც, მაჰმუდმა აბდულ მეჯიდს დაუტოვა სახელმწიფო უფრო მეტად გაძლიერებული, ვიდრე დასუსტებული. გაძლიერებული იყო იგი კიდევ იმითაც, რომ ამიერიდან ევროპული დერჟავების ინტერესი უფრო მჭიდროდ იყო დაკავშირებული თურქეთის შენარჩუნებასთან. უჩვეულოდ ამაღლდა ბოსფორისა და დარდანელის მნიშვნელობა; ევროპულ დერჟავები გრძნობდნენ, რომ კონსტანტინოპოლის დაპყრობა ერთერთი მათგანის მიერ გამოუსწორებელ დარტყმას მიაყენებს დანარჩენებს, და ამიტომ სუსტი თურქეთის შენარჩუნებას თვლიდნენ თავიანთთვის უფრო მომგებიანად. საერთოდ კი თურქეთი მაინც იშლებოდა და ნიკოლოზ I სამართლიანად უწოდებდა მას ავადმყოფ ადამიანს; მაგრამ თურქეთის დაღუპვა გადავადებულ იქნა განუსაზღვრელი დროით. დაწყებული ყირიმის ომიდან, თურქეთმა გაძლიერებულად დაიწყო საზღვარგარეთული სესხების აღება, და ამან შესძინა მას მისი მრავალრიცხოვანი კრედიტორების, ე. ი. უპირატესად ინგლისის ფინანსისტების გავლენიანი მხარდაჭერა. მეორეს მხრივ საშინაო რეფორმები, რომლებსაც შეეძლოთ ფეხზე წამოეყენებინათ თურქეთი და ეხსნათ იგი დაღუპვისგან, XIX ს.-ში სულ უფრო და უფრო გაძნელებული ხდებოდა. რუსეთს ეშინოდა ამ რეფორმების, რადგანაც მათ შეეძლოთ თურქეთის გაძლიერება, და სულთნის კარზე თავისი გავლენის გამოყენებით ცდილობდა შეუძლებელი გახადა ისინი; ასე, 1876-1877 წწ. მან დაღუპა მიდჰად-ფაშა, რომელიც იჩენდა უნარს სერიოზული რეფორმების მოსახდენად, რომლებიც თავიანთი მნიშვნელობით არ ჩამოუვარდებოდა სულთან მაჰმუდის რეფორმებს.
VI. აბდულ მეჯიდის მეფობა (1839-1861)(რეფორმების გაგრძელება და ყირიმის ომი)
მაჰმუდის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი 16 წლის ვაჟიშვილი აბდულ მეჯიდი, რომელიც არ გამოირჩეოდა მისი ენერგიითა და მოუდრეკელობით, მაგრამ სამაგიეროდ იყო გაცილებით უფრო კულტურული და თავისი ხასიათით უფრო რბილი ადამიანი. მაჰმუდის მიერ ყოველივე გაკეთებულის მიუხედავად, ნიზიბთან ბრძოლას შეეძლო საბოლოოდ დაეღუპა თურქეთის იმპერია, რუსეთს, ინგლისს, ავსტრიასა და პრუსიას რომ არ დაედოთ ურთიერთშორის კავშირი პორტას მთლიანობის დასაცავად (1840); მათ შეადგინეს ტრაქტატი, რომლის ძალითაც ეგვიპტის ვიცე-მეფე მემკვიდრეობით საწყისზე ინარჩუნებდა ეგვიპტეს, მაგრამ ვალდებულებას კისრულობდა დაუყოვნებლივ დაეტოვებინა სირია, ხოლო უარის შემთხვევაში მას უნდა წართმეოდა მთელი მისი სამფლობელოები. ამ კავშირმა გამოიწვია აღშფოთება საფრანგეთში, რომელიც მხარს უჭერდა მეჰმედ-ალის, და ტიერმა მზადებაც კი დაიწყო ომისთვის; მაგრამ ლუდოვიკ-ფილიპმა ეს ვერ გაბედა. ძალთა უთანაბრობის მიუხედავად მეჰმედ-ალი მზად იყო წინააღმდეგობის გასაწევად; მაგრამ ინგლისურმა ესკადრამ დაბომბა ბეირუთი, დაწვა ეგვიპტის ფლოტი და სირიაში გადასხა 9000-იანი კორპუსი, რომელმაც მარონიტების დახმარებით, რამდენიმე დამარცხება მიაყენა ეგვიპტელებს. მეჰმედ-ალიმ დაუთმო; თურქეთი გადარჩენილ იქნა, და აბდულ მეჯიდი, რომელსაც მხარს უჭერდნენ ხოზრევ ფაშა, რეშიდ ფაშა და მამის სხვა თანამებრძოლები, შეუდგა რეფორმებს. 1839 წ. მან გამოაქვეყნა ცნობილი გიულხანეს გატიშერიფი (გიულხანე _ „ვარდების საცხოვრებელი“, დასახელება მოედნისა, სადაც გამოაცხადეს გატიშერიფი). ეს იყო მანიფესტი, რომელიც განსაზღვრავდა იმ პრინციპებს, რომელთა მიყოლაც განზრახული ჰქონდა მთავრობას: 1) ყველა ქვეშევრდომისთვის სრულყოფილი უსაფრთხოების უზრუნველყოფა მათ სიცოცხლესთან, ღირსებასთან და ქონებასთან მიმართებით; 2) გადასახადების განაწილებისა და ამოღების სწორი ხერხი; 3) ჯარისკაცების მიღების (შეკრების) ამდენადვე სწორი ხერხი.
აუცილებლად იქნა მიჩნეული ხარკის განაწილების შეცვლა მათი გათანაბრების აზრით და გამოსასყიდად მათი ჩაბარების სისტემაზე უარის თქმა, სახმელეთო და საზღვაო ძალებზე ხარჯების განაწილება; დასადგენად იქნა მიჩნეული სამართალწარმოების საჯაროობა. მთელი ეს შეღავათები ვრცელდებოდა სულთნის ყველა ქვეშევრდომზე სარწმუნოების აღმსარებლობის განსხვავების გარეშე. თავად სულთანმა ფიცი დადო გატიშერიფის ერთგულებაზე. რჩებოდა დაპირებულის სინამდვილეში საქმით განხორციელება. რეფორმა, რომელიც განხორციელებულ იქნა აბდულ მეჯიდისა და ნაწილობრივ მისი მენაცვალის აბდულ აზისის მეფობისას, ცნობილია თანზიმატის სახელწოდებით (არაბული სიტყვისგან თანზიმი _ წესერიგი, მოწყობა; ზოგჯერ უმატებენ ეპითეტს ჰაირიე _ მწყალობელი). თანზიმატში შედის მთელი რიგი ღონისძიებებისა: არმიის რეფორმის გაგრძელება, იმპერიის ახალი დაყოფა ვილაიეთებად, რომელთა მართვაც ხდება ერთი საერთო ნიმუშის მიხედვით, სახელმწიფო საბჭოს დაარსება, პროვინციული საბჭოების (მეჯლისების) დამყარება, სახალხო განათლების სასულიერო წოდების ხელიდან საერო ხელისუფლების ხელში გადაცემის პირველი მცდელობები, 1840 წ. სისხლის სამართლის კოდექსი, სავაჭრო დებულება, იუსტიციისა და სახალხო განათლების სამინისტროების დადგენა (1857), სავაჭრო სამართალწარმოების წესდება (1860). 1858 წ. აიკრძალა მონებით ვაჭრობა თურქეთის ფარგლებში, თუმცა კი თავად მონობა არ აუკრძალავთ (იგი არსებობს დღემდეც, თუმცა კი მეტად შეზღუდულ ფორმებში). ყირიმის ომის შემდეგ სულთანმა გამოაქვეყნა ახალი გატიშერიფ გუმაიუნი (1856), რომელშიც დადასტურებული იყო და უფრო დაწვრილებით ვითარდებოდა პირველის პრინციპები; განსაკუთრებით დაჟინებით იყო მოთხოვნილი ყველა ქვეშევრდომის თანასწორობა რწმენის აღმსარებლობისა და ეროვნულობის განსხვავების გარეშე. ამ გატიშერიფის შემდეგ გაუქმებულ იქნა ძველი კანონი ისლამიდან სხვა რელიგიაში გადასვლისთვის სიკვდილით დასჯის შესახებ. მაგრამ ამ დადგენილებების უმეტესი ნაწილი რჩებოდა მხოლოდ ქაღალდზე.
უმაღლეს მთავრობას ხშირად არ ჰქონდა ძალები გამკლავებოდა დაბალი მოხელეების თვითნებობას, ნაწილობრივ კი მას თავადაც არ სურდა მიემართა გატიშერიფში დაპირებული ზოგიერთი ზომისთვის, როგორებიც იყო, მაგალითად, სხვადასხვა თანამდებობებზე ქრისტიანების დანიშვნა. ერთხელ მან მიმართა მცდელობას დაექირავბინა ჯარისკაცები ქრისტიანებისგან, მაგრამ ამან გამოიწვია უკმაყოფილება მუსლიმანებს შორისაც და ქრისტიანებს შორისაც, მით უმეტეს, რომ მთავრობა ოფიცრობაში აყვანისას ვერ ბედავდა უარი ეთქვა რელიგიურ ცრურწმენებზე (1847); მალე ეს ზომა გაუქმებულ იქნა. მარონიტების მასობრივი მკვლელობები სირიაში (1845 და სხვა) ადასტურებს, რომ, რჯულშემწყნარებლობა უწინდებურად უცხოა თურქეთისთვის. აბდულ მეჯიდის მეფობის განმავლობაში თურქეთში გაუმჯობესებულ იქნა გზები, ააგეს მრავალი ხიდი, გაიყვანეს რამდენიმე სატელეგრაფო ხაზი, ფოსტის ორგანიზება მოახდინეს ევროპული ნიმუშის მიხედვით. 1848 წ. მოვლენებს სულაც არ ჰქონიათ გამოძახილი თურქეთში, მხოლოდ უნგრეთის რევოლუციამ წაახალისა თურქეთის მთავრობა მოეხდინა დუნაიზე თავისი ბატონობის აღდგენის მცდელობა, მაგრამ უნგრელების დამარცხებამ გაფანტა ეს იმედები. როდესაც კოშუტმა და მისმა ამხანაგებმა თავი შეაფარეს თურქეთის ტერიტორიაზე, მაშინ ავსტრიამ და რუსეთმა მათი გაცემის მოთხოვნით მიმართეს სულთან აბდულ მეჯიდს. სულთანმა უპასუხა მათ, რომ რელიგია უკრძალავს სტუმართმოყვარეობის მოვალეობის დარღვევას. 1853-1856 წწ. იყო ახალი აღმოსავლური ომის დრო (მისი მიზეზები და მსვლელობა იხ. VII, 290), რომელიც დასრულდა 1856 წ. პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულებით (XXII, 795).
პარიზის კონგრესზე თანასწორუფლებიანობის საწყისებზე დაშვებულ იქნა თურქეთის წარმომადგენელიც და ამით თავად თურქეთი აღიარებულ იქნა ევროპული კონცერტის წევრად. მაგრამ ამ აღიარებას უფრო მეტად ჰქონდა ფორმალური ხასიათი, ვიდრე ნამდვილი. უწინარეს ყოვლისა თურქეთმა, რომლის მონაწილეობაც ომში იყო მეტად დიდი და რომელმაც დაამტკიცა თავისი საბრძოლო უნარ-შესაძლებლობების გაზრდა XIX ს. პირველ მეოთხედთან ან XVIII ს. ბოლოსთან შედარებით, სინამდვილეში ომისგან მიიღო ძალზედ ცოტა; რუსული ციხესიმაგრეების დანგრევას შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე მისთვის ჰქონდა ძალზედ მცირე მნიშვნელობა, ხოლო რუსეთის მიერ შავ ზღვაში სამხედრო ფლოტის ყოლის უფლების დაკარგვა არ შეიძლებოდა ყოფილიყო ხანგრძლივი და იგი გაუქმებულ იქნა 1871 წ. შემდეგ საკონსულო იურისდიქცია შენარჩუნებულ იქნა და ეს ამტკიცებდა, რომ ევროპა მაინც უყურებს თურქეთს, როგორც ბარბაროსულ სახელმწიფოს. ომის შემდეგ ევროპულმა დერჟავებმა დაიწყეს თურქეთში თავიანთი საფოსტო დაწესებულებების შექმნა, რომლებიც დამოუკიდებელი იყო თურქული საფოსტო დაწესებულებებისგან. ომმა არა თუ არ გაზარდა თურქეთის ძალაუფლება ვასალურ სახელმწიფოებზე, არამედ დაასუსტა კიდეც იგი; დუნაის სამთავროები მალევე გაერთიანდნენ ერთ სახელმწიფოდ რუმინეთად, სერბეთში კი თურქეთისადმი მეგობრულად განწყობილი კარაგეორგიევიჩები დამხობილი და შეცვლილი იქნენ რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი ობრენოვიჩებით; რამდენადმე მოგვიანებით ევროპამ აიძულა თურქეთი გაეყვანა სერბეთიდან თურქული გარნიზონები (1867). აღმოსავლური კამპანიის დროს თურქეთმა ინგლისში აიღო 7 მლნ. გირვანქა სტერლინგის სესხი; 1858, 1860 და 1861 წწ. მოუწია კიდევ ახალი სესხების აღება. იმავე დროს თურქეთმა გამოუშვა ქაღალდის ფულების მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომელთა კურსიც სწრაფად და ძლიერად ეცემოდა. სხვა მოვლენებთან კავშირში ამან გამოიწვია 1861 წ. სავაჭრო კრიზისი, რომელიც მძიმედ აისახა ხალხმოსახლეობაზე.

აბდულ აზისი იყო თვალთმაქცი, ავხორცი და სისხლისმსმელი ტირანი, რომელიც უფრო მოგვაგონებდა XVII და XVIII სს. სულთნებს, ვიდრე თავის ძმას; მაგრამ მას ესმოდა მოცემულ პირობებში რეფორმების გზაზე გაჩერების შეუძლებლობა და ტახტზე ასვლისას მის მიერ გამოქვეყნებულ გატიშერიფში საზეიმოდ დაპირდა თავის წინამორბედთა პოლიტიკის გაგრძელებას. მართლაც, მან ციხეებიდან გაანთავისუფლა პოლიტიკური დამნაშავეები, რომლებიც დაჭერილები იყვნენ წინამორბედი მეფობისას, და შეინარჩუნა თავისი ძმის მინისტრები. უფრო მეტიც, მან განაცხადა, რომ უარს ამბობს ჰარამხანაზე და დაკმაყოფილდება ერთი ცოლით. მაგრამ ეს დაპირებები შესრულებული არ ყოფილა: რამდენიმე დღის შემდეგ, სასახლის კარის ინტრიგის შედეგად, დამხობილ იქნა მეჰმედ კიბრისლი ფაშა, და მისი ადგილი დაიკავა აალი ფაშამ, რომელიც თავის მხრივ რამდენიმე თვის შემდეგ ასევე დაამხეს და მერე კი კვლავ დაიკავა იგივე პოსტი 1867 წ. საერთოდ დიდი ვეზირები და სხვა მოხელეები იცვლებოდნენ განსაკუთრებული სიჩქარით, ჰარამხანის ინტრიგების შედეგად, რომელიც სულთანმა ძალზედ მალე ხელახლა შემოიღო. გარკვეული ზომები თანზიმატის სულისკვეთებით მაინც მიღებულ იქნა. ყველაზე მნიშვნელოვანი მათგან იყო _ თურქეთის სახელმწიფო ბიუჯეტის გამოქვეყნება (1864; თუმცა კი ეს მონაცემები ზუსტად სულაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს). აალი ფაშას მინისტრობის დროს (1867-1871), XIX ს. ერთერთი ყველაზე უფრო ჭკვიანი და მოხერხებული თურქი დიპლომატისა, მოხდენილ იქნა ვაკუფების ნაწილობრივი სეკულარიზაცია, ევროპელებს ებოძათ უძრავი საკუთრების ფლობის უფლება თურქეთის ფარგლებში (1867), რეორგანიზებულ იქნა სახელმწიფო საბჭო (1868), გამოიცა ახალი კანონი სახალხო განათლების შესახებ, შემოღებულ იქნა ფორმალურად ზომისა და წონის მეტრული სისტემა, რომელიც თუმცა კი ცხოვრებაში არ იყო გამოყენებული (1869).
იმავე სამინისტროს ხელში ორგანიზებულ იქნა თურქული ცენზურა (1867), რომლის შექმნაც გამოწვეული იყო პერიოდული და არაპერიოდული ბეჭდური გამოცემების რაოდენობრივი ზრდით კონსტანტინოპოლსა და სხვა ქალაქებში თურქულ და უცხოურ ენებზე. ცენზურა აალი ფაშას დროს გამოირჩეოდა უკიდურესი დაწვრილმანებითა და სიმკაცრით; იგი არა მხოლოდ კრძალავდა წერას იმის შესახებ, რაც უხერხული ეჩვენებოდა თურქეთის მთავრობას, არამედ პირდაპირ ავალებდა ბეჭდურ გამოცემებს ექოთ და ედიდებინათ სულთნისა და საერთოდ მთავრობის სიბრძნე, იგი მთელ ბეჭდურ სიტყვას ხდიდა მეტ-ნაკლებად ოფიციოზურად. მისი ზოგადი ხასიათი დარჩა იგივე აალი-ფაშას შემდეგაც, და მხოლოდ მიდჰად-ფაშას დროს 1876-1877 წწ. იგი რამდენადმე იქნა შერბილებული. 1862 წ. ჩერნოგორიამ, რომელიც მოითხოვდა სრულ დამოუკიდებლობას თურქეთისგან, მხარს უჭერდა ჰერცოგოვინის აჯანყებულებს და იმედი ჰქონდა რუსეთის მხარდაჭერისა, ომი დაიწყო თურქეთთან. რუსეთმა მას მხარი არ დაუჭირა, და რადგანაც ძალების მნიშვნელოვანი უპირატესობა იყო თურქეთის მხარეზე, ამიტომ უკანასკნელმა საკმაოდ სწრაფად მოიპოვა გადამწყვეტი გამარჯვება: ომერ-ფაშას ჯარებმა მიაღწიეს დედაქალაქამდე, მაგრამ არ აიღეს იგი, რადგანაც ჩერნოგორიელებმა დაიწყეს მშვიდობის თხოვნა, რაზედაც თურქეთი უნდა დათანხმებულიყო ევროპული დერჟავების ზეწოლით. ჩერნოგორიას არაფერი არ დაუკარგავს, მაგრამ ამის სანაცვლოდ თურქებმა სამაგიერო გადაუხადეს ჰერცოგოვინელებს მათი აჯანყებისა და ჩერნოგორული ომისთვის. 1866 წ. დაიწყო ბერძნების აჯანყება კ. კრეტაზე. ამ აჯანყებამ გამოიწვია მხურვალე სიმპათიები საბერძნეთში, რომელმაც საჩქაროდ დაიწყო ომისთვის მზადება. თურქეთის დასახმარებლად მოვიდნენ ევროპული დერჟავები, რომლებმაც გადაჭრით აუკრძალეს ბერძნებს კრეტელთათვის დახმარება. კრეტაზე გაგზავნილ იქნა 40-ათასიანი ჯარი. კრეტელების განსაკუთრებული ვაჟკაცობის მიუხედავად, რომლებიც პარტიზანულ ომს აწარმოებდნენ თავიანთი კუნძულის მთებში, მათ არ შეეძლოთ დიდ ხანს გამკლავებოდნენ, და სამწლიანი ბრძოლის შემდეგ აჯანყება დაწყნარებულ იქნა; აჯანყებულებს გაუსწორდნენ სიკვდილით დასჯებითა და ქონების კონფისკაციებით.
აალი-ფაშას სიკვდილის შემდეგ დიდი ვეზირების შეცვლა დაიწყო კვლავ განსაკუთრებული სიჩქარით. ჰარამხანული ინტრიგების გარდა, ამისთვის იყო კიდევ ერთი მიზეზი: სულთნის კარზე ერთმანეთს ებრძოდა ორი პარტია _ ინგლისური და რუსული, რომლებიც მოქმედებდნენ ინგლისისა და რუსეთის ელჩების მითითებებით. რუსეთის ელჩად კონსტანტინოპოლში 1864-1877 წწ. იყო გრაფი იგნატიევი, რომელსაც უეჭველი ურთიერთობები ჰქონდა უკმაყოფილოებთან თურქეთში, ჰპირდბოდა რა მათ რუსეთის ქომაგობას. ამასთან ერთად მას ჰქონდა დიდი გავლენა სულთანზე, არწმუნებდა მას რუსეთის მეგობრობაში და ჰპირდებოდა თანადგომას სულთნის მიერ ჩაფიქრებულ ტახტის მემკვიდრეობის წესის შეცვლაში არა საგვარეულოში უფროს მამაკაცზე, როგორც ეს იყო ადრე, არამედ მამიდან ვაჟიშვილზე, რადგანაც სულთანს ძალზედ უნდოდა ტახტის გადაცემა თავისი ვაჟიშვილის იუსუფ იზედინისთვის. 1875 წ. იფეთქა აჯანყებამ ჰერცოგოვინაში, ბოსნიასა და ბულგარეთში, რომელმაც გადამწყვტი დარტყმა მიაყენა თურქულ ფინანსებს. გამოცხადებულ იქნა, რომ ამიერიდან თურქეთი თავისი საზღვარგარეთული ვალების პროცენტების მხოლოდ ნახევარს გადაიხდის ფულებით, ხოლო მეორე ნახევარს კი _ კუპონებით, რომელთა განაღდებაც მოხდება არაუადრეს ხუთი წლისა. ამ გაკოტრებისგან თურქეთს დღემდე არა აქვს თავი დაღწეული. უფრო სერიოზული რეფორმების აუცილებლობა შეგნებული ჰქონდა თურქეთის ბევრ უმაღლეს მოხელეს, და მათ სათავეში ედგა მიდჰად-ფაშა; მაგრამ კაპრიზული და დესპოტური აბდულ აზისის დროს მათი გატარება სრულიად შეუძლებელი იყო. ამის გამო დიდმა ვეზირმა მეჰმედ რუშდი ფაშამ მოაწყო შეთმულება მინისტრებთან, მიდჰად ფაშასთან, ჰუსეინ ავნი ფაშასთან და სხვებთან, ასევე შეიხ-ულ-ისლამთან ერთად სულთნის დასამხობად. შეიხ-ულ-ისლამმა მისცა ასეთი ფეტვა: „თუკი მართლმორწმუნეთა მბრძანებელი ამტკიცებს თავის უგუნურებას, თუკი მას არა აქვს პოლიტიკური ცოდნა, რომელიც აუცილებელია სახელმწიფოს სამართავად, თუკი ის აკეთებს ისეთ პირად ხარჯებს, რომლის ატანაც სახელმწიფოს არ შეუძლია, თუკი მისი ყოფნა ტახტზე ქმნის დამღუპველი შედეგების მუქარებს, მაშინ საჭიროა თუ არა მისი დამხობა? კანონი ამბობს: დიახ“. 1876 წ. 30 მაისის ღამეს ჰუსეინ ავნი ფაშამ, მიაბჯინა რა რევოლვერი მკერდზე მურადს, ტახტის მემკვიდრეს (აბდულ მეჯიდის ვაჟიშვილს), აიძულა იგი მიეღო გვირგვინი. იმავე დროს ქვეითი ჯარის რაზმმა შეაღწია აბდულ აზისის სასახლეში და მას გამოუცხადეს, რომ მისი მეფობა უკვე დასრულდა. ტახტზე ავიდა მურად V. რამდენიმე დღის შემდეგ ქვეყნის მოსახლეობას გამოუცხადეს, რომ აბდულ აზისმა მაკრატლით ვენები გადაიჭრა და მოკვდა. მურად V, რომელიც არც მანამდე იყო სავსებით ნორმალური, თავისი ბიძის მკვლელობის, და მის შემდეგ ჩერქეზი ჰასან ბეის მიერ, სულთნის სიკვდილის გამო შურის საძიებლად, მიდჰად ფაშას სახლში რამდენიმე მინისტრის მკვლელობისა და ზოგიერთი სხვა მოვლენის გავლენით, საბოლოოდ ჭკუაზე შეიშალა და ზუსტად ასევე უხერხული ხელმწიფე აღმოჩნდა თავისი პროგრესული მინისტრებისთვის. 1876 წ. აგვისტოში იგი ასევე დამხობილ იქნა მუფტის ფეტვას მეშვეობით და ტახტზე ავიდა მისი ძმა აბდულ ჰამიდი.
VIII. აბდულ ჰამიდი
უკვე აბდულ აზისის მეფობის ბოლოს დაიწყო აჯანყება ჰერცოგოვინასა და ბოსნიაში, რომელიც გამოწვეული იყო ამ ოლქების მოსახლეობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობით, რომლის ნაწილი მოვალე იყო ემუშავა მუსლიმანი მსხვილი მიწათმფლობელი ბატონების მინდვრებზე, ნაწილი კი პირადად იყო თავისუფალი, მაგრამ სრულიად უუფლებო, რომელიც იტანჯებოდა უზომოდ მძიმე გადასახადებით, და იმავე დროს გამუდმებით უღვივებდა და უძლიერებდა სიძულვილი თურქების მიმართ ახლო მეზობლობაში თავისუფალი ჩერნოგორიის არსებობა. 1875 წ. გაზაფხულზე ზოგიერთმა თემმა მიმართა სულთანს თხოვნით შეემცირებინა გადასახადი ცხვრებზე, და გადასახადიც, რომელსაც ქრისტიანები იხდიდნენ სამხედრო სამსახურის სანაცვლოდ, და მოეხდინა პოლიციის ორგანიზება ქრისტიანებისგან. მათ არც კი უპასუხეს. მაშინ მათმა მაცხოვრებლებმა იარაღს მოჰკიდეს ხელი. მოძრაობამ სწრაფად მოიცვა მთელი ჰერცოგოვინა და გავრცელდა ბოსნიაზე; ნიკშიჩს ალყა შემოარტყეს ინსურგენტებმა. ჩერნოგორიიდან და სერბეთიდან ინსურგენტების დასახმარებლად დაიძრნენ მოხალისეთა რაზმები. მოძრაობამ გამოიწვია დიდი ინტერესი საზღვარგარეთ, განსაკუთრებით რუსეთსა და ავსტრიაში; უკანასკნელმა მიმართა პორტას რელიგიური თანასწორობის, გადასახადების შემცირების, უძრავი საკუთრების თაობაზე კანონების გადასინჯვისა და სხვა მოთხოვნებით. სულთანი დაუყოვნებლივ დაპირდა ყოველივე ამის შესრულებას (1876 წ. თებერვალი), მაგრამ ინსურგენტები არ თანხმდებოდნენ იარაღის დადებაზე, სანამდე არ იქნებოდა გაყვანილი თურქული ჯარები ჰერცოგოვინიდან. მღელვარება გადავიდა ბულგარეთშიც, სადაც თურქებმა, პასუხის სახით, მოახდინეს საშინელი ხოცვა-ჟლეტა (იხ. ბულგარეთი, IV, 266), რომელმაც აღშფოთება გამოიწვია მთელ ევროპაში (გლადსტონის ბროშურა ბულგარული მხეცობების შესახებ), სრულიად ამოწყვეტილ იქნა მთელი სოფლები თოთო ბავშვების ჩათვლით. ბულგარეთის აჯანყება სისხლში იქნა ჩაძირული, მაგრამ ჰერცოგოვინის და ბოსნიისა გრძელდებოდა 1876 წ.-საც, და ბოლოს, გამოიწვია სერბეთისა და ჩერნოგორიის ჩარევა (1876-1877 წწ.; იხ. სერბეთ-ჩერნოგორია-თურქეთის ომი, XXIX, 609).
1876 წ. 6 მაისს სალონიკში ფანატიკოსების ბრბოს მიერ, რომელთა შორისაც იმყოფებოდა ზოგიერთი თანამდებობის პირი, მოკლულ იქნენ საფრანგეთისა და გერმანიის კონსულები. დანაშაულის მონაწილეების ან ხელშემწყობებისგან სელიმ-ბეის, პოლიციის უფროსს სალონიკში, მიუსაჯეს 15 წლით ციხესიმაგრეში ჩამწყვდევა, ერთ პოლკოვნიკს სამი წლით; მაგრამ ამ სასჯელებმა, რომლებიც სრული მოცულობით სულაც არ ყოფილა აღსრულებული, ვერავინ ვერ დააკმაყოფილეს, და ევროპის საზოგადოებრივი აზრი ძლიერად იყო აგზნებული იმ ქვეყნის წინააღმდეგ, სადაც შეიძლება ხდებოდეს მსგავსი დანაშაულებანი. 1876 წ. დეკემბერში, ინგლისის თაოსნობით, მოწვეულ იქნა დიდი დერჟავების კონფერენცია კონსტანტინოპოლში, აჯანყებით გამოწვეული სიძნელეების მოსაგვარებლად, რომელმაც ვერ მიაღწია თავის მიზანს (იხ. XVI, 59). დიდ ვეზირად ამ დროს (1876 წ. 13 დეკემბრიდან ახალი სტილით) იყო მიდჰად ფაშა, ლიბერალი და ანგლოფილი, ახალგაზდა თურქეთის პარტიის ლიდერი. თვლიდა რა აუცილებლად თურქეთის გადაქცევას ევროპულ ქვეყნად და სურდა რა ასეთად წარედგინა იგი ევროპული დერჟავების რწმუნებულთათვის, მან რამდენიმე დღეში გამოიმუშავა თურქეთის კონსტიტუცია, და აიძულა სულთანი აბდულ ჰამიდი ხელი მოეწერა მასზე და გამოექვეყნებინა (1876 წ. 23 დეკემბერს). კონსტიტუცია შედგენილი იყო ევროპული კონსტიტუციების ნიმუშის მიხედვით, განსაკუთრებით ბელგიურისა. იგი იძლეოდა პიროვნების უფლების გარანტიას და ამყარებდა საპარლამენტო რეჟიმს; პარლამენტი შემდგარი უნდა ყოფილიყო ორი პალატისგან, რომელთაგან დეპუტატების პალატა არჩეული იქნებოდა თურქეთის ყველა ქვეშევრდომის მიერ ხმის საყოველთაო ფარული მიცემით რწმენის აღმსარებლობისა და ეროვნულობის განურჩევლად. პირველი არჩევნები ჩატარებულ იქნა მიდჰადის მმართველობის დროს; თითქმის ყველგან არჩეულ იქნენ მისი კანდიდატები.
პირველი საპარლამენტო სესიის გახსნა მოხდა მხოლოდ 1877 წ. 7 მარტს, ხოლო უფრო ადრე 5 მარტს, სასახლის კარის ინტრიგების შედეგად, მიდჰადი დამხობილ და დაპატიმრებულ იქნა. პარლამენტი გაიხსნა სატახტო სიტყვით, მაგრამ იგი რამდენიმე დღის შემდეგ დაითხოვეს. ჩაატარეს ახალი არჩევნები, ახალი სესია აღმოჩნდა იმდენადვე მოკლე, და შემდეგ კონსტიტუციის ფორმალური გაუქმების გარეშე, პარლმენტის ფორმალური დათხოვნის გარეშეც კი, იგი მეტად აღარ შეკრებილა. ამაზე დასრულდა კიდეც თურქული პარლამენტარიზმის მოკლე ისტორია. 1877 წ. აპრილში დაიწყო ომი რუსეთთან, 1878 წ. თებერვალში იგი დასრულდა სანöსტეფანოს სამშვიდობო ხელშეკრულებით (იხ.), რომელიც შემდეგ (1878 წ. 13 ივნისი _ 13 ივლისი) შეიცვალა ბერლინის ტრაქტატით. თურქეთმა დაკარგა ყველანაირი უფლებები სერბეთსა და რუმინეთზე; ბოსნია და ჰერცოგოვინა მიეცა ავსტრიას მასში წესრიგის დასამყარებლად (de facto _ სრულ მფლობელობაში); ბულგარეთმა შეადგინა საგანგებო ვასალური სამთავრო, აღმოსავლეთ რუმელიამ _ ავტონომიური პროვინცია, რომელიც მალევე (1885) შეუერთდა ბულგარეთს. სერბეთმა, ჩერნოგორიამ და საბერძნეთმა მიიღეს ტერიტორიული შენაძენები. აზიაში რუსეთმა მიიღო ყარსი, არტაანი, ბათუმი. თურქეთს უნდა გადაეხადა რუსეთისთვის კონტრიბუცია 800 მლნ. ფრანკი. რუსეთ-თურქეთის ომმა თვალსაჩინოდ დაამტკიცა, რომ თურქეთი გაცილებით უფრო ძლიერია იმასთან შედარებით, რაც ადრე იყო. მას აღმოაჩნდა ნიჭიერი გენერლები, ხოლო მისი არმია კი მამაცობითა და ამტანობით აღემატებოდა ყოველივე მოსალოდნელს; არტილერია და ქვეითი ჯარის შეიარაღება აღმოჩნდა ჩინებული. მიუხედავად ამისა ომმა იგი მნიშვნელოვნად დაასუსტა. მან დაკარგა მნიშვნელოვანი პროვინციები საკმაოდ შერეული მოსახლეობით (ბოსნიაში, აღმოსავლეთ რუმელიაში, ბულგარეთში). ევროპაში თურქეთის ხელში დარჩა, კონსტანტინოპოლისა და მისი შემოგარენების გარდა, მხოლოდ თრაკია, მაკედონია, ალბანეთი და ძველი სერბეთი. აზიაში მისი სამფლობელოები ასევე შემცირდა. მისი პრესტიჟი, რომელმაც მაღლა აიწია 1853-1855 და 1862 წწ., კვლავ დაეცა. კოტრიბუცია, მთელ სამხედრო დანაკარგებთან კავშირში, დიდი ხნით ართმევდა თურქეთს ფინანსური მიმართებით ფეხზე დადგომის საშუალებას. 1879 და 1880 წწ. მან მნიშვნელოვნად შეამცირა თავისი სახელმწიფო ხარჯები თვით არმიაზე, ფლოტზე და სასახლის კარზეც კი. ასე მაგალითად ხარჯები უტოლდებოდა (მლრდ. ფრანკებში):
სახელმწიფო ხარჯები . . . . . . . . .ომამდე . . . . . . 1879 წ. . . . . 1880 წ.
სამხედრო სამინსტრო . . . . . . . . . . . . . 166 . . . . . . . . . 110 . . . . . . . 123
არტილერიის სამინისტრო . . . . . . . . . . 29 . . . . . . . . . . 20 . . . . . . . . 19
საზღვაო სამინისტრო . . . . . . . . . . . . . . 23 . . . . . . . . . . .13 . . . . . . . . 18
შინაგან საქმეთა სამინისტრო . . . . . . . .67 . . . . . . . . . . .20 . . . . . . . .20
საგარეო საქმეთა სამინისტრო . . . . . . . . 4 . . . . . . . . . . . .4,3 . . . . . . . 4,4
განათლების სამინისტრო . . . . . . . . . . . .2,9 . . . . . . . . . . .2,1 . . . . . . . 1,8
საზოგადოებრივი სამუშაოები . . . . . . . .1,7 . . . . . . . . . . .1 . . . . . . . . . 2
სასულიერო წოდება . . . . . . . . . . . . . . . . .3 . . . . . . . . . . . . 4 . . . . . . . . .3
სასახლის კარის ხარჯები . . . . . . . . . . . .63 . . . . . . . . . . . 17 . . . . . . . .14
1880 წ. გაკოტრების გამოცხადების დროიდან ხუთი წლის გასვლის შემდეგ, თურქეთი არა მხოლოდ არ შეუდგა ვალების სრული მოცულობით გადახდას, არამედ ემზადებოდა გადახდების შემდეგი შემცირებისთვის. 1881 წ. ბოლოს კონსტანტინოპოლში შეიკრიბა კონფერენცია თურქეთის კრდიტორების წარმომადგენლებისგან, რომელიც უნდა დათანხმებოდა გადახდების შემდგომ შემცირებაზე (1% ძირითად კაპიტალზე 5-ის ნაცვლად, +1/4% ამორტიზაციისა) ზოგიერთ შემოსავლებზე კონტროლის კრდიტორთა კომისიის ხელში გადასვლის პირობით. ეს კომისია, სახელწოდბით Conseil d’administration de la dette publique Ottoman, შედგება ხუთი წევრისგან, რომლებსაც 5-წლიანი ვადით ნიშნავენ: სინდიკატი Foreign bondholders ლონდონში, სავაჭრო პალატა რომში, თურქეთის კრედიტორების სინდიკატები ვენაში, პარიზსა და ბერლინში. ამაზე ზევით, მასზე დასწრების უფლება აქვს ოტომანური ბანკის ერთერთ დირექტორთაგანს. კომისია სხდომებს ატარებს კონსტანტინოპოლში 1882 წ.-დან და სინამდვილეში წარმოადგენს თითქოსდა ფინანსთა სამინისტროს დეპარტამენტს, ვინაიდან უშუალოდ განაგებს განსაზღვრულ სახელმწიფო შემოსავლებს, მაგრამ სარგებლობს დამოუკიდებლობით მთელი სამინისტროსგან და საერთოდ მთავრობისგანაც. 1883 წ. შემოსავლების გასაზრდელად შემოღებულ იქნა თამბაქოზე მონოპოლია. 1880-იანი წლების განმავლობაში თურქეთის მთავრობა ქმედითად მუშაობდა არმიის გადაიარაღებაზე; არმიის ორგანიზაციაზე მუშაობდნენ უპირატესად გერმანელი ინსტრუქტორები. 1885 წ. თურქეთი საკმარისად მშვიდად მოეკიდა აღმოსავლეთ-რუმელიის გადატრიალებას, რომელიც ძლიერად ეხებოდა მის ინტერესებს. 1889 წ. თავისუფლებად იქნენ გამოცხადებული ის მონები, რომელთა მფლობელებს არ შეეძლოთ იმის დამტკიცება, რომ მათ ფლობენ კანონიერ საფუძველზე; 1890 წ. მიიღეს ნამდვილი ზომები მონებით ვაჭრობის შეწყვეტისთვის, რაც აკრძალული იყო ჯერ კიდევ 1858 წ.-დან. ამ დროიდან მონობა შეიძლება ითვლებოდეს თითქმის გამქრალად ევროპული თურქეთიდან, მაგრამ ჯერ კიდევ სუსტი ხარისხით შენარჩუნებულად მცირე აზიაში.
1889 წ. ბერლინში შედგა საარბიტრაჟო გარჩევა პორტასა და თურქეთში რკინიგზების მესაკუთრეს, ბარონ გირშს შორის. საარბიტრაჟო მოსამართლედ არჩეულ იქნა პროფესორი გჰაისტი. გადაწყვეტილება მნიშვნელოვან ხარისხად იყო პორტას სასარგებლოდ; მისი წყალობით პორტამ შეიძინა უფლება სარგებლობდეს ზოგიერთი რკინიგზით და მიიღო შესაძლებლობა აშენებდეს სხვებსაც, რაც განხორციელებულ იქნა კიდეც მცირე აზიაში. 1876-1878 წწ. ომის შემდეგ გასული ორი ათწლეული იყო თურქეთის გარკვეული ეკონომიკური აღმასვლის პერიოდი და ამასთან ერთად მისი საერთაშორისო მდგომარეობის გარკვეული გაუმჯობესებისაც. ამ დროის მანძილზე გაუმჯობესდა მისი ურთიერთობები მის ყველაზე უფრო გააფთრებულ მტრებთან. 1883 წ. ჩერნოგორიის მთავარი ნიკოლაი ეწვია კონსტანტინოპოლს; 1892 წ. კონსტანტინოპოლში იყო ბულგარეთის მინისტრი სტამბულოვი; მეგობრული ურთიერთობები ბულგარეთთან განმტკიცებულ იქნა 1898 წ. ბულგარეთს მთავრისა და მისი მეუღლის კონსტანტინოპოლში სტუმრობით. 1893 წ. სულთანმა იმპერატორ ალექსანდრე III-გან საჩუქრად მიიღო ფასეული ალბომი. 1894 წ. კონსტანტინოპოლში იყო სერბეთის მეფე. გაცილებით კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდა გერმანიის იმპერატორისა და იმპერატრიცას სულთანთან სტუმრობას. მიუხედავად ამისა, ცხოვრების საშინაო პირობები დარჩა დაახლოებით ისეთივე, და ეს აისახებოდა იმ ამბოხებებში, რომლებიც გამუდმებით წარმოიქმნებოდა თურქეთის იმპერიის ხან ერთ, ხან კი მეორე ადგილას. 1889 წ. დაიწყო აჯანყება კრეტაზე. ინსურგენტები მოითხოვდნენ პოლიციის რეორგანიზებას ისეთნაირად, რათა იგი შემდგარი ყოფილიყო არა მხოლოდ მუსლიმანებისგან, და მფარველობა გაეწია არა მხოლოდ მუსლიმანებისთვის, სასამართლოების ახალ ორგანიზაციასა და ა. შ. სულთანმა უარყო ეს მოთხოვნები და გადაწყვიტა ემოქმედა იარაღით. აჯანყება ჩახშობილ იქნა.
1894 წ. ბოლოს დაიწყო მღელვარება სომხეთში, რომელიც გამოწვეული იყო ამ ქვეყნის უუფლებო მდგომარეობით, განსაკუთრებით ქურთების ყაჩაღობით, რომლებისგანაც შედგება ჯარის მნიშვნელოვანი ნაწილი მცირე აზიაში. თურქები და ქურთები პასუხობდნენ საშინელი ხოცვა-ჟლეტით, რომლებიც მოგვაგონებდა ბულგარეთის საშინელებებს; ამოწყვეტილ იქნა მთელი სოფლები; ტყვედ აყვანილ ბევრ სომეხს უსასტიკესად აწამებდნენ. მთელი ეს ფაქტები დადასტურებულ იქნა ევროპული (უპირატესად ინგლისური) საგაზეთო კორესპონდენციებით და გამოიწვიეს აღშფოთების აფეთქება ინგლისში. ამის გამო ინგლისის ელჩის მიერ გაკეთებულ წარდგენაზე პორტამ უპასუხა აღნიშნული ფაქტების სამართლიანობის კატეგორიული უარყოფით და განცხადებით, რომ საქმე მიდიოდა ამბოხების ჩვეულებრივი დაწყნარების თაობაზე. მიუხედავად ამისა ინგლისის, საფრანგეთისა და რუსეთის ელჩებმა 1895 წ. მაისში სულთანს წარუდგინეს მოთხოვნა სომხეთისთვის რეფორმების შესახებ, ემყარებოდნენ რა ბერლინის ტრაქტატის დადგენილებებს; ისინი მოითხოვდნენ, რათა სომხეთის მმართველი მოხელეები, სულ მცირე ნახევრად მაინც შემდგარი ყოფილიყვნენ ქრისტიანებისგან, და რომ მათი დანიშვნა დამოკიდებული ყოფილიყო საგანგებო კომისიაზე, რომელშიც ქრისტიანებიც ასევე წარმოდგენილი იქნებოდნენ; ქურთების ჯარები მცირე აზიაში უნდა დაეშალათ. პორტამ უპასუხა, რომ იგი ვერ ხედავს ვერანაირ საჭიროებას რეფორმებში სპეციალურად სომხეთისთვის, და რომ მას მხედველობაში აქვს საერთო რეფორმები მთელი სახელმწიფოსთვის. მღელვარებანი სომხეთში გრძელდებოდა 1895 და 1896 წწ. 1896 წ. 26 აგვისტოს სომხების შეიარაღებული ხროვა თავად კონსტანტინოპოლში თავს დაესხა ოტომანურ ბანკს, დახოცა მასში დაცვა და მოხელეები და გაძარცვა იგი; ამის შემდეგ ქალაქში დაიწყო სომხური მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა, რომელსაც აწარმობდნენ პოლიცია და ჯარები. ევროპელმა ელჩებმა ამის გამო წარდგინება გაუკეთეს სულთანს. ამაზე სულთანმა საჭიროდ ჩათვალა ეპასუხა რეფორმების დაპირებით, რომელიც არ შეუსრულბია; შემოღებულ იქნა მხოლოდ ვილაიეთების, სანჯაყებისა და ნახიების ახალი მმართველობა (იხ. თურქეთის სახელმწიფო მოწყობა), რომელმაც მეტად მცირედ შეცვალა საქმის არსი.
1896 წ. დაიწყო ახალი მღელვარებანი კრეტაზე და მათ მაშინვე მიიღეს სახიფათო ხასიათი. გაიხსნა ეროვნული კრების სესია, მაგრამ იგი არ სარგებლობდა თუნდაც უმცირესი ავტორიტეტით მოსახლეობაში. ევროპის დახმარების იმედი არავის არ ჰქონდა. აჯანყება ძლიერდებოდა; ინსურგენტების რაზმები კრეტაზე თავს ესხმოდნენ თურქულ ჯარებს, არაერთხელ მიაყენეს რა მათ ძლიერი დანაკარგები. მოძრაობამ ყველაზე უფრო ცხოველი გამოხმაურება ჰპოვა საბერძნეთში, რომლიდანაც 1897 წ. თებერვალში კ. კრეტაზე გაემგზავრა სამხედრო რაზმი პოლკოვნიკ ვასოსის უფრსობით. მაშინ ევროპულმა ესკადრამ, რომელიც შედგებოდა გერმანული, იტალიური, რუსული და ინგლისური ხომალდებისგან, და იმყოფებოდა იტალიელი ადმირალის კანევაროს მეთაურობის ქვეშ, მიიღო მუქარის მდგომარეობა. 1897 წ. 21 თებერვალს მან დაიწყო ინსურგენტების სამხედრო ბანაკის დაბომბვა ქ. კანეას ახლოს და აიძულა ისინი დაშლილიყვნენ. მაგრამ, რამდენიმე დღის შემდეგ, ინსურგენტებმა და ბერძნებმა შეძლეს ქ. კადანოს აღება და 3000 თურქის ტყვედ ჩაგდება. მარტის დასაწყისში კრეტაზე მოხდა თურქი ჟანდარმების ამბოხება, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ მრავალი თვის მანძილზე ხელფასების მიუღებლობით. ეს ამბოხება მეტად სასარგებლო შეიძლებოდა ყოფილიყო ინსურგენტებისთვის, მაგრამ ევროპულმა დესანტმა განაიარაღა ისინი. 25 მარტს ინსურგენტებმა თავდასხმა მოახდინეს კანეაზე, მაგრამ კვლავ განიცადეს დაბომბვა ევროპული გემებიდან, და იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ დიდი დანაკარგებით. 1897 წ. აპრილის დასაწყისში საბერძნეთმა დაძრა თავისი ჯარები თურქეთის ტერიტორიაზე, იმედოვნებდა რა მაკედონიამდე მიღწევას, სადაც იმავე დროს ხდებოდა წვრილი ამბოხებები. ერთი თვის განმავლობაში ბერძნები სასტიკად იქნენ დამარცხებული და თურქულმა ჯარებმა დაიკავეს მთელი თესალია. ბერძნები იძულებული იყვნენ ეთხოვათ მშვიდობა, რომელზედაც ხელშეკრულება დადებულ იქნა 1897 წ. სექტემბერში, დერჟავების ზეწოლით. ტერიტორიული ცვლილებები არ მომხდარა, საბერძნეთსა და თურქეთს შორის საზღვრის მცირე სტრატეგიული შესწორების გარდა უკანასკნელის სასარგებლოდ; მაგრამ საბერძნეთს უნდა გადაეხადა სამხედრო კონტრიბუცია 4 მლნ. თურქული ფრანკის ზომით.
1897 წ. შემოდგომაზე შეწყდა აჯანყება კ. კრეტაზეც, მას შემდეგ, რაც სულთანი კიდევ ერთხელ დაპირდა კრეტას თვითმმართველობას. მართლაც, დერჟავების დაჟინებული მოთხოვნით, კუნძულის გენერალ-გუბერნატორად დანიშნულ იქნა საბერძნეთის პრინცი (უფლისწული) გიორგი, კუნძულმა მიიღო თვითმმართველობა და შეინარჩუნა მხოლოდ ვასალური ურთიერთობები პორტასთან. XX ს. დასაწყისში კრეტაზე გამოვლინდა შესამჩნევი მისწრაფება თურქეთისგან კუნძულის სრული ჩამოშორებისა და საბერძნეთთან შეერთებისკენ. იმავე დროს (1901) მაკედონიაში გრძელდებოდა მღელვარება. 1901 წ. შემოდგომაზე მაკედონელმა რევოლუციონერებმა ტყვედ ჩაიგდეს ერთი ამერიკელი ქალი და მის სანაცვლოდ მოითხოვენ გამოსასყიდს; ეს დიდ უხერხულობებს აყენებს თურქეთის მთავრობას, რომელიც უძლური აღმოჩნდა უცხოელების უსაფრთხოების დაცვაში თავის ტერიტორიაზე. იმავე წელს შედარებით მეტი ძალით გამოვლინდა ახალგაზრდა თურქეთის პარტიის მოძრაობა, რომლის სათავეშიც ოდესღაც იდგა მიდჰად-ფაშა; მან გაძლიერებულად დაიწყო ბროშურებისა და სააგიტაციო ფურცლების გამოშვება თურქულ ენაზე, ჟენევასა და პარიზში, შემდეგ თურქეთში მათი გავრცელებისთვის; თავად კონსტანტინოპოლში ახალგაზრდა თურქეთის პარტიის სასარგებლოდ აგიტაციაში ბრალდებით დაპატიმრებულ და სხვადასხვა ვადით საპყრობილეში ჩასმულ იქნა არცთუ ცოტა პირი, რომლებიც მიეკუთვნებიან მოხელეთა და ოფიცერთა კლასს. თვით სულთნის სიძეც, მისი ქალიშვილის ქმარი, თავის ორ ვაჟიშვილთან ერთად გაემგზავრა საზღვარგარეთ, ღიად შეუერთდა ახალგაზრდა თურქეთის პარტიას და არ მოისურვა სამშობლოში დაბრუნება, სულთნის დაჟინებული მიპატიჟების მიუხედავად. 1901 წ. პორტამ მიმართა მცდელობას თავისთან ევროპული საფოსტო დაწესებულებების მოსასპობად, მაგრამ ეს მცდელობა წარმატებით ვერ იქნა დაგვირგვინებული. 1901 წ. საფრანგეთმა მოითხოვა თურქეთისგან ზოგიერთი თავისი კაპიტალისტის, თურქეთის კრედიტორების პრეტენზიების დაკმაყოფილება; უკანასკნელმა უარით უპასუხა, მაშინ ფრანგულმა ფლოტმა დაიკავა მიტილენე, და თურქეთმაც საჩქაროდ დააკმაყოფილა საფრანგეთის ყველა მოთხოვნა.
(ამის შემდეგ მოყვანილია თემატიკის გარშემო იმ ხანად არსებული ლიტერატურის ჩამონათვალი).
ვასილი ვასილის ძე ვოდოვოზოვი
თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

ძალიან კარგი პოსტია. საერთოდ დაინტერესებული ვარ ოსმალეთის იმპერიით და კარგი იქნება ოსმალეთის იმპერიის მეათე სულთნის სულეიმან დიდებულის მეფობა უფრო დაწვრილებით რომ აღწეროთ.
ReplyDeleteამას ვერ დაგპირდებით, ვინაიდან მე ძირითადად ვმუშაობ რუსეთ-საქართველოს ისტორიულ და თანამედროვე ურთიერთბებზე, აგრეთვე სამხედრო თემატიკაში. ამჟამად ვამზადებ წერილს პოლონეთის ისტორიაზე, შემდეგ სხვა ქვეყნებზე, რომლებიც ჯერჯერობით არ მითარგმნია. ასე რომ, უფრო მეტად ჩაღრმავებას თურქეთის ისტორიაში მე ალბათ ვერ შევძლებ.
ReplyDeleteგამარჯობა, სად შეიძლება თქვენი ნაშრომის ნახვა რუსეთ-საქართველოს ისტორიულ და თანამედროვე ურთიერთობებზე?
Deleteგამარჯობათ, ნატალია. მთელი ჩემი ბლოგი მნიშვნელოვან წილად სწორედ ამ მასალებისადმია მიძღვნილი. უბრალოდ, თავიდანვე, ანუ 2010 წლის ოქტომბრის თვიდან უნდა ჩამოჰყვეთ გამოქვეყნებული წერილების სათაურებს და იქ თქვენ თავად ამოარჩევთ, რომლებიც თქვენს ინტერესებთან უფრო ახლოს იქნება. ღმერთი შეგეწიოთ.
ReplyDeleteაბდულ ჰამიდ II-ზე მინდა უფრო მეტი ინფორმაცი და ვერ მეტყვით სად ვნახო?
ReplyDeleteამას ვერ გეტყვით გიორგი. მე თვითონ თურქეთის ისტორიაში ამ წერილზე მეტი არ მიმუშავია. ცენტრალურ ბიბლიოთეკებში თემატურ საძიებელში (კატალოგში) შეიძლება თურქეთის ისტორიაზე ლიტერატურის ნახვა და იქ უფრო დეტალური ცოდნა და ინფორმაცია იქნება ალბათ თქვენთვის საინტერესო საკითხებზე.
ReplyDelete