(წერილი მომზადებულია ბროქჰაუზ–ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის /ლაიფციგი _ სანკტ–პეტერბურგი/ მასალების მიხედვით; კონკრეტული საკითხების გამო ტექსტში აღნიშნული მითითებანი გულისხმობს ამავე ენციკლოპედიური ლექსიკონის ტომებში გამოქვეყნებული შესაბამისი წერილების დამატებით გაცნობას)
შ ი ნ ა ა რ ს ი
I. საკონსულო და იმპერია (1799-1814 წწ.)
II. რესტავრაცია (1814-1830 წწ.)
III. ივლისის მონარქია (1830-1848 წწ.)
IV. მეორე რესპუბლიკა (1848-1852 წწ.)
V. მეორე იმპერია (1852-1870 წწ.)
VI. მესამე რესპუბლიკა (1870-1902 წწ.)
1. ბრძოლა მმართველობის რესპუბლიკური ფორმისთვის (1870-1879 წწ.)
2. გრევის პრეზიდენტობა (1879-1887 წწ.)
3. კარნოსა და კაზიმირ პერიეს პრეზიდენტობა (1887-95)
4. ფ. ფორისა და ლუბეს პრეზიდენტობა (1895-1902 წწ.)
5. მესამე რესპუბლიკის სამინისტროების სია
I. საკონსულოსა და იმპერიის ისტორია (1799-1814 წწ.)
18 ბრიუმერის გადატრიალების შემდეგ ერთადერთ ხელისუფლებას საფრანგეთში წარმოადგენდა დროებითი მთავრობა, რომელიც შედგებოდა სამი კონსულისგან (ბონაპარტე, სიესი და როჟე-დიუკო). ხუთასთა საბჭოსა და უხუცესთა საბჭოს წევრებისგან შემდგარ ორ კომისიას ეკისრებოდა ახალი კონსტიტუციის შედგენის მოვალეობა. კონსულები _ ანუ, უფრო ზუსტად, კონსული ბონაპარტე, რადგანაც დანარჩენი ორი წარმოადგენდნენ მხოლოდ და მხოლოდ მის იარაღებს, _ მოქმედებდნენ თვითმპყრობელური ხელისუფლების გადამჭრელობით (გაბედულებით). პარიზი გადატრიალებას მოეკიდა სავსებით მშვიდად, არ გამოხატა რა არაფრით თავისი უკმაყოფილება და აშკარადაც კი თანაუგრძნობდა ახალ წესრიგს; პროვინციაში აქა იქ პროტესტს აცხადებდა ზოგიერთი პირი პროვინციული მაგისტრატურიდან, მაგრამ პროტესტი ძლიერი არ ყოფილა. ფრანგული და საზღვარგარეთული ბირჟებიც კი გადატრიალებას მოეკიდნენ სრული ნდობით; მსგავს შემთხვევებში საბირჟო ფასეულობების ჩვეულებრივი შემცირების ნაცვლად, მათ სწორედ 18 და 19 ბრიუმერის დღეებში დაიწყეს ფრანგული 5%-იანი სახელმწიფო ფასეულობების გაზრდა, რომლებიც გადატრიალებამდე ძლივსძლივობით იყიდებოდა 7 ფრანკად 100-თვის. ზრდა გრძელდებოდა რხევებით მთელი შემდგომი თვეების განმავლობაში და 1800 წ. ბოლოს მიაღწია 44 ფრანკს. 20 ბრიუმერს შედგა დადგენილება 34 იაკობინელის საფრანგეთიდან გაძევების შესახებ, რომელიც მალევე გაუქმებულ იქნა. ახალი მთავრობის მრავალრიცხოვან განცხადებებში ლაპარაკი იყო რევოლუციის პრინციპებისადმი ერთგულების შესახებ; დაადასტურეს რესპუბლიკური კალენდრის სავალდებულობა; ძალაში დატოვეს დეკრეტი ემიგრანტების შესახებ, „რომლებსაც სამშობლო სამუდამოდ დევნის თავისი გარემოდან“. იმისთვის, რათა დაემტკიცებინათ თავიანთი მშვიდობისმოყვარეობა, კონსულებმა მიმართეს ინგლისსა და ავსტრიას სამშვიდობო წინადადებებით.
VIII წლის 22 ფრიმერისთვის კომისიებმა, რომლებიც გამოიმუშავებდნენ კონსტიტუციას, დაასრულეს თავიანთი სამუშაოები; სიესის პროექტი გადაკეთებულ იქნა ბონაპარტეს სურვილების თანახმად, რომელიც იყო კონსტიტუციის მთავარი ავტორი. ეს იყო სავსებით მონარქიული კონსტიტუცია, რომელსაც შენარჩუნებული ჰქონდა მხოლოდ აჩრდილი სახალხო ხელისუფლებისა, ავალებდა რა უმაღლეს აღმასრულებელ ხელისუფლებას სამ კონსულს, 10-წლიანი ვადით ნიშნავდა პირველ კონსულად _ ბონაპარტს, მეორედ _ კამბასერესს და მესამედ (5-წლიანი ვადით) _ ლებრენს. პირველი კონსული ღებულობდა პირდაპირ ან მსუბუქად შენიღბული სახით, უფლებას დაენიშნა პირები ყველა სახელმწიფო თანამდებობაზე საკანონმებლო კორპუსის, ტრიბუნატის, სახელმწიფო საბჭოსა და სენატის წევრების ჩათვლით (იხ. ფრანგული კონსტიტუციები, XVI, 85). კონსტიტუცია უნდა დაქვემდებარებოდა სახალხო კენჭისყრას (პლებისციტს), და ეს იყო ხალხის სუვერენიტეტის თითქმის ერთადერთი გამოვლენა. ხალხის მიერ ხმის მიცემისას დაშვებული არ იყო კამათი; კენჭისყრა იყო ღია. 3.011.000 ხმა მისცეს კონსტიტუციის მომხრედ, და მხოლოდ 1.562 მის წინააღმდეგ; მომხრედ ხმა მისცეს პარიზის თითქმის მთელმა ინტელიგენციამ, სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებების პროფესორებმა, მხატვრებმა, ადვოკატებმა, მათ შორის არც თუ ცოტა ყოფილმა მონტანიარმა. ახალი წესრიგი მოქმედებაში მოიყვანეს ჯერ კიდევ პლებისციტამდე, რომელსაც დაექვემდებარა უკვე მოქმედი კონსტიტუცია. მთელი ძალაუფლება ამიერიდან იყო ბონაპატრეს ხელში. მან ჩამოაყალიბა სამინისტრო, რომელშიც შევიდნენ ტალეირანი საგარეო საქმეთა მინისტრის სახით, ლუსიენ ბონაპარტე (შინაგან საქმეთა მინისტრი), ფუშე (პოლიციის). ბონაპარტეს ამოცანა ძნელი იყო. უნდა შეექმნა თითქმის სრულიად ხელახლა მთელი მმართველობა, აღედგინა ფინანსები, რომლებიც იმყოფებოდა უკიდურესად ჩახლართულ მდგომარეობაში, კრედიტის სრული არარასებობისას, და როგორმე დაემთავრებინა საქმეები მეორე კოალიციასთან.
ბონაპარტეს ერთერთი პირველ ზომათაგანი იყო VIII წლის 27 ნივოზს (1800 წ. 17 იანვარს) „ომის დროს“ 60 პოლიტიკური პერიოდული გამოცემის აკრძალვა პარიზში; შენარჩუნებული იყო მხოლოდ 13 და ისიც პოლიციის მინისტრისადმი დაქვემდებარებითა და აკრძალვის მუქარით, თუკი მათში გამოჩნდებოდა ისეთი წერილები, რომლებიც „არ ავლენდნენ სათანადო პატივისცემას სოცილური წესრიგისადმი, ხალხის სუვერენიტეტისადმი, არმიის დიდებისადმი... და რესპუბლიკის მიმართ მეგობრული დერჟავებისადმი, თუნდაც ეს წერილები იყოს ამონარიდები უცხოური ჟურნალებიდან“; ახალი ჟურნალების გამოჩენა დამოკიდებული შეიქმნა წინასწარ ნებართვაზე. პოლიტიკური მოწინააღმდეგეების პოლიციური დევნა კონსულობის დროს (როგორც შემდგომში იმპერიის დროსაც) გამოირჩეოდა უკიდურესი უხეშობით. თრგუნავდა რა ასეთნაირად პოლიტიკური თავისუფლებების ყველა გამოვლინებას, ბონაპარტე ენერგიულად ატარებდა ცხოვრებაში თავისი პროგრამის დადებით ნაწილს. იგი შედგებოდა მყარი, უკიდურესად ცენტრალიზებული ხელისუფლების შექმნაში, მრეწველობის მფარველობაში, განსაკუთრებით მიწათმოქმედებისა, საგანთა ახალ წესრიგთან ძველი საზოგადოების ყველა იმ ელემენტის შერიგებაში, რომლებსაც კი შეეძლოთ მასთან შერიგება (განსაკუთრებით ეკლესიისა), ფინანსების გაუმჯობესებაში. VIII წლის 17 პლუვიოზის (1800 წ. 17 თებერვლის) კანონით „ტერიტორიის დაყოფისა და ადმინისტრაციის შესახებ“ შენარჩუნებულ და განმტკიცებულ იქნა საფრანგეთის დაყოფა დეპარტამენტებად და შემოღებულ იქნა ახალი დაყოფა ოლქებად (arrondissements). დეპარტამენტის სათავეში დააყენეს მთავრობის მიერ დანიშნული პრეფექტი; მასთან დააწესეს პრეფექტურის საბჭო და გენერალური საბჭო, ერთთაც და მეორეთაც ნიშნავდა მთავრობა ამომრჩეველთა მიერ შეთავაზებული დეპარტამენტების ნოტაბლების სიებიდან (ამომრჩევლები თავიანთი გარემოდან ირჩევდნენ პირთა მეათედ ნაწილს, რომლებიც წარმოადგენდნენ კომუნალურ ნოტაბლებს; ეს უკანასკნელნი თავიანთი გარემოდან ასევე ირჩევდნენ მეათედ ნაწილს _ ე. ი. მთელ საფრანგეთში დაახლოებით 50.000 ადამიანს _ სადეპარტამენტო ნოტაბლებს, რომელთაგან ავსებდნენ კიდევაც სადეპარტამენტო თნამდებობებს): ოლქებში სუპრეფექტებთან იყო ასევე მთავრობის მიერ დანიშნული საოლქო საბჭოები. ქალაქებში საქალაქო მეურნეობები უნდა განეგოთ დანიშნულ მერებს.
ამრიგად, მთელი მმართველობა ზემოდან ქვემოთ ხდებოდა მკაცრად ცენტრალიზებული, უბრუნდებოდა რა რევოლუციამდელ დროებას; პრეფექტები იკავებდნენ ძველი მონარქიის ინტენდანტების ადგილს, მაგრამ გააჩნდათ გაცილებით უფრო რეალური ძალაუფლება და მოქმედებდნენ ცენტრალური მთავრობის გაცილებით უფრო მეტად ნამდვილი კონტროლის ქვეშ. 1800 წ. 18 მარტს შედგა კანონი საფრანგეთის სასამართლო ორგანიზაციის შესახებ, რომელიც განმსჭვალული იყო იმავე მისწრაფებებით. 1801 წ. 7 თებერვალს ბონაპარტეს სიცოცხლეზე როიალისტური თავდასხმის გამო (იხ. ნაპოლეონი, XX, 542), შევსებულ იქნა კანონით განსაკუთრებული ტრიბუნალების შესახებ ყველა შემთხვევისთვის, როდესც მთავრობა აუცილებლად ჩათვლის საქმის მიმართვას განსაკუთრებული ბრალდებულების წესით. მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტი იყო 1804 წ. სამოქალაქო კოდექსი, რომელიც შემდგომში (1807) გადაარქვეს ნაპოლეონის კოდექსად (Code Napoleon); მას უკვე იმპერიის დროს მოჰყვა სამოქალაქო და სისხლის სამართლის სასამართლო წარმოების (1806), სავაჭრო სამრთლის (1807), სისხლის სამართლის კანონების (1810) კოდექსები; ყველა ამ საკანონმდელო აქტში საკმარისად მკაცრად იყო გატარებული რევოლუციის მიერ შექმნილი თანასწორობა კანონის წინაშე და მოსპობილი ფეოდალიზმის ნარჩენები. სამოქალაქო კოდექსი უშვებდა განქორწინებას მეუღლეთა უბრალო სურვილით, მაგრამ ძალზედ აფართოებდა ოჯახში ქმრისა და მამის ძალაუფლებას, უპირობოდ უმორჩილებდა რა ამ ძალაუფლებას ცოლსა და შვილებს; უკანონო შვილებს ეკრძალებოდათ მამის ძებნა. სისხლის სამართლის სფეროში ნაპოლეონისეული კანონმდებლობა უპირობოდ უბრუნდებოდა რევოლუციამდელ ტრადიციებს, გულუხვად არიგებდა რა სიკვდილით დასჯის განაჩენებს, აღადგენდა რავ ისეთ სასჯელებს, როგორებიც იყო მამისმკვლელთათვის სიკვდილით დასჯის წინ მარჯვენა ხელის მოკვეთა, მხრის დადაღვა, კატორღელთა ბორკილებზე მძიმე ბირთვის დაკიდება; ეს სასჯელები საბოლოოდ გაუქმებულ იქნა მხოლოდ 1832 წ. 1801 წ. მთავრობის თანადგომით დააფუძნეს ეროვნული მრეწველობის წახალისების საზოგადოება. მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს შეტყობინების გზები, როგორც სახმელეთო, ისე სამდინაროც; XI წლის კანონმა ტყეების დაცვის შესახებ გადაარჩინა ისინი გაუანგარიშებელი განადგურებისგან.
VIII წლის 7 ნივოზს (1799 წ. 25 დეკემბერს) საეკლესიო ნაგებობები დაუბრუნეს ეკლესიას: 1801 წ. 15 ივლისს რომის პაპთან პიუს VII-თან დაიდო კონკორდატი (XV, 957), რომლის ძალითაც X წლის 18 ჟერმინალის (1802 წ. 8 აპრილის) კანონით აღადგინეს სახელმწიფო ეკლესია საფრანგეთში; ეპისკოპოსები უნდა დაენიშნა პირველ კონსულს, მაგრამ შემდეგ უნდა დაემტკიცებინა რომის პაპს; ამ მიმართულებით უკანასკნელ მნიშვნელოვან ზომას, რომელიც მიიღეს უკვე იმპერიის დროს, წარმოადგენდა რესპუბლიკური კალენდრის გაუქმება და ქრისტიანული კალენდრის აღდგენა (1806 წ. 1 იანვარს). კათოლიკური ეკლესია იმდენად შეურიგდა საგანთა ახალ წესრიგს საფრანგეთში, რომ რომის პაპი დათანხმდა გვირგვინი დაედგა ნაპოლეონისთვის მეფობაზე. შემდგომში მათი ურთიერთობები კვლავ გაფუჭდა, ასე რომ პაპმა ეკლესიისგან განკვეთა ნაპოლეონი. შეთქმულებები ნაპოლეონის წინააღმდეგ, ენგიენის ჰერცოგის დახვრეტა, ცვლილებები X წლის კონსტიტუციაში (ნაპოლეონის აღიარება სიცოცხლის ბოლომდე კონსულად), XII წლის კონსტიტუცია, რომელმაც აღიარა ნაპოლეონი იმპერატორად, ნაპოლეონის მეფედ კურთხევა (კორონაცია) 1804 წ. _ იხ. ნაპოლეონ I.
1804 წ.-დან დაიწყო ახალი ეპოქა საფრანგეთის ისტორიაში _ ეპოქა იმპერიისა, რომელიც თუმცა კი იყო წინა პერიოდის გაგრძელება, ვინაიდან ნაპოლეონი კონსულობის დროს სინამდვილეში იყო უკვე იმპერატორი. ნაპოლეონის მეფობა, მცირე შესვენებებით, აღსავსე იყო ომებით, რომლებიც თავიდან განსაკუთრებით ბედნიერად მიდიოდა საფრანგეთისთვის, თუმცა კი ცალკეული არასასიამოვნო ეპიზოდებით (ტრაფალგარის ბრძოლა); საფრანგეთმა თავისი ძალაუფლება და გავლენა გაავრცელა თითქმის მთელ ევროპაზე, დატოვა რა ღრმა კვალი მის შინაგან წესებში. დაწყებული წარუმატებლობებით ესპანეთში (იხ. ესპანურ-პორტუგალური ომი 1807-1814 წწ., XIII, 417) და გაგრძელებული ომით რუსეთთან 1812 წ., ბედმა უმტყუნა იმპერიას (იხ. ნაპოლეონის ომები და ნაპოლეონ I, XX, 534-546). მიუხედავად ამისა, ნაპოლეონის მეფობის ეკონომიკური ბალანსი არ შეიძლება ითვლებოდეს უპირობოდ არახელსაყრელად საფრანგეთისთვის. მან (ამ მეფობამ) განამტკიცა რევოლუციური ეპოქის ბევრი მონაპოვარი და შექმნა განსაკუთრებულად ხელსაყრელი პირობები მიწათმოქმედებისა და მრეწველობის განვითარებისთვის. ამ ეპოქაში საფრანგეთში (უმეტეს წილად მთავრობის აქტიური თანადგომით) ძლიერად გავრცელდა ზოგიერთი მცენარის კულტურა, რომლებიც მანამდე უცნობი ან მცირედ ცნობილი იყო ქვეყანაში; უმნიშვნელოვანესი მათგან იყო კარტოფილი, რომლის შემოტანაც დაწყებული იყო ჯერ კიდევ რევოლუციამდე, მაგრამ მიმდინარეობდა ნელა. დამუშავებული მიწების ფართობი გაიზარდა მეტად მნიშვნელოვნად; მეღვინეობა 1790-დან 1810 წ. ჩათვლით გაიზარდა ერთნახევარჯერ; საქონლის გაყვანა 4,5 მლნ. ფრანკის თანხიდან 1779 წ. გაიზარდა 9 მლნ. ფრანკამდე 1812-ში; სართავმა, საქსოვმა და აბრეშუმის მრეწველობამ მიიღეს უზარმაზარი ბიძგი და გაძლიერდნენ რამდენჯერმე; საფაბრიკო მრეწველობა, რომელიც ძალზედ სუსტი იყო რევოლუციამდე, ძალზედ ძლიერად იქნა განვითარებული ნაპოლეონის მეფობის ბოლოსთვის.
სხვადასხვა საშინაო ზომების გარდა, რომლებსაც ღებულობდნენ ამ მიზნებისთვის, ნაპოლეონი საჭიროდ თვლიდა მიემართა მაღალი დონით მფარველობითი, ნაწილობრივ კი პირდაპირ აკრძალვითი საბაჟო ტარიფისათვის. საფრანგეთის გატანითი ვაჭრობა ნაპოლეონის მეფობის პირველ ნახევარში სწრაფად იზრდებოდა: 1802-1804 წწ. გატანა საშუალოდ უტოლდებოდა 351 მლნ. ფრანკს, 1805-1807 წწ. _ 402 მლნ. ფრანკს, და მხოლოდ მეორე ნახევარში დაიწყო ვარდნა, შეადგენდა რა 1808-1810 წწ. 343, ხოლო 1811-1812 წწ. 356 მლნ. ფრანკს. შემოტანა, რომელიც გაძნელებული იყო ტარიფებითა და პოლიტიკური მოვლენებით, ძლიერად მერყეობდა წლიდან წლამდე, მაგრამ ზოგადად ეცემოდა (1802 წ. _ 465 მლნ. ფრანკი, 1812 წ. _ 257 მლნ.). იხ. კონტინენტური სისტემა (XVI, 104). თავად ომს არ მოჰქონდა საფრანგეთისთვის დიდი ზარალი (ეკონომიკური). იგი წარმოებდა უცხო ტერიტორიაზე, კონტრიბუციებსა და რეკვიზიციებზე, და საფრანგეთი მათზე ხარჯავდა შედარებით ცოტას (თუმცა კი გადასახადები მაინც იზრდებოდა; იხ. ნაპოლეონ I); მთავრობა სესხსაც კი არ იღებდა ამისთვის. ამასობაში იგი ანთავისუფლებდა ქვეყანას ჭარბი მუშახელისგან და უზარმაზარ შეკვეთებს აძლევდა საკუთარ მრეწველობას (საქსოვი მრეწველობა მნიშვნელოვან წილად თავისი ზრდით დავალებულია ნაპოლეონის სამხედრო ღონისძიებისგან).
არმია წარმოადგენდა დესპოტურ-დემოკრატიულ დაწესებულებას; მასში ბატონობდა ერთი ადამიანის ნება, მაგრამ არ იყო არც წოდებრივი, არც სხვა მსგავსი განსხვავებანი; თითოეული ჯარისკაცი თავისი წარმოშობის და მიუხედავად, „ატარებდა მარშლის კვერთხს თავისი ჩანთით“. რევოლუციის მიერ შემოღებული კონსკრიფციები შერბილებულ იქნა საკონსულოს დროს (1800) დადგენილი ფულადი გამოსყიდვის უფლებით სამხედრო ვალდებულებისგან, რამაც ომებთნ შეარიგა მდიდარი ბურჟუაზია. არმია იყო გლეხური და წვრილბურჟუაზიული და განსაკუთრებით პოპულარულიც იყო ხალხის მასაში. ასე იყო უპირატესად ნაპოლეონის მეფობის პირველ ნახევარში; მეორე ნახევარში, როდესც ომმა მაიც გამოფიტა სახალხო საშუალებები და, რაც მთავარია, ომები გახდა ნაკლებად წარმატებული, ქვეყანას უწევდა ზღვევა თავისი სამხედრო გატაცებების გამო და პროტექციონიზმის უკიდურესობების გამოც, რომლებმაც გამოიწვიეს საშინელი სავაჭრო-სამრეწველო კერიზისი. იმპერია გადაიქცა სამხედრო დიქტატურად, რომელიც არ შეიძლებოდა მყარი ყოფილიყო.
ნაპოლეონის დესპოტიზმმა მისგან განიზიდა ინტელიგენციის ის ნაწილი, რომელმაც ჯერ კიდევ შეინარჩუნა სიყვარული თავისუფლებისადმი (1819 წ. ცენზურა, დე სტალის, კონსტანისა და სხვათა გასახლება _ იხ. ნაპოლეონ I); სასულიერო წოდება, რომელიც სულ ახლახანს შეურიგდა, კვლავ იქცა მის ყველაზე უფრო გააფთრებულ მტრად. ძველ არისტოკრატიას, რომელსაც მან უფლება მისცა დაბრუნებულიყო სამშობლოში და რომლის დაახლოებასაც ცდილობდა თავისი სასახლის კართან, არ შეეძლო შერიგებოდა არც უწინდელი სიმდიდრის დაკარგვას, არც ახალ მდგომარეობას ქედმაღალი და მუდმივად მისი შეურაცხმყოფელი იმპერატორის კარზე. ხალხის მასები თავს გრძნობდნენ დაქანცულად და მოითხოვდნენ საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებასა და ომების შეწყვეტას. ვერ ითმენდა რა თავის გარშემო დამოუკიდებლობის ვერანაირ ნაპერწკალსაც კი, ნაპოლეონმა მის მიერ შექმნილი მთელი დაწესებულებები აავსო საკუთარი ნების არმქონე და მისდამი მლიქვნელი მისი კრეატურებით. განსაცდელის ჟამს არ შეიძლებოდა ჰქონოდა მათი სიმტიცისა და შეუპოვრობის იმედი; და მართლაც, მოკავშირეთა არმიების პარიზში შესვლის შემდეგ (1814 წ. 31 მარტს) მის მიერვე დანიშნულმა სენატმა 1814 წ. 3 აპრილს გამოაცხადა მისი დამხობა ტახტიტან, გამოაქვეყნა რა თავის „დამხობის აქტში“ მთელი საბრალდებო აქტი მის წინააღმდეგ, რომელშიც მას ბრალად ედება კონსტიტუციის დარღვევები, რომლებსაც ახდენდა სენატის მუდმივი და ქმედითი მხარდაჭერით.
II. რესტავრაცია (1814-1830 წწ.)
1814 წ. 6 აპრილს სენატმა ტალეირანის ჩაგონებითა და მოკავშირეთა სურვილით, გამოაცხადა ბურბონების მონარქიის აღდგენა ლუდოვიკო XVIII-ის სახით, მაგრამ იმ პირობით, რომ იგი ფიცს დადებდა სენატის მიერ შედგენილი კონსტიტუციის ერთგულებაზე, რომელიც გაცილებით უფრო თავისუფალი იყო ნაპოლეონისეულ კონსტიტუციასტან შედარებით. იგი აღიარებდა სიტყვისა და რელიგიის თავისუფლებას და გვირგვინის მიერ დანიშნული მემკვიდრეობითი სენატის გვერდით აყენებდა მოსახლეობის მიერ არჩეულ საკანონმდებლო კორპუსს. ლუდოვიკო XVIII თავიდან უარს ამბობდა დამორჩილებოდა ნაპოლეონისეული სენატის მოთხოვნას, მაგრამ, იმპერატორ ალწექსანდრე I-ის დაჟინებული თხოვნით, ხელი მოაწერა დეკლარაციას კონსტიტუციის დაპირებით (Declaration de Saint-Ouen), რის შემდეგაც საზეიმოდ შევიდა პარიზში. 1814 წ. 30 მაისს ლუდოვიკო XVIII-მ ხელი მოაწერა პარიზის პირველ სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომლითაც საფრანგეთი უბრუნდებოდა 1792 წ. საზღვრებს, სავოიის მიმატებით (იხ. პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულება, XXII, 795). 4 ივლისს ძალაში შევიდა მეფის მიერ ოქტროირებული „1814 წ. ქარტია“; იგი წარმოადგგენს 6 აპრილის კონსტიტუციის განვითარებას (ორი პალატა _ პერებისა და დეპუტატების; სარჩევნო უფლება განპირობებულია 300 ფრანკის პირდაპირი გადასახადების გადახდით; იხ. XVI, 85). ეს კონსტიტუცია სინამდვილეში არ დაუცვიათ; უკვე 1814 წ. ოქტომბერში აღდგენილ იქნა ცენზურა 20 ბეჭდურ ფურცელზე ნაკლები ნაწარმოებებისთვის, აგრეთვე წინასწარი ნებართვის მოთხოვნა ჟურნალების, ტიპოგრაფიებისა და ბიბლიოთეკებისთვის. ლუდოვიკო XVIII არ ისწრაფვოდა ყოველივეს ხისტი მსხვრევისკენ: მან მიიღო იმპერიის დაწესებულებები (დეპარტამენტებისა და ოლქების ორგანიზაცია, საპატიო ლეგიონი და ბევრი სხვა), ისე რომ არ შეუტანია მათში სერიოზული ცვლილებები. უმეტეს წილად შეინარჩუნა იმპერიის მოხელეებიც.
მიუხედავად ამისა რეაქცია აისახებოდა არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლების შევიწროვებებში (რომლებიც ახალი არ იყო ქვეყნისთვის, რომელმაც გადაიტანა ნაპოლეონისეული ჩაგვრა), არ მხოლოდ კვირა დღის აუცილებლად ზეიმით აღნიშვნის შემოღებასა და ჯვრით მსვლელობის გავლისას სახლების მორთვის მოთხოვნაში; იგი ეხებოდა მრავალი პირის ეკონომიკურ ინტერესებს, ან ქმნიდა ასეთი მუქარის შესაძლებლობას. რევოლუციის მიერ კონფისკაციით ჩამორთმეული, მაგრამ რატომღაც ჯერ კიდევ არგაყიდული მიწები დაუბრუნეს ქვეყანაში დაბრუნებულ ემიგრანტებს. ნათელი გახდა, რომ ემიგრანტებს სურთ მიაღწიონ მათ მიერ დაკარგული სხვა დანარჩენი ქონების დაბრუნებასაც, თუნდაც ისინი გადასული იყოს ახალ მფობელთა ხელში. დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა ასევე ნაპოლეონის ოფიცრების მნიშვნელოვანი რიცხვის (20.000-ზე მეტი) სამსახურიდან განთავისუფლებას ან ნახევარ ხელფასზე გადაყვანას (ეს ზომა ნაკარნახევი იყო ფინანსური მოსაზრებებით, რომლებიც მოითხოვდა არმიაზე ხარჯების შემცირებას). სამსახურში დარჩენილი ოფიცრები და მთელი არმია გრძნობდნენ, რომ ახალი მთავრობა მათ ეკიდება უგულვებელყოფით. უკმაყოფილონი იყვნენ ნაპოლეონის სასახლის კარის დიდებულებიც, რომლებიც თუმცა კი მიიღეს ახალი სასახლის კარზე, მაგრამ საკუთარ თავს გრძნობდნენ შევიწროვებულად. უკმაყოფილონი იყვნენ გლეხებიც, რომელთაც აშინებდათ ფეოდალური სამართლის აღდგენის შესაძლებლობა, თუნდაც მისი არასრული რევოლუციამდელი ძალით.
ყოველივე ამან იმედი მისცა ნაპოლეონს კვლავ შეეძინა ძალაუფლება. 1815 წ. 1 მარტს იგი გადმოსხდა საფრანგეთის სამხრეთში და მას აღტაცებით შეხვდა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი _ განსაკუთრებით გლეხები, მუშები, წვრილი ბურჟუაზია, ჯარისკაცები, ოფიცრები. ნაპოლეონმა სწრაფად შეკრიბა საკმარისად მნიშვნელოვანი არმია და დაიძრა პარიზისკენ. მისი პირადი დესპოტიზმი დავიწყებულ იქნა; მას ესალმებოდნენ როგორც რევოლუციის წარმომადგენელს, რომელიც მიდიოდა ბურბონების ტირანიისგან ქვეყნის გასანთავისუფლებლად. ლუდოვიკო გაიქცა და ნაპოლეონი კვლავ გახდა იმპერატორი მაგრამ არცთუ დიდი ხნით (იხ. ასი დღე, XXXI, 669). 1815 წ. 22 ივნისს ვატერლოოსთან დამარცხების შემდეგ, ნაპოლეონმა კვლავ მოაწერა პარიზში ხელი ტახტიდან გადადგომაზე თავისი ვაჟიშვილის სასარგებლოდ და სურდა ამერიკაში გამგზავრებულიყო, მაგრამ გზაში შეპყრობილ იქნა ინგლისელების მიერ. მოკავშირეები მეორედ შევიდნენ პარიზში და მეორედ მათ კვალდაკვალ _ მათ ბარგში, როგორც ამბობდნენ მაშინ _ დაბრუნდა ლუდოვიკო. მან დაუყოვნებლივ დანიშნა ახალი არჩევნები დეპუტატების პალატაში 1814 წ. ქარტიისა და ორდონანსის ფორმით გამოცემული საარჩევნო კანონის საფუძველზე. მინისტრ-პრეზიდენტად პირველად არჩეულ იქნა ტალეირანი, შემდეგ (1815 წ. სექტემბერში) ჰერცოგი რიშელიე. საარჩევნო სისტემა, რომლის საფუძველზეც არჩეულ იქნა დეპუტატების პალატა, გამოირჩეოდა უკიდურესი სირთულით, აერთიანებდა რა თავის თავში ნაპოლეონისეული ეპოქის ზოგიერთ პრინციპს (მრავალსაფეხურიანი არჩევა და ხელისუფლების გავლენა არჩევნებზე) ქონებრივი ცენზის ახალ პრინციპთან. სულ ამომრჩევლები (ნაპოლეონის დროს 5 მლნ. ადამიანის ნაცვლად) 1814 წ. ქარტიის მოქმედების მთელი დროის მანძილზე იყვნენ 88.000-დან 110.000 ადამიანამდე.
მსხვილი ბურჟუაზია დადგა თავადაზნაურობის, ქვეყნის გაბატონებული კლასის გვერდით. დებუტატების ასარჩევად ამომრჩევლები ჯგუფდებოდნენ საოლქო და სადეპარტამენტო საარჩევნო კოლეგიებში; პირველები ირჩევდნენ კანდიდატებს, რომელთა სიებსაც უმატებდნენ ახალ პირებს პრეფექტების ერთპიროვნული ხელისუფლებით, ხოლო სადეპარტამენტო კოლეგიები ამ სიებიდან ირჩევდნენ უკვე დეპუტატებს. ხმების საჯარო მიცემის პირობებში ეს სისტემა მყარი მთავრობისთვის უზრუნველყოფდა მისადმი მორჩილ დეპუტატების პალატას. 1815 წ. არჩევნების დროს ამაზე დამატებით მოქმედებდა კიდევ შიში რეაქციის წინაშე, რომელიც დაცემული რეჟიმის მომხრეებს ემუქრებოდა შურისძიებით. ამიტომ ბუნებრივია, რომ არჩევნებმა მისცათ უკიდურესად რეაქციული დეპუტატების პალატა (une cambre introuvable, თავად მეფის სიტყვებით). ეყრდნობოდა რა მას, მთავრობას შეეძლო გაბედულად გასწორებოდა თავის მტრებს. მრავალი პოლიტიკური მოწინააღმდეგე გადასცეს სამხედრო სასამართლოს და სიკვდილით დასაჯეს, ან კიდევ სხვა სასჯელებით. განსაკუთრებით სასტიკი იყო „თეთრი ტერორი“ სამხრეთში; მაგრამ პარიზშიც, პერების განაჩენით, დახვრეტილ იქნა მარშალი ნეი, ნაპოლეონის მხარეზე გადასვლისთვის ასი დღის დროს. ყოველივე ეს ეწინააღმდეგებოდა ლუდოვიკო XVIII-ის საზეიმო დაპირებას არ დაესაჯა პოლიტიკური დანაშაულებისთვის. 1816 წ. იანვარში, როდესაც სიკვდილით დასჯების უმეტესი ნაწილი უკვე აღსრულებული იყო, პალატების მეშვეობით გატარებულ იქნა კანონი „სრული ამნისტიის“ შესახებ, მაგრამ პირთა მთელი კატეგორიების გამოკლებით, რომლებიც ჩამოთვლილი იყვნენ კანონში, მათ შორის „მეფისმკვლელებისა“, ე. ი. კონვენტის წევრებისა, რომლებმაც მოახდინეს ლუდოვიკო XVI-ის სიკვდილით დასჯის ვოტირება, თუკი მათ, ამასთან ერთად, მიიღეს რაიმენაირი თანამდებობა „უზურპატორისგან“; ისინი ექვემდებარებოდნენ სამუდამო განდევნას საფრანგეთიდან.
თავად მეფე განწყობილი იყო შედარებით მშვიდობისმოყვარულად და ამჯობინებდა არ გაემწვავებინა ურთიერთობები მთავრობასა და ოპოზიციას შორის; მაგრამ სამშობლოში დაბრუნებულ და გაბატონებული მდგომარეობის მიმღებ ემიგრანტებში უმთავრესი ადგილი ეკავა ულტრა-როიალისტების პარტიას, რომელიც ისწრაფვოდა რევოლუციამდელი წესრიგის სრულად აღდგენისკენ. ამ პარტიას სათავეში ედგა გრაფი დ’არტუა, უშვილო მეფის ძმა და მემკვიდრე (მომავალი კარლ X). ამ პარტიამ დაამხო ტალეირანის სამინისტრო, თუმცა კი არავის არ გაუკეთებია იმდენი ბურბონების ძალაუფლების აღდგენისთვის, რამდენიც სახელდობრ გააკეთა ტალეირანმა. მაგრამ, ახალი სამინისტროც, ჰერცოგ რიშელიეს თავმჯდომარეობით, რომელშიც პოლიციის მინისტრის თანამდებობა ეკავა დეკაზს, არ აკმაყოფილებდა ამ პარტიას. სრული დაბრუნება სიძველეში წარმოუდგენელი იყო. ფეოდალური უფლებების აღდგენის შესახებ ფიქრიც კი არ შეიძლებოდა; თვით ემიგრანტებისთვის ანაზღაურებაც მათი დანაკარგების გამო არ შეიძლებოდა განხორციელებული ყოფილიყო ახლო მომავალში, რადგანაც ანგარიში უნდა გაეწიათ იმ ფინანსური სიძნელეებისთვის, რომლებიც წარმოქმნილი იყო ომის, 700 მლნ. კონტრიბუციის გადახდისა და უცხოური საოკუპაციო ჯარების შენახვის გამო. წარმოუდგენელი იყო Code Napoleon-ისა და სხვა კოდექსების გაუქმება, რომელსაც შეეჩვია მოსახლეობა; შესაძლებელი იყო მხოლოდ ნაწილობრივი რეფორმები, მაგალითად, განქორწინების გაუქმება, რომელიც განახორციელა რიშელიეს სამინისტრომ 1816 წ. მაისში. დეპუტატების პალატის ფანატიზმით უკმაყოფილო რიშელიემ, დეკაზის დაჟინებით, დაითხოვა იგი (1816 წ. შემოდგომაზე). არჩევნებმა მისცა სამინისტროს ზომიერი უმრავლესობა 60 ხმით.
1817 წ. რიშელიემ გაიტანა ახალი საარჩევნო კანონი, რომელმაც რამდენადმე შეამცირა სამთავრობო ზეწოლის შესაძლებლობა არჩევნებზე; გაუქმებულ იქნა საოლქო საარჩევნო კოლეგიები და დატოვებულ იქნა მხოლოდ სადეპარტამენტო; არჩევნები გახდა პირდაპირი (მაგრამ დარჩა ღია); მოსპეს პრეფექტების უფლება შეეტანათ თავიანთი კანდიდატები სიებში, მაგრამ ამომრჩეველთა მაღალი ქონებრივი ცენზი და ამოსარჩევთა _ კიდევ უფრო მაღალი, შეინარჩუნეს. ამავდროულად დადგენილ იქნა დეპუტატების პალატის ყოველწლიურად მისი შემადგენლობის ერთი-მეხუთედით განახლების სისტემა. რიშელიეს სამინისტროს შედარებით ზომიერებას ხელი არ შეუშლია მისთვის 1817 წ. გაეტანა ცენზურის აღდგენა ერთი წლის ვადით (1814 წ. შექმნილი ცენზურა გაუქმებულ იქნა ნაპოლეონის მიერ და მას მერე იგი 1817 წ.-მდე არ აღუდგინიათ). პალატაში არჩევნებში 1818 წ. გავიდა რამდენიმე ლიბერალი (ლაფაიეტი, მანუელი და სხვები), და შემდეგ მათი რიცხვი სულ უფრო იზრდებოდა; 1819 წ. არჩეულ იქნა თვით „მეფისმკვლელიც“, აბატი გრეგუარი. ოპოზიციის ზრდა აიხსნებოდა იმით, რომ მსხვილ ბურჟუაზიას, რომელიც სავსებით მზად იყო მხარი დაეჭირა ლუდოვიკოს მთავრობისთვის, არ სურდა ძალაუფლების გადასვლა ძველი თავადაზნაურობის ხელში და ეშინოდა, რათა რეაქციის უკიდურესობებს არ გამოეწვია ახალი რევოლუციური აფეთქებები. რიშელიე შეაშინეს ოპოზიციური სულისკვეთების გამოვლინებებმა და მზად იყო წასულიყო დათმობებზე მემარჯვენეთა წინაშე, მაგრამ წააწყდა დეკაზის წინააღმდეგობას და თანამდებობიდან გადადგა 1818 წ. გადადგომის წინ მან მიაღწია დერჟავებისგან ახენის კონგრესზე საფრანგეთის განთავისუფლებას საოკუპაციო არმიისგან, რომელსაც მისი ტერიტორია ეკავა 1815 წ.-დან და რომელიც მას უჯდებოდა უკიდურესად ძვირად.
გენერალ დესოლის ახალი მთავრობა, დეკაზით შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე, ხოლო შემდეგ (1819 წ.-დან), დესოლის გადადგომის მერე, დეკაზის სამინისტრო მიდიოდა, ზოგადად, იმავე გზით, რომლითაც მიდიოდა რიშელიეს მთავრობა. მის უმნიშვნელოვანეს საქმეს წარმოადგენდა 1819 წ. ორი კანონი ბეჭდური სიტყვის შესახებ და ბეჭდური სიტყვის დანაშაულებათა შესახებ. ამ კანონებით უქმდებოდა ცენზურა და ჟურნალების წინასწარი ნებართვა; უკანასკნელი იცვლებოდა მაღალი ფულადი გირაოთი (10 ათასი ფრანკი და ზევით; ეს რიცხვი შემდგომში განიცდიდა ცვლილებებს) და ბეჭდური სიტყვის დანაშაულებებისთვის ინიშნებოდა მეტად მკაცრი სასჯელები _ მაგალითად მეფის შეურაცხყოფისთვის 6 თვიდან 5 წლამდე ციხე და ჯარიმა 500-დან 10000 ფრანკამდე, სამეფო ოჯახის წევრის შეურაცხყოფისთვის _ 3 წლამდე ციხე და 5000 ფრანკამდე ჯარიმა (1822 წ. უკანასკნელი კანონი შეცვალეს ნაწილობრივ; სასჯელები რამდენადმე შეამცირეს). 1820 წ. 13 თებერვალს ბერიის ჰერცოგის მკვლელობამ, რომელიც აღასრულა ფანატიკოსმა ლუველმა, მარტომ, რომელიმე პარტიის მიერ რაიმენაირი ჩაგონებისა და მხარდაჭერის გარეშე, ულტრა-როიალისტებს მისცა სასურველი საბაბი დეკაზის სამინისტროს დასამხობად; მეფემ კვლვ პირველ მინისტრად დანიშნა რიშელიე, რომელმაც თავის კაბინეტში მიიღო ვილელი და კიდევ ორი ულტრა-როიალისტი. ამ პარტიის საამებლად სამინისტრომ გაიტანა 1820 წ. საარჩევნო კანონი, რომლითაც ამომრჩევლები დაყოფილი იყვნენ ორ კატეგორიად: მთელი ამომრჩევლები, რომლებიც იხდიდნენ არანაკლებ 300 ფრანკის გადასახადებს, ამიერიდან ირჩევდნენ 258 დეპუტატს, ხოლო ყველაზე უფრო მდიდრები მათ შორის _ კიდევ 172 დეპუტატს. ამ კანონმა გამოიწვია უკიდურესად რეაქციული პარტიის გაძლიერება 1820 წ. და შემდგომი წლების არჩევნებში, ასე რომ 1823 წ. პალატას შეეძლო დაედგინა მისგან მთელი სესიის განმავლობაში მანუელის გაძევება, მის სიტყვაში იმაზე მითითების გამო, რომ რეაქციულ პოლიტიკას შეუძლია ქვეყანა მიიყვანოს იმავე შედეგებთან, რა შედეგებიც გამოიღო ლუდოვიკო XVI-ის პოლიტიკამ. ამ გაძევების წინააღმდეგ პროტესტის სახით, რომელიც განახორციელეს ძალით, რადგანაც მანუელმა უარი განაცხადა მას დამორჩილებოდა, პალატა დატოვა 62-მა ლიბერალურმა დეპუტატმა.
1821 წ. დეკემბერში რიშელიეს სამინისტრომ ადგილი დაუთმო ვილელის სამინისტროს. ეს სამინისტრო შეეცადა გაეწმინდა მოხელეთა შემადგენლობა პოლიტიკური აზრით რამდენადმე საეჭვო ყველა ელემენტისგან, სახალხო განათლება დაუმორჩილა სასულიერო წოდებას, შექმნა სასულიერო საქმეთა სამინისტრო, მკაცრი სასჯელებით მხარს უჭერდა კვირა დღის აუცილებელ დღესასწაულობას. საგარეო პოლიტიკის სფეროში სამინისტრომ (ნაწილობრივ იმ სურვილის გავლენით, რათა დაეცვა საფრანგეთში მრავალრიცხოვანი ესპანური სახელმწიფო ქაღალდების მესაკუთრეთა ინტერესები) თანადგომა აღმოუჩინა ფერდინანდ ესპანელს ესპანური რევოლუციის ჩახშობაში. 1823 წ. კვლავ შემოღებულ იქნა ცენზურა (გააუქმეს 1824 წ.). 1823 წ. ბოლოს სამინისტრომ დაითხოვა პალატა, რათა საბოლოოდ მოეშორებინა მისგან ოპოზიცია. ძლიერი ადმინისტრაციული ზეწოლის ქვეშ არჩეული ახალი პალატა მართლაც აკმაყოფილებდა სამინისტროს ყველა მოლოდინს; მასში იყო სულ 17 ლიბერალი და ძალზედ ცოტა ზომიერი დეპუტატი; მას უწოდებდნენ cambre retrouvee-ს. მის ერთერთ პირველ საქმეს წარმოადგენდა კანონი, რომელიც აუქმებდა პალატის ნაწილობრივ განახლებას და სადეპუტატო უფლებამოსილებების 5-წლიან ვადას ცვლიდა 7-წლიანით, ამასთან პალატა ამ კანონის მოქმედებას ავრცელებდა საკუთარ თავზეც, თუმცა კი არჩეული იყო 5 წლით. 1824 წ. მოკვდა ლუდოვიკო XVIII და მის ნაცვლად ტახტზე ავიდა კარლ X. ახლა პალატა, სამინისტრო და მეფე სავსებით შეესაბამებოდნენ ერთმანეთს; ძნელი იყო რაიმენაირი კონფლიქტების მოლოდინი. მაგრამ უკიდურეს მემარჯვენეთა შორის გამოვლინდა ძლიერი უთანხმოება საკითხში ეკლესიასთან მიმართების შესახებ; ისინი დაიშალნენ კლერიკალურ და საერო როიალისტებად. მეფე იყო უპირობოდ კლერიკალების მხარეზე (რაც მან საზეიმოდ განაცხადა თავისი მეფედ კურთხევის /კორონაციის/ დროს მთელი შუასაუკუნოებრივი ადათების აღდგენით, თვით მეფის მიერ ხელების დასხმამდეც კი რამდენიმე ავადმყოფზე მათი განკურნებისთვის).
საზოგადოებაში იზრდებოდა ოპოზიცია. ლაფაიეტს, მანუელსა და ოპოზიციის სხვა ბელადებს ყველგან ერგებოდათ აღტაცებული შეხვედრები, მათ საპატივსაცემოდ აწყობდნენ ბანკეტებს; ქვეყანა დაიფარა საზოგადოებათა სიმრავლით, ზოგჯერ ლეგალური, უფრო ხშირად კი საიდუმლო საზოგადოებებისა, რომლებიც ისხავდნენ პოლიტიკურ მიზნებს („ბეჭდური სიტყვის მეგობრების საზოგადოება“, „კარბონარების საზოგადოება“ პარიზში, „თავისუფლების რაინდები“ სომიურში, „Aide-toi, le ciel t’aidera“ და სხვა). საზოგდოებებს, საიდუმლოებსაც კი, მიეკუთვნებოდნენ ისეთი პირები, როგორიც იყო ლაფაიეტი. მთავრობას, იცოდა რა ეს, არაფრის გაკეთება არ შეეძლო სამხილების არქონისა და მათი მოძიების შეუძლებლობის გამო, რაც განპირობებული იყო საზოგადოებათა კარგი კონსპირაციული ორგანიზაციით. ბეჭდური სიტყვის შესახებ შემავიწროვებელი კანონების მიუხედავად საზოგადოებრივი უკმაყოფილება გამოხატულებას პოულობდა პრესაში, რომლის შორისაც მხოლოდ ოპოზიციურ გაზეთებს ჰქონდა ნამდვილი გავრცელება და გავლენა; ციხეები და ჯარიმები რედაქტორებისა და ავტორებისთვის არ მოქმედებდა. 1825 წ. ვილელმა გაიტანა კანონი ემიგრანტების მილიარდი ფრანკით დასაჩუქრების შესახებ; ეს თანხა უნდა დაეფარათ სესხით. უკიდურესად განწყობილთაგან მრავალი ამ ზომას მიიჩნევდა არასაკმარისად და მოითხოვდა ემიგრანტებისთვის თავად მათი ქონების დაბრუნებას, ვის ხელშიც არ უნდა ყოფილიყო ეს ქონება; მაგრამ ასე შორს წასვლა არ შეეძლო თვით ვილელის სამინისტროსაც კი. და ამ საჩუქარმაც სახელმწიფო ხაზინის სახსრებით გამოიწვია ძლიერი უკმაყოფილება, თუმცა კი ფინანსები ამ დროისთვის იმდენად იყო გამყარებული, რომ ვილელს ამავდროულად შეეძლო შესდგომოდა 5%-იანი სახელმწიფო ობლიგაციების კონვერსიას 3%-იანებად. ამ ზომამ გამოიწვია უკმაყოფილება ობლიგაციების მესაკუთრეებს შორის, ე. ი. სწორედ იმ კლასში, რომელიც ხელისუფლებას აყალიბებდა ქვეყანაში საარჩევნო კანონის ძალით. 1826 წ. გატანილ იქნა კანონი მკრეხელობის შესახებ, რომელიც სიკვდილით სჯიდა ეკლესიებში ქურდობისა და ნაკურთხი საგნების შეურაცხყოფისთვის.
1827 წ. რეაქციული კანონი ბეჭდური სიტყვის შესახებ თუმცა კი გავიდა დეპუტატების პალატაში, მაგრამ მან გამოიწვია ისეთი აღშფოთება საზოგადოებაში, რომ პერთა პალატამ საჭიროდ ჩათვალა მასში ცვლილებების შეტანა, ხოლო მთავრობამ კი იგი უკან წაიღო, შური იძია რა თავისი დამარცხებისთვის იმ მოხელეთა და აკადემიის წევრთა დასჯით, რომლებიც პროტესტს აცხადებდნენ ამ კანონპროექტის წინააღმდეგ. ეროვნული გვარდია დაშლილ იქნა ქარტიის სასარგებლოდ მანიფესტაციის გამო. ქვეყნისგან ნდობის ვოტუმის მისაღებად სამინისტრომ დაითხოვა დეპუტატების პალატა, მაგრამ შეცდა თავის ანგარიშებში: ახალ პალატაში ლიბერალებს ჰყავდათ მომხრეთა მეტად მნიშნელოვანი რიცხვი; სამინისტროს უპირობო მომხრე იყო სულ 125 დეპუტატი. მალევე არჩევნების შემდეგ (1828 წ. იანვარი) ვილელის მთავრობას ადგილი უნდა დაეთმო ზომიერი როიალისტის მარტინიაკის სამინისტროსთვის. მეფე ხმამაღლა გამოხატავდა სინანულს ვილელის გადაყენების აუცილებლობის გამო, ამბობდა რა, რომ ვილელის პოლიტიკა _ მისი პოლიტიკაა და უხალისოდ დაუთმო მარტინიაკს, რომელიც მოითხოვდა, რათა მეფე თავის სატახტო სიტყვაში დაპირებოდა ქვეყანას რეფორმებს. მარტინიაკმა რამდენადმე შეამსუბუქა ბეჭდური სიტყვის მდგომარეობა, მოსპო შავი კბინეტი (რომელშიც აწარმოებდნენ კერძო მიმოწერის პერლუსტრაციას) და აიძულა კარლ X მიეცა ორი ორდონანსი, რომლებითაც იეზუიტთა სკოლები უნდა დაქვემდებარებოდნენ სახელმწიფო კონტროლს.
1829 წ. მარტინიაკმა შეიტანა კანონის პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, რომლითაც გენერალური და მუნიციპლური საბჭოების დანიშვნის სისტემა იცვლებოდა არჩევის სისტემით მაღალი ქონებრივი ცენზის საფუძველზე. კანონის წინააღმდეგ აჯანყდნენ როიალისტები, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობაში ხედავდნენ რევოლუციური პრინციპის ზეიმს, ასევე ბევრი ლიბერალიც, რომლებიც იყვნენ ცენტრალიზაციის მომხრეები. პროექტი უარყოფილ იქნა ამ კოალიციის მიერ, რამაც მეფეს მისცა საბაბი კაბინეტის გადასაყენებლად. 1829 წ. იანვარში ჩამოყალიბებულ იქნა თავად პოლინიაკის ულტრა-როიალისტური სამინისტრო. მისმა დანიშვნამ ქვეყანაში გამოიწვია პროტესტები; დაიწყეს საზოგადოებების დაარსება გადასახადების გადახდაზე უარის თქმისთვის ქარტიის მოსალოდნელი გაუქმების შემთხვევაში; ლაფაიეტის მგზავრობა გადაიქცა ტრიუმფალურ მსვლელობად და მის საპატივსაცემოდ გამართულ სადილებზე წარმოითქმებოდა მთავრობის მისამართით მუქარის სიტყვები. მთავრობამ დაიწყო რიგი პროცესებისა საზოგადოებათა წევრებისა და ორატორების წინააღმდეგ, მაგრამ სასამართლოები უმეტესწილად ამართლებდნენ ბრალდებულებს. „journal des Debats“-ში დაბეჭდილ იქნა წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო: „ქარტიას ახლა აქვს ისეთი ძალა, რომ მასზე დაიმსხვრევა დესპოტიზმის ნებისმიერი მცდელობები... გადასახადების უკანონო მოთხოვნასთან ერთდროულად დაიბადება ახალი გამპდღე ( რუსულად წერია _ Гампдень), რომელიც მოსპობს უკანონობას... უბედური საფრანგეთი, უბედური მეფე!“ სასამართლოსთვის გადაცემული გაზეთის რედაქტორი გამართლებულ იქნა სააპელაციო ინსტანციაში. 1830 წ. იანვარში დაიბადა ახალი ოპოზიციური გაზეთი „National“-ი, რომლის სათავეშიც იდგნენ ტიერი, ა. კარელი, მინიე; მის პროგრამას შეადგენდა ბურბონებისადმი ერთგულება, თუკი ისინი დაიცავენ ქარტიას _ მაგრამ რადგანაც მათ ეს არ უნდათ, ამიტომ ტახტზე საუკეთესო კანდიდატს წრმოადგენს ორლეანის ჰერცოგი. გაზეთი ლაპარაკობდა უკიდურესად გამომწვევი ტონით მთავრობის მისამართით და სარგებლობდა უზარმაზარი უპირატესობით (იხ. ტიერი, XXXIV, 283).
პალატების სესია 1830 წ. გახსნილ იქნა მეფის მიერ წარმოთქმული სატახტო სიტყვით, რომელსიც ჩადებული იყო მუქარა მიემართათ განსაკუთრებული ზომებისთვის საზოგადოებრივი მშვიდობის დასაცავად. დეპუტატების პალატამ თავის პრეზიდენტად აირჩია ლიბერალი როიე-კოლარი და 221 ხმის უმრავლესიბით 181-ის წინააღმდეგ მიიღო ადრესი, რომელშიც პროტესტს აცხადებდა მისდამი მეფის მიერ გამოხატული უნდობლობის წინააღმდეგ და გამოხატავდა შეშფოთებას ფრანგი ხალხის თავისუფლებათა გამო. მეფემ უპსუხა პარლამენტის სესიის გადავადებით, ხოლო შემდეგ კი დეპუტატების პალატის დათხოვნითაც. ახალი არჩევნების შედეგი შესაძლოა ყოფილიყო მხოლოდ არახელსაყრელი სამინისტროსთვის, ხოლო რადგანაც მეფე აიგივებდა თავის თავს ამ სამინისტროსთან, ამიტომ მის პირად ჩარევას არჩევნებში არ შეეძლო მიზნის მიღწევა. თითქმის ყველა დეპუტატი, რომლებმაც ხმა მისცეს ადრესის სასარგებლოდ, ხელახლა იქნა არჩეული; ოპოზიციის მომხრეთა საერთო რიცხვი გაიზარდა 272-მდე. მაგრამ მეფემ აქაც ვერ გაიგო საგანთა ჭეშმარიტი მდგომარეობა. ისე, რომ არ მოუწვევია პალატები და წინასწარ ვერ დაუნახვს ვერანაირი სერიოზული საშიშროება, მან ხელი მოაწერა 1830 წ. 25 ივლისის ორდონანსებს (ცენზურის შემოღება, საარჩევნო კანონის შეცვლა მოძრავი ქონების მესაკუთრეთათვის საარჩევნო უფლების წართმევისა და მხოლოდ მიწათმფლობელთათვის მისი მიცემის აზრით და სხვა), რომლებმაც გამოიწვიეს ივლისის რევოლუცია (იხ. XXVI, 439). რესტავრაციის საგარეო პოლიტიკის სფეროში ყველაზე უფრო გამოჩენილი ფაქტებია _ დაახლოება რუსეთთან, რომელიც მოხდა ვილელის მინისტრობის დროს, და მასთან ერთობლივი მონაწილეობა საბერძნეთის განთავისუფლებაში. 1830 წ. ალჟირის ბეის დასჯის საბაბით, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა საფრანგეთის კონსულს, საფრნგეთმა დაიწყო ალჟირის დაპყრობა.
III. ივლისის მონარქია (1830-1848 წწ.)
1830 წ. რევოლუცია იყო საკუთრივ კონსერვატიული რევოლუცია: იგი მოახდინა ბურჟუაზიამ, რომელიც უკმაყოფილო იყო მთავრობის აშკარად თავადაზნაურული ტენდენციებით, და იცავდა 1814 წ. ქარტიას. რა თქმა უნდა იგი ვერ შეძლებდა მარტო რევოლუციის მოხდენას, ხოლო მუშები, რომლებმაც მასში ქმედითი მონაწილეობა მიიღეს, ისწრაფვოდნენ დემოკრატიული რესპუბლიკისკენ. მაგრამ რევოლუციის შედეგი ხელსაყრელი იყო ბურჟუაზიისთვის; ბურბონები დაეცნენ, ტახტზე აყვანილ იქნა ლუდოვიკ-ფილიპი, ორლეანის ჰერცოგი (თავიდან, 1830 წ. 30 ივლისს, „მეფობის მოადგილის“, ხოლო შემდეგ, 7 აგვისტოს, მეფის სახით); ახალი კონსტიტუცია (1830 წ. 7 აგვისტოსი), არსებითად, წარმოადგენდა 1814 წ. ქარტიის სახეცვლილებას (იხ. XVI, 86), პარლამენტის რამდენადმე უფრო მეტად გაფართოებული კომპეტენციითა და მისი ბატონობის უკეთესი უზრუნველყოფით, სამინისტროს პასუხისმგებლობით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოთი ბეჭდური სიტყვის დანაშაულებებისთვის. უფრო მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენდა საარჩევნო უფლების გავრცელება (რომელიც თუმცა კი მოახდინეს არა კონსტიტუციით, არამედ საგანგებო საარჩევნო კანონით) იმ პირებზეც, რომლებიც იხდიდნენ 200 ფრანკის ოდენობის პირდაპირ გადასახადებს, რამაც გააორმაგა ამომრჩეველთა რიცხვი (200.000-მდე). პალატას ირჩევდნენ 5 წლით. ამრიგად, რევოლუციის მთავარი შედეგი იყო პარლამენტარიზმისა და პიროვნების უფლებების უზრუნველყოფა და გაბატონებული კლასის რამდენადმე გაფართოება. მაგრამ ამ კლასის ხასიათი დარჩა იგივე; როგორც ბურბონების მონარქია წარმოადგენდა მსხვილი ბურჟუაზიის ბატონობას, ისეთივე პირობები დატოვა ივლისის მონარქიამაც; მაგრამ პირველში ბურჟუაზიას უხდებოდა თავისი უფლებების დაცვა ფეოდალური თავადაზნაურობის შემოტევებისგან, მეორეში _ უკანასკნელი გატეხილ იქნა და საშიშროება წარმოიშვა ქვემოდან, უპირატესად წვრილი ბურჟუაზიისა და მუშების მხრიდან, რომლებიც წარმოადგენდნენ რესპუბლიკურ ოპოზიციას, რომელსაც გააჩნდა პარლამენტის მეშვეობით მოქმედების მეტად სუსტი შესაძლებლობა.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლუდოვიკ-ფილიპის დროს პარლამენტი იყო ერთგვაროვანი; მასში შედიოდნენ პარტიები, რომლებიც ერთმანეთს ცვლიდნენ მმართველობის საჭესთან, ებრძოდნენ ერთმანეთს _ მაგრამ ყველაზე უფრო სერიოზული და სახიფათო ოპოზიცია იყო პალატების გარეთ. თუკი რესტავრაციის ეპოქაში ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა იყო უკვე არსებული (ქაღალდზე) ქარტიის დაცვა, მისი სიტყვის თავისუფლებითა და პიროვნების სხვა უფლებებით, ივლისის მონარქიის ეპოქაში უკვე ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები დაიყვანებოდა კონსტიტუციის შეცვლაზე, საყოველთაო საარჩევნო უფლებაზე, რესპუბლიკაზე. ამ საზოგადოებრვ კლასებს შორის 1830-იანი და 1840-იანი წლების განმავლობაში გავრცელდა სოციალისტური სწავლებები. სენ-სიმონისტებმა თავიანთი მანიფესტით მიმართეს მოსახლეობას უკვე 1830 წ. 30 ივლისს, მაგრამ სერიოზული მნიშვნელობა შეიძინეს მხოლოდ შემდგომ წლებში. ივლისის მონარქიის ეპოქაში დღის სინათლეზე გამოჩნდა ლ. ბლანის, პრუდონისა და სხვათა მთავარი სოციალისტური ნაწარმოებები. მღელვარებებს, რომლებიც ავსებდა ლუდოვიკ-ფილიპის მეფობის პირველ ნახევარს, არცთუ იშვიათად ჰქონდა სოციალისტური ხასიათი. 1830 წ. 11 აგვისტოს სამინისტროში შევიდნენ როგორც უფრო რადიკალური (სამთავრობოებიდან) „მოძრაობის პარტიის“ წევრები (ლაფიტი, დიუპონი, ჟერარი), ისე უფრო კონსერვატიული „წინააღმდეგობის პარტიისაც“ (კაზიმირ პერიე, გიზო, მოლე, ბროლიი, ლუი); პირველს სურდა ეწარმოებინა ბრძოლა კლერიკალიზმთან და მხარი დაეჭირა დემოკრატიისთვის ქვეყანაში, მეორე თვლიდა რევოლუციას დასრულებულად და ცდილობდა საზღვარი დაედო დემოკრატიული მოძრაობისთვის. სამინისტრო ემყარებოდა უწინდელ პალატებს, რომელთაგან განდევნილ იქნენ ის პირები, რომელთაც არ ისურვეს ფიცის მიცემა ახალი კონსტიტუციისთვის.
1830 წ. 3 ნოემბერს გიზოსა და მისი მომხრეების გადადგომის შედეგად, კაბინეტის ჩამოყალიბება დაავალეს ლაფიტს. მას უნდა ჩაეტარებინა კარლ X-ის მინისტრების პროცესი (იხ. პოლინიაკი, XXIV, 298), რომლებსაც ბრალს დებდნენ ღალატში და დეპუტატების პალატას ისინი გადაცემული ჰყავდა პერების სასამართლოსთვის. პარიზის მოსხლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მოითხოვდა მათ სიკვდილით დასჯას, და არა ერთხელ იმუქრებოდა ციხის იერიშით აღებით, რის გამოც მისი დაცავა უხდებოდათ სამხედრო ძალით. ოთხ მინისტრს 1830 წ. დეკემბერში მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა ციხეში; მათი პროცესი არაერთხელ იწვევდა სერიოზულ ქუჩის უწესრიგობებს, რომელთა დროსაც 1830 წ. რევოლუციის შედეგით უკმაყოფილო ელემენტებს არაერთხელ სურდათ ახალი რევოლუციის გამოწვევა. გადატრიალებაზე ოცნებობდნენ დამხობილი რეჟიმის მომხრეებიც, რომლებიც იბრძოდნენ ბურბონების თეთრი დროშისთვის (პირველი მონარქიის დროშა, ისევე როგორც რევილუციის და იმპერიისა _ იყო სამფეროვანი) და ტახტზე კანდიდატად აყენებდნენ მცირეწლოვან ჰაინრიხ V-ს, ბორდოს ჰერცოგს (ბერიის ჰერცოგის ვაჟიშვილს), რომლის სასარგებლოდაც ტახტზე უარი თქვა კარლ X-მ. 1831 წ. 14 თებერვალს, ბერიის ჰერცოგის სიკვდილის ერთი წლის თავზე, მათ მოახდინეს დემონსტრაცია პარიზში საზეიმო პანაშვიდის სახით. ხალხის მასა პასუხობდა ეკლესიისა და მთავარეპისკოპოსის სახლის დარბევით. 1832 წ. ბერიის ჰერცოგის ქვრივი, რომელიც კარლ X-ის მიერ დანიშნული იყო რეგენტად მისი ვაჟიშვილის მცირეწლოვანების დროს, შეეცადა სერიოზული აჯანყების გამოწვევას ვანდეაში და თავად ჩაუდგა ინსურგენტებს სათავეში, რომლებმაც რამდენიმე ბრძოლას გაუძლეს სამთავრობო ჯარებთან, მაგრამ დაპატიმრებულ იქნა გაქცევის დროს.
რევოლუციამ საფრანგეთში გამოხმაურება ჰპოვა ბელგიასა და პოლონეთში; რადიკალური პარტია საფრანგეთში ცდილობდა მხარი დაეჭირა მოძრაობისთვის ამ ქვეყნებში, მაგრამ ეს არ სურდათ არც მეფესა და არც წინააღმდეგობის პარტიას. ამ საკითხში გვირგვინთან შეჯახების გამო ლაფიტი გადადგა 1831 წ. მარტში და იგი შეცვალა კ. პერიემ (გარდაიცვ. 1832 წ. 16 მაისს). მის დროს დათხოვნილ იქნა დეპუტატების პალატა და არჩეულ _ ახალი, ასევე ახალი შემცირებული საარჩევნო ცენზის საფუძველზე. კ. პერიეს სიკვდილის შემდეგ გარკვეულ დროს საქმეებს განაგებდა მისი კაბინეტი, სანამ არ იქნა ჩამოყალიბებული „11 ოქტომბრის“ (1832) კაბინეტი, მარშალ სულტის ნომინალური თავმჯდომარეობით; ფერს მას აძლევდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ტიერი და სახალხო განათლების მინისტრი გიზო. მან იარსება 1836 წ.-მდე. 1830-1831 წწ. გაჩაღებული სავაჭრო-სამრეწველო კრიზისი რომელმაც შექმნა მასა უმუშევრებისა, ასევე 1832 წ. ქოლერაც (რომლისგანაც მოკვდა კაზიმირ პერიე) იწვევდნენ მუდმივ მღელვარებებს ქვეყანაში, დამთრგუნველად მოქმედებდნენ ბირჟაზე და სამინისტროს აყენებდნენ განსაკუთრებით გაძნელებულ მდგომარეობაში. უკვე დასახელებული ლეგიტიმისტურის გარდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდათ აჯანყებებს პარიზსა და ლიონში. პირველი მოხდა 1832 წ. 5 და 6 ივნისს, გენერალ ლამარკის დაკრძალვის საბაბით. იგი მოამზადა საიდუმლო საზოგადოებამ „ადამიანის უფლებები“; მუშებმა და უმუშევრებმა, რომლებსაც მხარს უმაგრებდნენ პოლონელი, იტალიელი და გერმანელი ემიგრანტები, გამოაცხადეს რესპუბლიკა და ააგეს ბარიკადები ზოგიერთ ქუჩაზე, მაგრამ გაფანტულ იქნენ შეუპოვარი ბრძოლის შემდეგ. აჯანყება ლიონში 1834 წ. 9-14 აპრილს, გამოწვეული იყო ერთის მხრივ მუშების გაფიცვით, ხოლო მეორეს მხრივ _ მკაცრი პოლიციური ზომებით პოლიტიკური საზოგადოებების წინააღმდეგ. მუშების წინააღმდეგობა გრძელდებოდა ხუთ დღეს, რის შემდეგაც ბარიკადები აღებულ იქნა, მოხდა ხოცვა-ჟლეტა და ინსურგენტები ნაწილობრივ დაიღუპნენ, ნაწილობრივ კი დაპატიმრებულ იქნენ. აჯანყებას ჰქონდა გამოძახილი პარიზში, ამდენადვე წარუმატებელი.
1835 წ. მარტიდან 1836 წ. იანვრის ჩათვლით პერების პალატაში გაჭიმული იყო აპრილის აჯანყებაში მონაწილეობისთვის 164 ბრალდებულის პროცესი (პროცესის დროს 28 ბრალდებული, მათ შორის გოდ. კავენიაკი და არმან მარასტი, გაიქცა ციხიდან); იგი დასრულდა საბრალდებო განაჩენებით, რომლებიც გაუქმებულ იქნა ამნისტიით 1836 წ. მაისში (იხ. ჟიულ ფავრი, XXXV, 222). უკანასკნელ სერიოზულ აჯანყებას ადგილი ჰქონდა პარიზში 1839 წ. (ბარბესი, ბლანკი და სხვები) და ორგანიზებული იყო „წელიწადის დროთა (საიდუმლო) საზოგადოების“ მიერ. უკმაყოფილების სხვა გამოვლენას წარმოადგენდა მრავალრიცხოვანი თავდასხმები მეფის სიცოცხლეზე (არანაკლებ შვიდისა), თუმცა კი მათ ასრულებდნენ ყოველთვის ცალკეული პირები ან პატარა ჯგუფები თავიანთი შიშითა და პასუხისმგებლობით, და არა მთელი პარტიის მოსაზრებით. მათგან ყველაზე უფრო ცნობილია _ ფიესკის თავდასხმა (იხ.), 1835 წ. დაბოლოს, უკმაყოფილების უფრო გეგმაზომიერ და შეგნებულ გამოხატულებას წარმოადგენდა ბრძოლა მთავრობასთან ბეჭდურ გამოცემებში. ბეჭდური სიტყვა ლუდოვიკ-ფილიპის დროს გაცილებით უფრო თავისუფალი გახდა, ვიდრე იყო ადრე. „Tribune“, „National“ და სხვები, აგრეთვე იუმორისტული გაზეთები „Charivari“ და „Charicature“ აწარმოებდნენ სისტემატიურ კამპანიას მთავრობის წინააღმდეგ, არ ერიდებოდნენ რა თავად ლუდოვიკ-ფილიპის დაცინვასაც. ოთხი წლის განმავლობაში „Tribune“-მ განიცადა 111 სასამართლო დევნა და მის რედაქტორებს 20-ჯერ მიესაჯათ ციხეში საერთო ჯამში 49 წლის პატიმრობა და 157 ათასი ფრანკის ჯარიმა. უკმაყოფილების ამ გამოვლინებებთან საბრძოლველად მთავრობა, ყოველთვის პოულობდა რა საყრდენს პალატებში, მიმართავდა რეპრესიულ ზომებს. ჯერ კიდევ 1830 წ. გამოცემულ იქნა კანონი მისი უდიდებულესობისა და პალატების შეურაცხყოფისა და აღმაშფოთებელი პროკლამაციების შესახებ, 1831 წ. _ კანონი, რომელიც კრძალავდა ქუჩის შეკრებებს, 1834 წ. _ კანონი, რომელიც კრძალავდა იარაღის შენახვას ნებართვის გარეშე, და კანონი ასოციაციების შესახებ, რომლის ძალითაც 20-ზე მეტი წევრისგნ შემდგარი ყველა ასოციაცია საჭიროებდა წინასწარ სამთავრობო ნებართვას, რომელიც ყოველ წუთში შესაძლო იყო უკან წაეღოთ; ნებადაურთველი ასოციაციებისადმი კუთვნილება ისჯებოდა 1 წლამდე ციხითა და 1000 ფრანკამდე ჯარიმით.
ფიესკის თავდასხმით მთავრობამ ისარგებლა, რათა გაეტანა ე. წ. სექტემბრის კანონები (1835) პოლიტიკურ საქმეებში სასამართლო წარმოების წესის შეცვლის შესახებ, მანამდე საჭირო ნაფიც მსაჯულთა საბრალდებო განაჩენებისთვის ხმების 2/3 უმეტესობის გაუქმების შესახებ, დაბოლოს, კანონი ბეჭდური სიტყვის შესახებ, რომელიც აღიარებდა მეფის შეურაცხყოფას ბეჭდურ გამოცემებში სახელმწიფოს ღალატად, რომელიც უნდა განეხილა პერების პალატას (ჯარიმა 50 000 ფრანკამდე და ციხეში ჩასმა); იგივე კანონი ბეჭდური სიტყვის შესახებ ყოველდღიური გაზეთებისგან გირაოს ზრდიდა 100000 ფრანკამდე. მაგრამ მასაც არ შეეძლო ოპოზიციური პრესის მოკვლა. მეორეს მხრივ 11 ოქტომბრის სამინისტრომ გაიტანა 1833 წ. კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, რომელიც დანიშნულ გენერალურ და საოლქო საბჭოებს ცვლიდა არჩეულებით, საკმარისად მაღალი ქონებრივი ცენზის საფუძველზე. ამრიგად, ამ ფორმის მიხედვით ლიბერალურ კანონსაც მხედველობაში ჰქონდა მხოლოდ მდიდარი კლასების ინტერესები. 1836 წ. 11 ოქტომბრის სამინისტრო, რომელმაც რამდენჯერმე შეიცვალა თავისი პრეზიდენტი (სულტი, ჟერარი, მორტიე, ბროლიი), მაგრამ არსებითად დარჩა იგივე (იყო მხოლოდ სამდღიანი შესვენება, როდესაც იგი გადადგა), დაემხო ტიერსა და გიზოს შორის მეტოქეობის შედეგად. ამ დროისთვის დეპუტატების პალატაში წარმოიქმნა პარტიების ახალი დაჯგუფება. უმრავლესობა იყოფოდა მემარჯვენე ცენტრად (გიზო) და მემარცხენე ცენტრად (ტიერი); მათ შორის იდგა მცირე და საკმარისად უფერული მესამე პარტია (tiers parti, დიუპენი). ოპოზიციას შეადგენდნენ არცთუ მრავალრიცხოვანი ლეგიტიმისტები, ჰაინრიხ V-ის მომხრეები (ბერიე), და დინასტიური მემარცხენე (ოდილონ ბარო); მოგვიანებით გამოჩნდა კიდევ უფრო ნაკლებად მრავალრიცხოვანი რადიკალური მემარცხენე პარტია (ლედრიუ-როლენი, არაგო).
11 ოქტომბრის სამინისტროს შემდეგ იყო ტიერის სამინისტრო (1836 წ. თებერვლიდან აგვისტოს ჩათვლით), მერე მოლეს სამინისტრო (1836-1839), თავიდან გიზოთი, შემდეგ კი მის გარეშე, და სულტის სამინისტრო (1839-1840). უკანასკნელი ორი სამინისტრო წარმოადგენდა მეფის პირად სამინისტროებს, რომელთაც არ გააჩნდათ საკუთარი ნება და მისწრაფებები. მოლე დაეცა საერთო არჩევნების მისთვის არახელსაყრელი შედეგის გამო, სულტი _ მის მიერ ნემურის ჰერცოგისა (მეფის მეორე ვაჟიშვილი) და მისი საცოლისთვის ფულად დანიშნულებათა დეპუტატთა პალატის მიერ არმიღების შედეგად. შემდგომმა სამინისტრომ (ტიერისა, 1840 წ. მარტი-ოქტომბერი) გადაწყვიტა მხარი დაეჭირა მეჰმედ ალი ეგვიპტელისთვის თურქეთისა და ოთხთა კავშირის (ინგლისის, რუსეთის, პრუსიისა და ავსტრიის) წინააღმდეგ და შეუდგა მზადებას უკანასკნელთან ომისთვის; მაგრამ მშვიდობისმოყვარე მეფემ გადაჭრით უარი თქვა ჩაერთო შესაბამისი განცხადება თავის სატახტო სიტყვაში, და ტიერი გადადგა. მისი ადგილი დაიკავა გიზოს სამინისტრომ (თავიდან 1847 წ.-მდე, სულტის ფიქტიური თავმჯდომარეობით), რომელმაც გაძლო შვიდ წელიწადზე მეტ ხანს და დაეცა მხოლოდ რევოლუციის შედეგად („მშვიდობის სამინისტრო“). გიზოს სამინისტროს დადებითი საქმიანობა უკიდურესად უმნიშვნელო იყო; „რა არის გაკეთებული 7 წლის მანძილზე? ამბობდა პალატაში ერთი დეპუტატი 1847 წ. არაფერი, არაფერი და არაფერი!“ ეს მთლად ზუსტი არ არის. 1841 წ. გაატარეს საფრანგეთში პირველი კანონი ფაბრიკებში ბავშვთა შრომის შესახებ; გიზოს სამინისტროს დროს მიმდინარეობდა რკინიგზების მშენებლობა (1850 წ.-თვის ქსელი უტოლდებოდა 2996 კმ-ს, 1840-ში კი მხოლოდ 427 კმ-ს), აგებულ იქნა სიმაგრეები პარიზის გარშემო და ა. შ. მაგრამ გიზოს მთავარი ამოცანა მდგომარეობდა არა იმაში, რათა შეექმნა რაიმე ახალი, არამედ იმაში, რათა დაეცვა არსებული. მისი პოლიტიკა, ისევე როგორც მისი წინამორბედების პოლიტიკაც ივლისის მონარქიის ეპოქაში, მხოლოდ კიდევ უფრო მეტი ხარისხით, მიმართული იყო პლუტოკრატიის მხარდაჭერისა და დაცვისკენ.
საბირჟო სპეკულაციები, რომლებსაც ახალისებდა მთავრობა, განვითარდა მანამდე უნახავ ზომებამდე. გამყიდველობამ და მოსყიდვებმა შეაღწია უმაღლეს სფეროებში ძველი მონარქიის დროიდან უნახავი ხარისხით. გამოვლინდა უუხეშესი დატაცებები როშფორის არსენალში არმიისთვის პროვიანტის მიწოდებებისას. საფრანგეთის პერი, ყოფილი მინისტრი ტესტი, იღებდა 100-100 ათას ფრანკს მონოპოლიების გაცემისთვის; მსხვილ ქრთამებს ღებულობდა ასევე საფრანგეთის მეორე პერი კიუბერი, რომელიც ორჯერ იყო ნამყოფი სამხედრო მინისტრად. ეს ფაქტები იქნა გამოვლენილი და სასამართლოზე დამტკიცებული; ბეჭდურ სიტყვასა და საზოგადოებაში აყენებდნენ ათეულობით ასეთივე გვარის ბრალდებებს სხვების, ამდენადვე მაღალი თანამდებობების მქონე პირების წინააღმდეგ, და არცთუ იშვიათად დამაჯერებელ ბრალდებებსაც, _ მაგრამ მთავრობა ცდილობდა მსგავსი საქმეების მიჩუმათებას. თავად გიზო, პირადად უანგარო ადამიანი, ფართოდ იყენებდა პრაქტიკაში მოსყიდვას (განსაკუთრებით დეპუტატებისა და სხვა პირებისთვის ადგილების დარიგებისას) თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის, და ერთხელ აღიარა პალატაში, რომ საფრანგეთში ზოგჯერ პრაქტიკაში იყენებენ თანამდებობების გაყიდვას. მიუხედავად ამისა, ლუდოვიკ-ფილიპის მეფობის საერთო ეკონომიკურ შედეგს წარმოადგენს კეთილდღეობის ამაღლება. ჩვეულებრივ კეთილდრეობის ამაღლება იწვევს მოსახლეობის რიცხობრივ ზრდას; საფრანგეთი შეადგენს გამონაკლისს: მასში მოსახლეობის ზრდა სუსტია და მისი შესამჩნევი შენელების დასაწყისი მიეკუთვნება სახედობრ ლუდოვიკ-ფილიპის ეპოქას. საფრანგეთის მოსახლეობა (თუკი ჩავთვლით მხოლოდ ახლანდელი საფრანგეთის ტერიტორიას, ე. ი. ელზასისა და ლოტარინგიის გარეშე) 1821 წ. უტოლდებოდა 29,8 მლნ. ადამიანს და მოსახლეობის ყოველწლიური ნამატი ამ დროს იყო 0,87%, რაც არ წარმოადგენს არაფერ განსაკუთრებულს. 1831 წ. მოსახლეობა შეადგენდა 31,7 მლნ. ადამიანს, ნამატი 0,41%-ს, ე. ი. ნაკლებია; 1851 წ. _ 34,9 მლნ., ნამატი _ 0,20%, ე. ი. მეტად ნელია (1895 წ. _ 38,5 მლნ., ნამატი 0,09%, ე. ი. ის პრაქტიკულად არ არსებობს). ეს შედეგი იქმნება არა ემიგრაციით, ვინაიდან იგი საფრანგეთიდან თითქმის არ არის (მრავალი წლის მანძილზე იმიგრაცია კიდევაც აჭარბებდა მას), და არც სიკვდილიანობის გადიდებით (სიკვდილიანობა შედარებით არცთუ დიდია), არამედ შობადობის შემცირებით. 1830 წ.-დან იწყება ქალაქების სწრაფი ზრდა, რომელიც სიჭარბით შთანთქავს მოსახლეობის საერთო ნამატს, ასე რომ სოფლის მოსახლეობის რიცხოვნება მცირდება.
ლუდოვიკ-ფილიპის მეფობის განმავლობაში იმ პირთა რიცხვი, რომლებიც სარგებლობდნენ ხმის უფლებით, გაიზარდა 200-დან 240 ათასამდე; ცენზი არ შეცვლილა _ შესაბამისად გაიზარდა შეძლებული ადამიანების რიცხვი. საერთოდ ეროვნული სიმდიდრე გაიზარდა მნიშვნელოვნად, ისევე როგორც ქვეყნის მწარმოებლურობაც. დამუშავებული მიწის ფართობი 1815 წ. შეადგენდა 23 მლნ. ჰექტარს, 1852 წ. _ 26 მლნ.-ს; მიწათმოქმედების საერთო მწარმოებლურობა 1812 წ. უდრიდა 3000 მლნ. ფრანკს, 1850 წ. _ 5000 მლნ. ფრანკს (მცირედ შეცვლილი ფასებით). დამამუშავებელი და განსაკუთრებით საფაბრიკო მრეწველობა გაიზარდა კიდევ უფრო გაცილებით მეტად მნიშვნელოვნად. საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 1827 წ. შეადგენდა 818 მლნ. ფრანკს, 1847 წ. _ 2437 მლნ. ფრანკს. დამამუშავებელი მრეწველობის ზრდასთან ერთად რიცხობრივად გაიზარდა მუშათა კლასიც, რომელიც თამაშობდა მსხვილ პოლიტიკურ როლს უკვე ლუდოვიკ-ფილიპის დროს. ეს პირობები თავიდან ხელს უწყობდა ლუდოვიკ-ფილიპის მონარქიის მდგრადობას, მაგრამ მათვე, სიცოცხლისკენ მოუწოდეს ან გააძლიერეს რა (რიცხობრივად და ეკონომიკურად) უფრო მეტად წვრილ ბურჟუაზიასა და მუშებს, მოამზადეს მისი დაცემაც. გიზოს სამინისტროს ჩამოყალიბებისას უკიდურესი ოპოზიცია ქვეყანაში გატეხილ იქნა; აჯანყებები შეწყდა. პარლამენტში გიზო ოსტატურად ბალანსირებდა პარტიებს შორის; მიუხედავად ამისა უწინდელი დინასტიური ოპოზიცია, გრძნობდა რა მხარდაჭერას პარლამენტში ნაწილობრივ უკვე შეღწეული უკიდურესად მემარცხენე ძალისა, ლაპარაკობდა მეტად გაბედული ენით და მრავალჯერ შეჰქონდა პარლამენტში ორი არსებითი რეფორმის მოთხოვნა _ საპარლამენტოსი და საარჩევნოსი. პირველს მხედველობაში ჰქონდა მიეღწია დეპუტატების დამოუკიდებლობისთვის (სადეპუტატო უფლებამოსილებების შეუთავსებლობისთვის, ზოგიერთი გამონაკლისის გარეშე, თანამდებობებთან სახელმწიფო სამსახურში); მეორე იხრებოდა საარჩევნო უფლების გაფართოებისკენ პირთა განსაზღვრულ კატეგორიებზე (capacites, ე. ი. რომელთაც ჰქონდათ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების დიპლომები და ა. შ.) და ქონებრივი ცენზის დაქვეითებისკენ 150, 100 ან 50 ფრანკამდე. დინასტიური ოპოზიცია არ მიდიოდა ამაზე შორს; რადიკალები კი მოითხოვდნენ საყოველთაო საარჩევნო უფლებას. გიზო უარყოფდა ყველა მსგავს წინადადებას და ამტკიცებდა, რომ „იმ პირთა რიცხვი, რომელთაც შეუძლიათ აზრიანად და დამოუკიდებლად სარგებლობდნენ პოლიტიკური ძალაუფლებით, არ აღემატება საფრანგეთში 200.000-ს“ და პალატისგან მოითხოვდა, რათა იგი დაკავებული ყოფილიყო „იმ საარსებო ამოცანებით, რომლებსაც აყენებს დრო, და უარეყო საკითხები, რომლებსაც სთავაზობენ თავქარიანად და საჭიროების გარეშე“.
ჰყავდა რა თავის განკარგულებაში დამჯერი უმრავლესობა, იგი პალატაში ადვილად აღწევდა თავის მიზანს. არც ისეთი ადვილი იყო ოპოზიციასთან გამკლავება ქვეყანაში, სადაც სწრაფად იზრდებოდა რესპუბლიკური და სოციალისტური განწყობილება. გამოჩნდა კათოლიკურ-დემოკრატიული პარტია (იხ. ლა-მენე, XVII, 297); ანგარიში უნდა გაეწიათ ნაპოლეონის ლეგენდის აღორძინებისთვისაც. უკანასკნელისთვის მუშაობდნენ ისეთი ადამიანებიც, როგორიც იყო ტიერი, და ჭეშმარიტი დემოკრატებიც, როგორებიც იყვნენ ბერანჟე, ჟ. ზანდი და სხვები. თავად მთავრობა ხელს უწყობდა მის გავრცელებას (ვანდომის კოლონაზე დაყენებულ იქნა ნაპოლეონის ქანდაკება, პარიზში საზეიმოდ იქნა გადატანილი ნაპოლეონის ნეშტი; ერთიცა და მეორეც _ იყო ტიერის საქმე). მთავრობა არ ანიჭებდა სერიოზულ მნიშვნელობას ლუი ნაპოლეონს, რომელიც რაიხშტადტის ჰერცოგის (ნაპოლეონ II-ის; გარდაიცვალა 1832 წ.) სიკვდილის შემდეგ იყო ოჯახის მეთაური და თავისთვის იმზადებდა გზას ტახტისკენ; სახელმწიფო გადატრიალების ორ მისეულ მცდელობას (სტრასბურგისა 1836 წ. და ბულონისა 1840 წ.; იხ. ნაპოლეონ III, XX, 550) იგი მიუდგა მოწყალებით. ამასობაში ნაპოლეონის სახელის გარშემო დაჯგუფდა მნიშვნელოვანი, თუმცა კი სხვადასხვა გვაროვანი პარტია. არსებული რეჟიმით უკმაყოფილების ზრდის გაძლიერებაში საკმარისად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გიზოს წარუმატებელმა საგარეო პოლიტიკამ, კერძოდ _ ესპანურმა ქორწინებებმა, რომლებმაც საფრანგეთი წააჩხუბა ინგლისთან (იხ. ლუდოვიკ-ფილიპი, XVIII, 236, და ესპანეთი, XIII, 414). ოპოზიციური მოძრაობა 1847 წ. გამოიხატა საბანკეტო კამპანიის ფორმით, რომლის ინიციატორიც იყო ოდ. ბარო, „რომელიც მიისწრაფოდა რეფორმისკენ რევოლუციის თავიდან ასაცილებლად“. საბანკეტო კამპანია (იხ. 1848 წ. რევოლუცია, XXVI, 440) დასრულდა 1848 წ. 23-24 თებერვლის აფეთქებით, რომელმაც დაამხო ლუდოვიკ-ფილიპი და აღადგინა საფრანგეთში რესპუბლიკური წყობილება.
IV. მეორე რესპუბლიკა (1848-1852 წწ.)
23 თებერვალი იყო რეფორმის პარტიის აჯანყების დღე გიზოს წინააღმდეგ; 24 თებერვალი იყო რევოლუციის დღე, რომელიც მოახდინეს რადიკალურ-ბურჟუაზიულმა ელემენტებმა სოციალისტურ ელემენტებთან კავშირში; გამარჯვება ბარიკადებზე ეკუთვნოდა მეორეთ, მაგრამ დროებითი მთავრობა შედგებოდა მნიშვნელოვან ხარისხად იმ ადამიანებისგან რომლებსაც ეშინოდათ პროლეტარიატისა და სძულდათ სოციალიზმი. მის შემადგენლობაში მხოლოდ არაგო, ლედრიუ-როლენი, ფლოკონი, ლუი ბლანი და ალბერი იყვნენ უეჭველი და გულწრფელი რესპუბლიკელები, და მხოლოდ ორი უკანასკნელი _ სოციალისტები; ლამარტინი, დიუპონი, გარნიე-პაჟესი, მარი, კრემიე და მარასტი წარმოადგენდნენ ბურჟუაზიის სხვადასხვა ფენების ინტერესებს. მათ შორის ბრძოლის, 1848 წ. ივნისის დღეებში პროლეტარიატის აჯანყებისა და მისი საშინელი დამარცხების, გენერალ კავენიაკის დიქტატურის შესახებ _ იხ. 1848 წ. რევოლუცია (XXVI, 440) და ეროვნული სახელოსნოები (საამქროები) (XX, 728). მთავრობაში ბატონობა ეკუთვნოდა ზომიერებს; ყველა სამთავრობო განცხადებაში ლაპარაკი იყო უფრო მეტად წესრიგის შესახებ, ვიდრე თავისუფლებისა. მაგრამ დემოკრატიულ მოთხოვნათაგან ყველაზე უფრო მნიშვნელოვალი დაკმაყოფილებულ იქნა დროებითი მთავრობის მიერ: სახელდობრ, დააწესეს საყოველთაო ხმისმიცემა. 5 მარტის დეკრეტით კონსტიტუციის გამომუშავება დაევალა დამფუძნებელ კრებას, რომელიც შედგებოდა ერთი პალატისგან; ხმის პასიური უფლებისთვის ასევე არ იყო დადგენილი არანაირი ცენზი (ასაკის გარდა: 25 წელი); დეპუტატებს დაუნიშნეს 25-25 ფრანკის სადღეღამისო ანაზღაურება; დეპუტატების რიცხვი განისაზღვრა 900-ით (მათ შორის 16 ალჟირისა და კოლონიებისთვის). ამით მნიშვნელოვან წილად წინასწარ იქნა განსაზღვრული კონსტიტუციაც. დროებითი მთავრობის 1848 წ. 27 აპრილის დეკრეტით გაუქმებულ იქნა მონობა კოლონიებში. არჩევნები დამფუძნებელ კრებაში მიმდინარეობდა 23 აპრილს, ხოლო თავად კრება გაიხსნა 4 მაისს. არჩევნებისას აღმოჩნდა, რომ პროვინცია სულაც არ მიჰყვებოდა ზურგში პარიზს, რომელმაც მოახდინა რევოლუცია; დამფუძნებელ კრებაში რადიკალები და სოციალისტები იყვნენ უმცირესობაში, ხოლო უმრავლესობა შედგებოდა სხვადასხვა შეფერილობის ზომიერი რესპუბლიკელებისგან; იყვნენ მასში მონარქისტებიც.
გარემოებებმა განსაზღვრეს დამფუძნებელი კრების პოლიტიკაც, რომელიც შესაძლოა ყოფილიყო მხოლოდ რესპუბლიკური. პირველივე დღეს, 4 მაისს, დამფუძნებელმა კრებამ გამოაცხადა რესპუბლიკა; 9 მაისს დროებითი აღმასრულებელი ხელისუფლება ჩააბარა 5 ადამიანისგან შემდგარ „აღმასრულებელ კომისიას“ (არაგო, მარი, გარნიე-პაჟესი, ლამარტინი, ლედრიუ-როლენი); 24 მაისს დაადგინა საგარეო პოლიტიკის სამი ძირითადი პრინციპი _ „მეგობრული კავშირი გერმანიასთან, დამოუკიდებელი და თავისუფალი პოლონეთის აღდგენა, იტალიის განთავისუფლება“. 1848 წ. 11 აგვისტოს გამოსცა კანონი ბეჭდური სიტყვის შესახებ, რომელიც თუმცა კი უფრო რბილი იყო წინამორბედი ეპოქის შესაბამის კანონებთან შედარებით, მაგრამ მაინც საკმარისად მკაცრიც („ეროვნული კრების უფლებებსა და ავტორიტეტზე თავდასხმებისთვის“ _ 5 წლამდე ციხე და 6000 ფრანკამდე ჯარიმა). დაბოლოს, 1848 წ. 4 ნოემბერს მზად იყო კონსტიტუციაც. იგი იწყებოდა სიტყვებით: „ღვთის წინაშე და ფრანგი ხალხის სახელით ეროვნული კრება აცხადებს“; შემდეგ მოსდევს უფლებების დეკლარაცია ახალი რედაქციით. საკანონმდებლო ხელისუფლება ეძლეოდა ეროვნულ კრებას, შემდგარს ერთი პალატისა და 750 დეპუტატისგან, რომელთაც ირჩევდნენ 3 წლის ვადით საყოველთაო, პირდაპირი და ფარული კენჭისყრით; აღმასრულებელი ხელისუფლება _ რესპუბლიკის პრეზიდენტს, რომელსაც ასევე ირჩევდნენ სრულიად სახალხო პირდაპირი ხმისმიცემით (ამ პუნქტის გამო მიდიოდა შეუპოვარი მბრძოლა; გრევი ხედავდა საშიშროებას პრეზიდენტის ხალხის მიერ არჩევაში, და მოითხოვდა მის არჩევას ეროვნული კრების მიერ, მაგრამ აღმოჩნდა უმცირესობაში; თვით რესპუბლიკელების უმრავლესობამაც კი ვერ გაიგო ის საშიშროება, რომელშიც ისინი აგდებდნენ რესპუბლიკას, და მოახდინა ვოტირება გრევის წინააღმდეგ). დაწვრილებით იხ. 1848-1849 წწ. ეროვნული კრება (XX, 718), 1848 წ. კონსტიტუცია (XVI, 86), პიროვნების თავისუფლება (XXIX, 178).
1848 წ. 10 დეკემბერს მიდიოდა რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები. მსხვილი ბურჟუაზიის კანდიდატი იყო გენერალი კავენიაკი; მის წინააღმდეგ გამოვიდა ლუი ნაპოლეონი, რომელსაც ხმა მისცა ყველამ, ვინც არ თანაუგრძნობდა „მდიდრების რესპუბლიკას“: გლეხებმა და არმიამ, რომელთათვისაც ნაპოლეონის სახელი იყო წმინდა, პროლეტარიატმა, რომელსაც სძულდა კავენიაკი, წვრილმა ბურჟუაზიამ, მონარქისტული რესტავრაციის მომხრეთა უმეტესობამაც კი (ტიერი, მონტალამბერი, ო. ბარო). არჩეულ იქნა ლუი ნაპოლეონი (იხ. XXVI, 443), რომელმაც მაშინვე სისტემატიურად და ფრთხილად დაიწყო იმპერიის აღდგენის მომზადება (იხ. ნაპოლეონ III, XX, 550). დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა საარჩევნო კანონი (არჩევნები სიების მიხედვით) და დაიშალა მაისში, მოახდინა რა ბიუჯეტისა და რომის ექსპედიციისთვის კრედიტების ვოტირება. ახალი ეროვნული კრება, რომელიც ცნობილია საკანონმდებლო კრების სახელით, არჩეულ იქნა 1849 წ. 13 მაისს და მან მუშაობა დაიწყო იმავე თვის 28 რიცხვში. არჩევნები მიმდინარეობდა ხალხის მნიშვნელოვნად უფრო შესუსტებული პოლიტიკური აქტიურობის პირობებში: 1848 წ. დამფუძნებელი კრების არჩევნებში 9360 ათასი ჩაწერილი ამომრჩევლიდან 7893 ათასმა მოახდინა ვოტირება, 1849 წ.-ში 9936 ათასიდან _ მხოლოდ 6765 ათასმა. გაძლიერებულ საარჩევნო კამპანიას აწარმოებდა „პუატიეს ქუჩის კომიტეტი“, რომელიც წარმოადგენდა სამი პარტიის კავშირს: ორლეანურის (ტიერი), ლეგიტიმისტურისა (ბერიე) და კათოლიკურის (მონტალამბერი). არჩეულ იქნა დაახლოებით 500 მონარქისტი და კლერიკალი, 70 ზომიერი რესპუბლიკელი და 180 რადიკალი (გორის პარტია). უკანასკნელები მოითხოვდნენ „უფლებას შრომაზე“, პროგრესულ საშემოსავლო გადასახადს, სახელმწიფოს მიერ რკინიგზების, საბადოების გამოსყიდვას და ა.შ. საკანონმდებლო კრება მოქმედებდა რეაქციული მიმართულებით; პრეზიდენტი ხელს არ უშლიდა მას, მაგრამ ოსტატურად სარგებლობდა მისი თითოეული შეცდომით, მის ხარჯზე საკუთარი თავის განსადიდებლად.
დამფუძნებელი კრების მიერ გამოცხადებული საგარეო პოლიტიკის პრინციპები დატოვებულ იქნა; პრეზიდენტმა, საკანონმდებლო კრების მოწონებით, მიმართა რომის ექსპედიციას, რომელმაც დაამხო რომის რესპუბლიკა და აღადგინა პაპის საერო ხელისუფლება. მან შეუქმნა ნაპოლეონს განსაკუთრებული პოპულარობა კლერიკალებს შორის და მისცა მას პაპის მხარდაჭერის გარანტია. საკანონმდებლო კრებაში გაიტანეს ახალი კანონი ბეჭდური სიტყვის შესახებ (გირაო ჟურნალებისგან 24.000 ფრანკის ოდენობით, მკაცრი პოლიციური კონტროლი წიგნებითა და გაზეთებით ვაჭრობაზე, მკაცრი სასჯელები ბეჭდური სიტყვის დანაშაულებებისთვის, აკრძალვა დეპუტატისთვის ყოფილიყო ჟურნალის პასუხისმგებელი რედაქტორი), კლერიკალური კანონი სახალხო განათლების შესახებ (იხ. ფალუ, XXXV, 269) და 1850 წ. 31 მაისის კანონი არჩევნების შესახებ, რომელიც ხმის უფლების გამოყენებისთვის ნიშნავდა ერთ კომუნაში ცხოვრების სამი წლის ვადას, და შესაბამისად de facto ართმევდა მუშებს ხმის უფლებას. ეს უკიდურესად არაპოპულარული კანონი, რომელიც შეიტანა მთავრობამ და, შესაბამისად, მოწონებული იყო პრეზიდენტის მიერ, წარმოდგენილი იყო როგორც მხოლოდ საკანონმდებლო კრების საქმე. 1851 წ. 4 ნოემბერს კრების სესიის გახსნისას პრეზიდენტმა, მისდამი მიმართულ გზავნილში, მოითხოვა ამ კანონის გაუქმება; კრებამ უარყო მოთხოვნა. დაიწყო კონფლიქტი პრეზიდენტსა და საკანონმდებლო კრებას შორის, რომელსაც ოსტატურად ბერავდა მათგან პირველი, რომელიც ხალხის მასების თვალში წარმოადგენდა საყოველთაო კენჭისყრის დამცველს, და იმავე დროს სასულიერო წოდების, არმიისა და ბურჟუაზიის მნიშვნელოვანი ნაწილის თვალშიც კი იყო რელიგიის, ოჯახის, წესრიგის, მშვიდობის საყრდენი და სამხედრო დიდების მატარებელი.
1851 წ. 2 დეკემბერს ნაპოლეონმა მოახდინა სახელმწიფო გადატრიალება (იხ. XX, 551), რომელიც შედგებოდა პალატის კონსიტუციის საწინააღმდეგო დახოვნაში, საყოველთაო ხმისმიცემის აღდგენასა და სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებაში. 20 დეკემბერს მოწყობილმა პლებისციტმა მოახდინა გადატრიალების სანქციონირება და ნაპოლეონს ჩააბარა „აუცილებელი ძალაუფლება კონსტიტუციის ცხოვრებაში გატარებაზე იმ საწყისების საფუძველზე, რომლებიც შეთავაზებული იყო მისი 2 დეკემბრის პროკლამაციაში“: 7.439.000 ადამიანმა მოახდინა ვოტირება ამის მომხრედ, 640.000-მა _ წინააღმდეგ. ეს საწყისები იყო შემდეგი: სახელმწიფოს პასუხისმგებელი მეთაური, არჩეული 10 წლით; მინისტრები, დამოკიდებულნი მხოლოდ მასზე; სახელმწიფო საბჭო, რომელიც ამზადებს კანონებს; საკანონმდებლო კორპუსი, არჩეული ხმების საყოველთაო მიცემით scrutin de liste-ის გარეშე, რომელიც ახდენს არჩევნების ფალსიფიცირებას; მეორე პალატა. 1852 წ. 14 იანვარს გამოქვეყნებულ იქნა ნაპოლეონის მიერ შედგენილი კონსტიტუცია (იხ. XVI, 86). კონსტიტუციას, პეზიდენტის დეკრეტების ფორმით, მოჰყვა კანონები სახელმწიფო საბჭოს შესახებ, არჩევნების სისტემის შესახებ, ბეჭდური სიტყვის შესახებ (პერიოდული გამოცემების წინასწარი ნებართვის აღდგენა, მათი გაფრთხილებები და აკრძალვები ადმინისტრაციული წესით, გირაო 50.000 ფრანკამდე, საშტემპელო შესაკრებელი 6 სანტიმი გაზეთის თითოეული ფურცლიდან, საკანონმდებლო კორპუსისა და სენატის კამათების დაბეჭდვის აკრძალვა, თუ არა მხოლოდ ოფიციალური, ყოველთვის შემოკლებული ანგარიშების მიხედვით). 29 თებერვალს არჩეულ იქნა საკანონმდებლო კორპუსი და კონსტიტუციაც ძალაში შევიდა. მაგრამ ძალზედ სწრაფად მოხდა მისი გადასინჯვა. 7 ნოემბერს სენატმა გამოაცხადა იმპერიის აღდგენა; 21 ნოემბერს პლებისციტმა დაადასტურა ეს დადგენილება, და 1852 წ. 2 დეკემბერს ნაპოლეონ III საზეიმოდ იქნა გამოცხადებული „ღვთის წყალობითა და ხალხის ნებით ფრანგების იმპერატორად“.
V. მეორე იმპერია (1852-1870 წწ.)
პირველ ხანებში (1860 წ.-მდე) ნაპოლეონი იყო თითქმის თვითმპყრობელი მონარქი. სენატს, სახელმწიფო საბჭოს, მინისტრებს, მოხელეებს, კომუნების მერებსაც კი (უკანასკნელებს _ 1852 და 1855 წწ. კანონების საფუძველზე, რომლებმაც აღადგინეს პირველი იმპერიის ცენტრალიზაცია) ნიშნავდა იმპერატორი. საკანონმდებლო კორპუს ირჩევდნენ, მაგრამ არჩევნები ხდებოდა რა თავისუფალ და თანასწორ მეტოქეებს შორის, არამედ ოფიციალურ კანდიდატსა, რომელიც სარგებლობდა მთელი სამთავრობო მექანიზმის მხარდაჭერით, და მის მოწინააღმდეგეს შორის, რომელიც ამასთან ერთად გამოდიოდა მთავრობის ერთგვარ მოწინააღმდეგედაც; საარჩევნო კრებები აკრძალული იყო, როგორც ხელის აღმართვა არჩევნების თავისუფლებაზე; ირ იძლეოდნენ საარჩევნო პროკლამაციების გავრცელების უფლებას; მიცემული საარჩევნო ბიულეტენების დათვლას აწარმოებდა მერი, ე. ი. სამთავრობო მოხელე, რომელსაც თითქმის ყოველთვის ჰქონდა არჩევნების შედეგების ფალსიფიცირების სრული შესაძლებლობა. დაბოლოს, დეპუტატებისგან, ხოლო 1858 წ.-დან ამ წოდებაზე ყველა კანდიდატისგანაც კი მოითხოვებოდა იმპერატორის ერთგულებაზე ფიცის დადება. ყოველივე ამის გამო პირველ საკანონმდებლო კორპუსში რესპუბლიკელებს სულაც არ ჰყოლიათ წარმომადგენლები; არცთუ ბევრმა არჩეულმა თქვა უარი ფიცის მიცემაზე. 1857 წ. არჩევნების წინ შინაგან საქმეთა მინისტრმა ბილიომ განუცხადა პრეფექტებს, რომ „ზოგიერთი გამონაკლისის გარდა მთავრობა სამართლიანად მიიჩნევს ხელახლა ასარჩევად წარადგინოს ყველა წევრი პალატისა, რომელიც ასე კარგად დაეხმარა იმპერატორს და ასე კარგად ემსახურებოდა ქვეყანას“.
მიუხედავად ამისა 1857-1863 წწ. საკანონმდებლო კორპუსში იყო 5 რესპუბლიკელი, რომლებიც დათანხმდნენ ფიცის მიცემაზე (დარიმონი, ოლივიე, გენონი, ჟ. ფავრი, პიკარი; უკანასკნელი ორი არჩეულ იქნა 1858 წ. ფიცის მიცემაზე უარის მთქმელი კარნოსა და გუდშოს ნაცვლად). ოპოზიცია ლეგალურ ბეჭდურ გამოცემებში თითქმის არ ყოფილა, და არც შეიძლებოდა ყოფილიყო; მას აწარმოებდნენ მხოლოდ ემიგრანტები (ვ. ჰიუგო და სხვები) საზღვარგარეთიდან. იმპერატორი ფიქრობდა და აცხადებდა, რომ მისი იმპერია წარმოადგენს ნაპოლეონ I-ის იმპერიის გაგრძელებას; მაგრამ მათ შორის იყო უზარმაზარი განსხვავება. ნაპოლეონ I-მა დაამტკიცა რევოლუციის ბევრი მონაპოვარი, განამტკიცა ფეოდალიზმის დაცემა; იგი ემყარებოდა გლეხობასა და წვრილ ბურჟუაზიას და მთელი ევროპის თვალში, და ნაწილობრივ საფრანგეთისაც, იყო რევოლუციური სულისკვეთების მიერ ნაშობი და მისი გამოვლინება. ნაპოლეონ III, რომელმაც ხელისფლებას მიაღწია სხვადასხვანაირი ელემენტების კოალიციის მეშვეობით, სოციალისტურების ჩათვლით, იყო საკურთხევლის, წესრიგის, საკუთრების დამცველი; ამასთან ერთად იგი იყო ლუდოვიკ-ფილიპის მონარქიის მემკვიდრე და ისწრაფვოდა დამყარებოდა უმაღლესი ბურჟუაზიის კავშირს თავადაზნაურობასთან და ეკლესიასთან. მთავრობის მთავარი საქმე იყო რკინიგზების აგების წახალისება (1860 წ.-თვის _ 9430 კმ, 1870 წ.-თვის _ 17 460 კმ), სააქციო საზოგადოებების დაარსება, ყველანაირი შესაძლო მსხვილი საწარმოების მოწყობა, და ა. შ. ბირჟა ნაპოლეონის დროს ჰყვაოდა ისევე, როგორც ლუდოვიკ-ფილიპის დროსაც; ცხოვრების ყველა სფეროში გაბატონებული იყო არანაკლები გაფუჭებულობა (რუს. испорченность). ნაპოლეონის ეკონომიკური პოლიტიკა მკვეთრად განსხვავდებოდა წინამორბედი მთავრობების პოლიტიკისგან, ნაპოლეონ I-ის გამოურიცხავადაც კი.
ნაპოლეონ III იყო დარწმუნებული ფრიტრედერი. მაგრამ თავისუფალი ვაჭრობის პრინციპების სრული განხორციელება გაძნელებული იყო. ნაპოლეონი აცხადებდა, რომ „საბაჟო მფარველობა აუცილებელია, მაგრამ იგი არ უნდა იყოს ზომაზე მეტი“. 1853-1855 წწ. მან, თუმცა კი ჩვეულებრივ დამჯერი საკანონმდებლო კორპუსის მხრიდან არცთუ პროტესტის გარეშე, შეამცირა საბაჟო ფსონები ქვანახშირზე, რკინაზე, ფოლადზე, მატყლზე, ე. ი. მრეწველობისთვის აუცილებელ საგნებზე; ამან გამოიწვია ძლიერი უკმაყოფილება მრეწველების გარკვეულ ნაწილში, რომელთა მხარდაჭერასაც აფასებდა ნაპოლეონი. შემდგომ წლებში შემცირება შეეხო სოფლის მეურნეობის პროდუქციის საგნებს: ღვინოს, საქონელს, სპირტს. 1860 წ., ისარგებლა რა 1852 წ. კონსტიტუციით მისდამი მიცემული უფლებით, ნაპოლეონმა, საკანონმდებლო კორპუსის მოწონების გარეშე, დადო სავაჭრო ხელშეკრულება ინგლისთან, რომლითაც ამკრძალავი ფსონები ინგლისიდან შემოსატან საქონელზე გაუქმებულ იქნა, ხოლო მფარველობითი ფსონები კი შემცირებულ იქნა უმეტეს წილად 25%-მდე ad valorem; ინგლისი პასუხობდა კიდევ უფრო მეტი შემცირებით. ამ ხელშეკრულების შემდეგ ასეთივე დაიდო ბელგიასთან 1862 წ. საფრანგეთისთვის იშლებოდა ახალი ერა სავაჭრო პოლიტიკის სფეროში. საკანონმდებლო კორპუსს ქედი უნდა მოეხარა მომხდარი ფაქტის წინაშე და საერთო ტარიფიც გარკვეულ შესაბამისობაში უნდა მოეყვანა საკონვენციოსთან; ამისთვის მოუწიათ ბაჟების შემცირება ტყავებსა და ზოგიერთ სხვა საგანზე. მრეწველთა ნაწილის უკმაყოფილების მიუხედავად, ეჭვს არ იწვევს, რომ ეს ზომები გამოწვეული იყო სწორედ მრეწველობის, და შესაბამისად, სახელმწიფოს ინტერესებით, და მათ ითამაშეს არც თუ მცირედ მნიშვნელოვანი როლი როგორც საფრანგეთის მრეწველობის გაძლიერებაში, ისე ეროვნული სიმდიდრის საერთო ჯამის ამაღლებაშიც მეორე იმპერიის პერიოდში.
ნაპოლეონ III-ის მეფობის დასასრულისთვის საფრანგეთს გააჩნდა ორთქლის მანქანები, რომლებიც ანვითარებდნენ 320000 ძალას _ ხუთჯერ მეტს, ვიდრე მეფობის დასაწყისში; ქვანახშირის მოხმარება მან გაასამმაგა და აიყვანა 20 მლნ. ტ.-მდე; ერთიცა და მეორეც აიხსნება განსაკუთრებით მეტალურგიული, აგრეთვე საფეიქრო მრეწველობის ზრდით. არცთუ მცირედმნიშვნელოვანი იყო აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო მრეწველობის ზრდაც. საგარეო ვაჭრობა 1869 წ.-თვის ავიდა 6225 მლნ. ფრანკამდე (3153 შემოტანა, 3075 გატანა). მუშათა კლასის რიცხობრივი ზრდა, რომელიც შესაბამებოდა მრეწველობის ზრდას, გრძელდებოდა მეფობის მთელ დროს; მაგრამ ეს არ იწვევდა მუშათა მდგომარეობის გაუმჯობესებას. ფაბრიკების მუშების ხელფასი ამაღლდა, ზოგადად, 30-40%-ით, მაგრამ ამავდროულად არც თუ ნაკლებად, თუ არა მეტად გაიზარდა ბინებისა და საკვები პროდუქტების ფასები; მართალია, ფაბრიკების უმეტეს ნაწილში რამდენადმე შემცირდა სამუშაო დღე, თუმცა კი კანონმდებლობის პირდაპირი მონაწილეობის გარეშე: 1848 წ. კანონს, რომელმაც განსაზღვრა სამუშაო დღე 10-11 სთ-ით, ხოლო შემდეგ კი ნორმა ასწია 12 სთ-მდე, არასდროს არ ჰქონია პრაქტიკული გამოყენება, სამეთვალყურეო ორგანოს არარსებობის გამო; ქაღალდზე იგი დარჩა ძალაში, მაგრამ ნაპოლეონი არ ფიქრობდა არც მის გამოყენებაზე, და არც მის გაფართოებაზე. მაგრამ მაინც, ნაპოლეონის დროს მიღებულ იქნა ერთი ზომა მუშების სასარგებლოდ: 1864 წ. მათთვის გაფიცვების უფლების მიცემა (1791 წ. კანონით აკრძალული იყო როგორც მეპატრონეთა, ისე მუშების კავშირები და გაფიცვები, მაგრამ პირველთა კოალიციები გავრცელდა უკვე ივლისის მონარქიის დროს და მათ ითმენდნენ კანონის მიუხედავად, მუშათა კოალიციებს კი მკაცრად დევნიდნენ). ეს ზომა, როგორც ერთეული (მხოლობითი), არ აკმაყოფილებდა მუშებს და მათმა მასებმა მალევე უარი თქვეს ნაპოლეონისადმი თავიანთ რწმენაზე.
მისმა იტალიურმა პოლიტიკამ, რომელმაც ქვეყანა მიიყვანა ომამდე ავსტრიასთან (საგარეო პოლიტიკის შესახებ იხ. ნაპოლეონი, XX, 853), გამოიწვია მის წინააღმდეგ რომის პაპისა და კლერიკალების უძლიერესი გაღიზიანება. შეეშინდა რა ხალხში ყოველგვარი საყრდენის დაკარგვისა, ნაპოლეონმა დაიწყო ზოგიერთ დათმობებზე წასვლა ლიბერალებთან, თავიდან მეტად სუსტებსა და ფრთხილებზე. 1860 წ. საკანონმდებლო კორპუსს მიეცა უფლება ეპასუხა ადრესებით სატახტო სიტყვებზე, 1861 წ.-დან დაშვებულ იქნა სტენოგრაფიული ანგარიშები კამათების შესახებ საკანონმდებლო კორპუსსა და სენატში; ამასთან ერთად ხელისუფლების დამოკიდებულება ბეჭდური სიტყვისადმი რამდენადმე შერბილდა, თუმცა კი თავიდან უწინდელი კანონის მოქმედების ქვეშ. 1868 წ. 11 მაისის ახალი კანონით ბეჭდური სიტყვის შესახებ გაუქმებულ იქნა წინასწარი ნებართვა, გაფრთხილება და აკრძალვა ადმინისტრაციული წესით, მაგრამ შენარჩუნებულ იქნა ვადიანი და საბოლოო აკრძალვები სასამართლო წესით; საშტემპელო შესაკრებელი შეამცირეს 5 (პარიზში) და 2 (პროვინციაში) სანტიმამდე გაზეთის ფურცლიდან. 1867 წ. საკანონმდებლო კორპუსს მიეცა ინტერპელაციის უფლება. 1868 წ. გამოსცეს კანონი, რომელიც ნებას რთავდა შეკრებების მოწყობაზე, კერძოდ პოლიტიკურისა, არჩევნების გამო, მაგრამ არა უგვიანეს 5 დღისა არჩევნებამდე. მთელი ეს დათმობები ცოტას თუ აკმაყოფილებდა; მაგრამ მათი წყალობით შეიქმნა ლიბერალური იმპერიალისტების პარტია, რომელსაც სათავეში ჩაუდგა 1857-1863 წწ. საკანონმდებლო კრებაში ხუთი ოპოზიციური დეპუტატიდან ერთერთი, ემილ ოლივიე. 1863 წ. არჩევნებზე ბრძოლას აწარმოებდნენ ენერგიულად ოპოზიციაცა და მთავრობაც. შინაგან საქმეთა მინისტრი პერსინი გაზეთებს აძლევდა გაფრთხილებას გაფრთხილებაზე, კრძალავდა და დევნიდა საარჩევნო კომიტეტებს და, ბოლოს, მიმართა პრეფექტებს ცირკულარით, რომელშიც, აღწერა რა საფრანგეთის აყვავებული მდგომარეობა, რომელიც იმპერატორმა გაანთავისუფლა ანარქიისა და სიღატაკის მდგომარეობისგან, და რომელშიც იგი ჩაგდებული იყო რიტორების რეჟიმის მიერ, თავს ესხმოდა ღვარძლის, სიძულვილისა და მტრობის კოალიციას, რომელიც წინ აღსდგომია იმპერიის ყველა დიდ თაოსნობას. „ხმების მიცემა, ამთავრებდა მინისტრი, თავისუფალია, მაგრამ იმისთვის, რათა მოსახლეობა არ იქნას მოტყუებული ოსტატურად შედგენილი სიტყვებითა და ორაზროვანი proffesions de foi, მიუთითებდეთ ყველას გასაგონად იმ კანდიდატებზე, რომლებიც ყველაზე უფრო მეტ ნდობას აღუძრავენ მთავრობას; დაე მოსახლეობამ იცოდეს, სად არიან იმპერიის მტრები და სად მეგობრები, და დაე მან გამოთქვას თავისი დამოკიდებულება თავისუფლად, საქმის ცოდნით“.
მსგავსი ილეთებისა და ადგილ-ადგილ არჩევნების ფალსიფიკაციის მიუხედავად, 267 დეპუტატიდან გავიდა რესპუბლიკური და მონარქისტული ოპოზიციის 35 წარმომადგენელი; სასულიაერო წოდება თითქმის ყველგან ხმას აძლევდა ოფიციალური კანდიდატების წინააღმდეგ. არჩეულთა რიცხვში იყვნენ კარნო, ფერი, გარნიე-პაჟესი, ჟ. სიმონი, ტიერი, ე. ოლივიე, პიკარი, ჟ. ფავრი, პელტანი, ბერიე. არჩევნების შედეგებმა გამოიწვია პერსინის გადადგომა. მექსიკური ექსპედიციისა და საფრანგეთისთვის ლუქსემბურგის მიერთების მცდელობის წარუმატებლობა (იხ. ნაპოლეონ III), აგრეთვე ძლიერი დეფიციტი, რომელიც გამოწვეული იყო ნაპოლეონის აგრესიული პოლიტიკით, სულ უფრო და უფრო მეტად უწყობდა ხელს უკმაყოფილების ზრდას. ახალმა კანონმა ბეჭდური სიტყვის შესახებ, რომელიც მთავრობის მიერ არ იყო ინიცირებული, მისცათ მხოლოდ ბეჭდურ გამოცემებში გულისწყრომის (აღშფოთების) გამოხატვის შესაძლებლობა. 1868 წ. შეიქმნა ახალი პერიოდული გამოცემები, რომლებიც სისტემატიურად ებრძოდნენ მთავრობას; მათ შორის სწრაფად მოიპოვა უზარმაზარი პოპულარობა და იქცა მსხვილ საზოგადოებრივ ძალად როშფორის „Lanterne“-მ, რომელიც გამოირჩეოდა მკვეთრი და გაბედული ტონითა და ღვარძლიანი სარკაზმით. მთავრობამ წამოიწყო როშფორის წინაარმდეგ რამდენიმე პროცესი, რმლებიც დასრულდა საბრალდებო განაჩენით; როშფორი გაიქცა ბელგიაში, საიდანაც დაუსჯელად აგრძელებდა თავის ლიტერატურულ ლაშქრობას. მისი ჟურნალი აკრძალული იყო საფრანგეთში, მაგრამ მაინც ეგზემპლარების უზარმაზარი რაოდენობით იყიდებოდა ფარულად. იგი 1989 წ. არჩეულ იქნა საკანონმდებლო კორპუსში და მიიღო სამშობლოში დაბრუნებისა და თავისი რედაქტორული საქმიანობის იქ გადატანის შესაძლებლობა. 1868 წ. დეპუტატ ბოდენის საფლავზე, რომელიც მოკლული იყო 1851 წ. 3 დეკემბერს ბარიკადებზე, მოწყობილ იქნა დემონსტრაცია, რომლის დროსაც წარმოთქვეს გაბედული სიტყვები მთავრობის წინააღმდეგ აჯანყების მუქარებით; მანიფესტაციას მოჰყვა განცხადება ხელმოწერების თაობაზე ბოდენის ძეგლისთვის, რომელიც გააკეთა რამდენიმე გაზეთმა. მთავრობამ იჩქარა ამ გაზეთების რედაქტორების (დელაკლუზის, შალმელის, ლაკრუასა და სხვების) სასამართლოში მიცემა; სასამართლოზე მათი დამცველები _ არაგო, კრემიე, ლორიე და, განსაკუთრებით, გამბეტა, რომელმაც ამ პროცესის შემდეგ სახელი გაითქვა, _ სულაც არ ცდილობდნენ ბრალდებულების დაცვას, არამედ ადვოკატის სკამისგან მოაწყვეს ტრიბუნა გადამწყვეტი თავდასხმისთვის მთავრობაზე, რომელსაც ისინი უწოდებდნენ დანაშაულებრივს, რომლის „უგუნურ“ გააფთრებასაც ისინი სწყევლიდნენ და რომელსაც ემუქრებოდნენ მკაცრი სახალხო შურისძიებით.
დაახლოებით იმავე დროს ადგილი ჰქონდა მუშების მრავალრიცხოვან გაფიცვებს, რომლებიც აძლიერებდა გაბოროტებას მთავრობის წინააღმდეგ. 1869 წ. მაისში მიმდინარეობდა ახალი არჩევნები საკანონმდებლო კორპუსში. მთავრობამ მიმართა ბრძოლის ზოგიერთ უწინდელ ილეთს, დაუმატა მათ ზოგიერთი გაზეთის მოსყიდვა, მაგრამ მაინც ბეჭდური სიტყვის შედარებითმა თავისუფლებამ და საარჩევნო კრებების უფლებამ მნიშვნელოვნად შეამსუბუქეს ოპოზიციის საქმე. რესპუბლიკელები გამოვიდნენ ცალკე მონარქისტებისგან, წამოაყენეს რა სკუთარი პროგრამა, გამომუშავებული გამბეტას მიერ: იგი მოითხოვდა საყოველთაო ხმისმიცემის ფართო გამოყენებას საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნებისთვის, სენატის გაუქმებას, პირადი თავისუფლების გარანტიებს, აუცილებელ საერო სწავლებას, ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფას, მუდმივი არმიის მოსპობასა და ა. შ. ოპოზიციამ გაიყვანა 59 კანდიდატი (მათ რიცხვში გამბეტა და როშფორი) და, რაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო, თავისი მომხრეების სახელებზე მოაგროვა 3,5 მლნ. ხმა სამთავრობო კანდიდატებისთვის მიცემული 4,5 მლნ. ხმის წინააღმდეგ. ყველაფერი ამტკიცებდა იმას, რომ იმპერიას ემუქრება კრახი, თუკი იგი არ შეცვლის თავის პოლიტიკას. დათმობებზე წასლისთვის აიძულებდა თვით საკანონმდებლო კორპუსის შემადგენლობაც. ბონაპარტისტები მასში დაიყვნენ სამ პარტიად: 1) უკიდურესი მემარჯვენე ანუ არკადიელები (არკადის ქუჩის მიხედვით, სადაც ისინი იკრიბებოდნენ), რომელთაც სურდათ რეპრესიები და ომი პრუსიასთან, 2) ზომიერი ბონაპარტისტები და 3) მემარჯვენე ცენტრი, რომელსაც სურდა ლიბერალური იმპერია. მათ მიჰყვებოდნენ მემარცხენე ცენტრი ანუ მონარქისტები, რადიკალები და უკიდურესი მემარცხენე პარტია; უკანასკნელი წარმოდგენილი იყო როშფორითა და რასპაილით. მემარცხენე პარტია, ბონაპარტისტებთან კავშირში, შეადგენდა უმრავლესობას. იმპერატორმა უარი თქვა თავისი მთავარი თანამოაზრის, რაუერის სამსახურზე, რომელიც 1849 წ.-დან იყო ხან იუსტიციის, ხან შინაგან საქმეთა, ხანაც სახელმწიფო მინისტრი, ხანაც სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე (იხ. XXVII, 383), და ერთგვაროვანი კაბინეტის შედგენა შესთავაზა ე. ოლივიეს, რაც მან აღასრულა კიდეც (1870 წ. 2 იანვარს).
ოლივიეს პირველი მსხვილი საქმე იყო ახალი რეფორმები კონსტიტუციაში, რომლებიც აძლიერებდა პარლამენტის უფლებებს; შემდგომ ამისა მოწყობილ იქნა პლებისციტი შემდეგ საკითხში: „ფრანგი ხალხი იწონებს ლიბერალურ გარდაქმნებს, რომლებიც გაკეთებულია კონსტიტუციაში 1860 წ.-დან, და ამტკიცებს 1870 წ. 20 აპრილის სტატუს-კონსულტს“. იმის გამო, რომ პლებისციტს უნდა გამოეხატა ხალხის ნდობა მთავრობის მიმართ, მთელი ოპოზიცია აგიტაციას უწევდა კითხვაზე უარყოფითი პასუხის გასაცემად. მთავრობა მოუწოდებდა მოხელეებს „განევითარებიათ განსაკუთრებით აქტიური (ციებ-ცხელებიანი) საქმიანობა“, რათა შეეგროვებინათ რაც შესაძლებელი იყო მეტი დადებითი ხმა. მიუხედავად ამისა, ოპოზიციამ მაინც მოაგროვა 1,5 მლნ. უარყოფითი ხმა 7 მლნ. სამთავრობო ხმის წინააღმდეგ. ახალმა კონსტიტუციამ ვერ მოასწრო მოქმედებაში შესვლა. ნაწილობრივ იმისთვის, რათა საზოგადოების ყურდღება გადაეტანა სხვაგან შინაგანი მუოწესრიგებლობებისგან, ნაწილობრივ იმ იმედით, რომ სამხედრო დიდებით დაეფარა დამარცხებები მექსიკის, ლუქსემბურგისა და სხვა საკითხებში, ნაპოლეონმა, უკიდურესი მემარჯვენე პარტრიის ზეწოლით (რომელსაც მფარველობდა იმპერატრიცა ევგენია), გაატარა აგრესიული პოლიტიკა პრუსიასთან მიმართებით, რომელიც დასრულდა ომით (იხ. საფრანგეთ-პრუსიის ომი). ამ ომმა ნათლად გამოავლინა იმპერიის მთელი არამტკიცობა; სულ დასაწყისიდანვე მან მიიღო უკიდურესად არახელსაყრელი მიმართულება, და 1870 წ. 2 სექტემბერს თავად ნაპოლეონი, მთელი არმიით ტყვედ დანებდა პრუსიელებს. როდესაც შეტყობინება ამის შესახებ ჩავიდა მარიზში, მან იქ გამოიწვია აღშფოთების აფეთქება. საკანონმდებლო ორგანოს 3-4 სექტემბრის ღამის სხდომაზე ჟ. ფავრმა შესთავაზა გამოეცხადებინათ იმპერატორის დამხობა და აერჩიათ დროებითი მთავრობა; იგივეს მოითხოვდა ხალხის ბრბო ქუჩებში. დილით ხალხი შეიჭრა პალატაში და გამბეტამ სახალხო წარმომადგენლობის სახელით გამოაცხადა, „რომ ლ. ნაპოლეონ ბონაპარტემ და მისმა დინასტიამ შეწყვიტეს მეფობა საფრანგეთში“. რატუშაში იმავე ბრბომ გამოაცხადა რესპუბლიკა და სწორი არჩევის გარეშე, par acclamation, დანიშნა დროებითი „სახალხო თავდაცვის მთავრობა“, რომელშიც შევიდა პარიზის ყველა დეპუტატი (არაგო, კრენიე, ფერი, ფავრი, გამბეტა, გარნიე-პაჟესი, პელტანი, პიკარი, ჟ. სიმონი, უფრო მოგვიანებით როშფორი და ზოგიერთი სხვა). მათ მაშინვე გაინაწილეს ურთიერთშორის პორტფელები. პარიზის სამხედრო გუბერნატორი, გენერალი ტროშიუ, დატოვებულ იქნა თავის პოსტზე; იმპერატრიცა ევგენია საჩქაროდ გაიქცა პარიზიდან; იმპერია დაინგრა, ვერ ჰპოვა რა თავისი დამცველები. ამავდროულად მსგავსი მოვლენები მოხდა ლიონში, მარსელში, ბორდოსა და სხვა ქალაქებში, სადაც ასევე გამოცხადებულ იქნა რესპუბლიკა.

სახალხო თავდაცვის მთავრობას უნდა ეწარმოებინა ომი ფულადი სახსრების სრული არარსებობის პირობებში, რიგი მძიმე დამარცხებების შემდეგ; ამასთან ერთად მას უნდა ემართა ქვეყანა, რომელიც დეზორგანიზებული იყო ნაპოლეონის ხანგრძლივი რეჟიმის მიერ, მოხელეებით, რომლებიც იმპერიის ერთგულნი იყვნენ და სძულდათ რესპუბლიკა. ერთსა და მეორე სფეროშიც მან გამოავლინა უზარმაზარი ენერგია და მიაღწია გამაოგნებელ შედეგებს. იმპერია, რომელიც ფლობდა ბრძოლისთვის მზადმყოფ, დისციპლინირებულ არმიას, გააჩნდა სრული შესაძლებლობა მომზადებულიყო ომისთვის, განიცდიდა მხოლოდ დამარცხებებს, ხოლო დროებითმა მთავრობამ კი სწრაფად შექმნა რამდენიმე მრავალრიცხოვანი და ძლიერი არმია, აიღო 250 მლნ. ფრანკის სესხი, და საკმაო ხნის მანძილზე არც თუ წარუმატებლად ებრძოდა გერმანიას გამარჯვებისთვის. პარიზის ხანგრძლივი და მძიმე ალყის დროს მან შესძლო თუკი ვერ მიაწოდებდა ქალაქს პროვიანტს (სურსათს), დაეცვა იგი, გაენაწილებინა და ემართა ალყაში მყოფი და დამშეული ბრბო. შინაგანი მმართველობის სფეროში მან გააკეთა არანაკლები. 4 სექტემბერს, სწორედ თავისი შექმნის დღეს, მან გამოსცა და მოქმედებაში მოიყვანა დეკრეტი პოლიტიკური დანაშაულებებისთვის ყველა მსჯავრდებულის ამნისტიის შესახებ. 5 სექტემბერს, ფულის დიდი საჭიროების მიუხედავად, მან გააუქმა საშტემპელო შესაკრებელი პერიოდული გამოცემებისგან, 10 სექტემბერს კი გირაოები მათზე, და გამოაცხადა ბეჭდური სიტყვის სრული თავისუფლება, რომლითაც ბეჭდურმა გამოცემებმა დაუყოვნებლივ ფართოდ ისარგებლეს. იმავე დღეს მან გააუქმა ფიცის მიცემის მოთხოვნა მოხელეებისა და დეპუტატების მიერ. 19 სექტემბერს ნებადართულ იქნა ბრალდების აღძვრა კერძო პირების მიერ ყველა თანამდებობის პირის წინააღმდეგ ჩვეულებრივი სამართალდაქვემდებარების წესით _ უფლება, რომელსაც უარყოფდნენ თვით საფრანგეთის დიდი რევოლუციის ეპოქაშიც კი და რომელიც სრულიად ახალი იყო საფრანგეთში. 14 და 27 ოქტომბერს დაადგინეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ყველა პოლიტიკური დანაშაულისთვის.
ეს და სხვა ამგვარი ზომები, რომლებმაც სწრაფად და ღრმად გარდაქმნეს საფრანგეთის სახელმწიფო წყობილება, თუმცა კი არ მიუღიათ სანქციები არანაირი საკანონმდებლო კრებისგან, იქცნენ ამოსავალ ბიძგად შემდგომი განვითარებისთვის, რომელიც, თუმცა კი, ყოველთვის არ იყო პროგრესული. ეკონომიკური ღონისძიებების სფეროში მთავრობამ დეკრეტით გამოაცხადა ბინებზე გადასახადებისა და ვექსელების დასაფარავი ფულების გადახდის გადავადება პარიზში _ ზომა, რომელსაც ჰქონდა რევოლუციური ხასიათი, მაგრამ დაღუპვისგან იხსნიდა მდაბიო ხალხის მთელ მასას (ტიერის მთავრობის მიერ ამ ზომების გაუქმება 1871 წ. მარტში იქცა უახლოეს საბაბად კომუნის აჯანყებისთვის). 18 სექტემბერს, გერმანელების მიერ პარიზის ალყაში მოქცევის დასაწყისის შემდეგ დღეს, პარიზსა და დანარჩენ საფრანგეთს შორის შეტყობინებათა მოსალოდნელი შეწყვეტის გამო, მთავრობამ დანიშნა კრემიე, გლე-ბიზუანი, შემდეგ კიდევ გამბეტა და ვიცე-ადმირალი ფურიშონი საფრანგეთის საქმეთა მმართველობისთვის; მისი სხვა წევრები დარჩნენ პარიზში. გამბეტა შეუერთდა დელეგაციას მხოლოდ 6 ოქტომბერს, როდესაც პარიზის დატოვება შესაძლებელი იყო მხოლოდ აეროსტატით, რაც მან გააკეთა კიდეც. დელეგაციის ყოფნის ადგილი იყო პირველად ტური, შემდეგ კი ბორდო. მტრის მიერ საფრანგეთის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკავების მიუხედავად, სხვადასხვანაირი საზოგადოებრივი ჯგუფებისა და პარტიების ურთიერთშორის ბრძოლა არ წყდებოდა და ეს მთავრობაშიც კი იგრძნობოდა. ბონაპარტისტებს ეშინოდათ რესპუბლიკური საწყისების ზეიმისა და ეწინააღმდეგებოდნენ მთავრობას, რამდენადაც კი ეს შესაძლებელი იყო. პროლეტარიატს, რომელმაც უზარმაზარი მსხვერპლი შესწირა ომს და სწყუროდა მისი წარმოება უკანასკნელ შესაძლებლობამდეც, სულაც არ სურდა, რომ ემოქმედა მხოლოდ ბურჟუაზიის ინტერესებში. უკანასკნელი აღშფოთებული იყო გადასახადების გადახდის გადავადების გამო და ბრალს სდებდა მთავრობას უგუნურებაში, თანაც მოითხოვდა ზავის უსწრაფესად დადებას.
მთავრობის წევრებიდან ტროშიუ და ჟ. ფავრი სხვებზე უფრო მეტად გამოხატავდნენ ბურჟუაზიის ინტერესებსა და სურვილებს. ისინი უკიდურესი უნდობლობით ეკიდებოდნენ ეროვნულ გვარდიას, მიუხედავად იმისა, რომ მან დაამტკიცა თავისი საბრძოლო შესაძლებლობები და სიმამაცე; მაგრამ ეს გვარდია, როგორც შეიარაღებული ხალხი, საშიშად ეჩვენებოდა ბურჟუაზიას. მთავრობის წევრების ურთიერთ უნდობლობა იმდენად დიდი იყო, რომ როშფორს, მაგალითად, დაუმალეს ჟ. ფავრის ბისმარკთან პაემნის ფაქტი (19 სექტემბერს), ზავის თაობაზე მოლაპარაკებებისთვის (რომლებიც ვერ დასრულდა წარმატებით). როდესაც პარიზში მოვიდა ცნობა ბაზენის 120 ათასიანი არმიით კაპიტულაციის შესახებ (1870 წ. 27 ოქტომბერს), მაშინ მოსახლეობისა და ეროვნული გვარდიის მნიშვნელოვან ნაწილში წარმოიშვა ეჭვი, რომ პარიზის მთავრობასაც შეუძლია იგივეს გაკეთება; ამან გამოიწვია აჯანყება 31 ოქტომბერს. ინსურგენტები, რომელთა სათავეშიც იყვნენ ბლანკი, ფლურანსი, პია, დელაკლუზი, დაეუფლნენ რატუშას და გარკვეული დროით ტყვედ ჰყავდათ მთავრობის რამდენიმე წევრი, სანამ მთავრობის ერთგული გვარდიის ნაწილმა ისინი არ გაანთავისუფლა. ტურის ანუ ბორდოს მთავრობა, რომლის აღმაფრთოვანებელიც იყო გამბეტა, გაცილებით უფრო გაბედული და რადიკალური იყო; იგი გადააყენებდა ბონაპარტისტ მოხელეებს, აწესებდა ახალ გადასახადებს და ა. შ. პარიზის კაპიტულაციის შემდეგ (1871 წ. 28 იანვარს) სახალხო თავდაცვის მთავრობამ 8 თებერვლისთვის დანიშნა საერთო არჩევნები საკანონმდებლო კრებაში, 1849 წ. 15 მარტის კანონის საფუძველზე (საყოველთაო ხმისმიცემა, scrutin de liste, 750 დეპუტატი). არჩევნები შედგა გერმანელების თანხმობით. აღშფოთება ნაპოლეონის წინააღმდეგ უკვე შესუსტებული იყო; დღის წესრიგში იდგა სხვა საკითხი _ ომის გაგრძელების თაობაზე უკიდურეს შესაძლებლობამდე თუ სამშვიდობო შეთანხმების დადების შესახებ ბისმარკის მიერ შემოთავაზებულ პირობებზე.
რადგანაც რადიკალური ელემენტები იდგნენ წინააღმდეგობის გაგრძელების მხარეზე, ამიტომ საარჩევნო სასწორის პინმა გადაინაცვლა მარჯვნივ. კრება იყოფოდა შემდეგ პარტიებად: 1) და 2) უკიდურესი მემარჯვენე და მემარჯვენე (ლეგიტიმისტები), 3) მემარჯვენე ცენტრი (ორლეანისტები, პარლამენტარიზმის მომხრეები), 4) მემარცხენე ცენტრი (რესპუბლიკელები), 5) რესპუბლიკური მემარცეხნე, 6) უკიდურესი მემარცხენე პარტიები და 7) რამდენადმე გვიან შექმნილი ხალხისადმი მიმართვის პარტია (ბონაპარტისტები). პარტიების რიცხობრივი თანაფარდობის ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია, ბევრი დებუტატის რწმენის გაურკვევლობისა და შუალედური ჯგუფების არსებობის შედეგად; მაგრამ, უმრავლესობა (დაახლოებით 400) უეჭველად მიეკუთვნებოდა მონარქისტული ან იმპერიალისტური რესტავრაციის სხვადასხვანაირ მომხრეებს, და თუ ეს არ აღსრულდა, მხოლოდ მონარქისტული პარტიების დაქუცმაცებულობის შედეგად, რაც შეუძლებელს ხდიდა მათ შორის შეთანხმებას. ყველა მონარქისტი თანახმა იყო საკითხზე მშვიდობის სასურველობის შესახებ. სხვადასხვანაირი შეფერილობის რესპუბლიკელი იყო დაახლოებით 300, რომელთა შორისაც ასევე არც თუ ცოტა იყვნენ მშვიდობის მომხრეები. ქალაქები საერთოდ ვოტირებას ახდენდნენ რესპუბლიკელების სასარგებლოდ, სოფლები _ მემარჯვენეებისა. დეპუტატების რიცხვში იყვნენ ტიერი, რომელიც აირჩიეს 26 დეპარტამენტში, ვ. ჰიუგო, გამბეტა, როშფორი, გარიბალდი. საკანონმდებლო კრების უმრავლესობის განწყობა ნათლად ხასიათდება იმით, რომ გარიბალდის სახელს შეხვდნენ წინააღმდეგობითა და სტვენით (რამაც გამოიწვია ვიქტორ ჰიუგოს მიერ თავის უფლებამოსილებებზე უარის თქმა). სახალხო თავდაცვის მთავრობამ მოიხსნა თავისი უფლებამოსილებანი. უმაღლესი ხელისუფლება ახლა ეკუთვნოდა ეროვნულ კრებას, რომელიც სხდომებს ატარებდა თავიდან ბორდოში, ხოლო 1871 წ. 10 მარტიდან _ ვერსალში. იგი არჩეული იყო განუსაზღვრელი ვადით, ქვეყანაში წესრიგის აღდგენისა და მმართველობის ფორმის თაობაზე საკითხის გადაწყვეტის მოვალეობით. 1871 წ. 17 თებერვალს მან „საფრანგეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურად“ აირჩია ტიერი, რომლის სახელზეც შეძლო შეთანხმება ყველა პარტიამ, რესპუბლიკელებმაც და მონარქისტემბაც; მაგრამ იგი იყო მხოლოდ კრების აღმასრულებელი ორგანო და ყველა დროს შესაძლოა გაწვეული ყოფილიყო. ორი დღის შემდეგ მან შეადგინა თავისი კაბინეტი სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებისგან, რომელშიც თავად შეინარჩუნა პრეზიდენტობა; მის შემადგენლობაში შევიდნენ ჟ. ფავრი, ჟ. სიმონი, პიკარი, დიუფორი. მისი მმართველობის პირველი ხანა აღნიშნულია კომუნის აჯანყებით (XV, 875).
10 მაისს, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, დადებულ იქნა ფრანკფურტის სამშვიდობო ხელშეკრულება (იხ.) პრუსიასთან, რომელმაც საფრანგეთს წაართვა ორი პროვინცია, ელზასი და ლოტარინგია და დააკისრა მას 5 მილიარდიანი კონტრიბუცია. მმართველობის ფორმის შესახებ საკითხზე შეთანხმების შეუძლებლობის გამო, ტიერმა ჯერ კიდევ 1871 წ. მარტში შესთავაზა ყველა პარტიის მიერ მდუმარედ მიღებული pacte de Bordeaux, ე. ი. გადაწყვეტილება დაკავებულიყვნენ მხოლოდ გადაუდებელი საქმეებით, ხოლო საკონსტიტუციო საკითხების გადაწყვეტა მიენდოთ მომავლისთვის. მაგრამ ძალაუნებურად ეროვნულ კრებას უხდებოდა შეხებოდა საკონსტიტუციო სამართლის საკითხებსაც, და გარკვეულ ხარისხამდე წინასწარ გადაეწყვიტა სახელმწიფოებრივი მოწყობის მომავალი ფორმა; ასე, 1871 წ. 10 აგვისტოს გამომუშავებულ იქნა კანონი გენერალური საბჭოების შესახებ, რომელიც ზოგად მონახაზებში მოქმედებს დღესაც, 1872 წ. _ კანონი სახელმწიფო საბჭოს შესახებ. 1871 წ. 31 აგვისტოს ეროვნულმა კრებამ „აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის“ წოდება შეცვალა რესპუბლიკის პრეზიდენტის წოდებით და განსაზღვრა მისი უფლებამოსილებების ვადა (3 წელიწადი). ტიერის მმართველობის დროს მთავრობამ შესძლო იმდენად აემაღლებინა საფრანგეთის კრედიტი, რომ მან დიდი შრომის გარეშე უკვე 1871 წ. ივნისში მიიღო უცხოური სესხი 2000 მლნ., ხოლო 1873 წ. _ 3000 მლნ. ფრანკის ოდენობით. სახელმწიფო შემოსავლების გასაზრდელად გაზარდეს გადასახადები ან შემოიღეს ახლები ასანთზე, ქაღალდზე, სარკინიგზო ბილეთებზე, კლუბებზე, ბილიარდებზე და ა. შ. მოსპეს ეროვნული გვარდია და შემოიღეს საყოველთაო სამხედრო ვალდებულება პრუსიული ნიმუშის მიხედვით, მოადგილეობის (ჩანაცვლების) უფლების გარეშე. ორლეანელ პრინცებს ნებართვა მისცეს დაბრუნებულიყვნენ საფრანგეთში და დაუბრუნეს თავიანთი ქონება. მალე ტიერს დაეწყო უთანხმოებები ეროვნული კრების უმრავლესობასთან, რომელთაც სურდათ მონარქიული რესტავრაცია. 1873 წ. 24 მაისს ტიერი გადადგა მისი უფლებამოსილებების ვადის ამოწურვამდე (უახლოესი მიზეზები _ იხ. ტიერი). მის ადგილზე კრებამ იმავე დღეს 390 ხმის უმრავლესობით აირჩია მარშალი მაკ მაგონი, რომლის სახელზეც შეთანხმდნენ მთელი მონარქისტული პარტიები; მემარცხენეებმა თავი შეიკავეს კენჭისყრისგან.
მემარჯვენეთა კოალიციის მიერ არჩეულ მაკ მაგონს ისინი სახავდნენ მონარქიული რესტავრაციის მომზადებისთვის. იგი გულდასმით წმენდდა მთავრობასა და ბიუროკრატიას რესპუბლიკელებისგან და ცვლიდა მათ მონარქისტებით, ავიწროვებდა ბეჭდური სიტყვის თავისუფლებას (აღდგენილ იქნა გირაოები ბეჭდური ორგანოებისთვის), დევნიდა სახალხო კრებებს (რომლებიც ჩვეულებრივ იკრიბებოდნენ რესტორნებში; პოლიცია ყველანაირი საბაბით ართმევდა ნებართვას რესტორნების იმ მეპატრონეებს, რომლებიც თავიანთ დარბაზებს უთმობდნენ რადიკალური კრებების ჩასატარებლად, შეეძლო თითქმის სავსებით შეეწყვიტა ისინი ბევრ ადგილას), მისცა სრული თავისუფლება სასულიერო წოდების ყველანაირი ყრილობებისთვის. უკიდურესი მემარჯვენე ფრთა და მემარჯვენე ცენტრი ღიად ამზადებდნენ მონარქიის აღდგენას; მიდიოდა მოლაპარაკებები მათი შერწყმის შესახებ მეფედ ჰაინრიხ V-ის (შამბორის გრაფის), ხოლო მის მემკვიდრედ პარიზის გრაფის აღიარების ნიადაგზე, მაგრამ მოლაპარაკებები დაიმსხვრა შამბორის სიჯიუტეზე, რომელმაც არ მოისურვა უარი ეთქვა თეთრ დროშაზე სამფეროვანი დროშის სასარგებლოდ (იხ. შამბორი). ამ მცდელობის წარუმატებლობის შემდეგ მემარჯვენე კოალიციამ მაკ მაგონის უფლებამოსილებების ვადა განსაზღვრა 7 წლით, რათა სულ მცირე დიდი ხნით დაეტოვებინა თავის ხელში ძალაუფლება. ეროვნულ კრებაში დაიწყო ბრძოლა კონსტიტუციისთვის, და 1875 წ.-თვის იგი დასრულებული იყო. მეფის პიროვნების შესახებ შეთანხმების მიღწევის შეუძლებლობის გამო კრებას ძალაუნებურად მოუხდა შეთანხმებულიყო რესპუბლიკაზე, მაგრამ მან გამოიყენა მთელი ძალისხმევა, რათა მომავალი რესპუბლიკა გაეხადა რაც შეიძლებოდა კონსერვატიული; ვერ ბედავდა რა უარი ეთქვა საყოველთაო ხმისმიცემაზე, რომელმაც ძალზედ ღრმა ფესვები გაიდგა, მან გააწონასწორა იგი სენატით, რომელიც უნდა ყოფილიყო სოფლისა და საერთოდ კონსერვატიული ძალის ინტერესების წარმომადგენელი. მიუხედავად ამისა, კონსტიტუცია გავიდა განსაკუთრებულად ძნელად.
კონსტიტუციის მიღების შემდეგ კრებამ აირჩია 75 უცვლელი სენატორი და დაიშალა 1875 წ. დეკემბერში. 1876 წ. დასაწყისში მოხდა არჩევნები სენატში, რომელმაც (უცვლელ სენატორებთან ერთად) მისცა უმნიშვნელო უპირატესობა მონარქისტებს, ხოლო დეპუტატების პალატაში კი გავიდა დაახლოებით 370 რესპუბლიკელი და 170 მონარქისტი; უკანასკნელები ახლა გაერთიენდნენ ერთ კონსერვატიულ პარტიად. ბიუფე (მინისტრ-პრეზიდენტი) არ იქნა არჩეული არც დეპუტატების პალატაში, არც სენატში და იგი გადადგა. მაკ მაგონი, სურვილის უკიდურესად არქონის მიუხედავად, იძულებული შეიქმნა კაბინეტის შედგენა დაევალებინა მემარცხენე ცენტრის წევრის დიუფორისთვის, ხოლო შემდეგ კი ჟ. სიმონისთვის. 1877 წ. 16 მაისს მან მიმართა უკანასკნელს შეურაცხმყოფელი წერილით, რომელიც გამოაქვეყნა კიდევაც; სიმონი გადადგა და მაკ მაგონმა კაბინეტის შედგენა დაავალა მონარქისტს, ბროლიის ჰერცოგს. ამას შედეგად მოჰყვა პალატის დაშლა (სენატის თანხმობით). 363 რესპუბლიკელი დეპუტატი გაერთიანდა და ამომრჩევლებს წარუდგა კოლექტიურად. არჩევნები სავსებით ხელსაყრელი იყო მათთვის, მიუხედავად იმისა, რომ მაკ მაგონი მიმართავდა ზეწოლის ნაპოლეონისეულ ილეთებს; ახალ პალატაში აღმოჩნდა 394 რესპუბლიკელი და 141 კონსერვატორი. „16 მაისის სამინისტრო“ გადადგა, მაგრამ პრეზიდენტი პასუხობდა პალატას ახალი გამოწვევით, დანიშნა რა როშბუეს ახალი კონსერვატიული კაბინეტი. პალატამ მიიღო გამოწვევა; მან უარი თქვა იმაზე, რომ შესულიყო ურთიერთობაში სამინისტროსთან და მოეხდინა ბიუჯეტის ვოტირება. პრეზიდენტს შეეშინდა კონფლიქტისა, რომელსაც შესაძლო იყო საქმე მიეყვანა რევოლუციამდე, და ამჯობინა დაეთმო. მან მისცა ხელისუფლება რესპუბლიკელებს, მაგრამ არ შეეძლო მათთან თანხმობაში ყოფილიყო. ერთი წლის შემდეგ, გრძნობდა რა თავის უძლურებას, მით უმეტეს, რომ სენატორების 1/3-ის არჩევნებმა 1879 წ. სენატიც რესპუბლიკური გახადა, იგი გადადგა (1879 წ. იანვარი). მის ადგილზე არჩეულ იქნა გამოცდილი რესპუბლიკელი გრევი.
2. გრევის პრეზიდენტობა (1879-1887 წწ.)
გრევის არჩევა წარმოადგენდა რესპუბლიკის საბოლოოდ განმტკიცების სიმპტომს, რომელმაც ფესვები გაიდგა ხალხში. განმტკიცების მიზეზი იყო ის, რომ რესპუბლიკამ უეჭველად შექმნა ისეთი წესრიგი, რომლის დროსაც ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრება მიდიოდა სწორად, რყევებისა და დაბრკოლებების გარეშე. ბურჟუაზიის მნიშვნელოვანი ნაწილი გადავიდა რესპუბლიკის მხარეზე, და მხოლოდ კლერიკალებს ჰქონდათ ყველა საფუძველი ღვარძლითა და შიშით მოჰკიდებოდნენ ახალ რეჟიმს და ჰქონოდათ რესტავრაციის სურვილი. ხალხის დაბალმა კლასებმა რესპუბლიკისგან ძალზედ ცოტა რამ მიიღეს, მაგრამ, იმედგაცრუებულებს როგორც ორლეანელთა მონარქიისგან, ისე ბონაპარტეს იმპერიისგანაც, არ გააჩნდათ საფუძვლები წარსულში დაბრუნების სურვილისთვის; მათ რესპუბლიკა უხსნიდათ ყოველ შემთხვევაში უკეთეს პერსპექტივებს. ახალგაზრდა პრინცის ლუი ნაპოლეონის სიკვდილმა (გარდაიცვალა 1879 წ.), რომელიც თავისი მამის სიკვდილის შემდეგ (გარდ. 1873 წ.) იყო ბონაპარტისტული პარტიის მეთაური, გამოიწვია ამ პარტიის გაყოფა პრინც ჟერომისა და პრინც ვიქტორის მომხრეებად და სრულებით დააუძლურა იგი. გრაფ შამბორის სიკვდილს (გარდ. 1883 წ.) შედეგად მოჰყვა ლეგიტიმისტების შერწყმა ორლეანელთა მომხრეებთან (პირველებს გამოეყო ჯგუფი, რომელიც აყენებდა დონ კარლოს ესპანელის კანდიდატურას), მაგრამ პარტიის მნიშვნელობა ამისგან შესამჩნევად არ გაზრდილა. იგი დროდადრო თავს აძლევდა ხმამაღალი მანიფესტაციების ჩატარების უფლებას (პარიზის გრაფის მიერ ფრანგი ხალხისადმი მანიფესტის გამოქვეყნება 1887 წ.), მაგრამ ისინი რჩებოდა პასუხის გარეშე. სიმშვიდემ და წესრიგმა 1870-იანი წლების ბოლოსთვის განამტკიცა ქვეყნის ფინანსები; ბიუჯეტის შესრულებას ახდენდნენ დეფიციტის გარეშე, იმპერიისგან უზარმაზარი სახელმწიფო ვალის მემკვიდრეობით მიღების მიუხედავად.
ბურჟუაზიის მნიშვნელოვანი ნაწილის რესპუბლიკასთან შეერთებით შეიცვალა რესპუბლიკური პარტიის ხასიათი. გამბეტას წინამძღოლობით მემარცხენე ცენტრსა და რესპუბლიკურ მემარცხენე ფრთას გამოეყო პარტია Union republicaine, რომელსაც მოწინააღმდეგეებმა შეარქვეს ოპორტუნისტების ზედმეტ სახელი. ამ პარტიამ დაივიწყა თავისი 1869 წ.-ის პროგრამა და უარი თქვა თავის მთავარ მოთხოვნებზე _ ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფის, მუდმივი არმიის გაუქმების, პროგრესული საშემოსავლო გადასახადის. მაგრამ იგი იცავდა და 1880 წ. გაატარა კიდეც კომუნარების სრული ამნისტია და ისწრაფვოდა კონსტიტუციის ნაწილობრივ გადახედვისკენ, რაც განხორციელებულ იქნა 1884 წ. ფერის დროს (სიცოცხლის ბოლომდე სენატორების გაუქმება, დეპუტატების არჩევა სისტემის scrutin de liste მიხედვით). ეს პარტია მალევე ბრძოლაში ჩაება რადიკალებთან, რომლებიც იყოფოდნენ მემარცხენე და უკიდურესად მემარცხენე პარტიებად (უკანასკნელს სათავეში ჩაუდგა კლემანსო); მათ უკან იდგნენ სხვადასხვანაირი შეფერილობის სოციალისტები. პარტიების დიდი დაქუცმაცება, მათი მუდმივი ცვალებადობა და მყარი უმრავლესობის არარსებობა იწვევდა საფრანგეთში მინისტრების ხშირ ცვლას, რომლებიც ერთიმეორისგან ჩვეულებრივ ძალზედ ცოტა რამით განსხვავდებოდნენ. ყველა სამინისტრო გრევის არჩევის დროიდან უპირობოდ იყო რესპუბლიკური, თითქმის ყველა იყო მეტ-ნაკლებად პროტექციონისტული და ყველა მეტ-ნაკლებად თანხმდებოდა საგარეო პოლიტიკის საკითხებში. უმეტეს წილად თვით სამინისტროების შეცვლის დროსაც კი რამდენიმე პირი ინარჩუნებს თავის პორტფელებს ან კიდევ ერთ პორტფელს ცვლის მეორეზე. ყველაზე უფრო უმნიშვნელო საკითხებს (მაგალითად თვითმკვლელ რაინახის გვამის ამოთხრისა და გაკვეთის შესახებ) სამინისტროები მიჰყავს კრიზისებამდე. თითქმის ყველა სამინისტრო გრევის დროს იყო „რესპუბლიკური კონცენტრაციის“ სამინისტრო, ე. ი. რესპუბლიკური ჯგუფების კოალიციისა. პირველი სამი სამინისტრო გრევის დროს (ვადინგტონის, ფროისინეს, ფერის) შედგებოდა, სხვადასხვა კომბინაციებით, მემარცხენე ცენტრის, უკიდურესი მემარცხენესა და რესპუბლიკური კავშირის წევრებისგან; მეოთხე, გამბეტასი, იყო ერთგვაროვანი. ორი მნიშვნელოვანი ფაქტი აღნიშნავს მთავრობის საქმიანობას გრევის პრეზიდენტობისას: კოლონიური პოლიტიკის დასაწყისი და სწრაფი ზრდა და ბრძოლა კლერიკალიზმთან (1880 წ. კანონი აუცილებელი საერო სწავლების შესახებ, მრავალი სასულიერო კონგრეგაციის განდევნა, რომლებმაც ვერ მიიღეს მთავრობისგან ნებართვა; იხ. ფერი).
სხვა მსხვილი ზომებია: 1881 წ. კანონი ბეჭდური სიტყვის შესახებ, რომელმაც გააუქმა გირაო და ბეჭდური სიტყვის ყველა დანაშაული გადასცა ნაფიც მსაჯულთა გამგებლობაში; 1882 წ. კანონი მცირე ქალაქების მერების არჩევის შესახებ; 1886 წ. განდევნა საფრანგეთიდან იმ დინასტიების ყველა წევრისა, რომლებსაც ოდესმე კი უმეფიათ ქვეყანაში; ხელმოწერა კონვენციისა სარკინიგზო საზოგადოებებთან (1886 წ.-ში), რომელმაც საფრანგეთის გადამზიდი საშუალებები გადასცა რამდენიმე ძლიერი ასოციაციის ხელში; 5%-იანი სესხების კონვერსიის დაწყება 1884 წ.; 1881 და 1885 წწ. ხდებოდა არჩევნები დეპუტატების პალატაში, რომელთაგან პირველი ძალზედ ხელსაყრელი იყო რესპუბლიკელებისთვის (სულ 90 მონარქისტი), მეორე, პირიქით (კოლონიური პოლიტიკის წარუმატებლობებისა და კლერიკალიზმთან ბრძოლის გავლენით, რომელმაც გამოიწვია რეაქცია), ხელსაყრელი იყო კონსერვატორებისთვის (201 კონსერვატორი, 373 რესპუბლიკელი; 3,5 მლნ. კონსერვატორთა ხმები, 4,5 მლნ. რესპუბლიკელებისა). აჟიოტაჟის განვითარება მიდიოდა ქვეყნის ეკონომიკური საქმიანობის ზრდის გვერდიგვერდ. ამ მიმართებით მესამე რესპუბლიკა გვაგონებს ივლისის მონარქიას; ბირჟას ჰქონდა ყველაზე უფრო ღრმა გავლენა მთელ კოლონიურ პოლიტიკაზე (იხ. ფერი); აჟიოტაჟის ძლიერი განვითარება იწვევდა მრავალ კრახს (1882 წ. _ კრახი ბანკისა Union generale, ბონტუ), რომლებსაც ყოველთვის შედეგად მოჰყვებოდა ხოლმე მძიმე კრიზისები. 1887 წ. აღმოჩენილ იქნა ვაჭრობა ორდენებით, რომელსაც აწარმოებდნენ გენერალური შტაბის უფროსი გენერალი კაფერელი და გრევის სიძე ვილსონი. ამ უკანასკნელი ფაქტის გამოვლენას შედეგად მოჰყვა გრევის ვადამდელი გადადგომა (1887 წ. დეკემბერი), რომელიც 1886 წ. დასაწყისში არჩეული იყო მეორე 7-წლიანი ვადით.
3. კარნოსა და კაზიმირ პერიეს პრეზიდენტობა (1887-1895 წწ.)
გრევის ადგილზე არჩეულ იქნა კარნო, ოპორტუნისტების წარმომადგენელი. მისი მმართველობის დრო წარმოადგენდა ორი კრიზისის ეპოქას: პოლიტიკურისა, რომელიც დაკავშირებული იყო გენერალ ბულანჟეს სახელთან, და ეკონომიკურისა _ პანამის ღონისძიების კრახისა. პირველი დაიწყო ჯერ კიდევ გრევის პრეზიდენტობის უკანასკნელ წელს. სამხედრო მისისტრმა ფროისინესა და გობლეს კაბინეტებში (1886), გენერალმა ბულანჟემ, რომელიც ითვლებოდა რადიკლად (იგი წამოაყენა კლემანსომ), საფრანგეთის სამხედრო ორგანიზაციის გარდაქმნაში თავისი თავისი ენერგიული საქმიანობითა და ჯარისკაცებთან და ოფიცრებთან თავისი დამოკიდებულებით, აგრეთვე თავისი რამდენიმე სიტყვით, რომლებშიც იყო მინიშნებები რევანშის აუცილებლობისა და სასურველობის თაობაზე, და აგრესიული ქცევით შნებელეს საქმეში (ფრანგი პოლიციელისა, რომელიც მოტყუებით გადაიყვანეს გერმანიის ტერიტორიაზე და იქ დააპატიმრეს), შესძლო შეექმნა თავისთვის ფართო პოპულარობა. რუვიეს ერთგვაროვანმა ოპორტუნისტულმა კაბინეტმა _ პირველმა კაბინეტმა მაკ-მაგონის გადადგომის შემდეგ, რომელიც ემყარებოდა მემარჯვენე კოალიციას, _ არ მიიღო ბულანჟე თავის შემადგენლობაში და დანიშნა იგი პროვინციაში. ბულანჟემ დაიწყო პოლიტიკური როლის თამაში, რაზმავდა რა თავის გარშემო განსაკუთრებულ პარტიას კონსტიტუციის გადასინჯვის მოთხოვნის ნიადაგზე, ამასთან იგი არ ჰფენდა ნათელს იმას, თუ სახელდობრ რა სურდა მას. მისი პროგრამის გაურკვევლობის, აგრეთვე იმავე დროს მთავრობისადმი მისი ხმაურიანი ოპოზიციის წყალობით, მის გარშემო შეერთდნენ ყველაზე უფრო სხვადასხვაგვარი ელემენტები, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ არსებული წყობილებით _ მთელი მონარქისტები, იმხანად ახალფეხადგმული ანტისემიტები (დრიუმონი), კლერიკალები, ბევრი რადიკალი (ნაკე), ცალკეული პირები, რომლებიც თავიანთ თავს თვლიდნენ სოციალისტებად (როშფორი), ადამიანები, რომლებიც ისწრაფვოდნენ რევანშისკენ (დერულედი), და ა. შ.
ბულანჟემ დაიწყო საკუთარი თავის წამოყენება კანდიდატად ყველანაირ დამატებით არჩევნებში, თითქოსდა აწყობდა ერთგვარ პლებისციტს თავის სახელზე და ყოველთვის აგროვებდა ხმების დიდ რიცხვს. ნიადაგი ასეთი მოძრაობისთვის მომზადებული იყო ერთის მხრივ საბირჟო აჟიოტაჟით, რომელშიც არსებული რესპუბლიკის მოწინააღმდეგეები ხედავდნენ მისი გაფუჭებულობის ნიშნებს, მეორეს მხრივ კი _ მისი უძლურებით გაეუმჯობესებინა დაბალი კლასების ეკონომიკური მდგომარეობა. ეკონომიკური კრიზისი (იხ. ქვემოთ) კვებავდა უკმაყოფილებას, რომლითაც სარგებლობდა ბულანჟე. მაგრამ ბულანჟეს წინააღმდეგაც შეიკრა (შემჭიდროვდა) სერიოზული კოალიცია; მის შემადგენლობაში შევიდნენ მთელი ოპორტუნისტები და ის რადიკალებიც, რომლებმაც გაიგეს გენერლისა და მისი აგიტაციის ხასიათი (კლემანსო, ფოკე, ფროისინე და სხვები). შინაგან საქმეთა მინისტრის კონსტანის ოსტატურმა პოლიტიკამ ამხილა (გამოააშკარავა) ბულანჟეს არარაობა; მან იჩქარა საზღვარგარეთ გაქცეულიყო, შეეშინდა რა თავისი დაპატიმრებისა და პროცესის, რომელიც შესაძლოა მისთვის მხოლოდ მომგებიანი ყოფილიყო (1889). უზარმაზარი, თითქოსდა საშიში მოძრაობის შედეგი იყო გამაოგნებლად უმნიშვნელო. ბულანჟისტების პარტია დაიშალა მის შემადგენელ ელემენტებად. ბულანჟიზმთან ბრძოლის გამო 1889 წ. არჩევნების წინ გაუქმებულ იქნა სისტემა scrutin de liste, რომელიც უფრო მოსახერხებელი იყო ვინმეს სახელზე ბლებისციტის მოსაწყობად, და იგი შეიცვალა ოლქების მიხედვით არჩევნების სისტემით (scrutin individuel).
მეორე კრიზისი იყო საბირჟო. გააჩნია რა უზარმაზარი თავისუფალი ფულადი კაპიტალები, რომლებიც საჭიროებს განთავსებას, საფრანგეთი ყოველთვის ერთვება ღონისძიებებში, რომლებიც ჰპირდება კარგ რენტას. 1871-1873 წწ. იგი ჯერ კიდევ ეძიებდა ფულად ბაზარს თავისი ქაღალდებისთვის, მაგრამ 1870-იანი წლების მეორე ნახევრიდან, ყველანაირი შესაძლო პროცენტული ქაღალდები პოულობენ მასში შესანიშნავ გასაღებას; მის ბირჟაზე უზარმაზარი რაოდენობით ტრიალებს არა მხოლოდ რუსული, არამედ თვით თურქული და ეგვიპტური და მათი მსგავსი ქაღალდები. იმავე მიზეზით სამრეწველო საწარმოების აქციებიც ადვილად პოულობენ თავიანთ გასაღებას საფრანგეთში. პანამის არხის გათხრის პროექტმა (XXII, 683) თანაგრძნობა ჰპოვა საფრანგეთში; დაახლოებით 1,5 მლრდ. ფრანკი დახარჯეს მასზე ფრანგმა აქციონერებმა და ობლიგაციონერებმა. იმისთვის, რათა მიეღწიათ ასეთი წარმატებისთვის ბირჟაზე, რათა მიეღოთ აუცილებელი თანადგომა პარლამენტსა და მთავრობაში, რათა პუბლიკის თვალთაგან დაემალათ საგნების ჭეშმარიტი მდგომარეობა, აუცილებელი იყო მოეპოვებინათ ძალზედ ბევრი გავლენიანი პირისა და გაზეთის მხარდაჭერა. პანამური საზოგადოების ადმინისტრაციამ უზარმაზარი თანხები დახარჯა ქრთამებზე. 1888 წ. მოხდა კრახი; საზოგადოება აღმოჩნდა ვალაუვალი (ვალების გადახდის უუნარო). 1892 წ. დაიწყო მხილებები, რომლებიც შეეხო ბევრ გამოჩენილ პიროვნებას. სასამართლომ ციხეში ჩასმა მიუსაჯა ფერდინანდ და შარლ ლესეფსებს, ყოფილ მინისტრ ბაიგოს, რომელმაც აიღო 300.000 ფრანკის ქრთამი, ინჟენერ ეიფელს, მონარქისტ კოშიუს; მხილებულ იქნა დეპუტატების პალატის პრეზიდენტი ოპორტუნისტი ბიურდო, მაგრამ უკვე მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ. ეჭვი შეეხო კიდევ მრავალ პიროვნებას ყველა პარტიიდან, უპირატესად მონარქისტებსა და ზომიერ რესპუბლიკელებს, 1500 მლნ. ფრანკი, რომელთაგან უმეტესი ნაწილი ეკუთვნოდა წვრილ რანტიერებს, უკვალოდ დაიკარგა.
შესაძლოა ამ კრახთან დაკავშირებით, აგრეთვე მის მიერ გამოწვეულ მრავალი ათასი ადამიანის გაკოტრებასთან და ამის შედეგად გარდაუვალ გაბოროტებასტან დაკავშირებითაც, ან სულ მცირე საერთო ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით, მოხდა ანარქიზმის განვითარება საფრანგეთში 1892-1894 წწ. 1892 წ. პარიზში პოლიციის ყაზარმასა და კერძო ბინას ესროლეს ბომბები; დამნაშავე აღმოჩნდა ვინმე რავაშოლი. მისი დაპატიმრების გამო შურისძიებისთვის ააფეთქეს ის კაფე, სადაც იგი იქნა დაპატიმრებული; შემდეგ ვინმე ვალიანმა ესროლა დეპუტატების პალატას ბომბი, რომლითაც დაჭრა რამდენიმე დეპუტატი; შემდგომ ამისა, დინამიტისა და ხანჯლის მეშვეობით, მოხდა თავდასხმები კიდევ რამდენიმე პირზე და, ბოლოს, 1894 წ. 24 ივნისს _ პრეზიდენტ კარნოს მკვლელობა ლიონში, რომელიც აღასრულა იტალიელმა კაზერიომ. დამნაშავეებს სიკვდილით სჯიდნენ; პარლამენტმა მიიღო კანონები სიკვდილით დასჯის შესახებ დინამიტით ქონების დაზიანების გამო, სასჯელების გაზრდის თაობაზე ბეჭდური სიტყვის დანაშაულებებისთვის და დანაშაულებათა ჩასადენად მოწოდებისთვის, ყველა ანარქისტული გაერთიანების აკრძალვის შესახებ. კარნოს პრეზიდენტობის დროს მოხდა ზოგიერთი ცვლილება პარტიების ხასიათში. 1890 წ. 16 თებერვლის პაპის ენციკლიკის ძალით ფრანგულმა კათოლიკურმა სასულიერო წოდებამ „აღიარა“ რესპუბლიკა; კლერიკლებმა, რესპუბლიკასთან შერიგებულ მონარქისტებთან ერთად, წარმოქმნეს პარტია „rallies“ (მიერთებულებისა, შეერთებულებისა); რესპუბლიკური პარტიის საერთო შემადგენლობა კიდევ უფრო მეტად კონსერვატიული გახდა. დაიწყო სოციალისტური პარტიის შესამჩნევი ზრდა (XXXI, 46; იქვე იხ. მათი ყრილობების შესახებ). გამოჩნდა ანტისემიტური პარტია (დრიუმონი), რომელიც თავიდან შეერთებული იყო ბულანჟესთან.
რესპუბლიკურ პარტიაში გამოვლინდა ძლიერი პროტექციონისტული მიმართულება, და კერძოდ აგრარულ-პროტექციონისტული. ამის მიზეზს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის შესამჩნევი დაცემა საფრანგეთში. დამუშავებული მიწის ჰექტარების რიცხვი რამდენადმე შემცირდა; ყველა პურეულის საერთო მოსავალი, რომელიც 1871-1875 წწ. უტოლდებოდა საშუალოდ 100 მლნ. ჰექტოლიტრს (ას ლიტრს), მართალია 1891-1895 წწ. ამაღლდა 112 მლნ. ჰქლ-მდე, მაგრამ ხორბალზე ფასების დაცემის გამო (25-დან 14 ფრანკამდე 1895 წ.), მისი ღირებულება შემცირდა 2500 მლნ. ფრანკიდან 1500 მლნ.-მდე. ღვინის წარმოება, ფილოქსერასა და ყურძნის სხვა დაავადებების გამო, გამოიხატება შემდეგი ციფრებით: 1871-1875 წწ. _ 70 მლნ. ჰქლ წელიწადში, 1875-1880 წწ. _ 40 მლნ. ჰქლ, 1881-1885 წწ. _ 32 მლნ. ჰქლ, 1886-1890 წწ. _ 26 მლნ. ჰქლ. ღვინის გამტანი ქვეყნიდან საფრანგეთი გადაიქცა ღვინის შემომტან ქვეყნად. სოფლის მეურნეობის ამ კრიზისმა გამოიწვია გამოიწვია მისწრაფება თავი დაეცვათ მფარველობითი ბაჟებით; მთელი პარტიები, სოციალისტებისა და არც თუ ბევრი ფრიტრედერების (ლ. სეი, ლერუა ბოლიე) გარდა, ახლა უფრო მეტ ან ნაკლებ ხარისხად, წარმოადგენენ აგრარულ-პროტექციონისტურებს. 1885 წ. ბაჟი შეტანილ პურზე აამაღლეს ჰქლ-ზე 3-დან 5 ფრანკამდე. მრეწველობა, დამამუშავებელი და სავაჭრო, ზოგადად, იზრდებოდა, მაგრამ განიცდიდა სერიოზულ პერიოდულ კრიზისებს, რის შედეგადაც აქაც შესამჩნევია პროტექციონიზმის გაძლიერება. 1892 წ. გატარებულ იქნა მაღალმფარველობითი საბაჟო ტარიფი.
კარნოს პრეზიდენტობაში საერთო არჩევნები შედგა 1889 და 1893 წწ. პირველმა მცირე ცვლილებები თუ შეიტანა პარტიების განაწილებაში; გამოჩნდა მხოლოდ 38 „რევიზიონისტი“ (ბულანჟისტი), უპირატესად კონსერვატორების ხარჯზე. 1893 წ. არჩევნებმა, რომელიც მიმდინარეობდა პანამური კრახის გავლენის ქვეშ, პალატას ჩამოაშორა ბევრი ძველი გამოჩენილი მოღვაწე (ფლოკე, კლემანსო და სხვები), მემარჯვენე კოალიცია შეამცირა თითქმის სანახევროდ (170-დან 93-მდე, მათ რიცხვში 30 rallies), გააძლიერა რადიკალები 150-მდე და სოციალისტები 50-მდე. ცალკეული მოვლენებიდან გამოირჩევა პარიზის მსოფლიო გამოფენა 1889 წ. და გრძელი რიგი მნიშვნელოვანი გაფიცვებისა, რომელთაგანაც ზოგიერთი იწვევდა ჯარების ჩარევას. 1893 წ. გაზაფხულზე დაადგინეს, რომ დეპუტატების არჩეული პალატის უფლებამოსილებანი გაეგრძელებინათ 4 წელიწადზე ცოტა მეტ ხანს, რათა არჩევნები გაზაფხულისთვის დაემთხვიათ. საგარეო პოლიტიკის სფეროში უმსხვილეს ფაქტს წარმოადგენს ფრანგულ-რუსული კავშირის დადება (იხ.), ეკონომიკური კანონმდებლობის სფეროში _ 1892 წ. კანონი ქალებისა და ბავშვების შრომის თაობაზე ფაბრიკებში (13 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებისთვის ფაბრიკებში მუშაობის აკრძალვა; 16 წლამდე ასაკის მუშებისთვის 10 საათიანი სამუშაო დღე, ქალებისთვის 11 საათიანი სამუშაო დღე; ქალებისა და 18 წლამდე მოზარდების ღამით მუშაობის აკრძალვა). კარნოს ადგილი დაიკავა კონსერვატულმა რესპუბლიკელმა კაზიმირ პერიემ, რომელიც 1895 წ. 15 იანვარს გადადგა უფრო მეტად პირადი ხასიათის მიზეზით, ვიდრე პოლიტიკურისა (იხ. პერიე, XXIV, 419), და მისი ადგილი დაიკავა ოპორტუნისტმა ფ. ფორმა.

ფორის პრეზიდენტობაში ახალი პოლიტიკური კერიზისი გამოწვეული იყო დრეიფუსის საქმით. ებრაელი ოფიცერი დრეიფუსი 1894 წ. (დიუპუის სამინისტროს დროს) გასამართლებულ იქნა სამხედრო სასამართლოს მიერ უცხოური დერჟავისთვის სამხედრო საიდუმლოებების მიცემის გამო, და მისჯილი ჰქონდა სამუდამო გადასახლება ეშმაკის კუნძულზე (კაიენის ახლოს). მალევე ბეჭდურ გამოცემებში აღძრეს ეჭვი განაჩენის სისწორეში; 1897 წ. მსჯავრდებულის ძმა გამოვიდა ოფიცერ ესტერგაზის ფორმალური დადანაშაულებით იმ ბოროტმოქმედების ჩადენაში, რითვისაც გასამართლებული იყო დრეიფუსი. გაიმართა გააფთრებული ბრძოლა. რესპუბლიკური პარტიის თითქმის ყველა მემარცხენე ელემენტმა უკიდურეს სოციალისტებამდე, ასევე ბევრმა ზომიერმაც (ტრარიე, ვალდეკ-რუსო და სხვები) გამოთქვეს წინადადებები პროცესის გადახედვის აუცილებლობის თაობაზე უეჭველი არამართებულობების გამო საქმის პირველი წარმოების დროს. პირიქით, მთელი სამხედრო პარტია (გენერალური შტაბი, ოფიცრები), მთელი მაშინდელი სამინისტრო (მელინის ზომიერი, ნაციონალისტური, ულტრა-პროტექციონისტური სამინისტრო, რომელიც ემყარებოდა მემარჯვენე კოალიციას, მთელი ანტისემიტები, ნაციონალისტები გამოდიოდნენ დრეიფუსის წინააღმდეგ. დრეიფუსისტები მიუთითებდნენ იმ ფაქტზე, რომ მოსამართლეზე ზეწოლა მოახდინა მაშინდელმა სამხედრო მინისტრმა მერსიემ; საქმე გაართულა დამტკიცებულმა გაყალბებებმა, რომლებიც მოახდინეს საქმის გამოძიებისას. ნათელი გახდა, რომ გავლენიანი ადამიანების მთელი ჯგუფი, გენერალური შტაბის უფროსებისა და მინისტრების მეთაურობით, ისევე როგორც პროცესის დროს, მის შემდეგაც სულაც არ ისწრაფვოდა ჭეშმარიტების გარკვევისკენ, არამედ სურდა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, დაეღუპა ბრალდებული, გადაკვრით მიანიშნებდა რა რაღაც მტკიცებულობების არსებობაზე, რომლებიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წარმოდგენილი.
ამ საქმის ნიადაგზე დაემხო მელინისა და ბრისონის სამინისტროები, რომლებმაც მანამდე გაწირეს სამი სამხედრო მინისტრი (კავენიაკი, ცურლინდენი და შანუანი, რომლებიც დაჟინებით აცხადებდნენ დამნაშავედ დრეიფუსს). ფორი მოულოდნელად გარდაიცვალა 1899 წ. 16 თებერვალს, და მისი ადგილი დაიკავა ოპორტუნისტმა ლუბემ. თუმცა კი უკანასკნელი საჯაროდ არასდროს არ აცხადებდა თავისი დამოკიდებულების შესახებ დრეიფუსის საქმის მიმართ, მაინც მას თვლიდნენ გადახედვის მომხრედ, და ამიტომ დრეიფუსის მოწინააღმდეგეები მის არჩევას შეხვდნენ უკიდურესად მტრულად. 27 თებერვალს, ფორის დაკრძალვის დღეს, დერულედმა, მილვუამ, გაბერმა და სხვებმა სცადეს სახელმწიფო გადატრიალების მოხდენა, არწმუნებდნენ რა გენერალ როჟეს ჯარებით დაძრულიყო ელისეს სასახლეზე, მაგრამ ამ მცდელობამ მოახდინა უფრო კომიკური შთაბეჭდილება. დერულედი გამართლებულ იქნა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ, მაგრამ საქმის ხელმეორედ განხილვისას უმაღლეს სასამართლოში მას მიესაჯა საფრანგეთიდან გაძევება. გადაწყვეტილება დრეიფუსის საქმეზე ბოლოსდაბოლოს კასირებულ იქნა და საქმე განიხილა ხელმეორედ სამხედრო სასამართლომ რენში. სასამართლო მიდიოდა საჯაროდ; არდაინტერესებული მსმენელებისა და მკითხველების უზარმაზარმა უმრავლესობამ გამოიტანა მყარი რწმენა იმისა, რომ დრეიფუსი უდანაშაულოა. მაგრამ 5 ხმის უმრავლესობით 2-ის წინააღმდეგ იგი მიჩნეულ იქნა დამნაშავედ, შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობის პირობებში; რესპუბლიკის პრეზიდენტმა იგი შეიწყალა და დრეიფუსმაც მიიღო შეწყალება, რითაც საქმეს გამოაცალა მისი პოლიტიკური მნიშვნელობის დიდი ნაწილი. ბრძოლა დრეიფუსის საბაბით წარმოებდა არა პირადად მის გამო. მისი მომხრეები იბრძოდნენ არმიის პრივილეგირებული მდგომარეობის წინააღმდეგ, სამხედრო სასამართლოების წინააღმდეგ, სასამართლო წარმოების საჯაროობისთვის, ანტისემიტიზმის წინააღმდეგ. მათ სათავეში მიდიოდნენ, სხვათა შორის, ე. ზოლა, კლემანსო, ჟორესი (სოციალისტი), მოწინააღმდეგეთა სათავეში _ როშფორი, დერულედი, კავენიაკი. ამ ბრძოლის გავლენით წარმოიქმნა ნაციონალისტების პარტია (შემადგენლობის მიხედვით ახლოსაა ყოფილ ბულანჟისტებთან), რომელიც ოცნებობს რევანშზე, საფრანგეთიდან ებრაელების განდევნაზე, პარლამენტარული რესპუბლიკის პლებისციტარული რესპუბლიკით შეცვლაზე. მათთან ძალზედ ახლოსაა „პროგრესისტული“ პარტია (მელინი), რომელიც წარმოადგენს კლერიკალურ, ნაციონალისტურ, პროტექციონისტულ გაერთიანებას, და მზად არის მხარდაჭერა ეძებოს მონარქისტებთან.
დიუპუის კაბინეტის დამხობის შემდეგ პრეზიდენტმა ლუბემ სამინისტროს ჩამოყალიბება დაავალა გამბეტას თანამშრომელსა და მეგობარს, ვალდეკ რუსოს. მან შეადგინა კონცენტრაციის კაბინეტი, ჩართო რა მასში ორი სოციალისტ-რადიკალი, მილიერანი და ბოდენი, ხოლო მეორეს მხრივ გენერალი გალიფე, რომელიც ცნობილია 1871 წ. კომუნარებზე სასტიკი ანგარიშსწორებით. ამრიგად, სოცილისტები საფრანგეთში ჩადგნენ ერთერთი სამთავრობო პარტიის მდგომარეობაში. ამ სხვადასხვაგვაროვანმა სამინისტრომ გაძლო უჩვეულოდ დიდხანს _ თითქმის სამ წელიწადს, 1899 წ. ივნისიდან 1902 წ. მაისის ჩათვლით. სამინისტრომ დაასრულა დრეიფუსის საქმე, მისცა რა მას შეწყალება, ხოლო შემდეგ კი პალატების მეშვეობით გაატარა საერთო ამნისტია ყველას მიმართ, ვინც შეხებაში იყო დრეიფუსის საქმესთან, როგორც მომხრეებისა, ისე მოწინააღმდეგეების. ამ ამნისტიის შემდეგ დადგა ცნობილი დამშვიდება. მილიერანმა გაატარა 1900 წ. ახალი საფაბრიკო კანონი, რომელმაც განსაზღვრა სამუშაო დღის ხანგრძლივობა მოზრდილებისა და ბავშვებისთვის ერთნაირად 10 სთ., მაგრამ სრული მოცულობით მოქმედებაში უნდა შევიდეს 4 წლის შემდეგ. სამინისტროს საქმიანობის ირიბ შედეგს წარმოადგენს ახლახანს გაერთიანებული სოციალისტური პარტიის (იხ.) დაშლა. ამ სამინისტროს დროს მოეწყო მსოფლიო პარიზული გამოფენა 1900 წ., აგრეთვე საერთო არჩევნები დეპუტატების პალატაში 1902 წ. მაისში, რის შემდეგაც იგი გადადგა ისე, რომ არ დალოდებია პალატის არმოწონებით ვოტუმს, მიუხედავად იმისაც, რომ არჩევნები მისთვის სავსებით ხელსაყრელად წარიმართა. 1898 წ. არჩევნებმა რამდენადმე გააძლიერა რადიკალური ელემენტები პალატაში, 1902 წ. არჩევნებმა _ კიდევ უფრო მეტად: მის შემდეგ პალატაში ირიცხება 43 სოციალისტი, 233 რადიკალი და რადიკალ-სოციალისტი, 62 სამთავრობო რესპუბლიკელი (ვალდეკ რუსოს სამინისტროს მომხრე), 127 პროგრესისტი (მელინისტი), 35 rallies, 5 ანტისამთავრობო რადიკალი, 43 ნაციონალისტი, 41 რეაქციონერი (მონარქისტი) = 589. ვალდეკ რუსოს ადგილი დაიკავა კომბმა, რომელმაც დაიწყო შეუპოვარი ბრძოლა კლერიკალიზმთან.
5. მესამე რესპუბლიკის სამინისტროების სია(ტიერის გარდა, რომელიც თავად იყო თავისი სამინისტროს პრეზიდენტი)
1873-1879 წწ. მაკ მაგონის პრეზიდენტობა.
1873 წ. 25 მაისს _ ჰერცოგ ბროლიის 1-ლი კაბინეტი.
1873 წ. 26 ნოემბერს _ ბროლიის მე-2 კაბინეტი.
1874 წ. 22 მაისს _ სისე.
1875 წ. 10 მარტს _ ბიუფე.
1876 წ. 9 მარტს _ დიუფორის 1-ლი კაბინეტი.
1876 წ. 12 დეკემბერს _ ჟ. სიმონი.
1877 წ. 17 მაისს _ ბროლიის მე-3 კაბინეტი.
1877 წ. 23 ნოემბერს _ როშბუე.
1877 წ. 13 დეკემბერს _ დიუფორის მე-2 კაბინეტი.
1879-1887 წწ. გრევის პრეზიდენტობა.
1879 წ. 4 თებერვალს _ ვადინგტონი.
1879 წ. 29 დეკემბერს _ ფროისინეს 1-ლი კაბინეტი.
1880 წ. 23 სექტემბერს _ ფერის 1-ლი კაბინეტი.
1881 წ. 14 ნოემბერს _ გამბეტა.
1882 წ. 30 იანვარს _ ფროისინეს მე-2 კაბინეტი.
1882 წ. 7 აგვისტოს _ დიუკლერკი.
1883 წ. 29 იანვარს _ ფალიერი.
1883 წ. 21 თებერვალს _ ფერის მე-2 კაბინეტი.
1885 წ. 6 აპრილს _ ბრისონის 1-ლი კაბინეტი.
1886 წ. 7 იანვარს _ ფროისინეს მე-3 კაბინეტი.
1886 წ. 11 დეკემბერს _ გობლე.
1887 წ. 30 მაისს _ რუვიე.
1887-1894 წწ. კარნოს პრეზიდენტობა.
1887 წ. 12 დეკემბერს _ ტირარის 1-ლი კაბინეტი.
1888 წ. 3 აპრილს _ ფლოკე.
1889 წ. 23 თებერვალს _ ტირარის მე-2 კაბინეტი.
1890 წ. 17 მარტს _ ფროისინეს მე-4 კაბინეტი.
1892 წ. 27 თებერვალს _ ლუბე.
1892 წ. 7 დეკემბერს _ რიბოს 1-ლი კაბინეტი.
1893 წ. 11 იანვარს _ რიბოს მე-2 კაბინეტი.
1893 წ. 5 აპრილს _ დიუპუის 1-ლი კაბინეტი.
1893 წ. 3 დეკემბერს _ კაზიმირ პერიე.
1894 წ. 31 მარტს _ დიუპუის მე-2 კაბინეტი.
1894-1895 წწ. კაზიმირ პერიეს პრეზიდენტობა.
დიუპუის მე-2 კაბინეტის გაგრძელება.
1895-1899 წწ. ფელიქს ფორის პრეზიდენტობა.
1895 წ. 26 იანვარს _ რიბოს მე-3 კაბინეტი.
1895 წ. 1 ნოემბერს _ ბურჟუა.
1896 წ. 29 აპრილს _ მელინი.
1898 წ. 28 ივნისს _ ბრისონის მე-2 კაბინეტი.
1898 წ. 1 ნოემბერს _ დიუპუის მე-3 კაბინეტი.
1899-1906 წწ. ლუბეს პრეზიდენტობა.
დიუპუის მე-3 კაბინეტის გაგრძელება.
1899 წ. 22 ივნისს _ ვალდეკ-რუსო.
1902 წ. მაისში _ კომბი.
ვასილი ვასილის ძე ვოდოვოზოვი
თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:
Post a Comment