ს ტ რ უ ქ ტ უ რ ა. სახმელეთო ჯარები წარმოადგენდა შეიარაღებული ძალების ყველაზე უფრო მრავალრიცხოვან სახეობას (1988 წლის დასაწყისში მასში 542 ათასი ადამიანი შედიოდა, რომელთაგან 497 ათასი ვადიანი სამსახურის სამხედრო მოსამსახურე გახლდათ) და განკუთვნილი იყო სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალებთან ერთობლივად, აგრეთვე ნატო-ს გშძ-ის შემადგენლობაში სამხრეთ-ევროპულ საომარ მოქმედებათა თეატრზე (ომთ) საომარი მოქმედებების წარმოებისთვის ჩვეულებრივი ან ბირთვული იარაღის გამოყენებით. ის მოიცავდა ჯარების პრაქტიკულად ყველა გვარეობას (рода войск) – ჯავშანსატანკო ჯარებს, ქვეით (მოტოქვეით) ჯარებს, არტილერიას, საარმიო ავიაციას, საინჟინრო, კავშირგაბმულობისა და სპეციალური დანიშნულების ჯარებს, აგრეთვე სამსახურებს: სატრანსპორტო, საარტილერიო-ტექნიკურ, სარემონტო-აღმდგენ, სამედიცინო, ფინანსურ და სხვა სამსახურებს.
ჯავშანსატანკო ჯარები – სახმელეთო ჯარების ძირითადი დამრტყმელი ძალა გახლდათ, რომელიც ყველაზე უფრო მისადაგებული (შეგუებული) იყო შეტევითი მოქმედებების წარმოებისთვის ბირთვული იარაღის გამოყენების პირობებში. ის წარმოდგენილი იყო ჯავშანსატანკო დივიზიით (სასწავლო) ცალკეული ჯავშანსატანკო ბრიგადებითა და პოლკებით, სატანკო და სადაზვერვო ბატალიონებითა და ასეულებით.
ქვეითი (მოტოქვეითი) ჯარი განკუთვნილი გახლდათ საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის ქვეითი და მექანიზებული დივიზიების, ცალკეული ბრიგადების, პოლკებისა და ბატალიონების შემადგენლობაში მოწინააღმდეგის განადგურების, ადგილმდებარეობის (местность) ცალკეული უბნებისა და ობიეტების დაპყრობისა და შენარჩუნების მიზნით.
არტილერია მოიცავდა ნაწილებსა და ქვედანაყოფებს, რომლებიც ორგანიზაციულად შედიოდნენ ზოგადსაჯარისო შენაერთების, საველე არმიების საარტილერიო სარდლობებისა და საკორპუსო დაქვემდებარების საარტილერიო პოლკების შემადგენლობაში. ის განკუთვნილი გახლდათ საცეცხლე ამოცანების გადასაწყვეტად ბრძოლისა და ოპერაციის ყველა სახეობაში ჯართა სხვადასხვა გვარეობების ინტერესებში. მას მიეკუთვნებოდნენ ლულიანი არტილერია და ნაღმსატყორცნები, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები, საჯარისო საჰაერო თავდაცვის საშუალებები და საარტილერიო დაზვერვის ქვედანაყოფები.
საარმიო ავიაცია (სახმელეთო ჯარების ავიაცია – ი. ხ.) წარმოდგენილი იყო საარმიო და საკორპუსო დაქვემდებარების საარმიო ავიაციის პოლკებითა და ბატალიონებით.
საინჟინრო ჯარები განკუთვნილი გახლდათ შენაერთებისა და ნაწილების საბრძოლო მოქმედებების საინჟინრო უზრუნველყოფისთვის. მის შემადგენლობაში იყო საინჟინრო პოლკები და ბატალიონები, აგრეთვე სხვადასხვა დანიშნულების ცალკეული ნაწილები და ქვედანაყოფები.
კავშირგაბმულობის ჯარები (კავშირგაბმულობის პოლკები და ბატალიონები) წყვეტდა კავშირგაბმულობის ორგანიზაციისა და ჯარების მართვის უზრუნველყოფის ამოცანებს.
სპეციალური დანიშნულების ჯარები განკუთვნილი იყო სადაზვერვო-დივერსიული მოქმედებების წარმოებისთვის, აგრეთვე ფსიქოლოგიური ოპერაციებისა და სხვა ძირგამომთხრელი აქციების განხორციელებისთვის. ის მოიცავდა ცალკეულ საჰაერო-სადესანტო ბრიგადასა და «კომანდოსების» ბრიგადებს, აგრეთვე ფსიქოლოგიური ომის ქვედანაყოფებს.
უცხოური ბეჭდური გამოცემების მონაცემებით, 1980-იანი წლების მეორე ნახევარში სახმელეო ჯარებში იყო 18 დივიზია: 14 ქვეითი (ქვეითი, აგრეთვე A და B ტიპის ქვეითი, უკანასკნელს ზოგჯერ მოტოქვეითსაც უწოდებდნენ), ორი მექანიზებული, სასწავლო დივიზიები – ქვეითი და ჯავშანსატანკო, 24 ცალკეული ბრიგადა (ექვსი ჯავშანსატანკო, ოთხი მექანიზებული, 11 ქვეითი, ერთი საჰაერო-სადესანტო და ორიც «კომანდოსების»), საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილები და ქვედანაყოფები.
ყველა შენაერთი შეყვანილი გახლდათ ოთხ საველე არმიასა და ორ ცალკეულ საარმიო კორპუსში (ნახ. 2 /სტრუქტურა/). გარდა ამისა, იყვნენ სახმელეთო ჯარების სასწავლო სარდლობა, შიდა ზონების ორი სარდლობა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის (მტუ) ქვედანაყოფები.
საველე არმიების სარდლებისა და საარმიო კორპუსების მეთაურთა უშუალო დაქვემდებარებაში იმყოფებოდა 203,2-მმ ჰაუბიცების, 175-მმ თვითმავალი ზარბაზნებისა და 155-მმ ჰაუბიცების 30-ზე მეტი საარტილერიო დივიზიონი, 20-მდე საზენიტო საარტილერიო დივიზიონი, სამი საინჟინრო პოლკი და 20 საინჟინრო ბატალიონი, საარმიო ავიაციის სამი პოლკი და დაახლოებით 10 ბატალიონი, კავშირგაბმულობის სამი პოლკი და 12 ბატალიონი, აგრეთვე ზურგის უზრუნველყოფის ქვედანაყოფები.
სახმელეთო ჯარების საერთო ოპერატიულ ხელმძღვანელობას ახორციელებდა სარდალი (არმიის გენერალი), რომელსაც ორი წლით ნიშნავდა მინისტრთა საბჭო გენერალური შტაბის უფროსისა და თავდაცვის მინისტრის წინადადებით და ამტკიცებდა ქვეყნის პრეზიდენტი. იგი უშუალოდ ექვემდებარებოდა გენერალური შტაბის უფროსს და პასუხს აგებდა სახმელეთო ჯარების მშენებლობაზე, მის დაკომპლექტებაზე, საბრძოლო მომზადებასა და მტუ-ზე. საჯარისო გაერთიანებების, შენაერთებისა და ნაწილების ხელმძღვანელობას სარდალი ახორციელებდა თავისი შტაბის მეშვეობით (ანკარა), რომელსაც შტაბის უფროსი (კორპუსის გენერალი) მეთაურობდა. სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსი გახლდათ სახმელეთო ჯარების სარდლის პირველი მოადგილე. იგი ხელმძღვანელობდა შტაბის სამმართველოებს, პასუხს აგებდა სახმელეთო ჯარების საბრძოლო მზადყოფნაზე, დაგეგმვასა და საბრძოლო საშუალებების გაანგარიშებაზე, ბიუჯეტის განსაზღვრაზე, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის არჩევასა და შესყიდვაზე, საჯარისო გაერთიანებების, შენაერთებისა და ნაწილების საბრძოლო და ოპერატიულ მომზადებაზე, ახდენდა ურთიერთმოქმედების ორგანიზაციას სამხედრო-საჰაერო ძალებისა (სჰძ) და სამხედრო-საზღვაო ძალების (სზძ) შტაბებთან, აგრეთვე სამინისტროებთან და სამოქალაქო უწყებებთან.
სახმელეთო ჯარების შენაერთებისა და ნაწილების შეიარაღებაში (საწყობებში არსებული მარაგების გათვალისწინებით), 1988 წლის დასაწყისის მდგომარეობით, მოითვლებოდა 3700-ზე მეტი ტანკი (77 «ლეოპარდ-1A3», 1615 M48A5, 1085 M48A1, 900 M47, 100 M41), 3750 ჯავშანტრანსპორტერი M113, M59, M2 და M3, დაახლოებით 700 ერთეული 105-, 155- და 203,2-მმ თვითმავალი ჰაუბიცა და 175-მმ თვითმავალი ზარბაზანი, 2000-ზე მეტი 75-, 105-, 155- და 203,2-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცა, სხვადასხვა ყალიბის (81, 106,7 და 120 მმ) 1800 ნაღმსატყორცნი, 2500-მდე უუკუცემო ქვემეხი (75 და 106 მმ), ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების (ტსმრ) «კობრას», SS-11, «თოუსა» და «მილანის» 500 გასაშვები დანდგარი (გდ), დაახლოებით 1500 ერთეული 20-, 35-, 40-, 75- და 90-მმ საზენიტო ქვემეხი, საარმიო ავიაციის სხვადასხვა ტიპის 150-ზე მეტი თვითმფრინავი და დაახლოებით 250 ვერტმფრენი, აგრეთვე სხვა საბრძოლო ტექნიკა.
ო რ გ ა ნ ი ზ ა ც ი ა. სახმელეთო ჯარების უმაღლეს ოპერატიულ გაერთიანებას წარმოადგენდა საველე არმია, რომლის სარდალიც (არმის გენერალი) ექვემდებარებოდა სახმელეთო ჯარების სარდლობას და სრულად აგებდა პასუხს არმიის შემადგენლობაში შემავალი ჯარების მდგომარეობასა და საბრძოლო მზადყოფნაზე. საველე არმიის სარდლის ოპერატიულ ორგანოს ჯარების მართვის საქმეში წარმოადგენდა არმიის შტაბი (შტაბის უფროსი, მისი ორი თანაშემწე და ოთხი განყოფილება /отделы/: პირადი შემადგენლობის, სადაზვერვო, ოპერატიული და საბრძოლო მომზადების, ზურგის). ჯართა გვარეობებისა და სამსახურების უფროსები მათდამი დაქვემდებარებულ განყოფილებებთან და მეთაურობებთან (სარდლობებთან) ერთად არმიის შტაბის შემადგენლობაში შედიოდნენ განყოფილებების უფროსების უფლებით (на правах начальников отделов).
უმაღლესი ტაქტიკური შენაერთი, რომელსაც დამოუკიდებლად მოქმედება შეეძლო – გახლდათ საარმიო კორპუსი, ხოლო ძირითადი ტაქტიკური შენაერთი კი – დივიზია. 1980-იან წლებში თურქულ დივიზებს ორგანიზაციის საპოლკო სისტემა გააჩნდათ, რომელიც დასავლელი სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ნაკლებად იყო სრულყოფილი ცენტრალურ ევროპაში ნატო-ს ქვეყნების დივიზიების ორგანიზაციასთან შედარებით. მაგრამ ითვლებოდა, რომ ისინი კარგად იყვნენ მისადაგებული (შეგუებული) საბრძოლო მოქმედებების წარმოებისადმი სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე.
ქვეითი დივიზია შედგებოდა მეთაურობისა და შტაბისგან, სამი ქვეითი პილკისგან (სამ-სამი ბატალიონით) და ერთი საარტილერიოსი, სამი ბატალიონისგან (სატანკო, მესანგრეთა და კავშირგაბმულობის), სამი ასეულისა (საშტაბო, სადაზვერვო, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების) და დივიზიის ზურგისგან. სულ მასში შედიოდა პირადი შემადგენლობის დაახლოებით 13 ათასი ადამიანი, 60-ზე მეტი ტანკი, საველე არტილერიის 200-ზე მეტი ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 100-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო საშუალება.
A ტიპის ქვეით დივიზიას სამი ქვეითი პოლკის ნაცვლად ჰყავდა ორი ქვეითი და ერთი ჯავშანსატანკო პოლკები (უკანასკნელი ორი სატანკო და ერთი მოტოქვეითი ბატალიონით). ასევე მის შემადგენლობაში აღარ იყო ცალკეული სატანკო ბატალიონი, არამედ მხოლოდ მესანგრეთა და კავშირგაბმულობის. შესაბამისად მის შეიარაღებაში შედგებოდა დაახლოებით 120 ტანკი. ამ ტიპის დივიზიის ყველა დანარჩენი კომპონენტი კი ისეთივე გახლდათ, როგორც ქვეითი დივიზიისა.
B ტიპის ქვეითი დივიზია ჩვეულებრივისაგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ მასში სამი ქვეითი პოლკის ნაცვლად შედიოდა ორი ქვეითი და ერთი მექანიზებული პოლკი (უკანასკნელი ორი მოტოქვეითი და ერთი სატანკო ბატალიონით). ამავე დროს მასში აღარ იყო ცალკეული სატანკო ბატალიონი, არამედ მხოლოდ მესანგრეთა და კავშირგაბმულობის.
მექანიზებული დივიზია შეიცავდა მეთაურობასა და შტაბს, სამ მექანიზებულ პოლკს (თითოეულში ორი მოტოქვეითი და ერთი სატანკო ბატალიონი), თვითმავალ საარტილერიო პოლკს, საზენიტო საარტილერიო დივიზიონს, სამ ბატალიონს (სადაზვერვო, მესანგრეთა და კავშირგაბმულობის), ორ ასეულს (საშტაბო და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების) და დივიზიის ზურგს. მასში მოითვლებოდა პირადი შემადგენლობის დაახლოებით 13 ათასი ადამიანი, 200-მდე ტანკი, თითქმის 500 ჯავშანტრანსპორტერი (ჯტრ), საველე არტილერიის 150-ზე მეტი ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 130-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო საშუალება (ყველა ტიპის დივიზიების პირადი შემადგენლობის რიცხოვნება და ძირითადი შეიარაღების რაოდენობა ქვემოთ ცხრილშია მოყვანილი).
ცხრილი
თურქეთის სახმელეთო ჯარების დივიზიების პირადი შემადგენლობის რიცხოვნება და ძირითადი შეიარაღების რაოდენობა
პირადი შემადგენლობა და . . . . . . . . დ ი ვ ი ზ ი ე ბ ი
შეიარაღება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ქვეითი . . A ტიპის . . B ტიპის . . მექანიზე-
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ქვეითი . . . ქვეითი . . . . ბული
პირადი შემადგენლობა . . . . . . . . . 13000 . . . . . 12000 . . . . .13000 . . . . 13000 . . .
ტანკები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .60 . . . . . . 120 . . . . . . . .60 . . . . . . . 200 . . .
ჯავშანტრანსპორტერები . . . . . . . . . . – . . . . . . . . .100 . . . . . . .160 . . . . . . . 500 . . .
საველე არტილერიის ქვემეხები
და ნაღმსატყორცნები . . . . . . . . . . . . .200 . . . . . . . 150 . . . . . . 190 . . . . . . .160 . . .
75-მმ და 106-მმ
უუკუცემო
ქვემეხები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .70 . . . . . . . .60 . . . . . . . .80 . . . . . . . . 90 . . .
ტსმრ გასაშვები დანადგარები . . . . . . 40 . . . . . . . .40 . . . . . . . .40 . . . . . . . . 40 . . .
ხელის ტანკსაწინააღმდეგო
ყუმბარსატყორცნები . . . . . . . . . . . . 400 . . . . . . . 450 . . . . . . .500 . . . . . . . 560 . . .
ცალკეულ ქვეით ბრიგადას ჰყავდა მეთაურობა და შტაბი, ოთხი ქვეითი ბატალიონი, ორი საარტილერიო დივიზიონი, საზენიტო საარტილერიო ბატარეა, ექვსი ასეული (საშტაბო, სადაზვერვო, სატანკო, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების, მესანგრეთა, კავშირგაბმულობის) და ბრიგადის ზურგი. სულ ბრიგადაში მოითვლებოდა პირადი შემადგენლობის 5 ათასზე მეტი ადამიანი, 25-ზე მეტი ტანკი, საველე არტილერიის დაახლოებით 90 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 50-მდე ტანკსაწინააღმდეგო საშუალება.
ცალკეული ჯავშანსატანკო ბრიგადა შედგებოდა მეთაურობისა და შტაბისგან, ორი სატანკო და ორი მოტოქვეითი ბატალიონისგან, ორი თვითმავალი საარტილერიო დივიზიონისგან, ოთხი ასეულისა (საშტაბო, სადაზვერვო, მესანგრეთა, კავშირგაბმულობის) და ბრიგდის ზურგისგან. მის შეიარაღებაში გახლდათ დაახლოებით 120 ტანკი, 160 ჯავშანტრანსპორტერი, საველე არტილერიის 70-მდე თვითმავალი ქვემეხი და ნაღმსატყორცნი და თითქმის 40 ტანკსაწინააღმდეგო საშუალება. ბრიგადის პირადი შემადგენლობის რიცხოვნება უტოლდებოდა დაახლოებით 5 ათას ადამიანს.
საჰაერო-სადესანტო ბრიგადასა და ბრიგადა «კომანდოსს» ჰყავდათ ოთხ-ოთხი ბატალიონი. თითოეული ბრიგდის პირადი შემადგენლობის რიცხოვნება კი გახლდათ 3 ათასზე მეტი ადამიანი.
ს ა ბ რ ძ ო ლ ო | გ ა მ ო ყ ე ნ ე ბ ა. უცხოელი სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, 1980-იანი წლების მეორე ნახევარში თურქეთის სახმელეთო ჯარებს შეზღუდული შესაძლებლობები გააჩნდა შეტევითი მოქმედებების წარმოებისთვის. ამასთან ერთად, თავდაცვაში მას შეეძლო მოკავშირეთა ჯარების მოსვლამდე ეწარმოებია შემკავებელი და თავდაცვითი მოქმედებები. საბერძნეთისა და აშშ-ის შენაერთებთან და ნაწილებთან ერთობლივად თურქეთის სახმელეთო ჯარები ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში იყო ჩართული სამხრეთ-ევროპული ომთ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში (შტაბი ქ. იზმირში). ამ სარდლობის პასუხისმგებლობის ზონა მოიცავდა ბალკანეთის ნახევარკუნძულსა და თურქეთის აზიურ ნაწილს.
ნატოელი სამხედრო ექსპერტები ამ რაიონში უმნიშვნელოვანეს საოპერაციო მიმართულებად მიიჩნევდნენ ბოსფორ-დარდანელის მიმართულებას, რომელიც შემოსაზღვრული იყო საბერძნეთ-თურქეთის საზღვრით, ანატოლიის დასავლეთ სანაპიროთი და შავი ზღვის სანაპიროთი. მის ფარგლებში არსებული ადგილმდებარეობა უშვებდა პრაქტიკულად ჯართა ყველა გვარეობის გამოყენების შესაძლებლობას. ამ საოპერაციო მიმართულებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა შავი ზღვის სრუტეების ბლოკადის ოპერაციების საბოლოო შედეგისთვის. მას უზრუნველყოფდნენ 1-ლი საველე არმიის ჯარები, რომლის შტაბიც ქალაქ სტამბულში მდებარეობდა და რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ მე-2, -3, -5 და 15-ე საარმიო კორპუსები, აგრეთვე საბრძოლო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ნაწილები და ქვედანაყოფები. სულ 1-ლ საველე არმიაში მოითვლებოდა ათი დივიზია და ოთხი ცალკეული ბრიგადა. ნატო-ს სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, 1-ლი საველე არმია პირადი შემადგენლობითა და საბრძოლო ტეაქნიკით ყველაზე უფრო დაკომპლექტებული და ბრძოლისუნარიანი გახლდათ.
თურქეთის აზიურ ნაწილში ნატო-ს სარდლობა გამოჰყოფდა ორ საოპერაციო მიმართულებას: ყარს-არზრუმისა და ყარაქიოსე-დიარბაქირის. ორივე სსრკ-ის საზღვრებთან გამოდიოდა და რელიეფის სირთულით ხასიათდებოდა. ჯარების მოქმედებებისთვის ყველაზე უფრო ხელმისაწვდომი იყო ოთხი გასასვლელი: ჭოროხის, კელკიტის, ყარს-ერზინჯან-სივასისა და ყარაქიოსე-მუშ-ელიაზიგის. ამ საოპერაციო მიმართულებებს უზრუნველყოფდა მე-3 საველე არმია (შტაბი ქ. ერზინჯანში), რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ მე-8 და -9 საარმიო კორპუსები (სულ ოთხი დივიზია და ცხრა ცალკეული ბრიგადა), აგრეთვე საბრძოლო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ნაწილები და ქვედანაყოფები.
მე-2 საველე არმია (შტაბი ქ. მალათიაში) თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრების დაფარვისთვის გახლდათ განკუთვნილი. ის მოიცავდა მე-6 და -7 საარმიო კორპუსებს (სულ ექვსი ცალკეული ბრიგადა), აგრეთვე საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის ნაწილებსა და ქვედანაყოფებს.
მე-4 (ეგეოსის) საველე არმია (შტაბი ქ. ნარლიდერეში) 1975 წელს შეიქმნა ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვების სანაპიროს თავდაცვის უზრუნველყოფისთვის. 1980-იანი წლების მეორე ნახევარში მის შემადგენლობაში იყო სასწავლო ქვეითი დივიზია და ორი ცალკეული ქვეითი ბრიგადა.
მე-4 საარმიო კორპუსი (შტაბი ქ. ანკარაში) ცენტრალურ ანატოლიაში იყო განლაგებული. ის შედგებოდა სამი ცალკეული ბრიგადისგან, აგრეთვე საბრძოლო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ქვედანაყოფებისგან და წარმოადგენდა სახმელეთო ჯარების სარდლობის რეზერვს.
11-ე საარმიო კორპუსი (შტაბი ქ. კირენიაში) 1974 წლიდან კუნძულ კვიპროსზე გახლდათ დისლოცირებული (ამ კუნძულის თურქული თემის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საბაბით). 1980-იანი წლების მეორე ნახევარში მის შემადგენლობაში შედიოდა ორი ქვეითი დივიზია, საერთო რიცხოვნებით 23 ათას ადამიანზე მეტი (თურქეთის სახმელეთო ჯარების დისლოკაცია ქვემოთ ნახატზეა ნაჩვენები /რუკა/).
თურქეთის სახმელეთო ჯარების ს ა ბ რ ძ ო ლ ო | მ ო მ ზ ა დ ე ბ ა იმ ამოცანების გადაწყვეტას ექვემდებარებოდა, რომლებიც ძირითადად ნატო-ს სარდლობის მოთხოვნებს პასუხობდნენ. მას ატარებდნენ მჭიდრო ბმულში (კავშირში) ბლოკის საერთო ოპერატიულ-სტრატეგიულ გეგმებთან სამხრეთ-ევროპულ ომთ-ზე მისი კოალიციური სარდლობების ხელმძღვანელობით. საბრძოლო მომზადების დამამთავრებელ ეტაპს წარმოადგენდა თურქეთის შეიარაღებული ძალების სხვა სახეობებთან (სჰძ და სზძ-თან) ერთობლივად ჩატარებადი სახმელეთო ჯარების ყოველწლიური სწავლებები «სონბაჰარ» (ზამთარი). მათი მსვლელობისას მთავარი ყურადღება ეთმობოდა პირადი შემადგენლობის მომზადებას ზამთრის პირობებში ძნელადმისადგომ მთაგორიან ადგილმდებარეობაზე მოქმედებებისთვის, აგრეთვე დივერსიული ამოცანების გადაწყვეტას.
საზღვარგარეთულ პრესაში 1980-ინი წლების მეორე ნახევარში იტყობინებოდნენ, რომ ს ა ხ მ ე ლ ე თ ო | ჯ ა რ ე ბ ი ს | მ შ ე ნ ე ბ ლ ო ბ ი ს 2000 წლამდე გაანგარიშებული გეგმებით გათვალისწინებული იყო შენაერთებისა და ნაწილების საორგანიზციო სტრუქტურის შემდგომი სრულყოფა; ჯარების თანამედროვე იარაღითა და სამხედრო ტექნიკით, მართვისა და კავშირგაბმულობის საშუალებებით აღჭურვა მათი მანვრულობის, საცეცხლე და დამრტყმელი ძლიერების ამაღლების მიზნით.
პირველ რიგში ვარაუდობდნენ სატანკო ფარეხის განახლებას. დასავლეთგერმანელი სპეციალისტების დახმარებით ქ. არითიაში აშენებულ ტანკსარემონტო ქარხანაში ხორციელდებოდა M48 ტანკების მოდერნიზაცია (ბენზინის ძრავების დიზელური ძრავებით, აგრეთვე 90-მმ ზარბაზნების 105-მმ ზარბაზნებით შეცვლა, სროლის მართვის ხელსაწყოების დაყენება და სხვა). იგეგმებოდა ნატოელი პარტნიორების დახმარებით თურქეთში ქვეითთა საბრძოლო მანქანების (ქსმ), ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გადასატანი გასაშვები დანადგარების (გადასატანი ტსმრ გდ), MLRS ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების (ზცრს), 35-მმ საზენიტო დანადგარების «ერლიკონისა» და გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსების (გზრკ) «სტინგერი» წარმოების აწყობა. ორმხრივი შეთანხმებების შესაბამისად გფრ თურქეთს აწვდიდა M48A2 და «ლეოპარდ-1A3» ტანკებს, ტსმრ «მილანის» გდ-ებს, ავტომობილებს, საინჟინრო ტექნიკასა და კავშირგაბმულობის აპარატურას. შეერთებული შტატებიდან მოელოდნენ თვითმავალი საარტილერიო სისტემების, M60 სერიის ტანკების, ტსმრ გდ «თოუების», საზენიტო სარაკეტო კომპლექსებისა და სხვა შეიარაღბის მიწოდებას.
უცხოელი სპეციალისტები თვლიდნენ, რომ თურქთის სახმელეთო ჯარების მოდერნიზაციის პროგრამების დასრულების შემდეგ ის მთლიანობაში უპასუხებდა ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ წაყენებულ მოთხოვნებს.
გამოყენებული ლიტერატურა
Полковник В. Бобров, «Сухопутные войска Турции», Зарубежное Военное Обозрение, 1988 г. № 3.
მასალა მოიძია და თარგმნა
ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment