T700-GE-401 ძრავების დახასიათებისას საზღვარგარეთული პრესა აღნიშნავდა, რომ ისინი იძლეოდნენ AH-1W ვერტმფრენის ძალური დანადგარის სიმძლავრის თითქმის 65 %-ით გაზრდის საშუალებას, ჰქონდათ საწვავის მცირე კუთრი ხარჯვა და მაღალი საიმედობა, ნაკლებად ექვემდებარებოდნენ კოროზიას ზღვის წყლის ზემოქმედების პირობებში. ხოლო ის ფაქტი, რომ ამ ძრავებით აგრეთვე აშშ სამხედრო-საზღვაო ძალების (სზძ) ზოგიერთი სხვა ვერტმფრენიც გახლდათ აღჭურვილი (კერძოდ კი, «სიი ჰოქი»), შემდგომში ხელს შეუწყობდა ახალი ვერტმფრენების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის (მტუ) პრობლემის გადაწყვეტას.
საბორტო შეიარაღების შემადგენლობაში შედიოდა: ცხვირის ტურელური დანადგარი სამლულიანი 20-მმ ზარბაზნით M197 (სროლის ტემპი 675 გასრ./წთ); ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები «თოუ» ან «ჰელფაირი» (4-4 ტსმრ ბორტზე); «ჰაერი-ჰაერი» კლასის ორი მართვადი რაკეტა AIM-9L «საიდვაინდერი», ხოლო შემდგომში «სტინგერი» ან რადიოლოკაციასაწინააღმდეგო რაკეტები «საიდრამი»; უმართავი საავიაციო რაკეტები (უარ) და ჩამოსაკიდი საზარბაზნე დანადგარები. ასე, დესანტის საცეცხლე მხარდაჭერის ამოცანების გადაწყვეტისას ვერტმფრენს შეეძლო წაეღო 70 მმ ყალიბის 76 უმართავი საავიაციო რაკეტა (უარ), 127 მმ ყალიბის 16 უარ «ზუნი» ან 2 საზარბაზნე კონტეინერი GPU-2A ტიპის 20-მმ ზარბაზნებით.
დასავლური ბეჭდური გამოცემების შეტყობინებებით, საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსის სარდლობა ვარაუდობდა 44 AH-1W «სუპერ კობრას» შესყიდვას, ხოლო შემდგომში კი AH-1T «სიი კობრას» ტიპის ყველა ვერტმფრენისთვის უნდა ჩაეტარებინათ შესაბამისი მოდერნიზაცია.
გამოყენებული ლიტერატურა
Полковник И. Каренин, «Новый вертолёт для американской морской пехоты», Зарубежное Военное Обозрение, 1987 г. № 1.
მცირე ცნობები თურქეთის საზღვაო შეიარაღების შესახებ 1980-იანი წლების მეორე ნახევარში
თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალები – პირადი შემადგენლობა 49 000 ადამიანი, მათგან ფლოტში 43 000, ფლოტის ავიაციაში 1000 საზღვაო ქვეით ჯარსა და საზღვაო ქვეითი ჯარის ავიაციაში – 5000.
16 (1) დიზელური წყალქვეშა ნავი, 2 მრი საესკადრო ნაღმოსანი, 12 საესკადრო ნაღმოსანი, (4) მრი ფრეგტი, 4 ფრეგატი; 14 სარაკეტო, 11 სატორპედო, 30 საპატრულო (მათგან 23-ზე იყო ნავსაწინააღმდეგო შეიარაღება) კატარღა; 7 ნაღმმაძიებელი, 22 საბაზო ტრალერი, 4 სარეიდო ტრალერი, 7 ნაღმგადამღობი; 7 მსხვილი სადესანტო ხომალდი (ტანკსადესანტო ხომალდ-დოკი, ტრანსპორტ-დოკი, სატრანსპორტო), 34 (3) მცირე სადესანტო ხომალდი; სულ 170 (8) წყალქვეშა ნავი და წყალზედა ხომალდი; 109 დამხმარე გემი და კატარღა. სულ 279 (8).
სზძ-ის ავიაციაში 1 საბაზო საპატრულო ესკადრილია 18 S-2E «თრექერით».
მასალა მოიძია და თარგმნა
ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment