პოლიტიკური საკითხები
ნაწილი 1
საბჭოთა რუსეთის მმართველობის ორგანოები
შინაარსი
I. რსფსრ სახალხო კომისართა საბჭო
II. სახალხო კომისართა საბჭო
III. სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი
IV. რევოლუციური კომიტეტები
V. რევოლუციური სამხედრო საბჭო
VI. კავბიურო
I. რსფსრ სახალხო კომისართა საბჭო
რსფსრ სახალხო კომისართა საბჭო (შემოკლებით რსფსრ სახკომსაბჭო, რსფსრ სკს; 1918 წლამდე – სახალხო კომისართა საბჭო) – საბჭოთა რუსეთის მთავრობა 1917–1946 წლებში. დაარსებულია 1917 წლის 25 ოქტომბრის (7 ნოემბრის) მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა დეპუტატების საბჭოების სრულიად რუსეთის II ყრილობის მიერ „დროებითი მუშური და გლეხური მთავრობის სახით“ სახალხო კომისართა საბჭოს სახელწოდებით, რომელიც რსფსრ 1918 წლის კონსტიტუციის მიღებამდე გამოიყენებოდა.
1918 წელს რსფსრ სახალხო კომისართა საბჭოს შექმნა წარმოადგენდა სცაკ-ის (სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის – ი. ხ.) პრეროგატივას, 1937 წლიდან კი – რსფსრ უმაღლესი საბჭოსი. რსფსრ სახკომსაბჭო ყალიბდებოდა სახალხო კომისრებისგან – საბჭოთა რუსეთის სახალხო კომისარიატების (სახკომატების) ხელმძღვანელებისგან – რსფსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მეთაურობით. მსგავსი საბჭოები სხვა საბჭოთა რესპუბლიკებშიც იქმნებოდა.
1946 წლის 15 მარტის სსრკ კანონითა და რსფსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის იმავე წლის 23 მარტის ბრძანებულებით რსფსრ სახკომსაბჭო გარდაიქმნა რსფსრ მინისტრთა საბჭოდ.
რსფსრ-ის გერბი
სახელწოდების წარმოქმნა
თავის მემუარებში ლევ ტროცკი სახელწოდების „სახალხო კომისართა საბჭოს“ წარმოქმნას საკუთარ თავს მიაწერს. ვ. პ. მილიუტინის მოგონებების თანახმად სახელწოდება „სახალხო კომისარი“ შესთავაზა ტროცკიმ, ხოლო მთავრობისთვის „სახალხო კომისართა საბჭოს“ დარქმევა კი – კამენევმა.
იმავე დროს ლენინის შენიშვნებიდან, რომლებიც არაუგვიანეს 1917 წლის 25დეკემბერსაა დაწერილი:
„დაუყოვნებელი შექმნა... სახალხო კომისართა კომისიისა... (მ[ინისტ]რები და მ[ინისტ]რის ა[მხანაგ]ები)“.
გამოდის, რომ სახელწოდება „კომისრები“ (ეტიმოლოგიურად – კომისიათა მეთაურები), როგორც შეცვლა ტერმინისა „მინისტრები“, უფრო ადრე ფიგურირებდა სახკომსაბჭოს მომავალ მეთაურთან (ე. ი. ლენინთან – ი. ხ.) ქვეყნის მართვის ახალი აპარატის ორგანიზაციის ძირითადი სქემის მისეულ ჩანაწერებში. ამავე დოკუმენტში დასახული იყო სხვა ცენტრალური სამთავრობო ორგანოების შექმნაც კომისიების რანგში (რევოლუციური წესრიგის კომისიის, საკანონმდებლო წინასწარ დებულებათა კომისიის და რიგი კომისიებისა ქვეყნის სახელმწიფო ცხოვრების სხვადასხვა დარგის მიხედვით).
ისტორია
უშუალოდ ძალაუფლების ხელში ჩაგდების წინ რევოლუციის დღეს ბოლშევიკების ცკ-მ (ცენტრალურმა კომიტეტმა – ი. ხ.) კამენევსა და ვინტერს (ბერზინს) დაავალა შესულიყვნენ პოლიტიკურ კონტაქტში მემარცხენე ესერებთან და დაეწყოთ მათთან მოლაპარაკებები მომავალი მთავრობის შემადგენლობის შესახებ. საბჭოების II ყრილობის მუშაობის დროს ბოლშევიკებმა მენარცხენე ესერებს შესთავაზეს შესულიყვნენ მთავრობაში, მაგრამ მათ უარი განაცხადეს. მემარჯვენე ესერებისა და მენშევიკების ფრაქციებმა საბჭოების II ყრილობა მისი მუშაობის დასაწყისშივე – მთავრობის წარმოქმნამდე დატოვეს. ბოლშევიკები იძულებული იყვნენ ერთპარტიული მთავრობა ჩამოეყალიბებიათ.
სახალხო კომისართა საბჭო ჩამოყალიბებულ იქნა „სახალხო კომისართა საბჭოს დაარსების შესახებ დეკრეტის“ შესაბამისად, რომლიც 1917 წლის 27 ოქტომბრის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოების II ყრილობის მიერ იყო მიღებული. დეკრეტი იწყებოდა სიტყვებით:
შეიქმნას ქვეყნის მართვისათვის, დამფუძნებელი კრების მოწვევამდე, დროებითი მუშათა და გლეხთა მთავრობა, რომელსაც დაექრმევა სახალხო კომისართა საბჭო.
სახალხო კომისართა საბჭომ დაკარგა მართვის დროებითი ორგანოს ხასიათი დამფუძნებელი კრების დაშლის (გაშვების, роспуск) შემდეგ, რაც კანონმდებლობით იქნა განმტკიცებული რსფსრ 1918 წლის კონსტიტუციის მიერ. სახკომსაბჭოს შექმნის უფლება მიიღო სცაკ-მა (სრულიად რუსეთის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა – ი. ხ.); სახკომსაბჭო წარმოადგენდა რსფსრ-ის საქმეთა საერთო (ზოგადი) მართვის ორგანოს, რომელსაც ჰქონდა დეკრეტების გამოცემის უფლება, ამასთან სცაკ-ს უფლება ჰქონდა გაეუქმებია ან შეეჩერებია სახკომსაბჭოს ნებისმიერი დადგენილება ან გადაწყვეტილება.
სახკომსაბჭოს განსახილველად გამოტანილი საკითხები წყდებოდა ხმათა უბრალო უმრავლესობით. სხდომებს ესწრებოდნენ მთავრობის წევრები, სცაკ-ის თავმჯდომარე, სახკომსაბჭოს საქმეთა მმართველები და მდივნები, უწყებათა წარმომადგენლები.
რსფსრ სახკომსაბჭოს მუდმივი სამუშაო ორგანო გახლდათ საქმეთა სამმართველო, რომელიც ამზადებდა საკითხებს სახკომსაბჭოსა და მისი მუდმივი კომისიების სხდომებისათვის, ახორციელებდა დელეგაციების მიღებას. საქმეთა სამმართველოს თანამშრომლების შტატი 1921 წ. 135 ადამიანისაგან შედგებოდა (სსრკ ოქტომბრის რევოლუციის ცენტრალური სახელმწიფო არქივის /ЦГАОР СССР/ მონაცემების თანახმად).
სსრკ-ის 1946 წ. 15 მარტის კანონითა და რსფსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1946 წ. 23 მარტის ბრძანებულებით რსფსრ სახალხო კომისართა საბჭო გარდაიქმნა რსფსრ მინისტრთა საბჭოდ. 18 მარტს გამოვიდა უკანასკნელი დადგენილება რსფსრ მთავრობისა „სახალხო კომისართა საბჭოს“ სახელწოდებით. 1947 წლის 25 თებერვალს შეტანილ იქნა შესაბამისი ცვლილებები სსრკ კონსტიტუციაში, ხოლო 1948 წლის 13 მარტს კი რსფსრ კონსტიტუციაშიც.
რსფსრ სახკომსაბჭოს საკანონმდებლო ბაზა
რსფსრ 1918 წლის 10 ივლისის კონსტიტუციის თანახმად სახკომსაბჭოს საქმიანობა მდგომარეობდა შემდეგში:
რსფსრ-ის ზოგადი (საერთო) საქმეების მართვა;
მმართველობის ცალკეული დარგების ხელმძღვანელობა (მუხ. 35, 37);
საკანონმდებლო აქტების გამოცემა და ზომების მიღება, რომლებიც „აუცილებელია სახელმწიფო ცხოვრების სწორი და სწრაფი მიმდინარეობისთვის“ (მუხ. 38).
ყველა მიღებული დადგენილებისა და გადაწყვეტილების შესახებ სახკომსაბჭო ატყობინებდა სცაკ-ს (მუხ. 39), რომელსაც უფლება ჰქონდა შეეჩერებია ან გაეუქმებია სახკომსაბჭოს დადგენილება ან გადაწყვეტილება (მუხ. 40).
შექმნილი იყო 18 სახალხო კომისარიატი.
ქვემოთ ხდება რსფსრ სახკომსაბჭოს სახალხო კომისარიატების ჩამონათვალის ციტირება 1918 წლის 10 ივლისის რსფსრ კონსტიტუციის თანახმად:
საგარეო საქმეთა;
სამხედრო საქმეთა;
საზღვაო საქმეთა;
შინაგან საქმეთა;
იუსტიციის;
შრომის;
სოციალური უზრუნველყოფის;
განათლების;
ფოსტებისა და ტელეგრაფების;
ეროვნებათა საქმეებში;
შეტყობინების გზების;
მიწათმოქმედების;
ვაჭრობისა და მრეწველობის;
სასურსათო;
სახელმწიფო კონტროლის;
სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭო;
ჯანმრთელობის დაცვის.
თითოეულ სახალხო კომისართან და მისი თავმჯდომარეობით იქმნებოდა კოლეგია, რომლის წევრებსაც სახკომსაბჭო ამტკიცებდა (მუხ. 44).
სახალხო კომისარს უფლება ჰქონდა ერთპიროვნულად მიეღო გადაწყვეტილებები ყველა საკითხში, რომლებიც მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი კომისარიატის გამგებლობაში შედიოდა, აცნობებდა რა მათ კოლეგიას (მუხ. 45).
1922 წლის დეკემბერში სსრკ-ის წარმოქმნისა და საერთო საკავშირო მთავრობის შექმნის შემდეგ, რსფსრ-ის სახკომსაბჭო იქცა რსფსრ სახელმწიფო ხელისუფლების მაკონტროლებელ და განმკარგავ ორგანოდ. სახკომსაბჭოს ორგანიზაცია, შემადგენლობა, კომპეტენცია და საქმიანობის წეს-რიგი განისაზღვრებოდა 1924 წლის სსრკ კონსტიტუციითა და 1925 წლის რსფსრ კონსტიტუციით. ამ დროიდან სახკომსაბჭოს შემადგენლობა შეიცვალა რიგ უფლებამოსილებათა საკავშირო უწყებებისთვის გადაცემასთან დაკავშირებით. დაარსებულ იქნა 11 რესპუბლიკური სახალხო კომისარიატი:
საშინაო ვაჭრობის;
შრომის;
ფინანსების;
მუშურ-გლეხური ინსპექციის;
შინაგან საქმეთა;
იუსტიციის;
განათლების;
ჯანმრთელობის დაცვის;
მიწათმოქმედების;
სოციალური უზრუნველყოფის;
სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭო.
რსფსრ სახკომსაბჭოს შემადგენლობაში ახლა გადამწყვეტი ან სათათბირო ხმის უფლებით შედიოდნენ რსფსრ-ის მთავრობასთან არსებული სსრკ სახკომსაბჭოების რწმუნებულები. რსფსრ სახკომსაბჭო თავის მხრივ გამოჰყოფდა მუდმივ წარმომადგენელს სსრკ სახკომსაბჭოში (სტატისტიკური სამმართველოს /СУ/ ინფორმაციის თანახმად, 1924, # 70, გვ. 691).
1924 წლის 22 თებერვლიდან რსფსრ სახკომსაბჭოსა და სსრკ სახკომსაბჭოს ჰქონდათ ერთიანი საქმეთა სამმართველო (ოქტომბრის რევოლუციის სსრკ ცენტრალური სახელმწიფო არქივის მასალების მიხედვით).
რსფსრ 1937 წლის 21 იანვრის კონსტიტუციის მიღების შემდეგ რსფსრ სახკომსაბჭო ანგარიშვალდებული გახდა მხოლოდ რსფსრ უმაღლესი საბჭოს წინაშე, სესიებს შორის პერიოდში კი – რსფსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წინაშე.
1937 წლის 5 ოქტომბრიდან რსფსრ სახკომსაბჭოს შემადგენლობა მოითვლიდა 13 სახალხო კომისარიატს (რსფსრ ცენტრალური სახელმწიფო არქივის /ЦГА РСФСР/ მონაცემები):
კვების მრწეველობის;
მსუბუქი მრეწველობის;
სატყეო მრეწველობის;
მიწათმოქმედების;
მარცვლეულობათა საბჭოთა მეურნეობების;
მეცხოველეობათა საბჭოთა მეურნეობების;
ფინანსების;
საშინაო ვაჭრობის;
იუსტიციის;
ჯანმრთელობის დაცვის;
განათლების;
ადგილობრივი მრეწველობის;
კომუნალური მეურნეობის;
სოციალური უზრუნველყოფის.
სახკომსაბჭოს შემადგენლობაში ჩართულ იქნენ აგრეთვე რსფსრ გოსპლანის (სახელმწიფო მგეგმავი ორგანოს – ი. ხ.) თავმჯდომარე და რსფსრ სახკომსაბჭოსთან არსებული ხელოვნებათა საქმეების სამმართველოს უფროსი.
საბჭოთა რუსეთის სახალხო კომისართა საბჭოს პირველი შემადგენლობა
პირველი საბჭოთა სახალხო კომისრები
სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე – ვლადიმერ ულიანოვი (ლენინი)
შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი (სახკომი) – ა. ი. რიკოვი
მიწათმოქმედების სახკომი – ვ. პ. მილიუტინი
შრომის სახკომი – ა. გ. შლიაპნიკოვი
სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახკომატი – კომიტეტი, ვ. ა. ოვსეენკოს (ანტონოვის) (სახკომსაბჭოს შექმნის შესახებ დეკრეტისის ტექსტში – ავსეენკო), ნ. ვ. კრილენკოსა და ე. პ. დიბენკოს შემადგენლობით
ვაჭრობისა და მრეწველობის საქმეთა სახკომი – ვ. პ. ნოგინი
სახალხო განათლების სახკომი –ა. ვ. ლუნაჩარსკი
ფინანსების სახკომი – ი. ი. სკვორცოვი (სტეპანოვი)
საგარეო საქმეთა სახკომი – ლ. დ. ბრონშტეინი (ტროცკი)
იუსტიციის სახკომი – გ. ი. ოპოკოვი (ლომოვი)
სასურსათო საქმეთა სახკომი – ი. ა. ტეოდოროვიჩი
ფოსტებისა და ტელეგრაფების სახკომი – ნ. პ. ავილოვი (გლებოვი)
ეროვნებათა საქმეების სახკომი – ი. ბ. ჯუღაშვილი (სტალინი)
სარკინიგზო საქმეთა სახალხო კომისრის პოსტი დროებით დაუკავებელი დარჩა.
სარკინიგზო საქმეთა სახალხო კომისრის ვაკანტური პოსტი მ. ტ. ელიზაროვმა დაიკავა. 12 დეკემბერს სახკომსაბჭოს შექმნის შესახებ დადგენილებაზე დამატებით სახელმწიფო მზრუნველობის სახკომად დაინიშნა ა. მ. კოლონტაი, პირველი მინისტრი ქალი მსოფლიოში. 19 ნოემბერს სახელმწიფო კონტროლის სახკომად დაინიშნა ე. ე. ესსენი.
სახკომსაბჭოს ისტორიულად პირველი შემადგენლობა ყალიბდებოდა ხელისუფლებისთვის ხისტი ბრძოლის პირობებში. სარკინიგზო პროფკავშირის აღმასკომის ვიჟკელის დემარშთან დაკაშირებით, რომელმაც არ სცნო ოქტომბრის რევოლუცია, და მოითხოვდა „ერთგვაროვანი სოციალისტური მთავრობის“ ჩამოყალიბებას ყველა სოციალისტური პარტიის წარმომადგენელთაგან, რკინიგზების სახალხო კომისრის პოსტი დაუკავებელი დარჩა. შემდგომში, 1918 წლის იანვარში, ბოლშევიკებმა მოახერხეს სარკინიგზო პროფკავშირში განხეთქილების შეტანა, ჩამოაყალიბეს რა ვიჟკელის პარალელური აღმასკომი ვიჟკედორი, რომელიც ძირითადად ბოლშევიკებისა და მემარცხენე ესერებისგან შედგებოდა. 1918 წლის მარტისათვის ვიჟკელის წინააღმდეგობა საბოლოოდ იქნა გატეხილი, ხოლო როგორც ვიჟკელის, ისე ვიჟკედორის ძირითადი უფლებამოსილებანი კი შეტყობინების გზათა სახალხო კომისარიატს გადაეცა.
სამხედრო და სამხედრო-საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარიატი ჩამოყალიბებულ იქნა როგორც კოლეგია, ანტონოვ-ოვსეენკოს, კრილენკოსა და დიბენკოს შემადგენლობით. 1918 წლის აპრილისთვის ამ კომიტეტმა ფაქტიურად შეწყვიტა თავისი არსებობა.
განათლების პირველი სახკომის ა. ვ. ლუნაჩარსკის მოგონებებით, სახკომსაბჭოს პირველი შემადგენლობა ბევრწილად შემთხვევითი გახლდათ, ხოლო სიის განხილვას კი თან ახლდა ლენინის კომენტარები: „თუ უვარგისები აღმოჩნდებიან – შევძლებთ შეცვლას“. როგორც იუსტიციის პირველი სახკომი, ბოლშევიკი ლომოვი (გ. ი. ოპოკოვი) წერდა, მისი ცოდნა იუსტიციაში მოიცავდა უმთავრესად დეტალურ ცოდნას მეფის ციხეებისა და მათი რეჟიმის განსაკუთრებულობათა შესახებ, „ჩვენ ვიცოდით – სად სცემენ, როგორ სცემენ, სად და როგორ სვამენ კარცერში, მაგრამ ქვეყნის მართვა ჩვენ არ შეგვეძლო“.
საბჭოთა რუსეთის სახალხო კომისართა საბჭოს პირველი შემადგენლობის ბევრი სახკომი 1930-იან წლებში იქნა რეპრესირებული.
რსფსრ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარეები
სახალხო კომისართა საბჭო 1919 წელს
ლენინი, ვლადიმერ ილიას ძე (27 ოქტომბერი /9 ნოამბერი/ 1917 – 21 იანვარი 1924; ლენინზე თავდასხმის შემდეგ, 1918 წლის აგვისტო-სექტემბერში თავმჯდომარის მოვალეობებს ია. მ. სვერდლოვი ასრულებდა)
რიკოვი, ალექსი ივანეს ძე (2 თებერვალი 1924 – 18 მაისი 1929)
სირცოვი, სერგი ივანეს ძე (1 მაისი 1929 – 3 ნოემბერი 1930)
სულიმოვი, დანიელ ეგორის ძე (3 ნოემბერი 1930 – 22 ივლისი 1937)
ბულგანინი, ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე (22 ივლისი 1937 – 17 სექტემბერი 1938)
ვახრუშევი, ვასილი ვასილის ძე (29 ივლისი 1939 – 2 ივნისი 1940)
ხოხლოევი, ივანე სერგის ძე (2 ივლისი 1940 – 23 ივნისი 1943)
პამფილოვი, კონსტანტინე დიმიტრის ძე (მოვალეობათა შემსრულებელი 5 მაისი 1942-დან 2 მაისი 1943 ჩათვლით)
კოსიგინი, ალექსი ნიკოლოზის ძე (23 ივნისი 1943 – 15 მარტი 1946)
სახალხო კომისრები
თავმჯდომარის მოადგილეები:
რიკოვი ა. ი. (მაისის ბოლო 1921 – ?)
ციურუპა ა. დ. (5.12.1921 – ?)
კამენევი ლ. ბ. (იანვარი 1922 – ?)
რისკულოვი, ტურარ რისკულის ძე (ივნისი 1926 – მაისი 1937)
საგარეო საქმეთა:
ტროცკი ლ. დ. (28 ოქტომბერი /8 ნოემბერი/ 1917 – 8.04.1918)
ჩიჩერინი გ. ვ. (30.05.1918 – 6.07.1923)
ლავრენტიევი ა. ი. (1944 – 15.3.1946)
სამხედრო და საზღვაო საქმეებში:
ანტონოვ-ოვსეენკო ვ. ა. (26 ოქტომბერი /8 ნოემბერი/ 1917 – ?)
კრილენკო ნ. ვ. (26 ოქტომბერი /8 ნოემბერი/ 1917 – ?)
დიბენკო პ. ე. (26 ოქტომბერი /8 ნოემბერი/ 1917 – 18.3.1918)
პოდვოისკი ნ. ი. (ნოემბერი 1917 – მარტი 1918)
ტროცკი ლ. დ. (8.4.1918 – 26.1.1925)
შინაგან საქმეთა:
რიკოვი ა. ი. (26 ოქტომბერი /8 ნოემბერი/ 1917 – 4 /17/ ნოემბერი 1917)
პეტროვსკი გ. ი. (17 /30/ ნოემბერი 1917 – 25.3.1919)
ძერჟინსკი ფ. ე. (30.3.1919 – 6.7.1923)
იუსტიციის:
ლომოვი-ოპოკოვი გ. ი. (26 ოქტომბერი /8 ნოემბერი/ 1917 – 3 /16/ ნოემბერი 1917)
სტუჩკა პ. ი. (3 /16/ ნოემბერი 1917 – 26 ნოემბერი /9 დეკემბერი/ 1917)
შტეინბერგი ი. ზ. (26 ნოემბერი /9 დეკემბერი/ 1917 – 18.3.1918)
სტუჩკა პ. ი. (18.3.1918 – 22.8.1918)
კურსკი დ. ი. (22.8.1918 – 1928)
შრომის:
შლიაპნიკოვი ა. გ. (26 ოქტომბერი /8 ნოემბერი/ 1917 – 8.10.1918)
შმიდტი ვ. ვ. (8.10.1918 – 4.11.1919 და 26.4.1920 – 29.11.1920)
სახელმწიფო მზრუნველობისა (26.4.1918-დან – სოციალური უზრუნველყოფის; ს/უ სახკომატი 4.11.1919 გაერთიანდა შრომის სახკომატთან, 26.4.1920 გაიყო):
კოლონტაი ა. მ. (30 ოქტომბერი /12 ნოემბერი/ 1917 – მარტი 1918)
ვინოკუროვი ა. ნ. (მარტი 1918 – 4.11.1919; 26.4.1919 – 16.4.1921)
მილიუტინი ნ. ა. (სახკომის თანამდებობის შემსრულებელი, ივნისი – 6.7.1921)
განათლების:
ლუნაჩარსკი ა. ვ. (26 ოქტომბერი /8 ნოემბერი/ 1917 – 12.9.1929)
ფოსტებისა და ტელეგრაფების:
გლებოვი (ავილოვი) ნ. პ. (26 ოქტომბერი /8 ნოემბერი/ 1919 – 9 /22/ დეკემბერი 1917)
პროშიანი პ. პ. (9 /22/ დეკემბერი 1917 – 18.03.1918)
პოდბელსკი ვ. ნ. (11.4.1918 – 25.2.1920)
ლიუბოვიჩი ა. მ. (24.3 – 26.5.1921)
დოვგალევსკი ვ. ს. (26.5.1921 – 6.7.1923)
ეროვნებათა საქმეებში:
სტალინი ი. ბ. (26 ოტომბერი /8 ნოემბერი/ 1917 – 6.7.1923)
ფინანსების:
სკვორცოვ-სტეპანოვი ი. ი. (26 ოქტომბერი /8 ნოემბერი/ 1917 – 30 ოქტომბერი /12 ნოემბერი/ 1917)
მენჟინსკი ვ. რ. (30 ოქტომბერი /12 ნოემბერი/ 1917 – 21.03.1918)
გუკოვსკი ი. ე. (აპრილი – 16.8.1918)
კრესტინსკი ნ. ნ. (16.8.1918 – ოქტომბერი 1922)
სოკოლნიკოვი გ. ია. (23.11.1922 – 16.1.1923)
შეტყობინების გზათა:
ელიზაროვი მ. ტ. (8 /21/ ნოემბერი 1917 – 7 /20/ იანვარი 1918)
როგოვი ა. გ. (24.2.1918 – 9.5.1918)
კობოზევი პ. ა. (9.5.1918 – ივნისი 1918)
ნევსკი ვ. ი. (25.7.1918 – 15.3.1919)
კრასინი ლ. ბ. (30.3.1919 – 20.3.1920)
ტროცკი ლ. დ. (20.3.1920 – 10.12.1920)
ემშანოვი ა. ი. (20.121920 – 14.4.1921)
ძერჟინსკი ფ. ე. (14.4.1921 – 6.7.1923)
მიწათმოქმედების:
მილიუტინი ვ. პ. (26 ოქტომბერი /8 ნოემბერი/ 1917 – 4 /17/ ნოემბერი 1917)
კოლეგაევი ა. პ. (24 ნოემბერი /7 დეკემბერი/ 1917 – 18.3.1918)
სერედა ს. პ. (3.4.1918 – 10.02.1921)
ოსინსკი ნ. (სახკომის მოადგილე, 24.3.1921 – 18.1.1922)
იაკოვენკო ვ. გ. (18.1.1922 – 7.7.1923)
ვაჭრობისა და მრეწველობის:
ნოგინი ვ. პ. (26 ოქტომბერი /8 ნოემბერი/ 1917 – 4 /17/ ნოემბერი 1917)
შლიაპნიკოვი ა. გ. (19 ნოემბერი /2 დეკემბერი/ 1917 – იანვარი 1918)
სმირნოვი მ. გ. (25 იანვარი /7 თებერვალი/ 1918 – 18.3.1918)
ბრონსკი მ. გ. (18.3.1918 – 12.11.1918)
კრასინი ლ. ბ. (12.11.1918 – 6.7.1923)
სურსათის:
ტეოდოროვიჩი ი. ა. (26 ოქტომბერი /8 ნოემბერი/ 1917 – 18 /31/ დეკემბერი 1917)
შლიხტერი ა. გ. (18 /31/ დეკემბერი 1917 – 25.2.1918)
ციურუპა ა. დ. (25.2.1918 – 12.12.1921)
ბრიუხანოვი ნ. პ. (12.12.1921 – 6.7.1923)
რსფსრ სახელმწიფო კონტროლის:
ესსენი ე. ე. (19 ნოემბერი /2 დეკემბერი/ 1917 – მაისი 1918)
ლანდერი კ. ი. (9.5.1918 – 25.3.1919)
სტალინი ი. ბ. (30.3.1919 – 7.2.1920)
ჯანმრთელობის დაცვის:
სემაშკო ნ. ა. (11.7.1918 – 25.1.1930)
მუშურ-გლეხური ინსპექციის:
სტალინი ი. ბ. (24.2.1920 – 25.4.1922)
ციურუპა ა. დ. (25.4.1922 – 6.7.1923)
სახელმწიფო ქონებათა:
კარელინი ვ. ა. (9 /22/ დეკემბერი 1917 – 18.03.1918)
მალინოვსკი პ.პ. (18.3.1918 – 11.7.1918)
ადგილობრივი თვითმმართველობის:
ტრუტოვსკი ვ. ე. (19 დეკემბერი 1917 /1 იანვარი 1918/ – 18.3.1918)
სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭო (თავმჯდომარეები):
ოსინსკი ნ. (2 /15/ დეკემბერი 1917 – 22.3.1918)
რიკოვი ა. ი. (3.4.1918 – 28.5.1921)
მილიუტინი ვ. პ. (თანამდებობის დროებით შემსრულებელი) (23.3 – 28.5.1921)
ბოგდანოვი პ. ა. (28.5.1921 – 9.5.1923)
რიკოვი ა. ი. (9.5.1923 – 2.2.1924)
ძერჟინსკი ფ. ე. (2.2.1924 – 20.7.1926)
ლობოვი ს. ს. (1926 – 1930)
ქვესაუწყებო ორგანოები
საფინანსო სამეული (2 მაისი 1922 – 29 მაისი 1922)
საფინანსო კომიტეტი (1922 – 1923)
შეფასებები
სოციალური შემადგენლობა
მკვლევარი მ. ს. ვოსლენსკი თავის ფუნდამეტურ ნაშრომში „ნომენკლატურა“აღნიშნავს, რომ სახკომსაბჭოს პირველი შემადგენლობის „სოციალური წარმოშობა“ ნაკლებად შეეფერებოდა ბოლშევიკურ პარტიას, რომელმაც საკუთარი თავი „მუშათა კლასის ავანგარდად“ გამოაცხადა. სინამდვილეში სახკომსაბჭოს პირველი შემადგენლობა პრაქტიკულად მთლიანად ინტელიგენტური იყო, საკუთრივ მუშები კი მასში 16 ადამიანიდან სულ ორი მოითვლებოდა: ა. გ. შლიაპნიკოვი და ვ. პ. ნოგინი. გარდა ამისა, სახკომსაბჭოს პირველ შემადგენლობაში მოითვლებოდა ხუთი აზნაური: ვ. ი. ლენინი (ულიანოვი), ა. გ. ლუნაჩარსკი, ვ. ა. ანტონოვ-ოვსეენკო, ი. ა. ტეოდოროვიჩი და გ. ი. ოპოკოვ (ლომოვი). ტროცკის მამა, საბჭოთა კლასიფიკაციის მიხედვით, გახლდათ „კულაკი“, სტალინის მამა კი – ხელოსანი, ე. ი. საბჭოთა კლასიფიკაციით ორივე „წვრილბურჟუაზიულ ელემენტებს“ მიეკუთვნებოდა. საქმეების მსგავსმა მდგომარეობამ სამოქალაქო ომის ბოლოს შექმნა ნიადაგი ე. წ. „მუშათა ოპოზიციის“ შექმნისათვის, რომელიც მათ შორის გაღიზიანებას გამოხატავდა იმის გამოც, რომ მუშებს ფაქტიურად მათი სახელით მართავენ ინტელიგენტები. ოპოზიციონერები აყენებედნენ ბრალდებებს „პარტიული ზედაფენების გადაგვარებასა“ და „პარტიული მასებისგან მათ მოწყვეტაში“ (იხ. ასევე მიხაევშჩინა). რკპ(ბ) X ყრილობაზე „მუშათა ოპოზიციას“ ბრალი დასდეს იმაში, რომ:
„მუშათა ოპოზიცია“ დაკავებულია ინტელიგენტთა მჭამელობით იმ აზრით, რომ მთელ ბოროტებას იგი ხედავს ჩვენს ხელმძღვანელ ორგანოებში და იმაშიც, რომ ყველგან და ყველა ადგილას სხედან ინტელიგენტები.
ეროვნული შემადგენლობა
საბჭოთა რუსეთის სახკომსაბჭოს ეროვნული შემადგენლობა ამ დრომდე რჩება სპეკულაციების საგნად.
ვლასოველი ანდრეი დიკი თავის ნაშრომში „ებრაელები რუსეთსა და სსრკ-ში“ ამტკიცებს, რომ სახკომსაბჭოს შემადგენლობა ვითომდა იყო შემდეგი:
სახალხო კომისართა საბჭო (სახკომსაბჭო) 1918 წ.
ლენინი – თავმჯდომარე, ჩიჩერინი – საგარეო საქმეები, რუსები; ლუნაჩარსკი – განათლება, ებრაელი; ჯუღაშვილი – ეროვნებები, ქართველი; პროტიანი – მიწათმოქმედება, სომეხი; ლარინი (ლურიე) – ეკონომიკური საბჭო, ებრაელი; შლიხტერი – მომარაგება, ებრაელი; ტროცკი (ბრონშტეინი) – არმია და ფლოტი, ებრაელი; ლანდერი – სახელმწიფო კონტროლი, ებრაელი; კაუფმანი – სახელმწიფო ქონებანი, ებრაელი; ვ. შმიდტი – შრომა, ებრაელი; ლილინა (კნიგისენი) – სახალხო ჯანმრთელობა, ებრაელი; შპიცბერგი – კულტები, ებრაელი; ზინოვიევი (აპფელბაუმი) – შინაგანი საქმეები, ებრაელი; ანველტი – ჰიგიენა, ებრაელი; ისდორ გუკოვსკი – ფინანსები, ებრაელი; ვოლოდარსკი – ბეჭდური სიტყვა, ებრაელი; ურიცკი – არჩევნები, ებრაელი; ი. სტეინბერგი – იუსტიცია, ებრაელი; ფენგსტეინი – ლტოლვილები, ებრაელი.
ამრიგად, 20 სახკომიდან – ერთი რუსი, ერთი ქართველი, ერთი სომეხი და 17 ებრაელი.
იური ემელიანოვს თავის ნაშრომში „ტროცკი. მითები და პიროვნება“ მოყავს ამ სიის ანალიზი. უკანასკნელი გვიჩვენებს, რომ სახკომსაბჭოს „ებრაული“ უმრავლესობა მაქინაციების გზით არის მიღებული: მოხსენიებულია არა სახკომსაბჭოს პირველი შემადგენლობა, გამოქვეყნებული საბჭოების II ყრილობის დეკრეტში, არამედ სახკომსაბჭს ბევრჯერ შეცვლილი შემადგენლობებიდან მხოლოდ ის სახკომატებია წინ წამოწეული, რომელთა სათავეშიც ოდესმე იდგნენ ებრაელები. ასე, სამხედრო და საზღვაო საქმეებში სახკომის სახით მოხსენიებულია ლ. დ. ტროცკი, რომელიც ამ პოსტზე 1918 წლის 8 აპრილს იქნა დანიშნული, ხოლო სურსათის (აქ: „მომარაგების“) სახკომის სახით კი მითითებულია ა. გ. შლიხტერი, რომელსაც ნამდვილად ეკავა ეს პოსტი, მაგრამ მხოლოდ 1918 წლის 25 თებერვლიდან და არც ებრაელი ყოფილა (შლიხტერები – გერმანული წარმოშობის პოლონელი მემამულეები იყვნენ); იმ მომენტისათვის, როცა სამხედრო და საზღვაო საქმეების სახალხო კომისრად დადგა ტროცკი, სურსათის სახალხო კომისრად შლიხტერის ნაცვლად დადგა ა. დ. ციურუპა.
მაქინაციების სხვა მეთოდს წარმოადგენს მთელი რიგი არასდროს არ არსებული სახკომატების გამოგონება. ასე, ანდრეი დიკიმ სახკომატების სიაში მოიხსენია არასდროს არ არსებული სახკომატები კულტების, არჩევნების, ლტოლვილთა, ჰიგიენის საკითხებში. ვოლოდარსკი მოხსენიებულია როგორც ბეჭდვით სიტყვის სახკომი; სინამდვილეში იგი მართლაც იყო ბეჭდური სიტყვის, პროპაგანდისა და აგიტაციის კომისარი, მაგრამ არა სახალხო კომისარი, სახკომსაბჭს (ე. ი. ფაქტიური მთავრობის) წევრი, არამედ ჩრდილოეთის კომუნათა კავშირის (საბჭოების საოლქო გაერთიანების) კომისარი, ბეჭდური სიტყვის შესახებ ბოლშევიკური დეკრეტის აქტიური გამტარებელი.
და, პირიქით, სიაში არ არის, მაგალითად, რეალურად არსებული შეტყობინების გზათა სახკომატი და ფოსტებისა და ტელეგრაფების სახკომატი. საბოლოო ჯამში ანდრეი დიკისთან სახკომატების რაოდენობაც კი არ ემთხვევა: იგი იხსენიებს რიცხვს 20, თუმცა კი პირველ შემადგენლობაში მოითვლებოდა 14 ადამიანი, ხოლო 1918 წელს რაოდენობა 18-მდე იქნა გაზრდილი.
ზოგიერთი თანამდებობა შეცდომებითაა მოხსენიებული. ასე, პეტროგრადის საბჭოს თავმჯდომარე გ. ე. ზინოვიევი მოხსენიებულია როგორც შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი, თუმცა კი მას არასოდეს ეკავა ეს თანამდებობა. ფოსტებისა და ტელეგრაფების სახკომს პროშიანს (აქ – პროტიანი) მიწერილი აქვს „მიწათმოქმედების“ ხელმძღვანელობა.
რიგ პირებს თვითნებურად აქვთ მიწერილი ებრაელობა, მაგალითად, რუს აზნაურს ა. ვ. ლუნაჩარსკის, ესტონელ ია. ია. ანველტს, გარუსებულ გერმანელებს ვ. ვ. შმიდტს, კ. ი. ლანდერს, ა. გ. შლიხტერსა და სხვებს.
ზოგიერთი პირი საერთოდ გამოგონილია: შპიცბერგი (შესაძლოა, მხედველობაში ჰყავს იუსტიციის სახკომატის VIII სალიკვიდაციო განყოფილების გამომძიებელი ი. ა. შპიცბერგი, რომელმაც თავისი აგრესიული ათეისტური პოზიციით გაითქვა სახელი). ლილინა-კნიგისენი (შეიძლება, მხედველობაშია მსახიობი მ. პ. ლილინა, რომელიც მთავრობაში არასოდეს შედიოდა, ან კიდევ ზ. ი. ლილინა /ბერნშტეინი/, რომელიც ასევე არ შედიოდა სახკომსაბჭოში, მაგრამ მუშაობდა პეტროგრადის საბჭოს აღმასკომთან არსებული სახალხო განათლების განყოფილების გამგედ). კაუფმანი (შესაძლოა, მხედველობაშია კადეტი /კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტიის წევრი – ი. ხ./ ა. ა. კაუფმანი, რომელსაც ზოგიერთი წყაროს მიხედვით ბოლშევიკები რთავდნენ საქმეში როგორც ექსპერტს მიწის რეფორმის შესამუშავებლად, მაგრამ იგი სახკომსაბჭოში არასოდეს ყოფილა).
ასევე სიაში მოხსენიებულია ორი მემარცხენე ესერი, რომელთა არაბოლშევიზმიც არანაირად არ არის ნაჩვენები: იუსტიციის სახკომი ი. ზ. შტეინბერგი (მოხსენიებული როგორც ი. სტეინბერგი) და ფოსტებისა და ტელეგრაფების სახკომი პ. პ. პროშიანი, მოხსენიებული როგორც „პროტიანი–მიწათმოქმედება“. ორივე ეს პოლიტიკოსი ოქტომბრის შემდგომ ბოლშევიკურ პოლიტიკას უკიდურესად ნეგატიურად ეკიდებოდა. ი. ე. გუკოვსკი რევოლუციამდე მენშევიკ-„ლიკვიდატორებს“ მიეკუთვნებოდა და ფინანსთა სახკომის პოსტიც მხოლოდ ლენინის ზეწოლით დაიკავა.
ლიტერატურული კრიტიკოსი ვადიმ კოჟინოვი წერდა სახკომსაბჭოში არცთუ ბევრ ებრაელთა შორის მყოფი ლევ ტროცკის წევრობის გამო, ეწინააღმდეგებოდა რა ფილოსოფოს ვადიმ როგოვინს:
ზუსტად ასევე – შესაძლოა, არც თუ ა. რ. გოცის მიბაძვის გარეშე – წინასწარ ჭვრეტის უნარის მქონე ტროცკი დაჟინებით იმეორებდა, რომ „პირველ რევოლუციურ მთავრობაში არ უნდა იყოს არც ერთი ებრაელი, რამდენადაც წინააღმდეგ შემთხვევაში რეაქციული პროპაგანდა დაიწყებს ოქტომბრის რევოლუციის „ებრაულ რევოლუციად“ გამოსახვას...“ კომენტარს უკეთებს რა ტროცკის ამ „პოზიციას“, მისი ახლანდელი მხურვალე თაყვანისმცმელი ვ. ზ. როგოვინი ისწრაფვის, კერძოდ, დაარწმუნოს მკითხველები იმაში, რომ ლევ დავითის ძეს არ გააჩდა ვითომდა ძალაუფლების მოყვარულობა, ჰქონდა მყარი განზრახვა „გადატრიალების შედეგ მთავრობის გარეთ დარჩენილიყო და... სამთავრობო პოსტები მხოლოდ ცენტრალური კომიტეტის დაჟინებული მოთხოვნით დაიკავა“. მაგრამ ეს მსჯელობები სრულებით მიამიტ ადამიანებზეა გათვლილი, ვინაიდან ტროცკის ხომ არასოდეს უთქვამს უარი ცენტრალური კომიტეტისა და პოლიტბიუროს წევრობაზე, პოლიტბიუროს წევრი კი შეუდარებლად უფრო მაღლა იდგა ხელისუფლების იერარქიაში, ვიდრე ნებისმიერი სახალხო კომისარი! და ტროცკიც, სიტყვამ მოიტანა, ვერ მალავდა თავის უკიდურეს აღშფოთებას, როცა იგი 1926 წელს „პოლიტბიუროს წევრის მოვალეობებისგან გაანთავისუფლეს“...
– ვადიმ კოჟინოვი. „როგორი იყო ებრაელთა როლი
რევოლუციის შემდგომ რუსეთში?“
მსგავს თვალსაზრისს ემხრობოდა იგორ შაფარევიჩი.
2013 წელს, გამოდიოდა რა შნეერსონის კოლექციის გამო მოსკოვის ებრაულ მუზეუმსა და ტოლერანტობის ცენტრში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვ. ვ. პუტინმა აღნიშნა, რომ „გადაწყვეტილება ბიბლიოთეკის ნაციონალიზაციის შესახებ პირველი საბჭოთა მთავრობის მიერ იქნა მიღებული, და მის წევრებს კი დაახლოებით 80-85 % ებრაელები წარმოადგენდნენ“. ისტორიკოს ვლადიმერ რიჟკოვის აზრით, პუტინის უმეცრული გამონათქვამი სახკომსაბჭოს შემადგენლობაში ებრაელთა უპირატესი რიცხვის შესახებ გამოწვეულია იმით, რომ იგი „პერესტროიკის წლებში ბულვარულ პრესას კითხულობდა“. ასევე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გამონათქვამის კრიტიკით გამოვიდა მასობრივი ინფორმაციის ზოგიერთი საშუალებაც. ასე გაზეთ „ვედომოსტის“ რედაქციამ, საყვედურობდა რა სახელმწიფოს მეთაურს მარგინალურობისთვის, განათავსა შემდეგი სტატისტიკა:
„თუ უკუვაგდებთ ცრუმეცნიერთა მოსაზრებებს, რომელთაც შეუძლიათ ყოველ რევოლუციონერს აღმოუჩინონ ებრაული წარმოშობა, მაშინ მივიღებთ, რომ სახალხო კომისართა საბჭოს (სახკომსაბჭოს) პირველ შემადგენლობაში ებრაელები იყვნენ 8 %: მისი 16 წევრიდან ებრაელი იყო მხოლოდ ლევ ტროცკი. 1917 – 1922 წწ. რსფსრ მთავრობაში ებრაელები იყვნენ 12 % (ექვსი ადამიანი 50-დან). თუ არ ვილაპარაკებთ მარტო მთავრობის შესახებ, მაშინ რსდმპ(ბ) ცკ-ში 1917 წ. ოქტომბრის წინ ებრაელები იყვნენ 20 % (ექვსი 30-დან), ხოლო რკპ(ბ) ცკ პოლიტბიუროს პირველ შემადგენლობაში კი – 40 % (3 ადამიანი 7-დან)“.
– «Ведомости» от 17.06.2013
ლიტერატურა
Деятели СССР и революционного движения России. — М.: Советская энциклопедия, 1989. — С. 826—827.
მითითებები
Тексты в Викитеке
Декреты Советской власти. Том 1. 25 октября 1917 — 16 марта 1918
Правители России и Советского Союза, биографическо-хронологический справочник
Октябрьская революция: главное событие XX века или трагическая ошибка?
Декрет СНК о свободе совести, церковных и религиозных обществах
СОВНАРКОМ РСФСР-СССР: Руководители государственных органов РСФСР и СССР, 1917—1993 годы
II. სახალხო კომისართა საბჭო
სახალხო კომისართა საბჭო (სახკომსაბჭო) – მთავრობის სახელწოდება საბჭოთა რუსეთში, სსრკ-სა და სსრ კავშირის რესპუბლიკებში, რომელიც გამოიყენებოდა პერიოდში 1917 წლის 27 ოქტომბრიდან 1946 წლის ჩათვლით.
ისტორია
პირველად ისტორიაში სახალხო კომისართა საბჭო შეიქმნა საბჭოების II სრულიად რუსეთის ყრილობისა და სცაკ-ის (სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის – ი. ხ.) დეკრეტით 1917 წლის 27 ოქტომბერს როგორც კომისიების თავმჯდომარეთა კოლეგია, რომელთაც დავალებული ჰქონდათ „სახელმწიფო ცხოვრების ცალკეული დარგების განმგებლობა“. ანალოგიური სახკომსაბჭოები იქმნებოდა სხვა რესპუბლიკებშიც მათში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისას.
საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების დაყოფა არ შეესაბამება საბჭოთა რესპუბლიკის საქმიანობას. სახალხო ომისართა საბჭო – ეს არის ხელისუფლების როგორც ასეთის უშუალო ორგანო: საკანონმდებლოც, აღმასრულებელიცა და ადმინისტრაციულიც.
– იაკობ სვერდლოვი სცაკ-ში 1918 წლის 1 აპრილს
სსრკ-ის შექმნიდან ნახევარი წლის შემდეგ, 1923 წლის 6 ივლისს ჩამოყალიბებულ იქნა სსრკ სახალხო კომისართა საბჭო – სსრკ-ის მთავრობა. სსრ კავშირის ყველა მოკავშირე და ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედებდნენ რესპუბლიკური სახკომსაბჭოები.
1946 წელს ყველა დონის სახკომსაბჭოები გარდაქმნილ იქნენ იმავე დასახელების მინისტრთა საბჭოებად.
სახალხო კომისართა საბჭოები
სსრკ . . . . . . . . . . . . . . სსრკ სახალხო კომისართა საბჭო – სსრკ მთავრობა
აზერბაიჯანის სსრ . . . აზ. სსრ სახალხო კომისართა საბჭო
სომხეთის სსრ . . . სომხ. სსრ სახალხო კომისართა საბჭო
ბელორუსიის სსრ . . . ბსსრ სახალხო კომისართა საბჭო
საქართველოს სსრ . . . საქ. სსრ სახალხო კომისართა საბჭო
ამიერკავკასიის სფსრ . . . აკსფსრ სახალხო კომისართა საბჭო
ყაზახეთის სსრ . . . ყაზ. სსრ სახალხო კომისართა საბჭო
კარელია-ფინეთის სსრ . . . კფ. სსრ სახალხო კომისართა საბჭო
ყირგიზეთის სსრ . . . ყირ. სსრ სახალხო კომისართა საბჭო
ლატვიის სსრ . . . ლატ. სსრ სახალხო კომისართა საბჭო
ლიტვის სსრ . . . ლიტ. სსრ სახალხო კომისართა საბჭო
მოლდავეთის სსრ . . . მსსრ სახალხო კომისართა საბჭო
რუსეთის სფსრ . . . რსფსრ სახალხო კომისართა საბჭო
ტაჯიკეთის სსრ . . . ტაჯ. სსრ სახალხო კომისართა საბჭო
თურქმენეთის სსრ . . . თურ. სსრ სახალხო კომისართა საბჭო
უკრაინის სსრ . . . უსსრ სახალხო კომისართა საბჭო
უზბეკეთის სსრ . . . უზ. სსრ სახალხო კომისართა საბჭო
ესტონეთის სსრ . . . ესსრ სახალხო კომისართა საბჭო
იხ. ასევე
მცირე სახკომსაბჭო
III. სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი
სრულიად რუსეთის ცენტრალური აღასრულებელი კომიტეტი (აბრ., ოფიც. სცაკ; სრულიად რუსეთის ცაკ) – საბჭოების სრულიად რუსეთის ყრილობის შემდეგ სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი საკანომდებლო, განმკარგავი და მაკონტროლებელი ორგანო რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკაში 1917–1918 წლებში და რსფსრ-ში 1918-დან 1937 წლის ჩათვლით.
აირჩეოდა სარულიად რუსეთის საბჭოების ყრილობის მიერ და მოქმედებდა ყრილობებს შორის პერიოდებში, 1918 წლიდან ყრილობის გადაწყვეტილებათა რეალიზაციისათვის, აყალიბებდა რსფსრ სახალხო კომისართა საბჭოს (ანუ იგივე მინისტრთა საბჭოს – ი. ხ.).
სცაკ-ის პირველი თავმჯდომარის ია. მ. სვერდლოვის სიკვდილის შემდეგ, რომელსაც პარტიაში დიდი ავტორიტეტი გააჩნდა, თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურის შესახებ საკითხი 1919 წლის 25 მარტს რკპ(ბ) ცკ-ის პლენუმზე განიხილებოდა. შეთავაზებულ იქნა ფ. ე. ძერჟინსკის, მ. ი. კალინინის, ნ. ნ. კრესტინსკის, ა. გ. ბელობოროდოვის, ვ. ი. ნევსკისა და დასავლეთ ოლქისა და ფრონტის საოლქო აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენლის ივანოვის კანდიდატურები. კალინინის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 7-მა, წინააღმდეგი იყო 4, თავი შეიკავა 2-მა. ს. ს. ვოიტიკოვის აზრით ეს თანამდებობა იქცა სუფთად დეკორატიულ თანამდებობად, ხოლო თავად სცაკ-ი გადაიქცა ფორმალურ ორგანოდ, რომელსაც რეალური ძალაუფლება არ გააჩნდა.
სსრკ-ის წარმოქმნამდე სცაკ-ის შემადგენლობაში შედიოდნენ ასევე უკრაინის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკისა და ბელორუსიის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის წარმომადგენლები, რომლებიც საბჭოების რესპუბლიკურ ყრილობებზე აირჩეოდნენ. საბჭოების სრულიად რუსეთის IX ყრილობის მიერ არჩეული სცაკ-ი, უკრაინისა და ბელორუსიის წარმომადგენელთა გარდა შეიცავდა ასევე დელეგატებს ამიერკავკასიის რესპუბლიკებიდან. 1917 წლის ნოემბრიდან სცაკ-ის სესიებს შორის მის ფუნქციებს ახორცილებდა პრეზიდიუმი, სცაკ-ის ოპერატიული ორგანო. სულ შედგა სცაკ-ის 33 სესია 1-დან 15 დღემდე ხანგრძლივობით. სცაკ-ის აპარატი შედგებოდა პრეზიდიუმის, ბიუროსა და დაახლოებით 20 განყოფილებისგან.
სცაკ-ი გაუქმდა 1938 წელს რსფსრ უმაღლესი საბჭოს წარმოქმნასთან დაკავშირებით.
საერთო დახასიათება
სცაკ-ის განსაკუთრებულობებს ახასიათებს მისი უმნიშვნელოვანესი იდეოლოგი ვ. ი. ლენინი, აღნიშნავს რა, რომ იგი „იძლევა შესაძლებლობას ვაერთიანებდეთ პარლამენტარიზმის სარგებელს უშუალო და პირდაპირი დემოკრატიის სარგებელთან, ესე იგი ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლების სახით ვაერთიანებდეთ საკანონმდებლო ფუნქციასაც და კანონების აღსრულებასაც“.
რსფსრ-ის სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებისას არ არსებობდა მკაფიო დაყოფა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციაში. ამის მნიშვნელოვანი მიზეზი გახლდათ ისიც, რომ „საბჭოთა სახელმწიფოს თეორია, უარყოფდა რა ხელისუფლების განაწილების ბურჟუაზიულ პრინციპს, აღიარებდა რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკის ხელისუფლების ცალკეულ ორგანოებს შორის შრომის ტექნიკური განაწილების აუცილებლობას“.
უფლებამოსილებების დაყოფა მხოლოდ საბჭოების სრულიად რუსეთის VIII ყრილობის მიერ იქნა ფორმულირებული დადგენილებაში „საბჭოთა მშენებლობის შესახებ“. საკანონმდებლო აქტების გამოცემას, დოკუმენტის თანახმად, ახორციელებდნენ: საბჭოების სრულიად რუსეთის ყრილობა, სცაკ-ი, სცაკ-ის პრეზიდიუმი და სახალხო კომისართა საბჭო (სახკომსაბჭო). საბჭოების ყრილობის სხვა დადგენილებით შრომისა და თავდაცვის საბჭოს (შთს) აქტები აღიარებული იქნა სავალდებულო როგორც უწყებებისთვის, ასევე რეგიონული და ადგილობრივი ორგანოებისთვის.
საკანონმდებლო აქტების სიმრავლე და, ზოგჯერ კი, ფუნქციების დუბლირებაც გამოწვეული იყო სამოქალაქო ომისა და უცხოური ინტერვენციის პირობებით, რამდენადაც მოცემული სიტუაცია მოითხოვდა გადაწყვეტილებათა მიღებისა და საკანონმდებლო აქტების გამოცემის უფრო მაღალ ოპერატიულობას. ამასთან მთელი რიგი საკანონმდებლო ორგანოების არსებობას არ შეჰქონდა კოლიზიები რსფსრ-ის საკანონმდებლო ბაზაში რსფსრ 1918 წლის კონსტიტუციის მიერ სცაკ-ის პასუხისმგებლობის მკაფიოდ ფორმულირების წყალობით საბჭოების სრულიად რუსეთის ყრილობის წინაშე, ასევე სცაკ-ის პრეზიდიუმის პასუხისმგებლობისა სცაკ-ის წინაშე, სახკომსაბჭოს პასუხისმგებლობისა საბჭოების სრულიად რუსეთის ყრილობის, სცაკ-ისა და სცაკ-ის პრეზიდიუმის წინაშე.
1925 წლის მაისში სცაკ-მა შეიმუშავა რსფსრ-ის კონსტიტუცია (დამტკიცებულ იქნა საბჭოების სრულიად რუსეთის XII ყრილობის მიერ 1925 წლის მაისში), ჩამოაყალიბა რა საკონსტიტუციო კომისია დ. ი. კურსკის, ნ. ვ. კრილენკოს, ვ. ა. ავანესოვის, ა. ს. ენუქიძის, პ. ი. სტუჩკასა და სხვათა შემადგენლობით. კონსტიტუციამ საბოლოოდ დაამტკიცა რსფსრ-ის ხელისუფლების ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოებისა და მართვის სისტემა: საბჭოების სრულიად რუსეთის ყრილობების, სცაკ-ის, მისი პრეზიდიუმის, სახკომსაბჭოსი და სახალხო კომისარიატების.
1925-დან 1937 წლის ჩათვლით სცაკ-ს ჰქონდა შემდეგი სტრუქტურა:
განყოფილებები
სცაკ-ის პრეზიდიუმის სამდივნო
სცაკ-ის თავმჯდომარის მისაღები
სცაკ-თან და სცაკ-ის პრეზიდიუმთან არსებობდნენ რიგი საერთო-რესპუბლიკური ორგანოები (პრესაში – კომისიები, კომიტეტები, სამმართველოები). ზოგიერთი უშუალოდ ასრულებდა სცაკ-ის ფუნქციებს, სხვები კი ვიწრო სპეციფიკაზე იყვნენ ორიენტირებული: იმ ხალხების ეროვნული მშენებლობის ამოცანები, რომლებიც შედიოდნენ რსფსრ-ის შემადგენლობაში; კულტურული მშენებლობის ამოცანები, მშრომელთა ცხოვრების დონის ამაღლების; ზოგიერთი კონკრეტული სახალხო-სამეურნეო ამოცანების გადაწყვეტის (სტატისტიკური სამმართველოს მონაცემებით, 1922, # 69, გვ. 902).
1922 წელს შეიქმნა რსფსრ უმაღლესი სასამართლო, რომლის შემადგენლობასაც ამტკიცებდა სცაკ-ის პრეზიდიუმი. 1933 წელს რსფსრ პროკურატურის შექმნასთან ერთად, რსფსრ-ის პროკურორი ასევე სცაკ-დმი იყო დაქვემდებარებული, რსფსრ სახკომსაბჭოს, იუსტიციის სახალხო კომისრისა და სსრკ პროკურორის გარდა (согласно данным СЗ, 1934, № 1, ст. 2).
რსფსრ ახალი კონსტიტუციის თანახმად (1937) რსფსრ-ის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოდ შეიქნა რსფსრ უმაღლესი საბჭო.
შემადგენლობა
ვ. ი. ლენინი, ლ. ბ. კამენევი, გ. ე. ზინოვიევი და ა. ია. ვიშინსკი
სცაკ-ის წევრებს შორის, 1922 წლის 31 დეკემბერს
1917 წლის 27 ოქტომბერს (9 ნოემბერს) მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოების მეორე ყრილობაზე არჩეული სცაკ-ი შედგებოდა 101 ადამიანისაგან. მათ შორის იყვნენ 62 ბოლშევიკი, 29 მემარცხენე ესერი, 6 მენშევიკ-ინტერნაციონალისტი, 3 უკრაინელი სოციალისტი და 1 ესერ-მაქსიმალისტი.
1917 წლის ნოემბერში მოხდა სცაკ-ისა და გლეხთა დეპუტატების საბჭოების ყრილობის აღმასრულებელი კომიტეტის გაერთიანება. გაერთიანებულ სცაკ-ში შევიდა საგლეხო აღმასკომის 108 წევრი: 82 მემარცხენე ესერი, 16 ბოლშევიკი, 3 ესერ-მაქსიმალისტი, 1 მენშევიკ-ინტერნაციონალისტი, 1 ანარქისტი და 5 „სხვა“. ამის შედეგად მემარცხენე ესერები სცაკ-ში უფრო მეტნი აღმოჩნდნენ, ვიდრე ბოლშევიკები. მაგრამ, ჯერ კიდევ ივნისში მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სცაკ-ის შემადგენლობაში დამატებით იქნენ შეყვანილი არმიის 80, ფლოტის 20 და პროფკავშირების 50 წარმომადგენელი, და ამრიგად 25 ნოემბრისათვის ცაკ-ში ბოლშევიკებმა ისევ შეადგინეს უმრავლესობა.
1918 წლის იანვარში მუშების, ჯარისკაცების, გლეხებისა და კაზაკების საბჭოების სრულიად რუსეთის მესამე ყრილობამ აირჩია სცაკ-ი 326 ადამიანის შემადგენლობით, რომელთა შორისაც იყვნენ 169 ბოლშევიკი, 132 მემარცხენე ესერი, 5 ესერ-მაქსიმალისტი, 5 მემარჯვენე ესერი, 4 ანარქისტი, 4 მენშევიკ-ინტერნაციონალისტი, 3 მენშევიკი (თ. დანი და იუ. მარტოვი).
1918 წლის 14 ივნისს მემარჯვენე ესერები და მენშევიკები გარიცხულ იქნენ სცაკ-ის მორიგი შემადგენლობიდან როგორც კონტრრევოლუციონერები.
მუშების, ჯარისკაცების, გლეხებისა და კაზაკების დეპუტატთა საბჭოების სრულიად რუსეთის მეხუთე ყრილობის შედეგებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მემარცხენე ესერების სცაკ-დან გარიცხვის შესახებ.
სცაკ-ის შემდგომ შემადგენლობებში ზოგჯერ დაიშვებოდა სხვა პარტიების ერთეულ წარმომადგენელთა მონაწილეობაც, სანამ მრავალპარტიულობის ნარჩენები ქვეყანაში საბოლოოდ არ იყო ლიკვიდირებული.
საკანონმდებლო საქმიანობა
სცაკ-ი აწარმოებდა კანონპროექტების აქტიურ შემუშავებას და დიდი მოცულობით გამოსცემდა საკანონმდებლო აქტებს.
მაგალითისათვის, რსფსრ სცაკ-ის მიერ შემუშავებული და მიღებული იყო შემდეგი დოკუმენტები:
რსფსრ სცაკ-ის, სახკომსაბჭოს 1917 წლის 10 ნოემბრის დეკრეტი „წოდებებისა და სამოქალაქო ჩინების მოსპობის შესახებ“
1917 წლის 14 დეკემბრის დეკრეტი „ბანკების ნაციონალიზაციის შესახებ“
1917 წლის 18 დეკემბრის დეკრეტი „სამოქალაქო ქორწინების, შვილებისა და მდგომარეობის აქტების წიგნთა წარმოების შესახებ“ და 1917 წლის 19 დეკემბრის დეკრეტი „ქორწინების გაუქმების შესახებ“
1917 წლის 22 დეკემბრის დეკრეტი „ავადმყოფობის შემთხვევისათვის დაზღვევის შესახებ“
1917 წლის 29 დეკემბრის დეკრეტი „სახელმწიფო გამომცემლობის შესახებ“
1918 წლის 5 იანვრის დადგენილება „სახელმწიფო ხელისუფლების ფუნქციების მითვისების ყველა მცდელობის კონტრ-რევოლუციურ მოქმედებად ცნობის შესახებ“
1918 წლის 6 იანვრის დეკრეტი „დამფუძნებელი კრების დაშლის შესახებ“
1918 წლის 21 იანვრის დეკრეტი „სახელმწიფო სესხების განულების შესახებ“
1918 წლის 27 აპრილის დეკრეტი „მემკვიდრეობის გაუქმების შესახებ“
1918 წლის 7 მარტის # 2 დეკრეტი „სასამართლოს შესახებ“
1918 წლის 20 აგვისტოს დეკრეტი „ქალაქებში უძრავ ქონებაზე კერძო საკუთრების უფლებათა გაუქმების შესახებ“
1918 წლის 16 სექტემბრის კანონთა კოდექსი სამოქალაქო მდგომარეობის აქტების, საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო სამართლის შესახებ
1922 წლის 9 ნოემბრის კანონთა კოდექსი შრომის შესახებ
1922 წლის 22 მაისის რსფსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
1922 წლის 1 ივნისის რსფსრ სისხლის სამართლის კოდექსი, 1926 წლის 22 ნოემბრის რსფსრ სისხლის სამართლის კოდექსი
1924 წლის 16 ოქტომბრის რსფსრ გამოსასწორებელ-შრომითი კოდექსი და 1933 წლის 1 აგვისტოს რსფსრ გამოსასწორებელ-შრომითი კოდექსი
და სხვა.
სცაკ-ის თავმჯდომარეები
ჩხეიძე, ნიკოლოზ სიმონის ძე (24 ივნისი /7 ივლისი/ 1917 – 27 ოქტომბერი /9 ნოემბერი/ 1917) (როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციის მეთაური)
კამენევი, ლევ ბორისის ძე (27 ოქტომბერი /9 ნოემბერი/ 1917 – 8 /21/ ნოემბერი 1917) (სცაკ-ის როგორც ხელისუფლების ორგანოს პირველი მეთაური)
სვერდლოვი, იაკობ მიხეილის ძე (8 /21/ ნოემბერი 1917 – 16 მარტი 1919)
ვლადიმირსკი, მიხეილ თეოდორეს ძე (16 მარტი 1919 – 30 მარტი 1919) (სცაკ-ის თავმჯდომარის მოვალეობათა შემსრულებელი)
კალინინი, მიხეილ ივანეს ძე (30 მარტი 1919 – 15 ივლისი 1938)
სცაკ-ის მდივნები
ავანესოვი ვარლაამ ალექსანდრეს ძე (მარტიროსოვი სურენ კარპის ძე) (10.11.1917 – 1918) (1884–1930)
ენუქიძე აბელ სოფრონის ძე (1.1918 – 12.1922) (1877–1937)
სერებრიაკოვი ლეონიდ პეტრეს ძე (1919 – 1920) (1888–1937)
ზლუცკი პეტრე ანტონის ძე (1920 – 1922) (1887–1937)
ტომსკი (ეფრემოვი) მიხეილ პავლეს ძე (12.1921 – 12.1922) (1880–1936)
საპრონოვი ტიმოთე ვლადიმერის ძე (12.1922 – 1923) (1887–1937)
კისელიოვი ალექსი სიმონის ძე (1924–1937) (1879–1937)
სცაკ-ის პრეზიდიუმი
ჩამოყალიბებულ იქნა სცაკ-ის სხდომაზე 1917 წლის 2 ნოემბერს ხელისუფლების მუდმივად მოქმედი ოპერატიული ორგანოს სახით. სცაკ-ის მუშაობის სასესიო წესზე გადასვლის შემდეგ ფაქტიურად გადაიქცა უმაღლესი ხელისუფლების ორგანოდ სესიებს შორის პერიოდში. სცაკ-ის პრეზიდიუმის შესახებ დებულება კონსტიტუციურად იქნა განმტკიცებული 1919 წლის 9 დეკემბერს საბჭოების VII ყრილობის დეკრეტით „საბჭოთა მშენებლობის შესახებ“. მის თანახმად პრეზიდიუმი ხელმძღვანელობდა სცაკ-ის სხდომებს, ამზადებდა მათთვის მასალებს, თვალყურს ადევნებდა მისი დადგენილებების შესრულებას. 1920 წლის 29 დეკემბერს საბჭოების VIII ყრილობის დეკრეტით „საბჭოთა მშენებლობის შესახებ“ სცაკ-ის პრეზიდიუმს დამატებით მიეცა უფლება გაუქმებინა რსფსრ სახკომსაბჭოს დადგენილებები, გამოეცა დადგენილებები სცაკ-ის სახელით და გადაეწყვიტა ადმინისტრაციულ-სამეურნეო დაყოფის საკითხები.
რსფსრ-ის 1925 წლის კონსტიტუციის მიხედვით სცაკ-ის პრეზიდიუმი წარმოადგენდა რსფსრ ხელისუფლების უმაღლეს საკანონმდებლო, განმკარგავ და მაკონტროლებელ ორგანოს სცაკ-ის სესიებს შორის პერიოდში. აირჩეოდა მორიგი მოწვევის სცაკ-ი. მისი ლიკვიდაცია მოხდა 1938 წელს.
პარტიული შემადგენლობა
თავდაპირველად, მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოების სრულიად რუსეთის I ყრილობაზე, სცაკ-ის პრეზიდიუმის შემადგენლობაში შედიოდნენ რიგი პარტიების წარმომადგენლები. პეტროგრადში ოქტომბრის აჯანყების შემდეგ მემარჯვენე ესერებმა და მენშევიკებმა უარი განაცხადეს პრეზიდიუმის მუშაობაში მონაწილეობაზე, მათ ნაცვლად მის შემადგენლობაში შევიდნენ მემარცხენე ესერების, აგრეთვე ბოლშევიკთა წარმომადგენლები, რომლებმაც გახსნეს საბჭოების II ყრილობა. 1918 წლის 6–7 ივლისის მოვლენების შემდეგ მემარცხენე ესერების პარტია კანონგარეშედ იქნა გამოცხადებული, და მისი წარმომადგენლები კი – საბჭოებიდან გარიცხულნი.
პრეზიდიუმის აპარატი
თავდაპირველად სცაკ-ის პრეზიდიუმის აპარატი შედგებოდა განყოფილებებისგან, რომლებსაც თავიანთ უმრავლესობაში არ ჰქონდათ მკაფიო და კანონმდებლობით გაფორმებული დებულებები (მდგომარეობანი). პრეზიდიუმის აპარატის შემადგენლობაში 1917–1921 წლებში შედიოდა შემდეგი ქვედანაყოფები:
სამხედრო განყოფილება (1917–1918)
საფინანსო განყოფილება (1917–1938)
სამეურნეო-სასურსათო განყოფილება (1917–1938)
საავტომობილო განყოფილბა (1917–1922)
საგლეხო განყოფილება (1918–1922)
საკასაციო განყოფილება (1918–1922)
საკაზაკო გამყოფილება (1918–1921)
საბჭოთა პროპაგანდის განყოფილება (1918 წელი)
ეროვნებათა განყოფილება (1919–1937)
კავშირის განყოფილება (1919–1922)
საექიმო-სასანიტრო განყოფილება (1917 წელი)
საცნობარო მაგიდა (1917–1918)
კრემლისა და სცაკ-ის სახლების სამმართველო (1919–1921)
1921 წლის 13 ივნისს აპარატი რეორგანიზებულ იქნა სცაკ-ის პრეზიდიუმის დადგენილებით. მასში შედიოდნენ:
სცაკ-ის საქმეთა სამმართველო
– სცაკ-ის პრეზიდიუმისა და სცაკ-ის თავმჯდომარის სამდივნოები,
– საერთო განყოფილება
– საფინანსო-სააღრიცხვო განყოფილება
– სამეურნეო განყოფილება
– არქივი
საორგანიზაციო განყოფილება
– ადგილებთან კავშირის ქვეგანყოფილება
– საორგანიზაციო ქვეგანყოფილება
– სტატისტიკური ქვეგანყოფილება
– სარედაქციო ქვეგანყოფილება
კერძო განცხადებების განყოფილება
სატრანსპორტო განყოფილება
კრემლის კომენდატურა
კლუბი
ბიბლიოთეკა
ავტოსაბრძოლო რაზმი
შემდგომში აპარატის სტრუქტურა არაერთხელ იცვლებოდა. გაუქმების მომენტისათვის მას ჰქონდა შემდეგი სახე:
სცაკ-ის პრეზიდიუმის სამდივნო
სცაკ-ის თავმჯდომარის მისაღები
საფინანსო განყოფილება
სამეურნეო განყოფილება
საინსტრუქტორო-საინფორნაციო ჯგუფი
იხ. ასევე
Центральный исполнительный комитет СССР
მითითებანი
Всероссийский Центральный Исполнительный Комитет
Правовые акты принятые Всероссийским Центральным Исполнительным Комитетом
ВЦИК // Большая российская энциклопедия : [в 35 т.] / гл. ред. Ю. С. Осипов. — М. : Большая российская энциклопедия, 2004—2017.
IV. რევოლუციური კომიტეტები
რევოლუციური კომიტეტები (რევკომები) – დროებითი სახელისუფლებო ორგანოები, რომლებსაც ჰქმნიდნენ ბოლშევიკები და ანიჭებდნენ მათ განსაკუთრებულ უფლებამოსილებებს; მოქმედებდნენ რუსეთში სამოქალაქო ომის დროს. თავს უყრიდნენ მთელი სისრულით სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლებას. მათ ორგანიზაციასა და საქმიანობაში გამოყენებული იყო 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის პერიოდის სამხედრო-რევოლუციური კომიტეტების გამოცდილება.
უმსხვილესი ტერიტორიული რევოლუციური კომიტეტები იყო სრულიად უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ციმბირის, დაღესტნის რევკომები, ბელორუსიის სსრ, ბაშკირეთის ასსრ, საქართველოს რევკომები, ყირგიზეთის მხარის მართვის რევკომი. ასევე იქმნებოდა საგუბერნიო, სამაზრო, სავოლოსტო (სამხარეო) და სასოფლო რევკომები.
1920 წლის 2 იანვარს მუშათა და გლეხთა თავდაცვის საბჭომ დაადგინა გაეუქმებინა საგუბერნიო და სამაზრო რევოლუციური კომიტეტები. ისინი შეიძლებოდა ყოფილიყო შენარჩუნებული მხოლოდ გამონაკლისის წესით და იქ, სადაც ეს აუცილებლობით იყო ნაკარნახევი.
სომხეთსა და საქართველოში, სადაც საბჭოთა ხელისუფლებამ საბოლოოდ მხოლოდ 1920 წლის ბოლოში – 1921-ის დასაწყისში გაიმარჯვა, რევკომები 1921 წელსაც იქმნებოდა. ციმბირის რევოლუციური კომიტეტი ფუნქციონირებდა 1925 წლის დეკემბრის ჩათვლით. ჩეჩნეთის ზოგიერთ რაიონში რევკომებს უფრო გვიანაც აარსებდნენ, კერძოდ 1926 წელს.
. . . . რევკომი . . . . . . . . . . . . მოქმედების . . . . . . . . . . . მოქმედების . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . დასაწყისი . . . . . . . . . . . . დასასრული . . . .
სრულიად უკრაინის . . . . დეკემბერი 1919 . . . . . . . თებერვალი 1920
ბელორუსიის სსრ . . . . . . . ნოემბერი 1918 . . . . . . . . დეკემბერი 1920
აზერბაიჯანის . . . . . . . . . . . აპრილი 1920 . . . . . . . . . . . .მაისი 1921
სომხეთის . . . . . . . . . . . . . . ნოემბერი 1920 . . . . . . . . . . . მაისი 1921
ბაშკირეთის . . . . . . . . . . . . . . მარტი 1919 . . . . . . . . . . . ივლისი 1920
ყირგიზეთის მხარის
მართვისა . . . . . . . . . . . . . . . ივლისი 1919 . . . . . . . . . ოქტომბერი 1920
ციმბირის . . . . . . . . . . . . . . . აგვისტო 1919 . . . . . . . . .დეკემბერი 1925
საქართველოსი . . . . . . . . თებერვალი 1921 . . . . . . . . . .მარტი 1922
დაღესტნის . . . . . . . . . . . . . .აპრილი 1920 . . . . . . . . . დეკემბერი 1921
ლიტერატურა
Большая Советская Энциклопедия, статья Революционные комитеты (чрезвычайные органы сов. власти)
V. რევოლუციური სამხედრო საბჭო
რესპუბლიკის რევოლუციური სამხედრო საბჭო (რესპრევსამხსაბჭო, РВСР, Р. В. С. Р.), რევსამხსაბჭო (РВС) – რსფსრ-ის შეიარაღებული ძალების მართვისა და პოლიტიკური ხელმძღვანელობის უმაღლესი კოლეგიალური ორგანო (1918–1923) და ასევე სსრკ შეიარაღებული ძალებისა (1924–1934).
შეიქმნა სცაკ-ის (სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის – ი. ხ.) 1918 წლის 2 სექტემბრის დადგენილების საფუძველზე, საბჭოთა რესპუბლიკის „სამხედრო ბანაკად“ გადაქცევის შესახებ, მოქმედებს სცაკ-ის 1918 წლის 30 სექტემბრის დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად. 1918 წლის 14 ოქტომბერს რესპრევსამხსაბჭომ გამოსცა ბრძანება # 94, რომლის 11-ე პუნქტი აცხადებდა: „ჩამოყალიბდეს სამხედრო-რევოლუციური ტრიბუნალი რესპუბლიკის რევოლუციურ სამხდრო საბჭოსთან ამხ. დანიშევსკის თავმჯდომარებითა და ამხ. მეხონოშინისა და არალოვის წევრობით.
რესპუბლიკის რევოლუციური სამხედრო საბჭო
რესპუბლიკის რევოლუციური სამხედრო საბჭო (РВСР), 1923 წლის 28 აგვისტოდან – სსრკ-ის რევსამხსაბჭო, იყო სამხედრო ხელისუფლების უმაღლესი კოლეგიალური ოქგანო ქვეყანაში 1918 წლის 6 სექტემბრიდან 1934 წლის 20 ივნისის ჩათვლით.
რესპუბლიკის რევსამხსაბჭოს ემბლემა
რესპრევსამხსაბჭოს წევრები ისახებოდნენ რკპ(ბ) ცკ-ის მიერ და მტკიცდებოდნენ სახკომსაბჭოს (სახალხო კომისართა საბჭოს – ი. ხ.) მიერ. რესპრევსამხსაბჭოს წევრების რაოდენობა მუდმივი არ იყო და მოიცავდა, თავმჯდომარის, მისი მოადგილეებისა და მთავარსარდლის გარდა, 2-დან 13 ადამიანამდე. სულ რესპრევსამხსაბჭოს არსებობის მთელი დროის მანძილზე მის წევრებად იყო 53 ადამიანი.
რესპრევსამხსაბჭოს თავმჯდომარედ იყო სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარი (სახკომი) (დღვანდელი გაგებით მინისტრი – ი. ხ.). მის ფუნქციებში შედიოდა რკპ(ბ)-ის პოლიტიკის სწორად გატარების კონტროლი სამხედრო მშენებლობაში.
თავმჯდომარის ერთი მოადგილე (თანამდებობა დაარსდა 1918 წლის ოქტომბერში) რესპრევსამხსაბჭოს საქმეთა სამმართველოსა და სრულიად რუსეთის მთავარი შტაბის მეშვეობით ხელმძღვანელობდა ცენტრალურ და ადგილობრივ სამხედრო აპარატებს, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას მთავარი სარდლობის მუშაობასთან, გახლდათ მომხსენებელი სამხედრო საკითხებში პარტიულ და სამთავრობო ორგანოებში, მეორე მოადგილის გამგებლობაში (თანამდებობა შემოღებულია 1924 წ.) იმყოფებოდა ჯარების საბრძოლო მომზადების საკითხები.
წითელი არმიის ხელმძღვანელობასა და მართვას რესპრევსამხსაბჭო ახორციელებდა მისდამი დაქვემდებარებული შტაბებისა და სამმართველოების მეშვეობით.
რესპრევსამხსაბჭოს საქმეთა სამმართველო
რესპუბლიკის რევსამხსაბჭოს საველე შტაბი (1921 წლის 10 თებერვლამდე)
სრულიად რუსეთის მთავარი შტაბი (1921 წლის 10 თებერვლამდე)
მგწა-ის (მუშურ-გლეხური წითელი არმიის – ი. ხ.) შტაბი (1921 წლის 10 თებერვლიდან)
სრულიად რუსეთის სამხედრო კომისრების ბიურო (მოგვიანებით რესპრევსამხსაბჭოს პოლიტგანყოფილება და პოლიტიკური სამმართველო)
უმაღლესი სამხედრო ინსპექცია
მომარაგების ცენტრალური სამმართველო
საზღვაო განყოფილება
სამხედრო-რევოლუციური ტრიბუნალი
სამხედრო-საკანონმდებლო საბჭო
და სხვა
ცაკ-ისა და სსრკ სახკომსაბჭოს 1934 წლის 20 ივნისის დადგენილებით სსრკ-ის რევსამხსაბჭო გაუქმებულ იქნა.
რესპრევსამხსაბჭოსა და სსრკ-ის რევსამხსაბჭოს შემადგენლობა
თავმჯდომარეები
1. ტროცკი, ლევ დავითის ძე (6 სექტემბერი 1918 – 26 იანვარი 1925)
2. ფრუნზე, მიხეილ ვასილის ძე (26 იანვარი 1925 – 31 ოქტომბერი 1925)
3. ვოროშილოვი, კლიმენტს ეფრემის ძე (6 ნოემბერი 1925 – 20 ივნისი 1934)
ლევ ტროცკი – რესპრევსამხსაბჭოს
პირველი თავმჯდომარე, 1919 წელი
თავმჯდომარის მოადგილეები
1. სკლიანსკი, ეფრაიმ მარკოზის ძე (22 ოქტომბერი 1918 – 11 მარტი 1924)
2. ფრუნზე, მიხეილ ვასილის ძე (11 მარტი 1924 – 26 იანვარი 1925)
3. უნშლიხტი, იოსებ სტანისლავის ძე (6 თებერვალი 1925 – 2 ივნისი 1930)
4. ლაშევიჩი, მიხეილ მიხეილის ძე (6 ნოემბერი 1925 – 20 მაისი 1927)
5. კამენევი, სერგი სერგის ძე (20 ივნისი 1927 – 20 ივნისი 1934)
6. გამარნიკი, იან ბორისის ძე (2 ივნისი 1930 – 20 ივნისი 1934)
7. უბორევიჩი, იორენიმე პეტრეს ძე (2 ივნისი 1930 – 11 ივნისი 1931)
8. ტუხაჩევსკი, მიხეილ ნიკოლოზის ძე (11 ივნისი 1931 – 20 ივნისი 1934)
რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლები
1. ვაცეტისი, იოაკიმ იოაკიმის ძე (6 სექტემბერი 1918 – 8 ივლისი 1919)
2. კამენევი, სერგი სერგის ძე (8 ივლისი 1919 – 28 აპრილი 1924)
სსრკ რევსამხსაბჭოს წევრები და სსრკ-ის სხვა მთავარი სამხედრო მოღვაწეები.
პირველი რიგი (მარცხნიდან მარჯვნივ): ი. ე. იაკირი, ა. ი. ეგოროვი, ს. ს. კამენევი, კ. ე. ვოროშილოვი, ს. მ. ბუდიონი, მ. კ. ლევანდოვსკი. მეორე რიგი (დგანან): კ. ა. ავკსენტიევსკი, ბ. მ. შაპოშნიკოვი, ი. პ. ბელოვი, ი. პ. უბორევიჩი. 1927 წლის დეკემბერი.
წევრები
1. კობაზევი, პეტრე ალექსის ძე (6 სექტემბერი 1918 – 27 აპრილი 1919)
2. მეხონოშინი, კონსტანტინე ალექსანდრეს ძე (6 სექტემბერი 1918 – 8 იავლისი 1919)
3. რასკოლნიკოვი, თეოდორ თეოდორეს ძე (6 სექტემბერი 1918 – 27 დეკემბერი 1918)
4. დანიშევსკი, კარლ იულიუსი ქრისტიანის ძე (6 სექტემბერი 1918 – 27 აპრილი 1919)
5. სმირნოვი, ივანე ნიკიტას ძე (6 სექტემბერი 1918 – 8 ივლისი 1919)
6. როზენჰოლცი, არკადი პავლეს ძე (30 სექტემბერი 1918 – 8 ივლისი 1919, 28 აგვისტო 1923 – 10 დეკემბერი 1924)
7. არალოვი, სიმონ ივანეს ძე (30 სექტემბერი 1918 – 8 ივლისი 1919)
8. იურნევი, კონსტანტინე კონსტანტინეს ძე (30 სექტემბერი 1918 – 8 ივლისი 1919)
9. პოდვოისკი, ნიკოლოზ ილიას ძე (30 სექტემბერი 1918 – 8 ივლისი 1919)
10. ალტფატერი, ვასილი მიხეილის ძე (15 ოქტომბერი 1918 – 24 აპრილი 1919)
11. ნევსკი, ვლადიმერ ივანეს ძე (30 სექტემბერი 1918 – 10 მაისი 1919)
12. ანტონოვ-ოვსეენკო, ვლადიერ ალექსანდრეს ძე (30 სექტემბერი 1918 – 10 მაისი 1919, 4 აგვისტო 1922 – 5 თებერვალი 1924)
13. სმილგა, ივანე ტენისის ძე (8 მაისი 1919 – 24 მარტი 1923)
14. რიკოვი, ალექსი ივანეს ძე (8 ივლისი 1919 – სექტემბერი 1919)
15. ოკულოვი, ალექსი ივანეს ძე (3 იანვარი 1919 – 8 ივლისი 1919)
16. ლებედევი, პავლე პავლეს ძე (20 მარტი 1923 – 2 თებერვალი 1924)
17. კურსკი, დიმიტრი ივანეს ძე (2 დეკემბერი 1919 – 5 იანვარი 1921)
18. სტალინი, იოსებ ბესარიონის ძე (8 ოქტომბერი 1918 – 8 ივლისი 1919, 18 მაისი 1920 – 1 აპრილი 1922)
19. გუსევი, სერგი ივანეს ძე (21 ივნისი 1919 – 4 დეკემბერი, 1919, 18 მაისი 1921 – 28 აგვისტო 1923)
20. დანილოვი სტეფანე სტეფანეს ძე (28 აგვისტო 1923 – 2 თებერვალი 1924)
21. ბრიუხანოვი, ნიკოლოზ პავლეს ძე (7 თებერვალი 1923 – 28 აგვისტო 1923)
22. ფრუნზე, მიხეილ ვასილის ძე (24 მარტი 1923 – 11 მარტი 1924)
23. ბუდიონი, სიმონ მიხეილის ძე (28 აგვისტო 1923 – 20 ივნისი 1934)
24. ბოგუცკი, ვაცლავ ანტონის ძე (28 აგვისტო 1923 – 2 თებერვალი 1924)
25. ელიავა, შალვა ზურაბის ძე (28 აგვისტო 1923 – 21 ნოემბერი 1925)
26. მიასნიკოვი, ალექსანდრე თეოდორეს ძე (28 აგვისტო 1923 – 23 მარტი 1925)
27. ხიდირ-ალიევი, ინაგაჯანი (28 აგვისტო 1923 – 21 ნოემბერი 1925)
28. ვეზიროვი, ჰაიდარ სადიკ ოღლი (28 აგვისტო 1923 – 2 თებერვალი 1924)
29. უნშლიხტი, იოსებ სტანისლავის ძე (28 აგვისტო 1923 – 6 ნოემბერი 1925)
30. ორჯონიკიძე, გრიგოლ კონსტანტინეს ძე (2 თებერვალი 1924 – 26 თებერვალი 1927)
31. კამენევი, სერგი სერგის ძე (28 აპრილი 1924 – 20 მაისი 1927)
32. ვოროშილოვი, კლიმენტ ეფრემის ძე (2 თებერვალი 1924 – 6 ნოემბერი 1925)
33. ბუბნოვი, ანდრეი სერგის ძე (2 თებერვალი 1924 – 1 ოქტომბერი 1929)
34. ლაშევიჩი, მიხეილ მიხეილის ძე (2 თებერვალი 1924 – 6 ნოემბერი 1925)
35. კარაევი, ალი-ჰაიდარი (2 თებერვალი 1924 – 21 ნიემბერი 1925)
36. ეგოროვი, ალექსანდრე ილიას ძე (10 მაისი 1924 – 20 ივნისი 1934)
37. ზატონსკი, ვლადიმერ პეტრეს ძე (10 მაისი 1924 – 21 ნოემბერი 1925)
38. ასატკინი, ალექსანდრე ნიკოლოზის ძე (10 მაისი 1924 – 3 დეკემბერი 1924)
39. ზოფი, ვიაჩესლავ ივანეს ძე (2 დეკემბერი 1924 – 20 აგვისტო 1926)
40. ერემეევი, კონსტანტინე სტეფანეს ძე (2 დეკემბერი 1924 – 21 ნოემბერი 1925)
41. ადამოვიჩი, იოსებ ალექსანდრეს ძე (3 დეკემბერი 1924 – 21 ნოემბერი 1925)
42. ტუხაჩევსკი, მიხეილ ნიკოლოზის ძე (7 თებერვალი 1925 – 11 ივნისი 1931)
43. ბარანოვი, პეტრე იონას ძე (21 მარტი 1925 – 28 ივნისი 1931)
44. ლუკაშინი, სერგი ლუკას ძე (26 მაისი 1925 – 21 ნოემბერი 1925)
45. მუკლევიჩი, რომუალდ ადამის ძე (20 აგვისტო 1926 – 31 დეკემბერი 1933)
46. პოსტნიკოვი, ალექსანდრე მიხეილის ძე (3 მაისი 1927 – 1 აგვისტო 1930)
47. გამარნიკი, იან ბორისის ძე (11 ოტომბერი 1929 – 2 ივნისი 1930)
48. იაკირი, იონა ემანუელის ძე (3 ივნისი 1930 – 20 ივლისი 1934)
49. უბორევიჩი, იერონიმე პეტრეს ძე (11 ივნისი 1931 – 20 ივნისი 1934)
50. ორლოვი, ვლადიმერ მიტროფანეს ძე (20 ივნისი 1931 – 20 ივნისი 1934)
51. ალკსნის-ასტროვი, იაკობ ივანეს ძე (20 ივნისი 1931 – 20 ივნისი 1934)
52. ეიდემანი, რობერტ პეტრეს ძე (26 თებერვალი 1932 – 20 ივნისი 1934)
53. ხალეპსკი, ინოკენტი ანდრიას ძე (26 თებერვალი 1932 – 20 ივნისი 1934)
რევსამხსაბჭოსთან
რევსამხსაბჭოსთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დავალებებისთვის შედგებოდნენ სამხსპეცები (სამხედრო სპეციალისტები – ი. ხ.):
ა. ა. ბრუსილოვი, 1924 წლიდან.
წითელი არმიისა და ფლოტის გაერთიანებათა რევსამხსაბჭოები
რევსამხსაბჭოები (რევოლუციური სამხედრო საბჭოები) – წითელი არმიისა და ფლოტის გაერთიანებების (ფრონტები, არმიები, ფლოტები, ფლოტილიები, აგრეთვე ზოგიერთი ჯართა ჯგუფები ) სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის უმაღლესი კოლეგიალური ორგანოები, 1918–1921 წლებში (შორეულ აღმოსავლეთში – 1922 წლის ნოემბრამდე, ციმბირში – 1923 წლის იანვრამდე, დასავლეთის ფრონტზე – 1924 წლის აპრილამდე, თურქესტანის ფრონტზე – 1926 წლის ივნისამდე).
რევსამხსაბჭოების წინამორბედნი იყვნენ ფარდის (Завеса) სამხედრო საბჭოები.
1918 წლის ზაფხულში, მსხვილმასშტაბიანი სამოქალაქო ომის დაწყების პირობებში დაიწყო ფრონტებისა და არმიების წარმოქმნა. ამავდროულად შეიქმნა ჯარების მართვის ახალი ორგანოც – რევსამხსაბჭო. პირველი რევსამხსაბჭო შეიქმნა 1918 წლის 13 ივნისს მგწა-ის აღმოსავლეთ ფრონტზე მთავარსარდლისა და 2 პოლიტიკური კომისრის შემადგენლობით.
1918 წლის ივნის – აგვისტოში შეიქმნა აღმოსავლეთ ფრონტის ხუთი არმიის რევსამხსაბჭოები. 1 სექტემბერს ამ არმიების რევსამხსაბჭოების შემადგენლობა დაამტკიცა სამხედრო საქმეთა სახალხო კომისარმა (наркомвоен) ლ. დ. ტროცკიმ. შემდგომ თვეებში რევსამხსაბჭოები არსებობდა ყველა ფრონტზე, ფლოტებში, ფლოტილიებში, არმიებში მათი წარმოქმნის და მიხედვით.
რევსამხსაბჭოების საქმიანობის რეგლამენტირება ხდებოდა დებულებით ფრონტის არმიების სარდლის შესახებ და ფრონტის შემადგენლობაში შემავალი არმიის სარდლის შესახებ (დამტკიცებულია რსფსრ სახკომსაბჭოს მიერ 1918 წლის 5 დეკემბერს), და დებულებით ომიანობის დროს ჯარების საველე მართვის შესახებ (დამტკიცებულია რესპრევსამხსაბჭოს მიერ 1918 წლის 26 დეკემბერს).
რევსამხსაბჭოების შემადგენლობა მუდმივი არ ყოფილა. ფრონტის რევსამხსაბჭო ჩვეულებრივ შედგებოდა სარდლისა და 2–4 ადამიანისგან (ზოგჯერ 7-გან), არმიების რევსამხსაბჭოები – სარდლისა და 2–3 ადამიანისგან. სარდალი დამოუკიდებლად წყვეტდა ოპერატიულ და საკადრო საკითხებს, მაგრამ მისი დირექტივები და ბრძანებები ხელმოწერილი უნდა ყოფილიყო რევსამხსაბჭოს ერთ-ერთი წევრის მიერ. ჯარების საბრძოლო მოქმედებათა ზოგადი (საერთო) მართვის გარდა, რევსამხსაბჭო ხელმძღვანელობდა პოლიტგანყოფილების, რევსამხტრიბუნალის, სამხედრო კონტროლის (კონტრდაზვერვის), მომარაგების ორგანოების, სანიტარული სამსახურისა და ფრონტისპირა ზოლში სამოქალაქო მმართველობის მუშაობას. ფრონტის რევსამხსაბჭო ამტკიცებდა არმიის შტაბის უფროსს. რევსამხსაბჭოს აუცილებლობის დროს შეეძლო ჩარეულიყო სარდლის განკარგულებებში და უფლება ჰქონდა ჩამოეცილებინა იგი თანამდებობიდან. ფრონტების რევსამხსაბჭოების წევრები, როგორც წესი, ინიშნებოდნენ რკპ(ბ) ცკ-ის წევრთა რიცხვიდან და მათ ამტკიცებდა რესპრევსამხსაბჭო. რევსამხსაბჭოებს ჰქონდათ საბჭოთა ხელისუფლების ორგანოების უფლებამოსილებანი. მოწინააღმდეგისგან განთავისუფლებულ ტერიტორიებზე რევსამხსაბჭო ქმნიდა რევოლუციურ კომიტეტებს (რევკომებს).
რევსამხსაბჭო ლიტერატურაში
«Р. В. С.» – ასე ეწოდებოდა საბჭოთა მწერლის არკადი გაიდარის პირველ ნაწარმოებს ბავშვებისათვის.
წყაროები
Алфавитно-предметный указатель действующих руководящих несекретных приказов НКВоен, РВСР, РВС СССР и циркуляров Наркомвоенмор по состоянию на 1 июля 1926 г. — Л.: Изд. Управделами НКВМ и РВС СССР, 1926.
Рымшан М. Б. Революционный военный совет СССР за 10 лет. — М.; Л., 1928. — 87 с.
Советская историческая энциклопедия. — М., 1968. — Т. 11. — Стб. 912—913.
იხილეთ ასევე
Гражданская война в России
Гайдар, Аркадий Петрович
Революционный военный совет (Гренада)
მითითებანი
«Р. В. С.», Аркадий Гайдар
Реввоенсовет Республики в БСЭ
Фонды секретариатов РВС в Российском государственном военном архиве
РВС Республики: Сб. / под ред. А. Ненарокова. — М.: Политиздат, 1991. — 464 с. — 150 000 экз.. — ISBN 5-250-00803-8.
VI. კავბიურო
„კავბიურო“ (რკპ/ბ/ ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურო) – ორგანო, რომელიც წარმოადგენდა რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკებისა) ცენტრალურ კომიტეტს კავკასიის რეგიონში. ბიურო ჩამოყალიბებულ იქნა 1920 წლის 8 აპრილს როგორც უმაღლესი ბოლშევიკური წარმომადგენლობა რეგიონში. კავბიუროს თავმჯდომარედ დაინიშნა გრიგოლ ორჯონიკიძე, მის მოადგილედ კი სერგეი კიროვი.
კავბიურო ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ლიკვიდაციის ოპერაციას 1920 წლის აპრილში.
შემდგომში ბიურო შედგებოდა ორი „სამეულისაგან“, ბაქოსა და არმავირში, რომლებიც მართავდნენ პარტიულ ორგანიზაციებს, შესაბამისად, ამიერკავკასიასა და ჩრდილოეთ კავკასიაში. კავბიურო გაუქმებულ იქნა ამიერკავკასიის კომუნისტური ორგანიზაციების პირველი ყრილობის გადაწყვეტილებით 1922 წლის თებერვალში.
(შემდეგ მოდის შენიშვნა, რომ ეს წერილის დაწერის საწყისი მცდელობაა ამ თემაზე, და მოწოდებაც რომ მცოდნე და მსურველმა ადამიანებმა განავრცონ ეს წერილი)
კავბიურიოს შემადგენლობაში სხვადასხვა დროს შედიოდნენ: ე. დ. სტასოვა (წევრი), სხვები.
ლიტერატურა
Тадеуш Свентоховский, Brian C. Collins. Historical dictionary of Azerbaijan. — USA: Scarecrow Press, 1999. — С. 73. — 145 с. — ISBN 0810835509.
(როგორც ვხედავთ, ზემოთ არის შენიშვნა, რომ ეს მცირე წერილი პირველი მცდელობაა „კავბიუროს“ შესახებ ინფორმაციის დადებისა „ვიკიპედიაში“, და იქვე მოუწოდებდნენ მსურველებს, ვისაც შეეძლებოდათ, განევრცოთ ეს წერილი. მართლაც, ამ ბოლო დღეებში შევედი ისევ ზემოთ მოყვანილ მასალებში, რათა ამომეღო შესაბამისი ფოტოილუსტრაციები, და აღმოვაჩინე, რომ კავბიუროს შესახებ ახლა უფრო ვრცელი წერილია განთავსებული. აი ეს წერილიც):
კავბიურო
რკპ(ბ) ცკ-ის კავკასიის ბიურო (რკპ/ბ/ ცკ-ის კავბიურო) – ორგანო, რომელიც წარმოადგენდა რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლევიკებისა) ცენტრალურ კომიტეტს კავკასიის რეგიონში.
1920 წლის ივლისამდე კავბიურო იმყოფებოდა პიატიგორსკში, ოქტომბრის ბოლომდე – არმავირში, 1920 წლის ნოემბრის დასაწყისიდან 1921-ის მარტის ჩათვლით – დონის-როსტოვში, შემდეგ კი ტფილისში.
ისტორია
კავბიურო შეიქმნა რკპ(ბ) ცკ-ის პლენუმის 1920 წლის 8 აპრილის დადგენილებით.
მან შეცვალა რკპ(ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტი, თუმცა კი კავბიუროს წარმოქმნა სულაც არ ნიშნავდა კავკასიის სამხარეო კომიტეტის გაუქმებას. კავკასიის სამხარეო კომიტეტის კავკასიის ბიუროთი შეცვლა უფრო მოგვიანებით მოხდა. საბუთები მოწმობენ, რომ 1920 წლის 8 აპრილის შემდეგაც განაგრძობდა კავკასიის სამხარეო კომიტეტი თავის საქმიანობას, კავკასიის პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელობაში, კავბიუროს პარალელურად. კავკასიის სამხარეო კომიტეტმა, რკპ(ბ) ცკ-ის გადაწყვეტილებით, თავისი საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა 20 მაისს, ხოლო 25 მაისს კი კავკასიის სამხარეო კომიტეტის გადაწყვეტილება რკპ(ბ) ცკ პოლიტბიუროს მიერ იქნა დამტკიცებული.
კავკასიის სამხარეო კომიტეტისგან განსხვავებით, რომელიც ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციების რეგიონული ხელმძღვანელი ორგანო გახლდათ, კავბიურო საერთორუსეთული პარტიული ცენტრის სრულუფლებიან საოლქო ორგანოს წარმოადგენდა. მის საქმიანობას რკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტი და პირადად ლენინი ხელმძღვანელობდნენ.
კავბიუროს თავმჯდომარედ დაინიშნა გრიგოლ ორჯონიკიძე, მის მოადგილედ კი – სერგეი კიროვი.
1920 წლის ივნისში კავკასიის ბიუროს შემადგენლობაში შეიქმნა ორი სამეული: ბაქოსი სერგო ორჯონიკიძის მეთაურობით და არმავირისა (ოქტომბრიდან კი – როსტოვის) ა. ს. ბელობოროდოვის მეთაურობით. სამეულთა განმგებლობაში იმყოფებოდნენ დონისა და ჩრდილოეთ კავკასიის პარტიული ორგანიზაციები.
ოქტომბერში რკპ(ბ) ცკ-ის პოლიტბიურომ ვ. ი. ლენინის თავმჯდომარეობით განიხილა საკითხი „რკპ(ბ) ამოცანების შესახებ აღმოსავლელი ხალხებით დასახლებულ ადგილებში“. მიღებულ იქნა დადგენილება, რომლის პროექტიც ვ. ი. ლენინის მიერ იწყო დაწერილი: „ცნობილ იქნას აუცილებლად ავტონომიების ცხოვრებაში გატარება, კონკრეტული პირობების შესაბამის ფორმებში, იმ აღმოსავლელი ეროვნებებისთვის, რომელთაც ჯერ კიდევ არ გააჩნიათ ავტონომიური დაწესებულებანი“. 27 ოქტომბერს ვლადიკავკაზში კავბიუროს პლენუმმა განიხილა საკიხი „მთიელთა ავტონომიის შესახებ“. ემყარებოდა რა რკპ(ბ) ცკ-ის მოცემულ დადგენილებას, კავბიუროს პლენუმმა მიიჩნია „დროულად თერგისა და დაღესტნის მთიელთა საბჭოთა რესპუბლიკების წარმოქმნა, ბაშკირეთის საბჭოთა რესპუბლიკის ტიპისა“.
1922 წლის თებერვალში ჩატარებულ ამიერკავკასიის კომუნისტური ორგანიზაციების I ყრილობაზე კავბიურო შეიცვალა არჩევითი ორგანოთი – რკპ(ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტით (რუს: Заккрайком).
ბეჭდური სიტყვა
1920 წლის აპრილ – სექტემბრის მანძილზე კავბიუროს ბეჭდური ორგანო გახლდათ გაზეთი „სოვეტსკი კავკაზი“ („საბჭოთა კავკასია“),ხოლო ოქტომბრიდან დაწყებული კი – „სოვეტსკი იუგ“ („საბჭოთა სამხრეთი“). 1920–1922 წლების განმავლობაში გამოიცემოდა ჟურნალი „რკპ(ბ) ცკ კავბიუროს უწყებანი“ («Известия Кавбюро ЦК РКП(б)»).
კავბიუროს წევრები
(დედანში ეს ინფორმაცია მოცემულია ცხრილის სახით; აქ ვიყენებთ შემდეგ აღნიშვნებს მისი შეძლებისდაგვარად უკეთ გადმოცემისთვის: A – სახელი, გვარი (ცხოვრების წლები); B – კავბიუროში ყოფნის პერიოდი; C – პარტიაში შესვლის თარიღი; D – ეროვნული კუთვნილება; E – მდგომარეობა პარტიაში; F – სხვა დაკავებული თანამდებობები)
ალექსანდრე ბელობოროდოვი (1891–1938) // B: მაისი 1920 – მარტი 1921 // C: წევრი იყო 1907–1927 და 1930–1936 წლებში // D რუსი // E რკპ(ბ) ცკ წევრობის კანდიდატი // F კავკასიის შრომითი არმიის რევსამხსაბჭოს წევრი
სერგეი კიროვი (კოსტრიკოვი) (1886–1934) // B // C // D რუსი // E // F
ფილიპე მახარაძე (1868–1941) // B 1920–? // C 1903 // D ქართველი // E // F
პოლიკარპე მდივანი (1877–1937) // B 1920–1921 // C 1903 // D ქართველი // E საქართველოს კპ(ბ) თავმჯდომარე // F ბაქოს რევოლუციური კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი; რსფსრ საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისარიატის რწმუნებული ბაქოში; სპარსეთის წითელი არმიის რევსამხსაბჭოს წევრი
ამაიაკ ნაზარეთიანი (1889–1937) // B 25 მაისი 1920 – 21 მარტი 1921; 22 აგვისტო 1921 – 18 თებერვალი 1922 // C 1905 // D სომეხი // E // F
[ფოტო არ არის]
ნარიმან ნარიმანოვი (1870–1925) // B // C 1905 // D აზერბაიჯანელი // E // F: აზერბაიჯანის დროებითი რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე (27.04.1920-დან); აზერბაიჯანის სსრ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე (28.04.1920-დან); აზერბაიჯანის სსრ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი (28.04.1920-დან)
მ. დ. ორახელაშვილი (1881–1937) // B ნოემბერი 1920 – 11 აგვისტო 1921 // C 1903 // D ქართველი // E საქართველოს კპ(ბ) ცკ-ის პრეზიდიუმის თავმჯდომარე // F
გრიგოლ ორჯონიკიძე (1886–1937) // B // C 1903 // D ქართველი // E // F
იან პოლუიანი (1891–1937) // B: ივნისი 1920 – მარტი 1921 // C 1912 // D // E // F ყუბან-შავზღვისპირეთის საოლქო რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე
[ფოტო არ არის]
ივარ სმილგა (1892–1937) // B // C 190-1927 და 1930-დან // D ლატვიელი // E // F
ელენა სტასოვა (1873–1966) // B ? – 1921 // C 1898 (დათარიღება პირადი აზრის მიხედვით) // D რუსი // E აზერბაიჯანის კპ(ბ) ცკ-ის პრეზიდიუმის თავმჯდომარე // F
იური ფიგატნერი (1889–1937) // B დეკემბერი 1920 – იანვარი 1922 // C 1903 // D // E // F პროფკავშირების კავკასიის ბიუროს თავმჯდომარე
[ფოტო არ არის]
ალექსანდრე შოტმანი (1880–1937) // B 1920 – 21 მარტი 1921 // C 1899 // D // E // F
ლიტერატურა
Тадеуш Свентоховский, Brian C. Collins. Historical dictionary of Azerbaijan. — USA: Scarecrow Press, 1999. — С. 73. — 145 с. — ISBN 0810835509.
(როგორც ვხედავთ, მართლა უფრო ვრცელი და საჭირო წერილია გამოქვეყნებული, ოღონდ ახალი წერილი კი არა, არამედ უწინდელი წერილის ნაცვლად, და ამ უფრო ვრცელ მასალაში მთლიანად არის გამქრალი ერთი მნიშვნელოვანი წინადადება, რომელიც საერთოდ წინა წერილში ცალკე აბზაცის სახით იყო მოცემული. ეს გახლავთ შემდეგი:
კავბიურო ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ლიკვიდაციის ოპერაციას 1920 წლის აპრილში.
და ეს წინადადება ახლა გამოქვეყნებულ ტექსტში მთლიანად ამოღებულია. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ კავბიურო ხელმძღვანელობდა ასევე სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ლიკვიდაციის ოპერაციებსაც, და იმის ნაცვლად, რომ ვიკიპედიის რუსულენოვან მასალებში ისტორიის საკითხებით დაინტერესებული ავტორები ნამდვილ ისტორიას გადმოსცემდნენ, ისინი, სამწუხაროდ, ფალსიფიკაციას ეწევიან. დასანანი და გულსატკენია, მაგრამ ასეთ სიყალბეებს ქართველ ისტორიკოსებთანაც ძალიან ხშირად ვხვდებით. მოკლედ, „ფერი ფერსაო და მადლი ღმერთსაო“, როგორც ერთი ანდაზა გვეუბნება. ღმერთმა სინდისი მისცეს და ჭკუაზე მოიყვანოს ნამდვილი ისტორიის როგორც რუსი გამყალბებლები, ისე მათი ქართველი და სხვა ეროვნებების „თანამოაზრეებიც“).
წერილები თარგმნა და ბლოგზე გამოქვეყნებისთვის
მოამზადა
ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment