პოლიტიკური საკითხები
ნაწილი 2
პიროვნებანი
შინაარსი
I. გრიგოლ კონსტანტინეს ძე ორჯონიკიძე
II. სერგეი მირონის ძე კიროვი
III. აბელ სოფრონის ძე ენუქიძე
IV. შალვა ზურაბის ძე ელიავა
V. პოლიკარპე გურგენის ძე მდივანი
VI. ფილიპე იესეს ძე მახარაძე
VII. მიხეილ გრიგოლის ძე ცხაკაია
VIII. სერგო ივანეს ძე ქავთარაძე
IX. ალექსი ალექსანდრეს ძე გეგეჭკორი
X. ივანე დიმიტრის ძე ორახელაშვილი
XI. ლევან დავითის ძე ღოღობერიძე
XII. შალვა სტეფანეს ძე ოკუჯავა
I. გრიგოლ კონსტანტინეს ძე ორჯონიკიძე
გრიგოლ კონსტანტინეს ძე ორჯონიკიძე (პარტიული ზედმეტსახელი სერგო /12 /24/ ოქტომბერი 1886, სოფ. ღორეშა, შორაპნის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია – 18 თებერვალი 1937, მოსკოვი, სსრკ) – რუსეთის რევოლუციონერი (ბოლშევიკი) ქართული წარმოშობისა, აზნაურებიდან; სკპ(ბ)-ისა და საბჭოთა სახელმწიფოს ერთ-ერთ უმსხვილეს ხელმძღვანელთაგანი.
მონაწილეობდა რუსეთის პირველ რევოლუციაში, ირანის კონსტიტუციურ რევოლუციასა და 1917 წლის ოქტომბრის შეიარაღებულ აჯანყებაში პეტროგრადში. სამოქალაქო ომის პერიოდში ინიშნებოდა რსფსრ სახალხო კომისართა საბჭოს დროებით საგანგებო კომისრად უკრაინასა (1918) და რუსეთის სამხრეთში (1918), სათავეში ედგა თერგის საბჭოთა რესპუბლიკის თავდაცვის კომიტეტსა (1919) და ჩრდილო-კავკასიის რევოლუციურ კომიტეტს (1920). ითამაშა ერთ-ერთი მთავარი როლი ადგილობრივი მთავრობების დამხობაში აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში და ბოლშევიკების ეგიდით ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნაში.
იყო ამიერკავკასიისა (1924–1926) და ჩრდილო-კავკასიის (1926) სკპ(ბ) სამხარეო კომიტეტების პირველი მდივანი; სახალხო კომისარი (დღევანდელი გაგებით მინისტრი – ი. ხ.) სსრკ მუშურ-გლეხურ ინსპექციასა (1926–1930) და მძიმე მრეწველობაში (1932–1937), აგრეთვე სსრკ სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს (ВСНХ СССР) თავმჯდომარე (1930–1932). ხელმძღვანელობდა სსრკ ინდუსტრიალიზაციის პროცესს.
შედგებოდა იაკუტიის საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრად (1917), პარტიის ცენტრალური კომიტეტის (ცკ) წევრად (1912–1917, 1921–1927 და 1934–1937), დონის საბჭოთა რესპუბლიკის ცაკ-ის (ცენტრალური აღმასრულებები კომიტეტის – ი. ხ.) წევრად, რკპ(ბ) ცკ-ის რუსული ბიუროს წევრად, ცკ-ის კავკასიური ბიუროს წევრად (1920–1922), სკპ(ბ) ცენტრალური საკონტროლო კომისიის (ЦКК ВКП/б/) წევრად (1927–1934) და სკპ(ბ) ცკ პოლიტბიუროს წევრად (1930–1937).
წარმოშობა
დაბადების თარიღი
გრიგოლ (სერგო) ორჯონიკიძე დაიბადა 1886 წლის ოქტომბერში ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრის ამაშუკეთის საზოგადოების სოფელ ღორეშაში (ახლა იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტი).
რიგ დოკუმენტებში ორჯონიკიძის დაბადების თარიღად ნაჩვენებია 22 ოქტომბერი (3 ნოემბერი), მაგრამ ადრეული საბჭოთა ლიტერატურის მონაცემებით ის მოდიოდა 16 (ახალი სტილით 28) ოქტომბერზე. დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის 1-ლ გამოცემაში მოყვანილია თარიღი 28 (15) ოქტომბერი, მეორე გამოცემაში კი – 15 (27) ოქტმბერი. უკრაინული საბჭოთა ენციკლოპედიის, დიდი რუსეთული ენციკლოპედიისა და ენციკლოპედიის „რევოლუცია და სამოქალაქო ომი რუსეთში: 1917–1923“ თანახმად იგი დაიბადა 12 (24) ოქრომბერს. ეს თარიღი (24 ოქტომბერი) მოჰყავთ აზერბაიჯანულ საბჭოთა ენციკლოპედიასა და ბელორუსულ ენციკლოპედიას.
მშობლები
მის მამას ერქვა კონსტანტინე (კოტე) ნიკოლოზის ძე ორჯონიკიძე, დედას კი – ევფრაქსია გრიგოლის ასული თავზარაშვილი, რომელიც ვაჟიშვილის დაბადებიდან ექვსი კვირის შემდეგ მძიმე ავადმყოფობით გარდაიცვალა.
იგი დაიბადა მცირემიწიანი აზნაურის ოჯახში. მეფის დროინდელ საბუთებში გვხვდება მითითებები, რომ სერგო ორჯონიკიძე „აზნაურია“, „ქუთაისის გუბერნიის აზნაური“, „ქუთაისის გუბერნიის აზნაურთაგან“. სერგოს მეუღლე – ზინაიდა გაბრიელის ასული წერდა, რომ მისი მამა კონსტანტინე (კოტე) თუმცა კი იყო აზნაურთაგან, მაგრამ ჰქონდა მხოლოდ მიწის მცირე ნაკვეთი, რომელზეც იგი სიმინდს თესავდა. ამ მიწიდან აღებული მოსავალი რამდენიმე თვეს ძლივს თუ ჰყოფნიდათ, და კონსტანტინე, რათა ოჯახი გამოეკვება, იძულებული გახლდათ საშოვარზე ჭიათურაში წასულიყო, სადაც მას ურმით მარგანეცის მადანი ჭიათურიდან ზესტაფონში დაჰქონდა.
ეთნიკური კუთვნილება
[ეს ნაწილი არ მითარგმნია]
ცხოვრების გზა
ადრეული წლები
1898 წლის გაზაფხულზე დაამთავრა ორკლასიანი სასწავლებელი სოფელ ხარაგაულში. იქ ორჯონიკიძე დაუმეგობრდა ნოე ბუაჩიძეს. იმავე წლებში იგი დაობლდა.
1900 წელს ნათესავებმა ის ტფილისში ჩაიყვანეს, სადაც 1901–1905 წწ. სწავლობდა და დაასრულა საფელდშერო (საექთნო) სკოლა საქალაქო მიქაელის სააავადმყოფოში. რსდმპ-ის (რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის) წევრია 1903 წლიდან, ბოლშევიკი. ტფილისში გაიცნო ვ. კ. კურნატოვსკი. არის კამოს მოსწავლე.
პირველად დააპატიმრეს 1904 წელს არალეგალური ლიტერატურის შენახვისთვის, მალევე გამოუშვეს. 1905 წლის სექტემბრიდან – გუდაუთაშია, პირველი რუსული რევოლუციის აქტიური მონაწილეა ამიერკავკასიაში. საზღვარგარეთიდან იარაღის მიღებისას კაზაკების მიერ იქნა დაპატიმრებული და მოხვდა სოხუმის ციხეში, სადაც 1905 წლის დეკემბრიდან 1906 წლის მაისის ჩათვლით იმყოფებოდა. სხვა პატიმრებთან ერთად გაქცევას ამზადებდა, რომელიც ჩაიშალა. გამოშვებულ იქნა თავდებობით, წინდის გადახდით. იმავე წლის აგვისტოში ყალბი პასპორტით გაემგზავრა გერმანიაში, ბერლინში, საიდანაც მომდევნო წლის დასაწყისში არალეგალურად დაბრუნდა სამშობლოში. შემდეგ რსდმპ-ის ბაქოს ორგანიზაციის წევრია, მუშაობდა ფელდშერად ნავთობის სარეწებში. 1 მაისს დააპატიმრეს დემონსტრაციაში მონაწილეობისთვის, მაგრამ მალევე გამოუშვეს.
1907 წლის ნოემბერში ისევ დააპატიმრეს, იმყოფებოდა ბაქოსა და სოხუმის ციხეებში. მიესაჯა მუდმივი დასახლება ციმბირში და 1909 წლის თებერვალში გადასახლებულ იქნა ენისეის გუბერნიის პინჩუგის ოლქში, სოფელ პოტოსკუიში (ახლა – კრასნოიარსკის მხარის მოტიგინის რაიონის დასახლება ორჯონიკიძე), საიდანაც აგვისტოში გამოიქცა. დაბრუნდა ბაქოში, საიდანაც შემოდგომაზე გაემგზავრა სპარსეთში, მონაწილეობა მიიღო რევოლუციაში. 1910 წლის ბოლოს გაემგზავრა პარიზში. 1911 წლის გაზაფხულზე სწავლობდა ლენინის პარტიულ სკოლაში ლონჟჲუმოში.
1911 წლის ზაფხულში ლენინის დავალებით დაბრუნდა რუსეთში საზღვარგარეთული საორგანიზაციო კომისიის მიერ რწმუნებულთა სათავეში, სრულიად რუსეთის პარტიული კონფერენციის მოწვევის საქმისათვის, რომელიც შედგა 1912 წლის იანვარში პრაღაში (რსდმპ VI კონფერენცია). მისი დელეგატია ტფილისის ორგანიზაციისგან, არჩეულ იქნა მასზე რსდმპ(ბ) ცკ-ისა და ცკ-ის რუსული ბიუროს შემადგენლობაში.
1912 წლის 14 აპრილს დააპატიმრეს პეტერბურგში, მიუსაჯეს 3 წლის კატორღა, რომელიც მოიხადა შლისელბურგის ციხესიმაგრეში, ხოლო შემდეგ კი გაასახლეს იაკუტსკში, სადაც ექიმად მუშაობდა.
1917 წლის ივნისში დაბრუნდა პეტროგრადში, იყო რსდმპ(ბ) საქალაქო კომიტეტის წევრი და პეტროგრადის საბჭოს აღმასკომის წევრი. გახლდათ რსდმპ(ბ) VI ყრილობის წევრი, 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის აქტიური მონაწილე. ჩართულ იქნა სრულიად რუსეთის საგანგებო კომისიის შემადგენლობაში (მოკლე ხნით).
სამოქალაქო ომის წლებში – ხელმძღვანელ სამუშაოზეა არმიაში, გახლავთ დენიკინის განადგურების ერთ-ერთი ორგანიზატორი.
ორჯობიკიძე დანიშნულ იქნა სამხრეთ რაიონის საგანგებო კომისრად. რუსეთის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის (რსფსრ) სახალხო კომისართა საბჭოს (სახკომსაბჭო) 1918 წლის 11 აპრილის დეკრეტში # 1345, რომლის ქვეშაც იყო ხელმოწერები სახკომსაბჭოს თავმჯდომარის ვ. ი. ულიანოვის (ლენინის), სახალხო კომისრების სტალინის, გ. ვ. ჩიჩერინის, ა. ვ. ლუნაჩარსკის, სახკომსაბჭოს საქმეთა მმართველის ვ. დ. ბონჩ-ბრუევიჩის და საბჭოს მდივნის ნ. პ. გორბუნოვისა, იყო ნათქვამი:
სახალხო კომისართა საბჭოს საგანგებო კომისარს ამხ. ს. ორჯონიკიძეს ევალება მოახდინოს თავისი თავმჯდომარეობით სამხრეთ რაიონის დროებითი საგანგებო კომისარიატის ორგანიზაცია, რომელიც გააერთიანებს ყირიმის, დონის ოლქის, თერგის ოლქის, შავი ზღვის გუბერნიის, შავი ზღვის ფლოტისა და მთელი ჩრდილოეთ კავკასიის საქმიანობას ბაქომდე. კომისარიატის მიზანია: ცენტრალური საბჭოთა ხელისუფლების დირექტივების განუხრელი გატარება ხმელეთსა და ზღვაზე, კონცენტრირებული ბრძოლა ბურჟუაზიულ კონტრრევოლუციასთან, საბჭოთა ხელისუფლების განმტკიცება თავისი საქმიანობის რაიონში, ოლქების პირდაპირი კავშირის შენარჩუნება სახალხო კომისართა საბჭოსთან.
ორჯონიკიძე უშუალოდ მონაწილეობდა აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მთავრობების რევოლუციურ დამხობაში და ასფსრ-ის (ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა – ი. ხ.) შექმნაში.
1912–1917, 1921–1927 წლებში და 1934 წლიდან პარტიის ცკ-ის (ცენტრალური კომიტეტის) წევრია.
„ქართული ინციდენტი“
იხ. ასევე: ქართული საქმე (1922)
1922 წლის თებერვლიდან 1926-ის სექტემბრის ჩათვლით – რკპ(ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივანია.
თუ საქმე იქამდე მივიდა, რომ ორჯონიკიძეს შეეძლო ფიზიკური ძალადობის გამოყენებამდე გათავხედებულიყო, რაზედაც მე ამხ. ძერჟინსკიმ მაცნობა, მაშინ შეიძლება წარმოვიდგინოთ, თუ როგორ ჭაობში ჩავცვივდით... მე მეშინია ასევე, რომ ამხ. ძერჟინსკი, რომელიც მგზავრობდა კავკასიაში, რათა გამოეძია საქმე ამ „სოციალ-ნაციონალების“ „ბოროტმოქმედებათა“ შესახებ, გამოირჩეოდა აქ მხოლოდ თავისი ჭეშმარიტად რუსული განწყობილებით (ცნობილია, რომ გარუსებული სხვატომელები ყოველთვის გადაამლაშებენ ხოლმე ჭეშმარიტი რუსული განწყობილების ნაწილში /განწყობილების მხრივ – ი. ხ./) და რომ მთელი მისი კომისიის მიუკერძოებლობა საკმარისად ხასიათდება ორჯონიკიძის „მუშტების ტრიალით“. ვფიქრობ, რომ არანაირი პროვოკაციით, არანაირი შეურაცხყოფითაც კი არ შეიძლება ამ რუსული მუშტების ტრიალის გამართლება და რომ ამხ. ძერჟინსკი გამოუსწორებლად არის დამნაშავე იმაში, რომ ქარაფშუტულად მიუდგა ამ ხელით შეხებას (მუშტების ტრიალს – ი. ხ.).
ორჯონიკიძე იყო ხელისუფლება ყველა დანარჩენ მოქალაქესთან მიმართებით კავკასიაში. ორჯონიკიძეს არ ჰქონდა უფლება იმ გაღიზიანებადობაზე, რომელზედაც ის და ძერჟინსკი მიუთითებედნენ. ორჯონიკიძეს, პირიქით, ისეთი მოთმინებით უნდა დაეჭირა თავი, რომლით მოქცევაც არ ევალება არც ერთ ჩვეულებრივ მოქალაქეს.
– ვ. ი. ლენინი. საკითხზე ეროვნებათა ანუ „ავტონომიზაციის“ შესახებ
ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის შემადგენლობაში
1926 წლის ივლის–ნოემბერში ორჯონიკიძე – სკპ(ბ) ცკ პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატია. 1926 წლის სექტემბრიდან რკპ(ბ) ჩრდილო-კავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივანი.
1926–1930 წლებში – სკპ(ბ) ცკკ-ის (საკავშირო კომუნისტური პარტიის /ბოლშევიკებისა/ ცენტრალური საკონტროლო კომისია – ი. ხ.) თავმჯდომარე, მუშურ-გლეხური ინსპექციის სახალხო კომისარი (დღვანდელი გაგებით მინისტრი – ი. ხ.) და სსრკ სახკომსაბჭოს (მინისტრთა საბჭოს – ი. ხ.) თავმჯდომარის მოადგილე.
„29.11.1926 წ. ძვირფასო ნესტორ! გითვლით შენ, სარიასა და შენს ყაჩაღს ძმურ სალამს... შენთან მოემგზავრება მოლოტოვი, იგი ძალიან დაიღალა... იმდენი შეგიძლია სვა და ისროლო, რამდენიც გინდა, ცენტრალური საკონტროლო კომისია ახლა ჩვენს ხელშია... მაგრად, მაგრად გკოცნი! სალამი ყველა ჩვენიანს. ზინასგან სალამი სარიას, შენ, რაუფჩიკს. ხელს გართმევ შენი სერგო...“ – წერს ორჯონიკიძე აფხაზეთში ნესტორ ლაკობას.
1930 წლიდან – სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს-ის თავმჯდომარეა, ხოლო შემდეგ კი მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარი. აღნიშნავენ, რომ ამ თანამდებობაზე ორჯონიკიძე არ უჭერდა მხარს ქვეყანაში დაწყებულ მასობრივ რეპრესიებს.
1930-დან 1937 წლის ჩათვლით – სკპ(ბ) ცკ პოლიტბიურის წევრია. სსრკ ცაკ-ის 1–7 მოწვევების წევრი.
1936 წელს დაპატიმრებულ იქნა ორჯონიკიძის უფროსი ძმა პავლე (პაპულია) („თუ გავითვალისწინებთ ორჯონიკიძის ხასიათსა და ოჯახისა და მეგობრებისადმი მის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, ეს იყო ძალიან ძლიერი დარტყმა“ – აღნიშნავს ისტორიკოსი ოლეგ ხლევნიუკი). ამასთან ცნობა ძმის დაპატიმრების შესახებ ორჯონიკიძემ მიიღო კისლოვოდსკში 1936 წლის ოქტომბერში, თავისი 50 წლისთავის დღეს. „27 ოქტომბერს, – იხსენებდა ორჯონიკიძის ცოლი, – პიატიგორსკში ტარდებოდა საზეიმო სხდომა, რომელიც სერგოს 50 წლისთავისადმი იყო მიძღვნილი. მან უარი თქვა მას დასწრებოდა, და მე იქ მარტო გავემგზავრე“. ოქტომბრის ბოლოს ორჯონიკიძე მოსკოვში გაემგზავრა, სადაც, ოფიციალური საბჭოთა ვერსიის მიხედვით, მალევე მას გულის შეტევა მოუვიდა, არის მთელი რიგი მოწმობები და მაღალი თანამდებობის საბჭოთა მოღვაწეების მოსაზრებანი, რომ სერგომ თავი მოიკლა.
ორჯონიკიძე და სტალინი
1907 წელს ორჯონიკიძე დაპატიმრებულ იქნა ბრალდებით ბანდიტიზმში და მოთავსებულ – ბაილოვის ციხეში ბაქოში. იქ, # 3 კამერაში, მან გაიცნო იოსებ ჯუღაშვილი, რომელიც მაშინ ატარებდა პარტიულ ფსევდონიმს კობა. იმ დროიდან მათ შორის დამყარდა ურთიერთობები, რომლებიც ახლოს იყო მეგობრულთან; ორჯონიკიძე იმ არცთუ ბევრ ადამიანთა წრეში შედიოდა, რომლებსაც სტალინი შენობით მიმართავდა. ნადეჟდა ალილუევას თვითმკვლელობის შემდეგ სწორედ ორჯონიკიძემ და კიროვმა, უახლოესი მეგობრების უფლებით, გაათენეს ღამე სტალინის სახლში.
სტალინის ერთგულმა მომხრემ, ორჯონიკიძემ მიუხედავად ამისა ვერ შეძლო დათანხმებოდა „ძველი ბოლშევიკების“ განადგურებას. რეპრესიები კომპარტიის წევრთა წინააღმდეგ, რომლებიც ოფიციალურად არასოდეს გამოსულან პარტიის ხაზის საწინააღმდეგოდ, კიროვის მკვლელობამდე შედარებით იშვიათობა გახლდათ, მაგრამ შემდეგ – ჩვეულებრივ მოვლენად შეიქნა.
ორჯონიკიძეს, კერძოდ, არ სურდა შერიგებოდა იმის გამოვლენის მცდელობებს რომ ვითომდა ადგილი ჰქონდა მასობრივ მავნებლობას. გარკვეული ხარისხით ასეთი მავნებლობის შესახებ ხმებზე გავლენას ახდენდა ტექნოლოგიათა დარღვევები ეკონომიკური ზრდისკენ მისწრაფებაში (ზოგიერთი ცნობით – არაოფიციალურად სანქცირებულისა ორჯონიკიძის მიერ, სხვა ცნობებით კი – არა).
1930-იანი წლების დასაწყისაში სტალინმა ამიერკავკასიაში ხელმძღვანელ თანამდებობებს ჩამოაშორა ის პირები, რომლებიც ორჯონიკიძის მიერ იყვნენ დაწინაურებულნი და მისი ახლობელ-მეგობრები გახლდნენ, რასაც თან ახლდა მკვეთრი კონფლიქტები სტალინსა და ორჯონიკიძეს შორის; მიუხედავად ამისა, ორჯონიკიძე განაგრძობდა შერისხულ ამიერკავკასიელთა მფარველობას. ამავე დროს ხდება სტალინთან ურთიერთობების გაუარესება გენერალური მდივნის (სტალინის – ი. ხ.) ინიციატივით ლ. პ. ბერიას დაწინაურების გამო პირველ როლზე ამიერკავკასიის პარტიულ ორგანიზაციაში. ორჯონიკიძეს ბერია არ უყვარდა და მას ვიგინდარად და საშიშ ინტრიგანად მიიჩნევდა.
1937 წლის სექტემბერში ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის დაპატიმრებულმა პირველმა მდივანმა ორახელაშვილმა ხელი მოაწერა ასეთ ჩვენებას:
უწინარეს ყოვლისა, ვიყავი რა მჭიდროდ დაკავშირებული სერგო ორჯონიკიძესთან, ვიყავი მოწმე მისი მფარველობითი და შემრიგებლური დამოკიდებულებისა ანტიპარტიული და კონტრრევოლუციური განწყობების მატარებლებისადმი. ეს უმთავრესად შეეხება ბესო ლომინაძეს. სერგო ორჯონიკიძის ბინაში ბესო ლომინაძემ ჩემი თანდასწრებით პარტიული ხელმძღანელობის მისამართით რიგი კონტრრევოლუციური გამოხტომების შემდეგ, სტალინთან მიმართებაში განსაკუთრებით შეურაცხმყოფელი და ხულიგნური გამოხტომაც დაუშვა. ჩემდა გასაოცრად, ლომინაძის ამ კონტრრევულუციურ თავხედობაზე საპასუხოდ ორჯონიკიძემ ღიმილით, მომმართავდა რა მე, მითხრა: „ერთი ამას შეხედე!“ – განაგრძობდა რა ამის შემდეგ მშვიდობიან ტონში ლომინაძესთან საუბარს... საერთოდ მე უნდა ვთქვა, რომ მისაღები ოთახი სერგო ორჯონიკიძის ბინაში, ხოლო გამოსასვლელ დღეებში კი მისი აგარაკი (ვოლინსკში, შემდეგ სოსნოვკაში) ხშირად წარმოადგენდნენ კონტრრევოლუციური ორგანიზაციის მონაწილეთა შეკრების ადგილს, რომლებიც სერგო ორჯონიკიძის მოლოდინში ეწეოდნენ ყველაზე უფრო ღია კონტრრევოლუციურ საუბრებს, რომლებიც არანაირი ზომით არ წყდებოდა თვითონ სერგო ორჯონიკიძის გამოჩენის დროსაც.
სტალინთან ურთიერთობებში დაძაბულობის ზრდა პირველი მოსკოვური პროცესის შემდეგ მოხდა, რომელმაც საკადრო წმენდების ტალღა გამოიწვია უწინარეს ყოვლისა ეკონომიკურ სახალხო კომისარიატებში (რადგანაც ყოფილ ოპოზიციონრებს პოლიტიკაში არ უშვებდნენ). დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ ორჯონიკიძის დიდი რაოდენობით თანამშრომლები მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარიატში, რომელთა დაცვასაც ცდილობდა ორჯონიკიძე უმოწყალო რეპრესიებისაგან.
სკპ(ბ) ცკ-ის თბერვალ-მარტის პლენუმზე (1937 წ.) ორჯონიკიძე დასახული ჰყავდათ მთავარ მომხსენებლად საკითხზე „იაპონურ-გერმანულ-ტროცკისტული აგენტების მავნებლობის, დივერსიისა და შპიონაჟის გაკვეთილების შესახებ“. ამასთან დაკავშირებით ორჯონიკიძემ ჩაატარა რიგი თათბირები ხელმძღვანელ სამეურნეო მუშაკებთან და შინაგან საქმეთა სახალხო კომისაროეტის მონაცემების შემოწმებისთვის გაგზავნა კომისიები „ურალვაგონმშენში“, „კემეროვკომბინატმშენში“ და დონბასის კოქსქიმიური მრეწველობის საწარმოებში. შეკრებილი მასალების საფუძველზე ორჯონიკიძემ მოამზადა თავის მოხსენებაზე დადგენილების პროექტი. პროექტში არ იყო ლაპარაკი მძიმე მრეწველობაში მავნებლობის გაქანების შესახებ, აქცენტი კეთდებოდა სახალხო კომისარიატების მუშაობაში არსებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის აუცილებლობაზე. არის ცნობები, რომ ეს პროექტი გაკრიტიკებულ იქნა სტალინის მიერ.
სიკვდილი
მოკვდა 1937 წლის 18 თებერვალს, ცკ-ის 1937 წლის თებერვალ-მარტის პლენუმამდე ხუთი დღით ადრე. სიკვდილის ოფიციალურად გამოცხადებული მიზეზია – ინფარქტი.
ოლგა შატუნოვსკაიას გადაცემაში ორჯონიკიძის მეუღლის ზინაიდა გაბრიელის ასულის სიტყვებიდან: „როგორღაც იგი დილიდან არ ამდგარა. ზინაიდა გაბრიელის ასული ხედავდა, რომ ზოგჯერ იგი დგებოდა, საცვლების ამარა მაგიდასთან მიდიოდა, რაღაცას წერდა და ისევ წვებოდა. ცოლი სთხოვდა მას ამდგარიყო და საჭმელი ეჭამა, მაგრამ იგი არ დგებოდა“. საღამოს მოვიდა მისი დისშვილი გვახარია, მაკეევოს მშენებლობის უფროსი, მან შესთავაზა ორჯონიკიძის მეუღლეს სუფრა გაეშალა და, როცა ამას გააკეთებდა, სერგოსთვის მისი მოსვლის შესახებ ეთქვა, თან არწმუნებდა ქალს, რომ სტუმრის მიღების ქართული წეს-ჩვეულების მიხედვით იგი მასთან აუცილებლად გამოვიდოდა. „ზინაიდა გაბრიელის ასულმა ასეც გააკეთა; სუფრა გაშალეს, იგი სერგოს დასაძახებლად წავიდა. და რადგან საძინებელ ოთახამდე მისასვლელად სასტუმრო ოთახი უნდა გაევლო, იგი სინათლის ასანთებად ჩამრთველთან მივიდა, აანთო სინათლე და ორი ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოასწრო, რომ გასროლის ხმა გაისმა. როგორც ჩანს, ორჯონიკიძემ დაინახა კარის იქით სინათლის ანთება, გაიგო, რომ ახლა დაუძახებენ... მან ტყვია გულში დაიხალა. ცოლმა შეირბინა, და იმ წუთში, ამბობს, ქმრის ხელი, რომელშიც რევოლვერი იყო იატაკზე დაეშვა“. შატუნოვსკაია უმატებს: „კამოდზე იდო მისი წერილი, მან დაწერა ყველაფერი, რასაც ფიქრობდა, რომ მეტად ცხოვრება აღარ შეუძლია, არ იცის, რა აკეთოს – ეს შეიძლება მხოლოდ ვიფიქროთ, იმიტომ რომ თავად წერილი არავის უნახავს“.
შატუნოვსკაია ასევე ახსენებდა, რომ ორჯონიკიძის მეუღლე, რომელიც ჰყვებოდა თავისი ქმრის სიკვდილის შესახებ როგორც თვითმკვლელობისა, ზოგიერთ სხვა ადამიანს უყვებოდა ამის თაობაზე როგორც მკვლელობისა, ამაზე არსებობს ასევე ლეონიდ ი. ვერნსკის მოწმობა, ვისაც ეს ორივე ვერსია ჰქონდა მოსმენილი ორჯონიკიძის ქვრივისაგან.
სერგო მიქოიანი, ანასტას მიქოიანის ვაჟიშვილი, იხსენებდა, რომ სტალინის სიკვდილის შემდეგ მათ ოჯახში განიხილებოდა „ვერსია სერგოს პირდაპირ მის ბინაში მკვლელობის შესახებ“, მაგრამ ანასტას მიქოიანმა უარყო ის, იგი იხრებოდა ვერსიისაკენ თვითმკვლელობის შესახებ: „სერგოს ჩემთვის რამდენჯერმე უთქვამს თავის განზრახვაზე რომ ცხოვრებიდან გასულიყო, იმიტომ რომ მეტის მოთმენა აღარ შეეძლო. მე ვცდილობდი მისთვის გადამეთქმევინებინა. მაგრამ უკანასკნელად იგი ამის თაობაზე თავის აღსასრულამდე ცოტა ხნით ადრე მეუბნებოდა“.
ისტორიკოსი ო. ხლევნიუკი ასევე იხრება ვერსიისკენ თვითმკვლელობის შესახებ.
სსრკ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი მიხეილ სმირტიუკოვი თვლიდა, რომ ორჯონიკიძემ თავი მოიკლა.
ურნა ორჯონიკიძის ფერფლით დაიკრძალა 21 თებერვალს მოსკოვის კრემლის კედელთან წითელ მოედანზე.
ამასთან, ნიკოლოზ ბუხარინის ცოლის მოგონებებში აღწერილია ეპიზოდი, როცა ბუხარინი „თვითმკვლელობის“ დღეს შემთხვევით მოედანზე კრემლში შეხვდა სერგო ორჯონიკიძეს, რომელიც სტალინთან სასაუბროდ მიდიოდა. ბუხარინის სიტყვით, რაც მან მოგვიანებით ცოლს უთხრა, ორჯონიკიძე მასთან შეხვედრისას ამაღლებულ განწყობაზე იყო და გადაჭრითაც (გაბედულადაც) გახდათ განწყობილი. ვერსიები, რომ ორჯონიკიძე ამ საუბრის დროს სტალინის კაბინეტში უკანასკნელის პირადი დაცვის უფროსის მიერ იქნა მოკლული – უნიადაგოა.
ცენტრალური კომიტეტის 1937 წ. თებერვალ-მარტის პლენუმზე სტალინმა მკვეთრად გააკრიტიკა უკვე გარდაცვლილი ორჯონიკიძე შემრიგებლობისა და ლიბერალიზმის გამო; მიუთითა, რომ ორჯონიკიძემ მშვენივრად იცოდა ლომინაძის „ანტისაბჭოთა განწყობების“ შესახებ, მაგრამ დაუმალა ისინი ცკ-ს (რასაც, ვითომდა, ხელი არ შეუშლია შემდეგ ორჯონიკიძისთვის, რომ ლომინაძის დახვრეტა მოეთხოვა, რომელმაც „მისი ნდობა ვერ გაამართლა“). ისტორიკოსი ო. ხლევნიუკი თვლის, რომ უკანასკნელი მტკიცება, უფრო მეტად, სიცრუე გახლდათ, მიუთითებს რა ამ მოთხოვნის დოკუმენტურ დადასტურებათა არარსებობაზე. გარდა ამისა,მკვლევარი ყურადღებას აქცევს იმას, რომ ორჯონიკიძე ყოველთვის აღმოუჩენდა მხარდაჭერას ლომინაძეს, ხოლო უკანასკნელის თვითმკვლელობის შემდეგ კი მიაღწია იმას, რომ ლომინაძის ქვრივს პენსია დაენიშნა, ხოლო მისი ვაჟიშვილი კი (რომელსაც, ორჯონიკიძის საპატივსაცემოდ, სერგო დაარქვეს) ასევე სოლიდურ დახმარებას ღებულობდა.
1936 წელს დააპატიმრეს და 1937-ში დახვრიტეს ორჯონიკიძის უფროსი ძმა – პაპულია, რომელმაც სერგოს პარტიაში შესვლის რეკომენდაცია მისცა. 1938 წელს ორჯონიკიძის ცოლს – ზინაიდა გაბრიელის ასულ პავლუცკაიას – ათი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ასევე, 1938 წელს იქნენ გასამართლებული ორჯონიკიძის მეორე ძმა – ივანე და მისი ცოლი (ზინა ორჯონიკიძე). 1941 წელს იქნა დაპატიმრებული მესამე ძმა – კონსტანტინე. რეპრესირებულ იქნა ასევე ორჯონიკიძის დისწული გიორგი გვახარია, მაკეევის მეტალურგიული ქარხნის დირექტორი.
ოჯახი
[აქ ვრცელი ჩამონათვალია და არ მითარგმნია]
ჯილდოები
ლენინის ორდენი (1935).
წითელი დროშის ორდენი (19.05.1921).
აზერბაიჯანის სსრ წითელი დროშის ორდენი (27.02.1921).
საქართველოს სსრ წითელი დროშის ორდენი.
შრომითი წითელი დროშის ორდენი (1936).
ხსოვნა
[ესეც არ მითარგმნია]
კინოხორცშესხმები
Семен Межинский — «Валерий Чкалов» (1941)
Андро Кобаладзе — «Звёзды не гаснут» / Ulduzlar Sönmür (Азербайджан) (1970-71);
«Горизонты» (Казахфильм) (1972)
Эдишер Магалашвили — «Принимаю на себя» (1975), «Поэма о крыльях» (1979)
Бадри Какабадзе — «20 декабря» (1981)
Джим Картер — «Сталин» (1992)
Александр Самойленко — «Дети Арбата» (2004)
Александр Резалин — «Чкалов» (2012)
ლიტერატურა
Орджоникидзе, Григорий Константинович / Аксютин Ю. В. // Океанариум — Оясио. — М. : Большая российская энциклопедия, 2014. — С. 370. — (Большая российская энциклопедия : [в 35 т.] / гл. ред. Ю. С. Осипов ; 2004—2017, т. 24). — ISBN 978-5-85270-361-3.
Ленин В. И. К вопросу о национальностях или об «автономизации» // Полное собрание сочинений. Т. 45. С. 356—362.
Орджоникидзе // Советская историческая энциклопедия / Гл. ред. Е. М. Жуков. — М.: издательство «Советская энциклопедия», 1967. — Т. 10 НАХИМСОН-ПЕРГАМ. — С. [600—601] (стб. 1040 с илл. и карт.). — 59 500 экз.
Роговин В. З. Глава IX «Грузинский инцидент» и «держимордовский режим» // Была ли альтернатива? «Троцкизм». Взгляд через годы.
Шубин А. В. Грузинский инцидент 1922 г. Энциклопедия «Всемирная история»
მითითებანი
Медиафайлы на Викискладе
Биография Орджоникидзе в газ. «Известия», 19 февраля 1937 г.
Яков Резник. Народный комиссар. Повесть о Серго Орджоникидзе
II. სერგეი მირონის ძე კიროვი
სერგეი მირონის ძე კიროვი (ნამდვილი გვარი – კოსტრიკოვი; 15 /27/ მარტი 1886, ურჟუმი, ვიატკის გუბერნია – 1 დეკემბერი 1934, ლენინგრადი) – რუსი რევოლუციონერი, საბჭოთა სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. 1934 წლის 1 დეკემბრს იქნა მოკლული ლეონიდ ნიკოლაევის მიერ. კიროვის მკვლელობა იქცა საბაბად სსრკ-ში მასობრივი რეპრესიების დაწყებისთვის.
ადრეული წლები
სერგეი მირონის ძე კოსტრიკოვი დაიბადა 1886 წლის 15 (27) მარტს ვიატკის გუბერნიის პატარა ქალაქ ურჟუმში. სერგეის მშობლები ვიატკის გუბერნიაში ჩამოვიდნენ პერმის გუბერნიიდან მის გაჩენამდე ცოტა ხნით ადრე. ოთხი პირველი შვილი ოჯახში ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. შემდეგ გამოჩნდნენ ანა (1883–1966), სერგეი და ელისაბედი (1889–1968). 1894 წელს სერგეი და მისი დები ობლები დარჩნენ – მამა საშოვარზე წავიდა და უკვალოდ დაიკარგა, დედა კი გარდაიცვალა. გოგონები აღსაზრდელად ბებიამ წაიყვანა, ბიჭი კი „მცირეწლოვანი ობლებისთვის მზრუნველობის სახლში“ მიაბარეს.
სერგეიმ დაამთავრა ურჟუმის სამრევლო, შემდეგ კი – საქალაქო სასწავლებელი. სწავლის დროს იგი არაერთხელ ყოფილა დაჯილდოვებული სიგელებითა და წიგნებით. 1901 წლის შემოდგომაზე ყაზანში გაემგზავრა, შევიდა ყაზანის უმდაბლეს მექანიკურ-ტექნიკურ სამრეწველო სასწავლებელში ერობის, აგრეთვე ქ. ურჟუმის საქალაქო სასწავლებლის მზრუნველობითი ფონდის ხარჯზე, თავშესაფრის აღმზრდელებისა და საქალაქო სასწავლებლის მასწავლებელთა შუამდგომლობის საფუძველზე. 1904 წელს მან დაასრულა განათლება, მიიღო რა პირველი ხარისხის ჯილდო, და აღმოჩნდა იმ წლის საუკეთესო გამოშვებულთა ხუთეულშიც. იმავე წელს დაიწყო მუშაობა მხაზველად ტომსკის ქალაქის მმართველობაში და ტომსკის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მოსამზადებელ კურსებზეც სწავლობდა.
რევოლუციური საქმიანობა 1917 წლამდე
ტომსკში 1904 წლის ნოემბერში იგი შევიდა რსდმპ-ში (რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში – ი. ხ.). პარტიული ფსევდონიმი – სერჟი. 1905 წელს პირველად მონაწილეობდა დემონსტრაციაში და პოლიციის მიერ იქნა დაპატიმრებული. ციხიდან გამოსვლის შემდეგ სათავეში უდგება საბრძოლო დრუჟინებს (რაზმებს). 1905 წლის ივლისში ტომსკის საქალაქო პარტიული კონფერენცია კიროვს ირჩევს ტომსკის რსდმპ კომიტეტის წევრად. 1905 წლის ოქტომბერში მოახდინა გაფიცვის ორგანიზება მსხვილ სარკინიგზო სადგურ ტაიგაზე. 1906 წლის ივლისში დააპატიმრეს და წელიწადნახევრით ჩასვეს ტომსკის ციხესიმაგრეში (ციხეში) არალეგალური ტიპოგრაფიის შენახვისათვის. 1908 წლიდან სერგეი კოსტრიკოვი ხდება პროფესიონალი რევოლუციონერი, ეწევა მუშაობას ირკუტსკსა და ნოვონიკოლაევსკში.
1909 წელს ჩავიდა ვლადიკავკაზში, გახდა ჩრდილოკავკასიური კადეტური (კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტია – ი. ხ.) გაზეთ „თერგის“ თანამშრომელი, იბეჭდებოდა ფსევდონიმით სერეი მირონოვი, მონაწილეობდა სამოყვარულო სპექტაკლებში, გატაცებული იყო ალპინიზმით. 1910 წელს მოახდინა ასვლა მთა ყაზბეგზე ცნობილი ინგუში გამცილებლის იანი ბუზურტანოვის თანხლებით და ერთი თვის შემდეგ დაბეჭდა წერილი „თერგში“ თავისი შთაბეჭდილებების შესახებ. 1911 წელს კიროვმა მოახდინა ასვლა იალბუზზე. კიროვს უყვარდა თეატრი, ლ. ნ. ტოლსტოის შემოქმედება; წერდა რეცენზიებს საქალაქო თეატრისა და ვლადიკავკაზში გასტროლებით ჩამოსული თეატრალური დასების სპექტაკლებზე. აქვე გაიცნო მან თავისი მომავალი მეუღლე მარია ლევის ასული მარკუსი.
1911 წლის 11 აგვისტოს კიროვი დაპატიმრებულ იქნა ვლადიკავკაზში ტომსკის იატაკქვეშა ტიპოგტაფიის საქმეზე და ეტაპით წაყვანილი – ტომსკში, სასამართლოს 1912 წლის 16 მარტს გამოაქვს გამამართლებელი განაჩენი სამხილების არარსებობის გამო, რადგანაც პოლიციის პრისტავმა, ბრალდების მთავარმა მოწმემ, რომელმაც კიროვი 1906 წელს დააპატიმრა, ვერ იცნო ეს უკანასკნელი სასამართლოზე. ვლადიკავკაზში 1912 წლის აპრილში დაბრუნდა.
ფსევდონიმი „კიროვი“ მას სახელ „კიროსის“ მიხედვით შემთხვევით არ აუღია. მისი გამოჩენის ისტორია აღწერილია ძახო გატუევის ნარკვევში „მირონიჩი“. 1912 წლის აპრილში გაზეთმა „თერგი“ გამოაქვეყნა წერილი „გზის გარდიგარდმო“, რომელიც პირველად იყო ხელმოწერილი „ს. კიროვით“. ამ ფსევდონიმით შევიდა კიდეც იგი სსრკ ისტორიაში.
საბჭოთა ისტორიის ოფიციალური ვერსიის თანახმად, მისი პოლიტიკური შეხედულებები 1917 წლამდე ნათელია – დაჯერებული ლენინელია. უწანასკნელი წლების გამოკვლევები დავობენ ამ საკითხზე – კიროვს დიდხანს არ შეეძლო „პოლიტიკური პლატფორმის“ არჩევა, თანაუგრძნობდა მენშევიკებს, მხარს უჭერდა დროებით მთავრობას, რის შესახებაც ღიად წერდა წერილებში, და მხოლოდ 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ გადავიდა ბოლშევიკების მხარეზე.
პარტიული კარიერა
1918 წლის გაზაფხულზე იგი არჩეულია თერგის საოლქო საბჭოს წევრად, ივლისში სტუმრის ბილეთით მონაწილეობდა საბჭოების მეხუთე სრულიად რუსეთის ყრილობაზე, ხოლო ნოემბერში კი – იგი უკვე საბჭოების სრულიად რუსეთის VI ყრილობის სრულუფლებიანი დელეგატია.
1919 წლის 25 თებერვლიდან – დროებითი რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარეა ასტრახანში, სათავეში ჩაუდგა „კონტრრევოლუციური ამბოხების“ ჩახშობას (ოფიციალური ვერსიის მიხედვით). მუშათა გამოსვლების ჩახშობის მსვლელობისას მათი მონაწილეები დახვრეტილ იქნენ. გამოსვლებში ასევე დიდი რაოდენობით მონაწილეობდნენ წითელარმიელებიც.
1919 წლის 24 მაისს ჯვრით მსვლელობა წმინდა იოსებ ასტრახანელის განსადიდებლად, რომელიც მიტროპოლიტ მიტროფანეს (კრასნოპოლსკის) მიერ იყო ორგანიზებული, გასროლებით იქნა გაჩერებული. ჯვრით მსვლელობა ორგანიზატორების მიერ ასტრახანის კრემლისკენ იყო მიმართული, რადგანაც ტაძარი, რომელიც წმინდანთან იყო დაკავშირებული, კრემლის ნაწილს წარმოადგენდა. კრემლშივე იყო განლაგებული წითელარმიელთა შტაბიც, რამაც მისცათ საბაბი ჯვრით მსვლელობა პროვოკაციად განეხილათ. ჯვრით მსვლელობის ორგანიზატორი მიტროპოლიტი მიტროფანე (კრასნოპოლსკი) და ვიკარი ეპისკოპოსი ლეონტი 1919 წლის ივნისში იქნენ დაპატიმრებული და დახვრეტილი. მიტროპოლიტი მიტროფანე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ 2001 წელს წმინდანთა დასში იქნა განდიდებული.
ამავე წელს ხდება XI არმიის რევოლუციური სამხედრო საბჭოს (რევსამხსაბჭოს) წევრი.
1920 წლის 28 აპრილს XI არმიის შემადგენლობაში შედის ბაქოში, ხდება რკპ(ბ) ცკ (რუსეთის კომუნისტური პატრიის/ბოლშევიკებისა/ ცენტრალური კომიტეტი – ი. ხ.) კავკასიის ბიუროს წევრი, 1920 წლის ივნისში ინიშნება საბჭოთა რუსეთის პოლიტიკიურ წარმომადგენლად საქართველოში, 1920 წელს სათავეში ჩაუდგა საბჭოთა დელეგაციას რიგაში დანიშნულ მოლაპარაკებებზე პოლონეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად.
1921 წელს – რკპ(ბ) X ყრილობაზე ირჩევენ ცკ-ის (ცენტრალური კომიტეტის) წევრად. იმავე წელს იგი ხდება აზერბაიჯანის კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივანი. 1923 წლის აპრილში რკპ(ბ) XII ყრილობაზე არჩეულია რკპ(ბ) ცკ-ის წევრად.
1926 წლის 8 იანვარს სერგეი კიროვს ირჩევენ ლენინგრადის პარტიის საგუბერნიო კომიტეტისა და საქალაქო კომიტეტის, აგრეთვე სკპ(ბ) ცკ-ის ჩრდილო-დასავლეთის ბიუროს პირველ მდივნად, სკპ(ბ) ცკ პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატად. ცკ-ის შემადგენლობაში იგზავნება ლენინგრადში იდეოლოგიური ბრძოლისათვის ზინოვიევისეულ ოპოზიციასთან. კიროვი ესწრება შეკრებებს ქარხნებში. მას 180-ზე მეტი საჯარო გამოსვლა ჰქონდა წლის განმავლობაში.
1929 წლის ბოლოს ლენინგრადელ ფუნქციონერთა ჯგუფმა (მათ შორის ლენინგრადის საბჭოსა და საოლქო პარტიული საკონტროლო კომისიის ხელმძღვანელებმა) მოსთხოვა მოსკოვს მოეხსნა კიროვი თანამდებობიდან რევოლუციამდე „მემარცხენე ბურჟუაზიულ პრესასთან“ თანამშრომლობის გამო. საქმე სკპ(ბ) პოლიტბიუროსა და ცენტრალური საკონტროლო კომისიის პრეზიდიუმის დახურულ სხდომაზე განიხილებოდა. ბევრწილად სსრკ ლიდერის სტალინის მხარდაჭერის წყალობით კიროვი ამ შეჯახებიდან გამარჯვებული გამოვიდა. მისი მოწინააღმდეგენი მოხსნილ იქნენ ლენინგრადში თავიანთი პოსტებიდან. თუმცა კი პოლიტბიუროსა და ცენტრალური საკონტროლო კომისიის პრეზიდიუმის სხდომის დადგენილებაში კიროვის რევოლუციამდელი საქმიანობა მაინც დახასიათებულ იქნა როგორც „შეცდომა“. რამდენიმე წლის შემდეგ ცნობილ „რიუტინის პლატფორმაში“ კიროვი დაყენებული გახლდათ ერთ რიგში ბოლშევიკების ყოფილ მოწინააღმდეგეებთან, რომლებიც თავიანთი პოლიტიკური უპრინციპობის ძალით სტალინს განსაკუთრებით ერთგულად ემსახურებოდნენ.
1930 წლის ივლისიდან სერეი კიროვი შევიდა სკპ(ბ) ცკ-ის პოლიტბიუროსა და სსრკ სცაკ-ის პრეზიდიუმის შემადგენლობაში.
ისტორიკოს ო. ვ. ხლევნიუკის მტკიცებით, კიროვი, სტალინის მისდამი მოწყალების მიუხედავად, პოლიტბიუროში მცირე გავლენის მქონე ფიგურად რჩებოდა. იყო რა პოლიტბიუროს წევრი, მოსკოვში იგი ძალზედ იშვიათად სტუმრობდა, პარტიული ზედაფენების არჩევნებში მონაწილეობას თითქმის არ ღებულობდა, მთელი მისი ინტერესები ლენინგრადით იფარგლებოდა.
კიროვს უყვარდა წიგნები და უზარმაზარი პირადი ბიბლიოთეკაც შეადგინა. 1928 წელს ეცნობა მ. გორკის და მხარდაჭერას აღმოუჩენს მას საგამომცემლო საქმიანობაში.
კიროვის ხელმძღვანელობით ლენინგრადისა და მთელი ჩრდილო-დასავლეთის მრეწველობა ახალ დონეზე იწყებს გასვლას. იწყება სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაცია, აგრეთვე ღონისძიებები ლენინგრადის თავდაცვის განსამტკიცებლად.
1933 წელს ლენინგრადის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს უფროს თ. მედვედევთან და სკპ(ბ) წევს ი. თ. კოდაცკისთან ერთად შედიოდა ლენინგრადის ოლქის „სამეულის“ შემადგენლობაში მეამბოხეობასა და კონტრრევოლუციაზე საქმეების განსახილველად დახვრეტაზე განაჩენების გამოტანის უფლებით.
1934 წლისთვის დაჯილდოვებულ იქნა ლენინის ორდენით განსაკუთრებული დამსახურებებისთვის სანავთობე მრეწველობის აღდგენისა და რეკონსტრუქციის საქმეში. სკპ(ბ) ცკ პოლიტბიუროს წევრია 1930 წიდან, 1934-დან კი – სკპ(ბ) ცკ-ის მდივანი და სკპ(ბ) ცკ ორგბიუროს წევრი.
მკვლელობა
ძირითადი წერილი: კიროვის მკვლელობა
1934 წლის 1 დეკემბრის საღამოს ს. მ. კიროვი, რომელიც სმოლნის დერეფნის გავლით სხდომაზე მიდიოდა, სადაც სკპ(ბ) ლენინგრადის საქალაქო და საოლქო კომიტეტები იმყოფებოდა, კეფაში გასროლით ლეონიდ ნიკოლაევის მიერ იქნა მოკლული.
მკვლელობიდან უკვე რამდენიმე საათის შემდეგ ოფიციალურად გამოცხადდა, რომ კიროვი გახდა შეთქმულთა მსხვერპლი – ხალხის მტრებისა, ხოლო სსრკ ცაკ-ის (ცანტრალური აღმასრულებელი კომიტეტის – ი. ხ.) პეზიდიუმმა იმავე დღეს მიიღო დადგენილება „მოკავშირე რესპუბლიკების მოქმედ სისხლის სამართლის საპროცესო კოდქესებში ცვლილებების შეტანის შესახებ“: „საგამოძიებო ხელისუფლებმა – ტერორისტული აქტების მზადებაში ან ჩადენაში ბრალდებულთა საქმეები აწარმოონ დაჩქარებული წესით. სასამართლო ორგანოებმა – არ დააყოვნონ განაჩენების აღსრულება...“
კიროვის მკვლელობის შემდეგ ლენინგრადიდან გაიწელა „კიროვისეული ნაკადი“ გადასახლებულების და რეპრესირებულებისა.
ოჯახი
ს. მ. კიროვის უკანონო ქალიშვილად ითვლება ევგენია სერგეის ასული კოსტრიკოვა (1921–1975). ამასთან მათი ნათესაობა მხოლოდ თავად ე. კოსტრიკოვას სიტყვებიდან იქნა დადგენილი. კოსტრიკოვა დაიბადა 1921 წელს, ამასთან დაურეგისტრირებელ ქორწინებაში მ. ლ. მარკუსთან კიროვი შედგებოდა 1911 წლიდან.
ცოლი – მარია ლევის ასული მარკუსი (1885 /1882/ – 1945). შვილები არ ჰყოლიათ.
თანამედროვეთა შეფასებანი
ვიაჩესლავ მოლოტოვი, 1977 წელი:
კიროვი სუსტი ორგანიზატორია. იგი კარგად მუშაობს მასებთან. და მას ჩვენ კარგად ვეკიდებოდით. სტალინს იგი უყვარდა. მე ვამბობ, რომ იგი ყველაზე უფრო საყვარელი იყო სტალინისათვის.
მიხეილ სმირტიუკოვი:
შესანიშნავი ტრიბუნი გახლდათ სერგეი მირონის ძე კიროვი. მე მას მხოლოდ ორჯერ მოვუსმინე და მაოცებდა ის, თუ როგორ ახამებს იგი სიტყვის სიფიცხეს ლოგიკასთან და დამამტკიცებლობასთან.
პირადი განსაკუთრებულობანი
არის აზრი, რომ კიროვი შესამჩნევად განსხვავდებოდა სტალინისეული პოლიტბიუროს სხვა წევრებისაგან თავისი ისეთი თვისებებით, როგორიცაა ორატორული ნიჭი, დემოკრატიზმი, უბრალოება, ხელმისაწვდომობა და მუშების მასებთან სიახლოვე. მოპირდაპირე მხარეზე გაქცეული ა. ორლოვი თვლის, რომ კიროვი „იყო ერთადერთი წევრი პოლიტბიუროსი, რომელსაც არ ეშინიდა ქარხნებში სარულის და მუშათა წინაშე გამოსვლისა“.
კიროვის სიმაღლე შეადგენდა 168 სმ.
სიკვდილის შემდეგ
ურნა ს. მ. კიროვის ფერფლით 1934 წლის 6 დეკემბერს მოთავსებულ იქნა მოსკოვის კრემლის კედელში წითელ მოედანზე.
მისამართები ლენინგრადში
1926–1934 – ბინა რუსეთის პირველი სადაზრვეო საზოგადოების ყოფილ საშემოსავლო სახლში – კამენნოოსტროვის გამზირი, 26–28 – (ბენუას სახლი) – რევოლუციამდელი პეტერბურგის ერთ-ერთი ფეშენებელური მისამართი პეტროგრადის მხარეს. ახლა ამ ბინაში მუშაობს ს. მ. კიროვის მუზეუმი, სანკტ-პეტერბურგის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმის ფილიალი.
ჯილდოები
წითელი დროშის ორდენი
ლენინის ორდენი
ხსოვნა
[ეს არ მითარგმნია]
ბიბლიოგრაფია
Статьи и речи: 1934. — М.: Партиздат, 1934. — 186 с.
Статьи и речи. — Л.: Партиздат, 1935. — Т. 1: 1912—1924. — 220 с.
Речи и статьи / Под общ. ред. Ф. Кона. — Соцэкгиз, 1937. — 194 с.
О молодёжи. — 2-е изд., доп.. — М.: Изд. и ф-ка юношеской книги изд-ва «Мол. гвардия», 1938. — 247 с.
Избранные статьи и речи: 1912—1934. — Л.: Гос. изд. полит. лит., 1939. — 698 с.
Избранные статьи и речи. 1918—1934: К 10-летию со дня смерти Сергея Мироновича Кирова. 1934—1944. — М.: Гос. изд-во полит. лит., 1944. — 302 с.
Избранные статьи и речи (1912—1934). — М.: Госполитиздат, 1957. — 718 с.
О народном просвещении и воспитании / [Сост., авт. вступит. статьи и примеч. Л. К. Виноградов]. — М.: Просвещение, 1969. — 199 с.
ლიტერატურა
Холопов Г. К. Грозный год — 1919-й: Огни в бухте.
Бессмертие: Памяти С. М. Кирова: Лит.-худож. сборник. — Ленинград: Гослитиздат, 1939. — XII, 380 с.
Искендеров М. С. М. Киров в Азербайджане. — Баку: Азербайджанское гос. изд-во, 1970.
Киров Сергей Миронович. 1886—1934: Краткий биографический очерк. — М.: Госполитиздат, 1940. — 134 с.: портр.
Нагаев Г. Д. Ради счастья: Повесть о Сергее Кирове. — М.: Политиздат, 1974. — (Пламенные революционеры) — 479 с., ил.
Алла Кирилина. Неизвестный Киров. — СПб.: Нева; М.: ОЛМА-Пресс, 2001. — 541 с. — ISBN 5-224-02571-0.
Киров (настоящая фамилия Костриков) Сергей Миронович // Томск от А до Я: Краткая энциклопедия города. / Под ред. д-ра ист. наук Н. М. Дмитриенко. — 1-е изд. — Томск: Изд-во НТЛ, 2004. — С. 147. — 440 с. — 3000 экз. — ISBN 5-89503-211-7.
С. М. Киров: Фото-выставка из 41 листа. — Л.: Союзфото, 1936.
მითითებები
Медиафайлы на Викискладе
Киров Сергей Миронович // kirovsky-dv.ru
О версиях убийства Кирова
Музей Сергея Мироновича Кирова
Фильм «Музей-квартира С. М. Кирова в Санкт-Петербурге»
Документы по расследованию убийства Кирова и репрессиям, за ним последовавшим
Александр Рашковский. Сергей Миронович Киров
Шатуновская О. Г. Долгий ящик XX съезда (недоступная ссылка) // «Общая газета», № 014, 10.04.1997.
III. აბელ სოფრონის ძე ენუქიძე
აბელ სოფრონის ძე ენუქიძე (ფსევდონიმები – აბდულა, „ოქროს თევზი“; 7 /19/ მაისი 1877, წადისი, ქუთაისის გუბერნია – 16 დეკემბერი 1937, მოსკოვი) – რუსეთელი რევოლუციონერი, საბჭოთა სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. სკპ(ბ) წევრი, სცაკ-ის (სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის – ი. ხ.) წევრი, სსრკ ცაკ-ის მდივანი. იყო პარტიის 6, 8, 9 11–17 ყრილობების დელეგატი. სკპ(ბ) ცენტრალური საკონტროლო კომისიის წევრი (1934–1935).
იოსებ სტალინის ცოლის ნადეჟდა ალილუევას ნათლია.
ბიოგრაფია
გლეხის ვაჟიშვილი, 12 წლამდე ცხოვრობდა სოფელში. სწავლობდა სოფლის სკოლაში, 1889–1892 წწ. – სამეგრელოს სამაზრო სასწავლებელში, 1893 წ. სასწავლებლად გადავიდა ტფილისში და დაამთავრა ტფილისის ტექნიკური სასწავლებელი (1897). შემდეგ მუშაობდა ტფილისის რკინიგზის სახელოსნოებში, 1898 წელს გადაიყვანეს ბაქოს დეპოში ორთქლმავლის მემანქანის თანაშემწედ.
ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა: „1894 წ. დასაწყისიდან ტფილისში... დაიწყო მოსწავლეთა არალეგალური წრეების ორგანიზაცია. წრეს, რომელშიც მე 1894 წ.-დან ვღებულობდი მონაწილეობას, ჰქონდა ნახევრად ნაციონალისტური – ნახევრად მარქსისტული პროგრამა. 1896 წლის გაზაფხულიდან მე უკვე შერეული წრის მონაწილე ვიყავი, რომელიც მუშებისა და მოსწავლეებისგან შედგებოდა, და ამ მომენტიდან იწყება ჩემი მარქსისტული აღზრდაც“.
1899 წელს ბაქოს სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის დამფუძნებელთა შორისაა, მჭიდროდ თანამშრომლობს 1900 წ. დასაწყისში ბაქოში ჩამოსულ ვლ. კეცხოველთან, მათ მიერ შექმნილი რსდმპ (რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის – ი. ხ.) ბაქოს კომიტეტის წევრია. 1901 წლის დასაწყისში განთავისუფლდა სამუშაოდან, გახდა რა პროფესიული რევოლუციონერი და ნახევრად ლეგალურ მდგომარეობაში გადავიდა. იყო იატაკქვეშა ტიპოგრაფიის „ნინას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელშიც 1906 წლამდე მუშაობდა. 1902 წლიდან არაერთხელ ყოფილა დაპატიმრებული, заключался в «Кресты», მაგრამ ღებულობდა განთავისუფლებას (გარბოდა). 1902 წელს მეორე დაპატიმრების შემდეგ კეცხოველთან ერთად იქნა გადაყვანილი ტფილისის მეტეხის ციხეში, სადაც 1903 წლის ზაფხულამდე იმყოფებოდა.
ეწეოდა პარტიულ მუშაობას ამიერკავკასიაში, დონის-როსტოვში, დედაქალაქებში. 1905 წლის ბოლოს პეტერბურგში რსდმპ ცკ-ის წევრების თათბირზე პირველად შეხვდა ვ. ი. ლენინს, რომელსაც მიმოწერით ჯერ კიდევ 1901 წლიდან იცნობდა.
1908 წლის მაისიდან 1910-ის ივლისის ჩათვლით გადასახლებაშია ონეგაში, ჰქონდა სამთვიანი გაქცევა 1908 წ. სექტემბერში, რომლის დროსაც პეტერბურგსა და ფინეთში „დაეხეტებოდა“, შემდეგ კი ნებაყობლობით ონეგაში დაბრუნდა.
1914 წლის ივლისში დააპატიმრეს (მეშვიდედ) და იმავე წლის ოქტომბერში გადაასახლეს ენისეის გუბერნიაში, ტურუხანის მხარეში. 1916 წლის ბოლოს გაწვეულ იქნა არმიაში, მსახურობდა რიგითად კრასნოიარსკში (14-ე ციმბირის მსროლელი პოლკი).
1917 წლის თებერვალში გაიგზავნა ფრონტზე, პეტროგრადის გავლით, სადაც 27 თებერვალს ჩავიდა (ძველი სტილით), ე. ი. თებერვლის რევოლუციის პირველ დღეს, და მიიღო აქტიური მონაწილეობა ჯარების რევოლუციურ გამოსვლებში.
1917 წლის აპრილამდე დაკავებული იყო პროპაგანდით პეტროგრადის გარნიზონის ნაწილებში, როცა არჩეულ იქნა სცაკ-ში, შემდეგ საბჭოების 1-ლ ყრილობაზე იქვე აირჩიეს ბოლშევიკებისგან.
1917 წლის ივნისიდან პეტროგრადის საბჭოსა და აღმასკომის წევრია. ოქტომბრის შეიარაღებული აჯანყების მონაწილე, პეტროგრადის სამხედრო რევოლუციური კომიტეტის წევრი, საბჭოების სრულიად რუსეთის მე-2 ყრილობის მონაწილე.
საბჭოების მე-2 ყრილობის (ოქტომბრის რევოლუცია) შემდეგ 1917 წლის ნოემბრიდან 1918-ის შემოდგომამდე სცაკ-ში იყო სამხედრო განყოფილების გამგე.
1918 წლის ოქტომბრიდან სცაკ-ის პრეზიდიუმის წევრი და მდივანია.
1922 წლის 31 დეკემბრიდან 1935 წლის 3 მარტის ჩათვლით სსრკ ცაკ-ის მდივანია.
ლენინის დაკრძალვის საორგანიზაციო კომისიის წევრია.
1924 წლიდან სკპ(ბ) ცენტრალური საკონტროლო კომისიის (ცკკ) წევრია, 1927–34 წწ. ცკკ-ის პრეზიდიუმის წევრი.
1925 წ. მოსკოვში გამოვიდა ა. ენუქიძის ნაშრომი „ჩვენი იატაკქვეშა ტიპოგრაფიები კავკასიაში“.
1925–1927 წწ. მეცნიერებათა აკადემიის ყოველდღიურ საქმიანობაზე კონტროლის კომისიის თავმჯდომარეა.
სსრკ ცაკ-ის დადგენილება, გამოსული ს. მ. კიროვის მკვლელობის დღეს 1934 წლის 1 დეკემბერს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შესახებ (ტერორისტული აქტების მომზადებასა ან ჩატარებაში ბრალდებულთა საქმეების გამოძიების ვადების დაჩქარება, დაცვის მონაწილეობის გარეშე მათი მოსმენა, განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეთა სასიკვდილო განაჩენების აღსრულებაში დაუყოვლებლივ მოყვანა) ხელმოწერილ იქნა მხოლოდ ცაკ-ის მდივნის ა. ს. ენუქიძის მიერ, მ. ი. კალინინის ხელმოწერის გარეშე.
აბელ ენუქიძის ბიძაშვილი – ტრიფონ ენუქიძე სათავეში ედგა „გოზნაკის“ სამმართველოს მოსკოვში.
დაცემა
ენუქიძეზე მიუთითებენ როგორც „კრემლის საქმის“ ცენტრალურ ფიგურაზე.
კრემლის საქმის გამოძიების მსვლელობისას ენუქიძე მოიხსნა სსრკ ცაკ-ის მდივნის პოსტიდან. 1935 წლის 3 მარტს ენუქიძე გადაიყვანეს ამიერკავკასიის ფედერაციის ცაკ-ის მდივნის თანამდებობაზე, და უკვე 21 მარტს პოლიტბიურომ დაადგინა დაეგზავნა ცკ-ისა და პარტიული და საბჭოთა კონტროლის კომისიათა წევრებისთვის „სკპ(ბ) ცკ-ის შეტყობინება სსრკ ცაკ-ის აპარატისა და ამხ. ენუქიძის შესახებ“, რომელშიც ენუქიძეს ბრალი ედებოდა პარტიული სიფხიზლის დაკარგვაში. მაშინ ენუქიძემ მხარდაჭერისთვის მიმართა ვოროშილოვსა და ორჯონიკიძეს, და სთხოვდა გაეთავისუფლებიათ იგი ამიერკავკასიაში გამგზავრების აუცილებლობისაგან. ამის შედეგად, 13 მაისს ენუქიძე მისი თხოვნით დაინიშნა ცაკ-ის რწმუნებულად მინერალოვოდის ჯგუფში. ენუქიძე კავკასიაში გადაიყვანეს, იგი დაინიშნა კავკასიური კურორტების უფროსად.
სკპ(ბ) ცკ-ის 1935 წლის 5–7 ივნისის პლენუმის სხდომაზე განხილულ იქნა საკითხი „სსრ კავშირის ცაკ-ის სამდივნოს სამსახურეობრივი აპარატისა და ამხ. ა. ენუქიძის შესახებ“. პლენუმის 07.06.1935-ის რეზოლუციაში მიეთითებოდა:
1. მოწონებულ იქნას საკონტროლო ორგანოების ღონისძიებანი სსრ კავშირის ცაკ-ის სამდივნოს სამსახურეობრივი აპარატის შემოწმებისა და გაუმჯობესების საქმეში. 2. ცაკ-ის ყოფილი მდივნის ამხ. ა. ენუქიძის პოლიტიკური და ყოფითი გახრწნისათვის გაყვანილ იქნას იგი სკპ(ბ) ცკ-ის შემადგენლობიდან და გაირიცხოს სკპ(ბ)-ის რიგებიდან.
1935 წლის 22 ივლისს ლ. პ. ბერია გამოვიდა ტფილისში მოხსენებით „საკითხისადმი ამიერკავკასიაში ბოლშევიკური ორგანიზაციების ისტორიის შესახებ“, რომელშიც იყო მოთავსებული ენუქიძის მკვეთრი კრიტიკა. ვ. ზ. როგოვინი შენიშნავს, რომ ენუქიძე გახდა პირველი გარიცხული ცკ-ის (ცენტრალური კომიტეტის – ი. ხ.) შემადგენლობიდან, არჩეულისა XVII ყრილობის მიერ, რომელსაც შემდგომში „დახვრეტილთა ყრილობა“ უწოდეს. ენუქიძე ცკ-ის წევრად სწორედ იმ ყრილობაზე იქნა პირველად არჩეული, მანამდე 13–16-ე ყრილობებზე კი აირჩეოდა ცკკ-ის (ცენტრალური საკონტროლო კომისიის – ი. ხ.) წევრად.
1935 წლის 7 სექტემბერს სტალინმა კაგანოვიჩს, ეჟოვსა და მოლოტოვს გაუგზავნა დაშიფრული წერილი, რომელშიც მინერალურ წყლებში ენუქიძის დანიშვნას შეცდომა უწოდა. მან მოითხოვა იგი მეორეხარისხოვან თანამდებობაზე გადაეყვანათ დონის-როსტოვში ან ხარკოვში. გარდა ამისა, სტალინმა გ. კ. ორჯონიკიძე დაადანაშაულა იმაში, რომ იგი განაგრძობს „მეგობრობას“ ენუქიძესთან. უკანასკნელი გარკვეულ ხანს იგნორირებას უწევდა პოლიტბიუროს პირდაპირ მითითებას გამგზავრებულიყო ხარკოვში ავტოსაგზაო ტრანსპორტის მართვის კანტორის უფროსის თანამდებობაზე, მაგრამ მაინც ბოლოს და ბოლოს იძულებული შეიქნა მინერალური წყლები დაეტოვებია. დაპატიმრებამდე უკანასკნელი თანამდებობაა – ხარკოვის საოლქო საავტომობილო სატრანსპორტო ტრესტის დირექტორი. ამდენად გამომწვევი ქცევის მიუხედავად, ენუქიძე 1936 წლის ივნისში სკპ(ბ) ცკ-ის პლენუმზე აღდგენილ იქნა პარტიაში (აშკარად, სტალინის „უახლოესი წრის“ ზეწოლის ქვეშ). ნახევარი წლის შემდეგ, 1937 წ. 11 თებერვალს, ორჯონიკიძის სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე, იგი ხარკოვში იქნა დაპატიმრებული.
პოლიტწარმომადგენელმა ბეკზადიანმა 1935 წელს პოლიტწარმომადგენლობის თანამშრომელთა საერთო შეკრებაზე, მოახსენებდა რა ცკ-ის პლენუმის შესახებ, განაცხადა: „ენქიძეს ტყუილად დაწყვიტეს გული, იგი ამიერკავკასიის უმსხვილესი რევოლუციონერია და პირადი ანგარიშების ნიადაგზე შეჭამეს“.
ალექსანდრე ორლოვი თავის წიგნში „სტალინისეულ ბოროტმოქმედებათა საიდუმლო ისტორია“ ენუქიძეს უძღვნის ცალკე თავს, სადაც წერს:
თავის გამომძიებლებს ენუქიძე ატყობინებდა სტალინთან კონფლიქტის ნამდვილ მიზეზს. – მთელი ჩემი დანაშაული, – თქვა მან, – იმაში შედგება, რომ როცა მან მითხრა, რომ უნდა მოაწყოს სასამართლო და კამენევი და ზინოვიევი დახვრიტოს, მე შევეცადე მისთვის გადამეთქმევინებია. „სოსო, – ვუთხარი მას, – არ არის სადავო, მათ შენ გავნეს, მაგრამ ამისთვის უკვე საკმარისადაც დაზარალდნენ: შენ ისინი გარიცხე პარტიიდან, ციხეში გყავს დაჭერილები, მათ შვილებს არაფერი აქვთ საჭმელი. სოსო, – ვუთხარი, – ისინი ძველი ბოლშევიკები არიან, როგორც შენ და მე. შენ არ დაიწყებ ძველი ბოლშევიკების სისხლის ღვრას! იფიქრე, რას იტყვის ჩვენზე მთელი მსოფლიო!“ მან ისეთი თვალებით შემომხედა, თითქოს მე მისი მშობელი მამა მომეკლას, და თქვა: „დაიხსომე, აბელ, ვინც ჩემთან არ არის – ის ჩემი მტერია!“
დაპატიმრების შემდეგ ენუქიძეს ბრალი დასდეს სამშობლოს ღალატსა და შპიონაჟში, აგრეთვე ა. ა. ჟდანოვზე თავდასხმასთან შემხებლობაში. მის წინააღმდეგ წამოყენებული იყო ბრალდებები ე. წ. „მუშურ-გლეხურ წითელ არმიაში სამხედრო-ფაშისტურ შეთქმულებაში“ მონაწილეობაში („ტუხაჩევსკი – იაკირის საქმე“), რომელიც მიზნად ისახავდა სსრკ-ში სამხედრო გადატრიალების განხორციელებასა და ბოლშევიკური პარტიის ხელისუფლების დამხობას. ამასთან, გამოძიების ვერსიით, ენუქიძე ამ შეთქმულების ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა გახლდათ: მან თითქოსდა გადაიბირა კრემლის კომენდანტი რ. ა. პეტერსონი, რომელსაც შეთქმულებმა დაავალეს კადრების მომზადება სამხედრო გადატრიალების დაწყების მომენტში კრემლის ხელში ჩაგდებისთვის. ასევე ენუქიძეს ბრალს დებდნენ იმაში, რომ ეს სწორედ მან ჯერ კიდევ 1928 წელს გადაიბირა მ. ნ. ტუხაჩევსკი. ენუქიძის სახელი იქნა ჩართული სტალინისეულ დასახვრეტთა სიაში, რომელიც 1937 წლის 10 ივლსითაა დათარიღებული, მაგრამ სტალინმა იგი იქიდან ამოშალა, დაურთო რა მინაწერი: „ჯერჯერობით მოვიცადოთ“. როგორც ჩანს, სტალინს განზრახული ჰქონდა გამოეყენებია ენუქიძე ერთ-ერთი ბრალდებულის სახით მესამე მოსკოვურ პროცესზე („ანტისაბჭოთა მემარჯვენე-ტროცკისტული ბლოკისა“), რომელიც მაშინ მზადდებოდა, მაგრამ მასთან ამაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. ხელმეორედ იქნა ჩართული სტალინისეულ დასახვრეტთა სიაში, რომელიც 1937 წლის 21 ოქტომბრითაა დათარიღებული. მიესაჯა ლიკვიდაცია სტალინის, მოლოტოვისა და კაგანოვიჩის მიერ. 1937 წლის 29 ოქტომბერს განაჩენი ფორმალურად იქნა დამტკიცებული სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის სხდომაზე. სიკვდილით დაისაჯა 1937 წლის 30 ოქტომბერს. თვენახევრის შემდეგ სტალინმა უცნობი მიზეზით გასცა განკარგულება გამოექვეყნებიათ ოფიციალური შეტყობინება ენუქიძის დახვრეტის შესახებ სიკვდილით დასჯის ცრუ თარიღით. გაზეთ „პრავდის“ 1937 წლის 20 დეკემბრის ნომერში მოთავსებულ იქნა ფალსიფიცირებული შეტყობინება, სათაურით „სსრ კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიაში“, საიდანაც ცხადი ხდებოდა, რომ 1937 წლის 16 დეკემბერს ვითომდა შედგა უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის დახურული სხდომა, რომელზედაც განხილულ იქნა ენუქიძისა და კიდევ შვიდი ბრალდებულის ბრალდების საქმე „სამშობლოს ღალატში, ტერორისტულ საქმიანობასა და ერთ-ერთი უცხო სახელმწიფოს სასარგებლოდ სისტემატიურ შპიონაჟში“. ასევე იტყობინებოდნენ, რომ ყველა ბრალდებულმა აღიარა თავისი დანაშაული, მათ მიესაჯათ დახვრეტა და სიკვდილით იქნენ დასჯილნი. ენუქიძის გარდა ესენი ვითომ იყვნენ: ლ. მ. კარახანი, ი. დ. ორახელაშვილი, ბ. პ. შებოლდაევი, ვ. თ. ლარინი, ა. დ. მეტელიოვი, ვ. მ. ცუკერმანი, ბ. ს. შტეიგერი. ამასთან არც ერთი ეს ადამიანი სინამდვილეში არ ყოფილა დახვრეტილი არც 16 დეკემბერს, და არც საერთოდ 1937 წლის დეკემბრის თვეში, რამდენადაც ყველა ისინი დაიხვრიტნენ ჯერ კიდევ აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში, ამასთან სხვადასხვა დღეს და სხვადასხვა ბრალდებებით. თუ როგორი მიზნით იყო განხორციელებული მოცემული ფალსიფიკაცია – დანამდვილებით ამ დრომდე არ არის ცნობილი.
კარგია, – ეს ჩვენი ბედნიერებაა, – რომ ს ტ ა ლ ი ნ მ ა თვითონვე ადრე შენიშნა, იგრძნო მასთან ფაშისტური ტერორისტული მკვლელების მოახლოვების საფრთხე და დაიწყო ზომების მიღება, არ დაჰყვა რჩვებს რომ დაენდო ენუქიძე (ეს ყველაზე უფრო ნაძირალა და შენიღბული გველი), მოისროლა ის მთელი ბანდით კრემლიდან, მოახდინა ახალი, საიმედო დაცვის ორგანიზება და დანიშნა ამხ. ე ჟ ო ვ ი – ეს მოკრძალებული და მოკირკიტე მუშაკი – და დაიწყო კაპიტალიზმის სისხლიან რესტავრაციაზე ფაშისტური ჩანაფიქრების გორგოლებისა და კვანძების გამოხსნა.
– ე. ა. შჩადენკოს წერილიდან ცოლისადმი 18.06.1937
რეაბილიტირებულია 1959 წ. 3 ოქტომბერს სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ. 1960 წელს ენუქიძის საქმე გადახედულ იქნა და მოახდინეს სიკვდილის შემდეგ მისი რეაბილიტაცია როგორც სტალინური რეპრესიების მსხვერპლისა, აგრთვე აღუდგინეს წევრობა კომუნისტურ პარტიაში.
სექსუალური დევიაციები
ენუქიძეზე პროცესის პიკანტურობა იმაშია, რომ იგი ერთადერთი ასეთი დონის საბჭოთა მოღვაწეებიდან იქნა ოფიციალურად დადანაშაულებული მცირეწლოვანი გოგონების სისტემატიურად შეცდენაში. სტალინის ოჯახურ წრეში შემავალი მარიამ სვანიძე წერდა დღიურში 1935 წლის 28 ივნისს:
„აბელი, უეჭველად, იჯდა რა ასეთ თანამდებობაზე, კოლოსალურ გავლენას ახდენდა ჩვენს ყოფა-ცხოვრებაზე 17 წლის განმავლობაში რევოლუციის შემდეგ. იყო რა თვითონ გარყვნილი და ავხორცი, ის თავის გარშემო ყველაფერს ამყრალებდა: მას დიდ სიამოვნებას ანიჭებდა მაჭანკლობა, ოჯახის დანგრევა, გოგონების შეცდენა. ჰქონდა რა თავის ხელთ ცხოვრების ყველა სიკეთე, ყველასთვის მიუღწეველი, განსაკუთრებით პირველ წლებში რევოლუციის შემდეგ, ის ყველაფერ ამას იყენებდა პირადი ბინძური მიზნებისთვის, ყიდულობდა რა ქალებსა და ქალწულებს. გულისამრევია ლაპარაკი და წერა ამის შესახებ. იყო რა ეროტიულად არანორმალური და, აშკარად, არც ასპროცენტიანი მამაკაცი, იგი წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო ახალგაზრდებზე გადადიოდა, და ბოლოს 9-11 წლის გოგონებამდეც კი დაეცა, რყვნიდა რა მათ წარმოსახვას, რყვნიდა მათ, თუ არა ფიზიკურად, მორალურად მაინც. ეს საძირკველია ყველა იმ უმსგავსოებისა, რომლებიც ხდებოდა მის გარშემო. ქალები, რომელთაც შესაბამისი ქალიშვილები ჰყავდათ, ფლობდნენ ყველაფერს. გოგონებს საჭიროების არქონის გამო სხვა მამაკაცებს სტენიდნენ, მორალურად უფრო მეტად არამდგრადებს. დაწესებულებაში შტატში მხოლოდ აბელისთვის მოსაწონი სქესობრივი ნიშნების მიხედვით აჰყავდათ. რათა გაემართლებია თავისი გარყვნილება, იგი მზად იყო ის ყველაფერში წაეხალისებია“.
ჯილდოები
ლენინის ორდენი (პირველი ადამიანი, დაჯილდოვებული ამ ორდენით # 3-ით; # 1-ით დაჯილდოვებული იყო გაზეთი „კომსომოლსკაია პრავდა“, # 2-ით – მოსკოვის ელექტროლამპების ქარხანა)
შრომითი წითელი დროშის ორდენი
ხსოვნა
[ეს ნაწილი არ ვთარგმნე]
ენუქიძე და მწერალი მ. ა. ბულგაკოვი
ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ა. ს. ენუქიძე იქცა ბულგაკოვის რომანის „ოსტატი და მარგარიტას“ პერსონაჟის არკადი აპოლონის ძე სემპლეიაროვის, „მოსკოვის თეატრების აკუსტიკური კომისიის“ თავმჯდომარის ერთ-ერთ პროტოტიპად. 1922–1935 წლებში ა. ს. ენუქიძე იყო სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე დიდი და სამხატვრო თეატრების ხელმძღვანელობის საკითხში. 1934 წელს მ. ა. ბულგაკოვმა გაუგზავნა ა. ს. ენუქიძეს თხოვნა საზღვარგარეთ გამგზავრების შესახებ, მაგრამ მან მწერლის თხოვნა პარტიის ცკ-ში გადააგზავნა, რის შედეგადაც გამგზავრება ჩაიშალა. ამრიგად, მ. ა. ბულგაკოვმა თავისებურად „იძია შური“ ა. ს. ენუქიძეზე, გამოიყვანა რა იგი თავის რომანში. სიუჟეტის მიხედვით, თეატრ ვარიეტეში ღამის მაგიის სეანსის დროს, რომელსაც ატარებდნენ ვოლანდი და მისი ამალა, სემპლეიაროვი მოითხოვს ფოკუსების „მხილებას“, კერძოდ თუმნიანების გამოჩენასთან დაკავშირებით. ამის შედეგად თვითონ მას საჯაროდ „ამხელენ“ ღალატში (არა სახელმწიფო, არამედ ცოლისადმი ღალატში).
ლიტერატურა
Демурханашвили Соломон. Солнцеворот. Повесть об Авеле Енукидзе. Перевод с грузинского Ф. Сарнова. Серия Пламенные революционеры. М. «Политиздат». 352 с. 1986
Енукидзе Авель Сафронович // Советская энциклопедия, 1969—1978.
მითითებები
Енукидзе, Авель Сафронович // Большая русская биографическая энциклопедия (электронное издание). — Версия 3.0. — М.: Бизнессофт, ИДДК, 2007.
Енукидзе Авель Сафронович // Большая советская энциклопедия : [в 30 т.] / гл. ред. А. М. Прохоров. — 3-е изд. — М. : Советская энциклопедия, 1969—1978.
Енукидзе, Авель Сафронович. На сайте «Хронос».
Енукидзе Авель Сафронович (1877—1937). // Сайт istoriacccr.ru
Спецсообщение Н. И. Ежова И. В. Сталину с приложением протокола допроса А. С. Енукидзе, alexanderyakovlev.org
Наше всё. Авель Енукидзе — передача радиостанции «Эхо Москвы» 09.09.2007
IV. შალვა ზურაბის ძე ელიავა
შალვა ზურაბის შე ელიავა (18 /30/ სექტემბერი 1883, ქუთაისის გუბერნიის სოფელი განირი – 3 დეკემბერი 1937) – საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე.
პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწეობა
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (რსდმპ) წევრი 1904 წლიდან. აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა რევოლუციურ საქმიანობაში მეფის რეჟიმთან ბრძოლაში, რისთვისაც რვაჯერ იქნა დაპატიმრებული, ორჯერ – გადასახლებული, და საერთო ჯამში დაახლოებით 2 წელი დაჰყო პატიმრობაში.
მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების ვოლოგდის საგუბერნიო საბჭოს პირველი თავმჯდომარე (მარტი–დეკემბერი 1917) და ვოლოგდის საგუბერნიო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე (იანვარი–აპრილი 1918). აღმოსავლეთ ფრონტის სამხრეთ ჯგუფის რევოლუციური სამხედრო საბჭოს (რევსამხსაბჭოს) წევრი (10 აპრილი – 11 აგვისტო 1919), თურქესტანის ფრონტის რევსამხსაბჭოს წევრი (15 აგვისტო 1919 – 23 სექტემბერი 1920), ხოლო შემდგომში კი სსრკ რევსამხსაბჭოს წევრიც (28 აგვისტო 1923 – 21 ნოემბერი 1925).
სცაკ-ისა (სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის – ი. ხ.) და რსფსრ სახკომსაბჭოს (სახალხო კომისართა საბჭოს /მთარობის/ – ი. ხ.) თურქესტანის საქმეებში კომისიის თავმჯდომარე (8 ოქტომბერი 1919 – აგვისტო 1922) და სკპ(ბ) (სრულიად რუსეთის კომუნისტური პარტიის /ბოლშევიკებისა/ – ი. ხ.) თურქესტანის ბიუროს წევრი (აგვისტო 1920 – აგვისტო 1922).
რსფსრ-ის პოლიტწარმომადგენელი თურქეთსა და სპარსეთში (1920–1921).
საქართველოს სსრ სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარი (1921–1922) და ამიერკავკასიის სფსრ სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარი (1922–1923).
საქართველოს სსრ (1923–1927) და ამიერკავკასიის სფსრ (1927–1931) სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე (მთავრობის თავმჯდომარე – ი. ხ.).
სსრკ საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისრის მოადგილე (1931–1936) და სსრკ მსუბუქი მრეწველობის სახალხო კომისრის მოადგილე (1936–1937). სსრკ ცაკ-ის (ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის – ი. ხ.) წევრი, სსრკ ცაკ-ის პრეზიდიუმის წევრობის კანდიდატი 1924–1929 წლებში, სსრკ ცაკ-ის პრეზიდიუმის წევრი 1929–1931 წლებში.
მრავალრიცხოვანი პარტიული ყრილობების დელეგატი. სკპ(ბ) XV-XVII ყრილობებზე არჩეული იყო ცკ-ის (ცენტრალური კომიტეტის – ი. ხ.) წევრობის კანდიდატად. დაჯილდოვებულია 3 ორდენით.
1937 წელს რეპრესირებულია და დახვრეტილი.
ადრეული წლები
დაიბადა 1883 წლის 18 სექტემბერს ქუთაისის გუბერნიის სოფელ განირში გაღარიბებული აზნაურის ოჯახში. ადრე დაკარგა მამა. 8 წლის ასაკში მისცეს ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. თვითონ შ. ზ. ელიავას მოგონებებით სწორედ გიმნაზიაში თავისი უფროსი ძმის ადვოკატ ნიკოს გავლენით გაეცნო და შეუერთდა იგი რევოლუციურ იდეებს.
გიმნაზიის უფროს კლასებში დავიწყე დაინტერესება საზოგადოებრივი საკითხებით. ქუთაისის გიმნაზია გამოირჩეოდა ყოველგვარი წრეების სიუხვით, მათ შორის მარქსისტულისაც. უშუალო გავლენას ჩემზე ახდენდნენ ჩემი უფროსი ძმა – მაშინ მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტი – და ის რევოლუციონრები, რომლებთანაც მომიხდა გაცნობა ჩემი ძმის მეშვეობით. ამ რევოლუციონერთა რიცხვს მიეკუთვნებოდნენ ამიერკავკასიის ცაკ-ის ახლანდელი თავმჯდომარე მიხა ცხაკაია და აწ გარდაცვლილი ალექსანდრე წულუკიძე, რომლიც უკვე მაშინ იყო სერიოზული მარქსისტ-თეორეტიკოსი. უნივერსიტეტში შევედი უკვე რევოლუციური იდეებით დამუხტული, რომლებიც თუმცა კი ჯერ კიდევ მთლიანად ჩამოყალიბებული არ ყოფილა.
– შ. ზ. ელიავას ავტობიოგრაფიიდან.
გიმნაზიის დასრულების შემდეგ 1903 წელს შევიდა სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც უკვე სწავლების პირველ კურსზე გაიცნო რსდმპ-ის ბევრი წევრი და დახმარებასაც აღმოუჩენდა პარტიას, მათ შორის არალეგალური ლიტერატურის შენახვის სახით. 1904 წლის თებერვალში მიიღო მონაწილეობა სტუდენტურ დემონსტრაციაში. 1904 წლის ზაფხულში არდადეგებზე სახლში გაემგზავრა.
რსდმპ-ში მონაწილეობა 1904–1905 წლებში
რსდმპ-ში შესვლა
1904 წლის შემოდგომაზე უნივერსიტეტში დაბრუნება შ. ზ. ელიავამ ვერ მოახერხა. 1904 წლის ბოლოს შევიდა რსდმპ-ში და დაიწყო აქტიური რევოლუციური საქმიანობა. შეუერთდა პარტიის ბოლშევიკურ ფრთას. 1905 წლის იანვარში იქნა დაპატიმრებული ტფილისში გაფიცვის წინა დღეებში. თუმცა კი საკმარისად ადრე გამოუშვეს და ქუთაისის გუბერნიაში გაემგზავრა, სადაც სააგიტაციო და პროპაგანდისტული საქმიანობით იყო დაკავებული 1905 წლის აგვისტომდე. აგვისტოში ტფილისში დაბრუნდა და აქტიური მონაწილეობა მიიღო 1905 წლის ოქტომბრის გაფიცვაში, იყო რა საგაფიცვო კომიტეტის წევრი ბოლშევიკების ფრაქციიდან. მოსკოვში დეკემბრის აჯანყების ჩახშობისა და კავკასიაში მეორე გაფიცვის ლიკვიდაციის შემდეგ ისევ იქნა დაპატიმრებული და მხოლოდ 1906 წლის თებერვლის ბოლოს გაანთავისუფლეს. 1906 წლის აპრილში ისევ დააპატიმრეს და იმავე წლის შემოდგომაზე გამოუშვეს. ამის შემდეგ გადაწყვიტა გაეგრძელებია სწავლა სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში და პეტერბურგს გაემგზავრა.
უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება
უნივერსიტეტში განაგრძობდა რევოლუციურ საქმიანობას და სტუდენტების ყველა გაფიცვაში მონაწილეობდა. 1906 წლის სექტემბერში პირველად შეხვდა ვ. ი. ლენინს. 1908 წლის სტუდენტურ გაფიცვაში მონაწილეობისა და ზოგიერთი სტუდენტური ორგანიზაციის განადგურების შემდეგ იატაკქვეშეთში წავიდა. 1909 წელს 1 მაისს დაგეგმილი დემონსტრაციის წინა დღეებში მეფის პოლიციამ ბოლშევიკური ტიპოგრაფია გაანადგურა, რომელშიც შ. ზ. ელიავა მუშაობდა და იგი თანამებრძოლებთან ერთად დააპატიმრა.
თვენახევრის შემდეგ იგი თავისუფლებაში იქნა გამოშვებული. მაგრამ 1909 წლის ივნისში ისევ დააპატიმრეს და დედაქალაქიდან გაასახლეს. 1909 წლის შემოდგომაზე დიდი სიძნელეებით შ. ზ. ელიავამ მოახერხა განთავისუფლებისა და სახელმწიფო გამოცდების ჩასაბარებლად პეტერბურგში გამგზავრებაზე ნებართვის მიღებისთვის მიეღწია. მაგრამ, ყველა გამოცდის ჩაბარება ვერ შეძლო, რამდენადაც ნოემბერში მორიგი დაპატიმრება განიცადა.
პირველი გადასახლება
1910 წლის 11 ნოემბერს იყო მსხვილი პოლიტიკური მანიფესტაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლ. ნ. ტოლსტოის დაკრძალვის დღეს. ამის გამო უკვე მომდევნო დღეს დააპატიმრეს და 4 თვით წინასწარი პატიმრობის სახლში მოათავსეს. ამის შემდეგ ოლონეცკის გუბერნიაში პოლიციის ღია კონტროლის ქვეშ იქნა გადასახლებული. თხოვნა რომ პეტროზავოდსკში დაეტოვებიათ უარყოფილ იქნა და შ. ზ. ელიავა ფეხით გაგზავნეს სოფელ ტოლვუიაში 200 კმ-ზე პეტროზავოდსკიდან. უახლოესი სოფლებისგან ეს სოფელი 80 კმ-ით იყო დაშორებული. ტოლვუიაში არ იყო სამუშაო, ლიტერატურული შრომა აკრძალული გახლდათ, ხაზინიდან ჯამაგირს კი შ. ზ. ელიავა არ ღებულობდა. გარდა ამისა, ჩრდილოეთის კლიმატის პირობებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა (ქრონიკული ბრონქიტი, ცხვირიდან სისხლდენა, ქვემო მარცხენა კიდურის კუნთების ატროფია), რომელიც ჯერ კიდევ ეტაპით გადასვლის დროს იქნა შერყეული. ამასთან დაკავშირებით 1911 წლის 20 ივლისს გადაიყვანეს სოფელ ველიკაია გუბას საერო საავადმყოფოში. ველიკაია გუბაში 1912 წლის აგვისტომდე იცხოვრა. ამის შემდეგ 1912 წლის 24 აგვისტოს ეტაპით იქნა გადაყვანილი ასტრახანის გუბერნიის პატარა ქალაქ ჩორნი იარში. აქ ანახლებს იგი თავის რევოლუციური საქმიანობას: უკავშირდება ადგილობრივ სოციალ-დემოკრატებს, მონაწილეობს საგუბერნიო ბოლშევიკური ორგანიზაციის მუშაობაში, ამყარებს და ინარჩუნებს კავშირს ცენტრთან და ამიერკავკასიასთან, ღებულობს არალეგალურ ლიტერატურას, მათ შორის გაზეთ „პრავდას“.
პეტერბურგში დაბრუნება
გადასახლების დასრულების შემდეგ 1913 წლის მარტში დაბრუნდა პეტერბურგში გაზეთ „პრავდისთვის“ ფულადი სახსრების შეგროვების მიზნით. შემდეგ 4 თვით გადადის ქუთაისში, სადაც ეწევა სააგიტაციო და პროპაგანდისტულ საქმიანობას, ხოლო 1913 წლის ნოემბერში კი გადადის ტფილისში. მაგრამ ტფილისში ჟანდარმების თავდასხმა განიცადა და ერთი კვირის შემდეგ იძულებული შეიქნა ქუთაისის გუბერნიაში დაბრუნებულიყო. დაჰყო რა ქუთაისში რამდენიმე თვე, ისევ პეტერბურგში დაბრუნდა. 1914 წლის დასაწყისში პარტიული ორგანიზაციის მიერ სამუშაოდ ფაბრიკა „ტრეუგოლნიკის“ საავადმყოფოს სალაროში იქნა გაგზავნილი, რომლის მდივნადაც 1915 წლის აპრილამდე დაჰყო. გარდა ამისა, იმავე დროს გახლდათ გაზეთ „პრავდის“ თანამშრომელიც. 1914 წლის შემოდგომაზე დააპატიმრეს და ციხეში ყოფნის 4 თვის შემდეგ ენისეის გუბერნიაში გადასახლება მიუსაჯეს. თუმცა კი ავადმყოფობის გამო ასტრახანის გუბერნიაში იქნა გაგზავნილი, ხოლო 1915 წლის დეკემბერში პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ ვოლოგდაში გადავიდა.
საქმიანობა ვოლოგდაში
ვოლოგდაში მუშაობდა კოოპერაციულ გაერთიანება „სევერო-სოიუზში“ თავიდან მდივნად, შემდეგ კი – ეკონომიკური განყოფილების გამგედ. თავდაპირველად 1916 წლის ოქტომბრამდე ცხოვრობდა ე. ა. ველიკოვსკაიას ბინაში (ახლა ზოსიმოვსკაია, 47), სადაც არცთუ იშვიათად ატარებდა შეხვედრებს ადგილოლბრივ და გადმოსახლებულ ბოლშევიკებთან. ჰქონდა მუდმივი კონტაქტი ვოლოგდის რსდმპ-ის ორგანიზატორ ო. ა. ვარენცოვასთან, ლ. მ. ბისტროვასთან, ი. ა. სამმერთან. გარდა ამისა ხვდებოდა რკინიგზის სახელოსნოების მუშებსაც.
თებერვლის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ ვოლოგდაში დარჩენა გადაწყვიტა და უშუალო მონაწილეობა მიიღო მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების ვოლგდის საგუბერნიო საბჭოს დაარსებაში. 1917 წლის 15 მარტს საბჭოს პირველ სხდომაზე არჩეულ იქნა მის თავმჯდომარედ, მიუხედავად იმისა, რომ მასში მენშევიკებისა და ესერთა წარმომადგენლები დომინირებდნენ. საბჭომ მისი ხელმძღვცანელობით დაიკავა ვოლოგდაში დროებით ხელისუფლებასთან თანამშრომლობის პოზიცია, თავად შ. ზ. ელიავა კი თავდაცვითობისა (оборончество) და პაციფიზმის პოზიციებზე იდგა. მაგრამ, თუ მის მოგონებებს დავუჯერებთ, ივლისის კრიზისისა და კორნილოვის ამბოხების შემდეგ თავდაცვითობის რწმენა დაკარგა, და მას „არაფრის მაქნის და მავნე ილიუზიებად“ ახასიათებდა.
25-26 ოქტომბერს მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების II ყრილობის მუშაობაში მონაწილეობდა, რომელზედაც საბჭოთა ხელისუფლების ისტორიულად მნიშვნელოვანი პირველი დეკრეტები იქნა დამტკიცებული. ვოლოგდაში დაბრუნების შემდეგ 1917 წლის 26 ნოემბერს კვლავ მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების ვოლოგდის საგუბერნიო საბჭოში იქნა დელეგირებული, ხოლო თავად საბჭოზე კი აირჩიეს საბჭოს ვოლოგდის საგუბერნიო აღმასკომის (აღმასრულებელი კომიტეტის) თავმჯდომარედ. 1917 წლის 18 დეკემბერს მონაწილეობდა რსდმპ-ის საგუბერნიო ყრილობაში, რომელზედაც გაფორმდა ვოლოგდის გუბერნიაში ბოლშევიკური ორგანიზაციის შექმნა.
მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს გლეხთა დეპუტატების საბჭოსთან გაერთიანების შემდეგ არჩეულ იქნა გაერთიანებული საბჭოს საგუბერნიო აღმასკომის თავმჯდომარედ და მისი სახელით 1918 წლის 23 იანვარს გამოაცხადა ვოლოგდის გუბერნიაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარება. 1918 წლის მარტში მონაწილეობდა საბჭოების სრულიად რუსეთის IV საგანგებო ყრილობის მუშაობაში, რომელზედაც მოიწონეს ბრესტის ზავის დადება.
1918 წლის აპრილში მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა დეპუტატების საბჭოების I ვოლოგდის საგუბერნიო ყრილობის ჩატარების შემდეგ გუბერნიის კომისარია სურსათის საკითხებში და სათავეში ჩაუდგა ვოლოგდის გუბერნიის სასურსათო ორგანოებს. ამ თანამდებობაზე ფაქტიურად შემოიღო სამხედრო რეჟიმი სურსათის დამზადების სფეროში, ახდენდა სასურსათო რაზმების ორგანიზაციას და ატარებდა აქტიურ პოლიტიკას ჭარბი პურის რეკვიზიციაში, რითაც არცთუ იშვიათად იწვევდა ადგილობრივი მოსახლეობის ფართო უკმაყოფილებას. გუბსურსათკომის კომისრის პოსტზე 1918 წლის დეკემბრამდე რჩებოდა.
აღმოსავლეთის ფრონტზე
1918 წლის ნოემბერში სრულიად რუსეთის საბჭოების VI ყრილობაზე არჩეულ იქნა სცაკ-ის (სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის – ი. ხ.) წევრად, ხოლო დეკემბერში სამუშაოდ გადავიდა მოსკოვში ვაჭრობისა და მრეწველობის სახალხო კომისარიატის კოლეგიის წევრის სახით, რომელსაც სათავეში ლ. ბ. კრასინი ედგა. 1919 წლის 12 თებერვალს შეიქმნა სახკომსაბჭოს (სახალხო კომისართა საბჭოს – ი. ხ.) საგანგებო (დროებითი) კომისია თურქესტანის საქმეებში. შ. ზ. ელიავა თურქკომისიის თავმჯდომარედ იქნა დანიშნული. მაგრამ თურქესტანი იმ მომენტში სამოქალაქო ომის ფრონტით იყო მოწყვეტილი ცენტრალური რუსეთისგან, ხოლო იქით მიმავალი გზები კი ა. ვ. კოლჩაკის თეთრგვარდიელთა კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. ამიტომ კომისია თავიდან სამარაში გაჩერდა, შემდეგ – ორენბურგში. ამასთან, ა. ვ. კოლჩაკის შემოტევის პირობებში კომისიის საქმიანობა დროებით იქნა დახურული, თავად შ. ზ. ელიავა კი დროებით იძულებული იყო ვოლგისპირეთისა და ურალის ქალაქების მოსახლეობაში სააგიტაციო მუშაობისთვის მიემართა. მალევე იგი დაინიშნა 1-ლი არმიის რევსამხსაბჭოს (რევოლუციური სამხედრო საბჭოს – ი. ხ.) წევრად, შემდეგ აღმოსავლეთ ფრონტის ჯარების სამხრეთ ჯგუფის რევსამხსაბჭოს წევრად, რომელსაც მ. ვ. ფრუნზე სარდლობდა. ამ თანამდებობაზე დაკავებული იყო როგორც სამხედრო ოპერაციების უშუალო დაგეგმვითა და სარდლობით, ისე მოსახლეობის მობილიზაციით.
1919 წლის აგვისტოში აღმოსავლეთ ფრონტის აღმოსავლეთ და თურქესტანის ფრონტებად გაყოფის შემდეგ, შევიდა თურქესტანის ფრონტის რევსამხსაბჭოს შემადგენლობაში. 1919 წლის ოქტომბერში თურქესტანში წითელი არმიის წარმატებების შემდეგ, თავის საქმიანობას თავი მოუყარა თურქკომისიაში თავმჯდომარეობაზე, რომელსაც დაევალა პარტიული ხელმძღვანელობის განხორციელება თურქესტანში. 1920 წლის იანვარში თურქკომისიამ უშუალო მონაწილეობა მიიღო თურქესტანის კომუნისტური პარტიის (თკპ) შექმნაში. 1920 წლის აგვისტოში თურქკომისია გაუქმებულ იქნა, ხოლო მისი საქმიანობა კი, როგორც პარტიული ორგანოსი, რკპ(ბ) ცკ-ის თურქესტანის ბიურომ გააგრძელა. ბიუროს შემადგენლობაში შევიდა შ. ზ. ელიავაც.
1922 წლის მაისსა და აგვისტოში, იყო რა საქართველოს სსრ სამხედრო და საზღვაო ძალების სახალხო კომისარი, შ. ზ. ელიავა მგზავრობდა თურქესტანში, სადაც მონაწილეობდა სამხედრო-პოლიტიკური და პარტიულ-საორგანიზაციო ღონისძიებების შემუშავებაში შუა აზიის გასაბჭოების, ადგილობრივ მოსახლეობას შორის პროპაგანდის, ბასმაჩობის ლიკვიდაციისა და სახალხო მეურნეობის აღდგენის მიზნით. შემდგომში თურქესტანში საქმიანობისთვის იგი დაჯილდოვდა ორი წითელი დროშის ორდენით: 1928 წელს – თურქმენეთის სსრ ცაკ-ის წარდგენით, დ 1932 წელს – უზბეკეთის სსრ ცაკ-ის წარდგენით.
პოლიტიკური წარმომადგენელი თურქეთსა და ჩრდილოეთ ირანში
თურქესტანიდან დაბრუნების შემდეგ 1920 წლის ზაფხულში გახლდათ რსფსრ-ის პოლიტწარმომადგენელი თურქეთსა და ჩრდილოეთ ირანში. თუმცა კი ამ თანამდებობაზე მხოლოდ სპარსეთში მოასწრო ყოფნა. ტიფით მძიმე დაავადების გამო მოუხდა თურქეთში გამგზავრების გაუქმება. ამ თანამდებობაზე შ. ზ. ელიავამ შეძლო პირადი კონტაქტების დამყარება თურქეთისა და სპარსეთის მუშათა წარმომადგენლებთან და კომუნისტებთან, სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწეებთან. თეირანში ადგილობრივი პარლამენტის წინაშე გამოსვლაც კი მოახერხა. იყო რა პოლიტწარმომადგენელი, 1920 წლის 1 სექტემბერს მიიღო მონაწილეობა აღმოსავლეთის ხალხების I ყრილობაში, რომელიც ბაქოში იქნა ჩატარებული.
სახელმწიფო მოღვაწეობა ამიერკავკასიაში
საქართველოს გასაბჭოებაში მონაწილეობა და ასფსრ-ის შექმნა
11-12 თებერვალს საქართველოს ლორეს რაიონში იფეთქა შეიარაღებულმა გამოსვლამ საქართველოს მენშევიკური მთავრობის წინააღმდეგ. აჯანყება გავრცელდა მეზობელ რაიონებშიც. შ. ზ. ელიავა შევიდა სამხედრო-რევოლუციურ კომიტეტში, რომელმაც 1921 წლის 16 თებერვლიდან საკუთარ თავზე აიღო აჯანყების ხელმძღვანელობა. რევკომის თხოვნით აჯანყების დასახმარებლად გამოვიდა წითელი არმია, ხოლო შ. ზ. ელიავა კი 11-ე წითელი არმიის რევსამხსაბჭოს შემადგენლობაში იქნა შეყვანილი. 1921 წლის 25 თებერვალს რევკომისა და წითელი არმიის გაერთიანებულმა ძალებმა დაიპყრეს ტფილისი და გამოაცხადეს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის წარმოქმნა.
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ შ. ზ. ელიავა გახლდათ საქართველოს რევკომის წევრი, რომელიც ხელისუფლების უმაღლეს რევოლუციურ ორგანოდ შეიქნა საქართველოში, და ხელს უწყობდა წითელი არმიის ადგილობრივი ქართული ნაწილების შექმნას. 1921 წლის მარტში დაინიშნა საქართველოს სსრ სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო კომისრად. ეკავა რა ეს თანამდებობა, 1921 წლის 21 მარტს გამოსცა დეკრეტი ქართული წითელი არმიის შექმნის შესახებ. 1921 წლის 26 სექტემბერს – 13 ოქტომბერს საქართველოს სსრ წარმომადგენლის სახით მონაწილეობდა კონფერენციის მუშაობაში ყარსში. კონფერენციამ მუშაობა დაასრულა ყარსის ხელშეკრულების ხელმოწერით, რომელიც ამყარებდა სახმელეთო და საწყლოსნო საზღვრებს კონფერენციის მონაწილე ქვეყნებს შორის.
1922 წლის თებერვალში მიიღო მონაწილეობა საბჭოების I სრულიად საქართველოს ყრილობაში, რომელზედაც რევკომმა ძალაუფლების მთელი სისრულე გადასცა საბჭოთა ორგანოებს. იმავე ყრილობაზე 1922 წლის 2 მარტს მიღებულ იქნა საქართველოს სსრ კონსტიტუცია და დაარსდა საქართველოს მთავრობა – სახალხო კომისართა საბჭო. შ. ზ. ელიევა შევიდა საქართველოს სახკომსაბჭოს შემადგენლობაში, ეკავა რა უწიდებურად სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო კომისრის თანამდებობა.
იყო ამიერკავკასიის რესპუბლიკათა გაერთანების ერთ-ერთი ინიციატორი, რომელიც შედგა 1922 წლის 10-13 დეკემბერს საბჭობის I ამიერკავკასიის ყრილობაზე. ყრილობაზე გადაწყვეტილ იქნა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სსრ-ების გაერთიანება ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკად და მიღებულ – ასფსრ-ის კონსტიტუცია.
შ. ზ. ელიავა, დანიშნული გაერთანებული რესპუბლიკის სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო კომისრად, მონაწილეობდა ყრილობის მუშაობაში და არჩეულ იქნა ასფსრ ცაკ-ის შემადგენლობაში.
საქართველოს სახკომსაბჭს თავმჯდომარე
1923 წელს შ. ზ. ელიავა დაინიშნა საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარედ. მისი საქმიანობა ამ პოსტზე დაემთხვა ეგრეთ წოდებულ „ქართულ საქმეს“. შ. ზ. ელიავამ მხარი დაუჭირა საკავშირო ხელმძღვანელობის პოზიციას და რკპ(ბ) XII ყრილობაზე გააკრიტიკა სსრკ-ში საქართველოს ამიერკავკასიის ფედერაციის მეშვეობით შესვლის მოწინააღმდეგენი, რომლებიც ყრილობამ „ნაციონალ-უკლონიზმში“ („ეროვნულად გადახრაში“ – ი. ხ.) დაადანაშაულა.
გარდა ამისა, უშუალოდ საქართველოში შ. ზ. ელიავა ატარებდა „ანტისაბჭოთა“ პარტიების ნარჩენების ლიკვიდაციის პოლიტიკას. ამასთანავე მოაწყვეს სახელმწიფო აპარატის წმენდა, ჩეკას (საგანგებო კომისიის, მაშინდელი უშიშროების – ი. ხ.), მილიციისა და პროკურატურის ორგანოების ჩათვლით. სოფელში დაიწყო განკულაკების პოლიტიკის გატარება. 1924 წლის შემოდგომიდან ღიად გამოვიდა ლ. დ. ტროცკის კრიტიკით და საქართველოს კომპარტიის შიგნით ატარებდა ბრძოლას „ტროცკიზმთან“.
შ. ზ. ელიავას საქართველოში მმართველობის წლებში ფართოდ იყო გაშლილი კოოპერატიული მოძრაობა, სკოლების, ტექნიკუმების, ინსტიტუტების, კულტურულ-საგანმანათლებლო და სამკურნალო დაწესებულებების მშენებლობა.
1924 წლის 4 იანვარს ასფსრ საბჭოების II ყრილობაზე ისევ იქნა არჩეული ამიერკავკასიის ცაკ-ის წევრად. 1925 წლის 13 მაისს შედგებოდა პრეზიდიუმში საბჭოების III სრულიად საკავშირო ყრილობაზე, 21 მაისს კი მესამე მოწვევის სსრკ ცაკ-ის პირველ სესიაზე ირჩევენ პრეზიდიუმის წევრად ეროვნებათა საბჭოებიდან.
სკპ(ბ) XIV ყრილობის შემდეგ, რომელმაც „ინდუსტრიალიზაციის ყრილობის“ სახელწოდება მიიღო, შ. ზ. ელიავა იწყებს საქართველოში მრეწველობის განვითარებისა და რესპუბლიკის ინდუსტრიალიზაციის ღონისძიებათა გატარებას.
ასფსრ-ის სახკომსაბჭოს თავმჯდომარე
1927 წლის აპრილში დაინიშნა ამიერკავკასიის სფსრ სახალხო კომისართა საბჭოს (მთავრობის – ი. ხ.) თავმჯდომარედ და ამ რესპუბლიკის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარედაც. მისი ხელმძღვანელობის წლებში ამიერკავკასიის მთავრობამ ააშენა ზემო ავჭალის, შოვის, ონის, აბაშისა და ნუხის ჰიდრო-ელექტრო სადგურები. დაწყებულ იქნა რიონის, ძორაგეტისა და ზემო ზურნაბადის ჰესების მშენებლობა.
ამიერკავკასიის კომპარტიის V ყრილობაზე 1927 წლის 21-25 ნოემბერს შ. ზ. ელიავამ და მისმა მომხრეებმა მოახერხეს საბოლოოდ განედევნათ შიდაპარტიული ოპოზიცია.
ამიერკავკასიის სფსრ აღამასრულებელი ხელისუფლების მისი ხელმძღვანელობის წლებზე მოვიდა საერთო საკავშირო ინდუსტრიალიზაციისა და კოლექტივიზაციის დასაწყისი. შ. ზ. ელიავა ამიერკავკასიაში მსხვილი კოლექტიური მეურნეობების შექმნისა და გარკვეულ კულტურებზე სპეციალიზაციის მომხრე გახლდათ, ხოლო თვითონ რეგიონი კი უნდოდა მესაქონლეობისა და მეხილეობის უმსხვილეს საკავშირო ცენტრად გადაექცია.
ხოლო თუ ჩვენს ქვეყანაში გამოვიყენებთ ელექტრო ენერგიას, თუ მოვრწყავთ აზერბაიჯანის უზარმაზარ ველებს, რომლებსაც სარწყავი სამუშაოების შედეგად შეუძლიათ მოგვცენ დაახლოებით 1100 ჰა ბამბის მოსაყვანად, თუ დავაშრობთ ჩვენს დაჭაობებულ ადგილებს ნესტიანი სუბტროპიკების რაიონში საქართველოში, რომელთაც შეუძლიათ მოგვცენ 200 ჰა-ზე მეტი სუბტროპიკული კულტურებისა და სამკურნალო მცენარეებისთვის, თუ შევაიარაღებთ სოფლის მეურნეობას შესაბამისი მექანიკური საშუალებებით, მაშინ ამიერკავკასიას შეუძლია იმოძრაოს გაცილებით უფრო სწრაფი ტემპებით, ვიდრე ჩვენი კავშირის სხვა რეგიონებს... ამიერკავკასია მეხილეობის ხაზით უნდა გადაიქცეს საბჭოთა სოციალისტურ ფლორიდად და კალიფორნიად... ჩვენ გვაქვს, ამხანაგებო, მესაქონლეობის განვითარების შესაძლებლობა მეღორეობის ხაზითაც, სამატყლე მეცხვარეობის ხაზითაც, და მსხვილფეხა სარძეო საქონლის ხაზითაც, რომლის მიხედვითაც ამიერკავკასიას თავის დროზე პირველი ადგილი ეკავა რუსეთში და მეორე ადგილი ევროპაში.
შ. ზ. ელიავას გამოსვლიდან სკპ(ბ) XVI ყრილობაზე.
1932 წლის მარტში დამსახურებებისთვის „საბჭოთა ხელისუფლების განმტკიცებაში ამიარკავკასიაში“ ასფსრ-ის ცაკ-მა შ. ზ. ელიავა შრომით წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვა.
მონაწილეობა ხელისუფლების საკავშირო ორგანოების მუშაობაში
მონაწილეობდა რა საბჭოთა სივრცის ამა თუ იმ განაპირა მხარეების პოლიტიკურ ცხოვრებაში, შ. ზ. ელიავა რეგულარულად იყო ხოლმე ჩართული საერთო საკავშირო ორგანოების მუშაობაშიც. ასე მან მიიღო მონაწილეობა პარტიის XII–XVII ყრილობებში, ხოლო XV–XVII ყრილობებზე კი აირჩეოდა სკპ(ბ) ცკ წევრობის კანდიდატად. გარდა ამისა, იგი ღებულობდა მონაწილეობას საბჭოების ყრილობებში და აირჩეოდა სსრკ ცაკ-ის წევრად.
1931 წელს დაინიშნა სსრკ საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისრის (დღევანდელი გაგებით მინისტრის – ი. ხ.) მოადგილედ. მისი დანიშვნა ამ თანამდებობაზე იმასთან იყო დაკავშირებული, რომ შ. ზ. ელიავა კარგად იცნობდა ამ დარგს. ამ თანამდებობაზე მისი მუშაობის წლებში ზოგიერთმა კაპიტალისტურმა ქვეყანამ დაიწყო დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება სსრკ-თან და სავაჭრო ხელშეკრულებების დადებაც, მტკიცდება ეკონომკური და სავაჭრო კავშირები ამ ქვეყნებთან. თავად შ. ზ. ელიავა აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა შეხვედრებში, მიღებებში, მოლაპარაკებებში. გარდა ამისა, სახალხო კომისარიატის საქმიანობის ერთ-ერთ შედეგს წარმოადგენს ქვეყნის აქტიური სავაჭრო ბალანსი სამ წელს მიყოლებით (1933, 1934,1935 წლები), ხოლო 1935 წელს კი – აქტიური საგადამხდელო ბალანსიც.
1936 წელს შ. ზ. ელიავა დანიშნულ იქნა სსრკ მსუბუქი მრეწველობის სახალხო კომისრის მოადგილედ. ამ პოსტზე იგი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ახალი ტექნიკის ათვისებასა და კადრების შერჩევას (მათ შორის მსუბუქი მრეწველობის მუშათა ფორსირებულ სწავლებას). ამავე წლებზე მოდიოდა სტახანოვური მოძრაობა მსუბუქ მრეწველობაში.
სიკვდილი
1937 წელს პარტიულ რიგებში დაიწყო „დიდი წმენდა“, რომელსაც ვერც შ. ზ. ელიავა აერიდა. 1937 წლის 17-19 მაისს ცკ-ის პლენუმზე მას ი. დ. ორახელაშვილთან ერთად ბრალი დასდეს იმაში, რომ იცოდა „ქართული ტროცკისტული ცენტრის კონტრრევოლუციური მუშაობის შესახებ, მაგრამ ცკ-ს ეს დაუმალა“, და გარიცხეს პარტიის ცენტრალური კომიტეტის შემადგენლობიდან. უკვე 1937 წლის 20-22 მაისს იქნა დაპატიმრებული. გამოძიების დროს ბრალი დაედო იმაში, რომ 1928 წელს მონაწილეობდა „მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ჯგუფის“ შექმნაში საქართველოში, რომელიც თითქოსდა ა. ი. რიკოვისა და ნ. ი. ბუხარინის დირექტივის მიხედვით იქნა ორგანიზებული.
„ორგანიზაცია ეწოდა კონტრრევოლუციური კადრების შეკოწიწების მუშაობას მავნებლობისთვის, შპიონაჟსთვის, დივერსიებისთვის და ჰქონდა კავშირი ბუხარინთან, რიკოვთან და მემარჯვენეების უკრაინულ ცენტრთან, რომელთანაც მოლაპარაკებული იყო ერთდროული შეიარაღებული აჯანყების შესახებ უკრაინასა და ამიერკავკასიის რესპუბლიკებში ომის დაწყების მომენტში... 1935 წელს რიკოვის დირექტივის მიხედვით, რომელიც ელიავას მეშვეობით იყო გადაცემული, რესპუბლიკურმა ცენტრებმა დაამყარეს კონტაქტები პარტიასა და საბჭოთა ხელისუფლებასთან ერთობლივი ბრძოლისათვის ყველა კონტრრევოლუციურ დაჯგუფებასა და ორგანიზაციასთან ამიერკავკასიაში – ტროცკისტებთან, მენშევიკებთან საქართველოში, დაშნაკებთან სომხეთში და მუსავატისტებთან აზერბაიჯანში... ფაქტიურად შეიქმნა პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი ფრონტი მთელი ანტისაბჭოთა ძალების მხრიდან საქართველოსა და ამიერკავკასიის შიგნით... მთელი ეს ნაძირლობა წარმოადგენდა საშინელ გადახლართვას ჯაშუშებისა, გამყიდველებისა, მავნებელთა, დივერსანტებისა, სრულიად სხვადასხვანაირი კონტრრევოლუციური შეხედულებებისა და რწმენის მქონე პირთა, რომლებიც გაერთიანებული იყვნენ მხეცური სიძულვილით სკპ(ბ)-ის ხელმძღვანელობისადმი და საზიზღარი სურვილით დაემხოთ საბჭოთა ხელისუფლება“.
ლ. პ. ბერიას წერილიდან ი. ბ. სტალინისადმი
„კონტრრევოლუციური“
ჯგუფების შესახებ საქართველოში.
საქმის ფიგურანტებს ბრალი ედებოდათ ასევე იმაშიც, რომ დაამყარეს კავშირები ინგლისთან, საფრანგეთთან და ნაცისტურ გერმანიასთან, აგრეთვე ცდილობდნენ გამოეყენებიათ ტერორი სკპ(ბ)-ისა და მთავრობის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ როგორც ცენტრში, ისე ადგილებზეც. დაკითხვაზე შ. ზ. ელიავამ მისცა აღიარებითი ჩვენება იმაში, რომ „არის ფრანგული, ინგლისური და გერმანული დაზვერვების აგენტი მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ტერორისტულ-დივერსიული ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მუშაკი საქართველოში“.
„მოსკოვში მას (შ. ზ. ელიავას) ჰქონდა კავშირი ბუხარინთან, რომელმაც მისცა მას დირექტივა ტერორისტული აქტების ორგანიზებაში ამხანაგ სტალინის, მოლოტოვის, ვოროშილოვის, კაგანოვიჩის წინააღმდეგ. შ. ელიავა ინარჩუნებდა ასევე მჭიდრო კავშირს გამარნიკსა და ტუხაჩევსკისთან, იცოდა სამხედრო ორგანიზაციის კ.-რ. ცენტრის შემადგენლობის, მისი მუშაობის შესახებ. ტუხაჩევსკის წინადადებით შ. ელიავა დაეთანხმა გერმანული გენერალური შტაბისთვის გადაეცა მისთვის საინტერესო ყველა ჯაშუშური ცნობა წითელი არმიის ქართული ნაწილების მდგომარეობის, საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ და სხვა მასალები, მის მიერ ამ მიზნით მიღებული გ. მგალობლიშვილისა და შ. მათიკაშვილისაგან“.
ლ. პ. ბერიას წერილიდან ი. ბ. სტალინისადმი
„კონტრრევოლუციური“
ჯგუფების შესახებ საქართველოში.
1937 წლის 3 დეკემბერს შ. ზ. ელიავა დახვრეტილ იქნა. თვით სკკპ XX ყრილობამდე მისი სახელი საბჭოთა გამოცემებში საერთოდ არ იხსენიებოდა. რეაბილიტირებულია 1956 წლის 8 თებერვალს პარტიული წესით სკკპ ცენტრალური საკონტროლო კომისიის მიერ.
ჯილდოები
წითელი დროშის ორდენი – თურქმენეთის სსრ ცაკ-ის 1928 წლის 25 იანვრის წარდგენის მიხედვით, იმისთვის, რომ „იყო თურქესტანის ფრონტის რევსამხსაბჭოს წევრი 1919–1920 წწ., პირადი მონაწილეობით უწყობდა ხელს ორენბურგის მიმართულებაზე ოპერაციების წარმატებით დასრულებას, რაც დაეხმარა თურქესტანის რესპუბლიკას დაემყარებია კავშირი რუსეთის ცენტრთან, აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ბუხარისა და ხივის მშრომელებისთვის დახმარების ორგანიზებაში დესპოტიის დამხობის საქმეში და პირადი მონაწილეობით აღმოუჩინა უზარმაზარი დახმარება შუა აზიის მშრომელებს თეთრგვარდიელთაგან განთავისუფლებული რაიონების გასაბჭოებაში, ხელს უწყობდა საბჭოთა ხელისუფლების ეროვნული პოლიტიკის ძირითადი საწყისების განხორციელებას“.
შრომითი წითელი დროშის ორდენი – ამიერკავკასიის სფსრ ცაკ-ის წარდგინებით 1932 წლის მარტში.
წითელი დროშის ორდენი – უზბეკეთის სსრ ცაკ-ის 1932 წლის 29 ოქტომბრის წარდგინებით, „დიდი დამსახურებებისთვის გასაბჭოების, სამეურნეო მშენებლობის საქმეში, და ბასმაჩობასთან ბრძოლაში“.
ლიტერატურა
Автобиография Ш. З. Элиавы // Энциклопедический словарь «Гранат» / 7-е изд. — Т. 41. — С. 268—272
Пачкория В. Избрал судьбу революционера // Красный Север. — 1983. — 30 сентября (№ 224)
Пачкория В. А. Партийная и государственная деятельность Ш. З. Элиавы (1901—1937 гг.): автореферат дис. … канд. ист. наук. — Ленинград, 1983. — 16 с.
Пачкория В. А. Первый председатель // Север. — 1978. — № 11. — С. 106—111.
Пачкория В. А. Шалва Элиава. — Тбилиси: Сабчота Сакартвело, 1974. — 84 с.
Старая гвардия грузинской компартии. — Тбилиси, 1925. — С. 125
Тоидзе Л. М. Шалва Элиава. — Тбилиси, 1965. (груз.)
Элиава Ш. З. Пять лет Советской власти в Грузии. — Тбилиси, 1926.
Элиава Шалва Зурабович // Справочник по истории Коммунистической партии и Советского Союза 1898—1991
V. პოლიკარპე გურგენის ძე მდივანი
პოლიკარპე (ბუდუ) გურგენის ძე მდივანი (დაახლოებით 1877 – 10 ივლისი 1937, თბილისი) – საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე, ქართული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერთაგანი.
ბიოგრაფია
მამა გურგენ გიორგის ძე, დედა ოლღა დავითის ასული (ქალიშვილობაში ჟღენტი) – ქუთაისის გუბერნიის აზნაურები.
სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში, საიდანაც გარიცხულ იქნა 1899 წ. სტუდენტურ მღელვარებებში მონაწილეობის გამო.
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (რსდმპ) წევრი 1903 წლიდან.
ეწეოდა რევოლუციურ მუშაობას ამიერკავკასიაში.
რევოლუციისა და სამოქალაქო ომის აქტიური მონაწილეა ამიერკავკასიაში.
1918–1919 წწ. – სამხრეთის – კასპია-კავკასიის ფრონტის 11-ე არმიის რევოლუციური სამხედრო საბჭოს (რევსამხსაბჭოს) წევრი,
1919–1920 წწ. – 10-ე არმიის პოლიტიკური განყოფილების უფროსი,
1920–1921 წწ. საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკებისა) (კპ/ბ/) თავმჯდომარე, რკპ(ბ) ცკ-ის კავკასიური ბიუროს წევრი,
1921 წ. თებერვალ-მაისი – რსფსრ-ის სრულუფლებიანი წარმომადგენელი თურქეთში,
1921–1922 წწ. – საქართველოს რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე, ამიერკავკასიის საკავშირო საბჭოს თავმჯდომარე,
1922 წ. მარტი-მაისი – საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს (სახკომსაბჭოს /მთავრობის – ი. ხ./) თავმჯდომარე,
1922 წ. მარტი-დეკემბერი – ასფსრ-ის (ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის – ი. ხ.) საკავშირო საბჭოს თავმჯდომარე და საქართველოს კპ(ბ) ცკ პრეზიდიუმის წევრი.
1922 წლიდან – ერთ-ერთი ლიდერია ქართული ოპოზიციისა, რომელსაც ლენინი მხარს უჭერდა და რომელიც სტალინისეული „ავტონომიზაციის“ წინააღმდეგ გამოდიოდა; 1923 წელს შეუერთდა მემარცხენე ოპოზიციას.
1923–1924 წწ. – სსრკ მთავარი საკონცესიო კომიტეტის წევრია, 1924 წლიდან გადაყვანილ იქნა სსრკ-ის სავაჭრო წარმომადგენლად საფრანგეთში.
1928 წ. გამოიძახეს საფრანგეთიდან, ოპოზიციისადმი კუთვნილების გამო გადააყენეს ყველა პოსტიდან, გარიცხეს პარტიიდან და გადაასახლეს სამი წლით ციმბირში. 1929 წელს გადასახლება შეუცვალეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთით.
1931 წ. ოპოზიციისგან ჩამოცილებაზე განცხადების შეტანის შემდეგ აღდგენილ იქნა სკპ(ბ)-ში, დაინიშნა საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის საბჭოს თავმჯდომარედ და საქართველოს სსრ მსუბქი მრეწველობის სახალხო კომისრად (მინისტრად – ი. ხ.). ასევე 1938 წ. ივნისის ჩათვლით ეკავა საქართველოს სსრ სახკომსაბჭოს (მთავრობის) თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაც.
1936 წ. დააპატიმრეს როგორც „ტროცკისტულ ჯაშუშურ-მავნებლურ ცენტრის“ მონაწილე. 1937 წ. 9 ივლისს საქართველოს სსრ უმაღლესმა სასამართლომ ერთდღიან დახურულ სხდომაზე განიხილა შვიდი ბრალდებულის – ცნობილი ქართველი პარტიული მუშაკების – საქმე და მათ სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯა. 1937 წ. 10 ივლისს იქნა დახვრეტილი.
იხ. ასევე
ქართული საქმე (1922) [Грузинское дело (1922)]
მითითებები
Буду Мдивани Хронос
1000 биографий. 2000.
Мдивани Буду (Поликарп) Гургенович (1877)
Мдивани Буда Гургенович (1877)
VI. ფილიპე იესეს ძე მახარაძე
ფილიპე იესეს ძე მახარაძე (1868 წლის 9 მარტი, ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფელი კარისყური /ახლა – გონებისკარი/ – 1941 წლის 10 დეკემბერი, თბილისი) – ქართველი რევოლუციონერი, საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. საქართველოს სსრ-ის ხელმძღვანელი. რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (რსდმპ) წევრი 1903 წლიდან.
ბიოგრაფია
ფილიპეს მამა მღვდელი იყო და სურდა, რომ შვილიც მამის კვალს გაჰყოლოდა. 1884 წელს ფილიპემ განათლება მიიღო ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში. მოგვიანებით შევიდა ტფილისის სასულიერო სემინარიაში. სწავლობდა ასევე ვარშავის ვეტერინარულ ინსტიტუტში, მაგრამ ის ვერ დაამთავრა.
რსდმპ-ში შესვლის შემდეგ არაერთხელ ყოფილა დაპატიმრებული. რსდმპ-ის კავკასიური კავშირის ერთ-ერთი ორგანიზატორია. 1915 წლის თებერვალში გასახლებულ იქნა ბაქოს გუბერნიაში, გამოიქცა ქუთაისში, 1916 წელს – ტფილისშია. 1917 წელს მუშაობდა გაზეთ „კავკაზსკი რაბოჩის“ (ტფილისი) რედაქტორად.
1921 წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით – საქართველოს რევოლუციური კომიტეტის (რევკომი) თავმჯდომარეა. აპრილის კონფერენციის მონაწილე. 1921 წლის 16 თებერვალს გამოაცხადა „საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკა“ და სამხედრო დახმარებაზე თხოვნით მიმართა რსფსრ-ის (საბჭოთა რუსეთის – ი. ხ.) მთავრობას.
1921–1922 წლებში – საქართველოს მიწათმოქმედების სახალხო კომისარია. 1922 წლის მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით – საქართველოს ცაკ-ის (ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის – ი. ხ.) თავმჯდომარე. 1922 წელს გამოვიდა საქართველოს ავტონომიის შენარჩუნების მომხრედ სსრკ-ის შემადგენლობაში (იხ. ქართული საქმე).
1924 წლიდან ასფსრ-ის (ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის – ი. ხ.) გოსპლანის თავმჯდომარეა. 1929–1930-ში – საქართველოს სსრ სახკომსაბჭოს (მთარობის – ი. ხ.) თავმჯდომარე. სკპ(ბ) ცენტრალური საკონტროლო კომისიის წევრი (1927–1930). 1931–1938 წლებში საქართველოს სსრ ცაკ-ის თავმჯდომარე, და იმავდროულად 1931–1936 წლებში საქართველოდან ასფსრ ცაკ-ის თავმჯდომარეც.
1938 წლის ივლისიდან – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარეა.
1941 წლის 10 დეკემბერს გარდაიცვალა 73 წლის ასაკში თბილისში. დაიკრძალა მთაწმინდის პანთეონში, მაგრამ შემდგმში იქიდან სხვაგან იქნა გადასვენებული.
მახარაძე – ავტორია თხზულებებისა ბოლშევიკების პარტიის ისტორიის შესახებ.
ხსოვნა
ფილიპე მახარაძის სახელს ატარებდა ქალაქი ოზურგეთი (1934–1989), აგრეთვე ქუჩა თბილისში (ახლა – გერონტი ქიქოძის ქუჩა).
თბილისში მახარაძის სახელზე გაკეთებულია მემორიალური დაფა /გერონტი ქიქოძის ქუჩა, # 11/)
პირადი ცხოვრება
ცოლი – სმოლნიაკოვა ნინა პროკოფის ასული (1882–1951), საზოგადო მოღვაწე და პედაგოგი, ლიტერატურათმცოდნე. მის მოწაფეებს შორის იყო ვლადიმერ მაიაკოვსკი, რომელიც მან მოამზადა ქუთაისის გიმნაზიაში შესასვლელად. ქალიშვილი რუსუდანი მცირეწლოვანი გარდაიცვალა ავადმყოფობისგან 1906 წელს ბერლინში.
ჯილდოები
ლენინის ორდენი (24.02.1941)
ასფსრ შრომის წითელი დროშის ორდენი
მითითებები
Филипп Махарадзе. Биографический указатель
VII. მიხეილ გრიგოლის ძე ცხაკაია
მიხეილ (მიხა) გრიგოლის ძე ცხაკაია (ფსევდონიმი – ბარსოვი; 22 აპრილი 1865, სოფ. ხუნწი, ახლა საქართველო – 19 მარტი 1950, მოსკოვი) – ქართველი რევოლუციონერი, საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე. 1920 წლიდან კომინტერნის აღმასკომის წევრი. მე-2 და მე-3 მოწვევების (1938–1950) სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
ბიოგრაფია
დაიბადა მვდელმსახურის ოჯახში.
ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის დასრულების შემდეგ შევიდა ტფილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც 1886 წელს გაირიცხა რევოლუციური პროპაგანდისათვის. 1892 – 1893 წლებში სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის „მესამე დასის“ ერთ-ერთი ორგანიზატორია. 1897 წელს 5 წლით გადაასახლეს კავკასიის ფარგლებს გარეთ, 1898 წელს მუშაობდა რსდმპ ეკატერინოსლავის კომიტეტში, გაზეთ „სამხრეთის მუშაში“ («Южный рабочий»). 1900–1902 წლებში იმყოფებოდა პატიმრობაში, რის შემდეგაც გადაასახლეს სამშობლოში. 1903 წლიდან ცხაკაია – „კავკასიის საკავშირო კომიტეტის“ წევრია, რომელიც დააარსა ამიერკავკასიის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების გამაერთიანებელმა ყრილობამ.
1904 წელს მამობილი გახლდათ ი. ჯუღაშვილისა და ე. სვანიძის ქორწილში.
რსდმპ მე-3 ყრილობის (1905) დელეგატია; ცხაკაია 40 წლისა გახლდათ და იგი ყრილობის „უხუცესი“ დელეგატი იყო. მონაწილეა 1905–1907 წლების რევოლუციისა ბაქოში. მონაწილეა რსდმპ V ყრილობისა, რომელიც ჩატარდა ლონდონში 1907 წლის გაზაფხულზე. 1907–1917 წლებში ემიგრაციაში ცხოვრობდა ჟენევაში. შედიოდა რსდმპ ორგანიზაციაში „წინ“.
რუსეთში დაბრუნდა 1917 წელს პლომბირებულ ვაგონში ვ. ი. ლენინთან ერთად. აპრილის კონფერენციის მონაწილეა. 1917–1920 წწ. რსდმპ(ბ) ტფილისის კომიტეტის წევრია. ანასტას მიქოიანი იხსენებდა, რომ ტფილისში დაბრუნების შემდეგ ცხაკაია იქ საცხოვრებლად მოხუცებულთათვის სახლში მოეწყო, სადაც მას უფასო ცხოვრება ჰქონდა: „როდესაც დაისვა საკითხი ცხაკაიასთვის თუნდაც მცირე ფულადი დახმარების დანიშვნის შესახებ, მოკრძალებულმა და ფულად საქმეებში დაუჯერებლად წესიერმა ცხაკაიამ კატეგორიულად განაცხადა, რომ „მატერიალურად სრულიად დამაკმაყოფილებლადაა მოწყობილი“. ასე დარჩა კიდეც იგი საცხოვრებლად მოხუცებულთა სახლში, სანამ 1919 წლის შუახანებში ხელისუფლებაში მოსულმა მენშევიკებმა არ დააპატიმრეს და ქუთაისის ციხეში არ ჩასვეს“. 1919 წლის ივნისში ქუთაისში დააპატიმრა მენშევიკურმა მთავრობამ, გაათავისუფლა 1920 წლის მაისში. შევიდა საქართველოს კპ(ბ) ცკ-ის შემადგენლობაში. 1921– 22 წლებში საქართველოს სსრ-ის წარმომადგენელია რსფსრ-ის მთავრობასთან. 1923 – 30 წლებში საქართველოს სსრ ცაკ-ის თავმჯდომარე და ასფსრ ცაკ-ის ერთ-ერთი თავმჯდომარეა, სსრკ ცაკ-ის პრეზიდიუმის წევრი (1922–1937).
1922 წელს ხელი მოაწერა სსრკ-ის შექმნის შესახებ ხელშეკრულებას, წარმოადგენდა რა ასფსრ-ს.
1920 წლიდან – კომინტერნის აღმასკომის წევრია; 1931-დან – ინტერნაციონალური საკონტროლო კომისიის წევრი. სკპ(ბ) 10-ე, 11-, 13- და 15–17-ე ყრილობების, აგრეთვე კომინტერნის 2–7-ე კონგრესების დელეგატი.
ა. გ. ავტორხანოვი თავის მემუარებში იხსენიებდა ეპიზოდს 1920-იანი წლებიდან: „საქართველოს ცაკ-ის თავმჯდომარის მიხა ცხაკაიას მოსკოვში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ბანკეტი შეიკრიბა მის პატივსაცემად ქართულ სათვისტომოში... საღამოს ბოლოსათვის გამოჩნდა სტალინი, წარმოთქვა მიხა ცხაკაიას სადღეგრძელო, უწოდა რა მას თავისი მასწავლებელი. ნასიამოვნებმა ცხაკაიამ საპასუხო სადღერძელო წარმოსთქვა მოწაფისთვის, რომელმაც ყველა მასწავლებელს გადააჭარბა“.
დაჯილდოვებულია ლენინის ორდენით (8.12.1944).
მოკვდა მოსკოვში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 1950 წლის 19 მარტს მალევე III მოწვევის სსრკ უმაღლესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოში არჩევის შემდეგ (1950 წლის 12 მარტს) აფხაზეთის ასსრ სოხუმის სასოფლო ოკრუგიდან. დაკრძალული იყო თბილისში მთაწმინდის მთაზე არსებულ პანთეონში. 1980-იან წლებში გადასვენებულ იქნა პანთეონიდან.
გამონათქვამები
მახვილგონიერება – ეს გონების ცემინებაა.
ხსოვნა
ცხაკაიას სახელი ეწოდებოდა საქართველოს სსრ რაიონულ ცენტრს სენაკი (1976 წლამდე – მიხა ცხაკაია, შემდეგ – ცხაკაია), ქუჩას თბილისში (ახლა – ვუკოლ ბერიძის ქუჩა)
მითითებანი
Справочник по истории Коммунистической партии и Советского Союза 1898—1991
Цхакая Михаил Григорьевич — статья из Большой советской энциклопедии.
Хронос
Цхакая, Миха (Михаил Григорьевич) // Большая русская биографическая энциклопедия (электронное издание). — Версия 3.0. — М.: Бизнессофт, ИДДК, 2007.
Публичная энциклопедия
VIII. სერგო ივანეს ძე ქავთარაძე
სერგო ივანეს ძე ქავთარაძე (15 აგვისტო 1885, ზოვრეთი, ქუთაისის გუბერნია – 17 ოქტომბერი 1971, თბილისი) – რევოლუციური მოძრაობის აქტიური მონაწილე საქართველოსა და რუსეთში, სახელმწიფო მოღვაწე.
ბიოგრაფია
სერგო ივანეს ძე ქავთარაძე დაიბადა 1885 წლის 15 აგვისტოს ქუთაისის გუბერნიის სოფელ ზოვრეთში აზნაურის ოჯახში.
1903 წელს შევიდა რსდმპ-ის რიგებში.
ქავთარაძე გახლდათ რსდმპ სამეგრელო-იმერეთის კომიტეტის წევრი 1904-დან 1906 წლის ჩათვლით. 1912-დან 1914 წლის ჩათვლით მუშაობდა გაზეთ „პრავდის“ თანამშრომლად, 1915 წელს კი დაასრულა სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტი. თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო გაზეთ „კავკაზსკი რაბოჩის“ რედაქტორი. მონაწილეობას ღებულობდა რსდმპ(ბ) მე-6 ყრილობის მუშაობაში და გამოდიოდა როგორც დეპუტატი ტფილისიდან საერთო კავკასიურ პარტიულ ყრილობაზე, რომელიც 1917 წლის ოქტომბერში არალეგალურად ტარდებოდა. 1918 წლის ივნისში იყო ვლადიკავკაზის საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე. 1917 წლის ნოემბრიდან 1919-ის ჩათვლით გახლდათ რსდმპ(ბ) – რკპ(ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტის წევრი, ხოლო აგვისტოდან 1918 წლის იანვრის ჩათვლით კი – თერგის რესპუბლიკის სახალხო საბჭოს წევრი.
1920 წლის მაისიდან 1921-ის თებერვლის ჩათვლით იყო საქართველოში რსფსრ-ის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მრჩეველი, 1921 წლის მაისამდე მუშაობდა ბათუმისა და აჭარის რევკომების თავმჯდომარედ, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ – საქართველოს რევკომის თავმჯდომარის მოადგილედ და იუსტიციის სახალხო კომისრად, ხოლო 1922 წლის 28 თებერვლიდან 1923-ის იანვრის ჩათვლით ქავთარაძე მუშაობდა საქართველოს სახკომსაბჭოს (ე. ი. მთავრობის) თავმჯდომარედ.
1922 წელს ფ. მახარაძესთან, ბ. მდივანთან და რიგ სხვა ქართველ ბოლშევიკებთან ერთად გამოვიდა სტალინის წინააღმდეგ საქართველოს ავტონომიზაციის საკითხში, რისთვისაც იქნა დადანაშაულებული ნაციონალ-უკლონიზმში. 1923-დან 1924 წლის ჩათვლით მუშაობდა საბჭოთა საელჩოს მრჩევლად ანკარაში, ხოლო 1924-დან 1927 წლის ჩათვლით – სსრკ უმაღლესი სასამართლოს პროკურორის პირველ მოადგილედ.
1923 წლიდან ქავთარაძე მიეკუთვნებოდა მემარცხენე ოპოზიციას, ხოლო 1927 დეკემბერში კი, სკპ(ბ) XV ყრილობაზე, „ტროცკისტული ოპოზიციის აქტიური მოღვაწე“ 75 ადამიანის რიცხვში გაირიცხა პარტიიდან და გადასახლებულ იქნა ორენბურგის გუბერნიაში. 1928 წლის 24 დეკემბერს იგი გადასახლებაში დააპატიმრეს და 1929 წლის 5 იანვარს 3 წლით გადაასახლეს შუა აზიაში. მაგრამ 1929 წლის 25 იანვარს გადასახლების თაობაზე დადგენილება გაუქმებულ იქნა, ქავთარაძეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და მოათავსეს ტობოლსკის პოლიტიზოლატორში. ოპოზიციისგან ჩამოშორებაზე განცხადების შეტანის შემდეგ 1931 წელს ქავთარაძე განთავისუფლებულ იქნა.
1931-დან 1936 წლის ჩათვლით მხატვრული ლიტერატურის რედაქციაში მუშაობდა მოსკოვში. 1936 წლის 7 ოქტომბერს სერგო ქავთარაძე ისევ დააპატიმრეს, მაგრამ, სხვა ოპოზიციონერებისგან განსხვავებით, მისთვის მსჯავრი არ გამოუტანიათ, სხვა ცნობებით კი, დახვრეტა მიუსაჯეს სტალინის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით და ერთი წელი სიკვდილმისჯილთა კამერაში გაატარა. 1939 წლის 13 დეკემბერს გაათავისუფლეს. 1940 წელს პარტიაში იქნა აღდგენილი.
1941 წლიდან ქავთარაძე სამსახურშია სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროში (1946 წლამდე – სახალხო კომისარიატში). 1941–1943 წლებში სსრკ საგარეო საქმეთა სახკომატის შუააღმოსავლური განყოფილების გამგეა. 1943–1945 წლებში სსრკ საგარეო საქმეთა სახკომის მოადგილე, მონაწილეობას ღებულობდა იალტისა და პოტსდამის კონფერენციებში.
1945 წლის 15 აგვისტოდან 1952-ის 7 ივლისის ჩათვლით სსრკ-ის ელჩია რუმინეთში. 1952-დან 1954 წლის ჩათვლით სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველი გახლდათ.
1954 წელს თადარიგში წავიდა. 1961 წელს დელეგატის სახით ღებულობდა მონაწილეობას სკკპ 22-ე ყრილობაზე.
სერგო ივანეს ძე ქავთარაძე მოკვდა 1971 წლის 17 ოქტომბერს თბილისში.
ჯილდოები
სამი ლენინის ორდენი (მათ შორის 03.11.1944)
ორი შრომითი წითელი დროშის ორდენი (მათ შორის 05.11.1945)
მედლები
მითითებანი
Краткая биография Сергея Кавтарадзе
IX. ალექსი ალექსანდრეს ძე გეგეჭკორი
ალექსი ალექსანდრეს ძე გეგეჭკორი (23 ნოემბერი /5 დეკემბერი/ 1887 – 7 ივნისი 1928; პარტიული ფსევდონიმი – საშა) – საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე, რევოლუციური მოძრაობის მონაწილე კავკასიაში.
ასევე მისი შვილთაშვილია უკრაინის დამსახურებული არტისტი და იურისტი – ალექსანდრე ფაცია.
ბიოგრაფია
ალექსი გეგეჭკორი დაიბადა 1887 წლის 23 ნოემბერს (5 დეკემბერს) აზნაურის ოჯახში ქუთაისის გუბერნიის სენაკის მაზრის სოფელ ნაოღალეზში (მარტვილის მახლობლად).
1902 წლიდან მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში. კომუნისტურ პარტიაში შევიდა 1908 წელს. ეწეოდა სააგიტაციო და პარტიულ მუშაობას ტფილისში, ბაქოში, ჩელიაბინსკში, სამეგრელოში, დონის-როსტოვში. ქუთაისში 1917 წელს მონაწილეობდა ბოლშევიკების ბიუროს შექმნაში.
1918 წელს ხდება პარტიის დასავლეთ საქართველოს კომიტეტის საბრძოლო შტაბის თავმჯდომრე. იყო საქართველოს მენშევიკური მთავრობის წინააღმდეგ აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1918 წლის 18 ნოემბერს მძიმედ იქნა დაჭრილი თეთრგვარდიელებთან ბრძოლაში სტანიცა არხონსკაიასთან თერგის ოლქში.
1921–1922 წწ. გეგეჭკორი ტფილისის რევკომის (რევოლუციური კომიტეტის) თავმჯდომარე და საქართველოს რევკომის წევრია.1922–1923 წწ. – შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი; 1924 წ.-დან – მიწათმოქმედების სახალხო კომისარი. იმავდროულად 1922 წლიდან – საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს (ე. ი. მთავრობის) თავმჯდომარის მოადგილეა. გეგეჭკორი იყო პარტიის 11-ე და 15-ე ყრილობათა დელეგატი (დიდი საბჭოთა ენციკლოპედია /БСЭ/).
ალექსი ალექსანდრეს ძე გეგეჭკორმა, იტანჯებოდა რა უმძიმესი ნერვული შემოტევებისგან, რომლებიც 1918 წელს მძიმედ დაჭრის შედეგი გახლდათ, 1928 წლის 7 ივნისს ტფილისში თავი მოიკლა.
ჯილდოები და წოდებანი
დაჯილდოვებულია წითელი დროშის ორდენით.
ხსოვნა
1936–1990 წლებში ა. ა. გეგეჭკორის სახელს ატარებდნენ საქართველოს სსრ სოფელი მარტვილი და მარტვილის რაიონი.
ლიტერატურა
Ларина В.И. Комиссар революционного порядка (Гегечкори А. А.) // Их именами названы улицы. — Орджоникидзе: Ир, 1979. — С. 37—41.
X. ივანე დიმიტრის ძე ორახელაშვილი
ივანე (მამია) დიმიტრის ძე ორახელაშვილი (29 მაისი /10 ივნისი/ 1881, ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრა – 11 დეკემბრი 1937) – ქართველი ბოლშევიკი და საბჭოთა პარტიული მოღვაწე.
პარტიის წევრი 1903 წლიდან, ცკ-ის წევრობის კანდიდატი (1923–1926), სკპ(ბ) ცკ-ის წევრი (1926–1934), 1934–1937 წლებში პარტიის ცრკ-ის წევრი, 1–6 მოწვევების სსრკ ცაკ-ის წევრი.
ბიოგრაფია
დაიბადა აზნაურის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, 1903 წლიდან გადავიდა სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში პეტერბურგში, რომელიც 1908 წელს დაამთავრა.
1903 წლიდან მონაწილეობდა სტუდენტურ მოძრაობაში, ყოფილა დაპატიმრებული. 1905–1907 წლების რევოლუციის მონაწილეა პეტერბურგში. 1906 წლის ზაფხულში მგზავრობდა პარიზსა და ჟენევაში სამკურნალოდ, დავრუნების შემდეგ იქნა დაპატიმრებული საქმეზე ავლაბრის ტიპოგრაფიის შესახებ. აკადემიის დასრულების შემდეგ მუშაობდა ექიმად კასპიისმიღმა ოლქში.
1914–1917 წლებში სამხედრო ექიმია მოქმედ არმიაში. 1917 წელს რსდმპ(ბ) კომიტეტის თავმჯდომარე და მუშათა და ჯარისკაცთა დელეგატების საბჭოს თავმჯდომარეა ვლადიკავკაზში.
1917 წლის ოქტომბრიდან 1920 წლის მაისის ჩათვლით რსდმპ(ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტის წევრია; იყო საქართველოს კპ ცკ-ის თავმჯდომარე და რკპ(ბ) ცკ კავბიუროს წევრი.
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ თანამიმდევრობით მუშაობდა 1921-დან 1925 წლის ჩათვლით: საქართველოს რევკომის თავმჯდომარედ, საქართველოს კპ(ბ) ცკ-ის მდივნად, საქართველოს სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ, 1922 წლის დეკემბრიდან ასფსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარეა. 1923 წლის 6 ივლისიდან 1925 წლის 21 მაისი ჩათვლით სსრკ სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
1926–1929 წლებში სკპ(ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის 1-ლი მდივანია, იმავდროულად გაზეთ „ზარია ვოსტოკას“ პასუხისმგებელი რედაქტორი – ასევე ხელახლა 1930 წლიდან. დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქციის წევრი (1927–1930). 1930 წელს გაზეთ „პრავდის“ რედკოლეგიის წევრია.
1931 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით ასფსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარეა. სკპ(ბ) აიარკავკასიის სამხარეო კომიტეტის 1-ლი მდივანი. 1932–1937 წლებში სკპ(ბ) ცკ-თან არსებული მარქს-ენგელს-ლენინის სახელობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე.
1937 წლის მაისში გარიცხულ იქნა ცენტრალური სარევიზიო კომისიის შემადგენლობიდან და პარტიიდანაც. იმავე წლის აპრილში გადაასახლეს ასტრახანში, 26 ივნისს დააპატიმრეს, მოგვიანებით დახვრიტეს. მის საქმეზე გამოძიება მიჰყავდა ნ. ა. კრიმიანს, რომელსაც ახასიათებენ როგორც უკიდურეს სადისტს. იყო რა დაპატიმრებული, ორახელაშვილმა განიცადა არაერთგზის დაცინვა, ცემა და წამება, რის შემდეგაც მნიშვნელოვან რიცხვის პირებზე დაიწყო ცრუ დასმენები. მოწმობენ, რომ თავისი დახვრეტის წინ ორახელაშვილმა წამოიძახა: „გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას!“
რეაბილიტირებულია პარტიული წესით სკკპ ცკ ცენტრალური საკონტროლო კომისიის მიერ 1955 წლის 1 ივლისს.
ასევე დააპატიმრეს მისი ქალიშვილი და ცოლი მარიამ პლატონის ასული – რსფსრ განათლების სახალხო კომისარიატის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი მოსკოვში, საქართველოს სსრ განათლების ყოფილი სახალხო კომისარი. უკანასკნელსაც ასევე განაცდევინეს წამებანი. ქალიშვილმა ქეთევან მიქელაძე-ორახელაშვილმა მიიღო ბანაკების 15 წელი. მისი მეუღლე ევგენი მიქელაძე, თბილისის საოპერო თეატრის მთავარი დირიჟორი, საქართველოს სახელმწიფიო სიმფონიური ორკესტრის შემქმნელი, რომელიც ახლა მის სახელს ატარებს, 1937 წელს დაიხვრიტა როგორც ხალხის მტერი.
ორახელაშვილის შვილიშვილი ვახტანგ მიქელაძე – რეჟისორია.
ი. დ. ორახელაშვილის სახელს საბჭოთა ხანაში ატარებდა სოხუმის ერთ-ერთი ქუჩა, რომელსაც შემდგომში გადაარქვეს.
ცნობილი მისამართები
სახლი 11
თბილისი, გერონტი ქიქოძის ქუჩა, 11
მითითებანი
Орахелашвили Мамия (Иван) Дмитриевич,
в Большой Советской Энциклопедии,
[dic.academic.ru/dic.nsf/sie/12645/ОРАХЕЛАШВИЛИ Советская историческая энциклопедия]
На сайте Биография. Ру,
На сайте Хроно. Ру
XI. ლევან დავითის ძე ღოღობერიძე
ლევან დავითის ძე ღოღობერიძე (9 /21/ იანვარი 1896, სოფელი ფრიდონაან-ჯიხაიში, ქუთაისის გუბერნია – 21 მარტი 1937) – საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე. კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძის მამა. სკკპ წევრი 1916 წლიდან.
ბიოგრაფია
დაიბადა ქუთაისის გუბერნიის სოფელ ფრიდონაან-ჯიხაიშში აზნაურის ოჯახში. სწავლობდა პეტროგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ეკონომიკურ განყოფილებაზე. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ჯივიზლისკის (ტრაპიზონის მახლობლად) საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა.
1918 წლის თებერვლიდან ბაქოშია; პარტიის ბაქოს კომიტეტის ბიუროს წევრი და კავკასიის სამხარეო კომიტეტის წევრია. 1919 წლის მაისში ბაქოელი მუშების გაფიცვის ერთ-ერთი ხელმძღვანელია მუსავატისტების წინააღმდეგ. 1921 წლიდან ტფილისი რევკომის თავმჯდომარეა, რკპ(ბ) ტფილისის კომიტეტის მდივანი; 1923–1924 წლებში საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა. 1924–1925 წლებში პარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის მდივანი.
1925–1926 წლებში პარიზშია დიპლომატიურ და სადაზვერვო სამუშაოზე (მიზანი – 1921 წლის ქართული პოლიტიკური ემიგრაციის გახრწნა); 1926–1930 წლებში საქართველოს კომპარტიის (ბ) ცკ-ის მდივანია. 1930-1934 წლებში სწავლობდა წითელი პროფესურის ინსტიტუტში და მუშაობდა სსრკ მომარაგების სახალხო კომისარიატში. 1934 წლიდან – პარტიულ სამუშაოზეა ეისკში, დონის-როსტოვში.
იყო პარტიის XIII, XV, XVI ყრილობების დელეგატი.
იქნა დახვრეტილი.
ლიტერატურა
Suny, Ronald Grigor (1994), The Making of the Georgian Nation (Second ed.), Bloomington, Indiana: Indiana University Press, ISBN 978-0-25-320915-3
XII. შალვა სტეფანეს ძე ოკუჯავა
შალვა სტეფანეს ძე ოკუჯავა (1 აგვისტო 1901, ქუთაისი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია – 4 აგვისტო 1937, სვერდლოვსკი, რსფსრ, სსრკ) – საბჭოთა პარტიული მოღვაწე, სკპ(ბ) ნიჟნეტაგილის საქალაქო კომიტეტის 1-ლი მდივანი.
ბულად ოკუჯავას მამა.
ბიოგრაფია
ქუთაისში გიმნაზიაში სწავლის დროს შეუერთდა რევოლუციონერებს.
1918 წელს შევიდა რკპ(ბ)-ში.
იყო კომკავშირის ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოში: 1919–1921 – რუსეთის კომუნისტური ახალგაზრდული კავშირის ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტის თავმჯდომარე, 1921–1922 – საქართველოს კომკავშირის ცკ-ის საორგანიზაციო განყოფილების გამგე.
მოგვიანებით გადავიდა პარტიულ სამუშაოზე, 1924–1926 წლებში იყო სკპ(ბ) ტფილსის ქალაქკომის აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილების გამგე.
1926–1929 წლებში – ქართული სამხედრო-სამეთაურო სკოლის კომისარი, შემდეგ დივიზიის კომისარი.
1931 წლიდან ურალზეა.
1932–1935 წლებში – ურალვაგონმშენის პარტიული კომიტეტის მდივანია (ურალვაგონქარხნის მშენებელი საწარმო) ქვემო ტაგილში.
1934 წლის თებერვალში იყო სკპ(ბ) XVII ყრილობის დელეგატი.
1935 წლის აპრილ – 1937 წლის თებერვალში – სკპ(ბ) ქვემო ტაგილის საქალაქო კომიტეტის 1-ლი მდივანი.
უფროსი ძმები, მიხეილი და ნიკოლოზი, 1922 წლიდან მიეკუთვნებოდნენ „ქართულ“, 1923 წლიდან კი – მემარცხენე ოპოზიციას; 1936 წელს ნიკოლოზის გასამართლებისა და მიხეილის დაპატიმრების შემდეგ ისიც ასევე დააპატიმრეს 1937 წლის 18 თებერვალს და ბრალი დასდეს ტროცკიზმსა და მავნებლობაში.
ოკუჯავა მოხვდა იმ პირთა რიცხვში, რომლებიც ექემდებარებოდნენ „რეპრესიებს 1-ლი კატეგორიის მიხედვით“, რაც მაშინდელ პარტიულ პირობით ენაზე ნიშნავდა დახვრეტას.
სია დათარიღებულია 1937 წლის 1 აპრილით, ხელმოწერილია სტალინის, მოლოტოვისა და კაგანოვიჩის მიერ.
ოკუჯავა დაიხვრიტა 1937 წლის 4 აგვისტოს. 1956-ში იქნა რეაბილიტირებული.
და ოლღა სტეფანეს ასული ოკუჯავა (1888 – 11.09.1941) (პოეტ გალაქტიონ ტაბიძის მეუღლე) დახვრეტილ იქნა ორიოლთან 1941 წელს.
ურალვაგონქარხნის ტერიტორიაზე დადგმულია (ქარხნის სხვა დამფუნებლებთან ერთ რიგში) მცირე სტელა შ. ს. ოკუჯავას ბარელიეფით.
ქვემო ტაგილში შენარჩუნებულია სახლი კარლ მარქსის ქუჩაზე 20/24-ე, რომელშიც დაპატიმრების მომენტამდე ცხოვრობდა და მუშაობდა შალვა ოკუჯავა. რევოლუციამდელი აგების ერთსართულიან აგურის შენობაზე (ნახევარსარდაფით) დაყენებულია მემორიალური დაფა. მემორიალური დაფის ავტორია – მოქანდაკე ვასილი მიხეილის ძე უშაკოვი (1928–1999).
ლიტერატურა
Уральская историческая энциклопедия (под ред. В. В. Алексеева). 2-е изд. — Екатеринбург: Академкнига; УрО РАН, 2000.
Алексеев С. Д. Окуджава Шалва Степанович (1901—1937) // Большевики-ленинцы на Урале. Свердловск, 1989.
მითითებანი
Страницы сталинского списка к расстрелу, № 27. Окуджава Ш. С.Подлинник из РГАСПИ. Фонд 17, опись 117, дела 409—419.
Воспоминания И. Л. Марьясина, сына проходившего по одному делу с Ш. С. Окуджавой Л. М. Марьясина
Страница памяти на сайте жертв репрессий
მასალები მოიძია, თარგმნა და ბლოგზე გამოქვეყნებისთვის
მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment