(წერილის სრული ვარიანტი შეგიძლიათ იხილოთ ამავე ბლოგზე სათაურით "კობა არაბულის პოეზიის გამო", რომელიც 2011 წლის 7 მაისს იქნა გამოქვეყნებული)
ხელოვანი სინამდვილეს სწვდება, იგი თავისი კუთხით აღიქვამს გარემოს და ჩასწვდება სათქმელს, იგი არასოდეს არაფერს იგონებს.
კობა არაბულის ლექსებში ვნახავთ ხევსურეთის ისტორიულ-გეოგრაფიულ, მითოლოგიურ-ეთნოგრაფიულ, იქაურ მკვიდრთა ფსიქოლოგიურ და შემდგომ ფლორისა და ფაუნის აღწერას. მისი პოეტური კრებულები მეცნიერთათვისაც საინტერესოა სინამდვილის ზუსტი გამომხატველობით.
კობა არაბულის პოემის “კვირიას ხილვები ფხოვის გზებზე” გმირი ერთ-ერთი იმ მოლაშქრეთაგანია, რომელსაც შენახული აქვს ერთი საიდუმლო თავისი ქვეყნის დასახსნელად და ეს მისი მოკრძალებული და სერიოზული პოეზიაა.
ჩვენი ქვეყნის ულამაზესი, თითქმის მიტოვებული, კუთხე მხოლოდ წარსულშიღა ცოცხლობს, რომელსაც წარსულივე ენათესავება მთის ხვთაებათა, ხორციელთა და უხორცოთა სახით. ამ მშვენიერ და დიდებულ ბუნებაში ხალხიც მისდაგვარია, ყველას თავ-თავიანთი სახე აქვთ, მათი ცხოვრების წესით გამორჩეულან და საოცარ პორტრეტებს ჰქმნიან.
“მე ვიტანჯები ჩემი მითის ოქროსფერ ობში,
მიწუხს სული და მთელი ჟამი მე ვარ ასეთი, _
როგორც სირსვილით შეჭმული ბალღი,
წითელიანი,
მწვანე პროფილით...
ჩემი მწუხარე ავადმყოფობა,
ჩემი ნევროზი...
ყველა ტკივილი _ ბუნდოვანი კმაყოფილებით _
ჩემსკენ სამშობლოს ფიქრიდან მოდის _
. . .
ჩემი ჯვარია ჩემი მიწა
ჩემი ჯვარია _
ასევე ჩემი გზაჯვარედინი...”
/“ემოცია”/
აყრილა ხალხი და სოფლები დაცარიელებულა, მიდის დრო და ამ სიმძიმეს ისევ სულიერად თუ მოერევა კაცი. მარტო ადგილები არაფერია, თუ ადამიანებმა არ დაამშვენეს ისინი.
“სახლებსა და ნასახლარებში,
სოფლის გარშემო _
ყველგან ღვივის ბებერი ლექსი
და ის ღამეც _ ლექსთან დარჩენის _
ერთად-ერთი ღამეა ჩემთვის,
რადგან სიტყვა არის უფალი
და მისი ძალით
ისევ ჰყვავიან დეკები თეთრად
კარატის ჯვარის თოვლიან თხემზე“.
/„ფიქრები“/
კვირიას ტკივილი მარტო ჩაძირული ადგილების გამო კი არაა გამოწვეული, არამედ ყოველივე მშობლიურის დაკარგვისა და დავიწყების, უდიერად მოპყრობისა და უპატივცემულობის გამო. ე. ი. ნამდვილი პოეტის გმირები უკვდავნი არიან. საქმე ეხება ამ გმირის მუდმივ სულიერ ცხოვრებას, კვირია _ ვაჟას „ბახტრიონის“ გმირი _ განგრძობად ცხოვრებას მიჰყვება. მკითხველიც ენათესავება გარკვეულ წილ ასეთ გმირებს და განა უცხო იქნება პოემის გმირთათვის თუნდაც დღევანდელი უმოქმედობისა და ჩაძირვის, სულის დაშრეტისა და უნაყოფობის განცდა „ვით ჟინვანთან დატბორვა“?
მე ვწევარ გახვეული ამ ფიქრების ტყავში
და “ბედი ქართლისა” მიდევს თავქვეშ _
ცრემლივით ჰყვავის გარდასული ჩემს სახლის ახლოს,
სადაც დაცლილი მუზარადი აგდია პირქვე...”
/“ფიქრები”/
წინაპრებთან სიახლოვე, ტაძრები, მითოლოგიურ სინამდვილეში ცხოვრება, ბუნების აღწერა და მასთან შერწყმა, ქრისტიანული ეთიკის გადმოცემა, მოქალაქეობის შეგრძნება, მოვალეობა ქვეყნისა და მოყვასის წინაშე, ბავშვობის სიწრფელე-სიბრძნე, მარტოობის განცდა, უძღები შვილის ცხოვრება, სიკვდილის გარდაუვალობა, ცოდვა-მადლის გაგება და ქრისტიანულ სამყაროსთან შეთვისება, აი, ის ძირითადი საკითხები, რითაც გაჟღენთილია მისი პოეზია. განუწყვეტელი ფიქრები და ძიება, წვდომა და მიგნება, სიყვარული და სიხარული. ეს ყოველივე მირბის დროსთან ერთად და მას დაჭერა უნდა და ეს მოწეული ნაყოფი მამულის ფერია, როგორც თვითონვე ამბობს პოეტი. მოვიყვანთ ერთ იმპრესიონისტული სურათის მაგვარ ლექსს:
ძნებივით
ჟამსა მწუხრისას
გამომიხმო შენმა სუსტმა ხმამ,
როცა მამლები შემოჰყავდა მთვარეს ყივილით:
ჩვენი ქოხები ჩანდნენ ძნებივით _
ქარის წახრილი,
თაფლ-წასმული და ჩამოძენძილი
ჩემი მამულის იდგა აჩრდილი...
„ჩემი ჯვარია შენზე ფიქრი“, და მის მართალ ნათქვამს მისსავე პოეზიაში ვნახულობთ.
პოემას “კვირიას ხილვები ფხოვის გზებზე” სიურეალისტური ნიშნებიც აქვს, მაგრამ მასში იმთავითვე მითოლოგიიდან გამოსვლა და ქრისტიანულ სამყაროსთან საოცარი შერწყმა, ვაჟას კვირიასთან სულიერი ნათესაობა და მისი ცხოვრებაა ნაჩვენები _ წყალში ხედვა, თვალებში თავისი თავის დანახვა და საკუთარ თავში ჩაღრმავება: უყურებს წყალში ჩაძირულ სოფლებს და ტაძრებს და სულში რჩება იმედიღა, სული რადგან უკვდავია და ყველაზე უფრო მეტად მოსაფრთხილებელი, ხორცი მისთვის გვჭირდება და თუ ქრისტეს გზით ვვალთ, ეს თანდათან ცოდნით გაგვიცხადდება.
მითოლოგიას თავისი ხელწერა აქვს: აქ ერთდება რეალობა და სულიერი სამყარო, ხილული და უხილავი. მითოლოგიაში წყალი დედდება, ჩერდება, რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, ეს გაირკვევა და შემდეგ იწყებს გამდინარებას.
ჩასცქერის კვირია წყალში ჩაძირულ სოფლებსა და ტაძრებს და ვერაფერს შველის, დროის დინებას ვერ შეაჩერებს, დრო კი ნთქავს ყოველივეს, კარგსაც და ცუდსაც. სულში კი კარგი რჩება. სული ხომ მარადიულია და სწორედ რომ წყაროა იმ წარმდინარის:
“ჩვენი ისტორია ქაჯებთან ბრძოლის ისტორიაა,
ჩვენ თითქოს ყოველთვის ვიღებთ ამ ციხეს,
მაგრამ მაინც მუდამ არის ქაჯეთი ჩვენთვის!”
იმეორებს ჯვარზე გაკრული კვირია. გმირის ცხოვრება ინდივიდუალურად ჩაკეტილი არაა, ის შერწყმულია ერის ისტორიას, რომელსაც გზადაგზა მუდამ აქვს საომარი. კვირიას მომავალი ბრძოლის ეპოქები ჩაესმოდაო. ჩვენი წინაპრები მუდამ ჩვენთან არიან. უხორცო ბრძოლები ჩვენ მუდამ გვაქვს. პოეტი ხომ მხედველია ამ სამყაროსი, რომ ჩვენს მთავარ საზრისს არ მოვწყდეთ.
მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი

No comments:
Post a Comment