(ქვემოთ შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ტექსტს პროფესორ სარგის კაკაბაძის წიგნისა – კრწანისის ომი, თბილისი, გამომც. „მეცნიერება“, 1991 წ., პროფ. შოთა ბადრიძის რედაქტორობითა და წინასიტყვაობით)
(ნაწილი III)
III ნაწილის შინაარსი
III. ომი
13. 11 სექტემბრის დილის ბრძოლები
14. სპარსელების გენერალური შეტევა 11 სექტემბრის მეორე ნახევარში
15. სპარსელების მიერ სოლოლაკის მხრიდან თბილისზე გარშემოვლა
16. კრწანისის პოზიციებიდან სწრაფი უკან დახევა
17. აღა-მაჰმად-ხანის წინადადება ზავის დადების შესახებ
18. ქართველების და სპარსელების ზარალი
19. აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის შედეგი
Крцанисская битва (резюме)
III. ომი
13. 11 სექტემბრის დილის ბრძოლები
10–11 სექტემბრის ღამე, როგორც ამას სერობი გადმოგვცემს, აღა-მაჰმად-ხანმა დიდ კარავში (ალბათ, შავნაბადაზე) გაათია. მან ღამითვე, დილის ხუთ საათზე, გაიღვიძა და მაშინვე ომის თადარიგს შეუდგა. სასწრაფოდ მოუწოდა მსახურთა პირით ყველა უფროსს. ისინი სწრაფად გააღვიძეს და თვით ჯარმაც იწყო წამოდგომა. მეოთხედ საათში უფროსები უკვე იყვნენ აღა-მაჰმად-ხანთან, რომელმაც მიმართა მათ სიტყვით, სადაც ის მათ გამარჯვებისაკენ მოუწოდებდა. ასაღები ქალაქის სიმდიდრეს, ოქრო-ვერცხლს, კერძოდ, მეფის სასახლის საგანძურს – დიდ ნადავლს პირდებოდა მათ. (გამოდის, არა-მაჰმად-ხანს სწორი ინფორმაცია ჰქონია იმის შესახებ, რომ ქართველებმა ვერ მოასწრეს თვით სასახლის სიმდიდრის დახიზვნაც კი).
ამასობაში ჯარიც მოემზადა. სერობის სიტყვით, სპარსელების ჯარში ცხენოსანთა გარდა ყოფილან ქვეითნიც. მეთოფეთა და ზამბურაკების მსროლელთა გარდა იყვნენ მშვილდ-ისრით შეიარაღებულნიც. ჩანს, ექვსი საათიდან სპარსელების ჯარმა უკვე ამოძრავება დაიწყო. თვით ბრძოლები კი, თეიმურაზის სიტყვით, გაჩაღდა მეშვიდე საათიდან, ე. ი. დაახლ. შვიდის ნახევრიდან.
თეიმურაზი შემდეგნაირად აღწერს სპარსელების ამოძრავებას 11 სექტემბერს. „ეგრეთვე მეორესა მხარესა მტერთა მხედრობანი განაწყვნა აღა-მაჰმად-ხანმან, რომელნიცა ადგილნი გამოურჩია მათ სარგებლად და დადგინნა მთზედ ათოთხმეტნი სხვანი – და-სხვანი დიდ-დიდნი მწყობრნი, რომელთა შორის აქვნდეს ზარბაზანნი და ზამბურაკნი საკმაონი.
აღმოვიდეს მაღალთა ზედა გორათა სოღალუხისა, ყაენაბადისა, თელეთისა, კრწანისისა და გარემოთა მისთასა მხედრობანი სპარსთანი და მომართეს მხედრობათა ქართველთასა“.
ამასთანავე აღა-მაჰმად-ხანმა თავისი ლაშქრიდან გამოყო ჯამაგირზე მყოფი თურქმენები, თეიმურაზის თქმით, თითქოს 6 ათასი კაცი (საფიქრებელია, ისინი უფრო ცოტანი იყვნენ), რომლებიც მის საკუთარ რაზმს შეადგენდნენ. ეს შაჰმა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ცალკე დააყენა სპარსელების ზურგში ამ უკანასკნელთა უკან გაქცევის აღსაკვეთად.
იაკუბ-ბეგ ბებუთაშვილის სიტყვით, სპარსელების ცენტრს თვით აღა-მაჰმად-ხანი ხელმძღვანელობდა. როგორც ჩანს, სპარსელების ძალთა უმეტესობა და, ალბათ, მთავარი რეზრვისეული თოთხმეტი გუნდიდან ცენტრში უნდა ყოფილიყვნენ ამ უკანასკნელთაგან ნახევარი, ანდა ექვსი გუნდი მაინც. მარჯვენა და მარცხენა ფრთებსაც (სულ ორივეში დაახლ. 8 გუნდს) ჰყავდა თავ-თავისი ცალკე სარდლები. ზემოთ მოხსენიებული თურქმენები კი საგულისხმებელი არიან უმთავრესად რეზერვში.
მთელ ბრძოლას ქართველების მხრივ ხელმძღვანელობდა 77 წლის ერეკლე, სპარსელების მხრივ კი ოდნავ მასზე უფროსი, 80 წელს მიტანებული აღა-მაჰმად-ხანი, რომელიც მეწინავე რაზმში იმყოფებოდა. სპარსელების ეს ახალი დისპოზიცია ალბათ შემუშავებულ იქნა წინადღით.
11 სექტემბერს დილით ადრე, ეს დილა ძალზე ბურუსიანი იყო, შვიდი საათიდან მოკიდებული კრწანისის ველზე წინა დღეს დარჩენილ სპარსელ მეწინავეებთან მხოლოდ წვრილი შეტაკებები წარმოებდა.
ამ დროს კრწანისის ველზე შემოიჭრნენ სპარსელების მეწინავე ჯარები და ისიც ისე სწრაფად, რომ მათი ერთი ნაწილი ქართველების ზარბაზნებს ისრის სასროლის მანძილზე მიახლოვდა (სერობის ცნობა).
ავდრიანი ამინდი ხელს უშლიდა საომარი მოქმედებების გაშლას. როგორც ეტყობა, ქართველებმა ამჯერად იოლად შეძლეს სპარსელების ამ მეწინავეთა განდევნა. ალბათ, ამ ფაქტს გულისხმობდა ერეკლე, როცა 14 სექტემბერს თავის შვილს მირიანს და ელჩს გარსევან ჭავჭავაძეს სწერდა: ამ ომში 11 სექტემბერს ჩვენ სამჯერ გავიმარჯვეთო. ერთი გამარჯვება 11 სექტემბრის დილით უნდა ყოფილიყო მოპოვებული, როგორც ეს ცხადად ჩანს სერობის სიტყვებიდანაც.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვინაიდან დილით, ბურუსიან საათებში მოწინააღმდეგენი ერთმანეთის განლაგებაში ვერ ერკვეოდნენ, ამიტომ შესაძლებელია ქართველების ზემოთ მითითებული გამარჯვება უფრო მათ არტილერიას უნდა მოეპოვებინა. ალბათ, დილაადრიან სანგრებში გამაგრებული ქართველები, გარდა მცირერიცხოვანი მზვერავებისა, არც იბრძოდნენ. სამაგიეროდ სპარსელები თავისი ძალების ნაწილით უტევდნენ ქართველების პოზიციებს. ქართველების არტილერიამ დიდი ზარალი აგემა მოიერიშეებს და აიძულა ისინი, უკან გაბრუნებულიყვნენ. ეს უნდა იგულისხმებოდეს ქართველების პირველ გამარჯვებად 11 სექტემბერს.
კრწანისის ველზე 11 სექტემბრის ბრძოლას გულისხმობს ალ. ორბელიანი, რომელიც გვამცნობს: „მეფე ირაკლიმ... ის ოთხი ათასი მხედრობა ასე დააყენა, იმ ვიწრო გზის სიმაგრის მახლობლად, რომელსაც პირუჱლს ათასსა ერთხელ უნდა ეომა, მეორე ათასსა შემდგომ, მესამე ათასსა მასუკან და მეოთხე ათასი კი გაჭირვებისთჳს შეინახა“.
პირველ ათასეულში იყვნენ მეწინავენი, მეორეში იმყოფებოდა რეზერვი, დანარჩენ ორ ათასაეულში კი, იმავე ალ. ორბელიანის თქმით, „ხუთას-ხუთასი ქართუჱლ-იმერლები ერთად იდგნენ, ოთხ დასტად, ერთი ერთმანეთის მხარის მიმცემნი“...
„ეს ჩუჱნი ჯარი ასე წყობით იდგნენ ვიწროს სიმაგრისა ზურგმიბჯენილი და შემოტეულს ყიზილბაშებს უყურებდნენ განსუჱენებულის გულითა , რომელნიც მინამ ახლო არ მოვიდოდნენ ხმა არ გასცეს და, როდისაც დაახლოვდნენ, ერთიანათ წააყარეს თოფის ტყვია და თჳთონაც ხმლებ-გასმულნი დაერივნენ ყიზილბაშების ჯარში და ასე გააქციეს, ვინ წინ და ვინ უკან. წაიყუანეს გაქცეულები და გზის ჩამოსასვლელი გორა რომ არის, იმაზედ მიაყარეს. ეს პირუჱლი ათასი ქართუჱელ-იმერლები გამოტრიალდნენ და ფეხ-აკრეფით თავის ადგილს მოვიდნენ“.
„ამასობაში აღა-მაჰმად-ხან მოვიდა და ჩამოსასვლელს გზის გორაზე გადმოდგა. ქართუჱლ-იმერლებს რომ შემოეხადა, თუალში იფუქსავატა და სიცილით დაიძახა: – „ეს საწყლები არიან ჩუჱნი მეომრები?“ ერთმა დიდმა კაცმა მოახსენა: – „ესენით გახლავან“ და სხვა კი აღარაფერი.
აღა-მაჰმად-ხანმა ახალს რაზმებს უბრძანა შეტევა და მასუკან იმ ხანს უთხრა თავმოწონებით: – „იმ საცოდავებს სულ მტკვარში გადაჰყრიან“.
მეფე ირაკლიმ იმ პირუჱლს ათასს უკან დაწევა უთხრა და ჯგუფად დგომა. ასი მეომარი კიდევ მიაშუჱელა იმ ათასსა ამ სიტყვით: – „ქართუჱელებო და იმერლებო! აღა-მამად-ხან გორაზე გადმოდგა და ჩანს, რომ თავის თუალ წინა უნდა დაგუაჭერინოს; აბა როგორიც თქუენის გულადობისაგან ვიცოდე, ისეთი ვაჟკაცობა აჩუჱნეთ აღა-მამად-ხანსა.
აღა-მამად-ხანის თვალ წინ დათამამებული ახალი დასტები წამოვიდნენ; ეგონათ ცოცხლებს დავიჭერთო, მაგრამ მინამ კიდევ ახლოს არ მოუშუჱს, არ ესროლეს თოფი და როცა დაახლოვდნენ, ერთიანათ წააყარეს ტყჳა, ამასთანავე ყიზილბაშებში დაერივნენ და წამსვე დააბრუნეს. გაქცეული ყიზილბაშები წაიყვანეს და შუა მინდვრამდისინ მიიყვანეს. აღა-მამად-ხანმა ეს რომ ნახა ცოტა ქართუჱლ-იმერლებისაგან, გაიკვირუა, მაგრამ საჩქაროთ სხვა დასტებს უბრძანა მიშუჱლება და მიშუჱლებისთანავე ის ჩუჱნი მეომრები დაატრიალეს და მინამ თავის ადგილამდი მორეკეს, მეფე ირაკლიმ ის ცხრაასი დანარჩენი ქართუჱლ-იმერლები მიაშველა. დაბრუნებულთ მიმშველებელი რომ დაინახეს, ისინიც დაბრუნდნენ, შეუტიეს და კიდევ მინდვრის შუამდის მირეკეს.
აღა-მამად-ხანმა გაკვირუჱბით დაიძახა: – „როგორიც ქართუჱლების ვაჟკაცობა გამეგონა, იმაზედ უკეთესნი ყოფილან“! რომელმანცა ახლა სხუა ჯარს უთხრა მიშუჱელება და მიშუჱელებისთანავე ქართუჱლ-იმერლები დააბრუნეს. მეფე ირაკლიმ მათი გამოქცევა რომ ნახა, მესამე ათასი მიაშუჱელა და ეგრეთუჱ დააბრუნეს სპარსელები და კიდევ მინდვრის საშუალამდისინ მირეკეს. ამაზედ აღა-მამად-ხან გაწყრა და სხვუჱბს დაუძახა – შეუტიეთო, მაგრამ აღარ იქნა, ქართუჱლ-იმერლები ვეღარ დააბრუნეს და ხმლით კაფა შეიქნა. მეფე ირაკლიმ ქართუჱლ-იმერლები შუა ყიზილბაშის ჯარში რომ დაინახა და თამამად იმათი ხმლის ტრიალი, მოხუცებულს გული აუპრიალდა და თავის ბაირახტარს დაუძახა: „აზატ-ხანის დამმარცხებელი ბაირახი აქ მაიტა! და ხუთას ქართუჱლ-იმერელს უბრძანა უკან მომყევითო. თუმცა მეფე სოლომონ ბინაზე დააგდო, მაგრამ გულმა ვეღარ გაუძლო და თავის პაპას შეუდგა.
ერთს მხარეს ბაირახზე გამოსახული იყო ღვთის მშობელი თავის ძითა და მეორეზედ წმინდა გიორგი, რომელსაცა ვეშაპი გაეგმირა შუბით. ამ გაფრიალებულის ბაირაღით გაექანა მეფე და უკან ის თავისი მეომრები გულადად მიჰყვნენ მეფე სოლომონითურთ. წარმოიდგინეთ, მეფე ირაკლი იმათში არ იყო გარეული, ისე ომობდნენ და როცა გაერია, რანი შეიქნებოდნენ ქართუჱლ-იმერლები? თავისი საყუარელი მოხუცებული მეფე რომ დაინახეს, ნამეტნავად იმ გაფრიალებულის ბაირახითა და მეფე სოლომონიც იმათში, ასე ეგონათ მეორე სიცოცხლე მოგვემატაო. რანიც იყუნენ, ერთი სამათ შეიქნენ. ორთავ მეფეს გვერდს მიუდგნენ და ყიზილბაშთ ზედ დაასხდნენ. ბაირახ-გაფრიალებული მეფე ირაკლი ყიზილბაშის პირუჱლს დასტას მოუხდა და ერთი ყიზილბაშის მეომარი ბაირაღის შუბით ჩამოაგდო და მაშინვე მოკვდა. ქართუჱლ-იმერლებმა მათს მეფეს ირაკლისაგან ეს რომ ნახეს, ერთიანათ იჟივლეს, ყიზილბაშების დასტები მაშინვე დაშალეს, წინ წაიყარეს და უკან მიჰყვნენ, რომელიც სადაც აღა-მამად-ხან იდგა, თვით მეფე ირაკლი და მეფე სოლომან თავისი მეომრებით იქ აუხდნენ, საიდანაც აღა-მამად-ხანმა თავი მოარიდა თავის დასტით და საჩქაროდ გაეშურა. მაგრამ იმდენი ჯარის შემწეობა კი აღარ ჰქონდათ ქართუჱლ-იმერლებსა. ზევით რომ აუხდნენ, იმ მინდორზედ მოსწოლოდნენ ყიზილბაშებს და სულ ერთიან თან გაეტანათ. თუმცა გამარჯუჱბული გამოტრიალდნენ და თავის სიმაგრეშივე მივიდნენ, მაგრამ ქართუჱლ-იმერლები ძალიან სწუხდნენ; რაც სხუჱბმა ღალატი მოახდინეს, იმათ ჯანი წაუვიდეს. ეს რაღა არის, რომ თავის ამხანაგი ძმები მტერსა პირში მისცეს და თვითონ გაეპარნენ. თუ ის ორი ათასი ქიზიყის ჯარი, იმისთანა ხელ-გამომავალნი ვაჟკაცნი, აქ ჩვენთან ყოფილიყვნენ, დღეს აღა-მამად-ხანს ბოლოს მოუღებდითო. ამასთან ყუჱლანი ერთპირად ცუდად ახსენებდნენ რევაზ ანდრონიკაშვილსა მეფის ირაკლის მეტი, ის კი მდუმარებდა და ფიქრობდა, რომ როგორ მოეგვარებინა კიდევ საქმე“.
სერობის ცნობიდანაც ირკვევა, რომ აღა-მაჰმად-ხანი კრწანისის მთის წვერზე მისთვის გამართულ კარავში იდგა და იქიდან ადევნებდა თვალს ბრძოლის და ხოცვის სურათს. ამ დროს საშინელი ნისლი წამოვიდა და ატყდა ჭექა-ქუხილი, რასაც მოჰყვა ძლიერი წვიმა. ყველაფერი ისე ატალახდა, რომ ორივე მხრიდან ბრძოლა ფაქტიურად შეჩერდა.
მაგრამ აი, სერობისავე ცნობით, უცებ წამოვიდა ნელი ქარი, რომელმაც ნისლი გაფანტა და მზეც გამოაჩინა, გამოჩნდა გორები და ველები ტყესავით მოფენილი მტრის (სპარსელების) მეომრებით. ჩვენი (ე. ი. ქართველების) ჯარი კი, წერს სერობი, იმდენად მცირერიცხოვანი იყო, რომ „იწვევდა მტრის ღიმილსაო“. ეს ჯარი, წერს იგივე ავტორი, „შესდგებოდა მშიშარა მოქალაქეთაგან (ქაღაქაცი – მოქალაქე, უფრო კი წვრილი მოქალაქე), იყო აგრეთვე რაღაც ნაწილი მოსულთაგან (პანდუხტ)“. სერობის უკანასკნელი გამოთქმა ცხადჰყოფს, რომ სომხურ ტექსტში აქ ხარვეზია, რადგანაც კრწანისის ველზე ქართველების განლაგებული ჯარის შესახებ სერობს არ შეეძლო ეთქვა, რომ ის თითქმის მთლიანად შედგებოდა მშიშარა და ისიც წვრილ მოქალაქეთაგან. აქ ვახტანგ ბატონიშვილის ფრთაზე, მართლაც, იდგა მოქალაქეთა რაზმი, მაგრამ (თეიმურაზის მიხედვით) ის რჩეულ ვაჟკაცთაგან შედგებოდა და გმირულად იბრძოდა. ამასთანავე შეუძლებელია, რომ კრწანისის ფრონტზე მოქალაქეთა ზემოხსენებული (ნაკლებად ბრძოლისუნარიანი რაზმი – ი. ხ.) მეომართა საერთო რიცხვის 5–8 %-ზე მეტი ყოფილიყო. სერობისავე ცნობაში „მოსულნი“ (აქ იმერლები უნდა იგულისხმებოდნენ) სულ რაღაც უმნიშვნელო ნაწილს შეადგენდნენ. სინამდვილეში კი კრწანისის ფრონტსა და ზურგში, აბანოს ხიდთან, რეზერვში განლაგებული იმერლები ამ ფრონტზე 40 %-ს მაინც შეადგენდნენ. ამიტომაც ცხადია, რომ სერობის ზემოხსენებულ ცნობაში, იქ სადაც კრწანისის ფრონტზე მყოფ ქართველთა ჯარზეა საუბარი, ტექსტში რაღაცაა გამოტოვებული. მოტანილ ციტატაში კი უნდა იგულისხმებოდეს ფრონტის სულ სხვა მონაკვეთი, სადაც ჯარი თითქმის მთლიანად მოქალაქეთაგან შედგებოდა და სადაც „მოსული“ (ე. ი. იმერლების) რაზმი, მართლაც მცირერიცხოვანი უნდა ყოფილიყო.
ეს ადგილი არის კოჯრის გზის ხაზი, სადაც სოლოლაკზე გადმოსასვლელის დასაცავად დაყენებული ყოფილა „მშიშარა“ მოქალაქთა რაზმი, რომლებთან ერთადაც იყვნენ, აგრეთვე, მცირერიცხოვანი იმერლები. იმის შესახებ, რომ ერეკლეს ჰყავდა სასწრაფოდ გაყვანილი მოქალაქეები, დანამდვილებით ვიცით ათანასე ბერძნის, შახბუდაგოვის და სტ. ქიშმიშევისეული ცნობებით. ატანასე ბერძნის სიტყვით, 11 სექტემბერს ბრძოლებში ჩაბმული იყო ყველა გაწვეული მოქალაქე, ს. ქიშმიშევის ცნობით (რომელსაც ეს ცნობა კრწანისის ომის თანამედროვისაგან ექნებოდა მიღებული), სულ გაწვეული იყო 1500-მდე მოქალაქე. კრწანისის ფრონტზე კი სამასი რჩეული მამაცი მოქალაქე მაინც უნდა ყოფილიყო. რჩება დაახლოებით 1200-მდე „მშიშარა“ მოქალაქეთაგან, რომლებიც სამასი თუ ორასი იმერლითურთ, როგორც ჩანს, დაყენებული იყვნენ კოჯრის გზაზე სოლოლაკისაკენ მიმავალ გზის დასაცავად. 1795 წ. 14 სექტემბერს ერეკლე სწერს გენ. გუდოვიჩს, 15 სექტემბერს კი მეფის ძეს მირიანს და გარსევან ჭავჭავაძეს, რომ 11 სექტემბერს ჩვენ სპარსელებზე სამჯერ გავიმარჯვეთო. პირველ გამარჯვებად უნდა იგულისხმებოდეს დილის საათებში სპარსელების მეწინავე ჯარის დამარცხება და მისი ვახტანგ ბატონიშვილის მიერ კრწანისის ველის ბოლოსაკენ მირეკვა. მეორე გამარჯვებად, ალბათ, იგულისხმება სპარსელების 3-ათასიანი რაზმის მოგერიება თაბორზე დავით ბატონიშვილის მიერ. მესამე გამარჯვებად კი უნდა ჩაითვალოს სპარსელების წინააღმდეგ იოანე ბატონიშვილისა და მუხრან-ბატონის შეტევა ორი ფლანგიდან.

სერობის ცნობით, დიდი ქარიშხლიანი წვიმის შემდეგ, ტირანმა, ასე ეძახის იგი, ჩვეულებრივ, აღა-მაჰმად-ხანს, დურბინდით გახედა ვერის დაბლობს. იგი სავსე იყო თოვლივით ქათქათა ლეჩაქიანი ქალებით, რომლებიც გასახიზნად მიემართებოდნენ.
აღა-მაჰმად-ხანმა – წერს სერობი – თავის სარდლებს და მეთაურებს უთხრა: როგორ სულელურად უშვებთ ხელიდან თქვენსავე დავლასაო. ამის გაგონებაზე სარდლები და მეთაურები სწრაფად ამოქმედდნენ. მათ დაგზავნეს გზირები და ყოველი მხრიდან ამოძრავდა სპარსელების მთელი ჯარი, რომლის ოდენობასაც სერობი აშკარად გადაჭარბებულად 80 ათასს უჩვენებს.
და დაიწყო გადამწყვეტი შეტევა.
ტერ-ოჰანეს ვოსკრეჩიანციც გადმოგვცემს, რომ ერეკლემ პირველ დღეს მოიპოვა მცირე გამარჯვება და ქალაქში დაბრუნდაო. მეორე დღეს კი „მეფე კვლავ შეებრძოლა სპარსელებს ახლომდებარე კოჯრის მთაზე და კრწანისში. მაგრამ რადგანაც შემოდგომა და ნისლისნი დღე იყო, ამიტომ მებრძოლები ვერ ხედავდნენ ერთმანეთს და ერთგვარი შიშით იბრძოდნენ. ხოლო როდესაც გამოიდარა და ქართველების ჯარის სიმცირე აშკარა შეიქნა, მაშინ სპარსელების მთელი ჯარი დიდი ყვირილით დაიძრა წინ და როგორც ჩალის მცირე ღეროს აიტაცებს ქარიშხალი, მოედვა ქართველების ჯარს, გადააგდო ის სიმაგრეებიდან (ხანდაკებიდან) და შევარდა ქალაქში“.
აქ გადამწყვეტ ბრძოლაში თავი გამოიჩინა თბილისელთა ქვეითმა რაზმმა, რომლის შესახებაც თეიმურაზ ბატონიშვილი წერს: „კვალად მცხოვრებთაგან ტფილისისათა გამორჩეულ იქმნეს კაცნი მამაცნი და მარჯვენი, რომელთაც აღირჩიეს წინამძღვრად თვისად კაცი ვინმე მსახიობი, რომელსა საზანდრად უხმობენ. ეს იყო ერთი წარჩინებულთა მესაკრავეთა და მსახიობთაგან მეფისათა, მუსიკი და კომედიანტი. და ესე იყო მსახიობთა შორის და იყო ცნობილი სამეფოსა სახლისა შინა. ესე იყო გვარეულობითა და სარწმუნოებითაცა ქართველი, რომელსაცა სახელს-სდებენ მაჩაბელად. ესე მიუძღვა გუნდსა მას ტფილისელთასა მტერთა მიმართ და ეპყრა ჴელთა მისთა ბარბითი, ე. ი. დაირა და უკრავდა მას ზედა შადიანსა, ე. ი ჴმასა მას, რომელსაცა ლხინსა შინა დაუკვრენ, ჟამსა, უმეტეს სიხარულისასა, ვინაიდგან ჴმაჲ ესე განამხიარულებს მსმენელთა. ხოლო ბრძოლნი ესე იყვნენ მკჳრცხლნი (ე. ი. ქვეითნი) და მიმართეს ქვევითა და ბრძოდეს მტერთა ფიცხელად. და შეერთდა გუნდიცა ესე გუნდსა მას ფშავ-ხევსურთა, არაგველთა და ქიზიყელთასა“.
საერთოდ ვახტანგ ბატონიშვილის გუნდში ყველანი ჩინებული მეომრები იყვნენ მაგრამ ამათგან კიდევ „აღირჩივნეს კაცნი მამაცნი ქიზიყელნი, არაგველნი და ფშავ-ხევსურნი“. ესენი „შეუხდეს სპარსთა მხედრობასა მაღალთა მათ კლდიერთა გორათა და მთათა ზედა და ჰბრძოდეს სივლტოლვრად“. გმირ მთიელთა მხარის დამჭერნი იყვნენ ზემოხსენებული თბილისელნი. „და შეუერთდა (მოქალაქეთა – ს. კ.) გუნდიცა ესე გუნდსა მას ფშავ-ხევსურთა, არაგველთა და ქიზიყელთასა და ჰყვეს მათ ატაკა მტერთა მიმართ და მიიწივნეს ვიდრე დროშებამდე აღა-მაჰმად-ხანისა და მოსტაცეს დროშანი რაოდენნიმე მხედართა აღა-მაჰმად-ხანისათა და მრავალნი სპარსთაგანნი მოსწყვიტეს წინაშე მისსა. იხილა-რა აღა-მაჰმად-ხანმან სიმხნე ესე ვითარი ქართველთა მხედრობისა, განუკვირდა ფრიად და იტყოდა: „სიყრმითგან ჩემით, ვიდრე აქამომდე, დამიყოფიეს ბრძოლასა შინა და არა-სადა მინახავს მე წინააღმდეგნი, ვითარ ესე კაცნი ჩემდა მიმართ ჰყოფენ ბრძოლასა“.
ეს იყო ქართველების მეორე გამარჯვება, რომელსაც მოჰყვა თითქმის მთელი კრწანისის ველის გაწმენდა სპარსელებისაგან. მაგრამ გამარჯვების გასამტკიცებლად ქართველებს უკვე აღარ ჰქონდათ ძალა, ამიტომ დიდი მსხვერპლისათვის თავის არიდების მიზნით მათ არიერგარდული ბრძოლით სრული წესრიგით დაიხიეს უკან, თავის პოზიციებზე.
სპარსელების სარდლობამ კი შეიცადა, ვიდრე კრწანისის ველზე ყარყუთას დაბრკოლებული ნაწილები მოვიდოდნენ. ისინი აქ მოედინებოდნენ შავნაბადის და თელეთის მხრიდან. ცხენოსანი ჯარის გარდა აქ ბლომად იყვნენ, აგრეთვე, ქვეითი რაზმებიც, რომელთაგან ნაწილი მშვილდ-ისრით იყო შეიარაღებული. ამგვარად, კრწანისის ველზე თავს იყრიდა აღა-მაჰმად-ხანის უზარმაზარი, არანაკლებ 20 000-იანი ლაშქარი, რომელსაც მძლავრი შეტევით უნდა გადაექელა ქართველების ამჟამად უკვე არა უმეტეს 2500-კაციანი ჯარი და თბილისში შეჭრილიყო.
ცხადია, სპარსელების ამოდენა ძალების თავმოყრას გარკვეული დრო დასჭირდებოდა. ამით შესაფერისად ისარგებლა ერეკლემ, რომელმაც ახლა თავისი ჯარის ხელახალი გადაჯგუფება დაიწყო. საამისო პირდაპირი ცნობა ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ზემოხსენებული გადაჯგუფების ფაქტი იქიდანაც ჩანს, რომ თუ, მაგალითად, იმერლები დილის დისპოზიციით მარჯვენა ფრთაზე იმყოფებოდნენ, ახლა უკვე ნაწილობრივ, 300 იმერელი თავ. აბაშიძის მეთაურობით, გადაყვანილ იქნა შეთხელებულ მარცხენა ფრთაზე. აბაშიძის რაზმში, როგორც მის გვარიც გვიჩვენებს, უნდა ყოფილიყვნენ ზემოური იმერლები.
სპარსელების ჯარის ახალი მასობრივი თავმოყრა ჯერ დამთავრებული არ იყო, რომ აღა-მაჰმად-ხანმა თავისი მეწინავეებითურთ დაიწყო ომი ქართველებთან, რომლებსაც, როგორც აღვნიშნეთ, ზემოთ კრწანისის კბოდეებსა და გორებზე მტკვართან ახლოს ჰქონდათ ოთხი წყება სანგარი.
ამგვარად, გამოდის, რომ გამოდარების შემდეგ სპარსელების ჯარმა ერთიანად წინ წამოიწია. „ჩვენს წინ, – ამბობს იაკუბ-ბეგი, – გამოჩნდა ორი ხანდაკი, იმაზე ბევრად უფრო ძლიერი და მაგარი ვიდრე (სოღანლუღის ვიწრობში) ვნახეთ“.
სპსრსელებმა თანდათან დიდი ბრძოლით აიღეს ზემოხსენებული ეს ორი ხანდაკი და აიძულეს ქართველები, ისინი დაეცალათ. იაკუბ-ბეგი არაფერს ამბობს ამ ხანდაკების აღების შესახებ. რაც იმის შედეგი შეიძლება იყოს, რომ სომხურ ჩანაწერში იქ, სადაც ეს ბრძოლები უნდა ყოფილიყო აღწერილი, ხარვეზი გაჩნდა, ალბათ, ფურცლების დაკარგვის გამო. ისიც შესაძლებელია, ავდრის შემდეგ, ბრძოლა რომ განახლდა, იაკუბ-ბეგი თავის რაზმიანად რეზერვში იდგა და პირველი ორი სანგრის წინააღმდეგ ბრძოლაში არ მონაწილეობდა, მესამე სანგრის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებისას კი მას თავისი რაზმით ბრძოლაში გასვლა დაავალეს.
ქიშმიშევის სიტყვითაც, ერეკლემ ბრძოლა შეწყვიტა შუადღეზე, ხოლო სპარსელებმა თბილისში თათრის უბანი (ხიდის არეში) 2 საათზე დაიკავესო, მაგრამ ეს ნათქვამი არ ეთანხმება სხვა ცნობებს.
თუ ჭექა-ქუხილი და კოკისპირული წვიმა დაიწყო დილის 9 საათზე, 10 საათზე უკვე გამოიდარებდა და 11 საათზე სპარსელებს უკვე შეეძლოთ შეტევაზე გადასულიყვნენ. თუ ამის შემდეგ სპარსელების ჯარმა შესძლო ქართველების ზარბაზნების ისრის სასროლ მანძილზე მიახლოვება, გამოდის, რომ პირველ და მეორე სანგრებში ბრძოლა ქართველებს უნდა გაეგრძელებინათ სამ საათს.
იაკუბ-ბეგი ერთობ დაწვრილებით გადმოგვცემს მესამე სანგრის ასაღებად წარმოებული ბრძოლების შესახებ.
„მესამე სანგარზე თვითონ ერეკლე იყო მბრძანებელი და ახლო იყო ჩვენზედ, მხოლოდ ერთი პატარა ხევი და ბაღები განგვჰყოფდნენ ჩვენ მათგან, და ძალიან ძლიერი იყო ჯარით და ზარბაზნებით და ამ ხევიდან მცირე ნაწილი ჯარი გავიდა მეორეს მხარეს, სადაც ცოტა რამ ვაკე ადგილი იყო, და უცებ ბაღების თავიდამ და ხევიდამ, ორად განჰყოფილი ათასეული ცხენოსანი, და იმოდენიც ქვეითი ჯარი გამოვიდა, და შემდგომად, როგორც შევიტყეთ, ერეკლეს უფროსი შვილი ყოფილიყო და უნდოდა, რომ ჩვენის ჯარის ჯაჭვი (კავშირი) გაეწყვიტა და ყოვლის ძლიერებით ჩვენ დაგვეცა, და ჩვენი ცხენოსანი ჯარი ძლიერ შორს იყო დარჩენილი. უკეთუ ყოფილიყვნენ ჩვენთან, მაინც ვერას გაარიგებდნენ, რადგანაც ადგილი იყო ძლიერ ვიწრო. იმისი გამოსვლა რომ დიდს განსაცდელში ჩაგვაგდებდა, თუ მოეცადნა ცოტა რამ ხანი, რომ ჩვენს ბანაკის დიდს ნაწილს გამოევლო. აგრეთვე არ უნდა გაეყო თავისი ჯარი ორად, რომ თავიანთი ძალა არ დაჰკარგოდათ. ამ ვიწრო ადგილს ჩვენი დიაღ მრავალი დაიხოცა, წინ ერეკლე და შუაში შვილი იყო და შაჰი პირველ წინ მისულს ჯარში იყო და ადგილი დიდი ეჭირა. მაგრამ ჯარი ცოტა ჰყვანდა და წინააღმდეგად ჩვენზე ბოლოს მოსულის ჯარისთვის ადგილი ძლიერ ვიწრო იყო და ჯარი ბევრი იყო. ადგილიდამ ვერ შეძრულიყვნენ სივიწროობის გამო და ასე დაბრკოლებული იყო იმ ჩვენის ჯარის დიდი ნაწილი“.
ზემოაღნიშნული ოპერაცია, რომელსაც იაკუბ-ბეგი აღწერს, სამხედრო თვალსაზრისით ზოგადად კარგად აქვს შეფასებული ივ. შაიშმელაშვილს, რომელიც წერს: „ქართველი მარცხენა ფრთის მხედრობა, ჩვენის აზრით, განგებ იხევდა უკან, თბილისისაკენ, მტკვრის ნაპირის გასწვრივ, რათა რაც შეიძლება მეტი რაოდენობა ირანელებისა შეეტყუებინათ სეიდაბადის – მტკვრის ვიწრობში. ამ მიმართულებაზე მტრის წინ სულ მალე ერეკლე მეორის არტილერია და რეზერვში მყოფი იმერელთა ათასეული აღმოჩნდებოდა (ავტორი ალბათ გულისხმობს აბანოს კარის ხიდის მიდამოებში მყოფ სოლომონ II-ს თავისი იმერლებით – ს. კ.). შემდეგ ფრთიდან – სეიდაბადის მაღლობებიდან ერეკლე მეორის მძლავრი და გადამწყვეტი კონტრიერიში დაიწყებოდა. ოღონდ საჭირო იყო ერთი რამ – ქართველთა მთავარი ძალების კონტრიერიშამდე ჯერ შუაზე უნდა გაწყვეტილიყო კრწანისის – სეიდაბადის და ვაკეებში ჩამოწოლილი ირანელი ურჩხული. მისი თავი – ავანგარდი, რომელსაც შაჰი მიუძღოდა, ერეკლე მეორის მეთაურობით კონტრიერიშზე გადასულ ქართველთა მთავარ ძალებს უნდა გაესრისა. აი ამ მომენტში ურჩხულის ტანი – მთავარი ძალებით დროებით მაინც უნდა დაკავებულიყო, რათა ხელახლა არ შეერთებულიყო მოკვეთილ თავთან. ვინ იცის რა შედეგი მოჰყვებოდა ერეკლე მეორის ამ შთანაფიქრის განხორციელებას. ყოველივე ამის შესახებ არაფერს ამბობს თეიმურაზ ბატონიშვილი, ხოლო ი. ბებუთოვს შეცდომად ჩაუთვლია ამ შთანაფიქრით დაწყებული ქართველთა იერიშები“ (მნათობი, 1964 წ. # 8, გვ. 163).
ივ. შაიშმელაშვილი არასწორად გადმოგვცემს აზრს იაკუბ-ბეგ ბებუთაშვილისა, რომელსაც ერეკლეს სამხედრო ჩანაფიქრი, პროფესიული თვალსაზრისით, მოსწონს კიდევაც, მაგრამ იწუნებს მის შესრულებას – სახელდობრ, იაკუბ-ბეგის სიტყვით, აჩქარდნენ და ცოტაც რომ შეეცადათ, ვიდრე ჩვენი (ე. ი. სპარსელების) ჯარი წინ წამოიწევდა, დიდ განსაცდელში ჩავცვივდებიდითო, ე. ი. ქართველებს შეეძლოთ სპარსელების მთელი მეწინავე ჯარი და თვით შაჰიც გაენადგურებინათო. მართლაც, თუ აღა-მაჰმად-ხანს რამე მოუვიდოდა (მის ცხენს ტყვია მაინც მოხვდა), მაშინ უხელმძღვანელოდ დარჩენილი სპარსელების ჯარი ვეღარ გაძლებდა, მოტყდებოდა და გაიქცეოდა კიდევაც. ამრიგად, მთელი ეს ჩანაფიქრი გვიჩვენებს, რომ ერეკლეში კვლავ გაიღვიძა ძველი სარდლის ნიჭმა, მაგრამ იგი უკვე იმდენად მოდუნებული იყო, რომ მას ჩანაფიქრის განსახორციელებლად ოპერატიული, საღი ხელმძღვანელობა უკვე არ შეეძლო, წერს ი. შაიშმელაშვილი.
ასეთი იყო მდგომარეობა, როდესაც იაკუბ-ბეგის სიტყვით, „სპარსელების ერთმა ხორასნელმა მხედართმთავარმა საჩუქრების მომტანი სხვა მამასახლისებისაგან შეიტყო, რომ ვენახების ზემოდან, ხევიდან შეიძლებოდა გამოსული ქართველების ჯარს დავცემოდით. ამ მიზნით ხსენებული ხანი რამდენიმე ასეული ცხენოსნით ვენახების თავში მტერზე თავდასასხმელად მივიდა. მაგრამ სანამ ეს ხანი სპარსელების ჯარის თავნაწილს დაეწეოდა, სადაც ცხენოსანი რაზმებიც იყვნენ, ხოლო ფეხოსნები კიდევ უფრო წინ იმყოფებოდნენ, მანამდის ფეხოსანი ჯარი უკვე ვენახებში შევიდა კიდეც და ქართველების ცხენოსან ჯარს სროლაც დაუწყო. ქართველებმა რომ დაინახეს, რომ ჩვენ ჯარი გვემატებოდა, მცირედ-მცირედ გაიქცნენ (ე. ი. უკან დაიხიეს). ერეკლემ ამათი უკან დახევა არ იცოდა (ასე ფიქრობს იაკუბ-ბეგი – ს. კ.), მაგრამ ქართველების მეწინავე ცხენოსანი რაზმის ეს დამარცხება მაინც საშიშად მიიჩნია. ამიტომ, – იაკუბ-ბეგის სიტყვით, – ჩაიდინა შეცდომა, სახელდობრ სანგრის მახლობლად გორაზე მყოფის ჯარით შეტევაზე გადავიდა. შაჰსაც მხოლოდ ეს უნდოდა, რომ ერეკლე გორიდან რაიმე ხერხით ძირს ჩამოეყვანა. ომი საერთო შეიქნა. ამ დროს წვიმა დაიწყო. შაჰს თოფის ტყვიით ცხენი მოუკლეს. მან ცხენი გამოიცვალა და ბრძანა ერეკლეზე თავდასხმა. ერეკლემ ვერ შესძლო გამაგრება, დიდი მსხვერპლი ნახა და (მეოთხე) სანგარში შევიდა.
ამ დროს ერეკლეს შვილიც (იგულისხმება ვახტანგ ბატონიშვილი – მეწინავე გუნდის უფროსი – ს. კ.) მაღალ ხევების ძირობაში ჩვენგან მარცხენა მხარეს შევიდა. შაჰმა თვით მიბრძანა მე, რათა ცხენოსანი ჯარით მისი კავშირი ერეკლესთან გამეწყვიტა. მეც ცოტა ხნით უკან დავედევნე, მაგრამ როცა დავინახე, რომ მთების წვერზე ის მარჯვენა მხარეს თბილისზე მობრუნდა, შევშინდი – განგებ ხომ არ მირბის მეთქი და დავბრუნდი. დაბრუნებისას ვნახე, რომ ჩვენებს (ე. ი. სპარსელებს – ს. კ.) რამოდენიმე ზამბურაკი ჩემს მიერ გავლილ გორების თავზე აღუმაღლებიათ და იქიდან დიდს ვნებას აძლევდნენ ერეკლეს სანგარს“.
იაკუბ-ბეგის მთელ ამ თხრობაში საყურადღებოა ის გარემოება, რომ ახლა ბრძოლა კონცენტრირებულია მტკვრის ნაპირას თუ მის ახლოს გორებთან და სრულებით არ ჩანან მარჯვენა ფრთაზე მყოფი იმერლები ზურაბ წერეთლის მეთაურობით. მეტიც, ისინი არათუ არ ჩანან, არამედ მარჯვენა ფრთა თითქმის გაშიშვლებულია და სპარსელების ხორასნელი სარდალი რამდენიმე ასეული მხედრით ცდილობს სეიდაბადის ბაღებს მაღლობიდან დაუაროს. ამით მას შესაძლებლობა ეძლეოდა თბილისის მთავარი შარასაკენ გაეკვლია გზა და ციხის განჯის კარისაკენ გაჭრილიყო. ცხადი ხდება, რომ შექმნილი ვითარების გამო ერეკლე იძულებული გამხდარა მესამე სანგარზე სპარსელების იერიშისას ზურაბ წერეთლის რაზმი მთლიანად, ან ნაწილობრივ თავისი ადგილიდან მოეხსნა და, როგორც ეტყობა, გაეგზავნა სოლოლაკისაკენ, სადაც კოჯრის გზიდან სპარსელების ჩამოსვლის საშიშროება გაჩნდა, იმის გამო, რომ ამ გზაზე მდგარი მოქალაქეების რაზმი დამარცხდა და გამოიქცა.
ეტყობა, ამ მომენტს ასახავენ თეიმურაზ ბატონიშვილის შემდეგი სიტყვები: „მაშინ მხედრობამან აღა მაჰმად ხანისამან შეუკრნეს გზანი უკანით კერძო მეფის ძეთა ვახტანგ და იოანეს, რათამცა შეიპყრნენ იგინი, მაგრამ სიბრძნითა თვისითა განაპნეს მათ მხედრობანი მტერთანი და ესრეთ მოვიდეს მეფისა მიმართ დაშთომილითა მათითა მხედრობითა, რომელთაცა მოეწვიდნენ მრავალნი სპარსთაგანნი და თვით მეფის-ძენიცა განბასრულ იყვნენ სრულიად სისხლისა შინა“.
როგორც ზემოთ იყო ნაჩვენები, ხორასნელმა სარდალმა წინ წაიწია ბაღების ზემოთ მდებარე გორებისაკენ, ამ უკანასკნელთა ქვემოთ კი ზარბაზნებთან იდგა სამასი იმერელისაგან შემდგარი რაზმი. მას შემდეგ, რაც სპარსელებმა შესძლეს ქართველთა არტილერიის ზემო მხარეზე მოქცევა, აქ არტილერიასთან მყოფი იმერლების რაზმის ნებისყოფა გატყდა. ალექსანდრე ორბელიანის გადმოცემით, არტილერიასთან დაყენებული იმერლები თითქოს შეშინდნენ და გაიქცნენ კიდევაც, როდესაც მათ უკან გვერდზე მაღალ გორაზე, სპარსელების ჯარი დაინახეს. ამ დროს მოკლეს, ეტყობა, იმერლების წინამძღოლი თავ. აბაშიძე, რამაც მისიანების პანიკა გამოიწვია. ქართველთა არტილერიის უფროსი, მაიორი გიორგი გურამიშვილი ბევრს ეხვეწა იმერლებს დარჩენილიყვნენ, მაგრამ ვერას გახდა. ეს იმერლები აქ ბევრი არ უნდა ყოფილიყვნენ.
ს. ქიშმიშევის მიერ შეკრებილ ცნობებს კიდევ უფრო აკონკრეტებენ სხვა წყაროები, რომლებიც ერთგვარად საშუალებას იძლევიან თანამიმდევრობით წარმოვიდგინოთ კრწანისის ომის დასკვნითი ეტაპი.
ტერ-ოჰანეს ვოსკრეჩიანცის გადმოცემით, „მეფე ერეკლე ებრძოდა სპარსელებს ახლოს მდებარე მთაზე კოჯორზე და კრწანისში“, ე. ი. ქართველებს 11 სექტემბერს დილიდან ბრძოლა ჰქონდათ როგორც კრწანისში, სადაც მთავარი ბრძოლა იყო, ისე კოჯრის მიმართულებით.
ამ საკითხზე მეტ კონკრეტულ ინფორმაციას იძლევა მირზა იუსუფ ყარაბაღელი თავის „თარიხეში“, სადაც იგი წერს: „ქართველი მეზარბაზნეები უდიდესი ყოჩაღობით და მოხერხებით აკავებდნენ და შინ არ უშვებდნენ ყიზილბაშების ჯარს, ვიდრე არა-მაჰმად-ხანმა თავისი მთავარსარდალი მუსტაფა-ხან-დუჰლუ არ მოიხმო, რომელიც მისი უმამაცესი მხედრთმთვართაგანი იყო, და მას უბრძანა – ტფილისი შენგან მინდა მივიღოო“.
ზემომოყვანილი ცნობიდან ჩანს, რომ შაჰმა მუსტაფა-ხან-დუჰლუს თბილისში გარშემოვლის დავალება მისცა იმ დროს, როდესაც ქართველების არტილერია ჯერ კიდევ წარმატებით იცავდა ქართველთა პოზიციებს. და აი, როდესაც სპარსელებს გაუჭირდათ, 11 სექტემბრის დილით, მუსტაფა-ხანს მისცეს, ერთი ცნობით, ხუთი ათასი კაცი (ალ. ორბელიანი, რომელიც აქ მუსტაფას ნაცვლად მელიქ-მეჯნუმს ასახელებს), მეორე ცნობით კი, ოთხი ათასი კაცი. უკანასკნელი ცნობა უფრო სწორი უნდა იყოს და მიგვანიშნებდეს რაოდენობას მუსტაფა-ხანის ჯარისა, რომელთან ერთადაც იყო ყარაბაღელი მელიქ-მეჯნუმი თავისი ათასი კაცით.
იულ. კლაპროტი არუთინ ასტვაცატუროვის (არტემ არარატელის) მიერ მოწოდებული ცნობის მიხედვით გადმოგვცემს, თუ რატომ იბრძოდა მელიქ-მეჯნუმი ერეკლე II-ის წინააღმდეგ. ამ ცნობით, ჩარაბერდის მელიქმა და მელიქ აბოვმა, სხვა მელიქებთან ერთად, საიდუმლოდ სთხოვეს ერეკლეს თავისი ხალხითურთ მიეღო ისინი ქვეშევრდომებად საქართველოში. ერეკლემ ეს წინადადება განიხილა თათბირზე, რომელმაც უარყო მელიქების ეს თხოვნა (ჩანს, იმიტომ რომ თავიდან აეცილებინა კახეთზე ყარაბაღის ხანის გადამტერება). ამის შემდეგ ერეკლემ მელიქების ნაწილი გადასცა ყარაბაღის იბრაიმ-ხანს, რომელმაც დააპატიმრა მელიქები, გარდა მეჯლუმისა და აბოვისა, რომლებიც თავიანთი ქვეშევრდომებით გამოიქცნენ საქართველოსაკენ, სადაც ისინი დიდ გაჭირვებაში ჩაცვივდნენ. სამი წლის შემდეგ მელიქი მეჯლუმი მიწვეულ იქნა განჯის ჯავად-ხანის (მიერ) მის სახანოში დასასახლებლად. მეჯლუმი იქ გადასახლდა, სადაც მან მოაგროვა დაახლოებით ორი ათასი თავისი წინანდელი ქვეშევრდომი სომეხი. ჯავათ-ხანს უხაროდა, რომ ამ გზით მან მოიპოვა კარგი ჯარი. მაგრამ მელიქ მეჯლუმი დღედაღამ ფიქრობდა სასტიკად შური ეძია ქართველებზე, რის შემთხვევაც მას მიეცა, როცა აღა-მაჰმად-ხანმა ერეკლეს წინააღმდეგ გამოილაშქრა.

ს. ქიშმიშევი მის ხელთ არსებული სარწმუნო ზეპირი ცნობებით დამაჯერებლად მიუთითებდა, რომ თუმცა ერეკლე კრწანისის პოზიციებზე სანგრიდან სანგარში გადადიოდა, ე. ი. ოდნავ უკან იხევდა კიდევაც, მაგრამ ის იქ მაინც არ დამარცხებულა. რიცხვმრავალი სპარსელების შემოტევამ ვერ მოტეხა ქართველთა წინააღმდეგობა, რასაც მათი არტილერიის ბრწყინვალე მოქმედებაც ეხმარებოდა. ქართველთა წინააღმდეგობა ამ ეტაპზე ისეთი ორგანიზებული იყო, რომ სპარსელებს უკვე წარმატების იმედიც კი ჰქონდათ გადაწურული, მაგრამ ქართველებმა ეს ომი მაინც წააგეს.
რატომ?
განვიხილოთ ეს საკითხი.
ეხებოდა რა უკანასკნელ იერიშებს, ს. ქიშმიშევი წერდა: „სპარსელები, რომლებმაც თავის წინ ერთი მუჭა სუსტი მტერი დაინახეს, თავისი მრავალრიცხოვნობით დაიმედებულები მამაცურად დაესხნენ მათ თავს, რათა გაესრისათ, მაგრამ ირაკლი არ შედრკა. მეფის პირადი მაგალითით და სახალხო მებრძოლის დავით მაჩაბლის საბრძოლო სიმღერით აღფრთოვანებული მისი მხედრობა ხელჩართულ ბრძოლაში ჩაება.
იოანე ბატონიშვილი და თავადი ჯანდიერი სიმამაცის სასწაულებს ახდენდნენ. საპრსელთა რიგებში უკვე მერყეობა დაიწყო, როცა კოჯრის გზაზე მეჯნუმი გამოჩნდა თავისი რაზმით. ორივე მხრიდან მტრებით შემორტყმულს, ირაკლის თავისი უმნიშვნელო ძალებით აღარაფრის გაკეთება აღარ შეეძლო ურიცხვი მტრის წინააღმდეგ და მათი მრავალრიცხოვნობით გაისრისა – თუმცა მაინც არ იქნა დამარცხებული და მან შუადღისთვის სეიდაბადისაკენ დაიხია“.
საფიქრებელია, რომ მუსტაფა-ხანს ქალაქისათვის გარშემოსავლელად ჯარი მისცეს მას შემდეგ, რაც გამოირკვა, რომ თაბორის მთიდან თბილისზე გაჭრა შეუძლებელი იყო – დავით ბატონიშვილი მტკიცედ იცავდა ამ გზას. უეჭველია, რომ სპარსელები დილიდანვე შეეცდებოდნენ იერიში მიეტანათ დავით ბატონიშვილის რაზმზე, რამდენადაც ამ უკანასკნელის ადგილსამყოფელზე გადიოდა ყველაზე მოსახერხებელი გზა თბილისისაკენ. მაგრამ, ჩანს, სპარსელებმა მიზანს ვერ მიაღწიეს. ამიტომაც დაისვა სპარსელთა წინაშე საკითხი – მუსტაფა ფაშასთვის ქალაქზე გარშემოვლა დაევალებინათ. ამ მხედართმთავარს უნდა მაღლიდან მოშორებით გადაევლო თაბორისათვის და შინდისისაკენ მიმავალი გზის გავლით დაშვებულიყო თბილისის ციხის მისადგომთან განჯის კარის მხრისაკენ, რითაც სპარსელები ზურგში მოექცეოდნენ (ქართველებს). ამ ოპერაციის შესრულებისას სპარსელებს დასჭირდებოდათ არტილერიის წინააღმდეგობის გადალახვა და აბანოს ხიდის კართან მდგომი იმერლების უკუქცევა, რაც, ცხადია, დიდი ენერგიის გაღებას მოითხოვდა, მაგრამ სპარსელების სარდლობას ეს ოპერაცია იმდენად დიდი მნიშვნელობისად მიაჩნდა, რომ არავითარ საშიშროებას აღარ მოერიდა.
მუსტაფა-ხანს, ეტყობა, ჯარი გამოუყვეს შავნაბადა-თელეთის მისადგომებიდან, მაგრამ უამინდობის გამო (დილით სქელი ბურუსი იდგა, შემდეგ კი კოკისპირულმა წვიმამ დასცხო) სპარსელთა ამ მხედართმთავარს გზა აებნა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო იმის ნაცვლად, რომ ბილიკებით პირდაპირ თბილისის ციხისაკენ წამოსულიყო, მუსტაფა-ხანი მოჰყვა სოფ. შინდისის მიდამოებში და კოჯრის გზაზე სოლოლაკის ქედისაკენ.
ამის შესახებ საინტერესო ცნობას იძლევა იუსუფ ყარაბაღელი, რომლის სიტყვებითაც, „შემთხვევით იმ დღეს... ცა მეტად ბნელი და შავი იყო და ერთმანეთის დანახვა ძალიან ძნელი იყო. ხსენებული სარდალი თავისი ჯარით წინ წამოვიდა. ყიზილბაშებმა ადგილის უცოდინარობის გამო მთით წამოსვლა გადაწყვიტეს. როგორც კი ღრუბლების ფარდა გაირღვა და ცის სარკე გამოჩნდა, ვალიმ (ანუ ერეკლემ, გურჯისტანის ვალიმ, სპარსულად – ი. ხ.) და ქართველების ჯარმა დაინახეს, რომ ყიზილბაშების ლაშქარი მათს ზურგში მოქცეულა და ქალაქის თავზე მოუვლია“. სწორედ ეს არის იუსუფ ყარაბაღელის მიერ ნაჩვენები სვლის გეზი, რომელიც შინდისზე უნდა ყოფილიყო. შინდისი კოჯორს დაშორებულია 6 კმ-ით. ამრიგად, დაგეგმილი 5 კმ-ის ნაცვლად, მუსტაფა-ხანს უნდა გაევლო დაახლოებით 16 კმ, რასაც მოუნდებოდა დაახლოებით ხუთი საათი. მაშასადამე, დილით 10 საათზე გამოსული მუსტაფა-ფაშა სოლოლაკის ქედს მოადგებოდა დაახლოებით 3 საათზე.
ზემოაღნიშნულ ისტორიულ სიუჟეტს კარგად ემოწმება ალ. ობელიანის სიტყვებიც: „როდესაც ყიზილბაშებმა ზარბაზნები წაახდინეს, მაშინვე ათასი ყიზილბაში სოლოლაკისაკენ გამოგზავნა გახარებულმა ხანმა, გზის მცოდნე თავის მოსამსახურის ბელადობით, და ეს ჯარი ქალაქისკენ ჩამოვიდა დასავლეთის მხარეს, სწორედ მაშინ, როდესაც მეფე ირაკლი თავისი ქართველობით, მტკვრის ხიდზე ავლაბარში გავიდა“. ალექსანდრე ორბელიანისავე ცნობით, თბილისიდან გაპარულმა სპარსელმა ელჩმა აღა-მაჰმად-ხანს მოახსენა: – „ექვსი ათასი მეომარი მიბოძე, აქეთი მხარის მოკლე გზები ახლა კარგად ვიცი, ერთერთს მოკლე გზაზედ გადვივლი და მეფეს ირაკლის უკან მოვექცევი, იქედან თქუჱნ მიხუალთ, შუაში მოვამწყვდევთ თავის ჯარით და ყათლანს უზამთო“.
ირანის შაჰმა მას მისცა ხუთი ათასი კაცი (სხვა ცნობით კი, ამ ხანს ჰყავდა ოთხი ათასი მოლაშქრე და მელიქ მეჯნუმის ათასი კაცი). ალექსანდრე ორბელიანისავე ინფორმაციით, „გაპარებულმა ხანმა“ თავისი ჯარიდან ათასი კაცი (სხვა ცნობებით, მელიქ მეჯნუმის რაზმი) სოლოლაკის ქედის მოსავლელად გააგზავნა.
მუსტაფა-ხანის ჯარს წინ შეეგება ქართველების ჯარი. ეს იყო სადღაც კოჯრისკენ მიმავალ გზაზე. ცნობების უქონლობის გამო ამ ადგილის დადგენა ახლა ძნელია, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ტერ-ოჰანეს ვოსკრეჩიანცი სწორედ კოჯორს ასახელებს იმ ადგილად, სადაც ქართველებს ბრძოლა უნდა ჰქონოდათ. ამ ცნობაში უნდა იგულისხმებოდეს არა საკუთრივ კოჯორი, არამედ კოჯრის მიდამოები, უფრო კოჯრიდან შინდისის მიდამოებში ჩამომავალი გზა, ხუთი თუ სამი კილომეტრი ოქროყანის სამხრეთით, სადაც ქართველებს ექნებოდათ წინასწარ მომზადებული პოზიცია, რომელსაც, სერობის უკვე განხილული ცნობის მიხედვით, მშიშარა და ომში გამოუცდელი მოქალაქენი და მცირერიცხოვანი იმერლები იცავდნენ. სულ, როგორც სათანადო ადგილზე აღინიშნა, 1500 კაცი.
მართლაც, ომის წაგების მთავარ მიზეზად თანამედროვენი თვლიდნენ მელიქ მეჯნუმის მიერ კოჯრიდან სოლოლაკისაკენ მიმავალი გზის ხაზის გარღვევას, რაშიც, სხვათა შორის, ადანაშაულებდნენ ზემოაღნიშნულ სექტორში დამცველებად გაწესებულ თბილისელ ლოთებს.
ამის შესახებ ირკვევა თბილისის მელიქის დარჩია ბებუთაშვილის წერილიდან აღალო-ბეგ ყორღანაშვილისადმი, რომელსაც იგი 1798 წ. 22 მარტს, ე. ი. კრწანისის ტრაგედიიდან 2,5 წლის შემდეგ ატყობინებდა: „თქვენი წიგნი მებოძა და წინწყაროელთა ოქმი, როცა ქალაქის ლოთებს და იმათ ჩხუბი მოსვლიათ, მე იქ ჯერ მისული არ ვყოფილვარ და ხომ იცი, არც მე ვარ ამათი მადრიელი. ჩემი ხელმწიფის იმდენი საქონელიც და ჩვენიც სულ ამავ ლოთებმა დაგვაკარგინეს. რა წამს ახლა მოველ, კუკიის მამასახლისი დავიბარე და ხათრიჯამი გავხადე და ისინიც დავტუქსე“.
ამ წერილიდან, მასასადამე, ჩანს, რომ თბილისის ლოთებს და წინწყაროელებს ადრე ერთმანეთში ჩხუბი მოსვლიათ, რომლებსაც ხელმწიფის, ე. ი. ერეკლესა, და თვით დარჩია ბებუთაშვილისთვისაც დიდძალი საქონელი დაუკარგვინებიათ.
ზემოაღნიშნული დოკუმენტიდან ჩანს, რომ ქალაქის ლოთები და წინწყაროელები კუკიაში სახლობდნენ, ვინაიდან დარჩია ბებუთაშვილს მათი დაშოშმინებისას სწორედ კუკიის მამასახლისი დაუბარებია.
1804 წ. აღერით, სოფ. კუკიაში იყო 62 კომლი გლეხი (აქედან 138 მამრი და 136 მდედრი). მათ შორის წინწყაროელი სომხები შეადგენდნენ 29 კომლს (30 მამრი და 60 მდედრი). ეს უკანასკნელები რიცხობრივად ერთგვარად სჭარბობდნენ მამაკაცებს, რაც იმის შედეგი უნდა იყოს, რომ წინწყაროელები ძალზე დაზიანდნენ აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას. ეტყობა, სწორედ ამ ხანებშივე მოხდა ურთიერთობის გამწვავება კუკიის წინწყაროელებსა და ლოთებს შორის, რომელთაც სპარსელებთან ომში ქართველთა ზარალი ბრალდებოდათ.
ვინ უნდა იყვნენ ეს ზემოხსენებული კუკიის ლოთები და სად უნდა ყოფილიყო მათი სამოსახლო?
კუკიას ეკავა საკმაოდ დიდი ადგილი – კუკიის ტბა ამ სახელით ახლაც მდებარეობს დიღმის პირდაპირ მტკვრის აღმოსავლეთ სანაპირო მხარეში. გამოდის რომ კუკია აღწევდა ჩუღურეთიდან ვიდრე ავჭალის ტერიტორიამდის დაახლ. 7–8 კმ-ის სიგრძეზე, სიფართით უფრო პატარა და დიდი ლილოს მისადგომამდის. დიდუბე ალბათ წარმოადგენდა კუკიის ნაწილს.
და აი, კუკიის ერთ ნაწილში, როგორც ეტყობა, ცხოვრობდნენ ქალაქის ლოთები, იგივე ლუტები. ლუტი სპარსული სიტყვაა, მაგრამ იგი ქართულშიც იხმარებოდა (საბა განმარტებით, ლუტი ეწოდებოდა უსახლკარო და უქონელ კაცს). ლუტების უბნის გადამახინჯებულ სახელს თბილისში ახლაც წარმოადგენს ლოტკის გორა, – დიდუბის აღმოსავლეთით. ეს სახელწოდება ნაწარმოებია რუსული გამოთქმიდან Лоткинская гора.
როგორც ვნახეთ, დარჩია ბებუთაშვილი 1798 წ. აღნიშნავდა, „აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის აღების დროს ჩვენი ხელმწიფის (ერეკლეს) იმდენი ქონება და ჩვენიც სულ ამ ლოთებმა დაგვაკარგვინეს და მე როგორ ვიქნები მათი მადლობელი“. გამოდის, რომ ქართველების ჯარის დამარცხების მთავარი მიზეზი ლოთები ყოფილან, მაგრამ როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო.
ჯარში ლოთები (ლოტები) არ შეიძლება ყოფილიყვნენ, რადგანაც ესენი უსახლკარონი იყვნენ, ასეთები კი მეომრებად არ გაჰყავდათ. მართალია, ს. ქიშმიშევს მოეპოვება ცნობა, რომ ერეკლემ საჩქაროდ შეკრიბა თბილისის მოქალაქეთაგან ათას ხუთასი მეომარი, მაგრამ ეს ცნობა მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ გაჭირვების ჟამს მეომრები გაიყვანეს თბილისის მოქალაქეთაგანაც. ეს კარგად ჩანს თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვითაც, რომელიც გადმოგვცემს: „მცხოვრებთაგან ტფილისისათა გამორჩეულ იქნეს კაცნი მამაცნი და მარჯვენი, რომელთაც აღირჩიეს წინამძღვრად თვისად კაცი ვინმე მსახიობი, რომელსა საზანდრად უხმობენ. ესე იყო ერთი წარჩინებულთა ძე, მოსაკრავეთა და მსახიობთაგან მეფისათა, მუზიკი და კომედიანტი და ესე იყო უფროსი მსახიობთა შორის და ცნობილი იყო სამეფოსა სახლსა შინა. ესე იყო გვარეულობითა და სარწმუნოებითა ქართველი, რომელსაცა სახელდებდნენ მაჩაბელად“.
თეიმურაზთან მოხსენიებული ეს რჩეული მოქალაქეები შედიოდნენ ვახტანგ ბატონიშვილის ათასკაციან რაზმში. აქ იყვნენ სამასი არაგველი, ზაქარია ანდრონიკაშვილის რაზმი, რომელსაც შეადგენდნენ მარტყოფიდან ქიზიყამდე შეგროვილი მებრძოლები, სულ 600 კაცი; მათ შორის, როგორც თეიმურაზის ცნობიდან ჩანს, მცირედ ქიზიყელებიც იყვნენ. ეტყობა, აგრეთვე, რომ აქ იყვნენ მცირერიცხოვანი ფშავ-ხევსურებიც.
სპარსეთის სამსახურში მყოფი სომეხი სარდლის ცნობით, ვახტანგ ბატონიშვილის რაზმში მთლიანად ათასი კაცი ყოფილა. მოქალაქეთა გუნდი, რომელიც მაჩაბლის წინამძღოლობით იბრძოდა, არ შეიძლება ყოფილიყო სამას-ოთხას კაცზე მეტი, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ვახტანგ ბატონიშვილს ჰყავდა 300 არაგველი და ამდენივე ფშავ-ხევსური. ამ უკანასკნელთ იხსენიებს სტეფანე ფერშანგიშვილიც.
ირკვევა, აგრეთვე, რომ მაჩაბლის მეთაურობით მებრძოლ მამაც და კარგად შეიარაღებულ მოქალაქეთა გარდა, საომრად გაყვანილი ყოფილან სხვა მოქალაქეებიც. ესენი უნდა იყვნენ ის მშიშარა და გამოუცდელები, რომლებსაც სერობი იხსენიებს. 1896 წ. რუსების პრემიერ-მაიორი ვერდენევსკი, მისთვის ამ დროს საქართველოში გადაცემული ცნობის მიხედვით, წერდა: „მეფე, ემზადებოდა რა მტრის შესახვედრად, თავის ჯარს კრებდა (მოქალაქეთაგან). ისინი უიარაღონი მოვიდნენ და მეფეს სთხოვდნენ ნება მიეცა მათთვის საქონელი დუქნებიდან აეღოთ“.
ამრიგად, გაწვეულ მოქალაქეთა შორის უმეტესობა ყოფილან წვრილი ვაჭარ-ხელოსნები, რომლებსაც, ცხადია, თოფები არ ექნებოდათ. ისინი შეიარაღებული უნდა ყოფილიყვნენ მეტწილად ხმალ-ხანჯლებით და კომბლებით. ლოთებიც, ვითარცა „მშიშარა“ და „გამოუცდელთა“ კონტინგენტის ნაწილი, მდარე საბრძოლო თვისებისანი იქნებოდნენ. სხვა ფაქტორებთან ერთად, ცხადია, ამანაც განაპირობა ლოთების დამარცხება და ის უარყოფითი შედეგები, რაც თბილისის მელიქის სიტყვებით, მეფეს და თვით მას რგებიათ ხვედრად.
როგორც კი კოჯრის გზაზე შექმნილი მძიმე მდგომარეობის შესახებ ერეკლეს აცნობეს, მან, ეტყობა, სწრაფად მოხსნა მარჯვენა ფრთიდან ზურბ წერეთლის რაზმი და ის სოლოლაკისაკენ გამოაგზავნა. ამასობაში კოჯორთან ქართველების დამარცხებასა (რაც ერეკლემ მესამე სანგარში ყოფნისას 2 საათზე გაიგო) და სპარსელების სოლოლაკიდან გარეთუბანში შემოსვლას შორის (რაც 5-ის ნახევარზე მოხდა) სულ განვლო 2 ½–3 საათმა. მთელი ამ დროის მანძილზე ზ. წერეთლის იმერლები, რომელიღაც ადგილზე, ალბათ სოლოლაკის გადმოსასვლელთან, აჩერებდნენ სპარსელთა მეწინავეებს, რომლებთანაც იყო მელიქ-მეჯნუმიც. ალბათ, ისინი იქნებოდნენ დაახლოებით 200–300 კაცი.
აღნიშნული რიცხვის დასადგენად უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმერელთა საერთო რაოდენობა შეადგენდა ათასამდე მებრძოლს. აქედან ორ დღეში თავად-აზნაურთა რიგებს გამოაკლდა 200 მებრძოლი, მსახურთა ჩათვლით კი გამოკლებულთა რაოდენობა უნდა ყოფილიყო 500.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კრწანისის ველზე მყოფი იმერლების უფროსად დისპოზიციის მიხედვით ზურაბ წერეთელი იყო. მაშ როგორღა მოხდა, რომ ზურაბი მეთაურის როლში ახლა თავადმა აბაშიძემ შეცვალა.
მე მგონია, რომ მაშინ, როცა სპარსელების მიერ კოჯრის ხაზის გარღვევის შემდეგ საჭირო გახდა იმერლების ნაწილის ზურაბ წერეთლის მეთაურობით გაგზავნა ქალაქზე გავლით სოლოლაკისაკენ, რათა ზემოხსენებული გარღვევა ლიკვიდირებული ყოფილიყო, იმ ათასი იმერლიდან, რომლებიც თავდაპირველად ზურაბ წერეთელს ჰყავდა პოზიციაზე, ნანახი საერთო ზარალის შემდეგ, ალბათ, დარჩებოდა დაახლოებით 600–700 კაცი. თუ ამათგან ზურაბ წერეთელი გაიძღვანიებდა 300–400 კაცს, მაშინ გამოვა, რომ აბაშიძეს კრწანისის ხაზზე თავისთან დარჩებოდა 300 კაცი. მართლაც, რუსი პრემიერ-მაიორის ვერდენევსკის ცნობით, ისინი მან 1796 წ. ადგილზევე მიიღო, თავდასხმის დროს გაიქცა სამასი იმერელი.
ჩვენთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით ალ. ორბელიანის ცნობით, რომელიც მას თვითმხილველისაგან უნდა ჰქონდეს გაგონილი, ერეკლემ აბანოს ხიდისკართან მდგომ სოლომონს გაუგზავნა შიკრიკი, რათა ის საჩქაროდ ზარბაზნებთან წასულიყო, მაგრამ შიკრიკს გზა გადაუჭრეს სპარსელებმა და მოკლეს, ცხადია, სოლომონს თავისი პაპის ბრძანება აღარც მიუღია, ამიტომაც სოლომონი თავის იმერლებიანად ისევ აბანოს ხიდისკართან დარჩა მაშინ, როცა თავ. აბაშიძის რაზმი კრწანისის საბრძოლო ასპარეზის მარცხენა ფრთაზე მტრის მოზღვავების გამო დიდ გაჭირვებაში იყო ჩავარდნილი. იმერლები მაინც მედგრად იბრძოდნენ, მაგრამ როცა სპარსელებმა მათი წინამძღოლი თავ. აბაშიძე მოკლეს, ისინი გაიქცნენ.
ეს უკანასკნელი სოლოლაკის მთიდან ძირს ჩამოეშვა და ანადგურებდა იმ ქართველებს, რომლებიც ცდილობდნენ თბილისის კარებიდან მთებისაკენ გაქცევას. ამის შესახებ ცნობას გვაწვდის კლაპროტი, რომლის ინფორმატორიც იყო არტემ არარატელი.
ამგვარად, მუსტაფა-ხანის ჯარი ბოლოს მაინც ჩამოვიდა სოლოლაკში და ზურგში მოექცა ქალაქ თბილისს. ამ დროს, როდესაც მუსტაფა-ხანი კოჯრის გზიდან თბილისის გადმოსახედზე მოვიდა, კრწანისის ველთან ჯერ კიდევ გახურებული ომი იყო.
თბილისის თავს სპარსელთაგან სრული გარემოცვის საფრთხე აღიმართა.

როდესაც ერეკლეს სპარსელთა მიერ სოლოლაკის ხაზის გარღვევა ამცნეს, იგი უკანასკნელ სანგარში იყო. მეფე იძულებული გახდა დაეტოვებინა ეს სანგარიც, სადაც მან მხოლოდ ერთი საათი გაძლო.
სოლომონ მეფე მასთან დარჩენილი მცირე რაზმით მაინც ფეხს არ იცვლიდა. როგორც ჩანს, მან მოახერხა აბანოს კარისაკენ ხარფუხის ზედა ადგილებიდან სპარსელების მოწოლის ერთგვარი შეჩერებაც, ურომლისოდაც ერეკლეს და მის ცოცხლად დარჩენილ ჯარს ტყვედ ჩავარდნა არ ასცდებოდათ.
„იხილა რა მეფემან სიძნელენი ესე ბრძოლისა, – გადმოგვცემს თეიმურაზი, – ოდენნიცა ძალ-ედვა და ჰყვეს მხედრობანი, მიაშველნა უმრავლესნი და კნინღა სრულად (თითქმის მთლიანად ყველანი) მოსწყვიდნებოდეს და მცირედნი-ღა განაბნიეს. გაგრძელდა ბრძოლაი ეს დილისა დაწყებითგან შვიდის ჟამით ვიდრე საღამოს მეხუთი ჟამამდე“ (მეხუთე საათამდე); ვახტანგ ბატონიშვილის ცნობით „ვიდრე ხუთ საათ ნახევრამდე“ (ე. ი. ხუთის ნახევრამდე). შემდეგ თეიმურაზი წერს: „თუმცაღა მეფისა კვალად არა ნებავდა უკუნქცევაი, არამედ მახლობელთა და ერთგულთა მისთა მოახსენეს რჩევით, რათამცა მორიდოს მეფემან და არა მისცეს თავი თვისი სიკვდილსა და განსაცდელსა. ეტყოდეს მეფესა: „უწყის ყოველმან სკიპტრისა თქვენისა ქვეშ მყოფმან სიმხნე და გულოვნება თქვენი და რომელ არა ჰრიდებთ თავსა თქვენსა სიკვდილსა. მამულსა საყვარელსა, ერისათვის შენისა და მსხვერპლ ექმნება, მაგრამ თუ სადმე გეწიოს შენ ძვირი ანუ ბოროტი რა მე, უმეტეს განაღდენ მტერნი ძვირსა ქვეყანასა ჩვენსა. თუმცაღა მოახსენებდეს მეეფესა ესრეთ, გარნა კვალად იმყოფებოდა მუნვე“, ე. ი. მაინც არ ტოვებდა ბრძოლის ველს. ბოლოს მეტი გზა აღარ იყო, ერეკლე, როგორც ამას თეიმურაზ ბატონიშვილი გადმოგვცემს, იძულებული გახდა დათანხმებოდა უკან დახევაზე.
ზემოაღნიშნული ბრძოლების აქტიური მონაწილე ვახტანგ ბატონიშვილი ამ მომენტის შესახებ წერს: „თუმცა ღა იყო ფრიად მოხუცებული [ერეკლე], გარნა ბრძოლასა მას შინა ყოფაქცევა მისი იყო მრავალთა ჭაბუკთაგან სანატრელ, რამეთუ ოდესცა გაბრუნდნენ [ქართველნი] ძლეულნი მტერთაგან და მისდევდა უკან სპა იგი დიდი მტერთა ქვეითი და ცხენოსანი, მაშინ გაუბრუნდა მათ და უბრძანა სხვათაცა შეტევება, გარნა ვინადგან არღარა იყო შესაძლებელ, ამისთვის არა სცეს ნება ჟამსა მას მახლობლად მყოფთა მისთა და თითქმის იძულებით წარმოიყვანეს“ (ისტორიებრი აღწერა, 1914 წ., გვ. 35).
ერეკლეს ბრძოლის ველიდან გამობრუნება ფაქტიურად ეს იყო გამოქცევა. ამის თაობაზე მიგვითითებს იაკუბ-ბეგიც, რომლის მიხედვითაც ქართველები მეოთხე სანგრიდან ცხენების ჭენებით გაიქცნენ. სერობის ცნობითაც, როცა ერეკლე გაიქცა, მას მიჰყვა ქართველების მთელი ჯარიც.
სპარსელები გამოედევნენ უკუქცეულ ქართველებს და სეიდაბადის ერთ-ერთ ორღობეში გვერდიდან კიდეც მიეწივნენ ერეკლეს და მის შერჩენილ ჯარს, რომელშიც იმყოფებოდა მისი რჩეული 150-კაციანი თათართა ამალა. ეს უკანასკნელნი ენერგიულად იგერიებდნენ სპარსელების თავდასხმას, და მათ წინააღმდეგ კონტრშეტევაზეც კი გადავიდნენ, რომელთაგან თითქმის ყველა დაიღუპა. დანარჩენი ჯარისაგან კი ერეკლეს თბილისის აბანოს კარებთან ჩამოჰყვა მხოლოდ 300-მდე კაცი, მაგრამ მათ აღარ შეეძლოთ მტრისათვის აქტიური წინააღმდეგობის გაწევა. სპარსელებს ახლა არტილერიაღა აჩერებდა – 16 ზარბაზნიანი ბატარეა, რომელიც თბილისის ციხიდან მოქმედებდა. თბილისის ციხის ერთ-ერთი უფროსის სომეხ აღალუას ხელმძღვანელობით. ამ აღალუას განსაკუთრებით აღნიშნავს თეიმურაზ ბატონიშვილი, რომ ის „ფრიად მხნედ იყოო მას ჟამსა შინა და ზევიდგან მაღალთა მათ მთათა კლდიერთა ზედა მდგომარესა ტფილისის ციხით სეიდაბადის გარდმოსავალთა გზათა ზედა ესროდა სპარსთა, რათა ვერ უძლონ შემოსვლა ტფილისს და მრავალნი სპარსნი მოსწყდეს მით“.
ციხის არტილერიის ამგვარი მოქმედების მიუხედავად სპარსელების ერთმა რაზმმა მაინც შესძლო აბანოს კარის მიმართულებით გასვლა სწორედ იმ დროს, როცა ერეკლე ამ კარების ხიდს უახლოვდებოდა. სპარსელებს უკვე შეეძლოთ ერეკლეს მოკვლა, ან დატყვევებაც. თეიმურაზ ბატონიშვილის სიტყვებით, „მოეახლნეს სპარსნი, სადა იგი იყოფოდა მეფე და მოუხდეს აღმატებულთა ძლიერებითა და კინღამ და მოჰკვლიდეს მეფესა ანუ შეიპყრობდეს, უკეთუ შვილიშვილი ამა მეფისა იოვანე არა იყომცა მუნ. ეკვეთა მეფის ძე იოვანე მახლობელ პაპისა მისისა მოსრულთა და განარინა ჴელთაგან მათთა მეფე“.
ალექსანდრე ორბელიანის სიტყვით, გარდა იოანე ბატონიშვილისა ერეკლე ტყვეობისაგან იხსნეს დავით მაჩაბელმა, ჯანდიერ ჯანდიერიშვილმა და სხვა რჩეულმა ცხენოსნებმა.
სერობს ეს ამბავი უფრო დაწვრილებით აქვს აღწერილი. მისი ცნობით, ერეკლე აბანოს ხიდთან გაჭირვებისაგან ციხის ზარბაზნების სროლამ გადაარჩინა. ამ ავტორის მიხედვით, წინა ხაზიდან გვერდით შემოჭრილ სპარსელებს „ინგლისური წესით გაწვრთნილი“ ზარბაზნები წვიმასავით აყრიდნენ ყუმბარებს. თეიმურაზიც წერს, რომ აღა-მაჰმად-ხანმა „მოუწოდა მყისვე სხვათა ახალთა შესვენებულთა თვისთა მხედრობათა და მომართა მეფესა და შეუდგა უკანა დიდითა ძლიერებითა და თუმცა ტფილისის ციხით მისცემდეს ზარბაზნებითა მხედრობასა სპარსთასა, ვინაიდგან აღალუა ვინმე, ერთი უფროსთაგანი ტფილისის ციხისა ფრიად მხნედ იყო მას ჟამსა შინა და ზევითგან მაღალთა მათ მთათა კლდიერთა ზედა მდგომარისა ტფილისის ციხის სეიდაბადის გარდმოსავალთა გზათაზედა ესროდა სპარსთა, რათა ვერა უძლონ შემოსევა ტფილისს და მრავალნი სპარსნი მოსწყდეს მით, მაგრამ ეგრეთცა სპარსნი არა ივლტოდეს“.
მართალია, ერეკლე და მის თანმხლებნი გადარჩნენ, მაგრამ საფრთხე კვლავ არსებობდა და აუცილებელი ხდებოდა ქალაქიდან გასვლა. ამ ამბების მხილველის სიტყვით, ერეკლე მოდიოდა ოქროსფერ ყარაბაღულ ცხენზე წარბებამდის ჩამოწეული ბოხოხი ქუდით, მეომრების თანხლებით. მეფეს გარს ეხვეოდა ხალხი ყვირილით: გვიშველე, არ დაგვღუპოო. ხიდზე ერეკლემ მოატრიალა ცხენი და დაიძახა: რომ მივდივარ, სად მივდივარ, როცა ჩემი ქართველები აქ იხოცებიანო, მაგრამ სარდლებმა აღვირს უტაცეს ხელი მეფეს, ცხენი მოაბრუნეს და წაიყვანეს ერეკლე.
ამ უკანდახევის დროს ქართველთა ჯარის დიდმა ნაწილმა დაქსაქსვა და გაქცევა დაიწყო. „ოდეს იხილეს სიმრავლე ჯარის მის ურჯულოსა ყაენის ხალხთა ტფილისისათა გამოუცდელთა და უმეტესად იმერთა – გადმოგვცემს უსახელო ავტორი – შეშინდნენ და იწყეს უკან-ქცევად და სივლტოლად და მთათა და ქვაბთა შინა, ასე რომ ვგონებ აღარა დაშთა სანატრელსა მას მეფესა თვისთან მეომარნი კაცნი ვითარ სამასნი“.
ამის შემდეგ, როგორც სერობი ყვება, მოკლული ინენ არტილერიის მრემიერ-მაიორი გაბრიელი და მისი მეზარბაზნეები, რომლებიც თავისი ბატარეიდან, ვიდრე ახერხებდნენ, ცეცხლს უშენდნენ მტერს. სერობისავე თქმით, ბოლოს თვითონ გაბრიელიც მსხვერპლად შეეწირა ქრისტიანობას და საკუთარ მეფეს, ე. ი. დაიღუპა.
გაბრიელის სიკვდილისთანავე მისი ადგილი დაიკავა სეკუნდ-მაიორმა გიორგი გურამიშვილმა, რომელიც, აგრეთვე დიდი მამაცობით ხელმძღვანელობდა არტილერიას, ვიდრე ბოლოს ისიც არ დაეცა მარტვილობითო. თეიმურაზ ბაგრატიონის თქმით, „თავადი გურამიშვილი გიორგი ქუმელად სახელდებული და ესე იყო ერთი უპირველესი მოხელეთაგანი არტილერიისა და მეცნიერიცა არტილერიის ხელოვნებისა. ესე იყო მას ჟამსა და ადგილსა მას ყოველთა მათ მოხელეთა არტილერიისათა მმართველი და გულოვანი ფრიად ჩინებული. კვალად მოიკლა მუნვე გაბრიელ მაიორი არტილერიისა, კაცი ფრიად მხნე და განსწავლული. ესენი ფრიად საყვარელ და პატივცემულ იყვნეს მეფისაგან. ესენი იყვნეს ბრძოლასა შინა ფრიად გამოცდილნი და ამათ ძლიერთა ფიცხლად ამოქმედნეს არტილერია მეფისა და შეაძრწუნვესცა სპარსნი და მოსწყვიტნეს ზარბაზანთა მიერ. და ფრიადისა ღვაწლითა, ვიდრეღა ძალედვა მათ, ჰბრძოდეს. ხოლო უკანასკნელი, ყოვლითა ზარბაზნებითა თვისითა მოსწყდეს ერთობლივ ზარბაზანთა თვისთა თანა“ (სერობისა და თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობებს შორის ერთგვარი წინაუკმობაა. სერობით, გაბრიელი იყო გიორგი გურამიშვილის უფროსი, თეიმურაზით კი, პირიქით, უფროსი გ. გურამიშვილი ყოფილა).
გაბრიელის და გ. გურამიშვილის მეთაურობით მოქმედი არტილერიის დაღუპვის შემდეგ სერობის მიხედვით, სოლომონმაც თავისი იმერლებით თბილისის მიტოვება დაიწყო. ამიტომ იგი დამარცხებულ ერეკლეს დაელოდა გამომშვიდობების მიზნით და ქალაქს გაეცალა.
იმ დროს, როცა ქართველები ქალაქში შებრუნდნენ, სპარსელები ბრძოლით დაეუფლნენ არტილერიას და ქალაქშიც შეიჭრნენ აბანოს ხიდის კარებით, როგორც ამას მოწმობს ზემოხსენებული ამბების მომსწრე ერთი ქალი, „ხოლო არტილერიის მსახურნი (უნდა იგულისხმებოდნენ ციხის ზარბაზანთა თოფჩები), რომელნიცა იგდო ხელად, წარიყვანნა (აღა-მაჰმად-ხანმა) იგინი თავის თანა და პატივი მიაპყრო მათ და რომელთამე მათგანთა მოუპოვა ცოლშვილნი მათნი და ნათესაობანი და წარიყვანნა იგინი სატახტო ქალაქად თვისად თეირანად და დააწესა იგინი არტილერიასა თვისსა შინა, მისცა მათ ჯამაგირნი და საცხოვრებელნი საკმაოდ და აღუშენა მათ სახლნი და დაადგინა მოხელედ არტილერიისა თვისისა“.
ამ დატყვევებულ და ირანში წასხმულ არტილერისტებს შორის იყო ავსტრიელი ოსიპ გეტინგიც.
სწორედ ამ დროს, ერეკლე რომ თბილისიდან გადიოდა, სპარსელები ჯგროდ მოედინებოდნენ ქალაქისაკენ. იაკუბ-ბეგ ბებუთაშვილის სიტყვებით, „ძალზე ვიწრო იყო ის გზა, რომელიც ქალაქისაკენ მიდიოდა. ორივე მხარეს ბაღ-ვენახები იყო და შაჰმა ვერ გაბედა, მაშინვე უკან დადევნებოდა გაქცეულებს, ნახევარ საათამდის დაიცადა, ვიდრე უკან ჩამორჩენილი ჩვენი ჯარი არ შეუერთდა და შემდეგ განაგრძო ქალაქისაკენ გზა. ცოტა რამ წინ წავედით და თვალწინ წარმოგვიდგა ეკლესიები, სასახლები და მცხოვრებთ სახლები და აბანოები, რომელნიც შეიძლებოდა თითო-თითო დაგვეთვალა“.
როგორც საერთო ვითარების ანალიზითა ჩანს, ქართველების ჯარის წამოსვლას პოზიციებიდან დასჭირდებოდა ერთი, ან ერთნახევარი საათი, რის შემდეგაც, იაკუბ-ბეგის სიტყვებით, აღა-მაჰმად-ხანმა ნახევარი საათი კიდევ დაიცადა, რადგანაც ერიდებოდა, რომ ორღობეებში ბრძოლის ატეხას ახალი მსხვერპლი არ მოეთხოვა. მაშასადამე, სპარსელების ჯარი თბილისში შესვლას დაიწყებდა მხოლოდ საღამოს 5 საათიდან, თვითონ შაჰი და მისი სარდლები კი ქალაქში ნახევარი საათით გვიან მაინც შევიდოდნენ.
აბანოებთან მისულ შაჰს შეეგებნენ რამდენიმე ასეული მაჰმადიანი და მოლები, რომლებსაც ხელთ ყურანები ეკავათ. მათ შაჰის ცხენის წინ საღმრთო ცხვრები დაკლეს, რის შემდეგაც შაჰი ერეკლეს სასახლისაკენ გაემართა.
სპარსელთა აღვირახსნილი ჯარი ქალაქის საძარცვად გაიფანტა, ისე რომ, შაჰთან ორასამდე მსახური და თავკაცი თუღა იყო. ძარცვაში გართულ სპარსელებს ერეკლესათვის აღარ ეცალათ, ამიტომ, ამ საღამოს მტკვრის მეორე ნაპირას მიმავალ უკანდახეულ ქართველებს აღარავინ გამოსდევნებია.
ამ დროს ერეკლე თავისი მცირე ამალით მახათაზე მიდიოდა კახეთისკენ წასასვლელად. მაგრამ აღა-მაჰმად-ხანის ჯარში მყოფმა ერთმა აზერბაიჯანელმა ხანმა მას სწრაფად საიდუმლოდ კაცი დაადევნა – შაჰს მეტად დიდი ჯარები ჰყავს და უფრო უშიშარ ადგილას მიბრძანდითო. მაშინ ერეკლემ საგურამოსაკენ გაუხვია, სადაც ღამე ჩავიდა, იქიდან კი მთიულეთს გაემართა.
რაც შეეხება თაბორის მთის ძირას მდგომ დავით ბატონიშვილს, მას მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა დროს მოუხდა სპარსელების შემოტევების მოგერიება. ამას იგი კარგად ახერხებდა თავისი ზარბაზნებით, მაგრამ როდესაც დაინახა, რომ თბილისი სპარსელების ჯარით აივსო და და საშველიც აღარ ჩანდა, მან გადაყარა ზარბაზნები საგუბარის ხევში და თავისი შერჩენილი რაზმით გაემართა ოქროყანის და წყნეთის ბილიკებით მცხეთისაკენ, იქიდან კი შემდეგ მთიულეთისაკენ გაემართა. დავითი მთლად კანკალებდა, ჯავრით ლაპარაკიც ძლივსღა ესმოდა.
დავითი სასტიკად იყო განრისხებული მამაზე – გიორგი ბატონიშვილზე, რომელმაც კრწანისის ბრძოლაში ქიზიყელები არ გამოაგზავნა, რევაზ ანდრონიკაშვილს კი იმავე მიზეზით პირველი შეხვედრისთანავე ხელით წვერებში სწვდა და პირში შეაფურთხა.
რვა დღის განმავლობაში ქალაქში გაჩაღებული იყო აქ დარჩენილ მცხოვრებთა ხოცვა-ჟლეტა, დაწვა-განადგურება და ძარცვა-გლეჯა. იტაცებდნენ ყოველგვარ ძვირფასეულობას, რასაც კი იპოვნიდნენ: მარგალიტს, ოქრო-ვერცხლის ნივთებს, ტანსაცმელს და ქსოვილებს, ოქრო-ვერცხლის საეკლესიო საგნებს და სხვ. მამაკაცებს და მოხუც ქალებს განურჩევლად ხოცავდნენ. ყოველი მოკლული მამაკაცის თავის მომტანი შაჰის მოხელეებისაგან თითო თავში ღებულობდა სამ თუმანს. მიუხედავად იმისა, ეს თავი ბრძოლის ველიდან იყო წამოღებული, თუ ქალაქიდან. არ ინდობდნენ თბილისელ მაჰმადიანებსაც კი. სერობის ცნობით, სპარსელებმა მეტი ტანჯვა მიაყენეს ციხის უბანში მცხოვრებ მაჰმადიანთ, ვიდრე ქრისტიანებს. განსაკუთრებით დაუნდობლად ექცეოდნენ სპარსელები ქართველ და სომეხ მღვდლებს.
12 სეტემბერს შუადღისას, როგორც ამას იაკუბ-ბეგი იხსენიებს, შაჰი თბილისს დაჯდა ტახტზე. „და ყოველნი დიდნი კაცნი მივიდნენ და მიულოცეს იმისთანა დიდი გამარჯვება და ძლევა მტრისა. რომლისთვისაც შაჰმა ბრძანა საზოგადოებაში, მე ვიდრე ორმოც-და-ათამდის გამიმარჯვნია, მაგრამ ყოველზედ დიდი ეს არის. ჯავათხანმა ოცი ქალი და თორმეტი ყმაწვილი ვაჟი ათისა და თორმეტის წლისანი მოართვა შაჰსა, რომელთა ტირილი და გლეჯა კაცის გულსა სცვეთდა და სწომდა მათი საცოდაობა.
როდესაც გამოვედით პალატით, ვნახეთ, რომ მოლა აზანსა სცემდა და რამდენიმე ავედით ბანებზედ და ვუყურებდით თბილისის მდებარეობასა, და შესაწყალველი სახილველი გამოგვეხატა თვალწინ. ეკლესიებისა და ნაშენი სახლებისაგან საშინელი გამომავალი ალი ცეცხლისა, ბოლი და ჯარისაგან დატყვევებულის ტყვეების ღაღადი, ესოდენ სასტიკი იყო, რომ იტყოდი – მეორედ მოსვლა არისო. დავლა იმ ხარისხში მდგომარეობდა შეუბრალებელთ და დაუდგომელთ ჯართაგან, რომ არავის არ უნდოდა დამორჩილება თავისის დიდისა. 11 დღეს დავრჩით იქ და ყოველს დღეს ახალ-ახალ საშუალებას ფიქრობდნენ: ქალაქის დაქცევისა, გაცარცვისა და დატყვევებისათვის: სახლებისა და ეკლესიების საძირკველსა სთხრიდნენ, რომ დაფარული რამ ეპოვნათ, როგორადაც კიდეც იპოვნეს მრავლად, რომელთა შორის გამოჩენილი და მდიდარი იყო სომეხთ ეკლესიის სამალავი. იქედამ ოცამდის სამსე სანდუკები, ოქროს ბარძიმები, ჯვრები, საეკლესიო დროშანი, დიბები და ძვირფასი საეკლესიო შესამოსები, თვლეულით შემკობილი ყავარჯნები (მღვდელთ-მთავრისა) და მიტრები (გვირგვინი მღვდლისა) მოიტანეს შაჰთან საჩუქრად (ძღვნად). საჭმლის ნაკლებულობისათვის გავედით თბილისიდამ, არა ვითარცა მძლეველნი მხედრობანი, არამედ ვითარცა დედა-კაცნი. არ იყო ბანაკი, და იყო დედაკაცთ სამყოფი, იტყოდი, რომ თუ ბანაკში უმეტესნი დედა-კაცნი და ყმაწვილები იყვნენ, ვიდრე რომ მხედარნი, და არა თუ მარტო თბილისი, არამედ მისი გარეშემო (თემი) უბედურად გახადეს“.
კრწანისის ომი, თეიმურაზ ბატონიშვილის სიტყვით, მიმდინარეობა „დილისა დაწყებითგან შვიდისა ჟამით, ვიდრე საღამოსა მეხუთესა ჟამამდე“. ვახტანგ ბატონიშვილის მიხედვით კი, ომი გრძელდებოდა ხუთნახევარი საათი. ამ ცნობაში რაღაც შეცდომა უნდა იყოს, რადგანაც ერეკლე თავად წერდა 1795 წ. 14 სექტემბერს გენ. გუდოვიჩს: „დილიდან საღამომდის დიდი ომი გვქონდა“-ო, რაც სინამდვილეს შეესაბამება. მასასადამე, კრწანისის ომი დაიწყო დილის 7 საათზე და დამთავრდა 4 – 4 ½ საათზე. მზე იმ დღეს ჩადიოდა საღამოს 5 საათზე და 54 წუთზე. მაშასადამე, საღამოს შვიდის ნახევრიდან უკვე სიბნელე და ღამე იწყებოდა.
ამგვარად, კრწანისის ომი გარძელდა დაახლოებით 9 საათს (დილის შვიდიდან საღამოს ოთხის ჩათვლით).
* * *
თბილისის აღების შემდეგ აღა-მაჰმად-ხანმა ქართლ-კახეთის სხვადასხვა ნაწილებს სპასალარების მარბიელი ჯარები შეუსია. მათ მიაღწიეს ქ. გორამდე და ცხინვალამდეც, მაგრამ მოსახლეობა ყველგან გახიზნული დახვდათ.
თბილისში სპარსელებმა მხოლოდ რვა დღეს შესძლეს გაჩერება, ვინაიდან, ჯერ ერთი, მათ არ ჰქონდათ სურსათი, საქართველოში კი სურსათის შოვნა ძნელი აღმოჩნდა, რადგანაც იგი ქართველების მიერ გადამალული იყო. საკვები არ ჰქონდათ ოცი ათასზე მეტი ცხენისათვისაც, მაგრამ მთავარი მაინც ის იყო, რომ შაჰს მოუვიდა ცნობები აღმოსავლეთ სპარსეთში დაწყებული აჯანყების შესახებ და თანაც თურქმანების შემოსევის შესახებ. ამიტომაც აღა-მაჰმად-ხანმა ბრძანება გასცა სპარსეთში დაბრუნების თაობაზე.
ამიერკავკასიის მიწებზე სპარსეთის ჯარი დიდი სისწრაფით მიდიოდა და თან მიჰყავდა თბილისიდან წაყვანილი ტყვეები, რომლებიც, თეიმურაზ ბატონიშვილის სიტყვით, 3000-მდე იყვნენ. ეს რიცხვი სწორი უნდა იყოს, მხოლოდ იმ შესწორებით, რომ არ უნდა იგულისხმებოდეს ის 700 ტყვე, რომელნიც წაასხეს განჯაში და განთავისუფლებულ იქნენ შემდეგ წელს, რის შესახებაც ქვევით გეტყვით. აღა-მაჰმად-ხანის ლაშქრობის მონაწილე ერთ-ერთი სპარსელი მხედართმთავრის ცნობით, ტყვედ წაასხეს 18 000 ქართველი და სომეხი. სხვა, ასევე სპარსელი ავტორის მიხედვით კი – 16 000.
თვითონ შაჰმა წასვლისას თავისი ტყვეები გაათავისუფლა გარდა თბილისის ციხის არტილერისტებისა, რომლებიც სპარსეთში წაიყვანა და თავის სამსახურში ჩარიცხა.
11 სექტემბერსვე თბილისის დაცემის შესახებ ქალაქიდან დაცილებულ ადგილებშივე შეიტყეს. დაიწყო თბილისიდან გასული ლტოლვილების ძარცვა და დატყვევება. ამ უბედურების დროს მძარცველები თავისიანებივე იყვნენ, იმერთა ლაშქრიდან წამოსული ერთი მცირე ჯგუფი და ქართველი მთიულები, რომლებიც ჯარში წასასვლელად შეკრებილნი ახლა დიდ ბრბოებად თავს ესხმოდნენ გახიზნულთ და მათ მარაგს იტაცებდნენ. როგორც ერთი თანამედროვე (მდივანი მანუჩარ თუმანიშვილი) წერს: „იმდენი ქალაქს არ დაკარგულა, რაც გამოტანილი გზაზე დაიკარგაო“.
ლტოლვილთაგან ბევრი შემშილმა და ავადმყოფობამაც იმსხვერპლა, ბევრიც ჩრდილოეთ კავკასიაში გაიქცა და შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა.
თბილისიდან სამეფო ოჯახის აყრისა და ლტოლვის შესახებ შთამბეჭდავად მოგვითხრობს ამ ამბის თვალითმხილველი, ბატონიშვილ იულონის თანმხლები დეკანოზი იოანე ქართველიშვილი. მისი სიტყვებით: „აიყარნენ სამეფო ფამილია და წარჩინებულნი, ვინცა მყოფ იყვნენ მის ჟამსა ტფილისისა შინა და წარვიდნენ სახიზრად, მთიულეთს. ეჰა, საკვირველი და საგოლველი, რომელ წარჩინებულთა ტოლნიცა მრავალნი ვიდოდეს ქვეითად, ვინადგან ვერ შოვობდეს ცხენსა ავდარსა, წვიმასა და ტალახსა შინა მისაფარსა, ვინაიდგან შვიდეულისა უმეტესაცა ჟამსა წვიმა გარდაუღებელი და ესრეთ გავყევ მეცა მაშინ მათ მეფისძის იულონის შეწევნით. ვიარეთ რამე იგი დღე მეორე კვირიაკე. დღესა მესამესა ორშაბათსა ძლივს შეუძელ მიწევნად დუშეთსა (თბილისს და დუშეთს შორის იყო 48 კმ – ს. კ.). დავყავით დღეი იგი მუნ 11 სექტემბერი, დაღამდა რა დღე სამშაბათი, საღამოს ჟამს მოვიდა ამბავი შესაწუხებელი, საგოლველი და სატირალი (შიკრიკს, მაშასადამე, ცხენებით ეს მანძილი გაუვლია სამიოდე საათში – ს. კ.), რომელ დამარცხებულ იყვნენ ორნი მეფანი – მეფე ქართველთა და კახთა ირაკლი და მეფე იმერთა სოლომონ. ესენი ქცეულნი – მეფე ირაკლი წამოსულიყო კახეთს. ხოლო მეფემან სოლმონ შვიდს ქართველსა ზედა და წარვიდა იმერეთს. მას ჟამსა შემოვიდა აღა-მაჰმად-ხან ტფილისსა შინა.
ღამესა მის სამშაბათს 11 სექტემბერს მოვიდა რა ამბავი მეფეთა დამარცხებისა და ქალაქსა შინა შესევისა, აიყარნენ, მთიულეთს გავყევ მე მათ ქვეითამდე და წარვიყვანე დედაცა თქვენი ქვეითათ, შვილსა ჩემთანა. შვილი ჩემი შიო, მაშინ ვერღა იყავ შენ წლისა ოთხისა და არა საკვირველ არს, უკეთუ ქვეითად ვერ შემძლებელ იქნებოდი სიარულსა და დედაცა ჩემი, ბებია შენი, ვერ შემძლებელ იქმნა ღამესა ქვეითად მოყოლად ჩვენდა მოხუცებულობის გამო. ამისათვის დაგვტოვე თქვენ მას ღამეს დუშეთს და გავყევ მე სახლსა მას დედით თქვენით. გათენდა რა, მივედით ანანურს. მუნ იყო საკვირველი ხილვა ხალხისა მის, რამეთუ ვერვინ იხილავდა სხვასა რამესა ეგოდენსა ერსა შინა, გარნა დუმილს და სწრაფად მიდიოდნენ. ეგოდენ იყო ხალხი იგი, რომელ ანანურამდე ვიდრე მუხრანის მინდარამდევე სურდა იგი ავადი გზასა ცალესსა, რომელსა ზედა არა ვიდოდნენ. უმეტეს ქვეითნი. ქალნი მორთულნი და ცოლნი წარჩინებულნი. გათენდა რა დღე ოთხშაბათი სექტემბრის 12, დავბრუნდი ანანურიდან. მოვედი თქვენთანა, ვიხილე დედაჩემი და შენი შვილი შიო, მომავალი... უმეტეს მხედრათაც ჯდომით და ხანდიხან ქვეითად მოსიარულე ვლეთ ოთხშაბათი და ღამე იგი ხუთშაბათ. მივედით სექტემბრის 13 მთიულეთს – ცხაოტს, რამეთუ მანდ დაებანაკათ სამეფოს ფამილიას და დედა შენიცა დაგვხვდა მუნ. შევიყარენით ერთად, მხოლოდ ცალიერნი და ტიტველნი, რამეთუ უკეთუ წარმოგვეღო რაიმე ქალაქით, იგიცა ყოველი დაგვრჩა დუშეთს ურემსაზედა დადებული“.
15 სექტემბერს იოანე ქართველიშვილმა თავის ბარგს ჩააკითხა, მაგრამ იქ ვეღარ მიაგნო მას. „ვერღა ვიხილე ბარგთა ჩემთაგანი, რამეთუ აეკლო და წაეღოთ ყოველივე არათუ მარტო ჩემი მეფისძის იულონისა ყოველივე რაცა აქვნდა ქატალიკოზისა ყოვლის შემოსავლით და სვეტიცხოვლის სამკაულითა დუშეთს შინა მდგომარეთა, უმეტეს სომეხთა და სხვათა გარემოს მყოფთა მახლობელთა დაბათაგანთა. მოველ რა და ვიხილე იავარქმნილ დარჩენილი მუნ ნაქონები ჩემი და სხვათა ყოველთა, წარმომავალ ცალიერი, თუ ხანი დავკარგე მუნე; აღარ განვაგრძობ, გარდა ამისა არამედ გაუწყებ მოკლედ, რომელ რაი-ცა დამრჩა ქალაქს სახლი ანუ ქვეშაგები, ლოგინი, ჭურჭელი. სპილენძისა და სხვანი ნივთნი, ვიდრე ოცდათხუთმეტის თუმნისადმე ანუ მეტი, აღიკლეს დუშეთსაც“.
სპარსეთის შემოსევების შედეგად ჩვენი ტრაგედიის – ძარცვა-გლეჯის შესახებ ხატოვან წარმოდგენას გვიქმნის იოანე ქართველიშვილის სხვა ნაწერებიც. 30 სექტემბერს იოანე ქართველიშვილი თავისი ოჯახით დუშეთს ჩავიდა. მისი სიტყვით, „მუნ ბრძანდებოდა მეფე ირაკლი და ყოველი ფამილია სამეფო. დაეჭერინებინა მეფეს რამოდენიმე ბარგისა ამკლებნი ავაზაკნი და მოეტანათცა ნივთნი რომელიმე, უმეტეს სამკაულნი სვეტის ცხოვლისანი და უკეთუ მოჰქონდათ ქურდთა და ავაზაკთა რაიმე თვინიერ ეკლესიისა ნივთისა, აწ იკლებდნენ იასაულნი დაყენებულნი მეფისაგან და არა ანებებდნენ პატრონთა თვისთა უკანონობისა ძლით ქვეყანისა ჩვენისა“.
თვითონ იოანემ კი საკუთარი ბარგიდან ვერაფერი იპოვნა.
იგივე ავტორი მწუხარებით გვაუწყებს იმის შესახებაც, თუ რა ნადავლი გაიტანა აღა-მაჰმად-ხანმა გაუბედურებული თბილისიდან. შაჰმაო, წერს იოანე, „ტყვე ჰყო მუნებურნი (თვით ქართველიშვილის სიმამრი-სიდედრი მაშინ დაიკარგნენ საბოლოოდ), აიღო ალაფი, რამეთუ ყოვლითურთ მუნ დარჩა ხაზინა სამეფო, ხატი და სამკაული მეტეხისა, სამკაული სიონისა, სამკაული ალავერდისა, სამეფო გვირგვინნი (ერთი 1744 წელს გაკეთებული, მეორე კი 1783 წელს, რუსეთიდან მიღებული). სკიპტრა და სხვანიცა მრავალნი ძვირფასნი ნივთნი, ნივთნი ეკლესიათანი და სიმდიდრე სხვათა სახლთა და მოქალაქეთა აღურაცხელი. მოწვა ცეცხლითა პალატნი და სახლნი სამეფონი და სრულიად ტფილისი... ვაჲ, ვაჲ, ცოდვათა ჩვენთა სიმრავლესა! რაოდენნი ქალწულნი განიხრწნეს, რაოდენნი მღვდელნი და მოწესენი – მოისრნეს, რაოდენნი ტყვე იქმნეს და მიზეზ ექმნათ დატევებათ ქალაქისა... უკეთუ რაი გარდარჩათ აუკლებელ და წაუღებელ, იგიცა აიკლეს გამოქცეულთა იმერთა და სხვათა, აგრეთვე მეკობრეთა ქართველთა (ქართლელთა) და მთის კაცთა, რამეთუ ჟამსა მას ვიდრემდის სცნობდნენ წარსვლასა აღა-მაჰმად-ხანისასა ქართლსა და კახეთსა შინა, თვით იკლებდნენ ურთიერთთა, ვინ ვისცა მოერიოს, არა სადა სინდისის მგრძნობელნი თავის შორის“.
არანაკლებ მძიმე განსაცდელში ჩაცვივდნენ ის თბილისელებიც, რომლებმაც მოასწრეს და სპარსელების მიერ თბილისში შემოსვლამდე მთიულეთსა და სხვა ადგილებში გაიხიზნენ.
11 სექტემბერსვე, როცა თბილისის დაცემის ამბავი ცნობილი გახდა, ქვეყანაში გააქტიურდნენ ანტისაზოგადოებრივი ძალები, რომლებიც თბილისიდან გახიზნულთა ძარცვას და დატყვევებას შეუდგნენ. ეს მძარცველები, სამწუხაროდ, ქართველებივე, ბრბოებად თავს ესხმოდნენ გახიზნულთ და მათ ბარგს იტაცებდნენ, რის გამოც, როგორც ერთი თანამედროვე (მდივანი მანუჩარ თუმანიშვილი) წერს, „იმდენი ქალაქს არ დაკარგულა, რაც გამოტანილი გზაზედ დაიკარგა“-ო.
თბილისიდან გამოხიზნულები აუტანელ გაჭირვებაში ჩაცვივდნენ – მათ შიმშილი და ავადმყოფობანი ცელავდა. ამის გამო ბევრი ჩრდილოეთ კავკასიაში გაიქცა და იქიდან შემდეგ აღარც დაბრუნებულა.
ძარცვა-გლეჯაში ბევრი ვინმე მონაწილეობდა: თავადიშვილები, აზნაურები და მოქალაქენიც. მაგალითად, გახიზვნისას მდივან მანუჩარ თუმანიშვილს თავისი ქონება (სხვადასხვა ძვირფასეულობა, ტანისამოსი და სხვა) 12 სექტემბერს დუშეთს ჰქონდა წაღებული და იქ დაბინავებული ადგილობრივ მცხოვრებ წიწუაშვილთან. მანუჩარის ეს ქონება ქურდებს გაუტანიათ, მათ შორის თავადიშვილსაც, 1796 წ. 25 თებერვალს ეს უკანასკნელები, სხვათა შორის, თავის ხელწერილში წერენ: „თქვენ მდივანს სულხანს მე არღუთაშვილმა (თავადიშვილი იყო – ს. კ.) ფარსადანმა, დურმიშხანმა, შვილმა როსტომამ და წიწუაშვილმა ოჰანეს ეს წიგნი მოგეცით. დუშეთს წიწუაშვილისას შენი სამი საპალნე საქონელი იყო. ისინი ჩვენ დავხსენით და ჩვენ მოვიპარეთ, რომ ჩვენ წაგვეღო. მერე შეგვიტყვე და ბატონის იასაულით ზოგიერთი მოგვატანინე და გამოგვართვი და რაც დარჩა, რომ შენის საქონლისა გაკლია... ამ დაკლებულს საქონლისათვის დაჭერილნი ვიყავით, რომ ესეც უნდა მოგვეცა. მოვედით და შემოგეხვეწეთ და ამაში ხსენებულის თავმდებობის მიცემით ჩვენ ტუსაღობიდამ აგვაშვებინე“ (ბრალდებულებს დატაცებული საქონელი ვეღარ შეუკრებიათ, რის გამოც არღუთაშვილი იძულებული გამხდარა თავისი ყმები და მამული მანუჩარისათვის გადაეცა).
იმის წარმოსადგენად, თუ რა მასშტაბი მიიღო თბილისიდან გაქცეული მშვიდობიანი მოსახლეობის თანამოძმეთაგან ძარცვამ, საინტერესოა ერეკლე II-ის წერილი მდივნის ეგნატე თუმანიშვილისა და მის შვილებისადმი 1795 წ. 8 ოქტომბერს. ერეკლე, სხვათა შორის, წერს: „სექტემბერში ასტრაბათელი მამად-ასან-ხანის შვილი აღა-მამად-ხან სპარსეთისა და სხვა ურიცხვის ჯარებით ორსავ საქართველოს და ტფილისის ასაოხრებლად მოვიდოდა და ორივ საქართველოში დაიხიზნეს და ტფილისიდამაც ზოგიერთნი მთებში დაიხიზნენ და შენ რადგან ჩვენი მდივანი და მოხელე იყავ, ტფილისში სახლობდი და შენც აიყარე დასახიზნავად. ქართლისაკენ წამოხველ და შენი ბარგი, რაც რომ გქონდა, მუხათგვერდში იმერლებს და ქართველთ აეკლოთ“.
თბილისდან გამოხიზნულთა ძარცვის ამბავს შთამბეჭდავად იხსენებს იოანე ქართველიშვილიც. იგი წერს: „მიველ რა (15 სექტემბერს ბარგის მოსაკითხავად) დუშეთს, ვეღარა ვიხილე ბარგთა ჩემთაგანი, რამეთუ აეკლოთ და წაეღოთ ყოველივე არა თუ მარტო ჩემი, (არამედ) მეფის-ძის იულონისა ყოველივე რაცა აქვნდა, ქათალიკოზისა ყოვლის შესამოსლით და სვეტიცხოვლის სამკაულით დუშეთს შინა მდგომთა ერთა უმეტეს სომეხთა და სხვათა გარემოს მყოფთა მახლობელთა დაბათაგანთა“.
მეორეჯერ იოანე ქართველიშვილი დუშეთს იყო 29 სექტემბერს, როცა იქ იდგა მთელი სამეფო ოჯახი, მათ შორის ერეკლე. იოანე იხსენებს: „დაეჭერინებინა მეფეს რამდენიმე ბარგისა ამკლებნი ავაზაკნი და მოეტანათცა ნივთნი რომელნიმე, უმეტეს სამკაულნი სვეტის ცხოველისანი, და უკეთუ მოჰქონდათ ქურდთა და ავაზაკთა რაიმე თვინიერ ეკლესიისა ნივთისა, აწ იკლებდნენ იასაულნი, დაყენებულნი მეფისაგან და არა ანებებდნენ პატრონთა თვისთა უკანონობისა ძლით ქვეყანისა ჩვენისა“.
შინაური მტერი არც სპარსელთა მიერ აოხრებულ თბილისს ინდობდა. აღა-მამად-ხანის მიერ თბილისის დატოვების შემდეგ ქალაქს კახეთიდან ჩამოსული მარბიელებიც იკლებდნენ.
წასვლის წინ სპარსელებმა დაწვეს და დაანგრიეს ქალაქის უმეტესი ნაწილი, კერძოდ, მეფის სასახლე და სხვა მოზრდილი ნაგებობები. აღა-მაჰმად-ხანი თითქოს გრძნობდა, რომ ქვეყნის ეკონომიკური დაწინაურების მასაზრდოებელი ეს საწარმოები თავისი შედეგებით ყველაზე უფრო მეტად უწყობდა ხელს ქართლ-კახეთის ჩამოშორებას სპარსეთისაგან.
ამასთანავე საშინლად გაძარცვეს ქალაქი და მოსახლეობა ტყვედ ქმნეს. თბილისიდან გასვლისას სპარსელებმა ტყვეები თან წაიყვანეს. მხოლოდ აღა-მაჰმად-ხანმა გაათავისუფლა ტყვეების ერთი ნაწილი. თან წაიყვანა მხოლოდ ტყვედქმნილი არტილერისტები, რომლებიც სპარსეთში დაასახლეს და იქაურ სამხედრო სამსახურში ჩააყენეს. სხვებმა კი ტყვეობის საშინელება იგემეს. მანუჩარ ენიკოლოფაშვილი, მირზა გურგენის შვილი, ტყვედ იქნა წაყვანილი სპარსეთში, სადაც იგი დაასაჭურისეს, რათა უკან დაბრუნება თვითონაც აღარ მოესურვებინა. შემდეგში ის ირანის ერთერთი წარჩინებულთაგანი გახდა. 1795 წელს თბილისის დარბევა-გაძარცვისას დაიკარგა მირზა-გურგენის მდიდარი წიგნთსაცავი, საიდანაც ერთ-ერთი საუკეთესო ხელნაწერი – სპარსული პოეზიის ანთოლოგია – შეხვდა სპარსელების ერთ-ერთ სარდალს, რომელმაც ხელნაწერს მიაწერა ცნობა თბილისის აოხრების შესახებ. რამდენიმე წლის შემდეგ მან ეს ხელნაწერი საჩუქრად მიართვა ფათ-ალი-შაჰს, რომელმაც იგი დაუბრუნა ხსენებულ მანუჩარ ენიკოლოფაშვილს, ამ უკანასკნლმა გადასცა სპარსეთში საქმიანი მიზნით ჩამოსულ თავის ძმას მიხაილს, რომელმაც ხელნაწერი თბილისში ჩამოიტანა.
თბილისის აოხრების მომსწრე და თვითმხილველი იოანე ქართველიშვილი იერემიულად მოთქვამს ამ ამბების შესახებ: „ვაჲ, ვაჲ, ცოდვათა ჩვენთა სიმრავლესა! რაოდენნი ქალწულნი განიხრწნეს, რაოდენნი მვდელნი და მოწესენი მოისრნეს, რაოდენნი ტყვე იქმნეს... რამეთუ ვგონებ მაშინდელსა დაკლებულსა სიკვდილით და ტყვეობით ვიდრე სამოცი ათას სულამდე და უმეტესაცა“.
ეს რიცხვი 60 000, რომელსაცა იოანე ქართველიშვილი ასახელებს, გადაჭარბებულია, თუმცა იგი მაინც მიგვანიშნებს იმ მასშტაბურობაზე, რომელმაც თანამედროვეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ტყვედ მიჰყავდათ უფრო მეტად ქალები და მოზარდი ქალ-ვაჟები, მამაკაცებს კი ხოცავდნენ, რამდენადაც თბილისში შემოსვლის შემდეგ ქუჩებსა და ჩიხებში ბრძოლებისას სპარსელებმა დიდი ზარალი ნახეს და ტყვეთა დიდი მასის წაყვანა უჭირდათ. „ხოლო ტფილისსა შინა მცხოვრებთაგანთა, – წერდა თეიმურაზი, – მრავალს ადგილსა განამაგრნეს სახლნი და ქუჩანი და მრავალნი სპარსნი მოსწყვიტნეს და მრავალნი განმაგრებულთა მათგანნი ღამე დაფარულის გზით იდუმალ განვიდეს ქალაქით და ივლტოდეს. ყოველნი ტყვენნი ტფილისისანი, რომლნიც შეიპყრნენ, განიყვანეს გარე ქალაქისა ბანაკსა შინა მათსა, რომელიცა აქვნდათ სოღანლუღისა სოფელსა მახლობელსა ველსა ზედა, პირსა ზედა მდინარისა მტკვრისა“.
იაკუბ ბებუთაშვილის ცნობითაც, ამ ბანაკში იმდენი ქალები და ბავშვები მიიყვანეს, რომ იგი ქალების ბანაკს უფრო ჰგავდაო. იაკუბივე სპარსელთა ბანაკში მიყვანილ ტყვეთა რიცხვს 8 ათასს ასახელებს, რაც უფრო რეალისტური უნდა იყოს.
ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა გავითვალისწინოთ პ. ბუტკოვის ცნობა, რომელიღაც წყაროდან ამოღებული, რომ კრწანისის კატასტროფამდის თბილისში 4 ათასამდე სახლი (კომლი) იყო, 1803 წელს კი უკვე აღმოჩნდა 1700 – 3 ათას კომლამდე (წერია 300 ათასი, მაგრამ ეს აშკარად შეცდომაა – ი. ხ.), რაც შეადგენდა 30 ათას სულს (უნდა იყოს 20 ათას სულამდის ორ სქესად). აქედან 7 ათასამდე ქვრივი იყოო. ჩანს, რომ შემოსევის დროს თბილისის მკვიდრთაგან მრავალი მამაკაცი დაღუპულა. არტემ არარატელმა, მაგალითად, სპარსელების წასვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ თბილისის ციხის მარტო ერთ კოშკში ათასამდე მოკლული მხედარი (ე. ი. მამაკაცი) ნახა.
იმ დროს, როდესაც სპარსელებმა თბილისის ციხე აიღეს, გაძარცვეს და ქვეყანაც არსებითად ანარქიამ მოიცვა, ერეკლე II მთიულეთს შეჩერდა.
თეიმურაზ ბატონიშვილის სიტყვებით, ამ დროს „მეფემან ირაკლიმ, მისულმან მთიულეთს, წარავლინა ყოველსა საბრძანებელსა კაცნი, რომელ განემზადნენ ბრძოლად და, სადაცა აღუნიშნავს მეფე, შეკრბენ მუნ. კახეთს ჰყავდა პირმშო და მემკვიდრე თვისი გიორგი სახლეულობითა თვისითა, რომელიც განამზადებდა მხედრობასა ბრძანებითა მეფისათა. ხოლო ქართლს ჰყავდა სხვა ძე თვისი იულონ და იგი განამზადებდა მხედრობასა ქართლისაისი. ელოდეს ყოველივე და ყოველთა მხედრობანი ბრძანებასა მეფისასა, რომელ სადაცა უბრძანოს მეფემან შეიკრბენ მუნ“.
უნდა ითქვას, რომ თეიმურაზის ეს ცნობა არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენამდე მოღწეულია ერეკლეს ერთი წერილი საკუთარი შვილის გიორგისადმი, საიდანაც ჩანს, რომ თბილისის დაცემიდან მეათე დღის შემდეგაც მეფეს არავითარი ცნობა არ ჰქონდა თავისი მემკვიდრის გიორგისაგან. ამ უკანასკნელის ინდიფერენტიზმი ქვეყნისადმი ეგზომ საბედისწერო ჟამს პირდაპირ დანაშაულებრივი იყო. ეტყობა, რომ ის არ გრძნობდა არავითარ პასუხისმგებლობას თავისი ხალხისადმი, რომლის მომავალი მეფე ის უნდა ყოფილიყო.
რაც შეეხება ბატონიშვილს იულონს, ამ უკანასკნელის შესახებაც შემონახულია მისი მოძღვრის და შვილების მასწავლებლის იოანე ქართველიშვილის ცნობა, საიდანაც ჩანს, რომ ერეკლე თავისი ოჯახით და იულონით, მისი ცოლშვილით მთიულეთიდან დუშეთში ჩამოვიდნენ 1795 წლის 30 სექტემბერს, რის შემდეგაც (7 ოქტომბრის ახლოს) ერეკლე ოჯახით წავიდა კახეთს, ხოლო იულონი ქართლში გააგზავნა. თეიმურაზ ბატონიშვილს კი საქმის ვითარება ისე აქვს წარმოდგენილი, თითქოს მემკვიდრე გიორგის (და იულონ) ბატონიშვილებს ჯარის შეკრება უკვე მაშინ დაევალათ, როდესაც აღა-მაჰმად-ხანი ჯერ კიდევ თბილისში იმყოფებოდა. სპარსელების ჯარი თბილისიდან 19–20 სექტემბერს გავიდა.
ჩვენს განკარგულებაშია 1795 წ. 18 სექტემბრით დათარიღებული ერეკლეს ერთი წერილი სარდალ ოთარ ამილახვრისადმი იმის თაობაზე, რომ მას უნდა შეეკრიბა ზემო ქართლის თავადები და აზნაურები კომლზე თითო კაცი. იულონი ამ წერილში სრულებით არ ჩანს. საფიქრებელია, რომ ამ ბრძანების თანახმად, ერეკლეს შეუგროვდა და მოუვიდა კიდევაც ათასზე მეტი კარგი ცხენოსანი მებრძოლი, მაგრამ ზემოხსენებულ წერილში სპარსელების წინააღმდეგ ლაშქრობის გაგრძელებაზე ერთი სიტყვაც არაა ნათქვამი. პირიქით, საუბარია სპარსეთთან შერიგების შესაძლებლობაზე.

როგორც ერეკლეს წერილიდან გუდოვიჩის სახელზე (17 სექტემბერი 1795 წ.) ჩანს, 16 სექტემბერს მთიულეთში მას მისვლია წინადადება ერეკლესავე კაცის (იგულისხმება მირზა-იბრეიმი – ს. კ.) ხელით (Грамоты..., II-1, 107). ერეკლე თბილისიდან 11 სექტემბერს საღამოს გამოსული, ჩავიდა მთიულეთში, სადაც მისი ოჯახი იყო (იოანე ქართველიშვილის მიხედვით), 13 სექტემბერს საღამოს – გზას მოუნდა ორი დღე. ამის მიხედვით, ერეკლესთან მისივე კაცის გაგზავნა მორიგების შესახებ აღა-მაჰმად-ხანმა გადაწყვიტა 13–14 სექტემბერს, ე. ი. თბილისის აღებიდან ორი, ან სამი დღის შემდეგ.
აღა-მაჰმად-ხანის მიერ ერეკლესთვის მიცემული საზავო წინადადების შესახებ ვტყობილობთ კიდევ სარდალ ოთარ ამილახვრის სახელზე 18 სექტემბერს გაგზავნილი წერილიდან, რომლის ტექსტი იკითხება ასე:
„ქ. ჩვენ მაგივრად მის ბრწყინვალებას ბატონს ამილახვარს ოთარს მრავალი მოკითხვა უამბეთ. მერე ომს უკან შენი და მაგ მხარის ამბავი აღარა ვიცით რა. ჩვენ აქ მთიულეთს ვართ და გუშინ აღა-მაჰმად-ხანს ჩუენთვის წიგნი მოეწერა, მირზა გურგინაშვილი, ყარამან და მერაბ აღას ძმა გამოუგზავნია, შერიგება ბეჯითად მოუნდომებინა და ოთხი რამ ჩვენთვის თაქლიბი ექნა: შვილის მიცემა, აზად-ხანის ნაქონის თვალისა, ერთის საათისა და ყარაბაღის ელისა. ელი ხომ ჩვენ ჴელთა აღარ არის და სხვებზედ ნება მიეცით და თითონ აღუთქვა იმდენი სულის ქრისტიანეთ ტყვეთ უკლებად მოცემა და ქალაქის აშენება. მე ხომ იქ სხვას თათარს ვერავის დავსვამო, მემკვიდრე ვალი შენა ხარო და შენვე უნდა იყოო. მრავალი ტყვე ჰყავთ და იმათთვის გამოსამეტებელი იყო, რაც ეთხოვნა. ჩვენ ახლა ანანურს და იმ ადგილებში თავკაცათ მოვედით და ხიზანი მთიულეთს დავაყენეთ. თქვენ უნდა რომ რომელნიც ზემო ქართვლის თავადნი და აზნაურნი იმყოფებით, ვინც სახლში ორნი და სამნი იყვნენ, ერთი ჩვენთან უნდა მოხვიდეთ. აქ სურსათზე ნაკლებობა არის და რამდენიმესამე დღის სურსათი თან უნდა მოიტანოთ. რომელიც ჩვენი ერთგულია, ახლა გამოჩნდება. სექტემბრის იჱ, ქკს უპგ. ბეჭედი“.
მოტანილი საბუთიდან კარგად ჩანს, რომ მთიულეთში გახიზნულმა ერეკლემ, მართლაც, სცადა მოლაპარაკების დაწყება აღა-მაჰმად-ხანთან, რომელიც ამგვარად მოითხოვდა ერთ-ერთი შვილის მისთვის მძევლად გაგზავნას, აზატ-ხანის ალმასს და ამასთანავე პოტიომკინის მიერ სულხან თუმანიშვილისათვის ნაჩუქარი ძვირფასი საათის მიცემას. ერეკლე თანახმა იყო ამ პირობაზე, მაგრამ მოლაპარაკება ჯერ დამთავრებული არ იყო, რომ აღა-მაჰმად-ხანი უცბად აიყარა და თბილისიდან წავიდა.
ერეკლე იმდენად მოწადინებული იყო აღა-მაჰმად-ხანთან მორიგებას, რომ მას გზაში სწრაფად დაადევნა თავისი წარმომადგენლები შერიგების თაობაზე თანხმობის მისაღებად, რაზედაც, თეიმურაზ ბატონიშვილის სიტყვით, შაჰს მოუთხოვნია: გამოგზავნოს ერეკლემ თავისი შვილი და წარჩინებულნი და მე მაშინ ყველაფერს გავაკეთებო. მაგრამ, სულ მალე ცნობილი გახდა, რომ რუსის ჯარს აგზავნიან საქართველოში და ერეკლემაც თავისი პოლიტიკის გეზი რუსეთისაკენ მიმართა.
აღა-მაჰმად-ხანის სასწრაფოდ წასვლის მიზეზი ის იყო, რომ ცნობა მოუვიდა ხორასანში დიდი აჯანყების დაწყების შესახებ, რის გამოც შაჰი განსაკუთრებული სისწრაფით მიდიოდა უკან. მაგრამ მალე გამოირკვა, რომ ინფორმაცია ხორასანში აჯანყების დაწყების შესახებ იმხანად ერთობ გაზვიადებული იყო. აღა-მაჰმად-ხანიც აღარ წავიდა თეირანისაკენ. იგი შეჩერდა მუღანის ველზე, სადაც ჩინებული საძოვრები იყო ცხენოსანი ჯარისათვის და მხოლოდ შემდგომი (1796) წლის თებერვალში აიყარა, თეირანში და შემდეგ ხორასანში წასასვლელად.
18. ქართველებისა და სპარსელების ზარალი
სპარსელებმა მთელს ამ ომში (10–11 სექტემბერს) დიდი ზარალი ნახეს.
ერთ-ერთი ცნობით, რომელიც თეიმურაზს ეკუთვნის, ვითომცდა სპარსელებისავე ოფიციალური ცნობით, ამ უკანასკნელებმა თბილისზე ლაშქრობისას დაკარგეს ათი ათასი კაცი. ეტყობა, 10 სექტემბერს სპარსელების ზარალი იყო 2 ათასი კაცი, 11 სექტემბერს კი 8 ათასი, რაც სიმართლეს წააგავს, ვინაიდან, თუ არა ესოდენი ზარალი, გაუგებარი იქნებოდა სპარსელების თბილისიდან ასე სწრაფად უკან წასვლა.
დიდი ზარალი ნახეს ქართველებმაც. ერთი ცნობით მარტო იმერეთის თავად-აზნაურთაგან მოკლული იყო ორასამდე, სულ კი დაახლოებით 500–600 კაცი. თეიმურაზ ბატონიშვილის მოწმობით, ამ ბრძოლაში დაიღუპა ქართლ-კახელების ჯარის უმეტესობა, მაშასადამე, დაახლოებით 1800 კაცი მაინც. ამასთან განსაკუთრებით დაზარალდნენ არაგველები. ტყვედ იქნა წასხმული 150-მდე არტილერისტი და ა. შ.
განსაკუთრებით დაზარალდა და მოსახლეობით შემცირდა თბილისი, რისი კონკრეტული წარმოდგენაც შემდეგნაირად შეიძლება:
1973 წლის აღწერით, თბილისში იყო მეფისა და სხვადასხვა მფლობელთა ყმები სულ 3498 კომლი (ს. კ ა კ ა ბ ა ძ ე, ქალაქ ტფილისის მოსახლეობის აღწერა, ნუსხა 1780–1781 წწ. ახლო დროისა, „საისტორიო მოამბე“, 1925 წ. 1, ამ თარიღს შესწორება სჭირდება. უნდა იყოს 1793 წელი იმის გამო, რომ ნუსხაში მოხსენიებულია სოლომონ მსაჯული, აგრეთვე სხვა რეალიების გათვალისწინებით თბილისის მორიგი აღწერა 1793 წელს უნდა ჩატარებულიყო). ამათ უნდა მიემატოს 556 კომლი პირველი და მეორე მოქალაქენი, მათ შორის პირველი მოქალაქენი 93 კომლი (АКАК VI /1/, 10). ამას გარდა დედოფლის და მეფის ძეთა ხელქვეითი მოქალაქენი (I და II კატეგორიის) იყვნენ 196 და 759 კომლი. აზნაურნი დაახლ. 200 კომლი და ეგრეთ წოდებული გარეშენი, ზუსტად 386 კომლი (ცსია, ფ. 254, ანაწ. 1, # 20702). სულ, მაშასადამე, გამოდის 5336 კომლი, ანუ (1807 წლის მაგალითის ანალოგიით, როცა თბილისში კომლზე 6,5 სული იანგარიშებოდა) ორივე სქესის 34,2/3 ათასი მცხოვრები (ე. ი. 34 650-ზე ცოტათი მეტი – ი. ხ.).
ამასთანავე თავადების და აზნაურთა, აგრეთვე, პირველ და მეორე მოქალაქეთა სახლებში მრავლად იმყოფებოდნენ ორივე სქესის შინამოსამსახურეებიც (მარტო მსაჯულს იესე ოსეს-ძეს 1780-იან წლებში თბილისში 15 სული მოსამსახურე ქალი და კაცი ჰყავდა). ამგვარ შინამოსამსახურეთა რაოდენობა უნდა ვიანგარიშოთ სულ ცოტა ორი ათას ხუთას ადამიანამდე. თუ ყველა ამათ რიცხვსაც თბილისის მოსახლეობის საერთო რაოდენობაში ჩარვთავთ, გამოვა, რომ 1795 წლისათვის თბილისს 36 000 სული მაინც ცხოვრობდა.
აღა-მაჰმად-ხანის მიერ 1795 წ. თბილისის აოხრების შემდეგ, როგორც აღვნიშნავდით, თბილისის მოსახლეობა თვალსაჩინოდ უნდა შემცირებულიყო. ეს გარემოება კარგად ჩანს, თუ ერთმანეთს შევუდარებთ თბილისის მოსახლეობის 1793 წ. რაოდენობას და იმას, რაც დემოგრაფიული თვალსაზრისით კრწანისის ტრაგედიის მომდევნო წლების ვითარებით შეიძლება წარმოვიდგინოთ.
მაგალითად, 1803 წელს რუსების მიერ ჩატარებული აღწერით, თბილისში იყო უკვე 2925 სახლი. თავადების და პირველ-მეორე მოქალაქეთა კომლებში აღირიცხებოდა მოსამსახურეებიც. მაგ., გარსევან ჭავჭავაძის უჯახში ნაჩვენებია 7 მდედრი და 22 მამრი. ცხადია, რომ აქ სულ ცოტა 4 მდედრი და 18 მამრი მსახურნი, მხევლები და მოსამსახურეები არიან.
სულთა რაოდენობა ხსენებულ 2925 სახლ-კომლზე 1803 წლის აღწერით ნაჩვენებია 11 805: მათ შორის მამრი 6087 და მდედრი 5712. ცხადია, რომ აქ სულთა რაოდენობაში ბავშვები არ არიან შეყვანილნი. მართლაც, ამ აღწერაზე დაყრდნობით, რუსული ოფიციალური ცნობა 1803 წელს თბილისში აღნიშნავს სამი ათას სახლს ოცი ათას სულამდის მცხოვრებით. ხოლო 1807 წელს თბილისში კომენდანტმა გერმანელ კლაპროტს 3684 კომლი-სახლი უჩვენა და ორივე სწესის 18 ათასი სული (რუსი მოხელეები და რუსის ჯარი ამ რიცხვში არ იგულისხმებიან). პროპორციით 1803 წლის სამი ათას კომლ-სახლში უნდა საგულისხმებელი ყოფილიყვნენ არა 11,8 ათასი, არამედ 14,6 ათასი სული ორივე სქესისა. ყოველ შემთხვევაში, 1803 წლის აღწერის ცნობაში მოსახლეობის სულადობრივი რაოდენობა ზუსტად არაა წარმოდგენილი. უფრო სწორი უნდა იყოს 1807 წლის ცნობა, როდესაც საქალაქო ცხოვრება უფრო დალაგდა და ამ დროს ახალი აღწერის შედეგად თბილისის დემოგრაფიული სურათი უკეთ გამოჩნდა. ეს ცნობა თბილისის პოლიცმეისტერის ინფორმაციის საფუძველზე აქვს იმავე გერმანელ მეცნიერს ი. კლაპროტს, რომლის მიხედვითაც, თბილისში იყვნენ: ერეკლე მეფის შვილი, 1 ქართველი პატრიარქი (კათალიკოსი ანტონი), 1 ქართველი მიტროპოლიტი, 55 ქართველი მღვდელი, 1 ბერძენი (მართლმადიდებელი) ეპისკოპოსი, 3 ბერძენი (მართლმადიდებელი) არქიმანდრიტი, 1 სომეხი მთავარეპისკოპოსი, 73 სომეხი მღვდელი, 8 სომეხი ეპისკოპოსი, 4 კათოლიკე პატრი, 1 თათარი ეფენდი, 160 თავადი, 216 აზნაური, 1983 მოქალაქე, 251 სოფლის კაცი, 4126 თავადის სოფლის კაცი, 3684 მესაკუთრე სახლებისა, სახაზინო სახლების გარდა. ამგვარად, თუ 1793 წელს თბილისში იყო 34, 2/3 ათასი (დაახლ. 34 700 – ი. ხ.) სული ორივე სქესის მცხოვრები, 1807 წელს მისი რიცხვი უკვე 19 ათასია. მაშასადამე, 1793 წლის ოდენობას აკლია 15, 2/3 ათასი (დაახლ. 15 700 – ი. ხ.) სული. თბილისის მოსახლეობის ეს რაოდენობრივი შემცირება უშუალო შედეგი იყო იმ კატასტროფისა, რომელიც ქალაქის დემოგრაფიამ განიცადა 1795 წელს. კონსტანტინოვი უცნობი წარმომავლობის წყაროს მიხედვით გადმოგვცემს, რომ თბილისიდან სპარსელებმა წაიყვანეს სამი ათასზე მეტი ტყვე, ქართლ-კახეთის სხვა კუთხეებიდან კი 10 ათასამდე სული, იმერთა ლაშქრიდან წამოსული მოთარეშეების ერთმა ჯგუფმა და სხვა მეზობლებმა ასევე ასევე ათი ათას სულამდე ტყვე წაიყვანეს, თითქმის ამდენივე გადავიდა ახალციხისა და ყარსის მხარეებში მყუდრო და უშიშარი ცხოვრების საძიებლად.
თბილისის ტრაგედიის თანამედროვის იოსებ შახღუბათოვის ცნობით, აღა-მაჰმად-ხანმა მძიმე საბარგულები დატოვა ყაზახში, თვითონ კი 20 000 კაცით გაემართა თბილისზე, დაამარცხა მეფეების ჯარი და წაიყვანა ტყვედ სამი ათასამდე სული და კეთილშობილნი (იგულისხმებიან თავადები და აზნაურები) ოცამდე კაცი. თბილისის აოხრება ექვს დღეს გაგრძელდა.
თეიმურაზ ბატონიშვილის მოწმობითაც, თბილისის მკვიდრთაგან აღა-მაჰმად-ხანის მიერ ტყვედ წაყვანილ იქნა „სამი ათასამდე, მაგრამ მუნ მოსახლეთა თავადთა, აზნაურთა და ჩინებულთა მოქალაქეთაგანნი მრავალი სული დატყვევებულ არს“. ამ ცნობის მიხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ თბილისიდან ტყვედ წაყვანილთა რიცხვი არ უნდა ყოფილიყო სამი ათასზე მეტი, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სპარსელებმა თბილისში ყოფნის დროს გაათავისუფლეს, ან იაფ ფსებში გამოასყიდინეს თავი დატყვევებულ 4 ათას სულს. მასასადამე, ტყვეთა რიცხვი თავდაპირველად უნდა ყოფილიყო 7 ათასი სული, რომელთაგანაც ქალაქიდან აყრისას სპარსელებს შერჩათ სამი ათასამდე.
როგორც კონსტანტინოვის ცნობიდან ჩანს, თბილისელების ნაწილი ამ დროს გაქცეულა ახალციხეს და ყარსს. ცხადია, თბილისელები კიდევ უფრო ხალისით გაიხიზნებოდნენ იმერეთშიც. ბუტკოვს აქვს ცნობა, რომ ერეკლე შემდეგ ცდილობდა ყარსის მხარეში მყოფი თბილისელი ტყვეების გამოსყიდვას და დაბრუნებას. ტყვეებად აქ ზემოხსენებულ მხარეებში გახიზნულნი იგულისხმებიან. რამდენი იყო ასე გახიზნულ-გაქცეული მეზობელ მხარეებში, ამის შესახებ ნამდვილი ცნობა არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, ლტოლვილები არ უნდა ყოფილიყვნენ 30, თუ 20 ათასამდის, როგორც ამას კონსტანტინოვის წყარო ვარაუდობს, ეს რიცხვი ბევრად ნაკლები იქნებოდა. ამათ შორის არიან საგულვებელი ის ლტოლვილებიც, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიაშიც გაიქცნენ და უკან აღარ დაბრუნებულან.
როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, თბილისის მოსახლეობას 1807 წელს, 1794 წელთან შედარებით, აკლია 14,2/3 ათასი (დაახლ. 14 700 – ი. ხ.) სული. თბილისის დარჩენილი მოსახლეობის ბუნებრივი გამრავლება 1796–1806 წლებში სულ მცირედ არის მოსალოდნელი, რადგანაც 1797 წელს თბილისში ჟამი და დიდი შიმშილი იყო, რაც, ცხადია, მოსახლეობის კლებას გამოიწვევდა. რამდენიმე ასი კაცი თბილისის მკვიდრთაგან დაიღუპებოდა თბილისის გამო ბრძოლების დროსაც, ამიტომ საფიქრებელია, რომ თბილისიდან ჩრდ. კავკასიის, ახალციხე-ყარსის და იმერთის მხარეებში გადაკარგულ-გაქცეულთა რაოდენობა სულ თერთმეტი ათას სულამდის უნდა ყოფილიყო. მაშინ, როცა კონსტანტინოვის წყარო ასეთებს, როგორც ეტყობა, დაახლოებით 28 ათას სულამდე მიიჩნევს.
სპარსელების ჯარის ზარალის შესახებ დანამდვილებით არაფრის თქმა არ შეიძლება. თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით, სპარსელბმა დაკარგეს 13 ათასი კაცი. ეს ცნობა გადამეტებული უნდა იყოს, თუმცა ის იმოწმებს ლაშქარ-ნივისთა (ე. ი. ლაშქრის რიცხობრივ აღმწერელთა) მონაცემს. ეს ცნობა თეიმურაზს, ცხადია, მიღებული აქვს სპარსეთში ყოფნის დროს. შეიძლება აქ იგულისხმებოდეს აღა-მაჰმად-ხანის მთელი დანაკლისი (დახოცილები, დაჭრილები, ტყვეები, დეზრტირები... რომელნიც განსაკუთრებით ბევრი უნდა ყოფილიყვნენ) და ისიც არა მარტო თბილისზე, არამედ მთელ ამიერკავკასიაში ლაშქრობისას, შუშა-ერევნის, ყარაბაღში ხანგრძლივად ყოფნის დროს. თეიმურაზის სიტყვით, აღა-მაჰმად-ხანს თბილისთან ჰყავდა თითქმის 70 ათასი კაცი, რაც ერთიორად და მეტადაც (60 %-ით) გადამეტებულია სინამდვილესთან. ეს ცნობა მას ლაშქარნივისთაგან არ ექნებოდა მიღებული და ის აშკარად არარეალურია.
ხსენებული 13 ათასი კაცის ზარალისაგან თბილისთან და თვით თბილისში (სადაც ჩიხებსა და სახლებში დამხდურთ აგრეთვე საგრძნობი ზარალი მიაყენეს სპარსელებს, ამას თეიმურაზი აღნიშნავს) სპარსელებს, ბრძოლების ხასიათის მიხედვით, შეიძლება დაეკარგათ 3–4 ათასი კაცი მოკლულთა და მძიმედ დაჭრილთა სახით.
19. აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის შედეგი
1795 წლის სექტემბრის საშინელმა მარცხმა ცხადყო ქართლ-კახეთის სამეფოს ძირითადი ხასიათის ნაკლულოვანებანი. მმართველობის სისტემა იმდენად მოუწყობელი და უვარგისი გამოდგა, რომ თვით ასეთი დიდი საფრთხის დროს შეუძლებელი გახდა არსებულ ძალთა საკმაოდ დარაზმვა, რათა ქვეყანას ასეთი უბედურება თავს არ დასტყდომოდა. აღა-მაჰმად-ხანს არც იმდენი ძალა ჰქონდა, რომ მისი მოგერიება შეუძლებელი ყოფილიყო. 20 ათას ცხენოსანს უარტილერიოდ ძლიერ გაუჭირდებოდა ქალაქ თბილისის მოკლე დროში აღება. ხანგრძლივ ბრძოლას კიდევ აღა-მაჰმად-ხანი, დაშორებული თავის ქვეყანას, რომლის შემომტკიცების საქმე ჯერ მას სავსებით დამთავრებული არ ჰქონდა, რასაკვირველია, ვერ შესძლებდა. ამით აიხსნება, რომ აღა-მაჰმად-ხანის შემოსევამ მიიღო ხასიათი ერთი დიდი თარეშის, რომლის დამთავრების შემდეგ სპარსელები იძულებული გახდნენ უკან წასულიყვნენ.
აღა-მაჰმად-ხანის შემოსევამ დაამტკიცა, რომ მართვა-გამგეობის ფეოდალური დროის წესი უკვე შეუძლებლად ხდიდა სამეფოს დაცვას გარეშე მტრებისაგან. სათანადო ცენტრალური აპარატისა და ერთიანი მმართველობითი გარკვეული ხაზის უქონლობა ქმნიდა ცალკე კუთხეებში ფეხმოკიდებულ ბატონიშვილებისა და მათი მიხედვით აგრეთვე თავადების უპასუხსმგებლობას. ამიტომ ინტრიგებსა და პირად ანგარიშებს ანდა რაიმე შემთხვევით მიზეზებს დიდი გავლენა ჰქონდათ სახელმწიფო საქმეების მსვლელობაზე. თვით ასეთი განსაცდელის დროს ბატონიშვილი იულონი, მაგალითად, თვითონ გაიხიზნა თბილისიდან და თან თავისი რაზმის ნაწილიც წაიყვანა. ტახტის მემკვიდრე გიორგი სიღნაღში იყო, ჯარის შესაკრებად ღებულობდა მხოლოდ ზერელე ზომებს და როდესაც მეფე ერეკლეს რაზმი კრწანისის ველზე სისხლისაგან იცლებოდა, ის არხეინად სიღნაღში ადგილობრივი ექიმის სახლში განისვენებდა. იოანე ბატონიშვილმა, რომელსაც იმ დროს ქსანი ეჭირა, მხოლოდ 50 კაცი მოიყვანა, არაგვიდან ვახტანგ ბატონიშვილს 300 კაცი მოჰყვა და სხვა. ქიზიყში დიდი ჯარი შეყრილიყო, მაგრამ შემდეგ დაშლილიყო და ქიზიყის მოურავს ზაქარია ანდრონიკაშვილს მეფესთან მხოლოდ 2 ათასი კაცი მიჰყავდა, მაგრამ თბილისში ის არ ჩაუყვანია. ახლოს თბილისთან ეს ჯარი მან უკან გააბრუნა (ავტორის ეს თხრობა ეხება არა ქიზიყის მოურავს ზაქარია ანდრონიკაშვილს, არამედ ყოფილ მოურავს რევაზ ანდრონიკაშვილს – ი. ხ.). სახელმწიფოებრივი ცხოვრების მოუწყობლობით აიხსნება, რომ ბოროტმოქმედებთან ბრძოლა შეუძლებელი იყო.
ქართლ-კახეთის მმართველობის აპარატის მოშლის მაჩვენებელია ის, რომ ჯერ კიდევ 17 სექტემბერს, მაშასადამე მეექვსე დღეს თბილისის დატოვებიდან, მთიულეთში მყოფ ერეკლეს არავითარი ცნობა არ ჰქონდა კახეთიდან და იქ მყოფ გიორგი ბატონიშვილისაგან.
ქალაქ თბილისის აოხრება, მისი მორალური მნიშვნელობის გარდა, ქართლ-კახეთის მსხვილი წარმოების დაახლოებით სანახევროდ განადგურებას ნიშნავდა. თბილისის სახელმწიფო სახელოსნო-საფეიქრო წარმოება შეადგენდა იმდენივეს, რაც ქართლ-კახეთის დანარჩენ მცირე ქალაქებისა ერთად შეერთებული. აოხრებული, განადგურებული თბილისი მძიმე ტვირთად დააწვა სამეფოს. ამას გარდა, წაყვანილი ტყვეების ნაწილობრივ მაინც გამოსყიდვა თხოულობდა მოსახლეობისაგან დიდ სახსრებს და ეს უფრო ამძიმებდა მდგომარეობას.
თბილისის აოხრება იმდენად დიდი იყო, რომ ნახევარი საუკუნის შემდეგაც მან ვერ შეძლო თავისი წინანდელი მდგომარეობის აღდგენა. ქალაქ თბილისის მსხვილი წარმოების მთლად და სახელოსნო-საფეიქრო წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურებამ ქართლ-კახეთის სახელმწიფო, თავისი რეალური შესაძლებლობებით, საუკუნენახევრით უკან გადაისროლა.
ქვეყნის აოხრებას თან მოჰყვა შინაურ ცხოვრებაში კრიზისის გაძლიერება. სახელმწიფო ფინანსური მდგომარეობის შერყევა. ხაზინის შემოსავალმა ძლიერ დაიკლო. განჯა-ერევნიდან ყოველწლიური ხარკი 40 ათასი მან. არ შემოდიოდა, ქალაქ თბილისის საბაჟოები არ მოქმედებდნენ. ხალხისაგან გადასახადების წესიერად აკრეფა გაძნელდა, ქვეყნის სიცოცხლის მაჯის ცემა შესუსტდა. საერთო კრიზისს თან მოჰყვა შიმშილი და სხვადასხვა გადამდები ავადმყოფობების გაჩენა. 1797 წ. გაჩნდა ჟამიც, რომელმაც მრავალი სული იმსხვერპლა.
აღა-მაჰმად-ხანის შემოსევას საქართველოსთვის სხვა მხრივაც ჰქონდა რთული შედეგები. მკვეთრად შეიცვალა ეთნიკური ვითარება.
აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს ყაზახ-ბორჩალოს თათრული ელები თავიანთი პირუტყვით გაიხიზნენ ქართლისაკენ, საიდანაც ნაწილი მაშინვე გადავიდა ახალციხის საფაშოში, სადაც მოთავსდა ჯავახეთსა და სამცხეში და იქ დაბინავდა კიდეც. ამ თათრული მოსახლეობის მომატებამ გააძლიერა იქ თურქული ენა.
ხსენებული ელების მნიშვნელოვანი ნაწილი უფრო ბოსჩა, ანუ ბორჩა, იგივე ბორჩალოელნი, რომელნიც მანამდის მხოლოდ მდ. დებედის აღმოსავლეთით ბინადრობდნენ, აღა-მაჰმად-ხანის ლაშქრის წასვლის შემდეგ განლაგდა სამხრეთ ქართლში მდ. ხრამის სამხრეთით, სადაც ამგვარად შეიქმნა მასობრივი თათრული მოსახლეობა. ყველაფერი ამის გამო, თუ მაგ., ყაზახში XVIII ს-ის უკანასკნელ მესამედში ითვლებოდა 4 ათასი და მეტი კომლი თათარი, ამის შემდეგ ითვლებოდა მხოლოდ 3 ათასი კომლი თათარი. ასევე მოხდა თათრული მოსახლეობის შემცირება შამშადილში, ხოლო ბორჩალოელნი კი ფართოდ მოთავსდნენ მდ. ხრამის სამხრეთ ნაწილში.
ამგვარად გაჩნდა მდ. ხრამის სამხრეთ მდებარე ქვემო ქართლში თათრული მოსახლეობა, რომელზედაც შემდეგ (რუსული მმართველობის დროს) გადავიდა ბორჩალოელთა სახელიც. ქვემო ქართლის იმ ნაწილმა ამით სავსებით შეიცვალა თავისი სახე. ამის შემდეგ იქ გაბატონებული იყო თათრული მოსახლეობა, თუმცა კერძო მსხვილი მიწათმფლობელობა კვლავ ქართველი თავადების ხელში იყო.
აღა-მაჰმად-ხანის შემოსევა ყეენობის სახელით იმდენად დაამახსოვრდა ხალხს, რომ ის გადაიქცა ადგილობრივი ერის (ხანის, დროის ? – ი. ხ.) საწყისად. ამბობდნენ ესა და ამბავი მოხდა ყეენობის წინ, ან მის შემდეგ ამდენს წელიწადსო.
КРЦАНИССКАЯ БИТВА
Р е з ю м е
11 сентября 1795 года на южных подступах древнего Тбилиси разразилась одна из кровопролитнейших битв в многовековой истории Грузии. Трагические последствия Крцанисской битвы сыграли роковую роль в жизни грузинской государственности, ускорив ее вхождение в состав Российской империи.
Неблагоприятные внешнеполитические условия, вызванные в первую очередь усилением в Передней Азии, особенно в XVI веке, Сефевидской Персии и Османской Турции, привели Грузию к политическому и хозяйственному упадку. Она вновь распалась на ряд царств – Карталинское, Кахетинское и Имеретинское, княжества Мегрельское, Гурийское, Абхазское и Сванетское, а южная ее часть, так называемая Месхети, оказалась порабощенной Турцией.
Таково было общее положение, когда в Персии постепенно стал усиливаться Ага-Магомед-хан Каджар – глава тюркского племени, который с 1785 г. уже владел Тегераном и по подчинении себе большей части Ирана в 1791 г. прибыл в Азербайджан – Тавриз, приступив к переговорам с Ираклием II об установлении дружеских отношений.
Грузинским кругам предстояло разрешить вопрос о своих взаимоотношениях с новым персидским властелином, первенствующая роль которого в Персии не подлежала сомнению. Ясно было, что Персия потребовала бы от Грузии разрыва сношений с Россией и восстановления между Ираном и Вост. Грузией прежних, более чем вассальских взаимоотношений. По заключенному же в 1783 г. трактату с Россией Грузия сохраняла почти все свои государственные права и было для нее вовсе невыгодно оказаться в прежней весьма тягостной зависимости от Персии. Тем не менее Соломон Лионидзе и др, грузины не надеялись на эффективную помощь от России даже в рамках трактата 1783 г., настаивали на переговорах с персидским правительством. Трактат же 1783 г. предоставлял Грузии, по сравнению с прежней зависимостью от Персии, слишком большие преимущества, да и независимо от этого устремления к России, в силу единоверия и общности культур, были слишком сильны. Поэтому русофильская партия одержала при дворе окончательную победу. Было твердо решено остаться на платформе верности России и оказать сопротивление домогательствам Персии в случае, если Ага-Магомед-хан решился бы применить силу против Картл-Кахети. Ираклий тотчас же уведомил о положении дел петербургский двор и просил прислать обусловленные трактатом два батальона войск. Но из этого ничего не вышло. Командующий Кавказской линией ген. Гудович написал в Петербург, что посылка войска в Грузии не признается желательной (здесь у автора неточность: в основном тексте его книги читаем, что, наоборот, из Петербурга писали генералу Гудовичу о нежелательности посылки в то время в Грузию российских войск – И. Х.).
Персидский властелин окончательно упрочил свою власть над значительной территорией Ирана, сделавшись к началу 1795 г. фактическим повелителем всей Персии. Картл-Кахетское правительство со своей стороны принимало все меры для защиты страны от возможного нападения персов и постоянно через своего посланника в Петербурге Гарсевана Чавчавадзе напоминало о грозившей опасности, прося прислать войско. В начале 1795 г. грузинский посланник еще раз обратил внимание российского двора на положение в Грузии, ходатайствуя об отправлении на помощь Грузии шести или пяти полков с той артиллерией, которая во время заключения трактата была обещана в подарок царю Ираклию и половина которой до сих пор не была отправлена по назначению. Из этого ходатайства также ничего не вышло.
Ага-Магомед-хан между тем устроил свои дела в Персии и, собрав до 40 тыс. человек, двинулся на Грузию.
Ожидая нападения Ага-Магомед-хана, Ираклий держался тактики активной обороны, предполагая поэтому недопустимость продвижения персидского войска севернее Гогчайского озера (ныне оз. Севан в Армении – И. Х.), а также по направлению к Ганджинскому ханству, тем более что Джеват-хан ганджинский вел себя по отношению к Грузии вполне лояльно.
Между тем с 40-тыс. войском Ага-Магомед-хан переправился через Аракс и двинулся против карабахского Ибрагим-хана. Ибрагим-хан просил помощи у Ираклия, который послал ему вспомогательный отряд. По вступлении в Карабах Ага-Магомед-хан обложил крепость Шушу, которая же, однако, оказалась настолько укрепленной, что персы, потеряв там много времени, так и не смогли ее взять.
Ага-Магомед-хан со своим войском засел в Карабахе на целых два месяца. Отсюда он возобновил переговоры с Ираклием и, по свидетельству царевича Баграта, предложил ему отложиться от России и взамен признания своей зависимости от Персии получить начальствование над закавказскими ханствами, включая Карабах, Шекинское ханство и Ширван, за исключением Бакинского и Талышинского ханств, т. е. прибрежной части Каспийского моря. Ираклий колебался, так как предложение было слишком выгодным, но под конец он не доверился Ага-Магомед-хану и отказался вести дальнейшие переговоры. После этого, оставив сильный отряд в Карабахе, Ага-Магомед-хан двинулся в Ганджу.
Ираклий спешно вызвал войска из Картл-Кахети, а сам вместе с Соломоном II, царем Имерети, с войском в 5 тыс. человек отправился в Казах навстречу Ага-Магомед-хану. В этом войске, очевидно, для приободрения войска находился католикос Антоний II. В Кизики (северо-восточная область Кахетии – И. Х.) было набрано 2 тыс. человек во главе с известным военачальником кн. Ревазом Андроникашвили, который был оскорблен по поводу освобождения от кизикского моуравства и назначения на эту должность кн. Захария Андроникашвили, зятя Ираклия II и отчима Соломона II. Но в решительный момент для страны вместо бездарного моурава Захария начальником кизикийского войска назначили Реваза Андроникашвили. Он переправил свой отряд около Акстафы через Куру и вступил в Казах. По распоряжению Ираклия казахские кочевники, составляющие большинство населения, были сняты со своим войском и эвакуированы внутрь царства. Здесь Реваз Андроникашвили напал на них и перегнал их скот в Кизикию, разделив его между своими воинами. Подобная недисциплинированность, указывающая на внутренний развал в царстве, не сулила ничего хорошего. Расстроенный этим Ираклий не решился сразиться в Казахе с главными силами Персов и отправился обратно в Тбилиси.
Весть об эвакуации кочевых татар разгневала Ага-Магомед-хана, находившегося в это время в Гандже, и с огромным войском, в состав которого входили войска ганджинского хана мелик Меджнумы, а также, грузин-мусульман из Персии, прямо двинулся на Тбилиси (здесь тоже неточность: ганджинский Джеват-хан, который примкнул к Ага-Магомед-хану, имел в своем войске и отряд карабахского мелика Меджнума, состоящий, естественно из армян, подданных мелика – И. Х.). В Казахе, в Акстафе, Ага-Магомед-хан оставил часть обоза и войска, а сам с 20-тыс. армией и несколькими пушками продолжил путь по направлению к Тбилиси.
Осторожно и медленно пробирался он к Яглудже и Соганлугу (деревня в 6 километрах к югу от тогдашнего города Тбилиси – И. Х.). Часть его войска, по совету карабахского мелика Меджнума, вернулась обратно в обход Кумысского озера к Хатис-Телети и Шавнабада в тыл теснины Каркуты Соганлуга. Вследствие этой перегруппировки персы с опозданием прибыли на Шавнабадскую гору (название «Шавнабада» по грузински означает «с черной буркой» – И. Х.).
В это время в Тбилиси было сосредоточено 3-тыс. грузинское войско. Этого было вполне достаточно для отражения Ага-Магомед-хана, так как у грузин была артиллерия и в тылу еще тбилисская крепость, снабженная 16-тью пушками. Но царица Дареджан, встревоженная приближением неприятеля, потребовала эвакуации, и Ираклий дал на это свое согласие, совершив тем самым роковую ошибку. В ночь на 8 сентября царица вместе с католикосом Антонием, царевичем Юлоном в сопровождении нескольких знатных лиц, прислуги и стражи отправилась в путь. Отъезд царского двора произошел столь внезапно, что не успели вывести царскую казну, забыли даже о царской короне. Город охватила паника. Рано утром большое количество народа покинули город и устремились на север. Шел дождь, который (и до этого) продолжался несколько дней. Объятый страхом народ в ужасающей грязи быстро шел вперед. Для сопровождения семейств знатных лиц было выделено несколько воинских отрядов, ввиду чего паника охватила и армию. Многие дезертировали. Остались 300 арагвинцев, небольшое количество карталинцев и 600 человек из внешней Кахети под начальством Захария Андроникашвили и личная охрана царя. Имеретин было 2 тыс. человек. Спешно был составлен отряд тбилисцев, так наз. городских лотов, слово лут (лот) обозначало бездомного человека, каковыми были из тбилисских жителей любители веселого времяпрепровождения и вместе с тем известные своей бесшабашностью: в ХIХ в. слово лоти в грузинском применялось уже в значении пьяницы. Местом пребывания этих лотов было пригородное селение Кукия.
Тбилиси состоял из трех частей: 1) крепостная часть от Татарского майдана до церкви Петхаина, 2) нагорная часть от Петхаина севернее до крепостной стены и 3) дворцовая и княжеская часть от Сионского собора до р. Куры к северу до крепостной стены. Все это пространство было, кроме берега р. Куры, окружено стеной, которая в северной части поднималась в гору до башни шах-Тахты. Высота крепостной стены была 3–4 сажени, а толщина 1–2 адла, а в некоторых местах и того меньше. К югу вдоль р. Куры к городу примыкали сейдабадские сады, выше которых был населенный околодок Харпухи. На другом берегу Куры был Авлабар с Метехской крепостью. Из пригородов наиболее значительным был Гарет-убани (Внешний участок /квартал/ - по грузински – И. Х.) – от крепостной ограды до Кашветской церкви, после чего тянулись пахотные земли. Пригородная часть Сололаки была занята фруктовыми садами и огородами (названия: Каркута, Соганлуг, Авлабар, Сейдабад, Харпух и др. – не грузинского, а турецко-персидского происхождения – И. Х.).
Тбилиси отовсюду был труднодоступен. Поэтому более целесообразным надо было считать обороняться в самой крепости в ожидании подхода новых сил из Картл-Кахети. Однако Ираклий и его советники не пошли на это, считая, очевидно, малочисленное и недисциплинированное войско мало надежным для защиты линии городских стен и берега Куры протяженностью в 3 километра. Поэтому было решено дать персам отпор у подступов к Тбилиси, в районе Соганлуг, а затем Крцаниси, тем более, что можно было ожидать прибытия вспомогательных войск. Действительно, наследник Георгий прислал войско из Кизики, когда город находился уже в руках персов, так что оно должно было вернуться обратно. Из других частей вост. Грузии также ожидались войска, напр., шли хевсури и т. д. Но пока что Ираклий должен был обороняться теми силами, которые были у него налицо: 1000 имеретин были поставлены при входе с юга в город. Сам же Ираклий вместе со своим внуком Соломоном и остальным войском стал у Крцанисских садов. Передовая позиция грузин находилась в Каркуте Соганлуге, при начале теснины вдоль Куры, в 6 километрах к югу от тогдашнего города.
Ага-Магомед-хан подошел к Соганлугу тогда, когда посланный им в обход через Хатис-Телети и Шавнабада отряд был еще в пути (хати означает по грузински – образ, икона; наверно село Телети принадлежало церкви – И. Х.). Но так как время было дорого, тем более что не было фуража для лошадей, Ага-Магомед-хан тотчас же атаковал позицию грузин. Однако все атаки персов были с успехом отражены. Каркутская Соганлугская теснина представляла узкий проход между горой и находившейся в половодье Курой и поэтому персы не имели возможности развернуть там свои силы. Ага-Магомед-хан решил переплыть р. Куру с целью обойти соганлугскую позицию грузин. Он первый пустил своего коня в Куру. За ним последовали 3 тыс. всадников.
При виде этого грузины вынуждены были очистить соганлугскую позицию. Персы не имели возможности преследовать грузин, так как по берегу Куры в данном месте шла узкая тропа, перейти обратно реку было рискованно. Тогда находившиеся при его войске грузины-мусульмане из Персии указали ему брод, и персидский отряд на 4 километра выше указанной позиции перешел обратно на правый берег реки. Тем не менее во время этого перехода реки туда и обратно у персов утонули 300 всадников.
Между тем грузинское войско по-прежнему стояло у крцанисских садов во главе с царями Ираклием и Соломоном. До наступления сумерок Ираклий ждал появления персидского войска со стороны Соганлуг, но этого не случилось. Ночью грузинское войско вернулось обратно в город. На крцанисском поле остался лишь царевич Вахтанг со своими арагвинцами и артиллерией.
Утром 10 сентября у крцанисских садов грузинское войско было дислоцировано под предводительством имеретинского сахлтухуцеса Зураба Церетели и трех восточно-грузинских сардаров – Отара Амилахвари, Ивана Багратион-Мухранского и Захария Андроникашвили (сахлтучуцеси дословно означает старейшина дома, а при царском дворе эта должность равнялась, как я могу судить, должности премьер-министра – И. Х.). Со стороны соганлугской теснины начали поступать передовые персидские части как только появился на Шавнабадской горе посланный в обход персидский отряд. Ираклий находился выше к горе и оттуда руководил действиями грузин, которые успешно атаковали персов и нанесли им большой урон. Наступила ночь, и сражение прекратилось.
Ночью военный совет грузин решил расположить свои силы следующим образом: в качестве передового отряда на Кранисском поле было выдвинуто 2,5 тыс. человек во главе с Ираклием. Царь Соломон с тысячью имеретин находился при входе в город у банных ворот, а на Фаворской горе путь к тбилисской крепости защищал царевич Давид с 400 человек и четырьмя пушками. Ираклий предполагал, в случае нового наступления Ага-Магомед-хана, отступить и укрериться в городе. Ага-Магомед-хан, будучи напуган результатами первого дня сражения, собирался уже сняться и вернуться обратно. Авторитет Ираклия, ученика знаменитого Надыр-шаха, также наводил страх на командование. Однако, накануне, при помощи некоторых тбилисских мусульман из города смог уйти и перейти в персидский лагерь находившийся там под арестом персидский посланник, который убедил Ага-Магомед-хана в немногочисленности армии Ираклия. Поэтому утром 11 сентября Ага-Магомед-хан изменил свое решение и выслал сильный отряд в обход Тбилиси. Как видно, отряд этот должен был выйти в Верийское ущелье и помешать подходу грузинских вспомогательных сил. Сам же Ага-Магомед-хан с главными своими силами перешел в наступление.
На Крцанисском поле было прорыто три ряда окопов. 77-летний Ираклий, находившийся на возвыщенности, сам руководил сражением. Вскоре на Крцанисском поле развернулся бой и Ираклий вместе со своим отрядом включился в него. В это время царевич Вахтанг и Зураб Церетели, имея каждый по тысяче человек, с обоих флангов выступили из окопов и напали на персов. Однако, по свидетельству одного из персидских военачальников, армянина по происхождению, оставившего интересные воспоминания об этом сражении, данное выступление грузин было преждевременным, так как из-за теснин успела выдвинуться лишь малая часть персидского войска. В этом передовом отряде находился сам Ага-Магомед-хан, у которого выстрелом из орудия убило лошадь. Он пересел на другого коня и приказал оставшейся позади части войска быстрым шагом двинуться вперед. Вскоре после этого сражение развернулось вовсю. Вышедшие из окопов грузины не смогли устоять перед многочисленностью персов и отступили ко второму ряду окопов. Несмотря на натиск персов, отход этот был совершен в военном порядке. Сражение продолжалось. Малочисленные отряды грузин несколько раз переходили против персов в контратаку. Они сражались столь самоотверженно, что вызывали удивление Ага-Магомед-хана. Однако у персов было много резервов, которые были пущены в ход, и грузины вынуждены были перейти, опять-таки в полном порядке, в третий ряд окопов. Как видно из сравнения разных данных, в процессе этих боев какую-то роковую роль сыграл отряд кукийских лотов, бегство которых внесло беспорядок в грузинские ряды. Тбилисский мелик Дарчия Бебуташвили писал затем одному Корганашвили: «Все богатство нашего государя и наше собственное мы потеряли по причине этих лотов».
Находившиеся в третьем ряду окопов грузины держались в течение одного часа. Отдельные отряды уже отступали в беспорядке. Сардары просили Ираклия очистить окопы и отойти назад, но он не слушался их. В это время к городской стене стали спускаться персы. Как оказалось, предназначенные для обхода Тбилиси в сторону Верийского ущелья персидский отряд, вследствие тумана, потерял дорогу и вместо того чтобы выйти в сел. Окрокана (Золотое поле, Золотая жатва – по грузински – И. Х.), подошел к Харпуху и к Тбилисской цитадели. Царь Соломон в окружении небольшого отряда не двигался. Ираклий по настойчивому требованию окружавших его лиц оставил окопы и направился к городу. Оставшиеся в окопах 300 арагвинцев задерживали главные персидские силы, чтобы дать возможность Ираклию вместе с сопровождавшими его лицами уйти с поля сражения. В неравном бою они геройски погибали.
Когда Ираклий направился к городу, в это время крупный персидский отряд уже подошел к цитадели и старался захватить крепостную артиллерию. Ираклию грозила опасность быть захваченным в плен или быть убитым, но в это время царевич Иоанн, Давид Мачабели, Джандиер Джандиерашвили и другие с отборными всадниками врезались в гущу персов и спасли Ираклия. Ввиду своего безвыходного положения Ираклий в сопровождении: царевичей Вахтанга и Иоанна, сардара Ивана Мухранского и всего 300 воинов грузин и татар, большая часть которых была ранена, перешел авлабарский мост и направился к Сагурамо, а оттуда в Мтиулети, в верховьях Арагви. Из оставшегося войска часть погибла, однако большая часть успела спастись бегством. Отступлению Ираклия и его воинам помогала артиллерия, которая с Авлабара и из цитадели наносила персам большой урон. Начальники крепостной артиллерии майоры Гурамишвили и Гавриил Арешишвили были убиты (Мухрани – село и область в Карли, имение князей Багратион-Мухранских, Саграмо – имение князей Гурамигвили, Самачабло – имение князей Мачабели, мта означает гору, а Мтиулети – Горная область, раньше принадлежала Арагвским эриставам, а к этому времени – царевичу Вахтангу, сыну Ираклия II и одному из главных героев Крцанисского сражения, Арагви – река в Мтиулени, вливающаяся в р. Мтквари /Кура/ – И. Х.).
Гор. Тбилиси был занят персами. В течение восьми дней персы грабили город, истребляли его жителей. Персидское войско расположилось в Соганлуге. Сам Ага-Магомед-хан остановился во дворце Ираклия, который перед уходом персов был полностью разграблен и разрушен.
Ага-Магомед-хан предложил Ираклию заключить мир и потребовал подчинить Картл-Кахети персидскому шаху и выдать одного царевича в качестве заложника. По совету Соломона Леонидзе Ираклий согласился на эти условия и отрпавил для переговоров с ханом суфраджа, стольника, Кайхосро Авалишвили 18 сент. Но встреча не состоялась, так как Ага-Магомед-хан по прибытии Авалишвили на другой же день снялся вместе со своим войском и быстрым маршем направился к Мугани (Муганская степь – И. Х.). Оказалось, что в персидском лагере было получено ложное сведение о якобы собиравшихся больших силах в Картл-Кахети и о восстании в вост. Персии брата Ага-Магомед-хана. Через несколько месяцев подобное восстание действительно имело место, но тогда сообщение это было неверным. Перед своим отступлением Ага-Магомед-хан приказал разрушить до основания царский дворец, арсенал, пороховой завод и другие предприятия и распорядился сжечь весь город. Спаслось от пожара лишь небольшое число домов. Разрушались городские укрепления, городские стены и башни. Убыток одних только перворазрядных мокалаков (горожан – от слова калаки – город /И. Х./) оценивался тогда в 140–180 тыс. тогдашних рублей.
Ага-Магомед-хан снялся из Тбилиси и Соганлуга 20 сентября. Его войско захватило большую добычу и значительное число пленных. Хан захватил тбилисских артиллеристов и увез их с собой в Персию, где определил на свою службу. Из Тбилиси же было взято 12 пушек. В числе захваченных пленных – в большинстве женщин и детей – было, по одному грузинскому сообщению, до 3 тыс. чел., а по словам персидского сардара, участника этого похода, – 8 тыс. душ грузин и армян.
Подобное поспешное отступление Ага-Магомед-хана делало очевидным, что Персия не имела уже сил твердо засесть в Грузии. По существу Ага-Магомед-хан не достиг основной своей цели – Картл-Кахети ему не подчинилась. Персия находилась на пути к деградации, и она уже не имела возможности господствовать над Грузией.
Это страшное поражение выявило основные недостатки Картл-Кахетского царства. Система управления оказалась настолько негодной и неустроенной, что даже при столь большой опасности оказалось невозможно собрать наличные в стране силы. Ага-Магомед-хан был не так силен, чтобы нельзя было отразить его нашествие. 20 тыс человек конницы, без артиллерии, не смогли бы в короткий срок захватить Тбилиси. На длительный же поход Ага-Магомед-хан, удаленный от своей страны, в которой власть его была еще не совсем упрочившейся, был, конечно, неспособен. Этим объясняется, что поход Ага-Магомед-хана получил характер одного грандиозного набега с завершением которого персы вынуждены были ретироваться.
Нашествие Ага-Магомед-хана доказало, что феодальный способ управления обусловливал невозможность защиты государства от внешних врагов. Слабость центрального аппарата и отсутствие единой управленческой линии создавали безответственное положение находившихся в своих владениях царевичей. Царевич Юлон сам бежал из Тбилиси и увлек за собой часть отряда, наследник престола Георгий в то время когда грузины истекали кровью на Крцанисском поле, беспечно проживал в Сигнахе. Царевич Иоанн, владевший Ксанским ущельем, вывел лишь 50 человек, т. е. лишь свою личную охрану, не позаботившись о сборе войска. Из Арагвского ущелья вместе с царевичем Вахтангом прибыли лишь 300 человек, в то время как он мог набрать до 2 тыс. Из Кизики, славившейся своими храбрыми воинами, (почти) никто в защите Тбилиси участия не принял. Неустройством государственной жизни объясняется невозможность борьбы с подобным произволом.
Показателем расстройства управленческого аппарата Картл-Кахети является то, что даже 17 сент., т е на шестой день после оставления Тбилиси, находившийся в Мтиулети Ираклий не имел никаких сведений из Кахети и от царевича Георгия.
Персидское нашествие выявило слабость грузинского дворянства, князей и азнауров также и в военном отношении. Дворянство явилось в малом числе и большинство из них не принимали активного участия в сражении. Что же касается крестьян, то они, ввиду ухудшения их положения, не считали себя заинтересованными с оружием в руках сражаться на поле брани. Этим между прочим объясняется, что мобилизация воинов прошла по всей стране очень плохо, но все-таки, воины из горных районов показали на Крцанисском поле свое геройство.
Уничтожение промышленных предприятий города, а также ремесленного производства было наиболее чувствительным для Грузии уроном. Ага-Магомед-ханом при отступлении из Грузии был послан специальный отряд для разгрома Алавердских медных рудников, а значительная часть рудокопов была взята в плен и увезена в Персию.
Разгромленный и опустошенный Тбилиси превратился в тяжелое бремя для государства. Предстоял выкуп хотя бы части увезенных персами пленных, для чего требовалось огромное количество материальных ресурсов. Картл-кахетское государство своими реальными экономическими возможностями сразу оказалось отброшенным на полтора столетия назад.
Значительную часть Картл-Кахети охватила полная анархия. Некоторые современники утверждали, что эта внутренняя анархия и грабежи нанесли стране не меньше вреда, чем само нашествие Ага-Магомед-хана.
Вслед за общим кризисом последовал голод вместе с эпидемиями. В 1797 г. появилась чума, унесшая много жизней. Нашествие Ага-Магомед-хана было названо эпохой шахства. В народе было принято говорить, что то или иное событие имело место за столько-то лет до или после шахства.
ბლოგზე გამოქვეყნებისთვის მასალა
მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა

ცემი აზრით, ეს ნაშრომი საბჭოთა და რუსული ისტორიოგრაფიის სტილში არის დაწერილი.
ReplyDeleteსარგის კაკაბაძე გარდაიცვალა, თუ არ ვცდები, 1967 წელს. ცხადია, თავის სიცოცხლეში იგი ეცდებოდა ის გამოექვეყნებია, მაგრამ ვერ მოახერხა. ეს წიგნი მხოლოდ 1991 წელს გამოაქვეყნა პროფესორმა შოთა ბადრიძემ. ანუ მას შემდეგ, რაც საბჭოთა ხელისუფლებას ისე მყარად ვეღარ მიუწვდებოდა ხელი აქაურ ამბებზე. წიგნში მკაფიოდაა ნათქვამი, რომ გეორგიევსკის ტრაქტატის დადება შეცდომა იყოო. და განა საბჭოთა იდეოლოგია ამას მიიღებდა?
ReplyDelete