Saturday, September 23, 2017

ისევ სასამართლო პროცესის გამო ჰერმან ჰესეს „რიოში მარგალიტებით თამაშის“ თარგმანთან დაკავშირებით

2014 წლის იანვრის თვეში ჩვენ უკვე მივაწოდეთ ბლოგის მკითხველს ორი მასალა – ინტერვიუ: ”გამომცემლობა „სიესტას“ უჩივიან” და ვრცელი წერილი: ”ჰერმან ჰესეს „რიოში მარგალიტებით თამაშთან“ დაკავშირებული საკითხების გამო”. მათში ამა წლის დასაწყისში, ბლოგის მკითხველთა, შესაბამისად, 114 და 311 შემოსვლა იყო დაფიქსირებული, დღესდღეობით კი 124 და 366 შემოსვლაა. თუმცა სასამართლო ჩვენს სასარგებლოდ არ დასრულებულა და თარგმანში გაწეული შრომის ანაზღაურებაზე გამომცემლობა „სიესტას“ მხრიდან უარი გვითხრა (ახლა სადაც მიხვედით, იმ გამომცემლობამ /ანუ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“/ აგინაზღაუროთო), წიგნი მაინც გამოიცა, მაგრამ ჯერჯერობით მცირე ტირაჟით – სამაგიეროდ, დღის სინათლე მაინც იხილა. ამისთვის ჩვენ ამ გამომცემლობას ახლახანს ბლოგის მეშვეობით მადლობა გადავუხადეთ, და ახლაც იგივეს ვადასტურებთ. თუმცა კი, როგორც ჩანს, ქ ვ ე შ ქ ვ ე შ ა დ ამ თარგმანთან ბრძოლა კვლავაც გრძელდება, რომლის სათავეშიც, ჩვენი ვარაუდით ისევ ქ-ნი ნანა გოგოლაშვილი და მისი ანგარებიანი ინტერესი დგას, რათა ამ თარგმანის შესრულება უფრო ფართო მასშტაბებით მან ჩაიგდოს ხელში, და ასევე მასთან დაკავშირებული გერმანისტების საკმაოდ გავლენიანი ჯგუფი, რომლებსაც მხოლოდ პირადი კეთილდღეობის ინტერესები ამოძრავებთ და ამ საერთო ინტერესების გამო ერთმანეთშიც სკმაოდ მჭიდროდ არიან შეკრულნი, როგორც ვთქვით, ქართულ გერმანისტულ წრეებში მნიშვნელოვანი გავლენაც გააჩნიათ და ასე ორგანიზებულად ებრძვიან და უნდათ „ჩაძირონ“ ყველა და ყველაფერი, რაც მათთან არ არის დაკავშირებული და მათ დაქვემდებარებაში არ იმყოფება. ამით ისინი აშკარად, როგორც ადრეც გვითქვამს, ქვეყნისა და ქართული საზოგადოების მტრებად გამოდიან, ვინაიდან ჩვენი საზოგადოების შიგნით ჯანსაღი შემოქმედი ადამიანების „ჩაწიხვლითა“ და ჩამოცილებით, საშუალო ნიჭისა და შესაძლებლობების ადამიანთა წინ წამოწევით ქვეყანა მუდმივად მათხოვრულ და ხელგაწვდენილ მდგომარეობაში იქნება და მეორდება ის მდგომარეობა, რასაც XIX სუკუნის 70-იან წლებში ილია ჭავჭავაძე (წმ. ილია მართალი) საყვედურობდა წინა თაობის მესვეურებს:

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მით, რომ თქვე ჰყრიხართ უქმად ჩვენშია,
ჩვენ მოკუნტულნი, თქვენ გაბღინძულნი,
ვერა ვთავსდებით ერთმანეთშია.

თუმცა კი ესენი უქმად სულაც არა „ჰყრიან“, არამედ აქტიურად საქმიანობენ, მაგრამ სწორედ ჯანსაღისა და შემოქმედის „ჩაწიხვლა-ჩაძირვის“ ინტერესებში. ამიტომ იძულებული ვართ ჩვენს ხელთ არსებული მაშინდელი სასამართლო პროცესების მასალები შეძლებისდაგვარად სრულად გავაცნოთ მკითხველ საზოგადოებას, რათა მან უკეთ დაინახოს საქმის ნამდვილი ვითარება და შესაბამისი დასკვნებიც გააკეთოს. ქვემოთ ჩვენ ძირითადად ჩვენი მხრიდან მოსამართლისათვის გადაცემულ მასალებს გამოვაქვეყნებთ, საიდანაც ასევე კარგად გამოჩნდება მოპასუხე მხარის მსჯელობაცა და არგუმენტაციაც.

2014 წელს გამოქვეყნებული ზემოხსენებული ვრცელი წერილი „ჰერმან ჰესეს „რიოში მარგალიტებით თამაშთან“ დაკავშირებული საკითხების გამო“ მაშინ არსებულ ვითარებასა და ჩვენს სარჩელში გადმოცემულ საკითხებს აცნობდა ბლოგის მკითხველებს. ამ სარჩელზე გამომცემლობა „სიესტამ“ და მისმა ადვოკატმა არჩილ თაბაგარმა, თუმცა კი დიდი დაგვიანებითა და ამისთვის დადგენილი ოფიციალური ვადების დარღვევით, ასევე ვრცელი შესაგებელი, ანუ თავიანთი პასუხი წარმოადგინეს. ქვემოთ ვაქვეყნებთ ჩვენს პასუხს ამ შესაგებელზე, სიდანაც ნათლად ჩანს როგორც მათ მიერ დასმული იმ საკითხების შინაარსი, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებოდით, ისე, ცხადია, ჩვენი დამოკიდებულებაც.

შენიშვნები შესაგებელზე, რომელიც მოპასუხე მხარემ წარმოადგინა 

თავში “მოპასუხის პოზიცია მოსარჩლის მიერ მითითებულ დავის ფაქტობრივ გარემოებებზე” პირველ ფაქტობრივ გარემოებას როცა ეხება, მოპასუხე ამბობს, რომ ჰ. ჰესეს რომანის “რიოში მარგალიტებით თამაშის” თარგმნა მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილის გარდა სხვა პირსაც შეუძლია და გამომცემლობა იტოვებს უფლებას თავად აარჩიოს მისთვის შესაფერისი თარგმანი. მე ამაზე არ ვდავობ, არამედ იმაზე, რომ არსებობს კანონით გაწერილი შესაბამისი პროცედურები და შესაბამისი ზნეობრივი ნორმები, რომელთა უხეშად დარღვევაც მოხდა მოპასუხის მხრიდან. სახელდობრ, ადვოკატ ინგა ჩალათაშვილის მიერ 2011 წელს გამოცემულ “ტიპიური ხელშეკრულებების კრებულში”, რომელიც მისივე განმარტებით “შედგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმების საფუძველზე”, გვ. 153-157 ეთმობა “საგამომცემლო ხელშეკრულება”-ს, რომლის მე-2 თავში განიხილება “მხარეთა უფლებები და ვალდებულებები” (გვ. 154-155). აქ 2.2 პუნქტში წერია: “გამომცემლობა ვალდებულია განიხილოს სათანადო სახით წარმოდგენილი ნაწარმოები _________ დღის ვადაში და წერილობით შეატყობინოს ავტორს ნაწარმოების მიღების ან მისი უარყოფის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საფუძვლებით, ან ნაწარმოებში შესწორებების შეტანის აუცილებლობაზე მოთხოვნილ შესწორებათა არსის ზუსტი მითითებით ხელშეკრულების პირობების ფარგლებში”. შემდეგ 2.3 პუნქტში წერია: “ავტორი ვალდებულია საბოლოოდ დაამუშაოს ნაწარმოები ________ დღის განმავლობაში, თუ გამომცემლობამ წარადგინა შენიშვნები ნაწარმოების დამუშავების შესახებ”. შემდეგ 2.4 პუნქტი ამბობს: “ავტორის მიერ გასწორებული ნაწარმოები გამომცემლობამ უნდა განიხილოს _______ დღის ვადაში. თუ წერილობითი შეტყობინება ავტორს არ გადაეგზავნა დადგენილ ვადაში, ნაწარმოები მიიჩნევა მოწონებულად. მოცემულ პუნქტში მითითებული ვადები აითვლება გამომცემლობის მიერ ნაწარმოების მიღების მეორე დღიდან”.

როგორც სარჩელშიც ვწერდი, გამომცემლობა “სიესტაში” 2012 წლის ივლისის დასაწყისში ჩაბარებულ ორიგინალის 600 გვერდის თარგმანზე 2013 წლის აპრილამდე (ე. ი. 9 თვის განმავლობაში) არანაირი შენიშვნები არ მიმიღია, და შემდეგაც იყო მხოლოდ ზეპირი შენიშვნები, მხოლოდ იმის განცხადებანი, რომ თარგმანი მთლიანობაში უვარგისია და რედაქტირებას არ ექვემდებარება, მაგრამ არანაირი წერილობითი შენიშვნები და მითითებანი თარგმანის ამონაბეჭდ გვერდებზე, რაც საშუალებას მომცემდა, რომ თვალნათლივ დამენახა ჩემი შეცდომები, თუნდაც იმ 30 გვერდზე, რომლებზედაც მ. პაიჭაძე წერს, და მათი რაოდენობისა და ხარისხის მიხედვით შემეფასებინა, მართლაც საჭირო იყო თუ არა საქმეში თანამთარგმნელის ჩართვა, თუ თავად მეც შემეძლო თავი გამერთვა ამ პრობლემისთვის. თუმცა კი თანამთარგმნელის აყვანის თემამ გამომცემელთან და მის რედაქტორთან მხოლოდ ამ პირველ საუბარში გაიჟღერა, ხოლო შემდეგ კი თავად გამომცემელი უკვე აღარც განიხილავდა ამ საკითხს და მხოლოდ იმას იმეორებდა, შენი თარგმანი უვარგისია და ჩემმა რედაქტორებმა ის შემდგომი მუშაობისთვის დაიწუნესო. რა თქმა უნდა, კანონის მოთხოვნები მე მაშინ არ ვიცოდი, მაგრამ აშკარა იყო, რომ გამომცემელი და მისი რედაქტორი სამართლიანად არ იქცეოდნენ, ამიტომ ვერ ვიჯერებდი მათ ნათქვამს, და მეც ჩემი მხრიდან ვცდილობდი, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი მენახა.

რაც შეეხება იმას, რომ თარგმანის თავდაპირველ ვარიანტში იქნებოდა ხარვეზები, ამის შესახებ მეც ვიცოდი. ჩემი მეუღლე, რომელიც უკვე მრავალი წელია სისტემატიურად თარგმნის რუსული ენიდან სამხედრო, პოლიტიკური და ისტორიული შინაარსის მასალებს, მთავაზობდა, რომ უკვე თარგმანზე მუშაობის პროცესში გამომეყენებინა ჰ. ჰესეს რომანის “რიოში მარგალიტებით თამაშის” რუსული თარგანის ტექსტი შინაარსობრივად გაგებისთვის შედარებით უფრო რთული ნაწილების გასარკვევად, მაგრამ მე არ მინდოდა თავიდანვე რუსული თარგმანის გარკვეული გავლენის ქვეშ მოვქცეულიყავი და ამიტომ ამის გაკეთება არ ვისურვე. მე ვვარაუდობდი, და ქ. კიღურაძესთანაც მქონდა ამაზე საუბრები, რომ მეყოლებოდა რედაქტორები – ერთი გერმანისტი და ერთიც ქართული ენის ფილოლოგი, რომლებთან ერთადაც ვაპირებდი და ვიმედოვნებდი თარგმანზე შემდგომ მუშაობას იმ საბოლოო სახემდე მისაყვანად, რომელზედაც ქ. კიღურაძე ლაპარაკობს, და ეს მან მშვენივრად იცოდა. აქვე ვიტყვი იმას, რომ, როცა 90-იანი წლების დასაწყისში ჰესეს სხვა რომანი “ნარცისი და გოლდმუნდი” ვთარგმნე, მაშინ მისი რუსული თარგმანი ჯერ კიდევ არ არსებობდა, თავიდან წიგნის რედაქტირებას ახდენდა ქ-ნი ელზა ახვლედიანი, ხოლო შემდეგ კი ქ-ნი რუსუდან ქებულაძე. რედაქტორებმა ძალზედ დაწვრილებით იმუშავეს და მეც მათთან ერთად ვმუშაობდი ტექსტზე. ვინაიდან რუსული თარგმანი მათ არ ჰქონდათ შესადარებლად, ამიტომ საეჭვო საკითხებზე წერილობითი შეკთხვით მაგზავნიდნენ უნივერსიტეტის პროფესორთან ბ-ნ ნოდარ კაკაბაძესთან, ვისგანაც ჩვეულებრივ მომქონდა შემდეგი შინაარსის დასკვნები: “ტექსტი სწორად არის თარგმნილი”, ან “დაუჯერეთ მთარგმნელს”. ამჯერადაც ასეთ მუშაობას მოველოდი რედაქტორებთან, როგორც კანონზომიერ და აუცილებელ პროცედურას, და ამიტომ მეც ასეთი საქმიანობისთვის ვეზადებოდი – ანუ რედაქტორებთან ერთად ტექსტის თავების მიხედვით მიყოლისა და მასზე მუშაობისთვის. ამის შესახებ ქ. კიღურაძეს თავიდანვე ვეუბნებიდი, ჯერ კიდევ თარგმნის პროცესში, და მასაც მაშინ რაიმე საწინააღმდეგო არ უთქვამს და ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო მოვლენების ის განვითარება, რაც შემდეგში მოხდა. 

გარდა ამისა, როდესაც 2012 წლის ივლისში მე გამომცემლობას ჩავაბარე ჩემი თარგმანის ის თავდაპირველი ვარიანტი, იმავე ხანებში ჩამოვიდა გერმანიიდან, გოეთეს ინსტიტუტის სათავო ოფისიდან, ხელშეკრულება თანადაფინანსებაზე, რომელიც ორი წლის ვადით იყო გაცემული და გამომცემლობას მთლიანობაში ეს დროს ჰქონდა წიგნის გამოცემისთვის, რომლის უდიდესი ნაწილიც, ცხადია, რედაქტორებთან ერთად თარგმანზე ჩემს მუშაობას უნდა დათმობოდა.

მე-2 ფაქტობრივ გარემოებას რაც ეხება, იქ მე ვდაობ იმას, რომ ხელშეკრულების იმ პირველი ვარიანტის მიხედვით, და ასევე მეორე ვარიანტისაც, გამომცემლობა ვალდებულებას იღებდა წიგნის ჰონორარის ნახევარი (პირველი ვარიანტის მიხედვით 900 დოლარი) მთარგმნელისთვის მაშინვე გადაეხადა, მეორე ნახევარი კი წიგნად გამოცემის შემდეგ. ასეთი ნაწილობრივ წინასწარ გადახდა საყოველთაოდაა მიღებული და ითვალისწინებს მთარგმნელისთვის მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი სამუშაო პირობების შექმნას, რათა მან თარგმანზე მშვიდად და ნაყოფიერად იმუშაოს და სარჩო-საბადებელის საშოვნელად სხვა დამატებითი საქმის კეთება არ დასჭირდეს. და ამ აუცილებელი, მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება გამომცემლობა “სიესტამ” ვერ შეძლო ან არ მოისურვა, შესაბამისად მე მიხდებოდა დამატებით დროისა და ენერგიის ხარჯვა საარსებო სახსრების საშოვნელად, რაც თარგმანის პირველი ვარიანტის ხარისხზე უარყოფითად აისახა. სამაგიეროდ, გამომცემლობა “სიესტას” დირექტორმა ქ. კიღურაძემ ჩემგან შესრულებული სამუშაოს ხარისხის მაქსიმუმი მოითხოვა, და ხარვეზების გამოსწორებაში თანადგომისა და დახმარების მაგივრად მხოლოდ უარყოფას, იგნორირებასა და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას იჩენდა. თანაც ყოველგვარი წერილობითი ახსნა-მითითების გარეშე, რასაც მოქმედი კანონმდევლობა მოითხოვს. და ეს ხდებოდა იმ პირობებში, როდესაც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მან მშვენივრად იცოდა, ჩემი მუშაობის მანერიდან ამომდინარე, რომ მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი რედაქტორებთან ერთად ტექსტზე თავების მიხედვით მუშაობას, რაც სავსებით ბუნებრივია, და რომლის პროცესშიც თარგმანი ხარვეზებისგან უნდა გაწმენდილიყო და ქართულ ენაზეც უფრო გამართულიყო. გამომცემელი თავს იმართლებს იმით, რომ უხარისხო თარგმანს წიგნად ვერ გამოსცემდა, და ამაში მას მეც ვეთანხმებოდი და დღესაც ვეთანხმები. აქ ზემოთ მე მოვიყვანე სწორედ ის მექანიზმი თარგმანზე მუშაობისა, კერძოდ კი მთარგმნელისა და რედაქტორის თანამშრომლობა, რასაც 600-გვერდიანი წიგნის თარგმანში თუნდაც კანონზომიერად მოსალოდნელი ნაკლოვანებები უნდა გაესწორებინა. ნებისმიერ ენაზე ყველაზე უფრო დახელოვნებული და დამსახურებული მთარგმნელის მიერ შესრულებული თარგმანი გამომცემლობაში გადის რედაქტირებას და საბოლოო პროდუქტი იქაც წარმოადგენს მთარგმნელისა და რედაქტორის მუშაობის შედეგს, რისი საშუალებაც მე ქ. კიღურაძემ და მ. პაიჭაძემ არ მომცეს.

მე-3 ფაქტობრივ გარემოებაზე ლაპარაკისას აღსანიშნავია, რომ ჰ. ჰესეს ამ რომანის თარგმანზე ჯერ მიღებულ იქნა თანხმობა ზურკამპის გამომცემლობისგან, რომელიც ჰესეს მემკვიდრე გახლავთ და კიდევ დაახლოებით 20 წლის განმავლობაში მას ექნება ამ ნებართვის გაცემის უფლება, ხოლო შემდეგ კი გოეთეს ინსტიტუტთან გამომცემლობა “სიესტამ” დადო ხელშეკრულება ამ წიგნის გამოცემის თანადაფინანსებაზე. მაგრამ ორივე ამ ეტაპზე, ურთიერთობებში როგორც ზურკამპის გამომცემლობასთან, ისე გოეთეს ინსტიტუტთანაც, გამომცემლობა “სიესტა” გამოდიოდა კონკრეტულ მთარგმნელთან – მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილთან, ანუ ჩემთან ერთად. ამისთვის გერმანიაში, სხვა საბუთებთან ერთად, გაიგზავნა ჩემი CV, ჩემ მიერ გამოქვეყნებული თარგმანების ჩამონათვალი, ასევე ერთი ნაწყვეტის თარგმანი რომანიდან “რიოში მარგალიტებით თამაში”, რომლებიც გერმანულმა მხარემ მოიწონა და ქართულ გამომცემლობასა და კონკრეტულ მთარგმნელს თავისი ნდობა გამოუცხადა. ასეთ პირობებში მართლაც, გოეთეს ინსტიტუტში არსებული წესებით, ჯერ უნდა გამოიცეს წიგნი ქართული გამომცემლობის სახსრებით, ხოლო შემდეგ კი, უკვე გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ჩამოვა თანხა, რაც წარმოადგენს დახმარებას გამომცემლობისთვის იმით, რომ შეადგენს მთარგმნელის ჰონორარის უდიდეს ნაწილს (ამ შემთხვევაში ეს გახლავთ 3000 ევრო).

გოეთეს ინსტიტუტის ოფიციალურ საიტზე რუსულ ენაზე გამოქვეყნებულ ტექსტში ხაზგასმითაა ნათქვამი: В случае принятия решения о поддержке того или иного издательского проекта Немецкий культурный центр им. Гете после выхода книги на иностранном языке возмещает иностранному издательству часть расходов на перевод. Возмещение расходов на перевод в полном объеме, а также финансирование расходов на печать и редакторскую подготовку не предусмотрено. აქედან ნათლად ჩანს, რომ ამა თუ იმ კონკრეტული თარგმანის რედაქტირებასა და დასტამბვაში გერმანული მხარე ფინანსურად არ მონაწილეობს და ეს საკუთარ თავზე უნდა აიღონ შესაბამისი ქვეყნების გამომცემლობებმა, და კიდევ ამაზე დამატებით, მთარგმნელს ჰონორარის დარჩენილი ნაწილიც უნდა გადაუხადონ. ასე ესმით ეს საქმე გერმანიაში, მაგრამ ამ ფულს, სამწუხაროდ, საქართველოში სხვანაირ გამოყენებას აძლევენ. ეს კი ფულის გამომძალველობაა, ფაქტობრივად ყაჩაღობა, ორგანიზებული დანაშაული, რომლის წინაშეც სისტემატიურად დგას ქართული ლიტერატურული საზოგადოება, და, სამწუხაროდ, უმეტესწილად უძლურია.

ქ-ნი კიღურაძე დაბეჯითებით მეუბნებოდა, რომ გერმანიიდან ჩამოსასვლელი თანხა ნაწილობრივ გამომცემელს უნდა გამოეყენებინა და, ნაწილობრივ კი, მთარგმნელის ჰონორარში წასულიყო. თუმცა კი მანამდე ჩემთვის გოეთეს ინსტიტუტში უკვე ნათქვამი ჰქონდათ იმ წესის თუ პრაქტიკის შესახებ, როგორც ამას თავად გოეთეს ინსტიტუტი უდგება და მიიჩნევს, თანადაფინანსებაზე თანხმობის მოსვლის შემდეგ, როდესაც ეს მეც შემატყობინეს (2012 წლის ზაფხულში), მე კიდევ ერთხელ დავაზუსტე აღნიშნული ინსტიტუტის თანამშრომელ ქ-ნ ეკა წერეთელთან, რომ წესითა და გერმანული მხარის შეხედულებით, ეს თანხა მთლიანად მთარგმნელის ჰონორარში უნდა წასულიყო. და როდესაც შემდეგ დაბეჯთებით ვუთხარი ამის შესახებ ქ. კიღურაძეს, სწორედ ამას მოჰყვა შედეგად ის ხელოვნურად შექმნილი პრობლემები და სიძნელეები, რომლებზედაც სარჩელში უკვე მქონდა საუბარი: 2012 წლის ივლისში სარედაქციოდ ჩაბარებული ტექსტის 2013 წლის აპრილამდე მიჩუმათება, შემდეგ იმ ხარვეზებიან ტექსტში, თუნდაც იმ 30 გვერდზე, რომლებზედაც მ. პაიჭაძე ლაპარაკობს, წერილობითი შენიშვნების არგაკეთება, რაც ნათლად დამანახებდა ჩემ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარიხს და შესაძლებელი იქნებოდა, როგორც ამას საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ან მისი გამოსწორებისთვის დამოუკიდებლად მუშაობის გაგრძელება, ან კიდევ თანამთარგმნელის მოწვევა და ჩვენი ერთობლივი მუშაობა. ხოლო ის ფორმა და წესი რასაც მ. პაიჭაძემ მიმართა: “ზნაჩიტ ტაკ, ახლა გარცევაზე გადავიდეთ” (და ეს “გარჩევა” სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა, ზეპირი წესით და არა ნაწერ ტექსტზე მუშაობით), ეს სულაც არ შეესაბამება განათლებულ და ინტელექტუალურ ადამიანთა ქცევების წესებს და უფრო მართლაც ორგანიზებული დანაშაულის სამყაროს რეპერტუარიდანაა.

რაც შეეხება მე-4 ფაქტობრივ გარემოებას, სულ ახლახანს ზემოთ მას ნაწილობრივ უკვე შევეხე. ახლა სხვა საკითხებზეც გავამახვილოთ ყურადღება. მოპასუხე წერს: “თარგმანი იყო იმდენად უხარისხო, რომ იგი პრაქტიკულად საჭიროებდა ხელახალ თარგმნას, ამის შესახებ მოსარჩელემ იცოდა ამ საკითხის ირგვლივ გამართული არაერთი შეხვედრისას და ამას არც უარყოფს თავის განცხადებაში”. სინამდვილეში კი მოსარჩელე მხარე ამბობს, რომ თარგმანის თავდაპირველ ვარიანტს ჰქონდა ხარვეზები, ადგილ-ადგილ სერიოზული ხარვეზებიც, მაგრამ ამის შესახებ მე ვერანაირად ვერ გავიგე 2013 წლის აპრილის დასაწყისში, როდესაც ველაპარაკე ქ. კიღურაძესა და მ. პაიჭაძეს, არამედ მხოლოდ იმავე წლის ივნისის თვეში, როდესაც ამ ადამიანთაგან სისტემატიური შეურაცხყოფის, იგნორირებისა და დამცირების შემდეგ, რაზედაც სარჩელში იყო საუბარი, თავად გადავწყვიტე მეუღლის შემოთავაზებით და მასთან ერთად, ამ რომანის რუსული თარგმანის ტექსტის გამოყენებით, ისევ თვითონ ჩავჯდომოდი ჩემი თარგმანის გადამუშავებას. მასში მართლაც იყო ხარვეზები და თუ გამომცემელი და მისი რედაქტორი თარგმანის ამობეჭდილ ტექსტში, თუნდაც 30 გვერდში, ან სულაც 10 გვერდში აღიშნავდნენ შეცდომის შეცველ წინადადებებს ან ადგილებს, წერილობით მიუთითებდნენ მათ ხასიათსა და მნიშვნელობაზე, მაშინ თავად მეც არ მექნებოდა საფუძველი იმისთვის, რათა უარი მეთქვა თანამთარგმნელის შემოყვანაზე, რაც მ. პაიჭაძემ თავიდან შემომთავაზა კიდეც, მაგრამ ეს მოხდა, სამწუხაროდ, არა იმ საყოველთაოდ მიღებული და ცივილიზებული ფორმით, რომელზედაც ახლახანს ვისაუბრეთ, არამედ “ზნაჩიტ ტაკ...” და უხეში ზეპირსიტყვიერი მოწოლით, ხოლო შემდეგ დღეებში კი, როდესაც საკმაოდ უიმედოდ მყოფი თავად ვთავაზობდი გამომცემელს, რომ თუნდაც ასეთ პირობებშიც აეყვანათ თანამთარგმნელი და მასთან ერთად ვიმუშავებდი, ამაზე უკვე კიღურაძე-პაიჭაძის მხრიდან ჩემი იგნორირება და მთლიანად ამ საქმიდან ჩემი ჩამოცილების სურვილი მოდიოდა. ანუ ისინი უკვე იმასაც უარყოფდნენ, რაც მანამ სულ რამდენიმე დღის წინ თავად შემომთავაზეს – “ამაზე ხომ უკვე ვილაპარაკეთ...”, “დროს ნუ მაკარგვინებთ...” და სხვა (გამომცემლის სიტყვებია ჩემთან პირად და სატელეფონო საუბრებში, რაზეც ასევე ვწერდი სარჩელში).

ზემოთ ვილაპარაკე, რომ თარგმანის თავდაპირველ ვარიანტში არსებულ შეცდომებს სხვა მიზეზიც ჰქონდა, გამომცემლობის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაუფინანსებლობის პრობლემის გარდა. ეს გახლდათ თავად ჩემი გამოცდილება 90-იან წლებში ჰ. ჰესეს რომანის “ნარცისი და გოლდმუნდის” რედაქტირებისას – დეტალური მუშაობა რედაქტორებთან, რასაც ახლაც მოველოდი და რაზედაც ზემოთ უკვე ვისაუბრე. მაგრამ ეს ყველაფერი არ მომხდარა. ის, ვისაც რედაქტორი ჰქვია (მ. პაიჭაძე), ფაქტიურად მიმღებ კომისიად, უფრო სწორედ, დამწუნებელ კომისიად წარმომიდგა, ხოლო ქ. კიღურაძისთვის კი წიგნის რედაქტირებამ მხოლოდ “მცირე რედაქტირების” სახე მიიღო. მაგრამ მცირე რედაქტირებით შეიძლება მარტივ ნაწარმოებებზე მუშაობა, ხოლო ასეთ რთულ და ინტელექტუალურ ტექსტს, სხვადასხვანაირი ინფორმაციითა და რთული ქვეწყობილი წინადადებებით უხვად დატვირთულს რომ გამომცემლის მხრიდანაც რედაქტირებაზე უფრო მეტი ხარჯების გაწევა, მეტი გულისხმიერება და კოლეგიალური დამოკიდებულების გამოჩენა დასჭირდებოდა, ეს სულაც არ უნდა იყოს გასაკვირი.

მ. პაიჭაძე თავის მხრივ შესაგებელში წერს, მე ჩემ მიერ გაწეულ სარედაქციო მუშაობაში არანაირი თანხა არ ამიღიაო. შეიძლება ესეც იყო იმის მიზეზი, რომ მან წერილობით ვერაფერი ვერ წარმომიდგინა მისი შენიშვნების სახით, და არა ის, რომ თითქოს შეცდომების სიმრავლის გამო ასეთი შენიშვნების დაწერა არ შეიძლებოდა. მაგრამ რედაქტორისთვის საზღაურის გადახდა ხომ გამომცემლობის საქმეა და არა მთარგმნელისა. ამიტომ ბუნებრივად ისმება საკითხი: თუ გამომცემლობა “სიესტას”, ქეთი კიღურაძეს არ შეუძლია ასეთი ხარისხის თხზულებების თარგმანზე შესაბამისი ხარისხის რედაქტირების უზრუნველყოფა, მაშინ იქნებ დაანებოს თავი იმ საქმეს, რასაც თავს ვერ ართმევს, დაანებოს თავი ჰერმან ჰესეს თარმანების გამოცემას და რამე უფრო მარტივი ნაწარმოებები აირჩიოს. ის ხშირად ამართლებს ხოლმე თავის დამოკიდებულებას ელზა ახვლედიანის მიერ შესრულებული თარგმანების ხარისხით ესპანურიდან, კერძოდ კი გ. -გ. მარკესის რომანისა “მარტოობის ასი წელიწადი”, რომელიც ყველაზე უფრო გაყიდვადი წიგნია მის მიერ გამოცემულებს შორის, მაგრამ ქ-ნი ელზა, როგორც ვთქვი, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში უკვე გამოცდილი რედაქტორი გახლდათ და თავისი თარგმანების თავადვე რედაქტირებაც მას არ გაუჭირდება. ეს მართლაც ბედნიერი შემთხვევაა გამომცემლისთვის, როცა მისთვის ცალკე რედაქტორის აყვანა საჭირო აღარ ხდება, მაგრამ ეს ხომ ჩვეულებრივად გავრცელებული მოვლენა არ არის და მთარგმნელთა უმრავლესობას ხომ რედაქტორთან მუშაობაც სჭირდება? გავიხსენოთ რას წერს ამის თაობაზე ქ-ნი ანა კორძაია-სამადაშვილი თავის რეცენზიაში ჩემ მიერ შესრულებულ თარგმანთან დაკავშირებით: “ის, რომ თარგმანის ავტორს ამდენი ხნის განმავლობაში მარტოს უხდებოდა ტექსტის პირისპირ დარჩენა, ცხადია, გარკვეულ ხარვეზებს განაპირობებს, რაც ყოველი მთარმნელისთვის ნაცნობი ამბავია – თითქოს გვერდიდან ვეღარ ხედავ, გერმანულ ტექსტს ქართულად ვეღარ კითხულობ. ამ პრობლემას რედაქტორი გადაწყვეტს, – საბედნიეროდ, კარგი რედაქტორები ნამდვილად გვყავს, – და მოხარული ვარ, რომ სულ მალე ქართულენოვან მკითხველს ჰერმან ჰესეს ამ საუცხოო რომანის წაკითხვის შესაძლებლობა ექნება”. და რაღა რჩებოდა ამისთვის? გამომცემლისა და მისი რედაქტორის კეთილი ნება, რაც მათ, სამწუხაროდ, არ ჰქონიათ. 

რაც შეეხება თავად თარგმანის გასწორებაზე მუშაობას, რასაც ქ-ნი პაიჭაძე “ხელახლა თარგმნის საჭიროებას” უწოდებს, ასეთი რამ სულაც არ ყოფილა. მართლაც, მეუღლესთან ერთად მუშაობა ამაზე დავიწყეთ 2013 წლის ივნისში, ხოლო 15 ივნისამდე გამომცემელს ელექტრონული სახით უკვე მივუტანეთ რომანის პირველი თავის ნახევრის თარგმანის გადამუშავებული ტექსტი (12 კომპიუტერული გვერდი), 15 ივლისისთვის კი პირველი ორი თავისა (50 კომპიუტერული გვერდი). ამის შემდეგ მე სოფელში წავედი დასასვენელად და თან ტექსტზე იქ მარტო ვმუშაობდი, ხოლო თბილისში ჩამოსვლის შემდეგ კი საეჭვო ნაწილებზე ისევ მეუღლესთან ერთად ვიმუშავე და უკვე სექტემბრის დასაწყისში ჩავაბარე კიდევ III-V თავების გადამუშავებული ტექსტი (ანუ კიდევ 57 კომპიუტერული გვერდი; სულ I-V თავები 110 კომპიუტერულ გვერდამდე /ორიგინალის 180 გვერდზე მეტი/). ცხადია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მას ხელახლა თარგმნა დასჭირდებოდა, ასეთ მოკლე დროში ამ სამუშაოს თავს ვერ გავართმევდით. აქაც ქ-ნი პაიჭაძე არ ამბობს სიმართლეს. თარგმანს სჭირდებოდა გადამუშავება, რაც უფრო იოლი იყო, რომ თანამთარგმნელობის წესით განხორციელებულიყო, მაგრამ გამომცემელი და მისი “მიმღები კომისია” ამაზე არ წამოვიდნენ და იქამდეც კი მივიდნენ, რომ იმ ტექსტს, რომლის პირველი ორი თავი შინაარსობრივად პრაქტიკულად ზედმიწევნით არის გასწორებული ცნობილი და დამსახურებული საბჭოთა მთარგმნელის, სოლომონ აპტის მიერ შესრულებული თარგმანის გამოყენებით, და შინაარსობრივად მასთან თანხმობაშია, კიღურაძე-პაიჭაძის დუეტი ისევ იმდენად უვარგისს უწოდებს, რომლის რედაქტირებაც შეუძლებელიაო.

ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო ზედმიწვნით უნდა ითქვას. როდესაც 2013 წლის აპრილ-მაისის თვეებში ქ. კიღურაძის მხრიდან ჩემდამი გამოჩენილი უსულგულობისა და იგნორირების გამო მეუღლემ შემომთავაზა რუსულ თარგმანთან შედარებით თავადაც დაგვენახა და გამომცემლისთვისაც გვეჩვენებინა მართლა რამდენი შეცდომა იყო თავდაპირველი თარგმანის ტექსტის დასაწყის ნაწილში, რომლის მსჯელობაც მთელი რიგი ისტორიული, სამეცნიერო და კულტურული პროცესების მიმოხილვას შეიცავს და შედარებით უფრო რთული სათარგმნია, რომ ისინი ისე ბევრი არ იყო, როგორც გამომცემელი ამბობდა, თანაც გაგვესწორებინა და ამით ჩემი შრომა დამეცვა. მაგრამ ტექსტზე მუშაობისას მართლაც აღმოჩნდა შინაარსობრივი შეცდომები, და ჩვენი მონდომებაც უფრო იქითკენ წარიმართა, რომ ისინი გამოგვესწორებინა და ტექსტი შინაარსობრივად უნაკლოდ გაგვემართა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, 15 ივნისისთვის გამომცემელს ჩემმა მეუღლემ მიუტანა გადამუშავებული თარგმანის პირველი 12 კომპიუტერული გვერდი, 15 ივლისს კი 50 გვერდი. ამ მეორედ მისვლის დროს, დასაწყისშივე, ისე რომ მიტანილი მასალა მხოლოდ თავის კომპიუტერში გადაიწერა და მას ვერც გაეცნობოდა, ქ. კიღურაძემ ჩემს მეუღლეს დაუწყო იმაზე ლაპარაკი, თუ რას ვიზამდით იმ შემთხვევაში, თუ ამ ტექსტსაც დაიწუნებდნენ. როცა მან ჰკითხა, თუ რატომ წამოიწყო ეს ლაპარაკი ისე, რომ ტექსტი ჯერ არ ენახა, გამომცემელმა უპასუხა, რომ პირველად მიტანილი მასალა (12 გვერდი) ასევე დაიწუნესო. ამას, ბუნებრივია, მოჰყვა ჩემი მეუღლისგან პროტესტი იმის გამო, რომ ტექსტი შინაარსობრივად ზედმიწევნით არის შედარებული სოლომონ აპტისეულ თარგმანთან, რომელიც ამ საქმის დიდი სპეციალისტია, პასუხად კი მიიღო, რომ ჩემმა რედაქტორებმა მარიამის თარგმანის სტილი დაიწუნესო. და ამას ქ. კიღურაძე ამბობდა სწორედ იმ ტექსტზე, რომლის შესახებაც იმავე 2013 წლის 4 ნოემბერს ბ-ნი ალექსანდრე კარტოზია მე გერმანიიდან მწერდა: “ძალიან მივესალმები იმას, რომ რომანის სტილის შენარჩუნება გაქვთ დასახული მიზნად. ამას იმიტომ ვამბობ, რომ არცთუ იშვიათად მთარგმნელები საქმეს იიოლებენ და იმის მომიზეზებით, თითქოს ქართული ენა ვერ იტანდეს ქვეწყობილი წინადადებების სიუხვეს, გერმანული ორიგინალის ყოველ “მრავალსართულიან” წინადადებას თარგნისას მრავალრიცხოვან მარტივ წინადადებებად “ანაწევრებენ”. ასეთ დროს ორიგინალის ამა თუ იმ წინადადების აზრის (შინაარსის) მეტ-ნაკლებად ადექვატურად გადმოცემა თარგმანში თითქოს მართლაც ხერხდება, სამაგიეროდ ის, რაც სრულიად უგულვებელყოფილი რჩება, არის ფორმა ანუ სტილი. მწერალი კი პირველ რიგში სწორედ სტილია. ამგვარად, ძალიან კარგია, რომ ორიგინალის რეპროდუქციაა თქვენი მთარგმნელობითი მუშაობის პრინციპი”. ანუ პაიჭაძე და კიღურაძე ამ შემთხვევაშიც, სამწუხაროდ, იტყუებოდნენ. ამის მიზეზი ალბათ იყო ის, რომ ეს მნიშვნელოვანი რომანი ვინმე სხვა მთარგმნელისთვის უნდოდათ ხელში ჩაეგდოთ, ან კიდევ პაიჭაძეს მთელი ქართული გერმანისტიკა საკუთარ სამემკვიდრეო მამულად მიაჩნია და რაც იქ ხდება, უნდა რომ მხოლოდ მისი ნება-სურვილით ხდებოდეს, და ა. შ.

აქვე უნდა ითქვას, რომ უკვე სექტემბრის თვეში ჩემი თხოვნით საქმეში ისევ ოთარ ყარალაშვილი ჩაერია და მან შემომთავაზა, რომ ჩემი თარგმანის უკვე გადამუშავებული ტექსტი სხვა გერმანისტებისთვისაც მეჩვენებინა. ამის შესაძლებლობა მანამდე არ ჩნდებოდა, ვინაიდან ქეთი კიღურაძე დაჟინებით იმეორებდა, მე მხოლოდ ჩემთან დაახლოებულ გერმანისტებსა და რედაქტორებს ვენდობიო, მაგრამ ბ-ნ ოთარის მოსაზრებას უკვე ასე ხელაღებით ალბათ წინ ვეღარ დაუდგებოდა. ამის შემდეგ, 2013 წლის სექტემბრის თვეში ჩემი თარგმანის დასაწყისი (12 კომპიუტერული გვერდი) წავაკითხე ჩემს მასწავლებელს უნივერსიტეში, ცნობილ გერმანისტსა და მთარგმნელს, პროფესორ ზურაბ აბაშიძეს, რომელმაც მითხრა, რომ ტექსტი ზედმიწევნით მიჰყვებოდა ორიგინალს, მხოლოდ შემომთავაზა, ვინაიდან ქართული ენა რთული ქვეწყობილი წინადადებების სიუხვეს ვერ იტანს, ამიტომ ეს წინადადებები დამეშალა. ბ-ნი ზურაბი ასევე ცდილობდა, რომ ჩემთვის შესაფერისი გერმანისტი რედაქტორიც მოეძებნა, მაგრამ ამ დროს გერმანისტებისგან შევიტყვე ამბად, რომ ქ. კიღურაძეს უკვე გაეფორმებინა ხელშეკრულება ამ რომანის თარგმანზე პროფესორ ნანა გოგოლაშვილთან, და, როგორც სარჩელშიც ვწერდი, ამის შემდეგ უკვე მივედი გოეთეს ინსტიტუტში იმის გასარკვევად, მართლა იყო თუ არა ასეთი ახალი ხელშეკრულება გაფორმებული. მათ მითხრეს, რომ ივლისის თვეში მართლაც იყო ლაპარაკი ამის თაობაზე (ანუ სწორედ მას შემდეგ, რაც ჩემმა მეუღლემ გამომცემელს თარგმანის უკვე გადამუშავებული ორი თავი, 50 კომპიუტერული გვერდი მიუტანა), მაგრამ ოფიციალურად ახალი ხელშეკრულება გერმანულ მხარესთან არ გაფორმებულაო. ჩვენი მდგომარეობით გულწრფელად შეწუხდა ამ ინსტუიტუტის პასუხისმგებელი თანამშრომელი, თავადაც მთარგმნელი, ქ-ნი ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი, რომელმაც იმ ხანებში ლიტერატული პრემია აიღო ქართულიდან გერმანულ ენაზე მხატვრული ნაწარმოების თარგმნისთვის, და მითხრა, რომ მეოთხე ადამიანი ხართ ამ ბოლო ხანებში მაგ გამომცემლობაზე ჩვენთან საჩივლელად რომ მოვიდაო. მალევე ღონისძიება ჩატარდა გერმანიაში, სადაც ქ-ნი ნათია და ბ-ნი ოთარი დაელაპარაკნენ ქ. კიღურაძეს, და სწორედ ამ საუბრების შემდეგ შემომთავაზა ოთარ ყარალაშვილმა, რომ ჩემი გადამუშავებული თარგმანი წამეკითხებინა ანა კორძაია-სამადაშვილისა და ალექსანდრე კარტოზიასთვის, რომელთა აზრიც პრაქტიკულად გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო. ასეც მოვიქეცი, რაზედაც ამ ტექსტშიც რამდენიმე ადგილას მის ცალკეულ მხარეებზე ვლაპარაკობ, მაგრამ გამომცემელმა და მ. პაიჭაძემ კი ისევ მოიტყუეს და თავიანთი ხაზი გააგრძელეს – ეს ხაზი კი გახლდათ ამ თარგმანის უფლების ჩემთვის წართმევა და ნანა გოგოლაშვილისთვის მისი გადაცემა. თანაც როგორი უტიფარი უნდა ყოფილიყო ქ. კიღურაძე, რომ თავისი ნდობით აღჭურვილ გერმანისტებში, რომლებიც ჩემს თარგმანს იწუნებდნენ, სისტემატიურად მისახელებდა ნ. გოგოლაშვილსაც, რომელიც თურმე თავად იყო მონდომებული რომ ეს თარგანი ხელში ჩაეგდო. ქ-ნი ნანა გამოცდილი და დამსახურებული მთარგმნელია, მან ჩემზე ადრე, ჯერ კიდევ 80-იან წლებში თარგმნა ჰესეს სხვა რომანი “ტრამალის მგელი”, რომელიც 2001 წელს ოთარ ყარალაშვილმა ხელმეორედ გამოსცა. მაგრამ ბ-ნმა ოთარმა სწორედ მე მთხოვა, იმ ხანებშივე, რომ “რიოში მარგალიტებით თამაშიც” სწორედ მე მეთარგმნა, ვინაიდან ჩემ მიერ თარგმნილი “ნარცისი და გოლდმუნდი”, ჰესეს სხვა ქართულ თარგმანებს შორის, მას განსაკუთრებით მოეწონა, და მანვე შემომთავაზა, რომ თანდათანობით მთელი ჰესე ხელახლა მეთარგმნა. ქ-ნმა ნანა გოგოლაშვილმა მაშინ დამითმო ამ რომანის თარგმნა, “რაკი ოთარს უნდა, შენ თარგმნეო”, მითხრა, მაგრამ როგორც კი, ზემოხსენებული მიზეზების გამო, ამ გზაზე ფეხი წავიბორძიკე, მაშინვე ეს ადამიანები ასეთი დაუნდობლობითა და ვერაგობით, მოქმედი კანონმდებლობისა და ზნეობრივი და კოლეგიალური ნორმების დარღვევით ცდილობდნენ ამ საქმიდან ჩემს განზე დატოვებას. ამ ბოლო ხანებში (დაახლოებით ერთი თვის წინ) საქართველოს საზოგადიებრივი ტელევიზიის ერთერთ ლიტერატურულ გადაცემაში, სადაც ბ-ნ რატი ამაღლობელთან ქართველი მთარგმნელები იყვნენ, სამომავლო გეგმებზე კითხვის დასმისას, ქ-ნმა ნანა გოგოლაშვილმა განაცხადა, რომ ის თავის კოლეგასთან ერთად მუშაობს თომას მანის დიდი რომანის “იოსები და მისი ძმანის” თარგმანზე, რაც თითქოს იმის მაჩვენებელი უნდა იყოს, რომ ჩემ მიერ მიღებული ზომების შემდეგმათ უკან დაიხიეს ჩვენს დავაში, მაგრამ ჯერჯერობით სხვა რაიმე ხელშესახები საფუძველი ამ მხრივ არ გამაჩნია, ამიტომ ისევ ვაგრძელებ სამართლებრივი გზით ბრძოლას ჩემი უფლებებისა და სამართლიანი ინტერესების დასაცავად.

გამომცემელი იმ ეტაპზე გამოთქვამდა კიდევ იმ პრეტენზიასაც, რომ მისი გამომცემლობა მხოლოდ ორიგინალიდან თარგმანებს გამოსცემს და რუსულიდან თარგანს ის არ მიიღებდა. და ის, სამწუხაროდ, აქაც იტყუებოდა. ქვემოთ მომყავს რომანის პირველი ათი აბზაცის დასაწყისი წინადადებები რუსული თარგმანიდან ჩემი მეუღლის მიერ ქართულად გადმოთარგმნილი და შემდეგ კი იგივე წინადადებები გერმანული ორიგინალიდან ჩემ მიერ შესრულებული თარგმანიდან, საიდანაც ჩანს, რომ მათი წყობა ერთმანეთისგან განსხვავდება. სახელდობრ:

1) რომანის რუსულ თარგმანში ავტორისეული მცირე წანამძღვრის დასაწყისში წერია: …хотя то, чего не существует на свете, людям легкомысленным в чем то даже легче и проще выражать словами, чем существующее, для благочестивого и добросовестного историка дело обстоит прямо противоположным образом…

მისგან პირდაპირი თარგმანი ასეთია: ...თუმცა კი იმის გამოთქმა სიტყვებით, რაც ქვეყანაზე არ არსებობს, ქარაფშუტა ადამიანებისთვის რაღაცნაირად უფრო ადვილი და მარტივია, ვიდრე არსებულისა, ღვთისმოსავი და კეთილსინდისიერი ისტორიკოსისთვის საქმე პიდაპირ საწინააღმდეგო სახით წარმოდგება...

მე კი გერმანული დედნიდან შესრულებულ თარგმანში ეს წინადადება ასე მიწერია: ...თუმცა კი გარკვეული თვალსაზრისით, დაუფიქრებელი ადამიანებისთვის არარსებული საგნების სიტყვებით გამოხატვა უფრო მსუბუქად და უპასუხისმგებლოდ არის შესაძლებელი, ვიდრე არსებულისა, მაგრამ ღვთისმოსავი და კეთილსინდისიერი ისტორიკოსისთვის ეს ხომ სწორედ შებრუნებითაა...

2) რომანის რუსულ თრგმანში პირველი აბზაცი ასე იწყება: Мы хотим запечатлеть в этой книге те немногие биографические сведения, какие нам удалось добыть об Иозефе Кнехте, именуемом в архивах игры в бисер Ludi magister Josephus III.

აქედან ქართულად გამოდის: ჩვენ გვსურს აღვბეჭდოთ ამ წიგნში ის არცთუ ბევრი ბიოგრაფიული ცნობები, რომელთა მოპოვებაც ჩვენ მოვახერხეთ იოზეფ კნეხტის შესახებ, რომელსაც რიოში მარგალიტებით თამაშის არქივებში უწოდებენ Ludi magister Josephus III-ს.

მე კი ეს წინადადება გერმანულიდან ასე მაქვს თარგმნილი: ჩვენი განზრახვაა, რომ ამ წიგნში ავსახოთ ის მცირედი, რისი მოძიებაც შევძელით იოზეფ კნეხტის შესახებ არსებული ბიოგრაფიული მასალებიდან, Ludi Magister Josephus III-ისა, როგორც მას რიოში მარგალიტებით თამაშის არქივებში მოიხსენიებენ.

3) რომანის რუსულ თარგმანში მეორე აბზაცი ასე იწყება: Если мы тем не менее упорно пытались кое что выяснить о жизни Ludi magister Josephus III и набросать в общих чертах портрет его личности, то делали мы это не ради культа отдельных лиц и не из неповиновения обычаям, как нам думается, а, напротив, только ради служения истине и науке.

აქედან ქართული თარგმანია: თუკი ჩვენ მიუხედავად ამისა დაჟინებით ვცდილობდით რაიმეს გარკვევას Ludi magister Josephus III-ის ცხოვრების შესახებ და ზოგადი ხაზებით მისი პიროვნების პორტრეტის დახატვას, ამას ჩვენ ვაკეთებდით არა ცალკეულ პირთა კულტის გულისთვის, და არც ადათებისადმი დაუმორჩილებლობის გამო, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, არამედ, პირიქით, მხოლოდ ჭეშმარიტებისა და მეცნიერებისადმი მსახურების გულისთვის.

მე კი ეს წინადადება ასე მაქვს დედნიდან თარგმნილი: მიუხედავად ამისა, თუ ჩვენ ჩვეს მცდელობაზე ხელს არ ავიღებთ, რომ Ludi magister Josephus III-ის ცხოვრების შესახებ ზოგიერთი რამ აგვესახა და მისი პიროვნების პორტრეტის ესკიზი დაგვეხატა, მაშინ ჩვენ ამას ვიქმოდით არა პიროვნების კულტის გულისთვის, ანდა წეს-ჩვეულებებისადმი დაუმორჩილებლობის გამო, როგორც ჩვენ გვგონია, არამედ პირიქით, მხოლოდ ჭეშმარიტებისა და მეცნიერებისადმი მსახურების აზრით.

4) რომანის რუსულ თარგმანში მესამე აბზაცი ასე იწყება: Впрочем, наше сегодняшнее понимание личности весьма отлично от того, что подразумевали под этим биографы и историки прежних времен.

ქართულ თარგმანში ეს ასე გამოითქმის: თუმცა კი ჩვენი დღევანდელი გაგება პიროვნებისა მეტად განსხვავდება იმისაგან, რასაც ამის ქვეშ უწინდელ დროთა ბიოგრაფები და ისტორიკოსები გულისხმობდნენ.

მე ეს ადგილი ასე მაქვს დედნიდან თარგმნილი: ეს არის მართლაც ის, რასაც ჩვენ დღეს პიროვნებაში მოვიაზრებთ, მხოლოდ რაღაც ამაღლებულად სხვა რამ, ვიდრე ადრეული ხანის ბიოგრაფები და მეისტორიენი ამაში გულისხმობდნენ.

5) მეოთხე აბზაცის დასაწყისი ასეთია: Когда дело идет о героях, об этих действительно образцовых людях, интерес к индивидууму, к имени, к внешнему облику и жесту кажется нам дозволенным и естественным, ибо и в самой совершенной иерархии, в самой безупречной организации мы видим вовсе не механизм, составленный из мертвых и в отдельности безразличных частей, а живое тело, образуемое частями и живущее органами, каждый из которых, обладая своей самобытностью и своей свободой, участвует в чуде жизни. 

რუსულიდან თარგმანი ასე ჟღერს: როდესაც საქმე შეეხება გმირებს, ამ ნამდვილად სანიმუშო ადამიანებს, ინტერესი ინდივიდუუმისადმი, სახელისადმი, გარეგნული შესახედაობისა და ჟესტისადმი, ჩვენ ნებადართული და ბუნებრივი გვეჩვენება, ვინაიდან ყველაზე უფრო სრულყოფილ იერარქიაშიც, ყველაზე უფრო უმწიკვლო ორგანიზაციაშიც ჩვენ ვხედავთ სულაც არა მექანიზმებს, შედგენილთ მკვდარი და ცალცალკე უმნიშვნელო ნაწილებისგან, არამედ ცოცხალ სხეულს, ნაწილების მიერ შექმნილსა და ორგანოთა მიერ მცხოვრებს, რომელთაგან თითოეული, რომელსაც გააჩნია თავისი თვითმყოფადობა და თავისი თავისუფლება, მონაწილეობს სიცოცხლის სასწაულში.

მე კი დედნიდან ასე მაქვს თარგმნილი: საქმე შეეხება რა გმირებს, ამ ნამდვილად სანიმუშო ადამიანებს, ინტერესი მათი პიროვნებისადმი, სახელისადმი, გარეგნული შესახედაობისა და ჟესტისადმი, ნებადართული და ბუნებრივი გვეჩვენება, ვინაიდან თვით უსრულყოფილეს იერარქიაშიც, უნაკლო ორგანიზაციაშიც ჩვენ ვხედავთ არა მექანიზმებს, მკვდარი და ცალკეული უმნიშვნელო ნაწილებისგან შემდგართ, არამედ ცოცხალ სხეულს, ნაწილებისგან აგებულსა და ორგანოთა მიერ სულჩადგმულს; რომელთაგან თითოეულს თავისი სახე გააჩნია და მინიჭებული აქვს თავისუფლება და თითოეული მათგანი ცხოვრების სასწაულში მონაწილეობს.

6) მეხუთე აბზაცი ასეთია: То, что мы собираемся сообщить о личности и жизни Кнехта, многим членам Ордена, особенно занимающимся Игрой, полностью или отчасти, конечно, известно, и хотя бы по этой причине наша книга адресована не только этому кругу и надеется найти благосклонных читателей также и вне его.

რუსულიდან თარგმანი ასე გამოდის: ის, რის შეტყობინებასაც ჩვენ ვაპირებთ კნეხტის პიროვნებისა და ცხოვრების შესახებ, ორდენის ბევრი წევრისთვის, განსაკუთრებით კი თამაშით დაკავებულთათვის, სრულებით ან ნაწილობრივ, რა თქმა უნდა, ცნობილია, და თუნდაც ამ მიზეზით ჩვენი წიგნი განკუთვნილია არა მხოლოდ ამ წრისთვის და ვიმედოვნებთ კეთილგანწყობილ მკითხველთა პოვნას მის გარეთაც.

მე კი ასე მაქვს თარგმნილი: რაც ჩვენ კნეხტის პიროვნებასა და მის ცხოვრებაზე გვაქვს მოსათხრობი, ორდენის წევრებს შორისაა და, სახელდობრ, რიოში მარგალიტებით მოთამაშეთა გარემოში, ცხადია, ზოგი რამ აქედან უკვე კარგადაა ცნობილი, ზოგიც ნაწილობრივ, და თუნდაც ამ მიზეზით ჩვენი წიგნი განკუთვნილია არა მხოლოდ ამ წრისათვის, არამედ იმედია, მასაც გასცდება და თანაგრძნობით განწყობილ მკითხველებამდე მიაღწევს.

7) მეექვსე აბზაცის დასაწყისი ასეთია: Для того узкого круга нашей книге не понадобилось бы ни предисловия, ни комментария. Но, желая сделать жизнь и сочинения нашего героя достоянием читающей публики и за пределами Ордена, мы берем на себя довольно трудную задачу предпослать книге в расчете на менее подготовленных читателей небольшое популярное введение в суть и в историю игры в бисер.

ქართულად ამის თარგმანი ასეთია: ასეთი ვიწრო წრისთვის ჩვენს წიგნს არ დასჭირდებოდა არც წინასიტყვაობა, არც კომენტარი. მაგრამ გვსურს რა ვაქციოთ ჩვენი გმირის ცხოვრება და თხზულებები მკითხველი საზოგადოების მონაპოვრად ორდენის ფარგლებს გარეთაც, ჩვენ საკუთარ თავზე ვღებულობთ სამარისად ძნელ ამოცანას, რათა ნაკლებად მომზადებული მკითხველების ანგარიშით წიგნს წინ წავუმძღვაროთ არცთუ ვრცელი პოპულარული შესავალი რიოში მარგალიტებით თამაშის არსსა და ისტორიაში. 

ჩემს თარგმანში დედნიდან კი ტექსტი ასე იკითხება: იმ ვიწრო წრისათვის ჩვენს წიგნს არ დასჭირდებოდა არც წინასიტყვაობა და არც კომენტარი. და რადგან მაინც ჩვენი სურვილია, რომ ჩვენი გმირის ცხოვრებისა და მისი ნაწერების მკითხველნი ორდენის გარეთაც მოვიპოვოთ, ერთგვარად ძნელი ამოცანის წინაშე ვდგებით, იმ საამისოდ ნაკლებად გათვითცნობიერებული მკითხველებისათვის წიგნს პატარა, პოპულარული შესავალი წავუმძღვაროთ, რიოში მარგალიტებით თამაშის აზრსა და ისტორიას რომ გადმოგვცემს;

8) მეშვიდე აბზაცი ასე იწყება: Пусть не ждут, стало быть, от нас исчерпывающей истории и теории игры в бисер; даже более достойные и искусные, чем мы, авторы сделать это сегодня не в состоянии. Эта задача остается за более поздними временами, если источники и духовные предпосылки для ее решения не исчезнут дотоле.

რუსულიდან თარგმანი ასეთი გამოდის: დაე ნუ მოელიან, ამდენად, ჩვენგან რიოში მარგალიტებით თამაშის ამომწურავ ისტორიასა და თეორიას; თვით ჩვენთან შედარებით უფრო ღირს და დახელოვნებულ ავტორებსაც კი ამის გაკეთება დღეს არ ძალუძთ. ეს ამოცანა რჩება უფრო გვიანდელი ხანისთვის თუკი წყაროები და სულიერი წანამძღვრები მის გადასაწყვეტად მანამდე არ გაქრება.

ჩემთან კი ტესტი ასეთია: მაშასადამე, ნუ მოელოდებიან ჩვენგან რიოში მარგალიტებით თამაშის ამომწურავ ისტორიასა და თეორიას, ეს უფრო იმაზე ღირსეული და გაწაფული ავტორების საქმეა, ვიდრე ჩვენ ვართ დღეს. ამ ამოცანის დაძლევა უფრო გვიანდელი დროებისთვის რჩება, თუკი წყაროები და სულიერი წანამძღვრები მანამდე არ დაიკარგა,...

9) მერვე აბზაცის დასაწყისი ასეთია: Эти правила, язык знаков и грамматика Игры, представляют собой некую разновидность высокоразвитого тайного языка, в котором участвуют самые разные науки и искусства, но прежде всего математика и музыка (или музыковедение), и который способен выразить и соотнести содержание и выводы чуть ли не всех наук.

რუსულიდან თარგმანი ასეთია: თამაშის ეს წესები, ნიშანთა ენა და გრამატიკა წარმოადგენს მაღალგანვითარებული საიდუმლო ენის რაღაც ნაირსახეობას, რომელშიც მონაწილეობენ ყველაზე უფრო განსხვავებული მეცნიერებები და ხელოვნებანი, მაგრამ ყველაზე უწინ კი მათემატიკა და მუსიკა /ან მუსიკათმცოდნეობა/, და რომელსაც გააჩნია თითქმის ყველა მეცნიერების შინაარსისა და დასკვნების გამოხატვისა და შეთანადების /შეთანაფარდობის/ უნარი.

ეს ტექსტი ჩემს თარგმანში თითქმის ემთხვევა რუსულიდან თარგმნილს: თამაშის ეს წესები, ნიშანთა ენა და გრამატიკა წარმოადგენს მაღალგანვითარებული საიდუმლო ენის რაღაც ნაირსახეობას, რომელშიც მონაწილეობენ ყველაზე უფრო განსხვავებული მეცნიერებები და ხელოვნებანი, მაგრამ უპირატესად კი მათემატიკა და მუსიკა (ან მუსიკათმცოდნეობა) და რომელსაც გააჩნია თითქმის ყველა მეცნიერების შინაარსისა და შედეგების გამოხატვისა და ერთმანეთთან დაკავშირების უნარი.

10) მეცხრე აბზაცი ასე იწყება: В сущности, только от усмотрения историка зависит то, к сколь далекому прошлому отнесет он начало и предысторию игры в бисер. Ведь, как у всякой великой идеи, у нее, собственно, нет начала, именно как идея Игра существовала всегда. 

რუსულიდან თარგმანი ასეთია: არსებითად, მხოლოდ ისტორიკოსის შეხედულებაზეა დამოკიდებული ის, თუ რადენად უფრო შორეულ წარსულს მიაკუთვნებს იგი რიოში მარგალიტებით თამაშის დასაწყისსა და წინაისტორიას. მას ხომ, ისევე როგორც ყველა დიად იდეას, საკუთრივ, არა აქვს დასაწყისი, სწორედ როგორც იდეა, თამაში არსებობდა ყოველთვის.

ჩემთან კი ასე იკითხება: საბოლოოდ, ისტორიკოსის სურვილზეა დამოკიდებული, თუ რამდენად უკან გადასწევს წარსულში რიოში მარგალიტებით თამაშის დასაწყისისა და წინაისტორიის აღწერას. მართლაც, ყველა დიდ იდეას დასაბამი არა აქვს, იგი მუდამ აქ არსებობდა, სწორედ იდეის სახით.

11) მეათე აბზაცის დასაწყისი კი ასეთია: В не меньшей мере к предтечам Игры принадлежит, как явствует уже из эпиграфа нашего сочинения, и Альбертус Секундус. Мы полагаем также, хотя не можем подтвердить это цитатами, что идея Игры владела и теми учеными музыкантами XVI, XVII и XVIII веков, что клали в основу своих музыкальных композиций математические рассуждения.

რუსულიდან თარგმანი ასეთი გამოდის: არანაკლები ზომით მიეკუთვნება თამაშის წინამორბედებს, როგორც ნათლად ჩანს უკვე ჩვენი თხზულების ეპიგრაფიდან, ალბერტუს სეკუნდუსიც. ჩვენ ასევე ვვარაუდობთ, თუმცა კი არ შეგვიძლია ეს ციტატებით დავადასტუროთ, რომ თამაშის იდეა დაუფლებული იყო XVI, XVII და XVIII საუკუნეების იმ სწავლულ მუსიკოსებზეც, როლებიც თავიანთ მუსიკალურ კომპოზიციებს საფუძვლად უდებდნენ მათამატიკურ მსჯელობებს.

ჩემთან კი ეს ტექსტი ასე მიდის: არც თუ მცირე ადგილს მივაკუთვნებთ, ჩვენი ნაშრომის დევიზიდან გამომდინარე, ალბერტუს სეკუნდუსს, რიოში მარგალიტებით თამაშის წინამორბედებს შორის. ჩვენი ვარაუდით, თუმცა კი არ შეგვიძლია რომ შესაბამისი ციტატა მოვიყვანოთ: თამაშის აზრი XVI, XVII, XVIII საუკუნეების იმ სწავლულ მუსიკოსებს შორის უკვე ბატონობდა, რომლებიც თავიანთ მუსიკალურ კომპოზიციებს მათემატიკურ სპეკულაცია-მსჯელობებს უდებდნენ საფუძვლად.

და ასე შემდეგ. ამ მაგალითებიდან ჩანს, რომ მე ამ შემთხვევაშიც სულაც არ ვთარგმნიდი რუსულიდან, არამედ გერმანული დედნიდან, თუმცა კი გარკვეულწილად რთულ ადგილებში ტექსტის შინაარსის დასაზუსტებლად რუსულ თარგმანსაც ვიყენებდი, ვინაიდან გერმანულენოვან რედაქტორთან თანამშრომლობის შესაძლებლობა არ მომეცა. 

მე-5 ფაქტობრივი გარემოების განმარტებაში მოპასუხე მხარე აცხადებს, რომ “(3000 ევროს) გრანტი გოეთეს ინსტიტუტმა გამოყო მაშინ თანადაფინანსებისათვის და არა კონკრეტული თარჯიმნისათვის”-ო. ზემოთ უკვე მოვიყვანე მცირე ამონარიდი ამასთან დაკავშირებით გოეთეს ინსტიტიტის საიტზე განთავსებული რუსულენოვანი მასალიდან. ახლა მოვიყვან მთელ შესაბამის აბზაცს, სადაც წერია:

Программа Немецкого культурного центра им. Гёте «Переводы немецких книг на иностранные языки» подразумевает предоставление иностранным издательствам финансовой поддержки на издание немецкой литературы в переводах. Программа нацелена на то, чтобы читатели, не владеющие немецким языком, могли получить доступ к важным научным изданиям, серьезной художественной литературе, литературе для детей и юношества, а также к научно-публицистической литературе, изданной в Германии. Программа служит целям культурной политики и является важным элементом управления в сфере международной культурной и образовательной политики Федеративной Республики Германия. В случае принятия решения о поддержке того или иного издательского проекта Немецкий культурный центр им. Гете после выхода книги на иностранном языке возмещает иностранному издательству часть расходов на перевод. Возмещение расходов на перевод в полном объеме, а также финансирование расходов на печать и редакторскую подготовку не предусмотрено.

აქ დასაწყისში ნათქვამია, რომ გოეთეს ინსტიტუტის პროგრამა “გერმანული წიგნების თარგმნა უცხოურ ენებზე” “გულისხმობს უცხოური გამომცემლობებისთვის ფინანსური მხარდაჭერის აღმოჩენას გერმანული ლიტერატურის თარგმანების გამოცემაში”. აბზაცის შუა ნაწილში ნათქვამია, რომ “პროგრამა ემსახურება კულტურული პოლიტიკის მიზნებს და წარმოადგენს მართვის მნიშვნელოვან ელემენტს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საერთაშორისო კულტურული და საგანმანათლებლო პოლიტიკის სფეროში”. ტექსტის ბოლოში კი გარკვევითაა აღნიშნული, რომ “ამა თუ იმ საგამომცემლო პროექტის მხარდაჭერაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გოეთეს სახელობის გერმანული კულტურული ცენტრი უცხოურ ენაზე წიგნის გამოსვლის შემდეგ უცხოურ გამომცემლობას უნაზღაურებს თარგმნაზე ხარჯების ნაწილს. თარგმნაზე ხარჯების სრული მოცულობით ანაზღაურება, აგრეთვე დაბეჭდვასა და სარედაქტორო მომზადებაზე ხარჯების დაფინანსება გათვალისწინებული არ არის”. ანუ აქ ბოლო წინადადებაში პირდაპირ წერია, რომ გერმანული მხარე გამომცემლობაში თანადაფინანსების გაწევით ეხმარება მას იმით, რომ უნაზღაურებს მთარგმნელისთვის გადასახდელი ჰონორარის უდიდეს ნაწილს, მაგრამ წიგნის რედაქტირებისა და ბეჭდვის ხარჯები კი თავად ქართულმა გამომცემლობამ უნდა გაიღოს.

რამდენიმე წლის წინ საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის თანამშრომელმა, ქ-ნმა ეკა წერეთელმა აგვიხსნა ასეთი პრაქტიკის მიზეზი. მან გვითხრა, რომ ფრანგები უცხო ქვეყნებში ფრანგული ლიტერატურის თარგმნისას ფარავენ მთელ ხარჯებს, გერმანელები კი თვლიან, რომ მხოლოდ ისეთი ლიტერატურის გამოცემას უნდა შეუწყონ ხელი უცხო ენებზე, რომელზედაც ამ ქვეყნებში მოთხოვნილებაა, რაც იმაში უნდა გამოიხატებოდეს, რომ თავად ქართული გამომცემლობაც დაინტერესებული იყოს ამ წიგნის თარგმნასა და გამოცემაში და ხარჯების ნაწილი თავად მანაც გაიღოს (ანუ რედაქტირებისა და გამოცემის ხარჯები), რასაც შემდეგ წიგნის გაყიდვით აინაზღაურებს და მოგებასაც ნახავს.

შემდეგ განყოფილებაში, რომელსაც ეწოდება “პირობები” (Условия) წერია:

Право подавать заявки на грант поддержки перевода имеют только иностранные (не немецкие) издательства.

На конкурс необходимо предоставить следующие документы:

• заполненный бланк заявки на грант
• лицензионный договор с немецким издательством
• договор с переводчиком

აქ გარკვევითაა ნათქვამი, რომ თარგმანის მხარდაჭერაზე გრანტის მიღებაზე მოთხოვნის (შეკვეთის) უფლება აქვთ უცხოურ გამომცემლობებს. და რომ წარდგენილ საბუთებში აუცილებლად უნდა იყოს ხელშეკრულებაც მთარგმნელთან. ეს კი ორივეს, გამომცემელსაც და მთარგნელსაც აკისრებთ ვალდებულებას როგორც თავიანთი მკითხველის, ისე გერმანული მხარის წინაშე. და ეს ვალდებულება, ჩემი აზრით, უხეშად დაარღვია გამომცემლობა “სიესტამ”. მაგრამ ახლა სხვა რამეზე მინდოდა მეთქვა, სახელდობრ კი გამომცემლის მხრიდან ჩემთვის ფულის აშკარა გამომძალველობაზე, რასაც ის ირიბად თავის ამ შესაგებელშიც წერილობით ადასტურებს, და ჰგონია, რომ ეს ასეც უნდა იყოს. გამომცემელი უკვე ვეღარ უარყოფს იმას, რომ ამ საკითხზე ბევრჯერ ჰქონია ჩემთან კამათი, მიმტკიცებდა, რომ გერმანიიდან ჩამოსასვლელი თანხა წიგნის გამოცემისთვის მეც უნდა მოვიხმაროო, ხოლო როდესაც მე გოეთეს ინსტიტუტის თანამშრომელზე დაყრდნობით დაბეჯითებით ვუთხარი, რომ ეს მხოლოდ ჩემი ჰონორარია-თქო, მაშინ კი დაიწყო პრობლემების შექმნა თავიდან იმით, რომ მ. პაიჭაძეს ერთდროულად ორი დიდი თხზულების თარგმანი მისცა სარედაქციოდ, ხოლო შემდეგ კი, როცა გაიგო, რომ ჩემი თარგმანი ხარვეზებიანი იყო, მაშინ ჩემი სრულიად “გადაგდება” მოინდომა და ამას დღესაც აგრძელებს. მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, ფულის გამოძალვა, რასაც ახლა ირიბად თავად კიღურაძეც ადასტურებს მე-5 ფაქტობრივ გარემოებაზე თავის პასუხში, უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია, და მისი ასეთი საქციელის შედეგი კი ამდენი თვის მანძილზე ჩემი ასეთი გაწამება და გატანჯვაა, რაზედაც, თუ კიდევ მსგავს ქცევას გააგრძელებს, მაშინ ალბათ მან პასუხი უნდა აგოს. 

მე-6 ფაქტობრივ გარემოებაზე პასუხის გაცემისას მოპასუხე ისევ ტყუის. მთარგმნელს არ განმარტებია “დეტალურად ის სერიოზული და უხეში შეცდომები, რასაც შეიცავდა მისი თარგმანი” (თავდაპირველი ვარიანტი). პირიქით, გამომცემლის ყოველ უარზე, ვინაიდან მან თავად გერმანული ენა არ იცის და მე ვერაფერს საქმიანად ვერ განმიმარტავდა, მე და ჩემი მეუღლე მისგან დაბეჯითებით მოვითხოვდით, და ეს სარჩელშიც აღვნიშნე, რომ ერთად დავესვით ჩემი უკვე გადამუშავებული თარგმანის უარმყოფელ გერმანისტებთან და ტექსტის გარკვეული მონაკვეთები აბზაც-აბზაც გაგვევლო, რათა საბოლოოდ სიმართლეში გავრკვეულიყავით, მაგრამ ეს მას არ სურდა და საბოლოოდ იმით ხსნიდა თავის უარს, რომ თუ იმ გერმანისტებს დავუძახებ, მაშინ ფულიც უნდა გადავუხადო, რისი შესაძლებლობაც არა მაქვსო. ერთის მხრივ ის გამუდმებით ამტკიცებდა, რომ ჩემმა გამომცემლობამ მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქცია უნდა გამოუშვასო, ხოლო მეორეს მხრივ კი უარს ამბობდა ამ კონკრეტული თარგმანის ხარისხიანობის დადგენაზე. მოდით და ნუ გაიცინებთ მისი ასეთი თვალთმაქცობის გამო, რასაც ისევ აგრძელებს კიდეც. შემდეგ ის წერს: “თარგმანის აზრობრივი მხარე მნიშვნელოვან წილად არ შეესაბამებოდა რომანის დედანში გადმოცემულ ავტორის აზრს, რაც შესრულებულ სამუშოს რედაქტირებისათვის აბსოლიტურად (? – უნდა ეწეროს აბსოლუტურად – ქართულ ლიტერატურულ ენაზე ასეა) უვარგისს ხდიდა”. კი მაგრამ, ხელმეორედ მიტანილი გადამუშავებული თარგმანის ხუთი თავი – წიგნის პირველი ნაწილის (ტომის) ნახევარზე მეტი (ორიგინალის დაახლოებით 180 გვერდი) – რომელიც მან ასევე დაიწუნა, შინაარსობრივად ხომ სოლომონ აპტის მიერ რუსულ ენაზე შესრულებულ თარგმანთან იყო შედარებული, და განა ქეთი კიღურაძესთან დაახლოებული ქართველი გერმანისტები გერმანული ლიტერატურის ამ დამსახურებულ და მსოფლიოში აღიარებულ რუს მთარგმნელზე უფრო მეტად კომპეტენტურნი არიან? ცოტა ზედმეტი ხომ არ მოსდის ქ-ნ კიღურაძეს? 

რაც შეეხება მე-7 ფაქტობრივ გარემოებას, სადაც მოპასუხე არ ეთანხმება “მოსარჩელის განაცხადს, რომ სხვა ქართველმა გერმანისტებმა დადებითი შეფასება მისცეს თარგმანს”, და ამბობს, რომ “სარჩელზე თანდართული წერილები მოწმობს, რომ წერილის ავტორები გამოთქვავენ (აქაც ლიტერატურული ქართულის დამახინჯებასთან გვაქვს საქმე, უნდა ეწეროს – გამოთქვამენ; გარდა ამისა, ფრაზის გამართულობისთვის ჯობდა დაეწერა არა “წერილის ავტორები გამოთქვამენ”, არამედ “მათი ავტორები გამოთქვამენ”, ვინაიდან მანამდე მრავლობით რიცხვში ლაპარაკობდა “სარჩელზე თანდართული წერილების” თაობაზე) სერიოზულ შენიშვნებს თარგმანის მიმართ და მიუთითებენ კიდეც კონკრეტულად ამის შესახებ”. კი მაგრამ, განა არ შეიძლება, თან ნამუშევარს დადებითი შეფასება მისცე, და თანაც მისი ნაკლოვანებების შესახებაც საქმიანად აღნიშნო? რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ ასეთ შემთხვევაში იგულისხმება, რომ ნაკლოვანებები გამოსწორებადია და მთლიანად ნაშრომი კი მისაღები შემდგომი უფრო უკეთ დამუშავების მიზნით. და რა უწერიათ ამ ქართველ გერმანისტებს? ქ-ნი ანა კორძაია-სამადაშვილი წერს:

“ვფიქრობ, ვისაც კი “Glasperlenspiel” წაუკითხავს, ყველა დამეთანხმება: უაღრესად რთული ტექსტია, ძალიან დიდი, ძალიან მრავალფეროვანი, მოკლედ, მთარგმნელისთვის ძალიან რთული. ვფიქრობ, ქალბარონმა მარიამმა ამ უზარმაზარ ამოცანას თავი წარმატებით გაართვა.

ტექსტის რიტმი ჩინებულადაა “ჩავლებული” – ვფიქრობ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ტექსტის დედანთან შედარება არ მიკადრებია – ქალბატონი მარიამი ამ საკითხს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება”.

მოპასუხე სწორედ იმ ნათქვამს აქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას, რომ ანა კორძაია-სამადაშვილს თარგმანის ტექსტი ორიგინალთან არ შეუდარებიაო, და არა მთლიანად მის განწყობასა და თავისი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით გაკეთებულ ამ უდაოდ საყურადღებო შეფასებას. “ტექსტის დედანთან შედარება არ მიკადრებია”-ო – წერს ქალბატონი ანა. და ეს მან დაზარების გამო არ გააკეთა, თუ სხვა რამ მიზეზით? ამას ქ-ნი ანა თავისი შეფასების დასაწყისშივე აღნიშნავს:

“დავიწყებ იმით, – წერს იგი, – რომ მარიამ ქსოვრელის მიერ თარგმნილი “ნარცისი და გოლდმუნდი” შესანიშნავი წიგნია. მე ის დიდი ხნის წინათ, ოთარ ყარალაშვილის მიერ გამოცემული მქონდა წაკითხული. მეორედ რომანი გამომცემლობა “სიესტას” დაუსტამბავს – სავსებით გასაგები მიზეზის გამო: ჩინებულია, და მოთხოვნაც, ალბათ, დიდი იყო.

მაშინ მალხაზ ხარბედიამ დაწერა:

“ამჯერად მარიამ ქსოვრელი მუშაობს ჰესეს უმთავრეს წიგნზე, “თამაში რიოში მარგალიტებით”, რომელიც კარგი რედაქტორებისა და, რაც მთავარია, კარგი წამკითხველების წყალობით, მოვლენად შეიძლება იქცეს თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში”.

აი, სწორედ “ნარცისი და გოლდმუნდის” მთარგმნელისადმი თავისი დიდი პატივისცემის, დიდი მადლიერებისა და სითბოსი, დიდი ადამიანური და კოლეგიალური სიყვარულის წყალობით, ისე რომ მანამდე ერთმანეთს პირადად არ ვიცნობდით, და ზოგადად ადამიანებთან პიროვნულ დამოკიდებულებაში თავისი გულწრფელი, თბილი და კეთილმოსურნე ბუნების წყალობით, და, რა თქმა უნდა, თავისი, როგორც რეცენზენტის პასუხისმგებლობის სრული შეგნებით დაწერა ანა კორძაია-სამადაშვილმა, რომ თარგმანის დედანთან შედარება მთარგმნელისთვის არ მიკადრებიაო. და ეს ძნელი გასაგები არ უნდა იყოს, მაგრამ, როგორც ჩანს, ასეთი ზნეობრივად ამაღლებული და თბილი ადამიანური გრძნობები ქ-ნ კიღურაძისთვის სულ უცხო თუ არა, ძნელად გასაგები მაინც უნდა იყოს, ან ანგარების გამო საგანგებოდ ჩაწიხლული და ჩახშული მის მიერ საკუთარ ბუნებაშივე. სამწუხაროა, მაგრამ სინამდვილე ასეთია. ხოლო ამ ჯანსაღი და მაცხოვნებელი თესლის გაღვივება და აყვავება მის სულში კი ისევ მისსავე ხელშია; სხვა მის ნაცვლად ამას ვერ გააკეთებს. 

გარდა ამისა, ქალბატონ ანა კორძაია-სამადაშვილს პირად საუბარში მანამდე მე ვუთხარი, რომ შექმნილი ვითარების გამო ჩემ მიერ შესრულებული თარგმანის განსაკუთრებით დასაწყისი ნაწილი (პირველი ორი თავი) ძალზედ დეტალურად შევუდარე სოლომონ აპტის მიერ რუსულ ენაზე გამოქვეყნებულ თარგმანს, და ალბათ ესეც თავის როლს ითამაშებდა, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, აპტის ცოდნა და მაღალი კვალიფიკაცია მთელ მსოფლიოში გერმანისტულ და ლიტერატურულ წრეებში საყოველთაოდ აღიარებულია. ამასთანავე, სანამ 2013 წლის ოქტომბრის თვეში ქ-ნ ანა კორძაია-სამადაშვილს შევეხმიანებოდი, ერთი თვით ადრე, სექტემბრის თვეში ჩემი გადამუშავებული თარგმანის პირველი 12 კომპიუტერული გვერდი მე გავაცნი უნივერსიტეტში ჩემს მასწავლებელსა და უფროს კოლეგას, ასევე ქართულ გერმანისტულ წრებში პატივცემულ და აღიარებულ ადამიანს, მთარგმნელს, პროფესორს, ბ-ნ ზურაბ აბაშიძეს და ზეპირი შეფასებით მან ასევე დამიდასტურა, რომ მის მიერ წაკითხული თარგმანის ტექსტი ზედმიწევნით მიჰყვებოდა გერმანულ დედანს. თუმცა კი მან შემომთავაზა, რომ, ვინაიდან ქართული ენისთვის გერმანული რთული ქვეწყობილი წინადადებების სიუხვე მეტად მძიმე მისაღებია, ამიტომ შეეცადე ეს წინადადებები დაშალო და მკითხველს აღსაქმელად გაუადვილოო. ვინაიდან მე ჩემი სამუშაო მქონდა ტექსტზე, ამიტომ ბ-ნ ზურაბის ამ რჩევის მოსინჯვა ჩემმა მეუღლემ სცადა, და ეს ძნელიც არ ყოფილა, ვინაიდან თავად რომანში, და მის თარგმანშიც, თხრობა ისე მიდის, რომ აზრი მთავრდება და შეგიძლია იქ წერტილი დასვა, მაგრამ დასმულია მძიმე და ფორმალურად წინადადება გრძელდება. და ფაქტიურად ისე გამოდის, რომ ჰესეს თითოეული წინადადება ორი, სამი ან მეტი დასრულებული წინადადებისგან შედგება, და ეს თხრობას, ჩემი აზრით, რაღაც საფუძვლიანობას, სიდარბაისლესა და სიდინჯეს, განსჯასა და ფიქრებში ჩაღრმავებულობას მატებს. ასეთია სწორედ ჰერმან ჰესეს მწერლური სტილი. ჩემმა მეუღლემ მართლაც დაიწყო ასეთი “მრავალსართულიანი” წინადადებების ცალკეულ მარტივ წინადადებებად დაშლა, და თუმცა კი, როგორც ბ-ნი ალიკო ბრძანებს, აზრი ამით არ იცვლებოდა, მაგრამ აშკარად ვხედავდით, რომ ამით ნაწარმოები მართლაც რაღაცას კარგავდა, რაც ზემოთ მოყვანილ ალ. კარტოზიას შეფასებაში არის კომპეტენტურად და საქმი ცოდნით გადმოცემული. ბატონი ზურაბის მოსაზრების თაობაზეც ვუთხარით საუბარში ქ-ნ ანა კორძაია-სამადაშვილს, და ყოველივე ამან მთლიანობაში ალბათ განაპირობა მისი დამოკიდებულებაც.

რაც შეეხება ბ-ნ ალექსანდრე კარტოზიას მიერ თავის რეცენზიაში გამოთქმულ შენიშვნას. იგი წერს:

“სამწუხარო იქნება, თუკი სტილის შენარჩუნების ამოცანას თუნდაც მცირე ზომით მაინც შეეწირება აზრის გამოხატვის სიცხადე. ასე თუ მოხდა, მეორე უკიდურესობას მივიღებთ (“ოღონდ კი სტილი შევინარჩუნო – ოღონდ კი ორიგინალისეული გრძელი წინადადებები შუაში არ გავწყვიტო – და აზრი ბუნდოვანიც რომ იყოს, ამას აღარ დავეძებ!”). თქვენს თარგმანში სწორედ ამ ტიპის ნაკლის არსებობის საშიშროებას ვხედავ.

საერთოდ, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს თარგმანი, ასე ვთქვათ, ნედლი მასალაა და არა საბოლოო პროდუქტი. დარწმუნებული ვარ, ამაში თქვენც დამეთანხმებით და ჩემზე უკეთ და სწრაფად თქვენ თვითონ დაძებნით თქვენს თარგმანში ძალიან ბევრ ისეთ წინადადებას, რომელიც გელოდებათ, რათა კვლავ მიუბრუნდეთ და ქართული ენის ნორმების მიხედვით გრამატიკულად სწორად გამართოთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება სამუშაოში კარგი მოქართულე რედაქტორი ჩაერთოს.

როგორც კი ამ საქმეს შეუდგებით (ანუ მეორედ დაუვლით თარგმანს), მაშინვე აღმოაჩენთ, რომ თარგმნილი ტექსტის ბუნდოვანება (გრამატიკულ-სემანტიკური გაუმართაობა) იმის ბრალია, რომ ზოგიერთ გერმანულ სიტყვას, თქვენ რომ დიდი ხნის კარგი ნაცნობი გეგონათ, თურმე სხვა მნიშვნელობა ჰქონია. არ დაივიწყოთ, რომ ნამდვილი მთარგმნელი ის არის, ვინც იმ სიტყვასაც კი ამოწმებს ლექსიკონში, რომელიც ასჯერ გაუგონია და გაუგია.

მხოლოდ ერთი მაგალითით შემოვიფარგლები:

ორიგინალში ვკითხულობთ:

Es ist ja allerdings das, was wir heute unter Persönlichkeit verstehen, nun etwas erheblich anderes, als was die Biographen und Historiker früherer Zeiten damit gemeint haben.

თქვენ ეს ადგილი ასე გაქვთ თარგმნილი (გვ. 5):

"ეს არის მართლაც ის, რასაც ჩვენ დღეს პიროვნებაში მოვიაზრებთ, მხოლოდ რაღაც ამაღლებულად სხვა რამ, ვიდრე ადრეული ხანის ბიოგრაფები და მეისტორიენი ამაში გულისხმობდნენ."

უნდა იყოს კი ასე (ან ამდაგვარად):

“თუმცა პიროვნების დღევანდელი გაგება ხომ მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისაგან, რასაც ამ ცნებაში წარსული დროის ბიოგრაფები და ისტორიკოსები გულისხმობდნენ”. 

იმის გამო, რომ სიტყვა erheblich ლექსიკონში არ დაძებნეთ (რადგან ჩათვალეთ, რომ კარგად იცნობდით მას როგორც sich erheben-ის “ნათესავს”), სულ სხვა მიმართულებით წახვედით და წინადადებაც საკმაოდ დაულაგებელი გამოვიდა.

ასეთი მაგალითების რაოდენობა თარგმანში საკმაოდ დიდია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ერთხელ კიდევ უნდა ჩაუჯდეთ ტექსტს და საფუძვლიანად “გაწმინდოთ” იგი”.

კეთილი და პატიოსანი. ბ-ნ ალექსანდრეს შენიშვნა და რჩევა მეტად საყურადღებოა, მაგრამ აქ მაინც არ წერია ის, როგორადაც უნდათ საქმის წარმოდგენა კიღურაძესა და პაიჭაძეს. მართლაც ჩემი შეცდომაა ის, რომ erheblich-ის მნიშვნელობა, რომელიც ქართულად “მნიშვნელოვანს” ნიშნავს დავაკავშირე ზმნასთან sich erheben, რაც ქართულად “ამაღლებაა”, და ვთარგმნე როგორც “ამაღლებული”. და შესაბამისად წინადადებაც ასეთი გამოვიდა:

“ეს არის მართლაც ის, რასაც ჩვენ დღეს პიროვნებაში მოვიაზრებთ, მხოლოდ რაღაც ამაღლებულად სხვა რამ, ვიდრე ადრეული ხანის ბიოგრაფები და მეისტორიენი ამაში გულისხმობენ”.

აქ აშკარად ჩანს, რომ სიტყვა “ამაღლებულად” მართლაც არ შეესაბამება წინადადების ძირითად შინაარსს და მას უფრო მიესადაგება სიტყვა “მნიშვნელოვნად”. მაგრამ განა ამ სიტყვის შეცდომით გამოყენების გამო მთელი წინადადება სხვა მიმართულებით წავიდა? არა, უბრალოდ სწორი სიტყვის ჩასმით მთელი წინადადება უფრო გამართული გახდა. და განა ამას ქართულენოვანი რედაქტორი კი ვერ შენიშნავდა ტექსტზე მუშაობისას და მე სიტყვა “ამაღლებულის” უადგილობაზე ვერ მიმითითებდა? განა ეს და ამის მსგავსი უზუსტობანი კი იძლევიან იმის საფუძველს, რომ კიღურაძე და პაიჭაძე გაიძახოდნენ – ალ. კარტოზიას შეფასება უარყოფითია და მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილის თარგმანი კი შემდგომი რედაქტირებისთვის უვარგისიო? მე გასული თვეების განმავლობაში მართლაც ვიხელმძღვანელე ბ-ნ ალ. კარტოზიას რჩევით და ხელახლა დავუარე ჩემს თარგმანს, მაგრამ კიღურაძე დაბეჯითებით ამბობდა, მე უკვე სხვა მთარგმნელი ავიყვანეო, და ამიტომ მასთან საქმიანი ურთიერთობები შეუძლებელი გახლდათ, ამიტომ ჩემი უფლებების, ჩემი სამართლიანი ინტერესების დაცვა სასამართლოს გზით ვამჯობინე და არა ისევ ერთი-ერთზე კიღურაძე-პაიჭაძის ტანდემთან მისვლითა და ისევ სიცრუით სავსე “მათ მინდორზე” თამაშით.

გარდა ამისა, მაგრამ ბ-ნ ალექსანდრეს თავისი ვარიანტი ამ წინადადებისა ჩამოყალიბებული აქვს შემდეგნაირად:

“თუმცა პიროვნების დღევანდელი გაგება ხომ მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისაგან, რასაც ამ ცნებაში წარსული დროის ბიოგრაფები და ისტორიკოსები გულისხმობდნენ”. 

გერმანულ დედანში სიტყვა “თუმცა” სრულებით არ არის გამოყენებული. არამედ allerdings ლექსიკონში თარგმნილია როგორც “რა თქმა უნდა”, “რასაკვირველია”, “ცხადია”, “იგულისხმება”, “სიმართლე”, “მართლა” (конечно, разумеется, правда). ამიტომ მეც Es ist ja allerdings das… ვთარგმნე როგორც “ეს არის მართლაც ის...”, და ასე დავიწყე წინადადება. როგორც ჩემმა მეუღლემ განმიმარტა, ქართულ სიტყვას “თუმცა” რუსულში სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება შეესაბამებოდეს სიტყვები: впрочем – хотя – однако, რომელთაც გერმანულში შეესაბამება: übrigens, im übrigen – obwohl, obgleich, obschon, ob auch – aber, doch, allein, jedoch, indessen, მაგრამ არა allerdings, რაც ჰესეს აქვს თავის ტექსტში გამოყენებული. 

სოლომონ აპტს ეს წინადადება თავის თარგმანში ასე უწერია:

Впрочем, наше сегодняшнее понимание личности весьма отлично от того, что подразумевали под этим биографы и историки прежних времен.

მას გამოყენებული აქვს სიტყვა впрочем, რაც ქართულად ნიშნავს “თუმცა”, “თუმცაღა”, “მაგრამ”. აქედან ნათლად ჩანს, რომ ამ წინადადების ქართულ ენაზე უფრო გარკვეულად და სხარტად გადმოცემისთვის ბ-ნმა ალექსანდრემ გამოიყენა რუსულ ენაზე თარგმანის დასაწყისი და მთელი წინადადებაც პრაქტიკულად თითქმის ისევე გადმოსცა, როგორც ეს რუსულ თარგმანშია, ერთი განსხვავებით, რომ ჩაურთო სიტყვა “ხომ”, რაც რუსულ თარგმანში არ არის, მაგრამ ესეც ამ რუსული წინადადების სტრუქტურაზე დიდად არ მოქმედებს. ამით იმის თქმა მინდოდა, რომ თუ გერმანულიდან ქართულად თარგმანში აზრის უფრო ზუსტად და სხარტად ჩამოყალიბებისთვის ისევ რუსული თარგმანების გამოყენებას უნდა მივმართოთ, და Es ist ja allerdings das… ქართულად უნდა გადმოვცეთ არა როგორც “ეს არის მართლაც ის...”, არამედ ისე, როგორც რუსულ თარგმანში სწერია Впрочем-ის შესაბამისი სიტყვით “თუმცა”, მაშინ რაღატომ იხვევს ხელზე კიღურაძე იმას, რომ მე მხოლოდ ორიგინალიდან თარგმნილ ტექსტებს გამოვცემო, თუკი ამ “ორიგინალიდან თარგმნისას” ჩუმ-ჩუმად და შიდა სამზარეულოს ფარგლებში ასე მნიშვნელოვნად ხდება რუსული თარგმანებისა და რუსული მთარგმნელობითი გამოცდილების გამოყენება? განა ეს არ აძლევს ხელს აქ, საქართველოში, არაკეთილსინდისიერად მოსაქმე ხელმრუდე ადამიანებს ხან ასე ატრიალონ ჩარხი და ხანაც ისე, როგორც მათთვის სარფიანი იქნება, და არა საქმის, ქვეყნისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო? მოუნდებათ ვინმე მათთვის არასასურველი მთარგმნელის “ჩაწიხვლა” და იტყვიან – შენ რუსული თარგმანი გამოიყენე და ეს არ გვაწყობსო, ხოლო მოუნდებათ “თავისიანისთვის” ხელშეწყობა და სულ არ გაახსენდებათ ის, მუშაობის პროცესში ისიც ჩვეულებრივად რუსულ თარგმანებსაც იყენებს და თავის ტექსტს ისე ამზადებს. თუ ჩვენ მთარგმნელებს გერმანული Es ist ja allerdings das… უნდა ესმოდეთ როგორც რუსული Впрочем და თუ რუსულ მთარგმნელობით გამოცდილებასა და პრაქტიკას ასეთი დიდი ან მნიშვნელოვანი გავლენა უნდა ჰქონდეს ქართულ ენაზე თარგმანების შესრულებისას, მაშინ ბარემ პატიოსნად ვთქვათ ეს, რათა ამდენ არაკეთილსინდისიერ მედროვესა და ანგარ ადამიანს საქართველოში, მღვრიე წყალში თევზების ჭერისთვის ასეთი ხელსაყრელი ნიადაგი და გარემო არ ჰქონდეს.

გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, გასული თვეების განმავლობაში მე მივყევი ბ-ნ ალექსანდრეს რჩევას და, მისდამი მადლიერების გრძნობით, ხელახლა ვიმუშავე ჩემს თარგმანზე. თუმცა კი გამომცემლობას, სასამართლოში ჩემ მიერ სარჩელის შეტანის შემდეგაც, არ გასჩენია სურვილი, რომ უფრო კარგად ჩაეხედა საქმეში და ვიდრე საბოლოო განაჩენი დადგებოდეს, იქნებ თავად ესინჯა მთარგმნელთან ურთიერთმისაღებ გადაწყვეტილებამდე მისვლა.

დამატებით კიდევ უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ამ კონკრეტულ წინადადებაში ჩემ მიერ დაშვებული იმ შეცდომის გამოსწორების შემდეგ, ანუ სიტყვა “ამაღლებულის” სიტყვით “მნიშვნელოვანი” შეცვლის შემდეგ ჩემ მიერ აგებული წინადადება, “ეს არის მართლაც ის, რასაც ჩვენ დღეს პიროვნებაში მოვიაზრებთ, მხოლოდ რაღაც მნიშვნელოვნად სხვა რამ, ვიდრე ადრეული ხანის ბიოგრაფები და მეისტორიენი ამაში გულისხმობენ”, მართალია კი ვერ იქნება ისეთი სხარტი, როგორც ამას მთავაზობს ბ-ნი ალიკო, და როგორც ეს ჩამოყალიბებული აქვს სოლომონ აპტს, მაგრამ განა “ნარცისისა და გოლდმუნდის” თარგმანში, რომელმაც მკითხველის მოწონება დაიმსახურა, რასაც თავად ქ. კიღურაძეც აღნიშნავს, როცა ამ წიგნს, მარკესის “მარტოობის ასი წელიწადის” შემდეგ მის მიერ გამოცემულ ყველაზე უფრო გაყიდვად წიგნად ასახელებს, გერმანული ტექსტის თარგმანი ხომ ჩემთვის ჩვეული მანერით არის ჩამოყალიბებული, შეიძლება ისე სხარტად ვერა, მაგრამ იმ თვისებებით, რასაც ქ-ნი ანა კორძაია-სამადაშვილი თავის რეცენზიაში აღნიშნავდა. და რომ “ზნაჩიტ ტაკ...” და “იმენნა შენ არ უნდა თარგმნოო...” – მანანა პაიჭაძისგან და “ნუ მომაბეზრე თავი...” და “დროს ნუ მაკარგვინებო...” – ქეთი კიღურაძისგან, ასეთ დამოკიდებულებას ნამდვილად არ ვიმსახურებ და ასეთი ადამიანების უსამართლო ძალმომრეობისგან მეცა და შემოქმედებას შეჭიდული სხვა ადამიანებიც ნამდვილად კანონის მიერ დაცვის ღირსნი ვართ და მას ვსაჭიროებთ.

მე-8 ფაქტობრივ გარემოებაზე მოპასუხეს უწერია, რომ “არ აქვს მნიშვნელობა საქმისათვის”-ო, ხოლო ვინაიდან არ ვიცი რა საკითხზეა ლაპარაკი, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი.

შემდეგ ცალკე დამატებულია “დავის დამატებითი ფაქტობრივი გარემოებები”, სადაც პირველი საკითხი შეეხება თავად გამომცემლობა “სიესტას” შესახებ ინფორმაციას. უნდა ითქვას, რომ ამ ბოლო ხანებში, ჩემგან სრულებით დამოუკიდებლად, ქართულ პრესაში, როგორც მითხრეს, გამოჩნდა უარყოფითი შეფასებებით სავსე წერილები ამ გამომცემლობასთან დაკავშირებით. მაგრამ უდაოდ კარგი მომენტებიც არის მის საქმიანობაში და ამაში თავად ჩემი წვლილიცაა, როგორც კლასიკური გერმანული ლიტერატურის მთარგმნელისა, რაზედაც ქვემოთ კიდევ ვიტყვი ორიოდ სიტყვას. ხოლო მეორე საკითხად კი ნათქვამია: “ჰერმან ჰესეს რომანის “რიოში მარგალიტებით თამაშის” წიგნად გამოცემის მიზნით მოძიებულ იქნა თარჯიმანი ქ-ნ მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი, მას მიეცა შესაძლებლობა ეთარგმნა რომანი რომელიც შემდეგ გამოიცემოდა წიგნად. მოსარჩელის მიერ შესრულებული თარგანი შეიცავდა სერიოზულ ხარვეზებს რის გამოც მისი წიგნად გამოცემა ვერ მოხერხდა”.

აქაც გამომცემლის მხრიდან უსირცხვილო ტყუილებია ნათქვამი. საქმე შემდეგშია: ჰესეს შემოქმედების ცნობილი ქართველი მკვლევარის, უნივერსიტეტში ჩემი ლექტორისა და მასწავლებლის, რევაზ ყარალაშვილის ვაჟმა, ოთარ ყალარაშვილმა 2001 წელს გამოსცა ჰ. ჰესეს რომანის “ნარცისი და გოლდმუნდის” ჩემი თარგმანი, რომელიც მას ძალიან მოეწონა იმის გამო, რომ, მისი სიტყვებით, მე კარგად მქონდა დაჭერილი თავად ავტორის სულისკვეთება და სტილი (ეს რომანი მე 90-იანი წლების დასაწყისში მქონდა თარგმნილი, მაგრამ მანამდე წიგნად გამოცემა ვერ მოახერხა). ამის გამო ბ-ნი ოთარი დაბეჯითებით მთხოვდა და მთავაზობდა, რომ “რიოში მარგალიტებით თამაშიც” მეთარგმნა. და როდესაც ამაზე დავეთანხმე, 2003 წელს მან ამ რომანის ორიგინალი გადმომცა. ამის შემდეგ ნელ-ნელა დავიწყე თარგმნა. მხვდებოდა ყოფითი სირთულეებიც, რაც ამ პროცესს ანელებდა (ჩემი და ჩემი მეუღლის მშობლების ავადმყოფობა და გარდაცვალება 2005 და 2006 წლებში, 2008 წლის ზამთრის სესიაზე კი სახელმწიფო უნივერსიტეტში მიწვეულ მასწავლებლად ჩემი დაძახება გერმანული რომანტიზმის კურსის წასაკითხად, რისთვისაც საჩქაროდ კონსპექტის მომზადება დამჭირდა). თუმცა კი ამ შეყოვნებების მიუხედავად, 2009 წლის დასაწყისში რომანიდან ერთი ნაწყვეტი გამოქვეყნებისთვის მოვამზადე და ბ-ნ როსტომ ჩხეიძეს მივუტანე ჟურნალში “ჩვენი მწერლობა”, სადაც ის 2011 წლის მე-5 ნომერში (მარტის პირველი ნახევარში) იქნა გამოქვეყნებული. ეს წერილი იმ დროიდან ჩემი მეუღლის ბლოგზეც არის გამოქვეყნებული www.defencegeorgia.blogspot.com და 2013 წლის 10 დეკემბრისთვის მის წასაკითხად ბლოგზე მკითხველთა 460-მდე შემოსვლა იყო დაფიქსირებული. ამავე ხანებში, 2006 თუ 2007 წელს წელს ოთარ ყალარაშვილს შევთავაზე, ხომ არ გამოსცემდა ხელმეორედ “ნარცისსა და გოლდმუნდს”, ვინაიდან პირველი გამოცემის შემდეგ უკვე საკმარისი დრო იყო გასული და მკითხველმაც თავის დროზე ეს წიგნი ინტერესით მიიღო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ თავად ბ-ნ ოთარს გამომცმლობა უკვე აღარ ჰქონდა და მან სწორედ გამომცემლობა “სიესტასთან” და ქეთი კიღურაძესთან დამაკავშირა, და არა “რიოში მარგალიტებით თამაშის”, არამედ “ნარცისი და გოლდმუნდის” ხელმეორედ გამოსაცემად.

ვინაიდან მეორე გამოცემის გამო გამომცემლობამ მხოლოდ 300 ლარი გადამიხადა, ამიტომ შევთანხმდით და ხელშეკრულებაც გავაფორმეთ, რომ წიგნიდან მიღებული შემოსავლის ანგარიშით გამომცემლობა “სიესტა” გამომიცემდა აგრეთვე “გერმანული პოეზიის მცირე ანთოლიასა” და ანგელუს სილეზიელის “ქერუბიმული მოგზაურის” თარგმანს, რომლებიც მე 1980-90-იან წლებში ქართულ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში მქონდა გამოქვეყნებული. 2008 წელს “სიესტამ” მართლაც გამოსცა “გერმანული პოეზიის მცირე ანთოლოგია”, 2009 წელს – “ნარცისი და გოლდმუნდი” (მეორე გამოცემა), ხოლო 2013 წელს კი – “ქერუბიმული მოგზაური” (მანამდე გამოქვეყნებული იყო ჟურნალ “საუნჯეში” 1993 წელს). (და სწორედ ამის თაობაზე ვამბობდი ზემოთ, რომ ჩემი წვლილიც არის იმ დადებით საქმიანობაში, რომელიც ამ გამომცემლობას სასიკეთოდ წარმოაჩენს, ლიტერატურული კლასიკის სხვა მთარგმნელებთან და ტრადიციულად მოაზროვნე ქართველ მეწლებთან ერთად. თავად ქ. კიღურაძეც სულ ახლახანს თბილისში წიგნის ფესტივალთან დაკავშირებით ტელეგადაცემაში აღნიშნავდა, რომ განსაკუთრებით კარგად ძირითადად კლასიკური ნაწარმოებები იყიდება და მათზე მკითხველი საზოგადოების მაღალი მოთხოვნილებაა. გარდა ამისა, ანგელუს სილეზიელის “ქერუბიმული მოგზაურის” ჩემი თარგმანი ამ წინა წლებში, როცა ის ჯერ კიდევ წიგნად არ იყო გამოცემული, საქართველოს კულტურის სამინსტროს მიერ ჩატარებულ კონკურსში სხვა ხუთ თარგმანთან ერთად იქნა გამორჩეული). ამავე დროს მე ვმუშაობდი “რიოში მარგალიტებით თამაშის” თარგმანზეც. ამის შესახებ ვესაუბრებოდი ქეთი კიღურაძესაც, და ვინაიდან ჩვენ შორის თანამშრომლობა, მეტ-ნაკლები პრობლემებითა და ბევრი სასიკეთო და სასიამოვნო მომენტითაც, მიდიოდა, ამიტომ 2011 წლის 8 მარტს, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ჩვენ გავაფორმეთ ოფიციალური ხელშეკრულება “რიოში მარგალიტებით თამაშის” თარგმნაზე. ამიტომ როცა დღეს ქ. კიღურაძე აცხადებს, რომ ვითომ მან ამ რომანის თარგმნისთვის “მოიძია” მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი, რომ ეს იდეა თავად მას დაებადა და “თარჯიმანი” შემდეგ მოიძია, ეს მტკნარი სიცრუეა, სიმართლე კი ის არის, რომ სწორედ მე შევიტანე გამომცემლობა “სიესტაში” ჰესეს თემატიკა. და, სამწუხაროდ, ქ. კიღურაძესა და მისნაირებს სხვათა დაკნინებისა და საკუთარი პერსონის წინ წამოწევისთვის ხელსაყრელი პირობები ექმნებათ იმის გამო, რომ ნამდვილი შემოქმედი ადამიანები ჩვენს დღევადელ სინამდვილეში აშკარად და თავხედურად ჩაწიხლულნი არიან იმ მედროვეთა და “მოჩალიჩეთა” მიერ, რომლებიც, ხელმძღვანელობის მხრიდან წაყრუების ან ხელშეწყობის პირობებში სხვათა მიერ ნაწილობრივ ან მთლიანად შესრულებული სამუშაოს დატაცებაზე არიან გაფაციცებულნი, რათა შემდეგ ისინი თავისად გაასაღონ, ნამდვილი ავტორების უფლებები “ჩაწიხლონ” და საკუთარი უნიჭობა ან საშუალო ნიჭი საზოგადოებას “ხალას ოქროდ” წარმოუჩინონ.

შემოქმედ ადამიანს კი თავისი საქმე უყვარს, იმას აკეთებს და არ ემეტება არც დრო და არც ენერგია იმისთვის, რომ ამ “მოჩალიჩეებივით” აქეთ-იქით ირბინოს, სხვა ადამიანები შეაწუხოს და მათთვის თავის მობეზრებით და რაიმე ანგარებიანი შეთავაზებებით თავისი საქმე გაიტანოს. ამ მედროვე “მოჩალიჩეთა” ასეთი აქტიური და აგრესიული საქმიანობით ზარალდება ჩვენი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო, რომელიც ნამდვილ შემოქმედებას მოკლებული, იძულებული ხდება სხვათა ხელებში შემყურე იყოს, სხვათა კარნახით იცხოვროს. ამ უკანასკნელ თვეებში მე ველაპარაკე ერთი ქართული გამომცემლობის ხელმძღვანელს, რომელმაც სხვათა შორის მითხრა, რომ ერთხელ მისმა გამომცემლობამ პრესაში გამოაცხადა დაინტერესება რაღაც კონკრეტული თემატიკით, და მალევე მას მიუვიდა სამი ცნობილი ქართველი პროფესორისგან აბსოლუტურად ერთი და იგივე ტექსტი ამ თემაზე, რომელზედაც თითოეული მათგანი ამბობდა, რომ მისი ნაშრომი იყო. და ეს მაგალითიც კარგად აჩვენებს ჩვენს სამწუხარო დღევანდელ მდგომარეობას.

(ასეთი ვრცელი პასუხები მოითხოვა ქ. კიღურაძის მიერ შესაგენელში გამოთქმულმა არგუმენტებმა. იქვე შემდეგ არის მ. პაიჭაძის მიერ გამოთქმული შეხედულებები, რომელთა გაბათილებაც არ არის ძნელი და რომლებსაც ნაწილობრივ უკვე შევეხე კიდეც. ჯერჯერობით ამ ჩემს პასუხებს და შემდგომში, თუ საჭირო შეიქნა, მ. პაიჭაძის მოსაზრებებსაც ასევე დეტალურად განვიხილავ და წარმოგიდგენთ) 

პატივისცემით,
მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი 


მეორე დოკუმენტად წარმოვადგენთ მოსარჩელე მხარის რწმუნებით აღჭურვილი პირის ირაკლი ხართიშვილის პასუხს მოპასუხე მხარის რედაქტორის მანანა პაიჭაძის განმარტებაზე. აქვე უნდა ითქვას, რომ თავდაპირველად ამ საკითხში ჩვენ დავუშვით შეცდომა, რადგნ მ. პაიჭაძის განმარტებას მაშინვე არ ვუპასუხეთ. ეს კი იმის გამო მოხდა, რომ გამომცემლობა „სიესტას“ შესაგებელზე ზემოთ მოყვანილი პასუხის მომზადებამ მნიშვნელოვანი დრო, ძალები და ენერგია მოითხოვა, თანაც მასში სერიოზულად შევეხეთ მ. პაიჭაძის როლთან დაკავშირებულ საკითხებსაც, და ამიტომ იმ ეტაპზე კიდევ ამ უკანასკნელის „განმარტებაზეც“ პასუხის გაცემა, ცოტა არ იყოს, დაგვეზარა. თუმცა კი მოგვიანებით გამოიკვეთა, რომ მასზე პასუხის გაცემა აუცილებელი იყო, რომ ჩვენი დუმილი (უფრო სწორედ, დაუდევრობა) ამ მხრივ ისევ ჩვენს საწინააღნდეგოდ მომედებდა და, თუმცა კი სკმაოდ მოგვინებით, მასზე წერილობით პასუხის გაცემაც აუცილებელი შეიქნა. ქვემოთ სწორედ ამ პასუხის ტექსტს ვაქვეყნებთ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს
ბატონ თამაზ ურთმელიძეს

მოსარჩელე მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილის რწმუნებით
აღჭურვილი პირის ირაკლი ხართიშვილის (პ/ნ 010073787)
პასუხი მოპასუხე: შპს „სიესტას“ რედაქტორის
მანანა პაიჭაძის განმარტებაზე

თავიდან, ბატონო მოსამართლევ, ბოდიშს მოგიხდით, რომ შპს „სიესტას“ მფლობელის, ქეთი კიღურაძის შესაგებელზე ჩვენი პასუხის დროულად მოწოდების მიუხედავად, მისი რედაქტორის, მანანა პაიჭაძის განმარტებაზე პასუხი ამდენი ხნით დავაგვიანეთ. ამის მიზეზი გახლდათ, ჯერ ერთი, იმ დროს ჩვენი დაღლილობა, ხოლო მეორე კიდევ ის, რომ მაშინ სასამართლო სხდომებზე ძირითადად დავა გვქონდა თარგმანის მეორე, გადამუშავებული ტექსტის გამო, ხოლო ქ-ნ მანანას მსჯელობა მაინც პირველი ვარიანტის ხარვეზებზე იყო ძირითადად აგებული. იმ ხანებში თქვენ მოპასუხე მხარეს მოუწოდებდით, რომ სწორედ გასწორებული ტექსტის ავ-კარგიანობაზე გველაპარაკა, ვინაიდან ტექსტის გასწორება მარიამ ქსოვრელმა თავის დროზე შეძლო, რის გამოც გამომცემლობა არ უნდა დაზარალებულიყო. მაგრამ ვინაიდან ბოლო სასამართლო სხდომაზე, როგორც მოპასუხის მხრიდან, ისე მის მიერ მოწმედ მოყვანილი მ. პაიჭაძის მხრიდანაც მნიშვნელოვანი აქცენტი სწორედ თარგმანის პირველ, გაუსწორებელ ტექსტზე კეთდებოდა, ამიტომ ახლა მ. პაიჭაძის განმარტებასაც გვინდა პასუხი გავცეთ. 

1) იქ თავიდან ქ-ნი პაიჭაძე წერს, რომ მან ერთდროულად ორი წიგნის თარგმანი მიიღო რედაქტირებისთვის გამომცემლობა „სიესტასგან“ 2012 წლის 27 აგვისტოს, თანაც გამომცემელს მაშინვე უთხრა, რომ ოქტომბრის თვემდე მათზე მუშაობის დაწყებას ვერ შეძლებდა, რაზედაც მისგან ზეპირი თანხმობა მიიღო. მანვე აღნიშნა, რომ პირველ თარგმანზე (ჰერტა მიულერის წიგნისა „სუნთქვის საქანელა“) მუშაობა მან მხოლოდ 2013 წლის თებერვლის თვეში დაასრულა, რაც სავსებით ბუნებრივია, რის შემდეგაც მიეცა საშუალება მარიამ ქსოვრელის მიერ თარგმნილი ტექსტისთვის მიეხედა. აი, სწორედ აქ არის ჩვენი ერთერთი მნიშვნელოვანი საყვედური ქ. კიღურაძის მიმართ.

საქმე იმაშია, რომ მარიამმა 2012 წლის ივნისის თვეში ჩააბარა გამომცემლობას თავისი თარგმანი და სულ თავიდანვე სთხოვდა ქ. კიღურაძეს, რომ რაც შეიძლებოდა მალე მიეცა მისთვის რფედაქტორთან მუშაობის დაწყების საშუალება, რაც სხვა დანარჩენის გარდა, ამასთანაც იყო დაკავშირებული, რომ რაც მალე იქნებოდა მზად წიგნი და დაიბეჭდებოდა, გერმანიიდან დაპირებული ჰონორარიც მალე ჩამოვიდოდა. სიტყვით ქ. კიღურაძეს საწინააღმდეგო არაფერი უთქვამს, საქმით კი ეს ყველაფერი შეგნებულად დროში ასე გაწელა. მარიამის თრგმანი რედაქტირებისთვის მან სხვა გერმანისტს რატომ მაშინვე არ მისცა? ნუთუ გაწყდნენ გერმანისტები თბილისში და მ. პაიჭაძის მეტი ამ საქმეს თავს ვერავინ გაართმევდა? ქ. კიღურაძეს ხომ მაინც თითოეულ ამ თარგმანზე რედაქტორისთვის ჰონორარი ცალ-ცალკე უნდა გადაეხადა? სიტყვით ქ. კიღურაძეს სასამართლო პროცესებზე თავი მარიამ ქსოვრელის გულშემატკივრადაც მოაქვს, საქმით კი თუნდაც ამ საკითხში სრულიად საწინააღმდეგოდ მოიქცა, რასაც თავად მ. პაიჭაძის განმარტებაც ადასტურებს. და რა შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ასეთი საქციელის მიზეზი?

საქმე იმაშია, რომ გერმანიიდან, გოეთეს ინსტიტუტის სათავო ოფისიდან (მიუნჰენი) თანადაფინანსებაზე თანხმობის ჩამოსვლის შემდეგ, მარიამმა გოეთეს ინსტიტუსის თბილისის ოფისის ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან საუბრისას გარკვევით გაიგო, რომ გერმანული მხარის მიერ გამოყოფისთვის გათვალისწინებული 3000 ევრო სწორედ მთარგმნელის ჰონორარის უდიდეს ნაწილს შეადგენდა და, ასეთი სახით, ეს ქართული გამომცემლობისთვისაც ირიბი დახმარება გახლდათ, ვინაიდან ამ უკანასკნელს მთარგმნელისთვის გადასახდელი ჰონორარის ხარჯებს მნიშვნელოვნად უმსუბუქებდა. ქ. კიღურაძე კი მანამდე მარაიმთან საუბრებში დაჟინებით ამტკიცებდა, რომ გერმანული მხარე ფინანსურად სწორედ პირველ რიგში გამომცემლობას ეხმარება, და ამ თანხის ნაწილი ჩემიც არისო. ქ. კიღურაძის მხრიდან მარიამის თარგმანზე მუშაობის ხელოვნურად გაჭიანურება იმით შეიძლება აიხსნას, რომ რაც უფრო მეტ „ცაიტნოტში“ აღმოჩნდებოდა ამ წიგნის გამოცემის საქმე, მით უფრო „დამყოლი“ და „მორჩილი“ გახდებოდა მთარგმნელიც იმ საკითხში, რომ თავისი ჰონორარის მნიშვნელოვანი ნაწილი, შექმნილი „მწვავე მდგომარეობიდან“ ამომდინარე, გამომცემლისთვის დაეთმო. მე ეს პირდაპირ ვუთხარი ქ. კიღურაძეს მოგვიანებით (2013 წლის ივლისის ან სექტემბრის თვეში), როცა მასთან თარგმანის გასწორებული თავები მიმქონდა, მაგრამ მისგან მაინც უარყოფას ვღებულობდი. ეს, რა თქმა უნდა, ვარაუდია, მაგრამ საკმაო საფუძვლის მქონე ვარაუდი იმ ფაქტის გამო, რაზედაც თავად მ. პაიჭაძეც საუბრობდა. თანაც ქ. კიღურაძე მარიამის სარჩელზე თავის შესაგებელშიც წერდა, რომ ის 3000 ევრო მისთვისაც იყო განკუთვნილი, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში გოეთეს ინსტიტიტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ მასალებში გარკვევით წერია, რომ ეს თანხა მთარგმნელის ჰონორარის უმეტესი ნაწილია და რომ რედაქტირებისა და დაბეჭდვის თანხები მასში გათვალისწინებული არ არის. და ეს კიღურაძის შესაგებელზე ჩვენს პასუხში უკვე აღვნიშნეთ. მაშინვე მივუთითებდით, რომ ეს გამომცემლის მხრიდან მთარგმნელისთვის ფულის გამოძალვის მცდელობა გახლდათ, რასაც ირიბად თავად კიღურაძეც თავის შესაგებელში ადასტურებდა. თუმცა კი ეს, სამწუხაროდ, რეაგირების გარეშე დარჩა.

როდესაც 2013 წლის სექტემბერში მარიამმა, ბ-ნ ოთარ ყარალაშვილის (ცნობილი ქართველი გერმანისტისა და ჰერმან ჰესეს შემოქმედების ბრწყინვალე მცოდნის, რევაზ ყარალაშვილის ვაჟი, განათლებით მათემატიკოსი, რომელსაც მჭიდრო კავშირები და ურთიერთობები აქვს გერმანულ ინსტიტუტებთან, მათ შორის ზურკამპის გამომცემლობასა და თავად ჰ. ჰესეს შთამომავლებთანაც) რჩევით, თარგმანის უკვე გასწორებულ ნაწილზე აზრის გამოთქმისა და მთლიანად თარგმანის რედაქტირების თხოვნით სხვა გერმანისტებსაც მიმართა (პროფესორები ზურაბ აბაშიძე, ნატო თხილავა), გავიგეთ, რომ ამ წრეებში მოარული ხმების თანახმად ქ. კიღურაძრემ უკვე ნანა გოგოლაშვილთან გააფორმა ხელშეკრულება ამ თრგმანის მომზადებაზე და, ასეთ შემთხვევაში ჩვენ მუშაობა უკვე ტყუილად ხომ არ მოგვიწევსო. ასეთ პირობებში ჩვენ გოეთეს ინსტიტუტის თბილისის ოფისში მივედით და მისმა ერთერთმა ხელმძღვანელმა, ქ-ნმა ნათია მიქელაძემ გულთან მიიტანა მარიამის მდგომარეობა, გარკვეული გაოცებითა და უკმაყოფილებით გვითხრა, თქვენ უკვე მეოთხე ხართ, ვინც ჩვენთან ამ გამომცემლობაზე საჩივრით მოდისო. მანვე დაურეკა ამ ინსტიტუტის ბიბლიოთეკის თანამშრომელს ეკა წერეთელს და დაავალა გაერკვია ეს საქმე, ვინაიდან შპს „სიესტას“ მარიამის თუნდაც ხარვეზებიანი თარგმანის მთელი ტექსტი (წიგნის 600 გვერდზე მეტი, ანუ დაახლოებით 350 კომპიუტერული გვერდი) ხელზე აქვს და შეიძლება ის არაკეთილსინდისიერად გამოიყენოსო -- თარგმანი სხვას გადაამუშავებინოს და შემდეგ მისი სახელით გამოსცესო (რაც თარგმანის მოპარვას წარმოადგენს). გარდა ამისა, იქვე შემოვიდა ამ ინსტიტუტის გერმანელი ხელმძღვანელიც, და როდესაც მას საქმის ვითარება აუხსნეს, მან მაშინვე თქვა, რაკი ხელშეკრულება არსებობს და თარგმანიც სრულადაა შესრულებული, გამომცემელს მოსწონს თუ არა ტექსტი, მთარგმენლს თავისი ჰონორარი მაინც უნდა გადაუხადოსო. მომდევნო დღეებში გოეთეს ინსტიტუტიდან გვითხრეს, რომ ნანა გოგოლაშვილთან „რიოში მარგალიტებით თამაშზე“ ხელშეკრულება გაფორმებული არ არის, თუმცა კი „ქ. კიღურაძემ ჩვენც უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაყენა, მან ჩვენი გვერდის ავლით თვითონ გერმანიაში რაღაც საქმეები გააკეთა (მოქმედი პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, რა თქმა უნდა -- ი. ხ.) და ამის გამოსწორებას სამ დღეს მოვუნდითო“.

ქ-ნმა ნათიამ იმ შეხვედრისას ჰონორართან დაკავშირებით ასევე გვითხრა, რომ გერმანული მხარე ახლა უკვე თავად გამომცემლებსაც ეხმარება და ისინი ასე რატომ იქცევიანო? მაშინ მას ამ დახმარების ფორმა და ზომები არ დაუკონკრეტებია, თუმცა კი ამ ბოლო ხანებში ეს თავად ქეთი კიღურაძემ გააჟღერა სასამართლო დარბაზში, როდესაც თებერვლის თვეში თქვა, რომ თუ ჩვენ მასთან დავას შევწყვეტდით, ის თარგმანის გამოცემაზე უფლებას სულაკაურის გამომცემლობის სასარგებლოდ დათმობდა, და ამასთან ერთად იმ 8000 ევროსაც, რომელიც გერმანულ მხარეს ამ პროექტისთის აქვს გათვალისწინებულიო. ანუ მთარგმნელისთვის გამოყოფილი 3000 ევროს გარდა, გამომცემლობას გოეთეს ინსტიტუტი კიდევ დამატებით 5000 ევროს უხდიდა თარგმანის რედაქტირებისა და წიგნად დაბეჭდვისთვის. და მიუხედავად ამისა, კიღურაძე კიდევ მარიამს უყოფდა ჯიბეში ხელს და კიდევ მისგან მოითხოვდა თავისი ჰონორარიდან მნიშვნელოვანი წილის დათმობას. და ასეთ ყაჩაღობას ქ. კიღურაძე წიგნის ბიზნესს ეძახის.

თანაც ბოლო სასამართლო პროცესზე თავად მ. პაიჭაძემ განაცხადა, რომ მანამდე წიგნის რედაქტორობა მას არ გაუწევია, რომ ეს მისთვის ახალი საქმე გახლდათ და ამაში საკუთარი თავის გამოცდაც უნდოდა. კეთილი და პატიოსანი. მაგრამ რას ფიქრობდა თავად ქ. კიღურაძე, როცა საქმეში ასეთ გამოუცდელ რედაქტორს სამუშაოდ ერთდროულად ორი ისეთი მნიშვნელოვანი წიგნის თარგმანს აძლევდა, რომელთა ავტორებიც სხვადასხვა დროის ნობელის პრემიის ლაურეატები არიან. აქვე ისიც უნდა დავუმატო, რომ თავად მ. პაიჭაძის სიტყვით, ის ერთდროულად ბევრი საქმითაა დაკავებული და ლიტერატურასთან სამუშაოდ საკმარისი დროც არ რჩება. რასაც ქ. კიღურაძე სავარაუდოდ ფიქრობდა და გეგმავდა, ამის შესახებ ზემოთ უკვე ვილაპარაკე, ამიტომ ამაზე ბევრს აღარ გავაგრძელებ. მხოლოდ იმისთვის მინდოდა ხაზი გამესვა, რომ მ. პაიჭაძემ წიგნის რედაქტირების საქმეში თავისი გამოუცდელობა თავად აღიარა; კიღურაძე კი შემდგომში დაჟინებით იმეორებდა: მე მხოლოდ გოგოლაშვილს და პაიჭაძეს ვენდობი და მხოლოდ მათ აზრს ვითვალისწინებ, მათ მარიამის თარგმანი არ მოსწონთ, და მე ამისი მჯერაო.

2) მანანა პაიჭაძე შემდეგ წერს, რომ როცა მარიამის თარგმანის კითხვა დაიწყო, მასში ბევრი შეცდომა და ხარვეზი ნახა, რაშიც ნაწილობრივ ჩვენც ვეთანხმებით, და ამაზე უარი არც არასოდეს გვითქვამს. საქმე იმაშია, რომ მარიამის ქართული ტექსტი მე შემყავდა კომპიუტერში და ამ შეცდომებსა და ხარვეზებს პირველად მე ვაწყდებოდი. ამას მარიამს ვეუბნებოდი კიდეც და ვთავაზობდი, ვინაიდან მე რუსულიდან თარგმნის საკმაო გამოცდილება მაქვს, ამიტომ რომანის პირველ თავს, სადაც ყველაზე უფრო მეტი სირთულეებია, რუსულიდან ქართულად გითარგმნი და მერე ამ შინაარსობრივი შეცდომების შეფასებისა და გამოსწორებისთვის ის ქართული ტექსტი გამოიყენე მეთქი. მაგრამ მარიამს ეს არ უნდოდა. ამბობდა, არ მინდა რუსული თარგმანის გავლენის ქვეშ მოვექცეო (მან 90-იანი წლების დასაწყისში ჰესეს სხვა რომანი „ნარცისი და გოლდმუნდი“ გერმანულიდან ისე თარგმნა, რომ მაშინ მისი რუსული თარგმანი არც არსებობდა. და როცა რედაქტორებს, ელზა ახვლედიანსა და რუსუდან ქებულაძეს თარგმანის სისწორესთან დაკავშირებით კითხვები უჩნდებოდათ, შესაბამისი წერილობითი შეკითხვით მას პროფესორ ნოდარ კაკაბაძესთან აგზავნიდნენ, რომელიც მათ ასევე წერილობით ძირითადად თარგმანის სისწორეს უდასტურებდა. ეს მე მარიამისგან ჯერ კიდევ მანამდე ვიცოდი, სანამ ის „რიოში მარგალიტებით თამაშის“ თარგმნას საერთოდ ხელს მოკიდებდა). მარიამი ასევე მეუბნებოდა: ჯერ მე წავიკითხავ და გავასწორებ კიდევ ერთი-ორჯერ ჩემს თარგმანს, შემდეგ ერთი რედაქტორი (გერმანისტი) მას დედანს შეუდარებს, მეორე კი (ქართული ენის სპეციალისტი) უკვე ქართულად გამართავს ტექსტს, მეც მათთან ერთად ვიმუშავებ და კარგი წიგნიც გამოვაო.

მარიამის მოყოლით, 90-იანების დასაწყისში რედაქტორები ძალიან დეტალურად მიყვებოდნენ თარგმანის ტექსტს და ახლაც მას ასეთი თანამშრომლობის იმედი ჰქონა, რაც, სამწუხაროდ, ილუზია გამოდგა. როგორც აღმოჩნდა, მას შემდეგ მდგომარეობა ამ მხრივ სერიოზულად შეცვლილა, რასაც სხვა ავტორებიც გვეუბნებიან: ახლა რედაქტორები, სამწუხაროდ, ასე თავს უკვე აღარ იწუხებენ, და სანაცვლოდ ან თანამთარგმნელად გაყვანას, ან კიდევ დამატებით ფულის გადახდას მოითხოვენ. ამ კონფლიქტის დასაწყისში ერთმა გერმანისტმა ქალბატონმა, ნატა ჯანელიძემ, რომელიც შპს „სიესტას“ რედაქტორი გახლდათ, მარიამს სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ დოდო თოფურიამ, რომლის თარგმანზეც მ. პაიჭაძე ლაპარაკობს თავის განმარტებაში, ამ ტექსტის რედაქტირებაში მას 5000 აშშ დოლარი გადაუხადა. ჩვენც რომ მიგვეცა ასეთი თანხა, მაშინ ის მარიამთანაც ითანამშრომლებდა, მაგრამ ჩვენ ეს ფული არ გვქონდა, ხოლო მარიამის ჰონორარის 6100 დოლარიდან 5000 დოლარი პაიჭაძისთვის გადაგვეხადა, ეს უკვე ყოველგვარ ზომებს სცილდება. თან ასეთი გზით წიგნის გამოსაცემად მომზადება ნამდვილად არ გვინდოდა, არამედ პაიჭაძეს რომ მაშინვე თარგმანის ამობეჭდილ 30 გვერდში, რაზეც თვითონ ლაპარაკობს, ან თუნდაც დასაწყის 10 გვერდში წითელი პასტით გაეხაზა მცდარი ფრაზები და წინადადებები, დედნის მოშველიებით მისი შეცდომები ეჩვენებინა, მაშინ მარიამიც ალბათ თანამთარგმნელის შემოყვანაზე დათანხმდებოდა. მაგრამ კიღურაძემ და პაიჭაძემ ასეთი გზის ნაცვლად, რაც თურმე კანონმდებლობით გათვალისწინებულიც ყოფილა, რაც მაშინ არ ვიცოდით, ზეპირსიტყვიერ-ბრძანებითი ტონი ამჯობინა, რაც ყოველგვარ კოლეგიალურობას სცილდებოდა და ვერც მარიამს მისცემდა იმის საშუალებას, რომ თავისი შეცდომებისა და ხარვეზების რაოდენობა და ხარისხი შეეფასებინა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიეღო. ხოლო მას შემდეგ, რაც მარიამს თავისი შეცდომების გამოსწორებისთვის იმავე წლის ივნისის თვიდან, რუსული თარგმანის გამოყენებით, დახმარება უკვე მე გავუწიე და ტექსტი ძირითადში შინაარსობრივად გავასწორეთ, თანამთარგმნელის ჩართვის საჭიროებაც მოიხსნა.

მ. პაიჭაძეს თავდაპირველ ტექსტში შეცდომებისა და ხარვეზების თაობაზე ნაწილობრივ ვეთანხმებით, თუმცა კი არ ვიზიარებთ იმ „უსაშველო სურათს“, რომლის დახატვაც მას სურს. ის წერს: „600-მდე გვერდი ისე წავიკითხე, რომ ამ გამართულობას (ანუ გამართულ თარგმანს -- ი. ხ.) ვერ წავაწყდი... მინდოდა რაღაცას ჩავბღაუჭებოდი. მაგრამ, სამწუხაროდ ეს ის შემთხვევა აღმოჩნდა, როდესაც მთარგმნელს სათარგმნი ტექსტის ვერ გაეგო, ვერც მისი საზრისი და ვერც მისი ენობრივი ფორმა“. კეთილი და პატიოსანი. მაგრამ, ჯერ კიდევ 2011 წლის თებერვალში ჟურნალ „ჩვენს მწერლობაში“ გამოქვეყნდა ერთი ნაწყვეტი ამ თარგანისა (7 კომპიუტერულ გვერდამდე, დედნის დაახლოებით 12-13 გვერდი), რომელიც შემდეგ იქნა კიდეც გაგზავნილი, მარიამის CV-სა და გამოქვეყნებული თარგმანების ჩამონათვალთან ერთად, როგორც ჰესეს მემკვიდრესთან ზურკამპის გამომცემლობაში (ბერლინი), ისე გოეთეს ინსტიტუტის სათავო ოფისშიც (მიუნჰენი), სადაც მოიწონეს თარგმნილი ეპიზოდი, გაუფორმეს ხელშეკრულება „სიესტას“ წიგნის მთლიანი თარგმანის მომზადებასა და გამოქვეყნებაზე, და ასევე შემდეგ თანადაფინანსებასაც დაპირდნენ. და ნუთუ ქ-ნ პაიჭაძეს ეს ეპიზოდიც არ გამოადგა „ჩაბღაუჭებისთვის“? და კიდევ, როგორც ვთქვი, თითქმის მთელი ტექსტი მე შევიყვანე კომპიუტერში და იქ ბევრი იყო ისეთი ადგილი, რაც მ. პაიჭაძის ასეთ მძიმე და ჩამუქებულ შეფასებას სრულიად არ იმსახურებს (შენიშვნის სახით: რომანიდან ზემოთ მოყვანილი ნაწყვეტის წასაკითხად, რომელიც მე ჩემს ბლოგში 2011 წლის თებერვლის ბოლოსვე ავტვირთე, 2015 წლის 16 იანვრისის მდგომარეობით, მკითხველთა 640 შემოსვლა იყო დაფიქსირებული, რაც მათი მხრიდან მის მოწონებასა და მისდამი ინტერსეზე მეტყველებს).

მოვიყვან თუნდაც ერთ მაგალითს. თავდაპირველ ვარიანტში მარიამს ეწერა ასეთი წინადადება: „ეს, მართლაც, ის არის, რასაც დღეს ჩვენ პიროვნულობაში მოვიაზრებთ, ეს, მართლაც, მნიშვნელოვნად სხვა რამეა, ვიდრე ის, რასაც ადრეული დროის ბიოგრაფები და ისტორიკოსები ამაზე ფიქრობდნენ. მათთვის, და სახელდობრ, იმ ეპოქების ავტორებისათვის, რომლებსაც ბიოგრაფიული გამოხატვის ნიჭი ჰქონდათ, ასე რომ ვთქვათ, პიროვნულობისათვის არსებითი რამ, ნორმის უარყოფა, ნორმისადმი წინააღმდეგობა და ერთადერთობა, მართლაც რომ ხშირად პათოლოგიურად ითვლებოდა“.

რუსულ თარგმანში წერია: «Впрочем, наше сегодняшнее понимание личности весьма отлично от того, что подразумевали под этим биографы и историки прежних времен. Для них, и особенно для авторов тех эпох, которые явно тяготели к форме биографии, самым существенным в той или иной личности были, пожалуй, отклонение от нормы, враждебность ей, уникальность, часто даже патология.» და აქედან მართლაც ჩანს, რომ მარიამმა შეცდომა დაუშვა ამ წინადადების თარგმნაში, რომ ძველი დროის ბიოგრაფებსა და ისტორიკოსებს „პიროვნულობისათვის არსებითი რამ, ნორმის უარყოფა, ნორმისადმი წინააღმდეგობა და ერთადერთობა“ პათოლოგიად კი არ მიაჩნდათ, არამედ ცალკეული ადამიანის ყველა ეს გამორჩეულობა, და თვით პათოლოგიაც კი, განსაკუთრებით აინტერესებდათ და იზიდავდათ. და ამის გათვალისწინებით უკვე ეს ნაწილი მარიამმა ასე გაასწორა: „რასაც დღეს ჩვენ პიროვნულობაში მოვიაზრებთ, მართლაც, ამაღლებულად განსხვავდება იმისგან, ადრეული დროის ბიოგრაფები და ისტორიკოსები ამაზე რომ ფიქრობდნენ. მათთვის, და სახელდობრ, იმ ეპოქების ავტორებისათვის, რომლებსაც ბიოგრაფიული გამოხატვის ნიჭი ჰქონდათ, ყველაზე უფრო არსებითი ამა თუ იმ პიროვნებაში ნორმიდან გადახრა, უნიკალურობა, ხშირად პათოლოგიაც კი გახლდათ“. და განა ეს შეცდომა მ. პაიჭაძესთან, როგორც გერმანისტთან და რედაქტორთან, კოლეგიალური თანამშრომლობით გამოსწორებადი არ იყო? განა ამის და ასეთი შეცდომების ან ხარვეზების გამო მარიამის მთელი თარგმანი გადაგდებას იმსახურებდა? ნებისმიერი კეთილსინდისიერი და ჭკუათმყოფელი ადამიანი ამაზე ალბათ უარყოფითად უპასუხებს – რომ ეს ნამუშევარი ასე ხელაღებით უარყოფას სულაც არ იმსახურებდა. და ესეც ქ-ნ პაიჭაძის სინდისზე იყოს.

აქვე სხვა საკითხებიც იკვეთება: ჯერ ერთი, როგორც ნათლად ჩანს, აქ მარიამს რუსული წინადადება კი არ აქვს პირდაპირ ნათარგმნი ქართულად, არამედ რუსული წინადადების საფუძველზე გერმანული დედნიდან თარგმანში თავისი შინაარსობრივი შეცდომა აქვს გასწორებული, ხოლო წინადადების წყობა კი ძირითადად დედნის მიხედვით აქვს გადმოცემული, თუმცა კი ავტორისეული მსჯელობა – რამდენადმე გამარტივებული. მეორე, სწორედ ამ ფრაგმენტის პირველი წინადადება გახლავთ ის, რომელიც ბ-ნ ალ. კარტოზიას აქვს მოყვანილი გასწორებულ ვარიანტში მარიამის ერთ-ერთი შეცდომის მაგალითად. კერძოდ კი, ზემოთ პირველ წინადადებაში სიტყვის „მნიშვნელოვნად“ ნაცვლად მარიამს ეწერა „ამაღლებულად“, რაც მართლაც ამოვარდნილი იყო კონტექსტიდან, და ბ-ნი ალიკოს რჩევით მისი შეცვლის შედეგად წინადადებაც უფრო გამართული გამოვიდა. ბ-ნი ალიკო სამართლიანად მიუთითებდა იმ შენიშვნაში, რომ სიტყვის არასწორად გამოყენებამ შეიძლება წინადადება მცდარი გზით წაიყვანოსო, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვინაიდან მთელი წინადადება რუსული თარგმანის მიხედვით გვქონდა აზრობრივად გამართული, უბრალოდ იმ ხარვეზის გამოსწორების შემდეგ (როცა სიტყვა „ამაღლებულად“ შეიცვალა სიტყვით „მნიშვნელოვნად“) სწორად ჩამოყალიბებული ქართული ფრაზაც უფრო გამართული შეიქნა. თანაც ასევე ჩანს, რომ იმ პირველ ხარვეზებიან ვარიანტში მარიამს სწორედ სიტყვა „მნიშვნელოვნად“ ჰქონდა ლექსიკონში მოძიებული, მაგრამ შემდეგ, როგორც ჩანს, შემდეგ რუსულ თარგმანთან იდენტურობისგან რომ თავი დაეზღვია, ამ ადგილას ამჯობინა სიტყვა „ამაღლებულად“ გამოეყენებინა. თანაც დედანში არსებული სიტყვის erheblich შესაბამისი ზმნა erheben სწორედ „ამაღლებას“ ნიშნავს.

ხოლო მანანა პაიჭაძეს რომ პატიოსნად შეესრულებინა რედაქტორის მოვალეობა და თავისი სამუშაო, მთარგმნელთან კოლეგიალურად ემუშავა და მისი „გადაგდება“ არ დაეწყო, მაშინ არც რუსული თარგმანის მოშველიება გახდებოდა საჭირო და არც ეს საქმე ასე არ გართულდებოდა.

კიდევ უფრო უარეს და უტიფარ საქმეს ჩადიოდა მ. პაიჭაძე მას შემდეგ, რაც სოლომონ აპტის მიერ რუსულად ნათარგმნი ამ წიგნის დახმარებით გასწორებული ქართული თარგმანის ასევე ხელაღებით დაწუნება გააგრძელა. საქმე იმაშია, რომ სოლომონ აპტი გერმანული ლიტერატურის მსოფლიოში ცნობილი მთარგმნელია და მ. პაიჭაძის მსგავს „გერმანისტებსა და რედაქტორებს“ თავისი ცოდნითა და გამოცდილებით, ასე რომ ვთქვათ, „ჯიბეში ჩაისვამს“. მე კი რუსული ენიდან საკმაოდ კარგად ვთარგმნი და არც ამ ტექსტის გაგება და ქართულად გადმოცემა გამჭირვებია. ამიტომ, განსაკუთრებით, რომანის პირველი თავის შინაარსობრივი შეცდომებისგან დაზღვეულობის შესახებ დანამდვილებით შემიძლია ვამტკიცო, ასევე მეორე თავისაც, სადაც უფრო მარიამი მუშაობდა უკვე დამოუკიდებლად, ხოლო რაშიც ეჭვი შეეპარებოდა, იქ, ცხადია, აპტის თარგმანის მოშველიებით ერთად ვმუშაობდით; ხოლო მომდევნო თავებზე მუშაობისას კი ჩემი მონაწილეობა თანდათან მცირდებოდა. მე ჯერ კიდევ 2013 წლის 20 ივნისამდე მივუტანე ქ. კიღურაძეს გასწორებული პირველი 12 კომპიუტერული გვერდი (დედნის 20-22 გვერდი), 15 ივლისს კი – 48 კომპიუტერული გვერდი (წიგნის პირველი ორი თავი, დედნის დაახლ. 70-75 გვერდი). სექტემბრის თვეში კი გასწორებული თარგმანის კიდევ სამი (სულ ხუთი თავი, ანუ პირველი ტომის თითქმის ნახევარი /რომელშიც მთლიანობაში ცხრა თავია/).

ჩემი პირველი მისვლისას ქ. კიღურაძემ ეს კარგად მიიღო, მაგრამ უკვე მეორედ მისვლისას, როდესაც პირველი ორი თავი მივუტანე, ისე რომ არც კი უნახავს, მკითხა: ესეც რომ დაიწუნონ, მაშინ რას აპირებთო? მე გამიკვირდა – მთელი ტექსტი შინაარსობრივად მსოფლიოში ასეთი ცნობილი მთარგმნელის წიგნის მიხედვით გავასწორეთ და რაღას იწუნებენ მეთქი? მაგრამ კიღურაძე უკვე შეუვალი იყო და კატეგორიულად აცხადებდა: რომელ გერმანისტებსაც მე ვენდობი – მანანა პაიჭაძე და ნანა გოგოლაშვილი – მარიამის თარგმანს გადაჭრით იწუნებენო. შემდეგ მალევე გვითხრეს, რომ ქ. კიღურაძეს უკვე ნანა გოგოლაშვილთან აქვს ამ თარგმანზე ხელშეკრულება გაფორმებულიო, ამის შემდეგ მივედით გოეთეს ინსტიტუტში ჩვენი სატკივარით, რაც ზემოთ უკვე ვილაპარაკე. ანუ კიღურაძე-პაიჭაძე-გოგოლაშვილის სამეულს მარიამის „გადაგდება“ უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ, რათა ამ თარგმანის შესრულება ნანა გოგოლაშვილს ჩაეგდო ხელში და შემდეგ ის კიღურაძეს გამოეცა. ანუ ამ ორი პირის მომადლიერებისა და მათგან სარგებლის მიღების მიზნით ქ. კიღურაძე საქართველოს კანონმდებლობის უხეშ და თავხედურ დარღვევაზე წავიდა, თანაც უნდა, რომ ახლა ეს ყველაფერი შერჩეს და შეერგოს.

3) მ. პაიჭაძე თავის განმარტებაში ასევე წერს, რომ შპს „სიესტას“ ოფისში მათი იმ ერთადერთი შეხვედრისას „ქალბატონმა მარიამ ქსოვრელმა... დაიჟინა, რომ (თავის თარგმანს -- ი. ხ.) თვითონ გადაამუშავებდა. მაშინ ქალბატონმა ქეთევან კიღურაძემ შესთავაზა მაისისათვის პირველი 100 გვერდი გადამუშავებული წარედგინა“. ამას სიმართლეს ამბობს მ. პაიჭაძე და ამ ნათქვამით ისევ ქ. კიღურაძის არაკეთილსინდისიერებას ააშკარავებს. საქმე იმაშია, რომ აპრილიდან მაისამდე, ერთ თვეში, 100 კომპიუტერული გვერდის, ანუ წიგნის დაახლოებით 180 გვერდის გადამუშავება შეუძლებელია. და რატომ იყო ასეთი მოკლე ვადები დასახელებული? იმიტომ რომ ქ. კიღურაძე აცხადებდა, მე გოეთეს ინსტიტუტთან დადებული ხელშეკრულებით წიგნის გამოსაცემად სულ ხუთი თვეღა მაქვს დარჩენილი, აქედან ორი თვე დაბეჭდვისთვის დამჭირდება, მანამდე სამ თვეში ტექსტის მომზადებას უნდა მოვრჩეთო (მთელი ტექსტი დაახლ. 350 კომპიუტერულ გვერდს შეიცავს). მაგრამ მარიამმა იმავე გოეთეს ინსტიტუტის ბიბლიოთეკის თანამშრომლისგან იცოდა, რომ გერმანიიდან თანხმობა 2012 წლის შუა ზაფხულში 2 წლის ვადით ჩამოვიდა, ანუ 2014 წლის შუა ზაფხულამდე; მაშინ კი, „სიესტას“ ოფისში იმ საუბრისას, ანუ 2013 წლის აპრილის დასაწყისში, ამ ვადის ამოწურვამდე 5 თვე კი არ იყო დარჩენილი, არამედ 15 თვე, და ქ. კიღურაძე ასეთი ვადების დანიშვნის დროსაც უტიფრად ტყუოდა. ამას ადასტურებს სწორედ მ. პაიჭაძის ზემოთ მოყვანილი სიტყვები.

გარდა ამისა, აღსანიშნავია შემდეგიც: ქ. კიღურაძეს დიდად არც ის ადარდებდა, რომ გერმანელების წინაშე აღებული ვალდებულების შესრულებას შეიძლებოდა საფრთხე შექმნოდა. მან ხომ სულ თავიდანვე რედაქტორის მიერ მარიამის თარგმანის გაცნობა ხელოვნურად შეაფერხა, როცა ის ორი თარგმანი (ჰერტა მიულერისა და ჰერმან ჰესეს წიგნების) სარედაქციოდ ერთ გერმანისტს მისცა; ეს ხომ ერთერთ მათგანზე ავტომატურად რამდენიმე თვის ხელოვნურად დაკარგვას ნიშნავდა? შესაძლოა ჰერმან ჰესეს მემკვიდრეს, ბ-ნ კრისტოფ ჰასენცალს ქ. კიღურაძის ასეთი ხრიკებისადმი უარყოფითმა დამოკიდებულებამაც გადაადგმევინა ის ნაბიჯი, რომ „სიესტას“ ამ თარგმანის გამოცემის უფლება ჩამოართვა და ის ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას გადასცა. სწორედ ასეთი რამ გვითხრა ამის შესახებ სულაკაურის გამომცემლობის იმ თანამშრომელმა, რომელთანაც მაშინ ჩვენ გვქონდა ურთიერთობა. ბ-ნ ჰასენცალს ასეთი რამ უთქვამს: ქ. კიღურაძემ უკვე იმდენჯერ დაარღვია ჩემთვის მოცემული პირობა და იმდენჯერ გადავუვადე მას უფლების მოქმედება, რომ ახლა მირჩევნია ეს უფლება მას ჩამოვართვა და თქვენ მოგცეთო. ეს ამა წლის ივლის-აგვისტოს თვეებში ხდებოდა. შემდეგ გერმანიიდან შემოხმიანება რამდენადმე შეყოვნდა, რასაც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში და ჩვენც შვებულებების მიზეზით ვხსნიდით, და ნაწილობრივ ასეც იქნებოდა. თუმცა კი ამის მერე ბ-ნი ჰასენცალი ისევ დაუკავშირდა სულაკაურის გამომცემლობას, კვლავ დაუდასტურა თავისი გადაწყვეტილება, და ისიც დაუმატა – მე გამომცემლობა „სიესტასთან“ რაღაც პრობლემები მქონდა, მაგრამ თქვენ ეს არ გეხებათ, მათ მე თვითონ მივხედავო (მას თუმცა ამ პრობლემების რაობა და შინაარსი არ დაუკონკრეტებია, მაგრამ მათი მიხვედრა ძნელი არ უნდა იყოს; თანაც ამ ეტაპზე ქ. კიღურაძესთან ურთიერთობებს ბ-ნი ჰასენცალი არა სხვა რამეს უწოდებს, არამედ სწორედ – პრობლემებს). ეს ჩვენ სულაკაურის გამომცემლობის თანამშრომელმა გვითხრა, ვისაც დროდადრო ტელეფონით ვეკონტაქტებოდით.

თავად მარიამის მიერ გადამუშავებული ტექსტი რომ შემდგომი რედაქტირებისთვის ვარგისი იყო, ამას მაშინვე (2013 წლის შემოდგომაზე) ადასტურებდა ქ-ნ ანა კორძაია-სამადაშვილისა და ბ-ნ ალ. კარტოზიას რეცენზიები, რასაც შემდეგ ქ-ნების ეთერ ქავთარაძისა მაია ბადრიძის დადებითი შეფასებებიც დაემატა (2014 და 2015 წლებში); და ეს საბოლოოდ დაადასტურა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ მარიამის თარგმანის მოწონებამ და გამოსაცემად მიღებამ; მასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამ. და ამან კიღურაძე-პაიჭაძე-გოგოლაშვილის სიცრუე და დანაშაულებრივი გარიგება გამოააშკარავა.

4) რაც შეეხება მანანა პაიჭაძის რეგალიებს. სასამართლო პროცესზე მისი მოწმედ გამოსვლის დროს მე მას ვკითხე, თუ როგორც გოეთეს ქართული ლიტერატურული საზოგადოების პრეზიდენტი რატომ არასოდეს არაფრით დაეხმარა ამ საზოგადოების წევრსა და მთარგმნელს, მარიამ ქსოვრელს. ამაზე მან მიპასუხა: „ვის დავხმარებივარ, რომ ამას დავხმარებოდიო?“ საქმეც იმაშია, რომ თუ სხვებისთვის, შენი კოლეგებისთვის გული არ შეგტკივა და მათ დახმარებაზე არ ფიქრობ, მაშინ პრეზიდენტობაზეც ხელი უნდა აიღო. დახმარება იმაში კი არ გამოიხატება, რომ შენი ძალაუფლების ქვეშ მყოფ გერმანისტებს ფულები აძლიო, არამედ იმაში, რომ შესაბამის გერმანულ ინსტიტუტებთან საქმიანი კავშირები დაამყარო, მათგან სპეციალისტები მოიწვიო, შენს ქართველ კოლეგებს კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება მისცე და სხვა. საქმე იმაშია, რომ ჯერ კიდევ ზაფხულში გამართულ სასამართლო სხდომაზე ქ. კიღურაძემ მარიამის გასწორებული თარგმანის ნაკლად დაასახელა სახელდობრ შემდეგი: „მაგალითად, როგორც ქართულ ლიტერატურაში იყო „ცისფერყანწელთა“ მიმდინარეობა, ეს რომ არ იცოდეს მთარგმნელმა და ეს „ცისფერი ყანწების“ სახელით თარგმნოს, მ. ქსოვრელის თარგმანშიც ასეთი შეცდომებიაო“. ჯერ ერთი, ეს წმინდა სარედაქციო ხასიათი ხარვეზია, რაც თარგმანის დაწუნების საფუძველს არ იძლევა, და, გარდა ამისა, მ. პაიჭაძეს, როგორც გოეთეს ქართული ლიტერატურული საზოგადოების პრეზიდენტს რომ თავისი ქართველი კოლეგებისთვის ზემოხსენებული შემოქმედებითი და სამეცნიერო ურთიერთობების დამყარება უზრუნველეყო, განა ასეთ საკითხებს მარიამიცა და სხვა გერმანისტებიც უფრო კარგად არ გაარკვევდნენ? მაგრამ არა, ქ-ნ პაიჭაძეს თავისი პრეზიდენტობა მხოლოდ თავისი პირადი კავშირების დამყარებისა და თავისი კერძო ანგარებიანი ინტერესების დაკმაყოფილებისთვის უნდა, ანუ ქართულ გერმანისტიკასა და ქართველ გერმანისტებს ზუსტად ისე ექცევა, როგორც სულ ახლო წარსულში ქვეყნის, სამწუხაროდ, პრეზიდენტი მ. სააკაშვილი საქართველოსა და ქართველ ხალხს ექცეოდა.

რაც შეეხება მ. პაიჭაძის პროფესორობას. ამ ხარისხისა და წოდების მიღწევამდე ჯერ გერმანისტს სახელმწიფო უნივერსიტეტში ან უცხო ენათა ინსტიტუტში კათედრაზე უნდა მიეღო თავის დროზე ადგილი, რაც ადვილი სულაც არ გახლდათ. როცა მარიამ ქსოვრელმა 1978 წელს სადიპლომო ნაშრომი მოამზადა XX საუკუნის პირველი ათწლეულების გამორჩეული გერმანელი პოეტის, გეორგ ჰაიმის შემოქმედებაზე, ფრანგული ენისა და ლიტერატურის ცნობილმა ქართველმა სპეციალისტმა, პროფესორმა გასტონ ბუაჩიძემ თქვა, რომ ასეთი დიპლომი 40 წელიწადში ერთხელ შემოდისო. საქმე იმაში გახლდათ, რომ მარიამმა ეს ნაშრომი სხვა წიგნებიდან კი არ გადაწერა, არამედ მისმა ხელმძღვანელმა ქ-ნმა ნაირა გელაშვილმა მას გეორგ ჰაიმის ლექსების კრებული, და ასევე გარკვეული ქარგა ანუ ჩონჩხი მისცა დიპლომის მომზადებისთვის, ხოლო მთელი დანარჩენი სამუშაო, ანუ აღნიშნული ავტორის პოეზიის მიმოხილვა და გარჩევა კი თავად მარიამმა შესრულა. მარიამს განსაკუთრებით აფასებდნენ ბ-ნები რეზო ყარალაშვილი და ნოდარ კაკაბაძე. პირველმა მას, როგორც გამორჩეულ და გერმანული ლიტერატურით დაინტერესბულ სტუდენტ,ს სწორედ გოეთეს ქართული ლიტერატურული საზოგადოების იმხანად დამზადებული ერთერთი პირველი ემბლემა – არწივის გამოსახულების სამკერდე ნიშანი, ამ საზოგადოების სხდომაზე, მისთვის მოულოდნელად და სასიხარულოდ, საზეიმოდ გადასცა. მაგრამ, მიუხედავად ამის, მარიამ ქსოვრელმა უნივერსიტეტში კათედრაზე სამუშაო ადგილი მაინც ვერ მიიღო. 

სულ სხვა მდგომარეობაში გახლდათ მანანა პაიჭაძე. მისი მამა იყო ისტორიკოსი პროფესორი გიორგი პაიჭაძე, რომელიც რუსეთ-საქართველოს ისტორიულ ურთიერთობებზე მუშაობდა და ვახტანგ VI-ისა და პეტრე I-ის ურთიერთობებზე 1960 წელს წიგნი აქვს გამოცემული, რომელსაც მე დიდად ვაფასებ. მაგრამ XVIII საუკუნეში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების თემაზე მომუშავე სხვა ისტორიკოსების, პროფესორების იასე ცინცაძისა და ვალერიან მაჭარაძისგან განსხვავებით, გ. პაიჭაძე თავს ვალდებულად თვლიდა აღნიშნული საკითხები მარქსიზმ-ლენინიზმის თვალთახედვით განეხილა. სახელდობრ ამ წიგნში, „რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიისათვის“ (XVIII ს. I მეოთხედი); თბილისი 1960, გიორგი პაიჭაძე დასაწყისშივე ხაზს უსვამს:

„პრინციპულად ახალი მეცნიერული პოზიციებიდან შეუდგა ისტორიის შესწავლას ჩვენი საბჭოთა ისტორიული მეცნიერება, რომელიც მარქსიზმ-ლენინიზმის დიადი მოძღვრებით ხელმძღვანელობს“. (გვ. 5)

„მაგრამ ეს როდი ნიშნავს, რომ იმ ომების დახასიათებისას, რომლებსაც რუსეთი აწარმოებდა, შემოვიფარგლოთ მხოლოდ ცარიზმის დაპყრობითი პოლიტიკის განსაზღვრით. საქმისადმი ასეთი უკიდურესად ცალმხრივი დამოკიდებულება ძირფესვიანად ეწინააღმდეგება მარქსისტულ-ლენინურ მოძღვრებას, მის დიალექტიკურ მეთოდს, ისტორიზმის მარქსისტულ პრინციპს.

მარქსიზმ-ლენინიზმი გვასწავლის, რომ ისტორიული ფაქტების სწორად გაგებისათვის ისინი უნდა განვიხილოთ იმ პირობების გათვალისწინებით, რომელნიც განსაზღვრავდნენ ისტორიულ მოვლენათა განვითარებას. საკითხისადმი მხოლოდ ასეთი მიდგომით, კონკრეტულ-ისტორიული პირობების გათვალისწინებით, შესაძლებელი ხდება სწორად გავიგოთ 1722-1723 წწ. კასპიის ზღვის სანაპიროზე რუსეთის ჯარების ლაშქრობის ხასიათი.“ (გვ. 8)

„ფ. ენგელსი, როცა აღმოსავლეთის მიმართ რუსეთის პროგრესულ როლზე ლაპარაკობდა, აღნიშნავდა, რომ «...Россия действительно играет прогрессивную роль по отношению к востоку... господство России играет цивилизирующую роль для Чёрного и Каспийского морей и Центральной Азии, для башкир и татар» (К. М а р к с и Ф. Э н г е л ь с. Соч., т. XXI, стр. 211)“. (გვ. 8)

„...ცარიზმს თავისი საკუთარი კლასობრივი ინტერესები აწუხებდა, საკუთარი ეკონომიური და პოლიტიკური მიზნები ამოძრავებდა. ამ პოლიტიკის წარმატების უზრუნველსაყოფად ცარიზმი მოხერხებულად იყენებდა ამიერკავკასიის ქვეყნებს, კერძოდ, საქართველოს. ამიტომაც იყო, რომ ცარიზმი, ენგელსის თქმით, განმათავისუფლებლის „პოზას“ იღებდა“. (გვ. 8-9)

გარდა ამისა, გ. პაიჭაძემ 1980 წელს გამოსცა მცირე მოცულობის წიგნი „გეორგიევსკის ტრაქტატი და მისი ისტორიული მნიშვნელობა“, სადაც დასაწყისში ტრადიციულად აღნიშნავს:

„საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი მრავალეროვანი სახელმწიფოა, რომელიც ხალხთა მეგობრობის ურღვევ პრინციპებს ემყარება.

სსრ კავშირის ხალხთა მეგობრობა ჩვენი ქვეყნის ძალისა და ძლიერების უშრეტ წყაროს წარმოადგენს. იგი ობიექტური კანონზომიერება, ისტორიულად ჩამოყალიბებული მოვლენაა. მას აქვს ღრმა ისტორიული ფესვები. ეს მეგობრობა წარმოიშვა უძველეს დროს, საუკუნეთა მანძილზე ვითარდებოდა, მტკიცდებოდა და მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლების ხანაში სოციალიზმის მშენებლობის შედეგად ხალხთა ჭეშმარიტ მეგობრობად იქცა. ამდენად საბჭოთა მრავალეროვანი სახელმწიფოს მთელი ისტორია სსრკ ხალხთა შორის მეგობრული ურთიერთობების შექმნის, განვითარებისა და განმტკიცების ისტორიაა.“ (გვ. 3)

„XIII საუკუნიდან მოყოლებული საქართველო უმძიმეს საგარეო პოლიტიკურ ვითარებაში აღმოჩნდა. XIII-XV საუკუნეებში ქვეყანა მონგოლების, თემურ-ლენგისა და უზუნ-ჰასანის გამანადგურებელი შემოსევების მსხვერპლი გახდა, ხოლო XVI-XVIII საუკუნეებში – ოსმალო და ირანელი აგრესორებისა. ამან საქართველოს უდიდესი ზიანი მოუტანა. ქვეყნის ნორმალური განვითრებისათვის უაღრესად არახელსაყრელი პირობები შეიქმნა. კ. მარქსი და ფ. ენგელსი არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ბარბაროსული თავდასხმები აფერხებენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, იწვევენ საწარმოო ძალების განადგურებას (იხ. ფ. ე ნ გ ე ლ ს ი. ანტი-დიურინგი, თბ. 1952, გვ. 216)“. (გვ. 6)

„მაგრამ საქართველოში არ შეწყვეტილა ბრძოლა ქვეყნის პროგრესისათვის, ბრძოლა ფეოდალური დაქუცმაცებულობის წინააღმდეგ და საქართველოს სახელმწიფოებრივი ერთიანობის აღსადგენად. ფეოდალური ანარქიისა და პარტიკულარიზმის დაძლევის საქმეში სამეფო ხელისუფლება უაღრესად პროგრესულ როლს ასრულებდა. ფეოდალურ სამყაროში, – აღნიშნავდა ფ. ენგელსი, – სამეფო ხელისუფლება პროგრესული ელემენტი იყო და იმ დროს არსებული საერთო უწესრიგობის ვითარებაში მხოლოდ ის გამოდიოდა წესრიგის წარმომადგენლად (К. М а р к с и Ф. Э н г е л ь с. Соч., т. 21, М., 1961, с. 414)“. (გვ. 9-10)

„რუსეთის მთავრობის დიპლომატია მოხერხებულად იყენებდა როგორც ამიერკავკასიის ხალხებთან რუსეთის რელიგიურ და კულტურულ ერთობას, ასევე რუსეთისაკენ ამ ხალხების ბუნებრივ მისწრაფებას, რაც გამომდინარეობდა ირანელი და ოსმალო დამპყრობლების უღლისაგან განთავისუფლების უდიდესი სურვილიდან. ამასთან დაკავშირებით ფ. ენგელსი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ რუსეთის ცარიზმი განმათავისუფლებლის პოზას ღებულობდაო (К. М а р к с и Ф. Э н г е л ь с. Соч., т. 22, с. 17)“. (გვ. 51)

წიგნის ბოლო ნაწილში გ. პაიჭაძე, სხვათა შორის, წერს:

„მასობრივ რევოლუციურ მოძრაობას საქართველოში, ისევე როგორც მთელ ამიერკავკასიაში, მკაფიოდ გამოხატული ინტერნაციონალური ხასიათი ჰქონდა. ხელიხელჩაკიდებული იბრძოდნენ ქართველები, რუსები, სომხები, აზერბაიჯანელები. ვ. ი. ლენინი მაღალ შეფასებას აძლევდა ამიერკავკასიის ბოლშევიკური ორგანიზაციების ინტერნაციონალურ ტრადიციებს და სამაგალითოდ თვლიდა მათ ბოლშევიკური პარტიის სხვა ორგანიზაციებისათვის.

საქართველოსა და ამიერკავკასიის მშრომელთა რევოლუციური ბრძოლის სათავეში იდგნენ ისეთი თვალსაჩინო ხელმძღვანელები, როგორიც იყვნენ: ი. სტალინი, ა. წულუკიძე, ლ. კეცხოველი, მ. კალინინი, პ. ჯაფარიძე, ს. შაუმიანი, გ. ორჯონიკიძე, მ. ცხაკაია, ფ. მახარაძე, ს. კიროვი და სხვა.“ (გვ. 77-78)

„კომუნისტურმა პარტიამ, რომელიც ეყრდნობოდა საზოგადოების განვითარების ობიექტურ კანონებს, მარქსისა და ლენინის იდეებს, განაზოგადა კლასობრივი ბრძოლისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამოცდილება, შეიმუშავა სოციალისტური რევოლუციის მეცნიერულად დასაბუთებული თეორია, რომელშიც ეროვნულ საკთხს თავისი დიდი ადგილი დაეთმო...

გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნული საკითხი სოციალისტური რევოლუციის, სოციალიზმისა და კომუნიზმის მშენებლობის საერთო საკითხის შემადგენელი ნაწილი იყო, ვ. ი. ლენინმა შექმნა კომუნისტური პარტიის თეორია და პროგრამა ეროვნულ საკითხშიც, შეიმუშავა რა პროლეტარული ინტერნაციონალიზმისა და ხალხთა მეგობრობის იდეების თეორიული საფუძვლები.“ (გვ. 78)

„ეროვნული საკითხის ჭეშმარიტად მეცნერული და ჭეშმარიტად რევოლუციური თეორიისა და პროგრამის შექმნა კომუნისტური პარტიის უდიდესი ისტორიული გამარჯვებაა. ვ. ი. ლენინის მიერ შემუშავებულმა და მისი ხელმძღვანელობით პარტიის მიერ განხორციელებულმა ეროვნულმა პოლიტიკამ რუსეთის პროლეტარიატს მოუპოვა მშრომელი მასების სიმპათია და მხარდაჭერა, ეს კი სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების ერთ-ერთი მძლავრი ფაქტორი იყო.“ (გვ. 79)

„კომუნისტურმა პარტიამ შეძლო ხალხების ერთ მებრძოლ ბანაკად გაერთიანება. მან ერთ საერთო რევოლუციურ ნაკადად გააერთიანა ისეთი სხვადასხვაგვარი რევოლუციური მოძრაობანი, როგორიცაა საერთო-დემოკრატიული მოძრაობა ზავისათვის, გლეხურ-დემოკრატიული მოძრაობა მემამულეთა მიწების ხელში ჩაგდებისათვის, ჩაგრული ხალხების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ეროვნული თანასწორუფლებიანობისათვის, პროლეტარიატის სოციალისტური მოძრაობა ბურჟუაზიის დამხობისა და პროლეტარიატის დიქტატურის დამყარებისათვის. 

ოქტომბრის რევოლუციამ სოციალურ ამოცანათა განხორციელების პროცესში ეროვნული ჩაგვრის უღელი მოაშორა ჩვენი ქვეყნის ხალხებს. რევოლუციამ მოსპო მეფის თვითმპყრობელური რუსეთი – „ხალხთა საპყრობილე“, ბოლო მოუღო სოციალურ და ეროვნულ ანტაგონიზმს, არარუს ხალხებს მისცა საკუთარი სახელმწიფოებრიობა. 

მხოლოდ კომუნისტურმა პარტიამ, რომელიც გამოხატავს მუშათა კლასის, გლეხობის, ინტელიგენციის, ყველა მშრომელის საარსებო ინტერესებს და ახორციელებს ლენინურ ეროვნულ პოლიტიკას, შეძლო შეეკავშირებინა ყველა ერი და ეროვნება ერთიან ინტერნაციონალურ ძმობად და მათი ძალები წარემართა ახალი საზოგადოების შექმნისათვის.“ (გვ. 79-80)

„ვ. ი. ლენინის ხელმძღვანელობით კომუნისტურმა პარტიამ აღმართა ხალხთა პროლეტარული ინტერნაციონალიზმისა და მეგობრობის დროშა. ამ დროშით ერთიანი ძალებით პრაქტიკულად ლიკვიდირებულ იქნა ეროვნული უთანასწორობა და ყველა ერმა და ეროვნებამ მიაღწია სწრაფ განვითარებას. კომუნისტური პარტიის ლენინური ეროვნული პოლიტიკის ნამდვილი ტრიუმფი იყო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის ჩამოყალიბება. ერთიანი მრავალეროვანი სოციალისტური სახელმწიფოს არსებობის პირობებში შეიქმნა ხალხების სოციალური, ეკონომიკური და კულტურული პროგრესის არნახული შესაძლებლობანი. „მთელმა მსოფლიომ იცის ლენინური ეროვნული პოლიტიკის შედეგები, – აღნიშნავს სკკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე ლ. ი. ბრეჟნევი, – საბჭოთა კავშირის ყველა ერი და ეროვნება დაადგა აყვავების გზას და მოიპოვა უდიდესი წარმატებანი ინდუსტრიის, სოფლის მეურნეობის, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაში. სოციალიზმმა აამოქმედა ჩვენი განვითარების ისეთი მძლავრი მამოძრავებელი ძალა, როგორიც ხალხთა მეგობრობაა“ (ლ. ი. ბ რ ე ჟ ნ ე ვ ი. ლენინური კურსით, ტ. 2, თბ., 1971, გვ. 102). (გვ. 82)

ერთიან ძმურ ოჯახში მთელი სიღრმით და სიგრძე-სიგანით გამოვლინდა საბჭოთა კავშირის ხალხების მძლავრი შემოქმედებითი ძალები. მათ ერთად განვლეს ბრძოლისა და აღმშენებლობის ჭეშმარიტად დიდი გზა, რომელიც ღირსეულად დაგვირგვინდა განვითარებული სოციალისტური საზოგადოების, უდიდესი ჰუმანიზმის საზოგადოების, ნამდვილი სახალხო ხელისუფლების აშენებით, ფართო სარბიელი შეიქმნა პიროვნების თავისუფალი ყოველმხრივი განვითარებისათვის. ეს გზა, ეს უდიდესი მიღწევები ჩვენი კანონიერი სიამაყეა, განმტკიცებულია ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონით – სსრ კავშირის ახალი კიონსტიტუციით...

„ჭეშმარიტად უდიდესი ნახტომი მოახდინა საქართველომ საბჭოთა ხელისუფლების წლებში. საქართველოს საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ მოძმე რესპუბლიკების დახმარებით მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ეკონომიკური, სოციალური და კულტურული მშენებლობის ყველა უბანზე“. (გვ. 83)

„კომუნისტური პარტია შემოქმედებითად წყვეტს ეროვნული ურთიერთობის საკითხებს მთელი ქვეყნისა და ცალ-ცალკე თითოეული რესპუბლიკის ინტერესებისათვის, კომუნისტური მშენებლობის ინტერესებისათვის. იგი თანამიმდევრულად ადგას სოციალისტურ ერთა აყვავებისა და მათი თანდათანობით დაახლოების ლენინურ კურსს, ყოველ ღონეს ხმარობს, რომ მტკიცდებოდეს საბჭოთა კავშირის ყველა კლასის, სოციალური ჯგუფების, ერისა და ეროვნების ძმური კავშირი.

ეროვნული საკითხის გადაწყვეტის საბჭოურ გამოცდილებას უდიდესი ისტორიული, ჭეშმარიტად საერთაშორისო ნიშვნელობა აქვს“. – (ციტატის დასასრული)

როგორც გვახსოვს, 1978 წლის აპრილში თბილისში ქართველი ახალგაზრდობა საქართველოს სსრ-ში მშობლიური ენის სახელმწიფო სტატუსის დასაცავად საპროტესტო დემონსტრაციით ქუჩაში გამოვიდა. მარიამი, ოქროპირ რუხაძესთან და ასმათ ფიცხელაურთან ერთად იმ დღეს ფაკულტეტის საპროფესოროში ჩაკეტეს, რადგან ისინი გამორჩეული სტუდენტები იყვნენ და საბჭოთა უშიშროებას ეტყობა მათზე განსაკუთრებული მეთვალყურეობა ჰქონდა დაწესებული; მე კი სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე ვსაწვლობდი და ასეთი გამორჩეული არ ვყოფილვარ, ამიტომ მე არავის არსად ჩავუკეტივარ და სხვებთან ერთად იმ დემონსტრაციაში ვმონაწილეობდი. როცა მთავრობის სასახლისკენ მივდიოდით, არ ვიცოდით, იქიდან ცოცხალი დავბრუნდებოდით თუ არა. მანანა პაიჭაძე, ცხადია, ამ დემონსტრაციაზე არ იქნებოდა და, ალბათ, არც მას თანაუგრძნობდა.

რაც გ. პაიჭაძის ზემოთ მოყვანილ ციტატებში წერია, ის ქართველი ახალგაზრდობისთვის საზიზღარი და გულისამრევი იყო, ასეთ რამეებს ზიზღით დავცინოდით. თუმცა კი მანანა პაიჭაძემ დაახლოებით იმ ხანებში (1980 წელს ან მის მახლობელ წლებში) დაამთავრა უნივერსიტეტი და, ალბათ, თავისი მამიკოს ასეთი მარქსისტულ-ლენინური თავგამოდება დიდად დაეხმარებოდა მას გერმანული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე თანამშრომლის ადგილის მიღებაში. ანუ ქ-ნმა პაიჭაძემ მაშინ ეს ადგილი უპრობლემოდ დაიკავა, რამაც შემდეგ მას სამსახურეობრივი წინსვლის შესაძლებლობა მისცა. ამას არც ვედავებით, მაშინ ეს მიღებულ ნორმად ითვლებოდა. შვილებზე ზრუნვაც მშობლების ვალია, მაგრამ ასევე თითოეული ადამიანის ვალი თავის სამშობლოზე ზრუნვა უნდა იყოს, გრიგოლ ორბელიანის იმ ცნობილი სიტყვების მიყოლა: „მიეცი ნიჭსა გზა ფართო, თაყვანისცემა ღირსებას; ნიჭს აძლევს ზენა მხოლოდ კაცს, და არა გვარიშვილობა“. თავად ხსენებულ წიგნში გ. პაიჭაძე ისტორიული ქართული სახელმწიფოს მნიშვნელოვან ნაკლად იმას ასახელებს, რომ სახელმწიფო და სამხედრო თანამდებობები მემკვიდრეობით გადადიოდა და თითოეული ასეთი მოხელის პირადი უნარი და შესაძლებლობები არ გაითვალისწინებოდა. ეს კი სახელმწიფოს შესაძლებლობებს აქვეითებდა და აკნინებდა.

თავად მ. პაიჭაძეს რომ ამის შეგნება და გაგება ჰქონდეს, მაშინ ის დღეს თავის მდგომარეობას სხვების შევიწროვებისა და დაჩაგვრისთვის, ან კიდევ, ასევე დაუმსახურებლად, თავისი პიროვნების მნიშვნელობის წინ წამოწევისა და საკუთარი ანგარებიანი ინტერესებისთვის კი არ გამოიყენებდა, არამედ შეძლების და გვარად სხვა გერმანისტებსაც ხელს შეუწყობდა, რათა საერთო ქართული საზოგადოებრივი და სახელმწიფო საქმე წინ წაეწიათ და განევითარებინათ. ახლა კი მისი ასეთი საქმიანობა არა მხოლოდ დანაშაულის სახეს იძენს, არამედ მისი რეციდივისაც. როდესაც ქვეყნისა და საზოგადოების შინაგანი შემოქმედებითი ძალების განვითარება მავანთა და მავანთა მიერ ხელოვნურად ითრგუნება და იჩაგრება, ეს უკვე ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ წარმოებული მტრობაა, ვინაიდან განუვითარებელი და დათრგუნული საზოგადოება ყოველთვის სხვათა ხელის ბიჭად და სხვათა ხელებში შემყურე მათხოვრად დარჩება. ესენი კი წარუმატებელი და სხვათა ფეხქვეშ გათელილი ქვეყნისა და ხალხის (და უკვე არა ერის) წარმატებული და გალაღებული „ცნობადი სახეები“ იქნებიან, ერთმანეთს ტელევიზიით „კულინარიულ პაექრობებშიც“ შეეჯიბრებიან, რა პროცესებიც დღესდღეობით, სამწუხაროდ, კიდეც მიმდინარეობს.

საქმე იმაშია, რომ, რაც ასევე ამ ბოლო წლებში გერმანისტებისგან შევიტყვეთ, უნდა შექმნილიყო ვრცელი გერმანულ-ქართული ლექსიკონი, რომელზე მუშაობაც სწორედ ნანა გოგოლაშვილმა ჩაშალა, რათა სხვებისთვის მთარგმნელობით საქმიანობაში ხელი შეეშალა. ასეთი ინგლისურ-ქართული და ფრანგულ-ქართული ლექსიკონები უკვე არსებობს და დაინტერესებული ადამიანები მათ იყენებენ, გერმანისტებს კი ამის შესაძლებლობა, სამწუხაროდ, ნკლებად აქვთ. არსებობს ვრცელი გერმანულ-რუსული ლექსიკონი და რუსული ენის მცოდნენი მათით კიდეც სარგებლობენ. მაგრამ, განსაკუთრებით, ქართველ ახალგაზრდებს შორის, რუსული მცოდნენი ნაკლებად არიან, და სწორედ მათ ეშლებათ ხელი უწინარეს ყოვლისა, გერმანულიდან ქართულად თარგმანების შესრულებაში, ასევე თავად გერმანული ენის სათანადოდ შესწავლაშიც. ილია თავის დროზე წერდა: „ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასაო“, ესენი კი, თავიანთი გამორჩენისა და გალაღების მიზნით, მამულსა და მის მომავალს ასე ბოროტად ძირს უთხრიან. გარდა ამისა, ასევე გერმანისტებისგან შევიტყვეთ, რომ სწორედ თარგმანის რედაქტირების პროცესში ნანა გოგოლაშვილისა და მანანა პაიჭაძის მხრიდან აგრესიული, აგდებული და დამცინავი დამოკიდებულების გამო, ერთმა ქართველმა მთარგმნელმა, ქ-ნმა მაია მირიანაშვილმა, რომელსაც ასევე ჰესეს ვრცელი მოთხრობა „დემიანი“ აქვს ნათარგმნი, დატოვა საქართველო, გადასახლდა გერმანიაში და იქ აგრძელებს თავის საქმიანობას. თუმცა კი ისიც გვითხრეს, რომ თავად ქ-ნ მაიას დიდად არ უღირდა აქ ცხოვრება, მაგრამ ეს ზემოთ დასახელებულ მიზეზს სულაც არ გამორიცხავს. ამის მაგალითი თუნდაც მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილია, ვისაც სწორედ რომ უღირს ამ ქვეყანაში ცხოვრება, მაგრამ რა უგულვებელყოფაც, უსულგულობაც, დაუფასებლობაცა და ბრძოლების გადატანაც უხდება ამისთვის, ამაზე ზემოთ ვრცლად გვქონდა საუბარი.

ამ რამდენიმე თვის წინ, მარიამს ერთმა თავისმა ახლობელმა ქალბატონმა უთხრა, რომ წინა დღეებში სტუმრად იყო ოჯახში, სადაც სწავლული ქართველი ფილოლოგი ქალბატონი, ამასთანავე რედაქტირების საქმეში გამოცდილი სპეციალისტი დღევანდელი ქართული ლიტერატურის საკითხებზე ლაპარაკობდა, რომლის დროსაც მან გრიგოლ რობაქიძის მიერ თავის დროზე გერმანულად დაწერილი ორი ლექსის ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანები ერთმანეთს შეუდარა. პირველი თარგმანი ნანა გოგოლაშვილს ეკუთვნის და მის დასაწყის ორ სტროფს ქვემოთ მოვიყვან:

დაჲ

ანგელოზისებრი მზერით განზე იხედები,
ჩემი საწოლის კიდეზე ჩამომჯდარხარ, სევდიანი.
შენს ცრემლებს მხოლოდ სარკე თუ გამიმხელს:
გრძნობ კი, რა უთუმცაოდ განვერიდები
შენთან ახლოს ყოფნის ისიდასეულ წყაროს,
ჩემი მარჯვენით კი შენსას ვეხები,
როგორც ლავანდი, დახრილ თავს, სურნელოვანს –
მდორე სიზმარი ახლა მაუწყებს, რომ განრიდებულს,
წყაროს დუდუნი, სულ უფრო ტკბილად ჩამესმის ყურში...

მეორე თარგმანი კი მარიამისაა, და იქიდანაც დასაწყის ორ სტროფს მოვიყვან:

* * *

შენ, დიდოსტატმა ოდეს აგაგო,
გულში ჩაიკარ სამარადჟამოდ
წმინდა ეკვდერი, ვითარც აკვანი,
გულმხურვალეთა ლოცვა პირველი
სადაც აღიძრა.
ამ ტკბილ გალობას შენ იმეორებ
და ეხილვება ეკვდერს ის სიზმრად,
კვალად აღვიძებ, აღუძრავ ლოცვას
იმ თავდაპირველს...

ის ქალბატონი თურმე ამბობდა, რომ ნანა გოგოლაშვილის თარგმანი ლექსის შინაარსის გადმოცემაა, მარიამ ქსოვრელს კი სწორედ პოეტური თარგმანი აქვს შესრულებულიო. და ალბათ მარიამის მიერ ავტორისეული განწყობისა და მისი კალმის სიფაქიზის მიხვედრისა და გათავისების უნარი, აგრეთვე მისი პოეტური ხედვა იქცა კიდეც იმის მიზეზად, რომ ჰერმან ჰესეს რომანის „ნარცისისა და გოლდმუნდის“ მარიამისეული თარგმანის გაცნობისა და გამოქვეყნების შემდეგ, ოთარ ყარალაშვილმა სწორედ მას სთხოვა ჰესეს „რიოში მარგალიტებით თამაშიც“ ეთარგმნა. ნანა გოგოლაშვილსაც, უდაოდ, თავისი ღირსებები და დამსახურებაც გააჩნია, და მე მათ არც ვეხები – ყველა კეთილ საქმეში მას ღმერთმა ხელი მოუმართოს – მაგრამ მთელი ის პრობლემები, რაც ჩვენს დავას შეეხება, და მისი მხრიდანაა წარმოშობილი, კეთილ საქმეებად სულაც ვერ შეფასდება.

პატივისცემით,

ირაკლი ხართიშვილი
 29. 11. 2015

(გაგრძელება იქნება)

No comments:

Post a Comment