ქართველი მეფის არჩილ II-ის პოემაში «გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა» არის რამდენიმე თემა, რომელთა შესახებაც ქვემოთ გვინდა ვისაუბროთ. ესენია უწინარეს ყოვლისა კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის ძეებს დავითსა და გიორგის შორის განვითარებული კონფლიქტი ტახტზე მემკვიდრეობის გამო, და ამ შემთხვევაში გვინდა პარალელი გავატაროთ შემდგომში ერეკლე II-ის ოჯახში ამავე მიზეზით დატრიალებულ კონფლიქტთანაც; მეორეა ჩვენში დამკვიდრებული აზრის გაბათილება იმის შესახებ, რომ სათარეშოდ მხოლოდ ჩრდილო-კავკასიელები დადიოდნენ, ხოლო ქართველი მთიელები კი ასეთ საქმიანობას არ ეწეოდნენ, რასაც აბათილებს არჩილ მეფე თავის თხრობაში; მესამე თემაა ჩვენში ცნობილი თავადის შადიმან ბარათაშვილის ნამდვილი ისტორიული სახისა და პიროვნების წარმოჩენა და მოხსნა მისდამი იმ უსამართლო დამოკიდებულებისა, რომელიც ანტონოვსკაიას წიგნის «დიდი მოურავისა» და მის მიხედვით გადაღებული მხატვრული ფილმის «გიორგი სააკაძის» საფუძველზე იქნა ჩასახული და განვითარებული.
სამეფო ტახტისათვის დაპირისპირების ეპიზოდი კახელ ბატონიშვილებს დავითსა და გიორგის შორის
არჩილ მეფე კახეთის მეფეს თეიმურაზ I-ს ათქმევინებს, რომ, როცა მისი პაპის ალექსანდრე II-ის ძენი დავითი და გიორგი ქართლის მეფეს ესტუმრენ, იქ უმცროსმა გიორგიმ ჩაიფიქრა თავისი უფროსი ძმის ღალატით შეპყრობა და ამით მოხუცებული მამის ტახტისაკენ თავისთვის გზის გაკაფვა. ხოლო თუ რა მოჰყვა ამას, ქვემოთ იქნება აღწერილი.
217
ამხანშიგან ჟამთა წავლით ალექსანდრე მოცაბერდა,
მას წინადღეს მისის ჟმისას სიკეთესა ვინმც აღწერდა!
ბერნი, მღვდელნი პატივით ჰყვეს, სრულად ჯარი შეყრით, ერ და,
მაშინ მისის ხელმწიფობით მხიარული ყველა მღერდა.
218
რა შვილებმან მამა ნახეს სიბერისგან დანავარდნი,
ბეჭწახრილი მოყვითანოდ, იქით-აქათ განავარდნი,
დრო მოუხდათ ავი რამე ერთმანერთზედ შენავარდნი,
სოფლის ქარმან აღიტაცნეს, მათ შეექმნათ განა ვარდნი?
219
ორნივ ძმანი წამოვიდეს ქართველთ მეფის შესაყარად,
თან იახლნეს დიდებულნი დაკაზმული ვით მაყარად,
წამოიღეს ორთავ ბევრი, მრავალი რამ იქ საყარად,
ბორკილი აქვს თან უმცროსსა უფროსისთვის შესაყარად.
220
მივიდნენ, გაესალამნეს ძმისწული მამიდაშვილსა,
მოიკითხევდენ ერთმანეთს, ღიმილით იჩენდეს კბილსა.
კარავს ჩამოხდეს ნადიმად, ლხინსა ნახევდენ მუნ ტკბილსა,
გათენებამდინ ზედწართვით მოინდომებდენ არ ძილსა.
221
ახლა მეფე გამოვიდა, ბიძაშვილებს უდარბაზა.
ხილზედ დასხდეს, მოიტანეს უცხოები ბევრი მაზა,
ღვინოს სმიდეს მანაურსა, უკეთეს რომ ეგავაზა.
ასრე დახვდენ ორნივ ძმანი, ვით მამისგან ეანდაზა.
222
ცოტა ხანი ამით წავლეს, ზედ მოაბეს ლხინი და ზმა,
დაღამდა და მოიტანეს სანთლები და მერე ბაზმა;
ლხინი ნახეს დიაღ კარგი, არ მოსწყინდათ ხანთა დაზმა,
დილაზედა ძღვენი უძღვნეს, რაც მათ მისთვის მოეკაზმა.
223
მათ ისაქმეს მათი საქმე ფარული თუ ანუ, ცხადი,
კვლავ მეფემან დაჰპატიჟა, ლხინი მაქვსო დასაქადი.
გიორგიმ თქვა: «აწ არა მცალს, კვლავ მე წავალ, აწ შენ წადი!»
ჰაი, ძმაო, ძმის ღალატზედ შემოქმედსა რასთვის ხადი?
224
მას ჰქონდა ესე თათბირი ადრიდგან გამორჩეულად,
საქმე ერჩივა ბოროტი ეშმაკსა მას მისეულად;
ყმათ განდობოდა, ბევრი ჰყვა ბარამით მას მისეულად,
ბარამ დავითთან ამხილა: «თავს ვერ ვიქ შენგან ეულად».
225
რა მამაჩემს ესე ესმა, მიზმენ მაგას ვით ვითაო?
მტერი მოუკვდეს დავითსა, გიორგი იპყრას ყმითაო.
აგრე ჯაბანი ვგონივარ, უმცროსი მე გავითაო?
რასა იქ, კარგო გიორგი, რას ვთესავთ, მოვიმკითაო!
226
ლხინით ადგა, წამოვიდა ჯავრიანი, გულით ბრაზი,
მივიდა და შეუზახა: «ჩემო ძმაო, მანდა რა ზი?
შენ მე როგორ დამიჭერდი, ბიჭი ვიყავ თუ ხაბაზი?»
თვით შეიპყრა პატრონ-ყმიან, არ წაირთვა ტახტ-დარბაზი.
227
წამოვიდა მასვე წამსა, თუცა ბარგიც არ დაყარა.
მათ რომ მისთვის შესაპყრობლად მშვილდს ჩაეგდო, გარდუყარა,
ძმა ციხეში დაატყვევა, ყმანი კლდესა გარდმოყარა,
მამას ტახტი გამოართვა, მაგრამ დიდხანს ვერ ემყარა.
228
საქმე ეს ქნა ღვთის საწყენი, ეშმაკისგან ის იძლია,
მამას ბერსა ხელმწიფესა ბატონობა გამოსძლია;
გიორგისა სიმართლით ქნა, არ მეფობა შეაძლია,
მამაზედ არს დამნაშავე, თვარამ ძმაზედ უმართლია.
229
ექვსს თვეს კარგად ბატონობდა, ნადირობდის მოისრითა,
მერმე მოკვდა, მისნო მტერნო, მისგან აღარ მოისრითა!
ის სოფელმან გაისტუმრა, მოვაღა როს, მო ის რითა?
ისრევ ბერმან ხელმწიფემან დააშვენა ტახტი სრითა.
230
ცოტა დავრჩი მე ობოლი, თუმც არ ვჰყვანდი ისრევ ძიძას,
პაპამ მასთან დამაყენა, დამანება მე არ ბიძას.
მახაფიფა ნებიერად, ჩამაცმევდა ხამს, არ ძაძას;
ჩემნი სწორნი ყმაწვილები ვერ შვრებოდენ ჩემსა ბაძას.
ამრიგად, თეიმურაზი ჰყვება, და არჩილ მეფეც მას სავსებით ეთანხმება, რომ სამეფო ტახტზე მემკვიდრეობა, ქართული წესისა და რიგის მიხედვით, მამიდან უფროს ვაჟიშვილზე – ალექსანდრესგან დავითზე – უნდა გადასულიყო; რომ უმცროსმა ბატონიშვილმა გიორგიმ უჩუმრად ამ წესის დარღვევა მოინდობა, რასაც შემდეგ მათ შორის მწვავე დაპირისპირება და სისხლიანი კონფლიქტი მოჰყვა. ამავე კონფლიქტს ეხება მეოცე საუკუნის გამოჩენილი ქართველი მწერალი ლევან გოთუაც თავის დიდტანიან და ბევრისთვის საყვარელ რომანში «გმირთა ვარამი», სადაც იგი მკაფიოდ გამოხატავს თავის სიმპათიებს გიორგი ბატონიშვილის მიმართ. არჩილ მეფე კი თეიმურაზს ათქმევინებს, და ეს მისი მეფური დამოკიდებულებაცაა, რომ ძმასთან მიმართებაში დავით ბატონიშვილი მართალი გახლდათ.
ანალოგიური დაპირისპირება განვითარდა XVIII საუკუნის მიწურულისკენ ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე II-ის ოჯახშიც, რომლის სათავეებთანაც ერეკლეს მეუღლე დარეჯან დედოფალი იდგა. ამ უკანასკნელს სურდა სამეფო ტახტზე მემკვიდრეობა ერეკლეს უფროსი ძის – გიორგისთვის წაერთმია, რომელიც დარეჯანის გერი გახლდათ, და ის მისი ღვიძლი ვაჟიშვილის იულონის ხელში ჩაეგდო. ამის შესახებ ასევე საქმიანად და ხატოვნად მოგვითხრობს XIX საუკუნის ცნობილი ქართველი ისტორიკოსი და მწერალი პლატონ იოსელიანი თავის წიგნში «ცხოვრება გიორგი მეცამეტისა». აი, რას წერს იგი:
თავი XIV
სიმრავლე ძეთა და ასულთა მეფისა ძისა გოირგისა და ესრეთივე სიმრავლე სამთა ცოლთაგან ძეთა და ასულთა ირაკლისა, იყო მიზეზი სამეფოჲსა სახლისათვის კეთილისა და ბოროტისა. ნაყოფი კეთილი ესრეთისა შვილთა სიმრავლისა იყო ესე, რომელ დაშორებული ძველად ქართლი და კახეთი შეერთდა უფრო მტკიცედ. სასახლემან მეფისამან მოითხოვა ქართლიდამ, რომელიცა უწოდებდა აქამდე მეფესა ირაკლის კ ა ხ თ - ბ ა ტ ო ნ ს ა, და ა რ ა მ ე ფ ე ს ა, სასძლონი და მეფისა ასულნი მოიძიებდენ თვისთა საქმროთა ქართლისა თავადთა სახლთაგან. დაჲ მეფისა ირაკლისა ანნა, იყო ცოლი დიმიტრისა ყაფლანიშვილისა; მეფის ასული, დაჲ გიორგისა თამარ, მიათხოვეს სარდარსა დავით ორბელიანსა; ქეთევან მეფის ირაკლის ასული მუხრანის ბატონსა იოანეს, მეფის ირაკლის ასული მარიამ დავით ციციშვილსა; მეფის ძის გიორგის ასული სოფიო თარხნიშვილსა ლუარსაბს; მისივე ქალი რიფსიმე ჩოლოყაშვილსა დიმიტრის. ესრეთვე მიიყვანეს მეფის ძეთა ცოლად: თეიმურაზმან ოთარ ამილახვრისა ქალი ელენე; ფარნაოზმან ელიზბარ ერისთავის ასული ანნა.
ესრეთ დაკავშირდა ქართლი და კახეთი ერთობითა თავადთა და სამეფოჲსა სახლისა მძახლობითა და მოყვრობითა. ამან კავშირმან დაავიწყა ქართლისა მეფისა გვარი, დაშთენილი რუსეთსა 1724 წლიდამ; ამან ერთობამან ნათესაობითმან მოსპო თქმულობა ქართლისა ერისა: ი რ ა კ ლ ი | მ ა მ ა | კ ა ხ ე თ ი ს ა | დ ა | მ ა მ ი ნ ა ც ვ ა ლ ი | ქ ა რ თ ლ ი ს ა. მეორის მხრითა სიმრავლემან ძეთა და ასულთა დაბადეს ურჩება და მედიდურება სახლისა მწევრთა შორის, სადაცა იყოფოდა მეფის ასული რძლად და ანუ რომლისაგანცა წარიყვანდნენ მეფის ძენი ქალთა სასძლოდ თვისად. თავადნი ესენი, დამოკიდებულნი მოყვრობითა მეფეთა თანა, არღა ემორჩილებოდენ მეფისა მოხელეთა, რომელნიცა იყვნენ მდივან-ბეგად, მდივნად, მოურავად, ციხეთა მცველად და სხვად სამეფოჲსა საქმეთა განმგედ. დასუსტდა ჰაზრი და მნიშვნელობა პირმშოობისა; ეცინოდენ მემკვიდრეობასა; არა პატივსცემდენ პირველობასა და თვითეული წევრი სამეფოჲსა სახლისა გონებდა თავსა თვისსა მეფობისათვის განმზადებულად. სჯული არღა სჯულობდა სამეფოში, სადაცა უფლებდენ მეფის ძენი და კარისკაცნი მათნი.
განრავლებულთა ძეთა თვისთა დაუნიშნა საცხოვრებელად და განსაგებელად ადგილნი და თემნი: მეფის ძეს გიორგის ბორჩალო და ყაზახისა ნაწილი; იულონსა ქსნის ადგილები (რადგანაც ერისთავიანთ მიეღოთ ქსანი); ვახტანგსა ანუ ალმასხანსა არაგვი და სხვათა სხვანი ადგილნი. თვით მიზეზი მეფის ძისა ალექსანდრესი ლტოლვისა სპარსეთად, ჯერეთ პირველად მამისავე თვისსა დროსა, იყო ესე, რომელ არა უბოძა მამამან ირაკლი საკმაო საცხოვრებელად საუფლისწულო.
ესრეთსა უსწოროსა განწილვასა შეუდგნენ უწესობანი, შფოთნი და დიდნი აღრეულობანი. მეფის ძე გიორგი, ვითარცა მეკვიდრე, მორიდებული შფოთთა, მიენდობოდა მამისა ნებასა და შორით ხედვიდა ძმათა სისუსტესა მიტაცებისათვის მემკვიდრეობისა და აღრეულობათა მათ, რომელნიცა ამწარებდნენ მოხუცსა მამასა; თვით ირაკლი მოხუცებისა გამო და დედოფლისა გამო დედინაცვლისა პირმშოჲსა გიორგისათვის იმყოფებოდა მერყეობასა და აგრილებდენ გულსა მისსა გიორგისადმი. ესრეთსა მდგომარეობასა მყოფი მეფის ძე გიორგი, დაშორებული ძმათა, ცხოვრობდა ცალკედ და მყუდროდ. შთაგონებითა დედოფლისა და ძეთა მისთა, მეფეცა ირაკლი მიიყვანეს მას მდგომარეობასა, რომე სიძესა მისსა სარდალსა და სალთხუცესსა დავით ყაფლანიშვილსა, თამარის მეუღლეს, მოუღო მეფემან სალთხუცობა და მიუბოძა ესე სიძესა თვისსა მუხრანის-ბატონსა იოანეს. ესრეთმან მეფისა მოქცევამან მოსწყლო გული მეფის ასულისა თამარისა, რომელიცა მწუხარებისა ელდითა გარდაიცვალა 1786 წელსა (ეს მოხდა მალევე გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ, და იოანე მუხრანბატონსაც ამ შემთხვევაში დამსახურებად ის ჩაუთვალეს, რომ მან ამ ტრაქტატზე მოაწერა ხელი თავად გარსევან ჭავჭავაძესთან ერთად – ი. ხ.).
ერეკლე II-ის ოჯახში ასეთი დაპირისპირებების შესახებ სხვაც ბევრი უწერია პლატონ იოსელიანს, და ერეკლეს მომდევნო მეფის გიორგი XIIის გადაწყვეტილებაც ქართლ-კახეთის სამეფო უშუალოდ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შეეყვანა, მნიშვნელოვანწილად იმითაც იყო ნაკარნახევი, რომ თავისი სიკვდილის შემდეგ თავის ნახევარძმებსა და ვაჟიშვილებს შორის ტახტისათვის ახალი სისხლიანი დაპირისპირების პერსპექტივას ხედავდა და ამის თავიდან აცილება სურდა. და ამ შემთხვევაშიც მოპირდაპირე მხარის სათავეში ისევ დარეჯან დედოფალი იდგა. სწორედ მასაც უნდა «ვუმადლოდეთ» 1800 წელს პეტერბურგში დადებულ ახალ ტრაქტატს (ხელშეკრულებას) იმპერატორ პავლე I-სა და გიორგი XII-ს შორის, რომელსაც რუსეთის მხრიდან ხელი მოაწერა გრაფმა როსტოპჩინმა, ხოლო საქართველოს მხრიდან კი, გიორგი მეფის ელჩებმა, თავადებმა ელეაზარ ფალავანდიშვილმა და გიორგი ავალიშვილმა. ხოლო ამ ტრაქტატს კი, გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ, მოჰყვა პავლე I-ისა (1800 წ.) და ალექსანდრე I-ის (1801 წ.) ცნობილი მანიფესტები, რომელთა ძალითაც ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა და აქ რუსული მმართველობა იქნა დაარსებული.
მართალია, ეს უკანასკნელი არ შედიოდა გიორგი მეფის თხოვნაში და ეწინააღმდეგებოდა კიდეც მას, მაგრამ, როგორც ჩანს, მოვლენების ასეთი განვითარება მნიშვნელოვანწილად ისევ იმ დაპირისპირებამ განაპირობა, რომელიც ქართველ ბატონიშვილებსა და მათ მომხრე პარტიებს შორის მიმდინარეობდა, აგრეთვე დარეჯან დედოფლის ძეთა მცდელობებმაც თავიანთი მიზნის მისაღწევად ირანისა და ოსმალეთის, აგრეთვე კავკასიის მთიელთა ბელადების სამხედრო ძალები გამოეყენებიათ და თავიანთ მიწა-წყალზე ასეთი დიდი სამხედრო დაპირისპირების ინიციირება მოეხდინათ. მაგრამ ეს უკვე სხვა საუბრის თემაა, ხოლო ჩვენ კი ისევ არჩილ მეფის პოემას დავუბრუნდეთ.
არჩილ მეფე ჩრდილოკავკასიელი ტომების მოთარეშეობის გვერდით ასევე ქართველი მთიელების მეკობრეობის (იგივე მოთარეშეობის) შესახებ
ამ საკითხზე არჩილ მეფე ათქმევინებს თეიმურაზ I-ს, როგორც სავსებით ბუნებრივ და მიღებულ მოვლენაზე, როცა იგი თავისი ამალით წელიწადის სხვადასხვა დროს კახეთის შესაბამის მხარეებში ნადირობდა. აი, რას წერს იგი:
325
მცირე ხანს ბაზარს ვდგებოდით სალხინოდ, სათამაშოთა,
ჩვენის ბაასის ჯობნაზედ ნუ ჰგონებთ მალ დამაშოთა!
სად მამეცალა სალექსოდ, მიბძანე, ბრძენო ფაშოთა!
კიდევ ბევრს რასმე უამბობ, ხელიდამ არსად უშოთა.
326
მაისი დადგის – ტურფა თვე, ვარდი აყვავდის ბაღებსა,
ველნი ყვავილნით შეიმკვის, ჰგვანდის წითლითა ნაღებსა,
ბულბულთა ყეფა ისმოდის, ვერ ვსჭვრეტდით სულდანაღებსა.
მე ვინ მნახევდის იმ დროსა ულხინოდ, სუფრა ნაღებსა?
327
იქ მოვიდიან ლეკები, მებატონენი კაცები,
მოკრძალვით, გულ ხელმოჭდობით, მშიშრად, ვით ცხვართა ვაცები:
ფეშქაშსა მოცაზიდვიდეს, ვერ რბევით რას მომტაცები.
აწ ნახე სოფლის სიმუხთლე, ჩემზედა კვლა-და-კვლაცები!
ზაფხულში კი, როცა სიცხე უფრო ძლიერდებოდა, თეიმურაზი და მისი ამალა სანადიროდ და სათევზაოდ ერწო-თიანეთს მიაშურებდნენ.
346
ერწოა კაი საკურდღლე, მწყერიც მრავალი დაჯდება,
ჩალებში წერო ბევრი სხედს, საკვერცხედ უნდა დადება.
წვრიმალს ტყეებში ნადირი ბევრს ჯარს არ უნდა მოდება.
მერმე თიანეთს ვინც მივა, კალმახით იქ გაჯერდება.
347
თიანეთს სხვა მთის ალაგი ვერ შეადარონ მას შურით,
სალხინოთა და საბურთლად ერწოდამ იქ მივაშურით,
კალმახი დაულევნელი ბადებითა თუ წყალწურით.
ლხინებს ვნახევდით ასეთსა, შორსმყოფთ იქ მოსვლა ვასურით.
348
ლეკს ზეით სხვა მთის კაცები იქ მოვიდიან, ვინც მყმობდა,
დიდონი, თუშნი, ხევსურნი, ფშაველნი ვერ მეკობრობდა,
ქისტი, ღლიღვი და ძურძუკი ერთპირად ძღვენს შემაძღნობდა,
ჩოხა-ნაბადსა დალისას ფეშქაში არ უნახლობდა.
ამ ორივე ეპიზოდში არჩილ მეფე თეიმურაზს ათქმევინებს ლეკების მ ა რ ბ ი ე ლ ო ბ ა ს ა და დიდო-თუშ-ფშავ-ხევსურების მ ე კ ო ბ რ ე ო ბ ა ზ ე, როგორც მთიელთა შორის ზოგადად გავრცელებულ მოვლენაზე, და არა მხოლოდ ჩრდილო-კავკასილთა მანკიერ ჩვევაზე. დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში კი, და ასევე ახლო წარსულშიც, რასაც მე მოვსწრებივარ, ამ არცთუ სახარბიელო ზნე-ჩვეულებას საკმაოდ ხშირად მხოლოდ ჩრდილო-კავკასილ ხალხებს მიაწერენ, ქართველებს კი მხოლოდ მათი მარბიელობისა და თარეშობის მსხვერპლად სახავენ, რაც, როგორც ვნახეთ, სიმართლეს სულაც არ შეესაბამება. მარბიელობასა და თარეშებს (მეკობრეობას) ქართველი მთიელებიც მისდევდნენ და თან საკმაოდ წარმატებითაც.
თავად შადიმან ბარათაშვილთან დაკავშირებით
არჩილ მეფე თეიმურაზ I-ს ათქმევინებს, რომ შაჰ-აბასი შემოესია აღმოსავლეთ საქართველოს დიდი ჯარით, რათა ქართლისა და კახეთის მეფეები თავისთან წაეყვანა, იქ მათთვის სიცოცხლე მოესწრაფა, ხოლო მათი სამეფოები კი სამართავად მაჰმადიანი ხანებისთვის მიეცა და ისინი პირდაპირ ირანის სახანოებად ექცია. თეიმურაზ I და ლუარსაბ II არ დაჰყვნენ შაჰის ნებას, არც მისი ჯარებისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეეძლოთ და ამიტომ მოძალადეს გაერიდნენ და თავი იმერეთის მეფესთან შეაფარეს. ირანის მბრძანებელმა თავიდან მუქარით მიმართა იმერეთის მეფეს და მას სტუმრების გაცემა მოსთხოვა, რაზედაც უარი მიიღო. ამის შემდეგ უკვე ცბიერობას მიმართა და აცხადებდა, რომ მას მხოლოდ თეიმურაზის მიმართ ჰქონდა მტრობა, ხოლო ლუარსაბი კი, მისი ცოლის ძმა მთელი გულით უყვარდა და მას ყოველგვარ სიკეთეს ჰპირდებოდა. შაჰს თან ლუარსაბის დის, თავისი ცოლის წერილიც ჰქონდა ძმისადმი, სადაც ეწერა, რომ ირანის მბრძანებელი ლუარსაბის მიმართ კეთილად იყო განწყობილი და მას არაფერს ავნებდა. შაჰი ქართლის მეფეს წინადადებას აძლევდა დაეტოვებინა თეიმურაზი და მასთან მისულიყო, უსფრთხოებასა და უხვ წყალობას ჰპირდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კახეთის მსგავსად, ქართლის აოხრებითაც იმუქრებოდა. სწორედ ასეთი შეთავაზებით მან იმერეთის მეფის ელჩებს (თავად ლევან აბაშიძესა და აფხაზეთის კათალიკოსს მალაქიას) თან ერთი ირანელი ხოჯაცა და ლუარსაბის აღმზრდელი შადიმან ბარათაშვილიც გააყოლა. ასე გვიხატავს არჩილ მეფე საქმის ვითარებას და შადიმან ბარათაშვილის როლსაც მთელ ამ ისტორიაში, რომელიც გაცილებით უფრო მოკრძალებული და ზნეობრივია იმ სახესთან შედარებით, რომელიც ანტონოვსკაიამ დაგვიხატა თავის რომანში «დიდი მოურავი» და რომლის საფუძველზეც მხატვრული ფილმი «გიორგი სააკაძე» იქნა გადაღებული 1940-იანი წლების დასაწყისში. მივყვეთ ქვემოთ არჩილ მეფისეულ თხრობას, რომელსაც იგი თეიმურაზ I-ის პირით გადმოგვცემს.
492
მოახსენეს ელჩთ მათი და თვითან არის ამის მთქმელი:
«ლუარსაბის სამდურავსა, კათალიკოზო, ნუ მელი,
ჩემი არის თეიმურაზ ძველითგანვე სისხლის მსმელი,
პაპა-მისმა ქალი მამცა, რად წამართვა, რად მყო მელი?
493
რადგან ორნივ აღარ მამცა, მაშ ლუარსაბ შემარიგოს,
თეიმურაზს ნუ აჰყვები, მეფემ ასრე დაარიგოს.
ფიცი მივსცე საშინელი, გრძლად რაც სიტყვა წაარიგოს,
ქართლიც მივსცე, სხვა წყალობაც, შევანატრო აწ არ იგ ოს».
494
აავსო საჩუქარითა ბერი და ერი ორივე.
ჰოი ბოროტო, მაცთურო, სიმართლეს ვითა ო რივე.
გული დამგვრიმე საკვდავად, ლახვარი ესრეთ ო რივე.
ამხანაგსა და მოყვარეს რადა მყრი, ხნით ვართ სწორივე.
495
ესენი გამოისტუმრა და აწ მიიხმო შადიმან
ბარათაშვილი, სუფრაჩი, უბრძანა: «შიგნით შადი» – მან.
მეფე სახელით ახსენა, ცრემლად ადინა შადი მან;
«ეს რა ქნა ჩემმა ლუარსაბ, აღარ მახსენა შად იმან?»
496
უბრძანა: «მისო გამზრდელო, რა უყავ ლუარსაბ-ხანო?
რად ააყოლეთ კახთ მეფეს, პირუტყვნო, დასაძრახანო!
ჩემი სევ გული მისი და, ჩემი გულისა საფხანო,
უბესა მივსებს ცრემლითა სამუდმოდ, არ ხანდახანო.
497
აწ, ამათ წაჰყევ, ამ ფიცით მაჰმადმცა მამითხრიაო,
ღორიმც მის საფლავს ჩამიკლავს და მის წილ ჩამიყრიაო,
იმ სახელმწიფოს წამართობს და ჭკვაზედ გარდამრიაო».
სიტყვით ეს უთხრა, დაწერა, რაყამში განამრიაო.
498
მალ მისვლასა აბარებდა: «სხვასაც მივსცემ, ქართლს ვინ უჭერს?
პაპის მისის შვილის-შვილი აჰყოლია რად ის ჩემს მტერს?
მას არ ახსოვს, სვიმონ მეფემ თუ რა უყო ურუმთა ერს?
არა სჯერა ამ საფიცარს, იმას მივცემ, რას ის დასწერს».
499
ერთი ხოჯა მუსაიბი, შანად ხმალი მურასობდა,
ამათთანვე გამოგზავნა, ერთმანერთთან ამგზავრობდა.
არა გვანდა გათავებას, ბოლოდა ჩანს რას აობდა.
დამაც წიგნი მიუწერა, ვინ ყაენსა ბაასობდა.
500
რა ეგონა შადიმანსა, კაცი თუ ცრემლს ტყუილად ღვრის?!
წამოვიდნენ მხიარულნი, თან სვლა იწყეს მათ წინამძღვრის.
გარდმოვიდნენ იმერეთსა დამგდებელნი ქართლის სამძღვრის.
ბოლოდა ცნა, ცრემლის წვეთა ჯავრით თურე მან აამღვრის.
501
რა მოვიდენ, ეს ბრძანება ჩვენ და მეფეს მოგვიტანეს.
ლუარსაბის შეწყნარებას სათუო არ დაატანეს.
მალ დაჰპირდა ესეც წასვლას, სხვა სიტყვა არ გაატანეს.
მეფე უშლის ასე ძალზედ, მართ ხელებიც წაატანეს.
502
არ დაშალა იმან წასვლა მეფის თქმით და ჩემის ჭკვითა.
– «ამ საფიცარს ვით არ ვენდო, შეუშინდე ნეტარ ვითა?
ანუ ქართლი ავაოხრო დახოცით და მერმე წვითა».
გვითხრა: «წავალ უსაცილოდ, აბა თქვენ კი აქა სვითა!»
503
ლუარსაბ მეფეს ადამის ერთი არ სჯობდა ნაყოფი,
თვალად და ტანად უცხო რამ, მართ მზისა გამონაყოფი,
უხვი, ზნესრული, მამაცი, ლახვრულებრ მტერთა ნაყოფი.
მაგრამ მას დაჟინებაზედ დაედგა მისი სამყოფი.
504
მეფე უშლიდა, უცხოდ რამ შვილებსა იმას არჩევდა,
მტერზედა ეხმარებოდა, მის წილად თავსა უსევდა.
თვით ლევან დადიანიცა წაუსვლელობს ურჩევდა,
და აძლია და მოყვრობა, მაგრამ ის კიდევ ურჩევდა.
505
რაღას უშველა ამ ამბის ვრცელად თქმა-გამოკიდება,
გული განფიცხა, მაშინ ყო ნავთმა ცეცხლ გამოკიდება;
არ დაიშალა ავად ქნა ჩვენგან მან გამო კიდება.
უთხრა: ჩემს ხმალსა უმისოდ აწ ვით გაამო კიდება?
506
რა ბრალია ბევრს კარგს შიგან მცირე ავი გაერიოს,
ანუ რჯულის სიმტკიცესა წვალება რამ შეერიოს,
ან რიტორად ლექსის მთქმელსა ზოგან სიტყვა აერიოს!
ზვაობა და ამაყობა სხვას სიკეთეს მოერიოს!
507
სიჩქარით კარგად ნაქმარი საქმე არ მოვა ბოლოსა,
ვინც აუჩქარდეს სოფელსა, აკომლდეს, აებოლოსა,
დაჟინებისა მოყვასი დაემხოს და ებოლოსა.
სჯობს ავის საქმის შემოცდა, კარგსა არ დაებრკოლოსა.
და ასე შემდეგ...
როგორც ვხედავთ, თავად შადიმან ბარათაშვილის მნიშვნელობა და როლი რეალურად სულაც არ ყოფილა ისეთი, როგორც დიდი სამამულო ომის წლებში კომუნისტური მმართველობის ხანაში გადაღებულ ცნობილ მხატვრულ ფილმში არის დახატული. რა თქმა უნდა, ისეთი პიროვნება, როგორადაც მასში შადიმან ბარათაშვილია გამოყვანილი, სრულად იმსახურებს იმ დამოკიდებულებას, რაც ჩვენს საზოგადოებაშია დამკვიდრებული. მაგრამ, როგორც ვხედავთ, ნამდვილი შადიმან ბარათაშვილი ასეთი სულაც არ ყოფილა. ერთი რამეცაა გასათვალისწინებელი, რომ კომუნისტური მმართველობის ხანაში ხელისუფლება და ოფიციალური იდეოლოგია ყველანაირად ცდილობდნენ თავადაზნაურობა ყველაზე უფრო ცუდი სახით დაეხატათ და წარმოედგინათ. და ამის ნაყოფი არის კიდეც როგორც სხვა ქართველი თავადების, ისე, განსაკუთრებით, შადიმან ბარათაშვილის სახეც ამ რომანსა თუ ფილმში. ეს, როგორც ვნახეთ, ისტორიულ სინამდვილეს არ შეესაბამება და კონკრეტული ისტორიული პირის, შადიმან ბარათაშვილის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების შეცვლა ჩვენვე გვევალება და ჩვენი ღირსების, ჩვენი ზნეობის საქმეა.
ასეთია რამდენიმე მომენტის უფრო წინ წამოწევა და განმარტება არჩილ მეფის პოემიდან «გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა». შეიძლება თითოეულმა მკითხველმა ასევე პოემიდან ჩვენს მიერ შემოთავაზებული ამონარიდების ტექსტიდან, ან მისი სხვა ნაწილებიდან აგრეთვე სხვა მომენტებსაც მიაქციოს ყურადღება, უფრო მათ ჩაუღრმავდეს და ბევრი რამ სასარგებლო და სასიკეთო აღმოაჩინოს როგორც საკუთარი თავისთვის, ისე ქართული საზოგადოებისთვისაც. ღმერთი შეგვეწიოს ყველა კარგ და კეთილ საქმეში, ბოროტსა და ავს კი გვაშოროს და აგვარიდოს.
ირაკლი ხართიშვილი

No comments:
Post a Comment