თავი II
(სპარსელი ხანებისგან რწმუნებულთა გეორგიევსკში ჩამოსვლა. – მათთან ხელშეკრულება. – ამ ხელშეკრულების მიზნი. – სიძნელეები, რომლებიც გვხვდებოდა ვაჭრობაში კასპიის ზღვაზე. – დახმარება და ფულადი განაცემები ზოგიერთი მთიელი მფლობელისთვის. – ვარაუდები დარუბანდისა და ბაქოს დაკავების შესახებ. – გრაფ ვალერიან ზუბოვის აზრი ამის თაობაზე. – იმპერატორ ალექსანდრე I-ის რესკრიპტი თავად ციციანოვისადმი.)
როგორც არ ცდილობდა თავადი ციციანოვი ტფილისში სწრაფად გამგზავრებულიყო, მაგრამ არ შეეძლო ეს სპარსელ ხანებთან და მთიელ მფლობელებთან სამეგობრო კავშირის დასადებად საქმის დასრულებამდე გაეკეთებინა, რომელთა ელჩებიც გეორგიევსკში იქ ჯერ კიდევ მთავარმართებლის ჩამოსვლამდე მოვიდნენ (Князъ Цицiановъ графу Кочубею 8-го декабря 1802 года. Арх. Мин. Внутр. Делъ).
საქართველოს მეზობელ ხანებთან მეგობრული კავშირის შენარჩუნებისთვის ჯერ კიდევ გენერალ კნორინგს ჰქონდა ნაბრძანები ამ მფლობელთა ელჩები იქ შეეკრიბა, სადაც ამას უფრო მოსახერხებლად მიიჩნევდა და მათთან მოლაპარაკებები დაეწყო.
«მე დავადგინე, წერდა იმპერატორი ალექსანდრე I კნორინგს (Въ рескрипте отъ 24-го декабря 1801 г. Арх. Мин. Иностр. Делъ), ხსენებულ ხანებთან და მთიელ მფლობელებთან, მათი საერთო და მათი ხალხების სიკეთისთვის, დავამყარო მყარი კავშირი და მეგობრული თანხმობა ჩემი უზენაესი მფარველობის ქვეშ».
ამ საფუძველზე ეცნობა ხანებსა და მფლობელებს, რომ თუ მათ ნამდვილად სურთ თავისთვის და თავიანთი ოლქებისთვის კეთილდღეობა, მაშინ ურთიერთ შორის მეგობრული კავშირისა და თანხმობის დასამყარებლად ერთ ადგილას შეკრებილიყვნენ პირადი თათბირებისთვის ან კიდევ თავიანთი რწმუნებულები გამოეგზავნათ.
ვარაუდობდა რა, რომ ხანის ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ უნარი, ევროპული (მთავართა) კარების მსგავსად, დებდნენ სამოკავშირეო ტრაქტატებს და ზუსტად აღასრულებდნენ მათ, ჩვენს მთავრობას იმედი ჰქონდა მოლაპარაკებების გზით ისინი ურთიერთ შორის შეერიგებინა და იმავე დროს კასპიის ზღვაზე ჩვენი ვაჭრობაც უზრუნველეყო.
ჩვენი აზიური ვაჭრობის წარმატებით მსვლელობას წინ ბევრი მიზეზი ეღობებოდა და მათ რიცხვში, რა თქმა უნდა, მტრული ურთიერთობები, რომლებიც ხანებსა და მფლობელებს შორის თითქმის განუწყვეტლად არსებობდა. უკანასნელენი, რომლებიც ურთიერთ შორის თუნდაც მშვიდობასა და თანხმობაში რომ ყოფილიყვნენ, ოდნავადაც არ ზრუნავდნენ იმ გზის უსაფრთხოებაზე, რომლებზედაც საქონლით დატვირთული ქარავნები მიემართებოდნენ. შაქიდან განჯისკენ (ახლანდელი ელიზავეტპოლი), ბუინაკიდან დარუბანდისკენ მიმავალ გზებზე და ყუბიდან მდინარე სამურზე გადასასვლელზე, ქარავნებს არ შეეძლოთ სიარული გზაზე გამოსული მძარცველებისა და ყაჩაღების გამო, რომლებიც საქონელს იტაცებდნენ (Изъ рапорта консула Скибиневскаго генералу Кноррингу 14-го октября 1802 года). გარდა ამისა, ვაჭრობა ბევრად ძნელდებოდა ზომაზე მეტად აკრეფილი საბაჟო გადასახადების გამო, განსაკუთრებით კი შაქში. ეს გადახდა მით უფრო დამამძიმებელი იყო მოვაჭრეთათვის, რომ საქონლის გატარებისთვის გადასახადს გარკვეული ზომები არ ჰქონდა, და თითოეული მფლობელი თავის სასარგებლოდ იმდენ ბაჟს იღებდა, რამდენიც სურდა. ერთნაირი ზომის ორი ქარავანი, რომლებსაც ერთი და იგივე საქონელი მიჰქონდათ და ერთი და იმავე გზით მიდიოდნენ, ყოველთვის ერთსა და იმავე ბაჟს არ იხდიდა. ხანის ან მფლობელის ახირებაზე იყო დამოკიდებული გადახდის ნორმა, რომელიც ხშირად მეტად მნიშვნელოვანი გახლდათ. მაგალითად, ბაქოდან ტფილისში საქონლის ჩამოტანისას ამ ბაჟს, ანუ «რახტარს», ხუთჯერ იღებდნენ. და ბოლოს, ზღვის სანაპიროს მცხოვრებთა ბარბაროსული ჩვეულება, დაწყებული ლენქორანიდან მდინარე თერგამდე, გემებიდან საქონელი გაეძარცვათ, ისე რომ გემის მომსახურეთათვის ტანზე პერანგებიც კი არ დაეტოვებიათ, ყველანაირ ვაჭრობას საბოლოოდ ძირს უთხრიდა. ასეთი საქციელის გასამართლებლად, ზღვისპირა მცხოვრებნი იმპერატორ პეტრე I-ზე მიუთითებდნენ, რომელმაც თითქოსდა მათ ნება მისცა ყველაფერ იმით ესარგებლათ, რასაც გემის დაღუპვისას ზღვის ღელვა ნაპირზე გამორიყავდა.
ყველა ეს სიძნელე და შემთხვევა იმის მიზეზი იყო, რომ ჩვენი გენერალური კონსული სპარსეთში, როცა ხანებთან და მთიელ მფლობელებთან ნავარაუდევი სამოკავშირეო ხელშეკრულების შესახებ შეიტყო, გენერალ კნორინგს სთხოვდა ხელშეკრულებაში ის ვალდებულება შეეტანა, რომ თითოეულ მფლობელს მის სამფლობელოში ქარავნების უსაფრთხო მგზავრობაზე ეზრუნა; რომ თითოეულ სოფელს, რომლის შემოგარენშიც ძარცვა ან ყაჩაღობა მოხდებოდა, ამაზე პასუხი ეგო; რომ გაძარცვული ვაჭრების ან საქონლის გადამზიდავთა დაკმაყოფილება დაუყოვნებლივ თავად მფლობელს მოეხდინა, თუ კი მას არ შეეძლო თავისი ძალაუფლების ქვეშ მყოფნი ძარცვისგან შეეკავებინა ან მძარცველი ან ქურდი მოეძებნა.
მეორეს მხრივ აუცილებლად წარმოუდგებოდათ თითოეულ მთავარ საოლქო ქალაქში, როგორებიც იყვნენ ბაქო, ტარკა, დარუბანდი, ყუბა, შემახა და შექა (შაქი), საქონლის გატარებისთვის ერთნაირი ბაჟი დაედგინათ. ყველაზე უფრო ზომიერ ბაჟს ბაქოში იღებდნენ, რომლის მფლობელთანაც, როგორც ერთადერთ პირთან, დადებულ იქნა პირობა, რომელიც ხანს ავალდებულებდა გემის დაღუპვის შემთხვევაში ზღვისპირა მცხოვრებთათვის საქონლის და გემის მარაგების ძარცვა აეკრძალა.
შეატყობინა რა ყველა ხანს იმპერატორ ალექსანდრეს სურვილის შესახებ, გენერალმა კნორინგმა შეყრის ადგილად ქალაქი გეორგიევსკი დანიშნა, ხოლო შეკრების ვადად კი 1802 წლის 20 სექტემბერი. ამ თვის შუა რიცხვებიდან უკვე დაიწყეს რწმუნებულებმა შეკრება*, რომლებთანაც ხელშეკრულების დადება უკვე თავად ციციანოვს ხვდა წილად, რომელიც ხელშეკრულების დამდებებზე არცთუ მაღალი აზრისა გახლდათ (...имевшаго весьма невыгодное мненiе о договаривающихся) (*აქ ჩამოვიდნენ მოხელეები: ყარაყაითაღის უცმის როსტომ-ხანისგან – აჰმედ-აღა, ამ ოლქის მფლობელის რაზიასგან – ოზნეი-ბეგი და ტაბასარანის ყადის რუსტომისგან კი – მუჰმედ-ბეგი. ამაზე ზევით, მიღებულ იქნა ცნობა ყიზლარიდან გეორგიევსკის გზაზე წამოსული მოხელეების შესახებ: ტარკის შამხალისგან ურაზაი-ბეგისა და ტაბასარანელი მფლობელების: სოგრაბ-ბეგ მაასუმისგან – ნურ მუჰამედ ბეგის და მაჰმუდისგან კი – მუმსი-ზაგირისა. ბაქოს ხანი მაშინ ფიქრობდა რწმუნებულის გამოგზავნას, როცა ბაქოდან ასტრახანში გემი წამოვიდოდა, რადგანაც ხმელეთის გზით იგი გამოგზავნას ვერ ბედავდა, ვინაიდან შამახიის ხანისა ეშინოდა. თალიშის ხანისგან ასტრახანიდან მოხელეს მოელოდნენ. დარუბანდელი შეიხ-ალი-ხანისგან ვადაზე არავინ მოსულა, არამედ გაცილებით უფრო გვიან ჩამოვიდა).
შედიოდა რა, თავისი მოვალეობის მიხედვით, შეხებაში სხვადასხვა ხანებთან, რომლებიც თავიანთი მიდრეკილებებით მტაცებლები იყვნენ, ხოლო ხასიათით კი მზაკვრები და ვერაგები, რაც ყველა აზიელისთვის იყო დამახასიათრებელი, თავადმა ციციანოვმა გადაწყვიტა მათ სრულიად სხვაგვარად მოქცეოდა, ვიდრე მისი წინამორბედნი ექცეოდნენ. ალერსისა და სხვადასხვაგვარ პრეტენზიებში დათმობების ნაცვლად, რომლებიც უმეტეს წილად უსაფუძვლონი იყო, ახალმა მთავარსარდალმა გადაწყვიტა მტკიცედ მოქცეულიყო, მიცემული სიტყვა ერთგულად დაეცვა და დაპირება ან მუქარა აუცილებლად შეესრულებინა, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს მუქარა შეცდომით იყო წარმოთქმული.
თავადმა ციციანოვმა იცოდა, რომ თუ მფლობელები ჩვენთან ურთიერთობაში შემოდიოდნენ, თუ თვით რუსეთის მფარველობასაც კი ეძიებდნენ, ეს მხოლოდ მაშინ ხდებოდა, როცა ამაზე გარემოებების, საკუთარი სისუსტისა და არარაობის გამო იძულებული შეიქნებოდნენ. უბედურება გადაივლიდა, გარემოებები შეიცვლებოდა, და ხანებიც, თავს არიდებდნენ რა მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, უწინდებურად მძარცველობასა და მტაცებლობას ეძლეოდნენ. მათი ქცევები კიდევ უფრო მეტად არწმუნებდა თავად ციციანოვს ხანების თვითნებობის წინააღმდეგ ისეთი ზომების მირების აუცილებლობაში, რომლებიც მათი ყოფაცხოვრების პირობების შესაბამისი იქნებოდა. ამიტომ თავის ადმინისტრაციულ განკარგულებებში თავადი პავლე დიმიტრის ძე აზიელი მფლობელების მდგომარეობაში დგებოდა. თითოეული ხანი, რომელმაც რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღო, მთავარსარდლის თვალში მისი ძალაუფლების ქვეშ მყოფი პირი გახლდათ. იმ ხანებთან მიმართებით, რომლებიც ჯერ კიდევ თავიანთ დამოუკიდებლობას ინარჩუნებდნენ, თავად ციციანოვს ისე ეჭირა თავი, როგორც ძლიერს სუსტის მიმართ. იგი ამ შემთხვევაში ზუსტად ისევე იქცეოდა, როგორც ხანები და თვით წვრილი მფლობელებიც კი ურთიერთ შორის იქცეოდნენ. აზიელ ხალხებში ის ხანი, რომელმაც დღეს გაიმარჯვა, მეორე დღესვე თვალებს თხრიდა თავის მოწინააღმდეგეს და მას, როგორც მონას, ისე ექცეოდა, იმ დრომდე, სანამ ბრმა, სხვების დახმარებით, მას იმითვე არ გადაუხდიდა. აზიელი ხალხების ისტორიაში იშვიათი არაა შეხვდე ხანს, რომელიც რამდენჯერმე იქნა დამხობილი და ისევ ხანის ღირსებაში აღდგენილი, ასევე თვალებდათხრილ და დასახიჩრებულ ხანსაც.
«თქვენო ბრწყინვალებავ, წერდა თავადი ციციანოვი გრაფ ვორონცოვს (Отъ 21-го декабря 1802 г. Арх. М. И. Д. 1-10, 1801-3, № 2), ინებებთ მიბრძანოთ, რომ გითხრათ ჩემი აზრების წესი მთიელთა და სპარსელი ხანების ქვეშევრდომობაში მიღებაზე.
საერთოდ სპარსელი ხანებისა და მთიელი მფლობელების ქვეშევრდომობა მოჩვენებითია; რამდენადაც ის მათ მტაცებლობისა და ვაჭრობის შევიწროვებისგან აკავებს. მფლობელები კი მათ დაკმაყოფილებას ისე ნელ-ნელა ახდენენ, რომ ზოგჯერ მთხოვნელი მოლოდინისგან კიდევ უფრო მეტად კოტრდება. ამრიგად, რაც უფრო ნაკლებია ქვეშევრდომობა, მით უფრო ნაკლებია იმპერიის ღირსების შეურაცხყოფაც, როცა ასეთი მფლობელი უბრალო მიმოწერით სასოებს თავი დააღწიოს (გაძარცვულის) პირდაპირ დაკმაყოფილებას.
ახლა ნება მომეცით, თქვენო ბრწყინვალებავ, ამჟამად ჩამოყალიბებად ფედერაციულ კოალიციას შევეხო, რომელშიც პირველ ადგილს დარუბანდის ხანი შეიხ-ალი იკავებს. იგი მოითხოვს ჯარს: და რისთვის? რათა შამახიის მფლობელობიდან მუსტაფა დაამხოს და კასიმი დააყენოს, რომელიც მას სალიანის დაბრუნებას დაპირდა, სადაც დიდი თევზჭერაა, რომელსაც 150.000 მანეთი შემოსავალი მოაქვს, მიაკუთვნებს რა მას ყუბის სამფლობელოს, რაც ჭეშმარიტებაა. მაგრამ რა სარგებელი აქვს რუსეთს, თუ დარუბანდის ხანი ასე ძლიერი შეიქნება? იგი უკვე დარუბანდისადმი ყუბის სამფლობელოს შემოერთებითაც ყველაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია. ამასთან ბაქოსაც თვითონ ითვისებს, ამ ქალაქის ხანის მოხარკეობის სახით, ხოლო თუ იგი ყველაფერ ამას რუსეთის ჯარების დახმარებით შეიძენს, მაშინ, ჰყავს რა სიძედ ტარკის სამხალი, შეეძლება აქაურ ჯარებს დიდი საზრუნავი გაუჩინოს. ამ უკანასკნელს, ე. ი. შამხალს, ისე გაუვიდა თავს, რომ, აქვს რა 6.000 მანეთი ჯამაგირი, კიდევ დამატება ითხოვა. თუმცა კი, აზიაში პოლიტიკა არის ძალა; მფლობელის საუკეთესო სათნოება – სიმამაცეა, ხერხები კი – ფული ჯარის დაქირავებისთვის.
ამრიგად, რაც უფრო ღარიბები არიან, მით უფრო სიმშვიდეა».
წარმოგზავნილი და რწმუნებული პირების სხვადასხვა გვარი პრეტენზიები იმდენად აძნელებდა ხელშეკრულების დადებას, რომ ის მხოლოდ 26 დეკემბერს-ღა იქნა დასრულებული, და ისიც დიდი სიძნელეებით.
დარუბანდელი და ყუბელი შეიხ-ალი-ხანის რწმუნებული, მისი მოხელე მედეთ-ბეგი, მთავარსარდლისთვის წინასწარი ახსნა-განმარტების მიხედვით, არ თანხმდებოდა პირობებზე ხელი სხვებთან ერთად მოეწერა, არამედ საგანგებო ხელშეკრულების დადებას მოითხოვდა, რომლის მიხედვითაც მის ხანს ჯარი და ფულის მნიშვნელოვანი თანხა მიეცემოდა. თავადი ციციანოვი, უკვირდა რა ასეთი მოთხოვნა, ითხოვდა მისგან წერილობით შეტყობინებას იმ მიზეზების შესახებ, რომლებიც უკრძალავენ მას, თავისი ხანის სახით, რომ სხვა ხანებთან და მფლობელებთან მეგობრულ დადგენილებაში შევიდეს. მთავარსარდალი იმაზე მიუთითებდა, რომ მისი წინამორბედი, გენერალი კნორინგი, ყველა ხანს წერდა იმ მიზნის შესახებ, რომლითაც მათი რწმუნებულები გეორგიევსკში უნდა წარმოეგზავნათ. მოითხოვდა რა პასუხს მეორე დღესვე, თავადმა ციციანოვმა იმავე დროს ბრძანა მისთვის დადგენილება წაეკითხათ და ჩაეგონებიათ, რამდენ სარგებელს კარგავდა მისი ხანი, თუ ხელმომწერთა რიცხვიდან ამოირიცხებოდა. მედეთ-ბეგმა მაშინ ითხოვა პირადი ახსნა-გამარტებისთვის მოსულიყო თავად ციციანოვთან. მან ბოდიში მოიხადა და იმ გაუგებრობაზე მიუთითებდა, რომელიც გენერალ კნორინგის მიერ შეიხ-ალი-ხანთან გაგზავნილი შეტყობინების ცუდი თარგმანიდან მომდინარეობდა. მართლაც, რუსულ ენაზე ნათქვამი იყო, რომ ჯარების შესახებ დადგენილების შემდეგ იქნება შეთნხმებული, თათრულ თარგმანში კი სიტყვები «დადგენილების შესახებ» საერთოდ გამოტოვებული იყო. აღიარებდა რა თავის შეცდომას, მედეთ-ბეგი მაინც არ თანხმდებოდა დადგენილებებზე ხელი სხვა რწმუნებულთა საერთო კრებულში მოეწერა, მიუთითებდა რა იმაზე, რომ, მისი ხანის ღირსების მიხედვით, მისთვის წესიერი არ არის (შეუფერებელია) დაღესტნელი და მთიელი მფლობელების რწმუნებულებთან ერთად ჯდომა. მაშინ, მთავარსარდლის რჩევით, მან თვი მოიავადმყოფა და დადგენილებას ხელი თავის ბინაში მოაწერა (Князь Цицiанов графу Воронцову 28-го декабря 1802 г., № 242. Арх. М. И. Д.). ეს ხელმოწერა ბეჭდის დადებაში მდგომარეობდა, რადგანაც ისიცა და კიდევ სამი სხვა რწმუნებულიც წერა-კითხვის უცოდინარნი აღმოჩნდნენ. ამ უკანასკნელთ ამის გაკეთებაც არ შეეძლოთ, იმიტომ რომ ბეჭდები არ ჰქონდათ.
«მათთან ჩემს ახსნა-განმარტებაზე, წერდა თავადი ციციანოვი, იმ საქმის მნიშვნელოვნების შესახებ, რომელზედაც ისინი არიან გამოგზავნილი, და რომ მათი თანამდებობების აღსრულებისთვის ჯეროვანი იყო წერა-კითხვის მცოდნე ადამიანები გამოეყენებიათ, მით უმეტეს, რომ წერილობითი დადგენილების შესახებ მათთვის ცნობილი გახლდათ, ისინი მე მპასუხობდნენ, რომ მათ მთავრებთან არ ყოფილა მიწერილი, რათა მათ რწმუნებულებად წერა-კითხვის მცოდნენი წარმოეგზავნათ, არამედ მხოლოდ სრულუფლებიანი და ერთგული ადამიანები იყო მოთხოვნილი, და რომ მათმა მფლობელებმა, ამ პირთა ცნობილი დამსახურებების, ერთგულებისა და გულმოდგინების მიხედვით, მისცეს კიდეც მათ თავიანთი რწმუნებები. რის გამოც, ამ წერა-კითხვის უცოდინარ რწმუნებულთა ნაცვლად, მათი თხოვნითა და ჩემი თანდასწრებით ხელი სხვებმა მოაწერეს. ბეჭდებთან მიმართებაში კი, როგორც ამ გაუნათლებლებმა, ისე წერა-კითხვის მცოდნეებმაც მიპასუხეს, რომ ისინი მათ არ გააჩნიათ და რომ ბეჭდები მათში მხოლოდ მფლობელებს აქვთ».
ამრიგად, წერა-კითხვის მცოდნეებმა დადგენილებაზე თავად მოაწერეს ხელი, ხოლო მისმა არ მცოდნეებმა კი სთხოვეს მათ ნაცვლად სხვებს მოეწერათ ხელი, რომლითაც ვალდებულება იკისრეს რუსეთის იმპერატორისადმი მათ ერთგულქვეშევრდომებრივ მოვალეობაში მუდამ ურყევნი დარჩენილიყვნენ, მისცემდნენ რა საკუთარ თავს მის მფარველობასა და დაცვაში. თავიანთი ხანების სახელით სრულუფლებიანი წარმომადგენლები პირობას დებდნენ მათ შორის არსებულ ყველა უთანხმოებაზე, მტრობაზე, დავასა და არამეგობრულ ქცევებზე სამუდამოდ ხელი აეღოთ. დარჩებოდნენ რა მშვიდად იმ სამფლობელოებში, რომლებშიც ისინი რუსეთის იმპერატორის სიგელებით იყვნენ დამტკიცებული, ხანებმა და მფლობელებმა საკუთარ თავზე აიღეს ვალდებულება თავიანთი სამფლობელოები მოწინააღმდეგეთა შემოჭრებისგან დაეცვათ (მოეზღუდათ), რისთვისაც წინასწარ მიიღებდნენ ზომებს და ერთმანეთს თავიანთი ჯარებით დახმარებასა და თანადგომას აღმოუჩენდნენ. შეერთდნენ რა ურთიერთ შორის მჭიდრო კავშირითა და მეგობრობით, მათ დაადგინეს ეს წმინდად დაეცვათ (შეენარჩუნებიათ); სიტყვა მისცეს არასოდეს დასხმოდნენ თავზე მათი მოკავშირეებისა და მათ ძალაუფლების ქვეშ მყოფთა ოლქებს, და ერთმანეთისათვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიეყენებიათ.
თავიანთი დავა-კამათები, პრეტენზიები და გაუგებრობანი სამედიატორო (საშუამავლო) სასამართლოთი გადაეწყვიტათ, ხოლო ამ ხერხით დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, არ აღმართავდნენ რა ერთმანეთის წინააღმდეგ იარაღს, გადასაწყვეტად რუსეთის მთავრობისთვის მიემართათ.
თანხმდებოდნენ რა შეეწყვიტათ ძარცვები საერთოდ და დაღუპული გემებიდან საქონლის დატაცებაც, ხელმომწერებმა ერთი საერთო საბაჟო გადასახადი განსაზღვრეს, ამასთან ქარავნების უსაფრთხოება თავად ხანების პასუხისმგებლობით უზრუნველიყოფოდა. ქარავნის გაძარცვის შემთხვევაში (მთიელ) მფლობელს დაჩაგრულები დაუყოვნებლივ უნდა დაეკმაყოფილებინა და შემდეგ უკვე თავისი ძალაუფლების ქვეშ მყოფთაგან მისთვის გადახდა მოეთხოვა.
ასეთი გახლდათ სამარადისოდ დადებული ხელშეკრულების შინაარსი, რომლის არშესრულებასაც შედეგად, როგორც ჩვენი მთავრობის მხრიდან, ისე ყველა ხელმომწერის მხრიდანაც მკაცრი სასჯელი მოჰყვებოდა.
ხელშეკრულების დამდებმა მფლობელებმა არ დააყოვნეს მაშინვე ან თავად, ან კიდევ თავიანთ წარმოგზავნილთა მეშვეობით ჩვენი მთავრობისთვის ვის საჩივარი ან უკმაყოფილება განეცხადებია, ვის კიდევ თხოვნა. ფული და შეძენის წყურვილი საამისოდ მთავარი წამახალისებელი გახლდათ. ასე, 20 ნოემბერს მოკვდა ტაბასარანის ყადი როსტომ-ხანი, რის შესახებაც ცნობა მისი უფროსი ძის აბდულა-ბეგისგან იქნა მიღებული. უკანასკნელი ითხოვდა იგი ყადიდ დაემტკიცებინათ, უფლება მიეცათ თავისი წარმომადგენელი ს.-პეტერბურგში გაეგზავნა* და ბოლოს მისთვის იმ ჯამაგირის მიცემაზე გაეცათ ნებართვა, რომელსაც მისი მამა ღებულობდა, და იმ მომატებითაც კი, რომლის შესახებაც ის თავის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ითხოვდა (*მოახსენებდა რა ამის შესახებ, თავადი ციციანოვი წერდა, რომ ტაბასარანის ყადიმ უკვე დადო ფიცი ქვეშევრდომობაზე, «და ამიტომ ურიგო არ იქნებოდა მიუთითოთ, ისევე როგორც სხვა მფლობელებისთვისაც, რომლებიც მისი უდიდებულესობის ქვეშევრდომობაში შედგებიან, რომ ქვეშევრდომს არ შეუძლია თავის ხელმწიფეს წარგზავნილები გაუგზავნოს, არამედ მასთან მხოლოდ წერილობითი თხოვნებით უნდა შედიოდეს». Отношенiе князя Цицiанова канцлеру 28-го декабря 1802 г., № 229. А. М. И. Д. 1-6, 1801-13, № 7). არ მიეღო რა ჯერ კიდევ ცნობა იმის შესახებ, რომ აბდულა-ბეგი თავკაცებისა და ხალხის მიერ უკვე ტაბასარანის ყადიდაა დამტკიცებული, თავადმა ციციანოვმა არ გაუგზავნა მას ჯამაგირი, რომელსაც განსვენებული, როგორც მთავარსარდალი გამოთქვამდა, «მისი მოჩვენებითი ქვეშევრდომობისთვის» იღებდა (Донесенiе князя Цицiанова Г. И. 8-го января 1803 г. А. М. И. Д. 1-10, 1803-6, № 2). იგი აბდულა-ბეგს პასუხობდა, რომ არა მხოლოდ ნიშნების, არამედ მის ერთგულქვეშევრდომებრივ მოვალეობათა მცდელობების (გამოცდის) მოლოდინში, ჯამაგირზე დამატება და თვითონ ჯამაგირიც გარკვეულ დრომდე გადავადდება.
ამ პრეტენზიის გამოცხადებასთან ერთდროულად, თავადმა ციციანოვმა ასევე სხვა თხოვნებიც მიიღო. ყარაყაიდაღის უცმი, როსტომ-ხანი, თავისი მეტოქის რაზის წინააღმდეგ ითხოვდა დაცვას, რომელსაც მისი დამხობა და ძალაუფლების თავის ხელში ჩაგდება სურდა. რაზი როსტომ-ხანზე, თავის ბიძაშვილზე ჩიოდა, და უცმის ღირსებაში თავისი აყვანის შესახებ ითხოვდა, რომელიც მას მემკვიდრეობით ეკუთვნოდა. ამ ჩახლართულობიდან და საჩივრებიდან გამოსვლა მხოლოდ ფულებით შეიძლებოდა. რაზის 600 მანეთი ყოველწლიური პენსია დაენიშნა იმ დრომდე, სანამ ის ხომალდების დაღუპვის შესახებ ხელშეკრულების მუხლებს ზუსტად აღასრულებდა. ტაბასარანელმა მფლობელებმა სოგრაბ-ბეგ-მაასუმმა და მაჰმუდ-ბეგმა ასევე თითოეულმა 450 მანეთი მიიღო ყოველწლიურ ჯამაგირად. ამ ჯამაგირის დანიშვნას თავადი ციციანოვი აუცილებლად მიიჩნევდა, ტაბასარანის ყადისთან მათი ნათესაობით სიახლოვის გამო, რომელმაც ჩვენი მთავრობისგან ასევე მიიღო ჯამაგირი. ფულების ეს დარიგება, თუმცა კი მთიელი მფლობელების საქციელზე რუსეთთან და მისი ძალაუფლების ქვეშ მყოფ ხალხებთან მიმართებაში დიდხანს თითქმის ვერანაირ გავლენას ვერ ახდენდა, მაგრამ მაინც ყველა იმათ შორის, რომლებსაც ჩვენმა მთავრობამ მიმართა, საუკეთესო სისტემად მოჩანდა. ამ სისტემის, ყველანაირი დახმარებისა და შეწევნის მოწინააღმდეგე თავადი ციციანოვი არ უარყოფს, და თავისი მოხსენებების ერთ ადგილას აღიარებს კიდეც იმას, რომ დროთა განმავლობაში ფულების ამ დარიგებამ, რაზედაც აზიელი ხალხები მეტად ხარბნი არიან, შეიძლება სარგებელი მოიტანოს.
«მდომარეობის ახლანდელ საქმეებში, წერდა თავადი ციციანოვი (Канцлеру отъ 11-го апреля 1803 г.), მე მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვხედავ მათთვის დადგენილი ჯამაგირის სარგებლობას, ე. ი. ვაძლევდეთ ჯილდოს იმისთვის, რათა შეიძლებოდეს ფულების გაცემის შეჩერება ცუდი ქცევების გამო მათ დასასჯელად, როგორც ეს მე ყარაყაიდაღის უცმისთან მოვახდინე, დაღუპული რუსული გემიდან გაძარცვული ნივთების სანაცვლოდ დაუკმაყოფილებლობისათვის».
რა თქმა უნდა, ფულების ამ დარიგებით ჩვენ სამაგიეროდ ვერც მთიელი მფლობელების რუსეთისადმი გულწრფელ კეთილმოსურნეობას ვიძენდით, ვერც მათ მიერ ფიცით მოცემული დაპირებების შესრულებაზე თავდებობას, მაგრამ, უკიდურესი ზომით მაინც, თავად ციციანოვის სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენს ხელში გვქონდა იარაღი მათ დასასჯელად; შეგვეძლო თუნდაც დროებით გვეჩვენებინა, რომ ჩვენი დამოკიდებულება მათ მიმართ იცვლება და უწინდელ მდგომარეობაში შეიძლება მხოლოდ მათ მიერ სწორ და პირდაპირ გზაზე შემობრუნების შემდეგ მოვიდეს.
მეორეს მხრივ, ისეთი მფლობელებისთვის როგორებიც ტაბასარანის ყადი, ტარკის შამხალი და ყარაყაიდაღის უცმი იყვნენ, ფულადი სუბსიდიები აუცილებელი ხდებოდა. ამ სამი პირის სამფლობელოები, რომლებიც ყიზლარიდან დარუბანდამდე იყო გადაჭიმული, კასპიის ზღვის უწყვეტ სანაპირო ნაწილს შეადგენდა. ფულებით ან რაიმენაირი სხვა საშუალებებით, მაგრამ ჩვენთვის აუცილებელი იყო საკუთრივ ჩვენი აზიური ვაჭრობის უზრუნველყოფისთვის მათთან მეგობრული ურთიერთობები შეგვენარჩუნებია.
სწორედ იგივე მიზეზი აიძულებდა ჩვენს მთავრობას დარუბანდისა და ბაქოს ხანებისთვისაც მიეცია ყურადღება, რომელთა სამფლობელოებიც ასევე კასპიის ზღვის ნაპირზე ვრცელდებოდა. ხელშეკრულების დადების შემდეგ, დარუბანდელი შეიხ-ალი-ხანის წარმოგზავნილმა თავად ციციანოვს განუცხადა, რომ თავისი ხანისგან აქვს ბრძანება გაემგზავროს პეტერბურგში წერილობითი და ზეპირსიტყვიერი დავალებებით, რომელთა მთავარსარდლისთვის განცხადებაც მას არ შეუძლია. ხვდებოდა რა, თუ ხანის თხოვნა რაში მდგომრეობდა, თავადი ციციანოვი სთხოვდა მას გულახდილად ეთქვა, თუ ხანს რამდენი ჯარი და ფული სჭირდებოდა. მთავარსარდალი ჰპირდებოდა მისთვის ჯარებით დახმარება აღმოეჩინა და უფრო ადრეც, ვიდრე ფულით. მედეთ-ბეგი იმეორებდა თხოვნას ს.-პეტერბურგში გამგზავრებაზე ნებართვის მიცემის შესახებ, და არწმუნებდა, რომ მისი ხანი რუსებისგან ყველანაირ დახმარებას ხალისით მიიღებდა. ეს დახმარება შეიხ-ალი-ხანისთვის შამახიისა და ბაქოს ხანებთან ბრძოლისათვის აუცილებელი გახლდათ.
ბაქოს ოლქი უწინდელ დროში დარუბანდის ხანს ეკუთვნოდა, და ამ საფუძველზე შეიხ-ალი-ხანი სულ მუდამ იმისთვის მეცადინეობდა, რათა ის დაებრუნებინა და თავისი სამფლობელოებისთვის შემოეერთებინა. ბაქოს ხანი, რომელიც შემდგომში თავად ციციანოვის ბედში ამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, რუსეთისადმი არაკეთილმოსურნე გახლდათ. როგორც ადამიანი, ჰუსეინ-ყული-ხანი სუსტი, ადვილად დამჯერი და უფრო მეტად მშიშარა იყო, ვიდრე მამაცი. როგორც მმართველი, რომელიც გერგილიანობისგან შორს იყო და საქმეებშიც დუნე გახლდათ, იგი მასთან დაახლოებული მოხელეების გავლენას ადვილად დაჰყვებოდა, ხოლო ისინი კი ხანის ძალაუფლების ქვეშ მყოფთ ყოველგვარი გულმოწყალების გარეშე ძარცვავდნენ. ფლობდა რა მიწის არცთუ დიდ ნაჭერს მცირე მოსახლეობით, ჰუსეინი სხვა ხანებისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე ვერც კი იფიქრებდა და მათ შორისაც არანაირი პატივისცემით არ სარგებლობდა.
მტკიცე ხასიათის არქონა და თავისი სისუსტის შეგნება აიძულებდა ჰუსეინ-ხანს შირვანელ (შამახიელ) მუსტაფა-ხანთან მუდმივი ურთიერთობები და კავშირები შეენარჩუნებია, თუმცა კი ეს კავშირები მის პირად და აუცილებელ სარგებელზე იყო დაფუძნებული. არ ჰქონდა რა არანაირი საკუთრება, ქალაქ ბაქოს გარდა, ჰუსეინი მუსტაფაზე სრულ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა, რომლის საყრდენიცა და კეთილი ურთიერთობებიც მას იმდენადვე სჭირდებოდა, როგორც ადამიანისათვის საჭმელია აუცილებელი. თუმცა კი, მას შეგნებული ჰქონდა, რომ ეს კავშირი მტკიცე არ იყო და რომ პირველივე მოხერხებულ შემთხვევაში მუსტაფა უარს არ იტყოდა იმაზე, რომ მის სამფლობელოზე თავისი ხელი დაედო. ბაქოს სახანო დარუბანდის სახანოსგან მისი გამოყოფის შემდეგ დამოუკიდებელი დიდხანს აღარ დარჩენილა (недолго оставалось самостоятельнымъ и независимымъ): ის მალევე შირვანის ხანების მუდმივი მოხარკე შეიქნა. ამრიგად, იმყოფებოდა რა ორ ცეცხლს შუა, ჰუსეინს შეეძლო საკუთარი თავი სახანოს მბრძანებლად მხოლოდ იმ დრომდე ჩაეთვალა, სანამ მუსტაფასთან კეთილ ურთიერთობებს შეინარჩუნებდა და დარუბანდის ხანის პრეტენზიებისგან თავის დაცვას მოახერხებდა.
ხედავდა რა ჰუსეინ-ხანის ამდენად შევიწროვებულ მდგომარეობას და სურდა რა რომ ბაქოს პორტი რუსეთის სამფლობელოებისადმი საომარი მოქმედებების გარეშე შემოეერთებინა, თავადი ციციანოვი ხანის მდგომარეობით სარგებლობდა და ცდილობდა იგი დაერწმუნებია, რომ მას არავინ ჰყავდა დახმარების, დაცვისა და მფარველობის ძიებისთვის რუსეთის გარდა. ამ მიზნით, მთავარსარდალმა დაავალა ჩვენს კონსულს სპარსეთში სკიბინევსკის გადაკვრით ეთქვა ჰუსეინ-ხანისთვის, რომ დარუბანდელი შეიხ-ალი-ხანი ჩვენს მთავრობას სთხოვს ჯარებს მისი, ჰუსეინის წინააღმდეგ სამოქმედოდ; რომ თუ, ბაქოს სრული აოხრების თავიდან ასაცილებლად, ხანი მისი დაცვისთვის ქალაქში რუსული გარნიზონის შეყვანას ითხოვს, მაშინ ასეთ წყალობაზე შესაძლოა მას უარი არ უთხრან.
ჰუსეინ-ყული-ხანის გულახდილობისა და მსგავს წინადადებაზე მისი დამყოლობის მიხედვით, სკიბინევსკი უფლებამოსილი იყო დაემატებინა, რომ თუ ხანს ჯარი ყველაზე უფრო მოკლე დროში სჭირდებოდა, მაშინ ბაქოში საქართველოდან ორი ბატალიონი დაუყოვნებლივ გაიგზავნებოდა.
ამ ცნობამ როგორც ჩანს ბაქოს ხანზე მოქმედება იქონია, და რუსეთის სამფლობელოებისადმი ბაქოს შემოერთების აზრი, ჩვენი მთავრობის ყველა მოლოდინის საწინააღმდეგოდ, თითქოსდა, მზად იყო განხორციელებისთვის. დარუბანდის ხანისგან შევიწროვებული, ჰუსეინი იმედოვნებდა ახლა მისი პრეტენზიებისგან თავი თავად ციციანოვის დახმარებით დაეღწია, რომელთანაც თავისი წარმოგზავნილი კიდეც მოავლინა. გამოაღწია რა მალულად ასტრახანის, ყიზლარისა და კავკასიონის ხეობის გამოვლით, წარმოგზავნილი ტფილისში 1803 წლის მარტში მოვიდა. მან მოიტანა წერილი, რომელშიც ხანი წერდა, რომ თავისი ძუძუმტე (ძიძიშვილი) ალა-ვერდი-ბეგი აღჭურვა რწმუნებით მთავარსარდალს რუსეთის მთავრობისადმი ხანის «მორჩილებისა და დამჯერობის შესახებ» შეატყობინოს.
შეგნებული ჰქონდა რა სავსებით, რომ თავად ციციანოვისთვის კარგადაა ცნობილი როგორც ხანის ხასიათი, ისე მისი საქციელიც, ჰუსეინს არ უნდოდა მასთან ურთიერთობაში შემოსულიყო და, იმედოვნებდა რა ტყუილითა და სხვადასხვაგვარი ხერხებით პეტერბურგში ჩვენი მთავრობის სიფხიზლე მოედუნებია, თავისი წარმოგზავნილის უზენაეს კარზე მივლინების ნებას ითხოვდა. გამოიყენებდა რა თავდებად პეტერბურგში მიღებულ გადაწყვეტილებას, ის ფიქრობდა თავად ციციანოვისთვის გვერდი აევლო და დახმარება ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე მიეღო. მთავარსარდალი ალა-ვერდი-ბეგის პეტერბურგში გამოგზავნას არ დაეთანხმა, და მაშინ უკანასკნელმა მას იმპერატორის სახელზე ხანის წერილი გადასცა, რომელშიც იგი, თხოულობდა რა დახმარებას, წერდა, რომ «ყველა უზენაესი ბრძანება ჩემს მიერ მორჩილებით იქნება მიღებული»-ო.
ამაზე საპასუხოდ ალა-ვერდი-ბეგს გამოეცხადა, რომ თუ მას ნამდვილად აქვს თავისი ხანისგან შეუზღუდავი უფლებამოსილება ნავსადგურთან ერთად ქალაქ ბაქოს დათმობასა და რუსეთის ქვეშევრდომობაში ხანის შემოსვლაზე პირობების დასადებად, მაშინ მიეცა მთავარსარდლისთვის წერილობითი ვალდებულება, რომელიც შეიძლებოდა მოლაპარაკებათა მწარმოებელი ორივე მხარისთვის საბუთად და საყრდენად გამომდგარიყო.
წინასწარი და ხანგრძლივი ახსნა-განმარტებების შემდეგ ალა-ვერდი-ბეგმა საკუთარი ხელით დაწერა პირობები, რომლებზედაც ჰუსეინ-ყული-ხანი მზად იყო, მთელი თავისი ოჯახით, ქალაქ ბაქოთი და ყველაფერ იმით, რაც ბაქოს ძველი დროიდან ეკუთვნოდა, «სამარადისოდ და ურყევად» («на вечныя времена и непоколебимо») რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოსულიყო. ქალაქის უზრუნველყოფას, ვაჭრობის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის ნავმისადგომისა და სხვა დამხმარე ნაგებობების მშენებლობას იგი რუსეთის მთავრობას გადასცემდა, სამაგიეროდ კი რწმენის აღმსარებლობის თავისუფლებას, ქ. ბაქოში გარეშე მტრებისგან მის დასაცავად რუსული გარნიზონის შეყვანას, ქვეყნის მმართველობის უწინდელი უფლებებით მისი ძალაუფლების ქვეშ დატოვებას თხოულობდა («ვალად ვრაცხ მოგახსენოთ, წერდა ამასთან თავადი ციციანოვი, რომ სიტყვების «უწინდელი უფლებებით» ქვეშ, წარმოგზავნილის აზრით, მდგომარეობს სიკვდილით დასჯაც. მაგრამ, როგორც მისი შეუპოვრობა /დაჟინება/ მაშინებდა მე ამ დადგენილების უსაფუძვლობით /უსუსურობით/, და როგორც 1-ლი და მე-2 მუხლები, რომლებიც ქალაქსა და ბაქოს ხანს სრულ ქვეშევრდომობაში მოაქცევენ, უდაო უფლებას გვაძლევენ, რომ სიკვდილით დასჯა არ მოვითმინოთ, ამიტომ გავბედე ეს პუნქტი დამეტოვებინა...». См. Всеподдан. рап. 31-го марта 1803 г. Арх. М. И. Д. 1-10, 1803-6, № 2), და ბოლოს ნებართვასაც, რომ ასტრახანში გემები აეგო და შემდეგ ისინი გაექირავებინა.
მოახსენებდა რა ალა-ვერდი-ბეგთან დადებული პირობების შესახებ, და მხედველობაში ჰქონდა რა, შედგენილი ვარაუდის აღსრულებისთვის იმ ფარგლების თაობაზე, რომლებითაც ჩვენი სამფლობელოები საქართველოში და საერთოდ ამიერკავკასიაშიც უნდა ყოფილიყო შემოსაზღვრული, თავადი ციციანოვი აუცილებლად მიიჩნევდა დარუბანდი და ბაქო ჩვენი ჯარებით მაშინვე დეკავებინა.
მიუთითებდა რა იმის სარგებელზე, რომ ამდენად მნიშვნელოვანი პორტი კასპიის ზღვაში, როგორიც ბაქოს პორტი გახლდათ, ჩვენს ხელში ყოფილიყო, მთავარსარდალი ორი პოლკით თავისი გაძლიერების შესახებ ითხოვდა და უმატებდა, რომ სხვა ამდენად მოსახერხებელი შემთხვევა ამ ორი პუნქტის დაკავებისთვის აღარ იქნებოდა.
«პატივმოყვარე და გერგილიანი შეიხ-ალი-ხანი, წერდა თავადი ციციანოვი (Въ рапорте Г. И. отъ 8-го января 1803 г. Арх. М. И. Д. 1-10, 1803-1806 гг., № 2), ჩვენი დახმარების მეშვეობით, შამახიელი მუსტაფა-ხანის დამხობას ეძიებს, რათა მის ადგილზე მისი ბიძაშვილი კასიმ-ხანი დააყენოს, რომელიც ახლა დარუბანდში იმყოფება და რომლისგანაც ამ სამსახურის სანაცვლოდ განზრახული აქვს სალიანის პროვინციის დათმობას გამორჩეს, ყუბის სახანოდან, რომელიც უწინ მის წინაპრებს ეკუთვნოდა. დარუბანდიდან წარმოგზავნილმა მეჰმედ-ბეგმა გამიმხილა, რომ მას აქვს წერილი თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობისადმი ხსენებული კასიმ-ხანისგანაც, სავარაუდოდ იმავე აზრით.
შამახიელი მუსტაფა-ხანის დამხობამ, როგორც თქვენი აშკარა არაკეთილმოსურნისა, შეიძლება არცთუ მცირედ შეუწყოს ხელი სასურველი მიზნის მიღწევას, მაგრამ როგორც კი გავიგებ თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის უზენაეს ნებას შევუდგე დასახულ ღონისძიებას, მაშინ კიდევ უფრო სასარგებლოდ ვთვლი, ხანად კასიმი შეიხ-ალი-ხანის დახმარების გარეშე დავამკვიდრო, ავარ-ხან ლეკის მეშვეობით, რომლის წარმოგზავნილმა ჰაჯი-მუსა-ბეგმა სარწმუნოდ დამაიმედა, რომ, მათი ახალი და დიდი მონარქის ტახტისადმი მათი ერთგულქვეშევრდომებრივი ერთგულების დასამტკიცებლად, ისინი სიხარბით მოელიან ჩემგან პირველ ბრძანებას, რათა ის ჯეროვანი სისწრაფითა და სიზუსტით აღასრულონ. და ამის მეშვეობით, შემდგომი მოვლენების დასწრებით, აუცილებელია სალიანის ნაპირი, რომელიც მტკვრის შესართავის დაცვისთვისაა საჭირო, ჩვენი ჯარით უმცირესი სიძნელის გარეშე დავიკაოთ, და პირველივე ნიშანზე დარუბანდის გარნიზონი ქალაქსა და მის შემოგარენებს მორჩილებაში მოიყვანს.
ასეთ გარემოებებში საჭიროდ მივიჩნიე შეიხ-ალი-ხანის წარმოგზავნილი მისთვის ს.-პეტერბურგში გამომგზავრებაზე თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის ყოვლადმოწყალე ნებართვის გამოთხოვით დამეიმედებინა, რომლის მოლოდინშიც შევთავაზე მას ასტრახანში გამგზავრებულიყო.
გავბედავ ამას დავუმატო, რომ თუ იქნება ამაზე თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის ნება რომ ვიმოქმედო, მაშინ კასპიის ზღვის სანაპირო ქალაქების შესაფერისი გარნიზონებით დაკავებისთვის, რომლებზედაც ჩემი პირველი წამოწყებები იქნება მისწრაფებული, საჭირო გახდება დამემატოს ჯარები ჩემს განკარგულებაში, სულ მცირე, ცხრა ბატალიონი; ასევე გაძლიერებულ იქნას ყველა ჩემი არასაკმარისი საშუალება და ხერხი ამ საგანში».
დარუბანდისა და ბაქოს დაკავების შესახებ მოსაზრებამ იმპერატორ ალექსანდრეს ყურადღება მიიქცია და სხვადასხვანაირ განმარტებათა საგანი შეიქნა. გრაფი ზუბოვი, რომელსაც აზრის გამოთქმა მოსთხოვეს, ვარაუდობდა, რომ კასპიის ზღვაზე ყველა სანაპირო ქალაქის დაკავებას ის ნაადრევად თვლის. საბოლოო გადაწყვეტისათვის გრაფი ზუბოვი აუცილებლად მიიჩნევდა დაწვრილებითი ცნობების ქონას იმის შესახებ: რამდენი ჯარების გამოყენებას ვარაუდობს თავადი ციციანოვი ნაპირზე გადასასხმელად? საკმარისია თუ არა ამისთვის გემები კასპიის ზღვაზე? როგორ მოხდება ჯარების სურსათით მომარაგება? და ბოლოს, ჩვენი ჯარების მიერ ამ პუნქტების დაკავების შემდეგ, აუცილებელი იყო წინასწარ გადაეწყვიტათ საკითხი: როგორი მოწყობა და მმართველობა უნდა მიიღონ მათ, იმ ადგილებში ჩვენი უფრო მტკიცედ დამკვიდრებისათვის? ექნებოდა რა ყველაფერი უკვე მომზადებული, თავადი ციციანოვი, რა თქმა უნდა, შეძლებდა წარმატებით მოქმედებას, «ხოლო ამის გარეშე კი, წერდა გრაფი ზუბოვი (Из записки графа Зубова, поданной императору. Арх. М. И. Д 1-10. 1803-1806, № 2), თავადი ციციანოვი, მთელი თავისი მოღვაწეობითა და ნიჭით, ძლივს თუ შეძლებს მომავალ ნავიგაციაში რაიმეს გაკეთებას. მე ვფიქრობ, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში მისი მთელი ყურადღება უმთავრესად საქართველოს მოწყობასა და, რამდენადაც შესაძლებელია, მისი საზღვრების გაფართოებაზე (გავრცელებაზე) უნდა იყოს მიმართული. აქედან სარგებელი – ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვინაიდან ყველაფერი შემდეგი ამით განმტკიცდება».
ყველა შემთხვევაში კი, გრაფ ზუბოვის აზრით, ამ ექსპედიციისთვის 1804 წლის მაისის თვეზე ადრე არანაირად არ უნდა მიემართათ. ყველაზე უფრო მეტ სიძნელეს ჯარების სურსათით მომარაგება წარმოადგენდა. ასტრახანი, რომელიც თვითონ ჩამოტანილი პურით იკვებებოდა, ძნელად თუ შეძლებდა საკმარისი რიცხვის პროვიანტით მომარაგებას, რომელიც ექსპედიისთვის იქნებოდა საჭირო. ამიტომ თავად ციციანოვს მოუწევდა ის სარატოვში ან ვოლჟსკში დაემზადებინა, რომლებშიც შესყიდვა ჩვეულებრივ ზამთარში წარმოებდა, იმ დროს, როდესაც ის ამ ქალაქებში ყველაზე უფრო მეტად ჩამოჰქონდათ. ამასთან იქიდან ასტრახანში პროვიანტის ჩამოტანა გაძნელებული იყო და მნიშვნელოვან დროს მოითხოვდა.
მეორეს მხრივ, თავადი ციციანოვი, რომელიც დარუბანდის დაკავებას აუცილებლად მიიჩნევდა, ჯარების მომატების შესახებ ითხოვდა, რომლებსაც ვერსაიდან ვერ დანიშნავდნენ (ან: რისი შესაძლებლობაც არ არსებობდა), და ვარაუდობდა დარუბანდელი შეიხ-ალი-ხანის დახმარების გარეშე, მხოლოდ ავარიის ხანის თანადგომით, შამახიის ხანად კასიმი დაეყენებინა. ეს უკანასკნელი განზრახვა უკვე თავის თავად კარგი წარმატების საწინდარს ვერ იძლეოდა. როგორც კი ჩვენი ჯარები დარუბანდს დაიკავებდნენ, შეიხ-ალი-ხანი დაინახავდა, რომ ჩვენ სულაც არა ვართ განწყობილნი დავეხმაროთ მას კასიმ-ხანის შამახიის ხანად აყვანაში, მაშინ, რა თქმა უნდა, ის გაიგებდა და ამოიცნობდა იმ მიზეზებს, რომლებმაც აიძულეს ჩვენი მთავრობა დარუბანდის დაკავებას დათანხმებოდა. ამ დაკავებას მაშინ მეტად ცუდი შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა: ის საბოლოოდ გამოუთხრიდა ძირს ყოველგვარ ნდობას რუსეთის მთავრობისადმი მთიელ მფლობელთა მხრიდან. ჩვენ კი იმ დროს ისეთ ეპოქას განვიცდიდით, როცა ეს ნდობა ჩვენთვის იმაზე გაცილებით უფრო მეტად იყო აუცილებელი, ვიდრე ყველა წინამორბედ და გვიანდელ ხანებში. დრუბანდელი შეიხ-ალი-ხანის ინტრიგები და ხრიკები ჩვენს სიძნელეებს ახლა კიდევ უფრო მეტად გაზრდიდა. უსარგებლობანი ისე აშკარა და საპატიო გახლდათ, რომ იმპერატორი არ დაეთანხმა თავად ციციანოვის წინადადებას დარუბანდი ჩვენი ჯარებით დაეკვებინა.
თუმცა კი, არ უარყოფდა რა ამ ქალაქის შეძენის სარგებელს და ყოყმანობდა რა საბოლოო გადაწყვეტილებაში, იმპერატორი ალექსანდრე, შეტევითად მოქმედებაზე მისთვის ნებართვის მიცემამდე, მთავარსარდლისგან ადგილობრივ გარემოებათა ყველაზე უფრო დაწვრილებით და საფუძვლიან მსჯელობას მოითხოვდა (Высочайiшй рескриптъ князю Цицiанову 19-го марта 1803 г.).
«ამ დრომდე კი, წერდა იმპერატორი, ჩემი განზრახვა ბაქოსა და სალიანზე ექსპედიციასთან მიმართებით არის ის, რომ მან იმაზე უწინ არ მიიღოს თავისი დასაწყისი, თუ არა ჯერ ერთი, ყველა გარემოების მომწიფებულად მოაზრებისა და, ბოლოს, სასურველი წარმატებით აღსრულებაში მისი მოყვანისთვის თქვენი ზუსტი და, რამდენადაც შესაძლებელია, საიმედო საშუალებებით მომარაგების შემდეგ. ხოლო რამდენადაც ამ განკარგულებათა მოხდენისათვის ბუნებრივად არცთუ ცოტა დრო იქნება საჭირო, ამიტომ ამ მსჯელობით მე ვვარაუდობ, რომ ეს ექსპედიცია არ შეიძლება იქნეს მოწყობილი იმაზე ადრე, ვიდრე მომავალი 1804 წლის გაზაფხულს».
სხვა რესკრიპტში, რომელსაც ხელი მოეწერა და იმავე კურიერის ხელით იქნა გაგზავნილი, იმპერატორი თავად ციციანოვის ვარაუდების აღსრულებას მას მისივე საკუთარი შეხედულებების და მიხედვით მიანდობდა.
«თუმცა კი ჩემს რესკრიპტში, წერდა ალექსანდრე (Высочайшiй рескриптъ отъ 20-го марта 1803 г.), რომელიც ამავე კურიერის ხელითაა თქვენთან გამოგზავნილი, მე თქვენ გატყობინებდით, რომ ბაქოზე, სალიანსა და კასპიის ზღვის სხვა სანაპირო ადგილებზე ექსპედიციას მე ნაადრევად მივიჩნევ; დარუბანდის დაკავების შესახებ კი შეგატყობინეთ, ფიქრად მოსული მსჯელობანი, რომლებიც ამის გამო სხვა ხანების შეშფოთებასა და იმ წინააღმდეგობებს შეეხება, რომლებიც შემდეგი მოქმედებებისთვის შეიძლება წარმოიშვას. მაგრამ ჩემთვის ცნობილი სამსახურისადმი თქვენი გულმოდგინება და თქვენი ფრიადი ნიჭიერება მიყოლიებს იმაზე, რომ დაუბრკოლებლად მივანდო თქვენს ნებას დაელოდებით თუ არა იმ საშუალებებს, რომლებიც ახლა გაკლიათ, თუ დაკმაყოფილდებით რა იმით, რომლებიც ხელთ გაგაჩნიათ, შეუდგებით დასახული გეგმის აღსრულებას, განსაკუთრებით თუ თქვენ ჰპოვებთ, რომ იმ მხარის თავად გარემოებანი მოითხოვს მათ არგადადებას.
ამასობაში ვუბრძანე მე სახელმწიფო საადმირალო კოლეგიას თქვენს გამგებლობას ჩააბაროს კასპიის ზღვის ფლოტილია; თქვენს მიერ თხოვნილი ცხრა ბატალიონის გამოგზავნა კი არ შემიძლია. თუ, ვერ მიიღებთ რა ამ გაძლიერებას, თქვენ იგრძნობთ საკუთარ თავს იმ შესაძლებლობაში, რომ არ გააშლიშვლებთ რა კავკასიის ხაზს და დაიცავთ (მოზღუდავთ) ამ საზღვარს მთიელი ხალხების თარეშებისგან, მიმართოთ ექსპედიციას კასპიის ზღვის სანაპირო ადგილებში, მაშინ მე ამას დავთანხმდები, ჩავაბარებ რა თქვენს მოსაზრებას როგორც ჯარების სურსათით უზრუნველყოფას, ისე იმ ადგილების დაკავების შემდეგ მათ მოწყობასაც; დარწმუნებული ვიქნები რა იმაში, რომ თქვენ ყველაფერს ისეთნაირად განკარგავთ, რომელიც სახელმწიფოს სარგებელსა და თქვენს საკუთარ ღირსებას შეესაბამება, და ამის თანაბრად არ იღონებთ არაფერს, ისე რომ წარმატების კეთილსაიმედობაში არ იქნებით წინასწარ დარწმუნებული».
თუმცა კი ამის შემდეგ მთავარსარდალს საქართველოში ახალი ჯარების გამოგზავნის იმედი აღარ უნდა ჰქონოდა, მაგრამ იგი იმედოვნებდა, რომ გარემოებების შეცვლის შემდეგ ჩვენი მთავრობა ხელიდან არ გაუშვებდა შემთხვევას რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოსვლაზე ბაქოს ხანის თანხმობით ესარგებლა.
«გავთავხედდები ყოვლად უმდაბლესად დავურთო, წერდა თავადი ციციანოვი ერთერთ თავის მოხსენებაში, რომ ხაზინის საგრძნობი ხარჯების გარეშე ბაქოს დაკავებისა და სრულიად რუსეთის დერჟავისადმი მისი შემოერთებისათვის ამდენად ხელსაყრელი შემთხვევის ხელიდან გაშვება ჩემზე დაკისრებული მოვალეობებისა და სამსახურისადმი ჩემი გულმოდგინების საწინააღმდეგოდ მივიჩნიე და ამიტომ თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის წმინდა ნების ზუსტად აღსრულებისთვის ამაზე გადამწყვეტ ბრძანებას დაველოდები».
მიიჩნევდა რა საკუთარ თავს, უარის შემთხვევაში, თავის მოქმედებებში საბოლოოდ პარალიზებულად, თავადი ციციანოვი დახმარებას სთხოვდა კანცლერს და სწერდა მას, რომ ახალი ჯარების გამოგზავნის გარეშე ბაქოს დაკავების არანაირი შესაძლებლობა არ წარმოუდგებოდა. იმედოვნებდა რა, რომ ამჯერად მის წარდგინებას წარმატება ექნებოდა, და იცოდა რა, რომ ბაქოს შეძენა, და მით უმეტეს მისი ნებაყოფლობით დათმობისას ზოგად მონახაზებსა და მისთვის მიცემულ ინსტრუქციას არ ეწინააღნდეგებოდა, მთავარსარდალმა ასტრახანის გარნიზონის პოლკის შეფს, გენერალ-მაიორ ზავალიშინს, დაავალა რაზმის გამოკვებისთვის აუცილებელი პროვიანტი დაემზადებინა. მასვე დაეკისრა მოვალეობად გაეგო და შევაჭრებოდა, თუ დაქირავებული ტრანსპორტებით ბაქოში პურის ჩატანაში, რომელთა დაფარვისთვის ნაბრძანებ იქნა ასტრახანში ორი ან სამი სამხედრო გემი მოემზადებინათ, რომელთაც შეეძლებოდათ მოსახერხებელ შემთხვევაში კასპიის ზღვის დასავლეთ ნაპირზე ჩვენს შემდგომ ღონისძიებებშიც სამსახური გაეწიათ.
იმავე დროს, მთელი ჩვენი მოძრაობებისა და მოქმედებებისგან დარუბანდელი შეიხ-ალი-ხანის ყურადღების გადასატანად, მთავარსარდალმა მასთან წერილით შიკრიკი გაგზავნა, რომელშიც ამბობდა, რომ თითქოს და მიიღო იმპერატორ ალექსანდრესგან შამახიის ხანად კასიმის აყვანის ნებართვა და ამიტომ მზად არის შეუდგეს ამას მოქმედებებში ორმხრივი შეთანხმების შემდეგ. თავადი ციციანოვი დარუბანდის ხანს წერდა, რომ, აკმაყოფილებს რა მის სურვილებს, იგი ამის შემდეგ საჭიროდ აღარ მიიჩნევს მისი წარმოგზავნილის მედეთ-ბეგის უზენაეს კარზე გაგზავნას. გენერალ-მაიორ ზავალიშინს კი, დარუბანდის ხანის მიერ წარმოგზავნილისთვის, რომელიც ასტრახანში იმყოფებოდა, თავად ციციანოვის წერილის გადაცემისას, როგორც მისდამი განსაკუთრებული გულახდილობის სახით, უნდა ეთქვა, რომ ჩვენი ფლოტილიის შეიარაღება წარმოებს ყარაყაითაღის უცმის მტაცებელი ქვეშევრდომების დასასჯელად, რომლებმაც ერთერთი ჩვენი ასტრახანელი ვაჭრის გემი გაძარცვეს. თუმცა კი, კასიმ-ხანის აღდგენას მთავარსარდალი ჩვენი მიზნებისთვისაც არცთუ უსარგებლოდ მიიჩნევდა; იგი იმასაც კი ფიქრობდა, რომ იღბლიანი და მოხერხებული გარემოებების დროს ამის ნამდვილ აღსრულებას შესდგომოდა. ყველა შემთხვევაში კი დარუბანდელ შეიხ-ალი-ხანთან მოლაპარაკებებში დროის გაჭიანურებას იგი აუცილებლად მიიჩნევდა.
«დასკვნაში, მოახსენებდა თავადი ციციანოვი, გავბედავ ყოვლადუქვეშევრომილესად წარმოგიდგინოთ ჩემი აზრი თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის კეთილგანსჯისათვის იმ გამოხატული ეჭვის საბაბით, ხომ არ გამოვლინდება ამის მეშვეობით დროზე ადრე ჩვენი ნამდვილი მიზნები და ხომ არ შეირყევა ამით სხვა ხანების ჩვენდამი ნდობა? რადგანაც ვერც ერთი ხალხი ვერ აღემატება სპარსელებს ვერც ეშმაკობაში და ვერც მათთვის დამახასიათებელ ვერაგობაში, ამიტომ ვბედავ დაბეჯითებით ვთქვა, რომ არანაირ სიფრთხილეს ქცევებში არ შეუძლია მათი დარწმუნება ჩვენი ღონისძიებების სიკეთეში (წესიერებაში), როცა თვით ქართველი ხალხის ზნე-ჩვეულებებშიც კი, რომელმაც სპარსეთისგან, ურჯულოთა მფლობელობასთან ერთად, მათი წეს-ჩვეულებების (ადათების) გარკვეული ნაწილიც შეიძინა, შეიძლება შევნიშნოთ, რომ მთავრობის ყველაზე უფრო სასიკეთო დაწესებულებებიც კი არცთუ იშვიათად აგდებენ მას ეჭვში და უნდობლობით არყევენ მათ გონებას. საქართველოში რუსეთის ძალმოსილების დამყარება მუდამ აწუხებდათ სპარსელ ხანებს, და ყველაზე მეტად კი ბაბა-ხანს, რომელსაც საქართველოზე თავისი პრეტენზიები არაერთხელ წამოუყენებია. თუ ზოგიერთი ადერბაიჯანელი ხანი რუსეთის მთავრობისადმი მეგობრობასა და დაყოლიებას (მიდრეკილებას) გამოხატავდა, მაინც მათ გულწრფელობაში საფუძვლიანად თავდებობა არ შეიძლება, და უფრო მეტი მიზეზიც გვაქვს იმისთვის რათა ვიფიქროთ, რომ ამას ისინი შიშის გამო აკეთებდნენ, და არა გულმოდგინებისა.
შიში და ანგარება ის ორი გაბატონებული ზამბარაა, რომლებიც მართავენ საქმეებს სპარსეთში, სადაც ხალხის უფლებებს, ადამიანობისა და მართლმსაჯულების წესებთან ერთობლიობაში, ჯერ კიდევ თავიანთი საწყისი ვერ მიუღიათ, და ამიტომ მე ვასკვნი, რომ შიში, რომელსაც თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის ძლევამოსილი იარაღი სპარსელ ხანებს უნერგავს, როგორც უკვე არსებული, არ შეიძლება ზიანს აყენებდეს ჩვენს განზრახვებს, რამდენადაც მე მას, როგორც მათთვის აუცილებელს, ისე მივიჩნევ. ამის საპირისპიროდ, ჩვენი მომავალი გამარჯვებებისადმი ნდობის მიზეზებს უკვე მყარი საფუძველი აქვს მეზობელ ხალხებში, რომლებიც, დარწმუნდებიან რა, აშკარად, რუსეთის მმართველობის სიკეთეში, იმ ბოროტად გამოყენებათა მიუხედავად, რომლებმაც საქართველოში პირველ ნაბიჯებზევე გაიდგეს ფესვები, თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის მოწყალე კანონების საყოველთაო გონიერების მიხედვით, რომელიც თითოეულის პიროვნებასა და საკუთრებას იფარავს, ერთსულოვნად ამოისუნთქავენ იმ მოვლენის მოხდენისგან, როცა ისინი ძლიერი და მართალი დერჟავის ქვეშევრდომები და ერთი მოწყალე მამის შვილები შეიქნებიან. სომხები, რომელთაც ადერბაიჯანის პროვინციების უმეტესი ნაწილი აქვთ დასახლებული, ქრისტიანობისა და რუსეთის მთავრობის დაცვის ქვეშ, სავაჭრო რეწვაში მათი დარწმუნებულობის გამო, თავიანთი საკუთარი სიკეთისათვის, ჩვენდამი საფუძვლიან ერთგულებასა და იმ სურვილს განიცდიან, რომ ამ ქვეყნებში რუსეთის მფლობელობის უსწრაფესი და კეთილად წარმატებული დამკვიდრება იხილონ და ერევანზე ექსპედიციის დაჩქარებასაც ყოველდღიურად შემომღაღადებენ. ყოველივე აქედან ნათლად ჩანს, რომ რუსეთის იარაღის ძალმოსილების გამო მხოლოდ სპარსელი ხანების უსამართლო და არაადამიანური ხელისუფლება და მათი ძალადობრივი მმართველობის ანგარებისმოყვარული თანამზრახველნი უნდა ძრწოდნენ. ვინაიდან ბევრი ხალხი, თვით მაჰმადიანური აღმსარებლობისაც კი, განსაკუთრებით თათრები, ნებართვასა და მოსახერხებელ შემთხვევას ეძიებენ, რათა საქართველოს ფარგლებში გადმოსახლდნენ».
როცა პეტერბურგში პირველი ცნობა იქნა მიღებული იმ მოლაპრაკებებების შესახებ, რომლებიც თავადმა ციციანოვმა ბაქოს ხანთან დაიწყო, ჩვენმა მთავრობამ გასცა განკარგულება საქართველოში კავკასიის ხაზიდან ორი პოლკის საჩქაროდ გაგზავნის შესახებ (Письма князя Кочубея князю Цицiанову 26-го апреля 1803 г. Арх. Мин. Внутр. Делъ по департаменту общихъ делъ, дела Грузiи, ч. II). ამის საბაბად იქცა ჩამოყალიბებული რწმენა, რომ არ არის შესაძლებლობა მთიელ მფლობელებთან მეგობრული ურთიერთობების მხოლოდ ხელშეკრულებებით შენარჩუნებისთვის, და რომ მხოლოდ ძალას შეეძლო ისინი მორჩილების ფარგლებში შეეკავებინა.
მართლაც და საქმით, რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდათ ყველა დაღესტნელი მფლობელის მოჩვენებითი ქვეშევრდომობისგან? რითი იყო შესაძლებელი, რომ მძარცველობაში ფესვგადგმული ხალხები თავიანთი ბარბაროსული წეს-ჩვეულებებისგან შეეკავებინათ? არა მხოლოდ უბრალო ხელშეკრულებები, არამედ ჯამაგირიც კი არ შეიძლებოდა გამომდგარიყო ამ შემთხვევაში უზრუნველყოფად. მხოლოდ სამხედრო ძალას შეეძლო ისინი შიშსა და მორჩილებაში ჰყოლოდა. მათ რუსეთისადმი ქვეშევრდომობის ერთგულებაზე ფიცი დადეს; ყველამ, როგორც ჩვენ ვნახეთ, ჩვენთან სამოკავშირეო დადგენილება დადო და ერთგულებას გვეფიცებოდა, და იქვე თავისი საქციელით ფიცს არღვევდა.
«მტრობა მთიელი ხალხების საკვები და სავარჯიშოა, – წერდა თავადი ციციანოვი იმპერატორ ალექსანდრეს (Отъ 26-го марта 1803 г. Т. А. К. Н.), – ხედავენ რა კავკასიაში დამკვიდრებულ რუსული იარაღის ძალას, ისინი ჩვენ მოგვმართავენ და ერთი-მეორის წინააღმდეგ დახმარებას გვთხოვენ, და ამგვარად თავიანთი საკუთარი დაღუპვის შესახებ თვითონვე შუამდგომლობენ. ვერ ვბედავ რა თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის კაცთმოყვარე გულის წინაშე დაპყრობის (завоеванiе) ამ სისტემის გამართლებას, უნდა ვთქვა, რომ ის ახლანდელ გარემოებებში აუცილებელია. საკმარისია მარტო ასტრახანის ვაჭრობის უზრუნველყოფაც, რათა პატარა ადგილ სალიანამდე კასპიის ზღვის დასავლეთ ნაპირის დაკავებისთვის ხელი გამოვიღოთ, რომ არაფერი ვთქვათ უკვე საქართველოს მდგომარეობაზე, რომელიც გარდაუვალად მოითხოვს სანდო საზღვრებსა და მათ გაფართოებას, თავდაპირველი დაჯერებულობისა და სულ მცირე, კასპიის ზღვამდე შეტყობინების მოხერხებულობისთვის».
ამასობაში, თავადმა ციციანოვმა ბაქოს ხანს შეატყობინა, რომ იმპერატორმა ალექსანდრემ, ეთანხმებოდა რა დადებული პირობების საფუძველზე, ბაქოს ხანი ქვეშევრდომად მიეღო, არ გამოთქვა თანხმობა იმაზე, რომ სიკვდილით დასჯის უფლება ხანის ხელში დაეტოვებინა. მთავარმართებელმა ამასთან ჰუსეინს აცნობა, რომ ბაქოს დასაკავებლად დანიშნული ჯარები იქ მალე ჩავიდოდნენ. ამ შეტყობინებასთან ერთდროულად, ალა-ვერდი-ბეგი, ტფილისიდან მისი დაბრუნებისას, შირვანელი მუსტაფა-ხანის მიერ იქნა დაკავებული, რომელმაც, შეიტყო რა ჰუსეინ-ხანის ძიების შესახებ, წარგზავნილს მთელი ქაღალდები ჩამოართვა და წამებით დაკითხავდა, ხომ არ იყო კიდევ რაიმე საიდუმლო დავალებები მთავარსარდლისგან ბაქოს ხანისადმი. შამახიის ხანის ამ საქციელმა, რომელსაც თავად ქალაქ ბაქოში ბევრი მომხრე ადამიანი ჰყავდა და ამის შედეგად ხანზე დიდი გავლენაც ჰქონდა, უკანასკნელი (ბაქოს ხანი) შეაშინა. გარეშემო მყოფთა წაქეზებით, ჰუსეინმა ალა-ვერდი-ბეგის დადებული ხელშეკრულება არ აღიარა, რის შესახებაც თავად ციციანოვს შეატყობინა, და ამბობდა, რომ ეს დადგენილება მისი ნების წინააღმდეგ იქნა დადებული, და რომ ალა-ვერდიმ მისთვის მიცემული დარიგებები და უფლებამოსილებანი დაარღვია (Рапортъ князя Цицiанова Г. И. 19-го iюля 1803 г. Арх. Мин. Иностр. Делъ, 1-10, 1803-6, № 2).
ამ უარს ახლახანს დადებული პირობების აღსრულებაზე არ შეეძლო ჩვენი მხრიდან ენერგიული ზომები გამოეწვია. თავადი ციციანოვი უძლური იყო იმაზე, რომ საქმეში იარაღი გამოეყენებია და ბაქოს ხანი დადგენილების აღსრულებაზე ძალით აეძულებინა. მთავარმართებლის განკარგულებაში მყოფი ჩვენი ფლოტილია კასპიის ზღვაში ისე გაუმართავი გახლდათ, რომ მაშინვე ზღვაში გასვლა არ შეეძლო, და სახმელეთო ჯარების ნაწილის გამოყოფაც ბაქოს წინააღმდეგ მოქმედებისთვის ასევე შეუძლებელი გახლდათ. ამიტომ თავად ციციანოვს ისღა დარჩენოდა, რომ მოხერხებულ დროს დალოდებოდა იმისთვის, რაღა ჰუსეინი დადებული პირობების შესრულებაზე ძალით აეძულებინა. იცოდა რა ყველა აზიელი მფლობელის ვერაგობა, პეტერბურგულმა კაბინეტმა საკმარისად გულგრილად მიიღო ცნობა ბაქოს ხანის მიერ უარის თქმის შესახებ და, მიაწერდა რა მთავარ მიზეზს შირვანელი მუსტაფა-ხანის ხრიკებს, თავად ციციანოვს დაავალა ცდილიყო უკანასკნელი რუსეთის ქვეშევრდომობაში შემოსვლაზე დაეყოლიებინა, რადგანაც, საქმეთა მსვლელობის მოაზრებითა და ჩვენი მთავრობის აზრით, შამახიის პროვინციის დამორჩილებას ბაქოს დაკავებისთვის წინკარის სამსახური უნდა გაეწია (Депеша канцлера князю Цицiанову отъ 23-го сентября 1803 г. Арх. Мин. Иностр. Делъ).
თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:
Post a Comment