(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს XIX-XX საუკუნის მიწურულს პეტერბურგში გამოცემული ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის შესაბამის ტომში გამოქვეყნებული წერილის "იტალიის ისტორია" თარგმანს)
შინაარსი
I. უძველესი ხანა
II. იტალია შუა საუკუნეებში
. . . 1) იტალია ხალხთა გადასახლების დროს, ოდოაკრის, ოსტგოთებისა და ლონგობარდების, ბერძნებისა და პაპის ძალაუფლების ქვეშ (476-774)
. . . 2) ლონგობარდული იტალიის შეერთება კარლოს დიდი იმპერიასთან. იტალია საქსონელ და პირველ ფრანკონელ ხელმწიფეთა მმართველობის ხანაში (774-1056)
. . . 3) პაპების მიერ საიმპერატორო ძალაუფლების მოსპობა იტალიაში; ქვემო-იტალიური სამეფოსა და ჩრდილოეთ იტალიის თავისუფალი ქალაქების წარმოქმნა (1056-1268)
. . . 4) ანჟუური და არაგონული სახლების ბრძოლა სამხრეთში, გვიანდელი საეკლესიო ოლქის წარმოქმნა და გვიანდელი დიდი სახელმწიფოების განვითარება ტოსკანასა და ზემო იტალიაში (1268-1492)
III. ახალი დროება
. . . 1) საფრანგეთისა და ესპანეთის ბრძოლა იტალიაში ბატონობისთვის (1492-1559)
. . . 2) იტალია ესპანური ბატონობისა და საფრანგეთის მზარდი გავლენის ხანაში (1559-1700)
. . . 3) ავსტრიის ჩარევა იტალიის საქმეებში; სავოიური სახლის აღზევება და ნეაპოლიტანური სამეფოს აღდგენა; განმანათლებლობის ეპოქა (1700-1792)
. . . 4) რევოლუციური ომების პერიოდი (1792-1815)
. . . 5) რეაქციის პერიოდი (1815-1848)
. . . 6) რევოლუცია და სამეფოს გაერთიანება (1848-70)
IV. გაერთიანებული იტალია (1871-1894)
I. უძველესი ხანა
იტალიის სახელს თავდაპირველად ატარებდა მხოლოდ არცთუ დიდი ხალხის იტალების ანუ იტალიელების ოლქი (Fίταλοί, vituli, აქედანაა ოსკური Vitellium), რომელსაც ეკავა ბრუტიუმის სამხრეთ დაბოლოება სკილაკისა და ტერინის ყურეებამდე (სახელი პირველად მოხსენიებულია რეგინელ ჰიპიასთან დაახლოებით 500 წელს ქრისტეს შობამდე, მაგრამ სიტყვის ნაწერი და წარმოთქმული დიგამმა მიუთითებს მის ღრმა სიძველეზე). მალევე სახელი იტალია გავრცელებულ იქნა მთელს ბრუტიუმზე მდინარე ლაიამდე და ქალაქ მეტანონტის ოლქზე. როდესაც ოსკებში წარმოიშვა გადმოცემა ბერძნებთან მათი საერთო წარმოშობის შესახებ, იტალიის მოხსენიება დაიწყეს როგორც ქვეყნისა, რომელიც დაკავებული იყო მათ მიერ (იხ. ქვემოთ). უკვე კართაგენთან 241 წ. ხელშეკრულებაში იტალია ესმით როგორც მთელი ნახევარკუნძული რუბიკონამდე, ხოლო შემდეგ საუკუნეში კი ეს სახელი უმტკიცდება მთელ ქვეყანას ალპებამდე. ალპები იტალიის შემადგენლბაში შევიდა მხოლოდ დიოკლეტიანეს დროს, როდესაც 11 regiones-ს, რომლებადაც დაჰყო იტალია ავგუსტუსმა, შეუერთდა კიდევ სამი. ბერძნებში და, მათ კვალდაკვალ, რომაელებშიც ქვეყანა ატარებდა სხვა სახელებსაც, როგორებიცაა ‘Eσπερια, Aύσονια, Όπική, Οινώτρία. იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში – პოს (Padus) ხეობაში უძველეს დროში სახლობდა ოთხი ხალხი: ლიგურები, გალები, რეტები და ვენეტები. პირველთა ოლქს ავგუსტუსის ხანაში ეკავა მთიანი ქედი, რომელიც მიემართება გენუის ყურისა და პროვინცია Alpes Maritimae-ს გაყოლებაზე. ეს ხალხი უკვე ღრმად უძველეს ხანაში ცნობილი იყო ბერძენი მწერლებისთვის. ლიგურებს მთელი იტალიის თავდაპირველ მაცხოვრებლებადაც კი აღიარებდნენ. ლიგურების ოლქი, უფრო ძლიერი მეზობლების ზეწოლის ქვეშ, სულ უფრო ვიწროვდებოდა: ერთის მხრივ მათ ავიწროვებდნენ კელტები, მეორეს მხრივ კი – ეტრუსკები. რომაელებმა მათ მიწებზე გაძლიერება დაიწყეს III ს. შემდეგ ორი საუკუნის განმავლობაში მიდის რომაელების უწყვეტი ბრძოლა ლიგურებთან, რომელშიც რომაელები კმაყოფილდებოდნენ თავიანთი სამფლობელოების დაცვით ლიგურთა ყაჩაღური თავდასხმებისგან. ჯერ კიდევ ავგუსტუსის მმართველობის დროს ლგურები იყოფოდნენ ცივილიზებულებად და ველურებად (copillati); უკანასკნელნი საბოლოოდ იქნენ დამორჩილებულნი 14 წ. ქრ. შ.-მდე. მხოლოდ 64 წ. ქრ. შ.-დან მიიღეს მათ ლათინური სამართალი, უფრო მოგვიანებით კი – რომაული. ქალაქებიდან ყველაზე უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდათ გენუას – უძველესი ხანიდან აყვავებულ ნავსადგურს, მნიშვნელოვან სადგურს რომიდან მასილიაში მიმავალ გზაზე, ასევე დერტონას (ამჟამად ტორტონა), გასტას (ამჟ. ასტი), ნიცეას (ნიცა). სხვა ხალხებზე უფრო მოგვიანებთ გამოჩნდნენ იტალიაში გალები და შეავიწროვეს ლიგურები და ეტრუსკები. გადმოცემის მიხედვით, დაწყებული VI ს.-დან, მათი ცალკეული ტომები გადმოდიან ალპებზე და სახლდებიან პოსა და მისი შენაკადების ხეობაში (долина). ალპებიც ასევე დასახლებული იყო უმთავრესად კელტური ეროვნების ხალხებით. ჩვენთვის ცნობილია შვიდი გალური ტომი იტალიაში: ლიბიკები, ინსუბრები, ცენომანები, ანამარები, ბოიები, ლინგონები და სენონები. ერთ ხანებში (დაახლოებით 400 წ.) გალები კინაღამ არ შეიქნენ მთელი იტალიის ბატონებად, მაგრამ მათმა გათიშულობამ და მუდმივმა თავდასხმებმა, რომლებსაც ისინი განიცდიდნენ მეზობელთა მხრიდან, რომაელებს მისცეს მძლავრი იარაღი მათ წინააღმდეგ. უკვე 285 წ. ქრ. შ.-მდე რომაელები გადადიან შეტევაზე და 191 წ.-თვის გატეხილ იქნა ბოიების უკანასკნელი წინააღმდეგობა. დაარცხებულ გალებს სხვადასხვანაირი ხვედრი ერგოთ: ზოგიერთი მათგანი (როგორც მაგალითად სენონები) თითქმის სრულებით პირისაგან მიწისა იქნა აღგვილი, სხვები კი (მაგალითად ინსუბრები) ხელუხლებლად დატოვებული. ინტენსიური რომანიზაცია დაიწყო მხოლოდ კეისრის დროიდან, როცა რომის მოქალაქის უფლება გავრცელებულ იქნა მთელ გალიაზე. ჯერ კიდევ III და II სს. რომის მიერ გალიაში დაარსებულ იქნა მთელი რიგი კოლონიებისა: კრემონა, პლაცენცია (ამჟამად პიაჩენცა), ბონონია (ამჟ. ბოლონია), მუტინა (ამჟ. მოდენა), პარმა. რომაული გზების გაყოლებაზე წარმოიქმნა და ვითარდებოდა ბევრი ქალაქი: მათგან უმნიშვნელოვანესი იყო – რავენა (წარმოქმნილი ჯერ კიდევ ბერძნულ-ეტრუსკული მფლობელობის ხანაში ადრიის სანაპიროზე) და რეგიუმი (რეჯიო). იმპერატორების ეპოქაში განსაკუთრებულ აყვავებას მიაღწია მედიოლანმა (მილანმა). იტალიაში გალების გამოჩენამდე პოს ხეობა დაკავებული ჰქონდათ ეტრუსკებს. გალები სოლივით შეიჭრნენ მათ შუაგულში და საკუთრივ ეტრუსკები გამოჰყვეს რეტებისა ('Ραίτοί; შეადარეთ ეტრუსკების სახელთან მათ საკუთარ ენაზე – Ratena) და ევგანებისგან (Euganes'), რომლებიც სახლობდნენ აღმოსავლეთ ალპებსა და მდინარე პლავისას (პიავეს) ხეობაში. რეტების ეტრუსკული წარმოშობა მტკიცდება ლიბიუსის მოწმობით (V, 33, 10), მათი ენის თავისებურებებითა და რიგი ეტრუსკული ძეგლებით მათ ოლქში. რომაელებმა რეტები დაიმორჩილეს 18 წ. ქრ. შ.-მდე; ხეობების რომანიზაცია სწრაფად წავიდა, მთიელებმა ლათინური მოქალაქეობის უფლებები მთელი ერთი საუკუნით უფრო გვიან მიიღეს ხეობების მცხოვრებლებთან შედარებით. ქალაქებიდან, რომელთა დაარსებასაც მიაწერენ რეტებს, შეგვიძლია დავასახელოთ ვერონა. ეტრუსკებზე უფრო გვიან, მაგრამ გალებზე უფრო ადრე იტალიაში გამოჩნდნენ ვენეტები (იხ. ??, 911). ამ სახელით ძველი მწერლები იცნობდნენ რამდენიმე ხალხს, რაც იძლეოდა საბაბს, რომ ჩვენი ვენეტები გამოეყვანათ ხან პაფლაგონიიდან, და ხანაც კიდევ ბრეტანიდან. ყველაზე უფრო სწორია, როგორც ჩანს, მომზენის მოსაზრება, რომელიც თვლის ვენეტებს ილირიელებად, ერთსა და მეორე ხალხშიც ადგილების დასახელებათა მსგავსების საფუძველზე. იტალიაში ვენეტებს ეკავათ ოლქი სამხრეთში მდინარე პომდე, აღმოსავლეთში მდინარე ტილიავენტოს (ტილიამენტოს) ქვემო დინებამდე, ჩრდილოეთში – პლავისის სათავეებადე. V ს. მათ მიწაზე, რომლის ნაყოფიერების შესახებაც ბევრი იგავ-არაკი დადიოდა, ბერძენთა მიერ დაფუძნებულ იქნა კოლონია ატრია. 225 წ. ისინი იბრძოდნენ რომაელთა მხარეზე. ლათინური სამართლის მიღებასთან ერთად, 89 წ., ისინი იწყებენ სწრაფ რომანიზაციას. ამ ოლქის ყველაზე უფრო მდიდარი ქალაქი სტრაბონის დროს გახლდათ პატავიუმი (პადუა); დიდი სავაჭრო პორტი იყო აკვილეა, მნიშვნელოვანი ნავსადგურები პოლა და ტერგესტე რომის კოლონიებს წარმოადგენდნენ.
ჩრდილოეთ იტალიას საკუთრივ იტალიის ნახევარკუნძულისგან გამოყოფს აპენინები (Appenninus mons, მრავლობით რიცხვში მხოლოდ ბერძნებთანაა). დასავლურ ხეობებში უმთავრესად მოიყარა თავი ხალხურმა ცხოვრებამ; აქ ჩამოყალიბდა სახელმწიფოები, რომლებიც ყველაზე უფრო მეტ როლს თამაშობდნენ ქვეყნის ცხოვრებაში. ვერც ერთი ქვეყანა (საბერძნეთის გამოკლებით) თავისი ფიზიკური აგებულებით (своимъ физическимъ строенiемъ) ისე ვერ უწყობდა ხელს მცირე ხალხების ინდივიდუალური ცხოვრების განვითარებას, როგორც იტალია; მაგრამ ამასთან ერთად იტალიას (საბერძნეთისგან განსხვავებით) მდინარე ტიბრუსის ხეობაში გააჩნდა ბუნებრივი ცენტრი, რომელსაც წილად ხვდა ქცეულიყო ნახევარკუნძულის განცალკევებული ტომების გამაერთიანებლად. ამ ტომების უმეტესი ნაწილი მიეკუთვნებოდა ერთ დიდ იტალიურ ოჯახს; მხოლოდ ჩრდილო-დასავლეთი ეტრუსკების ამოუცნობმა ტომმა (загадочное племя), და ასევე სამხრეთი ნაწილობრივ დაასახლეს საბერძნეთიდან გამოსულებმა. იტალიური ტომების გარემოში შეიძლება დადგენილ იქნას (უმთავრესად ენაში განსხვავების საფუძველზე) სამი დიდი ჯგუფი: უმბრები – ლათინთა მონათესავე ტომები ნახევარკუნძულის შუა ნაწილში – დიდი სამნიტური ანუ ოსკური ოჯახი. ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ეტრუსკები გაყოფილი იყვნენ ორ ნაწილად გალების მიერ. თავდაპირველად მათ ეკავათ მდინარე პოს მთელი ხეობა, გამოდევნეს უმბრები ტოსკანას მთა-გორებიდან, განავრცეს თავიანთი მფლობელობა ლათინებზეც, თვით კამპანიაშიც კი დააარსეს მათთვის ჩვეული 12 ქალაქის კავშირი. იტალიაში ისინი გამოჩნდნენ, როგორც ჩანს, ჩრდილოეთიდან, გალებსა და ვენეტებზე უფრო ადრე, მაგრამ ლიგურებსა და იტალიურ ტომებზე უფრო გვიან. პირველი დარტყმა მათზე მიყენებულ იქნა ვენეტებისა და გალების მიერ; შემდეგ ამას მოჰყვა სამნიტებისა და რომაელთა თავდასხმები. 300 წ. მთელი ეტრურია აღმოჩნდება რომზე დამოკიდებული, თუმცა კი მისი რომანიზაცია ძნელად მიდის: ეტრუსკებმა სხვა ხალხებზე უფრო მეტ ხანს შეინარჩუნეს თავიანთი ენა, თავიანთი ეროვნულობა. მთავარი ეტრუსკული ქალაქებია (ლიგურებისა და გალების ხელში ჩავარდნილი მანტუას, ლუკასა და პიზას გარდა) – არეციუმი (არეცო), ვოლატერა, კლუზიუმი, პეროზია (პერუჯია), ცერე, ტარკვინიუსი, ფალერიუსი. იტალიური წარმოშობის ერთერთი ყველაზე უფრო მეტის გადამტანი ტომი გახლდნენ უმბრები (Umbri). მათი ოლქი თავდაპირველად ვრცელდებოდა, როგორც ჩანს, ზღვიდან ზღვამდე; მაგრამ გალებმა და ეტრუსკებმა წაართვეს მათ საუკეთესო მიწები, დაუტოვეს რა მხოლოდ მთები. უმბრების მიერ განცდილი დანაკარგების მიზეზად უნდა ითვლებოდეს მათი ურთიერთ გათიშულობა, რომელიც შემდგომშიც ვლინდებოდა: ავგუსტუსის ოლქებს შორის უმბრია – ერთერთი იმათგანია, რომელთაც გააჩნდათ ყველაზე უფრო მეტი რაოდენობის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეულები; ასეთ ერთეულს აქ უძველესი დროიდან წარმოადგენს волость (piaga, tribus). უკვე IV ს. უმბრები ხდებიან რომზე დამოკიდებულნი; 220 წ. აგებული via Flaminia ჩარჩოს სახით გარეშემოიფარგლება რიგი რომაული კოლონიებით. უმბრიის რომანიზაცია ხდებოდა ძალზედ სწრაფად. ქალაქებიდან აქ უმნიშვნელოვანესია: ტუდერი, ამერკა, დაარსებული, გადმოცემის მიხედვით, 1133 წ., აზიზიუმი და იგუვიუმი. ნახევარკუნძულის შუა ნაწილის ხალხების ლათინებთან ახლო ნათესაობის დამტკიცებად შესაძლოა გამოდგეს ის სიმსუბუქე, რომლითაც მოხდა მათი ლათინიზაცია, ანუ ეს ხალხები დაექვემდებარნენ რომის ჰეგემონიას და მიიღეს ლათინური ენა. ნახევარკუნძულის ამ ნაწილის ხალხების უმეტესი ნაწილი თავისი წარმოშობით დავალებულია საბინებისგან, და სწრედ ამ ქვეყანაში არსებული ადათისგან ver sacrum (VI, 50). მათგან პიცენტები სახლობდნენ იტალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე და აპენინებიდან ადრიაში ერთმანეთის პარალელურად მომდინარე პატარა მდინარეთა ხეობებში. 269-8 წ. პიცენტები დამარცხებულ იქნენ რომის მიერ; მათი ოლქის უმეტესი ნაწილი მათ წაერთვათ და ტომის ნაწილი დასახლებულ იქნა სალერნოს ყურესთან. ბრძოლა განახლდა 91 წ. და ამ დროს ჩვენ ვხედავთ, რომ პიცენტები უკვე მნიშვნელოვან წილად ლათინიზებულნი არიან (მათ მიიღეს ლათინური დამწერლობა). ქალაქებიდან ყველაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია ასკულუმი და ანკონა, მნიშვნელოვანი ნავსადგური იტალიის ურთიერთობებისთვის ბალკანეთის ნახევარკუნძულთან. პიცენტებისგან დასავლეთით ცხოვრობდნენ საბინები – ძველი ბერძნებისთვის უცნობი ხალხი; ნარას შენაკადების ხეობებში იმყოფებოდა მათი ქალაქები – ნუზრია, ამინტერნუმი და რეატე. 290 წ. რომაულმა ჯარმა გაიარა მთელ მათ ქვეყანაზე იარაღით ხელში, ხოლო 264 წ. ისინი უკვე რომის მოქალაქეები იყვნენ. მარსებს (Marsi) ეკავათ ფუჩინის ტბისა და ზემო ლირისას ველი. სამნიუსთან ომში ისინი იდგნენ რომის მხარეზე, მაგრამ 91 წ. პირველები გამოვიდნენ მის წინააღმდეგ. მათი ქალაქებიდან ცნობილია მარუვიუმი და ანტინუმი, ლირისზე. მარსების გვერდით მდინარე ატერნას ზემო დინებაში ცხოვრობდნენ პელიგნები (Paeligni), რომელთა მიწაზეც იმყოფებოდა ქალაქი კორფინიუმი, იტალიის კავშირის დედაქალაქი. მათგან აღმოსავლეთით ცხოვრობდნენ მარუცინები (Marrucini), ქალაქით ტეატე, ხოლო ორვეს ჩრდილოეთით, პრეტუტიების გვერდით ვესტინები. ეს ოთხივე ხალხი ძველი მწერლების მიერ ხშირად სახელდება ერთად და, როგორც ჩანს, ერთმანეთთან კავშირში იმყოფებოდნენ; სულ მცირე, ჩვენთვის ცნობილია, რომ ქ. ატერნუმში მათ ჰქონდათ საერთო ნავსადგური. ლათინების გვერდით (დასავლეთში) ცხოვრობდნენ აკვები (Acqui), რომელთა სახელიც ქრება უკვე IV ს.; ამ დროიდან ჩვენ გვესმის მხოლოდ მცირე აკვების შესახებ (Acquicoli). აკვების სამხრეთით, მდინარე ტრერას ხეობაში, ცხოვრობდნენ ჰერნიკები (Hernici). ამ მთიელმა ტომმა (herna = saxum, კლდე) ადრე დაკარგა თავისი ტერიტორიის ნაწილი, რომელიც დაიპყრეს ვოლსკებმა; უკვე 495 წ. მათ ქვეყანაში ჩნდება რომაული კოლონია სიგნია. ამ წვრილ ტომებზე გაცილებით უფრო ძლიერები იყვნენ ვოლსკები (Volsci; იხ. VII, 148). ეკავათ რა ზღვის ნაპირის ნაწილი, ისინი ადრე ხდებიან ცნობილი ბერძნებისთვის (Όλσοί). II ს.-მდე ისინი ინარჩუნებენ საკუთარ ენას. მათი ოლქი ხან იზრდება, ხანაც მცირდება: ერთ ხანს ისინი ფლობდნენ ჰერნიკებისა და მარსების ოლქების ნაწილს ფუჩინის ტბამდე და რამდენიმე ლათინურ ქალაქსაც. V და IV ასწლეულებში მათ აქვთ ბრძოლა რომთან. გადამწყვეტი დარტყმა მათზე მიყენებულ იქნა სამნიტების თავდასხმით, რომლებმაც დაიპყრეს ლირისის ხეობა. მალევე ამის შემდეგ მათთან ფუძნდება მთელი რიგი რომაული კოლონიებისა.
მთელი ამ ხალხების გაერთიანება და ერთ ძალმოსილ მთლიანობაში შეკავშირება წილად ხვდათ ლათინელებს. უკვე ჰესიოდე იცნობს მათ; IV ს. მათი სახელი საბერძნეთში ზოგადად ცნობილი ხდება. მაგრამ რომის სახელი მალევე ჩრდილში აქცევს ლაციუმის სახელს, და უკანასკნელი უფრო მეტად პოლიტიკურ ცნებად გადაიქცევა, ვიდრე ერის სახელწოდებად. ლაციუმის სიდიდე მუდმივად ირყეოდა; ჩრდილოეთ საზღვრად რჩებოდა მდინარე ტიბროსი, მაგრამ სამხრეთ საზღვარი კი ხან ახლოვდებოდა მასთან, ხანაც ისევ დაშორდებოდა. ბოლოს და ბოლოს ლაციუმის სახელი დაემკვიდრა ქვეყანას სინუესამდე ზღვის ნაპირის გაყოლებაზე. ამ ლაციუმში ძველები განასხვავებდნენ ორ ნაწილს: Latium anticuum (ცირცეამდე) და Latium adiectum (უკანასკნელის შემადგენლობაში შევიდნენ, სხვათა შორის, 442 წ. დამორჩილებული რუტულებიც). ყველა ზემოხსენებული ხალხი ერთმანეთს ენათესავებოდა ენის, შეხედულებებისა და ხასიათის მიხედვით. რამდენადმე განსხვავებულია მათგან, განსაკუთრებით ენის მიხედვით, რიგი ტომებისა, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ოსკური ენითა და სამნიტების სახელით. თავად ისინი საკუთარ თავს უწოდებდნენ Safiveis (ე. ი. Sabini, ბერძნულად Σαυνϊται) და ამით ნათლად მიუთითებდნენ თავიანთ წარმომავლობაზე. ენის საერთოობა აიხსნება ნახევარკუნძულის შუა ნაწილთან შედარებით ქვეყნის შეცვლილი ხასიათით: აპენინები უფრო დაბალი ხდება და უკვე ვეღარ წარმოადგენენ იმ ძნელად გადასალახავ დაბრკოლებებს ტომებს შორს ურთიერთობებში, როგორც მათი ცენტრალური გრეხილი. ჯერ კიდევ საბინების მიწიდან ფრენტანების, კამპანების, ჰირპინების, ლუკანებისა და ბრუტიების ძლიერი ტომების გამოსახლებამდე სამხრეთ იტალია დაკავებული იყო ოსკური ტომის ხალხის მიერ და იყოფოდა ოსკურ დასავლეთად და იაპიგურ აღმოსავლეთად: ასე უკვე 452 წ. ჩვენ ვხვდებით იტალიური ტომის ხალხს ბრუტიუმში, სილის ტყეებში. ადრიის ნაპირის გაყოლებაზე, მარუცინების სამხრეთით, ცხოვრობდნენ ფრენტანები (Frent/v/ani); რუტულებთან ისინი შევიდნენ კავშირში 304 წ. მათგან სამხრეთ-დასავლეთით ჩვენ ვხვდებით სამნიტებს, რომლებიც დაიშალნენ კარაცენების (Caraceni), პენტრებისა (Pentri) და კავდინების ცალკეულ კლანებად. ამ კლანებისგან განცალკევებით დგანან ჰირპინები (Hirpini, hirpus-დან – მგელი). დასახელებული ხალხების მთელი ოლქები გაერთიანებული იყვნენ რუტულების მიერ Samnium-ის სახელით. სამნიტების საზღვრების ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია; ისინი მუდმივად ირყევა, მხოლოდ, ლაციუმისგან განსხვავებით, ეს რყევა იხრება ოლქის მუდმივად შემცირებისკენ. დაწყებული 334 წ.-დან სამნიუმში რუტულები აფუძნებენ რიგ კოლონიებს, მხოლოდ 80 წ. სამნიტების ძალა საბოლოოდ იქნა გატეხილი და ისინი თითქმის სრულებით იქნენ აღგვილი პირისაგან მიწისა. იტალიის ყველაზე უფრო მადლიან ნაწილს – დაბლობს სამნიტების მთების ძირთან, რომელიც თავისი წარმოშობით დავალებულია ვულკანური ძალებისგან, სხვადასხვა დროს ჰყავდა პატრონების ყველაზე უფრო მეტი რაოდენობა. ბერძნები, ეტრუსკები, სამნიტები, რომაელები მორიგეობით ფლობდნენ მას. კამპანიის (სიტყვიდან campus – ველი) ძირითადი მოსახლეობა იყვნენ ავზონები და ოსკები, ერთიმეორისადმი მონათესავე ტომები. პირველთა ნაწილმა ავრუნკების (Aurunci) სახელით დაიკავა სანაპირო ზოლი ტარაცინიდან სინუესამდე; უკვე 314 წ. ავრუნკები დამორჩილებულ იქნენ რუტულების მიერ და მათი ოლქი დაყოფილ იქნა რუტულური კოლონიების კოლონისტებს შორის. ავრუნკების გვერდით ცხოვრობდა ოსკური წარმოშობის მცირე ტომი სიდიცინები (Sidicini). მდინარე ვოლტურნოს იქით იწყება საკუთრივ კამპანია. ასეთია კამპანია გეოგრაფიული აზრით; პოლიტიკური აზრით კი ამ სახელის ქვეშ გაიგებოდა ქ. კაპუას ოლქი. ჰანიბალთან ომის შემდეგ რომაული ენა იწყებს კამპანიის დაპყრობას: არსდება რომაული კოლონიები, 180 წ. ლათინური ენა იქცევა ოფიციალურ ენად კუმში. თუმცა კი კამპანიის სამხრეთ ნაწილმა: ნოლადან ნუცერიამდე, გამარჯვებულთა ენა მიიღო მხოლოდ სამოკავშირეო ომის შემდეგ. ბევრი ბერძნული კოლონია ფარავდა კამპანიის, კუმის (VIII ს. ან უფრო ადრეც) ნაპირებს, ნეაპოლს (V ს.), დიკეარქიას – უმნიშვნელოვანესთ მათ შორის. მაგრამ კამპანიაში ბერძნებს თავიანთი გავლენა უნდა გაეყოთ ეტრუსკებთან; მდინარე სილარის იქით ისინი განუყოფელად ბატონობდნენ. VI ს. და მოგვიანებითაც ყველა ხეობა და ნაპირი აქ დაპყრობილი იყო ბერძნების მიერ. ოსკები იძულებული შეიქნენ მთებისთვის შეეფარებინათ თავი. მაგრამ უკვე V ს. ბერძნული კოლონიები იძულებული არიან ებრძოლონ ლუკანების სამნიტურ ტომს. IV ს. დაახლოებით შუახანებში ლუკანები აღწევენ თავიანთი ტერიტორიის ყველაზე უფრო მეტ გავრცელებას, მაგრამ უკვე 356 წ. მათ ჩამოშორდება ბრუტიების ხალხი. დაახლოებით 213 წ. ქვეყანაში მკვიდრდება რომაული გავლენა; ლუკანები ქვეყნის შიგნით გადაინაცვლებენ. ლუკანური ქალაქების რიცხვიდან ხშირად მოიხსენიება გრუმენტუმი. იტალიის მთელი სამხრეთ-დასავლეთ დაბოლოება ეკავათ ბრუტიებს (Вρέττιοι); ზღვისპირა ოლქებიდან და ხეობებიდან ისინი უკვე განდევნილი იყვნენ ბერძნული კოლონიების – სიბარისის, კროტონისა და სხვების მიერ. 356 წ., გამოეყვნენ რა ლუკანებს, ისინი აფუძნებენ თავანთ საკუთარ სახელმწიფოს ქ. კოზენციით სათავეში. მაგრამ თვით ამ პერიოდშიც კი მათ ვერ მოახერხეს ნახევარკუნძულის უმნიშვნელოვანესი ბერძნული კოლონიების ხელში ჩაგდება. რომაელებმა საკუთარ თავზე აიღეს კოლონიების დაცვა; ბრუტიების სახელმწიფოს არსებობა რომში ოფიციალურად არ ყოფილა აღიარებული. პიროსთან ომის შემდეგ ბრუტიებს წაერთავთ საუკუნოვანი ტყის ნახევარი მათ მშობლიურ მთებში (სილის მთები), ხოლო ჰანიბალთან ომის შემდეგ კი ისინი თითქმის სრულებით განადგურებულ იქნენ, ასე რომ 91 წ. საერთო აჯანყების დროს მასში მონაწილეობის მიღება არ შეეძლოთ. იტალიის სამხრეთ-აღმოსავლეთი დაკავებული იყო იაპიგების მიერ (Japygi, Ίάπυγεζ). იტალიის მთელი ეს ნაწილი წარმოადგენს გეოგრაფიულად ერთ მთლიანობას, რომელიც აპენინებისგან განსხვავდება თავისი გეოლოგიური აგებულებით, დიდი სიმაღლეების არარსებობითა და წყლის სიღარიბით. თავისთავად გამოიყოფა სამი ნაწილი: სამხრეთი ბრუნდიზიამდე, შუათანა აუფიდამდე და ჩრდილოეთი ტრენტომდე. ეს ნაწილები დასახლებულია იაპიგების ტომის სხვადასხვა განშტოებებით: სამხრეთში – მესაპები (Mεσσάπιοι, Messapii), სალენტინები (Sallentini) და კალაბრები (Calabry), შუა ნაწილში პევცებიები (Peucebii, Πευκέτιοι – რომაული გადაკეთება Poediculi), ჩრდილოეთში – დაუნები (Dauni, Δαΰνιοι) და აპულები (Apuli). ამ ხალხების ენის შემორჩენილ ძეგლებში შეიმჩნევა ნათესაობა ალბანურ კილოკავებთან; გარდა ამისა, მწერალთა მოწმობანი, საკუთარი სახელები და ადგილთა სახელწოდებანი გვაიძულებს ვაღიაროთ იმ ვარაუდის ალბათობის მნიშვნელოვანი წილი, რომ იაპიგები იტალიაში ბერძნული კოლონიების ათვისებამდე მნიშვნელოვნად უფრო ადრე მოვიდნენ აქ დასავლეთ საბერძნეთიდან. ბერძნებთან ისინი ისეთივე მდგომარეობაში იყვნენ, როგორც ეტოლიელები, აკარნანელები და ეპიროტები, ე. ი. მათ ბარბაროსებად ეჩვენებოდნენ. უკვე IV ს. მეორე ნახევარში იაპიგია სრულებით ელინიზებულია: ტარენტი, კალიპოლისი და სხვა ბერძნული კოლონიები ფარავენ ნაპირებს, ქალაქები არპი და კანუზიუმი ბერძნული გავლენის ქვეშ აღწევენ ფუფუნებიან აყვავებას. სამნიტელთა თავდასხმებისგან დასაცავად ქვეყნის მცხოვრებლებმა მიმართეს რომს, და იმ დროიდან მათი ქვეყანა იქცევა ომის თეატრად რომისა სამნიტებთან, პიროსთან და ჰანიბალთან. რომაული გავლენა განმტკიცდება ბრუნდიზიუმისა და სხვა კოლონიების დაარსებით. 90 წ. ქვეყანა მონაწილეობს მოკავშირეთა აჯანყებაში რომის წინააღმდეგ. იტალიის რომისადმი დამოკიდებულების (ურთიერთობათა) ისტორია დასავლეთ რომის იმპერიის დაცემამდე იხ. სიტყვა რომის (Римъ) ქვეშ.
მივუთითოთ კიდევ ცვლილებებზე, რომლებიც განიცადა ქვეყანამ რომაული მფლობელობის ხანაში. ამ ცვლილებების გამო იტალია ძირითადად დავალებულია ორი ფაქტორისგან: ვულკანებისა და მდინარეებისგან. მდინარეები, მიწის მყარი ნაწილაკების უზარმაზარი რაოდენობის წყალობით, რომლებიც მათ თან მოაქვთ მთებიდან, მუდმივად აფართოებენ ხმელეთის არეს ზღვის ხარჯზე; გარდა ამისა, მათი კალაპოტები მუდმივად ზემოთ იწევს გარემომცველი მინდვრების დონესთან შედარებით, რაც განსაკუთრებით საშიშებს ქმნის წყალდიდობებს წელიწადის წვიმიან დროში. ზღვის ნაპირი ყველაზე უფრო მეტ ცვლილებებს განიცდის პოსა და სხვა მდინარეების შესართავებთან, რომლებიც ალპებიდან ადრიატიკის ზღვაში ჩაედინებიან. ადრიატიკის ზღვის მთელი სანაპიროდან ყველაზე უფრო ნაკლებად შეიცვალა ვენეციის ოლქი, ვინაიდან ვენეციელები გულმოდგინედ არ უშვებდნენ თავიანთ ლაგუნებში – მათი სიმდიდრის წყაროში – მდინარეებს, რომლებსაც შეეძლო მათი ამოვსება და ვენეციის ზღვისგან მოწყვეტა, როგორც ეს მოუვიდათ ქალაქებს სპინასა და რავენას. მთელი დანარჩენი სანაპირო ზღვაში არის შესული რამდენიმე კილომეტრზე (მდინარეების სიდიდისა და მყარი ნაწილების რაოდენობის მიხედვით). მდინარეთა ასეთი ხასიათის შედეგად მათი კალაპოტი, განსაკუთრებით შესართავებში, მუდმივად იცვლება. ასე მაგალითად, მდინარე პოს ახლანდელი კალაპოტი უძველესის გაცილებით უფრო ჩრდილოეთით იმყოფება და წარმოიქმნა 1150 წ. ფიკაროლოს მცხოვრებთა მიერ აგებული კაშხლების გარღვევის წყალობით. მნიშვნელოვნად გაზარდეს ნაპირი ეტრურიის მდინარეებმაც. ტიბრუსმაც ასევე დიდი დანალექი ნიადაგები შექმნა და გარდა ამისა, შეიცვალა თავისი დინება, მიმართა რა წყლის მთავარი მასა კლავდიუსისა და ტრაიანეს ყოფილი არხის (Fiumicino) გავლით. სამხრეთ იტალიის მდინარეებიდან მნიშვნელოვანი დანალექი ქანები შექმნა სარნომ: პომპეა, რომელიც სულ ზღვის პირას იდგა, ახლა იმყოფება კლომეტრის დაშორებაზე მისგან. ნაწილობრივ მდინარეები, ნაწილობრივ კი ადამიანთა ძალისხმევა იყო ბევრი იტალიური ტბის შესახედაობის შეცვლისა და სრულიად გაქრობის მიზეზიც. პირველი შეიძლება ითქვას ჩრდილოეთ იტალიის დიდ ტბებზე, მეორე კი – შუა და სამხრეთ იტალიის ვულკანურ ტბებზე. შუა იტალიის ტბებიდან სრულებით გაქრა lacus Fucinus, საიდანაც წყალი გამოუშვეს უახლეს დროში (უძველესი დროიდან ჩვენთვის ცნობილია წარუმატებელი მცდელობა ამ აზრით, იმპერატორ კლავდიუსის დროს). ასეთივე ხვედრი განიცადა ბევრმა სხვა ტბამაც, მაგალითად l. Regillus-მა, l. umber-მა. ბევრი ტბა, სხვადასხვა დროს მოწყობილი წყლის გამოშვების წყალობით, მნიშვნელოვნად შემცირდა: ასეთებია l. Ciminius და l. Trasimenus ეტრურიაში და სხვები. უფრო ძნელია თვალი მივადევნოთ სხვა ფაქტორის მოქმედებას – ვულკანებისა. მაგრამ აქაც სულ მცირე, კამპანიასთან მიმართებაში, ჩვენ შეგვიძლია მივუთითოთ მნიშვნელოვან ცვლილებებზე. ვეზუვის ამოფრქვევებმა თუკი ვერ შეცვალეს თავად ვულკანის ფორმები, ყოველ შემთხვევაში მნიშვნელოვნად აამაღლეს და შეცვალეს გარემომცველი ადგილების რელიეფი. პოცუოლის ახლოს ისე შეიცვალა ადგილმდებარეობა, რომ ვეღარ იცნობდით, 1538 წლის ამოფრქვევის შემდეგ, რის შედეგადაც წარმოიქმნა 130 მ სიმაღლის პატარა მთა (холмъ). ორივე დასახელებულ ფაქტორს, რომლებიც ცვლიდნენ ქვეყნის გარეგნული შესახედაობის ცალკეულ დეტალებს, არ შეეძლოთ მისი ზოგადი ფიზიონომიის შეცვლა; ამას გაცილებით უფრო მეტად შეუწყო ხელი მცენარეული სამეფოს თითქმის მთლიანად შეცვლამ. უწინარეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს ტყეების თითქმის მთლიანად მოსპობა (ამასობაში ბერძენ მწერლებთან, ასევე რომაელებთანაც, იტალია მოიხსენიება როგორც ტყეებით ძალზედ მდიდარი ქვეყანა); იქ, სადაც, უძველესი მწერლების ნათელი მოწმობების მიხედვით, ტყეები ფარავდა მთათა კალთებს, ახლა ვერ შეხვდებით ვერაფერს, შიშველი კლდეების გარდა; ხშირად ის ადგილი, სადაც ოდესღაც იყო ტყე, ახლა დაფარულია ხშირი ბუჩქნარით, რომელიც თანამედროვე იტალიურ სტატისტიკაში აღინიშნება როგორც ტყე. ახლა ტყით, როგორც უწინაც, მდიდარია მხოლოდ ბრუტიუმი. ხეების თავად ჯიშები სრულებით შეიცვალა: ახლანდელი მარადმწვანე ხეების უმრავლესობა – იტალიის აბორიგენები არ არიან, არამედ მოსულნი, და ხშირად მოგვიანებით. იტალიის სამხრეთის შემოსავლების მთავარი მუხლია – ფორთოხალი და მანდარინი: პირველი გამოჩნდა XVI ს., მეორე კი – XIX ს. თუთის ხე, ნარინჯი (померанецъ) და ლიმონი გამოჩნდა შუა საუკუნეებში. რომაელები ახდენდნენ პირველი გარგრებისა და ატმების კულტივირებას; მათვე შემოიტანეს წაბლი და შავი თუთის ხე; ამავე ეპოქას მიეკუთვნება ნუშიც. დაბოლოს, ბერძნებისგან იტალია დავალებულია ფიჭვითა და კვიპაროსით, აგრეთვე, როგორც ჩანს, ვაზითა და ზეთისხილითაც. ბროწეული, ლეღვის ხე და ფინიკის პალმა მათი თანამგზავრები გახლდნენ. ცხოველებიდან რომაულმა ეპოქამ მოგვცა კამეჩი – მალარიით დასნებოვნებული ყველა უდაბნური ადგილის აუცილებელი კუთვნილება. იმპერატორების ხანაში გავრცელდნენ კატა და ბოცვერი. შემოყვანილ იქნა ვირიც, მაგრამ თუ როდის, ამის განსაზღვრა ძნელია. უძველეს ავტორთა ბევრი მოწმობა, განსაკუთრები მათი, რომლებიც წერდნენ სოფლის მეურნეობის შესახებ, გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ სიცხისა და მშრალი ამინდების პერიოდი უძველეს ხანაში იწყებოდა უფრო გვიან, ვიდრე ახლა, და მთავრდებოდა უფრო ადრე; წვიმები ზაფხულში უფრო ხშირად მოდიოდა (რაც შეიძლება აიხსნას ტყეთა სიმდიდრით, რომლებიც შემდგომ ხანებში იქნა განადგურებული), ზამთარი კი უფრო ცივი იყო, როგორც ამას გვიჩვენებს მოწმობები დიდხანს დაფენილი თოვლის შესახებ, მდინარეთა გაყინვის შესახებ და ა. შ. თუმცა კი ეს მოწმობები არ შეიძლება ითვლებოდეს საკმარისად ზუსტად და აპენინის ნახევარკუნძულის კლიმატის შესამჩნევი ცვლილება ისტორიულ ხანაში ვერ მტკიცდება თანამედროვე გამოკვლევებით.
II. იტალია შუა საუკუნეებში
1) იტალია ხალხთა გადასახლების დროს, ოდოაკრის, ოსტგოთებისა და ლონგობარდების, ბერძნებისა და პაპის ძალაუფლების ქვეშ (476-774)
დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის დროდ და მომენტად, როდესაც იტალიისთვის, როგორც ჩანს, იწყება ახალი დამოუკიდებელი ისტორია, ითვლება ოდოაკრის შემოჭრა ჰერულების, რუგიებისა და სხვა გერანული ტომების შერეული ბარბაროსული ბრბოების (полчища) სათავეში. პავიის აღების შემდეგ (476 წ. 22 აგვისტო) თავისი ჯარების მიერ მეფედ გამოცხადებული, იგი დაეუფლა რავენასა და რომს და, მოკლა რა პატრიციუსი ორესტი და ჩამოიშორა რა ახალგაზრდა იმპერატორი რომულუს ავგუსტული, შეთანხმებაში შევიდა აღმოსავლეთ რომის იმპერატორთან, ამასთან უარი თქვა რა იმპერატორის ტიტულზე, მიიღო რომაელი პატრიციუსის წოდება და შეინარჩუნა ნახევარკუნძულის, დალმაციის, რეტრიასა და სიცილიის ფლობაც; კორსიკა და სარდინია დარჩა ჩრდილო-აფრიკელი ვანდალების ძალაუფლების ქვეშ. რომაული კანონები და მმართველობა უცვლელი დარჩა. ოდოაკრი მალევე დამხობილ იქნა ოსტგოთების მიერ (იხ.), რომლებიც, თავის მხრივ, ნახევარი საუკუნის შემდეგ ველიზარიუსისა და ნერზესის მიერ დამორჩილებულნი შეიქნენ აღმოსავლეთ რომის იმპერიისადმი. არეულობები და სხვა გერმანული ტომების შემოჭრა გრძელებოდა შემდგომ წლებშიც, სანამ ლონგობარდებმა არ დაუდეს დასასრული ბიზანტიურ მმართველობას იტალიის უმეტეს ნაწილში. 568 წ. მათ პანონიიდან შემოაღწიეს იტალიაში და ნაბიჯ-ნაბიჯ დაეუფლნენ ფრიულს, ვენეციასა და ლიგურგიას. პავია, რომელიც აღებულ იქნა სამწლიანი ალყის შემდეგ, ლონგობარდების მეფემ ალბოინმა გადააქცია თავისი სახელმწიფოს დედაქალაქად; ბერძნები შევიწროებულ (განდევნილ) იქნენ რავენასკენ და სამხრეთ იტალიაში. ალბოინის მოკვდინების შემდეგ 36-მა ჰერცოგმა გადაწყვიტა რომ მეფე აღარ აერჩიათ, არამედ დაპყრობები დამოუკიდებლად გაეგრძელებინათ. მაგრამ 584 წ. ფრანკების შემოსევამ გამოიწვია აუტარისის არჩევა, რომელმაც მოიგერია ფრანკები, რობლებიც ბერძნებთან კავშირში იმყოფებოდნენ და დამორჩილებულ რომაულ მოსახლეობას შემსუბუქებაც მოუტანა. თუმცა კი საბოლოო შერიგება უკანასკნელებთან შედგა მხოლოდ აგიულფის (590-615) დროს, რომელმაც მიიღო კათოლიციზმი (შენიშვნა: აქ ლაპარაკი უნდა იყოს ქრისტიანობის მიღებაზე და არა კათოლიციზმისა, რომელიც გაცილებით უფრო მოგვიანებით, XI ს. გამოეყო უწინდელ ერთ წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას და მისგან დამოუკიდებლად იწყო განვითარება, ხოლო უწინდელმა ეკლესიამ კი ძველი ტრადიციული სახით განაგრძო ცხოვრება და საქმიანობა მ ა რ თ ლ მ ა დ ი დ ე ბ ე ლ ი ეკლესიის სახელწოდებით. მაგრამ ჯერ კიდევ VI-VII ასწლეულების მიჯნაზე კათოლიციზმის მოხსენიება ამ წერილში განპირობებული უნდა იყოს იმით, რომ ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის ავტორები გახლდნენ უმთავრესად რუსი მედასავლეთეები /западники/, რომლებიც უპირატესობას ანიჭებდნენ კათოლიკური ევროპის ისტორიულ გამოცდილებას და მისი უდიდესი გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ – ი. ხ.). ლონგობარდების ძალმოსილების დაქვეითება აგიულფის მენაცვალეთა ხანაში მხოლოდ დროებით იქნა შეჩერებული როტარიუსის დროს; შემდეგ დაიწყო სახელმწიფოს დაქუცმაცება ფრანკების, ავარებისა და ბერძნების შემოჭრების შედეგად. ლონგობარდების მნიშვნელობა კვლავ გაძლიერდა ენერგიული ლიუტპრანდის დროს (713-744), როცა პაპი გრიგოლ II იძულებული შეიქნა ეძია მათი მხარდაჭერა ხატმებრძოლეობის გამო პიზანტიის იმპერატორებთან უთანხმოებისა და დავის დროს (შენიშვნა:როგორც ჩვენს ბლოგზე გამოქვეყნებულ, ამავე ენციკლოპედიური ლექსიკონიდან თარგმნილ სტატიაში “ბიზანტია და ბიზანტინიზმი” არის ნათქვამი, ხატმებრძოლეობა აღმოსავლეთ რომის იმპერიაში /ბიზანტაში/ წარმოადგენდა სომხურ-მონოფიზიტური და იუდეველური იდეოლოგიების ქრისტსიანობაზე შემოტევის შედეგს და მძვინვარებდა კონსტანტინოპოლის ტახტზე სომხური დინასტიის, ისავროსების, ბატონობის ხანაში – ი. ხ.). როცა პაპობას, ბიზანტიაზე დამოკიდებულების ნაცვლად, დაემუქრა ლონგობარდებზე დამოკიდებულება, პაპმა სტეფან II-მ დახმარებისთვის მიმართა ფრანკებს, რომლებიც მოვიდნენ პიპინუსის წინამძღოლობით და აიძულეს ლონგობარდების მეფე აისტულფი, რომ ფრანკების უმაღლესი ძალაუფლება ეღიარებინა, რომელსაც მალევე ამის შემდეგ დაექვემდებარნენ ასევე სპოლეტოსა და ბენევენტის ჰერცოგებიც.
2) ლონგობარდული იტალიის შეერთება კარლოს დიდი იმპერიასთან. იტალია საქსონელ და პირველ ფრანკონელ ხელმწიფეთა მმართველობის ხანაში (774-1056)
უკანასკნელი ლონდობარდელი მეფის, დეზიდერიუსის მდგომარეობა, რომელიც კარლოს დიდი სიმამრი შეიქნა, როგორც ჩანს, ჰპირდებოდა, რომ უფრო მტკიცე უნდა ყოფილიყო; მაგრამ გააფთრებულმა მტრობამ, რომელიც წარმოიშვა სწორედ ამ ნათესაობის საბაბით (იხ. დეზიდერიუსი, X, 282), წაახალისა კარლოს დიდი, მით უფრო სწრაფად გამოცხადებულიყო პაპის დასახმარებლად, რომელსაც ავიწროვებდნენ ლონგობარდები. 774 წ. კარლოსმა აიძულა პავია რომ დანებებოდა; დეზიდერიუსი წავიდა ერთერთ ფრანკულ მონასტერში, ხოლო ლონგობარდების სახელმწიფო კი შეერთებულ იქნა ფრანკთა სამეფოსთან. თუმცა კი მისი შინაგანი მოწყობა უწინდელი დარჩა და მხოლოდ ლონგობარდელი ჰერცოგები უმეტეს წილად შეიცვალნენ ფრანკი გრაფებით. პაპის ძალაუფლება, რომელმაც ახლა რომის გარდა მიიღო მთელი უწინდელი ბერძნული სამფლობელოები შუა და ზემო იტალიაში, მნიშვნელოვნად გაძლიერდა, მაგრამ ამასთან ერთად იგი ჩავარდა კარლოს დიდზე დამოკიდებულებაში, რომელმაც იტალიაში თავისი მესამე ლაშქრობის დროს (780-781) აიძულა პაპი, რომ თავისი მცირეწლოვანი ვაჟიშვილი პიპინუსი იტალიის მეფედ დაეგვირგვინებინა. ქვემო იტალია, სარდინიასთან, სიცილიასა და კორსიკასთან ერთად, ბერძენთა ხელში დარჩა. პაპის ლეონ III-ის მიერ მოწოდებული კარლოს დიდი მეხუთედ გამოცხადდა იტალიაში 799 წ. ზამთარში და 800 წ. ქრისტეს შობის დღეს თავზე დაიდგა იმპერატორის გვირგვინი. ძნელად თუ ექნებოდა სხვა რამეს შემდგომ ასწლეულებში უფრო მეტი გავლენა იტალიის ისტორიაზე, ვიდრე პაპების მცდელობებს თავი დაეღწიათ გერმანელთა მიერ აღდგენილი დასავლეთ იმპერიის ძალაუფლებისგან და მათდამი მუდმივ წინააღმდეგობას გერმანიის იმპერატორთა მხრიდან. ბერძნებთან და ბენევენტთან კარლოს დიდმა ზავი დადო 812 წ., ხოლო 813-ში კი იტალიის გვირგვინი გადასცა გარდაცვლილი პიპინუსის ვაჟიშვილს, ბერენჰარს, რომლის დაბრმავების შემდეგაც ლუდოვიკ ღვთისმოსავმა იტალია გადასცა თავის ვაჟს ლოტარს. არეულობების ხანაში, რომელშიც ჩავარდა დასავლეთი ლუდოვიკ ღვთისმოსავის მიერ სახელწიფოს უფრო გვიანდელი დაყოფების შედეგად, იტალია რჩებოდა ლოტარის ხელში. 828 წ. სიცილია მიტაცებულ იქნა სარაცინების (არაბების) მიერ; მათი თავდასხმები (თარეშები) ქვემო იტალიაზე და თვით რომზეც კი გრძელდებოდა ლოტარის ვაჟიშვილისა და მენაცვალის, ლუდოვიკ II-ის (855-875) დროსაც. უშვილო ლუდოვიკის სიკვდილის შემდეგ საფრანგეთის მეფე კარლოს მელოტი სწრაფად დაეუფლა იტალიისა და იმპერატორის გვირგვინებს. მის შემდეგ იტალიის მეფეებად მოვიდნენ ლუდოვიკ გერმანელის ვაჟიშვილები კარლომანი და კარლ მსუქანი. უკანასკნელის სიკვდილის შემდეგ (888 წ.) იტალიაში, რომლის სამხრეთშიც ჯერ კიდევ გრძელდებოდა ადგილობრივი დავები და სარაცინების შემოჭრანი, აღიმართა ბერენჰარი, ფრიულის მარკგრაფი, და 888 წ. თებერვალში პავიაში მიიღო იტალიის გვირგვინი, მაგრამ მალევე აღიარა საკუთარ თავზე გერმანიის მეფის არნულფის უმაღლესი ძალაუფლება. გვიდო სპოლეტოელმა განდევნა ბერენჰარი ზემო იტალიის აღმოსავლედთში, თავზე დაიდგა გვირგვინი პავიაში, 891 წ. დაეუფლა იმპერატორის გვირგვინსაც, ხოლო 892 წ. კი თავის თანამართველად დანიშნა საკუთარი ვაჟი ლამბერტი. ბერენჰარის მიერ მოწოდებულმა არნულფმა მიმართა იტალიაში ორ ლაშქრობას: პირველის დროს მან 894 წ. პავიაში მიიღო იტალიის გვირგვინი, ხოლო მეორის დროს კი დაამხო ბერენჰარი და რომში თავზე დაიდგა იმპერატორის გვირგვინიც. მისი წასვლის შემდეგ ბერენჰარი და ლამბერტი შეთანხმდნენ იტალიის გაყოფის საკითხში. ლამბერტის სიკვდილის შემდეგ (898) ბურგუნდიის მეფემ ლუდოვიკმა განაცხადა პრეტენზია მის სამფლობელოებზე. ბერენჰარი, რომელმაც დაიწყო მასთან ამის გამო ბრძოლა, იძულებული შეიქნა 901 წ. და შემდეგ კი 905 წ. გაქცეულიყო გამარჯვებული ლუდოვიკისგან, მაგრამ 905 წ. იგი ტყვედ ჩაიგდო, რის შემდეგაც კიდევ ერთხელ გააერთიანა კაროლინგების იტალია. აღშფოთებულ არისტოკრატთა ჯგუფმა, ბერენჰარის წინააღმდეგ, რომელმაც 916 წ. იმპერატორის გვირგვინი დაიდგა თავზე, მოუწოდა ზემო ბურგუნდიის მეფეს რუდოლფს, რომელიც პავიაში დაგვირგვინდა 922 წელს. ბერენჰარმა თავის მხრივ ქვეყანაში მოუწოდა უნგრელებს, რომლებმაც, აჩანაგებდნენ რა ყველაფერს თავიანთ გზაზე, პროვანსამდე შემოაღწიეს. ბერენჰარი მოკვდინებულ იქნა ერთერთი მასთან დაახლოებული პირის მიერ (924). მალევე რუდოლფთან იტალიაში ძალაუფლებისთვის დავა დაიწყო ჰუგო პროვანსელმა, რომელმაც მილანში დაიდგა გვირგვინი 926 წელს, თავისი ვაჟიშვილი ლოტარი გახადა თანამმართველად (931) და, ბოლოს, მაროზიასთან ქორწინების მეშვეობით, ცდილობდა რომში დამკვიდრებასაც, მაგრამ განდევნილ იქნა ქალაქიდან ამ უკანასკნელის ვაჟის ალბერიხის მიერ. ჰუგოს ძალადობრივი ბატონობისთვის დასასრულის დადებას ცდილობდა გერმანიაში გაქცეული მარკგრაფი ბერენჰარ ივრეიელი (иврейскiй), რომელიც აქედან გამოცხადდა ჯარით 945 წ. ჰუგოს სიკვდილის შემდეგ ლოტარის ქვრივმა, ადელაიდამ, რომელზედაც ბერენჰარს თავისი ვაჟის, მის მიერ უკვე თანამართველის ხარისხში აღყვანილი ადალბერტის დაქორწინება სურდა, დახმარებისთვის მოუწოდა ოტონ I-ს, რომელმაც 951 წ. გადმოლახა ალპები და, ადელაიდას ხელთან ერთად, დაეუფლა იტალიის სამეფოსაც. ბრუნდებოდა რა გერმანიაში, ოტონმა პავიაში რეგენტად დატოვა თავისი ვაჟი კონრადი, რომელთანაც ბერენჰარმა დადო შეთანხმება; მისცა რა მას ლენური ფიცი, მან უკანვე მიიღო თავისი სამეფო (952). სანამ ოტონი დაკავებული იყო გერმანიაში, ბერენჰარი განკარგავდა იტალიას როგორც დამოუკიდებელი მფლობელი, დევნიდა ადელაიდასა და ოტონის მომხრეებს და თავის წინააღმდეგ განაწყო პაპი იოანე XII. უკანასკნელის მიერ მოწოდებული ოტონი ზეიმით შევიდა პავიაში (961), საიდანაც გაემართა რომში საიმპერატორო გვირგვინის თავზე დასადგმელად (962). ბერენჰარის დამხობა, რისთვისაც ოტონი ხელახლა დაბრუნდა პავიაში, მაინც, კვლავ გადავადებულ იქნა ბერენჰარის ვაჟიშვილის სასარგებლოდ რომის აჯანყების გამო. დაბრუნდა რა რომში, ოტონმა ტახტიდან გადააყენა გაქცეული იოანე XII და მასზე აიყვანა ლეონ VIII (963); შემდეგ იგი გაემართა ზემო იტალიაში, სადაც მან, ბოლოს და ბოლოს, მოახერხა ბერენჰარდის ხელში ჩაგდება. 964 წ. ოტონმა პაპის ტახტზე აღადგინა ლეონ VIII და პაპიც აიძულა, რომ ეღიარებინა მასზე იმპერატორის უფროსობა (главенство); 966 წ. იგი კიდევ ერთხელ გამოცხადდა გერმანიიდან ადალბერტის, ბერნჰარდის ვაჟიშვილისა და თანამებრძოლის, სასარგებლოდ აჯანყების გამო, რომელიც კონსტანტინოპოლში გაიქცა; 967 წ. მან რომში იმპერატორის გვირგვინი თავზე დაადგა თავის ვაჟს ოტონს. ოტონ II-ს, ტახტზე თავისი ასვლის შემდეგ, იტალიაში გამომგზავრება შეეძლო მხოლოდ 980 წ.; 981 წ. იგი ესტუმრა რომს, რათა დაგვირგვინებულიყო და შემდეგ კი აქედან განეგრძო თავისი მამის მიერ დაწყებული საქმეები ქვემო იტალიის წინააღმდეგ. წაართვა რა ბერძნებს ბარი და ტარენტი და დაამარცხა რა სარაცინები კოტრონთან, მან მათი დევნისას მძიმე დამარცხება განიცადა. ომისთვის ახალი მზადებების დროს იგი მოკვდა რომში 983 წ. მისი ვაჟიშვილის ოტონ III-ის არასრულწლოვანებამ, რომელიც ადრევე უკვე ვერონაში არჩეულ იქნა გერმანიისა და იტალიის მეფედ, კვლავ წინ გადაუშალა იტალიაში სივრცე დავებისა და ბრძოლებისთვის ადგილობრივ სასულიერო და საერო მფლობელებს; რომში განდიდებულ იქნა კრესჩენციოს საგვარეულო და ისეთივე მდგომარეობა შეიძინა, როგორიც ოტონ I-ის ჩარევამდე ეკავათ მაროზიას ოჯახსა და ტუსკულანის გრაფებს. მაგრამ უკვე 996 წ. ოტონ III გამოცხადდა რომში, სადაც პაპის ტახტზე აიყვანა გრიგორიუს V, გვარტომობით გერმანელი, რომელმაც მას იმპერატორის გვირგვინი დაადგა თავზე, რის შემდეგაც მან მილანში დაიდგა იტალიის გვირგვინიც. გერმანიიდან ოტონ III კვლავ მოვიდა 997 წ., რათა რომში სიკვდილით დაესაჯა აჯანყებული კრესჩენციო და მისი მომხრეები და პაპის ტახტზე აეყვანა სილვესტრ II (998). ოტონის ადრეული სიკვდილის შემდეგ (1002) იტალიელებმა პავიაში მეფედ აირჩიეს არდუინ ივრეიელი (Ардуинъ Иврейскiй), რომლის წინააღმდეგაც გერმანიიდან დაიძრა ჰაინრიხ II. არდუინი ყველას მიერ მიტოვებული აღმოჩნდა; ჰაინრიხ II პავიაში იქნა დაგვირგვინებული, მაგრამ სწორედ კორონაციის დღეს მის წინააღმდეგ აღიმართა ამბოხება, რომელმაც აიძულა, რომ იტალიიდან უკანდასახევად აჩქარებულიყო. ქალაქების, მთავრებისა და ეპისკოპოსების ბრძოლა, რომელთაც არდუინის ან ჰაინრიხის მხარე ეკავათ, იმ დრომდე გრძელდებოდა, სანამ უკანასკნელი ხელმეორედ (1013) არ გამოცხადდა პავიაში. როდესაც იგი რომში გაემგზავრა (1014) იმპერატორად დაგვირგვინებისთვის, არდუინი მონასტერში წავიდა, სადაც მოკვდა კიდეც იტალიის ეს უკანასკნელი ეროვნული მეფე (1015). რათა საბოლოოდ განედევნა ბერძნები ქვემო იტალიიდან, პაპმა ბენედიქტე VIII-მ 1020 წ. მიმართა ჰაინრიხს, რომელმაც 1021 წ. აიძულა ბენევენტი, ნეაპოლი და სხვა ბერძნული და თავისუფალი ქალაქები, რომ მისი ძალაუფლება ეღიარებინათ, მაგრამ მტკიცე წარმატება არ ჰქონია. ასეთივე ხასიათი ჰქონდა კონრად II-ის პირველ მცდელობასაც, რომელიც 1027 წ. გაემგზავრა რომში იმპერატორის გვირგვინისთვის; მიდიოდა რა იტალიიდან, მან იქაური საქმეების წარმოება დაავალა მთავარეპისკოპოს არიბერტს, მაგრამ უკანასკნელს არ შეეძლო თავი გაერთვა დავებისთვის უმაღლეს და უმდაბლეს არისტოკრატიას შორის. ამისთვის დასასრულის დასადებად კონრადი 1036 წ. თავად დაბრუნდა ზემო იტალიაში, სადაც მემკვიდრეობითი გახადა უმდაბლესი აზნაურების ანუ ვალვასორების (V, 447) ლენებიც. არისტოკრატთა სამფლობელოების წვრილ ნაკვეთებად ამ დაქუცმაცებით მან თუმცა კი მოხსნა მათი მხრიდან მუქარად აღმართული საფრთხე, მაგრამ სამაგიეროდ დაამსხვრია უკანასკნელი დაბრკოლება საშუალო წოდების აღზევებისთვის, რომელიც მილანში უკვე იმ დროს წარმატებით უწევდა წინააღმდეგობას იმპერატორს. არ დაუფლებია რა მილანს, კონრადი გაემართა რომში ბენედიქტე IX-ს დასახმარებლად, რომელსაც ბარონები ავიწროვებდნენ. შემდეგ მან კვლავ განამტკიცა საიმპერატორო ძალაუფლება ქვემო იტალიაში და ავერსა ლენად მისცა ნორმან რაინულფს, რომელიც უკვე მანამდე იქ იყო დამკვიდრებული. სხვა ნორმან ბელადს, დროგოს, ჰაინრიხ III-მ მოგვიანებით (1047) ლენად მისცა აპულია. ჰაინრიხმა ენერგიული ზომებით წესრიგი დაამყარა რომში, სადაც ტახტიდან გადააყენა ერთიმეორის წინააღმდეგ მასზე აყვანილი სამი პაპი; მაგრამ იმავე დროს მან გზა გაუწმინდა მიმართულებას, რომელმაც პაპების იმპერატორებისგან სრული დამოუკიდებლობის მოთხოვნით საბოლოოდ ჩაუყარა საფუძველი ბრძოლას მათ შორის, რომელიც საუკუნეების მანძილზე გაგრძელდა.
3) პაპების მიერ იტალიაში საიმპერატორო ძალაუფლების მოსპობა; ქვემო-იტალიური სამეფოსა და ჩრდილოეთ იტალიის თავისუფალი ქალაქების წარმოქმნა (1056-1268)
შუა იტალის სახელმწიფოს წარმოქმნა, გოტფრიდ ლოტარინგიელით სათავეში, რომელიც ჯერ კიდევ ჰაინრიხ III-ის დროს დაიწყო იმპერატორების წინააღმდეგ პაპობისთვის დასაყრდენის შექმნის მიზნით, გარკვეული დროით შეჩერდა; მაგრამ უფრო მოგვიანებით კურიის მიერ ტოსკანაზე განცხადებულმა პრეტენზიებმა მოვლენები ხანგრძლივი ბრძოლისკენ წაიყვანა იმპერატორსა და პაპს შორის, მარკგრაფინია მატილდას სამფლობელოთა გამო. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შედეგები ჰქონდა ლეონ IX-ის შეთანხმებას ნორმანებთან, რომლებსაც ნიკოლაუს II-ის დროს პირველად მიეცათ ფორმალურად ლენად მათ მიერ ქვემო იტალიაში დაპყრობილი მიწები, და ისინიც, რომელთა წართმევასაც ისინი ჯერ მხოლოდ აპირებდნენ სიცილიისა და სარაცინებისთვის (იხ. სიცილია, სამეფო). სამპერიო უფლებებზე ამ ხელის აღმართვის შედეგად, ჯერ კიდევ ჰაინრიხ IV-ის არასრულწლოვანების დროს, გაჩაღებულ იქნა ის ბრძოლა იმპერიასა და პაპობას შორის, რომელმაც შემდეგში აავსო ამ უბედური მეფის მთელი ცხოვრება (იხ. ჰაინრიხ IV – VIII, 347). უზრუნველყო რა თავისთვის მხარდაჭერა უკანასკნელი ლონგობარდი მფლობელის ბენევენტისა და ნორმანი რიჩარდ კაპუელისთვის ქვემო იტალიაში დარიგებული ლენების წყალობით, გრიგორიუს VII, ინვესტიტურისთვის ბრძოლის კიდევ უფრო მეტი გამწვავებით, გადავიდა კიდევ უფრო გადამწყვეტ თავდასხმაზე საიმპერატორო ხელისუფლებაზე იტალიაში, რომელიც აქ კიდევ უფრო მეტად, ვიდრე სხვაგან, საჭიროებდა ეპისკოპოსების მხარდაჭერას, და თავისი წინამორბედის, ალექსანდრე II-ის მსგავსად, ზემო იტალიის ქალაქების დაბალი საქალაქო წოდების მასასთან – პატარიასთან – შეკრა კავშირი იმპერატორისადმი ერთგული ეპისკოპოსების წინააღმდეგ. მაშინ ჰაინრიხ IV-მ პაპი დამხობილად გამოაცხადა, მაგრამ იძულებული შეიქნა 1077 წ. დაქვემდებარებოდა დამცირებას კანოსაში, რათა თავიდან აეცილებინა პაპის კავშირი ჰაინრიხის გაძლიერებულ გერმანელ მოწინააღმდეგეებთან. როცა გრიგორიუს VII-მ მიუხედავად ამისა დაიჭირა მისი მოწინააღმდეგის, რუდოლფ შვაბელის მხარე, ჰაინრიხმა მას დაუპირისპირა ანტიპაპი ვიქტორ III და, მანტუასთან მარკგრაფინია მატილდა ტოსკანელის ჯარებზე საიმპერიო ჯარების გამარჯვების შემდეგ (1080), თავად იგი ხელმეორედ გადავიდა ალპებზე (1081). რომს იგი დაეუფლა მხოლოდ 1084 წ., და მალევე იმპერატორად დაგვირგვინების შემდეგ იძულებული შეიქნა უკან დაეხია მასზე შემომტევი რობერტ გვისკარის წინაშე. იტალიაში თავისი მესამე ყოფნის დროს (1090-92) ჰაინრიხი იღბლიანად იბრძოდა მატილდას ჯარების წინააღმდეგ. მაგრამ ამ წარმატებებმა ხალისი მისცა კურიისადმი ერთგულ ზემო იტალიის ქალაქებს – მილანს, კრემონას, ლოდისა და პიაჩენცას – ახალი აჯანყებისა და პირველი ლომბარდიული კავშირის დადებისთვის. მათ შეუერთდა ჰაინრიხისგან ჩამოცილებული მისი უფროსი ვაჟი კონრადიც, რომელმაც 1093 წ. მონცში თავზე დაიდგა იტალიის მეფის გვირგვინი, ხოლო 1095 წ. კი დაქორწინდა როჟერ I სიცილიელის ქალიშვილზე. მაგრამ ვერც კონრადმა და ვერც მისმა მამამ, იტალიაში თავისი მეოთხე ყოფნის დროს (1097-1097), ვერ მიაღწიეს იქ მტკიცე ძალაუფლებას. პირიქით, დაახლოებით ამ ხანებში ქალაქებმა ყველგან თავიანთთვის, მილანის მაგალითის მიხედვით, გამოიმუშავეს მმართველობის რესპუბლიკური წესირიგი. თავიანთი დამოუკიდებლობით მათ უწინარეს ყოვლისა ისარგებლეს ურთიერთ შორის გააფთრებული ბრძოლისთვის. ამ დავებმა შეამსუბუქეს ჰაინრიხ V-ის შემოტევა მათზე (1110), რომელმაც თუმცა კი ვერ აიღო მილანი, მაგრამ, რონკალის ველებზე გამართული სეიმისა და მატილდასთან შეთანხმების შემდეგ, ტოსკანას გავლით შეაღწია რომში და იქ ტყვედ ჩაიგდო პაპი პასქალიუს II. 1116 წ. მან მოაწყო მეორე ლაშქრობა იტალიაში, რომელმაც, თუმცა კი, ვერ გააძლიერა იქ საიმპერატორო ხელისუფლება. ჰაინრიხ V-ის სიკვდილის შემდეგ ტახტისათვის ატეხილ ბრძოლაში კონრად ჰოჰენშტაუფენმა გამოაცხადა საკუთარი თავი იტალიის მეფედ ლოტარ სუპლინბურგელის წინააღმდეგ, მაგრამ პაპისა და მილანის მიერ მიტოვებულს, მალევე უარი უნდა ეთქვა თავის განზრახვაზე. მტკიცე შედეგები ჰქონდა მთელი ქვემო იტალიისა და სიცილიის შეერთებას ერთ სამეფოში როჟერ II-ის დროს. უკანასკნელმა რომში წამოაყენა მისდამი ერთგული პაპი ანაკლეტ II, ინოკენტი II-ის წინააღმდეგ. ეს უკანასკნელი თავიდან იძულებული შეიქნა საფრანგეთში გაქცეულიყო, შემდეგ ეძიებდა იმპერატორ ლოტარის მხარდაჭერას, რომელთანაც 1133 წ. დადო შეთანხმება მატილდას სამფლობელოებთან მიმართებაში. მაგრამ რადგანაც ლოტარი რომში თავისი მეორე ლაშქრობის დროსაც ზრუნავდა მხოლოდ საიმპერატორო ძალაუფლების აღდგენაზე ზემო იტალიის ქალაქებში, ამიტომ ინოკენტი II-მ, ანაკლეტ II-ის სიკვდილის შემდეგ, მშვიდობა შეკრა როჟერთან. კონრად III ჰოჰენშტაუფენი, გერმანის საშინაო საქმეების შედეგად, იძულებული იყო სულ მუდამ შორს ყოფილიყო იტალიისგან. დაახლოებით ამ ხანებში რომში გამოვიდა არნოლდ ბრეშიანელი (Арнольдъ Брешiанский, იხ. II, 148); პარტიების საშინაო ბრძოლა ზემო იტალიისა და ტოსკანის ქალაქებში სულ უფრო მეტად ჩაღდებოდა, იმის წყალობით, რომ გარედან არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდათ. ამან მისცა ფრიდრიხ I-ს იმედი, რომ კვლავ გამოავლენდა აქ იმპერატორის ძალაუფლებას. 1154 წ. პაპის მოწოდებაზე იგი დაიძრა იტალიისკენ და მაშინვე დაიწყო ომი დაუმორჩილებელი მილანის წინააღმდეგ. ტორტონას დანგრევის შემდეგ მოხდა ფრიდრიხის დაგვირგვინება მეფედ პავიაში (1155) და იმპერატორად რომში. აქ არნოლდ ბრეშიანელი გადაცემულ იქნა პაპისთვის; მაგრამ მალევე დაიწყო მღელვარებანი, რომლებმაც აიძულეს ფრიდრიხი, რომ დაეტოვებინა რომი და იტალია. 1158 წ. იგი დაბრუნდა ზემო იტალიაში, სადაც მილანმა უკვე მოასწრო იმპერატორის რაზმების ნაწილის მოგერიება და პაპთან და ვილჰელმ I-თან, ქვემო იტალიის მეფესთან, კავშირის შეკვრა. მილანი დანებდა ფრიდრიხს შეღავათიან პირობებზე, მაგრამ ფრიდრიხის სურვილმა, რომ აეძულებინა ქალაქი მიეღო საიმპერიო მეფისნაცვლები (იხ. პოდესტა), კვლავ აღაგზნო ბრძოლა, რომელშიც ფრიდრიხმა მიაღწია ზემო იტალიის სრულ დამშვიდებას მილანის სიმაგრეების დანგრევით (срытiемъ Милана; 1162). 1164 წ. საიმპერიო ფოგტებისადმი სიძულვილმა ქალაქებში ისეთ დონეს მიაღწია, რომ შედგა ქალაქების ვერონას, ვიჩენცას, პადუასა და ტრევიზოს კავშირი, რომელთაც მოგვიანებით შეუერთდა ვენეციაც. ამ კავშირზე ფრიდრიხის წარუმატებელი თავდასხმის შემდეგ, იგი 1166 წ. გაემართა რომისკენ, სადაც მის იტალიელ მოწინააღმდეგეთა სათავეში იდგა პაპი ალექსანდრე III. შავმა ჭირმა აიძულა ფრიდრიხი იტალიიდან გაქცეულიყო; ამასთან ერთდროულად შედგა ქალაქების კრემონას, ბერგამოს, მანტუასა და ფერარას დიდი ლომბარდიული კავშირი (1167), რომელიც მალევე შეუერთდა ვერონის კავშირს და რომელშიც შევიდნენ ასევე ხელახლა აშენებული მილანი და ზემო იტალიის ყველა სხვა დანარჩენი დიდი ქალაქი. ამ კავშირს არ შეუერთდნენ მხოლოდ გენუა, ტოსკანის ქალაქები და ანკონა. იმპერატორმა, რომელიც ალპებიდან დაბლა მხოლოდ 1174 წ. დაეშვა, 1176 წ. 29 მაისს განიცადა მძიმე დამარცხება ლომბარდიული კავშირის ჯარებისგან, რამაც აიძულა იგი რომ ახალ მოლაპარაკებებს შედგომოდა. მან მოახერხა სამშვიდობო ხელშეკრულების დადება ალექსანდრე III-სა და ვენეციასთან და ლომბარდიელთა ზავზე დაყოლიებაც. 1183 წ. კონსტანცაში დადებული სამშვიდობო ხელშეკრულებით ზემო იტალიის ქალაქების მხარეზე აღიარებულ იქნა მთელი თავისუფლებები, რომლებითაც ისინი სარგებლობდნენ ჰაინრიხ V-ის დროიდან, განსაკუთრებით ქალაქის ფარგლებში უმაღლესი ხელისუფლების უფლებები (რეგალიები) და ომების წარმოებისა და კავშირების შეკვრის უფლება; იმპერატორი თავისთვის იტოვებდა მხოლოდ ჩვეულებრივ სუბსიდიას რომში ლაშქრობების დროს და კონსულების ინვესტიტურას. ფრიდრიხის ვაჟმა ჰაინრიხმა იქორწინა სიცილიისა და ქვემო იტალის მემკვიდრესთან, კონსტანციასთან; ამას მიზნად ჰქონდა ის, რომ სრულებით გარემოეცვათ პაპის სამფლობელოები ჰოჰენშტაუფენების სამეფოთი სამხრეთიდან და მათი იმპერიით ჩრდილოეთიდან, რასაც პაპის ბრძოლა იმპერიასთან იტალიაში უკიდურეს დაძაბულობამდე უნდა მიეყვანა. ზემო იტალიის ქალაქები, რომლებსაც ამ ბრძოლაში შემდგომში ხელი უნდა შეეწყოთ პაპების გამარჯვებისთვის, დასაწყისში უმეტეს წილად მოსყიდულნი იყვნენ მათთვის ბოძებული შეღავათებით. იმპერატორ ფრიდრიხისა და მეფე ვილჰელმ II-ის სიკვდილის შემდეგ, ჰაინრიხ VI-მ შეძლო თავისი მემკვიდრეობითი უფლებების დაცვა ქვემო იტალიაზე ნორმანულ ნაციონალურ პარტიასთან ბრძოლაში. ჰანრიხის ნაადრევი სიკვდილის შემდეგ, პაპმა ინოკენტი III-მ, რომელიც დანიშნული იყო ახალგაზრდა ფრიდრიხ II-ის მეურვედ, ქვემო იტალიის იმპერიისგან გამოსაყოფად თავისი მცდელობები დაიწყო იქიდან, რომ იმპერატორად აღიარა ოტონ IV. ამ უკანასკნელმა, გამოცხადდა რა რომში დაგვირგვინებისთვის 1209 წ., მაშინვე მიმართა ქვემო იტალიის დაუფლების მცდელობას. მაშინ ინოკენტი III-მ მის წინააღმდეგ წამოაყენა ფრიდრიხ II. დაიდგა რა თავზე იპერატორის გვირგვინი 1220 წ., ფრიდრიხი არა მხოლოდ ქვემო იტალიასა და სიცილიაში პაპის ძალმოსილ მეზობლად გახდომით იმუქრებოდა, არამედ მისი ხელიდან უკანასკნელი იარაღის – ჯვაროსნული ლაშქობების გამოგლეჯითაც, რადგანაც 1225 წ. გამოაცხადა თავისი პრეტენზიები იერუსალმზე და ამასთან ერთად მთელი ჯვაროსნული მოძრაობის ხელმძღვანელობაზეც. ამასთან დაპირისპირებისთვის ზემო იტალიაში კვლავ წარმოიქმნა ქალაქების ლომბარდიული კავშირი მილანის მეთაურობით (1226). პაპი გრიგოლ IX არაერთხელ განკვეთავდა ფრიდრიხს ეკლესიისგან; მიუხედავად ამისა უკანასკნელი, ეცელინო და რომანოსთან კავშირში, 1236 წ., იღბლიანად მოქმედებდა გველფების წინააღმდეგ ლომბარდიაში, 1237 წ. კორტენუოვაში გადამწყვეტი დამარცხება მიაყენა მილანელებს და შემდეგ მიბრუნდა პაპის წინააღმდეგ, რომელმაც მის წინააღმდეგ მოიწვია საეკლესიო კრება 1240 წ. უკანასკნელი ვერ შედგა მელორიასთან პიზელთა დიდი საზღვაო გამარჯვების შემდეგ, სადაც დიდი ხნით იქნა განადგურებული გველფური გენუის ძალმოსილება და მისი ფლოტი, რომელსაც საეკლესიო კრებაზე ფრანგი პრელატები უნდა ჩამოეყვანა. პაპმა ინოკენტი IV-მ განაახლა ბრძოლა ფრიდრიხთან; იმპერატორის წარუმატებელ მცდელობებს ზავის დასადებად მოჰყვა მისი დამარცხება ვიტორიასთან (1248) და მისი ნიჭიერი ვაჟიშვილის ენციოს ტყვეობა. ფრიდრიხის სიკვდილმა (1250), ხოლო ოთხი წლის შემდეგ კი მისი მენაცვალის კონრად IV-ის სიკვდილმაც, რომელიც 1251 წ. დამკვიდრდა ქვემო იტალიაში, დააჩქარა ამ ქვეყანაში ჰოჰენშტაუფენების ძალაუფლების დაცემა. თუმცა კი ფრიდრიხ II-ის უკანონო ვაჟი, მანფრედი, შეუდგა ქვემო იტალიისა და სიცილიის მართვას და, კონრადის სიკვდილის შესახებ ცრუ ხმების შედეგად, 1258 წ. მეფედაც იქნა დაგვირგვინებული, მაგრამ ზემო იტალიაში ეცელინო დამარცხებულ იქნა მილანელთა მიერ კასანოსთან 1259 წ. როცა მანფრედის ძალაუფლებამ გავრცელება დაიწყო შუა იტალიაშიც, პაპი ურბან IV შეუდგა მოლაპარაკებებს საფრანგეთის მეფის ძმასთან, კარლ ანჟუელთან, რომელიც შემდეგ კლიმენტი IV-მ დაასრულა. კარლი არჩეულ იქნა რომის სენატორად და გამოცხადებულ იქნა ჯვაროსნული ლაშქრობა მანფრედის წინააღმდეგ. ბენევენტესთან ბრძოლაში (1266) მანფრედი დამარცდა და დაიღუპა. ლაშქრობა, რომელსაც ორი წლის შემდეგ მიმართა კონრადმა, დასრულდა ტალიაკოცოსთან ბრძოლითა (1268) და უკანასკნელი ჰოჰენშტაუფენის სიკვდილით დასჯით. კიდევ უფრო მეტად გააფთრებულმა ბრძოლამ გველფებსა და გიბელენებს შორის ყველგან მოამზადა სამოქალაქო თავისუფლების დასასრული და ძალაუფლება ცალკეულ არისტოკრატიულ საგვარეულოებს ჩაუგდო ხელში (იხ. იტალიური რესპუბლიკები შუა საუკუნეებში).
4) ანჟუური და არაგონული სახლების ბრძოლა სამხრეთში, გვიანდელი საეკლესიო ოლქის წარმოქმნა და გვიანდელი დიდი სახელმწიფოების განვითარება ტოსკანასა და ზემო იტალიაში (1268-1492)
კარლ I ანჟუელი, პაპის სურვილით, დაგვირგვინებულ იქნა რომში სიცილიის მეფედ; მაგრამ 1282 წ. ხალხი აჯანყდა ფრანგების სიხარბისა და ძალადობათა წინააღმდეგ (იხ. Сицилiйская вечерня). მეფე პეტრე არაგონელი, რომელსაც თავისი ცოლის კონსტანციას მეშვეობით, ჰქონდა უფლებები ქვემო იტალიაში ჰოჰენშტაუფენების მემკვიდრეობაზე, იმავე 1282 წ. გადმოსხდა კუნძულზე, ხოლო როჟერ ლორიელმა კი აიძულა კარლი, რომ მესინადან უკან დაეხია. კარლ II, კარლ I-ის ვაჟიშვილი, ტყვედ აყვანილი როჟერის მეორე საზღვაო გამარჯვებისას (1284), თავისუფლებაში იქნა გაშვებული, მხოლოდ იაკობისთვის, პეტრე არაგონელის მეორე ვაჟისთვის სიცილიის დათმობის პირობით, მაგრამ მალევე, საფრანგეთთან და კასტილიასთან კავშირში განაახლა ომი არაგონელებთან. როდესაც უკანასკნელებმა 1286 წ. მოისურვეს კუნძულზე უარის თქმა, ხალხმა მეფედ გამოაცხადა უშვილოდ მომკვდარი პეტრეს მესამე ძმა, ფრიდრიხ III, რომელმაც, 1303 წ. ზავით, მიაღწია თავისი დინასტიის კუნძულზე მტკიცედ დამკვიდრებას. პაპებს, რომლებიც დაახლოებით ამავე ხანებში დაესახლნენ ავინიონში, ერთმეოდათ თავიანთი პოლიტიკის ნაყოფები, რომელიც იხრებოდა იტალიაში ყველანაირი ძლიერი ხელისუფლების დანგრევისკენ. ერთმანეთზე გადამტერებული პარტიების მიერ მოწვეული ჰაინრიხ VII იტალიაში გამოცხადდა 1310 წ., ხოლო 1312 წ. კი დაგვირგვინდა ლატერნაში, მაგრამ მალევე მოკვდა (1313), რის შემდეგაც გველფებმა ისევ წამოჰყვეს თავი. გიბელენებში გამოჩნდა ახალი ბელადი კასტრუჩიო კასტრაკანეს სახით, რომელიც შეიქნა ლიკისა და პისტოიის მმართველად და იღბლიანად აწარმოებდა ომს პიზასთან, რომელმაც 1323 წ. სარდინია დაუთმო არაგონელებს. ახალი ძლიერი შემოტევა იტალიაზე მოახდინა ლუდვიგ ბავარიელმა. მან მილანში გადააყენა გალეაცო ვისკონტი, დაეუფლა რკინის გვირგვინს, პიზა მისცა კასტრუჩიო კასტრაკანეს და გახადა იგი ლუკის ჰერცოგი. რომში მან თავზე დაიდგა იმპერატორის გვირგვინი, მაგრამ იძულებული შეიქნა უკან დაეხია აფეთქებული აჯანყების წინაშე. შემდეგ დაიწყო იტალიაში წვრილი ოლქების ბრძოლა რომელმაც შემდგომში საქმე წაიყვანა ზემო და შუა იტალიაში უფრო ვრცელი სახელმწიფოების წარმოქმნისკენ და თითქმის ყველა ქალაქში ძალაუფლება ხელში მისცა ცალკეულ პირებს. ასე მოხდა ბოლონიაში, შემდეგ გენუაში და თვით ფლორენციაშიც კი, რომელმაც თავის მმართველად მოუხმო ათინის ჰერცოგს, ვალტერ ბრიენელს. ეს მფლობელები ემყარებოდნენ მათთვის მიცემულ დაქირავებულ ჯარს, რამაც ერთის მხრივ გამოიწვია კონდოტიერობის (იხ.) დამღუპველი განვითარება, მეორეს მხრივ კი ხელი შეუწყო აღორძინების კულტურის წარმოქმნას, რადგანაც საზოგადოებრივი და სამხედრო საქმიანობისგან ჩამოშორებული ნიჭიერი ადამიანები მით უფრო მეტი გულმოდგინებით ეძლეოდნენ ხელოვნებასა და ლიტერატურას (იხ. ჰუმანიზმი). რომში, რომელიც უკვე დაქანცული იყო არისტოკრატიის ძალადობათაგან, რიენციმ შემოიღო ძველი რომის სახალხო ტრიბუნატის რაღაც მსგავსი, მაგრამ ამით მხოლოდ გზა გაუკვალა მარადიულ ქალაქში პაპის ძალაუფლების აღდგენას. უკვე ურბანუს V-მ დაჰყო რომში 1367-70 წწ., ხოლო გრიგოლ XI 1377 წ. იქ გადაიტანა პაპების ტახტი ავინიონიდან. შემდეგ დაწყებული დიდი განხეთქილება ხელს უწყობდა არეულობებს ნეაპოლის სამეფოში, რომლის გამოც ერთმანეთს ედავებოდნენ პროვანსალელი, უნგრელი და ქვემო-იტალიელი ანჟუელები. ალბორნოსის მიერ გაერთიანებულმა საეკლესიო ოლქმა კვლავ დაშლა დაიწყო წვრილ სამფლობელოებად. ლომბარდიაში ჯანგალეაცო ვისკონტი წარმატებით მოქმედებდა რუპრეხტ პფალცელის წინააღმდეგ (1401), მაგრამ მალევე მოკვდა და მის მიერ დაასრებული სახელმწიფო დასუსტდა გაყოფებისა და ცალკეული ნაწილების ჩამოცილების შედეგად. როცა სიცილიაში ამოწყდა დინასტია, იგი 1409 წ. შემოერთებულ იქნა არაგონის მიერ, რომლის ბატონობა ალფონსო V-მ 1435 წ. განავრცო ქვემო იტალიაზეც. როცა დასასრული დაედო განხეთქილებას, პაპმა მარტინ V-მ მოახერხა რაღაც წესრიგის დამყარება საეკლესიო ოლქში; მაგრამ მისი მენაცვალის, ევგენი IV-ის დროს, უწესრიგობები განახლდა და განხეთქილებაც ისევ გამოცოცხლდა. ეს ოლქი დაწყნარდა მხოლოდ ნიკოლაუს V-ის დროს, ამასთან ერთდროულად ფლორენციაში დამკვიდრდა მედიჩების უდაო ბატონობა, მაშინ როდესაც ზემო იტალიაში უკანასკნელი ვისკონტი არაერთხელ განიცდიდა ვენეციელთა თავდასხმებს კარმანიოლას წინამძღოლობით. ეს ომები დასრულდა ზავით მილანსა და ვენეციას შორის 1433 წ., რომელსაც შემდეგ მოჰყვა ზავი მილანსა და ფლორენციას შორისაც 1441 წ. არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონის იტალიის ისტორიისთვის სიგიზმუნდისა და ფრიდრიხ III-ის ლაშქრობებს რომში (შესაბამისად, 1431-33 წწ. და 1452 წ.). მილანის საჰერცოგოში ტახტი მოიპოვა უშვილო ფილლიპ-მარია ვისკონტის კონდოტიერმა ფრანჩესკო სფორცამ (1450) და 1454 წ. ზავით დიდი ხნით დაადგინა საზღვარი მილანისა და ვენეციის სამფლობელოებს შორის. როცა 1458 წ. მოკვდა ალფონს V, ქვემო იტალია გამოყოფილ იქნა სიცილიისა და არაგონისგან მისი უკანონო ვაჟიშვილის ფერდინანდის სასარგებლოდ, რომელმაც სიფრთხილითა და ხერხიანობით მიაღწია თავისი დინასტიის დამკვიდრებას. ამ დროში, რომელსაც არ გააჩნდა დიდი პოლიტიკური მიზნები და მოძრაობანი, ხშირად ეწყობოდა შეთქმულებები მმართველობის სათავეში მდგომ პირთა წინააღმდეგ, როგორც ქვემო იტალიაში, ისე მილანსა და ფლორენციაშიც. თუმცა კი, უკანასკნელში, ლორენცო დი-მედიჩიმ მოახერხა თავისი სახლის ხელისუფლების ხელახლა დამკვიდრება; ამასთან იგი მიჰყვებოდა თავისი პაპის კოზიმოს წონასწორობის პოლიტიკას, რომელსაც, სულ მცირე, არ ჩამორჩებოდა მეცნიერებების, ხელოვნებებისა და ლიტერატურის მფარველობის საქმეში. უკანასკნელებმა მიაღწიეს მაშინ იტალიაში თავიანთ უმაღლეს აყვავებას.
III. ახალი დროება
1) საფრანგეთისა და ესპანეთის ბრძოლა იტალიაში ბატონობისთვის (1492-1559)
იტალიაში სიმშვიდის დარღვევის საბაბად იქცა საფრანგეთის მიერ განცხადებული პრეტენზიები ქვემო იტალიასა და მილანზე. ფლორენციაში ლორენცოს ადგილი ამ ხანებში დაიკავა პოლიტიკურად ვერმომწიფებულმა პიერო დე მედიჩიმ (1492), პაპის ტახტზე კი ავიდა უზნეო ალექსანდრე VI, რომელიც მხოლოდ პირადი ინტერესებით ხელმძღვანელობდა. მილანის მმართველმა, ლუდოვიკო მორომ, რომელსაც სურდა ჩამოეცილებინა თავისი ბიძაშვილი ჯანგალეაცო სფორცა და წააწყდა წინააღმდეგობას უკანასკნელის ცოლის ნათესავების, ნეაპოლიტანელი არაგონელების მხრიდან, დახმარებისთვის მიმართა საფრანგეთს. 1494 წ. ალპებიდან ჩამოსულმა კარლ VIII-მ დაიკავა ტოსკანა და რომის გავლით ნეაპოლისკენ გაემართა, ფერდინანდის ვაჟიშვილისა და მემკვიდრის, ალფონსო II-ის მიერ მიტოვებულისკენ, რომელმაც გვირგვინი გადასცა თავის ვაჟს ფერდინანდ II-ს. მილანისა და ვენეციის კავშირმა იმპერატორ მაქსიმილიანთან, რომელიც კარლ VIII-ის ზურგში შედგა, აიძულა იგი, რომ 1495 წ. ზაფხულში იტალიდან საჩქაროდ უკან დაეხია. აქ, როგორც ჩანდა, დამყარდა უწინდელი წესრიგი; მხოლოდ ფლორენციაში ჯერ კიდევ ინარჩუნებდა თავს სავონაროლას ძალისხმევით აღდგენილი რესპუბლიკა, და პიზაც წარმატებით იცავდა ფლორენციის წინააღმდეგ საფრანგეთის მიერ მისთვის დაბრუნებულ დამოუკიდებლობას. კარლ VIII-ის მენაცვალემ, ლუდოვიკ XII-მ, თავიდან თავის მხარეზე მიიზიდა ვენეცია – ზემო იტალიაში მისი სამფლობელოების გაფართოების დაპირებით, ხოლო პაპი კი – მისი ვაჟიშვილის ცეზარ ბორჯიასათვის აღმოჩენილი წყალობებით, და 1499 წ. შემოდგომაზე დაეუფლა გენუასა და მილანის საჰერცოგოს; შემდეგ იგი მოელაპარაკა ესპანეთს, რათა შეთანხმებულად დაეპყროთ ნეაპოლის სამეფო. წინა დინასტიის უკანასკნელი მეფე, ფრიდრიხ ალტამურა, 1501 წ. დანებდა გონსალვო კორდუანელს, რომელმაც საფრანგეთთან შეთანხმების მიუხედავად, მთელი სამეფო ესპანეთს დაუქვემდებარა; უფრო ადრე დაპყრობილ სიცილიასთან ერთად, იგი თვით ესპანეთის მემკვიდრეობისთვის ომამდეც კი რჩებოდა ესპანეთის პროვინციად. ამასობაში შუა იტალიაში ცეზარ ბორჯია სპობდა (ამოწყვეტდა) ბევრი ქალაქის მმართველებს, რათა შეექმა თავისთვის უფრო ვრცელი სახელმწიფო, მაგრამ მისი მამის, ალექსანდრე VI-ის სიკვდილმა, ჩაშალა მისი ძალმოსილება. მის ბოროტმოქმედებებს იტალიის ისტორიისთვის მნიშვნელობა ჰქონდათ იმ აზრით, რომ მან გაუკვალა გზა ენერგიულ პაპს იულიუს II-ს დაშლილი საეკლესიო ოლქის ხელახლა შესაქმნელად. რათა წაერთვა ვენეციისთვის მიეს მიერ მიტაცებული უბნები, იულიუს II-მ 1508 წ. შეკრა კავშირი ლუდოვიკ XII-თან და მაქსიმილიან კამბრეელთან, რომელმაც კინარამ დაღუპა კიდეც რესპუბლიკა. მაგრამ, მიაღწია რა მიზანს, იულიუს II დაუყოვნებლივ შებრუნდა თავისი უწინდელი მოკავშირეების წინააღმდეგ, შეკრა რა 1511 წ. “წმინდა ლიგა” ვენეციასთან, შვეიცარიასთან, ესპანეთთან და ინგლისთან, რისი შედეგიც გახლდათ ფრანგების განდევნა ნახევარკუნძულიდან და მილანის საჰერცოგოს აღდგენა ლუდოვიკო მოროს უფროსი ვაჟიშვილის, მაქსიმილიან სფორცას მმართველობის ქვეშ. ჯერ კიდევ იულიუს II-ის სიცოცხლეში მედიჩები კვლავ დადგნენ ფლორენციაში მმართველობის სათავეში; თუმცა კი სავონაროლას დაცემის შემდეგ რესპუბლიკა აგრძელებდა არსებობას, მაგრამ მმართველობა მიცემულ იქნა ერთი გონფალონიერის ხელში. პაპის ტახტზე ლეონ X-ის ასვლის შემდეგ განახლდა ომი ზემო იტალიაში. ლუდოვიკ XII-მ ვენეციასთან ზავის დადების შემდეგ მიმართა ახალ მცდელობას მილანის საჰერცოგოს დასაუფლებლად, ხოლო ესპანელებმა კი დაიკავეს ვენეციის სამფლობელოები მატერიკზე. რაც ვერ მოახერხა ლუდოვიკმა, ის მიღწეულ იქნა მისი მენაცვალის ფრანცისკ I-ის მიერ. 1515 წ. 13 და 14 სექტემბერს მან მარიანოსთან დაამარცხა მაქსიმილიან სფორცას შვეიცარიელები, რომელმაც ფრანცისკ I-ს მისცა მილანი ყოველწლიური პენსიის სანაცვლოდ. ამის კვალდაკვალ ლეონ X-მაც შეკრა მშვიდობა საფრანგეთთან. მაგრამ გერმანიის იმპერატორად კარლ V-ის არჩევამ ხელახლა გააჩაღა ბრძოლა იტალიისთვის მას, როგორც ესპანეთისა და ქვემო იტალიის მეფესა, და ფრანცისკ I-ს, საფრანგეთის მეფესა და ლომბარდიის მფლობელს შორის. ესპანელები, ბიკოკთან გამარჯვების წყალობით, დარჩნენ ლომბარდიაში იმ დრომდე, სანამ ზემო იტალისთვის ბრძოლის რყევანი არ დასრულდა გადაჭრით იმპერატორის სასარგებლოდ, პავიასთან გამარჯვებით (1525 წ. 25 თებერვალს); (შენიშვნა: შესაძლოა აქ წინადადების დასაწყისში ესპანელების ნაცვლად უნდა ეწეროს ფრანგები, ვინაიდან კარლ V სწორედ ესპანეთის მეფე იყო და მის გადამჭრელ გამარჯვებამდე ალბათ ფრანგები იქნებოდნენ გაბატონებული ლომბარდიაში, და არა ესპანელები. – ი. ხ.) იმპერატორის ჯარება დაიკავეს რომი და საშინლად გაძარცვეს (გააჩანაგეს) იგი (1527). ახალი ფრანგული არმია, რომელმაც შეაღწია ნეაპოლში, დაიღუპა შავი ჭირისგან; იმავე დროს საფრანგეთისგან ჩამოცილებულმა ანდრეა დორიამ იმპერატორთან კავშირში ჩართო თავისი მშობლიური ქალაქი – გენუა. ფრანცისკ I იძულებული იყო კამბრეში დადებული ხელშეკრულებით (1529) უარი ეთქვა მთელ იტალიაზე. კარლ V-მ ისევ დაადგინა ფრანჩესკო სფორცა მილანში (1529) და მშვიდობა შეკრა ვენეციასთან. ფლორენცია, საიდანაც სავონაროლას უწინდელმა მომხრეებმა კვლავ განდევნეს მედიჩები, შეუპოვარი თავდაცვის შემდეგ, იძულებული შეიქნა დანებებოდა იმპერატორის ჯარებს (1530), ხოლო 1531 წ. კი მემკვიდრეობითი ჰერცოგის სახით იქ შევიდა კარლ V-ის უკანონო ქალიშვილის ქმარი, ალექსანდრო დი მედიჩი. ბურლამაკის შეთქმულებას ლუკაში და ფიესკასი გენუაში შედეგები არ ჰქონიათ. ფრანცისკ I-ის მენაცვალის, ჰაინრიხ (ანრი) II-ის ბრძოლამ კარლ V-თან მედიჩებს ხელში ჩაუგდო კიდევ სიენა, რის შემდეგაც საფრანგეთმა დაკარგა უკანასკნელი საყრდენი წერტილი იტალიაში. კარლ V-ის მიერ ტახტზე უარის თქმის შემდეგ ჰაბსბურგების მიწების გაყოფისას, ესპანეთმა პროვინციების სახით მიიღო არა მხოლოდ სიცილია და ქვემო იტალია, არამედ ლომბარდიაც. ეს განაწილება დამტკიცებულ იქნა 1559 წ. კატო-კამბრეზიში დადებული სამშვიდობო შეთანხმებით.
2) იტალია ესპანური ბატონობისა და საფრანგეთის მზარდი გავლენის ხანაში (1559-1700)
უთვალავი დამოუკიდებელი ქალაქის ნაცვლად ახლა, ესპანური სამფლობელოების გარდა, დარჩა მხოლოდ საეკლესიო ოლქი, ტოსკანა, ვენეცია, გენუა, მონფერატ-მანტუა, ხოლო წვრილი სახელმწიფოებიდან კი: ურბინო – როვერეს ძალაუფლების ქვეშ, მოდენა-ფერარა – ესტეს ძალაუფლების ქვეშ, ლუკა და სან-მარინო; მათ შეუერთდათ კიდევ ახლად დაარსებული პარმა-პიაჩენცას საჰერცოგო ფარნეზეს ძალაუფლების ქვეშ. ყველაზე უფრო დიდი მნიშვნელობა მომავლისთვის ჰქონდა სავოიისა და პიემონტის აღდგენას, რომლებსაც უწინარეს ყოვლისა ზემო იტალიაში უნდა ემსახურათ ესპანური ბატონობისთვის საყდენად საფრანგეთის წინააღმდეგ. ერთ ხელში შეერთებულნი, ისინი იძენდნენ სულ უფრო მეტ მნიშვნელობას ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში; მაგრამ ფრანგულ-ჰაბსბურგული ბრძოლის დროს ისინი დაკავებულ იქნა საფრანგეთის მიერ. ჰაბსბურგების მხარეზე დარჩენილმა გამარჯვებამ დაუბრუნა ემანუილ-ფილიბერტს დაკარგული მიწები. ტოსკანაში, კოზიმო I-ის დროს, რომელიც პაპმა აღაზევა დიდ ჰერცოგად, განმტკიცდა ენერგიული ხელისუფლება, უკვე მისი მენაცვალის დროს, მაგრამ, დაქვეითებაში მოსულ ვენეციას, რომლის ფლოტიც, პაპის, ესპანეთისა და სავოიის ესკადრებთან ერთად, ღებულობდა მონაწილეობას საზღვაო ბრძოლაში ლეპანტოსთან (1571), მალევე ამის შემდეგ უნდა დაეთმო კვიპროსი ოსმალებისთვის. ემანუილ-ფილიბერტი ენერგიულად მართავდა მისთვის დაბრუნებულ მიწებს, და 1574 წ., ბოლოს და ბოლოს, მიაღწია იმას, რომ მისი სამფლობელოები საბოლოოდ იქნა განთავისუფლებული ესპანელებისა და ფრანგებისგან. უკანასკნელი გონზაგას სიკვდილის შემდეგ, მანტუის მემკვიდრეობისთვის ომის დროს, მონფერატის უმეტესი ნაწილი გადავიდა კარლ ნევერ-გონზაგას ხელში, რომელსაც საფრანგეთი მფარველობდა. მანამდე არცთუ დიდი ხნით ადრე თავისი არსებობა შეწყვიტა კიდევ ერთმა მცირე სამფლობელომ იტალიაში, ურბინომ, რომელიც 1623 წ. შეერწყა საეკლესიო ოლქს. ისეთივე ბედი უფრო ადრე ეწია ფერარას (1598). ამასთან ესტეს სახლს (იხ.) დარჩა მხოლოდ მოდენა და რეჯიო. მიუხედავად ამისა კურიის სამფლობელოები, რომლებშიც ამ დროის მანძილზე ენერგიული და უნარიანი მმართველები იყვნენ მხოლოდ გრიგოლ XIII და სიქსტუს V, სულ უფრო მეტად იხრებოდა დაქვეითებისკენ. ამ მთავრობის უუნარობამ სამხედრო მიმართებაში ნათლად იჩინა თავი კასტროსთვის ომში, რომელსაც ურბანუს VIII აწარმოებდა ფარნეზესთან изъ-за своихъ непотовъ, Барберини. ამის საპირისპიროდ, ვენეციის რესპუბლიკა რამდენადმე გაძლიერდა. ესპანელთა მიერ ბოროტად გამოყენებებმა სამხრეთ პროვინციებში საქმე მიიყვანა არეულობებამდე, რომელთაგან განსაკუთრებით მაზანიელოს აჯანყებამ მიიღო საკმარისად მრისხანე ხასიათი და გამოიწვია ფრანგების ჩარევა ჰერცოგ გიზის უფროსობით. საფრანგეთმა უკვე უფრო ადრე აღმართა იტალიის ჩრდილოეთ საზღვარზე დაბკოლება ესპანეთის ძალაუფლების შემდგომი განვითარებისთვის იმით, რომ წინ აღუდგა ჰაბსბურგების მიწების შეერთებას გრაუბიუნდენსა და ვალტელინში. იგი ცდილობდა დამკვიდრებას პიემონტშიც, როგორც მანტუაში; მაგრამ პირენეის ზავით (1659) კარლ-ემანუილის ძალაუფლების ქვეშ აღიარებულ იქნა მისი სამფლობელოები, ხოლო ლუდოვიკო XIV-მ კი თავისი მდგომარეობა ზემო იტალიაში განიმტკიცა კაზალეს ყიდვით, რომელიც გამორჩეული გახლდათ თავისი მნიშვნელობით. ვიქტორ-ამადეუს II შეუერთდა ევროპულ კოალიციას საფრანგეთის წინააღმდეგ (1690). ამის შემდეგ წარმოებული გაუბედავი ომი ფრანგებთან, რომლისგანაც ძლიერად დაზარალდა პიემონტი, დასრულებულ იქნა 1696 წ. 30 მაისის ხელშეკრულებით, რისვიკის ზავის მიერ დამტკიცებულით (1697), რომლის მიხედვითაც ვიქტორ-ამედეუს II-ს დაუბრუნდა თავისი მიწები, მნიშვნელოვანი პინიეროლოს ჩათვლით. ვენეცია, რომელსაც თურქებმა, გააფთრებული ბრძოლის შემდეგ, წაართვეს კრეტა, გამოვიდა მათ წინააღმდეგ ავსტრიასთან კავშირში და 1684 წ.-დან უკანვე წაართვა დალმაციის ზოგიერთი ნაწილი, კუნძულები ეგინა და სანტა-მაურა, აგრეთვე მორეაც – დაპყრობები, რომლებიც დამტკიცებულ იქნა კარლოვიცის ზავით 1699 წ.
3) ავსტრიის ჩარევა იტალიის საქმეებში; სავოიური სახლის აღზევება და ნეაპოლიტანური სამეფოს აღდგენა; განმანათლებლობის ეპოქა (1700-1792)
იტალიაში მოვლენების შემდგომ მსვლელობაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ომს ესპანეთის მემკვიდრეობისთვის და ბევრი იტალიური დინასტიის კვდომას (вымиранiе) მისი მსვლელობისა და დასრულების შემდეგ. ვიქტორ-ამადეუსი, რომელსაც თავიდან ეკავა ლუდოვიკო XIV-ისა და მისი შვილიშვილის ფილიპ V-ის მხარე, მოგვიანებით გადავიდა იმ დერჟავების მხარეზე, რომლებიც გაერთიანდნენ საფრანგეთისა და ესპანეთის წინააღმდეგ და ჰპირდებოდნენ მას მის სამფლობელოთა მნიშვნელოვან გაფართოებას. ფრანგები, ტურინთან ბრძოლის (1706) შემდეგ, იძულებულნი იყვნენ დაეცალათ მთელი ზემო იტალია; ქვემო იტალია აღიმართა ავსტრიელთა მხარეზე. კარლ IV გონზაგას მემკვიდრეობიდან ავსტრიას ერგო მხოლოდ მანტუა, ხოლო მონფერატი კი გადავიდა სავოიასთან. როდესაც იმპერატორ იოზეფ I-ის სიკვდილის შემდეგ (1711), შეიქმნა ესპანეთის, იტალიისა და ავსტრიის მიწების გაერთიანების მუქარა კარლ VI ჰაბსბურგელის ხელში, სავოიამ, ისევე როგორც ინგლისმაც, დაიწყო მოლაპრაკებები საფრანგეთთან, რომლებიც დასრულდა უტრეხტის ზავით (1713 წ. აპრილი), და რომელიც აღიარებულ იქნა ავსტრიის მიერ 1714 წ. ავსტრიამ, მანტუის გარდა, მიიღო კიდევ მილანი, ნეაპოლი და სარდინია, სავოიამ, მონფერატის გარდა – კიდევ ალესანდრია, ვალენცა, ლომელინა და სეზიის ხეობა, აგრეთვე სიცილიის სამეფო. იტალიის ამ გაყოფის შეცვლისკენ, კვლავ ავსტრიის სასარგებლოდ, საქმე წაიყვანა ალბერონის ხელმძღვანელობით წარმოებულმა, ესპანეთის თავდასხმამ სარდინიასა (1717 წ. აგვისტო) და სიცილიაზე (1718 წ. ივნისი). 1720 წ. ფილიპე V ესპანელი იძულებული იყო უარი ეთქვა კუნძულებზე, რომლებიც ახლა დარჩათ ავსტრიასა და სავოიას: პირველმა მიიღო სიცილია, მეორემ – სარდინია. ომის შემდეგ, რომელსაც იმავე დროს აწარმოებდა ვენეცია თურქებთან, მორეა, პასაროვიცში დადებული სამშვიდობო ხელშეკრულებით (1718), ისევ მიცემულ იქნა თურქებისთვის. ახალი ცვლილებები მოხდა მედიჩისა და ფარნეზეს კვდომის შედეგად და პოლონეთის ტახტისთვის ომთან დაკავშირებით, რომლის არენად ისევ უმეტეს წილად იყო იტალია. წინა ხელშეკრულებების ძალით, ანტონიუს ფარნეზეს სიკვდილის შემდეგ (1731 წ. 10 იანვარი) პარმა და პიაჩენცა დაკავებულ იქნა იმპერატორის მიერ ინფანტ დონ-კარლოს ესპანელისთვის, ხოლო პოლონეთის ტახტისთვის ომის დაწყების შემდეგ კი უკანასკნელს საფრანგეთის მხრიდან დაჰპირდნენ ნეაპოლსა და სიცილიას, პარმასა და პიაჩენცას მისი ძმის ფილიპისთვის დათმობის საზღაურად. სავოია კიდევ უფრო ადრე იყო ჩართული საფრანგეთის მხარეზე, მილანზე მისი ინტერესების გათვალისწინებით. ომი ზემო და ქვემო იტალიაში დასრულდა წინასწარი ზავით ვენაში საფრანგეთსა და ავსტრიას შორის (1735), რომლის მიხედვითაც, მარია-ტერეზიას ქმარს, ფრანც-სტეფანს, ლოტარინგიის დაკარგვის სანაცვლოდ მიეცა უფლებები ტოსკანაზე, ხოლო დონ-კარლოსი კი დამტკიცებულ იქნა ქვემო იტალიისა და სიცილიის სამეფოს მფლობელად; თუმცა კი დაადგინეს, რომ ეს სამეფო არ უნდა გაერთიანებულიყო ესპანეთთან. პარმა და პიაჩენცა, პაპის პროტესტების მიუხედავად, გადავიდა ავსტრიაში, ხოლო სარდინიის მეფე, კარლ-ემანუილ III კი უნდა დაკმაყოფილებულიყო ტორტონისა და ნოვარის შეძენით. ამის შემდეგ მოყოლილ ხანმოკლე მშვიდობიან პერიოდს დასასრული დაუდო ომმა ავსტრიის მემკვიდრეობისთვის, რომელშიც სარდინია თავიდან ისევ შეუერთდა ავსტრიის მოწინააღმდეგეებს, მაგრამ ვორმსის ხელშეკრულების მიხედვით (1743) გადავიდა მარია-ტერეზიათან კავშირში. ზემო იტალიაში ომის შედეგი გახლდათ აახენის ზავის მიხედვით ფრანც-სტეფანის აღიარება ტოსკანის დიდ ჰერცოგად, რომელიც მის ხელში გადავიდა უკანასკნელი მედიჩის სიკვდილის შემდეგ 1737 წ., ფილიფე ესპანელის უფლებების დატკიცება პარმასა და პიაჩენცაზე, რამდენიმე უბნის პიემონტისთვის შეერთება და სადაო ფინალიზე გენუის მფლობელობის დამტკიცება. უწესრიგობები გრძელდებოდა კიდევ მხოლოდ კორსიკაში, რომელიც გენუამ მიჰყიდა დასახმარებლად მოწოდებულ საფრანგეთს. ნახევარკუნძულისთვის, სიცილიასა და სარდინიასთან ერთად, აახენის ზავის შემდეგ დადგა სიმშვიდის ორმოცწლიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც, ეგრეთ წოდებული “განმანათლებლობის” გავლენით, უქმდებოდა მოძველებული საეკლესიო და ფეოდალური პრივილეგიები, გარდაიქმნებოდა კანონმდებლობა და ხდებოდა ხელისუფლების ცენტრალიზაცია. უკვე ვიქტორ-ამადეუს II-ის მიერ გაკვალულ ამ გზაზე ყველაზე უფრო ფრთხილად მიდიოდა კარლ-ემანუილ III; მით უფრო გაბედულად მოქმედებდა მეფე კარლი ქვემო იტალიაში, ტანუჩის რჩევების მიხედვით, და ტოსკანის მთავრობაც – დიდი ჰერცოგის ლეოპოლდის დროს, რომელმაც ტოსკანა მემკვიდრეობით მიიღო თავისი მამის, იმპერატორ ფრანც I-ის სიკვდილის შემდეგ. წვრილი სახელმწიფოებიდან პარმა და პიაჩენცა გატაცებული იყვნენ ამავე მოძრაობით, რომელმაც თვით ბენედიქტ XIV-ც კი აიძულა, რომ გარკვეულ დათმობებზე წასულიყო, ხოლო კლიმენტი XIV-ს კი – იეზუიტები მოასპობინა.
ვ. კრ.
4) რევოლუციური ომების პერიოდი (1792-1815)
საფრანგეთის დიდმა რევოლუციამ ძალზედ სწრაფად ჰპოვა გამოძახილი აპენინის ნახევარკუნძულის სხვადასხვა სახელმწიფოებში, სადაც ხალხის ცხოვრების მძიმე ეკონომიკურმა პირობებმა, მთავრობების უკიდურეს დესპოტიზმთან ერთად, შექმნეს ნიადაგი რევოლუციური პროპაგანდისთვის. დუღილი ადვილად იქნა ჩახშობილი, მაგრამ საბაბი მისცა საფრანგეთის მთავრობას ჩარევისთვის და იტალია აქცია ომის არენად საფრანგესა და ავსტრიას შორის. პირველი, თუკი ვიმსჯელებთ მისი დეკრეტების, მანიფესტებისა და პროკლამაციების მიხედვით, მიისწრაფვოდა იტალიისთვის თავისუფლების მოპოვებისკენ, სინამდვილეში კი ომისთვის მოწოდებულ იქნა (была вызвана къ войне) პოლიტიკური აუცილებლობით, ხოლო აგრძელებდა კი მას (დირექტორიის ხანაში) საფრანგეთის დაცარიელებული ხაზინის შესავსებად. ავსტრია, რომელიც ებრძოდა საფრანგეთს ლეგიტიმიზმის პრინციპის გულისთვის, სინამდვილეში იცავდა თავის გაბატონებულ მდგომარეობას იტალიაში. თავად ომის წინ მას ეკუთვნოდა იტალიაში მხოლოდ მილანის საჰერცოგო, რომელიც მისგან დაშორებული იყო ვენეციის ტერიტორიით; მაგრამ ტოსკანის დიდი საჰერცოგო ფაქტიურად მჭიდროდ იყო დაკავშირებული ავსტრიასთან, ხოლო ნეაპოლის მეფე ფერდინანდი კი იმყოფებოდა თავისი ცოლის, მარია-კაროლინას, მარია-ტერეზიას ქალიშვილის ძლიერი გავლენის ქვეშ. პიემონტში, რომლის მეფე ვიქტორ-ამადეუს III გახლდათ გრაფ დ’არტუას სიმამრი, ძლიერი იყო საფრანგეთის გავლენა, მაგრამ რევოლუციამ ბუნებრივად დააახლოვა ისიც ავსტრიასთან. 1792 წ. ბოლოს საფრანგეთმა ომი გამოუცხადა პიემონტს. მისი ჯარები შევიდნენ სავოიაში, სადაც, ადგილობრივი რევოლუციური პარტიის დახმარებით, დაუყოვნებლივ მოხდა მთელი სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების გარდაქმნა რესპუბლიკური სულისკვეთებით. პიემონტი, მუდმივი დამარცხებების მიუხედავად, შეუპოვრად აგრძელებდა ბრძოლას და უარი თქვა ბაზელის ზავთან შეერთებაზე. 1793 წ. თებერვალში საფრანგეთმა ომი გამოუცხადა ნეაპოლსაც. 1795 წ. ბოლოს სამხედრო იღბალი თითქოსდა გადაიხარა მოკავშირეთა (ავსტრიის, ნეაპოლისა და პიემონტის) მხარეზე, მაგრამ როდესაც მომდევნო წლის აპრილში ფრანგული არმიის სათავეში იტალიაში დაყენებულ იქნა გენერალი ბონაპარტე, ომის სასწორი ისევ საფრანგეთისკენ გადაიხარა. თუმცა კი ბონაპარტეს არმია რიცხობრივად გაცილებით უფრო სუსტი იყო პიემონტისა და ავსტრიის შეერთებულ არმიასთან შედარებით, მაგრამ, ოსტატური და გაბედული მოძრაობით მოწყვიტა რა ისინი ერთი-მეორისგან, ბონაპარტემ რამდენიმე დღეში აიძულა პიემონტი რომ დაზავებულიყო (28 აპრლს), რასაც მალე მშვიდობაც მოჰყვა. სავოია, ნიცა და რამდენიმე სასაზღვრო ციხესიმაგრე დათმობილ იქნა საფრანგეთისთვის; პიემონტი ნეიტრალიზებული შეიქნა და ბონაპარტეს შეეძლო მთელი ძალების მიმართვა ავსტრიული ჯარების წინააღმდეგ. ლოდისთან მათი დამარცხების შემდეგ (10 მაისს) ბონაპარტე შევიდა მილანში. საფრანგეთის არმიის კვალდაკვალ იქ გამოცხადდნენ იტალიელი ემიგრანტებიც იტალიის სხვა სახელმწიფოებიდან; სწრაფად წარმოიქმნა პოლიტიკური ჟურნალისტიკა, დაიწყო პოლიტიკური გარდაქმნები; მაგრამ თავისუფლების სანაცვლოდ ბონაპარტემ მოითხოვა 20.000.000 ფრანკის კონტრიბუცია და პარიზში გაგზავნა მანამდე მილანში შენახული სურათების საუკეთესო კოლექცია. ფრანგების მიერ დაწესებულმა მძიმე გადასახადებმა შესაძლებლობა მისცეს სასულიერო წოდებასა და თავადაზნაურობას გამოეწვიათ გლეხთა მოძრაობა, რომელიც მალევე ჩახშობილ იქნა. ბონაპარტე მილანიდან ისევ დაიძრა ავსტრიელი მთავარსარდლის ბოლიეს წინააღმდეგ და დაამარცხა იგი 29 მაისს მდინარე მინჩიოზე, მანტუას მახლობლად; შემდეგ იგი შეიჭრა პაპის ოლქში და ბოლონიიდან განდევნა პაპის ლეგატი. შეშინებულმა პაპმა მშვიდობა იყიდა რავენის, ანკონისა და ფერარის, 20 მილიონი ფრანკის კონტრიბუციის, მრავალი ფასეული ხელნაწერის, აგრეთვე ფერწერისა და ქანდაკების ნაწარმოებთა ფასად. შემდეგ ბონაპარტე დაიძრა ტოსკანაში და დაიპყრო ლივორნო, ამ ნავსადგურში მყოფ ყველა ინგლისურ სავაჭრო ხომალდთან ერთად. ნეაპოლის მეფემ ფერდინანდმა, რომელიც სამი წლის განმავლობაში დუნედ აწარმოებდა ომს საფრანგეთთან, იჩქარა ზავის დადება საკმარისად ხელსაყრელ პირობებზე, მაშინვე მინჩიოსთან ბრძოლის შემდეგ. ავსტრიელებზე ბონაპარტეს ახალი გამარჯვებების შემდეგ მანტუა დანებდა ფრანგებს (1797 წ. 2 თებერვალს); ამით ავსტრიული ლომბარდიის დაპყრობა დასრულებულ იქნა. დირექტორიის ნათლად გამოხატული სურვილის მიუხედავად, ბონაპარტემ, ისარგებლა რა რევოლუციური მოძრაობით მოდენაში, ამ საჰერცოგოსგან შექმნა საგანგებო “ციზალპინური რესპუბლიკა”, შეიყვანა რა მასში პაპის ოლქისგან ჩამოშორებული ბოლონია და ფერარა (1796 წ. ოქტომბერი). ამ ხანებში წარმოიშვება იტალიაში ეროვნული ერთიანობის იდეა, რომელმაც შემდგომში გამოიწვია ნახევარკუნძულის პოლიტიკური გაერთიანება. მოდენასა და რეჯიოში გამართულ კონგრესზე (1796 წ. 25 დეკემბერი), რომელიც მოწვეული იყო ბონაპარტეს მიერ კონსტიტუციის გამომუშავებისთვის, ამ იდეამ გამოიწვია კრების ენთუზიაზმი. თავად ბონაპარტემ რამდენადმე უფრო ადრე, მოდენის მოქალექეებისადმი სიტყვაში, მიუთითა იმ ზიანზე, რომელიც მოჰქონდა იტალიისთვის მის პოლიტიკურ დაქუცმაცებულობას, და მსმენელებს არწმუნებდა რომ შეერთებოდნენ მათ ძმებს, მის მიერ განთავისუფლებულებს პაპის უღლისგან. პაპის მიმოწერა, რომელიც ინტრიგებს აწყობდა საფრანგეთის წინააღმდეგ, ხელში ჩაუვარდა ბონაპარტეს და მისცა მას საბაბი ისევ პაპის ოლქში შესაჭრელად. აფასებდა რა პაპის ძალაუფლებას კათოლიკურ სამყაროზე, გამარჯვებულმა შესთავაზა მას, ისევ დირექტორიის სურვილის საწინააღმდეგოდ, მშვიდობის მეტად შეღავათიანი პირობები, რომლებიც ადასტურებდნენ უწინდელ ზავს; პაპის სულიერი ძალაუფლების თუნდაც რაიმენაირ შეზღუდვაზე ბონაპარტემ უარი თქვა. პაპი სიხარულით დაეთანხმა და სამშვიდობო ხელშეკრულება დადებულ იქნა ტოლენტინოში 1797 წ. 19 თებერვალს. შემდეგ ბონაპარტემ აიძულა ვენეციის რესპუბლიკის არისტოკრატიული მთავრობა, რომ მოეხდინა მისი რეფორმირება დემოკრატიული სულისკვეთებით; ამასთან ერთად მან მიიღო, ჩვეულებისამებრ, კონტრიბუცია და სურათების კოლექცია. 1797 წ. 18 აპრილს ლეობენში ხელმოწერილ იქნა ზავის პრელიმინარიები დამარცხებულ ავსტრიელებთან: ავსტრიამ, ნიდერლანდებისა და ლომბარდიის სანაცვლოდ, მიიღო თითქმის მთელი ვენეციის ოლქი (მდინარე ეჩის აღმოსავლეთით). 1797 წ. 17 ოქტომბერს კამპოფორმიოში დადებულ იქნა სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც ამტკიცებდა ამ პირობებს. ავსტრია დაეთანხმა ციზალპინური რესპუბლიკის მოწყობაზე ავსტრიის ლომბარდიისგან, მდინარე ეჩის დასავლეთით ვენეციის ტერიტორიისგან და პაპის ოლქის ჩრდილოეთ მხარეებისგან (ოკრუგებისგან). 1797 წ. დეკემბერში რომის ქუჩებში მოხდა შეტაკება რესპუბლიკელებსა, რომელთაც მხარს უჭერდა საფრანგეთის წარგზავნილი ჟოზეფ ბონაპარტე, და პაპის დრაგუნებს შორის, ამასთან უკანასკნელებმა მოკლეს საელჩოში მომსახურე გენერალი დიუფო. ვერ მიიღო რა დაკმაყოფილება, წარგზავნილი გამოვიდა რომიდან, ხოლო იტალიში ფრანგული ჯარების სარდალმა გენერალმა ბერტიემ კი დირექტორიისგან მიიღო ბრძანება რათა წასულიყო რომზე. რომში გამოცხადებულ იქნა რესპუბლიკა; პაპს (პიუს VI) ჩამოერთვა საერო ხელისუფლება (1798 წ. 15 თებერვალს). იგი არ დაემორჩილა ამას და უნდა გამგზავრებულიყო რომიდან თავიდან ტოსკანაში, ხოლო შემდეგ კი საფრანგეთში, სადაც მალევე აღესრულა. პიემონტში ყველა ციხესიმაგრე, მათ შორის ტურინის ციტადელიც, თანდათანობით დაკავებულ იქნა ფრანგების მიერ; შემდეგ საფრანგეთმა მოითხოვა მისგან პირდაპირი მონაწილეობა ომში ნეაპოლთან, და როცა კარლ-ემანუილ IV, ვიქტორ-ამადეუსის მემკვიდრე, ყოყმანობდა ამ მოთხოვნის შესრულებაში, იგი იძულებული შეიქნა უარი ეთქვა მთელ თავის სამფლობელოებზე მატერიკზე და წასულიყო კუნძულ სარდინიაზე. პიემონტში დაარსებულ იქნა დროებითი მთავრობა, რომელიც ექვემდებარებოდა საფრანგეთს, ხოლო პიემონტის ჯარები კი მიღებულ იქნენ ფრანგულ სამსახურში. იმავე 1798 წ. ტოსკანის დიდ ჰერცოგს ჩამოერთვა თავისი სამფლობელოები პაპისთვის მის მიერ მიცემული თავშესაფრის გამო; მისი სახელმწიფო გადაქცეულ იქნა რესპუბლიკად და დაეკისრა კონტრიბუციის გადახდა საფრანგეთის სასარგებლოდ. იგივე ხვედრი უკანასკნელმა გაიზიარა ნეაპოლის სამეფომ. უკვე დიდი ხანი იყო, რაც იგი გახლდათ ყველაზე უფრო ბნელი პოლიტიკური რეაქციის თავშესაფარი და საყრდენი; ეს იყო აზნაურებისა და სასულიერო პირების ქვეყანა, სადაც ფეოდალური წყობილება შენარჩულებული იყო განსაკუთრებული პირველყოფილი ფორმით და გლეხთა ფეოდალური ვალდებულებებიც განსაკუთრებით მძიმე იყო. ბუნებრივია, რომ ნეაპოლის სამეფო უხალისოდ ურიგდებოდა 1796 წ. ზავით შექმნილ მდგომარეობას. 1798 წ. ბოლოს იგი შეუერთდა ახალ ევროპულ კოალიციას საფრანგეთის წინააღმდეგ (ინგლისი, ავსტრია, რუსეთი, თურქეთი), და მისი ჯარები, ავსტრიელი გენერლის მაკის სარდლობით, რომელმაც შემდგომში თავისი შეცდომებითა და წარუმატებლობებით გაითქვა სახელი, დაიძრნენ პაპის ოლქზე. 29 სექტემბერს მეფემ რომი დაიკავა ისე, რომ არ შეხვედრია წინააღმდეგობა; დაუყოვნებლივ დაიწყო პოლიტიკურ დამნაშავეთა დაპატიმრებები და სიკვდილით დასჯები. თუმცა კი, რამდენიმე დღის შემდეგ მაკის ნეაპოლიტანური ჯარები ფრანგების მიერ რამდენიმე ბრძოლაში დამარცხებულ იქნენ; რომში დაიწყო სახალხო მოძრაობა, და ფერდინანდს, რომელიც მკვეხარა განწყობით მოუწოდებდა პაპს რომში დაბრუნებულიყო, საჩქაროდ მოუხდა გაქცევა. თავად ნეაპოლში საქმეთა მდგომარეობა სასოწარკვეთილებამდე იყო მისული: მოშლილობა, ურთიეთ უნდობლობა, ღალატის ეჭვები, ძლიერი სახალხო მოძრაობანი, როგორც ფრანგების წინააღმდეგ, ისე საკუთარი მთავრობისაც. მშიშარა ფერდინანდი მთელი თავისი ოჯახით გაიქცა სიცილიაზე (21 დეკემბერს), დაუტოვა რა დედაქალაქი ფრანგებს. გენერალი შამპიონე დაუყოვნებლივ შეუდგა ნეაპოლის სამეფოს გარდაქმნას პარტენოპეის რესპუბლიკად. აღმასრულებელი ხელისუფლება ორგანიზებულ იქნა დირექტორიის ნიმუშის მიხედვით, დაარსებულ იქნა საკანონმდებლო კორპუსი, რეფორმირება განიცადეს ეკონომიკურმა ურთიერთობებმა. განათლებული კლასები რეფორმას აღტაცებით შეხვდნენ, მაგრამ გლეხები, რომლებსაც ხელმძღვანელობდა სასულიერო წოდება, თითქმის ყველგან აჯანყდნენ ეკლესიისა და ტახტის დასაცავად, და დაიწყო სამოქალაქო ომი, ვანდეის ომის მსგავსი. იტალიის ჩრდილოეთში, ამასობაში, ფრანგები დამარცხებაზე დამარცხებას განიცდიდნენ. სუვოროვის გამარჯვებებმა მოკავშირეებს გაუხსნეს მილანისა და ტურინის კარიბჭენი და დასასრული დაუდეს ფრანგულ დაპყრობებს ჩრდილოეთში: ციზალპინურმა რესპუბლიკამ შეწყვიტა არსებობა, პიემონტი დაბრუნებულ იქნა თავისი მეფისთვის, ხოლო მილანი კი – ავსტრიისთვის. ნოვისთან ფრანგების დამარცხების შემდეგ იტალია დაკარგულ იქნა საფრანგეთისთვის. პარტენოპეის რესპუბლიკა ჩაღრჩობილ იქნა თავის დამცველთა სისხლში; კაპიტულაციები, რომელთა საფუძველზეც ნებდებოდნენ რესპუბლიკელები, დარღვეულ იქნა და დაიწყო ყველაზე უფრო ბარბაროსული ანგარიშსწორება რევოლუციის ყველა მომხრესთან. შემდეგ აღდგა პაპის ოლქი, თუმცა კი ერთის მხრივ ავსტრია, ხოლო მეორეს მხრივ ნეაპოლი, გამოთქვამდნენ მასზე თავიანთ პრეტენზიებს. მის მმართველობას შეუდგა პაპი პიუს VII, არჩეული კარდინალთა კონკლავის მიერ, რომელიც შეიკრიბა ვენეციაში მოკავშირეთა დაცვის ქვეშ. 1800 წ. 4 ივლისს გენერალმა მასენამ გენუა ჩააბარა ავსტრიელებს; მაგრამ ათი დღის შემდეგ ბონაპარტემ, იმ ხანად უკვე პირველმა კონსულმა მარენგოსთან დაამარცხა ავსტრიული არმია და აიძულა დაზავებაზე წასლიყო, რომლის მიხედვითაც მიიღო ჩრდილოეთ იტალიის ყველა ციხესიმაგრე მინჩიოს ნაპირებამდე. ყველგან იტალიაში რესპუბლიკელებმა წამოჰყვეს თავები, ყველგან დაიწყო ახალი სახალხო მოძრაობანი. თუმცა კი ბონაპარტე უწინდელზე უფრო ნაკლებად იყო დაინტერესებული დემოკრატიული საწყისებისა და მმართველობის რესპუბლიკური ფორმების ზეიმში. 1801 წ. 9 თებერვლის ლიუნევილის ზავმა ვენეცია ავსტრიას დაუტოვა; ტოსკანისგან შექმნა ეტრურიის სამეფო, რომელზედაც ძალაუფლება ჩააბარა პარმის ჰერცოგს; პარმა და მოდენა კი, ისევე როგორც თითქმის მთელი ჩრდილოეთ იტალია მდინარე ეჩამდე, მისცა საფრანგეთს, რომელმაც აღადგინა იქ ლიგურიისა (გენუისა, რომელიც შემდეგ მალევე შეუერთდა საფრანგეთს) და ციზალპინური რესპუბლიკები. ერთნახევარი თვის შემდეგ დადებულ იქნა ცალკე ზავი ნეაპოლთან, რომელმაც ხელუხლებლად შეუნარჩუნა ფედინანდს სამფლობელოები და ხელისუფლება და მხოლოდ მოითხოვდა მისგან ზოგიერთ რეფორმასა და პოლიტიკური დამნაშავეებისთვის ამნისტიას. იმავე 1801 წ. ბოლოს ლიონში შეიკრიბნენ ციზალპინური რესპუბლიკის წარმომადგენლები, რომლებმაც მიიღეს ახალი კონსტიტუცია ამ სახელმწიფოსთვის, გამომუშავებული ტალეირანის მიერ, და პრეზიდენტად 10 წლის ვადით, ხელმეორედ არჩევის უფლებით, აირჩიეს ნაპოლეონ ბონაპარტე. მან დაუყოვნებლივ გადაარქვა რესპუბლიკას სახელი და უწოდა იტალიის რესპუბლიკა, რითაც ხაზი გაუსვა თავის თანაგრძნობას იტალიელი პატრიოტების მისწრაფებებისადმი. სამი წლის შემდეგ, როცა ნაპოლეონი იმპერატორი გახდა, მან იტალიის რესპუბლიკას შემოუერთა საფრანგეთის იტალიური სამფლობელოები და მიიღო იტალიის მეფის ტიტული, თავზე დაიდგა რა ლომბარდიის რკინის გვირგვინი. ნაპოლეონის გერი, ევგენი ბოგარნე, შეიქნა ვიცე-მეფედ. ავსტრიასთან ახალი ომის შემდეგ პრესბურგის ზავის მიხედვით (1805 წ. 27 დეკემბერი) იტალიის სამეფოსადმი შემოერთებულ იქნა ავსტრიული სამფლობელოები – ვენეცია, ისტრია და დალმაცია. პატარა რესპუბლიკა ლუკა, ტერიტორიულად გაფართოებული პრესბურგის ზავის მიხედვით, გარდაქმნილ იქნა სამთავროდ, და მისი მმართველობა დაევალა ნაპოლეონის დას, ელიზა ბაჩიოკის. მაშინვე (1805 წ. დეკემბერში) ნაპოლეონმა დეკრეტით გამოაცხადა ფერდინანდ ნეაპოლიტანელის დამხობა, რომელმაც არ შეასრულა ზავის პირობები; ფერდინანდი ისევ გაიქცა სიცილიაში, ხოლო ნეაპოლის გვირგვინი კი მიეცა ჟოზეფ ბონაპარტეს, იმპერატორის ძმას (1806). ორი წლის შემდეგ, როცა ჟოზეფ ბონაპარტემ მიიღო ესპანეთის ტახტი, ნეაპოლის მეფედ შეიქნა ნაპოლეონის სიძე, იოაჰიმ მიურატი (1808). ეტრურია, რომლის მმართველმაც შეურაცხჰყო ნაპოლეონი, გახსნა რა ლივორნო ინგლისური ფლოტისთვის, შეერთებულ იქნა საფრანგეთთან (1808), და მის რეგენტად დადგენილ იქნა ელიზა ბაჩიოკი. პაპს ჩამოერთვა საერო ხელისუფლება და მისი ოლქი შეუერთდა საფრანგეთს (1809 წ. 16 მაისს), რომი აღიარებულ იქნა იმპერიის მეორე ქალაქად, პაპს დაენიშნა ყოველწლიური შემოსავალი 2 მლნ. ფრანკის ოდენობით, მონასტრები გააუქმეს, მღვდელმსახურთა უმრავლესობა კი გაათავისუფლეს. ამრიგად იტალია დაიშალა სამ ნაწილად: ჩრდილო-დასავლეთად (პიემონტის ნაწილი, გენუა, ლუკა, ტოსკანა, პაპის ოლქის დიდი ნაწილი), რომელიც სხვადასხვა საწყისებზე შეერთებულ იქნა საფრანგეთთან; ჩრდილო-აღმოსავლეთად – იტალიის სამეფოდ, რომელსაც ჩამოეჭრა ტრიესტი და ისტრია, და, ბოლოს, ნეაპოლის სამეფოდ. კუნძულები სარდინია და სიცილია დარჩა სავოიური და ბურბონთა ძველი დინასტიების მმართველობის ქვეშ. მთელი თვითნებობისას, რომლითაც ნაპოლეონი ექცეოდა იტალიას, მთელი მისი გამომძალველობისა და მის მიერ წარმოებული ომების გამაკოტრებლობისას, მის მიერ აღსრულებული გადატრიალება სასიკეთო იყო იტალიისთვის: მისი წყალობით დაემხო ფეოდალური სამართალი, შემოღებულ იქნა საკონსტიტუციო დაწესებულებანი, მნიშვნელვნად გაფართოვდა ბეჭდური სიტყვის თავისუფლება; მოხდა სისხლისა და სამოქალაქო სამართლის რეფორმირება, გამარტივდა და გაუმჯობესდა მართლმსაჯულების წარმოება, გაიზარდა პირადი თავისუფლება, მრეწველობა და ვაჭრობა განთავისუფლებულ იქნენ ბევრი მათი შემავიწროვებელი პირობისგან და შესამჩნევად გამოცოცხლდნენ. ამ პერიოდში წარმოიქმნა და განვითარდა იტალიის ერთიანობის იდეაც.
1814 წ. ნაპოლეონი დაეცა; პარიზის ტრაქტატმა (30 მაისი) იტალიურ სახელმწიფოთა უმეტესი ნაწილი ზოგიერთი ცვლილებით აღადგინა 1792 წ. საზღვრებში და განდევნილი მეფეები დააბრუნა თავიანთ ტახტებზე. გენუის რესპუბლიკა შეერთებულ იქნა პიემონტთან, ვენეცია დარჩა ავსტრიას. მხოლოდ ნეაპოლში რჩებოდა მეფედ ნაპოლეონის სიძე იოაჰიმ მიურატი, რომელმაც უღალატა თავის იმპერატორს, ორჯერ (1812 წ. და, შერიგების შემდეგ, 1813 წ.) დატოვა მისი არმია და დადო სეპარატიული ხელშეკრულება ავსტრიასთან. როცა ნაპოლეონი გაიქცა კუნძულ ელბადან საფრანგეთში, მეფე იოაჰიმი დადგა მის მხარეზე და ჯარით შეიჭრა აღდგენილ პაპის ოლქში, მაგრამ დამარცხებულ იქნა ტოლენტინოსთან ბრძოლაში (2 მაისს). ამის შემდეგ იგი გაემართა საფრანგეთში, ნეაპოლი კი, 23 მაისს, დაიკავა მისმა უწინდელმა მეფემ ფერდინანდმა. ვატერლოოს შემდეგ მიურატმა მიმართა სასოწარკვეთილ მცდელობას გადამსხდარიყო ნეაპოლის ნაპირზე ბურბონების წინააღმდეგ რევოლუციის გამოწვევის მიზნით, მაგრამ იგი შეიპყრეს, გაასამართლეს სამხედრო სასამართლოს მიერ და დახვრიტეს 1815 წ. 15 ოქტომბერს. ვენის კონგრესზე იტალიის რუკა კვლავ გადახედილ იქნა ევროპული დერჟავების მიერ, პარიზის მეორე ზავის მიხედვით მასში შეიტანეს ზოგიერთი არაარსებითი ცვლილება, და საბოლოოდ ამ ქვეყნის ბედი გადაწყდა შემდეგნაირად: ავსტრიამ, ვენეციის გარდა, უკნავე მიიღო ლომბარდია; პიემონტმა მიიღო გენუა, სავოიის რამდენილე ოლქის (ოკრუგის) სანაცვლოდ, რომლებიც დაუთმო საფრანგეთს; აღდგენილი პაპის ოლქისგან ავსტრიის სასარგებლოდ ჩამოცილებულ იქნა სამფლობელოები მდინარე პოს მარცხენა ნაპირის გაყოლებაზე. მოდენას საჰერცოგო მიეცა ფრანცისკ IV-ს, განდევნილი ჰერკულეს ესტეს შვილიშვილს, ავსტრიის იმპერატორის ნათესავს; ტოსკანა მიეცა უკანასკნელის ძმას, ერცჰერცოგ ფერდინანდს, ლუკა – კარლ II-ს (ესპანელი ბურბონების სახლიდან), პარმის სანაცვლოდ, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მფლობელობაში მიეცა ნაპოლეონის ცოლს – მარია-ლუიზას; მისი სიკვდილის შემდეგ საჰერცოგო უნდა გადასულიყო კარლ II-თან. სან-მარინოს რესპუბლიკა და მონაკოს სამთავრო აღდგენილ იქნენ. ამრიგად რევოლუციური ომების პერიოდი დასრულდა უწინდელ მდგომარეობასთან დაბრუნებით: მხოლოდ ავსტრიამ მიიღო თავის სამფლობელოთა არსებითი მატება აპენინის ნახევარკუნძულზე, ხოლო ვენეციამ და გენუამ კი შეწყვიტეს დამოუკიდებელი პოლიტიკური არსებობა. მაგრამ ეროვნული იდეა არ გამქრალა; თავისუფლების შესახებ მოგონებები იწვევდა მუდმივ სახალხო მოძრაობებს, რომლებმაც, ბოლოს და ბოლოს, საქმე მიიყვანეს 1848 წ. რევოლუციამდე და იტალიის გაერთიანებამდე.
5) რეაქციის პერიოდი (1815-1848)
რესტავრაციის შემდეგ ყველგან იტალიაში დაიწყო უსასტიკესი რეაქცია. ტონს იძლეოდა ავსტრია. რევოლუციური პერიოდის მთელი შენაძენები, შეძლების და მიხედვით, მოსპობილი იყო, ხოლო კონსტიტუციური დაწესებულებები კი გაუქმებული, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ჩვეულებრივი და საგანგებო ბიუროკრატიული სამსჯავროებით შეცვლილი; მმართველობის პატრიარქალურ-ბიუროკრატიული სისტემის დასაცავად მოუხდათ პოლიციისა და ჯაშუშობის აღზევება იტალიაში მანამდე ჯერ კიდევ გაუგონარ ხარისხამდე. საპოლიციო ხელისუფლებანი იტალიის ყველა სახელმწიფოში უმჭიდროეს კავშირში იმყოფებოდნენ ურთიერთ შორის; ამ სფეროში მიღწეულ იქნა ყველაზე უფრო სრული ერთიანობა. განახლდა უმკაცრესი ცენზურა. ათასობით ადამიანი ხვდებოდა კაზემატებში, თუკი თავს დააღწევდნენ სიკვდილით დასჯას, ან უცხო ქვეყნებში უნდა ეძიათ თავშესაფარი. მონასტრები აღდგენილ იქნა პაპის ოლქში და, ნაწილობრივ კი, სხვა იტალიურ სახელმწიფოებშიც; ფრანგული სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსების ადგილი დაიკავეს ქაოტურმა საეკლესიო დადგენილებებმა; ყველგან გაუქმდა ფრანგული სამოქალაქო კანონმდებლობა და აღდგა ძველი, რომელიც აგებული იყო უმაღლესი წოდებებისადმი მფარველობაზე; სისხლის სამართლის კანონმდებლობაში აღადგინეს სასტიკი სასჯელები, სულ მცირე ქაღალდზე მაინც, ოთხად გაკვეთისა და ბორბალზე წამების ჩათვლით (პიემონტში ისინი პრაქტიკაში არ გამოუყენებიათ). ხარკის (გადასახადების) სისტემა მეტად დამამძიმებელი შეიქნა მოსახლეობის მასებისთვის. წინამორბედ პერიოდში თითქმის მთლიანად მოსპობილი ყაჩაღობა საშინლად გაძლიერდა, ხოლო უპირატესად პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა დევნისთვის მოწყობილი პოლიცია კი მის წინააღმდეგ უძლური გახლდათ. რეაქცია ყველაზე უფრო მკაცრად ბატონობდა პაპის ოლქში (კიდევ უფრო ძლიერი შეიქნა იგი პიუს VII-ის გარდაცვალებისა და ლეონ XII-ის არჩევის შემდეგ, 1823 წ.), პიემონტსა და ავსტრიულ სამფლობელოებში. რამდენადმე უფრო რბილი გახლდათ იგი ტოსკანაში და პირველ ხანებში ნეაპოლის სამეფოშიც (რომელიც 1815 წ. შემდეგ იქცა “ორივე სიცილიის სამეფოდ”), სადაც დედოფალ კაროლინას სიკვდილის შემდეგ (1814), ფერდინანდი (სამეფოს გადარქმევის შემდეგ იწოდებოდა უკვე არა მეოთხედ, არამედ პირველად) აღარ იჩენდა უწინდელ ენერგიას. ნეაპოლში ყველაზე უფრო ძლიერად გავრცელდა კარბონარების (იხ.) რევოლუციური საზოგადოება. მთავრობა ცდილობდა წინ აღდგომოდა მათ კალდერარების (მესპილენძეთა) სხვა საზოგადოების მოწყობით, მაგრამ იგი არაფერს არ იწვევდა, დაცინვის გარდა. 1820 წ. ესპანეთის რევოლუციამ დაუყოვნებლივ ჰპოვა გამოხმაურება ნეაპოლში; ივლისში იქ იფეთქა აჯანყებამ, უპირატესად ჯარების გარემოში; მას სათავეში ჩაუდგა გენერალი პეპე. მთავრობის ნელი მოქმედებები და გაუბედაობა ხელს უწყობა მის სწარფ გავრცელებას; ამბოხების დაწყებიდან ხუთი დღის შემდეგ მემკვიდრე პრინცმა ფრანცისკმა, რომელსაც შეშინებულმა მეფემ გადასცა მმართველობა, გამოაცხადა ნეაპოლისთვის მის ოლქთან ერთად (მაგრამ არა სიცილიისთვის) ეგრეთ წოდებული “1812 წ. ესპანური კონსტიტუცია”, პეპე დანიშნა ნეაპოლის ჯარების მთავარსარდლად და კონსტიტუციონალისტებისგან დააარსა სამთავრობო იუნტა. მეფემ საზეიმოდ შეჰფიცა კონსტიტუციას – მაგრამ ეს ფიცი, წერდა იგი ავსტრიის იმპერატორს, იძულებითი იყო, და ამიტომ არ ჰქონდა მნიშვნელობა. 14 ივლისს აჯანყება სრუტის გავლით სიცილიასაც გადაეცა; აქ მან მიიღო უფრო მეტად სახალხო ხასიათი, ვიდრე სამხედრო, უფრო მეტად რადიკალური თავისი მოთხოვნების მიხედვით, უფრო მეტად სისხლიანი და შეუპოვარი თავისი ხასიათით. ამბოხების დაწყნარება მოახდინა უკვე ახალმა, ლიბერალურმა სამინისტრომ; ესპანური კონსტიტუცია გავრცელდა სიცილიაზეც. პარლამენტმა დაიწყო თავისი სხდომები, მმართველობის ხასიათი შეიცვალა. მაგრამ საღვთო კავშირს არ სურდა აბსოლუტიზმის დამარცხების დაშვება, სადაც არ უნდა ყოფილიყო ეს. კონგრესზე ლაიბახში მიწვეულ იქნა ფერდინანდიც. გამგზავრების წინ მან კვლავ იკისრა ვალდებულება, რომ კონსტიტუციას დაიცავდა – და კვლავ მისწერა უცხოელ ხელმწიფეებს, რომ ამ ვალდებულებას ძალა არ გააჩნია. კონგრესზე იგი სიხარულით დაეთანხმა უცხოურ ჩარევას მისი აბსოლუტური ხელისუფლების აღსადგენად, და იტალიაში დაბრუნდა ავსტრიულ ჯართან ერთად. 1821 წ. 7 მარტს ნეაპოლის ჯარები დამარცხებულ იქნენ რიეტისთან; პანიკამ სწრაფად მოიცვა ჯარიცა და ხალხიც. ავსტრიელთათვის ძნელი არ ყოფილა დედაქალაქში შესვლა და იქ თავიანთი მოკავშირის აღდგენა. პარლამენტი, სუსტი პროტესტის შემდეგ, დაიშალა; სასახლის კარზე დაიწყო ზეიმები, ქვეყანაში კი დაპატიმრებანი და სიკვდილით დასჯები. რიეტისთან ბრძოლიდან სამი დღის შემდეგ აჯანყებამ იფეთქა პიემონტში. შეთქმულები, რომელთა სათავეშიც იდგა მაიორი სანტაროზა, აწარმოებდნენ საიდუმლო მოლაპარაკებებს კარლ-ალბერტთან, კარინიანის პრინცთან, სავოიური სახლის უმცროსი შტოს ჩამომავალთან, ტახტის სავარაუდო მეკვიდრესთან როგორც მეფის, ისევე მისი ძმის უშვილობის გამო. არ დალოდებიან რა პრინცის თანხმობას, შეთქმულებმა დაიწყეს ამბოხება, ალესანდრიაში ციტადელის აღებით. შეშინებულმა მეფე ვიქტორ-ემანუილმა უარი თქვა ტახტზე თავისი ძმის, კარლ-ფელიქსის სასარგებლოდ, ხოლო მისი არყოფნის გამო რეგენტად დანიშნა კარინიანის პრინცი. მან გამოაცხადა ესპანური კონსტიტუცია, ჩამოაყალიბა სამინისტრო, რომელშიც შევიდა სანტაროზაც, ხოლო შემდეგ კი გაიქცა საზღვარგარეთ, პროტესტს აცხადებდა რა ვითომდა მასზე განხორციელებული ძალადობის გამო (21 მარტს). ამ დროს პიემონტში შევიდნენ ავსტრიული პოლკები. სანტაროზა დამარცხებულ იქნა ნოვარასთან (8 აპრილს), კონსტიტუცია დაუყოვნებლივ იქნა გაუქმებული, ხოლო კარლ-ფელიქსი კი ტურინში შევიდა შეუზღუდავი მონარქის სახით.
რეაქციამ, რომელიც მოჰყვა 1820-21 წწ. მოვლენებს, ვერ ჩაახშო რევოლუციური მისწრაფებანი და საიდუმლო საზოგადოების საქმიანობა. საფრანგეთში ივლისის რევოლუციამ და მმართველობის შეცვლამ იტალიაშიც აღაგზნეს იმედი ამ ქვეყნის დახმარებაზე; იტალიელი კარბონარები მუდმივ ურთიერთობებში იმყოფებოდნენ ფრანგ რევოლუციონერებთან (ლაფაიეტთან და სხვებთან). რევოლუციამ თავისი გამოძახილი ყველაზე უფრო მეტად ჰპოვა პაპის ოლქში, სადაც მის შემდეგ მალევე მოკვდა პაპი პიუს VIII (რომელმაც ლეონ XII-ის ადგილი დაიკავა 1829 წ.), და წვრილ საჰერცოგოებშიც. მოდენის ჰერცოგი ფრანცისკ IV ვენაში უნდა გაქცეულიყო, მაგრამ მოასწრო მოდენას რევოლუციონერთა ბელადის, მენოტის დაპატიმრება და თან წაყვანა (შემდგომში იგი სიკვდილით იქნა დასჯილი); მარია-ლუიზა პარმელი გამაგრებულ პიაჩენცაში დაიმალა (1831 წ. თებერვალი). პაპის ოლქის ბევრ ადგილას პაპის საერო ხელისუფლება აღიარებულ იქნა მოსპობილად. პაპმა გრიგოლ XVI-მ, რომელმაც ვერც ძალით, ვერც ეშმაკობით ვერ შეძლო რევოლუციონერებთან გამკლავება, მიმართა ავსტრიას – და ორი თვის შემდეგ ჰერცოგებს უკვე შეეძლოთ დაბრუნება თავიანთ საჰერცოგოებში, პაპს შეეძლო საკუთარი თავის უსაფრთხოდ ჩაეთვალა. მაგრამ ივლისის რევოლუციამ მაინც რამდენადმე შეცვალა საქმეთა მდგომარეობა იტალიაში. საფრანგეთმა პაპის მთავრობისგან, მისთვის კრიტიკულ მომენტში, მოითხოვა ვალდებულება, რათა ებოძებინა ამნისტია და ზოგიერთი რეფორმაც; პირობა მიცემულ იქნა, მაგრამ მალე უკანვე წაღებული, როგორც კი ბედმა პაპისკენ იცვალა პირი. აჯანყებამ ისევ იფეთქა, მაგრამ ისევ ავსტრიული ჯარები გადავიდნენ საზღვარზე (1832 წ. 1 იანვარს). ამჯერად კაზიმირ პერიემ დაინახა ევროპული წონასწორობის დარღვევა ავსტრიის მუდმივ გავლენაში აპენინის ნახევარკუნძულის ბედზე, და გაგზავნა იქვე ფრანგული ჯარებიც, რომლებმაც დაიპყრეს ანკონა. მაგრამ ამ პროტესტით შემოიფარგლა კიდეც საფრანგეთი: ავსტრიამ ჩაახშო აჯანყება, პაპის ოლქი დარჩა რეფორმების გარეშე, ამბოხებულები სიკვდილით იქნენ დასჯილი; მხოლოდ ოკუპაცია გრძელდებოდა 6 წელიწადს, სანამ ორივე დერჟავის ჯარები არ იქნენ გაყვანილი პაპის ოლქიდან. ისევ დაიწყო რეაქცია, რომელიც საკვებს პოულობდა რევოლუციურ საზოგადოებათა საქმიანობასა და რევოლუციურ აფეთქებებში, რომლებიც ამოხეთქავდა ხოლმე 1831-48 წწ. მთელი პერიოდს განმავლობაში. ამ პერიოდის არსებით განსხვავებას წინამორბედისგან წარმოადგენდა ის ახალი ფაქტი, რომ მეზობელ საფრანგეთში გაიზარდა მოკავშირე და მეგობარი იტალიელი ნაციონალისტებისთვის. იქ პოულობდნენ თავიანთთვის თავშესაფარს იტალიელი ემიგრანტები. 1831 წ. მარსელში დაარსებული და იტალაში გავრცელებული საიდუმლო საზოგადოების “ახალგაზრდა იტალიის” მეთაური მაძინი, იტალიიდან განდევნილი, უმეტეს წილად ცხოვრობდა საფრანგეთში, აწყობდა რა შეთქმულებებს და ამზადებდა რევოლუციურ ექსპედიციებს, რომლებიც ყოველთვის უიღბლოდ მთავრდებოდა. მეორეს მხრივ, ავსტრიის მოქმედებათა სახემ ნათლად დაამტკიცა, რომ რეაქციას იტალიაში სული უდგას მხოლოდ მისით, და ამიტომ უცხოელებთან ბრძოლა, ნაციონალისტებისთვის პირველ პლანზე დადგა. ეს უახლოესი ამოცანა, ბუნებრივია, საკუთარ თავზე უნდა აეღო პიემონტს, ავსტრიის უახლოეს მეზობელსა და ძველ მეტოქეს. 1831 წ. პიემონტის ტახტზე ავიდა კარლ-ალბერტ კარინიანელი, უკიდურესად პატივმოყვარე ადამიანი, მაგრამ თვალთმაქცი და ეშმაკი. მუდმივად მერყევი მეფის პირადი ხასიათი და პირობები, რომლებშიც იგი იმყოფებოდა, ხელს უშლიდნენ მას იმაში, რომ თანამიმდევრული ყოფილიყო; რეაქცია ცვლიდა ლიბერალიზმის ხანმოკლე პერიოდებს, ამუხრუჭებდა რა გაერთიანების საქმეს. კარლ-ალბერტით უკმაყოფილება აიძულებდა ზოგიერთ პატრიოტს (ჯობერტის, ბალბოს, სილვიოს, პელიკოს), რომ იმედით მიეპყროთ მზერა პაპზე, როგორც თავისუფლების შესაძლო დამცველზე. და მართლაც, პიუს IX-ს, რომელიც გრიგოლ XVI-ის ნაცვლად იქნა არჩეული 1846 წ., თავიდან თითქოსდა სურდა ამ იმედების გამართლება. მან ამნისტია უბოძა პოლიტიკურ დამნაშავეებს, თანხმობა მისცა რკნიგზების მშენებლობაზე, ერისკაცები დაუშვა სახელმწიფო თანამდებობებზე, მოახდინა რომის მუნიციპალიტეტის რეფორმირება და შემოიღო ზოგიერთი სხვა რეფორმაც. ასეთი საქმიანობა ეწინააღმდეგებოდა ყველაფერს, რის მოლოდინსა და რის ნახვასაც მიეჩვივნენ პაპების ხელისუფლებისგან, და გამოიწვია ავსტრიის გაღიზიანება, რომელმაც მასში დაინახა – და სავსებით საფუძვლიანადაც – მუქარა იტალიის სიმშვიდისთვის. მან დაიკავა ფერარა; ოკუპაცია, რომელიც 1831 წ. მიმართული იყო რევოლუციონერების წინააღმდეგ, ახლა მიმართულ იქნა პაპის წინააღმდეგ. პაპმა პროტესტი განაცხადა, რომელიც შედეგების გარეშე დარჩა.
6) რევოლუცია და სამეფოს გაერთიანება (1848-70)
პაპის რეფორმატორულმა საქმიანობამ უწინარეს ყოვლისა გამოძახილი ჰპოვა სიცილიაში, სადაც ხალხში დაიწყო დუღილი, რომელიც აჯანყებაში გადაიზარდა (1848 წ. იანვარი). სამთავრობო ჯარების მიერ პალერმოს დაბომბვის მიუხედავად, აჯანყება წარმატებით იქნა დაგვირგვინებული: განდევნეს გარნიზონები და დროებითი მთავრობაც ჩამოაყალიბეს. აჯანყება გადაეცა ნეაპოლსაც; ფერდინანდ II, ფერდინანდ I-ის († 1825, ფრანცისკ I † 1830) შვილიშვილი დაპირდა ხალხს კონსტიტუციას და ჩამოაყალიბა ლიბერალური სამინისტრო. დაპირება აღსრულებულ იქნა 1848 წ. 10 თებერვალს. ამ მაგალითს მიჰყვა ლეოპოლდ ტოსკანელი და გამოაცხადა კონსტიტუცია (15 თებერვალს) თავისი საჰერცოგოსთვის, ხოლო მის შემდეგ კი კარლ-ალბერტიც (4 მარტს). ათი დღის შემდეგ პიუს IX-მ შემოიღო თავისი ოლქის საერო საქმეთა კონსტიტუციური მმართველობა, გამოაცალკევა რა მათგან საეკლესიო საქმეები, რომელთათვისაც შენარჩუნებულ იქნა მმართველობის ძველი სისტემა. თუმცა კი დაგვიანებულ ზომებს რევოლუციის თავიდან აცილება უკვე აღარ შეეძლოთ; მას ბიძგი მისცეს მოვლენებმა საფრანგეთსა და ავსტრიაში. ავსტრიულ იტალიაში რევოლუციონერები, არცთუ წარუმაებლად, ეწეოდნენ ავსტრიული თამბაქოს არმოწევის, სახელმწიფო ლატარეის ბილეთების ყიდვისგან თავის შეკავებისა და ამის მსგავს პროპაგანდას, როგორც ბრძოლის ილეთებისა, რომელთაც მიზნად ჰქონდათ ავსტრიული ფინანსებისთვის ძირის გამოთხრა. 1848 წ. იანვარში მილანის ქუჩებში ბრბო თავს დაესხა თამბაქოს მწეველ ოფიცერთა პატარა ჯგუფს; მოუხდათ ჯარების გამოძახება და ქუჩის სკანდალი მთელ ამბოხებაში გადაიზარდა. საალყო მდგომარეობამ ვერ აიცილა თავიდან ახალი აჯანყება მილანში (18 მარტს), რომლის საბაბიც მისცა ცნობამ ვენაში რევოლუციის შესახებ. ავსტრიელმა ფელდმარშალმა რადეცკიმ, რომელიც ამ მოულოდნელმა აჯანყებამ დააბნია, ბრძოლა მისცა მილანის ქუჩებში, რომელიც 4 დღეს გრძელდებოდა. 22 მარტს გავრცელდა არასწორი ცნობა, რომ პიემონტის ჯარები უახლოვდებიან მილანს. რადეცკიმ იმავე ღამეს ვერონასკენ უკან დაიხია. სინამდვილეში, პიემონტმა ავსტრიას ომი გამოუცხადა მხოლოდ 24-ში. ამ ომმა გამოიწვია დიდი აღფრთოვენება მთელ ქვეყანაში. ყოველი მხრიდან დაიწყო მოხალისეთა ბრბოების მოდინება, რომლებიც დგებოდნენ პიემონტის დროშების ქვეშ, ხოლო შემდეგ ამ დინებამ, მათი ნების წინააღმდეგ, იტალიურ სახელმწიფოთა მმართველებიც კი გაიტაცა. ავსტრიის წინააღმდეგ ჯარები გაგზავნილ იქნა (ომის ფორმალურად გამოცხადების გარეშე) ტოსკანადან, ნეაპოლიდან, თვით რომიდანაც კი, ასე რომ პაპის მთავრობა პირველად იბრძოდა ხალხის თავისუფლებისთვის. მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა: 29 აპრილს პაპმა, კარდინალებისადმი მოწოდებაში, გამოთქვა საყვედური ომისადმი ავსტრიის წინააღმდეგ, და განაცხადა, რომ მისი ჯარები გამოვიდნენ ოლქის ხელშეუხებლობის დაცვის ერთადერთი მიზნით. ამ მომენტიდან იწყება გადამწყვეტი შემობრუნება პიუს IX-ის პოლიტიკაში; პატრიოტების სიყვარული და პატივისცემა პაპისადმი სწრაფად იცვლება სიძულვილით. პაპის მაგალითით განმხნევებულმა ფერდინანდმა უკან გამოიწვია თავისი ჯარები და დაითხოვა სახალხო კრება. ჯარის მნიშვნელოვანმა ნაწილმა, 15000 ადამიანამდე, უარი თქვა დამორჩილებოდა მის ბრძანებებს და მთავარ უფროსთან, გენერალ პეპესთან ერთად, შეუერთდა კარლ-ალბერტს. მაგრამ, საომარ მოქმედებათა მსვლელობა, სულაც ვერ ამართლებდა პატრიოტების მოლოდინს, კარლ-ალბერტი ეწინააღმდეგებოდა ხალხის შეიარაღების ყველა მცდელობას, იმედოვნებდა რა იტალიის ეროვნული ერთიანობის მოპოვებას ხალხის გარეშეც, მხოლოდ თავისი არმიით. ამასობაში მისი არმია, ცალკეულ ბრძოლებში გამარჯვებების გვერდით, განიცდიდა სასტიკ დამარცხებებსაც (სანტა-ლუჩიასთან 6 მაისს, კუსტოცთან 25 ივლისს). 5 აგვისტოს გათენების ღამეს კარლ-ალბერტი საიდუმლოდ გაიქცა განთავისუფლებული მილანიდან, რათა თავი გადაერჩინა იმდენადვე ავსტრიელებისგან, რამდენადაც ასევე მილანელებისგან, რომლებიც აღშფოთებულნი იყვნენ მასზე ომის უუნაროდ წარმოებისა და ორაზროვანი პოლიტიკის გამო. ლომბარდიის დედაქალაქში ისევ შემოვიდა რადეცკი. მხოლოდ საფრანგეთისა და ინგლისის წინაშე შიშმა აიძულა იგი, რომ დაზავებაზე დათანხმებულიყო, რომელიც 7 თვეს გრძელდებოდა. ომი, რომელიც განახლდა 1849 წ. მარტში, დასრულებულ იქნა 5 დღეში; ნოვარაში სასტიკად დამარცხებულმა (23 მარტს) კარლ-ალბერტმა უარი თქვა ტახტზე ვაჟიშვილის ვიქტორ-ემანუილ II-ის სასარგებლოდ და საზღვარგარეთ გაიქცა. ორივე სიცილიის სამეფოში, უპირატესად კუნძულ სიცილიაზე, მთელი ამ დროის განმავლობაში გრძელდებოდა სისხლიანი ბრძოლა, რომელიც გამოწვეული, ან სულ მცირე, გამწვავებული მაინც იყო პალატის დათხოვნით. მესინას დაბომბვამ ფერდინანდ II-ს მოუტანა მეფე-ბომბის ზედმეტსახელი. პოლონელ მეროსლავსკის უცხოური რევოლუციური ლეგიონის კატანიასთან დამარცხების შემდეგ (1849 წ. 6 აპრილს) ქალაქი პალერმო აღებულ იქნა და აჯანყებაც ჩახშობილი. აჯანყება რომში გამოწვეული იყო რყევებით პაპის პოლიტიკაში; დაიწყო იგი 1848 წ. 15 ნოემბერს, პაპის მინისტრის როსის მკვლელობით, და შედეგად მოჰყვა პაპის გაქცევა რომიდან, ხოლო შემდეგ კი “რომის რესპუბლიკის” გამოცხადებაც (1849 წ. თებერვალი); მას სათავეში დროებით ჩაუდგა ტრიუმვირატი, რომლის წევრიც გახლდათ მაძინი. მაგრამ ავსტრიას, რომელსაც პიემონტზე გამარჯვების შემდეგ ხელები გახსნილი ჰქონდა, და ნეაპოლს, რომელმაც ჩაახშო აჯანყება, არ შეეძლოთ მოეთმინათ თავიანთი საზღვრების ახლოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმოქმნა, ლუდოვიკ-ნაპოლეონი, რომელიც ადრე მეგობრობდა კარბონარებთან, ახლა ეძიებდა საყრდენს კლერიკალურ და კონსერვატიულ სფეროებში და არ სურდა პაპის აღდგენის პატივის ავსტრიისთვის დათმობა; ამიტომ საკანონმდებლო კრების მნიშვნელოვანი ნაწილის გააფთებული წინააღმდეგობის მიუხედავად, მან რომში ჯარი გაგზავნა. 1849 წ. 3 ივლისს, გააფთრებულიო წინააღმდეგობის შემდეგ, რომი ფრანგების მიერ აღებულ იქნა; რესპუბლიკური მთავრობის მიერ მიღებული მთელი ზომები (საეკლესიო მამულების სეკულარიზაცია, წვრილ-წვრილ ნაკვეთებად მათი იჯარით დარიგება და სხვა) გაუქმდა; თავად პაპის მიერვე ბოძებული კონსტიტუციის აღდგენის შესახებ ლაპარაკიც კი არ ყოფილა; აღდგენილ იქნა ინკვიზიცია. თვით ლუდოვიკ-ნაპოლეონიც კი პროტესტს აცხადებდა ასეთი მოქმედებების გამო, მაგრამ მისი პროტესტები ყურადღების გარეშე იქნა დატოვებული. პაპობის გამარჯვებას შედეგად მოჰყვა ნაციონალისტების დამარცხება ყველგან, სადაც ჯერ კიდევ ღვიოდა აჯანყების ცეცხლი: ტოსკანაში დაბრუნდა იქიდან გაქცეული დიდი ჰერცოგი, პარმასა და მოდენაში, რომლებიც ადრე პიემონტს შეუერთდნენ, ავსტრიელებმა აღადგინეს უწინდელი მთავრობანი; 22 აგვისტოს დანებდა ვენეცია, სადაც მანინმა, ნოვარასთან ბრძოლის შემდეგ, გამოაცხადა რესპუბლიკა. რევოლუციის მოღვაწეებმა ამისთვის საზღაური გაიღეს ვინ სიკვდილით დასჯით, ვინ კიდევ ციხით; სხვებმა თავს საზღვარგარეთ გაქცევით უშველეს (გარიბალდი, მაძინი, მანინი). მაგრამ იყო ერთი მოვლენა, რომელიც დამდგარ პერიოდს განასხვავებდა წინამორბედისგან. სარდინიის სამეფომ (პიემონტმა) უარი თქვა რეაქციულ პოლიტიკაზე და გარკვეულად დაადგა ახალ გზას. 1848 წ.-მდე გაერთიანებისკენ ისწრაფვოდა მხოლოდ დემოკრატია, რომელიც ამ გზით იმედოვნებდა თავისუფლების მოპოვებას; ბურჟუაზია კი საქმეს სხვანაირად ეკიდებოდა; მისი გამოჩენილი წარმომადგენელი, გრაფი კავური (იხ.), 1847 წ. აყენებდა, როგორც იდეალს, სამოკავშირეო იტალიის ჩამოყალიბების საკითხს; 1848 წ. მოძრაობას იგი გადაჭრით არ იწონებდა. მაგრამ 1848 წ.-მა, მოძრაობის უიღბლობის მიუხედავად, ერთიანობა გარდაუვალი გახადა, და 1848 წ. შემდეგ პიემონტისა და საერთოდ იტალიის ბურჟუაზია გადაჭრით ისწრაფვოდა ამ მიზნისკენ. ნოვარასთან ბრძოლის შემდეგ მეფე ვიქტორ-ემანუილი მშვიდობას მოიპოვებდა გაცილებით უფრო მომგებიანი პირობებით, თუკი დაუთმობდა ავსტრიის მოთხოვნას კონსტიტუციის გაუქმებასთან მიმართებაში; მაგრამ მან ამჯობინა მნიშვნელოვანი კონტრიბუციის გადახდა და დიდხანს ითმენდა ავსტრიულ ჯარებს თავის ტერიტორიაზე, ოღონდ კი არ დაერღვია მისი მამის მიერ მიცეული დაპირება. პიემონტის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც 1852 წ.-დან თითქმის უცვლელად ხელმძღვანელობდა კავური, მიზნად ისახავდა არა იმდენად იტალიის გაერთიანებას, რამდენადაც სხვა იტალიური სახელმწიფოებისა და ავსტრიის ხარჯზე საკუთარი ტერიტორიის გაფართოებას: ეს ორი მიზანი ყოველთვის ვერ ფარავდა ერთი-მეორეს. დემკრატები ემხრობოდნენ პრინციპს: Italia farà da se (იტალია თავად მოეწყობა) და დაჟინებით აცხადებდნენ პროტესტს ყველანაირი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ; ამის საპირისპიროდ, კავური, აწარმოება რა ბრძოლას ავსტრიასთან, ეძიებდა კავშირს საფრანგეთთან და, ამიტომ, არ აცხადებდა პროტესტს რომში ფრანგული ჯარების ყოფნის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, დემოკრტები მზად იყვნენ იმისთვის, რომ პიემონტის მთავრობასთან ხელიხელჩაკიდებულად ევლოთ, ოღონდ კი მიეღწიათ მთავარი მიზნისთვის; ასე უყურებდნენ საქმეს მაძინიცა და მანინიც. ვიქტორ-ემანიული ხალხში სარგებლობდა თითქმის ისეთივე პოპულარობით, როგორც გარიბალდი.
1855 წ. კავური, საფრანგეთთან მეგობრობის განმტკიცების მიზნით, ჩაერია აღმოსავლეთის ომში (იგულისხმება ყირიმის ომი /1853-55 წწ./ – ი. ხ.), რომელთანაც სარდინიას არანაირი საქმე არ ჰქონია, და 15-ათასიანი კორპუსი გამოგზავნა სევასტოპოლთან. ამან მას მისცა უფლება, რომ მონაწილება მიეღო პარიზის კონგრესში და გადმოეცა იქ იტალიის საჭიროებანი, მაგრამ ამან ეროვნულ საქმეს ვერანაირი სარგებელი ვერ მოუტანა, სულ მცირე, დაუყოვნებლივ მაინც. შემდეგ რამდენიმე წელიწადს გრძელდებოდა დიპლომატიური მოლაპარაკებები, რომელთაც მიზნად გააჩნდათ სარდინიასა და ავსტრიას შორის ურთიერთობებში ნაპოლეონის აქტიური ჩარევის გამოწვევა. 1858 წ. აგვისტოში პლომბიერეში კავურის ნაპოლეონთან პაემანის დროს, დადებულ იქნა ხელშეკრულება, რომლის ძალითაც ნაპოლეონმა იკისრა ვალდებულება, რომ ომი გამოეცხადებინა ავსტრიისთვის, ხოლო ომის შემდეგ კი პიემონტისთვის დაეთმო ლომბარდია და ვენეცია, სავოიისა და ნიცის სანაცვლოდ; მაგრამ, ეშინოდა რა პიემონტის ზედმეტად გაძლიერებისა, ნაპოლეონმა დაჟინებით მოითხოვა ტოსკანას გაზრდა საეკლესიო ოლქის ნაწილით და მისგან შუაიტალიური სამეფოს წარმოქმნა, რომლის ტახტზეც ნაპოლეონს სურდა დაესვა თავისი ბიძაშვილი, ჟერომ ნაპოლეონი; შემდეგ ვარაუდობდნენ იტალიიის ფედერაციის დაარსებას პაპის თავმჯდომარეობით; ხელშეკრულება უნდა განმტკიცებულიყო საქორწინო კავშირით იმპერატორისა და მეფის სახლებს შორის. ამ გეგმას მეტად ცოტა რამ ჰქონდა საერთო პატრიოტების მიზნებთან; იგი რომ სრული მოცულობით განხორციელებულიყო, დიდი ხნით გადაიდებოდა იტალიის გაერთიანება. ამასობაში რევოლუციური დუღილი იტალიაში არ შეწყვეტილა და თვით პოლიტიკური მკვლელობებისა და თავდასხმების გრძელი რიგითაც კი გამოიხატა. მოკლულ იქნა იტალიის ერთერთი ყველაზე უფრო სასტიკი დესპოტი, პარმის ჰერცოგი კარლ III; იტალიის თავისუფლებისათვის ერთერთმა ყველაზე უფრო სახელგანთქმულმა მებრძოლმა, ორსინიმ, პლომბიერის პაემნამდე არცთუ დიდი ხნით ადრე, მოაწყო თავდასხმა ნაპოლეონზე, რომელსაც რევოლუციონერები უყურებდნენ როგორც იტალიის თავისუფლების უბოროტეს მტერს. პლომბიერის პაემნიდან ნახევარ წელიწადზე მეტ ხანს ნაპოლეონი კიდევ ყოყმანობდა ომის დაწყებას, აწარმოებდა რა მოლაპარაკებებს და ცდილობდა ავსტრიისა და პიემონტის შერიგებას, თანაც ისე, რომ ეს მისთვისაც მომგებიანი ყოფილიყო; მაგრამ 1859 წ. აპრილში ომი, რომელსაც აჩქარებდა პიემონტი, გარდაუვალი შეიქნა (იხ. 1859 წ. იტალიის ომი). მაკ-მაგონის გამარჯვება მაჯენტასთან (4 ივნისს) მთელ იტალიზე აისახა. ტოსკანის რევოლუციურმა მთავრობამ, რომელმაც დაამხო დიდი ჰერცოგი, ვიქტორ-ემანუილს ომის დროს დიქტატორული ძალაუფლება შესთავაზა; მოდენისა და პარმის ჰერცოგები გაიქცნენ, რომანია გამოეყო პაპის სამფლობელოებს. ხალხი ყველგან მოითხოვდა პიემონტთან შეერთებას. ვიქტორ-ემანიულის მთავრობა ღებულობდა დროებით ძალაუფლებას და გზავნიდა თავის კომისრებს, მაგრამ ვერ ბედავდა მოსახლეობის წინაშე ვალდებულებათა აღებას, რათა არ გამოეწვია ნაპოლეონის გაღიზიანება. სოლფერინოსთან გამარჯვების შემდეგ ნაპოლეონმა ვილაფრანკაში მოაწყო პირადი პაემანი ფრანც-იოზეფთან, სადაც მოაწერა კიდეც ხელი ზავის პრელიმინარიებს (1859 წ. 11 ივლისს), რომლებითაც არღვევდა მთელ თავის დაპირებებს. ლომბარდია (პესკიერისა და მანტუის ციხესიმაგრეების გარეშე) დათმობილ იქნა საფრანგეთისთვის, რომელიც “ჩუქნიდა” მას პიემონტს, მაგრამ ვენეციის ოლქი დარჩა ავსტრიის ხელში. ნაპოლეონმა ვალდებულება იკისრა არ შეეშალა ხელი ტოსკანისა და მოდენის საჰერცოგოების აღდგენისთვის; და იტალიაში ორგანიზებული უნდა ყოფილიყო ფედერაცია, პაპის მფარველობის ქვეშ. 10 ნოემბერს ციურიხში ხელმოწერილ იქნა სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც ზოგადად ამტკიცებდა ვილაფრანკას პრელიმინარიებს.
ვილაფრანკას ზავმა საშინელი აღშფოთება გამოიწვია მთელს იტალიაში; თავად კავური უკმაყოფილო იყო და დროებით გადადგა თანამდებობიდან, დაუთმო რა ადგილი რატაცის. მაგრამ ზავის პირობების აღსრულებაში მოყვანა სრულებით წარმოუდგენელი იყო. პაპი არ მიდიოდა არანაირ დათმობებზე; ტოსკანა, მოდენა, პარმა, რომანია არ ავლენდნენ თავიანთი უწინდელი მფლობელებისადმი დქვემდებარების არანაირ სურვილს. მათ შეადგინეს სამხედრო კავშირი გარიბალდის უმაღლესი უფროსობით, განაცხადეს პიემონტთან თავიანთი შეერთების შესახებ და მზად იყვნენ ბრძოლის გაგრძელებისთვის. მაძინიმ შესთავაზა სარდინიის მეფეს მოეხდინა რევოლუციური ექსპედიციის ორგანიზაცია ნეაპოლის პიემონტთან შეერთების მიზნით, და თავის მხრივ მოითხოვდა მეფისგან რომზე ლაშქრობას, მაგრამ მეფემ უარით უპასუხა. მაშინ გარიბალდიმ თავად აღკაზმა ექსპედიცია, ჰქონდა რა მხედველობაში რომზე თავდასხმა, მაგრამ მთავრობამ აიძულა იგი რომ რაზმის დაეშალა, რაც გარიბალდიმ უკიდურესად უხალისოდ აღასრულა. საფრანგეთის მთავრობა, რუსეთის მთავრობასთან ერთად, ცდილობდა ნეაპოლის პიემონტთან კავშირზე დაყოლიებას, რაც დარღვევდა, სულ მცირე, დროებით მანც, რევოლუციური პარტიის ჩანაფიქრებს; მაგრამ ზემოქმედების მოხდენა ფრანცისკ II-ზე, რომელმაც დაიკავა ფერდინანდ II-ის ადგილი († 1859 წ. 22 მაისს), იმდენადვე ძნელი იყო, როგორც პაპზეც. მოუხდათ ფაქტებთან შერიგება, და ნაპოლეონი, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, დაეთანხმა ტოსკანის, პარმის, მოდენასა და რომანიის პიემონტთან შეერთებას, მოითხოვა რა სანაცვლოდ სავოია და ნიცა. როგორც იქ, ისევე აქაც ჩატარებულ იქნა სრულიად სახალხო ხმის მიცემა; შუა იტალიაში უზარმაზარმა უმრავლესობა გამოთქვა შეერთების სასარგებლოდ (1860 წ. მარტი). პაპმა ეკლესიისგან განკვეთა პაპის საფლობელოებზე ხელის აღმართვაში ყველა ბრალეული, მაგრამ ამ განკვეთამ უკვალოდ ჩაიარა. 1860 წ. 2 აპრილს ტურინში შეიკრიბა შეერთებული სამეფოს პარლამენტი. არჩევნებმა, რომლებიც ძლიერი ადმინისტრაციული ზეწოლის ქვეშ იქნა ჩატარებული, 15 იანვრიდან უკვე ისევ ხელისუფლებაში მყოფი კავურისთვის უზრუნველყო მნიშვნელოვანი უმრავლესობა: გარიბალდის მწარე სიტყას, დეპუტატისა მისი მშობლიური ნიციდან, რომელიც მკვეთრად ესხმოდა თავს მთავრობას იტალიის ტერიტორიის ნებაყოფობით შემცირების გამო, არ ჰქონია დადებითი შედერგები; რამდენიმე დღის შემდეგ სავოიასა და ნიცაში მოწყობილ იქნა სახალხო ხმისმიცემა, რომელიც კეთილსასურველი აღმოჩნდა საფრანგეთთან მათი შეერთებისთვის. თუმცა კი სახალხო მოძრაობები არ შემწყდარა. ამბოხებებს სიცილიაში, რომლებიც ხან აქ და ხანაც იქ განუწყვეტლივ იფეთქებდა ხოლმე, არ ჰქონია წარმატების შანსები, სანამ გარიბალდი თავისი 1000 მოხალისით არ გადმოსხდა მარსელში (1860 წ. 11 მაისს). პიემონტის მთავრობა მეტად არმოწონებით უყურებდა ამ ექსპედიციას და გზაში მათ ყველანაირ შესაძლო დაბრკოლებებს უქმნიდა; კუნძულ სარდინიის ხელისუფალთ დაავალეს კიდეც რომ ესროლათ გარიბალდელებისთვის, თუკი ისინი იქ ნაპირთან მიდგომას მოიფიქრებდნენ. მაგრამ სიცილიაში კი გარიბალდი აღტაცებით იქნა მიღებული. შეიარაღებული და უიარაღო გლეხები მასებით უერთდებოდნენ მას; გადმოსხომიდან 2 კვირის შემდეგ მან აიღო პალერმო. ნეაპოლის ჯარებმა დაუყოვნებლივ, დამფრთხალი მთავრობის ბრძანებით, დაცალეს კუნძული, მესინის გარდა, და გარიბალდი დარჩა მის დიქტატორად. მესინა – ციტადელის გამოკლებით, რომელიც სარდინიულ ჯარებს მხოლოდ მომდევნო წელს დანებდა, დაკავებულ იქნა ორი თვის შემდეგ. გარიბალდი ვიქტორ-ემანუილის სახელით მართავდა კუნძულს, ნიშნავდა მინისტრებს და კრებდა ხარკს, თუმცა კი მისი ოფიციალური თანხმობა ამაზე არ მიუღია. მეფის თანხმობა კუნძულის შემოერთებაზე მიცემულ იქნა მხოლოდ მისი საბოლოო შემოერთებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, როცა გაირკვა, რომ საფრანგეთი და სხვა დერჟავები შეურიგდნენ გარდაუვალ ფაქტს. 19 აგვისტოს გარიბალდი, ამჯერად უკვე პიემონტის მთავრობის თანხმობითა და მისი დახმარებთაც კი, გადმოსხდა მატერიკზე ნეაპოლის სამფლობელოებში და მათ დედაქალაქზე დაიძრა. მეფე ფრანცისკი გაიქცა; 7 სექტემბერს გარიბალდი რკინიგზით ჩამოვიდა ნეაპოლში, დატოვა რა გზაში თავისი ლეგიონი, სადაც მოსახლეობა აღტაცებით შეხვდა მას და დიქტატორად გამოაცხადა. ბევრის გასაოცრად, დიქტატორს არ გამოუცხადებია ნეაპოლის პიემონტთან დაუყოვნებლივ შეერთების შესახებ: მას მანამდე სურდა რომისა და ვენეციის დაპყრობა, და ამით იტალიის გაერთიანების საქმის დასრულება. მისთვის ხელის შეშლა გარიბალდიზე პირდაპირი თავდასხმით შეუძლებელი ან ძალზედ სარისკო იყო; ამიტომ ნაპოლეონი დაეთანხმა დაპყრობილი პაპის ოლქის ვიქტორ-ემანუილის მიერ თავის ხელში აღებაზე, იმ პირობით, რათა თავად ქალაქი რომი მაინც დარჩენოდა პაპს. მეფის ჯარები შევიდნენ პაპის სამფლობელოების ჩრდილოეთ ნაწილში. რათა საკუთარი თავიდან აერიდებინა ეჭვები პაპისადმი ღალატში, ნაპოლეონმა მოკლე ვადით გაწყვიტა ურთიერთობები სარდინიასთან; მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია პიემონტის ჯარებისთვის გამარჯვებათა მოპოვებაში ქვეყანაში, რომელიც ერთსულოვნად იყო განწყობილი მის სასარგებლოდ, და აეღო, ბოლოს, ანკონაც. ამავე დროს გარიბალდიელებმა აიღეს კაპუა, ხოლო დროულად მოსულმა პიემონტის ჯარებმა კი – გაეტაც (1861 წ. 14 თებერვალს), სადაც ტყვედ იქნა აყვანილი მეფე ფრანცისკი, შემდგომში ფრანგული გემით გადაყვანილი პაპის ოლქში. მთელმა ნეაპოლის სამეფომ უფრო ადრე, სახალხო ხმისმიცემის მეშვეობით, განაცხადა პიემონტთან შეერთებაზე თავისი სურვილის შესახებ (1860 წ. ოქტომბერში). ავსტრია, პრუსია და რუსეთი პროტესტს აცხადებდნენ ბურბონებისა და პაპის “გაძარცვის” წინააღმდეგ, მაგრამ მომხდარ ფაქტს შეურიგდნენ; ამრიგად იტალია, ქალაქ რომისა და მისი შემოგარენის, ვენეციის ოლქის, აგრეთვე სავოიისა და ნიცის გამოკლებით, გაერთიანებულ იქნა სავოიური დინასტიის კონსტიტუციური მმართველობის ქვეშ. 1861 წ. 18 თებერვალს ტურინში შეიკრიბა პარლამენტი, რომელიც მოწვეული გახლდათ მთელი გაერთიანებული იტალიიდან. 14 მარტს ვიქტორ-ემანუილმა მიიღო იტალიის მეფის ტიტული ვიქტორ-ემანუილ I-ის სახელით. ათი დღის შემდეგ პარლამენტმა აღიარა რომი “იტალიის მომავალ დედაქალაქად”. ეს აყენებდა იტალიას უპირობოდ მტრულ ურთიერთობებში წმ. ტახტთან. სავოიისა და ნიცის დაკარგვას ხალხი უნებურად შეურიგდა, მაგრამ მას არ შეეძლო მიეჩნია ეროვნული საქმე დასრულებულად, სანამ რომში მეფის უფლებით ბატონობდა პიუს IX, ხოლო ვენეციის ოლქში კი – უცხოელი მონარქი. მაგრამ იტალიის მთავრობას ძალზედ ბევრი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი, რომ ახალი ომი დაეწყო. ფინანსები მოშლილი იყო; სახელმწიფოს ტვირთად აწვა მილიარდიანი ვალი; მასთან უწინდელი იტალიური სამფლობელოების შემოერთებას, კიდევ უფრო მეტად მოშლილი ფინანსებითა და ამდენადვე მძიმე ვალებით, არ შეეძლო საქმეთა მდგომარეობის გაუმჯობესება. ყაჩაღთა ხროვები, განსაკუთრებით ძლიერები სამხრეთში, კლერიკალებისა და ბურბონისტების მხარდაჭერას პოულობდნენ. 1861 წ. 6 ივნისს მოკვდა კავური და მმართველობა გადავიდა ნაკლებად ნიჭიერ ადამიანთა ხელში: რიკაზოლის, შემდეგ რატაცის (1862), მინგეტის (1862), გენერალ ლამორმორის (1864), ისევ რიკაზოლის (1866), შემდეგ ისევ რატაცის. გარიბალდის სამსახურზე, რომელსაც სურდა (1860) დროებით გამხდარიყო მეფისნაცვალი სამხრეთ იტალიაში, მეფემ უარი თქვა; გარიბალდის ლეგიონი გაუქმებულ იქნა. რევოლუციური დუღილი ქვეყანაში არ ნელდებოდა და 1862 წ. იგი გამოიხატა გარიბალდის ახალ ექსპედიციაში, რომელიც გადმოსხდა სიცილიაში, იქიდან გადმოვიდა მატერიკზე და, ახალი მოხალისეებით, რომზე დაიძრა. მეფემ მოკლე პროკლამაციაში მკვეთრად გამოთქვა მის წინააღმდეგ, როგორც მეამბოხისა, და მისი დაწყნარებისთვის გაგზავნა ჯარები. ასპრომონტეს მთის ძირთან გარიბალდის ლეგიონი დამარცხებულ იქნა, ხოლო მისი ბელადი კი დაჭრილი ტყვედ აიყვანეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს. მოძრაობა ჩახშობილ იქნა. მთავრობა ამ დროს აწარმოებდა მოლაპარაკებებს რომის შესახებ და იმედოვნებდა იმავე მიზნის დიპლომატიური გზით მიღწევას. დასაწყისისთვის იგი მეცადინეობდა იქიდან ფრანგული რაზმის გაყვანის თაობაზე, რომელიც ჯერ ისევ პაპის დედაქალაქში იმყოფებოდა. დაბოლოს, სექტემბრის კონვენციით (1864) ნაპოლეონი დაეთანხმა რომის თანდათანობით, 2 წლის განმავლობაში, ევაკუაციაზე, იმ პირობით, რომ პაპს მისცემოდა საკუთარი ჯარის ორგანიზების შესაძლებლობა, ხოლო იტალიას კი აეღო ვალდებულება, რომ, არათუ არ დაესხმებოდა მას თავზე, არამედ გარედან ყოველგვარი თავდასხმისგანაც დაიცავდა, სამუდამოდ უარს იტყოდა რომზე და თავის დედაქალაქს ტურინიდან ფლორენციაში გადაიტანდა. ხელშეკრულებამ მთელ იტალიაში ძლიერი გაღიზიანება გამოიწვია, ხოლო ტურინის ქუჩებში კი – ამბოხებაც, რომელიც დიდი სიმკაცრით იქნა ჩახშობილი. არეულობანი 1865 წ. დასაწყისშიც გრძელდებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა მეფე, პარლამენტის თანხმობით, 8 თებერვალს, მთელი სამეფო კარითა და მთავრობით, ფლორენციაში გადასახლდა. თუმცა კი რომთან შერიგება ამ გადასახლებას არ მოუტანია. პაპმა 1864 წ. დეკემბერში გამოქვეყნებული თავისი ენციკლიკითა და სილაბუსით განაცხადა, რომ თავის პრეტენზიებზე იოტის ოდენადაც კი არ აპირებს უარის თქმას – ხოლო იტალიის პარლამენტში კი მთავრობას გაჰქონდა კანონი სამოქალაქო ქორწინების შესახებ, სასულიერო მამულების სეკულარიზაციის შესახებ, მონასტერთა დაკეტვის შესახებ. ახალი ნაბიჯი გაერთიანების გზაზე იტალიის მიერ გადადგმულ იქნა პრუსიისა და ბისმარკის წყალობით. როდესაც უკანასკნელმა გაბედა და გადაწყვიტა ავსტრიასთან ომი, მან მომგებიანად მიიჩნია თავის მხარეზე იტალიის მიმხრობა. 1866 წ. 8 აპრილს დადებულ იქნა თავდაცვითი და შეტევითი ხელშეკრულება პრუსიასა და იტალიას შორის, რომლის ძალითაც სამშვიდობო ხელშეკრულება ავსტრიასთან დადებული უნდა ყოფილიყო მხოლოდ ორივე მოკავშირის თანხმობით, ამასთან ბისმარკი წინასწარ უთმობდა იტალიას ვენეციის ოლქს. სინამდვილეში იტალიის მონაწილეობა ომში სრულებით ზედმეტი იყო, იმიტომ რომ ვენეციის მიღება მუქთადაც შეიძლებოდა: ავსტრიამ, შეიტყო რა ხელშეკრულების შესახებ, იტალიას ეს ოლქი ომის გარეშე შესთავაზა, მხოლოდ იმ პირობით, რათა იტალია კავშირისგან ჩამოეცილებინა; მაგრამ იტალიურმა დიპლომატიამ ამის მოწყობა ვერ შეძლო. მინისტრი ლამორმორა, როგორც იგი შემდგომში ხსნიდა, იტალიისთვის სირცხვილად თვლიდა ხელმოწერილი ხელშეკრულების გაწყვეტას, და ამჯობინა ომში ჩარეულიყო. მაგრამ ომი უიღბლო გამოდგა გარიბალდის მასში მონაწილეობის მიუხედავად თავის მოხალისეებთან ერთად. იტალიელი გენერლები ურთიერთ შორის დავობდნენ, და იმ დროს, როდესაც პრუსიელები ასრულებდნენ ძლევამოსილ მსვლელობას ვენაზე, იტალიელები დაარცხებებს განიცდიდნენ: კუსტოცთან, 24 ივნისს (ხმელეთზე), და ლისესთან (დალმაციის ნაპირებთან), 20 ივლისს, ზღვაზე. ავსტრიამ მაინც დაუთმო ვენეცია ნაპოლეონს, რომელმაც იგი იტალიას გადასცა. 3 ოქტომბერს დადებულ იქნა ვენის სამშვიდობო ხელშეკრულება იტალიასა და ავსტრიას შორის (პრაღის პრუსიულ-ავსტრიული ხელშეკრულებისგან ცალკე), რომლის მიხედვითაც ვენეცია გადავიდა იტალიასთან; ეს დამტკიცებულ იქნა სახალხო ხმისმიცემით. 1866 წ. ბოლოს ნაპოლეონმა რომიდან გამოიყვანა თავისი ჯარის უკანასკნელი რაზმები, რომლებიც ამ ქალაქის ოკუპაციას 17 წლის მანძილზე ეწეოდნენ. ერთი წლის შემდეგ გარიბალდიმ ისევ მოუწოდა თავის მოხალისეებს და ისევ დაიძრა რომზე. მაშინ ფრანგული კორპუსი დაუყოვნებლივ ხელახლა გაგზავნილ იქნა რომში, და პაპის ჯარებთან ერთად, 1867 წ. 3 ნოემბერს მენტანასთან (რომის მახლობლად) დამარცხება მიაყენა გარიბალდის; იგი თავად ტყვედ აიყვანეს და კუნძულ კაპრერაზე გაგზავნეს. ფრანგული კორპუსი ისევ დარჩა პაპის სამფლობელოების დასაცავად. ამ ფაქტმა, ისევე როგორც ეჭვმაც, რომ გარიბალდი მოქმედებდა მეფისა და მთავრობის თანხმობით, შედეგად მოიტანა ურთიერთობების გაციება ნაპოლეონსა და ვიქტორ-ემანუილს შორის, საფრანგეთსა და იტალიას შორის. ეს გაციება გაძლიერდა, როცა ნაპოლეონმა დაიწყო მოკავშირეთა ძიება მომავალი ბრძოლისთვის პრუსიასთან, და ვერ ჰპოვა იტალიაში თუნდაც უმცირესი სურვილი მასთან კავშირისა, მაშინაც კი, როცა დაჰპირდა რომიდან ფრანგული გარნიზონის გამოწვევას. როცა დაიწყო საფრანგეთ-გერმანიის ომი, იტალიის მთავრობა თავიდან მზად იყო მიჰყოლოდა სექტემბრის კონვენციას, მაგრამ სედანის კატასტროფამ (1870 წ. 2 სექტემბერს) და ფრანგული კორპუსის რომიდან წასვლამ მას ხელები გაუხსნეს. მან საზღვარზე დააყენა სამეთვალყურეო კორპუსი; გარიბალდიელმა ბიკსიომ აიღო ჩივიტავეკია. მთავრობა თავიდან ცდილობდა პაპის დარწმუნებას იმაში, რომ ნებაყოფლობით ეთქვა უარი საერო ხელისუფლებაზე, მაგრამ პაპი არაფერზე არ თანხმდებოდა. მაშინ სამთავრობო ჯარებმა დაიწყეს რომის დაბომბვა (20 სექტემბერს). იქ იყვნენ რამდენიმე ათასიანი პაპის ჯარები, რომელთაც შეუერთდნენ მოხალისეთა და ბანდიტთა რაზმები აბრუციდან; 8-საათიანი კანონადა საკმარისი იყო, რათა აეძულებინათ ისინი, რომ დანებებოდნენ გაცილებით უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს. რომში ორგანიზებულ იქნა დროებითი მთავრობა; პაპის ჯარები დაითხოვეს, უცხოელი დაქირავებულები კი იტალიიდან გაისტუმრეს. 3 ოქტომბერს მოხდა სახალხო ხმისმიცემა იტალიასთან რომის შემოერთების საკითხზე. 167000 ამომრჩევლიდან ხმა მისცა 135600-მა: 134000 გამოვიდა შემოერთების მომხრედ, 1507 წინააღმდეგ. 9 ოქტომბერს შედგა ოფიციალური შემოერთება. 1871 წ. 26 იანვარს პარლამენტმა დაადგინა დედაქალაქის რომში გადატანა. მხოლოდ საფრანგეთისთვის ნებაყოფლობით დათმობილი სავოია და ნიცა, ასევე ტრიესტი ისტრიაში და სამხრეთ ტიროლი დარჩნენ უცხოური ძალაუფლების ქვეშ, რის წინააღმდეგაც ამ დრომდე აცხადებს პროტესტს ირედენტისტების პარტია (იხ. XIII, 346).
IV. გაერთიანებული იტალია (1871-1894)
გაერთიანებული იტალიის მთავრობის უახლოესი ამოცანა გახლდათ თავისი ურთიერთობების განსაზღვრა წმ. ტახტთან. 1871 წ. მარტში შედგა კანონები გარანტიათა შესახებ, რომლებმაც ეკლესიისთვის შექმნეს სრულებით განსაკუთრებული ადგილი იტალიაში. პაპს, 3,5 მლნ. ფრანკის ყოველწლიური სარჩოს (содержанiе) გარდა დაუბრუნდა 5 მლნ.-ც, რომელიც ნაპოვნი იქნა რომის ხაზინაში, მიუხედავად იმისა, რომ პაპის ოლქის სახელმწიფო ვალი საკუთარ თავზე აიღო იტალიამ. პაპს დაუტოვეს ვატიკანისა და ლატერანის სასახლეები მათი კუთვნილი შენობა-ნაგებობებით (მეფე დასახლდა კვირინალის სასახლეში; ამიტომ სახელებით კვირინალი და ვატიკანი იმ დროიდან აღინიშნება იტალიის მთავრობა და წმ. ტახტი). მაგრამ პაპის დაკმაყოფილება ვერაფრით ვერ ხერხდებოდა: მან უარი თქვა “იუდას” ფულებზე და სისტემატიურდ დაიწყო “ვატიკანელი პატიმრის” როლის თამაში, თუმცა კი წმ. მამის მდგომარეობა, რომელიც სარგებლობდა მონარქის პტივისცემითა და პრივილეგიებით, მეტად მცირედ თუ შეეფერებოდა ასეთ როლს. პაპის მიერ დაკავებული მებრძოლი მდგომარეობა მთავრობასაც საბრძოლველად იწვევდა, ხოლო კლერიკალების მხრიდან კი პაპის მიერ არაღიარებული სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ყოველგვარი მონაწილეობისგან სისტემატიურად თავის არიდება, ამსუბუქებდა პარლამენტში შესაბამისი კანონების მიღებას. 1873 წ., კლერიკალების გააფთრების მიუხედავად, დეპუტატების პალატამ თითქმის ერთხმად მიიღო კანონი მთელ იტალიაში მონასტერთა დახურვის შესახებ (გარკვეული გამონაკლისებით). ეს მოვლენა დაემთხვა კულტურკამპფის დაწყებას გერმანიაში და იქცა ამ დერჟავასთან იტალიის დაახლოების ერთერთ მიზეზად. საფრანგეთი, სადაც იმ ხანად ბატონობდნენ კლერიკალები, გახლდათ პაპის ბუნებრივი მოკავშირე. ფრანგული სამხედრო გემი მუდმივად ახდენდა კრეისირებას რომის მახლობლობაში, რათა დახმარება აღმოეჩინა პაპისთვის იმ შემთხვევაში, მაგალითად, თუკი იგი ჩაიფიქრებდა თავისი “ტყვეობიდან” გაქცევას. მაგრამ იტალიის დემოკრატიას, რომელიც არ გრძნობდა სიმპათიებს ვერსალის მთავრობისადმი, ეშინოდა ასევე გერმანიისაც, და უკმაყოფილოდ უყურებდა მეფის მიერ ვენასა და ბერლინში სტუმრობასაც (1873), აგრეთვე ვიქტორ-ემანუილის, იმპერატორების ვილჰელმისა და ფრანც-იოსების მთავრობებსა და სასახლის კარებს შორის მზარდი ინტიმურობის სხვა სიმპტომებს. სახელმწიფო ვალების გაერთიანებამ – პოლიტიკური გაერთიანების შედეგმა – შეუქნა იტალიას ვალი 8 მლრდ. ლირა (ქაღალდის ფულების გარდა იძულებითი კურსით), რომლის მიხედვითაც უხდებოდათ ყოველწლიურად პროცენტების სახით 460 მილიონის გადახდა. კრედიტს ძირი ჰქონდა გამოთხარილი (кредитъ былъ подорван), დეფიციტი 1872 წ. ნუსხაში აღწევდა 80 მლნ.-ს. ფინანსების მდგომარეობის გაუმჯობესება შეიძლებოდა მხოლოდ საგადასახადო სისტემის რადიკალური რეფორმითა და არმიაზე ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებით; მაგრამ ამას ვერ ბედავდა ვერც ერთი სამინისტრო, ეშინოდა რა მოსახლეობის შეძლებული კლასების მხარდაჭერის დაკარგვისა. მთავრობა ამჯობინებდა ფინანსების გამოსწორებას უმნიშვნელო ეკონომიებითა და ახალი გადასახადებით. ამგვარ პროექტზე დაეცა ლანცას სამინისტრო (1873 წ. ზაფხული) და მისი ადგილი დაიკავა მინგეტის სამინისტრომ. მან სხვადასხვა ნახევარზომების დახმარებით მოახერხა უდეფიციტო ნუსხის წარდგენა. მის დროს ხაზინაში შევიდა რკინიგზები, მაგრამ შემდგომში, დეპრეტისის დროს (1885), რკინიგზების ექსპლუატაცია უკანვე იქნა გადაცემული, 60-წლიანი ვადით, კერძო კომპანიებისთვის.
მინგეტის სამინისტრო დაეცა 1876 წ. მარტში, ახალი გადასახადების პროექტების გამო. მინგეტი იყო უკანასკნელი მინისტრი, ვინც მიეკუთვნებოდა მემარჯვენე პარტიას, რომელიც ემყარებოდა ე. წ. “კონსორტერიას”, რომელსაც ზოგადად შენარჩუნებული ჰქონდა კავურის ტრადიციები. 70-იანი წლების შუახანებისთვის იგი დაიშალა და სასუსტდა. სიმძიმის ცენტრმა პარლამენტში მარცხნივ გადაინაცვლა, პარტიისკენ, რომელიც ძველი მეხსიერებით საკუთარ თავს რადიკალურს უწოდებდა და რომლის ბევრი მოღვაწეც თავის დროზე გრიბალდიელი იყო; მაგრამ ახლა მან თავისი წინამორბედისგან მემკვიდრეობით მიიღო მისი ოპორტუნიზმი და, კლერიკალიზმთან მტრობის გარდა, მისი რადიკალური შეხედულებებიდან ცოტა რამე თუ იყო დარჩენილი. მინგეტის ადგილი დაიკავა დეპრეტისმა (იხ. X, 420); შინაგან საქმეთა პორტფელი მიიღო რადიკალმა ნიკოტერამ. დეპუტატების პალატა დათხოვნილ იქნა და ახალმა არჩევნებმა, როგორც ყოველთვის იტალიაში, უდიდესი უმრავლესობა მისცა სამინისტროს, მაგრამ ეს უმრავლესობა მეტად სხვადასხვაგვარი გახლდათ; მისი ფრაქციები თითოეულ კერძო საკითხში საკმარისად მოულოდნელი სახით ჯგუფდებოდა; ამიტომ დაიწყო სამინისტროთა გაუთავებელი კრიზისები, ხან საერთო, ხანაც კი კერძო. 1877 წ. ბოლოს დამარცხება განიცადა ნიკოტერამ და მისი ადგილი დაიკავა სიცილიელმა კრისპიმ, რომელიც იქცა კაბინეტის სულად, ხოლო 2,5 თვის შემდეგ კი შეიქმნა სხვა გარიბალდიელის, კაიროლის, კაბინეტი, რომელიც უფრო მეტად რადიკალური ფრაქციის ბელადად ითვლებოდა; მმართველობის რამდენიმე თვის შემდეგ მან ისევ დაუთმო ადილი უფრო ზომიერ დეპრეტისს, რომელმაც თავის მხრივ მხოლოდ ნახევარ წელიწადს გაძლო და დაეცა ფქვილზე გადასახადის გამო. კაიროლის მეორე სამინისტრომ გაიტანა ეს კანონი და ნახევარი წლის შემდეგ იცის დაეცა. მაშინ კაიროლი კავშირში შევიდა დეპრეტისთან და შექმნა კოალიციური სამინისტრო (1879-1881). 1881 წ. მაისში ჩამოყალიბდა დეპრეტისის სამინისტრო. იგი მრავალჯერ გადადგებოდა ხოლმე სხვადასხვა საბაბით, მაგრამ ყოველთვის მეფე ახალი კაბინეტის ჩამოყალიბებას იმავე დეპრეტისს ავალებდა, რომელიც ხელისუფლებაში თავის სიკვდილამდე (1887) რჩებოდა. ყველა ურიცხვ საინისტრო კრიზისს შედეგად მოჰქონდა მხოლოდ პირადული და არა პროგრამული ცვლილებები სამინისტროს შემადგენლობაში. ზოგადად, პოლიტიკის მიმართულება იყო ზომიერად ლიბერალური – იმდენად ზომიერი, რომ მემარჯვენე ფრთა, მინგეტის ხელმძღვანელობით, მუდმივად მხარს უჭერდა მას, ხოლო მემარცხენე კი, რომლის ბელადებიც (კრისპი, კაიროლი, ნიკოტერა, ზანარდელი, ბაკარინი) “პენტარქიას” შეადგენდნენ, სამინისტროსადმი ოპოზიციური გახლდათ. იგი საყვედურობდა მას ზედმეტ დამთმობლობას კლერიკალებთან მიმართებაში და ზედმეტ სიმკაცრეს რადიკალების მიმართ. თუმცა კი, საჭიროა შევნიშნოთ, სწორედ ეს პირები, თუ შემთხვევა მიეცემოდათ, უარზე არ იყვნენ, რომ დეპრეტისის მთავრობაში შესულიყვნენ. უფრო მეტად თანამიმდევრულ ოპოზიციას შეადგენდნენ მხოლოდ ირედენტისტები და იტალიის პარლამენტში სუსტი სოციალისტები. დეპრეტის-ნიკოტერას სამინისტროს მთავარი საქმე გახლდათ კანონის გატარება თავდაპირველი სწავლების შესახებ, რომლის ძალითაც სწავლება შეიქნა სავალდებულო 6-9 წლის ბავშვებისთვის იმ თემებში, სადაც მცხოვრებთა რიცხვმა მიაღწია განსაზღვრულ ნორმას (1 ბავშვი 1000-1500 მცხოვრებზე). საღვთო სჯულის გაკვეთილები არასავალდებულო გახდა (1877). დეპრეტის-კრისპის სამინისტროს დროს მოკვდა მეფე ვიქტორ-ემანუილი (1878 წ. 9 იანვარს), რომლის დამსახურებებსაც იტალიის გაერთიანების საქმეში მთელი ხალხი აღიარებდა (და გადაჭარბებითაც კი), უკიდურესი პარტიების გამოუკლებლივ. მის კვალდაკვალ გარდაიცვალა პაპი პიუს IX-ც. ვიქტორ-ემანუილის ადგილი დაიკავა მისა ვაჟმა ჰუმბერტ I-მა; პიუს IX-ის ადგილზე არჩეულ იქნა ლეონ XIII, რომელმაც გადაჭრით უარი თქვა თავისი წინამორბედის სწორხაზოვან პოლიტიკაზე და მოახერხა კათოლიკური ეკლესიისა და წმ. ტახტის დაცემული პრესტიჟის ამაღლება. მან ნება მისცა იტალიელ კათოლიკებს, რომ მონაწილეობა მიეღოთ საპარამენტო არჩევნებში, და ასეთნაირად ირიბად აღიარა იტალიის სამეფო, მაგრამ მაინც არძელებდა ვატიკანელი პატიმრის როლის თამაშსა და საერო მფლობელობის აღდგენაზე ოცნებას.
რათა წესრიგში მოეყვანა ფინანსები, მთავრობას მოუხდა მიემართა 644 მლნ. სესხისთვის; სესხმა საშუალება მისცა, რომ უარი ეთქვათ ასიგნაციებისა და საბანკო ბილეთების იძულებით კურსზე (1883). სეხსის იღბლიანობის მიუხედავად, იტალიის ფინანსებისადმი უნდობლობა არ მცირდებოდა. 1882 წ. მთავრობამ გაატარა მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა. შემცირებულ იქნა ამომრჩეველთა ქონებრივი ცენზი აგრეთვე პოლიტიკური სრულწლოვანების ასაკი (25-დან 21 წლამდე); საარჩევნო უფლება ჩამოერთვა ყველას, ვინც არ იცოდა წერა-კითხვა. ამომრჩეველთა რიცხვი მაშინვე გაიზარდა 632.000-დან 2.600.000-მდე (ახლა იგი გაზრდილია 3.005.974-მდე; მათგან 1882 წ. ნამდვილად ისარგებლა თავისი უფლებით 1.639.298-მა, ე. ი. 55,9 %-მა). არჩევა ოლქების მიხედვით შეიცვალა არჩევით სიების მიხედვით, მაგრამ 1891 წ. იგი ისევ აღდგენილ იქნა. საარჩევნო უფლებას არსებითად არ შეუცვლია პალატის შემადგენლობა, იმიტომ რომ ადმინისტრაციული ზეწოლა არჩევნებზე ოდნავადაც კი არ შესუსტებულა. საგარეო პოლიტიკის სფეროში კაიროლის უფრო რადიკალური სამინისტრო, დაუთმო რა საზოგადოებრივი აზრის მოთხოვნას, გადაიხარა იმ გზიდან, რომელზედაც დეპრეტისი, მემარჯვენეთა კვალდაკვალ, მიდიოდა გერმანიასთან დაახლოებისკენ. ამისთვის საბაბს იძლეოდა საფრანგეთში რესპუბლიკის პრეზიდენტად გრევის არჩევა (1879), რომელმაც გამოაცოცხლა სიმპათიები ორ რომანულ ხალხს შორის. მაგრამ იტალიური ბურჟუაზიის სიმპათიები გერმანიის მხარეზე იყო, მით უმეტეს, რომ უცხოური ბაზრებისთვის რბოლაში მან დაიწყო მისწრაფება აფრიკაში კოლონიების შეძენისკენ, სადაც შეეჯახა საფრანგეთს, როგორც მეტოქეს. ფრანგების მიერ ტუნისის დაკავებას (1881) შედეგად მოჰყვა კაიროლის კოალიციური კაბინეტის დაცემა დეპრეტისის უფრო მეტად გერმანოფილური კაბინეტით მისი შეცვლა, რომლის დროსაც შეძენილ იქნა კოლონია ასაბი (წითელ ზღვაზე). ამავე სამინისტრომ 1883 წ. საბოლოოდ და ოფიციალურად შეუერთა იტალია ბისმარკის მიერ შექნილ ავსტრიის კავშირს გერმანიასთან, რომელიც ასეთნაირად გადაიქცა “სამთა კავშირად”, რომელიც მიმართულია საფრანგეთისა და რუსეთის წინააღმდეგ. ასეთ პოლიტიკას გარდაუვალ შედეგად მოჰყვებოდა არმიის გადიდება და ახდენდა ბიუჯეტში წონასწორობის აღდგენისკენ მიმართული მთელი ზომების პარალიზებას. იგი ამწვავებდა რადიკალური პარტიის (Italia irredenta) გაღიზიანებას და მისი წარმომადგენელი – “დემოკრატიული ლიგა”, რომლის მეთაურიც თავის გარდაცვალებამდე (1882) გახლდათ გარიბალდი – ენერგიულად აწარმოებდა პროპაგანდას მთავრობის წინააღმდეგ. ეს პროპაგანდა, იმუქრებოდა რა იტალიის ურთიერთობათა გაფუჭებით ავსტრიასთან, აიძულებდა მთავრობას, რომ მკაცრი პოლიციური ზომებისთვის – ირიდენტისტულ საზოგადოებათა თვითნებური დახურვისა და დაპატიმრებებისთვის მიემართა. 1885 წ. იტალიამ სცადა თავის კოლონიათა გაფართოება. პრეტენზიას აცხადებდა რა წითელი ზღვის სანაპიროზე მასოვადან ბაბ-ელ-მანდების სრუტემდე, მან ალყა შემოარტყა ნავსადგურ მასოვას (ასაბიდან ჩრდილო-დასავლეთით). აბესინიამ, რომელიც ასევე აცხადებდა პრეტენზიას ამ ადგილზე, დაიწყო ომი, რომელიც გაცილები უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ამას იტალიაში ვარაუდობდნენ. ომი შეიქნა სამინისტროს კრიზისის მიზეზი, რომლის შედეგადაც საგარეო საქმეთა მინისტრი მანჩინი, დეპრეტისის კაბინეტში შეცვლილ იქნა გრაფ რობილანით (1885). ახალი მინისტრი აგრძელება ომს, სრულებით ისე, როგორც ამას გააკეთებდა მისი წინამორბედი. ომი სულაც არ მიმდინარეობა სავსებით იღბლიანად. თუმცა კი იტალიელებმა მოახერხეს დაუფლებოდნენ სოფლებისა და ციხესიმაგრეთა უმრავლესობას სანაპიროზე, მაგრამ მათი ჯარები საშინლად იტანჯებოდნენ მწველი სიცხის, წყლის უკმარისობისა და ავადმყოფობათაგან, ხოლო დროდადრო კი დამარცხებათაგანაც, რომლებსაც მათ აყენებდა აბესინიელი მხედართმთავარი რას ალულა. რისპის შესვლამ კაბინეტის შემადგენლობაში (1887) ვერ შეცვალა მისი პოლიტიკა: მთავრობამ აფრიკაში კოლონიზაციის საქმისთვის მოითხოვა ახალი კრედიტი და ომიც გააგრძელა. იგი დასრულდა იტალის დროებითი გამარჯვებით 1889 წ., როცა შინაგანმა გადატრიალებამ აბესინიაში გააჩაღა იქ საშინელი ძმათაშორისი ბრძოლა; მაგრამ შემდეგ საომარი მოქმედებები სხვადასხვა აფრიკელ ხალხებთან არაერთხელ განახლდებოდა ხოლმე. დეპრეტისის სიკვდილის შემდეგ მინისტრ-პრეზიდენტად შეიქნა კრისპი – მაგრამ უწინდებურად სამინისტრო მხარდაჭერას პოულობდა მემარჯვენე ფრთაში, ოპოზიციას კი – ირედენტისტებში, რომელთაც იმბრიანი ხელმძღვანელობდა. მთელი განსხვავება იმაში მდგომარეობდა, რომ კაბინეტი მოქმედებდა უფრო მეტი ენერგიითა და განსაზღვრულობით: შემდგომი 4 წელიწადი (1887-1891) იტალიის ისტორიაში აღინიშნება როგორც კრისპის ეპოქა, იმის მსგავსად, როგორც გერმანის ისტორიაში არის ბისმარკის ეპოქა. ივიწყებდა რა თავისი სულ ახლანდელი თავდასხმების შესახებ სამთა კავშირზე, კრისპი, მისი განმტკიცებისთვის, მოულოდნელად გაემგზავრა ფრიდრიხსრუეში ბისმარკთან (1887). “მხოლოდ ამ მომენტიდან – ამბობდა შემდგომში თავად კრისპი (1890) – ურთიერთობები სამ მოკავშირე დერჟავას შორის სავსებით გულითადი შეიქნა”. მაგრამ ამასთან ერთად სწორედ ამ მომენტიდან იტალია წავიდა განსაკუთრებით სწრაფი ნაბიჯებით სახელმწიფო გაკოტრების გზაზე. საბაჟო ომმა საფრანგეთთან (1888-1890) საქმე მიიყვანა სამიწათმოქმედო და სავაჭრო კრიზისამდე; ყველაზე უფრო მეტად დაზარალდა მეღვინეობა. უმუშევრობამ და სიღატაკემ (სიცილიაში 1889 წ. შიმშილით სიკვდილის შემთხვევებიც კი იყო) გამოიწვიეს მთელი რიგი მთავრობისადმი მტრული დემონსტრაციები. მათი გავლენით კრისპის კაბინეტი გადადგა, მაგრამ ხელისუფლებას დაუბრუნდა მხოლოდ მსუბუქად გარდაქმნილი სახით. შეკრებების დაშლა, დაპატიმრებები და მათი მსგავსი ღონისძიებები თავიდან ვერ იცილებდა დემონსტრაციებს. 1889 წ. ზაფხულში ლომბარდიაში გაჩაღებულ იქნა გლეხთა ამბოხება, რომელიც იარაღის გამოყენებით ჩაახშეს; იგი განმეორდა მომდევნო წელსაც. იტალიის საგარეო მდგომარეობა იყო ბრწყინვალე. 1888 წ. იმპერატორი ვილჰელმ II ვიზიტით ეწვია ჰუმბერტს მის დედაქალაქში; შემდეგ წელს ჰუმბერტი, კრისპის თანხლებით, მას საპასუხო ვიზიტით ეწვია. 1890 წ. საქველმოქმედო დაწესებულებები (opera pie), რომლებიც ეკლესიის განსაკუთრებული გამგებლობის ქვეშ იმყოფებოდა, გადაცემულ იქნა სახელმწიფოსთვის. ამან სახელმწიფოს განკარგულებაში მისცა 3 მლრდ. ლირის კაპიტალი, რომელიც იძლეოდა 150 მლნ. შემოსავალს, რომელთაგან ეკლესია 100 მლნ.-ს იყენებდა დაწესებულებათა მართვაზე და მხოლოდ 50 მლნ.-ს ქველმოქმედებაზე, უპირატესად ეკლესიათა მორთვაზე და ა. შ. ახალი სისხლის სამართლის კოდექსი, რომელზედაც იტალიელი იურისტები და მთავრობა ორ ათწლეულს მუშაობდნენ, 1889 წ. 1 იანვრიდან შევიდა ძალაში. მან შეცვალა სხვადასხვა პრვონციებში იმ დრომდე მოქმედი მოძველებული და ხშირად ბარბაროსული ნეაპოლის, ტოსკანას, სარდინიის კოდექსები და ასეთნაირად იქცა იტალიის გაერთიანების უკანასკნელ აქტად. სარედაქციო მიმართებით ჩინებული, ეს კოდექსი მოწინავეა ევროპაში: მასში არ არის სიკვდილი დასჯა. იგი წარმოადგენს ეკლესიასთან ბრძოლის აქტს: მასში გულდასმითაა შემუშავებული და მკაცრი სასჯელებით გარემოცული სასულიერო და საერო პირთა ბოროტმოქმედებანი, როლებიც მიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ კათოლიკური ეკლესიის სასარგებლოდ. ამავე დროს გაუქმებულია ეკლესიის სასარგებლო მეათედი და გამოცემულია ახალი კანონი სათემო და პროვინციული მმართველობის შესახებ, რომელმაც მნიშვნელოვნად გააფართოვა ადგილობრივი თვითმმართველობა. 1890 წ. არჩევნები მეტად ხელსაყრელი იყო კრისპის სამინისტროსთვის: 508 დეპუტატიდან არანაკლებ 392-ისა მისი მომხრე გახლდათ; დანარჩენები მიეკუთვნებოდნენ “შეურიგებელ მემარჯვენე ფრთას”, რომელსაც ხელმძღვანელობდა ძველი კავურიანელი ბონგი (მემარჯვენეთა უმეტესი ნაწილი, ე. წ. მემარჯვენე ცენტრი, რომელსაც ხელმძღვანეობდა რუდინი, მხარს უჭერდა კრისპის), ან ნიკოტერას მომხრეებს, რომელიც კრისპის გამოეყო, ან კიდევ ირედენტისტებს. მაგრამ სამინისტროს მიერ შეტანილი ბიუჯეტი იმდენად არადამაკმაყოფილებელი იყო, მასში დაპროექტებული ახალი გადასახადები კი იმდენად მძიმე, რომ კამათი მის შესახებ დასრულდა სამინისტრისადმი უნდობლობის გამოცხადებით. 1891 წ. 31 იანვარს კრისპი გადადგა, და მის დაცემასთან ერთად დასრულდა მემარცხენეთა ბატონობაც. ახალი სამინისტრო ჩამოაყალიბა მარკიზმა დე-რუდინიმ. მასში უმრავლესობა შეადგინეს მემარჯვენე ცენტრის წევრებმა, მაგრამ იყვნენ შეურიგებელი მემარჯვენეებიცა და რადიკალებიც (ნიკოტერა, შინაგან საქმეთა მინისტრი); ამიტომ სამინისტრო დღეგრძელი ვერ გამოდგა. რუდინი დაპირდა საემისიო ბანკების რეფორმას, კოლონიურ პოლიტიკაზე ხარჯების შემცირებასა და, საერთოდ, ბიუჯეტში ეკონომიას. ამის შესრულება მან ვერ მოახერხა (ან ვერ მოასწრო, не успелъ), და მსი ერთწლიანი მმართველობა, ისევე როგორც მისი წინამორბედის მმართველობაც, აღინიშნებოდა სოციალიზმის ზრდით. სოციალიზმის გარდა, იტალიაში სწრაფი განვითარება დაიწყო ანარქიზმმაც, რომელიც ამ ქვეყანაში უკვე დიდი ხანია პოულობდა ნაყოფიერ ნიადაგს. 1891 წ. 6 იანვარს კოპალაიოში (ლუგას ტბაზე) მიმდინარეობდა ანარქისტების კონგრესი, რომელსაც კვალდაკვალ მოჰყვა აფეთქებებისა და მკვლელობათა გრძელი რიგი. პოლიტიკური მკვლელობა, როგორც ბრძოლის ილეთი, ყოველთვის ძალზედ პოპულარული იყო იტალიაში, და მას მიმართავდნენ ყველაზე უფრო განსხვავებული პარტიები; გაერთიანების შემდეგ იგი უფრო იშვიათი გახდა. 1878 წ. ვინმე პასანანტემ ხელი აღმართა ჰუმბერტის სიცოცხლეზე და ამასთან მეფე დაჭრა კიდეც, შემდეგ წელს თავდასხმა მოწყობილ იქნა კრისპიზე. ანარქისტებმა ისევ აიყვანეს მკვლელობა სისტემაში. ამასთან დაკავშირებით გრძელ მწკრივად გაიჭიმა ანარქისტთა პროცესები. ბარიში (1891) ასამართლებდნენ საიდუმლო საზოგადოებას “Mala vita”; საბრალდებო სკამზე იჯდა 180 ადამიანი. 1892 წ. მაისში წარმოიქმნა ჯოლიტის კაბინეტი, რომელთან ერთადაც ისევ მოვიდნენ ხელისუფლებაში მემარცხენეები. საგარეო პოლიტიკის სფეროში ჯოლიტიმ მიაღწია გარკვეულ წარმატებას: 1892 წ. ნოემბერში ინგლისური ესკადრა ესტუმრა იტალიურ წყლებს, უპასუხა რა ამ დემონსტრაციით საფრანგეთ-რუსეთის ზეიმებს. ფინანსების გამოსწორება ეკონომიით (სხვათა შორის – სამხედრო ბიუჯეტშიც) მან ვერ მოახერხა. აგიტაციის დროს, რომელიც წინ უძღოდა 1892 წ. არჩევნებს, ოპოზიციის ბელადები (კრისპი, ზანარდელი, რუდინი) არმიის დასუსტების შესახებ ლაპარაკობდნენ, როგორც უგუნურების, როგორც დანაშაულისა, რომელიც ჩაიდინა მთავრობამ უცხოურ სახელმწიფოთა გიგანტური არმიების არსებობის პირობებში. არჩევნებში გაიმარჯვა სამინისტრომ: მან გაიყვანა 370 თავისი მომხრე, მაგრამ ერთი წლის შემდეგ სწორედ ამ მომხრეებმა დაამხეს კიდეც იგი. ჯოლიტის მმართველობის დროს ეკონომიკური მოუწყობლობა გამოიხატა ძლიერი ამბოხებით კუნძულ სიცილიაზე და უფრო სუსტი ამბოხებებითაც იტალიის ჩრდილოეთში. ამბოხებამ სრულებით დააბნია მთავრობა, მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური პარტია უკვე დიდი ხანია მიუთითებდა წვრილ მოიჯარადრეთა მძიმე მდგომარეობაზე სიცილიაში, რომლებიც იქ შეადგენდნენ მიწათმოქმედი მოსახლეობის მნიშვნელოვან პროცენტს, და მათ გარემოში არსებულ უკიდურეს უკმაყოფილებაზეც. ჯოლიტის დაცემის უშუალო საბაბად იქცა საბანკო სკანდალი და სამინისტროს არასაკმარისი ენერგია მის აღმოჩენასა და ჩახშობაში. ექვს იტალიურ ბანკში, რომელთაც გააჩნდათ საკრედიტო ბილეთების გამოშვების მონოპოლია, რომელიც მთავრობის მიერ იყო გარანტირებული და უმკაცრეს სამთავრობო კონტროლს ექვემდებარებოდა, გამოვლინდა მრავალმილიონიანი დატაცებანი. ბანკების დირექტორები, მათში მომსახურენი, დეპუტატები, მინისტრებიც კი, გაზეთების რედაქტორები აღმოჩნდნენ მეტ-ნაკლებ შეხებაში ამ დატაცებებთან; ერთნი იღებდნენ ფულებს დუმილისთვის, სხვები – საბანკო მონოპოლიათა აქტიური მხარდაჭერისთვის. ეჭვის ქვეშ აღმოჩნდნენ თავად ჯოლიტიცა და მისი კაბინეტის სხვა წევრებიც. კრისპი სარგებლობდა ამ ბანკებში ფართო პირადი კრედიტით, ასევე – ზანარდელიც. მიუხედავად ამისა, მეფემ ახალი სამინისტროს შედგენა დაავალა სწორედ კრისპის (1893 წ. ნოემბერი). საბანკო სკანდალის მონაწილეთაგან სასამართლოსთვის გადაცემულ იქნენ მხოლოდ რომის ბანკის დირექტორი ტანლონიო და მასთან ახლოს მდგომი რამდენიმე პირი. დანაშაულის უეჭველობის მიუხედავად, ნაფიცმა მსაჯულებმა ყველა ბრალდებული გაამართლეს (1894 წ. ივლისი), თვლიან რა, როგორც ჩანს, შეუძლებლად მეორეხარისხოვან დამნაშავეთა დასჯას, სანამ მთავარი დამნაშავენი თავისუფლებაში რჩებიან. სასამართლოზე ნათელი გახდა, რომ წინასწარი გამოძიების დროს გატაცებულ იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, და აგვისტოში მთავრობას მოუხდა საგანგენო კომისიის დანიშვნა ამ საკითხის გამოძიებისთვის. ანარქიზმმა ახალ წარმატებებს მიაღწია. რამდენიმე აფეთქება, კრისპიზე თავდასხმა და ჟურნალისტ ბონდის მკვლელობა – აი მისი მთავარი გამოვლინებანი. მთავრობამ მათზე უპასუხა კანონით, რომელიც აძლიერებს სასჯელებს ბეჭდური სიტყვის დანაშაულებათათვის და ჰქმნის გადასახლებას სასამართლოს გარეშე ანარქისტებისთვის (1894 წ. ივლისი).
ვ. ვოდოვოზოვი
(ამის შემდეგ მოყვანილია ლიტერატურის ჩამონათვალი იტალიის ისტორიაში)
თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:
Post a Comment