(წერილი გამოქვეყნდა გაზეთ “ახალ 7 დღეში” 2006 წლის 7-13 აპრილისა და 14-20 აპრილის ნომრებში სათაურით “აშშ შეიარაღებული ძალები და საქართველო”; აქ რამდენადმე შევცვალეთ წერილის სათაური, ვინაიდან მანამდე გაზეთ “საქართველოში” ასეთი საერთო სათაურით გამოვაქვეყნეთ რამდენიმე წერილისგან შემდგარი ციკლი, რომელიც ამ სახელწოდებით გვაქვს უკვე ატვირთული ბლოგზე, და მოვერიდეთ დუბლირების გამო მკითხველთათვის შესაძლო უხერხულობების წარმოქმნას. გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ ამ წერილის გაზეთში გამოქვეყნებამდე, ამავე გაზეთის 2006 წლის 27 იანვარ – 2 თებერვლის, 3-10 თებერვლისა და 11-18 თებერვლის ნომრებში გამოვაქვეყნეთ ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის ქ-ნ ნატალია ნაროჩნიცკაიას წერილის “კულტურის რელიგიურ-ფილოსოფიური საფუძვლები” თარგმანი, რომელიც უკვე გვაქვს ბლოგზე ატვირთული და ამიტომ აქ იგი აღარ გაგვიმეორებია)
უკანასკნელ წლებში აშშ-ს დიდი გავლენა აქვს საქართველოს სამხედრო მშენებლობაზე. ამიტომ საინტერესო იქნებოდა, კიდევ ერთხელ გადაგვეხედა ამ სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და განვითარების გამოცდილებისთვის, რათა გაგვერკვია – პირველი, რა ცვლილებები განახორციელა ამერიკულმა სარდლობამ თავის სამხედრო მანქანაში “ცივი ომის” დასრულების შემდეგ (1990 წლებიდან), რა მიზნებს ისახავდა ეს ცვლილებები, და მეორეც, როგორ შეესაბამება თავად ამერიკელთა გამოცდილებას ის რჩევები, რომლებსაც ისინი აძლევენ საქართველოს ხელისუფლებასა და თავდაცვის სამინისტროს.
აშშ შეიარაღებული ძალები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამკვიდრებული ორგანიზაციის მიხედვით, შედგება სახმელეთო ჯარების, საჰაერო ძალებისა და საზღვაო ძალებისგან (მანამდე საჰაერო ძალები ცალკე არ არსებობდა და საბრძოლო ავიაცია შედიოდა სახმელეთო ჯარებისა და საზღვაო ძალების შემადგენლობაში). მათ ეწოდებათ შეიარაღებული ძალების სახეობები. საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსი შედის საზღვაო ძალების შემადგენლობაში, მაგრამ მისი მრავალრიცხოვნებისა (ოთხი საექსპედიციო დივიზია, ოთხი ტაქტიკური საავიაციო ფრთა) და აშშ სამხედრო-პოლიტიკურ ისტორიაში მისი განსაკუთრებული როლის გამო ხშირად მას მოიხსენიებენ, როგორც შეიარაღებული ძალების ცალკე სახეობას.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სტრატეგიული ბირთვული იარაღის განვითარების, ბირთვული საბრძოლო მასალების გადამტანებად სტრატეგიული ბომბდამშენი ავიაციის, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტებისა (სკბრ) და წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტების (წნბრ) შექმნისა და განვითარების შედეგად, უკვე 1962 წელს პრეზიდენტ ჯ. კენედის ადმინისტრაციამ შემოიღო შეიარაღებული ძალების დაყოფა ასევე მიზნობრივი დანიშნულებისა და გადასაწყვეტი ამოცანების მიხედვითაც. სახელდობრ, ამ მხრივ გამოყოფილ იქნა სტრატეგიული ძალები, ზოგადი დანიშნულების ძალები, ჯარების სტრატეგიული გადასროლის ძალები და საშუალებები და რეზერვები. სტრატეგიული ძალები იყოფა სტრატეგიულ შეტევით და თავდაცვით ძალებად, რომელთაგან პირველში საჰაერო ძალებიდან შესულია სკბრ-ებისა და სტრატეგიული ავიაციის (ბომბდამშენი, სადაზვერვო, ჰაერში საწვავით გამწყობი და მართვის თვითმფრინავები /საჰაერო საკომანდო პუნქტები/) შენაერთები, ნაწილები და ქვედანაყოფები. საზღვაო ძალებიდან – საზღვაო ბაზირების ბალისტიკური რაკეტებით (“პოლარისი”, “პოსეიდონი”, “თრაიდენთი”) შეიარაღებული სტრატეგიული წყალქვეშა ნავები.
ზოგადი დანიშულების ძალებში შედიან მთლიანად სახმელეთო ჯარები, ტაქტიკური საჰაერო ძალები და საზღვაო ძალების უმეტესი ნაწილი სტრატეგიული დანიშნულების ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავების გამოკლებით. ჯარების სტრატეგიული გადასროლების ძალებსა და საშუალებებში შეყვანილია სტრატეგიული დანიშნულების (ფრენის დიდი სიშორის მქონე) სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები C-5A “გელექსი” და C-141 “სტარლიფტერი” ნაწილები და ქვედანაყოფები, აგრეთვე მსხვილტონაჟიანი სამხედრო-სატრანსპორტო გემები. საჭიროების შემთხვევაში ითვალისწინებენ ამ მიზნებით სამოქალაქო საავიაციო და საზღვაო კომპანიების ხომალდების გამოყენებასაც, რისთვისაც უკვე მშვიდობიანობის დროს მათ უტარებენ შესაბამის გადაკეთებებს (სამოქალაქო ლაინერების ფუზელაჟის გამაგრება და სხვა), რაშიც ფინანსურად და ორგანიზაციულად მონაწილეობს პენტაგონიც.
რაც შეეხება აშშ შეიარაღებული ძალების რეგულარულ და სარეზერვო კომპონენტებს და მათ ურთიერთდამოკიდებულებას, აქ უკვე თავს იჩენს ამერიკის სპეციფიური ისტორიული გამოცდილება და გეოგრაფიული პირობები. საქმე ის არის, რომ ამ ქვეყანას გააჩნია კუნძულოვანი მდებარეობა და არ ჰყავს მსხვილი და ძლიერი სახმელეთო მეზობელი. სახელდობრ, 2000 წელს აშშ-ის მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 275,6 მლნ. ადამიანს, მისი ჩრდილოელი მეზობლის, კანადისა, 29,5 მლნ.-ს, ხოლო სამხრეთელი მეზობლის, მექსიკისა კი, 96,5 მლნ. ადამიანს. ევროპისა და აზიის მსხვილი სახელმწიფოებისგან აშშ იზოლირებულია ატლანტისა და წყნარ ოკეანეთა სივრცეებით, რაც გამორიცხავს მის ტერიტორიაზე შესაძლო მოწინააღმდეგის მსხვილი ძალებით მოულოდნელ შეჭრას. ამიტომ, თუმცა კი აშშ-ს შეუძლია საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონის საფუძველზე სამხედროვალდებული ახალგაზრდობის ნამდვილ სამხედრო სამსახურში გაწვევის შედეგად მშვიდობიანობის დროის 3,2-მილიონიანი რეგულარული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება, რაც შესაძლებლობას მისცემდა ჰყოლოდა 5,0-მილიონიანი პირველი რიგის რეზერვიც (იმ ახალგაზრდა მამაკაცების სავარაუდო რიცხვი, რომლებიც რეგულარული ჯარებიდან დემობილიზებული იქნებოდნენ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში), აგრეთვე 45-მილიონიანი საერთო რეზერვი, რომლებმაც თავის დროზე იმსახურეს შეიარაღებულ ძალებში და გარკვეული სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობებიც გააჩნიათ; და მაშინ, ძლიერი მეზობელი სახელმწიფოს, ან სახელმწიფოთა კოალიციის სავარაუდო თავდასხმის შემთხვევაში მასაც შეეძლებოდა ომის საწყის ეტაპზე 8,2-მილიონიანი შეიარაღებული ძალების მობილიზაცია, ხოლო შემდეგ კი ვითარების-და მიხედვით მოქმედება.
მაგრამ საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონი მშვიდობიანობის დროს აშშ-ში დაკონსერვებულია და 1973 წლის დასაწყისიდან ქვეყნის შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხდება ნებაყოფლობით, მოხალისეთაგან, შესაბამისი კონტრაქტების საფუძველზე. რეგულარულ სახმელეთო ჯარებში, მაგალითად, კონტრაქტის მინიმალური ვადა ექვსი წელია, საიდანაც მინიმუმ სამი წელი რიგითი შემადგენლობის სამხედრო მოსამსახურემ უნდა იმსახუროს რეგულარულ ნაწილში, ხოლო შემდეგ კი შეუძლია გადავიდეს ორგანიზებულ რეზერვში (ეროვნულ გვარდიაში ან არმიის რეზერვში). ასეთი პრაქტიკის შედეგად, თუმცა კი მაღლდება პირადი შემადგენლობის პროფესიონალიზმი, მაგრამ შედარებით მაღალი ფულადი ანაზღაურებისა და სხვა შეღავათების გამო, ასეთი სახის მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ძალების შენახვა ფინანსურად შეუძლებელია და, შესაბამისად, მნიშვნელოვნადაა შემცირებული როგორც ომის საწყის ეტაპზე გამოსაყვანი შეიარაღებული ძალების რიცხოვნება, ისე გარკვეული სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის მქონე რეზერვისტების რიცხვიც, ვინაიდან ბევრ მათგანს საერთოდ არც კი გაუვლია ნამდვილი სამხედრო სამსახური. სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 1991 წელს აშშ რეგულარულ შეიარაღებულ ძალებსა და მზადმყოფ რეზერვში (პირველი რიგის რეზერვში) სულ შედიოდა 3,96 მლნ. ადამიანი, 2000 წელს კი 2,58 მლნ. მათი განაწილება რეგულარულ ჯარებსა (ძალებსა) და რეზერვში ნაჩვენებია 1-ლ ცხრილში.
ცხრილი 1
აშშ შეიარაღებული ძალების რეგულარული და სარეზერვო კომპონენტები 1991 და 2000 წლებში
(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – რეგულარული და სარეზერვო კომპონენტები, B – მთლიანად შეიარაღებული ძალები, ადამიანი, C – სახმელეთო ჯარები, ადამიანი, D – საჰაერო ძალები, ადამიანი, E – საზღვაო ძალები, ადამიანი, F – საზღვაო ქვეითი ჯარის კოროუსი, ადამიანი)
მოსახლეობა, . . . . . . . A . . . . . . . . B . . . . . .C . . . . . D . . . . . E . . . . . F . .
ადამიანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
1 9 9 1 წ ე ლ ი
250348800 . . . . . რეგულარული . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . შეიარაღებული . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . ძალები . . . . . . . . . 2029800 . . .731700 . . 517400 . . 584800 . . 195700
. . . . . . . . . . . . . . მზადმყოფი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . .რეზერვი . . . . . . . .1721700 . . 1101000 . . 275100 . . 240200 . . .86500
. . . . . . . . . . . . . . . . მათ შორის: . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . ეროვნული . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . გვარდია . . . . . . .583500 . . .446700 . . 116800 . . . . . – . . . . . . . – . .
. . . . . . . . . . . . . . . . . რეზერვი . . . . . 1138200 . . .654300 . . .157200 . . 240200 . . . .86500
. . . . . . . . . . . . . . Standby რეზე- . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . რვი . . . . . . . . . . . . . . .29200 . . . . 1100 . . . .14900 . . . 11800 . . . . .1400
. . . . . . . . . . . . . . .Retired რეზერ- . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . .ვი . . . . . . . . . . . . . . . 175500 . . . 87300 . . . .54200 . . . 28800 . . . . .5200
. . . . . . . . . . . . . . ს უ ლ . . . . . . . . . . . 3956000 . .1921100 . . .860500 . . 865600 . . .288800
2 0 0 0 წ ე ლ ი
275636000 . . . . . . რეგულარული . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . .შეიარაღებული . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . .ძალები . . . . . . . . .1365800 . . 471700 . . 353600 . . 370700 . . . 169800
. . . . . . . . . . . . . . . .მზადმყოფი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . .რეზერვი . . . . . . . 1181700 . . 728200 . . 180300 . . 178200 . . . . 95000
. . . . . . . . . . . . . . . . . მათ შორის: . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . ეროვნული . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . გვარდია . . . . . 456600 . . 350000 . . 106600 . . . . . – . . . . . . . . – . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . რეზერვი . . . . .725100 . . 378200 . . . 73700 . . 178200 . . . . 95000
. . . . . . . . . . . . . . . . Standby რეზე- . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . რვი . . . . . . . . . . . . . .29800 . . . . . 740 . . . 17100 . . . 11700 . . . . . . 260
. . . . . . . . . . . . . . . . ს უ ლ . . . . . . . . . .2577300 . . 1200640 . .551000 . . 560600 . . . 265600
ჩვენ ადრეც აღვნიშნავდით, რომ 1991 წელს საბჭოთა კავშირის მოსახლეობა შეადგენდა 290,5 მლნ. ადამიანს, მშბიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალების რიცხოვნება – 3,4 მლნ.-ს, ხოლო პირველი რიგის რეზერვისა კი – 5,2 მლნ. ადამიანს. სულ საბჭოთა სარდლობა შესაძლო ომის საწყის ეტაპზე ვარაუდობდა 8,6 მლნ. რიცხოვნების შეიარაღებული ძალების მობილიზაციას. ამ მაჩვენებლით იგი აშშ-ს აღემატებოდა 2,2-ჯერ. ნატო-ს ბლოკის წევრი ევროპული კონტინენტური სახელმწიფოების (დიდი ბრიტანეთისა და ისლანდიის გარდა) მოსახლეობის ჯამური რიცხოვნება შეადგენდა 342,98 მლნ. ადამიანს, რეგულარული შეიარაღებული ძალებისა – 2,6 მლნ.-ს, პირველი რიგის რეზერვების – 8,3 მლნ. ადამიანს. როგრც ვხედავთ, ამ მაჩვენებლის აბსოლუტური მნიშვნელობით დასავლეთ ევროპის კონტინენტური სახელმწიფოები პირველ ადგილზე იყვნენ და საბჭოთა კავშირსაც კი აღემატებოდნენ, არათუ შეერთებულ შტატებს. სწორედ ეს გარემოება იძლეოდა კიდეც იმის შესაძლებლობას, რომ მთლიანობაში ნატო-ს ბლოკს რიცხოვნებით ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის თანაბარი შეიარაღებული ძალების გამოყვანა შეძლებოდა სავარაუდო ომის საწყის პერიოდში. და ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ამ ქვეყნებში მოქმედებდა საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონი და შეიარაღებულ ძალებს აკომპლექტებდნენ უმეტეს წილად სავალდებულო ვადიან სამხედრო სამსახურში გაწვეული ახალგაზრდებით. ამავე დროს ამ სახელმწიფოებში მოქმედებდა კონტრაქტების მექანიზმიც, მაგრამ ეს უკანასკნელი შეეხებოდა მხოლოდ ისეთ სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობებს, რომლებიც დაკავშირებული იყო რთული სამხედრო ტექნკის ათვისებასთან, რისთვისაც სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა არ იყო საკმარისი, აგრეთვე უმცროს მეთაურთა (სერჟანტებისა და უნტერ-ოფიცრების) შემადგენლობასაც.
მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების ამ მექანიზმს ეწოდება შერეული მექანიზმი, რაც გულისხმობს ერთდროულად საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონის მოქმედებასაც და გარკვეული კატეგორიების რიგით და სერჟანტთა შემადგენლობისთვის – კონტრაქტებისაც. სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 1991 წელს ნატო-ს ბლოკის დასავლეთევროპული სახელმწიფოების რეგულარული შეიარაღებული ძალების რიცხოვნება, გაწვეული პირადი შემადგენლობის რიცხვი და სავალდებულო სამსახურის ვადები მოყვანლია მე-2 ცხრილში.
ცხრილი 2
მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალები, გაწვეული პირადი შემადგენლობა და სამდვილი სამხედრო სამსახურის ვადები 1991 წელს ნატო-ს კონტინენტურ ევროპულ სახელმწიფოებში
(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A - რეგულარული შეიარაღებული ძალები, ადამიანი, B - გაწვეული პირადი შემადგენლობა, ადამიანი)
სახელმწიფო . . . . A . . . . . . . . B . . . . . . . ნამდვილი სამხედრო სამსახუ-
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . რის ვადები . . . . . . . . . . . .
საფრანგეთი . . . . 453100 . . . . 228800 . . . . . 12 თვე (ნებაყოფლობით შეიძლება
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .გაზრდილ იქნას 16-24 თვემდე)
გერმანია . . . . . . . 476300 . . . . .203300 . . . . . 12 თვე . . . . . . . . . . . . . . . . . .
იტალია . . . . . . . . 361400 . . . . .216100 . . . . . 12 თვე . . . . . . . . . . . . . . . . . .
თურქეთი . . . . . . 579200 . . . . .498800 . . . . . 18 თვე . . . . . . . . . . . . . . . . . .
ესპანეთი . . . . . . .257400 . . . . .158000 . . . . . 12 თვე (შესაძლოა ნებაყოფლობით
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .იქნას გაზრდილი 18, 24 ან 36 თვემდე)
ნიდერლან- . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დები . . . . . . . . . . .101400 . . . . . .45400 . . . . . სახმელეთო ჯარებსა და საჰაერო ძა-
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . მლებში 12-14 თვე, საზღვაო ძალებში
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 12-15 თვე . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ბელგია . . . . . . . . . .85400 . . . . . .34100 . . . . . გერმანიაში მომსახურე პირადი შემა-
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .დგენლობისთვის 10 თვე, ხოლო ბელ-
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .გიაში მომსახურეთათვის კი 12 თვე
დანია . . . . . . . . . . . 29400 . . . . . .22800 . . . . . 9-12 თვე (27 თვეზე მეტი გარკვეულ
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .წოდებებში) . . . . . . . . . . . . . . . . . .
ნორვეგია . . . . . . . . 32700 . . . . . .22800 . . . . სახმელეთო ჯარებში, საჰაერო ძალ-
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ებსა და საზღვაო ძალების სანაპირო
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . არტილერიაში 12 თვე, საზღვაო ძალ-
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ებში 15 თვე . . . . . . . . . . . . . . . .
საბერძნეთი . . . . .158500 . . . . .125800 . . . . . სახმელეთო ჯარებში 19 თვეზე მეტი,
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . საჰაერო ძალებში 21 თვეზე მეტი, სა-
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ზღვაო ძალებში 23 თვეზე მეტი . . .
პორტუგალია . . . . 61800 . . . . . .33300 . . . . .15-18 თვე . . . . . . . . . . . . . . . . . . .
შენიშვნა: ეს ცხრილი საგაზეთო წერილში არ ყოფილა, ისევე როგორც ზოგიერთი ზემოთ მოყვანილი განმარტებითი და დამაზუსტებელი მსჯელობა, რომლებიც აქ უფრო მეტი სიცხადისა და ინფორმაციულობისთვის მოვიყვანეთ.
რეგულარული შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანწილად ვადიან სამსახურში გაწვეული პირადი შემადგენლობით დაკომპლექტებულობის მიუხედავად, სახელდობრ, ფედერაციული გერმანიისა და საფრანგეთის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანობის მიხედვით ალბათ არ ჩამოუვარდებოდნენ აშშ ჩვეულებრივი დანიშნულების ძალებს, და ამაში თავის უდაო როლს ითამაშებდა ცალკეულ სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობებსა და უმცროს მეთაურთა თანამდებოებზე კონტრაქტებით უფრო მეტი ვადებით სამსახურის მექანიზმები, რაც ზემოთ მოყვანილ ცხრილში შეგვიძლია ვნახოთ საფრანგეთის, ესპანეთისა და დანიის მაგალითებზე, თუმცა კი ასეთი პრაქტიკა სხვა ქვეყნებშიც იქნებოდა. ამათგან განსხვავებით, იმევე 1991 წელს, ისრაელის რეგულარულ შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა მამაკაცებისთვის იყო 36 თვე, ქალებისთვის კი 24 თვე. ვინაიდან ეს ვადები სავსებით საკმარისი იყო თუნდაც რთული სამხედრო ტექნიკის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების, ან სერჟანტებისა და უნტერ-ოფიცერთა უფლება-მოვალეობების კვალიფიციურად დაუფლებისთვის, ამიტომ იქ დამატებით უფრო მეტი ვადით კონტრაქტის საფუძველზე სამსახურის საჭიროება არ ყოფილა. აშშ არმიაშიც ხომ, მაგალითად, კონტრაქტის ყველაზე უფრო გავრცელებული ვარიანტი ითვალისწინებდა სამი წლით (36 თვით) სამსახურს რეგულარულ ჯარებში, ხოლო შემდეგ კი გადასვლას ორგანიზებულ რეზერვში.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს მცირე კონტინენტური სახელმწიფოა, რომელსაც ასევე ჰყავს ტერიტორითა და მოსახლეობით მისი თანაზომადი და გაცილებით უფრო ძლიერი მეზობლებიც და მუდივად იმყოფება შესაძლო მოწინააღმდეგის მხრიდან მისი შესაძლებლობებისთვის მსხვილი ძალებით შემოჭრის სავარაუდო საფრთხის ქვეშ. ამიტომ მას კიდევ უფრო მეტად უნდა სჭირდებოდეს მუქარის პერიოდში ან ომის დაწყებისთანავე 400-500 ათასიანი შეიარაღებული ძალების მობილიზაცია, რასაც უზრუნველყოფს სწორედ მშვიდობიანობის დროს საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონის საფუძველზე ნამდვილ სამსახურში გაწვეული პირადი შემადგენლობით შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების პრინციპი და ამისთვის საჭირო მექანიზმების განვითარება და სრულყოფა. დღესდღეობით კი ვხედავთ საწინააღმდეგოს – საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ამერიკული მოდელის კალკირებას, რაც საკუთარ თავდაცვაზე მზრუნველი დამოუკიდებელი ქვეყნისთვის ყოვლად დაუშვებელია (ვიმეორებთ, მისი კონტინენტური მდებარეობის, ძლიერი მეზობლების არსებობის, მუქარებზე დაუყოვნებლივ და ადექვატურად რეაგირებისა და მოსახლეობის რაც შეიძლება მეტი პროცენტის იარაღით ხელში გამოყვანის მოთხოვნებიდან გამომდინარე), ხოლო მისაღებია მხოლოდ ისეთი სახელმწიფოსთვის, რომელსაც საკუთარ დამოუკიდებლობაზე ხელი აუღია, “ძია სემის” სახით ახალი “უფროსი ძმა” უპოვნია მას ისევე ემორჩილება და ემსახურება, როგორც მანამდე საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობას.
ანალოგიური მდგომარეობაა აშშ შეიარაღებული ძალების როგორც რეგულარული და სარეზერვო კომპონენტების რიცხოვნების, ისე ამ უკანასკნელთა საბრძოლო მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანობის მხრივაც. როგორც 1-ლი ცხრილიდან ჩანს, 1991 წელს აშშ რეგულარული შეიარაღებული ძალები მოითვლიდა პირადი შემადგენლობის 2,03 მლნ. ადამიანს, მზადმყოფი რეზერვი კი 1,72 მლნ.-ს. მზადმყოფი რეზერვის შემადგენლობაში შედიოდა ორგანიზებული და ინდივიდუალური რეზერვი. პირველი მათგანი, რეგულარული შეიარაღებული ძალების მსგავსად, ორგანიზებული იყო სახმელეთო ჯარებისა და საზღვაო ქვეითი ჯარის საბრძოლო დივიზიების, ცალკეული ბრიგადების, საარტილერიო ბრიგადების, ცალკეული ბატალიონებისა და დივიზიონების სახით; აგრეთვე საჰაერო ძალებისა და საზღვაო ავიაციის საავიაციო ფრთებისა და ცალკეული ესკადრილიების სახითაც. ამ საბრძოლო შენაერთებსა და ნაწილებს, რეგულარული შენაერთებისა და ნაწილების კვალდაკვალ უნდა გაეძლიერებინათ მსხვილმასშტაბიანი ომის შემთხვევაში, ზღვისმიღმა ტერიტორიებზე, ევროპაში ან შორეულ აღმოსავლეთში გაშლილი ამერიკული მეწინავე ბაზირების ჯართა დაჯგუფებები, ან კიდევ გაეშალათ ახლები, როგორც ეს განხორცილედა კიდეც ახლო აღმოსავლეთში 1990-91 წლებში, აგრეთვე 2003 წლის დასაწყისშიც, ერაყის წინააღმდეგ ორივე ომის მსვლელობისას. ინდივიდუალური მზადმყოფი რეზერვი შედგებოდა ინდივიდუალური წესით მომზადებული რეზერვისტებისგან, რომლებიც განკუთვნილი იყვნენ საბრძოლო მოქმედებებში რეგულარული ჯარებისა და ორგანიზებული რეზერვის შენაერთებისა და ცალკეული ნაწილების მიერ განცდილი დანაკარგების მოკლე ვადებში შესავსებად. არამზადმყოფი რეზერვი: standby რეზერვი და retired რეზერვი მთლიანად შედგებოდა ასევე ინდივიდუალური რეზერვისგან და განკუთვნილი გახლდათ იმავე მიზნებისთვის, მხოლოდ უკვე საბრძოლო მოქმედებების მომდევნო ეტაპებზე.
როგორც წინა სტატიებში გვქონდა აღნიშნული, რეგულარული შეიარაღებული ძალების შენაერთებში, ნაწილებსა და ქვედანაყოფებში საბრძოლო მომზადება წარმოებდა კვირაში ხუთი დღის გამავლობაში – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, მზადმყოფ რეზერვში კი კვირაში მხოლოდ ოთხი საათის განმავლობაში, ძირითადად შაბათობით. ეროვნული გვარდიისა და რეზერვის სამხედრო მოსამსახურეები მთელი კვირის მანძილზე ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ (მსახურობდნენ) სამოქალაქო სექტორში და მხოლოდ შაბათობით გადიოდნენ ოთხსაათიან საბრძოლო მომზადებას ეროვნული გვარდიის ან რეზერვის მცირე ქვედანაყოფებში, რომლებიც განლაგებული იყო მათი საცხოვრებელი ადგილების მახლობლობაში. ზაფხულობით კი ისინი გადიოდნენ ორკვირიან საბანაკო შეკრებებს. შესაბამისად, ორგანიზებული რეზერვის საბრძოლო დივიზიები, ცალკეული ბრიგადები, ბატალიონები, დივიზიონები და საავიაციო ესკადრილიები, აგრეთვე საზღვაო ხომალდების ეკიპაჟები ჩამოუვარდებოდნენ რეგულარული ჯარებისა და ძალების შენაერთებსა და ნაწილებს არა მხოლოდ პირადი შემადგენლობის ინდივიდუალურ მომზადებაში, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, დივიზიებისა და ბრიგადების შიგნით ნაწილებისა და ქვედანაყოფების საბრძოლო შეთანხმებულობაში (боевое слаживание). მაგრამ ორგანიზებული რეზერვის სამხედრო მოსამსახურეთა ძირითადი დაკავებულობა სამოქალაქო სექტორში დადებითად მოქმედებდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე და, ვინაიდან, როგორც ვთქვით, აშშ დაცულია გარედან მოწინააღმდეგის მსხვილი ძალების მოულოდნელი შემოტევისგან, ამიტომ შეიარაღებული ძალების მშენებლობის ასეთი სისტემა გამართლებული აღმოჩნდა მისთვის, ისევე როგორც მსგავსი სისტემა დიდი ბრიტანეთისთვის, რომლის ძლიერი სამხედრო-საზღვაო ფლოტი უზრუნველყოფს კიდეც მას მოწინააღმდეგის მსხვილი ძალებით შემოჭრისგან.
1991 წელს აშშ-ის თითქმის მთელი სტრატეგიული შეტევითი ძალები: საჰაერო ძალების საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების (სკბრ), სტრატეგიული ბომბდამშენი, სადაზვერვო და ჰაერში საწვავით გამწყობი, აგრეთვე საჰაერო საკომანდო პუნქტების თვითმფრინავების ფრთები და ცალკეული ესკადრილიები, საზღვაო ძალების ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავები მთლიანად იმყოფებოდნენ რეგულარული შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში (მხოლოდ სტრატეგიული გამწყობი თვითმფრინავების KC-135 და KC-10A 55 საავიაციო ესკადრილიიდან 36 მიეკუვნებოდა რეგულარულ საჰაერო ძალებს, ხოლო 19 კი ორგანიზებულ რეზერვს – 13 საჰაერო ძალების ეროვნულ გვარდიას და ექვსი კი საჰაერო ძალების რეზერვს).
რეგულარულ სახმელეთო ჯარებში ნაჩვენები იყო 16 საბრძოლო დივიზია, ექვსი ცალკეული საბრძოლო ბრიგადა, საარმიო ავიაციის ცხრა ბრიგადა, საველე არტილერიის ცხრა ბრიგადა, ორი ცალკეული ჯავშანსაკავალერიო პოლკი, რომლებსაც ფაქტიურად ბრიგადის შემადგენლობა გააჩნიათ და საარმიო კორპუსის ინტერესებში სადაზვერვო ამოცანების გადაწყვეტა ევალებათ, ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა “ლანსების” შვიდი დივიზიონი (ამერიკული ტერმინოლოგიით ბატალიონი), დიდი სიშორის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს (ზრკ) “პეტრიოტების” 10 დივიზიონი, საშუალო სიშორის ზრკ “ჰოქების” რვა დივიზიონი და სხვა ერთეულები. ორგანიზებულ რეზერვში კი ნაჩვენები იყო 10 საბრძოლო დივიზია, 23 ცალკეული საბრძოლო ბრიგადა, ორი ცალკეული ჯავშანსაკავალერიო პოკლკი, 18 საარტილერიო ბრიგადა, ზრკ “ჰოქების” სამი დივიზიონი, მცირე სიშორის 13 საზენიტო სარაკეტო-საარტილერიო დივიზიონი, 120-მდე ცალკეული საინჟინრო ბატალიონი და სხვა ერთეულები. აღსანიშნავია ერთი გარეოებაც, რომ რეგულარული სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში სჭარბობდა ჯავშანსატანკო, მექანიზებული ქვეითი და მსუბუქი ქვეითი დივიზიები, რომლებშიც საჭირო კვალიფიკაციის მისაღწევად უფრო ინტენსიური საბრძოლო მომზადებაა აუცილებელი, ხოლო ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში კი – ქვეითი დივიზიები (ხუთი დივიზია ექვსიდან), სადაც საჭირო კვალიფიკაციის მისაღწევად მეტ-ნაკლებად საკმარისია კვირაში ოთხსაათიანი საბრძოლო მომზადებაც. გარდა ამისა, საჰაერო-სადესანტო და საჰაერო-საიერიშო დივიზიები იყო მხოლოდ რეგულარული ჯარების შემადგენლობაში.
რეგულარულ საჰაერო ძალებში ნაჩვენები იყო 24 ტაქტიკური საავიაციო ფრთა (დაახლოებით 95 საავიაციო ესკადრილია), ეროვნულ გვარდიაში 23 ფრთა (92 ავიაესკადრილია) და საჰერო ძალების რეზერვში კი 21 ავიაფრთა (57 ავიაესკადრილია, მათგან მხოლოდ 37 ესკადრილია იყო შეიარაღებული საბრძოლო თვითმფრინავებით). სულ აშშ ტაქტიკურ საჰაერო ძალებში ნაჩვენები იყო 3815-მდე საბრძოლო თვითმფრინავი, მათგან 770 ეროვნულ გვარდიაში და 240-მდე კი საჰაერო ძალების რეზერვში; პლიუს 1090-მდე საბრძოლო თვითმფრინავი იმყოფებოდა შეიარაღების გარეშე მარაგში. საბრძოლო ავიაციის ფარეხს შეადგენდნენ გამანადგურებელი თვითმფრინავები: F-4 “ფანტომი”, F-15 “იგლი”, F-16 “ფაითინგ ფალკონი”, F-111, ძნელად შესამჩნევი F-117; მოიერიშე თვითმფრინავები A-7 “კორსარი” და A-10A “თანდერბოლთი”; აგრეთვე სადაზვერვო RF-4C, რადიოელექტრონული ბრძოლის EF-111A, შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის E-3A AWACS და სხვა თვითმფრინავები.
საზღვაო ძალებში ორგანიზაციულად ნაჩვენები იყო ოთხი ოპერატიული ფლოტი: მე-2 ფლოტი ატლანტის ოკეანეში, მე-6 – ხმელთაშუა ზღვაში, მე-3 – წყნარ ოკეანეში და მე-7 წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში. მათ შემადგენლობაში შედიოდა 34 სტრატეგიული და 86 ტაქტიკური (მრავალმიზნობრივი) ატომური წყალქვეშა ნავი, 228 მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდი (მათგან 207 რეგულარულ საზღვაო ძალებში), მათ შორის 13 ავიამზიდი, ორი სახაზო ხომალდი, 46 კრეისერი, 49 საესკადრო ნაღმოსანი და 115 ფრეგატი (მათგან 18 ფრეგატი ფლოტის რეზერვში; გარდა ამისა, იარაღის გარეშე კონსერვაციაში იყო გაყვანილი კიდევ ორი სახაზო ხომალდი, ორი კრეისერი, 13 საესკადრო ნაღმოსანი და ოთხი ფრეგატი), საპატრულო და სანაპირო დაცვის 30 მცირე ხომალდი და კატარღა, 28 ნაღმსატრალო ხომალდი, 65 მსხვილი სადესანტო ხომალდი და სხვა მცურავი საშუალებები. საზღვაო ავიაციაში კი ნაჩვენები იყო რეგულარული ძალების 13 და რეზერვის ორი საგემბანო საავიაციო ფრთა, აგრეთვე საზღვაო ძალების რეზერვის ორი საზღვაო სადაზვერვო ფრთა.
საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსის რეგულარულ კომპონენტში შედიოდა სამი საექსპედიციო დივიზია და სამი საავიაციო ფრთა, ორგანიზებულ რეზერვში კი – ერთი საექსპედიციო დივიზია და ერთი საავიაციო ფრთა.
მთლიანობაში აშშ შეიარაღებულ ძალებში 1991 წელს ნაჩვენები იყო 1000 საკონტინეტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, 305 სტრატეგიული ბომბდამშენი თვითმფრინავი, 34 სტრატეგიული წყალქვეშა ნავი ბორტზე 640 ბალისტიკური რაკეტით, 16940 საბრძოლო ტანკი, 6275 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 27800-ზე მეტი ჯავშანტრანსპორტერი, საველე არტილერიის 6900-მდე ქვემეხი, 425-ზე მეტი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და 2620-ზე მეტი ნაღმსატყორცნი (პლიუს 480-ზე მეტი 81-მმ ნაღმსატყორცნი საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსში), ოპერატიულ-ტაქტიკური მართვადი რაკეტების “ლანსი” 65 გასაშვები დანადგარი, საარმიო ავიაციის 8460-მდე ვერტმფრენი (მათ შორის 1650-ზე მეტი დამრტყმელი), ტაქტიკური, საგემბანო და საზღვაო ქვეითი ჯარის ავიაციის 7095-მდე საბრძოლო თვითმფრინავი და 540-მდე შეიარაღებული ვერტმფრენი (მათ შორის 120-ზე მეტი დამრტყმელი), 86 ატომური მრავალმიზნობრივი (ტაქტიკური) წყალქვეშა ნავი, 13 ავიამზიდი, ოთხი სახაზო ხომალდი, 48 კრეისერი, 62 საესკადრო ნაღმოსანი, 115 ფრეგატი, 30-მდე ნაღმსატრალო ხომალდი, 65 მსხვილი სადესანტო ხომალდი, 365 სტრატეგიული და 520-მდე ტაქტიკური სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, 65 სტრატეგიული სადაზვერვო და 690 ჰაერში საწვავით გამწყობი (ამერიკული ტერმინოლოგიით ტანკერი) თვითმფრინავი და სხვა შეიარაღება.
ასეთი შთამბეჭდავი რაოდენობრივი მაჩვენებლების მიუხედავად, უნდა აღვნიშნოთ, რომ საორგანიზაციო თვალსაზრისით, რეგულარული ჯარებისა და მზადმყოფი რეზერვის ამერიკული მოდელი მისაღებია ძლიერი ფლოტით დაცული კუნძულოვანი სახელმწიფოსთვის, მაგრამ მიუღებელია კონტინენტური ქვეყნისთვის, რომელსაც ჰყავს თავისი თანაზომადი და (ან) მასზე უფრო ძლიერი მეზობელი სახელმწიფოები და მათგან მსხვილი ძალებით მოულოდნელი თავდასხმის მოგერიებისთვის მოკლე ვადებში საჭიროებს მნიშვნელოვანი, შესაძლოა მთელი თავისი ძალების მობილიზებასაც. ასეთ ქვეყნებში ტრადიციულად უპირატესობას ანიჭებენ საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონის საფუძველზე უკვე მშვიდობიანობის დროს ნამდვილ სამხედრო სამსახურში ახალგაზრდობის გაწვევას, მათთვის გარკვეული სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის მიცემას, შესაბამისი ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ხოლო ნამდვილი სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ კი ისინი გადაჰყავთ რეზერვში და გარკვეული სისტემატიურობით იძახებენ შეკრებების გასავლელად შემდგომი მომზადების ან გადამზადების მიზნით.
ჩვენთან კი, სამწუხაროდ, ახდენენ ამერიკული მოდელის გაუმართლებელ კალკირებას, რაც ისევ მიგვანიშნებს იმაზე, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობაზე აღარც კი ფიქრობენ, არამედ ჩვენი ხელისუფლება მთლიანად იმ საზრუნავით არის დაკავებული, თუ როგორ შეეწყოს უფრო კარგად და მორგებულად თავის ახალ “უფროს ძმას”. ამასვე ფიქრობს ე. წ. ტელეოპოზიციაც, რომელიც ბევრ რამეში თუმცა კი მკვეთრად დაპირისპირებია ხელისუფლებას, მაგრამ ამერიკელების მიმართ ყველა დიდ მოკრძალებასა და პატივისცემას ამჟღავნებს. იმასვე თესავენ ისინი ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილშიც. მაგრამ ეს თავისთავად მოხდა, თუ გარკვეული ძალების ხელშეწყობით პროცესი სწორედ აქეთ მიჰყავთ? ჩვენი აზრით, მოქმედებს მეორე მექანიზმი, რასაც ადასტურებს ის, რომ როცა 1990-იან წლებში თურქული სამხედრო მანქანის გაძლიერებისა და აქედან გამომდინარე საფრთხეების, აგრეთვე ევროთათბირის (შემდგომში ეუთო-ს) ეგიდით 1990 და 1992 წლებში დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე საქართველოსთვის (ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანისთვისაც) დადგენილი ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტების უკიდურესი არასაკმარისობის შესახებ საუბარი დავიწყეთ ჯერ კიდევ 1999 წლის გაზაფხულ-ზაფხულიდან, არც ხელისუფლებას და არც მთელ ამ პროამერიკულ სპექტრს არ სურდათ ყოველივე ამის ყურად ღება და გათვალისწინება. თუნდაც ის, რომ დისკუსია გაშლილიყო ამ თემაზე და შეძლებისდაგვარად დაწვრილებით გამოგვეკვლია ჩვენი ქვეყნის საჭიროებათა და პოტენციური საფრთხეების საკითხი. მაშინ ბევრი პრობლემისგან დღესდღეობით უკვე თავისუფალი ვიქნებოდით და ბევრ რამესაც სულ სხვანაირად გადავაფასებდით. მაგრამ პრესაში გამოქვეყნებულ ცალკეულ წერილებს ჩვენი ხელისუფლება გადაფარავს ხოლმე მისთვის ხელსაყრელი არაობიქეტური და არაკვალიფიცური ინფორმაციის ნაკადებით, ხშირად უცხოელ მაღალჩინოსანთა ინტერვიუებით, დასავლეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა აქტიურობით, რისთვისაც იყენებს აგრეთვე ხალხის ბუნებრივ მიდრეკილებას, რომ სჯეროდეს თავისი ხელისუფლებისა, სანამ თვალნათლივ არ დარწმუნდება საწინააღმდეგოში, რასაც სჭირდება დრო და შესაბამისი გამოცდილება, შესაძლოა მწარე გამოცდილებაც.
უწინაც არაერთხელ გვითქვამს, რომ ეუთო-ს ეგიდით დადგენილი კვოტების თანახმად – 220 საბრძოლო ტანკი, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, 285 საველე საარტილერიო სისტემა – შესაძლებელია თანამედროვე ნიმუშის მხოლოდ ორი ჯავშანსატანკო და ორი ქვეითი ბრიგადის ჩამოყალიბება, სულ ოთხი საბრძოლო ბრიგადისა და ორი-სამი ცალკეული სამთოქვეითი ბატალიონის, მაშინ, როდესაც იმავე 1991 წელს 5-მილიონიანი ფინეთის სახმელეთო ჯარებს თავის შემადგენლობაში გააჩნდა 27 საბრძოლო ბრიგადა, 50 ცალკეული ბატალიონი (დივიზიონი) და სხვა ჯარები; 6,5-მილიონიან შვეიცარიას 12 დივიზია (36 ბრიგადა/პოლკი) და სხვა ერთეულები; 4,8-მილიონიან ისრაელს კი 16 დივიზია, 15 ცალკეული ბრიგადა, ოთხი საარტილერიო ბრიგადა და სხვა ჯარები, 10-მილიონიან საბერძნეთს 10 საბრძოლო დივიზია, რვა ცალკეული საბრძოლო ბრიგადა და სხვა ნაწილები და ქვედანაყოფები.
გასულ ზაფხულს ჩატარებულ იქნა საჯარისო წვრთნები, რომელშიც მონაწილეობდა 200 ერთეულამდე ჯავშანსატანკო ტექნიკა: საბრძოლო ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ჯავშანტრანსპორტერები. ეს კარგია, მაგრამ სულაც არ არის ისეთი მოვლენა, როგორადაც ამის წარმოდგენა სურდა ჩვენი თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას. 200 ერთეულამდე ჯავშანსატანკო ტექნიკა, ეს გახლავთ ერთი თანამედროვე ჯავშანსატანკო ან მექანიზებული ქვითი ბრიგადის საშტატო შეიარაღება. სახელდობრ, საქართველოს საზღვრების უშუალო მახლობლობაში თურქულ სარდლობას ქალაქ არტაანში განლაგებული ჰყავს 25-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადა, რომლის შეიარაღებაშიც 1998 წლს დასაწყისში შედიოდა 56 საბრძოლო ტანკი M-48A5, 142 ჯავშანტრანსპორტერი M-113A1/A2, 53 საველე საარტილერიო სისტემა (მათგან 25 ქვემეხი და 28 ნაღმსატყორცნი); აზერბაიჯანის ნახჭევნის ოლქის მახლობლად კი ქ. დოღუბაიაზითში განლაგებული 1-ლი მექანიზებულია ქვეითი ბრიგადა, რომელშიც 1998 წლის დასაწყისში ნაჩვენები იყო 58 საბრძოლო ტანკი (ძირითადად M-60A1/A3), 129 ჯავშანტრანსპორტერი (მათგან 110 M-113A1/A2), 73 საველე საარტილერიო სისტემა (მათ შორის 26 ქვემეხი, ოთხი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა /ზცრს/ და 43 ნაღმსატყორცნი). ქვემოთ მე-3 ცხრილში მოყვანილია თურქული სახმელეთო ჯარების ზოგიერთი ჯავშანსატანკო, მექანიზებული ქვეითი და ქვეითი ბრიგადის ჯავშანსატანკო ტექნიკა და საარტილერიო შეიარაღება 1998 წლის დასაწყისის მდგომარეობით.
ცხრილი 3
თურქული სახმელეთო ჯარების საბრძოლო ბრიგადების ძირითადი შეიარაღება 1998 წლის დასაწყისში
(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენბული აღნიშვნები: A – საბრძოლო ტანკები, B – მოჯავშნული საბრძოლო მანქანები, C – სულ ჯავშანსატანკო ტექნიკა, D – ქვემეხები, E – ნაღმსატყორცნები, F – სულ საველე საარტილერიო სისტემები)
ბრიგადის . . . . . . . . . განლაგების . . ჯავშანსატანკო . . . . . საველე
დასახელება . . . . . . .ადგილი, . . . . . . . . . ტექნიკა . . . . . . არტილერია . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . ქალაქი . . . . . . . . A . . . B . . . . C . . . . D . . . . E . . . . F . .
მე-4 მექანიზებული . . . ედირნე . . . . . 119 . . 118 . . 237 . . . 38 . . . 32 . . . 70
მე-8 მექანიზებული . . .თექირდაგი . . .109 . . 124 . . 233 . . . 22 . . . . 8 . . . 30
18-ე ჯავშანსატანკო . . . ჩანაქკალე . . . .109 . . . 47 . . .156 . . . 37 . . . 14 . . . 51
1-ლი ჯავშანსატანკო . . სტამბული . . . 102 . . . 69 . . .171 . . . 29 . . . 14 . . . 43
26-ე ჯავშანსატანკო . . . სტამბული . . . 114 . . . 75 . . .189 . . . 20 . . . 14 . . . 34
მე-3 ჯავშანსატანკო . . . თექირდაგი . . 118 . . 137 . . .255 . . . 47 . . . 12 . . . 59
54-ე მექანიზებული . . . . ედირნე . . . . .120 . . 148 . . 268 . . . 48 . . . 32 . . . 80
11-ე ქვეითი . . . . . . . . . . დენიზლი . . . . .31 . . . .6 . . . . 37 . . . 46 . . . 41 . . . 87
19-ე ქვეითი . . . . . . . . . .ბალიქესირი . . . 30 . . . .5 . . . . 35 . . . 46 . . . 35 . . . 81
როგორც ვხედავთ, 200 ერთეული ჯავშანსატანკო ტექნიკის მონაწილეობით ჩვეულებრივ ტარდება ხოლმე საბრიგადო სწავლებები, ხოლო საქართველოს კი რამდენი საბრძოლო ბრიგადა უნდა ჰყავდეს თავის სახმელეთო ჯარებში, ეს ვნახეთ ზემოთ ფინეთისა და შვეიცარიის მაგალითზე, აგრეთვე საბერძნეთისა, ისრაელზე რომ აღარაფერი ვთვათ. მაგრამ ამისთვის აუცილებელია ევროთათბირის (ეუთო-ს) ეგიდით ჩვენი ქვეყნისთვის დადგენილი კვოტების გადახედვისა და გაზრდის შესახებ საკითხის დაყენება, ხოლო მანამდე კი სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება. შემდგომში უკვე ამ შეიარაღებათა შეძენის, მოვლა-პატრონობისა და გამოყენებისთვის რეალური ზრუნვა.
ახლა ისევ აშშ შეიარაღებულ ძალებს დავუბრუნდეთ. ცნობილია, რომ მასში 1990-იანი წლების განმავლობაში ჩატარებულ იქნა მნიშვნელოვანი შემცირებები. ისინი განპირობებული იყო, ერთის მხრივ, სსრკ-სა (რუსეთსა) და აშშ-ს შორის სტრატეგიულ ბირთვულ შეიარაღებათა შემცირებაზე ორი ხელშეკრულების დადებით (START I და START II, რუსული აღნიშვნით СНВ-1 და СНВ-2), ხოლო მეორეს მხრივ კი, 1990 წლის ნოემბერში ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის (ეუთთ) ეგიდით ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების (Treaty on Conventional Armed Forces in Europe – CFE) დადებით, ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციისა და საბჭოთა კავშირის დაშლით, რის შედეგადაც მკვეთრად შემცირდა დასავლური ბანაკისადმი რეალურად დაპირისპირებული ძალების სიდიდე. სახელდობრ, სკბრ-ები შემცირებულ იქნა თითქმის ორჯერ – 1000-დან 550 ერთეულამდე, სტრატეგიული ბომბდამშენი თვითმფრინავები ერთი მესამედით – 307-დან 208 ერთეულამდე, ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავები ასევე თითქმის ორჯერ – 34-დან 18 ერთეულამდე, მაგრამ მათ ბორტზე განთავსებული სტრატეგიული ბირთვული რაკეტების ჯამური რაოდენობა კი შეამცირეს მხოლოდ ერთი მესამედით – 640-დან 432 ერთეულამდე.
ანალოგიური შემცირებები იქნა გატარებული სსრკ-ისა და შემდეგ რუსეთის ფედერაციის სტრატეგიულ შეტევით ძალებშიც.
აშშ სახმელეთო ჯარებში (რეგულარულ ჯარებსა და ორგანიზებულ რეზერვში) საბრძოლო დივიზიების რაოდენობა შეამცირეს 26-დან 18-მდე, ცალკეული ბრიგადებისა – 29-დან 18-მდე, საარმიო ავიაციის ბრიგადებისა – ცხრიდან ხუთამდე, საარტილერიო ბრიგადებისა – 29-დან 22-მდე და ა. შ. სახმელეთო ჯარების ძირითადი შეიარაღების რაოდენობრვი მაჩვენებლები 1991 და 2000 წლებში ნაჩვენებია მე-4 ცხრილში.
ცხრილი 4
აშშ სახმელეთო ჯარების ძირითადი შეიარაღება 1991 და 2000 წლებში
შეიარაღებათა კატეგორიები . . . . . . . . . . . . . . 1991 წელს . . 2000 წელს
საბრძოლო ტანკები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 16224 . . . . . . . 7900
მოჯავშნული საბრძოლო მანქანები . . . . . . . . . . . . . . 32004 . . . . . . 21910
. . მათ შორის:
. . . ქვეითთა საბრძოლო მანქანები . . . . . . . . . . . . . . . 5524 . . . . . . . 6710
. . . ჯავშანტრანსპორტერები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 26480 . . . . . . 15200
საველე საარტილერიო სისტემები . . . . . . . . . . . . . . . .8835 . . . . . . . 6074
. . მათ შორის:
. . . ქვემეხები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 5789 . . . . . . . 4103
. . . ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები . . . . .426 . . . . . . . 1075
. . . ნაღმსატყორცნები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .2620 . . . . . . . . 896
ვერტმფრენები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .8458 . . . . . . . 5039
. . . (მათ შორის დამრტყმელი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . (1653) . . . . . .(1520)
საზენიტო სარაკეტო კომპლექსები . . . . . . . . . . . . . . . . .703 . . . . . . . .485
. . მათ შორის:
. . . “პეტრიოტები” . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 303 . . . . . . . 485
. . . “გაუმჯობესებული ჰოქები” . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 400 . . . . . . . . – . .
ამ შემცირებათა შესახებ უნდა ითქვას, რომ სახმელეთო ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში უპირატესად შემცირებულ იქნა ქვეითი დივიზიები (ექვსი; ერთი მათგანი, სამხრეთ კორეაში დისლოცირებული, გადააკეთეს მსუბუქ ქვეით დივიზიად, ხოლო ეროვნული გვარდიის ორი ქვეითი დივიზია კი – საშუალო დივიზიად, რომლებიც თავიანთი საბრძოლო შემადგენლობითა და შეიარაღებით წარმოადგენენ შუალედურს ქვეითსა და მექანიზებულ ქვეით დივიზიებს შორის). შედარებით ნაკლებად იქნა შემცირებული “მძიმე” (ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვეითი) და მსუბუქი ქვეითი დივიზიები. 2000 წელს ნაჩვენები 18 დივიზიიდან 10 მიეკუთვნებოდა რეგულარულ ჯარებს, რვა კი არმიის ეროვნულ გვარდიას. მათგან ხუთი იყო ჯავშანსატანკო, ექვსი მექანიზებული ქვითი, ორი საშუალო, სამი მსუბუქი ქვეითი და თითო-თითოც საჰაერო-სადესანტო და საჰაერო-საიერიშო. 17 ცალკეული ბრიგადიდან ორი იყო ჯავშანსატანკო, ხუთი მექანიზებული ქვეითი, შვიდი ქვეითი და სხვა. ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის რაოდენობის შემცირებას რაც შეეხება, აქ გაუქმებული დივიზიებისა და ცალკეული ბრიგადების საშტატო შეიარაღების შემცირების გარდა, აღსანიშნავია ისიც, რომ ცივი ომის წლებში ევროპაში ჯარების რაოდენობის სწრაფად გაზრდის მიზნით, აშშ-ში დისლოცირებული ექვსი დივიზია (ორი ჯავშანსატანკო, სამი მექანიზებული ქვეითი და ერთიც ქვეითი), ასევე ერთი ცალკეული ჯავშანსაკავალერიო პოლკი გახლდნენ ორმაგი ბაზირებისა, ანუ ისინი განკუთვნილი იყვნენ სტრატეგიული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით C-141 და C-5 ევროპაში სწრაფად გადმოსროლისთვის. მაგრამ ამ თვითმფრინავებით გადმოისვრიდნენ მხოლოდ პირად შემადგენლობას მსუბუქი იარაღით, ხოლო ამ დივიზიების საშტატიო მძიმე შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის მთელი კომპლექტი და მატერიალური მომარაგების საგნები დასაწყობებული ჰქონდათ დასავლეთ გერმანიის, ბელგიისა და ნიდერლანდების ტერიტორიებზე. ცივი ომის დასრულების შემდეგ კი ამერკელებმა ეს დასაწყობებაც გააუქმეს.
პენტაგონის ხელმძღვანელობამ მთლიანად მოხსნა შეიარაღებიდან მოძველებული M-47, M-48 და M-60 სერიების საბრძოლო ტანკები, სამაგიეროდ, M-1 “აბრამსის” სერიის M-1A1 და M-1A2 მოდიფიკაციების ტანკების რაოდენობა გაზარდა 7036-დან 7900 ერთეულამდე. ასევე მოძველებული ტიპების ჯავშანტრანსპორტერების შემცირების პარალელურად M-113A1/A2 ჯტრ-ების რაოდენობა გაზარდა 12900-დან 15200 ერთეულამდე. ლულიანი საველე არტილერიისა და 100 მმ-ზე მეტი ყალიბის ნაღმსატყორცნების შემცირების პარალელურად ამერიკული არმიის სარდლობამ 1075 ერთეულამდე გაზარდა MLRS (multiple launch rocket system) ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების რაოდენობა, რომელთაგან თითოეულს შეუძლია 227 მმ დიამეტრის 12 უმართავი რაკეტის გაშვება, ან ATACMS (Army tactical missile system) ტიპის ორი მართვადი ბალისტიკური რაკეტისა, რომელთა ფრენის სიშორე რამდენიმე ასეულ კილომეტრს აღემატება და მიზანში მოხვედრის მაღალი სიზუსტითაც ხასიათდებიან. 1991 წელს ამერიკელებმა სპარსეთის ყურის ზონაში ამ ტიპის სულ 30-მდე რაკეტის საცდელი გაშვებები მოახდინეს და მაშინ მათი ფრენის მაქსმალური სიშორე სულ 150 კმ-ს შეადგენდა. საერთოდ, MLRS რეაქტიული დანადგარების შეიარაღებაში გამოჩენამდე აშშ არმიის საველე არტილერიის შემადენლობაში შედიოდა 203,2-მმ ბუქსირებადი M-115 და თვითმავალი M-110A2 ჰაუბიცები, რომელთა საცეცხლე ბატარეებში იყო ოთხ-ოთხი ქვემეხი, საარტილერიო დივიზიონებში კი 12-12. როგორც სამხედრო ლიტერატურაში წერენ, ერთი MLRS დანადგარის 12 უმართავი რაკეტის ზალპი 203,2-მმ ჰაუბიცების ერთი დივიზიონის ზალპის ტოლფასია, და ამიტომ ამ რეაქტიული დანადგარების შეიარაღებაში მიღების შემდეგ 203,2-მმ ჰაუბიცები აშშ არმიის შეიარაღებიდან მოხსნილ იქნა, თუმცა კი ისინი რჩება ნატო-ს სხვა ქვეყნების, და მათ შორის თურქეთის სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში. მათი რაოდენობა თურქულ არმიაში 1990-იანი წლების განმავლობაში გაიზარდა 225 ერთეულით, მათ შორის 22 ბუქსირებადი და 203 თვითმავალი ქვემეხით.
ტაქტიკურ საბრძოლო ავიაციაში რეგულარულ და სარეზერვო კომპონენტებში 1991 წელს ნაჩვენებია 133 საავიაციო ესკადრილია, მათ შორის 13 საჰაერო თავდაცვის გამანადგურებელი, 78 გამანადგურებელ-ბომბდამშენი (ტაქტიკური გამანადგურებელი), 34 მოიერიშე და რვა ტაქტიკური სადაზვერვო; 2000 წელს კი 110 საავიაციო ესკადრილია, მათ შორის ექვსი საჰაერო თავდაცვის გამანადგურებელი, 88 ტაქტიკური გამანადგურებელი (მათგან ექვსი ორმაგი დანიშნულებისა – როგორც საჰაერო ბრძოლების წარმოებისთვის, ისე მიწისზედა მიზნების დასაბომბადაც), 16 მოიერიშე. 162 ტაქტიკური სადაზვერვო თვითმფრინავი RF-4C კი გადაყვანილია მარაგში. საერთოდ ტაქტიკური საბრძოლო თვითმფრინავების რაოდენობა, მარაგების გათვალისწინებით, შეადგენდა 1991 წელს 4900-ზე მეტ მანქანას, 2000 წელს კი 3530-ზე მეტს. მათგან 220-მდე იყო F-4 “ფანტომი” (მარაგში), 710-მდე F-15 “იგლი”, 1800-ზე მეტი F-16 “ფაითინგ ფალკონი”, 260 F-111 (მარაგში), 55-მდე ძნელად შესამჩნევი F-117, რვა უახლესი F-22, 350-მდე მოიერიშე A-10/OA-10, 160-ზე მეტი სადაზვერვო RF-4C (მარაგში). ტაქტიკური სამხედრო-სატრანსპორტო ავიაესკადრილიების რაოდენობა 45-დან გაზარდეს 46-მდე, სხვადასხვა მოდიფიკაციის C-130 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებისა კი – 520-დან 547 ერთეულამდე. როგორც ვხედავთ, აშშ საჰაერო ძალების ტაქტიკურ ავიაციაში შემცირებები არც ისეთი შთამბეჭდავია, როგორც სახმელეთო ჯარებში, და ამასაც თავისი მიზეზები უნდა ჰქონდეს.
ამერიკული სარდლობის მიერ თავის საზღვაო ძალებში განხორციელებული ცვლილებების განხილვა დავიწყოთ შესაბამისი ცხრილით, რომელშიც ნაჩვენებია ატომური მრავალმიზნობრივი წყალქვეშა ნავებისა და მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდების რაოდენობრივი მონაცემები, აგებაში მყოფი და ასევე კონსერვაციაში გაყვანილი ხომალდების ჩათვლით.
ცხრილი 5
აშშ საზღვაო ძალების საბრძოლო ხომალდების შემადგენლობა (სტრატეგიული ატომური წყალქვეშა ნავების გამოკლებით) 1991 და 2000 წლებში
. . . . ხომალდების კლასები . . . . . . . . 1991 წელს . . . 2000 წელს
ატომური მრავალმიზნობრივი
წყალქვეშა ნავები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 86 . . . . . . . . . . 55
ავიამზიდები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .14 . . . . . . . . . . 14
სახაზო ხომალდები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .4 . . . . . . . . . . . .2
კრეისრები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 48 . . . . . . . . . . .27
საესკადრო ნაღმოსნები . . . . . . . . . . . . . . . . . .62 . . . . . . . . . . .52
ფრეგატები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 115 . . . . . . . . . . 36
როგორც მე-4 ცხრილიდან ჩანს, აშშ საზღვაო ძალების სარდლობამ 1990-იან წლებში მნიშვნელოვნად შეამცირა თავისი ფლოტის ძალები. მაგრამ თუ უფრო კარგად შევისწავლით საკითხს, ვნახავთ, რომ ეს შემცირება ძირითადად შეეხო იმ ძალებს, რომლებიც უფრო მეტად განკუთვნილი იყო საზღვაო ბრძოლების წარმოებისთვის. მაგრამ შემცირება პრაქტიკულად არ შეხებია ავიამზიდებს, რომელთა საგემბანო ავიაციის გამანადგურებელ/მოიერიშე თვითმფრინავებსაც შეუძლიათ დარტყმების მიყენება ხმელეთის სიღრმეში განლაგებულ ობიექტებზე. თავისთავად ცხადია, ეს უნდა ეხებოდეს ე. წ. მესამე მსოფლიოს ქვეყნებს, რომელთაც არ გააჩნიათ აშშ-თვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევის, ან სულაც მისი ხომალდებისთვის საპასუხო დარტყმების მიყენების პრაქტიკული შესაძლებლობა.
აშშ საზღვაო ავიაციას, რომლის ძირითად ნაწილსაც წარმოადგენს ავიამზიდების საგემბანო ავიაცია (თითოეულ ავიამზიდზე განთავსებულია 80-100 საბრძოლო თვითმფრინავი და ვერტმფრენი), 2000 წელს შეიარაღებაში გააჩნდა 1055 საბრძოლო თვითმფრინავი და 355 შეიარაღებული ვერტმფრენი.
გარდა ამისა, სახმელეთო ტერიტორიის სიღრმეში მიწისზედა ობიექტებზე დარტყმების მიყენებისთვის აშშ სამხედრო-საზღვაო ფლოტს გააჩნია ფრთოსანი რაკეტები “ტომაჰოკი”, რომელთა ფრენის სიშორე 2500 კმ-მდეა, ხოლო W-80 ტიპის ბირთვული ქობინის სიმძლავრე კი – ტროტილის ექვივალენტის 200 კტ. ამ რაკეტებისთვის პენტაგონს გააჩნია ჩვეულებრივი აღკაზმულობის საბრძოლო ნაწილებიც. მას აქვს მიზანში მოხვედრის მაღალი სიზუსტე. 1991 წლის მონაცემებით, სხვა შეიარაღებასთან ერთად, რაკეტა “ტომაჰოკების” გასაშვები მოწყობილობები გააჩნდა 86 მრავალმზნობრივი წყალქვეშა ნავიდან 46-ს, 207 მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდიდან 40-ს (ორ სახაზო ხომალდს, 19 კრეისერსა და 19 საესკადრო ნაღმოსანს), 2000 წელს კი ამ რაკეტებით შეიარაღებული იყო 55-ვე მრავალმიზნობრივი ატომური წყალქვეშა ნავი და 126 მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდიდან 72 (22 კრეისერი და 52 საესკადრო ნაღმოსანი).
ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1990-იან წლებში ცივი ომის დასრულების შემდეგ ამერიკული საზღვაო ძალების სარდლობამ შეამცირა თავისი სამხედრო-საზღვაო ფლოტის ის ძალები, რომლებსაც ზღვაში ბატონობის მოპოვების ამოცანები უნდა გადაეწყვიტათ, მაგრამ პრაქტიკულად არ შეუმცირებია საავიამზიდო ძალები, რომელსაც საზღვაო ოპერაციების წარმოებასთან ერთად ეკისრება ხმელეთის ტერიტორიის სიღრმეში განლაგებულ ობიექტებზე საავიაცო დარტყმების მიყენება. ამავე დროს მან გაზარდა თავისი ტაქტიკური წყალქვეშა ნავებიდან და მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდებიდან 2500 კმ-მდე ხმელეთის სიღრმეში ფრთოსანი რაკეტებით დარტყმების მიყენების შესაძლებლობანი. თუკი ამ რაკეტებით 1991 წელს შეიარაღებული იყო მთელი სახომალდო შემადგენლობის 32,8 %, 2000 წელს უკვე ეს მაჩვენებელი 71,3 %-მდე ავიდა. და თავისთავად ცხადია, რომ ეს რაკეტები და საავიაციო ბომბები განკუთვნილია უპირატესად იმ ქვეყნებზე დარტყმებისთვის, რომელთაც არ შეუძლიათ საპასუხო დარტყმების მიყენება აშშ-თვის – იუგოსლავია, ავღანეთი, ერაყი და სხვანი. ხოლო საპასუხო დარტყმების განხორციელების უნარის მქონე სახელმწიფოებთან კი ამერიკის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამჯობინებს მოლაპარაკებებს, ეკონომიკურ ღონისძიებებსა და სხვა, თანაც არა დამოუკიდებლად, არამედ დასავლეთ ევროპის წამყვან სახელმწიფოებთან, ასევე იაპონიასთან კავშირში.
ამავე მოსაზრებებს აძლიერებს ისიც, რომ ამერიკული საზღვაო ძალების სარდლობას პრაქტიკულად არ მოუხდენია თავისი საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსის შემცირება – როგორც იყო ოთხი საექსპედიციო დივიზია და ოთხი მოიერიშე საავიაციო ფრთა 1991 წელს, ისევეა დღესაც – სამ-სამი რეგულარულ ძალებში და თითო-თითოც რეზერვში. აშშ საზღვაო ქვეითი ჯარის პირადი შემადგენლობა და ძირითადი შეიარაღება კი ნაჩვენებია მე-6 ცხრილში.
ცხრილი 6
აშშ საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსის პირადი შემადგენლობა და ძირითადი შეიარაღება 1991 და 2000 წლებში
პირადი შემადგენლობა და ძირითადი . . 1991 წელს . . 2000 წელს
შეიარაღება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
პირადი შემადგენლობა, ადამიანი . . . . . . . . . . . . 288800 . . . . . 285060
საბრძოლო ტანკები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .760 . . . . . . . . 403
ქვეითთა საბრძოლო მანქანები . . . . . . . . . . . . . . . . . . 855 . . . . . . . . 734 ჯავშანტრანსპორტერები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .1432 . . . . . . . 1321
საარტილერიო სისტემები (81-მმ
ნაღმსატყორცნების ჩათვლით) . . . . . . . . . . . . . . . . . 1681 . . . . . . . 1513
დამრტყმელი ვერტმფრენები . . . . . . . . . . . . . . . . . . . 122 . . . . . . . . .188
საბრძოლო თვითმფრინავები . . . . . . . . . . . . . . . . . . . 523 . . . . . . . . .402
1991 წელს ნაჩვენები 760 საბრძოლო ტანკიდან 716 იყო უკვე რამდენადმე მოძველებული M-60A1 ტიპისა, 44 კი თანამედროვე M-1A1 “აბრამსის” ტიპის. 2000 წელს ყველა 403 ტანკი იყო M-1A1 “აბრამსის” ტიპის. როგორც ჩანს, ამერიკულმა სარდლობამ ჩათვალა, რომ 360-მდე თანამედროვე საბრძოლო ტანკი M-1 “აბრამსი” სავსებით შეასრულებდა იმავე ამოცანებს, რაც მანამდე ეკისრებოდა 1960-იან წლებში გამოშვებულ 715-ზე მეტ M-60A1 ტანკს. დანარჩენი მცირედი ცვლილებებიც აშშ საზღვაო ქვეითი ჯარის შეიარაღებაში უფრო ოპტიმიზაციის ხასიათისა იყო, ვიდრე შემცირებების.
მეორეს მხრივ, აშშ საზღვაო ქვეითი ჯარის კორპუსიც წარმოადგენს სწორედ იმ ძალას, რომელსაც ამერიკის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ყოველთვის იყენებდა და დღესაც იყენებს მესამე მსოფლიოს ქვეყნებში თავისი საგარეო პოლიტიკისა და ინტერესების იარაღის ძალით გატარებისთვის. ამავე მიზნით 1980-იანი წლების დასაწყისში აშშ-ში შეიქმნა ე. წ. “სწრაფი გაშლის ძალები” 300-ათასიანი კონტინგენტით და მისი მართვის ორგანო გაერთიანებული ცენტრალური სარდლობა. სწორედ მისი მთავარსარდალი, გენერალი ნორმან შვაცკოფი, სარდლობდა ანტიერაყულ კოალიციურ ძალებს 1990-91 წლებში ოპერაციაში “ქარიშხალი უდაბნოში”. ასევე იქნებოდა უკანასკნელ წლებში ამერიკელებისა და მათი მოკავშირეების მიერ ერაყის ხელმეორედ ოკუპირების დროსაც.
თავისი ასეთი დამოკიდებულებით აშშ-ის ხელმძღვანელობა თავად აიძულებს მესამე მსოფლიოს ქვეყნებს, რომ არც კი იფიქრონ დამოუკიდებლად არსებობაზე, არამედ უსიტყვოდ დაემორჩილონ მის ნებას, ან ეძებონ ისეთი მფარველი სხვა ძლიერი სახელმწიფოს სახით, რომელთან ყოფნაც უფრო ასატანი იქნება, და რომლისთვისაც ანგარიშის გაწევა ვაშნგტონის თეთრი სახლის ადმინისტრაციას მოუწევს. სწორედ ეს უნდა იყოს იმის ძირეული მიზეზი, თუმცა კი შესაძლოა ბევრი ეკონომიკური, დიპლომატიური, სპეცსამსახურებისა და სხვათა საფარველით შებურვილი, რომ აშშ-თან ურთიერთობათა გემოგასინჯული ცალკეული პოსტსაბჭოთა შუააზიური სახელმწიფოები ისევ რუსეთთან ურთიერთობათა დარეგულირებას და მასთან დაახლოებას ამჯობინებენ. შესაძლოა აქვე იყოს იმის მიზეზიც, რომ დასავლეთ ევროპის ტრადიციულად წამყვანი სახელმწიფოები – გერმანია და საფრანგეთი – თავს “უხერხულად გრძნობენ” შეერთებული შტატების მიერ “პოლიტიკურ პერიფერიაზე” დატოვების გამო, ვინაიდან ვაშინგტონს ისინი უკვე ნაკლებად სჭირდება როგორც რუსეთის საპირწონე და საკუთარი პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და გატარებისთვის ასეთ პირობებში ისინი საქმიანობენ ისევე, როგორც ცივი ომის დროსაც (გავიხსენოთ თუნდაც პრეზიდენტ შარლ დე გოლისა და კანცლერ ვილი ბრანდტის მოღვაწეობა ამ სახელმწიფოთა სათავეში, და განსაკუთრებით სსრკ-ის ხელმძღვანელობასთან მათი ურთიერთობები), ცდილობენ რუსეთის ფედერაციასთან გარკვეულ დაახლოებასა და თანამშრომლობას.
ასეთ პირობებში საქართველო და მისი ხელისუფლება, ჩვენი აზრით, უმჯობესია ცდილობდნენ ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებას, უწინარეს ყოვლისა, იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც მეტი სულიერი (ზნეობრივი, კულტურული) ერთიანობა გააჩნია და არა იმათთან, რომელთაც ბევრი ფული და დაწინაურებული ტექნოლოგიები აქვთ. ისტორიულად საქართველოს ბევრ დამპყრობელს ჩვენს ქვეყანაზე უფრო დაწინაურებული სახელმწიფოებრივი მოწყობა, შეიარაღებული ძალები და ტექნოლოგიები ჰქონია (გავიხსენოთ თუნდა ძველი რომი, ბიზანტია, ირანი, არაბები, ოსმალეთი, რუსეთი), მაგრამ ჩვენს წინაპრებს არ სურდათ რომ მათ უბრალო დანამატად გადაქცეულიყვნენ, მათი დაწინაურებული ტექნოლოგიები და მათთან დაკავშირებული (ან სულაც მათი განმაპირობებელი) უცხო სულიერება და ზნეობა უკრიტიკოდ მიეღოთ და სწორედ თავიანთ ეროვნულ თვითმყოფადობას იცავდნენ და ამისთვის სწირავდნენ კიდეც თავს.
ირაკლი ხართიშვილი

No comments:
Post a Comment