ნაწილი III
76. ხელშეკრულება, დადებული მის იმპერატორობით უდიდებულესობას ეკატერინე II და ქართლისა და კახეთის მეფეს ერეკლე მეორეს შორის. 1783 წლის 24 ივლისს.
არა ერთგზის მიურთმევიათ თხოვაჲ ტახტისადმი ყოვლისა რუსეთის თჳთმპყრობელთასა წინაპართა ჩუჱნთა, მეფეთა ქართლისა და კახეთისათა; ხოლო ჰმსავსად მათსა ტახტისადმი აწ ბედნიერად მმეფობისა იმისის იმპერატორების დიდებულებისა ე კ ა ტ ე რ ი ნ ა / მ ე ო რი ს ა, იმპერატრიცასი და თვით-მპყრობელისა ყოვლისა რუსეთისა: მოსკოვისა და სხვ. (როგორც ქვემოთ არის ჩამოთვლილი) მივართჳთ უმდაბლესი თხოვაჲ ჩუჱნ, ი რ ა კ ლ ი / მ ე ო რ ე მ ა ნ, მეფემან ქართლისა და მეფემან კახეთისა და სხვ. (როგორც ქვემოთ არის ჩამოთვლილი) მიღებისათჳს ჩუჱნისა და მონაცუალეთა ჩუჱნთასა მფარუჱლობასა ქუჱშე იმისის იმპერატორების დიდებულებისა, და აღსარებისათჳს ჩუჱნკერძო უზენაესისა ჴელმწიფებისა მისისა და მენაცულეთა რუსეთის საიმპერატორო ტახტისათა ქართლისა და კახეთისა მფლობელთა ზედა, და უკანასკნელ მივიღევით იმისის იმპერატორების დიდებულებისაგან მოწყალებითი ნებაჲ ამასზედა, რომელსაცა დასამტკიცებლად ცხადითა და ორითვე კერძოჲთა მსგავსითა განწესებითა აღვარჩიეთ და სრულისა-ძალისა-მქონებელ ვჰყავით ჩუჱნკერძო საყუარელნი და ერთგულნი ყმანი ჩუჱნნი: კნიაზი იოვანე კონსტანტინოვიჩი ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი, მხედრობისა ჩუჱნისა მემარცხენე სპასპეტი, რომელსაცა აქუნ ჰრწმუნებულ საქმენი ერევნისანი, და კნიაზი გარსევან რევაზოვიჩი ჭავჭავაძე, ჩუჱნი მანდატურთ-უხუცესი და ზედამხედველი ყაზახისა სამთავროჲსა, რომელთათჳსცა მიგვიცია სრული-მინდობაჲ, რათა მისისა იმპერატორების დიდებულებისაგან განწესებულთა სრულის-ძალის-მქონებელთა თანა: რაჲცა განაწესონ, დაამტკიცონ და მოაწერონ ტრაქტატთა მფარველობისათჳს ჩუჱნ ზედა მ–ს იმპ–ს დ–ს და მაღალთა მენაცულეთა მისთასა, და ჩემმიერ აღსარებისათჳს უზენაესისა ჴელმწიფებისა ყოვლისა რუსეთის თჳთ-მპყრობელთასა ქართლისა და კახეთის მეფეთა ზედა აღვსთქუამ ჩუჱნისა მეფობითისა სიტყჳთა, რომ კეთილად მივიღებ და უიჭუჱლად აღვასრულებ ყოველსა მას, რაჲცა კნიაზ იოანე ბაგრატიონისა და კნიაზ გარსევან ჭავჭავაძისაგან, ძალითა აწინდელისა სრულისა-ძალისა-მქონებლობისათა, აღითქმიან, განიწესებიან და მოიწერებიან, – ესრეთვე მიეცემისცა ამათზედა რატიფიკაციაჲ ჩუჱნი განწესებულსა დროსა, რომლისაცა დასარწმუნებლად ამას სრულსა-ძალსა ჩუჱნ საკუთრითა ჴელითა ჩუჱნითა მოვაწერეთ და უბრძანეთ დამტკიცებად სამეფოჲთა ბეჭდითა ჩუჱნითა. მიეცათ სამეფოსა ქალაქსა ჩუჱნსა ტ ფ ი ლ ი ს ს, იუნისის 28 დღესა, წელსა შობითგან ქ~ესით 1783, ოცდა მეათცხრამეტსა წელსა მეფობისა ჩუჱნისასა.
ე რ ე კ ლ ე.
თავადი დავით ორბელიანი
თავადი ქაიხოსრო ჩოლაყაშვილი.
ყ~დ უგანათლებულესი უთჳთ-მპყრობელესი დიდი ჴელმწიფე იმპერატრიცა ე კ ა ტ ე რ ი ნ ა / ა ლ ე ქ ს ი ე ვ ნ ა, მპყრობელი ყოვლისა რუსეთისა: მოსკოვისა, კიევისა, ვლადიმირისა, ნოვღოროდისა, მეფა ყაზანისა, მეფა ასტრახანისა, მეფა სიბირისა, ჴელმწიფა ფსკოვისა და დიდი მთავრინა სმოლენსკისა, მთავრინა ესტლანდიისა, ლიფლანდიისა, კორელისა, თვერისა, იუღორსკისა, პერმისა, ვიატკისა, ბოლღარიისა და სხუათა, ჴელმწიფა და დიდი მთავრინა ნოვღოროდისა ნიზოვისა ქუჱყანათა, ჩერნიგოვისა, რეზანისა, როსტოვისა, იაროსლავისა, ბელაოზერისა, უღორისა, ობდირისა, კონდიისა და ყოვლისა ჩრდილოეთისა კერძოთა, მბრძანებელი და ჴელმწიფა ივერიისა ქუჱყანისა, ქართლისა და საქართუჱლოსა თავადთა და ყაბარდოსა ქუჱყანისა, ჩერქეზთა და მთიულთა თავადთა და სხუათა.
მემკჳდრე ჴელმწიფე და მფლობელი ი რ ა კ ლ ი / მ ე ო რ ე წყალობითა ღ~თისათა და თქუჱნის იმპერატორების დიდებულების კეთილ-ნებობითა მეფე ქართლისა, ვლამეფე კახერთისა, მემკჳდრე მფლობელი სამცხე-საათაბაგოსი, მთავარი ყაზახისა, მთავარი ბორჩალოსა, მთავარი შამშადილიისა, მთავარი კაკისა, მთავარი შაქისა და მთავარი შირვანისა, მფლობელი და მბრძანებელი განჯისა და ერევნისა.
თქუჱნმა იმპერატორებისა დიდებულებემან მიიღო ყოვლად უმოწყალესობით თხოვა ჩუჱნი უსამღუდელოესისადმი საყდრისა თქუჱნისა მორთმეული მიღებისათჳს ჩუჱნისა და მონაცუალეთა ჩუჱნთასა ყოვლითა სამეფოთა და სამფლობელოთა ჩუჱნითა ყოვლად უმაღლესსა მფარუჱლობასა შინა თქუჱნსა და მენაცუალეთა საყდრისა თქუჱნის იმპერატორებისათა აღსარებითა კერძოჲთ ჩუჱნით უზენაესისა ჴელმწიფისა ყოვლისა რუსეთისა იმპერატორთასა მეფეთა ზედა ქართლისათა და ყოველთა ზედა სამფლობელოთა მათთა, მონარხობითითა თქუჱნითა ჩუჱნდამო წყალობითა და მოწყალებითა ინებეთ დამტკიცება ახლითა წინდითა, რომელიცა დამტკიცდა თქუჱნის იმპერატორების დიდებულების სრულის-ძალის-მქონებლისაგან და ჩუჱნმიერთა სრულის-ძალის-მქონებელთაგან დღესასწაულობითითა პირობითა, რომელნიცა არიან აქა შემოხმულ ლექსითი ლექსად.
ს ა ხ ე ლ ი თ ა / ღ ~ თ ს ა / ყ ო ვ ლ ი ს ა / შ ე მ ძ ლ ე ბ ე ლ ი ს ა, / ე რ თ ი ს ა, / ს ა მ წ მ ი დ ა ო ბ ა ს ა / შ ი ნ ა / დ ი დ ე ბ უ ლ ი ს ა თ ა!
ადრითგან ერთმორწმუნეობამან ყოვლისა რუსეთისა იმპერიისათანა ქართუჱლთამან ჰმსახურა მფარუჱლობითა, შემწეობითა და შესავედრებელობითა მათ ერთათა და უგანათლებულესთა მათთა მფლობელთა წინააღდგომად მაჭირვებელთა, რომელთაცა ქვეშეშევრდომილ იყვნენ იგინი მეზობელთაგან თჳსთა; მფარველობამან ყოვლისა რუსეთისა თჳთ-მპყრობელთაგან მეფეთა მიმართ საქართუჱლოჲსათა, ნათესავთა და ყმათა მათდამი მინიჭებულმან გამოიყუანა მოკიდულებაჲ იგი უკანასკნელთა ამათ პირუჱლთა მათგან, რომელიცა უფროსღა იჩუჱნების რუსეთის საიმპერატოროჲსა ტიტლოსაგან. აწ ბედნიერად მმეფობმან იმპ–ბისა მ–სისა დიდ–მან ცხად უყო ერთა ამათ ნამდვილითა სახითა მონარხობითი თჳსი კეთილნებობაჲ და დიდ-სულობითი მსურუჱლობაჲ კეთილობისათჳს მათისა თჳსითა ძლიერითა მეცადინეობისა მართვითა განთავისუფლებისათჳს მათისა უღლისაგან მონებისა და საყვედრელისაგან ტყვედმიჴდისა ვაჟთა და ქალთასა, რომლისაცა რომელნიმე ერნი ამათგანნი მიცემად შეკრულ იყვნეს, და განაგრძელებს თჳსსა მონარხობითსა მოხედუასა მფლობელთა მათდამი, – ჰაზრთათა ამით სიმდაბლედ შთამოსრულმან თხოვასა ზედა უგანათლებულესისა მეფისა ქართლისა და კახეთისა ირაკლი თეიმურაზოვიჩისა, რომელიცა მოღებულ იქმნა ტახტისადმი მისისა დიდებულებისა მიღებისათჳს ყოვლითა მემკვიდრითა და მენაცუალითა თჳსითა და ყოვლითა სამეფოჲთა და სამფლობელოჲთა თჳსითა მონარხობითსა მფლობელობასა ქვეშე მისისა დიდებულებისასა და მაღალთა მემკვიდრეთა მისთა და მოსაყდრეთა უზენაესჴელმწიფედ აღსარებითა ყოვლისა რუსეთის იმპერატორთა მეფეთაზედა ქართუჱლთა და კახეთისათა, ყ~დ უმოწყალესობით ინება აღდგინება და დამტკიცებაჲ მეგობრობითისა პირობისა ხსენებულისადმი უგანათლებულესისა მეფისა, რომლისაცა ღონედ ერთკერძო უგანათლებულესობა მისი სახელითა თჳსითა და თჳსთა მონაცუალეთა აღიარებს უზენაესსა ჴელმწიფობასა და მფარუჱლობასა მისისა იმპ–ს დიდ–ისასა და მაღალთა მოსაყდრეთა მისთა მფლობელთა ზედა და ერთა სამეფოჲსა ქართლისა და კახეთისათა, და სხუათა სამფლობელოთა შესაბამთა მათდამი, რათა დანიშნულ ჰყოს დღესასწაულობითა და ნამდჳლითა ხატითა შეკრულება თჳსი განსჯითა ყოვლისა რუსეთისა იმპერიისა თანა; ხოლო მეორით კერძო დიდებულებაჲ იმპ–ბისა მისისა ესრეთვე შემძლებელ არს, რათა დანიშნულ ჰყოს დღესასწაულობით – თუ ვითარი აღმატებულებაჲ და სარგებელი მიენიჭების მოწყალისა და ძლიერისა მარჯუჱნისაგან მისისა ხსენებულთა ერთა და უგანათლებულესთა მფლობელთა მათთა. დასამტკიცებლად ესე ვითარისა პირობისა ინება დიდებულებამან იმპ–სა მის–მან სრულისა ძალისა მქონებლად უგანათლებულესი კნიაზი იმპერიისა ჰრომაულისა გ რ ი გ ო რ ი / ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ო ვ ი ჩ ი / პ ო ტ ე მ კ ი ნ ი, მხედართა თჳსთა ღენერალ ანშეფი, მბრძანებელი სუბუქისა ცხენოსნისა განსწავლულისა და გაუსწავლებულისა, და სხუათა მრავალთა სამხედროთა ძალთა, სენატორი, სახელმწიფოჲსა სამხედრო კოლლეღიისა ვიცპრეზიდენტი, ასტრახანისა და სარათოვისა, აზოვისა და ნოვოროსიისა მოადგილე ჴელმწიფისა, ღენერალ-ატუტანტი თჳსი და დეისტვიტელნი კამერღერი, კავალერღვარდიისა კორპუსისა პორუთჩიკი, ლეიბღვარდიისა პრეობრაჟენის პოლკისა პოდპოლკოვნიკი, უპირუჱლესი მთავარი პალატისა სამჭურუელისა ჴელოვნებისა, კავალერი ორდენთა: წმიდისა მოციქულისა ანდრეასი, ალექსანდრე ნევსკისა, სამხედროსა წმიდისა დიდისა მოწამისა გიორგისა და წმიდისა მოციქულთა სწორისა ვლადიმირისა დიდთა ჯუართა, კოროლთა პრუსიისა სავისა და პოლშისა თეთრისა არწივისა, და წმიდისა სტანისლავისა, შვეციისა სერაფიმთა, დაცკისა სპითლოჲსა და ღოლსტინიისა წმიდისა ანნასი, – ესე ვითარითა ჴელმწიფებითა, რათა არყოფისა მუნ თჳსისა აღირჩიოსმცა ნებითა თჳსითა სრულისა-ძალისა-მქონებლად ვისცა კეთილად განსაჯოს მან; რომელმან რომლისათჳს აღირჩია და სრულითა ძალითა მქონებელ-ჰყო მაღალმსულელი უფალი მისის იმპ–ს დ–სა, არმიის ღენერალ-პორუთჩიკი, ასტრახანის ღუბერნიის მხედრობისა მოკამანდე, მ–ს იმპ–ს დ–ს დეისტვიტელნი კამერღერი და ორდენთა რუსეთისათა წმიდისა ალექსანდრე ნევსკისა, სამხედროსა დიდის მოწამის და ძლევაშემოსილის გიორგისა და გოლსტინიის წმიდის ანნას კავალერი პ ა ვ ლ ე / ს ე რ გ ი ე ვ ი ჩ ი / პ ო ტ ე მ კ ი ნ ი.
ხოლო უგ–მან ქართლისა და კახეთისა მეფისა ირაკლი თეიმურაზოვიჩისამან აღირჩია და სრულითა-ძალითა ჰყუნა კერძოით თჳსით ბრწყინუალენი: სამხედროსა თჳსისა მემარცხენე სპასპეტი კნიაზი თავადი ი ო ა ნ ე / კ ო ნ ს ტ ა ნ ტ ი ნ ო ვ ი ჩ ი / ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი და მისის უგ–ბისა თავადი გ ა რ ს ე ვ ა ნ / ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე, მანდატურთ უხუცესი.
ხსენებულთა მათ, სრულისა-ძალისა-მქონებელთა და შეწევნითა ღ~თსათა საქმისა მიმართ მიწევნულთა, ნაცულის-მგებელთა სრულისა-ძალისა-მქონებლობისა მიერ, მებრ ძალისა მათისა, დაადგინეს და დაამტკიცეს, და მოაწერეს შემდგომთა არტიკულთა, ანუ წევრთა:
არტიკული პირუჱლი.
უგ–ბა მისი, მეფე ქართლისა და კახეთისა სახელითა თჳსითა, მემკვიდრეთა და მენაცუალეთა თჳსთა დღესასწაულობით უკუნსთუამს ყოველსა ვალობასა, ანუ ვითარსამე ტიტლოსა ყოვლისაგან მოკიდებულებისა სპარსთასა, ანუ სხუათა მპყრობელთასა და ამით ცხად ჰყოფს წინაშე პირსა ყოვლისა სოფლისასა, ვითარმედ არა შერაცხს იგი თჳსზედა და მენაცუალეთა თჳსთა ზედა სხუასა თჳთმპყრობელსა თჳნიერ უზენაესისა ჴელმწიფისა და მფარუჱლობისა მ–ს იმპ–ს დ–სა და მაღალთა მისთა მემკჳდრეთა და მონაცუალეთა სამღუთოჲსა ტახტისა ყოვლისა რუსეთისათა, აღმთქმელი ტახტისა მის ერთგულებისა და მზადყოფისა შეწევნისათჳს სარგებელისა საჴელმწიფოჲსა ყოველსა შინა შემთხუჱვასა და დროსა, სადაცა ესე ითხოვებოდეს მისდამი.
არტიკული მეორე.
დ–ბა იმპ–ისა მისისა მიმღებელი უგ–გან მისისა ესოდენისა უზაკუჱლისა აღთქმისა, აღსთუქამს თანასწორადვე და იმედეულ ჰყოფს იმპ–ბრითა სიტყუითა თჳსითა თავისა თჳსისათჳს და მოსაყდრეთა თჳსთათჳს, ვითარმედ მოწყალება და მფარუჱლობა თჳსი უგ–სთა მეფეთა ქართლისა და კახეთისათა აროდეს მიეღების, რომლისაცა დასამტკიცებლად დიდებულება მისი აძლევს იმპ–ებრსა თავსმდებობასა თჳსსა მთლად დაცუასა ზედა აწინდელთა სამფლობელოთა მისისა უგ–სა მეფისა ირაკლი თეიმურაზოვიჩისათა და წინადასდებს განვრცელებასა ესე ვითარისა თავსმდებობისასა ეს გუარსა ზედა სამფლობელოსა, რათა რომელნიცა წარმომდინარეობასა შინა დროთასა გარემოებითა და განრჩევითითა ხატითა შესაბამად სამფლობელოჲსა მისისა იპოვებიან, პოვნილნი იგი სამფლობელოჲსა მისისა მიმართ დაიმტკიცებიან.
არტიკული მესამე.
განცხადებასა შინა ამის უზაკველობისასა ვითარითა ხატითა უგ–ბა მისი მეფე ქართლისა და კახეთისა აღიარებს უზენაესსა ჴელმწიფებასა და მფარუჱლობასა ყოვლისა რუსეთისა იმპერატორთასა განიწესების: ვითარმედ ხსენებულნი იგი მეფენი ოდეს იგი მიიწევიან მემკჳდრეობით სამეფოსა ზედა მათსა, მსწრაფლ აუწყებდენ ამისთჳს კარსა საიმპ–როსა რუსეთისასა და ითხოვდენ დესპანთა თჳსთა მიერ სამეფოსა ზედა თჳსსა იმპ–ებრსა დამტკიცებასა ინვესტიტურისა წერილითა, ესე იგი არს ბოვრავი (?), ანუ დროშა ყოვლისა რუსეთისა ღერბითა, მქონებელი საშუალ თჳსსა ჰხსენებულთა სამეფოთა ღერბისა, ჴრმალი, კუჱრთხი საბრძანებელი, მანტია, ანუ წარმოსასხმელი ყარყუმისა. ნიშანნი ესე ანუ დესპანთა ერწმუნების, ანუ მესამზღურათა მთავართა ძლით მიიწევის მეფისადმი, რომელიცა მიღებასა ზედა მუნდასწრებითა რუსეთისა მინისტრისათა თანამდებ არს, რათა იფიცოს დღესასწაულებით ერთგულებისათჳს და გულსმოდგინებისა იმპერიისა რუსეთისა და უზენაეს შერაცხისათჳს ჴელმწიფებისა და მფარუჱლობისა ყოვლისა რუსეთისა იმპერატორთასა ესე ვითარითა ხატითა ვითარცა დადებულ არს ფიცი იგი არტიკულთა ამათ თანა, წესი ესე თანა აძს აღსრულებად უგ–ლესსა მეფესა ქართლისა და კახეთისა ირაკლი თეიმურაზიჩსა.
არტიკული მეოთხე.
დამტკიცებისათჳს ვითარმედ ჰაზრი მისისა უგ–ბისა განსჯითა ესოდენ მჭირსისა შეერთებისა ყოვლისა რუსეთისა იმპერიისათანა და აღსარებისათჳს უზენაესისა ჴელმწიფებისა ყოვლად უუბრწყ–სის ამის იმპერიის მფლობელთასა, ვითარმედ არიან უზაკუჱლ, აღსთუამს უგ–ბაი მისი, რათა უწინარეს თანხმობისა უპირუჱლესისა მესამზღურისა მთავრისა და მინისტრისა მ–სის იმპ–ის დიდებულების ჰრწმუნებულისა არა აქუნდეს მიმოწერაჲ გარემოთა მფლობელთა მიმართ, ხოლო ოდეს იგი მოვალნნ მათმიერ დესპანნი, ანუ წერილნი, ჰყოფს განზრახუასა უპრუჱლესისა მიმართ მესამზღურისა მთავრისა და მინისტრისა მ–სისა იმპ–ბის დ–სა უკუჱქცევისათვის დესპანთასა და შესაფერისათჳს სიტყჳსგებისა მფლობელთა მათმიერ.
არტიკული მეხუთე.
რათა ადვილად აქუნდესმცა ყოველივე იგი საჭიროჲ მიწერმოწერაჲ და თანჴმობაჲ რუსეთისა საიმპ–როჲსა კარისა თანა, ჰსურს ამისთჳს უგ–სა მისსა მეფესა ირაკლის, რათა ჰყჳსმცა წინაშე კარისა მის მინისტრი, ანუ რეზიდენტი; ხოლო დიდებულება იმპ–სა მისისა, მოწყალებით მიმღებელი მისი, აღსთუამს, ვითარმედ იგი კარსა ზედა მისსა მიღებულ იქმნების რიცხვსა შინა სხუათა მფლობელთა მინისტრთა თანაჰსწორითა ნიშნითა თჳსითა, და გარდა ამისსა ჰნებავს, რათა კერძოჲთცა თჳსით ჰყუჱსმცა მინისტრი რუსეთისა წინაშე მისის უგ–ბისა.
არტიკული მეექუსე.
დ–ბა იმპ–სა მისისა მიმღებელი კეთილნებობით აღსარებისა უზენაესისა ჴელმწიფებისა და მფარუჱლობისა სამეფოთა ზედა ქართლისა, კახეთისა და საქართუელოჲსათა, აღჰსთუამს სახელითა თჳსითა და მოსაყდრეთა თჳსთათა პირუჱლად, ერთა მის სამეფოჲსათა შერაცხს ყოფად მჭირსითა კავშირითა სრულებით თანხმად იმპერიისათანა თჳსისა, მაშასადამე, მტერთაცა მათთა შეჰრაცხს მტრად თჳსსა, რომლისთჳსცა პორტის ათამანისათანა, ესე იგი ხონთქრისა, ანუ სპარსეთისა, ანუ სხუათა მპყრობელთა და სამფლობელოთათანა მშვიდობაჲ დამტკიცებული სათანადო არს, რათა განგრძელდეს დიდებულებისა მისისა და საფარუჱლთა ერთაცა ამათ ზედა; მეორედ, უგ–სსა მეფესა ირაკლის თეიმურაზოვიჩსა და სახლისა მისისა მემკჳდრეთა და მენაცუალეთა და ტომთა დაიცავს უცუალებელად სამეფოთა ზედა ქართლისა და კახეთისათა; მესამედ, შინაგანსა ჴელმწიფებისა მმართებელობასა თანაშეუღვლითა მსჯავრსა და სამართალსა, და შეკრებასა მისაცემელისა ხარკისასა დაანებებს მისსა უგ–სა მეფესა სრულსა შინა ნებასა და სარგებელობასა მისსა, და დააყენებს მთავართა სამხედროსა და სამოქალაქოსათა აღრევად ვითარისაცა იყო განწესებაჲ ერთა მათ ხსენებულთა.
არტიკული მეშვიდე.
მისი იგი უგ–ბა მეფე, ღირსთანამდებობითა და კრძალულებითა მიმღებელი ესოდენ მოწყალებითისა იმედოვნებისა მისისაგან იმპ–ს დ–სა, აღჰსთქუამს თავისა თჳსისა და ტომთა თჳსთათჳს: პირუჱლად, რათა იყოს ნიადაგ მზაჲ სამსახურსა ზედა მ–სა დ–სასა მხედრობითა თჳსითა; მეორედ, მთავართადმი რუსეთისათა, რათა იქცეოდესმცა სამარადისოჲთა მიწერ-მოწერითა რაჲცაღა თჳსეყვის მისისა იმპ–ისა დ–ისა სამსახურსა, და ხმაჰყოფდეს თხოვათა მათთა, და ყმათა მისის დ–ისათა სცვიდეს ყოველთგან განსაცდელთა და შეიწროებათა; მესამედ, განწესებასა შინა კაცთასა თჳსისა სამფლობელოჲსათა ადგილთა ზედა და აღყუანებასა ზედა მათსა ხარისხთა შინა, ანუ აღსავალთა რომელთამე, რათა უსაკუთრესად იჩუენოსმცა უდიდესობაჲ მსახურებისათჳს რუსეთის იმპერიისა, – ესე ვითარსა პატივისცემასა ზედა მოკიდულ არს განსუჱნება და ბედნიერება ქართლისა და კახეთისა სამეფოსაჲ.
არტიკული მერვე.
დასამტკიცებლად უსაკუთრესისა მონარხიულის კეთილნებობისა მისის უგ–სა მეფისადმი და ერთა მიმართ მისთა, და უმეტესისა შეერთებისა რუსეთისა თანა ამათ ერთმორწმუნეთა ერთა თანა, ინებებს მისი იგი დიდებულებაჲ, ვითარმედ კათალიკოზსა, ანუ უმთავრესსა არხიეპისკოპოზსა მათსა, რათა აქუნდეს ადგილი რიცხუთა შორის მღუდელ-მთავართასა მერვესა შინა ხარისხსა, ესე იგი არს შემდგომად ტობოლსკისა, და ყოვლად უმოწყალესობით მიუბოძებს მას ნიადაგ ტიტლოსა უწმინდესისა სინოდისა ჩლენობისასა, ხოლო მართებისათჳს საქართუჱლოჲსა ეკკლესიათასა და მიწერ-მოწერათასა, თუ ვითარი სათანადო არს რუსეთისა სინოდისადმი, – ამისთჳს უკუჱ დაიწერების სხუა არტიკული.
არტიკული მეცხრე.
განვრცელებისათჳს მოწყალებისა თჳსისა ყმათადმი მისისა უგ–სა მეფისათა, თავადთა და აზნაურთათჳს, განაწესებს დ–ბა იმპ–სა მისისა, ვითარმედ ყოველნი იგი ყოველსა შინა ყოვლისა რუსეთისა იმპერიასა იქმნებიან ესრეთ მსარგებელ ყოვლითა მით უპირუჱლესობითა და სარგებელითა, რომელნიცა შეეფერებიან რუსეთისა კეთილშობილთა. ხოლო უგ–ბა მისი მიიღებს მადლობით ესოდენ მოწყალებითსა ყმათადმი მისთა სიმდაბლით შთამოსულასა და შეიკრვის წარგზავნად კარისადმი მისისა დიდ–ბისა ნუსხასა კეთილშობილთა გუართასა, რათამცა მით შესაძლებელ იყოს ცნობად ნამდვილი ზედმიწევნილობაჲ – თუ რომელსა ვითარმე ეშესაბამების სამართალი.
არტიკული მეათე.
განიწესების, ვითარმედ ყოველნი საზოგადოდ შობილნი ქართლისა და კახეთისანი შემძლებელ არიან რუსეთსა შინა დასახლებად, და კუალად უკუჱქცევადმვე დაუყოვნებლად; ხოლო ტყუჱნი, უკეთუ საჭურუჱლითა, ანუ გამოხსნითა რომლითამე თურქთაგან და სპარსთა, ანუ სხუათა ერთაგან განთავისუფლდიან, რათა განტევებულ იქნენ ქუჱყანასა თჳსსა წადილისაებრ თჳსისა, მაგრა რაცაღა იგი წარგებულ არს გამოხსნასა და მოყუანებასა ზედა მათსა, გარდაიხადონ იგი; თჳთ უკუჱ ამასვე უგ–ბაჲცა მისი მეფე აღჰსთქუამს წმიდად აღსრულებად განჰსჯილთა რუსთა ტყუჱთათჳს, რომელნიცა დატყუჱვებულ იქმნეს მეზობელთაგან.
არტიკული მეათერთმეტე.
ვაჭრობასა ქართლისა და კახეთისასა აქუს თავისუფლებაჲ, რათა განავაჭროს სავაჭრო თჳსი რუსეთსა შინა, და ისარგებლონ მითვე სამართლითა და პატივისცემითა, რომლითაცა მკჳდრნი რუსეთისანი სარგებლობენ; ნაცულადვე მისსა აღჰსთუამს მეფეჲცა განწესებად თავთა მთავართა მესამზღურეთა, ანუ მინისტრთა მისის დ–სათა ყოვლითა ძალითა აღსუბუქებად ვაჭრობისა რუსთასა სავაჭროთა შინა სამფლობელოთა შინა თჳსთა, ანუ მგზავრ-განმვლელთა რუსთა ვაჭრობისათჳს სხუათა შინა ადგილთა, ამისთჳს რომელ გარდა ეს გუარისა ნამდვილისა განწესებისა და ზავისა სარგებელთათჳს ვაჭრობისათა ადგილი ქონებად შეუძლებელ არს, ესე იგი არს, სხუა გვარ ვაჭრობად შეუძლებელ არს.
არტიკული მეათორმეტე.
ზავი უკუჱ ესე, ანუ პირობა, იქმნების საუკუნოდ, მაგრა უკეთუ განხილულ იქმნეს რაჲმე საჭიროდ შეცუალებად, ანუ დართულად ურთიერთისათჳს სარგებლისა, აქუს მას ადგილი ორთავე კერძოთა თანხმობისა.
არტიკული მეათსამეტე.
ყმაყოფისათჳს აწინდელისა ტრაქტატისა სათანადო არს ურთიერთ არს შეცუალებულ ყოფაჲ ექუსთა თთუჱთა შინა ჴელისმოწერითა, ანუ უკეთუ უმსწრაფეს შესაძლებელ არს.
რომლისა დასარწმუნებლად ქვემომომწერელთა სრულისა ძალისა მქონებელთა მებრ ძალისა სრულძალმქონებლობისა მათისა მოაწერეს არტიკულთა ამათ ზედა და ამასთანა თჳსნიცა დასხნეს ბეჭედნი. თუჱსა იულისსა 24 დღესა, 1783 წელსა. გ ი ო რ გ ი ს / ც ი ხ ე შ ი.
პაველ პ ო ტ ე მ კ ი ნ.
თავადი იოანნე ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი.
თავადი გარსევან ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე.
მე უკუჱ ქვემოჰხსენებული აღუსთქუამ და ვიფიცავ ამას ყოვლისა შემძლებელითა ღუთითა, წინაშე წმინდისა სახარებისა მისისა, ვითარმედ მნებავს და თანამდებცა ვარ მისის იმპ–ს დ–სა ყოვლად უბრწ–ისა და უმპყრობელესისა დიდისა ჴელმწიფისა იმპერატრიცაჲსა და თჳთმპყობელისა ყოვლისა რუსეთისა ეკატერინა ალექსივნაჲსა, და მისისა ყოვლადსაყვარელისა ძისა, ყოვლად უბრწ–სა ჴელმწ–სა ცესარევიჩისა და დიდისა კნიაზისა პავლე პეტროვიჩისა, ყოვლისა რუსეთისა საიმპერატოროჲსა ტახტისა ჰსჯულიერისა მემკვიდრისა და ყოველთა მაღალთა მოსაყდრეთა მის ტახტისათა, რათა ვიყო ერთგულ, სარწმუნო და კეთილისმწადნელ, – აღვიარებ სახელითა ჩემითა სამეფოთა და სამფლობელოთა ჩემთა საუკუნოდ უმაღლესსა მფარუჱლობასა და უზენაესსა ჴელმწიფობასა მისის იმპ–ს დ–სა და ყოველთა მაღალთა მოსაყდრეთა მისთათა ჩემზედა და მოსაყდრეთა ჩემთა ქართლისა და კახეთის მეფეთა ზედა, რომლისაცა შედგომითა განვაგდებ ყოველსა ჩემ ზედა და სამფლობელოთა ჩემთა ზედა, ვითართამე მისაღებელთა ტიტლოთა, ანუ წინადადებათა ვითარისამე უფლებისა, ანუ ჴელმწიფებისა სხვათა ჴელმწიფეთა და მპყრობელთასა, და უარვყოფ მფარუჱლობასა მათსა, შევიკვრი წმინდითა ქრისტიანებრითა სჳნიდისითა ჩემითა, ვითარმედ მტერთა რუსეთისა საჴელმწიფოჲსათა ვრაცხდე საკუთარ მტრად ჩემდა, ვითარმედ ვიყო მორჩილ და მზა ყოველსა შინა დროსა სადაც სახმარ ვიყო მსახურებასა სინა მისისა იმპ–ისა დ–ბსსა და ყოვლისა რუსეთისა საჴელმწიფოჲსასა, და ამას შინა ყოვლითურთ არა შევიწყალო სიცოცხლე ჩემი ვიდრე უკანასკნელ წვეთამდე სისხლისა. სამხედროთა და სამოქალაქოთა მისისა დ–სა მთავართა მიმართ და მსახურთა ვიქცეოდე უმწურუჱვალესითა თანხმობითა; და უკეთუ ვითარიმე საწყენი სარგებელისა და დიდებისა მისისა დ–ბისა და მისისა იმპერიისა ვსცნა საქმეჲ, ანუ ჰაზრი, მყის განვაცხადო იგი. მოკლედ უკუჱ ვიტყვი, ესრეთ ვიქცეოდე, ვითარცა ერთმორწმუნე რუსეთისა ერთადმი და შეკრულებისა ძლით ჩემისა განსჯითა მფარუჱლობისა და უზენაესისა ჴელმწიფებისა მისის იმპ–ის დ–სათა შესაბამ და თანამდებობით. ხოლო დასასრულ ჩემისა ამის ფიცისა ამბორს უყოფ სიტყვასა და ჯუარსა მაცხოვრისა ჩემისასა, ამინ.
მსახურებს სახე ესე ყოფადთაცა შინა შემდგომთა მეფეთა ქართლისა და კახეთისათა ყოფისათჳს ფიცითისა აღთქმისა მეფობად მომავალთა, ოდეს იგი მიიღებენ დამტკიცებითსა წიგნსა და ინვესტიტურთა, ბოძებულსა რუსეთისა საიმპერატოროჲსაგან კარისა, რომლისაცა დასარწმუნებლად ქუჱმომომწერელთა სრულისა ძალისა მქონებელთა მებრ ძალისა სრულძალმქონებლობითა მოვაწერეთ სახესა ამას ზედა და დავბეჭდეთ ბეჭდითა ჩუჱნითა. თუჱსა იულისსა 24 დღესა, 1783 წელსა. გ ი ო რ გ ი ს / ც ი ხ ე შ ი.
პაველ პ ო ტ ე მ კ ი ნ.
თავადი იოანე ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი.
თავადი გარსევან ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე.
ყ~დ-უგანათლებულესი და სხვ. (იმპერატრიცა ეკატერინეს ტიტული) და ირაკლი მეორე, წყალობითა ღ~თსათა და თქუჱნის იმპ–ის დ–სა კეთილნებობით მეფე ქართლისა, მეფე კახეთისა და სხვათა, მფლობელი და მბრძანებელი განჯისა და ერევნისა.
ვითარცა განწესებასა ზედა სრულისძალისმქონებელსა სრულისძალისმქონებელსა თქუჱნის იმპ–ს დ–სა და ჩუჱნთა სრულისძალისმქონებელთაგან პირობისა მიღებისათჳს ჩუჱნისა სამეფოთ და სამფლობელოთ ჩუჱნით უმაღლესსა მფარუჱლობასა ქუჱშე თქუჱნის იმპ–ს დ–ბისასა და უზენაესისა ჴელმწიფებისა უმჯობესისათჳს სარგებელისა ჩუჱნისა დ ა ი მ ტ კ ი ც ნ ე ნ / ო თ ხ ნ ი / ს ე პ ა რ ა ტ ი ს ა / ა რ ტ ი კ უ ლ ნ ი, სახელით:
სეპარატისა არტიკული პირუჱელი.
ჰაზრი მტკიცე მისის იმპ–ის დ–ისა, რათა ერთმორწმუნენიმცა ერისა მისისანი ესოდენ მჭირსითა საკრუჱლითა შეერთებულნი მისისა თანა იმპერიისა ეგნენ ურთიერთარს მეგობრობასა შინა და სრულსა თანჴმობასა საშიშრად მოშურნეთა მეზობელთა მათთა და მოსაწყლუჱლად შეერთებულითა ძალითა მათდა, რომელნიცა შეეხებიან ვნებად თავისუფლებასა, განსუჱნებასა და კეთილდღეობასა მათსა, რომლისათჳს უკუჱ აღიძრჳს დიდებულება მისი მისისა უგანათლებუ–სადმი მეფისა ქართლისა და კახეთისა ირაკლი თეიმურაზოვიჩისა მიცემას მეგობრობითისა ჰაზრისა და განზრახჳსა (ესე იგი ჰრჩევისა) დაცჳსათჳს მეგობრობისა და კეთილისა თანხმობისა უგანათლეს–ისა მიმართ იმერთასა ს ო ლ ო მ ო ნ ი ს ა განწესებისათჳს ყოვლისა მის რაჲცაღა შესაძლებელ არს ოდენ ღონიერყოფად, წინათუჱჰსწრობად ყოვლისა ვერგულისსაყოფელისა, აღჰსთქუამს იმპერატ–რითა სიტყჳთ თჳსითა არათუ ოდენ შეწევნად მეცადინეობითა თჳსითა ყოფისათჳს ესოდენ სასარგებლოჲსა ამის საქმისა, არამედ ამას ესე ვითარსა ზედა მშვიდობასა და თანჰხმობასა მისცემს თჳსსა თავსმდებობასა. უგან–ბა მისი მეფე ირაკლი, მიმღებელი თანამდებობითითა მადლობითა დიდსულობისა მისისა დ–სა ჰზრუნვისასა დაცჳსათჳს მეგობრობისა ერთა შორის ერთგუართა და ერთჰსჯულთა, და უმაღლესსა თავმდებობასა მისსა, აღიარებს ამით, ვითარმედ ურთიერთთა შინა საქმეთა მათთა უგ–სადმი მეფისა სოლომონისა აწ და შემდგომად შეჰრაცხს მისისა იმპ–ს დ–სა სრულიად მეშუამავლედ და განაგდებს მისისა მიერ უზენაესისა განჩინებისა, ანუ განჩენისა ვერ გულის-ჴმის-საყოფელთა შფოთთა შორის ორთა ამათ მფლობელთა, უფროს ყოვლისა მოლოდებისა გამოსრულთა.
არტიკული მეორე სეპარატისა.
დაცჳსათჳს სამფლობელოჲსა ქართლისა და კახეთისათა ყოვლით კერძო შეხებისაგან მეზობელთასა და სიმტკიცისათჳს მხედრობისა მისისა უგანათლ–ბისა მეფისა დ–ბა იმპ–ისა მისისა აღჰსთქუამს შენახუად სამფლობელოთა შინა მეფისათა ო რ ს ა / ჰ ს რ უ ლ ს ა / ბ ა ტ ა ლ ი ო ნ ს ა / ქ უ ჱ ი თ ს ა / ო თ ხ ი თ ა / ზ ა რ ბ ა ზ ნ ი თ ა, რომელთაცა პროვიანტი და საჭმელი უსიტყუთა ხარისხისაებრ მხედრობისაგანთა მათ მიეცემის, და პრავიანტი იგი და საჭმელი უსიტყუთა სყიდულ იქმნების ნაყოფიერებისა ძლით ქუჱყანასა თანხმობითა მისის უგ–სითა თავისა თანამესაზღურეთა მთავართა დადებულითა ფასითა.
არტიკული მესამე სეპარატისა.
დროსა ბრძოლისასა უთავესი იგი მთავრი მესამზღურე მისისა იმპ–ს დ–სა კერძოჲთ ნიადაგ სრულისა ძალისა ქონებად თანამდებ არს, რათა უგ–ბასა მისსა მეფესა ქართლისა და კახეთისასა ეთანახმოსმცა და დაჰსდუას ჰაზრი შეწევნისათჳს თქმულთა მათ ქუეყანათა და წინააღმგდომისა მტერთასა მოქმედებისათჳს, რომელიცა არა ჰსხუჱბრ, არამედ ვითარცა საერთოდ მტრად შერაცხუად სათანადო არს. ამასთანა განიწესების ესეცა ვითარმედ უკეთუ რაოდენიმე მჴედრობა ქართლისა და კახეთისა ჴმარებულ იქმნეს სამსახურისათჳს მისისა იმპ–ს დიდებულებისა გარეგან საზღუართა მათთა, მაშინ განიჩინების მათთჳს შესანახავი სრული, თანასწორი მისის დ–ბისა მჴედართა.
არტიკული მეოთხე სეპარატისა.
დ–ბა იმპ–სა მისისა აღჰსთქუამს, რათა დროსა ბრძოლისასა იჴმაროსმცა ყოველი შესაძლებლობაჲ მეცადინეობისა ღონითა საჭურუჱლისათა, ხოლო დროსა მშჳდობისასა დაზავებისა მიერ უკმოქცევისათჳს ქუჱყანისა და ადგილთა მტერთაგან ქონებულთა და ძუჱლადვე სამეფოჲსა მიმართ ქართლისა და კახეთისა შერაცხილთა – ესენი უკუჱ დაჰშთებიან სამფლობელოდ მუნებურთა მეფეთა საფუძუჱლსა ზედა თქმულთა ჰაზრთასა, რომელნიცა ითქუნენ მფარუჱლობისათჳს და უზენაესისა ჴელმწიფებისა ყოვლისა რუსეთის იმპერატორთა.
ამათ სეპარატისა არტიკულთა აქუსთ ესე ვითარივე ძალი, ვითარცა თჳთ ზემოწერილნი იგი ტრაქტატნი ზემოწერილისაებრ ლექსითი ლექსად შემოყუანილ ქმნილ-იყუნენ, რომლისათჳსცა სრულყოფასა ამისსა იგივე პაემანი აქუს შეცუალებასა ზედა, ანუ დართუასა.
სრულისა ძალისა მქონებელთა, მებრ ძალისა სრულ-ძალ-მქონებლობისა მათისა, მოაწერეს არტიკულთა ამათ ზედა და ამისთანა თჳსნიცა დაჰსხნეს ბეჭედნი, გ ი ო რ გ ი ს / ც ი ხ ე შ ი, იულისის 24 დღესა, 1783 წელსა.
პავლე პ ო ტ ე მ კ ი ნ ი (აზის ბეჭედი), თავადი იოანე ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი (ბჭ.), თავადი გარსევან ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე.
ჩუჱნ, მიმღებელნი ამათნი, თანამდებობითითა კრძალულებითა დამამტკიცებელნი ყოვლისა მის, რაჲცა ჩუჱნთა სრულის ძალის მქონებელაგან მუნ განიწესნენ, აღუსთქუამთ მეფობითითა სიტყჳთა ჩუჱნითა ღონითა ამის მოქმედებისათა, რომელიცა ჴელითა ჩუჱნითა მოწერილ არს და სამეფოთა ბეჭდითა ჩუჱნითა განმტკიცებულ, წინაშე ღუთისა და უსამღუდელოესისა თქუჱნის იმპ–ბის საყდრისა ჩუჱნთჳს და მენაცუალეთა ჩუჱნთათჳს, და ყოვლისა სამეფოსა, და სამფლობელოსა ჩუჱნისათჳს წმიდად, მთლად და დაუჴსნელად დაცუად, და აღსრულებად, დასასრულ ამის მოწყალებისა და კეთილ-ნებობისა თქუჱნის იმპ–ს დ–ბას მივაბარებთ თავსა ჩუჱნსა და სამეფოსა სახლსა ჩუჱნსა ყოვლითა სამფლობელოჲთა ჩუჱნითა. სატახტოსა ქალაქსა შინა ჩუჱნსა ტ ფ ი ლ ი ს ს, თუჱსა იანუარს 24, წელსა შობითგან ქ~ა 1784, მეფობისა ჩუჱნისა მეორმოცესა წელსა.
ე რ ე კ ლ ე.
თავადი ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი / დ ა ვ ი თ.
თავადი ქ ა ი ხ ო ს რ ო / ჩ ო ლ ო ყ ო ვ ი.
მიმცემელი ღირსთანამდებობითისა კრძალულებისა ესოდენთა თ–ს იმპ–ს დ–ს მოწყალებათა ჩუჱნსდამო, ტომთა და ერთა ჩუჱნთა ზედა ჩუჱნებულთათჳს, ჩუჱნ დღესასწაულობითთა ამათ მოქმედებათა ჴელთა ჩუჱნითა მოწერილთა და სამეფოჲთა ბეჭდითა ჩუჱნითა განმტკიცებულთა მიმღებელი და დამამტკიცებელი ყოველთა ქმნილთა და განწესებულთა ჩუჱნთა სრულისძალისმქონებელთაგან აღვიარებთ, ვითარმედ იგი კმა ჰყოფს სრულებით წადილსა ჩუჱნსა და იმედეულ გუყოფს დროთა აწინდელთა და შემდგომთა სახლისა და მამულისა ჩუჱნისა განსუჱნებათა და კეთილდღეობათა, რომლისათჳსცა აღვსთქუამთ მეფობითითა სიტყჳთა ჩუჱნითა წინაშე ღ~თისა ყოვლისა-შემძლებელისა, წინაშე უსამღუდელოესისა თქუჱნის იმპ–ის საყდრისა და წინაშე პირსა ყოვლისა სოფლისასა ჩუჱნთვის და მენაცუალეთა ჩუჱნთა და ყოვლისა სამეფოსა და სამფლობელოსა ჩუჱნისათჳს, ვითარმედ ყოველი პირობასა ამას შინა აღთქმული ნამდჳლსა ძალსა და სწორსა გულის-ჴმის-ყოფასა შინა იქმნების წმიდად მრთლად და დაუჴსნელად დაცული და აღსრულებული. დასასრულ ამისა მოწყალებისა და კეთილნებობისა თქ–ს იმ–ს დიდ–ბას მივაბარებთ თავსა ჩუჱნსა ყოვლითურთ სამფლობელოჲთ ჩუჱნით. სატახტოსა ქალაქსა შინა ჩუჱნსა ტფილისს, თთუჱსა იანუარსა 24 დღესა, 1784 წელსა შობითგან ქრისტესა, მეფობისა ჩუჱნისა მეორმოცესა წელსა.
ე რ ე კ ლ ე.
თავადი ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი / დ ა ვ ი თ.
თავადი ქ ა ი ხ ო ს რ ო / ჩ ო ლ ო ყ ო ვ ი.
77. წარდგინება ერეკლე მეფისაგან იმპ. ეკატერინე II-ს. 1784 წლის 23 მაისს.
მომრთმელი წიგნისა ამის კნიაზ გ ა რ ს ე ვ ა ნ / ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე თქვენის იმპერატორების დიდებულებისადმი წარმოვგზავნეთ სამყოფელად უმაღლესსა კარსა ზედა თქვ. იმპ. დიდ–სა, ძალითა ყ~დ მოწყალებითისა ტრაკტატისათა, მეხუთისა არტიკულისა, რომელსაცა შევვედრებ მოწყალებითსა მფარველობასა თქვ. იმპ. დიდ–სა ვითარცა შვილსა ჩემსა და სარწმუნოსა ყოველსა საქმესა შინა, რომელსაცა აქვს რწმუნებულ ყოველნი საქმენი ჩვენნი მოსახსენებელნი უმაღლესისადმი კარისა თქვ. იმპ. დიდ–სა.
მაისს კგ, წელსა ჩღპდ.
78. შეტყობინება საგარეო საქმეთა კოლეგიას თავად გარსევან რევაზის ძე ჭავჭავაძისაგან. 1786 წლის 23 დეკემბერს.
კნიაზ ციციანოვი, რომელიც წასულ იყო სპარსეთში თავის ნათესავების სანახავად, იმჟამად ა ღ ა მ ა მ ა დ ხ ა ნ, ს ა რ დ ა ლ ს, დაეჭირა ი ს პ ა ნ ი და მთელი ჰ ე რ ა ნ ი, რომელსაც რომ ჰყავს თავის მონებაში ო რ მ ო ც ი / ა თ ა ს ი ჯარი. ამ ზემოხსენებულს სარდალს აღამაჰმადხანს გამოესტუმრებინა ეს კნიაზი ციციანოვი მათს სიმაღლეს მეფეს ერეკლესთან და ასრე დაებარებინა: მე თქვენთან დიდის დოსტობისა და მეგობრობის მონდომე ვარ, მსურს, რომ მე და შენს შუა სიყვარული და მეგობრობა იყოს. ამ პირობასაც აძლევს: ა დ რ ი ბ ე ჟ ა ნ ი ს ალაგები, რომელიც თქვენი მხარე-პროვინციაები იყოს, თქვენთვის მიიღევით სამკვიდროდ, როგორც ერევანი გიჭირავსთ, და კიდევ ეძებს რუსეთის ყ~დ მოწყალის ხელმწიფის ერთგულოებას მეფე ირაკლის შუამდგომლობითა და სიტყვითა, და ჰპატიჟობს მეფეს, რომ რუსეთსა და იმას შუა საქმის დამწყობი იყოს და თავის მხრიდამ ნებას აძლევს, – ესეები კნიაზ ციციანოვისათვის დაებარებინა.
79. თავად გ. რ. ჭავჭავაძის წერილი გრაფ ი. ა. ოსტერმანისადმი. 1787 წლის 2 მარტს.
ჩემს პეტერბუხს ყოფნაში თქვენის ღრაფობის ბრწყინვალებისაგან ნასტავლენიე მებძანა, რომ მოსკოვიდამ ცოლშვილით მ ო ღ ი ლ ე ვ ს მათს უგ–ას კნიაზ პოტემკინს ვხლებოდი. გზა დიახ ავი შეგვხვდა და დიახ შეგვაწუხა, და სხვა მიზეზიც მოგვეცა, რომელიც გარჩევით მანდ რომ თათრულის მწერალი მირზა აბუთურა გახლავსთ იმისთვის მომიწერია, რომ თქვენს ბრწყინვალებას თავი აღარ ვაწყინო, მიხაილ მიტრიჩის პირით მოგხსენდებათ; ამ მიზეზის გამო ჩემი ცოლი დიახ ავათ გახლავს, წასვლა ვეღარ შეიძლო და მე, თქვენის ბრძანების მორჩილების გამო, აღარც მე გაუშვი და აღარცა წაველ; იმის უგანათლესობას წიგნი ვაახელ და ყოველი ჩვენი თანამდებობა გამოუცხადე: მე აქიმის ბრძანების მაყურებელი ვარ, როგორც ბრძანება მომივა, ისე უნდა ვქნა. მე ჩემ თანამდებად ვიცოდი, რომ ესე ჩემი ვითარება თქვენის ბრწყინვალებისათვისაც გამომეცხადებინა.
და ვითხოვ თქვენის ღრაფობის ბრწყინვალებისაგან დაუგდებელი ვიყო, და მე მიგულვებდეთ იმავ ერთგულებით თანშეკრულს, როგორც ვყოფილვარ და ვარ.
პოლნომოჩნი მინისტრი თავადი გარსევან ჭავჭავაძე.
მარტის 2, წელსა 1787.
80. წარდგინება ერეკლე მეფისაგან იმპ. ეკატერინე II-ს. 1793 წლის 17 იანვარს.
ქ. ქრისტეანებრითა აღთქმითა მაქვს ყოველივე ძალი ჩემი გამზადებულ ყოველსა დროსა და ადგილსა მონებრ მსახურებად უდიდებულესობისა თქვენისა და მაქვს იმედოვნება ყ~დ უმოწყალესობისა თქვენისაგან, რათამცა დედობრივითა უმოწყალესობითა ბოძებული ეკატერინაღრადში დაშთომილი არტილერია გვებოძოს თავისის გაწყობით, რომლითა ღირსმყოს ღ~თნ მტერთა ზედა რუსეთის იმპერიისათა უღრმესითა ერთგულებითა მსახურებად.
იანვრის 17, წელსა 1793.
81. წარდგინება იმპ. ეკატერინე II-მი სამოკავშირეო ხელშეკრულების შესახებ, დადებულისა საქართველოს მეფეებსა და მთავარებს შორის.
ადრითგანვე უმაღლესი კარი უდიდ–სა თქვენისა ყოვლითა წერილითა და პირითა ელჩთათა ნიადაგ ვალდებულ გვყოფდა ამასზედა, რათამცა შეერთებულ ვიქმნეთ ჩვენ, მეფენი ყოვლისა ივერიისანი, რომლისათვისცა საუკუნოთა ამით ტრახტატითა შეერთებულ იქმნა თანხმობა ჩვენ, მეფეთა და მთავართა ქართლისა, კახეთისა, იმერთა, ოდიშისა და გურიისათა ესრეთ მტკიცედ, ვითარ ესე ცხად არს ტრახტატსა ამას შინა ერთგვარად შეერთებისა ჩვენისასა. ამიერიდგან ქრისტეანებრითა ერთგულებითა ყოველთა ივერიისა მეფეთა და მთავართა გვისურს მონებრ მსახურება უდიდებულესობისა თქვენისა ვითარცა ქრისტეანესა მონარხინაისა, და ვითარცა თანამორწმუნენი ესოდენი ქრისტიანენი ვითხოვთ ვედრებით, რათა არა განყოფილ იქმნას საუკუნოდ ერნი ქართლისა, კახეთისა, იმერთა, ოდიშისა და გურიისა რუსთა იმპერიასა ზედა მიწერითა, და რათა მზგავსად საქართველოჲსა მთელი ივერია იყოს მიწერილ იმპერიასა ზედა რუსეთისა ტრახტატისა ამის ჩვენისაებრ მფარველობითა თქვენისა უავგუსტესისა კარისათა, და თუ ვითარ რომლითა ღონითა იქმნების ესე, მოვანდობთ ამას ყოველთ ქრისტიანეთა ზედა დედობრივსა კეთილმზრუნველობასა უდიდებულესობისა თქვენისასა, და ვითხოვთ გულსმოდგინედ, რათა იმპერიისათვის როსსიისა მონებრ მსახურებად შეერთებულნი ესე ყოვლისა ივერიისა მეფენი და მთავარნი ყ~დ უმოწყალესითა საერთოთა მფარველობითა განგვათავისუფლოთ ხელთაგან მოხმადიანთა მონარხთასა, რომლითა ვეგებით ნიადაგ.
მეფე ქართლისა, კახეთისა და სხვათა ე რ ე კ ლ ე.
მეფე სრულიად იმერეთისა და სხვათა ს ო ლ ო მ ო ნ.
მთავარი ოდიშისა და სხვათა გ რ ი გ ო ლ.
მთავარი გურიისა ვ ა ხ ტ ა ნ გ ი.
(ქართულს დედანს არ უზის არც ბეჭედი, არც რიცხვი)
82. ერეკლე მეფის წერილი ს. ლ. ლოშქარევს. 17893 წლის 25 თებერვალს.
კეთილმოქმედება თქვენი განმრავლებულ არს ჩვენდა მომართ, რომელსაცა ცხად ჰყოფ ნიადაგ. ამასწინად ჩვენს სარწმუნოს მეგობარს მაღალკეთილშობილს დოხტურს ი ა კ ო ბ ს ჩვენთვის წიგნი მოეწერა და თქვენის მაღალმსვლელობისაგან ჩვენდა მომართ ბოძებული ბევრის რიგის სნეულებისა სამკურნალო წამლები წარმოეგზავნა, რომ სრულებით მოგვივიდა, რომლისათვის დიდათ მადლობელი გახლავარ და დავადგენ თავსა ჩემსა უსარწმუნოესად მეგობრად და სამსახურის მოწადინეთ მაღალმსვლელობისა თქვენისა, რათა ჩვენცა შემძლებელ ვიქმნეთ სიამოვნისა თქვენისა. ამ მეგობრობისა მწყალობლობითა გვაქვს იმედოვნება, რომ კეთილნებობით შეიწყნაროთ ჩვენ მიერ წარმოგზავნილი ესე თავადი ბ ე ბ უ თ ო ვ ი / ა ვ ე ტ ი კ ი ჩ ი / დ ა რ ჩ ი ა, რომელიც ჩვენი ნამსახური არის, და ეს გვარი ფიცხელი სენი ეკუჱთა, რომ აქაურ მკურნალთა გამრთელება ვერ შეიძლეს, და როსიის იმპერიად წარმოვგზავნეთ; ვითხოვ გულმოდგინეთ მაღალმსვლელობისა თქვენისაგან, რომ ამაზედ კეთილმზრუნველობით ბრძანდებოდეთ, რომელიც უკეთესი პროფესორი იყოს მკურნალობისა ამის მოვლაზედ გულსმოდგინე ჰყოთ.
წელსა ჩღჟგ, თებერვლის კე.
83. წარდგინება მეფის ერეკლესაგან იმპ. ეკატერინე II-დმი. 1793 წლის 12 დეკემბერს.
ვინადგან ყ~დ უმოწყალესობითმან მფარველობამან უდიდებულესობისა თქვენისამან არა დაუტევა კეთილმზრუნველობა ჩვენი შერიგებასა შინა პორტისასა და ინება უმოწყალესობამან თქვენმან უსახსროდ განთავისუფლება ტყვეთა საქართველოსათა, – ამასზედა ყ~დ უმდაბლესად ვმადლობთ უდიდებულესობასა თქვენსა, რომლისათვისცა ესოდენთა ქრისტიანეთა ნივთად შუამდგომლობისა ჩვენისა გვაქვს სახელი ქრისტესი, და ესე კმაიყავნ მსხვერპლად შეწყალებისა ჩვენისა წინაშე უდიდებულესობისა თქვენისა, და რავდენნიცა აზრნი დამჭირნეობისა ჩვენისანი მდგომარესა ამას ჟამსა წერილით განგვიცხადებიეს უმაღლესისა კარისადმი, ვითხოვთ უმდაბლესად, რათა კეთილმზრუნველობით მიიღოთ, ყ~დ უმოწყალესო ხელმწიფეო.
დეკემბერს იბ, წელსა ჩღჟგ.
84. წარდგინება ერეკლე მეფისაგან იმპ. ეკატერინე II-დმი. 1793 წლის 12 დეკემბერს.
ტრახტატსა შ~ა, ყ~დ უმოწყალესისა ბრძანებისამებრ უავღუსტესისა, მეხუთისა არტიკულისა, გვაქვს თანამდებობა, რათამცა უმაღლესს კარზედ იმყოფებოდეს კაცი სარწმუნო ჩვენი, რომლისათვისცა მონებრითა ერთგულებითა წარმოვგზავნეთ უმაღლესისა კარისადმი პოლნამოშჩნი მინისტრი ჩვენი, ღენერალ ადიუტანტი და ნამესნიკი ყაზახისა კნიაზ გ ა რ ს ე ვ ა ნ / ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე, უერთგულესი ძე მამულისა თვისისა, რომელსაცა შევვედრებ ყ~დ უმოწყალესობასა უდიდებულესობისა თქვენისასა, ვითარცა უსარწმუნოესსა მისანდოსა ჩვენსა.
დეკემბერს 12, წელსა 1793.
85. ერეკლე მეფის წერილი გრაფ პ. ა. ზუბოვისადმი. 1793 წლის 12 დეკემბერს.
შევრაცხეთ საქებელად სიკეთე პატიოსნებისა თქვენისა და სურს გონებასა ჩვენსა ნიადაგ პატივისცემა თქვენი, რათამცა განმრავლებულ იქმნას ჩვენ შორის ნივთი უმტკიცესი სიყვარულისა, რომლისათვისცა მიზეზ განმაღვიძებელ მექმნა მე წერილითა ამით განცხადება მეგობრობისა ჩემისა თქვენდა მომართ. წიგნი უფლის პოლკოვნიკის ი ა კ ო ბ / რ ე ი ნ ი ღ ი ს ა, რომელიცა ცხადჰყოფდა ფრიადსა კეთილმომწადნელობასა თქვენსა ჩემდა მომართ, რომელ წარმოგევლინნესთ ჩვენთვის წამალნი სახელით არსება სიცოცხლისა, ვმადლობთ ფრიად ბრწყინვალებესა თქვენსა და ვითხოვთ გულსმოდგინეთ, რათამცა ჩვენ მიერ უმაღლესისა კარისადმი წარმოგზავნილი ესე პოლნამოშჩნი მინისტრი ჩვენი, ღენერალ ადიუტანტი და ნამესნიკი ყაზახისა კნიაზი გარსევან ჭავჭავაძე კეთილნებობით შეიწყნაროთ, რათამცა უდიდებულესობისა მათისაგან აზრთა თხოვილთა ჩვენთა ზედა, რომელიცა კნიაზ გარსევან ჭავჭავაძისაგან განეცხადების ბრწყინვალებასა თქვენსა, ჩვენდა მომართ კეთილმზრუნველობითა თქვენითა მივიღოთ ყ~დ უმოწყალესი რეზოლუცია.
დეკემბერს იბ, წელსა ჩღჟგ.
86. თავადის ქალის მარიამ ჭავჭავაძის წერილი ს. ლ. ლოშქარიოვს. 1794 წლის 9 აპრილს.
უმდაბლესის პატივისცემით მოკითხვას მოგახსენებ, თქვენს მშვიდობის ცხოვრების ამბავს ვისურვებ, მარადის მშვიდობით იმყოფებოდე თქვენის საყვარლის შვილებით. ვიცი მწყალობ – კადნიერებისათვის არ გამიწყრები, ამისათვის გავბედე თქვენთან წიგნის მოწერა: რახანია ჩემის კნიაზისა არა ვიცი რა, არცა რა ჩემის ძმის გიორგისა, მისთვის ვწუხვარ; აქ ხმა დააგდეს ვითომ ჩემი კნიაზი წამოსულიყოს. თუ მართლა წამოსულ იყოს, მაგათთან მოწერილი ჩემი წიგნი თქვენთან დარჩეს, თუ არა და, წყალობას ვითხოვ ეგ ისევ ჩემს კნიაზ უბოძო. ვითხოვ თქვენის მაღალმსვლელობისაგან: ვინცა ვინ ჩემნი იქ იმყოფებიან დაუგდებელნი იყვნენ თქვენგან, და თუ მეც არ დამაგდებ, მადლობელი ვიქმნები.
თქვენის მაღალმსვლელობის მდაბალი
მოსამსახურა კნეინა მარიამ ჭავჭავაძე
თქვენს საყვარელს შვილებს თავს დაუკრავ, მოკითხვას მოვახსენებ; ალექსანდრემ თავი დაგიკრათ თქვენცა და თქვენს შვილებსაც.
87. თავად გ. ჭავჭავაძის წერილი გრაფ ა. ა. ბეზბოროდკოს. 1794 წლის 19 ოქტომბერს.
მათის მაღალმსვლელობის ივან ვასილიჩის ღ უ დ ო ვ ი ჩ ი ს ა გ ა ნ რომელნიც ჩემთან გამოტანებულნი ოფიცარნი იყვნენ – ამათ თავისი თანამდებობა გულსმოდგინებით აღასრულეს და მადლიერიცა ვარ, ახლა აქ ჩემთვისაც საჭირო აღარ არიან და თვითცა წასვლა სურთ, ვითხოვ, რომ გაისტუმროთ; და უმეტესად ჩემთან ყოფილმან პრისტავმან მაიორმან ა ხ ვ ე რ დ ო ვ მ ა ნ შეძლებისა მებრ თვისისა მისცა სისრულე თანამდებობასა თვისსა, და ამისათვის ვითხოვ თქვენის ღრაფობის ბრწყინვალებისაგან, რომ ამ მაიორს ახვერდოვს ებოძოს ყიზლარის გარნიზონის პირველი ბატალიონის კამენდირობა, და ან მისვე ყიზლარის პოგრანიჩნის ტამოჟნის დირეკტორობა, და ეგრეთვე ეს ორნი ოფიცარნი, პოდპორუჩიკი დუბინინი და პრაპორშჩიკი როსთევანოვი, დაუგდებელ ჰყოთ, რომლისათვისცა დიდათ ვალდებულ მყოფთ.
საქართველოს პოლნომოჩნი მინისტრი თავადი გარსევან ჭავჭავაძე
ოკდომბრის ით, წელსა ჩღჟდ.
88. წარდგინება ერეკლე მეფისაგან იმპ. ეკატერინე II-დმი. 1795 წლის 17 იანვარს.
უერთგულესი შეკრულება ჩემი საიმპერატოროსა უმაღლესისა კარისადმი ვალდებულ მყოფს მე განცხადებად დამჭირნეობისა ჩემისა წინაშე უდიდებულესობისა თქვენისა და საქმეთა ეგე ვითართა მოხსენებად, რომელიცა სარგებელ ექმნების იმპერიასა დიდისა რუსეთისასა; აზრნი ესე ჩემნი წერილით განმიცხადებიეს მინისტრისა ჩემისა კნიაზ გარსევან ჭავჭავაძისადმი და ვითხოვ მონებრ უმდაბლესად, რათამცა ღ~თის საკურთხეველსა მაგას გონებასა წმიდასა უდიდებულესობისა თქვენისასა დასდვათ მსხვერპლად შუამდგომელობისა ჩემისა სახელი ქრისტესი, რომლითაცა აზრთა თხოვილთა ჩემთა მისცეთ დაუგვიანებლად უმოწყალესობითი რეზოლუცია.
იანვრის 17, წელსა 1795.
89. ერეკლე მეფის წერილი გრაფ ა. ა. ბეზბოროდკოსადმი. 1795 წლის 27 იანვარს.
ვიცი ნიადაგ კეთილის მოქმედება თქვენი ჩემდა მომართ და გმადლობ ესოდენთა ქრისტიანეთათვის კეთილმზრუნველსა მამაკაცსა; ვითხოვ პირველად, რათამცა იყო მეგობარ ჩემდა საუკუნო, და მეორედ, რათამცა წერილით ზრახვა ჩემი კეთილმწადნელობით მიიღო და ჩემმიერ უმაღლესისა კარისადმი უმდაბლესად მოხსენებულთა აზრთაზედა, რომელიცა მინისტრისა ჩემისა კნიაზ გარსევან ჭავჭავაძისა მიერ განეცხადების ბრწყინვალებასა თქვენსა, მისცეთ შეწევნა წინაშე უდიდებულესობისა მათისა, რათამცა მივიღოთ დაუგვიანებელად ყ~დ უმოწყალესობითი რეზოლუცია.
იანვრის კზ, წელსა ჩღჟე.
90. თავად გარსევან ჭავჭავაძის წერილი საგარეო საქმეთა კოლეგიას. 1795 წელს.
ოდეს მიღებულ იქმნა საქართველო მფარველობასა ქვეშე უმაღლესის რუსეთის იმპერიისასა, ტრახტატის ძალით, ებოძა ორი ბატალიონი, რომ უნდა ყოფილ იყვნეს მათს უმაღლესობას მეფესთან და ეგრეთვე ყოველთა ერთა ნიშნად მფარველობისა, და რომ მტერთა ჩვენთა ნახეს ესრეთი მფარველობა, იწყეს პატივად და განგდებად თვისის ჩვეულებრივის ბოროტმოქმედებისა, და ერნი ჩვენნი, განმხნობილნი ამით, აღავლენდნენ ღ~თისადმი მადლობითსა ხმასა ძლიერისა ამის მფარველობისათვის უღლისაგან არმორწმუნეთა ქრისტესთა.
და როდისაც ათამანის პორტმა არა სიმართლით გამოაცხადა ომი რუსეთის უმაღლესს კარს, მაშინ ჩვენ ვსასოებდით, რომ ამ ზემოხსენებულის ორის ბატალიონის სიმაგრისთვის მოემატება სხვა ჯარიც და გვსურდა, რომ ჩვენის მხრიდამაც მონური სამსახური და ერთგულება გვეჩვენა საერთო მტერზე, და შ~დ წინააღმდეგ ამისსა იქ მყოფი მინისტრი და ბატალიონებიც წამოვიდნენ თვით საჭიროს დროს, და დავრჩით ჩვენ მარტო ჩვენის მტრების წინაშე და გავატარეთ დრო შერიგებამდინ ჩვენის მცირის ძალით რაოდენც ჩვენგან შეიძლებოდა.
და შ~დ შეკვრისა თანა მშვიდობისა შორის უმაღლესის კარისა და ათამანის პორტისა მოხსენებულმან თვისისა ფიცისა და შეკრულებისა მეფემან ჩემმან უმაღლესისადმი კარისა ინება წარმოვლინება ჩემი ძალისაებრ ტრახტატისა, მეხუთისა არტიკულისა, იმ წიგნებით, რომელიც თვით ჩემგან მიერთო, და მე მოწყალებით მიღებულ ვიქმენ, და მებძანა, რომ პასუხი მებრძანება, რომელსაც ჯერეთვე ველი მოსახსენებელად მეფისა ჩემისა.
ვინადგან ცვლილებისაგან ჟამისა განძლიერდა აღამაჰმადხან და დაუახლოვდა უკვე სამზღვართა ჩვენთა, რომელიც იმყოფება ახლა ა რ დ ა ვ ე ლ ს, და აქვს განზრახვა, რათა საქართველო მოიყვანოს იმ მდგომარეობაში, ვითარცა ყოფილა ჟამსა სპარსეთის ყაენებისასა მძლავრებით.
მეფესა ჩემსა აქვს უძლიერესი მფარველი ახლანდელის დროთმჩემებელისაგან, რომლისაგანცა ითხოვს ყ~დ მოწყალებითს შეწევნას, რათა მიეცეს შეწევნა 6 ანუ ხ უ თ ი ს / პ ო ლ კ ი ს რეგულის ქვეითი ჯარისა, და უწინ ჯარის გასტუმრებისა საჭირო არის, რომ გაისტუმროთ პრავიანტმეისტერი მოსამზადებლად პურისა, და მეფე თავისის მხრიდამ მისცემს ჭეშმარიტს ბრძანებას, რათა გასასყიდი პური იყოს ზომიერი ფასით რაოდენ შეიძლება; თუმცა თანამდებობა აქვს მეფესაც და ერსა რათა სრულჰყონ რუსეთის ჯარი სურსათით, მაგრამ რადგან ჰყავს ახლანდელს დროებაში შეყრილი სხვა და სხვა ხალხი ჯარათ, რომლისაც თანამდებ არის მიცემად მათდა ყოვლისავე ჯამაგირისა, და ამ მიზეზით აღარ შემძლებელ არს თავისის ხარჯით განმზადებად სურსათის უმაღლესისა ხელმწიფის ჯარისათვის.
უკეთუ უმაღლესი მოწყალება და მფარველობა ჩვენი განიწესების, საჭირო არს, რომ ამავ შემოდგომაზე იქ ჯარმა მიაღწიოს, რადგან იმ ადგილს არის უთბილესი ჰაერი და ზამთარი არ დამაყენებელ ექმნება მოლაშქრეს, და თუ მეფეს და ერს არ ექმნებათ საფარველი, მიიწევიან დროთმჩემებელის განზრახულისადმი და უძვირეს უბედურებაში ჩთაცვივიან, რომლისაგანცა დაიფაროს მ~ა შინა მყოფმა.
მეფე ითხოვს: რომელიც უწინდელის ზარბაზნების დარჩომილი არის, რომელიც უწინვე ებოძა, ის ებოძოს, და ერთი არტილერის განსწავლული აფიცერი უბოძოთ.
მოწყალეებით მიიღოთ ეს სავედრებელი ამას უმდაბლესად ვითხოვ თქვენის ბრწინვალებისაგან და მოეხმარნეთ თქვენის მხრიდამ შუამდგომლობით წინაშე მონარხინას ტახტისა, რათა გვებოძოს მოწყალებით რეზოლუცია, რომელიც თქვენ სრულებით მოგეხსენებათ თუ ვითარი დამჭირნეობა აქვს მეფეს ჩემსა ადრე შეწევნისა, რათა ჰსცნას თვისი მდგომარეობა, რომლითაცა შეიძლოს უწინარეს მიღებად საჭიროთა ზომათა პირის-პირ წინამდეგისა თვისისა.
91. თავად გ. ჭავჭავაძის წერილი გრაფ ა. ა. ბეზბოროდკოს. 1795 წლის 24 მარტს.
თუმცა მეფის ჩემისგან არ მიმიღია წერილით ბრძანება, მაგრამ ეს უწყება ერთს ჩემს სარწმუნო მეგობრისგან მივიღე და ჯეროვნად ვრაცხ თქვენს ბრწყინვალებას გამოუცხადო: ამ წარსულს შემოდგომას რაოდენიმე ათასი თურქის და ლეკის ჯარი ჩასულა ახალციხიდამ იმერეთში მეფედ ყოფილის პრინცის დ ა ვ ი თ ი ს შემწედ, რათა ისივ დაედგინად იმერეთის მეფედ.
იმერეთის მეფეს სოლომონს უთხოვნია შეწევნა მეფის ირაკლისთვის, რომელსაც წარუგზავნია თავის შვილი არტილერიით და მხედრობით შემწედ მეფის სოლომონისა, და იმერეთში ჩასულს თურქის ჯარს შებმიან, ღ~თის შეწევნით ჩვენს ჯარს გაუმარჯვნია და რამთონიმე ათასიც დაუხოცნიათ, და დარჩომილი თურქის ჯარი დამარცხებული გაბრუნებულა, და პრინცი დავითიც თანგაჰყოლია ამ დამარცხებულს ჯარს, და ახლაც ახალციხეს იმყოფება.
მარტის 24, წელს 1795.
92. ერეკლე მეფის წერილი გრაფ ა. ა. ბეზბოროდკოს. 1795 წლის 1 ივნისს.
ჩვენ მიერ წარმოვლინებულსა ამას კნიაზ გიორგი ივანიჩს ა ვ ა ლ ო ვ ს, ბაზიერთხუცესსა და კაბინეთ-სეკლატარსა ჩვენსა შევვედრებ ბრწყინვალებასა თქვენსა, რათა დაუგდებელ ჰყოთ კეთილმწადნელობისა თქვენისაგან.
ივნისის ა, წელსა 1795.
93. დარეჯან დედოფლის წერილი იმპ. ეკატერინე II-დმი. 1795 წლის 6 ივნისს.
დამჭირნეობა ესოდენთა ქრისტეანეთა მაიძულებს მე ვედრებად უდიდ–ისა თქვენისადმი, რათამცა აღთქმისაებრ ყ~დ უმოწყალესისა ტრახტატისა ინებოთ შეწევნა ჩვენი აღამაჰმად-ხანს ზედა, რომელიცა მახლობელად ჩვენდა მდგომარე არს არმიითა თვისითა და ცდილობს დაპყრობასა ქვეყნისა ჩვენისასა, რომლისათვისცა ცრემლით გევედრები, უდიდებულესო ხელმწიფეო, შეიწყალენ ესოდენნი ქრისტიანენი ბრძანებითა ან-შეფის ღუდოვიჩისათა, რათა მოგვცეს შეწევნა უძლეველითა მხედრობითა, რომლითა ხსნილნი მტერთაგან მმადლობელნი დავშთებით.
ივნისის ვ, წელსა ჩღჟე.
94. თავად გარსევან ჭავჭავაძის წერილი გრაფ ა. ა. ბეზბოროდკოს.
ჩემის მოსვლის შ~დ სერგეი ლაზარიჩის [ლაშქარევის] პირით მებძანა, რომ თქვენი ბრწყინვალება დამიბარებს და ჩემი მეფისაგან მობარებულს კამისიაზე მელაპარაკებით, – იმ ჟამის შემდგომად ველი თქვენს ბრწყინვალებას. აქამდინ მრავლის საქმის გამო ვერ შეგაწუხეთ, და ახლა ყოველთვის ჩემის მეფისაგან წიგნი მომდის და პასუხსა მთხოვს, რომ მივართო, წყალობას ვითხოვ ჟამი დამინიშნოთ და ინებოთ ჩემთან საქმეებზე ლაპარაკი.
წელს 1795, ივნისის 22.
95. თავად გ. ჭავჭავაძის წერილი ს. ლ. ლაშქარიოვისადმი. 1795 წლის 3 ნოემბერს.
ნიკოლა პეტროვიჩი სკვარცოვი პორუჩიკი, რომელიც ივანე ვასილიჩიდან გამოტანებულია ჩემის ფამილიისათვის, ამ ხსენებულის ოფიცარისა დიახ მადლობელი გახლავან, რომ გზაზედ დიახ გარჯილა და კარგა უმსახურნია, და თუ წინაამდეგი არ იყოს და შეიძლებოდეს, ვითხოვ ჩემის მეგობრობისათვის გაისარჯო და მათს ბრწყინვალებას ღრაფს ალექსანდრე ანდრეიჩს [ბეზბოროდკოს] სთხოოთ ჩემ მაგიერ ამის ერთის ხარისხის მომატება, რომლითაც მე ვალდებულ მყოფ.
ნოემბრის გ, წელსა ჩღჟე.
96. თავად გ. ჭავჭავაძის წერილი გრაფ ა. ა. ბეზბოროდკოს. 1795 წლის 3 ნოემბერს.
რომელიც ჩემზედ სახელმწიფო ბოძებული ხარჯი იყოს ყოვლისა რისამე ვითხოვ ერთიანად გარდაჭრით თეთრად მებოძებოდეს, რადგანაც ახლა ფამილიით ცხოვრობ პეტრებურღს და ჟამიც განსხვავებულს მდგომარეობასა მთხოვს.
ნოემბრის გ, წელსა ჩღჟე.
97. თავად გ. ჭავჭავაძის წერილი საგარეო საქმეთა კოლეგიას. 1795 წლის 23 ნოემბერს.
თუმცა თბილისიდამ გასულა აღმაჰმადხან, მაგრამ შორს არ არის, და მესმის, რომ დაღისტანსაც ელაპარაკება და იწვევს კახეთზედ მრავლის თეთრის დაპირებით, თითონაც დიახ საფიქრებელი არის, რომ არ დაბრუნდეს, ამისათვის რომ აქაური ჰაერი არ დააყენებს იმ დროს ლაშქრობას, და ამ ზამთრობითვე იმათ ასეთს ძვირს შეამთხვევს, რომ გაზაფხულზე თქვენგან მიშველება იმათთვის უსარგებლო იქმნება, და ან სრულიად თავის ნებასა და მორჩილებაზედ მიიყვანს, – მე ჩემ თანამდებად ვიცი, რომ ეს თქვენს ბრწყინვალებას განუცხადო და მოვახსენო: თუ ამ ზამთრობით ასეთს ძალას არ ისტუმრებდეთ, რომ მეფეს იმათზედ მისვლა შაეძლოს, მაშინ საჭირო არის და უმდაბლესად ვთხოვ ამ ზამთრისათვის, თუ უმეტესი არა, ორი პოლკი მაინც წარიგზავნოს თავისის პრავიანტით, რომ ეს ახლანდელი შეწევნა ყოვლის იჭვიდამ გამოიყვანს იქაურს ხალხსა. და ამით განმხნობილნი გაზაფხულამდინ თავიანთ თავს მშვიდობით დაიცვენ მანამდინ აქედამ სრული შეწევნა გარდავა.
თუ მთის მიზეზით ვინმე აბრკოლებდეს და გარწმუნებდეთ, რომ გარდასვლა და ან პრავიანტის გარდატანა შეუძლებელი იყოს, მე, როგორც პატიოსანი კაცი და ერთგული ძე მამულისა, ისე მივიღებ ამ კამისიას, რომ მთას აქეთ ჩვენს გრანიცამდინ, რომელ არს პირველი შენობა ს ტ ე ფ ა ნ - წ მ ი დ ა, იქ მომბარდეს ჯარიცა და რაც გარდასატანი არის – ისიც, იმას იქით ჩემი თანამდებობა იყოს იმათი მთას მშვიდობით გარდაყვანა.
თქვენის ბრწყინვალების ჩემგან მოხსენებით დამძიმების მიზეზი პირველი ეს არის: რომელიც აბიდა აღამაჰმადხანმა დიდს რუსეთს უყო საქართველოს წახდენით, იმაში უმაღლესს კარსაც ვაჩვენო ჩემი მონური სამსახური და ჩემს მშობელს ქვეყანასაც, და მეორე, რომ ამ თანამდებობაში ვარ შეკრული, სიტყვა არცერთის მხრიდამ არა მომადგეს რა, და ნება თქვენის ბრწყინვალებისა არის, რომელმაც განზომა საქმეთა უმჯობესად იცით.
პოლნომოჩნი მინისტრი თავადი გ ა რ ს ე ვ ა ნ / ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე.
ნოემბრის 23, წელსა 1795.
98. ერეკლე მეფის წერილი გრაფ ა. ა. ბეზბოროდკოს. 1795 წლის 31 დეკემბერს.
პატივსაცემელი წიგნი ბრწყინვალებისა თქვენისა, დ სეკდემბერს დაწერილი, კზ ოკდომბერს ხელითა კაპიტნის ფილიპესითა მივიღე მადლობით, რომლითა სიმრავლე კეთილ-მოქმედებისა თქვენისა ჩემდა მომართ ყოველთა დროთა შინა კეთილ-მწადნელობით მიღებისათვის ვერდებისა ჩემისა ვალდებულ მყოფს მე მადლობად ღ~თისმსახურისა მაგის ბრწყინვალებისა თქვენისა, რომლისათვისცა ამ მდგომარეს ჟამში მოწევნილისა ჩვენზედა განსაცდელისათვის დიდად დამჭირნენი გევედრებით, რათამცა წინაშე მათის იმპ–ის დიდ–სა ინებოთ კუალად შეწევნა ჩვენი უმდაბლესად თხოვილთა აზრთა ჩვენთა ზედა, რომელიცა მინისტრისა ჩვენისა კნიაზ გარსევან ჭავჭავაძისა მიერ განეცხადების ბრწყინვალებასა თქვენსა.
დეკემბერს 31, წელსა 1795.
99. დარეჯან დედოფლის წერილი იმპ. ეკატერინე II-დმი. 1796 წლის იანვარში.
ნუგეშინისმცემელი უკაზი ყ~დ უმოწყალესობისა თქვენისა, თვით ხელითა თვითმპყრობელითა უმოწყალესობით აღწერილი, მივიღე უმდაბლესად თაყვანისცემით, რომელიცა წარმოეგზავნა ჩვანდამომართ კნიაზ გარსევან რევაზოვიჩს ხელითა კაპიტნის ფილიპესითა, რომლისათვის მონებრ უმდაბლესად ვმადლობ უმაღლესსა მფარველობასა უდიდებ. თქვენისასა; და განსაცდელისა ამის ჩვენზედა მოწევნილისათვის, ესოდენთა ტყვედ მიცემულთა ერთათვის, უზომოსა მწუხარებასა შინა მყოფი, წინაშე დიდებ. თქვენისა უხილავად მუხლთა ზედა მდგომარე, ყ~დ უმდაბლესად გევედრებით: ტყვეთათვის, ჩჩვილთა, მოხუცებულთა და ჭაბუკთა, რომელთა ტანჯვითა უწყალოთა და დაწვითა ეკკლესიებისათა განმწარებული გული ჩემი შეიწყალეთ, ყ~დ უმოწყალესო ხელმწიფევ, რათა მივიღოთ უმოწყალესი რეზოლუცია თხოვისა მის, რომელიცა მეფისა ჩვენისაგან მოხსენდების იმპ. თქვენისასა, და თუ ამავ ზამთარს უფალი ღენერალ ღუდოვიჩი არ მოგვეშველა, ვითარცა გიბრძანებიესთ უმაღლესითა უკაზებითა, უთუოთ კიდევ წავხდებით, და იყავნ ნება ყოველსა შინა მოწყალებისა თქვენისა ჩვენდამო.
იანვარს, წელსა 1796.
100. წარდგინება ერეკლე მეფისაგან იმპ. ეკატერინე II-დმი. 1796 წლის იანვარი.
მივიღე უკაზი უავღუსტესისა მფარველობისა ყ~დ უმოწყალესობისა თქვენისაგან, რომელიცა წარმოეგზავნა ჩვენდამომართ კნიაზ გარსევან რევაზოვიჩს ხელითა კაპიტნის ფილიპესითა, რომლითა ნუგეშინისცემულნი ვიქმნენით, რომ, თხოვისა ჩვენისაებრ, უმაღლესი ბრძანება მოეცა უფალს ღენერალს ან-შეფს ღუდოვიჩს შეწევნად ჩვენდა უძლეველითა მხედრობითა და არტილერიითა პირის-პირ აღამაჰმადხანისა. უღირსისა ამის ჩვენდამომართ მოწყალებითისა უკაზისათვის ერთობით საქართველო, ყ~დ უმდაბლესად მმადლობელნი უდიდებ. თქვენისანი, გევედრებით, ყ~დ უმოწყალესო ხელმწიფევ, კვალადცა შეიწყალეთ ქვეყანა ესე, მონდობილი მფარველობასა უდიდებ. თქვენისასა, რათა მივიღოთ უმდაბლესად თხოვისა ჩვენისა ყ~დ უმოწყალესი რეზოლუცია.
იანვარს, წელსა 1796.
101. წარდგინება ერეკლე მეფისაგან იმპ. ეკატერინე II-დმი. 1796 წლის 8 იანვარს.
თქვენის დიდებ. ტრახტატის ბძანებით გვაქვნდა იმედი თქვენის უძლეველის მხედრობის მალე მოშველებისა, ვეღარ მოგვასწრო და წაგვახდინეს, როგორადაც გარსევან ჭავჭავაძისაგან მოგხსენდებათ; და აქამდინ რომ ვერ მოვახსენეთ დიდებ. თქვენსა, ბევრის სხვასა და სხვას მიზეზებისაგან მოხდა. უმოწყალესო ხელმწიფევ, აღამაჰმადხან, თუმცა მალე და საჩქაროთ გაბრუნდა ჩვენის ქვეყნიდამ, მაგრამ შორს არ წასულა მ უ ღ ა ნ ი ს საშვალს ადგილსა დგას, რომელიც ჩვენიდამ იქამდინ სამასამდინ ვერსი იქმნება, და იქიდამ კიდევ სათუოთ არ არის ჩვენზედ იმისი მოსვლა, თუ კიდევ თქვენი უძლეველი მხედრობა ლინიიდამ მსწრაფლად არ მოგვეშველა და შიშმა არ დააყენა, იმას სხვა საქმე არა აქვსრა, თუ არ ჩვენ და შუშის ი ბ რ ე ი მ ხ ა ნ. ამ დეკემბრის თთვეში თქვენის დიდებ. უძლეველი მხედრობა გვებოძა, – ამაზედ ვმადლობთ ყ~დ ძლიერსა ღმერთსა და თქვენსა დედობრივსა ჩვენზედ მზრუნველობასა, და დაგვიცს თავი ჩვენი თქვენის დიდებ. ერთგულობასა ზედა ესრეთ ვიდრე წვეთამდე სისხლისა. ხელმწიფეო ჩვენო, ღ~თს ქვეშეთ ჩვენი სასოება თქვენზედ არის დადებული და ჩვენი ცხოვრებაც თქვენზედ არის დამოკიდებული, თუ აღგვადგენ ამავ ზამთარს და მოგვცემ ხელსა წყალობისასა, ყოვლითურთ წარმართებულ იქმნება ჩვენი საქმე, და თუ ამავ ზამთარ თქვენი უძლეველი და იმის მოპირდაპირე კმასაყოფელი მხედრობა არ გვებოძება, უიჭოთ წაგვახდენს, და ჩვენ, საქართველოს ხალხნი, დიდს განსაცდელში ვიქმნებით და ვართ; და სხვანი, რომელიც ქვეყნები ჯერ არ დაუპყრია, ზოგთ შიშით და ზოგთ ძალით დაიმორჩილებს; იქმნება სხვანიც, რომელნიც დიდნი და ერთსარწმუნოებისანი არიან, ისინიც შეირიგოს, და მასუკან უფრო დასამძიმებელი საქმეები გამოჩნდეს; ახლა კიდევ ორი თავისი სარდარი ს უ ლ ე ი მ ა ნ ხ ა ნ და მ უ ს ტ ა ფ ა ხ ა ნ, და ნუხის ს ე ლ ი მ ხ ა ნ თავის ქვეყნის ხალხით აყრილნი არიან და სიმაგრეში დგანან დახიზნულნი, რომელნიც დროს მაყურებელნი არიან, და თუ აღამაჰმადხანს, ან თქვენის რისხვით, და ან სხვა განსაცდელი არა მიადგა რა, შ ი რ ვ ა ნ ს ა ც სრულად დაიჭერს, და იმ ჯარისაგანაც ჩვენს ქვეყანას ნიადაგდღე შიში აქვს, რომელნიც ახლა ნ უ ხ ა ს არიან, და ნუხის გრანიციდამ ჩვენის ქვეყნის, კახეთის გრანიცამდინ ოცი, ანუ ოცდაათი ვერსი იქმნება, აწ, თქვენად სადღეგრძელოდ, აღდეგ და კვალად ხელი წყალობისა აღგვიპყარ, და გვიბოძე ამ სამუდამოს ჯარს გარდა ამავ ზამთარს, ვითარცა თქვენს დიდებ. უბძანებიეს, იმის მოპირდაპირე ჯარი, რომ ჩვენს მტერთ ღ~თისა და თქვენი რისხვა მივაგოთ, და იმდენი სული ტყვე რომ ჰყავთ წაყვანილნი, ღ~თით გამოვიხსნათ თქვენად სადღეგრძელოდ, და როდესაც თქვენს იმპ. დიდებ. ნებავდეს, ის ჯარი ისევ ბრძანებით წაიყვანეთ ამ ო რ ი / ა თ ა ს ს ჯარს გარდა, და ესენი კი ჩემთან იყვნენ.
წელსა 1796, იანვრის 8.
102. ერეკლე მეფის წერილი გრაფ ოსტერმანისადმი. 1796 წლის 8 იანვარს.
აზრი ვედრებისა ჩემისა ეს არის თქვენს ბრწყინვალებასთან, რომ უმაღლესის კარისათვის კვლავაც მოგვიხსენებია: ო რ მ ო ც დ ა ხ უ თ ი წელიწადი არის ე რ ე ვ ა ნ ი ჩვენი იყო, და იმის უწინაც ბევრჯერ სჭერია ჩვენს ოჯახს ერევანი, და იმის დიდებ. მფარველობას ქვეშე გ ა ნ ჯ ი თ ა და ე რ ე ვ ნ ი თ შემოვედით; აღამაჰმადხანმა ორივ წაგვართვა, და ახლა კიდევ ჩვენი სამფლობელო ფამბაკი, ყაზახი და ბორჩალო ფარმანით ერევნის ხანისათვის მიუცია, რომ თვით ერევნელებისაგან ყაზახთათვის მოწერილი წიგნი კნიაზ გარსევან რევაზოვიჩისათვის გამოგვიგზავნია, იმისგან მოხსენდება თქვენს ბრწყინვალებას. თუმცა ეს ჩვენი სამფლობელო ფამბაკი, ყაზახნი და ბორჩალო შორს არიან აღამაჰმადხანის მორჩილებისაგან, და არც უნდათ იმისი მონების ქვეშ შესვლა, მაგრამ, თუ ამავ ზამთარს უძლეველის მხედრობით კმასაყოფელი შეწევნა ვერ მივიღეთ, ესენიცა და სხვა ჩვენთან შემოერთებულნი მეზობლებიც, უილაჯობით, იმისნი შეიქმნებიან, რომლისათვისცა ვედრებით ვითხოვთ კეთილ-მწადნელობისა თქვენისაგან, რომ წინაშე მათის იმპ. დიდებ. ინებოთ შეწევნა ჩვენი, რომ ამავ ზამთარს რ ვ ა / ა თ ა ს ი / რ ი ც ხ ვ ი მხედრობისა ყ~დ უმოწყალესობით გვებოძოს, რომლითაც აღამაჰმადხანისაგან მიტაცებული ზემოხსენებული ადგილები ისევ დავიპყრათ და იმოდენი რიცხვი ქრისტიანე-ტყვენნი, რომელნიცა გ ა ნ ჯ ა ს ა, / ე რ ე ვ ა ნ ს ა / დ ა / ნ უ ხ ა ს იმყოფებიან, ისინი გამოვიხსნათ.
იანვარს 8, წელსა 1796.
103. წარდგინება თავად გ. ჭავჭავაძისაგან იმპ. ეკატერინე II-დმი. 1796 წლის 7 მარტს.
მის სიმაღლემან მეფემან ირაკლი, ხელმწიფემან ჩემმან, მომივლინა მე წერილობითი ბრძანება თვისი, რათა თქვენის იმპ. დიდებ., ყოვლად უმოწყალესსა ხელმწიფესა, მფარველსა და შემწესა ქართლისა და კახეთისა და სხვათა ქვეყანათასა, რომელთაცა არს იგი მბრძანებელ, ყოვლად უყმებრივესად მოვახსენო, რომელნიცა არიან შემდგომნი:
პირველი, შემდგომად უმაღლესისა თქვენის იმპ. დიდ. ბრძანებისა, რომელიცა მივლენილ არს უფლისა ღენერალ-ანშეფ ღუდოვიჩისადმი შესაწევნელად მეფისა, ხელმწიფისა ჩემისა, მხედრობითა, არტილლერიითა და სხვებითა პირის-პირ მტრისა ჩვენისა აღამაჰმადხანისა, – ბრძანებითა მისის სიმაღლისათა, დაუკარგავად ჟამისა, დაწყებულა კეთება გზათა თბილისით ვიდრე ჩვენს საზღვრამდე ვ~ა მთას აქეთ, ეგრეცა იქით გამართულ და გაკეთებულ არიან, არა თუ ოდენ განსატარებელად მხედრობათა, ა~დ, საიმედოთ, მხედრობათათვის, არტილლერიისა, ბარგთა და ყოველთა სიმძიმეთა, რომელთაცა აწ გარდატანა ძალუცთ თვინიერ მცირისა შრომისა.
მეორე, მომზადებასა ძლევაშემოსილთა თქვენის იმპ. დიდ. მხედრობათათვის სურსათისათა, მეფე, ხელმწიფე ჩემი, წმიდად არწმუნებს, რომელ იგი მიღებისამებრ ზომისა დამზადებულ იქმნება არათუ ოდენ კმასაყოფელი ა თ ი ს ა, ანუ თ ო თ ხ მ ე ტ ი ს ათასის მხედრობათათვის, არამედ, უკეთუ სახმარ იქნება, უმეტესიცა, მაშინ არა ექნება მათ ნაკლულევანება და მხედრობა არა მოიჭირვებს სურსათისათვის.
მესამე, უფალს ღენერალს-ან-შეფს ღუდოვიჩს მიეწერა მეფისათვის, რომელ იგი ნებითა თქვენის იმპ. დიდებ. უვლინებს ო რ ი / ა თ ა ს ს ა მხედრობასა, რომელიცა უკვე მისულა, რომლისათვისცა მისი სიმაღლე, მომღები თქვენის დიდებულებისადმი სარწმუნო ყმებრივისა მადლობისა, ყ~დ უმწვერვალესად სთხოვს თქვენს იმპ. დიდებ., რათა უჩვენოთ მას აწინდელსა უბედურებითსა მდგომარეობასა შინა მისსა ყ~დ-უმოწყალესი შემწეობა მივლინებითა მისდამი განგრძელებისავე ზამთრისასა კ~დ რ ვ ა / ა თ ა ს ი ს ა ძლევაშემოსილისა მხედრობისა თქვენისათა უზრუნველყოფისათვის თვისისა და სამფლობელოსა მისისა მტრისაგან მისისა აღამაჰმადხანისა, და მოსაბრუნვებელად მისგან მიტაცებულთა ტყვეთა-ქრისტიანეთა, რომელნიცა იმყოფებიან აწ გ ა ნ ჯ ა ს ა შინა და სხვათა მეზობელთა ალაგთა.
ა დ რ ი ბ ე ჟ ა ნ ი ს ხანები ვ~ა პ~ლ, ეგრეთცა აწ საუბართა შ~ა თვისთა აცხადებენ, რ~ლ უკეთუ კმასაყოფელი რიცხვი რუსეთის მხედრობათა შესაწევნელად საქართველოჲსა არა იქმნება მოვლენილ, მაშა მათ, სუსტძალობისამებრ თვისისა, არ ძალუძსთ პირის-პირ დგომა აღამაჰმადხანისა, რომლითაცა ჩვენ დავშთებით დათრგუნვილ, ა~დ, უკეთუ მიივლინება კმასაყოფი შეწევნა, მაშინ იგინი თანხმაობენ ყოფად მორჩილებასა მეფისასა და აღსრულებასა ნებისა მისისასა.
ოდესცა შეუდგების ყ~დ უმაღლესი ბრძანება მისავლენად მეფისადმი მხედრობათა ამასვე ზამთარსა, მაშინ შესაძლებელ არს დამორჩილება ყოველთა მათ ადგილთა, რომელნიცა მდებარებენ აქეთ კერძო ა რ ე ზ ი ს ა; დ ა ღ ე ს ტ ნ ი ს თავადებიცა, რომელთაცა ჯერეთ არ მიუღიათ რუსეთის ყმობა, იწყებენ ძიებასა შემთხვევისასა შესასვლელად მას შინა. თანასწორითავე ხატითა ყ~ნიცა იგი ხალხნი, რომელნიცა აკრავან დ ა რ ბ ა ნ დ ს, შეერთდებიან ზოგად ჩვენთანა და აღელდებიან პირის-პირ აღამაჰმადხანისა. ა~დ, უკეთუ მოლოდება ესე არა შეუდგეს, მაშინ აწ ჩვენთან თანხმანი ხანნი და დაღესტნის ხალხნი, სუსტძალისაებრ თვისისა, იძულებულ იქმნებიან აღსრულებად ბრძანებათა აღამაჰმადხანისათა. და ოდესცა დაასწრობს იგი დამორჩილებასა ხანთა ამათ დაღისტნელთასა, მაშინ უკვე ადვილ ჰპოვებს მეგობრობასა ოთამანის პორტისათანაცა; და ამით საქმენი ჩვენნი მიიღებენ ავსა სახესა, ვიდრეღა ვითარსაცა შ~ა აწ იმყოფება, და საქართველო შთავარდება თვით უბედურებითსა მდგომარეობასა შინა.
მეოთხე, შემთხვევებისამებრ ვინადგან იტვირთა საქართველომან აღამაჰმადხანისაგან უკიდურესი დაქცევა, უცილოდ საჭირო არს განმტკიცება და განმართვა მისი მოყვანად მისსა უმჯობესსა მდგომარეობასა შინა პირის-პირ მტრისა მისისა, იმის სიმაღლე მეფე ყ~დ-უყმესად სთხოვს თქვენს იმპერატორების დიდებულებას, რათა უბოძოთ მას სესხად ე რ თ ი / მ ი ლ ი ო ნ ი რუბლისა, ყავლითა, ვითარსაცა ინებებთ დანიშვნად, თანასწორვე გარდახდაცა კერძ-კერძად; და რათა ყოველი იგი აღსრულებულ იყოს ნამდვილათ, მეფე წინდად ზემოხსენებულისა ჯამისა წარადგენს სამფლობელოსა თვისსა, და შ~დ მისსა მემკვიდრეთა მისთასა.
მეხუთე, ყვანებისამებრ მოხსენებისა ჩემისა მეფისადმი, რ~ლ თქვენის დიდებულებისაგან ნაბოძებისა მის სიმაღლისადმი არტილლერიისა დანაშთომსა ნახევარსა, შედგომითა უმაღლესისა ბრძანებისა თქვენისათა, მიუტანენ მას, გარნა მეფესა იგი არა მისვლია, და უწყებაცა მისთვის რუსეთის მხედართ-მთავრისაგან არა აქვს, მაშა არა სათნო იჩენთა აბრძანებად, რათა ხსენებული არტილერია მეფეს მიუტანონ?
მეექვსე, წადილითა მეფისათა უმაღლესი თქვენის იმპე–ის დიდ. შეუდგა ნება, რათა თავი-მთავარი ღენერალი გუდოვიჩი შეეყაროს მის უმაღლესობას საჭიროთათვის საქმეთა პირის-პირ; გარნა ჟამმან და გარემოებამან დააბრკოლა მისდამი; აწ მეფე ითხოვს, რ~ლ შ~დ გაზაფხულისა ნება ეცეს მას, ანუ ვისაცა რწმუნებულ ექმნება სამხედრო საქმე კერძოთა მათ, რათა შეეყაროს მის სიმაღლეს სალაპარაკოთა.
ყოველთამებრ დანიშნულთა პუნკტთა მეფემან, ხელმწიფემან ჩემმან, სახელითა თვისითა მარწმუნა მე, ვ~ა სარწმუნოსა ძესა მამულისასა, რათა დავსდვა ყოველი ქაღალდსა ზედა და წარუდგინო თქვენს იმპ. დიდ–ს, რ~ლ ამით აღმასრულები, დავამხობ თავსა თვისსა ყ~დ-უსამღვდელოესადმი ფერხთა თქვენისა იმპ. დიდებ., და, სიმოკლისამებრ ჟამისა, მივიღებ კადნიერებასა ყ~დ-უყმეს თხოვად თქვენისა დიდ–გან უმაღლესისა მასზედ ბრძანებისა, რ~ლიცა აცხოვნებს ვ~ა მეფესა, ხელმწიფესა ჩემსა, ეგრეთცა ყ~ლთა ერთგულთა ერთა, უბედურებითსა მდგომარეობასა შინა მყოფთა.
მარტის ზ, წელსა ჩღჟვ.
104. თავად გ. ჭავჭავაძის წერილი საგარეო საქმეთა კოლეგიისადმი. 1796 წლის 5 აპრილს.
რუსეთის საიმპერატოროს მინისტერიის ამ წლის კთ მარტის ჩემდა ზიარყოფილისა წერილისა ძალით, ჩემად სათანადოდ ვრაცხ მისდა უმდაბლესად მოხსენებად.
განცხადებისათვის ჩემდა რუსეთის საიმპერატოროს მინისტერიათაგან ხსენებულსა წერილსა შ~ა მ. იმპ. დიდ. უმაღლესისა ნებობის შედგომისა შეყენებითსა ქმნულებასა შ~ა ჩემით წარდგინებულსა ნებისამებრ მეფისა, ხელმწიფისა ჩემისა, სხვათა და სხვათა აწმყოთა გარემოებათა მორთმეულთა თხოვილთათვის, დავამხობ მე ყოვლად უმოწყალესისა ხელმწიფისა ქვეშევრდომებისა ერთგულებითსა მადლობასა. შედგომასავეთანა უმაღლესისა ნებისა, მე, არა მცირედ დამყონებელი, საგანგებოთა კურიერითა მოვახსენებ მეფესა, ჩემსა ხელმწიფესა; ვითარცა უმაღლესობა მისი, ესრეთვე ყოველნი ქვეშევრდომნი მისნი იქმნებიან გამოუთქმელად მხიარულნი დაუგდებლობისათვის მათისა ყ~დ უმოწყალესითა შემწეობითა და ძლიერითა საფარველითა თვისითა, რ~ლ რომლისათვისცა არიან უკვე მინიჭებულნი მისისა დიდებულებისმიერ სათანადოითა მიწერილობითა და მოძღვრებითა მემთავრენი რუსეთის საიმპერატოროს მხერდრობათა საქართველოსა და მისდამი მდებარეთა ადგილთა შ~ა, უფალნი ღენერალ-ანშეფ ღ უ დ ო ვ ი ჩ ი და ღენერალ-პორუჩიკი ღრაფი ზ უ ბ ო ვ ი; მაშინ ყვანებისამებრ ამისა ვიკადნიერებ რუსეთის საიმპერატოროს მინისტერიათად ყ~დ უმდაბლესად თხოვად მონიჭებისათვის ჩემდა უწყებისა შედგომილთა დანიშნულთა მოწყალწებათა მ. იმპ. დიდ. მიწერილებათათვის, რ~ამცა უძლო მე გარემოებათა მათთა მოხსენებად მისისა უმაღლესობისად და უფროს მისსა მით მხიარულმყოფად.
უკეთუ კეთილსათნო იქმნეს მ. იმპ. დიდ. წარგზავნა ჩემი აქაით სამსახურისა ჩვენებისათვის რუსეთის საიმპერატოროს კარისა და მამულისა ჩემისა აწინდელთა გარემოებითთა ჟამთამიერ დახმარებად საქმესა შ~ა, მაშინ ვითხოვ მომანდვათ მე უმაღლესითა ნებობითითა უწყება აღსასრულებელად ერთმთავრინაისა ნებისა, რ~ლსა თვით მეფე, ჩ~ი ხელმწიფე, შეუდგებისცა.
თუმცა არა მქონან მე არცამცირედნი კანონნი თხოვად მონიჭებისა წარსვლისათვის ჩემისა და შენახვისათვის თავისა ჩემისა დროსა მას ადგილთა შ~ა ყოფნისასა, გარნა უბედურებითისა შემთხვევისა თბილისის ქალაქისა და მოკლებული მყოფი ყ~ლისა თვისისა ქონებისა ძლით, ვიკადნიერებ შემვრდომებად თავისა მაღლისა ერთმთავრინასა მოწყალებასა და კეთილნებობასა შ~ა, და ვინაიდგან მეუღლე ჩემი შთების აქა, მაშინ არა კეთილსათნო იჩენსაა აწ ჩემდა წარმოებულისა ერთმთავრინაისა სიუხვისამიერ როჭიკსა მდგომარესა სტოლისა თეთრთა შ~ა, ეტლთა, შებმათა და ორთა მსახურთასა მოქცევად სარგებელსა შ~ა მისსა მის, და თვით თეთრთა მიცემითა, რ~ლითაცა ძალედება მას პყრობა თავისა შეუწუხებელად.
კურიერად წარმოგზავნილსა ჩემდა ხელმწიფისაგან ჩემისა კაპიტანს ფილიპ ი ა გ ო რ ო ვ ს უკუნვაქცევ მე მისისა უმაღლესობისადმი სასიხარულოთა მოხსენებითა, რ~ლისათვისცა ვითხოვ მინიჭებულჰყოთ კურიერებრითა პოდოროჟნითა თბილისადმდე.
აპრილის ე, წელსა ჩღჟვ.
105. ერეკლეს წერილი გრაფ ბეზბოროდკოსადმი. 1797 წლის 3 თებერვალს.
თქვენს ბრწყინვალებას რომელიც ჩვენის დესპანის კნიაზ ჭავჭავაძისაგან ჩვენი საქმეები მოხსენდება, გთხოვ, ვითარცა სარწმუნოსა მეგობარსა, რათა აჩვენოთ ამ საჭიროებითს დროს კეთილისმოქმედება თქვენი ჩვენზე და სამეფოსა ჩვენსა ზედა, რომელსაც უსაკუთრესად მოვანდობ თქვენს ბრწყინვალებასა ყოველსა სასარგებლოსა ჩვენსა, და დავშთები უსრულესითა იმედოვნებითა.
ფებერვალს 3, 1797 წელსა, თბილისი.
106. ერეკლე მეფის წერილი გრაფ ოსტერმანისადმი. 1797 წლის 3 თებერვალს.
თუმცა მცირეხან შეგვხვდა ერთათ ყოფნა, მაგრამ თვისის კეთილმოქმედებით და პატიოსანის ყოფაქცევით მოვალედ შემქმნა უფალმა ღენერალ ალექსანდრე მიხაილიჩ რ ო მ ი ს - კ ო რ ს ა კ ო ვ მ ა, რომ თქვენს ბრწ–ას გამოუცხადო, და მსურს, თუ თქვენი ბრწ–ბა აქავ ჩვენის მხარის თვისადმი რწმუნებული კომისია კვალად ხსენებულსა ამას ღენერალსა ერწმუნოს, რომლისათვისცა მე ვალდებულ მყოფ, და სხვებრ ყოველსა მოვანდობ თქვენის ბრწ–ს ჩვენდამო კეთილ-მზრუნველობასა.
ფებერვალს 3, 1797 წელსა. თბილისი.
107. ერეკლე მეფის წერილი გრაფ ოსტერმანისადმი. 1797 წლის 3 თებერვალს.
მე, მიმღებელმან ყ~დ უმაღლესისა შემაწუხებელისა ხმისა და მასთანავე ნუგეშინისცემულმან, თანამდებობად ვრცახ თქვენის ბრწ–დმი განცხადება მხიარულებისა ჩემისა აღსვლისათვის საიმპერატოროსა ყოვლისა რუსეთისა სამკვიდროსა საყდარსაზედა ხელმწიფისა ჩვენისა პ ა ვ ლ ე / პ ი რ ვ ე ლ ი ს ა, და წარმოვგზავნეთ წინაშე მათის იმპ. დიდ. პოლნომოჩნი მინისტრი ჩვენი თავადი გარსევან ჭავჭავაძე, რომლისაგან მიიღებთ წერილსა ამას, და ამისმიერვე სცნობთცა ყოველსა ჩემმიერსა საჭიროებითსა თხოვასა, რომლისათვისცა ვითხოვ და ვსასოებ, რომელ ყ~ლსა შინა აჩუჱნებთ შემწეობასა, ვითარცა მაქვს იმედოვნება თქვენის ბრწ–გან. ბრწყინვალეო ღრაფო, თქვენგან ჩვენთვის სასარგებლოდ მოწერილი წერილი ზემოხსენებულის თავადის გარსევან ჭავჭავაძისაგან მივიღე, რომლისათვისცა, უმდაბლესად უმეტესისა მადლობისა მომრთმევი, დავდებ თავსა ჩემსა თქვენ კერძო თანამდებად, ვინადგან ვართ თქვენ მიერ მარადის საქმესა შინა დაუვიწყებელ და ჩვენის სარგებლობისათვის იღვწით მარადის.
ფებერვალს 3, 1797 წელსა. თბილისით.
108. ერეკლე მეფის წერილი ს. ლ. ლაშქარიოვისადმი. 1797 წლის 3 თებერვალს.
თქვენის მსვლელობისაგან ჩვენს საქმეზედ გარჯა და თქვენმიერ ნიადაგ ჩვენთვის კეთილისმწადნელობა განცხადებული გვაქვს, და სარწმუნო ვართ, რადგანაც ამ ქვეყნის შვილი ხართ, ამას იქითაც ამ ქვეყნის ბედნიერობისათვის მოღვაწეობა გექმნებათ და გარჯას არ დააკლებთ, ამისთვის მადლობელნი ვართ თქვენის მსვლელობისა.
ამჟამად პოლნომოჩნი მინისტრი, ჩვენი თავადი გარსევან ჭავჭავაძე, უმაღლესს კარზედ გამოვისტუმრეთ: ჩუჱნს ანბავსა და ამ ქვეყნის ვითარებას ყოველსავე ამისგან სცნობთ, და მოლოდება გვაქვს, რომ თქვენი მსვლელობა ჩვენის სარგებლობისათვის ჩვეულებრივ კეთილმოქმედებას არ დააკლებთ, და ჩვენ ვეგებით სრულითა პატივისცემითა.
ფებერვალს 3, 1797 წელსა. თბილისი.
109. წარდგინება ერეკლე მეფისაგან იმპ. პავლესადმი. 1797 წლის 3 თებერვალს.
თქვენის იმპ. დიდ–ის მიერ სამკვიდროსა ყოვლისა რუსეთის საიმპერატოროს საყდარზედა აღსვლისათვის მოხარულ ქმნილთა, თანამდებობად ჩემდა ვრაცხავ წინაშე თქვენის დიდებულებისა ჩემგან სრულ-ძალ-მქონებელის დესპანის თავადის გარსევან ჭავჭავაძის ცხადყოფა, რომლისათვის, ყ~დ უმდაბლესად მომლოცველი თქვენის იმპერატორების დიდებულებისადმი, შევავრდომებ უმაღლესსა საფარველსა თქვენსა თვით თავსა, სახლსა და სამეფოსა ჩემსა, და ესრეთვე ყოვლისა რუსეთის უძლეველის მხედრობისმიერ გ ა ნ ჯ ი ს დაპყრობისა, და მისით შემოზღუდვისათვის ჩვენისა, უმდაბლესისა მადლობისა მომღები, დავშთები უერთგულესისა გრძნობითა. ყ~დ უმოწყალესო ხელმწიფევ, თქვენის იმპ. დიდ. წინაშე ჩემგან ყოველსა შინა რწმუნებულს დესპანს და ამის მიერ ჩვენის მოხსენების რეზოლუციის ბოძებას მოვანდობ ყ~დ უმოწყალესსა ნებასა.
თებერვლის 3, 1797 წელს. თფილისი.
110. წარდგინება ერეკლე მეფისაგან იმპ. პავლესადმი. 1797 წლის 3 თებერვალს.
ვინათგან ყოვლისა შემძლებელისა და ყ~დ უმაღლესისა ნებისა მებრ ფრიად საყვარელსა მშობელსა თქვენსა და ყოვლად უმოწყალესსა ხელმწიფასა ჩვენსა იმპერატრიცა დიდსა ეკატერინა მეორესა შეეცვალა ცხოვრება თვისი საუკუნოსა ცხოვრებისადმი, ამისათვის ჩვენცა, ქვეშევრდომებრსა თანამდებობასა შინა მყოფ უკიდურესითა შეჭირვებითა ჩვენითა, გვაგო ყოვლით სახლეულით და სამეფოჲთ ჩემითურთ საგლოველსა მწუხარებასა შინა, რომლისაცა უმდაბლესად ცხადმყოფსა ნუგეშმცემს აღსვლა ყოვლისა რუსეთისა საიმპერატოროსა საყდარსა ზედა უდიდ. თქვენისა, რომლისა მიერ დავშთები მსასოე ყოვლად უმოწყალესისა ნებისა.
ფებერვალს 3, 1797 წელსა. თბილისი.
111. დარეჯან დედოფლის წერილი იმპ. მარია თეოდორეს ასულს. 1797 წლის 4 თებერვალს.
ვინადგან ყ~ლისა შემძლებელმან ღ~თმან ყ~დ უმოწყალესი ხელმწიფე ჩვენი პაველ პეტროვიჩი თქვენის იმპ. დიდ–თურთ აღიყვანა სამკვიდროსა ყ~ლისა რუსეთისა საიმპერატოროსა საყდარსაზედა, ამისთვის, ყ~დ უდიდებულესო იმპერატრიცავ, სათანადოთ ვრაცხე მოხარულის გულით ქვეშევრდომებრივი ერთსულოვნებითი მოლოცვა თქვენისა იმპერატორებისადმი, რ~ლისა შემდგომადცა ყ~დ კრძალულებით ვითხოვ, რომ შემწე ექმნათ მათისა იმპ. დიდე–დმი მეფისა ჩვენისა თხოვილსა, რ~ლიცა ყ~დ უმდაბლესად მოხსენდება მათს დიდებულებას მეფისა მიერ წარმოგზავნილის დესპანისაგან.
ფებერვლის 4, 1797 წელსა. თელავი.
112. დარეჯან დედოფლის წერილი იმპ. პავლესადმი. 1797 წლის 4 თებერვალს.
ვინადგან ნებისამებრ ყ~დ შემძლებელისა ღ~თისა ფ~დ საყვარელსა მშობელსა თქვენსა და ყ~დ უმოწყალესსა ხელმწიფასა ჩვენსა იმპერატრიცა დიდსა ეკატერინა მეორესა შეეცვალა ცხოვრება თვისი საუკუნოსა ცხოვრებისადმი, ამისათვის მეცა, თანამდებობასა შ~ა მყოფი, უმწვერვალესითა შეჭირვებითა მაგო საგლოველსა მწუხარებასა შ~ა, რომლისამებრ გავბედე ყ~დ უმდაბლესი მოხსენება ესე, და ამასთანავე განცხადება მხიარულებისა ჩვენისა აღსვლისათვის ყოვლისა რუსეთისა საიმპერატოროსა საყდარსა ზედა უდიდებულესობისა თქვენისა, და ამისათვის, უმდაბლესად მომლოცველი და მთხოვნელი ღ~თისდა მიმართ განძლიერებისათვის თქვენისა, გევედრები, ყ~დ უმოწყალესო ხელმწიფევ, რათა მეფისა ჩვენისა მოხსენებულსა საჭიროებითსა თხოვასა და წარმოგზავნილსა დესპანს მისცეთ მოხსენებულისა ვედრებისა მოწყალებითი აღსრულების რეზოლუცია, რომელსაცა გვაიმედოვნებს ყ~დ განმდიდრებული კეთილნებობა თქვენი.
ფებერვლის 4, 1797 წელსა. თელავი.
113. ერეკლე მეფის წერილი ა. ა. ბეზბოროდკოს. 1797 წლის 16 აპრილს.
ვითარცა მე, ეგრეთვე წინაპართა ჩემთა ჰქონდათ სურვილი და ადრითგანვე ვართ შემოვედრებულ უმაღლესისა რუსეთის საიმპერატოროს ტახტისა, რომელიცა განფენილ და განცხადებულ არს ყოველსა ქვეყანასა ზედა, რომლისათვის ჩვენცა სარწმუნოდ მოიმედენი ვართ, რომ მათი იმპერატორობის დიდებულება ჩვენ საფარველს არ მოგვაშორებს, მაგრამ ახლა მესმა, რომ რადგანაც რუსეთის ძლევაშემოსილის მხედრობით სპარსეთში ამჟამად ლაშქრობა დაყენებულა, რაც ჩვენს მფარველად რუსეთის ჯარი იმყოფება – ამათაც წასვლა ეგულებათ, რომელმაც დიდსა შერყევაში და მწუხარებაში შეგვიყვანა.
მოეხსენება თქვენს ბრწყინვალებას თუ ვითარი დაქცევა შეამთხვია აღამაჰმადხანმა თბილისსა და მრავალი სული ქრისტიანე დაატყვევა, ამისათვის რომელ იცოდა ჭ~ტის ერთგულობით ყოფა საქართველოსი მათის იმპერატორების დიდებულების საფარველსა ქვეშე, და ჩვენ, რადგანაც რუსეთის დიდებულის ტახტისადმი უმეტესად მტკიცე შეკრულობა გვქონდა, ღ~ის მადლობის მირთმევით, ყველა მოვითმინეთ.
ბრწყინვალეო გრაფო, უმეტეს პირველისა ჩვენ სამტეროდ მოქადულ და განძვინებულ იქმნა აღამაჰმადხან, რომლისაცა მოწერილი მუქარის წიგნი აწ უმაღლესს კარს მოერთმევა, და ჩვენი მოხსენება ეს არის, რომ, თუ ახლა რუსეთის უმაღლესი საფარველი ახდილი ნახეს, რომელნიც აქამომდე ჩემს მეზობლებში მოგებულნი კაცნი მყვანდნენ, ისინიც მტერ მექმნებიან, და უეჭველია, რომ საქართველო წახდება, ეკკლესიები აოხრდება და ამდენი სული ქრისტიანე დატყვევდება, ამისათვის უმდაბლესად გთხოვ შეიწყალე უმაღლესის ტახტისა მაგის საფარველ ქვეშ მყოფი ქვეყანა ესე და ესოდენი მტერთა წარწყმედისაგან, და შეგვეწიენით მათის იმპერატორების დიდებულების წინაშე, რომ მოწყალების მოიმედენი უნუგეშოდ არ დავრჩეთ, რომ თვით თავი და ქვეყანა ესე, სამეფო ჩემი, შ~დ ღ~ისა, უსაკუთრესად მონდობილი არის ყ~დ მოწყალის ჩვენის ხელმწიფის მოწყალებაზედ. და ახლა ჩვენი თხოვა ეს არის: მათმა უდიდებულესობამ ინებოს მფარველად ჩვენდა ო რ ს, ანუ ს ა მ ს წლამდე ო თ ხ ი / ა თ ა ს ი კაცი, ვიდრემდის ჩვენცა ძალი შევიმატოთ, და შემდგომად მისსა ნება მათის იმპერატორობის დიდებულებისა აღსრულდეს – რა ერთიც ინებოს, იმოდენი დააყენოს; და რაოდენ ჩვენგან შესაძლო იყოს უმაღლესის კარისაგან სამსახური გამოგვეცხადოს, და ან ჩვენ გვებძანოს, რომ მოვახსენოთ, რომლითაც ჩვენი გონება უფრო მხიარული იქმნება და მოწყალებად მივიღებთ. და სხვანიცა ჩვენი ვითარებანი უმდაბლესად მოხსენდება უმაღლესსა კარსა პოლნამოჩნი მინისტრის ჩემის კნიაზ გარსევან ჭავჭავაძისაგან, რომელიცა უწინარეს ამისა, ფებერვლის 5, წარმოგზავნილ არს ჩემმიერ უმდაბლესითა მოხსენებითა.
აპრილის 16, 1797 წელსა. თბილისი.
114. წარდგინება ერეკლე მეფისაგან იმპ. პავლესადმი. 1797 წლის 16 აპრილს.
ვითარცა მე, ეგრეთცა წინაპართა ჩემთა ჰქონდათ სურვილი და ადრითგანვე ვართ შემოვედრებულ უმაღლესისა რუსეთის საიმპერატოროს ტახტისა თქვენისა, რომელიც განფენილ და განცხადებულ არს ყოველსა ქვეყანასა ზ~ა, რომლისათვის ჩვენც სარწმუნოდ მოიმედენი ვართ, რომ თქვენი უდიდებულესობა ჩვენ საფარველს არ მოგვაშორებს, მაგრამ ახლა მესმა, რომ რადგანაც რუსეთის ძლევაშემოსილის მხედრობით სპარსეთში ლაშქრობა ამჟამად დაყენებულა, რაც ჩვენს მფარველად თქვენის იმპ. დიდ. ჯარი აქ იმყოფება, ამათაც წასვლა ეგულვებათ, რომელმაც დიდსა შერყევასა და მწუხარებაში შეგვიყვანა. მოეხსენება თქვენს იმპ. დიდ. თუ ვითარი დაქცევა შეამთხვია აღამაჰმადხანმა თბილისსა, და მრავალი სული ქრისტიანე დაატყვევა, ამისათვის, რომელ იცოდა საქართველოსი ჭეშმარიტის ერთგულობითი ყოფა თქვენის იმპ. დიდ. საფარველ ქვეშე, და ჩვენ, რადგანაც თქვენის უმაღლესის ტახტისადმი უმეტესად მტკიცე შეკრულობა გვქონდა, ღ~ის მადლობის მირთმევით, ყველა მოვითმინეთ. ყ~დ უაღვისტესო ხელმწიფევ, უმეტეს პირველისა ჩვენს სამტეროდ მოქადულ და განძვინებულ იქმნა აღამაჰმადხან, რომლისაც მოწერილი მუქარის წიგნი აწ თქვენს უდიდებულესობას მოერთმევა, და ჩვენი მოხსენება ეს არის, რომ, თუ ახლა თქვენი უმაღლესი საფარველი ჩვენზედ ახდილ ნახეს, რომელნიც აქამომდე ჩემს მეზობლებში მოგებული კაცნი მყვანდნენ, ისინიც მტერ მექმნებიან, და უეჭველია, რომ საქართველო წახდება, ეკკლესიები აოხრდება და ამდენი სული ქრისტიანე დატყვევდება, ამისათვის უმდაბლესად გთხოვ და უმონებრიესად მუხლდადგმით გევედრები, ყ~დ უმოწყალესო ხელმწიფევ, გარდმოხედე სიმაღლისაგან ტახტისა თქვენისათა და შეიწყალე თქვენს საფარველს ქვეშე მყოფი ქვეყანა ესე და ესოდენი ქრისტიანე მტერთა წარწყმენდისაგან, და ინებეთ მფარველად ჩვენდა ბოძება ეგოდენისა ძლევშემოსილისა მხედრობისაგან ო თ ხ ი / ა თ ა ს ი / კ ა ც ი / ო რ ს ა, / ა ნ / ს ა მ ს / წ ლ ა მ დ ე, ვიდრემდის ჩვენცა ძალი შევიმატოთ, და შემდგომად მისსა თქვენის იმპერატორების დიდებულების ნება აღსრულდეს, – რაერთიც ინებოს, იმდენი დაარჩინოს, და რაოდენ ჩვენგან შესაძლო იყოს თქვენგანაც სამსახური გამოგვეცხადოს, და ან ჩვენ გვებძანოს, რომ მოგახსენოთ, რომლითაც ჩვენი გონება უფრო მხიარულ იქმნება და მოწყალებად მივიღებთ. ნუ დაგვაგდებ თქვენის ყ~დ მოწყალების მოიმედეთა, რომ თვით თავი და ქვეყანა ესე, სამეფო ჩემი, შემდგომად ღ~ისა, უსაკუთრესად მონდობილ არს თქვენს მოწყალებაზედ. სხვანიცა ჩვენნი ვითარებანი უმდაბლესად მოხსენდება უმაღლესს კარსა დესპანისა ჩემის კნიაზ გარსევან ჭავჭავაძისაგან, რომელიც უწინარეს ამისსა, ფებერვლის 5, წარმოგზავნილ არს.
აპრილის 16, 1797 წელსა. თფილისით.
115. დარეჯან დედოფლის წერილი იმპ. მარია თეოდორეს ასულისადმი. 1797 წლის 16 აპრილს.
აწინდელსა დროსა შინა შეიწრებული მყოფობა ჩვენი კადნიერ მყოფს მე, რათა თვით თავით ჩემით მოვართო თქვენს დიდებულებას უმდაბლესი მოხსენება ესე, რომლისათვისცა ქვე-შევრდომით გავბედო თქვენდა მიმართ უქვენაესსა ვედრებასა, რათა ყოვლადსაყვარლისა ძეებითურთ თქვენით გვექნათ შემწე და შუამდგომელი წინაშე მათის იმპ–ის დიდ–სა თქვენსა საფარველ ქვეშე მყოფთ ქრისტიანეთა ერსა ამას, რომელნიცა, მონდობილნი მხოლოდ თქვენის საფარველისა აწ უკუნქცევითა საქართუჱლოით რუსეთის უძლეველის მხედრობისათა, მოუთმენელსა მწუხარებასა შ~ა მყოფნი, მოველით მტერთაგან წარწყმედასა, რომლისათვისცა, უმდაბლესად მთხოველნი, ვსასოებთ განახლებად დამტკიცებისა უმაღლესისა საფარველისასა, და მოვანდობ ვედრებასა ამას ჩემსა ყ~დ უმოწყალესსა განმსინჯველობასა თქვენსა, რათა გვამყოფოთ მათის იმპ. დიდ. მფარველობასა ქვეშე სისრულის სასოებასა შინა რწმუნებულნი.
აპრილის 16, 1797 წელსა. თბილისით.
116. თავად გ. რ. ჭავჭავაძის მიმართვა თავად ა. ა. ბეზბოროდკოსადმი. 1797 წლის 28 აპრილს.
ვინადგან ვხედავ, რომ ამჟამს მრავლის საქმისაგან პყრობილ ხარ და წარსასვლელიც ხარ, ამისათვის აწ რომელიცა მეფისა ჩემის ხელმწიფისაგან თქვენთან გამოსაცხადებელნი საქმენი მქონან დავიდუმებ და პეტრებურხს მივიღებ გამოცხადების პატივსა, და ახლა მხოლოდ ამას ვსთხოვ თქვენსა უგანათლებულესობას: თუ საქართველოში რუსეთის მხედრობის დარჩომის ბრძანება არ წასულ იყოს; ებძანოს ლინიაზე მყოფ მთავარს, რომ იქიდამა ჯარის გარდმოყვანა არ დააშუროს მანამდის ჩემგან ჩემის მეფის დაბარებულობა მოგხსენდებათ, და შ~დ როგორც ინებებთ, ნება თქვენისა უგანათლებულესობისა არის.
აპრილის 28, წელსა 1797. მოსკოვი.
117. ქართული თარგმანი ფირმანისა, მიღებულისა ტფილისში აღა-მაჰმად-ხან სპარსელისაგან ერეკლე მეფის სახელზე. 1797 წლის 9 ივნისს.
ჩვენის დიდებულების ბრძანება არის: უმაღლესო საქართველოს ვალი ერეკლე-ხან.
ღ~ს წყალობის შ~დ ჩვენის ხელმწიფობის წყალობით შენი თავი ამაღლდეს! ასე იცოდე, რომ რუსეთის საქმე და ცხოვრება ყოველს ჟამს აღებმიცემა, ვაჭრობა, ბაგრასტისა და მაუდის სყიდვა არის, არას დროს იმათგან ხრმლისა, შუბისა და ომის იარაღის მოხმარება არას კაცს არ უნახავს. გაბედეს და ჩვენის დაჭერილის ქვეყნების სამზღვარში შემოვიდნენ, – ამათი გარდახდევინება და ამოწყვეტა ჩვენს მაღალს გონებაში გამოვისახეთ და ჩვენი ბედნიერი დროშები აქეთს მხარეს გამოემართა. იმ რუსებმა რომ ჩვენის ბედნიერის დროშების ამ მხარეს წარმომართვა გაიგონეს, თავიანთის საძაგელის ადგილებისაკენვე დაბრუნდნენ. და ახლა ჩვენის ხელმწიფობის თვალნი ამას მჭურეტელობენ, რომ რომელნიც (?) გარდავახდევინოთ და ამოვსწყვიტოთ, ამისათვის ჩვენის ხელმწიფობის დიდებულების ნათელი ამ ადგილებს მოეფინა, და ამ მხარის ადგილების მინდვრები ჩვენის ბედნიერის კარვების დასადგმელი ადგილები შეიქმნა. რადგან შენი სიმაღლე ერანის ქვეყნებში დიდის გვარისა და ჰსტიბრისა პატრონი არის, შენის პატივის სიმძიმე ჩვენის მწყალობელის თავადთა წ~ე დამტკიცებული არის, ამისათვის ამ წყალობის კალმით იწერება, რომ პირველს ჟამიდამ აქამომდე წყალობა და სიკეთე შენს სიმაღლეზედ ნიადაგ ჩუჱნის ხელმწიფობის გულში დამტკიცებულ იყო, და წყალობისა და სიკეთის გარდა ჩვენს გულში შენთვის არა იყო რა. ის საქმე, რომ მაშინ მოხდა, (თბილისის აოხრება) – ის შენგან დაიბადა. რადგან ჩვენი წყალობა ყოველგან მიფენილი არის, ჩვენის სამართლიანის გონების საშვალ ეს არის დამტკიცებული, რომ შენმა სიმაღლემ და შენმა შვილებმა ჩუჱნის დიდებულების სიმდიდრისაგან წყალობის წილი მიიღოთ და დიდს ადგილს მიწევნის წყალობა მოიპოოთ, ამიტომ ეს ჩუჱნი ფარმანი შენ მოგევლინება, რომ ჩუჱნის ხელმწიფობის კარები შენს საწადელს პირზედ ღია გეგონოს, და როგორც ერთგულების რიგი და ჩვენის ხელმწიფობის წადილი არის, ამისმზავსად სამსახურის გზაზედ უნდა დასდგე, – ან შენ და ან ერთი შენი შვილებიდამ, დიაღ იმედიანად და ხათრიჯამობით, ჩვენის ხელმწიფობის კარზედ მოხვიდეთ, და ჩვენგან ფერადი წყალობა მიიღოთ, და თუ რაც გვიბრძანებია იმას გარდახდი, და რომელიც გვიბრძანებია ასე არა ჰქმენ, – შენ იცი.
118. ერეკლე მეფის წერილი თავად ა. ა. ბეზბოროდკოსადმი. 1797 წლის 10 ივნისს.
ძლევაშემოსილისა სამხედროსათანა მათის იმპ. დიდ. თანამოგზაური ამათი მაღალ ყ~დ სამღვდელოება ი ო ს ე ბ, არხიეპისკოპოზი რუსეთში მყოფ ჰ ა ო ს ი ა ნ თ ა, კნიაზ დ ო ლ გ ო რ უ კ ი - ა რ ღ უ თ ო ვ ი, მოვიდა აქა საქართველოსა შინა, ნუგეშინისმცემელ ქრისტიანეთა ერთა, და გამომაცხადი თვისისა ერთგულობისა მათის იმპ. დიდ. უმაღლესის ტახტისადმი, და მექმნა მეცა ამას მწუხარესა ჟამსა შინა ნუგეშინისმცემელ სამეფოთურთ ჩემით, რომელსაცა ადრე მოსწრაფესა თაყვანისსაცემელად მათის დიდ–ბის საიმპ. ტახტისა ექმნა მიზეზი დამაყენებელი, ვინათგან აქ მყოფთა ამისი იყო სახმარი. აწ სურვილით მომავალი, ოდესცა ღირს იქმნება თაყვანისცემასა წმიდისა და უმაღლესისა ტახტისასა, უკეთუ ინებებს მათი იმპ. დიდ. მოწყალებით კითხვასა შეწუხებულისა ვითარებისა ჩემისა და ქვეყანისა ჩემისასა, მაღალ ყ~დ სამღვდელოსა ამას, თვით თვალითა თვისითა მხილველსა, ძალუცს უმდაბლესად მოხსენება და ეგრეთვე ჩემისა მხურვალე ერთგულობისა ჭეშმარიტად ცხადყოფა. ჩვენ ამჟამად მათის იმპ. დიდ. პირის-პირ მოხსენება ამისათვის ვერ მოვართვი, ვინადგან პოლნოპმოჩნის მინისტრის ჩემის კნიაზ გარსევან ჭავჭავაძისა მიერ ჩემის მოხსენებისა ჯერ პასუხი არ მიმიღია, და ახლა კიდევ მოხსენება ვეღარ ვიკადრე, და თქვენს უგან. მოვართვი წერილი ესე.
ივნისის 10, 1797 წელსა. თბილისით.
119. ერეკლეს წერილი თავად გ. რ. ჭავჭავაძისადმი. 1797 წლის 11 ივნისს.
ბრწყინვალეო თავადო გარსევან ჭავჭავაძევ! თუმცა მსურდა მათის იმპ. დიდ. ამჟამად წერილი მიმერთმევინა, და რადგანაც შენგან მათის დიდებულების წინაშე უმდაბლესად მირთმეულის ჩემის სათხოვრის პასუხი არ მიგიღია, ამისათვის ვეღარ ვიკადნიერე, და როგორც შენს შენის მამულისათვის მზრუნველობას შვენოდეს, ისე მხურვალის გულით ეცადე ჩვენის საქმის წარმართებას და ჩვენის ვითარების უმაღლესს კარზედ ცხადყოფასა. მართალია ახლა დიდად შესაწუხებელი მდგომარეობა გვაქვს, რომ მტერი ჩვენს წასახდენად არის წამოსული, მაგრამ ჩვენ ყ~დ მოწყალის ხელმწიფის მოწყალებისა და საფარველის მსასოებელნი ვართ, რომ დიდებულის ხელმწიფისაგან დაუგდებელნი ვართ; აქ მყოფი რუსეთის უძლეველის მხედრობით და ჩვენის ჯარით მომავალს მტერს დავხვდებით, და ღვთის მოწყალებით მოიმედენი ვართ, რომ პასუხი გავსცეთ. აქ თუმცა პური თბილისში პუდი ო რ მ ი ლ ა ნ თ უ ლ / ხ უ თ / შ ა უ რ ა თ გაიყიდა რამდენსამე ხანს და ახლა კი ო რ მ ი ლ ა ნ თ უ ლ ა დ ისყიდება, მაგრამ რუსეთის მხედრობანი კი პუდს ისევ ც ხ რ ა / შ ა უ რ ა თ ყიდულობდნენ და ყიდულობენ, ორის თვისაც ნასყიდი აქვთ, და სხვაც მრავალი მოსდით სასყიდელი პური, რ~ლითაც კმანი არიან.
ერევნიდამ ა ლ ი ყ უ ლ ი ხ ა ნ ს ჯარი გამოეგზავნა ჩვენის ელების წასახდენათ, რ~ლთაც საქონელი მოიტაცეს, და ჩვენი შვილი ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე მოსწეოდა რაოდენისამე კაცით, საქონელიც წაერთმევინა, კიდეც დაემარცხებინა და ორასამდინ კაციც მოეკლათ.
დღეს რომ ამ თვის ცხრა იყო და ეს წიგნი დავსწერეთ, ჩვენი კაცი ს ა ფ ა რ ა მოვიდა განჯიდამ და ეს ანბავი მოგვიტანა: აღამაჰმადხანის ჯარი ა რ ე ზ ი ს პირზედ რომ მოვიდაო, ი ბ რ ე ი მ ხ ა ნ მაშინვე შ უ შ ი ს ციხიდამ აიყარა, ცოლშვილით და ნათესავებით შ ი რ ვ ა ნ ი ს ა კ ე ნ წავიდა, და დაღესტანში მივაო, თუმცა ზოგიერთა თავის ფამილია უწინვე გაესტუმრებინა, მაგრამ მანამდის აღამაჰმადხანის ჯარი არეზის პირზედ არ მოსულა, თითონ შ უ შ ი ს / ც ი ხ ი დ ა მ არ აყრილა, შ~დ ისიც ღამით გაქცეულა. იბრეიმხანის გაქცევის ს ა მ ს / დ ღ ე ს უკან აღამაჰმადხან შუშის ციხეში შემოსულა, და არეზის გამოსვლაშიაც ო რ ი ა თ ა ს ი კაცი დარჩობია, და კიდევ განჯის ჯ ა ვ ა თ ხ ა ნ ი ც აღამაჰმადხანის დაბარებული ყოფილა, და წასულა. და უკანასკნელ წერილისა ამის აღამაჰმადხანის სიკვდილის ამბავიც მოგვივიდა, რომ ციხეში შემოსული მ ე ხ უ თ ე ს დღეს, ხ უ თ ს / ი ვ ნ ი ს ს, თავის მოსამსახურეთ მოუკლავთ, – სარწმუნო არის, რომელზედაც იჭვის მიღება არა გმართებსთ.
მართალია აქ მყოფს რუსეთის მხედრობას ბძანება მოუვიდა აქავ მოცდისა, მაგრამ მოქმედების ბძანება აქვსთ, თუ არა, – არ ვიცი; ეცადე, რომ აქ მყოფს ჯარს ებძანოს საფარში ჩვენთან გამოყოლა, რომ ჩვენს საზღვრებში და ჩვენს შინაგანს ყ~ლთვის მაშფოთებელს ჭ ა რ ე თ ზ ე ვილაშქრებთ, და ესენიც თან გამოგვყვნენ, და აგრეთვე ჩვენი ახლანდელი დაკარგული მამულები, რ~ლითაც რუსეთის საფარველს ქვეშ შემოვედით, ესე იგი გ ა ნ ჯ ა / ე რ ე ვ ნ ი თ უ რ თ, ჩვენთანავე უძლეველის საჭურველის ჩრდილის ქვეშ დაცვით მოვიბრუნოთ, და გარე საზღვრისა, თუ არა მათის იმპ. დიდ. უმაღლესის ბრძანებით, არსად მივსცე სახე წასვლისა, და არც ასეთს კერძოს შევეხო, რომ ან ხვანთქრის აშლა იყოს, და ან ჩვენის ყ~დ უმოწყალესის ხელმწიფის ნების წინააღმდეგ დასანახველი იყოს; და სხვებრ ჩვენი თხოვა ისივ არის, რ~ლიც შენთვის ან წერილით, და ან სიტყვით გვირწმუნებია, და როგორც შეგეძლოს, ვისთანაც მართებული იყოს ჩვენს საქმეში მყოფს გვამებთან, – ეცადე, რომ მათის შუამავლობით დიდებულმა ხელმწიფემ მტრის ხელით გამომხსნელმა, ჩვენზედ თავისი უმაღლესი მოწყალება დაამრჩობლოს, და ჩვენნი ზემოხსენებულნი სათხოვრები დაპყრობით დაგვიმტკიცოს. რაოდენ შენგან შეიძლებოდეს ყ~ლის ჩვენის მოხსენებულის პასუხი ჟამზედ გვაცოდინე, რადგანაც დიდად მარჯვე დრო გვაქვს, რომ ეს სარგებელი და მარჯვე დრო არ დავკარგოთ.
ივნისის ია, წელსა ჩღჟზ. თბილისიდამ.
120. წარდგინება თავად გ. ჭავჭავაძისაგან იმპ. პავლესადმი. 17997 წლის 11 ივნისს.
მათს იმპერატორების დიდებულებას საქართველოს მეფისაგან
სრულძალქმნილის დესპანის თავადის ჭავჭავაძისა მიერ ყ~დ ქვე-
შევრდომებრივი მოხსენება.
მათმა უმაღლესობამ მეფემ ირაკლიმ თეიმურაზოვიჩმან, ხელმწიფემან ჩემმან, წარმომგზავნა მე დასავრდომელად უსაღმრთოესისა თქვენის იმპ. დიდებ. კუარცხლბეკისა მიმართ და მოსალოცავად უავღუსტესის აღსვლისათვის თქვენისა სასქესოსა სამკვიდროსა ყოვლისა რუსეთისა საიმპერატოროსა საყდარსა ზედა; სრულძალმქონებელ მყო მე, რათა წარუდგინო თქვენს იმპ. დიდებ. რომელნიმე სათხოვარნი კერძოსა მისისანი, ვითარცა წერილსა შინა მისსა, ჩემ მიერ მდაბლად მორთმეულსა, მოხსენებულ არს მისთვის, რომლისათვისცა ყ~დ ქვეშევრდომებრივითა და თანამდებობითითა კეთილ-კრძალულებითა დიდისა იმპერატორისა მიმართ ცხადვჰყოფ შემდგომთა:
ა. სათნო იყო ყოვლისა შემძლებელისა და შ~დ მისა სანატრელად სახსოვარისა მშობლისა თქვენისა დიდებულებისა ხელმწიფა იმპერატრიცა დიდისა ეკატირინასი მიღება საქართველოს და კახეთის მეფისა, ჩემისა ხელმწიფისა, ყოვლითა მისითა თავადებითა, აზნაურებითა და ერითა ყ~დ მოწყალებითსა საფარველსა და ქვეშევრდომობასა შ~ა, დამტკიცება მისთანა მას ტრაკტატსა ზ~ა სეპარატის არტიკულისა ჩ ღ პ გ წელსა, ივლისის კ დ დღსა, რ~ლისა იმედოვნებისა ძლით მეფე, ჩემი ხელმწიფე, და ყოველი ერი მისი არა თუ ოდენ აქამომდე იყო მოსვენებულ, ა~დ აწ უმეტესიცა მიიღო სასოება აღსვლითა თქვენის იმპ–ბის დიდებ. ყოვლისა რუსეთის საიმპერატოროსა საყდარსა ზედა სახილველად მისა და ერისა მისისა შესაძლებელთა ნიშანთა და თქვენის იმპ. ყ~დ ძლიერის ხელისაგან მფარველობათა და უმაღლესთა მოწყალებათა, ვინაიდგან უფროს აწინდელი შესაბრალებელი და შეიწრებული, და დაქცეული მდგომარეობა მისი განცხადებულ აქვს თქვენს დიდებულებას.
ბ. მეფემან, ხელმწიფემან ჩემმან, და ერმან მისმან არა უწყიან და არცა საჭირო არს ცნობა თუ ვითართა მიზეზთათვის რუსეთის იმპერატორის მხედრობას მიეცა ბრძანება, რათამცა გამოვიდნენ სპარსეთით და დაუტეონ საზღვარნი მისნი, მაგრამ მხოლოდ უმაღლესობა მისი და ყოველი ერი მისი ყ~დ ქვეშევრდომებრივ ითხოვენ, რ~ა მისცეთ უმაღლესი ბრძანება აწ საქართველოსა შინა მყოფსა რუსეთის მხედრობის დასსა, რ~ლ დაშთნენ მუნ ვ~დის აწინდელნი აღრეული გარემოებანი განვლიდნენ, და შ~დ მისსა, ძალისა მებრ სეპარატის არტიკულისა, შესაძლებელ არს დაშთნენ მუნ ოდენ რიცხვნი იგი, ვ~ა ინებებს თქვენი იმპ. დიდებ. მსგავსად დანიშნულისა ტრაკტატისა ყ~დ მოწყალებით მუნ დაშთომის ბძანებას. ხ~ მეფეცა, ჩემი ხელმწიფე, არ იკადნიერებს მასთან მყოფის რუსეთის მხედრობისას, თუ არ უსაკუთრესის უმაღლესის ბძანებით, საქართველოს საზღვარს გარე ხმარებას, და მეზობელთა თვისთადმიცა იქმნების მქცეველ თვით უმეგობრესითა სახითა მას ჟამადმდე ვ~დის იქმნების იგი სათნო თქვენის იმპ. დიდებ. და ებრძანების მას განგრძობა მისი, და თვითცა თავით თვისით არა რაჲსათვის და არა ვისთან არა ვითარსამე საქმესა ზედა იწყებს შებედვასა, თუ არა თქვენის მაღალმონარხობითის მას ზედა ნებობით, და ყოვლით იქმნების მეძიებელი ღონისა მეზობლებთა მისდამი მშვიდად, სიყვარულით, მეგობრად და თანხმობით ცხოვრებისათვის. მუნ ყოფნა მხედრობისა ამის აძლევს მეფესა და ერსა ვ~ა რ~ლსამე საფარველსა და დიდსა სიმხნესა განსვენებითისა და უშიშროებითისა ცხოვრებისათვის მათისა, და გარდა ამისსაცა იპყრობს ყოველსა თანამდებობასა შინა თვისსა; და უკეთუ ვინმე ქვეშევრდომთა მისთაგანმან ვ~რითამე ბოროტგანზრახვითა მოინდომოს დარღვევა ყ~დ საზოგადოსა მშვიდობისა და განსვენებისა, მაშინ ესე ვითარისა ჟამისათვის შემძლებელ იყვნენ იგინი ბრძანების ქონებით მოსახმარებელად დამშვიდებისათვის მათისა. მხედრობასა მას ყოფნასა მუნ თვისა თავისათვის საზრდოდ სახმარებელსა სურსათსა და სხვათაცა სათადარიგოთა ხორაგთა შინა დღემდე არა ვ~რნიმე დამჭირნეობანი არა აქვნ და შ~დცა არ ექმნებათ, ვინადგან მეფე, ჩემი ხელმწიფე, პ~ლითა თვისითა მზრუნევლობითა გადამატებით შეჰკრებს, რ~ლ ყოველივე იყოს კეთილ დროჲსათვის მზა, რომელიცა ახლა არს თვით მცირეს ფასად, რომლისათვისცა მუნ მყოფს ღენერალს და ყოველთა მთავრებთა პოლკთათა ძალუცთ მოწმობა. ესრეთუჱ საქართუჱლოსა შინა ჰაერი არს ყოველთათვის მრთელ და არა როგორმე მწყენელ აქაურისა მხედრობისა, და პირის-პირ მისა არს ყოველთათვის ვ~ა მშობელი ქვეყანა.
გ. მეფე, მხილველი თვისსა მოხუცებულობითსა წელსა, რომ სისუსტენი მძლე ექმნებიან მას და დღენიცა ცხოვრებისა მისისანი ჰშთებიან მცირენი, და აღმრჩევი და შ~დ თვისსა სჯულიერისა მემკვიდრის სამეფოსათვის ძისა თვისისა გიორგისა, ყ~დ უმდაბლესად სთხოვს თქვენს დიდებ., რათა გაგზავნოთ თქვენის უმაღლესის კარიდამ ერთი აქაური უფალი, რომლისაცა ნება იქმნეს უმაღლესს დასამტკიცებელად და ანუ განსამაგრებელად მემკვიდრისა ამის, და საცნობელად მისა ხალხისათვის მისისა, და წარსაგზავნელითა ამით მისცეთ მეფესა და ერსა მას ჰსჯული ყოვლისა რუსეთისა მმართებლობისათვის სახელმწიფოსა მისისა, რ~თამცა მის ძლით აღმოიფხვრან რომელნიმე ძველადვე მიფარულნი აზიის უსამართლოებითნი სამართლისა წარმოებანი, რ~ლიცა მსახურებს საწყენად და წინააღმდეგად მართლსადიდებელსა ქრისტიანებრსა აღსარებასა.
დ. ქართლსა და კახეთსა, რ~ლიცა არს სიმაგრენი დღემდე უკეთესსა მდგომარეობასა შინა, – მათი უმაღლესობა და ერი მისი ითხოვენ მდაბლად, რათა მიიღოთ თქვენის იმპ. ცნობასა შინა შესაბამისად, რომლისათვისცა კერძოთ თვისით იგი და ერისად ერთი (ერთხელ და) მარადის მიუთხრობს, რ~ლ იგინი მდგომარებენ ჩრდილსა და ხელმწიფობასა ქვეშე თქვენის იმპ. დიდებ–სათა; – დაწესებისათვის მათ სიმაგრეთა შინა მთავართა, ანუ კომენდანტთა სდებს უმაღლესსა ნებასა ზედა თქვენის იმპ. დიდებ–სასა.
ე. ქართლსა და კახეთს სხვათა და სხვათა ადგილთა შ~ა არიან სხვა და სხვანი მადანნი, მომცემნი უხვად ოქროსსა, ვეცხლისა და სხვათაცა ნივთთა, ყოვლითურთ სახმარნი და სასარგებლონი, და რადგანაც მეფესა, ჩემსა ხელმწიფეს, არა აქვს შეძლება, რომ ისარგებლოს მათით და არცა ჰყვანან მცოდნენი კაცნი, და ვერცა მისაცემელად მათთა სხვის სარწმუნოების მექონეთა ერწმუნების, ვინათგან იშიშვის მის ძლით არა გამდიდრდენ ურწმუნონი და არა განმრავლდნენ სამეფოსა შ~ა თვისსა მახმადიანნი, ყ~დ ქვეშევრდომებრივ წინა უდებს თქვენს იმპ. დიდებ. და სთხოვს, რ~ა გაგზავნოთ ერთი, ანუ ორი მეცნიერი კაცი გასაჩხრეკელად მათდა, და მასვე დროსა მოწმობისათვის, რომელ მოხსენება მისი ამისთვის არის მართალ. ოდესცა უმაღლესი ნება შეუდგების საწარმოებელად მისა, მოქმედებასა შ~ა მისსა, მაშინ არიან ოდენ საჭირო მცოდნენი მთავარნი, და (ხოლო) მუშაკნი მცირესა სახელმწიფოსა შ~ა მისსა იპოებიან ზომიერის სასყიდლით, რ~ლისათვის არ არს საჭიროება, რ~ა გამოგზავნოს იგინი უშორესის ადგილით; და ოდესცა უმაღლესი კარი იხილავს სარგებელსა მოხსენებულთა მადნებთაგან, მაშინ მეფე, ჩემი ხელმწიფე, სასოებს, რომ ებრძანების მას უმაღლესის მონარხობითის მოწყალებისაგან ისარგებლოს, რ~ლითამე მათ შემოსავალთა მიერ.
ვ. ვინადგან საქართველოსა შ~ა მარადის კეთდების ყოველი მონეთი ოქროსი, ვერცხლისა და სპილენძისა ფრიად მცირე რაოდენობა, ამისათვის მათი უმაღლესობა მეფე ითხოვს, რ~ა ყ~დ უმოწყალესობით ღირს ჰყოთ იგი და ქვრეშევრდომნი მისნი ბრძანებითა მით, რომ ერთ კერძოს გამოსახულ იყოს პორტრეთი თქვენის იმპ. დიდებ–სა, ანუ ასონი დამნიშვნელნი საღმთოსა თქვენის იმპ. სახელისა, და მეორესა კერძოსა ზედა ნიშანნი მეფისა და საქართველოჲსა, მხოლოდ მისთვის, რათამცა ამის ძლით შესაძლებელ იყოს ცნობა, რომ მონეთი იგი მოჭრილ არს საქართველოსა შინა: ოქრო და ვერცხლი საქართველოსი არს გამოცდილებით უპირველესი, ვითარცა დასაბამიდგან მარადის იყო.
ზ. მეფე, ჩემი ხელმწიფე, ყ~დ ქვეშევრდომებრივ სთხოვს თქვენს იმპ. დიდებ–ას, უკეთუ ვინმე მეფის ფამილიისა მის ძეთა და შვილისშვილთაგანი სთხოვს მშობელსა, თვისსა ხელმწიფესა, რუსეთში შემოსვლას თქვენის იმპ. სამსახურსა შინა შესვლისათვის და იგი იქმნების მეფისა მისგან ქმნილ საიმპერატოროს კარის მდაბალს სასარგებლოდ, რომ მიიღონ იგინი თქვენის იმპ. დიდებ. სამსახურსა შინა, და მიეცეს მესამზღვრეს უპირველეს-მთავარს ესე ვ~რი ბრძანება, რომ თავისუფლად აქეთ გამოუშვას, გამოცხადებითა მით თუ სადით ჯერ უჩნსთ მათ წარსვლა.
ჱ. განსჯასა შინა წარსულთა დაკარგვათა და განსაცდელებათა, რომელნიცა დაითმინა მან მეფემ და ერმან მისმან მოსვლითა აღამაჰმადხანისათა და წარტაცებისა ძლით ყ~ლთა მისთა ხაზინათა და სხვათცა ქონებათა ყ~დ ქვეშევრდომებრივ ითხოვს მეფე იგი ბოძებისათვის მისთა სესხის სახედ ჯამთა რაერთსაცა ინებებთ, ვ~ა ყოვლისათვის მცირეთა რიცხვთა საქართველოს მხედრობათასა, ესრეთვე განმართვისათვის საქმეთა თვისთა აწინდელთა გარემოებათა შ~ა, რომელსაცა ჯამისა იქმნების იგი მომქცეველ დანიშნულთა დროთა, ანუ პაემანთა ზედა, და რ~ლისაცა ძალუცს აღება მისგან მუნ საყოფელს აქაურს მინისტრს იქაურის შემოსავლიდამ.
ესე ვ~რის მათის უმაღლესობის ჩემის ხელმწიფის სათხოვრით მოსკოვს მოსვლასა ჩემსა ვერ ვიკადნიერე მე დამძიმება თქვენის იმპ. დიდებ., ვინათგან არცა დრონი და არცა ჟამნი ყ~დ მხიარულებითნი დაგვირგვინებანი თქვენის დიდებულებისანი მაშინ ქმნასა მისსა არა მიბრძანებდნენ მე, და აწ, დავრდომი თავისა თვისისა უსაღმრთოესისა თქვენის იმპ. დიდებ. კვარცხლბეკისა მიმართ, ყ~დ ქვეშევრდომებრივ ვითხოვ ღირს ჰყოთ სათხოვარნი იგი ჩემისა ხელმწიფისანი მაღალ მონარხობითსა სმენასა თქვენსა, და მომანიჭოთ მე ყ~დ უმოწყალესობითნი რეზოლუცია, რ~ამცა ვიძლო მე, რომ მათს უმაღლესობას, ხელმწიფესა ჩემსა, დღემდე უამბოთ დაშთომილს და თვის შ~ს მაფიქრებელს აწმყოთა შემჭიდროებულთა და უღონოქმნილთა მდგომარეობათა მისთა ზიარ ყოფითა თქვენის დიდებ. უმაღლესის რეზოლუციისათა განმწერტელსა მწუხარებასა შინა მისსა ნუგეშვსცე და მოხარულ ვჰყო, ანუ მდგომარეობამან მისმან გამომსახველად სწორედ მისსავე მოუწოდოს მას და ერსა მისსა კ~დ სახელისათვის თქვენისა ცხოვრებისა მიმართ.
თქვენის იმპ. დიდებ. ყ~დ ქვეშევრდომი, საქართულოს მეფის
ჩემის სრულძალმქონებელი დესპანი თავადი გარსევან ჭავჭავაძე.
ივნისის ია დღესა, წელსა ჩღჟზ.
121. ერეკლე მეფის წერილი თავად ა. ა. ბეზბოროდკოსადმი 1797 წლის 23 ივნისს.
რომელიც მათის დიდებ. ყ~დ მოწყალის ხელმწიფისათვის ჩვენი თხოვა მოგვიხსენებია, რათგანაც ჯერეთ პასუხი არ გვბრძანებია, ამისათვის თქვენს უგანათლებულესობას სხვა საქმისათვის თავი არ უნდა ვაწყინოთ, მაგრამ ქრისტიანებრივი მოვალეობა არ გვიტევებს, რომ ამ წინამდებარე აზრისათვის ჩვენი თანამდებობა არ აღვასრულოთ და თქვენს უგან. არ მოვახსენოთ: ყარაბახში მყოფნი სომხის მელიქები, რომელნიც წარმართთაგან დიდ შეიწროებასა და მწუხარებაში არიან მიცემულნი, ამათ ადრით ჟამითგანვე ჰქონდათ სურვილი, რომ იმათის ხელითგან გამოხსნილიყვნენ და ქრისტიანობაში ღირსებოდათ ყოფა და ცხოვრება, და აწ ამ დროს შეხვდა ჟამი კნიაზ მ ე ლ ი ქ / შ ა ჰ ნა ზ ა რ ი ს შ ვ ი ლ ს, მ ე ლ ი ქ / ჯ ი მ შ ი ტ ს და კნიაზ მ ე ლ ი ქ / ბ ე გ ლ ა რ ი ს შ ვ ი ლ ს, მ ე ლ ი ქ / ფ რ ი დ ო ნ ს, რომელნიც ყარაბაღიდამ გამოქცეულნი აქ ჩვენთან თავიანთის ამალით მოვიდნენ, და აქვსთ იმის წადილი და ნდომა, რათა ყარაბახში მცხოვრებნი სომეხნი ქრისტიანობაში მოიყვანონ და დაემკვიდრნენ, რომელთაც მოინდომეს უმაღლესს კარს წამოსვლა, და ვინათგან ამათი ყ~დ უსამღვდელოესობა ჰაოსიანთ გვართ არქიეპისკოპოსი ი ო ს ე ბ მხარგრძელ-არღუთოვი უმაღლესის ბრძანებით რუსეთის უძლეველს მხედრობას თანმოჰყვა და აქ ჩვენთან იმყოფებოდა, და აწ რუსეთადვე წამოვიდა, ხსენებული კნიაზ მელიქები ამათს ყ~დ უსამღვდელოებასთან გამოვატანეთ, რომელთაც რეკუმენდაციას მოვახსენებ თქვენს უგანათ–ს, რათა კნიაზ მელიქ ჯიმშიტ და კნიაზ მელიქ ფრიდონ დაუგდებელნი იყვნენ თქვენის მოწყალებისაგან, და უკეთუ ღირს იქმნებიან და მანდ მოაწევენ, თავეთის საქმის ვითარებას თვით ესენი მოახსენებენ თქვენს უგანათ–ს. მდაბლად ვითხოვ, რადგანაც ქრისტიანენი არიან და მათი შრომა და ღვაწლი ქრისტიანეთ გამოხსნისათვის არის, ამათ თხოვას მათს დიდებ. ყ~დ მოწყალეს ხელმწიფესთან შეწევნა მისცეთ.
წელსა 1797, ივნისის 23.
122. თავად გ. რ. ჭავჭავაძის შეტყობინება საგარეო საქმეთა კოლეგიას. 1797 წლის 23 ივნისს.
თუმცა ჩვენსავ იქ ყოფნაშიაც გვქონდა ეს გაგონილი, რომ აღამაჰმადხან გაზაფხულზედ ჩვენის საზღვრისაკენ აპირებდა წამოსვლას, და ახლაც მესმის გარეშე მცნობთაგან, რომ ხსენებული კაცი თავის ადგილიდამ დაძრულა და ჩვენს საზღვრებს დაახლოებია, მაგრამ ჩემის მეფისაგან კი ამ ჟამად წერილი არ მომსვლია, რომელსაც, ვგონებ, ეგების გზებზედ რჩებოდეს სადმე ჩემის უბედურობით, და ახლა ყოვლად უმდაბლესად ვითხოვ, რომ რაც პასუხი ჩემგან მორთმეულს წერილს ებოძებოდეს, მებრძანოს, რომ ჩემს მეფეს, ჩემგან ყ~ლთვის თვისის პასუხის მომლოდნეს, მსწრაფლად მოვახსენო, რომელმაც თავისი აწინდელი მდგომარეობის ქცევა ჩემგან გაგზავნილის ამბით სცნას, რ~ა ეს უკანასკნელი საცთური უძვირეს პირველისა არ მოუხდესთ.
ივნისის კგ, წელსა ჩღჟზ.
123. თავად გ. ჭავჭავაძის შეტყობინება თავად ა. ა. ბეზბოროდკოსადმი. 1797 წლის 18 სექტემბერს.
თუმცა უმაღლესობა მისი მეფე, ჩემი ხელმწიფე, წერილითა ამით თვისითა ითხოვს უ რ უ მ ე ლ თ მაცხოვრებელთ საქართველოში მოყვანისათვის შეწევნასა, მაგრამ ახლა რადგანაც ზამთარი არის წამომდგარი, ამისათვის გაზაფხულადმდე დაშთების აღუსრულებელად. უკეთუ ნება იქმნების მოხედვად ყოვლად უმოწყალესითა კეთილმყოფობითა მეფესა ზედა ჩემსა და ერსა ზედა მისსა, ფიცით თქვენდამი ქვეშევრდომსა, მაშინ მე უმდაბლესად მოგახსენებ: ახლა უპირველესი სარგებელი მეფისა ჩემისა და ყოვლისა სამეფოჲსა მისისა მდგომარებს მას შ~ა, რომ დავამდაბლოთ ახლონი მტერნი, მეზობელნი მისნი, ჭარს მცხოვრებელნი, რომლისათვისცა საჭირო არის, რომ ებძანოსთ საქართველოში მყოფს რუსეთის იმპერატორის მხედრობას დაშთნენ დასაფარველად მეფისა ჩემისა და ერისა მისისა, და ამავ ზამთარ ერთათ საქართველოს მხედრობასთან ილაშქრონ ჭარელთა ზედა, ვინათგან ჭარელნი იგი გვშორვენ ჩვენ ოცდა ათის ვერსით, სადაც ზამთარი არ არის ცივი და არც ძალუძს დაბრკოლება ჯარისა საქმესა შინა, და დროსა ზაფხულისასა არა ესრეთ შეიძლების; ამისთვის სჯობს, რომ საზოგადოსა სარგებლობისათვის ვიმოქმედოთ მათზედ ზამთრით.
სეკდენბრის იჱ, წელსა ჩღჟზ. ს. პეტერბურხს.
124. თავად გ. ჭავჭავაძის წერილი თვად ა. ა. ბეზბოროდკოსადმი. 1797 წლის 30 სექტემბერს.
რამთენიმე წერილი მოვართვი თქვენს უგანათლ. მათის მსვლელობის სერგეი ლაზარიჩის ლაშქაროვის ხელით, რომლისაც პასუხი ჯერეთცა თქვენგან არ მბრძანებია რა და ვერცა რა მე მიმიწერია მეფის ჩემის ხელმწიფისათვის. ჩემგან ამდენ ხანს წიგნის მიურთმეველობისა და თვისის საქმის მოუხსენებლობისათვის მიწყრების მეფე ჩემი და მომდის წერილი, რომ გარემონი მტერნი ჩვენნი არიან წარმომდგარნი მისზედა, და ითმენსცა, ჩემგან უპასუხო, მეზობელთაგან თვისთა უპირველესთა განსაცდელთა, ვიდრეღა წარსრულა; და აწ მე, რადგანაც აქამომდე თქვენის უგანათლ. საქმესა ზედა, ხილვით, ვერ მივიღე პატივი, ზემოხსენებულს ლაშქაროვს ვთხოვ ხშირად, რომ თქვენის მხრით მაცნობოს რამე, და ის მარადის მეუბნვის, რომ თქვენ თვით ინებებთ და მიბძანებთ თქვენთან ხლებას, და პასუხის თქმას პირის-პირ ღირსმყოფთ, და რადგანაც განსაცდელი ჩვენი ვერ ითმენს დაგვიანებასა, ამისათვის უმდაბლესად ვსთხოვ თქვენს უგანათლ., ვითარცა კეთილმზრუნველსა ჩემსა, რაოდენცა შეიძლებოდეს ჩემის მოხსენებულის საქმეებისა, მიბრძანოთ რამე, რათა მეფემან, ჩემმან ხელმწიფემან, და სამეფომან მისმან, განსაცდელსა შ~ა მყოფთა, სცნან ძალი თვისისა უკანასკნელისა მდგომარეობისა, რ~ლისათვის ყ~ლი საზოგადოება დავშთებით უმდაბლესითა მადლობითა.
სეკდემბრის ლ, წელსა ჩღჟზ. ს. პეტერბურღს.
125. თავად გ. ჭავჭავაძის წერილი თავად ა. ა. ბეზბოროდკოსადმი. 1797 წლის 8 დეკემბერს.
სახელითა ყოვლისა საქართველოს ერისათა ვიკადნიერებ სათხოვარითა ამით დამძიმებასა თქვენისა უგანათლ–სა:
დროსა წამოსვლისა ჩემისა საქართველოით ყოველთა მუნებურთა მცხოვრებთა დამდვეს მე ყოვლად უმდაბლესად გთხოვო თქვენ, უგანათლებულესო თავადო, მოწყალებიანი შუამავლობა მათი მათს იმპ. დიდებ. დაუგდებელობისათვის მათისა შ~დგთა შ~ა.
წელსა ტ ი ბ (312) შ~დ ქრისტეს შობისა, დროსა მეფის მ ი რ ი ა ნ ხოსროიან ხოსროიანისასა, წმიდა ნ ი ნ ა ს მიერ მოტანილი ჯვარი მაცხოვრისა ჩვენისა საქართველოსა შ~ა, რომლითაცა მოაქცივა ყოველი მამული ჩვენი კერპთ-მსახურებითგამო მართლმადიდებლობასა შ~ა, – ჯვარი იგი, შ~დ საქართველოით წამოსვლისა რუსეთსა შ~ა ნეტარად ხსენებულის საქართველოს მეფის ვ ა ხ ტ ა ნ გ ი ს ა, საქართველოს არქიელის რ ო მ ა ნ ო ზ ი ს ა გ ა ნ საიდუმლოდ წამოღებული აქეთ და მიცემული დისა მის ა ნ ნ ა / ი ე გ ო რ ო ვ ნ ა ს / ბ ა ქ ა რ ცარევიჩის მეუღლისადმი, დღემდე არის სახლსა შ~ა ხსენებულის კნეინას შვილისშვილის, საქართველოს თავადის გ ი ო რ გ ი ს ა ს ა, რომლისათვისცა ყოველნი მუნებურნი მცხოვრებნი, დამდებნი სასოებისა თვისისა თქვენს უგანათლებულესობასა და მართლ-მსაჯულებასა ზ~ა მათს იმპ. დიდებ–სასა, ჩემ მიერისა ამით ყ~დ უმდაბლესად გთხოვენ მიქცევისათვის ჯვარისა მის უფლისა საქართველოის ერისადმი, ვ~ა წმიდისა მფარველისა მისისა, და რომელიცა ყოველსა სიმართლესა შ~ა ესათანადოების მას სამარადისოთ დამკვიდროდ მისა. მიღებითა მისით გული ერისა განმხნდების, მიიღებს ახალსა გრძნობასა და მპოვნელნი თავისა თვისისათვის სასიხარულოჲსა კმაყოფისა, მით უმეტეს დაშთებიან მმადლობელ თქვენისადმი უგანათლ–სა.
დეკემბერს ჱ, წელსა ჩღჟზ. ს. პეტერბურღს.
126. წარდგინება თავად გ. ჭავჭავაძისაგან იმპ. პავლესადმი. 1797 წლის 31 დეკემბერს.
დღესასწაულებითისა დაარსებულისა შემაკავშირებელის დაზავებისა ძალისა მებრ თქვენის იმპ. დიდებ. იმპერიისა და საქართველოისა სამეფოისა შ~ს მათმა უმაღლესობამ, მეფემან საქართველოსამან, უუმოწყალესმან ხელმწიფემან ჩემმან, და ჩემგან სრულ-შემძლებელობითა განმამხნობელმან წარმომგზავნა უმაღლესსა კარისადმი თქვენისა, ვ~ა თქვენის იმპ. დიდებ. სამკვიდროსა წინაპართა საყდრისა, კეთილმიღებითა მიღების მოლოცვისათვის, რ~ლისაცა მაქვნდა უკვე პატივი სრულყოფად.
ესრეთვე მოსახსენებელადცა თქვენის იმპ. დიდებ., ძალისა მებრ მის ტრახტატისა, ყ~დ უმდაბლესთა სათხოვართა მეფისა მის და ერისა მისისა, რ~ლთათვისცა არა დაუტევე მე წერილით ცხადყოფა უფალს კანცლერს უგანათლ. თავადს ბ ე ზ ბ ო რ ო დ კ ა ს მოსართმეველად თქვენის იმპ. დიდებ., ვ~ა, შ~დ ღ~ისა, მხოლოდ მფარველისა და მფლობელისა მეფეთა საქართველოსათა, – ა~დ დღემდე ყ~ლთა სათხოვართა მეფისა ჩემისათა სათანადოითა პასუხითა კ~დ არა ვარ ღირსქმნილ, ხ~ მითქმიეს უკვე მე ლიტონის სიტყვით უფლის დეისტვ. სტ. სოვ. ლაშქაროვისაგან, ვ~დ სათხოვარნი მეფისა ჩემისანი არ ხელსაწიფებელ არიან დღეს კმაყოფად, რომლისათვისცა, უკეთუ ესრეთ სათნო იქნებოდა უმაღლესისა კარისა, ჯერიყომცა გვბრძანებოდა უწინარეს წლისა, მაშინ მეფესა, ჩემსა ხელმწიფესა, შეეძლო მიღება სხვათა საზომთა დასაცველად სამეფოჲსა თვისისა; და მეცა არა ხელმეწიფების უბრძანო თავსა თვისსა ფიქრვა, ვ~დ თქვენო იმპ. დიდებ., კეთილმსახურო, ყ~ლის რუსეთის საყდრის მემკვიდრევ, რ~ლ საღმრთოთა მაღალთა წინაპართა თქვენთა შეკრულებათა ხელიწიფებდით ყ~ლსა რუსეთისადმი საუკუნოდ ქვეშევრდომად მოსულის მეფის სექს-ტომითა და ერითა თვისითა ესე ვითართა პასუხთა მიცემასა, და დაყრდნობილი სიწმიდეთა მათ ორისავ კერძოთ დღესასწაულებით შეკრულებათა მეფისა ჩემისა და სამეფოისა მისისა დაურღვეველად დაცულთა ზ~ა, ოდესცა არცა მან და არცა ერმან მისმან არა დაზოგეს სისხლი თვისი სხვერპლებად მათთვის, – მივიღებ ყ~დ დამდაბლებულსა კადნიერებასა ყ~ლთა მათ ხსენებულთა სათხოვართა მეფისა ჩემისათა უსაშვალოთა ამით მოვაგონო თქვენს დიდებულებას და ყ~დ ქვერშევრდომებრივ გთხოვო: ინებებაა შენ, დიდო და თვითმპყრობელო ხელმწიფევ, პყრობასა ტრახტატისა მის პ~ლისა მებრ ძალისა შ~ა თვისისა, და ინებებთაა, მიცემასა მეფისა ჩემისა, ტრახტატისა მის შეკრულებათა გამო, შემჭიდროებულსა მდგმობასა შ~ა მიყვანებულისა, აღთქმისა მისებრ, შეწევნასა? ანუ დროდმდე, რომელთამე მიზეზთა მიერ, ქმნა მისი შეუძლებელ არს?
დიდო ხელმწიფევ, ღირს ჰყავ გამოყვანა ჩემი უცნობელობისა გამო, და მოლოდება ყ~ლისა საქართველოჲსა უმოწყალესითა ამას ზ~ა პასუხითა, რათამცა მათი უმაღლესობა მეფე, ჩემი ხელმწიფე, და ერი მისი, დაშთომილნი მის უცნობელობასა შ~ა, ვითარცა მე ვარ ამა დროდმდე დაშთომილი, აღთქმითა მით საღმრთოსა ტრახტატისათა, და თქვენის დიდ–დმი ერთგულებითისა ფიცისა ქმნითა – არა იყვნენ მიყვანილნი სრულსა წარწყმედასა შინა, და რათამცა მან, უფლებისა მქონემან საქმნელად ვისთანმე მეზობლებთან თვისთა ადერბეჟანისა მესაზღვრეთ, სპარსეთისა ხანებთა და მთიურთა დაღესტნისა მფლობელებთადმი საჭიროთა დასაცველად სამეფოსა მისსა მეგობრულისა მიწერ-მოწერისა დასაკვირველისა, – ძალიდვას წარდგომა მყოფმან საუკუნოდ სულით თვისით შენდამი ერთგულებითა და თანამვრდომობითა.
მეორესა სეპარატის არტიკულსა ზემოდანიშნულსა შემაკავშირებელსა ტრახტატსა შ~ა დაწესებულ არს მათის სიმაღლის მეფის, ჩემის ხელმწიფის, წინაშე პყრობა ო რ ი ს / ს რ უ ლ ი ს / ბ ა ტ ა ლ ი ო ნ ი ს ქვეითის მხედრობისა ო თ ხ ი თ ა / ზ ა რ ბ ა ზ ნ ი თ ა, რ~ლნიცა აძლევდა ქართველთა დიდთა სიმხნეთა და იმედოვნებათა, ხ~ მეზობელთაცა ღირსრწმუნებულ ჰყოფდა მას შ~ა, ვ~დ ყ~ლი სამეფო იგი მდგომარებს საფარველსა ქვეშე ყ~ლის რუსეთის უმაღლესისა კარისა, და აყენებდაცა მათ უმოქმედობასა შ~ა; და რადგანაც ბატალიონნი იგი არიან აქედამ გამოყვანილნი, მაშინ ყ~დ უმდაბლესად გთხოვ უბრძანოთ მათ მიბრუნვება მუნვე, მარწმუნებელი, ვ~დ მეფე, ჩემი ხელმწიფე, თვინიერ უმაღლესისა თქვენის დიდებ. ნებისა, არასადმე იკადნიერებს ხმარებასა მათსა, და დააყენებს ქალაქსა შ~ა თბილისს, მხოლოდ შიშისათვის მტერთა საქართველოსათა დასარწმუნებელად, ვითარმე მაღალი თქვენის იმპ. დიდ. საფარველი არს სამეფოსა ზ~ა მისს აწცა, ვ~ა პ~ლ.
და უკეთუ ჯერ-არს, ვ~დ ჟამადმდე სამეფო საქართველოჲსა უზენაესისა მბრძნებელისა თვისისა და მფლობელისა გამო შთებოდეს შეუწევნელად, და უკეთუ ჯერ-არს, ვ~დ იგი საკუთარითა, არა დიადითა, ძალითა თვისითა ჰსცვიდეს თავსა თვისსა მტერთა გამო, – უბრძანე მესაზღვრე მთავართა შენთა არა დააბრკოლონ ჩ ე რ ქ ე ზ ნ ი, / პ ი რ ვ ე ლ ი ს ა / მ ე ბ რ, ხარჯთა ჩვენთა ზედა ჩვენთვის აღელვებულნი, პირისპირ მტერთა მსახურებად ჩვენდა, – ჩვენ, ნუ უკვე ყ~დ ძლიერისა შეწევნისათანა, ვიპოებით, ვ~დ მდგომარეობასა შ~ა მისაქცეველად შიშთა მამულთაგან და წართმევად მტერთა ჩ~ნ ზ~ა დასხმითა ხალისთა დამცველნი მ~დის ერთსარწმუნოებისა ძლით საყდრისადმი შენისა, საყდრისა მართლსადიდებელისა, უტყუველისა, ქრისტიანებრივისა თანამვრდომებრისა.
ყ~დ უუმოწყ. ხელმწიფევ, შემდგომად მათსა ბრძანე მიქცევა მამულსა შ~ა ჩემსა ჯვარისა უფლისა წ~სა ნინას მიერ მუნ მიტანილისა და ს~დ საქართველოს სამეფოს კერპთმსახურებით გამო მართლსადიდებელსა ქრისტიანებრსა აღმსარებლობასა შ~ა მომქცევისა. ჯვარი იგი უფლისა დროსა საქართველოდამ სანატრელად სახსენებელის მეფის ვ ა ხ ტ ა ნ გ ი ს გამოსვლისასა რ~ლისამე მუნებურის არქიერისაგან საიდუმლოდ წამოღებულ იქმნა მუნით მონასტრით გამო, და შ~დ რუსეთსა შინა მოტანისა მიეცა საქართველოს ბ ა ქ ა რ მეფის შვილის ცოლს, ცარევნას ა ნ ნ ა ს იეგოროვნას, და დღეს მყოფობს შვილისშვილისა ძის, საქართველოს თავადის გ ი ო რ გ ი ს ა ს; აწმყოთა მდგომარეობათაგამო უბედურნი ქართველნი, კ~დ ნიჭად თვისად მიმღებნი ჯვარისა მის, სიწმიდითა მისითა განმხნდებიან, დამამტკიცებელნი თავისა თვისისანი სახარბიელსა იმედოვნებასა შ~ა, და შ~დ ესოდენთა სასჯელთა და ვნებათა მტერთაგამო მათთა, შთამოვალს კ~დ მათზ~ა საღმრთო მადლი, და შ~დცა მისსა სცნობენ, ვ~დ შენ, დიდო ხელმწიფევ და იმპერატორო ყოვლის როსსიისა, და მფლობელო სამეფოთა მათ, არა უტევებ მათ საფარველითა თვისითა.
ბრძანე ესრეთვე გაშვება საქართველოსა შ~ა ზარბაზნებთა და ყუმბარებთა მათცა, მუნებურის ღერბით შთამოსხმულთა უმაღლესითა ბრძანებითა სანატრელისა და საუკუნოდ ხსოვნის ღირსის საყვარელის თქვენის დიდებულის მშობლისათა, რ~ლნიცა უბოძა მან მეფესა, ჩემსა ხელმწიფესა, და რომელნიცა დღეემდე მუნით არ არიან გაშვებული, და არიან ლინიასა ზედა ი ე გ ო რ ე ვ ი ს / ც ი ხ ე ს ა შ~ა. საქართველო, მხილველი მათისა თვისთანა, შერაცხს მასცა არა მცირედ ნუგეშად თვისად და მიიღებს ვ~ა წინდსა მაღალ-მონარხობისა თქვენისა მისდამი კეთილნებობისასა.
განსადიდებელადვე მათის უმაღლესობის მეფის ჩემის უსაყვარლესის ხელმწიფის მოხუცებისა, რ~ლი რაოდენცა სიღრმეთაგამო წელთა თვისთათა და უფროს მამულისათვის გულისა მისისა განმწერტელისა ჭირისაგან ნუ უკვე მდებარებდეს დღეს სასიკუდინესა ცხედარსა ზ~ა, ანუ, უკვე საგლოველად ყ~ლისა სამეფოსა, მიცვალებულ არს, ღირს ჰყავ წარგზავნა უმოწყალესისა შენის იმპერატორების მანუგეშებელის წერილისა მისდამი, სამეფოსა, მემკვიდრისა და ერისადმი მისისა რაოდენცა წინდად მაღალ-მონარხობისა შენისა მათდამი კეთილნებობისა, ეგოდენცა უფროს განმამხნობელად, ვ~დ მათ დაიცვან თავნი და სამეფო თვისი ძალისამებრ ზემორე დანიშნულისა მყოფის ტრახტატისა უზენაესსა ხელმწიფებასა და მფარველობასა შ~ა შენსა, და ყ~დ უმოწყალესობითაცა ბრძანე დღეს მუნით წარსვლა ჩემი, ვ~ა დამოწმებისათვის მის მეფის, ჩემის უსაყვარლესის ხელმწიფის, შენისა მისდამი კეთილმდგმოობისა, უკეთუ დავახელებ მას ცოცხლად, ანუ ვიქმნე მგლოველ სხვათა თანა საღმრთოისა გვამისა მისისა, ესრეთცა მემკვიდრისა მის და ერისა მისათხრობელად შენთა მათდამი მაღალთ-მოწყალებათა, და ვ~დ ესრეთვე დავესწრა სამეფოსა ზ~ა დამტკიცებასა თანა მისსა; და ამასთანცა ყ~დ ქვეშევრდომებრივ გთხოვ როჭიკსა ზ~ა დასაშთომელთა აქა სახლეულობათა ჩემთა, ვ~ა წარსულსა ჩღჟვ წელსა, დროსა წარსვლისა ჩემისასა საქართველოსა შ~ა ჩვენებულ იყო უმაღლესი მოწყალება, – განაგრძოთ წარმოება თვით როჭიკსა მასვე, ვითარიცა აქამომდე მაღალ-მონარხობის უხვებით გამო მაქვს ბედნიერობა სარგებლობად.
შეხებასავე მისსა ოდეს მამულსა შინა ჩემსა მივიქცევი მე უკუნ – ვითარნი მხილებანი მივცნე მე მუნ მეფესა, ჩემსა ხელმწიფესა, დიდშემძლეთა მისთა და ერსა, და ვ~რნი მივსცნე მათ რწმუნებანი, ვ~დ მდგმოობდნენ მტკიცედ ფიცთა შ~ა თვისთა, მათ მიერ ყ~ლის რუსეთის საიმპერიოს საყდრის და მფლობელისა და მაღალთა მოსაყდრეთადმი მისთა მიცემულთა? ამისათვის მინისტერია თვისი ღირს ჰყავ ესრეთვე ბრძანებად: განმამხნონ მე წერილობითითა მოძღვრებითა, ვ~დ შემძლებელი მე მამულისა ჩემისა სამსახურისა, არა განვეშოროცა მაღალმონარხობითსა ნებასა შენსა, ვ~ა მხოლოსა ტრახტატისა ძლით საქართველოსა შ~ა უზენაესისა ხელმწიფებისა მპყრობელსა, და არა ვსცოდოთ არცა ყ~დ ძლიერსა წ~ე ღ~თისა და არცა წ~ე შენის იმპ. დიდებ–სა. ყ~დ უუგანათლებულესო მონარხო, ვ~ა ერთგული ქვეშევრდომი, დამვრდომი თქვენის იმპ. დიდებ. უსაღმრთოესთა კვარცხლბეკთადმი, გთხოვ განმამხნოთ მე წერილისა ამის ძლით ადრეთვე მოლოდებულის პასუხით, რათამცა კეთილდროთ უძლო მე მუნ მიტანა მისი.
დეკემბრის ლ ა დღეს, წელსა ჩ ღ ჟ ზ.
127. დარეჯან დედოფლის წერილი იმპ. პავლეს. 1798 წლის 5 იანვარს.
უმაღლესი უკაზი თქვენის იმპ. დიდებ. გაქცეულის სალდათებისათვის, მოწერილი მეფისა მიმართ ჩემისა, მივიღე თაყვანისცემითა, და უმდაბლესად მოვახსენებ თქვენს იმპ. დიდებ., რომ მეფემან ჩემმან ვერ შეიძლო წაკითხვა თქვენის ბძანებისა, ეგრეთვე პასუხის მოხსენება, რადგანაც არის თ ვ ე / ე ქ ვ ს ი, რომ სნეულია, და ჟამსა ამას უმეტესად შეწუხებული არის დიდათ, ამ მიზეზით გავბედავ და მე მოგახსენებ, რომ არც ერთი სალდათი არ მიღებულ იყოს ჩემის მეფისაგან. როდესაც მხედრობა თქვენის იმპ. დიდებ. საქართველოდამ გამომგზავრდა, მეფე ჩემი მაშინაც სნეული იყო, და ეგრეთვე იმჟამად ო მ ა რ ხ ა ნ ც დაღისტნის ჯარით ამ ქვეყანაზე ექვს აღაჯზე დადგა სამტეროდ, და იქმნება მოხსენებულიც გქონდესთ, კ ა ხ ე თ შ ი / ე ქ ვ ს ი დიდი სოფელი დაატყვევა და სრულებით დასწვა, სხვა სოფლებიც აყრილნი და სიმაგრეებში იყვნენ დახიზნულნი; და ამისთანას დროს რომ მოხდა აყრა და წამოსვლა თქვენის დიდებულების უძლეველის მხედრობისა, მოცალება აღარა გვქონდა, რომ გ ა პ ა რ უ ლ ი / ს ა ლ დ ა თ ე ბ ი დაჭერილ იყვნენ; და უფრო მრავალნი სხვას საბძანებელ ქვეყნებში გასულ იყვნენ. და ესეც გავიგონეთ, რომ იმათს უფროსსაც ურიგო ყოფაქცევა ეხმარებინოს, რომ თუ ვისმე გზაზე შეხვედრია და გაქცეული სალდათი მიუყვანია, მიმყვანს ავად მოპყრობია და დაუშინებია. შეუძლებელი იყო ჩვენგან და ჩვენს ერთგულთაგან, რომ თქვენის სალდათის მობირება მომხდარ იყო, რადგანაც გვსურს, რომ თვით ჩვენი შვილებიც თქვენს სამსახურში იმყოფებოდნენ და ყოველთვის ჩვენს დაფარვასაც თქვენის იმპ. დიდებ. მოწყალებით მოველით, ამისათვის გევედრები, რომ ჩვენი შეწუხებული მდგომარეობა შეიწყალოთ, და თქვენი ყ~დ მოწყალე გული ჩვენზე არ შესცვალოთ. რომელნიც დამალულნი ამ სამეფოს სოფლებში იქმნებიან – იმათ ბეჯითად ვაძებნინებ, რამოდენიც კიდეც მომიყვანინებია დაჭერილნი, რომ ახლა თქვენს ღენერალს გრაფ გუდოვიჩს მიებარება, და ამის გარდა რამდენისაც პოვნას შევიძლებთ, უკლებრად იმასაც საჩქაროდ გამოვგზავნით. ამაზედ თქვენს უდიდებ. ვარწმუნებ, რომ აქ არც ერთს სალდათს არ დავაყენებ, და ამაზედ კი ვსასოებ, რომ რომელნიც ჩვენს ქვეყანაში არ არიან და არც ჩვენი ძალი იმათზედ იმოქმედებს – იმათთვის არ გაგვიწყრებით. უგან. კნიაზს ბეზბოროდკას ჩვეგან წერილით ერთი განცხადება მოერთმევა, და გევედრები ისიც მოწყალებით მოიხსენოთ. შ~დ ღ~ისა თქვენს საფარველს მოვაბარებ ძეთა ჩვენთა და საზოგადოსა ამას შეწუხებულთა ქრისტიანეთა.
იანვარს 5, წელსა 1798. თელავით.
128. დარეჯან დედოფლის წერილი იმპ. მარია თეოდორეს ასულს. 1798 წლის 5 იანვარს.
მათის იმპ. დიდ. ჩვენს ყ~დ მოწყალეს ხელმწიფესა უკაზი ებოძებინა ჩემის მეფისათვის, რომელიც გაქცეული სალდათებისათვის იყო მოწერილი, მაგრამ, რადგანაც მეფე ჩემი ე ქ ვ ს ი / თ ვ ე არის, რომ სნეულია და უმეტესად ამჟამად შეწუხებული იყო, ვერც წაკითხვა შეიძლო და ვერც პასუხის მოხსენება, ამისთვის მე, მოვალეობით დიდად შეწუხებულმა, გავბედე და პასუხი მოვახსენე, და ყოველი მიზეზი მათის იმპ. დიდებ. წიგნით განმიცხადებია, რადგანაც უწინარეს ამისაც თქვენის დიდებულების შემოვედრებულნი ვართ, გულსმოდგინედ ვითხოვ და გევედრები, რომ ჩვენი შეწუხებული მდგომარეობა შეიწყალოთ და ჩვენს ყოვლად მოწყალეს ხელმწიფესთან შეგვეწივნეთ, რომ მაგათის იმპ. დიდ. უმაღლესი მფარველობა და ნუგეში არ მოგვაკლდეს; უმეტესად ვარწმუნებ თქვენს დიდებულებას, რომ ჩვენი სასოება მხოლოდ მათის იმპ. დიდებ. ყ~დ მოწყალების მონდობილია, – და თქვენს შემწეობას შევვედრებთ ძეთა ჩვენთა და საზოგადოებასა ამას შეწუხებულთა ქრისტიანეთა.
იანვარს 5, წელსა 1798. თელავით.
129. დარეჯან დედოფლის წერილი თავად ა. ა. ბეზბოროდკოსადმი. 1798 წლის 5 იანვარს.
გაქცეულის სალდათებისათვის მოწერილი მათის იმპ. დიდებ. უქაზი გამოეგზავნა გრაფ ღენერალ ივან ვასილიჩსა. თუმცა ჩვენს მეფესთან იყო მოწერილი, მაგრამ ვერც წაკითხვა შეიძლო და ვერც პასუხის მოხსენება, რადგანაც ექვსი თვე არის, რომ სნეულია, და უმეტესად ამჟამად იყო შეწუხებული, ამისათვის მე, მოვალეობით დიდად შეწუხებულმა, გავბედე და მათს იმპ. დიდ. მოვახსენე პასუხი, და რაც მომიხსენებია, ვიცი თქვენი უგ–ბა იუწყებს: ჩვენი თხოვა და ვედრება ეს არის, რომ თქვენის ჩვეულებრივის კეთილმოქმედებით ჩვენი შემწე ბრძანდებოდეთ, რომ მათის იმპ. დიდებ. უმაღლესი მფარველობა და ნუგეში არ მოგვაკლდეს, რომ მხოლოდ ჩვენის ყ~დ მოწყალის ხელმწიფის საფარველისა და მოწყალების მონდობილნი ვართ.
იანვრის 5, წელსა 1798. თელავით.
130. დარეჯან დედოფლის წერილი იმპ. პავლესადმი. 1798 წლის 10 მარტს.
უაღუსტესო ერთმთავარო,
ყ~დ უმოწყალესო ხელმწიფევ!
კეთილნაწლეობით მონაწილეობისა მიღებითა სნეულებასა ზედა მეფისა ჩვენისასა უმეტესად განეცხადა თქვენის იმპ. დიდებ. ჩვენდამო აურაცხელი მოწყალება და სიბრალული, ვინადგან ყ~დ უმოწყალესობით ინებეთ ბოძება გამოცდილისა მკურნალისა საწამლებელად მეფისა ჩვენისა, ეგრეთვე მსახურისაცა თქვენისა, ძისა ჩვენისა მ ი რ ი ა ნ ი ს ა, ათოთხმეტ წელ ჩვენგან უნახავისა, სახილველად მისა დასტურისა ბოძება, რომელსაცა აქვნდა რწმუნებულ, რათა უმაღლესითა თქვენის იმპ. დიდებ. სახელითა ეწადა მისთვის მსწრაფლ განკურნება, გარნა სვემან ესრედ უბედური ჰყო სახლი მისი, რომელ მეფე ჩვენი, ვიდრე ზეციერისა მოწყალებისა ამის თქვენისა მისდამო მოწევამდე, ი ა ნ ვ რ ი ს / 1 1 / მ ი ი ც ვ ა ლ ა, რომელმანცა დაგვაგდო მე და შვილნი ჩემნი დაობლებული და არა გვივის ჩვენ სხვა ნუგეშინისმცემელი და შემწე, შემდგომ მ~ღვთისა, გარდა თქვენის იმპერატორების დიდე–ბისა; და ვინადგან განასვენებულმანცა მეფემან ჩვენმან დღესა აღსასრულისა თვისისასა განმიმეორა მე ჩვეულებრივი ბრძანება თვისი, რათა თავი ჩემი შვილებითურთ თვისით მარადის ვამყოფო უმაღლესსა საფარველსა ქვეშე და ერთგულობითსა სამსახურსა შინა თქვენის იმპ. დიდ~ებისასა, ამისათვის დავამხობ წინაშე უმაღლესისა ტახტისა თქვენისა თავსა და დაობლებულთა შვილთა ჩემთა, დიდებულო ხელმწიფეო, გარდმოხედე ღ~თეებრ მოწყალისა თვალით უბედურებასა ჩვენსა და ინებე, რათა უმაღლესი საფარველი თქვენი გვაქვნდეს ჩვენ ნუგეშად და მაცხოვარებად, და დიდებად უმაღლესისა თქვენის დიდებულების სახელისა, რამეთუ მასზედა დამოკიდულ არს ყოველი სასოება ჩვენი. თქვენის იმპ. დიდებ. ყ~დ უმოწყალესობით ბოძებულისა მკურნალისა ღ ე რ ც ი უ ს ი ს ა ესდენ მუნ დაგვიანებისათვის ყ~დ უმდაბლესად ვითხოვ, რათა არ განმირისხდეთ, ვინადგან აწ სწამლობს იგი რომელთამე ძნელთა სნეულთა სახლისა ჩვენისათა, გარნა მომავალს აპრილს უთუოთ გამოვისტუმრებ ჩემის ძის მირიანითურთ; და მონასაცა ამას თქვენსა, ძესა ჩემსა მირიანს, შევვედრებ თქვენს იმპ. დიდ. და ვითხოვ ფრიად უმდაბლესად, რათა ჩვეულებრივი უმაღლესი მოწყალება თქვენი ამას არ მოაკლდეს, ვინადგან ბედნიერობა ამისი დამოკიდებულ არს თქვენის იმპ. დიდებ. სათნოყოფაზედა, რომლითაცა არა მცირედ მიიღებს ნუგეშსა განმწარებული მწუხარებითა გული ჩემი; და აწინდელი აქაური მდგომარეობა ამისივე წერილით მოხსენდება თქვენს იმპ. დიდ–ს.
მარტის 10, წელსა 1798. თელავით.
მეფისა გ ი ო რ გ ი ს ა, შვილისა ჩემისათვის აღარ დაუმძიმე თქვენს დიდებულებას, რადგან თითონ ამზადებს კაცს დამტკიცებისათვის და ვედრებისა არზის მორთმევით, რ~ომელითაც უმდაბლესად გთხოვთ მოწყალებით მიიღოთ ეს საბრალო ქვეყანა, ღ~თისაგან თქვენდა მიბარებული.
131. დარეჯან დედოფლის წერილი იმპ. მარია თეოდორეს ასულს. 1798 წლის 10 მარტს.
ყ~დ უავღუსტესო ერთმთავრინავ,
ყ~დ უმოწყალესო ხელმწიფავ!
თვით თავით თვისით ვერ გავბედავდი, რომელ აწინდელისა მდგომარეობისა ჩემისა მოხსენებითა დამემძიმებინა თქვენი იმპ. დიდებ., უკეთუ ყოველთა შეწუხებულთა მოწყალე და შემბრალე გული თქვენი, სოფელსა შინა განცხადებული, მიზეზად კადნიერებისა ამის არა მქონოდა, რომელმანცა აღმიხადა მე კრეტსაბმელი კრძალვისა მოხსენებად დიდებულებისა თქვენისა.
თქვენს იმპ. დიდებ. მოეხსენება, რომელ დიდის რუსეთის საიმპერატორო ტახტისა მაღალი მფარველობა მარადის ჰქონია ოჯახსა ჩვენსა და უმეტესად აწინდელთა დროთა შინა, ვინადგან სვემან ესრეთი მოიღო უწყალოება, რომელ მან გაგვაუბედურა და დაგვაობლა მე და შვილნი ჩემნი მეფისა ჩვენისა გარდაცვალებითა, რომელთაცა არ გვაქვს სხვა გზა მაცხოვარებისადმი, შემდგომ ღ~თისა, გარდა დიდისა იმპერატორისა ჩვენისა; ამისათვის მუხლდადგმით შემვრდომი გევედრები შუამდგომელობასა, ვინადგან მცირეცა სიტყვა დიდებულებისა თქვენისა დიდად შემწე მექმნება წინაშე მისა, რათა ღვთეებრ მოწყალითა თვალითა მოხედოს მდგომარეობასა ჩვენსა და მაღალი საფარველი თვისი მე და ნაშობთა ჩემთა არ მოგვაკლოს, ვითარცა იმის იმპ. დიდ. ერთგულთა მოსამსახურეთ.
მარტის 10, წელსა 1798. თელავით.
132. შეტყობინება საგარეო საქმეთა კოლეგიაში საქართველოს წარმოგზავნილის თავად გ. ჭავჭავაძისაგან. 1798 წლის აპრილში.
აპრილის 14 შტაფეტით წიგნები მივიღე მათის უმაღლესობის დედოფლისაგან, რ~ლიც მათს მსვლელობას უფალს სერგეი ლაზარიჩისთვის მიმირთმევია, რომ თავთავის ალაგს მიართვას და მხოლოდ ამას მწერენ: შ~დ გარდაცვალებისა ნეტარად სახსოვარის მეფის ჩემის ი რ ა კ ლ ი ს ა მიუღია უფლობა სჯულიერს მემკვიდრეს მისსა გ ი ო რ გ ი ს, რ~ლიც თვითან ამზადებს უმაღლესს კარზე გამოსაგზავნს კაცს ყ~ოვლის თვისის საქმეების ვედრებით, და ამჟამად თითონ ამისთვის აღარას იწერება, რადგან მრავლის გარემოების საქმის გამო არა ჰქონია მოცალება, როგორც თქვენც მოგეხსენებათ, არის ჩვეულება ამისთანა უბედურ შემთხვეულების დროსთვის.
აპრილს, წელს 1798.
133. დარეჯან დედოფლის წერილი იმპ. პავლესადმი. 1798 წლის 14 მაისს.
ყ~დ უმდაბლესსა მოხსენებასა ჩემსა ზედა განმეცხადა მე წერილითა უფლისა ღენერალ-ლეიტენანტისა გრაფ მ ა რ კ ო ვ ი ს ა გ ა ნ თქვენის იმპ. დიდ. საქართველოს მეფის სახლისადმი კეთილმოაზრეობა და ტაგანროცკის პოლკის პოდპოლკოვნიკის ს პ ე შ ნ ე ვ ი ს ა გ ა ნ პირის-პირ უმდაბლესთა მოხსენებულთა ჩემგან მუხლთა პასუხისა მოთხოვა, და, შემდგომად პოვისა მისისა, დამნაშავედ მიცემად იგი სამხედროსა მსჯავრსა ქვეშე, ხოლო მე მსმენელი ზემოხსენებულისა ღ~თეებრ მოწყალებისა თქვენისა, რომლისაცა ნაცვლად არა ძალმიცს სხვისა რაისამე მოღებად წინაშე უმაღლესისა ტახტისა, – მზა ვარ შვილებითურთ ჩემით მარადის თქვენის იმპ. დიდებ. სამსახურად ვიდრე სისხლთა ჩვენთა უკანასკნელ წვეთამდე. მსახურსა თქვენსა, ძესა ჩემსა მირიანს, თუმცა ვისტუმრებდი მე სამსახურად, გარნა მოუვიდა მას უეცრათ ბრძანება თქვენის იმპ. დიდებ. სამხედროს კოლეღიიდამ, რომლითაცა განეცხადა ნებითა თქვენის დიდებ. სამსახურიდამ განთავისუფლება, რომლისათვისცა ჯერეთ დავაყოვნეთ გამოსტუმრება, და ელის მწუხარე უმაღლესსა კეთილნებობასა.
1798 წელსა, 14 მაისს. ქალაქსა თელავს.
134. დარეჯან დედოფლის წერილი იმპ. პავლესადმი. 1798 წლის 18 მაისს.
უმაღლესითა კეთილნებობითა დიდებ. თქვენისათა გამოგზავნილი საწამლებელად განსვენებულისა მეფისა ჩვენისა დოხტური ღ ე რ ც ი უ ს, რომელიცა უკვე გამოგვისტუმრებია ადგილსა თვისსა მაისის 13, დიდად შეგვეწია გამოცდილებითა სამკურნალოსა ხელოვნებისათა და კეთილ-მცდელობითა თვისითა სასტიკისა მწუხარებისაგამო შემთხვეულთა სენთა შინა ჩვენ და სახლისა ჩვენისათა, ეგრეთვე მოცემულმან მისგან რჩევამან ქალაქსა ჩვენსა ტფილისს მომსვრელი სენი მსწრაფლ აღუმსუბუქა, რომლისთვისცა უმწვერვალესსა მადლობასა ყ~დ უმდაბლესად მოვიღებ წინაშე უმაღლესისა ტახტისა თქვენისა; ხოლო ვინადგან კეთილმზრუნველ მამად ქვეყნისა ამის ჩვენისა ვესავთ დიდებ. თქვენსა, ამისგამო გავკადნიერდები მოხსენებად, რომელ საქართველო ფრიად ნაკლულევან არს მკურნალობისა ხელოვნობითა, და მიზეზითა ამით არა მცირედი გვაკლდება უდროოდ ერი, რომლისათვისცა ყ~დ უმდაბლესად ვევედრები, რათა ზემოხსენებული დოხტური ღერციუს სათნოიჩინოთ რაოდენსამე ხანს ბოძებად განხელოვნებად მკურნალთა ჩვენთა, რომლისამიერცა ფრიადსა სასყიდელსა ჰყოფთ ერისადმი ჩვენისა.
1798 წელსა, 18 მაისს. ქალაქსა თელავს.
(დასასრული იხ. ნაწილი IV)
მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა
No comments:
Post a Comment