Tuesday, October 28, 2025
ქართულენოვანი ისტორიული დოკუმენტები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ 1768 – 1801 წლებში
(ქვემოთ მოყვანილი დოკუმენტები ამოღებულია წიგნიდან «Грамоты и другие исторические документы, относящиеся до Грузии». Том II. Выпуск I. Грузинские тексты с 1768 по 1801 год. Под редакцией А. А. Цагарели. Ординарнаго профессора Императорскаго С.-Петербургскаго Университета. СПб, 1898 г.)
ნაწილი IV
135. წარდგინება გიორგი მეფისაგან იმპ. პავლესადმი. 1798 წლის 30 ივნისს.
ყოველი სოფელი ამისა თანახმა არს, ვითარმედ დიდებასა და ჩინებულებასა თანასწორი აქვს ბრწყინვალება კეთილ-მოქმედისა გულისა თქვენისათანა. თუმცაღა სიყრმით ჩემითგან მაქუნდა ნიადაგ წარმატება სურვილისა უფროს წინაპართა ჩემთა შემოსავრდომელად სამეფოთურთ ჩემით კალთისა ქვეშე პორფირისა თქვენისათა ჭეშმარიტითა ერთგულებითა, მაგრა დღესაქამდითი მდგმობა ჩემი მაქუნდა შუა-კედლად, რომელსაცა არ ძალმედვა სურვილისა ჩემისა შესრულებით აღმოჩენა, და ვინადგან ფარდა ესე აღძრცვილ-იქმნა, ამად, აღმხილველი თვალისა, აღგიარებ ჩემად უაღუსტეს მონარხად და ჩემად ხელმწიფედ, და ვსასოებ, რათამცა თქვენის იმპ. დიდ–დმი განპყრობილი ხელი ჩემი თქვენი დიდებულებისაგან არ უგულებელ-იქმნას და ჩემს ვედრებას ნიადაგ აქუნდეს ადგილი თქვენს წინაშე, რომელ ესე, რათამცა თქვენის დიდებულებისაგან არ აღგვეძარცოს ის მოწყალება, რომელიცა რათიფიკაციაში ხელმწიფურის სიტყვით აღგვეთქვა მე და კურთხეულს მამა ჩემს, და რაგვარადცა თქვენგან მე ვიყო დაუტევებელ, ეგრეთვე მემკვიდრე ჩემი დ ა ვ ი თ; და უკეთუ დიდებულებისა თქვენისა საფარველი მე და ჩემს სამეფოს ახდილი გვექნება, მაშინ მეცა და სამეფოცა ჩემი ესე ვითარითა უბედურებითა განსაზღვრულ ვიქმნებით, რომელ ყოველთვის თათართა მფლობელობისა შემაყურებელ უნდა ვიყუნეთ ყოვლითურთ უღონოქმნილი. – და შემდგომად, ოდესცა სჯულიერისა მემკვიდრებითა მივიღე ტახტი ჩემი და ვიქმენ მეფედ, ის თავისავე ჟამში თქვენს დიდებულებას გრაფ გუდოვიჩის ხელით მოვახსენე, რომელმანც წიგნმან ზემოხსენებულს გრაფს ვერ მოუსწრა ლინიაზედ, და არ ვიცი თუ რა იქნა.
1798 წელსა, იუნისის 30. თელავს.
136. წერილი ტფილისიდან სომეხთა არქიეპ. იოსებისადმი (არღუთინსკი) მეფის ძის დავით გიორგის ძისაგან. 1798 წლის 28 ივლისს.
აქაურს ამბავს იკითხავ, – ბ ა ბ ა ხ ა ნ ი / უ რ უმ ი ა ს მოვიდა და აქ ჩვენს ბატონთან იმისგან გამოგზავნილი ყ ა ჯ ა რ ი / ნ ა ს ა ხ ჩ ი ბ ა შ ი / მ ა მ ა დ ხ ა ნ ვინმე მოვიდა და შვილსა სთხოვს, და ფარმანიც მოეწერა; მე ფარმანი ვსთარგმნე და ღრაფს მარკოვს გამოუგზავნე: „თუ შვილს არ მოგვცემ, რაც ბიძა ჩემმა გიყო – სამს იმოდენს მოელოდე ჩვენგანაო“. და ახლა ამისმა უმაღლესობამ მეფემ გიბრძანა, რომ კნიაზ მეზბოროტკოსთან და კნიაზ კურაკინთან გამოაცხადო, რომ ჩვენი ახლანდელი მდგომარეობა დიდად სამწუხარო არის ჩვენთვის: თუ მაგათზედ ხელი ავიღოთ, გვრცხვენიან ჩვენის პირისა და ნამუსისა, რომ მაგათზედ ხელი როგორ უნდა ავიღოთ, და ჩვენ შორის მყოფისა ფიცისაც გვეშინიან, და თუ ხელს ვერ ავიღებთ, როგორც მეფის ირაკლის დროს ოხრება მოუხდა საქართველოს, უმეტესი მოსდის ეხლა, და ამისათვის დიდს იჭვში ვართ მიცემულნი. ეცადე, წყალობას ვითხოვ, რომ, თუ ქართლი გინდათ და სახმარად რაცხთ ამ საქმეს, საჩქაროდ ერთი წამალი დაადვათ რამე. და უფრო მეტი ჩემი სამწუხარო ეს არის, რომ, თუ ეს ქვეყანა მაგათის საფარველიდამ გავიდა, მე ჩემი პირმშოობა მაგათ უნდა შევსწირო, ამისათვის, რომ ჩემის ხელმწიფის მუხანათი ვერ შევიქნები და მაგათს სამსახურში აღრიცხისათვის მეც არავინ დამინდობს. ჩვენ ხელმწიფესთან და ღრაფთან რომ წიგნები დავსწერეთ ხუთს დღეს უკან მოხდა ეს ამბავი. ვითხოვ, რომ ეცადო და ამისი პასუხი საჩქაროთ გამომიტანო. სერგეი ლაზარიჩისა რაც მოგეწერა – ისიც გავარიგე.
უსაკუთრესი მეფის ძე დავით.
ივან ლაზარიჩი და ეკატერინა ივანოვნა აგრაფინათი და ზაიცოვებით მომიკითხე.
ივლისის 28, 1798 წელსა. თელავს.
137. უცნობის წერილი (ს. ლ. ლაშქარიოვისა) ს.პეტერბურგიდან მეფის გიორგისადმი. 1798 წლის 30 აგვისტოს.
თქვენის სიმაღლის ბოძებული ღრამოტა მადლობით მივიღე და მადლობელი ვარ თქვენი წყალობისა, და ჩემის მხრიდამ თქვენს სიმაღლეს ვარწმუნებ, რაც შემძლებელობა მაქვს თქვენი სამეფო სახლისა და სამეფოს ერთგული და შემატების მცდელი ვარ, და ღ~თ საქმეს აქამდინაც მოვაწევინეთ, რომელსაც თქვენის სიმაღლის დესპანი უფალი კნიაზ ჭავჭავაძეც მიმოწმებს, და თუ კნიაზ გიორგი ავალოვი გამოგებრუნებინათ, ახლა საქმე სრულებით როგორც თქვენი სამეფო სახლის შესამატი იყო, ისე შესრულებული იქნებოდა. კიდევ ბრძანება არის ჩვენის ყ~დ მოწყალის მისის იმპ. დიდ., რომა ყ~ი აღსრულდეს. სხვას არას მოველით, ყველათ მზათა ვართ, მარტო ავალოვის მოსვლას თქვენის სათხოვარის წიგნებითა.
წელსა 1798, აღვისტოს ლ. ს~ტ პეტერბურღით.
138. გიორგი მეფის სიგელი თავად გ. ჭავჭავაძეს. 1798 წლის 11 ოქტომბერს.
ჩვენს დესპანს თავადს გარსევან ჭავჭავაძეს! სანატრელის მეფის მამის ჩვენისაგან რუსეთის უმაღლესს კარზედ სრულის-ნების-მქონებელ მინისტრად თქვენ იყავით გამორჩეული. ახლაც თქვენთვისვე გვიბრძანებია, და როგორცა ნება გქონდათ, ისევე გქონდესთ, და მანდ იმყოფებოდეთ მეორეს ბრძანებამდე. სადაც ჯერ იყოს ამ ჩვენის ბრძანებით იქ გამოცხადდით, ჩვენს წიგნებს შესაფერი აუდენცია უთხოვეთ და თქვენი თავი ჩვენს ელჩად გამოაცხადეთ. სხვებრ ჩვენ მარადის თქვენად კეთილის-მყოფელად ვეგებით.
ოკდომბერს ია, წელსა ჩღჟჱ. თელავი.
139. გიორგი მეფის წერილი ს. ლ. ლაშქარიოვისადმი. 1798 წლის 11 ოქტომბერს.
თქვენი მაღალ-მსვლელობის წიგნი მოგვივიდა, დიდის პატივით მივიღე და რაც მოგეწერათ ყველა ვსცანით, და გმადლობთ ესოდენ კეთილმზრუნველობისათვის. რომელიც ჩვენი სათხოველი მაგათის იმპ. დიდებ. წინაშე არის ყოველივე ჩვენი სრული თხოვა რამდენისამე პუნკტებით მოგვიხსენებია და იმ ჩვენის სათხოვარის პუნკტების პირი თქვენთვისაც გამოგვიგზავნია, და გთხოვთ თქვენი მაღალ-მსვლელობა ყოველს ალაგს დიდის გულმოდგინებით გაისარჯოს ამ ჩვენს საქმეზედ და სრულება სცეთ თხოვისამებრ ჩვენისა, რომლითაცა უმეტეს ვალდებულ გვყოფთ.
ოკდომბრის ია, წელს ჩღჟჱ. თელავს.
140. გიორგი მეფის წერილი თავად ა. ა. ბეზბოროდკოს. 1799 წლის 11 ოქტომბერს.
ჩემგან წარმოვლენილს თავადს გიორგი იოანეს ძეს ა ვ ა ლ ო ვ ს ყოვლითურთ შემოვავედრებთ თქვენს უგანათლებულესობას, რომლისათვისცა მე ვეგები უღრმესსა სამსახურისა წადილსა შინა.
ოკდომბრის ია, წელს ჩღჟჱ. თელავს.
141. გიორგი მეფის წერილი თავად ა. ა. ბეზბოროდკოსადმი. 1798 წლის 11 ოქტომბერს.
პატივ-საცემელმან თქვენმან წიგნმან თქვენი ჩვენზედ კეთილი განზრახვა და შეწევნის წადილი გვარწმუნა, რომლისათვის უმდაბლესად მრავალს მადლობას მოგახსენებთ. თქვენმა უგანათლესობამ იცის, როგორის მეზობლებითა ვართ გარეშეცული, ან იმათ ჩვენზედ რაოდენის ხარისხით მეტი აქუსთ ძალი. ერთს მეზობლად ის ს პ ა რ ს ნ ი არიან, რომელთაც წარსულს წელიწადს ასე მოგვაოხრეს, რომ დღესაც ჩვენ და ჩვენს დაგლახავებულს ხალხს ერთმანერთი ვეღარ გვიპოვნია, მეორედ ო ს მ ა ლ ნ ი, რომელთაც წარსულს თვეს ლეკის ჯარი აიყვანეს და მრავალს ტყვესთან ჩვენი დისწული თავადი ც ი ც ი ა ნ ო ვ ი დაიჭირეს და დღესაც ა ხ ა ლ ც ი ხ ე ს ტყვეთა ჰყავთ. მესამედ ლ ე კ ნ ი. მეორე საუკუნო არის, რომ ჩვენად სასოებად რუსეთის უმაღლესი კარი გუაქუს და ხსენებულს მ ე ზ ო ბ ლ ე ბ თ ა ნ / შ ე რ ი გ ე ბ ა ს ა / დ ა / დ ა გ ე ბ ა ს / ვ ე რ ი დ ე ბ ი თ: პირველად, ქრისტეს სარწმუნოების გამო, და მეორეთ, უმაღლესს ტახტთან ფიცით შეკრულობის გამო. ჩვენ, ამისთანა მდგომარეობაში მყოფთ, არას დროს მაგ კარზედ შემწე და ჩვენთვის მზრუნველი არა გვყოლია. სანატრელს მამა ჩვენს ჰქონდა სასოება დადებული კნიაზ პ ა ტ ე მ კ ი ნ ზ ე დ, მაგრამ ის ჩვენ გვატყუვებდა, ის მხოლოდ თავის სახელის განდიდებას ეძებდა და არავის სხვისთვის ზრუნევდა. დიდი ხანია მე თქვენი კაცთმოყვარება და მამულის-მოყვარება ვიცი, და ამისათვის ჩვენს თავსა და ჩვენს სამეფოს თქვენს უგანათლებულესობას შემოვავედრებ: თქვენ უნდა იყოთ დღეისიქით ყ~დ მოწყალე ხელმწიფესთან ჩვენი შუამდგომელი და შემწე. ახლა რამდენიმე პუნკტები დიდებულს ხელმწიფეს მოვართვით, რომლისაც პირი აქა ძევს; თქვენის მამებრივის ქველის გულისაგან ამას ვითხოვ, რომ ფორმალნის არზასა და პუნკტებს სხვის სათხოვრისასა ჩვენი მინისტრი მოართმევს, – იმას თქვენის წინამძღოლობით უთხოოთ აუდენცია.
ოკდომბერს ია, წელსა ჩღჟჱ. თელავი.
142. წარდგინება მარიამ დედოფლისაგან, გიორგი მეფის მეუღლისა, იმპ. მარია თეოდორეს ასულისადმი. 1798 წლის 16 ოქტომბერს.
დედობრივი თქვენის იმპ. დიდებ. სიმდაბლით გარდამოხდომა ყოველთადმი ჩრდილსა ქვეშე პორფიროსა თქვენისა შემოვრდომილთა არა უსასო ჰყოფს მათ წარდგომად წინაშე უმაღლესისა ტახტისა თქვენისა მოსაოხებელად უმაღლესისა საფარველისა, რომელთაგანი მეცა ვიკადრებ უმონებრიესითა ვედრებითა თხოვასა, რათა თქვენმა დიდებულებამ ღირს მყოს აღრიცხვად რიცხვსა შინა ერთგულთა თქვენთასა და სიმაღლითგან ტახტისა თქვენისა მომმადლოთ ნება ყოველთა შორის სადღესასწაულოდ სიქადულისა, ვითარმედ ვგიე.
ოკდომბრის ივ, წელსა ჩღჟჱ. თელავი.
143. წარდგინება გიორგი მეფისაგან იმპ. პავლეს. 1798 წლის ოქტომბერი.
ითხოვს აღსრული ჰსჯულიერსა თვისსა სამეფოსა ტახტსა ზედა, შემდგომად აღსასრულისა მამისა თვისისა მეფისა ი რ ა კ ლ ი მეორისა, მეფე ქართლისა და კახეთისა გ ი ო რ გ ი მეათსამმეტე, რომელსაცა შეუდგებიან:
პუნკტი
ა.
წელსა ჩღპგ გუაქუნდა ჩვენ აღთქმა, რომ საქართველოსა ტახტსა ზედა აღსრულმან მოვახსენოთ იმპ. თქვენისა დიდებ–სა ჩვენი სამკვიდროსა და ჰსჯულიერსა ტახტსა ზედა აღსლვა და თქვენის იმპ. დიდ–გან ვითხოვოთ ამის დამტკიცება.
ამ სათხოველს
ბ.
აწ, აღსრული ჰსჯულიერსა და სამკვიდროსა ჩემსა საქართველოსა და კახეთისა ტახტსა ზედა, უმდაბლესად ვითხოვ თქვენის იმპ. დიდ–გან ამისსა დამტკიცებასა და ჩემთანა პირმშოსა ჩემისა შვილისა, იმპ. თქვენის დიდებ. მაღალ-სახელოვანსა სამსახურსა შინა მყოფისა ღენერალ-მაიორად, დ ა ვ ი თ ი ს ჩემად მემკვიდრედ მიღებასა და დამტკიცებასა.
მეფე ქართლისა და კახეთისა და სხვათა გიორგი მეათსამეტე
ყოვლად მოწყალევ ხელმწიფევ, უმონებრივესად ვითხოვ თქვენის იმპ. დიდე–საგან ამ ჩემს სათხოვარს სისრულე უბოძოთ. ოკდომბერს, წელსა ჩღჟჱ.
ხელს ვაწერ.
144. წარდგინება გიორგი მეფისაგან იმპ. პავლეს. 1798 წლის ოქტომბერი.
მონარხულისა მოწყალებითა აღვსილი თქვენის იმპ. დიდებ. ღრამოტა გრაფის მარკოვს ხელით გვებოძა, რომელმაცა აღმამაღლა უმეტეს თავისა ჩემისა და განადიდა ჩემ შორის გრძნობა ერთგულობისა უმაღლესისადმი ტახტისა თქვენისა, რომლისადმი წინაპართა ჩემთა მარადის აქუნდათ. მსურის წარმატება ერთგულობისა მათგან და ღ~იცა შემეწეოდეს ამა აზრსა შინა; გარნა მაქვს სავედრებელი თქვენისადმი დიდებულებისა, რომლისათვის უმონებრიესად ვითხოვ, რათა განპყრობილი ხელი ჩემი თქვენდამი არა უგულებელს-ჰყოთ და ყოვლად მოწყალებით სიმაღლიდგან ტახტისა მოხედოთ.
სანატრელსა მეფესა, მამასა ჩემსა, აქუნდა ჩვეულებად მოწერა დამჭირნეობისა თვისისა მოსამზღურის მთავრისა მიმართ, და ამით ესოდენ გრძელდებოდა და გვიანდებოდა საქმე – რაოდენ აგრძნა თფილისმან ხელითა მტაცებელისა აღამაჰმადხანისათა, ამისათვის ვითხოვ, რათა მაქუნდეს ნება მოწერად პირის-პირ თქვენდა და მოგერთმეოდეს ხელითა თქვენისა მინისტრისათა, რომელსა მოართმევს ჩვენი მინისტრი.
მიუცილებელი ჩემი დამჭირნეობა ითხოვს, რომ ვითხოვო უმეტეს ყოვლისა ესე, რათა საფარველი თქვენისა დიდებულებისა საუკუნოდ გვედვას, რომ აღარ ვიყო დამჭირნე სხვისა რომლისამე კარისა შევრდომასა, ანუ შევედრებასა.
მსგავსად უმაღლესისა თქვენისა გრამოტისა დაამტკიცეთ ჩემი მეფობა და მემკვიდრეთ ჩემად შვილი ჩემი დ ა ვ ი თ, და ნუვინ შემომიხდება სამეფოსა ჩემსა შინა განმგებასა შინა, და ნუვინ უპატივო ჰყოფს თავადთა, აზნაურთა და გლეხთა ჩემთა თვინიერ ნებისა ჩემისა.
განმამხნევეთ ამა ხელმწიფურის განმხნობითა, რათა მემკვიდრესა და მონაცვალეთა ჩვენთა აქუნდეს საუკუნოდ და შეურყეველად.
დასამტკიცებელად თქვენის ჩემზედ უხვის მოწყალებისა მებოძოს ს ა მ ი / ა თ ა ს ი სალდათი თავისის ზარბაზნებით და ხარჯით უკვდავად და საუკუნოდ ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა.
როდისაც საქართველოში ძლევა-შემოსილი რუსეთის ჯარი ყოფილა ყოველთვის ავს კაცებს იმ ჯარის კამანდირებთან ჩვენი ენა უტარებიათ, ამის გამო ყოველთვის შფოთი და უთანხმოება გვქონია, – უმონებრივესად ვითხოვ თქვენის იმპ. დიდ–გან, რომ ჩვენთან მყოფის ჯარის კამანდირს ებრძანოს, რომ მხოლოდ ჩემთან ჰქონდეს საქმე და არა სხვას გუამთან, რომელსაც ჩემგან არა ჰქონდეს ჰრწმუნებული, რათა მონარხულისა მოწყალებისაგან არ დავშორდეთ.
თუ ოდესმე საქმემ დაგვპატიჟოს და ჩვენ აქ მყოფის ჯარის კამანდირი რომელსამე ჩვენს სამზღვარზედ მისაყოლად მივიწვიოთ, ნუ დაგვეურჩება, მოგვყვებოდეს ჯარითა, და თუ საზღვარს გარეთ დაგვჭირდება, მაშინ თქვენს დიდებულებას მოვახსენებთ.
ვინადგან ქრისტიანებრითა ვართ შევრდომილ ჩრდილსა ქვეშე პორფირისა თქვენისათა, მისთვის უმონებრივესად ვითხოვ, თუ ოდესმე სპარსთა, ან სხვის მძლავრს ჯარს ჩვენზედ მოსვლა ეგულვებოდეს, ამისათვის ლინიაზედ მყოფს ღენერალს ჰქონდეს ბრძანება მოუხსენებლად შ ვ ი დ ი / ა თ ა ს ი სალდათი მოგვაშველოს და არა უმეტეს ამისა, ჩვენის პურით. უაგვისტოესო მონარხო, თქვენის იმპ. დიდ–გან უმონებრესად ვითხოვ აქ მოხსენებული აზრები კადნიერებად არ შემერაცხოს და თქვენი მონარხული ყოვლად-მოწყალება ჩემზედ მიიღოთ, და ამით დაამტკიცოთ თქვენი ჩემზედ სიუხვე, რომ მეზობლებთან შევიძლო სადღესასწაულოდ და კადნიერად დაქადება.
ოკდომბერს, წელსა ჩღჟჱ. თელავი.
145. ინვესტიტურათა და საჩუქრების სია, რომლებიც მიიღო გიორგი მეფემ იმპ. პავლესაგან. 1798 წელი.
სია მათის იმპ. დიდებ. ყოვლად უმოწყალესის ხელმწიფისა სრულიად რუსეთისა, რომელნიც წყალობა-ინვესტიტურნი, სამეფონნი ნიშანნი და სხვა ნივთი გვებოძა ჩვენ, მეფეს სრულიად ქართლისა და კახეთისასა, და ფამილიასა ჩვენსა უფლის მინისტრის სტ. სოვ. პეტრე ივანიჩის კ ო ვ ა ლ ე ნ ს კ ი ს მიერ.
სამეფო გვირგვინი ოქროსი, ჩაწყობილი ქვათა არა-ხშირათა, სკიპტრა – ეგრეთვე არა-ხშირათ მოჭედილი.
ხმალი მოჭედილი ოქროთი, მდინარითა თვლითა.
პორფირი სამეფო ხასყირმიზის ხავერდისა, ქვეშსაგები ყარყუმი კუდებიანი, რომელსა ზედა ნაკერი აქვს ღერბი რუსეთისა და საქართველოსი, ორის ფუნჯებით.
თეთრი დროშა ორთავის არწივით შუაზედ, რომელშიც ღერბია საქართველოსი, ორის ოქროს დიდროანის ფუნჯებით.
ტახტი ხასყირმიზის ხავერდისა გარეშემოვლილი პოდზორითა და მოკერებული განიერის ოქროს ბუზმენტითა.
აგრეთვე სამი ბალიში, შიგნით ტახტში – ღერბი საქართველოსი, გარეშემო – ღერბი რუსეთისა.
ტახტზედ ორი სტოლი დაბურკილია აგრეთვე ხავერდითა, ბუზმენტითა.
სტოლისათვის თითო ბალიში.
სამი ორდენი ალმასებით შემკული წმიდისა პირველწოდებულისა მოციქულისა ანდრიასი, წმიდისა დიდისა ეკატერინასი და წმიდისა ანნასი პირველი კლასისა.
მათს უმაღლესობას დედოფალს მ ა რ ი ა მ ს / გ ი ო რ გ ი ს / ა ს უ ლ ს კონა ოქროსი, რომ ეწოდების „ბუკეთ“, ბრილიანტითა და რუსული მდიდარი ტანსაცმელი გარემოდებულის განიერის ყარყუმით თავის კუდებით.
ჩვენს შვიდ შვილებს – ბეჭედი, და მერვესა – საათი ოქროსი მარგალიტითა.
ჩვენს ორს ასულთ, გ ა ი ა ნ ე ს ოქროს საათი ბრილიანტითა და ოქროს ჯაჭვითა, თ ა მ ა რ ს – ბეჭედი ბრილიანტისა.
არხიმანდრიტს ე ფ თ ვ ი მ ე ს – ჯვარი ოქროსი აქვა-მარინათი და ოქროს ჯაჭვითა.
ჩვენს სიძეს კნიაზ ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ს – ოქროს კოლოფი ემალით და დახატული სურათით, და ბრილიანტით ნაპირდებულითა.
ჩვენს სიმამრს კნიაზ ც ი ც ი ო ნ ს – ბეჭედი დიდის ღრანატომ-ბროწეულის ფერისა, მოჭედილი ბრილიანტითა.
გ ი ო რ გ ი
146. დარეჯან დედოფლის წერილი იმპ. პავლესადმი. 1798 წლის 12 ნოემბერს.
შემდგომად გარდაცვალებისა მეფისა ჩვენისათა, გაუბედურებისა ჩემისა, ვაახელ არზი დიდებულებასა თქვენსა წარსულსა მარტის 14, რომლითაცა შევვედრე თავი ჩემი შვილებითურთ თვისით უმაღლესსა კეთილნებობასა, რომელსაცა ზედან უმოწყალესობითისა პასუხის მიღებას ვერ ვეღირსენით. აწ ვცან სხვათაგან, რომელ უმაღლესი ბრძანება დიდებულებისა თქვენისა, მოსვლია აწინდელსა მეფესა საქართველოსასა, რომელიც მე არავისგან გამამცხადებია.
დიდებულებასა თქვენსა კმად მოეხსენება, რომელ განსვენებულსა მეფესა ჩვენსა აქვნდა მისამართად თვისდა მხოლოდ უმაღლესი ტახტი დიდებულებისა თქვენისა, და სასმენელნიცა ჩვენნი არა ჩვეულ არიან სხვათა ხელმწიფეთა ბრძანებისა სმენასა, ამისთვის, მუხლდადგმით განმეორებელი თხოვისა ჩემისა, გევედრები, უკეთილმსახურესო ხელმწიფევ, მოგვხედე მამობრივ მოწყალებითა თვალითა მე და შვილთა ჩემთა, ობლობით განმწარებულთა, და განგვამტკიცე უმაღლესითა საფარველითა თქვენითა, რათა ვერ ძალ ჰყონ მტერთა ჩვენთა დაჩაგვრა ჩვენი, და დავასრულოთ სიცოცხლე ჩვენი უმაღლესსა სამსახურსა შინა დიდებულებისა თქვენისასა, რომელსაცა ზედა დამოკიდებულ არს მაცხოვარება ჩვენი.
1798 წელსა, ნოემბერს 12. ანანურის ქალაქით.
147. დარეჯან დედოფლის წერილი თავად ა. ა. ბეზბოროდკოსადმი. 1798 წლის 12 ნოემბერს.
თუმცა თქვენისა ჩემდამო ესდენ კეთილსმყოფლობის წილ ჩვენ ჯერეთ არა რაჲთ გვიმსახურია განათლებულებისა თქვენისათვის, რომლისაცა დამაბრკოლებელ მიზეზად შეგვესწრენ სხვა და სხვა სახედ ცვლილებანი მდგომარეობათა ჩვენთანი, რომელნიცა თქვენდა კმად საცნაურ არიან.
აწ მათს იმპ. დიდ. მოვართვი მეორედ უმდაბლესი წერილი ჩემი, რომლითაცა შევვედრე უბედური თავი ჩემი შვილებითურთ თვისით და ერით უმაღლესსა საფარველსა ქვეშე და მამობრივსა მოწყალებასა იმის იმპ. დიდ., ამისათვის ვითხოვ განათლებულებისა თქვენისაგან, რათა პირველი კეთილი გული თქვენი არ დაივიწყოთ და შეგვაბრალოთ მოწყალესა ხელმწიფესა, რომლითაცა ვალდებულ მყოფთ მე მარადის შესაბამითა ჭეშმარიტითა პატივისცემითა პატივისცემასა თქვენსა.
1798 წელსა, ნოემბერს 12. ანანურის ქალაქს.
148. თავად გ. ი. ავალოვის შეტყობინება საგარეო საქმეთა კოლეგიისადმი. 1798 წლის 16 დეკემბერს.
ოდესცა მიველ მე როსიით საქართველოსა შ~ა და ვიუწყეცა, ვ~დ სამეზომლოსა შინა მისსა მყოფობს ერთის ლეკის მთავრისას ტყვედ მოსამსახურე მათის იმპ. დიდ. უნტერ-აფიცერი ა ნ დ რ ი ა / ა ლ ე ქ ს ე ვ ი, წაყვანილი მათგან ტყვედ დროსა სპარსეთით როსიისადმი ყოვლისა როსიის ძლევამოსილის მხედრობის უკუქცევისასა, მაშინ განმადიდემან ქვეშევრდომებრივისა დამოკიდებულებისა მეფისა ჩემისა და ერდგულებრივისა მისის თანამვრდომობისა მათის დიდებულების ტახტისადმი, და ესრეთვეცა ერდგულებითისა გვაჯიობისა ძალით ჩემისა – არა დავჰყოვნე მე გამოყიდვა მისი, და, მომქცევი ქართლით აქათადმი, უკუნმოყვანაცა მისი თვისთანა, რომელიცა წარუყენე მ ე / გ ი ო რ გ ი ს / კ რ ე პ ო ს ტ ს ა / შ ი ნ ა მის ბრწყინვალებას ღრაფ ირაკლი ივანიჩს მარკოვს, რ~ლნცა არა სათნო მყოფელმან აქ მოყვანისა მისისა, დაუტევა იგი კრეპოსტსა მას შინა მძლეველმან ჩემდა მისთვის ხმარებულისა ჩემ მიერ მისად სასყიდლად თეთრისა, ხოლო ოდესცა ყოველივე ჰაზრი ჩემი მდგმოობდა მხოლოდ მის შორის, მით რ~ლ დავემოწმო შემოუსაზღვრელსა ელთგულებასა ჩემსა მათის იმპ. ტახტისადმი, და მოხარულმან სულითა, ვ~დ მაქვნდა მე ბედნიერობა ჩვენებად ესდენ მცირისა სამსახურისა ჩემისა, ამისათვის არა მივიღე მე მის მიერ თეთრი იგი, რ~ლისათვისცა ყოვლად ქვეშევრდომებრივი გამომაცხადებელი და მომხსენებელი მით, რამეთუ ჩემ მიერ მოსყიდულსა მას მიმღებელსა თვისისა თავისუფლებისა აქვს გვაჯიური სურვილი განგრძობად მათის დიდებულების სამსახურისა, ვიდრე უკანასკნელად მინუტადმდე ცხოვრებისა თვისისა, უმდაბლესად ვსთხოვ მათის იმპ. დიდ. განმადიდებელი ტყვეობასა შ~ა დათმენილისა ალექსეევისა მის მიერ არა დააგდოს იგი გადმოუთხეველად მას ზ~ა თვისისა უმაღლესისა მოწყალებისა.
თავადი გ ი ო რ გ ი / ა ვ ა ლ ო ვ ი
149. შეტყობინება საგარეო საქმეთა კოლეგიაში საქართველოს ელჩის თავად გ. ჭავჭავაძისაგან. 1799 წლის 2 იანვარს.
ჩემ მაგიერ მიცემულითა მაღალ დიდებულებისა მინისტერისადმი წერილებითა და სხვათა და სხვათა დროთა შინა სიტყვიერითა ცხადყოფითა არა ერთგზის მაქვნდა პატივი მინისტერისა მოხსენებად, ვითარმედ, ოსმალის პორტის ნებისა ქვეშე მყოფი ახალციხის ფაშა, მტერ ქმნილი საქართველოსა ზ~ა, რათა ყოვლის გზით ამიზეზოს მას ვნება, ინახავს მამულსა შინა თვისსა წარმტაცთა ლეკის ერთა და უშვებს მათ სადავესა, რ~ლ მარადის ეკვეთებოდნენ საქართველოსა, რ~ლიცა ითმენს მის გამო უმწვერვალესსა დაქცევასა და აკლდების მრავალთა სახლეულობათაცა, რ~ლნიცა ლეკთა მათ ყოველსა მომრბეველობასა თანამიჰყავთ ტყვედ, ვითარითაცა სახითა წარიყვანეს თავადი ც ი ც ი ა ნ ო ვ ი და მიართვეს მას, რომლისათვისცა ითხოვს მისთვის ნათესავთაგან მისთა გამოსახსნელად მისა ს ა მ ა ს / თ უ მ ა ნ ს და დღემდე ლეკისა ერნი იგი, მარადის მქცეველნი მისნი, არ აძლევენ არცა მცირესა მოსვენებასა. დღეს ვუწყით ჩვენ ვითარიცა კავშირი არსებობს ორთა დიდთა იმპერიათა ჩვენის მფარველის ყოვლის რუსეთის და ოსმალთა შორის, და ჩვენთვის წარმოდგომილის რუსეთის იმპერიასა არ ძალუცს არცა მცირისა მიზესისა მიცემა დასარღვეველად ორისა იმპერიისა ამას შორის დაცულისა თანხმობისა, მაშა ყ~დ უმდაბლესად ვითხოვ, მაღალ-დიდებულ მინისტერიავ, მიიღოთ განსადიდებელად ესე ვითარი მდგმობა ქვეშევრდომისა თქვენისა საქართუჱლოჲსა, – მისწეროთ კონსტანტინეპოლში მყოფს აქაურს უფალს, რათამცა მან ხმარებულ ჰყოს პორტისა თანააღდგომილება თვისი ფიცხელად მიწერესათვის ახალციხის ფაშისადმი, ვ~დ მან ზემოხსენებულნი ლეკნი მამულსა შ~ა თვისსა არა მიიღოს, და ამიერიდგან სრულიად არ იყოლიოს იგინი; ხოლო ქართველნი იგი ლეკთა მიერ დღემდე ტყვედ წარყვანილნი იყვნენცა მოქცეულ ჩვენდა; და უკეთუ ესე ფაშის მის მიერ არა იქმნების ქმნილ, მაშინ მისა და საქართველოსა შორის არა ოდეს იქმნების მშვიდობა, და ესე ვითარსა ჟამსა მომავალსა დროსა შ~ა არა გვრაცხდნენ ჩვენ მიზეზად, რომლისათვისცა მაქვს პატივი მაღალ-დიდებულისა მინისტერიასა მისთვის მოხსენებად.
პოლნომოჩნი მინისტრი თავადი გ ა რ ს ე ვა ნ / ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე.
იანვრის ბ, წელსა ჩღჟთ.
150. წერილი თავად ბეზბოროდკოსადმი თავად გ. ჭავჭავაძისაგან. 1799 წლის 8 იანვარს.
დღეს ახალციხის ფაშა კ~დ იყრის ჯარსა ლეკისასა და ინახავს მათ თვისთანა, რომლისა ძალითა საქართველოს, მამულსა ჩვენსა, ჰმართებს ჰქონდეს დიდი განუსვენებლობაი, რ~ლისა მიხედვასცა შინა უმდაბლესად ვსთხოვ თქვენს უგანათლებულესობას ბრძანებისათვის შუამავლობისა, რათამცა აწ რუსეთის კარიდამ ც ა რ ი გ რ ა დ ს შ~ა წარსაგზავნელმან დესპანმან, ძალისა მებრ აწმყოსა ოთამანის პორთის მშვიდობისა და მეგობრობისა დაზავებისათანა, წინადაუგოს მუნ ახალციხეს შეუკრებელობა ლეკის ჯარისა და გაყვანაცა მათი, რ~ლნიცა აწ მოსანადირებელად და შესამჭიდროებელად სამეფოჲსა ჩვენისა ჰყავთ შეყრილი. ესრეთვე ყ~დ უმდაბლესად გთხოვ, უგანათლებულესო თავადო, არა ერთგზის მრავალთა ჩემმიერ მორთმეულთა საქმეთა ზ~ა წერილნი თქვენისა უგან–მი არ მისცეთ დავიწყებასა, ვინადგან მე, არა მექონი მათთვის რეზოლუციისა, ვშთები წინაშე მეფისა ჩემისა დღემდე უპასუხოებასა შ~ა.
უფროს ვიკადნიერებ მოხსენებსა მდგომარეობისათვის ჩვენისა თქვენისა უგან–დმი, რომელ დღეს ადგილსა ზედა აღა-მაჰმად-ხანისასა არს მეორე, რომელიცა ეცდება, ვ~დ ჩვენკერძოთ ვაღიაროთ ჩვენ იგი დიდებულს ხელმწიფედ, ამისათვის საჭირო არს, რათა გვამცნოთ ჩვენ რაიმე – თუ ამას ზ~ა ვითარისა პასუხისა მიცემად შემძლებელ ვიქმნეთ, რომლითაცა არა იწარმოოს პირისპირ თქვენსა საწყენი და ჩვენთვის შემარყეველი სახე.
151. წერილი თავად გ. ჭავჭავაძისაგან საგარეო საქმეთა კოლეგიაში. 1799 წლის 18 იანვარს.
რადგანაც ინება მათმან იმპ. დიდ. და ყ~დ უმოწყალესმან მფარველმან მეფისა და ყოვლისა სამეფოჲსა მისისამან ღირსყოფა მაღალმონარხულითა განდიდებითა თვისითა ყ~დ ქვეშევრდომებრთა თხოვილთა მისთა, მაშინ მე, მქონებელსა მეფისა მის ჩემის წოდებისა და ჩემ ზ~ა მის მიერ დადებულისა საკუთარისა ბრძანებისა, მაქვს პატივი მოხსენებად შემდგომთა სათხოვართა მაღლისა მინისტერიისა:
ა. და ვ~დ მისი უმაღლესობა მეფე, ხელმწიფე ჩემი, მიმღები სათანადოჲთა აღმსარებლობითა მაღალმონარხიულისა მისის იმპ. დიდებ. მიერ განდიდებისა თხოვილთადმი მისთა პირველადვე მისაქცეველად ყ~თა უწესობათა ვითარნიცა იშობებიან, ყ~დ ქვეშევრდომებრივ ითხოვს, რომ ამჟამად საქართველოსა შ~ა მისის დიდებულების უმაღლესის ნებით რუსეთის გასაგზავნელს ჯარში არავინ იყვნენ ქართველთაგანნი მიმსვლელნი მუნ ძალთათანა, ხოლო უფროს პოლკოვნიკი თავადი დ ი მ ი ტ რ ი / ო რ ბ ე ლ ი ა ნ ო ვ ი, რომელიცა, უკეთუ აქაურთა ჯართა თანა იქმნების მუნ გაგზავნილ, შეუძლებელი არის, რომ ჩემის მეფის ხელმწიფის საეჭვო და საწყენი არ იყოს.
ბ. ვ~ა სამეფო საქართველოჲსა მოცულ არს ერთკერძოთ კავკასიის მთებითა და ჭ ა რ ე ლ თ ა ერითა, ესრეთვე მეორე ადირბეჟანის მხარეს თვით ა რ ე ზ ი თ, მაშინ ამისთვის ითხოვს ყ~დ ქვეშევრდომებრივ მეფე, ჩემი ხელმწიფე, დროზედ, უკეთუ საჭიროება და აუცილებლობა მოითხოვს თვით მხედრობით წარსვლასა მისსა, ანუ რომელისამე მხედართმთავრისა თვისისა გაგზავნასა დამშვიდებისათვის ზემოხსენებულთა, ოდესმე შემაწუხებელთა მისთა, მეზობელთა ზ~ა, რომ მხედართმთავარს რუსეთის მხედრობისასა საქართველოსა შ~ა დღეს და ერთგზის ჰქონდეს აქედამ მიცემული უმაღლესი ბრძანება წარვიდეს მშვიდობით თვისთ-ერთად საქართველოჲსა მხედრობისათანა ოდესცა მას ებრძანების მეფისა კერძოთ თვისით აღმთქმელისა და ფიცის მარწმუნებელისაგან, რომ თუ არ გაჭირვებულის საქმით, რუსეთის მხედრობათა მათ არა იხმარებს არაოდეს, ხოლო ოდენ ჰსურს ჰყვანდეს იგინი მხედრობათა თანა თვისთა შესაშინებლად მტერთა და განსაფენელად ხმისა, რომ რუსეთის მისის იმპ. დიდებ. მხედრობას საქართველოსა შ~ა მყოფს აქვს ბრძანება ერთად ქართლის ჯართათანა იმოქმედონ პირის-პირ მტერთა შინაგან საზღვრებისა ამის, რომ თვით ამ საქმით შეიპყრობს ყ~ლთა მეზობელთა ერთა მათ მეფე, ხელმწიფე ჩემი, სფეროთა შორის თვისთა, და გარეგან საზღვართა ამათ არა იკადრებს, თვინიერ უმაღლესისა მისი დიდებულების კარის მოხსენებისა, დააშვროს ძლევამოსილი მხედრობა ყ~ლისა რუსეთისა, რომლისათვისცა, თანამდებობისამებრ ჩემისა გამომაცხადებელი, უმდაბლესად ვითხოვ ზემოცხადქმნილთა ნიშნებთათვის შ~დ არრა უმეტეს დამაშვროთ და მოიოხოთ უმაღლესი მისის იმპ. დიდებ. ბძანება.
152. თავად გ. ჭავჭავაძის წერილი თავად გიორგი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონისადმი. 1799 წლის 29 იანვარს.
ბრძანებითა მეფისა, ხელმწიფისა ჩემისა, და ყოველთა სამეფოსა შ~ა მისსა ქვეშევრდომთა მისთა თხოვითა, ვსთხოვ თქვენს ბრწყინვალებას, რომ განუახლოთ მშობელსა ქვეყანასა თქვენსა წინაპართა თქვენთა სიყვარული და დასდვათ საუკუნოჲ ვალი ვითარცა მეფესა, ესრეთვე მუნებურთა მცხოვრებთა და ეკკლესიათა, მუნით წარმოღებულის წმიდის ნისას ჯვარის მუნვე წარგზავნითა, რომელიცა გაქვსთ დღეს თქვენ, და რომლისაცა ძალი არს შემძლებელ, კეთილ სასოებისამებრ თქვენისა, მუნითცა გფარვიდეს თქვენ და საყვარელთა სახლეულებათა თქვენთა.
ს. პეტერბურღით.
153. თავად ჭავჭავაძის წერილი საგარეო საქმეთა კოლეგიისადმი. 1799 წლის 15 თებერვალს.
მე, მიმღებელი ადრითვე მოლოდებულისა ჩემ მიერ სასიხარულოჲსა ამის ნოტისა მათის იმპ. დიდებ. მაღლისა მინისტრისაგან და მცნობელი მის ძლით მაღალ-მონარხულისა მოწყალებისა მისისა სამეფოსა ზედა მეფისა ჩემისა ხელმწიფისასა, მოვიღებ თქვენ მაღლისა მინისტრისადმი ერთსულობითსა მადლობასა კეთილ-მზრუნველობით მოპოვნებისათვის ჩვენდა უზენაესისა მის კეთილნებობისა, და ვითხოვცა კვალად უმდაბლესად განახლებასა მისსა თავსაცა ზედა ჩემსა, რათა მოიოხოთ ვითარცა მამამან შვილსა და გამოითხოვოთ მათის იმპ–ის დიდ. დიდის ხელმწიფისაგან უმაღლესი ნება წარვლინებისათვის ჩემისა ხელმწიფისადმი სათანადოჲთა სახით ფამილიითურთ ჩემით, ვითარცა მოწმად დასწრებისა მუნ მათდა ჩემისა, ვინაჲდგან დამიყვიეს აქა რაოდენიმე ჟამი და მიმიღიესცა მცირედი ცნობა შესაბამად მიღებისათვის მის მოწყალებისა, რომელიცა შეუდგების უმაღლესითა მით მონარხულითა კეთილნებობითა, ესრეთვე ესე ვითართა განმაცხოველებელთა მაღლისა საფარველისა და სიუხვისა მიმღებლებთა ძეთათანა საქართვერლოჲსათა დღესასწაულებად და პირისპირ მოხსენებად მეფისა, ხელმწიფისა ჩემისა, ზოგად მათისა ამის სასიხარულოჲსა მოწყალებისა და თქვენისაცა ეგე ვითარისა მისდამი კეთილმიდრეკილებისა, რომელი ვითარცა ვჰგონებ მე, დაუკარგავად დროჲსა უმაღლესითა ჯერჩინებითა თვითა ცხადჰყოფს თქვენდაცა უზაკველსა მზგავსსა უმაღლესისა მოწყალებისა ამის მადლობასა; ხოლო მე კერძოთ თვისით დამაყენებთ მარადის მოვალედ განსადიდებელისა მის სახისა თქვენისა, რომლისადმიცა დღემდე უღრმესითა პატივისცემლობითა ვჰგებ.
154. ამონარიდები ბატონიშვილის დავით გიორგის ძის წერილიდან, წარდგენილი თავად გ. ჭავჭავაძის მიერ საგარეო საქმეთა კოლეგიაში. 1799 წლის 22 მარტს.
გადმოწერილი ჩღჟთ წელსა, ფებერვლის გ რიცხუსა, მათის უგანათლებულესობის საქართველოს მემკვიდრის მეფის ძის დ ა ვ ი თ ი ს მოწერილის წერილით ბრძანებითა მშობლისადმი მისისა, მათის უმაღლესობის მეფის გ ი ო რ გ ი ს ა თ ა, სრულ-შემძლებელ დესპანს თავადს ჭავჭავაძესთან.
ა. „ორი თქვენი წერილი მივიღეთ, რომელშიაც იწერებით, რომ ყ~დ უმოწყალესმა ხელმწიფემ გვიწყალობა ჯარი და ლინიაზედ დარჩომილი არტილერია. უწყით თქვენ არაკი ქართული: ჯერ არს, რათა იყოს საქმე თვისსა დროსა შ~ა ხმარებულ, ხოლო სხვას ჟამს არცაღათუ მსახურებს ყურადმღებლობასა; და არცა მოუხდების სამეფოსა ჩვენსა საქმე ყუანებული ყოვნებით.
ბ. დღეს გ რიცხვს ამ თვისას მოვიდა ერევნიდამ მოსაქმე ჩვენი ჯ ა ღ ა თ ა შ ვ ი ლ ი: ერევნის ხანი გვწერს წერილითა თვისითა, ვ~დ დღევანდელი სპარსეთის სარდარი ბ ა ბ ა ხ ა ნ ითხოვს მისგან ო ც დ ა ა თ ი ათასს თუმანს და თორმეტს ჩინებულთა სახლთაგან მზევალთ, – თვითცა ხსენებული ბაბახან ახლანდელს გაზაფხულზედ განიზრახავს მოსვლას გ ო გ ჩ ა დ წოდებულს ტბაზედ, რ~ცა არის მდებარე ქართლისა და ერევნის სამფლობელოსა შორის.
გ. გრდა ამისა, წერილებით გამოგზავნილი ელჩი მათს უმაღლეს–ბას მეფესთან მოვიდა სამეფოსა შ~ა ჩვენსა, მაგრამ დღემდე არ უნახავს მეფე, რ~ლსათვისცა არა ძალმიცს თვითოეულად მოწერა თქვენდა ხსენებულთა წერილთა შ~ს მპყრობილთა ძალთა.
დ. ყარაბაღის ი ბ რე ი მ - ხ ა ნ მ ა ნ მისწერა ბაბა-ხანს სარდარს, ვ~დ „მეფე საქართველოჲსა და ს~დ საქართველო ითხოვენ უმაღლესისა ყოვლისა რუსეთის ტახტისაგან საფარველსა შენგან განსარინებელად თავისა და სამეფოსა თვისისა“, რომლითაცა მისცა მიზეზი საქართველოსა ზედა დაახლოვებისა დასამორჩილებელად მისა; ჩვენცა, უმაღლესისა დიდისა ხელმწიფისა კეთილნებობისა მოლოდებასა შ~ა მყოფნი, ვაკლდებით ყოველთა შესაძლებელთა დონეთა.
ე. აუცილებელი მოსვლა სპარსეთის ხანისა ამის საქართველოსა ზ~ა გვაიძულებს ჩვენ ვითხოვოთ შენგან ვითარმე ამას ზ~ა სასარგებლოი რჩევა, – ვითარ ჰგონებ შენ, რ ა ი / თ ა ნ ა გ ვ ა ც ს / ჩ ვ ე ნ / ყ ო ფ ა დ / მ ი ღ ე ბ ა დ მ დ ე / ჩ ვ ე ნ გ ა ნ / მ ი ს ი ვ ე / ხ ვ ე დ რ ი ს ა, / ვ ი თ ა რ ნ ი ც ა / მ ი ვ ი ღ ე ნ ი თ / ჩ ვ ე ნ / დ ა ს ხ მ ი ს ა / ძ ა ლ ი თ / ა ღ ა მ ა ჰ მ ა დ ხ ა ნ ი ს ა? მერწმუნე მე, უკეთუ ძალი შემძლებელი ყოვლისა რუსეთის მხედრობისა წინამბრძოლად განზრახვისა მისისა მსწრაფლსა დროსა არა განცხადნების საქართველოსა შ~ა, საეჭველია, რომ ჰაზრი მისი არა დაგვირგვინდეს მისგამო მოლოდებულითა წარმართებითა.
ვ. მათმა უმაღლესობამ მეფემ, მშობელმან ხელმწიფემან ჩემმან, მიბრძანა მე გაუწყო შენ ამისთვისცა: რაიცა შეუდგეს ცხადსაყოფელსა ამას – ისწრაფე ყოვლითა შემძლებლობითა მოხსენებად ჩვენდა თვინიერ ყოვლისა ბრკმოობისა“.
ხოლო მე (გ. ჭავჭავაძე), ყოვლად უმდაბლესი იგი, ვკადნიერობ მორთმევასა წერილით გადმოწერილისა ამისსა, რომელმანცა არა ერთგზის მოვახსენე ყოვლისა რუსეთის უმაღლესს კარს ზემოცხადქმნილთა გარემოებათათვის, და ამისთვის ვითხოვ დღეს ოდენ, რათა განუგრძელებელად დროჲსა ღირსმყოთ მე ვითარცა ამას ზედა, ესრეთვე თანასწორ ყოვლად ქვეშევრდომებრივ მორთმეულთა ჩემ მიერ სხვათაცა სასარგებლოთათვის ნებასა მაღალმონარხულისა დიდისა იმპერატორისა კეთილნებობისასა – ვითარსაცა ინებებთ, – რომლისა მიღებისა შემდგომად უძლოთმცა მიღება ზომათა დაცვისათვის არა თუ ოდენ სამეფოისა ჩვენისა, ა~დ სხვათა მეზობელთა ქვეშევრდომთა ჩვენთა შეუჭირველობისთვისცა.
სრულ-შემძლებელი დესპანი,
თავადი გ ა რს ე ვ ა ნ / ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე.
მარტის კბ დღეს, წელსა ჩღჟთ.
155. დავით ბატონიშვილის წერილი თავად გ. ჭავჭავაძისადმი. 1799 წლის 26 აპრილს.
ამათმა სიმაღლემ მიბრძანა თქვენთან გამოცხადებად ყარსისა და ჩვენის სამდურავისა – მიზეზი და ვითარება როდესაც სცნა ოსმალთაგან საჩივარი:
თუმცაღა თქვენ ეს საქმე განყოფითად იცით, რომ აღამამადხანს უწინაც ნიადაგ [ოთომანის] კარისა და [ახალციხის] ფაშის შეუკითხავად ა ლ ი ბ ე გ ჩვენს ელებს გვიბირევდა და მიჰყავდა თავისთან, და იქიდამ აქურდებდა და აავკაცებდა და უმეტესა მაშინ დაამტკიცა, როდესაც აღამამადხანისაგან ნახა ეს ქვეყანა დასუსტებული, რომელმაც არა თუ მხოლოდ ჩვენი ელნი გარდაგვიბირნა, შეხიზნულთაცა არღარ მისცა ნება წამოსვლად თავის მშობელს ქვეყანაში და მუნით ათარეშებს და სამდურავს უგდებს ჩვენთ ყმათ ჩვენში. ეს საქმე უ ს უ ფ / ფ ა შ ა ს ა ც მისწერა ამათმა სიმაღლემ, რომელიც ახლა ვეზირად წაიყვანეს არზრუმიდამ, მაგრამ არც იმის ბრძანება შეიწყნარეს და არც ჩვენი ყმა დაგვანებეს, და არც ავაზაკობისაგან დასცხრენ.
ოდეს ჯ ა ფ ა რ ყ უ ლ ი ხ ა ნ თავის ძმას მოადგა ხ ო ი ს, მაშინ ერევნის წახდენაცა სწადდა, და მამადხანს რადგან ჯარი ეთხოვნა, და შესაწევნელად ერევნისათვის და დასაცველად სარდალი და მოურავი ციციშვილი გიორგი რომ მიაშველა ჯარით, რომელსაც დრო ითხოვდა ამა პოლიტიკასა, ეს ჯარიც დასაცველად იმ ჯარისა წააყენა შ ო რ ა გ ლ ი ს ა კ ე ნ ამათმა სიმაღლემ. თუმცაღა სახე ესე აქვნდა ამას ალიბეგისაგან ელების თხოვნისა, მაგრამ აზრი ზემოხსენებული იყო, მაგრამ ოსმალთ თავის განუნახველობით ვეღარ გასინჯეს საქმე, მოვიდნენ და შემოგვებნენ, და მაშინ დამარცხება ჩვენის ჯარისა პოლიტიკისაგან უცხო იქმნებოდა, და თუ სამტეროთ ამათის სიმაღლისაგან წარგზავნილ ვყოფილ-ვიყავით, მაშინ ზიანი რამე ეცემოდათ მათ, და არათუ მხოლოდ ზიანი, ციხეებიც აიღებოდა ბ ა შ შ ო რ ა გ ლ ი ს ა, / უ ზ უ ნ ქ ი ლი სი ს ა / დ ა / ყ ი ზ ი ლ ჩ ა ხ ჩ ა ხ ი ს ა, და უმეტეს მაშინ არ შეიძლებოდა ამათის სიმაღლისაგან ოსმალთ წყენა, როდესაც კოსტანტინეპოლეს უძლეველი მხედრობა რუსეთის იმპერიისა მიმშველებლად არის, ვინადგან საქართველოც რუსეთზედ არის მოკიდებული.
ამათმა სიმაღლემ მომცა მე ბრძანება, რომ გამოაცხადოთ თქვენცა შესაბამსა ადგილსა დაუნაშაველობაი ჩვენი და ესრეთ მართლად აღმოაჩინოთ უბრალოებაი ჩვენი ამით.
დ ა ვ ი თ ი.
ტფილისი. 1799 წ. აპრილის 26.
დღესაც ხვანთქრის ფარვანები შინ უწყვიათ, რომელიც ამ ახლოს ხანში მოუვიდათ ყარსის ფაშას და ალიბეგს, მაგრამ ჩვენს ელებს კიდევ მაინც არ გვაძლევენ, და თუ კი მაგათთან ოსმალმნი შერიგებულნი არიან, ამას რატომ ასე შვრებიან? ხელმწიფემ ერთი აფიცარი გამოგზავნოს, რომ ჩვენ ელი მოგვცენ.
დავით.
156. თავად გ. ჭავჭავაძის წერილი გრაფ ოსტერმანისადმი. 1799 წლის 12 მაისს.
უკანასკნელს წამს ჩემს თქვენის ბრწყინვალების ნახვასთან მინდა მომეხსენებინა თქვენთვის, მაგრამ მოუხსენებლობის მიზეზად დავიწყება მექმნა: იქნება ჯერ უმაღლესის კარიდამ ჩემი წამოსვლა მეფეს, ჩემს ხელმწიფეს, არ მოხსენებოდეს, და ამისათვის, თუ ჩემს სახელზედ პაკეთი მოვიდეს, ვითხოვ მათს მაღალ მსვლელობას უფალს ტაინი სოვეტნიკს სერგეი ლაზარიჩს ლაშქაროვს უბრძანოთ იმან გახსნას, და თუ საჭირო იყოს რამე, მაღალ-დიდებულს მინისტერიას მოგახსენოს, რომლისათვისცა მეც საკუთარის წერილით მითხოვნია. სხვებრ ვსასოებ, რომ თქვენი ბრწყინვალება თავის კეთილმზრუნველობას მარადის გვიჩვენებს ვითარცა მეფესა, ხელმწიფესა ჩემსა, ესრეთვე სამეფოსაცა მისსა.
მაისის იბ, წელსა ჩღჟთ. მოსკოვით.
157. თავად გ. ჭავჭავაძის წერილი მოსკოვიდან ს. ლ. ლაშქარიოვისადმი. 1799 წლის 12 მაისს.
ამ თვის ათს აქ მოსკოვს მოველ და ღვთის მოწყალებით ვსასოებ აქედამაც მალე წავიდე, მაგრამ ვითხოვ თქვენის მეგობრობისაგან ჩემმაგიერი თანამდებობა თქვენ აღასრულოთ, და თუ მათის უმაღლესობის მეფის, ჩემის ხელმწიფის, პაკეთი, ჩემთან წარმოგზავნილი, მოვიდეს მანდ, თქვენ გახსნათ, და რაც საჭირო იყოს მაღალ-დიდებულს მინისტერიას მოახსენოთ, რომელზედაც მათის ბრწყინვალების ვიცე-კანცლერისათვისაც წერილით გამომიცხადებია ესევ ჰაზრი.
მაისის იბ, წელსა ჩღჟთ. მოსკოვით.
158. თავად ჭავჭავაძის წერილი მოზდოკიდან ს. ლ. ლაშქარიოვისადმი. 1799 წლის 11 ივნისს.
ერთი წიგნი მოსკოვიდამ მოგართვი, რომელიცა ადრითვე მოგერთმეოდათ, და გუშინ რომ ამ თვის ათი იყო აქ, მოზდოგს, გიახელ და ღვთის მოწყალებით აქედამაც დაუგვიანებლივ წავალ.
მე ხომ ჩემის სათანამდებოს საქმის სრულყოფას ვეცდები, მაგრამ რომელიც მაღალ-დიდებულის მინისტერიიდამ ნ ო ტ ა მებოძა და ან სიტყვა მებძანა ჯარისა, და ადრეთვე ბოძებულის არტილერიისა ხელმეორეთ ბოძებისა და გაშვებისა, ჯერაც ამ ჟამამდინ მოქმედებაში არ შესულან: ჯარიც აქავ არის, რომელსაც აქედამ დაძვრისა და საქართველოსადმი გზისშედგომის ბრძანება არ ჰბოძებიათ, და ხსენებული არტილერიაც რუსეთისა სხვასა და სხვას პროვინციებში არის დაფანტული და დარიგებული; და ეს ჯარიც რომ გადავიდეს, ამათ თავიანთ არტილერიას გარდა არა გადმოჰყვებათრა სხვა არტილერია. მე ეს ჩემ თანამდებად ვიცოდი, რომ გამოგიცხადე, და ახლა შენი ნება არის სათანადოს ადგილს გამოცხადებაც და გამოუცხადებლობაც.
ივნისის ია, წელსა ჩღჟთ. მოზდოგს.
159. თავად გ. ჭავჭავაძის წერილი თბილისიდან ს. ლ. ლაშქარიოვისადმი. 1799 წლის 16 ივნისს.
ივნისის ა აქ თბილისის ქალაქს, მოველ, მათის უმაღლესობის მეფის, ჩემის ხელმწიფის, ნახვას ღირსვიქმენ, რომელმაც დიდის მოწყალებით მიმიღო.
სხვა ამბავი ესე მოგხსენდეს: მე რომ უმაღლესის კარიდამ გამოტანებული ღრამოტა მქონდა ამის უმაღლესობის მეფის მისართმეველად, – დიდის მადლობით მიიღო, და როდისაც პეტრე ივანიჩი კოვალინსკი და სააქაო ჯარი ჩვენს გრანიცაში შემოვლენ, და იმათს იქ მოსვლას ვსცნობთ, მაშინ ამათი უმაღლესობა მეფე, ხელმწიფე ჩემი, მიიღებს ხსენებულსა ღრამატასა სათანადოჲთა დღესასწაულობითითა სახითა, ხოლო საქმენიცა ორისავე კერძოსადმი სასარგებლონი სრულ იყოფიან, მოვლენან რა იგინი აქა, დ საქმით სრულსაცა წერილსა მიიღებთ მაშინ. სხვებრ ვითხოვ, თუ აქედამ ჩემთან მოწერილი წიგნები მიგეღოსთ რამე, ნახული ხომ გექნებათ, და მიბოძოთ, თუ სახმარი იყოს.
ივლისის ივ, წელსა ჩღჟთ. თბილისს.
160. განცხადება გიორგი მეფისაგან რუს წარგზავნილს საქართველოს სამეფო კარზე სახელმწიფო მრჩეველ პ. ი. კოვალენსკის. 1800 წლის 14 იანვარს.
ესრეთ განეცხადოს: ამ ჟამად უმაღლესს კარზედ უმდაბლესის მადლობის მოსახსენებლად ჩვენს ელჩებს რომ ვისტუმრებთ თქვენის მამაშვილობისაგან ამას მოველით: რომელიც ამათ პატივი და ჩინი აქვსთ, ჩვენგან ბოძებული, თქვენც უმაღლესს კარზედ ამ პატივით და ჩინით გამოაცხადოთ – სრულშემძლებელი დესპანი, დიდი პოსოლი, სპასპეტი, თავადი გარსევან ჭავჭავაძე, საიდუმლოდ-თანამზრახველ-მოქმედნი თავადი გიორგი ავალოვი, სამოქალაქო მრჩეველი მდივანთ-უხუცესი თავადი ელიაზარ ფალავანდოვი.
მეორე წიგნიც ამაზედ მისწეროთ, რომ ჩვენმა ყმამ მოქალაქე თოვლინაშვილმა ჩვენის ყმის ბეითალმანი საქონელი ინდოეთიდამ გამოიტანა და აქ აღარ მოდის, და აღარც იმ ჩვენის ყმის ბეითალმანი საქონელი მოაქვს; ამის წიგნი რომ მისწეროთ თავის შესაფერ ალაგს – ის ამ ჩვენს ელჩებს გაატანეთ, რომელიც რიგი არის ამათ ისე იმოქმედონ იმ საქონლის საქმეზედ. ესეც მისწერეთ, რომ მოზდოგში კონსოლად ს ტ ე ფ ა ნ ე / ა უ შ ტ რ ო ვ ი დაადგინონ, რომ ჩვენის ქვეყნიდამ მისულის კაცის პაშპორთი და მისვლა იმან გასჩხრიკოს ყოველთვის.
წელს ჩყ, იანვრის იდ. თბილისს.
161. განცხადება გიორგი მეფისაგან სახელმწიფო მრჩეველ კოვალენსკის. 1800 წლის 27 იანვარი.
თქვენ რომ გვკითხავთ ჩვენის ელჩების მისატანელი არზა რა არის, – თუმცა ამას წინათ ჩვენ სიტყვითაც გამოგიცხადეთ, ახლა წერილითაცა გწერთ, რომ ჩვენი სათხოვრები ეს არის:
ა. სამიათასი კაცი აქ საუკუნოდ სამყოფელად.
ბ. ბაბახანთან ჩვენისა და ადრიბეჟანის გრანიცის დადება.
გ. ახალციხის ფაშისაგან ლეკის ჯარის მოუყვანლობა და წაუხდენლობა ჩვენის ქვეყნისა.
დ. დაღისტნის ბეგებისაგან ჩვენზედ დიდროვანის ჯარებით მტერობით ხელისაღება.
ე. არტილერია რომ გვებოძა – იმ არტილერიის დანარჩომის ბოძება.
ვ. საზოგადოებაში – როგორც ჩვენს ქვეყანაში პური ფასობდეს, ისე (რუსეთის) იმათმა ჯარმა იყიდოს.
მეშვიდეთ და მერვედ, – ეს ზეპირად დაჰბარებიათ: მათს უწმიდესობას (ქათალიკოზს), ჩვენს ძმას, და ჩვენს ძმას ვახტანგს, და ჩვენს შვილს იოანეს კავალერია უთხოონ.
ეს ზემოთქმული ექვსი ნოტები ჩვენს ელჩებს ინსტრუქციათ მისცემიათ, რომ იმათ იოხონ თავიანთის კანონით.
ჩყ წელსა, იანვრის კზ.
162. გიორგი მეფის სიგელი სომეხთა არქიეპისკოპოსს იოსებ მხარგრძელს (არღუთინსკი-დოლგორუკის). 1800 წლის 14 მარტს.
ყ~დ სამღვდელოებას არხიეპისკოპოზს
უფალს იოსებს.
ჩვენგან მარჯვენეს მთხვევნა და მრავალი მოკითხვა მოგხსენდესთ. მერე ბოლოს ჩვენი სიტყვა და მოწერა ეს არის, რომ აღარ დაიგვიანოთ და წამობძანდეთ. თქვენ რომ მოგეწერათ, ჩვენ ის საქმე ადრივ გარიგებული გვქონდა, და აღარ უნდა დაიგვიანოთ; ეს არის რომ წამობძანდეთ და აღარ შეიცადოთ, დაგვიანება ყოველს საქმეს მოშლის. სწორე ეს არის, რომ ოცს აპრილამდის აქ უნდა მობძანდეთ, ამ ვადას აღარ უნდა გადააცილო და ამ ვადამდის მობძანდეთ; თუ დაიგვიანეთ, დაგვიანება ყოველს საქმეს მოშლის. ოცს აპრილამდის უნდა რომ აქ მობძანდეთ, სწორე ეს არის, ტფილისის ქალაქში უნდა ბრძანდებოდეთ. წმინდა ლახვარი აქა ბრძანდება, და მისმა მადლმა და ძლიერებამ ყოველი სნეულება განაქარვა და განსდევნა, და უნდოდათ, რომ წაესვენებინათ, მაგრამ თქვენ მოგელისთ, რომ თქვენ წაასვენოთ და თქვენ წაიღოთ, და ის ორი ეპისკოპოზი რომ გეთხოვნათ, ისინი მანამდინ მანდ მოვიდოდნენ დიდი ხანი გამოვიდოდა, ისინი ფოშტით ხომ ვერ ივლიდნენ და ნელა უნდა ევლოთ, და ამაში სამი თთვე (ან) ოთხი დაუგვიანდებოდათ, და აბა როგორ იქმნებოდა? რომელიც მუჯალამა გეთხოვნა იქიდამ, ის მუჯალამა გამოვგზავნეთ; ეპისკოპოზებისათვის, რომ მოგვეცადნა და იმათის ხელით გამოგვეგზავნა, სამს და ოთხს თთვეს დაიგვიანებდა. ის მუჯალამაც მოგერთმევა და აღარ დაიგვიანოთ და მობრძანდეთ.
მეფე ყოვლისა საქართველოჲსა და სხვათა გ ი ო რ გ ი.
წელსა ჩყ, მარტის იდ. თბილისით.
163. გიორგი მეფის წერილი გენ. კნორინგისადმი. 1800 წლის 16 ივნისს.
ამ თვის თ ბაბახანის გამოგზავნილი კაცი მოვიდა და ფარვანი მოეწერა; ჩვენ ამ კაცის მოსვლა და ფარვანის მოტანა მისს მაღალშობილებას სტატსკი სოვეტნიკს, მათის იმპ. დიდებ. ხელმწიფის მინისტრს, პეტრ ივანიჩს კოვალენსკის გამოეცხადა; ჩვენ და მინისტრი ერთად შევიყარენით და ის ბაბახანიდამ მოსული კაცი ისე მოვაყვანინეთ, და ერთათ ვნახეთ, და რაც ფარვანში ეწერა, ის სიტყვა ჰქონდა დაბარებული, და ან ჩვენგან რაც ეთხოვნა – შეიტყევით. მასუკან ჩვენ და მათის იმპ. დიდებ. ხელმწიფის მინისტრი ერთათ შევიყარენით და რაც ჩვენს ქვეყანას უჯობს, და ან დაწყობა გაეწყობა, ვარჩივეთ, და იმას მასუკან ეს ჩვენი საყვარელი უფალი მინისტრი პეტრე ივანიჩი მოგწერსთ; და რომელიც ბაბახანიდამ და მისის შვილისა, და სარდლიდამ მოსული ფარვანები, და წიგნები იყო ისინიც მანდ მოგართვით, და რაც თხოვილი იყო იმათგან იმასაც ამისის მაღალშობილების უფლის მინისტრის მოწერილობით სცნობთ და იმ ფარვანებითაც მოგხსენდებათ; ეს ფარვანები და ამბავი ტყუილი არ გეგონოსთ და ან საეჭოთ არა გქონდესთ, ეს მოწერილობა და ამბავი მართალი არის; ჩვენცა გვყავს კაცნი გაგზავნილი ჯაშუშათა, რომ იმათგანაც ვიცით და შევიტყევით, რომ მართალი არის ეს ამბავი. ამას ვითხოვთ თქვენის მაღალმსვლელობისაგან, რომ რომელიც თქვენს საბძანებელს ქვეშე მხედრობა იმყოფება რაერთიც შეიძლოთ სწრაფად შემწეობა გვიბოძოთ, რომ ეს ქვეყანა მეორედ არ წახდეს. ვითხოვთ და ვევედრებით თქვენს მაღალმსვლელობას, რომ არ დააგვიანოთ ჩვენი შემწენი მხედრობანი, რომ ჩვენზედ მომსვლელნი მტერნი მრავლობით არიან, დაუგვიანებლად მოგვაშველოთ.
ჩყ წელსა, ივნისის იზ. თფილისს.
164. გიორგი მეფის წერილი თავად გ. ჭავჭავაძისადმი. 1800 წელს.
თქვენის კავკასიის ლინიიდამ წასვლის შ~დ არც წერილი მიმიღია თქვენი და არცარა ამბავი მსმენია, რომლისათვისცა ახლა დრო არის, რომ მწერდე. თუმცა აქაურის გარემოების უწინარეს ამისა კიდეც მოგწერე შენ, გარნა ჯერარს გამცნო პ~დ სასარგებლონი იგი ჩვენნი, რ~ლითათვისსა ადრითვე გთქმია, რომ მეზობელნი ჩვენნი ჭარელნი გვაწუხებენ ჩვენ მარადის, და მეორედ, ადრიბეჟანელთ, ხოის პროვინციაში მცხოვრებელთ, ურუმელთაგან მოვიდა ჩვენთან კაცი ასორების წერილით, რ~ლნიცა ერთხმობით ითხოვენ მოყვანასა თვისსა საქართველოს სამეფოსა შ~ა; ყოველნი იგი არიან ჵჭ [15 ათასი] გვარი. ერი ესე დროსა სანატრელად სახსოვნელის ჩემის მშობელის მეფობისასა სთხოვდნენ მიღებასა თვისსა, მაგრამ არა გვქონდა დრო აღსასრულებელად სურვილისათვის მათისა; ამისათვის თანაგაცს შენ მოახსენო უმაღლესს კარსა, და როგორც შეგეძლოს ეცადო, ამად უფრო, რომ აწინდელი გარემოება მწე გვეყოფიან ჩვენ კეთილისა ამისა საქმისა, უგანსაცდელოდ და მეზობელთ უწყინარად, აღმასრულებელად, და მათგან გამოგზავნილი კაცი დღემდე აქ ჩემთან მყოფობს, მომლოდნელი ამისთვის უმაღლესისა ნებობისა.
და შ~დ აქ მყოფი რუსეთის იმპერატორის მხედრობა, უკეთუ იქმნების ნება, რათამცა ყ~ლნი გამოგვყვნენ ჩვენ, და უკეთუ არა შეიძლებოდეს ყოვლისა, მაშინ ნახევარს რიცხვს ქვეითისას ყ~დ უმოწყალესობით ებძანოს ჩვენთან გამოყოლა ზემომოხსენებულთ გვართ მისაღებელად. ვსასოებთ ღ~თისაგან, რომ აწინდელის მუნებურის მდგომარეობის მიზეზის ძლით მოყვანა მათი იქმნების რიგიანად და საზოგადოს სასარგებლოდ, – ერნი ესე არიან ბ ე რ ძ ე ნ ნ ი, / ა ს ს ო რ ნ ი / დ ა / ს ო მ ე ხ ნ ი. მოახსენე ჩემს ყ~დ მოწყალესა ხელმწიფესა და მფარველსა, რომ ესე ვითარი საქმე ჩემს მცირეს სამეფოს მოსცემს რაოდენსამე სარგებელს. თანაგაცს შენ მარადის გარჯა ხსენებულისა ჯარისათვის, რომ მოეცეს მას ბძანება, რათა გამოგვყვეს ჩვენ მუნით, სადითმცა ითხოვს დამჭირნეობა. მრავალგზის მოგწერე მე, რომ მათის დიდებულების უმაღლესის კარის ხაზინიდამ ვალის სახედ ითხოვო ო ც ი / ა თ ა ს ი თუმანი, რაოდენისაც დროს განწესებას ინებებენ, რომლის ჯამისასაც აღვსთქვავ დადებულს დროზედ მოტანა აღვასრულო. უკეთუ მდაბალსა სასარგებლოსა ამას ჩვენსა – ვ~ა გამოყოლასა ჯარისასა, ესრეთვე ყ~დ უმოწყალესობით ვალის სახედ ჩვენთვის თეთრის ბოძებას არა შეუდგების მოწყალებითი კეთილნებობა და უმაღლესი მოხედვა, მაშინ ჩვენ დავშთებით შემჭიდროებულსა და შესაბრალებელსა მდგომარეობასა შ~ა, ვ~ა მოუხედველნი.
(ხელმოუწერელია, უბეჭდვო და ურიცხვო)
დ ა მ ა ტ ე ბ ა
170. წარდგინება იმერეთის მეფის დავითისაგან იმპ. ეკატერინე II-დმი. 1784 წლის მაისს.
სულისა ტრფიალებითა ძლით, უსაცთუროდ სასოებისა დამდებელი ყ~დ უმდაბლესითა კრძალულებითა გამოუთქმელისა ტახტისა წინაშე თაყვანისცემასა განვაცხადებ, და, ყ~დ უმოწყალესისა იმპერატორობისა ქვეშე ფერჴთა შევრდომით, ჩვენისაცა აღმართებისა და აღდგინებისა უმჴურვალესსა ვედრებასა განვიჴენ.
ყ~დ უდიდებულესო ჴელმწიფევ, მონარხობითისა შეწყალებისა ჩვენისა და მეორედ აღმართებისა, გამოხსნისა რა ნუგეშინისცემის დრონი და ჟამნი არიან, და ვინაიდგან თქვენის მოწყალებით გამოხსნილი არის ეს ქვეყნები, და ჩვენ უსჯულოთა მათ ოსმანიანთაგან მრავალი ხანი არის, რომ განთავისუფლებულ ვართ და ვესავთ დიდებულსა ჴელმწიფობასა თქვენსა, და ვადიდებთ, აურაცხელსა მოწყალებასა თქვენსა. აწ უმეტესად საზრუნავი არის იმერეთის შეწყალება, როდესაცა თქვენი ერთგული მონა და კურთხეული მეფე ჩვენი ს ო ლ ო მ ო ნ უწყალომან სიკვდილისა მახვილმან მიწასა შინა დაამკვიდრა, და ამისნი მსმენელნი, ყ~დ ბოროტნი მტერნი ჩვენნი, ოსმალნი გარემოს ქვეყნებისა ჩვენისა საზღვრებთა ზედა დადგენ და მარადდღე წარტყვევნისა და აოხრების მუქარას გვწერენ, და ფრიადის ლაშქრებით ჩვენზედ მახლობელ არიან, ვითარცა თვით მათგან მოწერილის წიგნებით და ბეჭდებით, და თვით ხვანთქრის გამოგზავნილის ფარვანით განეცხადება ყ~დ დიდებულსა ჴელმწიფებასა თქვენსა. ჩვენ თუნდა მზა ვართ ქრისტიანობისათვის სისხლთა ჩვენთა დათხევად, და ჩვენის შეძლებისაებრ თავსა ჩვენსა აღარ მიჰვსცემთ მონად და არცაღა ჩვენგან მათი ყმობა იქნება, და ღმერთმან ნუ ჰყოს, მაგრამ უმეტესის ჯარებით და შეძლებით მოვიდნენ, და მახლობელ არიან ჩვენზედ, ესრეთ, რომელ ყოველ ჟამ ომისა და შებმის ფიქრით მზა ვართ სისხლთა დათხევად და არღარა დამორჩილებად სარცხვინოსა უფლებისა მათისა. ამისთვის სწრაფის მგზავრობით გვიახლებია დიდი უფალი და მწყემსთ-მთავარი ჩვენი, ამისი უწმინდესობა კათოლიკოსი ყოვლისა საიმერეთოჲსა და აფხაზეთისა მ ა ქ ს ი მ ე, და ამასთანა ჩვენის ქვეყნის უპირატესი სარდალი და სახლთუხუცესი, და სიძე ჩემი კნიაზი წ ე რ ე თ ე ლ ი / ზ უ რ ა ბ, და ამასთანა მდივანბეგი ჩვენი კნიაზი დ ა ვ ი თ, რომელნიცა ერთობით თანაგანზრახვითა ჩვენითა, დიდთა და მცირეთა, ერთბამად აღვარჩიეთ, და დაგვირწმუნებია ყოველი სათხოველი ვედრება ჩვენი, და ესენი განაცხადებენ თითოეულად საზრუნველსა ჩვენსა, მოხსენებითა უგანათლებულესისა დიდისა ფელდმარშალისა და უწარჩინებულისა დიდისა თავადის გრიგორი ალექსანდროვიჩისათა, ხოლო სქესით ვიდრემე პ ო ტ ე მ კ ი ნ ი ს ა თ ა, რომლისა მომართ კურთხეულსა ძმასა ჩემსა, მეფესა სოლომონს, ბრძანებული იმედი ჰქონდა თქვენი უმოწყ–ის ჴელმწ–ისა მიერ.
აწ ჩვენცა ფრიადის ვედრებით ვთხოვთ მასვე მოწყალებას, რათა ჴელთა ქვეშე მაგისათა დაცული ვიქმნეთ და ყოველი საქმე ჩვენი მაგის უგანათლებ–ბას მოხსენებოდეს, და კეთილად განაგებდეს ყოველსა ქვეყნისა ჩვენისა საჭიროსა საქმესა, რომლისა მიმართ ყოვლისა ჩემისა მინდობით მეცა ესრეთ იმედეულ ვარ, და მორჩილებითა ყოვლისავე შეძლებისა ჩემისაებრ, და აწცა ჩემმიერი საწადელი სავედრებელი საქმეები მაგათის უგან–სა მიერ უნაკლულოდ განცხადდება, და საერთოდ დამტკიცებული ჴელითწერილი ბეჭდებისა სიმტკიცითა და აღთქმითა მოერთმევა ღვთის-მოყვარებასა თქვენსა.
დ ა ვ ი თ.
171. წარდგინება იმერეთის მეფის დავითისა, სასულიერო წოდებისა და დიდებულთაგან იმპ. ეკატერინე II-დმი. 1784 წლის 15 სექტემბერს.
ურიცხვთა ბრალთა და ცოდვათა ჩვენთა ძლით მიწაქმნილნი და ყ~დ დამდაბლებულნი, სრულისა საიმერეთოჲსა მკვიდრნი, ესე იგი უწმინდესი ქათალიკოზი, ყ~დ სამღუდელონი მიტროპოლიტნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღვდელონი წესნი, და ამათთანა ერთობით ქვემოჲსა ივერიისა მთავარ-ერისთავნი, სპასპეტნი, თავადნი, აზნაურნი და ყოველი საერო მხედრობა და წესნი – ერთბამად ერთურთისა თანაზრახვითა ვიკადრებთ თაყვანისცემად უმაღლესისა ტახტისა წინაშე და მდუღარითა ცრემლითა მვედრებელნი განვაცხადებთ ჭირთა ჩვენთა, რომელთაცა ძლიერად მოღვაწე, ჩვენი გამომხსნელი ჴელმწიფე, მეფე სოლომონ უწყალოსა სიკვდილისა მიერ მიგვეღო და ჩვენ ერთობით ობლად დატევებულ ვართ, მისთვის ყოველნივე მისისა დამიწებისა მგლოვარენი და მარადის სულთქმით მომხსენებელნი მისნი, რომლისა სახელი იყავნ საუკუნოდ კურთხეულ უფლისა მიერ.
აწ ყ~დ მოწყალებისა თქვენისა და ღ~თს მოყვარისა ჴელმწიფობისა მინდობილთა ამათ შემდგომად აღსრულებისა მისისა ერეთობით ყოველთა აღვირჩიეთ მეფედ და პატრონად ჩვენდა, ანდერძისა მისისაებრ, მემკვიდრე იმერეთისა ბაგრატიონი, უხუცესი ყრმათა შორის, ძე მეფისძისა გიორგისა – დ ა ვ ი თ, და დავაწიაღეთ სამეფოსა სახლსა შინა თვისსა და ყოველსა ამას სამკვიდროსა ზედა ამისსა, რომლისათანა ჩვენ ყოველნი ერთობით მეფითურთ ჩვენით, პირველისა მის მეფის ანდერძისა მებრ, განცხადებულად აღვსთვამთ და აღვიარებთ ჴელმწიფობისა თქვენისა და საუკუნოდ ერთგულად ყმად მემკვიდრეთათვის რუსეთისათა, ვითარცა ერთგულ და დამორჩილებულ არიან მკვიდრნი დიდისა რუსეთის იმპერიისანი, რათამცა ვიყვნეთ ერთგულად მონებად და ყმობად ჴელმწიფობისა თქვენისა, და უმაღლესთა შემდგომთა მემკვიდრეთა რუსეთისათა, რომლისათვისცა ყოვლით სიტყვით და საქმით ჩვენით უარგვიყოფიეს სხვანი ჴელმწიფენი და თვითმპყრობელნი, და უცხო ვყოფთ თავთა ჩვენთა და ყოველსა ამას ქვეყანასა მათგან, და არა რაჲ გვნებავს სხვა მფლობელთა თვინიერ უზენაესისა მფარველობისა და ჴელმწიფობისა თქვენისა; და ამიერითგან მეფე ესე ჩვენი დავით და მემკვიდრენი ამის ქვეყნისანი, და ჩვენ ყოველნი, საღმთონი და საერონი, შეუვრდებით გამოუთქმელსა და უზენაესსა ტახტსა ქვეშე და ვითხოვთ, პირველად, რათამცა ჴსენებულსა ამას უგანათლებულესსა მეფესა ჩვენსა ზედა მოავლინოთ თქვენის ყ~დ მოწყალების ფარვანი, და ჩვენდა პატრონად და მეფედ დაამტკიცოს მოწყალემან ჴელმან თქვენმან, და მეფობისა ნიშანნი, ვითარცა ქართლისა და კახეთისა მეფესა ზედა მოივლინა, მის მსგავსის მოწყალებით ამისი ახოვანი სიჭაბუკე და მეფობაც განანათლეთ, რომელსაცა ყოველივე სასოება თქვენის უდიდმოწყალესობისადმი დაუცს, და მზა არს სისხლით თვისით მსახურებად ჴელმწიფობისა თქვენისა, და ჩვენ ქრისტიანეთათვის იღვწის და ზრუნავს ყოვლის შეძლებით თვისით, და განაცხადებს ყოველთა მახლობელთა და შორიელთა შორის დიდის რუსეთის ჴელმწიფისა და მემკვიდრეთა მისთასა ყმობასა, და უშიშრად აღიარებს თქვენის დიდებულების ერთგულობასა.
ყ~დ დიდებულო ჴელმწიფევ, თქვენის უძლეველის ძალით გამოჴსნილს ქვეყანას გარემოადგენ და ოხერყოფასა ეკლესიათასა და წარტყვევნასა გვექადიან ყ~დ ბოროტნი თათარ-ოსმანნი, რომელთაცა დიდად უხარისთ კურთხეულის ჩვენის მეფის სოლომონის სიკვდილი, და ჯარებით ჩვენის ქვეყნების სამზღვრებზედ მოვიდნენ, და, პირველისა მის მსგავსად, საძაგელსა საქმესა აპირობენ და ამ ქვეყნის აოხრებას. მოგვხედოს და იზრუნოს ნეტარმან დრომან თქვენმან, და იზრუნოს კ~დ გამოხსნა ჩვენი დიდებულებამან თქვენმან, და მოეცეს უხვად მოწყალებითი საფარველი ესეოდენთა წმთ~ა ეკლესიათა და მონასტერთა, ესეოდენთა სამღთოთა დასთა და ქრისტესმოყვარეთა მხედრობათა, და ერთა, რომელნიცა ერთობით პირმიწა დადებით და სულთქმით ვედრებასა განვფენთ წინაშე უმაღლესისა ტახტისა.
დიდებულო ჴელმწიფევ, მოწყალის თვალით შთამოგვხედეთ და ისმინეთ მოხსენება უმდაბლესი უგანათლებულესისა მეფისა ჩვენისა მიერ და ჩვენ, ყ~დ უმდაბლესთა ამათ ქრისტეს სამწყსოთა, ნუ დაგვიტევევბთ პირთა შინა მძვინვარეთა მგელთასა, და მონარხობითი შეწყალება მოავლინეთ ჩვენზედაცა და ყოველსა ამას ქვეყანასა ზედა, რომლისა შესავედრებელად ერთითა პირითა და ერთითა ჴმითა და სიტყვითა აღვირჩიეთ და ვაახელით თქვენს დიდებულს ჴელმწიფობასა, და თქვენსა ღ~თის მოყვარესა იმპ–ბასა, დიდი უფალი და მწყემსთმთავარი ჩვენი აფხაზ-იმერთა კათოლიკოსი მ ა ქ ს ი მ ე, რომელსა ყოველნივე ზოგად მონდობილ ვართ სულით ჩვენითა და ჴორცით, და ამასთანა ყოვლისა ქვეყანისა და მეფისა ჩვენისა ერთგული თავადი წ ე რ ე თ ე ლ ი და სარდალ-სახლთუხუცესი ზ უ რ ა ბ, და ამასთანა ერთგულებით მარადის თანამზრუნველი და ნამსახური მეფეთ ჩვენთა კნიაზი მდივანბეგი დ ა ვ ი თ [კვინიხიძე], რომელთა თანა დასამტკიცებელად თვით ამისი უგან–ბა მეფე მოაწერს ჴელსა და დაბეჭდავს ბეჭდითა სამეფოთა, და ჩვენცა ესრეთ მოვაწერთ და ესრეთ დავამტკიცებთ საუკუნოთა სიმტკიცითა და აღთქმითა. თვესა სეკდემბერსა ათხუთმეტსა დღესა, კვირიაკესა, ქ~ეს აქეთ ჩღპდ.
მე ყოვლისა საიმერეთოჲსა უფლისწული დავით.
აზის ბეჭდები: მეფე დავითისა, იმერეთის ბატონიშვილის არჩილის შვილის ალექსანდრესი, ქათოლიკოზის მაქსიმესი, ქუთაისის მიტროპოლიტის დოსითეოზისა, გელათის მიტროპოლიტის ევთიმესი, ხონის არქიეპისკოპოზის ანტონისა, თავადი გრიგოლ წულუკიძისა, ქსნის ერისთავის ელიზბარისა, თ. პაპუნა წერეთლისა, თ. ბერი წულუკიძისა.
172. ქართველ მეფეთა და მთავართა სამოკავშირეო ხელშეკრულება.*) 1790 წ.
*) Примечание П. И. Иоселиани: ესე ვჰპოვე ალექსანდრე ონიკოვისა ქაღალდებში, რომლისაცა მამა ნიკოლოოზ, კიკოლა დიაკვნად წოდებული, ახლდა მწერლად მეფესა გიორგის, იყო მერეთ დეპუტატათ რუსეთშიაც და აღწერაცა მოგზაურობა თვისი, არა მოწევნული დროთა ჩვენთადმი.
1.
ტრაქტატი, ივერეიელთა მეფეთა და მთავართაგან დამტკიცებული, ქართლისა, კახეთისა, იმერთა, ოდიშისა და გურიისა, აღწერილი სამეფოსა ქალაქსა თბილისს, 1790 წელსა.
ვინაიდგან ყოველთავე ივერიელთა მსახლობელთა სამეფოსა შინა ქართლისა, კახეთისა, ოდიშისა და გურიისათა აქვსთ ერთ-მორწმუნება, არიან ძენი ერთის, კათოლიკე ეკკლესიისაგან შობილნი და ერთისა ენისა მქონებელნი, აქვსთ მავასხებლობითიცა სიყვარული ვითარცა სისხლით ნათესავთა და მოყვრობით შეკრულთა ურთიერთთა შორის, ამისთვის ჩვენ ზემოხსენებულნი ქვეყანათა ივერიისათა მეფენი და მთავარნი, დამამტკიცებელნი საუკუნოსა ამის პირობისა, სახელითა ყოვლად ძლიერისა ღვთისათა აღუვსთქვამთ მტკიცესა ამას ერთობასა, რომელიცა თვითოეულად შემდგომთა შინა ჰაზრთა ცხად იქმნების:
უფლისა იესო ქრისტეს მონა, მეფე ქართლისა, კახეთისა და სხვათა, ი რ ა კ ლ ი / მ ე ო რ ე ქრისტიანებრითა თანამდებობითა გარწმუნებთ ყოვლისა საიმერეთოსა მეფესა, შვილის-შვილსა ჩემსა ს ო ლ ო მ ო ნ ს და მთავარსა ოდიშისა და სხვათა სამთავროთა დადიანს გ რ ი გ ო ლ ს, და მთავარსა გურიისას ს ვ ი მ ო ნ ს, და ერთობით თავადთა, აზნაურთა და ერთა ქვემოისა ივერიისა ესრეთ:
მუხლი პირველი.
შევრაცხო ყოველი მტერი თქვენი მტრად ჩემდა და ყოვლისა სამეფოისა ჩემისა, და ვიყო მტერი მტერისა თქვენისა და მოყვარე მოყვრისა.
მუხლი მეორე.
მაქვნდეს ზრუნვა დამშვიდებისათვის ქვეყნისა, და ყოვლისა შეძლებისა ჩემისაებრ ვიყო შემწე თქვენდა წინააღდგომად მტერთა თქვენთა.
მუხლი მესამე.
ვიყო მწადნელი ბედნიერებისა თქვენისათვის და დაცვად ძეთა იმერეთისათა ვითარცა მამა საზოგადო მათი.
მუხლი მეოთხე.
უკეთუ აღდგეს მტერი ვინმე თქვენზედა, დიდი, ანუ მცირე, მხედრობითა ჩემითა, ანუ სხვითა ძალითა, სიტყვითა და საქმითა შეძლებისა ჩემისაებრ მზა ვიყო შემწედ თქვენდა.
მუხლი მეხუთე.
უზენაესისა მიმართ მფარველობისა საიმპერატოროსა უმაღლესისა კარისადმი, ვითარიცა მაქვნდეს შეკრულობა, ვიყო მწადნელი თქვენდაცა უბედნიერესსა შინა მდგომარეობასა მოყვანებად მფარველობითა ერთბამად ერთისა უავღუსტესისა კარისათა.
მუხლი მეექვსე.
აღთქმათა ამათ შინა ჩემთა ქრისტიანებრითა შევიკვრი თანამდებობითა: თვით ძეთა ჩემთა, თავადთა საქართველოსათა და საზოგადოდ ერთა ჰსჯულ უდებ საუკუნოდ ერთგვამად შეერთებასა ამას ქვემოისა ივერიისათანა და ვამცნებ ყოველთავე, რათა მტკიცედ ეგნენ ზემო აღწერილთა აღთქმათა შინა, ვითარცა ჰსჯულთა ზედა ეკკლესიურთა, – იყავნ ესრეთ. ვიცი ვითარია თანამდებობა ჩემი და ვჰგიე მტკიცედ ხელ-მოწერისა ამისა ჩემისა-ებრ:
მეფე ქართლისა, კახეთისა და სხვათა ე რ ე კ ლ ე.
დედოფალი ქართლისა, კახეთისა და სხვათა დ ა რ ე ჯ ა ნ.
საქართველოს კათოლიკოზი ა ნ ტ ო ნ ი.
ვიცე-კანცლერი ს ო ლ ო მ ო ნ / ლ ი ო ნ ი ძ ე.
2.
უფლისა იესო ქრისტეს მონა, მეფე ყოვლისა საიმერეთოსა, შვილის-შვილი თქვენი ს ო ლ ო მ ო ნ ქრისტინებრითა აღთქმითა გარწმუნებთ უმაღლესსა მეფესა ქართლისა, კახეთისა და სხვათა, მეორესა ი რ ა კ ლ ი ს, უგანათლებულესთა ძეთა თქვენთა, თავადთა, კეთილშობილთა და ერთა ზემოისა ივერიისათა ესრეთ . . . следует повторение всех 6 приведенных пунктов договора; далее имеются такие же два списка этого договора, подписанные Григорием Дадиани и Симоном Гуриели.
173. საკუთარი ხელით დაწერილი წერილი ს. ლ. ლაშქარჲოვისა ბატონიშვილ დავით გიორგის ძისადმი. 1799 წლის 1 მაისს.
უგანათლებულესო მეფის ძეო,
ჩემო მოწლევ ჴელმწიფევ!
ამჟამად წამოვიდა მანდ ელჩი იმისის უმაღლესობისა, თქვენის მამისა, თავადი გარსევან ჭავჭავაძე თავისის სახლობით, და ამა ბედნიერობის შემთხვევისათჳს საჭიროდ აღრიცხულ არს, რ~ლ ესეცა მანდ იპოებოდეს, და ყოველსავე თჳთოეულად ესე პირის-პირ მოგახსენებსთ.
უფალი მინისტრი კოვალინცკი ყოვლის სამეფოს ნიშნებით, რაგვარადცა გვირგვინით, ეგრეთვე ყ~ითა შესაბამითა ნივთებითა, რაჲცა თჳსეყვიან მეფისა თჳსებასა, ამ ხუთს დღეზედ გამოდგება ამაებით, და ყოველი ესე ამისის იმპერატორების დიდებულებისაგან შესრულებულია და ჴელმოწერილი.
ეგრეთვე უფალი მელიქები ამ ერთს კვირაზედ გადმოდგებიან ამისის დიდებულების წიგნით, რ~ლიც მაგის უმაღლესობასთან არის, და მაშინ იხილავთ რისაც საფუძველით ესენი წარმოიგზავნენ.
კ~დ უსაკუთრესად შეგვედრებ ამ ელჩისათვის შიხაულად გამოტანებულს ინოსტრანია კოლეგიაში პ რ ე ო ჩ ი კ ს / ი აკ უ ლ ე ვ ს, რ~ლიცა ყ~ისავე სახმარის საჭიროებით წარმოვავლინე.
და ეგრეთვე ვჰგიე ყოველთჳს მონებრითა სახითა თქვენის
უგანათლებულესობის უმდაბლესი მონა
ს ე რ გ ი ა / ლ ა შ ქ ა რ ო ვ ი
174. წარდგინება გიორგი მეფისაგან იმპ. პავლესადმი. 1799 წელს.
ყ~დ უავღუსტესო მონარხო,
ყ~დ უუმოწყალწესო ჴელმწიფევ!
მივიღე ყ~დ მოწყალებით აღვსილი გრამატა დიდებულებისა თქვენისა სამეფოსა ტახტსა მეფედ დამამტკიცებელი ჩემი უმაღლესისა კარიდამ წარმოგზავნილის ჩვენისა თავადის მინისტრის გარსევან ჭავჭავაძის ჴელით, და ამასთანავე ვსცან რა სხვაცა იგი მოწყალება მოწყალებით წარმოვლენილი საკუთრის თქვენის მინისტრის ჴელით სამეფონი ნიშანნი, და მხედრობანიცა თქვენის დიდებულებისანი დასაცველად მცირისა სამეფოისა ჩემისა, – მე უწინარეს წარმოვლენილისა მოწყალებისა ამის ხილვისა და მიღებისა, მხოლოდ რწმუნებულმან ყოველსა შინა თქვენის დიდებულების საკუთარის გრამატასა ზედა ჴელმოწერით წარმოვგზავნე ელჩად თავადნი ჩემნი გიორგი ავალოვი და რევაზ ფალავანდოვი მოსახსენებელად უმდაბლესისა მადლობისა მოწყალებათა ამათთჳს.
გარნა, ყ~დ უუმოწყალესო ჴელმწიფევ, ინებე კვალად უმეტეს მოწყალებით მოხედვა საფარველსა ქვეშე თქვენსა შემოვრდომილისა სამეფოსა ზედა ჩემსა და დაადგინე აქა ე ქ ვ ს ი / ა თ ა ს ი მხედრობა თქვენისა დიდებულებისა მისაქცეველად და განსაქარვებელად მტრისა ჩვენისა, ჩვენთა მავნებელთა ფიქრთა, იმყოფებოდეს მარად ჩვენ შორის თვინიერ ყოვლისა უკუნქცევისა.
ხოლო სხვებრ დღეინდელი გარემოება ჩვენი ითხოვს, რომ თქვენს აქ მყოფს მინისტრს ებრძანოს ჩვენი და ადრიბეჟანის გრანიცის გაჭრა, რადგანაც დღესაც იმათ ელჩი შინ გვიზის და შვილსა გვთხოვს, და თუ სხვა თქვენი უმეტესი მოწყალება ადრე არ მოგვეშველება, ეს მცირე ჯარი ჩვენთვის უხმარი იქნება და შვილსაც გამოგვართმევს, რომლისაც ახლა შვილი და სარდალი გამარჯვებულნი ხ ო ი ს დგანან, და მარადდღე კაცი მომდის და გველაპარაკებიან, და თუ თქვენი საფარველი ადრე არ შეგვეწევა, მაშ როგორ იქნება, რომ იმათ შვილი არ მივსცეთ, და თუ ჯარი არ მოგვემატება, ისე მცირეს ჯარით არც გრანიცის გაჭრა იქნება და არც ჩვენი საქმის სიმტკიცე, და რადგანაც ჯარის მომატება არ იქნება და არც ადრე შემწეობა მოგვივა, ესენი შვილსაც გამოგვართმევენ და სხვა პირობასაც, და მაშინ სრულიად განშორებულნი ვიქნებით თქვენის მოკიდებულობიდამ. სანატრელს პაპას ჩვენს მეფეს თეიმურაზს ერთის შვილის მეტი არა ჰყვანდა (ე. ი. ერეკლე) და ქვეყნის ხსნისათვის მისცა იმათ (ნადირშაჰს), და მე ამდენის ჩემის შვილებიდამ რომ ერთი, ამდენის ჩემის ქვეყნის ხსნისათვის, მივსცე – რა იქნება, თუ თქვენი მოწყალება ადრე არ შეგვეწევა?! მაგრამ, რომელიც ჩემი პირმშო შვილი არის და თქვენს სამსახურსა შინა მყოფი ღენერალ-მაიორი (დავით) იმას მთხოვენ, და ჩემის შვილობით რომ გამოვიმეტო და მივსცე, თქვენს სამსახურში მყოფის ღენერალ-მაიორის მიცემა როგორ ძალმიცს? და ან ამის უმცროსს ჩემს შვილს რომელსამე რომ დამჯერდნენ და მივცე, მაშინ აბა როგორ იქნება, რომ თქვენს სამსახურშიდაც მყვანდეს შვილი და იმათ სამსახურშიდაც? და თქვენმან იმპერატორების დიდებულებამ გასინჯოს და ნება თქვენის დიდებულებისა არის; და შემდგომად ვითხოვ, რომ ეს ჩემი ვედრებაები უგულებელს არა ჰყოთ და პასუხი ადრე გვებრძანოს მოწყალებით, არა თუ უწყალობით, – ნუ იყოფინ.
175. სრული უფლება, მიცემული გიორგი მეფის მიერ თავის წარგზავნილთათვის, რომლებიც გაიგზავნენ ს.-პეტერბურგში. 1799 წლის 9 სექტემბერს.
წელსა ჩღჟთ, სეკდემბრის ზ. ჩვენ მიერ მიცემულნი წინაშე მათის იმპერატორების დიდებულების წასაყენებელნი აზრი-მოსაზრებანი, რომელიცა ჩვენგან წარვლინებულთა ჩვენს ერთგულთ ყმათ უფალთ დესპანთ მოგეცათ:
უმსხვერპლეთ ყოველი სამეფო და სამფლობელოჲ ჩემი უზაკველითა და ქრისტიანებრითა ჭეშმარიტებითა მსხვერპლებითა, და დაუდევით არათუ მფარველობასა ქვეშე უდიდებულესსა დიდსა რუსეთისა საიმპერატოროსა ტახტსა, არამედ დაანებეთ სრულსა ნებასა და მზრუნველობასა მათსა, რათა ამიერიდგან დაიდვას სამეფო ქართლოსიანთა საიმპერიოდ რუსეთისად წესითა მით ვითარცა სხვანი იგი რუსეთსა შინა პყრობილნი პროვინციანი სარგებლობენ.
შემდგომად მსხვერპლებისა ყოვლად უმდაბლესად წარუდგინეთ იმპერატორსა დიდისა რუსეთისასა, რათა ჟამსა მისგან საქართველოსა სამეფოს სრულსა ძალასა და ნებასა შინა თვისსა მიღებისასა განამხნოს პუნკტსა ამას თხოვილი ჩემი ყოვლად უმოწყალესითა ა ღ თ ქ მ ი თ ი თ ა / წ ე რ ი ლ ი თ ა, ვითარმედ ს ა ხ ლ ს ა / შ ი ნ ა / ჩ ე მ ს ა / ა რ ა / ა ღ ა ყ ე ნ ო ს / მ ე ფ ე ნ ი, / გ ა რ ნ ა / ო დ ე ნ / ა მ ე ფ ო ს / მ ე მ კ ვ ი დ რ ი თ ი - მ ე მ კ ვ ი დ რ ე დ / ვ ი თ ა რ ც ა / წ ი ნ ა პ ა რ ნ ი / ჩ ე მ ნ ი.
ეგრეთვე ითხოვეთ ყ~დ მოწყალისა ჴელმწიფისაგან ყ~დ უმდაბლესად თქვენ მიერ მირთმეულითა წერილითა ყოვლისა რუსეთისა იმპერიასა შინა საშესაბამო აგარაკნი ჩემთვის და ძეთა ჩემთათვის საბოლოოდ და სამკვიდროდ, რომლისაცა ბოძება იქმნების ჩემთვის უმწვერვალესისა შეკრულებისა ნიშნად.
მეფე სრულიად საქართველოჲსა გ ი ო რ გ ი.
ესრეთვე ითხოვეთ ჯამაგირიცა შესაბამისა სახითა შემდგომად სრულყოფისა ზემორე მოხსენებულთა აზრთასა.
მეფე სრულიად საქართველოჲსი გ ი ო რ გ ი.
თავადი გ ა რ ს ე ვ ა ნ / ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე.
176. წარდგინება გიორგი მეფისადმი გრაფ აპ. აპ. მუსინ-პუშკინისაგან და ამ მეფის რეზოლუცია. 1800 წლის 10 დეკემბერს.
წინამოსწრაფებითნი მაგალითებრივნი მუხლნი საფუძველთათვის,
რომელთა ზედა მადანთა საქართველოსთა ძალუძსთ განახლებად
და წარმართვად რუსეთის მიერ, უკეთუ ეშესაბამების თანამდებობა
იმისისა იმპერატორებრივისა დიდებულებისა, რათა დამტკიცებულ
იქმნას მათზედა ფორმალნი პირობა მისისა უმაღლესობისა საქარ-
თველოსა მეფისათანა.
ვინათგან მადანნი საქართველოსნი, თუმცა მრავალნი მათგან ჰპირდებიან, რომელ მიაგონ სასყიდელი მუშაობათა მათ შინა სახმართა, გარნა უფროს წილობით, ვითარცა გაოხრებისაგან ო მ ა რ ხ ა ნ ი ს მიერ, ეგრეთვე საბრალოობისაგან მუშაკთა ბერძენთა, არიან სრულსა დავრდომასა და გაურიგებლობასა შინა, და არა სხვაებრ ძალუძსთ წარმართვად, ვიდრე ოდენ არა მცირედისა ხარჯისა მოხმარებითა და საკმარისა რიცხვითა კაცთათა, ხოლო რომლისათანა მჯერარს მიმატება დასაცველად მადანთა, – ამისთვის არა ვკადნიერებ დაწყებად ესოდენ მძიმისა საქმისათვის პირობისდებასა, ვიდრე არა პირველ სრულიად რწმუნებულ ვიქმნები თქვენის უმაღლესობისა მიერ, რომელ თქვენკერძოდ მოცემულ იქმნებიან რუსეთისადმი კმაყოფიერნი სარგებელნი, რომლითაცა ძალედვასთ ნაცვალყოფად ვითარცა ხარჯთა, ეგრეთვე შრომათა მისთა მოყვანებისათვის მადანთა მათ აღყვავილებულსა მდგომარეობასა შინა; და მასთანაცა ჯერარს მტკიცედ დარწმუნება, რომელ კერძოთ რუსეთისა ესრეთი შემწეობა მოაპყრობს იმპერია საუკუნოსა წინდსა, კმაყოფიერებასა შინა მადანთასა მყოფსა, ხოლო ამისთვისცა მივის პატივი, რათა წინა-წარგიდგინო თქვენ ქვემორენი მუხლნი დასამტკიცებლად, რომლისა შემდგომად შესაძლებელ იქმნების უკვე შემდგომ წინამოსწრაფებითსა მოხსენებისა იმისის იმპერატორებრივის დიდებულებისადმი პასუხისა თქვენისა, რათა ვიწყოთ ფორმალნი პირობა საქმისა ამისთვის.
შეთანხმების პუნქტები და გიორგი მეფის რეზოლუცია:
ა. ნაცვალ შემწეობათა, რომელთაცა რუსეთის მიერ ძალუძსთ მოცემულობა, რათა მოყვანებულ იქმნან მადანნი საქართველოსნი აღყვავილებულსა მდგომარეობასა შინა თანახმა არსაა უმაღლესობა თქვენი, რომელ (მადანნი ესენი და მათთანა მდებარენი სოფელნი ქარხნები გარიგებულნი და კულავ გასარიგებელნი, ტყენი, წყალნი, აღსასრულებლად მოქმედებათა მათთა საჭირონი, და საკმარი რიცხვი კაცთა გარეშე მახლობელ მდებარეთა სოფელთა კმაყოფილ იყვნენ ქარხნები ესე ვითარცა სხვათა და სხვათა მუშაობათათვის ქარხანათა მატერიალთა, გარნა არა ვითარმე წარხოცვილ იქმნას სამართალი საკუთრებითისა მიწასა ზედა ადგილთა მათ, ქარხნებთა ქონება) მიჩნეულ იქმნან თქვენ წილად და მემკვიდრეთა თქვენთა საუკუნოსა ჟამსა სრული წინდად მპყრობელობისადმი რუსეთისა არა შუამდგომელობრივითსა მფლობელობასა შინა, მიცემულად მას ჟამადმდე ვიდრე ქარხნები ესენი იქმნებიან არსებად.
პ ი რ ვ ე ლ ი ს / მ უ ხ ლ ი ს / პ ა ს უ ხ ი.
დანიშნულის მუხლებისა სრულებით თანახმა ვარ და კვალადცა გამომიცხადებია მათის იმპერატორობის დიდებულობისათვისა, და ვაძლევ საუკუნოდ რაც მოუნდებათ მიწა, და აგრევე მსახლობელნი ერნი მოსახმარებლად, და აგრევე ტყეთა.
ბ. მიგაჩნიათაა სწორზომად, ეგრეთცავე წინდად და მასვე ჟამადმდე ესრეთნი გამაგრებანი, რომელნიცა საჭიროდ მიღებულ იპოებიან უშიშრობისათვის ქარხანათა მათ საჭიროსა რაოდენობისათურთ მიწისასა სახნავად და სათიბათ მაცხოვრებელთათვის ციხეთა მათ შინა.
პ ა ს უ ხ ი / მ უ ხ ლ ი ს ა / მ ე ო რ ი ს ა.
ეგრეთვე კიდევ თანახმა ვარ, რომ ციხეების გასაკეთებლათ ვაძლევ ადგილსა სახნავისასა, სათესავისასა და სათიბისასა მსახლობელთა ერთათვის.
გ. თანახმა იქნებითა ეგრეთვე რომელ რომელნიცა კვლავ იპოებიან მადანნი სამფლობელოსა შინა თქვენსა იქმნენ იგინიცა ამაზემოთა წერილთა ორთა მუხლთა ქვეშე.
პ ა ს უ ხ ი / მ უ ხ ლ ი ს ა / მ ე ს ა მ ი ს ა.
ამისიცა თანახმავარ, რომ საცა ახალი მადანი გამოჩნდეს ეგრეთვე საფუძველზედ მდგომარეობდეს, როგორადაც ძველი მადნები.
დ. ვითარისა შემწეობისა მოცემასა ინებებთ ჟამსა დასახლებისასა მადანთა და ქარხანათა თანა ახალთა მუშათა, ვითარცა მონათა რუსეთისათა, ეგრეთვე უცხო ქვეყნის კაცთა, და უსაკუთრეს ბერძენთა, რომელთაც ძალუძსთ მანდ გადმოსახლება.
პ ა ს უ ხ ი / მ უ ხ ლ ი ს ა / მ ე ო თ ხ ი ს ა.
შევიძლებ რომ იმერეთიდამ, რაჭა რომ არის, მუშა მოვიყვანო, აგრევე ქართლიდამ, კახეთიდამ, ჩვენის ყმის ოსებიდამ, ყაზახიდამ, ბორჩალოდამ, და ჩვენის მეზობლების ქვეყნებიდამ თავისის ფასით; დასასახლებელთაც მივსცემთ ალაგსა და შემწეობასა როგორადაც შვენის ახალსა დასახლებულსა ერსა.
ე. რათა შეუწუხარ იქმნებოდეს პირველსა ხუთთა წელთა, რომელთაცა შინა ვერ ეწიფების ქარხანისა გარიგებლობასა მოსვლად სრულებასა შინა პრავიანტისა მათთვის.
პ ა ს უ ხ ი / მ ე ხ უ თ ი ს / მ უ ხ ლ ი ს ა.
შევიძლებთ, რომ პური ვიშოვნოთ ქართლიდამ, კახეთიდამ, ყაზახიდამ, ბორჩალოდამ და ჩვენის ყმის ოსებიდამ თავისის ფასითა, ოდესცა როგორც ფასობდეს.
ვ. უკეთუ რიცხვსა და გვარისათვის მხედრობათა საჭიროთ უშიშრობისათვის შენობათა მათ მაშინ ჯერარს წინადადებად ოდესცა დაწყებულ იქმნება ფორმალნი პირობა, გარნა საწადელ არს ცოდნა წინამოსწრაფებით მაგალითებრივად მაინც, რაოდენი რიცხვი გგონიესთ საქმისა ამისთვის საჭიროდ?
პ ა ს უ ხ ი / მ უ ხ ლ ი ს ა / მ ე ე ქ ვ ს ი ს ა.
რაც ტფილისში ჯარი არის ამას გარდა საჭირო არის, რომ დასაცველად მადნებისათვის იყოს კიდევ ს ა მ ი ა თ ა ს ი სამხედრო ჯარი.
ზ. ხოლო რა ყოველთა ამათ შენობათაგან ჯერ არს, რათა მიმდინარეობდეს უმაღლესობისაცა თქვენისათვის სარგებელი, მაშა ვითარსა ნაწილსა სარგებლისა ქარხანათასა, ყოვლის ხარჯისა გამორიცხვის გარდა, წინაუტევებთ თქვენთვის?
პ ა ს უ ხ ი / მ ე შ ვ ი დ ი ს ა / მ უ ხ ლ ი ს ა.
რაც იმისსი იმპერატორების დიდებულების ნება იქნება – მეც თანახმა ვარ და ვაძლევ ამ ჩემის ქვეყნის საუნჯეს, რომელიცა არის მადნები, ჩემდა დასაცველად, და თუ ჩემთვის მოწყალება ენებება თავისის ხაზინიდამაც მიბოძებს, და ნება იმისის დიდებულებისა იყოს – რასაც განმიწესებს. თავადისა და აზნაურის მამულში რაც მადნები გამოჩნდეს – იმისიც ჴელმწიფის ნება არის – რასაც უბოძებს.
უკეთუ წინამოსწრაფებითნი მაგალითებრივნი წინადადებულობანი ესენი მიღებულ იქმნებიან უმაღლესობისა თქვენისა მიერ, კეთილინებიერეთ დამტკიცება თვითოეულისა მუხლისა ჴელმოწერით, ანუ წერილით უარყოფა მისი წინააღმდეგ თვითოეულსა მათგანისა რაჲცა მიიჩნიოთ ღირსყოფად გამოცვლისა.
დასრულებად უკეთუ ესრეთნი წინამოსწრაფებითნი დებულებანი დამტკიცებულ იქმნებიან, საჭირო არს, რათა ბერძენი ა ნ ა ს ტ ა ს ი და მოენე, რომელიც იყო ჩემთანა ჟამსა მგზავრობისა ჩემისასა, წარმოგზავნილიყვნენ ჩემთანა აქა, ღ ი ო რ ღ ი ე ვ ს კ ს; უმაღლესობამან თქვენმან კეთილინებიეროს, რათა მუხლთა მათზედა ღირსმყოს პასუხსა ვითარ მსწრაფლ შეიძლებოდეს და ჩააბაროთ ღ ი ტ ტ ე ნ ფ ე ნ ვ ა რ ტ ე ლ ს / ე ი ხ ფ ე ლ დ ს, რომელ ძალმედვას მე უმსწრაფლვესად მოხსენება იმისის იმპერატორებრივის დიდებულებისადმი. ხოლო უმდაბლესად ვითხოვ, რათა პასუხისათანა თქვენისა და დამტკიცებისა, ანუ რომლისამე უარისყოფასა წინამოსწრაფებითთა მუხლებთა ჩემგნით წინადადებულთ-ზედა, იყოს თარგმანიცა რუსულად რომლისა სიმართლესა და წარმართულობასა ზედა ძალმედვას მე სრულიად იმედეულყოფად.
პ ა ს უ ხ ი / გ ი ო რ გ ი / მ ე ფ ი ს ა.
ამას წინათაც ჩემი ყოველი საქმე იმისის დიდებულებისათვის მიმირთმევია ჩემის მინისტრის ჭავჭავაძის ჴელით და ახლაც ეს არის თქვენის ჴელით მიგვირთმევია: იმისის დიდებულების ნება არის, როგორც ენებებოდეს, ისე ბძანოს. ჩემი მოხსენება გარდაწყვეტილი ეს არის: იმისი დიდებულების ნება არის, როგორც არის იმაზედა დაფაციცებულნიცა ვართ და ჴელმოწერილნიცა, – როგორც იმისის დიდებულების ნება არის, რასაკურველია, ყოველივე ისე უნდა აღსრულდეს.
დეისტვიტელნი კამერღერი ღრაფ აპოლონ მუსინპუშკინი
ეს ღრაფისაგან მოწერილიდამ გადმოვსწერე. შვიდის მუხლის პასუხებიც მათმან უმაღლესობამ მეფემან გ ი ო რ გ ი მ მე, მათს მონას თ უ მ ა ნ ი შ ვ ი ლ ს / მ დ ი ვ ა ნ ს / ე გ ნ ა ტ ი ს, დამაწერინა წელსა ჩყ, დეკემბერს.
177. გენ.-მ. ლაზარევის ცირკულარი კახეთის მცხოვრებლებს. 1800 წლის 28 დეკემბერს. თარგმანი რუსულიდან.
ერთობით კახეთის სარდალთ, თავადთ, აზნაურთ და გლეხთ, ქიზიყელთ და ერთობით სხვათ.
უშინაგანესისა მწუხარებითა ჩემითა მმართებს მე გამოცხადებად წინაშე თქვენისა მათის უმაღლესობისა მეფისა თქვენისა მიცვალება, და ამასთანავე ვრაცხ მე ვალად გამოცხადებასა მისის იმპერატორების დიდებულების უმაღლესის ნებისასა: მანამდისინ იმისი ბრძანება არ მოვიდეს, საქართველოს მეფობის მიმღები არავინ იყოს, და მანამდისინ ყველანი უნდა დაშთებოდნენ პატივისცემასა შინა მეფის გვარისასა, რომელიც უნდა იმყოფებოდეს ამავე მდგომარეობასა შინა, და ხალხნი მორჩილებასა შინა, და ყოველი ბრძანებაები დაიბეჭდებიან ბატონის შვილის ი ო ა ნ ე ს ბეჭდით და მდივნის ე გ ნ ა ტ ი ს ბეჭდით, და ჩემის ბეჭდით.
დეკემბერს კჱ, წელსა ჩყ. ტფილისსა.
178. გენ.-მ. ლაზარევის წერილი ბატონიშვილს დავით გიორგის ძეს. 1801 წლის 3 იანვარს. თარგმნილი რუსულიდან.
უგანათლებულესო მეფის ძევ,
მოწყალევ ჴელმწიფევ!
მე მესმის, რომ კახეთს სხვა და სხვა ხმანი მოქმედებენ მითომ ჩემი წიგნი მისვლოდესთ მათის უგანათლებულესობის მეფის ძის დ ა ვ ი თ ი ს მეფედ დამკვიდრებისა, ხოლო მე ვალად ვრაცხ უწყებად თქვენდა, რომ წიგნსა შინა ჩემსა იყო ესე სიტყვანი: „მათის იმპერატორების დიდებულებისა, ჩემი მოწყალის ჴელმწიფის ნება არს – მანამ მისი ბძანება არ მოვიდეს, საქართველოს მეფედ არავინ აღირჩიოს, და მანამდინ ყოველნი დაშთნენ მეფეთ გვარის პატივისცემასა შინა, და ხალხნიც განგების მორჩილებასა შინა“, – და ამ მიზეზით ეგ ხმები იმ წიგნის დიაღ წინააღმდეგია, რომელიც მე თქვენს უგანათლებულესობას და კახეთის ხალხს მოგწერეთ, და ამისთვის ვთხოვთ თქვენს უგანათლ–ბას მაგისთანა ხმები დააჩუმოთ.
იანვრის 3, წელსა 1801.
179. ქართველ თავადაზნაურთა ცირკულჲარი ახმეტისა და თიანეთი მცხოვრებთადმი. 1801 წლის 3 იანვარს.
ქ. მათს ბრწყინვალებას ერთობით ა ღ მ ე ტ ა შ ი და თ ი ა ნ ე თ შ ი მყოფთ თავადთა და კეთილშობილთა, და მოხელეთა, და ერთობით ხალხსა!
თანაძმანი - ერნი სრულიად ქართლისანი, – თავადნი, კეთილშობილნი და სხვანი მრავალს სიყვარულით აღვსილს მოკითხვას მოგახსენებთ.
შემდგომად ესრეთ მოგხსენდეთ: ყველამ იცით დიდმა და მცირემა სანატრელს მეფეს ე რ ე კ ლ ე ს მთლად საქართველოზედ როგორი ღვაწლი და ამაგი აქვს, აგრეთვე თჳთოს და თჳთოს ოჯახზედ, და აგრეთვე თჳთოს და თჳთოს კაცზედ; მრავალჯერ თავი დაუდვია ჩვენის გულისათჳს, ვინც ვართ – მისგან აღზრდილნი და კაცათ გამოყენებულნი ვართ, აგრეთვე რამდენი ტყვეობიდამ არიან დახსნილნი. ესეც კარგათ იცით: ამრიგათ ღვაწლდადებულმან მეფემ ჩ ვ ე ნ ი ს / ქ ვ ე ყ ნ ი ს / ა უ რ ე ვ ლ ო ბ ი ს ა თ ჳ ს / „ა ნ დ ე რ ძ ი“ / დ ა ჰ ს წ ე რ ა, – ა მ ა ზ ე დ / ყ ვ ე ლ ა ს / ჴ ე ლ ი / მ ო გ ვ ი წ ე რ ი ა / დ ა / ბ ე ჭ დ ი თ / დ ა გ ვ ი მ ტ კ ი ც ე ბ ი ა. / ე ს ე ც / ხ ო მ / კ ა რ გ ა თ / მ ო გ ე ხ ს ე ნ ე ბ ა თ / დ ა / გ ა ხ ს ო ვ ს თ – თ ჳ თ ო ნ / მ ე ფ ე მ / გ ი ო რ გ ი მ / ა მ ი ს / დ ა ს ა მ ტ კ ი ც ე ბ ე ლ ი / წ ე რ ი ლ ი / თ ა ვ ი ს / ძ მ ე ბ ს / მ ო ს ც ა, – დ ღ ე ს / ჴ ე ლ შ ი / უ ჭ ი რ ა ვ ს თ. გვგონია ესეც ყველამ იცოდეთ: ჩვენის უბედურებით ახლა მეფე გ ი ო რ გ ი რომ გარდაიცვალა, – ნეტავი ეს არ მოგვსვლოდა და იმის ჭირისსანაცვლოთ შევქმნილიყავით, მაგრამ რადგან მოხდა, ღვთის ნება არის, – ესე გვმართებს, ჩვენ ამაზედ ვდგევართ: რაც მეფეს ე რ ე კ ლ ე ს განუწესებია – სასიკვდილოთ თავი უნდა მივცეთ, ჩვენგან „ა ნ დ ე რ ძ ი ს“ გარდასვლა არ იქნება. ჩვენ ერთად შევიყარენით, ბატონიშვილს იულონს და ფარნაოზს (მეორე სახელი სხვა ხელით არის ჩართული) ვიახელით მეფის ერეკლეს დადებულის „ანდერძით“ და თვითვან გ ი ო რ გ ი / მ ე ფ ი ს / მ ი ც ე მ უ ლ ი ს / წ ე რ ი ლ ი თ, – მეფობა ახლა ამისი (იულონისა) არის, კიდეც შევჰფიცეთ, მეფეთაც აღვიარეთ. ჩვენზედ ამის გარდა სხვისა არცავის მეფობა იქნება და ვერც მეფეს ერკლეს „ანდერძსა“ გარდავალთ. მუჯალამა გაგვიკეთებია, ჴელმწიფისათჳსაც მიგვირთმევია, ისპეხტორისათჳსაც და ქალაქში (თბილისში) მყოფის იარანალისათჳსაც; – არც ამაზედ ჴელისაღება იქნება, ვერც ავიღებთ. თქვენ ხომ ჩვენი ძმანი ხართ, და არც ერთმანეთის მოშორება იქნება. მეფის ე რ ე კ ლ ე ს ღვაწლი და ამაგი მოიგონეთ, თქვენც იმის „ა ნ დ ე რ ძ ი ს“ გაუტეხლობას შეუდეგით; კიდეც გირჩევთ თქვენ და კიდეც გევედრებით, და უეჭველი იმედიც ხომ ასე გვაქვს, თქვენში სხვა აზრმა არა იმუშაოს რა, ჩვენთან უნდა შემოგვერთდეთ, თქვენიდამ უფროს უფროსი კაცნი რომელნიც არიან აქ იახელით, მეფის ერეკლის დადებული „ანდერძი“ აღასრულეთ. დღევანდლამდის სისხლი ერთათ და ერთმანერთისათვის დაგვიქცევია, ახლაც ასე უნდა ვქმნათ: მეფეს ერეკლეს ჩვენზედ ღვაწლი და ამაგი იმისი „ანდერძის“ მტკიცედ აღსრულებითა და გარდაუსვლელობით უნდა გარდავიხადოთ. ჩვენ თვითო ამგვარი წიგნი ქალაქში მყოფთ და იმ მხრის ხალხთა და მთლად კ ა ხ ე თ ი ს ა თ ჳ ს ყველგან მოგვიწერია; თქვენც ამ საქმის დამტკიცებისათჳს მუჯალამა უნდა გააკეთოთ ჴელმწიფესთან მისართმევი, ისპეხტორთანაც მისწეროთ და ქალაქში მყოფს იარანალსაც ამ საქმის შედგომა გამოუცხადოთ; აგრეთვე ქალაქის ხალხს და იმ მხრის თავადთა, ი ო ა ნ ე / ს ა რ დ ა ლ ს და სხვათ თავადთა და აზნაურთ მოსწერეთ ამ ჩვენის წიგნის მზგავსი წიგნი – რომ ჩვენ ძმანი ვართ, მეფის ერეკლეს სისხლით შეერთებულნი, ყველანი ერთხმა უნდა მიქმნეთ, ამაზედ ჩვენი თავი სასიკვდილოთ გადავდოთ და მეფის ე რ ე კ ლ ე ს დადებული „ანდერძი“ არავის გავატეხინოთ, ჩვენის ქვეყნის დამშვიდება და აურევლობაც ამით იქნება, და საღმთოსა და კაცობრივის სჯულის აღსრულებაც.
ჩვენ ეს წიგნი მოგვიწერია: რომელმაც პირველად ნახოთ, თუ დამალოთ, და ვისთანაც მოგვიწერია ყველას არ გამოუცხადოთ, – შეჩვენებულ იყავით და ყ~დ წმიდის სამებისაგან სულით და ხორცით დაწყევლულნი. იანვრის გ, ქკ~ს უპთ.
მოჰყვება 13 ბეჭედი და ხელმოწერა, რომელთაგან განირჩევა შემდეგნი: ამილახვარი ოთარ, გიორგი, ნიკოლოზ; ამილახვარი ლუარსაბ, რევაზ; ერთობრივ ფალავანდიანი, ბეცია მაჩაბელი, ამილახვრიშვილი იოვანე, ხერხეულიძე ჯამასპი, ფავლენიშვილი რევაზ, თეიმურაზ; ავალიშვილი იესე, სოლომონ; ავალიშვილი ავალი და პეტრე, შალიკოვი იოსებ, ავალიშვილი ანტონ, ამილახვრიშვილი ავთანდილ, ციციშვილი ელიზბარ, აბაშიძე პავლე (?), ნათალისშვილი ფარემბაში გორჯასპ (?), თუმანოვი იოსებ, თუმანოვი ზაზა (?), თუმანოვი იესე, ფრიდონ; თარხნისშვილი დიმიტრი, ფავლენისშვილი არჩილ, თაქთაქიშვილი იასე (?), სულხან მდივნის ძე როსტომ ბეგთაბეგოვ, ხერხეულიძე ზაზა, ერასტი სარდალი.
180. ასეთივე ცირკულჲარი კახეთის მცხოვრებთადმი. 1801 წლის 3 იანვარს.
ქ. მათს ბრწყინვალებას ერთობით მაღნარიდამ მოკიდებული ნაფარეულამდინ ვინცა ვინ თავადნი, ანუ კეთილშობილნი, და ერთობით ერნი, სამღუდელონი და საერონი, დიდნი და მცირენი!
თანაძმანი-ერნი სრულიად ქართლისანი . . . . და სხვა. [სავსებით მსგავსია წინამორბედი დოკუმენტისა შინაარსის, თარიღის, ხელწერისა (მხედრული) და ქაღალდის (რუხი ფერისა, in folio) მიხედვით; აგრეთვე ზუსტადაა დამტკიცებული იმ პირთა ბეჭდებითა და ხელმოწერებით, რომლებმაც წინა ცირკულჲარზე მოაწერეს ხელი.
181. ნოტა, ჩაბარებული სამინისტროში ქართველი ელჩების მიერ.
1.
პყრობილებისამებრ ჰაზრისა პირველისა მის პუნკტისა, რომელიცა მოცემულ იქმნა ჩვენგან ვიდრე სიკვდილამდე მისისა სიმაღლისა მეფისა საქართველოისა, ხელმწიფისა ჩვენისა, სახელითავე მისითა მაღლისა მინისტრისადმი, რომელიცა ბრძანებისამებრ მისისა* იმპერატორობისა დიდებულებისაგან წარგზავნილ იქმნა საქართველოსა შინა წერილებითა (*პ. ნ. იოსელიანის შენიშვნები: აქა თვით გარსევან ჭავჭავაძეს დაურთავს ლექსი: „ს ა ნ ა ტ რ ე ლ ი ს ა“). ამისთვის გვაქვს ჩვენ პატივად ქვეშევრდომით მოხსენება ამისი, რომელ დიდშემძლებელნი საქართველოისანი, სამღვდელონი და საერონი ერნი, ყოველნივე მოსწრაფე არიან და სურთ ყოფად ერთა ამითა მოქმედებითა სამარადისოსა შინა მონებასა მაღალ განდიდებულისა იმპერიისა რუსეთისასა, და შეკრულჰყოფენ თავსა თვისსა ამით, რომელ წმინდათ აღასრულონ ყოველივე იგი, რაივესცა აღასრულებენ მონანი მისნი, და არა უარჰყონ არა რომელიმე სჯული და ბრძანება რაოდენცა სამეფოსა მისგან იქმნების შესაძლო თვისად შთამომავლობითად ხელმწიფედ და თვითმპყრობელად; და ესრეთ ვინაიდგან ზემო დანიშნულნი ნოტანი იგი და სხვანიცა პუნკტნი ყოველნი მისის იმპერატორობისა დიდებულებისაგან პირველვე მაღალ-მნებებელობით განხილულ იქმნა, და სამეფო იგი საუკუნო ჟამობით მონად ყოვლისა რუსეთისა საიმპერატოროსა ტახტისად მიღებულ იქმნა, ამისთვის ამის შედგომილებისამებრ ყოვლად უმონებრივესად ვითხოვთ მისის დიდებულებისა ყოვლადმოწყალისა ხელმწიფისა ჩვენისაგან, რათა დამტკიცებულ-ჰყოს მიღება სამეფოსა მის დღესასწაულობითითა დ ა მ ტ კ ი ც ე ბ ი თ ა / ო რ ი თ ა ვ ე / მ ხ რ ი თ / ს ა ი მ პ ე რა ტ ო რ ო ს ა / ა კ ტ ს ა / შ ი ნ ა, რომელსაცა შინა ჟამსა იქმნენ იგინი იმედოვანად ამისა, რომელ ვითარცა თვით, ეგრეთვე შემდგომნი ამისნი მემკვიდრენი იპყრობენ მათ მარადის მამობრივის კეთილმხედველობასა შინა, და საკუთრად იქმნებიანცა მღვწელ კეთილ-დღეობათათვის მათ ერთა, რომელთაცა ნებით თვისით მისცეს თავი თვისი საუკუნოსა მონებასა, და ესრეთვე მიენიჭოსთ მათ ყოველივე წესი სარგებლობა და ჩინებულება ესე ვითარი, რომლითაცა ძველნი ყმანი მისის იმპერატორებისა დიდებულებისანი სარგებლობენ, და დაცულ იქმნას, ვითარცა სამეფო, ეგრეთვე სამზღვარნი მისნი ყოველთა მეზობელთა მათ მტერთ თავ-დასხმისაგან, და ვნებისა, და ყოველთა მათთა წინა-აღმდგომობათაგან, და განუწესებს ყოველსა მას მსახურებასა ესე გვარსა, რომელსაცა შემძლებელ იქმნენ ახლისამებრ მონებისა თვისისა ტვირთვად, დაცვად და აღსრულებად.
2.
პუნკტსა ამას შინა კვალადცა აწ დამტკიცებულ ვჰყოფთ, და ყოვლითურთ განვრცელებით მივიღებთ ამას, რომელ რომელიცა კეთილ-ნებებულ იქმნას მისის იმპერატორობითის დიდებულებისაგან და დანიშნულ მმართველად საქართველოსა სამეფოსად ერთად რომელიმე მეფის-ძეთაგანი, იგი იწოდებოდეს იმპერატორისა მოადგილედ*, და ი ხ ს ე ნ ი ე ბ ო დ ე ს / მ ე ფ ე თ / ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ა დ (*თანახმად ტრაქტატისა და წერილისაცა მეფისა გიორგისა დესპანთადმი მიწერილისა: „რათა სახლსა შინა ჩემსა არა აღაყენოს მეფობა“ ე. ი. რათა არა გაუქმდეს მეფობა, ანუ მოადგილეობა ხელმწიფე იმპერატორისა მეფეთა გვარშია. ესე უნებდა ამა წესით, ვითარცა ძველადცა იწოდებოდა საქართველო „ვ ა ლ ი ს ტ ა ნ ა დ / ს პ ა რ ს თ ა / ყ ა ე ნ ე ბ ი ს ა“, და თვით მეფესა საქართველოისასა უწოდებდენ ყაენნი „ვ ა ლ ი / გ უ რ ჯ ი ს ტ ა ნ ი ს ა“), და მიეცეს მას თანაშემწედ მარადის მუნ მყოფად ერთი რომელიმე დიდის რუსეთის დიდ-შემძლებელთაგანი, რათა მან მმართველობასა შინა მისსა განუმარტოს მას მისდამი მიცემული იმპერატორებითნი ჰსჯულნი, ბრძანებანი და სხვანიცა ესე გვარნი, და რათა თვინიერ თანხმობისა მისისა მან, იმპერატორის მოადგილემან და მუნ მეფედ წოდებულმან, არა რომელითამე სახითა თვით თავით თვისით არა კადნიერ იქმნეს განწესებად რომელისამე ჰსჯულისა, ბრძანებისა და რიგთა, და რათა არა მოაწეროს ხელი მან მხოლოდ თვინიერ ხელმოწერისა მისდამი განწესებულისა მის თანაშემწისა; ამისთვის ჯერ-არს, რათა თვითოეულმა მათ ბრძანებათა, ანუთუ განწესებათა ზედა სჯულიერისა ძალისა მექონთასა, პირველად მოაწეროს ხელი დიდის რუსეთის დიდშემძლებელმან მან, რომელმანვე დააგდოს ზემორე ადგილი ხელმოწერისათვის მეფისა მის. და ამას მოხსენებასა ვიკადნიერებთ ყოვლად უმონებრივითა სახითა ამისთვის, რომელ პირველსა ამას შეხდომილებასა შინა მიუცილებელად საჭირო არს, რათა ამით განმხიარულებულ და განმხნობილ იქმნენ ერნი იგი ვიდრე პირველ განჩვევამდე. და ამას მეფესა აქვნდეს მხოლოდ სახელი მეფობისა, და სხვებრ ყოველსა ჩვენ, ვითარცა სარწმუნონი მონანი, მივანდობთ უდიდებულესობისა კეთილ-მნებებელობასა, და ვითხოვთ, რათა მოგვეტეოს, უკეთუ ჰვყავთ მეტნი და უადგილონი წინადადებანი ვითარცა ახლად იმპერატორისა სრულიად რუსეთისა ტახტისა ქვეშევრდომილებისა ჩვენისათვის კადნიერ ქმნილთა.
ესე კვალადვე განხილვებასა შინა საჭიროდ იჩვენების, რათა სხვანიცა მუნებურნი თავადნი და აზნაურნი მნებებელობითა ყოვლად-უდიდებულესისათა განწესებულ-იქმნეს სხვა-და-სხვათა სასამართლოთა შინა ადგილთა და მათ შორის იგინი იყვნენ პირველნი, და მეორენი შემდგომნი მათნი რუსეთისა მოხელეთაგანი თანამდებობითა ამით შეკრულებითა; და ყოველსავე მას რაოდენ გზის სათანადო იქმნების მათ სასამართლოთა ადგილთაგან მოხსენებად, – არა ჯერ-არს, რათა მხოლოდ ერთისა იმპერატორისა მოადგილესა მას და მეფესა მოახსენებდენ, არამედ ორთავე ზემოთქმულთა მათ გვამთა, რომელთადმიცა ჯერ-არსვე, რათა ყოველსავე მოახსენებდენ უმცირესნი ადგილნი უპირველესთა, და ყოველნი თანამდებ არიან მოხსენებად სრულისადმი შეკრულებისა.
ხოლო სიმცირისათვის ადგილთა საქართველოისა დავსდებთ ესრეთ, რომელ საკმაო იქმნების ხუთნი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო ნ ი ადგილნი, რომელთაგანიცა პირველი იწოდებოდეს ესრეთ, ვითარცა კეთილმნებელ იქმნების, – ს ო ვ ე ტ ა დ, ანუ დ ე პ ა რ ტ ა მ ე ნ ტ ა დ / ს ე ნ ა ტ ი ს ა, სადაც ჯერ-არს, რათა იმყოფებოდეს ზემოხსენებული იგი მოადგილე, ანუ მეფე, და შემდგომად მიცემული მისდა თანაშემწე დიდის რუსეთისა დიდ-შემძლებელთაგანი, და სამნი მუნებულთა თავადთა აზნაურთაგანი. მუნვე სათანადო არს, რათა იმყოფებოდეს უპირველესი მეფე რუსეთის მუნ მყოფთაგანისა მხედრობისა, რომელიცა შეკრულ არს უფრორე მათთა კერძოთა ღვწისადმი, და სხვანიცა მოხელენი ვითარცა ქართველნი, ეგრეთვე დიდისა რუსეთისაგანნი წერილთ მცოდნენი განწესებულ იქმნენ ეგოდენი, რაოდენიცა განხილვისამებრ საჭირო იქმნების.
მეორე ადგილი, რომელიც სათანადო არს, რათა იყოს ბრძანებასა ქვეშე პირველისასა, ჯერ-არს, რათა იწოდებოდეს ს ა მ ე ფ ო ს ა / მ ა რ თ ვ ე ლ ო ბ ა დ, რომლისაგანცა სხვანი იგი სამთა მათ პროვინციათა შინა მყოფნი განიყოფებიან თვითოეულად, და მათ ყოველთავე ეწოდებოდეს უ ი ე ზ დ ნ ი, ანუ ვითარცა კეთილმნებებელ იყვნეს, ვინაიდგან სიმცირისათვის სამპყრობელოსა სამეფოსა მის საქართველოსა, ესენი ყოვლითურთ საკმაო იქმნებიან, ამად რომელ, უკეთუ რომლისადმიცა მცხოვრებელსა გარეგან სატახტოსა მის ქალაქისა მოუნდეს დამჭირნეობა მიუცილებელად და წარმოვიდეს რომელთამე საჩივრითა სატახტოსა მას ქალაქსა შინა თფილისსა, – ამისთვის არა არს ადგილი ესე ვითარი, რომელიცა განშორებით მდებარე იყოს უფროს ოთხისა დღისა სავალისა.
3.
ქალაქსა შინა თფილისს ჯერ-არს, რათა განწესდეს წესი პ ო ლ ი ც ი ი ს ა, და განიწესოს ერთი მუნებურთა ჩინებულთაგანი ობერ-პოლიცმაისტრად, და მას მიეცეს თანაშემწედ ერთი დიდის რუსეთისა ხარისხისა მქონებელი ვინმე, ამად რომელ მუნებურთა მანდ ერთათვის დიდად საჭირო არს ესე, რათა მით ღარიბნი მუნ მოსახლენი შემძლებელ იყვნენ ქალაქსა მას შინა განსვენებით ცხოვრებად, და რათა გლეხთა მათ მააქუნდესთ სახმარნი ნივთნი ქალაქთათვის თვინიერ ყოვლისა სხვათაგან შევიწროებისა, და რათავე იმოქმედონ თვითოეულმან თავისუფლებით ხელოვნება თვისი, და არა ესრეთ ვითარცა არს აზიის ჩვეულება, რომელიცა არს ძლიერ, მას აქვს სავაჭროსა მას შინა ყოველივე მძლავრება და მოსახლეთადმი ჰყოფს შეიწროებასა.
მასვე ქალაქსა შინა თფილისსა სათანადო არს, რათა განწესდეს კვალადცა ერთი სასამართლო, და იწოდებოდეს ს ლ ო ვ ე ს ნ ა დ, სადაც ჯერ-არს, რათა იყოს პირველად მსაჯულად ერთი ქართველთა აზნაურთაგანი და მეორე მუნებურთა ვაჭართაგანი, და მესამე ასნაფთაგანი ვინმე, რათა მათ ოდესაც შეხვდეთ საქმე სიტყვით საჩივარი, მაშინ განარჩიონ, განსამართლონ და გარდასწყვიტონ თვით მასვე დღესა, რომელსაცა შინა მოჩივარი მივალს საჩივრითა თვისითა, და უკეთუ არ ექმნების მას ძალი, რათა განისამართლონ და სიყვარულითა შეარიგონ, მაშინ წარიგზავნონ ორივე იგი სამეფოსა მმართველობასა, ანუთუ პოლიციასა შინა განხილვისამებრ საქმეთასა.
4.
მქონებელთა საქართველოსა შინა ვაჭრობისათა მეზობელთა მათ ერთადმი განეწესოს სახელმწიფოსა შემოსავალთა სარგებლობისათვის ბაჟნი, რომელთაცა შინა პირველ დელეხტორად ჯერ-არს, რათა იყოს შთამომავლობით საქართველოსა თავადთაგანი, და ორნი შემდგომნი მისნი იყვნენ ერთი მუნებურთა აზნაურთაგანი და ერთი დიდის რუსეთისაგანი, და ესე საბაჟო იყოს თბილისსა შინა; და მათთაგან სამზღვართა ზედა მთის ერთა, სპარსთა და თურქთასა დაინიშნოდეს სამყოფად თვითოეული ქართველთა მოხელეთაგანი, და თვითოელი რუსთაგანი, და თუ რომელთა სამზღვართა ზედა ჯერ-არს დადგენა მათი, და აგრეთვე იმერეთის მხრით. ვიდრემდისცა არ იქმნების უკანასკნელისა დესპანისა წარგზავნა პორტისადმი და სახელობით განწესება ფორპოსტთა, მანამდის ჩვენ აწ თქმად არა ძალგვიძს მათ განწესებათათვის. და ესრეთ ოდესცა მივიწევით ჩვენ მუნ, სათანადო არს, რათა ესრეთგზის დამტკიცებით იქმნეს საუკუნოდ თანხმობით განწესება ადგილთა მათ, სადაცა ჯერ-არს დაყენება, რათა არა ვლონ მუნ ვაჭართა საქონლითა თვისითა, და სადაცა ჯერ-არს, რათა მუნ აქვნდეს თავისუფლებითი სვლა, რომელ ამით სახით მიეცნენ ერთ-გზის სამზღვართა ზედა ბაჟი, და მიიღონ ბილეთი, და მიიტანოს იგი თბილისსა, ანუთუ რომელსამე უიეზდის სასამართლოსა შინა, რომელ მეორეთ აღარ გარდაიხადონ ბაჟი იგი. ხოლო, უკეთუ როგორმე მოულოდნელად და უმეცრებით გამოატარებს რომელსამე საქონელსა მათ ადგილთა ზედა და საზღვართა ზედა, სადაცა დაყენებულ იქმნების სლვა ვაჭართა, მაშინ ვიდრემდისა დაეჩვეოდნენ, თუ რომელთა ადგილთა ჯერ-არს სვლა საქონლითა ამის პირველისა შეხდომისა-მებრ, – არა მიადგეს მათ არა რომელიმე დასჯა და გამოერთვას ბაჟი იგი თბილისსა შინა. ხოლო ვინაიდგან სამეფო საქართველოსი აწ შეერთებულ იქმნა იმპერიასათანა ყოვლისა რუსეთისა და მუნებრივნი მცხოვრებნი იქმნენ ყმათა ყოვლად უაღუსტესისა მონარხისად, მაშინსადამე ამის შედგომისა-მებრ უბრძანოს ვისდამიცა ჯერ-არს, რათა მომტანელთა საქონლისათა მოზდოკსა შინა ქართველთა და სხვათაცა ვაჭართა საქართველოზე მოსულთა, და მუნ საქართველოსა შინა გარდამხდელთა განწესებულისა ბაჟისათა, მეორედ მ ო ზ დ ო კ ს ა შინა არღა გამოერთვან, და ეგრეთვე მოზდოკით საქართველოსა შინა მისრულთა; ვინადგან თანამდებ არიან განსრულნი თბილისით, და ეგრეთვე მრავალნი ვაჭარნი მისის დიდებულებისა და აწ ჩვენის ყოვლად მოწყალის ხელმწიფისა მონანი რუსნი, ქართველნი, სომეხნი და სხვანი, რომელნიცა გამოვლიან რა ყიზლარსა, მოზდოკსა და სხვათაცა ადგილთა, და მოიწევიან რა ორთა შორის, მაშინ არა თუ მხოლოდ აძლევენ მათ განწესებულთა მათთა მისაცემელთა საქონელთა ზედა, არამედ ესეცა ფრიად ხშირად იქმნების, რომელ ისინი მომწყურნობითა ნივთ-მოყვარებისათა მოაკლებენ მათ ყოველსავე ნაქონებსა თვისსა; და ამისთვის ვრაცხთ თანამდებად ჩვენდა მოხსენებასა ამას, რომელ პირველსა ამასწინა მოსვლასა რომელსამე დიდ-შემძლებელობისასა, რომელიცა რაოდენსამე ჟამსა დაინიშვნის სამყოფად საქართველოსა შინა მუნებურთა განწესებულებათათვის, მისდამი სახმარ არს, რათა მუნ განვლასა შინა ჰქმნას მათდამი, ესე იგი თვისთადმი, მტკიცე განწესებულება ამა საქმეთათვის, და შემდგომად ამისა მცირესა შინა ჟამსა შესაძლო არს, რათა იგი მცირედ სარაცხნი ერნი, ძველთაგან დამონებულნი საქართველოთა მეფეთაგან, ფრიად სუბუქად მოყვანილ იქმნენ კვალადცა თანამდებობითთა მორჩილებასა და მონებასა შინა; და რათავე საშვალ მ ო ზ დ ო კ ი ს ა და ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ა, სადაცა არს საჭირო, განწესდეს რაოდენიმე ფორპოსტნი და დაიყენოს სამეფონი კამანდნი.
არა მცირედრე ვრაცხთ თანამდებობადვე ჩვენდა ყოვლად ქვეშევრდომობითისა მოხსენებისა: რომელ თვითოეულნი მეფის-ძეთაგანნი, თავადნი, აზნაურნი და სამღვდელონი ართმევენ გამოსაღებთა განმვლელთა მათ, რომელნიც ვაჭარნი გაივლიან სამფლობელოთა მათ ზედა, ანუ ადგილის ფასთა მსგავსად ბაჟთა, და ესე სათანადო არს, რათა იქმნეს დაყენებული, ამად რომელ ვაჭარი გარდამხდელი ერთგზის ბაჟისა საქართველოსა შინა, შემდგომად სადაცა განვრცელებულ არს სამპყრობელო ჩვენის ყოვლად უაღუსტესისა ხელმწიფისა სათანადო არს, რათა მუნ იყვნენ თავისუფლად მეორედ გამოსაღებთაგან ბაჟთასა. კვალად მათ სრულ-ჰყოფისათვის კადნიერ ვიქმნებით შეერთებად მოხსენებისა ამის, რომელ საზოგადოდ მობირებისათვის ვითარცა ქართველთა, ეგრეთვე მეზობელთა მათთა ვაჭართაცა, განვრცელებისადმი ბაჟთასა და განმხნობისათვის მათისა, – არა კეთილნებულ იქმნებისაა განწესება ამისა, რათა, დებულებათაებრ ათამანის პორტისათა, აღიღებოდეს ს ა მ ი / ა ს ს ა ზედა დაფასებისაებრ საქონლისა. და უკეთუ რომელიმე ვაჭართაგანი დაფარვისა სახითა იქმნების მომტანელ რომლისამე ნივთისა საქართველოსა შინა, რომლისამე ნივთისა დამფარველთა, მაშინ გადახდესთ ესრეთ, რომელ გამოერთვას მას ორი წილი ნაცვლად ერთისა, რათა ამით სუბუქითა დასჯითა უმეტეს ადრე მოიქცეს ერი, ახლად შემოსრული მაღლისა მის იმპერატორებითისა დიდებულებისა მონებასა შინა; და თვით ესევე ჰყოს ამას შინა, რომელ მოიქცნენ მამულსავე შინა მოსახლეთადმი, და შესაძლო იქმნებისცა, რათა გამომგონებლობითა თვისითა განავრცონ ვაჭრობა თვისი ბ ა ს რ ა ს, / ბ ა ღ დ ა დ ს / და / უ შ ო რ ე ს / ი ნ დ ი ა ს ა შინა.
5.
აწ ჩვენ სუსტითა ჩვენითა განზრახვითა კადნიერ ვიქმნებით ყოვლად უმონებრივესად წინწარმოდგინებად ამისა, რომელ ადგილნი, ანუ სამპყრობილენი საკუთარნი მეფის ძეთა, თავადთა და აზნაურთანი ყოველივე იგი შემდგომადცა მათდამი იქმნენ დაშთომილ ვითარცა ჰსჯულიერნი მათი საკუთარი. ხოლო უკეთუ რომელსამე მათგანსა ძალითა, ანუთუ სხვათა რომელთამე უჯეროთა სახით, ადგილნი მიმძლავრებისაებრ [ეჭიროს], მაშინ იგი სამართლით სათანადო არს, რათა განრჩეულ იქმნეს და მიეცეს იგინი პატრონთა თვისთა, რომელთადმიცა ეშესაბამების სწორედრე მიცემა. და ესრედ მრავალნი ადგილნი, მდებარენი სამზღვართა ზედა მთის ერთასა, სპარსეთისა, თურქთა და სხვათაცა, რომელიცა არიან მპყრობელობასა ქვეშე მეფის ძეთა, თავადთა და აზნაურთა, და სამღვდელოთა ერთასა, გვეჩვენების ჩვენ, დაცვისათვის სახელმწიფოსათა უშიშრობასა შინა, უმჯობესად, რათა ესე ვითარნი ადგილი მათგან გამორთმეულ იქმნენ და ნაცვლად მათსა მიეცეს მათ სხვა შინაგან საქართველოსა, ანუ რუსეთსა შინა, და იგი ადგილნი დაშთეს სახელმწიფოდ სადაცა კეთილ განხილულებით იქმნეს აღშენებულ სიმაგრენი გაბრთხილებისათვის მეზობელთასა, და ამითიცა განერებიან მრავალნი ტყუილსა ცილისწამებასა და შესმენასა ვითამცაღა მათ აქვნდესთ დაფარული შეერთებულება ორგულთათანა. ხოლო რომელნიმე თქმულთა მათ ადგილთა მქონებელთაგანი შესაძლო არს, რათა დაშთეს მასვე ადგილსა თვისსა ჩინებულისა მოქმედებისა მათისა, და შესაბამისად დაფიცებისათვის, და დამორჩილებისათვის თვისისა ჰსჯულიერისა ხელმწიფისადმი, და განეწესოსცა წელიწადობით ჯამაგირი, რათა ამით მყოფნი მუნ, ვითარცა მცოდნენი ძალისა და მდგომარეობისა თვისთა მეზობელთასა, შემძლებელ იყვნენ, რათა აჩვენონ სარგებლობა.
6.
ქვრივთა დედოფალთა, ეგრეთვე ქვრივთაცა მეფის რძალთაცა და მეფის ასულთა, რომელნიცა არ არიან გათხოვილ და წელთა თვისთა შემგზავსებით არა ძალ-უძსთ განქორწინებად, ყოვლად მოწყალებით ებოძოსთ შესაბამი გვარისა თვისისა უფლება რუსეთს, ანუ ქვეყანასა შინა თვისსა, და მათნი საკუთარნი ადგილნი, ჩვეულებისად აქაურთა წესთასა, სოფელნი და სხვანი შემოსავალნი მიღებულ იქმნეს სასარგებლოდ უდიდებულესისა კარისადმი; ხოლო მამაკაცთა მათ მეფის-ძეთა, ძმისწულთა და ძმის-ძეთა მეფისა სახლისათა, ყოველთა მათ, რომელთაცა სურთ რა, თვისის სიმრთელის ძალით, ანუ მოხუცებულობისა გამო, დაშთებიან ქვეყანასა შინა თვისსა, ისარგებლონ საკუთარითა თვისითა ადგილითა. ხოლო იგინი, რომელნიცა თვინიერ იჭვისა მიიღებენ სურვილსა და მოიწევიან, და შეუვრდებიან ფერხთა ესე ვითარისა თვისისა ყოვლადმოწყალისა ხელმწიფისათა, მიღებულ იყვნენ მსახურებასა შინა, და ნაცვლად მუნებურთა მათ ნაქონებთა თვისთა მიენიჭოსთ რაივეცა კეთილ-ნებებულ იქმნეს, და თქმულნი აღირაცხოს სახემწიფოდ.
7.
ს ა მ ღ ვ დ ე ლ ო თ ა თ ვ ი ს: ვითარცა არს უპირველესი აწ საქართველოსა შინა სამღვდელოთა ერთა შორის ძე მეფისა ირაკლისა ა ნ ტ ო ნ ი, რომელსაცა აქვს ძველისა იქაურთა განწესებისაებრ ტიტულად კ ა თ ო ლ ი კ ო ს ო ბ ა, კურთხებულ არს ხელმწიფობასა შინა ნეტარხსენებულისა იმპერატრიცასა პატივსა შინა არხიეპისკოპოსისა ც ა რ ს კ ი ს ე ლ ო ს, და მუნ წარგზავნილ იქმნა განრიგებისათვის მუნებურთა სამღვდელოთა წესთასა, – ეგრეთვე დაშთეს იგი მასვე თ ა ნ ა მ დ ე ბ ო ბ ა ს ა, და ს ა ხ ე ლ ს ა / შ ი ნ ა; თანასწორადვე სხვანიცა ეპარხიათა შინა თვისთა მყოფნი მიტროპოლიტნი, არხიეპისკოპოსნი და იღუმენნი, პროტოპოპნი, მღვდელნი და დიაკონნი, და სხვანიცა ეკკლესიისა მოსამსახურენი თვითოეულნი წოდებისაებრ თვისისა და ადგილთა მათთა სახელდობით. თუ ვითარნი და რაოდენი არიან იგინი, მიუცილებელად მუნ მიწევნისა ჩვენისაებრ – ყოვლად მონებრივითა სახითა ჰვყოფთ მოხსენებასა.
და ვინაიდგან განსვენებული იგი უგანათლებულესი მეფე და სამეფო მისი ითხოვდენ, რათა მიეღოთ სამოქალაქონი და პოლიტიკებრნი ჰსჯულნი, ამისთვის ჩვენცა მივიღებთ კადნიერებასა, და ამისთვისვე ვითხოვთ დიდისა ჩვენისა ხელმწიფისაგან, რათა მიეცეს ბრძანება უდიდებულესსა უწმინდესსა სინოდსა, რომელ წარმოგზავნოს ჩვენთანა, ანუ შემდგომად ჩვენსა ერთი სამღვდელო ვინმე რუსეთისა საიმპერატორობისგან მცირეს ჟამობით არხიმანდრიტი, ანუ იღუმენი, კაცი მდაბალი და მყუდრო, რათა აჩვენოს მათ განწესებულნი აქაურნი საკუთარნი დღესასწაულობათათვის საუქმოთა და სხვათაცა სახელმწიფოთა დღესასწაულობითთა დღეთა.
ხოლო მიტროპოლიტნი, არხიეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, არა მქონებელნი ეპარხიისანი, უკეთუ გამოჩნდეს ადგილი მათთვის, არამედ დაშთომილად და უქმად, მაშინ მოხსენებისაებრ მუნებულთა მათ საღვდელოთა და ჩვენგან, – კეთილნებებულ იქმნების, რათა იგი დაიდგინოს მუნ, ეგრეთვე არხიმანდრიტი და იღუმენი, ოდესცა მათგან თხოვილ იქმნების; ეგრეთვე მიტროპოლიტთა, არხიეპისკოპოსთა და ეპისკოპოსთა, რომელნიც ეგებიან უადგილოდ, ყოვლად მოწყალებით ებოძოსთ მცირედი ულუფა საზრდო განსადიდებელად ყოვლად უავღუსტესისა სახელისა. და ვითხოვთ, რომელ ყოველნივე იგი სამღვდელოთა წესნი იყვნენ შეწყნარებულ, პატივცემულ ღირსებისაებრ ხარისხისა მათისა თანასწორად სხვათა ხარისხისა მექონეთა რუსეთისათა, ვინათგან ქვეშევრდომილ ქმნილი იგი სამეფო თვისისა ნებით შეერთდა საიმპერატოროსა.
8.
და მათთანავე წინაწარმოვადგენთ ძველთა ჩვეულებათა საქართველოსათა, რომელიცა მუნ ჰგიეს თვით დაწყებითგან მათით: ესე რომელ უფროსღა თვითოეულთა მეფის ძეთა და თავადთა, ყოვლადსამღვდელოთა საქართველოსათა ჰყავს აზნაურნი საკუთრად, რომელთაგანცა მათ აქვსთ მიწა მიცემული, რომელსაცა ზედა არიან გლეხნი დასახლებულნი და მუნ ჰცხოვრობენ იგინი, და არა რომელსამე შეიწროებასა მიმღებლობენ მათთა ვადათაგან; ხოლო ჟამსა ბრძოლისასა წინააღდგომად მტერთა ყოველივე სრულებით თვითოეულად მასთან წარვლენ ბრძოლასა შინა, და ესრეთვე ჟამსა ნადირობისასა, და თუ ჟამსა მასპინძლობისასა მათთანავე იმყოფებიან სრულებით, და სახლთა შინა მათთა, ვითარცა აზნაურნი, ერთბამად მათთანა ერთსა ზედა ტრაპეზსა განსცხრებიან, და ოდეს რომელიმე მათგანი არღა ინებებს უმეტეს ყოფად უფალთა მათთანა, მაშინ ვითარცა აზნაური დაუტევებს მიწასა მათსა და სოფელსა, და წარვალს თვისით სახლეულობით სხვისადმი, რომელიცა თვინიერ ყოვლისა ნაკლულევანებისა თვისადმი მიიღებს და მისცემს მასვე უპირატესობასა, ვითარცაღა აქვნდა პირველ მისა ჟამადმდე, – და ამისთვის ყოვლად უმონებრივესად წინწარმოდგომილ ვჰყოფთ მათ აზნაურთა, რომელიცა ყოვლისავე შინა საზოგადოდ გამოსადეგნი არიან და უფროსად სამხედროსა შინა სამსახურსა, რომელსაცა შინა არიან დაჩვეულ, და ესე არა კეთილ ნებებულ იქმნებისაა, რათა ყოველივე იგი ჩამოერთვათ ყოველთა მათ მებატონეთა და აღირაცხენ იგინი საეროთა აზნაურთა წესთა შინა, ნაცვლად ჩამორთმეულთა მათ მიეცესთ თანასწორივე სამკვიდრებელი, იგინი ხმარებულ იქმნენ ღვწასა შინა უდიდებულესისა მსახურებისასა.
9.
ხოლო რაივეცა შეეხების თქმად მ ა დ ა ნ თ ა თ ვ ი ს, საქართველოსა შინა მყოფთა რომელიცა არს, რომელ წინა-წარუდგენთ ნებასა ქვეშე მისი იმპერატორების დიდებულებისასა, რათა გამოცხადებით მუშაკობისათვის მათისა ებრძანოსთ წარმოსვლა განსწავლულთა კაცთა; და მუშანი გამოცდილნი იპოებიან სამეფოსა მას შინა საკმაო რიცხვნი, რომელიცა შესაძლო არს, რათა მოიხმარებოდენ სამუდამოდ თეთრის მიცემითა.
10.
ვითარცა მეოთხესა პუნკტსა შინა მორთმეულსა ჩვენგან სახელსა ზედა მეფისა და ყოვლისა საქართველოსა სამეფოსა უმაღლესის მისის იმპერატორობის მინისტრისადმი ნოტი იყო – ესე, რომელ ვითხოვეთ ჩვენ სამყოფად საქართველოსა შინა ე ქ ვ ს ი / ა თ ა ს ი კაცი მაღალდიდებულის რუსეთის იმპერატორობის მხედრობა, ესრეთვე აწცა კადნიერ ვიქმნებით ყოვლადუმონებრივესად მოხსენებად, რომელ; აწინდელსა ამის მდგომარეობისამებრ პირველსა ამას შეხდომილებასა შინა რიცხვი მხედრობისა საჭირო არს* (*ი გ ი ვ ე თუ უ მ ე ტ ე ს ი, მიუწერია თვით გარსევან ჭავჭავაძეს) ვითარცა საზოგადოსა განსვენებისათვის, ეგრეთვე დამყუდროებისათვის აღშფოთებულთა ჩვენთა მეზობელთასა. ხოლო შემდგომად ოდესცა განწესებულ იქმნების მუნ შესაბამი მყუდროება, და ყოველივე მოიყვანების შესაბამისობასა შინა, მაშინ თუ რაოდენიცა რიცხვი მხედრობათა ჯერ-არს, ამას მივანდობთ სრულებით განხილულობასა მისის იმპერატორობის დიდებულებისასა, რომელიცა შესაძლო იქმნებისცა, რათა სახელდებით საიმპერატოროსა აქტსა შინა დაინიშნოს, და უკეთუ კეთილ-ნებებულ იქმნების, რათა ზემოხსენებულისა ამის მდგომარეობისათვის აწ მყოფსა მას საქართველოსა შინა მხედრობასა მოემატოს, მაშინ ყოვლად ქვეშევრდომობით ვითხოვთ, რათა, უკუნქცევისათვის სიძვირეთასა მოსყიდვასა შინა პროვიანტისასა, ებრძანოს მუნ მყოფსა რუსეთისა მხედართმთავარსა განმზადება მათი კეთილ-ჟამიერად მუნ მყოფისა ბაზრის ფასისაებრ.
11.
რაოდენიცა შეეხების დაწყებასა განსწავლულისა მხედრობისასა საქართველოს ერთასა, რომელნიცა შეკრებად შესაძლო არს, ესე არს, რომელ ჩვენ მოხსენებად არა რა ძალგვიძს, და ოდესცა წარიგზავნების უდიდებულესისა მისის იმპერატორების უმაღლესის კარისაგან რომელიმე გვამი საქართველოსა შინა, და იგი ჰყოფს მუნებურისა ერისა სამხედროსა აღწერასა, მაშინ დროსა მას წოდებული მეფედ ითხოვს რაოდენცა სახმარ არს მოხმარებასა შინა მსახურებისასა ერთბამად რუსეთისა ძლევაშემოსილისა მხედრობისათა, და სადაცა იგინი თანამდებ იქმნებიან წარსვლად და მსახურებად მისის იმპერატორების დიდებულებისა, თვისისა ყოვლადმოწყალისა, და შთამამავლობით ხელმწიფისადმი უმწვერვალესითა ძალითა მსახურებისა თვისისათა; ეგრეთვე განწესებულისა ჯარისაცა შესაძლო არს ოდესმე აღმსუბუქებისათვის რუსეთის საიმპერატოროსა მხედრობისა მოხმარება მარტოდ; განხილულ იქმნების საკმაოდ აღსრულებისათვის საქმისა, და ეგრეთვე სამზღვართა ზედა მოსახლეთა არა ძვირად შეხვდების თავ-დასხმა და ოხრება მტერთაგან სხვათა და სხვათა, და ამის დაყენებისათვის არა კეთილ-ნებებულ იქმნებისაა, რათა მუნ უფროსად მყოფად დანიშნულსა ებრძანოს, რომელ ყოველთა მათ, რომელთაცა ძალ-უძსთ მსახურება საჭურველითა, აიძულოსთ მათ, რათა იქონიონ იგინი, და ამით საკუთრად თვისთა თავისა დაცვათა იყვნენ შემძლებელ მარადის მზაყოფად.
აწ ჩვენ ჩვენითა სუსტითა განზრახვითა კადნიერ ვიქმნებით ყოვლად უმონებრივესად წინწარდგინებად ამისა, რომელ მყოფნი გლეხნი სხვა და სხვა სამფლობელოსა, ტყვედ წარყვანილნი, ანუ განშენებულნი სხვა და სხვა მიზეზითა სპარსეთს, ანუ თუ თურქეთს, თვისსავე მამულსა მოქცეულ – არა სათნო იქმნებისაა, რათა საკუთრითა მაღლის მონარხობითისა მოწყლებისათა ებრძანოსთ სახალხოდ გამოცხადება ამისი საქართველოსა, რომელ ყოველნი, რომელნიცა მოიქცევიან პირველსავე თვისსა სამკვიდრებელსა, აქამდე განშორებულნი, იგინი დაშთენ თავისუფლად და აღირჩიონ წადილისამებრს თვისისა საცხოვრებელი ადგილი, რომლისადმიცა ენებოს აღრიცხვა თავისა თვისისა სახელსა ზედა სახელმწიფოსა, ანუ სხვისა უფლებისა ქვეშე, და რომელიცა მსგავსიერითა სურვილითა თვისითა, სადაც იქმნების აღწერილი საცხოვრებლად იგინი, მუნ სამარადისოდ დაშთებიან; თვინიერ უცხო ქვეყნის კაცთა, რომელთადმიცა თავისუფლად მყოფობა ესე არა შეეხებათ, რომელნიცა დაშთებიან პირველთამებრ თავისუფლად, მას ჟამამდის ყოველივე აღიწერებოდნენ, და ესე არა მიეხედებისთ ესე ვითარისა მოწყალებისათა, რომელ არცა ერთი მათგანი არ დაშთებიან, და ყოველივე კვალადცა მოსურნე იქმნებიან, რათა მოიწივნეს სამკვიდრებელსა შინა თვისსა, და მისგან ექმნების სამეფოსა მას არა მცირე სარგებლობა.
ესრედვე ყოვლად ქვეშევრდომობით წინადადებულ ვყოფთ გლეხთათვის საქართველოსათა, რომელნიცა იმყოფებიან სამფლობელოსა შინა თვისსა მებატონეთასა, რომელთადმიცა გლეხნი იგი ძველადვე მუნებურითა სჯულითა ვერ განშორდებიან ესრეთ, რათა იგინი აიყარნენ მისგან და მივიდნენ მეორისადმი. და ეგრეთვე მებატონენი იგი ვერ მიიღებენ მათ, და ვჰგონებთ ესე იქმნების შემსგავსებულ წესთადმი მაღალდიდებულისა ყოვლისა რუსეთისა საიმპერატოროსათა, რათა ვითარცა აწ სამეფო საქართველოსი შეერთებულ იქმნება ამის იმპერიასთანა, და ამისთვისცა კადნიერ ვიქმნებით ყოვლადუმდაბლესად თხოვად ამისა, რომელ მიეცეთ ბრძანება უდიდებულესობისა ვითარცა წაღადემდე, ეგრეთვე შემდგომადცა იგი გლეხნი და ვაჭარნი, რომელნიცა იჩვენებიან მიწერილად რომლისადმი მებატონისად, ან თუ ქალაქისად, მუნვე სამეფოსა შინა დარჩეს, და დააყენოს, რათა მუნიდგან არა წარსულ იქმნას თვისისა სურვილისა-მებრ სხვისადმი, და რათა არცა გადმოსახლებულად შემძლებელ იყვნენ რუსეთსა შინა; ესრეთვე მსგავსად ამისა დაყენებულ ექმნეს, რათა გლეხნი რუსეთისანიცა არა ვიდოდენ, და ესე დაეშალოსთ მათ აღთქმითა საშინელისა და ფიცხელისა დაჰსჯისათა.
ესრეთვე ვიდრე ამ დრომდე იყო საქართველოსა შინა ჩვეულება, რომელ მუნებურნი მებატონენი გლეხთათვის ჰყიდდნენ ვინ, როგორ, რაოდენსაცა ინებებდა, და ამისთვის არაკეთი-ნებებულ იქმნებისაა, რომ ესე ვითარი მსყიდველობა აწ დაყენებულ იქმნეს, და ებრძანოსთ, რათა განყიდონ არა სხვა გვარ, არამედ ერთბამად სახლეულობით, და უძრავით მამულით თვისითა, უკეთუ აქვსთ მათ; და ეგრეთვე არა მიჰყიდოს, თუ არ ქართველთა და დიდის რუსეთის მებატონეთა, და ეგრეთვე ტყვენი, რომელთაცა თურქთა, სპარსთა და სხვათაგან ერთა საჭურველითა სახელმწიფოსათა ბრძოლასა შინა გამოხსნილ იქმნებიან, მათდამი მოიქცნენ ესრეთ, ვითარცა ეს გვარსა შემთხვევასა შინა იტყვიან რუსეთისა ტყვეთადმი; და რომელნიც ესე გვართაგან გამოხსნილ იქმნების ვისგანმე და პირველი იგი მებატონე მისი ინებებს მისა თვისდამი კვალად მიღებასა, მაშინ იგი თანამდებ იქმნების, რათა უკუნზღოს დახარჯული თეთრი გამოხსნასა ზედა, და ამის წინააღმდგომსა შემთხვევასა შინა სათანადო არს, რათა დაშთეს უფლებასა ქვეშე მისსა, რომელმანცა გამოიხსნა, და ექმნეს ნება მისყიდვად ამისა სხვათადმი შინაგან სამეფოსა შინა, და არა მეზობელთა უცხო ქვეყნისა კაცთადმი.
13 (12 ?).
ვითარცა მეფის ძეთა და ძის-ძეთა მეფის ფამილიისათა, რომელნიცა მდგომარეობასა შინა თვისსა პირველისა მებრ დაშთებიან, ეგრეთვე თავადნი და ზანაურნი, ექმნესთ სარგებლობა ყოვლითა ამით პატივითა და ჩინებულობითა, რომლითაცა სარგებლობენ აზნაურნი რუსეთისა იმპერიისანი, და მიიღონ ეგეთივე სახელსა ზედა თვისსა ღრამატა და ღირსებისათვის დიპლომი, და იმპერატორისა მსახურებასა შინა მიღებულსა ჩინისათვის პატენტი; ეგრეთვე სამღვდელოთა წესთა მექონეთა ეპარხიისა და მონასტერთა აქვნდეს იგივე პატივი, ვითარცაღა სარგებლობენ რუსეთისა სამღვდელონი ერნი.
14.
ვაჭართა, მედუქნეთა და ხელოსანთა ერთა აქვნდეს იგივე სარგებლობა კომერციასა შინა, ესე იგი სრულსა ვაჭრობასა შინა, და შემატება მოძრავითა და უძრავითა საქონლითა თვისითა თვით, რაიცაღა აქვსთ სარგებლობა მისი სხვათა ამათ იმპერიათა შინა მყოფთა; ხოლო ძველთაგან მოყვანილნი შეიწროებისაგან მტერთა მათ მეზობელთასა სიღარიბესა შინა , რომელთაცა არა მცირედი მიუღიეს შეიწრება მათგან მათ პირველსა შეხდომილებასა შორის, აემსუბუქოს რომელსამე განწესებულებასა პირის-პირ ზემოხსენებულისა მის რუსეთის მემკვიდრეთა.
15.
ყოველივე სახელმწიფონი სათხოვარნი აწინდელნი, ანთუ შემდგომნი, და ეგრეთვე სხვათა მებატონეთა გლეხთა გამოსღებნი სხვა და სხვანი სახელმწიფოდ, თვინიერ რომლისამე საჭიროსა სახმარისა მხედრობათასა, წარუდგენთ დიდსა მონარხობასა განხილულობასა და ყოვლადმოწყალებისა მნებებელობისა ჩვენისა ხელმწიფის იმპერატორებისასა, რათა მიეცესთ თავისუფლება, რაოდენცა დროსა კეთილნებებულ იქმნების, და ესრეთვე ებრძანოსთ მებატონეთა. უნებისაებრ ყოვლისა რუსეთისა იმპერიისა ჰსჯულთა ზედა განიწესების რიცხვი მათ მხედრობათა, რომელთაგანიცა შესაძლო არს, რათა განსწავლულთა აფიცართაგან და რიადოვისაგანთა ისწავლონ სამხედრო ეგზერციცია, და დისციპლინი; გარნა ჩვენ კადნიერ ვიქმნებით თხოვად მისის იმპერატორების დიდებულებისაგან სახელსა ზედა ყოვლისა საქართველოსა ერთასა, რომელთაცა თვისისა ნებით შთავრდომილ ჰყვეს თავი თვისი მონებასა მას, რათა ყოვლადმოწყალებით თავისუფლად ეგნენ იგინი, მსუბუქ გონებობისაებრ მათისა, რეკრუტისა მოკრებისაგან, და ეგრეთვე არა იხმარებოდენ იგინი მსახურებასა შინა ამას-მხარესა აქეთ კავკასიისა მთისასა, ესე იგი შვეციასა, პრუსიასა სამზღვართა ზედა, სადაცა დაუჩვეველის ერის (ჰაერის ?) ძლით თვინიერ დიდისა შრომისა იგინი მსახურებისა განგრძობად არა შემძლებელ არიან, და იხმარებოდენ იგი მხედრობანი შეერთებით მათთანა, რომელნიცა იმყოფებოდენ საქართველოსა შინა რუსეთის პოლკთა თანა უდიდებულესისა მსახურებასა შინა მხარესა მას წინააღგომად ყოველთა მეზობელთა მათ მტერთა თათართა, სპარსთა და მთის ერთა, და ეგრეთვე გამოზრდათათვის შინაგან სამეფოსა პიკეტთა და ყარაულთა; და ეგრეთვე ყოვლად უმონებრივესად კადნიერ ვიქმნებით თხოვად ამისა, რომელ შემოსრულნი ამას ახლად მოკრებულსა მხედრობასა შინა თავადთა და აზნაურთა ძენი ყოვლად მოწყალებით მიღებულ იქმნენ ობერ და უნტერ ოფიცრობის ჩინით, და უკეთუ რომელიმე მეფის ფამილიისაგანი მამაკაცისა, ანუ დედათაგანისა ძენი მასვე რიცხვსა შინა მსახურებისასა მოსურნე იქმნებიან შემოსვლად და უიჭოცა ჰყოფენ ამას, მაშინ იგინი, ყოვლადმოწყალებით პატივის-ცემისათვის გვართა მათთასა, მიღებულ იქმნენ შტაბ-აფიცრობისა ჩინითა; და მიღებისაებრ შტაბ-ობერუნტერ-აფიცარნი ქართველთაგანი, რომელნიცა მხედრობასა შინა იქმნებიან მსახურად, მათ მომატებოდეს ჩინი განწესებისაებრ იმპერიისა ამისა. ხოლო ჯარის კაცთა ყოვლად მაღლის მონარხობითისა მოწყალებისაგან დაენიშნოს რაოდენიმე დრო მსახურებისა, რათა მათ კეთილ-ჟამიერად იცოდნენ, რომელ ჰმსახურონ რა 10, ანუ 15 წელსა მისის იმპერატორების დიდებულებასა წინააღდგომად მტერთა რუსეთისა და ქრისტიანობისა სახელისათა, ესე იგი, პირის-პირ სპარსთა, თურქთა, ლეკთა და სხვათა ესე ვითართა, შემდგომ შემძლებელ იქმნებიან, რათა მოიქცნენ სახლად თვისად, და წინაშე ერთქვეყნიერთა ერთა თვისთა თანა განადიდონ ქება მისის უმაღლესის დიდებულების მსახურებითა ერთგულებისათა, და აღავსებს მათ მონებრივისა ქვეშევრდომობითა ტახტისადმი რუსეთისათა; და ამით არა თუ მხოლოდ შემძლებელ იქმნებიან ჟამისაებრ, რათა განამრავლონ რიცხვი კაცთა სამხედროთა, არამედ ესე დაადგინებს მათ მხიარულებით წარსვლად, უკეთუ ებრძანების, თვით ვიდრე სამზღვრამდე ი ნ დ ი ი ს ა. ხოლო უკეთუ მდგომარეობა საქმისა მოითხოვს, რომელ შემდგომად მოკრებისა საქართველოსა რეგულისა ჯარისა, ანუ კვალადვე თუ შემდგომად დამჭირნეობასა კვალადცა შემოკრებისა რაოდენთამე ქართველთა განუსწავლელთა ჯართასა, მაშინ შესაძლო არს, რათა მუნ მყოფმან მეფემან აუწყოს ესე ხელმწიფისა მოადგილესა და სამღვდელოთა, რათა ემსგავსონ ამას შინა დიდისა მონარხიასა სიმდაბლით მოქცევასა და სამზღვარ უდონ მოკრებასა მას თვისთაგან გამოსაღებთასა, და მუშაკობასა მსახურებისა მათისასა, რათა ამით მოწყალებითა მოყვანებულ იქმნენ იგინი სრულსა გლეხკაცობის მდგომარეობასა შინა.
16.
ყოველთა სასამართლოთა პირველთა და უკანასკნელთა ადგილთა შინა განმგეთა და მოხელეთა, ქართველთა და რუსთა, ღირსებისა და თანამდებობისა მათისაებრ განეწესოსთ შესაბამი ულუფა მუნ მოკრეფილისა სახელმწიფოსა შემოსავლისაგან, ხოლო ესრეთვე უმცირესთა მოხელეთაცა მიეცეს ულუფა მისვე შემოსავლისაგან, განწესებულისა სამეფოსა მისგან და განსრულთა სახელოსა მისგან, და ნებით თვისით მუნ დაშთომილთა.
17.
ვითარცა მრავალ გვარნი კნიაზნი და აზნაურთაგანი საქართველოსათა იმყოფებოდენ აქამდე მსახურებასა შინა კართა ზედა მეფისათა და სხვათაცა ადგილსა შინა სამეფოთასა, და აქვნდათ სხვა და სხვანი ადგილნი სამოხელონი, რომლითაცა სარგებლობენ თანამდებობითა პატივითა, და მსახურებდენ მეფესა და ქვეყანასა თვისსა გულსმოდგინებით და ერთგულობით, ამისთვის, უკეთუ მათგანთა რომელთა აწ მოხუცებისა გამო წელთასა, და ანუ სხვათარე მიზეზითა, კვალადცა მსახურებასა შინა არა ინებონ შესვლა, არა კეთილნებებულ იქმნებისა, რათა პატივ-ეცესთ პირველთა მათთა მსახურებათა და მოხუცებულებასა, და რათა დაშთენ პირველსავე მას პატივსა შინა, და მიეცესთ მათ პატივი თანად-სწორად მათ თავადთა და აზნაურთადმი, რომელნიცა დიდებულებისა მისის იმპერატორების მსახურებასა შინა იმყოფებიან.
18.
მოყვანებისათვის მყოფთა მუნ უშიშობისა მდგომარეობასა შინა პირველ საქმედ ვრაცხავთ ამას, რათა მივიღოთ სახმარი გაბთხილება მეზობელთა მათ ჭ ა რ ე ლ თ ა გ ა ნ, რომელნიცა შთამომავლობით თვისით არიან ძველნი კახეთისაგანნი, და ადგილი იგი, რომელთაცა ზედა დაშენებულ არს, აწცა კახეთისაა, გარნა მათ შეურაცხ-ჰყვეს ჰსჯული ქრისტიანობისა, და ემორჩილებიან მახმადის ჰსჯულსა, და საშვალ მათსა არს დასახლებულნი ლ ე კ ნ ი ც ა. ესე ერნი არცაღა მცირედ არიან საშიში და არც რიცხვითა არიან უ მ ე ტ ე ს / ს ა მ ი / ა თ ა ს ი დ გ ა ნ / ვ ი დ რ ე / ო თ ხ ი / ა თ ა ს ა დ მ დ ე, გარნა ვნება მათგან არს ესე, პირველისა-მებრ, რომელ კახეთსა ზედა არიან დიდად მახლობელ და ცხოვრობენ პირის-პირ თვით კახეთისა სამფლობელოსა ქალაქისა ქისიყისა, და საშვალ მათსა არს მდინარე ალაზანი, რომელსაცა სინა გამოდიან ცხენიანნი და ქვევითნი, მარადის მდგომარეობენ ერთი მეორისაგან ქვევითისაგან ერთის დღის სავალსა, და ადგილსა მას შინა თვინიერ მოხსენებულისა მის წყლისა არა რომელიმე მთა და ბოცვი არ იპოვების ესრეთ, რომელ თვით მძიმითა ურმითა მსუბუქად შეიძლების სვლა. ესე წარელნი არიან ესრეთნი რა, იყონ (?) საშინელ საქართველოსათვის, არამედ წარმოდგომილ არიან შესავედრებელად და სადგურად ყოველთა ლეკთა ავაზაკთა, და თვით ო მ ა რ ხ ა ნ / ჰ ა ვ ა რ ი ს ა ს ა ც ესრეთ, რომელ ოდესცა იგინი განიზრახავენ მორბევასა საქართველოსა მიწათასა, მაშინ მოიწევიან ჭარელთადმი და მიიღებენ თვისადმი მოსყიდვით მათგან საგძალთა, და ყოველივე სახმართთა ნივთთა, და თვით მათცა თვისთან შეიერთებენ, და ამით განიმრავლებენ ჯართა თვისთა, და წარიყვანენ მათაგან გზის-მცოდნეთა, და ყველა უზდენთა, რომელთაცა, მახლობლად მოსახლეობითა უწყიან, სადა, ანუ თუ რომელსაცა ადგილსა სცხოვრობენ ქართველნი, გაუფრთხილებელად და მოურიდებელად თავ-დასხმისა მის მტერთასა; და ესე არა უცნაურ არს, რომელ უკანასკნელი იგი შემოსვლა ომარხანისა საქართველოსა შინა იყო იმათზედ გამოვლით, და მხედრობაცა მათი იყო მასთან. ესე თვით მცირე სამყოფი ჭარელთა მოქმედებს უმეტეს ამასცა, რომელ შემწყნარებლობს ორგულთა ქართველთა, სამართლით სასიკვდინოდ დასასჯელთა და სხვათაცა; და ეგრეთვე ყოველნი იგი ლეკნი, რომელნიცა წარმოვლენ საქართველოსა შინა მორბევისა და აოხრებისათვის ოსმალოს მხარედგან, მაშინ იგინი პირველ მოიწევიან ჭარელთადმი და მუნითგან სწორედ მივლენ ახალციხეს.
19.
ხსნისათვის ამის სუსტისა და უპატიოსა ერისაგან ვითხოვთ ყოვლადმოწყალისაგან, რათა მოგვეცეს ნება ჩვენ, რომელ წარვიდეთ სამკვიდროსა შინა მათთა და ავყაროთ იგინი, და დავჰყოთ სხვათა და სხვათა შინა ადგილთა საქართველოსა მოსახლეთა შორის; და რწმუნებულ-ვჰყოფთ, რომელ შეერთებით ერთად უძლეველთა იმისის იმპერატორების მხედრობათა თანა ამას აღვასრულებთ მსუბუქად, დროსა ზამთრისასა, და ადგილთა მათთა დავასახლებთ ქრისტიანებთა, ნებით თვისით მოსურნეთა, რომელთაგანიცა თვინიერ იჭვისა მოიპოვების მრავალნი მოსურნენი, ამის მიზეზისათვის, რომელ ადგილი იგი არს ნაყოფიერ, სადაცა მოდის პური მრავალ გვარი და უმჯობესი სხვათაგან, და ბრინჯი, და ესრეთვე ხილი, და აბრეშუმის ხე, რომლისაგანაც ხელოსანი საკმაონი რიცხვით აკეთებენ აბრეშუმსა; და ესეცა შესაძლო არს, რათა თვით მათ ჭარელთა აღვირ-ესხათ და დაწყნარებულ იქმნენ, გარნა ვინაიდგან დიდი ხნიდგან შთაცვივდენ მახმადის ჰსჯულსა შინა, ამისთვის ვრაცხთ უმჯობეს, ვითარცა ზემო ვსთქვით, რათა განიყვნენ სხვათა და სხვათა შინა ადგილთა, რომელ ვნება რაიმე მათგან ყოფად შესაძლო არა იყოს. არა არს იჭვი ამას შინა, რომელ ოდესცა მიიწევის მათადმი ზამთარისა დროსა შინა რუსეთისა და საქართველოსა მხედრობა, რაოდენიც წარივლინების კეთილ-განსჯისამებრ, მაშინ იგი ყოველივე და თვით უპირატესნიცა მათნი არა დაუტევებენ ამას, რომელ არა ჰყონ აღთქმა ფიცისა, ამისთვის რომელ იქმნენ იგინი მონად ქართველთა, უკეთუ მხოლოდ მიეცესთ მათ ნება, რათა დაშთენ იგინი ადგილთა შინა თვისთა; გარნა ესე პირობა, რომელიცა არა ერთგზის მათგან ქმნილ-არს, არამედ დიახ მცირედ აღუსრულებიათ, და უფროსღა ყოველთათვის გარდახდომილან, რჩევისამებრ ზემოთქმულთა მეზობელთასა თურქთასა, და ამისთვის, ვითარცა არა მისანდობელთა, არს საჭირო, რათა გამოყვანილ იქმნენ და დაესახლენ სხვა და სხვასა შინა ადგილსა; ხოლო რომელნიმე უმეტესნი მათ ერთა კეთილ-ნებებულ იქმნეს წარმოგზავნად უმაღლესისა კარისადმი, ესრეთ რომელ გამოვლონ მათ მოზდოკსა და ყიზლარსა ზედა, და განიხილონ მდებარენი იგი ადგილნი, და, უკეთუ მოეწონოსთ მათ იგი, ერით თვისით დასახდენ მუნ; და ამას-ზედა უკეთუ თანახმა იქმნებიან იგინი, ჩვენ, ვითარცა მონანი იმის იმპერატორების დიდებულებისანი, ნოტასა ამას ვჰყოფთ მოხსენებასა, რომელ შემძლებელ იქმნებიან ფრიად მცირესა ჟამსა, რათა ჰქმნან კეთილი ზ ა ო დ ი / ა ბ რ ე შ უ მ ი ს ა, ვინაიდგან ერი ესე ამის საქმისადმი უფროსღა გამოსადეგი არიან, ვიდრეღა სხვანი.
20.
ხოლო ჩვენ, ვითარცა ახლად შემოსრულნი დიდისა იმისის იმპერატორებითის დიდებულებისა მონებასა შინა, შესაძლო არს, რომელ უცნობელობითა რუსეთისა განწესებულებისა და ჩვეულებისათა, საკუთრად ქვეშევრდომობითა ჩვენითა ვსთქვით რაიმე ნამეტნავი უშესაბამო, ამას ყოვლად უმონებრივესად ვითხოვთ შთამომავლობათა (?) ჩვენის დიდისა ხელმწიფისა იმპერატორისაგან, რათა მოგვეტეოს ჩვენ, მისთა სარწმუნოთა მონათა, რომელნიც შემოსრულნი აღსრულებასა შინა ყოვლადმოწყალებით აღთქმულისა მმართველობისა უდიდებულესისა ჰსჯულთა ყოვლითურთ ვრაცხთ საქმედ, რათა ვაჩვენოთ მოსწრაფება ჩვენი თვით საქმით. ხოლო პირველსა ამას შეხდომილებასა შინა არავისგან არს შესაძლო ყოველივე განრჩევით გამოცხადებად, და უფროსღა ჩვენგან თქმად, თუ ვითარ არს სარგებლობა სახელმწიფოჲსა, და ესე გვარივე ყოველთათვის სახმართა სამეფოსა საქართველოსათა აწ ქვეშე კურთხეულისა იმისის იმპერატორების დიდებულების მპყრობელობისა შეერთებული იმპერიასთან ყოვლისა რუსეთისა. ხოლო ოდეს მივიწვევით ადგილთა მათ მისის დიდებულების კარისაგან წარმოგზავნილითურთ, მაშინ უცილებელად ნაკლულევანებას ჩვენგან მოხსენებულთასა შევასრულებთ, დაშთომილისა მუნ ნამესნიკისა, ანუ მეფისათა რუსეთისა უფროსად მყოფისადმი არა დაუტევებთ ყოველთა მათ ნაკლულევანებათა, ვინადგან, მყოფნი ადგილთა მათ-შინა, უფროს სუბუქად შესაძლო არს დანიშვნად მისიცა, რაივეცა იქმნების ნაკლულევანება, და სხვებრ ვითხოვთ, რათა ყოვლივე ესე ღირს იქმნეს მაღლისა მონარხობისა მისის იმპერატორობითის დიდებულებისაგან კეთილ-განხილვისა.
მოამზადა ირაკლი ხართიშვილმა
Subscribe to:
Comments (Atom)