I. თეთრი მოძრაობა
არ უნდა აგვერიოს თეთრ არმია-ში
თეთრი მოძრაობა (ასევე გვხვდებოდა „თეთრი საქმე“, „თეთრი იდეა“) – პოლიტიკური მიმართებით სხვადასხვაგვარი ძალების სამხედრო-პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ჩამოყალიბდა რუსეთში 1917–1922 წლების სამოქალაქო ომის მსვლელობისას საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მიზნით. თავის თავში შეიცავდა როგორც ბოლშევიკთა დიქტატურის არმიმღები სოციალისტებისა და დემოკრატების, ზოგადპატრიოტულად განწყობილი სამხედროების წარმომადგენლებს, ისე მონარქისტებისაც, რომლებიც ბოლშევიკური იდეოლოგიის წინააღმდეგ იყვნენ გაერთიანებულნი და მოქმედებდნენ „დიდი, ერთიანი და განუყოფელი რუსეთის“ პრინციპის საფუძველზე. თეთრი მოძრაობა იყო უმსხვილესი ანტიბოლშევიკური სამხედრო-პოლიტიკური ძალა სამოქალაქო ომის დროს რუსეთში ერთ რიგში დამოუკიდებლობისთვის ეროვნულ მოძრაობებთან, შუა აზიაში-ში ბასმაჩობასთან, აგრეთვე უცხოელ ინტერვენტებთან, ანარქო-კომუნისტებთან („მახნოელები“) და „მწვანეებთან“ (ტამბოვის აჯანყება). ტერმინი „თეთრი მოძრაობა“ დაიბადა საბჭოთა რუსეთში, ხოლო 1920-იანი წლებიდან კი მისი გამოყენება დაიწყეს რუსულ ემიგრაციაშიც.
რიგი ნიშნები განასხვავებს თეთრ მოძრაობას სამოქალაქო ომის დანარჩენი ანტიბოლშევიკური ძალებისაგან:
1. თეთრი მოძრაობა იყო ორგანიზებული სამხედრო-პოლიტიკური მოძრაობა საბჭოთა ხელისუფლებისა და მისი მოკავშირე პოლიტიკური სტრუქტურების წინააღმდეგ, საბჭოთა ხელისუფლების მიმართ მისი შეურიგებლობა გამორიცხავდა სამოქალაქო ომის რაღაცნაირ მშვიდობიან, კომპრომისულ დასასრულს.
2. თეთრ მოძრაობას განასხვავებდა დებულება ერთპიროვნული ხელისუფლების პრიორიტეტზე ომიანობის დროს კოლეგიალურ ხელისუფლებასთან მიმართებაში, და სამხედრო ხელისუფლებისა – სამოქალაქოსთან. თეთრი მთავრობებისათვის დამახასიათებელი იყო ხელისუფლებათა მკაფიო დაყოფის არარსებობა, წარმომადგენლობითი ორგანოები არანაირ როლს არ თამაშობდნენ ან მხოლოდ სათათბირო ფუნქციები გააჩნდათ.
3. თეთრი მოძრაობა ცდილობდა საკუთარი თავის ლეგალიზაციას მთელი ქვეყნის მასშტაბებში, აცხადებდა რა თავის მემკვიდრეობითობას თებერვლამდელ და ოქტომბრამდელ რუსეთთან.
4. ყველა რეგიონული თეთრი მთავრობის მიერ ადმირალ ა. ვ. კოლჩაკის საერთო რუსული ხელისუფლების აღიარება (ცნობა) იწვევდა პოლიტიკური პროგრამების საერთოობის მიღწევისა და საომარ მოქმედებათა კოორდინაციის სურვილს. აგრარული, მუშათა, ეროვნული და სხვა ძირითადი საკითხების გადაწყვეტა პრინციპულად ერთმანეთის მსგავსი იყო.
5. თეთრ მოძრაობას ჰქონდა საერთო სიმბოლიკა: სამფეროვანი თეთრ-ლურჯ-წითელი დროშა, გერბი, ოფიციალური ჰიმნი «Коль славен наш Господь в Сионе».
თეთრი მოძრაობის იდეოლოგიურ დაბადებას შეიძლება ავითვლიდეთ კორნილოვის გამოსვლის მომზადების მომენტიდან 1917 წლის აგვისტოში. თეთრი მოძრაობის ორგანიზაციული გაფორმება დაიწყო ოქტომბრის რევოლუციისა და დამფუძნებელი კრების ლიკვიდაციის შემდეგ 1917 წლის ოქტომბერ – 1918-ის იანვარში და დასრულდა 1918 წლის 18 ნოემბერს ადმირალ კოლჩაკის ხელისუფლებაში მოსვლისა და რუსეთის ჩრდილოეთში, ჩრდილო-დასავლეთსა და სამხრეთში თეთრი მოძრაობის მთავარი ცენტრების მიერ რუსეთის უმაღლეს მმართველად მისი აღიარების შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ თეთრი მოძრაობის იდეოლოგიაში არსებობდა სერიოზული განსხვავებანი, მასში დომინირებდა რუსეთში დემოკრატიული, საპარლამენტო პოლიტიკური წყობილების, კერძო საკუთრებისა და საბაზრო ურთიერთობების აღდგენის სურვილი. თეთრი მოძრაობა მთლიანობაში, პოლიტიკური შუქ-ჩრდილების (შეფერილობათა) არსებობის მიუხედავად: რესპუბლიკელები, მონარქისტები, წინასწარ არგადამწყვეტნი (непредрешенцы), წარმოადგენდა სამხედრო-პოლიტიკურ მოძრაობას, რომელიც იცავდა სტოლიპინისეული რუსეთის ფასეულობებს.
თანამედროვე რუსი ისტორიკოსები ხაზს უსვამენ თეთრი მოძრაობის ბრძოლის ეროვნულ-პატრიოტულ ხასიათს, სოლიდარულნი არიან რა ამ საკითხში თეთრი მოძრაობის იდეოლოგებთან, რომლებიც მას სამოქალაქო ომის დროიდან განმარტავდნენ როგორც რუსულ ეროვნულ პატრიოტულ მოძრაობას.
ჩასახვა და იდენტიპიკაცია
მოვლენების ზოგიერთი მონაწილე გამოთქვამდა აზრს, რომ თეთრი მოძრაობა ჩაისახა 1917 წლის გაზაფხულზე. მილიუკოვი ამტკიცებდა, რომ თეთრი მოძრაობა თავდაპირველად ჩამოყალიბდა 1917 წლის ზაფხულში როგორც ერთიანი ანტიბოლშევიკური ფრონტი სოციალისტებიდან კადეტებამდე (კონსტიტუციურ-დემოკრატებამდე). გენერალი დენიკინი თეთრი მოძრაობის (მთავრობისსაწინააღმდეგო ანუ საბჭოთასაწინააღმდეგოსი) ჩასახვას აკავშირებდა 1917 წლის მაისის დასაწყისში მოგილიოვში მიმდინარე ოფიცერთა ყრილობასთან, რომელზედაც გენერალმა ალექსეევმა ჩამოაყალიბა დღის მთავარი ლოზუნგი – „გადავარჩინოთ სამშობლო!“ რუსეთის კონტრრევოლუციის თეორეტიკოსის გენერალური შტაბის გენერლის ნ. ნ. გოლოვინის აზრით, მოძრაობის დადებითი იდეა იმაში შედგებოდა, რომ იგი ჩაისახა მხოლოდ (განსაკუთრებულად) ნგრევის პირამდე მისული სახელმწიფოებრიობისა და არმიის გადარჩენისათვის.
თეთრი მოძრაობის წარმოშობის თარიღის შესახებ დისკუსიის ზოგიერთი მონაწილე მის პირველ ნაბიჯად მიიჩნევდა 1917 წლის აგვისტოში კორნილოვის გამოსვლას. ამ გამოსვლის საკვანძო მონაწილეები (კორნილოვი, დენიკინი, მარკოვი, რომანოვსკი, ლუკომსკი და სხვები), შემდგომში ბიხოვის ციხის პატიმრები, შეიქნენ თეთრი მოძრაობის წამყვანი მოღვაწენი რუსეთის სამხრეთში. არსებობდა მოსაზრება თეთრი მოძრაობის დაწყების შესახებ 1917 წლის 15 ნოემბერს დონზე გენერალ ალექსეევის ჩამოსვლის დღიდან.
მკვლევართა უმრავლესობა თანხმდებოდა იმაში, რომ 1917 წლის ოქტომბერმა შეწყვიტა თვითმპყრობელობის დაცემის შემდეგ დაწყებული კონტრრევოლუციის განვითარება დანგრევის გზაზე დამდგარი სახელმწიფოებრიობის გადარჩენის კალაპოტში და მოახდინა მისი გადაქცევის ინიციირება ბოლშევიკების საწინააღმდეგო ძალად, რომელიც მოიცავდა ყველაზე უფრო განსხვავებულ და თვით ერთმანეთისადმი მტრულ პოლიტიკურ დაჯგუფებებს.
თეთრი მოძრაობისათვის დამახასიათებელი იყო მისი სახელმწიფოცენტრულობა. ამის ინტერპრეტაცია ხდებოდა როგორც კანონიერებისა და წესრიგის აუცილებელი და სავალდებულო აღდგენა რუსეთის ეროვნული სუვერენიტეტის შენარჩუნებისა და საერთაშორისო ავტორიტეტის მხარდაჭერის სახელით.
წითლების წინააღმდეგ ბრძოლის გარდა, თეთრი მოძრაობა უპირისპირდებოდა ასევე მწვანეებსა და სეპარატისტებს რუსეთში 1917–1923 წლების სამოქალაქო ომის ხანაში. ამ პლანში თეთრი ბრძოლის დიფერენცირება (დაყოფა) ხდებოდა საერთორუსეთისა (რუსების ბრძოლა ურთიერთ შორის) და საოლქო ბრძოლებად (თეთრი რუსეთის ბრძოლა, რომელიც ძალებს იკრებდა არარუსი ხალხების მიწებზე, როგორც წითელი რუსეთის წინააღმდეგ, ისე იმ ხალხების სეპარატიზმის წინააღმდეგაც, რომლებიც ცდილობდნენ რუსეთისაგან გამოყოფას).
მოძრაობის წევრები იწოდებიან „თეთრგვარდიელებად“ ან „თეთრებად“. თეთრგვარდიელებს არ მიაკუთვნებენ ანარქისტებს (მახნო) და ე. წ. მწვანეებს, რომლებიც „წითლების“ წინააღმდეგაც ომობდნენ და „თეთრების“ წინააღმდეგაც, აგრეთვე ეროვნულ-სეპარატისტულ შეიარაღებულ ფორმირებებს, რომლებიც ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე იყვნენ შექმნილი ამა თუ იმ ეროვნული ტერიტორიების დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით.
დენიკინელი გენერლის პ. ი. ზალესსკისა და მასთან თანხმობაში მყოფი კადეტთა პარტიის ლიდერის პ. ნ. მილიუკოვის აზრით კი, რომელმაც ეს მოსაზრება სამოქალაქო ომის მისეულ კონცეფციას დაუდო საფუძვლად ნაშრომში „რუსეთი გარდატეხის დროს“ («Россия на переломе»), თეთრგვარდიელები (ან თეთრარმიელები, ან უბრალოდ თეთრები) – ესენი არიან ბოლშევიკების მიერ დევნილი რუსი ხალხის ყველა ფენის ადამიანები, რომლებიც მოვლენების ძალით, მკვლელობებისა და ძალადობის გამო, რომლებსაც მათზე ახდენდნენ ლენინელები, იძულებული იყვნენ ხელში აეღოთ იარაღი და მოეხდნათ თეთრგვარდიული ფრონტების ორგანიზაცია.
თეთრი მოძრაობის ბირთვს შეადგენდა ძველი რუსული არმიის ოფიცრობა. ამასთან, უმცროსი ოფიცრების, აგრეთვე იუნკერთა უდიდესი უმრავლესობა გამოსული იყო გლეხებისაგან. გლეხური წარმოშობა ჰქონდათ თეთრი მოძრაობის ყველაზე პირველ პირებსაც – გენერლებს ალექსეევს, კორნილოვს, დენიკინსა და სხვებს.
ხელმძღვანელობა
ბრძოლის პირველ პერიოდში – რუსეთის საიმპერატორო არმიის გენერალიტეტის წარმომადგენლები:
გენერალური შტაბის ინფანტერიის გენერალი ლ. გ. კორნილოვი,
გენერალური შტაბის ინფანტერიის გენერალი მ. ვ. ალექსეევი,
ადმირალი, რუსეთის უმაღლესი მმართველი 1918 წლიდან ა. ვ. კოლჩაკი,
გენერალური შტაბის გენერალ-ლეიტენანტი ა. ი. დენიკინი,
კავალერიის გენერალი პ. ნ. კრასნოვი,
კავალერიის გენერალი ა. მ. კალედინი,
გენერალ-ლეიტენანტი ე. კ. მილერი,
ინფანტერიის გენერალი ნ. ნ. იუდენიჩი,
გენერალ-ლეიტენანტი ვ. გ. ბოლდირევი,
გენერალური შტაბის გენერალ-ლეიტენანტი ი. პ. რომანოვსკი,
გენერალური შტაბის გენერალ-ლეიტენანტი ს. ლ. მარკოვი და სხვები.
შემდგომ პერიოდებში პირველ პლანზე გამოდიან მხედართუფროსები, რომლებმაც პირველი მსოფლიო ომი ჯერ კიდევ ოფიცრებად დაასრულეს და საგენერლო ჩინები უკვე სამოქალაქო ომის მსვლელობისას მიიღეს:
გენერალური შტაბის გენერალ-მაიორი მ. გ. დროზდოვსკი,
გენერალური შტაბის გენერალ-ლეიტენანტი ვ. ო. კაპელი,
გენერალ-ლეიტენანტი ა. ი. დუტოვი,
გენერალ-ლეიტენანტი ა. ია. სლაშჩევ-კრიმსკი,
გენერალ-ლეიტენანტი ა. ს. ბაკიჩი,
გენერალ-ლეიტენანტი ა. გ. შკურო,
გენერალ-ლეიტენანტი გ. მ. სემიონოვი,
გენერალ-ლეიტენანტი ბარონი რ. ფ. უნგერნ ფონ შტერნბერგი,
გენერალ-მაიორი ბ. ვ. ანენკოვი,
გენერალ-მაიორი თავადი პ. რ. ბერმონდტ-ავალოვი,
გენერალ-მაიორი ნ. ვ. სკობლინი,
გენერალ-მაიორი კ. ვ. სახაროვი,
გენერალ-მაიორი ვ. მ. მოლჩანოვი,
აგრეთვე მხედართმთავრები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ შეუერთდნენ თეთრ ძალებს მათი შეიარაღებული ბრძოლის დაწყების მომენტში:
პ. ნ. ვრანგელი – მომავალი მთავარსარდალი რუსული არმიისა ყირიმში გენერალური შტაბის გენერალ-ლეიტენანტი, ბარონი,
მ. კ. დიტერიხსი – საერობო მხედრობის სარდალი გენერალ-ლეიტენენტი.
ტერმინის გამოჩენა
ტერმინის „თეთრები“ წარმოშობა დაკავშირებულია XX საუკუნის დასაწყისისათვის წითელი და თეთრი ფერების პოლიტიკური მიზნებით უკვე ტრადიციულ გამოყენებასთან. საფრანგეთის დიდი რევოლუციის ხანაში მონარქისტები (ე. ი. რევოლუციურ ცვლილებათა მოწინააღმდეგენი) იყენებდნენ ფრანგული დინასტიის სამეფო ფერს – თეთრს – თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების გამოსახატად.
რუსეთის ისტორიაში ტერმინი „თეთრები...“, რომელიც ანტირევოლუციური ძალების მომხრეებს მიეკუთვნებოდა, პირველად გამოიყენება მოსკოვში ოქტომბრის ბრძოლების დროს – მოსკოველი მოსწავლე ახალგაზრდობის რაზმმა, რომელმაც ბოლშევიკური გამოსვლის მოსაგერიებლად იარაღს მოჰკიდა ხელი, თეთრი ფერის ამოსაცნობი სამკლაურები გაიკეთა და მიიღო სახელწოდება „თეთრი გვარდია“ (ბოლშევიკური „წითელი გვარდიის“ საპირწონედ).
სხვადასხვაგვარ აჯანყებულებს, რომლებიც ეომებოდნენ ბოლშევიკებს, როგორც თავად საბჭოთა რუსეთში, ასევე ახდენდნენ თავდასხმებს ქვეყნის საზღვრისპირა რაიონებზეც, ბოლშევიკები უწოდებდნენ „თეთრბანდიტებს“, თუმცა კი მათ თავიანთ ძირითად მასაში თეთრ მოძრაობასთან არანაირი ურთიერთობა ან მიმართება არ ჰქონიათ. იმ უცხოური შეიარაღებული ქვედანაყოფების დასახელებისას, რომლებიც მხარდაჭერას აღმოუჩენდნენ თეთრგვარდიულ ჯარებს ან მოქმედებდნენ დამოუკიდებლად საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ, ბოლშევიკურ ბეჭდურ გამოცემებსა და ყოველდღიურ ყოფაში ასევე გამოიყენებოდა ფუძე „თეთრ-“: „თეთრჩეხები“, „თეთრფინელები“, „თეთრპოლონელები“, „თეთრესტონელები“. ანალოგიურად გამოიყენებოდა დასახელება „თეთრკაზაკებიც“. აღსანიშნავია ისიც, რომ ხშირად საბჭოთა პუბლიცისტიკაში „თეთრებს“ უწოდებდნენ კონტრრევოლუციის ნებისმიერ წარმომადგენლებს ზოგადად მათი პარტიული და იდეოლოგიური კუთვნილების და მიუხედავად (გამონაკლისი იყვნენ – „მწვანეები“).
ისტორიკოსი დ. ფელდმანი აღნიშნავდა, რომ ბოლშევიკური იდეოლოგები და პროპაგანდისტები განგებ უწოდებდნენ ბევრ თავიანთ მოწინააღმდეგეს „თეთრ...“-ს, ცდილობდნენ რა ასეთნაირად დაეკავშირებიათ მათი სახე მონარქისტ-კონსერვატორის სახესთან, რომელიც იღწვის თვითმპყრობელობისკენ დასაბრუნებლად, რომელიც ეწინააღმდეგება პროგრესულ რევოლუციურ ცვლილებებს, თუმცა კი ანტი-ბოლშევიკურ ბანაკში ნამდვილი მონარქისტები უმნიშვნელო უმცირესობა გახლდნენ, ხოლო თვითმპყრობელური მონარქიის მომხრეები პრაქტიკულად სრულიად არც ყოფილან, და თავად „თეთრებიც“ საკუთარ თავს ასე არ უწოდებდნენ. თეთრი ფერი მოცემულ შემთხვევაში ისტორიულად დაკავშირებულია მონარქისტებთან – საფრანგეთის რევოლუციის მოწინააღმდეგეებთან; იქიდანვე კერძოდ იღებს თავის დასაწყისს წითელი ფერიც როგორც რევოლუციის ფერი მის ყველაზე უფრო რადიკალურ ფაზაში. ამასთან ორივე ფერადი აღნიშვნის ისტორიული კონნოტაციები ბოლშევიკურ სააგიტაციო მასალებში ძირითადად არ ჟღერდებოდა, თუმცა კი კარგად იყო ცნობილი იმ ხანებში. ფელდმანის აზრით, ეს პროპაგანდისტული ხრიკი მეტად ეფექტურად მუშაობდა – ბევრი თანამედროვის თვალში „თეთრების“ ასოცირება ხდებოდა ძველ წესრიგში დაბრუნებასთან, რომელმაც თავისი დრო მოჭამა, თვითმპყრობელობის რესტავრაციისკენ ბრმა მისწრაფებასთან.
მიზნები და იდეოლოგია
XX საუკუნის 20–30-იანი წლების რუსული ემიგრაციის მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკური თეორეტიკოსის ი. ა. ილინის, რუსული არმიის მთავარსარდლის გენერალ-ლეიტენანტ ბარონ პ. ნ. ვრანგელისა და თავად პ. დ. დოლგორუკოვის მეთაურობით ტოლობის ნიშანს სვამდნენ ცნებებს „თეთრ იდეასა“ და „სახელმწიფო იდეას“ შორის. თავის შრომებში ილინი წერდა ბოლშევიკსაწინააღმდეგო მოძრაობის კოლოსალური სულიერი ძალის შესახებ, რომელიც ვლინდებოდა „არა ყოფიერებით მიდრეკილებაში სამშობლოსადმი, არამედ სიყვარულში რუსეთისადმი როგორც ნამდვილად რელიგიური სიწმინდისადმი“.
გარდა ამისა, ილინი ახასიათებდა თეთრ მოძრაობას როგორც „რაინდულ მოძრაობას“ მთელი მსოფლიოს მოცულობით, იტალიური ფაშიზმის ჩათვლით.
თანამედროვე მეცნიერი და მკვლევარი ვ. დ. ზიმინა ხაზს უსვამს თავის სამეცნიერო ნაშრომში:
მისთვის თეთრი იდეა – ეს არის იდეა რელიგიურობისა და იმავდროულად „დედამიწაზე ღვთის საქმისათვის“ ბრძოლისა. „პატიოსანი პატრიოტისა“ და „რუსული ეროვნული ყოვლადერთიანობის“ ამ იდეის გარეშე, რუსი ფილოსოფოსის რწმენით, „თეთრი“ ბრძოლა ჩვეულებრივი სამოქალაქო ომი იქნებოდა.
გენერალი ბარონი ვრანგელი ანტისაბჭოთა მთავრობის უფლებამოსილებებ-მინიჭებული რუსული საბჭოს წარმოქმნის შემთხვევისას თავისი გამოსვლის დროს ამბობდა, რომ თეთრმა მოძრაობამ „უსაზღვრო მსხვერპლითა და საუკეთესო შვილების სისხლით“ სიცოცხლისაკენ შემოაბრუნა „რუსული ეროვნული იდეის უსულო სხეული“, ხოლო მისი მხარდამჭერი თავადი დოლგორუკოვი კი ამტკიცებდა, რომ თეთრმა მოძრაობამ, თვით ემიგრაციაშიც უნდა შეინარჩუნოს იდეა სახელმწიფო ძალაუფლებისა (ხელისუფლებისა).
კადეტების (კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტიის) ლიდერი პ. ნ. მილიუკოვი თეთრ მოძრაობას უწოდებდა „ბირთვს მაღალი პოლიტიკური წრთობით“, ხოლო რუსეთის სამხრეთში შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი გენერალური შტაბის გენერალ-ლეიტენანტი ა. ი. დენიკინი – „სახალხო ორგანიზმის ბუნებრივ მისწრაფებას თვითშენარჩუნებისკენ, სახელმწიფოებრივი ყოფიერებისკენ“. დენიკინი ძალიან ხშირად უსვამდა ხაზს იმას, რომ თეთრი ბელადები და ჯარისკაცები იღუპებოდნენ „არა ამა თუ იმ რეჟიმის ზეიმისთვის... არამედ რუსეთის გადარჩენისთვის“, ხოლო ა. ა. ფონ ლემპე – მისი არმიის გენერალი – თვლიდა, რომ თეთრი მოძრაობა – ეს არის ერთ-ერთი სტადია დიდი პატრიოტული მოძრაობისა.
ისტორიკოსი ს. ვ. ვოლკოვი იძლეოდა თეთრი მოძრაობის იდეოლოგიური პროგრამის ასეთ განსაზღვრებას: „თეთრი ბრძოლის მონაწილეთა იდეოლოგია არ წარმოადგენდა რაღაცნაირ სპეციფიურ პარტიულ პროგრამას. ის იყო მხოლოდ ნორმალური ადამიანების (ხალხის) მოძრაობის გამოხატულება არანორმალურის: ბუნებრივის საწინააღმდეგო უტოპიისა და მისი რეალიზაციის მცდელობათა დანაშაულებრივი შედეგების წინააღმდეგ“. თეთრი მოძრაობის იდეოლოგიაში არსებობდა (შეხედულებების) განსხვავებანი, მაგრამ სჭარბობდა მისწრაფება რუსეთში დემოკრატიული, საპარლამენტო პოლიტიკური წყობილების, კერძო საკუთრებისა და საბაზრო ურთიერთობების აღდგენისაკენ. თეთრი მოძრაობის მიზნად ცხადდებოდა – საბჭოთა ხელისუფლების ლიკვიდაციის, სამოქალაქო ომის დასრულებისა და ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის დადგომის შემდეგ – რუსეთის მომავალი პოლიტიკური მოწყობისა და მმართველობის ფორმის განსაზღვრა ეროვნული დამფუძნებელი კრების მოწვევის მეშვეობით (წინასწარ არგანსზაღვრის პრინციპი).
1918 წლის მანიფესტი მოხალისეთა არმიის მიზნების შესახებ:
ახალი არმია დაიცავს სამოქალაქო თავისუფლებებს, რათა საშუალება მისცეს რუსული მიწის ბატონ-პატრონებს – რუს ადამიანებს – არჩეული დამფუძნებელი კრების მეშვეობით გამოხატავდნენ თავიანთ უმაღლეს ნებას. მთელი წოდებანი, პარტიები და მოსახლეობის სხვა ჯგუფები უნდა ექვემდებარებოდნენ (ემორჩილებოდნენ) ამ ნებას. არმია და ყველა ისინი, ვინც შექმნა იგი, უსიტყვოდ უნდა ემორჩილებოდნენ კანონიერ ხელისუფლებას, დანიშნულს დამფუძნებელი კრების მიერ.
სამოქალაქო ომის დროს თეთრი მთავრობები თავიანთ წინაშე სვამდნენ საბჭოთა ხელისუფლების დამხობისა და მათ ხელთ არსებულ ტერიტორიებზე სამხედრო დიქტატურის დამყარების ამოცანას. ამასთან ისევ ხდებოდა იმ კანონმდებლობის შემოტანა, რომელიც რუსეთის იმპერიაში რევოლუციამდე მოქმდებდა, მაგრამ ხდებოდა მათი კორექტირება დროებითი მთავრობის იმ საკანონმდებლო ნორმებისა და ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე 1917 წლის ოქტომბრის შემდეგ გაჩენილი ახალი „სახელმწიფო წარმონაქმნების“ კანონების გათვალისწინებით, რომლებიც მისაღები იყო თეთრი მოძრაობისათვის. თეთრი მოძრაობის პოლიტიკური პროგრამა საგარეო პოლიტიკის სფეროში აცხადებდა ყველა ვალდებულების დაცვის აუცილებლობას რომლებიც მოკავშირე სახელმწიფოებთან დადებული ხელშეკრულებებით არსებობდა. კაზაკობას მიეცა დამოუკიდებლობის შენარჩუნების დაპირება ხელისუფლების საკუთარი ორგანოებისა და შეიარაღებული ფორმირებების ჩამოყალიბებისას. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისას უკრაინის, კავკასიისა და ამიერკავკასიისათვის განიხილებოდა „საოლქო ავტონომიის“ შესაძლებლობა.
თეთრი მოძრაობა საერთოდ მიდრეკილი იყო კადეტური (კონსტიტუციურ-დემოკრატების) საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფასეულობებისადმი და სწორედ კადეტების ურთიერთმოქმედება ოფიცერთა გარემოსთან განსაზღვრავდა თეთრი მოძრაობის როგორც სტრატეგიულ, ისე ტაქტიკურ მითითებებსაც (განწყობებსაც, установки). მონარქისტები და შავრაზმელები თეთრი მოძრაობის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს შეადგენდნენ და გადამწყვეტი ხმის უფლებით არ სარგებლობდნენ.
ს. ვ. ვოლკოვი წერს, რომ „მთლიანობაში თეთრი არმიების სულისკვეთება ზომიერად-მონარქისტული გახლდათ“, ამასთან თეთრი მოძრაობა მონარქისტულ ლოზუნგებს არ აყენებდა. ა. ი. დენიკინი აღნიშნავდა, რომ მისი არმიის საკომანდო შემადგენლობისა და ოფიცრობის უზარმაზარი უმრავლესობა მონარქისტი იყო, ამასთანავე იგი წერს, რომ საკუთრივ ოფიცრობა პოლიტიკითა და კლასობრივი ბრძოლით ნაკლებად ინტერესდებოდა, და თავის ძირითად მასაში იგი წმინდად (ქვეყნის) მომსახურე ელემენტს, ტიპიურ „ინტელიგენტურ პროლეტარიატს“ წარმოადგენდა. ისტორიკოსი სლობოდინი გვაფრთხილებს, რომ არ განვიხილავდეთ თეთრ მოძრაობას როგორც პარტიულ მონარქისტულ მიმდინარეობას, რადგანაც არანაირი მონარქისტული პარტია არ ედგა სათავეში თეთრ მოძრაობას.
თეთრ მოძრაობას შეადგენდნენ ძალები, რომლებიც განსხავდებოდნენ თავიანთი პოლიტიკური შემადგენლობის მიხედვით, მაგრამ ერთიანები გახლდნენ ბოლშევიზმის მიუღებლობაში. ასეთი იყო, მაგალითად, სამარის მთავრობა, „კომუჩი“,რომელშიც მთავარ როლს თამაშობდნენ მემარცხენე პარტიების წარმომადგენლები – ესერები (სოციალისტ-რევოლუციონრები). 1920 წლის ზამთარში ბოლშევიკებისგან ყირიმის თავდაცვის ხელმძღვანელის გენერალ ია. ა. სლაშჩოვ-კრიმსკის სიტყვით თეთრი მოძრაობა მოკადეტო და მოოქტომბრო ზედა ფენებისა და მენშევიკურ-მოესერო ქვედა ფენების ნარევს წარმოადგენდა.
როგორც დენიკინი აღნიშნავდა: „მოხალისეთა არმიას სურს ეყრდნობოდეს მოსახლეობის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ყველა წრეს. იგი არ შეიძლება იქცეს რომელიმე ერთი პოლიტიკური პარტიის ან ორგანიზაციის იარაღად“. ცნობილი რუსი ფილოსოფოსი და მოაზროვნე პ. ბ. სტრუვე ასევე წერდა „ფიქრებში რუსული რევოლუციის შესახებ“ იმის თაობაზე, რომ კონტრრევოლუცია უნდა გაერთიანდეს სხვა პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც წარმოიქმნენ რევოლუციის შედეგად და მისი მსვლელობისას, მაგრამ ანტაგონისტები არიან მასთან მიმართებაში. მოაზროვნე ამაში ხედავდა XX საუკუნის დასაწყისის რუსეთის რევოლუციის პრინციპულ განსხვავებას ლუდოვიკო XVI-ის დროის რევოლუციის საწინააღმდეგო მოძრაობისაგან.
თეთრები იყენებდნენ ლოზუნგს „კანონიერება და წესრიგი!“ და იმედოვნებდნენ ამით თავიანთ მოწინააღმდეგეთა ხელისუფლების დისკრედიტირებას, იმავდროულად აძლირებდნენ რა ხალხის მიერ მათ აღქმას როგორც სამშობლოს მხსნელებისა. უწესრიგობათა და პოლიტიკური ბრძოლის სიმხურვალის გაძლიერება თეთრი ბელადების არგუმენტებს უფრო დამაჯერებელს ხდიდა და იწვევდა ავტომატურად თეთრების აღქმას როგორც მოკავშირეებისა მოსახლეობის იმ ნაწილის მიერ, რომელიც უწესრიგობებს ფსიქოლოგიურად არ ღებულობდა. მაგრამ მალევე ეს ლოზუნგი კანონიერებისა და მართლწესრიგის შესახებ მოსახლეობის მხრიდან თეთრებისადმი დამოკიდებულებაში მათთვის სრულიად მოულოდნელი მხრიდან გამოვლინდა და, ბევრის გასაოცრად, ბოლშევიკების სასარგებლოდ ითამაშა, იქცა რა მათი საბოლოო გამარჯვების ერთ-ერთ მიზეზად სამოქალაქო ომში.
როცა მიდიოდნენ წითლები – მოსახლეობა კმაყოფილებით ითვლიდა, თუ მას რამდენი დარჩა... როცა მიდიოდნენ თეთრები – მოსახლეობა გაბოროტებით ანგარიშობდა, თუ მისგან რა წაიღეს... წითლები იმუქრებიდნენ, და მეტად არაორაზროვნადაც იმუქრებოდნენ, რომ წაიღებდნენ ყველაფერს და მიჰქონდათ ნაწილი – მოსახლეობა იყო მოტყუებული და... კმაყოფილი. თეთრები ჰპირდებოდნენ კანონიერებას, მიჰქონდათ ცოტა – და მოსახლეობა იყო გაბოროტებული... თეთრებს მოჰქონდათ კანონიერება, და ამიტომ მათ ყოველ შეცდომას ცოდვად უთვლიდნენ (им ставилось всякое лыко в строку).
თეთრი წინააღმდეგობის მონაწილე, შემდგომში კი – მისი მკვლევარი – გენერალი ა. ა. ფონ ლამპე მოწმობდა, რომ ბოლშევიკური ლიდერების ლოზუნგები, რომლებიც ბრბოს მდაბალ ინსტინქტებზე თამაშობდნენ, როგორიცაა „ურტყი ბურჟუებს, ძარცვე ნაძარცვი“, და ეუბნებოდნენ მოსახლეობას, რომ თითოეულს შეუძლია აიღოს ყველაფერი, რასაც მოისურვებს, უსასრულოდ უფრო მიმზიდველი იყო ხალხისათვის, რომელმაც ზნეობის კატასტროფული დაცემა განიცადა 4-წლიანი ომის შედეგად, ვიდრე თეთრი ბელადების ლოზუნგები, რომლებიც ამბობდნენ, რომ თითოეულს ერგება მხოლოდ ის, რაც კანონითაა დადგენილი.
აგრძელებდა რა შემდეგ თავის აზრს, ფონ ლამპე წერდა, რომ „წითლები გადაჭრით ყველაფერს უარყოფდნენ და თვითნებობა კანონად აქციეს; თეთრებს, უარყოფდნენ რა წითლებს, რა თქმა უნდა არ შეეძლოთ არ უარეყოთ წითლების მიერ გამოყენებული თვითნებობისა და ძალადობის მეთოდები... თეთრებმა ვერ შეძლეს ან არ შეძლეს ყოფილიყვნენ ფაშისტები, რომლებმაც თავიანთი ყოფიერების პირველივე მომენტიდან ბრძოლა თავიანთი მოწინააღმდეგის მეთოდებით დაიწყეს! და, შესაძლოა, სწორედ თეთრების უიღბლო გამოცდილებამ ასწავლა კიდეც შემდგომში ფაშისტებს?“
გენერალ ფონ ლამპეს დასკვნა იყო შემდეგი:
თეთრები შეძლებდნენ წითლების დამარცხებას, თუ თვითონ ისინი, თავიანთ მეთოდებში, თავიანთ საქმიანობაში... ასევე გახდებოდნენ წითლები. მაგრამ უეჭველია ისიც, რომ მათ შეეძლოთ ყოფილიყვნენ მხოლოდ თეთრები! მათ კვალად დარჩა მათი შეუბღალავი წარსული, მათი უსაზღვრო სიყვარული სამშობლოსადმი, წარსულ უიღბლობათა მათი მწარე გამოცდილება... და მე მინდა მჯეროდეს, რომ ისინი მოიპოვებენ მათთვის ამდენად აუცილებელ მატერიალურ და პოლიტიკურ შესაძლებლობებს და, დარჩებიან რა თავისთავადნი, გაიმარჯვებენ როგორც თეთრები!
დენიკინისა და კოლჩაკისათვის დიდი პრობლემა იყო კაზაკობის სეპარატიზმი, განსაკუთებით ყუბანელი კაზაკობისა. თუმცა კი კაზაკები ბოლშევიკების ყველაზე უფრო ორგანიზებული და უბოროტესი მტრები იყვნენ, ისინი ისწრაფვოდნენ უწინარეს ყოვლისა ბოლშევიკებისაგან თავიანთი კაზაკური ტერიტორიების განთავისუფლებისკენ, ძნელად თუ ექვემდებარებოდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას და უხალისოდ ომობდნენ თავიანთი მიწების ფარგლებს გარეთ.
თეთრი ბელადები მოიაზრებდნენ რუსეთის მომავალ მოწყობას როგორც დემოკრატიული სახელმწიფოსი მის დასავლეთევროპულ ტრადიციებში, რომლებიც რუსეთის პოლიტიკური პროცესის რეალიებთან იქნებოდა ადაპტირებული. რუსეთის დემოკრატია ბაზირებული უნდა ყოფილიყო ხალხის ძალაუფლებაზე, წოდებრივი და კლასობრივი უთანასწორობის ლიკვიდაციაზე, კანონის წინაშე ყველას თანასწორობაზე, ცალკეულ ეროვნებათა პოლიტიკური მდგომარეობის მათ კულტურასა და ისტორიულ ტრადიციებთან დამოკიდებულებაზე. ასე, რუსეთის უმაღლესი მმართველი ადმირალი კოლჩაკი ამტკიცებდა, რომ: „ახალი თავისუფალი რუსეთი შეიქმნება სამთავრობო ხელისუფლების ხალხთან ერთიანობაზე“. ა. ი. დენიკინი წერდა, რომ „სხვადასხვა პოლიტიკურ მიმდინარეობათა ხანმოკლე, მაგრამ გარდაუვალი... ბრძოლის შემდეგ რუსეთში დამყარდებოდა ნორმალური წყობილება, დაფუძნებული სამართლის, თავისუფლებისა და კერძო საკუთრების საწყისებზე“.
უმაღლესი მმართველი მიუთითებდა ბოლშევიკების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ავტონომიათა გაუქმების შესახებ და თავის პოლიტიკაში პირველ ამოცანად საყოველთაო საარჩევნო უფლების დამყარებას და საერობო და საქალაქო დაწესებულებათა თავისუფალ მუშაობას აყენებდა, რასაც ერთობლიობაში რუსეთის აღორძინების საწყისად მიიჩნევდა. იგი ამბობდა, რომ მხოლოდ მაშინ შეკრებს დამფუძნებელ კრებას, როცა მთელი რუსეთი გაწმენდილი იქნება ბოლშევიკებისაგან და მასში მართლწესრიგი დამყარდება. ალექსანდრე ვასილის ძე ამტკიცებდა, რომ იგი გარეკავს იმ კრებას, რომელიც კერენსკიმ აირჩია, თუ ის თვითნებურად შეიკრიბება. კოლჩაკი ასევე ამტკიცებდა, რომ დამფუძნებელი კრების მოწვევისას ორიენტირებული იქნებიან მხოლოდ სახელმწიფოებრივად ჯანსაღ ელემენტებზე. „აი მე ასეთი დემოკრატი ვარ“, – აჯამებდა კოლჩაკი. რუსული კონტრრევულუციის თეორეტიკოსის ნ. ნ. გოლოვინის აზრით ყველა თეთრი ბელადიდან მხოლოდ ადმირალმა კოლჩაკმა „ჰპოვა საკუთარ თავში ვაჟკაცობა არ გადასულიყო სახელმწიფოებრივი თვალსაზრისიდან“.
ვლაპარაკობთ რა თეთრი ბელადების პოლიტიკურ პროგრამებზე, უნდა აღვნიშნოთ, რომ „წინასწარ არგადაწყვეტის“ პოლიტიკა და დამფუძნებელი კრების მოწვევისკენ მისწრაფება, მაინც, არ ყოფილა საერთოდ აღიარებული ტაქტიკა. თეთრი ოპოზიცია უკიდურეს მემარჯვენეთა სახით – პირველ რიგში ოფიცრობის ზედა ფენებისა – მოითხოვდა მონარქისტულ დროშებს, რომლებიც გაბრწყინებული იქნებოდა მოწოდებით „რწმენის, მეფისა და მამულისათვის!“. თეთრი მოძრაობის ეს ნაწილი ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლას, რომლებმაც რუსეთს თავს ლაფი დაასხეს ბრესტ-ლიტოვსკის ზავით, უყურებდა როგორც დიდი ომის გაგრძელებას. ასეთ შეხედულებებს გამოთქვამდნენ, კერძოდ მ. ვ. როდზიანკო და ვ. მ. პურიშკევიჩი. „იმპერიის პირველი ხმალი“ კავალერიის გენერალი თ. ა. კელერი, რომელიც 1918 წლის 15 ნოემბრიდან ახორციელებდა უკრაინაში მთელი თეთრი ჯარების საერთო ხელმძღვანელობას, აკრიტიკებდა დენიკინს მისი პოლიტიკური პროგრამის „განუსაზღვრელობის“ გამო და ამით უხსნიდა მას თავის უარს მის მოხალისეთა არმიასთან შეერთებაზე: „ხალხი ელოდება მეფეს და წაჰყვება იმას, ვინც ჰპირდება მის დაბრუნებას!“
აჯამებს რა იმ პოლიტიკური და იდეოლოგიური მოდელების ანალიზს, რომლებსაც თეთრი მმართველები სთავაზობდნენ, თეთრი მოძრაობისა და სამოქალაქო ომის ისტორიკოსი და მკვლევარი ვ. დ. ზიმინა წერს:
უცვლელი იყო ერთი – თეთრი მოძრაობა წარმოადგენდა მრავალმხრივი იმპერიული კრიზისიდან რუსეთის გამოყვანის (გადარჩენის) ბოლშევიკურისადმი ალტერნატიულ პროცესს, პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების მსოფლიო და სამამულო ტრადიციების შეერთების გზით. სხვა სიტყვებით, ბოლშევიზმის ხელიდან გამოგლეჯილი და დემოკრატიულად განახლებული რუსეთი უნდა დარჩენილიყო „დიდ და ერთიან“ რუსეთად მსოფლიოს განვითარებულ სახელმწიფოთა საზოგადოებრიობაში (გაერთიანებაში).
თეთრი მოძრაობა და ეროვნული დამფუძნებელი კრება
ჯერ კიდევ 1917 წლის სექტემბერში თეთრი მოძრაობის მომავალი ბელადების ბიხოვში პატიმრობაში ყოფნის დროს „ბიხოვის პროგრამაში“, რომელიც „პატიმართა“ კოლექტიური შრომის ნაყოფს წარმოადგენს, და რომლის ძირითადი თეზისებიც გადავიდა „გენერალ კორნილოვის კონსტიტუციის პროექტში“ – თეთრი მოძრაობის ყველაზე პირველ პოლიტიკურ დეკლარაციაში, რომელიც 1917 წლის დეკემბერ – 1918-ის იანვარში იქნა მომზადებული, ლ. გ. კორნილოვი ამბობდა: „ძირითადი სახელმწიფოებრივ-ეროვნული და სოციალური საკითხების გადაწყვეტა გადაიდება დამფუძნებელ კრებამდე“. „...კონსტიტუციაში“ ეს აზრი უფრო დეტალიზებულ იქნა: „გენერალ კორნილოვის პროგრამის მიხედვით შექმნილი მთავრობა თავის მოქმედებებში პასუხისმგებელია მხოლოდ დამფუძნებელი კრების წინაშე, რომელსაც გადასცემს იგი მთელი სისრულით სახელმწიფოებრივ-საკანონმდებლო ხელისუფლებას. დამფუძნებელმა კრებამ, როგორც რუსული მიწის ერთადერთმა პატრონმა (მანამდე ამ ტიტულს ატარებდა იმპერატორი – ი. ხ.), უნდა გამოიმუშაოს რუსეთის კონსტიტუციის ძირითადი კანონები და საბოლოოდ მოახდინოს სახელმწიფო წყობილების კონსტრუირება“.
რადგანაც თეთრი მოძრაობის მთავარი ამოცანა გახლდათ ბოლშევიზმთან ბრძოლა, ამიტომ თეთრ ლიდერებს დღის წესრიგში არ შეჰქონდათ სახელმწიფო მშენებლობის არანაირი სხვა ამოცანები სანამ ეს ძირითადი ამოცანა არ იქნებოდა გადაწყვეტილი. ასეთი წინასწარ არ გადაწყვეტის პოზიცია თეორიულად საზარალო იყო, მაგრამ, ისტორიკოს ს. ვოლკოვის აზრით, იმ პირობებში, როცა არ არსებობდა ამ საკითხში ერთიანობა თეთრი მოძრაობის თვით ლიდერებს შორისაც კი, თუ არაფერს ვიტყვით იმაზე, რომ მათ რიგებში იყვნენ რუსეთის მომავალი სახელმწიფო მოწყობის ყველაზე უფრო განსხვავებული ფორმების მომხრენი, ასეთი ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება შეუძლებელიც გახლდათ.
საომარი მოქმედებები
რუსული არმიის უმაღლესი მთავარსარდალი – ადმირალი ა. ვ. კოლჩაკი.
ბრძოლა ჩრდილოეთ კავკასიასა და რუსეთის სამხრეთში
რუსეთის სამხრეთში თეთრი მოძრაობის ბირთვად იქცა მოხალისეთა არმია, შექმნილი 1918 წლის დასაწყისში ნოვოჩერკასკში გენერლების ალექსეევისა და კორნილოვის ხელმძღვანელობით. მოხალისეთა არმიის თავდაპირველი მოქმედებების რაიონები იყო დონის მხედრობის ოლქი და ყუბანი. ეკატერინოდარის უიღბლო იერიშის დროს გენერალ კორნილოვის დაღუპვის შემდეგ თეთრი ძალების სარდლობა გენერალ დენიკინის ხელში გადავიდა. 1918 წლის ივნისში 8-ათასიანი მოხალისეთა არმია იწყებს თავის მეორე ლაშქრობას ბოლშევიკების წინააღმდეგ საყოველთაოდ აჯანყებულ ყუბანში. გაანადგურეს რა წითლების ყუბანური დაჯგუფება სამი არმიის შემადგენლობით (დაახლოებით 90 ათასი ხიშტი და ხმალი), მოხალისეები და კაზაკები 17 აგვისტოს იღებენ ეკატერინოდარს, და აგვისტოს ბოლოსთვის მთლიანად წმენდენ ყუბანის მხედრობის ტერიტორიას ბოლშევიკებისგან (იხ. ასევე ომის გაშლა სამხრეთში).
1918–1919 წწ. ზამთარში დენიკინის ჯარებმა კონტროლი დაამყარეს ჩრდილოეთ კავკასიაზე მას შემდეგ, რაც სასტიკად დაამარცხეს და გაანადგურეს იქ მოქმედი წითლების 90-ათასიანი 11-ე არმია. მოიგერიეს რა მარტ–მაისში დონბასში და მანიჩზე წითლების სამხრეთ ფრონტის შემოტევა (100 ათასი ხიშტი და ხმალი), 1919 წლის 17 მაისს რუსეთის სამხრეთის შეიარაღებული ძალები /რსშძ/ (70 ათასი ხიშტი და ხმალი) კონტრშეტევაზე გადავიდნენ. მათ ფრონტი გაარღვიეს და, მიაყენეს რა მძიმე დამარცხება წითელი არმიის ნაწილებს, ივნისის ბოლოსთვის დაეუფლენ დონბასს, ყირიმს, 24 ივნისს – ხარკოვს, 27 ივნისს – ეკატერინოსლავს, 30 ივნისს – ცარიცინს. 3 ივლისს დენიკინმა თავის ჯარებს დაუსვა მოსკოვის დაუფლების ამოცანა.
მოსკოვზე შეტევის მსვლელობისას (უფრო დაწვრილებით იხ. დენიკინის ლაშქრობა მოსკოვზე) 1919 წლის ზაფხულში და შემოდგომაზე რსშძ-ის 1-ლმა კორპუსმა გენ. კუტეპოვის მეთაურობით აიღო კურსკი (20 სექტემბერს), ორიოლი (13 ოქტომბერს) და დაიწყო მოძრაობა ტულაზე. 6 ოქტომბერს გენ. შკუროს ნაწილებმა დაიკავეს ვორონეჟი. მაგრამ წარმატების განვითარებისთვის თეთრებს ძალები აღარ ეყოთ. რამდენადაც ცენტრალური რუსეთის ძირითადი გუბერნიები და სამრეწველო ქალაქები წითლების ხელში იმყოფებოდა, უკანასკნელთ ჰქონდათ უპირატესობა როგორც ჯარების რიცხოვნებაში, ისე შეიარაღებაშიც. ამასთანავე პოლონელი ლიდერი პილსუდსკი ღალატობს დენიკინს და, შეთანხმების მიუხედავად, მოსკოვზე გახურებული შეტევის დროს დაზავებას ახდენს ბოლშევიკებთან, დროებით შეწყვიტა რა საბრძოლო მოქმედებები და საშუალება მისცა წითლებს უკვე მუქარის ქვეშ აღარ მყოფი მათი ფლანგიდან გადაესროლათ დამატებით დივიზიები ორიოლის რაიონში და გაეზარდათ რსშძ-ის ნაწილების საპირისპიროდ უიმისოდაც თავიანთი დიდი რაოდენობრივი უპირატესობა. დენიკინი მოგვიანებით (1937 წ.) დაწერს, რომ პოლონელებს რომ ამ მომენტში რაიმე-ნაირი მინიმალური სამხედრო ძალისხმევა გამოეჩინათ თავიანთ ფრონტზე, საბჭოთა ხელისუფლება დაეცემოდა, პირდაპირ განაცხადა რა, რომ პილსუდსკიმ დაღუპვას გადაარჩინა საბჭოთა ხელისუფლება. გარდა ამისა, დენიკინს მოუხდა შექმნილ ურთულეს სიტუაციაში მოეხსნა ფრონტიდან მნიშვნელოვანი ძალები და ისინი ეკატერინოსლავის რაიონში მახნოს წინააღმდეგ გაეგზავნა, რომელმაც უმანის რაიონში თეთრების ფრონტი გაარღვია, და თავისი რეიდით უკრაინაში 1919 წლის ოქტომბერში რსშძ-ის ზურგები მოარყია. ამის შედეგად მოსკოვზე შეტევა ჩაიშალა, და წითელი არმიის აღმატებული ძალების მოწოლით (შემოტევით) დენიკინის ჯარებმა სამხრეთისაკენ იწყეს უკანდახევა.
1920 წლის 10 იანვარს წითლებმა დაიკავეს დონის-როსტოვი – მსხვილი ცენტრი, რომელიც უხსნიდათ გზას ყუბანზე, ხოლო 17 მარტს კი ეკატერინოდარი. თეთრებმა ბრძოლებით დაიხიეს ნოვოროსიისკში, იქიდან კი ზღვით გადავიდნენ ყირიმში. დენიკინი თანამდებობიდან გადადგა და რუსეთი დატოვა (უფრო დაწვრილებით იხ. ბრძოლა ყუბანისათვის). ამრიგად, 1920 წლის დასაწყისისათვის ყირიმი აღმოჩნდა თეთრი მოძრაობის უკანასკნელი ბასტიონი რუსეთის სამხრეთში (უფრო დაწვრილებით იხ. ყირიმი – თეთრი მოძრაობის უკანასკნელი ბასტიონი). არმიის სარდლობა მიიღო გენერალ-ლეიტენანტმა ბარონმა პ. ნ. ვრანგელმა. ვრანგელის არმიის რიცხოვნება 1920 წლის შუახანებში შეადგენდა დაახლოებით 25 ათას ადამიანს. 1920 წლის ზაფხულში გენერალ ვრანგელის რუსულმა არმიამ მიმართა წარმატებულ შეტევას ჩრდილოეთ ტავრიაში. ივნისში დაკავებულ იქნა მელიტოპოლი, დამარცხდნენ წითლების მნიშვნელოვანი ძალები, კერძოდ განადგურდა ჟლობას ცხენოსანი კორპუსი. აგვისტოში თეთრებმა მიმართეს დესანტის გადასხმას ყუბანში გენერალ ს. გ. ულაგაის მეთაურობით, თუმცა კი ეს ოპერაცია უიღბლოდ დასრულდა.
რუსული არმიის ჩრდილოეთ ფრონტზე ჩრდილოეთ ტავრიაში 1920 წლის მთელ ზაფხულს მიდიოდა შეუპოვარი ბრძოლები. თეთრების გარკვეული წარმატებების მიუხედავად (დაკავებულ იქნა ალექსანდროვსკი), წითლებმა შეუპოვარი ბრძოლების მსვლელობისას დაიკავეს სტრატეგიული პლაცდარმი დნეპრის მარცხენა ნაპირზე კახოვკასთან, შეუქმნეს რა მუქარა პერეკოპს. თეთრების ყველა ძალისხმევის მიუხედავად, პლაცდარმის ლიკვიდაცია ვერ მოხერხდა.
ყირიმის მდგომარეობა იმით მსუბუქდებოდა, რომ 1920 წლის გაზაფხულზე და ზაფხულში წითლების მსხვილი ძალების ყურადღება გადატანილი იყო დასავლეთში, ომზე პოლონეთთან. მაგრამ 1920 წლის აგვისტოს ბოლოს წითელი არმია ვარშავასთან დამარცხებულ იქნა, 1920 წლის 12 ოქტომბერს კი პოლონელებმა ხელი მოაწერეს დაზავებას ბოლშევიკებთან, და ლენინის მთავრობამ მთელი თავისი ძალები თეთრი არმიის წინააღმდეგ ბრძოლისათვის გადაისროლა. წითელი არმიის ძირითადი ძალების გარდა, ბოლშევიკებმა მოახერხეს თავიანთ მხარეზე მახნოს არმიის გადაყვანაც, რომელმაც ასევე მიიღო ყირიმის იერიშში მონაწილეობა.
ყირიმის იერიშისათვის წითლებმა თავი მოუყარეს მნიშვნელოვან ძალებს (200 ათას ადამიანამდე თეთრების 35 ათასის წინააღმდეგ). პერეკოპზე შეტევა დაიწყო 7 ნოემბერს. ბრძოლები უჩვეულო შეუპოვრობით გამოირჩეოდა ორივე მხრიდან და მათ თან უპრეცედენტო დანაკარგებიც ახლდა. ცოცხალ ძალასა და შეიარაღებაში გიგანტური აღმატების მიუხედავად, წითელ ჯარებს რამდენიმე დღეს არ შეეძლოთ ყირიმის დამცველთა თავდაცვა გაეტეხათ, და მხოლოდ მას შემდეგ, რაც, მოახდინეს რა მცირეწყლიანი ჩონგარის სრუტის ფონით ფორსირება, წითელი არმიის ნაწილები და მათი მოკავშირე მახნოს რაზმები თეთრების ძირითადი პოზიციების ზურგში შევიდნენ, ხოლო 11 ნოემბერს მახნოელებმა ჭანარის ხევთან ბარბოვიჩის ცხენოსანი კორპუსი დაამარცხეს, რის შედეგადაც თეთრების თავდაცვა საბოლოოდ გარღვეულ იქნა. წითელი არმია ყირიმში შეიჭრა. 13 ნოემბერს (31 ოქტომბერს) ვრანგელის არმიამ და მრავალმა სამოქალაქო ლტოლვილმა შავი ზღვის ფლოტის ხომალდებით კონსტანტინოპოლისკენ გაცურეს. ყირიმის დამტოვებელთა საერთო რიცხოვნებამ დაახლოებით 150 ათასი ადამიანი შეადგინა.
ბრძოლა ურალზე
იხ. ურალის არმია
ბრძოლა ვოლგისპირეთში
სახალხო არმია – გენერალური შტაბის გენერალ-ლეიტენანტი ვ. ო. კაპელი
ბრძოლა ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში
აღმოსავლეთ ფრონტი – ადმირალი ა. ვ. კოლჩაკი,
მ. კ. დიტერიხსი (20 ივნისი – 4 ნოემბერი 1919);
კ. ვ. სახაროვი (4 ნოემბერი – 9 დეკემბერი 1919);
ვ. ი. ობერიუხტინი, თანამდებობის დროებით შემსრულებელი (9–11 დეკემბერი 1919);
ვ. ო. კაპელი (11 დეკემბერი 1919 – 25 იანვარი 1920);
ს. ნ. ვოიცეხოვსკი (25 იანვარი – 20 თებერვალი 1920);
ციმბირის არმია
დასავლეთის არმია
ურალის არმია
ორენბურგის ცალკეული არმია
ბრძოლა შუა აზიაში
იხ. თურქესტანის სამხედრო ორგანიზაცია
ბრძოლა ჩრდილოეთში
ჩრდილოეთის ფრონტი – გენერალი მილერი
ბრძოლა ჩრდილო-დასავლეთში
(აქ საკმაოდ ვრცელი წერილი ეხება ბალტიისპირეთის ქვეყნებს, რომელიც არ მითარგმნია)
მშობლიური მიწიდან თეთრი არმიების წასვლის მიუხედავად როგორც სამოქალაქო ომის შედეგისა, ისტორიულ პერსპექტივაში თეთრ მოძრაობას სულაც არ განუცდია დამარცხება: აღმოჩნდა რა ლტოლვილობაში, იგი განაგრძობდა ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლის წარმოებას საბჭოთა რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ.
თეთრების დამარცხების მიზეზები
ისტორიკოს გენერალ ნ. ნ. გოლოვინის აზრით, რომელიც შეეცადა მოეხდინა თეთრი მოძრაობის სამეცნიერო შეფასება, თეთრი მოძრაობის წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი იმაში შედგებოდა, რომ მისი პირველი ეტაპისგან განსხვავებით (გაზაფხული 1917 – ოქტომბერი 1917) მისი პოზიტიური იდეით – მხოლოდ დანგრევის გზაზე დამდგარი სახელმწიფოებრიობისა და არმიის გადარჩენისათვის – რომლისადმი მსახურებისთვისაც თეთრი მოძრაობა კიდეც წარმოიქმნა, 1917 წლის ოქტომბრის მოვლენებისა და ბოლშევიკების მიერ დამფუძნებელი კრების გარეკვის შემდეგ, კრებისა, რომელიც მოწოდებული იყო 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ რუსეთის სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხი მშვიდობიანად გადაეწყვიტა, კონტრრევოლუციამ დაკარგა პოზიტიური იდეა, რომელიც გაიგებოდა როგორც საერთო პოლიტიკური და/ან სოციალური იდეალი. ახლა მსგავსი ფუნქციით შეიძლებოდა გამოსულიყო მხოლოდ ნეგატიური ხასიათის იდეა – ბრძოლა რევოლუციის დამანგრეველი ძალების (ბოლშევიკების) წინააღმდეგ.
ი. ლ. სოლონევიჩისა და ზოგიერთი სხვა ავტორის აზრით, თეთრი მოძრაობის დამარცხების ძირითადი მიზეზები მდგომარეობდა თეთრებთან მონარქისტული ლოზუნგის არარსებობაში. სოლონევიჩს ასევე მოჰყავს ინფორმაცია, რომ თეთრების უიღბლობისა და ბოლშევიკების გამარჯვების ასეთ ახსნას ეთანხმებოდა ბოლშევიკების ერთ-ერთი ლიდერიც – წითელი არმიის ორგანიზატორი ლევ ტროცკი. ამის დასამტკიცებლად სოლონევიჩს მოჰყავდა ციტატა, რომელიც, მისი სიტყვით, ტროცკის ეკუთვნოდა: „თეთრგვარდიელები რომ მიმხვდარიყვნენ და კულაკური მეფის ლოზუნგი წამოეყენებიათ, – ჩვენ ორ კვირასაც ვერ გავუძლებდით“-ო.
იმავე დროს, ისტორიკოს ს. ვ. ვოლკოვის აზრით, მონარქისტული ლოზუნგების წინ არწამოწევის ტაქტიკა ერთადერთი სწორი იყო სამოქალაქო ომის პირობებში. მას მოჰყავს ამის დამამტკიცებელი მაგალითი სამხრეთის და ასტრახანის თეთრი არმიების გამოცდილებიდან, რომლებიც ღიად გამოვიდნენ მონარქისტული დროშით, და უკვე 1918 წლის შემოდგომისათვის განიცადეს სრული დამარცხება გლეხობის მიერ მონარქისტული იდეების არმიღების გამო.
თუ განვიხილავთ თეთრებისა და წითლების იდეებისა და ლოზუნგების ბრძოლას სამოქალაქო ომის დროს, მაშინ უნდა მოვახდინოთ იმის კონსტატირება, რომ დემაგოგიის იდეოლოგიურ ავანგარდში მიდიოდნენ ბოლშევიკები, რომლებმაც პირველმა გადადგეს ნაბიჯი მდაბალი (ქვენა) და ომში დამარცხების განწყობათა წაქეზების მხარეზე დიდი ომის შეწყვეტისა და ე. წ. „მსოფლიო რევოლუციის“ გაშლის შესახებ, აიძულებდნენ რა თეთრებს თავი დაეცვათ მათი მთავარი ლოზუნგით „დიდი და ერთიანი რუსეთისა“, რომელიც გაიგებოდა როგორც რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე ომამდელი 1914 წლის საზღვრების აღდგენისა და დაცვის აუცილებლობა. ამასთან „მთლიანობა“ აღიქმებოდა როგორც იგივეობა ცნებისა „ველიკოროსია“. „ერთიან და განუყოფელ რუსეთზე“ საერთოდ აღიარებული კურსიდან გადახვევას შეეცადა 1920 წელს ბარონი ვრანგელი, ვისი საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელი პ. ბ. სტრუვე აცხადებდა, რომ „რუსეთი თავიდან უნდა იქნას ორგანიზებული ფედერალურ საწყისებზე მის ტერიტორიაზე შექმნილ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებთან თავისუფალი შეთანხმების გზით“.
უკვე როცა ემიგრაციაში იმყოფებოდნენ, თეთრები სინანულს გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ ვერ შეძლეს უფრო მკაფიო პოლიტიკური ლოზუნგების ჩამოყალიბება, რომლებშიც რუსეთის რეალიების ცვლილებები იქნებოდა გათვალისწინებული, – ამის შესახებ მოწმობდა გენერალი ა. ს. ლუკომსკი.
რუსი ისტორიკოსების ალექსანდრე უშაკოვისა და ვლადიმერ ფედიუკის თანახმად, თეთრებისთვის გადაუწყვეტელ პრობლემად გადაიქცა ეროვნული საკითხი: მისი გადაწყვეტის ერთადერთი მეთოდი იქნებოდა ყოფილი იმპერიის განაპირა მხარეების გამოყოფაზე უფლების აღიარება, მაგრამ სწორედ ამის აღიარებისთვის თუნდაც სიტყვით თეთრები, ბოლშევიკებისგან განსხვავებით, მზად არ იყვნენ, რადგანაც ერთ-ერთი შემაკავშირებელი, რომელიც ერთად ჰკრავდა თეთრ მოძრაობას, იყო ლოზუნგი „ერთიანი და განუყოფელი რუსეთის“ შესახებ, და ასეთი შემაკავშირებლები მას არცთუ ბევრი ჰქონდა.
ასევე აუცილებელია აღინიშნოს, რომ თეთრ მოძრაობას ყველა შანსი ჰქონდა სამოქალაქო ომში გამარჯვებისათვის, ბრძოლის წინასწარ გადაწყვეტილი შედეგი არ ყოფილა. გამარჯვების შესაძლებლობა საკმარისად მაღალი გახლდათ – მაგალითისათვის, 1918 წლის ზაფხულში ან 1919-ის შემოდგომაზე იგი უწინარეს ყოვლისა პოლიტიკურ ლოზუნგებში კი არ მდგომარეობდა – რომლებიც გაუნათლებელ ქვეყანაში ყველას თავისებურად ესმოდა, არამედ პირველ რიგში სამხედრო წარმატებაში. დიახ, ერთ-ერთი მხარისათვის მოსახლეობის მხარდაჭერას როგორც ძალების მობილიზაციის ფაქტორს ჰქონდა მნიშვნელობა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი იყო პროფესიონალურად გამოეყენებიათ ეს უპირატესობა. მაგალითად, კოლჩაკის დასავლეთის არმიას 1919 წლის გაზაფხულზე კარგი რიცხობრივი შემადგენლობა ჰქონდა, დაახლოებით 300–400 ათასი ხიშტი და ხმალი, მაგრამ დიდი რაოდენობით საშუალო რგოლის მოტივირებულ ოფიცერთა კადრების არყოლამ რიცხობრივი უპირატესობა ნულამდე დაიყვანა. უეჭველია ისიც, რომ თეთრებთან რეზერვების კრიტიკულმა არარსებობამ, კურსკისა და პეტროგრადის მიმართულებებზე 1919 წლის შემოდგომაზე, საბედისწერო როლი ითამაშა. მნიშვნელოვანია ასევე გვახსოვდეს, რომ ყოფილი რუსეთის იმპერიის მოსახლეობის უმრავლესობა სამოქალაქო ომში არანაირ მონაწილეობას არ ღებულობდა, არამედ არსებულ დაპირისპირებას თვალყურს პასიურად ადევნებდა.
(შემდეგ მოდის გამყოფილებები: „თეთრი მოძრაობა ემიგრაციაში“, „დამოკიდებულება თეთრი მოძრაობისადმი პოსტ-საბჭოთა რუსეთში და მოძრაობის მონაწილეთა რეაბილიტაცია“ – მაგრამ ისინი არ მითარგმნია, რადგან მე უფრო სამოქალაქო ომის საკითხები მაინტერესებს)
ლიტერატურა
Булгаков М. А. Грядущие перспективы
А.Ветлугин «Авантюристы гражданской войны». Париж, 1921
Волков С. В. Белое движение и современность
Деникин А. И. Очерки русской смуты: — Т. I−V.. — Париж; Берлин: Изд. Поволоцкого; Слово; Медный всадник, 1921−1926.; М.: «Наука», 1991.; Айрис-пресс, 2006. — (Белая Россия). — ISBN 5-8112-1890-7.
Деникин А. И. Большевистское наследие в освобождённых районах
Дуров В. Символика белого движения// Советский музей.-1991.-N° 5.
Зинаида Гиппиус. Дневники
Зимина В. Д. Белое дело взбунтовавшейся России: Политические режимы Гражданской войны. 1917−1920 гг.. — М.: Рос. гуманит. ун-т, 2006. — 467 с. — (История и память). — ISBN 5-7281-0806-7..
Ильин И. А. Кто правит в России?
Ильин И. А. Белая Идея
Ильин И. А. О русском фашизме
Карпов Н. Д. Крым — Галлиполи — Балканы
За спиной Колчака: док. и материалы / под ред. А. В.Квакина. - М. : Аграф, 2005 (Киров: ОАО Дом печати - Вятка). - 511 с.;
Окрест Колчака: документы и материалы / сост. А. В. Квакин. - Москва: Аграф, 2007. - 511 с.;
Кирмель Н. С. Белогвардейские спецслужбы в Гражданской войне. 1918−1922 гг. Монография. — М.: Кучково поле, 2008. — 512 с. — ISBN 978-5-9950-0020-4..
Кулаков В. В. Структура и социальный состав белого движения Юга России (1917−1920 гг.)
Лампе А. А., фон. Причины неудачи вооружённого выступления белых. — М., 1991.
Мельгунов С. П. «Золотой немецкий ключ» к большевистской революции
Митрофанов Г. Духовно-нравственное значение Белого Движения
Попов А.В. Загадка генерала Болдырева: новые документы по истории белой Сибири // История белой Сибири. Материалы III международной научной конференции. – Кемерово, 1999. – С. 48-54
Попов А.В. Военные музеи и архивы русского зарубежья // Вестник архивиста. – 2003. – № 2 – С. 209-223
Росс Н. Г. Пути Добровольческого движения 1918−1919 гг. — 1-е. — Лос-Анджелес: Издание главной квартиры ОРЮР Западно-Американский отдел ОРЮР−НОРС, 1996. — 96 с.
Цветков В. Ж. Белое дело в России. 1917−1918 гг.: формирование и эволюция политических структур Белого движения в России / Науч.рецензенты А. В. Лубков, А. Д. Степанский, Д. О. Чураков. — М.: Посев. — 2008..
Белое движение / В. Ж. Цветков // «Банкетная кампания» 1904 — Большой Иргиз. — М. : Большая российская энциклопедия, 2005. — С. 229—230. — (Большая российская энциклопедия : [в 35 т.] / гл. ред. Ю. С. Осипов ; 2004—2017, т. 3). — ISBN 5-85270-331-1.
Ципкин Ю. Н. Белое движение в России и его крах (1917−1922 гг.) : Учебное пособие. — Хабаровск: Хабар. гос. пед. ун-т, 2000. — 120 с. — ISBN 5-87155-096-7.
Ципкин Ю. Н. Являлось ли Белое движение буржуазно-демократической альтернативой Советской власти?
Красный террор в годы Гражданской войны: По материалам Особой следственной комиссии по расследованию злодеяний большевиков. Под ред. докторов исторических наук Ю. Г. Фельштинского и Г. И. Чернявского — London, 1992.
Шишкин В. И. Революционные комитеты Сибири в годы гражданской войны (август 1919 – март 1921 гг.). — Новосибирск: Наука, Сибирское отделение. — 1978.
Шишкин В. И. Процесс над колчаковскими министрами. Май 1920. — М.: Международный фонд «Демократия». — 2003.
Шишкин В. И. Военный и морской министр Временного Всероссийского правительства А. В. Колчак // Вестник НГУ. Серия: История, филология. — Т. 7. — Вып. 1: История. — С. 54–65. — Новосибирск, 2008.
Шишкин В. И. Создание Совета Верховного правителя А. В. Колчака (20–21 ноября 1918 г.) // Гуманитарные науки в Сибири. — № 3. — С. 96–99. — Новосибирск. — 2012.
II. თეთრი არმია
თეთრი არმია (ასევე თეთრი გვარდია) – თეთრი მოძრაობისა და ანტისაბჭოთა მთავრობების შეიარაღებულ ფორმირებათა გავრცელებული კრებითი სახელწოდება რუსეთში სამოქალაქო ომის წლებში. მისი შექმნისას გამოიყენებოდა დროებითი მთავრობის პერიოდის რუსული არმიის სტრუქტურა; ამასთან თითქმის თითოეულ ცალკეულ ფორმირებას ახასიათებდა მისი თავისებურებანიც. თეთრი არმიის სამხედრო ხელოვნება ემყარებოდა პირველი მსოფლიო ომის გამოცდილებას, რომელზედაც, თუმცა კი, დიდი გავლენა იქონია ასევე თვითონ სამოქალაქო ომის სპეციფიკამ.
ისტორია
სახელწოდება „თეთრი...“ დაკავშირებულია რევოლუციამდელი წესრიგის მომხრეთა თეთრი ფერის სიმბოლიკასთან, რომელიც თავის ათვლას იწყებს საფრანგეთის რევოლუციის დროიდან, და წითელი გვარდიის რაზმების, შემდეგ კი წითელი არმიის სახელწოდების საპირწონედ. პირველად სახელწოდება „თეთრი გვარდია“ რუსეთში გამოყენებულ იქნა ფინური პოლიციის რაზმებისათვის, რომლებიც შეიქმნა 1906 წელს რევოლუციურ მოძრაობასთან საბრძოლველად. მათი წევრები თეთრ სახვევებს ატარებდნენ სახელოზე, თუმცა კი ამას არ ჰქონია პირდაპირი კავშირი სამოქალაქო ომის ხანის თეთრ არმიასთან.
მოხალისეთა და დონის არმიები
ძირითადი წერილები: მოხალისეთა არმია და დონის არმია
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, დაპატიმრებული გენერლები ლ. გ. კორნილოვი, ა. ი. დენიკინი, ს. ლ. მარკოვი და სხვები გამოშვებულ იქნენ თავისუფლებაში მთავარსარდლის ნ. ა. დუხონინის მიერ მისი გადაყენების წინ და გაემართნენ დონზე ატამან ა. მ. კალედინთან. დონის ოლქმა საბჭოების ხელისუფლებაზე უარი განაცხადა და „საერთო სახელმწიფოებრივი, სრულიად სახალხოდ აღიარებული ხელისუფლების შექმნამდე“ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველი თეთრი არმია შექმნა მ. ვ. ალექსეევმა, უწოდა რა მას „ალექსეევის ორგანიზაცია“. იქ კრებდნენ ოფიცრებს მოხალისეობის საფუძველზე. ამ ორგანიზაციის წევრებისაგან შეიქმნა მოხალისეთა არმია. მას შეუერთდნენ გენერლები ა. მ. კალედინი და ლ. გ. კორნილოვი. სამი თვის შემდეგ, 1918 წლის აპრილში, დონის მხედრობის თავდაცვის საბჭომ ჩამოაყალიბა დონის არმია. 1918 წლის მაისში მოხალისეთა არმიას შეუერთდა დროზდოვის ბრიგადა, რომელიც რუმინეთის ფრონტიდან ჩამოვიდა.
მათ შორის, ვინც დონზე მოვიდა, იყვნენ საზოგადო მოღვაწეებიც. იქვე აღმოჩნდა ბ. ვ. სავინკოვი – ესერთა პარტიის საბრძოლო ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელმაც მოხალისეთა არმიასთან მოახდინა „სამშობლოსა და თავისუფლების დაცვის კავშირის ორგანიზება“. მის იქ ყოფნას სამხედრო მოღვაწეები და კაზაკები უკიდურესად ნეგატიურად ეკიდებოდნენ.
ალექსეევის ორგანიზაციაში ერთ-ერთი პირველთაგანი შევიდა სახელგანთქმული ვ. ვ. შულგინიც, რომელიც შემდგომში დენიკინთან საგანგებო თათბირის (სამოქალაქო მმართველობის) წევრი შეიქნა.
სახალხო არმია
ძირითადი წერილი: სახალხო არმია
1918 წლის 8 ივნისს აჯანყებულმა თეთრჩეხებმა აიღეს სამარა. იმავე დღეს ორგანიზებულ იქნა სახალხო არმია პოლკოვნიკ ნ. ა. გალკინის სარდლობით. იგი შეიქმნა დამფუძნებელი კრების წევრთა კომიტეტის მიერ. 9 ივნისს, პოდპოლკოვნიკ ვ. ო. კაპელის არმიაში მოსვლის შემდეგ, ჩამოყალიბებულ იქნა: 1-ლი მოხალისეთა სამარის დრუჟინა, შტაბს-როტმისტრ სტაფიევსკის ცხენოსანი ჯარის ესკადრონი, კაპიტან ვირიპაევის ვოლგის ცხენოსანი ბატარეა, ცხენოსანი დაზვერვა, ამფეთქებელთა რაზმი და სამეურნეო ნაწილი. ნაწილების ჩამოყალიბების შემდეგ, კაპელის ჯარები იკავებენ სიზრანსა და სტავროპოლს შესაბამისად 11 და 12 ივნისს.
10 ივლისს სახალხო არმია ისევ შედის სიზრანში, რომელიც ბოლშევიკების მიერ იყო დაკავებული, და მათ სიმბირსკისაკენ უკუაგდებს. რამდენიმე დღის შემდეგ კაპელის ჯარებმა სიმბირსკი დაიკავეს და იქიდან რამდენიმე მიმართულებით უტევენ: სიზრანიდან ვოლსკსა და პენზაზე, სიმბირსკიდან – ინზასა და ალატირზე და მდინარე ვოლგის ნაპირების გაყოლებით კამის შესართავისკენ.
ყაზანის აღების შემდეგ მოახდინეს სახალხო არმიის რეორგანიზაცია. შეიქმნა ვოლგისპირეთის ფრონტი სტანისლავ ჩეჩეკის სარდლობით. ის იყოფოდა რამდენიმე ჯგუფად: სიმბირსკის, ყაზანის, ხვალინსკის, უფის, ნიკოლაევსკის, ურალის კაზაკთა მხედრობის და ორენბურგის კაზაკთა მხედრობისა.
კაპელმა სარდლობას შესთავაზა აეღოთ ნიჟნი ნოვგოროდი. იგი ვარაუდობდა, რომ ქალაქის დაკავება დაარღვევს ბოლშევიკების გეგმებს ბერლინში გერმანიის კაიზერთან დამატებითი შეთანხმების ხელმოწერაზე, რადგანაც წაართმევს მათ ფულს „რუსეთის ჯიბიდან“. მაგრამ სარდლობამ და ჩეხებმა ამ გეგმებზე უარი განაცხადეს, მიუთითებდნენ რა რეზრვების არარსებობაზე.
ციმბირის არმია
ძირითადი წერილი: ციმბირის არმია
ამავე დროს, 1918 წლის ივნისში, ციმბირის დროებითმა მთავრობამ ნოვონიკოლაევსკში შექმნა ციმბირის არმია. თავდაპირველად მას დასავლეთ-ციმბირის მოხალისეთა არმია ეწოდებოდა. 1918 წლის ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით ციმბირის არმიის შტაბი იყო საერთო შტაბი ციმბირის მთელი თეთრი მოძრაობისათვის.
1918 წლის აგვისტოში ჩრდილოეთ ოლქის უმაღლესმა მმართველობამ არხანგელსკში შექმნა ჩრდილოეთ ოლქის ჯარები, რომელთაც ზოგჯერ ჩრდილოეთის არმია ეწოდებოდა (არ აგვერიოს გენერალ როძიანკოს ჩრდილოეთის არმიაში).
1919 წლის იანვარში დონისა და მოხალისეთა არმიები გაერთიანებულ იქნენ რუსეთის სამხრეთის შეიარაღებულ ძალებში (რსშძ).
1919 წლის ივნისში შეიქმნა ჩრდილოეთის არმია ჩრდილოეთის კორპუსის რუსი ოფიცრებისა და ჯარისკაცებისგან, რომელიც გამოვიდა ესტონეთის არმიის შემადგენლობიდან. ერთი თვის შემდეგ არმია დაერქვა ჩრდილო-დასავლეთის არმია.
რუსულ არმიად გაერთიანება
ძირითადი წერილი: რუსული არმია (1919)
1918 წელს ომსკში ჩამოვიდა სამხედრო მინისტრი ა. ვ. კოლჩაკი. 1918 წლის 18 ნოემბერს იგი გამოცხადებულ იქნა რუსეთის უმაღლეს მმართველად, რის შემდეგაც მან ასევე მიიღო საკუთარ თავზე რუსეთის მთელი სახმელეთო და საზღვაო ძალების უმაღლესი მთავარსარდლობა. მის მიერ მოხდენილ იქნა თეთრი მოძრაობის ჯარების არსებითი რეორგანიზაცია და განხორციელდა მისი ერთიან რუსულ არმიად გაერთიანება 1918 წლის 23 სექტემბერს. 4 ნოემბერს კოლჩაკი შევიდა რუსეთის მთავრობის (დირექტორიის) შემადგენლობაში.
როგორც რუსეთის უმაღლეს მმართველს ადმირალ კოლჩაკს ცნობს (აღიარებს) თეთრი არმიების ყველა მთავარსარდალი როგორც რუსეთის სამხრეთსა და დასავლეთში, ისე ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთშიც; გენერლები ა. ი. დენიკინი, ე. კ. მილერი, ნ. ნ. იუდენიჩი ნებაყოფლობით ექვემდებარებიან ა. ვ. კოლჩაკს და აღიარებენ რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედ ყველა არმიაზე მის უმაღლეს მთავარსარდლობას. ამავე დროს უმაღლესი მთავარსარდალი ადასტურებს ზემოხსენებული მთავარსარდლების უფლებამოსილებებს. ამ ერთიანი არმიის ფრონტების მდგომარეობაში (სტატუსით) ამ მომენტიდან მოქმედებენ რუსეთის სამხრეთის შეიარაღებული ძალები (რსშძ), ჩრდილო-დასავლეთის არმია, ჩრდილოეთის არმია და აღმოსავლეთის ფრონტი.
სახელწოდება „რუსული არმია“ მკვიდრდება როგორც ყველა თეთრი ფრონტის გაერთიანება, ფრონტების სარდლების სტატუსს უმაღლესი მთავარსარდლისგან ფორმალურად ღებულობენ ჩრდილოეთისა და ჩრდილო-დასავლეთის არმიათა სარდლები განერლები იუდენიჩი და მილერი. 1920 წლის აპრილში იმიერბაიკალეთში აღმოსავლეთ ფრონტის ჯარების ნარჩენებისაგან გენერალ გ. მ. სემიონოვის ხელმძღვანელობით შეიქმნა შორეული აღმოსავლეთის არმია.
1920 წლის მაისში რსშძ-ის ჯარების ყირიმში დახეული ნარჩენებისაგან გენერალმა ვრანგელმა ჩამოაყალიბა შეიარაღებული ძალები, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო სახელწოდება „რუსული არმია“ უმაღლესი მთავარსარდლის ადმირალ კოლჩაკის 1919 წლის ერთიანი რუსული არმიისაგან – როგორც უკანასკნელმა (დარჩენილმა) მისი ფრონტებიდან.
1921 წელს გენერალ სემიონოვის შორეული აღმოსავლეთის არმიის ნარჩენებისგან ზღვისპირეთში ჩამოყალიბდა თეთრ აჯანყებულთა არმია, რომელსაც მოგვიანებით ეწოდა საერობო მხედრობა, რადგანაც 1922 წელს ვლადივისტოკში შეიქმნა ამურისპირეთის საერობო მთავრობა (Земское правительство).
შემადგენლობა
თეთრი არმიები კომპლექტდებოდა როგორც ნებაყოფლობით, ისე მობილიზაციის საფუძველზე.
ნებაყოფლობით საფუძველზე კომპლექტდებოდნენ არა მხოლოდ რუსეთის საიმპერატორო არმიისა და ფლოტის ოფიცრებისგან, არამედ ყველა მსურველისაგან. ეს იყო როგორც სამხრეთში – მოხალისეთა არმიაში, ისე ციმბირშიც, მაგალითად – მუშათა კორპუსის დივიზიები.
სამობილიზაციო საფუძველზე კომპლექტდებოდნენ თეთრების კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიის მოსახლეობისგან და ტყვე წითელარმიელებისგანაც.
თეთრი არმიების სამწყობრო შემადგენლობის რიცხოვნება, რომლებიც წითელი არმიის წინააღმდეგ იბრძოდნენ, დაზვერვის შეფასებებით 1919 წლის ივნისისათვის შეადგენდა დაახლოებით 683 000 ადამიანს. თუმცა კი დამხმარე და საშტაბო ნაწილებთან ერთად შეეძლო 1 023 000 ადამიანისთვის გადაეჭარბებია. როგორც იტყვიან – კმაყოფაზე მყოფნი. საბრძოლო ნაწილები ამ რიცხვის ნახევრამდე თუ შეადგენდნენ. ამის შემდეგ თეთრი არმიების რიცხოვნებამ განუხრელად დაიწყო შემცირება.
თეთრი არმიის შემადგენლობაში შედიოდა იმ დროს არსებული ჯარების ყველა გვარეობა:
ქვეითი ჯარი
კავალერია
საავიაციო ნაწილები
სატანკო შენაერთები
სარკინიგზო შენაერთები
ყველას მათ ჰქონდათ თავიანთი ფორმა და განსხვავების ნიშნები, რომლებიც ხშირად რუსეთის საიმპერატორო არმიის გვარდიული ნაწილების უნიფორმიდან იყო კოპირებული.
თეთრი მოძრაობის მოხრეთა აზრით თეთრგვარდიელი – ეს გახლდათ თავისი იდეალებისადმი ერთგული სამხედრო (გინდაც ოფიცერი, გინდაც რიგითი), რომელიც იარაღით ხელში მზად იყო დაეცვა სამშობლო, წარმოდგენები მოვალეობის, ღირსებისა და სამართლიანობის შესახებ.
თეთრგვარდიელები – მაგალითად, ესენია კორნილოველები, მარკოველები, დროზდოველები, იჟეველები, ვოტკინელები. ბევრი მათგანი დაიღუპა ან ემიგრაციაში წავიდა.
ლიტერატურა
Белые армии // «Банкетная кампания» 1904 — Большой Иргиз. — М. : Большая российская энциклопедия, 2005. — С. 268. — (Большая российская энциклопедия : [в 35 т.] / гл. ред. Ю. С. Осипов ; 2004—2017, т. 3). — ISBN 5-85270-331-1.
Клавинг В. В. Гражданская война в России: белые армии. — М., СПб.: АСТ, Terra Fantastica, 2003. — 637 с. — 5000 экз. — ISBN 5-17-019260-6.
Путеводитель по фондам белой армии / Рос. гос. воен. архив / Сост. Н. Д. Егоров, Н. В. Пульченко, Л. М. Чижова. — М.: "Русское библиографическое общество", издательская фирма «Восточная литература» РАН, 1998. — 526 с. — 1500 экз. — ISBN 5-02-018037-8. Архивная копия от 7 марта 2012 на Wayback Machine
Osipov, Yury (англ.)русск.. White Armies. — Moscow: Great Russian Encyclopedia, 2005. — С. 268. — ISBN 5-85270-331-1.
Valery Klaving. Civil War in Russia: White Armies. — Moscow, Saint Petersburg: AST, Terra Fantastica, 2003. — С. 637. — ISBN 5-17-019260-6.
White Army Funds Guide / Russian State Military Archive (англ.). — Moscow: Russian Bibliographic Society, Oriental Literature Publishing Company, Russian Academy of Sciences, 1998. — P. 526. — ISBN 5-02-018037-8.
III. მოხალისეთა არმია
მოხალისეთა არმია – თეთრი არმიის ოპარატიულ-სტრატეგიული გაერთიანება რუსეთის სამხრეთში 1917 წლის ნოემბრიდან 1920 წლის მარტის ჩათვლით რუსეთში სამოქალაქო ომის დროს.
ისტორია
ჩამოყალიბება დაიწყო 1917 წლის 2 (15) ნოემბერს ნოვოჩერკასკში გენერალური შტაბის ინფანტერიის (ქვეითი ჯარის) გენერლის მ. ვ. ალექსეევის მიერ, რომელსაც თავდაპირველად ეწოდებოდა „ალექსეევის ორგანიზაცია“. 1917 წლის 4 (17) ნოემბერს ნოვოჩერკასკში ჩამოყალიბდა ოფიცერთა ასეული.
1917 წლის დეკემბრის დასაწყისიდან არმიის შექმნას შეუერთდა დონზე მყოფი გენერალური შტაბის ინფანტერიის გენერალი ლ. გ. კორნილოვი. თავიდან მოხალისეთა არმია მხოლოდ მოხალისეებით კომპლექტდებოდა. არმიაში ჩაწერილთა 50 %-ს შეადგენდნენ ობერ-ოფიცრები (უმცროსი ოფიცრები კაპიტნის ჩათვლით – ი. ხ.) და 15 %-მდე – შტაბ-ოფიცრები (უფროსი ოფიცრები პოლკოვნიკის ჩათვლით – ი. ხ.), იყვნენ ასევე იუნკრები, კადეტები, სტუდენტები, გიმნაზისტები (10 %-ზე მეტი). კაზაკები დაახლოებით 4 % იყვნენ, ჯარისკაცები – 1 %. 1918 წლის ბოლოდან და 1919–1920 წლებში თეთრების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მობილიზაციების ჩატარების შედეგად ოფიცერთა კადრმა დაკარგა თავისი რიცხობრივი აღმატება; ამ წლებში მოხალისეთა არმიის სამხედრო კონტინგენტის ძირითად მასას გლეხები და ტყვე წითელარმიელები შეადგენდნენ.
1917 წლის დეკემბრის ბოლოსათვის არმიაში მოხალისეებად 3 ათასი ადამიანი ჩაეწერა. 1918 წლის იანვრის შუა ხანებში ისინი უკვე 5 ათასი იყვნენ, თებერვლის დასაწყისისათვის – დაახლ. 6 ათასი. ამასთან მოხალისეთა არმიის საბრძოლო ელემენტი 4 ½ ათას ადამიანს არ აღემატებოდა.
1917 წლის 25 დეკემბერს (1918 წლის 7 იანვარს) მიიღო ოფიციალური სახელწოდება „მოხალისეთა არმია“. ეს დასახელება არმიამ მიიღო კორნილოვის დაჟინებული მოთხოვნის შედეგად, რომელიც კონფლიქტის მდგომარეობაში იყო ალექსეევთან და უკმაყოფილი გახლდათ ყოფილი „ალექსეევის ორგანიზაციის“ მეთაურის მიმართ: გავლენის სფეროების გაყოფით, რომლის შედეგადაც, კორნილოვის მიერ სამხედრო ხელისუფლების სრულად მიღებისას, ალექსეევის ხელში მანიც პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ფინანსები დარჩა. ისინი ორივე ანტანტაში რუსეთის მოკავშირეებზე იყვნენ სტრატეგიულად ორიენტირებულნი.
არმიის უმაღლესი ხელმძღვანელი შეიქნა გენერალური შტაბის ინფანტერიის გენერალი მ. ვ. ალექსეევი, მთავარსარდალი – გენერალური შტაბის ინფანტერიის გენერალი ლავრ კორნილოვი, შტაბის უფროსი – გენერალური შტაბის გენერალ-ლეიტენანტი ა. ს. ლუკომსკი, 1-ლი დივიზიის უფროსი – გენერალური შტაბის გენერალ-ლეიტენანტი ა. ი. დენიკინი. თუ გენერლები ალექსეევი, კორნილოვი და დენიკინი ახალგაზრდა არმიის ორგანიზატორები და იდეური შთამაგონებლები იყვნენ, ადამიანი, რომელიც პირველი ლაშქრობის მონაწილეებს დაამახსოვდათ როგორც მეთაური, რომელსაც შეეძლო მოხალისეები უშუალოდ ბრძოლის ველზე თავის კვალდაკვალ წაეყვანა, გახლდათ „გენერალ კორნილოვის დაშნა“ გენერალური შტაბის გენერალ-ლეიტენანტი ს. ლ. მარკოვი, რომელიც დასაწყისში მთავარსარდლის შტაბის უფროსად მსახურობდა, შემდეგ 1-ლი დივიზიის შტაბის უფროსად და მის მიერვე ჩამოყალიბებული 1-ლი ოფიცერთა პოლკის მეთაურად (ამ პოლკმა მარკოვის სიკვდილის შემდეგ მისი სახელობითი შეფობა მიიღო).
1918 წლის თებერვალში კორნილოვი მოსკოვში გზავნის პოლკოვნიკ პერხუროვს ცენტრალურ რუსეთში მოხალისეთა რაზმების ორგანიზებისთვის. ბორის სავინკოვის სამშობლოსა და თავისუფლების დაცვის კავშირთან ურთიერთმოქმედებით (რომელიც საწყის ეტაპზე ასევე მონაწილეობდა დონზე არმიის ჩამოყალიბებაში) ისინი ახერხებენ 6 ივლისს მოაწყონ აჯანყება იაროსლავლში (სხვა ქალაქებში დაგეგმილი გამოსვლები ან დაპატიმრებებით იქნა ჩაშლილი, ან კიდევ სწრაფად ჩახშობილი).
მაშინვე შექმნის შემდეგ მოხალისეთა არმიამ, რომელიც 4 ათას ადამიანს მოითვლიდა, გენერალ ა. მ. კალედინის ხელქვეით მყოფ ნაწილებთან ერთობლივად საბრძოლო მოქმედებები დაიწყო წითელი „რევოლუციური არმიის“ წინააღმდეგ. ყუბანური ლაშქრობის დაწყებამდე დანაკარგებმა 1 ½ ათასი ადამიანი შეადგინა, მათ რიცხვში მოკლულებით – არანაკლებ ერთი მესამედის.
1918 წლის 22 თებერვალს წითლების მოწოლის ქვეშ მოხალისეთა არმიის ნაწილებმა როსტოვი დატოვეს და ყუბანზე დაიძრნენ. დაიწყო მოხალისეთა არმიის (3200 ხიშტი და ხმალი) სახელგანთქმული „ყინულოვანი ლაშქრობა“ (1-ლი ყუბანური ლაშქრობა) დონის-როსტოვიდან ეკატერინოდარამდე მძიმე ბრძოლებით წითელი ჯარების 20-ათასიანი დაჯგუფების ალყაში, რომელსაც სოროკინი სარდლობდა.
გენერალმა მ. ალექსეევმა ლაშქრობის წინ თქვა:
ჩვენ მივდივართ სტეპებში. შეიძლება დავბრუნდეთ, თუკი მხოლოდ ამაზე იქნება ღვთის წყალობა. მაგრამ საჭიროა ავანთოთ მანათობელი, რათა თუნდაც ერთი ნათელი წერტილი იყოს რუსეთის მომცველ წყვდიადში...
აულ შენჟიში მოხალისეთა არმიას 1918 წლის 26 მარტს ყუბანის რადის 3-ათასიანი რაზმი შეუერთდა გენერალ ვ. ლ. პოკროვსკის მეთაურობით. მოხალისეთა არმიის საერთო რიცხოვნება 6 ათას მებრძოლამდე გაიზარდა.
27–31 მარტს (9–13 აპრილს) მოხალისთა არმიამ მიმართა უიღბლო მცდელობას აეღო ყუბანის დედაქალაქი – ეკატერინოდარი, რომლის მსვლელობისას მოიკლა მთავარსარდალი გენერალი კორნილოვი 31 მარტს (13 აპრილს) ჭურვის აფეთქებით, არმიის ნაწილების სარდლობა კი მოწინააღმდეგის მრავალჯერ აღმატებული ჯარების მიერ სრული ალყაშემორტყმის უმძიმეს პირობებში მიიღო გენერალმა დენიკინმა, რომელმაც შესძლო ყველა მხარეზე განუწყვეტელი ბრძოლების პირობებში არმია საფლანგო დარტყმების ქვეშიდან გამოეყვანა და ალყიდან დონზე გამოსულიყო. ეს ბევრწილად მოხერხდა ოფიცერთა პოლკის მეთაურის გენერალური შტაბის გენერალ-ლეიტენატის ს. ლ. მარკოვის ენერგიულ მოქმედებათა წყალობით, რომელმაც თავი გამოიჩინა 1918 წლის 2 (15)-დან 3 (16) აპრილის ღამეს ცარიცინ–ტიხორეცკაიას სარკინიგზო ხაზის გადაკვეთისას.
თანამედროვეთა მოგონებების მიხედვით, მოვლენები შემდეგნაირად ვითარდებოდა:
დილის დაახლოებით 4 საათზე მარკოვის ნაწილებმა დაიწყეს რკინიგზის ლიანდაგზე გადასვლა. მარკოვმა, ხელში ჩაიგდო რა სარკინიგზო სადარაჯო ჯიხური გადასასვლელთან, განალაგა ქვეითი ნაწილები, და გაგზავნა რა მზვერავები სტანიცაში მოწინააღმდეგეზე შესატევად, საჩქაროდ დაიწყო დაჭრილების, აღალისა და არტილერიის გადაყვანა. უეცრად სადგურს გამოეყო წითლების ჯავშანმატარებელი და გადასასვლელისკენ წამოვიდა, სადაც უკვე იმყოფებოდა შტაბი გენერლებ ალექსეევთან და დენიკინთან ერთად. გადასასვლელამდე რამდენიმე მეტრიღა რჩებოდა – და აქ , დაუნდობლად ლანძღავდა რა ჯავშანმატარებელს, დაუყვირა: „გაჩერდი! ასეთ-ისეთო! ნაძირალავ! შენიანებს გაიტან!“, ლიანდაგზე დაწვა. როცა ჯავშანმატარებელი მართლაც გაჩერდა, მარკოვი განზე გადახტა (სხვა ცნობებით მაშინვე ხელყუმბარა ესროლა), და უმალვე სამდიუიმიანმა ზარბაზნებმა ორთქლმავლის ცილინდრებსა და ბორბლებს ყუმბარები დაუშინეს. ცხარე ბრძოლა გაიმართა ჯავშანმატარებლის რაზმთან, რომელიც ამის შედეგად ამოხოცილ იქნა, თვითონ ჯავშანმატარებელი კი დამწვარი.
1918 წლის მაისში, რუმინეთის ფრონტიდან დონზე ლაშქრობის დასრულების შემდეგ, მოხალისეთა არმიას გენერალური შტაბის პოლკოვნიკის მ. გ. დროზდოვსკის 3-ათასიანი რაზმი შეუერთდა. დროზდოვსკისთან ერთად მოვიდა დაახლოებით 3000 მოხალისე მებრძოლი, მშვენივრად შეიარაღებული, აღკაზმული და შემოსილი, მნიშვნელოვანი არტილერიით (ექვსი მსუბუქი ქვემეხი, ოთხი სამთო და ორიც 48-ხაზიანი, ერთი 6-დიუიმიანი და 14 სამუხტე ყუთი), ტყვიამფრქვევებით (სხვადასხვა სისტემის დაახლ. 70 ერთეული), ჯავშანავტომობილით „ვერნი“, აეროპლანებით, ავტომობილებით, ტელეფონით, ორკესტრით, საარტილერიო ჭურვების მნიშვნელოვანი მარაგებით (დაახლ. 800), თოფებისა და ტყვიამფრქვევთა ვაზნებით (200 ათასი), სათადარიგო შაშხანებით (ათასზე მეტი). რაზმს თავისთან ჰქონდა აღჭურვილი სანიტარული ნაწილი და აღალი ჩინებულ მდგომარეობაში. რაზმი 70 %-ით ფრონტელი ოფიცრებისგან შედგებოდა.
1918 წლის 22-დან 23 ივნისის ღამეს მოხალისეთა არმიამ (8–9 ათასი ადამიანის რიცხოვნებით) დონის არმიასთან თანამოქმედებით ატამან პ. ნ. კრასნოვის სარდლობით დაიწყო მეორე ყუბანური ლაშქრობა, რომელიც წითელი ჯარების თითქმის 100-ათასიანი ყუბანური დაჯგუფების განადგურებითა და 17 აგვისტოს ეკატერინოდარის აღებით დასრულდა.
1918 წლის 15 აგვისტოს მოხალისეთა არმიის ნაწილებში გამოცხადებულ იქნა პირველი მობილიზაცია, რაც იქცა პირველ ნაბიჯად რეგულარულ არმიად მისი გადაქცევის გზაზე. კორნილოველი ოფიცრის ალექსანდრე ტრუშნოვიჩის მონაცემებით კი პირველი მობილიზებულები – სტავროპოლელი გლეხები კორნილოვის დამრტყმელი პოლკის შემადგენლობაში იქნენ შეყვანილი 1918 წლის ივნისში სოფელ მედვეჟის მახლობლად ბრძოლების დროს.
არმიის მატერიალური ნაწილის მდგომარეობის შესახებ ამ პერიოდში მოწმობდა მარკოველი საარტილერიო ოფიცერი ე. ნ. გიაცინტოვი:
ჩემთვის სასაცილოა იმ კინოსურათების ყურება, რომლებშიც გამოხატულია თეთრი არმია – მხიარულებაში ჩართული, ქალბატონები თეთრ კაბებში, ოფიცრები ეპოლეტებიან და აქსელბანტებიან მუნდირებში, ბრწყინვალენი! სინამდვილეში მოხალისეთა არმია ამ დროს საკმარისად სევდიან, მაგრამ გმირულ მოვლენას წარმოადგენდა. ჩვენ ჩაცმული ვიყავით ვისაც როგორ მოუხერხდებოდა. მაგალითად, მე მეცვა განიერი შარვალი და ჩექმები, მაზარის ნაცვლად შეტყობინების გზათა ინჟინერის ქურთუკი, რომელიც უკვე გვიანი შემოდგომის გათვალისწინებით იმ სახლის პატრონმა მაჩუქა, სადაც დედაჩემი ცხოვრობდა, – ბატონმა ლანკომ. იგი წარსულში ეკატერინოდარსა და რომელიღაც სადგურს შორის უბნის უფროსი გახლდათ.
აი ასეთი სახით ვკოხტაობდით. მალევე მარვენა ჩექმაზე ლანჩა ამძვრა და მომიხდა ის თოკით დამემაგრებია. აი ასეთი „მეჯლისები“ და ასეთი „ეპოლეტები“ გვქონდა ჩვენ იმ დროს! მეჯლისების ნაცვლად მუდმივი ბრძოლები მიდიოდა. მუდმივად გვაწვებოდა წითელი არმია, ძალზედ მრავალრიცხოვანი. ვფიქრობ, რომ ჩვენ გვყავდა ერთი ასის წინააღმდეგ! და როგორღაც თავს ვიცავდით, დროდადრო შეტევაზეც კი გადავდიოდით და მოწინააღმდეგეს უკან ვახევინებდით.
1918 წლის სექტემბრისათვის მოხალისეთა არმიის რიცხოვნება 30–35 ათასამდე გაიზარდა ძირითადად არმიაში ყუბანელი კაზაკობისა და ჩრდილო კავკასიაში გამოქცეულ ბოლშევიზმის მოწინააღმდეგეთა შემოდინების ხარჯზე.
1918 წლის 8 ოქტომბერს მოკვდა გენერალი ალექსეევი, და მოხალისეთა არმიის მთავარსარდლის პოსტი გენერალმა დენიკინმა დაიკავა, რომელმაც თავის ხელში სამხედრო და სამოქალაქო ხელისუფლება გაიერთიანა. 1918 წლის ნოემბერში პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავრობებმა გააძლიერეს მოხალისეთა არმიისადმი მატერიალურ-ტექნიკური დახმარება.
1919 წლის 8 იანვარს მოხალისეთა არმია შევიდა ახლად წარმოქმნილი რუსეთის სამხრეთის შეიარაღებული ძალების (რსშძ) შემადგენლობაში, გახდა რა მისი ძირითადი დამრტყმელი ძალა, ხოლო მისი სარდალი გენერალი დენიკინი სათავეში ჩაუდგა რსშძ-ს. ვარაუდობდა რა, რომ ეს პასუხობს რუსეთის ინტერესებს, 1919 წლის 12 ივნისს რუსეთის სამხრეთში შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი გენერალი ა. ი. დენიკინი აცხადებს თავისი დაქვემდებარების შესახებ ადმირალ ა. ვ. კოლჩაკისადმი, როგორც რუსული სახელმწიფოს უმაღლესი მმართველისა და რუსული არმიების უმაღლესი მთავარსარდლისადმი. მაგრამ მანძილის სიშორის, გაძნელებული კომუნიკაციისა (მაგალითად, გაზაფხულზე გენერალ გრიშინ-ალმაზოვის მეთაურობით ციმბირში გაგზავნილი დელეგაცია კასპიის ზღვის რაიონში წითლებს ჩაუვარდა ხელში) და საომარ მოქმედებათა რეალური კოორდინაციის არარსებობისას – განცხადება მხოლოდ დეკლარაციული ხასიათისა თუ დარჩა.
1918 წლის ბოლოს – 1919-ის დასაწყისში დენიკინის ნაწილებმა 11-ე საბჭოთა არმიას დამარცხება მიაყენეს და ჩრდილოეთ კავკასია დაიკავეს.
1919 წლის 23 იანვარს არმიას ეწოდა სახელი კავკასიის მოხალისეთა არმია. 1919 წლის 22 მაისს კავკასიის მოხალისეთა არმია გაიყო 2 არმიად: კავკასიისა, რომელიც ცარიცინ–სარატოვზე უტევდა და საკუთრივ მოხალისეთა არმიად, რომელიც კურსკ–ორიოლზე უტევდა.
1919 წლის ზაფხულ–შემოდგომაზე მოხალისეთა არმია (40 ათასი ადამიანი) გენერალ ვ. ზ. მაი-მაევსკის სარდლობით შეიქნა მთავარ ძალად დენიკინის მოსკოვზე ლაშქრობაში (უფრო დაწვრილებით იხ. დენიკინის ლაშქრობა მოსკოვზე). მოხალისეთა არმიის ძირითადი შენაერთი 1919 წელს უცვლელად იყო გენ. ა. პ. კუტეპოვის 1-ლი საარმიო კორპუსი, რომელიც შედგებოდა რჩეული „ფერადი პოლკებისაგან“ – კორნილოვის, მარკოვის, დროზდოვსკისა და ალექსეევის, რომლებიც შემდგომში მოსკოვზე შეტევის მსვლელობისას – 1919 წლის ზაფხულ–შემოდგომაზე დივიზიებად იქნენ გაშლილი.
1919 წლის ნოემბერში ზიატკოვის შეთანხმებების თანახმად მოხალისეთა არმიის შემადგენლობაში შევიდა გალიციური არმია, რომელიც მანამდე დასავლეთ უკრაინული სახალხო რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს შეადგენდა.
საბრძოლო მიმართებით მოხალისეთა არმიის ზოგიერთ ნაწილსა და შენაერთს მაღალი საბრძოლო თვისებები გააჩნდა, რადგანაც მათ შემადგენლობაში დიდი რაოდენობით იყვნენ ოფიცრები, რომელთაც მნიშვნელოვანი საბრძოლო გამოცდილება ჰქონდათ და გულწრფელად იყვნენ ერთგულნი თეთრი მოძრაობის იდეისადმი. მაგრამ 1919 წლის ზაფხულიდან მისი ბრძოლისუნარიანობა შემცირდა დიდ დანაკარგებთან დაკავშირებით, აგრეთვე მის შემადგენლობაში მობილიზებული გლეხებისა და ტყვე წითელარმიელთა ჩართვის გამოც.
1919 წლის ზაფხულ–შემოდგომაზე მოსკოვზე წარუმატებელი შეტევის შემდეგ მოხალისეთა არმიამ წითელი არმიის მოწოლის შედეგად დონზე უკან დაიხია, სადაც 1920 წლის დასაწყისში ცალკეულ მოხალისეთა კორპუსში იქნა შეყვანილი გენერალ ა. პ. კუტეპოვის მეთაურობით.
1920 წლის 26–27 მარტს მოხალისეთა არმიის ნარჩენები ნოვოროსიისკიდან ყირიმში იქნენ ევაკუირებულნი, სადაც შევიდნენ გენერალ ბარონ პ. ნ. ვრანგელის რუსული არმიის შემადგენლობაში.
მოხალისეთა არმიის სარდლები
გენერალური შტაბის ინფანტერიის გენერალი ლ. გ. კორნილოვი (დეკემბერი 1917 – 31 მარტი /13 აპრილი/ 1918)
გენერალური შტაბის გენერალ-ლეიტენანტი ა. ი. დენიკინი (აპრილი 1918 – იანვარი 1919)
გენერალური შტაბის გენერალ-ლეიტენანტი ბარონი პ. ნ. ვრანგელი (იანვარი–მაისი 1919, დეკემბერი 1919 – იანვარი 1920)
გენერალური შტაბის გენერალ-ლეიტენანტი ვ. ზ. მაი-მაევსკი (მაისი–ნოემბერი 1919)
მოხალისეთა არმიის შემადგენლობა
მე – მოხალისე ვარ
1) მე – მოხალისე ვარ, იმიტომ რომ მივეცი ჩემი ახალგაზრდობა და ვღვრი ჩემს სისხლს ერთიანი განუყოფელი რუსეთის ძალმოსილებისათვის.
2) მე – მოხალისე ვარ, ვდგავარ სახალხო კრების მოწვევის მხარეს, არჩეულისა მთელი ხალხის მიერ, რადგანაც მჯერა, რომ იგი მისცემს ბედნიერებას, მშვიდობასა და თავისუფლებას ყველას: მემარცხენეებსაც, მემარჯვენეებსაც, კაზაკებსაც, გლეხსაცა და მუშასაც.
3) მე – მოხალისე ვარ, ვაძლევ მიწას ყველა გლეხს – ნამდვილ მუშაკებს, და ისე, რომ თითოეული გლეხი იქნება თავისი მიწის ნაჭრის სრული და საუკუნო პატრონი და ამიტომ მას დიდი სიყვარულით დაამუშავებს.
4) მე – მოხალისე ვარ, ვდგავარ ფაბრიკებისა და ქარხნების აღდგენის მხარეს, იმისთვის, რათა მუშები მოელაპარაკონ თავიანთ მეპატრონეებს და ააეწონ შრომა, იმისთვის, რომ არც ერთ მეპატრონეს არ შეეძლოს მუშის წყენინება, რათა მუშას შეეძლოს ჰქონდეს თავისი კავშირები თავისი ინტერესების დასაცავად. და ვინც მუშის მტერია და მას ბოროტებას გაუკეთებს, რითაც ხელს შეუშლის მრეწველობის აღდგენას, ის ჩემი, მოხალისის მტერიცაა. სადაც მე ვარ – იქ ხორცი უფრო ახალია, და გირვანქა პურიც 1 – 2 მანეთი ღირს.
5) მე – მოხალისე ვარ, თითოეულს უფლებას ვაძლევს სწამდეს თავისი ღმერთი და ლოცულობდეს, როგორც მას უნდა, ყველაზე მეტად კი, როგორც რუსს, მიყვარს ჩემი მართლმადიდებელი სარწმუნოება.
6) მე – მოხალისე ვარ, თვით ისინიც კი მიყვარს, ვისაც ახლა ვეომები, – მე, ჩემი ბელადის, გენერალ დენიკინის ბრძანებით, არ ვხვრეტ, არამედ ამყავს ტყვედ და მართლმსაჯულებას გადავცემ, რომელიც საშიშია მხოლოდ ხალხის მტრებისთვის – კომისრებისთვის, კომუნისტებისთვის.
7) მე – მოხალისე ვარ, და ამიტომ ვამბობ:
დაე აღსდგეს მშვიდობა შეგინებულ და განაწამებ რუსეთში!
არანაირი ბატონობა ერთი კლასისა მეორეზე!
თავისუფლება და მშვიდი სამუშაო ყველას!
არანაირი ძალადობანი მშვიდობიან მოქალაქეებზე, არანაირი მკვლელობები, არანაირი სიკვდილით დასჯები სასამართლოს გარეშე!
ძირს მტაცებლები, რომლებიც ჩაგრავენ რუსეთს! ძირს კომუნა!
გაუმარჯოს ერთიან დიდ განუყოფელ რუსეთს!
(სააგიტაციო ფურცელი)
1-ლი ყუბანური ლაშქრობის დაწყებისათვის
შეერთებული ოფიცერთა პოლკი (გენ. მარკოვი) – ოფიცერთა 3 ბატალიონის, კავკასიური დივიზიონისა და საზღვაო ასეულისაგან.
კორნილოვის დამრტმელი პოლკი (პოლკ. ნეჟენცევი) – პოლკში ჩართულია ყოფილი გეორგიევსკის პოლკისა და პოლკ. სიმანოვსკის პარტიზანული რაზმის ნაწილები.
პარტიზანული პოლკი (გენ. ა. პ. ბოგაევსკი)
იუნკერთა ბატალიონი (გენ. ბოროვსკი) – უწინდელი იუნკერთა ბატალიონისა და როსტოვის პოლკისაგან.
საარტილერიო დივიზიონი (პოლკ. იკიშევი) – ოთხი ბატარეისაგან, თითოეულში ორ-ორი ქვემეხით.
ჩეხო-სლოვაკური საინჟინრო ბატალიონი – საშტატო ინჟინრის კრალის მმართველობით კაპიტან ნემეტჩიკის უფროსობის ქვეშ.
ცხენოსანი რაზმები:
პოლკ. გლაზენაპის – დონის პარტიზანული რაზმებისგან
ოფიცერთა ესკადრონი (პოლკ. გერშელმანის) – რეგულარული
პოდპოლკ. კორნილოვის – ჩერნეცოვის ყოფილი ნაწილებისაგან.
სულ: 3200 მებრძოლი და მედპერსონალის 148 ადამიანი, 8 ქვემეხი, 600 ჭურვი, კაცზე 200 ვაზნა.
მე-2 ყუბანური ლაშქრობის დაწყებისათვის
1-ლი დივიზია (გენერალი მარკოვი)
1-ლი ოფიცერთა ქვეითი პოლკი
1-ლი ყუბანის მსროლელი პოლკი
1-ლი ცხენოსანი პოლკი
1-ლი ცალკეული მსუბუქი ბატარეა (3 ქვემეხი)
1-ლი საინჟინრო ასეული
მე-2 დივიზია (გენერალი ბოროვსკი)
კორნილოვის დამრტყმელი პოლკი
პარტიზანული ქვეითი პოლკი
ულაგაევის პლასტუნების ბატალიონი
მე-4 შეერთებული ყუბანური პოლკი
მე-2 ცალკეული მსუბუქი ბატარეა (3 ქვემეხი)
მე-2 საინჟინრო ასეული
მე-3 დივიზია (პოლკოვნიკი დროზდოვსკი)
მე-2 ოფიცერთა მსროლელი პოლკი
მე-2 ცხენოსანი პოლკი
მე-3 ცალკეული მსუბუქი ბატარეა (6 ქვემეხი)
ცხენოსან-სამთო ბატარეა (4 ქვემეხი)
მორტირების ბატარეა (2 მორტირა)
მე-3 საინჟინრო ასეული
1-ლი ცხენოსანი დივიზია (გენერალი ერდელი)
1-ლი ყუბანის კაზაკთა პოლკი
1-ლი ჩერკესკის ცხენოსანი პოლკი
1-ლი კავკასიის კაზაკთა პოლკი
1-ლი შავზღვისპირეთის კაზაკთა პოლკი
1-ლი ყუბანის კაზაკთა ბრიგადა (გენერალი პოკროვსკი)
მე-2ყუბანის კაზაკთა პოლკი
მე-3 ყუბანის კაზაკთა პოლკი
არტილერიის ოცეული (2 ქვემეხი)
გარდა ამისა: პლასტუნების ბატალიონი, ერთი ჰაუბიცა და ჯავშანავტომობილები „ვერნი“, „კორნილოვეცი“ და „დობროვოლეცი“.
სულ 1918 წლის გაზაფხულზე არმიაში შედგებოდა ქვეითი ჯარის 5 პოლკი, 8 ცხენოსანი პოლკი, 5 ½ ბატარეა, საერთო რიცხოვნებით 8500–9000 ხიშტი და ხმალი და 21 ქვემეხი.
მოხალისეთა არმია 1918 წლის ბოლოს
1918 წლის ნოემბერში დაიწყო არმიის ტაქტიკურ-სტრატეგიული გაშლა – ჩამოყალიბდა 1-ლი, მე-2 და მე-3 საარმიო კორპუსები და 1-ლი ცხენოსანი კორპუსი. დეკემბერში არმიის შემადგენლობაში შეიქმნა კავკასიის კორპუსი, დონეცკის, ყირიმის და ტუაფსეს რაზმები. ყირიმში 1918 წლის ბოლოდან ასევე ყალიბდებოდა მე-4 ქვეითი დივიზია. 1918 წლის დეკემბერში არმია შედგებოდა სამი საარმიო კორპუსის (1-3), ყირიმ-აზოვის კორპუსისა და 1-ლი ცხენოსანი კორპუსისაგან. 1919 წლის თებერვალში შეიქმნა მე-2 ყუბანური კორპუსი, ხოლო 1-ლი და მე-2 საარმიო კორპუსების შემადგენლობაში შევიდნენ დონის ატამანის მიერ გადაცემული ყოფილი ასტრახანისა და სამხრეთის არმიების ნაწილები. 1919 წლის 10 თებერვალს, ყირიმ-აზოვის კორპუსის ბაზაზე ყირიმ-აზოვის მოხალისეთა არმიის შექმნის შემდეგ, მიიღო სახელწოდება კავკასიის მოხალისეთა არმია, ხოლო 1919 წლის 2 მაისს გაიყო მოხალისეთა არმიად (რსშძ-ის შემადგენლობაში) და კავკასიის არმიად.
არმიის რიცხოვნება
არმია (დაკარგა რა რამდენიმე ათასი ადამიანი 1917 წლის ნოემბრიდან 1918 წლის თებერვლამდე დროის განმავლობაში) 1-ლ ყუბანურ ლაშქრობაში გამოვიდა (სხვადასხვა მონაცემებით) 2,4–4 ათასი ადამიანის რიცხოვნებით, მასთან შეერთებული ყუბანური ნაწილები მოითვლიდნენ 2–3 ათასს, დაბრუნდა ლაშქრობიდან დაახლოებით 5 ათასი; დროზდოვსკის რაზმი არმიასთან შეერთების მომენტში მოითვლიდა 3 ათასამდე ადამიანს. ამის შედეგად 1918 წლის გაზაფხულზე არმია მოითვლიდა დაახლოებით 8 ათას ადამიანს. ივნისის დასაწყისში ის კიდევ ათასი ადამიანით გაიზარდა. 1918 წლის სექტემბრისათვის არმიაში იყო 35–40 ათასი ხიშტი და ხმალი, დეკემბერში მოქმედ ჯარებში იყო 32–34 ათასი, ხოლო სათადარიგო, ჩამოყალიბებად ნაწილებსა და ქალაქების გარნიზონებში – 13-14 ათასი, ესე იგი სულ იყო დაახლ. 48 ათასი ადამიანი. 1919 წლის დასაწყისისათვის იგი მოითვლიდა 40 ათას ხიშტსა და ხმალს, რომელთა 60 %-ს ყუბანელი კაზაკები შეადგენდნენ.
დანაკარგები პირად შემადგენლობაში
ყველაზე უფრო მძიმე დანაკარგები (თავის რიცხოვნებასთან მიმართებით) არმიას ჰქონდა 1918 წლის განმავლობაში, ესე იგი სწორედ მაშინ, როცა ოფიცრები მის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდნენ. ჩამოყალიბების დაწყებიდან არმიაში მოვიდა 6000-ზე მეტი ადამიანი, როსტოვის დატოვებისას კი მებრძოლთა რიცხვი 4200 კაცს არ აღემატებოდა, შეიძლება ითქვას, რომ მან არანაკლებ 1500 ადამიანისა დაკარგა. 1-ლ ყუბანურ ლაშქრობაში დაიღუპა დაახლოებით 1000 ადამიანი და არანაკლებ 1500 დაჭრილი გამოიყვანეს. ეკატერინოდარიდან ჩრდილოეთით დახევის შემდეგ დაახლ. 300 ადამიანი დატოვებულ იქნა სტანიცა ელიზავეტინსკაიაში (ყველანი დახოცეს ბოლშევიკებმა) და კიდევ 200 – დიადკოვსკაიაში. არანაკლებ მძიმე დანაკარგები განიცადა არმიამ მე-2 ყუბანურ ლაშქრობაში (ზოგიერთ ბრძოლაში, მაგალითად, ტიხორეცკაიას აღებისას, დანაკარგები შემადგენლობის 25 %-მდე ადიოდა), და სტავროპოლთან ბრძოლებშიც. ცალკეულ ბრძოლებში დანაკარგები ასეულობით და ზოგჯერ კი ათასეულობით მოკლულითაც აღირიცხებოდა.
მოხალისეთა არმია რ.ს.შ.ძ.-ის შემადგენლობაში. „მოსკოვზე ლაშქრობა“
რუსეთის სამხრეთის შეიარაღებული ძალები წარმოიქმნა 1919 წლის 8 მაისს კავკასიის მოხალისეთა არმიის გაყოფის შედეგად. 1919 წლის ივნისის შუა რიცხვებში შეიცავდა 1-ლ საარმიო და მე-3 ყუბანის კორპუსებს, მე-2 ყუბანის პლასტუნთა ბრიგადას. ივლისის ბოლოს არმიის შემადგენლობაში ჩაირთო გენ. პრომტოვის ჯგუფი და ახლად ჩამოყალიბებული მე-5 საკავალერიო კორპუსი. 1919 წლის 15 სექტემბრისათვის მე-5 და -7 ქვეითი დივიზიებისგან შეიქმნა მე-2 საარმიო კორპუსი. 1919 წლის 14 ოქტომბერს ჩამოყალიბებულ იქნა კიდევ 1-ლი ცალკეული ქვეითი ბრიგადა.
მაგრამ „მოსკოვზე ლაშქრობის“ მსვლელობისას არმიის შემადგენლობაში შედიოდა მხოლოდ ორი კორპუსი – 1-ლი საარმიო „ფერადი ნაწილებისგან“: 1-ლი და მე-3 ქვეითი დივიზიები, რომლებიც ოქტომბრის შუა რიცხვებში გაიშალნენ ოთხ დივიზიად – კორნილოვის, მარკოვის, დროზდოვსკისა და ალექსეევის და მე-5 საკავალერიო კორპუსად ცხენოსანი ჯარის ორი არაკაზაკური რეგულარული დივიზიისგან: 1-ლი და მე-2 საკავალერიო. გარდა ამისა, არმიის შემადგენლობაში შედიოდნენ: 1-ლი ცალკეული საკავალერიო ბრიგადის შეერთებული პოლკი, მე-2 და მე-3 ცალკეული მძიმე ჰაუბიცების დივიზიონები, ცალკეული მძიმე ზარბაზნების სატრაქტორო დივიზიონი, მე-2 რადიო-სატელეგრაფო დივიზიონი, მე-2, მე-5 და მე-6 ცალკეული სატელეგრაფო ასეულები, ტანკების 1-ლი და მე-2 დივიზიონები და მე-5 საავტომობილო ბატალიონი. არმიას ასევე ჰქონდა მიცემული 1-ლი საავიაციო დივიზიონი (მე-2 და მე-6 ავიარაზმები და 1-ლი ავიაბაზა), ჯავშანსაავტომობილო: 1-ლი დივიზიონი, 1-ლი, მე-3 და მე-4 რაზმები.
მე-2 საარმიო კორპუსი (მეთაური მ. ნ. პრომტოვი) რსშძ-ის კიევის ოლქის ჯარების შემადგენლობაში უტევდა კიევ-ჩერნიგოვის რაიონში, სარეზერვო ნაწილები კი, რომელთაგან ახლად უნდა შექმნილიყო მე-3 საარმიო კორპუსი, თავდაპირველად განკუთვნილი მოსკოვის მიმართულების გასაძლიერებლად, მაგრამ მახნოს წინააღმდეგ იქნენ გადასროლილნი, რომელმაც სექტემბრის ბოლოს თეთრების ფრონტი გაარღვია.
მიაღწია რა მაქსიმალურ რიცხოვნებას რუსეთის სამხრეთის დაკავებულ გუბერნიებში მობილიზაციისა და ტყვედ დანებებულ წითელარმიელთა მწყობრში ჩარიცხვის ხარჯზე, მოხალისეთა არმიამ 1919 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებისათვის დაიკავა ვრცელი რაიონი შემდეგი ხაზის გაყოლებით: ჩერნიგოვ-ხუტორი მიხაილოვსკი–სევესკი–დმიტროვსკი–კრომი–ნარიშკინო–ორიოლი–ნოვოსილი–ბორკი–კოსტორნოე. 1919 წ. 11 ოქტომბერ – 18 ნოემბრის ორიოლ-კრომსკის ბრძოლების მსვლელობისას განიცადა სტრატეგიული დამარცხება და იძულებული იყო მთელი მანამდე დაკავებული რაიონები დაეტოვებია და 1919 წლის დეკემბრისათვის დონზე დაიხია. 1920 წლის 6 იანვარს შეყვანილიქნა მოხალისეთა კორპუსში (უზარმაზარი დანაკარგებისა და პირადი შემადგენლობის რიცხოვნების კატასტროფული შემცირების გამო). თუმცა კი მოხალისეთა კორპუსი როგორც საბრძოლო ერთეული შენარჩუნებულ იქნა და არ განადგურებულა. განუწყვეტელი ბრძოლებით კორპუსმა 1920 წლის მარტში პორტ ნოვოროსიისკთან დაიხია. იქ მოხალისეთა კორპუსი – 5000 ადამიანი ნოვოროსიისკის ევაკუაციის მომენტისათვის, რსშძ-ის მთავარსარდლის გენ.-ლეიტ. ა. ი. დენიკინის განკარგულებისა და თავისი მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტ ა. პ. კუტეპოვის რკინის გამძლეობის წყალობით, გემებში ჩაიტვირთა და ყირიმში ჩავიდა, რომელიც თეთრების ხელში რჩებოდა გენ-მაიორ ია. ა. სლაშჩოვის ჯარების მიერ მისი ყელების (მასში შემოსასვლელების) კარგად ორგანიზებული თავდაცვის წყალობით. მოხალისეთა კორპუსმა ყირიმში მძლავრი ბირთვი შეადგინა რუსული არმიისა, რომელიც თეთრი მთავარსარდლის პოსტზე გენერალ დენიკინის მონაცვალეს – ბარონ ვრანგელს ექვემდებარებოდა.
არმიის რიცხოვნება
1919 წლის ივნისის შუა რიცხვებში არმია 20 ათას ხიშტსა და 5,5 ათას ხმალს მოითვლიდა, ივლისის ბოლოს – 33 ათას ხიშტსა და 6,5 ათას ხმალს, 5 ოქტომბერს – 17 791 ხიშტსა და 2664 ხმალს 451 ტყვიამფრქვევითა და 65 ქვემეხით. 1919 წლის დეკემბრის დასაწყისში მოხალისეთა არმიაში 3600 ხიშტი და 4700 ხმალიღა იყო.
1919 წლის 5 ივლისისათვის სულ არმიის შემადგენლობაში, ზურგისა და ფორმირების პროცესში მყოფი ნაწილების ჩათვლით, 57 725 ადამიანი მოითვლებოდა (მათ შორის 3884 ოფიცერი, 40 963 სამწყობრო, 6270 დამხმარე და 6608 არასამწყობრო დაბალი ჩინები).
დამარცხების მიზეზები
არმიამ ვერ შეძლო პოლიტიკური იდეის წამოყენება, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობისთვის გასაგები იქნებოდა. ცხადდებოდა ბრძოლა ბოლშევიკებთან, რომლის დამთავრების შემდეგაც დამფუძნებელი კრება აირჩევს რუსეთისათვის მმართველობის ფორმას. ეს ცოტა აღმოჩნდა. ოფიცრები რევოლუციამდე პოლიტიკის გარეთ იყვნენ, ამიტომ 1917 წლის შემდეგ მათ უბრალოდ არ შეეძლოთ მოეხდინათ ბრძოლის პოლიტიკური შემადგენლის სწორად შეფასება, აგრეთვე მოხალისეთა ნაწილების იდეოლოგიური თანხლებისა და საბჭოთა ხელისუფლებასთან პროპაგანდისტული ბრძოლის ორგანიზება.
მოხალისეთა არმიის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე არ იქმნებოდა დამოუკიდებელი სამოქალაქო მმართველობა. სამოქალაქო ხელისუფლებას ეწოდებოდა საგანგებო თათბირი, არსებული მთავარსარდალთან, და მას ისევ გენერლები ედგნენ სათავეში. ხელისუფლების სამოქალაქო პირთათვის მინდობა არ უნდოდათ. თავად მოხალისეებთან კი, შულგინის აზრით, ვერ მოიძებნენ საჭირო რაოდენობით ერთგული და უნარიანი ხელმძღვანელები ხელისუფლების ორგანიზებისთვის. განთავისუფლებულ ტერიტორიებზე წესრიგის დამყარების ნაცვლად ხშირად მმართველობის კრიზისი დაიმზირებოდა, რასაც ზოგიერთები სამხედრო ანარქიას უწოდებდნენ. ყოველივე ამის შედეგად მოსახლეობამ თავი ანება მოხალისეთა არმიის მხარდაჭერას როგორც მოხალისეებით, ისე რესურსებითაც. უკანდახევის პერიოდში მთავრობის რეორგანიზაციის მცდელობები უნაყოფო გახლდათ.
ცოტა აღმოჩნდა შეტევებში ლამაზად დაღუპვები. საერთოეროვნული მასშტაბის იდეის არარსებობამ ხალხი მისგან განიზიდა. ეს თვითონ მოხალისეებსაც ესმოდათ, მაგრამ აგებდნენ რა საინფორმაციო ომში მათ ვერ შეძლეს მდგომარეობის გამოსწორება, თუმცა კი ამის მიზეზი ესმოდათ. პოლკოვნიკი ენგელგარდი, რსშძ-თან არსებული საგანგებო თათბირის პროპაგანის განყოფილების უფროსი დენიკინისადმი რაპორტში აღნიშნავდა, რომ „ერთიანი და განუყოფელი რუსეთის“ ლოზუნგი, რომელმაც ახალგაზრდობა აღაფრთოვანა, მოსახლეობის უმრავლესობისთვის ცარიელი რამ აღმოჩნდა.
თანამედროვე ისტორიკოსები მოხალისეთა არმიის დამარცხების მიზეზებს შორის ასახელებენ გლეხებისათვის მიწის ნაკვეთების მიცემაზე უარის თქმას, დონსა და ყუბანს შორის წინააღმდეგობების არსებობას, ყველა თეთრი მთავრობის მოქმედებათა ერთიანი გეგმის არარსებობას, მოკავშირეთა დახმარებაზე ამაო იმედების დამყარებას.
ლიტერატურა
Врангель П. Н. «Записки»
Гиацинтов Э. Н.. Записки белого офицера. «Интерполиграфцентр» СПбФК, 1992.

Зайцов А. А. 1918 год. Очерки по истории русской гражданской войны.
Зинкевич М. М. Основание и путь Добровольческой армии 1917−1930. — София: Печатница «Древна България» [Типография тов.«Голос»], 1930.
Карпенко С. В. Белые генералы и красная смута / С. В. Карпенко. — М.: Вече. — 2009. — 432 с. — (За веру и верность). — ISBN 978-5-9533-3479-2..
Марков и марковцы. — М.: НП «Посев», 2001.
Левитов М. Н. Корниловцы в боях летом—осенью 1919 года
Ларионов В. А. На Москву
Русское офицерство и Белое движение
Свенцицкий В. П. Общее положение России и задачи Добровольческой армии. — Екатеринодар, 1919.
Трушнович А. Р. Воспоминания корниловца (1914−1934) Туркул А. В. Дроздовцы в огне: Картины гражданской войны, 1918−1920 гг.
Шамбаров В. Е. Белогвардейщина. — М.: Эксмо-пресс, 2002.
Власов А. А. О бронепоездах Добровольческой армии // Донской временник. Год 2007-й: краеведческий альманах / Донская государственная публичная библиотека. Ростов-на-Дону, 2006.
Барякина Э. В. Аргентинец — М.: Рипол-классик, 2011. — ISBN 978-5-386-03723-9. — о последних днях обороны Новороссийска Добровольческой армией.
იხილეთ ასევე
1-й армейский корпус (ВСЮР)
Вооружённые силы Юга России
Добровольчество
Добровольческая армия в Орле
Добровольческая армия в Харькове
IV. რუსეთის სამხრეთის შეიარაღებული ძალები
რუსეთის სამხრეთის შეიარაღებული ძალები (რსშძ) – რუსეთის სამხრეთის თეთრი ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული გაერთიანება 1919–1920 წლებში, სამოქალაქო ომის მსვლელობისას. შეიქმნა 1919 წლის 8 იანვარს მოხალისეთა არმიისა და სრულიად დიდი დონის მხედრობის არმიის გაერთიანების შედეგად ერთობლივი ბრძოლისთვის ბოლშევიკების წინააღმდეგ. კაზაკთა გენერლები ეწინააღმდეგებოდნენ დენიკინისადმი დაქვემდებარებას, მაგრამ გერმანული ჯარების წასვლასთან და წითელი არმიის გაგრძელებულ შემოტევასთან დაკავშირებით, საკმარისი საბრძოლო ძალების არქონის გამო ისინი იძულებული იყვნენ ავტონომიის შენარჩუნების პირობით დენიკინს დაქვემდებარებოდნენ.
მაქსიმალურ რიცხოვნებას რსშძ-მ მიაღწია 1919 წლის ოქტომბერში – 270 ათასი ადამიანი, 600 ქვემეხი, 38 ტანკი, 72 თვითმფრინავი, დაახლოებით 120 ხომალდი (სხვა მონაცემებით, დაახლ. 160 ათასი ადამიანი 1919 წლის ივლისში).
1919 წლის იანვრიდან დეკემბრამდე რუსეთის სამხრეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის გენერალ ა. ი. დენიკინის ბანაკი იმყოფებოდა ტაგანროგში.
შემადგენლობა
რსშძ-ის შემადგენლობაში შედიოდნენ:
რსშძ-ის სარდლის შტაბი (ორგანიზებულ იქნა მოხალისეთა არმიის სარდლის შტაბისაგან, რომელიც ჩამოყალიბებული გახლდათ ჯარების საველე მართვის შესახებ 1914 წლის დებულების საფუძველზე)
მოხალისეთა არმია (1919 წლის იანვარ–მაისში ეწოდებოდა კავკასიის მოხალისეთა არმია)
დონის არმია (1919 წლის 23 თებერვლიდან)
კავკასიის არმია (1919 წლის მაისიდან)
ყუბანის არმია (1920 წლის თებერვლიდან; ყოფილი კავკასიის არმია)
ყირიმ-აზოვის არმია (1919 წლის ივნისიდან – მე-3 ცალკეული საარმიო კორპუსი)
ცალკეული თურქესტანის არმია
თერგ-დაღესტნის მხარის ჯარები (1919 წლის ივლისიდან – ჩრდილოეთ კავკასიის ჯარები)
კიევის ოლქის ჯარები (1919 წლის სექტემბრიდან)
ნოვოროსიისა და ყირიმის ჯარები (1919 წლის სექტემბრიდან)
თეთრი შავზღვის ფლოტი
დონის ფლოტილია
კასპიის სამხედრო ფლოტილია და სხვა
მოხალისეთა არმიის სარდლობასა და უგა-ის სარდლობას შორის ხელშეკრულების თანახმად, 1919 წლის ნოემბრიდან რსშძ-ის შემადგენლობაში შევიდა უკრანული გალიციის არმია (უგა, რსშძ-ის შემადგენლობაში იყო 1920 წლის თებერვლამდე).
1919 წლის იანვარი – აპრილი
გაანადგურა რა 1919 წლის თებერვლისათვის ჩრდილოეთ კავკასიაში მგწა-ის 90-ათასიანი 11-ე არმია, რსშძ-ის სარდლობამ დაიწყო ჯარების გადასროლა ჩრდილოეთით, დონბასში და დონზე, დონის არმიის ნაწილების (15 ათასი ხიშტი და ხმალი) დასახმარებლად, რომლებიც უკან იხევდნენ წითელი არმიის სამხრეთ ფრონტის ჯარების მოწოლისგან (85 ათასი ხიშტი და ხმალი). მძიმე თავდაცვით ბრძოლებში 1919 წლის მარტ – აპრილში დონის როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ჩრდილოეთით რაიონში და მანიჩზე (იხ. მანიჩის ოპერაცია /1919/) მოხალისეებმა და კაზაკებმა (25 ათასი ხიშტი და ხმალი) შეაკავეს მოწინააღმდეგის აღმატებული ძალების შემოტევა, მისცეს რა რსშძ-ის სარდლობას შესაძლებლობა გაზაფხულის კონტრშეტევის მოსამზადებლად. 1919 წლის მარტში თეთრების სარდლობამ რუსეთის სამხრეთში მოახდინა სახელმწიფო დაცვის (государственная стража) ორგანიზება, დაიწყო რა მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე საკუთარი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბება.
მოსკოვის ლაშქრობა
ძირითადი წერილი: მოსკოვის ლაშქრობა
კონტრშეტევა 1919 წლის მაის–ივნისში
1919 წლის 17 მაისს რუსეთის სამხრეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ოპერაცია წითელი არმიის სამხრეთ ფრონტის გასანადგურებლად.
მაისის შუა რიცხვებში წითლების სამხრეთ ფრონტის ჯარები (100 ათასი ხიშტი და ხმალი, 460 ქვემეხი, 2000 ტყვიამფრქვევი) ვ. მ. გიტისის სარდლობით აწარმოებდნენ შეტევას დონბასში მდინარეებზე სევერსკის დონეცი და მანიჩი, საერთო მიმართულებით დონის-როსტოვსა და ნოვოჩერკასკზე, რსშძ-ის ნაწილების ალყაში მოქცევისა და განადგურების მიზნით.
სამხრეთ ფრონტის ზურგში კაზაკურ-გლეხური აჯანყების გამოყენებით (ზემო დონზე და რუსეთის სამხრეთში), 17–24 მაისს რსშძ-ის ჯარებმა მოხალისეთა, დონისა და კაზაკური არმიების შემადგენლობით (70 ათასი ხიშტი და ხმალი, 350 ქვემეხი, 1500 ტყვიამფრქვევი) გენერალ ა. ი. დენიკინის საერთო სარდლობით მიაყენეს კონტრდარტყმები, გაარღვიეს წითლების ფრონტი და გადავიდნენ კონტრშეტევაზე ზოლში აზოვის ზღვიდან კასპიის ზღვამდე, აყენებდნენ რა მთავარ დარტყმას ხარკოვზე, დამხმარეს კი ცარიცინზე.
მაის – ივნისში წითლებმა დატოვეს დონბასი, ყირიმი, 24 ივნისს – ხარკოვი, 27 ივნისს – ეკატერინოსლავი, 30 ივნისს – ცარიცინი. სამი საბჭოთა არმია იქნა განადგურებული.
რსშძ სარდლობის გეგმები
მიაყენეს რა მაის – ივნისში მძიმე დამარცხებები სამხრეთ ფრონტის არმიებს, რსშძ-ის ჯარები გავიდნენ ოპერატიულ სივრცეზე. 3 ივლისს დენიკინმა ცარიცინში თავის ჯარებს დაუსვა მოსკოვის დაუფლების ამოცანა. მისი დირექტივა ამბობდა:
მაქვს რა საბოლოო მიზნად რუსეთის გულის – მოსკოვის დაპყრობა, ვუბრძანებ:
1. ვრანგელის კავკასიის არმიას გავიდეს ფრონტზე სარატოვი–რტიშჩევო¬–ბალაშოვი, შეცვალოს ამ მიმართულებებზე დონის ნაწილები და გააგრძელოს შეტევა პენზაზე, რუზაევკაზე, არზამასზე და უფრო იქით – ნიჟნი ნოვგოროდზე, ვლადიმირზე, მოსკოვზე...
2. გენერალ სიდორინს, გენერალ ვრანგელის ჯარების გამოსვლამდე, გააგრძელოს უწინდელი ამოცანის შესრულება ფრონტზე კამიშინი – ბალაშოვი გასასვლელად. დანარჩენმა ნაწილებმა განავითარონ დარტყმა მოსკოვზე (შემდეგ) მიმართულებებზე: ა) ვორონეჟი, კოზლოვი, რიაზანი და ბ) ნოვი ოსკოლი, ელეცი, კაშირა.
3. გენერალმა მაი-მაევსკიმ შეუტიოს მოსკოვზე მიმართულებებით კურსკი, ორიოლი, ტულა. დასავლეთიდან უზრუნველყოფისთვის გავიდეს დნეპრისა და დესნას ხაზზე, დაიკავებს რა კიევს და სხვა გადასასვლელებს უბანზე ეკატერინოსლავი – ბრიანსკი.
4. გენერალი დობროვოლსკი გავიდეს დნეპრზე ალექსანდროვსკიდან შესართავამდე, მხედველობაში ექნება რა შემდეგში ხერსონისა და ნიკოლაევის დაკავება.
. . . . .
6. შავი ზღვის ფლოტი დაეხმაროს საბრძოლო ამოცანების შესრულებაში... და მოახდინოს პორტ ოდესის ბლოკირება.
კავკასიის არმიის სარდალმა ვრანგელმა და მისი შტაბის უფროსმა გენერალმა იუზეფოვიჩმა განაცხადეს ამ გეგმის არარეალურობისა და უაზრობის (нелепость) შესახებ, მიუთითებდნენ რა პირველ რიგში თეთრი არმიების მცირე სამობილიზაციო რესურსსა და რსშძ-ის არცთუ დიდ რიცხოვნებაზე, რომელსაც არ შეეძლო გაწელილი კომუნიკაციების გაკონტროლება და გაჭიმული ფრონტის შეკავება. ამასთანავე დენიკინის გეგმა სამ განშლად მიმართულებაზე შეტევას ვარაუდობდა, რაც თეთრი არმიების უიმისოდაც მცირე ძალებს გაფანტავდა. გენერლები სთავაზობდნენ დენიკინს არ გაეფანტა ძალები, არამედ მოეხდინა მათი კონცენტრირება და ბოლშევიკებისთვის გამანადგურებელი დარტყმა მიეყენებია. ვარაუდობდნენ, ჯერ ერთი, ბოლშევიკური რეჟიმის შინაგანი სისუსტისა და წითლების ხელში მსხვილი საკავალერიო შენაერთების არარსებობის გათვალისწინებით, გამაგრებულიყვნენ მიჯნაზე ეკატერინოსლავი–ხარკოვი–ცარიცინი, გაეთავსებიათ ხარკოვის რაიონში მსხვილი ცხენოსანი ჯგუფი 3–4 კაზაკთა კორპუსის შემადგენლობით (25–30 ათასი ხმალი), რომელსაც უნდა გაერღვია ფრონტი და შესულიყო ღრმა რეიდში წითლების ზურგებში, დაიპყრობდა რა ქალაქებს, დაარღვევდა კომუნიკაციებს, ააჯანყებდა მოსახლეობას, რათა ყოველივეს დასრულებისას აეღო მოსკოვი. მეორეც, აეღოთ ასტრახანი, შესულიყვნენ ურთიერთმოქმედებაში აღმოსავლეთში ურალის არმიასთან, შესაძლებლობა მიეცათ კასპიის ფლოტილიისათვის შემოსულიყო ვოლგაში და მიეყენებია დარტყმა სარატოვ–სამარას მიმართულებით, რაც გამოიწვევდა წითლების აღმოსავლეთ ფრონტის მთელი სამხრეთ ფლანგის დანგრევას და დამარცხებისგან იხსნიდა კოლჩაკის არმიებს.
მამონტოვის რეიდმა, რომელიც შეზღუდული ძალებითა და ლოკალური ამოცანებით იყო ჩატარებული, წითლების სამხრეთ ფრონტის დაშლა გამოიწვია და ვრანგელისა და მის თანამოაზრეთა სიმართლე დაადასტურა. მაგრამ დენიკინმა ეს წინადადებები განმარტა როგორც გენერლებისა და კაზაკების სურვილი პირველები შესულიყვნენ მოსკოვში და უარყო ისინი.
შეტევა მოსკოვზე
ძალები წარმატების განვითარებისთვის თეთრებს მუდმივად არ ჰყოფნიდათ, რამდენადაც ცენტრალური რუსეთის ძირითადი გუბერნიები და სამრეწველო ქალაქები წითლების ხელში იმყოფებოდა, რის გამოც უკანასკნელებს ჰქონდათ უპირატესობა როგორც ჯარების რიცხოვნებაში, ისე შეიარაღებაშიც. საბჭოთა სარდლობამ, თავის მხრივ, გამოაცხადა ლოზუნგი „ყველაფერი დენიკინთან საბრძოლველად“ (9 ივლისს) და მიიღო საგანგებო ზომები სამხრეთის ფრონტის გასამაგრებლად. უკვე ივლისში მისი რიცხოვნება 180 ათას ადამიანამდე და დაახლოებით 900 ქვემეხამდე გაიზარდა. დენიკინის შეტევის ტემპები შენელდა, მხოლოდ კავკასიის არმიის შეტევის მარჯვენა ფლანგზე მოახერხეს წინ წასულიყვნენ ჩრდილოეთით და 22 ივლისს კამიშინს დაუფლებოდნენ.
აგვისტოს შუა რიცხვებში მგწა-ის სამხრეთის ფრონტი შეეცადა კონტრშეტევაზე გადასვლას თეთრი ჯარების შემომტევი მთავარი დაჯგუფების განადგურების, დონის ქვემო დინების დაუფლებისა და მოწინააღმდეგის ძირითადი ძალების ჩრდილო კავკასიაში უკან დახევის არდაშვების მიზნით.
წინასწარ შეიტყო რა კონტრშემოტევის მზადების შესახებ, დენიკინის სარდლობამ მიმართა მისი ჩაშლის მცდელობას, გაგზავნა რა 10 აგვისტოს გენერალ-ლეიტენანტ კ. კ. მამონტოვის მე-4 დონის კაზაკთა კორპუსის მომავალში სახელგანთქმული რეიდი წითელი ჯარების ზურგებში (6 ათასი ხმალი, 3 ათასი ხიშტი, 12 ქვემეხი). გაარღვია რა ფრონტი, კაზაკთა კორპუსი შევიდა წითლების ღრმა ზურგში, იღებდა ქალაქებს, ანადგურებდა მოწინააღმდეგის გარნიზონებსა და ნაწილებს, არღვევდა კომუნიკაციებს, იარაღს ურიგებდა პარტიზანებს. მასთან საბრძოლველად წითემა სარდლობამ შექმნა შინაგანი ფრონტი მ. მ. ლაშევიჩის სარდლობით (დაახლოებით 23 ათასი ადამიანი, ავიაცია, ჯავშანმატარებლები). მამონტოვის ცხენოსანი ჯარის რეიდმა თუმცა კი ვერ შეძლო წითელი არმიის კონტრშეტევის ჩაშლა, მაგრამ დაარღვია წითლების ზურგები და მოახდინა მათი დეზორგანიზაცია, რითაც ძირი გამოუთხარა შემტევი ნაწილების ბრძოლისუნარიანობას. დაახლოებით ერთ თვეს გაგრძელებულმა რეიდმა წითლების კონტრშეტევა ორი თვით გადაავადა.
14 აგვისტოს საგანგებო ჯგუფმა (მე-9 და 10-ე არმიების, ს. მ. ბუდიონის ცხენოსანი კორპუსისა და ვოლგა-კასპიის ზღვის სამხედრო ფლოტილიის შემადგენლობით) მიაყენა მთავარი დარტყმა საერთო მიმართულებით დონის როსტოვზე ნოვოხოპერსკის ჩრდილოეთით მდებარე და კამიშინის რაიონებიდან, ხოლო დამრტყმელმა ჯგუფმა კი ვ. ი. სელივაჩოვის სარდლობით (მე-8 არმია, 13-ე არმიის ძალების ნაწილი, ვორონეჟის გამაგრებული რაიონი) – ლისკისა და კუპიანსკის რაიონიდან. მიიწევდნენ რა წინ მძიმე ბრძოლებით, ისინი სექტემბრის დასაწყისში გავიდნენ ხარკოვისა და ცარიცინის ახლო მისადგომებზე, სადაც განადგურებულ იქნენ. რის შემდეგაც დენიკინის ჯარები აგრძელებდნენ წარმატებულ შეტევას ჩრდილოეთითა და დასავლეთით. 24 აგვისტოს თეთრებმა აიღეს ოდესა, 31 აგვისტოს – კიევი, 20 სექტემბერს – კურსკი.
1919 წლის სექტემბერი და ოქტომბრის პირველი ნახევარი იყო რსშძ-ის უდიდესი წარმატების ხანა. მთავარი დარტყმის წინა ხაზზე უცვლელად იმყოფებოდა 1-ლი საარმიო კორპუსი (მეთაური – გენერალ-ლეიტენანტი ა. პ. კუტეპოვი). აწარმოებდნენ რა წარმატებულ შეტევას, დენიკინის ჯარებმა 6 ოქტომბერს აიღეს ვორონეჟი, 13 ოქტომბერს – ორიოლი და ემუქრებოდნენ ტულას. მგწა-ის სამხრეთ ფრონტი ინგრეოდა. ბოლშევიკები ახლოს იყვნენ დამარცხებასთან, მათ დაიწყეს მზადება იატაკქვეშეთში წასასვლელად და საზღვარგარეთ გასაქცევად. შეიქმნა პარტიის მოსკოვის იატაკქვეშა კომიტეტი, სამთავრობო დაწესებულებებმა დაიწყეს ვოლოგდაში ევაკუაცია. მოხალისეთა არმიის, რსშძ-ის მთავარი დამრტყმელი ძალის წინააღმდეგ გადასროლილ იქნენ სამხრეთ ფრონტის მთელი ძალები და სამხრეთ-აღმოსავლეთ ფრონტის ძალების ნაწილი (ეს ფრონტი შეიქმნა 27 სექტემბერს).
ოქტომბრის შუა რიცხვებიდან რუსეთის სამხრეთის შეიარაღებული ძალების მდგომარეობა შესამჩნევად გაუარესდა. ზურგები ნ. ი. მახნოს აჯანყებულთა არმიის რეიდით იქნა დარღვეული, რომელმაც სექტემბრის ბოლოს უმანის რაიონში თეთრების ფრონტი გაარღვია. ამასთანავე მახნოს წინააღმდეგ მოუხდათ ჯარების მოხსნა ფრონტიდან, ბოლშევიკებმა კი, დაუზავდნენ რა პოლონელებსა და პეტლიურელებს, გამოითავისუფლეს ძალები დენიკინთან საბრძოლველად. შეიქმნეს რა რაოდენობრივი და ხარისხობრივი აღმატება მოწინააღმდეგეზე მთავარ, ორიოლ–კურსკის მიმართულებაზე (წითლების 62 ათასი ხიშტი და ხმალი თეთრების 22 ათასის წინააღმეგ), ოქტომბრის შუა რიცხვებში წითელი არმია კონტრშეტევაზე გადავიდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ლატვიური მსროლელი დივიზიის გადმოსროლის ფაქტს პოლონეთის ფრონტიდან სამხრეთ ფრონტზე; კარაჩევთან მის საფუძველზე ჩამოყალიბებულ იქნა დამრტყმელი ჯგუფი ლატვიელთა დივიზიის უფროსის ა. ა. მატრუსევიჩის მეთაურობით, რომელმაც თავისი საფლანგო დარტყმით ოქტომბრის 20-იან რიცხვებში გააჩერა კორნილოველები, რომლებიც მოსკოვისაკენ მიისწრაფვოდნენ.
გააფთრებულ ბრძოლებში ორიოლის სამხრეთით, რომლებიც გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ოქტომბრის ბოლოსათვის წითლების სამხრეთ ფრონტის ჯარებმა (სარდალი ა. ი. ეგოროვი) მოხალისეთა არმიის მცირერიცხოვან ნაწილებს დამარცხება მიაყენეს, ხოლო შემდეგ კი მთელ ფრონტის ხაზზეც ავიწროვებდნენ. 1919/20 წლის ზამთარში დენიკინის ჯარებმა დატოვეს ხარკოვი, კიევი, დონბასი, დონის-როსტოვი. 1920 წლის თებერვალ–მარტში შედეგად მოჰყვა დამარცხება ყუბანისათვის ბრძოლაში რსშძ-ის ყველაზე უფრო არამდგრადი ნაწილის – ყუბანის არმიის (სეპარატიზმის გამო) გახრწნის შედეგად, რის შემდეგაც ყუბანის არმიის კაზაკური ნაწილები საბოლოოდ გაიხრწნენ და მასობრივად დაიწყეს წითლების ტყვეობაში დანებება ან „მწვანეთა“ მხარეზე გადასვლა, რასაც შედეგად მოჰყვა თეთრების ფრონტის დარღვევა და თეთრი არმიის ნოვოროსიისკში უკან დახევა.
1920 წლის 4 აპრილს დენიკინი გადადგა და რუსეთი დატოვა. თეთრი ჯარების ნარჩენებმა ყირიმში დაიხიეს და გარდაქმნილ იქნენ რუსულ არმიად ბარონ პ. ნ. ვრანგელის სარდლობით.
რსშძ-ის მთავარსარდლები
გენერალ-ლეიტენანტი ანტონ ივანეს ძე დენიკინი (8 იანვარი 1919 – 4 აპრილი 1920)
გენერალ-ლეიტენანტი ბარონი პეტრე ნიკოლოზის ძე ვრანგელი (4 აპრილი – 11 მაისი 1920).
შემდეგ რსშძ-ს დაერქვა გენერალ ვრანგელის რუსული არმია იმავე მთავარსარდლით.
იხილეთ ასევე
Категория: Воинские части и формирования Вооружённых сил Юга России
Орловско-Кромская операция
Улагаевский десант
Бредовский поход
Плакаты ВСЮР
ლიტერატურა
Биографический справочник высших чинов Добровольческой армии и Вооружённых Сил Юга России : Материалы Белого движения. — 384 с. — ISBN 5-17-014831-3, ISBN 5-271-04653-2, ISBN 5-86566-050-0 ~92.11.27/657.
«Симферопольский офицерский полк в боях на Украине. Прорыв Махно» // Альмендингер В. В. Симферопольский офицерский полк 1918 — 1920. Лос-Анджелес, 1962.
Альмендингер В. В. «Гибель второго батальона Симферопольского Офицерского полка» // Военная Быль. № 57.
Власов А. А. О бронепоездах добровольческой армии // Военная Быль. Июль 1971 — январь 1972. № 96—11.
Вооружённые силы Юга России // Великий князь — Восходящий узел орбиты. — М. : Большая российская энциклопедия, 2006. — С. 703. — (Большая российская энциклопедия : [в 35 т.] / гл. ред. Ю. С. Осипов ; 2004—2017, т. 5). — ISBN 5-85270-334-6.
Дроздовцы в летне-осенних боях 1919 года // Кравченко В. М. Дроздовцы от Ясс до Галлиполи. Т. 1. Мюнхен, 1973.
Критский М. А. 1-й Армейский Корпус Добровольческой Армии // Часовой. Иллюстрированный военный и морской журнал-памятка. № 15–16. Париж, Август – сентябрь 1929. С. 5–6
Левитов М. Н. Корниловцы в боях летом—осенью 1919 года // Изложено по изданиям: Корниловский ударный полк. Париж, 1936; Левитов М. Н. Материалы для истории Корниловского ударного полка. Париж, 1974.
На Москву // Ларионов В. А. Последние юнкера. Франкфурт, 1984.
Последние бои Вооружённых Сил Юга России. — М.: Центрполиграф, 2004. — (Россия забытая и неизвестная. Белое движение). — ISBN 5-9524-1011-1
Туркул А. В. Дроздовцы в огне: Картины гражданской войны, 1918—1920 гг / Лит. обраб. И. Лукаша. 2-е изд. - Мюнхен, 1947.
Шамбаров В. Г. Государство и революции. — М.: Алгоритм, 2001 — 592 с. — (История России. Современный взгляд).
მითითებები
Наказ Особому Совещанию, составленный Верховным Правителем России генерал-лейтенантом А. И. Деникиным.
Добровольческая Армия в Харькове, июнь — декабрь 1919 года (фото)
Сайт историка Сергея Владимировича Волкова
V. კავკასიის არმია (რსშძ)
კავკასიის არმია – თეთრი ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული გაერთიანება კავკასიაში, რომელიც შედიოდა გენერალ ა. ი. დენიკინის მოხალისეთა არმიის შემადგენლობაში. შეიქმნა 1919 წლის 22 მაისს.
1919 წლის 22 მაისს კავკასიის მოხალისეთა არმია (ყოფილი მოხალისეთა არმია) გაიყო 2 არმიად, ერთ-ერთი მათგანი გახლდათ კავკასიის არმია, რომელიც უტევდა ცარიცინ – სარატოვზე. 1919 წლის 5 ივლისისათვის მოითვლიდა 23 234 ადამიანს, 1919 წლის 5 ოქტომბრისათვის – 8640 ხიშტს, 6115 ხმალს, 324 მესანგრეს, 384 ტყვიამფრქვევს, 85 ქვემეხს, 15 თვითმფრინავსა და 7 ჯავშანმატარებელს (1919 წლის ოქტომბერში – 14 500 ადამიანს). გაუქმდა 1920 წლის 29 იანვარს და მიმართულ იქნა ყუბანის არმიის ჩამოყალიბებაზე.
სარდლები
კავკასიის არმიის სარდლები
გენერალ-ლეიტენანტი პ. ნ. ვრანგელი, 1919 წლის 21 მაისი – 8 დეკემბერი
გენერალ-ლეიტენანტი ვ. ლ. პოკროვსკი, 1919 წლის 9 დეკემბერი 1919 – 1920 წლის 8 თებერვალი
შტაბის უფროსები
გენერალ-ლეიტენანტი ია. დ. იუზეფოვიჩი, 1919 წლის 21 მაისი – 20 ივნისი
გენერალ-ლეიტენანტი პ. ნ. შატილოვი, 1919 წლის 20 ივნისი – 13 დეკემბერი
გენერალ-მაიორი დ. მ. ზიგელი, 1919 წლის 13 დეკემბერი 1919 – 1920 წლის 8 თებერვალი
VI. რუსული არმია (1919)
რუსული არმია – თეთრი მოძრაობის შეიარაღებული ძალები, გაერთიანებული საერთო რუსული მასშტაბით 1919 წელს ერთიანი ფორმალური სარდლობის ქვეშ – რუსეთის სახელმწიფოს მთელი შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ადმირალ ა. ვ. კოლჩაკისა.
შექმნის ისტორია
1918 წლის 18 ნოემბერს ადმირალ ა. ვ. კოლჩაკის, რომელიც 1918 წლის 14 ოქტომბერს ჩამოვიდა ომსკში და 4 ნოემბერს შეყვანილ იქნა მთავრობაში სამხედრო მინისტრის სახით, რუსეთის უმაღლეს მმართველად გამოცხადებით, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო ასევე რუსეთის მთელი სახმელეთო და საზღვაო ძალების უმაღლესი მთავარსარდლობა, მოხდენილ იქნა თეთრი მოძრაობის ჯარების არსებითი რეორგანიზაცია.
როგორც რუსეთის უმაღლესი მმართველი ადმირალი კოლჩაკი აღიარა (სცნო) თეთრი არმიების ყველა მთავარსარდალმა როგორც რუსეთის სამხრეთსა და დასავლეთში, ისე ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთშიც; 1919 წლის მაის–ივნისის მიჯნაზე გენერლები ა. ი. დენიკინი, ე. კ. მილერი, ნ. ნ. იუდენიჩი ნებაყოფლობით დაექვემდებარენ ა. ვ. კოლჩაკს და ოფიციალურად აღიარეს მისი უმაღლესი მთავარსარდლობა ყველა არმიაზე რუსეთის ტერიტორიაზე. უმაღლესმა მთავარსარდალმა ამავე დროს დაადასტურა მთავარსარდლების უფლებამოსილებანი. უმაღლესი მმართველის ბრძანებით მილერმა და იუდენიჩმა მიიღეს გენერალ-გუბერნატორების სტატუსი. მის დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ რუსეთის სამხრეთის შეიარაღებული ძალები, უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილით გენერალ ა. ი. დენიკინით სათავეში, აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და ჩრდილო-დასავლეთის ფრონტები, აგრეთვე რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალები და მისივე სამხედრო წარმომადგენლობა საზღვარგარეთ.
სახელწოდება „რუსული არმია“ („რუსეთის არმია“) მკვიდრდებოდა როგორც ყველა თეთრი ფრონტის გაერთიანება, ფრონტების სარდალთა სტატუსი უმაღლესი მთავარსარდლისგან ფორმალურად მიიღეს ჩრდილოეთისა და ჩრდილო-დასავლეთის არმიების გენერლებმა ნ. ნ. იუდენიჩმა და ა. ი. მილერმა.
შეიარაღებული ფორმირებები
სხვადასხვა დროს თეთრი არმია წარმოდგენილი გახლდათ შემდეგი შეიარაღებული ფორმირებებით:
ჩრდილოეთში
ჩრდილოეთ ოლქის ჯარები (1918 წლის აგვისტო)
ჩრდილო-დასავლეთში
ჩრდილოეთის კორპუსი (1918 წლის ოქტომბერი)
შემდეგ მისგან შეიქმნა
ჩრდილო-დასავლეთის არმია (1919 წლის ივლისი)
სამხრეთში
მოხალისეთა არმია (1918 წლის იანვარი)
დონის არმია (1918 წლის აპრილი)
მათი გაერთიანებით შეიქმნა
რუსეთის სამხრეთის შეიარაღებული ძალები (1919 წლის იანვარი)
შემდეგ მისი ნარჩენებისგან შეიქმნა
რუსული არმია ყირიმში (1920 წლის მაისი)
აღმოსავლეთში
დამფუძნებელი კრების კომიტეტის (კომუჩის) სახალხო არმია (1918 წლის ივნისი)
ციმბირის არმია (1918 წლის ივნისი)
მათგან შეიქმნა
რუსული არმიის აღმოსავლეთ ფრონტი (1918 წლის სექტემბერი)
მისი ნარჩენებისგან შეიქმნა
შორეული აღმოსავლეთის არმია (1920 წლის აპრილი)
მისი ნარჩენებისგან შეიქმნა
თეთრაჯანყებულთა არმია (1921 წ.)
მისი ნარჩენებისგან შეიქმნა
საერობო მხედრობა (1922 წ.)
შუა აზიაში
თურქესტანის სამხედრო ორგანიზაცია (1918 წლის თებერვალი)
თურქესტანის არმია (1919 წლის აპრილი)
ფერგანის გლეხური არმია (1919 წლის ივნისი)
საორგანიზაციო სტრუქტურა და შემადგენლობა
1919 წლის 3 იანვრის თავისი ბრძანებით უმაღლესმა მთავარსარდალმა ალექსანდრე კოლჩაკმა დაადგინა, რომ ახალ რუსულ არმიას უნდა ჰქონდეს ისეთი სტრუქტურა და შემადგენლობა, რომლებიც იმპერატორ ნიკოლოზ II-ის დროინდელი რუსული საიმპერატორო არმიის ანალოგიურია.
ახლად შექმნადი ერთიანი არმიის სტრუქტურა ვარაუდობდა ემდეგი ერთეულების შექმნას:
ასეულებისა თითოეული 150 ხიშტისგან;
ბატალიონებისა 4-4 ასეული თითოეულში;
პოლკებისა 4100 ხიშტი თითოეულში 4 ბატალიონით ან 16 ასეულით;
დივიზიებისა თითოეულში 16 500 ხიშტი 4 პოლკში;
კორპუსებისა 37 000 ხიშტი 2 დივიზიაში.
მუშურ-გლეხური წითელი არმიის (მგწა) სამმართველოს მონაცემები რუსული არმიის რიცხოვნების შესახებ (1919), რომლებიც თეთრი მოძრაობის ყველაზე უფრო მძლავრი აყვავების ხანას, 1919 წლის მაის – ივნისს მიეკუთვნება, გვიჩვენებს, რომ ამ პერიოდში რეგულარული თეთრი არმიების სამწყობრო შემადგენლობის რიცხოვნება არ აღემატებოდა 682,0 ათას ადამიანს. ზურგის სამმართველოების მომსახურე პერსონალით, ფარნიზონებით, შტაბებით, სანიტარულ-საექიმო სამხედრო ორგანიზაციებითა და სხვა გასამხედროებული სტრუქტურებით, გასამხედროებული მოსახლეობის ეს რიცხოვნება თეთრებთან აწეულ უნდა იქნას, დაახლოებით, 50 %-ით და ამის შედეგად ავა 1 023,0 ათას ადამიანამდე.
ლიტერატურა
С. В. Волков Белое движение в России: организационная структура

Путеводитель по фондам белой армии / Рос. гос. воен. архив / Сост. Н. Д. Егоров, Н. В. Пульченко, Л. М. Чижова. — М.: «Русское библиографическое общество», издательская фирма «Восточная литература» РАН, 1998. — 526 с. — 1500 экз. — ISBN 5-02-018037-8. Архивная копия от 7 марта 2012 на Wayback Machine
Плотников И. Ф. Челябинск: разработка стратегического плана наступления русской армии A. В. Колчака, успехи в его осуществлении и последующий провал (февраль-май 1919 г.)//Урал в событиях 1917—1921 гг.: актуальные проблемы изучения. Челябинск. 1999.
В.Г. Хандорин Адмирал Колчак: правда и мифы. Глава «Союзники и борьба за признание»
თარგმნა და ბლოგზე გამოქვეყნებისთვის მოამზადა
ირაკლი ხართიშვილმა

No comments:
Post a Comment