(ქვემოთ შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს ამონარიდს /პირობითად, მესამე ნაწილს/ გენერალ გიორგი ივანეს ძე კვინიტაძის წიგნიდან „ჩემი მოგონებანი საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში 1917–1921“ /რუსულ ენაზე – «Мои воспоминания в годы независимости Грузии 1917–1921»/, YMCA-PRESS, პარიზი,1985. გენერალი გიორგი კვინიტაძე გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი 1921 წ. თებერვალ-მარტის რუსეთ-საქართველოს ომის მეორე /დასკვნით/ ეტაპზე, და მანამდეც რიგ ომებში საქართველოს მტრების წინააღმდეგ. წიგნს წამძღვარებული აქვს თავად თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელის შესავალი წერილი ავტორის შესახებ. ეს წიგნი რუსულ ენაზე სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ ინტერნეტში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის /ქ. თბილისის ყოფილი საჯარო ბიბლიოთეკის/ ელექტრონულ ფონდებში)
მოცემული ამონარიდის შინაარსი
თავი IX. ომი კავკასიის სამხრეთ-დასავლეთის თურქეთთან (Война с Турцией Юго-Запада Кавказа). – ახალციხის მოვლენები. – გვარდიის შესახებ. – არტაანი. – არმიის სული (Дух армии). – ინციდენტი
თავი X. ისევ თადარიგში. – დასკვნითი ფიქრები
თ ა ვ ი IX
ომი კავკასიის სამხრეთ-დასავლეთის თურქეთთან (Война с Турцией Юго-Запада Кавказа). – ახალციხის მოვლენები. – გვარდიის შესახებ. – არტაანი. – არმიის სული (Дух армии). – ინციდენტი
ახალციხის მოვლენები
ახლა გადავალ ჩემს შემდგომ შესვლაზე სამსახურში. თებერვლის შუა რიცხვებში ტელეფონის ზარის ხმა გაისმა ჩემს ბინაში. ვეკითხები, ვინ მიძახებს. აღმოჩნდა, გენ. გედევანიშვილი. აი მისი სიტყვები: „მთავრობის თავმჯდომარე გთხოვს კიდევ ერთხელ გაიღო მსხვერპლი (принести себя в жертву) და გავემგზავრო ახალციხის ფრონტზე შტაბის უფროსად გენ. მაზნიაშვილთან“. მე არაფერი ვიცოდი იმის შესახებ, რაც მაზნიაშვილთან მოხდა.
აღმოჩნდა, რომ ვითარება სერიოზული იყო. და მან დამიწყო ვითარების მოყოლა. მე მას შევაწვეტინე და ვუთხარი, რომ ტელეფონით არ ღირს ამაზე ლაპარაკი, რომ ახლავე წავალ მასთან კაბინეტში. მე მივედი მასთან, და მან მთელი ვითარება დამიხატა. მისი მონაყოლიდან გამოდიოდა, რომ იქ იმაზე გაცილებით უფრო სერიოზული ვითარება შეიქმნა, ვიდრე მე ვფიქრობდი. ეშინოდათ მოწინააღმდეგის მოძრაობისა ბორჯომსა და ხაშურზე და გარკვეულად გამოთქვამდნენ, რომ მდგომარეობა განსაკუთრებით საშიშია. მან მე აქვე მითხრა, რომ გამოცხადებულია მობილიზაცია და რომ საჩქაროდ გააგზავნიან ჯარებს ბორჯომისკენ. მე ვკითხე, რომელ მიმართულებას თვლის იგი უფრო მნიშვნელოვნად მოცემულ გარემოებებში, ახალციხისა თუ გაგრის, ვინაიდან ჩვენ ამ დროს იქაც გვქონდა ფრონტი. მან მიპასუხა, რომ ახალციხისას და რომ ახლა პირველ რიგში ყველაფერს, რაც შეიძლება, ახალციხეში გაგზავნის. მან აქვე დამიდგინა, თუ სახელდობრ რა იქნება გაგზავნილი და რომ იქ ჩემი ყოფნაა აუცილებელი, როგორც პოპულარული ადამიანისა, და როგორც ისეთის, ვისაც შეუძლია იქ წესრიგი დაამყაროს. გამოდიოდა, რომ იქ შეიკრიბებოდნენ ორ დივიზიამდე და გვარდია, ჯამში 10 000 ხიშტი. მე მას მაშინ ვუთხარი, რომ, თუ იქ თითქმის მთელი ჯარები შეიკრიბება, აუცილებელია რომ იგი თავად დადგეს ამ ჯარების სარდლად; რომ გაცილებით უფრო სასარგებლო იქნება მისთვის, როგორც მთავარსარდლისა და სამხედრო მინისტრის თანაშემწისათვის იქ პირადად გაემგზავროს და უბრალო განკარგულებებით იქვე ადგილზე გამოსწოროს ყველაფერი, რასაც საჭიროდ ჩათვლის, მე კი ყველაფრისთვის დამჭირდება რომ მას მივმართო და ეს ზედმეტი გაჯანჯლება იქნება. მან მიპასუხა, რომ მას პირადად ახლა გამგზავრება არ შეუძლია, რადგანაც მისი თბილისში ყოფნაა აუცილებელი, და რომ ყველაფერი, რასაც მე საჭიროდ მივიჩნევ, გამოგზავნილი იქნება. „კარგი“, – ვუთხარი, – „მე გავემგზავრები, მაგრამ აუცილებელია, რათა მაზნიაშვილმა მთხოვოს, რომ მასთან გავემგზავრო, რადანაც მე თადარიგში ვარ და უკეთესი იქნება, თუ მე მისი გამოძახებით გავემგზავრები“. ამასვე დავუმატე, რომ რადგანაც იქ რამდენიმე მსხვილი შენაერთი შეიკრიბება, ამიტომ ძალიან ვთხოვ დამხმარედ მომცენ გენერალური შტაბის ოფიცერი, ვინაიდან ქართულ-სომხური ომის 10 დღის მანძილზე მე ძლიერ გავწვალდი, რადგანაც დამხმარედ გენერალური შტაბის ოფიცერი არ მყავდა, აქ კი მგონია, უფრო ხანგრძლივად მომიწევს სამსახური; ამასთან მე ვითხოვდი გენერალური შტაბის მშვიდობიანობის დროის გამოშვების ოფიცერს. მან თანხმობა გამომიცხადა. გარკვეული დროის შემდეგ მიპატიჟების ტელეგრამა მივიღე მაზნიაშვილისგან, და ჩვენ, გედევანიშვილი და მე, წავედით მთავრობის თავმჯდომარესთან. ნ. ნ. ჟორდანიამ მითხრა, რომ მე ჩინებულ სტრატეგად მიმიჩნევს, და სურს, რომ იქ გავემგზავრო და მდგომარეობა გამოვასწორო. შემდეგ გავიგე, რომ იგი ჩასული იყო ბორჯომში, რომ იქ მისი ვაგონის გარშემო ღამით თავაშვებული გამოქცეულების ბრბო შეიკრიბა და რომ ვაგონიდან ამ ბრბოსთან გამოვიდა გენერალური შტაბის პოლკ. ძალანია და ისინი დააწყნარა, თან შესთავაზა დილით მოსულიყვნენ, რადგან ნოე ნიკოლოზის ძეს უკვე ეძინა. მისგანვე გავიგე მთელი ეს ამბავი.
მე ვთქვი, რომ ჩემი მასთან მისვლა ნიშნავს, რომ მე გავემგზავრები, როგორი გარემოებებიც არ უნდა იყოს; რომ მთელი სამხედრო საკითხები მე და გენ. გედევანიშვილს გარკვეული გვაქვს, მაგრამ ვითხოვ ერთს: მე იქ პასუხისმგებელ-უპასუხისმგებლო უფროსად მივდივარ; არაფერი მაქვს ასეთი დანიშვნის საწინააღმდეგო (საქმე იმაშია, რომ მე იქ შტაბის უფროსად მივემგზავრებოდი, და ისე კი მესაუბრებოდნენ, როგორც პასუხისმგებელ უფროსს); ასე რომ მე ვითხოვ, რათა იქ მთელი ძალაუფლება იყოს გენ. მაზნიაშვილის ხელში, რათა მისი ნებართვის გარეშე ტელეფონითაც კი ლაპარაკის უფლება არავის ჰქონდეს, რათა თბილისში არ იგზავნებოდეს ისეთი ტელეგრამები, როგორიც მაგალითად, ახალციხის მაზრაში მთავრობის რწმუნებულის ლეო რუხაძის დეპეშაა: „არმია დაიშალა, გამოგზავნეთ გვარდია“. „ასეთ ტელეგრამას“, – დავუმატე, – „ალბათ მოწინააღმდეგე ახალციხეში სიამოვნებით კითხულობს“. ნოე ნიკოლოზსის ძემ მიმაპსუხა, რომ მთელი ძალაუფლება სამხედროებს ეძლევათ და რომ იქ ჩვენ მხედრულად მივხედოთ საქმეებს (и чтобы мы там орудовали по-военному). მე დავემშვიდობე.
როგორც ზემოთ ვწერდი, მე გენერალური შტაბის ოფიცერი ვითხოვე მშვიდობიანობის დროის გამოშვებისა; ასეთები სახეზე იყვნენ ზაქარიაძე და ნაცვალიშვილი. გენ. ა. გედევანიშვილთან და გენერალური შტაბის უფროს გენ. ანდრონიკაშვილთან მოლაპარაკებების შემდეგ მათი არჩევანი პოლკ. ნაცვალიშვილზე შეჩერდა და მათ ამის შესახებ მე მაცნობეს. მე უკანასკნელს პოლკ. ზაქარიაძის კაბინეტში შევხვდი და მას ვუთხარი, რომ ვითხოვე ჩემთან ერთად გენ. მაზნიაშვილის განკარგულებაში მიავლინონ ან იგი, ან პოლკ. ზაქარიაძე, რომ უფროსობის არჩევანი მასზე შეჩერდა და რომ იგი მოემზადოს ჩემთან ერთად გამგზავრებისთვის. მან ჩემთვის უკიდურესად გასაოცრად მკითხა, თუ რა თანამდებობაზე გაემგზავრება. „თქვენ მიემგზავრებით შტაბის უფროსის თანამდებობაზე, ეს კი ნიშნავს, რომ მე უფროსი ადიუტანტის თანამდებობაზე უნდა წამოვიდე, ხოლო ჩემი ახლანდელი თანამდებობა კი უფრო მაღალია“, – მითხრა მან. მე შევყურებდი მას და თავიდან არაფრის თქმა არ შემეძლო, ისე ვიყავი გაოგნებული მისი პასუხისგან. კაბინეტში ჩვენ სამნი ვიყავით: მე, ზაქარიაძე და პოლკ. ნაცვალიშვილი. მე ავდუღდი და თავი ვეღარ შევიკავე; მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და არაფერი ზეადამიანური არ გამაჩნია, მომესმინა ეს ფრაზა და არაფერი მეთქვა, ეს არ შემეძლო. „თქვენ, შეიძლება, ეს სიტყვები გეთქვათ ნებისმიერი სხვა ადამიანისთვის, მაგრამ არა კვინიტაძისთვის“, – ვუპასუხე, – „როგორ შეგიძლიათ ლაპარაკობდეთ, რომელი თანამდებობაა უფრო მაღალი ან დაბალი, როცა ვითარება ისეთია, რომ საჭიროა მდგომარეობის გადარჩენა. როგორ მოგიბრუნდათ ენა უთხრათ ეს გენ. კვინიტაძეს, სამხედრო მინისტრის ყოფილ თანაშემწესა და მთავარსარდალს, რომელიც ახლა მეორედ მიემგზავრება შტაბის უფროსის თანამდებობაზე ადამიანთან, რომელიც სამსახურის მიხედვით მასზე უმცროსი გახლავთ. თქვენ აქ ორივე ახალგაზრდები ხართ, ორივეს გეუბნებით. მე არასოდეს მოველოდი ასეთ დამოკიდებულებას საქმისადმი თქვენ ორივესგან; მე ვფიქრობდი, თქვენ ორივე ითხოვდით აუცილებლად ყოფილიყავით დანიშნული და მომიწევდა წილი მეყარა თქვენს შორის. აღმოჩნდა კი პირიქით, არც ერთ თქვენგანს არ სურს გამგზავრება. ასეთი თანაშემწეები მე არ მჭირდება. მე მარტო გავემგზავრები“. ვუთხარი ამის შესახებ ანდრონიკაშვილს და წავედი. არ ვიცი და არ მინდა ვარჩიო, მართალი ვიყავი თუ არა; მე ვთქვი ის, რასაც ვგრძნობდი. რა თქმა უნდა, ეს ტაქტიანი არ იყო; რა თქმა უნდა, ეს არ უნდა მეთქვა, ვინაიდან მე ორ მტერს ვიჩენდი. მაგრამ საქმე მე კი არ მეხებოდა, საქმე ეხებოდა სამშობლოს, რომელიც ისევ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, და არ შემეძლო თავი შემეკავებინა. თუ მათ ეს გაიგეს, მაშინ მე ბრალს აღარ დამდებენ. სადგურში, როცა მატარებელში ვჯდებოდი, სადაც დიდი შრომით ვიშოვნე ჩემთვის ადგილი, ტელეფონთან ვიქენი გამოძახებული. გენ. ქავთარაძემ ტელეფონში წამიკითხა ტელეგრამა, რომელიც ახლახანს იქნა მიღებული სამხედრო მინისტრის თანაშემწის სახელზე სამხედრო მინისტრისგან, რომელიც ბორჯომში იმყოფებოდა. სამხედრო მინისტრი ასლით თავის თანაშემწეს ატყობინებდა, რომ იგი სთხოვს მთავრობის თავმჯდომარეს გენ. მაზნიაშვილი ბორჯომიდან გაიწვიონ და მე დამნიშნონ. „ეს ტელეგრამა თქვენ გეხებათ, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე გამეფრთხილებინეთ“, – დაუმატა ქავთარაძემ. მე მას მადლობა გადავუხადე. აქვე სადგურში გავიგე, რომ სამხედრო მინისტრის მატარებელი მალე გამოვა ბორჯომიდან და თბილისში ჩამოვა. მე ვთხოვე სადგურის უფროსს გადაეცა სამხედრო მინისტრისთვის, რომ ბორჯომში მივემგზავრები, რომ ვითხოვ მატარებლების შეხვედრის ადგილას თავისთან გამომიძახოს, რადგანაც საქმიანი თხოვნა გამაჩნია. ჩვენი მატარებლები ხაშურში შეხვდნენ ერთმანეთს. მე სამხედრო მინისტრის ვაგონში შევედი. ვუთხარი მას, რომ ვიცი ტელეგრამის შესახებ მაზნიაშვილთან მიმართებით და ძალიან ვთხოვ მას ეს არ გააკეთოს. მან მიპასუხა, რომ მაზნიაშვილის ავტორიტეტი ბორჯომში ძალიანაა შერყეული, რომ მას კამათები აქვს ხელქვეითებთან, რომ მისი უკვე აღარ სჯერათ და რომ ამიტომ გახლავთ საჭირო მისი გამოწვევა. მე ჩემს წინადადებას ვიცავდი დაჟინებით და ვამბობდი, რომ მაზნიაშვილი და მე ერთმანეთს ჩინებულად ვიცნობთ და თანხმობითაც ვიმუშავებთ, როგორც ქართულ-სომხური ომის დროს, რომ მე, როგორც შტაბის უფროსი, მასსა და საჯარისო უფროსებს შორის ჩავდგები, კამათები აღარ იქნება და ყველაფერი კეთილსასურველად ჩაივლის; როცა ვამთავრებდი, მე მას დაჟინებით ვთხოვე ეს არ გაეკეთებინათ. მივიღე შთაბეჭდილება, რომ ასეც მოიქცეოდნენ, თუმცა კი მას ჩემთვის ამაზე არავითარი გარკვეული დაპირება არ მოუცია. მე გზა განვაგრძე. შტაბში ღამით ჩავედი. გენ. მაზნიაშვილსა და გენ. სუმბათაშვილს ეძინათ; ვთხოვე ისინი არ გაეღვიძებინათ, პოლკ. ჯიჯიხიამ კი, რომელიც შტაბის უფროსი იყო და ახლა უკვე მე-4 პოლკის მეთაურად იქნა დანიშნული, საქმის კურსში შემიყვანა, შემდეგ კი სავახშმოდ წავედით, სადაც შტაბის ოფიცერი გავიცანი. მეორე დღეს ნაცნობი სურათი განმეორდა. მაზიაშვილმა მე საწერ მაგიდასთან დამსვა და მითხრა: „აჰა შენ რუკა, ფანქრები, ქაღალდი, მელანი და სხვა. შეუდექი საქმეს“. შემდეგ მეორე დღეს მე პოზიციებზე გავემგზავრე, დავათვალიერე ისინი და ვითარებაში თავი ჩავყავი. მაზნიაშვილმა მითხრა, რომ შეიძლება, ისიც გამოემგზავროს და დამეწიოს. იგი ნამდვილად გამოემგზავრა, მაგრამ იმ დროს, როცა ის მარჯვენა ფლანგზე იყო, მე, დავათვალიერე რა ეს უკანასკნელი, უკვე მარცხენა ფლანგზე ვიყავი. უკვე ღამით დავბრუნდი. როცა ოთახში შევედი, მაშინვე მივაქციე ყურადღება, რომ ნივთებს ჰკრავდნენ და ფუთავდნენ. მე ვიფიქრე, რომ მაზნიაშვილი სხვა ბინაზე გადადის. დაბრუნებისას გზაში შევიტყვე, რომ მაზნიაშვილი მარჯვენა ფლანგზე კინაღამ მოკლეს. აღმოჩნდა, იგი ჩენი სანგრების იქით გავიდა და მოწინააღმდეგის მხარეს გაემართა. უკვე 200 ნაბიჯი ჰქონდა გავლილი, როცა მას ცეცხლი გაუხსნეს. დიდება უფალს, ტყვია არ შეხებია. როცა უკან დავბრუნდი, მას ამხანაგურად დავუწყე საყვედურები, როგორ შეიძლება ასე რისკავდეს და თან ყოველგვარი სარგებლის გარეშე, განა შორია უბედურებამდე. მან მითხრა, რომ წამეკითხა ტელეგრამა, რომელიც ჩემს მაგიდაზე იდო. მე წავიკითხე. ეს გახლდათ ბრძანება მაზნიაშვილის გაწვევის შესახებ მისი დივიზიის მობილიზაციის დასაჩქარებლად და ჩემი დანიშვნის შესახებაც ახალციხის ფრონტის სარდლად და იმავე მაზრის გენ.-გუბერნატორად. ჩემი თხოვნა არ შეასრულეს. გამოირკვა, რომ მაზნიაშვილი ბარგს ალაგებდა, რათა სადგურში გამგზავრებულიყო. მე დავიწყე მისი დაყოლიება რომ დარჩენილიყო და ვუთხარი, რომ ვთხოვე ეს არ გაეკეთებინათ და რომ, იმედია, მივაღწევ ამ ბრძანების გაუქმებას. მაზნიაშვილი ურყევი იყო და გაემგზავრა. მეორე დღეს მე მივიღე შეკითხვა გენ. გედევანიშვილისგან, თანახმა ვარ თუ არა, რომ ჩემთან შტაბის უფროსად დაინიშნოს მისი ძმა გენერალური შტაბის პოდპოლკ. ნ. გედევანიშვილი. მე სრულებით არ ვიცნობდი ამ ოფიცერს, მაგრამ ვიცოდი რა, რომ იგი არის გენერალური შტაბის ოფიცერი მშვიდობიანობის დროის გამოშვებისა, დავეთანხმე. იგი ამ დროს ბათუმში გახლდათ და ამიტომ მხოლოდ რამდენიმე დღის, ან სულაც ერთი კვირის შემდეგ ჩამოვიდა; ამ დროის მანძილზე მე ორი თანამდებობის შესრულება მიხდებოდა.
მობილიზებადი ჯარების თავმოყრა და საერთოდ მომზადება 5 მარტამდე გრძელდებოდა. სამხედრო მინისტრი მუდამჟამს ბორჯომში იყო და დილიდან საღამომდე შტაბში გახლდათ. მისი იქ ყოფნა, ჩემი ამა თუ იმ ხასიათის მოთხოვნების შესრულების აზრით, ძალიან მეხმარებოდა. მე არ შევუდგები მზადების დეტალების მოყოლას როგორც ოპერატიულ, ისე ზურგთან მიმართებაში. აღვნიშნავ ერთ გარემოებას.
როცა ბორჯომში ჩამოვედი, გავიგე, რომ 16 სამთო ქვემეხიდან 7 თუ 9 იყო გაფუჭებული და რემონტისთვის თბილისში გაგზავნილი. მე თითოეული ბატარეის მეთაურს კატეგორიულად მივუთითე, რომ ბატარეის ის მეთაური, რომლის ზარბაზნებიც გაფუჭებულობის გამო ვერ იმოქმედებენ, დაუყოვნებლივ ჩამოშორებული იქნება ბატარეისგან და თბილისში გაგზავნილი სამსახურიდან დათხოვნისათვის. ახალციხის ფრონტზე შემდგომი საბრძოლო მოქმედებების წარმოების 4 თვის მანძილზე მთელი ქვემეხებიდან მხოლოდ ერთმა სამთო ზარბაზანმა თქვა უარი მოქმედებაზე (გვიმტყუნა).
ჩემდამი რწმუნებული ჯარები 5 მარტამდე იყრიდნენ თავს და შემდგომი მოქმედებებისთვის იშლებოდნენ (вверенные мне войска... сосредотачивались и развертывались...). ამ დროის მანძილზე აღვიდგენ ეპიზოდებს, რომლებიც ღირსია რომ აღინიშნოს. ახალციხის მოვლენები 1919 წლის თებერვალში იქნა გაჩაღებული. ეს გახლდათ ადგილობრივ მცხოვრებთა აჯანყება, რომელსაც მეტად შესაძლებელია, რომ 1918 წლის დეკემბერში სომხების შემოტევასთან ერთდროულად უნდა ეფეთქა. ახალციხის მაზრა ჩვენ ამაზე უწინ გადავეცით თურქებს. ჯერ კიდევ 1918 წელს იქ განვითარდა ისეთი მოვლენები, რომ გენ. მაზნიაშვილი ახალციხეში ალყაშემორტყმული აღმოჩნდა და ჩვენ იძულებული შევიქენით ეს მაზრა დაგვეცალა; მაშინ ჩვენ ადგილობრივ მცხოვრებთა უკუქცევა არ შეგვეძლო, რომლებიც თურქების მიერ იყვნენ დარაზმულნი (ორგანიზებულნი) და აწყურის ჩრდილოეთით პოზიციებისკენ გზას გვიღობავდნენ. ამ გარემოებამ ისინი გაამამაცა, ხოლო ჩვენმა თებერვლის წარუმატებლობებმა კი, როცა ჩვენმა რაზმმა ქვემეხები და საზიდრები მიატოვა და უწესრიგოდ ბორჯომისკენს დაიხია, მათ საკუთარი თავის რწმენა კიდევ უფრო მეტად ჩაუნერგა. თავად აჯანყება ერთ-ერთი მემამულის სერვერ-ბეგ ქობლიანელის მიერ იქნა გაჩაღებული. როგორც რეალურ ძალას, იგი ემყარებოდა სახელმწიფოს „კავკასიის სამხრეთ-დასავლეთის ტერიტორია“. ეს სახელმწიფო ყარსისა და არტაანისგან შეიქმნა, და იგი მასში აჭარის, როგორც ფედერაციული ერთეულის შესვლის შესახებ მოლაპარაკებებსაც აწარმოებდა. ნათელია, რომ ყველაფერი ეს უცხოელი ემისრების მიერ კეთდებოდა. ხალხის მუსლიმანურ ნაწილში სერვერ-ბეგმა ნაყოფიერი ნიადაგი იპოვა, ხოლო 1918 წლის ჩვენმა წარუმატებლობებმა, ბათუმის, ახალციხისა და ახალქალაქის დაკარგვამ მოსახლეობა საქართველოს სისუსტეში კიდევ უფრო მეტად დაარწმუნა. ამასთან ერთად ჩვენმა მთავრობამ, როცა ახალციხე უკანვე მიიღო, თავის რწმუნებულად იქ ლეო რუხაძე დანიშნა, რომელიც თავის თანაშემწეებთან ერთად მხარეში სოციალისტური იდეების გავრცელებასა და დანერგვას შეუდგა, რაც ამ ხალხისათვის სრულიად უცხო გახლდათ. ამ ახალ იდეებს შეხვდათ წინააღმდეგობა მემამულეთა და სასულიერო წოდების მხრიდან, რომლებმაც შექმნეს კიდეც სერვერ-ბეგისთვის კიდევ უფრო ხელსაყრელი ნიადაგი ასაჯანყებლად. „კავკასიის სამხრეთ-დასავლეთის ტერიტორიის“ მიერ სერვერ-ბეგი ახალციხისა და ახალქალაქის დროებით კომისრად იქნა დანიშნული. მე თვითონ ვნახე მისი ბლანკები ოფიციალურ ქაღალდებზე ასეთი ბეჭდური სათაურით რუსულ ენაზე: «Территория Юго-Запада Кавказа». «Комиссариат Ахалцихе и Ахалкалаки». („კავკასიის სამხრეთ-დასავლეთის ტერიტორია“. „ახალციხისა და ახალქალაქის კომისარიატი“.) ჩვენმა ჯარებმა, მათი მცირერიცხოვნებისა და აჯანყების საყოველთაობის გამო, ახალციხიდან ბორჯომში, ხოლო ახალქალაქიდან კი როდიონოვკაში დაიხიეს. ადმინისტრაციას, რა თქმა უნდა, თავისი ადგილები უნდა დაეტოვებინა და ამ მაზრებიდან წამოსულიყო. ასეთი იყო ვითარება, როცა მე შევუდექი ჩემი თანამდებობის აღსრულებას. ვანვითარებდი რა ყველა მიმართებით მზადებას, მომიხდა ადმინისტრაციის თაობაზეც მეფიქრა, რისთვისაც ტელეგრამა გავუგზავნე თბილისში შინაგან საქმეთა მინისტრს და ვთხოვდი მას ჩემს განკარგულებაში ადმინისტრაციის მოხელეები მოევლინა, რათა მზა ადმინისტრაციული აპარატი მქონოდა, რომ მაზრებში შესვლისთანავე ისინი თავიანთ ადგილებზე დამეყენებია.
შტაბის ერთ-ერთმა ოფიცერმა ერთხელ მე თბილისური გაზეთი მაჩვენა, სადაც შემდეგი რამ იყო დაბეჭდილი: „გენ. კვინიტაძისგან მიღებული ცნობები ადმინისტრაციის მიერ ახალქალაქის დატოვებაზე, სინამდვილეს არ შეესაბამება. ლეო რუხაძე“. მე ვთხოვე ლეო რუხაძეს ჩემთან მოსულიყო და მას გამოვუცხადე შემდეგი. იფიქრა თუ არა მან, რომ რომ ასეთი დეპეშა ძირს უთხრის გენერალ-გუბერნატორის პრესტიჟს? რომ თუნდაც ადმინისტრაცია ნამდვილად ადგილებზე ყოფილიყო დარჩენილი, განა უკეთესი არ იქნებოდა, რომ იგი ჩემთან მოსულიყო და დაემტკიცებინა, რომ ვცდები ამ საკითხში. სიტყვამ მოიტანა და, ამის დამტკიცება შეუძლებელი გახლდათ, რადგანაც ადმინისტრაციის ნაწილი იქვე ჩემთან იყო შეკრებილი, ხოლო მეორე ნაწილმა კი თბილისს მიაშურა. და ბოლოს, განა ჩვენ აქ ერთი და იგივე სახელმწიფოს პირები და ერთი და იმავე მთავრობის წარმომადგენლები არა ვართ, განა ჩვენ აქ ერთმანეთს მხარს არ უნდა ვუჭერდეთ და ჩვენს მოქმედებებს ერმანეთთან არ უნდა ვათანხმებდეთ? და განა მის მიერ გაგზავნილი ტელეგრამა შეესაბამება ასეთ განზრახვებს? იგი დამეთანხმა, რომ ასეთი ტელეგრამა არ უნდა გაეგზავნა. მე მასთან საუბარი იმით დავასრულე, რომ ვუთხარი, რათა ხელმეორედ მას საკუთარი თავისთვის არ მიეცა ნება, რომ ჩემი ავტორიტეტისთვის აქ ძირი გამოეთხარა.
ამასობაში ჯარები ცოტ-ცოტად იკრიბებოდნენ. შეიკრიბა გვარდია სამ ათას ადამიანამდე რაოდენობით. მოწინააღმდეგის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ არ იყო დაზუსტებული; დაზვერვა ჯერ კიდევ ვერ იყო აწყობილი, ოფიცრები, რომლებიც წინა ბრძოლებში ღებულობდნენ მონაწილეობას, მომახსენებდნენ, რომ მოწინააღმდეგე ძალზედ მრავალრიცხოვანია, რომ ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებებში მთელი მოსახლეობა ღებულობს მონაწილეობას და რომ მოწინააღმდეგის რიცხვი მათი შთაბეჭდილებით (ამას თვით გიორგის ჯვრებით დაჯილდოვებული ოფიცრებიც კი ამბობდნენ) 10 000 ადამიანამდე უნდა ადიოდეს; მე თუმცა კი ამას, ე. ი. რიცხვს სკეპტიკურად ვუყურებდი, მაგრამ გულისყურით მოვეკიდე შექმნილ ფსიქოლოგიას, რის შედეგადაც უეჭველად (დანამდვილებით, наверняка), სავსებით უზრუნველყოფილად, უმცირესი რისკით უნდა გვემოქმედა. მე ვიცოდი, თუ როგორი მოქმედებები მომიწევდა. მე უწინარეს ყოვლისა აჯანყების ბირთვი უნდა გამეტეხა და ახალციხე ამეღო; შემდეგ მომიწევდა მეწარმოებია მოქმედებები მაზრის თითოეული უბნის წინააღმდეგ, თითოეული სოფლის წინააღმდეგ; ეს ჩემი ძალების გაფანტვას გამოიწვევდა; სავარაუდოდ, ადგილობრივი კერძო უიღბლობებიც იქნებოდა; იქნებოდა მუდმივი მუქარა ზურგისათვის; ეს ბევრ დროს მოითხოვდა და, უეჭველად, რაც ყველაზე მთავარი გახლდათ, ასეთი სახის მოქმედებებს ბუნებრივად ადამიანთა დიდი მსხვერპლი მოჰყვებოდა. ამიტომ გადავწყვიტე, გავტეხდი რა ბირთვს, ახალციხის რაიონი დაუყოვნებლივ და სწრაფად გამევლო ადიგენისა და ფოცხოვის მიმართულებით. ჯარებით, როგორც ფოცხით, ყოველივე ურჩი გამეწმინდა. სწრაფი წარმატებით მე იმას ვაღწევდი, რომ ნაკლები მსხვერპლი იქნებოდა, ნაკლები დრო დაიკარგებოდა და მოსახლეობაც ჩვენს წინააღმდეგ შემობრუნებას ვერ მოასწრებდა, რადგანაც ყველაფერი უკვე ჩვენს ხელში იქნებოდა. მე ასევე ვიცოდი, რომ ბევრი რაიონი მხოლოდ გარეგნულად იყო მშვიდობიანად განწყობილი და მოვლენების განვითარებას ელოდებოდა. ასეთ მოვლენებს ელოდებოდა აჭარაც. სწრაფი და გადამჭრელი, ასე ვთქვათ ყოვლისმშთანთქმელი, წარმატება – ასეთ გარემოებებში ყველაზე უკეთესი საშუალება გახლავთ. ამიტომ მე მინდოდა მაშინ დამეწყო მოქმედებები, როცა მოვიდოდნენ მთელი ჯარები, რომლებიც ამ ფრონტისთვის იყვნენ განკუთვნილი. სამხედრო მინისტრმა როგორღაც მითხრა, რომ კარგი იქნებოდა 1 მარტისთვის, ჩვენი დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის დღისათვის აგვეღო ახალციხე. მე შევეკამათე, რომ მიზნად მაქვს დასახული მივაღწიო წარმატებას და მაშინ დავიძრები, როცა საკმარისი ძალები მეყოლება და რომ მე მხოლოდ ამით შემიძლია ვიხელმძღვანელო, თუ არა და იქნებ 1 მარტს დამფუძნებელ კრებას სრულიად საწინააღმდეგო შედეგი მოვუტანო. სამხედრო მინისტრმა გამიგო და მეტად ამ საკითხს აღარ დაბრუნებია. ამასობაში გვარდიის შტაბს, რომელიც არმიაზე უფრო ადრე შეიკრიბა, უნდოდა გვემოქმედა. და აი ერთხელ ჩემთან მოვიდნენ ლადო ჯიბლაძე, ორაგველიძე და კიდევ ვიღაც და დამიწყეს დაყოლიება იმაზე, რომ საომარი მოქმედებები უნდა დაგვეწყო. მე ვუპასუხე, რომ მაშინ დავიწყებ, როცა ჩემი ამოცანისთვის საკუთარ თავს საკმარისი ძალის მქონედ ვიხილავ, რომ არმია ჯერ კიდევ არ შეკრებილა, რომ ზურგი ჯერ კიდევ მზად არ არის, რათა გაჩერების გარეშე ვიმოძრაოთ და სხვა. ისინი დაჟინებით მოითხოვდნენ. მე ჩემს აზრზე ვიდექი. მაშინ ლადო ჯიბლაძემ დამიწყო ლაპარაკი, რომ გვარდიას ერთ ადგილზე დიდხანს დგომა (სულ რამდენიმე დღეს) არ შეუძლია, რომ ის ან წინ უნდა მიდიოდეს ან სახლში წავიდეს, რომ გვარდიელები მოქმედებების უსწრაფესად დაწყებას მოითხოვენ და მათ იმათი დაყოლიება არ შეუძლიათ, რომ პოზიციებზე სიცივეა, რადგანაც თბილი სადგომები არ არის (ირგვლივ რამდენიც გინდათ იმდენი ტყე იყო და კოცონების დანთება მე არ ამიკრძალავს), რომ ადამიანები სწრაფად უკანვე უნდა გაბრუნებულიყვნენ; ამ მოთხოვნით ისინი რამდენჯერმე იყვნენ ჩემთან. ბოლოს ამან მე ამაფეთქა. ავდექი, კარი გავუღე და პირდაპირ და მკვეთრად ვუპასუხე: „სანამ იმ ძალებს არ მოვუყრი თავს, რომლებიც საჭიროდ მიმაჩნია, წინ არ წავალ, თქვენ კი, თუ სახლში წასვლა გინდათ, წადით; თქვენს გარეშე და გვარდიის გარეშე გავართმევთ თავს“. მაშინ მათ მიპასუხეს, რომ რა ქნან, ისინი დარჩებიან და დაიწყებენ ხალხის დარწმუნებას და დასარჩენად დაყოლიებას. განა მართლა დამახასიათებელი სურათი არ არის? „გვარდიის შტაბი სარდლობის საქმეებში არასოდეს ერეოდა“, – იტყვიან გვარდიის წარმომადგენლები. ვამტკიცებ, რომ ყოველთვის ერეოდა და ზეწოლასაც კი ახდენდა, როგორც ამჯერად, მიუთითებდა რა, რომ გვარდიელებს დარჩენა არ შეუძლიათ და რომ ვითომდა მათ (გვარდიის შტაბს) უჭირს იმათ ასეთ სურვილთან გამკლავება. დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელია, მოქმედებათა დაჩქარების შესახებ ცალკეული ხმები კიდეც გაისმოდა, და მათთვის რომ აეხსნათ, რომ გაძლიერების ჯარების მოსვლას ველოდებოდით, მაშინ ისინი კიდეც დამშვიდდებოდნენ.
მაგრამ საქმე ამით არ დასრულებულა. ორი დღის შემდეგ მათ შტაბში თბილისიდან გენ. ფელიცინი, მათი შტაბის წევრი, ჩამოვიდა. ფელიცინს მე მოწაფეობიდან ვიცნობ, ჩვენ ერთი კადეტთა კორპუსი გვაქვს დამთავრებული. შემდეგ მან იურიდიული აკადემია დაამთავრა, ირკუტსკში მსახურობდა და უეცრად რევოლუციის დროს, დროებითი მთავრობის ხელში ოლქის ჯარების სარდალი შეიქნა. შემდეგ ბოლშევიკური გადატრიალების მერე თბილისში აღმოჩნდა, სადაც გვარდიის შტაბში სამსახურისთვის იქნა მიწვეული. როგორც რუსის, რომელმაც ქართული ენა არ იცოდა, მისთვის ძალზედ ძნელი იყო, შეუძლებელიც კი, რომ ქართულ არმიაში შემოსულიყო სამსახურში. რაზე ილაპარაკეს მათ შტაბში არ ვიცი, მაგრამ საომარი მოქმედებების დაწყებაზე ჩემი კატეგორიული უარიდან ორი დღის შემდეგ ჩემთან ისევ ლადო ჯიბლაძე მოვიდა, კიდევ ვიღაც და თან მოიყვანეს ფელიცინიც. ლადო ჯიბლაძემ ისევ წამოჭრა საკითხი შეტევის შესახებ, წინ აყენებდა რა იმავე მიზეზებს, რასაც მანამდე, და დაუმატა, რომ „სტრატეგიული“ თვალსაზრისითაც საჭიროა შეტევაზე გადასვლა. „სტრატეგიული“ თვალსაზრისით მოჰყავდათ, რომ ჩვენ ახლა ვართ ტყეში, ვერაფერს ვერ ვხედავთ, რომ თუ ჩვენ ავიღებთ აწყურს, მაშინ ყველაფერს დავინახავთ; გვეცოდინება, რამდენი არიან ისინი, საითკენ დაიძრებიან და სხვა. საერთოდ ახლა ისინი მხოლოდ აწყურის აღებას მოითხოვდნენ. ამ საუბარს ჩემი შტაბის უფროსი პოდპ. გედევანიშვილიც ესწრებოდა. ჩვენ, მახსოვს, ამ „სტრატეგიული“ თვალსაზრისის გამო ერთმანეთს გადავხედეთ და, მგონი, ორივენი გავმხიარულდით. მე ვუპასუხე, რომ ჩინებულად მესმის მათი სურვილი, როგორც სურვილი წავიოდნენ წინ ან წავიდნენ სახლში; მაგრამ არანაირად არ შემიძლია გავიგო, როცა ისინი სტრატეგიაზე იწყებენ ლაპარაკს და ჩვენი ნათქვამების შესწორებას, რომლებმაც სტრატეგია უეჭველად მათზე უკეთესად ვიცით, აი ამის გაგება კი უკვე აღარ შემიძლია. და მაინც ავუხსენი მათ ტყეში ჩვენი ყოფნის მთელი სარგებელი, რომელიც სწორედ რომ ხელს უშლის მოწინააღმდეგეს იმის დანახვაში, თუ რა ხდება ჩვენთან, და პირიქით, როცა გავალთ ტყიდან და აწყურში გავჩერდებით, მაშინ სწორედ გამოვა ის, რომ ისინი წავლენ მთებსა და ტყეებში და დაინახავენ ყველაფერს, რაც ხდება აწყურის რაიონში, რომელიც სრულებით ღია ადგილმდებარეობას წარმოადგენს, და გარდა ამისა, ჩვენ ვიქნებით დაბლა, მოწინააღმდეგე კი გაბატონებულ სიმაღლეებზე. ჩემი სხვა მოსაზრებების შესახებ, რა თქმა უნდა, არ მილაპარაკია. პოდპ. გედევანიშვილმა დაუწყო მათ თავიანთი წინადადების მთელი უსარგებლობის მტკიცება და მრავალი მოსაზრებაც მოიყვანა, მათი „სტრატეგიული“ თვალსაზრისის უარსაყოფად. მგონია, ჩვენ დავარწმუნეთ ისინი, რადგანაც ისე წავიდნენ, რომ შეტევაზე გადასვლას უკვე აღარ მოითხოვდნენ.
* * *
კიდევ ერთი დამახასიათებელი ეპიზოდი. გვარდიას მე მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე ვუყრიდი თავს, ბორჯომ-ახალციხის გზატკეცილი გაყოლებით, და მას ჩაბარებული ჰქონდა პოზიციები სლესიე-ციხის მარცხნივ დასავლეთით, ე. ი. მტკვრიდან მარჯვნივ. არმია იკრიბებოდა მარჯვენა ნაპირზე, მთებში, სადაც მთის ცუდი სასოფლო გზა გადიოდა; გზის სასურველ მდგომარეობაში მოყვანა არ შეიძლებოდა; მისი ციცაბო პროფილის მოსპობა შეუძლებელი გახლდათ, ვინაიდან სრულიად ახალი გზის გაყვანა მოგვიწევდა, რისთვისაც არც დრო გვქონდა და არც სახსრები; დაბლობ ადგილებში კი ნიადაგი ჭაობიანი იყო და გზის მუდმივი გასწორებები საქმეს განსაკუთრებით ვერ შველოდა, ვინაიდან მდნარი თოვლი გზას მუდმივად ასველებდა და ალბობდა. ჯარები პოზიციებზე იდგნენ და სიმშვიდე იშვიათად ცალკეული გასროლებით თუ ირღვეოდა; როცა პოზიციებზე მივემგზავრებოდი, ხშირად მიმიღია შთაბეჭდილება, რომ ჩვენს წინააღმდეგ არავინ არ იყო, იმდენად პასიური გახლდათ მოწინააღმდეგე.
ერთხელ ჩემთან კაბინეტში, სადაც ჩვენ შტაბის უფროსთან ერთობლივად ჩვენს სამუშაოს ვასრულებდით, შემოვარდა ორაგველიძე, გვარდიის შტაბის წევრი, აღელვებული და დაგვიწყო ლაპარაკი, რომ იგი ახლა ავტომობილით მოვიდა პოზციებიდან; რომ თათრები შეტევაზე გადმოვიდნენ, რომ მის დროს ორი გააფთრებული შემოტევა იქნა მოგერიებული და მესამე დაიწყო. „და რით დასრულდა მესამე შემოტევა?“ – ვკითხე მას. „არ ვიცი, მე წამოვედი, საჭიროა დაუყოვნებლივ მიაწოდოთ დახმარება, საჭიროა დაუყოვნებლივ გაიგზავნოს იქ არტილერია; ჩვენ არ გვაქვს არტილერია და ჩვენებმა შეიძლება ვერ გაუძლონ შემოტევას“. ვფიქრობ, რომ ბ-ნი ორაგველიძე მაინც უნდა დალოდებოდა იმას, თუ რით დასრულდებოდა მესამე გააფთრებული შემოტევა. მე ტელეფონით ვუბრძანე გაერკვიათ გენ. სუმბათაშვილთან, იქაურ საერთო უფროსთან, თუ რაშია საქმე. ჰკითხეს და შეიტყვეს, რომ მარჯვენა ფლანგზე იყო გაძლიერებული სროლა, რომელიც ახლა უკვე შეწყვეტილია, რომ ხდება დაწვრილებითი ვითარების გარკვევა, რომ ჩვენები ყველგან პოზიციებზე დგანან და მოწინააღმდეგისთვის არაფერი დაუთმიათ; უკანასკნელი გარკვევით იყო ნათქვამი. შემდეგ მიღებულ იქნა მოკლე, მაგრამ მჭერმეტყველური მოხსენება: „მარჯვენა ფლანგზე მოწინააღმდეგემ მიმართა დაზვერვას. ამა და ამ გვარდიულმა ნაწილმა გაძლიერებული ორმხრივი სროლის შემდეგ დატოვა პოზიცია და უკან დაბლა ჩამოვიდა. მის შესაცვლელად მიმავალმა კახეთის გვარდიამ მდგომარეობა გასროლის გარეშე აღადგინა. გენერალი სუმბათაშვილი“. ნათელი გახლდათ, რომ არანაირი გააფთრებული შემოტევები არ ყოფილა. თუმცა კი გვარდიის შტაბმა თბილისში თავის შტაბს გადასცა გააფთრებული შემოტევების შესახებ, რაც შემდეგ გაზეთებში ფიგურირებდა. მე მთავარსარდალს დაშიფრული ტელეგრამა გავუგზავნე, ჭეშმარიტი ინფორმაციით.
აქ მინდა დავუმატო შემდეგი. მარჯვენა ფლანგის არტილერიით გაძლიერებაზე მე დილიდან მქონდა ბრძანება გაცემული და ბატარეის უფროსმა უკვე მიიღო ბრძანება წინ წასულიყო და პოზიციაზე განლაგებულიყო. გვარდიის შტაბის წევრ ორაგველიესთან ჩემი საუბრის დროს ბატარეის მეთაური მოხსენებით შემოვიდა, და გვარდიის წევრმა ასეთნაირად შეიტყო, რომ მარჯვენა ფლანგის არტილერიით გაძლიერება უკვე ხდებოდა. „ხედავთ, თქვენ მხოლოდ მოისურვეთ არტილერია გქონოდათ, აქ კი ეს უკვე წინასწარაა გაკეთებული, მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგეს არტილერია არ გააჩნია“, – შევნიშნე მე.
გვარდიული ორგანიზაციის კიდევ ერთი ნიჭი და უნარი. გვარდიის შტაბის სურვილით გვარდიას მეთაურობდა გენერალი ახმეტელი. მამაცი, პატიოსანი, პირდაპირი და ძალიან წესიერი ადამიანი. მშვიდობით განისვენოს მისმა ნეშტმა. ბევრი სამსახური გაუწია მან სამშობლოს და მოკვდა, ისე რომ ბოლომდე ერთგულად ემსახურა მას. გვარდია 5 ათას კაცზე მეტი შეიკრიბა, მაგრამ ხიშტები მათ დაახლოებით ამის ნახევარი გააჩნდათ. გენ. ახმეტელის დახმარებით მე მოვითხოვდი ხიშტების რიცხვის გაზრდას, და არა მჭამელებისა, და ხიშტების რიცხვი 3200-მდე ავიყვანე. „გიორგი ივანეს ძევ, მათი ორგანიზაციისას მეტი არაფრით არ შეიძლება“, – მეუბნებოდა განსვენებული. თუმცა კი 3200 ხიშტი 5000-ზე მეტი ადამიანის ნახევარი არ არის, მაგრამ თანაფარდობა აღსანიშნავია (საგულისხმოა), რომელიც შემდგომშიც გვარდიის ჩვევებში მუდმივად დარჩა.
არ შემიძლია დუმილით ავუარო გვერდი კიდევ ერთ ეპიზოდს. მარჯვენა, გვარდიულ, და მარცხენა, საარმიო, უბნებს ჰყოფდა მტკვარი და აქ საჩქაროდ იქნა აგებული ცხენ-საპალნე ხიდი. მარჯვენა უბნის განლაგება ნათლად გამოხატულ თხემს მიუყვებოდა; პოზიციები მარცხენა ფლანგზე იყო ტყეში და, სანამ მჭიდროდ არ მიუახლოვდებოდი, ისინი არც ჩანდა. უეცრად, ერთხელ, ისევ გვარდიის შტაბის წარმომადგენლები მოვიდნენ ჩემთან და გამომიცხადეს, რომ მათ უბანზე გაჩერება შეუძლებელია, რომ მათ მარცხნიდან ფლანგში ცეცხლს უშენენ და რომ ეს მოხდა იმის შედეგად, რომ მარცხენა ფლანგმა, არმიამ, უკან დაიხია. მე მარცხენა ფლანგზე არაერთხელ ვყოფილვა და ვიცოდი, რომ იქ არათუ უკან არ დაუხევიათ, არამედ ადგილზე ჩემი მითითებების თანახმად, წინაც წაიწიეს. მაგრამ გვარდია ისე დაჟინებით მარწმუნებდა ამაში, რომ მე დაუყოვნებლივ გავემგზავრე მათთან და გზაში თან გენ. ახმეტელიც გავიყოლე. პოზიციები სლესიე-ციხესთან თხემის გაყოლებაზე მიემართებოდა, და ჩვენ ავტომობილით მივედით სრულებით დაფარულნი მოწინააღმდეგის გასროლებისა და მზერისაგან. მაგრამ 400–500 ნაბიჯის დაშორებაზე უბნის ადგილობრივმა უფროსმა მიგვითითა, რომ ავტომობილი გაგვეჩერებინა. ჩვენ ჩამოვედით და ფეხით წავედით. სანგრებში ჩვენები ცეცხლს ინარჩუნებდნენ (სროლას აწარმოებდნენ), მოწინააღმდეგე არ ისროდა. ჩვენ, მე, გენ. ახმეტელი, პოდპ. გედევანიშვილი და კაპ. ცომაია, შემდეგ რამდენადმე მარცხნივ გავედით გზატკეცილის გაყოლებით, იმ მიმართულების მხარეს, საიდანაც, მარწმუნებდნენ, რომ მათ ფლანგში ცეცხლს უშენდნენ. მტკვრის იმ მხარეს ფერდობი იყო აღმართული, რომელიც მთლიანად ხშირი ტყით გახლდათ დაფარული; ამ ფერდობის მწვერვალი ჩვენს ხელში იყო. ჩვენ ვიდექით და ტყეს ვუყურებდით, და ვერაფერი ვერ დავინახეთ. გავიდა 5 წუთი, როცა იქიდან ერთი გასროლა გაისმა და ტყვიამ სტვენით ჩვენს ზევით გადაიფრინა. ადგილობრივი უფროსი, რომელიც ჩვენთან ერთად იმყოფებოდა, უეცრად ორი-სამი ნაბიჯით განზე გახტა და აითესა (вдруг качнулся шага на два-три от нас и смылся). მე თავი ისე დავიჭირე, თითქოს არც დამენახოს, მაგრამ პოდპ. გედევანიშვილს კი მივანიშნე. ჩვენ დგომას განვაგრძობდით, გენ. ახმეტელმა კი ბინოკლში დაიწყო ყურება. მე ვუთხარი ახმეტელს, რომ იქ ერთ ადამიანზე მეტნი რომ ყოფილიყვნენ, მაშინ ჩვენ, გზატკეცილზე ღიად მდგარ ოთხი ადამიანის ჯგუფს, ნამდვილად, ცეცხლს კარგად დაგვიშენდნენ. „იქ არავინაც არ არის“, – დავუმატე, – „რომელიღაც ერთი იდიოტი დაეხეტება“. გავჩერდით რა გარკვეულ ხანს, ჩვენ ავედით თხემზე, ცეცხლის ხაზზე. როცა მაღლა ავდიოდით, ვუბრძანე უსარგებლო ცეცხლი შეეწყვიტათ, რომელიც მთელ ფრონტს მხოლოდ ამაოდ აღელვებდა. ავედით ცეცხლის ხაზზე და მთელი ტანით გამართულები ვიდექით. მოწინააღმდეგის მხრიდან არც ერთი გასროლა არ ყოფილა. აქ მე შევნიშნე, რომ ცეცხლის ხაზზე მწოლარე ერთი გვარდიელი სროლას აპირებდა, ამასთან ჩანდა, რომ მან დაუჯერებლად მაღალი სამიზნე დააყენა. მე ვკითხე, თუ ვის უმიზნებდა; მან მიპასუხა, რომ იქ წინ ხედავს მოწინააღმდეგს, მაგრამ სახელდობრ სად, მითითება არ შეეძლო. რა თქმა უნდა, არავინ არ დაუნახავს. მოწინააღმდეგე მშვიდად იჯდა თავის სანგრებში და არ ისროდა. კიდევ ერთხელ ვუბრძანე, რომ უაზრო სროლა შეეწყვიტათ და დავიწყე დაბლა ჩამოსვლა. ამ დროს ჩვენ ერთი გვარდიელი ჯარისკაცი დაგვეწია. მას ხელებში რაღაც ეჭირა, რაღაც ტვირთი, ჯამი, ვედრო თუ სხვა რამ. მან მე რუსულ ენაზე მომმართა და მითხრა: „თქვენო აღმატებულებავ, არაფერი არ არის, მოწინააღმდეგე არ ისვრის; რატომ გვაშფოთებს აქაურობა, აქ სულაც არ არის საშიში“. მე მას სიცილით ვუპასუხე: „რა თქმა უნდა, არ არის საშიში; რაკი გენერალი აქ პოზიციაზეა, ეს ნიშნავს, რომ არაფერი საშიში არ არის“. ამ გვარდიელის ფიზიონომია უნდა გენახათ: მან თავისი ტვირთი მიწაზე დააგდო, ხელები მუხლებზე დაირტყა და გიჟივით მთელი ხმით დაიწყო ხარხარი. მე დაბლა ჩამოსვლას ვაგრძელებდი, გვარდიელი კი ხარხარებდა. ძალიან მოეწონა მას ჩემი პასუხი.
მე ვუთხარი გენ. ახმეტელს, რათა მას მოეთოკა ისეთი უფროსები, რომლებიც მხოლოდ განგაშს თესავდნენ, და ისევ ბორჯომში გავემგზავრე, მაგრამ გზაში შევამოწმე მარცხენა ფლანგზეც მდგომარეობა, იქ სრული სიმშვიდე იდგა, და იქ არც კი ფიქრობდნენ, რომ მებრძოლები უკან გამოეყვანათ. ამაში დარწმუნება ხომ თვითონ გვარდიელებსაც შეეძლოთ, მტკვარზე გადებულ ხიდზე რომ ხალხი გაეგზავნათ და არმიას დაკავშირებოდნენ. მომიხდა რომ მათთვის სამომავლოდ ამ წვრილმანის შესახებაც მიმეთითებინა. აღწერილი პატარ-პატარა სცენები საკმარისად კაშკაშაა (достаточно ярки), რომ მათზე შევჩერდეთ, დასკვნები კი თავისთავად მოდის და ნათელია.
5 მარტს დილიდან ჩემდამი რწმუნებული ჯარები შეტევაზე გადავიდნენ, მარჯვნიდან გვარდია, მარცხნიდან კი არმია. აწყური საათზე ნაკლებ დროში იქნა აღებული და მე ვუბრძანე შეტევა იმ მითითებების თანახმად გაეგრძელებიათ, რომლებიც ჩემს ძირითად ბრძანებაში იყო მიცემული. ჩვენი და მოწინააღმდეგის ძალთა თანაფარდობა ძლიერად ჩვენს მხარეს აღმოჩნდა; ჩვენ მნიშვნელოვნად აღვემატებოდით მოწინააღმდეგს, და ბრძოლისგან ისეთი შტაბეჭდილება დაგვრჩა, როგორც ქათმის კვერცხზე ჩაქუჩის დარტყმისგან. მაგრამ მთელმა წინამორბედმა მოვლენებმა ისეთი ვითარება შექმნა, რომ აწყურის აღებამ თბილისში დიდი შთაბეჭდულება მოახდინა. ჩვენ ყველასგან ვღებულობდით ტელეგრამებს მადლობითა და შემდეგი წარმატებების სურვილებით. ეს კიდევ ერთხელ მიგვითითებდა იმაზე, თუ როგორ მუქ ფერებში აფასებდა ჩვენი მთავრობა მაშინდელ ვითარებას. მე გვარდიის ფრონტზე გავემგზავრე. როგორც ადრე ვამბობდი, წარმატება ჩვენ განსაკუთრებით ადვილად გვერგო; სხვათა შორის ტყვედ ჩავიგდეთ 20 ადამიანი ოფიცრით. აღმოჩნდა, რომ ოფიცერს თბილისის სამხედრო სასწავლებელი ჰქონია დამთავრებული და ახალციხისა და ახალქალაქის რაიონებს შორის საზღვარზე მცხოვრები ერთ-ერთი ბეგის ვაჟიშვილი გახლდათ. რამდენადაც ვიხსენებ მის დაკითხვას, იგი რევოლუციის შემდეგ თურქებთან მსახურობდა.
გვარდია, გაიარა რა აწყური, გაჩერდა. მოწინააღმდეგემ ნაწილობრივ ახალციხის მიმართულებით დაიხია, ნაწილობრივ მარჯვნივ მთებში, ნაწილობრივ პირდაპირ სამხრეთისკენ და ნაწილობრივ კი მარცხნივ მთებში. სხვანაირად რომ ვთქვათ, იგი გაიფანტა. აუცილებელი იყო სწრაფად და ენერგიულად შეგვეტია. ამასობაში, ჩემი ბრძანებების მიუხედავად, გვარდია წინ აღარ მიდიოდა. ამ დროს იმ ბატარეაში, რომელიც პოზიციაზე გზატკეცილის მახლობლად იდგა, 150–200 ნაბიჯზე ჩვენგან, დაიჭრა ჯარისკაცი, მგონი, ფოიერვერკერი თუ ფელდფებელი. იგი ერთ-ერთი ტყვიით იყო დაჭრილი მოწინააღმდეგის იმ ჯგუფის მიერ, რომელიც მარჯვნივ მთებში წავიდა. ბატარეამ ორი ქვემეხი ამ მიმართულებით მიაბრუნა და ცეცხლიც გაუხსნა. სავარაუდოდ, ამ გარემოებამ ისე იმოქმედა გვარდიელებზე, რომ მათი წინ დაძვრა არაფრით უკვე აღარ შეიძლებოდა. ამასობაში მოწინააღმდეგე თითქმის არ გვიწევდა წინააღმდეგობას და, როგორც ჩანდა, შემდგომ უკანდახევას აგრძელებდა. ჩვენს თავებზე ძალზედ იშვიათად თუ გადაიფრენდნენ მიწინააღმდეგის ტყვიები, როგორც იტყვიან, თითო საათის შემდეგ სუფრის კოვზით (через час по столовой ложке), მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მათთვის ძალზედ მომგებიან მიზანს წარმოვადგენდით და დიდ ჯგუფსაც შევადგენდით; აქ გზატკეცილზე იყო რამდენიმე ავტომობილი, ბატარეა, მუხტის (დენთის) ყუთები, და ადამიანთა საკმაოდ მნიშვნელოვანი მასაც გახლდათ ერთად შეკრებილი.
* * *
მოგითხრობთ კურიოზულ შემთხვევას. ჩემგან რამდენადმე უკან, პატარა მიწაყრილის იქით, იწვა გვარდიის რეზერვი. ამ დროს ერთმა ტყვიამ ჩვენს ზევით ძალზედ ახლოს გადაიფრინა. ბატონო სამხედროებო, მე ვამბობ ერთმა ტყვიამ, შეგიძლით იმსჯელოთ ამის მიხედვით, თუ როგორი იყო ცეცხლი. ჩემს წინ, 20 ნაბიჯზე, იდგა პოდპ. გედევანიშვილი, რომელმაც მე მომმართა და დამიძახა: „აი უნამუსო, მაიძულა რომ თავი ჩამეყო, ძალიან ახლოს გადამიფრინა“. სწორედ ამ ტყვიამ გადაუფრინა იმ მიწაყრილსაც, რომლის უკანაც ხსენებული რეზერვი იწვა. მე ვუყურებდი მათ და დავინახე, რომ ყველამ, როგორც ერთმა, თავები ჩახარა. „რა იყო“, – ვკითხე მათ ქართულად. პასუხად შემცბარი რეზერვის ჰომერული ხარხარი გაისმა. „იმ ტყვიის სტვენას, რომელიც შენ მოგხვდება, ვერ მოისმენ“, – დავუმატე, – „სტვენა არაფერი არ არის, თავს რატომ უხრით“.
ვხედავდი რა, რომ გვარდია აყოვნებს თავის წისვლას, მე ვუბრძანე გენ. ახმეტელს გზატკეცილზე წინ ჯავშნოსანი ავტომობილები გამოეყვანა, ხოლო თავად კი მარცხენა ფლანგზე გავემგზავრე, გენ. ართმელაძის უბანზე, იმ მიზნით რომ ეს უბანი წინ დამეძრა და ამით გვარდიის უბანიც იძულებული გამეხადა წინ წასულიყო. რათა მტკვარზე გადავსულიყავი, საჭირო იყო სოფ. აწყური გამევლო. გადავედი რა მტკვარზე, მე მახარაძის ბატარეასთან მივედი, რათა იქიდან გენ. ართმელაძეს ტელეფონით დავლაპარაკებოდი. თვითონ მახარაძე სამეთვალყურეო პუნქტზე იმყოფებოდა, ხოლო ბატარეა კი მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მყოფ მოწინააღმდეგეს ცეცხლს უშენდა. ბატარეაზე ზარბაზნები ცეცხლს აწარმოებდნენ, ოფიცრები თავიანთ ადგილებზე განკარგულებებს იძლეოდნენ, ვაზნები მიჰქონდათ, ტელეფონები მოქმედებდა; საერთოდ სურათი ყველა სამხედროსთვის ნაცნობია. მართალია, ბატარეა ღია პოზიციაზე იდგა, მაგრამ მოწინააღმდეგეს არტილერია არ ჰქონდა, ხოლო ჩვენი მწკრივები ბატარეისგან საკმარისად მოშორებით იყვნენ გაშლილი და მას მოწინააღმდეგის თოფების ტყვიებისგან იცავდნენ. ასეთ საბრძოლო სურათთან ერთად სხვაც დაიმზირებოდა. აქვე ბატარეისგან რამდენიმე ნაბიჯზე მხიარულად ტკაცუნობდა კოცონები, მზადდებოდა საჭმელი ჯარისკაცებისა და ოფიცრებისთვის, და ჩაიდნებიც მხიარულად შიშინებდა, რაც ცხელ ჩაის გვპირდებოდა. მე არ შემეძლო ასეთი სამშვიდობო-საბრძოლო მდგომარეობის გამო არ გამღიმებოდა და ოფიცრებს ვუთხარი: „თქვენთან ყველაფერი მშვიდობიანადაა, თქვენთვის ღიად უბერავთ და ჩაიც გვერდზე გაქვთ (дуете себе в открытую и чай под боком); ისარგებლეთ ამით, თქვენთან, საკუთრივ, მიდის საბრძოლო სროლა ცოცხალ მიზნებზე, პრაქტიკას გადიხართ“. მე დავუკავშირდი ართმელაძეს და მივუთითე ვითარება; იგი ამბობდა, რომ ახლა გადავა შეტევაზე, და რომ ელოდება მოქმედებების შედეგს მარცხენა ფლანგზე, სადაც ოფიცერთა ასეული უტევს მთაზე, ტყეში ჩამჯდარ მოწინააღმდეგეს. მე მას ვუპასუხე, რომ ოფიცერთა ასეული საიმედო ნაწილია და შეასრულებს, რაც მას აქვს დაკისრებული, და ამიტომ დაე თავისი უბანი წინ დაძრას ისე, რომ არ დაელოდოს შედეგს თავის მარცხენა ფლანგზე, მით უმეტეს, რომ იქ მისივე სიტყვებით მოწინააღმდეგეს მეტად უმნიშვნელო ძალები ჰყავს; დაბოლოს, დაე მან თავისი რეზერვის ნაწილი გააჩეროს იმ შემთხვევისთვის, თუ ოფიცერთა ასეულს დამხმარე ძალები დასჭირდება, დანარჩენები კი დაუყოვნებლივ წინ დაძრას. მან მიპასუხა, რომ ამას ახლავე გააკეთებს. ბატარეის ოფიცრებმა თავაზიანად ჩაი შემომთავაზეს, მაგრამ მე უკან მარჯვენა ფლანგზე მეჩქარებოდა და, როგორ დროულიც არ უნდა ყოფილიყო ჩაი ამ ცივ ამინდში, მე უკან გავემგზავრე.
აწყურში ერთი სახლი უკვე იწვოდა, გვარდიელები ძარცვას აწარმოებდნენ, მე პირადად შტაბის უფროსთან ერთად ამ ხალხის სახლებიდან გამოყრა მომიწია. ყველა ესენი დეზერტირები კი არ იყვნენ, არამედ ხელის მოთბობის მოყვარულნი. აქ მთავრობის რწმუნებულად დანიშნული კომენდანტი ლეო რუხაძე უძლური იყო და იმასაც კი ამბობდა, რომ ეს ბატონები მას იარაღით ემუქრებოდნენ. გამოვრეკეთ რა სხვისი ქონების ეს მოყვარულები (თითოეულ მათგანს თავისი შეყოვნების მიზეზი ჰქონდა: ერთს ფეხსაცმელი ხელახლა უნდა ჩაეცვა, მეორეს მუცელი სტკიოდა, მესამე ლაზარეთს ეძებდა და სხვა), მე ისევ გენ. ახმეტელის უბანს შევუერთდი. მისი უბანი უწინდელ ადგილზე რჩებოდა; ჯავშანავტომობილები წინ მოქმედებდნენ.
ამ დროს მტკვრის მარჯვენა ნაპირზე გამოჩნდა სურათი, რომელიც ღირსი იყო, რომ მხატვრის ფუნჯს აღეწერა. გენ. ართმელაძის უბანი შეტევაზე გადავიდა. მწკრივები, მხარდამჭერნი, რეზერვები, ყველანი მწყობრი რიგებით მოწინააღმდეგის მიმართულებით მოძრაობდნენ, რომლის თავზეც ჩვენი ბატარეების ჭურვები სკდებოდა.
ამ დროს ერთი ჯავშანავტომობილი დაბრუნდა; ორჯონიკიძე, გვარდიის ოფიცერი, ავტომანქანების უფროსი, დაჭრილი გახლდათ; მან მომახსენა, რომ მოწინააღმდეგემ უკან დაიხია. ბოლოს, გვარდიაც წინ დაიძრა. მოწინააღმდეგე ყველგან უკან იხევდა. მე მივუთითე, თუ რომელ პუნქტებამდე უნდა ევლოთ ჯარებს ამ დღეს, და დავუდასტურე, რომ ხვალ დილიდან განეგრძოთ მოქმედებები ძირითად ბრძანებაში აღნიშნული მიმართულებებით.
იმავე 5 მარტის საღამოს ჩემთან ისევ გვარდიის შტაბის წარმომადგენლები მოვიდნენ ლადო ჯიბლაძის მოთავეობით. ამჯერად ისინი გამოცხადდნენ წინადადებით, რომელმაც მე უკიდურესად გამაოცა. ისინი მთავაზობდნენ შემდგომი შეტევა შემეჩერებინა და მოწინააღმდეგესთან მოლაპარაკებები დამეწყო. ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ, რომ მათ ჩვენი ძალა ვუჩვენეთ, რომ საჭიროა შევწყვიტოთ შემდგომი სისხლისღვრა, რომ ხალხი არაფერში არ არის დამნაშავე, რომ ახლა ისინი განადგურებული არიან (они теперь разгромлены) და, ალბათ, შეინანეს და მხოლოდ არ იციან, როგორ დაიწყონ თავად მოლაპარაკებები და სხვა. მე ვუსმენდი მათ და არ მესმოდა, ისინი გულწრფელნი არიან თუ არა. მე ვიფიქრე მემტკიცებინა მათთვის მოქმედებათა ასეთი ხერხის მთელი არაპრაქტიკულობა და რომ საბრძოლო მოქმედებების დროს, ისეთ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვმოქმედებდით, ჩვენ მიერ მოლაპარაკებების დაწყება მოწინააღმდეგის მიერ ჩვენს სისუსტედ იქნება მიღებული. მაგრამ მათთვის ამის დამტკიცება ძნელი იყო, უფრო სწორედ შეუძლებელი. მაშინ კატეგორიულად უარვყავი მათი წინადადება და ვუთხარი, მე მოწინააღმდეგეს ზარბაზნებისა და თოფების მეშვეობით დაველაპარაკები იმ დრომდე, სანამ ისინი არ დაიწყებენ მოლაპარაკებებს, რაც იმის აღმნიშვნელი იქნება, რომ მათი წინააღმდეგობა გატყდა; ხოლო რაც შეეხება საკითხს, მონახავენ თუ არა ისინი ხერხს ჩემთან მოლაპარაკებების დასაწყებად, ამაზე თავის ტეხვა არა ღირს, ვინაიდან ისინი მის მონახვას ადვილად შეძლებენ.
შემდგომმა მოვლენებმა ჩემი სიმართლე დაადასტურა; მათ ჯარებიც, ქვემეხებიცა და ტყვიამფრქვევებიც კი მოუვიდა არტაანიდან, და, საკუთრივ რომ ვთქვათ, ჩვენი მოწინააღმდეგის წინააღმდეგობა მხოლოდ არტაანისა და ზურზუნის რაიონის აღების შემდეგღა იქნა გატეხილი.
შეტევა, გვარდიის შტაბის სურვილის საწინააღმდეგოდ, გრძელდებოდა. მე ხაზს ვუსვამ ამ უკანასკნელ გარემოებას, ე. ი. გვარდიის მიერ სურვილის არქონას რომ შეეტია, ვინაიდან ეს სურვილის არქონა შემდგომში უფრო რეალურად გამოვლინდა და მთელი გვარდია ორი კვირის შემდეგ ფრონტიდან წავიდა, როცა საბრძოლო მოქმედებები საკუთრივ მხოლოდ ჩაღდებოდა.
6 მარტს ჩვენი შეტევა გრძელდებოდა, ხოლო მოწინააღმდეგე კი უკან იხევდა. 7 მარტს დილით, გავეცი რა წინა საღამოს შესაბამისი განკარგულებანი, მე საერთო ხაზი რეზერვით გავაძლიერე და შეტევა გრძელდებოდა. იმავე დღის დილას ჯავშნოსანი ავტომობილები დაუბრკოლებლად შევიდნენ მოწინააღმდეგის მიერ დატოვებულ ახალციხეში, და კიდევ, სავარაუდოდ, ერთი საათის შემდეგ მეც ავტომობილით იქითკენ გავემგზავრე.
გზატკეცილით მგზავრობისას ვნახე ბევრი ხიდი, რომლებიც ჩვენს მესანგრეებს შტ.-კაპიტან მირიანაშვილის მეთაურობით აღედგინათ; ზოგიერთ ხიდს მოწინააღმდეგის გასროლების ქვეშ აღადგენდნენ, და მე არ შემიძლია არ აღვნიშნო ის არაჩვეულებრივი თავგანწირვა და ენერგია, რომლებიც ამ ოფიცერმა ახალციხური მოქმედებების მთელ დროში გამოიჩინა. ხონიორის უღელტეხილიდან, სადაც იგი გზას წმენდდა და გაწმინდა კიდეც, იგი დამაბრმავებელი თოვლისგან დასნეულებული თვალებით დაბრუნდა. მახსოვს ერთხელ უკვე ახალციხის იქით მე ჯარებისკენ ვმგზავრობდი; მან იმ დროს ერთ-ერთი ხიდის აგება დაიწყო; მე ვკითხე, ხვალ თუ იქნება ხიდი მზად. მან მკითხა, თუ როდის ვვარაუდობ უკან გამომგზავრებას. ვუპასუხე, რომ საღამოს 5 საათზე დავბრუნდები. „მაშინ, თქვენო აღმატებულებავ, უკან ჩვენს ხიდზე გამოივლით“, – მომახსენა მან. მართლაც, უკან მე ხიდზე ვიმგზავრე, ხოლო ხიდი კი 8–10 საჟენის სიგრძისა გახლდათ და მასალაც მისთვის მხოლოდ ნედლი სახისა იყო (საჟენი ორ მეტრსა და 10 სანტიმეტრზე ცოტათი მეტია – ი. ხ.). ეს დიდებული ოფიცერი ახალციხური მოვლენების დროს დასნეულდა; როგორც ჩანს, გაცივდა და შემდეგ, ისე რომ ვერ მოიკეთა, მგონი, სწრაფმიმდინარე ჭლექით გარდაიცვალა. სამშობლოს დიდებული, ჭეშმარიტი შვილების რიგები თხელდება და ეს სულში ტკივილად შემოდის. შესაძლოა, იგი ჩვენზე უფრო ბედნიერია: მას ჩვენი უკანასკნელი უბედურება არ უნახავს, და მამულის დაკარგვის, სამშობლოს დამოუკიდებლობის დაკარგვის სიმწარეც არ განუცდია.
7 მარტს, როცა ახალციხეში შევდიოდი, მე დამხვდა მისი მოსახლეობა, რომელიც მეტად გახარებული იყო განთავისუფლებით. დამხვედრთა შორის გახლდათ ბახში-ბეგ მაჩაბელი, ჩვენი მომხრე და აჯანყების მომწყობ სერვერ-ბეგის მოწინააღმდეგე. მე იგი ავტომობილში მოვიწვიე და მასთან ერთად შევედი ქალაქში, და ასეთნაირად ვცემდი პატივს ჩვენს მომხრეს. ქალაქში არ გავჩერებულვარ. შეშფოთებული ვიყავი რა იმით, რომ არ მომხდარიყო ის, რაც ჯერ კიდევ შეტევის პირველ დღეს შევნიშნე, სახელდობრ კი ადგილობრივი მოსახლეობის სახლების გადაწვა, მე გადავწყვიტე ქალაქ ახალციხეში ჯარები მხოლოდ მასში ჩემი საბოლოოდ გადასვლის დროს შემეყვანა. იქვე თავიდან შემეყვანა ის ნაწილი, რომელშიც დისციპლინა ჩემი აზრით უფრო მყარი იყო; ასეთ ნაწილად დავსახე ცხენოსანი პოლკი გენ. რატიშვილის მეთაურობით. მას ოფიცრები ბევრი ჰყავდა, და მე ვიცოდი, რომ ეს პოლკის მეთაური თავის ოფიცრებთან ერთად შეძლებდა ქალაქში წესრიგის დამყარებას. ამის გათვალისწინებით ჩემს მიერ წინა დღეს ჯარებს მიეცათ ბრძანება ქალაქში არ შესულიყვნენ. და მაინც 7 მარტის დილას ქალაქამდე 2–3 ვერსზე ერთ გვარდიულ ნაწილს დავეწიე, რომელიც ახალციხეში მიემართებოდა. მე მას მარჯვნივ გადავახვევინე და მივუთითე, თუ ვის უნდა შეერთებოდა. ახალციხეში ერთ ჯავშანოსან მანქანას ვუბრძანე ქალაქის წინ გზატკეცილზე დამდგარიყო და ქალაქში არავინ შეეშვა. თვითონ კი ახალციხიდან გზატკეცილით ახალქალაქისკენ გავემგზავრე, გენ. ართმელაძის ჯარებთან შესახვედრად, რათა დავხვედროდი მათ და იგივე ღონისძიებები მიმეღო. გავიარე რა ქალაქი და შემდეგ კიდევ 5–6 ვერსი გენ. ართმელაძის ჯარების დასახვედრად, მე უეცრად მოსახვევიდან ვიხილე ჩვენი ასეული, რომელიც გაფანტული მწყობრით გზატკეცილის ორივე მხარეზე უტევდა. წინ მაუზერით ხელში მოდიოდა ასეულის მეთაური შტაბს-კაპიტანი შავგულიძე, ბათუმის დაცემის დროს დაღუპულის ძმა; მარჯვნივ, განზე, ისმოდა ცალკეული გასროლები. ეს ოფიცერი უკიდურესად გაოცებული დარჩა, როდესაც თავისი სარდალი დაინახა, რომელიც მოწინააღმდეგის მხრიდან მისკენ ავტომობილით მიემართებოდა. მივესალმე რა ასეულს, მე მოვახდინე მისი ორიენტირება ვითარებასთან მიმართებით და ვუბრძანე, ავიდოდნენ რა მთაზე, გაჩერებულიყვნენ, ხოლო წინ და გვერდებზე კი დაცვა გაეგზავნათ; ასეულს დაეკავებინა სოფელი, რომლის მახლობლადაც ჩვენ მოცემულ წუთში ვიმყოფებოდით. შემდეგ მე მგზავრობა გავაგრძელე და შორს ჩვენი შემტევი ჯარები დავინახე, რომელთა ნაწილიც მტკვარში ფონით გადმოდიოდა. შემდეგ შევხვდი გენ. ართმელაძეს; მივეცი მას ორიენტაცია საქმის საერთო ვითარების შესახებ და მივუთითე ღამის გასათევად ახალციხის წინ სოფლებში გაჩერებულიყო, ისე რომ ახალციხეში არავინ შეეშვა. „ხვალ დილით კი“, – ვუთხარი მას, – „თქვენს ჯარებს ჩემს შორიახლოს ახალციხეში შევუშვებ, თქვენ გაივლით ახალციხეს, ისე რომ ქალაქში არ შეჩერდებით, და ჯარებს ამა და ამ რაიონში განალაგებთ“. გავატარე რა ჯარები და მივესალმე ყველას, მე ახალციხეში დავბრუნდი, სადაც ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სადილი დამახვედრეს.
სადილის დროს პოლკ. კერესელიძისაგან მეტად საგანგაშო ხასიათის ტელეფონოგრამა მივიღე. პოლკ. კერესელიძე, გენ. მაზნიაშვილის რაზმის შემადგენლობაში, წინამორბედ წარუმატებლობებში მონაწილეობდა, სადაც მოხალისეებს მეთაურობდა. როცა მე სარდლობას შევუდექი, იგი, ჩემი სურვილისა და პროტესტის მიუხედავად, მაინც იქნა ახალციხის ფრონტზე გამოგზავნილი თავისი მოხალისეებით, 90 ადამიანის რაოდენობით, რომლებიც პოლკის ხმამაღალ სახელწოდებას ატარებდნენ. აღვნიშნავ, რომ ეს რაზმი შედიოდა გენ. სუმბათაშვილის ჯარების შემადგენლობაში და უკანასკნელი მათი მხრიდან სოფელ დვირის (ქართული სოფელია) ადგილობრივ მცხოვრებთათვის შინაური საქიონლისა და ფრინველის ქურდობის გამო არაერთხელ შემომჩიოდა. როგორც კი წარმატებას მივაღწიეთ, მე ვბრძანე ეს რაზმი გენ. ართმელაძის მოძრაობის ზურგში, ერთ-ერთ სოფელში დაეყენებიათ. მისი ამ რაიონში ყოფნა უზრუნველყოფდა ახალციხის გზატკეცილის გაყოლებით მარცხენა, აღმოსავლეთ მხარესთან ზურგის შეტყობინებას. როცა ჯერ კიდევ 6 მარტს პოზიციებიდან ბორჯომში ვბრუნდებოდი, შევხვდი პოლკ. კერესელიძეს. იგი მეკითხებოდა, თუ სად უნდა ყოფილიყო, და მითხრა, რომ გენ. მაზნიაშვილის დროს იგი ქალაქ ახალციხის კომენდანტი გახლდათ. მე ვუპასუხე, რომ ახალციხე ჯერ არ არის აღებული და რომ იქ სხვა პირი იქნება დანიშნული, ხოლო რაც შეეხება იმას, თუ სად უნდა იყოს იგი, უნდა იყოს თავის რაზმში, სადაც დაუყოვნებლივ კიდეც გაემართება. მან შენიშნა, რომ იქ ძალზედ ცოტა ხალხია და მისთვის, როგორც პოლკოვნიკისთვის, უხერხულია ასეთი პატარა ნაწილის მეთაურობა. „რა ვქნათ“, – ვუპასუხე მე, – „უფრო მეტი ხალხი მოგეყვანათ, ახლა კი უმეთაურეთ იმას, რაც არის“. დავუმატე, მას შეეძლებოდა არ მიეცა თავისი რაზმელებისთვის თავაშვებულობის უფლება, და ამიტომ მისი პირადი ყოფნა რაზმში, სავარაუდოდ, მის ნაწილში წესრიგის დამყარებას ხელს შეუწყობდა.
ასე რომ, 7 მარტს, ახალციხეში, მივიღე მისგან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მეტად საგანგაშო ხასიათის ტელეფონოგრამა. იგი მომახსენებდა, რომ მას მხოლოდ 90 კაცი ჰყავს და არანაკლებ 1500 კაცის რიცხვის მოწინააღმდეგის ალყაში იმყოფება. მე რა თქმა უნდა, ამ ტელეფონოგრამას არ დავუჯერე; ამ რაიონის გავლით სულ ახლახანს გამოიარა ართმელაძის დივიზიამ. ამასობაში სამხედრო მინისტრმა, რომელიც ამ დღეს ახალციხეში ჩამოვიდა, გზაში შეიტყო ამ ვითარების შესახებ და ეს აცნობა ახალციხეში მომავალი რეზრვის უფროსს გენ. რატიშვილს. ამ უკანასკენლმა მოახსენა, რომ მან მიიღო ბრძანება გენ. კვინიტაძისგან იაროს ახალციხისკენ და არ შეუძლია გზიდან გადაუხვიოს ისე, თუ არ მიიღებს შესაბამის მითითებას. თუმცა კი მახარაძის ბატარეა გამოყვანილ იქნა პოლკ. კერესელიძის დასახმარებლად და ცეცხლიც გახსნა. მახარაძის ბატარეა შედგებოდა გენ. რატიშვილის განკარგულებაში და მიდიოდა, რათა თავის ნაწილს, გენ. ართმელაძის ჯარებს დასწეოდა. სამხედრო მინისტრმა, როცა ახალციხეში ჩამოვიდა, მითხრა მე ამ ვითარების შესახებ, მაგრამ ვუპასუხე, რომ კერესელიძესთან მსგავსი არაფერი ხდება და რომ დაბრუნებისას პირადად შევივლი მის უბანზე. იმავე დროს გავუგზავნე ბრძანება გენ. რატიშვილს, რომ ახალციხეზე გაუჩერებელი მოძრაობა გაეგრძელებია. ჩემთვის ნათელი იყო, რომ გზატკეცილის მახლობლად, მისგან სულ რაღაც 3–4 ვერსზე, 1500 ადამიანის ყოფნას არ შეიძლებოდა რეზერვის უფროსისთვის შემჩნევლად ჩაევლო, რომელიც, რა თქმა უნდა, თუ ვითარება კრიტიკული იქნებოდა, პოლკ. კერესელიძის დასახმარებლად კიდეც მივიდოდა; აშკარა იყო, რომ ვითარება სულაც არ გახლდათ ისეთი კრიტიკული, არამედ გამოუცდელი სამხედროს მიერ მოწინააღმდეგის ძალების ძალზედ ჩვეულებრივი გადაჭარბებული შეფასება იქნებოდა.
როცა უკან ბორჯომში ვბრუნდებოდი, მე მახარაძის ბატარეაში შევიარე. მან უკვე შეწყვიტა სროლა, რადგანაც არავისთვის იყო სასროლი. ბატარეაში მომახსენეს, რომ მოწინააღმდეგე საერთოდ არ ჩანდა, არამედ იყვნენ ვიღაც ადამიანები, რომლებიც მცირე ჯგუფებად ახალქალაქის მაზრის მხარეს მიემართებოდნენ. მე ვუბრძანე პოდპოლკ. გედევანიშვილს არსებული ტელეფონით „ალყაშემორტყმულ“ პოლკ. კერესელიძეს დაკავშირებოდა და ვითარება გაერკვია. საუბრიდან ნათელი შეიქნა, რომ ეს ყველაფერი მცდარი განგაში იყო და რომ მასთან არავინაა დაჭრილი, რომ ახლა მის პირისპირ არავითარი მოწინააღმდეგე არ არის. გედევანიშვილს მოუწია ჩემი სახელით პოლკ. კერესელიძისთვის რამდენიმე უსიამოვნო სიტყვა ეთქვა და შემდეგ, გავგზავნეთ რა ბატარეა გენ. ართმელაძესთან შესაერთებლად, ჩვენ ბორჯომში დავბრუნდით.
მეორე დღეს მე ახალციხისკენ ვმგზავრობდი, როცა შემხვდა ურემი, რომლითაც დაჭრილი პოლკ. კერესელიძე მოჰყავდათ. მე შემრცხვა იმ საყვედურებისთვის, რომლებიც მას წინა საღამოს მივახალე; მე ვკითხე მას დაჭრის შესახებ; მან მიპასუხა, რომ თვითონ დაიჭრა საკუთარი თავი რევოლვერთან გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად. არაფერი მიპასუხია რა, მე ავტომობილი წინ დავძარი. გარკვეული დროის შემდეგ მისი რაზმი თბილისში გავაგზავნე დასაშლელად, ვინაიდან მას ჩვენთვის მხოლოდ საწუხარი მოჰქონდა, სარგებელი კი არავითარი. დაშალეს თუ არა მისი რაზმი, არ ვიცი. შემდგომში პოლკ. კერესელიძე ერთხელ თბილისის ქუჩაში შემხვდა და ამის შესახებ საუბარი განაახლა, თან მარწმუნებდა, რომ მოწინაღმდეგე ნამდვილად იყო ასეთი რაოდენობით, მაგრამ რომ, როგორც ჩანს, ყველანი არ ყოფილან შეიარაღებულნი. მე შევნიშნე, რომ მოწინააღმდეგე, განსაკუთრებით ისეთი, რომელიც ჩვენს პირისპირ იყო, უნდა დაითვალო არა ადამიანთა რიცხვის მიხედვით, არამედ შაშხანების რიცხვის, ცეცხლის დაძაბულობისა და ძალის მიხედვით; მის რაზმში, როგორც მაშინვე გამოირკვა, არც ერთი დაჭრილი არ ყოფილა და, ნათელია, რომ ესენი მშვიდობიანი მცხოვრებნი იყვნენ, შესაძლოა, საკმაოდ მრავალრიცხოვანნიც, რომლებიც ჩვენი ჯარების მოახლოვებისას საბრძოლო მოქმედებების რაიონისგან შორს მიდიოდნენ.
ახალციხეში კომენდანტად ჩემს მიერ გენ. რატიშვილი იქნა დანიშნული. 8 მარტს შტაბი ახალციხეში გადავიდა, მოქმედებები კი გრძელდებოდა. 12 მარტს მოწინააღმდეგე განდევნილ იქნა ახალციხის მაზრის ფარგლებიდან, ხოლო სერვერ-ბეგი კი ახალციხის მაზრის საზღვრებს იქით, ფოცხოვში გადავიდა; მან გაქცევა მხოლოდ იმის წყალობით მოახერხა, რომ ჩვენ ცხენოსანი ჯარი არ გვყავდა, რომელსაც მე ასე დაჟინებით მოვითხოვდი.
ამასობაში მოქმედებები არ წყდებოდა. მოწინააღმდეგე ჩვენს საზღვარზე იყრიდა თავს და, როგორც ჩანდა, განზრახული ჰქონდა ჩვენს ფარგლებში კვლავ შემოჭრილიყო, ვინაიდან მორჩილებას ჯერ კიდევ არ გამოხატავდა. მისი მოგერიებისთვის უნდა მოვმზადებულიყავით, ხოლო ყველაზე უკეთესი კი იყო ის თავის ფარგლებშივე დაგვემარცხებია. მე უკანასკნელი გადაწყვეტილება მივიღე. ვისარგებლე რა ჩვენს სადარაჯო დაცვასა და მოწინააღმდეგეს შორის ერთი ორმხრივი სროლით, მე ვუბრძანე ჩემდამი რწმუნებულ ჯარებს შეტევაზე გადასულიყვნენ. შეტევა ისევ წარმატებით დაგვირგვინდა, და ჩვენ მოწინააღმდეგე ზემო ფოცხოვში განვდევნეთ. ამჯერად მოწინააღმდეგე ბედს შეურიგდა და დაუყოვნებლივ დეპუტაცია გამოგვიგზავნა, რომელიც სრულ მორჩილებას გამოხატავდა და მშვიდობას ითხოვდა. დეპუტაცია იყო ასევე ზემო ფოცხოვიდანაც. მე დავეთანხმე, მძევლები ავიყვანე და ვუბრძანე იარაღი ჩაებარებიათ, აგრეთვე მათგან მოვითხოვე ხორბალი მათ მიერვე გაძარცვული ქართველი ეროვნების ადგილობრივ მცხოვრებთათვის ზარალის ასანაზღაურებლად; სომხური მოსახლეობისთვის ხელი არ გვიხლია; პირიქით, ისარგებლა რა იმით, რომ ქართული მოსახლეობა განდევნილი იყო თავისი საცხოვრებლებიდან, მან ცოტ-ცოტად გაძარცვა ისინი; ხოლო როცა ჩვენი შეტევით დაუმორჩილებელი ადგილობრივი მუსლიმანური მოსახლეობა მთებში, ტყეებსა და ზემო ფოცხვში გაიქცა, იგი ასევე მოიქცა მათ მიმართაც.
აქ რამდენადმე შევეხები ერთ გარემოებას. ეს არის ძარცვა და გადაწვები (грабежи и поджоги). პირველი ცეცხლოდებული სახლი მე ვიხილე აწყურში. შემდეგ მესმოდა, როგორ ლაპარაკობდნენ თბილისში, რომ აწყურის მთელი მოსახლეობა გადაწვესო. აწყურში ცეცხლის წაკიდებები ამ ერთი სახლით დამთავრდა. შემდეგ შეტევის პირველივე დღეს გამოჩნდა ხანძრები მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ე. ი. გვარდიის შეტევის გზის გაყოლებით; ნაწილობრივ ეს ხდებოდა საარტილერიო ცეცხლისგან, ნაწილობრივ კი ცეცხლის წაკიდებისგან. ცეცხლის წაკიდებები ასევე გამოჩნდა არმიის სვლის გზაზეც. მათ ყველგან ებრძოდნენ არმიის მსვლელობის რაიონში და საკმაოდ წარმატებითაც. გვარდიის შესახებ ამის თქმა არ შემიძლია; იქ ასეთი რამ არც კი შეიძლებოდა ყოფილიყო. არცთუ ყველა იქ მყოფი ძალაუფლებით მოსილი ფიქრობდა, რომ ამის წინააღმდეგ ყველაზე უფრო ენერგიულად უნდა ებრძოლა. ზოგიერთი მათგანი ამის საწინააღმდეგო აზრისაც კი გახლდათ; ასე ლადო ჯიბლაძემ ჩემთან საუბარში ამის გამო მითხრა, რომ ბეგების ყველა სახლი გადამწვარ უნდა იქნას, რადგანაც მათ ეს სავსებით დაიმსახურესო. როგორია? ძარცვა-გლეჯა, რა თქმა უნდა, გადაწვასთან ერთად მიდიოდა. მოსახლეობა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, სახლებს ტოვებდა და ყველა მიმართულებით იფანტებოდა, გადიოდა რა საბრძოლო შეტაკებების რაიონიდან. სახლები ცარიელი რჩებოდა; მცხოვრებთ მიჰქონდათ ის ქონება, რომლის თან წაღებაც შეეძლოთ. ამრიგად ჯარისკაცებისთვის დიდ საცდურად იქცა ამა თუ იმ შინაური ქონების აღება მიტოვებული სახლიდან. ამას უნდა დავუმატოთ კიდევ ერთი გარემოება: შედიოდნენ რა მიტოვებულ საცხოვრებლებში, ჯარისკაცები იქ ადგილობრივ მცხოვრებლებთან პოულობდნენ ისეთ ნივთებს, რომლებიც მათ ქართულ მოსახლეობაში ჰქონდათ ნაძარცვი, და რაც მთავარია ისინი პოულობდნენ ნივთებს, რომლებიც აბასთუმნიდან იყო წამოღებული, როიალებს და პიანინოებსაც კი. ამასთან ერთად მათ ესმოდათ ქართველი მოსახლეობისგან იმ საშინლებებისა და ძალადობათა შესახებ, რომლებსაც ისინი აჯანყებულთა ძალაუფლების პერიოდში განიცდიდნენ; მათ ესმოდათ თუ როგორ აუპატიურებდნენ ქალებს მამაკაცების თალწინ; მათ ნახეს გაძარცვული და წაბილწული ეკლესიები. ყოველივე ეს ასასტიკებდა ჯარისკაცებს და მე უნდა ვთქვა, რომ ყოველივე ამისთვის საზღაურის გადახდა ძალზედ და ძალზედ შორს იყო იმისგან, რისი გაკეთებაც ჯარისკაცებს შეეძლოთ, ასეთი უმსგავსოებების წინააღმდეგ (против подобных безобразий) რომ არ ყოფილიყო ზომები მიღებული.
მე უნდა დავუმატო, რომ გვარდიაში 13 მარტის შემდეგ, ე. ი. პირველივე მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი გაჩერების დროს, შეუდგნენ ჯარისკაცებისთვის ყოველივე მათ მიერ ნაძარცვის ჩამორთმევას და ეს წარმატებით აღასრულეს, თუმცა კი ამან გვარდიელების ძლიერი უკმაყოფილება გამოიწვია თავიანთი ხელმძღვანელების წინააღმდეგ, ე. ი. მათი შტაბების წევრების, და, უმთავრესად, მათი მთავარი შტაბის წევრთა წინააღმდეგ.
მე არ დავიწყებ იმის აღწერას, თუ როგორ მდგიომარეობაში ვიხილეთ ჩვენ ქართველი მოსახლეობა და აბასთუმანი. მოხერხდა ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ აბასთუმანში აღებული ქონების დიდი ნაწილის თავის ადგილზე დაბრუნება. ვეხები რა საკითხს ძარცვის შესახებ, არ შემიძლია გავჩუმდე და ერთი დამახასიათებელი ეპიზოდი არ მივუთითო. მე შტაბის უფროსთან ერთად მივემგზავრებოდი აბასთუმანში. აბასთუმნამდე რამდენიმე ვერსზე დავინახე თუ გვარდიის ორი ოფიცერი ორ ჯარისკაცთან ერთად როგორ ალაგებდნენ სატვირთო ავტომობილში ადგილობრივი მოსახლეობის სურსათსა და ქონებას, მადუღარას ჩათვლით. მე ეს ოფიცრები პასუხისგებაში მივეცი. წარმოებდა გამოძიება, ვინაიდან მახსოვს, რომ ჩემგან ჩვენება აიღო გამომძიებელმა, როცა მე უკვე მორიგ თადარიგში ვიყავი გადამდგარი. იყო თუ არა მათზე სასამართლო, არ ვიცი. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ამ ოფიცერთაგან ერთ-ერთი ამ დრომდე მსახურობს გვარდიაში და ახალციხური ლაშქრობის შემდეგ ძარცვისთვის სასჯელი კი არ მიიღო, არამედ ცალკე დამოუკიდებელ თანამდებობაზე დააწინაურეს (ორჯონიკიძე). ამრიგად, როცა ახალციხის მაზრაში ძარცვა-გლეჯასა და სახლების გადაწვაზე ვლაპარაკობ, უნდა აღვნიშნო, რომ მათ, ზემოაღნიშნულ გარემოებათა ძალით, შეეძლო სტიქიური ხასიათი მიეღოთ; და ეს რომ არ მოხდა, ამას მხოლოდ ახალციხური რაზმის მეთაურთა შემადგენლობას, აგრეთვე ოფიცრების ენერგიასა და კეთილსინდისიერებას უნდა ვუმადლოდეთ.
არ შეიძლება რამდენიმე სიტყვა არ ვთქვა საქონლის შესახებაც. საქონელს იტაცებდნენ ჯარები და ის ხვდებოდა ქვაბში, ნაწილობრივ კი მოიჯარადრეთა ხელში, აგრეთვე კერძო პირები ყიდულობდნენ ცალკეულ პირთათვის წართმეულ საქონელსაც. მიღებულ იქნა ზომები ზოგიერთ პუნქტში საქონლის შეგროვებისა და ადგილობრივ მცხოვრებთათვის დაბრუნების მიზნით, რომლებიც თავიანთ მიტოვებულ სახლებში დაბრუნდნენ. საქონელი მცხოვრებთა განცხადების მიხედვით გაიცემოდა. ეს კეთდებოდა. მაგრამ შემდეგ დაიწყო ისეთი მოვლენების გამოჩენაც, როცა ერთსა და იმავე წყვილ ხარზე განაცხადს რამდენიმე პატრონი აკეთებდა. ამასთან ერთად მე სახელმწიფო კონტროლის მოხელეთა მეშვეობით, რომელთაც პოლკებში მივავლენდი, სააღრიცხვო ფურცლებში ჩავწერე სახეზე არსებული მთელი საქონელი, რომლებიც იყო პოლკებში, და ამ ზომით ვიხსენი ხაზინა მრავალი ასეული ათასის გადახდისგან პოლკების ხორცით კმაყოფის სახით.
ამრიგად, ჩვენ შევედით ზემო ფოცხოვის ფარგლებში, მოწინააღმდეგემ მოგვცა მძევლები და გამოხატა სრული მორჩილება, აბარებდა იარაღს, ხოლო მცხოვრებნი კი თავიანთ მიტოვებულ სახლებში ბრუნდებოდნენ და მშვიდობიან საქმიანობას მიჰყოფდნენ ხელს. რამდენადაც მახსოვს, ახალციხის რაიონის მოსახლეობის მიერ 3-დან 4 ათასამდე შაშხანა იქნა ჩაბარებული. რუსული ნიმუშის ბევრი შაშხანა უკვე თურქების ხელში ყოფნის ანაბეჭდს ატარებდა: მათზე იყო თურქული წარწერები და ციფრული აღნიშვნები.
მაგრამ მხარეში მშვიდობის დამყარების საქმე არ დასრულებულა. როგორც ადრე ვწერდი, აჯანყება ემყარებოდა სახელმწიფოს „კავკასიის სამხრეთ-დასავლეთის ტერიტორია“, რომლის მთავრობაც ყარსში იმყოფებოდა. ეს სახელმწიფო, როგორც ჩანდა, ინგლისის მფარველობის ქვეშ გახლდათ; სულ მცირე ერთ-ერთმა ინგლისელმა ოფიცერმა მე ეს გარკვევით განმიცხადა; მაგრამ ამის შესახებ ქვემოთ ვიტყვი. ინგლისის წარმომადგენლები იმ ხანებში მთელს ამიერკავკასიაში იმყოფებოდნენ. ისინი ქალაქებში ცხოვრობდნენ. იყვნენ ასეთები ახალციხეშიცა და არტაანშიც.
მას შემდეგ რაც ჩვენ ზემო ფოცხოვში შევედით, უეცრად მივიღე მითითებანი თბილისიდან ჯარების სარდლის გენ. გედევანიშვილისგან ზემო ფოცხოვის დატოვებისა და ჯარების ქვემო ფოცხოვში გამოყვანის შესახებ. საქმე იმაშია, რომ ზემო ფოცხოვი არტაანის ოლქის ფარგლებში შედიოდა, და ინგლისელებმა ჩვენი ჯარების იქიდან გამოყვანა მოითხოვეს. ამასთანავე ფოცხოვის რაიონში მოწინააღმდეგის განადგურება მაშინვე აისახა ახალციხის მაზრის დანარჩენ ნაწილებსა და მთელ ახალქალაქის მაზრაზეც; გვიგზავნიდნენ დეპუტაციებს, გამოთქვამდნენ მორჩილებას, აბარებდნენ იარაღს; ახალქალაქის მაზრაში კი ჩვენი ახალქალაქის გარნიზონი, რომელიც როდიონოვკაში იყო გამოდევნილი, სულ 41 ადამიანის შემადგენლობით უკანვე ახალქალაქში დაუბრკოლებლად შევიდა. ახალქალაქის მაზრაში მე ჯარები არ შემყავდა, ვინაიდან მოწინააღმდეგის ბირთვი ახალციხის მაზრაში გახლდათ და დარწმუნებული ვიყავი, რომ, როცა ამ ბირთვს ბოლოს მოვუღებდით, მაშინ ძნელი აღარ იქნებოდა ახალქალახის მაზრაშიც წესრიგი დაგვემყარებინა. ქალაქ ახალქალაქში ჩვენი სუსტი რაზმის (სულ 41 ადამიანი) დაუბრკოლებლივ შემოსვლა ახალქალაქის დაწყნარებაზე ჩემი ვარაუდების სისწორეს ამტკიცებს: რიცხვით უფრო ძლიერი მოწინააღმდეგე, როცა ფოცხოვში დამარცხების შესახებ შეიტყო, ახალქალაქის მაზრის ფარგლებიდან საჩქაროდ გაიქცა. ახალქალაქში ზემოხსენებული გარნიზონი 21 მარტს შევიდა და იმ დროიდან იქ სრული სიმშვიდე დამყარდა, და ადმინისტრაციაც თავისი თანამდებობრივი მოვალეობების შესრულებას შეუდგა. ტელეგრაფი სწრაფად იქნა აღდგენილი, ხოლო მეც ახალქალაქში დაცვის გარეშე ჩამოვედი, სრულიად მშვიდად და დაუბრკოლებლად.
თბილისი მოითხოვდა ფოცხოვის რაიონიდან ჯარების გამოყვანას. მე ამას დაუშვებლად მივიჩნევდი. მქონდა ცნობები, რომ „კავკასიის სამხრეთ-დასავლეთის ტერიტორიას“ უარი არ უთქვამს ახალციხეზე და ღებულობდა ზომებს ჩვენს საზღვრებში შემოსაჭრელად; გარდა ამისა, ზემო ფოცხოვის განიარაღება დასრულებული არ იყო. თუმცა კი ინგლისელები დაჟინებით მოითხოვდნენ ჩვენი ჯარების გამოყვანას, მაგრამ მე ვაჭიანურებდი, რადგანაც თითოეული შემდეგი დღე ჩამორთმეული იარაღის რიცხვს ზრდიდა. ინგლისელებთან მოლაპარაკებები წარმოებდა თბილისში; მეც მიხდებოდა მათი წარმოება ახალციხესა და ახალქალაქში მათ წარმომადგენლებთან. ასეთები გახლდნენ პოლკოვნიკი სტიუარტი, რომელიც თბილისიდან არაერთხელ ჩამოვიდა, და პოლკოვნიკი, მგონი, რედი, რომელიც ახალქალაქში იმყოფებოდა. პირველი დაჟინებით მოითხოვდა, რომ მე ახალქალაქის მაზრაში ორ ასეულზე მეტი არ შემეყვანა და სომხებთან ჩვენს ხელშეკრულებაზე მიმითითებდა, რომლის მიხედვითაც ჩვენ არ გვქონდა უფლება ახალქალაქში უფრო მეტი ძალის გარნიზონი გვყოლოდა. ასეთივე შეხედულებისა გახლდათ პოლკ. რედიც ახალქალაქიდან. სტიუარტისადმი ჩემს შეკითხვაზე, იძლევა თუ არა იგი გარანტიას, რომ ასეთი უმნიშვნელო ძალებით შეიძლება მაზრის უზრუნველყოფა მოწინააღმდეგის შემდგომი შესაძლო შემოჭრებისგან, იგი უარყოფითად მპასუხობდა. ამასთან ერთად იგივე პირი დაჟინებით მოითხოვდა, რომ არტაანის ორკუგის ფარგლებში ჯარები არ შეგვეყვანა, მაგრამ ისევ არაფრის პასუხი არ შეეძლო, როცა მას ვკითხე, შეუძლია თუ არა მას ჩვენი უსაფრთხოების გარანტირება ამ მხრიდან. ამ საუბრებიდან გამოირკვა, რომ მან არაფერი არ იცის „კავკასიის სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიისა“ და მისი მთავრობის არსებობის შესახებ. სულ მცირე იგი მე ასე მეუბნებოდა. მე მას გადავეცი, გვარების მიხედვით, ამ მთავრობის წევრთ სია და მათი მისამართები. ჩემთვის მისი ეს არცოდნა გასაკვირი გახლდათ, რადგანაც ინგლისის წარმომადგენლები ყარსშიცა და არტაანშიც იმყოფებოდნენ.
გვარდიის შესახებ
ამავე ხანში მოხდა ერთი გარემოება, უკიდურესად საინტერესო და მეტად სამწუხარო. მას შემდეგ, რაც ჩვენ ახალციხის მაზრა გავწმინდეთ და მოწინააღმდეგე ქვემო ფოცხოვიდან განვდევნეთ, სიწყნარე ჩამოწვა. ამ დროს მიდიოდა მოლაპარაკებები ინგლისელებთან, როგორც ზემოთ ვწერდი, ჩვენი შემდგომი მოქმედებების შესახებ. და აი საბრძოლო მოქმედებათა ამ შეჩერების დროს გვარდიის მხრიდან წამოვიდა (посыпались) თხოვნები თუ მოთხოვნები მათი სახლებში გაშვების შესახებ. მე პროტესტს ვაცხადებდი, ვუმტკიცებდი. არაფერი არ შველოდა. გვარდიის შტაბის წარმომადგენლები ჩადიოდნენ თბილისში, პირდაპირი ხაზითაც ელაპარაკებოდნენ და ბოლოს და ბოლოს მიაღწიეს თბილისისგან შესაბამისი ბრძანების გაცემას. უნდა განვმარტო (დავთქვა), რომ ფრონტიდან წასვლის თავიანთ სურვილს ისინი იმით ფარავდნენ (ნიღბავდნენ), რომ საჭიროა გამგზავრება გაგრის ფრონტის გასაძლიერებლად, რომ ისინი სახლებში 2–3 დღით წავლენ, ხოლო შემდეგ კი ისევ შეიკრიბებიან და გაგრის ფრონტზე გაეშურებიან. მე მომიწია მათთვის პირდაპირ მეთქვა, რომ ისინი არანაირ გაგრის ფრონტზე არ წავლენ, არამედ უბრალოდ თავიანთ სახლებს მიაშურებენ. როგორც არანაირი დისციპლინის არმქონე ჯარს, მას სრულებით არ ჰქონდა ადგილებზე თუნდაც სულ მცირე ხნით დგომის უნარი და მაშინვე გახრწნას (დაშლას) იწყებდა. ჩემთვის ნათელი გახლდათ, რომ მათ შორის ძლიერად განვითარდა სახლებში წასვლის სურვილი, მიუხედავად იმისა, რომ ვითარება მოითხოვდა საწინააღმდეგოს – ადგილებზე დარჩენასა და მზად ყოფნას. ჩემთვის ნათელი იყო ასევე ისიც, რომ მათ ბელადებს მათთან გამკლავება არ შეეძლოთ. ასე თუ ისე ბრძანება მათი გაყვანის შესახებ თბილისიდან გამოგზავნილ იქნა. ამ ბრძანებაში არ იყო ნათქვამი, რომ გვარდია გაგრის ფრონტზე მიემართება. გადავეცი მათ ეს ბრძანება. უნდა გენახათ მათი წასვლა. ეს, თავისი სისწრაფისა და თავისი უწესრიგობის მიხედვით, დაუჯერებელი რამ გახლდათ. ერთ დღეში ისინი აღმოჩნდნენ ბორჯომში. ზოგიერთს 70 ვერსამდე მანძილის გავლა მოუხდა. რა თქმა უნდა, დღისითაც მიდიოდნენ და ღამითაც. მე ამ დღეს ადმინისტრაციული საქმეების გამო აწყურში მომიწია ყოფნა და მსურდა ამ შემთხვევით მესარგებლა, დაბრუნებისას მათ ნაწილებს შევხვედროდი და მათთვის მადლობა გამომეცხადებია. სამწუხაროდ, მე მხოლოდ ცალკეული ადამიანების ძალიან გრძელი მწკრივები ვიხილე. ასეთი მწკრივების სათავეში მოდიოდა 5–10 ადამიანის პატარა ჯგუფი ნაწილის მეთაურითა და, რა თქმა უნდა, წითელი დროშით, დანარჩენები კი მრავალ ვერსზე იწელებოდნენ. მხოლოდ ერთ ასეულს შევხვდი, რომელიც მეტ-ნაკლებად წესრიგით მოდიოდა. ამ ასეულმა, როცა დამინახა, შესძახა: „გაუმარჯოს ჩვენს მთავარსარდალს“. მე გავჩერდი და მადლობა გადავუხადე მათ სამსახურისთვის. ჩამოვიდა რა ბორჯომში, გვარდია სხდებოდა მატარებლებში და მითითების მიხედვით გაგრის ფრონტზე იგზავნებოდა; არსებითად კი, უახლოვდებოდა რა თავის მშობლიურ ადგილებს, სახლებში მიდიოდა. მეორე თუ მესამე დღეს მე მივიღე ტელეგრამა გენ. ა. გედევანიშვილისგან, რომლის მიხედვითაც გვარდია სახლებში გაიშვებოდა. არ შეიძლება არ გაგღიმებოდა. თავიდან გამოჩნდა დაბეჯითებითი აუცილებლობა, რომ იგი საბრძოლო მოქმედებების ფრონტიდან სხვა ფრონტზე გადასროლისთვის წაეყვანათ; ასეთი გადასროლა აუცილებლად ამა თუ იმ სტრატეგიული მოსაზრებების შედეგად უნდა ყოფილიყო, რომლებიც საერთო ვითარების შესაბამის ცვლილებებზე იქნებოდა დაფუძნებული, რომლებიც მოითხოვდნენ უსწრაფეს გადაჯგუფებას, და უეცრად, მომდევნო დღეს გვარდიას სახლებში უშვებენ. ჩემთვის ნათელი გახლდათ, და ეს ასეც აღმოჩნდა, რომ ეს ბრძანება გვარდიის სახლებში თვითნებური წასვლით იყო გამოწვეული და მხოლოდ მომხდარ ფაქტზე სანქციას იძლეოდა.
ამრიგად, აქ ჩვენ ვხვდებით შემდეგ მოვლენას. გვარდია აყენებს მოთხოვნებს, და რადგანაც ისინი არ სრულდება, მიდის სახლში, არ უწევს რა ანგარიშს მთავრობის ბრძანებებს. სენი ზემოდანაა, როცა მოთხოვნები მათი ზედა ფენებიდან, ე. ი. შტაბებიდან ამოდიოდა, და დაბალ ფენებშიც გადაეცა. ამ ფაქტმა უკვალოდ ჩაიარა და ჩვენს ბელადებს თვალები ვერ აუხილა; მათ ვერ შეამჩნიეს ან, უფრო სწორად, არ სურდათ დაენახათ, რომ გვარდია უკვე პრეტორიანულ ორგანიზაციად გადაიქცა.
გვარდია 22 მარტს წავიდა, ე. ი. მან სულ 17 დღე დაჰყო, თუ ავითვლით 5 მარტიდან, საბრძოლო მოქმედებების დაწყების დღიდან. მათმა ამ წასვლამ არმიაზეც ცუდი გავლენა მოახდინა. სენი იქაც შევიდა.
მხედველობაში უნდა გვქონდეს შემდეგი გარემოება. ქართულ ჯარებს, ასე ვთქვათ, სუფთად ქართულ ჯარებს, ქართულ არმიაში სავალდებულო სამსახური არ გაუვლიათ. ეს იყო ქართული კორპუსის ვერშემდგარი ჩამოყალიბების ნარჩენები 1917 წლის ბოლოსა და 1918-ის დასაწყისში, როცა ნაწილებს ვაყალიბებდით რუსული არმიის რიგებიდან მოსულთა რიცხვიდან, რომელიც ბოლშევიზმით გახლდათ მოცული. მე ადრე მივუთითებდი ამ ბოლშევიზმის გამოვლენაზე ქართულ ჯარებში; ამ აფეთქებებმა გვაიძულეს ჯარისკაცები სახლებში გაგვეშვა, ვინაიდან ისინი სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ. ახალი არმია ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული, როცა 1918 წლის დეკემბერში ქართულ-სომხური ომი დაიწყო, ხოლო 1919 წლის თებერვალში კი ისევ გამოცხადდა მობილიზაცია, რომლის შედეგადაც პოლკები რუსული ჯარებიდან მოსული ჯარისკაცებით შეივსო, რომლებიც ბოლშევიზმით იყვნენ შეპყრობილნი. ამრიგად იმ ადამიანთა მასა, რომლებიც ახალციხის რაზმს შეადგენდნენ, მეტად წვადი მასალისგან შედგებოდა და ყოველთის მზად იყო რომ ცეცხლად აალებულიყო, დაუმორჩილებლობა გამოეხატა და ღია ამბოხებაშიც კი გადასულიყო. ამის შესახებ მე ქვემოთ ვიტყვი, აქ კი აღვნიშნავ, რომ გვარდიის წასვლამ მეტად ცუდი გავლენა იქონია არმიის ნაწილებზეც, რომლებიც სულ ახლახანს იქნენ ხელში აყვანილი. ამრიგად, გვარდია წავიდა, მე არ შემიძლია სხვა სიტყვის (შეფასების) მოძებნა, ხოლო ვითარება კი გართულდა. მე შევიტყვე, რომ ზემო ფოცხოვში მოვიდნენ ჯარები არტაანიდან, იქ მოიტანეს ტყვიამფრქვევები და ქვემეხები, და რომ ჯაქსუში ჩამოვიდნენ მნიშვნელოვანი პირები იმავე არტაანიდან; გადმოგვცემდნენ, რომ ეს გახლდათ მთავრობა ყარსიდან. ამავდროულად მოვიდა საგანგაშო ცნობები ახალქალაქის მხრიდანაც; მოგვახსენებდნენ, რომ მოწინააღმდეგე თავს იყრის ზურზუნის რაიონში და დუხობორების საცხოვრებელი მხარის საპირისპიროდ; ასევე ასახელებდნენ ციფრებს, რომელთა დაჯერებაც მე, რა თქმა უნდა, არ შემეძლო. ამ ცნობების პარალელურად ინგლისური სამსახურის პოლკოვნიკი რედი ახალქალაქიდან იმავე დაჯგუფებების შესახებ მატყობინებდა და უმატებდა, რომ მან ამ რაიონში თავისი ოფიცერი გაგზავნა, რომელიც თათრების მიერ იქნა ალყაშემორტყმული და რომელმაც ძლივს ძლივობით მოახერხა მათ ხელიდან დასხლტომოდა; ამასთან ერთად იგი დაჟინებით მეკითხებოდა, როდის და რამდენ ჯარებს გავგზავნი ახალქალაქში და მთხოვდა მათი გაგზავნა მეჩქარა. მე უნდა შეგახსენოთ, რომ ერთი კვირით თუ მეტი ხნით ადრე, იგი ისევე როგორც პოლკ. სტიუარტი, ახალქალაქში ჩვენი ორ ასეულზე მეტი ჯარების შეყვანის წინააღმდეგი გახლდათ. ამ დროს ჩემი რეზერვის ნაწილი ახალციხიდან ახალქალაქის მაზრის საზღვრისკენ იქნა გადაყვანილი; ამ ნაწილს შეეძლო, ვითარების და მიხედვით, ერთი გადმოსასვლელით ან ჩემთან შემოერთებულიყო, ან კიდევ ახალქალაქთან გამოჩენილიყო. მე პოლკ. რედის მის თხოვნაზე ჯარების გაგზავნის შესახებ ვუპასუხე, რომ ჩემი ჯარები ახალქალაქის ახლოს დგანან და საჭირო მომენტში იმავე დღეს ახალქალაქში მივლენ.
მე ზემო ფოცხოვი და იქ შეკრებილი მოწინააღმდეგის ძალები მაშფოთებდა: და, ბუნებრივია, ფოცხოვში მოწინააღმდეგის გაძლიერების გათვალისწინებით არ მინდოდა ახალქალაქში ოპერაციებით დავკავებულიყავი, რაც ძალების გაფანტვას გამოიწვევდა, რომლებიც გვარდიის წასვლის შემდეგ რიცხობრივად ისედაც შესუსტებული გახლდათ. ასეთი იყო ვითარება. ამასობაში თბილისი ზემო ფოცხოვიდან ჯარების გამოყვანას დაჟინებით მოითხოვდა. მე არ ვთანხმდებოდი და მივუთითებდი მოწინააღმდეგის ჯარების თავმოყრაზე ზემო ფოცხოვში, და რომ ზემო ფოცხოვიდან იარაღისა და ფქვილის მოწოდება მაშინვე ერთბაშად შეწყდა, რაც, უეჭველად, სიმპტომატური გახლდათ. და მაინც იგლისელთა დაჟინებული მოთხოვნების დამშვიდებისთვის მიხდებოდა ჯარები თანდათანობით გამომეყვანა, თუმცა კი მე მათ ზედ საზღვართან განვალაგებდი. ბოლოს იქ დარჩა ერთი ბატალიონი; ის დანარჩენებისგან არაუმეტეს 6–7 ვერსის მანძილზე იყო წინ გაწეული. მასაც გაეგზავნა ბრძანება ღამით გამოსულიყო. მაგრამ მოხდა შემდეგი: იმ დღეს, რომლის დაღამებისას მას უნდა დაეხია, მასზე მოხდა შემოტევა. როგორც შემდეგ გამოირკვა, ამ დროს ჯაქსუში, სადაც არტაან-ყარსის უფროსობა იმყოფებოდა, იყო ინგლისელი ოფიცერიც არტაანიდან. დივიზიის მეთაურმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ეს ბატალიონი, მიიღო მოხსენება, რომ მოწინააღმდეგემ ამ ბატალიონს შემოუტია; მან მე დაუყოვნებლივ მომახსენა და მთხოვდა მითითებებს, თუ როგორ მოქცეულიყო, ე. ი. გამოეყვანა ბატალიონი თუ, მოწინააღმდეგის თავდასხმის გათალისწინებით, არ გამოეყვანა. მე ვუპასუხე, რომ არა თუ არ გამოეყვანა, არამედ მისთვის დაუყოვნებლივ მხარდაჭერა უნდა აღმოეჩინა. სამწუხაროდ, დივიზიის მეთაურსა და თავდაცვაში მყოფ ბატალიონს შორის კავშირი იმ მომენტში გაწყვეტილ იქნა, რის შედეგადაც ბატალიონის მეთაურს ეს მეორე ბრძანება არ მიუღია. მან შემოტევა მოიგერია, ხოლო შემდეგ კი, ასრულებდა რა ადრე მიღებულ ბრძანებას, ღამით დაიხია და თავის ჯარებს შემოუერთდა. მისი ეს უკან დახევა, რომელიც გაუგებრობის გამო იყო მომხდარი, მოწინააღმდეგემ მიიღო როგორც თავისი წარმატება; მეორე დღეს მოწინააღმდეგე საზღვარს მოუახლოვდა, ჩვენი ჯარების საპირისპიროდ ხაზი დაიკავა და სანგრების თხრას შეუდგა. მე ძალზედ ვნანობდი მომხდარის გამო, მაგრამ რა უნდა მექნა: ან ჩვენებს თბილისში არ ესმოდათ შექმნილი ვითარება, ან კიდევ ინგლისელები ურყევნი იყვნენ თავიანთ მოთხოვნაში რომ ჩვენი ჯარები უკან დაგვეხია. მომდევნო დღეს გენ. ართმელაძემ მომახსენა, რომ მის უბანზე გამოცხადდა ინგლისელი ოფიცერი და მისგან მოითხოვა, რომ მას არტაანის ოკრუგის საზღვარი არ გადაელახა; იგი მეკითხებოდა, თუ როგორ მოქცეულიყო. მე ვუპასუხე მისთვის გადაეცათ, რათა მას ინგლისელი ოფიცრისთვის ეპასუხა, რომ მას, გენ. ართმელაძეს, ჰყავს თავისი უფროსობა, რომლის ბრძანებებსაც იგი აღასრულებს, და რომ ეს ოფიცერი ჩემთან ახალციხეში გამოესტუმრებინა.
ეს ოფიცერი, მისი გვარი სრულებით არ მახსოვს, ჩემთან ჩამოვიდა და ჯაქსუდან „კავკასიის სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიის“ მთავრობის თავმჯდომარისგან გზავნილი მომიტანა. ეს თავმჯდომარე ჯაქსუში იმყოფებოდა. იგი მწერდა: „საქართველო და სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის ტერიტორია ყოველთვის მეგობრულ ურთიერთობებში იმყოფებოდნენ, მაგრამ რომ ქართველებმა დაარღვიეს საერთაშორისო ურთიერთობები და, ომის გამოუცხადებლად, საზღვარზე გადავიდნენ, რომ თავმჯდომარე იძულებული იყო თავისი ჯარებისთვის ჩვენს ჯარებზე შემოტევა ებრძანა და რომ შედეგად ქართული ჯარები იძულებული იყვნენ უკან დაეხიათ“. შემდეგ იგი გვთავაზობდა დაგვედო ზავი და სხვა. ეს წერილი საკმარისად უსირცხვილო გახლდათ. ამ გზავნილის მომტანი ინგლისელი ოფიცერი პასუხს ითხოვდა. საუბრის დროს მან რამდენჯერმე ხაზი გაუსვა, რომ მოწინააღმდეგე მნიშვნელოვნად გაძლიერდა და მისი რიცხვი 4–5 ათასი ადამიანით განმისაზღვრა; მიმითითებდა, რომ მოიტანეს ტყვიამფრქვევები და სამი ქვემეხი. შემდეგ, ჩემს შენიშვნაზე, რომ მოწინააღმდეგის გაძლიერება მე არ მაშინებს და რომ მე ვიმოქმედებ ისე, როგორც ვითარება მიკარნახებს, და თუ საჭიროდ დავინახავ, მაშინ შევუტევ მოწინააღმდეგეს, მით უმეტეს, რომ მოწინააღმდეგეს ჯარები კი არ ჰყავს, არამედ ბანდები, მან გესლიანად მკითხა, მაშინ რატომ იყო რომ ჩვენმა ჯარებმა, რომლებსაც გუშინ მოწინააღმდეგემ შემოუტია, ასე საჩქაროდ უკან დაიხიეს. მიზეზის ახსნა მე საჭიროდ არ ჩავთვალე, არამედ ვუპასუხე, რომ თუ იგი ჩვენი ჯარების საჩქაროდ უკან დახევის მოწმე იყო, მაშინ ამ დღეებში სხვა რაღაცის მოწმეც შეიქნება; ამასთან ერთად მე ვთხოვე მას წერილობითი პასუხისთვის ორი საათის შემდეგ შემოევლო. ორი საათის შემდეგ მას ჩავაბარე წერილობითი პასუხი რუსულ ენაზე თარგმანით ინგლისურზეც.
ჩემი პასუხი იყო შემდეგი: ვდგამდი რა ნაბიჯს ჰუმანიტარული საწყისების საპასუხოდ, მე ვთანხმდებდი დაზავებაზე, მაგრამ მივუთითებდი, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების დადების რწმუნებები არ გამაჩნია და რომ ამისთვის კავკასიის სამხრეთ-დასავლეთის მთავრობამ ურთიერთობა უნდა დაიწყოს ჩემს მთავრობასთან, რომელსაც მე მისი ჩემდამი წერილი ტელეგრაფით გადავეცი. ხოლო რაც შეეხება დაზავებას, მე გამოვხატავდი თანხმობას, მაგრამ მის მიერ ზოგიერთი პირობის შესრულებით. პირობებად კი ვუსვამდი: ფოცხოვში მოსული ჯარების უკან არტაანში გაყვანას, სერვერ-ბეგის გადმოცემას, ასევე კიდევ ერთი ბეგისა, რომელმაც ამის წინ ჩვენ თავისი მორჩილება გამოგვიხატა, ხოლო ახლა კი მათ მხარეზე გადავიდა. ჩემს წერილს ვამთავრებდი, რომ თუ შემდეგი დღის 11 საათისათვის ვერ მივიღებდი ჩემი პირობების დაკმაყოფილებას, მაშინ ხელები გახსნილი მექნებოდა.
ჩემი პასუხი ინგლისელს არ მოეწონა. მან მკითხა, ხომ არ შევიცვლიდი ჩემს გადაწყვეტილებას. მე უარყოფითად ვუპასუხე. ამ ინგლისელ ოფიცერთან ჩემს საუბარში სხვათა შორის წარმოიშვა ფრაზების ისეთი გაცვლაც, რომელიც მე ვთვლი აუცილებელია აღინიშნოს. თარჯიმანი გახლდათ თავადი მამუკა ორბელიანი. ინგლისელ ოფიცერს სურდა დავერწმუნებინე „კავკასიის სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიის“ საზღვარი არ გადამელახა და ასეთი შეკითხვა დამისვა: „ხომ არ თვლით თქვენ, რომ ერთვებით რა ომში „კავკასიის სამხრეთ-დასავლეთის ტერიტორიასთან“, სახელმწიფოსთან, რომლიც ინგლისის მფარველობის ქვეშ იმყოფება, თქვენ ამით ხელს აღმართავთ ინგლისის წინააღმდეგ“. მე ვუპასუხე, რომ ასე მიჩნევა არ შემიძლია, ვინაიდან, თუ მე ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ჩემს საომარ მოქმედებებს განვიხილავ როგორც მოქმედებებს ინგლისის წინააღმდეგ, მაშინ ასეთ შემთხვევაში სწორედ ამ სახელმწიფოს თავდასხმა და ძარცვა-რბევა, რომელიც მან ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებში მოახდინა, მე უნდა განვიხილო, როგორც თავდასხმა, რომელიც ჩვენზე მოახდინა ინგლისმა.
შესაძლოა, ოფიცერმა გადააჭარბა, მიმითითებდა რა ამ სახელმწიფოსადმი ინგლისის მფარველობაზე, შეიძლება, მაგრამ რომ ინგლისელებს რაღაც დამოკიდებულაბა ჰქონდათ კავკასიის სამხრეთ-დასავლეთის წარმოქმნის საკითხისადმი, მე მეჩვენებოდა და ახლაც უეჭველად მეჩვენება. ჩემს მიერ ჩაბარებული პასუხი ინგლისელმა ოფიცერმა წაიღო ჯაქსუში, კავკასიის სამხრეთ-დასავლეთის მთავრობის თავმჯდომარესთან. როგორც მოსალოდნელი იყო, არანაირი პასუხი აღარ მიმიღია. მე გავეცი ბრძანება ჯარების თავმოყრაზე მოწინააღმდეგისთვის შესატევად. მოწინააღმდეგეს არა თუ არ დაუხევია, არამედ გაძლიერდა და სანგრებს თხრიდა. საჭირო იყო სწრაფად გვემოქმედა. დავამთავრე რა თავმოყრა, მე შეტევაზე გადავედი.
გულახდილად რომ ვაღიარო, მე ეს მომავალი მოქმედებები ძლიერად მაღელვებდა. ვიცოდი, რომ ინგლისელები, როგორც ადგილობრივი, ისე თბილისში მყოფნიც, ჩვენი შეტევის წინააღმდეგნი არიან; ვიცოდი, რომ თბილისი უთმობს ინგლისელებს და წარუმტებლობის შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა ამის გამო მე დამეკისრებოდა. ამას უნდა დავუმატო, რომ მე მესამედით და უფრო მეტადაც ვიყავი დასუსტებული გვარდიის წასვლით; მართალია, შევმცირდი მესამედით, მაგრამ მხოლოდ ხიშტების რიცხვით. მოწინააღმდეგე კი გაძლიერდა, არა მხოლოდ ადამიანთა რაოდენობით, არამედ აგრეთვე ტყვიამფრქვევებითა და ქვემეხებით. ყველა ეს გარემოება მე ძლიერ მაშფოთებდა. ბრძოლის წინა დღეს, გვიან საღამოს, ჩემთან დევნილთათვის დახმარების ადგილობრივი კომიტეტის თავმჯდომარე გ. აზნაუროვი შემოვიდა. მან, რა თქმა უნდა, ჩვენი ხვალინდელი მოქმედებების შესახებ არაფერი იცოდა და დევნილებისთის დახმარების აღმოჩენის ზოგიერთი საკითხის გარკვევის მიზნით გახლდათ მოსული. შემდგომში იგი მეუბნებოდა, რომ მან შეამჩნია, რომ მისი დაკვირვებით მე რაღაცით ძლიერად ვიყავი შეწუხებული და ამიტომაც მალევე წავიდა. იგი მართალი გახლდათ; როცა მას ვესაუბრებოდი, მე არაერთხელ ჩავყურებდი მაგიდაზე ჩემს წინ გაშლილ რუკას და მეასედ ვამოწმებდი საკუთარ თავს, ყველაფერი მაქვს თუ არა აწონ-დაწონილი და გათვალისწინებული ხვალინდელი ბრძოლისათვის. ვემზადებოდი რა ამ ოპერაციისთვის, რამდენჯერმე ვიყავი ადგილზე, თვითონ მოვახდინე დაზვერვა, პირადად გამოვარკვიე ადგილზე ყველაფერი, რაც ვითარებას შეეხებოდა, და განვიხილე კერძო უფროსების წინასწარი განკარგულებების ყველა წვრილმანი, ზოგიერთი შესწორებებიც შევიტანე. ასე რომ ვთქვათ, წმინდა სამხედრო ხასიათის ამ შეშფოთებას კიდევ ერთიც დაემატა. მე ვთვლიდი, რომ ბრძოლა აუცილებლად მოგებული უნდა ყოფილიყო; მართალია, წარუმატებლობა კატასტროფულ რამეს არ წარმოადგენდა; მე უკან ჩემს საკმაოდ ძლიერ პოზიციებზე დავბრუნდებოდი. მაგრამ ბრძოლა უნდა მოგვეგო, რათა ჩვენ, არმიას, არ მიგვეღო საყვედურები გვარდიისაგან, რომ მათ გარეშე ჩვენ ვერ შევძელით გამარჯვება.
მკითხველი, შეიძლება, ასეთ ფიქრებს საკმარისად წვრილმანად მიიჩნევს, მაგრამ ისინი მე თავში მომდიოდა, და აქ ყველაფერს გულახდილად ვწერ, ყველაფერს, რაც სულში მქონდა; გარდა ამისა, ეს ისეთი წვრილმანიც არ ყოფილა. ჩვენ ბრძოლა რომ წაგვეგო, შესაძლოა, საარმიო ორგანიზაციის მოსპობის საკითხი უკანმოუბრუნებლად ყოფილიყო გადაწყვეტილი და ჩვენი წარუმატებლობაც მხოლოდ არმიის მოწინააღმდეგეთა ხელში ზედმეტი კოზირი იქნებოდა. ყველა ეს გარემოება მაღელვებდა, და მეორე დღეს გამთენიისას ბრძოლის ველზე გავემგზავრე. ამასთან უნდა დავუმატო, რომ მოწინააღმდეგის გაძლიერების შესახებ ხმები მოსახლეობაშიც გავრცელდა, რომელმაც, არ სჯეროდა რა ჩვენი გამარჯვებისა, საბრძოლო მოქმედებების ზურგის რაიონიდან უკვე დაიწყო გასახლება; გვიხდებოდა ისინი უკან ძალით დაგვებრუნებია. ვესწრებოდი რა ბრძოლის ველზე, მე მეტად ვიყავი გახარებული; მოწინააღმდეგე ამოდევნილ იქნა თავისი სანგრებიდან და ჩვენი ჯარები, თანდათანობით, ტეხავდნენ რა წინააღმდეგობას, მას ავიწროვებდნენ (განდევნიდნენ). მეორე დღეს ჩვენი ჯარები ზემო ფოცხოვში შევიდნენ. მოწინააღმდეგე ნაწილობრივ არტაანში წავიდა, ხოლო დანარჩენები კი სოფლებში წავიდ-წამოვიდნენ. მოწინააღმდეგის მიერ არტაანიდან ჩამოტანილი სამი ქვემეხი ჩვენ დაგვრჩა ხელში; მათ, მგონი, თითქმის არც უმოქმედიათ ჩვენს წინააღმდეგ.
თბილისში, ისე ჩანდა, ძალზედ კმაყოფილი იყვნენ ჩვენი წარმატებით. ფოცხოვში, ჩემთვის ძალზედ სამწუხაროდ, მოწინააღმდეგის ერთ-ერთი მიმავალი ჯგუფის მიერ მოკლულ იქნა აჰმედ-ბეგი, მაჰმად-ბეგ აბაშიძის სიძე. აჰმედ-ბეგი ზემო ფოცხოვის ყველაზე უფრო გავლენიანი მემამულე გახლდათ. ჩვენ გვქონდა ზოგიერთი ცნობა იმის შესახებ, რომ მას სერვერ-ბეგის მხარე ეჭირა, როდესაც ჩვენი ჯარები ზემო ფოცხოვის საზღვრებს მიადგნენ, მაშინ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამ ოკრუგმა მორჩილება გამოგვიცხადა და გვთხოვდა მის ოლქში ჯარები არ შეგვეყვანა. ეს თხოვნა აღსრულებულ იქნა, მაგრამ გარკვეული ცნობილი პირობების დაცვისას, რომლებზედაც მე ადრე ვწერდი. ცოტა ხნის შემდეგ გენ. ართმელაძესთან მოვიდა სწორედ ეს აჰმედ-ბეგი თავისი ლოიალობის იმავე დამოწმებით. გავიგე რა ამის შესახებ, მე ვუბრძანე გენ. ართმელაძეს იგი ჩემთან მოეყვანა. იგი ჩემთან ახალციხეში მოვიდა და მე მას საკმაოდ დიდხანს ვესაუბრე. მასთან შეხვედრისას შევნიშნე, რომ იგი, როგორც ჩანდა, ძალზედ შეშფოთებული იყო ჩემი გამოძახებით; როგორც ჩანს, დარწმუნებული იყო, რომ მე მას დავაპატიმრებდი. მე მას გადავუკარი, რომ ჩვენ გვაქვს ცნობები იმის შესახებ, რომ იგი სერვერ-ბეგის მომხრეა. მან საწინააღმდეგოში დამიწყო დარწმუნება. მაშინ მე მას ვუთხარი, რომ მჯერა მისი, რომ იგი ჩემთან იმისთვის მოვიწვიე, რათა მას გავცნობოდი, რომ ახლა მე მას სახლში ვუშვებ და რომ მისი შემდგომი საქციელი გვიჩვენებს მისი დარწმუნებების სიმართლეს. მე მას ბადრაგად ოფიცერი გავაყოლე, რომელმაც იგი ჩვენს მეწინავე საგუშაგოებამდე მშვიდობით მიიყვანა. მართლაც, შემდგომში იგი არანაირ დახმარებას არ უწევდა არც სერვერ-ბეგსა და არც „კავკასიის სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიის“ მთავრობას; პირიქით, მე შემდეგ მქონდა ცნობები იმის შესახებ, რომ იგი ადგილობრივ მცხოვრებლებზე თავის გავლენას იმისთვის იყენებდა, რომ მათ ჩვენი მოწინააღმდეგისთვის დახმარება არ აღმოეჩინათ. როდესაც ჩვენ ზემო ფოცხოვის ფარგლებში შევედით, მისმა ცოლმა, ახლა უკვე ქვრივმა, თვითონ მოგვცა რამდენიმე ტყვიამფრქვევი და ათეულ ათასობის ვაზნა, რომლებიც მის მეუღლესთან ინახებოდა, და რომელთა ჩვენთვის მოცემაც მათ ადრე არ შეეძლოთ, რადგანაც ჩვენი მოწინააღმდეგის აგენტებისა ეშინოდათ, რომლებიც მთელ ამ ოლქში დაძრწოდნენ და მოსახლეობას ჩვენს წინააღმდეგ განაწყობდნენ. უეჭველია, იგი გულწრფელად რომ არ ყოფილიყო ჩვენდამი ერთგულად განწყობილი, მაშინ ამ იარაღს ჩვენს მოწინააღმდეგეს გადასცემდა. და ბოლოს, მისი ლოიალური დამოკიდებულება ჩვენდამი უდაოდ მტკიცდება მისი სიკვდილით. დამარცხების შემდეგ მოწინააღმდეგეს, როცა მისი სახლის შორიახლოს მიდიოდა, სურდა აეძულებინა იგი რომ მას გაჰყოლოდა. იგი არ დაეთანხმა და მაშინ ისიც და მისი ვაჟიშვილიც მოკლულ იქნენ ამ ნაძირლების მიერ. მე შემდეგ ძალზედ ვნანობდი, თუ რატომ არ დავაპატიმრე ეს უბედური, რომელიც თავისი ლოიალობის მსხვერპლი შეიქნა. მაგრამ საუბედუროდ, მე არ შემეძლო იგი დამეპატიმრებინა; მე იგი ჩემთან მოვიწვიე, და ქართული ჯარების სარდალს არ შეეძლო ვერაგი ყოფილიყო, რომ არაფერი ვთქვათ იმის შესახებ, რომ ასეთი მოქმედებები ჩემთვის სრულებით უცხოა. ასე დაიღუპა საწყალი აჰმედ-ბეგი, რომელმაც შეხვედრისას ჩემზე მეტად სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა.
არტაანი
ახლა იმაზე უწინ, სანამ გადავიდოდე ჩვენი ლაშქრობის აღწერაზე არტაანში, მე შევჩერდები ერთ მოვლენაზე, რომელიც მიმდინარე დროის მანძილზე მოხდა. მე თბილისიდან შემატყობინეს, რომ ახალციხეში მოემგზავრება კომისია, რომელიც დამფუძნებელი კრების მიერაა დანიშნული აჯანყების მიზეზების ადგილზე გამოძიებისთვის. ამ კომისიას თავმჯდომარეობდა გიზო ანჯაფარიძე, დამფუძნებელი კრების წევრი. ჯერ კიდევ ამაზე უწინ მე მომიხდა უშუალოდ მთავრობის თავმჯდომარისთვის მიმემართა ტელეგრამით, რომელშიც ვთხოვდი გაეწვიათ ახალციხის მაზრიდან მთავრობის რწმუნებული ლეო რუხაძე. მე ადრე უკვე აღვწერე მისი უტაქტობა ჩემთან, როგორც მაზრებში უმაღლესი სამხედრო და სამოქალაქო ხელისუფლების წარმომადგენელთან, მიმართებაში; როგორც ვამბობდი, მე დანიშნული ვიყავი სარდლად და გენერალ-გუბერნატორად. ახალციხის მაზრის ფარგლებში ჩემი შემოსვლიდან მეორე დღესვე მან, ისე რომ სრულებით არ უწევდა ანგარიშს ჩემს გენერალ-გუბერნატორის ხელისუფლებას, დაიწყო თანამდებობებზე დანიშვნები, იძლეოდა განკარგულებებს და ასეთნაირად იმ მხარეში, რომელსაც, საკუთრივ რომ ვთქვათ, იარაღის ძალით ვიკავებდით (ვიპყრობდით,завоевывался), გამოდიოდა ორხელისუფლებიანობა; რა თქმა უნდა, ამას შეეძლო საქმისთვის ზიანი მიეყენებია. უფრო მეტიც, საკმარისად მრავალრიცხოვანი ადგილობრივი ორგანიზაციებისა და ხელისუფალთა ერთ-ერთ კრებაზე, რომელიც ახალციხეში მიმდინარეობდა და რომელსაც სამხედრო მინისტრი ესწრებოდა, მან ჩემთვის მოულოდნელად სამხედრო მინისტრს მიმართა თხოვნით ზეგავლენა მოეხდინა ჩემზე და მოეთხოვა, რომ მე ერთი საწყობი, მგონი რკინიგზელთა, კუთვნილების მიხედვით დამებრუნებია. უნდა ითქვას, რომ ახალციხეში მოსვლის შემდეგ მე გავეცი ბრძანება ჩვენს ხელში ჩაგდებულ ყველა არაკერძო საწყობთან გუშაგები დაეყენებიათ და იქ აღწერა მოეხდინათ, აგრეთვე მათი მფლობელებიც გამოერკვიათ. მისმა ამ გამოსვლამ მე უკიდურესად გამაკვირვა, მით უმეტეს, რომ მას ჩემთვის ამის შესახებ ადრე არაფერი უთქვამს. გამოდიოდა, რომ მე რაღაც უკანონოს ვაკეთებ. ბორჯომში მასთან ჩვენი პირველი საუბრისას მას ვუთხარი, რომ იგი მე უნდა მეხმარებოდეს და რომ ჩვენ თანხმობით უნდა ვმოქმედებდეთ. მაგრამ იგი მოქმედებათა ასეთ წესს არ იცავდა, და მაშინ გადავწყვიტე თხოვნით მიმემართა მთავრობის თავმჯდომარისთვის რომ ლეო რუხაძე გაეწვიათ. გულახდილად უნდა ვთქვა, რომ ლეო რუხაძე ძალზედ სიმპათიური და საყვარელი ბატონია; რატომ მიმართა მან მოქმედებების ასეთ წესს, არ მესმის. არ ვფიქრობ ამის ახსნას მისი გამოცდილების გარკვეული უკმარისობით, როგორც ცხოვრებისეული, ისე სამსახურეობრივი და ადმინისტრაციული მიმართებითაც. უფრო მეტად ვფიქრობ, რომ მასზე სხვები ახდენდნენ გავლენას, რომელთაც არ მოსწონდათ ჩემი პიროვნება ამა თუ იმ მოსაზრებებით. ვითხოვდი რა მის გაწვევას, მე მივუთითებდი ხელისუფლების შექმნილი მდგომარეობის შეუძლებლობაზე მისი ასეთი დაყოფის დროს და დავუდე პირობა, რომ თუ რწმუნებული არ იქნება გაწვეული, მაშინ მე მომიწევს თანამდებობიდან გადადგომა. მთავრობის თავმჯდომარემ იგი გაიწვია.
ამრიგად ჩამოვიდა კომისია გ. ანჯაფარიძის მეთაურობით. მე ვუბრძანე ადგილობრივი საბინაო დისტანციის წარმომადგენელს სადგომი გამოეყოთ და არ მახსოვს, იმავე თუ მეორე დღეს (მე ხშირად მიხდებოდა ყურადღების გადატანა პოზიციებზე მგზავრობათა გამო), მე ვესტუმრე კომისიას. სადგომი დამფუძნებელი კრების წარმომადგენლებისთვის შეუსაბამო მომეჩვენა და მე მაშინვე ვუთხარი გ. ანჯაფარიძეს, რომ ვუბრძანებ დაუყოვნებლივ სხვა გამოუყონ. იგი მე დაბეჯითებით მთხოვდა ეს არ გამეკეთებინა, მით უმეტეს, რომ აქ სულ რამდენიმე დღეს დაჰყოფდა; ჩემთვის ეს ძალზედ უსიამოვნო იყო, მაგრამ იძულებული ვიყავი გიზო ანჯაფარიძეს დავმორჩილებოდი. როცა დავბრუნდი, ჩემთან მოვითხოვე საბინაო დისტანციის წარმომადგენელი და მას კარგად მოხვდა ასეთი უპატივცემულო დამოკიდებულებისათვის დამფუნებელი კრების წარმომადგენლებთან მიმართებაში.
კომისია შეუდგა თავის მოქმედებებს, მას მიზნად ჰქონდა აჯანყების მიზეზები დაედგინა; მე არა მარტო არ ვერეოდი მის ფუნქციებში, არამედ ჩემი ძალების მიხედვით ვცდილობდი დავხმარებოდი მას მის ძნელ მოვალეობებში. ეს კომისია საერთოდ დიდხანს არ დარჩენილა, და მე გიზო ანჯაფარიძესთან არაერთხელ მომიხდა აზრების გაზიარება ყველა მიმდინარე საკითხზე. სხვათა შორის მან გამომიხატა თავისი გაკვირვება ჯარებში წესრიგისა და საერთოდ დისციპლინის გამო. უნდა ითქვას, რომ წელიწადზე უფრო ნაკლები დროის წინ გიზო ანჯაფარიძე ბათუმური ეპოპეის მოწმე გახლდათ და ახლა გაკვირვებული იყო იმ სურათით, რომელსაც ჯარები წარმოადგენდნენ. „თქვენთან, გიორგი ივანეს ძევ, ძველი რეჟიმია“, – მან ასე მითხრა. „და თქვენ რა არ მოგწონთ?“ – ვუპასუხე მას. „პირიქით, შესანიშნავია, როგორც უნდა იყოს კიდეც ჯარებში“, – შემომეპასუხა იგი. „ბათუმში ეშმაკმა უწყის რა იყო“, – დაუმატა მან. ეს დიალოგი ჩვენს შორის მოხდა შემდეგი გარემოების გამო. ჩვენ ავტომობილით ვმგზავრობდით, და მან დაინახა, რომ გზიდან 100–150 ნაბიჯზე მჯდომარე ჯარისკაცები ფეხზე წამოხტნენ და სამხედრო პატივით მომესალმენ.
კომისია გაემგზავრა და შემდეგ დამფუძნებელ კრებაში მოხსენება გააკეთა. ამ მოხსენებაში, რომელიც მე წერილობითი სახით გამაჩნია, სხვათა შორის გიზო ანჯაფარიძემ კეთილსასურველად გამოთქვა ჩემი და ჩემი შტაბის უფროსის პოლკ. ნ. გედევანიშვილის საქმიანობის შესახებ, რომელმაც მე მაშინ თავისი ენერგიითა და გულმოდგინე მუშაობით ნამდვილად გამაოცა.
დავბრუნდი რა ახალციხის ლაშქრობიდან, გავიგე, რომ კომისია რაღაც სხვის გამოსარკვევად ყოფილა გამოგზავნილი. მე სამხედრო მინისტრმა გრ. თეიმ. გიორგაძემ გარკვევით და სარწმუნოდ მითხრა, რომ ახალციხის აღების შემდეგ სოციალ-დემოკრტიული პარტიის ფრაქციაში გაკეთებულ იქნა შვიდი მოხსენება. მომხსენებლები, მე მათი გვარები არ ვიცი და არც მინდა რომ ვხვდებოდე, ამბობდნენ, რომ გენ. კვინიტაძე მოქმედებს ზედმეტად დამოუკიდებლად, რომ იგი მათ სრულებით არ ეკითხება რჩევებს, რომ როცა ისინი დაჟინებით მოითხოვენ წინ წასვლას, იგი დგას და, პირიქით, როცა ისინი დაბეჯითებით მოითხოვენ საომარი მოქმედებების შეჩერებას, იგი წინ მიდის; რომ გენ. კვინიტაძემ ქალაქ ახალციხის კომენდანტად დანიშნა კონტრრევოლუციონერი გენ. რატიშვილი და სხვა, და სხვა ასეთივე სულისკვეთებით. საბედნიერო თუ საუბედუროდ, მაგრამ იქ ჩემი დამცველებიც გამოჩნდნენ; თუმცა კი საბოლოოდ, მომხსენებელთა დაჟინებული მოთხოვნით გადაწყვეტილ იქნა ადგილზე გამოძიებისთვის ვინმე გამოეგზავნათ. მომხსენებლები ახალციხიდან ჩემს დაუყოვნებლივ გაწვევასა და დაპატიმრებასაც კი მოითხოვდნენ. სწორედ ამ საკითხის გამორკვევა დაეკისრა კიდეც გიზო ანჯაფარიძის კომისიას აჯანყების მიზეზების დადგენის ფირმით (под фирмой установить причины восстания). მაშინ, თბილისში დაბრუნებიდან დიდი დროის შემდეგ, ზოგიერთი დაწვრილებითი ამბავი შევიტყვე ფრაქციაში მისი მოხსენების შესახებაც. მე ამის შესახებ ვეღარ მოვახერხე დალაპარაკება თავად გიზო ანჯაფარიძესთან. მოვიყვან ერთ დამახასიათებელ დეტალს, რომელსაც ადგილი ჰქონდა მისი მოხსენებისას. აღმოჩნდა, რომ მე იგი ძლიერ მაქებდა და აი, გამოთქვამდა რა ამ მოხსენების გამო, ნ. ბ. რამიშვილმა თქვა, რომ ჩემი ასე ძლიერად ქება არ არის საჭირო დამფუნებელი კრების წინაშე – „ვინაიდან“, – თქვა მან, – „ჩვენ ეს სრულებით არ გვაწყობს“. ეს ვის „ჩვენ“ და რატომ „არ გვაწყობს“, ამის შესახებ მე უკვე აღარ გავვრცელდები. ეს მხოლოდ გვაჩვენებს, რომ ნოე ბესარიონის ძე იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც სამართლიანი არიან ხოლმე მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს მათი საიდუმლო მოსაზრებების მიხედვით არის საჭირო. რა აღემატება (აჭარბებს) აქ, სახელმწიფოებრიობა თუ პარტიულობა, დაე მკითხველმა გადაწყვიტოს. დამახასიათებელია.
არმიის სული
ახლა აღვწერ, როგორ მდგომარეობაში იმყოფებოდა ჩემდამი რწმუნებული ჯარების დისციპლინა. ჯარისკაცები, მე უნდა გაგაფრთხილოთ, სწორედ იგივენი იყვნენ, რომლებიც ჩვენ რუსული ჯარების რიგებიდან მივიღეთ და რომელთაგან 1918 წელს, მიმდინარე მოვლენებიდან ერთ წელზე უფრო ნაკლები ხნით ადრე, ვცდილობდით ქართული ჯარები ჩამოგვეყალიბებინა; ეს ჩვენ არ გამოგვივიდა იმის ძალით, რომ ამ პერიოდში ჯარისკაცებმა ჯარებში დაუმორჩილებლობისა და თვითნებობის ის სულისკვეთება შემოიტანეს, რომელსაც ჩვენ ბოლშევიზმს ვუწოდებდით; მაშინ ჯარისკაცების სახლებში გაშვება მოგვიხდა. აი ეს ელემენტი შეიკრიბა ახალციხეში. როცა მობილიზაცია იქნა გამოცხადებული, ბევრი სკეპტიკურად ეკიდებოდა იმას, მშვიდად ჩაივლის მობილიზაცია თუ ვერა. თუ სომხებთან ომში წამოვიდნენ, ეს თავად ომის პოპულარობით აიხსნებოდა; ახალციხეში, ამბობდნენ ისინი, ალბათ არ წამოვლენ. მაგრამ მობილიზაცია გამოვიდა, და უნდა აღვნიშნო, რომ ამაში ძლიერ დაგვეხმარნენ ადგილობრივი ადმინისტრაცია და გვარდიის ორგანოები. მათ მიერ იქნა მიღებული ზომები, რომლებიც წარმატებით დაგვირგვინდა. მობილიზაციამ ნაყოფიერად ჩაიარა (Мобилизация прошла). სათანადოდ მივუზღავ რა ადმინისტრაციის მისწრაფებებსა და სურვილებს, რომ მობილიზაციის საქმეს დახმარებოდნენ, და ასევე ადგილობრივ გვარდიულ ორგანიზაციებს (შტაბებს), პირადად მე მობილიზაციის იღბლიანობას ვხსნი უფრო ღრმა მიზეზებით. მე ვთვლი, რომ ამ დროისთვის სახელმწიფოებრიობის იდეამ, საქართველოს დამოუკიდებლობის იდეამ, ქართველი ერის ინტერესების ერთობის იდეამ ხალხის მასებში დაიწყო დამკვიდრება; სხვანაირად ვერანაირი ზეწოლა, ვერანაირი იძულებანი ვერ მოგვცემდა კეთილსასურველ შედეგებს; პირიქით, ეს მაიძულებელი ზომები წინააღმდეგობა გამოიწვევდა და ხელს შეუწყობდა ბოლშევიზმის გავრცელებას. მიღებული მაიძულებელი ღონისძიებები უეჭველად მიმართული გახლდათ მხოლოდ სულით სუსტებისა და საბრძოლო მოქმედებებისგან თავის ამრიდებელთა წინააღმდეგ; ეს მოვლენა ყოველთვის და ყველა არმიაში იყო, არის და კიდეც იქნება. ჩვენ ჩინებულად ვიცით პატრიოტიზმის აღზევების შესახებ საფრანგეთის დიდი რევოლუციის ომების დროს; მაგრამ მაშინ იძულებული იყნენ შემოეღოთ სიკვდილით დასჯა ვალდებულებისგან თავის არიდებისთვის, ისევე როგორც დეზერტირობისთვისაც. ასეთივე მოვლენა დაიმზირება საფრანგეთ-პრუსიის ომის მეორე ნახევარშიც, როცა მთელი საფრანგეთის მომცველმა პატრიოტიზმმა საშუალება მისცათ ბრძოლის ველზე მილიონამდე მებრძოლი გამოეყვანათ, მართალია, სრულიად განუსწავლელნი.
ახალციხის ფრონტზე მოსული ნაწილები უწინარეს ყოვლისა იყვნენ შეუკავშირებელნი (შეუთანხმებელნი,не спаяны); უფროსები არ იცნობდნენ თავიანთ ხელქვეითებს; ხელქვეითები არ იცნობდნენ თავიანთ უფროსებს. მათ შორის არ იყო ნდობა, მით უმეტეს, რომ ერთი წლის წინ სწორედ ეს ჯარისკაცები სამხრეებს აგლეჯდნენ ოფიცრებს, ახლანდელ თავიანთ უფროსებს. ჯარისკაცების მასა მზად იყო დაუმორჩილებლობის გამოხატვისა და თვით ამბოხებისთვისაც; 1918 წლის სიმთვრალის განწყობას ჯერ კიდევ არ ჩაევლო, თუმცა კი იგრძნობოდა გამოფხიზლებაც. პროვოკატორობას, უფროსობაში მყოფ პირთა შემთხვევით უტაქტობას, ცუდ საკვებს და ა. შ. შეეძლოთ წარმოეშვათ უკმაყოფილების, დაუმორჩილებლობის აფეთქება და თვით ამბოხებაც კი. მე ჩინებულად ვაცნობიერებდი, რომ, საკუთრივ რომ ვთქვათ, ჩვენ, უფროსები, დენთის კასრზე ვისხედით. საჭირო იყო ყურადღებით ვყოფილიყავით ჯარისკაცის მიმართ მის ყველა საჭიროებაში, ანგარიში გაგვეწია მისი სურვილებისთვის, მაგრამ ისე, რომ ხელი არ შეგვეწყო მისი მავნე ინსტინქტებისთვის; ამავე დროს ომი და განსაკუთრებით კი ისეთი ხასიათისა, როგორიც ახალციხის ლაშქრობაა, ვრცელ ველს წარმოადგენს მეომრის უარყოფითი თვისებების განვითარებისთვის. მაგრამ, როგორც ზემოთ ვთქვი, ჯარისკაცები უნდა გრძნობდნენ ხელისუფლებას, ისინი უნდა აცნობიერებდნენ მის ავტორიტეტულობასა და მის ძალას. უკანასკნელი ძველ დროში, სხვა კონტინენტზე, მიიღწეოდა მკაცრი, ზოგჯერ უსამართლო სასჯელებით. ახლა ამ ვითარებაში სიმკაცრე, სასჯელების სისასტიკე, ვამტკიცებ, რომ უარყოფით ნაყოფებს მოგვიტანდა. თავწათმეულ ცხენს გამოცდილი მხედარი მაშინვე არ აჩერებს, არამედ თავიდან თითქოსდა ეძლევა მას, შემდეგ თანდათანობით ჭიმავს აღვირს და მერე კი ეუფლება ცხენს; დაუფლების შემდეგ შეიძლება მკაცრი ზომების მიღებაც. ასევე აქაც ჯარისჯაცების მასა, რომელიც 1918 წელს უფროსების ხელიდან ცალკე გაიჭრა, ჯერ კიდევ თავისი უფროსების ხელში დაბრუნებული არ ყოფილა; ჯერ კიდევ იყო აუცილებელი თავწართმეული ცხენის ფრთხილი და უნარიანი მოთვინიერება. ყოველგვარი გაუფრთხილებლობა, რომელსაც შეეძლო ჯარისკაცების მასა გაეღიზიანებია, სამუდამოდ დაღუპავდა ჩვენს ჯარებში დისციპლინას, დაღუპავდა ახალფეხადგმული არმიის შექმნის საქმეს. ამრიგად, ზომაზე მეტად მკაცრი, ვიტყვი სასტიკი ხასიათის დაშინების ზომები, სახელდბრ კი დახვრეტა მოცემულ ვითარებაში, როცა მასა ჯერ კიდევ არ იყო აღვირამოდებული, სრულებით მიუღებელი გახლდათ. გარდა ამისა, საჭიროა ყოველთვის ღებულობდნენ ზომებს იმ ადამიანთა თვისებების შესაბამისად, რომლებიც ჯარს შეადგენენ. ჩვენი ჯარისკაცი, თავისი კულტურის წყალობით, მისი თანდათანობითი განვითარების წყალობით, საფრანგეთის დიდი რევოლუციის ან უკანასკნელი რუსული რევოლუციის მსგავსი ყოველგვარი ბიძგების (დაჯახებების) გარეშე, ჰუმანური და რბილია თავისი ბუნებით, ყოველგვარი სისასტიკე მასში ზიზღს იწვევს; შემდეგ იგი უკიდურესად თავმოყვარეა, უყვარს სამართლიანობა და ფიცხია. უნდა აღვნიშნო კიდევ ერთი თვისება, რომლსაც ჩვენთვის სამხედროებისთვის დიდი მნიშვნელობა გააჩნია: ქართველი ჯარისკაცი პატივს სცემს უფროსებს, იგი მიდრეკილია ხელისუფლების ავტორიტეტულობის აღიარებისკენ და ადვილად ემორჩილება მას. უეჭველია, მისდამი სასტიკი ან უსამართლო მოპყრობის რომელიმე ფაქტს, თუ მხედველობაში მივიღებთ მისთვის ჩაგონებულ განწყობილებასაც, შეეძლო პროვოკატორების ან თვით ბოლშევიკების დახმარებითაც კი ისეთი ვითარება შეექმნა, როცა ვერანაირი გამოცდილი ხელი ვეღარ შეძლებდა ამ მასის მორჩილებაში შეკავებას. ანგარიში უნდა გაგვეწია შექმნილი ვითარებისათვის, და მე გადავწყვიტე, რომ მოცემულ ვითარებაში სრულებით არ იყო საჭირო ზომები, რომლებიც თავიანთი სისასტიკით აშინებენ. მე ასევე ვიცოდი, რომ საომარი მოქმედებების დროს დისციპლინა ყველაზე უკეთ ნარჩუნდება საბრძოლო მოქმედებების წარმატებით. აუცილებელია, რა თქმა უნდა, ასევე შეიქმნას და საუკეთესოდ იყოს იგი უზრუნველყოფილი მატერიალური მიმართებით. თუმცა კი ჯარისკაცი აპატიებს თავის უფროსს მისი მატერიალური უზრუნველყოფის უკმარისობას, თუ იქნება წარმატება; მაგრამ იგი არასოდეს აპატიებს თავის უფროსს დამარცხებას თვით მისი მატერიალური უზრუნველყოფის მეტად და მეტად აღმატებულ მდგომარეობაშიც კი. დამარცხება ყოველთვის წარმოშობს დისციპლინის დაცემას და მუკდენის დამარცხების დროს იმ დროის ჯარისკაცებს, უხეში და სასტიკი დისციპლინით შებოჭილებსა და ჩაწიხლულებს (скованные и забитые), არანაირად არ ერიდებოდათ მთავარსარდლის და მისი თანდასწრებით სხდებოდნენ ჩრდილოეთისკენ მიმავალი მატარებლის ვაგონებში, სხდებოდნენ რა ვაგონების სახურავებზე, საფეხურებსა და ბუფერებზე. ანგარიშს ვუწევდით რა ყველაფერ ამას, უწინარეს ყოვლისა უნდა გვქონოდა წარმატება, ამასთან ერთად დავუფლებოდით ადამიანთა მასებს და თანდათანობით დაგვემკვიდრებია დისციპლინა. საბრძოლო მოქმედებების წარმატება მასებში ბადებს უფროსებისადმი ნდობას, რომელიც არის კიდეც დისციპლინის ქვაკუთხედი; მხოლოდ უფროსებისადმი ნდობაზე, საკუთარ თავზე მათი აღმატებისადმი რწმენაზე – შეიძლება დაფუძნებულ იქნას დისციპლინა. სწორედ ამიტომ უზრუნველვყავი კიდეც ჩვენი წარმატება ისე, რომ პირველი დარტყმა მოწინააღმდეგეზე აღმოჩნდა ჩაქუჩის დარტყმა ქათმის კვერცხზე. უნდა ვთქვა, რომ ზოგადად დისციპლინა შენარჩუნებულ იქნა ჯარებში და შედარებით უფრო დამკვიდრებულიც, ვინაიდან იყო უფროსებისადმი დამორჩილების სურვილის არქონის შემთხვევები, მაგრამ ხდებოდა ასეთების ჩაქრობა და იმის მიღწევა, რომ გაცემული განკარგულებები აღესრულებიათ. ჯარები კი ამ დროს, როგორც ადრე ვამბობდი, წარმოადგენდნენ ადამიანთა საკუთრივ აღვირახსნილ ბრბოს, რომელთაც უკვე ადრე ჰქონდათ ყოველგვარი უფროსობის დამხობის შემთხვევები და თავიანთი ძალაც შეიცნეს. გიზო ანჯაფარიძე გაოცებული იყო იმ ჯარის ხელახლა დაბადების სურათით, რომელიც მას ადრე ჰყავდა ნანახი, ერთი წლის წინათ. მაგრამ გვარდიის მეზობლობა, რომელიც სრულიად სხვა საწყისებზე იყო აგებული, საწყისებზე, რომლებიც ხელს უშლიდა დისციპლინის დანერგვას, აისახებოდა ჩვენს მუშაობაზეც დისციპლინის დანერგვის საქმეში. ჯარისკაცები ხედავდნენ და თვალყურს ადევნებდნენ გვარდიის წესებს და ეს მათზე მავნედ აისახებოდა; ისინი ხედავდნენ, რომ მათში არ არის სამხედრო წოდების არანაირი პატივისცემა, რომ იქ ხშირად ეწყობა კრებები, რომ არც ლაშქობისას, არც ბრძოლაში, არც ღამისთევისას და გაჩერებებზე იქ არ იცავენ წესდებას, რომ უფროსის სიტყვა იქ არაფერს არ ნიშნავს და სხვა. შეგნებული ჯარისკაცები აცნობიერებდნენ საგანთა ასეთი მდგომარეობის უარყოფითობას, თუმცა კი მთელი მასისთვის ეს ცდუნება გახლდათ. გვარდიის წასვლა და ისეთ დროს, როცა საბრძოლო მოქმედებები ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული და როცა არავისთვის საიდუმლო არ იყო, რომ გვარდია სახლებში წავიდა, ძლიერად აისახა საარმიო ნაწილებზე. გვარდიის წასვლის შემდეგ გამოჩნდა დაუმორჩილებლობის შემთხვევები და სწორედ ასევე სახლში წასვლის ნიადაგზე.
პირველი ასეთი შემთხვევა მოხდა მე-4 პოლკში; ერთმა ასეულმა გადაწყვიტა სახლში წასულიყო, მაგრამ პოლკოვნიკ ჯიჯიხიას დაჟინებამ, რომელიც პირადად წარსდგა სახლში მიმავალ ადამიანთა შეკრებილი მასის წინაშე, იძალა (взяла верх); ასეული დარჩა, ხოლო მოთავენი კი დაპატიმრებულ იქნენ. შემდეგ ვიხსენებ ეპიზოდს მე-3 პოლკში; მე არ მახსოვს დაწვრილებითი ამბები, მაგრამ ფაქტი იმაშია, რომ ჯარისკაცმა, მგონი, უნტერ-ოფიცერმა, ხელი გაარტყა ოფიცერს ან უნდოდა გაერტყა. ამაში გარეული იყო სამი ადამიანი; ყველა ისინი მე სასამართლოს გადავეცი და მათ დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს; ორს, რომელთა შესახებაც სასამართლო ითხოვდა, დახვრეტა კატორღით შეუცვალეს, ხოლო მესამის თაობაზე კი მე თვითონ ვთხოვე მთავრობის თავმჯდომარეს განაჩენის ასეთი შერბილება, მასაც დახვრეტა ასევე კატორღით შეეცვალა. მე ჩინებულად მახსოვს, ეს აღდგომის პერიოდი გახლდათ. ჩვენთან ციხეში რამდენიმე ათეული ჯარისკაცი იჯდა, რომლებიც სხვადასხვა დანაშაულისთვის იყვნენ დაპატიმრებულნი, რომელთა მთავარ ნაწილს შეადგენდა დეზერტირობა. დაპატიმრებულებმა თავიანთი უფროსობის მეშვეობით მთხოვეს აღდგომას მათთან მივსულიყავი. მე იქ აღდგომის მეორე დღეს მივედი, როცა 3 სიკვდილმისჯილის საქმე უკვე მოსმენილი ჰქონდა სასამართლოს. მე ყველა საკანი ჩამოვიარე და პირადად ვესაუბრებიდი ყველას. ამ 3 სიკვდილმისჯილთან საუბრისას, მე დავინახე, რომ ისინი არ იყვნენ მოურჯულებელი ბოროტმოქმედნი; ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც იმ მოვლენებით თრობის მდგომარეობაში მოქმედებდნენ, რომლებიც, ეგრეთ წოდებული ბოლშევიზმის მიერ, ჩვენში 1918 წელს იქნა გაჩაღებული; მათთვის სიცოცხლის წართმევა სრულებით უადგილო სისასტიკეს წარმოადგენდა, ვინაიდან ესენი იყვნენ მთვრალი, გზააბნეული, და არა საზოგადოების საბოლოოდ დაღუპული და მავნე წევრები. ამიტომ მივიდრიკე კიდეც მათი ხვედრის შერბილებისკან. ასე აღარ მოვქცეულვარ ერთი წლის შემდეგ, როცა მოხდა უმძიმესი დანაშაულის მოვლენები და როცა ჯარებში უკვე იყო დისციპლინა.
იყო კიდევ ერთი შემთხვევა თავად ახალციხეში. აქ, ყაზარმებში, იდგნენ მესამე ბატალიონები, მგონი, 1-ლი და მე-3 პოლკებისა. ეს ბატალიონები მე საგანგებო ანგარიშზე მყავდა. ისინი ფრონტზე მოგვიანებით მოვიდნენ და ჯერ კიდევ თავიანთი ჩამოყალიბების (ფორმირების) ადგილებში ისეთი თვისებები გამოავლინეს, რომლებიც ნაკლებად აღმიძრავდნენ მათდამი ნდობას. აქაც ასევე მოხდა მღელვარებანი, მაგრამ როცა მე იქ ჩავედი, ყველაფერი უკვე დაწყნარებული იყო, მოთავეები კი დაპატიმრებული და შემდეგ ისინიც სასამართლოს გადასცეს. ყურად ვიღებდი რა მთელ ვითარებას, ე. ი. ადამიანთა მასას, მაშინდელ განწყობილებებსა და ყაზარმული აღზრდის სრულ არარასებობას, საჭიროა ვაღიარო, რომ მთლიანობაში ჩვენი ჯარების საქმეები ამ მიმართებით მეტ-ნაკლებად კარგად მიდიოდა. იყო ბოროტმოქმედებათა ყველანაირი შემთხვევები, მაგრამ ისინი დაუსჯელი არ რჩებოდა, როგორც ეს 1918 წელში გახლდათ; ხელისუფლება თავისას აღწევდა (власть брала верх); ჯარისკაცების უდიდესი მასა მას აღიარებდა, და დამნაშავეები კანონიერ სასამართლოს გადაეცემოდნენ. იყო ღია დაუმორჩილებლობის კიდევ ერთი შემთხვევა, მაგრამ ამის შესახებ ვიტყვი არტაანის ლაშქრობის აღწერისას.
ამრიგად მოწინააღმდეგე ხოტიორის უღელტეხილის იქით იქნა გადასულილი; ორივე მაზრა გაიწმინდა. მაგრამ მოსახლეობას ჯერ კიდევ სჯეროდა მოწინააღმდის ძალისა; მოსახლეობაში დაჟინებით ნარჩუნდებოდა აზრი, რომ ჩვენი წარმატება დროებითია და მოწინააღმდეგე ისევ დაბრუნდება. ამავდროულად მე ვღებულობდი ცნობებს, რომ მოწინააღმდეგეს არ დაუტოვებია თავისი ფიქრები ჩენს წინააღმდეგ მტრული მოქმედებების გაგრძელების შესახებ და, რა თქმა უნდა, არტაანის ოკრუგში სერვერ-ბეგისა და უცხოელი ემისრების ყოფნა მხოლოდ ახალისებდა ჩვენს მოწინააღმდეგეს ომის გაგრძელებისთვის; მოწინააღმდეგე აქა-იქ ჩვენი საზღვრების გასწვრივ იკრიბებოდა, ხოლო საზღვრისპირა ადგილობრივი მოსახლეობა კი მორჩილებას მხოლოდ გარეგნულად გამოხატავდა. ნათელი იყო, რომ მოწინააღმდეგე საბოლოოდ არ იყო გატეხილი, ამას ადასტურებდნენ არტაანის ოკრუგის ადგილობრივი მცხოვრებნიც, ბერძნები, რუსები და ზოგიერთი მუსლიმანიც, რომლებიც მიგზავნიდნენ დეპუტაციებს თხოვნით რომ არტაანის ოკრუგში წესრიგი დაგვემყარებინა. მე ვაცნობიერებდი, რომ ახალქალაქსა და ახალციხეში სიმშვიდე იმაზეა დამოკიდებული, ჩვენს ხელშია არტაანი თუ არა. არტაანიდან მოწინააღმდეგეს ყოველთვის შეეძლო ჩვენს ფარგლებში ორი მიმართულებით შემოჭრილიყო: ახალციხესა და ახალქალაქზე; უკანასკნელის გამოვლით მას შეეძლო თბილისსაც კი დამუქრებოდა. ვითარება გვკარნახობდა რომ არტაანზე შეტევა მოგვეხდინა, ჩვენდამი მუქარების ამ ბუდისთვის ბოლო მოგვეღო და ამით კი ჩვენი სასაზღვრო ოლქების საბოლოო დამშვიდებისთვის მიგვეღწია. სხვანაირად შეიძლებოდა წინამორბედი მოვლენების გამეორების მოლოდინი გვქონოდა. მე გადავწყვიტე ჯარები არტაანზე დამეძრა. თბილისი არ მეწინააღმდეგებოდა, პრინციპში მეთანხმებოდა; ინგლისელებმაც ასევე შეიცვალეს თავიანთი შეხედულება ამ საკითხზე და არაფერი ჰქონდათ არტაანის ოკრუგში ჩვენი შესვლის საწინააღმდეგო. შეტევის მოხდენა მე გადავწყვიტე ორი მიმართულებით: ახალქალაქის მხრიდან ხოტიორის უღელტეხილზე გადასვლით და ახალციხის მხრიდანაც. უნდა ითქვას, რომ ახლა ჯარები იმაზე მნიშვნელოვნად უფრო ნაკლები მრჩებოდა, ვიდრე როცა ახალციხის ლაშქობას ვიწყებდი. მე დავიწყე, როცა მქონდა 6-ნახევარი ათასი ხიშტი; შემდეგ მივიღე გაძლიერება 1000 ხიშტამდე. მაგრამ წავიდა გვარდია, რომელიც 3200-მდე ხიშტს მოითვლიდა; გარდა ამისა, რაზმი დადნა დაჭრილებისა და ავადმყოფთა ბუნებრივი წასვლისგანაც; ამას უნდა დავუმატოთ ისიც, რომ ახალქალაქისა და ახალციხის ზოგიერთ პუნქტში მოგვიხდა გარნიზონები ჩაგვეყენებია; მართალია, მე მათ ძალზედ უმნიშვნელო ძალებით ვაყენებდი, მაგრამ მაინც ეს არტაანის წინააღმდეგ მოქმედ ჯარებს რამდენიმე ასეული ადამიანით ამცირებდა. შემდეგ იყვნენ დეზერტირები, აგრეთვე სხვადასხვა დანაშაულებისთვის დაპატიმრებული და მსჯავრდებულებიც; უკანასკნელი რუბრიკა, სავარაუდოდ, 200-მდე ადამიანს შეადგენდა. ამრიგად მე არტაანზე 3000 ხიშტზე მეტის დაძვრა არ შემეძლო. ასეთი მცირერიცხოვნების მიუხედავად, წარმატებაში მაინც დარწმუნებული გახლდით. წინა დღეების მანძილზე შევნიშნე, რომ მოწინააღმდეგის წინააღმდეგობა (сопротивляемость) ახალ ფოცხოვში ჩვენს მეორე შესვლამდე იზრდებოდა. შემდეგ იგი დაეცა, და ჩვენს ჯარებს, უკვე ბრძოლის ქარ-ცეცხლში გამოვლილებს, მანევრირებას მიჩვეულებს, და, რაც მთავარია, მუდმივი წარმატებით აღფრთოვანებულებს, ახლა საკუთარი თავის სჯეროდათ და საბრძოლო მოქმედებებისადმი უფრო მეტი უნარის მქონენიც იყვნენ, ვიდრე ლაშქობის დასაწყისში.
არტაანამდე ადგილმდებარეობაზე 80-დან 100 ვერსამდე უნდა გაგვევლო, იმ მოსახლეობით, რომლის წარმომადგენლებიც სულ ახლახანს აწარმოებდნენ საბრძოლო მოქმედებებს ჩვენს წინააღმდეგ. ხონიორის გავლით მიემართებოდა საშინელი გზა, მთისა, დაუმუშავებელი, საკუთრივ რომ ვთქვათ ბილიკი. უხელტეხილზე უხვად იდო თოვლი. ახალქალაქის მხრიდან იყო გზატკეცილი, მაგრამ უღელტეხილებზე იქაც მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან სივრცეზე თოვლით იყო ჩახერგილი. შემდეგ საჭირო იყო შეგვექმნა შუალედური მაღაზიები ჯარების კმაყოფისთვის; ამასთან ერთად, იმის გათვალისწინებით, რომ ხონიორის უღელტეხილის გავლით ტვირთების მიტანა სხვანაირად არ შეიძლებოდა, თუ არა მეტად მცირე ამწევი ძალის მქონე ადგილობრივი ურმებით ან კიდევ საპალნეებით, ამიტომ ჩემს მიერ დაპროექტებულ იქნა ტვირთების ფურგონებითა და ავტომობილებით გადაზიდვა ახალქალაქი – არტაანის გზატკეცილის გაყოლებით. მაგრამ ის რაზმი, რომელიც არტაანში ხონიორის გავლით მივიდოდა, თან წაღებული სურსათით უნდა დაკმაყოფილებულიყო, რის შედეგადაც მე ვუბრძანე ამ რაზმს 10 დღის სურსათი წაეღო, ხოლო ამ რაზმის უფროსს გენ. ართმელაძეს კი დავპირდი, რომ ხონიორის უღელტხილთან მთის ძირას მდებარე სოფელ ჯაქსუდან გასვლის მეათე დღეს პირადად მე ჩავუტანდი მას არტაანში სურსათს ავტომობილებით.
ამრიგად, მე შევქმენი ორი რაზმი: გენ. ართმელაძის, რომელიც ხონიორის უღელტეხილის გავლით უტევდა, და მეორე გენ. სუმბათაშვილისა, რომელიც ახალქალაქის მხრიდან მოქმედებდა. მოხდენილ იქნა შესაბამისი თავმოყრა, გაკეთდა მარაგები. ხონიორის უღელტეხილი იწმინდებოდა, როცა უეცრად განვითარდა ისეთი მოვლენა, რომელმაც კინაღამ ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა; არა მხოლოდ ჩვენი ლაშქრობა არტაანზე, არამედ ვფიქრობ, მთელი ახალციხის ლაშქრობაც ნულამდე იქნებოდა დაყვანილი. მოვლენა იმაში მდგომარეობდა, რომ 1-ლ დივიზიაში პოლკების ჯარისკაცებმა დელეგატები გაუგზავნეს გენ. ართმელაძეს განცხადებით, რომ ისინი არტაანზე არ წავლენ. სხვა მოსაზრებებს შორის, რომლებსაც მიეკუთვნებოდა ასევე ლაშქრობის სიძნელეც, ერთმა ძალზედ მნიშვნელოვანმა გარემოებამ მიიქცია ჩემი ყურადღება; ეს დელეგატები ამბობდნენ, რომ ლაშქრობა არტაანზე, ეს გენერლების სურვილია, მაგრამ რომ სამხედრო მინისტრი (გრ. თეიმ. გიორგაძე) ამბობდა, რომ მათ მოწინააღმდეგე უნდა განდევნონ ჩვენი ოლქებიდან, რომ ეს არის მათი ამოცანა, მათ იგი აღასრულეს და რომ უფრო შორს ისინი უკვე აღარ წავლენ. გენ. ართმელაძემ მომახსენა ამის შესახებ და ტელეგრამაში მწერდა, რომ შექმნილი ვითარების შესახებ პირადი მოხსენებისთვის მან ჩემთან მოავლინა თავისი შტაბის უფროსი პოდპ. გეგელაშვილი. ამასობაში, გადავეცი რა გენ. ართმელაძის ტელეგრამა სიტყვა-სიტყვით თბილისში გენ. ა. გედევანიშვილს, მე ვთხოვე მას ახალი სამხედრო მინისტრის, ნ. ბ. რამიშვილისთვის მოეხსენებია ჩემი თხოვნა, რომ ახალციხეში ჩამოსულიყო. ამასთან მივუთითებდი, რომ სამხედრო მინისტრი მხოლოდ უნდა ჩამოვიდეს და მადლობა გადაუხადოს ჯარებს საბრძოლო მოქმედებებისთვის, ეს არის და ეს; რომ ჯარისკაცებისთვის არანაირი სიტყვით მიმართვები საჭირო არ არის, რომ მისი თანდასწრებით ჩვენ წავალთ არტაანზე და ჯარისკაცები თვალნათლივ დაინახავენ, რომ გენერლების განკარგულებები არტაანზე ლაშქრობის შესახებ სავსებით ეთანხმება მთავრობის სურვილებს. ნათელი იყო, რომ გენერლების წინააღმდეგ წამოწყებული პროვოკაცია თავიდანვე და ძირშივე უნდა აღმოგვეფხვრა. მე არ მახოვს, რამდენ ხანს გრძელდებოდა ჩემი მოლაპარაკებები გენ. გედევანიშვილთან, მაგრამ ჩინებულად მახსოვს, რომ მომიხდა მომეთხოვა კატეგორიული პასუხი, ჩამოვიდოდა თუ არ ჩამოვიდოდა სამხედრო მინისტრი. საერთოდ კი ახალციხის ლაშქრობის მანძილზე მე მომიხდა დავრწმუნებულიყავი, რომ ძალზედ ძნელია გენ. ა. გედევანიშვილისგან გარკვეული პასუხის მიღწევა. სამხედრო მინისტრის ნ. რამიშვილის ჩამოსვლას მე ვანიჭებდი უზარმაზარ მნიშვნელობას; მეორეს მხრივ, გენერლებიც იხილავდნენ სრულ მხარდაჭერას სამხედრო მინისტრის და, შესაბამისად, მთავრობის მხრიდან. მაგრამ სამხედრო მინისტრმა ჩამოსვლაზე უარი განაცხადა. მე არ ვიცი მიზეზები; გენ. გედევანიშვილმა უბრალოდ შემატყობინა, რომ სამხედრო მინისტრს ჩამოსვლა არ შეუძლია. დასასრულს მე მივიღე ტელეგრამა გენ. ა. გედევანიშვილის, როგორც მთავარსარდლისგან, შემდეგი ამოცანით, სახელდობრ კი: „გაგრის ფრონტზე გართულებების გათვალისწინებით ჩემდამი რწმუნებულ რაზმს ბრძანება ეძლეოდა ადგილზე დარჩენილიყო და დაკავებულ პოზიციებზე გამაგრებულიყო“. ყოველი სამხედროსთვის გასაგებია, რომ მაშინდელ ვითარებაში მოქმედებები ახალციხისა და გაგრის ფრონტებზე სრულებით არ არიან ერთი-მეორზე დამოკიდებული, რომ აჩერებდნენ მოქმედებებს ერთ-ერთ მათგანზე მეორეზე გართულებების გამო; მესმის კიდევ, ახალციხის ფრონტიდან რომ ჯარები წაეყვანათ გაგრის ფრონტის გაძლიერებისთვის, და ეს ხომ არ ყოფილა. არც გართულებები ყოფილა; ამაზე ერთი თუ ორი კვირის წინ გვარდია სახლებში გაუშვეს და მისი მობილიზაცია არ მოუხდენიათ, რაც აუცილებლად მოხდებოდა, გაგრის ფრონტზე რომ გართულებები ყოფილიყო. დაბოლოს, შეიძლებოდა დაედასტურებიათ ჩემთვის ბრძანება რომ არტაანზე წავსულიყავი ან, საბოლოდ, ამ საკითხის გადაწყვეტა ჩემთვის დაეთმოთ. არა, ეს გაკეთებული არ ყოფილა. მე მივიღე კატეგორიული ბრძანება ადგილზე დავრჩენილიყავი, ე. ი. 1-ლი დივიზიის ჯარისკაცების სურვილი შემესრულებია და, ამის შესაბამისად, პროვოკაცია, რომ გენერლები მოქმედებენ მთავრობის სურვილის საწინააღმდეგოდ, ღებულობდა თავის დადასტურებას, ზემოდან სანქცირებულს. ამრიგად, მხარდაჭერა ამ რთულ ვითარებაში, რომელსაც შეიძლებოდა ჩვენთვის მძიმე შედეგები მოეტანა, მე არ მიმიღია.
მაგრამ ყველაზე საზიზღარი ის იყო, რომ ბრძანება ლაშქრობის შეჩერების შესახებ მე ყველაზე უფრო ცრუ მდგომარეობაში მაყენებდა (ставил меня в самое ложное положение) დაქვემდებარებული ჯარებისა და განსაკუთრებით იმ ჯარისკაცების წინაშე, რომლებიც ლაშქრობის გაუქმებას მოითხოვდნენ. გარკვევით რომ გამოვთქვა, ამით მე ხელში ვეძლეოდი იმ ჯარისკაცებს, რომლებმაც დაიწყეს დაუმორჩილებლობა, და უნდა ვიფიქროთ, რომ მათი მოთხოვნის აღსრულების შემდეგ, ისინი ალბათ უფრო აქტიური წინააღმდეგობებისთვისაც სავსებით მზად იქნებოდნენ. ავწონ-დავწონე რა მთელი ვითარება, მე გადავწყვიტე მაინც წავსულიყავი არტაანზე რადაც არ უნდა დამჯდომოდა და ჯარისკაცების თვითნებობა გადამეტეხა. ეს გადაწყვეტილება მე ჯერ კიდევ არტაანზე შეტევის შეჩერების თაობაზე ბრძანების მიღებამდეც მქონდა; არაფრით არ შემეძლო იმ აზრის დაშვება, რომ თბილისთან ჩემი მოლაპარაკებების შედეგი იქნებოდა არტაანზე ჩემი შეტევის გაუქმება. ამის გამო, როცა ჯერ კიდევ თბილისთან მოლაპარაკებების დასრულებამდე ჩემთან მოვიდა გენ. ართმელაძის შტაბის უფროსი პოდპ. გეგელაშვილი საქმეთა მდგომარეობის შესახებ დაწვრილებითი მოხსენებით, მაშინ მე, მოვისმინე რა მისი მოხსენება, რომლის შეჯამებითაც გამოდიოდა, რომ საჭიროა ლაშქრობის გადადება, რომ ჯარისკაცები სულ ერთია მაინც არ წავლენ, მაშინ მე იქვე, მდუმარედ, არაფერი მისთვის რომ არ მითქვამს, ავიღე საველე წიგნაკი და მის ფურცელზე დავუწერე გენ. ართმელაძეს ბრძანება, რომელშიც მოვითხოვდი მისი რაზმის არტაანზე შეტევის შესახებ ბრძანების დაუყოვნებლივ შესრულებას. მე მდუმარედ გადავეცი დაწერილი ბრძანება შტაბის უფროსს პოდპ. გეგელეშვილს, იქ სულ ორი-სამი ხაზი იყო. მე მახსოვს გაოცება, რომელიც პოდპ. გეგელაშვილის სახეზე გამოიხატა, როცა მან თვალი გადაავლო ამ ბრძანებას. „წამოვლენ ჯარისკაცები თუ არა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია; ბრძანება შესრულებული უნდა იქნას. დაე მხოლოდ ოფიცრები წავიდნენ, მაგრამ დაე წავიდნენ. მე თქვენთან შეტევისთვის დანიშნულ დროს ჩამოვალ, და იქ ადგილზე ყველაფერი გაირკვევა“, – დავუმატე. პოდპ. გეგელაშვილი გაემგზავრა, მე კი თბილისთან ვაგრძელებდი მოლაპარაკებებს. თბილისის დასკვნითი პასუხი, რომელიც არტაანზე მოძრაობის გაჩერებას მიმითითებდა, რა თქმა უნდა, შექმნილ ვითარებაში ჩემთვის მისაღები არ შეიძლებოდა ყოფილიყო. „არ არის მხარდაჭერა, არ უნდათ დამეხმარონ, არც არის საჭირო, თვითონ გავაკეთებ“, – გადავწყვიტე ჩემს გონებაში. თუმცა კი თბილისის ბრძანება, კატეგორიული ფორმით გადმოცემული, ჩემს მაგიდაზე მედო.
მე გადავწყვიტე სატელეგრაფო აპარატთან გენ. გედევანიშვილი მომეთხოვა და მისთვის მომეხსენებია, თუ რა მოსაზრებებით არ შემიძლია მისი ბრძანების შესრულება. მორალური მიმართებით მე შებოჭილი ვიყავი ორი მხრიდან: ქვემოდან – ჯარისკაცებს არ სურდათ წასულიყვნენ და, როგორც ჩანდა, მათი უახლოესი უფროსობაც ჯარისკაცთა ნების აღსრულებისკენ იხრებოდა; ზემოდან – ნათლად და გარკვევით ასრულებდნენ ჯარისკაცების ნებას. გარდა ამისა, მე მივიღე დამატებითი ცნობები, რომ ჯარისკაცები გამოცხადდნენ უღელტეხილზე და იქიდან გარეკეს ადგილობრივი მცხოვრებნი, რომლებიც ხონიორის უღელტეხილს თოვლისგან წმენდდნენ. როგორც ჩანდა, ადგილობრის უფროსობას არ ძალუძდა წინ აღდგომოდა ჯარისკაცების თვითნებობას. უნდა აღვიშნო, რომ ამ ძნელ გარემოებებში მე ვპოვე მხარდაჭერა ჩემი შტაბის უფროსის პოლკ. ნ. გედევანიშვილის მხრიდან, რომელიც მთლიანად შემოუერთდა ჩემს გადაწყვეტილებას, რომ ჩემი მიზნები დაბეჯითებით დამეცვა. როცა გენ. ა. გედევანიშვილი აპარატთან მოვიდა, მე მას ჩემი მოსაზრებები მოვახსენე. მახსოვს, რომ ისინი ცხრა პუნქტად მქონდა ჩამოყალიბებული და რომ უკანასკნელი პუნქტი ლაპარაკობდა იმის შესახებ, რომ წყდება იმის ბედი, შევძლებთ ჯარისკაცების ხელში აყვანას თუ ვერა, რომ თუ ჩვენ ვერ მივაღწევთ ბრძანების შესრულებას, მაშინ მოგვიწევს ჯარებში დისციპლინის დანერგვის საქმის დიდი ხნით გადადება. ამასთან მე გამოვთქვამდი აზრს, რომ შევძლებ იმის მიღწევას, რათა ჯარისკაცები არტაანზე წამოვიდნენ. გადავეცი რა ყველაფერი აპარატით, ვფიქრობდი, რომ გენ. გედევანიშვილი რჩევის საკითხად წავიდოდა მთავრობაში, ან სულ მცირე, სამხედრო მინისტრთან, სანამ პასუხს გამცემდა. და როგორი იყო ჩემი გაოცება, როცა მან, იქვე აპარატთან მყოფმა, მიპასუხა: „რა ვქნათ, შენ ადგილზე უფრო კარგად ხედავ; თუ წასვლა შეგიძლია, წადი“. „და შენი ბრძანება“ – ვკითხე მე. – „შენ მას გააუქმებ?“ „თუ შეგიძლია წასვლა, მაშინ ჩემი ბრძანება შეგიძლია არ შეასრულო“, – მიპასუხა მან, და ჩვენი საუბარიც ამით დავასრულეთ. მაინც სიმპტომატურია: ასეთი სამხედრო განკარგულებები, და ასე სწრაფად და დიამეტრულად იცვლება: მაგრამ წერილობით მას მაინც არ გაუუქმებია თავისი ბრძანება. ეს იყო დღეები 18 აპრილის წინ, იმ დღისა, როცა შეტევაზე გადასვლა იყო დანიშნული. 1-ლ აპრილს მე გენ. ართმელაძისგან მივიღე დამამშვიდებელი ცნობა; იგი მომახსენებდა, რომ მე-3 პოლკი წამოვა, მაგრამ რომ 1-ლი პოლკი უარზეა. მე ვუბრძანე მისთვის გადაეცათ, რათა წაეყვანა ისინი, ვინც მას გაჰყვებოდნენ, და რომ წასვლაზე უარის მთქმელებთან საქმე უკვე პირადად მე მექნებოდა.
18 აპრილის დილას გასვლის საათისთვის მე ჯაქსუში ვიყავი, ჯარების რაიონში და ველოდი შედეგს, წავლენ თუ არა ჯარისკაცები. რაღაც დროის შემდეგ ტელეფონით მივიღე ცნობა, რომელიც შემდეგ ცხენოსანი შიკრიკის მიერ მოტანილი მოხსენებითაც დადასტურდა, რომ მე-3 პოლკი წავიდა, და რომ 1-ლი პოლკიდან მხოლოდ ერთი ბატალიონი არ წასულა. შემდეგ მომახსენეს, რომ ეს ბატალიონი ოფიცრების გარეშე უკან წამოვიდა. გადმომცეს, რომ მოდის, თუმცა კი ოფიცრების გარეშე, მაგრამ სრული წესრიგით. მას ჯაქსუზე უნდა გამოევლო. მე მოვლენებს დაველოდე. ვიმყოფებოდი ერთ სახლში, რომელიც 30 ნაბიჯზე იყო განლაგებული იმ გზიდან, სადაც უფროსებისადმი გაურჩებულ ამ ბატალიონს უნდა გამოევლო. ბატალიონის მოლოდინში მე ვუბრძანე ჩემს სახლში ფანჯარაში ტყვიამფრქვევი დაეყენებიათ და მასთან დავსვი ოფიცერი. ოფიცერს ვუბრძანე მზად ყოფილიყო ცეცხლის გასახსნელად. პოლკ. ნ. გედევანიშვილი ჩემთან იმყოფებოდა; აქვე იყვნენ საველე ბატარეის არტილერისტი ოფიცრებიც, რომელსაც უგზოობის გამო უღელტეხილზე გადასვლა არ შეეძლო, აგრეთვე ჯაქსუში დატოვებული მცირე გარნიზონის ოფიცრებიც. ბოლოს გამოჩნდა ბატალიონიც, იგი წესრიგით მოდიოდა, მას პატარა მდინარე ფოცხოვზე ხიდით უნდა გადმოევლო. გამოჩნდა რა ხეობიდან, კოლონის თავი შეჩერდა. კოლონის წინ 300 ნაბიჯის დაშორებით მოდიოდა ჯარისკაცების ჯგუფი, 8 ადამიანი; ესენი აშკარად მზვერავები იყვნენ. ეს მზვერავები წინ წამოვიდნენ, ზოგიერთ შემხვედრ ჯარისკაცთან რაღაცაზე ილაპარაკეს, შემდეგ ერთი თუ ორი მათგანი თავიანთ კოლონაში გაგზავნეს. ამის შემდეგ კოლონა ხიდისკენ დაიძრა. ჯაქსუს რაიონში არტილერიია და ქვეითი ჯარის ნაწილები იდგნენ; არტილერიის ჯარისკაცები (ეს გახლდათ კაპ. ქარუმიძის მსუბუქი ბატარეა) აღშფოთებული იყვნენ ამ ბატალიონის საქციელით და ბატარეის მეთაურის მეშვეობით მთხოვეს ნება მიმეცა მათთვის ბატალიონის შესახევედრად წასულიყვნენ და დაეყოლიებინათ რომ დარჩენილიყვნენ.
* * *
დიდი ომის დროს მე ვიყავი კავკასიის ფრონტზე, სადაც მომისწრო კიდეც რევოლუციამ. რევოლუციის შემდეგ მე ათი თვე ვიყავი ფრონზე, მხოლოდ 1917 წლის დეკემბერში ვიქენ გამოძახებული ჩამოყალიბებად ქართულ კორპუსში დასანიშნად. არა ერთხელ მომიხდა კრიტიკულ მდგომარეობაში ყოფნა; იყო მომენტები, როცა არ ვიცოდი, ცოცხალი გამოვალ ჯარისკაცების ბრბოდან თუ მოკლული ვიქნები. მაგრამ ღმერთი მწყალობდა. აქ ჩემს წინაშე იყო ახალი ამოცანა. მე შემეძლო, ისე რომ არ გამეფრთხილებინა ამბოხებული ბატალიონი, მათთვის გამეხსნა ცეცხლი არა მარტო ტყვიამფრქვევიდან, არამედ ქვემეხებიდანაც, რადგანაც ჩემთვის ნათელი გახლდათ, რომ არტილერისტი ჯარისკაცები დამემორჩილებიან და გახსნიან ცეცხლს. ბატალიონი გაიფანტებოდა, იქნებოდნენ მოკლულები და დაჭრილები; იქნებოდა იძულება ფიზიკური ძალით, მაგრამ არა ნების ძალით, მაგრამ არა იმ ძალით, რომელიც საკუთრივ კიდეც უნდა ზეობდეს და ბატონობდეს სამხედრო მასაზე. მე გულახდილად უნდა გამოვტყდე, რომ ძალიან მიყვარს ჩვენი ჯარისკაცები; ისინი ყველანი მეჩვენებიან ძალზედ საყვარელ ადამიანებად, რომლებიც სულით კარგები არიან. ის წარმატებები, რომლებსაც მათზე უფროსობის დროს მივაღწიე, ჩემი ყველა საბრძოლო წარმატებიდან ჩემთვის ყველაზე უფრო ტკბილია; ეს წარმატებები ჩემი სამშობლოს სარგებელში მიდიოდა, და მე არ შემიძლია არ ვიყო ამისთვის ჩვენი ჯარისკაცების მადლიერი, მათი, რომელთაგან მე ჩემი იღბლიანი მოქმედებებით ვარ დავალებული; მე მიყვარს ისინი და არ მივცემ თავს უფლებას დავღვარო მათი სისხლი, თუ არ გამოვიყენებ ყველა სხვა საშუალებას და საკუთარ თავსაც. აქ მე რამდენადმე უნდა დავუმატო. როცა ბატალიონი გაჩერდა, მე ამას მაშინ მნიშვნელობა არ მივანიჭე და მხოლოდ გამიკვირდა, თუ იგი რატომ აღარ მოძრაობს. შემდეგ უკვე ინციდენტის დასრულების მერე თავში მომივიდა, რომ გაჩერება დაზვერვის მიერ იქნა გამოწვეული, და მზვერავებს რომ მათთვის მოეხსენებიათ, რომ მოხდენილია განკარგულებები მათი ბრძოლით დახვედრისთვის, მაშინ ალბათ ბატალიონი საბრძოლო წყობას მიიღებდა და მაშინ მოგვიხდებოდა ნამდვილად ბრძოლა გაგვეჩაღებია ან და მათთან მოლაპარაკებები დაგვეწყო; მაგრამ, მადლობა ღმერთს, ეს არ მომხდარა. მე ვიხილე ბატალიონი, რომელიც სრული წესრიგით მოდიოდა. მზვერავების წინ გამოგზავნა და მწყობრით მსვლელობა ამტკიცებდა ბატალიონის გადაწყვეტილების ურყევობას, რომ უკან, სახლში წასულიყო. უეჭველია, მათ უფრო ადრე მათი უფროსები ესაუბრებოდნენ, მაგრამ იმათ არ დაუჯერეს; ისინი ოფიცრების გარეშე წამოვიდნენ. მათთან მისვლა და ლაპარაკის დაწყება ძნელად თუ იმოქმედებდა. საჭირო იყო თავიდან ისინი რაიმენაირად მათი პოზიციიდან გადაგვეგდო (сбить как-нибудь с их позиции), ასე რომ ვთქვათ რღვეული გაგვეკეთებინა (сделать брешь). მე ვეძიებდი, თუ ეს როგორ მოგვეხდინა. ჩემს თავს, ხოლო შემდეგ კი ფანჯარაში მდგარ ტყვიამფრქვევს, რეზერვში ვიტოვებდი.
ამ დროს მოხდა კაპ. ქარუმიძის წინადადება ჯარისკაცებით წასულიყო ბატალიონთან შესახვედრად მათი დაყოლიებისა და ბრძანებისადმი დამორჩილების მიზნით. მე ჩავებღაუჭე ამ აზრს; სწორედ ეს მჭირდებოდა კიდეც. ნება მივეცი, მაგრამ ვუთხარი, რომ მხოლოდ ჯარისკაცები წასულიყვნენ. ჯარისკაცები წავიდნენ, მათ ხიდზე შეხვდნენ და ლაპარაკი დაუწყეს. შორიდან ვხედავდი, ეს იყო 200 ნაბიჯზე, რომ ბატალიონმა, ისე რომ არ გაჩერებულა, დაიწყო ხიდზე გადმოსვლა და უკვე გზაზეც გამოდიოდა, რომლის მახლობლადაც მე ვიმყოფებოდი პოდპ. გედევანიშვილთან ერთად. მაშინ პოდპ. გედევანიშვილმა მთხოვა ნება მიმეცა მისთვის წასულიყო ბატალიონის შესახვედრად და ეცადა მისი გაჩერება. მე ნება მივეცი. პოდპ. გედევანიშვილი კოლონის თავს მიუახლოვდა და მათთან ლაპარაკიც დაიწყო; მე არ მესმოდა, თუ იგი მათ რას ეუბნებოდა; ვხედავდი, რომ ისინი გაჩერდნენ და მას მდუმარედ უსმენდნენ, შემდეგ გარკვეული დროის მერე დავინახე, თუ როგორ დაიწყო ბატალიონმა ორივე მხრიდან მისთვის გვერდის აქცევა და თავისი გზა გააგრძელა. მე ავდექი და ბატალიონის შესახვედრად წავედი. ვგრძნობდი, რომ დადგა დრო და მე უნდა მივიდე. მე არანაირი გეგმა არ მქონია. არ ვიცოდი, თუ რას ვეტყოდი მათ და როგორ ვიმოქმედებდი. ერთი რამ მქონდა შეგნებული, რომ მე იქით უნდა წავსულიყავი, და წავედი კიდეც. როცა ბატალიონს მივუახლოვდი, პოდპ. გედევანიშვილმა გასცა ბრძანება „სმენა“. ქება და პატივი პოდპოლკოვნიკ გედევანიშვილს. არ ვიცი, ინსტინქტურად გააკეთა ეს მან, მაშინალურად ჩვეულების მიხედვით თუ გაანგარიშებით, არ ვიცი; მაგრამ გააკეთა ჩინებულად. თავში მყოფი ასეული გაჩერდა, მე შევედი მასში. ჯარისკაცები იდგნენ, მხედრულად გაჭიმულები და არ ინძრეოდნენ. მე მივესალმე. მეგობრულად, ხმამაღლა მიპასუხეს: „ჩვენს გენერალს სალამი“. მე მათ შევხედე; ჩემს წინ იდგნენ არა ბოროტმოქმედნი, არამედ გზააბნეულნი. „თქვენ რა ჩაიდინეთ?“ – დავიწყე მე. „არ გრცხვენიათ? თქვენი ამხანაგები უკვე უღელტეხილზე გადადიან, თქვენ კი, როგორც ლაჩრები, მათ ტოვებთ. მეტყვიამფრქვევენო, მიაბრუნეთ ცხენები“, – გადაჭრით ვუბრძანე მეტყვიამფრქვევეებს; მეტყვიამფრქვევეებმა მომენტალურად მიაბრუნეს ცხენები და ისინი უკან ხიდის გადავლით წაიყვანეს. რღვეული შეტეხილ იქნა. „ვისაც სამშობლო უყვარს, მე წამომყვება“, – დავუმატე. ადამიანთა ნაწილი შემობრუნდა და მეტყვიამფრქვევეებს გაჰყვა. არ მახსოვს, მათ კიდევ რას ვეუბნებოდი; მგონი, იმაზე ვლაპარაკობდი, რომ უკან გზებზე ყველგან დგანან ყარაულები, რომლებიც მათ ყველას დაიჭერენ. მე პირადად დავატყდი თავზე ერთ ზორბა ქერა ახალგაზრდას, რომელიც კოლონის თავში მოდიოდა და, აშკარად, მათი ერთ-ერთი ბელადიც გახლდათ. აქ მოგვიახლოვდნენ არტილერისტი ჯარისკაცებიც, ოფიცრებიც, და ჩვენ საერთო ძალისხმევით მთელი ბატალიონი უკანვე მოვაბრუნეთ, მაგრამ 25–30 ადამიანი მაინც გაგვისხლტა ხელიდან და გზა გააგრძელა. ბატალიონი მდინარის იქითა მხარეს ეწყობოდა და გასვლისთვის ემზადებოდა. მე ჩემი ყოფნის ადგილზე დავბრუნდი და აივანზე დავჯექი. 2–3 წუთის შემდეგ ორი ყოჩაღი ჯარისკაცი მოვიდა ჩემთან. „ბატონო გენერალო, ნება მოგვეცით, წავალთ და დავაბრუნებთ მათ, ვინც მაინც გაიპარნენ“. მე შევხედე მათ და ჯერ საპასუხოდ ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი, როცა მათ დაუმატეს: „არ იფიქროთ, ბატონო გენერალო, რომ ჩვენც ასევე გაპარვა გვინდა, აი ჩვენს ტომრებსა და თოფებს აქ ვტოვებთ“. მე ნება მივეცი; ოცი წუთის შემდეგ დავინახე, რომ მათთან ერთად 12–15 კაცი დაბრუნდა. ამ დროს მოწყობილი ბატალიონისგან ჩემთან ორი ჯარისკაცი მოვიდა თხოვნით, რომ მათთვის ოფიცერი მიმეცა, რადგანაც გზა არ იცოდნენ. მე მათ ორი ოფიცერი მივეცი, რომლებმაც ისინი კიდეც დაუყოვნებლივ წაიყვანეს. გარკვეული დროის შემდეგ მე და შტაბის უფროსი ცხენებით ახალციხეში გავემგზავრეთ. 5–6 ვერსის გავლის შემდეგ ჩვენ შევხვდით ჯგუფს 5–6 ჯარისკაცისგან, რომლებიც ჩვენს მხარეს მოდიოდნენ. მე მათ მივესალმე; სალამზე მიპასუხეს, ვკითხე, რომელი პოლკიდან არიან, მიპასუხეს – პირველიდან; ვუყურებ, ზოგიერთი იღიმება. „თქვენ დღვანდელები ხომ არა ხართ?“ – ვკითხე მათ. „სწორედ ასეა, ბატონო გენერალო“, – მიპასუხეს, – „მივდივართ რომ ჩვენს პოლკს დავეწიოთ. ჩვენ შეცდომაში შეგვიყვანეს, მეტად უკვე ვეღარ მოგვატყუებენ“ და სხვა. მე გულთბილად დავიწყე სიცილი. ყველანი სულელები არიან; აქეთკენ ამდენი ვერსი გამოიარეს, ახლა კი ისევ პოზიციებზე ბრუნდებიან, სადილიც გამოტოვეს და პოლკს მხოლოდ ღამით თუ დაეწევიან. „აბა ჰე“, – ვუთხარი მათ, – „მალე დაეწიეთ თქვენებს“ და ცხენით ჩემი გზა გავაგრძელე. შემდგომში, როცა არტაანში ჩავედი, ამ ბატალიონის შესახებ ვკითხე გენ. ართმელაძეს. „რატომ დაბრუნდნენ ისინი, რას ამბობდნენ“. „იქ ჩვენ გენერალი კვინიტაძე შეგვხვდა, ჩვენ არ გვინდოდა რომ მისთვის პატივი არ გვეცა და დავბრუნდითო“, – მიპასუხა გენ. ართმელაძემ: და განა საყვარელი ადამიანები არ არიან? თავმოყვარეობაც შეინარჩუნეს და მეც პატივი მომაგეს.
პარიზში 1922 წელს მე ვკითხე ნ. ნ. ჟორდანიას, ცნობილი იყო თუ არა მისთვის, რომ ჯარების ნაწილმა არტაანზე წასვლაზე უარი განაცხადა. მან მიპასუხა, რომ ამის შესახებ არაფერი არ იცოდა. მე ვთვლი, რომ არ შეიძლება არ მოახსენო მთავრობის თავმჯდომარეს ისეთი განსაკუთრებული გარემოების შესახებ, რომელმაც იმ ბრძანების გაუქმებაც კი გამოიწვია, რომ არტაანზე წავსულიყავით.
18 აპრილს ჩვენი ჯარები არტაანის ოკრუგში შევიდნენ. გენ. ართმელაძის მარჯვენა კოლონას 19-ში ჰქონდა ბრძოლა, ხოლო 20-ში კი ბრძოლის შემდეგ აიღო არტაანი და ადრე მიღებული დავალებების თანახმად ძალების ნაწილი მოწინააღმდეგეს გელის ხეობაში (მტკვრის ზემო წელი) დაადევნა, ხოლო ნაწილი კი გენ. სუმბათაშვილის შესახვედრად გაგზავნა, რომელიც ახალქალაქი – არტაანის გზატკეცილის გაყოლებით უტევდა. სუმბათაშვილი ბრძოლის გარეშე მიდიოდა. თავიდან ადგილობრივ მცხოვრებთ, ყარსის მთავრობის წაქეზებით, უნდოდათ წინააღმდეგობა გაეწიათ, მაგრამ შემდეგ დამორჩილდნენ და რაზმი ბრძოლის გარეშე გაატარეს. 21 თუ 22-ში შედგა რაზმების შეერთება. 20 აპრილს არტაანი აღებულ იქნა, მაგრამ მე ამის შესახებ მოხსენება მოგვიანებით მივიღე, რადგანაც კავშირი გენ. ართმელაძესთან გაწყვეტილი იყო. ცნობების მიუღებლობით შეშფოთებულმა, მე არტაანში მფრინავი სეხნიაშვილი გავგზავნე აეროპლანით. აეროპლანი მიფრინავდა და არ იცოდა, არტაანში თავისიანებთან დაჯდებოდა თუ უცხოებთან. იგი დაჯდა და თავისიანებს შორის დაჯდა; შემდეგ დღეს იგი უკან გამოფრინდა და მხოლოდ ახალქალაქამდე მოაღწია, საიდანაც შემატყობინა კიდეც არტაანის აღების შესახებ. მაგრამ ამ დროისთვის მე მივიღე ცნობა სატელეფონო კავშირგაბმულობის აღდგენის თაობაზე. სიტყვამ მოიტანა და არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი ავიატორების საქმიანობა. მე უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ავიატორები ერთი-მეორეზე ყოჩაღები არიან (наши авиаторы молодцы на подбор). მათი სწრაფვა და გულმოდგინება ყოველგვარ საზღვრებს გადადიოდა, და მე ყოველთვის მათი შეკავება მიხდებოდა; ვიცოდი მათი მანქანების ნაკლებხარისხიანობა და აუცილებელი საჭიროების გარეშე მათით გარისკვა არ მინდოდა. თუმცა კი სასაზღვრო რაიონში დაზვერვას ისინი ძალზედ კეთილსინდისიერად და ძალზედ სწორად აწარმოებდნენ. ისინი გულით მუშაობდნენ, და მე ვიცი რამდენიმე შემთხვევა, როცა ჩვენი ავიატორები რისკავდნენ რომ დაიღუპებოდნენ, მათი ძრავები ჩერდებოდა და ისინი იძულებული ხდებოდნენ სადაც მოუხერხდებოდათ იქ დამჯდარიყვნენ, მთებში კი ეს მართლაც სასიკვდილოა, და მხოლოდ ხელახლა ამუშავებული ძრავი იხსნიდა ხოლმე მათ სიკვდილისგან.
როგორც ზემოთ ვწერდი, მე დავპირდი გენ. ართმელაძეს რომ მეათე დღეს არტაანში სურსათს ჩავუტანდი. დავძარი რა იქითკენ ავტომობილები სურსათით, მე თვითონაც ახალციხე – ახალქალაქი – არტაანის გზატკეცილით გავემგზავრე, რათა თვითონ გამევლო ეს გზა და რაიმე სიძნელეების შემთხვევაში ისინი ადგილზე პირადად მომეგვარებია. ახალქალაქი მე დღის სინათლეზე გავიარე და ვიმედოვნებდი ღამისთვის ზურზუნში ვყოფილიყავი, როცა ერთ-ერთ უმნიშვნელო უღელტეხილზე, უფრო სწორად უბრალო აღმართზე თოვლში ჩავიფალი. თოვლი სულ რაღაც 100 ნაბიჯის სიგრძეზე იდო, ხოლო მასზე გავლა კი შეუძლებელი აღმოჩნდა; დაიწყეს გაწმენდა. მუშები მეზობელი სოფლიდან მოიყვანეს, მაგრამ ამან მაინც 3–4 საათით დამაყოვნა. უკვე საღამოს მე ჩვენი მესაზღვრეების საგუშაგო გავიარე. კიდევ ვიმგზავრე რა 15 ვერსი, მე უკვე სიბნელეში მივუახლოვდი ერთ დიდ სოფელს, რომელიც ზურზუნის უღელტეხილის ძირში მდებარეობდა. ეს სოფელი, ასე რომ ვთქვათ, ჩვენს მიერ სულ ახლახანს დაპყრობილი გახლდათ, მაგრამ ჩვენი ჯარები იქ არ იყო, ყველანი ზურზუნში და უფრო იქითაც იყვნენ, ე. ი. უღელტეხილის იქითა მხარეს. როცა სოფელში შევედი ავტომობილით და მისი თავკაცი ჩემთან მოვიხმე, ვკითხე, შეიძლება თუ არა უღელტეხილზე ავტომობილით მგზავრობა, რაზედაც დამადასტურებელი პასუხი მივიღე. გავემგზავრე; გავიარე რა 2–3 ვერსი, მე თოვლის ნამქერს გადავაწყდი და ჩემთვის ნათელი შეიქნა, რომ წინ და ზემოთ მე უკვე ვეღარ გავივლი. უკან დავბრუნდი, მოვითხოვე სოფლის თავკაცი და მან ჩვენ სადგომი გამოგვიყო, რა თქმა უნდა, ყველა კეთილმოწყობით (со всеми удобствами), ე. ი. რწყილებით, ბაღლინჯოებით, საწოლების გარეშე და სხვა. მთელ ღამეს ვიბრძოდით, მაგრამ როგორღაც მაინც გვეძინა. თავკაცს ვუბრძანე, რომ გათენებიდანვე მთელი სოფელი წასულიყო გზის გასაწმენდად. ჩემს უკან სურსათით დატვირთული ავტომობილები მოდიოდნენ და საჭირო იყო მათთვის გზა გაგვეწმინდა. დილით გამთენიისას, როცა სახლიდან გამოვედი, დავინახე, რომ მცხოვრებნი ძალედ ნელ-ნელა გამოდიან გზის გასაწმენდად. ჩვენ ოთხნი ვიყავით: მე, შტაბის უფროსი და მძღოლი მის თანაშემწესთან ერთად. მაგრამ ჩვენ პირადად და ენერგიით შევუდექით საქმეს, არც ჯოხებს ვიშურებდით და ძალითაც ვერეკებოდით მცხოვრებთ სამუშაოზე. ჩვენი შრომა წარმატებით დაგვირგვინდა და ადამიანთა გრძელი მწკრივები უღელტეხილისკენ გაემართნენ. გზა გაწმინდეს, და ჩვენ ზურზუნისკენ გავემგზავრეთ, სადაც ჩვენს უკან მომავალი ავტომობილები დაგვეწიენ. ამ საღამოს მე ზურზუნიში დავრჩი და მომდევნო დღეს დილითვე არტაანში ჩავედი. არტაანში ორი დღე დავყავი, დავათვალიერე ჩვენი მეწინავე პოზიციები გელის ხეობაში, გავარკვიე ვითარება, ადგილობრივი ხასიათის ბევრი საკითხი გადავწყვიტე და შემდეგ ახალციხეში დავბრუნდი. არტაანის აღების შემდეგ ჯარები ბუნებრივია მოწინააღმდეგის გაქცეულ ნაწილებს ჩაუდგნენ კვალში და გელის ხეობას (მტკვრის სათავეს) მიაღწიეს, რომლის იქით წინსვლის ნება მათ აღარ მივეცი. ჩვენი დაზვერვა, რომელიც გელის ხეობის იქითა მხარეს შევიდა, ინგლისურ ცხენოსან რაზმს გადააწყდა. ამასობაში როგორც აღმოჩნდა, ჩვენს მიერ არტაანის აღების დღეს ინგლისელებმა ყარსში თავიანთი ჯარები მოიყვანეს და ეგრეთ წოდებული კავკასიის სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიის ყარსის მთავრობა დააპატიმრეს. ჩვენ ის შევარყიეთ – ინგლისელებმა ბოლო მოუღეს. სერვერ-ბეგი თურქეთში გაიქცა, მოსახლეობამ მორჩილება და ჩვენთან შემოერთების სურვილი გამოგვიცხადა; განსაკუთრებით გვთხოვდნენ ბერძნები, რუსები და მუსლიმანები, რომლებიც არტაანიდან ჩრდილოთ რაიონში იყვნენ დასახლებულნი.
ამრიგად, მოწინააღმდეგე აღარ არსებობდა; ლაშქრობა დასრულებული იყო. არტაანში ბევრი ჯარის ყოფნა არასაჭირო შეიქნა; ჯერ ერთი, არ იყო საჭიროება, და მეორეც, მათი კმაყოფა იქ ძნელი იყო. ამის გამო მე გადავწყვიტე მთელი ჯარები გამომეყვანა არტაანის ოკრუგიდან მე-4 პოლკის გამოკლებით. გავეცი შესაბამისი განკარგულებანი და ჯარები უნდა შედგომოდნენ მათ აღსრულებას. თუმცა კი საქმე ინციდენტის გარეშე მაინც ვერ დასრულდა. არტაანიდან ჯარების გამოსვლისთვის დადგენილის წინა დღეს გენ. ართმელაძისგან მივიღე შეტყობინება, რომ არტაანში დასარჩენად დანიშნულმა მე-4 პოლკმა განაცხადა, რომ ის არტაანში არ დარჩება და იქიდან მომავალ მთელ ჯარებთან ერთად ისიც წამოვა. ამრიგად არტაანში არავინ აღარ დარჩებოდა. მე ვუპასუხე, რომ დაუყოვნებლივ არტაანში მივემგზავრები და რომ გაცემული განკარგულებები ძალაში რჩება. იმავე დღის ღამისთვის მე მხოლოდ ზურზუნიმდე მოვასწარი ჩაღწევა, უფრო იქით მგზავრობა არ შემეძლო, რადგანაც ჩემს ავტომობილს ფანრები გაუფუჭდა. მე ტელეფონით გადავეცი გენ. ართმელაძეს, რომ დილით ადრე არტაანში ჩავიდოდი. მეორე დღეს გამთენიისას გავედი და არტაანში სწორედ ჯარების გამოსვლის დროისთვის ვიყავი. ნაწილები ჯერ არ ეწყობოდნენ. გენ. ართმელაძემ მკითხა, ხომ არ ვუბრძანებ მე-4 პოლკის მოწყობას და ხომ არ ვისაუბრებ მათთან. მე ვუპასუხე, რომ თავიდან წამსვლელ ნაწილებს დავემშვიდობები, ხოლო შემდეგ კი მე-4 პოლკსაც შევხედავ. მან შეშფოთება გამოთქვა, რომ შეიძლებოდა მე-4 პოლკი თვითნებურად დაძრულიყო. უნდა ითქვას, რომ მე-4 პოლკის ორი ასეული, რომლებიც არტაანიდან 12 ვერსზე იდგნენ სოფელში, თვითნებურად მოვიდნენ არტაანში წამსვლელ ჯარებთან შეერთების მიზნით. მე უარვყავი გენ. ართმელაძის წინადადება და ვუთხარი, რომ ისე გააკეთონ, როგორც დასახულია, და თუ მე-4 პოლკი თვითნებურად დაიძვრება, მაშინ ვიმოქმედებთ. წამსვლელი ჯარები მოეწყვნენ; მე მათ მადლობა გადავუხადე სამსახურისთვის მთავრობის სახელით და ჩემი სახელითაც და დავემშვიდობე.
ჯარების წასვლის შემდეგ ვუბრძანე მე-4 პოლკი მოეწყოთ. მივესალმე პოლკს, მივმართე მათ სიტყვით, რომელშიც გამოვხატე ჩემი უკმაყოფილება და მრისხანება იმის გამო, რომ პოლკმა გამოთქვა სურვილი წასულიყო და ამით ჩვენი 2–3-თვიანი საომარი მოქმედებების მთელი ნაყოფები მოესპო. მე არ ვთაკილობდი გამოთქმებს და ნამდვილად გახლდით შეურაცხყოფილი მათ გამო და ძალზედ გულმოკლულიც. შემდეგ, როგორც ყოველთვის, შევძახეთ რა „ვაშა“ მთავრობას, მე ეს პოლკი ცერემონიული მარშით ჩავატარე, ხოლო მერე კი ასეულების მიხედვით შევდიოდი მათ სადგომებში და ჯარისკაცებს ვესაუბრებოდი. ჯარისკაცებს არაფერი ჰქონდათ იმის საწინააღმდეგო, რომ დარჩენილიყვნენ, მაგრამ ჩიოდნენ იმაზე, რომ არ მიიღება ზომები დეზერტირების წინააღმდეგ. მე ისინი დავამშვიდე ამ მიმართებით და ასეულების მიხედვით გამოვართვი ყველა დეზერტირის სიები, თან მივუთითე, რომ 200-მდე დეზერტირი უკვე მსჯავრდებულია სასამართლოს მიერ. იმავე ან მომდევნო დღეს, აღარ მახსოვს, მე უკან გამოვემგზავრე.
ინციდენტი
უკან ახალციხეში მგზავრობისას მე ინციდენტი შემემთხვა, რომელიც კინაღამ სამწუხაროდ დასრულდა. ჩვენ ავტომობილით სამნი ვმგზავრობდით, გენ. ართმელაძესთან და ჩემს შტაბის უფროს პოლკ. გედევანიშვილთან ერთად. ახალქალაქთან მისვლამდე 25–30 ვერსზე, ჩვენ შევხვდით ჯარისკაცების 15-კაციან ჯგუფს, რომლებიც გზატკეცილზე მოდიოდნენ. ყველანი თოფებით. მე გავაჩერე ავტომობილი და ისინი ჩემთან მოვიხმე. ვკითხე, რომელი პოლკიდან იყვნენ. მიპასუხეს მე-6 პოლკიდან. მე-6 პოლკი არტაანის იქით იმყოფებოდა და მას ახალციხისკენ წამოსვლა 2–3 დღის შემდეგ ჰქონდა დანიშნული. მე გავლანძღე ისინი; ვუწოდე მათ დეზერტირები და მაშინვე ყველაზე ახლოს მდგომს ვუბრძანე თოფი ჩემთვის ჩაებარებინა; იგი შეყოყმანდა, მე ჩამოვხტი ავტომობილიდან, ჩამოვართვი მას თოფი, მძღოლს გადავეცი, ჩამოვართვი მეორეს, მესამეს; ამ დროს მესმის, გაისმა გასროლა. მე შევბრუნდი და შემდეგი სურათი ვიხილე. პოლკ. გედევანიშვილი დგას ავტომობილის მეორე მხარეს გზატკეცილზე, ხოლო მის წინ 2–3 ნაბიჯზე დგას ჯარისკაცი, რომელიც იმ მომენტში, როცა მე შევბრუნდი, სავაზნეში შემდეგ ვაზნას დებდა. აღმოჩნდა, რომ პოლკ. ნ. გედევანიშვილმა, რომელიც ჩემს მაგალითს მიჰყვებოდა, გადმოვიდა რა ავტომობილიდან, მასთან ახლოს მდგომ ჯარისკაცს მიმართა მოთხოვნით თოფი ჩაებარებია; მან უარი განაცხადა, ხოლო მოთხოვნის გამეორებისა და პოლკ. ნ. გედევანიშვილის მასთან უფრო მიახლოებისას გაისროლა, მაგრამ, როგორც ჩანს, დაუმიზნებლად. მე ერთ მომენტში თვალწინ ნამდვილი სურათი წარმომიდგა; ჩვენ შორსა ვართ დასახლებული პუნქტებიდან; ჯარების უახლოეს განლაგებამდე არანაკლებ 25 ვერსია. ჩვენ სამნი ვართ, თითქმის შეუიარაღებელნი. დეზერტირი ჯარისკაცები 15 არიან; ხალხი, უეჭველად, იმის შესაბამისი, რომ ჩვენ ყველას ბოლო მოგვიღონ. მე ვერ მოვასწარი მოფიქრება, თუ რა გამეკეთებია, რომ გაისმა ერთ-ერთი ჯარისკაცის ხმა: „შენ რას აკეთებ?“ ამ ხმას შეუერთდნენ სხვებიც. ჯარისკაცმა, რომელმაც პოლკ. ნ. გედევანიშვილს ესროლა, როცა იხილა, რომ დანარჩენ ჯარისკაცებს შორის მას თანაგრძნობა არა აქვს, გზატკეცილიდან 30 ნაბიჯი გაირბინა და გაჩერდა. პოლკ. ნ. გედევანიშვილმა გაისროლა, მაგრამ მას კი არ ესროლა, არამედ მხოლოდ იმ მხარეს. მას ჩვენ დავუწყეთ ძახილი, რომ დაუყოვნებლივ დაბრუნებულიყო; იგი ადგილიდან არ იძროდა. მაშინ ერთ-ერთი ჯარისკაცი წინ გამოვიდა და თქვა: „მე მას მოვიყვან“ და მისკენ წავიდა. მართლაც, მან იგი მოიყვანა. ჩვენ მათ თოფები და მთელი ვაზნები ჩამოვართვით; ჩავიწერეთ მათი გვარები და შემდეგ გზა განვაგრძეთ. უფრო წინ რომ წავედით, ჩვენ სხვა ჯგუფი ვიხლეთ, ასევე 15 ადამიანისგან, რომლებიც ახალქალაქისკენ მიდიოდნენ; ესენი გზატკეცილიდან 200–300 ნაბიჯზე მიაბიჯებდნენ. ამჯერად მე უკვე ისე მოუფიქრებლად აღარ მოვქცეულვარ. ჩავედი რა ახალქალაქში, გარნიზონიდან ამ დეზერტირების დასახვედრად რაზმი გავგზავნე ოფიცრით, რომლებმაც ყველა ისინი კიდეც დააპატიმრა. რა თქმა უნდა, მომენტი, როცა ჩვენ პირადად ვართმევდით იარაღს, ძალზედ კრიტიკული იყო. რამ გვიხსნა ჩვენ, არ ვიცი. ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხის კულტურულობამ. თავიანთი არასწორობის შეგნებამ, ჩვენი სამართლიანი მოთხოვნის შეგნებამ, ხელისუფლების ავტორიტეტულობის შეგნებამ.
მე უნებურად ვიხსენებ, რომ ახალციხის ლაშქრობის მანძილზე ჩემი და ჩემთან ახლოს მდგომი ადამიანების სიცოცხლე არაერთხელ ყოფილა საფრთხეში, ბრძოლის ველზე ყოფნის გარდა. მე აღვწერ ორ შემთხვევას, რომლებიც ავტომობილით მგზავრობის დროს შემემთხვა. ერთხელ ჩვენ პოლკ. ნ. გედევანიშვილთან ერთად არტაანიდან ვბრუნდებოდით. ავედით ზურზუნის უღელტეხილზე და იქიდან ზიგზაგებით დავიწყეთ დაბლა დაშვება. ერთ-ერთ მოსახვევში, ზუსტად ხრამის თავზე, მძღოლმა სვლა შეანელა, რათა მოსახვევი, როგორც წესია, ნელი სვლით გაევლო. ამ მომენტში წინა სვლის ბორბალი მოძვრა და ხრამში გადაფრინდა. ნელი სვლის წყალობით ავტომობილი გზატკეცილზე დარჩა, მხოლოდ ბორბალმომძვრალი ღერძი გზატკეცილში ჩაეფლო, რამაც იმპროვიზებული მუხრუჭის სამსახური გაგვიწია. ბორბალი რომ რამდენიმე წამით ადრე ან მოსახვევის შემდეგ გამძვრალიყო, ცხადია, რომ ჩვენ ყველანი ხრამში ვიქნებოდით და მეც, ალბათ, ამ სტრიქონებს ვეღად დავწერდი. მეორე ჯერზე ჩვენ გვიან ღამით იმავე ავტომობილით ადიგენიდან ახალციხეში ვბრუნდებოდით. ფანრები არ მოქმედებდა, მაგრამ გზა კარგად იყო ცნობილი მძღოლ-ოფიცრისთვის, და ჩვენც შედარებით სწრაფად ვმგზავრობდით. და უეცრად იგივე ისტორია განმეორდა ბორბალთან; თუმცა კი ბორბალი იმ დროს გაძვრა ღერძს, როცა ავტომობილი წინასწარ მომზადებული ხრეშის გრძელი ნაყარის მახლობლად მიდიოდა. ღერძი ხრეშში ჩაეფლო, და ჩვენც თანდათანობით და ბიძგის გარეშე გავჩერდით. ამჯერად ხრამი არ ყოფილა, მაგრამ ჩვენ, ალბათ, მეტ-ნაკლებად სერიოზულ დაჟეჟილობებს მივიღებდით, რომ არა ასე დროულად და თანაც ასე დიდ სიგრძეზე დაყრილი ხრეშის გორები.
* * *
ამრიგად, ახალციხე-არტაანის ლაშქრობა დასრულდა. ახლა აღვწერ რამდენიმე ეპიზოდს, რომლებიც ამ დროში მოხდა. ჯერ კიდევ როცა გვარდია ახალციხის ფრონტზე იყო, ერთხელ გვარდიის წარმომადგენლები, რომელთა შორის მახსოვს ლადო ჯიბლაძე, საღამოს რაღაც საქმეზე ჩემთან შემოვიდნენ. გაგრის მოვლენებზე ავლაპარაკდით. მე გამოვთქვი ჩემი შეხედულება მოხალისეთა არმიასთან შექმნილ მდგომარეობაზე და იმ წესზეც, რომელიც უნდა მიგვეღო მოხალისეებთან საბრძოლო მოქმედებების შემთხვევისთვის. მეორე თუ მესამე დღეს ისინი ჩემთან ისევ შემოვიდნენ და კვლავ გაგრის მოვლენებზე ალაპარაკდნენ. ლადო ჯიბლაძემ მითხრა, რომ მე დაუყოვნებლივ უნდა გავემგზავრო თბილისში და ჩემი მოსაზრებები მოვახსენო, რადგანაც ჩემი საბუთები ძალზედ დამაჯერებელია და საჭირო იქნებოდა ისინი მთავრობისთვის გამეცნო. მე ვუპასუხე, რომ არ გავემგზავრები, მაგრამ თუ ჩემს აზრს მკითხავენ, მაშინ მას გამოვთქვამ; მე კი თვითონ ჩემი აზრების თავზე მოხვევას არ დავუწყებ, ვინაიდან თბილისში არის უმაღლესი სამხედრო წრმომადგენელი და ეს მის მოვალეობასა და მის კომპეტენციას შეადგენს. ამაზე ჩვენ ერთმანეთს დავშორდით. გვარდიის წარმომადგენლები შემდეგ თბილისში გაემგზავრენ, და აი უეცრად გენ. ა. გედევანიშვილისგან ვღებულობ ტელეგრამას, რომელშიც ნება მეძლეოდა ერთი დღით თბილისში ჩავსულიყავი. მე გამიკვირდა და ტელეგრამითვე ვკითხე, რითაა ამოწვეული ასეთი ნებართვა, როცა მე ასეთი რამ არ მითხოვია. ისევ მიპასუხეს, რომ, თუ საბრძოლო მოქმედებები ნებას იძლევა, მაშინ მე შემიძლია ჩავიდე. კიდევ ერთხელ გავუგზავნე ტელეგრამა და ვთხოვდი გარკვევით ეპასუხათ, თუ რატომ მაძლევენ თვილისში ჩასვლის ნებართვას, როცა მე ასეთი ნებართვა არ მითხოვია. ამის შემდეგ მივიღე პასუხი, რომ გვარდიის წარმომადგენლებმა მას, გენ. გედევანიშვილს, უთხრეს ჩემის სურვილის შესახებ ჩავსულიყავი თბილისში და ამიტომ მეძლეოდა კიდეც ჩასვლის ნება. მე ვუპასუხე, რომ იგი უნდა მიცნობდეს, და ეს იმასაც ნიშნავს, რომ მე არასოდეს არავის მივმართავდი პროტექციისთვის და რომ მქონოდა თბილისში ჩასვლის სურვილი, მაშინ უშუალოდ მას მივმართავდი, როგორც ჩემს უფროსს. მაინც, ვუმატებდი, რომ თუ ჩემი ჩასვლა თბილისში საჭიროა, მაშინ საბრძოლო ვითარება საშუალებას მაძლევს ერთი დღით თბილისში ჩავიდე. ტელეგრამა ისე იყო შედგენილი, რომ ჩემმა შტაბის უფროსმა პოლკ. ნ. გედევანიშვილმა, გენ. ა. გედევანიშვილის ძმამ, შენიშნა თავის ძმაზე, რომ იგი ახლა გარკვევით გვიპასუხებს. მე შევეწინააღმდეგე, რომ არა, არ გვიპასუხებს. ვგრძნობდი, და ტელეგრამების ურთიერთ გაცვლის დაუსრულებლობაც ამტკიცებდა, რომ გენ. ა. გედევანიშვილს არ უნდა, რომ ჩავიდე, მაგრამ აშკარაა, გარკვეული უარით პასუხის გაცემა არ შეუძლია, ვინაიდან აშფოთებს ის, რომ მისი უარი არ მოეწონებათ გვარდიის წარმომადგენლებს, რომლებიც, როგორც ჩანს, მას ჩემი გამოძახების აუცილებლობაზე ეუბნებოდნენ. მე, როგორ მოველოდი კიდეც, ისევ უფრო მეტად თავის ამრიდებლური პასუხი მივიღე. რათა შემეწყვიტა უსაგებლო მიმოწერა, ვუპასუხე, რომ თბილისში პირადი საქმეები არ მაქვს და ამიტომ არ ჩავალ. დამახასიათებელი მიმოწერაა: გენ. ა. გედევანიშვილმა თავისი სურვილიც აღისრულა, და გვარდიასაც მის სურვილზე უარი არ უთხრა.
მეორე შემთხვევა – ეს ფაქტი უფრო მეტად მნიშვნელოვანი, სერიოზული და აღსანიშნავია. არტაანის აღების შემდეგ, ერთხელ, მივიღე გენ. ა. გედევანიშვილისგან ტელეგრამა, რომელშიც იგი მწერდა, რომ მთავრობის თავმჯდომარე მთხოვს 2–3 დღის შემდეგ მას ჯარების რეორგანიზაციის პროექტი წარვუდგინო; ტელეგრამაში იყო მითითებული, რომ ვითომ მე უფრო ადრეც დავპირდი ამის გაკეთებას. ვუპასუხე, რომ ასეთი დაპირება არავისთვის მიმიცია, მაგრამ თუ მთავრობის თავმჯდომარეს ნებავს, მაშინ მე შემიძლია მხოლოდ ის საფუძვლები მოვახსენო, რომლებზედაც უნდა იგებოდეს არმია. ახლა არ მახსოვს, მიპასუხეს თუ არა რაიმე, მაგრამ მე დავწერე არმიის რეორგანიზაციის საფუძვლები და ორი დღის შემდეგ დანიშნული დროისთვის თბილისში ჩამოვედი. დილით მთავრობის თავმჯდომარესთან ვიყავი, საღამოს კი, მისი მიპატიჟებით, დამფუძნებელი კრების სამხედრო კომისიის პლენარულ სხდომაში მივიღე მონაწილეობა. ამ კრებას პირადად მთავრობის თავმჯდომარე უძღვებოდა და იქ დამსწრენი, უფროსი სამხედროების ჩათვლით, 50 ადამიანი იყვნენ.
ვიდრე ამ სხდომის აღწერას შევუდგებოდე, აუცილებელია უკან დავიხიო. როგორც ჩემს ჩანაწერებში ზემოთ მივუთითე, გვარდია რიცხვითაც და მნიშვნელობითაც იზრდებოდა. ახალციხის ლაშქრობის დროს დამფუძნებელმა კრებამ დასვა საკითხი, შეიარაღბული ძალების როგორი ორგანიზაცია მიეღოთ, გვარდია თუ არმია. არმიის შესახებ საკითხი ბეწვზე ეკიდა, მაგრამ არმიის მომხრეებმა მაინც მოახერხეს ბრძოლით მოეპოვებიათ (отвоевать) არმიის არსებობა გვარდიასთან ერთად. ამის შედეგად დამფუძნებელ კრებაში წარდგენილ იქნა შეიარაღებული ძალების ორგანიზაციის ორი პროექტი: ერთი გვარდიისგან, მეორე არმიისგან. და აი ამ პროექტების განსახილველად შედგა ეს დიდი სხდომაც. ყოველივე ამის შესახებ მე მხოლოდ მაშინ შევიტყვე, როცა თბილისში ჩამოვედი ჯარების რეორგანიზაციის ჩემეული საფუძვლების მოსახსენებლად. იმავე დღეს სახელდახელოდ გავეცანი ორივე წარმოდგენილ პროექტს. მე პირადად ორივე პროექტმა ვერ დამაკმაყოფილა. უნდა შევნიშნო, რომ გვარდიის პროექტი იყო გადმოღებული შვეიცარიული სამილიციო სისტემიდან; არმიის პროექტი კი არმიის რეორგანიზაციის პროქეტს არ წარმოადგენდა – ეს გახლდათ პერეფორმირების პროექტი; ჯარების მოწყობის საფუძველს არ ეხებოდა და, რაც იყო, იმასვე ტოვებდა. გარდა ამისა, მან მე გამაოცა ერთი განსაკუთრებულობით. ამ პროექტში დასახული (დაგეგმილი) იყო სამი საარმიო ბრიგადა და ერთიც გვარდიული, ე. ი. სამხედრო უწყება აღიარებდა გვარდიულ ორგანიზაციას როგორც საბრძოლო ორგანიზაციას. სხვანაირად რომ ვთქვათ, გვარდიულ ორგანიზაციას აღიარებდნენ დადებით ორგანიზაციად, რომელსაც უნარი შესწევდა საარმიო ორგანიზაციის თანაბრად სამშობლო დაეცვა. თუ ეს სამხედრო ავტორიტეტების გულწრფელი აზრი გახლდათ, მაშინ მთელი შეიარაღებული ძალებიც გვარდიული სისტემით უნდა აგვეგო. ხოლო თუ არა, მაშინ სამხედრო უწყება კატეგორიულად უნდა გამოსულიყო პროტესტით გვარდიის არსებობის წინააღმდეგ და ამ საკითხის გადაწყვეტა პატრონისთვის, ე. ი. დამფუძნებელი კრებისთვის მიენდო. მას კი არა თუ არ გაუკეთებია ეს, არამედ პირიქით, ეს ორგანიზაცია თავის პროექტში მეოთხე ბრიგადის სახით შეიყვანა. ამრიგად, ამ ორგანიზაციის საბრძოლო მიმართებით მთელი უარყოფითი თვისებების მიუხედავად, რომლებიც მკვეთრად და არაერთხელ უჩვენებია ამ ორგანიზაციას საბრძოლო მოქმედებების დროს, თვითონ სამხედრო უწყება სამხედრო მინისტრის თანაშემწისა და უფროსი ოფიცრების სახით აღიარებდა მას, როგორც საბრძოლო ერთეულს, საარმიო ნაწილებთან ერთად. საღამოს, როცა სხდომა დაიწყო, მთავრობის თავმჯდომარემ შესთავაზა მანამდე, სანამ წარდგენილი პროექტების განხილვაზე გადავიდოდნენ, ჩემი პროექტი მოესმინათ. ფორმა კი ასეთი გახლდათ. „ჩვენ“, – თქვა მთავრობის თავმჯდომარემ, – „გვაქვს ორი პროექტი; მაგრამ შესაძლოა, აქვს კიდევ ვინმეს, განსაკუთრებით ფრონტიდან ჩამოსულს; გენ.-ო კვინიტაძე, ხომ არ გაქვთ თქვენ ჯარების რეორგანიზაციის თქვენეული პროექტი?“ მე ამისთვის ვიყავი გამოძახებული, მაგრამ ჩემს ყოფნას შემთხვევით ხასიათს აძლევდნენ და ასეთნაირად გამოდიოდა, რომ მე თავზე ვახვევდი ჩემს პროექტს. მე ვუპასუხე: „ჩემს მიერ თქვენი სურვილით, ნოე ნიკოლოზის ძევ, შედგენილია მხოლოდ იმ საფუძვლების პროექტი, რომლებზედაც უნდა ეფუძნებოდეს არმიის რეორგანიზაცია; ჯარების ორგანიზაციის პროექტი კი ჩემს მიერ ვერ შეიძლებოდა ყოფილიყო წარმოდგენილი დროის უკმარისობის გამო“. მე მთხოვეს მომეხსენებია. მოვახსენე. ვიწყებდი რა ჩემს მოხსენებას, თავიდან მივუთითე, რომ ჯარების რეორგანიზაციის გვარდიული პროექტი მხოლოდ შვეიცარიის შეიარაღებული ძალების სისტემისადმი მიმსგავსებაა, და ისიც გარეგნული, და არსებითად არ შეიძლება იქნას გამოყენებული ჩვენში, რადგანაც არ უწევს ანგარიშს ჩვენი სახელმწიფოს შინაგანი მდგომარეობის პირობებს, ასევე ჩვენს მეზობლებში შეიარაღებული ძალების მოწყობის საგარეოპოლიტიკურ პირობებსაც. საარმიო პროექტი კი საკუთრივ პერეფორმირების პროექტი გახლავთ, და არა რეორგანიზაციისა, რადგანაც ეს პროექტი სრულებით არ ეხებოდა შეიარაღებული ძალების მოწყობის საფუძვლებს. ჯარების რეორგანიზაციის საფუძვლების ჩემეულ პროექტში მითითებული იყო დაკომპლექტების სისტემის შეცვლა ტერიტორიული სისტემის დამყარების აზრით. თოფის ქვეშ ყოფნის დრო დგინდებოდა ორი წლით შვებულებების ფართო გამოყენებით სამსახურის მეორე წლის განმავლობაში. შემდეგ მყარდებოდა ცალკეული ბატალიონების სისტემა ისეთი ორგანიზაციით, რათა მობილიზაციის დროს ამ ბატალიონებს შეძლებოდათ სწრაფად შეეწოვათ თავიანთ თავში მობილიზებული მოსახლეობა; მეორე რიგის ფორმირებების სისტემა უარიყოფოდა. ტერიტორიის უმნიშვნელობისას არ იქნებოდა დრო მათი ფორმირებისთვის (ჩამოყალიბებისთვის). ეხებოდა რა მართვას, გამოთქმული იყო აუცილებლობა, რომ მთელი სამხედრო უწყება უშუალოდ სამხედრო პირისთვის დაექვემდებარებიათ, რომელიც ფაქტიურად იქნებოდა პასუხისმგებელი მთელ ამ უწყებაზე; ამასობაში წინა ორგანიზაციის მიხედვით, რომელიც შემდგომშიც იქნა მიღებული, სამხედრო უწყების ყველა განყოფილება ექვემდებარებოდა უშუალოდ სამხედრო მინისტრს (სამოქალაქო პირს), ხოლო მისი თანაშემწე (სამხედრო პირი) კი გახლდათ მხოლოდ მრჩეველი, პასუხისმგებელი იმდენად, რამდენადაც, უფრო სწორედ კი სრულიად უპასუხისმგებლო. მე არ შევჩერდები ჩემი პროექტის სხვა დაწვრილებით შინაარსზე. ჩემი მოხსენების შემდეგ მთავრობის თავმჯდომარემ მკითხა, ითვალისწინებს თუ არა ჩემი პროექტი გვარდიის არსებობას; მე ვუპასუხე, რომ არა, და ამ პასუხით ჩემი პროექტის ხვედრი გადაწყვეტილ იქნა. შემდეგ დაიწყეს მოსაზრებების გამოთქმა; გამოთქვამდნენ მხოლოდ სამხედრო პირები, სახელდობრ კი გენერლები ა. გედევანიშვილი და ოდიშელიძე, აგრეთვე გვარდიული პროექტის მომხსენებელი ბ-ნი ვორონოვიჩი. მათი შემოპასუხებანი მეტად ნიშანდობლივია, რის გამოც მე მათ მოვიყვან კიდეც. გენ. ა. გედევანიშვილმა ჩემდა გასაოცრად ძალზედ მხურვალედ დაიწყო ჩემი პროექტის წინააღმდეგ შემოპასუხება. იგი ამბობდა, რომ შედგენილი პროექტი ძალზედ კარგია, რომ ახლა ახალი პროექტების შედგენის დრო არ არის, რომ გენ. კვინიტაძის პროექტი დაწერილია ცაზე, და არა დედამიწაზე, არ უწევს რა ანგარიშს ცხოვრების სინამდვილეს, რომ შეიარაღებული ძალების ორი სისტემის არსებობა აუცილებელია ჩვენთვის, რადგანაც გვარდიის გარეშე ჩვენ ვერ მოვახდენთ არმიის ორგანიზაციას, ხოლო არმის კი საჭიროა იმისთვის, რათა გვარდია არ გადაიქცეს პრეტორიანულად. მე ვითხოვე სიტყვა და მოვახდინე შესწორება, მივუთითე რა იმაზე, რომ ჩემი პროექტი ჩემს მიერ კი არაა გამოგონებული, არამედ არსებითად გერმანელებისგანაა ნასესხები და ჩვენი პირობებისადმი მისადაგებული. „დაე ცნობილი იყოს სამხედრო მინისტრის თანაშემწისათვის“, – დავუმატე მე, – „რომ ჩემი პროექტი ამ რიგად ცაზე კი არაა დაწერილი, არამედ ბერლინში, შპრეეს ნაპირებზე“. შემდეგ გამოთქვა გენ. ოდიშელიძემ, რომელმაც ავტორიტეტულად განაცხადა, რომ გენ. კვინიტაძის პროექტი არის, საკუთრივ, იმ პროექტის დაწვრილებითი (წვრილმანი) საკითხები (подробности), რომელიც სამხედრო უწყებამ წარმოადგინა, და ახალს არაფერს არ ამბობს. მე ვთვლი, რომ ჩემს პროექტში შეიარაღებული ძალების სისტემათა ორგვარობის არსებობის უარყოფა უკვე წვრილმანი საკითხი არ არის, რომ არაფერი ვთქვათ სისტემის ტერიტორიულობაზე, სამსახურის გავლის დროსა და უმაღლეს მმართველობაზე. მაგრამ პროექტის შემდგომმა განხილვამ კურიოზამდე მიგვიყვანა, რომელმაც დაამტკიცა, რომ სამხედრო უწყებისა და ჩემს პროექტებს შორის უზარმაზარი ზომის დისტანცია გახლდათ. საქმე შემდეგშია. გვარდიული პროექტის მომხსენებელმა ბ-ნმა ვორონოვიჩმა განაცხადა, რომ გენ. კვინიტაძის პროექტი, ზოგადად, ისეთია, რომ გვარდიას ეს პროექტი შეეძლო მიეღო საფუძვლად შეიარაღებული ძალების ერთიანი სისტემისათვის. აქედან გამოდიოდა, რომ თუ ჩემი პროექტი შეადგენდა მხოლოდ დაწვრილებით (წვრილმან) საკითხებს სამხედრო უწყების პროექტისა, მაშინ უკანასკნელისთვის ძნელი არ იქნებოდა თავისი პროექტით მოელაპარაკა გვარდიასთან შეიარაღებული ძალების ერთიანი სისტემის შესახებ. როგორც ცნიბილია, ეს არ მომხდარა. ნათელია, რომ ჩემი პროექტი არ შეადგენდა სულაც სამხედრო უწყების პროექტის წვრილმან დებულებებს. ვორონოვიჩმა მაშინვე მთხოვა ნება მიმეცა, რომ ჩემი პროექტი თავისთვის გადაეწერა. ამ დიდ სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ჩემი პროექტი ყურად ეღოთ (принять мой проект во внимание) შეიარაღებული ძალების ორგანიზაციის პროექტების განხილვისას. ამ მიზნით მომიწია დავრჩენლიყავი დამფუძნებელი კრების სამხედრო კომისიის სხდომებზე დასასწრებად. ამ სხდომების დასრულებას მე ვეღარ დაველოდე. ერთ-ერთ სხდომაზე, თითქმის პირველზეც, განიხილებოდა საკითხი გვარდიული და არმიული სისტემების ერთიან სისტემად შეერთების შესახებ. ეს შეერთება დაიწყეს ზემოდან, სახელდობრ კი შემოთავაზებულ იქნა შეექმნათ სამხედრო საბჭო; ამ საბჭოში უნდა შესულიყვნენ გვარდიის 3 წარმომადგენელი და 3 სამხედრო; თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო სამხედრო მინისტრი. მე პროტესტს ვაცხადებდი ასეთი საბჭოს წინააღმდეგ, მაგრამ ამაოდ. ამასთან დაჟინებით მოითხოვდნენ ამ საბჭოსთვის ჯარების ინსპექტირების ინიციატივის მიცემას. იქმნებოდა ამ დრომდე სამხედრო სამყაროში ჯერ არნახული ორგანო. ეს არ გახლდათ ჰოფქრიგსრატი (გერმ. სასახლის კარის სამხედრო საბჭო – ი. ხ.), ვინაიდან აქ სანახევროდ და უფრო მეტადაც შედიოდნენ არა მხოლოდ არაკომპეტენტური ადამიანები, არამედ სამხედრო საქმის უცოდინარნიც. ეს არ იყო მაინსპექტირებელი ორგანო, ვინაიდან მის შემადგენლობაში სანახევროდ შესულ ადამიანებს არ ეცოდინებოდათ სამხედრო საქმე და, შესაბამისად, ვერ შეძლებდნენ ინსპექტირებას. ეს არ იყო საბჭო, ვინაიდან დაკავებული იყო ინსპექციით, უკანასკნელ შემთხვევაში მას უნდა რქმეოდა ინსპექცია, და არა საბჭო. ეს გახლდათ უბრალოდ არმიაში ორმაგი ხელისუფლების დამყარება, ვინაიდან საბჭოს ძალაუფლებას უნდა ემოქმედა სამწყობრო უფროსების გვერდით და მათ თანაბრად, სამხედრო მინისტრის თანაშემწის ჩათვლით. საქმე იმაში იყო, როგორც ჩანს, რომ საბჭოს ერთ-ერთ წევრად დასახული ჰყავდათ გენ. ოდიშელიძე, რომლის ხელშიც შეიძლებოდა ფაქტიურად აღმოჩენილიყო საინსპექტორო ძალაუფლება გენ. გედევანიშვილის ძალაუფლებასთან ერთად (наряду с властью ген. Гедеванишвили). აღსანიშნავია, რომ ინსპექციის უფლება მხოლოდ არმიაზე ვრცელდებოდა; საბჭოს სამხედრო წევრებს არ ჰქონდათ გვარდიის ინსპექტირების უფლება; გვარდიის წარმომადგენლები კი ასეთ უფლებას ღებულობდნენ. ამ საკითხის განხილვისას მოსაზრებები გაიყო ანუ, უფრო სწორად, ასეთი ორგანოს შექმნაზე ასეთი ფუნქციებით მე მთელი ჩემი დაუთანხმებლობით სრულებით მარტო აღმოვჩნდი. ასეთ ორგანოს მხარს უჭერდნენ გენ. ოდიშელიძე და პოლკ. ზაქარიაძე. განსაკუთრებით იცავდა ამ ორგანოს გვარდიის წარმომადგენელი და სამხედრო კომისიის თავმჯდომარე ილიკო ქარცივაძე. როცა მაც ვეკამათებოდი, მე ვთქვი, რომ მისთვის, როგორც სამხედრო საქმეში ნაკლებად ჩახედული პირისთვის, ძალზედ ძნელია ჭეშმარიტების გარკვევა, ვინაიდან გენ. ოდიშელიძე ამბობს ერთს, ხოლო გენ. კვინიტაძე კი მას არ ეთანხმება. მან მიპასუხა, რომ მათ უკვე აქვთ ამაზე განსაზღვრული მოსაზრება. მე შევნიშნე, რომ, როგორც ჩანს, მათ აქვთ არა მხოლოდ განსაზღვრული მოსაზრება, არამედ წინასწარ აკვიატებულიც, რის გამოც ჩემი მხრიდან აქ შუბების მტვრევა არაფერი საჭიროა; ავდექი, ავიღე ჩემი პროექტი, დაუყოვნებლივ დავტოვე კომისია და ახალციხეში გავემგზავრე. ასე დასრულდა ჩემი მონაწილეობა არმიის რეორგანიზაციის პროექტის განხილვაში 1919 წელს.
ახალციხის ლაშქრობის დროს ჩემი საქმიანობა, რა თქმა უნდა, არ იფარგლებოდა საომარი მოქმედებებით. ოლქის მართვის, მშიერი და გაძარცვული მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენის, დევნილების მოწყობის, აბასთუმნის აღდგენის, შეტყობინების გზებისა და ხიდების შეკეთების, სამხედრო სადგომებისა და სათავსოების რემონტის საქმეები, ერთი სიტყვით ორი მაზრისა და არტაანის ოკრუგის მთელი ცხოვრება ან ჩემს მიერ უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილი, ან კიდევ ამ საქმეებში მე ჩვენი სახელმწიფოს ცენტრალურ დაწესებულებებთან უნდა მქონოდა ურთიერთობა. მე მიხდებოდა შევსულიყავი ურთიერთობებში სამხედრო, შინაგან საქმეთა, მომარაგების, შეტყობინების გზების სამინისტროებთან, სახელმწიფო კონტროლთან, დარბეული მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენის კომიტეტთან, ამერიკულ კომიტეტთან და სხვა. როცა არმიის რეორგანიზაციის შესახებ პროექტის წარსადგენად თბილისში ჩამოვედი, ვიყავი ასევე შინაგან საქმეთა მინისტრ ნ. ბ. რამიშვილთან, რომელიც იმავდროულად რჩებოდა სამხედრო და შეტყობინების გზების თუ განათლების მინისტრად, ახლა ვერ ვიხსენებ. დავამთავრე რა მოკლედ მაზრების მდგომარეობის შესახებ მოხსენება, მე ჯიბიდან ამოვიღე ქაღალდის ფურცელი და მას ჩავაბარე შემდეგი სიტყვებით: „ეს კი არის საჩივარი თქვენთან თქვენზე“. მის შეკითხვაზე, თუ რა არის, მე ვუპასუხე, რომ ეს არის ჩემ მიერ მის, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის სახელზე, გაგზავნილი ტელეგრამების რეესტრი, და რომ არც ერთ მათგანზე მე პასუხი არ მიმიღია. იგი რამდენადმე შეშფოთდა და შემინიშნა, რომ უბრძანა პასუხი მოეცათ. შემდეგ, აიღო რა ფურცელი, იგი დამპირდა რომ ყველა კითხვაზე პასუხს გამცემდა, მაგრამ ეს გაკეთებული არ ყოფილა. ახალციხეში ჩემი დაბრუნების შემდეგ, მე იქ კიდევ დაახლოებით ერთი თვე დავყავი, მაგრამ არანაირი პასუხი ჩემს ტელეგრამებზე მაინც არ მიმიღია. ამას არ ვთვლი შემთხვევით მოვლენად, არამედ ვხსნი სურვილის არქონით რომ დამხმარებოდა, როგორც არ დამეხმარა იგი მე მაშინ, როცა პირველმა დივიზიამ უარი განაცხადა არტაანზე წასულიყო. ნათელია, რომ ორი ახლად შემოერთებული (დაპყრობილი, завоеванные) მაზრის მოწყობის საქმეები მისთვის იმდენად მნიშვნელოვანი არ ყოფილა, რომ მათით არათუ იმაზე მეტად დაკავებულიყო, ან თუნდაც იმდენადვე, როგორც სხვა ოლქებით, არამედ საერთოდ მათთვის რაიმენაირი ყურადღება მიექცია.
თ ა ვ ი X
ისევ თადარიგში. – დასკვნითი ფიქრები
ისევ თადარიგში
არმია დემობილიზებულ იქნა; დარჩნენ მხოლოდ გარნიზონები; ჩემი თანამდებობა ზედმეტი გახლდათ, და მე მივმართე თბილისს გაეუქმებინათ ჩემი თანამდებობა და მმართველობა, როგორც არასაჭირო და უკანვე გავეწვიეთ. პასუხი არ მიმიღა, თუმცა კი ჩემი ტელეგრამები რამდენჯერმე გავიმეორე. მაშინ, როცა არც სალამი მიმიღია და არც პასუხი, მე უშუალოდ მთავრობის თავმჯდომარეს მივმართე იმავე თხოვნით. ამჯერად მოვიდა პასუხი და 2–3 დღის შემდეგ გაწვეულ ვიქენი. ეს იყო ან მაისის ბოლოს ან ივნისის პირველ რიცხვებში. მე ჩამოვედი და, როგორც თადარიგიდან გაწვეულმა, მივეცი პატაკი თადარიგში ჩემი განთავისუფლების შესახებ. მიიღო რა ჩემი პატაკი, ნ. ბ. რამიშვილმა თავისთან მისვლა მთხოვა და სამსახურში დარჩენა შემომთავაზა. მან მე სამხედრო საბჭოს წევრის თანამდებობა შემომთავაზა. სამხედრო საბჭო შედგებოდა სამი სამხედროსა და გვარდიის მთავარი შტაბის სამი წევრისგან. ამ დაწესებულების შესახებ პროექტის განხილვისას მე გარკვევით გამოვედი ამ ამ საბჭოს წინააღმდეგ და აი შემოთავაზეს ისეთი დაწესებულების წევრი ვყოფილიყავი, რომლის არსებობის წინააღმდეგაც საკმარისად გარკვევით ვაცხადებდი. მე ვერ დავინახე იმ სურვილის სერიოზულობა, რომ სამსახურში დავეტოვებინეთ; ეს მხოლოდ ფორმალობა გახლდათ. მე უბრალოდ მთავაზობდნენ სწორედ ისეთ თანამდებობას, რომელზედაც ჩემს უარში თავად შემომთავაზებელსაც ეჭვი არ ეპარებოდა. თუმცა მე ასეთ გასაოცარ წინადადებას არ გავუკვირვებივარ და მხოლოდ ვიკითხე: „რა არის ეს, დაცინვა თუ ქველმოქმედება?“ – და იქვე ავუხსენი, თუ რატომ არ შემიძლია ამ თანამდებობის მიღება. ჩემს ლაპარაკს ესწრებოდნენ გენერლები ოდიშელიძე და ა. გედევანიშვილი. მე ვუთხარი, რომ ზედმეტი ვიქნები ამ საბჭოში, სადაც საკითხებს გადაწყვეტენ არაკომპეტენტური ადამიანები. რომ ეს დაწესებულება პასუხისმგებლობის არმქონე დაწესებულებაა, რისი ძალითაც მისი გადაწყვეტილებებიც იქნება შეთანხმებული ამა თუ იმ პირის სურვილებთან, ან კიდევ, პირთა ჯგუფისა, რომლებიც სრულებით არ არიან ჩახედული იმ საქმეში, რომლის საკითხებიც იქნება გადასაწყვეტი. რომ მე ჩინებულად მესმის, რომ სამოქალაქო პირებს არ შეუძლიათ ჰქონდეთ ჩვენი სპეციალური საკითხების ცოდნა და ყოველთვის მზად ვარ მათ ვუხსნიდე და ვუმტკიცებდე, რომ ჩემთვის ორჯერ ორი ოთხია, მაგრამ რომ მე სრულებით არ შემიძლია ვუმტკიცებდე ჩვენს ანბანურ ჭეშმარიტებებს იქ სხდომებზე მონაწილე სამხედროებს; მე ამ დროს ხელით მივუთითე იქ მყოფ გენერლებზე ოდიშელიძესა და ა. გედევანიშვილზე. მათ პოლიტიკურად წაუყრუეს. რომ ამრიგად მე არ მინდა ვატარებდე პასუხისმგებლობას, როგორც ამ საბჭოს წევრი, იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომლებსაც საბჭო მიიღებს; მით უმეტეს, რომ წინასწარ ვარ დარწმუნებული, რომ ასეთები ყოველთვის მიიღება იმ სულისკვეთებით, რომლებიც ამ საბჭოს სამხედრო საქმეში ჩაუხედავი ნახევრისთვის (გვარდიის შტაბი) იქნება სასურველი. მაშინ ნ. ბ. რამიშვილმა გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობა შემომთავაზა. მე ვუპასუხე, რომ გენერალური შტაბი გადაქცეულია მკვდარ დაწესებულებად და მე იქ ვიქნები მხოლოდ დანამატი გენერალური შტაბის უფროსის სავარძელზე. იქ მყოფმა ერთ-ერთმა გენერალმა, მგონი, გენ. ა. გედევანიშვილმა, გესლიანად განაცხადა: „და აი შენ გეძლევა რომ გააცოცხლო ეს დაწესებულება“. მე ვუპასუხე, რომ ჩემი სურვილი გავაცოცხლო ეს დაწესებულება შედეგად მოიტანს იმას, რომ ორი დღის შემდეგ ან მომიწევს გადადგომა, რადგანაც არმიის ორგანიზაცია არის გენერალური შტაბის ხვედრი და რადგანაც ეს ორგანიზაცია ისეთი სახით არაა მიღებული, როგორც მე ვთვლი აუცილებლად არმიის მოწყობას, მაშინ მე ან ჩემს რწმენას უნდა ვუღალატო (то я должен или поступиться своими убеждениями и верой), და უბრალოდ ვიმსახურო, ან კიდევ მთელი საფუძვლები უნდა შევცვალო. არც პირველის გაკეთება შემიძლია, და არც მეორესი, ამიტომ მიხდება კიდეც ამ თანამდებობის უარყოფაც. ნოე ბესარიონის ძემ შენიშნა, რომ მე ვმსახურობდი ყოფილი სამხედრო მინისტრის, გ. თ. გიორგაძის დროს და, შესაბამისად, ამ უკანასკნელის თხოვნა რომ მემსახურა შევასრულე, და ამავე დროს მის, ნოე ბესარიონის ძის თხოვნას რომ ვიმსახურო, არ ვასრულებ და რომ ეს მისთვის ძალზედ უსიამოვნოა. მე ვუპასუხე, რომ სრულებით არ მითქვამს, რომ საერთოდ არ მინდა სამსახური, მაგრამ რომ ჩემთვის მიუღებელია შემოთავაზებული თანამდებობები იმ მოტივების გამო, რომლებიც ზემოთ გადმოვეცი. რაც შეეხება ჩემს მიერ გ. თ. გიორგაძის თხოვნის შესრულებას, ეს არ არის მართალი, ვინაიდან მე სწორედ თადარიგში მაშინ წავედი, როცა უკანასკნელი სამხედრო მინისტრი გახლდათ 1918 წელს, და ასევე ხელმეორედ 1919 წლის იანვარში. ამით საუბარი დასრულდა და მეც წამოვედი. შემდეგ ორი თვის განმავლობაში მე მოვითხოვდი გაეცათ ბრძანება ჩემი გადადგომის შესახებ, მაგრამ ბრძანებას ხელს არ აწერდნენ და მეტად არც რაიმე თანამდებობას მთავაზობდნენ. ამასობაში მე რამდენჯერმე მომიხდა სამხედრო მინისტრ ნ. ბ. რამიშვილთან ყოფნა; მიხდებოდა ახალციხის ლაშქრობის შესახებ საქმეები დამესრულებია: ფულადი ანგარიში, ლიკვიდაციის საქმეები და სხვა. ყოველ ჯერზე რამიშვილი თავიდან მე ამ ორივე თანამდებობას მთავაზობდა, შემდეგ კი მხოლოდ სამხედრო საბჭოს წევრის თანამდებობას; როგორც ჩანდა, საბოლოოდ გადაწყვიტეს გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე დაენიშნათ პოლკ. ზაქარიაძე, რის გამოც მე მხოლოდ სამხედრო საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობასღა მთავაზობდა. მთავაზობდა ისეთი გამოთქმებით და ისეთი ინტონაციით, ღიმილით და სხვა, რომ ნათლად ჩანდა წინადადების მთელი არაგულწრფელობა. ერთხელ მან ისევ გამიმეორა იგივე და დაასრულა გამოთქმით: „მოიფიქრეთ“. ეს „მოიფიქრეთ“ შესანიშნავი გახლდათ. 1918 წელს, როცა მე პირველად მივდიოდი თადარიგში, ნ. ბ. რამიშვილი შრომითი ვალდებულებით მემუქრებოდა. ახლა ვერ ვიტყვი, რომ ეს მუქარა იყო, მაგრამ გამოთქმა „მოიფიქრეთ“ 30-წლიანი სამსახურის განმავლობაში ჩემი უფროსებისგან არასოდეს მომისმენია. ეს არ გახლდათ უფროსის მუქარა თავისი ხელქვეითისადმი, როცა უკანასკნელს, ასე ვთქვათ, თავის სიტყვებში ან მოქმედებებში თავს გაუვიდა; ეს, რა თქმა უნდა, არ შეიძლებოდა ყოფილიყო მამობრივი „მოიფიქრეთ“; არ შეიძლებოდა ყოფილიყო მეგობრულიც. ეს გახლდათ მთელი, იმ მთელი არამეგობრულობის და, რაც მთავარია, იმ ზიზღის გამოვლენა, რომელსაც ნ. ბ. რამიშვილი ოფიცერთა კორპუსისა და ინდივიდუალურად თითოეული სამხედროსადმი ყოველთის განიცდიდა და ახლაც განიცდის; იგი ჩვენ, სამხედროებს, გვთვლის არარაობად, უმდაბლეს რასად, რომელიც არ იმსახურებს არანაირ პატივისცემას. მე ავდექი სავარძლიდან, ვუთხარი მას, რომ საკმარისად დიდი გახლავართ იმისთვის, რომ მსგავს რჩევას ვსაჭიროებდე, რომ მე მაოცებს მისი წინადადებების სტერეოტიპურობა, და დავემშვიდობე. მე მასთან მეტად აღარ მივსულვარ.
დასკვნითი ფიქრები
მაინც როგორი იყო ჩვენი ახალციხური ლაშქრობის შედეგი, რომელიც 3–4 თვეს გაიწელა და საკმარისად ძვირი დაგვიჯდა ადამიანებით, დახარჯული ენერგიითა და ფულებით. არტაანის ოკრუგი მდინარე მტკვრის სამხრეთით მიცემულ იქნა და ვისთვის იქნა მიცემული, არ გაგიკვირდეთ, სომხებისთვის, რომელთაც ამ ოკრუგთან არანაირი დამოკიდებულება არ ჰქონიათ. მოსახლეობა – თურქები, ქურთები, რუსები, ბერძნები და, თუ არ მეშლება, იქ არც ერთი სომხური სოფელი არ არის. ჩვენ, ქართველებმა, ეს ადგილები დავიპყარით (Мы, грузины, завоевали эти места), ჩვენ იქ ჩვენი სისხლი დავღვარეთ და უეცრად ეს ოლქი გადაეცა თვით იმათაც კი არა, ვისაც ჩვენ ვეომებოდით, არამედ მესამე პირს. ჩვენმა დიპლომატიამ ახლაც ვერ შეძლო ჩვენი წარმატების გამოყენება. შეიძლება, თქვან, რომ დიპლომატიამ გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო, მაგრამ რომ გამარჯვებულებმა, ინგლისელებმა, ასე გვიბრძანეს და ჩვენს დიპლომატიას არ გააჩნდა ძალები რომ ამასთან ებრძოლა. დარწმუნებული ვარ, რომ ასე ილაპარაკებენ. მაგრამ ამაში არის კიდეც დიპლომატიის მოხერხებულობა, რომ ისე გააკეთოს, როგორც ჩვენთვისაა სასურველი; იმაში აღმოჩნდა კიდეც ჩვენი დიპლომატიის სისუსტე, სომხების დიპლომატიასთან შედარებით, რომლებმაც თავისას მიაღწიეს, არ ჰქონდათ რა ამაზე არც იურიდიული, არც ზნეობრივი, არც დე ფაქტო უფლებები, არც ყველას მიერ ყველაზე უფრო მეტად აღიარებული უფლება, ძალის უფლება, იარაღის ძალით დაპყრობის უფლება, რომელიც ეჭვის გარეშე ჩვენ გვეკუთვნოდა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი დიპლომატია აქაც აღმოჩნდა უუნარო, როგორც აღმოჩნდა ქართულ-სომხური ომის დროსაც, როცა იგი დაემორჩილა ორი უბრალო კაპიტნის მოთხოვნას რომ ომი გაგვეჩერებია, სამთა კავშირის წარმომადგენლებისა, რომლებიც იურიდიულად და დიპლომატიურად არ იყვნენ აკრედიტებული. შემდგომში, ზოგიერთი პოლიტიკური მოღვაწისგან მომისმენია, რომ ორი ოფიცრის მოთხოვნის ეს შესრულება, რომლებიც, ნაწილობრივ, იმ დროს სავსებით არც გახლდნენ სრულუფლებიანი წარმომადგენლები (отчасти, не совсем в то время полномочных), იქცა ჩვენს შეცდომად. დარწმუნებული ვარ, ჩვენს დიპლომატიას რომ ჰქონოდა შესაბამისი შორსმჭვრეტელობა, მას, შესაძლო იყო, არ გაეჩერებია საომარი მოქმედებები საქართველო-სომხეთის ომში და სასურველი შედეგისთვის მიეღწია. ყველაფერ ამას უნდა მივუმატოთ ერთი კონკრეტული საკითხიც. ხელშეკრულების თანახმად სომხებს ეძლეოდა მტკვრის მარჯვენა ნაპირი და ჩვენც თავად ქალაქ არტაანში მტკვრის მარცხენა ნაპირზე უნდა გადმოვსულიყავით, რომელიც ქალაქის ძველ ნაწილს წარმოადგენდა და სადაც არ იყო არანაირი ყაზარმები, ვინაიდან ისინი მარჯვენა ნაპირზე იდგა; გარდა ამისა, ერთადერთი გზატკეცილი, რომელიც არტაანს ჩვენს ფარგლებთან აერთებდა, მტკვრის მარჯვეა ნაპირზე გადიოდა, სადაც გზის გაყოლებით ერთადერთი სატელეგრაფო სადენიც მიემართებოდა. ამრიგად, ჩვენს გარნიზონს არტაანში წაერთვა ჩვენთან კავშირგაბმულობა, და ჩვენ სომხებისთვის უნდა გვეთხოვა ნებართვა, რომ არტაანში სურსათი შგვეტანა ან კიდევ იქ ტელეგრამა გაგვეგზავნა; წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ხონიორის უღელტეხილით უნდა გვესარგებლა, რომელზედაც საკუთრივ ბილიკი გადიოდა და ამასთან წელიწადის არცთუ ყველა დროში იყო იგი ხელმისაწვდომი. პირდაპირ ძნელი დასაჯერებელია, რომ ინგლისელებს შეეძლოთ საკითხები ასე უსამართლოდ, ასე საღი აზრის წინააღმდეგ გადაეწყვიტათ.
თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

No comments:
Post a Comment