(* შემოკლებით მოხსენდა ი. ბ. სტალინის დაბადებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო სესიის ისტორიის სექციის სხდომას 1949 წლის 26 დეკემბერს სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში)
(პროფ. იასე ცინცაძის ქვემოთ შემოთავაზებული ვრცელი წერილი „ათანასე თბილელისა და სიმონ მაყაშვილის ელჩობა რუსეთში /1752–1754/“ ამოვიღეთ სამეცნირო ჟურნალ „საისტორიო მოამბიდან“, # 6, 1952 წ.; დიდი მოცულობის გამო მას ბლოგზე ვათავსებთ ორ ნაწილად)
(ნაწილი I)
თეიმურაზ II და ერეკლე II მეფობის ხანაში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას განვითარების თავისი საფეხურები აქვს. ისე რომ, 1783 წელს რუსეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს შორის დადებული მფარველობითი ტრაქტატი, ნაჩქარევად, 1783 წელს მოფიქრებული, ან რამოდენიმე ერთეული წლით ამაზე ადრე, შემუშავებული და წარმოშობილი ხელშეკრულება არ არის არც ერთი მხარისათვის. თითქმის მთელი მე-18 საუკუნის მეორე ნახევრის განმავლობაში, საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის გარკვეულ პროცესებთან შეფარდებით, როგორც რუსეთი, ისე ქართლ-კახეთის სამეფო ერთმანეთთან ურთიერთობის პირობებს სინჯავდნენ, შესაძლებლობის ფარგლებში ერთმანეთს ზვერავდნენ და პირობების შესაბამისად მოქმედებდნენ.
თეიმურაზსა და ერეკლეს საგანგებო ვითარებაში მოუხდათ რუსეთთან ურთიერთობა. ორთავეს წინ ედოთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საუკუნენახევრის ისტორია. ამ ისტორიიდან ორთავემ კარგად იცოდა ალექსანდრე და თეიმურაზ (I) კახთა მეფეების ტრაგიკული დასასრულის მიზეზები. მათთვის ხომ სრულიად ახალი და ცოცხალი ამბავი იყო ქართლის მეფის ვახტანგ VI და პეტრე პირველის მეგობრობის შედეგების მწარე გაკვეთილები. კახელ ბაგრატიონებს ყველაზე უკეთ მოეხსენებოდათ, როგორ ჩაუვარდათ ხელთ მათ ქართლის სამეფო.
რუსეთთან ურთიერთობის წარსულის ასეთი მწვავე მაგალითების და მიუხედავად, იმავე ირან-თურქეთის გარემოცვის პირობებში რუსეთთან კავშირის განახლება მაინც უკეთეს გამოსავალათ მოჩანს, როგორც თეიმურაზისა და ერეკლესათვის, ისე მათ თანაგამზრახთათვის.
თეიმურაზ II გამეფების პირველ წლებიდანვე მიმართავს რუსეთს. თეიმურაზის კახეთში გამეფება იმ წლებს ემთხვევა, როცა ქართველები ოსმალთა ბატონობას წინააღუდგნენ, ირანის სარდალს თაჰმაზხანს (შემდეგ ნადირ-შაჰად წოდებულს) მიემხრნენ, იშვიათის შეუპოვრობით ოსმალები დაამარცხეს და აღმოსავლეთ საქართველოდან განდევნეს.
მაგრამ ირანის მფლობელთანაც საერთო ენის გამონახვა შეუძლებელი აღმოჩნდა. ერთი წელი არც კი იყო გასული თურქთა დამარცხებიდან, რომ ირანის გადასახადებმა და ქართველების სრულიად ამოგდების ვერაგულმა გეგმამ ქართველები ირანელთა ბატონობის წინააღმდეგ ააჯანყეს. მთაში – ფშავეთში გახიზნული თეიმურაზი სასწრაფოდ რუსეთში გზავნის 1736 წელს თავის ელჩს თავად როსებ გიორგის-ძეს (როსების ელჩობის შესახებ დოკუმენტები გამოაქვეყნა დოც. ა. იოსელიანმა. იხ. საქ. სსრ შ ს ს საარქივო სამმართველოს „საისტორიო მოამბე“, ტ. II, გვ. 387–403).
ქართველი მეფე რუსეთის დედოფალს (ანა ივანეს ასულს) თხოვდა იმ დამოკიდებულების განახლებას, რომელიც კახეთსა და რუსეთს შორის არსებობდა მე-17 საუკუნეში. ამ დამოკიდებულების განახლების საფუძველზე, თეიმურაზ მეორეს, შესაძლებლად მიუჩნევია ეთხოვა რუსეთის სამეფო კარისაგან: ფინანსური დახმარება, ან დამხმარე კორპუსის კახეთში გამოგზავნა, ბაქარ ვახტანგის-ძის ქართლში მეფედ დაბრუნება, ან ირანის შაჰის წინაშე შუამდგომლობა – დაეხსნას საქართველოს, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, დამარცხებულ თეიმურაზისათვის რუსეთში გადასახლების ნებართვა და სათანადო საარსებო ულუფის მიცემა.
რუსეთის სახელმწიფოს იმხანად საგარეო მდგომარეობა გართულებული ჰქონდა ყირიმ-თურქეთთან კონფლიქტის გამო, არც ევროპის სახელმწიფოების ნეიტრალობა იყო საიმედო პოლონეთის საკითხის გამო. ირანისა და საქართველოს სამეფოების გამწვავებულ ურთიერთობაში რაიმე სახით ჩარევა რუსეთის სახელმწიფოებრივ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა და ამდენად თავად როსების ელჩობაც უშედეგოდ დასრულდა. მე-18 საუკუნის ორმოციან წლებისათვის ვითარება საქართველოში შეიცვალა. კახელი ბაგრატიონების ფრთხილმა პოლიტიკამ, ქართლის შეუდრეკელმა ბრძოლამ „ყიზილბაშობის“ წინააღმდეგ, ირანის სახელმწიფოს გართულებულმა საერთო ვითარებამ ნადირ-შაჰი ერთგვარ დათმობაზე წაიყვანეს და ქართლსა და კახეთში მამა-შვილი, კახელი ბაგრატიონები, თეიმურაზ II და ერეკლე II გამეფდნენ (თეიმურაზისა და ერეკლეს ქართლ-კახეთში გამეფება – „ყიზილბაშობისა“ და „ოსმალობის“ წინააღმდეგ ბრძოლის პროცესი მოცემული აქვს აკად. ნ. ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ს ნაშრომში „XVIII საუკუნის საქართველოს ისტორიიდან“. იხ. მასალები საქართვ. და კავკ. ისტორიისათვის. 1944 წ. გვ. 173–211).
ნადირ-შაჰის პოლიტიკამ ირანი და მისი ხელქვეით მყოფის სახანოები მალე აჯანყებამდე მიიყვანეს და შეთქმულების გზით ნადირ-შაჰიც მოკლეს. ამის შემდეგ ირანის სახელმწიფო შინათაშლილობამ მოიცვა და წლების განმავლობაში იგი აღარ დამცხრალა. ქართლ-კახეთის მეფენი ნადირ-შაჰის გარდაცვალებიდან სამი წლის განმავლობაში მეზობელ სახანოებს დაუცხრომელ ბრძოლების შედეგად იმორჩილებენ, ისე რომ განჯის, ერევნის და ნახჭევნის ხანები ქართლ-კახეთის მოხარკეები შეიქნენ.
მაგრამ ირანში მომხდარი ამბები საკმაო მნიშვნელობის გამოძახილს პოულობდა თურქეთში, რუსეთში და ზოგიერთ დასავლ. ევროპის სახელმწიფოებშიაც. განსაკუთრებით გაფაციცებით ადევნებდნენ თვალყურს ირანში მიმდინარე პროცესებს მახლობელი მეზობლები – რუსეთი და თურქეთი. ცნობილია, რომ 1735 წელს რუსეთი უმჯობესად მიიჩნევს ირანს დაუბრუნოს პეტრე პირველის მიერ დაპყრობილი ბაქო და დარუბანდი თავისი მიმდგომი მოსახლეობით და ტერიტორიით. საყურადღებო არის 1735 წლის რუსეთსა და ირანს შორის დადებულ ხელშეკრულების ზოგიერთი მუხლი, სადაც რუსეთი ირანის ტერიტორიების ხელუხლებლობას მოითხოვს: «... Помянутые города Баку и Дербент никаким образом и ни под каким видом в руки других держав, а паче общих неприятелей, не отдавать; но всячески иметь старание, дабы оные в державе иранского государства содержать» (Б у т к о в П. Г. Материалы для новой истории Кавказа. I, 1869, გვ. 131). მოტანილ ტექსტში „სხვა სახელმწიფოს“ ქვეშ თურქეთი იგულისხმება. რუსეთს არ სურდა კასპიის ზღვის მიდამოებში თურქეთს რამე ტერიტორიული მონაპოვარი ჰქონოდა.
ნადირ-შაჰის მიერ შეკოწიწებული ირანი რომ დაიშალა, რუსეთი თურქეთისაგან მოელოდა ბაქო-დარუბანდსა და შაქ-შირვანში კვლავ გაბატონების ცდას. თურქეთს კი თავის მხრივ რუსეთი აშინებდა და ამიტომაც ირანში შექმნილი ვითარება, თუმცა მეტის-მეტად ხელსაყრელი იყო თურქეთისათვის, მაგრამ რუსეთის გაღიზიანების შიშით და თვით თურქეთში არსებული მძიმე შინამდგომარეობის გამო, ერთგვარ ნეიტრალიტეტს იცავდა და ირანის საქმეებში ჩაურევლობის პოლიტიკას ადგა.
ერთხანად თურქეთს ერთი გარემოება აფიქრებდა მხოლოდ: ენერგიულად მოქმედ ქართლ-კახეთის მეფეებს, თეიმურაზსა და ერეკლეს, დასუსტებულ და ერთიმეორეს მოწინააღმდეგე სახანოების მეშვეობით ირანში თავიანთი გაბატონებული მდგომარეობა არ შეექმნათ და ამით რუსული გეგმების განხორციელება არ დაწყებულიყო.
ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით მართლა ჰქონდათ თუ არა ამ დროს ქართველ მეფეებს ირანში გაბატონების გეგმები დამუშავებული, მაგრამ ამის მსგავსი ამბები რომ ვრცელდებოდა მეზობელ სახელმწიფოებში ამას რუსეთის იმ დროის მზვერავების ცნობებიც ცხადჰყოფენ: «...Грузинской принц Ираклий назад тому два года с нарочными писал к Шекинскому Аджи Челебию, да к Шемахинскому, к Кабалинскому и Генжинскому ханам с таким изяснением, что в Персии шах нет, а он Ираклий находится по шахе первый вали, к томуж и грузинской царь, и должно ему для восстановления в Персии покоя избрать шаха, и дабы в том они с ним согласились; на что помянутые ханы к нему Ираклию с бранью и с таким выговором ответствовали, что он безверник желает их обмануть, и в Персии сам шахом утвердиться, за что между ними с того времени продолжается ссора» (Б у к т к о в. Материалы... I, გვ. 393. შემდეგ წლებში რომ რუსეთის მეშვეობით ირანში გაბატონების გეგმები ნამდვილად ჰქონდათ ქართველ მეფეებს, ეს ცნობილი ფაქტია).
როგორც ჩანს, ერეკლეს შესახებ ეს ხმები 1750–51 წლებში გავრცელებულა. დასავლეთ ევროპაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა ქართველი მეფეების გამარჯვებებმა მეზობელ სახანოებზე, განსაკუთრებით ერეკლე მეორეს შესახებ ვრცელდებოდა ევროპაში გაზვიადებული ცნობები. რუსეთის დიპლომატია განსაკუთრებით მწვავედ განიცდიდა ერეკლე მეორეს შესახებ გავრცელებულ ცნობებს, მას ის აფიქრებდა, რომ ერეკლეს აქტიური მოქმედება და ამის შედეგად გავრცელებული ცნობები, თურქეთს წონასწორობიდან გამოიყვანდა და სპარსეთის საქმეებში ჩაერეოდა, ხოლო ასეთ შემთხვევაში რუსეთს ნეიტრალურად დარჩენა აღარ შეეძლო.
რუსეთის დიპლომატია შეუდგა ქართველი მეფეების შესახებ გაზვიადებული ცნობების გაფანტვას და ამით თურქეთის დიპლომატიის დამშვიდებას.
1753 წლის 23 ნოემბრის მთავრობის ოფიციოზში «Санктпетербургские ведомости»-ში გამოქვეყნდა საგანგებოდ შეკრებილი ცნობები თეიმურაზისა და ერეკლეს ბრძოლებისა და წარმატებების შესახებ, 1749 წლიდან მოკიდებული 1753 წლამდე. ირკვევა, რომ ამიერ-კავკასიასა და ირანში მიმდინარე პროცესებს საგანგებოდ ადევნებდნენ რუსეთიდან თვალყურს და ასტრახანში მყოფი რუსული აგენტურა ზუსტ ცნობებს აწვდიდა პეტერბურგს. „პეტერბურგსკიე ვედომოსტი“-ს 1753 წლის 23 ნოემბრის ნომერში ვკითხულობთ: «... Из Москвы от 18 октября. Из разных иностранных ведомостей усмотрено здесь, коим образом писатели оных продолжают наполнять публику фальшивыми известиями о прогрессах грузинского принца Ираклия, приписывая ему отличные храбрые дела, и многие знатные успехи в персидском государстве даже до завоевания столичного города Испагани, составляя, якобы от него там и публичные речи к народу говорены были, а потом присовокупляют дальновидные и весьма нескладные политические рассуждении, и опасаемые для переду, а особливо Порте Отоманской опасные следствии. Того ради, запотребно здесь рассуждено для удовольствия публики, и опровержения всех лживомышленных, и повсюду рассеянных ведомостей сообщить кратким экстрактом полученные здесь от времени до времени подлинные и надежные ведомости» (Б у т к о в. Материалы I, გვ. 387).
ერეკლე II შესახებ დასავლერთ ევროპაში გვრცელებული ცნობები მართალია გაზვიადებული იყო, მაგრამ, სრულიადაც საფუძველს მოკლებული არ ყოფილა ერეკლეს დიდი სახელი 1748–51 წლებში. ერევნის, განჯის და ნახჭევნის სახანოების დამორჩილება და მოხარკედ დაქვემდებარება და თავრიზის მფლობელის აზატ-ხანის (ირანში შაჰობის პრეტენდენტი) ერევნის მახლობლად სასტიკი დამარცხება მარტივი საქმე როდი იყო იმ ძნელბედობის შემდეგ, რომელიც „ყიზილბაშობამ“ და „ოსმალობამ“ მოუტანა აღმოსავლეთ საქართველოს. მაგრამ ირანის დამორჩილებამდე საქმე, რა თქმა უნდა, არ მისულა. მეზობელ სახანოებში შესაძლებელია დიდი შიში იყო, მაგრამ ქართლ-კახეთის სამეფოებს ირანის ოდენა ტვირთის აწევა რომ არ შეეძლოთ, ეს უდაო იყო. როგორც აღვნიშნეთ, ხმები კი დიდი იყო. ამასთან უნდა იყოს დაკავშირებული რუსეთის წარმომადგენლის საგანგებოდ საქართველოში მოსვლა, რომელზედაც პაპუნა ორბელიანი მოკლედ გვაუწყებს: „მოვიდა რუს ხელმწიფის ბრძანებით ერთი პოდპოლკოვნიკი, რომელი არს ხუთასის თავი, ქალაქსა თბილისისასა ც ნ ო ბ ა დ | ა მ ბ ა ვ თ ა | ქ ა რ თ ლ ი ს ა თ ა“ (საქართველოს ცხოვრება /1469–1800/. ზ. ჭიჭინაძის გამოც. 1913, გვ. 199). რუსი ოფიცერი 1752 წელს მოსულა საქართველოში და ეტყობა საქმის ვითარება ადგილობრივ შეისწავლა.
რუსეთი ამ დროს, როგორც აღვნიშნეთ, ამიერ-კავკასიაში თურქეთთან საქმის გართულებას ერიდებოდა, ასე რომ ქართველი მეფეების აქტივობა თუ შენელდებოდა, რუსეთისათვის უმჯობეს მოვლენად მიიჩნეოდა. მე-18 საუკუნის ორმოცდაათიან წლებში, როგორც ვიცით, რუსეთის საგარეო პოლიტიკის ცენტრალურ საკითხად პრუსიის სამეფოს აგრესია შეიქნა.
სანამ საფრანგეთის, ავსტრიის და რუსეთის კოალიცია ჩამოყალიბდებოდა, პოლონეთის საკითხის გამო წარმოქმნილ უკმაყოფილების შედეგად, საფრანგეთი რუსეთის საწინააღმდეგოდ თურქეთს აღიზიანებდა. ახალი ამბავი არ იყო ევროპის სახელმწიფოებისა და თურქეთის დიპლომატიურ წრეებისათვის, რომ რუსეთი თურქეთის საზღვრებში მოქცეულ ქრისტიანულ ხალხებს მოწყალების თვალით უცქეროდა. თურქეთის ქრისტიანობაც თავის მხრივ რუსეთის ძლიერებით დაიმედებული რუსეთისაკენ იშვერდა ხელს. ბალკანეთის ქრისტიანულ ხალხებთან ურთიერთობა რუსეთმა წინა საუკუნეში დაამყარა და ზოგიერთ მათგანთან ფიცისა და წყალობის სიგელებიც ჰქონდა გაფორმებული. ბალკანეთის ქრისტიანეთა საკითხის გარდა თურქეთთან ყირიმის სახანოსთან რუსეთის დამოკიდებულების საკითხიც ფრთხილად მოსავლელი შეიქნა. დნეპრელი კაზაკებისა და ყირიმელების მეზობლობა დაუსრულებელ კონფლიქტებს ჰქმნიდა. ყირიმის საკითხი ყაბარდოს საკითხსაც დაუკავშირდა და რუსეთი და თურქეთი ამ წერტილშიაც ერთი-მეორეს საწინააღმდეგოდ ხვდებოდნენ ამ საუკუნის შუახანებში.
ამ ვითარებაში, სწორედ იმ წელს, როცა ქართველი მეფეები ათანასე თბილელსა და სიმონ მაყაშვილს ამზადებდნენ მოსკოვში გასამგზავრებლად, 1752 წელს აპრილის თვეში კონსტანტინეპოლში ახლად დანიშნულ რუსეთის რეზიდენტს ობრეზკოვს პეტერბურგიდან საგანგებო ინსტრუქციით აფრთხილებდნენ: «По персидским делам трудов и издержек жалеть вам не следует. В том не может быть никакого сомнения, что Порта по своим интересам и единоверию будет под рукою помогать афганцам и не допускать усиливаться грузинцев которых она с греками не различает. Если мы сами в персидские дела не вступаемся, то не можем не посоветовать и Порте следовать нашему примеру; вы должны внушить турецким министрам, что Порта должна дать персиянам самим уладить свои дела, ибо от них (სპარსელების მხრით – ი. ც.) по их слабости, турецким границам никакой опасности быть не может. Притом вы не дложны подавать вида, что это нас беспокоивает; мы только советуем Порте, а приневоливать ее не хотим, п о в т о р и т е \ т у р е ц к и м министрам, ч т о \ м ы \ д о с и х п о р \ г р у з и н ц а м \ п о м о щ и \ н е \ п о д а е м (ხაზი ჩვენია – ი. ც.); что этот народец не заслуживает внимания такой знатной державы, как Порта, досадовать на них ей не за-что. Эти ваши внушения должны вызвать со стороны турецких министров ответ, из которого можно будет что нибудь извлечь относительно решения Порты»... (С о л о в ь е в. История России с древнейших времен. СПБ. изд. тов. «Общественная польза». წიგნი 5, გვ. 737) ობრეზკოვი კონსტანტინეპოლიდან ატყობინებდა პეტერბურგს, რომ თურქეთს წინად განზრახული ჰქონდა ავღანელებისათვის დახმარების აღმოჩენა, მაგრამ ამჟამად ეს განზრახვა შეჩრებულია, რადგანაც ქართველების წარმატებანი ირანის სამფლობელოებში არც ისე დიდია და ამ მხრივ საშიშროებას აღარ ხედავენო. მაგრამ, ობრეზკოვის ცნობით, თურქეთის გაბატონებული კლასი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რატომ ერთმორწმუნე ავღანელებს არ ვეხმარებით და ამით ქართველებს გაძლიერების საშუალებას ვაძლევთო. ობრეზკოვი არწმუნებს პეტერბურგს, რომ, ამისდა მიუხედავად, სულტანი ირანის საქმეებში ჩაურევლობას ამჯობინებსო. ამდენად ობრეზკოვი უმჯობესად მიიჩნევს ირანის ამბების გარშემო თურქეთის მინისტრებთან ხმა არ ამოიღოს მანამ, სანამ საქმის ვითარება არ მიკარნახებსო. ობრეზკოვი დარწმუნებული ყოფილა იმაში, რომ თურქეთის დიპლომატები არ დაიჯერებენ, საქართველოს რუსეთი არ ეხმარებაო და ამ მიმართულებით რაიმეს მტკიცება საწინააღმდეგო შედეგს მოიტანსო (С о л о в ь е в. დასახ. ნაშრ. წიგნი 5, გვ. 738).
მაშასადამე, სანამ ქართველი მეფეების ელჩები ათანასე თბილელი და სიმონ მაყაშვილი, რუსეთის სამეფო კარს წარუდგებოდნენ, საქართველოს საკითხი თავისთავად დგას რუსეთის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში და იგი ირანისა და თურქეთის საერთო პრობლემასთან არის დაკავშირებული და, რაც მთავარია, ქართლ-კახეთისა და რუსეთის სამეფოების ინტერესები ამ წლებში ერთი მეორეს არ ემთხვევიან – ეწინააღმდეგებიან კიდეც.
საინტერესო არის კონსტანტინეპოლში მყოფ რუსეთის რეზიდენტის – ობრეზკოვის ინფორმაციის წყარო, საფიქრებელია, რომ ობრეზკოვს მოსყიდვის წესით საიდუმლო ინფორმატორები ჰყავდა მოპოვებული თურქეთში, მაგრამ ჩანს მას სწორ ცნობებს არ აწვდიან. ობრეზკოვს რომ დავუჯეროთ, ისე გამოდის, რომ თურქეთი სრულებით არ ერევა ირანის საქმეებში, თითქოს გაბატონებული წრეების უკმაყოფილებისა და საჩივრების მიუხედავათ სულთანი ამჯობინებს ირანის საქმეებში არ ჩაერიოს, არც ავღანელებს ეხმარება, არც ქართველებს აქცევს ყურადღებას და ირანის საქმეები თვითდინებას მიანდო. ამ ინფორმაციის საფუძველზე უნდა აეგო რუსეთის დიპლომატიას საქართველოსთან მისი ურთიერთობა და დამოკიდებულება. რამდენად სწორ ინფორმაციას აწვდიდა რუსი რეზიდენტი თავის მთავრობას?
ჩვენს ხელთ არსებული ცნობები ობრეზკოვის ინფორმაციის სრულიად საწინააღმდეგო დასკვნას გვაკეთებინებს. თურქეთი სრულიადაც ნეიტრალური არ დარჩენილა და საქმეების თვითდინებით არ კმაყოფილდებოდა. ავღანელებს რომ თურქეთმა ჯარი არ მიაშველა და აქტიურად არ ჩაერია აზატ ხანის ირანში გაბატონების ცდაში, ეს სრულიადაც იმის მაჩვენებელი არ არის, რომ თურქეთი ირანის საკითხში ჩაურევლობის პოლიტიკას ადგა. აქ ყურადღება მისაქცევია, რა პოზიცია დაიკავა თურქეთმა ქართველი მეფეების მიმართ. ვის შეუძლია უარჰყოს, რომ თურქეთის ხელი არ ერია იმ დაუსრულებელ შემოსევებში, რომელსაც ადგილი ჰქონდა მე-18 საუკუნის ორმოცდაათიანი წლების საქართველოში. ლეკი რომ აიშალა და ზამთარ-ზაფხულ ქართულ სოფლებს აწიოკებდა, განა იმით უნდა აიხსნას, რომ ლეკის მტაცებლური ბუნება იწვევდა ამას? მეზობელი მაჰმადიანი მფლობელები რომ განუწყვეტლივ კოალიციებს აწყობდნენ ქართლ-კახეთის საწინააღმდეგოდ, აქ ორგანიზატორი თურქეთის ფული და აგენტურა არ იყო? ამ შემოსევებით ყველანი პირველ რიგში თურქეთის დაკვეთას ასრულებდნენ, ამიტომ იყო, რომ მათთან საერთო ენის გამონახვა ქართველ პოლიტიკოსებს გაუძნელდათ. სრულიად შემთხვევითი არ არის რუსეთის იმპერატრიცის მისამართით გაგზავნილ ქართველი მეფეების 1752 წლის წერილში აღნიშნული ცნობა: „ესრეთნი მოუთმენელნი ჭირნი აროდეს მოვლენიეს ქვეყანასა ამას... სამეფონი ჩვენნი მგრგვლივ გარეშეცულ არიან უცხო თესლთა წარმართთაგან და დაუცადებლად ჰყოფენ ჩვენდა მომართ ზამთარ და ზაფხულ ბრძოლასა, ოჴრებასა, კლვასა და ტყვეობასა... და ა მ ა ს ვ ე | ჟ ა მ ს ა | შ ი ნ ა | შ ე ი თ ქ უ ნ ე ნ | გ ა რ ე მ ო ს ნ ი | მ ტ ე რ ნ ი | ჩ ვ ე ნ ნ ი | დ ა | შ ე კ რ ბ ე ნ | ე რ თ ა დ | მ თ ა ვ ა რ ნ ი | მ ა თ ნ ი და განიფიცნენ.. რათა ერნი საქართველოსანი საშუალთაგან აღმოფხვრან და ნათესავნი მაჰმადიანთანი დაემკვიდრნენ და გაერთჴმავდნენ ყოველნივე“... (აქვე, საბუთი # 2) იმ დროის ქართველ ისტორიკოსთა ნაშრომებიდან ნათლად დაინახავს ადამიანი, თუ რა ხდება ქართლ-კახეთის გარშემო თურქეთის დიპლომატიის კარნახით. მე-18 საუკუნის ორმოცდაათიანი წლების შემოსევები საქართველოზე ერთი ცენტრით არის ორგანიზებული, ეს ცენტრი თურქეთის იმ დროის ხელისუფლებაა, ამიერ-კავკასიის მაჰმადიან სხვადასხვა მფლობელთა ზურგს უკან ოსტატურად ამოფარებული. თურქეთმა შესძლო ადგილობრივი ძალებით ქართველების შებოჭვა და ამის შემდეგ თუ კი რუსეთი ირანის საქმეებში ჩაურევლობას მოითხოვდა, თურქეთის დიპლომატიისათვის დათანხმება დათმობაზე წასვლა კი აღარ იყო, არამედ საქმის სასურველად მოგვარება. ამიტომ არის, რომ თურქეთის დიპლომატია ობრეზკოვს საქმის ვითარებას ისე აცნობს, თითქოს თურქეთის გაბატონებული წრეების პროტესტისდა მიუხედავად ავღანელებს არ ეხმარება და ქართველ მეფეებსაც ყურადღებას არ აქცევს.
ასეთია პოლიტიკური სიტუაცია საქართველოს გარშემო სწორედ იმ წლებისათვის, როცა ქართლ-კახეთის მეფეები, თეიმურაზ II და ერეკლე II, საგანგებო დელეგაციას გზავნიან რუსეთის სამეფო კარზე მნიშვნელოვანი დავალებებით. რა მასალები და ცნობები გაგვაჩნია დღემდე ამ ელჩობის შესახებ ქართულ და რუსულ ისტორიოგრაფიაში?
ათანასე თბილელისა და სიმონ მაყაშვილის 1752–54 წლებში რუსეთში ელჩობის შესახებ ცნობა დაცული აქვს მე-18 საუკუნის ისტორიკოსს პაპუნა ორბელიანს. 1754 წლის ქვეშ მოთხრობილ ამბავთა შორის პაპუნა ორბელიანი წერს: „მოვიდნენ რუსეთის ხელმწიფესთან შესახვეწრად გაგზავნილი სვიმონ მაყასშვილი და თბილელის კრებულნი, ქალაქსა თბილისისასა და თბილელი ათანასე სნეულების მიზეზით მოსკოვსა ქალაქსა შინა დამდგარ იყო. ებოძა რუსეთის ხელმწიფეს ქართველის ბატონის მეფის თეიმურაზისათვის და კახი ბატონის მეფის ერეკლესათვის ბეწვნი სამურისანი და ლარნი ოქროქსოვილნი, ძვირფასად ღირებულნი და ხელმწიფობისა შესაკადრნი და მოხმარებისათვის იმედი ებრძანა, ჯარი კი არ მოეცათ, შურითა ვისმე დაეჩხუბა ისევ ქართველთა შვილსა, თორემ დიდი მოხმარებისა და ჯარის იმედი გვქონდა და დიდისა მაღლისა სანატრელის პეტრე ხელმწიფის ანდერძიც იყო. საქართველოს მეფე ვახტანგ, რომ რუსეთს მივიდა შესახვეწნელად ჯარის სათხოვნელად, ქართლის მოხმარებისათვის და მეფე ვახტანგ ვეღარ მიუსწრა. რუსეთის მპყრობელი პეტრე ხელმწიფე რომ შეწუხებულიყო, მაშინ ანდერძი ებრძანა: „საქართველოს უჭირსო და რჯულის გულისათვის მოეხმარენითო, ჩემის ხაზინით ჯარი ათხოვეთო“. მას აქეთ ვინც ხელმწიფენი დასხდნენ რუსეთისა მპყრობელად იმათაც მოინდომეს, რომ პეტრე ხელმწიფის ანდერძს ვერ მოშლიდენ. მაგრამ ვინა ქართველთა შვილნი რუსეთსა შინა იმყოფებოდნენ იმათ ერთმანეთის მტრობა და შური არ მოშალეს და ამათის მიზეზით ქართლში მოხმარება რუსთა აღარ ინებეს“ (საქართველოს ცხოვრება, 1913 წ., ჭიჭინაძის გამოც., გვ. 217–218). როგორც ვხედავთ, პ. ორბელიანის ცნობა მოკლე არის, მაგრამ ელჩობის არსებითი მხარე გადმოცემულია: საქართველოს ელჩები რუსეთში დახმარების სათხოვნელად გაიგზავნენ, ჯარით რუსეთიდან დახმარება არ მიუღიათ, მაგრამ სამაგიეროდ მომავალში დახმარების იმედი შემოთვალესო, და ამასთანავე, ქართველ მეფეებს ძვირფასი საჩუქრები გამოუგზავნესო. ამას გარდა, პაპუნა ორბელიანს საჭიროდ მიუჩნევია მისი თხზულების მკითხველისათვის აეხსნა ის მიზეზი, რომელმაც რუსეთიდან რეალურ სამხედრო დახმარების მიუღებლობა გამოიწვია – რუსეთში მყოფ ქართველების შური და მტრობა. თუ არ ეს მოვლენა, თითქოს პეტრე პირველის ანდერძის თანახმად რუსეთიდან საქართველოს ფულით და ჯარით დახმარება უნდა მიეღო.
პაპუნა ორბელიანის ამ, ერთის შეხედვით, გულუბრყვილო ახსნა-განმარტებაზე ახლა არ შევჩერდებით, აღვნიშნავთ მხოლოდ იმას, რომ პაპუნა ორბელიანს არ შეიძლებოდა ასე გულუბრყვილოდ წარმოედგინა რომელიმე სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა, და თუ იგი საქმის ვითარებას მაინც ასე პრიმიტიულად გვამცნობს, ამას თავისი საფუძველი აქვს – უნდა გავითვალისწინოთ ვისთვის, რა მიზნით და რა დავალებით წერდა ორბელიანი თავის თხზულებას საერთოდ და კერძოდ ზემოდ მოტანილ მისი თხზულების სტრიქონებს. ამ საკითხს ჩვენ ქვემოდ უფრო დეტალურად შევეხებით და ამჟამად ორბელიანის ცნობაზე საუბარს ამაზე დავასრულებთ.
მეორე მოკლე ცნობა ათანასე თბილელისა და სიმონ მაყაშვილის რუსეთში ელჩობის შესახებ, პ. ბუტკოვმა დაბეჭდა თავისი ნაშრომის პირველ ტომში. პ. ბუტკოვი რუსეთის არქივებში დაცულ მასალების საფუძველზე ადგენდა თავის „მასალებს კავკასიის ახალ ისტორიისათვის“. ამ ელჩობის შესახებ იგი წერს: «... Однако, сии успехи не предохраняли Теймураза в спокойствии на будущее время; почему он в том же 1752 году прислал к императрице Елисавете Петровне митрополита Афанасия, из роду князей Амилахоровых, и кахетинского князя Симеона Макаева, с просьбою о защищении грузинского народа от нападений и разорений чинимых окружающими их народами и о подтверждении всех прежних грамот о подданстве каковые жалованы от российских госудрей предкам его, особливо отцу его царю Николаю Давидовичу, обещаясь быть всегда в верном послушании у российского престола. Неизвестны последствия сего дела; кажется не принят, чтоб не ссориться с турками и персами; но 27 мая 1754 года подтверждено всем кумыкам и брагунам, чтоб они ни в персидские ни в грузинские внутренние дела не мешались и ничего там не предпринимали, а паче нападений и разорений не делали под опасением высочайшего гнева и мщения от обидимой стороны» (П. Г. Бу т к о в. Материалы для новой истории Кавказа, ნაწ. 1, 1869 წ. გვ. 240). ბუტკოვის ამ მოკლე ცნობაში ეთგვარი გაურკვევლობაც არის: «Неизвестны последствия сего дела; кажется... და სხვა. ბუტკოვი ჩვეულებრივ არქივებიდან ჰკრეფდა ცნობებს და ამ შემთხვევაში რამ გამოიწვია ასეთი ყოყმანით მსჯელობა ჩვენთვის სავსებით ნათელი არ არის, იმიტომ, რომ იმ საარქივო მასალებში, საიდანაც ბუტკოვს სხვა ცნობები ამოუკრებია, ყველაფერი გარკვევით არის მოცემული, თუ რით დასრულდა ეს ელჩობა.
1882 წელს, მე-18 საუკუნის შუა წლების რუსეთის სახელმწიფო მოღვაწის მ. ლ. ვორონცოვის პირადი არქივის ერთი ნაწილთაგანი გამოქვეყნდა (წიგნი XXV), რომელშიც სხვა საბუთებს შორის მოთავსებულია ათანასე თბილელისა და სიმონ მაყაშვილის რუსეთში ელჩობის შესახებ სამი დოკუმენტი (Архив князя Воронцова, кн. XXV, Москва, 1882. გვ. 178–182). ამათგან, ერთი თეიმურაზ II და ერეკლე II წერილის რუსული თარგმანია, მეორე საბუთი წარმოადგენს ათანასე თბილელის განცხადებას ვორონცოვის სახელზე, ხოლო მესამე მოხსენებითი ბარათია ქართველი ელჩების რუსეთში მისვლისა და მათი მისიის შესახებ წარდგენილი ელისაბედ პირველისადმი ვორონცოვის მიერ. რა თქმა უნდა, არც ამ საბუთებით არ შეიძლება ელჩობის არსი გაიგოს მკვლევარმა, მაგრამ ვორონცოვის არივში დაცული ორი საბუთი მნიშვნელოვანია და ამ საბუთების ტექსტებს ჩვენ აქვე სხვა ტექსტებთან ერთად ვბეჭდავთ კიდეც, მით უმეტეს, რომ ამ ორი საბუთის კვალი ამ ელჩობის შესახებ დაცულ ძირითად საქმეში არ მოიპოვება. მესამე საბუთი – ქართველი მეფეების წერილის რუსული თარგმანი ჩვენ გამოვუშვით იმდენად, რამდენადაც ამ წერილის ქართული დედნის ტექსტი ჩვენს ხელთ არის და ამ მიმოხილვასთან დართულ მასალებში იბეჭდება.
ათანასე თბილელისა და სიმონ მაყაშვილის რუსეთში მოციქულობის შესახებ დღემდე გამოქვეყნებული ცნობები ოდნავადაც არ იძლევიან იმას, რაც არსებითი ხასიათის არის დღევანდელი ისტორიკოსისათვის. ელჩობის არსი, ქართველი ელჩების საქმიანობა რუსეთის სამეფო კარზე, რუსეთის იმ დროის საგარეო საქმეთა კოლეგიის ხელმძღვანელთა შეხედულებანი საქართველოს პოლიტიკურ ერთეულებთან ურთიერთობის შესახებ, კოლეგიის პასუხი ქართველი მეფეების წინადადებებზე, თვითმპყრობელობის თადარიგი მომავლისათვის ყოველივე ეს დღემდე უცნობი რჩებოდა მკვლევარისათვის იმის გამო, რომ მოსკოვის არქივთსაცავებში დაცული მასალები ამ ელჩობის შესახებ არ გამოქვეყნებულა.
მოსკოვის ძველ საბუთთა სახელმწიფო არქივის «Грузинские Дела»-ს ფონდში დაცული არის საქმე, რომელიც მთლიანად ათანასე თბილელისა და სიმონ მაყაშვილის ელჩობას შეეხება: «К – 52 июль 11 мая 1757 № 4. Приезд из Грузии митрополита Афанасия и князя Смеона Макаева присланных от грузинского а кахетинского царей с прошением избавить их земли от турецкого нападения». ეს საქმე 241 ფურცელს შეიცავს, იგი კარგად არის დაცული. აქ მოთავსებულია ქართველი მეფეების თეიმურაზ II და ერეკლე II წერილების დედნები და მათი რუსული თარგმანები, ელჩების წერილობითი თუ ზეპირი განცხადებანი, რუსეთის დიპლომატების მოსაზრებანი ქართველი მეფეების მომართვებზე, ქართველი მეფეების მიმოწერა რუსეთში მყოფ ქართველ ელჩებთან, ქართველ ელჩებზე გაწეულ სახელმწიფო ხარჯების ნუსხები და სხვა მიმოწერა. როგორც აღნიშნული იყო, საქმე მთლიანად ათანასე თბილელისა და სიმონ მაყაშვილის რუსეთში ელჩობას ეხება თუ მხედველობაში არ მივიღებთ მე-25 ფურცლიდან 49 ფურცლამდე მოთავსებულ ცნობებს, იმერთა მეფის ალექსანდრეს მიერ რუსეთში გაგზავნილ ელჩის ტიმოთე მიტროპოლიტის და აგრეთვე შანშე ერისთავის 1738 წელს მოსკოვში მისვლის შესახებ. ტიმოთე მიტროპოლიტისა და შანშე ერისთავის შესახებ ცნობები 1752 წლის ქართლ-კახეთის სამეფოების ელჩობის საქმეში მოტანილი არის მხოლოდ იმისათვის, რომ კოლეგიის თანამშრომლთ დასჭირდათ იმის დადგენა, თუ როგორ მიიღეს 1738 წელს ქართველი ელჩები და რა ხარჯების გასწია საგარეო საქმეთა კოლეგიამ ამაზე, რათა ამ ცნობების შესაბამისად ეხელმძღვანელათ ათანასე თბილელისა და სიმონ მაყაშვილის რუსეთში ყოფნის დროს საჭირო თანხების გასაგზავნად. საქმეში დაცული ყველა დოკუმენტი, რომელიც ასე თუ ისე ახალ შუქს ჰფენდა საქართველოსა და რუსეთის ისტორიის საკითხებს, გადმოვწერეთ და ამ მიმოხილვას თან ერთვის. საბუთების ტექსტში სასვენი ნიშნები დედნებს არ ეკუთვნის.
როგორია ელჩობის ვითარება საარქივო საქმეში დაცულ საბუთების მიხედვით?
ქართველი ელჩები ათანასე თბილელი მიტროპოლიტი და თ-დი სიმონ მაყაშვილი საქართველოდან 1752 წლის მაისში თუ ივნისის დასაწყისში გამგზავრებულან. ელჩების ამალა 15 კაცისაგან შედგებოდა. თეიმურაზისა და ერეკლეს წერილებიდან ირკვევა, რომ ათანასე თბილელი ელჩობის ხელმძღვანელად არის იმ თავითვე ნავარაუდევი: „წარმოივლინა ჩვენისა მიერ სიმდაბლისა მომრთმელად სავედრებელთა ჩვენთა სიტყვათა ყ~დ დიდებულისა თვითმპყრობელობისა შენისა და ყ~დ სამღუდელო ათანასე მიტროპოლიტი ტფილისისა კნიაზ სიმონით, რომლისა მიერ მოერთმის შენსა ყ~დ მოწყალებასა ვედრება ჩვენი“ (აქვე, საბუთი # 2). ამ წერილში სიტყვები „კნიაზ სიმონით“ სტრიქონს ზემოდან არის დედანში წვრილი ხელით მიწერილი, ისე რომ ეჭვი იბადება თავდაპირველად სიმონ მაყაშვილის რუსეთში გაგზავნა განზრახული იყო თუ არა.
ამ ელჩობისათვის დამახასიათებელია, რომ მის შემადგენლობაში ქართლელი და კახელი თავადიშვილები საგანგებოდ არიან წარმოდგენილნი. ათანასე თბილელი ცნობილი ქართლელი გვარიშვილია – ამილახვარი, მაყაშვილი კი კახელი, ათანასე ქართლის სამეფოს რწმუნებულია ამ ელჩობაში, ხოლო სიმონი კახეთის. ამ აზრს სიმონ მაყაშვილის მოხსენებითი ბარათის ერთი ადგილი ცხადჰყოფს: „ვინაიდგან გამოგზავნილი ვართ ჩვენ საქართველოს მეფის თეიმურაზისაგან ქართველი მიტროპოლიტი ათანასე და კახთა მეფე ერეკლესაგან მე მდაბალი მოსამსახურე კნიაზი სიმონ მაყაშვილი ერთადა“... (აქვე, საბუთი # 10) მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, ამ ელჩობაში წამყვანი როლი ათანასე თბილელს ჰქონია მეფეთაგან დაკისრებული, ჩანს მეფეები მას უსაზღვროთ ენდობიან, მაგრამ ამ ნდობის შესახებ ქვემოთ.
საბუთებიდან ირკვევა, რომ სანამ ელჩები გაემგზავრებოდნენ წინასწარ მნიშვნელოვანი სამზადისი ყოფილა ჩატარებული. საქართველოს სამეფო კარს რუსეთის სახელმწიფოს მთავარი საჭირო უწყებებისა და ამ უწყებათა სათავეში მყოფი პირების ვინაობის შესახებ ცნობები შეუკრებიათ, ასე რომ ქართველი მეფეების მიერ რუსეთში გაგზავნილ ყოველ წერილს ზუსტი მისამართი აქვს. ამას გარდა, რუსული ენისა და მართლწერის მცოდნე პირი მიუწვევიათ საქართველოში და XVII საუკუნის რუსეთის მეფის ალექსი მიხეილის-ძის მიერ ერეკლე პირველისადმი ბოძებული წყალობის სიგელი გადაუწერინებიათ, მაგრამ ამ სიგელის შესახებაც დაწვრილებით ქვემოდ.
საქართველოდან მიმავალ ელჩებს რამოდენიმე წერილი მიჰქონდათ რუსეთისაკენ. ამათგან ერთი – ასტრახანის გუბერნატორისადმი – გენერალ ბრილკინისადმი ყოფილა განკუთვნილი. ქართველი მეფეები ასტრახანის გუბერნატორს თხოვენ ელჩების სატახტო ქალაქში სასწრაფოდ გამგზავრებას და საერთოდ ხელშეწყობას. „... სიყვარულისათვის ძმებრისა წყალობასა ვითხოვ და ამ კეთილის ყოფას გამოველით შენისა სიმაღლისა მიერ, რათა ადრე წარავლინნო და არა დააყოვნნე და რომელიც ჩვენგან სამსახური გენებოს და ჩვენგან მართებული იყოს სამსახურს გვიბრძანებდე“-ო (აქვე, საბუთი # 3). ამას გარდა, ელჩებს ორი წერილი მიჰქონდათ რუსეთის სამეფო კარზე. ერთი – ელისაბედ I სახელზე, მეორე კანცლერის ბესტუჟევ-რიუმინის სახელზე.
ელჩებს საიდუმლო ზეპირი დავალებანიც ჰქონიათ, რომელთაც სამეფო კარს თვით მოახსენებდნენ წერილობით ან ზეპირი მოხსენებით. ქართველი მეფეების ასტრახანის გუბერნატორისადმი განკუთვნილ წერილში ვკითხულობთ: „... ყოვლად სამღვდელო მიტროპოლიტი ტფილისისა ათანასი წარმოვავლინეთ კნიაზ სიმეონითურთ მოციქულად და ჩ ვ ე ნ ი | ს ა ი დ უ მ ლ ო | ს ი ტ ყ ვ ა ნ ი | ვ ა რ წ მ უ ნ ე თ“-ო (აქვე, საბუთი # 3). ასტრახანის გუბერნატორს მოუწადინებია ამ „საიდუმლო სიტყვების“ გაგება, მაგრამ, როგორც ჩანს ვერას გამხდარა. ერთი საბუთი საგარეო საქმეთა კოლეგიას ატყობინებს: «И хотя он губернатор у реченных митрополита и князя, о объявлении ему тех секретных слов прилежно и домогался, но они ему в ответ на это объявили, что имеют они при себе посланное от их владетелей письменное прошение за печатью, которое де приказано им самим ко двору ея имп-ского в-ва отвесть, и просить... резолюцию. А более того словесного приказа не имеют» (აქვე, საბუთი # 4). აქ ელჩები, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ ამჟღავნებენ. ქართველ ელჩებს ზეპირი, სიტყვიერი, საკმაოდ ვრცელი დავალება ჰქონდათ. მათ ეს საიდუმლო დავალებანი, მოსკოვში ჩასვლის შემდეგ, წერილობით მოახსენეს კანცლერს. ჩანს, ელჩები გაფრთხილებული იყვნენ ქართველ მეფეთაგან, რომ რუსეთის სახელმწიფოს ყოველი მოხელისათვის არ გაენდოთ დავალებული საქმე.
ასტრახანის გუბერნატორის პატაკიდან ჩანს, რომ ქართველ ელჩებს საჩუქრებიც მიჰქონდათ რუსეთში: «... Митрополит и князь чрез секретаря Чирикова объявили ему губернатору, что они имеют от владетелей своих для поднесения ея императорскому величеству презент, состоящий в нескольких каменьях в земчуге и протчее» (აქვე, საბუთი # 9). ვიცე-კანცლერის მ. ვორონცოვის მოხსენებით ბარათში ამ საჩუქრების შესახებ აღნიშნულია: «... Митрополит Афанасий... объявил притом, что при подании оного ея императорскому величеству имеет он также поднесть от помянутых царей подарки, состоящие в ноже золотом и каменьями оправленном да в четках жемчужных» (აქვე, საბუთი # 9). ამას გარდა ამავე მოხენებით ბარათიდან ჩანს, რომ ელჩებს წამოღებული ჰქონიათ მეფეთაგან საჩუქარი რუსეთის სამეფო კარის იმ მოხელისათვის, რომელმაც უშუალოდ ქართველი მეფეების წინადადებანი უნდა განიხილოს. მოხსენებით ბარათში ქვემოთ ვკითხულობთ: «... При сем случае отдал он присланный от помянутых царей вице-канцлеру подарок: кусок персидской золотой травчатой парчи и рундук персидский с серебрянным позолоченным набором».
ელჩების ასტრახანიდან მოსკოვში გამგზავრება არ გაძნელებულა, ცენტრიდან მალე მოუვიდა გუბერნატორს ბრძანება ელჩების სამეფო კარზე გამოცხადების შესახებ. ისე რომ, 1752 წლის მაისის ბოლოს საქართველოდან გამგზავრებული ქართველი ელჩები იმავე წლის დეკემბერში ვიცე-კანცლერს წარუდგნენ და საქმის ვითარება გააცვნეს. თუ გავითვალისწინებთ საქართველოდან იმ დროს რუსეთში მოგზაურობის იმ სიძნელეებს, რომელთაც ადგილი ჰქონდა წინა საუკუნეებში, ათანასე თბილელისა და მაყაშვილის მოგზაურობა ნორმალურად უნდა ჩაითვალოს.
რა მიზანს ისახავდა ელჩობა? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად პირველ რიგში განხილულ უნდა იქნეს თეიმურაზ II და ერეკლე II ელისაბედ პირველისადმი გაგზავნილი წერილი, შემდეგ ქართველი ელჩების მოხსენებითი ბარათები კანცლერისა და ვიცე-კანცლერისადმი წარდგენილი.
ელისაბედ პირველისადმი განკუთვნილ წერილში, პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ ქართველი მეფეები საგანგებოდ აუწყებენ რუსეთის იმპერატრიცას ქართლისა და კახეთის სამეფოების დამოუკიდებლად არსებობას, რომ ისინი არავისი ვასალი და მორჩილი არ არიან: „...ხოლო ვინათგან ა წ | მ ყ ო ფ ს ა | ა მ ა ს | ჟ ა მ ს ა | ა რ ღ ა რ ა ვ ი ნ არს უ ს ჯ უ ლ ო თ ა | მ ე ფ ე თ ა გ ა ნ ი | უ ფ ა ლ ი | ჩ ვ ე ნ | ზ ე დ ა ესე მოეხსენოს სიწმიდისა ცასა გონებასა შენსა. აწ არს ჟამი გამოხსნისა ჩვენისა და დღე აღდგომისა ჩვენისა... დასდევ ჴელი შენი ძლიერი და მაღალი ჩვენზედა საკურნებელად განწირულებისა ჩვენისა“-ო (აქვე, საბუთი # 2). ქართული სამეფოების დამოუკიდებლად არსებობას უდაოთ არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა რუსეთთან ურთიერთობის დროს. სხვის ხელქვეით მყოფ სამფლობელოსთან ურთიერთობა ყოველთვის ჰგულისხმობს საგარეო გართულებას და ამიტომაც არის რუსეთის დიპლომატიას საგანგებოდ აწვდიან ცნობას ქართლ-კახეთის დამოუკიდებლობის შესახებ. ქართველი მეფეები ნაწილობრივ სიმართლეს ამბობდნენ. ირანის სახელმწიფო ნადირ-შაჰის დაღუპვის შემდეგ დაიშალა და შინათაშლილობის ფერხულში ჩაება. იგი უკვე საქართველოს კი არა თვით ირანის პროვინციებს ვეღარ უყრიდა თავს, შაჰიც კი აღარ იჯდა ირანში. თურქეთის ხელქვეითად ქართლი და კახეთი ხომ არ ითვლებოდა. სხვა საკითხია დამოუკიდებლად და თავისუფლად მიაჩნდათ თუ არა ქართლ-კახეთის სამეფოები ირანსა და თურქეთში.
ერთის სიტყვით, ქართველი დიპლომატები იმ ფაქტისაკენ მიაქცევდნენ რუსეთის სამეფო კარის ყურადღებას, რომ ხელსაყრელი დრო არის რუსეთისათვის ამიერკავკასიის საკითხში ჩარევის, ირანს არაფერი შეუძლია, ხოლო ქართლი და კახეთი რუსეთის დასაყრდენი იქნება სამხრეთით.
მაგრამ რა მდგომარეობაშია ეს არავისი მორჩილი ქართლი და კახეთი? წერილში აღნიშნულია: „...ესრეთნი მოუთმენელნი ჭირნი აროდეს მოვლენიეს ქვეყანასა ამას... სამეფონი ჩვენნი მგრგვლივ გარეშეცულ არიან უცხო თესლთა წარმართთაგან და დაუცადებლად ჰყოფენ ჩვენდა მომართ ზამთარ და ზაფხულ ბრძოლასა ოჴრებასა კლვასა და ტყვეობასა და ფრიად უმრავლეს ჩვენსა არიან ძალითა და ამასვე ჟამსა შინა შეითქუნენ გარემოსნი მტერნი ჩვენნი და შეკრბენ ერთად მთავარნი და განიფიცნენ თვისსა მას შეგინებულსა წიგნსა ზედა, რათა ერნი საქართველოსანი საშუალთაგან აღმოფხვრან და ნათესავნი მაჰმადიანთანი დაემკვიდრნენ და გაერთჴმავდნენ. ეს მწარე ჰამბავი რა მოიწია სასმენელთა ჩვენთა ქრისტიანეთა გულებსა მწუხარებისა ცეცხლი აღედვა“-ო (აქვე, საბუთი # 2).
ქართლ-კახეთის სამეფოთა მძიმე მდგომარეობა მე-18 საუკუნის შუა წლებში იმ დროის ქართველ ისტორიკოსთა თხზულებებითაც დადასტურებული ფაქტი არის და მდგომარეობის ასეთი დამძიმება თურქეთის ორგანიზატორული ხელით უნდა აიხსნას, მაგრამ თურქეთის შესახებ მეფენი არაფერს სწერენ. ეტყობა თურქეთი ოსტატურად იქცევა, ისეთ ხმებსაც ავრცელებს, რომ ქართველი დიპლომატების სრულ დეზორიენტაციას მიაღწიოს. მაისში საქართველოდან გამგზავრებულ ელჩებს აგვისტოში ქართველმა მეფეებმა წერილი დაადევნეს, რომელშიაც ათანასე მიტროპოლიტს წერდნენ: „... კიდევ ეს ამბავი მოვიდა აქა, რომ ხვანთქარს ტრაპიზობის ფაშასთან ფარმანი მოუწერია და ბრძანება ასრე მოსლოდა, რომ იმას ალი ფაშა ქვიან, რვა ათასი თარაყალი და ორი ათასი სუფაი ჯარათ მიუცია და ის უნდა მოვიდეს და ყარსისა, ყიზილბაშისა და ქართლის სამძღვარში დადგეს და იმავ ფარმანში ესეც უბრძანებია, რ ო დ ე ს ა ც | რ ო მ | მ ე ფ ე | ე რ ე კ ლ ე მ | ჯ ა რ ი | გ თ ხ ო ვ ო ს თ | მ ა შ ი ნ ვ ე ჯარიცა და ჯაბახანაც გაუგზავნეთო“... ქართველ მეფეებს, რა თქმა უნდა, თურქის არ სჯერათ, იმავე წერილში ქვემოთ აღნიშნავენ: „ახლა ისინი ამ სამძღვარზე უნდა მოვიდნენ და არ ვიცით სადკენ წავლენ, თავად აქეთ ლეკისაგან და უსჯულოთაგან შიში გვქონდა ახლა მეორე შიში და ფიქრი იმ ურუმისაგან გვაქვს, არ ვიცით თუ ურუმი რას ფიქრში არის და ჯარი კი მოდის. ეს ამბავი ყ~დ მოწყალის დიდებულის კარზე უნდა გამოაცხადოთ“-ო (აქვე, საბუთი # 6). რატომ თვლიან საჭიროდ ამ ცნობის მიწოდებას რუსეთის სამეფო კარისათვის წერილიდან არაფერი ჩანს, მაგრამ საფიქრებელი ხდება, რომ აქ, საქართველოში, ზოგადად იციან რუსეთ-თურქეთის წინააღმდეგობანი ირანის საკითხში და ამ წინააღმდეგობათა გამწვავება საქართველოსთვის არცთუ საზიანო უნდა იქნეს, რუსეთის სახელმწიფოს აქტიურ მოქმედების შემთხვევაში. მაგრამ ეს არ არის თეიმურაზისა და ერეკლეს დიპლომატიის ძირითადი ხაზი.
ზემოდ ჩვენ აღნიშნული გვქონდა გაკვრით, რომ ქართველ ელჩებს მე-17 საუკუნეში რუსეთის მეფის ალექსი რომანოვის მიერ ერეკლე პირველისადმი ბოძებული წყალობის სიგელის პირი მიჰქონდათ. ეს წყალობის სიგელი, როგორც თვით სიგელის შინაარსიდან ჩანს ორჯერ განახლებული საბუთი ყოფილა. იგი თავდაპირველად თავისი ძირითადი შინაარსით მიხეილ თეოდორეს-ძე რომანოვს უბოძებია კახთა მეფის თეიმურაზ პირველისათვის 1641 წელს. როდესაც თეიმურაზ პირველი მოსკოვში ჩასულა (1658 წელს) და რუსეთის სამეფო ტახტზე „ახალი მეფე“ ალექსი მიხეილის-ძე უნახავს, მიხეილ მეფის მიერ ბოძებული წყალობის სიგელის განახლება და ახლად დამტკიცება უთხოვია. ალექსი მეფეს თეიმურაზის ეს თხოვნა შეუწყნარებია, სიგელი ახლად გადაუწერიათ დაუმტკიცებია და თეიმურაზისათვის უბოძებია. ეს აქტი იმის მაჩვენებელი იყო, რომ მიხეილ მეფის დროს კახეთსა და რუსეთს შორის დამყარებული ურთიერთობა გრძელდებოდა ალექსი მეფის დროსაც.
1674 წელს კი, რუსეთში სამეფო კარზე ხანგრძლივად მყოფ ერეკლე ბატონიშვილს (თეიმურაზ I შვილიშვილი) იმავე ალექსი მეფისათვის უთხოვია თეიმურაზ პირველისადმი ბოძებული წყალობის სიგელი მის სახელზე (ერეკლეს სახელზე) განეახლებინათ და ამ საბუთის საფუძველზე ისიც თავისი შთამომავლობით რუსეთის მფარველობაში შეეწყნარებინა ალექსი მეფეს. ალექსი მეფეს ერეკლე ბატონიშვილის თხოვნა შეუწყნარებია და 1658 წელს თეიმურაზ I განახლებული სიგელი ახლად გადაუწერინებიათ, ერეკლე ბატონიშვილის სახელზე განუახლებია და დაუმტკიცებია. ეს განახლებაც იმის მაჩვენებელი იყო, რომ თეიმურაზსა და რუსეთის სამეფოს შორის არსებული პოლიტიკური დამოკიდებულება გრძელდება იმავე ალექსი რომანოვსა და ერეკლე პირველს შორის. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ რუსეთში ერეკლე ბატონიშვილს ნიკოლოზს ეძახდნენ, ისე რომ სიგელში იგი ნიკოლოზ დავითის-ძედ არის მოხსენებული. როგორც ჩანს, აი ეს უკანასკნელად 1674 წელს განახლებული სიგელი ინახებოდა თეიმურაზ II და ერეკლე II სახელმწიფო არქივში და ამისაგან არის გადაღებული ის პირი, რომელიც 1752 წელს გაატანეს ელჩებს რუსეთის სამეფო კარზე. მაშასადამე წყალობის სიგელიდან ირკვევა, რომ სიგელის ძირითადი შინაარსი შემუშავებული არის მიხეილ რომანოვის დროს 1641 წელს და თავდაპირველად იგი განსაზღვრავდა იმ ურთიერთობას და დამოკიდებულებას, რომელიც ხანგრძლივი მოლაპარაკების და ელჩების მიმოსვლის შედეგად იურიდიულად გაფორმდა რუსეთისა და კახეთის სამეფოს შორის მიხეილ და თეიმურაზ მეფეების დროს. შემდეგში მხოლოდ სიგელის მბოძებელ-მიმღების სახელები იცვლება საბუთში და ახლად მტკიცდება ოქროს ბეჭდის შეკიდებით, თორემ სხვა არავითარი ცვლილება 1641 წლის დოკუმენტში არ მოუხდენიათ. საკმარისია 1641 წლის წყალობის სიგელის ტექსტი შევუდაროთ 1674 წლის წყალობის სიგელს, რომ ამაში სავსებით დავრწმუნდეთ (1641 წლის წყალობის სიგელის ტექსტი, იხ. მ. პ ო ლ ი ე ვ ქ ტ ო ვ ი, თ-დი მიშეცკის და დიაკი კლუჩარევის ელჩობა კახეთში, 1640–1643 წ. 1928 წ. გვ. 19–24).
აქვე მოკლედ შევნიშნავთ, რომ მფარველობითი წყალობის სიგელის ბოძების დამუშავებული წესი არსებობდა მე-17 საუკუნის რუსეთში. ეს წესი, რა თქმა უნდა, მე-17 საუკუნეში შემუშავებული არ არის, იგი წინა საუკუნეში მუშავდებოდა გარკვეულ საზოგადოებრივ შინა ურთიერთობის საფუძველზე. მე-16 საუკუნის მეორე ნახევრისათვის ეს წესი ძირითადად ჩამოყალიბებულია და საგარეო ურთიერთობაში გამოყენებულია კიდეც. ეს წესი გულისხმობდა: სანამ მფარველობითი წყალობის სიგელი მიეცემოდეს რუსეთის „მფარველობის“ მოსურნე პოლიტიკურ ერთეულს, ამ უკანასკნელისათვის სავალდებულოა, რუსეთში შედგენილ ერთგულების „ფიცის წიგნზე“ წინასწარ ხელი მოაწეროს და ფიცის სათანადო რიტუალი შეასრულოს იმ სარწმუნოების მიხედვით, რომელსაც იგი თვით აღიარებს – ქრისტიანი ქრისტიანული წესით, მაჰმადიანი მაჰმადიანური წესით. ასეთ საბუთს იმ დროის რუსეთი «крестоцеловальная запись»-ს უწოდებდა, მაჰმადიანური პოლიტიკური ხელიუფალის მიერ ხელმოწერილ ფიცის წიგნს «шертная грамота»-ს ეძახდნენ. თვით იურიდიულ ამ აქტის შესრულებაზე რუსები ამბობდნენ «правду дал, крест целовал». მხოლოდ იმის შემდეგ, როცა ხელმოწერილი „ფიცის წიგნი“ მზად იყო და რუსეთის ელჩების თანდასწრებით დაფიცების რიტუალი ჩატარდებოდა და ყოველივე ეს ელჩების პირით ეცნობებოდა მოსკოვის საგარეო საქმეთა საგანგიოს (посольский приказ), ამის შემდეგ იწერებოდა რუსეთის მეფის სახელით მფარველობითი წყალობის სიგელი მფარველობის მოსურნე ხელისუფალის სახელზე. რუსულად ამ საბუთს «жалованная грамота» ეწოდებოდა. ფიცის წიგნი და წყალობის სიგელის განახლება ხდებოდა იმ შემთხვევაში თუ მბოძებელი ან მიმღები გარდაიცვლებოდა და ახლად ტახტზე ასულს იმავე დამოკიდებულების უცვლელად დატოვება სურდა, რაც წინად შეთანხმებით მიღებული იყო. აი ამ წესით არის ბოძებული ის წყალობის სიგლი, რომლის პირი თეიმურაზ II და ერეკლე II რუსეთში გაატანეს ელჩებს. რათ გაატანეს თეიმურაზმა და ერეკლემ მე-17 საუკუნის წყალობის სიგელის პირი თავიანთ ელჩებს? წინასწარ უნდა აღინიშნოს, რომ თეიმურაზ II იყო შვილი იმ ერეკლე პირველის, რომელიც რუსეთის სამეფო კარზე აღიზარდა და რომელსაც 1674 წელს ალექსი რომანოვმა მიუბოძა წყალობის სიგელი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ თეიმურაზ II მამას, ერეკლე I, რუსეთში „ნიკოლაი დავიდოვიჩს“ ეძახდნენ (ამ სახელწოდების შესახებ ჩვენ საგანგებოდ გვაქვს საუბარი ერთ წერილში, რომელიც დასაბეჭდად გადაეცა აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტს). ამ მე-17 საუკუნის წყალობის სიგელში აღნიშნულია, რომ რუსეთის აწ არსებულმა ხელმწიფემ და მისმა მომავალმა მემკვიდრეებმა შეიწყალა ერეკლე ბატონიშვილი (იგივე ნიკოლოზი), მისი მომავალი მემკვიდრენი და მფარველი ექნაო: «...а нам великому г~д~рю нашему царскому величеству, и нашим государским детям и наследникам, впред ево царевича Николая Давидовича, и внучат ево, и наследников которые у них впред будут, их людей и всю Иверскую землю держати под нашею... высокою рукою... в жаловании, и оберегании, смотря по их службе и правде»... (აქვე, საბუთი # 1).
ქართველ დიპლომატებს 1752 წელს მე-17 საუკუნის წყალობის სიგელიდან სჭირდებოდათ ზემოთ მოტანილი ადგილი. ელისაბედ პირველისადმი გაგზავნილ წერილში თეიმურაზი და ერეკლე სწერენ: „ოდესმე მის დიდებულებასა სანატრელისა პაპისა შენისა ალექსი თეოდორესისა მიერ მამასა ჩემსა მეფის შვილსა ნიკოლას დავითისსა მოეღო მრავალ მოწყალებისა მამისა მიერ წიგნი შეწყალებისა ოქრობეჭდოვანი, რომლისა გარდაღებული პირიცა მისი გვიწინაშებიეს და რაიცა აღგვეთქვა ჟამსა მას მსახურება ყ~დ დიდებულებისა მათისა და თანამდებობისა ჩვენისამებრ მასზე ზედა ვჰგიეთ მტკიცედ“-ო (აქვე, საბუთი # 2). წერილის მოტანილი ადგილი დიპლომატიური თავაზიანობით არის შედგენილი. აქ ქართლ-კახეთის ვალდებულებების შესრულებაზე არის საუბარი, მაგრამ ამით რუსეთსაც თავის ვალდებულებათა შესრულებაზე მიუთითებენ. მაშასადამე ამ რუსული წყალობის წიგნის პირის წარდგენით ქართველ მეფეებს სურთ მოაგონონ მე-18 საუკუნის რუსეთის თვითმპყრობელობის დიპლომატებს, რომ ერეკლე I თეიმურაზის (II) მამა საშვილიშვილოდ შეწყალებული ჰყავდა რუსეთის მეფესო. ეს გარემოება იურიდიული საფუძველი უნდა იყოს ქართველი მეფეების თვალსაზრისით იმ სათხოვარის, რომელიც ქართველ ელჩებს უნდა მოეხსენებინათ ელისაბედ პირველის მინისტრებისათვის 1752 წელს.
თეიმურაზისა და ერეკლე II წერილში ერთი საფუძველიც ხაზგასმულია, რომლის ძალით ქართველ მეფეებს მორალურად უფლება ჰქონდათ რუსეთის მეფისათვის დახმარების აღმოჩენის თხოვნით მიემართათ. ამ უფლების საფუძველია: ქრისტიანის მიერ გაჭირვებაში ჩავარდნილ ქრისტიანისათვის დახმარების აღმოჩენის მორალური ვალდებულება: „დაღაცა თუ უჴმარნი მონანი ვართ დიდებულებისა შენისანი ა~დ ქრისტიანენი ვართ. ხოლო ვინათგან მოვალე ხართ ვ~ცა დედა ქრისტიანეთათვის მოხედვით მოხედვა ყავ შვილთა შენთათვის ჭირსა შინა მყოფთა და ტკინველთა და დაგვიფარენ ჩვენ საფარველითა... და დაგვიცვენ ჩვენ წარმართთაგან ვ~ა ენებოს წმიდასა ნებასა შენსა“-ო (აქვე, საბუთი # 2).
ქართველ მეფეთა ამ წერილში საფუძვლები, რომლის ძალითაც დახმარებას ითხოვენ რუსეთის მთავრობისაგან, ასეთი თანამიმდევრობით, როგორც ჩვენ აქ წარმოვადგინეთ არ არის მოცემული. წერილში, პირველად ქრისტიანობრივი მორალური ვალდებულებაა რუსეთისათვის სამოქმედო პრინციპად წამოყენებული, შემდეგ მე-17 საუკუნის რუსული წყალობის სიგელის მოკლე შინაარსზე არის საუბარი, როგორც დოკუმენტურ საფუძველზე და ბოლოს ქართლ-კახეთის იმ დროის დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად არსებობაზე. წერილის საბუთიანობის ასეთი თანამიმდევრობით აგებას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ შემთხვევითი არ არის, იგი ქართულ დიპლომატიურ თავაზიანობის ხერხად უნდა იქნეს მიჩნეული. ქართველმა მეფეებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ მე-18 საუკუნის სამყაროშიაც, ასევე როგორც წინად, უანგარიშოდ და უანგაროთ არც ერთი პოლიტიკური ხელისუფალი არავის არ დაეხმარება, რომ ქველმოქმედება არსად არასოდეს საფუძვლად არ ედვა საგარეო პოლიტიკას. ფეოდალური საზოგადოების სახელმწიფოს სათავეში მყოფ პირს ასეთი ძირითადი მომენტის დავიწყება არ შეეძლო, მაგრამ იმავე დროს საჭირო იყო მეგობრობის საფუძველის და საერთო საყრდენის ისე გამონახვა, რომ ცივი ჩარჩული ანგარიშიანობა იდეურ ერთიანობაში დამალულიყო. ეს იმ დროის კულტურის მაღალ საფეხურზე მყოფ სახელმწიფოების მოთხოვნილება იყო. მკვლევარის ვალი არის ამ გარე ფორმის საფუძვლიანი ანალიზი, ისე რომ ურთიერთობის არსი არ მიიჩქმალოს და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ქრისტიანულ ქველმოქმედების ილუზიებზე აგებულად არ წარმოვიდგინოთ.
ამიტომაც სავსებით მართებული იქნება კითხვის დაყენება: რა ვარაუდი ჰქონდა ქართველ დიპლომატებს იმისი, რომ რუსეთი დაინტერესდებოდა ამიერკავკასიით, ამ ინტერესების შესაბამისად ქართლ-კახეთის სამეფოების გამოყენებას ცდიდა რუსეთი და ეს ცდა ხელსაყრელი იქნებოდა, როგორც რუსეთისათვის ისე ქართველებისათვის.
როგორც მასალებიდან ჩანს, ამ საკითხებზე მსჯელობა რუსეთის სამეფო კარზე ქართველ მეფეებს თავისი ელჩებისათვის მიუნდვიათ და ქართველი ელჩების მოხსენებითი ბარათები საინტერესო ცნობებს გვაწვდიან ამ მხრივ. ზემოდ, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ათანასე თბილელმა და სიმონ მაყაშვილმა ასტრახანის გუბერნატორს კატეგორიულად განუცხადეს, რომ წერილებისა და საჩუქრების მოსკოვში სამეფო კარზე მირთმევის მეტი მათ სხვა დავალება ზეპირი მოხსენებით არ აქვთ. მაგრამ, როგორც კი ჩავიდნენ მოსკოვში, ათანასე თბილელი ვიცე-კანცლერთან გამოცხადდა და სხვათა შორის მოუხსენებია: «А понеже в объявленном листе (საუბარი არის ქართველი მეფეების წერილის შესახებ) не все нужды, за которыми он митрополит сюда отправлен, подробно изображены, то сверх оного поручено ему, и имеет он об оных обстоятельно на письме представить» (აქვე, საბუთი # 9). 1753 წლის 17 აპრილს სიმონ მაყაშვილს, იმპერიის კანცლერისათვის, ბესტუჟევ-რიუმინისათვის წერილობითი მოხსენება წარუდგენია, აქ მაყაშვილი წერს: „იმა წიგნებს გარდა, რომელიც ერთი ჴელმწიფესთან არის და ერთი თქვენთან, ამას გარდა ზეპირათ ნაბძანები მაქვს ჩვენის მეფებისაგან, რომ თქვენის გრაფის დიდებულებას მოვახსენო, რომელიც ქვევით აცხადებს“-ო... (აქვე, საბუთი # 10) ათანასე თბილელს სამ მუხლად აქვს ჩამოყალიბებული ეს „ზეპირათ დანაბარები სიტყუანი“, ხოლო მაყაშვილს ექვს მუხლად და რაც მთავარია სწორედ ამ მოხსენებებშია ელჩობის არსი მოცემული. ჩანს, რომ ქართველი პოლიტიკოსები ფრთხილად იქცევიან, ეშინიათ საქართველოს საზღვრების შემდეგ კავკასიონის გადასავალებზე და ასტრახანამდე ელჩები ვინმემ არ გაძარცვოს და წერილობით სახელმწიფო საიდუმლოება მტერს არ ჩაუვარდეს ხელთ. ამ მოსაზრებით ელჩებს გაზეპირებული მიაქვთ კონკრეტული წინადადებანი და მხოლოდ იმის შემდეგ, როცა მოსკოვში მივლენ ზეპირად დანაბარებს მოხსენებითი ბარათის სახით აწვდიან სათანადო უწყებას. სიმონ მაყაშვილის მოხსენებით ბარათში ნათლად მოჩანს, რომ ქართველ მეფეებს სურთ რუსეთის დიპლომატები სპარსეთის ქალაქების ხელში ჩაგდებით დააინტერესონ. მოხსენებითი ბარათის მეორე მუხლში მაყაშვილი წერს: „ვინაიდგან ყველას მოეხსენება ახლა სპარსეთის საჴემწიფო რა ყოფაში არის ახლანდელს დროში თუ რომე რუსეთის საჴემწიფოდამა ინებება საქართველოს მეფეს და კახეთის მეფეს ჯარს უბოძებს ახლანდელს დროშიგან მოიმედე ვარ ღთისაგან რომ ღთის ნებით და რუსეთის ჴემწიფის შემწეობით შეუძლიანთ ჩვენს მეფეებს სპარსეთის ქალაქების რომელიც ჩვენს ქვეყანაზე ახლო არის იმის დაჭერა“-ო (აქვე, საბუთი # 10). რატომ ფიქრობენ ქართველი დიპლომატები, რომ რუსეთს დააინტერესებს სპარსეთის ქალაქები? იმიტომ რომ დიდი ხანი არ იყო გასული მას შემდეგ, რაც პეტრე I ილაშქრა კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროებამდე და ერთხანად ამ ზღვის მიმდგომი ტერიტორია დასავლეთით და სამხრეთით დაიპყრო კიდეც, მაგრამ 1735 წელს რუსეთი იძულებული ხდება დარუბანდიდან მოკიდებული სამხრეთ სანაპირომდე ისევ ირანს დაუბრუნოს. ამ ფაქტებიდან ქართველი პოლიტიკოსებისათვის აშკარა უნდა ყოფილიყო რუსეთის სახელმწიფოს მისწრაფებანი სამხრეთისაკენ, იმას გარდა, რომ ქართველებს არ შეიძლებოდა გამოჰპაროდათ რუსეთის სავაჭრო ინტერესები თვით სპარსეთსა და სპარსეთის გზით ინდოეთისაკენ. და ახლად შექმნილ ხელსაყრელ სიტუაციასთან ერთად რუსეთის სასარგებლოდ სამსახურს სთავაზობს ქართველი დიპლომატი – ქართველ მეფეებს სპარსეთის ქალაქების დაჭერა შეუძლია, მაგრამ წინასწარი დახმარება იქნება საჭირო რუსეთის მხრიდან. ეს დახმარება არც ისე ძვირი დაუჯდება რუსეთს მაყაშვილის მოხსენებით. რუსეთის ჯარს თუ არ ეცლება ქართველ მეფეებს შეუძლია თურმე ჯარის შოვნა, მაგრამ ფინანსური ხელმოკლეობა აბრკოლებს საქმეს: „მეფეს ქართლისას და კახეთისას თუმც ყავსთ ოცი ათასი ჯარი, მაგრამ ურჯულოს აგარიანთაგან ყოველთვის... არიან. ამთენი შეწევნა არა აქსთ ჩვენს მეფებს მუდამ ჯარი მზათ ყვანდენ, რომ ხარჯის მიცემა არ შეუძლიანთ“ (აქვე, საბუთი # 10). მაყაშვილი თავის მოხსენებით ბარათში რუსეთის ხარჯებსაც – ანუ ფინანსურ დახმარებასაც მარტივად წარმოუდგენს, ჩერქეზების ჯარის დაქირავება, შეიძლება არც თუ დიდი რაოდენობის იქნება საჭიროო, მტერს შიშის ზარს სცემს საქართველოში მაშველი უცხო ჯარის მოსვლაო: „ამის წინათ დიდი ხანი არ არის ჩვენმა მეფეებმა თითონ დაიბარეს ჩერქეზების ჯარი და მოვიდნენ თუმცა იმათი მოსვლა ჩვენთვის მაგთენი შენამატი არ იყო, მაგრამ ჩვენმა მტერმა ნახეს დიდი შიში შეექნათ და ეგონათ ისინი რუსეთის ჴემწიფისაგან... ჩვენთვის საშველად და რუსეთის ყმანი ვყოფილიყოთ ისე გაშინჯა მტერმა“ (აქვე). მაყაშვილის მოხსენებიდან ირკვევა აგრეთვე, რომ ქართველ მეფეებს რუსეთის დიპლომატებისათვის რუსეთიდან დახმარების ისტორიული პრეცედენტი უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ 1752 წლის ელჩობის წინადადებებში უცნაურობა არაფერი დაენახათ. მაყაშვილი პირველ მუხლში წერს: „თქვენის გრაფის დიდებულებას მეხსენება შაბაზის ყენის დროს, როდესაც ის ძლიერი იყო, მაშინ კახეთს მეფის ლევანის ვედრებით რუსეთს ჴემწიფისაგან ალექსი თევდორესა ძისაგან მოსაჴმარებელი ჯარი მისცა და შვიდი წელიწადი კახეთში იყო“. სიმონ მაყაშვილი, სამწუხაროდ, ისტორიული ფაქტების კარგი მცოდნე ვერ მოჩანს მოტანილ ამონაწერში. რუსეთის დამხმარე რაზმის კახეთში მოსვლა ახლა წყაროების კრიტიკული შესწავლის შედეგად დადგენილი ფაქტია (ამის შესახებ იხ. სტალინის სახელობის თბილ. სახელმწ. უნივერსიტეტის შრომები VII, ი. ცინცაძის წერილი). ლევან კახთა მეფის დროს 1565 წლიდან 1572 წლებში იოანე მრისხანეს განკარგულებით კახეთში კაზაკების ერთი რაზმი მოვიდა და კახეთის ციხეებს იცავდა. იოანე IV აქ თავისი ანგარიშები ჰქონდა. მაყაშვილი ცდება – რუსეთიდან დახმარება ალექსი მეფის დროს არ მიუღია საქართველოს, ლევანი შაჰ-აბასის დროს არ მეფობდა კახეთში, მაგრამ რუსული დამხმარე რაზმის მოსვლა კახეთში ისტორიული ფაქტია და, როგორც ჩანს, წარსულის მაგალითებიც მოიშველიეს ქართველმა დიპლომატებმა დასახული მიზნის განსახორციელებლად.
მაყაშვილს და ათანასე თბილელს დავალებული ჰქონიათ აგრეთვე, რომ რუსეთის მორჩილი, კავკასიონს იქეთა მცხოვრები ლეკები რუსეთის ბრძანებით საქართველოს დაეხსნას: „რომელიც პირაქათ ლეკნი არიან თქვენი მორჩილნი და თქვენს ქვეყანაში ვაჭარნი ან ულუფის მჭამელნი, იმათაც ყადაღა უყავით, ერთი ოქმი უბოძეთ დაეხსნან ჩვენს ქვეყანას. ჩვენთვის ეს დიდათ შესამატი არის, ამას ჩვენი მეფეები დიდს წყალობაში ჩააგდებენ თქვენგან ადვილი არის“ (აქვე, საბუთი # 10).
მაშასადამე ჩვენს ხელთ არსებულ საბუთებიდან ირკვევა, რომ 1752 წლის ელჩობით თეიმურაზი და ერეკლე, პირველ რიგში თავისი წერილით, რუსეთის იმპერატრიცის წინაშე წინადადებას აყენებენ იმ „ვალდებულება–წყალობის“ პოლიტიკურ დამოკიდებულების განახლების შესახებ, რომელიც მე-17 საუკუნეში სათანადო იურიდიული აქტით გაფორმდა კახეთის მეფე თეიმურაზ პირველსა, ერეკლე პირველსა და მიხეილ და ალექსი რომანოვებს შორის. ამის მოგვარება ძირითადია, რომელსაც შედეგად კონკრეტული „წყალობა“ „მფარველობა“ უნდა მოჰყვეს. რა სახის არის სასურველი მფარველის დახმარება ამას მუხლობრივად ელჩები მოახსენებენ.
როგორ შეასრულეს დაკისრებული საქმე ქართველმა ელჩებმა?
ათანასე თბილელისა და სიმონ მაყაშვილის საქმიანობა რუსეთის სამეფო კარზე, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი მნიშვნელობის არ იყო ქართლ-კახეთში რუსეთიდან დახმარების მისაღებად, მაგრამ ელჩებზე მაინც ბევრი რამ იყო დამოკიდებული და, ამდენადაც ქართველი იმ დროის დიპლომატების მუშაობა არ შეიძლება ინტერესმოკლებული იქნეს ფეოდალური საქართველოს ისტორიით დაინტერესებულთათვის. მაგრამ, სანამ ქართველი ელჩების საქმიანობას გავეცნობოდეთ, ორიოდე სიტყვა იმ პირობათა შესახებ, რომელშიაც მუშაობა მოუხდათ მაყაშვილსა და ათანასე თბილელს.
იმ დროს, როცა ქართველი ელჩები მოსკოვში ჩავიდნენ (1752 წ.) რუსეთის სამეფო კარზე ერთგვარ დაჯგუფებას ჰქონდა ადგილი. კანცლერი ა. პ. ბესტუჟევ-რიუმინი და ვიცე-კანცლერი მ. ვორონცოვი ერთი მეორეს ექიშპებოდნენ. მათი მუშაობა შეთანხმებული არ ყოფილა, საგარეო პოლიტიკის ხაზით ერთი მეორეს საწინააღმდეგო გეგმებს სახავდნენ. ეს წინააღმდეგობანი უმთავრესად ევროპის საკითხებში მოჩანს, მაგრამ შესაძლებელია თურქეთ-ირანის საკითხებშიც ერთი და იგივე შეხედულება არ ჰქონოდათ; სამწუხაროდ სათანადო ლიტერატურაში ამაზე სრულებით არაფერია ნათქვამი. კანცლერს, ბესტუჟევ-რიუმინს, უმაღლეს მოხელეობაში თავისი ხალხი ჰყავდა, ვორონცოვს თავისი. კანცლერისა და ვიცე-კანცლერის მომხრენი უფრო მწვავედ განიცდიდნენ ამ ორ უმაღლეს კარისკაცთა დაპირისპირებას. ერთნი, კანცლერის დაცემის შემთხვევაში ვორონცოვის დაწინაურების შედეგად აღზევებას ელოდნენ, მეორენი დაქვეითებას. სათანადო კოლეგიებში ამ ნიადაგზე არსებული დაჯგუფებანი ხელს არ უწყობდა საქმეების დროულად გადაწყვეტას, ხოლო ზოგჯერ სასარგებლო საქმის დადებითად გადაწყვეტასაც. ვორონცოვი და ბესტუჟევი ერთმანეთს კრიჭაში უდგნენ. ერთი მეორის კორესპონდენციებს ფარულად თვალყურს ადევნებდნენ და ბოლოს, როგორც ცნობილია, შვიდწლოვან ომის პროცესში ბესტუჟევ-რიუმინი ვორონცოვმა დასცა.
ბუნებრივია, რომ ქართველი ელჩები რუსეთის სამეფო კარზე არსებული უმაღლეს ამ ორ მოხელეთა წინააღმდეგობებისა და დაჯგუფებათა გარეშე უნდა დარჩენილიყვნენ. მათთვის რუსეთში არსებობდა რუსეთის მეფე (უზენაესი ხელისუფალი), საგარეო საქმეთა კოლეგია და ამ კოლეგიის ხელმძღვანელი კანცლერი ბესტუჟევ-რიუმინი. ქართველ ელჩებს ზუსტი მისამართის მქონე წერილები გამოატანეს საქართველოდან, სხვა „საიდუმლო სიტყუანიც“ მიანდვეს და მათ რაში ესაქმებოდათ რუსეთის სამეფო კარზე არსებული წინააღმდეგობანი.
მაგრამ არაპირდაპირი ცნობები გვაფიქრებინებს, რომ რუსეთის სამეფო კარზე არსებულმა დაჯგუფებამ ქართველ ელჩებს შორის იმთავითვე არსებული წინააღმდეგობა ისე გააღრმავა, რომ ბოლოს ელჩებს შორის სრული განხეთილება მოახდინა. ათანასე თბილელი და სიმონ მაყაშვილი ერთი მეორეს ისე დაუპირუსპირდნენ, რომ ერთ სახლში მათი ცხოვრება შეუძლებელი აღმოჩნდა და, რაც მთავარია, ეს ამბები თვით რუსეთის უმაღლეს მოხელეთათვის ცნობილი შეიქნა.
საქმის ვითარება რომ ნათელი შეიქნეს, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ერთი გარემოება: ათანასე თბილელი მოსკოვში ჩასვლისთანავე თავის მახლობელ ნათესავებსა და ნაცნობებს შორის აღმოჩნდა. ვახტანგ VI დროის ქართლის სამეფოს ემიგრაცია ძირითადად მოსკოვსა და მის მახლობელ სოფლებში ცხოვრობდა. ათანასე თბილელი დიდი სიხარულით მიიღეს ამ წრეში, მით უმეტეს რომ აქ მოსკოვში მას რუსეთის მეფის სამსახურში მყოფი ძმისწული „ნადვორნი სოვეტნიკი“ ეგორ ამილახვარი დახვდა. როგორც საბუთებიდან ჩანს, ათანასე თბილელმა ქართლის ემიგრაციის ზოგიერთ წარმომადგენელს მისი, როგორც ელჩის, დავალებანი გააცნო კიდეც. ჩვენ არ ვიცით რა ხასიათის საუბარი ჰქონდა ათანასე თბილელს მოსკოვში მყოფ ქართლის უმაღლეს არისტოკრატიის წარმომადგენლებთან, ან ამ უკანასკნელებს ათანასესთან, მაგრამ ზოგიერთი მათგანი რომ ქართველი ელჩების საქმეებში ჩარეულან, ეს დოკუმენტებიდან ნათელი ხდება.
ერთი ფაქტის წინასწარ აღნუსხვა იქნება საჭირო: ათანასე თბილელი მოსკოვში ჩასვლისთანავე საელჩო საქმეებზე ვიცე-კანცლერთან (მ. ვორონცოვთან) გამოცხადდა და არა კანცლერთან – ა. პ. ბესტუჟევ-რიუმინთან. ამის შესახებ საბუთში ვკითხულობთ: «В 25 день декабря 1752 года прибывший из Грузии митрополит Афанасий с князем Симеоном Макаевым, накануне испрося себе время, через племянника своего надворного советника грузинского князя Амилахорова, был у вице-канцлера и поручил ему приложенный при сем перевод с просительного листа, с которым он прислан к ея императорскому величеству от... царей Теймуразы и Ираклия» (აქვე, საბუთი # 9). ამ ამონაწერიდან ჩანს, რომ ქართველ ელჩებს პირველ რიგში ვიცე-კანცლერისათვის მიუმართავთ, ამ საქმეში ერთგვარ დახმარებას უწევდა მათ ათანასეს ძმისწული რუსეთში მცხოვრები ამილახვარი. აქ, რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივი და საეჭვო არაფერი არ ჩანს. ელჩები შეიძლებოდა ვიცე-კანცლერს – ვორონცოვს მიეღო და არა ბესტუჟევ-რიუმინს. ზემოდ თავის ადგილას ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ათანასე თბილელმა საჩუქარი მიართვა ვიცე-კანცლერს, ქართველი მეფეების გამოგზავნილი ძვირფასი სპარსული ქსოვილის ნაჭერი. ესეც ოფიციალურად დასაშვები იყო და ამდენად არ დარჩენილა სამეფო კარისათვის დაფარული. ამ პირველ აუდიენციის დროს ათანასეს განუცხადებია ვიცე-კანცლერისათვის, რომ ქართველ მეფეთა წერილში ყველაფერი არ წერია რაც უმაღლეს კარს უნდა ეთხოვოს და ამიტომ, ამ სათხოვრების შესახებ, წერილობით მე თვით მოგახსენებთო. აქვე შევნიშნავთ, რომ ათანასე თბილელს ამ აუდიენციაზე რაც განუცხადებია, ამის შემდეგ 1754 წლამდე თებერვლის 27-მდე, საელჩო საქმეების გამო, არც ვიცე-კანცლერი და არც სხვა ვინმე არ შეუწუხებია. ხოლო 1754 წელს დაწერილი ათანასეს განცხადებანი ვორონცოვის სახელზე არის, მხოლოდ ერთი საგარეო საქმეთა კოლეგიის სახელზე. არც აქ საერთოდ ეჭვი არაფერი არ არის, თუ იმ გარემოებას არ მივაქცევთ ყურადღებას, რომ ათანასე არსად საქმის დაჩქარებას და ელჩების დროულად სამშობლოში გასტუმრების შესახებ არაფერს არ წერს. 1752 წლიდან 1754 წლამდე მოსკოვში „უდარდელად“ ცხოვრობს, თითქოს ელჩისათვის სავალდებულო იყო წლების განმავლობაში უხმოდ უმაღლეს კარის რეზოლუციისათვის ეცადა.
განვიხილოთ როგორ იქცევა სიმონ მაყაშვილი.
სიმონ მაყაშვილისათვის პირველ რიგში დამახასიათებელი არ უნდა ყოფილიყო საელჩო საქმეებში ისე აქტიურად ჩარეულიყო, როგორც ამას ჩვენ საარქივო დოკუმენტებში ვხედავთ. ათანასე თბილელი ქართული ელჩობის ხელმძღვანელი იყო და ყოველგვარი მიწერ-მოწერა სამეფო კართან უშუალოდ ათანასე თბილელს ევალებოდა. მაგრამ სინამდვილეში სულ სხვა სურათი გვაქვს. არსებითად ქართველი მეფეების დავალება მთლიანად სიმონ მაყაშვილმა შეასრულა იმდენად, რამდენადაც რუსეთის სამეფო კარი მაყაშვილის მოხსენებათა მიხედვით გაეცნო ქართველი დიპლომატების წინადადებებს და პასუხიც ამის მიხედვით დამუშავდა რუსეთში, მაგრამ ამის შესახებ ქვემოთ. სიმონ მაყაშვილის რუსეთში საქმიანობისათვის დამახასიათებელია, რომ იგი უშუალოდ კანცლერთან – ბესტუჟევ-რიუმინთან არის დაკავშირებული და ყველა მისი განცხადებაც კანცლერის მისამართით არის დაწერილი.
მაყაშვილი მოთმინებიდან გამოუყვანია ათანასე თბილელის უდარდელობას. არ ჩანს 1752 წლის 25 დეკემბრის შემდეგ, როდის რა ხასიათის საუბარი ჰქონდათ ათანასე თბილელსა და სიმონ მაყაშვილს, მაგრამ 1753 წლის აპრილის 17 ბესტუჟევ-რიუმინისადმი მირთმეულ მოხსენებით ბარათში სიმონი წერს: „... დაბლათა ვთხოვა თქვენის გრაფის დიდებულებას... იმა წიგნების სათხოვრებისა (იგულისხმება ქართველ მეფეთა წერილები) დაუყოვნებელი პასუხი მებრძანოს და გამისტუმროთ“-ო (აქვე, საბუთი 10). იმავე 1753 წლის მაისში თუ ივნისში კვლავ ბესტუჟევ-რიუმინს მიმართავს ვრცელი მოხსენებითი ბარათით, რომელშიაც სხვათაშორის ისევ წერს: „... და ჩვენ რუსეთის საბძანებელში მოვედით შარშან ჩღნბ წელსა ივნისის კჱ და მორთმეულის წიგნის პასუხი ჯერაც არ გამოგვსლია და აწ მდაბლად გევედრები რომე დაუგვიანებლად ხანისა გვყოთ მოწყალებრივ პასუხი... და ისევა ქვეყანას ჩვენს გაგვისტუმროთ“-ო (აქვე, საბუთი 13). იმავე წლის აგვისტოში კვლავ განცხადება მიურთმევია იმავე ბესტუჟევ-რიუმინისათვის და ისევ დაუყოვნებლივ პასუხის მიღებასა და სამშობლოში სასწრაფოდ გასტუმრებაზე აქვს საუბარი: „წარსულის 1752 წელს... გამოგზავნილი ვარ მე მდაბალი მონა ათანასე მიტროპოლიტისათანა ქართლისა და კახეთისა მეფეთაგან ყ~დ მდაბლურის არზით, რომლის მაგიერი პასუხი ჯერეთ არაფერი არ მოგვცემია“ და ითხოვს: „... თუ რომ ვერდებისამებრ ჩვენის მეფებისა მაღალბრძანებადი პასუხი მოწყალებისა ხანგაუგრძელებლად იქმნებოდეს მე მიბრძანოთ და გამისტუმროთ და უკეთუ მალე არ შეიძლებოდეს, მაინც მე მდაბალი მონა ჩემის ორის მსახურით ახლავ უწინვე გამგზავნოთ ქვეყანასა ჩემსა, რათა შევიძლო ახლანდელისავე ზაფხულისა გზითა მიწვნა და ზემოხსენებულმან მიტროპოლიტმან მოუცადოს აქა მაღალბრძანებადს პასუხსა“-ო (აქვე, საბუთი # 14). ამ ამონაწერის წაკითხვისას გაუკვირდება ადამიანს, რატომ მიიჩქარის ასე ხელცარიელი მაყაშვილი? და რატომ არის, რომ სიმონი მხოლოდ ბესტუჟევ-რიუმინს მიმართავს და არა ვიცე-კანცლერს – ვორონცოვს.
სიმონ მაყაშვილის ერთ-ერთი მოხსენებიდან საქმის ვითარების ზოგიერთი მხარე ნათელი ხდება, ზოგიერთის შესახებ კი მოსაზრების წამოყენება ხერხდება მხოლოდ. – ქართველ ელჩებს, თეიმურაზ II და ერეკლე II ელისაბედ პირველისადმი განკუთვნილ წერილის გარდა, რუსეთში ბესტუჟევ-რიუმინის სახელზედაც მიჰქონდათ ერთი წერილი. ეს საბუთები ათანასეს ჰქონია ჩაბარებული დანიშნულებისამებრ გადასაცემად. როდესაც ელჩები ვიცე-კანცლერს წარუდგნენ 1752 წელს 25 დეკემბერს, ათანასემ მხოლოდ ელისაბედ პირველისათვის განკუთვნილი წერილი ჩააბარა მ. ვორონცოვს. სათანადო მოხსენებით ბარათში ვკითხულობთ: «... прибывший из Грузии митрополит Афанасий с князем Симеоном Макаевым... был у вице-канцлера и поручил ему приложенный при сем перевод с просительного листа, с которым он прислан... от грузинского и кахетинского царей Теймурзы и Ираклия»... (აქვე, საბუთი # 9) სიმონ მაყაშვილი მართალია ათანასესთან ერთად იმყოფებოდა ამ დროს ვიცე-კანცლერთან, მაგრამ მას არ სცოდნია, რომ ბესტუჟევ-რიუმინისათვის განკუთვნილი წერილი არ ჩაუბარებია ათანასეს. სიმონ მაყაშვილს 1753 წლის 17 აპრილს კიდევ არ სცოდნია, რომ ბესტუჟევ-რიუმინს წერილი არ აქვს მიღებული. აღნიშნულ თარიღში დაწერილ მაყაშვილის მოხსენებით ბარათში რომელიც ბესტუჟევ-რიუმინს მიართვა მან, ერთგან აღნიშნულია: „... ამა წიგნებს გარდა, რომელიც ერთი ჴემწიფესთან არის (იგულისხმებას ელისაბედ I) და ე რ თ ი | თ ქ ვ ე ნ თ ა ნ | ა მ ა ს | გ ა რ დ ა ზეპირად ნაბრძანები მაქვს ჩვენის მეფებისაგან“... (აქვე, საბუთი # 10)
მხოლოდ მაისში თუ ივნისში გაუგია სიმონ მაყაშვილს, რომ წერილი დანიშნულებისამებრ ჩაბარებული არ არის. რა გზით გაიგო მაყაშვილმა ეს ამბავი დანამდვილებით არ ვიცით, მაგრამ საფიქრებელი ხდება, რომ ამ ამბის გაგებაში სიმონს დაეხმარა საგარეო საქმეთა კოლეგიის თარჯიმანი დავით აბაზაძე. ერთ-ერთ მოხსენებით ბარათში, რომელიც ათანასე თბილელს მ. ვორონცოვისათვის მიურთმევია 1754 წლის ივნისში დავით აბაზაძის შესახებ წერს: «И на ваше великодушие уповаю, что ассессору Абазадце, которой без всякой причины стал мне злобствовать, современем за то ему упущено не будет»... არ ვიცით რაში გამოიხატება აბაზაძის მტრული მოქმედება, მაგრამ არ არის გამორიცხული შესაძლებლობა, რომ მაყაშვილს ამ აბაზაძემ შეატყობინა ათანასეს მიერ ბესტუჟევ-რიუმინისათვის ქართველ მეფეთა წერილის ჩაუბარებლობის ამბავი.
1753 წლის მაყაშვილის მოხსენებით ბარათში უკვე დაწვრილებით არის აღნიშნული ის კონფლიქტი, რომელიც წარმოიქმნა და გამწვავდა ქართველ ელჩებს შორის. მაყაშვილი ბესტუჟევ-რიუმინს მოახსენებს: „... და აწ მდაბლად გევედრები, რომე დაუგვიანებლად ხანისა გვყოთ მოწყალებრივ პასუხი საწადელის ჩვენის და ისევა ქვეყანას ჩვენს გაგვისტუმროთ. და რადგან ხსენებულმან მიტროპოლიტმან მეფეთაგან ჩვენთა გამოგზავნილი წიგნი თქვენს ბრწყინვალებას არა თუ დროიანად მიართვა სრულებითაც დამალა, რომლისთვისცა ჩემსა და მიტროპოლიტს შუა შალაპარაკებისათვის მე მასთან ერთს სახლში ყოფნა აღარ შემიძლიან, ამისთვის მდაბლად გევედრები, რომე ახლოვე თქვენ ერთი სახლი მიბოძეთ, რომელიც თქვენის მაღლის ღრაფობის ბრწყინვალებას მოშურნეთა ჩემთა მოახსენეს, რომე ვითამც მე მივსულიყო მოტროპოლიტთან და დანაშაულზე თავი დამედვას, ამისათვის რომე მორთმეული თქვენის ბრწყინვალებისათვის მოხსენებული ჩემი მე უარი მეყოს, ეს სულა ტყუილია, მისთვის მე დანაშაულზე თავი არა დამიდვია. ახლაც იმავ ჩემს მოხსენებულს ვამტკიცებ და ჭეშმარიტად ვამტკიცებ და მართალი მოგახსენეთ, რათა თქვენს მაღალღრაფობის ბრწყინვალეობას მორთმეოდა ის მეფეთა ჩვენთა გამოგზავნილი წიგნი არა ერთჯერა მომიგონებია და მითქვამს მე მიტროპოლიტისათვის, მაგრამა, მან მიტროპოლიტმან ბოლოს გამომიცხადა რომე ძმისწულმან მისმან კნიაზა იაღორ ამილახვრისშვილმან [მირთმევა] თქვენის ბრწყინვალების არა გირჩევსო და ეგრეთვე მან კნიაზა იაღორ ამილახვრის შვილმან თითონ მეც პირშიგან მითხრა, რომე მაღლის ღრაფობის ბრწყინვალებას რათ უნდა მივართვათო“ (აქვე, საბუთი # 13). ამ ვრცელი ამონაწერიდან კარგად ჩანს, რომ მაყაშვილისა და ათანასე თბილელის კონფლიქტი ელჩობის საქმესთან დაკავშირებით წამოჭრილა, სახელდობ, ათანასე თბილელს ქართველ მეფეთა წერილი ბესტუჟევ-რიუმინის სახელზე გამოგზავნილი დანიშნულებისამებრ არ გადაუცია. სიმონ მაყაშვილი ამის გამო ბესტუჟევ-რიუმინთან გამოცხადებულა და როგორც მოტანილ ამონაწერიდან ჩანს, ჯერ ზეპირი განცხადება გაუკეთებია, შემდეგ კი წერილობით მოხსენებაში საქმის ვითარების უფრო ვრცელი სურათი აღუწერია. მაყაშვილის ზეპირი განცხადებისთანავე ათანასეს ინიციატივით საქმე ისე მოგვარებულა, რომ ბესტუჟევ-რიუმინს ცნობა მიაწოდეს, თითქოს მაყაშვილმა თავისი შეცდომა აღიარა – მისი განცხადება ვითომც საფუძველს მოკლებული იყო. იმავე დროს თვით სიმონ მაყაშვილისათვისაც შეუჩენია მოსკოვში მცხოვრები ქართველები ათანასეს ძმისწული, ეგორ ამილახვარი და სვიმონ ბატონიშვილის მეუღლე ანა პაატას ასული. სიმონ მაყაშვილი იმავე მოხსენებით ბარათში ასე გადმოგვცემს ხსენებულ მოსკოველ ქართველების რჩევა-დარიგებას: „... მან კნიაზა იაღორ ამილახვრის შვილმან თითონ მეც პირშიგან მითხრა, რომე მაღლის ღრაფობის ბრწყინვალებას რათ უნდა მივართვათო და მერე ქვრივმან სვიმონ ბატონის კნიანინმა ანამ პატას ასულმან, წინათ ხსენებულის მიტროპოლიტის ახლოვე ნათესავმან, მიმიყვანა მე თავისთან და მრავლის ლაპარაკით მითხრა მე სიტყვანი ესრეთნი, რათა მე მორთმეული ჩემი მოხსენება იგივე უარვყო და წინაშე თქვენის ბრწყინვალების ბოდიში მოვიტანო, რომე ის ჩემი მოხსენება რუსეთის რიგის უცოდინარობით მომივიდა“... ამას გარდა ეს ანა პაატას ასული სიმონ მაყაშვილს ასე არიგებდა. თურმე რომ, როცა მოხსენებას უარჰყოფ და უკან გამოითხოვო ბესტუჟევ-რიუმინს იმავე დროს მოახსენე, რომ საგარეო საქმეთა კოლეგიის ქართველმა თანამშრომელმა დავით აბაზაძემ შემიყვანა შეცდომაშიო და არავითარი სასჯელი კანცლერისაგან არ შეგემთხვევა გარდა იმისა, რომ ბრიყვს გიწოდებენო. მაყაშვილი ამ სიტყვებს ასე გადმოგვცემს: „ის ჩემი მოხსენება რუსეთის რიგის უცოდინარობით მომივიდა და ასასორს დავით აბასაძის დარიგებით და სწავლებითა, რომლისთვის მე თქვენის ბრწყინვალებისაგან უფროსი რისხვა არა დამემართება რა ამის მეტი, რომე დ უ რ ა კ ა თ სახელდებული ვიქნები...“ (აქვე, საბუთი # 13). სიმონ მაყაშვილი ამ „მსუბუქ“ სასჯელზედაც არ დათანხმებულა, ათანასესაგან ხელწერილი მოუთხოვია. ხელწერილში ათანასეს უნდა აღენიშნა, რომ ქართველ მეფეთა წერილის დანიშნულებისამებრ ჩაუბარებლობა თვით ათანასე მიტროპოლიტის ინიციატივა არის და პასუხუსმგებლობაც ამის გამო თვით ათანასემ იკისროს: „მე ამის პასუხი უთხარი, თუ რომა მიტროპოლიტი მამცემს მე თავის ჴელით ნაწერსა და თავის ბეჭედს დამისვამს იმა ძალით რომე, ჩვენის მეფების თქვენს ბრწყინვალებასთან მოწერილი წიგნი თქვენს მოსართმევლად აღარ ამჯობინა და მეფეთა წინაშე ყოვლისფრითა მიტროპოლიტი უპასუხებს, მაშინ მე როსაც მივიღებ იმისთანა წერილს თქვენს ღრაფობის ბრწყინვალებას რა გვარათაც ვიცი ისე მოვახსენებ მეთქი“. დავით აბაზაძის უდანაშაულოდ საქმეში გარევა მაყაშვილს კატეგორიულად უარუყვია.
სიმონ მაყაშვილი რომ ამ მოხსენებით ბარათში სინამდვილეს აღნიშნავს, ამას სხვა ცნობაც ადასტურებს და ამაზე სათანადო ადგილას გვექნება საუბარი. ამჟამად საკითხის სისრულისათვის აღვნიშნავთ, რომ ათანასე თბილელს მაყაშვილისათვის ხელწერილი არ მიუცია და ამის შედეგად მაყაშვილს ყველაფერი აღუწერია და კანცლერ ბესტუჟევ-რიუმინისათვის მიურთმევია. გახდა თუ არა რუსეთის სამეფო კარზე მსჯელობის საგნად ქართველი ელჩების კონფლიქტი, ჯერ-ჯერობით ჩვენთვის ცნობილი არ არის. იმ საქმეებში, რომელთა გადასინჯვა ჩვენ მოგვიხდა, ამის შესახებ არავითარი ცნობა არ მოიპოვება. შესაძლებელია წერილობითი კვალი არც კი დარჩენილიყოს ამ საქმის გამო, მაგრამ ამაზედ გადაჭრით მსჯელობა ნაადრევი იქნება მანამ, სანამ იმ დროის წარმონაქმნი ყოველი წერილობითი მასალა უკლებლად აღწერილი და გამოქვეყნებული არ იქნება.
როგორც ჩვენს ხელთ არსებული ცნობებიდან ჩანს, კანცლერმა ბესტუჟევ-რიუმინმა ათანასეს ამის გამო პასუხი არ მოთხოვა და ამ ქართველი ელჩების კონფლიქტში იგი არ ჩაერია. ამდენად, ამ საქმის გამო ათანასე თბილელის არც ერთი მოხსენებითი ბარათი არქივში არ მოიპოვება და საფიქრებელია ათანასეს რუსეთის კანცლერისათვის არც მიუმართავს. სიმონ მაყაშვილის მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა მხოლოდ, რომ ათანასეს ბესტუჟევ-რიუმინისათვის ხმა მიუწოდებია, თითქოს მაყაშვილმა თავისი ბრალდება უარყო და ვითომც ათანასეს წინაშე ბოდიში მოიხადა. როგორ მოახერხა ამ ყალბი ცნობის მიწოდება ათანასემ ჩვენ არ ვიცით, მაყაშვილი თავის მოხსენებაში წერს: „რომელიც თქვენის მაღლის ღრაფობის ბრწყინვალებას მოშურნეთა ჩემთა მოახსენეს... ეს სულა ტყუილიაო“ (აქვე, საბუთი # 13). ამ ამონაწერიდან ისე ჩანს რომ მარტო ერთი და ორი კაცი არ შველის ათანასე თბილელს, რომელთაც საშუალება აქვთ კანცლერი ინახულონ.
ათანასე თბილელი უფრო გამოცდილი და მცოდნე კაცი ყოფილა ვინემ მაყაშვილი. მას ამ კონფლიქტში რუსეთის ხელისუფლება პირდაპირ არ ჩაურევია. ათანასეს ეს საქმე საქართველოში გამოუგზავნია გასარჩევად და საბოლოოდ გადასაჭრელად. სამწუხაროდ ჩვენ არ ვიცით რა სახით გააცნო ქართველ მეფეებს მოსკოვში წარმოქმნილი დავა ათანასემ, მაგრამ დოკუმენტალურად მტკიცდება, რომ ქართველი მეფეები დაურწმუნებია, რომ სვიმონ მაყაშვილი თავისი საჩივრებით მოსკოვში ათანასეს ხელს უშლის დავალებათა სასურველად მოგვარებაში და უთხოვია ამიტომ, სიმონ მაყაშვილი საელჩო საქმეებიდან ჩამომაცალეთო. ათანასეს საქართველოში გამოგზავნილი წერილის პირი და არც მისი დაახლოებითი შინარსი საარქივო საქმეში დაცული არ არის, მაგრამ სამაგიეროდ დაცული არის სხვა საბუთი, რომლიდანაც ათანასეს ღონისძიებები ნაწილობრივ სავარაუდებელი ხდება. საარქივო საქმეში დაცული არის თეიმურაზ II და ერეკლე II წერილები ბესტუჟევ-რიუმინისა და ვიცე-კანცლერის ვორონცოვის მისამართით. წერილების ბოლოს აღნიშნულია: „ჩვენნი ყოველნი საიდუმლოთ განზრახვითნი სიტყუანი ვარწმუნენით ყოვლად სამღვდელოსა ათანასის მიტროპოლიტსა ტფილისისასა და მაგის მიერ მოიჴსენეთ ხოლო, თუ სხვამან ვინმე ანუ თვით ჩვენმან კნიაზმანცა სიმეონ თუ სხვა რაიმე სიტყვა მოგახსენოსთ ყოვლად სამღვდელოსა ათანასის სიტყვათა გარდა ცთომილ არს ყოვლად და ნუმცაღა ისმენს ელვარე გონებაჲ საკვირველ განმზრახობისა მაგის, რამეთუ ჩვენნი სიტყვანი მხოლოდ ათანასის მიერ ყოვლად სამღვდელოისა ვინებეთ მოხსენებად“-ო (აქვე, საბუთი # 12). ქართველ მეფეთა ამ წერილში არსებითად სრულიად გაუპიროვნებულია სიმონ მაყაშვილი, როგორც ელჩობის შემადგენელი წევრი. საფიქრებელია, რომ ათანასე თბილელსა და სიმონ მაყაშვილს შორის კონფლიქტი გაღრმავებული არ იყო, ისე გაგზავნა ცნობა ათანასე თბილელმა საქართველოში და ამ ცნობის მიღების შედეგად არის დაწერილი ქართველ მეფეთა ზემოდ მოტანილი წერილი. ჩანს, რომ მეფეებმა ჯერ არ იციან სიმონ მაყაშვილის ბესტუჟევ-რიუმინისადმი მირთმეული მოხსენებითი ბარათების ამბავი. წერილების და მოხსენებების თარიღები ამას ნათელს ყოფენ. მაგრამ რომ ქართველ მეფეებს ნამდვილად არ სცოდნიათ ივნისში სიმონის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ არაფერი, ამას ნათელყოფს 1753 წლის 10 ოქტომბერს რუსეთში მყოფ ათანასეს მისამართით გამოგზავნილი ქართველ მეფეთა წერილი. საარქივო საქმეში დაცული არის თეიმურაზისა და ერეკლეს ათანასესადმი გაგზავნილი წერილის რუსული თარგმანი. ეტყობა დედანი თვით ათანასეს დარჩა და არქივში აღარ მოხვდა. ეს წერილი ისე არის შედგენილი, რომ ეტყობა წინასწარ გათვალისწინებულია მისი საგარეო საქმეთა კოლეგიაში წარდგენა და ათანასეს გამართლება რუსეთის კანცლერის წინაშე. აქ სხვათა შორის აღნიშნულია: «А ныне еще к ея императорскому величеству прошение послали в такой же силе, как в прошедшем году с вами было послано, и высоко учрежденных м и н и с т р о в \ п р о с и т ь \ в а м \ ж е \ н а к а з а н о \ в с е \ п р е ж н е е \ п р о ш е н и е \ к \ е я императорскому величеству повторено и \ в ы с о к и м \ м и н и с т р а м \ о \ т о м \ у ж е \ н ы н е \ п и с ь м а м и \ п р е д с т а в л е н о, на их сиятельства христолюбие полагаемся, чтоб для христианского народа труд приложить, и нашему делу не оставляя уже далее споспешествовать изволили. Мы наше дело и в прошедшем году, при отправлении вас ко двору ея императорского величества, положили на тебя и вверили наше и земли нашей дело, и ныне во всем тебе и твоему преосвещенству вверяем. А здесь слышно, что Семен Макаев некем обманут напрасно, якобы наши к министрам письма вы имели и не подали. И о сей бездельной лже Семену писменно подтверждено, чтоб впредь от такой глупой лжи воздержался. Оной семен и сам знает, что при высочайшем таком дворе ложь годна быть не может. Мы во всем тебе верим»... (აქვე, საბუთი # 16)
ამ წერილში ისე არის ამბავი მოთხრობილი, რომ, ვითომც, ელჩებს 1752 წელს მხოლოდ ელისაბედ პირველისათვის განკუთვნილი წერილი გაატანეს საქართველოდან, ეხლა კი, 1753 წლის 10 ოქტომბერს «и высоким министрам о том уже ныне письмами представлено, на их сиятельства, христолюбие полагаемся». უეჭველია, რომ ქართველი მეფეები ათანასესათვის განკუთვნილ წერილს თვით ათანასეს მიერ ნაკარნახევ გეგმის მიხედვით ადგენენ და ისე უგზავნიან მას რუსეთში. როგორც ზემოთ მოტანილ ტექსტიდან ჩანს, მეფეებმა სიმონ მაყაშვილსაც გაუგზავნეს წერილი: «И о сей бездельной лже Семену письменно подтверждено, чтоб впредь от такой глупой лжи воздержался». ამის შემდეგ სიმონ მაყაშვილს რაღა უნდა ექნა, იგი დაჩუმებულა, მისი მოხსენებებიც აღარ ჩანს. ათანასე თბილელმა საქმე მოიგო და ისე წარმართა, როგორც თვითონ ფიქრობდა.
მაგრამ საინტერესოა, რა მოხდა ელჩებს შორის და რას აკეთებს ათანასე თბილელი ისეთს, რამაც ასე გაამწვავა მდგომარეობა ქართველ მოციქულებს შორის. სიმონ მაყაშვილი თავის ერთ მოხსენებით ბარათში ბესტუჟევ-რიუმინს მოახსენებს: „რაც რომა ჩვენის იმ ჩვენის მ ე ფ ე ბ ი ს | მ ო წ ე რ ი ლ ი ს | წ ი გ ნ ი ს | მ ო უ რ თ მ ე უ ლ ო ბ ი ს | მ ი ზ ე ზ ი | ე ს | ა რ ი ს | რ ო მ, | მ ა ს | მ ი ტ რ ო პ ო ლ ი ტ ს | ა ქ ე დ ა მ ა | წ ა ს ვ ლ ა | თ ა ვ ი ს | ქ ვ ე ყ ა ნ ა შ ი | მ ა ლ ე | ა რ | უ ნ დ ა | დ ა | ა მ ა ს თ ა ნ | მ გ ო ნ ი ა | რ ო მ ე | ნ ა თ ე ს ა ვ ე ბ ი ც | მ ა ს ვ ე | ე ვ ე დ რ ე ბ ო დ ე ნ“ (აქვე, საბუთი # 13). მეორე წერილობით მოხსენებაში მაყაშვილი ბესტუჟევ-რიუმინს აუწყებს: „...ყოვლის საქმითა ჩანს, რომე მას ზემოხსენებულს მიტროპოლიტს თავის ქვეყანას მალე წასვლა არ უნდა, ამიტომაცა გამოიტანა თავისთვის ნება რომე აქ მოსკოვს წიროს და სახლიც მიეცა მას ზნამენცკის მონასტერში“ (აქვე, საბუთი # 14). განვიხილოთ, მართალია თუ არა ყოველივე ის რასაც მაყაშვილი წერს ათანასეს შესახებ ზემოდ მოტანილ ორ ამონაწერში.
1754 წლის მაისამდე არავითარი ოფიციალური ხელმოსაკიდებელი ცნობა არ არსებობს იმის დასამტკიცებლად, რომ ათანასე თბილელს სამშობლოში დაბრუნება არ ეჩქარება ან ასეთი სურვილი რომ მას არ ჰქონდეს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმას, რომ ათანასემ 1752 წლის დეკემბერში რომ ვიცე-კანცლერი ინახულა და მეფეთა წერილი გადასცა, ამის შემდეგ 1754 წლის თებერვლამდე ქართველ მეფეთა ზეპირად დანაბარები არ აუწყა საგარეო საქმეთა კოლეგიას, ათანასეს ეს საქციელი დასაეჭვებელია, მაგრამ რაკი ჩვენ გარკვევით არაფერი ვიცით ათანასეს რა ცნობები ჰქონდა ხელთ რუსეთის საგარეო მდგომარეობის შესახებ და ამასთან შეფარდებით არის შესაძლებლობა ელჩს ტაქტიკური მოსაზრებით საქმის მსვლელობა შეეჩერებინა თავისი მეფეების ინტერესების თვალსაზრისით, გადაჭრით ამიტომ სიმონ მაყაშვილის ბრალდების ჭეშმარიტებად მიჩნევა მართებული არ იქნება. მით უმეტეს რომ 1754 წლის მაისამდე ათანასეს მოხსენებითი ბარათებიდან ნათლად მოჩანს, რომ იგი რუსეთში დარჩენას ვითომ სრულებით არ ფიქრობს და დიდ სამზადისში არის სამშობლოში გამოსამგზავრებლად. 1754 წელს მაისში წარდგენილ მოხსენებით ბარათში საგარეო საქმეთა კოლეგიას აწუხებს: «Токмо за приключившейся разных болезнь нахожусь же крайнею слабость и через такое дальное растояние без достаточного канвоя отправится не могу» (აქვე, საბუთი # 21). ამიტომ ითხოვს, რუსეთის სამსახურში მყოფი კაპიტანი გაბრიელ გელოვანი თბილისამდე გამაყოლეთო და იქედან ისევ უკან გამოვისტუმრებთო. ამასვე თხოვს საგანგებო მოხსენებით ბარათში ვიცე-კანცლერს მ. ვორონცოვს. ათანასე 1754 წელს დიდ აქტივობას იჩენს ქართველი ელჩებისა და მათი მხლებლების საქართველოში დასაბრუნებლად მზადების საქმეში. ივნისის ბოლოს, სწორედ გამომგზავრების წინ ათანასე თბილელს ორი ერთიდაიმავე შინაარსის მქონე მოხსენებითი ბარათი დაუწერია ერთი საგარეო საქმეთა კოლეგიის სახელზე, ხოლო მეორე ვიცე-კანცლერის მ. ვორონცოვის სახელზე. აქ ათანასე წერს: «Понеже отпущаю прежде себя свиту свою архимандрита, протопопа, священника, иеродиакона в Грузию... А я остатся намерен еще на некоторое время для излечения болезни, которой еще в состоянии притти не мог, а когда я отсюда отправлюсь особым доношением трудить буду» (აქვე, საბუთი # 23). არც ამ განცხადებაში უცნაურს ჩვენ არაფერს ვხედავთ, ათანასე ხანში შესული კაცი იყო მაშინ, საქართველოდან რუსეთში და იქედან საქართველოში მოგზაურობა ტრანსპორტის განვითარების იმ პირობებში ადვილი საქმე არ იყო, მით უმეტეს თუ ადამიანი რუსეთის ჰავას შეუჩვეველი ავად გამხდარა და თავს კარგად არ გრძნობდა. ასეთი შესაძლებლობა არავის მიმართ უცნაურად და საეჭვოდ არ მოგვეჩვენება. ათანასე თბილელი, ელჩობის მეთაური, ძალით ხომ არ გაიდევნებოდა სახელმწიფოდან და მას, ავადმყოფობის გამო, გამოჯანსაღებამდე ნება მიეცა მოსკოვში დარჩენილიყო დროებით. ეს ოფიციალური ცნობა ათანასეს მოსკოვში დარჩენის შესახებ ქართველი ისტორიკოსის პაპუნა ორბელიანის თხზულებაშიც მოხვდა. იგი წერს: „... და თბილელი ათანასე სნეულების მიზეზით მოსკოვსა ქალაქსა შინა დამდგარიყო“ (საქართველოს ცხოვრება, ჭიჭ. გამოც. 1913 წ. გვ. 217). მაგრამ ერთი გარემოება ნათელს ხდის, რომ ათანასეს განცხადება ავადმყოფობის შესახებ სინამდვილეს არ უნდა შეიცავდეს.
1754 წლის ივნისში სიმონ მაყაშვილი საგარეო საქმეთა კოლეგიას მოახსენებს, რომ ათანასე თბილელი სამშობლოში არ მომყვება და როგორმე ისე მიაწყვეთ იგი საქართველოში გამატანეთო. მაყაშვილი აღნიშნავს, რომ ჩვენი სიტყვები მან არ შეისმინაო: «... И от реченного митрополита Афанасия никаково ответа получить не мог, кроме того как только сказал, я де еще в свое отечество ехать не намерен ежели де свое дело исправлю, то может быть де 15 августа и отправлюся... Оной митрополит Афанасий намерен здесь пробыть не малое время и мне нижайшему без него ехать никак не возможно»... (აქვე, საბუთი # 25) აქ სიმონ მაყაშვილს ისიც აწუხებს, რომ საზღვარზე საგარეო საქმეთა კოლეგიის განკარგულებაა გაგზავნილი მაყაშვილისა და თბილელის ერთად გამგზავრებაზე, ხოლო საზღვარზე მყოფი კომენდანტი ათანასე თბილელის გარეშე მაყაშვილს არ გაუშვებს საქართველოში. მაყაშვილი შეშინებულია და ითხოვს: იმ შემთხვევაშიაც კი, როცა ათანასეს თან გამაყოლებთ საგანგებო განკარგულება იყოს დამზადებული მარტო ჩემი საზღვარზე გადასვლის შესახებო, რადგანაც ათანასე თბილელი ცარიცინში ან ასტრახანში ავადმყოფობას მოიგონებს და სამშობლოში არ წამყვებაო: «... Он либо в Царицине либо в Астрахани атрепарачетсч больной и чрез оное зделается мне немалое препятствие» (აქვე, საბუთი # 25). მაშასადამე სიმონ მაყაშვილი დაინტერესებული ჩანს, როგორმე ათანასე თბილელი საქართველოში თან გაიყოლიოს, ქართველი მეფეები ათანასეს რაღაც დანაშაულისათვის პასუხს აგებინებენ, ეს იმავე დროს თვით სვიმონის რეაბილიტაციაც იქნება.
როგორც აქ დართულ ერთი საბუთიდან ჩანს ათანასე თბილელს ნება მიეცა მოსკოვში დარჩენის, მაგრამ გამოჯანსაღებისთანავე საქართველოში უნდა გამგზავრებულიყო. 1754 წლის 23 დეკემბერს საგარეო საქმეთა კოლეგია სინოდისაგან ღებულობს მომართვას, რომელშიც აღნიშნულია: «... митрополит Афанасий поданным прошением предъявил, что он усматривая в себе от продолжающихся болезней, при настоящей старости изнеможение... желание имеет остальную жизнь свою препроводить в Российской империи под высочайшею ея императорского величества протекциею... и на содержание ево определено было жалованье» (აქვე, საბუთი # 31). სინოდი ითხოვდა ცნობას ათანასეს შესახებ: «... зачем он из Грузии сюда в Россию прибыл, и можноль ему... здесь в России... оставлено быть». ათანასეს ამ თხოვნაზე საგარეო საქმეთა კოლეგიამ სინოდს აუწყა, რომ პრინციპულად ათანასეს რუსეთში დარჩენის საწინააღმდეგო კოლეგიას არაფერი აქვს, მაგრამ მაინც, ყოველ შემთხვევისათვის, უმჯობესად იქნა მიჩნეული გამოითხოვოს ათანასემ ქართველ მეფეებისაგან ნებართვა რუსეთში სამუდამოდ დასარჩენადო. მანამდე კი, სანამ საქართველოდან პასუხი მოვიდოდა, ათანასეს 500 მანეთი დაენიშნა წლიური ჯამაგირი. ჩვენ არ ვიცით ათანასემ ითხოვა თუ არა ქართველ მეფეებისაგან რუსეთში დარჩენის ნებართვა, მაგრამ 1755 წლის ნოემბრის 25 დაწერილ მიმართვაში ქართველი მეფეები ვიცე-კანცლერს ვორონცოვს და ცალკე ბესტუჟევ-რიუმინს წერენ: „...ე ს | ზ ე მ ო რ ე მოხსენებული ტ ფ ი ლ ი ს ი ს | მ ი ტ რ ო პ ო ლ ი ტ ი | ა თ ა ნ ა ს ი | თ ა ვ ი ს ი ს | ს ნ ე უ ლ ე ბ ი ს | მ ი ზ ე ზ ი თ | წ ა მ ო ს ვ ლ ა | რ ო მ | ა რ | შ ე ძ ლ ე ბ ო დ ა | მ ა ნ დ ა ვ | დ ა რ ჩ ო მ ი ლ ი ყ ო, | ა ხ ლ ა | ა მ ა ს | მ ო ვ ა ხ ს ე ნ ე ბ თ | მ ა თ ს | ს ი მ ა ღ ლ ე ს ა | ე ს | ზ ე მ ო ხ ს ე ნ ე ბ უ ლ ი | ა რ ქ ი ე რ ე | წ ა რ მ ო გ ვ ი ვ ლ ი ნ ო თ, | რ ო მ | თ ა ვ ი ს ა ვ | ა დ გ ი ლ ს | დ ა ვ ა დ გ ი ნ ო თ. | მ ა გ ი ს ს | ე კ ლ ე ს ი ა ს | მ ა გ ი ს ი | ა ქ | ყ ო ფ ნ ა | დ ი დ ა თ | ე ჭ ი რ ე ბ ა | დ ა | თ უ მ ც ა | რ ო მ | მ ა გ ი ს ი | ნ ე ბ ა ც | ა რ | ი ყ ო ს, | მ ა ნ დ ი დ ა მ | წ ა რ მ ო ს ლ ვ ი ს ა, წყალობას ვითხოვთ, რ ო მ | მ ა ი ნ ც | ა რ | დ ა ა ყ ე ნ ო თ | მ ა ნ დ ა | დ ა | წ ა რ მ ო გ ვ ი ვ ლ ი ნ ო თ...“ (აქვე, საბუთი # 30). ეს წერილი ქართველ მეფეებს სვიმონ მღვდელის ხელით გამოუგზავნიათ. არ ჩანს ათანასე თბილელის მისამართით წერილი მოიტანა თუ არა სვიმონმა.
საგარეო საქმეთა კოლეგიამ ამ წერილის შინაარსი აცნობა სინოდს, ამასთანავე კოლეგიის მოსაზრებაც ეუწყა სინოდს: «... удерживать его митрополита в Россию непристойно» (აქვე, საბუთი # 31). იმავე 1756 წლის აგვისტოში სინოდმა ისევ აუწყა კოლეგიას, რომ ათანასე თბილელი კვლავ ითხოვს ავადმყოფობის გამო რუსეთში სამუდამოდ ქვეშევრდომობაში დარჩენას, იმის გამო რომ, თითქოს იგი მოხუცებული და დაავადებული ასეთ შორეულ გზას ვერ აიტანს. ამასთანავე სინოდი თავის მოსაზრებასაც ატყობინებდა კოლეგიას, რომ სინოდს შესაძლებლად მიაჩნია ათანასე მიტროპოლიტის რუსეთში დარჩენა, მით უმეტეს, რომ საქართველოდან ჩამოსულ სასულირო პირებისათვის თავისუფალი შტატიც არსებობსო. საგარეო საქმეთა კოლეგიას უპასუხებია სინოდისათვის, რომ, რადგანაც კოლეგიამ თავის მხრით უკვე გაისტუმრა ათანასე მიტროპოლიტი, ამიერიდან სინოდმა თვით გადასწყვიტოს თავის სურვილის მიხედვით ეს საკითხიო. 1756 წლის ოქტომბერში სინოდმა აცნობა საგარეო საქმეთა კოლეგიას ათანასეს თხოვის გამო საბოლოო გადაწყვეტილება: «... Святейший синод из вышеозначенного требования грузинских владетелей не усматривая важнейшей причины, для которой бы тому митрополиту в России остаться было невозможно, кроме того, что он потребен токмо на свое место в его епархию, которую – де потребу и без него митрополита чрез много кого исполнить можно, а в Москве, за крайним в архиереях недостатком... обстоит необходимая нужда, определил: по желанию и прошению того митрополита, остаться, ему здесь в России в вечном поданстве» (აქვე, საბუთი # 31). როგორც ვხედავთ, ქართველი მეფეების თხოვნა არ იქნა შეწყნარებული. ყოვლად წარმოუდგენელია, რომ ათანასე თბილელის მოსკოვში დატოვება სამუდამოთ მოხერხდა მხოლოდ იმით, რომ ათანასემ იგი ითხოვა ავადმყოფობის მომიზეზებით და ამას მოსკოვში არქიელის საჭიროებაც დაემთხვა. ათანასეს გამგზავრებას საქართველოში ქართველი მეფეები მოითხოვდნენ, რომელთანაც რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგია კავშირის გაწყვეტას და უსიამოვნების ჩამოგდებას უნდა გაფრთხილებოდა. როგორც ქვემოდ დავინახავთ, საქართველოსაკენ იმ დროის რუსეთის დიპლომატებს თავისი ანგარიშები ჰქონდათ. მაშინ რას ნიშნავს ათანასეს დატოვება რუსეთში ქართველი მეფეების დაჟინებითი მოთხოვის შემდეგ?
ათანასე თბილელს დიდი კაცები მფარველობდნენ რუსეთში, როგორც მთავრობაში ისე სინოდში. საფიქრებელია, რომ ამ დროს მას დახმარებას უწევს ვიცე-კანცლერი ვორონცოვი, რომელთანაც ის მოსკოვში მყოფ ქართული ემიგრაციის მეშვეობით საელჩო საქმეებზე ცხადდებოდა ყოველთვის. ამ დროისათვის ბესტუჟევ-რიუმინის საქმე სამეფო კარზე უკვე შერყეულია ვორონცოვის პარტიის მეშვეობით. ეტყობა, რომ ვიცე-კანცლერი მოსკოველ ქართულ ემიგრაციის მაღალ წრეებს იცნობს. სინოდშიაც ქართულ ემიგრაციას თავისი მწყალობელი ჰყავს და საქმე ადვილად გადაწყდა კიდეც. მაგრამ საფიქრებელია, რომ მაინც რაღაც მოსაზრება არსებობდა რუსეთის დიპლომატების გარკვეულ წრეებში საქართველოს შესახებ. ჩვენ პირდაპირი ცნობები ხელთ არა გვაქვს, მაგრამ ზოგიერთი არაპირდაპირი ცნობის საფუძველზე მოსაზრების წამოყენება შესაძლებელი ხდება.
პირველ რიგში ჩვენ უნდა განვიხილოთ საკითხი იმის შესახებ, თუ რა ჩაიდინა ათანასე თბილელმა. ხომ აშკარად ჩანს, რომ სიმონ მაყაშვილი მას იმთავითვე ქართველ მეფეთა საქმისადმი გულგრილობას და უდარდელობას ატყობს და ამაში ის მართალი არის; ათანასეს რომ საქართველოში წამოსვლა არ ეჩქარება, ამას ადამიანი საარქივო საქმიდანაც სავსებით ნათლად დაინახავს. 1752 წლიდან მოკიდებული 1754 წლამდე მეფეთა დავალებისათვის თავი არ შეუწუხებია და თუ არ სვიმონ მაყაშვილი, ვინ იცის როდის განიხილებოდა საქმე. ორი წლის განმავლობაში ათანასეს არც ერთი მოხსენება, რომელიც საქართველოს მეფეების დავალებას შეეხებოდეს, არ ჩანს, მხოლოდ სიმონ მაყაშვილის მოხსენებებია წარდგენილი. სიმონის ოთხი მოხსენება თავიდან ბოლომდე ქართველ მეფეთა დავალების აღწერით არის გამართული. საინტერესოა და დამახასიათებელი, რომ როდესაც რუსეთის კანცლერმა ბესტუჟევ-რიუმინმა ქართველი მეფეების მიერ აღძრულ საკითხის გამო იმპერატრიცისადმი წარსადგენად მოხსენებითი ბარათი დაამზადა, ქართველ მეფეთა სათხოვარი იმ მუხლებით გააცნო თავის მოხსენებაში ელისაბედ I, რომელიც სიმონ მაყაშვილს წარუდგენია კანცლერისათვის. ბ-რიუმინი მოხსენებით ბარათში ქართველი მეფეების წერილის მოკლე შინაარსის მოყვანის შემდეგ აღნიშნავს: «А сверх того, из помянутых присланных, князь Симеон Макаев писменно здесь представил, что ему приказано от царей донести»... (აქვე, საბუთი # 18) და შემდეგ მოყვანილია სიმონ მაყაშვილის მოხსენებითი ბარათის ორი ძირითადი მუხლი. აქედან აშკარად ჩანს, რომ კანცლერმა სიმონის მოხსენების საფუძველზე, შეადგინა თავისი მოხსენების ის ნაწილი, რომელშიაც ქართველ მეფეთა წინადადებებზეა საუბარი. მიუხედავათ იმისა, რომ ქართველმა მეფეებმა მაყაშვილს ყოველგვარი საელჩო უფლება აჰყარეს და საგანგებოდ აუწყეს რუსეთის სამეფო კარს, რომ სიმონის ყოველი სიტყვა „ცდომილ არს“ და ყველაფერი ათანასესაგან მოისმინეთო. ათანასე თბილელმა მხოლოდ 1754 წლის თებერვალში (28) შეიწუხა თავი და მოხსენებითი ბარათი მიართვა კოლეგიას, მაგრამ ეტყობა, რომ, როცა ბესტუჟევ-რიუმინი საქართველოს საქმეს სწავლობდა და მოხსენებით ბარათს ადგენდა, ათანასეს მოხსენება არ გამოუყენებია (სამწუხაროდ, ბესტუჟევ-რიუმინის მოხსენებით ბარათს შედგენის თარიღი არ აქვს. დედანში მოხსენებით ბარათს ერთი თარიღი აქვს – იმპერატრიცის რეზოლუციას „1754 წ. 21 მარტი“. ათანასეს მოხსენებითი ბარათი 1754 წლის 28 თებერვალს ჩაბარდა კოლეგიას და იმავე დღეს გაეგზავნა კანცლერს. როდის დაიწყო კანცლერმა მოხსენებითი ბარათის შედგენა და როდის წარუდგინა იმპერატრიცას იგი ჩვენ არ ვიცით. მაგრამ თუ ბიუროკრატიული რუსეთის კანცელარიის მუშაობის ჩვეულებრივ ტემპს ვივარაუდებთ და აქვე იმასაც გავიხსენებთ, რომ თვით კანცლერი თავის მოხსენებით ბარათში ათანასეს ამ მოხსენებას არ იხსენიებს და არ იყენებს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ათანასეს მოხსენება იმ დროს მიიღო ბესტუჟევ-რიუმინმა, როცა მას საქმე უკვე შესწავლილი ჰქონდა, მოხსენებითი ბარათიც დამზადებული და რაკი ათანასეს მოხსენებითი ბარათი ახალს არაფერს იძლეოდა, მნიშვნელობას მოკლებული დარჩა და საქმეში ჩაჰკერდა მხოლოდ).
საინტერესო არის ათანასე თბილელისა და სიმონ მაყაშვილის იმ მოხსენებით ბარათების შედარება ერთი მეორესთან, რომელშიაც ქართველ მეფეთა ზეპირად დანაბარები „საიდუმლო სიტყვანია“ გადმოცემული. ათანასე თბილელის მოხსენებით ბარათში საუბარი არის დამხმარე სამი ათასიან რუსული რაზმის ბოძების შესახებ, რომელიც ქართლ-კახეთის მძარცველ ლეკების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული მხოლოდ. მეორე მუხლში ათანასეს აღნიშნული აქვს, რომ თუ რუსული რაზმის საქართველოში გამოგზავნა არ მოხერხდება, ფინანსურად დაეხმაროს რუსეთი საქართველოს და ქართველი მეფეები ამ ფულით ჩერქეზებს თვით დაიქირავებენო. მესამე მუხლში კი იმ ლეკთა ტომების ალაგმვაზეა საუბარი, რომელნიც რუსეთს ექვემდებარებიან და საქართველოში სათარეშოდ დაძრწიანო. აქვე ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ ათანასეს მოხსენებითი ბარათი კარგად არის დალაგებული და კონკრეტულად არის ჩამოყალიბებული სათხოვარი პუნქტები. ეს უკანასკნელი მომენტი ათანასე თბილელის განათლებასა და კარგ ნიჭზე მიგვითითებს.
სიმონ მაყაშვილის მოხსენებითი ბარათი, რა თქმა უნდა, ათანასესას ვერ შეედრება თავისი აღნაგობით, მაგრამ რაც ქართველ მეფეებს მისთვის დაუვალებიათ ყოველივე სრულად აღუნუსხავს თავის მოხსენებით ბარათში. მაყაშვილს, ჯერ რუსეთიდან კახეთში ჯარით დახმარების ისტორიული ფაქტი აქვს მოტანილი, შემდეგ ირანში შექმნილი მძიმე მდგომარეობა აქვს აღნიშნული და რუსეთის სამეფო კარს სპარსეთის ქალაქების ხელში ჩაგდების ადვილ შესაძლებლობას უსახავს, თუ კი სათანადო დამხმარე რაზმი იქნება რუსეთიდან მოშველებულიო. ამის შემდეგ მაყაშვილი იმავე შინაარსის მუხლებს აყალიბებს, როგორც ეს ათანასესაც აქვს აღნიშნული. მაშასადამე ათანასე თბილელს გამოტოვებული აქვს რუსეთის დიპლომატიისათვის საგანგებოდ შემუშავებული მუხლი – სპარსეთის ქალაქების ხელში ჩაგდების შესაძლებლობა. ჩვენ რომ ათანასე თბილელის ქართველი მეფეებისადმი ერთგულებაში საერთოდ დაეჭვებული არ ვიყოთ, მაშინ ქართველი ელჩის მოხსენებით ბარათში, მეფეთა ინსტრუქციასთან შედარებით, ცვლილებას უცნაურ მოვლენად არ მივიჩნევდით. ელჩს ხომ შეეძლო, საქმის ინტერესისათვის, ადგილობრივ არსებული სიტუაციის შესწავლის საფუძველზე, ზოგიერთი საკითხის შესახებ დუმილი მიზანშეწონილად მიეჩნია.
მაგრამ არაფრიდან არ ჩანს, რომ სპარსეთის ქალაქების დაპყრობის ხელსაყრელ შესაძლებლობაზე დუმილი რუსეთში, უკეთესი იქნებოდა ქართველ მეფეების მიზნებისათვის.
ათანასეს მოხსენებით ბარათში რუსეთის სახელმწიფოებრივი ინტერესები უგულვებელყოფილია, ისე გამოდის, რომ რუსეთმა ქველმოქმედების და ქრისტიანული კაცთმოყვარეობის საფუძველზე უნდა ააგოს თავისი პოლიტიკა. ასეთი ანგარიშით რომ სახელმწიფო არ მოქმედებდა და ხელმძღვანელობდა ათანასესათვის ეს უცნობი არ შეიძლებოდა ყოფილიყო. ამიტომ უნებლიეთ ეჭვი აღიძრება – განზრახ ხომ არ ამოიღო სპარსეთის ქალაქების დაპყრობის შესაძლებლობის საკითხი თავის მოხსენებიდან ათანასე თბილელმა, და ამით წინასწარ გათვალისწინებით თეიმურაზისა და ერეკლეს საწინააღმდეგოდ ხომ არ მოქმედებდა? ასეთი შესაძლებლობა გამორიცხული არ არის ზოგიერთ გარემოებათა გამო.
მე-18 საუკუნის ორმოციანი წლების შემდეგ ქართლში დინასტიური ხასიათის ბრძოლა გამწვავებული ყოფილა. ქართლელი თავად-აზნაურობის გარკვეული წრე კახეთის ბაგრატიონის თეიმურაზ II გამეფებას ქართლში მტრულად შეხვდა. ეს წრე თეიმურაზისა და ერეკლეს ოპოზიციაში აღმოჩნდა და რუსეთში გადასახლებული ვახტანგ VI შთამომავლობისაკენ ეჭირა თვალი. თეიმურაზი და ერეკლე სიფრთხილეს იჩენდნენ და ერთგულ კახელ თავადიშვილებს აწინაურებდნენ ქართლშიაც. განსაკუთრებით გაუფრთხილდნენ კახელი მეფეები არაგვის გზას, იგი საქართველოს რუსეთთან აკავშირებდა და ჩრდილოეთში გადახვეწილ ქართლის ბაგრატიონებს რომ მარტივად სამშობლოში დაბრუნება და გაბატონება არ შეძლებოდათ არაგვის საერისთაოს ციხე-სიმაგრეში კახელი თავადიშვილი ჯიმშერ ჩოლოყაშვილი დასვეს. ჩვენს ხელთ არის ისეთი ცნობები, საიდანაც ნათელი ხდება, რომ ქართლ-კახეთის მეფეები და მათი მომხრე გაბატონებული წრეები რუსეთის სამეფო კარს სავსებით არ ენდობოდნენ. შიშობდნენ – ვაი თუ რუსეთმა ქართლი თავისი ჯარების საშუალებით ისევ ვახტანგ VI შთამომავლობას დაუბრუნოსო. სწორედ იმ წელს, როცა სიმონ მაყაშვილი გამოისტუმრა საგარეო საქმეთა კოლეგიამ საქართველოში სათანადო პასუხით, რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, გამოგზავნოს თბილისში საიდუმლო აგენტი, რომელსაც ევალებოდა სხვა ამოცანებს შორის თვალყური ადევნოს ქართველ მეფეებს, კვლავ რუსეთის ორიენტაციის დარჩებიან თუ არა, მოსკოვიდან არადამაკმაყოფილებელი პასუხის მიღების შემდეგაც. ამ საქმისათვის საქართველოში გამოიგზავნა რუსეთის სამსახურში მყოფი ვახტანგ VI ემიგრაციის წევრი სომეხი ოთარ თუმანოვი (ოთარ თუმანოვის შესახებ იხ. ქუთაისი ალ. წულუკიძის სახელ. პედ.-ინსტიტუტის შრომები, ტ. II, და სტალინის სახელობის თბილ. სახელმწ. უნივერსიტეტის შრომები XXVII b 1946 წ. ამ უკანასკნელში დაბეჭდილია თუმანოვის საიდუმლო მოხსენებითი ბარათები საქართველოდან). თუმანოვი ორი წლის განმავლობაში თბილისში იმყოფებოდა და საიდუმლო მოხსენებებს გზავნიდა საგარეო საქმეთა კოლეგიაში. ერთ-ერთ მოხსენებით ბარათში ოთარ თუმანოვს აღნიშნული აქვს:
„...რომელიც ახლა კახ მეფე თეიმურაზ ზის იმას ეჭირა სამკვიდროდ ჩამომავლობით კახეთის სამეფო. ქართლის, თბილისის სამეფო აქ რომ მეფე ვახტანგ (VI) მოვიდა (იგულისხმება რუსეთში ვახტანგის გარდახვეწა) იმასა და იმის ნათესავთ ეჭირათ სამკვიდროდ. თბილისის სამეფო, ეს მეფე ქართლის ვახტანგ რომე აქ რუსეთში მოვიდა თამას-ხანის დროს, ორივ ამ მეფე თეიმურაზს და იმის შვილს ერეკლეს დარჩა, ახლაც უჭირავს. თუმცა კახეთი უფრო მდაბალი იყო, ახლა, რადგან ორივე ერთად არის, კ ა ხ ე თ ს | უ ფ რ ო | ს ა მ კ ვ ი დ რ ო დ | ე ჭ ი დ ე ბ ი ა ნ, | ქ ა რ თ ლ ი | უ ფ რ ო | ი ჩ ა გ რ ე ბ ა. | ა მ ი ს | გ უ ლ ი ს თ ვ ი ს | ქ ა რ თ ვ ე ლ ი | წ ყ ი ნ ო ბ ე ნ | დ ა ჩ ა გ ვ რ ა ს | დ ა ფ ა რ ვ ი თ, | მ ა გ რ ა მ | ა რ | შ ე უ ძ ლ ი ა თ | რ ა | რ ო მ | გ ა მ ო ა ც ხ ა დ ო ნ | დ ა | ა რ ც | ა ს რ ე თ ი | ს ი მ ა გ რ ე | უ ჭ ი რ ა ვ თ, რომ შეძლოთ რამე კახელებზედ. რ ო მ ე ლ ი ც | ქ ა რ თ ლ შ ი | პ ი რ ვ ე ლ ი | ს ი მ ა გ რ ე ა, | ა რ ა გ ვ ი ს | ს ა ე რ ი ს თ ო, | ი მ | ს ი მ ა გ რ ე შ ი | კ ა ხ ი | კ ა ც ი | ჩ ო ლ ა ყ ა ს შ ვ ი ლ ი | კ ნ ი ა ზ | ჯ ი მ შ ე რ | უ ზ ი ს... ბ) ყოველთვის იქ ჭ ო რ ე ბ ი | გ ა ი შ ლ ე ბ ა, | რ ო მ ე | მ ე ფ ე | ვ ა ხ ტ ა ნ გ ი ს | ძ ე ნ ი | ა ნ უ | ი მ ი ს ი | ჩ ა მ ო მ ა ვ ლ ო ბ ა | მ ო დ ი ა ნ ო. ამაში ის კახ ბატონებს ეფიქრებათ, თუმც რუსეთმან დაიჭიროსო იმათ მიცემენო თავათ სამკვიდროსო. ამიტომ ბეჯითად არ ეჭიდებიან, კახეთს უფრო ხელს უწყობენ. ამიტომ დ ა ფ ა რ უ ლ ი | პ ა რ ტ ი ე ბ ი | ა რ ი ს... ე) აგრეთვე ამავ მეფის ვახტანგის ნათესავი ფერსიას დაფანტული არის, აქედამ ცალკე ეფიქრება და იქიდან ცალკე“ (იქვე, გვ. 26). ეს ვრცელი ამონაწერი აქ იმისათვის მოვიტანეთ, რომ ქართლში შექმნილი ვითარება დაახლოებით წარმოგვედგინა. და რომ ქართლელი თავადობიდან უკმაყოფილო ჯგუფი თეიმურაზ II და ერეკლე II ეწინააღმდეგებოდნენ და ზოგჯერ ფარული, ზოგჯერ აშკარა ბრძოლა მიმდინარეობდა ქართლში, ეს ცნობილ ქართლის კათალიკოსის ანტონ I ერთი განცხადებიდანაც ნათელი ხდება.
ცნობილია, რომ ანტონ I რომის ეკლესიას მიემხრო და ამისათვის თეიმურაზმა და ერეკლემ თანამდებობიდან გადააყენეს და შემდეგ რუსეთში გაისტუმრეს. ერთ განცხადებაში, რომელიც ანტონის რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიისათვის მიურთმევია აღნიშნავს, რომ იგი მართლმადიდებლურ ეკლესიას არასოდეს არ განდგომია და თუ ამის შესახებ მაინც ლაპარაკი იყო საქართველოში, იმიტომ რომ ეს მისი მტრების გამოგონილი ამბავია. ანტონი რუსეთის ხელისუფლებას საქმის ვითარებას ასე აცნობს: «... Ныне же царствующие в Грузии не наследники престола нашего, а Грузия (ლაპარაკი არის ქართლის სამეფოზე) принадлежит деду моему и наследство фамилии моей. Хотя же я и монах был, но токмо не такой, которой бы жил всегда в монастыре, и затем все князя и почтенные люди, кои воспитаны от дяди и отца моего, когда они обидимы бывали, ко мне прибегали и я их всегда утешал, к чему и звание мое тому позволяло. Чего царь вытерпеть и снесть не возмогши... Оклеветав обвинил меня напрасно, чем я от звания моего стал быть свободен» (მასალები საქართველოს და კავკასიის ისტორიისათვის 1942 წ. ნაკვ. VI გვ. 22. აქ მოცემულია ანტონის შესახებ სხვა მასალებიც). ანტონი კათალიკოსის აღმოსავლური ეკლესიისაგან განდგომა ქართული წყაროებით საკმაოდ ცნობილი ფაქტია. ანტონი სიმართლის დაფარვას ცდილობს რუსეთის სამეფო კარზე. თეიმურაზ II-დმი მირთმეულ არზაში ანტონი გარკვევით გამოთქვამს შიშს თუ ჩემი შეცოდებანი ჩამიწერეთ რუსეთში გასამგზავრებელ „წიგნშიო“ და მაშინ „იქაც რომ არ შემიწყნარონ სადღა წავიდეო“ (პ ო ლ. კ ა რ ბ ე ლ ა შ ვ ი ლ ი. იერარქია საქართველოს ეკლესიისა, 1900 წ. გვ. 156). ჩვენთვის ამჟამად არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ამ საკითხს. მაგრამ ანტონის განცხადების ზემოდ მოტანილი ტექსტი საყურადღებო არის იმ ნაწილში, სადაც მას საუბარი აქვს ქართლში შექმნილ მდგომარეობაზე. ქართლის ტახტის ძველ მფლობელთა შთამომავლობას რომ კარგი თვალით არ უცქეროდნენ კახელი ბაგრატიონები, სადაო არ უნდა იყოს. არც ის არის საეჭვო, რომ ქართლში უკმაყოფილო თავადები იყვნენ და ისინი ანტონის გარშემო მოიყრიდნენ თავს. ანტონის მიმართ კათოლიკობისათვის წარმოებული რეპრესიები უდაოთ გააძლიერა იმ წინააღმდეგობამ, რომელიც ქართლის ტახტის მემკვიდრეობის გარშემო წარმოიქმნა ვახტანგ VI შთამომავლობასა და თეიმურაზ–ერეკლეს შორის. ასეთ ვითარებაში საჭირო იქნება იმის მოგონებაც, რომ ათანასე თბილელი, ქართლელი ცნობილი თავადიშვილის, ამილახვრიანთ გვარიდან არის. ამ გვარის წარმომადგენლებს როგორც ვიცით, დიდი უსიამოვნება შეამთხვია ერეკლე II.
შესაძლებელია ათანასე თბილელი თეიმურაზ მეორისა და ერეკლე მეორის მოწინააღმდეგე იმ „დაფარული პარტიის“ ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელზედაც ლაპარაკი აქვს საგარეო საქმეთა კოლეგიის მზვერავს და ჯაშუშს ოთარ თუმანოვს. ან და ქართველ მეფეებს მხოლოდ იმის შემდეგ გადაუდგა ათანასე, როცა მოსკოვში მყოფ თავის ნათესავებსა და ქართული ემიგრაციის მაღალ წრეში ამოჰყო თავი. ამ საკითხის დაზუსტება ახალ დამატებით მასალებს მოითხოვს.
ათანასე თბილელი რომ მარტო არ მოქმედებდა რუსეთის სამეფო კარზე და მას რუსეთში მყოფი ქართველები უდგანან გვერდით, ეს ჩვენ მიერ მოპოვებული საარქივო დოკუმენტებიდანაც ცხადი ხდება. მოსკოვში მყოფი ქართული ემიგრაცია, რა თქმა უნდა, უკმაყოფილოა იმით, რომ ირანის მეშვეობით კახელი ბაგრატიონები დაეპატრონენ ქართლს. ქართლის მფლობელი ბაგრატიონები და მათი ამალა, როგორც ცნობილია, რუსეთს მიენდვენ და ათეული წლები ტახტის დაბრუნების მოლოდინში გაატარეს რუსეთში. 1752 წელს კი დაინახეს, რომ იმავე ქართლის ახალი მფლობელები თეიმურაზი და ერეკლე ქართლელი თავადიშვილის პირით იმავე რუსეთის სამეფო კარს დახმარებას თხოვენ ქართლისა და კახეთის დასაცავად. შეიძლებოდა თუ არა ასეთ ვითარებაში ნეიტრალური პოზიცია დაეკავებინა რუსეთში იმავე კართან ახლო მყოფ ქართლის ემიგრაციას? რა თქმა უნდა არა.
ათანასე თბილელი ქართლის ემიგრაციის გარემოცვის პირობებში ერეკლესა და თეიმურაზს გადაუდგა და დავალებული საქმე თვითდინებას მიანდო. ჩვენ ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ მას 1752 წლიდანვე გადაწყვეტილი უნდა ჰქონდეს რუსეთში დარჩენა. მხოლოდ ამას იგი ძალიან ოსტატურად აწყობს რუსეთის სამეფო კარის თვალის ასახვევად, თუმცა სიმონ მაყაშვილს ათანასეს განზრახვა არ გამოეპარა (სიმონ მაყაშვილმა უდაოთ იგრძნო სრული მარტოობა მოსკოვის ქართულ კოლონიაში). ათანასე 1754 წელს ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის საგარეო საქმეთა კოლეგიაში, რომ ვითომ ის მოემზადა სამშობლოში წამოსასვლელად, საზღვარზე გადმოსასვლელი ვიზაც დაამზადებინა კოლეგიას, ჯილდოც მიიღო, გზის ხარჯებიც, გამყოლი საგანგებოდ აირჩია, მაგრამ შეუძლოთ შეიქმნა და მანძილის ეშინიან. ამის შემდეგ ავადმყოფობა ღრმავდება და ბოლოს სრულიად შეუძლებელი ხდება მისი სამშობლოში დაბრუნება. მას გულშემატკივარნი საქმეს უგვარებენ კიდეც.
რა იმედით რჩებოდა ათანასე რუსეთში? ალბათ იმავე იმედით, რაც მოსკოვში მყოფ ქართლელ ბაგრატიონებს და თავადიშვილებს ამოძრავებდათ. რუსეთი თუ კავკასიისათვის მოიცლის, ქართლში რუსეთის მომხრე ხელისუფალი იქნება საჭირო. ასეთად ქართლის ყოფილი, აწ რუსეთის კარს თავშეფარებული, მფლობელის შთამომავლები გამოდგება.
შემთხვევითი არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ათანასე თბილელი, მისი მოსკოველი ნათესავები, თუ ქართული ემიგრაციის სხვა წარმომადგენელი, ვიცე-კანცლერ, მ. ვორონცოვთან ამჯობინებენ საქმის დაჭერას; ხოლო ბესტუჟევ-რიუმინს ქართველ მეფეთა წერილიც კი დაუმალეს. მოსკოვში მყოფი ქართლის ემიგრაციის ერთი ნაწილი მაინც, ეტყობა, რუსეთის სამეფო კარზე არსებული ერთი-მეორეს მოწინააღმდეგე დაჯგუფებებში, ვიცე-კანცლერის ვორონცოვის მომხრე წრეებში იჭერენ საქმეს. შესაძლებელია მომავალ რუსეთის კანცლერისაგან ქართლის ტახტის დაბრუნებისათვის ზრუნვას მოელიან კიდეც.
რუსეთის დიპლომატიისათვის დაფარული არ ყოფილა საქართველოს დინასტიური ხასიათის ბრძოლის ზემოდ აღწერილი ფაქტები და ამიერკავკასიაში რუსულ ინტერესებისათვის ამ ფაქტებს თავისი დადებითი მნიშვნელობა ჰქონდა. რუსეთის სამეფო კარისათვის სულ ერთი იყო ბაგრატიონების დინასტიის რომელი შტო დაჯდებოდა ქართლში, თუ კი იგი რუსეთის ინტერესების შესაბამისად იმოქმედებდა. ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული, რა მომენტი დადგებოდა რუსეთ-ირანის და რუსეთ-თურქეთის ურთიერთობათა საკითხში და როგორ პოზიციას დაიჭერდა იმ დროის ქართველი ხელისუფალი. ისე რომ მოსკოვში თავშეფარებული ბაგრატიონთა ნაშიერი შეიძლებოდა არც კი დაჭირებოდა მიმდინარე საგარეო პოლიტიკისათვის გაწვრთნილ რუსულ დიპლომატიას. შესანიშნავად აქვს აკად. ნ. ბერძენიშვილს, ერთ თავის წერილში, ამ ქართული ემიგრაციის შესახებ ნათქვამი: „... მეფის რუსეთი მარჯვედ სარგებლობდა ხელმწიფის ქვეშევრდომად ქცეული ქართველებით არა მარტო რუსეთის სასარგებლო განწყობილების პროპაგანდისათვის საქართველოში, არამედ პოლიტიკური ინტერესებისათვისაც ქართლ-კახეთის მეფის წინააღმდეგ. ამ კოლონიიდან გამოდიოდნენ XVIII საუკუნეში ქართლის მეფობის მაძიებლები, რუსეთის დიპლომატიური მოხელეები საქართველოს მეფესთან და სხვა წვრილი პოლიტიკური აგენტები. ხოლო მე-19 საუკუნის დასაწყისს, როცა მეფის რუსეთმა საქართველო რუსულ გუბერნიად აქვია, ამავე კოლონიამ მისცა სამშობლოს არა ერთი პ ა ვ ლ ე | ც ი ც ი ა ნ ო ვ ი | დ ა | დ ი მ ი ტ რ ი | ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი“ (მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის. 1944 წ. ნაკვ. I, საქ. მეცნ. აკადემია, გვ. 186).
რუსეთის დიპლომატიას აღარ ეშინოდა თეიმურაზისა და ერეკლეს უკმაყოფილების, როცა ათანასე თბილელი სამშობლოში არ ბრუნდებოდა. ამიტომ იყო საქმის გადაწყვეტა სინოდს მიანდო. ათანასეს საკითხი რუსეთის საშინაო პოლიტიკის საკითხად აქცია. ამაზედ დავასრულებდით ათანასე თბილელის – ქართლელი თავადიშვილის, ამილახვართა გვარის წარმომადგენლის მოღვაწეობის აღწერას კახელი ბაგრატიონების სამსახურში, რომ ერთი წვრილმანიც არ გვრჩებოდეს ათანასეს დასახასიათებლად. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, თუ როგორ ოსტატურად დასცა სიმონ მაყაშვილის ავტორიტეტი ათანასემ ქართველი მეფეების თვალში1753 წლის ბოლოსათვის, სიმონს ყოველგვარი უფლებები აჰყარეს მეფეებმა, ათანასემ სრული გამარჯვება მოიპოვა გარკვეულ დრომდე მაინც.
მაგრამ ამ გამარჯვებით ათანასე არ დაკმაყოფილებულა, იგი მაყაშვილის მოსკოვში ყოფნის უკანასკნელ დღემდე განაგრძობს მის დამცირებას და შეურაცხყოფას. როდესაც ელჩების სახელზე ქართველ მეფეთათვის განკუთვნილი საჩუქრები გამოსწერეს სახელმწიფო საგანძურიდან და ელჩებს ჩააბარეს, ჩაბარების აქტზე ხელი მოაწერინეს ათანასეს და სიმონ მაყაშვილს (მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდნენ ათანასეს რუსეთში დარჩენის განზრახვა). ათანასეს სიმონ მაყაშვილთან ერთად ერთ საბუთზე ხელის მოწერაზე უარი განუცხადებია, პირად შეურაცხყოფად მიუჩნევია, მაგრამ როგორც საბუთიდან ირკვევა მისი პირადი მწყალობელი ვიცე-კანცლერი ვორონცოვი მოსკოვში არ ყოფილა. მოვუსმინოთ თვით ათანასეს წერილს, რომელიც ვიცე-კანცლერისადმი გაუგზავნია: «Высокосиятельнейший граф Михаил Ларионович... милостивому государю и патрону во известие доношу, что сего июня 7 дня, из коллегии иностранных дел в келию мою, в знак высочайшей ея имп-ского в-ва милости царям моим подарки... присланы были и князю Макаеву при том быть велели, и в приеме тех вещей заставили расписаться мне со оным Макаевым в обществе. И в том меня смиренного только могли этим в небытность вашего высокографского сиятельства обидеть. И то чувствительно мне. Ежели б ваше в-гр-кое сиятельство присутствие в Москве иметь изволили, то мои злодеи того исходатайствовать не могли» (აქვე, საბუთი # 22). ამ ტექსტიდან ჩანს, რომ ათანასეს აიძულეს ხელი მოეწერა ჩაბარების აქტზე მაყაშვილთან ერთად. იგი უარზე ყოფილა ერთ ხანს. როგორც მეორე საბუთიდან ჩანს, რომელიც ათანასეს საგარეო საქმეთა კოლეგიისათვის მიურთმევია 30 ივნისს, ე. ი. იმის შემდეგ, როცა ათანასეს რუსეთში დროებით დარჩენა გადაწყდა, ათანასე არ ცნობს მაყაშვილს უფლება მოსილად ასეთ საბუთებზე ხელი მოაწეროს, ვინაიდან ქართველმა მეფეებმა მას უფლებები აჰყარესო. ათანასე თბილელი საგარეო საქმეთა კოლეგიას თხოვს, რომ ქართველ მეფეთათვის განკუთვნილი საჩუქრების დანიშნულებისამებრ ჩაბარება სიმონ მაყაშვილს არ მიანდოთო: «... Чтоже касается о Князье Макаеве оных подарков поверить ему, за отрешением от моих царей, никак немогу» (აქვე, საბუთი # 24). ასეთივე თხოვნა არის ათანასეს იმ განცხადებაშიაც, რომელიც ვორონცოვის სახელზე დაუწერია: «приказать князя Макаева притом же отпустить, только ему подарков ежели возможно поручить не повелеть» (აქვე, საბუთი # 23). როგორც ჩანს, სანამდე შესაძლებლობა არის სიმონ მაყაშვილის პიროვნების სრული გაქელვა და დამცირება სწყურია ათანასეს. მან იცის, რომ სიმონ მაყაშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგაც კარგა ხანს სიმონის რეაბილიტაცია არ მოხდება. ამ საქმის გამოძიებას არ ეყოფა პირველ ხანებში მაყაშვილის თავის მართლება და მტკიცება, მეფეები ალბათ ათანასეს დაელოდებოდნენ. მაგრამ „ავადმყოფი“ ათანასე 1755 წლის ზაფხულშიაც არ დაბრუნდა. დროებით ავადმყოფი ერთი წლის განმავლობაში ან უნდა მომკვდარიყო ან მორჩენილიყო. როგორც ჩანს, რუსეთიდან საქართველოში გამომგზავრების სეზონი გავიდა და 1755 წლის 25 ნოემბერს რუსეთში გაგზავნილ წერილებით მეფეებმა მოითხოვეს ათანასეს სურვილის და მიუხედავად საქართველოში გამოსტუმრება. ჩანს, რომ ამ დრომდე სიმონ მაყაშვილისადმი შერისხვა ძალაში უნდა ყოფილიყო. მაგრამ ამ წერილზე დადებითი პასუხის გაუცემლობის შემდეგ ყველაფერი ნათელი უნდა შექმნილიყო მეფეთათვის და უდანაშაულოდ შეურაცხყოფილი მაყაშვილის სრული გამართლება უნდა მომხდარიყო. ამას გვაფიქრებინებს ისტორიკოსის პაპუნა ორბელიანის თხზულების ის ადგილი, სადაც რუსეთიდან სიმონ მაყაშვილის დაბრუნებაზე არის ლაპარაკი. აქ უკმაყოფილების ყრუ გამოძახილი ისმის რუსეთში მყოფი ქართველების მისამართით: „შურით ვისმე დაეჩხუბა ისევ ქართველთა შვილსა თორემ დიდი მოხმარებისა და ჯარის იმედი გვქონდაო“. ესეც კია რომ ორბელიანი ათანასეს შესახებ ხაზგასმით არაფერს წერს: „სნეულების მიზეზით მოსკოვსა ქალაქსა შინა დამდგარ იყოო“. შეიძლება პაპუნა ორბელიანს დაწვრილებით არც ცოდნოდა მაყაშვილისა და ათანასე თბილელის საქმე, მაგრამ საფიქრებელია მან ამის შესახებ დუმილი არჩია რაიმე მოსაზრებით, ან და თვით ქართველმა მეფეებმა საჭიროდ არ დაინახეს ათანასეს საქციელის საჯაროდ მხილება.
როგორ წარიმართა საქმე რუსეთში, რა შედეგი მოიტანა ელჩობამ, იქონია თუ არა საქმის მსვლელობაზე რაიმე გავლენა ათანასეს გულგრილობამ (თუ „საბოტაჟმა“)?
ჩვენ, ზემოთ, ამ მიმოხილვის დასაწყისში დავახასიათეთ რუსეთ-თურქეთის და რუსეთ-ირანის დამოკიდებულება მე-18 საუკუნის ორმოცდაათიანი წლების დასაწყისისათვის და აღვნიშნეთ ისიც, თუ როგორ დაისვა საქართველოს საკითხი რუსეთის საგარეო პოლიტიკაში დამოუკიდებლად ქართველი მეფეების ელჩობისა. ქართველი მეფეების წერილებისა და ქართველი ელჩების მოხსენებითი ბარათების შემდეგ, როგორც ჩანს, კვლავ გადასინჯული იქნა საგარეო საქმეთა კოლეგიის განკარგულებაში არსებული საჭირო ცნობები და თვით კანცლერმა ბესტუჟევ-რიუმინმა შეადგინა მოხსენებითი ბარათი იმპერატრიცისათვის წარსადგენად. ეს მოხსენებითი ბარათი ჩვენს ხელთ არის, ისე რომ მთელი საიდუმლო მხარე რუსეთის დიპლომატიისა ამ მხრივ ჩვენთვის ცნობილია და არავითარ სიძნელს არ წარმოადგენს, გავერკვეთ საქმის ვითარებაში.
პირველ რიგში კანცლერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არავითარ შემთხვევაში რუსეთიდან დამხმარე ჯარის გაგზავნა არ შეიძლებაო. ამას ხელს უშლის ჯერ ერთი დიდი მანძილი და მერე მთის გადასავალები და ჯარებისათვის გაუვალი ვიწრო ხეობებიო. კანცლერი ფიქრობს, რომ ჯარების აქედან, იქ საქართველოში გადაყვანა არ შეიძლება, ეს თვით ქართველმა მეფეებმაც იციანო. მაგრამ თუ მაინც ამისათვის ელჩებს გზავნიან, იმისათვის, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობით სპარსელების ან თურქების დაშინება სურთ. სურთ დაანახონ მათ, რომ ძლიერი რუსეთის დახმარება შეიძლება გვექნესო. რა თქმა უნდა, რუსეთის კანცლერი ამაში ცდება, თუ იგი ნამდვილად ამაში დარწმუნებულია. ქართველი მეფეები კავკასიონის გადასავალების სიძნელეებს იცნობენ, მაგრამ რუსეთიდან საქართველოში ჯარების გადმოყვანა შესაძლებლად მიაჩნდათ და ამაში ისინი მართალი იყვნენ, 14 წლის შემდეგ 1769 წელს რუსეთის კორპუსი უხეირო გენერლის ტოტლებენის წინამძღოლობით საქართველოში მშვენივრად გადმოვიდა. მაშასადამე აქ მთავარი არის სურვილი-ინტერესები. არამც თუ მე-18 საუკუნის შუა წლებში, არამედ მე-16 საუკუნის სამოციან წლებში, როცა საჭიროდ დაინახა იოანე მრისხანემ, კახეთში დამხმარე მეციხოვნეთა რაზმი გამოგზავნა. ამიტომ სავსებით კარგად მოიქცა სიმონ მაყაშვილი, როცა თავის მოხსენებით ბარათში, იქ, სადაც ჯარით დახმარების აღმოჩენაზე იყო საუბარი, ისტორიიდან მაგალითი მოიტანა და სწორედ იმ ფაქტზე მიუთითა, რომ ლევან მეფის დროს კახეთს რუსეთი ჯარით დაეხმარაო.
როგორც აღვნიშნეთ, უმთავრესი არის სახელმწიფოებრივი ინტერესები. იმავე კანცლერის აზრით რუსეთის იმპერიის ინტერესები სრულიადაც არ მოითხოვენ ქართველებისათვის დახმარების აღმოჩენით სპარსეთის საქმეებში ჩარევას, მანამ, სანამ თურქეთი ნეიტრალურ პოზიციას იჭერს ირანის საკითხშიო. ამიტომაც საჭირო იქნება ისე მოქცევა, რომ თურქეთს არავითარი ეჭვი არ აღუძრათ რუსეთის ნეიტრალურ პოზიციისაო: «... Интересы здешней империи напротив того требуют, чтоб самим делом в защищение грузинцов и в сопряженные с тем персидские дела отнюдь не вступать и немешаться сколь долго турецкой двор в таком же молчании об оных пребудет...» (აქვე, საბუთი # 18). როგორც ვხედავთ, ეს იგივე მოსაზრებაა, რომელიც 1752 წელს კონსტანტინეპოლში მყოფ რუსეთის რეზიდენტს ობრეზკოვს გაეგზავნა ინსტრუქციის სახით.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ თურქეთი სრულიადაც ნეიტრალურ პოზიციას არ ადგა სპარსეთის მიმართ და საკმაოდ აქტიურად ქართულ სამეფოების მიმართ მოქმედებდა კიდეც, მაგრამ ფარულად – ამიერკავკასიის მაჰმადიანურ სახანოების ზურგს ამოფარებული. მაშასადამე კანცლერი იმ აზრის არის, რომ ქართველებთან ურთიერთობა თურქეთს გააღიზიანებს და ამდენად ქართველი მეფეების ყოველ სათხოვარზე უარით უნდა გაეცეს პასუხი.
მაგრამ საქმეც ის არის, რომ ბესტუჟევ-რიუმინის აზრით წერილობით რაიმე პასუხის გაცემაც საშიში შეიძლება აღმოჩნდეს: «...Не надлежит на прошение их с помянутыми присланными от них митрополитом и кназем Макаевым что-либо письменно ответствовать, ибо такая письменная переписка у них грузинцов не токмо скрытна быть не может, но они тем еще и похваляться станут. Но можно их отпустить обратно словесным ответом, или токмо для памяти им дать записку на грузинском языке такого содержания»... (აქვე, საბუთი # 18) კანცლერის დიპლომატური სიფრთხილე მეტის-მეტად შორს მიდის, იგი მზად არის ფეხქვეშ გათელოს მეფეების თავმოყვარეობაც, მაგრამ ცხადია საჭირო შემთხვევაში, თუ რუსეთისათვის არა სასურველად განწყობილი თეიმურაზი ან ერეკლე დახვდა ქართლის სამეფო ტახტზე, ამ ტახტის მაძიებელი რუსეთის ერთგული ბაგრატიონთა წარმომადგენელი მოსკოვში იმყოფება. მართლაც ამ სიფრთხილის დასაცავად ოსტატურად მოაწყო საქმე კანცლერმა.
საგარეო საქმეთა კოლეგიის თანამშრომელ ქართველს თვით რიუმინის მიერ ქართველი მეფეების წერილების საპასუხოდ შედგენილი ტექსტი ათარგმნინა და უმისამართოთ სიმონ მაყაშვილს ხელთ ჩააბარა. ამ ტექსტიდან ვერ გაიგებს კაცი ვის უპასუხებენ, რაზე უპასუხებენ და რაც მთავარია, ვინ უპასუხებს. მას არ აქვს ჩვეულებრივ მთავრობის კანცელარიის საპასუხო წერილის ფორმა.
ამ საპასუხო ტექსტში აღნიშნულია, რომ რუსეთის სამეფო კარს მწუხარებით მოხსენდა ქართული მიწების ხშირი დარბევები მეზობელთაგან, და თუმცა დიდი სურვილი არის ამ გაჭირვების დროს საქართველოს დავეხმაროთ, მაგრამ სიშორე და გზის გაუვალობა გადაულახავ დაბრკოლებად გვეღობებაო. მაგრამ ისეთი შემთხვევა თუ იქნება, როგორც ერთხელ იყო, სახელდობრ, ირანის სამფლობელოებში რომ რუსეთის ჯარი შევიდა (იგულისხმება პეტრე I ლაშქრობა), მაშინ იმედი გქონდესთო. რუსეთის სამეფო კარზე მეტის-მეტად უცნაურად მოეჩვენათო, ცნობა იმის შესახებ, რომ რუსეთის მორჩილი ყუმუხები საქართველოს მოსახლეობას არბევსო. ეხლავე ებრძანება, ვისაც ჯერ არს, ამ მხარიდან თარეშები აღიკვეთოსო. საერთოდ კი, ქართლისა და კახეთის მეფეები დაიმედებული ბრძანდებოდნენ იმაში, რომ როგორც კი შესაძლელობა იქნება დახმარება არ მოაკლდება, იმ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თუ რუსეთის ისეთივე ერთგულები იქნებიან, როგორც წინანდელი ქართველი მეფეები თავიანთი სიტყვის და ფიცის შემსრულებელნი იყვნენო. ამასთანავე კანცლერს საჭიროდ დაუნახავს მეფეებს საჩუქრები გამოუგზავნოს, ხოლო სათანადოთ დასაჩუქრებული იქნენ ათანასე და სიმონი თავიანთი მხლებლებით.
მაგრამ მოხსენებით ბარათს კანცლერი ამით არ ამთავრებს. რიუმინი იმასაც ანგარიშობს, რომ ასეთ სიტყვიერ იმედს საქართველოში რუსული ორიენტაცია შეიძლებოდა შეერყია და მომავალში ხელსაყრელ მომენტის დადგომის დროს ამიერკავკასიაში საქმე თავიდან მოსაგვარებელი არ გახდენოდათ. ამიტომ კანცლერს გადაუწყვეტია შესწავლილ იქნეს დროულად საქმის ვითარება საქართველოში, თვალ-ყური ადევნონ ქართველ მეფეებს და თურქეთის პოლიტიკას ირანის მიმართ. უმჯობესია მოვუსმინოთ თვით კანცლერს: «Когда оные митрополит Афанасий и князь Макаев с ответом здешним и с награждением в Грузию возвратятся, небезнужно было бы ведать: каким образом сие от царей принято будет. Удовольствуются они здешним ответом и останутся ли к здешней стороне преклонными? Или не станут ли себе помощи и протекции имать у турков. А особливо нужно иметь оттуда частые и верные ведомости о тамошних происхождениях и что в Персии делается»... (აქვე, საბუთი # 18) ამის გარდა კანცლერს აინტერესებს ზუსტი ცნობები იქონიოს თურქეთის შესახებ, ჩუმად ხომ არ ახერხებს სპარსეთის უძლურებით სარგებლობას და რომელიმე პროვინციის ხელში ჩაგდებას ხომ არ ამზადებსო. ასეთ შემთხვევაში კანცლერი საჭიროდ თვლის: «с здешней стороны отнюдь не допускать и заблаговремяни осведав потребные меры принимать надлежит» (იქვე). მაშასადამე ქართველი მეფეების მიერ აღძრულმა საკითხმა არსებითად რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის საკითხის დაზუსტება გამოიწვია რუსეთის სამეფო კარზე. ხოლო თვით საქართველოს საკითხი ამ მთავარ საკითხს დაუქვემდებარდა, იმდენად, რამდენადაც ქართლ-კახეთის სამეფოები განიხილებოდნენ, როგორც ირანის პრობლემა რუსეთ-თურქეთის დამოკიდებულებაში. ასეთ ვითარებაში დამხმარე ჯარის გამოგზავნა საქართველოში უაზრობა იყო და კავკასიონის მთებით შექმნილი სიძნელეების მომიზეზება ყოველგვარ საფუძველს მოკლებული მსჯელობაა. ბესტუჟევ-რიუმინის იმ თავითვე დამუშავებული და ცნობილი ფრთხილი საგარეო პოლიტიკის საფუძვლების შეცვლა მარტივი საქმე არ იყო. ისე რომ ათანასე თბილელის გულგრილობას თავის მოვალეობისადმი რუსეთის სამეფო კარზე მდგომარეობა არ შეუცვლია, გარდა იმისა, რომ რუსეთის დიპლომატიას საქართველოში არსებული წინააღმდეგობების შესახებ ერთი აშკარა ფაქტი დამატებით ჩაუვარდა ხელთ.
როგორც აღნიშნული იყო, კანცლერმა თავისი მოხსენებითი ბარათი იმპერატრიცას მიართვა დასამტკიცებლად. ელისაბედ I რეზოლუცია წაუწერია ამ მოხსენებით ბარათზე «Быть посему». ამ მოხსენებით ბარათში მოცემული ყველა პუნქტი ცხოვრებაში გატარდა. ქართველი მოციქულები, ათანასეს გარდა დასაჩუქრებულნი, უმისამართო და ხელმოუწერელი წერილის ტექსტით საქართველოში გამოისტუმრეს.
ელჩებს უკან დაადევნეს საგარეო საქმეთა კოლეგიის მზვერავი-ჯაშუში. ამ მზვერავის შესახებ მასალები და მოკლე მიმოხილვა ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ (ქუთაისის ა. წულუკიძის სახელ. პედ. ინსტ. შრომები, 1941 წ. II, გვ. 83–96. და სტალინის სახელობის თბილ. სახ. უნივ. შრომები, XXVII b, 1946, გვ. 1–32) და ამაზედ ვრცლად აღარ შევჩერდებით, მაგრამ, რადგანაც ამ მზვერავის საქმიანობა უშულოდ ათანასე თბილელისა და სიმონ მაყაშვილის ელჩობას უკავშირდება, ზედმეტი არ იქნება მოკლე ცნობები აქაც მოტანილ იქნეს.
ზემოდ ჩვენ კანცლერის მოხსენებითი ბარათიდან ამონაწერი მოვიტანეთ, სადაც საიდუმლო აგენტის საქართველოში გაგზავნის საჭიროებაზე იყო საუბარი. საიდუმლო აგენტის სამყოფელი ადგილიც განსაზღვრულია კანცლერის მიერ: «И для того надобно тамо в удобном к разведыванию мест, а имянно: в пограничном с турками грузинском городе Тифлис на некоторое время особливого человека иметь, но из российских туда послать от турков и персиян подозрительно и опасно будет». და აჰა მოსკოვში მყოფი ქართლის ემიგრაცია რუსეთის სამსახურში დაზვერვის ხაზითაც გამოსადეგი შეიქნა.
ჯერ კიდევ 1750 წელს საკუთარი ინიციატივით რუსეთის სამხედრო სამსახურში მყოფ კაპიტან ოთარ თუმანოვს განცხადება მიურთმევია საგარეო საქმეთა კოლეგიისათვის, რომ მას შეუძლია სადაზვერვო ხაზით მუშაობა საქართველოს დედა ქალაქ თბილისში ისე აწარმოოს, რომ რუსეთი საქმის კურსში იქნება, რა ხდება კავკასიაში, სპარსეთში, თურქეთში და თვით საქართველოში. თუმანოვი ვახტანგ VI დროის საქართველოდან რუსეთში გახიზნული პირია, რომელიც რუსეთში ქართულ ჰუსართა პოლკში ოფიცრად ყოფილა. თუმანოვი თავის შესახებ განცხადებაში წერს: «Закон содержу армянской и в Грузии тамошними армянами я почтителен, к томуж в Грузии у меня дом и деревни» (თბილ. უნ. შრომები, XXVII b, 1946, გვ. 11). თუმანოვს თბილისში ქართველი მეფის კარზე ახლო ნათესავი მიშკარბაშათ (მონადირეთ უხუცესად) ჰყოლია: «а у меня племянник родной в том городе Тифлизе... и при грузинском царе онои мишкарбашом находится, и других многих свойственников в Грузии имею и могу азейские, а особливо персицких ведомостей чрез Грузию достать». ამას გარდა თუმანოვი ჰპირდება კოლეგიას: «Сверх же того из Грузии под секрет отправить разных... людей в Ыспаани и в Ереване и те посланные в оных персицких местах тамошние ведомости получать и ко мне в Грузию писать будут». ამ ცნობებს კი თუმანოვი საქართველოდან საიდუმლოდ მიწოდებას ჰპირდება კოლეგიას, ისე რომ «персианы и грузинцы отом знать не будут». ამას გარდა სხვა უფრო მნიშვნელოვან საქმესაც კისრულობს თუმანოვი: «Н е ч т о \ к \ п о л ь з е \ е я \ и м п е р а т о р с к о г о \ в е л и ч е с т в а \ к \ и н т е р е с у \ ч т о \ м н е \ п р и к а з а н о \ б у д е т, \ к \ т о м у \ к \ и н т е р е с у \ в \ Г р у з и и \ т а м о ш н и х \ л ю д е й \ с к л о н и т ь \ м о г у ж». და რომ თვით თუმანოვის ერთგულებაში ეჭვი არ შეეპაროს კოლეგიას, თუმანოვი ასე ამშვიდებს: «... а для лучшего к тому делу уверения оставляю здесь в России жену и детей моих» (ოთარ თუმანოვის განცხადება იხ. სტალინის სახელ. თბილ. სახელმწ. უნივერსიტეტის შრომები XXVII b, 1946, გვ. 11).
ამ განცხადებაზე მაშინ საგარეო საქმეთა კოლეგიამ თუმანოვს პასუხი არ გასცა, ყოველ შემთხვევაში სათანადო საქმეში არავითარი პასუხი წერილობით არ ჩანს. ეტყობა განცხადება მიღებული იქნა ცნობად და საჭირო შემთხვევას უცდიდნენ. ეს მომენტიც დადგა. 1754 წელს თუმანოვის განცხადების შინაარსი სრულად მოტანილი აქვს კანცლერს იმ მოხსენებით ბარათში, რომელზედაც ზემოდ საუბარი გვქონდა კიდეც. კანცლერის აზრით თუმანოვის კანდიდატურა მზვერავად ორმხრივ ყოფილა ხელსაყრელი: 1) მას მამული ჯერ კიდევ ჰქონია ქართლში, რომელსაც მისი ნათესვები ამუშავებდნენ, 2) თუმანოვს ერთი ვაჟიშვილი რუსეთის ჯარში ოფიცრად ჰყოლია, აგრეთვე თუმანოვის ცოლი და სხვა შვილებიც მოსკოვში ყოფილან. თუმანოვს რომ მამული ჰქონდა საქართველოში, კანცლერის აზრით, ეს ფაქტი საუკეთესო საშუალება იქნებოდა თუმანოვის საქართველოში გამგზავრების ნამდვილი დანიშნულების დასაფარავად, ხოლო თუმანოვის ცოლშვილი მოსკოვში მძევლად გამოდგებოდა და მზვერავის ერთგულება გარანტირებული იქნებოდა.
ამიტომაც კანცლერი ასკვნის: «... по всенижайшему коллегии иностранных дел мнению, можно помянутого капитана князь Отара Туманова в Грузию на два года отпустить. И поручить ему, о всем вышеписанном, прилежное разведывание, а для скрытности сего намерения дать ему из военной коллегии паспорт в такой силе, что он по желанию своему, из за исправления домашних нужд в отечество его отпущен...» (იხ. აქვე, საბუთი # 18). ოთარ თუმანოვი საქართველოში გამოგზავნეს. თუმანოვისათვის საგანგებო ინსტრუქცია შეუდგენიათ, რომელშიაც დაწვრილებით არის აღნიშნული რა უნდა აკეთოს მან საქართველოში და როგორ დიცვას მისი დავალების სრული საიდუმლოება. თუმანოვს ევალება ინსტრუქციის ტექსტი საქართველოს საზღვრამდე იქონიოს თან და იგი გზაზე ზეპირად დაისწავლოს, საზღვართან გადასვლისას ინსტრუქციის ტექსტი უნდა დაიწვას: «Сию записку имеете вы у себя в тайном хранении и по прибытии вашем на границу Грузии найзусть сие затвердить, а при отъезде за границу с собою ее не возя, там же на границе сжечь, дабы оная по несчастию каким либо образом за границею в чужие руки не попалась» (თბილ. სახ. უნივ. შრომები XXVII b, 1946, გვ. 13). თუმანოვისათვის ინსტრუქციის ქართული თარგმანი გაუკეთებიათ და ჩაუბარებიათ. საქმეში ინსტრუქციის მხოლოდ რუსული ტექსტი არის დაცული, რომლის ბოლოშიც თუმანოვს ხელი მოუწერია: „ამ გვარის ინსტრუქციის პირი ქართულის ლიტერით მომეცა, აგრევ აშტარხანის ღუბერნატართან უკაზი ვოენის კოლეგის პაშპორტი კაპიტან კნიაზ ოთარ თუმანოვს ხელი მომიწერია“ (იქვე, გვ. 14).
თუმანოვი, როგორც მისი საქართველოდან გამოგზავნილ საიდუმლო მოხსენებიდან ჩანს, 1754 წლის ივლისში სტეფანწმინდაში მოსულა. ამავე თვის 30 ხელთუბანში მყოფი თეიმურაზი და ერეკლე უნახავს, ქართველი მეფეებისათვის მისი ჩამოსვლის მიზეზად მამულების მოვლის მოწესრიგება დაუსახელებია. საუბარში ისიც გაურევია, რომ ვითომც მას ვახტანგ VI შთამომავლობასთან რუსეთში უსიამოვნება აქვს. ამ ფაქტს იგი, როგორც თვითონ წერს, განზრახ მეფეთა საამებლად ასახელებდა, რომ თუმანოვის ერთგულებაში თეიმურაზს და ერეკლეს ეჭვი არ შეჰპაროდათ. როგორც ზემოდ ერთგან აღვნიშნეთ, ქართლის ყოფილი მფლობელები უკმაყოფილონი იყვნენ თეიმურაზისა და ერეკლესი მათი ქართლში გაბატონების გამო.
ოთარ თუმანოვი ორი წლის განმვლობაში სამშობლოში იყო, წარბშეუხრელად ყოველგვარ ცნობებს აწვდიდა საგარეო საქმეთა კოლეგიას და ბოლოს რუსეთში მშვიდობით დაბრუნდა, ჯარის მძიმე სამსახურიდან თავი დაიხსნა და იმ დროს, როდესაც მისი თანამემამულე ქართველები პრუსიის წინააღმდეგ შვიდწლიან ომში მონაწილეობას იღებდნენ და იბრძოდნენ, თუმანოვი ასტრახანში ბრძანდებოდა, ეხლა უკვე პრემიერ მაიორის ხარისხით, საგარეო საქმეთა კოლეგიის ხაზით მუშაობდა დაწინაურებული და პეტერბურგში მიმავალ თეიმურაზ მეორესა და მის ამალას სხვადასხვა ცნობებს სტყუვებდა და საიდუმლოდ კოლეგიას აწვდიდა. თუმანოვის საიდუმლო მოხსენებები უდაოთ საყურადღებო ცნობების შემცველი, ჩვენ უკვე დავბეჭდეთ და ახლა ამაზედ სიტყვას აღარ გავაგრძელებთ.
ამაზედ დავასრულებდით ამ მოკლე მიმოხილვას რომ ერთი საკითხიც განმარტებას და ახსნას არ მოითხოვდეს.
როგორი შთაბეჭდილება მოახდინა 1754 წელს რუსეთიდან მოტანილმა პასუხმა ქართველ მეფეებზე და მათ მრჩევლებზე? სამწუხაროდ ჩვენ არ ვიცით რა ხასიათის საუბარი ჰქონდათ მმართველ წრეს და ქართველ მეფეებს სიმონ მაყაშვილის ინფორმაციის მოსმენის შემდეგ. პირდაპირი ცნობა ამ საკითხის გასაშუქებლად არ გვაქვს, მაგრამ ზოგიერთი ისტორიული მონაცემები სავარაუდო დასკვნების გამოტანის საშუალებას მაინც იძლევიან.
ქართველი ელჩისა და მხლებლების დაბრუნების შემდეგ 1754 წლის 4 დეკემბერს თეიმურაზი და ერეკლე წერილებს გზავნიან რუსეთში კანცლერის, ვიცე-კანცლერის და საგარეო საქმეთა კოლეგიის სახელზე. ამ წერილებს მისამართი აქვს გაკეთებული სხვადასხვა, თორემ, სხვა მხრივ, შინაარსით და ტექსტუალურადაც ერთი და იგივეა. ამ წერილებში მეფეები წერენ: „რაც მათის ყოვლად მოწყალებისაგან წყალობა და ნუგეში მოგვფენოდა დიდათ მადლობით მივიღევით და ვმადლობთ მათს უხვს მოწყალებასა. ერთს ამას ვედრებით მოვახსენებთ მათს სიმაღლესა, რომ ყოვლად დიდებულის ჴემწიფის უხვის მოწყალებისაგან უსასოსა და უნუგეშინისცემოს არ დაგვაგდებდეთ. ჩვენი თვალი და გული მარადისად მხოლოდ მათის იმპერატორობის ყოვლად დიდებულის წყალობის მომლოდინე არის და არა სხვისა ვისიმე მოქენე“ (აქვე, საბუთი # 28). ამ ამონაწერში გარკვევით არის აღნიშნული, რომ ქართველი მეფეები რუსეთიდან მიღებულ უარყოფითი პასუხის შემდეგაც რუსეთის მოიმედე რჩებიან და სხვას არ მიეკედლებიან. მაგრამ ქართველი მეფეების ეს წერილი დიპლომატიური ხასიათის, ოფიციალური თავაზიანობის, პასუხი არის ელჩობის დაბრუნების შედეგად დაწერილი და ამდენად ამაზე დაყრდნობა და მარტივად დასკვნის გამოტანა არ იქნება მართებული.
მეორე ცნობა, სადაც რუსეთიდან ელჩობის დაბრუნების შედეგად შექმნილი განწყობილება შეგვიძლია ამოვიკითხოთ, ეკუთნის ქართველ ისტორიკოსს პაპუნა ორბელიანს, იგი წერს: „მოვიდნენ რუსეთის ხელმწიფესთან შესახვეწრად გაგზავნილი სვიმონ მაყაშვილი და თბილელის კრებულნი, ქალაქსა თბილისსა და თბილელი ათანასე, სნეულების მიზეზით მოსკოვსა ქალაქსა შინა დამდგარ იყო: ებოძა რუსეთის ხელმწიფეს ქართველის ბატონის მეფის თეიმურაზისათვის და კახის ბატონის მეფის ერეკლესათვის ბეწვნი სამურისანი და ლარნი ოქრო-ქსოვილნი, ძვირფასად ღირებულნი და ხელმწიფობისა შესაკადრნი და მოხმარებისათვის იმედი ებრძანა, ჯარი კი არ მოეცათ, შურითა ვისმე დაეჩხუბა ისევ ქართველთა შვილსა, თორემ დიდი მოხმარებისა და ჯარის იმედი გვქონდა და დიდისა მაღლისა სანატრელის პეტრე ხელმწიფის ანდერძიც იყო. საქართველოს მეფე ვახტანგ, რომ რუსეთს მივიდა შესახვეწნელად ჯარის სათხოვნელად ქართლის მოხმარებისათვის და მეფე ვახტანგ ვეღარ მიუსწრა: რუსეთის მპყრობელი პეტრე ხელმწიფე რომ შეწუხებულიყო, მაშინ ანდერძი ებძანა: „საქართველოს უჭირსო და რჯულის გულისათვის მოეხმარენითო, ჩემი ხაზინით ჯარი ათხოვეთო“. მას აქეთ, ვინცა ხელმწიფენი დასხდენ რუსეთისა მპყრობელად იმათაც მოინდომეს, რომ პეტრე ხელმწიფის ანდერძს ვერ მოშლიდენ. მაგრამ ვინა ქართველთა შვილნი რუსეთსა შინა იმყოფებოდენ იმათ ერთმანერთის მტრობა და შური არ მოშალეს და ამათის მიზეზით ქართლში მოხმარება რუსთა აღარ ინებეს“ (საქართველოს ცხოვრება. მეორე გამოცემა. ზ. ჭიჭინაძის. 1913 წ. გვ. 217–218).
პ. ორბელიანის თხზულებიდან მოტანილი ეს ამონაწერი მრავალ მხრივ არის საყურადღებო. უპირველეს ყოვლისა აქ მოკლედ, მაგრამ სავსებით სწორად არის გადმოცემული, რით დასრულდა ათანასე თბილელისა და სიმონ მაყაშვილის ელჩობა რუსეთში: თბილელის მოსკოვში დარჩენა, რუსეთიდან საჩუქრები და მომავალში დახმარების იმედი, ჯარი კი არ მოეცათ. ელოდნენ კი დიდ დახმარებას და ეს მოლოდინი უსაფუძვლო არ ყოფილა თითქოს, პეტრე I ანდერძით რუსეთი საქართველოს, სარწმუნოებრივ საფუძველზე, ფულით და ჯარით უნდა დახმარებოდა და ამ ანდერძის მოშლაც არ შეიძლებოდა, მაგრამ თუ დახმარება არც აქამდე იქნა მიღებული და არც ახლა მიიღეს, იმიტომ, რომ წინადაც რუსეთში მყოფი ქართველები ერთმანეთის მტრობასა და შურში იყვნენ და ახლაც შურით ისევ ქართველთა შვილმა გააფუჭა საქმე – ერთმანეთის მოშურნეს რუსები აღარ დაეხმარენ. თუ პაპუნა ორბელიანის ეს სიტყვები ასე გავიგეთ უნდა დავასკვნათ, რომ იმ დროს მოწინავე წრეების ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი და თვით ქართველი მეფეები ჩრდილოეთის მოიმედე დარჩენილან 1754 წლის შემდეგაც.
პაპუნა ორბელიანის თხზულებაც ოფიციალური ხასიათის წერილობითი ძეგლია. მაგრამ იგი უდაოთ იმ განწყობილების გამომხატველია, რომელიც ორბელიანისეულ წრეში სუფევდა თავის დროზე. პაპუნა ორბელიანის შესახებ განსვ. აკად. ივ. ჯავახიშვილს აქვს გამოთქმული მოსაზრებანი თავის კაპიტალურ ნაშრომში. მას აღნიშნული აქვს, რომ პ. ორბელიანი სამეფო კართან ახლო მდგომი პირია, იგი ქართველ მეფეებთან არის ხშირად როგორც ბრძოლებში ისე ზეიმების დროს. ოპრბელიანი რომ თავის თხზულებას წერდა ეს მეფეებისათვის ცნობილი ყოფილა და მათ ისტორიკოსისათვის ხელიც შეუწყვიათ ამ საქმეში (ი ვ. ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი. ძველი ქართული საისტორიო მწერლობა. I. 1916 წ. გვ. 327–335). პაპუნა ორბელიანის თხზულებაში ქართველი მეფეების საქმიანობის კრიტიკული განხილვა არსად არ არის მოცემული. იგი თეიმურაზისა და ერეკლეს თანამგრძნობი და თანამოაზრეა ყველაფერში. ორბელიანის თხზულება ოფიციალური, სამეფო კარს რომ სჭირდება იმ თვალსაზრისით გამართული ნაშრომია. ამდენად ქართველი მეფეების რუსული ორიენტაცია, გამართლებულ ნაბიჯად რის მოცემული. ამ ნაბიჯის შედეგად წარსულში მიღებული მარცხი ორიენტაციის უვარგისობით არ არის ახსნილი, არამედ ისევ ქართლში არსებულ შინა წინააღმდეგობით. პაპუნა ორბელიანის თხზულება მაინც საქართველოში რუსლი ორიენტაციის სიმტკიცეზე მიგვითითებს, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აქ უფრო რუსეთში ელჩების გაგზავნის ფაქტის გამართლებაც სურს პ. ორბელიანს. ისე რომ 1754 წლის დეკემბერში დაწერილ წერილში რომ ქართველი მეფეები რუსეთის მოიმედეთ დარჩენაზე ლაპარაკობენ, ეს უბრალო დიპლომატიური თავაზიანობა არ უნდა იყოს.
ამ მიმოხილვის დასაწყისში ჩვენ აღნიშნული გვქონდა, რომ თეიმურაზსა და ერეკლეს საგანგებო ვითარებაში მოუხდათ რუსეთთან ურთიერთობა. მათ წინ ედოთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საუკუნე-ნახევრის ფაქტები. ამ ისტორიას ქართველი მეფეები იცნობდნენ, სრულიადაც შემთხვევით არ არის სიმონ მაყაშვილის მოხსენებით ბარათში ლევან კახთა მეფისა და იოანე IV ხანის მოსკოვისა და კახეთის სამეფოთა ურთიერთობაზე საუბარი. თეიმურაზ II და ერეკლე II კარგად იცოდნენ ალექსანდრე და თეიმურაზ (I) კახთა მეფეების ტრაღიკული დასასრულის მიზეზები. თეიმურაზ II და ერეკლე II-თვის ხომ სრულიად ახალი და ცოცხალი ამბავი იყო ვახტანგ VI და პეტრე I მეგობრობის მწარე გაკვეთილები. კახელ ბაგრატიონებს თეიმურაზსა და ერეკლეს ყველაზე უკეთ მოეხსენებოდათ, როგორ ჩაუვარდათ მათ ხელთ ქართლის სამეფო. რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობის მწვავე გაკვეთილების მიუხედავათ, ძველი კავშირის განახლება რუსეთთან მე-17 საუკუნეში გაფორმებული ფიცის წიგნისა და წყალობის სიგელის საფუძველზე, მაინც უკეთეს გამოსავალად არის მიჩნეული თეიმურაზ II და ერეკლე II საგარეო პოლიტიკაში, როგორც 1752 წლამდე ისე 1754 წლის შემდეგაც. ამისი უტყუარი დოკუმენტია თვით თეიმურაზ II გამგზავრება რუსეთის სამეფო კარზე და მის მიერ წარმოებული მოლაპარაკება რუსეთის დიპლომატებთან 1759–61 წლებში. რით იყო მაინც მიმზიდველი ჩრდილოეთი? ჩვენ არ გვჯერა, რომ რელიგიური ფანატიზმი წყვეტდა ორიენტაციის საკითხს. რელიგიის – კერძოდ ქრისტიანობის საკითხს მაშინ მნიშვნელობა ჰქონდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს მომენტი პირდაპირ სარწმუნოებრივ დოგმების აღიარების საკითხად არ უნდა იქნეს გაგებული ჩვენს ისტორიაში. სარწმუნოების შეცვლა ქართველმა პოლიტიკოსებმა გარკვეულ გარემოცვასა და პირობებში სცადეს, მაგრამ ეს ღონისძიება არ გამოდგა და ისევ ძველი სარწმუნოების ლოზუნგით სისხლის ღვრა განახლდა. „ქართველობისათვის“ ბრძოლის დროს მიუღებელი და უვარგისი აღმოჩნდა „ისლამი“.
რაში იყო ქრისტიანობის უპირატესობა? საქმე ის გახლავთ, რომ ქრისტიანული მართლმადიდებლური ეკლესია, შედარებით კათოლიკურ და მაჰმადიანურ ეკლესიებთან, მეტის-მეტად მოქნილი ტაქტიკის მქონე აღმოჩნდა იმ თავითვე. მართლმადიდებლური ქრისტიანული ორგანიზაცია ერთად ერთი იყო, რომელმაც დაუშვა სახარება და მღვდელმსახურება იმ ენაზე, რომელზედაც მეტყველებს ესა თუ ის ხალხი. ეს ეკლესია ზოგჯერ თვით იღებდა ინიციატივას დამწერლობა შეექმნა და სახარება ეთარგმნა იმ ხალხის ენაზე, რომლის ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოქცევა იყო გამიზნული. რა თქმა უნდა, ამაში ხელს უწყობდა ეკლესიას სახელმწიფო – კერძოდ ბიზანტიის სახელმწიფო, რომელსაც ეკლესიის საშუალებით ამა თუ იმ ხალხის ბიზანტიის სახელმწიფოს ხელქვეით მოქცევა სურდა, მაგრამ ჩვენ იმის აღნიშვნა გვინდა, რომ მართლმადიდებლური ეკლესია შდარებით უმტკივნეულოდ ახერხებდა ჯერ ქრისტიანობის დანერგვას და შემდეგ ეკლესიური ორგანიზაციით პოლიტიკურ დაქვემდებარებას. მართლმადიდებლური ეკლესია ერთგვარ ავტონომიურ უფლებებს იძლეოდა როგორც წესი და ამდენადაც ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოქცეულ ხალხს ქრისტიანულ კულტურის საკუთარი განვითარების საშუალებები ეძლეოდა, სანამ, რა თქმა უნდა, ეს ქრისტიანული კულტურა განვითარების გარკვეული საფეხური იყო ამა თუ იმ ხალხის ისტორიაში (ჩვენ არასა ვამბობთ ეკლესიის დამოუკიდებლობაზე – ავტოკეფალიაზე, ამას ბრძოლა სჭირდებოდა და კონსტანტინეპოლი ადვილად ხელიდან არ უშვებდა ორგანიზაციულად გაქრისტიანებულ ხალხს).
როგორ იქცეოდა მაჰმადიანური ეკლესია და სახელმწიფო. არ არსებობს ისლამის საბატონო ქვეყნებში ნაციონალური მაჰმადიანური ეკლესია. ყურანი და მათი მღვდელმსახურება არ შეიძლება სხვა ენაზე თუ არა არაბული, იმის განუკითხავად ესმოდა ხალხს ეს ენა თუ არა. მაჰმადიანური სარწმუნოების მიღება განუკითხავად მაშინვე აყენებდა საკითხს სრული გადაგვარებისა. მაჰმადიანური სახელმწიფო ისეთივე მხეცური და ველური პოლიტიკით შედიოდა დაპყრობილ ქვეყანაში, როგორი მოუხეშავი და მოუქნელი იყო თვით მაჰმადიანური ეკლესია. მაჰმადიანობას საქართველოში საუკუნოებრივ დამუშავებული კულტურის სრული მოსპობა უნდა მოჰყოლოდა. ირანის პოლიტიკოსები ებრძოდნენ ყოველივე იმას, რაც ქართველობის არა სპარსელობის მაჩვენებელი იყო – ზნე-ჩვეულება, ენა, მეურნეობა, ხუროთმოძღვრება, ტანსაცმელი და სხვა. საინტერესო დეტალი აქვს ერთგან აღწერილი მე-17 საუკუნეში რუსეთიდან კახეთში თეიმურაზ I-თან მოვლენილ ელჩს მიშეცკის თავის მუხლობრივ აღწერილობაში. ერთგან მიშეცკი აღწერს თუ როგორ, მის კახეთში ყოფნის დროს, მოვიდა სპარსეთის ელჩი „ბაირაკ-ბეგი“. ამ ელჩს თეიმურაზ I თავისი ამალით ესტუმრა თურმე და მოლაპარაკება გაიმართა. ეფთიმე მიშეცკის თეიმურაზ I კარისკაცისათვის „რევაზისათვის“ გამოუკითხავს ამბავი, თუ რაზედ ჰქონდათ მოლაპარაკება ირანის ელჩთან. სხვათა შორის მიშეცკის ყურადღება მიუქცევია ერთი გარემოებისათვის: როცა ქართველი მეფე და მისი ამალა ირანის ელჩთან მიდიოდნენ ყველა ყიზილბაშურად – სპარსულად ყოფილა ჩაცმული, მიშეცკის „რევაზისათვის“ ამისი მიზესი უკითხავს: «... для чево Теймураз царь и царевич Давид и все вы Теймураза царя ближние люди встречали шахова посла в челмах и в озямах по кизилбаски. И боярин Реваз... послу князю Еуфиму (მიშეცკის – ი. ც.) говорил: с а м и \ д е \ в ы \ т о \ в и д и т е, \ ч т о \ м ы \ у \ к и з и л б а с к и х \ л ю д е й \ ж и в е м \ в \ н е в о л е. \ Т о л ь к о \ д е \ н а м \ т а к \ н е \ д е л а т ь, \ и \ н а м \ о т \ к и з и л б а с к и х \ л ю д е й \ и \ ч а с у \ н е \ ж и т ь» (თავადი მიშეცკისა და დიაკი კლუჩარევის ელჩობა კახეთში. ვ. პოლიევქტოვის გამოცემა. 1928 წ. გვ. 147). სპარსელი დამპყრობლების მეთოდები შესასწავლია კიდევ და ჩვენ ამა მაგალითის მოტანით სრულიადაც არ ვფიქრობთ საკითხი ამოწურულად ჩავთვალოთ, მაგრამ ეს, მცირე ამონაწერი რუსეთის ელჩის ჩანაწერებიდან მრავლის მეტყველია – იგი მაჰმადიანური სპარსეთის ღონისძიებათა ერთი სახეობის რელიეფური მაჩვენებელია. ადვილად წარმოვიდგენთ რა დღეში ვარდებოდა ქართველი სპარსეთის სამეფო კარზე, თუ კი თვით კახეთში ქართული ტანსაცმელი ოფიციალურ მიღებაზე მომაკვდინებელი დანაშაული იყო.
ვნახოთ ეხლა თვითმპყრობელურ, მაგრამ მართლმადიდებლურ ქრისტიანულ რუსეთის სახელმწიფოში რა საფრთხე იყო საქართველოსათვის მე-18 საუკუნემდე.
ქართველი პოლიტიკოსები არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ისე გულუბრყვილოდ წარმოვიდგინოთ, რომ რომელიმე მათგანს ოდესმე შეეძლო იმის წარმოდგენა, რომ რუსეთის მეფე და მისი ბოიარები ანგარიშისა, სარგებლისა და ექსპლოატაციის გარეშე გამოუწოდებდენ ხელს ქართულ ფეოდალურ ქრისტიანულ პოლიტიკურ რომელიმე ერთეულს. ფეოდალურ სამყაროში ასეთი ქველმოქმედების იდილიის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო და ცხადია იგი პოლიტიკურ ორიენტაციის გამოსავალ წერტილად არ შეიძლებოდა ყოფილიყო. საკმარისია ადამიანმა გადაიკითხოს საქართველოში მოვლენილ რუსი ელჩების საანგარიშო მოხსენებები, რომ ამაში სავსებით დარწმუნდეს.
ქართველი პოლიტიკოსები ცივი, წმინდა პოლიტიკური ანგარიშით ზომავდნენ რუსეთთან პოლიტიკური დამოკიდებულების დამყარებას და სრულიადაც ხელაღებით ნდობას არ უცხადებდნენ რუსეთის თვითმპყრობელებს. თვით ის ფაქტი, თუ როგორ გაძნელდა რუსეთის ერთგულების ფიცის წიგნზე ხელის მოწერა ალექსანდრე კახთა მეფისა და თეიმურაზ I დროს, იმის აშკარა მაჩვენებელია, რომ აქ ხელაღებით არავის ენდობოდნენ.
მაგრამ „ქართველობისათვის“ ბრძოლის დროს „ყიზილბაშობასთან“ და „ოსმალობასთან“ რუსეთი საშიში არ მოსჩანდა. რუსეთი მე-16-17 და მე-18 საუკუნეებში „ქართველობას“ არ შეიძლებოდა შებრძოლებოდა. ქართულ ქრისტიანულ კულტურას იგი ითმენდა როგორც წესი მართლმადიდებლურ სარწმუნოებისა. არამც თუ მაშინ, არამედ მე-19–20 საუკუნეებში თვითმპყრობელობას, რომელიც გარუსების პოლიტიკას დაადგა გარკვეული მოსაზრებით, ქართული სახარება და მღვდელმსახურება არ გაუდევნია, იგი რევოლუციამდე ქართული დარჩა (სხვა საკითხია ორგანიზაციულად რა მდგომარეობაში ჩააყენა ქართული ეკლესია). მაგრამ მე-19–20 საუკუნეებში დაბრკოლება იმაში იყო, რომ ქართველი ხალხისათვის ქრისტიანული კულტურა კარგა ხნის განვლილი საფეხური იყო და მას უკვე წინანდელი როლის თამაში აღარ შეეძლო.
მე-19 საუკუნემდე კი რუსეთში ქართულ კულტურასთან ბრძოლის საკითხი არც დასმულა და არც შეიძლებოდა დასმულიყო. ძველ საქართველოში ქართველის „გათათრებაზე“ შეიძლებოდა ლაპარაკი, მაგრამ ქართველის „გარუსება“ არ წარმოიდგინებოდა. პირველში წამყვანი შინაარსი სარწმუნოების შეცვლა იყო, რომელსაც „ქართველობის“ წარხოცვაც უნდა მოჰყოლოდა.
სხვის სამეფო კარს არაერთი ქართველი შეუხიზნავს, მაგრამ რუსეთის კარზე და რუსეთის სამსახურში ყოფნა სხვათაგან განსხვავებული სჩანდა. ვახტანგ VI და მისმა ამალამ რომ ქართლი დატოვა და მოსკოვს შეაფარა თავი, იქ ქართული კულტურის კერის მოწყობა მოხერხდა და ამისი ხელის შეშლა რუსეთის არც ერთ პოლიტიკოსს არ მოსვლია აზრათ. მართალია, აკად. ნ. ბერძენიშვილი სამართლიანად შენიშნავს, მოსკოვში მყოფ ქართველების „მოღვაწეობა იმ დროის საქართველოს მეტად მცირედ რგებდა. სამშობლოში მათი ნამუშაკევი ერთობ მცირედ მოდიოდა და ოსმალობა-ყიზილბაშობის პიროებში აქ ის ვერც სათანადო გამოძახილს პოულობდა და, რაც უმთავრესი იყო, ორი თაობის სიგრძეზე ინტენსიური მუშაობის შედეგად შექმნილი ქართული კულტურის კერა უმემკვიდრეოდ გადასაშენებლად იყო განწირული: საქართველოს ნიადაგს მოწყვეტილი მოსკოვის ქართველთა კოლონია კულტურულ მოღვაწეთა ახალ თაობას ვერ ქმნიდა“. მაგრამ თვით ის ფაქტი, რომ რუსეთში ქართული საქმის კეთებას ხელს არავინ უშლიდა და თვით მაღალ რუსულ კულტურასთან ურთიერთობაში საქმე წინ მიდიოდა იმის აშკარა მაჩვენებელი იყო, რომ რუსეთი სხვა მეზობელთაგან განსხვავებული „ქართველობისათვის“ ნაკლებ საშიში, მყუდრო და განათლებული თავშესაფარი იყო. ქართველ პოლიტიკოსთა რწმენა: „რომ რუსეთი მაინც ერთად-ერთი დიდი ქრისტიანული სახელმწიფოა, რომელსაც ამიერკავკასიაში რეალური პოლიტიკური ინტერესები აქვს და რომ ეს ინტერესები ქართველი ხალხის პოლიტიკურ მისწრაფებას არ ეწინააღმდეგება“ (მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის. 1944 წ. ნაკვ. I. გვ. 186) ურყევი დარჩა 1754 წლის შემდეგაც. თეიმურაზ II მიერ რუსეთში წარდგენილი გეგმები ამის აშკარა მაჩვენებელია, მაგრამ ამაზედ სხვა დროს. ქართველი პოლიტიკოსები თავის არჩევანში ისტორიულად მართალნი აღმოჩნდნენ.
(დასასრული იხ. ნაწილი II)

No comments:
Post a Comment