ამ რამდენიმე წლის წინ გამომცემლობა “ინტელექტმა” დასტამბა ვანო კობაიძის ლექსების კრებული “ფიქრს ვერ დაიტევს სამყარო”. მასში ლექსებთან ერთად შესულია პოემა “სამასი არაგველი” და მეორე მსოფლიო ომის პერიოდთან დაკავშირებული მოგონებები. წიგნი მისმა ქალიშვილმა მანანა კობაიძემ მაჩუქა, რომელიც ამჟამად შვდეთის მოქალაქეა და იქ მოღვაწეობს. ამჟამად მალმოს უნივერსიტეტში ასწავლის ქართულ ენას, ფაკულტეტზე “კულტურა და საზოგადოება” და თავად ასრულებს შვედურიდან თარგმანებს. 2012 წელს გამომცემლობა “ინტელექტმა” მას გამოუცა ქართულად თარგმნილი შვედი ნობელიანტის ტომას ტრანსტრომერის “ლექსები და პროზა”. ამ ბოლო დროს მანანამ “ფეისბუქზე” გამოაჩინა მამამისის ლექსები, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. დღეს უამრავი წერს. წერდნენ. აჩვენონ თავი. ნება ყველას მისცემია ღვთისაგან. ჩვენც შევაფასოთ. ყველაფერს სახელი დავარქვათ და დავალაგოთ. როცა ვანო ძიას ლექსების წიგნი წავიკითხე, ჩემ თვალწინ გადაიშალა მშვენიერი მთიულეთი, მისი ბუნება და იქ მცხოვრები ხალხის სუნთქვა, მისი ავ-კარგი, მისი ერთიანობა წარსულთან და უკვე კარგა ხანს მიმდინარე ჩვენი ვერდაუდგენლობა. რაც ჩვენთვის ყველაზე გასაოცარი იყო და რაც ამ წიგნის ერთერთი დიდი ფასეულობაც არის, გახლავთ მეორე მსოფლიო ომიდან მოტანილი ამბები, ადამიანის მძიმე დანაკარგით გამოწვეული ტკივილი, რომელიც უფაქიზესი ძალისხმევით, საოცარი ამტანობითა და თმენით გადააქვთ ოჯახში. ჩვენ აქ ამოვიცნობთ ჩვენი მშობლების სიყმაწვილეს, ახალგაზრდობას, თუ როგორი სერიოზულობით იყვნენ ცხოვრებასთან, ერთმანეთთან დაკავშირებულნი, ამ ადგილებს ცრემლების ყლაპვის გარეშე ვერავინ წაიკითხავს, აქ ვეცნობით ოჯახის წევრების: მშობლების, შვილების ურთიერთობის კულტურას, დიდ ფარულ მოწიწებასა და სიყვარულს, იმ მთავარ ღერძს, რაზედაც დგას ყველა კულტურული ხალხი და ერი. წიგნში აღწერილი ამბები, გარდა პროზაული მნიშვნელობისა, უტყუარი მასალაა იმდროინდელი მთის ხალხის ყოფის აღწერისა. წიგნს მცირე ზომის მოკრძალებული წინასიტყვაობა ერთვის. “ვანო კობაიძის ხალხურ კილოზე დაწერილი ლექსები ხალასი ნიჭით, იუმორით, სილაღითა და მრავალფეროვნებით ხიბლავენ მკითხველს”. იგი მხედველობიდან არ გამორჩენია ვახუშტი კოტეტიშვილს, პოემა “სამასი არაგველი” 1980-იან წლებში გამოქვეყნდა ალმანახ “პირიმზეში”, ირაკლი გოგოლაურის რედაქტორობით რომ გამოდიოდა. ვანო ძია ვეტექიმად მუშაობდა თავის მხარეში; ლექსებში ხშირად ვხვდებით პროფესიული გამოცდილების აღწერას. ბევრი ლექსი ეძღვნება ადამიანურ თვისებებს, როგორც დადებითს, ასევე უარყოფითს, რომელსაც საოცარი კეთილი იუმორით გადმოგვცემს. ლექსები ყოველგვარი “შეთხზვისა” და წვალების გარეშე წყაროსავით გადმოდის და მკითხველს ხალისს, ფიქრსა ჰმატებს. კრებულში ბევრია ისეთი ლექსი, რომლებიც იმდენად ქართულია, რომ თითქოს ყველამ იცის და ვიღაცას უნდა ეთქვა და თქვა კიდეც:
“რამდენიც გინდა ვიცოცხლო,
სიკვდილს ვერ გადავურჩები,
როდისღაც სახადს მოვიხდი,
წინაპრებს ჩავეხუტები.
არ დამიტიროთ, არ მინდა,
ცრემლით ნუ გავიწუწები,
ხმას აღარ გავცემ არავის,
ქვასავით გავისუსები.
სანამა ვცოცხლობ, უღელს ვწევ,
როგორც ნიშა და ნიკორა,
მოვკვდები, დამივიწყებენ,
იყო და არა იყო რა.”
წუთისოფლის ტრიალს ლექსებით ერევა, ბუნება, ყვავილები, მთების მინდია, იმქვეყნად ტკბილი შემგებებლები. აი, რითაც კაცი ცოცხლობს და რისი გამოთქმითაც მას პოეტი ჰქვია. პოეტი წვდება საიდუმლოებებს, ცხადია, სხვებიც, მაგრამ პოეტს დაჰყვება თამამი ნიჭი, რითაც იგი ამას გამოთქვამს.
“ისევ ისეთი გული მაქვს,
იმედიც უფრო დიდია.
ზოგჯერ კი იმათ შევნატრი,
ვინც საიქიოს მიდიან.
ვეჩურჩულები ყვავილებს.
რაღა მე, რაღა მინდია.
ვატყობ კი – იქით მივდივარ,
საითაც უფრო ბინდია.”
ვხვდებით საინტერესო გახსენება-გასაუბრებას ქართველ პოეტებთან; ბუნების ცვალებადობა და წუთისოფელი, მითიურ საბურველში რომ გახვეულა, დიდი ინტერესით იკითხება (“რატომ კანკალებს ფოთლები,” “უშიშა ვარ არაბული”).
ყოველდღიურობის კვიმატი ენით გადმოცემა ბევრს გააღიმებს, კარიკატურულ ტიპებს მეტად ნაცნობი ნიშნებით ხატავს, მაგრამ მშვენიერ სტრიქონებს გვერდს ვერ აუვლი, ბუნებასთან, ფრინველებთან იდუმალი დამოკიდებულება ჩანს:
“სიტყვა მინდოდა, ვერა ვთქვი,
არც ლექსი გამომდიოდა,
ვიჯექი დაღონებული,
ცრემლები ჩამომდიოდა,
შაშვი მოსთქვამდა ჩემს ახლოს,
ისიც მე შემომჩიოდა,
ვერც ის მიმიხვდა გასაჭირს,
ვერც მე, ვინი – რა სტკიოდა.
ალბათ იმასაც უჭირდა,
ისიც ჩემსავით ტიროდა.
დავდუმდით. თავთავის გზაზე
დაღონებული წავედით.
სულმუდამ ხანმოკლე არი
სასიხარულო წამები.”
კითხულობ ლექსებს და უცებ ნახავ საოცარ ჭეშმარიტებას, გამოთქმულს უბრალოდ. (“ვუძღვნი რაზიკაშვილი დავითის ხსოვნას”):
“ჩემი სავანე ერთი მეტრი მიწაა მხოლოდ,
შენი კი, სულო, თვალუწვდენი მთელი სამყრო!”
თითქმის არც ერთი საჭირბოროტო საკითხი არ არის ისეთი, მის ლექსებში რომ არ ვხვდებოდეთ. მოქალაქეობრივი ტკივილითა და განცდით გადმოცემული აქვს ყველა პრობლემა. ერთი ასეთი ლექსი ეძღვნება ივანე ქავთარაძეს. იგი ლექსში მას უზიარებს ქვეყნის ამჟამინდელ ტკივილს.
“თუ არ გავმაგრდით ერთობით,
გადაშენება გველისა,
რამ ააჭრელა ეს ხალხი,
თითქოსდა ერთი ფერისა?”
წერს კაცთა გაუტანელ, საამქვეყნო “წესებზე”, რომელთაც ნამდვილი კანონები დავიწყებიათ და რასაც დაცვა სჭირდება.
“როგორც კი მოძლიერდება
კაცი შენს გვერდში მყოფელი,
ხელს გიჯიკავებს, მოგსინჯავს,
გადაეკვრება სხო ფერი,
ეცდება კიდეც წაგართვას
შენი საკუთნო სოფელი,
ან ფულით გამოგასახლოს,
(წართმევა არი ორფერი).”
პოეტი კაცი გადადის წარსულში, მომავალში და აწმყოს ორივეთი ერთად ხედავს. ის სულიერია, ამაღლებული, თუმცა ყოველი ყოფით ნაცხოვრები აღწერა და გამოთქვა თავის ტექსტებში. მაგრამ სული ადამიანისა უფალთან არის, იგი ტაძარში მყოფობს, იქ გარდაცვალების შემდეგაც ახლობლებთან მოდის “ქალმნებით” და ეშველება, მუდმივ რომ არა გაუჭირდეთ-რა, იგი გადალახავს საზღვრებს, სააქაო-საიქიო სამანებს და თავის საყვარელ ახლობლებთან რჩება სულ მუდამ; უკვდავებას იგი სოცოცხლეშივე ხედავს. აი, სად გვჭირდება პოეტი და მისი ნათქვამი, ზოგს სულაც რომ მოცლილი ჰგონია, თუმცა ჩვენი ვანო ძია თავის საქმიანობასაც გვარიანად გვაცნობს და გვახალისებს.
“ღმერთს არ ვემდური არაფერს,
ღმერთში ვარ, ღმერთი ჩემთვია,
ჩვენ ერთად უნდა დავბერდეთ,
ერთი გზა გაგვიცვეთია.
ერთად ვიქნებით მარადჟამს
მიწაში, ცაში, ზეცაში,
როგორც ლომისის საყდარი,
დამკვიდრებული მლეთაში,
იქიდან ხელისგულივით
დაგხედავთ, მოგესალმებით,
ღამღამე ვივლი თქვენ შორის
ტუფლებითა და ქალმნებით,
მე გიშველთ, რომ არ დაგჭირდეთ
ექიმები და წამლები”.
უღვთოდ დარჩენილებზეც არ იშურებს ფიქრებს, რაკიღა თავად იცის.
“ჰე, ღმერთო, ვინც არ გიწამა,
ის არც მიიღო მიწამა,
არც მომავალი ეღირსა,
დაახრჩო ფულის ქისამა . . .
იქნება შენც აპატიო,
იქნებ მიიღოს მიწამა”.
წიგნს ჰქვია “ფიქრს ვერ დაიტევს სამყარო” და მისი ფიქრებიც ქება არის ამ სამყაროსი და გაჩენისა, თუმცა მრავალი ჭირის მნახველი ერის შვილობისა. იგი “სახილებს” სამყაროში ბევრს აღმოაჩენს. “მოვედ, დავტოვე კვალი ჩემი ნაფეხრებისა”, ვანო ძია უბრალოდ ამბობს სათქმელს, ლაღად და ნამდვილად, გულწრფელად და სიკეთით, მისი სალოცავი და სავედრებელი მომავალი თაობებია. ლექსები როგორღაც მითოლოგიურ საბურველშია გახვეული. არაგვივით რაღაც მოუსვენრობა, ავის გრძნობა არის გამოხატული ლექსში “სულ უნებართვოდ დასახლდა”. არის შორსმჭვრეტელური ხედვებიც და წარსულის განჭვრეტაც.
“ბოლოს მთებიც კი მინდვრად იქცევა,
ჩამოიქცევა როგორც ალები
და შეიცვლება გეოგრაფია,
და მთებში ვეღარ დავიმალებით”.
“კალამს დასწვდება ივანე”, ფიქრებთან და სტრიქონებთან ბრძოლა უწევს. ფიქრებთან ბრძოლაში იგი ჩვეულებრივ ცხოვრებასაც, ტრადიციულსაც ეპაექრება და ამბობს, რაკიღა ამას მიჰყვება, იქნებ სულებიც არის და მას სიამოვნებით ურჩევნია, ცხოვრების უღლიდან ფიქრით გაიქცეს მითიურ სახლში.
“სახლს დავიდგამდი მინდორში,
გულმშვიდად წამოვწვებოდი,
ვერცარას ზვავით მიზამდი,
ვერც მხრებზე დამაწვებოდი”.
შეკითხვები: “მთაო რადა ხარ ციცაბო,’’ არაგვს ევედრება: “იქნება რამე მიშველო, კალმახით მომამარაგო,“ ეს კალმახი კი მისი სიტყვებია, მისი ფიქრი, ნააზრევს რომ მოჰყვება და მას არაგვი ასაზრდოებს.
ვითომ ვხსნი და განვმარტავ მის სტრიქონებს, მაგრამ აბა განმარტეთ ასეთი რამ:
“მიწისგან გალაღებული
მიწასვე შევუერთდები,
რა ვუყოთ, ვისი ბრალია,
ასეა წუთისოფელი,
გრძელი გზაც მოკლედ მთავრდება,
ვით ჩემი კოხტა სოფელი”.
წინაპრები ცოცხლდებიან პოემა “სამას არაგველში”. სულმოუთქმელად რომ არის დაწერილი: სოფლებიდან, ხევებიდან მოკრებილი მებრძოლები, გამოლაშქრება და ბრძოლის სურათები, ბუნებრივად განცდილია; დიდი მხატვრული ღირებულების ეს ნაწარმოები კარგი შურით ბევრ მწერალს შეშურდება მხოლოდ იმიტომ, რომ ვანო ძია უბრალოდ, ნამდვილად წერს და იგი სამასი არაგველის ნათესავია. ვისურვებ, ისეთი დრო დადგეს, ისევ შეიყვაროს ჩვენმა მკითხველმა ასეთი ძვირფასი წიგნები, დაუბრუნდეს კითხვას, რადგან დღეს ზოგჯერ ყალბ თვლებს ურევენ ძვირფას თვლებს; გამორჩევაში ჩვენც მოგეხმარებით, განა თქვენ კი არ იცით მისი ცნობა? უბრალოდ, დიდი დრო რომ არ დაგეკარგოთ ძებნაში, წაიკითხეთ სხვა მშვენიერ წიგნებთან ერთად ვანო კობაიძის “ფიქრს ვერ დაიტევს სამყარო”.
მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი

დიდი მადლობა, მარიამ, ასეთი თბილი და წრფელი რეცენზიისთვის! ძალიან გამიხარდა!
ReplyDeleteსაუკეთესოა, დიდი მადლობა!
ReplyDeleteძალიან კარგია, ცხონება ვანო ძიას სულს, რეცენზიაც კარგია
ReplyDelete