Friday, February 16, 2018

ბლოგის წერილობითი მასალების განაწილება და დახასიათება თემატიკისა და მკითხველთა დაინტერესების მიხედვით 2018 წლის დასაწყისში

2017 წელს მე უკვე შევთავაზე მკითხველებს ჩემი ბლოგის წერილობითი მასალების ასეთი ანალიზი იმ წლის 12 იანვარს ამოღებული მონაცემების საფუძველზე. ახლა მინდა ისეთივე ხასიათის ინფორმაცია მივაწოდო მათ უკვე 2018 წლის 12 იანვრის მდგომარეობით. მაშინ დასაწყისში აღვნიშნავდი, რომ ჩემი ბლოგი საგანმანათლებლო ხასიათისაა, რომლის ძირითადი თემები გახლავთ თანამედროვე სამხედრო საქმე და ისტორია («თავდაცვა და ისტორია»), განსაკუთრებით კი, რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობები, ასევე თანამედროვეც. ბლოგი 2010 წლის ოქტომბრის დასაწყისიდან მოქმედებს და ამა წლის 12 იანვრის დღის ბოლოს მასში მომხმარებელთა 171 443 შემოსვლა იქნა დაფიქსირებული. ბლოგის წერილობითი მასალების მკითხველებისა და ვიდეოფილმების მაყურებლებისთვის ეს და ქვემოთ მოყვანილი სხვა მონაცემები დაფარულია, მაგრამ ჩემს სამუშაო მაგიდაზე ისინი მუდმივად ჩანს და, ახლა, მინდა ეს მონაცემები ჩემს მკითხველებსაც გავუზიარო.

ბლოგის თითოეულ მასალაში მკითხველების შემოსვლების როდენობა მე უფრო ადრეულ წლებშიც მქონდა ამოკრეფილი, სახელდობრ: 2012 წლის აპრილის თვეში, 2013 წლის ივლისში, 2015 და 2016 წლების იანვარში, თუმცა კი მაშინ მათი ანალიზი მაშინ არ გამიკეთებია, და მხოლოდ გასულ 2017 წელს შევეცადე მანამდე არსებული ასეთი ხარვეზი შემევსო. ამ წელსაც ეს სამუშაო შეძლებისდაგვარად შევასრულე და მიღებულ შედეგებს ქვემოთ წარმოგიდგენთ. თუმცა კი მანამდე ვიტყვი, რომ ბლოგს ჰყავს 38 მუდმივი მკითხველი, რისთვისაც მათ მადლობა მინდა გადავუხადო, და ასევე მრავალრიცხოვანი მომხმარებელი როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ქვემოთ მოვიყვან ამავე 2018 წლის 12 იანვრის საღამოს მსოფლიოს ათ ქვეყანაში ბლოგის მასალებში შემომსვლელთა რიცხობრივ მონაცემებს:

. . . . ქვეყანა . . . . . . . . . . . . ბლოგში შემოსვლების 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . რაოდენობა . . . . 

საქართველო . . . . . . . . . . . . . . . . . 132 649
რუსეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .10 972
აშშ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 10 339
უკრაინა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .3074
გერმანია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2382
საფრანგეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1249
ესპანეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .1073
თურქეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .644
იტალია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .335
საბერძნეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 307

ბლოგის მომხმარებლები, ცხადია, არიან სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ მათში მკითხველთა შემოსვლების მაჩვენებელი შედარებით დაბალია, ხოლო ზემოთ კი სწორედ პირველი ათეულის მონაცემებია თვითონ კომპიუტერში მოყვანილი, რაც ზემოთ ავსახე კიდეც. ჯამში ამ ათ ქვეყანაში ამა წლის 12 იანვრის საღამოს მოდიოდა ბლოგის მომხმარებელთა 163 024 შემოსვლა, და, შესაბამისად, სხვა ქვეყნებში უკვე მოდიოდა მათი 8419 შემოსვლა. 

აღნიშნული დღისათვის ბლოგზე ატვირთული მქონდა სულ 715 მასალა, მათგან 426 წერილი (სტატია), ორი მცირე წერილობითი განცხადება და 287 ვიდეოფილმი და როლიკი სოციალურ ქსელ You Tube-ის მასალებიდან. უკვე შემდეგ კონკრეტული მონაცემების ამოღებისა და დამუშავების შედეგად გაირკვა, რომ 426 წერილობით მასალაში იყო მკითხველების 139 522 შემოსვლა, ხოლო ვიდეომასალებში კი – 31 899 შემოსვლა. ანუ 2018 წლის იანვრის შუა რიცხვებისთვის ბლოგის მასალების საერთო რაოდენობის დაახლოებით 59, 58 % გახლდათ სხვადასხვა წერილები (სტატიები), ხოლო 40,14 % კი – ვიდეოფილმები და როლიკები. ამავე დროს ბლოგის მომხმარებელთა შემოსვლების საერთო რაოდენობის 81,38 % მოდიოდა ბლოგზე გამოქვეყნებულ წერილებში (სტატიებში) შემოსვლაზე, 18,61 % კი – ვიდეომასალებში შემოსვლებზე.

ახლა ამ მონაცემებს უფრო თვალსაჩინოდაც გადმოვცემ:

1) ბლოგის მასალების საერთო რაოდენობა 2018 წლის 12 იანვრის მდგომარეობით . . . . . 715;

2) მათ რიცხვში წერილობითი სტატიების . . . . . 426;

3) ვიდეოფილმებისა და როლიკების . . . . . 287;

4) წერილობითი სტატების პროცენტული წილი ბლოგის მასალების საერთო რაოდენობაში . . . . . 59,58 %;

5) ვიდეომასალების პროცენტული წილი ბლოგის მთელი მასალების საერთო რაოდენობაში . . . . . 40,14 %;

6) მთლიანად ბლოგის მასალებში მომხმარებელ;თა შემოსვლების საერთო რაოდენობა 2018 წლის 12 იანვრის საღამოს მდგომარეობით . . . . . 171 443;

7) მათ შორის წერილობით სტატიებში შემოსვლების რაოდენობა . . . . . . 139 522;

8) ვიდეომასალებში შემოსვლების რაოდენობა . . . . . 31 899;

9) ბლოგის წერილობით სტატიებში შემოსვლების პროცენტული წილი საერთოდ შემოსვლების მთელ რაოდენობაში . . . . . 81,38 %;

10) ბლოგის ვიდეომასალებში მომხმარებელთა შემოსვლების პროცენტული წილი შემოსვლების მთელ რაოდენობაში . . . . . 18,61 %.

თითოეულ წერილობით მასალაში მკითხველთა შემოსვლების რაოდენობის მიხედვით ამ მასალების პირველი ოცი ადგილი შემდეგნაირად ნაწილდება:

1) «რომანტიზმი ევროპულ ლიტერატურაში და გერმანელი რომანტიკოსები» – [ბლოგზე ატვირთვის თარიღი – 25.04.11] – {მკითხველების შემოსვლა 12.01.18-ში – 10 434};

2) «თურქეთის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [07.10.10] – {10 084};

3) «დიდი ბრიტანეთის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [07.10.10] – {5754};

4) ნიკოლოზ დუბროვინი – «თუშების, ფშავლებისა და ხევსურების წეს-ჩვეულებების, მათი საცხოვრებელი ადგილების, შესახედაობის, ტანსაცმლისა და შეიარაღების შესახებ» – [06.11.16] – {5517};

5) «რეფორმაციის ისტორია» – [01.11.10] – {4209};

6) «ესპანეთის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [10.01.11] – {3287};

7) «საფრანგეთის ისტორია უძველესი დროიდან 1789 წლის ივლისის რევოლუციამდე» – [07.10.10] – {3251};

8) «საფრანგეთის რევოლუციის ისტორია» (ნაწილი I) – [01.11.10] – {3238};

9) აკადემიკოსი ნიკოლოზ დუბროვინი – «გიორგი XII საქართველოს უკანასკნელი მეფე და მისი შემოერთება რუსეთთან» (ნაწილი I) – [17.01.11] – {2966};

10) «გერმანიის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [07.10.10] – {2965};

11) «საფრანგეთის ისტორია რევოლუციის შემდეგ XIX საუკუნის მიწურულამდე» – [07.10.10] – {2862};

12) აკადემიკოსი დუბროვინი – «გიორგი XII საქართველოს უკანასკნელი მეფე და მისი შემოერთება რუსეთთან» (ნაწილი II) – [01.02.11] – {2122};

13) «იტალიის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [02.10.13] – {2103};

14) პროფ. ანატოლი სმირნოვი – «რუსეთის ისტორია რევოლუციისა და სამოქალაქო ომის წლებში» (ნაწილი I) – [01.11.10] – {1901};

15) «ცალკეული მოვლენებისა და პიროვნებათა შესახებ გერმანიის ისტორიაში» (ნაწილი II) – [01.11.10] – {1757};

16) ჰერმან ჰესე – «რიოში მარგალიტებით თამაში» (ნაწყვეტი /მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილის თარგმანი/) – [23.03.11] – {1443};

17) «ცალკეული მოვლენებისა და პიროვნებათა შესახებ გერმანიის ისტორიაში» (ნაწილი I) – [01.11.10] – {1124};

17) «ტფილისის გუბერნია და მისი მაზრები 1890-იანი წლების მიწურულს» – [10.01.11] – {988};

18) «ქუთაისის გუბერნია, მისი მაზრები და ოკრუგები 1890-იანი წლების მიწურულს» – [10/01.11] – {931};

19) «არქანჯელო ლამბერტი აფხაზების შესახებ» – [19.11.10] – {963};

20) «ქართული ისტორიოგრაფია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა შესახებ» (ნაწილი I) – [05.12.10] – {953}.

აქ გასულ წელთან შედარებით მეტად მნიშვნელოვანი სიახლეა მკითხველების ინტერესის მიხედვით მე-4 ადგილზე გამოჩენა აკადემიკოს დუბროვინის წერილისა «თუშების, ფშავლებისა და ხევსურების წეს-ჩვეულებების, მათი საცხოვრებელი ადგილების, შესახედაობის, ტანსაცმლისა და შეიარაღების შესახებ», რომელიც 2016 წლის 6 ნოემბერს იქნა ბლოგზე ატვირთული და 2017 წლის 12 იანვარს მასში მკითხველების სულ 13 შემოსვლა იყო, ერთი წლის შემდეგ, 2018 წლის 12 იანვარს კი – უკვე 5517 შემოსვლა. გასულ წელთან შედარებით უფრო მეტი შემოსვლებია აგრეთვე აკადემიკოს დუბროვინის წიგნის «გიორგი XII საქართველოს უკანასკნელი მეფე და მისი შემოერთება რუსეთთან» დასაწყის თავებში (ბლოგზე ატვირთულ მის I და II ნაწილებში), რომლებიც შეეხება ერეკლე II-ის გარდაცვალებასა და მისი ძის გიორგი XII-ის გამეფებას, აგრეთვე მათ მახლობელ მოვლენებს, და რომლებშიც, შესაბამისად, ამ წლის დასაწყისში მკითხველთა 2966 და 2122 შემოსვლა იქნა ნაჩვენები. ამ უკანასკნელი წერილებიდან პირველმა წინ გადაუსწრო წერილს «გერმანიის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» (მკითხველების 2965 შემოსვლით), ხოლო მეორემ კი – ერთდროულად სამ წერილს და უწინდელი 14-დან ახლს 12-ე ადგილზე გადმოინაცვლა. ეს გვიჩვენებს მკითხველთა უფრო მეტ დაინტერესებას საქართველოს ისტორიულ ცხოვრებაში ამ მეტად მნიშვნელოვანი მოვლენებით, რაც უთუოდ გასახარებელი და მისასალმებელია.

ქვემოთ უფრო მეტი თვალსაჩინოებისა და შეფასებისთვის მოვიყვან ბლოგის წერილობით მასალებში მკითხველების შემსვლების მიხედვით მეორე ოცეულში გასულ წერილებსაც, ხოლო შემდეგ კი თემების მიხედვით გადმოვცემ შემოსვლების (ანუ მკითხველთა ინტერესის) განაწილების სურათს. ამრიგად, ამ მხრივ მეორე ოცეული ასე გამოიყურება.

21) ისლამური სამყარო: გეოპოლიტიკური და ცივილიზაციური მეტოქეობა (ნატალია ნაროჩნიცკაიას საიტიდან) – [25.12.11] – {927};

22) საფრანგეთის რევოლუციის ისტორია (ნაწილი II) – [01.11.10] – {871};

23) ბიზანტია და ბიზანტინიზმი – [03.07.13] – {864};

24) ხელშეკრულება, რომელმაც შეცვალა ომის მსვლელობა (ნ. ნ. საიტიდან) – [18.07.12] – {860};

25) ისტორიული პარალელები (ამონარიდების მოყვანით დავით გურამიშვილის «დავითიანიდან») – [19.11.10] – {847};

26) შოტლანდიის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე – [05.02.11] – {845};

27) რუსეთის ისტორია რევოლუციისა და სამოქალაქო ომის წლებში (ნაწილი II) – [15.11.10] – {829};

28) ნიკოლოზ დუბროვინი აფხაზების შესახებ (ნაწილი II) – [01.11.10] – {761};

29) საქართველოს დღევანდელი სატკივარის ერთი მხარე რუსლან მიქაბერიძის შემოქმედებაში – [26.11.10] – {743};

30) კალვინი და კალვინიზმი – [22.02.12] – {741};

31) აშშ სამხედრო სტრატეგიისა და ნატო-ს კოალიციური სტრატეგიის განვითარება 1950-იანი წლებიდან 80-იანების დასაწყისამდე (ნაწილი I) – [08.02.11] – {736};

32) ევლია ჩელების ცნობები XVII საუკუნის შუახანებში საქართველოს, ქართველების, აფხაზებისა და კაზაკების შესახებ (ნაწილი I) – [03.10.14] – {725};

33) ტერორიზმი როგორც გლობალიზაციის გარდაუვალი ნიშანი (ნ. ნ. საიტიდან) – [18.01.12] – {724};

34) ირლანდიის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე – [10.01.11] – {698};

35) ცალკეული მოვლენებისა და პიროვნებათა შესახებ გერმანიის ისტორიაში (ნაწილი IV) – [01.11.10] – {694};

36) გიორგი XIII-ის მეფობის ხანა (ნაწილი I; შესაბამისი ადგილების ამონარიდები პლატონ იოსელიანის წიგნიდან “ცხოვრება გიორგი მეცამეტისა”) – [06.12.10] – {691};

37) ქართული ისტორიოგრაფია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა შესახებ (ნაწილი II) – [06.12.10] – {685};

38) აშშ სამხედრო სტრატეგიისა და ნატო-ს კოალიციური სტრატეგიის განვითარება 1950-იანი წლებიდან 80-იანების დასაწყისამდე (ნაწილი III) – [08.02.11] – {683};

39) რუსეთის ისტორია რევოლუციისა და სამოქალაქო ომის წლებში (ნაწილი III) – [15.11.10] – {681};

40) საქართველოსა და რუსეთის ისტორიულ ურთიერთობათა შესახებ – [26.11.10] – {666}.

თუ მკითხველთა შემოსვლების მიხედვით წერილების პირველ ოცეულში (10 434-დან 953 შემოსვლის ჩათვლით) ძირითადად განთავსდა ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიურ ლექსიკონიდან თარგმნილი დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა და თურქეთის ისტორიის, რეფორმაციის ისტორიისა და დასავლეთევროპული რომანტიზმის შესახებ სტატიები, აგრეთვე მცირე რაოდენობით რუსეთ-საქართველოს უთიერთობების ისტორიისა და თავად საქართველოს ისტორიული ცხოვრების შესახებაც, მეორე ოცეულში (შემოსვლები 927-დან 666-ის ჩათვლით) უფრო ძალუმად და მეტადაა წარმოდგენილი საქართველოს ისტორიული ცხოვრების, რუსეთ-საქართველოს ისტორიული და თანამედროვე ურთიერთობების თემები, ასევე გამოჩნდა წერილებიც საზღვარგარეთის სახელმწიფოთა სამხედრო მშენებლობის შესახებ. ახლა უკვე უფრო დეტალურად შევუდგეთ ბლოგზე ატვირთული წერილობითი მასალების თემატიკის განხილვასაც.

გასულ წელთან შედარებით წერილობითი მასალების თემატიკაში სამი ცვლილებაა შეტანილი. პირველი იმაში მდგომარეობს, რომ უწინდელი თემის «ევროპული სახელმწიფოებისა და თურქეთის ისტორია, აგრეთვე ევროპულ რელიგიურ მიმდინარეობათა ისტორიისა და ლიტერატურული ცხოვრების საკითხები» წელს უკვე გადმოვიტანე პროფესორ ანატოლი სმირნოვის ლექციების კურსის თარგმანი სათაურით «რუსეთის ისტორია რევოლუციისა და სამოქალაქო ომის წლებში», რომელიც მანამდე რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების განყოფილებაში მქონდა განთავსებული და, შესაბამისად, ამ თემამ მიიღო უკვე სახელწოდება «საზღვარგარეთის სახელმწიფოთა ისტორია, აგრეთვე ევროპული რელიგიური მიმდინარეობების ისტორიისა და ლიტერატურული ცხოვრების საკითხები». მეორე ცვლილება ისაა, რომ უწინდელი თემა «საქართველოს ისტორიის საკითხები» ახლა შემოტანილია სახელწოდებით «საქართველოს ისტორიისა და თანამედროვეობის ზოგადი საკითხები» და ის მასალები, რომლებიც საქართველოს თანამედროვე ცხოვრების პოლიტიკურ სფეროს შეეხება თუ შარშან «რუსეთ-საქართველოს თანამედროვე ურთიერთობების» თემაში იყო შეყვანილი, ახლა უკვე ამ ახალ განყოფილებაში გადმოიცემა. რაც შეეხება მესამე ცვლილებას, შარშანდელ განაწილებაში იყო თემა «მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილის მასალები», ახლა კი იქნება «მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილისა და თანამედროვე ქართული ლიტერატურის სხვა მასალები». ჩემი ბლოგი ლიტერატურული არ გახლავთ, მაგრამ ჩემი მეუღლის – მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოჩნდა სხვა ქართველი ავტორების წერილებიც, ან რეცენზიები მათ შემოქმედებაზაე, რომელთა მოხსენიებაც ასევე აუცილებელია. ბლოგის წერილობითი მასალების დანარჩენი თემატიკა არ შეცვლილა. ეს თემები, მათში განთავსებული წერილების (სტატიების) რაოდენობა და თითოეული ამ თემის მასალებში მკითხველთა შემოსვლების ჯამური მაჩვენებლები ქვემოთ მე-2 ცხრილშია მოყვანილი (2018 წლის 12 იანვრის მდგომარეობით).

ცხრილი 2

კონკრეტული თემების მიხედვით ბლოგის მასალებში მკითხველების შემოსვლის მაჩვენებელი 2018 წლის 12 იანვრის მდგომარეობით (12.01.2018) 

[ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: A – თემაში მასალების რაოდენობა (მოცემულ თემაში განთავსებული მასალების პროცენტული წილი ბლოგის წერილობითი მასალების საერთო რაოდენობაში); B – თემის მასალებში მკითხველთა შემოსვლების საერთო რაოდენობა (მოცემულ თემაში შემოსვლების რაოდენობის პროცენტული წილი მთლიანად ბლოგის წერილობით მასალებში მკითხველთა შემოსვლების საერთო რაოდენობაში); C – მთლიანად ბლოგის ან მოცემული თემის ერთ მასალაში მკითხველთა საერთო შემოსვლების საშუალო რაოდენობა]

ბლოგის თემების ჩამონათვალი . . . . . . . . . . . . . . A . . . . . . . . . . B . . . . . . . . . C . . 

მთლიანად ბლოგის წერილობითი
მასალები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .426 . . . . . . . 139 522 . . . . . 327,5 

მათ შორის:

რუსეთ-საქართველოს თანამედროვე
ურთიერთობები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 111 (26,1) . . 18 081 (13,0) . . 162,9 

რუსეთ-საქართველოს ისტორიული
ურთიერთობები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 116 (27,2) . . 29 338 (21,0) . . 252,9 

საზღვარგარეთის სახელმწიფოთა
სამხედრო მშენებლობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 43 (10,1) . . . 7508 (5,4) . . . 174,6 

საქართველოს სამხედრო მშენებლობის
საკითხები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .40 (9,4) . . . 3371 (2,4) . . . . . 84,3 

საზღვარგარეთის სახელმწიფოთა ისტორია,
აგრეთვე ევროპული რელიგიური მიმდინარეობების
ისტორიისა და ლიტერატურული ცხოვრების
საკითხები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 30 (7,0) . . 62 427 (44,8) . . 2080,9 

საქართველოს ისტორიისა და თანამე-
დროვეობის ზოგადი სკითხები . . . . . . . . . . . . . . 60 (14,1) . . .13 339 (9,6) . . .222,3

მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილისა და
თანამედროვე ქართული ლიტერატურის
სხვა მასალები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 26 (6,1) . . . .5458 (3,9) . . . . 209,9 

ცხრილიდან ჩანს, რომ მკითხველების შემოსვლის მიხედვით პირველ ადგილზეა «საზღვარგარეთის სახელმწიფოთა ისტორიის, აგრეთვე ევროპის რელიგიური მიმდინარეობების ისტორიისა და კულტურის საკითხების» თემაზე გამოქვეყნებული მასალები (სულ 30 წერილობითი მასალა, რაც საერთოდ ბლოგში ატვირთული მასალების სულ 7,0 %-ს შეადგენს), ხოლო მათში მკითხველთა შემოსვლების რაოდენობა კი 62 427-ს უტოლდება (რაც საერთოდ შემოსვლების რაოდენობის 44,8 %-ია).

მკითხველთა ინტერესის მიხედვით მეორე ადგილზეა «რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების» თემა (სულ 116 მასალა, საერთო რაოდენობის 27,2 %), რომლის წერილებშიც მკითხველების 29 338 შემოსვლაა (შემოსვლების საერთო რაოდენობის 21,0 %).

მესამე ადგილზეა «რუსეთ-საქართველოს თანამედროვე ურთიერთობების» თემა (სულ 111 წერილობითი მასალა, მასალების საერთო რაოდენობის 26,1 %), რომლის წერილებშიც მკითხველთა 18 081 შემოსვლაა დაფიქსირებული (შემოსვლების საერთო რაოდენობის 13,0 %).

მეოთხე ადგილზეა «საქართველოს ისტორიისა და თანამედროვეობის ზოგადი საკითხების» თემაზე ატვირთული მასალები (60 წერილობითი მასალა, მათი საერთო რაოდენობის 14,1 %), რომლებშიც მკითხველების 13 339 შემოსვლაა (საერთოდ შემოსვლების 9,6 %).

მეხუთე ადგილზეა მასალები «საზღვარგარეთის სახელმწიფოთა სამხედრო მშენებლობის საკითხებში» (43 მასალა, მათი საერთო რაოდენობის 10,1 %), რომლებშიც დღეისთვის მკითხველების 7508 შემოსვლაა (საერთოდ შემოსვლების 5,4 %).

მეექვსე ადგილზეა წერილები «მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილისა და თანამედროვე ქართული ლიტერატურის სხვა მასალების» თემატიკიდან (26 მასალა, მათი საერთო რაოდენობის 6,1 %), რომლებშიც მკითხველების 5458 შემოსვლაა (საერთოდ შემოსვლების 3,9 %).

უკანასკნელ, მეშვიდე ადგილზეა წერილები «საქართველოს სამხედრო მშენებლობის» თემაზე (40 მასალა, მათი საერთო რაოდენობის 9,4 %), რომლებშიც მკითხველების 3371 შემოსვლაა (შემოსვლების საერთო რაოდენობის 2,4 %).

გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილის მასალებში შედის მისი თარგმანები გერმანული ლიტერატურიდან, აგრეთვე იმასაც, რომ ასეთი მასალა სულ ხუთია და მათში მკითხველების 2202 შემოსვლაა ნაჩვენები (ამას ქვემოთ უფრო დაწვრილებით შევეხებით), მაშინ «ევროპული სახელმწიფოების ისტორიის, ევროპის რელიგიურ მიმდინარეობათა და კულტურის საკითხების» თემაში უკვე 35 წერილობითი მასალა გვექნება, რომლებშიც მკითხველთა შემოსვლების რაოდენობა 64 629-მდე გაიზრდება, რაც ბლოგის წერილობით მასალებში მკითხველთა შემოსვლების საერთო რაოდენობის 46,3 %-ს შადგენს.

ამავე დროს ბევრ შემთხვევაში ბლოგზე გამოქვეყნებული ცალკეული წერილები წიგნის მოცულობის უფრო ვრცელი ნაშრომების შემადგენელი ნაწილებია, განსაკუთრებით «რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობებისა» და «საზღვარგარეთის სახელმწიფოთა სამხედრო მშენებლობის» თემებში, და ქვემოთ ამ მასალების განხილვისას მათ უკვე მთლიანობაშიც წარმოვადგენთ მთლიანად თითოეულ ასეთ ნაშრომში (მის ცალკეულ ნაწილებში) მკითხველთა შემოსვლების საერთო (ჯამური) რაოდენობის ჩვენებით. ახლა უკვე კონკრეტულად შევეხოთ თითოეულ თემას.


I. საზღვარგარეთის სახელმწიფოთა ისტორია, აგრეთვე ევროპული რელიგიური მიმდინარეობების ისტორიისა და ლიტერატურული ცხოვრების საკითხები 

ამ თემატიკაში, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მკითხველების ყველაზე უფრო მეტი შემოსვლაა – 62 427, წერილობით მასალებში საერთოდ შემოსვლების თითქმის ნახევარი – 44,8 %. უფრო კონკრეტულად კი მკითხველთა შემოსვლების რაოდენობის მიხედვით ამ ჯგუფის წერილების პირველი ოცეული შემდეგი სახით გამოიყურება.

1) «რომანტიზმი ევროპულ ლიტერატურაში და გერმანელი რომანტიკოსები» – [ბლოგზე აიტვირთა 25.04.11-ში] – {მკითხველების შემოსვლა 12.01.18-ში – 10 434};

2) «თურქეთის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [07.10.10] – {10 084};

3) «დიდი ბრიტანეთის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [07.10.10] – {5754};

4) «რეფორმაციის ისტორია» – [01.11.10] – {4209};

5) «ესპანეთის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [10.01.11] – {3287};

6) «საფრანგეთის ისტორია უძველესი დროიდან 1789 წლის ივლისის რევოლუციამდე» – [07.10.10] – {3251};

7) «საფრანგეთის რევოლუციის ისტორია» (ნაწილი I) – [01.11.10] – {3238};

8) «გერმანიის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [07.10.10] – {2965};

9) «საფრანგეთის ისტორია რევოლუციის შემდეგ XIX საუკუნის მიწურულამდე» – [07.10.10] – {2862};

10) «იტალიის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [02.10.13] – {2103};

11) «რუსეთის ისტორია რევოლუციისა და სამოქალაქო ომის წლებში» (ნაწილი I) – [01.11.10] – {1901};

12) «ცალკეული მოვლენებისა და პიროვნებათა შესახებ გერმანიის ისტორიაში» (ნაწილი II) – [01.11.10] – {1757};

13) «ცალკეული მოვლენებისა და პიროვნებათა შესახებ გერმანიის ისტორიაში» (ნაწილი I) – [01.11.10] – {1124};

14) «საფრანგეთის რევოლუციის ისტორია» (ნაწილი II) – [01.11.10] – {871};

15) «ბიზანტია და ბიზანტინიზმი» – [03.07.13] – {864};

16) «შოტლანდიის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [05.02.11] – {845};

17) «რუსეთის ისტორია რევოლუციისა და სამოქალაქო ომის წლებში» (ნაწილი II) – [15.11.10] – {829}; 18) «კალვინი და კალვინიზმი» – [22.02.12] – {741};

19) «ირლანდიის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [10.91.11] – {698};

20) «ცალკეული მოვლენებისა და პიროვნებათა შესახებ გერმანიის ისტორიაში» (ნაწილი IV) – [01.11.10] – {694}.

ამ ჩამონათვალში ზოგიერთი წერილი უფრო ვრცელი მასალის ცალკეულ ნაწილს წარმოადგენს. ეს შედარებით უფრო ვრცელი მასალები მათი მეტი მოცულობის გამო, ბლოგზე რამდენიმე ნაწილადაა ატვირთული; ამიტომ უფრო სრული სურათის წარმოდგენისთვის უპრიანი იქნებოდა მათი ყველა ნაწილის წასაკითხად შემოსვლების რაოდენობა შეგვეკრიბა და სწორედ ეს ჯამური რიცხვი გაგვეთავალისწინებია. ასეთი მასალები გახლავთ, მაგალითად, «საფრანგეთის რევოლუციის ისტორია», რომელიც ბლოგზე ორ ნაწილადაა ატვირთული, «ცალკეული მოვლენებისა და პიროვნებათა შესახებ გერმანიის ისტორიაში» (ოთხ ნაწილად), «რუსეთის ისტორია რევოლუციისა და სამოქალაქო ომის წლებში» (სამ ნაწილად), «გერმანიის ისტორია ენციკლოპედიურ ლექსიკონ “გრანატის” მიხედვით» (ოთხ ნაწილად), და მათ ნაწილებში მკითხველთა შემოსვლების შეკრების მიხედვით უკვე რამდენადმე განსხვავებული სურათიც წარმოგვიდგება. ახლა ვნახოთ ამ შემთხვევაში მკითხველთა ინტერესის მიხედვით შესაბამისი წერილობითი მასალების განაწილებაც.

1) «რომანტიზმი ევროპულ ლიტერატურაში და გერმანელი რომანტიკოსები» – [ბლოგზე აიტვირთა 25.04.11-ში] – {მკითხველების შემოსვლა 12.01.18-ში – 10 434};

2) «თურქეთის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [07.10.10] – {10 084};

3) «დიდი ბრიტანეთის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [07.10.10] – {5754};

4) «რეფორმაციის ისტორია» – [01.11.10] – {4209};

5) «საფრანგეთის რევოლუციის ისტორია» (ნაწილები I-II) – [01.11.10] – {4109};

6) «ცალკეული მოვლენებისა და პიროვნებათა შესახებ გერმანიის ისტორიაში» (ნაწილები I-IV) – [01.11.10] – {4003};

7) «რუსეთის ისტორია რევოლუციისა და სამოქალაქო ომის წლებში» (ნაწილები I-III) – [(01-15).11.10] – {3411};

8) «ესპანეთის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [10.01.11] – {3287};

9) «საფრანგეთის ისტორია უძველესი დროიდან 1789 წლის ივლისის რევოლუციამდე» – [07.10.10] – {3251};

10) «გერმანიის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [07.10.10] – {2965};

11) «საფრანგეთის ისტორია რევოლუციის შემდეგ XIX საუკუნის მიწურულამდე» – [07.10.10] – {2862};

12) «იტალიის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [02.10.13] – {2103};

13) «გერმანიის ისტორია ენციკლოპედიურ ლექსიკონ «გრანატის» მიხედვით» (უძველესი დროიდან 1920-იან წლებამდე) (ნაწილები I-IV) – [04-08.02.13] – {1668};

14) «ბიზანტია და ბიზანტინიზმი» – [03.07.13] – {864};

15) «შოტლანდიის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [05.02.11] – {845};

16) «კალვინი და კალვინიზმი» – [22.02.12] – {741};

17) «ირლანდიის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [10.91.11] – {698};

18) «გერმანული სამხედრო სიმღერების ტექსტები» – [30.10.10] – {528};

19) «პოლონეთის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის დასასრულამდე» – [22.06.14] – {284};

20) «ნიდერლანდების ისტორია ძველი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [09.03.13] – {201};

21) «კათოლიკური ეკლესია ძველი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [05.07.13] – {126}.

ამით ამოიწურება კიდეც ამ თემაზე ჯერჯერობით ბლოგში ატვირთული მთელი მასალები.


II. რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების საკითხები 

ეს თემა პირველ ადგილს იკავებს ბლოგში ატვირთული წერილობითი მასალების როდენობის მიხედვით, და მეორე ადგილს – ამ მასალებში მკითხველთა შემოსვლების რაოდენობით. მასში დღეისთვის სულ 116 წერილობითი მასალაა ატვირთული, რაც საერთოდ ასეთი მასალების 27,2 % შედგენს, და ამ წერილებში მკითხველების 29 338 შემოსვლაა დაფიქსირებული ამა წლის 12 იანვრის მდგომარეობით, რაც საერთოდ წერილობით მასალებში შემოსვლის 21,0 %-ია. მკითხველების შემოსვლის რაოდენობის მიხედვით ამ თემის წერილების პირველი ოცეული შემდგაირად წარმოგვიდგება:

1) ნიკოლოზ დუბროვინი – «თუშების, ფშავლებისა და ხევსურების წეს-ჩვეულებების, მათი საცხოვრებელი ადგილების, შესახედაობის, ტანსაცმლისა და შეიარაღების შესახებ» – [წერილის ბლოგზე ატვირთვის თარიღი – 06.11.16] – {მასში მკითხველთა შემოსვლების რაოდენობა 12.01.18-ის ჩათვლით – 5517};

2) აკადემიკოსი დუბროვინი – «გიორგი XII საქართველოს უკანასკნელი მეფე და მისი შემოერთება რუსეთთან» (ნაწილი I) – [17.01.11] – {2966};

3) აკადემიკოსი დუბროვინი – «გიორგი XII საქართველოს უკანასკნელი მეფე და მისი შემოერთება რუსეთთან» (ნაწილი II) – [01.02.11] – {2122};

4) «ტფილისის გუბერნია და მისი მაზრები 1890-იანი წლების მიწურულს» – [10.01.11] – {988};

5) «ქუთაისის გუბერნია, მისი მაზრები და ოკრუგები 1890-იანი წლების მიწურულს» – [10.01.11] – {931};

6) «ქართული ისტორიოგრაფია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა შესახებ» (ნაწილი I) – [05.12.10] – {953};

7) «ნიკოლოზ დუბროვინი აფხაზების შესახებ» (ნაწილი II) – [01.11.10] – {761};

8) «ქართული ისტორიოგრაფია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა შესახებ» (ნაწილი II) – [06.12.10] – {685};

9) «საქართველოსა და რუსეთის ისტორიულ ურთიერთობათა შესახებ» – [26.11.10] – {666};

10) «ნიკოლოზ დუბროვინი აფხაზების შესახებ» (ნაწილი I) – [01.11.10] – {582};

11) «გეორგიევსკის ტრაქტატზე წარმოდგენის გაყალბება ქართულ ისტორიულ აზროვნებაში» – [26.11.10] – {564};

12) «ოსები და ოსეთი, რუსი ავტორების მიხედვით, XIX საუკუნის მიწურულს» – [10.01.11] – {558};

13) Соломон Лекишвили – «Когда возник термин “Южная Осетия”»? – [21.03.11] – {536};

14) «პოლკოვნიკი ბურნაშოვი საქართველოს შესახებ» – [01.11.10] – {513};

15) «აკადემიკოსი დუბროვინი საქართველოში აღა-მაჰმად-ხანის შემოჭრისა და მისი მახლობელი მოვლენების შესახებ» – [20.03.14] – {458};

16) ნიკოლოზ დუბროვინი გეორგიევსკის ტრაქტატის დადებისა და მისი შემდგომი ამბების შესახებ – [08.09.12] – {446};

17) «ზოგიერთი ინფორმაცია მოკლედ რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების შესახებ XVIII-XIX საუკუნეებში» (ნაწილი I) – [06.12.10] – {431};

18) ნიკოლოზ დუბროვინი დასავლეთ ქართველების ხასიათისა ტანისამოსის, აგრეთვე მათი სტუმართმოყვარეობისა და საჭმელების შესახებ – [08.09.15] – {426};

19) «ქართული საზოგადოება საქართველოს რუსეთთან შეერთების ხანაში» (ნაწილი I) – [01.06.12] – {398}.

20) ზოგიერთი ინფორმაცია მოკლედ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ XVIII-XIX საუკუნეებში (ნაწილი II) – [06.12.10] – {394}.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, და ეს აქ მოყვანილი მონაცემებიდან ჩანს, ბევრი მასალა ამ თემაში ცალკეულ ნაწილებად იქნა გამოქვეყნებული და მათი დანარჩენი ნაწილები პირველი ოცეულის ფარგლებს გარეთ დარჩა. ამიტომ ქვემოთ წარმოვადგენ უკვე სხვა სახის ჩამონათვალს, სადაც ნაწილ-ნაწილ ატვირთული ეს მასალები უკვე მთლიანად იქნება დასახელებული და მათში მკითხველთა შემოსვლების საერთო რაოდენობაც შეჯამებული სახით გამოხატული. თანაც აკადემიკოს დუბროვინის წიგნები «გიორგი XII საქართველოს უკანასკნელი მეფე და მისი შემოერთება რუსეთთან» და «კავკასიაში ომისა და რუსების მფლობელობის ისტორია» (II და III ტომები) ბლოგზე გამოვაქვეყნე როგორც ცალკეულ თავებად, ისე შემდეგ ერთიანად, რამდენიმე ნაწილად, რა თქმა უნდა, როგორც ამას მათი მოცულობა მოითხოვდა. შესაბამისად, თითოეულ ამ წიგნში მკითხველთა შემოსვლების რაოდენობა შეჯამებული სახით იქნება წარმოდგენილი. ამ მონაცემების გაცნობამ დამარწმუნა, რომ ცალკეულ თავებად მათი გამოქვეყნების შემდეგ იგივე მკითხველები მათში უკვე ნაკლებად შემოდიოდნენ, რის გამოც ასეთ პირდაპირ შეჯამებას აზრი აქვს. თუმცა კი, უფრო მეტი თვალსაჩინოებისათვის შევეცდები მათთან შენიშვნის სახით ცალკეულ თავებად გამოქვეყნებისა და ერთად გამოქვეყნების შეჯამებული მონაცამებიც ასევე წარმოვადგინო.

ამრიგად, მთლიანად აღებულ თითოეულ მასალაში მკითხველთა შემოსვლების საერთო რაოდენობის მიხედვით ადგილების განაწილება შემდეგი იქნება:

1) აკადემიკოსი დუბროვინი – «გიორგი XII საქართველოს უკანასკნელი მეფე და მისი შემოერთება რუსეთთან» – [ბლოგზე ქვეყნდებოდა 17.01.11-დან 03.03.12-ის ჩათვლით] – {მკითხველთა შემოსვლები საერთო ჯამში არის – 7216} (მათ შორის, ცალკეულ თავებად გამოქვეყნებისას შემოსვლების საერთო რაოდენობა გახლავთ – 6298, ხოლო შემდეგ გაერთიანებული სახით ატვირთვისას /ნაწილები I-V/ მხოლოდ – 918);

2) ნიკოლოზ დუბროვინი ქართველების შესახებ (ეს მასალა ჯერჯერობით დასამთავრებელია – აკლია ვრცელი წერილის თარგმანი სვანების შესახებ და ამიტომ ის ცალ-ცალკე წერილებად და თავებადაა ბლოგზე გამოქვეყნებული) – [ქვეყნდებოდა 2014–2017 წლებში] – {შემოსვლების მთლიანი რაოდენობაა – 6735} (მათ შორის ჯამში 649 შემოსვლაა ზოგადად ქართველების /აღმოსავლეთ ქართველების/ შესახებ დაწერილ თავებში, 511 შემოსვლა დასავლეთ ქართველების შესახებ დაწერილ თავებში და 5575 შემოსვლა – თუშ-ფშავ-ხევსურების შესახებ დაწერილ თავებში);

3) «ქართული ისტორიოგრაფია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა შესახებ» (ნაწილები I-VI) – [(05-08).12.10] – {2626};

4) თავადი ვსევოლოდ მასალსკი – ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიები მათი მაზრებითა და ოკრუგებით, აგრეთვე საქართველოს საეგზარქოსო (ნაწილები I-III) – [(10-11).01.11] – {2004};

5) «ნიკოლოზ დუბროვინი აფხაზების შესახებ» (ნაწილები I-IV) – [01.11.10] – {1885};

6) აკადემიკოსი დუბროვინი – «კავკასიაში ომისა და რუსების მფლობელობის ისტორია» (ტომი III) – [20.03.14 – 06.11.16] – {1797} (მათ შორის ცალკეულ თავებად ატვირთისას საერთო შემოსვლა იყო 1464, მთლიანად ატვირთულ ტექსტში კი /ნაწილები I-IX/ – 333)

7) აკადემიკოსი დუბროვინი – «კავკასიაში ომისა და რუსების მფლობელობის ისტორია» (ტომი II) – [08.09.12 – 15.11.13] – {1545} (მათ შორის ცალკეულ თავებად ატვირთისას საერთო შემოსვლა იყო 1067, მთლიანად ატვირთულ ტექსტში კი /ნაწილები I-VI/ – 478)

8) «ზოგიერთი ინფორმაცია მოკლედ რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების შესახებ XVIII-XIX საუკუნეებში» (ნაწილები I-III) – [06.12.10] – {1038}; 

9) «საქართველოსა და რუსეთის ისტორიულ ურთიერთობათა შესახებ» – [26.11.10] – {666};

10) «გეორგიევსკის ტრაქტატზე წარმოდგენის გაყალბება ქართულ ისტორიულ აზროვნებაში» – [26.11.10] – {564};

11) «ოსები და ოსეთი, რუსი ავტორების მიხედვით, XIX საუკუნის მიწურულს» – [10.01.11] – {558};

12) Соломон Лекишвили – «Когда возник термин “Южная Осетия”»? – [21.03.11] – {536};

13) პოლკოვნიკი ბურნაშოვი საქართველოს შესახებ – [01.11.10] – {513};

14) «ქართული საზოგადოება საქართველოს რუსეთთან შეერთების ხანაში» (ნაწილები I-II) – [01.06.12] – {510};

15) «ბაგრატ ბატონიშვილის ცნობები საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ» – [23.08.11] – {350};

16) «გეორგიევსკის ტრაქტატი – საქართველოზე რუსეთის იმპერიის მფარველობის ხელშეკრულება» – [26.11.10] – {322};

17) «კომენტარი ზურაბ ავალიშვილის წიგნის “საქართველოს დამოუკიდებლობა...” ხელახლა გამოცემაზე» – [03.06.11] – {182};

18) «იოჰან გიულდენშტედტის ზოგიერთი ცნობა და მოსაზრება საქართველოს შესახებ» (ნაწილები I-II) – [(08-09).16] – {123};

19) «აკადემიკოსი დუბროვინი XIX საუკუნის შუახანებში ოსთა განსახლების შესახებ» – [11.12.12] – {95};

20) «რუსი ისტორიკოსების ხედვა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისა გასულ საუკუნეებში» (ნაწილები I-II) – [30.06.16] – {67}. 

21) ორი დასავლური ხედვა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისა XIX საუკუნეში – [08.07.16] – {28};

22) «О Персидском походе Петра Великого» – [09.06.17] – {25}.

რუსეთ-საქართველოს შესახებ მასალების თაობაზე ვრცელი მსჯელობა მაქვს ატვირთული გასულ წელს გამოქვეყნებულ წერილში «ბლოგის წერილობითი მასალების კლასიფიკაცია თემატიკისა და მკითხველთა დაინტერესების მიხედვით», რომელიც ბლოგზე 2017 წლის 6 აპრილს (06.04.17) იქნა გამოქვეყნებული, ამიტომ აქ მათ შესახებ საუბარს აღარ გავაგრძელებ. რაც შეეხება უკანასკნელ წერილს რუსულ ენაზე «О Персидском походе Петра Великого», მისი მომზადება იმან განაპირობა, რომ რუსი ავტორები ხშირად აცხადებენ: რუსეთისა და რუსული ჯარების გამოჩენას ამიერკავკასიაში, იქაური ხალხებისთვის მხოლოდ სიკეთე და მდგომარეობის შემსუბუქება მოჰქონდა, მათ დამპყრობლების უღლისგან განთავისუფლებაზე ახალისებდაო. და ფართო რუსულმა საზოგადოებამაც ეს სწორედ ასე იცის. სინამდვილეში კი საქმე გაცილებით უფრო რთულად იყო და არცთუ იშვიათად, ამ შემთხვევაში, ქართველ ხალხს დრამატულად და ტრაგიკულადაც კი უბრუნდებოდა. ეს არის კიდეც ამ წერილში რუსულ ენაზე გაჟღერებული. მე პირადად რუსეთ-საქართველოს მჭიდრო ურთიერთობების მომხრე ვარ, მაგრამ ისეთი ურთიერთობებისა, რომლებიც სიმართლეზე, ურთიერთ პატივისცემაზე, ერთმანეთის სამართლიანი ინტერესების გაგებასა და დაფასებაზე იქნება დამყარებული.


III. რუსეთ-საქართველოს თანამედროვე ურთიერთობების საკითხები 

ეს თემატიკა წერილობითი მასალების რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილს იკავებს ბლოგში (სულ 111 მასალა, რაც მთელი წერილობითი მასალების 26,1 %-ია), ხოლო მათში მკითხველების შემოსვლათა საერთო რაოდენობის მიხედვით კი – მესამე ადგილს (სულ 18 081 შემოსვლა, საერთოდ შემოსვლების 13,0 %-ია). მათში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს წერილების თარგმანებს თანამედროვე რუსი ისტორიკოსისა და პოლიტოლოგის ნატალია ალექსის ასულ ნაროჩნიცკაიას საიტიდან (საერთო ჯამში 70-ზე მეტი წერილი), რომელთა უდიდესი უმრავლესობაც მის კალამს ეკუთვნის, თუმცა კი მათში არის სხვა რუსი ავტორების წერილებიცა და დასავლელ ავტორთა წერილების რუსულ ენაზე თარგმანებიც, რომლებიც დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობათა თემატიკას შეეხება. ეს ქალბატონი საკითხებს განიხილავს ისტორიული, სამართლებრივი და ქრისტიანული ცოდნის შუქზე, რაც მათი პანორამულად დანახვის შესაძლებლობას იძლევა (ქვემოთ ამ წერილებს ფრჩხილებში ექნება აღნიშვნა /ნ. ნ. საიტიდან/). ამ თემატიკაში ძირითადად ცალკეული წერილებია ატვირთული, თუმცა კი გვხვდება ერთი შედარებით ვრცელი მასალაც: «მღვდელმონაზონ რომანოზის (მატიუშინის) პოეზია», რომელიც ორ ნაწილადაა ბლოგზე ატვირთული. როგორც ზემოთ აღვნიშნე, გასულ წელს ისეთი წერილებიც მქონდა ამ განყოფილებაში შეყვანილი, რომლებიც საკუთრივ საქართველოს თანამედროვე პოლიტიკურ მდგომარეობას შეეხება, წელს კი ისინი სხვა თემაში – «საქართველოს ისტორიისა და თანამედროვეობის ზოგადი საკითხები» – გადავიტანე და მათ შესახებ მონაცემებიც იქ იქნება ნაჩვენები. ხოლო რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს თანამედროვე ურთიერთობების თემატიკის წერილებს, მათში ბლოგის მკითხველთა შემოსვლების რაოდენობის მიხედვით ისინი შემდგნაირად ლაგდება.

1) «ისლამური სამყარო: გეოპოლიტიკური და ცივილიზაციური მეტოქეობა» (ნ. ნ. საიტიდან) – [წერილის ბლოგზე ატვირთვის თარიღი – 25.12.11] – {2018 წლის 12 იანვრის მდგომარეობით მასში მკითხველების შემოსვლის რაოდენობა – 927};

2) «ხელშეკრულება, რომელმაც შეცვალა ომის მსვლელობა» (ნ. ნ. საიტიდან) – [18.07.12] – {860};

3) «ტერორიზმი როგორც გლობალიზაციის გარდაუვალი ნიშანი» (ნ. ნ. საიტიდან) – [18.01.12] – {724};

4) «კულტურის რელიგიურ-ფილოსოფიური საფუძვლები» (ნ. ნ. საიტიდან) – [16.11.10] – {558};

5) «რუსეთი და მსოფლიო აღმოსავლური საკითხი» (ნ. ნ. საიტიდან) – [16.11.10] – {511};

6) «აშშ-ისა და სსრკ/რუსეთის სტრატეგიული და ტაქტიკური საბრძოლო ავიაციის შესაძლებლობების შედარება» – [17.01.11] – {431};

7) ხარლამპი პოლიტიდისი – «რუსულ-თურქული დაპირისპირება როგორც კავკასიისა და მცირე აზიის გეოპოლიტიკურ რეალიათა განმსაზღვრელი ფაქტორი» (ნ. ნ. საიტიდან) – [17.05.12] – {425};

8) «შეუკავებელი სწრაფვა მსოფლიო ბატონობისკენ» (ნ. ნ. საიტიდან) – [06.11.10] – {398}; 

9) «ბალტიკიდან შავ ზღვამდე – რუსეთი და დსთ-ის ევროპული წევრები» (ნ. ნ. საიტიდან) – [16.11.10] – {395};

 10) «სლობოდან მილოშევიჩის გარდაცვალებასთან დაკავშირებით» (იუგოსლავიის თემაზე ცალკეული წერილებისა და ამონარიდების კრებული ნ. ნ. საიტიდან) – [19.11.10] – {388};

11) «რუსეთი, დსთ და დასავლეთი» (ნ. ნ. საიტიდან) – [16.11.10] – {367};

12) «“რუსეთი და ევროპა” მესამე ათასწლეულის ზღურბლზე» (ნ. ნ. საიტიდან) – [16.11.10] – {363};

13) «იყო თუ არა საქართველო რუსეთის მოკავშირე?» – [01.10.12] – {358};

14) «საქართველოს სამეფო სახლი – ისტორია და თანამედროვეობა» – [18.03.12] – {347}; 

15) «ფსკოვო-პეჩორის მონასტრის ხატებიდან მირონდენა დიდ ომს მოასწავებს» – [31.01.13] – {346};

16) «კავკასიის ომები – გეოპოლიტიკის საშუალებაა» (ნ. ნ. საიტიდან) – [10.01.11] – {345}; 

17) «ანგლოსაქსონური გეოპოლიტიკური გეგმების მემკვიდრეობითობა ევროპასთან მიმართებით» (ნ. ნ. საიტიდან) – [15.11.10] – {314};

18) «დემოკრატია, ლიბერალიზმი და ადამიანის უფლებები» (ნ. ნ. საიტიდან) – [07.04.13] – {310};

19) მღვდელმონაზონ რომანოზის (მატიუშინის) პოეზია (ნაწილები I და II) – [(19–25).06. 12] – {296};

20) ვიქტორ აქსიუჩიცი – «ანტირუსული პერმანენტული რევოლუცია» (ნ. ნ. საიტიდან) – [16.11.10] – {295};

21) «ზბიგნევ ბჟეზინსკის ანტირუსეთული სტრატეგია. ახალი ცივი ომი» (ნ. ნ. საიტიდან) – [19.11.10] – {279};

22) რას უნდა ელოდეს რუსეთი ახალი ევროპისგან? (ნ. ნ. საიტიდან) – [25.04.11] – {275}; 

23) «რუსეთისა და აშშ-ის სტრატეგიულ შეტევით შეიარაღებათა ბალანსი» – [06.12.10] – {274};

24) «თანამედროვე რუსეთის სატკივარი მართლმადიდებელ ავტორთა თვალთახედვით და უკანასკნელი კონფლიქტი საქართველოსთან» – [26.11.10] – {259};

25) «სტრატეგიული და ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ბალანსი» – [30.03.12] – {255};

26) «ტერორიზმთან ომი თუ მსოფლიოს გამოწვევა?» (ნ. ნ. საიტიდან) – [21.02.12] – {247}; 

27) «მსოფლიოს ახალი გადანაწილება III ათასწლეულის ზღურბლზე» (ნ. ნ. საიტიდან) – [17.11.11] – {234};

28) უკრაინა: ისტორიული რეტროსპექტივა და გეოპოლიტიკური პერსპექტივა (ნ. ნ. საიტიდან) – [24.03.14] – {225};

29) საზოგადოებრივი და ეროვნული თვითშეგნება გახლეჩილ რუსეთში (ნ. ნ. საიტიდან) – [16.11.10] – {213};

30) მონარქიისა და ხალხის მმართველობის შესახებ – [06.12.10] – {201};

31) რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა შესახებ (2006 წლის მოვლენებთან დაკავშირებით) – [26.11.10] – {199};

32) Письма к госпоже Н. А. Нарочницкой по вопросу русско-грузинских отношений – [13.03.11] – {198};

33) სიმღერების ტექსტები ჟანა ბიჩევსკაიას რეპერტუარიდან – [01.07.12] – {197};

34) გერმანელი პროფესორის მირიამ გებჰარდტის წიგნმა “როცა მოვიდნენ ჯარისკაცები” შოკი გამოიწვია ევროპაში – [09.02.16] – {189};

35) ზოგიერთი რამ ცხინვალის რეგიონში უკანასკნელი მოვლენების გამო – [19.11.10] – {186};

36) ვატიკანის საქმიანობა რუსეთის ტერიტორიაზე: გეოპოლიტიკური ასპექტი (ნ. ნ. საიტიდან) (119) – [16.11.10] – {184};

37) ადამიანის უფლებები და მსოფლიო პოლიტიკა: კონცეფციები და რეალობა (ნატალია ნაროჩნიცკაიას საიტიდან) – [15.11.10] – {182};

38) უკრაინა და უკრაინოფილობა XX საუკუნის დასაწყისისთვის – [08.04.14] – {168};

39) ცენტრალური აზია და კავკასია: ახალი ბრძოლის ველი (ნ. ნ. საიტიდან) – [19.11.10] – {163};

40) ჩვენი ლიბერალიზმის შესახებ, მემარჯვენესი და მემარცხენესი (ნ. ნ. საიტიდან) – [16.11.10] – {159}.

და ასე შემდეგ...

აქ თავად მასალების სახელწოდებები მეტყველებს მათ შინაარსზე, ხოლო მკითხველების მათში შემოსვლის რაოდენობა კი მათ მიმართ ინტერესზე. აღსანიშნავია ქართველი მკითხველების შედარებით მაღალი ინტერესი ნატალია ნაროჩნიცკაიას წერილების მიმართ, აგრეთვე ზოგადად ამ მასალებში მკითხველების შემოსვლათა რაოდენობრივი მაჩვენებლების ერთმანეთთან გარკვეული სიახლოვე (შექუჩებულობა, кучность). სახელდობრ, თუ «დასავლეთის სახელმწიფოთა ისტორიის...» თემატიკაში პირველ ოც მასალაში მკითხველების შემოსვლათა რაოდენობა 10 434-დან 201-მდე მცირდებოდა, «რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების» თემატიკაში – 7216-დან 67 შემოსვლამდე, ხოლო აქ პირველ ოც წერილში მკითხველთა შემოსვლების რაოდენობა მხოლოდ 927-დან 295-მდე მცირდება. თუმცა კი, ასევე ჩანს მთლიანობაში ამ თემატიკის მიმართ მკითხველების საგრძნობლად დაბალი ინტერესიც, რაც პირადად ჩემთვის საკმაოდ გულსატკენია, მაგრამ რას ვიზამთ – რეალობაა ასეთი.

ამას განაპირობებს თვითონ რუსეთის მმართველი წრეების დამოკიდებულებაც ჩვენს მიმართ. მე ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე ერთი წლით ადრე, ანუ 2007 წლის გაზაფხულზე შევთავაზე რუსეთის საელჩოს პრესმდივანთან საუბრისას დაეფინანსებიათ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა, რომელიც ქართულ საზოგადოებას გააცნობდა როგორც რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების ნამდვილ სურათს, ისე რუსეთის ფედერაციის თანამედროვე პოლიტიკის ხასიათსა და მიმართულებებს, აგრეთვე დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობების ავ-კარგიანობის შეძლებისდაგვარად ობიექტურ სურათსაც, რაც ჩემი აზრით, იმაზე გაცილებით უფრო უკეთ და მომგებიანად წარმოაჩენდა ქართული საზოგადოების თვალში როგორც ისტორიულ რუსეთს, ისე მის თანამედროვე პოლიტიკასაც, ვიდრე ეს ჯერ კიდევ 1970-80-იანი წლებიდან საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელის ედუარდ შევარდნაძის ინიციატივითა და ფარული ხელშეწყობით ქართულ საზოგდოებაში ინერგებოდა, რამაც შემდეგ ამდენ უბედურებამდე მიგვიყვანა. როგორც ძველი და ახალი თაობის ხელმრუდე ქართველი ისტორიკოსების, აგრეთვე პოლიტიკურად აქტიური ე. წ. «ცნობადი სახეების», პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების სიცრუითა და ცილისმწამებლობით ხელოვნურად შექმნილი იმდენად არასახარბიელო და მძიმე სურათია ჩვენს საზოგადიებაში დანერგილი, რომ ყველაფერ ამის ობიეტური და მართალი გადმოცემა გაცილებით უფრო დადებითად განაწყობდა რუსეთის მიმართ ქართულ საზოგადოებას, ვიდრე ეს დღედღეობით არსებობს და ძალაშია.

2011 წლის დასაწყისში უკვე თვითონ ნატალია ნაროჩნიცკაიას მივმართე ასეთივე წინადადებით, მაგრამ მისგანაც საპასუხო ნაბიჯი არ გადმოდგმულა. მასთან გაგზავნილი წერილები მე იმ წლის მარტის თვეში ავტვირთე ბლოგზე და ისინი ფართო მკითხველისთვის ხელმისაწვდომია. ეს ქალბატონი პოლიტიკურ პროცესებს განიხილავს ისტორიული, სამართლებრივი და ქრისტიანული ცოდნის საფუძველზე, რაც ბევრ საკითხში სწორად და საფუძვლიანად ახედებს მკითხველს. ამიტომ იმედი მქონდა, რომ, როგორც მე ვხედავდი მისი და სხვა რუსი მართლმადიდებელი ავტორების წყალობით, მათი თხზულებების გაცნობით დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობებში არსებულ პრობლემებს და მხარს ვუჭერდი რუსეთის სამართლიან ინტერესებს ამ დაპირისპირებაში, ისე მართლმადიდებლურად, ანუ ჭეშმარიტად ქრისტიანულად მოაზროვნე რუს პილიტიკოსსა და პოლიტოლოგს უნდა გაეგო და დაეფასებინა თვითონ საქართველოს სამართლიანი ინტერესები და ასეთ თანამშრომლობაზე უარი არ უნდა ეთქვა. თავად ქრისტიანობა გვასწავლის, რომ სხვებს არ ვუსურვებდეთ და ვუკეთებდეთ ისეთ რამეს, რასაც საკუთარ თავს არ ვუსურვებდით და არ ვინდომებდით, რომ ასეთი რამ ჩვენთვის გაეკეთებინათ. და უფრო მეტიც, მაცხოვრი გვასწავლის: ისე მოექეცით სხვებს, როგორც გინდათ სხვები თავად თქვენ მოგექცნენო. ეს კი გულისხმობს ამ შემთხვევაში რუსეთისა და საქართველოს ისეთ ურთიერთობებს, როცა ორივე მხარის სამართლიანი ინტერესები იქნება გათვალისწინებული და შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილებულიც.

ასეთ საფუძვლებზე რუსეთთან საქართველოს მოკავშირეობა თვითონ რუსეთისთვისაც სასარგებლო უნდა ყოფილიყო. მაგრამ რუსებმა ჩემთან ასეთი თანამშრომლობა დღემდე არ ისურვეს. მე სხვადასხვა დროს მივმართე იმ ქართულ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის კურსს ემხრობიან, მაგრამ არც მათ გამიკარეს თავიანთ სიახლოვეს. ჩემი აზრითა და გამოცდილებით, ამათ უნდათ მხარდამჭერი და ტაშის დამკვრელი ადამიანები, ხოლო ვისაც გარკვეული სერიოზული ცოდნა გააჩნია – ისინი მათ არ სჭირდებათ, რადგან ყველაფერში ყველაზე უფრო მეტად «მცოდნეები» და «ჩახედულები» თვითონ არიან. ესენი რომ მართლა პოლიტიკურ მოღვაწეობასა და ბრძოლაზე იყვნენ ორიენტირებული, მაშინ თავიანთ თანამოზრეებს იგნორირებას კი არ გაუკეთებდნენ, არამედ გვერდში დაიყენებდნენ და ერთობლივი ძალებით უფრო მეტის მიღწევასაც შეძლებდნენ. თვითონ მათი საქმიანობიდან კი ისე გამოდის, რომ მათ უნდათ უბრალოდ აფიქსირონ თავიანთი დამოკიდებულება და ამისთვის რუსეთიდან დაფინანსება და გარკვეული მხარდაჭერა მიიღონ, ხოლო თუ თავად რუსეთი მოახერხებს თავისი საქმიანობითა და ბრძოლით ჩვენს ქვეყანაში დასავლეთის გავლენის ნეიტრალიზაციას და აქ გაბატონდება, მაშინ ეს «მოღვაწეები» უკვე შესაბამის თანამდებობებსა და უფრო მეტ ფულებს იშოვნიან. ეს არის და ეს... 

თვითონ ამათი ჩაკეტილობა და უწინარეს ყოვლისა თავიანთ პირად და ანგარებიან ინტერსებზე ზრუნვა იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ისინი ქვეყანასა და ხალხზე კი არ იზრუნებენ, არამედ ისევ საკუთარ ვიწრო ინტერესებსა და კეთილდღეობაზე, რა თქმა უნდა, რუსეთის უკვე უსამართლო ინტერესების დაკმაყოფილებისა და თავიანთი სამშობლოს სამართლიანი მოლოდინის «მიფუჩეჩებითა» და «ჩაწიხვლით». შესაბამისად, მაშინ უკვე ქართულ საზოგადოებაში განვითარდება ანტირუსეთული განწყობებიც, რაც იმის ანალოგიური შეიქნება, როგორც სააკაშვილის მმართველობის ხანაში ჩვენში ანტიამერიკული განწყობების გაძლიერების სახით გამოვლინდა. ბევრი იტყვის – რუსებიც ამერიკელებივით ღორები ყოფილან, რადგან ეს ღორები თავზე დაგვასვესო – და მართლებიც იქნებიან. თვითონ რუსები ქრისტიანობაზე უფრო მაშინ ლაპარაკობენ, როცა ბევრ რამეში მათზე უფრო დაწინურებულ და ძლიერ დასავლეთთან უხდებათ დავა, სადაც თავს უფრო სუსტად გრძნობენ. და ასეთ შემთხვევაში ისინი ქრისტიანული სწავლებისა და ქრისტიანული ფასეულობების მოშველიებით ცდილობენ თავიანთი პოზიციების დაცვას. ხოლო როცა მათზე უფრო სუსტ ქვეყნებთან და ხალხებთან უხდებათ დავა ან დაპირისპირება, მაშინ ქრისტიანული სწავლება და ფასეულობები, ანუ ურთიერთპატივისცემის დამოკიდებულება, ორივე მხარის სამართლიანი ინტერესების დაკმაყოფილება აღარ ახსოვთ ახლა და მხოლოდ რუსეთის ინტერესებზე ლაპარაკობენ, რომელთა გატარებაცა და დაკმაყოფილებაც ვითომდა ყველასთვის სიკეთის მომტანი იქნება. ჩემს ბლოგში ამ ბოლო თვეებში გამოვაქვეყნე რუსულ ენაზე რამდენიმე წერილი, რომლებშიც სწორედ ეს ჩვენი ქართული სატკივარია გაჟღერებული. თუ რუსეთის ფედერაციის მმართველი წრეები და პოლიტიკურად აქტიური ძალები მართლაც ქრისტიანულად მოგვიდგებიან და ჩვენგანაც ასეთივე დამოკიდებულებას მიიღებენ, მაშინ ორივე მხრე ამით უთუოდ მრავალ სიკეთეს ვნახავთ, ხოლო თუ არა – მაშინ კი საქმით უფლის უარმყოფელთ ალბათ ახალი მძიმე განსაცდელების გადატანა მოუწევთ, რათა მართლაც თავიანთი საქმეებით გახდნენ ქრისტიანები, და არა მარტო ლამაზი სიტყვებითა და გარეგნული წესების შესრულებით. იგივე ითქმის თავად ქართული, ასევე რუსული საზოგადოების შიგნითაც ადამიანებს შორის ურთიერთობებზეც. მოკლედ – რასაც დავთესთ, იმას მოვიმკით.


IV. საქართველოს ისტორიისა და თანამედროვეობის საკითხები 

ეს თემა ბლოგში გამოქვეყნებული მასალების რაოდენობის მიხედვით მე-3 ადგილს იკავებს საერთოდ ბლოგის წერილობით მასალებში (60 წერილი, რაც საერთო რაოდენობის 14,1 %-ია), ხოლო მკითხველთა დაინტერესების მიხედვით კი – მე-4 ადგილს (სულ 13 339 შემოსვლა, რაც შემოსვლების საერთო რაოდენობის 9,6 %-ია). მკითხველთა ინტერესის მიხედვით დალგებული წერილების პირველი ოცეული აქ შემდეგნაირად გამოიყურება:

1) «არქანჯელო ლამბერტი აფხაზების შესახებ» – [ბლოგზე ატვირთვის თარიღი – 19.11.10] – {2018 წლის 12 იანვრის მდგომარეობით მკითხველთა შემოსვლების რაოდენობა – 963};

2) «ისტორიული პარალელები» (ამონარიდების გამოყენებით დავით გურამიშვილის «დავითიანიდან») – [19.11.10] – {847};

3) საქართველოს დღევანდელი სატკივარის ერთი მხარე რუსლან მიქაბერიძის შემოქმედებაში – [26.11.10] – {743};

4) «ევლია ჩელების ცნობები XVII საუკუნის შუახანების საქართველოს, ქართველების, აფხაზებისა და კაზაკების შესახებ» (ნაწილი I) – [03.10.14] – {725}; 5) «გიორგი XIII-ის მეფობის ხანა» (ნაწილი I) (პლატონ იოსელიანის წიგნიდან «ცხოვრება გიორგი მეცამეტისა») – [06.12.10] – {691};

6) ინტერვიუ: რამდენად რეალურია მესამე მსოფლიო ომის საშიშროება? – [19.11.10] – {577};

7) «გეორგიევსკის ტრაქტატის დადებიდან ერეკლე მეფის გარდაცვალებამდე» (პლატონ იოსელიანის წიგნიდან «ცხოვრება გიორგი მეცამეტისა») – [06.12.10] – {524};

8) «ზოგიერთი რამ ქართული ისტორიოგრაფიის შესახებ» – [26.04.11] – {507};

9) «გიორგი XIII-ის მეფობის ხანა» (ნაწილი II) (პლატონ იოსელიანის წიგნიდან «ცხოვრება გიორგი მეცამეტისა») – [06.12.10] – {491};

10) «ივანე ჯავახიშვილი ბიზანტიელი ავტორების მიერ ქართული ტომების მოხსენიების შესახებ» – [22.12.10] – {471};

11) «სარწმუნოებისა და ეკლესია-მონასტრების შესახებ» (პლატონ იოსელიანის წიგნიდან «ცხოვრება გიორგი მეცამეტისა») – [06.12.10] – {445};

12) რუსლან მიქაბერიძის პოეზიიდან – [03.04.15] – {420};

13) «ივანე ჯავახიშვილი აფხაზეთის შესახებ III-XI საუკუნეებში» – [22.12.10] – {413};

14) ქრისტიანობა და პოლიტიკა – [26.11.10] – {412};

15) «წმინდა ილია მართლის (ილია ჭავჭავაძის) აზრები» – [06.12.10] – {384};

16) «ვახუშტი ბატონიშვილი გიორგი XI-ისა და ვახტანგ VI-ის მეფობის შესახებ» – [20.02.16] – {327};

17) საქართველოს პროდასავლური კურსის შესახებ (ნაწილი II) – [09.05.12] – {303};

18) «ივანე ჯავახიშვილი აფხაზებისა და სხვა ქართული (ქართველური) ტომების თაობაზე ძველ ბერძნულ წყაროებში არსებული ცნობების შესახებ» – [22.12.10] – {282}; 

19) «ივანე ჯავახიშვილის ცნობები აფხაზების ვინაობის, განსახლებისა და ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიების შესახებ» – [22.12.10] – {271};

20) «ივანე ჯავახიშვილი აფხაზებისა და სხვა ქართული (ქართველური) ტომების თაობაზე უძველეს ასურულ წყაროებში არსებული ცნობების შესახებ» – [22.12.10] – {232}.

და ასე შემდეგ.

ამ ჩამონათვალშიც შედის ისეთი წერილები, რომლებიც უფრო დიდი მოცულობის მქონე მასალების შემადგენელი ნაწილებია. ასეთი მასალებია, კერძოდ, პლატონ იოსელიანის წიგნი «ცხოვრება გიორგი მეცამეტისა», ასევე ამანარიდები ევლია ჩელების წიგნის თარგმანიდან და ივანე ჯავახიშვილის ვრცელი წერილი «ქართული ტომების ვინაობის, უძველესი მოხენიებისა და განსახლების შესახებ», რომელიც მე ბლოგზე სულად ავტვირთე, და ის ცალკული თემების მიხედვით შესაბამის წერილებად შევთავაზე მკითხველს. ამ მასალებიდან პლატონ იოსელიანის ზემოხსენებულ წიგნში მთლიანად 2018 წლის 12 იანვარს ბლოგის მკითხველთა 2874 შემოსვლა იყო ნაჩვენები, ივანე ჯავახიშვილის წერილში – 1886, ევლია ჩელების წიგნიდან ამონარიდ ვრცელ მასალაში – 889 და ნაშრომში «საქართველოს პროდასავლური კურსის შესახებ» – 502 შემოსვლა; ასევე საყურადღებოა ბლოგზე ორ ნაწილად ატვირთული ვრცელი ამონარიდები ბიბლიიდან სახელწოდებით «ღვთივსათნო ურთიერთობები ადამიანებს შორის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, ოჯახურ და პირად საკითხებში მოსეს ხუთწიგნეულის მიხედვით», სადაც მთლიანობაში მკითხველთა 177 შემოვლაა ამა წლის 12 იანვარს დაფიქსირებული. 

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით საქართველოს ისტორიული და თანამედროვე ცხოვრების თემატიკის მასალები მკითხველთა დაინტერესების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება.

1) «პლატონ იოსელიანის წიგნიდან “ცხოვრება გიორგი მეცამეტისა”» (ნაწილები I-IX) – [ბლოგზე ატვირთვის თარიღი – 06.12.10; 06.07.16] – {2018 წლის 12 იანვარს მკითხველთა შემოვლების საერთო რაოდენობა – 2874};

2) «ივანე ჯავახიშვილი ქართული ტომების ვინაობის, უძველესი მოხსენიებისა და განსახლების შესახებ» (ნაწილები I-VII) – [22.12.10] – {1886};

3) «არქანჯელო ლამბერტი აფხაზების შესახებ» – [19.11.10] – {963};

4) «ევლია ჩელების ცნობები XVII საუკუნის შუახანების საქართველოს, ქართველების, აფხაზებისა და კაზაკების შესახებ» (ნაწილები I-II) – [(03 და 15).10.14] – {889};

5) «ისტორიული პარალელები» – [19.11.10] – {847};

6) საქართველოს დღევანდელი სატკივარის ერთი მხარე რუსლან მიქაბერიძის შემოქმედებაში – [26.11.10] – {743};

7) ინტერვიუ: რამდენად რეალურია მესამე მსოფლიო ომის საშიშროება? – [19.11.10] – {577};

8) «ზოგიერთი რამ ქართული ისტორიოგრაფიის შესახებ» – [26.04.11] – {507};

9) საქართველოს პროდასავლური კურსის შესახებ (ნაწილები I-II) – [09.05.12] – {502};

10) რუსლან მიქაბერიძის პოეზიიდან – [03.04.15] – {420};

11) ქრისტიანობა და პოლიტიკა – [26.11.10] – {412};

12) «წმინდა ილია მართლის (ილია ჭავჭავაძის) აზრები» – [06.12.10] – {384};

13) «ვახუშტი ბატონიშვილი გიორგი XI-ისა და ვახტანგ VI-ის მეფობის შესახებ» – [20.02.16] – {327};

14) ივანე ჯავახიშვილის ცნობები აფხაზების ვინაობის, განსახლებისა და ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიების შესახებ – [22.12.10] – {271};

15) «ეროვნული საკითხის გამო» – [19.11.10] – {223};

16) ზოგიერთი მოსაზრება საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის საკონსტიტუციო შეთანხმებასთან დაკავშირებით – [02.12.11] – {220};

17) ჟაკ ფრანსუა გამბა ტრადიციული ევროპული დამპყრობლობის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და 1820-იანი წლებისთვის არსებული მდგომარეობის შესახებ – [19.05.14] – {209};

18) ღვთივსათნო ურთიერთობები ადამიანებს შორის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, ოჯახურ და პირად საკითხებში მოსეს ხუთწიგნეულის მიხედვით (ნაწილები I-II) – [30.06.11 და 23.08.11] – {177};

19) აფხაზეთთან და აფხაზებთან დაკავშირებული კიდევ ერთი ქართული სიყალბის გამო – [19.05.14] – {171};

20) მართლმადიდებლობის როლი და ამოცანები გაერთიანებულ ევროპაში – [08.10.13] – {99};

21) «პროფესორი ვალერიან გაბაშვილი ვახუშტი ბატონიშვილის ისტორიულ-პოლიტიკური შეხედულებების შესახებ» – [28.02.16] – {90};

22) პლებისციტის გამო ნატო-ს საკითხზე და ზოგიერთი სხვა რამ – [19.11.10] – {67};

23) 1920-იანი წლების გლობალიზაციის “მარგალიტები” – [09.07.17] – {65};

24) მეფე არჩილ II თეიმურაზ I-ისა და მაშინდელი საქართველოს ცხოვრების შესახებ (ნაწილები I-II) – [(08-09).05.17] – {61};

25) ჩემი ბლოგის წერილობითი მასალების შესახებ – [04.03.17] – {45};

26) მეფე არჩილ მეორე – ლექსნი ასნი ორმუხლნი – [13.08.17] – {31};

27) იოსებ სააკაძე – დიდმოურავიანი (ნაწილები I-II) – [09.09.17] – {30};

28) საქართველოს აქლემებს შორის გამოჭყლეტილი კოზაკის ბედს უმზადებენ – [23.12.12] – {29};

29) ეროვნული უსაფრთხოების ერთი აქტუალური საკითხის გამო – [29.04.13] – {29};

30) მეფე არჩილ II – საქართველოს ზნეობანი – [18.06.17] – {26};

31) მეფე არჩილ მეორე – გაბაასება კაცისა და სოფლისა – [22.07.17] – {23};

32) საქართველოს წარსულის ზოგიერთი საკითხი მეფის არჩილ II-ის შემოქმედებიდან – [19.06.17] – {22};

33) ბლოგზე გამოქვეყნებული წერილობითი მასალების კლასიფიკაცია თემატიკისა და მკითხველთა დაინტერესების მიხედვით – [06.04.17] – {21};

34) სუმბატ დავითის ძე X საუკუნის ბოლოსა და XI-ის დასაწყისში საქართველოს ცხოვრებისა და ჩვენს ქვეყანაში ბიზანტიის კეისრის ლაშქარში რუსული ჯარის პირველად გამოჩენის შესახებ – [06.06.17] – {18};

35) მეფე არჩილ II თამარ მეფის დროს საქართველოს მიერ წარმოებული და გადატანილი ომების შესახებ – [21.05.17] – {16};

36) მეფის თეიმურაზ პირველის პოეზიიდან – [16.08.17] – {16};

37) ივანე ჯავახიშვილი ქართველთა მონასტრების შესახებ უცხოეთში XVI საუკუნეში – [18.04.17] – {13};

38) ბესარიონ გაბაშვილის (ბესიკის) და გოდერძი ფირალიშვილის პოეზიიდან – [19.12.17] – {13};

39) ქართლის მეფის თეიმურაზ მეორის პოეზიიდან (ნაწილები I-II) – [(23; 26).11.17] – {12};

40) ქართლის მეფის ვახტანგ მეექვსის პოეზიიდან – [28.09.17] – {11}.

ასეთია ამ თემაზე ბლოგზე განთავსებული მასალები მთლიანად და მათში მკითხველთა შემოსვლების მაჩვენებლები.


V. საზღვაგარეთის სახელმწიფოთა სამხედრო მშენებლობის საკითხები 

ეს თემატიკა იკავებს მეოთხე ადგილს ბლოგის წერილობით მასალებში მათი რაოდენობის მიხედვით (43 მასალა, რაც მათი საერთო რაოდენობის 10,1 %-ია), და მეხუთე ადგილს მკითხველების მათ მიმართ ინტერესის მიხედვით (7508 შემოსვლა, რაც წერილობით მასალებში მთელი შემოსვლების 5,4 %-ია). მკითხველების შემოსვლის მიხედვით ისინი შემდეგნაირად ლაგდება.

1) «აშშ სამხედრო სტრატეგიისა და ნატო-ს კოალიციური სტრატეგიის განვითარება 1950-იანი წლებიდან 80-იანების დასაწყისამდე» (ნაწილი I) – [წერილის ბლოგზე ატვირთვის თარიღი 08.02.11] – {2018 წლის 12 იანვრის ჩათვლით მოცემულ წერილში მკითხველების შემოსვლათა რაოდენობა 736};

2) «აშშ სამხედრო სტრატეგიისა და ნატო-ს კოალიციური სტრატეგიის განვითარება 1950-იანი წლებიდან 80-იანების დასაწყისამდე» (ნაწილი III) – [08.02.11] – {683};

3) «აშშ სამხედრო სტრატეგიისა და ნატო-ს კოალიციური სტრატეგიის განვითარება 1950-იანი წლებიდან 80-იანების დასაწყისამდე» (ნაწილი IV) – [08.02.11] – {396};

4) «ნატო-ს ბლოკის ევროპული ქვეყნების სამხედრო მშენებლობის ძირითადი საკითხები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში» (ნაწილი I) – [20.06.11] – {371};

5) «აშშ შეიარაღებული ძალები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში» (ნაწილი I) – [27.04.11] – {368};

6) «აშშ სამხედრო სტრატეგიისა და ნატო-ს კოალიციური სტრატეგიის განვითარება 1950-იანი წლებიდან 80-იანების დასაწყისამდე» (ნაწილი II) – [08.02.11] – {357};

7) «აშშ სამხედრო სტრატეგიისა და ნატო-ს კოალიციური სტრატეგიის განვითარება 1950-იანი წლებიდან 80-იანების დასაწყისამდე» (ნაწილი V) – [08.02.11] – {347};

8) «1990-91 წლებში სპარსეთის ყურის ზონაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის შესახებ» (ნაწილი I) – [15.07.14] – {298};

9) «ნატო – წარსული და თანამედროვეობა» – [27.02.12] – {286};

10) «აშშ შეიარაღებული ძალები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში» (ნაწილი II) – [27.04.11] – {252};

11) «აშშ სახმელეთო ჯარების დაკომპლექტება და საბრძოლო მომზადება. ოფიცერთა კადრების მომზადება და მათ მიერ სამსახურის გავლა» (ნაწილი I) – [09.10.12] – {246};

12) «ნატო-ს ბლოკის გარეთ მყოფი ზოგიერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში» (ნაწილი I) – [06.11.13] – {231};

13) «ნატო და დასავლეთევროპული კავშირი 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში» (ნაწილი I) – [14.05.11] – {216};

14) შეიარაღებული ძალების სახეობათა და სპეციალური დანიშნულების ძალების მოქმედებები სპარსეთის ყურის ზონაში 1990-91 წლებში (ნაწილი I) – [11.09.14] – {183}; 

15) «1990-91 წლებში სპარსეთის ყურის ზონაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის შესახებ» (ნაწილი II) – [15.07.14] – {163};

16) შეიარაღებული ძალების სახეობათა და სპეციალური დანიშნულების ძალების მოქმედებები სპარსეთის ყურის ზონაში 1990-91 წლებში (ნაწილი II) – [22.09.14] – {161}; 

17) «“საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)” კონცეფციის რეალიზაციის პირობები» – [17.05.12] – {158};

18) «აშშ შეიარაღებული ძალები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში» (ნაწილი IV) – [27.04.11] – {154};

19) «ნატო-ს ბლოკის ევროპული ქვეყნების სამხედრო მშენებლობის ძირითადი საკითხები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში» (ნაწილი IV) – [20.06.11] – {145}; 

20) «ნატო-ს ბლოკის ევროპული ქვეყნების სამხედრო მშენებლობის ძირითადი საკითხები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში» (ნაწილი V) – [20.06.11] – {144}. 

და ასე შემდეგ.

ზემოთ მოყვანილი ჩამონათვლიდან აშკარად ჩანს, რომ ამ თემატიკაში ბევრია დიდი მასალა, წიგნის მოცულობისა, და ქვემოთ მოვახდენთ თითოეული სახელწოდების მიხედვით ცალცალკე გამოქვეყნებული ნაწილების გაერთიანებას და მთლიანობაში მათში შემოსვლების შეჯამებას. ასეთნაირად წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე მკითხველთა დაინტერესების მიხედვით ეს ფაქტობრივად წიგნები და ასევე ცალკეული წერილებიც შემდეგნაირად ლაგდება:

1) «აშშ სამხედრო სტრატეგიისა და ნატო-ს კოალიციური სტრატეგიის განვითარება 1950-იანი წლებიდან 80-იანების დასაწყისამდე» (ნაწილები I-V) – [08.02.11] – {2519};

2) «აშშ შეიარაღებული ძალები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში» (ნაწილები I-V) – [27.04.11] – {957};

3) «ნატო-ს ბლოკის ევროპული ქვეყნების სამხედრო მშენებლობის ძირითადი საკითხები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში» (ნაწილები I-V) – [20.06.11] – {931};

4) «1990-91 წლებში სპარსეთის ყურის ზონაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის შესახებ» (ნაწილები I-II) – [15.07.14] – {461};

5) «ნატო და დასავლეთევროპული კავშირი 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში» (ნაწილები I-III) – [14.05.11] – {396};

6) «აშშ სახმელეთო ჯარების დაკომპლექტება და საბრძოლო მომზადება. ოფიცერთა კადრების მომზადება და მათ მიერ სამსახურის გავლა» (ნაწილები I-II) – [(09-10).10.12] – {390};

7) «შეიარაღებული ძალების სახეობათა და სპეციალური დანიშნულების ძალების მოქმედებები სპარსეთის ყურის ზონაში 1990-91 წლებში» (ნაწილები I-II) – [(19-22).09.14] – {344};

8) «საბრძოლო მოქმედებები განსაკუთრებულ პირობებში» (ნაწილები I-II) – [(13-15).05.14] – {324};

9) «ნატო-ს ბლოკის გარეთ მყოფი ზოგიერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში» (ნაწილები I-II) – [06.11.13] – {304};

10) «ნატო – წარსული და თანამედროვეობა» – [27.02.12] – {286};

11) «დამატებითი მასალები ნატო-ს ბლოკის შესახებ 1970-იან წლებში» (ნაწილები I-IV) – [27.02.15 – (04-06).03.15] – {237};

12) «“საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)” კონცეფციის რეალიზაციის პირობები» – [17.05.12] – {158};

13) «აშშ “მძიმე” ფორმირებების საბრძოლო გამოყენება» (ნაწილები I-II) – [07.07.12] – {113};

14) «შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების პრაქტიკა საზღვარგარეთის ქვეყნებში» – [04.11.12] – {91};

15) «ჩრდილოატლანტიკური კავშირის სწრაფი რეაგირების ძალები» – [15.03.12] – {85}; 

16) «აშშ შეიარაღებული ძალების მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები» (1990-იანი წლების დასაწყისში) – [29.12.11] – {78};

17) «აშშ შეიარაღებული ძალების მართვის უმაღლესი ორგანოები» (1980-იანი წლების მიწურულს) – [26.01.12] – {69};

18) «საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია (ბრძოლა)» – აშშ სახმელეთო ჯარების საბრძოლო გამოყენების კონცეფცია 1980-იან წლებში – [17.05.12] – {34};

19) სამხედრო-საზღვაო ძალები ნატო-ს გაერთიანებული (სამოკავშირეო) შეიარაღებული ძალების სწავლებაზე ატლანტიკაში 1980-იანი წლების დასაწყისში – [22.05.17] – {22}. 

ასეთია მთლიანობაში ამ თემის მასალები მათში მკითხველთა შემოსვლების რაოდენობის ჩვენებით. გასულ წელს გამოქვეყნებულ წერილში უფრო ვრცლად მქონდა განხილული ისინი, აქ აღარ შევუდგები იმ მსჯელობების გამეორებას, ხოლო მკითხველს კი შეუძლია 2017 წლის აპრილის თვის მასალებში შემოვიდეს და ადვილად იპოვნოს ის წერილი, გაეცნოს იქ გამოქმულ აზრებსა და შეხედულებებს ან კიდევ ერთხელ გაიხსენოს ისინი. 


VI. მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილისა და თანამედროვე ქართული ლიტერატურის სხვა მასალები 

ეს თემატიკა ბოლო მე-7 ადგილზეა ბლოგში მასში გამოქვეყნებული მასალების რაოდენობით (სულ 26 წერილი და თარგმანი, რაც მასალების საერთო რაოდენობის დაახლოებით 6,1 %-ია), და მე-6 ადგილზე მათში მკითხველების შემოსვლათა რაოდენობით (5458 შემოსვლა, რაც წერილობით მასალებში საერთოდ შემოსვლების 3,9 %-ია). ეს მასალები მკითხველთა დაინტერესების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: 

1) ჰერმან ჰესე – «რიოში მარგალიტებით თამაში» (ნაწყვეტი) – [ამ თარგმანის ბლოგზე ატვირთვის თარიღია 23.03.11] – {მასში მკითხველთა შემოსვლების რაოდენობა ამა წლის 12 იანვრის მდგომარეობით 1443};

2) ამონარიდები წიგნიდან «გერმანული პოეზიის მცირე ანთოლოგია» (მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი) – [08.04.13] – {563};

3) ერთი სპექტაკლის თაობაზე – «ჩვენთვის უცნობი ქვეყანა» – [14.12.13] – {505};

4) «მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილის ლექსები» – [22.02.11] – {481};

5) «ჰერმან ჰესეს “რიოში მარგალიტებით თამაშის” თარგმანთან დაკავშირებული საკითხების გამო» – [21.01.14] – {399};

6) რეცენზია წიგნზე “პოეტური სიტყვის რთველი” (ც. ხეთერელი) – [09.09.11] – {390};

7) ეთერი ბებოს (ეთერ ნუცუბიძის) ლექსები – [10.09.11] – {326};

8) «ზოგი რამ დღევანდელი ლიტერატურის შესახებ» – [17.01.11] – {244};

9) მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილის კიდევ ერთი ახალი წიგნის შესახებ – [23.08.17] – {154};

10) «კობა არაბულის პოეზიის გამო» – [07.05.11] – {137};

11) ინტერვიუ: «გამომცემლობა “სიესტას” უჩივიან» – [16.01.14] – {132};

12) Mariam Ksowreli-Chartischwili – Lyrik aus Georgien – [29.04.11] – {110};

13) «გერმანელი რომანტიკოსი პოეტი ქალების შემოქმედებიდან» – [06.01.13] – {82};

14) მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი – «ალილოზედ თქმული» – [06.01.12] – {78};

15) «კლემენს მარია ბრენტანოს ლირიკა» – [06.01.13] – {75};

16) «ნინო ბაქანიძის წიგნის გამო “ანა საოცრებათა ქვეყანაში”» – [03.05.11] – {68};

17) «მამისთვალი» (მოთხრობა) – [25.12.11] – {62};

18) ისევ სასამართლო პროცესის გამო ჰერმან ჰესეს “რიოში მარგალიტებით თამაშის” თარგმანთან დაკავშირებით (ნაწილები I-III) – [(23; 24).09.17 – 29.10.17] – {44};

19) ახალი წიგნები – [16.07.17] – {40};

20) «იოზეფ ფონ აიხენდორფის ლირიკა» – [06.01.13] – {39};

21) სოლომონ ნადიმაშვილის ლექსების შესახებ – [17.04.17] – {28};

22) მაინც როგორები ვართ ეს ადამიანები? (მარინა რევიშვილი) – [11.08.17] – {24};

23) ლიტერატურული პორტრეტი – ვახტანგ გოგიჩაიშვილი – [16.12.17] – {18};

24) მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილის ახალი წიგნები (ლალი ბრეგვაძე-კახიანი) – [06.12.17] – {16}.

აქაც მთლიანად არის მოყვანილი მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილისა და თანამედროვე ქართული ლიტერატურის სხვა თხზულებების განყოფილებაში ატვირთული მასალები. 


VII. საქართველოს სამხედრო მშენებლობის საკითხები 

ეს თემატიკა მე-5 ადგილზე დგას ბლოგში გამოქვეყნებული მასალების რაოდენობის მიხედვით (სულ 40 მასალა, რაც საერთოდ წერილობითი მასალების 9,4 %-ია), და უკანასკნელ მე-7 ადგილზე მათში მკითხველების შემოსვლის რაოდენობით (სულ 3371 შემოსვლა, რაც მათი საერთო რაოდენობის 2,4 %-ს შეადგენს). ამ მაჩვენებლით მასალების პირველი ოცეული შემდეგნაირად წარმოგვიდგება:

1) «საქართველოს შესაძლო ნეიტრალიტეტის სამხედრო ასპექტები დასავლეთევროპული გამოცდილების მიხედვით» – [წერილის ბლოგზე ატვირთვის თარიღი – 19.10.11] – {მოცემულ წერილში 12.01.2018-ში მკითხველების შემოსვლათა რაოდენობა – 314};

2) «ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულება და საქართველო» – [16.09.13] – {248};

3) «აშშ შეიარაღებული ძალები და საქართველო» (ნაწილი I) – [28.03.13] – {217};

4) «ტერორიზმის ზოგიერთი სამხედრო ასპექტის შესახებ» – [13.12.11] – {201};

5) «საქართველოს გარშემო არსებული სამხედრო-სტრატეგიული ვითარების მოკლე ანალიზი» – [11.10.11] – {156};

6) «აშშ შეიარაღებული ძალები და საქართველო» (ნაწილი II) – [29.04.13] – {155};

7) «CFE ხელშეკრულება და საქართველო» – [13.12.12] – {152};

8) «იცნობ მეზობელს, ჩასწვდომიხარ ღირსებას მისას?!» (ნაწილი I) – [13.11.12] – {129};

9) «საქართველოს შეიარაღებული ძალები დასავლეთ ევროპის მცირე სახელმწიფოთა მაგალითზე» – [26.11.10] – {124};

10) «თურქეთის თანამედროვე სახმელეთო ჯარები და საქართველო» – [02.08.13] – {121}; 

11) «თანამედროვე ჯავშანსატანკო ჯარების შესახებ» – [10.01.13] – {120};

12) «ნატო: ერთია სიტყვა და საქმე?» – [19.11.10] – {109};

13) «ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულება და რუსეთი» – [25.04.15] – {105}; 

14) «თანამედროვე სახმელეთო ჯარები» – [12.08.13] – {100};

15) «შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები და საქართველო» – [01.10.13] – {92};

16) «რუსეთის თანამედროვე შეიარაღებული ძალები და საქართველო» – [02.08.13] – {78}; 

17) «თანამედროვე მექანიზებული ქვეითი ჯარების შესახებ» – [12.01.13] – {71};

18) «კანონპროექტისთვის 2001 წელში საქართველოს შეიარაღებული ძალების რიცხოვნების შესახებ» – [11.10.11] – {67};

19) «თანამედროვე ქვეითი ჯარის შესახებ» – [16.01.13] – {63}; 20) საქართველოს გარშემო არსებული სამხედრო-სტრატეგიული ვითარების ანალიზი – [03.06.13] – {60}.

თუმცა კი ამ თემატიკაში გვხვდება ორი შედარებით უფრო ვრცელი წერილი, რომლებიც ბლოგზე ორ-ორ ნაწილად იქნა ატვირთული. და თუ დავაჯამებთ მათში მკითხველების შემოსვლას, მაშინ ზემოთ ნაჩვენები განთავსება წერილებისა მცირედ შეიცვლება. სახელდობრ, მათი პირველი ათეული უკვე იქნება:

1) «აშშ შეიარაღებული ძალები და საქართველო» (ნაწილები I-II) – [28.03.13; 29.04.13] – {372};

2) «საქართველოს შესაძლო ნეიტრალიტეტის სამხედრო ასპექტები დასავლეთევროპული გამოცდილების მიხედვით» – [19.10.11] – {314};

3) «ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულება და საქართველო» – [16.09.13] – {248};

4) «ტერორიზმის ზოგიერთი სამხედრო ასპექტის შესახებ» – [13.12.11] – {201};

5) «იცნობ მეზობელს, ჩასწვდომიხარ ღირსებას მისას?!» (ნაწილები I-II) – [(13-14).11.12] – {170};

6) «საქართველოს გარშემო არსებული სამხედრო-სტრატეგიული ვითარების მოკლე ანალიზი» – [11.10.11] – {156};

7) «CFE ხელშეკრულება და საქართველო» – [13.12.12] – {152};

8) «საქართველოს შეიარაღებული ძალები დასავლეთ ევროპის მცირე სახელმწიფოთა მაგალითზე» – [26.11.10] – {124};

9) «თურქეთის თანამედროვე სახმელეთო ჯარები და საქართველო» – [02.08.13] – {121}; 

10) «თანამედროვე ჯავშანსატანკო ჯარების შესახებ» – [10.01.13] – {120};

და შემდეგ როგორც ზემოთაა. თუმცა კი, სასურველი იქნებოდა გავაგრძელოთ ამ თემაზე გამოქვეყნებული წერილების ჩამოთვლა, რათა მკითხველმა მათი შინაარსის ნახვა და გააზრება ერთობლიობაში შეძლოს. ამასთან ისინი ძალიან ბევრიც არ არის და მკითხველსაც ზედმეტად არ დატვირთავს. ასე რომ, დანარჩენი წერილების ჩამონათვალი იქნება შემდეგი:

11) «ნატო: ერთია სიტყვა და საქმე?» – [19.11.10] – {109};

12) «ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულება და რუსეთი» – [25.04.15] – {105}; 

13) «თანამედროვე სახმელეთო ჯარები» – [12.08.13] – {100};

14) «შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები და საქართველო» – [01.10.13] – {92};

15) «რუსეთის თანამედროვე შეიარაღებული ძალები და საქართველო» – [02.08.13] – {78}; 

16) «თანამედროვე მექანიზებული ქვეითი ჯარების შესახებ» – [12.01.13] – {71};

17) «კანონპროექტისთვის 2001 წელში საქართველოს შეიარაღებული ძალების რიცხოვნების შესახებ» – [11.10.11] – {67};

18) «თანამედროვე ქვეითი ჯარის შესახებ» – [16.01.13] – {63};

19) «საქართველოს გარშემო არსებული სამხედრო-სტრატეგიული ვითარების ანალიზი» – [03.06.13] – {60};

20) «ამერიკულ-ქართული სიყალბე, ანუ რისთვის გვაჩუქა პენტაგონმა 10 ვერტმფრენი» – [25.01.13] – {53};

21) «“წრთვნისა და აღჭურვის” პროგრამის ნამდვილი არსი და მნიშვნელობა» – [04.02.13] – {51};

22) «თურქეთის თანამედროვე შეიარაღებული ძალები და საქართველო» – [02.08.13] – {51};

23) «რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და ძირითადი შეიარაღების განლაგება მის ტერიტორიაზე» – [02.08.13] – {49}; 

24) «საქართველოს გარშემო არსებული სამხედრო-სტრატეგიული ვითარება» – [04.12.12] – {46};

25) «საქართველოს შეიარაღებული ძალების სავარაუდო რიცხოვნების შესახებ» – [31.01.13] – {46}; 

26) «თანამედროვე სამთოქვეითი ჯარების შესახებ» – [22.01.13] – {43};

27) «სახელმწიფო უსფრთხოების ფორმულა: მინუს რუსეთის სამხედრო ძალა» – [12.08.13] – {39};

28) «ზოგიერთი რამ საქართველოს თავდაცვის შესახებ» – [14.05.13] – {35};

29) «საბრძოლო მოქმედებები ერაყში მეორე მსოფლიო ომში გერმანული ჯარების გამოცდილების ფონზე» – [03.03.13] – {35};

30) «საქართველოს სამხედრო მშენებლობის საჭირბოროტო საკითხების შესახებ» – [16.09.13] – {35}; 

31) «“ნატო-ს სტანდარტები” – მითი და სინამდვილე» – [11.02.13] – {32};

32) «ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს რუსეთის აგრესიისგან დაიცავს?» – [14.01.13] – {30};

33) «ეროვნული უსაფრთხოების ერთი აქტუალური საკითხის გამო» – [29.04.13] – {29}; 

34) «ისევ “ნატო-ს სტანდარტების” შესახებ» – [03.03.13] – {23};

35) «საქართველოს სამხედრო მშენებლობის საჭირბოროტო საკითხები თანამედროვე ეტაპზე» – [14.05.13] – {22};

36) «დიდმპყრობელი რუსეთიდან დიდმპყრობელ დასავლეთამდე» – [20.05.13] – {15};

37) ამონარიდები წერილიდან: “ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულება და რუსეთი” – [09.01.18] – {8};

38) კანონპროექტისთვის “მობილიზაციის შესახებ” – [30.12.17] – {6};

39) ამონარიდი წერილიდან: “საქართველოს პროდასავლური კურსის შესახებ” – [07.01.18] – {4}.

ამის შემდეგ გასულ წელს მკითხველთა ინტერესის მიხედვით ბლოგის წერილობითი მასალების დახასიათებისას მქონდა ვრცელი მსჯელობები, რომლებიც ქვემოთ მინდა ისევ უცვლელად გავიმეორო, ვინაიდან მათ აქტულურობა დღესაც არ დაუკარგავთ. მე მაშინ ვწერდი:

საგაზეთო და საჟურნალო წერილების ამ სათაურებიდან ნათლად ჩანს, რომ ეს წერილები ჩვენი ქვეყნის თანამედროვე შეიარაღებული ძალების მშენებლობის ძირეულ და აქტუალურ საკითხებს შეეხება. ამიტომ მეტად გულსატკენია, რომ მკითხველთა ინტერესი მათ მიმართ საკმაოდ დაბალია. გაისმის ხოლმე ფრაზები – სამხედრო საკითხები მე არ მეხება, არ მაინტერესებს და სხვა. ამ დროს კი ასეთ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ეს მათი ქვეყნის თავდაცვასა და მათსავე მშვიდობას, მათსავე უსაფრთხოებას შეეხება. ავიწყდებათ ის, რომ ისინი ამომრჩევლები არიან და თავიანთ არჩევანს სწორედ სახელმწიფო მშენებლობის ყველა ძირეულ საკითხში, და, მათ შორის, სამხედრო სფეროშიც – საკუთარი შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და საერთაშორისო სამხედრო პოლიტიკის სფეროში – სწორედ თავიანთი ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე უნდა აკეთებდნენ, და არა მეხუთე- და მეათეხარისხოვანი მიზეზებისა და ნიშნების საფუძველზე.

სახელდობრ, 2000-2001 წლებში, როცა მე საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის კვლევით განყოფილებაში ვმუშაობდი, გავაკეთე ორი ნაშრომი, რომლებიც ჩემს ბლოგშია ატვირთული: «საქართველოს გარშემო არსებული სამხედრო-სტრატეგიული ვითარების მოკლე ანალიზი» და «კანონპროექტისთვის 2001 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიცხოვნების შესახებ». ამ ნაშრომებში გატარებული იყო ის აზრი, რომ აშშ-ისა და საერთოდ დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამზადებდა ახალ დიდ ომს კავკასია – ცენტრალური აზიის მიმართულებით, რომელშიც მეორე მხარედ იკვეთებოდა რუსეთ-ირან-ჩინეთის კოალიცია. ეს დიდი და საშინელი ომი იქნებოდა, და ამ დაპირისპირების პირაპირზე იმყოფებოდა სწორედ საქართველო, მთელ ამიერ- და ჩრდილოკავკასიასთნ ერთად, რაც ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის მეტად დიდი უბედურებების მომტანი იქნებოდა. გარდა ამისა, ევროპის მცირე ნეიტრალური ქვეყნების, ნატოს წევრი ნორვეგიისა და საბერძნეთის, ასევე ისრაელის შეიარაღებული ძალების რიცხოვნების, ომიანობის დროისთვის განკუთვნილი რეზერვებისა და ძირითად შეიარაღებათა რაოდენობრივი მონაცემების საფუძველზე ასევე ნათლად იყო ნაჩვენები, რომ ეუთო-ს ეგიდით საქართველოსთვის დადგენილი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის კვოტები (არაუმეტეს 220 საბრძოლო ტანკის, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის და 285 საველე საარტილერიო სისტემისა) 5-მილიონიანი ქვეყნისთვის ძალზედ ცოტაა და მინიმალურადაც კი ვერ აკმაყოფილებს მისი თავდაცვითი აუცილებლობის მოთხოვნებს, თავდაცვით საკმარისობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

ეს ცოდნა და ინფორმაცია მე პირველ რიგში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში მივიტანე, რომლის თავმჯდომარეც მაშინ რეზო ადამია გახლდათ, მაგრამ ვერც მისგან და ვერც მისი აპარატისგან ამაში დინტერესება და ქვეყნის სასარგებლოდ საქმიანობის სურვილი ვერ დავინახე (ასევე ვერც თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობისგან). ამის შემდეგ მივმართე «მოქალაქეთა კავშირის» საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელობას, რომლის სათავეშიც მაშინ პარლამენტის წევრი მიხეილ სააკაშვილი იდგა. იქ ამ საკითხში გარკვევაზე უარი არ უთქვამთ და ეს ამ ფრაქციის ერთერთმა წევრმა, თუ მეხსიერება არ მღალატობს, მაია სიმონიძემ ითავა, მაგრამ საბოლოოდ ეს ყველაფერი მიჩუმდა და ჩაიფარცხა. და იმ ხანებშივე გახმაურდა უკვე ჩვენი ტელევიზიით, თუ როგორ თათხავდა მიხეილ სააკაშვილი თავდაცვის მინისტრად მორიგი ვადით დასამტკიცებელ საკომიტეტო მოსმენის სხდომაზე მინისტრობის კანდიდატს დავით თევზაძეს იმის გამო, რომ ქვეყანაში არსებული საერთო გაჭირვების პირობებში ის ძვირადღირებული «ჯიპებით» დასეირნობდა. რა თქმა უნდა, «ჯიპების» თემაც არ იყო ყურადღების გარეშე დასატოვებელი, მაგრამ საქართველოს გარშემო არსებულ მძიმე სამხედრო-სტრატეგიულ ვითარებასა და მისგან მომდინარე დიდი ომის მუქარასთან, აგრეთვე საქართველოში ქვეყნის თავდაცვისუნარიანი შეიარაღებული ძალების მშენებლობისთვის ეუთო-ს ეგიდით დადგენილი ჩვეულებრივი შეტევითი შეიარაღების კვოტების არასაკმარისობის პრობლემასთან შედარებით, «ჯიპების» საკითხი მართლაც რომ მეხუთე- ან სულაც მეათეხარისხოვანი გახლდათ.

აქედანვე დაიწყო სხვა მაგალითებითაც იმის გამოკვეთა, რომ სააკაშვილი გამოვიდოდა ვითომდა ქვეყნის მოსახლეობის გაჭირვებული ფენების ინტერესების დამცველად, მაშინ როცა ზურაბ ჟვანია საშუალო ფენის ინტერესებს დაიცავდა, დავით გამყრელიძე და მისი «ახალი დემოკრატები» კი მსხვილ მესაკუთრეთა ინტერესებს. რაც აქედან გამოვიდა, შემდეგ წლებში ჩვენმა ხალხმა საკუთარ თავსა და ტყავზე გადაიტანა, ხოლო ჩემთვის კი ყველა ისინი უკვე მაშინ ის პირები და პარტიები გახლდნენ, რომლებსაც ცალცალკე გავაცანი ზემოხსენებული პირველხარისხოვანი თემები, მაგრამ მათ ამაზე დუმილი და მიფუჩეჩება არჩიეს. მათი საქმიანობის შედეგები ჩვენი ხალხისთვის დაფარული უკვე აღარ არის, თუმცა კი მათი საქმე, ვითარცა საქმე ლენინისა – კვლავაც გრძელდება და პოლიტიკურად აქტიური ქართველების მხრიდან თავიანთი სამშობლოს ინტერესების გაყიდვას, მათ მიერ სხვათა ინტერესების სამსახურს, სამწუხაროდ, დასასრული არ უჩანს. და ამ ფონზე ათასობით შემოსვლაა თუნდაც ამ ბლოგში დასავლეთის სახელმწიფოთა ისტორიებში (აქვე ვგულისხმობ თურქეთსაც), დასავლეთის ქვეყნების რელიგიური და ლიტერატურული ცხოვრების საკითხებში და სულ რამდენიმე ათეული – საქართველოს თანამედროვე შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სისტემის მშენებლობის საკითხებში.

ხშირად მითქვამს და დამიწერია, და ახლაც გავიმეორებ, რომ, ექიმი ის კი არ არის, ვისაც თეთრი ხალათი აცვია, არამედ ის – ვინც ექიმობა იცის და შეუძლია. თეთრი ხალათი კი ამ დროს უმთავრესად ჰიგიენის საშუალება და მისი გამომხატველია. ასევე, ამომრჩეველი ის კი არ არის, ვისაც ხელში საარჩევნო ბიულეტენი უჭირავს, არამედ ის, ვინც სათანადო დონეზეა გარკვეული ქვეყნის საშინაო ცხოვრების მოწყობისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ვინც გააზრებულად იცის, თუ რომელი პარტიის ან კანდიდატის პროგრამას დაუჭიროს მხარი, ვისაც საამისოდ ნება გააჩნია, ხოლო საარჩევნო ბიულეტენი კი მხოლოდ საშუალებაა მის მიერ ამ ნების გამოსახატად. და ამ დროს ისეთი განცხადებები, რომ სამხედრო საქმე, ეკონომიკა, ფინანსები, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, განათლება, ჯანდაცვა, საიდუმლო სამსახურები, სამოქალაქო თავდაცვა, დიპლომატია და სხვა სფეროები, უფრო სწორად, მათი ძირეული საფუძვლები და საკითხები მე არ მეხება და არ მაინტერესებსო, რბილად რომ ვთქვათ – სიბრიყვე და ჭკუამოკლეობაა. ასეთი უცოდინარი და საქმეში ჩუხედავი ამომრჩეველი ყოველთვის მოტყუებული იქნება პოლიტიკაში «მოჩალიჩე» ათასნაირი ანგარი ადამიანების, პარტიებისა და ავანტიურისტებისგან, რომელთა მიმართ გამოხატული ნდობა მას, ჩვეულებრივ, იმედების გაცრუებით, ათასგვარი გაჭირვებითა და უბედურებით უბრუნდება. 

«არაკაცების რაოდენობა
პარტიებში და მმართველობაში,
გადაგვარება-გაქრობის საფრთხე
შიშს რომ არ ბადებს ქართველობაში.
თუ შემეშალა, მაშინ ბოდიში –
მშვიდობაში და ჯანმრთელობაში».

ასე და ბევრი ამგვარი ლექსით ახდენს რეაგირებას ამ და მსგავს სატკივარებზე ბ-ნი რუსლან მიქაბერიძე. და ძნელია მას არ დავეთანხმოთ.

ამის შემდეგ კი, ისევე როგორც შარშან, ბლოგის მკითხველთ მინდა ის 50-ზე მეტი მასალა გავაცნო (მაშინ 30 მასალა გავაცანი), რომელთაგან თითოეულში ბლოგის მომხმარებელთა 500-ზე მეტი შემოსვლაა ამ წლის 12 იანვრი მდგომარეობით ნაჩვენები. ესენია როგორც რადენიმე ნაწილისგან შემდგარი ვრცელი მასალები, ისე ცალკეული წერილებიც:

1) «რომანტიზმი ევროპულ ლიტერატურაში და გერმანელი რომანტიკოსები» – [ბლოგზე ატვირთვის თარიღია 25.04.11] – {მკითხველთა შემოსვლები 12.01.18-ის მიწურულს – 10 434};

2) «თურქეთის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [07.10.10] – {10 084};

3) აკადემიკოსი ნიკოლოზ დუბროვინი – «გიორგი XII საქართველოს უკანასკნელი მეფე და მისი შემოერთება რუსეთთან» (მთლიანი წიგნის თარგმანი) – [17.01.11– 03.03.12] – {7216};

4) ნიკოლოზ დუბროვინი ქართველების შესახებ (ეს ვრცელი მასალა ჯერჯერობით დასამთავრებელია) – [2014–2017 წწ.] – {6735};

5) «დიდი ბრიტანეთის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [07.10.10] – {5754};

6) «რეფორმაციის ისტორია» – [01.11.10] – {4209};

7) «საფრანგეთის რევოლუციის ისტორია» (ნაწილები I-II) – [01.11.10] – {4109};

8) «ცალკეული მოვლენებისა და პიროვნებათა შესახებ გერმანიის ისტორიაში» (ნაწილები I-IV) – [01.11.10] – {4003};

9) პროფესორი ანატოლი სმირნოვი – «რუსეთის ისტორია რევოლუციისა და სამოქალაქო ომის წლებში» (ნაწილებიI-III) – [(01-15).11.10] – {3411};

10) «ესპანეთის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [10.01.11] – {3287};

11) «საფრანგეთის ისტორია უძველესი დროიდან 1789 წლის ივლისის რევოლუციამდე» – [07.10.10] – {3251};

12) «გერმანიის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [07.10.10] – {2965};

13) «პლატონ იოსელიანის წიგნიდან “ცხოვრება გიორგი მეცამეტისა”» (ნაწილები I-IX) – [06.12.10; 06.07.16] – { 2874};

14) «საფრანგეთის ისტორია რევოლუციის შემდეგ XIX საუკუნის მიწურულამდე» – [07.10.10] – {2862};

15) «ქართული ისტორიოგრაფია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა შესახებ» (ნაწილები I-VI) – [(05-08).12.10] – {2626};

16) «აშშ სამხედრო სტრატეგიისა და ნატო-ს კოალიციური სტრატეგიის განვითარება 1950-იანი წლებიდან 80-იანების დასაწყისამდე» (ნაწილები I-V) – [08.02.11] – {2519};

17) «იტალიის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [02.10.13] – {2103};

18) თავადი ვსევოლოდ მასალსკი – ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიები მათი მაზრებითა და ოკრუგებით, აგრეთვე საქართველოს საეგზარქოსო (ნაწილები I-III) – [(10-11).01.11] – {2004};

19) «ივანე ჯავახიშვილი ქართული ტომების ვინაობის, უძველესი მოხსენიებისა და განსახლების შესახებ» (ნაწილები I-VII) – [22.12.10] – {1886};

20) «ნიკოლოზ დუბროვინი აფხაზების შესახებ» (ნაწილები I-IV) – [01.11.10] – {1885};

21) აკადემიკოსი დუბროვინი – «კავკასიაში ომისა და რუსების მფლობელობის ისტორია» (ტომი III) – [20.03.14 – 06.11.16] – {1797};

22) «გერმანიის ისტორია ენციკლოპედიურ ლექსიკონ «გრანატის» მიხედვით» (უძველესი დროიდან 1920-იან წლებამდე) (ნაწილები I-IV) – [04-08.02.13] – {1668};

23) აკადემიკოსი დუბროვინი – «კავკასიაში ომისა და რუსების მფლობელობის ისტორია» (ტომი II) – [08.09.12 – 15.11.13] – {1545};

24) ჰერმან ჰესე – «რიოში მარგალიტებით თამაში» (ნაწყვეტი) – [23.03.11] – {1443};

25) «ზოგიერთი ინფორმაცია მოკლედ რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების შესახებ XVIII-XIX საუკუნეებში» (ნაწილები I-III) – [06.12.10] – {1038}; 

26) «არქანჯელო ლამბერტი აფხაზების შესახებ» – [19.11.10] – {963};

27) «აშშ შეიარაღებული ძალები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში» (ნაწილები I-V) – [27.04.11] – {957};

28) «ნატო-ს ბლოკის ევროპული ქვეყნების სამხედრო მშენებლობის ძირითადი საკითხები 1970-იან წლებსა და 80-იანების დასაწყისში» (ნაწილები I-V) – [20.06.11] – {931};

29) «ისლამური სამყარო: გეოპოლიტიკური და ცივილიზაციური მეტოქეობა» (ნ. ნ. საიტიდან) – [25.12.11] – {927};

30) «ევლია ჩელების ცნობები XVII საუკუნის შუახანების საქართველოს, ქართველების, აფხაზებისა და კაზაკების შესახებ» (ნაწილები I-II) – [(03 და 15).10.14] – {889};

31) «ბიზანტია და ბიზანტინიზმი» – [03.07.13] – {864};

32) «ხელშეკრულება, რომელმაც შეცვალა ომის მსვლელობა» (ნ. ნ. საიტიდან) – [18.07.12] – {860};

33) «ისტორიული პარალელები» (ამონარიდი დავით გურამიშვილის «დავითიანიდან») – [19.11.10] – {847};

34) «შოტლანდიის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [05.02.11] – {845};

35) საქართველოს დღევანდელი სატკივარის ერთი მხარე რუსლან მიქაბერიძის შემოქმედებაში – [26.11.10] – {743};

36) «კალვინი და კალვინიზმი» – [22.02.12] – {741};

37) «ტერორიზმი როგორც გლობალიზაციის გარდაუვალი ნიშანი» (ნ. ნ. საიტიდან) – [18.01.12] – {724};

38) «ირლანდიის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» – [10.91.11] – {698};

39) «საქართველოსა და რუსეთის ისტორიულ ურთიერთობათა შესახებ» – [26.11.10] – {666};

40) ინტერვიუ: რამდენად რეალურია მესამე მსოფლიო ომის საშიშროება? – [19.11.10] – {577};

41) «გეორგიევსკის ტრაქტატზე წარმოდგენის გაყალბება ქართულ ისტორიულ აზროვნებაში» – [26.11.10] – {564};

42) ამონარიდები წიგნიდან «გერმანული პოეზიის მცირე ანთოლოგია» (მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი) – [08.04.13] – {563};

43) «ოსები და ოსეთი, რუსი ავტორების მიხედვით, XIX საუკუნის მიწურულს» – [10.01.11] – {558};

44) «კულტურის რელიგიურ-ფილოსოფიური საფუძვლები» (ნ. ნ. საიტიდან) – [16.11.10] – {558};

45) Соломон Лекишвили – «Когда возник термин “Южная Осетия”»? – [21.03.11] – {536};

46) «გერმანული სამხედრო სიმღერების ტექსტები» – [30.10.10] – {528};

47) პოლკოვნიკი ბურნაშოვი საქართველოს შესახებ – [01.11.10] – {513};

48) «რუსეთი და მსოფლიო აღმოსავლური საკითხი» (ნ. ნ. საიტიდან) – [16.11.10] – {511}; 

49) «ქართული საზოგადოება საქართველოს რუსეთთან შეერთების ხანაში» (ნაწილები I-II) – [01.06.12] – {510};

50) «ზოგიერთი რამ ქართული ისტორიოგრაფიის შესახებ» – [26.04.11] – {507};

51) ერთი სპექტაკლის თაობაზე – «ჩვენთვის უცნობი ქვეყანა» – [14.12.13] – {505};

52) საქართველოს პროდასავლური კურსის შესახებ – [09.05.12] – {502}.

აქ ზემოთ მოყვანილ ჩამონათვალში მე-7 ადგილზე განთავსებული ვრცელი წერილი «საფრანგეთის რევოლუციის ისტორია» (ნაწილები I-II), აგრეთვე 11-ე და 14-ე ადგილებზე გასული წერილები «საფრანგეთის ისტორია უძველესი დროიდან 1789 წლის ივლისის რევოლუციამდე» და «საფრანგეთის ისტორია რევოლუციის შემდეგ XIX საუკუნის მიწურულამდე» თარგმნილია ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონიდან და ისინი შეგვიძლია გავაერთიანოთ ერთი სათაურით «საფრანგეთის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე», რომელშიც ბლოგის მკითხველების საერთო შემოსვლები ჯამში გამოდის 10 222; ასევე, ვრცელი მასალა «ცალკეული მოვლენებისა და პიროვნებათა შესახებ გერმანიის ისტორიაში» (ნაწილები I-IV), რომელიც ბლოგში მკითხველთა შემოსვლების მიხედვით მე-8 ადგილზე დგას, 12-ე ადგილზე გასული წერილის «გერმანიის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე» შემადგენელი ნაწილების კრებულია იმავე ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონიდან და ისინიც შეგვიძლია გავაერთიანოთ ერთ ვრცელ მასალად (წიგნად) სახელწოდებით «გერმანიის ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მიწურულამდე», ხოლო მათში მკითველების საერთო შემოსვლები გამოდის 6968.

თუმცა კი ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბროქჰაუზ-ეფრონის ზემოხსენებულ ლექსიკონში გერმანიის გარდა ევროპის სხვა ქვეყნების ისტორიებშიც იყო მითითებები გარკვეული კონკრეტული საკითხების შესაბამის ტომებში გაცნობის შესახებ და იქაც რომ მეთარგმნა ის წერილები და შესაბამისი სახით ბლოგზე ამეტვირთა, მაშინ ამ ქვეყნების ისტორიებშიც მკითხველთა საერთო შემოსვლების მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნებოდა. მაგრამ ასეთი სამუშაოს გაწევა სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ მოხერხდა და გვაქვს ის სურათი, რაც არის.

ასეთია, ღვთის წყალობით, ბლოგის წერილობითი მასალების დღევანდელი მდგომარეობა, აგრეთვე მათ მიმართ მკითხველთა ინტერესი როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. აქვე ისევ მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი ბლოგის მომხმარებლებს მათი ყურადღებისა და დაფასებისთვის; ასევე გულისტკივილი გამოვხატო კვლავ იმის გამო, ჩენი ქვეყნის სახელისუფლებო სტრუქტურები, სამეცნიერო და კულტურული ელიტა, აგრეთვე საპატრიარქოს მესვეურებიც დღემდე, სამწუხაროდ, არ აქცევენ ყურადღებას ამ მასალების შემქმნელს, არ აფასებენ მის შრომას, რაც სავსებით ბუნებრივად გამოიხატება ჩემს დამოკიდებულებაზე მათ მიმართ და, აგრეთვე, იმაზეც, რისი გაკეთებაც კიდევ შეიძლებოდა და რაც ვერ მოხერხდა, თუნდაც სულ ახლახანს ზემოთ მოყვანილი მაგალითების სახით.

ირაკლი ხართიშვილი 

No comments:

Post a Comment