Thursday, February 15, 2018

კანონპროექტისთვის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ

(პირველად გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის ნაშრომის სახით 1998 წლის მარტში)


შინაარსი 

შესავალი
I. სამხედრო მოსამსახურეთა სტატუსი ამერიკის შეერთებულ შტატებში
II. სამხედრო მოსამსახურეთა სტატუსი გაერთიანებულ სამეფოში
III. სამხედრო მოსამსახურეთა სტატუსი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში
IV. სამხედრო მოსამსახურეთა სტატუსი საფრანგეთში
დასკვნა
გამოყენებული წყაროები


შესავალი 

მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების სარდლობები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ადამიანის ფაქტორს. ისინი თვლიან, რომ ნებისმიერი სამხედრო სტრატეგიის წარმატება საბოლოო ჯამში დამოკიდებულია მის რეალიზაციაში მონაწილე ადამიანების მომზადების ხარისხსა და რაოდენობაზე. ეს კი, თავის მხრივ, განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს როგორც ჯარების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტებასა და საბრძოლო მომზადებას, ისე სამხედრო მოსამსახურეთა სოციალურ და სამართლებრივ უზრუნველყოფასა და დაცვას, მათი ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული დონის ამაღლებას, თადარიგსა და რეზერვში გადასულ სამხედრო მოსამსახურეთა შრომით მოწყობაზე, სწავლის გაგრძელებისთვის ხელის შეწყობაზე, სამოქალაქო ცხოვრებაში მათ ადაპტაციაზე ზრუნვას, სამხედრო მოსამსახურეებზე, აგრეთვე შეიარაღებული ძალების ინვალიდებსა და დაღუპულთა ოჯახებზე ზრუნვას და ა.შ.

ეს საკითხი ყველგან რეგულირდება შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით, რომლებიც მთლიანობაში განსაზღვრავენ სახელმწიფოში სამხედრო მოსამსახურის სტატუსს. მაგალითად, განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში სამხედრო მოსამსახურეებს მინიჭებული აქვთ მოსამსახურეთა ერთერთი ყველაზე უფრო პრივილეგირებული კატეგორიის სტატუსი. სახელმწიფო ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს მათთვის ცხოვრების საკმარისად მაღალი დონე, ხოლო კადრის ოფიცრებს აძლევს მაღალი პენსიებისა და სხვადასხვანაირი შეღავათების მყარ გარანტიას.

მეორე მხრივ, სამხედრო მოსამსახურეებს ამ ქვეყნებში, თავიანთი სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, აქვთ შეზღუდული პირადი თავისუფლება და პოლიტიკური უფლებები. საარჩევნო ხმის უფლების ქონის მიუხედავად, როგორც წესი, მათ არ შეუძლიათ თავიანთი კანდიდატურების წამოყენება არჩევით თანამდებობებზე პარლამენტსა და ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებში. და თუ სამხედრო მოსამსახურეს სურს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის მიღება, მაშინ მან უნდა დატოვოს ნამდვილი სამხედრო სამსახური და უკვე როგორც სამოქალაქო პირმა წამოაყენოს საკუთარი კანდიდატურა ამა თუ იმ არჩევით თანამდებობაზე.

ქვემოთ უფრო დაწვრილებით განვიხილავთ აღნიშნულ საკითხს ცალკეული სახელმწიფოების შეიარაღებულ ძალებში არსებული პრაქტიკის მაგალითზე.


I. სამხედრო მოსამსახურეთა სტატუსი ამერიკის შეერთებულ შტატებში 

ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები 1973 წლის 1 ივლისიდან პირადი შემადგენლობით კომპლექტდება მოხალისეთაგან, კონტრაქტის საფუძველზე. საყოველთაო სამხედრო ვალდებულების კანონი მშვიდობიანობის დროს დაკონსერვებულია და სამხედრო სამსახურში გაწვევა შეიძლება შეეხოს მხოლოდ იმ პირებს, რომელთა სპეციალობებზეც შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე მომენტში დიდი მოთხოვნილებაა.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ნამდვილ სამხედრო სამსახურში მიიღებიან ჯანმრთელობის მდგომარეობითა და გონებრივი განვითარების დონით ვარგისი ორივე სქესის 17-დან (ქალები 18-დან) 35 წლამდე ასაკის მოქალაქეები და ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხოელები; ამასთან ქალებისთვის აუცილებელია სრული საშუალო განათლება.

მოხალისეების (რეკრუტების) ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება ხდება მათი სამედიცინო შემოწმების საფუძველზე, რის შედეგადაც ისინი იყოფიან სამ კატეგორიად: A – ვარგისია შეზღუდვების გარეშე, B – ვარგისია უმნიშვნელო შეზღუდვებით და C – შეზღუდულად ვარგისია. უკანასკნელი C კატეგორიის მოხალისეები მშვიდობიანობის დროს შეიარაღებულ ძალებში არ ჩაირიცხებიან. კანდიდატების გონებრივი განვითარებისა და ზოგადი განათლების დონე, უნარები და მიდრეკილებები მოწმდება საკვალიფიკაციო გამოცდებზე, რისთვისაც 1979 წლიდან შემოღებულია ტესტების კომპლექსური სისტემა პასუხების 100-ბალიანი შეფასებით. ამის შედეგად კანდიდატები ნაწილდებიან ხუთ კატეგორიად. პირველ კატეგორიაში შედიან ის რეკრუტები ვინც მოაგროვა 100-93 ბალი, მეორეში – 92-65, მესამეში – 64-31, მეოთხეში – 30-10, მეხუთეში – 9-0. უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ მეხუთე კატეგორიაში შესული კანდიდატები საერთოდ არ აღირიცხებიან.

სამედიცინო შემოწმებისა და საკვალიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ მოხალისეები დებენ კონტრაქტს, ღებულობენ რიგით და სერჟანტთა შემადგენლობისთვის დადგენილ ფიცს და ამ დღიდან ითვლებიან შეიარაღებულ ძალებში ნამდვილ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულებად.

ასეთია მოკლედ აშშ შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების მოქმედი სისტემა. ასეთ პირობებში, ცხადია, პენტაგონის ხელმძღვანელობას შესაბამისი ღონისძიებების გატარება და ზომების მიღება უხდება ამერიკულ საზოგადოებაში სამხედრო სამსახურის პრესტიჟის ასამაღლებლად, ნამდვილ სამხედრო სამსახურში მოხალისეების მისაზიდად და კონტრაქტის საფუძველზე გარკვეული ვადით ნამსახურები კვალიფიციური კადრების შეიარაღებულ ძალებში შესანარჩუნებლად. 

ამერიკული სარდლობა შეიარაღებულ ძალებში შესულ მოხალისეებს აძლევს სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობისა და სამსახურის ადგილის (სამხედრო ნაწილის, ობიექტის) არჩევის შესაძლებლობას, კარგ გასამრჯელოს (იხ. ცხრილი 1), საზღვარგარეთ უფასოდ ყოფნის შესაძლებლობას (თუკი ისინი იმსახურებენ ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ობიეტებზე ქვეყნის ტერიტორიის გარეთ); უმუშევრობა მათ არ ემუქრებათ, თანაც შეიარაღებულ ძალებში ეუფლებიან ახალ პროფესიას, რომელიც შემდეგ სამოქალაქო ცხოვრებაშიც შეუძლიათ გამოიყენონ. სახელმწიფო კმაყოფაზე ყოფნის გამო რიგით შემადგენლობას მიღებული ანაზღაურება თითქმის არ ეხარჯება, ამიტომ კონტრაქტის ვადის გასვლისა და სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლებისთვის ახალგაზრდებს უგროვდებათ გარკვეული თანხა საკუთარი საქმის დასაწყებად. თუკი შეიარაღებული ძალებიდან განთავისუფლების შემდეგ ახალგაზრდა გადაწყვეტს უნივერსიტეტში ან კოლეჯში სწავლის გაგრძელებას, პენტაგონი უნაზღაურებს მას სწავლის თანხას ორი-სამი წლის განმავლობაში, გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამხედრო მოსამსახურეთა ზოგადსაგანმანათლებლო დონის ამაღლებას, როგორც უფრო რთული სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის ათვისების მიზნით, ისე შემდეგ სამოქალაქო ცხოვრებაში სასურველი სამსახურის მოსაძებნად, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად და საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დასაკავებლად. 

ცხრილი 1

ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეთა ძირითადი ხელფასები, დადგენილი 1989 წლის 1 იანვრიდან (დოლარი თვეში)

სამხედრო მოსამსახუ- . . . . . . წ . ლ . ე . ბ . ი . ს . . . . ნ . ა . მ . ს . ა . ხ . უ . რ . ე . ბ . ა . . . . 
რეთა კატეგორიები . . . . . . 2-მდე . . . .2 . . . . . .4 . . . . . . 8 . . . . . . .12 . . . . . . 16 . . . . . 20 . . 

უ მ ა ღ ლ ე ს ი | ო ფ ი ც რ ე ბ ი

გენერალი . . . . . . . . . . . . . .5710,8 . . 5911,8 . . 5911,8 . . 6138,6 . . 6291,6 . . 6291,6 . . 6291,6
გენერალ-ლეიტენანტი . . 5061,3 . . 5193,9 . . 5304,3 . . 5439,3 . . 5665,8 . . 6138,3 . . 6291,6
გენერალ-მაიორი . . . . . . . 4584,3 . . 4721,4 . . 4833,6 . . 5193,9 . . 5439,3 . . 5665,8 . . 6138,3

უ ფ რ ო ს ი | ო ფ ი ც რ ე ბ ი

პოლკოვნიკი . . . . . . . . . . . 2823,3 . . 3102,0 . . 3305,1 . . 3305,1 . . 3305,1 . . 3957,6 . . 4250,4
ვიცე-პოლკოვნიკი . . . . . . 2257,8 . . 2651,4 . . 2834,7 . . 2834,7 . . 3077,4 . . 3529,5 . . 3845,1
მაიორი . . . . . . . . . . . . . . . . 1903,5 . . 2317,8 . . 2472,3 . . 2629,2 . . 2966,4 . . 3237,9 . . 3327,6

უ მ ც რ ო ს ი | ო ფ ი ც რ ე ბ ი

კაპიტანი . . . . . . . . . . . . . . .1768,8 . . 1977,6 . . 2339,1 . . 2538,9 . . 2808,6 . . 2877,9 . . 2877,9
პირველი ლეიტენანტი . . 1542,3 . . 1684,5 . . 2091,6 . . 2135,4 . . 2135,4 . . 2135,4 . . 2135,4
მეორე ლეიტენანტი . . . . .1338, 9 . . 1394,1 . . 1684,5 . . 1684,5 . . 1684,5 . . 1684,5 . . 1684,5

ს ე რ ჟ ა ნ ტ ე ბ ი | დ ა | რ ი გ ი თ ე ბ ი

მთავარი სერჟანტი . . . . . . . . – . . . . . . . – . . . . . . – . . . . . . . – . . . . 2143,5 . . 2242,2 . . 2337,0
პირველი სერჟანტი . . . . . . . – . . . . . . . – . . . . . . . – . . . . 1758,0 . . 1855,8 . . 1954,2 . . 2208,4
ოცეულის სერჟანტი . . . . .1227,3 . . 1324,8 . . 1422,0 . . 1517,4 . . 1614,6 . . 1735,8 . . 1807,2
შტაბ-სერჟანტი . . . . . . . . .1058,0 . . 1150,8 . . 1249,3 . . 1343,4 . . 1464,6 . . 1549,2 . . 1583,1
სერჟანტი . . . . . . . . . . . . . . . 926,7 . . 1008,6 . . 1103,7 . . 1224,0 . . 1319,4 . . 1343,4 . . 1343,4
კაპრალი . . . . . . . . . . . . . . . .864,3 . . . 912,6 . . 1041,3 . . 1082,4 . . 1082,4 . . 1082,4 . . 1082,4
1-ლი კლასის რიგითი . . . .814,2 . . . 858,9 . . . 928,8 . . . 928,8 . . . 928,8 . . . 928,8 . . . 928,8
რიგითი . . . . . . . . . . . . . . . . 783,6 . . . 783,6 . . . 783,6 . . . 783,6 . . . 783,6 . . . 783,6 . . . 783,6 

როგორც 80-იანი წლების დასაწყისში ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეთა შორის ჩატარებულმა გამოკითხვამ უჩვენა, რიგითი და სერჟანტთა შემადგენლობის 64 % შეიარაღებულ ძალებში შევიდა სწორედ ზემოთ აღნიშნული პირობების გამოსაყენებლად. კერძოდ, გამოკითხულთა 35 %-მა ნამდვილ სამხედრო სამსახურში შესვლის მიზეზად დაასახელა შეღავათიან პირობებში სპეციალობის შეძენის სურვილი, 20 %-მა – სწავლის გასაგრძელებლად მატერიალური სახსრების მიღების შესაძლებლობა, 9 %-მა – ცხოვრებაში დამკვიდრების სურვილი. და მხოლოდ 10 %-მა განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებში “შევიდა თავისი ქვეყნის სამსახურისთვის”.

აღნიშნული ზომების გატარების შემდეგ მნიშვნელოვნად ამაღლდა მისაღები კონტინგენტის ხარისხობრივი დონეც. საკვალიფიკაციო გამოცდებზე ტესტების საგრძნობლად გართულების მიუხედავად 1982 წელს ნამდვილ სამხედრო სამსახურში დაქირავებულთა საერთო რიცხვიდან (რიგით და სერჟანტთა შემადგენლობის დაახლოებით 100 %) 87 %-მა უჩვენა საშუალოზე მაღალი შედეგები (საჰაერო ძალებში კი 94 %-მა). გონებრივი განვითარების დაბალი კატეგორიის პირთა რაოდენობა ორჯერ შემცირდა და 1983 წლისთვის დაქირავებულთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 12-13 % შეადგინა. სამსახურში ჩარიცხულთა 88 %-ს (საჰაერო ძალებში 94 %) ჰქონდა სრული საშუალო განათლება, რაც 1980 წლის მონაცემებს 18 %-ით აღემატებოდა (მთლიანად ქვეყანაში კი ამ დროს საშუალო განათლება ჭაბუკების 75 %-ს ჰქონდა მიღებული). 

ახალწვეულთა მიღების გარდა პენტაგონის ხელმძღვანელობა დიდ ყურადღებას აქცევს კონტრაქტის საფუძველზე გარკვეული ვადით უკვე ნამსახურები კვალიფიციური სპეციალისტების შეიარაღებულ ძალებში დარჩენის სტიმულირების საკითხს. როგორც 1-ლი ცხრილიდან ჩანს, რიგით და სერჟანტთა შემადგენლობას წლების ნამსახურებასთან ერთად ეზრდება ფულადი ანაზღაურებაც, ამასთან რიგითებისა და კაპრალებისთვის გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ ხელფასის დონე იყინება, თუკი ისინი არ იზრუნებენ საკუთარი პროფესიული დონის ამაღლებასა და სამხედრო წოდების მომატებაზე. ამიტომ პირადი შემადგენლობის დაინტერესებული ნაწილისათვის შეიარაღებულ ძალებში ორგანიზებულია შესაბამისი კურსები როგორც სერჟანტისა და ოფიცრის წოდების მისაღებად, ისე სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობაში კლასის ასამაღლებლად.

რიგითი და სერჟანტთა შემადგენლობის მნიშვნელოვან ნაწილში სამსახურის გაგრძელებისადმი ინტერესის ამაღლებამ საშუალება მისცა სარდლობას შემოეღო გარკვეული შეზღუდვები უფრო გულდასმით შერჩევისა და იმ პირებზე ზეწოლის მოხდენის მიზნით (?) ვინც თანახმაა შეიარაღებულ ძალებში დარჩენაზე შემდეგი ვადით. 

პენტაგონის ოფიციალური მონაცემებით, 1982 წლის შუახანებისთვის კონტრაქტით სამსახურის პირველი ვადის პირთა რიცხვიდან (ისინი შეადგენდნენ რიგითი და სერჟანტთა შემადგენლობის 60 %-ზე მეტს), რომლებიც ვარგისებად იყვნენ ცნობილი, კონტრაქტის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა 73 %-მა (საზღვაო ძალებში 82 %, სახმელეთო ჯარებში 79 %, საჰაერო ძალებში 75 %, საზღვაო ქვეით ჯარში 57 %). მაგრამ კონტრაქტები არ გაუგრძელეს იმ პირებს, ვინც სამსახურის პირველი სამი წლის განმავლობაში ვერ მიიღო კაპრალის (მე-4 კლასის სპეციალისტის) წოდება ან უკანასკნელი 24 თვის განმავლობაში ორჯერ ან მეტად ხანმოკლე დროით თვითნებურად მიატოვა სამხედრო ნაწილის განლაგება. გარდა ამისა კონტრაქტის გაგრძელების მსურველებმა ასევე უნდა ჩააბარონ საკვალიფიკაციო გამოცდები და ტესტების კითხვებზე გაცემული პასუხების მიხედვით გადაწყდება შეიარაღებულ ძალებში მათი შემდგომი ყოფნის საკითხიც.

ამერიკელი სპეციალისტების გამოკვლევებით, მათთვის, ვინც კონტრაქტით ორი ვადა იმსახურა, იმავე 80-იანი წლების დასაწყისში სამხედრო სამსახურში დარჩენისათვის გადამწყვეტი ფაქტორი იყო ფულადი ანაზღაურება და ახალი დანიშვნის მიღების შესაძლებლობა. 2500 სამხედრო მოსამსახურის გამოკითხვის შედეგებით გამოიყვანეს ტიპიური სერჟანტის სახე: 27 წლის, თეთრკანიანი, ნამსახურების ვადა 7 წელი, საშუალო განათლება, ცოლშვილიანი. სწორედ ასეთები შეადგენდნენ რიგით და სერჟანტთა საერთო შემადგენლობის 12 %-ს.

რიგითი და სერჟანტთა შემადგენლობის მესამე კატეგორიას ქმნიან სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც მნიშვნელოვანი ვადით იმსახურეს შეიარაღებულ ძალებში. პენტაგონის ოფიცილური სტატისტიკა მათ იმ პირებს მიაკუთვნებს, რომელთაც აქვთ 12 წელზე მეტი ნამსახურება და იმედოვნებენ იმსახურონ პენსიის უფლების მიღებამდე (რიგითი და სერჟანტთა საერთო შემადგენლობის 10 %). მაგალითად 1982 წლის მონაცემებით, საშუალო კანდიდატი პირველი სერჟანტის წოდების მისაღებად იყო 37 წელს გადაცილებული, სწავლობდა თითქმის 13 წელიწადს, შეიარაღებულ ძალებში იმსახურა 16 წელიწადზე მეტი, მათ შორის წინა წოდებაში ოთხი წელი. პენტაგონის ხელმძღვანელობა მათ, ვინც შეიარაღებულ ძალებში იმსახურა 20 წელი, თადარიგში გასვლის შემდეგ აძლევს პენსიას უკანასკნელ თანამდებობაზე მიღებული ხელფასის 50 %-ის ოდენობით, ხოლო 30 წლის სამსახურის შემდეგ კი – 75 %-ის ოდენობით.

იგივე მიდგომა აქვს ამერიკულ სარდლობას ოფიცერთა კორპუსის მიმართაც. როგორც 1-ლი ცხრილიდან ჩანს, ოფიცრის ხელფასის ზომა დამოკიდებულია სამხედრო წოდებასა და წლების ნამსახურებაზე. ოფიცერთა კორპუსს შეადგენენ უმაღლესი სამხედრო-სასწავლო დაწესებულებების (შეიარაღებულ ძალთა სახეობების აკადემიების, სხვადასხვა რანგის სამხედრო კოლეჯების), აგრეთვე სამოქალაქო უმაღლეს სასწავლებლებთან არსებული რეზერვის ოფიცერთა ჯარსგარეშე მომზადების კურსების (ROTC) და ოფიცერთა საკანდიდატო სკოლების კურსდამთავრებულნი, რომელთაც სამხედროს გარდა აქვთ სამოქალაქო სპეციალობაც და შესაბამისი დიპლომიც. ეს საშუალებას აძლევს მათ რეზერვში ან თადარიგში გასვლის შემდეგ სამოქალაქო ცხოვრებაში უკეთ ადაპტაციისთვის.

ძირითადი ხელფასების გარდა ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს ეძლევათ სპეციალური წამახალისებელი დანამატები, რომელიც დამოკიდებულია სამხედრო სამსახურის გავლის თავისებურებებსა და ხასიათზე, სამხედრო-სააღრიცხვიო სპეციალობების დეფიციტურობასა და შევსებულობის ხასიათზე, სამსახურის დროს მიღწეულ შედეგებზე, ოჯახურ მდგომარეობასა და სხვა ფაქტორებზე. ისინი წარმოადგენენ სამხედრო მოსამსახურეთა მატერიალური უზრუნველყოფის დამატებით წყაროს და სტიმულს აძლევენ კონტრაქტის გაგრძელებისთვის.

სპეციალური დანამატები ამერიკელ სამხდრო მოსამსახურეებს ეძლევათ სიცოცხლისთვის უშუალო საშიშროების რაიონებში სამსახურისთვის (მაგალითად ბოსნია, სპარსეთის ყურის ზონა). დანამატების ოდენობას აშშ კონგრესი განსაზღვრავს; სიცოცხლისთვის რისკთან დაკავშირებულ პირობებში სამსახურისთვის (ვინც მსახურობს ცხელ კლიმატურ პირობებში მუშაობს შხამიან ქიმიურ ნივთიერებებთან ან რადიოაქტიურ მასალებთან, ეწევა ასაფეთქებელ სამუშაოებს, ემსახურება ავიამზიდებზე განლაგებულ თვითმფრინავებს, ხტება პარაშუტით და ა. შ.); საზღვარგარეთ სამსახურისთვის; წყალქვეშა ნავებზე სამსახურისთვის; საფრენოსნო სამსახურისთვის; წყალქვეშა ყვინთვის სამუშაოებისთვის; ოფიცერ-მედიკოსებს; უცხო ენების მცოდნეებს (ეს უკანასკნელნი ყოველ 12 თვეში აბარებენ გამოცდებს უცხო ენაში).

წამახალისებელი დანამატები ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს ეძლევათ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით შესვლისთვის; დეფიციტური სპეცალობების მქონე რიგითებსა და სერჟანტებს კონტრაქტის გაგრძელებისთვის; საზღვარგარეთ ყოფნის გაგრძელებისთვის; ზღვაში სამსახურისთვის; ბირთვული ენერგეტიკული დანადგარების მომსახურებისთვის; ელექტრონიკის, აერონავტიკისა და ასტრონავტიკის სფეროში მომუშავე სამხედრო-ტექნიკური შემადგენლობისა და მეცნიერ-თანამშრომლების წახალისებისთვის; ოფიცერ-მედიკოსებს სამხედრო სამსახურისთვის.

ასეთია მოკლედ ამერიკის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან სამხედრო სამსახურის პრესტიჟის ამაღლების, რეგულარული ჯარებისა და სარეზერვო კომპონენტების სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური და უფლებრივი ინტერესების დაცვაზე ზრუნვის სისტემა. უნდა ითქვას, რომ პენტაგონის ხელმძღვანელობა ასევე დიდ ყურადღებას უთმობს შეიარაღებული ძალების ვეტერანთა და მათი ოჯახების უზრუნველყოფას, ვინაიდან ეს არის ძირითადად მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან შემდგარი 27 მილიონიანი არმია, რომლის უდიდესი ნაწილიც საჭიროების შემთხვევაში ჩადგება შეერთებული შტატების სასიცოცხლო ინტერესების დამცველთა რიგებში.


II. სამხედრო მოსამსახურეთა სტატუსი გაერთიანებულ სამეფოში 

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხდება ასევე მთლიანად ნებაყოფლობით-პროფესიულ საფუძველზე (მოხალისეებით). ამ სისტემაზე იგი შეერთებულ შტატებზე უფრო ადრე გადავიდა (1961 წელს).

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებულ ძალებში მიიღებიან სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი 17,5-დან 30 წლამდე ასაკის ადამიანები. სახმელეთო ჯარებში (არმია) ან საჰაერო ძალებში სამხედრო სამსახურში შემსვლელები დებენ მოკლევადიან ან ჩვეულებრივ კონტრაქტებს ვადით 3-დან 22 წლამდე, ხოლო საზღვაო ძალებში 12 წლით (სურვილის მიხედვით სამხედრო მოსამსახურემ ეს ვადა შეიძლება 22 წლამდე გააგრძელოს). 22 წლით დაქირავებულ პირებს უფლება ეძლევათ ყოველი სამი წლის შემდეგ თავად გადაწყვიტონ სამსახურის ვადის შემდგომი გაგრძელების საკითხი. უარის შემთხვევაში ისინი რეზერვში ჩაირიცხებიან.

სამხედრო სამსახურში ახალგაზრდობის მისაზიდად და “პროფესიული” საარმიო ცხოვრებისადმი ინტერესის გასაღვივებლად ბრიტანეთის სარდლობამ შეიმუშავა პროგრამები, რომელთა შესაბამისად გათვალისწინებულია სამხედრო მოსამსახურეთათვის ფულადი ანაზღაურების გაზრდა, დამატებითი შეღავათები, ზოგადსაგანმანათლებლო მომზადების ამაღლება, თადარიგში დათხოვნის შემდეგ შესაფერის სამსახურში მოწყობა. დიდი ყურადღება ექცევა სამხედრო სამსახურის მიმზიდველობის რეკლამირებასაც.

როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ბრიტანელი ახალგაზრდები სამსახურისთვის უფრო მეტი ხალისით საჰაერო და საზღვაო ძალებში მიდიან, ასევე სახმელეთო ჯარების არტილერიაში, ჯავშანსატანკო და საინჟინრო ჯარებში, მაგრამ ცოტა თუ მოიძებნება ქვეით ჯარში შესვლის მსურველი. ამიტომ 70-იანი წლებიდან ქვეით (მოტოქვეით) ნაწილებსა და ქვედანაყოფებში ახალგაზრდობის მიზიდვის ხელშეწყობის მიზნით იქმნებოდა ე. წ. ახალგაზრდული ქვეითი ბატალიონები, სადაც ღებულობდნენ 15-17 წლის ჭაბუკებს. ეს ბატალიონები დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ვინაიდან მათში ფიზიკურ და სამხედრო მომზადებასთან ერთად აღსაზრდელები ზოგადსაგანმანათლებლო დისციპლინებსაც სწავლობდნენ.

ბრიტანული სარდლობის აღიარებით ქვეყნის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების საქმეში მთელი რიგი სერიოზული პრობლემები არსებობს. მათგან უმთავრესია პერსპექტივების შეზღუდულობა სამხედრო მოსამსახურეთათვის მათი თადარიგში გასვლის შემდეგ, სამხედრო წესრიგისადმი ახალგაზრდობის უარყოფითი დამოკიდებულება, სურვილის არქონა გადაიტანონ საარმიო სამსახურის სიმძიმეები და დაიკაბალონ თავი სამხედრო დისციპლინით. მოხალისეთა ნაკადზე გავლენას ახდენს დემოგრაფიული ფაქტორიც – ქვეყანაში 15-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდობის რაოდენობის ბუნებრივი შემცირება.

შეიარაღებულ ძალებში მოხალისეთა მისაზიდად და უკვე ნამსახური კადრების შესანარჩუნებლად თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პირადი შემადგენლობის სოციალური უზრუნველყოფის საკითხებს. ამ მიზნით სამხედრო მოსამსახურეებს უქმნიან საკმარისად კარგ საყოფაცხოვრებო პირობებს, აძლევენ მაღალ ფულად ანაზღაურებას (ცხრილები 2-4), ხელფასებზე ყოველთვიურ დანამატებს, კომპენსაციებს საცხოვრებელი ფართის დასაქირავებლად, ერთდროულ დახმარებებს, საკმაოდ მაღალ პენსიებს (ცხრილი 5), რაც დიდად უწყობს ხელს ახალგაზრდობის დაინტერესებას ნამდვილ სამხედრო სამსახურში შესასვლელად. 

ცხრილი 2

ბრიტანელი გენერლებისა და ოფიცრების თვიური ხელფასები
(1989 წლის 1 აპრილის მდგომარეობით)

. . . სამხედრო წოდება . . . . . წოდებაში ნამსა- . . . . თ ვ ი უ რ ი | ხ ე ლ ფ ა ს ი 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ხურების ხანგრძ- . . . . . გირვანქა . . . . . ამერიკულ 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ლივობა, წელი . . . . სტერლინგებში . . დოლარებში 

ფელდმარშალი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 7450 . . . . . . . . . . 12 814 . . .
გენერალი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .6000 . . . . . . . . . . 10 320 . . .
გენერალ-ლეიტენანტი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4200 . . . . . . . . . . . .7224 . . .
გენერალ-მაიორი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .3590 . . . . . . . . . . . .6179 . . .
ბრიგადირი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .3230 . . . . . . . . . . . .5555 . . .
პოლკოვნიკი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . . . . . . 2683 . . . . . . . . . . . .4614 . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .2 . . . . . . . . . . . . 2766 . . . . . . . . . . . . 4754 . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .4 . . . . . . . . . . . . 2837 . . . . . . . . . . . . 4879 . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .6 . . . . . . . . . . . . 2908 . . . . . . . . . . . . 5001 . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .8 . . . . . . . . . . . . 2979 . . . . . . . . . . . . 5123 . . .
ვიცე-პოლკოვნიკი . . . . . . . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . . . . . 2337 . . . . . . . . . . . . 4019 . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2 . . . . . . . . . . . .2399 . . . . . . . . . . . . 4126 . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4 . . . . . . . . . . . .2460 . . . . . . . . . . . . 4231 . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 6 . . . . . . . . . . . .2521 . . . . . . . . . . . . 4336 . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 8 . . . . . . . . . . . .2583 . . . . . . . . . . . . 4442 . . .
მაიორი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .1 . . . . . . . . . . . . 1742 . . . . . . . . . . . . 2996 . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2 . . . . . . . . . . . .1784 . . . . . . . . . . . . 3068 . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 3 . . . . . . . . . . . .1826 . . . . . . . . . . . . 3140 . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4 . . . . . . . . . . . .1868 . . . . . . . . . . . . 3212 . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 5 . . . . . . . . . . . .1910 . . . . . . . . . . . . 3285 . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 6 . . . . . . . . . . . .1952 . . . . . . . . . . . . 3357 . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 7 . . . . . . . . . . . .1994 . . . . . . . . . . . . 3429 . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 8 . . . . . . . . . . . .2036 . . . . . . . . . . . . 3501 . . .
კაპიტანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . . . . .1385 . . . . . . . . . . . . 2384 . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2 . . . . . . . . . . . .1421 . . . . . . . . . . . . 2444 . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 3 . . . . . . . . . . . .1458 . . . . . . . . . . . . 2507 . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4 . . . . . . . . . . . .1494 . . . . . . . . . . . . 2569 . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 5 . . . . . . . . . . . .1531 . . . . . . . . . . . . 2633 . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 6 . . . . . . . . . . . .1567 . . . . . . . . . . . . 2695 . . .
ლეიტენანტი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .1 . . . . . . . . . . . .1087 . . . . . . . . . . . . 1869 . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2 . . . . . . . . . . . . 1115 . . . . . . . . . . . . 1917 . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 3 . . . . . . . . . . . . 1143 . . . . . . . . . . . . 1965 . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4 . . . . . . . . . . . . 1171 . . . . . . . . . . . . 2014 . . .
მეორე ლეიტენანტი . . . . . . . . . . . . . . . 1 . . . . . . . . . . . . . 805 . . . . . . . . . . . . 1324 . . .
სამხედრო საწავ-
ლებლის კადეტი . . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . . . . . . .565 . . . . . . . . . . . . .971 . . . 

ცხრილი 3

უორენთ-ოფიცრებისა და სერჟანტების ხელფასები 
(კონტრაქტის ვადები 6-9 წელი)

. . . . . სამხედრო წოდებები . . . . . . . ს ა ტ ა რ ი ფ ო | ბ ა დ ი ს | თ ა ნ რ ი გ ე ბ ი 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4 . . . . . . . . .5 . . . . . . . . 6 . . . . . . . . 7 . . . . 

1-ლი კლასის უორენთ-ოფიცერი . . . . 1194 . . . . . . 1292 . . . . . 1400 . . . . . 1516 . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(2053)* . . . . (2222) . . . .(2408) . . . . (2607) . . .
მე-2 კლასის უორენთ-ოფიცერი . . . . . 1120 . . . . . . 1218 . . . . . 1326 . . . . . 1442 . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(1926) . . . . .(2094) . . . .(2280) . . . . (2480) . . .
შტაბ-სერჟანტი . . . . . . . . . . . . . . . . . . .1049 . . . . . . 1146 . . . . . 1255 . . . . . 1370 . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(1804) . . . . .(1971) . . . .(2158) . . . . (2356) . . .
სერჟანტი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .922 . . . . . . 1090 . . . . . 1197 . . . . . . . – . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(1585) . . . . .(1874) . . . .(2058) . . . . . . (–) . . . .

* ფრჩხილებში ნაჩვენებია ხელფასი აშშ დოლარებში, ფრჩხილების გარეთ კი – გირვანქა სტერლინგებში

ცხრილი 4

რიგითი შემადგენლობის თვიური ხელფასები 
(კონტრაქტების ვადები 6-9 წელია)

. . . . სამხედრო წოდება . . . . . . . . . . სატარიფო ბადის თანრიგები . . . 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .1 . . . . . . . . .2 . . . . . . . . . .3 . . . . 

1-ლი კლასის კაპრალი . . . . . . . . . . . . 908 . . . . . . . 999 . . . . . . . 1097 . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(1561) . . . . . (1718) . . . . . (1886) . . .
მე-2 კლასის კაპრალი . . . . . . . . . . . . . 846 . . . . . . . 937 . . . . . . . 1035 . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(1456) . . . . . (1611) . . . . . (1780) . . .
1-ლი კლასის ლანს-კაპრალი . . . . . . .787 . . . . . . . 877 . . . . . . . . 976 . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(1353) . . . . . (1508) . . . . . (1678) . . .
მე-2 კლასის ლანს-კაპრალი . . . . . . . .731 . . . . . . . 822 . . . . . . . . 920 . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(1257) . . . . . (1413) . . . . . (1582) . . .
მე-3 კლასის ლანს-კაპრალი . . . . . . . .687 . . . . . . . 768 . . . . . . . . 866 . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(1166) . . . . . (1320) . . . . . (1489) . . .
1-ლი კლასის რიგითი . . . . . . . . . . . . .687 . . . . . . . 768 . . . . . . . . 866 . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(1166) . . . . . (1320) . . . . . (1489) . . .
მე-2 კლასის რიგითი . . . . . . . . . . . . . .625 . . . . . . . 716 . . . . . . . . 814 . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(1075) . . . . . (1231) . . . . . (1400) . . .
მე-3 კლასის რიგითი . . . . . . . . . . . . . .559 . . . . . . . 650 . . . . . . . . 748 . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(961) . . . . . . (1118) . . . . . (1286) . . .
მე-4 კლასის რიგითი . . . . . . . . . . . . . .505 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .(868) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

შენიშვნები: 1) 6 წელზე ნაკლები ხანგრძლივობის კონტრაქტის დადებისას თვიური ხელფასი მცირდება 109 გირვანქა სტერლინგით, ხოლო ცხრა წელზე მეტისას – იზრდება 164 გირვანქა სტერლინგით; 2) ფრჩხილებში ნაჩვენებია თანხები აშშ დოლარებში, ხოლო ფრჩხილების გარეთ კი გირვანქა სტერლინგებში.

უცოლშვილო რიგითები და სერჟანტები ცხოვრობენ ყაზარმებში, რომლებიც შედგება ექვს-რვა ადამიანზე გათვლილი ოთახებისგან. ოჯახიანი სამხედრო მოსამსახურები ღებულობენ სამსახურეობრივ ბინებს გარნიზონებსა და სამხედრო ქალაქებში. გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტრო ქირაობს ბინებს კერძო პირებისგან. ხოლო მათ, ვინც თავად ქირაობს საცხოვრებელ ფართს, ეძლევათ დახმარებები (600-1300 გირვანქა სტერლინგი წელიწადში სამხედრო წოდებისა და ა. შ. გათვალისწინებით). მუდმივი საცხოვრებელი ფართის მიღების მსურველებს ჩართავენ ე. წ. მოლოდინის სიაში. კონტრაქტით 22 წლის ვადით ნამსახურებთ უხდიან პრემიას 3500 გირვანქა სტერლინგის ზომით ბინის ან სახლის შესაძენად.

რიგითებისა და სერჟანტებისთვის დადგენილია ხუთდღიანი სამუშაო კვირა. სამსახურეობრივი დროის ხანგრძლივობა დღეღამეში 8 საათია. გამონაკლისი შეიძლება დაიშვას სწავლებების ჩატარების პერიოდში ან საბრძოლო ვითარებაში. ყაზარმული მდგომარეობისას დღე იწყება 7 სთ-ზე ადგომით და მთავრდება 19 სთ-ზე. ორჯერ კვირაში 2-2 საათი ეთმობა სპორტს ან ინდივიდუალური გეგმით მეცადინეობებს. გარდა ამისა, გათვალისწინებულია თავისუფალი დროის 4 სთ. სამხედრო ნაწილის განლაგებიდან განთავისუფლება, როგორც წესი, უწევთ გამოსასვლელ და სადღესასწაულო დღეებში. სამხედრო მოსამსახურეებს ყოველწლიურად ეძლევათ 30-დღიანი ანაზღაურებადი შვებულება, ხოლო მათ, ვინც მსახურობს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიის გარეთ – კიდევ დამატებით 15 დღეღამემდე. სამხედრო ნაწილის ტერიტორიიდან განთავისუფლებულ და შვებულებაში მყოფ სამხედროებს უფლება აქვთ ატარონ სამოქალაქო ტანსაცმელი.

ზემოთ აღნიშნულ პირობებზე დამატებით 90-იანი წლების პირველი ნახევრიდან ჯონ მეიჯორის მთავრობამ კურსი აიღო სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური და სამუშაო ნორმების კერძო სექტორში არსებულ ნორმებთან გათანაბრებაზე. ამის მიზეზია როგორც ფინანსური, ისე საბაზრო ეკონომიკის პრინციპების გატარების სურვილი. ამავე დროს ადმინისტრაცია ცდილობდა სამხედრო დისციპლინისა და სხვა სფეროებთან ურთიერთმოქმედების არსებული დონის შენარჩუნებას. ახალმა ლეიბორისტულმა კაბინეტმა არ უარყო თავისი წინამორბედის მიერ აღებული კურსი, რის შედეგადაც სამხედრო სამსახური დიდ ბრიტანეთში სულ უფრო ემსგავსება სხვა სამუშაოს და კარგავს ტრადიციულად განსაუთრებულ სტატუსს.

ბრიტანული კანონმდებლობა ერთმანეთისგან განაცალკევებს სამოქალაქო და სამხედრო სამართალს. მაგრამ, ამავე დროს სამხედრო სამართალი სამოქალაქო სამართლის ნორმებს ეფუძნება და არავითარ შემთხვევაში არ აუქმებს მათ. შეიარაღებულ ძალებში სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, ზოგიერთ შემთხვევაში სამხედრო სამართალი მეტ აკრძალვებსა და შეზღუდვებს უწესებს სამხედრო მოსამსახურეებს, ზოგჯერ კი პირიქით, დამატებით შეღავათებსა და იმუნიტეტს ანიჭებს კანონის წინაშე. ზოგადად სამხედრო კანონიც, რომელიც ყოველ 5 წელიწადში განახლდება, მაქსიმალურად არის დაახლოეული სამოქალაქო სამართალთან და სამხედრო ტრიბუნალებიც მაქსიმალურად იმეორებენ საერო სასამართლოების პრაქტიკას (ასე, მაგალითად, სამოქალაქო სააპელაციო სასამართლოების მსგავსად არსებობს სამხედრო სააპელაციო სასამართლოებიც).

ბრიტანეთში მოქმედი კანონმდებლობით სამხედრო მოსამსახურეს არ შეიძლება ეკავოს რაიმე საზოგადოებრივი თანამდებობა პარლამენტის თემთა პალატის წევრობის ჩათვლით (განსაკუთრებულ შემთხვევებში და გარკვეულ პირობებში მას შეუძლია კენჭი იყაროს თემთა პალატის არჩევნებში, მაგრამ არჩევის შემთხვევაში უნდა დატოვოს სამხედრო სამსახური). არჩევნების პროცესში სამოქალაქო პირთაგან განსხვავებით სამხედროებს უფლება აქვთ თავად გადაწყვიტონ, თუ რომელ საარჩევნო უბანში ჩაითვალოს მათი ხმები. სამხედროებს, როგორც წესი, ეკრძალებათ პოლიტიკური საქმიანობა ან რომელიმე კავშირის ან სხვა პროფესიული გაერთიანების წევრობა. მათ არ შეუძლიათ, განაკუთრებული ნებართვის გარეშე, იმუშაონ არასამხედრო თანამდებობებზე. გენერალ-მაიორებსა და მათზე მაღალი წოდების უმაღლეს ოფიცრებს სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ ორი წლის განმავლობაში არ შეუძლიათ თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ ბიზნესში საქმიანობა.

აღნიშნული შეზღუდვების სანაცვლოდ შეიარაღებული ძალების სარდლობა ზრუნავს სამხედრო მოსამსახურის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დონის ამაღლებასა და სამოქალაქო სპეციალობის შეძენაზე, რომელიც მას შეიარაღებული ძალებიდან განთავისუფლების შემდეგ გამოადგება. პირადი შემადგენლობის ყველა კატეგორია საღამოს ან დაუსწრებლად შეიძლება სწავლობდეს ერთ უმაღლეს სამოქალაქო ან საშუალო სპეციალურ სასწავლო დაწესებულებაში. შეიარაღებულ ძალებში ყოფნის პერიოდში სამოქალაქო სპეციალობის შეძენის მსურველები შრომითი მოწყობის ბიუროს მეშვეობით შედიან სპეციალურ კურსებზე. ასეთი ბიუროები არსებობს სამხედრო ნაწილების უმრავლესობაში. ისინი ეხმარებიან თადარიგში გამსვლელებს სამსახურის დამამათავრებელ ეტაპზე სამოქალაქო სექტორში შესაბამისი სამუშაოს მოძებნის საქმეში.

სამხედრო მოსამსახურეთა პენსიების ზომებს განსაზღვრავს ქვეყნის პარლამენტი და რეგულარულად ხდება მათი კორექტირება (ინფლაციის ტემპებისა და ფასების ზრდის გათვალისწინებით). ფულადი თანხები დამოკიდებულია სამხედრო წოდებაზე, წლების ნამსახურებასა და ჯანმთელობის მდგომარეობაზე. იმ პირებს, რომლებმაც შეიარაღებულ ძალებში სამსახურის შედეგად დაკარგეს შრომისუნარიანობა, ეძლევათ დამატებითი დანამატები შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის მიხედვით.

ცხრილი 5

ბრიტანელ სამხედრო მოსამსახურეთა პენსიები 

სამხედრო წოდება . . . . . . . . . ყოველთვიური პენსიების ზომები . . . 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . გირვანქა . . . . . . .ამერიკულ . . . 
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . სტერლინგებში . . . დოლარებში . . 

გენერლები (30 წლის ნამსახურებით) 

ფელდმარშალი . . . . . . . . . . . . . . . . . . .3030 . . . . . . . . . . . . . 5211 . . . . . .
გენერალი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .2425 . . . . . . . . . . . . . 4171 . . . . . .
გენერალ-ლეიტენანტი . . . . . . . . . . . . 1697 . . . . . . . . . . . . . 2918 . . . . . .
გენერალ-მაიორი . . . . . . . . . . . . . . . . . 1374 . . . . . . . . . . . . . 2363 . . . . . .
ბრიგადის გენერალი . . . . . . . . . . . . . .1106 . . . . . . . . . . . . . .1902 . . . . . .

ოფიცრები (20 წლის ნამსახურებით) 

პოლკოვნიკი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 705 . . . . . . . . . . . . . 1212 . . . . . .
ვიცე-პოლკოვნიკი . . . . . . . . . . . . . . . . . 608 . . . . . . . . . . . . . 1045 . . . . . .
მაიორი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 480 . . . . . . . . . . . . . . 825 . . . . . .
კაპიტანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .400 . . . . . . . . . . . . . . 688 . . . . . .

უორენთ-ოფიცრები, სერჟანტები და რიგითები (22 წლის ნამსახურებით) 

1-ლი კლასის უორენთ-ოფიცერი . . . . 358 . . . . . . . . . . . . . . 615 . . . . . .
მე-2 კლასის უოერნთ¬-ოფიცერი . . . . . 326 . . . . . . . . . . . . . . 560 . . . . . .
შტაბ-სერჟანტი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 317 . . . . . . . . . . . . . . 545 . . . . . .
სერჟანტი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 279 . . . . . . . . . . . . . . 479 . . . . . .
კაპრალი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .253 . . . . . . . . . . . . . . 437 . . . . . .
რიგითი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 199 . . . . . . . . . . . . . . 342 . . . . . .


III. სამხედრო მოსამსახურეთა სტატუსი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 

გფრ-ის შეიარაღებული ძალების (ბუნდესვერის)** პირადი შემადგენლობით დაკომპლექტება ხდება შერეული პრინციპით – როგორც საყოველთაო სამხედრო ვალდებულების, ისე ნებაყოფლობით-პროფესიულ საფუძველზე. (** ბუნდესვერი – die Bundeswehr – ნიშნავს კავშირის, ფედერაციის თავდაცვას) სავალდებულო სამსახურის ვადა რამდენჯერმე შემცირდა და დღეისთვის 12 თვეს შეადგენს. ეს ხელს უწყობს ქვეყნის სამხედროვალდებული მოსახლეობის უფრო მეტი ფენების განსწავლას სამხედრო საქმეში, რაც საჭიროების შემთხვევაში მრავალრიცხოვანი მომზადებული არმიის ფორმირების შესაძლებლობას იძლევა. მაგრამ მეორეს მხრივ, უკანასკნელ ათწლეულებში სამხედრო საქმეში განვითრებულმა სამეცნიერო-ტექნიკურმა პროგრესმა, შეიარაღებული ძალების ავტომატიზაციისა და მექანიზაციის მაღალმა დონემ და ბოლოს თანამედროვე მიკროელექტრონული, ლაზერული, ინფრაწითელი, კომპიუტერული და სხვა ტექნიკით აღჭურვილი მაღალი სიზუსტის იარაღის გამოჩენამ აუცილებელი გახადა ჯარებში მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების ყოლა, რომელთა მომზადებისთვისაც მნიშვნელოვანი ვადებია საჭირო. ამიტომ ამ თანამდებობებზე, ისევე როგორც უმცროს მეთაურთა (სერჟანტების, ფელდფებელების, უნთერ-ოფიცრების) შემადგენლობაში მკვიდრად დაიკავეს ადგილი კონტრაქტის საფუძველზე მომსახურე მოხალისე-პროფესიონალებმა, რომელთა სამსახურის ვადებიც შედარებით მეტია და კონტრაქტის პირობებით განისაზღვრება.

ჩვენი მონაცემებით, ბუნდესვერის პირდი შემადგენლობის 40 %-ზე მეტი, ნატო-ს სხვა ევროპული სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების მსგავსად, კონტრაქტით მომსახურე პერსონალზე მოდის (გაერთიანებულ სამეფოში 100 %). მათი ხვედრითი წილი განსაკუთრებით დიდია საჰაერო ძალებსა და საზღვაო ძალებში, თუმცა კი მათი წილი სახმელეთო ჯარებშიც განუხრელად იზრდება.

ასეთ პირობებში ბუნდესვერის ხელმძღვანელობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჯარისკაცებისა და ოფიცრების დაინტერესებას სამხედრო სამსახურით, მათი სოციალური, სამართლებრივი უფლებების დაცვას, ზოგადსაგანმანათლებლო დონის ამაღლებას და ა. შ.

ამ თვალსაზრისით იმ ზომებისა და ღონისძიებების გარდა, რომლებსაც ატარებენ განვითარებული დემოკრატიული ქვეყნების შეიარაღებული ძალების სარდლობები სამხედრო მოსამსახურეთა სტატუსის ასამაღლებლად და განსამტკიცებლად, ბუნდესვერის რეალობისთვის დამახასიათებელია ე. წ. ნდობით აღჭურვილ პირთა ინსტიტუტი. იგი შეიქმნა 1955 წელს გფრ შეიარაღებული ძალების დაარსებისთანავე “სამხედრო მოსამსახურის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის” საფუძველზე და მისი წესდების თანახმად მოწოდებულია “უფროსებსა და ხელქვეითებს შორის პასუხისმგებლობითი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფის, აგრეთვე ქვედანაყოფებში ამხანაგური ურთიერთობებისა და ნდობის განმტკიცებისთვის”. 

ასეულებსა და მათი დონის ქვედანაყოფებში ნდობით აღჭურვილ პირებს (თითო-თითოს ჯარისკაცებისა და უნთერ-ოფიცრებიდან) და მათ მოადგილეებს (ორ-ორს) ირჩევენ პირდაპირი და ფარული კენჭისყრით ერთი წლის ვადით. უფრო მსხვილ საჯარისო ერთეულებში, ხომალდების, სკოლებისა და შენაერთების შტაბებში ნდობით აღჭურვილ პირთა შემადგენლობაში შედიან ოფიცრებიც.

ნდობით აღჭურვილი პირები გამოდიან თავიანთი ამომრჩევლების წარმომადგენლებად და ერთგვარი შუამავლის როლს ასრულებენ უფროსებსა და ხელქვეითებს შორის სამსახურეობრივი და სხვა საკითხების გადაწყვეტისას, რომლებიც შეეხება სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახების წევრების ინტერესებს. ისინი თავიანთ ქვედანაყოფებს (ხომალდებს, შტაბებს) წარმოადგენენ სხვადასხვა სოციალურ-საყოფაცხოვრებო კომისიებში, ახორციელებენ კონტროლს სასადილოების, ჯარისკაცთა კაფეების მუშაობაზე, ხელმძღვანელობენ საბატალიონო ბიბლიოთეკებისა და სამკითხველო დარბაზების საქმიანობას, ორგანიზებას უკეთებენ ფოტო- და კინომოყვარულთა წრეების მუშაობას, მონაწილეობენ შეხვედრებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პრესასთან და ა. შ.

მეთაურები ვალდებული არიან ნდობით აღჭურვილ პირებს რეგულარულად მიაწოდონ ინფორმაცია პირადი შემადგენლობის წინაშე მდგარი ამოცანების შესახებ, მისცენ მათ დრო და პირობები თავიანთი მოვალეობების შესასრულებლად, ინდივიდუალური და ჯგუფური საუბრების ჩასატარებლად. საერთო კრებისთვის ყოველთვიურად გამოიყოფა თავისუფალი დროის 30-60 წუთი და მათზე პირადი შემადგენლობის დასწრება აუცილებელია, ბატალიონების მეთაურები კვარტალში ერთხელ ატარებენ თათბირებს ასეულების ხელმძღვანელებთან და ნდობით აღჭურვილ პირებთან, რომლის დროსაც (ხშირად არაფორმალურ ვითარებაში) ამ უკანასკნელებისგან იღებენ ინფორმაციას ჯარისკაცთა საყოფაცხოვრებო და სამსახურეობრივი საჭიროებების, მათი პრობლემებისა და წინადადებების შესახებ.

 რეგულარულად ტარდება ნდობით აღჭურვილ პირთა თათბირები შენაერთებში, აგრეთვე შეხვედრებიც მთელი შეიარაღებული ძალების მასშტაბით. 

გფრ-ის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა დიდ ყურადღებას უთმობს ბუნდესვერში სამსახურის მატერიალური სტიმულირებისა და სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის საკითხებს. მოცემულ სფეროში მათი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს: ზრუნვა სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრების მატერიალური უზრუნველყოფის გაუმჯობესებაზე, კერძოდ, დაზღვევის სისტემის სრულყოფის გზით; სამხედრო სამსახურის ჰუმანიზაცია; სამხედრო მოსამსახურეთა სამართლებრივი დაცვის დონის ამაღლება; თადარიგში გასულთათვის შეღავათების მიცემა.

უკანასკნელ წლებში თავდაცვის ბიუჯეტის საერთო შემცირების მიუხედავად, ფულადი კმაყოფის გაცემის მუხლი გაიზარდა. 1997 წლის 1 მარტიდან სამხედრო მოსამსახურეთა ფულადმა ანაზღაურებამ 1,3 %-ით მოიმატა. ასეთ ზომებს მთავრობა ყოველწლიურად ღებულობს, ინფლაციის კომპენსაციის მიზნით.

ხელფასების გარდა, რომელიც სატარიფო ბადით განისაზღვრება, სამხედრო მოსამსახურეთა ყველა კატეგორია ღებულობს სხვადასხვა დანამატებს: ოჯახის შენახვაზე (სიდიდე დამოკიდებულია ბავშვების რაოდენობასა და ცოლის შრომით მოწყობაზე); სადღეღამისო დანამატებს სწავლისა და მივლინების დროს; კომპენსაციებს განსაკუთრებით საპასუხისმგებლო სამსახურეობრივი მოვალეობებისა და რთულ პირობებში სამუშაოების შესრულებისთვის; ანაზღაურებას მუშაობის ყოველი საათისათვის შაბათს (13 საათიდან), კვირას და სადღესასწაულო დღეებში; კომპენსაციებს ბინის დაქირავებისა და სარანსპორტო ხარჯებისთვის; პირადი ავტომანქანით სამსახურეობრივი ხასიათის მგზავრობისთვის; ერთჯერად საშობაო თანხასა და თანხას მორიგი შვებულების აღებისას.

საგანგებო პირობებში სამსახურისთვის დამატებით ყოველთვიურ დანამატებს იღებენ სამხედრო მფრინავები, მედესანტეები, საავიაციო-სადისპეჩერო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები, წყალქვეშა ნავების ეკიპაჟთა წევრები, მყვინთავები და ზოგიერთი სხვა კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეები. ეს დანამატები არსებითად ზრდის თვიურ შემოსავალს. ზოგ შემთხვევაში ისინი ძირითად ფულად ანაზღაურებას კიდეც აღემატება (ცხრილი 6).

ცხრილი 6

გერმანიის სამხედრო მოსამსახურეთა სხვადასხვა კატეგორიების საშუალო თვიური შემოსავალი (დამატებების გათვალისწინებით)

(ცხრილის უფრო კომპაქტურად ჩაწერისთვის გამოყენებული აღნიშვნები: B – ასაკი, წელი (ოჯახური მდგომარეობა); C – ძირითადი ხელფასი, მარკებში; D – თანამდებობრივი დანამატები; E – ადგილობრივი დანამატები; F – საერთო თანხა, მარკებში; M – უცოლშვილო; N – ცოლშვილიანი)

. . . წოდება (თანამდებობა . . . . . .B . . . . . . C . . . დანამატები, მარკებში . . . F . . . 
. . . სატარიფო თანრიგი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . D . . . . . . . . E . . . . . . . . . . . . 

უნთერ-ოფიცერი (A5/1) . . . . . . 21 (M) . . . 1825 . . . . 100 . . . . . . . 630 . . . . . 2556
ლეიტენანტი (ოცეულის
მეთაური, A9/1) . . . . . . . . . . . . . .22 (M) . . . 2261 . . . . 194 . . . . . . . 673 . . . . . 3128
ჰაუპტ-ფელდფებელი
(ასეულის ფელდფებელი,
A8/8)* . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .35 (N) . . . 2728 . . . . 100 . . . . . . 1269 . . . . . 4330
კაპიტანი (ასეულის
მეთაური, A11/7)** . . . . . . . . . . . .33 (N) . . .3633 . . . . 194 . . . . . . . 1173 . . . . .5150

* ღებულობს დამატებით დანამატებს ზემდგომ შტაბში სამსახურისთვის (83 მარკა) და თანამდებობრივი მოვალეობების შესრულებისთვის (150 მარკა);
** ღებულობს დამატებით დანამატს საყარაულო სამსახურის გაწევისთვის (100 მარკა) და კომპანსაციას სამივლინებო ხარჯებისთვის (50 მარკა).

ბუნდესვერის სამხედრო მოსამსახურეები სარგებლობენ გარკვეული შეღავათებით სადაზღვეო შენატანების გადახდისას. თადარიგში გასვლის შემდეგ ისინი ღებულობენ პენსიას “თადარიგისა და გადამდგარი ოფიცრების მატერიალური უზრუნველყოფის კანონის” შესაბამისად. პენსიის ზომა დამოკიდებულია მანამდე დაკავებულ თანამდებობასა და წლების ნამსახურებაზე. გარდა ამისა, სამხედრო მოსამსახურეთა მოცემულ კატეგორიასა და მათი ოჯახების წევრებს აქვთ უფასო სამედიცინო მომსახურების უფლებაც.

სამსახურის ვადის მიხედვით კონტრაქტით მომსახურე სამხედრო მოსამსახურეები თადარიგში გასვლის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ღებულობენ გარდამავალ ფულად დახმარებას (ხელფასის 75 %) – ნახევარი წლის განმავლობაში 4-6 წლის სამსახურეობრივი სტაჟის მქონე პირთათვის, შესაბამისად 1 წელი – 6-8 წლის სტაჟისთვის, 1,5 წელი – 8-12 წლის სტაჟისთვის და 3 წელი – 12 წლის ზემოთ. სამსახურის დროს ისინი კადრის სამხედროების მსგავსად, განთავისუფლებული არიან საპენსიო დაზღვევის გადასახადებისგან, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში (მაგალითად, როცა კონტრაქტის ვადა შედარებით მოკლეა) საპენსიო დაზღვევის შენატანების გადახდა წარმოებს დამოუკიდებლად ინდივიდუალური დაზღვევის მიხედვით. გარდა ამისა, მათ აქვთ უფასო სამედიცინო მომსახურების უფლება, რომელიც უნარჩუნდებათ სამსახურიდან წასვლის შემდეგ გარდამავალი ფულადი დახმარების მიღების ვადის დასრულებამდე.

სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს სამხედრო სამსახურის ჰუმანიზაცია “ბუნდესვერის სამხედრო მოსამსახურეთა კავშირის” ძალისხმევით, რომელიც იღწვის სამსახურის პირობების გასაუმჯობესებლად, ასევე სისტემატიურად შეაქვთ კორექტივები ნამდვილი სამხედრო სამსახურის გავლის წესის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებში. 90-იანი წლების დასაწყისში გფრ-ის მთავრობამ შეიმუშავა სპეციალური პროგრამა, მიმართული სამხედრო პროფესიის პრესტიჟისა და ბუნდესვერში სამსახურის მიმზიდველობის ასამაღლებლად (ყოველწლიურად ამ პროგრამისთვის გამოიყოფა 400 მლნ.-ზე მეტი მარკა).

გფრ შეიარაღებული ძალების სარდლობა გამუდმებით ადევნებს თვალყურს პირადი შემადგენლობის სამსახურის პირობებს. ასე მაგალითად, სამხედრო მოსამსახურეთა უმრავლესობა სამსახურს გადის საცხოვრებელი სახლის მახლობლობაში, მათ აქვთ უფლება თავისუფლად გავიდნენ ნაწილის ფარგლებს გარეთ სამსახურეობრივი დროის დასრულების შემდეგ. გარდა ამისა, მათ არ იყენებენ სამეურნეო სამუშაოებისთვის (ამისთვის ქირაობენ სპეციალურ პერსონალს).

სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის ერთერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს მათი სამართლებრივი დაცვა. პროკურორი ადმინისტრაციულ-სადისციპლინო საკითხებში და სამართლის მასწავლებლები თვალყურს ადევნებენ ბუნდესვერში ფედერალური კანონების აღსრულებას. დივიზიის დონის მართვის ორგანოებთან მუშაობს დაახლოებით 2100 დამოუკიდებელი იურისტკონსულტი. თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს თავისი საჩივრი განსახილველად გაუგზავნოს ზემდგომ უფროსს ან შესაბამისი საარმიო კორპუსის სამხედრო-სადისციპლინო სასამართლოს.

მათ, ვინც გადიან ვადიან სამხედრო სამსახურს, შესაძლებლობა ეძლევათ პირადი საუბრების სახით მიიღონ კონსულტაციები სოციალურ-სამართლებრივ საკითხებში უფროსებთან, სოციალურ-სამართლებრივი საკითხების სპეციალისტებთან და სხვა პირებთან. ჯარში კანონიერების დაცვის კონტროლს ახორციელებს ბუნდესტაგის (ფედერალური პარლამენტის ქვედა პალატა) რწმუნებული.

სოციალური დაცვის ასევე მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ზრუნვა ვადიანი სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებზე. მათთვის იჯავშნება უწინდელი სამუშაო ადგილები. კანონი ავალდებულებს სამუშაოს მიმცემთ 2 წლის განმავლობაში შეუნახონ სამუშაო ადგილები მათ, რომლებიც გაწვევით ან კონტრაქტით მსახურობენ შეიარაღებულ ძალებში ან იმყოფებიან საბანაკო შეკრებებზე. საწყისი მომზადების კურსის დასრულების შემდეგ მათ შეუძლიათ არასამსახურეობრივ დროს დაუსწრებლად ისწავლონ სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში. მათ, ვინც კონტრაქტით მსახურობს, უფლება აქვთ შეიძინონ ახალი სპეციალობა ბუნდესვერის სასწავლო დაწესებულებებში. 

შეიარაღებული ძალების რიგებიდან განთავისუფლებულ სამხედრო მოსამსახურეებს ასევე აღმოუჩენენ დახმარებას შრომით მოწყობაში. მათთვის თავისებური სტიმულია თუნდაც ის ფაქტი, რომ ბევრი მსხვილი ფირმა სამუშაოზე არ ღებულობს იმ პირებს, რომლებსაც ჯარში არ უმსახურიათ.

ბუნდესვერის სარდლობა დიდ ყურადღებას აქცევს შტატების შემცირების შედეგად ვადამდე განთავისუფლებული სამხედრო მოსამსახურეების სოციალურ დაცვას. ასე, გფრ შეიარაღებული ძალების რიცხორივი შემცირებისას (2000 წლისთვის 340 ათას ადამიანამდე) დაახლოებით 7 ათას კადრის სამხედრო მოსამსახურეს დაითხოვენ საპენსიო ასაკის მიღწევამდე. გფრ თავდაცვის სამინისტროს გეგმებით 48-50 წლის ასაკის სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ ვადამდე განთავისუფლების შესახებ, მისცემენ პენსიას სრული მოცულობით, აგრეთვე ერთჯერად დახმარებას დაახლოებით 12 ათასი მარკის ოდენობით.

ამრიგად, სამხედრო მოსამსახურეთა სოციალურ-სამართლებრივი დაცვის სისტემის სრულყოფა, მათთვის ახალი მატერიალური შეღავათების მიცემა და ფულადი ანაზღაურების მუდმივი ზრდა ხელს უწყობს გერმანულ საზოგადოებაში ბუნდესვერში სამხედრო სამსახურის პრესტიჟის ამაღლებას.


IV. სამხედრო მოსამსახურეთა სტატუსი საფრანგეთში 

ფრანგი სამხედრო ექსპერტები სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცულობის ცნებას კომპლექსურად განიხილავენ და მასში დებენ კონკრეტულ ინსტიტუციურ ფარგლებში არსებულ ორ მთავარ მხარეს: პოლიტიკურ-სამართლებრივსა და მატერიალურს. მისი უზრუნველყოფის ძირითადი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ სამხედროებისთვის, როგორც საზოგადოების სრულუფლებიანი და ინიციატივიანი წევრებისთვის უფლებების მინიჭებამ არ უნდა დაარღვიოს შეიარაღებული ძლების წესრიგი და ორგანიზებულობა, შეასუსტოს სამხედრო მოსამსახურეთა დისციპლინა და პასუხისმგებლობა.

დღესდღობით საფრანგეთში სჭარბობს იმის ტენდენცია, რომ სამხედრო მოსამსახურეები გარკვეულ დონემდე გაათანაბრონ უფლებებში სხვა მოქალაქეებთან; შეძლებისდაგვარად მოუხსნან მათ შეზღუდვები და აკრძალვები, რომლებსაც წარსულში ამართლებდნენ სახელმწიფოს სამხედრო ფუნქციების სპეციფიკით, სამხედრო დისციპლინის მოთხოვნებითა და ა. შ. ეს მკაფიოდ მოჩანს სამხედრო სამსახურის მარეგლამენტირებელი დონუმენტების ძირითად დებულებებში. დამახასიათებელია საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა სტატუსსა და სადისციპლინო წესდებაში უკანასკნელ ხანს შეტანილი ცვლილებები. მაგალითად, 1982 წელს უკანასკნელში შეიტანეს ჩანაწერები “მართვისა და პროტესტის უფლებების” შესახებ. 

ახალი დებულებების თანახმად თითოეულმა სამხედრო მოსამსახურემ შესაძლებლობა მიიღო შუალედური რგოლების გვერდის ავლით პირადად მიმართოს ზემდგომ მეთაურებს ან ხელმძღვანელ სამხედრო ორგანოებს. საჩივრის უფლებაში, რომელსაც მანამდეც აღიარებდნენ, გაჩნდა შემდეგი დამატება: კონკრეტული პირის მიმართ მიღებული ნებისმიერი გდაწყვეტილება, მათ შორის მისი დასჯის ზომა, აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გასაჩივრებულ იქნას თავდაცვის მინისტრისადმი მიმართვამდეც კი, თუ ქვემდგომ ინსტანციებში საქმის არსს სათანადო ყურადღების გარეშე მოკიდნენ. 

განახლებული წესები არ ავალდებულებს ჯარში გაწვეულებს ყაზარმებში ყოფნას, როცა ეს სამსახურეობრივი ინტერესებით არაა ნაკარნახევი, საშუალებას აძლევს მათ ყოველ საღამოს სამოქალაქო ტანსაცმელში დატოვონ ნაწილის განლაგების ადგილი და დაბრუნდნენ დღეღამის მათთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს თავიანთი მოვალეობის შესრულების დაწყებემდე. ყოველი კვირის ბოლოს გაწვეულებს შეუძლიათ განთავისუფლდნენ 24, 48 ან 72 საათით. თვეში უნდა მიეცეთ არანაკლებ სამი ასეთი განთავისუფლებისა. თუ ისინი მათ არ გამოიყენებენ, მაშინ კომპენსაციის სახით შვებულებაზე დაემატებათ ხუთი დღეღამე. სამსახურის მთელი ვადის განმავლობაში (12 თვე) ჯარისკაცებს უფლება აქვთ 16-დღიანი შვებულების მიღებაზე, ამასთან მათ, ვინც სამსახურამდე აითვისა სასოფლო სამეურნეო სპეციალობები, კიდევ 10 დღე ემატებათ. შვებულებაში გასვლის დროს ისინი ირჩევენ სამსახურის მესამე და მეთერთმეტე თვეებს შორის და შეუძლიათ დაყონ იგი რამდენიმე პერიოდად.

სადისციპლინო წესდებაში 1982 წელს შეტანილი ცვლილებები ავალებს ყოველ პოლკში შეიქმნას კადრის სამხედრო მოსამსახურეთა შესაბამისი კატეგორიების მიერ არჩეული ოთხი კომისია – კვების ხარისხზე მეთვალყურეობისთვის, კლუბის მუშაობის დაგეგმვისთვის, ნაწილში ბეჭდვითი გამოცემების მიწოდებისთვის, ტერიტორიის მოვლისთვის, ჯარისკაცების მხრიდან ჰიგიენის მოთხოვნების შესრულებისა და დაავადებათა გავრცელების საწინააღმდეგოდ პროფილაქტიკური ზომების გატარებისთვის.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება ე. წ. მკაცრი დაპატიმრების გაუქმებას, რომელიც ყველაზე უფრო მკაცრ სასჯელს წარმოადგენდა სეიოზული ან მძიმე დანაშაულის ჩამდენი სამხედრო მოსამსახურეებისთვის (ოფიცრების, უნთერ-ოფიცრებისა და რიგითების სასჯელების ჩამონათვალში ამისთვის გათვალისწინებულია: გაფრთხილება, ნაწილის განლაგებიდან არგანთავისუფლება, შინაპატიმრობა, ჰაუპტვახტში ჩასმით დაპატიმრება). ოფიცრებისთვის ეს ნიშნავდა შინაპატიმრობასა და ქვედანაყოფისგან სრულ იზოლაციას, უნთერ-ოფიცრებისა და რიგითებისთვის – ერთეულ კამერაში ყოფნას სამეურნეო განაწესებზე მუშაობით. ახალი წესებით გათვალისწინებულია იმ დანაშაულებებისთვის, რომლებიც ადრე ექვემდებრებოდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (ბრძანებისადმი დამორჩილებაზე უარის თქმა, დეზერტირობა), ე. წ. იზოლაციის პერიოდის შემოღება, რომელიც შეიძლება შეადგენდეს დროს დადებული პატიმრობის ვადის ნახევრამდე. სადისციპლინო წესდების შესაბამისად სამხედრო მოსამსახურეს დაპატიმრება შეიძლება მიესაჯოს ერთი ან რამდენიმე სერიოზული დანაშაულისთვის. ამასთან დასჯილი სამსახურს გადის ჩვეულებრივ პირობებში, მაგრამ მას ეკრძალება თავისუფალ დროს სამხედრო ნაწილის ან მეთაურის მიერ განსაზღვრული ადგილის დატოვება. გარდა ამისა, მას არ შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს ნაწილის განლაგების ადგილიდან მოკლევადიან განთავისუფლებაზე. პატიმრობის ხანგრძლივობა დღეღამეებით განისაზღვრება.

ნამდვილი სამხედრო სამსახურის საკადრო შემადგენლობის წარმომადგენლებს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მიხედვით, არ შეუძლიათ პოლიტიკური ხასიათის ასოციაციებში შესვლა. მათ ასევე არა აქვთ გაფიცვისა და საკუთარი პროფკავშირების ორგანიზების უფლება. ამავე დროს სამხედროებს საშუალება ეძლევათ შედიოდნენ ურთიერთდახმარების საზოგადოებებში, ოჯახურ და მშობელთა ასოციაციებში, თანამესაკუთრეთა კავშირში და ა. შ., ასევე ქმნიდნენ მათ. ამ ორგანიზაციებში საპასუხისმგებლო სამუშაოს, მაგალითად თავმჯდომარის, ხაზინადარის ან ადმინისტრაციული საბჭოს წევრის შესრულების შესახებ ოფიცერი ვალდებულია მოახსენოს სამხედრო ხელმძღვანელობას. თავდაცვის მინისტრს შეუძლია უბრძანოს ოფიცერს ან მოიხსნას ასეთი უფლებამოსილებანი, თუ ისინი შეუთავსებელია სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებასთან, ან გამოვიდეს მოცემული ორგანოს შემადგენლობიდან (განსაკუთრებულ შემთხვევაში).

ვადიან სამხედრო სამსახურში გაწვეულ რიგითებსა და სერჟანტებს, სადისციპლინო წესდებით, ნება ეძლევათ შეინარჩუნონ პროფკავშირის, კულტურული ან პოლიტიკური ორგანიზაციის წევრობა, მაგრამ აქვე ნათქვამია, რომ “აუცილებელია შეიარაღებული ძალების ნეიტრალიტეტის პატივისცემა”. ეს ავალდებულებს გაწვეულებს სამხედრო სამსახურის განმავლობაში თავი შეიკავონ ნებისმიერი პოლიტიკური ან პროფკავშირული საქმიანობისგან.

ფრანგი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ არჩევნებში და შეიძლება არჩეულ იქნან ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოებში. მაგალითად, ოლქების სარდლებს უფლება აქვთ კენჭი იყარონ მუნიციპალური და საერო მრჩევლების, აგრეთვე პარლამენტის წევრობის თანამდებობებზე იმ ოლქებში, სადაც ექვს თვეზე მეტი ვადით ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებებს.

1982 წლის აპრილში გაუქმებულ იქნა შეიარაღებული ძალების მუდმივი ტრიბუნალები, რომელთა საქმიანობის განახლება მხოლოდ ომიანობის დროსაა დაშვებული. ამ ღონისძიებების მთავარი მიზანი იყო სამხედრო მართლმსაჯულების შესაბამისობაში მოყვანა საერო სამართალთან. გარდა ამისა, პარლამენტის მიერ მოწონებული კანონით, სამხედრო ხასიათის დანაშაულებათა ჩამდენი სამხედრო მოსამსახურეები ექვემდებარებიან ნაფიც მსაჯულთა სპეციალიზებულ საერო სასამართლოს, რომელიც უნდა შედგებოდეს ძირითადად სასამართლო ორგნოების პროფესიონალი წარმომადგენლებისგან.

1986 წელს საფრანგეთში შეიქმნა ფედერაცია, რომელიც დაკავებულია სამხედრო მოსამსახურეთა დახმარებით მათი გადასვლისთვის კერძო მეწარმეობის სფეროში. ასევე მსურველთათვის დაარსდა დახმარების ფონდი, ხოლო შეიარაღებული ძალების სახეობათა შტაბებში კი ორგანიზებულია სპეციალური განყოფილებები.

1987 წლის 1 აპრილიდან სამხედრო მოსამსახურეები ღებულობენ ფულად დახმარებას ბინის ქირის გადასახდელად. ყოველწლიურად ამისთვის 50 მლნ. ფრანკზე მეტი გამოიყოფა. იმავე წელს რეორგანიზაცია განიცადეს შეიარაღებული ძალებისა და მისი სახეობების შაბებთან არსებულმა განყოფილებებმა სამხედრო სამსახურის საკითხებში. ისინი დაუახლოვეს სამხედრო ოლქებისა და რეგიონების შტაბებს, აგრეთვე სამოქალაქო მოსახლეობის დაკავებულობის ძირითად ცენტრებს. განყოფილებებს გააჩნიათ ინფორმაცია ვაკანტური თანამდებობების არსებობის შესახებ სამსახურში დაწინაურების პერსპექტივის მითითებით და აწვდიან მას დაინტერესებულ პირებს.

შეიარაღებულ ძალებში მოქმედებს დებულება იმ ოფიცრების პენსიაში გასვლის შესაძლებლობის შესახებ, სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ამაღლებით, რომლებმაც დაკარგეს არმიაში ზრდის პერსპექტივა; ასევე გარნიზონებში სამხედრო მოსამსახურეთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესების, ტერიტორიული გადანაცვლებების შემცირების, დაღუპულებისა და გარდაცვალებულთა ოჯახებისთვის დახმარებების გაზრდის შესახებ.

საბჭოები და განყოფილებები სამხედრო სამსახურის საკითხებში ესწრაფვიან მიაღწიონ სამხედრო-სასწავლო დაწესებულებების დიპლომების სამოქალაქო სექტორშიც აღიარებას. გარდა ამისა, იგეგმება სამხედრო მოსამსახურეთათვის სამოქალაქო პროფესიების სწავლების ორგანიზება სამსახურის გავლის პერიოდში, აგრეთვე თადარიგში გასულებისთვის დამატებითი სოციალური შეღავათების მიცემა.

სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცულობის პრობლემებით დაკავებული მთავარი ორგანოა სამხედრო ადმინისტრაციის უმაღლესი საბჭო (საკონსულტაციო-სათათბირო ორგანო თავდაცვის სამინისტროში). მის კომპეტენციაში შედის სამხედრო მოსამსახურეთა ცხოვრების პირობების, სამსახურში მიღების, სამსახურის გავლის, საბრძოლო მომზადების, სოციალური უზრუნველყოფის, თადარიგში გასვლის შემდეგ სამუშოზე მოწყობისა და სხვა საკითხები. მას უფლება აქვს წამოაყენოს წინადადებები სამხედრო წესდებების, პენსიაში გასვლის ასაკის, ფულადი კმაყოფის ზომის შეცვლის, აგრეთვე ურთიერთშორის დამოკიდებულებათა სრულყოფის შესახებ. საბჭოს სესიები მიმდინარეობს თავდაცვის მინისტრის თავმჯდომარეობით.

1986 წლის დეკემბერში საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში შეიქმნა სამხედრო სამსახურისა და სოციალურ ურთიერთობათა სამმართველო. მისი მიზანია პირად შემადგენლობასთან მიმართებით ისეთი პოლიტიკის შემუშავება, რომელიც საზოგადოებასა და შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე ცვლილებებს გაითვალისწინებდა. სამმართველო მოიცავს შემდეგ ძირითად განყოფილებებს: პირადი შემადგენლობის, სამოქალაქო პერსონალის, სამოქალაქო კადრების ხელმძღვნელობისა და მომზადების სფეროში პროგნოზირებისა და კვლევების, პროფესიული მობილურობის, თავდაცვის სოციალური პრობლემების შესწავლის. მას ხელმძღვანელობს თავდაცვის მინისტრის გენერალური მდივანი ადმინისტრაციულ საკითხებში.

ღრმა სოციალურმა კრიზისმა, რომელმაც საფრანგეთის შეიარაღებული ძალები 80-ინი წლების მიწურულს მოიცვა და სამხედრო მოსამსახურეთა მწვავე უკმაყოფილებით მიმდინარეობდა, ყველასთვის უკვე ჩვეული საორგანიზციო სტრუქტურების არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, ჯარებში დემოკრატიის გაღრმავება მოითხოვა. კონფლიქტის მსვლელობისას წამოყენებულ იქნა ფულადი კმაყოფის ამაღლების, სამსახურეობრივი დროის შემცირების, მოძველებული წესდებების გადახედვის, სამხედრო მოსამსახურეთა ფაქტობრივი უუფლებობის ლიკვიდაციის, საინფორმაციო სისტემებთან და კავშირგაბმულობის საშუალებებთან უშუალო ხელმისაწვდომობის (და არა ზემდგომი ორგანოების მეშვეობით) მოთხოვნები. მთავრობამ, თავის მხრივ, აღიარა სამხედროთა ბევრი მოთხოვნის სამართლიანობა დ დიწყო შესაბამისი ღონისძიებების გატარებაც.

ქვეყნის მაშინდელი ხელმძღვანელობის აღიარებით სამხედრო მოსამსახურეებს უნდა ჰქონოდათ საკუთარი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა, ხოლო სამხედრო დისციპლინის დაცვა კი არანაირად არ გამორიცხავდა ინფორმაციის გაცვლას, რომელიც თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით განსაზღვრულ ფორმებში უნდა განხორციელებულიყო. გარდა ამისა, თავდაცვის სისტემაში “გამჭოლი ურთიერთმოქმედებისა და სტრუქტურების შეთანხმებულობის, ყველა დონეზე პასუხისმგებლობის ამაღლების” მიზნით გააფართოვეს სამხედრო ადმინისტრაციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა მასში შეიარაღებულ ძალთა სახეობებისა და სამხედრო ჟანდარმერიის უმაღლესი სამხედრო საბჭოების, შეიარაღების საკითხებში გენერალური დელეგაციის, სამედიცინო-სანიტარული სამსახურისა და საწვავ-საცხები მასალების სამსახურის წარმომადგენელთა შეყვანის ხარჯზე. ეს ღონისძიება მიზნად ისახავდა პირადი შემადგენლობის ცალკეული კატეგორიების მოთხოვნილებათა უკეთ გათვალისწინებას. ფრანგი სპეციალისტები მიზანშეწონილად თვლიან სამხედრო ორგნიზაციის შიგნით სპეციალური ინსტიტუციური ჩარჩოების შექმნას, რომლებიც საშუალებას მისცემთ ღია წესით განიხილონ და წინასწარ გამოავლინონ პრობლემები უკვე პოლკის (ხომალდის) დონეზე. 

სამხედრო მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებაში აქცენტი კეთდება ახალგაზრდობის მიერ ახალი ტექნოლოგიების ათვისებაზე, აგრეთვე თადარიგში გასულთა სამოქალაქო ცხოვრებაში უკეთ ადაპტაციაზე. ახლა ვინც იყენებს არმიაში მანამდე მიღებულ სპეციალობას, სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ ეძლევა სერთიფიკატი პროფესიული პრაქტიკის შესახებ. დღესდღეობით ამ სერთიფიკატებს ძალა აქვს სახელმწიფო დაწესებულებებსა და საწარმოებში სამუშაოდ მოწყობისას. შეიარაღებულ ძალებში გააფართოვეს სასწავლო პუნქტების ქსელი გაწვეულთა ზოგადსაგანმანათლებლო დონის ამაღლებისა და სამხედრო მოსამსახურეებისთვის უცხო ენების სწავლების მიზნით.

სამხედრო სამსახურის გავლის პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ზომები ეხება ახალწვეულების შეიარაღებული ძალების სახეობებში განაწილებასაც. ძირითადი ყურადღება ექცევა მათ გაგზავნას სამსახურის გასავლელად სურვილის მიხედვით ან საცხოვრებელი ადგილის მახლობლობაში. ამის გათვალისწინებით დღეისთვის სახლიდან სამი საათის მგზავრობის დაშორებით გაწვეულთა 60 % მსახურობს, ერთი საათისა კი – 20 %.

ამავდროულად ტარდებოდა ღონისძიებები პირადი შემადგენლობის მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. 80-იანი წლების დასაწყისიდან ფულადი კმაყოფა ერიცხებოდათ სამსახურის ვადის, სპეციალობის, განათლებისა და შესრულებული სამუშაოს სირთულის მიხედვით. სპეციალური დანამატები სამხედრო მოსამსახურეებს ეძლეოდათ მანევრების ან ნაწილის გარეთ სწავლებების ჩატარებისას, თუ მათი ხანგრძლივობა 36 საათს აღემატებოდა. ახლა ზევადიანი სამსახურის მოხალისეებისთვის გათვალისწინებულია ოჯახებით უფასო ყოფნის შესაძლებლობა შეიარაღებული ძალების დასვენების ცენტრებში. გაწვეულებსა და მოხალისეებს აქვთ მუზეუმების უფასოდ დათვალიერების უფლება. მათ, ვინც წააწყდა სიძნელეებს თადარიგში დათხოვნის შემდეგ თავიანთ უწინდელ სამუშაო ადგილებზე მოწყობისას, ნება ეძლევათ დახმარების თხოვნით მიმართონ თავდაცვის სანინისტროს.


დასკვნა 

ასეთია მოკლედ მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებში სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის საკითხების ზოგიერთი ასპექტი. ჩვენი ნაშრომის შეზღუდული მოცულობის გამო სათანადო დონეზე ვერ მოხერხდა სამხედრო სამსახურის პრესტიჟის ამაღლებისა და სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური უზრუნველყოფის ისეთი საკითხების განხილვა, როგორიცაა საზოგადოებაში შეიარაღებული ძალების რეკლამირება, თავად კადრის სამხედროების, აგრეთვე ვეტერანების მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდებისა და ორგანიზაციების მუშაობა. მათი მნიშვნელობა კი დასავლეთის საზოგადოებაში მეტად დიდია. მაგრამ ზემოთ მოყვანილი მასალაც ქართველ სამხედრო სპეციალისტებსა და შეიარაღებული ძალების მშენებლობით დაკავებულ სამოქალაქო სტრუქტურებს, ჩვენი აზრით, კარგ სამსახურს გაუწევს საქართველოში სამხედრო მოსამსახურის დღევანდელი სტატუსის განსაზღვრისა და მომავალში მისი განვითარების ტენდენციების პროგნოზირების საქმეში.


ირაკლი ხართიშვილი 
ლევან აბაშიძე 


გამოყენებული ლიტერატურა და ასევე 1990-იან წლებში ამ თემაზე რუსულ სამხედრო პერიოდიკაში გამოქვეყნებული მასალების ჩამონათვალი 

1) აშშ სახმელეთო ჯარების დაკომპლექტება და საბრძოლო მომადება; ოფიცერთა კადრების მომზადება და მათ მიერ სამსახურის გავლა. – ირაკლი ხართიშვილი, პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო კვლევითი ბიულეტენი. 1996 წელი;

2) შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების პრაქტიკა საზღვარგარეთის ქვეყნებში – ირაკლი ხართიშვილი, პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო კვლევითი ბიულეტენი, 1996 წელი.

3) П. Владимиров, «Отношение молодёжи ФРГ к бундесверу», Зарубежное Военное Обозрение, 1990 г. № 1;

4) А. Воропаев, «Борьба с наркоманией, алкоголизмом и курением в вооружённых силах США», Зарубежное Военное Обозрение, 1990 г. № 2;

5) С. Северов, «Дисциплинарная и судебная практика в вооружённых силах США», Зарубежное Военное Обозрение, 1990 г. № 5;

6) В. Дякин, «Всеобщая воинская повинность во Франции», Зарубежное Военное Обозрение, 1990 г. № 7;

7) В. Дякин, «Социальная защищённость военнослужащих Франции», Зарубежное Военное Обозрение, 1990 г. № 8;

8) С. Кудерков, П. Макаров, «Контроль за физическим состоянием военнослужащих США», Зарубежное Военное Обозрение, 1990 г. № 8;

9) В. Шаповалов, «Льготы бывшим военнослужащим США», Зарубежное Военное Обозрение, 1990 г. № 11;

10) В. Бровкин, «Социальное обеспечение военнослужащих Великобритании», Зарубежное Военное Обозрение, 1991 г. № 2;

11) С. Сергеев, «Рекламирование вооружённых сил в США, Германии и Франции», Зарубежное Военное Обозрение, 1991 г. № 3;

12) И. Далов, «Материальное обеспечение итальянских военнослужащих», Зарубежное Военное Обозрение, 1992 г. № 2;

13) Ю. Мгимов, «Социально-правовой статус военнослужащих США», Зарубежное Военное Обозрение, 1992 г. № 6;

14) Е. Величко, «Социальное обеспечение кадрового состава НОА Китая», Зарубежное Военное Обозрение, 1992 г. № 7;

15) А. Александров, «Социальная защищённость офицеров Турции», Зарубежное Военное Обозрение, 1992 г. № 9;

16) А. Коломийцев, «Социально-экономические аспекты перехода к профессиональной армии в США», Зарубежное Военное Обозрение, 1992 г. № 12;

17) А. Коломийцев, «Экономическое стимулирование военной службы в США», Зарубежное Военное Обозрение, 1993 г. № 3-4;

18) М. Симаков, «Система отпусков военнослужащих Франции», Зарубежное Военное Обозрение, 1993 г. № 5;

19) М. Симаков, «Дисциплинарная практика в вооружённых силах Франции», Зарубежное Военное Обозрение, 1993 г. № 8;

20) М. Симаков, «Материально-бытовое обеспечение военнослужащих Франции», Зарубежное Военное Обозрение, 1994 г. № 2;

21) Г. Иваницкий, П. Морозов, «Парламентский контроль над бундесвером», Зарубежное Военное Обозрение, 1998 г. № 2.

22) Status of Servicemen in the UK – Tom Dodd, Hous of Commons Library, Research Service, International Affairs and Defence Section.

(1998 წელს გამოქვეყნებულ ამ ნაშრომში ჟურნალ Зарубежное Военное Обозрение-დან გამოყენებული წერილები მითითებული არ გვქონდა; ვინაიდან იმ რამდენიმე წერილის კონკრეტული დასახელება დღეს უკვე აღარ მახსოვს, ამიტომ ლიტერატურის სიაში მოვიყვანე მთლიანად ამ ჟურნალში აღნიშნულ თემაზე 1990-დან 1998 წლის დასაწყისის ჩათვლით გამოქვეყნებული წერილების ჩამონათვალი. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ მაშინ არსებული რეალური ვითარების გამო 1992-1995 წლებში ეს ჟურნალები ჩვენში ძალზედ ნაკლულად შემოდიოდა, რის გამოც, მაგალითად, იტალიისა და თურქეთის სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის, აგრეთვე მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ 1992 წლის შესაბამის ნომრებში გამოქვეყნებული წერილები უბრალოდ ხელთ არცა გვქონია – ი. ხ.)

No comments:

Post a Comment