Saturday, April 12, 2014

გალიციის ისტორია და მისი მდგომარეობა XIX საუკუნის მიწურულს

(მასალა წარმოადგენს ბროქჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიურ ლექსიკონში XIX საუკუნის ბოლოს გამოქვეყნებული შესაბამისი წერილების თარგმანს)

გალიცია XIX საუკუნის მიწურულს 

გალიცია ავსტრია-უნგრეთის იმპერიის პროვინციაა, რომელიც “გალიციისა და ვოლოდიმირიის სამეფოს” (Königreich Galizien und Lodomerien) სახელით, კრაკოვის დიდ საჰერცოგოსთან ერთად, ცისლაიტანიის ნაწილს შეადგენს; დასავლეთით მას ესაზღვრება ავსტრიისა და პრუსიის სილეზია, ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით რუსეთი (პოლონეთის სამეფო, ვოლინის, პოდოლიესა და ბესარაბიის გუბერნიები), სამხრეთით ბუკოვინა, სამხრეთ-დასავლეთით უნგრეთი. განლაგებულია აღმოსავლეთ გრძედის (отъ Гринича) 18°57'-სა და 22°26'-ს შორის და ჩრდილოეთ განედის 47°46'-სა და 50°48'-ს შორის. გალიციის სიგრძე 531 კმ-ია, სიგანე დასავლეთში – 91 კმ, აღმოსავლეთში – 228 კმ. სივრცე 78.497 კვ. კმ-ია. კარგი ბუნებრივი საზღვარი (კარპატები) გალიციას მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთში აქვს, უნგრეთთან. გალიციის მთელი დანარჩენი საზღვარი კი სრულიად გაშლილია; იგი ხმელეთზე მიემართება ან მას შეადგენენ უმეტეს წილად უმნიშვნელო მდინარეები: პრჟემშა, ვისლა, ზბრუჩი, თეთრი ჩერემოში, ჩერემოში. გალიცია ერთიან ქვეყანას არ შეადგენს არც ბუნებრივი მიმართებით, არც ეთნოგრაფიულითა და ისტორიულით. ოროგრაფიულ და გეოლოგიურ მიმართებაში იგი კარპატების, პოდოლიეს ზეგანისა და კრაკოვის ბორცვებისგან შედგება; ისტორიული მიმართებით კონგლომერატს წარმოადგენს, რომელიც გალიციის, ტერებოვლსკის, ბელზსკის, პერემიშლის რუსული სამთავროებისა და ვლადიმირის სამთავროს ნაწილისგან შედგება, ასევე კრაკოვის დიდი სამთავროსა და ოსვეციმისა და ზატორის სამთავროების ნაწილებისგან, რომლებიც სილეზიას ეკუთვნოდა.

(ამის შემდეგ მოდის გალიციის გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, კლიმატის, ფლორისა და ფაუნის აღწერილობა, რომლებსაც აქ გამოვტოვებთ; შემდეგ კი ოლქის ხალხმოსახლეობაზეა საუბარი)

ხალხმოსახლეობა მთავარი მასით სლავურია; იგი თითქმის თანაბრად იყოფა მალოროსებად (რუსინებად) და პოლონელებად. რუსინები ანუ, როგორც დასავლეთ ეთნოგრაფიულ საზღვარზე ისინი საკუთარ თავს თვითონ უწოდებენ, რუსნიაკები მალორუსულ ტომს მიეკუთვნებიან, მაგრამ მათი ენა მალორუსულისგან ბევრ რამეში განსხვავდება. რელიგიური, ეთნოგრაფიული და თვით სოციალური პირობებიც კი იწვევდა ანტიპათიას ორ მთავარ ხალხს (народность) შორის გალიციაში. პოლონელებს უჭირავთ ქვეყნის დასავლეთ, გაცილებით უფრო მცირე ნაწილი, მდინარე სანამდე (აქედანაა გალიციური ანდაზაც: «знай ляше, по Сянъ наше», /“იცოდე ლიახო /პოლონელო/ სანის ჩათვლის ჩვენია”/) დაბლობ ადგილას და მხოლოდ პოპრადამდე – მთებში. მთელი დანარჩენი სივრცე (ქვეყნის 3/4) დასახლებულია რუსებით, მაგრამ აქაც მემამულეები, მოხელეთა უმეტესი ნაწილი, ლვოვის მცხოვრებნი და, ნაკლები ზომით, სხვა დიდი ქალაქებისა, აგრეთვე რამდენიმე სოფლის მოსახლეობა ლვოვის შემოგარენსა და პოდოლიეში – პოლონელები არიან. პოლონური ელემენტი ბატონობს ადმინისტრაციაში, სასამართლოში, სეიმზე და ა. შ. აღწერების შედეგები პოლონელთა პროცენტის სწრაფ ზდას გვიჩვენებს. 1857 წელს გალიციის პოლონური მოსახლეობა მხოლოდ 42 %-ს შეადგენდა, 1890 წელს კი – უკვე 53,2 %-ს. მაგრამ ეს ზრდა მოჩვენებითია, რომელიც ნაწილობრივ იმაზეა დამოკიდებული, რომ ბევრი ებრაელი საკუთარ თავს პოლონელებს მიათვლის; ამავე კატეგორიაშია მიკეთვნებული ბევრი კათოლიკი რუსინიც, რომლებიც პოლონურად სულაც არ ლაპარაკობენ. სალაპარაკო ენა დაბალი კლასის ებრაელებში – ამ დრომდე გერმანული ჟარგონია, სლავური სიტყვების მინარევით. ებრაელები მოსახლეობის 11,68 %-ს შეადგენენ – 772.213 ადამიანს (1890 წლის აღრიცხვით). ლვოვისა და კრაკოვის გამოკლებით, სადაც ებრაელები, შესაბამისად, მოსახლეობის 28 და 30 %-ს შეადგენენ, გალიციის ყველა მნიშვნელოვანი ქალაქი უმეტეს წლად ებრაელებითაა დასახლებული (ბორისლავი 80 %, ზალეშჩიკი 79 %, ბროდი 76 %, ბუჩაჩი 63 %, რაზა რუსსკაია 59 %, სტანისლავოვი 59 %, ტერნოპოლი 52 %, რჟეშოვი 52 %, კოლომია 51 %, ბოლეხოვი 96 %). პოლონელების რიცხვი (1890 წლის აღრიცხვით) – 3.516.698 ადამიანია, რუსინებისა – 2.832.043 ადამიანი; გერმანელები ცოტანი არიან, 40-60 ათასი; სომხების, ბოშებისა და სხვა ხალხების რიცხვი უმნიშვნელოა. გერმანელებმა თავიანთი უწინდელი გავლენა და მნიშვნელობა სრულებით დაკარგეს; გერმანელი მოხელეები სწრაფად პოლონელდებიან, ასე რომ გერმანული ელემენტი თავს მხოლოდ გერმანულ კოლონებშიღა ინარჩუნებს, რომელთა უმრავლესობაც საკმაოდ საცოდავ მდგომარეობაშია. გალიციის მთელი მოსახლეობა დაახლოებით 6,5 მლნ. ადამიანია. რჯულის აღმსარებლობას გალიციაში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ეს ხშირად წყვეტს იმას, თუ საკუთარ თავს ვინ რომელ ხალხს მიაკუთვნებს. პოლონელები კათოლიკები არიან, რუსინები – უნიატები; უკანასკნელებში ღვთისმსახურება საეკლესიო-სლავურ ენაზე აღესრულება. გერმანელების უმრავლესობა – პროტესტანტებია, მათი ნაწილი – მენნონიტები. ებრაელები თითქმის ყველანი რაბინისტები არიან; კარაიმები ძალზედ ცოტანია. სომხები სომხურ-კათოლიკურ ეკლესიას მიეკუთვნებიან. კათოლიკებს ჰყავთ მთავარეპისკოპოსი ლვოვში და სამი ეპისკოპოსი, უნიატებს – ეპისკოპოსი ლვოვში და ეპისკოპოსი პერემიშლში. არცთუ ბევრი მართლმადიდებლები ჩერნოვიცის მიტროპოლიას მიეკუთვნებიან. ლუთერანებსა და კალვინისტებს თითო-თითო სუპერ-ინტენდანტი ჰყავთ ლვოვში; სომეხ-კათოლიკებს – მთავარეპისკოპოსი ლვოვში; ებრაელ-რაბინისტებს – მთავარი რაბინი ლვოვში და 26 რაბინი. ქრისტიანული მოსახლეობის უმრავლესობა (დაახლოებით 90 %) ხვნა-თესვითაა დაკავებული, და მხოლოდ 10 % - მინერალური პროდუქტების მოპოვებით, მრეწველობითა და ვაჭრობით. მოსახერხებელი მიწა გალიციაში შემდეგნაირადაა განაწილებული: სახნავ-სათესი 48,0 %, ტყეები 27,9 %, მინდვრები 13,6 % და საძოვრები 10,5 %.

(შემდეგ საუბარია სამეურნეო საკითხებზე, რომლებსაც აქ არ შევეხებით, დასასრულს კი ისევ საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის საინტერესო ცნობებით მთავრდება)

გლეხური ნაკვეთები ძალზედ მჭიდროდაა დასახლებული. დიდი ქალაქები, მოსახლეობის ცენტრები, უმეტეს წილად ორი განსხვავებული ოლქის საზღვარზე იმყოფება. მთების ძირას განლაგებულია კრაკოვი, ველიჩკა, ტარნოვი, რჟეშოვი, პერემიშლი, სტრიი, სტანისლავოვი, კოლომია; ლვოვი, ზლოჩევი და ბროდი კი პოდოლიეს ზეგანის ფერდობზე დგას. პოდოლიეში დიდი ქალაქებიდან იმყოფება ტერნოპოლი და ბერეჟანი. ქვეყნის თვითმმართველობა სეიმის (выдела краеваго), სამაზრო საბჭოებისა და выделъ-ების (კომიტეტების) და სასოფლოს საბჭოების («рада громадска») მეშვეობით აღესრულება. სეიმი შედგება 8 მთავარეპისკოპოსისა და ეპისკოპოსისგან, უნივერსიტეტების 8 რექტორისა და 141 არჩეული დეპუტატისგან, რომელთაგან 74 წვრილ მესაკუთრეებზე მოდის, 44 უფრო მსხვილ მესაკუთრეებზე, 20 ქალაქებზე და 3 ლვოვის, კრაკოვისა და ბროდის სავაჭრო-სამრეწველო პალატებზე. დეპუტატები აირჩევიან 6 წლით. ვენაში სეიმზე გალიცია გზავნის 63 დეპუტატს, რომელთაგან 23 წვრილ მესაკუთრეებზე მოდის. სამაზრო საბჭოები 26-26 წევრისგან შედგება, რომელთაც 3 წლით ირჩევენ. საარჩევნო სისტემა ისეთია, რომ პოლონელებს ყოველთვის უმრავლესობა ჰყავთ. მმართველობისა და სეიმის ენა – პოლონურია. კრაკოვსა და ლვოვს სათათბიროები და განსაკუთრებული თვითმართველობა გააჩნიათ. უნვერსიტეტი კრკოვში 1364 წელსაა დაარსებული, ლვოვში კი – 1784 წელს. სწავლება პოლონურ ენაზეა ლვოვის უნივერსიტეტში რამდენიმე რუსული კათედრის გამოკლებით. ლვოვში პოლიტექნიკური ინსტიტუტია. კრაკოვის (იაგელონის) უკივერსიტეტს აქვს 4 ფაკულტეტი: საღვთისმეტყველო, იურიდიული, ფილოსოფიური და სამედიცინო, ძალზედ მდიდარი ბიბლიოთეკა, ასტრონომიული ობსერვატორია, ბოტანიკური ბაღი და ა. შ. ლვოვის უნივერსიტეტს (ფრანცისა) სამედიცინო ფაკულტეტი არა აქვს და სამეცნიერო სახელმძღვანელოებითაც, კრაკოვის უნივერსიტეტთან შედარებით, უფრო ღარიბია. შემდეგ არის კიდევ კაცების სამრევლო ტექნიკური სკოლა კრაკოვში, სასოფლო-სამეურნეო სკოლა დუბლიანიში, ლვოვის ახლოს, რამდენიმე სხვა სკოლაც სოფლის მეურნეობისა და რეწვის სპეციალობათა მიხედვით. გიმნაზიები 21-ია (ერთი იეზუიტური), პროგიმნაზიები 2, რეალური სკოლები 3. დაბალი სკოლების უმრავლესობაში სწავლების ენა მალორუსულია, რომელიც ასევე გამოიყენება ერთ გიმნაზიაში ლვოვში და პერემიშლის გიმნაზიაშიც. ახალი (მალორუსული) გიმნაზია იხსნება კოლომიეში. დანარჩენ გიმნაზიებში კი სასწავლო ენა პოლონურია, ბროდიში და ერთ გიმნაზიაში ლვოვში – გერმანული. დაბალი სკოლები გალიციაში შედარებით ცოტაა, და იგი ბუკოვინასა და დალმაციასთან ერთად – ყველაზე უფრო ნაკლებად განათლებული ოლქია ავსტრია-უნგრეთში. სამასწავლებლო სემინარიები ცხრაა, 6 კაცების და 3 ქალებისა; სახალხო სკოლები 2808-ია (1875), მათგან 80 ვაჟთათვის და 75 ქალთათვის, დანარჩენები კი ორივე სქესის მოწაფეებისთვის. მთავარი სამეცნიერო და სხვა საზოგადოებებია: მეცნიერებათა აცადემია კრაკოვში, მდიდარი ბიბლიოთეკითა და არქეოლოგიური მუზეუმით; საზოგადოება (Zakład) ოსოლინსკების სახელობისა, ლვოვში, ბიბლიოთეკით, მუზეუმებით, სურათების გალერეითა და ა. შ.; ბუნებისმეტყველთა პოლონური საზოგადოება, გალიციურ-რუსული მატიცა, კაჩკოვსკისა და შევჩენკოს საზოგადოებები ლვოვში. შემდეგ არის კიდევ რამდენიმე პოლონური სამეცნიერო საზოგადოება. უმნიშვნელოვანესი მუზეუმებია: გრაფ დედუშიცკისა ლვოვში და გრაფ მოშჩინსკისა – კრაკოვში.

(შემდეგ მოყვანილია ლიტერატურის ჩამონათვალი განხილულ თემაზე)

გ. ველიჩკო   

ისტორია. გალიციის ბედი 1772 წლამდე იხ. წერილში გალიციის სამთავრო (ქვემოთ). პოლონეთის პირველი გაყოფის მიხედვით (1772) გალიციური მიწების ნაწილი (80.000 კვ. კმ) გადავიდა ავსტრიის ხელში გალიციისა და ვოლოდიმირიის სამეფოს ტიტულით (ეს ტიტული მიღებულ იქნა მარია ტერეზიას მიერ ჯერ კიდევ 1741 წელს). 1786 წელს გალიციას შემოუერთდა ბუკოვინა, რომელიც ავსტრიისა 1777 წელს გახდა. პოლონეთის მესამე გაყოფის მიხედვით (1795) ავსტრიას ერგო გალიციის ჩრდილოეთ ნაწილი მდინარე ბუგამდე, რომელსაც ეწოდა დასავლეთ გალიცია, უწინ შემოერთებული აღმოსავლეთ გალიციისგან განსხვავებით. 1809 წელს ვენის სამშვიდობო ხელშეკრულებით, ავსტრიამ მთელი დასავლეთ გალიცია ქალაქ კრაკოვით და აღმოსავლეთ გალიციაში ხიდისიქითა ოკრუგი (50.000 კვ. კმ და 1,5 მლნ. მოსახლეობა) დაუთმო ვარშავის დიდ საჰერცოგოს, ხოლო ტერნოპოლის ოკრუგი კი (9.000 კვ. კმ და 400.000 მცხოვრები) – რუსეთს. ვენის კონგრესმა 1815 წელს დასავლეთ გალიცია პოლონეთის სამეფოს დაუტოვა, ტერნოპოლის ოკრუგი ავსტრიას დაუბრუნა და ქალაქი კრაკოვი ოკრუგთან ერთად დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარა; მაგრამ 1848 წელს იგი გაუქმებულ იქნა და კრაკოვი ავსტრიამ დაიკავა, ხოლო 1849 წელს კი, დიდი საჰერცოგოს ტიტულით გალიციის საგვირგვინო მიწის შემადგენლობაში შევიდა; იმავე წელს ბუკოვინა ავსტრიული გვირგვინის დამოუკიდებელ ოლქად იქნა გამოყოფილი.


გალიციის სამთავროს ეკავა აღმოსავლეთ-ევროპული დაბლობის უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთ კუთხე და კარპატების მთების ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთები. კარპატების ტერასები მთავარ ქედსა და მდინარეებს სანსა და დნესტრს შორის, შეადგენენ ეგრეთ წოდებულ მთისძირეთს (подгорье); შემდეგ ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ იშლება ველი (долина). მთისძირეთი დაკავებული იყო ხორვატების სლავური ტომით, რომელიც უკვე კონსტანტინე პორფიროგენეტისთვის გახლდათ ცნობილი; ველი დაკავებული იყო ბუჟანების მიერ, რომლებიც მატიანეში სხვადასხვა სახელით არიან ცნობილნი (თავიდან დულებების, შემდეგ ბუჟანების, და ბოლოს კი ვოლინელების ანუ ველინელების). ბუჟანების მიწის დასავლეთ ნაწილი, რომელიც გალიციის სამთავროს შემადგენლობაში შევიდა, მატიანეში ცნობილია ჩერვენული ქალაქების სახელით, და ასეთი სახელწოდება მათ მიიღეს ერთერთი მათგანის, ჩერვნის მიხედვით. ხორვატებიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით და ბუჟანებიდან სამხრეთით ცხოვრობდა ორი სლავური ტომი – ულიჩები და ტივერცები, დნესტრის გაყოლებით დუნაიმდე და შავ ზღვამდე. X საუკუნეში ულიჩებისა და ტივერცების სახელები მატიანიდან ქრება, სავარაუდოა, რომ ველის (სტეპის) მომთაბარეთა მოწოლის შედეგად ისინი ჩრდილოეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ უნდა გადანაცვლებულიყვნენ და ხორვატებსა და ბუჟანებს შერწყმოდნენ. შედგომში მათი ტერიტორია გალიციის სამთავროს შემადგენლობაში შედიოდა.

ხორვატებისა და ბუჟანების მიწა დიდხანს შედის ხან რუსეთის (Русь) და ხანაც პოლონეთის შემადგენლობაში. ოლეგის დროს ხორვატები და დულებები იმ ტომების რიცხვში მოიხსენებიან, რომლებიც კონსტანტინოპოლზე მის ლაშქრობაში მონაწილეობდნენ. შემდეგ ეს ოლქები პოლონელებთან გადავიდა. 981 წელზე მატიანე ამბობს, რომ ვლადიმირმა დაიკავა “მათი ქალაქები პერემიშლი, ჩერვენი და სხვა ქალაქები”. ვლადიმირის სიკვდილის შემდეგ ჩერვენის ქალაქები ბოლესლავ მამაცის მიერ იქნა დაპყრობილი და პოლონეთის ხელში გადავიდა, მაგრამ არა დიდი ხნით: 1030-1031 წლებში იაროსლავმა ისინი ომით უკანვე დაიბრუნა. XI საუკუნის ბოლოს აქ ძმები როსტისლავიჩები მკვიდრდებიან, ვასილკო (ტ. V, 614) და ვოლოდარი (ტ. VII, 66), რომელთაც საფუძველი დაუდეს გალიციური მიწის, როგორც ცალკე სამთავროს არსებობას. ვოლოდარის ვაჟმა, ვლადიმირკომ ანუ ვლადიმირმა (ტ. VI, 647), გალიციის მიწა გააერთიანა და დედაქალაქი უფრო დასავლეთით, ხორვატების მთაგორიან ქვეყანაში, გალიჩში გადაიტანა, რომელმაც მთელ სამთავროს თავისი სახელი მისცა. ვლადიმირის ერთადერთ ბიძაშვილს, ივანე როსტისლავის ძე ბერლადნიკს (ტ. III, 542) მან სამკვიდრო მამული წაართვა.

გალიციის მიწა სხვადასხვა ხალხებით იყო გარშემორტყმული; ჩრდილო-დასავლეთით მას ესაზღვებოდნენ პოლონელები, სამხრეთ-დასავლეთით – უნგრელები, სამხრეთით – სტეპის მომთაბარენი, აღმოსავლეთითა და ჩრდილოეთით – კიევისა და ვლადიმირის სამთავროები. ის ერთერთი უმდიდრესი რუსული ოლქი გახლდათ, ჭარბად აწარმოებდა პურსა და საქონელს, მთელ რუსეთს მარილით ამარაგებდა. დასავლეთ ევროპასა და დანარჩენ რუსეთს შორის მისი მდებარეობა მისი ვაჭრობის განვითარებას ხელს უწყობდა. 1224 წელს, თათართა წინააღმდეგ შეკრებისას, დნეპრზე გამოჩნდა 1000 ნავისგან შემდგარი (изъ 1000 ладей) გალიციური ფლოტილია. გალიციის მიწა საკმარისად მჭიდროდ იყო დასახლებული: XIII ასწლეულის პირველ ნახევარში მატიანეში 50-მდე გალიციური და ვოლინური ქალაქი მოიხსენიება.

გალიციის სამთავროს ფარგლები ვლადიმირის დროს დასალეთის, სამხრეთისა და აღმოსავლეთისკენ გაფართოვდა. იგი ქმედითად ზრუნავდა თავის სამფლობელოთა სამხრეთ ნაწილის კოლონიზაციისთვის და იქ ტყვეებს ასახლებდა. 1146 წელს, ვსევოლოდ კიეველის მიერ ზვენიგოროდის ალყის დროს, ვეჩემ (საერთო კრებამ – ი. ხ.) ქალაქის ჩაბარება გადაწყვიტა, მაგრამ ვლადიმირის ვოევოდამ, ივან ხალდეევიჩმა, ვეჩეს სამი მთავარი მონაწილე ჩამოაღრჩო და ამით ისე დააშინა მოქალაქენი, რომ მათ ჩაბარების მოსაზრებაზე უარი თქვეს. ასეთი მკაცრი ზომებით ვლადიმირმა და მისმა მოლაშქრეებმა (მისი დრუჟინის წევრებმა) მნიშვნელოვან ხარისხად მოახერხეს ვეჩესეული საწყისის ჩახშობა (...успели въ значительной степени подавить вечевое насало). ვლადიმირის ტახტზე მისი ერთადერთი ვაჟშვილი იაროსლავი ავიდა, რომელსაც «Слово о полку Игореве» უწოდებს Осмомыслъ-ს. იაროსლავის მმართველობის პირველ წლებში მას მისმა ბიძაშვილმა ივანე ბერლადნიკმა ბევრი საზრუნავი გაუჩნა, მით უმეტეს, რომ უკანასკნელი ხალხის თანაგრძნობით სარგებლობდა. იაროსლავის მთავრობა (княженiе) საერთოდ მშვიდობანი ხასიათით გამოირჩეოდა. მისი მმართველობის მხოლოდ სულ დასაწყისში მოხდა შეჯახება იზიასლავ კიეველთან იმ ქალაქებისთვის, რომელთა დაბრუნებასაც იზიასლავი ვლადიმირისგან ამაოდ მითხოვდა. მამის სიკვდილის შემდეგ იაროსავმა თავიდან დიდი მთავრის მოთხოვნის შესრულების სურვილი კიდეც გამოხატა, მაგრამ გალიციელი ბოიარები ამას წინ აღუდგნენ. იზიასლავმა გადაწყვიტა ძალით ემოქმედა და ჯარით ტერებოვლს მოადგა. იაროსლავს თავად სურდა გალიციურ პოლკებს წინ გაძღოლოდა, მაგრამ ბოიარებმა არ დაუშვეს იგი აქამდე იმ საბაბით, რომ იგი ახალგაზრდაა და ამასთან მთავართა საგვარეულოს ერთადერთი წარმომადგენელიც. იზიასლავმა ბრძოლა წააგო და სადავო ქალაქები გალიჩის სამთავროს დარჩა. იაროსლავის დროს ბოიარობის მკვეთრად გამოხატული გაძლიერება გალიჩის ისტორიის დამახასიათებელ ნიშანს შეადგენს. ვეჩე გალიციის ოლქში ადრევე იქნა ჩახშობილი მთავრისა და დრუჟინის ერთობლივი ძალისხმევით და არ შეეძლო უკვე გაძლიერებული ბოიარების მიმართ ოპოზიცია წარმოედგინა, რომლებმაც მთავრის ხელისუფლებას დაუწყეს ბრძოლა. ბოიართა გაძლიერების მთავარი მიზეზი გალიჩის მართველობაში მყოფი მთავართა საგვარეულოს მცირერიცხოვნება გახლდათ. აქ იშვიათად იყო ხოლმე ერთდროულად მთავრის ოჯახის ორზე მეტი წარმომადგენელი. ამის შედეგად გალიცილემა მოლაშქრეებმა (მთავრის დრუჟინის წევრებმა) თავიანთ ხელში მიიღეს ის ფუნქციები, რომლებსაც დანარჩენ რუსეთში მთავრის ოჯახის უმცროსი წევრები ასრულებდნენ: ისინი მთავრის ნაცვლებად ისხდნენ არა მხოლოდ წვრილ, არამედ მსხვილ ქალაქებშიც, სარდლობდნენ ჯარებს, განაგებდნენ ფინანსებს. თუმცა კი გალიციური ბოიარობა ჩაკეტილი წოდება არ ყოფილა და მოსახლეობის დანარჩენი მასის წინაშე არც განსაზღვრული იურიდიული უპირატესობანი ჰქონია; იგი მხოლოდ ფატიურ ძალას ემყარებოდა.

იაროსლავი დიდხანს მართავდა († 1187). მატიანე დიდი ქებით იხსენიებს ამ მთავარს, ხოლო «Слово о полку Игореве»-ს მომღერალი კი კაშკაშა ფერებით ხატავს მის ძლიერებას. როდესაც კვდებოდა, იაროსლავმა გალიჩი თავისი ხარჭის ნასტასიასგან ნაშობ ვაჟს – ოლეგს უანდერძა, ხოლო თავისი ცოლისგან შეძენილ ვაჟს, ვლადიმირს კი მხოლოდ პერემიშლი მისცა. მაგრამ მთავრის სიკვდილის შემდეგ ბოიარებმა ოლეგი გააგდეს და გალიციის მთელი მიწა ვლადიმირს (ტ. VI, გვ. 655) მისცეს, რამაც ახალი შინაომები გამოიწვია, რომლებშიც უნგრელები ჩაერიენ. უნგრეთის მეფემ ბელამ გალიჩი დაიკავა იქ თავისი ძე ანდრეი დასვა, ხოლო ვლადიმირი კი უნგრეთში ტყვედ წაიყვანა. 1190 წელს ვლადიმირმა, პოლონელების დახმარებით, გალიჩიდან უნგრელთა განდევნა მოახერხა, სადაც მათ თავიანთი ძალადობებით ყველანი თავიანთ წინააღმდეგ განაწყვეს, და გალიციის ტახტზე დაჯდა. მის სიკვდილთან ერთად გალიჩში როსტისლავიჩების საგვარეულო შეწყდა და გალიციის ტახტი (галицкiй столъ) რომან მსტისლავის ძე ვოლინსკის სახით (რიურიკოვიჩების) სხვა ხაზმა დაიკავა, რომელიც ჯერ კიდევ ვლადიმირის სიცოცხლეში გალიჩის დაუფლებას ცდილობდა (VI, 655). რომანის დროს საბოლოოდ ეცემა კიევის მნიშვნელობა, რომლის როლიც ჩრდილოეთში გადადის – ვლადიმირზე, დასავლეთში კი – გალიჩზე. თავისი ენერგიული საგარეო პოლიტიკით, რომელიც, თუმცა კი, არ უშლიდა მას ხელს იმაში, რომ ქვეყნის შიგნით ბოიარობასთანაც ებრძოლა, რომანმა (იხ. ეს სახელი) თავის წინამორბედთა საქმე ბოლომდე მიიყვანა – გალიციის სამთავრო ძლიერი სახელმწიფოს ხარისხში აამაღლა. მაგრამ მისი მთავრობა (княженiе) არცთუ იმდენად ხანგრძლივი იყო, რომ ბოიართა ბატონობა გაეტეხა და ახალი წესრიგი დაემყარებინა. მაშინვე მისი სიკვდილის შემდეგ (1205) გალიციის სამთავროში არეულობები დაიწყო. რომანმა ორი ვაჟიშვილი დატოვა: 4 წლის დანიელი და 2 წლის ვასილკო. გალიციის ტახტზე (რუსული ტრადიციული ტერმინოლოგიით – გალიციის მაგიდაზე /на галицкiй столъ/ – ი. ხ.) ბევრი პრეტენდენტი გამოჩნდა როგორც რუს მთავრებს შორის, ისე უცხოელ მეზობლებს – უნგრელებსა და პოლონელებს შორისაც. შემდგომ მოვლენებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ბოიარებმა. ისინი არ დამდგარან რომანოვიჩების (რომანის ძეთა) მხარეზე, როგორც რომანისადმი არაკეთილგანწყობის გამო, ისე იმიტომაც, რომ რომანოვიჩებს შეეძლოთ პრეტენზია განეცხადებიათ გალიჩზე, როგორც თავიანთ სამემკვიდრეო მამულზე, ხოლო ბოიარებს კი სურდათ მთავრის მაგიდა (ტახტი) არჩევითი გაეხადათ. გალიციის მიწაზე უკვე ამ ხანებში ვეღარ ბატონობს ის აზრი, რომ მთავრის მაგიდა რიურიკის სახლის წარმომადგენელთა მონაპოვარია; აქ სხვა ოლქებში შეუძლებელი ფაქტიც კი ხდება – ბოიარის გამთავრებისა (გალიციის მაგიდისთვის ბრძოლის დაწვრილებითი ამბები იხ. სიტყვებზე: Василько, V, 613; Володиславъ, VII, 66; Данiилъ Романовичъ и Мстиславъ Мстиславовичъ Удалой). მხოლოდ 1249 წელს მოახერხა დანიელმა თავის უკანასკნელ მოწინააღმდეგეთა დამარცხება. დანიელის მთავრობის ამ დროიდან დაწყებული პერიოდი დაახლოებით 15 წელიწადს გრძელდებოდა და გალიციური მიწის ყველზე უფრო დიდი ძალმოსილების ხანას წარმოადგენდა. დანიელის მთავრობის პირველ ნახევარში მონღოლების მიერ რუსეთის დაპყრობა მოხდა. მონღოლური უღელი გალიჩსა და ვოლინში გაცილებით უფრო მსუბუქი აღმოჩნდა, ვიდრე დანარჩენ რუსეთში. მართალია, თათრებმა უნგრეთზე ლაშქრობის დროს ვოლინიცა და გალიჩიც გააჩანაგეს, მაგრამ აქ მათ ხარკის აკრეფისთვის ხალხის აღწერა არ მოუხდენიათ და თავიანთ ბასკაკებსაც არ აგზავნიდნენ. მატიანიდან ისიც კი არ ჩანს, რომ გალიჩს განსაზღვრული ხარკი ეხადა; დანიელი მხოლოდ ვალდებული იყო, რომ თათრებისთვის ჯარებით დახმარება აღმოეჩინა. თათართა შემოსევიდან მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გაემგზავრა დანიელი ურდოში ყაენისთვის თაყვანის საცემად. იქ იგი უფრო მეტი პატვით მიიღეს, ვიდრე სხვა მთავრები. მისგან მხოლოდ თათრებისთვის რადენიმე ციხესიმაგრის ჩაბარება და ომის შემთხვევაში დამხმარე ჯარები მოითხოვეს. როგორი მსუბუქიც არ იყო, შედარებით, გალიჩის თათრებზე დამოკიდებულება, მაინც დანიელს ემძიმებოდა იგი და მისი საქმიანობის მიზნად თათრებისგან განთავისუფლება იქცა. რათა უსაფრთხო გაეხადა თავისი ქვეყანა, დანიელი გულმოდინედ შეუდგა ქლაქების გამაგრებას. თათრები თავიდან არ აქცევდნენ ამას ყურადღებას, მაგრამ როდესაც დანიელმა მათ მიმართ გამომწვევად იწყო ქცევა, მაშინ დანიელს ახლად დანიშნული თათართა ნოინი (темникъ) ბურუნდაი (იხ. ტ. V, 51) დიდი ურდოს სათავეში გამოეცხადა და ციხესიმაგრეთა დანგრევა და მისი მოკავშირე ლიტვის წინააღმდეგ დამხმარე ჯარი მოსთხოვა. დანიელი უნდა დამორჩილებულიყო. მალე შინაგანმა არეულობებმა თათრების ყურადღება გადაიტანეს და მათ გალიჩს თავი ანებეს. მხოლოდ დანიელის სამფლობელოთა სამხრეთ ნაწილი ჩამოშორდა მას თათართა შემოსევის შედეგად: პონიზიეს მცხოვრებლებმა უშუალოდ თათრებისადმი დაქვემდებარება ამჯობინეს. ასეთივე მისწრაფებები გამოავლინეს დანიელის სახემწიფოს აღმოსავლეთ ოკრაინების (განაპირა მხარეების) მცხოვრებლებმაც, მაგრამ ისინი იძულებული შეიქნენ დანიელს დამორჩილებოდნენ.

კიევისა და ჩერნიგოვის სამთავროები გაცილები უფრო მეტად იყვნენ დარბეული და გაძარცვული თათართა მიერ, ვიდრე გალიჩისა, და გალიცია-ვოლინის რუსეთთან მეტოქეობა უკვე აღარ შეეძლოთ. პოლონეთთან მიმართებით დანიელი გალიციელი მთავრების ტრადიციულ პოლიტიკას აგრძელებდა – სუსტ და მოშორებულ მაზოვიელ მთავრებს უჭერდა მხარს უფრო ძლიერი კრაკოველი მთავრების წინააღმდეგ. ჩაერია რა პოლონეთის საქმეებში, დანიელმა დაიპყრო ლიუბლიანის მიწა, რომელიც რუსეთსა და პოლონეთს შორის მერყეობდა. გალიცია-ვოლინის სამთავროს ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრებზე ამ ხანებში ლიტვის ძლიერი სახელმწიფო წარმოიქნა. დანიელის ვაჟმა, რომანმა, Черная Русь მიიღო ლიტვის მთავრის მინდოვგის უმაღლესი ხელისუფლების აღიარების პირობით. უნგრეთის მეფემ გალიჩისადმი პრეტენზიებზე უარი თქვა და დანიელს კიდეც დაუნათესავდა – თავისი ქალიშვილი მის ძეს ლევს მიათხოვა. დანიელის მეორე ვაჟი, რომანი, ავსტრიის ჰერცოგის დაზე იყო დაქორწინებული; ამ ქორწინებამ მისცა საბაბი რომანს იმისთვის, რათა ავსტრიის ჰერცოგთა მამაკაცური ხაზის შეწყვეტის შემდეგ, მათ სამფლობელოებზე პრეტენზია განეცხადებინა. დანიელმა ურთიერთობები დაიწყო რომის პაპთან, იმედოვნებდა რა პაპისგან თათრებთან საბრძოლველად დახმარების მიღებას. 1255 წელს მან პაპის სულიერი უფროსობა (духовное главенство) აღიარა, ხოლო პაპმა ინოკენტი IV დანიელს მეფის (კოროლის) ტიტული მისცა. მაგრამ ორი წლის შემდეგ, გული აუცრუვდა რა პაპის დახმარების იმედებზე, დანიელმა ეკლესიის მეთაურად პაპის აღიარებაზე უარი განაცხადა; თუმა კი მეფის ტიტული თავისთვის მაინც დაიტოვა. დანიელი ბოიარების კეთილგანწყობით არ სარგებლობდა. თავისი ხელისუფლების შენარჩუნებისთვის მას ზოგჯერ უხდებოდა, რომ სამხედრო ძალისთვის მიემართა. თათრების შემოსევამ და ლიტველთა თარეშებმა ძლიერად გაძარცვეს გალიციის რუსეთი. მოსახლეობა კარპატების ტყიან მთებში გარბოდა, საიდანაც, საშიშროების ჩავლის შემდეგ, ხანძრებისგან გადამწვარ მშობლიურ ადგილებს უბრუნდებოდა. დანიელმა ბევრ მცდელობას მიმართა, რათა გაუდაბურებული მიწები ხელახლა დაესახლებინა. მან მთელი რიგი ქალაქები ააშენა, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ხოლმი; დანიელმა ის თავის დედაქალაქად აქცია. ხშირ ურთიერთობებს დასავლეთთან წინამორბედ ხანებში და განსაკუთრებით დანიელის ეპოქაში გალიციის რუსეთისთვის უკვალოდ არ ჩაუვლია. თათართა შემოსევის შემდეგ დანარჩენი რუსეთისგან მოწყვეტილი გალიციის ოლქი უფრო მჭიდროდ უკავშირდება დასავლეთს და დასავლურ კულტურას ითვისებს. რელიგიური წინასწარგანწყობანი დასავლელევროპელთა წინააღმდეგ აქ არ ყოფილა; მაგრამ გალიციის რუსეთმა მართლმადიდებელი სარწმუნოება შეინარჩუნა, რამაც ხალხურობის შენარჩუნებასაც შეუწყო ხელი. დანიელის სიკვდილთან ერთად (1264) გალიჩის ისტორის აყვავებული პერიოდიც დასრულდა. ამ დროიდან გალიციურ-რუსული სახელმწიფო დაქვეითებისკენ იხრება და, ბოლოს, დამოუკიდებლობასაც კარგავს. გალიციური მიწის საზღვრებზე ძლიერდება სახელმწიფოები, რომელშიც გაერთიანების პროცესი აღესრულა (ლიტვა და პოლონეთი). მათ გადაყლაპეს კიდეც გალიცია-ვოლინის რუსეთი. პირველივე ხანებში დანიელის მემკვიდრეებს ლიტვის საქმეებში ჩარევა მოუხდათ. ლიტვის გამაერთიანებელი მინდოვგი მოკლულ იქნა და იქ არეულობები დაიწყო. მინდოვგის ერთერთმა ვაჟმა, ვოიშელკმა (ტ. VI, 941), ძალაუფლების ხელში ჩაგდება მოახერხა. მან დანიელის ძე შვარნი იშვილა. ამ საფუძველზე შვარნმა ლიტვაზე პრეტენზია განაცხადა, და მან იქ გამთავრებაც მოახერხა, თუმცა კი ცოტა ხნით, რადგანაც იგი მალევე გაძლიერებული წარმართული პარტიის მიერ იქნა გამოძევებული.

ვასილკოს სიკვდილის შემდეგ, რომელიც დანიელის ვაჟიშვილებს ხელმძღვანელობდა, რომანოვიჩების ოჯახში უთანხმოებები დაიწყო. დანიელის ვაჟიშვილებიდან უფროსი, ლევი, თავისი ძალაუფლების ქვეშ გალიციის მთელი მიწის შეერთებას ცდილობდა. მისი ჩანაფიქრებისადმი წინააღმდეგობის გამწევ მთავრებთან, აგრეთვე პოლონეთთან და ლიტვასთან ბრძოლაში, ლევი თათრების დახმარებას მიმართავდა; თათრების გამოჩენას გალიციის მიწაზე მოსახლეობისთვის თან დიდი უბედურებებიც ახლდა და, როგორც ჩანს, ამიტომ ლევი პოპულარობით ვერ სარგებლობდა. პირიქით, მისი მოწინააღმდეგე, სამემკვიდრეო მამულების წყობილების დამცველი, ვლადიმირ ვასილკოს ძე (ტ. VI, 646) მოსახლეობას ძალზედ უყვარდა. ვლადიმირმა, როცა კვდებოდა, თავისი სამფლობელოები ლევის ძმას, მსტისლავს უანდერძა. ლევმა გალიციის დედაქალაქი ლვოვში გადაიტანა და პოლონეთთან ბრძოლას აწარმოებდა, რომელიც ამ ხანებში ვლადისლავ ლოკოტკის ძალაუფლების ქვეშ უკვე გაერთიანებულიყო; ეს ბრძოლა ლევისთვის უიღბლოდ დასრულდა, მან ლიუბლინის მიწა დაკარგა. ლევის სიკვდილს 1301 წელს ვარაუდობენ. ძალზედ ცოტა რამ არის ცნობილი ლევის ვაჟის, იურის მთავრობის შესახებ, რომელიც არაუგვიანეს 1316 წლისა გარდაიცვალა. გალიჩსა და ვოლინში მისი მემკვიდრეები მისი ვაჟები ანდრეი და ლევი იყვნენ. არის ცნობა, რომ ეს მთავრები, სავარაუდოდ თათრებთან ბრძოლაში, დაახლოებით 1324 წელს დაიღუპნენ. ანდრეისა და ლევის სიკვდილიდან გალიჩის დამოუკიდებლობის დაცემამდე პერიოდი მეტად ბნელია. ჩვეულებრივ საქმეს შემდეგი სახით წარმოგვიდგენენ: ანდრეისა და ლევის სიკვდილის შემდეგ გალიჩში 1336 წლამდე მთავრობდა იური II; უშვილო იურის მემკვიდრე იყო მისი დისწული ბოლესლავი (იურის და გათხოვილი იყო მაზოვეცის მთავარზე ტროიდენზე; იხ. ვოლინი, ტ. VII, 128). ბოლესლავი 1340 წლამდე მთავრობდა და რუსების მიერ იქნა მოწამლული კათოლიციზმის შემოღების მცდელობის გამო. დღესდღეობით ჩეხმა მეცნიერმა რჟეჟაბკამ მოახერხა იმის დამტკიცება, რაც ადრეც გამოუთქვამთ, რომ იური II და ბოლესლავ ტროიდენის ძე – ერთი და იგივე პირია. რჟეჟაბკას აზრით, ანდრეისა და ლევის მემკვიდრე გახლათ მათი დისწული ბოლესლავი, რომელმაც მართლმადიდებლობა და იური II-ის სახელი მიიღო; შემდეგ იგი ისევ კათოლიციზმში გადავიდა და თავის ქვეშევრდომთა მიერ იქნა მოწამლული. იური II-სგან ჩვენამდე რამდენიმე სიგელმა მოაღწია. ერთერთ მათგანიში იური იწოდება “Dei gratia natus dux minoris Russiae”-დ (აქ პირველად გვხვდება ტერმინი მცირე რუსეთი – Малая Русь). მთავრის ხელმოწერისა და ბეჭდის გარდა, ამ სიგელებზე დიდებულთა ხელმოწერები და ბეჭდებიც არის; მოხსენიებულია ამ დიდებულთა თანამდებობებიც: ეპისკოპოსი, დეტკო (მთავრის ბიძა, дядько), მოსამართლე და ვოევოდები – ბელზსკის, პერემიშლის, ლვოვისა და ლუცკის. ამრიგად, მთავრის ხელისუფლება ამ ხანებში, როგორც ჩანს, ძალზედ შეზღუდული გახლდათ და მის უშუალო განმგებლობაში მხოლოდ ქალაქი ვლადიმირი-ღა თუ იქნებოდა, სადაც არის კიდეც მისი ზოგიერთი სიგელი გაცემული. იური II – ბოლესლავი გალიციის უკანასკნელი მთავარი იყო. მას შთამომავლობა არ დარჩენია. გალიციის მიწაზე ორი პრეტენდენტი გამოცხადდა: კაზიმირ III პოლონელი, როგორც მაზოვეცის მთავართა (მაზოვეცკების) ნათესავი და მოკავშირე, და ლიტვის დიდი მთავრის გედიმინის ერთერთი ვაჟიშვილი – ლიუბარტი, რომელიც ლევ იურის ძის ქალიშვილზე იყო დაქორწინებული. ამ პრეტენდენტებს შორის დაიწყო ბრძოლა, რომელიც დაახლოებით 40 წელიწადს გრძელდებოდა. იური-ბოლესლავის სიკვდილის წელს კაზიმირ III-მ ლაშქრობას გალიჩზე მიმართა, პერემიშლისა და ლვოვის მიწას დაეუფლა და მთავართა განძეულობა ლვოვიდან პოლონეთში გაიტანა. ამასობაში ლიუბარტმა ვლადიმირი, კრემენეცი და ჩერვენის მიწის ნაწილი დაიპყრო. კაზიმირის წასვლის შემდეგ გალიჩელები აჯანყდნენ, თათართა მფარველობას მიმართეს და მათი დახმარებით პოლონელები განდევნეს. გალიჩში ბოიარების მთავრობა მყარდება, რომლის სათავეშიც ბოიარი დიმიტრი დეტკო (ე. ი. მთავრის дядько) დგას, რუსული მიწის დამცველისა და სტაროსტის ტიტულით (съ титуломъ блюстителя и старосты Русской Земли, provisor seu capitaneus terrae Russiae). საქმეთა ასეთი მდგომარეობა 1349 წლამდე გრძელდებოდა, როცა კაზიმირმა რუსეთზე მეორე ლაშქრობას მიმართა, ლიუბარტი ვოლნიდან განდევნა და იქ მსხდომი წვრილი მთავრები დაიქვემდებარა (ალბათ ესენი მსტისლავ დანიელის ძის შთამომავლები იყვნენ). ლიუბარტი თავის მხრივ გალიციის რუსეთზე წავიდა, თავად გალიჩამდეც კი მიაღწია და საქმე ხელშეკრულებით დასრულდა, რომლის მიხედვითაც კაზიმირს ლვოვის, პერემიშლისა და გალიჩის მიწები ერგო, ლიუბარტს კი – ვოლინი, ხოლმი და ბელზი. ამის შემდეგ კაზიმირი ვოლინის დაუფლებას კიდევ ერთხელ ეცადა, მაგრამ, იგი ლიტვას დარჩა. კაზიმირის სიკვდილის შემდეგ პოლონეთის გვირგვინი მის ბიძაშვილს ლუდოვიკ უნგრელს ერგო, რომელიც თავის ძირეულ სამლფობელოდ უნგრეთს თვლიდა და ამიტომ გალიციის რუსეთის მასთან შეერთება სურდა. ლუდოვიკის სიკვდილის შემდეგ, უნგრეთი მის ერთერთ ქალიშვილს, მარიას ერგო, პოლონეთი კი მეორეს, იადვიგას. 1386 წელს იადვიგამ გალიციის რუსეთზე ლაშქრობას მიმართა და ის პოლონეთს შეუერთა. იმ დროიდან გალიცია პოლონეთის გაყოფებამდე მის ერთერთ პროვინციად რჩებოდა.

(ამის შემდეგ მოყვანილია ლიტერატურის მიმოხილვა განხილულ თემაზე)

ე. კივლიცკი


გალიციურ-რუსული ლიტერატურულ-საზოგადოებრივი მოძრაობა XIX საუკუნის ბოლოსთვის

(მკითხველი შეამჩნევს, რომ ამ წერილის ავტორი ავლენს იმხანად რუსულ მედასავლეთურ ინტელიგენციაში ფეხმოკიდებულ რევოლუციურ, ათეისტურ და ანტიეკლესიურ განწყობებს /ამ შემთხვევაში უნიატური, ბერძნულ-რომაული ეკლესიის მიმართ/. ამიტომ მისი უდაოდ საყურადღებო და სასარგებლო წერილის გაცნობისას, მკითხველს ვურჩევდით, რომ ამ მხრივ მის ნაწერს გარკვეული სიფრთხილით მოჰკიდებოდა)

გალიცია ავსტრიას ერგო სამ მონარქიას შორის 1772 წელს დადებული შეთანხმების საფუძველზე (რეჩ პოსპოლიტას 1-ლი გაყოფა). მრავალსაუკუნოვანმა პოლონურმა ბატონობამ ეს მხარე სრულ გაღატაკებამდე (до полнаго разоренiя) მიიყვანა. განსაკუთრებით იტანჯებოდა გალიციის აღმოსავლეთ ნაწილი, რომელიც რუსული (მალორუსული) ტომით იყო დასახლებული. რუსული თავადაზნარობა აქ უკვე დიდი ხანია გაპოლონებული იყო, თუმცა კი შინაურ ყოფა-ცხოვრებაში ჯერ კიდევ ხალხურ ენას იყენებდა; რუსული სავაჭრო წოდებაცა და უმაღლესი სასულიერო წოდებაც ნელ-ნელა დაექვემდებარნენ პოლონურ კულტურას. თავიანთი ხალხურობისადმი ერთგულნი მხოლოდ წვრილი ხელოსნები, გლეხები და უმდაბლესი სასულიერო წოდება («попы и хлопы») დარჩნენ. რუსული ინტელიგენცია გალიციაში არ ყოფილა; არ ყოფილა არც უმაღლესი, არც საშუალო სასწავლო დაწესებულებანი. მთელ მხარეში 50 სამრევლო სკოლის მოძიება თუ შეიძლებოდა; ხალხი პანების უღელქვეშ იტანჯებოდა (томился на панщине), ხოლო სულიერად უფრიო ძლიერი და ენერგიული ნატურები კი გამოსავალს “ოპრიშკოვობაში” (გაიდამაკობაში) პოულობდნენ (находили выходъ въ «опришковщине» /гайдамачине/). უმაღლესი სასულიერო წოდების გარემოში ცალკეულ პიროვნებებს ხალხის მიმართ თავიანთი მოვალეობები შეგნებული ჰქონდათ (მაგალითად, მიკოლა შადურსკის, რომელმაც ლვოვის ეპარქიის ყველა სამრევლოსა და ეკლესიის აღწერილობა შეადგინა, კარპინსკისა და სხვებს); მაგრამ ესენი ერთეულები იყვნენ, და ამასთან, თავიანთი მონაზვნური განათლების სულით, უბრალო ხალხისთვის ისინი მაინც უცხონი გახლდნენ. უმდაბლესი სასულიერო წოდება XVIII საუკუნის ბოლოსთვის უმეცრების უკიდურეს ხარისხამდე დავიდა. ეპისკოპოსები, განსაკუთრებით კი ხოლმისა, საზღაურის სანაცვლოდ მღვდელმსახურებად ხელს ძლივს-ძლივობით წერა-კითხვის მცოდნე ადამიანებს ასხამდნენ. ხალხის ასეთ, ამასთან ერთადერთ წარმომადგენლებს, შლიახტა ზოგჯერ უფრო ცუდადაც კი ექცეოდა, ვიდრე გლეხებს. მემამულის სახლში მღვდელს ჩვეულებრივ ცალკე მაგიდასთან სვამდნენ. მათ მიმართ არცთუ იშვიათად სხეულებრივი სასჯელებიც გამოიყენებოდა. თავიანთ მხრივ გაველურებული მღვდელმსახურები ზოგჯერ ყაჩაღთა ხროვებს უერთდებოდნენ და სამწყსოს მათთან ერთად ძარცვავდნენ. ყველაფერ ამასთან ერთად, განსაკუთრებით მიყრუებულ მთაგორიან ადგილებში, ისეთი მღვდელმსახურებიც გვხვდებოდა, რომლებიც უკვე XVIII საუკუნის დასაწყისში ეროვნულ თვითშეგნებას იჩენდნენ. მაშინ უკვე ჩვენ ვხვდებით იმის მცდელობებს, რომ წიგნიერი საეკლესიო-სლავური ენა შეძლებისდაგვარად ხალხური ენით შეიცვალოს (ივანე პრისლოპსკი, თეოდორე პოპოვიჩი).

არცთუ ბევრი ცვლილება მოხდა 1772 წლის შემდეგაც. მარია ტერეზია და განსაკუთრებით კი იოსებ II სასულიერო წოდებისა და შლიახტის მოწინააღმდეგენი იყვნენ და რუსი ხალხის მდგომარეობის შემსუბუქებისკენ ისწრაფოდნენ; მაგრამ მათი საქმიანობა ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა. 1774 წელს მარია ტერეზიამ ვენაში სასულიერო სემინარია დააარსა, რომელშიც 6 ვაკანსია იყო ორივე გალიციური ეპარქიისთვის; 1783 წელს იოსებ II-მ ასეთივე სასულიერო სემინარია ლვოვში დააარსა, ხოლო 1784 წელს კი – უნივესიტეტიც, საღვთისმეტყველო ფაკულტეტით; უნივერსიტეტში 1787 წლიდან სწავლება ადგილობრივ რუსულ ენაზე იქნა შემოღებული. რუსულმა მოსახლეობამ გამოცოცხლება დაიწყო. სულ რაღაც 10 წელიწადში რუსინებმა უნივერსიტეტში საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე ყველა კათედრის დაკავება მოახერხეს, მათ ბევრი საერო კათედრაც ეკავათ. პროფესორებს შირის არც ერთი პოლონელი არ ყოფილა. სამწუხაროდ, ახლადწარმოქმნილ რუსულ ინტელიგენციას შორის სქოლასტიკის, განსაკუთრებით და მხოლოდ საღვთისმეტყველო სწავლულობის სული მეფობდა (Къ сожаленiю, среди новообразовавшейся интеллигенцiи русской царилъ духъ схоластики, учёности исключительно богословской). სასულიერო წოდება შლიახტას ეწებებოდა; XVIII საუკუნის მიწურულის ახალი იდეები მისთვის უცხო იყო; გაბატონებული ცრუ შეხედულებანი (предразсудки) მას ხალხისა და ყოველივე ხალხურისგან განაშორებდა. არ ჰქონდათ რა არანაირი კავშირები საერთორუსულ ლიტერატურულ ტრადიციებთან, გალიციელ-რუსი მეცნიერები საეკლესიო-სლავურ ენაზე წერას ცდილობდნენ. 1787-დან 1808 წლის ჩათვლით გალიციაში არც ერთი რამდენადმე მაინც აღსანიშნავი წიგნი ან ბროშურა გამოცემული არ ყოფილა. უმაღლესი კლასების ანტიხალხური განწყობა 1790 წლიდან განსაკუთრებით ძლიერდება; პოლონური ენა, პოლონური პეწი “კეთილშობილური” შლიახტური შეხედულებების გარეგნულ გამოხატულებას წარმოადგენს. უმაღლესი სასულიერო წოდება, რომის ხელმძღვანელობით, ამ კოლონიზაციას ხელს უწყობდა; იგი იმდენად გაპოლონელდა, რომ, როცა 1806 წელს ლვოვის უნივერსიტეტში რუსულ ენაზე სწავლება შეწყვეტილ იქნა, რუსინებიდან ამის გამო არავინ არ ნანობდა. იეზუიტურ-შლიახტურმა მიმართულებამ თანდათანობით უმდაბლესი სასულიერო წოდების მოცვაც დაიწყო. როდესაც ლვოვში სამიტროპოლიტო კათედრა იქნა დაარსებული, უნიატური ეკლესია საბოლოოდ ჩავარდა რომისა და იეზუიტების გავლენის ქვეშ. ავსტრიული მთავრობა უუნარო აღმოჩნდებოდა ხოლმე იმაში, რომ ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად მოსულიყო, რომელსაც, ამასთან, იგი სრულებით არ იცნობდა, ეშინოდა რა მხოლოდ მისი ნათესაობისა რუს ხალხთან. ჯერ კიდევ ამ ასწლეულის დასაწყისში ოფიციალურ ავსტრიელ ისტორიკოსს ენგელს ენერგიული პოლემიკა ჰქონდა რუს გენერალ ტუტოლმინთან, რომელიც რუსული ტომის ერთიანობას იცავდა. გალიცილ-რუსი ხალხის ოფიციალური წარმომადგენლების გახლდნენ მიტროპოლიტები, მაგრამ ხალხის ჭეშმარიტი დამცველი არც ერთი მათგანი არ ყოფილა. 1809-დან 1818 წლამდე აღმოსავლეთ გალიციაში არც ერთი წიგნი, თვით არც ერთი ანბანიც კი არ გამოსულა. სიცოცხლის პირველი გამონათებანი აღმოსავლეთ გალიციის ზედ დასავლეთ საზღვარზე პერემიშლში გამოვლინდა, სადაც თვალსაჩინო როლს ამ ხანებში კოპიტარის მოწაფე, კანონიკოსი ივანე მოგილნიცკი თამაშობდა, რომელიც სახალხო განათლებით გულმხურვალედ იყო დაკავებული. იგი გალიციაში პოპულარული წიგნების გამოცემისა და ხალხში გავრცელებისთვის საზოგადოების აუცილებლობის შესახებ აზრამდე პირველი მივიდა. ამ აზრით მის მიერ იქნა შედგენილი საზოგადოების წესდებაც (Societas presbyterorum ritus graeco-catolici galicensium). პატარა წიგნების (книжки) გამოცემას ვარაუდობდნენ “sermone vulgari” (ხალხურ ენაზე); ენა ხალხური უნდა ყოფილიყო, მაგრამ, დამუშავებული (сглаженъ) და ზედმეტი უხეშობისგან გაწმენდილი. ძნელია იმის თქმა, თუ რამდენად გულწრფელნი იყვნენ, ან რამდენად გულუბრყილონი ამ წესდების შემდგენელნი, როცა ისინი თავიანთ მიზნად “გლეხებში თავიანთი მემამულეებუისადმი სიყვარული გამოწვევის მცდელობას” ისახავდნენ. წესდება იმპერატორის მიერ იქნა დამტკიცებული, მაგრამ რომში სანქცია ვერ მიიღო. ამასობაში ავსტრიული ადმინისტრაცია მთლანად პოლონელებუის მხარეზე გადავიდა. გალიციის გუბერნატორი ბარონი ჰანერი, ლათინელი ეპისკოპოსის ანკვიჩის გავლენით, პირველად აძლევს მსვლელობას სიტყვას “სეპარტიზმი” და საფრთხის თავიდან ასაცილებლად რეკომენდაციას იძლევა, რომ კირილიცა ლათინური ალფაბეტით შეიცვალოს. 1816-დან 1830 წლის ჩათვლით აღმოსავლეთ გალიციაში სულ 36 წიგნი იყო დაბეჭდილი (12 საეკლესიო, 16 ანბანი და 3 ლექსებისა, სხვათა შორის დერჟავინის “ოდა”, კატალოგები, ლექსიკონები და სხვა). გლეხობის ეკონომიკური მდგომარეობაც ამ წლებში ასევე გაუარესდა. ჰანერმა გალიციაში მიწების ახალი გადანაწილება მოახდინა: გლეხთა ნაკვეთები შემცირებულ იქნა, საზოგადო ტყეები და მინდვრები ჩამორთმეულ, მემამულეთა სასარგებლოდ. თუმცა კი გალიციას არ შეეძლო უცხოდ დარჩენილიყო იმ საერთო გამოცოცხლების მიმართ, რომლითაც მოცული იყო სლავობა ეგრეთ წოდებული სლავური აღორძინების ეპოქაში (1820-30). მოძრაობა დაიწყო პოლონელებს შორისაც, ლვოვის ახალგაზრდობას შორის საიდუმლო საზოგადოებებიც გამოჩნდა (ვ. ხლენდოვსკისა, მომავალ ისტორიკოს შაინოხასი). ვენის სემინარიაში აღსაზრდელ პოლონელებსა და რუსინებს შორის კამთები დაიწყო. ამ სემინარიის აღსაზრდელი მომავალი მიტროპოლიტი, ლიტვინიოვიჩი, პოლონოფილ ამხანაგებზე დაბეზღებებს უწერს ავსტრიის მთავრობას. რუსული მხრიდან კი ვიღაც თხზავს გალექსილ პამფლეტს: «Кто ляхъ ма страхъ». ლვოვის სემინარიაში მიდის მხურვალე კამათები – დაეხმარონ თუ არა პოლონელებს აჯანყებაში. მის აღსაზრდელთა შორის წარმოიქმნება საიდუმლო საზოგადოება, მარკიან შაშკევიჩით, ია. გოლოვაცკითა და ივ. ვაგილევიჩით სათავეში. მისი მიზანია – რუსული ხალხურობის აღორძინება, პოლონიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ხალხურ ენაზე ლიტერატურის შექმნა. შაშკევიჩის წრისთვის იმ დროის უკრაინოფილური ლიტერატურის ზოგიერთი ნაწარმოები იყო ცნობილი, აგრეთვე პოლონელი და სხვა სლავი ხალხებისა. ახალგაზრდობა გატაცებით კითხულობდა კოტლიარევსკის “ენეიდას”, “კრალედვორსკურ ხელნაწერს”, მალჩევსკის, გოშჩინსკის, ზალესსკის პოემებს, მღეროდა ხალხურ სიმღერებს. წრის წევრები, მომავალი მღვდელმსახურები, ფიცს დებდნენ რომ ქადაგებები პოლონურად კი არ ეთქვათ, არამედ რუსულად. მაგრამ ცრურწმენების ძალა იმდენად დიდი იყო, რომ კიდევ დიდხანს ვერ ბედავდნენ ახალგაზრდა პატრიოტები კათედრიდან რუსულად თუნდაც რამდენიმე სიტყვის წარმოთქმას. პირველ ნაწარმოებს მშობლიურ ენაზე შაშკევიჩის ლექსი წარმოადგენს იმპერატორ ფრანც I-ის საპატივსაცემოდ, მისი დღეობის აღსანიშნავად. გალიციურ-რუსული აღორძინების განმასხვავებელი თავისებურება გახლავთ მისი სრული ლოიაობა და უკიდურესი სერვილიზმი მთავრობასთან მიმართებაში. შაშკევიჩის წრემ გამოსცა კრებული: “დნესტრის ქალთევზა” («Русалка Днестровая»), რომელშიც ჩვენ ვხვდებით წრის წევრების ორიგინალურ ლექსებსა და სახარების ხალხურ ენაზე თარგმნის პირველ მცდელობებს. “ქალთევზის” დაბეჭდვა პეშტში მოუხდათ; ამ ლიტერატურულ-ეთნოგრაფიული კრებულის სავსებით უვნებელი შინაარსის მიუხედავად, ლვოვის სასულიერო წოდებამ იგი დაგმო, როგორც უკიდურესად დანაშაულებრივი და რევოლუციური ჩანაფიქრი. საქმეში ხელისუფლებაც ჩაერია. “ქალთევზა” კონფისკებულ იქნა, შაშკევიჩის წრის რამდენიმე წევრი სასამართლოს წინაშე აღმოჩნდა და მათ შპილბერგში პატიმრობაც კი მიესაჯათ. თუმცა გოლოვაცკის, შაშკევიჩსა და ვაგილევიჩს ასეთი მძიმე სასჯელი არ განუცდიათ, მაგრამ სამაგიეროდ “წმ. იურის” სისტემატიურ დევნას განიცდიდნენ, მონასტრისა, გოლოვაცკის გამოთქმით “კრაზანების ბუდისა”, რომელშიც ლვოვის მიტროპოლიტი და მასთან დაახლოებული პირები ცხოვრობდნენ. ვაგილევიჩს ლუთერანობის მიღება მოუწია და თითქმის შიმშილით გარდაიცვალა. შაშკევიჩმა მხოლოდ 32 წლამდე იცოცხლა. ხალხისადმი სიყვარულის გამო ასევე ბევრი გადაიტანა სტეფანე გრიგოროვიჩმაც, რომელიც შაშკევიჩზე უფრო ადრეც იღწვოდა ხალხისთვის და, სხვათა შორის, 1825 წელს სახალხო სკოლა მოაწყო, სადაც თავად მასწავლებლობით იყო დაკავებული, მეზობელ მემამულეთაგან დევნის მიუხედავად. შაშკევიჩის წრე განადგურენულ იქნა (былъ разгромленъ), მისი წევრები სოფლებში გაიფანტნენ და 1846 წლამდე გალიციაში ისევ ყველაფერი მიწყნარდა. მხოლოდ ერთი იაკობ გოლოვაცკი რჩებოდა, რომელმაც თავისი ძმის ივანეს, ერისკაცის (მედიკოსის) ხელშეწყობით (подъ прикрытiемъ), გამოსცა კრებული «Венокъ Русинамъ на обжинки», მიძღვნილი სერბი მიტროპოლიტის რაიაჩიჩისადმი, რადგანაც რუსმა უნიატმა მიტროპოლიტმა “ვენოკი” არ მიიღო. გოლოვაცკისვე ეკუთვნის ყველა მიმართებით შესანიშნავი წერილი 1846 წლის “Slavisvhe Jahrbücher”-ში “Die Zustände der Rusinen in Galicien”, რომელშიც გაბედულად, გულმხურვალედ და მართლად არის ასახული გალიციის მდგომარეობა. გოლოვაცკი სხვათა შორის მიუთითებს, რომ ავსტრიულ მთავრობას არაფერი აქვს შესაშინებელი რუსული მოსახლეობის მხრიდან რუსეთისადმი სიმპათიების გამო; პირიქით, რუსეთს თანაუგრძნობენ პანები, რომლებიც უკმაყოფილონი არიან იმ ზომებით, რომლებიც გალიციელი გლეხების ბატონყმური დამოკიდებულების შემსუბუქებაზეა მიმართული. გოლოვაცკი მოითხოვდა ზომების მიღებას საშუალო კლასის ფეხზე დადგომისთვის, შლიახტისა და ებრაელების ექსპლუატაციისა და ავსტრიული ბიუროკრატიის შევიწროვებათაგან გლეხების განთავისუფლებისთვის. ეს წერილი დაუყოვნებლივ იქნა კონფისკებული. მიუხედავად ამისა იგი ასეულობით ეგზემპლარად გადაიწერეს ლვოველმა სემინარისტებმა და მან მთელ მხარეში მეტად ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. ამასობაში ჯერ კიდევ 1846 წლის დასაწყისში დასავლეთ გალიციის რამდენიმე მაზრაში პოლონელ მემამულეთა ცნობილი ხოცვა-ჟლეტა მოხდა პოლონელ გლეხთა (მაზურების) მიერვე. როცა 1848 წელს ვენაში რევოლუციამ იფეთქა, გალიციის გუბერნატორმა გრაფმა ფრ. სტადიონმა (графъ Фр. Стадiон), შესანიშნავი სახელმწიფოებრივი გონის ადამიანმა, გამოსცა (18 აპრილს) მანიფესტი გალიციაში “პანშჩინის” სრული მოსპობის შესახებ, გლეხობის მთავრობის მხარეზე მომხრობის მიზნით. მან ასევე ავსტრიული აზრით არასაიმედო პოლონური მოსახლეობისადმი რუსი მოსახლეობის დაპირისპირება გადაწყვიტა, სარგებლობდა რა ორივე ხალხის (народность) ტრადიციული ურთიერთ მტრობით. 1848 წლის 2 მაისს მოწვეულ იქნა რუსი ხალხის წარმომადგენელთა ყრილობა “სათავო რუსული რადას” («Головная русская рада») დაარსებისთვის. წმ. იურის იმავე მონასტრის დარბაზებში, საიდანაც მარკიან შუშკევიჩის წრის დევნა მოდიოდა, მოსმენილ იქნა ნ. უსტიანოვიჩის ლექსი, “ქალთევზის” გამომცემლის ხსოვნისადმი მიძღვნილი და ფეხზე ადგომით პატივი მიაგეს მის ხსოვნას. განსაკუთრებით ძლიერმა პატრიოტულმა აღგზნებამ მოიცვა შეკრებილები, როდესაც მათ “სათავო რადის” ერთერთ სხდომაზე პოლონური რევოლუციური კომიტეტის მიერ წარმოგზავნილი დეპუტატის განცხადება მოისმინეს პოლონეთის უწინდელ საზღვრებში აღდგენის განზრახვის შესახებ, ისე რომ გალიციის რუსეთი მის შემადგენლობაში შესულიყო. კრება აღშფოთებაში მოვიდა; გაისმა წამოძახილები: “არ შეიძლება იყოს პოლონეთი ძველ საზღვრებში; რუსინებს არ სურთ პოლონეთთან ყოფნა!” («не може бути Польща въ давныхъ границахъ; русины вже некоди /никогда/ до Польщи не хотятъ належати»!).

ლვოვის “სათავო რადის” ნიმუშის მიხედვით მსგავსი საზოგადოებების წარმოქმნა დაიწყო პროვინციულ ქალაქებშიც – სტრიაში, კოლომიაში და სხვაგან; ადგილობრივ “რადებში” უბრალო ხალხიც ღებულობდა მონაწილეობას, რომელსაც ჯარი უძმობილდებოდა (съ которымъ браталось войско). გამოცოცხლება საყოველთაო იყო, მაგრამ ხალხის პოლიტიკური მომზდება და მისი გონებრივი მომწიფებულობა მას ვერ შეესაბამებოდა. ეს აისახა კიდეც უწინარეს ყოვლისა ლიტერატურულ მწარმოებლურობაზე ამ ხანებში და მისი ხარისხზე. 1848 წლის 17 მარტს გამოჩნდა პირველი რუსული გაზეთი გალიციაში «Пчола Галицка», რომელიც მალე გადარქმეულ იქნა въ «Зорю Галицкую» და 1856 წლამდე იარსება. პირველი რედაქტორის პავენცკის დროს (1848-50) გაზეთი საკმარისად სუფთა “ხლოპურ” ენაზე გამოიცემოდა და ეგრეთ წოდებულ ხალხურ მიმართულებას მიჰყვებოდა, წარმოადგენდა რა “სათავო რადის” პოლიტიკური საზოგადოების ორგანოს. ნ. უსტიანოვიჩისა და ივ. გურკევიჩის თაოსნობით წარმოიქმნება სახალხო განათლების საზოგადოება: «Галицко-русска Матица», რომელმაც 1850 წელს ბავშვებისთვის გამოსცა მ. შაშკევიჩის «Читанка». ამ საზოგადოების არსებობა მჭიდროდაა დაკავშირებული რუს მეცნიერთა ლვოვის ყრილობის საქმიანობასთან, რომელზედაც, სხვათა შორის, იაკობ გოლოვაცკიმ წაიკითხა თავისი «Расправа о южно-русскомъ языке». ყრილობამ თავის მიზნად დაისახა პოპულარული წიგნების გამოცემის გზით ხალხის გარემოში განათლების გავრცელება. “ზორია გალიცკაიასთან” ერთდროულად წარმოიქმნება ოფიციალური გამოცემა «Галичо-русский вестникъ», რომლის რედაქტორადაც, ბედნიერი შემთხვევითობით, მთავრობამ ნ. უსტიანოვიჩი დანიშნა. ამის წყალობით, “ვესტნიკი” თავისი არსებობის პირველ წლებში უფრო მეტად სახალხო და პროგრესული გამოცემა იყო, ვიდრე თავად “ზორიაც”. აქ, სხვათა შორის, უსტიანოვიჩი ბეჭდავდა თავის შესანიშნავ “საუბრებს” («Разговоры»), რომლებშიც პოპულარული ლიტერატურის აუცილებლობას ამტკიცებდა. ავსტრიული მთავრობის მფარველობით რუსული მოსახლეობა ცდილობს ორგანიზებას მთელ რიგ პოლიტიკურ და საგანმანათლებლო საზოგდოებებად. ლვოვშიცა და პროვინციებშიც წარმოიქმნება “სამკითხველოები” («читальни»). “რუსული სათავო რადის” წევრის, ტრეშჩაკოვსკის, ინიციატივით მთელი რუსი ხალხისგან შეგროვებულ თითქმის გროშებზე იქმნება “სახალხო სახლი” («Народный домъ»), რომელიც ხალხისთვის ყოველივე აუცილებელის თავმოყრის ადგილი უნდა ყოფილიყო, ბიბლიოთეკითა და ტიპოგრაფიით დაწყებული და სასტუმროთი და იაფი სასადილოთი დამთავრებული. ამ “სახალხო სახლის” გამგეობა იმავე “სათავო რადას” ეკუთვნოდა. იგი მთავრობას უგზავნიდა დეპუტაციებს, თხზავდა ადრესებსა და მანიფესტებს; მან ასევე თავისი დეპუტატები წარგზავნა პირველ ზოგადსლავურ ყრილობაზეც პრაღაში (1848 წლის ივნისში). აქ “სათავო რადის” წარმომადგენლები განსაკუთრებული რუს-უკრაინელი ხალხის სახელით (отъ имени особаго русско-украинскаго народа) გამოვიდნენ და ორივე ხალხის სრული თანასწორუფლებიანობის საწყისებზე, პოლონელებთან კავშირი (ფედერაცია) შეკრეს. პოლონელთა დათმობები, ბაკუნინის მხრიდან ძლიერი ზეწოლის შედეგად გამოწვეული, პოლონური საზოგადოების მხრიდან მიღებული არ ყოფილა, და რუსინების ქცევაც პოლონელებთან მიმართებაში უკიდურესად ორაზროვანი იყო. “სათავო რუსული რადა” თავის უპირველეს მოვალეობად ხალხის ინტერესების დაცვას კი არ თვლიდა, არამედ ავსტრიული მთავრობისა და, როგორც მისი წარმომადგენელი კუზემსკი გამოთქვამს, – “возникающой повсюду мятежи противустанути”. “რადა” იზიარებდა თავისი წარმომადგენლის, კუზემსკის, მოსაზრებას, რომ სასულიერო წოდება “ხალხის უპირატეს ნაწილს შეადგენს” (духовенство «преимущественную часть народа составляетъ»): ხალხის ინტერსების ქვეშ კლირის ინტერესები იგულისხმებოდა, ხალხის დაცვა სიტყვა-სიტყვით აღმოსავლური საეკლესიო მსახურების წესების სიწმინდის შენარჩუნებასა და სასულიერო წოდებისთვის ჯამაგირის გაზრდასთან იყო გაიგივებული. “მატიცის” პოპულარულ გამოცემებსაც ერთი რამ უნდა ჰქონოდათ მიზნად: “რწმენაში ხალხის გაძლიერება”. თავად ხალხს კი ინტელიგენცია უკიდურესი ზიზღით ეკიდებოდა. “წმ. იურის” გამოცემები სავსეა ხალხზე საყვედურებითა და მისი პირდაპირი ლანძღვითაც კი, ვითომდა მისი გასაოცარი სიზარმაცის, ლოთობის, დაუმორჩილებლობისა და ე. წ. “ცოდვების” გამო (Изданiя «Св. Юра» наполнены сетованiями и прямо бранью противъ народа за его яко бы поразительную лень, пьянство, непослушанiе и т. н. «грехи»). დეპუტატები და “სათავო რუსული რადის” წევრები გლეხთა დეპუტაციებს ზოგჯერ პირდაპირ დასცინოდნენ, რომლებიც მათთან მემამულეთა მხრიდან სხვადასხვანაირ სიცრუეებზე, საძოვრების ჩამორთმევაზე და სხვა მსგავს საკითხებზე საჩივლელად მოდიოდნენ. რუსი ხალხის “წარმომადგენლები” 1848 წელს გადაჭრით მემამულეთა მხარეზე იდგნენ. როცა 1848 წლის ზაფხულში ხალხმა უარი თქვა თუნდაც ფულადი ანაზღაურებით მემამულეებთან ემუშავა, «Зоря Галицкая»-მ გლეხების წინააღმდეგ წერილი დაბეჭდა, რომელშიც ხალხის ქცევას “მძიმე შეცდომა” («тяжкiй проступокъ») უწოდა. მუქარებითა და ქადაგებებით ცდილობდა რუსული სასულიერო წოდება ყოველგვარი გადამჭრელი, თუნდაც კანონიერი ნაბიჯისგან ხალხის შეკავებას, რომელსაც თავისი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად სურდა გამოსვლა. რუსი ხალხის წარმომადგენლებმა სადეპუტატო საქმიანობის შესახებ ერთერთ თავიანთ მოხსენებაში განაცხადეს, რომ ისინი ცდილობდნენ, რათა “რათა ყველა მემამულეს მიეღო შესაბამისი ანაზღაურება იმ ზარალის სანაცვლოდ, რომელიც მათ ბატონყმური სამართლის მოსპობის შედეგად განიცადეს”. გლეხებს, რომლებიც რაიხსტაგის სხდომებში მონაწილეობდნენ და ერთი სიტყვაც კი არ ესმოდა გერმანულად, სასულიერო წოდების გარემოდან არჩეული დეპუტატები უბრძანებდნენ რომ სიტყვაშეუბრუნებლად ხმა მთავრობის წინადადებათა მომხრედ მიეცათ. რაიხსტაგის სხდომებში მონაწილე რუსი გლეხები, რა თქმა უნდა, მიწების გამოსყიდვისა და მემამულეთათვის ანაზღაურების წინააღმდეგნი იყვნენ. ერთერთმა მათგანმა, კაპუშჩაკმა, ჩამოთვალა რა, თუ რამდენი სარგებელი ნახეს ხლოპებისგან “პანებმა”, განაცხადა: “და ჩვენ ახლა კიდევ მათ ფულიც უნდა გადავუხადოთ! არა! მათრახები, რომლებიც ჩვენი თავებისა და ჩვენი ნატანჯი სხეულების ახლოს ტყლაშუნობდა – დაე მათით დაკმაყოფილდნენ პანები, დაე ისინი მიიღონ ანაზღაურებად”. «Зоря Галицкая»-მ განაცხადა, რომ “მსგავს აზრს მხოლოდ ისინი შეიძლება იცავდნენ, ვისაც მუშაობა არ უნდა”. კაპუშჩაკის შესახებ სხვადასხვანაირი ინსინუაციები ვრცელდებოდა; გლეხ-დეპუტატებს “ორგულ და ბნელ немовлятъ-ებს” უწოდებდნენ. ამდენადვე განვითარებულად წარმოადგინა საკუთარი თავი გალიციურ-რუსულმა “ინტელიგენციამ” ლიტერატურულ და პოლიტიკურ საკითხებშიც. მას საკუთარი თავი რუსი ხალხის ვითომდა უფროსად მიაჩნდა; როდესაც ვიღაცამ მის დაუკითხავად ხალხისადმი მოწოდება დაბეჭდა, ეს მან თავისი პრეროგატივების დარღვევად ჩათვალა, დახმარებისთვის პოლიციას მიმართა, და ბეჭდურ გამოცემებში სიტყვის თავისუფლების მომხრედ “რადის” მხოლოდ ცოტა წევრი თუ გამოვიდა. როდესაც მთავრობამ რევოლუციის ჩახშობა ყველგან მოახერხა, “სათავო რადამ”, მთელი ხალხის სახელით თავად შვარცენბერგს თავისი “პატივისცემა” და “წესრიგის აღდგენისთვის” მადლიერება გამოუხატა (1851 წლის 21 მარტი). თუმცა კი რუსინების ასეთ ლოიალურობასა და ერთგულებას ხელი არ შეუშლია მთვრობისთვის, რომ, როცა რუსინებში საჭიროება უკვე აღარ იყო, რუსული “მოხალისეთა პოლკი” (რაღაც ეროვნული გვარდიის მსგავსი) დაეშალა, “სათავო რადა” დაეხურა და შემდეგ მალევე რუსი ხალხი პოლონური უმრავლესობისთვის ხელშიც მიეცა.

უკვე 1848 წელს ორი მთავარი ლიტერატურულ-საზოგადოებრივი მიმდნარეობა ისახება. ინტელიგენცის ნაწილი საკუთარ თავს ერთიანი განუყოფელი რუსული ტომისადმი მიკუთვნებულად (“კარპატებიდან კამჩატკამდე”) აღიარებდა; მეორე ნაწილი თავისი ტომის საზღვრებს დონითა და კარპატებით განსაზღვრავდა და მალორუსულ ტომს დამოუკიდებელ ხალხად (самостоятельной народностью) თვლიდა. მშიშარა ავსტრიული ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებულ შეკითხვაზე: “თქვენ რა ხალხი ხართ”, “რუსულმა სათავო რადამ” ერთხმად უპასუხა: “ჩვენ ვართ რუსინები, დამოუკიდებელი სლავური ტომი, პოლონელებისა და რუსებისგან განსხვავებული, მალორუსული ტომის ნაწილი”. მაგრამ რუსინები ზოგადრუსული, და კერძოდ მალორუსული ტრადიციებისგან მოწყვეტილნი იყვნენ; “განათლებული კლასის ენის” სამსახურს პოლონური ენა უწევდათ, ან კიდევ საეკლესიო ენის, რუსული, პოლონური და ხალხური ენების სიტყვათა რაღაც წარმოუდგენელი ნაზავი. გალიციელი რუსების ლინგვისტური ცოდნა მაშინ მეტად საცოდავ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ჯერ კიდევ 1839 წელს ფილოლოგი ლევიცკი გალიციურ-რუსული (მალო-რუსული) ენის გრამატიკას წერდა, რისთვისაც მისი ნიმუშებით სარგებლობდა... დერჟავინიდან. ძნელია წარმოიდგინოს იმ ადამიანმა, რომელსაც გალიციელი ძველი რუსი ავტორების ნაწერები არ უნახავს, თუ როგორ წარმოუდგენელ «язычiе»-ს მიიჩნევდნენ გალიციელები სანიმუშო რუსულ ლიტერატურულ ენად. ცხოვრების ახალი მოთხვნებისგან სრულიად დაბნეული გალიციელი მოღვაწეები, რომლებიც მანამდე პოლონურ ენას იყენებდნენ, უკიდურესად ძნელ მდგომარეოიბაში იყვნენ ჩაყენებულნი; რუსული ლიტერატურული ენა მათ არ იცოდნენ, ხოლო ადგილობრივი კილო-კავი კი განყენებული და რთული ცნებების გადმოსაცემად არასაკმარისად იყო განვითარებული. იწყება ხანგრძლივი კამათები საკითხზე იმ ენის შესახებ, რომელსაც უნდა მიჰყვებოდნენ განათლებული რუსინები; მაგრამ ორივე პარტია თითქმის ერწყმის ერთმანეთს იმაში, რომ “გლეხური” ენა ასეთი მიზნისთვის ვერ გამოდგება. ისინი, რომლებიც მთელ რუსულ ტომთან “ერთიანობის” მხარეს იდგნენ, მეტად წარუმატებლად ცდილობდენ ზოგადრუსული ლიტერატურული ენის გამოყენებას, რომელიც კარგად მხოლოდ ერთ გალიციელს – ისტორიკოს ზუბრიცკის ჰქონდა შეთვისებული, მაგრამ “გალიციელი მდაბიო ხალხის” ენა მას ზიზღსა ჰგვრიდა. ზუბრიცკი ვარაუდობდა, რომ “მდაბიო ადამიანსთვის საკმარისია ლოცვების, კატეხიზმოსა და ფსალმუნთა წიგნები”. გალიციელ მოღვაწეთა უმრავლესობას გადაჭრით ისიც კი არ ესმოდა, თუ რაში უნდა მდგომარეობდეს ხალხურობის თავად იდეა, რომლის დაცვასაც ისინი ფიქრობდნენ. უმაღლესი სასულიერო წოდების ბევრი წარმომადგენლის მხრიდან ხალხურობის იდეის დაცვა უბრალო თვალთმაქცობას ან ეშმაკურ იეზუიტურ ფანდს წარმოადგენდა. როცა 1849 წლის 17 ივლისს ვენაში ავსტრიის ეპისკოპესების ყრილობა შედგა, მას ესწრებოდნენ რუსი ეპისკოპოსებიც ლევიცკი და იახიმოვიჩი, ასევე გამოჩენილი რუსი მოღვაწეები და “სათავო რადის” წარმომადგენლები. და სხვათა შორის ამ კლერიკალურმა ყრილობამ ერთხმად მიიღო დადგენილებები, მიმართული ყოველგვარი პოლიტიკური თავისუფლების წინააღმდეგ, გერმანული დემოკრატიის მანიფესტი ათეისტურად გამოაცხადა და ხალხების ეროვნული განვითარების წინააღმდეგ გამოთქვამდა, იმიტომ რომ “ეროვნულობა წარმართობის გადმონაშთია, რადგანაც სხვადასხვა ენებზე ლაპარაკი ცოდვის შედეგს წარმოადგენს”.

მალევე დამდგარმა ბახისეულმა რეაქციამ გალიციურ-რუსული ლიტერატურული მწარმოებლურობის სრული პარალიზება მოახდინა. ორი-სამი სამკითხველო, რამდენიმე ალმანახი «Веденьскiй Вестникъ»-ისადმი დამატების სახით, რამდენიმე ორიგინალური და თარგმნილი ლექსი, რამდენიმე ისტორიული და ფილოლოგიური ნაშრომი – აი ყველაფერი ის, რისი აღნიშვნაც შეგვიძლია 1849-დან 1860 წლის ჩათვლით პერიოდში; ყველაფერი დანარჩენი – ოფიციალურ-საეკლესიო სიტყვიერებაა: დარიგებანი, ჰიმნები, “მათი აღმატებულებების” რუსი ეპისკოპოსებისადმი მისალოცი სიმღერები, ცირკულარები, მთავარეპისკოპოსის ეპისტოლეები, ლოცვანი და სხვა. მეტად დამახასიათებელია, რომ მთელი ამ დროის მანძილზე გალიციელებს არც მალორუსული და არც რუსული ლიტერატურიდან თითქმის არაფერი არ უსესხებიათ. მალორუსული ლიტერატურიდან კვიტკა ოსნოვიანენკას რამდენიმე მოთხრობა იქნა გადმობეჭდილი, ასევე მეტლინსკის 2-3 ლექსი, კოსტომაროვის ერთი მცირე წერილი ეთნოგრაფიაში, კოტლიარევსკის “ნატალკა”; რუსული ლიტერატურიდან – დერჟავინი, ხომიაკოვი, წერილები საეკლესიო ჟურნალებიდან. შევჩენკო, პუშკინი, ლერმონტოვი სრულებით უცნობნი და გაუგებარნი იყვნენ გალიციელებისთვის 1848-1860 წლების პერიოდში.

1848 წლის მოძრაობაში კიდევ ერთი მიმდინარეობა არსებობდა – რუსულ-პოლონური. მისი ორგანო იყო “Dnewnyk Ruskij” (სულ ცხრა ნომერი 1848 წელში), რომელსაც პოლიტიკური საზოგადოება «Соборъ Русскiй» გამოსცემდა, და ამ უკანასკნელს “სათავო რუსული რადის” მისწრაფებებისადმი წინააღმდეგობის გაწევა ჰქონდა მიზნად დასახული. «Русскiй Дневникъ»-ის პარტია უპირატესად გაპოლონებული და ხლოპომანი (хлопоманствующiе) რუსინებისგან შედგებოდა, რომლებიც ვარაუდობდნენ, რომ გალიციელი რუსინები მხოლოდ პოლონური ტომის სახესხვაობას შეადგენენ და ორივე ხალხის ინტერესთა საერთოობისა სჯეროდათ, რომლებიც ერთი საერთო “დედის” (“matki”) იდეით იყვნენ გაერთიანებულნი.

მდუმარედ მყოფი გალიციურ-რუსული ინტელიგენცია 1859 წელს ისევ აფორიაქდა გოლუხოვსკის მცდელობის გამო, რომ სლავური შრიფტი ლათინურით შეეცვალა. გამოჩნდა რამდენიმე ფილოლოგიურ-პუბლიცისტური წერილი და 50 რუსინი მწერლის ნაწარმოებთა ლიტერატურული მიმართებით უკიდურესად საცოდავი კრებული «Зоря Галицкая яко альбумъ» (1860), მიძღვნილი “მიტროპოლიტისა და ბარონ იახიმოვიჩისადმი”, სწორედ მისადმი, ვინც ეპისკოპოსების 1849 წლის ყრილობაზე დაგმო ხალხურობა, როგორც წარმართობის გადმონაშთი. აქ მხოლოდ მამა ლისიაკის წერილია ყურადღების ღირსი, რომელმაც ბოლოს და ბოლოს ხალხის შესახებ გაიხსენა და “ახალგაზრდული საძმოების მეშვეობით (посредствомъ молодечихъ братствъ) სახალხო განათლების მხარდაჭერის თაობაზე” წერდა, თუმცა კი მხედველობაში ეკლესიაში ხალხის უფრო ძლიერად მიზდვა ჰქონდა (имея въ виду, однако, привлечь покрепче народъ «до церкви, до крылоса, та передъ казальницю»). ამასობაში უიღბლო ომმა იტალიაში ავსტრიული მთავრობა ზოგიერთი ლიბერალური დათმობისთვის წაახალისა. 1861 წლის სულ დასაწყისიდანვე აღდგენილ იქნა ლვოვში სეიმი, სადაც გლეხობის წარმომადგენლები საკმარისად მნიშვნელოვან ჯგუფად გამოცხადდნენ. გალიციურ-რუსული ინტელიგენცია პირისპირ შეხვდა გლეხთა მასას, რომლის წარმომადგენლადაც საკუთარი თავი მიაჩნდა. ძალაუნებურად იგი ხალხოსნური უნდა გამხდარიყო. ამ აზრით უზარმაზარი და სასიკეთო გავლენა იქონია 60-იანი წლების დასაწყისის ფართო განმათავისუფლებელმა ხალხოსნურმა მოძრაობამ (народническое движенiе) რუსეთში, რომელმაც ბოლოს და ბოლოს, უკრაინოფილობის მეშვეობით, გალიციასაც მიაღწია. ხლოპომანები და უკრაინოფილები ხალხის განათლების საქმეს ენერგიულად შეუდგნენ: წარმოიშვა პოპულარული ლიტერატურა, ეწყობოდა საკვირაო სკოლები და სხვა. 1861 წელს პირველად გაეცვნენ გალიციელები შევჩენკოს ნაწარმოებებს. ამან რუსინებს შორის ეროვნული გრძნობების უჩვეულო აღზევება გამოიწვია. ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით დაახლოებით ამავე ხანებში გამოჩნდა ნიჭიერი და ამავე დროს საერო მწერლის, სახალხო პოეტის ო. ფედკოვიჩის ნაწარმოებები. გალიციურ-რუსული ინტელიგენცია საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირველად ანებებს თავს პოლომურ ენაზე ლაპარაკს, შინაურ ცხოვრებაშიც ცდილობს რუსულად ალაპარაკებას. ბ. დედიცკი ხელს ჰკიდებს მალორუსულ ენაზე პოლიტიკური გაზეთის «Слово»-ს გამოცემას; უფრო გულმხურვალე ახალგაზრდობა კი გამოსცემს ჟურნალებს: «Вечерницы», «Мета», «Нива», «Русалка». “სახალხო სახლთან” წარმოიქმნება პირველი სამკითხველო – «Русска беседа»; 1864 წელს ფუძნდება თეატრი; კვლავ იხსენებენ პოპულაული ლიტერატურის აუცილებლობის შესახებ. “სლოვოსთან” გამოდის დამატებანი ხალხისთვის; 1863-64 წლებში შეხოვიჩი გამოსცემს «Письмо до Громады»-ს, ხოლო ი. გუშალევიჩი კი გაზეთს “სახლი და სკოლა” («Домъ и Школа»). მაგრამ, გალიციური საზოგადოებრივი მოძრაობის ცენტრში უწინდებურად რჩებოდა “წმ. იური”, ე. ი. მიტროპოლიტი და მისი კონსისტორია, რომლებიც მეტ-ნაკლებად იეზუიტიზმის სულისკვეთებით საქმიანობდნენ. “წმ. იური” არაკეთილმოსურნედ უყურებდა ახალ მოძრაობას, ეჭვდებოდა რა ხან მის ნიჰილიზმსა და ათეიზმში (შევჩენკომ ხომ «Гуса» დაწერა), ხანაც მართლმადიდებლობისადმი სიმპათიაში. 60-იანი წლების გალიციელი მოღვაწეები 48-წლის მოღვაწეებზე არაფრით უკეთესნი არ ყოფილან, და ნაწილობრივ უარესებიც კი იყვნენ: ბახის რეაქციის გავლენას არ შეიძლებოდა რომ უკვალოდ ჩაევლო. უკრაინოფილობიდან მისი უარესი მხარეები იქნა აღებული: “ყოფილი დიდების” გამო სევდა (тоска по «колышней славе»), ოცნებები დამოუკიდებლი “საგეტმანოს” შესახებ, ტკბილი იმედები პოლიტიკურ განკერძოებასა და დამოუკიდებლობაზე, სასაცილო გატაცება კაზაკობით, რომელიც სრულებით არ იცნობდა Червонная Русь-ის ისტორიას. გალიციელმა უკრაინოფილებმა ენის შესახებ საკითხში ხალხური მეტყველებით სარგებლობის გონივრული პრინციპი ვერ შეითვისეს, როგორც მასაში განათლების ფართო გავრცელების ძალმოსლი იარაღისა, თუნდაც მხოლოდ პოპულარული ლიტერატურის დახმარებით; მათ თავიანთ გალიციურ კილო-კავს არ მიმართეს, იმიტომ რომ ეს “ხლოპების” ენა იყო. ისინი სავსებით ხელოვნურად ცდილობდნენ რუსული უკრაინოფილობის ენით წერას (საკმარისად განსხვავებულისა გალიციურ-რუსული კილო-კავისგან) – უდავოდ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს “კეთილშობილური” ენა გახლდათ, მასზე ლაპარაკობდნენ არა მხოლოდ გლეხები, არამედ ოდესღაც გეტმანობაც ლაპარაკობდა, ხოლო ახლა კი მას ნაწილობრივ თავად-აზნაურობაც იყენებს. ამრიგად, უკრაინოფილური ენა გალიციურ ნიადაგზე ხელოვნური, აუტანელი მოვლენა გახლდათ.

1861-დან 1871 წლის ჩათვლით რუსი პოლიტიკოსები გალიციაში უწინდებურად ცენტრალურ მთავრობას ადრესებით, პეტიციებითა და შუამდგომლობებით ავსებდნენ. მაგრამ ყველა მათი თხოვნა მკაცრად ჩინოვნიკური და სასულიერო ხასიათისა იყო: შუამდგომლობდნენ რუსი მიტროპოლიტისთვის საიდუმლო მრჩევლის ჩინის მიცემის თაობაზე, ჯამაგირის გაზრდის თაობაზე, ახალი საეპისკოპოსო კათედრების თაობაზე და ა. შ. როცა შმერლინგის სამინისტროს მიერ გალიციის სეიმის მოწყობის პროექტი იქნა გამომუშავებული, გალიციელმა პოლიტიკოსებმა შმერლინგს ნდობა გამოუხატეს, თუმცა კი ამ პროექტის შედეგად რუსინები სეიმში უმცირესობაში დარჩნენ. მიწაზე მსხვილი საკუთრება და მსხვილი კაპიტალი, ეს ორი მსხვილი თანამედროვე ძალა, რუსინებს არ გააჩნიათ. ცენტრალურ მთავრობას, რომელსაც სურს თავისთვის მყარი საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნა და რომელიც თავადაზნაურობასა და ნაწილობრივ ბურჟუაზიასაც ემყარება, პოლონელებისგან უნდა ეძია დახმარება და არა რუსინებისგან. მთელი მათი “ერთგულების” მიუხედავად, რუსინები, კონსტიტუციური წესრიგის დამყარების შემდეგ, გადაჭრით და შეუქცევადად იქნენ პოლონელებისთვის “მსხვერპლად შეწირულნი” (“wir haben ihnen die Ruthenen geöpfert” – მინისტრ ჰერბსტის სიტყვებია). პოლონელებმა გამოაცხადეს: “Niema Rusi”, აღიარეს რა (რუსინები) მხოლოდ პოლონელის განსაკუთრებულ სახესხვაობად: “gente Ruthenus, natione polonus”; ხალხი ინტელიგენციას არ იცნობდა და მისთვის ზნეობრივი და პოლიტიკური მხარდაჭერის აღმოჩენა არ შეეძლო. გლეხური ოკრუგებიდან სეიმზე დეპუტატებად იყვნენ ძირითადად მხოლოდ მემამულები, რომლებსაც შიშითა და მოსყიდვით, აგრეთვე წვრილ-წვრილი სამსახურების დაპირებებით ჰქონდათ სოფლის ამომრჩეველთა ხმები შეძენილი. დეპუტატ-მღვდელმსახური გლეხების “პატრიოტიზმისა” და რელიგიურობის სიმებზე ახდენდა ოპერირებას, სეიმში კი გლეხური მოსახლეობისთვის არანაირ რეალურ სარგებელს არ მოითხოვდა და უპირატესად თავისი ინტერესებისთვის ზრუნავდა; დეპუტატ-მემამულეც ასევე თავისი ინტერესებისთვის მეცადინეობდა, სამაგიეროდ ამომრჩეველთა ხმებისთვის ხბოს, და მთელ ძროხასაც კი, სამშენებლო ხე-ტყეს და სხვა მისთანებს ხალისით იძლეოდა. ასეთ პირობებში რუსი დეპუტატების რიცხვი სეიმში სულ უფრო მციდებოდა, და, ბოლოს, 1873 წელს სეიმის სკამებზე მხოლოდ 8 რუსი დეპუტატი თუღა დარჩა.

1866 წლიდან მთავრობის მხარდაჭერას მოკლებულ გალიციურ-რუსული ინტელიგენციას პოლიტიკის თამაშზე უარი მაინც არ უთქვამს; გვერდს უვლიდა რა ხალხის გარემოში მუშაობისა და ამით საკუთარი თავისთვის ნიადაგის შექმნის ნელ და მძიმე, მაგრამ სწორ გზას, მისმა დიდმა ნაწილმა მხადაჭერის ძიება გადაწყვიტა იქ, სადაც არა მხოლოდ გლეხები არსებობდნენ, არამედ უმაღლესი კლასებიც – რუსეთში. ახალმა პოლიტიკურმა მანევრმა დაუყოვნებლივ მიიღო მთელი გალიციური მოძრაობებისთვის დამახასიათებელი თავისებური ეთნოგრაფიული შეფერილობა. ცოტა ხნის წინანდელი უკრაინოფილი ბ. დედიცკი წერს ბროშურას: “მალორუსინმა ერთ საათში შეისწავლოს ველკორუსული ენა” («Въ одинъ часъ малоросину научитися по-великорусски»), ხოლო ამის შემდეგ კი მისი გაზეთი «Слово» გამოთქვამს რუსული ტომის ყველა ნაწილის არა მხოლოდ სრული ერთიანობის აზრს, არამედ სრული იგივეობისაც. ჩვენი საზოგადოების ცნობილი ნაწილი ნდობით მოეკიდა ამ ახალ “ზოგადრუსებს” და მათ მნიშვნელოვანი მატერიალური დახმარების აღმოჩენაც დაუწყო. მეორე ნაწილი კი უფრო კეთილგანწყობილი აღმოჩნდა, თუმცა არცთუ დიდი საფუძვლით, იმათ მიმართ, ვინც 1848 წლის ძველი ფორმულის ერთგული დარჩა. დადგა სრული და საბოლოო წყვეტა ორ პარტიას შორის: უკრაინოფილებს ანუ “ნაროდოვცებსა” და “მოსკალეფილებს” შორის. ხალხისთვის კიდურესად მავნებელმა ურთიერთობათა ამ გაწყვეტამ გალიციური საზოგადოების გარემოში ძლიერი ურთიერთბრძოლა გამოიწვია, რომელსაც თან ახლდა ურთიერთ გასასტიკება, ინტრიგები ორივე მხრიდან, დაბეზღებები, მოსყიდვა, გამყიდველობა – ყველაფერი ის, რაზედაც კი არის წამსვლელი ბნელი ნახევრადგანათლებული საზოგადოება, რომელსაც ვერ შეუთვისებია საზოგადოებრივ ურთიერთობათა ანბანი, ნაცემი და დაშინებული, და დამატებით კიდევ, იეზიუტური აღზრდის საუკუნეებით საბოლოოდ გახრწნილიც. ეს ურთიერთბრძოლა ჩვენს დღეებამდე გრძელდება, და მისი ქრონიკა ყველზე უფრო დაუჯერებელი ფაქტებით არის აღსავსე.

სტარორუსების ხელში აღმოჩნდა საზოგადოებრივ დაწესებულებათა უმრავლესობა და, სხვათა შორის, “სახალხო სახლის” გამგეობაც, რომელსაც ისინი ამ დრომდე საკუთარი ხელიდან არც უშვებენ. ემყარებიან რა წმინდად ფორმალურ სამართალს. “ნაროდოვცები” უმცირესობაში იყვნენ. სტარორუსების “შეურიგებელი” ოპოზიცია, რომელიც თავდაპირველად მთავრობის მხრიდან დევნას იწვევდა, მნიშვნელოვან სამოქალაქო ვაჟკაცობას მოითხოვდა: მათ თავად უწოდეს საკუთარ თავს “მყარები”, “რბილი” ნაროდოველებისგან განსხვავებით, რომლებიც უპირატესად მოხელეები გახლდნენ და მთავრობასთან და პოლონელებთან კომპრომისზე წავიდნენ. ორივე პარტიას შორის კამათი, უკანასკნელ დრომდე, ისტორიული, ეთნოგრაფიული და გრამატიკული ხასიათის ფორმალური საკითხების სფეროდან თითქმის არ გამოსულა, და თანაც ორივე პარტიის გასაოცარ უმეცრებასა და პრაქტიკული პოლიტიკური აზრის სრულ არარსებობას ავლენდა. ერთნი წერენ «русскiй», მეორენი «рускiй», ერთნი ფონეტიკურ მართლწერას მოითხოვენ, მეორენი – ეტიმოლოგიურს და ა. შ. თავიანთ ლიტერატურულ ნაწარმოებებში ნაროდოველები პრინციპში ცოცხალი ხალხური მეტყველების უფლებას აღიარებდნენ, მაგრამ უკანასკნელ ხანებამდე de facto-დ მალორუსულ-ლათინურ-პოლონური სიტყვების დაუჯერებელ ნაზავს იყენებდნენ. მოსკალეფილები პრინციპში ზოგად-რუსულ ლიტერატურულ ენას აღიარებდნენ, მაგრამ მალორუსულ-ლათინურ-პოლონურის სიტყვების საეკლესიო-სლავურ და რუსულ სიტყვებთან ნაზავისგან შემდგარ რაღაც «язычiе»-ს იყენებდნენ და იყენებენ. ამ დრომდე ნამდვილ რუსულ ენაზე დაწერილი ბროშურა ან წიგნი გალიციაში ჯერ კიდევ არ გამოსულა. თვით რუსი მწერლების გადაბეჭდვასაც კი სტარორუსები მთელი რიგი ცვლილებების შეტანით ამჯობინებენ, რომლებიც ამ «язычiе»-ს სულისკვეთებითაა ნაკარნახევი. თუმცა კი, პოპულარულ ლიტერატურასთან მიმართებაში, ორივე პარტია ადგილობრივი გალიციურ-რუსული კილოკავის გამოყენების აუცილებლობას აღიარებს. ყველა სხვა მიმართებაში კი, ორივე პარტიას შორის განსხვავება არ არსებობს. ნაროდოველების გარემოში უფრო მეტი საერო ელემენტი იყო (მოხელეები, გიმნაზიის მასწავლებლები). შუალედური მდგომარეობა ეკავათ “წმ. იურისა” და საერთოდ “რუტენული” მიმართულების გალიციელ-ოპორტუნისტებს, რომელთა ეთნოგრაფიული თეორიის მიხედვითაც დამოუკიდებელი “რუტენელი ხალხის” საზღვარი გადის სწორედ მდინარე ზბრუჩზე და ამრიგად ავსტრიის რუსინები როგორღაც განსაკუთრებულ ტომს შეადგენენ, რომელიც ველიკორუსულისგანაც განსხვავდება, და მალორუსულისგანაც. ამასობაში ავსტრიის კონსტიტუციური წყობილება ძალაუნებურად აიძულებდათ ხალხისთვის მიემართათ, რადგანაც დეპუტატებს სწორედ ხალხი უნდა ირჩევდეს. ნაროდოველებს ეკუთვნის სახალხო განათლების საქმის უფრო სწორად დაყენების დამსახურება. 1868 წელს ისინი საზოგადოება «Просвiта»-ს აარსებენ, რომელსაც “გალიციურ-რუსული მატიცას” მიერ დავიწყებული პოპულარული ლიტერატურის საქმე საკუთარ თავზე უნდა აეღო. “პროსვტის” პირველი პატარა წიგნები საკმარისად იღბლიანი გამოდგა და მხარეში ფართო გავრცელებაც ჰპოვა. 1875 წელს სტარორუსებმაც ასეთივე საზოგადოება დააარსეს “მ. კაჩკოვსკის სახელობისა”. ორივე საზოგადოება თავის საქმეს საკმარისად დაუდევრად წარმართავდა, მათ არც განსაზღვრული პროგრამა გამოუმუშავებიათ და არც ენერგიული და სისტემატიური საქმიანობა განუვითარებიათ. გალიციელი მოღვაწეები უწინდებურად უპირატესად მაღალი პოლიტიკითა და სეიმის საქმეებით იყვნენ გატაცებულნი. პოპულარულ გამოცემებს მხოლოდ ცალკეული პიროვნებები თუ მიჰყვებოდნენ. ენერგიული და ნაყოფიერი მუშაობის მაღალ მაგალითს წარმოადგენს მამა ივანე ნაუმოვიჩის საქმიანობა, სტარორუსლი პარტიის ერთერთი ყველაზე უფრო გამოჩენილი წარმომადგენლისა. ნიჭიერმა პოპულარიზატორმა, მამა ნაუმოვიჩმა კოლომიაში ხალხისთვის დაიწყო პირველი პოლიტიკური გაზეთის, «Русская Рада»-ს გამოცემა, შემდეგ ჟურნალ «Наука»-სი, გამოცემებისა, რომლებიც 1000-1500 ეგზემპლარად ვრცელდებოდა, ცალკეულ პატარა წიგნებსაც წერდა; თავის გამოცემებში მან პირველმა გაატარა აზრი სოფლებში სამკითხველოების, გამსესხებელ-შემნახველი სალაროების, სიფხიზლის საძმოების, საზოგადოებრივი მაღაზიების შექმნის შესახებ, ასწავლიდა მეურნეობის რაციონალურ წარმოებას, საფუტკრეების მოწყობას და ა. შ. 1871-1878 წლებში წარმოქმნილი თითქმის ყველა სამკითხველო, თავისი არსებობით, ნაუმოვიჩის მოღვაწეობისგანაა დავალებული. საერთოდ 1871-1878 წლებში სოფლებში დაარსებული 161 სამკითხველოდან მხოლოდ ექვსი იყო “ნაროდოველების” მიერ მოწყობილი. «Просвiта»-ს წევრებად გლეხები თითქმის არც ჰყოლია (1878 წლამდე – მხოლოდ 2), მაშინ როდესაც “კაჩკოვსკის სახელობის საზოგადოებას” 1875-1877 წლებში 1645, 4791 და 6123 წევრი ჰყავდა, უპირატესად გლეხები. პოპულარული გამოცემების ხასიათითა და მათი შინაარსით “ნაროდოველები” სტარორუსებისგან თითქმის არაფრით არ განსხვავდებოდნენ; პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს “ნაროდოველთა” წიგნები სულაც არ ეხებოდა. ხალხის ჭეშმარიტი და ყოველმხრივი განათლებისა ორივე პარტიას სულის სიღრმეში ეშინოდა. როცა კაჩკოვსკის საზოგადოების შეკრებაზე 1875 წელს ერთერთმა წევრმა საეკლესიო-სლავური ენიდან სახარების თარგმნა შესთავაზა, საშინელი ყვირილი ატყდა: მღვდელმსახურებმა განაცხადეს, რომ მაშინ მათ მოუწევთ «идти съ торбами», და წინადადებაც ერთხმად იქნა უარყოფილი. საზოგადოება «Просвiта»-ში პირველ ხანებში მხურვალე მონაწილეობას ღებულობდა ფედკოვიჩი, თავად გლეხი და გულწრფელად ხალხის მოყვარული; მაგრამ დარწმუნდა რა იმაში, რომ მის განწყობებს “პროსვიტის” წევრების უმრავლესობა არ იზიარებს, იგი 1873 წელს საბოლოოდ ჩამოშორდა ნაროდოველებს. ეს უკანასკნელნი ხალხის კეთილდღეობისთვისაც არ ზრუნავდნენ. ამ პარტიის ერთერთი ყველაზე უფრო თვალსაჩინო მოღვაწე კ. სუშკევიჩი აცხადებდა, რომ თუ “ხლოპს” მიწას მისცემენ, მაშინ ის “მსხლის ხის ქვეშ წამოწვება” და არაფერს არ გააკეთებს. ორივე პარტია ცდილობდა ხალხის ორგანიზებას ეკლესიის სიახლოვეში და განსაკუთრებით საეკლესიო კეთილსახიერების (სიმშვენიერის) მიზნით (и исклюсиьельно въ целяхъ церковнаго благолепiя). სამკითხველოები, საძმოები, მათი წარმოქმნის შემდეგ, ხშირად მალევე წყვეტდნენ თავიანთ არსებობას. ყველა ამ წარუმატებლობამ ნაუმოვიჩში გამოიწვია მწარე აღიარება რუსეთში მისი გამომგზავრებისას: «у насъ были братства въ каждомъ селе, та до чого жъ они были? до воску и больше до ничого!». გული აუცრუვდათ რა თავიანთ საზოგადოებებზე, გლეხები ხალისით შედიოდნენ პოლონურ “kòeka rolnicze”-ებში. 70-იანი წლების ბოლოსთვის თავად გალიციელთა აღიარებით, სოფლებში ყველაფერმა ისევ “ნეტარი ძილით დაიძინა”.

პოლიტიკური მიმართებით ამ დროის მანძილზე ასევე არცთუ ბევრი რამ იქნა გაკეთებული; ფილოლოგიურ საკითხებში პარტიების ბრძოლა სეიმზე მათი მოქმედებების შეკავშირებულობას ხელს უშლიდა, სადაც პოლონური უმრავლესობა დათმობებზე მხოლოდ რუსინთა ყველა პარტიის მიერ თავიანთი ეთნოგრაფიული განსაკუთრებულობის აღიარების პირობით თანხმდებოდა. ერთადერთი დათმობები, რომლებსაც რუსინებმა ამ დროის მანძილზე მიაღწიეს – მცირე სუბსიდიაა “პროსვიტასთვის”, რუსული თეატრისთვის, ჟურნალ “მასწავლებლისთვის” («Учитель»), სამი-ოთხი კათედრა უნივერსიტეტში და კლასიკური გიმნაზია ლვოვში, რომელიც “ნაროდოველების” მთავარ სიმაგრედ შეიქნა. სამაგიეროდ პარტიების ლიტერატურული მწარმოებლურობა იზრდებოდა. 1866 წლიდან ნაროდოველთა ორგანოს წარმოადგენს «Правда» და ნაწილობრივ «Основа»-ც. მცირე შესვენებებით “პრავდამ” 1880 წლამდე იარსება; მასში თავიანთ ნაწარმოებებს რუსი უკრაინოფილებიც ათავსებდნენ; მასშივე იქნა დაბეჭდილი რუსი უკრაინოფილების მნიშვნელოვანი პროტესტიც “ნაროდოველთა” პოლიტიკის ულტრამონტანური მიმართულების წინააღმდეგ (...противъ ультрамонтанскаго направленiя политики «народовцевъ»). გარდა ამისა, გამოდოდა «Учитель», «Ластiвка», «Сiонъ русскiй», «Рада русска», «Наука», «Читальня», «Русъ» – “ნაროდოველთა” პოლონოფილური ფრაქციის ორგანო, ლავროვსკის მეთაურობით. საერო ინტელიგენციის ზრდასთან ერთად “ნაროდოვსკაია” პარტიის ძალებიც იზრდებოდა; მისი წევრები ქმედითად ზრუნავდნენ პედაგოგიური ლიტერატურის შესაქმნელად უპირატესად საშუალო სკოლისთვის (გიმნაზიისა და სემინარიისთვის), დაკავებული იყვნენ ევროპელ მწერალთა ნაწარმოებების მალორუსულ ენაზე თარგმნით, და თუმცა კი ზოგადად არჩევანი უკიდურესად ცუდი იყო, მაინც გალიციური ლიტერატურა დიკენსის, გოგოლის, დოსტოევსკის, ტურგენევის, შჩედრინის, ლ. ტოლსტოის, დალის, პიპინისა და სხვათა თხზულებების რამდენიმე ტომით გამდიდრდა. ნაროდოველებს, ისევე როგორც “მოსკალეფილებსაც”, რეალიზმი ლიტერატურაში ჯერ კიდევ რაღაც სამარცხვინოდ, “ნიჰილისტურად” მიაჩნიათ. თანამედროვე რუსული ლიტერატურა (1850-1880) ამ დრომდეც მათთვის უცნობი ან მცირედ გასაგებია. 1880-იანი წლების დასაწყისიდან, უმთავრესად ახალგაზრდული ძალების წყალობით, გალიციურ-რუსულ პარტიებს შორის, “ნაროდოველებს” პირველობის (წამყვანი) მდგომარეობა უკავიათ. ნიჭიერი, თუმცა კი განსაზღვრული პრინციპების არმქონე პუბლიცისტი ვ. ბარვინსკი, მოსკალეფილების თანადგომითაც, ახდენს რიგი სახალხო “ვეჩეების” ორგანიზებას, აფუძნებს და წარმატებით მიჰყავს ამ დრომდე არსებული გაზეთი «Дело». ნაროდოველები ხალხისთვის გამოსცემენ გაზეთ «Батьковщина»-ს, სკოლისთვის – «Школьна Помочь»-სა და «Педагогична часопись»-ს, ბავშვებისთვის – «Дзвонокъ»-ს; ნატიფი სიტყვიერების ორგანოს წარმოადგენს «Зоря», რიგი ალმანახებისა («Ватра», «Днестрянка», «Просвiта»-ს კალენდრები). სამეცნიერო სფეროში უნდა აღინიშნოს ო. და ა. ოგონევსკების, პატრიცკის, ვერხრატსკის, ცელევიჩის, პულიუის, სმალ-სტოცკის, კოცოვსკის შრომები, ბარვინსკის “ისტორიული ბიბლიოთეკა” და სხვა. მოსკალეფილების პოლიტიკურ ორგანოს თავიდან წარმოადგენდა «Слово» და «Новый Проломъ», ხოლო 80-იანი წლების ბოლოდან კი – «Червоная Русь». მათი ლიტერატურული მწარმოებლურობა უკრაინოფილურზე უფრო ნაკლებია. სტარორუსებთან წარბობს არქეოლოგიური სწავლულობა (შარანევიჩის, პეტრუშევიჩის, დედიცკის გოლოვაცკის შრომები, “გალიციურ-რუსული ბიბლიოგრაფია” – ივ. ლევიცკის საპატივსაცემო ნაშრომი და სხვა). ვერც ერთმა, ვერც მეორე პარტიამ ვერ შექმნა მხატვრული სიტყვერების რამდენადმე მაინც გამოჩენილი ოსტატი (не создали ни одного сколько-нибудь выдающегося писателя-художника). სტარორუსებს შორის მხოლოდ ერთ იერონიმე ანონიმზე შეიძლება მივუთითოთ: მაგრამ მისი ტალანტი ჩაქრა ლიტერატურისა და ენის განვითარების იმ არაბუნებრივი პირობების შედეგად, რომლებშიც სტარორუსებმა საკუთარი თავი ჩააყენეს. უკრაინოფილური პარტიის პოეტებიდან (მასლიაკი, უსტიანოვიჩი, დანილო მლაკა, ვ. ბარვინსკი, ზგარსკი) ნიჭიერი და საინტერესო ვერც ერთმა ვერაფერი ვერ დაწერა: უკრაინიფილობა უკვე ვეღარ არის პროგრესული მოძრაობა. თვით ისეთმა ჭეშმარიტმა პოეტმაც კი, როგორიც ფედკოვიჩია, სრულებით სუსტი თხზულებების წერა დაიწყო, როცა ერთ ხანებში უკრაინოფილობის გავლენას დაექვემდებარა. მის შესაცვლელად მოდის ახალი, უფრო სუფთა მოძრაობა, რომელიც, რუსულ ლიტერატურასთან უფრო საფუძვლიანი და ღრმა ნაცნობობის გავლენით, თავად ხალხის გარემოდან წარმოიქმნა. რუსულ ლიტერატურასთან ნაცნობობით გალიციელები ყველაზე უფრიო მეტად დავალებული არიან იმ არცთუ ბევრი ადამიანისგან, რომლებიც ორივე გალიციურ პარტიას ერთნაირად უარყოფითად ეკიდებოდნენ, განსაკუთრებით გალიციურ საზოგადოებრივ ურთიერთობათა ღრმა მცდოდნის, ფედკოვიჩის მოთხრობებისადმი წინასიტყვაობის ავტორისგან; უკრაინელისგან, რომელმაც მთელი რიგი წერილებისა დაწერა რუსული ლიტერატურის შესახებ გაზეთებში «Правда», «Другъ» და სხვა გამოცემებში; მასვე [М. Т-въ-ს] ეკუთვნის რუსულ ლიტერატურაში საუკეთესო წერილები გალიციური ლიტერატურისა და გალიციაში არსებულ საზოგადოებრივ ურთიერთიბათა ისტორიის შესახებაც («Вестн. Евр.», 1872-1873 г.; «Дело», 1881 г., окт.). ახალგაზრდობა ბოლოს და ბოლს ამაო “ენობრივი” კამათებისთვის თავის დანებების აუცილებლობაში დარწმუნდა. მან გაიგო, რომ გალიციის რუსულ ნაწილში არ შეიძლება იყოს პარტია ამ სიტყვის ებროპული მნიშვნელობით, რადგანაც არსებობს მხოლოდ უბრალო ხალხი; მხარს უჭერდე რუსულ ხალხურობას გალიციაში, ეს ნიშნავს რომ მხარს უჭერდე გლეხობას, – ხოლო რუსულ ლიტერატურას კი შეუძლია გასწავლოს ხალხის სიყვარულიცა და მის სასარგებლოდ თავდადებული მოღვაწეობაც. თავდაპირველად რუსული ლიტერატურის გულმოდგინე გაცნობა სტუდენტების მოსკალეფილურმა წრემ დაიწყო, რომელიც ლვოვში გაზეთ «Другъ»-ს გამოსცემდა, ასევე სტუდენტების ვენურმა საზოგადოებამ «Сiч»-მაც. რუსეთის მეშვეობითვე ეცნობოდნენ გალიციელები დასავლეთევროპულ ლიტერატურასა და მეცნიერებასაც, – თანამედროვე შრომებს სოციოლოგიაში, პოლიტიკურ ეკონომიაში. ასეთი კითხვის კეთილისმყოფელი გავლენით, 1876 წელს მოსკალეფილური “სტუდენტთა აკადემიური წრე” უკრაინოფილურ «Друж. Лихвяремъ»-ს შეერწყა. ორ უფროს პარტიას ახალაზრდობის გარეშე დარჩენის საფრთხე ემუქრებოდა. უკრაინოფილებმა თავიანთ ახალგაზრდობას ხალხურობისადმი ღალატში, გარუსებისადმი მისწრაფებებში დასდეს ბრალი, და, მოსკალეფილებთან ერთად, ეჭვს გამოთქვამენ ახალი მოძრაობის ნიჰილიზმში, ანარქიზმში და სხვა. თავდაპირველად ახალი რადიკალური მოძრაობისთვის ნამდვილად არ ყოფილა უცხო ზოგიერთი გატაცება, მაგრამ საერთოდ გალიციური რადიკალიზმი – სავსებით მშვიდობიანი და კულტურული მოძრაობაა (როგორც სერბული რადიკალიზმიც), და მთელი უბედურება მხოლოდ იმაშია, რომ იგი ძალზედ უმეცრულ ნიადაგზე აღმოჩნდა; გალიციური პუბლიკის ამ საშინელი სიბნელის საუკეთესო დამტკიცებას წარმოადგენს იმ დაუჯერებელი დევნის ისტორია, რომელიც გამოიწვია გლებ უსპენსკის მოთხრობის «Отравленj Дьяконъ»-ის პირველმა თარგმანმა. ერთსულოვანი აღშფოთება დაატყდა თავს მთარგმნელს, მ. პავლიკს; წამოვიდა დაბეზღებები, ბეჭდურიცა და ანონიმურიც; ახალგაზრდობის გამოცემები კონფისკებულ იქნა; მისი მთავარი მოღვაწეების წინააღმდეგ პოლიტიკური პროცესები წამოიწყეს, რომლებზედაც corpus delicti-ს სახით უსპენსკის მოთხრობებიც ფიგურირებდა. ახალგაზრდა პარტიამ განსაცდელების მძიმე სკოლა გადაიტანა, სანამ ფეხზე დადგებოდა და ხალხის ნდობაც მოიპოვა. მან ევროპელი და რუსი მწერლების თარგმანების გამოცემა დაიწყო და ქალებს შორის სერიოზული მოძრაობაც გამოიწვია, რომლებიც ცოდნას მხურვალედ ეწაფებოდნენ («Перший вiнокъ», ნიჭიერი მწერალი ქალის ნატალია კობრინსკაიას მიერ გამოცემული, რომელშიც 20-მდე რუსინმა მწერალმა ქალმა მიიღო მონაწილეობა). რადიკალების გამოცემებიდან უნდა აღინიშნოს «Громадск. Другъ», «Дзвiн», «Молотъ», «Свiтъ» და 1889 წლიდან კი რადიკალური პარტიის დამოუკიდებელი ლიტერატურულ-პოლიტიკური ორგანო «Народъ» – ინტელიგენციისთვის, «Хлiборобъ» – გლეხებისა და ქალაქელი მუშებისთვის. ახალგაზრდა პარტიის გარემოდან გამოვიდნენ: პირველი მწერალი ეკონომიკურ საკითხებში ა. ნავროცკი, პუბლიცისტები ე. ლევიცკი, ს. დანილოვიჩი, გერასიმოვიჩი, ოხრიმოვიჩი, დ-რი იაროსევიჩი და სხვები. რადიკალურ პარტიას მჭიდროდ უახლოვდება ერთადერთი გალიციელი უდაოდ ნიჭიერი ბელეტრისტი ივ. ფრანკოც. მის გვერდით უნდა დავაყენოთ მეორე შესანიშნავი მოღვაწე მ. პავლიკიც. ჯერ კიდევ 10 წლის წინ სრულებით მარტოსული, იგი ამჟამად «Народъ»-ის რედაქციას უდგას სათავეში და მთელ რადიკალურ პარტიასაც. რადიკალური პარტია გალიციაში – რუსეთთან ახლოს მდგომი ერთადერთი პარტიაა. ემყარება რა ხალხის რეალურ ძალას, მისთვის უცხოა “პოლიტიკანობა” (она чужда «политикованья»); ყველანაირი კომპრომისები და მათთან დაკავშირებული ფრონტის ცვლილებები მისი სულისთვის უცხოა. დიდი ხნის მანძილზე რადიკალურ წრეებს არ შეეძლოთ დამოუკიდებელ პარტიად შეკრულიყვნენ, იმიტომ რომ უკრაინოფილობის ერთგვარ მემარცხენე ფრთად ითვლებოდნენ (და ისინიც საკუთარ თავს ნაწილობრივ ასე მიიჩნევდნენ), რომელიც ძველი მოგონებების მიხედვით ისევ ნაწილობრივ დემოკრატიულ მოძრაობად იყო აღიარებული. მაგრამ უკრაინოფილობის პროკრუსტეს სარეცელზე დაწოლის ყველა მცდელობამ მას მხოლოდ ზიანი და მავნებლობა მოუტანა. გალიციელი ნაროდოველები ახლა უკვე სულ უფრო ნათლად ავლენენ თავადაზნაურულ ელემენტზე დაყრდნობის ტენდენციას. უკანასკნელმა «Польско-русская згода»-მ (1888-1889) ამის თაობაზე ყველანაირი ეჭვები გაფანტა. საქმე იმაშია, რომ დღესდღეობით სახალხო რუსული მოძრაობის მიჩუმათება სულ უფრო უხერხული ხდება სეიმის უმრავლესობის ხელმძღვანელებისთვის (ე. ი. პოლონელებისთვის). აქედანაა პოლონურ ჯგუფებს შორის არსებული მისწრაფება იქითკენ, რომ ეს მოძრაობა თავიანთთვის ხელსაყრელი აზრით წარმართონ. ასეთი იყო «Русскიй Соборъ»-ის მცდელობები; იგივეს შესახებ ცდილობდა 70-იან წლებში ლავროვსკის ორგანო «Русь», ხოლო მოგვიანებით კი იეზუიტებიც. «Змартвыхвстанц»-ების ორდენის სენიორმა, ცნობილმა ისტორიკსმა კალნამ, მოიაზრა, რომ აღმოსავლეთის დაქვემდებარების მრავალსაუკუნოვანი მცდელობები, მისი გაპოლონელების გზით, წარუმატებლად უნდა იქნას აღიარებული; საჭიროა ეცადონ უკრაინული მოძრაობის ხელში ჩაგდებასა და რომაულ-კათოლიკური სულისკვეთებით მის აღზრდა-გამოსწორებას (следуетъ попробовать перехватить украинское движенiе и перевоспитать его въ духе римско-католическомъ). ამ მიზნით კალინამ მოაწყო სემინარია სპეციალურად ღარიბი რუსინების შვილებისთვის (შეადარეთ ეპისკოპოს პელეშის სიტყვა /речь еп. Пелеша/, 1885). ამავდროულად ოდესღაც გაპოლონელებული არისტოკრატიის გარემოში წარმოიქმნება იმის ანალოგიური მოძრაობა, რომელმაც თავის დროზე გაგერმანელებული ჩეხური არისტოკრატია სტაროჩეხების ბანაკში მიიყვანა. ზოგიერთი პოლონელი მაგნატი (რუსინებიდან) ამჟღავნებს ფორმალური მხრივ რუსინული მოძრაობისადმი დათმობის ტენდენციას, საკუთარი თავის რუსული პარტიისადმი მიკუთვნების აღიარებას, იმ პირობით, რომ იგი გლეხობის ეკონომიკური ინტერესების დაცვაზე უარს იტყვის, რელიგიურ საკითხებში რომაულ-კათოლიკურ ნიადაგზე დადგება, ხოლო ეროვნულ-პოლიტიკურ საკითხებში კი ყოფილი “ისტორიული პოლონეთის” ხალხების ფედერაციის ნიადაგზე. 1887 წლიდან ამ მიმართულებით ჩნდება ანონიმური გამოცემა «Правда», რომელიც ომს უცხადებს რუსულ ლიტერატურას, როგორც “ველური, ნახევრად აზიური კულტურის” მიერ ნაშობს, და საერთოდ მთელ ველიკორუსულ ტომს, რომელსაც, დუხინსკისთან ერთად, სლავურად კი არ მიიჩნევს, არამედ ფინურად, კულტურისადმი უუნაროდ, სამარათლიანობის გრძნობის არმქონედ. (Съ 1887 г. появляется въ этомъ направленiи анонимное изданiе «Правда», объявляющее войну русс. литературе, какъ порожденiю «дикой, на половину азiятской культуры», и вообще всему великорус. племени, которое, вместе съ Духинскимъ, считаетъ не славянскимъ, а финскимъ, неспособнымъ къ культуре, лишённымъ чувства справедливости.) «Правда» აღმართავს ულტრანაციონალური შოვინიზმის დროშას, აცხადებს რა ყველას, ვინც მას არ ეთანხმება, “რუსეთ - უკრაინის” მტრად (врагами «Руси - Украины»). დიდხანს არავის არ შეეძლო იმის განსაზღვრა, თუ რა ფულით და რომელი ჯგუფის სახელით გამოდის ეს ორგანო. თავდაპირველად “ნაროდოველები” მას უარყოფითად მოეკიდნენ და გააპროტესტეს კიდეც მისი მცდელობა, რომ უწინდელი “პრავდის” ტრადიციები მიეთვისებინა. 1889 წელს, რაიხსტაგში მოახლოებული არჩევნების გამო, სავსებით ნათელი შეიქნა, რომ «Правда» – პანების რომელიღაც ჯგუფის არისტოკრატიული ტენდენციების გამომხატველია, რომელსაც სამთავრობო სფეროებში წონა გააჩნია. “ნაროდოველებს” რაიხსტაგში მოხვედრის შანსები არ ჰქონდათ, სადაც, საკუთრივ რომ ვთქვათ, მათ 17 ადგილი უნდა ჰქონოდათ. მაშინ ზემოხსენებულმა ჯგუფმა, გალიციის მეფისნაცვლის გრაფ ფადენის მეშვეობით, ნაროდოველებს შესთავაზა შეთანხმება “პრავდის” სულისკვეთებით. სანაცლოდ შეპირებულ იქნა რამდენიმე ფორმალური დათმობა და 6 სადეპუტატო ადგილი ნაროდოველთა პარტიის წევრებისთვის. ნაროდოველები უყოყმანოდ წავიდნენ ასეთ გარიგებაზე, თუმცა კი ის “სამშობლოს მტრებად” აცხადებდა სტარორუსებსაც, რადიკალებსაც, და საერთოდ ყველას, ვინც საკუთარ თავს რომის კათოლიკური ეკლესიის ერთგულ შვილად, მალორუსული ტომის ეროვნული განსაკუთრებულობის მომხრედ და რუსეთის მტრად არ აღიარებდა. ამ აზრით იქნა კიდეც გაკეთებული განცხადება “სახალხო პარტიის” სახელით დეპუტატ რომანჩუკის მიერ. “ნაროდოველები” დაეთანხმენ ესარგებლათ პოლიციის მხარდაჭერით თავიანთი დეპუტატების რაიხსტაგში გასაყვანად, ხოლო სადაც მათი შანსები ძალზედ სუსტი იყო, ისინი აუცილებლად აძლევდნენ ხმას მსხვილი სამიწათმფლობელო საკუთრების წარმომადგენელთა სასარგებლოდ, რადიკალური და სტარორუსული პარტიების წინააღმდეგ. თავდაპირველად ეს ყველაფერი “პოლონურ-რუსული შერიგების” ლამაზი და სიმპათიური ფორმულით ოსტატურად იყო შენიღბული. ამ შეთანხმების ყველაზე უფრო გაბედული კრიტიკით გამოვიდა რადიკალური პარტია, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლო გაბათილებათა დასწრებისთვის, «згода»-ს გამოცხადებამდე რამდენიმე დროით ადრე, მოწყობილ იქნა პოლიტიკური პროცესი, რადიკალური პარტიის წარმომადგენელთა კომპრომეტირების მიზნით («Процессъ Дегеновъ» изъ Кiева). წარმატებული ბრძოლა “შეთანხმებასთან” გალიციაში რუსული რადიკალური პარტიის მსხვილ საზოგადოებრივ დამსახურებას შეადგენს.

(ამის შემდეგ მოდის განხილულ თემაზე იმ ხანად არსებული ლიტერატურის ჩამონათვალი)

კ. არაბაჟინი

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა


მცირე კომენტარი მთარგმნელისგან

როგორც ბლოგზე გამოქვეყნებული სამი უკანასკნელი წერილიდან ჩანს, უკრაინის პრობლება ისტორიულად ძალზედ ჰგავს საქართველოს მდგარ პრობლემას, რომელიც გამოიხატება საუკუნეების მანძილზე გალიციის ლიტვა-პოლონეთისა და ავსტრიის შემადგენლობაში ყოფნით, როგორც ჩვენთან სამცხე-საათაბაგო და აჭარა საუკუნეების მანძილზე ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, და ისიც ცხადია, რომ ამან გარკვეული მნიშვნელოვანი კვალი დაგვიტოვა. ჩვენში ფართოდაა ცნობილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში, 1919 თუ 1920 წელს სამცხე-ჯავახეთში თურქეთის ხელშეწყობითა და სარვარ-ბეგ ჯაყელის მეთაურობით, მაჰმადიანი მოსახლეობის მასშტაბური აჯანყების ამბავი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ, რომლის ჩასახშობადაც თბილისს სერიოზული ღონისძიებების გატარება მოუხდა. ამის მსგავსი ამბები ხდებოდა გასულ პერიოდში უკრაინის დედაქალაქშიც, რომლებსაც ჩვენში, დასავლეთის ინტერესების სამსახურში ჩამდგარი წრეები "მშვიდობიან" აქციებს უწოდებენ, მაგრამ განა ეს ადამიანები ისურვებდნენ ასეთივე "მშვიდობიან" ურთიერთიბებს თავიანთ ოჯახებში, სანათასეოში, სამეგობროებში? განა ენდომებოდათ მათ "მშვიდობიანად" ერთმანეთისთვის ქვაფენილებიდან ამოგლეჯილი ქვების სროლა, ცეცხლის წაკიდება და სხვა მისთანანი? ალბათ არა. მაგრამ სიცრუისა და თვალთმაცობის ასეთი მხადაჭერით ეს ადამიანებიცა და მათი მიმყოლნიც, ჩვენი აზრით, დიდად რისკავენ იმაში, რომ ეს ყველაფერი მათაც დაატყდეს, ანუ ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს საზოგადოებას. ღმერთმა დაგვიფაროსო, ვიტყვით, მაგრამ თუ ჩვენც შესაბამისად არ მოვიქცევით, სიმართლითა და ზნეობით, მაშინ ღმერთი ალბათ არ დაგვიფარავს და ჩვენივე ჭკუის სასწავლებლად ყოველივე ამის გადატანა მოგვიწევს.

No comments:

Post a Comment