Thursday, April 24, 2014

ნიკოლოზ დუბროვინი ქართველების ყოფა-ცხოვრების, საეკლესიო დღესასწაულებისა და მკითხავ-ქადაგების შესახებ

(შემოთავაზებული მასალა წარმოადგენს აკადემიკოს დუბროვინის წიგნიდან «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе», Томъ I. Очеркъ Кавказа и народовъ его населяющихъ. Книга II. Закавказье. Санктпетербургъ. 1871, ვრცელი წერილის “ქართველური ტომის” /Картвельское племя/ მეორე თავის თარგმანს)

თავი II

(ქართველის ქალაქური სახლი. – გართობანი და დღესასწაულები: შობა, ახალი წელი, ყველიერი, вичаки და აღდგომა. – ტაძართა დღესასწაულები და присутствiе на нихъ порченыхъ. – მკითხავი და ექიმბაში ქალები.)

ქართველის ქალაქური სახლი რამდენადმე განსხვავდება ჩვენთვის ნაცნობი სოფლური სახლისგან საქართველოში. თითქმის ყველას აქვს აივანი ხის ჩარდახით და ქუჩისგან კი ღობითაა შემოსაზღვრული. ყველა სხვა დანარჩენი მხრიდან მასთან მჭიდროდაა მიშენებული მეზობელთა სახლები, სხვადასხვა სიდიდისა და სახის; აქ, ისევე როგორც სოფლებშიც, არ არის არანაირი ერთგვაროვნება. არცთუ დიდ კარებს შევყავართ ეზოში, რომლებიც მეტად იშვიათადაა მოკირწყლული ქვაფენილით. ჭიშკრიდან თავად სახლამდე გაჭიმულია გადახურული გალერეა, ხშირად იმდენად დაბალი, რომ მასში გავლა მხოლოდ მოხრილად თუ შეიძლება. თავად სახლი შედგება მხოლოდ ერთი საძინებლისგან, იმდენად ვრცელისა, რომ მისგან შესაძლებელი იქნებოდა რამდენიმე ოთახისა და დარბაზის გაკეთება. იატაკი ან მიწისაა, ან აგურით მოფენილი; ჭერს შეადგენს ან გაუთლელი მორები, ან კიდევ გაშალაშინებული ფიცრები. გასათბობად მოწყობილია ბუხარი, რომელსაც აქვს დიდი ხვრელი მესრის გარეშე. ქარის მიერ გამოდევნილი კვამლი მთელ ოთახს ეფინება. ოთახში გაკეთებულია ნიშები; დაფარული არიან რა კარებით, ისინი წარმოქმნიან კარადებს. კედლების გაყოლებაზე დგას დაბალი დივანები (ტახტები), დაფარული სხვადასხვა ფერის ხალიჩებით. კედლებზე ჰკიდია დაირა და სხვა მუსიკალური ინსტრუმენტები; აქვე არის შაშხანა პატრონტაშითა და სადენთეთი.

სახლის ქვეშ მოწყობილია ბნელი სარდაფი, ერთი ჩასასვლელით, რომელშიც ინახება მთელი საკვები მარაგები; აქ ზაფხულში დგამენ წყალს მთელი სახლის გასაგრილებლად.

წინაოთახის შესახებ წარმოდგენაც კი არა აქვთ: შესასვლელ კარს შევყავართ პირდაპირ საცხოვრებელ ოთახში. გარეთ არსებული სიცივისგან დასაცავად კარზე ჰკიდებენ საბურავებს (дверь завешиваютъ полостями). იქ, სადაც სახლში არ არის ბუხარი, იყენებენ რკინის ან თიხის მაყალს (мангалъ), ავსებულს ნაკვერჩხლით, რომელიც ძალზედ ხშირად იწვევს ხუთვას.

ქართველი იშვიათად ზის სახლში; დილა-ადრიანად იგი თითქმის ყოველთვის მიდის “ქალაქში”.

მიმავალის სიარულის მანერისა და ტანსაცმლის მიხედვით შეიძლება ითქვას, თუ რომელ წოდებას მიეკუთვნება იგი. ვერცხლის პატარა ჯაჭვი მკერდზე, შეღებილი ულვაშები და დეზები შეადგენს ჭეშმარიტი აზნაურის (азнаура – дворянина) კუთვნილებას. უფრო მასიური ჯაჭვი, დეზები ზოგჯერ სულ ვერცხლისა – შეადგენს თავადის (тавади – князя) საკუთრებას. ქართველი, რომელიც მდაბიო წოდებას მიეკუთვნება, უზრდელობად თვლის პირველად თავადისთვის თავის დახრას: იგი ელოდება, სანამ მას თავადი პირველი არ დაუხრის თავს. ულვაშები განსაკუთრებულ პატივში აქვს ყველა ქართველს. მათი მზრუნველობა ულვაშებზე ზოგჯერ ორიგინალურ შემთხვევებს იწვევს, რომლებიც მეტად კარგად ახასიათებენ ხალხის ხასიათს.

სულ ადრეული დილიდანვე ქართველი ტოვებს თავის სახლს და თითქმის მთელ დღეს ატარებს სავაჭრო-სახელოსნოებში ან ბაზარში, სადაც იქაურები ფუჭად ატარებენ დროს (где туземцы переливаютъ из пустого въ порожнее). ბაზარი ყოველ ამიერკავკასიურ ქალაქში არის ადგილი, სადაც მთელი საქმიანობისა და მთელი ახალი ამბების ცენტრალური პუნქტია. ეს საქმიანობა საჯარო და საზოგადოებრივია; აქ ხელოსანი თავისი საქმით მთელი პატიოსანი ხალხის თვალწინაა დაკავებული: თქვენ ქუჩიდან ხედავთ, თუ როგორ ზელენ ცომს მეპურესთან, როგორ აჭედებენ ცხენს ნალებს, როგორ ლესავენ ახალ დანას, როგორ აახლებენ ძველ ჩექმებს, როგორ პარსავენ მართლმორწმუნეს გასაპნულ თავს. სავაჭროები და სახელოსნოები სრულებით ღიაა უსაქმურ მაყურებელთა მზერისთვის, რომლებიც მთელი დღეები ქუჩაში სხედან, ჩიბუხს ეწევიან და სიამოვნებით უყურებენ მჭედელს, რომელიც ცხენს ჩლიქებზე ლურსმნებს აჭედებს, მკერავს, რომელიც ჭუჭყიან შარვალს აკერებს, ან, ბოლოს, მეპურეს, რომელმაც დაამთავრა თავისი დილის სამუშაო და დასასვენებლად ემზადება. დააწყო რა გროვად რამდენიმე ლავაში, იგი სრულიად მშვიდად წვება მათზე, როგორც ბალიშებზე, და მალევე იძინებს. მზის მცხუნვარე სხივების მოქმედებისგან მძინარის უხვი ოფლი ნაკადებად მოედინება ლავაშებზე; მაგრამ უსაქმური მაყურებელი, ქართველი, ამის გამო შოკში არ ვარდება: აღვიძებს მას, ერთ-ერთ ლავაშს ყიდულობს და, ყოველგვარი ზიზღის გარეშე, საჭმელად იყენებს. ერთი სიტყვით, ქართველის ცხოვრება ქუჩური და სავსებით აზიურია. იქაურები მთელ თავიანთ დღეს, მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე, ქუჩაში ატარებენ.

დღისით სახლში მხოლოდ ერთი ქალები რჩებიან. ქართველი ქალი თავისი ტუალეტითა და ხელზე მოვაჭრეებითაა (დალალებითაა) დაკავებული, რომლებიც ქალის ტუალეტის ნივთებს სახლებში დაატარებენ.

ოჯახში ქალის მონური მდგომარეობისა და მისი ჩაკეტილობის მიუხედავად, უდარდელობა და აუღელვებელი სიზარმაცე ქართველ ქალში მთელი ძალით ბატონობს. მთელი სამეურნეო საქმეები აქ ქმრის მეურვეობაზე ძევს, ცოლი კი, თვით ყველაზე ღარიბიც, მხოლოდ იმაზე ფიქრობს, თუ დღესასწაულისთვის უფრო ლამაზად როგორ მოირთოს და მოიკაზმოს. “მაგრამ იქაური ქალის შრომისადმი ეს გულგრილობა მისი ბუნების ორგანიზაციიდან კი არ მომდინარეობს, რომელიც უმეტეს წილად ცოცხალი და ქმედითია, არამედ მამაკაცის შიშნარევი იჭვიანობიდან, რომ თავისი ცოლი თავის საქმეებში მისი მონაწილეობის მეშვეობით, უცხო თვალთა სასეიროდ სახლის გარეთ გამოიყვანოს” («Но это равнодушiе къ труду туземной женщины проистекаетъ не изъ организацiи ея натуры, большею частию живой и деятельной, но изъ боязливой ревности мужа выводить жену свою, черезъ участiе ея въ своихъ занятияхъ вне дома, на позорище несколькихъ чужихъ глазъ»).

ქალები დიდი ონავრები არიან, ჭორაობას არ გაურბიან და მთელ დღეს დაუღლელად ილაპარაკებენ. ისინი მზად არიან ჩუმ-ჩუმად წაიკეკლუცონ, მაგრამ ძალზედ შორს არიან რამენაირი ინტრიგისგან, დაკავშირებულნი (ხელშეკრულნი) არიან რა სხვადასხვანაირი გარემოებებით; ისინი გარშემორტყმული არიან, მაგალიათად, მეზობელი ქალებით, როლებიც ამჩნევენ თითოეულ მათ მოძრაობას. საქართველოში არ არის მიღებული სახლში შესვლა, როცა იქ მამაკაცი არ არის; დაარღვიო ეს წესი ნიშნავს, ქართველი ქალი მთელი მეზობლებისა და ნაცნობების საყვედურებისა და ქილიკის ქვეშ ჩააგდო. 

საღამოთი მთელი მოსახლეობა სახლებიდან გამოდის და ჯგუფ-ჯგუფად კარებთან, ან კიდევ სახლების სახურავებზე განთავსდება. აქა და იქ, ზაფხულობით, ნახევრად ტანგახდილი იქაურები ჩანან, რომლებიც ხალიჩებზე ნეტარებენ. სხვადასხვანაირ საუბრებს, ჭორებსა და საყვედურებს შორის, მორთულ-მოკაზმული ქალწულები, შექმნიან რა წრეს, დაირის ჰანგების ქვეშ, ლეკურს ცეკვავენ. ზაფხულობით სახურავებზე ვახშმობენ, სადაც შემდეგ კიდეც იძინებენ.

სიცივეების დადგომასთან ერთად ცხოვრება რამდენადმე იცვლება. მთელი ოჯახი კურსის სიახლოვეს (подле курси) იკრიბება, ჩარჩოებისგან შეკრული დიდი ყუთისა, რომელზეც საბანია გადაფარებული. მის ქვემოთ ნაკვერჩხლებიანი მაყლები იდგმება და ამ საბნის ქვეშ ქართველი ქალები თავიანთ ფეხებს მალავენ. იქ, სადაც კურსი არ არის, მაყალი გამოიყენება, ხოლო ღარიბებთან კი, უბრალოდ, ნაკვერჩხლებით ავსებული თიხის ქოთანი. მაყალთან გათბობა ქართველისთვის განსაკუთრებულ ნეტარებას შეადგენს და ერთგვარი საქმიანობაც გახლავთ. ატარებს რა იქაური დროს საუბრებში, ან დაკავებულია საქმით – იგი, დრო და დრო ხელებს მაყლისკენ გაიშვერს, რათა ისინი გაითბოს. მაყალი გამოიყენება ვერცხლის სადნობად, იგივე სწევს კერის სამსახურს მწვადის შესაწვავად. ნაკვერჩხლების ბოლი არ იწვევს მის მფლობელებში თავის ტკივილს, რომლებიც ასეთ კაიფს მიჩვეულნი არიან (привыкшимъ къ такому кейфу). 

ქართველის ხასიათი დღესასწაულებზე გამოჩნდება (высказывается). მდიდარი ბუნებით, ყვავილების არომატით ავსებული ჰაერით განებივრებული, იქაური ქეიფისთვის ადგილს სადმე ღია ცის ქვეშ ირჩევს, ვრცელ ბაღებში, ხეხილის უწყვეტი ჩრდილის ქვეშ ან ვენახის ხეივნებში, რომელიც წყლის თავზე მთების მახლობლადაა გაშენებული. როგორც ამ მრავალფეროვანი ბუნების სრული ბატონ-პატრონი, იგი მოითხოვს, რათა წყალიც ჩუხჩუხებდეს, ჩიტებიც გალობდნენ და მთებიდანაც სურნელოვანი ნიავი უბერავდეს.

დღესასწაულზე შეკრებილნი ხალიჩებზე წრიულად სხდებიან; მათ წინ აფენენ სუფრას, რომელზედაც გამოქვთ ყველაფერი, რაც კი მასპინძელს საუკეთესო აქვს. სტუმრები ან ფეხმორთხმულნი სხედან, ან კიდევ ნახევრად წვანან; თითოეულს თავის ქვეშ მუთაქა* (*წაგრძელებული ბალიში) აქვს. გარეშემო ყვავილები, ასევე არომატული ბალახებია დაფენილი; კალათები ავსებულია ხილით, ხოლო მათ ზემოთ კი ოსტატურად შეკრული ყვავილების თაიგული იწონებს თავს, რომელიც სამ პატარა ფეხზეა დადებული. ქართველს სახლში, ოთახში ქეიფი არ უყვარს. ხშირად, ღრმა შუაღამეს, მოქეიფენი ქუჩაში გამოდიან და, გაშლიან რა შუა გზაზე სუფრას, ქეიფს აგრძელებენ. დღესასწაულზე ქართველი პეწიანად იცვამს; უყვარს კომპანიაში, და იქაური მუსიკით ბაზარში გავლა, მუშტიკრივის ყურება ან თავად მასში მონაწილეობაც. მუშტიკრივები იმართება მთელ პარტიებს შორის, რომლებიც ორ მხარედ არიან გაყოფილი. ქალაქში ყოველთვის არიან მებრძოლები (бойцы), რომლებიც თავიანთი ძალითა და ხერხიანობით ცნობილნი გახლავან. ფეხშიშველნი, მხოლოდ სახელოდაკაპიწებულ პერანგებში, მებრძოლები გამოდიან არენაზე, რომელიც ცნობისმოყვარეთა ბრბოს მიერაა გარშემორტყმული. ორი-სამი ბრგე მამაკაცი დადის ჯოხებით და მოსეირეებს უკან ყრის, რომლებიც წესრიგს დაარღვევენ. მოჭიდავენი (борцы) დიდხანს ტრიალებენ ერთიმეორის გარშემო და, ბოლოს, საქმეც ინასკვება; ისინი ხელებით ჩაეჭდებიან ერთმანეთს და, ხანგრძლივი ძალისხმევის შემდეგ, უფრო მეტად მოხერხებული კიდეც იმარჯვებს. შემოავლებს რა ხელებს მოწინააღმდეგეს, იგი სულს უხუთავს მას (онъ сжимаетъ его) ან, ხერხიანად ჩაუდგამს რა ზურგს და მხარზე გადმოატარებს, მიწაზე განართხავს კიდეც.

კვირაობით ქართველები აწყობდნენ “კრივს” (играли въ «криви»).

სიტყვა კრივი იქაურთა ენაზე ნიშნავს ჩხუბს ან ბრძოლას. მოთამაშენი იყოფოდნენ ორ მხარედ. ზაფხულში ეს იყო უბრალოდ მუშტებით ბრძოლა (მუშტის-კრივი), რომელიც აუცილებლად ქუჩებში ხდებოდა, ზამთარში კი მუშტების ნაცვლად იყენებდნენ შურდულებსა და ხის ხმლებს. ზამთრის ბრძოლა ყოველთვის ხდებოდა ქალაქის გარეთ და ეწოდებოდა სარდასტის კრივი ან ქვის კრივი (сардастисъ-криви или квисъ-криви). კრივს თავისი წესდება ჰქონდა, ხალხურ წეს-ჩვეულებათა მიერ ნაკურთხი. წართმეული იარაღი, სარტყელი, ხმალი (шашка), ნაბადი კანონიერ ნადავლად ითვლებოდა.

კრივი ყოველთვის ხალხის უზრმაზარი რაოდენობით შეკრებით ეწყობოდა და მრავალ ახალგაზრდას იზიდავდა. ქართველი ქალის თვალში, ჭაბუკი, რომელიც კრივში გაითქვამდა სახელს, განსაკუთრებულ მშვენიერებას იძენდა; ამის გამო ყველა ჭაბუკი კრივზე მიიჩქაროდა და ისიც თამაშის მონაწილეთა რიცხვის მიხედვით ყოველთვის მრავალრიცხოვანი იყო (См. бiографiю кн. Д. О. Бебутова. 1867 г. стр. 5. Также Воен. Сборн. 1867 г. № 6 и 7).

ორმხრივი ბრძოლისას ჩხუბს იწყებენ ჩხუბს იწყებენ ბიჭები, შემდეგ მოზრდილები, მაგრამ არა იმდენად გამოცდილები, შემდეგ კი უკვე მოდიან ყველაზე უფრო თავზე ხელაღებული მებრძოლები. წააქცევს რა მოწინააღმდეგეს, გამარვებული მას იქამდე თელავს ფეხებით, სანამ მას მოწინააღმდეგე პარტია არ გამოიხსნის. მხარეს, რომელიც ზურგს უჩვენებს, მნიშვნელოვან მანძილზე დაედევნებიან, და ბრძოლა მხოლოდ საღამოს დადგომის წინ წყდება. მუშტით ბრძოლის მოყვარულები საუკეთესო მებრძოლებს ფულებს ჩუქნიან.

საერთოდ ჭიდაობა ყველაზე უფრო უკეთეს თავშესაქცევს შეადგენს ქართველებისთვის: საერთო დღესასწაულებზე თითოეულ სოფელს თავისი მებრძოლი გამოჰყავს; მისი ზეიმი მთელი სოფლის ზეიმს შეადგენს. მემამულეებსაც ასევე გამოჰყავდათ თავიანთი დახელოვნებული მებრძოლები, რომლებიც დღესასწაულებზე თან დაჰყავდათ.

სოფლის მცხოვრებნი გაცილებით უფრო მეტ სიამოვნებებს ეძლევიან, ვიდრე ქალაქისა. დღესასწაულებზე მთელი სოფელი მოედანზე გამოეფინება და თამაშებითა და ცეკვებითაა დაკავებული. თამაშებიდან სხვებზე უფრო მეტად გამოიყენება – მეორის ზურგზე გადახტომა.

ცეკვისთვის ორი ცალკეული რიგი დგება. თითოეულის წინ მომღერალი იმყოფება და ზურნა დოლთან ერთად. მომღერალი მღერის რეჩიტატივით. თავიდან ერთ მხარეზე მომღერალი წარმოთქვას კუპლეტს, და ამასვე დაბალ ხმაზე იმეორებს მისი ნახევარი, მეორე კი დუმს; შემდეგ მეორე მომღერალი მღერის თავის ნახევართან ერთად, პირველი კი ჩუმად არის. ორ ჯგუფს შუა მოცეკვავე მოძრაობს. იგი თავიდან ნელა და ჩუმად დადის, შემდეგ კი სულ უფრო და უფრო მეტად ცოცხლდება და ხან მიწამდე ჩაბუქნავს, ხანაც მაღლა შეხტება, ხან ნახევრად მჯდომარე მდგომარეობაში მიმოდის, ხანაც ყირამალას აკეთებს ან ხელებზე, უკან გადაზნექილი ფეხებით საკმარისად დიდხანს დადის.

ერთერთ ყველაზე უფრო შესანიშნავს სოფლურ გასართობს ფერხული (перхули) წარმოადგენს. დგება წრე, ამასთან მოქმედი პირები ერთიმეორის ახლოს დაბლა ჩამოშვებული ხელებით დგანან. იწყებენ სიმღერებს, რომლებიც შინაარსის მიხედვით ლეკებისადმი ქართველების დამოკიდებულებას გამოხატავს, და ამ სიმღერების ბგერათა ქვეშ წრე ნელ-ნელა მოძრაობს. უეცრად მოცეკვავენი უფრო მჭიდროდ უახლოვდებიან ერთმანეთს, გადააჭდობენ ხელებს და იწყებენ მაღლა ახტომას ისე ძლიერად, “რომ მიწა თრთის ფეხთა ქვეშ და ნალების ბასრი ლურსმნები ღრმად ესობა მიწაში”.

ამ ზოგადი გასართობების გარდა, თითოეულ დღესასწაულს, განსაკუთრებით წლიურს, თავისი განსაკუთრებულობა გააჩნია, რომელიც მის მედღესასწაულეთა ხასიათს კარგად გამოხატავს.

დილით, შობის წინ, ქართველები სპილენძის ფულებს იმარაგებენ და მათ ქეჩის (ნაბდის) ქვეშ ინახავენ.

ეს ფულები საჩუქრად ბიჭების თითოეული პარტიისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც ქრისტეს ადიდებენ. თითოეული ქართველის სახლში უზარმაზარი რაოდენობით ცხვება ლავაშები, რომლებსაც გროვად ალაგებენ ხონჩებზე – ხის ლანგარი ან თაბახი. მზის უკანასკნელ ჩასვლასთან ერთად თითოეული სახლი ნათდება და ხატების წინ ცვილის სანთლები ინთება. 10-დან 12 წლამდე ასაკის ბიჭების ჯგუფი (толпа) თითოეულ სახლს შემოივლის და, დიაკვნის თანხლებით, რომელსაც ღვთისმშობლის ხატი უჭირავს, ქრისტეს ადიდებს. იგალობებს რა: “აღდგომასა შენსა...”-ს, ისინი მასპინძლებს ულოცავენ და მათ ბევრი ასეთი დღის დადგომას უსურვებენ. ახალგაზრდა დიასახლისი ქეჩის ქვემოდან ფულებს ამოიღებს და მათ ბიჭებს ჩუქნის.

ახალგაზრდა ქართველები, რომლებიც ასევე ჯგუფად არიან შეკრებილი (собравшись также толпою), სახლიდან სახლში დადიან, ქრისტეს ადიდებენ და მასპინძლებს დამდეგ დღესასწაულს ულოცავენ. ეს ადათი ალილოს სახელითაა ცნობილი, და მას თან საგანგებო გალობა ახლავს, რომელიც მილოცვას გამოხატავს და საჩუქრად, ერთხელ და სამუდამოდ, სასმელებიდან და სურსათიდან განსაზღვრულ ნაწილს მოითხოვს. მასპინძლები მილოცვისთვის მადლობას უხდიან, მიმლოცველებს ასაჩუქრებენ, და ისინიც მეზობელი სახლისკენ მიემართებიან (Кавказъ 1854 г. № 24, 49 и 56. «Канунъ Рождества и Рождество въ деревне», Ив. Гзелiевъ. Закавказс. Вестникъ 1854 г. № 51)

საკუთრივ შობის დღესასწაულს ქართველებში არანაირი განსაკუთრებულობანი არ გააჩნია. დღესასწაულების თითქმის მთელი საშობაო კვირა წარმოადგენს მომზადებას ახალი წლის შესახვედრად (Почти вся рождественская неделя праздниковъ служитъ приготовленiемъ къ встрече новаго года). ახალი წლის წინა პერიოდი ტკბილეულობით მოვაჭრეთათვის ყველაზე უფრო შემოსავლანია. თითოეული დიასახლისი მრავალ ხილს, კაკალს, ქიშმიშს, შაქარყინულსა და თაფლს ყიდულობს. მოვაჭრეები მთელ გაქნილობას მიმართავენ იმისთვის, რათა ხელგაშლილი მყიდველი ქალები თავისთან მიიტყუონ. წამოაცვამს რა დანის წვერზე ფიჭის ნაჭერს ან ამოიღებს რა კოვზით თაფლს, მოვაჭრე მათ თავს ზევით ატრიალებს, სავაჭრო დუქნის გარშემო დარბის, დახტის და მყიდველთა თავისკენ მოზიდვას ცდილობს. მეორე თაფლიან თითებს ილოკავს, სიცილით, მოსწრებული სიტყვებით მის სიტკბოს აქებს და ამით ბავშვებს მათ დედიკოებთან ერთად თავისკენ იზიდავს.

დაბრუნდებიან რა ბაზრიდან, დიასახლისები სხვადასხვანაირი პურების ცხობას იწყებენ. ქიშმიშიან ბედნიერების პურებს აცხობენ, ცალ-ცალკე ოჯახის თითოეული წევრისთვის: ვისი პურიც ჩავარდება, ის მომავალ წელიწადში აუცილებლად მოკვდება. აცხობენ პურს ბაკილას ანუ ბასილას (бакила или бацила), ერთს ადამიანის სახით, წმ. ბასილი დიდის საპატივსაცემოდ, რომლის ხსენებასაც მართლმადიდებელი ეკლესია ახალი წლის დღეს დღესასწაულობს და ქართველებში ბასილა (Бацила) ეწოდება; დანარჩენ პურებს სხვადასხვანაირ ფორმას აძლევენ: წიგნის, пялецъ, მაკრატლისა ან კალმის, მასპინძლის ხელობის და მიხედვით. ოჯახი ხარშავს გოზინაყს (гозинахи), ნიგოზს ან ნუშს თაფლში ან შაქარში, ალვახს (алвахи) – густо перетопленный мёдъ. დაალაგებენ რა მათ რამდენიმე ხონჩაზე, აგზავნიან, ახალი წლის შეხვედრისას, ნაცნობებთან, სურვილით, რომ ტკბილად დაბერდნენ. ამის საპასუხოდ საჩუქრად ღებულობენ ვაშლებს, утыканные гвоздикой, შაქარყინულს ან სხვა ტკბილეულობას.

საღამოს, ღამის განმავლობაში, ყველგან ისმის თოფის გასროლები: ამით ერთობა ახალგაზრდობა, აცილებს რა ძველ წელს და ხვდება ახალს. ყველა სახლში გაღებულია კარები, რათა ბედნიერებას, რომელიც, ქართველების რწმენით, ამ ღამეს ქვეყნად დასეირნობს, არ შეხვდეს სიძნელე სახლში შემოსასვლელად.

თავად ახალ წელზე, ოჯახის თავი, სახლის მასპინძელი, ჯერ კიდევ გათენებამდე დგება. იგი სხვებზე უწინ უნდა ესტუმროს ოჯახს: ასეა შემოღებული უძველესი დროიდან, და ქართველიც ამას სიტყვაშეუბრუნებლად მიჰყვება, სწამს რა, რომ, თუ რომელიმე დღესასწაულზე წესს დაარღვევს, მაშინ მომავალ წელსაც, შესაბამის დღეს, სწორედ იგივე მოხდება.

საგანგებო ლანგარზე, რომელსაც ქართველებში ტაბლა (табля) ეწოდება, იგი ბედნიერების პურებს ალაგებს, ფინჯან თაფლს დგამს და ოთხ ანთებულ სანთელს ამაგრებს, დიასახლისის მიერ საამისოდ სპეციალურად ჩამოსხმულს.

– შემოვდგი ფეხი – ეუბნება იგი ოჯახს, უჭირავს რა ხელში ლანგარი – გწყალობდეთ ღმერთი. ჩემი ფეხი დაე იყოს კვალი ანგელოზისა.

მასპინძელი ოთახში ირგვლივ შემოივლის, სურვილით, რომ ახალი წელი მისთვის ისეთივე უხვი იყოს, როგორც ეს ლანგარი, რომელიც მას ხელში უჭირავს.

მასპინძლის შემდეგ უნდა შემოვიდეს რომელიმე გარეშე, და ყოველ ოჯახს ჰყავს სანუკვარი სტუმარი, რომელიც საცხოვრებელში შემოსასვლელს აღებს, რასაც ასევე, ხალხის რწმენით, განსაკუთრებული ბედნიერება მოაქვს.

ნათესავები და ნაცნობები ერთი-მეორისკენ იჩქარიან და დღესასწაულს ულოცავენ.

– დაე გაკურთხოთ თქვენ უფალმა ღმერთმა, ეუბნება მასპინძლებს თითოეული სახლში შემოსული. მე თქვენს სახლში ანგელოზის ნაფეხურებს მოვყევი.

მოსულს პატრიარქალური გულითადობით ღებულობენ; ტკბილეულობით უმასპინძლდებიან, ტკბილ არაყს ასმევენ და ბედნიერებისთვის საჩუქარს უკეთებენ. ნაცნობები, შეხვდებიან რა ქუჩებში და გზაჯვარედინებზე, ეხვევიან, ჰკოცნიან ერთმანეთს და, მონაცვლეობით ერთი-მეორის წინაშე ჯიბიდან ან უბიდან წინასწარ მომზადებული შაქარყინულის, შაქრის, კანფეტის ან წითელი ვაშლის ამოღებას იჩქარიან.
– გისურვებთ რომ ასევე ტკბილად დაბერდეთ, ამბობენ ისინი, აწვდიან რა საჩუქრად ვაშლს, თუმცა კი შემდგომში მჟავე აღმოჩნდება.

თითოეული, ვისაც იარაღი აქვს, ვალდებულია, რომ, მტრებზე გამარჯვების ნიშნად, ამ დღეს აუცილებლად გაისროლოს.

უწინდელ დროში კათოლიკოს-პატრიარქი, – სასულიერო წოდების მეთაური, – საეკლესიო მსახურების შემდეგ, მანტიაში და კარის მთელ სასულიერო წოდებასთან ერთად, მეფის ოთახებში შედიოდა, მეფესა და დედოფალს ახალ წელს ულოცავდა, მათ ნაკურთხ წყალს აპკურებდა, ჯვარს, ხატსა და ნაკურთხ პურს მიართმევდა. სასულიერო წოდების შემდეგ ობერ-ჰოფმარშალი, სასიამოვნო და ტკბილი ცხოვრების სურვილის ნიშნად, შაქრის პურს მიართმევდა; ობერ-შტალმაისტერს მოსასვენებელ ოთახებთან მდიდრულად შეკაზმული ცხენი მოჰყავდა; ობერ-ეგერმაისტერს – შევარდნები და ქორები; სარდალი (მხედართუფროსთაგან მთავარი), უბრალო მეომრის თანხლებით, ისარს მიართმევდა.

– დაე გაახანგრძლივოს ღმერთმა შენი მეფობა, ამბობდა იგი ამ დროს, და დაე მან ამ ისრით შენი მტრის მკერდი განგმიროს.

შემდგომში, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენასთან ერთად, ისარი ტყვიით იქნა შეცვლილი (Празднованiе новолетiя у древнихъ грузинъ. Закавказскიй Вест. 1845 года № 1)

თავადები, ცხადდებოდნენ რა მეფესთან, მის წინ მდგომ მაგიდაზე ტყვიას აგდებდნენ. – შენი მტრის გულში! წარმოთქვამდნენ ისინი, ულოცავდნენ რა დღესასწაულს («Новый годъ у грузинъ», I. Романовъ. Кавк. 1846 г. № 3. «О святкахъ въ Тифлисе и народномъ суеверiи въ Грузiи», Кавк. 1847 г. № 3. «Канунъ Рождества и Рождество въ древ.» И. Гзелiевъ. Закавк. Вестн. 1854 г. № 51. «Цкалъ-куртхева». И. Гзелiевъ. Закавк. Вестн. 1855 г. № 3).

ტფილისში, იმ სახლებში, სადაც ძველი წეს-ჩვეულებები ჯერ კიდევ არის შენარჩუნებული, ახალი წლის წინ ოჯახის მეთაური მის დადგომას ელოდება მაშინ, როცა მთელი მისი ოჯახი უკვე დიდი ხანია განიერ ტახტებზეა დაწოლილი. მას გამზადებული აქვს ქისა ხორბლის მარცვლებით და შაქარყინულის ნატეხები ოჯახის წევრთა რიცხვის მიხედვით. ახალ წლის დადგომას იგი მაღალი ხმით მიესალმება, აბნევს რა ხორბლის მარცვლებს სახლის ყველა კუთხეში. გაღვიძებული ოჯახი მამის ან პაპისგან თითოეული შაქარყინულის ერთ ნატეხს ღებულობს, სურვილით, რომ ცხოვრება დამდგარ წელიწადში ისეთივე ტკბილი ჰქნდეს, როგორც შეთავაზებული შაქარია.

ხალხი სავაჭროების გარშემო გროვდება, სადაც სხვადასხვანაირი ტკბილეულობა ლამაზადაა დალაგებული და ათეულობით ნათურით აელვარებული, ქალაქში დაწყებული სროლა ძველ წელიწადს აცილებს და ახალს ესალმება (Кавказъ 1854 г. № 1).

ნათლისღების დღესასწაულზე ხალხის ბრბო (толпа) მღდელმსახურის მიყოლებით მდინარისკენ მიდის. მამაკაცები იორდანეზე ხშირად იმ ნივთებით მიდიან, რომლებიც მათ საქმიანობას შეესაბამება. მიწათმოქმედს თავისი სამიწათმოქმედო იარაღები (სახნის-საკვეთი /сахнисъ-саквети/) მიაქვს, მონადირეს თავისი მამაპაპისეული ხმლები და ხანჯლები. ყოველივე ამას, ჯვართან ერთად, წყალში შთაფლავენ. ახალგაზრდებს ნაკურთხი წყლისთვის ჭურჭლები მოაქვთ; მათ უკან ნელა და ფრთხილად ქალები მოდიან.

წყლისთვის დოქებით მოსულნი ჯვრის შთაფვლას მოუთმენლად მოელიან, რათა ნაკურთხი წყალი სხვებზე უწინ ამოიღონ. მწყემსის სიტყვებთან ერთად «Во Iордане крещаующуся», თოფის გასროლები გაისმის. როგორც კი ჯვარს წყალში ჩაუშვებენ, ბევრი ქართველი ან ნაპირებიდან, ან კიდევ მაღალი ხიდიდან იქვე გადახტება. ხალხის გამამხნევებელი შეძახილების თანხლებით ღვთისმოსავი მოცურავენი ან გადაცურვენ მდინარეს, ან, მიაღწევენ რა შუაგულამდე, უკანვე ბრუნდებიან. ბევრი მხედარიც დამრეცი ნაპირებიდან ასევე წყალში ჩადის, აუცილებლად იმ ადგილის უფრო ქვემოთ, სადაც ჯვარი იქნა შთაფლული, და ამასთან ცდილობს თავისი ცხენი ისე მიმართოს, რომ იგი მკერდით ჯვრის შთაფლვით სულ ახლახანს ნაკურთხ ტალღებს ხვდებოდეს. 

ბედნიერი, რომელმაც სხვებზე უფრო ადრე მოასწრო წყლის ამოღება, თავისი სახლისკენ მირბის და, ცდილობს რა არ დაუთმოს ამაში არავის პირველობა, სწრაფად ადის სახლის სახურავზე, სადაც, მისი ხვრელის მეშვეობით, ნაკურთხ წყალს პურის საფუარიან ჭურჭელში ასხამს, და თან ამბობს: მოვიდა ზეცით მანანა (Мовида зети манана /пришла манна/). ხვრელის ქვეშ საფუარი მოაქვთ ადამიანებს, რომლებიც სპეციალურად ამისთვის არიან სახლში დატოვებულნი.

საქართველოს ბევრ ადგილას ამ დღეს მიღებულია გარდაცვლილთა მოხსენიება. ტაძრის სტოვაში ეწყობა ტრაპეზი, რომელიც გარდაცვლილთა მოსახსენებლადაა განკუთვნილი და ტაბლა (табла) ეწოდება. აკურთხევს რა მას, მღვდელმსახური ორ ნაწილად ჰყოფს: ერთს თავისთან სახლში გზავნის, მეორეს კი უპოვართ ურიგებს. უბრალო ხალხს სჯერა, რომ ტაბლა სასწაულებრივ გარდაცვლილამდე იმ ქვეყნად მიდის. ამის შესახებ მთელი ლეგენდა არსებობს: ვითომდა ერთი გარდაცვლილი ქალი სასწაულებრივ მკვდრეთით აღდგა და შემდეგ ჰყვებოდა, რომ იყო იმ ადგილას, სადაც მკვდრები იმყოფებიან.

– მე იქ ვნახე, ჰყვებოდა ქალი, ყველა ჩემი ნათესავი და ნაცნობი. ისინი ასევე ხედავენ და ამჩნევენ ყველაფერს, რაც ჩვენს შორის ხდება; უხარიათ ჩვენი ბედნიერება, თანაუგრძნობენ ჩვენს უბედურებას. ისინი განსაკუთრებით მადლიერნი არიან ყველა იმათი, ვინც ხშირად სწირავს მათ საპატივსცემოდ მოსახსენიებელს. რითაც იხსენიებენ მათ აქ, ყოველივე ის მთლიანად მიეწოდებათ იქაც! მე თავად ვნახე, თუ როგორ დაკუნტრუშობდნენ მათ სიახლოვეში ის ცხვრები, დადიოდნენ ძროხები და ხარები, რომლებიც აქ მათ მოსახსენიებლად დაუკლავთ.

– დიდება უფალს, ამბობენ გულკეთილი და მალემრწმენი ქართველები, ისმენენ რა მსგავს მონათხრობებს, თუკი იქ ისეთივე ცხოვრებაა, როგორიც აქ («Цкалъ-куртхева», И. Гзелiевъ. Закавк. Вест. 1855 г. № 3).

ყველიერის დადგომის წინ თითოეული ოჯახი ფქვილსა და კარგ კარაქს იმარაგებს, რათა ორშაბათს მთელი კვირისთვის გამოაცხოს: ნაზუქები (назуки) – უბრალო პური და ქადები (када) – ერბოზელილი. ბევრნი ამ პურებს ყველიერის კვირაში ხუთშაბათს, წმ. შიოს ხსენების დღეს აცხობენ, რის გამოც მათ ზოგჯერ კიდეც შიოს-ქადებს (шiосъ-када) უწოდებენ.

თითოეულ სახლში აწყობენ საქანელას ან სახურავის ქვეშ, ან კიდევ აივნისა. საზეიმოდ ჩაცმული ქალიშვილები ქანაობენ და მღერიან სიმღერებს მისამღერით: ყველიერია (клерiарiа – такъ называютъ грузины масляницу).

საღამოთი ერთერთი მეზობლის სახლის სახურავზე იკრიბებიან და დაირის ხმების ქვეშ ცოცხალ ლეკურს ცეკვავენ. აქვე შეიძლება ვიხილოთ ქართველი მენესტრელი, თავისი ინსტრუმენტით, რომელიც გუდასტვირს წარმოადგენს (похожимъ на волынку). ეს მოგზაური პოეტ-მუსიკოსი, რამდენიმე გროშის საფასურად თითოეული სახლის წინ მღერის საქებარ სიმღერას, და ქართველებს მისი იმპროვიზაციის მოსმენა უყვართ. 

ქუჩებში დადის ბიჭი, რომელიც მოხუცებულივითაა გამოწყობილი და ბერიკა (берика) ეწოდება. იგი ცეკვავს და იგრიხება თითოეული გამვლელის წინაშე და გაუჩერებლად თხოულობს ფულს. სწორედ ეს ბერიკავე ზოგჯერ ატარებს სახელს დათო (дато - медведь), როცა ქალების ფერხულებში გაერევა სიცილისთვის და ამ მხეცის წარმოსადგენად, რომელიც სიმღერაშია მოხსენიებული.

სავაჭროებთან მსხდომნი ერთმანეთს დიდ ბურთს ესვრიან შეძახილით ყველიერია, ან კიდევ, მოისხამენ რა ზურგზე მტვრიან ჭილობს ან ქეჩის ნაჭერს, საფრთხობელასავით მივარდებიან მეზობელს და მას ყველიერს ულოცავენ. შებინდებისას ქალაქის გარეუბანში მუშტი-კრივი ხურდება, ხოლო სოფლებში კი ჩალიჩს თამაშობენ (играютъ въ чаличи /жгутъ/).

რამდენიმე ადამიანი წრის შიგნით ღებულობს მოხერხებულ დარტყმებს ქამრებით (жгутомъ) მათგან, რომლებიც წრის გარეთ იმყოფებიან, სანამ რომელიმე გარე მყოფთაგანს წრის შიგნით ფეხს არ მოსდებენ; მაშინ მოწინააღმდეგე მხარე შედის წრეში და ნეტარებას განიცდის ქამრების დარტყმისგან.

სოფლებში ყველიერის პირველ დღეს ახალგაზრდა ქართველები საგანგებოდ გამოეწყობიან და ცეკვითა და სიმღერით ქუჩებში დადიან.

გამოწყობილთა პარტია შედგება ბერიკებისა და ღორისგან (берикееби и гори - свиньи), ე. ი. ღორივით გამოწყობილი ადამიანისგან. უკანასკნელი წინიდან და უკნიდან ღორის ტყავებისგან შეკერილი შემოსაცმელითაა დაფარული.

გამოწყობილს თავზე ადებენ ღორის თავს უზარმაზარი ეშვებით. გადაცმულთა ბრბო ყველა სახლთან მიდის, სადაც გლოვა არ არის, და ცეკვას იწყებს. ღორი გადაცმულთა გარშემო დარბის და მათ თავისი ეშვებით სცემს, და ხშირად ისე ძლიერადაც, რომ მის ეშვებზე ჯუბის ნაგლეჯები რჩება. ამაზე საპასუხოდ, ნიღბიანები ღორს ხის ხმლებს ურტყამენ, იმ დრომდე, სანამ იგი თავს მკვდრად არ მოაჩვენებს. ბერიკები თვითნებურად მარანში (маранъ)* შედიან (*ღვინის მომზადებისა და შენახვის ადგილი) და ღვინოს სვამენ, რაც მათ არ ეკრძალებათ. მასპინძლებს მათთვის საჩუქრად კვერცხები გამოაქვთ და, გადასცემენ რა მათ გადაცმულებს, ბერიკას წვერიდან თმის ღერს აძრობენ და მას საქათმეში დებენ, რათა ქათმებმა მომავალ წელიწადს უფრო მეტი კვერცხი დადონ. ნიღბიანები მთელ ყველიერში სოფლიდან სოფელში დადიან, და ხდება, რომ, შეხვდებიან რა სხვა ასეთსავე პარტიას, მათთან მტრულ მოქმედებებში და ღია ომშიც კი შედიან. გამარჯვებულნი ყველაფერს ართმევენ, რისი მოგროვებაც კი დამარცხებულებმა შეძლეს. ყველიერის ბოლო დღეს გადაცმულები ქეიფს ეძლევიან და ყველაფერს ანადგურებენ, რაც კი კვირის განმავლობაში ჰქონდათ მოგროვებული.

უბრალო ხალხში, ყველიერის ხუთშაბათს, წმ. შიოს დღეს, არსებობს სახლიდან თაგვების განდევნის ჩვეულება. აიღებს რა ერთ ხელში ნაზუქს, ხოლო მეორეში კი ასკილის ჯოხს დაიჭერს, დიასახლისი ოთახში ირგვლივ დადის, ჯოხს აკაკუნებს და ამბობს: თაგვო, თაგვო, გამოდი!

მოივლის რა ყველა კუთხეს, იგი ნაზუქსა და ჯოხს ბიჭს გადასცემს, რომელიც მათ კართან ელოდება და, როცა მიიღებს, უკანმოუხედავად სოფელში გარბის – სხვანაირად თავგვები ისევ შეიძლება სახლში დაბრუნდნენ – და იქ ჭამს ნაზუქს, ხოლო ყუას კი ჯოხის ბოლოზე წამოაცმევს და გადააგდებს.

უწინდელ დროში, ყველიერის კვირის უკანასკნელ საღამოს (въ прощальный вечеръ воскресенья на масляной), მსახურები თავიანთ ბატონებთან მოდიოდნენ съ палахою – ჯოხით, რომლის ბოლოებზეც თოკი სუსტადაა მოჭიმული. ამ ჯოხს შიშველ ფეხებზე წამოაცმევდნენ მსჯავრდებულს къ наказанiю по пятамъ. ამ საღამოს ბატონები ვალდებულნი იყვნენ, რომ თავიანთი მსახურებისთვის სრული მორჩილება გამოეხატათ და, რათა палах-ით სასჯელისგან თავი დაეღწიათ, მოვალენი იყვნენ მათთვის საჩუქრები უხვად გაეცათ (Палка эта надевалась на босу ногу осуждённаго къ наказанiю по пятамъ. Въ этотъ вечеръ господа обязывались полнымъ повиновенiемъ своимъ слугамъ и, что бы отделаться отъ наказанiя палахою, должны были щедро отдариваться) (Масляница у грузинъ. Кавк. 1846 г. № 6. «Маскар. грузинской черни». Кавказъ 1849 г. № 16).

მარხვის დაწყების წინ ქართველები, მათი შეძლებისდა მიხედვით, მდიდრულ ვახშამს ამზადებენ, და შეუდგებიან რა მას, ჩვეულების მიხედვით ხელებს იბანენ, ხოლო თუ ოჯახში არის პირი, რომელიც ვახშამს ვერ ესწრება, მაშინ, ხელების დაბანისას, წყლის რამდენიმე წვეთს – როგორც ოჯახის არმყოფი წევრის წილს, მიწაზე ასხამენ. ვახშმის მიწურულს ჭიქიდან ღვინის რამდენიმე წვეთს, გარდაცვლილთა მოსახსენიებლად, ასევე მიწაზე ასხამენ. ხალხური რწმენის მიხედვით, ვახშმის შემდეგ ვახშამს უგზავნიან მგლებს, ე. ი. ბზის საყრელის ახლოს ჰყრიან ძვლებს, იმ რწმენით, რომ ამის გამო მგლები, მთელი წლის განმავლობაში, მათ საქონელს აღარ მიეკარებიან (Агебисъ гаме /заговенье/, И. Гзелiевъ. Закавк. Вест. 1855 г. № 6).

დიდმარხვის პირველ ორშაბათს (Въ чистый понедельникъ), ქართველებში არის ხოლმე ყეენობა, ანუ შაჰების აჯანყება (кееноба, или возстанiе шаховъ) – დღესასწაული, რომელიც სპარსელებზე ქართველთა გამარჯვებების აღსანიშნავადაა დადგენილი. უწინდელ დროში საქმე წყდებოდა ორ პირს შორის: ერთერთი მათგანი წარმოადგენდა შაჰს, ხოლო მეორე კი ქართველთა მეფეს. მათ შორის ჩაღდებოდა ბრძოლა, რომელშიც შაჰი ყოველთვის დამარცხებული რჩებოდა; მას აგდებდნენ წყალში თითქოსდა დაღრჩობის განზრახვით. მაყურებელთაგან კი ფულებს კრებდნენ, რომლებზედაც მოთამაშეთა ბრბო ქეიფობდა (Масляница у грузинъ. Кавк. 1846 г. № 6).

უკანასკნელ ხანებში ამ თამაშის ხასიათი შეიცვალა. ტფილისში, მაგალითად, ქალაქი იყოფოდა ორ ნაწილად; თითოეულ მათგანში ირჩევდნენ თითო შაჰს, მათ მდიდრულად აცმევდნენ და გამოსაჩენ ადგილას ტახტზე სვამდნენ, ისეთ ადგილას, საიდანაც მოჩვენებით შაჰს ყველა გამვლელ-გამომვლელის დანახვა შეეძლებოდა.

“ქუჩაში, ამბობს თავადი დ. ო. ბებუთოვი, თავის ჩანაწერებში (Бiографiя князя Д. О. Бебутова, стр. 6. Смотр. также Военный сборникъ 1867 года № 6 и 7), ქუჩაში თითოეული შაჰისთვის მდიდრულად შეკაზმული ცხენი ჰყავდათ, და აქვე იყო მისი ჯარის რაზმებიც, რომლებსაც სახელებს ქუჩების სახელწოდებათა მიხედვით აძლევდნენ. თითოეულ ქუჩას თავისი დროშა ჰქონდა; რაზმს კი სახელგანთქმული მებრძოლი მეთაურობდა. შაჰი ბრძანებდა ხარკი აეღოთ თითოეული გამვლელისგან, რომელიც მის უბანს არ მიეკუთვნებოდა. მედროშე, რამდენიმე ასისტენტით, შაჰის მიერ მითითებული გამვლელისკენ მირბოდა, მას გზაზე გადაუდგებოდა და, დადგამდა რა მის წინ დროშას, შაჰის სახელით ხარკს მოითხოვდა. უარს არავინ ამბობდა და თავის სახსრების და მიხედვით აძლევდა. შემომწირველს უშვებდნენ, ტრიუმფით აცილებდნენ, მის სახელსა და შემოწირულ თანხას ხმამაღლა აცხადებდნენ; შაჰის ხაზინადარს სახელი სიაში, ხოლო ფული კი სალაროში შეჰქონდა.

რადგანაც შაჰებს ჩვეულებისამებრ ყველიერის პირველ დღეებში ირჩევდნენ, ამიტომ ისინი ყოველდღიურად, მთელი კვირის განმავლობაში, ფულს აგროვებდნენ, იყენებდნენ რა ამისთვის დილას, ხოლო სადილის შემდეგ კი თითოეული ქალაქის მისეულ ნაწილში სეირნობდა.

თითოეული შაჰის მიერ შეგროვებული ფული ზოგჯერ მნიშვნელოვან ზომებს აღწევდა და შემდგომში თითოეული მხარის მიერ თამაშის მონაწილეთა ქეიფისა და ღვინის სმისთვის გამოიყენებოდა.

ორშაბათს, დიდმარხვის პირველ დღეს, ჩვეულებრივ ორ შაჰს შორის საბოლოო ბრძოლა ინიშნებოდა. დილით, დამშვიდობების კვირას (въ прощальное воскресенье) მოწინააღმდეგეთა შორის მოლაპარაკებები იწყებოდა. თითოეული შაჰი სხვადასხვანაირ ხერხებს იყენებდა იმისთვის, რათა მოწინააღმდეგის რომელიმე მთლიანი რაზმი ანდა ცალკეული მებრძოლები და წინამძღოლები, რომლებიც თავიანთი ძალითა და მოხერხებულობით იყვნენ ცნობილნი, თავის მხარეზე გადაებირებინა. თუკი ცალკეული რაზმის შემადგენელი რომელიმე ქუჩა შაჰით, ან კიდევ შეგროვებული ფულების გაყოფით უკმაყოფილო რჩებოდა, მაშინ ღალატობდა – რაც, თუმცა კი მეტად იშვიათად ხდებოდა – ან ნეიტრალური რჩებოდა.

იმავე დღის, ესე იგი კვირის, ნაშუადღევს ორივე შაჰი ცხენზე ამხედრებული განსაკუთრებული ცერემონიალით ქალაქგარეთ გადიოდა. წინ თითოეული ქუჩის დროშები მიჰქონდათ, მათ შაჰის დიდებულები მიჰყვებოდნენ, ასევე თავად შაჰი, ცხენზე ამხედრებული, და, ბოლოს კი, მისი ჯარი, პროვიანტისა და სასმელების მარაგით. კოლონების თავში მუსიკოსები მიდიოდნენ, უკრავდნენ რა ზურნებს, დაირებს, დაფდაფებსა და დიდ საყვირებს; მომღერლები საომარ სიმღერებს მღეროდნენ, იმპროვიზატორები წინაპართა სახელოვანი გმირობების შესახებ ხალხს რეჩიტატივით მოუთხრობდნენ, და, ბოლოს, საპარადო მსვლელობის სურათს მოცეკვავენი და მასხარები ამთავრებდნენ.

შემოვიდოდა რა ქალაქში, თითოეული შაჰი იმ სტრატეგიული პუნქტების დაკავებას ცდილობდა, რომლებსაც ან დაცვისთვის ხელსაყრელად თვლიდა, ან კიდევ ისეთებისა, რომლებიდანაც მომდევნო დღეს ბრძოლის დაწყებას ვარაუდობდა. მას შემდეგ, რაც პიკეტებს განალაგებდნენ, ცხენოსან პატრულებს დააყენებდნენ და მოწინააღმდეგის განზრახვათა შესახებ ზუსტი ცნობების მისაღებად მსტოვრებს მოიმარაგებდნენ, ორივე მხარე მთელ დანარჩენ დღესა და ღამეს ქეიფობდა, და დიდმარხვის პირველ განთიადს, ასეთნაირად, მინდორში ხვდებოდა.

ორშაბათის ადრეული დილიდან, ხალხის ბრბოები, ქალები და ბავშვები, ქალაქგარეთ ჯგროდ მიიჩქაროდნენ და ტფილისის გარემომცველ მთა-გორებზე თვალწარმტაც მწკრივად მოეფინებოდნენ.

იწყებოდა ბრძოლა, რომელშიც ხალხის ყველა წოდება ღებულობდა მონაწილეობას: თავადები* (*თავადი ბებუთოვი მოგვითხრობს ამ თამაშის შესახებ, როგორც ბრძოლის მონაწილე, რომელშიც მან გახეთქილი ტუჩით ზღო), აზნაურები, ხელოსნები, დიდები და ბავშვები. უკანასკნელნი საომარ მოქმედებებს ყოველთვის შურდულებიდან ქვების სროლით იწყებდნენ, რომელთაგან თავის დასაცავად თითოეულ მებრძოლს ნაბადი ჰქონდა. მხარეთა დაახლოების და მიხედვით, მოწინააღმდეგენი ხის ხმლებით ბრძოლაზე გადადიოდნენ.

“ქვების ტყორცნა, წერს დ. ო. ბებუთოვი, და ხელჩართული შერკინებები რომელიმე მხარის გადამწყვეტი უპირატესობის გარეშე გრძელდებოდა. როგორც ჩანდა, რაღაცისა ეშინოდათ და რაღაცას მოელოდნენ. დაახლოებით შუადღის პირველი საათისთვის უეცრად მოწინააღმდეგესთან განგაში ატყდა, რაზმებმა სხვადასხვა მიმართულებით დაიწყეს მოძრაობა, ხოლო მთის თხემზე განთავსებული მაყურებლები კი მოპირდაპირე მხარეზე გადადიოდნენ.

ჩვენებმა საერთო თავდასხმისთვის მზადება დაიწყეს და სოლოლაკის მთის მწვერვალისკენ მიმავალი ყველა მისადგომი და ბილიკი დაიკავეს (См. Бiографiю кн. Дав. Оси. Бебутова. აღწერილი ბრძოლა ხდებოდა 1803 – 1806 წლებს შორის დროის შუალედში). ამის მიზეზი იყო შემდეგი: ჩვენმა შაჰმა შუაღამეზე საიდუმლოდ ერთი რაზმი გაგზავნა, სოლოლაკის გვერდიდან შემოსავლელად, ექვს ვერსზე, სოფელ ტაბახმელაში. რაზმს ნაბრძანები ჰქონდა ორშაბათს გამოსულიყო და, თორმეტის საათისთვის სოლოლაკის მთისკენ მოწინააღმდეგის ფლანგში დაშვებულიყო, ამასთან მთაზე ოქროყანასთან, მტრისთვის ზურგიდან ქვების დასაშენად, საუკეთესო მეშურდულენი დაეყენებინა.

როგორც კი შემოვლითი რაზმის მეწინავე მებრძოლების მოწინააღმდეგის ფლანგში გამოჩენა დაიწყო, უმცროსმა მებრძოლებმა ბრძოლის ველი უფროსებს დაუთმეს და უკანასკნელებმა კი მთისკენ შეტევა დაიწყეს. მეშურდულენი ორივე მხრიდან ათასობით გამოვიდნენ, სეტყვასავით უშენდნენ რა ერთმანეთს ქვებს; დაჭრილები უკან გადიოდნენ, ხოლო მათ ნაცვლად კი სულ უფრო მეტად უფროსი ადამიანები დგებოდნენ. ყველგან ჩეხვა მიდიოდა, შემტევებს უკუაქცევდნენ და მთიდან ჰყრიდნენ, ამხანაგები კი მათ ამაგრებდნენ და წონასწორობას აღადგენდნენ. ბრძოლა ცვალებადი წარმატებით დაახლოებით ერთ საათს გრძელდებოდა. თუმცა კი, ქვემო მხარემ მთის შუაკალთებზე დამკვიდრება მოახერხა, და თან, შეძლებისდაგვარად, ზემოდან გამოსროლილ ქვებს ეფარებოდა. ამ დროს შემოვლითი კოლონა მთის თხემს მოადგა და ფლანგზე ბრძოლა გააჩაღა. ზემო მხარეს, საუკეთესო მებრძოლების მოხსენიებული რაზმის წინააღმდეგ გაგზავნით, საკუთარი თავი უნდა დაესუსტებინა.

ბრძოლა ყველაზე უფრო მეტად იყო გახურებული; სახელგანთქმულმა მებრძოლებმა მიიღეს უკვე მასში მონაწილეობა და ხმლებით იბრძოდნენ.

შურდულიდან ქვების ტყორცნა შეწყდა, იმიტომ რომ, ბრძოლის წესებით, როდესაც სახელოვან მებრძოლებს შორის ხმლებით ჩეხვა იწყება, მაშინ საქმეში შურდულის გამომყენებელი მშიშრად ითვლება. ზემო მხარემ უკანდახევა დაიწყო; ქვემო მხარის რაზმებმა მთა დაიკავეს, და მოწინააღმდეგე სოლოლაკის ხეობის გავლით ქვემოთკენ გამოიქცა, რომელსაც გამარჯვებულნი თავად მთავარსარდლის სახლამდე დევნიდნენ, რომელიც იმავე ადგილას იყო, სადაც ახლაა, მაგრამ ქალაქის გარეთ. გამოქცეულთა ქალაქში შემოჭრის აღსაკვეთად ქალაქის ყველა კარი დაკეტილი იყო.

მთავარსარდალი, თავადი ციციანოვი, ამალით თავისი სახლის აივანზე გამოვიდა, რათა ბრძოლისთვის ეყურებინა. მას უთხრეს, რომ წარუმატებლობის მიზეზი გახლდათ თავად ზემო მხარის შაჰი, რომელმაც თავისი სახელგანთქმული მებრძოლი საატო იმით შეურაცხჰყო, რომ მას ფულის მოთხოვნილი ნაწილი არ მისცა. საატო, და მასთან ერთად 40 თუ 50 რჩეული მებრძოლი შენთახმდნენ, თამაშში მონაწილეობა არ მიეღოთ. 

მთავარსარდალმა თავისთან მოითხოვა საატო და კითხვაზე, შეუძლია თუ არა მას ქალაქის ზემო ნაწილის ღირსების აღდგენა, დამაკმაყოფილებელი პასუხი მიიღო.

მიიღო რა თავად ციციანოვისგან თუმნიანებით სავსე ქისა, საატო თავის რაზმთან ერთად მოწინააღმდეგეს ეძგერა.

მიჰყვებოდა რა მტერს კვალდაკვალ, საატო თითქმის უკვე ავიდა სოლოლაკის მწვერვალზე და მოწინააღმდეგის ხრამში ჩაყრას ფიქრობდა.... სწორედ ამ წუთას მეშურდულემ მას მარჯვენა თვალში მოარტყა.... საატო დაეცა. გააფთრებული შერკინება გაიმართა: ერთთ თავიანთი წინამძღოლის გამოყვანა სურდათ, მეორენი კი არ ანებებდნენ და შეუპოვრად იბრძოდნენ.

სასაკლაოს (побойще) ადგილთან ცხენზე ამხედრებული მოვიდა თავადი ციციანოვი. მან მაშინვე დააგზავნა მთელი თავისი ამალა და თავადები ბრძანებით, რომ ბრძოლა შეეწყვიტათ და ის მეშურდულე მოეძებნათ, რომელმაც “კრივის” კანონების საწინააღმდეგოდ, ითავხედა, რომ ხმლებით ჩეხვის დროს საატოსთვის ქვით თვალი ამოეგდო. ბრძოლა შეწყდა. საატო ცოცხალი დარჩა, მაგრამ მარჯვენა თვალის გარეშე; ვერაგი მეშურდულე კი ვერ იპოვნეს. ამ დღემ მოკლულთა გარეშე ჩაიარა, ვინაიდან ბრძოლა “კრივის” წესების დაცვით ხდებოდა, მხოლოდ ერთად-ერთი, ახლახანს მოხსენიებული შემთხვევის გამოკლებით. მაგრამ არცთუ ცოტა იყო გაჩეხილი თავი, ამოგდებული თვალი, დაჭრილი სახე და გატეხილი ცხვირი. ნადავლიც ასევე მნიშვნელოვანი იყო” (Бiографiя кн. Д. О. Бебутова, стр. 8-11. См. также Воен. Сборн. 1867 года № 6 и 7).

ასე ატარებდა ტფილისი დიდმარხვის პირველ დღეს. სხვა ქალაქებსა და სოფლებში ყეენობის ხასიათი ტფილისურისგან განსხვავდებოდა.

ჩვეულებრივ, ორშაბათ დილას ირჩევდნენ ყეენს იმ პირთა რიცხვიდან, რომლებიც თავიანთი სიმკვირცხლით, მხიარულებითა და ხუმარობით გამოირჩეოდნენ. ამორჩეულს თავზე ნაბდისგან გაკეთებულ ჩაჩს ახურავდნენ, უკუღმა გადმობრუნებულ ქურქს აცმევდნენ, სახეს მურით უთხაპნიდნენ, ხოლო ხელში კი მახვილს აძლევდნენ, რომლის ბოლოზეც ვაშლი ან რაიმე მისი მსგავსი იყო წამოგებული. მას მეფის ანუ შაჰის ძალაუფლებას აძლევდნენ და ყველანაირ შესაძლო პატივსაც მიგებდნენ; მის წინაშე ყველა მუხლებზე დგებოდა და ქუდს იხდიდა – და ვაი იმას, ვინც უხეშობაში ან უპატივცემულობაში იქნება შემჩნეული. ასეთისთვის ყეენი თვალების ამოთხრას ბრძანებს. დამნაშავეს იჭერენ, თვალებზე მურს წაუსმევენ და ასეთი სახით წარუდგენენ ყეენს.

ხშირად, ხუმრობებს შორის, ზოგიერთ ქართველს სერიოზული სასჯელისა და უსიამოვნებების გადატანაც უხდება.

ვირზე ამხედრებული, ხალხისა და მუსიკის თანხლებით, აგრეთვე დროშის წინწამძღვარებით, ყეენი ქალაქის ქუჩებსა და სოფლის შესახვევებს მოივლის და, მიაღწევს რა ამაღლებულ ადგილს, ჯდება სკამზე, რომელიც მას ტახტის მაგივრობას უწევს. ყოველი გამვლელი, როგორი წოდებისაც არ უნდა იყოს იგი, მბრძანებლის წინაშე უნდა გაჩერდეს, თავი დუკრას და რაიმე აჩუქოს. მისი ამალა ორ მხარედ იყოფა; ორივე მხრიდან საუკეთესო მებრძოლები გამოდიან და მუშტი-კრივი იმართება, იქ მყოფთა შეძახილებით გამხნევებული და წახალისებული, რომლებიც მასში ცხოველ მონაწილეობას ღებულობენ, ვინაიდან, ხალხის ცრურწმენის მიხედვით, უფალი უხვი მოსავლით აკურთხებს იმ მხარის მიწებს, რომელიც ამ დღეს ჩატარებულ მუშტი-კრივში გაიმარჯვებს.

ვნების კვირის ოთხშაბათ საღამოს უბრალო ხალხი უძღვნის კუდიანების წესს (обрядъ), რომელშიც მთავარ როლს უწმინდური ძალა თამაშობს.

ქართველებს შორის არსებობს ლეგენდა, რომ ერთხელ სამ მგზავრს ღამემ მოუსწრო, რომლებიც იძულებული შეიქნენ რომელიღაც მდინარის პირას გაჩერებულიყვნენ. მგზავრები იყვნენ: სოლომონ ბრძენი, მისი ცოლი – დედოფალი და მსახური.

ისროლეს რა წყალში თევზსაჭერი ბადე, მათ სამი თევზი ამოიყვანეს, ისინი ქვაბში ჩააწყვეს, ცეცხლი გააჩაღეს და მოხარშვა დაიწყეს. თევზი მოიხარშა, ქვაბი ცეცხლიდან გადმოღებულ იქნა.

– მე ყველანი სიბრძნის ბურჯს მეძახიან, ამბობდა სოლომონი, მაგრამ ვერაფერს ვფიქრობ, როდესაც გასულ ღამეს ნანახ სიზმარს ვიხსენებ. მესიზმრა, რომ ჩემს სარეცელზე უცნობი ადამიანი წევს; მის თავებში იზრდებოდა ვაშლის ხე ნაყოფებით, ფეხებში ასევე ვაშლის ხე, მაგრამ ვაშლებით პირველზე უფრო მეტად დახუნძლული. თუკი ეს სიმართლეა, მაშინ დაე ჩემი ხილვის დასადასტურებლად, ჩვენს მიერ დაჭერილ თევზთაგან ერთ-ერთი გაცოცხლდეს...

ქვაბში წყალი აბუყბუყდა, ერთი თევზი ამოხტა და მდინარეში გაუჩინარდა.

მსახურმა ამის შემდეგ დუწყო სოლომონს მოყოლა, რომ რომელიღაც გრძნეული ხმა დაჟინებით ჩასჩიჩინებს მას სოლომონის მკვლელობის შესახებ.

– თუ ჩემი წინათგრძნობა სამართლიანია, ამბობდა იგი თავისი მბრძანებლის წინაშე მუხლებზე მდგომარე, მაშინ დაე ორი მოხარშული თევზიდან ერთერთი სიცოცხლეს დაუბრუნდეს და თავის მეგობარს მიჰყვეს, რომელიც შენი სიტყვებით გაცოცხლდა. 

თევზი გაცოცხლდა და თავის სტიქიაში ჩაიძირა; ქვაბში მხოლოდ ერთი თევზიღა დარჩა. დედოფალი ცუდად შეიქნა; მან გრძნობა დაკარგა, მის მახლობლად აფორიაქდნენ, და ვარდის წყლით გულმკერდის დაზელა დაუწყეს. გრძნობაზე რომ მოვიდა, დედოფალი სოლომონს გამოუტყდა, რომ მას ჰქონდა მისი მოკვლა ჩაფიქრებული.

– თორმეტი წელია, ამბობდა იგი, რაც მე კუნძულელი მიყვარს, კუნძულების მეფე; ამ (ნათქვამის) სამართლიანობას უტყვი თევზიც კი დაადასტურებს...

უკანასკნელი თევზიც ამოხტა და ქვაბი დაცარიელდა. სოლომონმა თავისთან მოიხმო კუნძულელი, ეშმაკთა მოურავი (მმართველი). კუნძულელი გამოცხადდა.

– მე მაქვს სპილენძის სურა, თუკი შენი ქვეშევრდომებით მის ავსებას შეძლებ, მაშინ დედოფალს მოიგებ, უთხრა სოლომონმა.

კუნძულელმა წინადადება აღტაცებით მიიღო. სამ დღესა და სამ ღამეს მოდიოდა სურაში კუნძულელის ძალაუფლების ქვეშ მყოფი ეშმაკების ნაკადი, მაგრამ სურა პირამდე მაინც არ ავსებულა.

– ახლა უკვე შენც ჩაძვერი, უთხრა სოლომონმა კუნძულელს, ხოლო შე კი, სიტყვამ მოიტანა და, შენს მიერ მოგებული დედოფალიც გამოგყვება – შენი საყვარელი.

მაცდური ჩაძვრა, სახურავი დაუცვეს და სოლომონმა მას თავისი ბეჭედი დაადო. ჯვრის სახით შებოჭეს რა სურა, ის ზღვის სულ სიღრმეში ჩააგდეს. იმ დროიდან უკვე აღარ არის უწმინდური ძალა. მას შემდეგ თხუთმეტი საუკუნე გავიდა, ბოროტი სულების შესახებ კი არაფერი ისმოდა. მეთევზეებმა როგორღაც შემთხვევით ამოიღეს ეს სურა და, ფიქრობდნენ რა განძის პოვნას, ის გატეხეს. ეშმაკები სურიდან შავ ღრუბელად ამოცვივდნენ. “ისინი, რომლებიც ამ არეულოვაში წყალში მოხვდნენ, ამ სტიქიის მფლობელები შეიქნენ, ე. ი. წყლის სულები (водяные); სხვებმა ტყემდე მიღწევა და მასში დამკვიდრება მოახერხეს – რისგანაც წარმოიშვნენ ტყის სულები (лешiе); სხვებმა ხეობებს, მთებს, გამოქვაბულებსა და უფსკრულებს მიმართეს და იქ დაემკვიდრნენ”.

ამრიგად, ბოროტი სულები მთელ დედამიწას დაეუფლნენ. მათთან ურთიერთობაში ადამიანები და, ქართველთა გაგებით, უპირატესად მოხუცი ქალები შევიდნენ, რომლებიც, დებენ რა კონტრაქტს უწმინდურთან, კუდიანებად გადაიქცევიან, ე. ი. კუდების მქონე გრძნეულებად (ведьмы) და ჯადოქრებად.

წელიწადში ერთხელ, ვნების ხუთშაბათს, ყველა გრძნეული და ყოველი მხრიდან იკრიბება იალბუზის მთაზე на шабашъ. იქ ცხოვრობს სატანა, ანუ როგორც მას ქართველები უწოდებენ, ტარტაროზი, რომელსაც უჩვეულოდ დიდი თვალები და საშინელი კბილები აქვს; მისი პირიდან მხუთავი კვამლი გამოდის, თვალები კი მას ცეცხლოვანი აქვს. თითოეული გრძნეული (კუდიანი), წარუდგება რა ტარტაროზს, უგდებს მას въ родъ კენჭებს, რომლებიც მსხვერპლს გამოხატავენ, და რაც უფრო მეტია კენჭი, მით უფრო მნიშვნელოვნია მსხვერპლი. ყველაზე უფრო ფასეულ მსხვერპლად ითვლება ადამიანი, და მაშინ სატანა, გადაყლაპავს რა მას და ძალზედ კმაყოფილიც დარჩება ამდენად გემრიელი ძღვენით, და გრძნეულობის კიდევ უფრო მეტ ნიჭს აძლევს.

იალბუზის მთაზე თავიანთ მოგზაურობას კუდიანები ასრულებენ ბალახის დახმარებით, რომელიც კვინტილას (квинтила) სახელით არის ცნობილი. ღამით, როდესაც ყველას ძინავს, გრძნეულები დგებიან, თავიანთ ბალახს ხელში მოხვედრილ პირველსავე საგანს უსვამენ: იქნება ეს ცოცხი, დოქი, ქვა თუ ცხოველი – სულ ერთია; შეჯდებიან რა მასზე და საკვამურის გავლით გაფრინდებიან, ისინი თვალის ერთ დახამხამებაში იალბუზამდე მიაღწევენ. მოგზაურობა მათ ყველაზე უფრო მეტად კატებზე ამხედრებულებს უყვართ, რომლებსაც ქართველებს სტაცებენ.

რათა საკუთარი თავი გრძნეულთა სტუმრობისგან დაიცვან, იქაურები ამ საღამოს თითოეული სახლის ეზოში ჩალისგან კოცონებს ანთებენ. სახლის ყველა მცხოვრები, სამოცი წლის მოხუციდან ხუთი წლის ბავშვამდე, ვალდებულია ამ კოცონს გადაახტეს, არანაკლებ სამჯერ, თოფების სროლისას და ჯადოსნური დაფიცებით, რომელიც სიტყვების გამეორებისგან შედგება: არი-ურული-ურული-ურული კუდიანები (ари-урули-урули-урули кудiанеби, ფრაზა ვერ ითარგმნება, თუმცა კი კუდიანების დაწყევლას გამოხატავს). სოფლებში, გარდა ამისა, ჯვრისებურად შეკრული ასკილის ტოტებით სახლის კარებს, ფანჯრებსა და საკვამურს ფარავენ.

უბრალო ხალხს გულწრფელად სჯერა, რომ ვნების კვირის ხუთშაბათის გათენების ღამეს კუდიანები ნამდვილად აწუხებენ იმათ, ვინც ვერ მოახერხა კოცონზე გადახტომა, რომელსაც ჭია-კოკონა (чiа-кокона) ეწოდება, და იმ სახლებში ძვრებიან, რომლებიც ასკილის ტოტებით დაცული არ ყოფილა, სადაც იპარავენ კიდეც კატებს, რომლებიც მათთვის იალბუზის მთაზე მოგზაურობისთვისაა აუცილებელი. “შეეცადეთ შეხვიდეთ, ამბობს “კავკაზის” კორესპონდენტი, რომელ სახლშიდაც გნებავთ, შეიხედოთ იქ, უფრო გულდასმით მიაყურადოთ: ყველგან კატების საწყალობელი კნავილი ისმის; საცოდავი კატები გულმოდგინედ არიან დამწყვდეულნი სკივრებში, შიშის გამო, რათა უსიამოვნო მხედარ-კუდიანებმა არ დაიტაცონ ისინი”.

იალბუზის მთაზე, ქართველთა გადმოცემის მიხედვით, იტანჯება ტყვე, გოლიათი ამირანი, რომელიც, ღვთის სიტყვით, უხსოვარი დროიდან იქ არის დამწყვდეული. რკინის ჯაჭვი, რომლითაც იგია მიჯაჭვული, ისე მაგარია, რომ არანაირ ძალას არ შეუძლია მისი უეცრად გაწყვეტა. ამირანთან ერთად გამოქვაბულში იმყოფება ძაღლიც – მისი მარტოობის ერთადერთი ამხანაგი. ერთგული ძაღლი დაუღალავად ლოკავს თავისი ბატონის ბორკილებს და უკვე დიდი ხნის წინ გაწყვეტდა კიდეც მას, ქართველი მჭედლები ყოველწლიურად, ვნების ხუთშაბათის დილას, რომ არ ურტყამდნენ უროს სამჯერ გრდემლზე. ამ დარტყმებისგან ჯაჭვი უწინდელ სიმაგრეს იძენს, და ამირანს ხვედრად ერგო ის, რომ მხოლოდ მეორედ მოსვლის დღეს იქნას ბორკილებისგან განთავისუფლებული («Кудiанеби», Н. Берзеновъ Кавк. 1854 г. № 28. Очерки деревенскихъ нравовъ Грузiи, его же Кавк. 1858 г. 28 и 55. «Кудiаноба», Н. Берзеновъ 1850 г. № 33. Предразсудки у грузинъ, Антонъ Пурцеладзе Кавк. 1866 г. № 43)....

ქართველები დიდმარხვის მხოლოდ პირველ ნახევარს იცავენ მკაცრად და მაშინ თითქმის ყველანი მარხულობენ (говеютъ и постятся); მეორე ნახევარში კი მამაკაცები მკაცრად თავის შეკავებას უკვე აღარ მისდევენ.

ხალხში იმის შესახებ ჰყვებიან, რომ უწინდელ დროში ადამიანები გაცილებით უფრო რელიგიურები იყვნენ, და რომ ძველი ქართველები სამყაროს შემოქმედისადმი მყარი რწმენით გამოირჩეოდნენ. მაშინ, ჰყვება ქართული ლეგენდა, წმ. ჯვრის მონასტრის გუმბათიდან, რომელიც მცხეთის საპირისპიროდ მდებარეობს, მთაზე, რომლის ძირშიც მდინარე არაგვი მოედინება, მცხეთის ტაძრის გუმბათამდე, ჯაჭვი იყო გაჭიმული. ამ ჯაჭვზე გამოვლით ღვთისმოსავი ბერ-მონაზვნები მცხეთაში მოდიოდნენ და მონასტერში უკანვე ბრუნდებოდნენ. იმისდა მიხედვით, თუ როგორ ქვეითდებოდა ხალხში რელიგია, ჯაჭვიც დაბლა ეშვებოდა და, ბოლოს, გაწყდა და არავინ იცის სად გაჰქრა (Заметки на пути въ Мингрелiю. Кавк. 1847 г. № 7).

მცხეთის, საქართველოს ძველი დედაქალაქის სახელთან, და მის ნანგრევებთან ხალხი საერთოდ მრავალ ლეგენდას აკავშირებს.

ასე, მცხეთიდან ორ ვერსზე, მტკვრის თავზე, ფრიალო კლდეა აღმართული, რომლის წვერზეც, გადმოცემის მიხედვით, გოლიათი ცხოვრობდა, რომელიც მცხეთის ერთგვარ დარაჯადაც მსახურობდა. მზის ჩასვლის წინ ყოველთვის მუხლებზე დგებოდა და იქიდან მდინარე მტკვრის ნაპირამდე იხრებოდა, რათა მისგან წყალი დაელია. ამ კლდეზე იქაურები ამ დრომდე აჩვენებენ ორ ჩაღრმავებას, რომლებიც ვითომდა გოლიათის მუხლებისგან წარმოიქმნა.

არცთუ შორს იმავე მცხეთიდან, ხმაურიანი მდინარე არაგვის ახლოს, გორაზე ჩანს კოშკის ნანგრევები, რომელიც ხალხში ყვავის ციხის სახელწოდებითაა ცნობილი (известной въ народе подъ названiемъ – Вороньей). თქმულება ამბობს, რომ ეს კოშკი დიდი ხნის წინათ იქნა აგებული, ძალიან დიდი ხნის წინათ, მიწაზე, რომელიღაც თავადს – სიმონს რომ ეკუთვნოდა. სიმონი გულუხვი, კეთილი გულის ადამიანი გახლდათ, თავის ქვეშევრდომთა სიკეთეზე ზრუნავდა და ეს კოშკი ოსებზე თვალყურის დევნებისთვის ააგო, რომლებიც მის გლეხებს ხშირად ძარცვავდნენ და ისინი ტყვედ მიჰყავდათ. კოშკში ჩაყენებული ყარაული ოსთა განზრახვებს თავიდან იცილებდა და გლეხებიც სიმონს მათზე მისი კეთილი მზრუნველობისთვის მადლობას სწირავდნენ.

მოხუც თავადს ორი შვილი ჰყავდა: ქალიშვილი, მზეთუნახავი მაკრინე, ანგელოზივით სუფთა, და ვაჟიშვილი მაშუკა, ბავშვობის წლებიდანვე სასტიკი, ბოროტი ადამიანი, რომელიც შემთხვევას არ უშვებდა, რომ ბოროტება ჩაედინა ან ადამიანისთვის წყენა მიეყენებინა. სიმონი ხედავდა თავისი ძის ცუდ თვისებებს და მათ გამო წუხდა, მაგრამ მათი გამოსწორების იმედი არ ჰქონდა და ვერც მოახერხა. კეთილი, მართალი და ალერსიანი თავადი, ქვეშევრდომთა საუბედუროდ, გარდაიცვალა.

მისი სიკვდილის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა მის სახლში, რომელიც ღარიბებისა და გლახაკებისთვის თავშესაფრად, ხოლო მეზობლებისა და მეგობრებისთვის კი ყველაზე უფრო სასიამოვნო და სტუმართმოყვარე ბინად ითვლებოდა. მსახურები დაიტანჯნენ, ასრულებდნენ რა ახალგაზრდა თავადის ხშირ ბრძანებებსა და ახირებებს; მძიმე შეიქნა ხალხის ცხოვრებაც. თავადი მას სხვადასხვა გადასახადებითა და ხარკით ამძიმებდა, უმცირესი უკმაყოფილებისა და სრულად ვერ გადახდისთვის გაჯოხვითა და გამათრახებით სჯიდა, ყველას აბუჩად იგდებდა და დასცინოდა, ხოლო ყველაზე უფრო მეტად კი დაუცველ დას. “ის, სუფთა მტრედი, ესმის რა მათი ძალაუფლების ქვეშ მყოფთა კვნესა, საყვედურის გარეშე, მაგრამ ვედრებითა და ცრემლებით, სთხოვს ძმას, რომ თავისი ამაყი გული დაიწყნაროს. მაგრამ მაშუკასთვის დის ხვეწნა-მუდარა ბასრ დანაზე უარესია: ის ბობოქრობს, როგორც კი მაკრინე იწყებს ვედრებას, რომ დაწყნადეს, და ემუქრება მას, რომ არაგვის კოშკში ჩაკეტავს და შიმშილით სულს ამოხდის; თავადის ახალგაზრდა ასულის გულისთვის შიში უცხოა, სიკეთე და ღვთის რწმენა მასში ძლიერია – და კიდევ ეხვეწება იგი ძმას, რათა არ არბევდეს გლეხებს და ახლობლებისა და მსახურებისადმი უფრო გულმოწყალე იყოს”.

გამძვინვარებულმა ძმამ კოშკში დაამწყვდია იგი, ხოლო დაბლა კი ყარაული დაუყენა და, დატოვა რა ეს უკანასკნელი წვიმაში, სიცხესა და ავდარში, მაკრინეს ფხიზლად დარაჯობა დაავალა. მალე შეიტყვეს ოსებმა, რომ აღარავინ ადევნებს თვალყურს მათ მოძრაობებს: ისევ დაიწყეს საქონლისა და ცხვრის მოტაცება, ადამიანების მთებში წაყვანა. მაშუკა ყარაულებისგან პასუხს მოითხოვდა და მათ საშინელი სასჯელით აშინებდა.

ასე გავიდა წელიწადი მაკრინეს დამწყვდევის დღიდან. საწყალი ქალწული გულმოდგინედ ევედრებოდა ღმერთს, რომ ძმის ბოროტი გული შეერბილებინა, არა იმისთვის, რათა თავად ყოფილიყო თავისუფალი, არამედ იმათი სიმშვიდისთვის, რომლებიც მისი უღლის ქვეშ იტანჯებოდნენ. უბიწო ქალწულის ხშირი ლოცვა ღმერთის მიერ შესმენილ იქნა. ერთხელ მაშუკამ მძიმე სამუშაოზე შეჰყარა ადამიანები და არ აძლევდა ნებას, რომ საჭმლისთვის სახლში წასულიყვნენ; ხოლო კოშკის ახლოს კი, კოცონებზე, ქვაბებში საწყალი მუშებისთვის მწირ საჭმელს ხარშავდნენ. ტყვექმნილი თავადის ასული კოშკის ზემოდან ადევნებდა თვალყურს, თუ დაქანცული მუშაკები როგორ მოდიოდნენ ქვაბებთან, რომელთა თავზეც შავი ყვავები მწკრივად ტრიალებდნენ და ჩხაოდნენ, და ორ-ორნი და სამ-სამნი ქვაბებში ვარდებოდნენ. ზიზღმა შეიპყრო მშრომელები, რომ ქვაბში უწმინდური ფრინველები მოიხარშნენ, და მათ საჭმლის დაღვრა მიწაზე დაიწყეს.

– რას აკეთებთ? ჰყვიროდა მაშუკა, მე თქვენ... მაგრამ ვერ მოასწრო მან ბოლომდე თქმა, რომ ქვაბებიდან გველები ამოძვრნენ და, გადაეჭდებოდნენ რა ერთმანეთს, მტარვალს ალყა შემოარტყეს და ხახები დააღეს...

– ღმერთო, მიხსენი მე! ამოილუღლუღა შეშინებულმა მაშუკამ, ვინანიებ ჩემს ცოდვებს.

– ღმერთო, იხსენი იგი, გაიმეორა კოშკზე მაკრინეს მოკრძალებულმა ხმამ; მე ლოცვით გამოვისყიდი ჩემი ძმის ცოდვებს, ძაძებს ჩავიცმევ და მთელ ცხოვრებას მონასტერში გავატარებ.

და სასწაული აღესრულა: გველები მიწაზე დაცვივდნენ; ყვავების გუნდი მთებს იქით გადაფრინდა, ხოლო კოშკის თავზე კი თეთრი მტრედი ცაში აიჭრა...

– ეს თავად სიმონიეს სულია, ამბობდა ხალხი.

თავადის ასულმა თავისი აღთქმა წმინდად აღასრულა: ძაძები ჩაიცვა და მცხეთის ტაძრიდან გამოუსვლელად ღმერთს ძმის უწინდელი ცოდვების გამო ევედრებოდა და მისი სასწაულებრივი ხსნისთვის მადლობდა. მაშუკამაც შეინანა – და მისმა ხალხმა თავისუფლად დაიწყო ცხოვრება. მაშუკამ მას დიდი შეღავათები მისცა, თავისი ქონება იმათ დაურიგა, ვინც მანამდე დაარბია ან ვისაც გული ატკინა, მაგრამ მაინც არ შეეძლო დამშვიდება.

დის მიმართ საქციელი მაშუკას მუდმივად ტანჯავდა, და, ვერ ჰპოვებდა რა სულიერ სიმშვიდეს, გადაწყვიტა მან, ერში მათხოვრობა დაეწყო, და ასე აეშენებინა ტაძარი ღვთის სადიდებლად. ფეხშიშველა, გრძელი წვერით, ღარიბულ ძონძებში, იგი შორეულ, უცხო ქვეყნებში წავიდა...

70 წელიწადი გავიდა. მცხეთის ეკლესიასთან ხალხი ყოველი მხრიდან გუნდებად იკრიბებოდა, რათა აღსრულებული მარიამის (მაკრინეს) ნეშთისთვის პატივი მიეგოთ, რომელმაც თავისი წმინდა ცხოვრებით უკვდავების გვირგვინი დაიმსახურა. მის კუბოსთან მივიდა მლოცველი, ჭაღარა მოხუცი, ღონემიხდილი, მაგრამ კეთილი. ღვთისმოსავურად მოიდრიკა მუხლები მიცვალებულის წინაშე და მას თვალებზე ემთხვია.

– საყვარელო დაო, თქვა მან, ჩვენ შევასრულეთ ჩვენი აღთქმანი.

და ამ სიტყვების შემდეგ, მისი სული მშვიდად შეუერთდა დის სულს, – ეს თავადი მაშუკა გახლდათ.

“კეთილი ადამიანები ამბობენ, რომ იმ ღამეს საგვარეულო ეკლესიის გარშემო ტკბილად და მჟღერად ჩურჩულებდნენ მწვანე ბალახიცა და ხეთა ხშირი ფოთლებიც; ხოლო დილისკენ კი კაშკაშა ყვავილები გაიშალა, რომლებიც არც მანამდე, არც მას შემდეგ, იმ მხარეში არ უნახავთ” (Воронья башня Н. Дункель-Веллинга. Кавк. 1860 г. № 34).

იქაურებში არსებობს გადმოცემა, რომ “წმ. იოსებმა, ვნების პარასკევს, საფლავი ამოთხარა წმინდა კლდეში, რომელსაც არაფერი ცოდვილი არ შეხებია; შემდეგ ჯვრიდან გარდამოხსნა ქრისტეს წმინდა სხეული, იგი ახალ, სუფთა და თეთრ ნარმაში შეახვია, თავისი ზურგით მიასვენა და მომზადებულ ადგილას დაკრძალა”. მეორე დღეს, ვნების შაბათს, საღამოს ბინდბუნდში, უფლის კუბოსთან სასოწარკვეთილებით მოვიდა სამი წმინდა ქალი – ცისა და მიწის დედოფალი მარიამი, მართა და მარიამი, წმ. ლაზარს დები. ამბობენ, რომ მათ ხელში წითელი კვერცხები ეჭირათ. მოვიდნენ რა ქრისტეს საგლოვად, დედები შეხვდნენ აღტაცებულ ანგელოზს, რომელმაც მათ განუცხადა, რომ მაცხოვარი მკვდრეთით აღსდგა და კუბო დატოვა. დედები დაბრუნდნენ და ქრისტეს მოსაძებნად წავიდნენ.

აქედან ქართველებს აქვთ საერთო ჩვეულება, რომ აღდგომის დღესასწაულისთვის ღებავდნენ კვერცხებს – და ერთმანეთს მათით ულოცავდნენ.

ვისაც არა აქვს საკმარისად კვერცხები, მათ პასექის დღესასწაულისთვის – რომელიც ქართველებს შორის აღდგომის (агдгома) სახელითაა ცნობილი – მათი შეძენის საშუალება მოიგონეს საგანგებო ადათის დაწესებით.

დღესასწაულის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, ვნების შვიდეულის პარასკევიდან დაწყებული, უპირატესად ქეიფისა და სხვის ხარჯზე ჭამა-სმის მოყვარული მამაკაცები გუნდ-გუნდად იკრიბებოდნენ. შეკრებილი ბრბო წინასწარ ქეიფს ეძლეოდა: წითელი თასებით ან უზარმაზარი ზომის ჯიხვის ყანწებით სვამდა, ხოლო შემდეგ კი სოფლის ყველა სახლს მოივლიდა, ულოცავდა რა მასპინძლებს აღდგომის მომავალ დღესასწაულს. ეს წეს-ჩვეულება ცნობილია ჭონას (чона) სახელწოდებით – სიმღერის მისამღერისა. თვითონ სიმღერაში მასპინძელს უსურვებენ, რომ მისი სახლი ისეთივე უხვი იყოს, როგორც შიოს მარანი (какъ маранъ Шiо), რომ მასში იყოს ყველაფერი, და ყოველივე სავსე, მაძღარი და ბედნიერი იყოს. მიმლოცველები სახლის სახურავზე ადიან და მის ნახვრეტში თოკით კალათს უშვებენ. მასპინძლები კალათში ერთ კვერცხს დებენ და მიმლოცველებს უშვებენ. მეჭონეები, რომლებიც უმეტეს წილად უკვე შექეიფიანებულები არიან, ხშირად მიცემულით არ კმაყოფილდებიან.

ოროლობაა (ორმაგი – оролобаа /двойное/), ისინი ზემოდან ნახვრეტში იძახიან, გამოთქვამენ რა ამით სურვილს, რომ მასპინძელმა არ იძუნწოს და ერთის ნაცვლად ორი კვერცხი ჩადოს.

შეაგროვებენ რა, ასეთნაირად, საკმარისი რაოდენობით კვერცხებს, მეჭონეები მაღალსადღესასწაულო დღის დადგომას მოუთმენლად ელიან.

აღდგომის დღესასწაულობა ქართველებში მეტად მცირედ თუ განსხვავდება ჩვენში, რუსებში მისი დღესასწაულობისგან. ამ დღეს ბევრ მასპინძელსა და მფლობელს გლახაკებისა და მათხოვრებისთვის სუფრა გამოაქვს, და ციხეებში მყოფი პატიმრებისთვისაც არაერთი ხელი ჩქარობს მოწყალების მიცემას.

ქართველი, თუმცა კი, არცთუ ძალიანაა მიდრეკილი къ христосованью, კვერცხების გაცვლისკენ, რომელთა დაგორებასაც ბურთის თამაშით ანაცვლებს. ეს თამაში განსაკუთრებით დიდი ზომით იმერეთშია განვითრებული. საზამთროს ზომის ბურთს ამზადებენ და გარეშემო სირმებს შემოაკერებენ. ხალხი ორ მხარედ იყოფა, რომელთა შუაშიც ბურთს აგდებენ. თითოეული მხარე მის დაუფლებას ცდილობს, სასტიკი ჩხუბი იწყება; პატივი და დიდება იმ მხარეს, რომელსაც ბურთი დარჩება – იგი მას, ხალხის რწმენისა და ცრურწმენის მიხედვით (по народному верованiю и предразсудку), მთელი წლის განმავლობაში სიუხვესა და ყველაფერში იღბალს ჰპირდება. ზოგჯერ, ბრძოლის შემდეგ, ბურთს რამდენიმე ნაწილად ჭრიან და ზოგიერთი სახლის პატრონს აძლევენ, რომლებიც იმაში არიან დარწმუნებულნი, რომ ბურთის ნაჭრების შენახვა მათ სახლებს სიუხვეს მოუტანს, კარგ მოსავალს და ა. შ.

აღდგომის შემდეგ სამშაბათს ტფილისში ეწყობა ჯოჯოობის ანუ დოდოობის დღესასწაული (праздникъ джоджооба или додооба) – ხვლიკების დღესასწაული. ავლაბარში, за Собачьею слободою (дзаглисъ-убани), მდინარე მტკვრის კლდოვანი ნაპირის ციცაბო გადმონაშვერის ქვეშ, არსებობს გამოქვაბული. მიუხედავად იმისა, რომ მისკენ მისასვლელი გზა ძნელი და სახიფათოა, იმიტომ რომ ნაპირის სულ კიდეზე გადის, თითოეული ქართველი ქალი თავის მოვალეობად თვლის, წამოიღებს რა შაქრის ნაჭერს, მოვიდეს ამ გამოქვაბულში, ილოცოს იქ და შაქარი საჭმელად ხვლიკებს დაუტოვოს – გამოქვაბულის ბინადართ. რაზეა დაფუძნებული ამ ადათის დასაწყისი – უცნობია; გადმოცემა მხოლოდ იმას ამბობს, რომ აქ ცხოვრობდა კაცი, რომელსაც იმის უნარი ჰქონდა, რომ ხელის ერთი შეხებით სახიდან ჭორფლი მოეშორებინა (Мта-цминдскiй праздникъ, Н. Берзенова. Кавк. 1851 г. № 43).

ჯოჯოობის დღესასწაულის დროს გამოქვაბულში მისულნი, განსაკუთრებით კი ქალები, მთელი დღის მანძილზე ერთმანეთს ცვლიან, რათა სანთელი აანთონ ხატის წინაშე, რომელსაც იმ დღეს ანჩისხატის ტაძრიდან გამოაბრძანებენ.

ცრუნწმენა აიძულებს თითოეულ ქართველს მამაკაცს ან ქალს დარწმუნებული იყოს იმაში, რომ თუ მათი ნათესავი პატიმრობაშია, მტრებს ჰყავთ ტყვეობაში ან შორს არის სახლიდან, მაშინ ამ გამოგვაბულში შეიძლება შეუმცდარად გაიგო: რა მოელის მას – კარგი თუ ცუდი? ასეთი განწყობით, დგება რა მუხლებზე, მავედრებელი ფიქრებში ეკითხება ჯოჯოს მისთვის მტკივნეული საგნის შესახებ, და თუ ხვლიკი ამ დროს მკითხველს პირდაპირ სახეში შეხედავს, ეს უკვე სარწმუნო ნიშანია, რომ ყველაფერი კარგად იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი არაფერ კარგის იმედი არ უნდა გქონდეს. სხვები შაქრის ნატეხებს ტოვებენ, და თუ მეორე დღეს ისინი მათ ხვლიკების მიერ შეჭმულს ნახავენ, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი გამოვა – და პირიქით (Заметки Тифлис. фельетониста. Кавказъ 1855 г. № 66).

დაწყებული თომას კვირის ორშაბათიდან და მკამდე, რომელიც ივნისში უწევს ხოლმე, ქართველები, კვირა დღისა და საეკლესიო დღესასწაულების ზევით, არ მუშობენ; და ორშაბათობით, ვითომდა гладъ-ისა და კალიის შემოსევის თავიდან აცილებისთვის, და არსებითად კი ქეიფისა და ნადიმისთვის, რისთვისაც აქაური გაზაფხული და ზაფხული სწორედაც რომ მათ განაწყობენ (Очерки деревенск. нравовъ Грузiи, Н. Берзеновъ. Кавк. 1858 г. № 55 и 56).

სულის ასეთი სასიამოვნო განწყობით, იზეიმებენ რა აღდგომას, ქართველები მაისის თვეს მოუთმენლად ელიან. თებერვალი და მარტი მათ არ მოსწონთ. “თებერვალი ქრის, მარტი ქურქს კერავს, ამბობენ ისინი, და ერთი დღეც რომ ჰქონდეს მარტს დარჩენილი, მაშინაც კი არ შეიძლება მისი ნდობა: ბოლოსკენ მას კუდის მოქნევა უყვარს, რითაც თოვლს, წვიმას ან ჭყაპს იწვევს”.

არსებობს რწმენა (поверье), რომ 7 მაისს ისეთი წვიმა მოდის ხოლმე, რომლისგანაც ძალზედ გრძელი თმები იზრდება. მთელ ამ დღეს, ახალგაზრდა ქალიშვილები, დაუხურავი თავებით სახლების ბანებზე (სახურავებზე) წაქცევამდე ცეკვავენ, ელოდებიან რა თავიანთი თვების წვიმის წყლით მორწყვას (Кавк. 1854 г. № 91, стр. 366 примеч.).

1-ლი მაისის წინა დღეს ქალწულები და ახალგაზრდა ქალები ერთერთ თავიანთ მეგობართან იკრიბებიან. თავიანთი გარემოდან ისინი ერთს ირჩევენ, რომელმაც ხვალინდელ დღეს შვიდი სხვადასხვა წყაროდან წყალი უნდა შეაგროვოს. ეს წყალი განკუთვნილია для вичакъ – მკითხაობისთვის.

არჩეული ქალწული 1-ლ მაისს დილით ადრე დგება, ისე ადრე, რომ მზე ჯერ არ იყოს ამოსული, და სახლიდან მდუმარედ გადის. იგი წყაროსკენ მიმავალ გზაზე და უკან ვერავისთან ბედავს დალაპარაკებას. თუკი მას დაავიწყდება და სხვებთან ლაპარაკს იმაზე უფრო ადრე დაიწყებს, სანამ წყლით სახლში მოვა, მაშინ წყალი თავის ძალას დაკარგავს, და ქალწული, გადმოღვრის რა მას დოქიდან, ისევ უნდა წავიდეს წყლის მოსაგროვებლად. მისი მეგობარი ქალიშვილები, რომლებიც ასევე დილით ადრე ადგნენ, ყვავილების მოსაკრეფად გაემართებიან, იმ ჭურჭლის მოსართავად, რომელშიც ვიჩაკის წყალი (вичакская вода) იქნება.

წყალი შეგროვებულია და ჭურჭელიც ყვავილებით მორთული. თითოეულმა მონაწილემ ჩაიფიქრა იმის შესახებ, თუ რისი ცოდნა უნდა მომავალში, და თითოეულ შეკითხვაზე წყალში ჩაუშვა ბეჭედი, საყურე ან სათითე, ხოლო მათი არქონის შემთხვევაში კი უბრალო კენჭი. ასეთ მდგომარეობაში რჩება ვიჩაკის წყალი ამაღლებამდე.

ამაღლების დღეს, ვიჩაკი მთავრდება, და ხდება გათამაშება. მეგობარი ქალიშვილები იკრიბებიან, იწვევენ პატარა გოგონას, მაგრამ აუცილებლად ისეთს, რომელიც მშობლების პირმშო შვილია; მას ჭურჭლიდან ნივთების ამოღება ევალება. ჭურჭელი ვიჩაკის წყლით ოთახის შუაგულშია დადგმული. მის ახლოს ჯდება გოგონა და, მიკერძოების თავიდან ასაცილებლად, ჭურჭელთან ერთად, საფარველს გადაიფარებს. მის გარშემო ჯდება თამაშის ყველა მონაწილე, თავისი მომავალი ბედის გადაწყვეტის მოლოდინში. ქალწულთაგან ერთერთი იწყებს საგანგებო ვიჩაკური ლექსების მღერას:

1.
მე მაქვს ვაშლი
მორთული;
ძმამ მთხოვა – არ მივეცი:
საყვარლის მიერაა
ის ჩემთვის ნაჩუქარი.

2.
ნაკადული მორბის,
ღელავს;
ნაკადულში მოცურავს
ორი ვაშლი.....
აი ჩემი საყვარელიც
ბრუნდება:
ვხედავ, ხელით, ქუდით
როგორ მიხმობს იგი.

3.
ჩვენი სახლის ახლოს ჰყვავის ბოსტანი
იმ ბოსტანში ბალახი იზრდება;
ჭაბუკმა ბალახი უნდა მოთიბოს –
ჭაბუკი ლამაზ ქალწულს სჭირდება.....

4.
პური გამოვაცხე ხორბლისგან,
ის მე ჭვავისა მომეჩვენა.....
აჰ, შორს ხარ შენ აქედან, ჩემო საყვარელო!
მაგრამ, როცა გზიდან დაბრუნდები –
სიტყვები გადმოიღვრება ბაგეთაგან,
შაქარივით ტკბილი.

5.
ვუმღერი რა ვარდს, მე ყვავილებს ვკრეფ;
მოვკრეფ და ყვავილებს ტომარაში ჩავყრი,
და იმ ტომარას გარეშემო შემოვკერავ;
და წავალ სახეტიალოდ სახლიდან სახლში,
შენზე უკეთეს ჭაბუკს ვიპოვნი.

6.
ავედი მე ციცაბო მთაზე,
საქორწილო თეთრეულის გასარეცხად,
საპონი მოოქროვილი იყო;
თვალთაგან კი მწარე ცრემლები მდის.....
აჰ, ნათესავნო, ნუ დარდობთ თქვენ, –
ალბათ ასეთი ბედი მეწერა!...

7.
ჩავედი მე მძიმე ქვის ქვეშ, –
და მხოლოდ ორი კაბა წავიღე...
აჰ, უთხარით თქვენ ჩემიანებს –
მძიმე ხვედრი მერგო მე წილად.

თითოეული ლექსის შემდეგ, ჭურჭლიდან ერთი ნივთი ამოიღება, და ის, ვისაც იგი ეკუთვნის, ისმენს მის წილად წარმოთქმული ლექსის აზრის ახსნას. პირველი ოთხი სტროფი კარგ რამეს ჰპირდება: ხანგრძლივ ცხოვრებას, ბედნიერებას, საყვარლის მალე დაბრუნებას, სურვილის შესრულებას, ქორწილსა და სხვა. უკანასკნელი სამი კი – ახლობელთაგან რომელიმეს დაკარგვას, გაღარიბებასა და სწრაფ სიკვდილს. 

ნამკითხავების ნებაზეა მინდობილი, მოისმენს რა განმარტებას, გაუმხელს თუ არა კრებას იმას, თუ რა ჩაიფიქრა მან. ლექსები იმ დრომდე იმღერება, სანამ ყველა ნივთი ჭურჭლიდან ამოღებული არ იქნება.

მკითხაობა დასრულებულია. დიასახლისი სტუმრებს უმასპინძლდება და იქ მყოფნი მას ცელქი ლეკურით ამთავრებენ, მონოტონური, მაგრამ “მთის ნაკადივით ცოცხალი დაირის (бубень)” ბგერების ქვეშ, ან თამაშით (томашею) – ქართველთა ეროვნული ცეკვით, სადაც ქალიშვილი ეროვნული მუსიკის ბგერების ქვეშ ავხორცულად (сладострастно) მიცურავს. ქართველი ქალს მოყვანილი ფორმები კაბით (кабою, ქალის სამოსი) გამოიკვეთება: თმის კულულები შეკერილი თავსაკრავის (тавсаквари, головной уборъ) ქვემოდან დაუდევრად ეცემა და ნაზი ჩიქილის (чикилы) ბოლოსკენ გადაეჭდება –დაშვებულ ბოლოებიანი მანდილისა, რომელზედაც თავსაკრავს იხურავენ.

მამაკაცები ამაღლების დღეს დოღით არიან დაკავებულნი. ტფილისში დოღი ქალაქგარეთ ეწყობა, მეტად თვალწარმტაც ადგილას. დასავლეთის მიმართულებით გადაჭიმულია მთები, ნელა და მშვიდად მოედინება მდინარე მტკვარი, ირგვლივ მწვანე ბაღებია, მიწურებთან მონაცვლეობით. ქალთა ჯგუფები, თეთრ ჩადრებში, სხვადასხვა ადგილას მაღლობებზე არიან მიმოფენილნი ან სახლების ბრტყელ სახურავებზე სხედან. დილიდანვე იშლება კარვები და ფარდულები; მათში სხვადასხვანაირი ტკბილეულობით მოვაჭრენი სხედან. ამ თვალწარმტაც ქვაბულში ეწყობა კიდეც დოღი. ასპარეზის ორივე ბოლოში იკრიბებიან მხედრები, შეიარაღებულნი შუბებით, შაშხანებითა და ჯერიდებით (джеридами) – გრძელი წვრილი ჯოხი წამახვილებული ბოლოთი. დოღი იწყება. “ერთმანეთის შესახვედრად მიაჭენებენ ცხენებს მხედრები და, მიუახლოვდებიან რა საკმარისად ახლოს ერთი-მეორეს, ტყორცნიან ჯოხებს და, მთელი ძალის უკანვე გამოექანებიან. მათ ყვირილით მოსდევენ მოწინააღმდეგენი და კვალში თოფის გასროლებსა და ჯოხებს ადევნებენ. დაოსტატებული მხედრები გაფაციცებით უკან იყურებიან და, ჯოხებს ჰაერში იჭერენ; გამოუცდელნი კი მათით ზურგსა და კეფაში ზიანდებიან”. ხმამაღალი ტაში, ცხენების დაჯახებანი და წაქცევები, მხედართა უნაგირებიდან ჩამოვარდნა, ხარხარი და ხმაური სულ საღამომდე გრძელდება («Грузiя и грузины», Д. Бокрадзе. Кавк. 1851 г. № 15).

სხვა დღესასწაულებიდან ქართველებში აღსანიშნავია: ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული და Геристоба, ანუ დღესასწაული წმინდა გიორგის საპატივსაცემოდ. 

ხალხი უპირატესად თაყვანს სცემს ღვთისმშობელს. ხშირად ქართველმა არც ერთი ლოცვა არ იცის, მაგრამ ყოველთვის მოუხმობს ღვთის დედის მფარველობას. აგვისტოს თვეს ქართულ ენაზე ეწოდება მარიამობის-თვე (марiамобисъ-тве), ე. ი. წმ. მარიამისა. მთელი აგვისტოს განმავლობაში ბევრი ქალი აღთქმის მიხედვით ფეხშიშველი დადის. ამის საფუძველი შეიქნა ის, რომ წმ. ნინო, ქრისტიანული რწმენით საქართველოს განმანათლებელი, რომელსაც ხალხი ასეთ თაყვანს სცემს, ღვთისმშობლის არჩევითა და მითითებით შემოვიდა საქართველოში* (*წმ. ნინოს საპატივსაცემოდ დღესასწაული არის 14 იანვარს. См. Закавк. Вестн. 1855 г. № 4. დაწვრილებითი ამბები წმ. ნინოს ცხოვრებისა და ქადაგების შესახებ შეიძლება ვნახოთ Закавк. Вест.-ში 1849 г. № 12-18, 44 და 45. Грузiя и Арменiя издан. 1848 г. ч. 1, 117-133, 209-217. Истор. изобр. Грузiи. ст. 46. Маякъ 1844 г. т. XV, смесь, стр. 31 и 33 и многiя другiя).

ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული ცნობილია სამების სახელით (известенъ подъ именемъ самеба), და საქართველოს ზოგიერთ ადგილას განსაკუთრებული ზეიმით აღინიშნება. ამ მიმართებით განსაკუთრებით აღსანიშნავია ორი დღესასწაული: Алёвскიй – ქართლში, ქ. დუშეთის მახლობლად (См. Алёвскiй успенскiй праздникъ въ Карталинiи, Закавк. Вестн. 1854 г. № 37), და მარტყოფისა – კახეთში (Закавказ. Вестн. 1845 г. № 4. Описанiе праздника, см. Кавк. «Письмо къ брату въ Орёлъ18 августа 1846 года» 1846 г. № 34. Закавказск. край, Гакстгаузена, изд. 1857 г. ч. 1, 98-105), წმ. ანტონის უძველეს მონასტერში, ტფილისიდან 24 ვერსზე.

მთათა ძირები ტაძრების მახლობლად, ჩვეულებრივ დროს უკაცრიელნი, ამ დღეს მლოცველთა სიმრავლით ცოცხლდება, რომლებიც კარვებში, სახელდახელოდ მოწყობილ შესაფარებლებში ან უბრალოდ ღია ცის ქვეშ განთავსდებიან. დღესასწაულის წინა დღეს, ბინდბუნდის დადგომასთან ერთად, მთა ათასობთ ცეცხლით გაბრწყინდება, ზურნის ბგერები და საზანდართა – პოეტ-იმპროვიზატორთა სიმღერები გაისმის.

ქართლში, პატარა სოფელ არბოში, 22 აგვისტოს, განსაკუთრებული დღესასწაულობით იზეიმება Геристоба – დღესასწაული გიორგი ძლევაშემოსილის საპატივსაცემოდ. 

ქართველები გიორგის სამოცდა-სამი სხვადასხვა სახელწოდებით იცნობენ: კაპადოკიისა, ბეთლემისა, ქვაშვეთისა და სხვა. ამის გამო ქართველი, მიმართავს რა ლოცვით წმინდანს, წარმოთქვამს: “დაე წარმართოს ღმერთმა ჩვენი ხელი, და დაე თან გვახლდნენ ჩვენ ყოველთვის სამოცდა სამი წმინდა გიორგი”. («Да управитъ Богъ руку нашу, и да сопутствуютъ намъ всегда шестьдесчтъ три святыхъ Георгiя».)

ამ წმინდანის ყველა სახელწოდება იწერება ავგაროზში (въ авгорозе) – ქაღალდის დიდ ფურცელზე, რომლის კიდეებშიც გამოსახულია წმინდანი, და იწერება იოანეს სახარების პირველი თავი და სხვადასხვა ლოცვები. ყველაზე უფრო ხშირად კი, ქაღალდის ასეთ ნაგლეჯზე, იწერება წერილი, გადმოცემის მიხედვით, ვითომდა იესო ქრისტეს მიერ ავგაროზისადმი, ედესას მეფისადმი მიწერული. “ვისაც ის თან ექნება, ნათქვამია წერილში, მასთან მიკარებას სული და რაიმენაირი საფრთხე ვერ გაბედავენ...” მისი თან მატარებელი უწმინდური ძალისგან დაზღვეულია. ფურცელი საგანგებო სახით იკეცება, ყანაოზის პატარა ქისაში იკერება, რომელსაც მკედრზე ჯვრთან ერთად ატარებენ, ან კიდევ მას ბეშმეთის მარჯვენა მხარზე აკერებენ, იღლიასთან, ჭრილების ახლოს.

სოფელი არბო პატარა ლიახვის მახლობლად მდებარეობს. მის ცენტრში იმყოფება წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც, გადმოცემის მიხედვით, თამარ მეფის მიერაა აშენებული. ეკლესიაში წმინდა გიორგის ხატია დაბრძანებული, რომელიც მოოქროვილი ვერცხლისგან ჯვრის სახითაა დამზადებული. ტაძრის მახლობლად არის საგანგებო ადგილი, სადაც მლოცველებს ძროხები, ცხვრები და მამლები მოჰყავთ გიორგისთვის მსხვერპლად შესაწირად. პატრონს თვითონ არ შეუძლია მსხვერპლის დაკვლა, იგი ამის შესახებ სთხოვს ნათების (натеби) – პირს, რომელიც საკუთრივ მხოლოდ ამისთვისაა არჩეული. დაკლავს რა მოყვანილ ცხოველს, ნათები თავის სასარგებლოდ ღებულობს მისი სხეულის ნახევარს, თავსა და ტყავს. მსხვერპლშეწირვათა და წირვის შემდეგ იწყება თამაშობები. აქ გამოჩნდებიან ქადაგებიც (кадаги) – პიროვნებანი, რომლებიც ახლოს ჰგვანან მათ, რომლებსაც ჩვენთან кликуш-ებს უწოდებენ.

უბრალო ხალხის თვალში ქადაგები ზეციური რისხვის მაუწყებლებად და მხილებისთვის არჩეულებად ითვლებიან. მდაბიო ადამიანი ვარაუდობს, რომ ეს არსებანი ხატისგან არიან სნეულნი (Простолюдинъ полагает, что эти существа больны отъ образа). ქართველები ჯგროდ (толпою) მიჰყვებიან ქადაგს* (*კაცები იშვიათად არიან ქადაგები – ეს ქალების კუთვნილებაა) და, მთელი ყურადღებით უსმენენ რა მათ დაუკავშირებელ სიტყვებს, პირმოთნეობით ასრულებენ ყველა ბრძანებას, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ისინი. ხალხს მათი სიტყვებისა უპირობოდ სჯერა. წინასწარმეტყველების წინ ასეთი ქალი მიწაზე ვარდება, გაშმაგებაში გადადის, იკრუნჩხება, თმებს იგლეჯს, ხელებსა და ფეხებს კლდიან მიწაზე სცემს, პირზე ქაფი ადგება, მისი სახე იმანჭება – და ასეთნაირად იწყება წინასწარმეტყველება.

– შენ ცოდვილი ადამიანი ხარ, ამბობს ქადაგი, მიმართავს რა რომელიმეს. გასულ წელს, ამა და ამ დღეს, საღამოს პირზე, შენ ღვთის საწინააღმდეგო საქმე წამოიწყე. ნუ უარობ! შენ არ გახსოვს... დაგავიწყდა, მაგრამ ჩემგან არაფერია დაფარული – მე ყველაფერი ვიცი. უმჯობესია, უბედურო, ამა და ამ ეკლესიაში მიდი, იქ ხატის წინაშე ილოცე, და შემდეგ ძროხა დაუკალი.

ზოგჯერ ქადაგი რომელიმე მღალ მთაზე ასვლას უბრძანებს, სადაც უძველესი მონასტრის ნანგრევები იმყოფება, ან უბრალოდ ცოდვების მონანიებას დუქანში (წვრილმანებით სავაჭრო). ქართველი, რომლისკენაც იყო მიმართული ქადაგის მსგავსი მხილება, იხსენებს, რომ ერთხელ ნამდვილად იფიქრა ცუდი საქმის შესახებ, იღებს ფულს და მიემართება სადაც ნაბრძანები აქვს. მსგავსი წინასწარმეტყველების შემდეგ ყოველგვარი მხიარულება წყდება; ხალხი მოწყენილი ხდება, ყველგან ღრმა ოხვრა ისმის, მკერდში ხელის ცემა, რასაც თან ახლავს სიტყვები: “გაგვწმინდე ჩვენ, ღმერთო, გაგვწმინდე” («Грузинскiя гадальщицы», Кавк. 1853 г. № 56; Кавк. 1847 г. № 3).

ამ წამხდარი არსებების გარდა (Кроме этихъ порченыхъ существъ), ქართველებს ჰყავთ მკითხავები (мкитхави, гадальщицы) და ექიმები (екими, знахарки).

მკითხავები – ესენი არიან ქალები, რომლებიც მოუთხრობენ მომავალს, არ ერიდებიან რა არც პირს, არც წოდებას, მაგრამ მათ წინასწარმეტყველებას უპირატესად გულისმიერი მხარეები და სურვილები ექვემდებარება. ექიმბაში ქალები (знахарки) – ეს იქაური შინგაზრდილი მკურნალები არიან, რომლებსაც ქართველები რჩევისთვის ხშირად მიმართავენ. მათ თავიანთი საკუთარი წამლები გააჩნიათ.

ნიკრისის ქარის წინააღმდეგ საჭიროა შობის წინა დღეს მოკლული კურდღლის თათი იშოვნო და რამდენიმე დღით პერანგის ქვეშ ატარო. თუ მარჯვენა ფეხი გტკივა, კურდღლის მარცხენა ფეხი უნდა ატარო; თუ მარცხენა – მაშინ მარჯვენა ფეხი. რევმატიზმის წინააღმდეგ ცოცხალი გველი უნდა შეწვა ტაფაზე და, ასეთნაირად მოპოვებული ქონით, შეზელვები მოახდინო, სანამ შვებას არ მიიღებ, ან სულ მცირე, იმ დრომდე, სანამ არ მოგბეზრდება.

სიყვითლის წინააღმდეგ ბავშვს თმებს გადაპარსავენ, თავზე ფისით გაჟღენთილ ტილოს არახჩინს ახურავენ, და ორი კვირის მანძილზე მას ასეთი სახით ტოვებენ. შემდეგ, როცა ფისი სხეულში შეიწოვება, არახჩინს თავიდან უეცრად აძრობენ. იქაურები ვარაუდობენ, რომ ეს ოპერაცია თმების ზრდას ეხმარება.

ციებ-ცხელებას ნივრის ათეული კბილით განდევნიან, რომლებსაც ნაყავენ, თაფლში ურევენ და ავადმყოფს უზმოზე აძლევენ. სნეულმა მთელი დღე არ უნდა დალიოს, ძლიერი წყურვილის მიუხედავად – სხვანაირად წამალი ვერ იმოქმედებს.

ლიბრის წინააღმდეგ შინდის კურკებს ფქვავენ და სულის შებერვით თვალში აყრიან; სიყრუის დროს ხარის-ძირა (харизъ-дзири) ბალახის ფესვს ყურზე ადებენ. ეს ფესვი მაგრად უნდა გეჭიროს, ვინაიდან მას მტკივანი ყურისკენ ისეთი ძლიერი მიზიდულობა აქვს, რომ შეიძლება ხელიდან გაგიცურდეთ და ავადმყოფის თავში შევიდეს («Простонародныя лекарства грузинъ» И. Сл. Кавк. 1851 г. № 9).

ავი თვალისგან მკურნალობის ხერხი სულ სხვაა. ავა რა ტახტზე, ექიმბაში, დიასახლისს ქამარს გამოართმევს და, მიუახლოვდება რა ქალწულს, მის თავს ზემოთ ჩურჩულს იწყებს. შემდეგ ქამრის ერთ ბოლოს ხელში აძლევს პაციენტს, მისი სიგრძის გაზომვას იდაყვით იწყებს, და ამ მოქმედებებს თან ამოოხვრებსა და ძლიერ მთქნარებებს ურთავს. ავი თვალისგან წახდენის წინააღმდეგ მსგავსი შელოცვა დაახლოებით ათ წუთს გრძელდება. მკურნალის ხშირი მთქნარება იმის ნიშანს წარმოადგენს, რომ ქალიშვილი ძალზედ ძლიერაა გათვალული, ვინაიდან, უკანასკნელი, მესამე გაზომვისას ქამარი ზომაზე მეტად გრძელი აღმოჩნდა – ესე იგი დახმარება ძნელია.

(გაგრძელება იქნება)

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა


No comments:

Post a Comment