Tuesday, January 21, 2014

ჰერმან ჰესეს “რიოში მარგალიტებით თამაშის” თარგმანთან დაკავშირებული საკითხების გამო

ამ ბოლო ხანებში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ის, რომ ჰერმან ჰესეს “რიოში მარგალიტებით თამაშის” თარგმანთან წამოიჭრა სერიოზული წინააღმდეგობანი გამომცემლობა “სიესტას” დირექტორს ქეთი კიღურაძესა და რომანის მთარგმნელს, ანუ ჩემს მეუღლეს, მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილს შორის. ამ საკითხთან დაკავშირებით დაგროვდა გარკვეული წერილობითი მასალები, რომლებიც ქვემოთ მოგვყავს იმისთვის, რათა დაინტერესებული მკითხველი უფრო კარგად გაერკვეს საქმის ვითარებაში, და იმ ანგარ ადამიანებს, რომელთაც უნდათ სხვადასხვა ოფიციალური და არაოფიციალურო ბერკეტების პრაქტიკულად უკანონოდ და დანაშაულებრივად გამოყენებით თავისი გაიტანონ, არ მიეცეთ ამის შესაძლებლობა და მოუხდეთ კანონის ფარგლებში მოქმედება. ხოლო ამ უკანასკნელის წინააღმდეგ არც თავად ჩვენ ვიქნებით.

ირაკლი ხართიშვილი 

განცხადება გამომცემლობის დირექტორისადმი 

გამომცემლობა “სიესტას” დირექტორს
ქ-ნ ქეთი კიღურაძეს
მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 8 მარტს თქვენმა გამომცემლობამ და მე დავდეთ ხელშეკრულება ჰერმან ჰესეს რომანის “რიოში მარგალიტებით თამაშის” თარგმანის მომზადებაზე მისი შემდგომი გამოცემისთვის. ხელშეკრულება დაიდო ორ ვარიანტად: პირველი ითვალისწინებდა ისეთ შემთხვევას, როცა გერმანიიდან ვერ მოვიდოდა თანადაფინანსება წიგნის გამოცემისთვის, და მაშინ თქვენ ჩემთვის უნდა გადაგეხადათ 1830 დოლარი, საიდანაც პირველი ნახევარი უნდა გადაგეხადათ ხელშეკრულების დადებისთანავე, ხოლო მეორე ნახევარი კი წიგნად გამოცემის შემდეგ. მეორე ვარიანტი ითვალისწინებდა უკვე გერმანიიდან თანადაფინანსების ჩამოსვლას, და ასეთ შემთხვევაში თქვენ ჩემთვის უნდა გადაგეხადათ 6100 დოლარი, საიდანაც პირველი ნახევარი უნდა მიმეღო ხელშეკრულების დადებისთანავე, ხოლო მეორე ნახევარი კი – წიგნად გამოცემის შემდეგ. ეს არის ცივილიზებულ ქვეყნებსა და საზოგადოებებში მიღებული პრაქტიკა, რომელიც გულისხმობს მარტივ და სამართლიან მიდგომას: იმისთვის, რათა მთარგმნელმა ხარისხიანი თარგმანი შეასრულოს, მას გამომცემელმა წინასწარ უნდა მისცეს მისი კუთვნილი ჰონორარიდან გარკვეული თანხა, რათა მთარგმნელს არ უხდებოდეს დამატებითი სამუშაოს გაწევა თავის სარჩენად, და თავისი უმეტესი დრო და ენერგია თარგმანს მოახმაროს.

ამრიგად, თუკი ხელშეკრულების მიხედვით ვიმსჯელებთ, თქვენ ჩემთვის ჯერ კიდევ 2011 წლის მარტშივე უნდა გადაგეხადათ 915 დოლარი, ხოლო 2012 წლის ზაფხულში კი, როცა დაიდო გერმანულ მხარესთან ხელშეკრულება და მიიღეთ თანხმობა დაფინანსებაზე, ეს თანხა უნდა გაგეზარდათ 3050 დოლარამდე. მაგრამ დღემდე მე თქვენგან აქედან არც ერთი თეთრი არ მიმიღია. თქვენ ამბობდით, რომ არ გაგაჩნიათ ამისთვის სახსრები, მე კი შევდიოდი თქვენს მდგომარეობაში და ვითმენდი წიგნის გამოცემამდე. მაგრამ ასეთმა დამოკიდებულებამ გამოიწვია ის, რომ მე სისტემატიურად მიხდებოდა გერმანულ ენაში კერძო გაკვეთილების ჩატარება, უფრო მეტად სკოლის მოწაფეებისთვის, რომლებსაც სწავლასა და მეცადინეობას თამაში ერჩივნათ და კიდევ უფრო მეტი ძალისა და ენერგიეს დახარჯვა იყო საჭირო, რათა მათთვის სათანადო ცოდნა მიმეცა, რასაც ჩემგან ბავშვების მშობლები სავსებით კანონზომიერად და ბუნებრივად ელოდებოდნენ და მოითხოვდნენ. ასეთ პირობებში თარგმანზე მუშაობა მიხდებოდა უკვე დაღლილობის, ხშირად ელემენტარული პირობებს ნაკლებობის ფონზე, რაც აისახა კიდეც ჩემს მიერ შესრულებული თარგმანის პირველი ვარიანტის ხარისხზე, სადაც, ჩემდა სამწუხაროდ, იყო გარკვეული ხარვეზები.

მაგრამ უნდა ითქვას, რომ მთელი თარგმანი (ორიგინალის 600 გვერდზე მეტი) მე ჩაგაბარეთ 2012 წლის ივნისის თვეში, იმაზე ცოტათი ადრე, სანამ გერმანიიდან თანადაფინანსებაზე თანხმობა ჩამოვიდოდა. ამის შემდეგ მე, სავსებით ლოგიკურად და კანონზომიერად, ველოდებოდი თქვენ მიერ არჩეულ რედაქტორთან (ქ-ნ მანანა პაიჭაძესთან) თარგმანზე შემდგომ მუშაობას. მე ვიმედოვნებდი, რომ რედაქტორი თავების მიხედვით წაიკითხავდა თარგმანს, გააკეთებდა მასში თავის შენიშვნებს და მომცემდა საშუალებას, რომ მეც ეტაპობრივად მემუშავა, რაც ხდებოდა კიდეც 1990-იანი წლების დასაწყისში, როცა რედაქტორებთან ჰერმან ჰესეს რომანის “ნარცისი და გოლდმუნდის” თარგმანზე ვმუშაობდი. მე გთხოვეთ კიდეც, თქვენცა და ქ-ნ პაიჭაძესაც, რომ დაინტერესებული ვიყავი თარგმანის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებასა და წიგნად გამოცემაში, რის შემდეგაც მოველოდი ჩემი კუთვნილი ჰონორარის მთლიანად აღებასაც. მაგრამ, მიუხედავად ჩემი არაერთი თხოვნისა, 2013 წლის აპრილის დასაწყისამდე რედაქტორისგან არანაირი კონკრეტული შეფასება არ მიმიღია, იმ მოკლე, ზედაპირული და ბევრი არაფრის მთქმელი რეპლიკების გარდა, რაც ხდებოდა გოეთეს ლიტერატურული საზოგადოების სხდომებზე მასთან შეხვედრებისას. და ჩემთვის სრულიად მოულდნელი შეიქნა ქ-ნ პაიჭაძის კატეგორიულად უარყოფითი შეფასება ჩემი თარგმანისა, თანაც ისე, რომ “არაფრად ვარგა და რედაქტირებასაც კი არ ექვემდებარებაო”.

მაგრამ სანამ ამ საკითხზე გადავიდოდე, მინდა აღვნიშნო ერთი გარემოებაც. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ხელშეკრულებით ნაკისრი 3050 დოლარი ჩემთვის წინასწარ არ გქონდათ გადახდილი, მიუხედავად იმისა, რომ იცოდით, თუ რამდენად მეჩქარებოდა ჩემი თარგმანის რედაქტირების დასრულება, მაინც ჩემი საქმე უკანა პლანზე გადასწიეთ და იმავე მ. პაიჭაძეს რედაქტირებისთვის მიეცით კიდევ ერთი თარგმანი ჰერტა მიულერის თხზულებისა. იმ ხანად მე, მაგალითად, ჩემს თარგმანზე უკვე აღარ ვმუშაობდი და შემეძლო იმ წიგნის რედაქტირება, სანამ ქ-ნი პაიჭაძე ჩემი თარგმანის რედაქტირებით იქნებოდა დაკავებული, ან შეგეძლოთ სხვა გერმანისტისთვის შეგეთავაზებინათ ეს სამუშაო, მაგრამ თქვენ მაინც მ. პაიჭაძეს მიმართეთ, რითაც ჩემი თარგმანის რედაქტირება რამდენიმე თვით უკან გადასწიეთ. მაგრამ რედაქტირებასაც თავისი ფორმა და წესები გააჩნია. თუკი ქ-ნ პაიჭაძეს ჩემი თარგმანი ასე ძალიან არ მოეწონა, მას უნდა გაეკეთებინა მასში შესაბამისი აღნიშვნები და შენიშვნები, რათა არა ასე “ჰაერზე ლაპარაკით”, არამედ თავად თარგმანის ტექსტში დამენახა და მეც შემეფასებინა ჩემი ნამუშევარის ავ-კარგი. ასე ჰაერზე ნათქვამით კი, ცხადია, მე რედაქტორის შეფასებისადმი ნდობა ვერ მექნებოდა, მით უმეტეს, რომ სულაც არ გახლავართ დამწყები მთარგმნელი და არაერთი წიგნი მაქვს უკვე გამოცემული, რომელთაც უარყოფითი შეფასება არსაიდან არ მიუღიათ. ხოლო გერმანიიდან თანხმობა კი “რიოში მარგალიტებით თამაშის” გამოცემის თანადაფინანსებაზე, მივიღეთ მას შემდეგ, რაც იქ გავაგზავნეთ ჩემი CV და კიდევ ერთი ნაწილის თარგმანი ამ რომანიდან, რომელიც დაიბეჭდა ჟურნალ “ჩვენს მწერლობაში” 2011 წლის თებერვლის თვეში. იმავე წლის მარტის თვიდან ეს ნაწყვეტი რომანიდან გამოქვეყნებულია აგრეთვე ჩემი მეუღლის ბლოგზეც, სადაც დღეისთვის მის წასაკითხად შემოსვლების რაოდენობა 460-მდეა.

ასეთი არაკოლეგიალური და უპატივისცემო დამოკიდებულების პირობებში, მე კიდევ მაინც 2013 წლის ივნისამდე ველოდი თქვენგან თარგმანის ნორმალური და ჯანსაღი სარედაქციო პროცესის დაწყებას, თქვენგან კი პასუხად ვღებულობდი ასეთ ფრაზებს: “მაგაზე ხომ უკვე ვილაპარაკეთ”, “დროს ნუ მაკარგვინებო” და სხვა მისთანანი. ამის გამო, უკვე არა გერმანისტი რედაქტორის, არამედ ჩემივე მეუღლის დახმარებით, რომელსაც ბევრი თარგმანი აქვს რუსული ენიდან შესრულებული და თავის ბლოგზე გამოქვეყნებული, დავიწყე ჩემი თარგმანის თქვენთვის ჩაბარებული ტექსტის შედარება რუსული თარგმანის გამოცემასთან, რაც თავდაპირველ ეტაპზე ძალზედ აუცილებელი შეიქნა, რათა უფრო საფუძვლიანად გავრკვეულიყავი ჩემი ტექსტის ავ-კარგიანობაში და ასეთივე კუთხით გამეგრძელებინა მუშაობა უკვე გერმანულ დედანთანაც, რის საშუალებასაც თქვენ და ქ-ნი პაიჭაძე არ მაძლევდით, როცა ის არ მიმითითებდა დაშვებულ შეცდომებზე და არ მეუბნებოდა იმაზე, თუ რისთვის მიმექცია ყურადღება და რას უფრო კარგად ჩავკვირვებოდი. 2013 წლის ივნისი შუა რიცხვებში მოგაწოდეთ უკვე ჩემ მიერ გადამუშავებული თარგმანის დასაწყისი ნაწილი (ორიგინალის 24 გვერდი), ივლისის შუა რიცხვებში კი ორიგინალის 90 გვერდამდე, სექტემბერში – მთლიანად რომანის პირველი ხუთი თავი (ორიგინალის 185 გვერდი), მაგრამ თქვენი პასუხი იყო უცვლელი – იმ გერმანისტების შეფასებით, ვისაც მე ვენდობი, თქვენი თარგმანი არ ვარგა და რედაქტირებისთვის გამოუსადეგარიაო.

ამის გამო იძულებული შევიქენი მიმემართა ოთარ ყარალაშვილისთვის, რომელმაც თავის დროზე მოიწონა და გამოსცა “ნარცისისა და გოლდმუნდის” ჩემი თარგმანი, მანვე მირჩია, რომ “რიოში მარგალიტებით თამაშიც” მეთარგმნა, ხოლო “ნარცისისა და გოლდმუნდის” ხელმეორედ გამოსაცემად კი თქვენთან დამაკავშირა, ასევე გოეთეს ინსტიტუტისთვის, და მათი რჩევითა და დახმარებით მივმართე ისეთ ცნობილ გერმანისტებსა და მთარგმენელებს, როგორებიც არიან ქ-ნი ანა კორძაია-სამადაშვილი, ბ-ნები ზურაბ აბაშიძე და ალექსანდრე კარტოზია, ვაჩვენე მათ თქვენგან დაწუნებული ტექსტი და ყველასგან მივიღე დადებითი შეფასება იმ თვალსაზრისით, რომ ტექსტი ვარგისია შემდგომი რედაქტირებისთვის. ქ-ნ ანასა და ბ-ნ ალექსანდრეს თქვენ თავადაც დაუკავშირდით იმ მოტივით, რომ შესაძლოა მათ თქვენი წყენინება არ უნდოდათ და სიმართლე ვერ გითხრეს, ხოლო მე კი სხვანაირად მითხრანო, მაგრამ ორივესგან მიიღეთ პასუხი, რომ ამ საკითხზე უკვე გამოთქვეს თავიანთი შეხედულება და თქვენთანაც იგივეს გამეორება შეუძლიათ. ბ-ნმა ალ. კარტოზიამ თქვენდამი გამოგზავნილი პასუხის ასლი ელ-ფოსტით ჩვენც გამოგვიგზავნა, და იცით, რომ ჩვენც საქმის კურსში ვიმყოფებით.

მიუხედავად ამისა, თქვენ ისევ აგრძელებთ ჩემსა და ჩემ მიერ შესრულებული შრომის უგულვებელყოფას და არ მიკავშირდებით შემდგომი მუშაობისთვის დასახული გეგმებითა და წინადადებებით. ამის გამო იძულებული შევიქენი, თითქმის წელიწადნახევრის ასეთი ზეპირსიტყვიერი ურთიერთობების გარდა, უკვე წერილობითაც მოგმართოთ და მოგთხოვოთ: 1) უმოკლეს ხანებში გადამიხადოთ ის თანხა, საკუთრივ 3050 დოლარი, რომელიც ხელშეკრულების თანახმად ჯერ კიდევ 2012 წლის ზაფხულში უნდა გადაგეხადათ; 2) გაითვალისწინოთ ასეთი პატივცემული მთარგმნელებისა და მეცნიერ-გერმანისტების აზრი და უზრუნველყოთ ჩემი თარგმანის მთლიანი ტექსტის კომპეტენტური და ხარისხიანი რედაქტირება, რათა არ აღმოჩნდეთ პირისგამტეხი და არასაიმედო გამომცემელი როგორც ქართველი მკითხველების წინაშე, რომლებიც ელოდებიან თარგმანის წიგნად გამოცემას, ისე გერმანული მხარის წინაშეც, რომელთან ხელშეკრულების ვადა ამ ზაფხულში უნდა ამოიწუროს. მე ასეთად ვერ მივიჩნევ თავს, ვინაიდან თქვენ მიერ ასეთ დაძაბულ, გაურკვეველ, შეურაცხმყოფელ და სტრესულ მდგომარეობაში ჩაყენების მიუხედავად, უკვე დასრულებული და ელექტრონული სახით გამზადებული მაქვს სარედაქციოდ თარგმანის წიგნის მთელი პირველი ნახევარი (ორიგინალის 310 გვერდამდე), ამჟამად კი ვმუშაობ მეორე ტომზე. თუკი თქვენ ვერ ან არ უზრუნველყოფთ წიგნზე მუშაობის პროცესის ბოლომდე მიყვანას, მე ჩემი მხრივ ყოველგვარ პასუხისმგებლობას ვიხსნი ამის გამო.

გერმანისტი, მთარგმნელი და ლიტერატორი
მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი
08. 12. 2013

ქვემოთ მოგვყავს “რიოში მარგალიტებით თამაშის” თარგმნაზე გამომცემლობასა და მთარგმნელს შორის დადებული ხელშეკრულებებისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სახელმწიფო დაწესებულებიდან მიღებული დოკუმენტის ასლები: 






მომდევნო საკითხების შესახებ 

(ეს ტექსტი დავწერეთ შემდგომში სათარგმნელად და გერმანიაში გასაგზავნად – ერთის მხრივ, გამომცემლობა “ზურკამპში” რომელიც სარგებლობს ჰერმან ჰესეს მემკვიდრის უფლებით და გასცემს ნებართვებს სხვა ენებზე მისი რომანების თარგმანთა გამოქვეყნებაზე, ხოლო მეორეს მხრივ კი მინუჰენში, გოეთეს ინსტიტუტის სათავო ოფისში, საიდანაც ხდება დაფინანსებათა გაცემა გერმანულიდან სხვა ენებზე თარგმანების გამოსაცემად. შესაბამისად, წერილის მიმართვაც და შინაარსიც ამ ფაქტორებითაა განპირობებული)

ქეთევან კიღურაძისადმი განცხადებაში არაფერი მითქვამს ნანა გოგოლაშვილის შესახებ, თუმცა კი სექტემბრის თვიდან უკვე სხვა გერმანისტებისგან გამეგო, რომ “რიოში მარგალიტებით თამაშის” თარგმნაზე “სიესტას” დირექტორს უკვე ნანა გოგოლაშვილთან ჰქონდა დადებული ხელშეკრულება, და ამ გერმანისტებს უკვირდათ, როცა ვპასუხობდი, რომ ამის თაობაზე მე არაფერი გამეგო. სწორედ ამის გამო მივედი გოეთეს ინსტიტუტში, რომელიც ასეთი საქმეების კურსში უნდა ყოფილიყო. ქალბატონმა ნათია მიქელაძე-ბახსოლიანმა ჩემი მოსმენისთანავე გულისტკივილითა და აღშფოთებით მითხრა, რომ უკვე მეოთხე მთარგმნელი ვარ, ვინც ამ ინსტიტუტში ქეთი კიღურაძის მსგავსი უკანონო საქციელის გამო მათთან საჩივლელად მივედი. იგი აღაშფოთა იმანაც, რომ ორიგინალის 600 გვერდზე მეტის მთლიანი თარგმანი მქონდა ჩაბარებული გამომცემლისთვის, და იგი კი ასეთი უსულგულობით მექცეოდა, ასევე აღშფოთება გამოხატა ნათიას გერმანელმა უფროსმაც, რომელიც ამ საუბარს შეესწრო და თქვა, რომ თუნდაც არ მოსწონებოდა გამომცემელს თარგმანი, რაკი ხელშეკრულება უკვე დადებული ჰქონდა, მას ჩემთვის შესრულებული სამოშაოს შესაბამისი თანხა უნდა გადაეხადა. ქ-ნ ნათიას ისიც აფიქრებდა, რომ თუ გამომცემელი ახალ მთარგმნელს აიყვანდა, შესაძლებელი იყო ჩემი ნაშრომიდან აეღოთ რაც მათთვის მოსაწონი იქნებოდა და, ჩემდა უკითხავად, თავისად გაესაღებინათ. ქეთი კიღურაძის მხრიდან მსგავსი ზნეობრივი კრიტერიუმებისადმი უდიერი დამოკიდებულების მაგალითები სულ ადვილად შემიძლია გავიხსენო. სახელდობრ, ჯერ კიდევ თარგმანზე მუშაობისას მან შემომთავაზა ჰ. ჰესეს “ზიდჰარტას” თარგმანის რედაქტირება, შესრულებულისა გ. შატბერაშვილის მიერ. მე ამის გაკეთება მოუცლელობის გამო არ შემეძლო და ამიტომ უარი ვუთხარი, და გარდა ამისა, ვუთხარი, რომ ეს რომანი ერთხელ უკვე თარგმნილი ჰქონდა ასმათ ფიცხელაურს. იმ წუთას მან გამოთქვა სურვილი, რომ ეს ორივე თარგმანი გამოეცა, ხოლო შემდეგ კი, როცა მართლა გამოცემაზე მიდგა საქმე, მხოლოდ მეორე თარგმანი გამოსცა და წინასიტყვაობაში დაწერა, რომ ეს პირველი თარგმანიაო. ალბათ ეს იმიტომ გააკეთა, რომ საქმეში ჩაუხედავი ადამიანების თვალში თავისი გამოცემის მნიშვნელობა აეწია, ქ-ნ ასმათ ფიცხელაურს კი თავისი ასეთი ანგარებიანი საქციელით, ასე სულ ადვილად, გული ატკინა. მეორე საკითხი შეეხება ფინურიდან ერთერთ თარგმანს, რომლის რედაქტორმაც, აწ გარდაცვლილმა ქ-ნმა ნატა ჯანელიძემ, პირად საუბარში მითხრა, რომ რაღაც კონფლიქტი ამ თხზულების მთარგმნელ ერთ ახალგაზრდა კაცთანაც მოუვიდა ქეთი კიღურაძეს, რის გამოც მთარგმნელმა თავისი თარგმანი წაიღო და “სიესტასთან” ურთიერთობების გაგრძელება აღარ მოისურვა. ხოლო კიღურაძემ კი დაავალა ქ-ნ ნატას, რომ მის ხელთ არსებული სარედაქციო მასალების საფუძველზე ხელახლა აღედგინა იმ თარგმანის გამოსაცემად გამზადებული ტექსტი, რომელსაც ალბათ შემდეგ არა მისი ნამდვილი მთარგმნელის, არამედ სხვა ვინმეს სახელით გამოსცემდა. იმ ხანად კი (2013 წლის აპრილში ან მაისში) ქ-ნმა ნატამ ეს ამბავი იმიტომ მიამბო, რომ მას ეს საქმე ჰქონდა უკვე გამომცემლისგან დავალებული და ამიტომ ჩემი თარგმანის რედაქტირებისთვის ჯერჯერობით ვერ მოიცლიდა, თუმცა კი ამის სურვილი ჰქონდა, რადგანაც თარგმანში არსებული ხარვეზების მიუხედავად მას მოეწონა ქართულ ენაზე ჩემ მიერ გადმოცემა, ჩემი ქართული მეტყველება, და რედაქტირების თანადაფინანსებაში ჩემი მზადყოფნის გამოც, რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო მისი მკურნალობის ხარჯების გათვალისწინებით, იგი სურვილს გამოთქვამდა, რომ “რიოში მარგალიტებით თამაშის” ჩემეული თარგმანის რედაქტირება ეკისრა. თუმცა კი გამომცემელს საამისოდ მზადყოფნა არ გამოუჩენია.

როგორც განცხადებაშიც აღვნიშნე, ივნისის თვეში მე თავად, ჩემი მეუღლის დახმარებით, რომელიც უკვე დიდი ხანია რუსულიდან თარგმნის სამხედრო, ისტორიულ და პოლიტიკურ ტექტსებს, დავიწყე ჩემი თარგმანის სოლომონ აპტისეულ რუსულ თარგმანთან შედარება, რათა გამერკვია ის აზრობრივი შეცდომები და უზუსტობანი, რომლებიც შესაძლოა ჩემს თარგმანში ყოფილიყო, და გამომესწორებინა. მე ამის შესახებ ტელეფონით ვუთხარი ქ-ნ ნატასაც, ვინაიდან იგი წუხდა, რომ გამომცემლობისგან მიღებული დავალებებისა და მისი ავადმყოფობის გამო ვერ შეძლებდა ჩემი თარგმანის რედაქტირებას, რაც მან მომიწონა. ივნისის შუა რიცხვებში, როგორც განცხადებაშიც აღვნიშნე, უკვე ჩემ მიერ შესწორებული ტექსტის დასაწყისი ნაწილი (ორიგინალის 25 გვერდამდე) მივაწოდე გამომცემელს, ივლისის შუარიცხვებში – პირველი ორი თავი, სექტემბრის თვეში კი – III-V თავები, მთლიანობაში ორიგინალის დაახლოებით 185 გვერდი, მაგრამ გამომცემლისგან მოდიოდა მთელი ამ შრომის არმიღება და უარყოფა, და მუდმივად იმ გერმანისტბზე მითითება, რომლებსაც იგი ენდობა, და რომლებიც ამ გასწორებულ ტექტსაც კი შემდგომი რედაქტირებისთვის უვარგისად მიიჩნევენ. იგი ასახელებდა მანანა პაიჭაძეს, ნანა გოგოლაშვილს, ლევან ბრეგაძესა და ნატა ჯანელიძეს. გამომცემელი თავისი უარის მიზეზად ასხელებდა სურვილის არქონას, რომ უხარისხო წიგნი გამოეცა, მაგრამ როდესაც ვთავაზობდით, რომ მოეწვია ის გერმანისტები, ერთად დავმსხდარიყავით და გაგვერჩია ჩემი ტექსტის ავ-კარგი, ამაზე უკვე უარს აცხადებდა. და ეს ყოველივე მისდამი დაწერილ განცხადებაში უკვე არის მოხსენიებული. ანუ აშკარად იკვეთებოდა ის, რომ განსაკუთრებით მას და მანანა პაიჭაძეს სურდათ ჩემთვის თარგმანის უფლების წართმევა და სხვისთვის გადაცემა. და ამის გამო მუდმივად მიცხადებდნენ, რომ ჩემი თარგმანი სრულიად უვარგისია. მათი ეს განცხადება რომ მტკნარი სიცრუეა, ეს დაადასტურა თავიდან ბ-ნ ზურაბ აბაშიძის მიერ ტექსტის დასაწყისი ნაწილის (ორიგინალის 25 გვერდამდე) ზეპირმა შეფასებამ, ხოლო შემდეგ კი ქ-ნ ანა კორძაია-სამადაშვილისა და ბ-ნ ალ. კარტოზიას წერილობითმა შეფასებებმაც (ეს ყველაფერი მოხდა უკვე გასული წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში). მაგრამ ჩემი ასეთი ამოქმედების შემდეგ კი მითხრეს, რომ “მთელ ქალაქში ცნობილია, რომ ნანა გოგოლაშვილს უკვე აქვს ხელშეკრულება გაფორმებული გამომცემლობა “სიესტასთან” ამ რომანის თარგმანზეო”, რაც ზემოთაც აღვნიშნე, და რაც ჩემთვის გამაოგნებელი მოულოდნელობა აღმოჩნდა.

საქმე იმაშია, რომ ქ-ნ გოგოლაშვილთან, როგორც უფროს კოლეგასთან, მე მანამდეც მქონდა სატელეფონო საუბრები ამ კონფლიქტის წარმოშობის შემდეგ, და მას რაიმე მსგავსი ჩემთვის ერთხელაც არ უხსენებია. პირველად მას შევეხმიანე ქ. კიღურაძესთან და მ. პაიჭაძესთან ამ კონფლიქტის დაწყებისთანავე, ანუ გასული წლის აპრილის თვეში და მაშინ მან მიპასუხა, რომ შენთან მიმართებაში მანანა პაიჭაძემ მავნებლობა ჩაიდინაო, მე მას ვკითხე, რატომ დაუგვიანე აქამდე (ანუ შვიდი თვის მანძილზე) მარიამს თავისი თარგმანის შეფასება და რატომ არ მიეცი მას საშუალება, რომ ტექსტზე ემუშავაო. მეორედ აგვისტოს თვეში, როდესაც ხელმეორედ გადამუშავებულ თარგმანის პირველ ორ თავსაც იწუნებდნენ გამომცემელი და მ. პაიჭაძე, ნანა გოგოლაშვილმა ასევე სატელეფონი საუბარში მითხრა: ვწუხვარ იმის გამო, რომ შენი წიგნი არ გამოვიდა, მე თუმცა არ წამიკითხავს, მაგრამ დალი ფანჯიკიძემ წაიკითხა და არ მოეწინაო. მე გამოვთქვი ეჭვი, რადგან გადამუშავებულ თარგმანსაც არ იღებს გამომცემელი, სხვა მთარგმნელი ხომ არ ეყოლება უკვე აყვანილიო? ამაზე მან მიპასუხა, ჩემ გარდა სხვა მთარგმნელს ასეთ ნაწარმოებს არ შეუკვეთავდნენ, მე კი არაფერი ვიციო. გარდა ამისა, მითხრა, რომ ორიგინალის 100 გვერდი მე უკვე თარგმნილი მაქვსო, ხოლო როცა გაიგო, რომ მეც ასევე იმ პირველი ვარიანტის გარდა, სადაც იყო ხარვეზები, გამომცემელს უკვე მივაწოდე გადამუშავებული ორი თავი, არ ესიამოვნა და ჩაძიებით ორჯერ მკითხა – ვის მიაწოდეო. თუმცა კი სავსებით ბუნებრივი იყო, რომ გასწორებულ ვარიანტს მე ისევ გამომცემელს მივაწვდიდი. მესამედ უკვე სექტემბრის თვეში დავურეკე, როცა გამომცემლისთვის უკვე მიწოდებული მქონდა გასწორებული ხუთი თავი წიგნის პირველი ნაწილიდან და იგი კვლავ იწუნებდა მას, თანაც თარგმანის უარყოფითად შემფასებელთა შორის ნანა გოგოლაშვილსაც ასახელებდა, ხოლო ჩვენს ერთად შეკრებასა და თარგმანის შესახებ გულახდილ და კვალიფიციურ საუბარს კი თავს არიდებდა იმ მიზეზით, რომ მაშინ მე იმ მოწვეულ გერმანისტებს ფული უნდა გადავუხადო და ამის შესაძლებლობა კი არა მაქვსო. ხომ იცნობ თითოეულ მათგანს, თავად დარლაპარაკეო. და ასეთი პასუხის შემდეგ მე მართლაც დავუკავშირდი ნ. გოგოლაშვილს, რედაქტორობაც შევთავაზე, ხოლო თუ საჭირო შეიქნებოდა, თანაავტორობაც, მაგრამ მან მიპასუხა, რომ სარედაქციოდ დრო არ ჰქონდა, ხოლო მ. პაიჭაძეს რაც შეეხება, ის შენი ბიძაშვილი ან მეგობარი ხომ არ არის, შენი თარგმანი რომ გაესწორებინაო, ასე მიპასუხა, ანუ სრულიად საწინააღმდეგოდ იმისა, რასაც მანამდე მეუბნებოდა; ასევე ყოველგვარი საღი აზრის საწინააღმდეგოდაც – რედაქტორს ხომ თავისთავად ევალება სარედაქციო ნაშრომის გასწორება, და რა შუაშია აქ მეგობრობა ან ბიძაშვილობა. თან მირჩია, აიღე შენი თარგმანი და შენ თვითონ მიხედეო, ისიც მითხრა – ორი თარგმანი ერის კულტურისთვის შენაძენი იქნებაო, თითქოსდა თავისთავად გულისხმოვდა ამ რომანის სხვა თარგმანსაც, თანაც მე უკვე მეორე პლანზე გადავყავდი. ასევე ძალიან გახარებული მელაპარაკებოდა, როცა გამომცემლის მიერ საბოლოოდ დაწუნებული გადამუშავებული თარგმანის თაობაზე ვსაუბრობდით, სწორედ იმ თარგმანისა, რომელიც შემდგომი ორი თვის განმავლობაში რედაქტირებისთვის სავსებით მისაღებად მიიჩნიეს ზ. აბაშიძემ, ა. კარტოზიამ და ა. კორძაია-სამადაშვილმა.

ნანა გოგოლაშვილთან უკანასკნელი საუბრის შემდეგ მართლაც თავად დავიწყე ჩემი თარგმანის შესახებ სხვა გერმანისტების აზრის გასაგებად ზრუნვა, რომლის დროსაც შევიტყვე, რომ ქალაქში მოარული ხმების მიხედვით, უკვე ნანა გოგოლაშვილს აქვს ხელშეკრულება “რიოში მარგალიტებით თამაშის” თარგმანზეო, რაზედაც არც გამომცემელს და არც თავად მას ჩემთან მანამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე საუბრებში ხმაც არ ამოუღიათ, ხოლო თბილისის გერმანისტულ წრეებში კი თურმე ასეთი “ხმები დადიოდა”. ამის შემდეგ იყო, რომ მე მივმართე უკვე გოეთეს ინსტიტუტს, სადაც უნდა სცოდნოდათ, იყო თუ არა მართლაც ასეთი ხელშეკრულება გაფორმებული. ქალბატონ ნათია მიქელაძე-ბახსოლიანის ამ გარემოებით აღშფოთებისა და მისი დახმარების შესახებ ზემოთ უკვე მქონდა საუბარი. რაც შეეხება ინსტიტუტის იმ თანამშრომლებს, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ასეთი ხელშეკრულებების დადების საკითხი, მათ თავიდან გვითხრეს, რომ იმსტიტუტიც უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა ამის გამო და სამ დღეს მოუნდნენ მდგომარეობის გამოსწორებას (ასეთი რამ ალბათ იმას გულისხმობდა, რომ მიღებული ნორმების დარღვევით მართლაც უნდა ყოფილიყო რაღაც გაფორმებული, რისი გამოსწორებაც საჭირო გამხდარა), რომ 2013 წლის ივლისის თვეში მართლაც იყო ლაპარაკი გამომცემლის მხრიდან მთარგმნელის შეცვლაზე, მაგრამ ოფიციალური განაცხადი მას არ შემოუტანიაო. ასევე ქ-ნი ეკა წერეთელი მაიმედებდა, რომ ამის შემდეგ გამომცემელი ასე ადვილად მთარგმნელს ვეღარ შეცვლისო, მაგრამ შემდგომი მოვლენები კი სულ სხვაგვარად წარიმართა.

ახლა ისე იკვეთება საქმე, რომ მთავარ პირად გამოდის გამომცემელი, თანაც აცხადებს, რომ მე ველაპარაკე გერმანულ მხარეს და ისინი მეუბნებიან, წიგნზე პასუხისმგებელი შენ ხარ და თუ თარგმანი არ მოგწონს, უფლება გაქვს მთარგმნელი შეცვალოო. მე ეს არ ვიცი, იურიდიულად დანამდვილებით ასეა თუ არა, და გამომცემლის ამ უფლებაში არც ვერევი, მაგრამ ამ უფლების გარდა გამომცემელს ხომ აქვს ის ვალდებულებაც, თუ როგორ უნდა ექცეოდეს მთარგმნელსა და მის თარგმანს? ხომ აქვს ის ვალდებულება, რომ დადებული ხელშეკრულების მიხედვით ჰონორარის გარკვეული ნაწილი (ამ შემთხვევაში ნახევარი) თავიდანვე გადაუხადოს მთარგმნელს, რათა მას ჰქონდეს ნორმალური და მშვიდი მუშაობის საშუალება? და მან ეს ვალდებულება დასაწყისშივე არ შეასრულა. ხომ აქვს მას ვალდებულება, რომ თუ თარგმანი არ მოეწონება, მაშინ მის მიერ არჩეულმა რედაქტორმა წერილობით, თავად ტექსტში მიუთითოს მთარგმნელს არსებული ხარვეზებისა და შეცდომების შესახებ და არსებული ხელშეკრულების ვადებში მისცეს მას მათი გამოსწორების შესაძლებლობა? და არც ასეთი რამ გაუკეთებიათ ქ. კიღურაძესა და მ. პაიჭაძეს. უფრო მეტიც, მათ ჩემთან მუშაობის ნაცვლად თარგმანის ის ხარვეზებიანი პირველი ვარიანტი გერმანისტების წრეში გაავრცელეს, რაც ალბათ მიზნად ისახავდა ჩემი, როგორც მთარგმნელის დასამარებას. და ბოლოს, თუკი მართლა ისეთი უვარგისი იყო ის ჩემი თარგმანი, განა გამომცემელსა და რედაქტორს არ ევალებოდათ, რომ მკაფიოდ და დამაჯერებლად, კვალიფიციურად აეხსნათ და დაესაბუთებინათ ჩემთვის ეს ამბავი? რაც მათ ასევე არ გაუკეთებიათ ჩემი მრავალგზის თხოვნის მიუხედავად, რომ ჩემი თარგმანის დამწუნებლებთან ერთად დავმჯდარიყავით, ერთად განგვეხილა ის შეცდომები და მათი მნიშვნელობა თავად თარგმანის ვარგისიანობისთვის.

ამდენი უსამართლობის შემდეგ იძულებული გავხდი, რომ აქ, საქართველოში, სასამართლოს ძალით დავიცვა ჩემი უფლებები, ჩემი კანონიერი ინტერესები, ხოლო ასევე თქვენც შემოგეხმიანოთ და გაგაცნოთ “რიოში მარგალიტებით თამაშის” ქართულ ენაზე თარგმანთან დაკავშირებული ის დაწვრილებითი ამბები, რომელთა შესახებაც ქ-ნები კიღურაძე და პაიჭაძე ალბათ არ შეგატყობინებდნენ. ქ. კიღურაძე მიცხადებს, რომ მხოლოდ მას აქვს აღებული ზურკამპისგან უფლება “რიოში მარგალიტებით თამაშის” ქართულ ენაზე თარგმანის გამოცემაზე, ხოლო თუ როგორც ექცევა იგი ამ “უფლებასა” და მთარგმნელს, ამის შესახებ ზემოთ უკვე ვილაპარაკე. ამიტომ მე სხვა გზა არ დამრჩენია, თუ არა ის, რომ სასამართლოს და თქვენი დახმარებით მთელი ეს ანგარებიანი და დანაშაულებრივი ობობას ქსელი მოვშალო, ანდა კარგად გავერკვე იმაში, მართლა ასეთ ანგარ და უპასუხისმგელო ადამიანს აქვს საკუთარ ხელში ჩაგდებული ამ რომანის თარგმანის გამოცემა, თუ სხვა გამომცელობასაც შეუძლია ასეთი უფლების შეძენა? მე პირადად წიგნის პირველი ნაწილის (ორიგინალის თითქმის 310 გვერდის) გადამუშავებული თარგმანი გასული წლის ნოემბრის ბოლოს მივიტანე კომპიუტერული ფაილის სახით გოეთეს ინსტიტუტში, და ვაგრძელებ წიგნის მეორე ნაწილის თარგმანის გადამუშავებასაც. გარდა ამისა, შვედეთში მცხოვრებმა ლიტერატორმა და მთარგმნელმა, ჩემა მეგობარმა მანანა კობაიძემ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მოახდინა თარგმანის პირველი სამი თავის რედაქტირება და ასეთ პირობებში იმედი მაქვს თქვენთან დადებული კონტრაქტის ვადებში უკვე რედაქტირებული თარგმანის დასრულებისა, მაგრამ გამომცემელი კატეგორიულ უარზეა, ამბობს, მე მხოლოდ ჩემს რედაქტორებს ვენდობიო, და ამიტომ მთელი სერიოზულობით ვაცხადებ, რომ თუკი ვერ მოხდება გათვალისწინებულ ვადებში წიგნის გამოცემა, ამაში არ იქნება ჩემი ბრალი, ვინაიდან იმ თავდაპირველ ხარვეზებს ჩემს თარგმანში მევე ვასწორებ, ხოლო ამ გასწორებული თარგმანის მიღებაზე კი გამომცემელი სასტიკ უარს ამბობს, და არა იმიტომ, რომ მას მართლა მხოლოდ კარგი წიგნის გამოცემა უნდა, არამედ იმიტომ, რომ რაღაც ანგარებიანი ინტერესებით, უნდა ნანა გოგოლაშვილისა და მანანა პაიჭაძის მომადლიერება და მათი მეშვეობით თავისი კარიერული და ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილება. და ამ ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც თავადვე განუცხადა გამომცემლობა “გრიფონის” წარმომადგენელსა და ჩემს მეგობარს მანანა სტვილიას, ახალი ხელშეკრულება გაუფორმა მან წელიწადნახევრის ვადით ნანა გოგოლაშვილს “რიოში მარგალიტებით თამაშის” თარგმნაზე, მაშინ როდესაც ჩვენი კონტრაქტის ვადა ჯერ კიდევ არ ამოწურულა. ასეთ პირობებში, მე, როგორც გამომცემლისადმი ზემოთ მოყვანილ განცხადებაშიც აღვნიშნე, ყოველგვარ პასუხისმგებლობას ვიხსნი თქვენთან გაფორმებული კონტრაქტის შესაძლო ჩავარდნის გამო და ვაცხადებ, რომ სრული პასუხისმგებლობა ეკისრება გამომცემლობა “სიესტას” დირექტორს ქეთი კიღურაძეს. თავად მე კი, როგორც უკვე აღვნიშნე, სავსებით რეალური იმედი მაქვს რომ წიგნის რედაქტირებულ თარგმანს დავდებ დათქმულ ვადებში, ანუ ამა წლის გაზაფხულზე, მაგრამ უკვე არ ვიცი, თუ შემდეგ როგორი მსვლელობა მივცე ჩემს ნამუშევარს. თუკი ქ-ნი კიღურაძე არ ინებებს მის გამოცემას, მაშინ თუ შეიძლება, რომ სხვა ქართულმა გამომცემლობამ მიიღოს ამ თარგმანის გამოქვეყნების უფლება? და თუ ასეთ უფლებას მივიღებთ, მაშინ წიგნის გამოცემას მოკლე ვადებში შევძლებთ. შემდეგ დაე ათარგმნინოს კიღუღაძემ ნანა გოგოლაშვილს და ის გამოსცეს, ხოლო მკითხველი თავად განსაზღვრავს ორივე თარგმანის ავ-კარგს. გარდა ამისა, მე აღარ მექნება იმის შიში, რომ ჩემი თარგმანის გარკვეული ნაწილების მითვისება არ მოხდება სხვა მთარგმნელის მიერ (გავიხსენებ ქ-ნ ნატა ჯანელიძის მიერ ჩემი ქართულის, ანუ ქართულად აზრის გადმოცემის შექებას, და ასევე იმას, რომ სწორედ “ნარცისისა და გოლდმუნდის” თარგმანის გამოქვეყნების შემდეგ შემომთავაზა და მთხოვა კიდეც ოთარ ყარალაშვილმა, რომ ეს რომანიც მე მეთარგმნა). წინააღმდეგ შემთხვევაში მე იძულებული ვიქნები, რომ ეს თარგმანი დავდო ინტერნეტში ჩემი მეუღლის ბლოგზე, რომლის ძირითადი თემატიკაცაა “თავდაცვა და ისტორია” და სადაც ასევე განთავსებულია ოცამდე ჩემი მასალაც – ლექსები, მოთხრობა, თარგმანები, კრიტიკული წერილები. ამით მე უბრალოდ დავიცავ ჩემს ნაშრომსა და ჩემს პროფესიულ სახელს, რომლის ლაფში ამოსვრასაც ეს ანგარებიანი და უზნეო ადამიანები არ მოერიდებიან.


რეცენზიები “რიოში მარგალიტებით თამაშის” მთარგმნელის მიერ ხელმეორედ გადამუშვებულ ვარიანტზე 

ანა კორძაია-სამადაშვილისა 

(ეს წერლი მივიღეთ 31.10.13-ში)

დავიწყებ იმით, რომ მარიამ ქსოვრელის მიერ თარგმნილი „ნარცისი და გოლდმუნდი“ შესანიშნავი წიგნია. მე ის დიდი ხნის წინათ, ოთარ ყარალაშვილის მიერ გამოცემული მქონდა წაკითხული. მეორედ რომანი გამომცემლობა „სიესტას“ დაუსტამბავს - სავსებით გასაგები მიზეზის გამო: ჩინებულია, და მოთხოვნაც, ალბათ, დიდი იყო.

მაშინ მალხაზ ხარბედიამ დაწერა:

„ამჯერად მარიამ ქსოვრელი მუშაობს ჰესეს უმთავრეს წიგნზე, “თამაში რიოში მარგალიტებით”, რომელიც კარგი რედაქტორებისა და, რაც მთავარია, კარგი წამკითხველების წყალობით, მოვლენად შეიძლება იქცეს თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში.“

მოხარული ვარ, რომ “თამაში რიოში მარგალიტებით” უკვე თარგმნილია და ახლა ამ თარგმანის ერთ-ერთი პირველი მკითხველი გახლავართ.

ვფიქრობ, ვისაც კი „Glasperlemspiel“ წაუკითხავს, ყველა დამეთანხმება: უაღრესად რთული ტექსტია, ძალიან დიდი, ძალიან მრავალფეროვანი, მოკლედ, მთარგმნელისთვის ძალიან რთული. ვფიქრობ, ქალბატონმა მარიამმა ამ უზარმაზარ ამოცანას თავი წარმატებით გაართვა.

ტექსტის რიტმი ჩინებულადაა „ჩავლებული“ - ვფიქრობ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ტექსტის დედანთან შედარება არ მიკადრებია - ქალბატონი მარიამი ამ საკითხს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება.

ის, რომ თარგმანის ავტორს ამდენი ხნის განმავლობაში მარტოს უხდებოდა ტექსტის პირისპირ დარჩენა, ცხადია, გარკვეულ ხარვეზებს განაპირობებს, რაც ყოველი მთარგმნელისთვის ნაცნობი ამბავია - თითქოს გვერდიდან ვეღარ ხედავ, გერმანულ ტექსტს ქართულად ვეღარ კითხულობ. ამ პრობლემას რედაქტორი გადაწყვეტს, - საბედნიეროდ, კარგი რედაქტორები ნამდვილად გვყავს, - და მოხარული ვარ, რომ სულ მალე ქართულენოვან მკითხველს ჰერმან ჰესეს ამ საუცხოო რომანის წაკითხვის შესაძლებლობა ექნება.

პატივისცემით,
ანა კორძაია-სამადაშვილი

ალექსანდრე კარტოზიასგან 

(ეს წერილი მოვიდა 21.12.13-ში)

ქალბატონო ქეთევან,

თქვენი წერილის პასუხად გიგზავნით წერილს, რომელიც 4 ნოემბერს ელექტრონული ფოსტით გავუგზავნე ქალბატონ მარიამ (მთვარისა) ქსოვრელ-ხართიშვილს. 

პატივისცემით
ალექსანდრე კარტოზია

- - - - - - - - - - -

ქალბატონო მარიამ, ვწუხვარ, რომ დამიგვიანდა თქვენი თარგმანის წაკითხვა, მაგრამ როგორც თავიდანვე მოგწერეთ (და ალბათ ოთარიც გეტყოდათ), სამსახურის გამო მუდმივ ცაიტნოტში ვარ.

ახლა რაც შეეხება თარგმანს. წავიკითხე და გაგიზიარებთ ჩემს შთაბეჭდილებას.

ძალიან მივესალმები იმას, რომ რომანის სტილის შენარჩუნება გაქვთ დასახული მიზნად. ამას იმიტომ ვამბობ, რომ არცთუ იშვიათად მთარგმნელები საქმეს იიოლებენ და იმის მომიზეზებით, თითქოს ქართული ენა ვერ იტანდეს ქვეწყობილი წინადადებების სიუხვეს, გერმანული ორიგინალის ყოველ "მრავალსართულიან" წინადადებას თარგმნისას მრავალრიცხოვან მარტივ წინადადებებად "ანაწევრებენ". ასეთ დროს ორიგინალის ამა თუ იმ წინადადების აზრის (შინაარსის) მეტ-ნაკლებად ადეკვატურად გადმოცემა თარგმანში თითქოს მართლაც ხერხდება, სამაგიეროდ ის, რაც სრულიად უგულველყოფილი რჩება, არის ფორმა ანუ სტილი. მწერალი კი პირველ რიგში სწორედ სტილია.

ამგვარად, ძალიან კარგია, რომ ორიგინალის რეპროდუქციაა თქვენი მთარგმნელობითი მუშაობის პრინციპი.

ოღონდ:
სამწუხარო იქნება, თუკი სტილის შენარჩუნების ამოცანას თუნდაც მცირე ზომით მაინც შეეწირება აზრის გამოხატვის სიცხადე. ასე თუ მოხდა, მეორე უკიდურესობას მივიღებთ ("ოღონდ კი სტილი შევინარჩუნო - ოღონდ კი ორიგინალისეული გრძელი წინადადებები შუაში არ გავწყვიტო - და აზრი ბუნდოვანიც რომ იყოს, ამას აღარ დავეძებ!"). თქვენს თარგმანში სწორედ ამ ტიპის ნაკლის არსებობის საშიშროებას ვხედავ.

საერთოდ, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს თარგმანი, ასე ვთქვათ, ნედლი მასალაა და არა საბოლოო პროდუქტი. დარწმუნებული ვარ, ამაში თქვენც დამეთანხმებით და ჩემზე უკეთ და სწრაფად თქვენ თვითონ დაძებნით თქვენს თარგმანში ძალიან ბევრ ისეთ წინადადებას, რომელიც გელოდებათ, რათა კვლავ მიუბრუნდეთ და ქართული ენის ნორმების მიხედვით გრამატიკულად სწორად გამართოთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება სამუშაოში კარგი მოქართულე რედაქტორი ჩაერთოს.

როგორც კი ამ საქმეს შეუდგებით (ანუ მეორედ დაუვლით თარგმანს), მაშინვე აღმოაჩენთ, რომ თარგმნილი ტექსტის ბუნდოვანება (გრამატიკულ-სემანტიკური გაუმართაობა) იმის ბრალია, რომ ზოგიერთ გერმანულ სიტყვას, თქვენ რომ დიდი ხნის კარგი ნაცნობი გეგონათ, თურმე სხვა მნიშვნელობა ჰქონია. არ დაივიწყოთ, რომ ნამდვილი მთარგმნელი ის არის, ვინც იმ სიტყვასაც კი ამოწმებს ლექსიკონში, რომელიც ასჯერ გაუგონია და გაუგია.

მხოლოდ ერთი მაგალითით შემოვიფარგლები:

ორიგინალში ვკითხულობთ:

Es ist ja allerdings das, was wir heute unter Persönlichkeit verstehen, nun etwas erheblich anderes, als was die Biographen und Historiker früherer Zeiten damit gemeint haben.

თქვენ ეს ადგილი ასე გაქვთ თარგმნილი (გვ. 5): "ეს არის მართლაც ის, რასაც ჩვენ დღეს პიროვნებაში მოვიაზრებთ, მხოლოდ რაღაც ამაღლებულად სხვა რამ, ვიდრე ადრეული ხანის ბიოგრაფები და მეისტორიენი ამაში გულისხმობდნენ."

უნდა იყოს კი ასე (ან ამდაგვარად):

"თუმცა პიროვნების ჩვენი დღევანდელი გაგება ხომ მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისაგან, რასაც ამ ცნებაში წარსული დროის ბიოგრაფები და ისტორიკოსები გულისხმობდნენ."

იმის გამო, რომ სიტყვა erheblich ლექსიკონში არ დაძებნეთ (რადგან ჩათვალეთ, რომ კარგად იცნობდით მას როგორც sich erheben-ის "ნათესავს"), სულ სხვა მიმართულებით წახვედით და წინადადებაც საკმაოდ დაულაგებელი გამოვიდა.

ასეთი მაგალითების რაოდენობა თარგმანში საკმაოდ დიდია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ერთხელ კიდევ უნდა ჩაუჯდეთ ტექსტს და საფუძვლიანად "გაწმინდოთ" იგი. 

გისურვებთ წარმატებას და გულითად სალამს გითვლით
ალიკო კარტოზია

მანანა კობაიძისგან 

გამარჯობა, ირაკლი,
გიგზავნით მოკლე ფაილს ჩემი შესწორებებით.

ყვითლად მოვნიშნე, რაც ჩავამატე. რაც წავშალე, ხაზგადასმული და ადვილად ნახავთ. 

რა თქმა უნდა, რედაქტორს დასჭირდება ტექსტზე მუშაობა, მაგრამ ამაში რა არის გასაკვირი.

თარგმანს მუდამ სჭირდება უცხო თვალით წაკითხვა და შესწორება. ჰესეს კი მთვარისასნაირი მთარგმნელი არა მგონია, რომ თბილისში სხვა გამოუჩნდეს.

თარგმანში იგრძნობა ნაწარმოების სული. ეს მთავარია. როცა კითხულობ, გრძნობ, რომ რაღაც ნამდვილს და დიდს ეხები. რაღაც საიდუმლოს უახლოვდები.

რაკი გითხრეს, რომ გოგოლაშვილს უნდა ათარგმნინონ, ეს რას ნიშნავს? მთვარისას თარგმანი ხელთა აქვთ და იმ გოგოლაშვილმა მხოლოდ რედაქტირება უნდა გაუკეთოს და მთარგმნელის ჰონორარი აიღოს? მთვარისას გადაუხადონ ის ჰონორარი, რაც კონტრაქტით ეკუთვნის და თუ უნდათ, ნუ დაბეჭდავენ ამ თარგმანს.

არ გიცდიათ სულაკაურებთან დაკავშირება? მე მგონია, რომ ისინი ხელიდან არ გაუშვებდნენ ამ თარგმანს. არც რედაქტორის მოძებნაგაუჭირდებოდათ. და შეიძლება დამფინანსებელსაც ნახავდნენ.

მერე რა, რომ კიდევ სჭირდება წაკითხვა და შესწორება. რედაქტორი ხომ ამისთვის არსებობს.

ან რომელიმე სხვა გამომცემლობა? დიოგენე ან სულაც ინტელექტი, ვინც ტრანსტრომერი გამოსცა.

აღარ ვიცი, რა გირჩიოთ.

მანანა


რიოში მარგალიტებით თამაში 

მცდელობა მისი ისტორიის საზოგადოდ გასაგები შესავლის დასაწერად 

…non entia enim licet quodammodo levibusque hominibus facilius atque incuriosius verbis reddere quam entia, verumtamen pio diligentique rerum scriptori plane aliter res se habet: nihil tantum repugnat ne verbis illustretur, at nihil adeo necesse est ante hominum oculos proponere ut certas quasdam res, quas esse neque demonstrari neque probari potest, quae contra eo ipso, quod pii diligentesque viri illas quasi ut entia tractant, enti nascendique facultati paululum appropinquant.

ALBERTUS SECUNDUS tract. de cristall. spirit. ed. Clangor et Collof. lib. I, cap. 28* (*ალბერტ მეორე. ტრაქტ. კრისტალ. სულის შესახებ. კლანგორი და კოლოფი, წიგ. I, განყ. 28)

იოზეფ კნეხტის ხელნაწერ თარგმანში: 

(ქვემოთ ტექსტში მანანა კობაიძის მიერ წაშლილი ადგილების ფონად მიცემული გვაქვს ჟოლოსფერი, ხოლო ჩამატებული ადგილებისა - ყვითელი)

... თუმცა კი, გარკვეულწილ, მარტივი ადამიანები არარსებულ საგნებს სიტყვების მეშვეობით, ზერელედ და უფრო ადვილად გადმოსცემენ, ვიდრე არსებულს, მაგრამ ეს სწორედ რომ პირიქითაა ღვთისმოსავ და კეთილსინდისიერ ისტორიკოსისთვის: სიტყვიერი ასახვისას მას არაფერი არ უსხლტება ხელიდან ისე ძალიან და, ამავე დროს, არაფერი არაა მისთვის ისე საჭირო, როგორც ადამიანებისთვის მათი გარკვეული საგნების სახით ცხადად ჩვენება წარმოდგენა ისეთი საგნებისა, რომელთა არსებობის არც დამტკიცებაა შესაძლებელი და არც შესაძლებლად სარწმუნოდ მიჩნევა, მაგრამ ისინი ის საგნები, სწორედ იმის წყალობით, რომ ღვთისმოსავი და კეთილსინდისიერი ადამიანები ეკიდებიან განიხილავენ მათ, როგორც რაღაც ნამდვილად არსებულებს, ერთი ნაბიჯით უახლოვდებიან იმის შესაძლებლობას, რომ არსებობდნენ და იბადებოდნენ.

ჩვენს განზრახვას შეადგენს ამ წიგნში იმ მცირედის ასახვა, რისი მოძიებაც შევძელით იოზეფ კნეხტის ბიოგრაფიული მასალებიდან, Ludi magister Josephus III-ისა, როგორც მას რიოში მარგალიტებით თამაშის არქივებში მოიხსენიებენ. ამ საქმეს ბრმად არ შევდგომივართ, ეს მცდელობა გარკვეულწილად წინააღმდეგობაშია სულიერი ცხოვრების გაბატონებულ კანონებსა და წეს-ჩვეულებებთან. ანდა შესაძლებელია სულაც ეს წინააღმდეგობა გაჩნდეს. ჩვენი სულიერი ცხოვრების ერთ-ერთ უმაღლეს პრინციპს ხომ ეს წარმოადგენს: არის ინდივიდუალობის წაშლა, ცალკეული პირის, შეძლებისდაგვარად, სრული დაქვემდებარება აღმზრდელობითი უწყებისა და მეცნიერებათა იერარქიისადმი. რაც ჩვენი სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი უმაღლეს პრინციპს წარმოადგენს, და ეს პრინციპი დიდი ხანია ტრადიციაში ისე ძლიერად დამკვიდრდა, რომ დღეს მეტად ძნელია, და ხშირ შემთხვევაში სრულიად შეუძლებელიც, იმ ცალკეულ პირთა რამენაირი რაიმე ბიოგრაფიული და ფსიქოლოგიური დაწვრილებითი ამბების მოძიება, რომელთაც ამ იერარქიაში განსაკუთრებულად უმსახურიათ. უმეტეს შემთხვევებში ამ პირთა სახელებიც კი ვერ დგინდება, რაც ჩვენი პროვინციის სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი ნიშანია, და იმის შედეგია, ეს იმაში გამოიხატება, რომ ამ იერარქიულ ორგანიზაციას ანონიმურობის იდეალი აქვს და იგი ამ იდეალის გახორციელებასთან ძალზედ ახლოსაა.

თუ ჩვენ არჩეული გზიდან არ გადავუხვევთ, და შევეცდებით ცოტა რამ დავადგინოთ Ludi magister Josephus III-ის ცხოვრების შესახებ და ჩვენთვის მისი პიროვნების პორტრეტიც დავხატოთ ზოგადი ნიშნებით, მაშინ ჩვენ ამას ვაკეთებთ შევძლებთ არა პიროვნების კულტის გულისათვის, და არც წეს-ჩვეულებათა გაუთვალისწინებლობის გამო, როგორც იქნებ ვინმეს ეგონოს, არამედ პირიქით, მარტოდენ ჭეშმარიტებისა და მეცნიერებისადმი მსახურებისთვის. გულისათვის. არსებობს ძველი გამოთქმა. რაც უფრო მწვავედ და ულმობლად ვაყალიბებთ თეზისს, მით უფრო უცილობლად ჩნდება ანტითეზისი. მოგვწონს და პატივს ვცემთ იმ აზრს, რაც ჩვენი უწყებების ანონიმურობასა და ჩვენი სულიერი ცხოვრების საფუძველშია; მაგრამ სწორედ ამ სულიერი ცხოვრების წინაისტორიის გადახედვა, კერძოდ კი, რიოში მარგალიტებით თამაშის განვითარების გადახედვა, უცილობლად გვიჩვენებს იმას, რომ განვითარების თითოეული ფაზა, თითოეული სიახლე, თითოეული ცვლილება, თითოეული არსებითი ძვრა, პროგრესული ყოფილიყო თუნდაც, ანდა კონსერვატიული მიუხედავად იმისა, პროგრესულად ჩავთვლით მას თუ კონსერვატიულად, უდაოდ, თავის ერთადერთ და ნამდვილ ინიციატორს კი არ გვიჩვენებს, არამედ თავის ერთობ მკაფიო ხატებას იმ პიროვნებაში პოულობს, რომელმაც ცვლილება შემოიტანა, და ეს ცვლილება განახლებისა და სრულყოფის ინსტრუმენტად აქცია. ინსტრუმენტი გახდა.

ეს ის არის, რასაც დღეს ჩვენ პიროვნულობაში მოვიაზრებთ, ეს, მართლაც, მნიშვნელოვნად სხვა რამეა განსხვავდება იმისგან, ვიდრე ის, რასაც ადრეული დროის ბიოგრაფები და ისტორიკოსები ამაზე ფიქრობდნენ. მათთვის, და სახელდობრ, იმ ეპოქების ავტორებისათვის, რომლებსაც ბიოგრაფიული გამოხატვის ნიჭი ჰქონდათ, ასე რომ ვთქვათ, ყველაზე უფრო არსებითი ამა თუ იმ პიროვნებაში გახლდათ, მართლაც, ნორმიდან გადახრა, მისდამი მტრობა, უნიკალურობა, ხშირად პათოლოგიაც კი. ხოლო ჩვენ, დღევანდელები, მნიშვნელოვან პიროვნებათა შესახებ, საერთოდ, მაშინ ვლაპარაკობთ, როცა ისეთ ადამიანებს ვხვდებით, რომელთაც უმთავრესად შეძლეს თავიანთი ორიგინალურობისა და განსაკუთრებულობის მიუხედავად საყოველთაოში სრულყოფილად შესულიყვნენ, და მათ, შეძლებისდაგვარად, მოახერხეს ზეპიროვნულისადმი სრულყოფილი სამსახურის გაწევა. თუ ამას უფრო ზუსტად შევხედავთ, დავინახავთ, რომ ეს იდეალი ძველმა კულტურამაც იცოდა. „ბრძენის“ ანდა „სრულყოფილის“ სახე ძველ ჩინელებთან, მაგალითად, ანდა სოკრატესეული მოძღვრების იდეალი სათნოების შესახებ ჩვენი დღევანდელი იდეალისაგან ნაკლებად განსხვავდება. ზოგიერთმა დიდმა სასულიერო ორგანიზაციამ, როგორიცაა, მაგალითად, რომის ეკლესია, თავისი ძლიერი ეპოქებით, მსგავსი საფუძვლები იცოდა და მისი ზოგიერთი უდიდესი ფიგურა, კერძოდ, წმინდა თომა აქვინელი კერძოდ, მსგავსად ძველი ბერძენი მოქანდაკეებისა, გვევლინება უფრო მეტად გარკვეული ტიპის კლასიკის წარმომადგენლად, ვიდრე ცალკეულ პირად. მაგრამ სულიერი ცხოვრების იმ რეფორმაციის წინა პერიოდებში, რომელიც XX საუკუნეში დაიწყო და რომლის მემკვიდრენიც ჩვენ ვართ, ის ნამდვილი ძველი იდეალი, პირდაპირ რომ ვთქვათ, თანდათან მთლიანად დაიკარგა. ჩვენ გაოცებულნი ვრჩებით, როცა იმ დროის ბიოგრაფიებში სადღაც ვრცელ მონათხრობს ვნახულობთ, თუ გმირს რამდენი და-ძმა ჰყავდა ან რა სულიერი ჭრილობები მიიღო ბავშვობაში, როგორ გაიარა მოწიფულობის ხანა, რა ბრძოლა გადაიტანა აღიარებამდე, როგორ ეწვია სიყვარული; დღევანდელ ადამიანს არ აინტერესებს გმირის არც პათოლოგია, არც ოჯახური ამბები, არც მისი სასიყვარულო განცდები, საჭმლის გადამუშავება თუ ძილი; არ იზიდავს მისი სულიერი წინაპერიოდი, მისი აღზრდა, საყვარელი სამეცადინო საგანი, საკითხავი წიგნები და ასე შემდეგ; ეს ჩვენთვის არც თუ ისე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ჩვენთვის გმირი და განსაკუთრებული ინტერესის ღირსია მხოლოდ ის, ვინც ბუნებითა და აღზრდით ისეთ მდგომარეობაში ექცევა, რომ მისი პიროვნება სრულყოფილებას აღწევს იერარქიული ფუნქციის შესრულებაში, თან ისე, რომ მას გასაოცრად ძლიერი, ახალი მისწრაფება არ ეკარგება, რაც ინდივიდის სურნელსა და ფასეულობას ამშვენებს; და როცა პიროვნებასა და იერარქიას შორის კონფლიქტი წარმოიშვება, სწორედ აქ ვხედავთ კონფლიქტებს, როგორც საჯილდაო ქვას პიროვნების სიდიდის გამოსარკვევად. რაც უფრო ნაკლებ ვეთანხმებით მეამბოხეს, რომელსაც თავისი მისწრაფებანი და ვნებები წესრიგის რღვევამდე მიიყვანს, მით უფრო პატივისცემით ვიხსენებთ მის მიერ მსხვერპლის გაღებას, რაც ნამდვილად ტრაგიკულ პიროვნებას ჰქმნის.

იქ კი, გმირებთან, ამ მართლაც სამაგალითო ადამიანებთან მიმართებაში, მათი პიროვნებისადმი ინტერესი გვიჩნდება, ინტერესი სახელის, მისი სახისა და მისი გამომეტყველებისადმი თუნდაც, და ეს ბუნებრივია, რადგანაც მათ ვხედავთ ყველაზე უფრო სრულყოფილ იერარქიაში, წუნდაუდებელ ორგანიზაციაში, სადაც, არავითარ შემთხვევაში, საქმე არა გვაქვს იმ მექანიზმთან, მკვდარი და ერთფეროვანი ნაწილებისაგან რომ შედგება, არამედ ცოცხალ სხეულთან, სიცოცხლისუნარიანი ნაწილებისა და ორგანოებისაგან რომ ქმნილა, და რომლის შემადგენელ ნაწილებს თავიანთი სახე გააჩნიათ და მინიჭებული აქვთ თავისუფლება და თითოეული მათგანი ცხოვრების საოცრებასთან წილნაყარია. ამგვარად, შევეცდებით მოგაწოდოთ რიოში მარგალიტებით თამაშის მაგისტრის იოზეფ კნეხტის ცხოვრების ამბები და კერძოდ, ყველაფერი მის შესახებ თავისივე ნაწერებიდან, რამეთუ რამდენიმე ხელნაწერი კიდეც მოვიპოვეთ, რასაც წაკითხვის ღირსად მივიჩნევთ.

რაც ჩვენ კნეხტის პიროვნებასა და მის ცხოვრებაზე გვაქვს მოსაყოლი, ზოგი რამ იქიდან, მთლიანად თუ ნაწილობრივ, ცხადია, უკვე კარგადაა ცნობილი ორდენის წევრებს შორისა, და, კერძოდ, რიოში მარგალიტებით მოთამაშეთა გარემოში, ცხადია, ზოგი რამ აქედან უკვე კარგადაა ცნობილი, ზოგიც ნაწილობრივ. ამ მიზეზიდან გამომდინარე, ჩვენი წიგნი არა მხოლოდ ამ წრისთვისაა განკუთვნილი, არამედ იმედია, მასაც გასცდება და ორდენის გარეთ მყოფ შეგნებულ მკითხველებამდე მიაღწევს.

ჩვენს წიგნს იმ ვიწრო წრისათვის შესავალი და კომენტარები არ ესაჭიროება. და რაკი მაინც ჩვენს წიგნს და ჩვენი გმირის ცხოვრებასა და ნაწერებს ორდენის გარდა სხვა მკითხველსაც ვთავაზობთ, ერთგვარად ძნელი ამოცანის წინაშე ვდგებით, და გვსურს, არც თუ ისე გათვითცნობიერებული მკითხველისათვის პატარა, პოპულარული შესავალი მოვიყვანოთ, რაც რიოში მარგალიტებით თამაშის აზრსა და დანიშნულებას, და აგრეთვე მის ისტორიას გაგვაცნობს. ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ეს შესავალი პოპულარულია და ასეც უნდა იყოს,. და არავითარ შემთხვევაში მას არ გააჩნია პრეტენზია, რომ ორდენის შიგნით თამაშის პრობლემები და მისი ისტორიის სადაო საკითხები განმარტოს. ამ თემის ობიექტურად ასახვისათვის ჯერ დრო არ დამდგარა. 

მაშასადამე, ნუ მოელოდებიან ჩვენგან რიოში მარგალიტებით თამაშის სრულ ისტორიასა და თეორიას. ეს უფრო იმაზე ღირსეული და გამოცდილი ავტორების საქმეა, ვიდრე ჩვენ დღეს ვართ. მისი გადაწყვეტა მომავალი დროისათვის რჩება, იმ შემთხვევაში, თუ წყაროები, და ასევე სულიერი წინაპირობები მანამდე არ დაიკარგება. და ასევე ეს თხზულება რიოში მარგალიტებით თამაშის სახელმძღვანელოდაც ნაკლებად იქნება გამოსადეგი, და ასეთად ასეთი სახელმძღვანელო არც არასოდეს დაიწერება. ამ თამაშის, თამაშთა თამაშის წესებს ვერავინ შეისწავლიან არა თუ სხვაგვარად, არამედ თუ არა ჩვეულებრივ მიღებული, წინასწარ დანიშნული განსაზღვრული გზით, რომელსაც რამდენიმე წელი იკვლევენ რაც რამდენიმე წელს მოითხოვს და თამაშის არც ერთ მონაწილეს, განდობილს, არ ექნება სურვილი იმისა, რომ თამაშის ეს წესები უფრო იოლი შესასწავლი გახადოს.

თამაშის ეს წესები, ეს ნიშანთა ენა და გრამატიკა წარმოადგენს მაღალგანვითარებული საიდუმლო ენის ერთგვარ სახეობას, სადაც განსხვავებული მეცნიერებები და ხელოვნებანი, განსაკუთრებით კი, მათემატიკა და მუსიკა (შესაბამისად მუსიკათმცოდნეობა) მონაწილეობენ და რომლებიც თითქმის ყველა მეცნიერების შინაარსსა და შედეგებს მიახლოებით გამოხატავენ და ერთმანეთთან კავშირის დამყარების ძალაც შესწევთ. რიოში მარგალიტებით თამაში, ეს, ამრიგად, თამაშია, ჩვენი კულტურის მთელი შინაარსითა და მთელი ფასეულობებით; და ამ თამაშში ისინი ისე მონაწილეობენ, როგორც მაგალითად ხელოვნების აყვავების ხანაში მხატვარი თამაშობდა მოლბერტზე თავისი საღებავებით. ყოველივე, რაც კაცობრიობამ ცოდნით, მაღალი აზრებითა და ხელოვნების ნაწარმოებებით თავის შემოქმედებით ეპოქებში შექმნა, რაც სწავლულთა დაკვირვების მომდევნო პერიოდებმა ცნებებზე დაიყვანა და ინტელექტუალურ მონაპოვრად აქცია; სულიერ ფასეულობათა ამ მთელი უზარმაზარი მასალით რიოში მარგალიტებით მოთამაშე ისე თამაშობს, როგორც ორღანისტი უკრავს ორღანზე და ეს ინსტრუმენტი თავისი სრულქმნილებით, თავისი კლავიშებითა და პედლებით მთელ სულიერ კოსმოსს ეხება, მისი რეგისტრები უთვალავს აღწევს, თეორიულად ამ საკრავზე დაკვრაში მთელი სამყაროს სულიერი შინაარსი აისახება. ეს კლავიშები, პედლები და რეგისტრები კი მყარადაა დადგენილი, მათი რიცხვისა და წესრიგის ცვლილება სრულყოფის მიზნით, მართლაცდა, ჯერ მხოლოდ თეორიულადაა შესაძლებელი: თამაშის ენის გამდიდრება, მასში ახალ მნიშვნელობათა შემოყვანით გააზრებულ უმკაცრეს კონტროლს ექვემდებარება თამაშის უმაღლესი ხელმძღვანელობის მხრიდან. პირიქით არის ამ მყარად მდგომი სისტემის შიგნით. თუ ჩვენ მას ჩვენი თვალსაზრისიდან შევხედავთ, ამ გოლიათური ორღანის რთულ მექანიზმში ცალკეულ მოთამაშეს ეძლევა შესაძლებლობათა და კომბინაციების მთელი სამყარო, და რომ ათასობით მკაცრად ჩატარებულ თამაშში, თუნდაც ორიც კი, ერთმანეთთან ზედაპირულად მსგავსი, თითქმის არ მოიძებნება. მართლაც, თუ ეს მოხდება, და ერთხელაც, შემთხვევით, ორი მოთამაშე თამაშის შინაარსისათვის ზუსტად რაღაც ერთი და იგივე პატარა თემას აირჩევს, ეს ორივე თამაში მოთამაშეთა აზროვნებიდან, ხასიათიდან, განწყობიდან და ვირტუოზულობიდან გამომდინარე, ალბათ, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული იქნება და განსხვავებულადაც შესრულდება.

არსებითად, მხოლოდ ისტორიკოსის სურვილზეა დამოკიდებული, თუ რამდენი ხნით გადასწევს წარსულში რიოში მარგალიტებით თამაშის დასაწყისისა და წინაისტორიის აღწერას. მართლაც, ყველა დიად იდეას დასაბამი არა აქვს, იგი მუდამ აქ არსებობდა, სწორედ იდეის სახით. ჩვენ ამას მივიჩნევთ იდეად, წინასწარხედვად და სასურველ სურათად, და რასაც უკვე ზოგან უფრო ადრეულ საუკუნეებშიც ვხვდებით, როგორც მაგალითად, პითაგორასთან, შემდეგ მოგვიანებით ანტიკური კულტურის გვიანდელ ხანაში, ელინისტურ-გნოსტიკურ წრეში, აგრეთვე არანაკლებად ვხვდებით ამას ძველ ჩინელებთან, შემდეგ ისევ უმაღლეს მდგომარეობაში არაბულ-მავრიტანული სულიერი ცხოვრების მწვერვალებზე, და შემდეგ მისი წინაისტორიის კვალი მოდის სქოლასტიკისა და ჰუმანიზმის გავლით და აღწევს XVII და XVIII საუკუნეების მათემატიკოსთა აკადემიებთან, შემდეგ კი გრძელდება რომანტიკოს ფილოსოფოსებთან და ჩერდება ნოვალისის მაგიური ოცნებების რუნებთან. სულის თითოეულ მოძრაობას Universitas Litterarum*-ის (*მეცნიერენათა ერთობლიობა /ლათ./) იდეალური მიზნისაკენ, ყოველ პლატონურ აკადემიას, სულიერი ელიტის ყოველ საზოგადოებრიობას, ყოველი დაახლოების მცდელობას ზუსტ და თავისუფალ მეცნიერებათა შორის, ყოველი შერიგების მცდელობას მეცნიერებასა და ხელოვნებას, ანდა მეცნიერებასა და რელიგიას შორის საფუძვლად ედო ის მარადიული იდეა, რომელმაც ჩვენთვის რიოში მარგალიტებით თამაშში მნიშვნელოვანი სახე მიიღო. ისეთი დიდი სულიერი ადამიანები, როგორებიც იყვნენ აბელიარი, ლაიბნიცი, ჰეგელი, იმ ოცნებას ეჭვის ქვეშ აღარ აყენებდნენ, რომ სულიერი უნივერსუმი კონცენტრულ სისტემაში გამოეხატათ და სულიერისა და ხელოვნების ცოცხალი სილამაზე ზუსტი დისციპლინების ფორმულირებათა მაგიურ ძალასთან შეეერთებინათ. იმ დროს, რომელშიც მუსიკა და მათემატიკა კლასიკურ პერიოდს თითქმის ერთდროულად განიცდიდნენ, ამ ორ დისციპლინას შორის ხშირი იყო დაახლოება, რასაც ნაყოფიერი შედეგიც მოჰყვებოდა ხოლმე. ორი საუკუნით ადრე ნიკოლაუს კუზანელთან ჩვენ ვნახულობთ დებულებებს იმავე სულისკვეთებით, როგორიც არის მაგალითად: „სული გადაიღებს პოტენციურობის ფორმას, რათა ყველაფერი პოტენციურობის მდგომარეობაში გაზომოს, და აბსოლუტური აუცილებლობის ფორმას, რათა ყველაფერი ერთიანობისა და უბრალოების მდგომარეობაში გაზომოს, ვითარც ამას უფალი იქმს, და აუცილებლობის ფორმას, რათა გაზომოს ყველაფერი საკუთარი თავისებურების თვალთახედვით, ბოლოს იგი გადაიღებს დეტერმინებული პოტენციურობის ფორმას, რათა ყველაფერი გაზომოს მის არსებობასთან მიმართებაში. უფრო მოგვიანებით სული ზომავს სიმბოლურადაც, შედარების საშუალებით, (როგორც მაშინ, როცა იგი სარგებლობს რიცხვითა და გეომეტრიული ფიგურებით და მიუთითებს მათზე როგორც მსგავსებებზე“. სხვათაშორის, კუზანელის არა მხოლოდ ეს აზრი მიუთითებს თითქმის ჩვენს რიოში მარგალიტებით თამაშზე, ანდა მხოლოდ თამაშს შეესაბამება და მომდინარეობს სადღაც წარმოსახვის მაგვარი მიმართულებიდან, როგორც, მაგალითად, მისი აზრთა თამაშებია; მასთან ბევრი სხვა მსგავსი აზრიც შეიძლება კიდევ მოინახოს. მისი სიხარული, გამოწვეული მათემატიკით, მისი უნარი და სიხარული, ევკლიდეს გეომეტრიის ფიგურებისა და აქსიომების თეოლოგიურ-ფილოსოფიურ ცნებებზე გადაყვანა-ახსნის გამო, მკაფიო შედარებების მსგავსად, თამაშის მენტალიტეტთან მეტად ახლოს დგას და, ის კი არადა, ხანდახან, მისი ლათინურიც (როცა იგი სიტყვებს არცთუ ისე იშვიათად თვითნებურად მიაგნებს ისე, რომ მაინც სადღაც ლათინურის მცოდნეს უხერხულობა არ შეექმნება) გვახსენებს თამაშის ენის პლასტიურობას თავისუფალი მიდგომით.

არცთუ ისე მცირე ადგილს მივაკუთვნებთ, ჩვენი ნაშრომის დევიზიდან გამომდინარე, ალბერტუს სეკუნდუსს, რიოში მარგალიტებით თამაშის წინამორბედებს შორის. ჩვენი ვარაუდით, თუმცა კი არ შეგვიძლია რომ შესაბამისი ციტატა მოვიყვანოთ: თამაშის აზრი XVI, XVII, XVIII საუკუნეების იმ სწავლულ მუსიკოსებს შორის უკვე ბატონობდა, რომლებიც თავიანთ მუსიკალურ კომპოზიციებს მათემატიკურ სპეკულაცია-მსჯელობებს უდებდნენ საფუძვლად. უძველეს ლიტერატურაში დროდადრო ვხვდებით ლეგენდებს ბრძნული და მაგიური თამაშების შესახებ, რომლებსაც სწავლულები, ბერები ანდა სტუმართმოყვარე დიდებულთა კარის წრეები მოიფიქრებდნენ და თამაშობდნენ, მაგალითად, ჭადრაკის თამაში, რომლის ფიგურებსა და მინდვრებს ჩვეულებრივის გარდა კიდევ საიდუმლო მნიშვნელობაც გააჩნდა. და საერთოდ, ხომ ცნობილია, რომ ძველი კულტურების ადრეული ხანებიდანვე მოთხრობები, ზღაპრები და თქმულებები მუსიკას, მხოლოდ სუფთა მხატვრულობის გარდა, სულებისა და ხალხების დამპყრობ ძალასაც მიაწერენ; მუსიკა ჰქმნის საიდუმლო მმართველს, ანდა ადამიანების კანონთა წიგნსა და მათ სახელმწიფოებს. უძველესი ჩინეთიდან ბერძნულ თქმულებებამდე დიდ როლს თამაშობს ადამიანთა იდეალური ზეციური ცხოვრების აზრი მუსიკის ჰეგემონიის ქვეშ. მუსიკის ამ კულტთან („მარადიულ გარდასახვებში მოგვესალმება საიდუმლო ძალა გალობისა დედამიწაზე ზეციდან“ _ ნოვალისი) უშინაგანესად არის დაკავშირებული რიოში მარგალიტებით თამაშიც.

თუ თამაშის იდეას, როგორც ერთ-ერთ მარადიულს და ამდენად მის განხორცილებამდე დიდი ხნის წინ უკვე მარად არსებულსა და ქმედითს, ისე შევიცნობთ, მაშინ მის განხორციელებას ჩვენთვის ნაცნობ ფორმაში ხომ უკვე გარკვეული ისტორია ექნება, რომლის მნიშვნელოვანი ეტაპების შესახებ ჩვენ შევეცდებით მოკლედ მოგითხროთ. 

სულიერ მოძრაობას, რომლის ნაყოფიც, სხვათაშორის, ორდენის მიმართულება და რიოში მარგალიტებით თამაშია, თავისი საწყისები გააჩნია გარკვეულ ისტორიულ პერიოდში, რომელიც ლიტერატურის მკვლევარის პლინიუს ციგენჰალსის საფუძვლიანი გამოკვლევებიდან მოყოლებული, მის მიერ გამოთქმული „ფელეტონური ეპოქის“ სახელწოდებას ატარებს. ასეთი სახელწოდებები მოხდენილია, მაგრამ საშიში, ვინაიდან მაცდუნებელია და გვიბიძგებს, რათა წარსულში ადამიანთა ცხოვრების რომელიმე გარემოებას უსამართლოდ განვიხილავდეთ, და ასე არის კიდეც. „ფელეტონური ეპოქა,“ არავითარ შემთხვევაში, არ არის სულიერებას მოკლებული, და არც არასოდეს ყოფილა სულიერად ღარიბი. მაგრამ ასე ჩანს ციგენჰალსთან ასე ჩანს, რომ იმ ეპოქამ არ იცოდა, თუ რა უნდა ექნა თავისი სულიერებისთვის, ანდა უფრო მეტიც, ცხოვრებისა და სახელმწიფოს სისტემაში სულისათვის არ შეეძლო შესაბამისი ადგილისა და ფუნქციის მინიჭება; გულახდილად რომ ვაღიაროთ, ფელეტონურ ეპოქას ჩვენ ძალიან ცუდად ვიცნობთ, თუმცა კი იგი წარმოადგენს იმ ნიადაგს, საიდანაც თითქმის ის ყველაფერი ამოიზარდა, რაც დღეს ჩვენი სულიერი ცხოვრების ნიშან-თვისებებს შეადგენს. ეს, ციგენჰალსის მიხედვით, წარმოადგენდა გარკვეული მასშტაბით „ბიურგერულ“ და ინდივიდუალიზმის მიყოლით წინმიმავალ ეპოქას, ხოლო თუ ამ ატმოსფეროს ვაჩვენებთ და ციგენჰალსის აღწერიდან რამდენიმე საკითხს მოვიყვანთ, სულ მცირე, ის მაინც გვეცოდინება, რომ ეს საკითხები გამოგონილი არ არის, არც არსებითად გაზვიადებული და ყალბად გადმოცემულია, რადგან ეს ყველაფერი დიდი მკვლევრის მიერ ლიტერატურული და სხვა დოკუმენტების სახით უთვალავი რაოდენობით არის თავმოყრილი. ჩვენ ამ სწავლულს შევუერთდებით, ვინც აქამდე „ფელეტონური“ ეპოქის ერთადერთი სერიოზული გამოკვლევის ავტორია. და თანაც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ადვილია და სულელური, შორეული დროების არეულ-დარეულობისა და უმსგავსო ჩვევებისთვის ქედმაღლურად და ცხვირის აპრეხით ყურება.

ევროპაში სულიერი ცხოვრების განვითარებას შუა საუკუნეების მიწურულიდან, ჩანს, რომ ორი დიდი ტენდენცია ექნებოდა: აზროვნებისა და რწმენის განთავისუფლება იმდროინდელი ავტორიტეტული გავლენისაგან, ე. ი. სუვერენული და საკუთარი სიმწიფის შემგრძნები გონების ბრძოლა რომის ეკლესიის ბატონობის წინააღმდეგ, _ მეორე მხრივ _ ამ თავისუფლების ლეგიტიმურობის ფარული, მაგრამ გატაცებებით აღსავსე ძიება ახალი, თავად მისგანვე გამომდინარე და მისი ადექვატური ავტორიტეტისა. მთლიანობაში სულმა, ეს ხშირად საოცრად წინააღმდეგობებით აღსავსე ბრძოლა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მიზნისათვის, პრინციპში, მოიგო. გადაწონის თუ არა მოგება ურიცხვ მსხვერპლს, საკმაოდ თუ არის სრულყოფილი სულიერი ცხოვრების ახლანდელი წესრიგი და საკმარისად დიდხანს თუ გაგრძელდება იგი, რათა მთელი ტანჯვანი, კრუნჩხვები და არანორმალურობანი მრავალი „გენიოსის“ ბედში, რომლებმაც ცხოვრება შეშლილობით ან თვითმკვლელობით დაასრულეს, გააზრებულ მსხვერპლად გამოჩნდეს, ასეთი შეკითხვის დასმის ნება ჩვენ არა გვაქვს. ამბავი მოხდა _ იგი კარგია თუ არა, უმჯობესი იქნებოდა თუ არა მის გარეშეც ცხოვრება, ჩვენ ვცნობთ თუ არა მასში „აზრს“, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ასე მოხდა სულის „თავისუფლებისათვის“ ის ბრძოლები და სწორედ იმ გვიანდელ, ფელეტონურ ეპოქაში იქამდე მივიდნენ, რომ სინამდვილეში, სულმა გაუგონარი და თავად მისთვის აუტანელი თავისუფლება იგემა, როცა მან ეკლესიურ მეურვეობას სრულად სძლია და სახელმწიფოებრივს კი ნაწილობრივ; თავად მის მიერვე შედგენილი და წარმატებული კანონი, ნამდვილი ახალი ავტორიტეტი და ლეგიტიმურობა ჯერ კიდევ მაინც ვერ მოუპოვებია. იმ ხანად სულის უღირსობის, ანგარების, ნებაყოფლობით კაპიტულაციის მაგალითები, რაზედაც ჩვენ ციგენჰალსი გვიყვება, ნაწილობრივ მართლაც გამაოგნებელია.

ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ისეთ მდგომარობაში არ ვართ, რათა ერთმნიშვნელოვანად განვმარტოთ ის ნაწარმოებები, რომელთა მიხედვითაც ჩვენ იმ დროს სახელწოდებას ვაძლევთ, კერძოდ, ,,ფელეტონურს“. როგორც ჩანს, ისინი, როგორც განსაკუთრებით პოპულარული ნაწილი ყოველდღიური პრესის მასალისა, მილიონობით იბეჭდებოდა; ეს ფელეტონები ჰქმნიდნენ მთავარ საკვებს განათლებამოწყურებული მკითხველისათვის, აუწყებდნენ ანდა, უფრო მეტიც, „ლაყბობდნენ“ ცოდნის ათასნაირ საგანზე და, როგორც ჩანს, მათ ავტორთაგან უფრო ჭკვიანები თავიანთ ამ საქმიანობას აგდებით ეკიდებოდნენ; ყოველ შემთხვევაში, ციგენჰალსი აღიარებს, რომ მას ხელში უვარდებოდა მრავალი ისეთი ნაშრომი, რომლებსაც იგი, რამდენადაც სხვანაირად ისინი სრულებით გაუგებარი იქნებოდა, ემხრობა, რომ განმარტავდეს როგორც მათი ავტორების გამასხრებას. სრულიად შესაძლებელია, რომ სამრეწველო წესით გამოშვებულ ამ სტატიებში გარკვეული წილი ირონიისა და საკუთარი თავის გაკიცხვისაც იყოს მოტანილი, რომლის გასაგებადაც ჯერ გასაღები უნდა მოიძებნებოდეს. _ ამ სისულელეთა შემქმნელები მიეკუთვნებოდნენ, ნაწილობრივ, გაზეთების რედაქციებს, ნაწილობრივ კი, ისინი „თავისუფალი“ მწერლები იყვნენ, ხშირად პოეტებადაც იწოდებოდნენ, მაგრამ როგორც ჩანდა, ბევრი მათგანი სწავლულთა რიგებშიც შედიოდა, დიახ, როგორც ეტყობოდა, ისინი უმაღლესი სკოლის მასწავლებლებიც უნდა ყოფილიყვნენ. ასეთ თხზულებათა პოპულარულ შინაარსს წარმოადგენდა ანეკდოტები გამოჩენილ მამაკაცთა და ქალთა ცხოვრებიდან და მათი მიმოწერა, მათ ეწოდებოდათ, დაახლოებით, „ფრიდრიხ ნიცშე და ქალთა მოდა 1870 წლისათვის“, ანდა „კომპოზიტორ როსინის საყვარელი საჭმელები“, ანდა „ფინია ძაღლის როლი დიდ კურტიზან ქალთა ცხოვრებაში“ და მისთანანი. მოგვიანებით უყვარდათ ასევე ისტორიული დაკვირვებები თემებზე, რომლებიც აქტუალური გახლდათ მდიდარ ადამიანთა საუბრებისთვის, როგორიცაა, „ოცნება ოქროს ხელოვნურ წარმოებაზე საუკუნეთა განმავლობაში“, ანდა „მცდელობანი ამინდზე ფიზიკურ-ქიმიური გავლენის მოსახდენად“ და მსგავსი საკითხები. ვკითხულობთ რა ციგენჰალსის მიერ მოყვანილ ამგვარ ყბედობათა სათაურებს, ჩვენ გვაოცებს არა იმდენად ის გარემოება, რომ მოიძებნებოდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ამას ყოველდღიური საკითხავივით შთანთქავდნენ, არამედ უფრო მეტად ის ფაქტი, რომ კარგი სახელის, მდგომარეობისა და განათლების მქონე ავტორები ეხმარებოდნენ უმნიშვნელო ცნობისმოყვარეობაზე ამ გიგანტური მოთხოვნილების „მომსახურებაში“, სარგებლობდნენ რა იმ ხანისთვის დამახასიათებელი სიტყვით – „მომსახურება“, რომელიც, ამასთანავე, აღნიშნავდა ადამიანის მაშინდელ დამოკიდებულებასაც მანქანისადმი. დროდადრო უყვარდათ განსაკუთრებით ცნობილი პიროვნებების გამოკითხვა ყოველდღიურ საკითხებზე, რასაც ციგენჰალსმა ერთი კერძო თავი მიუძღვნა და სადაც, მაგალითად, სახელგანთქმული ქიმიკოსები თუ ვირტუოზი პიანისტები გამოხატავენ თავიანთ აზრს პოლიტიკაზე, ცნობილი მსახიობები, მოცეკვავეები, სპორტსმენები, მფრინავები ანდა ხანდახან პოეტებიც ჰყვებოდნენ მარტოხელა ცხოვრების უპირატესობასა და ნაკლზე, ფინანსური კრიზისების სავარაუდო მიზეზებზე და ასე შემდეგ. აქ ერთადერთი მხოლოდ ის იყო, რომ რომელიმე ცნობილი პიროვნება სწორედ რომ იმ წამს აქტუალურ თემასთან დაეკავშირებინათ: ციგენჰალსთან ვკითხულობთ, ხანდახან, საოცარ მაგალითებს, მას ასობით მოჰყავს ასეთები. ასე რომ ვთქვათ, სავარაუდოდ, მთელ ამ საქმიანობაში ირონიას დიდი წილი მიუძღვის, იქნებ ეს იყო დემონური, სასოწარკვეთილი ირონია, ჩვენ შეგვიძლია ამაზე ღრმად და დიდხანს ვიფიქროთ; მაგრამ ფელეტონებში გამოთქმულის დიდ ნაწილს კი, რომელიც მაშინ კითხვისას თვალშისაცემი და სამხიარულო იყო, ყველა ამ გროტესკულ საკითხს, ეჭვგარეშეა, დამაჯერებელი სერიოზულობით ღებულობდნენ. გამოიცვლიდა რა სახელგანთქმული მხატვრული ტილო მფლობელს, გაიყიდებოდა რა ძვირფასი ხელნაწერი აუქციონზე, დაიწვებოდა რა ძველი ციხე-სასახლე, აღმოჩნდებოდა რა ძველი საგვარეულოს შთამომავალი გახვეული რაიმე სკანდალში, – უმალვე შეიტყობდნენ მკითხველები იმ მრავალი ათასი ფელეტონით არა მხოლოდ ამ ფაქტებს, არამედ უკვე იმავე ანდა მომდევნო დღეს კიდევ რაღაც რაოდენობის ანეკდოტურ ისტორიულ, ფსიქოლოგიურ, ეროტიულ და სხვა მასალებსაც. ყოველ ასეთ მოვლენაზე იღვრებოდა უხვი ნაკადები ბეჯითი ნაწერებისა, და მთელი ამ ცნობების მიწოდება, დახარისხება და გადმოცემა უცილობლად ატარებდა საჩქაროდ და უპასუხისმგებლოდ მომზადებული ფართო მოხმარების საქონლის ბეჭედს. სხვათაშორის, ისე ჩანს, რომ ფელეტონს მიეკუთვნებოდა გარკვეული თამაშებიც, რომელთა მიმართაც მკითხველებს თავად უჩნდებოდათ ინტერესი და რომელთა წყალობითაც სტატიებისა და ლექციებისგან მოყირჭებული მკითხველი საზოგადოება უფრო მეტი ხალისით ერთვებოდა ახალი ცოდნის მიღებაში, რაზედაც მოგვითხრობს ასევე ციგენჰალსის მიერ გაკეთებული გრძელი შენიშვნა საოცარ თემაზე „კროსვორდი“. მაშინ ათასობით ადამიანი, რომლებიც საკმაოდ მძიმე შრომას ეწოდნენ და ძნელი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, მოცალეობისას დაიხრებოდნენ შესაბამისად შედგენილ კვადრატებსა და ჯვრებზე და მათ ცარიელ უჯრებს გარკვული თამაშის წესის მიხედვით ავსებდნენ. ჩვენ გვინდა თავი მოვიზღუდოთ იმისგან, რომ ამაში მხოლოდ სასაცილოსა და სულელურს ვხედავდეთ და თავი შევიკაოთ მასზე ქირქილისაგანაც; ის ადამიანები თავიანთი ბავშვური გამოცანა-თამაშობებითა და თავიანთი საგანმანათლებლო თხზულებებით სულაც არ ყოფილან უბრალო ბავშვები ანდა მოთამაშე ფეაკები, უფრო მეტიც, ისინი პოლიტიკური, სამეურნეო და მორალური მღელვარებებისა და რყევების შუაგულში იყვნენ და დიდ შიშსაც განიცდიდნენ; მათ გადაიტანეს მთელი რიგი საშინელი ომებისა, მათ შორის სამოქალაქოსიც ომებიც; და მათი საგანმანათლებლო პატარა თამაშები წარმოადგენდა არა მხოლოდ მშვენიერსა და უდარდელ ბავშვურობას, იგი შეესაბამებოდა ერთ ღრმა მოთხოვნილებას, რომ დაეხუჭათ თვალები და გაქცეოდნენ გადაუწყვეტელ პრობლემებსა და დაღუპვის საშინელ წინათგრძნობებს, რაც ასეთი გაქცევა შესაძლებელი იყო უფრო მეტად უვნებელ, მოჩვენებით სამყაროში. ისინი დაჟინებით სწავლობდნენ ავტომობილების მართვას, ბანქოს რთულ თამაშებს და გატაცებით ხსნიდნენ კროსვორდებს _ რამეთუ დაუცველად იდგნენ სიკვდილის, შიშის, ტკივილის, შიმშილის პირისპირ, აღარ იყვნენ ეკლესიისგან ნუგეშცემულნი, რჩებოდნენ სულიერი დარიგების გარეშე. ისინი, რომლებიც ასეთ ბევრ ასეთ თხზულებას კითხულობდნენ და მოხსენებას ისმენდნენ, არ იშურებდნენ დროსა და ენერგიას, რათა შიშს მორეოდნენ, დაეძლიათ სიკვდილის შიში საკუთარ თავში, ისინი თრთოდნენ და არ სწამდათ ხვალინდელი დღისა.

მოხსენებებიც ტარდებოდა, და ჩვენ მოკლედ უნდა ვილაპარაკოთ ფელეტონის ამ რაღაც უფრო მისაღებ ნაირსახეობაზე. როგორც სპეციალისტები, ასევე სულიერი ყაჩაღები იმ დროის მოქალაქეებს, რომლებიც ჯერ კიდევ ძლიერად იყვნენ მიჯაჭვულნი განათლების სახეშეცვლილი ცნების თავდაპირველ მნიშვნელობაზე, თხზულებების გარდა მოხსენებათა დიდ რაოდენობასაც სთავაზობდნენ, არა მხოლოდ იმ აზრით, რომ განსაკუთრებული საბაბით ტარდებოდა დაუჯერებელი რაოდენობის საზეიმო ლექციები, არამედ იმიტომაც, რომ მათ შორის ველური კონკურენცია იყო გაჩაღებული. მაშინ შეიძლებოდა საშუალო ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეს ან მის მეუღლეს ყოველ კვირაში ერთხელ, ხოლო დიდ ქალაქებში კი თითქმის ყოველ საღამოს, მოხსენებები მოესმინა, სადაც იგი რომელიღაც თემას თეორიულად გაეცნობოდა; ხელოვნების ნაწარმოებების, პოეტების, სწავლულების, მკვლევარების, მსოფლიოს გარშემო მოგზაურების შესახებ მოხსენებები, სადაც მსმენელი მთლად პასიური რჩებოდა, მაგრამ ისინი მაინც წინასწარ ითვალისწინებდნენ მსმენელის რაღაც დამოკიდებულებას შინაარსისადმი, რაღაც განათლებას, რაღაც მომზადებასა და აღქმის უნარს; ხანდახან ეს დამოკიდებულება არც კი არსებობდა. ეს იყო სასაუბრო, ტემპერამენტით სავსე ანდა მსუბუქი სახის მოხსენებები, მაგალითად, გოეთეზე, როცა იგი ცისფერ ფრაკით საფოსტო ეტლიდან გადმოდის და შტრასბურგელ თუ ვეტცლარელ გოგონას აცდუნებს ანდა არაბულ კულტურაზე, სადაც კამათლის სათამაშო ჭიქაში ინტელექტუალური, მოდური სიტყვების რაოდენობა, კამათელივით იყო ჩაყრილი და თითოეული გახარებული რჩებოდა, როცა იგი ერთ სიტყვას მიახლოებით მაინც გამოიცნობდა. მოხსენებებს ისმენდნენ იმ პოეტებზე, რომელთა ნაწარმოებებიც მათ არასოდეს წაეკითხათ, ანდა მათი წაკითხვის აზრი თავში არც კი მოუვიდოდათ; უყურებდნენ სურათებსაც, გზადაგზა რომ უჩვენებდნენ საპროექციო აპარატის დახმარებით, და ისევე, როგორც საგაზეთო ფელეტონის კითხვისას, წინ მიიწევდნენ ზღვა რაოდენობის ცალკეული ცნობების გავლით, რომელთაც, თავიანთი წყვეტილობისა და განცალკევებულობის გამო, აზრი ჰქონდა დაკარგული. მოკლედ რომ ვთქვათ, უკვე ახლოვდებოდა სიტყვის საშინელი გაუფასურების მდგომარეობა, რაც თავდაპირველად ძალზედ საიდუმლო და ყველაზე უფრო ვიწრო წრეებში გამოვლინდა იმ ჰეროიკულ-ასკეტური, წინააღმდეგობის სახით, რომელიც მალე შესამჩნევი გახდა და ძალაც მოიკრიბა და იგი სულის ახალი თვითდისციპლინისა და სულის ღირსების საფუძველი შეიქნა.

იმ დროის სულიერი ცხოვრების დაურწმუნებლობასა და არანამდვილობას, რომელიც ბევრ სხვა რამეში აღნიშნული იყო ენერგიითა და სიდიადით, ჩვენ, ახლანდელები, ვხსნით როგორც იმ საშინელების სიმპტომს, რომელმაც მოიცვა სული, როდესაც იგი თითქოსდა გამარჯვებებისა და აყვავების ეპოქის მიწურულს უეცრად აღმოჩნდა პირისპირ სიცარიელის წინაშე: დიდი მატერიალური გასაჭირის, პოლიტიკურ და საომარ ჭექა-ქუხილთა პერიოდის, თავად საკუთარი თავისადმი, საკუთარი ძალისა და ღირსებისადმი, უფრო მეტიც – საკუთარი არსებობისადმი უეცრად გაჩენილი უნდობლობის წინაშე. ამასობაში ამავე დროს, დაღუპვის შეგრძნების ამ პერიოდზე მოვიდა პერიოდს ემთხვევა სულის კიდევ ბევრი ძალზედ მაღალი მიღწევაც, რომელთა შორისაც იყო იმ მუსიკათმცოდნეობის დასაწყისი, რომლის მადლიერი მემკვიდრენიც ჩვენ გახლავართ. თუმცა კი ადვილია, რომ წარსულის ნებისმიერ მონაკვეთს მსოფლიო ისტორიაში ლაზათიანად და აზრიანად მიუჩინო კუთვნილი ადგილი, მაგრამ არანაირ ახლანდელ დროს მასში თავისი ადგილის განსაზღვრის უნარი არ გააჩნია და მაშინ, როცა სულიერი მოთხოვნილებები და წარმატებები სწრაფად მიექანებოდა დაბლა, მეტად მოკრძალებულ დონემდე, სწორედ რომ სულიერი ადამიანები მოიცვა საშინელმა დაურწმუნებლობამ და სასოწარკვეთილებამ მოიცვა. სულ ახლახანს აღმოაჩინეს (ნიცშეს დროიდან ამის შესახებ უკვე ბევრგან ხვდებოდნენ), რომ ჩვენი კულტურის ახალგაზრდობა და შემოქმედებითი პერიოდი დასრულდა, რომ იგი ასაკში შევიდა და მწუხრის ბინდი უკვე ჩამოწვა, და ამ უეცარი, ყველას მიერ ნაგრძნობი და მრავალთა მიერ მკაფიოდ ჩამოყალიბებული შეხედულებებიდან გამომდინარე, განმარტავდნენ დროის ამდენ შემაშინებელ ნიშნებს: ცხოვრების უბადრუკ მექანიზაციას, მორალის ღრმა დაცემას, ხალხთა ურწმუნოებას, ხელოვნების არაბუნებრიობას. ეს ხდებოდა ისე, როგორც ერთ შესანიშნავ ჩინურ ზღაპარში, სადაც აჟღერდა „ჩასვენების მუსიკა“, იგი ისე ირწეოდა ათეულობით წლები, როგორც ხანგრძლივად მგრგვინავი საორღანო ბასი, გახრწნილებით შედიოდა სკოლებში, ჟურნალებსა და აკადემიებში, მელანქოლიითა და სულიერი ავადმყოფობით – უმეტესად ჯერ კიდევ სერიოზულად მიღებულ ხელოვანთა და კრიტიკოსთა შორის; ველური და დილეტანტური ჭარბწარმოებით ბობოქრობდა ყველა ხელოვნებაში. არსებობდა თავის დაცვის სხვადასხვაგვარი ხერხები ამ შემოჭრილი მტრის წინაშე, რომელსაც უკვე ვერანაირი ჯადოქრობით ვერ მოიშორებდი. მწარე სინამდვილე დუმილით შეეძლოთ გამოეცნოთ და სტოიკურად გადაეტანათ საუკეთესოთაგან ზოგიერთებს, რასაც იქმოდნენ კიდეც. შეიძლებოდა მისი სიცრუით უარყოფაც, რისთვისაც ლიტერატურული მაუწყებლები ხანდახან ნაწერში მოხერხებულად ახდენდნენ ადგილ-ადგილ ესხმოდნენ თავს თავდასხმებს კულტურის ჩასვენების მოძღვრებაზე; გარდა ამისა, მათ, ვინც ამ მუქარით აღსავსე წინასწარმეტყველების წინააღმდეგ ბრძოლაში იღებდნენ მონაწილეობას, ჰქონდათ მოქალაქეებზე ზეგავლენის მოხდენისა და დარწმუნების უნარი, რადგანაც კულტურა, რომელსაც ეგონათ, რომ ჯერ კიდევ გუშინ ფლობდნენ ისინი და დარწმუნებულები იყვნენ მასში და მისით ამაყობდნენ კიდეც, ახლა სულაც აღარ ცოცხლობდა. ასეთი მოქალაქის მიერ შეყვარებულ განათლებას, მის მიერ შეყვარებულ ხელოვნებას სხვა ვერანაირი ნამდვილი განათლება და ვერანაირი ნამდვილი ხელოვნება უკვე ვეღარ შეცვლიდა, და ეს მისთვის არანაკლებ უხეში და აუტანელი იქნებოდა, ვიდრე ფულის უეცარი ინფლაციები და საკუთარ კაპიტალზე დამუქრება, რაც რევოლუციებს სჩვევიათ. გარდა ამისა არსებობდა კიდევ დიდი ჩასვენების განწყობის წინააღმდეგ ცინიკური დამოკიდებულებაც, დადიოდნენ საცეკვაოდ და ნებისმიერ ზრუნვას მომავალზე მიიჩნევდნენ წინაპართა დროინდელ სისულელედ; მღეროდნენ განწყობით გაჟღენთილ ფელეტონებს ხელოვნების, მეცნიერების, ენის მოახლოებულ აღსასრულზე, ამასთანავე მათ მიერვე ქაღალდისგან აგებულ ფელეტონურ სამყაროში რაღაცნაირი თვითმკვლელობრივი ავხორცობით ჰქმნიდნენ სულის სრული დემორალიზაციისა და ცნებათა ინფლაციის სურათს, ღებულობდნენ სახეს, რომ ვითომდა ცინიკური გულგრილობით ან ვაკჰანალიური აღტაცებით უყურებენ იმას, თუ როგორ იღუპებიან არა მხოლოდ ხელოვნება, სული, ზნეობა, პატიოსნება, არამედ თვით ევროპაცა და „მსოფლიოც“ საერთოდ. კეთილ ადამიანთა შორის მეფობდა წყნარი და დაღვრემილი ცხოვრება, ავზნიანთა შორის კი – გესლიანი პესიმიზმი და მათ ჯერ განცდილი უნდა დაევიწყებინათ, და სამყაროსა და მორალის გარკვეული წესრიგი პოლიტიკითა და ომით მსოფლიოსა და მორალის რაღაცნაირი გარდაქმნა უნდა მოეხდინათ, ვიდრე ნამდვილი თვითდაკვირვებისა და ახალი წესრიგის კულტურა იჩენდა თავს.

ამასობაში გარდამავალი პერიოდის ათწლეულებში ეს კულტურა ძილს არ მისცემია, სწორედ რომ ხელოვანთა, პროფესორთა და ფელეტონისტთა ბრალეულობით დამდგარ მისი დაცემისა და მისი მოჩვენებითი კაპიტულაციის პერიოდში ცალკეულ ადამიანთა შეგნებაში მან მიაღწია ფხიზელ მღვიძარებასა და გულმოდგინე თვითკონტროლის უნარს. ფელეტონის აყვავების ხანის შუა პერიოდში უკვე ყველგან არსებობდა ცალკეული და პატარა ჯგუფები, რომლებსაც გადაწყვეტილი ჰქონდათ ერთგულად დარჩენილიყვნენ სულიერებაში და ამ წლებში მთელი ძალებით დაეცვათ კარგი ტრადიციის, აღზრდის, მეთოდურობისა და ინტელექტუალური კეთილსინდისიერების მარცვალი. რამდენადაც ეს მოვლენები დღეს ჩვენთვის გარკვეულია, თვითკონტროლის, ჭკუაში ჩავარდნისა და დაცემისადმი შეგნებული წინააღმდეგობის პროცესი, როგორც ჩანს, ძირითადად ორი მიმართულებით ყალიბდებოდა. სწავლულთა კულტურის სინდისმა თავშესაფარი ჰპოვა მუსიკის ისტორიის კვლევებსა და სწავლების მეთოდებში, რადგანაც ეს მეცნიერება სწორედ მაშინ განიცდიდა აღმავლობას, და ამასთანავე ფელეტონური სამყაროს შუახანებში სახელი გაითქვა ორმა სემინარმა, რომლებმაც შეიმუშავეს სანიმუშოდ სუფთა და კეთილსინდისიერი სამუშაო მეთოდიკა. და თითქოს ბედს ისე სურდა, რომ ამ მეტად პატარა, მამაცი კოჰორტის მცდელობისათვის ნუგეში მიეცა, რომ ამ მწუხრიან ხანაში მოხდა ის დიდებული საოცრება, სრულიად შემთხვევით, მაგრამ ამან ღვთაებრივ დამტკიცებასავით იმოქმედა: იოჰან სებასტიან ბახის თერთმეტი ხელნაწერი ხელახლა იპოვნეს, რომლებიც უწინ მისი ვაჟის, ფრიდემანის მფლობელობაში იყო. წახდენისადმი წინააღმდეგობის მეორე მხარე აღმოსავლეთის ქვეყანაში მომლოცველთა კავშირი იყო, რომლის ძმებიც ნაკლებად მისდევდნენ ინტელექტუალურ აღზრდას, ვიდრე სულიერს, იჩენდნენ ღვთისმოსაობისადმი ზრუნვასა და პატივისცემას. აქედან მოყოლებული სულისათვის ზრუნვისა და რიოში მარგალიტებით თამაშის ჩვენმა დღევანდელმა ფორმამ მნიშვნელოვანი იმპულსები მიიღო, სახელდობრ, მჭვრეტელობის მხრივ. ჩვენი კულტურის არსობისა და მისი შემდგომი არსებობის შესაძლებლობათა ახალ გაგებაში აღმოსავლეთის ქვეყანაში მომლოცველებსაც მიუძღვით წვლილი, არა იმდენად სამეცნიერო-ანალიტიკური მიღწევების წყალობით, რამდენადაც შორეულ დროებსა და კულტურის მდგომარეობებში მაგიური შეღწევის უძველეს და საიდუმლო ვარჯიშებზე დაფუძნებული მათეული უნარის მეშვეობით. მათ შორის იყვნენ, მაგალითად, მუსიკოსები და მომღერლები, რომლებმაც დაგვარწმუნეს, რომ მათ გააჩნდათ უნარი, რათა უფრო ადრეული ეპოქების მუსიკა შეესრულებინათ სრულყოფილი, ძველი სიწმინდით, ესე იგი, მაგალითად, აეჟღერებინათ 1600-იანი წლების დასაწყისში ან 1650-იან წლებში შექმნილი მუსიკა, და ზუსტად ისე დაეკრათ და ემღერათ, თითქოს აქ ყველაფერი: მოგვიანებით წარმოშობილი მოდები, დახვეწილობანი, ვირტუოზულობანი ჯერ კიდევ უცნობი ყოფილიყოს. ეს იმ დროს ხდებოდა, როცა მუსიკალურ ცხოვრებაში ბატონობდა დინამიკისა და ყველაფრის მუსიკად ქცევისაკენ სწრაფვა და როცა დირიჟორის შესრულებისა და „გააზრების“ მიღმა თითქმის ივიწყებდნენ თავად მუსიკას, სწორედ მაშინ აღმოსავლეთის ქვეყანაში მომლოცველთა მიერ შემოტანილი სიახლენი რაღაც გაუგონარი რამ გახლდათ. გადმოცემით ცნობილია, რომ როცა აღმოსავლეთის ქვეყანაში მომლოცველთა ერთმა ორკესტრმა ოფიციალურად პირველად შეასრულა ჰენდელის წინა პერიოდის ერთი სუიტა, სრულყოფილად, ყოველგვარი გაძლიერებისა და დაყრუების გარეშე, სხვა დროისა და სამყაროს სიწრფელითა და უბრალოებით, მსმენელთა ნაწილი რჩებოდა სრულ გაუგებრობაში, ნაწილი კი ამას ფრთხილად ეკიდებოდა და ფიქრობდა, რომ ცხოვრებაში პირველად ისმენდა მუსიკას. კავშირის ერთ-ერთმა წევრმა ბრემგარტენსა და მორბიოს შორის არსებულ მის დარბაზში ააგო ბახის ორღანი და ისე სრულჰყო, როგორსაც იოჰან სებასტიან ბახი თავისთვის ააგებდა, თუკი მას საამისოდ სახსრები და შესაძლებლობა მიეცემოდა. ორღანის შემქმნელმა თავისი სახელი დაფარულად დატოვა, როგორც ეს კავშირში უკვე მაშინვე მიღებული კანონი იყო და ზილბერმანი დაირქვა, XVIII საუკუნეში მცხოვრები თავისი წინამორბედის საპატივსაცემოდ.

საკუთარი თარგმანი გადაამუშავა 
მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილმა 
21.06.13.

გარდა ამისა, ჯერ კიდევ გამომცემლისადმი განცხადებით მიმართვამდე, გასული წლის ნოემბრის ბოლოს, მივმართეთ გოეთეს ინსტიტუტს საქართველოში და ქვემოთ მოგვყავს მისი ტექტიც, სადაც პრაქტიკულად ნათქვამია თითქმის იგივე, რაც გამომცემლისადმი განცხადებაშია დაწერილი, და თუმცა ტექსტი გერმანულ ენაზეა, სრული სურათის წარმოსადგენად ქვემოთ ისიც მოგვყავს:

Ich möchte Ihnen alles über diese unangenehme Geschichte erzählen, daß Sie richtige Vorstellung darüber hätten.Verzeihen Sie mir, bitte, dass ich hier so viel rede. Ich bin gegen niemanden, ich will mein Buchesweiterleben. Ich gestehe im voraus, daß meine erste Lieferung des Buches nicht ohne Mängel war. Ich habe selbst das durch die ganze Hingabe verbessert.

“Das Glasperlenspiel” von H. Hesse zu übersetzen, begann ich durch den Vorschlag von O. Karalaschvili , dem meine Übersetzung “Narziss und Goldmund” sehr gefiel. Im Jahre 2008 hat Otar mich mit dem Verlag “Siesta” verbunden, weil ich diese Übersetzung zum zweitenmal herausgeben wollte. Die Direktorin des Verlags Keti Kiguradse hat auch zwei meine Bücher “Die kleine Anthologie der deutschen Poesie” und “Cherubimischer Wandrer” von Angelus Silesius gedruckt. Auf dem Grund dieser Zusammenarbeit haben wir im 2011 am 8. März den Vertrag über die Übersetzung von H. Hesse “das Glasperlenspiel” geschlossen. Es gibt zwei Vertragsvariante: I. Wenn es keine finanziele Unterstützung von Deutschland wäre – 1830 $, II. 6000 $, durch die Hilfe der Deutschen. In den beiden Fällen sollte man für meine Arbeit die Hälfte der Geldsumme gleich dem Vertragschliessen zahlen, und die zweite Hälfte nach dem Buchdruck. Es ist bemerkenswert, daß ich das Geld nicht bekommen habe, weil der Verlag dafür keine Kosten besaß. Ich habe das verständig getroffen und für den Lebenshalt private Deutschstunden gegeben und weil die deutschlernenden wesentlich die Schüler waren, machte mich diese Arbeit besonders müde. Die Arbeit an der Übersetzung widerspiegelte deswegen schlimm. Das ganze Buch habe ich im Juli 2012 vollendet und gerade zu dieser Zeit kam die Einwilligung aus Deutschland. Ich habe von Ihrer Angestellten E. Zereteli deutlich erfahren, dass das Honorar nur dem Übersetzer gehörte und der Verlag andere Kosten für die Redaktion und den Buchdruck selbst ausgeben sollte, im Unterschied der Französen.

Unsere Unstimmigkeit entstand über die Frage, dass das von Deutschland geschickte Geld teils auch dem Verlag gehörte. Davon habe ich auch die Bedingungen der ,,Übersetzungsforderung” aus der Web-Seite von Goethe-Institut gelesen und das alles der Verlägerin im Gespräch mitteilte. Sie hat direkt darüber keine Ansprüche erhoben, aber die Bewertung über das im Juli abgegebene Buch habe ich während 7 Monate nicht bekommen. Ich habe nicht nur den Zweifell, sondern gibt es eine Tatsache, dass die Herausgeberin der Redaktorin M. Paitschadse nach meinem Buch inzwischen zur Redaktion Herta Müller übergab, dass das letzte Buch schneller vorzubereiten war. Mein Buch war absichtlich aufgehalten, weil ich in der Zeitnot geraten würde, damit ich Zugeständnisse zur Kostenausgabe der Redaktorin machen könnte. Dazu kam es auch der andere Zustand, den wir, ich und meine Verlägerin, nicht erwarten könnten, dass meine Übersetzung keine beneidenswerte Qualität wegen meines Zeitmangels und der Müdigkeit hatte. In solchem Fall ware es von der Seite der Redaktorin soeben Kollegialität, auf 1-3. Seiten mir ausführliche, entsprechende Fehler zu zeigen, weil ich das bestimmt mit meinen Augen sehen und daraus Schlüsse für meine weitere Arbeit folgern könnte. Gerade es war das, daß ich nicht den Text bearbeiten könnte! Sogleich habe ich das begriffen. Ich wollte den Text nach Hause bringen und daran arbeiten. Zuerst war von ihnen solch ein Vorslag, ich müsste in einem Monat 100 Seite (im Buch 200) fertig gleich machen. Und mit dem ganzen Buch müsste ich in drei Monaten schon zurechtkommen, weil die Vertragsfrist am ehesten verkürze, sie sagten mir, der Vertrag nur ein Jahrlang dauerte. Das war auch falsch. Sie haben mir den Text nicht gegeben und meinen unfertigen Text zur Schätzung den Germanisten je 10 Blätter gegeben. Sie waren Nata Dshanelidse, Nana Gogolaschwili und Lewan Bregadse. Von ihnen nur N. Dshanelidse hat das gelesen, und hoffnungsvoll mir versprochen beim neuen Übersetzen des schweren Teils des Buches zu helfen und auch das Buch allmählich zu verbessern, aber sie war schwer krank und hat auch nach 2 Monaten von ihr K. Kiguradse das Material abgenommen. Die Schlußfolgerung war solche, dass das Buch war unredaktierbar, N. Dsh. war obwohl dagegen.

Von dieser Zeit an beginnt unser Konflikt, was bis heute dauert. Auf meine vielseitigen Forderungen, die Übersetzung zu redakrieren, bekam ich immer Absagen.

Am Anfang Juni aber begann ich mein Buch selbst zu lesen, mit dem Original ganz und gar zu vergleichen und sinnlich undeutliche Lücken im Text mit russischem Buch mit der Hilfe meines Mannes (Militär- und Historieforscher) gut zu verstehen, wieder ins Deutsche zu gucken und dann zu übersetzen. Der erste Teil des Buches ist besonders schwer!

Nachdem ich inhaltliche Fehler gefunden habe und verantwortungsvoll gearbeitet, habe ich Mitte Juni 12 Seiten (24 Seiten im Buch) dem Verlag abgegeben und nach einem Monat schon 2 Kapitel des Buches 50 Seiten (im Buch 100). Im Sommer arbeitete ich an der Übersetzung mit allen Kräften und habe den ersten Teil (I Band) ganz verbessert, und schon fertig eingetragen gemacht. Die Herausgeberin war wieder dagegen, und sagte meiner Redaktorin gefällt das nicht. Ich habe keine Zeit für Sie… usw. Nur leere Worte, keine Bemerkungen, keine Verbesserungen im Text. Ich habe an meinem Buch in dieser ganzen Zeit fast in der Unterdrückung gearbeitet. Ich möchte meine Fehler zusammen mit der Redaktorin sehen, aber umsonst. Sie sagte das kostet viel, Sie können die Textbewertung selbst gewinnen aber nur von N. Gogolaschwili, L. Bregadse, M. Paitschadse, die ersten zwei hatten, und auch die dritte keine Zeit dafür. Ein bewundernder Kreis! Dabei half mir Otar Karalaschwili. Zuerst gab ich den Text S. Abaschidse über, der hatte ausführlich und sorgfältig das gelesen und die ersten 10 Seiten dem Original vergleichen und sagte, Wort in Wort, genau übersetzt aber diese Satzperiode! Vielleicht versuchen wir das zu teilen, ich möchte hier hinzufügend bemerken, dass gerade diese Satzperiode gefiel A. Kartosia, also gerade dieser Versuch den georgischen Germanisten schwerfällt, aber in unserem gegebenen Buch geht es besser und erfolgreich. Ihm gefiel auch der Stil, der anderen Bewerterin A. Kordsaia-Samadaschwili der Rithmus des Erzählens, der “gegriffen” ist, im Unterschied von M. Paitschadse. Dieser Abaschidse konnte selbst das Buch nicht redaktieren und hat für mich eine Magistrantin der Germanistik, die Tochter der Germanistin Nato Tchilava gefunden. Sie hat den Wunsch, auch Erfahrung beziehungsweise das Buch zu redaktieren. Aber dieser Vorschlag vom Verlag wieder verzichtet: Der Grund bewunderte mich natürlich und habe ich telefonisch erfahren, dass N. Gogolaschwili übersetzt eben dieses Buch. Und von dieser Zeit an habe ich mit dem Institut schon in Beziehung gekommen. Ich sehe kein Recht in der Sache. Ich bin nicht unerfahrene Übersetzerin und auch nicht unschöpferische Natur innig (ich habe eigene Gedichte). An dem fehlerreichlenden Text kann ich sorgfältig mit Hingabe arbeiten und ich habe das allein gemacht. Dieser Text ist am schwersten! Und wie diese A. Kordsaia von der Textschätzung sagte, ich habe das überwinden.

Also zum Thema! Das Institut antwortete mir, dass der Kontrakt mit N. Gogolaschwili hier nieht entstanden ist, obwohl es darüber gesprochen war.

Zur Analyse und zur Schätzung des übersetzten Textes haben wir urd auch Sie (E. Z. abgegeben) schriftlich zwei positive Berichte, aber auch auf den Mangel angedeutet, das Buch braucht die Redaktion, aber nicht kleine Redaktion, diese letzte aber verlangt K. Kiguradse, wie sie bei unserem Gespräch aus geprägt hat. 

Ana Kordsaia ist mit der Übersetzung als Leserin begeistert, und fügt das hinzu, dass die Übersetzerin vor dem deutschen Text von Angesicht zu Angesicht steht und das braucht ein anderes Auge, die Redaktorin schon.

A. Kartosia empfiehlt mir den Text ohne andere Germanistin zu helfen, selbst zu lesen, die Übersetzung ist eine Reproduktion des Originals.

Aber hier gibt es zwei Faktoren: die Vertragsfrist (im Sommer muss man das schon herausgeben) und meine Müdigkeit und die Stressmomente (von April bis heute). In jedem Fall , braucht die Übersetzung den Redaktor, der die Sache bis Ende bringt. A. Kordsaia sagt in ihrer Bewertung, dass bestimmte Ungenauigkeiten in der Übersetzung wegen des langen mit dem Text allein Seins gewöhnliche Erscheinung ist, während “Siestas” Redaktorin wiederholte “Das kann man nicht redaktieren”; Aber “dieser Mythus” ist bis Ende nicht verschwinden.

Wir haben diese Schätzungen mündliche und schriftliche der Verlägerin gebracht, aber umsonst. Sie bestimmt die Sache nicht, sie beschwert das mehr. Danach haben wir O. Karalaschwili telefonisch darüber gesprochen, er sagte, die Redaktion braucht viel Geld. Selbst der Verlag davon spricht nicht. O. Karalaschwili möchte uns beide Seiten vereinbaren. Ich bin dafür, teils die Redaktion zu bezahlen, mein Honorar zu teilen; Sie hat, glaube ich, andere Pläne. So hat sie mir gesagt: 1) Nimm das Buch und arbeite daran, ich werde in der Zukunft das herausgeben. 2) Jetzt muss ich dem anderen Übersetzer das bestellen.(Wer weiss,benutzt jemand meine Arbeit oder nicht.Das ist die Sache!)

Oder: das Buch sollte kleine Redaktion brauchen.

Wenn ich nach meinen Kräften auch einen Redaktor finde und das kann ich machen, wer weiss, bekommt K. Kiguradse das Buch oder nicht. Sie sagt entschliessend, meinen Redaktoren soll das gefallen. So schwer ist mir die Sache von diesem Verlag.

Das Buch braucht die Redaction, weil das selbst schwer und tief inhaltlich ist.

Würde sie mein solches Angebot annehmen, dass ich ihr bei den Redaktionskosten teils helfe. Aber wenn diese Bitte von ihr wieder ignoriert wird, will ich schon das offiziell erklären.

Welche Mängel und Lücken meine Arbeit hatte, habe ich sie personlich bedeutendsvoll durch meine Sorgfältigkeit verbessert und werde ich keine verhindernde Person bei der weiteren Arbeit des Buches, aber wenn K. Kiguradse mit ihrem eigennutzigen Zweck dem Anderen verbunden ist, und sie dafür dringend mein Buch übersieht, dann werde ich mich ans Gricht wenden und versuche in den Gesetzrahmen das Recht zu finden, aber wenn in diesem Streitprozess unsere gemeinsame Verpflichtungserfüllung vor den Deutschen gestört werden wird, werde ich darüber die Verantwortung ablehnen, weil ich möglicherweise Zugeständnisse mache, dass diese Sache bis Ende vollendet werden wird.

Jetzt muss eine Wahl die Verlägerin treffen. Würden Sie bitte beim Verlag für mich eine Fürbitte tun, den Konflikt unter uns wohl einzustimmen. Dafür danke ich Ihnen im voraus herzlich.

Mit grosser Ehre und Hoffnung
Mariam Ksowreli-Chartischwili

P. S. Ich habe Bewertungen über mein übersetztes Buch von drei Germanisten bekommen. K. Kiguradse glaubte nicht daran und wandte sich an diese Personen wieder durch die Fragen. Von ihnen bekam sie genau dieselbe Briefe, was sie mir geschickt hatten.

Als ich diesen Brief gefertigt hatte, erhielt ich von A. Kartosia einen Brief durch e-mail Kopie, dessen Original er Ketewan geschickt hatte. In diesem Brief antwortet A. Kartosia auf Ketewans Frage: dass er über meine Übersetzung schon berichtet hatte und er ihr mit demselben Brief antwortet, welchen er mir vor kurzer Zeit gesandt hatte.

Ausserdem sagte Anna Kordsaia mir telefonisch, dass sie auf Ketevans analogische Frage so geantwortet hatte: über die Übersetzerin und über die Übersetzung habe ich schon berictet und wiederhole die- selbe Worte, ich ändere nichts.

Übrigens redaktiert georgisch jetzt meine Freundin Manana Kobaidse-Kok den Anfang meines Buches. Selbst ist sie Sprachwissenschaftlerin und war tätig an dem Sprachwissenschaftsinstitut der georgischen Wissenschaftsakademie, zur Zeit lebt und wirkt in Schweden, hat eine schwedische Familie. Sie unterrichtet die Georgische Sprache an der Fakultat “Die Kultur und die Gesellschaft” in der Stadt Lundi, jetzt in Malmö. Sie übersetzte “Die Gedichte” von Emili Dikinson, 2005, “Die Poesie und die Prosa vom Nobelianten Tomas Tranströmer”, Verlag “Intelekt”, 2012. Zur Zeit hat sie 24 Seiten des Buches redaktiert und plant sie auch zwei Kapitel zu machen. Das Muster haben wir per Computertext beigelegt.

No comments:

Post a Comment