(მასალა წარმოადგენს ნიკოლოზ დუბრივინის წიგნის «Исторiя войны и владычества русскихъ на Кавказе» /томъ II, С-Петербургъ, 1886/ VII თავის თარგმანს)
თავი VII
ყაბარდოელთა თავდასხმა ჩვენს რაზმზე მდინარე მალკასთან და შეიხ-მანსურისა ყიზლარზე. – მტაცებლობა ხაზზე. – მანსურის საქმიანობა და მისი დევნა ჩვენი ჯარების მიერ. – პ. ს. პოტიომკინის პროკლამაციები. – ბრძოლა ტატარტუპთან.
დიდი ყაბარდოს მცხოვრებნი უფრო მტრულად იყვნენ ჩვენდამი განწყობილნი, ვიდრე მორჩილებით. მთელი ყაბარდო იმ ხანებში იყოფოდა სამ პარტიად: პირველი და ყველაზე უფრო ძლიერი კეთილად იყო განწყობილი მანსურის მიმართ, ამარაგებდა მის ბრბოს სურსათით, ემზადებოდა ცრუწინასწარმეტყველთან შეერთებისთვის და იწვევდა მას თავის სამფლობელოებში. მეორე პარტია, მისოუსტ ბამათოვის ხელმძღვანელობით, გაუბედაობაში რჩებოდა და, ფარულად თანაუგრძნობდა რა ჩეჩნებს, გარეგნულად გამოხატავდა ისეთ შესახედაობას, თითქოს უკმაყოფილოა მანსურის მოახლოებით მათ სამფლობელოებთან. და ბოლოს, მესამე პარტია, რომელიც შეადგენდა უმცირესობას, თავად კესაევებისა და ხამურზინების საგვარეულოთა ხელმძღვანელობით, გულწრფელად იყო რუსეთისადმი ერთგული, მაგრამ, ეშინოდა რა უმრავლესობისგან დევნისა, იყო ყველაზე უფრო უსიამოვნო მდგომარეობაში. არ იყო არავითარი ეჭვი, რომ თუკი მანსური შევა ყაბარდოში, მაშინ ეს უკანასკნელი პარტიაც, გარემოებათა ძალით იძულებული იქნება გადავიდეს რუსეთის მოწინააღმდეგეთა მხარეზე (Рапортъ генерала П. С. Потёмкина князю Потёмкину 21-го ноября, № 302. Гос. Арх. XXIII, № 13, карт. 49).
ამასობაში, მღელვარება ყაბარდოში დღითი დღე სულ უფრო ძლიერდებოდა. ინარჩუნებდნენ რა მუდმივ ურთიერთობებს ყუბანისმიღმელ ჩერქეზებთან და ჩეჩნებთან, და ღებულობდნენ რა აჯანყებისთვის შემაგულიანებელ წერილებს მანსურისგან, ყაბარდოელთა უმრავლესობა ჰყიდდა თავის ქონებას, საქონელს და მიღებული ფულით ყიდულობდა იარაღსა და ცხენებს. პორტას მიერ წაქეზებულნი, რომელიც მათ აიმედებდა თავისი დახმარებით, ყაბარდოელები, შეუერთდნენ რა ყუბანისმიღმელ ჩერქეზებს, იჭრებოდნენ ჩვენს ფარგლებში, ძარცვავდნენ მცხოვრებთ და ტყვედ მიჰყავდათ ისინი, და, ბოლოს, ურთირთშორის თათბირების შემდეგ, შეიკრიბნენ რა მნიშვნელოვანი რიცხვით, მოახდინეს თავდასხმები, თუმცა კი წარუმატებელი, კონსტანტინოგორსკზე, სოფელ ნინოზე და თვით გეორგიევსკის ციხესიმაგრეზეც კი.
მიიღო რა ცნობა, რომ ყაბარდოელთა მთავარი ხროვა (скопище) იმყოფება მდინარე მალკაზე, გენერალ-მაიორმა შემიაკინმა საჩქაროდ შეკრიბა რაზმი შეკრებილთა გაფანტვის განზრახვით. მდინარე მალკიდან ოთხ ვერსზე, 4 აგვისტოს, ნაშუადღევის დაახლოებით ექვს საათზე, ყაბარდოელები დახვდნენ ჩვენს რაზმს სამი ბრბოს სახით, რომელთა რიცხოვნებაც ვრცელდებოდა ათას ადამიანამდე. ისინი მოითხოვდნენ, რომ რუსული ჯარები უკან დაბრუნებულიყვნენ და ჰყვიროდნენ, რომ არ მისცემენ მათ მდინარე მალკაზე ბანაკად განლაგების ნებას. თვლიდა რა მსგავს მოთხოვნას უკიდურესად თავხედურად, შემიაკინმა ბრძანა თარჯიმან ვილკოვსკის მეშვეობით გამოეცხადებინათ შეკრებილთათვის, რომ მათ, თავი დაენებებინათ თავხედობისთვის, დაუყოვნებლივ დაშლილიყვნენ და წასულიყვნენ თავიანთ სახლებში. მორჩილების გამოხატვის ნაცვლად, ყაბარდოელებმა შემოუტიეს ჩვენს რაზმს, მაგრამ მოგერიებულ იქნენ და გაყრილნი მდნარე მალკას იქით (Рапорты Шемякина генералу Леонтьеву 4-го и 5-го августа. Госуд. Арх. XXIII, № 13, карт. 49). გაჩერდა რა ბრძოლოს ადგილზე, შემიაკინი სთხოვდა გენერალ-პორუჩიკ ლეონტიევს გამოეგზავნა მისთვის დამხმარე ძალები ყაბარდოელთა დასასჯელად, მაგრამ ეს თხოვნა ვერ შეიძლებოდა ყოფილიყო დაკმაყოფილებული, თავისუფალი ჯარების არარსებობის გამო, რომლებიც იმ დროს დაკავებული იყვნენ მოქმედებებით მანსურის წინააღმდეგ, რომელსაც მოესწრო მტაცებელთა მეტად მნიშვნელოვანი ბრბოს შეკრება.
აგვისტოს დასაწყისში ყიზლარის კომენდანტმა ბრიგადირმა ვიშნიაკოვმა მოახსენა, რომ აკსაელ მფლობელთა უმეტესი ნაწილი მათი უზდენებით შეუერთდა მანსურს, რომელსაც განზრახული აქვს უწინარეს ყოვლისა თავს დაესხას ოჩის ნავმისადგომს, სადაც მას იმედი აქვს რომ ხელში ჩაიგდებს პროვიანტს და ამით შეიძენს სახსარს თავისი ჯარის (сборище) გამოკვებისთვის. პროვიანტის მნიშვნელოვანი მარაგის გარდა, რომელიც იპყრობდა ცრუწინასწარმეტყველის ყურადღებას, ოჩის ნავმისადგომს მანსურის თვალში ჰქონდა ის დიდი მნიშვნელობაც, რომ დაეუფლებოდა რა მას, იგი წყვეტდა ყიზლარის შეტყობინებას ასტრახანთან და გრებენსკისა და სემეინის კაზაკთა ჯარებთან. საკუთარ საშუალებებს მინებებული ყიზლარი მთიელებს იოლ ნადავლად ეჩვენებოდათ და ისინი, ცრუწინასწარმეტყველის დაპირებებით დაიმედებულნი, სავსებით იყნენ დარწმუნებულნი წარმატებაში. ყოველგვარ ნადავლზე დახარბებულნი, იქაურები ბრბოებად მოდინებოდნენ სხვადასხვა მხრიდან მანსურის დროშების ქვეშ. აქ იყვნენ ჩეჩნები, ყაბარდოელები, სხვადასხვა ტომისა და თემის ლეკები, ტარკის საშამხლოს მცხოვრებნი და უმთავრესად ყუმიხები, რომლებიც ამ ბრბოს ბირთვს შეადგენდნენ. ინგუშები სულაც არ მონაწილეობდნენ ამბოხებაში, ხოლო კოსტიუკოველებიდან კი მხოლოდ ცოტანი იმყოფებოდნენ მანსურის ბრბოში. კოსტიუკოველი მფლობელი ჰამზა, რომელსაც ჰქონდა კაპიტნის ჩინი, ურყევი რჩებოდა ცრუწინასწარმეტყველის ყველა შეგონებისადმი და თავისი მაგალითით ბევრი შეაკავა მტაცებელთა ბრბოში შესვლისგან. ენდერელი მფლობელი მოხუცი თემირი, სამი ვაჟიშვილით, რუსეთისადმი ერთგული რჩებოდა; მეორე ასეთივე მოხუცი, მურთაზა-ალი, ასევე გამოხატავდა თავის გულმოდგინებას, მაგრამ მისი ვაჟიშვილი, ჩაპალოვი, გახლდათ მანსურის მთავარი დამხმარე (Рапортъ П. С. Потёмкина князю Потёмкину 8-го ноября, № 323). მცირე ყაბარდოს მფლობელთა უმეტეს ნაწილს ეკავა ცრუწინასწარმეტყველის მხარე და განსაკუთრებით თავად დოლს, რომელიც გახლდათ მისი მთავარი იარაღი ბრბოს შეგროვებასა და ყოველგვარი აუხდენელი ხმების გავრცელებაში მანსურის სიწმინდის შესახებ.
მხარდაჭერილმა ამდენად გავლენიანი პირებით, რომლებმაც მასთან მოიყვანეს თავიანთი შეიარაღებული ხელქვეითები, ჩეჩენთა იმამმა გაბედა და გადაწყვიტა თავს დასხმოდა ყიზლარს. ისარგებლა რა მდინარე თერგში წყლის დაკლებითა და მასზე ბევრ ადგილას ფონით გადასვლის შესაძლებლობით, მანსურმა, 19 აგვისტოს, დაახლოებით დილის 11 საათზე, დაიწყო გადმოსვლა მდინარის მარცხენა ნაპირზე თხუთმეტ ვერსზე ყიზლარის ქვემოთ. მდინარეზე გადმოსვლის შემდეგ მთელი ეს ხროვა (скопище), რომლის რიცხოვნებაც, პიკეტებზე მყოფი გრებენელი კაზაკების მოხსენებით, ვრცელდებოდა 10.000 ადამიანამდე, მოადგა ბუივალის სანახებს, რომელიც შვიდ ვერსზე იმყოფებოდა ყიზლარიდან და განლაგდა ბაღებში, ქალაქს რომ ერტყა ირგვლივ. მოაღწია რა ბაღებამდე, მტაცებელთა მოუწყობელი ბრბო (нестройная толпа хищниковъ) უკვე აღარ უსმენდა თავისი წინამძღოლის ხმას და არ მიჰყვებოდა მის მითითებებს, რომ პირდაპირ იერიშით წამოსულიყო. მთიელები თავიანთ თვალწინ ხედავდნენ ნადავლს და იმის ნაცვლად, რომ წინ წამოსულიყვნენ, ძარცვა-ტაცებას მიჰყვეს ხელი. 20 აგვისტოს მთელ დღეს მოწინააღმდეგე აჩანაგებდა ბაღებს, წვავდა იქ არსებულ შენობებს და მხოლოდ ღამით, სურდა რა შემოჭრილიყო ქალაქში, ცდილობდა თავს დასხმოდა რეტრანშემენტს, რომელიც ფორშტადტის გარშემო იყო აღმართული (Рапортъ астраханскаго губернатора П. С. Потёмкину 2-го сентября, № 104, Госуд. Арх., XVI, № 910, Рапортъ Леонтьева П. С. Потёмкину 30-го августа, № 172. Тамъ же, XXIII, № 13, карт. 49).
სიზანტემ, რომლითაც მოწინააღმდეგე ემზადებოდა ყიზლარზე თავდასხმისთვის, საშუალება მისცა ბრიგადირ ვიშნიაკოვს მომზადებულიყო მის დასახვედრად. რეტრანშემენტის თავდაცვა გაყოფილ იქნა ორ ნაწილად: მისი მარჯვენა ნახევარი, რომელიც იფარავდა თათრების სახლებს, დასაცავად ჩაბარებულ იქნა თერგის ჯარის კაპიტნის თავად ბეკოვიჩ-ჩერკასკისთვის, ხოლო მარცხენა ნახევარი კი, ქართველებისა და სომხების სახლებით – პლაც-მაიორ ბოიარკინისთვის. ქალაქის დასაცავად დანიშნულ იქნა 2.500 კაციანი რაზმი, რომლის შემადგენლობაშიც იმყოფებოდნენ: ასტრახანისა და ყიზლარის პოლკების ორი ასეული, გრებენისა და თერგის კაზაკები და სახალხო ლაშქარი, რომელიც შედგებოდა ქართველების, სომხებისა და ყალმუხებისგან. გარნიზონის ბატალიონი დატოვებულ იქნა ციხესიმაგრეში, რეზერვში, ხოლო რეტრანშემენტის გარეთ კი ბანაკად იდგა ტომსკის ქვეითი პოლკი 720 ადამიანის რიცხვით, პოლკოვნიკ ლუნინის უფროსობით (Рапортъ Вишнякова генералу Леонтьеву 27-го августа, № 766. Гос. Арх., XXIII, № 13, карт. 49).
საღამოს, 20 აგვისტოს, როგორც უკვე ვთქვით, მოწინააღმდეგე შეეცადა რეტრანშემენტის აღებას, მაგრამ მას დახვდნენ ძლიერი ცეცხლით სიმაგრეში მყოფი ყველა ქვემეხიდან. ჩასხდნენ რა რეტრანშემენტის თხრილში, მთიელები ხუთჯერ წამოვიდნენ იერიშით და აგრძელებდნენ თავდასხმას მანამდე, სანამ თხრილში ჩასულმა დამცველებმა არ გამოყარეს ისინი იქიდან ხიშტებით. ხედავდა რა წარუმატებლობას, მანსურმა უკან დაიხია ბუივალის სანახებისკენ და თან წაიღო ყველა მოკლულის გვამები.
მომდევნო დღეს მოწინააღმდეგემ, თავი ანება რა სიმაგრის დაუფლების განზრახვას, შემოუტია ტომსკის ქვეით პოლკს, რომელიც მოეწყო კარეში და დახვდა მას ბატალიონების ცეცხლით. მაგრამ არც ამ ცეცხლს, არც გასროლებს ციხესიმაგრიდან, არ შეეძლოთ პირველ ხანებში მთიელთა გაჩერება, რომლებიც თავზეხელაღებულად იბრძოდნენ. იმალებოდნენ რა ორმოებსა და ღრანტეებში, და მოეფარნენ რა სხვადასხვა ადგილებს, ისინი აწამოებდნენ მარდ ცეცხლს (беглый огонь) კარეზე, რომელშიც იმყოფებოდა დაბალი ჩინების დაახლოებით 720 ადამიანი. ხედავდა რა მოწინააღმდეგის მრავალრიცხოვნებას და არ სურდა რა ტყუილა-უბრალოდ ხალხის დაკარგვა, პოლკოვნიკმა ლუნინმა კარესგან მოაწყო სამკუთხედი და ერთერთი წვეროთი დაიწყო უკანდახევა სიმაგრისკენ. მთიელები თუმცა კი ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ უკანდახეულებს და ცდილობდნენ მათ ალყაში მოქცევას, მაგრამ ყველგან ხვდებოდნენ მათკენ პირმიბრუნებულ მოწინააღმდეგეს და უზარმაზარ დანაკარგებს განიცდიდნენ. მოწინააღმდეგის ყოველი მოწოლისას (შემოტევისას) პოლკოვნიკი ლუნინი ჩერდებოდა, ხიშტებით ხვდებოდა მას და ამით აყენებდა სასტიკ დამარცხებას მოწინააღმდეგეს. ტომსკის პოლკის რეტრანშემენტში უკანდახევასთან ერთად მთიელები დახვედრილ იქნენ ცეცხლით ყველა ქვემეხიდან და იძულებული შეიქნენ უკან დაეხიათ. მათ ადგილზე დატოვეს რვა ნიშანი და 70-მდე მოკლულთა გვამები, რომელთა თან წაღებაც ვერ მოასწრეს. მათი დამარხვისას ამაზე ზევით ნაპოვნ იქნა ბევრი გვამი ბუჩქებში, რომლებსაც ხის ტოტები ჰქონდათ გადაფარებული.
მოწმობდა რა ყიზლარის მთელი გარნიზონის დამსახურებათა შესახებ, პოლკოვნიკი ლუნინი მოახსენებდა, რომ განსაკუთრებით მამაცურად იცავდნენ თავს ჩამოქვეითებული გრებენელი კაზაკები მათი ატამანით პეტრე სეხინინით, თერგის მხედრობა, რომელიც იყო თავად ბეკოვიჩ-ჩერკასკის უფროსობის ქვეშ, და ყველა მცხოვრები, ყალმუხების გამოკლებით. “ისინი არსებითად სრულებით მშიშრები არიან, მოახსენებდა ლუნინი (Генералу Леонтьеву 27-го августа. Госуд. Архивъ, XXIII, № 13, карт. 49), მთელი იძულებისა და ცემის მიუხედავად, ვერაფრით ვერ შევძელი მიმეღწია, რომ თუნდაც გაქცეულებს დადევნებოდნენ უკან ან კიდევ მებრძოლთათვის დახმარება მაინც აღმოეჩინათ, არამედ მხოლოდ იდგნენ და კანკალებდნენ”. ყიზლარიდან მოგერიებული ხროვა (скопище), ღამე გაათია რა პატარა მდინარეზე, რომელიც ცნობილია ახალი თერგის სახელწოდებით, ყიზლარიდან ოც ვერსზე, 22 აგვისტოს გამთენიისას წამოიშალა მთელი ბანაკით, და გაიყო რა სამ ნაწილად, წავიდა სხვადასხვა მხარეს: ერთი ნაწილი დაიძრა გზაზე, რომელიც მიუყვებოდა ზღვის სანაპიროს, – მეორე ყუმიხების სოფელ ენდერისკენ, და ბოლოს, მესამე – ჩეჩნური სოფლებისკენ.
ყიზლართან განცდილმა წარუმატებლობამ ძლიერად იმოქმედა მანსურის თანამზრახველებზე, რომლებიც ახლა ნათლად ხედავდნენ, რომ მისი წინასწარმეტყველებები ვერ სრულდება და მისი მიმდევრები კი მხოლოდ წარუმატებლობებს განიცდიან. ჩეჩნებმა გადაწყვიტეს მიეტოვებინათ თავიანთი იმამი, რომელიც იძულებული შეიქნა დაეტოვებინა სამშობლო და ყუმიხების სოფლებში დამალულიყო. კავკასიურმა უფროსობამ ვერ შეძლო ესარგებლა მისდამი ხალხის ამ გაციებით და მანსური ისევ გაძლიერდა. იქ, სადაც საჭირო იყო ძალის გამოყენება, ჩვენი ხელისუფლების წარმოადგენლები იყენებდნენ დარწმუნებას, რჩევებს და ამაოდ ხარჯავდნენ დროს უსარგებლო მოლაპარაკებებში. მთიელებს ესმოდათ, რომ მათი საქციელი იმსახურებს სასჯელს, და მოელოდნენ რა მას, ენდერელები და აკსაელები ტოვებდნენ თავიანთ სახლებს და მთელი ქონებით მიდიოდნენ მთებში. ეგრეთ წოდებული აულელი თათრები (მიწაზე დამჯდარი ნოღაელები), მამასახლისთა მიერ შეგულიანებულნი (оседлые Ногайцы, возбуждённые старшинами), ასევე აიშალნენ თავიანთი ადგილებიდან, რათა შეერთებოდნენ ცრუწინასწარმეტყველს, მაგრამ გაჩერებულ იქნენ პოლკოვნიკ საველიევის მიერ, რომელმაც მოუსწრო მოზდოკის კაზაკთა პოლკით და დაიკავა მთელი გადასასვლელები ძველ თერგის გაყოლებაზე (Рапортъ П. С. Потёмкина князю Потёмкину 2-го октября, № 92. Государств. Архивъ, XXIII, № 13, карт. 50). გენერალ-პორუჩიკმა პოტიომკინმა დაავალა ლეონტიევს დაეყოლიებინა ყუმიხები და ნოღაელები დარჩენილიყვნენ ადგილზე და გამოეთქვათ გულწრფელი სინანული (принести чистосердечное раскаянiе). “დიდი ეკატერინეს გულმოწყალება, წერდა იგი (Въ ордере бригадиру Вишнякову 9-го сентября, № 54. Госуд. Арх., XXIII, № 13, карт. 50), არ უარყოფს მათ სინანულსაც, თუკი ის გულწრფელი იქნება”.
იმის ნაცვლად, რომ ემოქმედა სწრაფად და გაბედულად (გადამჭრელად), პოტიომკინი გადასდებდა მთელ მოქმედებებს ხაზზე თავის დაბრუნებამდე და ავალებდა მხოლოდ ყიზლარის კომენდანტს ბრიგადირ ვიშნიაკოვს დაემზადებინა სურსათი ქვეითი ჯარის ოთხი პოლკის, ხუთი ესკადრონისა და ათასი კაზაკისთვის.
განკარგავდა რა შორიდან, და ამაოდ კარგავდა დროს მიმოწერაში, პოტიომკინი ხელიდან უშვებდა ხელსაყრელ გარემოებებს და ხელ-ფეხს უკრავდა საქმესთან უახლოესად მდგომ უფროსობასაც. მას მარტო თავისი სახელის ხსენებით სურდა მთიელთა დაშინება. მან ბრძანა გაევრცელებინათ ხმები, რომ როგორც კი ჩამოვა იგი კავკასიის ხაზზე, მაშინ მთელი შეგროვებული რაზმი მიმართული იქნება ცრუწინასწარმეტყველის მიმდევართა დასასჯელად (Ордеръ бригадиру Вишнякову 9-го октября, № 54).
უკანასკნელმა, ჰპოვა რა თავშესაფარი სოფელ ენდერიში, ჯერ კიდევ არ კარგავდა უკეთესი მომავლის იმედს და თავისკენ იბირებდა (вербовалъ) მტაცებელთა ახალ ბრბოს. თავგადასავალთა ყველა მაძიებელი პოულობდა მასთან თავშესაფარს და უსმენდა მკვეხარა დაპირებებს. სოფლების ყაზანიშის, გუბდენის, ხუნძახის, ერპელის, ყარაბუდაღკენტის, კაიაკენტისა და სხვათა მცხოვრებნი პარტიებით და ერთეულად მიედინებოდნენ იმამისკენ; ზოგიერთმა ყუმიხელმა თავადმაც ასევე დაიჭირა მისი მხარე და მისცა ამანათები, მაგრამ თავიანთ მოვალეობად თვლიდნენ დაერწმუნებინათ რუსული უფროსობა, რომ, არიან რა თავად გულწრფელად ერთგულნი რუსეთისადმი, არ შეუძლიათ გაუმკლავდნენ თავიანთი ხელისუფლების ქვეშ მყოფთ, რომლებიც, აკრძალვების მიუხედავად, მაინც მიდიან ცრუწინასწარმეტყველის ბრბოში (Показанiе татарина Киликаева. Государств. Архивъ, XXIII, № 13, карт. 49).
სექტემბრის დასაწყისში მანსური გამოცხადდა გორიაჩევსკოეს სოფელში, რომელიც იმყოფებოდა აკსაელი თავადების ხელისუფლების ქვეშ, და არწმუნებდა ყველას, რომ ელოდება თავისთან ჩეჩნური ჯარების მოსვლას და რომ ენედრელებთან და აკსაელებთან თათბირების შემდეგ წავა ან ისევ ყიზლარზე, ანდა კალინოვსკაიას სტანიცაზე.
– ყუმიხები მთხოვენ რომ წავიდე ყიზლარზე, ამბობდა იმამი, ჩეჩნებს კი სურთ თავდასხმა კალინოვსკაიას სტანიცაზე. ბჭობის შემდეგ ჩვენ გადავწყვეტთ საითკენ წავიდეთ.
მაგრამ ეს თათბირი არ შემდგარა, და მანსური, არ დალოდებია რა მისთვის შეპირებულ ჩეჩნურ ჯარებს, გაემართა პატარა მდინარე იარიკ-სუსკენ, და იქ აღმართა კიდეც თავისი დროშა. მასთან ერთად მოვიდა რამდენიმე ყაბარდოელი და ყუმიხელი თავადი: ჩაპალოვი, არსლან-გირეი და ალი-სულთანი, რომელთაგან უკანასკნელმა, დაპირდა რა სურსათის მიწოდებას, ცრუწინასწარმეტყველის ბანაკში იგი გააგზავნა არცთუ ბევრი ურმით (Показанiе андреевскаго владельца Казiя Темирова. Государ. Арх., XXIII, № 13, карт. 49). ეს პროვიანტი, როგორც მანსურის მიმდევართა გამოკვების ერთადერთი წყარო, რომელთა რიცხვიც 500 კაცამდე ადიოდა, მეტად მალე ამოიწურა და ამიტომ მდინარე იარიკ-სუზე შეკრებილთა უმრავლესობა იძულებული შეიქნა სახლებში წასულიყო (Показанiе узденя Салатъ-Гирея. Тамъ же). შეკრებილთა ნარჩენები იმამთან ერთად გაემართნენ სოფელ კოსტიუკებისკენ, მაგრამ მისგან ათი ვერსის დაშორებაზე გაჩერდნენ და ბანაკი დასცეს. აქ მანსური ფიქრობდა თავისთვის მუდმივი სამყოფელის მოწყობასა და გამაგრებას (Показанiе костюковскаго владельца капитана Хамзы-Муртазы-Алiя), რათა ჩვენი ჯარების მიერ დევნის შემთხვევაში ჰქონოდა თავშესაფარი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა თავის დაცვა უკანასკნელ შესაძლებლობამდე.
ხედავდა რა ჩეჩენთა მისდამი გაგრილებას, იმამმა გააგზავნა მათთან რაღაც საოლქო გზავნილის მაგვარი, რომელშიც გამოთქვამდა თავის სინანულს იმის შესახებ, რომ მასთან იმყოფება მხოლოდ ცხრა ჩეჩენი. იგი მოუწოდებდა მათ თავისთან, ამბობდა რა, რომ ყურბან-ბაირამის შემდეგ ყველანი მის გარშემო შეკრებილნი თავიანთ შორის იხილავენ წმინდა ადამიანს, რომლის მფარველობითაც ადვილად დაეუფლებიან ყიზლარს და ყველაფერში იღბალი და წარმატება ექნებათ. მანსური წერდა, რომ თუკი ამჯერადაც მისი სიტყვები უსამართლო აღმოჩნდება, მაშინ მზად არის საკუთარი თავი კოცონზე დასაწვავად მისცეს (Показанiе Кайтуки Бакова 29-го сентября. Гос. Арх., XXIII, № 13, папка 50). ჩეჩნებმა ეს გზავნილი უკიდურესი უნდობლობით მიიღეს და უმრავლესობა არ გამოხმაურებია მის მიწვევას. მანსური იძულებული იყო ემგზავრა სოფლებში და თითო-თითოდ შეეკრიბა თავისი მომხრეები, და ამისთვის ცდილობდა აემხედრებინა უბრალო ხალხი მათი მფლობელების წინააღმდეგ. იგი ესტუმრა კაჩკალიელებს, აკსაელებს, ყაბარდოელებს, რამდენჯერმე იყო სოფელ ენდერიში, ამ სოფლების ყველა მცხოვრების მიწვევის მიზნით, რათა წასულიყვნენ მასთან ერთად ყიზლარზე, სადაც დაპირდა მდიდარ ნადავლს (Рапортъ бригадира Вишнякова П. С. Потёмкину отъ 4-го октября, № 896. Государ. Арх., XXIII, № 13, папка 96). თუმცა კი მთელი თავისი ძალისხმევის მიუხედავად ცრუწინასწარმეტყველმა მოახერხა თავისთვის არაუმეტეს ასი ადამიანისგან შემდგარი ხროვის შეკრება, მაგრამ მანსურის განზრახვამ მოეხდინა ხელმეორე თავდასხმა ყიზლარზე, აიძულა პოტიომკინი მიეღო ზომები იმისთვის, რათა არ მიეშვა იგი ქალაქამდე. მან უბრძანა პოლკოვნიკ ლუნინს, მოწინააღმდეგის ყიზლარისკენ მოძრაობის შემთხვევაში, წაეყვანა ყველა თავისუფალი რაზმი და, გამოვიდოდა რა ქალაქიდან, დაემარცხებინა მთიელები ველზე (Ордеръ П. С. Потёмкина полковнику Лунину 1-го октября, № 77. Государ. Арх., XXIII, № 13, карт. 50). ყაბარდოელებს კი ჯარების სარდალმა გაუგზავნა მოწოდება, რომელიც მოუწოდებდა მათ წესრიგისა და მორჩილებისკენ. იგი სთხოვდა მათ გონზე მოსულიყვნენ, არ დაეტეხათ საკუთარ თავზე სასჯელი, და დარწმუნებული ყოფილიყვნენ, რომ “ცრუ იმამი მანსური ვერ გადაარჩენს ტყუილი სასწაულებით ჭექა-ქუხილისა და ისრებისგან, რომლებიც განგმირავენ ბოროტმოქმედთ”.
მაიორი თავადი ურაკოვი, რომელსაც დაევალა ამ მოწოდების გამოცხადება, თავად გაემართა ყაბარდოში და, შეკრიბა რა თავადები და მფლობელები მისოუსტ ბამათოვის სახლში, წაუკითხა მათ მოწოდება, მაგრამ შეკრებილები, მორჩილების ნაცვლად, მოითხოვდნენ მათი ყმების დაბრუნებას, რომლებიც გამოვიდნენ ყაბარდოდან და დაესახლნენ კავკასიის ხაზზე. ყაბარდოელი თავადების მოთხოვნისადმი უპირობო დათმობა შესაძლოა მათთვის ჩვენი სისუსტის გამოხატვის ნიშანი ყოფილიყო და ამას შედეგად მოჰყოლოდა ახალი მოთხოვნები, და ამიტომ პ. ს. პოტიომკინმა ვერ მიიჩნია შესაძლებლად მაშინვე დაეკმაყოფილებინა ყაბარდოელთა სურვილი, მაგრამ უარზე არ იყო, რომ იგი მომავალში შეესრულებინა, თუკი თავადები და მფლობელები რუსეთის მთავრობისადმი ერთგულები დარჩებოდნენ. “ვერასოდეს დაქვემდებარებულნი, წერდა იგი (Листъ кабардинскимъ владельцамъ, узденямъ и народу 11-го октября, № 167. Тамъ же), ვერ თავხედობდნენ, რომ უფროსს წაუყენონ მოთხოვნა, არამედ ყოველ საჭიროებას მორჩილად წარუდგენენ და ითხოვენ. მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის ერთგული მონები ყოველთვის გამორჩეულნი იქნებიან: ყმებს, რომლებიც ერთგულ მფლობელებს ეკუთვნიან, მივცემდით მათ უკანვე. მაგრამ ამ წყალობის ღირსები უნდა შეიქნათ”.
დაუკმაყოფილებელნი თავიანთ სურვილში, ყაბარდოელები არ თვლიდნენ საჭიროდ ჯარების სარდლის ნების აღსრულებას და უწინდებურად აგრძელებდნენ თავიანთ ურთიერთობებს ცრუწინასწარმეტყველთან.
მცირე ყაბარდოს მფლობელმა თავადმა დოლმა, რომელიც კავკასიონის მთებთან უფრო ახლოს გადასახლდა, თავისთან შემოიკრიბა 700 კაცზე უფრო მეტი ხროვა, რომლებითაც ყაჩაღობდა კიდეც ვლადიკავკაზის შემოგარენში. იგი თავს ესხმოდა ყველა გამვლელს, შეწყვიტა შეტყობინება საქართველოსთან, და როდესაც ოქტომბერში ციხესმაგრიდან გაგზავნილ იქნა ჩვენი რაზმი თივისთვის, იგი თავს დაესხა მას და საკუთარ ხელში ჩაიგდო თივა მთელი ვლადიკავკაზური გარნიზონის თვალწინ. ვლადიკავკაზში მყოფმა პოდპოლკოვნიკმა მატცენმა მტაცებელთა წინააღმდეგ გაგზავნა 200 ეგერი და იმავე დროს გაგზავნა კაცი ციხესიმაგრის გარშემო მცხოვრები ინგუშებისთვის სათქმელად, რათა მათ დაერტყათ თავად დოლის ხროვისთვის. ინგუშთა მამასახლისმა (старшина) ჩოშმა, შეკრიბა რა ნახევარ საათში 150 ადამიანი, მიუსწრო ჩვენს ეგერებს და მათთან ერთად აიძულა თავადი დოლი დაეგდო მის მიერ მიტაცებული თივა (Рапортъ генерала Потёмкина князю Потёмкину отъ 24-го октября, № 233. სამომავლოდ მსგავსი საქციელის წახალისებისთვის, პ. ს. პოტიომკინმა მისცა ჩოშს 100 თუმანი, მის ძმას კი 50 და ორივეს სამოსისთვის 5-5 არშინი მაუდი, ხოლო მათთან ერთად მყოფ ყველა დანარჩენ ინგუშს კი მიეცა 4-4 არშინი მაუდი თითოეულს).
თავადი დოლი მიიმალა, მაგრამ ხელი არ აუღია თავის ყაჩაღურ მოქმედებებზე. შეუერდა რა სხვა ყაბარდოელ მფლობელებს, იგი ახდენდა განუწყვეტელ შემოჭრებს ჩვენს საზღვრებში. თავად მისოუსტ ბამათოვის ვაჟმა, მალევე მისი მამის სახლში პ. ს. პოტიომკინის მოწოდების წაკითხვის შემდეგ, შეკრივა 30-მდე უზდენი, რომლებთან ერთადაც გაემართა ჩეჩენი იმამისკენ იმისთვის, რათა მოეწვია იგი ყაბარდოში თავისი ლაშქრით მოსასვლელად. იმ საბაბით, რომ განზრახული აქვს ახლო მომავალში წავიდეს ყიზლარზე, ხოლო სინამდვილეში კი ეშინოდა რა ჩვენს ხელში ჩავარდნისა, მანსურმა უარი თქვა თავად მისოუსტის წინადადების შესრულებაზე, იცოდა რა, რომ ყაბარდოელებს შორის ჯერ კიდევ არიან ჩვენდამი ერთგული პირები. მან მოსულებს ჩააბარა თავისი დროშა და სთხოვა ყაბარდოელებს მოეხდინათ შეძლებისდაგვარად ხშირი თავდასხმები კავკასიის ხაზის სხვადასხვა პუნქტებზე და განსაკუთრებით შეეწუხებინათ რუსები იმ დროს, როცა იგი აღსრულებაში მოიყვანს თავის საქმეს ყიზლარში (Рапортъ князя Уракова генералу П. С. Потёмкину 5-го октября).
ყაბარდოელებმა აღტაცებით მიიღეს მანსურის მიერ გამოგზავნილი დროშა და დაპირდნენ ჩეჩენი იმამის სურვილის აღსრულებას (Рапортъ П. С. Потёмкина князю Потёмкину 6-го октября, № 127). ისინი შევიდნენ ურთიერთობებში ყუბანისმიღმელ ხალხებთან და შეუთანხმდნენ მათ რომ ემოქმედათ ერთსულოვნად. მზად იყვნენ რა ყოველთვის მტაცებლობისთვის, ყუბანისმიღმელები მით უფრო ხალისით მიჰყვებოდნენ ყაბარდოელთა შეგონებებს, რომ იმედი ჰქონდათ პორტას დახმარებისა. იმ ხანებში მთელ ყუბანისიქითა მხარეში დადიოდა ხმები, რომ ვითომდა თურქეთის მთავრობამ, ყოველთვის მტრულმა რუსეთისადმი, გამოუგზავნა მანსურს წერილი, რომელშიც ლაპარაკი იყო იმაზე, რომ თუკი მას სჭირდება ფული, დროშა, ზარბაზნები და ჯარი, მაშინ ყველაფერი ეს მოწოდებული იქნება. დაუზარებელი ადამიანები კიდევაც ირწმუნებოდნენ, რომ ფული და დღოშა უკვე გამოგზავნილია და ახალციხის ფაშასთან იმყოფება (Рапортъ его же отъ 13-го октября, № 178). თუმცა კი მთელი ეს ხმები ცრუ იყო, მაგრამ დიდი გავლენა ჰქონდათ კავკასიის ხაზის მარჯვენა ფლანგის მთელ მთიელ მოსახლეობაზე: იგი მოქმედებდა უფრო გაბედულად და მეტი დაჟინებით. ასე, 2 ოქტომბერს, ყაბარდოელები და ყუბანსმიღმელები ერთდროულად დაესხნენ თავს რედუტებს ნევინნისა და კუბანსკის (Рапортъ его же отъ 13-го октября, № 175), ხოლო ცხრა დღის შემდეგ კი, 11 ოქტომბერს, ყაბარდოელთა ოთხასკაციანი პარტია თავს დაესხა სოფელ ნინოს (напала на селенiе Нино), სადაც მოახერხა ხუთასი ცხენისა და რვაასი ცხვრის გარეკვა; სხვა ასეთივე პარტიამ, ხუთასი ადამიანისგან შემდგარმა, შემოაღწია რა კავკასიის ხაზზე კონსტანტინოგორსკის ზემოთ, გაძარცვა რამდენიმე სოფელი და ტყვედ ჩაიგდო ოცდათერთმეტი მცხოვრები, რომლებიც კავკასიის ხაზზე მოდიოდნენ (То же отъ 13-го октября, № 176).
ამასობაში ცრუწინასწარმეტყველი, არ თვლიდა რა საკუთარ თავს საკმარისად ძლიერად, რათა თავს დასხმოდა ყიზლარს, არწმუნებდა თავის თანამოაზრეებს, რომ არ მიდის ამ ქალაქთან მხოლოდ იმიტომ, რომ კაჩკალიელები და აკსაელები იწვევენ მას შეიჭრას რუსეთის ფარგლებში შელკოზავოდსკაიასა და შჩედრინსკაიას სტანიცებს შორის, დაარბიოს სოფლები და გამორეკოს ცხენთა რემები. მანსური ამბობდა, რომ მისი მოძრაობა და დარტყმის მიმართულება დამოკიდებული იქნება ჯარების იმ რიცხვზე, რომელიც შეიკრიბება მის დროშებქვეშ, ხოლო ამასობაში, რათა დაეკმაყოფილებინა შეკრებილთა სხვადასხვანაირი მოთხოვნები, დაეკავებინა ისინი და არ დაეტოვებინა უსაქმოდ, ცრუწინასწარმეტყველმა ოთხასკაციანი პარტია გამოგზავნა კარგალინსკაიას სტანიცაზე თავდასასხმელად. ეს საქმე არ დაგვირგვინებულა წარმატებით და მთიელები მანამდე იქნენ გაფანტულნი, სანამ მოასწრებდნენ მდინარის გადმოლახვას.
ასეთ მდგომარეობაში იყო საქმეები, როცა გენერალ-პორუჩიკი პ. ს. პოტიომკინი, ბრუნდებოდა რა პეტერბურგიდან კავკასიის ხაზზე, 30 სექტემბერს მოვიდა გეორგიევსკში. მან ჰპოვა, რომ მთელი ჩვენი საზღვარი, დაწყებული კასპიის ზღვიდან და შავ ზღვამდე, ერთნაირად განიცდიდა მტაცებელთა თავდასხმებს. “აქაური გარემოებები უკიდურეს არეულ-დარეულობაშია, მოახსენებდა იგი (Въ рапорте князю Потёмеину 2-го октября, № 89. Госуд. Арх., XXIII, № 13, карт. 50), ცრუწინასწარმეტყველი აპირებს თავდასხმას ყიზლარსა და ყველა ჩვენს სოფელზე. მთელი ყუმიხები, ჩეჩნები და სხვა მთიელები, თვით დაღესტნელთა ნაწილიც კი მიედინებიან მისკენ ჩვენს ფარგლებზე თავდასხმისთვის”.
პ. ს. პოტიომკინის ნაურში მოსვლის წინა დღეებში, ამ ადგლთან მოვიდა ათასამდე ჩეჩენი, რომლებიც ცდილობდნენ მდინარე თერგზე გადმოსვლას; სხვა ასეთივე პარტია გამოჩნდა მოზდოკთან, მაგრამ გარეკილ იქნა. ყაბარდოელ მტაცებელთა პარტიები იჭრებოდნენ ჩვენს საზღვრებში, ეწეოდნენ ძარცვას, მიერეკებოდნენ საქონელს და ტყვედ მიჰყავდათ მცხოვრებნი. მათ მაგალითს მიჰყვებოდა ყუბანსმიღმელი ჩერქეზების თითქმის ყველა ტომი. მთიელთა მტაცებლური თარეშები მით უფრო იღბლიანი იყო, რომ ჩვენს ჯარებს, რომლებიც უპირატესად ქვეითი ჯარისგან შედგებოდა, არ შეეძლოთ წინ აღდგომოდნენ ცხენოსანთა პარტიების გარღვევას, რომლებიც სწრაფ და მოულოდნელ გადასვლებს ახდენდნენ ერთი პუნქტიდან მეორეში. კავკასიის ხაზზე მყოფი საკავალერიო პოლკები ცუდ მდგომარეობაში იყვნენ: ადამიანთა სრული კომპლექტის არქონისას ისინი კიდევ უფრო მეტ უკმარისობას განიცდიდნენ ცხენებში, რომლებიც სხვადასხვა დროს გატაცებული ჰყავდათ მთიელებს და დანაკლისი ვერ იყო შევსებული. ქვეითი პოლკები გაფანტული იყო მთელ ხაზზე მცირე ნაწილებად, და ამიტომ, რათა შეეკრიბათ რამდენადმე მაინც მნიშვნელოვანი რაზმი ამბოხებულთა დასასჯელად, საჭირო იყო საკმარისად მნიშვნელოვანი დრო. ყოველივე ამან აიძულა გენერალ-პორუჩიკი პ. ს. პოტიომკინი, რომ ჯარები მოეზიდა უმთავრეს პუნქტებთან და შეექმნა სამი დამოუკიდებელი რაზმი: პირველი ყუმიხების, ჩეჩნებისა და დაღესტნელთა წინააღმდეგ, მეორე დიდი და მცირე ყაბარდოს წინააღმდეგ და, ბოლოს, მესამე ყუბანისმიღმელთა წინააღმდეგ. ამასთან თანხმობით, მანსურისა და მის ხროვათა წინააღმდეგ მოქმედებისთვის, მდინარე თერგზე განლაგებულ იქნა რაზმი გენერალ-მაიორ შემიაკინის უფროსობით*; დიდი და მცირე ყაბარდოს წინააღმდეგ თავმოყრილი იყო მეორე რაზმი, გენერალ-პორუჩიკ პოტიომკინის უფროსობით** და, ბოლოს, მესამე რაზმს***, რომელიც განლაგდა ნევინნის კონცხთან (у Невиннаго Мыса), უნდა დაეცვა მთელი სივრცე სანგარ პროჩნიდან კონსტანტინოგორსკამდე. (*ამ რაზმის შემადგენლობაში შევიდნენ ტომსკისა და ასტრახანის ქვეითი პოლკები, გრენადერთა ორი ბატალიონი /ერთი ყაბარდოს პოლკის ორი ასეულისა და სელენგენსკის პოლკის ორი ასეულისგან; მეორე კი ასტრახანისა და ტომსკის პოლკების ორ-ორი ასეულებისგან/, ასტრახანის დრაგუნთა პოლკის ორი ესკადრონი, კაზაკები, ათასი ყალმუხი და საველე არტილერიის რვა ქვემეხი. **ექვს-ექვსი ასეული მოსკოვის მეორე, ყაზანის, ყაბარდოსა და კურინსკის პოლკებიდან; გრენადერთა სამი ბატალიონი /პირველი ყაზანისა და კურინსკის პოლკების ორ-ორი ასეულისგან; მეორე – მოსკოვის მეორე და ვლადიმირის პოლკების ორ-ორი ასეულისგან; მესამე – ლადოგისა და ბუტირსკის პოლკების ორ-ორი ასეულისგან/, სვიაჟსკის ეგერთა პოლკის ოთხი ასეული, ყაბარდოს პოლკის ასორმოცდაათი ადამიანი, ტაგანროგის დრაგუნთა პოლკის ოთხი ესკადრონი, ასტრახანის დრაგუნთა პოლკის სამი ესკადრონი, დონელ კაზაკთა ორი პოლკი. ვოლგის კაზაკები და საველე არტილერიის თორმეტი ქვემეხი. ***ბუტირსკისა და ლადოგის ქვეითი პოლკებისგან, ტაგანროგისა და ასტრახანის დრაგუნთა პოლკების ოთხ-ოთხი ესკადრონებისგან, დონელთა ორი პოლკისგან, ხოპერის კაზაკებისგან, ათასი ყალმუხისა და საველე არტილერიის ექვსი ქვემეხისგან /Рапортъ Потёмкина князю Таврическому 2-го октября, № 89. Госуд. Арх., XXIII, № 13, карт. 50/).
არ სურდა რა საომარ მოქმედებათა დაწყება, სანამ არ მოსინჯავდა შეგონების ყველა საშუალებას, პ. ს. პოტიომკინმა ყველგან დააგზავნა პროკლამაციები, რომლებშიც მოითხოვდა დამჯერობასა და მორჩილებას (требовалъ повиновенiя и покорности). ყაბარდოელებმა, როგორც ჩვენ ვნახეთ, მოითხოვეს კავკასიის ხაზზე გადმოსახლებულ მათ ხელისუფლების ქვეშ მყოფთა დაბრუნება. სოფელ დიდი ატაგის მცხოვრებნი ირწმუნებოდნენ, რომ ისინი რუსეთის ერთგულნი არიან, არანაირი ცელქობა (шалости) არ ჩაუდენიათ, არამედ მხოლოდ დატოვეს თავიანთი სოფელი მანსურის დასასჯელად მომავალი რუსული ჯარების მოახლოებისას. სოფელ ალდის მამასახლისები (старшины) პასუხობდნენ პოტიომკინს, რომ მათ იმამს არ გააჩნია მტრული განზრახვები, რომ ის განადიდებს მხოლოდ მაჰმადიანურ რელიგიას, ამტკიცებს რჯულის ერთგულად დაცვას, კლავს და ჩამოაღრჩობს ქურდებს. მამასახლისები გულახდინად აღიარებდნენ, რომ მანსურისგან ნებართვის გარეშე არანაირ მოლაპარაკებებში შემოსვლა ჩვენს მთავრობასთან არ შეუძლიათ და ვერც ბედავენ. “ჩვენ ვიმყოფებით, წერდნენ ისინი (Госуд. Арх., XXIII, № 13, карт. 50), იმამ მანსურის ზუსტ მორჩილებაში; რასაც ის გვიბრძანებს, იმას ვაკეთებთ კიდეც. ის არის ღვთის მიერ პატივდებული და რჩეული, ადამიანი კეთილი და სამართლიანი. იგი არ გვავალებს ქრისტიანებისა და სხვა ურჯულოების წყენინებას, არამედ გვიბრძანებს მაჰმადიანური რჯულის დაცვას. თქვენი მხარისთვის ზარალი არ მოუყენებია (?) და არც სურდა; და ახლაც, რასაც ის გვიბრძანებს, იმას აღვასრულებთ, ხოლო თქვენი მხარისთვის ზარალი არ გვინდა”.
პოტიომკინს რომ უსარგებლო შეგონებების ნაცვლად დაეწყო გაბედულად (გადაჭრით) მოქმედება, მაშინ იგი მოახერხებდა მღელვარების დაწყნარებას, ვინაიდან ამ დროს ცრუწინასწარმეტყველის საქმეები საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში იყო. კოსტიუკოველებმა მის მიწვევაზე უარი თქვეს მას შეერთებოდნენ, ხოლო ჩეჩნები კი, რომელთაც ის მოელოდა, მას თავისთან იწვევდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ ყიზლარი კარგადაა გამაგრებული და ჰყავს საკმარისი ჯარები თავის დასაცავად, სოფლები კი მდინარე თერგის გაყოლებაზე სუსტადაა დაცული, რომ თავდასხმა ამ სოფლებზე ჰპირდებათ უფრო მეტ წარმატებას, ვიდრე თავდასხმა ყიზლარზე. მანსური მზად იყო აღესრულებინა თავის თანამემამულეთა თხოვნა, მაგრამ გაჩერებულ იქნა დაღესტნელთა მიერ, რომლებიც შეადგენდნენ მისი ლაშქრის უმრავლესობას.
– მდინარე თერგი, ამბობდნენ დაღესტნელები, – ზემოთ გაცილებით უფრო ღრმა და ჩქარია; ჩეჩნურ სოფლებამდე შორს მოგვიწევს სიარული, და ჩვენ არც პროვიანტი გვაქვს. მზად ვართ გამოგყვეთ ყიზლარზე, მაგრამ ჩეჩნეთის სოფლებში არ წამოვალთ, არამედ ჩვენს სახლებში დავბრუნდებით (Показанiе андреевца Али-Алханова 12-го октября 1785 года).
ეშინოდა რა უკანასკნელი საშუალების დაკარგვისა, შეიხ მანსურს უნდა დაეთმო დაღესტნელთა სურვილისთვის.
დატოვა რა თავისი ბანაკი 12 ოქტომბერს, იგი გაემართა აკსაისკენ და, მოადგა რა ნიჟნი-იარს, დაიწყო მზადება მდინარე თერგზე გადმოსასვლელად. მთიელთა მიერ მდინარის გადმოლახვისთვის არჩეული ადგილის შორიახლოს, სახელდობრ კი სტაროგლადკოვსკაიას სტანიცასთან იმყოფებოდა პოლკოვნიკი საველიევი თავისი რაზმით, რომელიც შედგებოდა გრენადერთა ბატალიონის, მუშკეტერთა ორი ასეულისა და მდინარე თერგზე განლაგებული მთელი კაზაკთა ჯარებისგან. როგორც კი პოლკოვნიკმა საველიევმა მიიღო ცნობა მოწინააღმდეგის მოძრაობის შესახებ, მან მაშინვე წაიყვანა მოზდოკის კაზაკთა პოლკის ესკადრონი, 100 გრებენელი კაზაკი ერთი ქვემეხით და ჭენებით გაემართა მდინარეზე გადმოსვლის ადგილისკენ. ხშირმა ტყემ დაფარა საველიევის მოძრაობა და მოწინააღმდეგემ ვერ შენიშნა მისი მოახლოება. მშვიდად განალაგეს რა თავიანთი ბანაკი მდინარე თერგის ნაპირზე, მთიელები ამზადებდნენ მდინარეზე ჩასასვლელებსა და ნავებს მისი გადმოლახვისთვის. პოლკოვნიკი საველიევი აჩქარებდა კაზაკებს და, გაფანტა რა ისინი ტყის ნაპირას, უბრძანა ცეცხლის გახსნა. თოფების ჩქარმა ცეცხლმა (беглый огонь) და ათმა გასროლამ ქვემეხიდან, აიძულა მთიელნი სასწრაფოდ გაშორებოდნენ მდინარეზე გადმოსვლის ადგილს; ისინი თერგს მაღლა აუყვნენ და ტყეს შეეფარნენ. დაელოდა რა რაზმის ქვეითი ნაწილების შემოერთებას, საველიევი იმავე საღამოს დაიძრა ზემოთ მდინარის მოპირდაპირე ნაპირის გაყოლებით და დილაზე აიძულა მთიელები კიდევ უფრო ზეითკენ დაეხიათ უკან (Рапортъ Савельева генералу Потёмкину 14-го октября). მსტოვრებმა (лазутчики) მოახსენეს, რომ მანსურს განზრახული აქვს შემოიჭრას კავკასიის ხაზზე შჩედრინსკაიასა და ჩერვლიონნაიას სტანიცებს შორის და ამიტომ პოლკოვნიკი საველიევი თავისი რაზმით წავიდა მოწინააღმდეგის მოძრაობის პარალელურად. მოვიდა რა მდინარე სუნჯასთან, ცრუწინასწარმეტყველის ბრბო (скопище) გაჩერდა ტყეში სოფელ ბრაგუნის ახლოს. საველიევის რაზმიც ასევე შჩედრინთან გაჩერდა და, განლაგდა რა მოპირდაპირე ნაპირზე, აგრძელებდა მოწინააღმდეგეზე თვალყურის დევნებას (Рапортъ его же отъ 17-го октября).
ამასობაში მანსური, დატოვა რა თავისი ლაშქარი ბრაგუნის ტყეში, გაემართა სოფელ ალდიში, რათა დაეყოლიებინა ჩეჩნები, რომ მას შეერთებოდნენ. შეკრიბა რა სხვადასხვა ადგილას 6.000 ადამიანამდე, იმამი 22 ოქტომბერს, დილის დაახლოებით თერთმეტ საათზე გადმოვიდა მდინარე სუნჯაზე და გაემართა ზემოთკენ თერგის გაყოლებაზე, იმ განზრახვით, რომ შეერთებოდა ყაბარდოელებს და მათთან ერთად ემოქმედა.
იმისდა იხედვით, თუ მანსურის ხროვა როგორ მოძრაობდა ყაბარდოსკენ, იგი შემოდიოდა ორი რაზმის მეთვალყურეობის რაიონში. შჩედრინიდან მას თვალყურს ადევნებდა პოლკოვნიკი საველიევი, შადრინიდნ კი პოლკოვნიკი ლუნინი, რომლის რაზმშიც იმყოფებოდნენ: ტომსკის პოლკი, ასტრახანის პოლკის გრენადერთა ასეულები, ასტრახანის დრაგუნთა პოლკის ორი ესკადრონი და საველე არტილერიის რამდენიმე ქვემეხი. თვლიდა რა მანსურის ასეთ მოძრაობას მეტად მოსახერხებლად მისთვის საბოლოო დამარცხების მიყენებისთვის, გენერალ-პორუჩიკმა პოტიომკინმა უბრძანა პოლკოვნიკ ნაგელს გამგზავრებულიყო მოზდოკში, მიეღო იქ ჯარებზე უფროსობა და, თუკი აუცილებელი და შესაძლებელი იქნებოდა, შემოეერთებინა თავისთან პოლკოვნიკების ლუნინისა და საველიევის რაზმებიც. ჩამოიყალიბებდა რა თავისთვის დამოუკიდებელ რაზმს, პოლკოვნიკ ნაგელს უნდა ემოქმედა შეტევითად, რათა წინ აღდგომოდა მანსურის შეერთებას ყაბადროელებთან, ხოლო თუკი ასეთი შეერთება ვერ შედგებოდა, მაშინ მოეჭრა მისთვის უკანდასახევი გზა (Ордеръ полковнику Нагелю 25-го октября, № 23). თავად პ. ს. პოტიომკნი 5.000 სამწყობრო ჩინისგან შემდგარი რაზმით*, დაიძრა ბეშტოის მთებისკენ და 21 ოქტომბერს განლაგდა მდინარე მალკაზე. იგი ჯერ კიდევ ცდილობდა სიმშვიდის აღდგენას მხოლოდ შეგონებებით და ყაბარდოელებს გაუგზავნა განცხადება, რომელშიც ცდილობდა დაენახვებინა ცრუწინასწარმეტყველის სიცრუე და შარლატანობა.
(*ეს რაზმი იყო შემდეგი შემადგენლობისა:
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ოფიცრები . უნტერ- . . რიგითები . . არასამ- . . სულ
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .ოფიცრები . . . . . . . . . . . წყობრ- . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . და . . . . . . . . . . . . . . . ონი. . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .კაპრალები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ყაბარდოს ქვეითი პოლკი . . . . . . . . . . 17 . . . . . . . 56 . . . . . . . . . . 666 . . . . . . . 104 . . . .843
კურინსკის ქვეითი პოლკი . . . . . . . . . .14 . . . . . . . 30 . . . . . . . . . . 422 . . . . . . . . 87 . . . .553
ყაზანის ქვეითი პოლკი . . . . . . . . . . . . . 7 . . . . . . . 24 . . . . . . . . . . 221 . . . . . . . . 54 . . . .306
სვიაჟსკის ეგერთა ბატალიონი . . . . . . . 11 . . . . . . .35 . . . . . . . . . . 352 . . . . . . . . 56 . . . .454
ყაბარდოს ეგერთა ბატალიონი . . . . . . . .3 . . . . . . .19 . . . . . . . . . . 114 . . . . . . . . 15 . . . . 151
გრენადერთა ბატალიონი ექვსი
შეერთებული ასეულისგან . . . . . . . . . .12 . . . . . . .40 . . . . . . . . . . 595 . . . . . . . . .68 . . . .715
საველე არტილერიის და
ფურშტატისა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .10 . . . . . . .25 . . . . . . . . . . .237 . . . . . . . .127 . . . .399
ს უ ლ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .74 . . . . . .229 . . . . . . . . . .2607 . . . . . . . . 511 . . 3361
ტაგანროგის დრაგუნთა პოლკის
რვა ესკადრონი . . . . . . . . . . . . . . . . . . .19 . . . . . . . 57 . . . . . . . . . . 712 . . . . . . . . .90 . . . .878
კაზაკთა პოლკები:
თეოდორე გრეკოვისა . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . – . . . . . . . . . . .426 . . . . . . . . . – . . . . 426
მიხეილ გრეკოვისა . . . . . . . . . . . . . . . . – . . . . . . . . .– . . . . . . . . . . .175 . . . . . . . . . – . . . . 175
ურალის პოლკისა . . . . . . . . . . . . . . . . .1 . . . . . . . . – . . . . . . . . . . .297 . . . . . . . . . – . . . . 298
ყალმუხები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .– . . . . . . . . – . . . . . . . . . . . 500 . . . . . . . . . – . . . . 500
ს უ ლ მთლიანობაში . . . . . . . . . . . . . 94 . . . . . . .286 . . . . . . . . . 4717 . . . . . . . 601 . . 5698
/Рапортъ Потёмкина князю Таврическому 30-го октября, № 275/).
“ყოვლის შემძლე, ყოვლად ძლიერმა, ყოვლად ბრძენმა და დაუსრულებელმა ღმერთმა, სწერდა პოტიომკინი ყადიებს, სასულიერო წოდებასა და ხალხს (Листъ Кабардинцамъ отъ 23-го октября, № 221), მოაწყო ზეცა და ქვეყანა და ბუნების უცვალებელი მდინარება. ადამიანთა სიკეთისთვის თავისი სულის ძალით დაადგინა რჯულისმდებლები, რომელთაგან პირველი იყო მოსე, შემდეგ იესო ქრისტე და, ბოლოს, მთელი აზია პატივს სცემს მუჰამედს, როგორც ღვთის მიერ არჩეულ მესამე წინასწარმეტყველს. ყურანი აცხადებს, რომ ამ სამი რჯულისმდებელის შემდეგ მეტად აღარ იქნება წინასწარმეტყველება.
საიდან მოვიდა იმამი მანსური? რატომ უჯერებენ მას ბრმად ხალხები, უმეცრებით აღსასვსენი, რომელთაც არ იციან არც კანონის (რჯულის) ძალა, არც ის, თუ რა წერია ყურანში.
პირფერი და მატყუარა შიხი (Шихъ), სარგებლობს რა ადამიანთა სიბრმავით, დაპირდა მათ სასწაულებს, მაგრამ აღარსრულა კი თუნდაც ერთი მათგანი? დააიმედა ხალხები, რომ წინწილების საკრავის ჟღერას გაიგონებდა მთელი სამყარო – ვინ გაიგონა ეს ჟღერა? დაპირდა რომ ზეციდან ჩამოვიდოდა ხმა, დააბრმავებდა და დააყრუებდა ურჯულოებს – ვინ მოისმინა ხმა ზეციდან, ვინ ხედავს ყრუებსა და დაბრმავებულებს?
უმეცარი ხალხი, ვერ ერკვევა რა ტყუილში, კვლავაც აგრძელებს სასწაულების მოლოდინს; გაუგონარნი, მიეჩვიენ რა ქურდობას, მოჩვენებითი იმამის საბაბით, გადაეშვებიან ძარცვასა და ყაჩაღობაში. მაგრამ თქვენ, სასულიერო პირნო და ღვთისმსახურნო, თქვენ იცით მუჰამედის წერილი, თქვენ ზუსტად უნდა იცოდეთ, რომ შიხი წინასწარმეტყველი არ არის, არამედ მლიქვნელი და მატყუარაა, არა ღვთის მიერ გამოგზავნილი, არამედ ეშმაკისგან მოვლენილი აქაური ხალხების დასაღუპად.
როდესაც გაიხსენებთ თქვენ გასულ წლებს, თუ როგორ კეთილდღეობაში იყო ყაბარდო, როდესაც მოიგონებთ, რომ მე, ვარ რა დაყენებული ყოვლადუავგუსტესი მონარქის ტახტის მიერ თქვენს უფროსად და აქაური ქვეყნების მბრძანებლად, დავამყარე თქვენს შორის მშვიდობა, სიწყნარე და მართლმსაჯულება, რომელიც გრძელდებოდა ჩემს გამგზავრებამდე, წარმოიდგინეთ და შეუდარეთ ის დროება ახლანდელს: ყველგან იღვრება სისხლი და ეს სისხლი ღაღადებს შურისძიების შესახებ; ყველგან მიმოფანტულია ძარცვა და ბოროტება, მაგრამ ყოვლისშემძლე ღმერთი დასჯის ბოროტმოქმედთ.
დაე მითხრან მე, როგორ ხდებოდა ყაბარდოელთა შევიწროვება: განა ავიწროვებდნენ მათ მაჰმადიანური რჯულის აღსარებაში? არა. ყოვლადუავგუსტესი იპერატრიცა ყველას რთავს თავისი სარწმუნოების თავისუფლად აღსარების ნებას და მოითხოვს მხოლოდ ერთგულებას, რომელიც ყაბარდოელებმა სამჯერ დაარღვიეს. თავად ღმერთს, ხედავს რა ფიცის გამტეხთ, განა შეუძლია მოწყალე თვალით უყურებდეს მათ? დაე მითხრან მე, თუ რუსული ჯარებიდან რომელი ახდენდა ყაბარდოელთა ჩაგვრას: მათმავე თავხედობამ და შფოთიანობამ აღაგზნო მათში ღალატის სული; მათ დაიწყეს თავდასხმები ყველა ადგილას, ხოცავდნენ გზად მიმავალ და სუსტად შეიარაღებულ ადამიანებს, ძარცვავდნენ სოფლებსა და მიერეკებოდნენ საქონელს.
ახლა, დავბრუნდი რა ხაზზე, მსურს მივმართო ჩემდამი რწმუნებული იარაღი თავხედ ბოროტმოქმედთა დასასჯელად. სასულიერო წოდება დაე დარწმუნებული იყოს, რომ მე არ შევეხები მათ რჯულს; ხალხი დაე დარწმუნებული იყოს, რომ ყველა ერთგულს სიშვიდეში დავტოვებ და მივიღებ მათ საიმპერატორო იარაღის მფარველობის ქვეშ; ბოროტმოქმედთ კი დავედევნები, გავჟლეტ და დავსჯი მანამდე, სანამ ისინი არ მოვლენ სინანულით, ფერხთით არ დაეცემიან და შეწყალებას არ ითხოვენ”.
მიიღეს რა ამგვარი განცხადება და ხედავდნენ რა, რომ რუსული ჯარების მეტად მნიშვნელოვანი რაზმი იმყოფება უკვე მდინარე მალკაზე, ყაბარდოელები მოუხერხებლად თვლიდნენ წინააღმდეგობის გამოჩენას (считали неудобнымъ выказывать сопротивленiе). ჩვენდამი ერთგული პარტიის წარმომადგენლები მაშინვე გამოცხადდნენ ბანაკში, ითხოვდნენ დაცვას და რჩებოდნენ რუსულ ჯარებს შორის იმ დრომდე, სანამ მათ არ დატოვეს ყაბარდო. ზოგიერთი თავადი ჩვენდამი მტრული პარტიიდან ასევე გამოცხადდა რუსულ ბანაკში სინანულითა და რუსეთისადმი თავიანთ ერთგულებაში დარწმუნებით. პ. ს. პოტიომკინმა გამოუცხადა მათ, რომ მოითხოვს ტყვეთა მოცემას, მთელი ნაძარცვი ქონების დაბრუნებასა და ფულად საზღაურს მოკლულთათვის. თავადები დაპირდნენ მოთხოვნის აღსრულებას, და თუმცა კი ამ საბაბით კრებაც მოიწვიეს, მაგრამ ჩანდა, რომ უბრალოდ დროის გაყვანა უნდოდათ, ვინაიდან თათბირებთან ერთდროულად ისინი მთებში გზავნიდნენ თავიანთ ოჯახებს, ხელქვეითებს, საქონელსა და ქონებას (Рапортъ П. С. Потёмкина князю Потёмкину 30-го октября, № 275). როგორც ჩანს, მოთათბირენი ელოდნენ ყაბარდოში ცრუწინასწარმეტყველის ბრბოს მოსვლას და მაშინ განზრახული ჰქონდათ ემოქმედათ გარემოებების და მიხედვით.
ღებულობდა რა ყოველდღიურად ცნობებს, რომ მანსურს ნამდვილად განზრახული აქვს შეუერთდეს ყაბარდოელებს და რომ მისი ბრბო მეტად მნიშვნელოვანია, პოტიომკინმა თავისთან შემოიერთა ბრიგადირი აპრაქსინი მისი რაზმით, რომელიც შედგებოდა ვლადიმიერის პოლკისგან, რომლის რიცხონებაც გრენადერთა ასეულებთან ერთად არ აღემატებოდა 500 ადამიანს, ასტრახანის დრაგუნთა პოლკის ხუთი ესკადრონისა და კუტეინიკოვის პოლკის 400 დონელი კაზაკისგან (Предписанiе П. С. Потёмктна бригадиру Апраксину 31-го октября, № 277). ამ რაზმის თავისთან შემოერთებას ჯარების სარდალი მიიჩნევდა აუცილებლად იმისთვის, რათა ცრუწინასწარმეტყველის ყაბარდოში გამოჩენის შემთხვევაში ყოფილიყო იმდენად ძლიერი, რომ მიეყენებინა მისთვის საბოლოო დამარცხება.
პ. ს. პოტიომკინის სურვილი ვერ შესრულდა, რადგანაც ნავრაუდევი შეერთება ვერ შედგა. ცხენების ცუდმა მდგომარეობამ და სურსათის უკმარისობამ მოახდინეს მანსურის მთელი მოქმედებების პარალიზება და აიძულეს იგი რომ ეთხოვა ყაბარდოელთათვის, რათა მათ გამოეგზავნათ მისი ლაშქრისთვის თითოეული კომლისგან თითო ძროხა და თითო ტომარა ფქვილი (Рапортъ подполковника Матцена генералу Потёмкину 30-го октября). ამ გამოგზავნის მოლოდინში და საკვები საშუალებების ძებნისას, ცრუწინასწარმეტყველი გაჩერდა ჩერვლიონნაია სტანიცას მახლობლად და ბანაკი დასცა მდინარე თერგის მოპირდაპირე ნაპირზე. იგი შეეცადა ჩვენს მხარეზე გადმოსვლას, მაგრამ გადევნილ იქნა პოლკოვნიკ ლუნინის რაზმის ზარბაზნების გასროლებით, რომელიც მას თვალყურს ადევნებდა (Рапорты Потёмкину полковника Савельева отъ 23-го октября и полковника Лунина отъ 24-го октября). გაჩერდა რა რამდენიმე დღეს ერთსა და იმავე ადგილზე, მანსურმა გზა გააგრძელა, მაგრამ ამ გზაზე მისთვის სრულიად მოულოდნელად წააწყდა პოლკოვნიკ ნაგელის რაზმს.
ჰქონდა რა ბრძანება ემოქმედა შეტევითად, პოლკოვნიკმა ნაგელმა შეკრიბა მოზდოკში რაზმი, რომელშიც შევიდნენ: მოსკოვის მეორე პოლკი, გრენადერთა ბატალიონი ყაბარდოსა და სელენგენსკის პოლკების ასეულებისგან, ასტრახანის დრაგუნთა პოლკის ორი ესკადრონი, მოზდოკის კაზაკთა პოლკი, 150 გრებენისა და სემეინის კაზაკი და 150 დონელი კაზაკი. სურდა რა წინ აღდგომოდა ცრუწინასწარმეტყველის ყაბარდოელებთან შეერთებას, ნაგელი ჩქარობდა მოზდოკიდან გამოსვლას და როგორც კი დაიწყო მთების პირველ თხემებზე ასვლა, უკვე შეხვდა მოწინააღმდეგეს, რომელსაც დაკავებული ჰქონდა მთელი ტყე და ხეობები გრიგორიოპოლისსა და მცირე ყაბარდოს შორის. რუსული ჯარების მოახლოებასთან ერთად, მთიელები ცეცხლს უკიდებდნენ მცირე ყაბარდოს მთელ დაცარიელებულ სოფლებს, და თანდათანობით ალყაში აქცევდნენ პოლკოვნიკ ნაგელის რაზმს. რუსული ჯარები ხედავდნენ, რომ მხედართა ცალკეული ჯგუფები, მალავდნენ რა თავიანთ მთავარ ძალებს, ტრიალებდნენ მათ თვალწინ და ვერ ბედავდნენ მოახლოებას. მთიელები ფიქრობდნენ ჩვენს შეტყუებას ტყესა და ხეობებში, მაგრამ ხედავდნენ რა, რომ მათი სურვილი ვერ სრულდება, 30 ოქტომბრის გამთენიისას სხვადასხვა მხრიდან შემოუტიეს პოლკოვნიკ ნაგელის რაზმს. მოგერიების შემდეგ ისინი ჩასხდნენ ხეობებში და ჩვენს ჯარებს გაუხსნეს ცოცხალი ცეცხლი. პოლკოვნიკმა ნაგელმა გამოიძახა მოხალისეები (охотники), და გააძლიერა რა ისინი გრებენელი კაზაკებითა და მოსკოვისა და ყაბარდოს პოლკების გრენადერთა ასეულებით, ბრძანა გამოედევნათ მოწინააღმდეგე დაფარული ადგილებიდან. ხუთსაათიანი ყველაზე უფრო გააფთრებული ხელჩართული ბრძოლის შემდეგ, მთიელები იძულებულნი იყვნენ უკან დაეხიათ და მიიმალნენ ტყეში, დატოვეს რა ბრძოლის ველზე ბევრი მოკლული და დაჭრილი (Рапортъ П. С. Потёмкина князю Потёмкину 4-го ноября, № 306).
მოითვლიდა რა თავის რიგებში ოცი ათას ადამიანამდე, მანსურმა გადაწყვიტა შემოტევის განმეორება, და იმედი ჰქონდა, რომ განმეორებითი თავდასხმა პირველზე უფრო იღბლიანი ქნებოდა. მან მიუგზავნა ყაბარდოელებს მათი თანამეამულე თავადი დოლი იმის გამოცხადებით, რომ არ მივა ყაბარდოში, ვითომდა იმის გამო, რომ განზრახული აქვს გაანადგუროს პოლკოვნიკ ნაგელის რაზმი, რომელიც მას ალყაში ჰყავს მოქცეული ყოველი მხრიდან. სინამდვილეში კი, მან იმიტომ გადასდო განზრახვა ყაბარდოელებთან შეერთებაზე წასასვლელად, რომ მიიღო ცნობა მდინარე მალკაზე გენერალ პოტიომკინის რაზმის ნაწილის გადასვლის შესახებ, რომელიც შეუდგა ამას იმ განზრახვით, რათა გადაეტანა ყაბარდოელთა ყურადღება და არ მიეცა მათთვის ცრუწინასწარმეტყველთან შეერთების ნება. უკანასკნელმა დაავალა თავად დოლს მოეწვია ყაბარდოელები მის დასახმარებლად და დაერწმუნებინა ისინი, რომ იგი ან დაამარცხებს პოლკოვნიკ ნაგელის რაზმს, ან კიდევ მოუწყვეტს წყალს და აიძულებს მას დანებებას. მართალც, მთიელებმა დააგუბეს მთის რამდენიმე პატარა მდინარე და ამით აიძულეს ნაგელი, რომ შეეცვალა ბანაკის ადგილი და გადანაცვლებულიყო მცირე ადგილთან, რომელიც ცნობილია ტატარტუპის სახელწოდებით.
ჩვენი ჯარების გადასვლა სხვა ბანაკში მანსურის მიერ მიღებულ იქნა უკან დახევად და ამიტომ, 2 ნოემბრის დაახლოებით დილის შვიდ საათზე, მან ხელმეორედ შემოუტია პოლკოვნიკ ნაგელს მთელი თავისი ძალებით. დიდი და მცირე ყაბარდოს მფლობელთა და მათი თანამზრახველების მოსვლით გაძლიერებული მანსურის ხროვა (скопище) უტევდა ჩვენს რაზმს ერთდროულად სხვადასხვა მხრიდან: მარჯვნიდან მოქმედებდნენ საუკეთესო ყაბარდოელი მხედრები თავად დოლის ხელმძღვანელობით, ზურგიდან – ყუმიხები თვითონ მანსურის უფროსობით, მარცხნიდან – თავლინელები და, ბოლოს, ფრონტიდან – მთავარი ხროვა, შემდგარი ჩეჩნებისა და სხვა წვრილი ტომებისგან. ყველაზე უფრო გააფთრებული შემოტევა მოახდინეს თავლინელებმა, რომლებიც ქვეითად იბრძოდნენ; ჩეჩნებსა და სხვა ხალხებს კი უფრო შორს ეჭირათ თავი, იმალებოდნენ სხვადასხვაგვარი საფრების უკან და მხოლოდ სროლით იფარგლებოდნენ. მოიგერია რა თავლინელთა შემოტევა, ნაგელი გადავიდა შეტევაში, გამოდევნა ჩეჩნები ღარტაფებიდან და აიძულა ისინი უკან დაეხიათ. ამ დროს მანსური, ამხნევებდა რა ყუმიხებს, თავად გადმოვიდა შეტევაზე. ყუმიხები უტევდნენ 50 ფარის საფარველ-ქვეშ, რომლებიც მთიელებს გაეკეთებინათ ჩვენი არტილერიის ცეცხლისგან დასაცავად. მორების ორ-ორი რიგისგან შეკოწიწებულ ამ ფარებს, რომელთა შიგნითაც მიწა იყო ჩაყრილი, ორ-ორი თვალი ჰქონდათ და საკმაოდ ადვილად და თავისუფლად შეიძლებოდა მათი გადაადგილება. ნაგელი შემომტევებს დახვდა ხიშტებით, დაეუფლა ფარებს და გაფანტა მოწინააღმდეგე. მთიელები ხსნას გაქცევით ეძებდნენ და მანსური ერთერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც დატოვა ბრძოლის ველი (Рапорты полковника Нагеля генералу Потёмкину 1-го и 2-го ноября).
ჩქარობდა რა დამალვოდა დევნას, მოწინააღმდეგემ ხეობებში დატოვა მთელი თავისი ქონება, ასე რომ შემდგომში ამ ადგილებში გავლილი ჩვენი რაზმები პოულობდნენ ბევრ ქვაბს, სხვადასხვანაირ ტანსაცმელსა და, განსაკუთრებით, ნაბდებს. “მოკლულთა რიცხვი ბოროტმოქმედებთან მეტად დიდი იყო, მოახსენებდა პ. ს. პოტიომკინი (Рапортъ Потёмкина князю Потёмеину 4-го ноября, № 3.065). მათთვის წართმეული დროშები მე არ ჩავთვალე იმის ღირსად, რომ თქვენი უგანათლებულესობისთვის მომერთმია, არამედ შევაგინე რა ისინი იმ ყაბარდოელ მფლობელთა თანდასწრებით, რომლებიც ჩემთან ბანაკში იმყოფებიან, შემდეგ მათი დაწვა ვბრძანე” (Знамена ихъ взятыя не почёлъ я достойными поднести вашей светлости, а обругавъ ихъ при собранiи техъ кабардинскихъ владельцевъ, кои у меня въ стану находятся, черезъ профоса сжечь приказалъ).
ხვადასხვა მხარეს გაფანტული მთიელები ყველაზე უფრო სატირალ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ყუმიხები, როგორც ახლოს მცხოვრებნი, თავიანთ სახლებს დაუბრუნდნენ, დაღესტნელები კი, რომელთაც არ ჰქონდათ საკვები, დახეტიალობდნენ სოფლებში და ითხოვდნენ მოწყალებას. ბევრი მათგანი ჩალის ფასად აძლევდა ცხენს, იარაღსა და ტანსაცმელსაც კი, რათა სანაცვლოდ მიეღოთ პურის მცირე ნაჭერი. მდინარე სუნჯაზე განლაგებული სოფლების მცხოვრებნი სარგებლობდნენ ამით, ძარცვავდნენ მოხეტიალეთ, ტყვედ იტაცებდნენ მათ და გასაყიდად მიჰყავდათ (Показанiе капрала Ясноводскаго. Рапорты П. С. Потёмкину бригадира Вишнякова отъ 3-го ноября и полковника Нагеля отъ 8-го ноября).
მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პოლკოვნიკ ნაგელს არ დაუწყია გაქცეულთა დევნა, ვინაიდან მისი კავალერია ძალზედ ცუდ მდგომარეობაში იყო. ოთხი დღის უჭმელმა ცხენებმა აიძულეს ნაგელი არა მხოლოდ უარი ეთქვა დევნაზე, არამედ უკან დაეხია კიდეც მოზდოკის მახლობლად და ეთხოვა დამხმარე ძალების გამოგზავნის შესახებ (Рапортъ Нагеля генералу Потёмкину отъ 2-го ноября). გენერალმა პოტიომკინმა მაშინვე გაგზავნა მის დასახმარებლად ლადოგისა და ბუტირსკის პოლკების გრენადერთა ორი ასეული, ყაბადროს პოლკის ორასი ეგერი, ვოლგის კაზაკთა ასი ადამიანი და სემეინის კაზაკთა სამოცდაათი ადამიანი.
ამასთან ერთად, ვარაუდობდა რა, რომ მანსურისა და მისი ხროვისთვის მიყენებული დამარცხება გონზე მოიყვანს ჩეჩნებს, ყუმიხებსა და მასთან ერთად მყოფ სხვა ხალხებს, ჯარების სარდალმა კვლავ მიმართა მათ ახალი მოწოდებით, რომელიც მოუწოდებდა მათ სიმშვიდის, მორჩილებისა და მანსურის გაცემისკენ.
“დადგა დრო, წერდა იგი (Всемъ кумыкскимъ, чеченскимъ и прочимъ народамъ 6-го ноября, № 319), რათა ყველა ხალს, დაბრმავებულს ცნობილი ბოროტმოქმედისა და გამრყვნელის ტყუილებით, რომელმაც თავხედურად სიცრუით უწოდა საკუთარ თავს წინასწარმეტყველის წმინდა სახელი და იწოდა იმამ მანსურად, ახლა, მოიშორებენ რა სიბნელეს დაბრმავებული თვალებიდან, თვალი აეხილოთ ამ ბოროტმოქმედის ტყუილსა და საკუთარ თანაშაულობებზე.
დაე გაიხსენონ მფლობელებმა, მამასახლისებმა და ხალხმა, რომ ბოროტმოქმედი შიხი, მიიღო რა ცრუდ იმამის სახელი, მრავალჯერ ატყუებდა ხალხს, დაპირდა მათ სასწაულების ჩვენებას, ზეციდან ხმის მოფენასა და ქვეყნის ყველა კუთხეში მის გაგონებას; დაპირდა, რომ წინწილს დასცემდა და მისი ხმით ყველა მოწინააღმდეგეს დააყრუებდა; დაპირდა, რომ რუსული მხედრობის ვერც ქვემეხები, ვერც თოფები ვერ იმოქმედებენ. მაგრამ ვინ ნახა მისი სასწაულები? ვინ გაიგონა ხმა ზეციდან? ვინ არის დაყრუებული წინწილების ჟღერისგან? და ის კი, ბოროტმოქმედი, მასზე მიწებებული მთელი ხროვით, უკუგდებული და დამარცხებულია რუსული მხედრობის იარაღით, და ეს ნაძირალა გარბოდა გამარჯვებულთა ხელიდან, როგორც ფერფლი იფანტება ქარის მიერ.
მე მოვუწოდებ მფლობელებს, მამასახლისებსა და ხალხს: დაე გამოერკვნენ ისინი თავიანთი გონდაბინდულობისგან, დაე შეიცნონ ბოროტმოქმედ შიხის სიცრუე და ტყიული, დაე ჩაიდონ გონებაში, რომ ის წინასწარმეტყველი კი არ არის, არამედ ყაჩაღი და მატყუარაა.
ხალხები, გაიგეს რა მისი ტყუილები, ხედავენ მას მიტოვებულს თავისიანთა მიერ, დაეხეტებიან, და რათა აღმოიფხვრას დაბრმავებულ ადამიანთა ასეთ დაღუპვაში დამნაშავე, რათა აღიკვეთოს ეს წყლული, წარმოშობილი მის დამჯერთა დასაღუპად, გპირდებით, რომ თუკი ყუმიხი, ჩეჩენი ხალხები, მოექცევიან რა ჭეშმარის გზაზე, გამოთქვამენ სინანულს და, შეიპყრობენ რა ამ გამრყვნელს, მომცემენ მას ხელში, ყველაფერში პატიებული იქნებიან, დატოვებულნი სიმშვიდეში, და მათ, ვინც მომიყვანს მას ცოცხალს, მიეცემათ სამი ათასი მანეთი, ხოლო ვინც მის მოკვეთილ თავს მოიტანს – ხუთასი მანეთი. მაგრამ თუკი ამის შემდეგაც ხალხები არ შეინანებენ და შემდგომშიც მას მიეკრობიან, მაშინ მე იარაღის ჭექა-ქუხილსა და ბასრ მახვილს მივმართავ დამნაშავეთა დასასჯელად”.
ამ განცხადებამ, რომელიც გამოჩნდა მაშინვე მანსურის დამარცხების შემდეგ, პირველ ხანებში თუმცა კი შეაშინა მთიელები, მაგრამ ცრუ ფანატიზმით დასნეულებულნი, ისინი ვერ ბედავდნენ ხელის აღმართვას ცრუწინასწარმეტყველის პიროვნებაზე და ამიტომ მოთხოვნა მისი გაცემის შესახებ არ ყოფილა აღსრულებული. ეშინოდათ რა სასჯელისა ჩვენი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო და არ ჰქონდათ რა წარმატების იმედი წინააღმდეგობის გაწევისას, მათი უმრავლესობა მიჰყვებოდა თავიანთ ჩვეულებრივ წესს – ტოვებდნენ სახლებს და იმალებოდნენ მთებში თავიანთი ოჯახებითა და ქონებით. ისინი კი, რომლებიც დარჩნენ თავიანთ სოფლებში, ემზადებოდნენ თავდაცვისთვის. სოფელ ენდერის მცხოვრებნი სოფლის გარშემო თხრიდნენ თხრილს და აგებდნენ სიმაგრეებს. ალდიელები, შეიკრიბნენ რა თავიანთ ყადისთან და მასთან ერთად მივიდნენ მანსურთან, ეკითხებოდნენ მას თუ რა გაეკეთებინათ.
– შენ ადრე ჩვენ ბევრ რამეს დაგვპირდი, ამბობდნენ ისინი, – მაგრამ ვერაფერი ვერ აღასრულე და ჩვენ მხოლოდ რუსების შურისძიების ხელში ჩაგვაგდე. ახლა რას გვეტყვი: დავრჩეთ ზამთრად სოფელში თუ წავიდეთ და მთებში დავიმალოთ?
– მე თქვენი თავადი არა ვარ, პასუხობდა მანსური, – რაც გინდათ ის გააკეთეთ (Рапортъ полковника Нагеля П. С. Потёмкину 13-го ноября. Объясненiе известiй, полученныхъ въ лагере 13-го ноября).
ასეთმა პასუხმა გააღიზიანა ალდიელები და სიფიცხით მათ სურდათ წაერთმიათ თავისი მასწავლებლისთვის მისთვის ნაჩუქარი ნივთები, მაგრამ ყადის მიერ იქნენ გაჩერებულნი. ნდობა მანსურისადმი მნიშვნელოვნად შემცირდა, მით უმეტეს, რომ დაახლოებით ამ ხანებში ჩეჩნეთსა და დაღესტანში გამოჩნდა ერთერთი ტაბასარანელი მოლას წერილი, რომელშიც უარყოფილი იყო მანსურის უფლება მის მიერ იმამის წოდების მითვისებაზე. “ყოვლადმაღალი უფალი ღმერთი, წერდა მოლა, უგზავნის რა თავის მადლს თავის საყვარელ მონებს, მათი მეშვეობით გვივლენს სასწაულებსა და ნიშნებს, და სწორედ ამის გამო ჩვენ, ვითარცა უღირს მონებს, წმინდა სასწაულმოქმედნი და ღვთის მაამებლები ენით გამოუთქმელად უნდა გვიყვარდეს და თაყვანს ვცემდეთ; ჭეშმარიტ სასწაულებს კი პატივს მივაგებდეთ წმინდად და სათანადო პატივისცემითა და მორჩილებით ვექცეოდეთ სასწაულმოქმედებს. მათი სიყვარული ჩვენ გვევალება იმიტომ, რომ სასწაულმოქმედნი ღვთის წმინდანები არიან: მათში დავანებულია ღვთის მადლი. ჩეჩნეთში გამოჩენილი იმამი რომ ასეთივე ღირსთაგანი ყოფილიყო, რომლებშიც დავანებულია ღვთის მადლი, მაშინ მუსლიმან ხალხში დიდ ნუგეშსა და ბედნიერებას მოიტანდა. მაგრამ სასწაულმოქმედნი და ღვთის წმინდანები, ტოვებენ რა მთელ ამქვეყნიურ ავხორცობას, ზურგს აქცევენ უკვე ყოველივეს, რაც მათი ღირსებისთვის შეუფერებელია; სულის ცხონების მაძიებელნი ოქროსა და ვერცხლს მიიჩნევენ როგორც რაღაც ტვირთს, ქებისგან ცხვირს არ წევენ მაღლა და ლანძღვას მიიჩნევენ როგორც სიკეთეს. იმათგან კი, ვისაც ასეთი ღვთისნიერი თვისებები არა აქვთ, სასწაულის მოლოდინი არ შეიძლება. მე ამას ვწერ არა შიხის განსაქიქებლად, არამედ ვასკვნი, რომ ღვთის წმინდანთა და სასწაულმოქმედთა საქმეები თავის თავად ამტკიცებენ თავიანთ ღირსებას.
იმამად წოდებულის ღვაწლისა და საქმეების შესახებ ისმის, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ჩვენს რჯულსა და წმინდა წერილს: 1) რომ მარხვისა და ღვთისმსახურების დასრულებას იგი უკვე კრძალავს (что опущенiе поста и богослуженiя довершать онъ уже возбраняетъ); 2) ღვთისმსახურებას იგი აღასრულებს არა ისე, როგორც რჯულის მიხედვით უნდა იყოს; 3) ხალხს ადებს ხარკს და ღებულობს საჩუქრებს. ხალხი კი, არ უწევს რა ამას ანგარიშს, თავისი გაუნათლებლობუის გამო მოელის მისგან რაიმე სასარგებლოს, მაგრამ როდესაც ვერ ასრულდება მისგან მოსალოდნელი, რისი იმედითაც ხალხი ახლა მას პატივს სცემს, მაშინ ხალხისგან მის მიერ შეძენილიც მას სულის საცხონებლად კი არ ექნება, არამედ დასაღუპად.
ღვთის ჭეშმარიტი წმინდანების სიყვარული და თაყვანისცემა სხვა არაფერია, თუ არა თავად ღმერთის სიყვარული და თაყვანისცემა, მაგრამ თქვენ თქვენის მხრივ როგორ ინებებთ აქ აღწერილის მიღებას, არ დაიზაროთ რომ შეგვატყობინოთ, რათა ჩვენ შეგვეძლოს მივყვეთ ჩვენს საღ მსჯელობას, სხვანაირად არ დაზარალდებოდა გაუნათლებელი ხალხი შიხისადმი თავისი მორჩილებით და არ მოტყუვდებოდა. განათლებულთა ვალია, რომ ჭეშმარიტ გზაზე აყენებდნენ დაბნეულთ, რომელსაც მივყავართ სიწყნარისა და საერთო სიმშვიდისკენ”.
ამ წერილმა მოახდინა თავისი მოქმედება და ცრუწინასწარმეტყველის მომხრეთა უმეტესი ნაწილი ეძიებდა პატიებასა და შეწყალებას. გენერალ პოტიომკინის რაზმის მიერ მდინარე მალკას გადალახვამ და ყაბარდოში მისმა მოძრაობამ დაარწმუნა მოსახლეობა შემდგომი წინააღმდეგობის შეუძლებლობაში. როგორც კი, 13 ნოემბერს, ჩვენი ჯარები გამოჩნდნენ მდინარე ბაქსანზე, ყაბარდოელებმა მაშინვე გამოგზავნეს ბანაკში თავიანთი წარმომადგენლები. გენერალ-პორუჩიკმა პოტიომკინმა ისინი ალერსიანად მიიღო . . . . . . . . . .
[აქ წიგნში აკლდა ერთი გვერდი, რომლის შევსებასაც ახლო მომავალში შევეცდებით]
. . . . . . . . . . ამანათები ყოველი საგვარეულოდან თითო უზდენით (Листъ кабардинцамъ 15-го ноября, № 358. Рапортъ Потёмкина князю Потёмкину 21-го ноября, № 362). ნოემბრის ბოლოს დეპუტატები გამოემგზავრნენ რუსეთში, ამასთან ჯარების სარდალი სთხოვდა თავად პოტიომკინს დაენიშნათ ყოველწლიური პენსიები ჩვენდამი ყველაზე უფრო ერთგული მფლობელებისთვის. იგი ვარაუდობდა, რომ ფულისადმი ყაბარდოელთა სიხარბის გამო, ეს იქნებოდა ყველაზე უფრო უკეთესი ხერხი რუსეთის გეგმებისა და მისდამი მორჩილებისადმი მათი მოზიდვისთვის (для привлеченiя ихъ къ видамъ и покорности Россiи) (Рапортъ Потёмкина князю Потёмкину 29-го ноября, № 386).
აჩუქა რა თავად მისოუსტ ბამათოვს ბეჭედი ბრილიანტებით (Письмо Потёмеина князю Баматову 15-го ноября) და გაუგზავნა რა ასეთივე საჩუქარი ენდერის მფლობელს მურთაზა-ალის, პოტიომკინმა დაავალა ყველა სასაზღვრო უფროსს გაევრცელებინათ ხმები მთიელთა შორის, რომ ყაბარდოელებმა, ეშინოდათ რა სასჯელისა, ითხოვეს პატიება და დაემორჩილნენ რუსეთის მთავრობას (Ордера бригадиру Вишнякову и прочимъ начальникамъ отъ 18-го ноября). ამასთან ერთად, რათა დაეშინებიათ მარცხენა ფლანგის მცხოვრებნი და თავად მანსურიც, პოლკოვნიკ ნაგელის უფროსობით შეკრებილ იქნა საკმარისად ძლიერი რაზმი, რომელშიც შევიდნენ: ასტრახანის, ტომსკისა და მოსკოვის პოლკები, გრენადერთა სამი ბატალიონი* (*მანსუროვის /ყაბარდოსა და სელენგინსკის პოლკების ორ-ორი ასეული/, კრივცოვისა /ტომსკისა და მოსკოვის პოლკების ორ-ორი ასეული/ და რაციუსის /ასტრახანის პოლკის ორი ასეული, ლადოგისა და ბუტირსკის პოლკების თითო-თითო ასეული/ ბატალიონები), 8 საველე ქვემეხი და გრებენის, სემეინისა და მოზდოკის მთელი კაზაკთა ჯარები. პოლკოვნიკ ნაგელს ბრძანება ჰქონდა მიღებული, რომ ეცადა ცრუწინასწარმეტყველის ხელში ჩაგდება, დაპირებოდა შეწყალებას ყველა დამორჩილებულს ყაბარდოელთა მსგავსად და გამოეკვლია გზა სოფელ ენდერიმდე, შეეტყო მის მცხოვრებთა მდგომარეობისა და რიცხვის შესახებ, და სად ძოვენ მათი ჯოგები (ფარები); ზუსტად ასეთივე ცნობები შეეგროვებინა სოფლების აკსაისა და ბრაგუნის შესახებაც.
დამდგარი შემოდგომის დრო და სურსათის უკმარისობა აიძულებდათ რომ გადაედოთ საომარი მოქმედებები უფრო მეტად ხელსაყრელი დროისთვის, მაგრამ მცხოვრებთა დაშინებისა და მორჩილებაში მათი მოყვანისთვის ნაბრძანებ იქნა აეგოთ სამი გადასასვლელი მდინარე თერგზე. ამ მოსამზადებელმა სამუშაოებმა იქონიეს თავისი მოქმედება და მთიელები, ცოტ-ცოტად, ტოვებდნენ ცრუწინასწარმეტყველს. უკანასკნელმა, ხედავდა რა მისდამი ჩეჩნებისა და განსაკუთრებით კი მის თანასოფლელთა გულის გაგრილებას, დატოვა სოფელი ალდი და წავიდა თავის ცოლისძმასთან სოფელ შალიში. იქ გამოითხოვა მან მცხოვრებთაგან ადგილი თავისთვის სახლის ასაშენებლად და განზრახული ჰქონდა სამუდამოდ დასახლებულიყო, თუმცა კი არ ტოვებდა ხალხზე უწინდელი გავლენის ხელახლა შეძენის იმედსაც. მანსურმა დაუგზავნა წერილები ყველა ყუბანისმიღმელ ხალხსა და თათართა ურდოებსაც, იწვევდა რა მათ, რათა შემოერთებოდნენ მას ან კიდევ მოეხდინათ ხშირი თავდასხმები რუსულ სამფლობელოებზე. თავის ახალ თანასოფლელებსა და არცთუ დიდი რიცხვის დარჩენილ მიმდევრებს იგი უამბობდა, რომ წინასწარ განჭვრიტა მთელი მომხდარი უბედურებანი, უხარია მთიელებისთვის მოყენებული მარცხისა, რომელშიც ხალხი უნდა ხედავდეს ღვთის რისხვას რწმენის დასუსტების, ურთიერთ უთანხმოებისა და მის დარიგებათა შეუსრულებლობის გამო.
– მაგრამ თუკი თქვენ მომავალში ჩემი დამჯერი იქნებით, ამბობდა მანსური, – მაშინ ბრძოლის ველზე დაღუპულები, ჩემი შუამდგომლობით, მიღებულნი იქნებიან ცათა სასუფეველში, ხოლო ცოცხლად დარჩენილები კი მომავალ გაზაფხულზე ძალიან გახარებული იქნებიან.
კითხვაზე, თუ როგორი სიხარული ელოდება მათ მომავალში, მანსურმა პასუხის გაცემაზე უარი უთხრა, მაგრამ ამზადებდა დროშას, რთავდა რა მას ვერცხლითა და ოქროთი.
– ვისთვის არის ეს დროშა? ეკითხებოდნენ მანსურს მისი მომხრეები.
– იმისთვის, ვინც გამოცხადდება ორი თვის შემდეგ, პასუხობდა იგი გამოცანით, – და მაშინ მე გაგიმხელთ თქვენ სასწაულებს.
– მე მეყოლება უწინდელზე შეუდარებლად უფრო მეტი ჯარები, ეუბნებოდა მანსური ერთხელ ყუმიხთა მფლობელის ვაჟს ჩაპალოვს, რომელიც ადრე მისი მთავარი მომხრე გახლდათ.
– საიდან შეიძლება გყავდეს შენ ჯარი? ეკითხებოდა ჩაპალოვი. – დაღესტნელები შენ ჩამოგშორდნენ: ისინი დამარცხებულები, გაძარცვულები ან გაყიდულები არიან, ჩეჩნებს შენ ეზიზღები, ყაბარდოელები დამორჩილდნენ, ჩვენები კი პატიებას ითხოვენ.
– მე ძლიერი ჯარი მეყოლება, გაუმეორა ცრუწინსწარმეტყველმა, – მაგრამ მას ვერავინ დაინახავს.
ჩაპალოვმა გაიცინა და წავიდა თავისი ყოფილი მოძღვრისგან (Рапортъ подполковника Матцена генералу Потёмкину отъ 22-го ноября. Госуд. Арх., XXIII, № 13, карт. 50).
თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

უკან იხევდნენ რა გრიგორიოპოლისიდან, ჩეჩნები თუმცა კი ხედავდნენ მანსურის მიერ წინასწარნაუწყებთა ვერახდენას, რომ ვითომდა რუსული ზარბაზნების გასროლები თავად მსროლელთა წინააღმდეგვე შებრუნდებოდა, მაგრამ კმაყოფილნი იყვნენ იმით, რომ მოახერხეს თავიანთ მხარეზე ყაბარდოელთა მომხრობა. მცირე ყაბარდოს მცხოვრებთა უმეტესმა ნაწილმა დატოვა თავიანთი სოფლები და, ეშინოდა რა სასჯელისა, გაიფანტა სხვადასხვა მხარეს. თავადი დოლი, თავისი ხელისუფლების ქვეშ მყოფ სხვა მფლობელებთან ერთად, დაესახლა მდინარე სუნჯას ზემოწელში, ინგუშების მეზობლად; მცირე ყაბარდოს მცხოვრებთა სხვა ნაწილი წავიდა მდინარე თერგის ზემოწელისკენ და მხოლოდ არცთუ ბევრნი დაბრუნდნენ თავიანთ სოფლებში და ითხოვეს შეწყალება (Госуд. Арх. XXIII, № 13, карт. 49).

No comments:
Post a Comment