Saturday, March 3, 2012

ნიკოლოზ დუბროვინი საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ

(ნ ა წ ი ლ ი V)
(დასასრული)

თავი XI

დავით ბატონიშვილისა და დარეჯან დედოფლის წერილები იმპერატორ ალექსანდრე I-დმი. _ საკითხი საქართველოს შემოერთების შესახებ ხელახლა გადაეცა სახელმწიფო საბჭოს განხილვაზე. _ იმპერატორი ალექსანდრე I ეწინააღმდეგება თავისი დერჟავისადმი საქართველოს შემოერთებას. _ რესკრიპტი კნორინგისადმი და მისი გაგზავნა საქართველოში. _ რწმუნებულების მოსვლა ს.-პეტერბურგში და მათი თხოვნები. _ მოვლენები საქართველოში.

დავით ბატონიშვილი და დარეჯან დედოფალი, შეიტყვეს რა ტახტზე იმპერატორ ალექსანდრე I-ის ასვლის შესახებ, ჩქარობდნენ წერილების გაგზავნას თავიანთი თხოვნისა და სურვილების განცხადებით. დავითი სთხოვდა იმპერატორს დაემტკიცებინა იგი საქართველოს მეფედ (Письмо Давида отъ 8-го апреля 1801 г. Арх. мин. внутр. делъ по деп. общ. делъ. Дела Грузiи. Кн. I); დარეჯან დედოფალი კი ითხოვდა, რომ ეს ტახტი გადაეცათ მისი უფროსი ვაჟიშვილის, ბატონიშვილ იულონისთვის (Письмо царицы отъ 15-го апреля 1801 г. Тамъ же). დავითი მიუთითებდა იმაზე, რომ იგი დამტკიცებულია მემკვიდრედ ჯერ კიდევ გარდაცვლილი ხელმწიფის პავლე პეტრეს ძის მიერ, ხოლო დარეჯან დედოფალი ემყარებოდა მისი გარდაცვლილი მეუღლის ერეკლე II-ის ანდერძს, რომელმაც განსაზღვრა ტახტზე მემკვიდრეობის წესი, რომლის მიხედვითაც ტახტი უნდა გადადიოდეს გიორგის ძმებზე გვარში უფროსობის მიხედვით.

“გვიხსენით ჩვენ ტყუილისგან – წერდა დედოფალი – და უღირსობისგან (უპატიობისგან), რომლებიც გამოიჩინა ჩვენს მიმართ ჩვენმა გერმა მეფე გიორგიმ, და კეთილინებეთ (соблаговолите) დამტკიცება ჩვენი უფლებებისა, რომლებიც ჩემი გარდაცვლილი მეუღლის ერეკლე მეფის მიერ თავის სამეფო სახლში არის დადგენილი წერილობით”.

დავით ბატონიშვილმა წერილი გამოგზავნა კნორინგის მეშვეობით, დარეჯან დედოფალმა კი იგი გადასცა თავის ვაჟს მირიანს, რომელიც პეტერბურგში მოემგზავრებოდა. იგი იმედოვნებდა, რომ მირიანი პირადად იშუამდგომლებს თავისი დედისათვის და მიაქცევს იმპერატორის ყურადღებას მის უნუგეშო მდგომარეობაზე. დედოფალი ჩიოდა არა მხოლოდ თავისი გერის გიორგის უსამართლო საქციელზე: იგი ჩიოდა აგრეთვე იმაზეც, რომ მას ჩამორთმეული აქვს მამულების უმეტესი ნაწილიც და არ გააჩნია სახსარი არსებობისთვის.

“ყველას საერთო გამოცდილებით ცნობილია – წერდა დედოფალი – რომ ცოცხალ არსებათა პირველი საზრუნავი არის საკვების ქონა თავისი სიცოცხლის გაგრძელებისთვის, რასაც უნდა მივყვე მეც, მაგრამ არ გამაჩნია შესაძლებლობა, რომ ჩემთან მყოფთ ვაკმაყოფილებდე ყოველდღიურად თუნდაც მხოლოდ პურით. შემოსავლებით, რომლებიც კანონიერად მე მეკუთვნის, სარგებლობენ სხვები, ხოლო მე კი, რომელსაც არა მაქვს ძალები და დავრჩი საკვების გარეშე, მუდმივად ცრემლსა ვღვრი და ჩემს ცხოვრებას ვატარებ უკიდურეს მწუხარებაში. ხოლო ჩემს მამულებს, ჩემს საკუთარ ნაშრომსა და შეძენილ კმაყოფას, ფლობენ სხვები...”

ორი პირის თხოვნა მათი ერთი და იგივეთი დაკმაყოფილების შესახებ სიძნელეებს უქმნიდა იმპერატორ ალექსანდრეს მათ აღსრულებაში და აიძულებდა, რომ, არ მიეცა რა უპირატესობა არც ბატონიშვილისთვის, და არც დედოფლისთვის, კვლავ გადაეცა საქართველოს რუსეთისადმი შემოერთების საკითხი სახელმწიფო საბჭოსთვის განსახილველად.

არ იყო რა პირადად განწყობილი ქვეყნის შემოერთების სასარგებლოდ, ალექსანდრემ შესთავაზა საბჭოს საკითხი: საქართველოს მიღებით რუსეთის ქვეშევრდომობაში ხომ არ მოვიქცევით უსამართლოდ იმ სამეფოს ტახტის მემკვიდრეებთან მიმართებაში? (Реестръ протоколамъ государственнаго совета 1801 г. Государственный архивъ) ხელმძღვანელობდა რა უმკაცრესი მიუკერძოებლობით და “უარყო რა სრულებით ანგარების მიზანი”, სახელმწიფო საბჭომ მაინც აღიარა აუცილებლად რომ შეენარჩუნებინათ ქვეყანა რუსეთის იმპერატორთა სკიპტრის ქვეშ. სამი საფუძველია მოყვანილი საბჭოს ჟურნალში 1801 წლის 11 აპრილს. პირველი ის, რომ უთანხმოებანი სამეფო სახლში სუსტ სამეფოს ემუქრება დამღუპველი შინაომებით. მეორე, რომ მფარველობა, რომელსაც დიდი ხნიდან უწევს საქართველოს რუსეთი, მოითხოვს, რათა იმპერიის საკუთარი ღირსებისთვის, საქართველოს სამეფო შენარჩუნებულ იქნას მთლიანობაში, და, მესამე საფუძველია ის, რომ ქვეყნის შემოერთებით ხდება რუსეთის საკუთარი საზღვრების მშვიდობის უზრუნველყოფა და მთიელი ხალხების თვითნებობის ალაგმვისთვის სრული მოხერხებულობის შეძენა.

ემყარებოდა რა ამას, სახელმწიფო საბჭო ვარაუდობდა: 1) დაეტოვებინათ საქართველოში მთელი ჩვენი ჯარები, რომლებიც იქ უკვე იმყოფებოდნენ; 2) დაეწესებინათ ქვეყანაში დროებითი რუსული მმართველობა, დაჰყოფდნენ რა მთელ მიწას შვიდ მაზრად. სამოქალაქო ნაწილის მმართველობისთვის გაეგზავნათ საქართველოში გუბერნატორი, რომელიც საკუთარ თავში შეიერთებდა სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლებას.

იმპერატორის არაოფიციალური კომიტეტის* (*დაწვრილებითი ცნობები ამ კომიტეტის მოწყობისა და შემადგენლობის შესახებ იმყოფება მ. ი. ბოგდანოვიჩის წერილში “ალექსანდრე იმპერატორის გარდაქმნების პირველი ეპოქა”. «Вестнникъ Европы» 1866 г. Т. I, стр. 158) წევრები არ იზიარებდნენ სახელმწიფო საბჭოს დასკვნას; არ გაიზიარა იგი იმპერატორმა ალექსანდრემაც, რომელიც მათთან ერთად ვარაუდობდა, რომ მხოლოდ ძალა არ იძლეოდა არავითარ უფლებას იმპერიისთვის ამ ქვეყნის შემოერთებაზე, თუკი თავად მცხოვრებთ ეს არ სურდათ.

პოულობდნენ რა, ამაზე ზევით, ბევრ რამეს წამგებიანს მსგავსი შემოერთებისგან (Находя, сверхъ того, многiя невыгоды отъ подобного присоединенiя), კომიტეტის წევრებმა დაარწმუნეს იმპერატორი, რომ ეს საკითხი ხელმეორედ გადაეცა სახელმწიფო საბჭოსთვის განსახილველად, ამასთან ალექსანდრემ რწმუნება მისცა გენერალ-პროკურორ ბეკლეშოვს, რომ განეცხადებინა სენატისთვის “მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მიერ უკიდურესად თავიდან აცილების შესახებ იმისა, რომ მიიღოს ის სამეფო თავის ქვეშევრდომობაში, მიიჩნევს რა უსამართლოდ სხვისი მიწის მითვისებას” («о крайнем отвращенiи Е. И. В. поступить на принятiе царства того въ подданство Россiи, почитая несправедливым присвоенiе чужой земли») (Государственный архивъ).

თავისი პირველი დადგენილებიდან ოთხი დღის შემდეგ, სახელმწიფო საბჭო, 15 აპრილს, კვლავ განიხილავდა საკითხს საქართველოს შემოერთების შესახებ. საბჭო დარჩა თავის პირველ აზრზე.

მთელი ხალხის მიერ გამოთქმული სურვილი რუსეთის ქვეშევრდომობაში ყოფნაზე, ხსნიდა ძალადობის, თვითნებობისა და უსამართლობის ყოველგვარ შესახედაობას იმპერიისადმი მისი შემოერთების საქმეში. სპარსეთის შაჰების პრეტენზია უმაღლეს მმართველობაზე საქართველოში და ამის გამო ქვეყნის მუდმივად დარბევები აიძულებდა ხალხს, რომ ეძება რუსეთის მფარველობა და ამით აეცილებინა თავიდან ბარბაროსთა უღელი. და რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდა საქართველოს მაშინ, როდესაც მან საჯაროდ განაცხადა თავისი სიხარული ახალი მდგომარეობის გამო, რომელშიც გადავიდა იმპერატორ პავლეს მანიფესტის შედეგად და რომელშიც იმედოვნებდა დაცვისა და სიმშვიდის მიღებას? დატოვებდა რა ქვეყანას მის საკუთარ ნებაზე (на собственный ея произволъ) და უარს იტყოდა რა მფარველობაზე, რუსეთი გადასცემდა მას მტაცებელი მეზობლის – სპარსეთის მთელ სისასტიკესა და შურისმაძიებლობას, რომელიც მხოლოდ მოსახერხებელ შემთხვევას ელოდებოდა იმისთვის, რათა ჩაეგდო იგი საკუთარ ხელში. რუსეთის დიდება და სამართლიანობა მოითხოვდა, რათა საქართველო არ ყოფილიყო მიტოვებული მხოლოდ საკუთარი ძალების ანაბარად, ხოლო მისი დატოვება მხოლოდ მფარველობის ქვეშ არახელსაყრელი იქნებოდა თავად იმპერიისთვის (а оставленiе ея только под покровительсивомъ было бы невыгодно для самой имперiи).

მართლაც, მფარველობას გაუწევდა რა საქართველოს, რუსეთს უნდა შეენახა იქ საკმარისი ჯარები მოწინააღმდეგის თავდასხმებისგან მის დასაცავად. ამ ძალის შენახვა ითრევდა სახელმწიფოს ზედმეტ და უსარგებლო ხარჯებში. ხოლო ჯარების გაგზავნა საქართველოში მხოლოდ მაშინ, როდესაც მათში აუცილებლობა შეიქნებოდა, შეუძლებელი იყო. მხოლოდ გზის მომზადებაზე ჯარის მოძრაობაზე, მთების გადავლით, აუცილებელი გახლდათ იმდენად ბევრი დრო, რამდენიც სულაც არ იყო საჭირო მეზობლებისთვის, რათა მოესწროთ ქვეყანაში შემოჭრა და საბოლოოდ გაჩანაგება.

“მაგრამ თავად რუსეთისთვისაც მავნეა საქართველოს დატოვება – ნათქვამია სახელმწიფო საბჭოს ჟურნალში. – საკუთარი ბედისთვის მინდობილი ეს მიწა შეიქნება თავისი მეზობლების აუცილებელ მსხვერპლად, და ქრისტიანული მფლობელობა იმ ქვეყანაში მოისპობა. მარტო ეს ერთი უკვე ემუქრება რუსეთის საზღვრებს ყველაზე უფრო დამღუპველი შედეგებით. აქამდე მათი სიმშვიდე, თუკი გამოვრიცხავთ საკუთრივ საჯარისო თავდაცვას, იმით იყო მნიშვნელოვნად მოზღუდული (დაცული), რომ საქართველო, აქვს რა თავისი მდებარეობა მთიელი ხალხების შუაში, ჰყოფდა მათ ფიზიკურად, ეწინააღდეგებოდა რა მათ უმცირესი შეთანხმების დროსაც კი თავისუფლად შეერთებაში. არანაკლებ ამისა ის სამეფო პოლიტიკური მოსაზრებებითაც უშლიდა ხელს შეერთებაში იმ ხალხებს, რომლებსაც ასე ხშირად აქვთ ურთიერთ შორის დავები და მტრობა, მაგრამ ასევე ხალისით ერთიანდებიან მეზობელთა მიწებზე თავდასხმებისთვის, ძარცვის გულისთვის”...

“შესაძლოა კიდევ მოხდეს, რომ ქართველი ხალხი, რათა თავიდან აიცილოს საბოლოო გაჩანაგება თავისი მეზობლებისგან, შევიდეს პორტას (თურქეთის – ი. ხ.) მფარველობაში და უკვე ამ შემთხვევაში, შედეგები, რომლებიც ამას შეიძლება მოჰყვეს რუსეთისთვის, წარმოგვიდგენს ჭეშმარიტად საშინელ სურათს”* (*ყაინარჯის სამშვიდობო ხელშეკრულებამდე თურქები თუმცა კი მფლობელობდნენ კავკასიონის ჩრდილოეთ კალთებზე ტამანიდან თერგის შესართავამდე, მაგრამ მათი მფლობელბა იყო ნომინალური, ჩვენთვის არასაშიში. მხოლოდ რუსებმა მოახერხეს თავიანთი ძალაუფლების მტკიცედ დამკვიდრება კავკასიონის მთებში).

“ერთმორწმუნეობა შეაერთებს, რა თქმა უნდა, კავკასიონის მთების ყველა ხალხს თურქული მფლობელობის ქვეშ, და მაშინ რა უნდა დავუპირისპიროთ მათ ძალებს, პორტასთან ურთიერთობების გაწყვეტის შემთხვევაში, რომელსაც ყოველთვის შესაძლოა მოველოდეთ, საკუთრივ თურქების არამყარობისა და სხვა დერჟავების ჩაგონებებისგან? როგორი საშუალებებით მოვზღუდოთ (დავიცვათ) 800 ვერსზე მეტი სივრცე, სადაც რუსეთის მხრიდან მოწინააღმდეგეს წარმოუდგება თავისუფალი შემოსასვლელი სწორ, არაფრით არ დაფარულ ადგილებში; მოწინააღმდეგის მხრიდან კი პირველივე ნაბიჯზე გვხვდება მიუდგომელი მთები”.

მთელი გადმოცემული მიზეზები აიძულებდა სახელმწიფო საბჭოს ამჯერადაც გადახრილიყო საქართველოს რუსეთისადმი შემოერთების სასარგებლოდ. თავისი აზრის უცილობლობაში უფრო მეტად დარწმუნებისთვის, საბჭო აუცილებლად ვარაუდობდა, რომ გაეგზავნა კნორინგი საქართველოში იმისთვის, რათა მას ადგილზე შეძლებოდა ქვეყნის მდგომარეობისა და მისი მოთხოვნილებების განსაზღვრა და მიუკერძოებლად გამოკვლევა იმისა, შეიძლება თუ არა საქართველო დატოვებულ იქნას დამოუკიდებელ სამეფოდ.

იმპერატორ ალექსანდრეს ბრძანებით, რომელიც ახლა ეთანხმებოდა სახელმწიფო საბჭოს აზრს, კნორინგი გაემგზავრა საქართველოში, ჰქონდა რა ხელზე იმპერატორის შესანიშნავი (замечательный) რესკრიპტი.

“... ტახტზე ჩვენი ასვლისას – წერდა ალექსანდრე (Рескриптъ отъ 19-го апреля 1801 г. Весь рескриптъ этотъ напечатанъ вполне въ актахъ кавк. археогр. ком. Т. I, стр. 419) – ვპოვეთ ჩვენ, რომ ეს სამეფო ყველა სახელმწიფო აქტის მიხედვით უკვე შემოერთებულია იმპერიასთან და ამ სახით (ამ ხარისხში) გარემოცულია იგი ჩვენი ახალი ყველა ქვეშევრდომის მიერ ჩვენდამი დადებული ფიცის მთელი სიწმინდით. საქმეთა ასეთი მდგომარეობისას და ამ ქვეყანაში ჩვენი სამხედრო ძალის განლაგების (პირობებში) შეგვეძლო ჩვენი ძალაუფლება მასში ურყევად დამყარებულად ჩაგვეთვალა, მით უმეტეს, რომ ჩვენამდე მოღწეული წიანსწარი ცნობებით დავეწმუნდით, რომ უკან დაბრუნებული ელჩების სურვილები და რწმუნებანი მიღებულ ზომებთან სავსებით შესაფერისია. არ დავმალავთ ასევე თქვენგან, რომ იმპერიის ღირსება, ჩვენი საზღვრების უსაფრთხოება, ოტომანის პორტას სურვილები, მთიელი ხალხების თავდასხმები და მისწრაფებანი, საკუთრივ რუსეთის სარგებლისადმი მთელი პატივისცემა ძველი დროიდან აიძულებდა მთავრობას, რომ ეფიქრა ამ შემოერეთებაზე და ჰქონოდა ამის სურვილი.

ვზომავთ რა მის არსს მხოლოდ ჩვენი სარგებლით, ჩვენ არ შეგვიძლია არ ვაღიაროთ მთელი მისი ძალა (ამ სარგებლისა), მაგრამ მიწიერ სამეფოთა სარგებლისათვის, მარადიულ წესებში, გათვალისწინებულია სხვა ზომა, ერთიანი, ჭეშმარიტი და გარდაუვალი: სამართლიანობა და საერთო-სახალხო სამართლის ხელშეუხებლობა. ჩვენს ყველა საშინაო და საგარეო საქმეში დავიდეთ რა უძრავ (ურყევ) საფუძვლად ეს ჭეშმარიტება, ამის შედეგად და საქართველოს შესახებ ახლანდელი განწყობის (დამოკიდებულების) დროს ჩვენ გვსურს უწინარეს ყოვლისა დანამდვილებით დავრწმუნდეთ:

პირველი, მართლა ისეთია ამ ქვეყნის საშინაო მდგომარეობა, რომ მხოლოდ თავისი ძალებით არ შეუძლია მას წინ აღუდგეს სპარსეთის ძალაუფლების-მოყვარულ პრეტენზიებს, ვერც მოიგერიოს მის გარშემო მყოფი მთიელი ხალხების თარეშები, ვერც ჩააქროს შინაური მტრობანი, რომლებიც მას ძმათაშორისი ომით ემუქრებიან, რომ მისი დატოვება ცალკეულ და თვითმყოფად სამეფოდ ბედის ანაბარა იქნებოდა შეუსაბამო იმპერიის დიდებულებისთვის, რომელიც მას ძველი დროიდან მფარველობს, და ჩვენი დიდსულოვნებისთვისაც.

მეორე, აუცილებლობისა და მამულისთვის სარგებლის მოტანის საკუთარ რწმენას ემყარებოდა თუ არა ამ სამეფოს მიერ მუხლის მოყრა რუსეთის დერჟავის ქვეშ, და ერთსულოვნად აღიარეს თუ არა მთელმა მაღალმა წოდებამ და ხალხმა ეს საქციელი თავიანთ გადასარჩენად, თუ ადამიანთა ცნობილი გვარეობის გერგილიანობას მიყოლილებმა, მათ უფრო მეტად დაუთმეს ჩანაფიქრების წინაშე შიშსა და სხვათა შეგონებებს, ვიდრე საკუთარი სარგებლის ჭეშმარიტ შეგნებას.

გაკისრებთ რა თქვენ, რომ თავად ადგილზე შეაგროვოთ მთელი ეს ცნობები, და ამჯერად გავალებთ რა თქვენ საქართველოში გამგზავრებას, ჩვენ უეჭველად ვიმედოვნებთ, რომ განმსჭვალული იქნებით რა იმ საწყისებით, რომლებიც ჩვენ ამ საქმეში გვხელმძღვანელობს, თქვენ ახვალთ მათ სულ პირველ სათავეებამდე, აწონით ამ სამეფოს ძალას და შეადარებთ მას საგარეო და საშინაო წინააღმდეგობებთან; ჩაწვდით ხალხის გონების განწყობას, შეიტყვეთ მისი საჭიროებანი და ამ საჭიროებათა შედეგები მის სურვილებში; და ბოლოს, დარწმუნდით, გულწრფელად არიან თუ არა ისინი დარწმუნებულნი, და არიან თუ არა იმ აზრზე, რომ მათი მიღება რუსეთის დერჟავის ქვეშ არის ერთადერთი საშუალება მათი გადარჩენისთვის (…что прiятiе ихъ подъ россiйскую державу есть единое средство къ ихъ спасенiю), და მაშინ ამ დარწმუნებით შეუდექით თქვენ სამაგალითო დებულების (განხორციელებას) ამ ქვეყანაში მომავალი მმართველობის შესაქმნელად (…и тогда по удостоверенiю сему займитесь вы примернымъ положенiемъ для образованiя будущаго въ стране сей управленiя). თქვენ ამასთან მხედველობაში გექნებათ, რომ რუსეთისთვის კი არ უერთდება ეს ხალხი იმპერიას, არამედ საკუთრივ მისთვის, რომ ჩვენს სარგებელს კი არ ვეძიებთ ამაში, არამედ მხოლოდ მის სიმშვიდესა და უსაფრთხოებას, და ამიტომ თქვენს დებულებებში მისი მმართველობის შესახებ არ გამოგრჩეთ ის, რომ პატივი მიაგოთ მის უფლებებს (სამართალს), მიუსადაგოთ მის ზნე-ჩვეულებებს, ადათებსა და გონების მიდრეკილებებს (умоначертанiя); ერთი სიტყვით, თქვენ შეხედავთ ამ ქვეყანას არა ისე, როგორც ჩვენთვის სასარგებლო შენაძენების ქვეყანას, არამედ როგორც ხალხს, რომელიც ეძიებს იმპერიასთან შემოერთებას თავისი საკუთარი ბედნიერებისთვის და რათა მის წიაღში ჰპოვოს ამ ხალხმა მის თავს დატეხილ უბედურებათა დასასრული”.

შეკრებდა რა მთელ ცნობებს ადგილზე, კნორინგი უნდა ჩამოსულიყო პეტერბურგში იმპერატორისთვის (საქმის ვითარების) პირადად ასახსნელად. მის დაბრუნებამდე კი მთავრობა ვერ წყვეტდა საკითხს საქართველოს შემოერთების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ელჩები უკვე ჩამოვიდნენ ს.-პეტერბურგში ხალხისგან მიღებული რწმუნებით.

ეფუძნებოდა რა იმას, რომ საქართველო იმპერატორ პავლეს მანიფესტით უკვე მიღებულია რუსეთის ქვეშევრდომობაში “სამარადისოდ” («на вечныя времена»), რწმუნებულები ითხოვდნენ საზეიმო ორმხრივი აქტის დადებას, როგორც მათ მიღებული ჰქონდათ დაპირება გარდაცვლილი ხელმწიფისგან. ხალხის წარმომადგენლები ითხოვდნენ, რომ შეენახათ სამეფო “მამობრივი კეთილმზრუნველობით”, ეზრუნათ ხალხის კეთილდღეობაზე, რომელმაც ნებაყოფლობით მისცა თავი საუკუნო ქვეშევრდომობაში, მიეცათ მისთვის რუსეთის ძირძველ ქვეშევრდომთა უფლებები და უპირატესობანი, და, ბოლოს, დაეცვათ იგი გარეული და შინაური მტრებისგან”.

“ჩვენ კი, კისრად ვიღებთ რა ახალ ქვეშევრდომობას, ვალდებულებას ვიღებთ, რომ ამის მიხედვით ვეწეოდეთ და ვიცავდეთ, ჩვენი სამეფოს შესაძლებლობების თანახმად, ყველა იმ სამსახურს, რომლებიც ჩვენ გვექნება დავალებული” (Нота пословъ грузинскихъ въ апреле 1801 г. Арх. мин. иностр. делъ. 1-7, 1800-1805 г., № 1).

ემყარებოდნენ რა გიორგის სიგელსა და გრაფ როსტოპჩინის სიტყვებს, რომლებიც ელჩებს გადაეცა იმპერატორ პავლეს სახელით, რწმუნებულებმა მოიტანეს სათხოვარი, რომელშიც ითხოვდნენ ერთერთი ბატონიშვილის დანიშვნას მეფისნაცვლად, რომელსაც ეწოდებოდა საქართველოს მეფე, მისცემდნენ რა მას თანაშემწედ რუს მოხელეს. ახალ მმართებელს არ ჰქონდა უფლება, რომ გაეცა განკარგულება, ან გამოეცა კანონები თანაშემწის გარეშე და ვალდებული იყო ხელი მოეწერა ყველა ბრძანებისა და აქტისთვის მას შემდეგ, როცა ხელს მოაწერს მათ ის, ვინც იქნება დანიშნული მის თანაშემწედ. ზუსტად ასევე საქართველოს ყველა სხვა დანარჩენ დაწესებულებასა და მმართველობაში ნავარაუდევი ჰქონდათ ქართველებთან ერთად რუსი მოხელეების დანიშვნაც, როგორც ხელმძღვანელებისა.

რწმუნებულები ითხოვდნენ სამეფოში ხუთი სასამართლო ადგილის დაწესებას, რომელთაგან პირველს ეწოდებოდა საბჭო ან სენატის დეპარტამენტი, მეორეს სამეფოს მმართველობა, დანარჩენი სამი კი იქნებოდა პროვინციებში, უწოდებდნენ რა მათ სამაზრო სასამართლო ადგილებს.

ასეთი რიცხვი სასამართლოებისა მიიჩნეოდა საკმარისად “სამეფოს მცირე სივრცის” გამო, “ხოლო თუკი ვინმესთვის – წერდნენ რწმუნებულები – ვინც დედაქალაქის გარეთ ცხოვრობს, აუცილებელი შეიქნება, რომ რაიმე თხოვნით გამოემგზავროს დედაქალაქ ტფილისში, მაშინ არ არის ისეთი ადგილი, სადამდეც მანძილი აღემატებოდეს ოთხი დღის სავალს”.

ტფილისში ვარაუდობდნენ კიდევ ერთი სასამართლოს დაწესებას, სიტყვიერი სასამართლოს სახელწოდებით, კამათისა და სიტყვიერი თხოვნების სწრაფად გადაწყვეტისთვის. თავად ქართველებს შეგნებული ჰქონდათ პოლიციის მოწყობის აუცილებლობა იმისთვის, რათა ქალაქში “ღარიბ მაცხოვრებლებს შეეძლოთ მშვიდად ცხოვრება და გლეხებს აქ ქალაქისთვის საჭირო საქონლის მოტანა, ვინმესგან ყველანაირი შევიწროვების გარეშე, და თავისუფლად რეწოს ყველამ თავისი სარეწი, და არა ისე, როგორც ეს აზიური წეს-ჩვეულებით ხდება, ვინც უფრო ძლიერია, იმას მთელი ნავაჭრი რჩება, ხოლო უბრალო მაცხოვრებელს კი ავიწროვებენ”.

რადგანაც სასაზღვრო მამულების დიდი ნაწილი ეკუთვნოდა ბატონიშვილებს, ამიტომ ქვეყნის სიმშვიდისთვის სრულუფლებიანი წარმომადგენლები ითხოვდნენ, რომ ჩამოერთვათ მათთვის ეს მამულები და სანაცვლოდ მიეცათ სხვები საქართველოს შიდა მხარეებში. საზღვრების გაყოლებაზე აეგოთ ციხესიმაგრეები და საბაჟოები საბაჟო გადასახდელებისა და საქოლის შეკრებისთვის.

ქვრივი დედოფლებისა და მეფის ასულთათვის ითხოვდნენ პენსიების დანიშვნას, ხოლო მათი კუთვნილი მამულების სახაზინოდ მიღებას. ყველა იმ ბატონიშვილმა, “ვინც სუსტი ჯანმრთელობის ან მოხუცებულობის გამო დარჩება სამშობლოში, ისარგებლოს მისთვის კუთვნილი საკუთრებით, ხოლო ისინი კი, რომლებთაც ეჭვს გარეშე ექნებათ სურვილი, რომ ჩამოვიდნენ და პირქვე დაემხნენ თავიანთი ხელმწიფის ფეხებთან, მიღებულ იქნან სამსახურში და მათი იქაური მამულების სანაცვლოდ დასაჩუქრდნენ, რითაც კეთილსასურველი იქნება, ხოლო იქაური მამულები კი ჩაირიცხოს სახაზინოდ.

არ შეიძლება არ ითქვას, რომ ქართველებს სურდათ თავიანთი კეთილდღეობის მოწყობა რუსული ფულებით. ისინი ეძიებდნენ უფლებებსა და უპირატესობებს ძირძველი რუსი ქვეშევრდომების თანაბრად, და თუმცა კი უარს არ ამბობდნენ იმაზე, რომ სანაცვლოდ ეტვირთათ ზოგიერთი მოვალეობა, მაგრამ ამასთან ერთად ითხოვდნენ შეღავათებისა და პრივილეგიების მიღებასაც. შემოდიოდნენ რა ქვეშევრდომობაში, უწოდებდნენ რა საკუთარ თავს რუსეთის ქვეშევრდომებს, ისინი ითხოვდნენ გარკვეული დროით განთავისუფლებას ხარკისგან, რეკრუტების გაწვევისა და სამსახურში გამოყენებისგან “კავკასიონის მთების იქითა მხარეს, როგორც ეს არის შვედეთის, პრუსიისა და სხვათა მახლობლობაში სრულიად რუსეთის საზღვრებზე”.

ითხოვდნენ რომ თავადებისთვის, რომელთაც მეფეთა კარზე მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავათ და რომლებიც მოხუცებულობის გამო აღარ მოისურვებენ სამსახურში შემოსვლას, ახალი მმართველობის დაწესებასთან ერთად, დაენიშნოთ პენსიები, ხოლო სამეფოს შემოსავლებზე კი ამბობდნენ, რომ მათ შესახებ ცნობებს გვიან მიაწვდიდნენ...

შემოსავლები იყო იმდენად უმნიშვნელო, რომ წარმოგზავნილები, როდესაც ითხოვდნენ საქართველოში 6.000-იანი რუსული ჯარის მუდმივად შენახვას, აუცილებლად მიიჩნევდნენ ეთქვათ, რომ პროვიანტი მათთვის მიღებულ უნდა იქნას რუსეთის მთავრობის განკარგულებით ფულადი საზღაურით და ბაზრებზე.

ქართველი ელჩების ყველა ეს თხოვნა და განცხადება დატოვებულ იქნა აღსრულების გარეშე კნორინგის ტფილისიდან ს.-პეტერბურგში ჩამოსვლამდე. მის ანგარიშს უნდა გაეწია საფუძვლის სამსახური საქართველოს შემოერთების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას.

15 მაისს კნორინგი გაემგზავრა მოზდოკიდან საქართველოში. ხალხი, რომელიც ფიქრობდა, რომ კნორინგი გამოგზავნილია იმისთვის, რათა აღსრულებაში მოიყვანოს პავლე იმპერატორის წინასწარი მონახაზები, ყველგან ხვდებოდა მას სიხარულითა და აღტაცებით. დაწყებული საზღვრებიდან და თავად ტფილისამდე, გზაზე შეკრებილთა ბრბოები ხვდებოდნენ, მოელოდნენ და აცილებდნენ კნორინგს სიხარულის შეძახილებით (Донесенiе Кноринга государю императору 29-го iюля 1801 г. Арх. мин. внутр. делъ).

მიიღო რა ცნობები კნორინგის გამომგზავრების შესახებ, ლაზარევმა შეკრიბა ტფილისში ქვეყნის ყველაზე უფრო ცნობილი პირები. მათ პასუხებსა და მითითებებს კნორინგის შეკითხვებზე უნდა გაეწიათ ძირითადი მასალის სამსახური ანგარიშისა და მხარის შესახებ ცნობების შედგენისას.

როგორც კი კნორინგი ჩამოვიდა ტფილისში, დავით ბატონიშვილმა მას მიმართა თავისი უფლებების ახსნითა და განმარტებით საქართველოს ტახტზე. ბატონიშვილი წერდა, რომ მისმა მამამ გიორგიმ “მსხვერპლად მიუტანა თავისი სამეფო” გარდაცვლილ იმპერატორ პავლეს მხოლოდ იმ განზრახვითა და თხოვნით, რომ მემკვიდრე, მისი ძე, დარჩეს თავის კანონიერ ტახტზე (Письмо Давида отъ 27-го мая 1801 г.).

დავითი ნებართვას სთხოვდა კნორინგს, რომ გაეგზავნა დესპანი პეტერბურგში, რადგანაც ავადმყოფობის გამო მას თავად იქ გამგზავრება არ შეუძლია, იმპერატორისთვის მისი სათხოვარის წარსადგენად, და რაც მთავარია, იმისთვის, რათა შეეტყო ქართველი ელჩების საქციელის შესახებ და იმის თაობაზეც, თუ რა სთხოვეს მათ ჩვენს მთავრობას.

არ დააკმაყოფილა რა ბატონიშვილის თხოვნა, კნორინგმა, პირიქით, აუცილებლად მიიჩნია დავითის ჩამოშორება სამეფოს მმართველობის მთელი საქმეებისგან.

“მოვედი რა საქართველოში უმაღლესი ბრძანებით – წერდა იგი სრულიად სახალხო მიმართვაში – საქმეების აღსრულებისთვის, რომლებიც მონარქის ნდობით მე დამეკისრა, და განსაკუთრებით საქართველოს მიწის შინაგანი მდგომარეობის ზუსტად შესწავლისთვის, ვპოვე მე მრავალი ცვლილება, შემოღებული ნეტარხსენებული მეფის გიორგი ირაკლის ძის გარდაცვალების შემდეგ მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის საქართველოსადმი წმინდა მანიფესტისა და სხვა უმაღლეს ნებელობათა (соизволенiя) საწინააღმდეგოდ, რომლებიც ჩემდამი მოსულ რესკრიპტებში იყო ასახული.

“ზოგ მფლობელს წართმეული აქვს სამეფო ხელისუფლების მიერ მიღებული ღირსება; სხვებს იგი გამრავლებული აქვთ სოფლებისა და თანამდებობების ახალი დანიშვნით, რომლებიც შეუღლებულია შემოსავლებთან; ზოგმა დაკარგა თავისი ჩინი და მათი ადგილები სხვებმა დაიკავეს, და ერთი სიტყვით, გამოჩნდა ისეთი სიახლეები, რომლებიც, დამოკიდებული არიან რა მხოლოდ ხელმწიფის თვითმპყრობელობაზე, არღვევენ საიპერატორო ღირსებას სიტყვისა საქართველოს შესახებ, რომელიც უკვე მსოფლიოშია გამოცხადებული. აქ ადგილი არ არის იმისთვის, რათა დაწვრილებით აღვწეროთ მთელი შემოპარული უწესრიგობანი: საქათველოს ყველა მაცხოვრებლისთვის ისინი ცნობილია; მაგრამ, ვალად მედვა რა, რომ ზუსტად დამეცვა უზენაესი ნება და გამეუქმებინა ჩემამდე მოსული ცნობების მიხედვით ყველაფერი, რაც იმპერატორობითი უდიდებულესობის ბრძანებებისადმი საწინააღმდეგოა, საერთოდ ყველასი და განსაკუთრებით თითოეულის, საქართველოს მიწის ყველა მცხოვრების უფლებების უაღესად დამკვიდრებისთვის, ვუცხადებ მათ სრულიად სახალხოდ ცნობად, რომ მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მომავალ ბრძანებებამდე საქართველოში ყველაფერი უნდა დარჩეს იმ მდგომარეობაში, როგორც იყო მისი უმაღლესობის საქართველოს მეფის გიორგი ერეკლეს ძის გარდაცვალებამდე უკანასკნელ საათს, და, ამის შედეგად, ყველა შემდგომში მოხდენილმა ცვლილებამ, აქამდე ხელისუფლების მიერ, რომელსაც საამისოდ უფლებანი არ ჰქონია, ამ შეტყობინების გამოცხადებასთან ერთად უნდა დაკარგოს თავის არსება. ამგვარი საქმეების განხილვა და დაუყოვნებლივ სათანადო წესრიგში მოყვანა მე დავაკისრე საგანგებო ჩინოსნებს, გენერალ-მაიორ ლაზარევის თავმჯდომარეობით...”.

თავადები მდივან-ბეგები: ზაალ ბარათაშვილი, ეგნატე თუმანიშვილი, იოანე ჩოლოყაშვილი, სულხან თუმანიშვილი და ტფილისის ობერ-პოლიცმეისტერი მელიქი დარჩია ბებუთაშვილი დანიშნულ იქნენ ახალი მთავრობის შემადგენლობაში. ეს მთავრობა ვალდებულებას კისრულობდა გაერჩია ყველა ის საქმე, რომელთა გადაწყვეტისთვისაც ქართველები უწინ მიმართავდნენ მეფეს. მას არ შეეძლო მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეების გადაწყვეტა, რომელთა შესახებაც ვალდებული იყო მიემართა კნორინგისთვის.

“საქართველოს მიწის ყველა მცხოვრებთაგანი – წერდა კნორინგი – იცის რა, რომ ხალხის სიმშვიდე ხელისუფლების გარეშე არ შეიძლება არსებობდეს, რა თქმა უნდა, დაასკვნის, რომ დაარსება მთავრობისა, შემდგარისა იმ მოხელეთაგან, რომლებმაც შეიძინეს თავიანთი სამშობლოს ნდობა, არის შედეგი აუცილებლობისა. და ამიტომ საქართველოს მიწის ხალხის თითოეული წოდება და მისი თითოეული მცხოვრები მოვალეა, უძველესი დროიდან დადგენილი წესრიგის მიხედვით, თავის საქმეებზე შედიოდეს არსად სხვაგან, თუ არა საქართველოს ამ მთავრობაში; იქცეოდეს მისი ბრძანებების მიხედვით და ყველა სხვა არასწორ მითვისებას იმ ძალაუფლებისა, რომელიც დაკისრებულია ამ მთავრობაზე, არ დაუჯეროს, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის წმინდა ნებას”.

საქართველოს ახალ მთავრობს დაეკისრა ვალდებულებად ჩამოერთვა თავის განკარგულებაში მამულები, რომლებიც ეკუთვნოდა იმ ბატონიშვილებს, რომლებიც იმყოფებოდნენ იმერეთში, და დარიგებული იყო დავით ბატონიშვილის მიერ სხვადასხვა თავადისთვის. შემოსავლები ამ მამულებიდან, ბატონიშვილთა დაბრუნებამდე, შედიოდა საქართველოს საერთო შემოსავლებში საგანგებო მუხლით. გიორგი მეფის შვილებისთვის, რომელთაც არ ჰქონდათ სოფლები და შემოსავლები, ბრძანება გაიცა მიეცათ ას-ასი მანეთი თვეში. დავით ბატონიშვილს, მისი კუთვნილი მამულებიდან შემოსავლების უმნიშვნელობის გამო, დაენიშა 500 მან. წელიწადში დამატებით საერთო ქართული შემოსავლებიდან. ზუსტად ასევე, იმავე შემოსავლებიდან დარეჯან დედოფალს დაენიშნა პენსია 300-300 მან. თვეში (Предписанiе Кноринга Лазареву 2-го იюня 1801 г., № 1324).

ამასთან ერთად, სიჩუმისა და სიმშვიდის შენარჩუნებისთვის ტფილისში, მოწყობილ იქნა პოლიცია. მთელი ქალაქი დაიყო სამ ნაწილად: პირველი ორი თავად ქალაქში, მესამე კი შემოგარენში, რომელსაც ეწოდებოდა გარეთუბანი (Гаретубанъ). ავლაბარი კი, როგორც შემოგარენი, რომელიც ეკუვნოდა დარეჯან დედოფალს, მისდამი პატივისცემის გამო, დატოვებულ იქნა იმავე სახით, როგორიც იყო. თუმცა კი კნორინგმა უფლება მისცა ლაზარევს, რომ დედოფლის ნებაყოფლობით თანხმობის შემთხვევაში, დაეწესებინა იქაც ნაწილი (Предписанiе Кноринга Лазареву 31-го мая 1801 г.). წესდების მიხედვით, პოლიცია მოვალე იყო ჰქონოდა ზუსტი მონაცემები ქალაქის სახლებისა და მცხოვრებთა რიცხვის თაობაზე, აღმსარებლობის მიხედვით, ჩამოსულთა და გამგზავრებულთა რიცხვისა და წოდების შესახებ, მცხოვრებთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

საქმეებისგან ჩამოშორებული დავით ბატონიშვილი უკიდურესად უკმაყოფილო იყო კნორინგის განკარგულებებით. როდესაც იყო სამეფოს მმართველი, იგი თავის ინტერესებს აერთებდა (сливалъ) რუსეთის სარგებელთან. “თქვენთვის ცნობილია – წერდა იგი ერთ წერილში ლაზარევს (Отъ 18-го января 1801 г. Акты кавк. археогр. ком. Т. I, стр. 298) – რომ საქართველო ახლა უკვე არ არის საქართველო, არამედ რუსეთი, და მისი მცხოვრებნიც ამიერიდან იმპერიის ქვეშევრდომები არიან”. ახლა კი, მმართველობისგან ჩამოშორების შემდეგ, იგი გახდა ჩვენი მთავრობის აშკარა მოწინააღმდეგე და მთელი ძალებით ცდილობდა ზარალის მოყენებას როგორც რუსებისათვის, ისე ახლად წარმოქნილი მთავრობისთვისაც.

“ოთხი თაღლითი და ერთი სულელი მართავენ მთელს აქაურ მიწას – წერდა იგი თავად ბეგლარ ორბელიანს (Въ iюне 1801 г. Тифл. арх. канц. наместника). – ამ სულელმა ორი ჭარელი ლეკის ბიჭი დაიჭირა, რის სამაგიეროდ მათ ერთი ჯარისკაცი შეიპყრეს, ხელები დააჭრეს, ცხვირი მოაჭრეს და გამოუშვეს* (*Всё это было несправедливо). ამას ლაზარევი მალავს. ამაზე ზევით რუსები გვჩაგრავენ (обижаютъ), ბაზარში ართმევენ, და თავადებს ცემენ. ახლა ბილეთებია დაწესებული, ვისაც ბილეთი არა აქვს, თავისთან არ იკარებენ* (*ბილეთები დადგენილი იყო იმ ოთახში შესაშვებად, სადაც იჯდა საქართველოს დროებითი მთავრობა). თავადები ქუჩებში ჰყრიან. ივანეს (ბატონიშვილ იოანეს) მისწერე, თუკი სექტემბრამდე არ იქნება, შემდეგ უკვე გუბერნია დარჩება, საქმე სამუდამოდ გაფუჭდება. აუცილებლად მისწერე, რათა შეცვალონ ძაღლის შვილი”.

ბატონიშვილი ჰყრიდა ხმებს ვითომდა მის მიერ პეტერბურგიდან მიღებული წერილის შესახებ, რომელშიც იმპერატორი ალექსანდრე ამტკიცებდა მას საქართველოს მეფედ; რომ კნორინგის მიერ გაკეთებული განცხადება თვითნებურია და ეწინააღმდეგება იმპერატორის სურვილს; რომ თავისი გამეფების შემდეგ შურს იძიებს იმათზე, ვინც ახლა მას არ ემორჩილებიან, და რომ, ბოლოს, ლეკები დაესხნენ თავს რუსულ ჯარებს, ბევრი დახოცეს და კიდევ უფრო მეტი ტყვედ წაიყვანეს. ერთი უკიდურესობიდან დავითი ვარდებოდა მეორეში: რუსეთის მომხრიდან, როგორიც იყო იგი დასაწყისში, ახლა იგი იქცა თითოეული რუსის შეურიგებელ მტრად. იგი ცილს სწამებდა კნორინგს იმის გამო, რომ მან ჩამოაშორა იგი მმართველობას; ცილს სწამებდა ლაზარევს, რომ მან გააჩანაგა და გაძარცვა მთელი საქართველო, რომ იგი წავიდა ერევნისკენ* (*ლაზარევის ერევნისკენ ამ მოძრაობის შესახებ იხ. ქვემოთ) თურქების, სპარსელებისა და ლეკების ამბოხებისთვის.

დავითი ჩიოდა ლაზარევზე, რომ იგი ართმევს მამულებს. ლაზარევი კნორინგის შეკითხვაზე (запросъ) პასუხობდა, რომ ამას აკეთებს საქართველოს მთავრობა, ართმევს რა მათ, რომლებსაც დაურიგა დავითმა თვითნებურად, და უბრუნებს მათ, რომელთაც გააჩნიათ გარდაცვლილი მეფისგან სიგელები მათი მფლობელობის უფლებაზე.

დავითი ჯერ კიდევ იმედოვნებდა დროებითი მთავრობის შემადგენლობაში მოხვედრის შესაძლებლობაზე. “გძინავთ თუ რა მოხდა მანდ, რომ არ ცდილობთ?” ეკითხებოდა იგი ნიკოლოზ ონიკაშვილს, რომელიც პეტერბურგში იმყოფებოდა ბატონიშვილებთან ერთად (Письмо царевича Давида Николаю Оникову 5-го iюня 1801 г.). “კნორინგი მოვიდა აქ და ჩამომაცილა მე ყველა საქმეს, ხოლო ლაზარევმა კი, აირჩია რა ოთხი თაღლითი, განამწესა ისინი საქართველოს მთავრობაში. საქმეებს ყველანი ისინი უძღვებიან, და მე კი ვერც ერთში ვერ ვერევი... ეგნატეს (თავად თუმანიშვილს) როგორც შეუძლია საქართველოს მართვა?”

აღელვებდა რა ხალხს ცრუ ხმების დაყრით, დავით ბატონიშვილი არწმუნებდა ყველას, რომ ლაზარევს აქვს, მაგრამ მალავს იმპერატორ ალექსანდრეს ბრძანებას, რომელიც უარყოფს გარდაცვლილი იმპერატორის პავლეს მანიფესტს. ადვილად დამჯერებელი ხალხი ღელავდა; ჩვენდამი ერთგული თავადები და აზნაურები შიშობდნენ თავიანთი ხვედრის გამო, და ლაზარევიც არ მალავდა თავის შეშფოთებას (опасенiя) საგანთა მსგავსი მდგომარეობისგან შესაძლო ცუდი შედეგების გამო.

“ჩემი აზრით საუკეთესო საშუალებაა – მოახსენებდა იგი (Письмо Лазарева Кнорингу 6-го августа 1801 г. Акты кавк. археогр. ком. Т. I, стр. 341) – რომ ბაგრატიონთა მთელი სახლი აქედან გავიყვანოთ; და სანამდე იგი აქ იქნება, უწესრიგობებს არ ექნებათ დასასრული”.

ბრალს დებდა რა რუსეთის წარმომადგენლებს, კნორინგსა და ლაზარევს, თვითნებურ ქცევებსა და შევიწროვებაში, დავითი ამბოხებდა ლეკებს და ურჩევდა მეზობელ ხანებს ემოქმედათ საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც მეფობას აპირებდა.

ბატონიშვილის დარიგებანი და თხოვნები უსაქმოდ არ იკარგებოდა: ისინი აისახებოდა არახელსაყრელად ღარიბ ქართველებზე, რომლებიც განიცდიდნენ ძარცვა-რბევას თავისიანებისგანაც და მეზობლებისგანაც, რომელთაგან პირველთა რიცხვში, საქართველოსადმი არაკეთილმოსურნედ განწყობილთა, შეგვიძლია დავასახელოთ ერევნის ხანი.

ერევნის ხანის ქცევანი რუსეთთან მიმართებაში იყო განსაკუთრებულად წინააღმდეგობრივი. იგი ხან ეძიებდა იმპერატორის მფარველობას და გზავნიდა თავის ელჩებს (посланцевъ) ამ საქმეზე მოლაპარაკებებისთვის, ხან კიდევ არაკეთილმოსურნე მოქმედებებს მიმართავდა საქართველოს მიმართ, იცოდა რა, რომ იგი შედგება რუსეთის დაცვის ქვეშ (Рапортъ Лазарева Кнорингу 23-го марта 1801 г. Константиновъ , ч. I, 24 /рукопись/).

სარგებლობდა რა, ასე ვთქვათ, საქართველოს ორაზროვანი მდგომარეობით და მიჰყვებოდა რა ბატონიშვილთა თხოვნებს, მან თავისთან მოუწოდა ბამბაკის აღალარებს ანუ, (რუსულად) “სტარშინებს”, და დაიწყო მოხოვნა, რათა ყველა ბამბაკელი დაუყოვნებლივ შესულიყო მის ქვეშევრდომობაში। ერევნელმა მეჰმეტ-ხანმა იმდენი მოახერხა, რომ აღალარები დაეთანხმენ მის მოთხოვნას. ამის კვალდაკვალ ერევნის ხანმა ბამბაკში გამოგზავნა 400 ერევნელი მეომარი და თავის სამფლობელოებში გაიყვანა 14 სოფლამდე, რომლებშიც იყო დაახლოებით 6.000 მცხოვრები, მათ აღალარებთან ერთად (Рапортъ Лазарева Кнорингу 10-го iюня 1801 г. Константиновъ , ч. I, 138).

ბამბაკელთა წასვლის მიზეზი იყო შევიწროვებანი, რომლებსაც ისინი განიცდიდნენ მოურავისგან თავად ორბელიანისგან, რომელიც მათ მართავდა გარდაცვლილი მეფის სიმამრის თავად ციციშვილის იქ არყოფნის გამო, რომელიც მაშინ პეტერბურგს იყო გამგზავრებული.

ლაზარევმა, როდესაც შეიტყო ბამბაკში მიმდინარე მღელვარებათა შესახებ, მაშინვე მისწერა ერევნის მფლობელს, რათა მას თავი დაენებებინა თავისი თავხედური ჩანაფიქრებისთვის. მაგრამ არ ჰქონდა რა იმედი მისი მოთხოვნის აღსრულებისა და შემდგომი უწესრიგობების თავიდან ასაცილებლადაც, ლაზარევი გავიდა ტფილისიდან (30 ივნისს) თავისი პოლკის ეგერთა ბატალიონით, მუშკეტერთა გენერალ-მაიორ ლეონტიევის 1-ლი პოლკის ბატალიონით, 19-ე ეგერთა პოლკის სამი მსუბუქი ქვემეხით, 100 კაზაკითა და რამდენიმე ასეული (500-მდე) ქართველით, ერთი ქართული ზარბაზნით, სარდლის თავად ივანე ორბელიანის მეთაურობით (Рапортъ Лазарева Кнорингу 26-го iюня 1801 г., № 338).

ერევნისა და ნახჭევნის ხანები, და სახანოთა უმნიშვნელოვანესი მოხელეები, შეიტყვეს რა ამ მოძრაობის შესახებ, სათათბიროდ შეიკრიბნენ და ამბობდნენ, რომ არ შეიძლებოდა ქრისტიანთა მფლობელობის დაშვება მუსლიმანებზე და ამიტომ საჭირო იყო დაეცვათ რუსებისგან ბამბაკის პროვინცია. ამ საფუძველზე გადაწყვეტილ იქნა ჯარების შეკრება.

საბჭოს ერთსულოვანი სურვილის მიუხედავად ემოქმედათ მტრულად რუსეთის წინააღმდეგ, მეჰმეტ-ხანს უკეთესად და თავისთვის უფრო მომგებიანად მიაჩნდა რომ თავიდან მოლაპარაკებები დაეწყო ლაზარევთან და თავისი შეხედულებით ამ გაუგებრობებისთვის ბოლო მოეღო შესაძლებლად მშვიდობიანი გზით.

მან ლაზარევთან გამოგზავნა თავისი წარგზავნილი იმის განმარტებით, რომ ბამბაკის პროვინცია ეკუთვნის მას, ხანს, რადგანაც მას გააჩნია ფირმანი აღა-მაჰმად-ხანისგან ამ ოლქის მისთვის წყალობის შესახებ საქართველოს დარბევის დროს, და ამიტომ შედის მის მმართველობაში.

– ხანს არა აქვს განზრახული, რომ რუსებთან ჰქონდეს მტრული მოქმედებანი – ამბობდა ერევნელი წარმოგზავნილი – პირიქით, იგი ეძიებს ხელმწიფე იმპერატორის მფარველობას და გთხოვთ, რომ თქვენ ბამბაკის პროვინციას არ გამოექომაგოთ. იმპერატორისთვის გაცილებით უფრო უკეთესია, რომ ქვეშევრდომობაში ჰყავდეს თავად ხანი, ვიდრე ბამბაკის პროვინცია.

ლაზარევი სთხოვდა გადაეცათ ხანისთვის, რომ ვალდებულია რა თვალყურს ადევნებდეს, რათა საქართველოს ყველა ქვეშევრდომი იმყოფებოდეს სრულ სიმშვიდესა და უსაფრთხოებაში, და ამიტომ გამოვიდა საზღვრებს გარეთ და მოითხოვს ხანისგან, რომ მან თავი ანებოს თავის ხრიკებს (Рапортъ Лазарева Кнорингу 13-го iюля 1801 г. Акты кавк. археогр. ком. Т. I, стр. 617).

გამოცხადდა რა რაზმით ბამბაკში და დარწმუნდა რა, რომ ხალხმა, რომელმაც დაუთმო ხანის მუქარებს, დატოვა თავისი სახლები, ლაზარევმა 11 ივლისის მოწოდებით, მოითხოვა, რათა მცხოვრებნი, ურჩობისთვის მკაცრი სასჯლის მიღების შიშით, დაბრუნებულიყვნენ თავიანთ საცხოვრებლებში.

მაშინვე მოწოდების შემდეგ გამოცხადდნენ ხუთი სოფლის მცხოვრებნი. დანარჩენთა უფრო მეტად გამხნევებისთვის, რაზმი დაიძრა უფრო შორს და გადავიდა ერევნის სახანოს საზღვარზე (Рапортъ Лазарева Кнорингу 15-го iюля 1801 г.). აქ ლაზარევთან გამოცხადდა მეორე წარმოგზავნილი მეჰმეტ-ხანისგან ახალი დარწმუნებებით იმაში, რომ ხანს არ სურს ჰქონდეს მტრული მოქმედებები რუსეთთან. თავადი თარხნიშვილი გაგზავნილ იქნა ერევანში დავალებით, რომ მოეთხოვა ხანისგან ერევანში მყოფი დანარჩენი აღალარების დაბრუნებაც. ერევნის ხანმა მაშინვე გაათავისუფლა პატიმრები და გამოუცხადა თარხნიშვილს, რომ აქვს რა უფლება ბამბაკზე, აღა-მაჰმად-ხანის ფირმანის საფუძველზე, მისი დაუფლებისთვის წაქეზებული გახლდათ ქართველი ბატონიშვილების მიერ.

ნამდვილად, დავით ბატონიშვილმა შეატყობინა ხანს, რომ მის წინააღმდეგ გაგზავნილია რუსული ჯარის 400 ადამიანი და არწმუნებდა მას არ მიეცა რუსებისთვის ბამბაკის პროვინცია, რომელსაც დავითი უთმობდა ხანს. ბატონიშვილი ითხოვდა ერევნის ხანის თანადგომას ტახტის დაუფლებაში, ჰპირდებოდა რა მას გადაეხადა მისთვის სწორედ ის ხარკი, რომელსაც ხანი უწინ უხდიდა საქართველოს მეფეებს. ვახტანგი, იულონი და ალექსანდრე ასევე სთხოვდნენ დახმარებას საქართველოს განთავისუფლებაში რუსებისგან. ერევნიდან ჩამოსული სომეხთა მთავარეპისკოპოსი გრიგოლი, რომელსაც მეჰმეტ-ხანი უჩვენებდა ბატონიშვილთა წერილებს, ადასტურებდა ამ მიმოწერის სარწმუნოებას (Рапортъ Лазарева Кнорингу 4-го августа и письмо его же 5-го августа).

ბატონიშვილები აიმედებდნენ ხანს, რომ თუკი იგი წინააღმდეგობას გაუწევს რუსეთს, მაშინ მიიღებს დახმარებას იმერეთიდან; რომ იულონი და ალექსანდრე, შეუერთდებიან რა ახალციხელ შერიფ-ფაშასა და იმერეთის მეფეს, იმოქმედებენ ერთი მხრიდან, ხოლო ლეკები კი მოახდენენ თავდასხმას მეორე მხრიდან.

დავითი არ ურჩევდა ხანს რუსეთის მფარველობის ძიებას.

– შენ ხედავ რას უკეთებენ საქართველოს: შენც ასევე გაგაგდებენ, ეუბნებოდა ხანს ბატონიშვილის მიერ წარგზავნილი.

მაგრამ ჩვენი ჯარების სიახლოვემ აიძულა ხანი, რომ უარი ეთქვა ბატონიშვილთა თხოვნაზე და ლაზარევთან კიდევ ერთხელ გამოეგზავნა თავისი რწმუნებული დაპირებით, რომ შეწყვეტდა ყველანაირი პრეტენზიების წამოყენებას ბამბაკს პროვინციაზე.

დატოვა რა კარაკლისში მუშკეტერთა ბატალიონი, ეგერთა ასეული, არტილერია და კაზაკები, ლაზარევი ბორჩალოსა და ყაზახის გამოვლით დაბრუნდა ტფილისში. თავისი დაბრუნების წინ მას უნდა გაეგზავნა ყაზახებისგან შემდგარ რაზმი. თავად ჭავჭავაძისა და თავად სოლომონ ავალიშვილის უფროსობით, შამშადილელთა მორჩილებაში შენარჩუნებისთვის, რომლებიც დაიყოლია განჯის ხანმა, რომ მასთან გადასახლებულიყვნენ (Рапортъ Лазарева Кнорингу 18-го iюля 1801 г.).

ახალციხის მხრიდან საქართველოს საზღვარი ასევე არ იყო უზრუნველყოფილი.

1801 წლის მარტში საბუდ-ფაშა ახალციხელი, რუსეთისადმი კეთილად განწყობილი ადამიანი, რომელიც ლეკებსა და თურქებს აკავებდა საქართველოში მტაცებლური შემოჭრებისგან, განდევნილ იქნა ახალციხიდან თავისი ნათესავის შერიფ-ფაშას მიერ (Рапортъ Кноринга государю императору 19-го марта 1801 г. Тифл. арх. канц. наместника).

საბუდ-ფაშა წავიდა არზრუმში, სადაც იქნა კიდეც დანიშნული არზრუმისა და ჩილდირის გუბერნატორად.

ახალციხიდან შერიფ-ფაშას განდევნისთვის საბუდ-ფაშამ თხოვნით მიმართა დავით ბატონიშვილს, რომელმაც მას დასახმარებლად გაუგზავნა საქართველოდან ყაზახელნი, მელიქ აბოვის უფროსობით.

შეიტყო რა ამის შესახებ, კნორინგმა ბრძანა დაებრუნებინათ ქართული ჯარები და ურჩევდა დავით ბატონიშვილს არ ჩარეულიყო თურქულ საქმეებში (Предписанiе Кноринга Лазареву 31-го мая. № 1295).

დახმარებას მოკლებული საბუდ-ფაშა პაემანს ითხოვდა ლაზარევთან, რომელიც შედგა კიდეც 11 ივლისს (Рапортъ Лазарева Кнорингу 12-го iюля . № 325).

ცდილობდა რა დაერწმუნებინა ყოველთვის რუსეთისადმი თავის ერთგულებაში და უჩვენა რა სულთნის ფირმანი, რომელიც მას უბრძანებდა შერიფ-ფაშას თავის მისადმი გაგზავნას, საბუდი სთხოვდა ლაზარევს, რომ აღმოეჩინა მისთვის დახმარება ჩვენი ჯარებით და ამით სასურველი საქმე გაეკეთებინა რუსეთის მოკავშირე ოტომანის პორტასთვის.

ვერ მიიღო რა დროზე ლაზარევისგან პასუხი, საბუდ-ფაშას მოუხდა გადაეტანა ახალი განსაცდელები და დევნა.

ჰყავდა რა პირადი მტერი იუსუფ-ფაშას სახით, ჯარების უფროსისა, რომლებიც მაშინ მოქმედებდნენ საფრანგეთის წინააღმდეგ და რომლის მომადლიერებასაც (მოალერსებასაც) პორტა მთელი ძალებით ცდილობდა (Письмо Сабуда-паши Лазареву безъ числа. Тифл. арх. канц. нам.), საბუდმა მალევე, იუსუფის ხრიკებით დაკარგა გუბერნატორის ადგილი და იძულებული შეიქნა ეთხოვა ნებართვა, რომ საქართველოში დასახლებულიყო. ვერ მიიღო რა ამაზე ნებართვა, იგი წავიდა იმერეთში, მეფის სოლომონ II-ის მფარველობის ქვეშ. ფულების დახმარებით, შერიფ-ფაშამ მოახერხა იმერეთის მეფისა და ალექსანდრე ბატონიშვილის მოსყიდვა. ლაზარევის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, საბუდსა და მასთან ყოფ ექვს ადამიანს თავები მოჰკვეთეს და გაუგზავნეს შერიფ-ფაშას. იმერეთის მეფემ ამ ვერაგული მოქმედებისთვის (злодейскiй поступокъ) მიიღო ათი ქისა პიასტრებით; დედოფალმა – ძვირფასი თვლებით მოჭედილი ხატი; ალექსანდრე ბატონიშვილმა – ხუთი ქისა, და ორმა იმერელმა ჩინოსანმა – ოთხ-ოთხი ქისა პიასტრებით. გარდა ამისა სოლომონმა გაგზავნა შერიფ-ფაშასთან თავისი მოხელე, რომელსაც პირობის მიხედვით უნდა მიეღო კიდევ ოთხმოცი ქისა (Изъ рапорта Кноринга государю императору 26-го марта 1802 г.).

საბუდ-ფაშას განდევნა ახალციხიდან მეტად უსიამოვნო იყო ჩვენი მთავრობისთვის. მან დაკარგა მისი სახით რუსეთისადმი ერთგული ადამიანი, რომელიც აკავებდა ლეკებს მტაცებლური შემოჭრებისგან საქართველოში. საბუდ-ფაშისთვის ხანობის ღირსების ჩამორთმევა ხელებს უხსნიდა ლეკებს, რომლებიც უწინდებურად თავს არ ანებებდნენ მთელ საზღვრებზე თავდასხმების მოწყობასა და მტაცებლობას. ასე, 1801 წლის 29 მაისს ლეკების პარტიამ გაძარცვა ქართული სოფლები მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, არცთუ შორს ტფილისიდან, ამასთან მათ ტყვედ წაიყვანეს მამრობითი და მდედრობითი სქესის 80 ადამიანი და გაირეკეს 300 თავი საქონელი.

6 ივნისს ლეკებმა თავდასხმა მოაწყვეს კაზაკთა რემაზე და გაირეკეს ცხენები.

დევნის შედეგად მათ ორივე შემთხვევაში მიატოვეს თავიანთი ნადავლი და ტყვეები, რომლებიც დაბრუნებულ იქნენ თავიანთ სახლებში (Рапортъ капитана Савельева Кнорингу 31-го мая, № 100, и рапортъ Лазарева 8-го iюня, № 317).

6 ივლისს ლეკების პარტიამ ხშირი ტყის გამოვლით ალაზნის მხრიდან შემოაღწია სოფელ ველისციხიდან ხუთ ვერსზე ყაბარდოს მუშკეტერთა პოლკის საძოვარზე მყოფ ცხენებამდე, მაგრამ, ვერ მოასწო რა მათი გარეკვა, მიიმალა, და გაიმეორა, თუმცა კი ასევე წარუმატებლად, თავისი თავდასხმა 8 ივლისს, 400 ადამიანის რიცხვით.

იმყოფებოდნენ რა ახალციხის ფაშის სამსახურში და ღებულობდნენ მისგან ჯამაგირს, ლეკები ყველაზე უფრო ხშირად ახდენდნენ ამ მხრიდან შემოჭრას საქართველოში. 20 ივნისს მიღებულ იქნა ცნობა, რომ ლეკების მნიშვნელოვანი პარტია შემოიჭრა საქართველოს ფარგლებში იმ სოფლების დასარბევად, რომლებიც მდებარეობდა მტკვრის მანჯვენა ნაპირზე, ახალქალაქის მახლობლად. იმერეთის საზღვრებზე მდგარი ჯარების მეთაურმა, პოდპოლკოვნიკმა სიმონოვიჩმა, უბრძანა თავისი სახელობის ასეულს სოფელ ბრეთიდან წასულიყო ქარელში, ხოლო კაპიტან რეიხის ასეულს – გორიდან სოფელ დოესში. წაიყვანა რა ასეული ქარელიდან და მაიორ პლესტის 17-ე ეგერთა პოლკის ასეული, მასთან მყოფი კაზაკებითა და ქართველი თავადებით, სულ 79 გრენადერი, 48 ეგერი, 22 კაზაკი და 100 ქართველი, სიმონოვიჩი, გადაიარა რა მამცულარისა და გუჯარეთის ქედების მთებზე, ფიქრობდა კვალდაკვალ მიჰყოლოდა ლეკებს, ხოლო კაპიტან რეიხს დაავალა მეთვალყურეობა ახალქალაქის მხრიდან. 21 ივნისს სიმონოვიჩი რაზმით მოვიდა დარბეულ ქართულ სოფელ ზღუდერში, ხოლო შემდეგ კი, გაიარა რა მდინარე გუჯარეთი და გვერდი აუარა თურქეთის საზღვარს მდ. ქციას სათავესა და ბისკურის ტბასთან, მან მიაღწია ქართულ სოფელ სანიტსალომდე (Санитсало). 24 ივნისს, ავიდა რა სოფლის ზემოთ, მდინარე ქციის სათავეებთან, შეხვდა ლეკებს, რომლებიც ბრუნდებოდნენ ახალციხეში, 760 კაცს რიცხოვნებით.

ლეკები მდინარის კალაპოტისკენ გაუყვნენ. სიმონოვიჩი თავიდან მათ დაედევნა, მაგრამ შემდეგ თავი დაანება და თრიალეთის ველების გავლით მიმავალ დიდ გზაზე დაიკავა ხელსაყრელი პოზიცია. დაისვენა რა აქ, მდინარე ქციის გადალახვით იგი დაიძრა კოხადშების (Кохадшеби) სიმაღლეებისა და დეფილესკენ (ვიწრობისკენ), სადაც ერთად იყრის თავს ტფილისიდან, მანგლისიდან, მცხეთიდან, ახალქალაქიდან, ხოვლედან და სხვა ადგილებიდან მომავალი გზები. ეს მოძრაობა ლეკებმა მიიღეს უკანდახევად და შემოუტიეს სიმონოვიჩს, მაგრამ მოგერიებულ და უკუქცეულ იქნენ ახალციხის სამფლობელოებში, თავიანთ ბანაკში, რომელიც იმყოფებოდა არტაიურტის დეფილეში, ქალაქ ხერთვისის (Гертвизъ) მახლობლად, სადაც ისინი ინახავდნენ ტყვე ქართველებსა და საქონელს (Рапортъ Симоновича Лазареву 28-го iюня, № 361).

8 და 10 აგვისტოს ლეკები შემოიჭრნენ საქართველოში და, დაეშვნენ რა ხიობის ხეობაში (въ урочище Хiоби), ფიქრობდნენ თავს დასხმოდნენ სოფელ ხერცხიულის (Херцхiулы), მაგრამ, ჩვენი ჯარების მხრიდან დევნის გამო უკანვე გაბრუნდნენ (Рапортъ Кноринга государю императору 1-го октября 1801 г.).

თუმცა კი ლაზარევი სთხოვდა ფაშას, რომ აეკრძალა ლეკებისთვის მსგავსი თარეშები, მაგრამ შერიფ-ფაშა, მიიღებდა რა მსგავს წერილებს, მხოლოდ გამოსცემდა სხვადასხვანაირ ამკრძალავ ბრძანებებს, საქმით კი თავად ყიდულობდა მათგან ტყვეებს და ამარაგებდა მტაცებლებს პროვიანტით (სურსათით), საჩუქრებს აძლევდა ბელადებს, ლაზარევს კი სწერდა, რომ მას არ გადაეშვა ლეკები საზღვარზე (Рапортъ Лазарева Кнорингу 20-го сентября 1801 г.). ფაშა იტყობინებოდა, რომ მან გააძევა ლეკები, მაგრამ მათი ნაწილი ყარსის ფაშამ დაიქირავა თავისთვის (Письмо Лазарева Кнорингу 5-го августа).

ლეკები მტაცებლობდნენ და იმავე დროს ეძიებდნენ რუსეთის მფარველობას. სექტემბერში მათ რამდენჯერმე მოგვმართეს თხოვნით ქვეშევრდომობაზე და ბოლოს ლაზარევის მიერ კახეთის საზღვრის შემოვლისას ამავე თხოვნით გამოგზავნეს ორი დეპუტატი და ითხოვდნენ, რომ ლაზარევს მიეცა მთთვის წერილობითი პასუხი. ლაზარევი არ თანხმდებოდა და თავის აზრს ეუბნებოდა ზეპირად; მაგრამ დეპუტატებს არ უნდოდათ მისგან გამგზავრება წერილის გარეშე. მაშინ, დაუწერა რა მათ წერილი, ლაზარევი მოითხოვდა ამანათებს (მძევლებს) ერთგულების საწინდრად. წაიკითხეს რა წერილი, ლეკთა ბელედებმა დახიეს იგი, დაწვეს თავიანთ წარმოგზავნილთა სახლები, ერთი მათგანი მოკლეს და უარი თქვეს ჩვენი მოთხოვნების შესრულებაზე.

მიიღეს რა დაიმედება დახმარებაზე შუშის, შემახიისა და სხვა ხანებისგან, და იცოდნენ რა, რომ მსგავსი საქციელი არ შეიძლებოდა დარჩენილიყო სასჯელის გარეშე, ლეკებმა ქონების დიდი ნაწილი გაგზავნეს დაღესტანში და ნაწილიც მიწაში ჩამარხეს, ხოლო თავად გადაწყვიტეს რომ გაეწიათ წინააღმდეგობა. ლაზარევი ითხოვდა კნორინგის ნებართვას, რომ დაძრულიყო ჭარ-ბელაქანზე, მტაცებელთა გადაუდებლად დასჯისთვის, მით უმეტეს, რომ თოვლით დაფარული მთები არ აძლევდა მათ საიდანმე გარეშე დახმარების მიღების შესაძლებლობას (Рапортъ Лазарева Кнорингу 19-го ноября 1801 г., № 478. Тифл. арх. канцелярiи наместника). კნორინგმა უარყო ეს წინადადება და ურჩევდა ლაზარევს, რომ არ გაეკეთებინა არანაირი “მოპატიჟებანი ქვეშევრდომობისკენ, მით უმეტეს ლეკთა საზოგადოებებისთვის, როგორც არამდგრადი (непостоянный) ხალხისთვის” (Предписанiе Кноринга Лазареву 5-го декабря. Тамъ же).

ხედავდნენ რა ლეკების შემოსავლიან ხელობას, თურქებმაც ასევე დაიწყეს მონაწილეობა ლეკების ძარცვასა და თავდასხმებში ქართლზე. იმპერატორმა ალექსანდრემ ბრძანა ეცნობებინათ პორტასთვის, რათა მას აეკრძალა შერიფ-ფაშასთვის თვითნებობანი; საქართველოში ჯარების უფროსს კი ებრძანა, რომ თუკი შემდეგშიც მტაცებლობანი არ შეწყდებოდა, მაშინ შემოჭრაზე ლეკების ყოველი მცდელობისას შურისძიებისთვის გადასულიყვნენ ფაშას მიწებზე (Высочайшiй рескриптъ Кнорингу 15-го октября 1801 г.).

დარეჯან დედოფალმა გამოაცხადა, რომ ხელმწიფისადმი გულმოდგინების გამო მას სურს დაიყოლიოს რუსეთის მფარველობაში შემოსვლაზე თავისი შვილიშვილი, იმერეთის მეფე სოლომონ II. ლაზარევი პასუხობდა, რომ ნებართვის გარეშე არ შეუძლია ამაზე დათანხმება. მაშინ სოლომონმა თავად მიმართა თხოვნით ლაზარევს და სთხოვდა ნების მიცემას, რათა თავისი წარგზავნილი გაემგზავრებინა პეტერბურგში. იმპერატორმა ალექსანდრემ ბრძანა უარი ეთქვათ იმერეთის მეფის ასეთ განზრახვაზე (Высочайшiй рескриптъ Кнорингу 17-го сентября 1801 г. Протоколъ государственнаго совета 9-го сентября 1801 г. Госуд. арх.), პორტასთან თანხმობის შენარჩუნებისთვის, რომლისადმი დამოკიდებულებაშიც ითვლებოდა იმერეთი. იმპერატორმა დაავალა კნორინგს, რომ საერთოდ ყველა გარეშემო მყოფ ხანთან შეენარჩუნებინა მხოლოდ მეგობრული ურთიერთობები.

იმერეთის მეფის, ერევნისა და ნახჭევნის ხანების გარდა, ხოელმა ჯაფარ-ყული-ხანმაც, რომელიც ბაბა-ხანის მიერ ჩამოშორებული იყო ხოის სახანოს მმართველობისგან, ლაზარევს გამოუგზავნა დესპანი რათა გამოეცხადებინა, რომ ეძიებს რუსეთის იმპერატორის მფარველობას ისე, რომ არ სურს თავისთვის არც ჯარებით დახმარება და არც ფულადი საზღაური (Рапортъ Лазарева Кнорингу 4-го февраля 1801 г. /თუ 1802 г. ?/).

ელისუს სულთანიც ასევე იწერებოდა, რომ სურს ემსახუროს რუს ხელმწიფეს, როგორც ემსახურებოდა გრაფ ვალერიან ზუბოვის დროს (Рапортъ Лазарева 7-го декабря).

კნორინგმა, მიიღო რა ცნობა ხანების სურვილის შესახებ, შეატყობინა ლაზარევს, არა თუ თავი შეეკავებინა ყველანაირი მოპატიჟებისგან ქვეშევრდომობაზე, არამედ მთიელი ხალხების დასჯისთვისაც კი სამეფოს საზღვრებზე თავდასხმების გამო თავი დაენებებინა იმ დრომდე, როდესაც თავად საქართველოში დამყარდება წესრიგი და ჩვენ უფრო მყარად გავამაგრებთ მასში ჩვენს მფლობელობას (Предписанiе Кноринга Лазареву 5-го декабря 1801 г.).

ამრიგად, ჯარების სარდლის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა საზღვრების სრული უზრუნველყოფა და მათი დაცვა.

მოახდინა რა ჯარების სრული განთავსება მოთხოვნილებათა შესაბამისად, კნორინგმა* დატოვა საქართველო და გაემგზავრა ს.-პეტერბურგში. (შენიშვნა:*ჯარები განთავსებული იყო შემდეგნაირად:

კავკასიის გრენადერთა პოლკი: საშეფო ბატალიონი სამი ასეულით ტფილისში; პოდპოლკოვნიკ სიმონოვიჩის ბატალიონმა, სამი ასეულითა და ერთი ქვემეხით, დაიკავა გორი; თითო-თითო ასეული განლაგებული იყო სურამსა და ცხინვალში; სურამში იმყოფებოდა ერთი საველე ქვემეხიც.

ტფილისის მუშკეტერთა პოკლი: საშეფო ბატალიონის ერთი ასეული საგარეჯოში და თითო-თითო ასეული სოფლებში: ხაშმში, პატარძეულში, მარტყოფსა და მანავში; პოდპოლკოვნიკ კუზენევის ბატალიონი ბორჩალოში და შულავერის სოფლებში.

ყაბარდოს მუშკეტერთა პოლკი: საშეფო ბატალიონის ერთი ასეული ქვემეხით ქ. თელავში, ერთი ასეული სოფელ ველისციხეში, ერთი ასეული ქვემეხით სოფელ ყვარელში და ერთი ასეულიც სოფელ შილდაში. პოდპოლკოვნიკ სოლენიუსის ბატალიონის: ასეული ქვემეხით სოფელ ჯიგანში (Джиганахъ, ჯუგაანი ?), თითო-თითო ასეული სოფლებში Сокаби, Мошнаре, Онаги (ანაგა) и Кардинаге (კარდენახი); უკანასკნელ სოფელში იმყოფებოდა ერთი ქვემეხიც.

17-ე ეგერთა პოლკი: საშეფო ბატალიონი ორი ქვემეხით ტფილისში. პოლკოვნიკ კარიაგინის ბატალიონისა: ორი ასეული დუშეთში, თითო-თითო ასეული სოფლებში ქარელსა (ქ. გორის ახლოს) და ფარსიანში (Парсiани) და ერთი ასეული ქვემეხით სოფელ კოდაში (ტფილისის ქვემოთ).

დონელ კაზაკთა შჩედროვ მე-2-ის პოლკი განთავსებული იყო იმავე ქალაქებსა და ადგილებში, სადაც იდგა სხვა ჯარებიც. კაზაკები გაფანტული იყვნენ მცირე პარტიებად – 10-დან 40 კაცამდე – და გამოიყენებოდნენ სხვადასხვა გვარი გაგზავნებისა და სადარაჯო სამსახურისთვის.)


თავი XII

კნორინგის აზრი საქართველოს საშინაო და საგარეო მდგომარეობის შესახებ. _ სახელმწიფო საბჭოს 1801 წ. 8 აგვისტოს სხდომა. _ მისი წევრების აზრი საქართველოს რუსეთთან შემოერთების შესახებ. _ მანიფესტი საქართველოს შემოერთების შესახებ. – დებულება საქართველოს საშინაო მმართველობის შესახებ.

ოცდაორ დღეს იმყოფებოდა კნორინგი საქართველოში.

15 ივნისს იგი უკვე იყო კავკასიის ხაზზე და ემზადებოდა ს.-პეტერბურგში გამომგზავრებისთვის.

მისი აზრით, საქართველოს საშინაო და საგარეო მდგომარეობა ისეთი იყო, რომ მხოლოდ თავისი ძალებით იგი ვერ შეძლებდა ვერც წინააღმდეგობის გაწევას სპარსეთის ძალაუფლებისმოყვარე პრეტენზიებისადმი, და ვერც მისი გარემომცველი მთიელი ხალხების თავდასხმების მოგერიებას. აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის შემდეგ საქართველო იმდენად სუსტი იყო, რომ 61.000 ოჯახიდან, რომლებიც მოითვლებოდა შემოსევამდე, ახლა მასში ძლივს თუ მოიძებნებოდა 35.000 ოჯახი (Рапортъ Кноринга государю императору 28-го iюля 1801 г. Арх. мин. внутр. делъ по деп. общ. делъ. Дела грузинскiя. Кн. I. См. также акты кавк. археогр. ком. Т. I, стр. 425).

საქართველოს გარეშე მტრების მოქმედებანი და საქციელი არ შეიძლებოდა რომ საგანგებო ყურადღებით არ ყოფილიყო მიღებული ჩვენი მთავრობის მიერ. სამეფო ემიჯნებოდა: აღმოსავლეთში ავარებს, ლეკებსა და სხვა დაღესტნელ ეხალხებს; დასავლეთში ესაზღვრებოდა თურქულ საფლობელოებსა და იმარეთს; სამხრეთში ემიჯნებოდა განჯისა და ერევნის სახანოებს; ჩრდილოეთში გარშემორტყმული იყო სხვადასხვა კავკასიელი ხალხებით, ჩვენი კავკასიის ხაზის მეზობლებით.

ჩრდილოეთიდან საქართველოს არ გააჩნდა დიდი საფრთხე; მაგრამ აღმოსავლეთისა და სამხრეთის მხრიდან მას ჰქონდა განუწყვეტელი თავდასხმების მუქარა დაღესტნელი ხალხებისა და განჯის ხანის მხრიდან. უკანასკნელი ეძიებდა თავის უფლებებს შამშადილის პროვინციაზე, რომელიც დიდი ხანია ქართველებს ჰქონდათ შეძენილი იარაღის ძალით. ავარებისა და ლეკების მრავალრიცხოვანი ძალები ყოველთვის მავნე იყო საქართველოსთვის. ცხოვრობდნენ რა ძარცვითა და თარეშით, და შეუჩერებლად იყვნენ რა დაკავებულნი ომით – ან დაქირავებულად, ან კიდევ ნადავლის მიღებაზე დაიმედებით – ეს ხალხები მრავალრიცხოვანი ბრბოებით იჭრებოდნენ საქართველოში, რომლის ღია საზღვრებიც ამას ვერანაირ სიძნელეებს ვერ უქმნიდა. მთები და ტყეები ქვეყნის შიგნით და მზადმყოფი ჯარების არყოლა ახალისებდა ლეკების ქურდულ შემოჭრებს. მაცხოვრებლებს, რომელთაც ჰქონდათ დამაკმაყოფილებელი იარაღი, თავად უნდა მოეგერიებინათ თარეშები. განჯის მხრიდან საქართველო ასევე ვერ წარმოადგენდა დაბრკოლებებს, ვერც ბუნებრივსა და ვერც ხელოვნურს. გზა სპარსელებისთვის იმდენად მოსახერხებელი და ღია იყო, რომ ისინი ერთ დღეღამეში შესაძლო იყო განჯიდან გამოცხადებულიყვნენ ტფილისის კედლებთან. განჯის ხანი ითვლებოდა სპარსელთა საუკეთესო მეგზურად: მან ტფილისთან მოიყვანა აღა-მაჰმად-ხანი საქართველოში მისი შემოჭრისას.

თურქები თუმცა კი თავად არ ახდენდნენ თავდასხმებს, მაგრამ მოსაზღვრე ფაშები, რომლებიც უფროსობდნენ ოლქებში მემკვიდრეობითად და ინახავდნენ თავიანთ საკუთარ ჯარებს, აკომპლექტებდნენ მათ ლეკებითა და სხვა დაღესტნელი ხალხებით. თავიანთი ბუნებრივი თვითნებობისა და მოუთვინიერებლობის გამო, ლეკები ზოგჯერ თავს ესხმოდნენ ახალციხის მხრიდან ქართლს და არბევდნენ მის სოფლებს. მათ მოგერიებაში საქართველოს არ შეიძლება ჰქონოდა თვით თავიანთი თანატომელების, იმერლების იმედიც კი, რომლებიც მათ უფრო მეტ მავნებლობას აყენებდნენ, ვიდრე სარგებელი მოჰქონდათ. იმერელთა საქციელი აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას, რაზედაც დასაწყისში მოგითხრეთ, მოწმობს, თუ რამდენად შეეძლო საქართველოს რომ დაყრდნობილი ყოფილიყო მათ თანადგომაზე.

თავად ქართველებს კი არ შეეძლოთ წინ აღდგომოდნენ მოწინააღმდეგეს. ხალხი უკიდურესად იყო დამონებული თავადაზნაურობის მიერ, რომელიც მხოლოდ საკუთარი სარგებლისთვის ზრუნავდა. თავადთა და აზნაურთა უმრავლესობა გაყოფილი იყო ორ მტრულ პარტიად. ბატონიშვილები იულონი და დავითი გახლდნენ ამ ორი პარტიის წარმომადგენლები, რომელთაგან უფრო მრავალრიცხოვნად მოჩანდა იულონის პარტია. ორივე მხარეს არ სურდა დაეთმო ერთი-მეორისთვის, და საქართველოს, როდესაც ერთერთ ამ ბატონიშვილთაგანს მიეცემოდა ტახტი, მოუხდებოდა წინასწარ სასტიკი სისხლისღვრისა და ძმათაშორისი ომის გადატანა, და მხოლოდ ამის შემდეგ “თავისი სამწუხარო ნარჩებებისგან უნდა შეედგინა სუსტი აჩრდილი თვითმყოფადი სამეფოსი”, იმისთვის, რათა დაქვემდებარებოდა ან სპარსელთა თვითმპყრობელობას, ან კიდევ სხვა მტაცებელი ხალხების ძარცვა-რბევას.

გასაკვირი არ არის, რომ მოწინავე ადამიანებს, ქართველი ხალხის წარმომადგენლებს, დიდი ხანია სურდათ გადმოეცათ ქვეყანა რუსეთის დაცვის ქვეშ. ერეკლე II გახლდათ ერთერთი პირველთაგანი, რომელმაც წინასწარ განჭვრიტა თავისი საეფოს დაღუპვა. იგი სთხოვდა ჯერ კიდევ იმპერატრიცა ეკატერინე II-ს ნებართვას, რომ პირადად ენახა გრაფი გუდოვიჩი, რათა განმარტებანი მიეცა და მოესმინა საქმეებზე, რომლებიც შეეხებოდა რუსეთისა და “კავკასიის ქვეყნის” ინტერესებს. აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის გამო ეს პაემანი ვეღარ შედგა. ერეკლე II-ის მენაცვალე, მისი ვაჟი გიორგი, იზიარებდა თავისი მამის სურვილებსა და შეხედულებებს და, კარგად იცოდა რა ქვეყნის მდგომარეობა, თავისი ხალხის თვისებები, უთანხმოებანი, რომლებმაც უკვე თავი იჩინეს სამეფო ოჯახში, ესმოდა, რომ საქართველო გარედან დახმარების გარეშე ჩაიღრჩობა ძმათა სისხლის ნაკადებში. გიორგიმ ამჯობინა, რომ არ მიეტანა საერთო კეთილდღეობა მსხვერპლად თავისი ძმებისა და ნათესავების ძალაუფლების მოყვარულობისთვის, არამედ მოეცა ქვეყანა რუსეთის ქვეშევრდომობაში. მოუწოდა რა თავის ახლობელთაგან საიდუმლოდ, თავადებს ჭავჭავაძეს, ავალიშვილსა და ფალავანდიშვილს, მან გადასცა მათ თავისი გულითადი სურვილი, მოქმედებათა ინსტრუქცია და გამოგზვნა ისინი პეტერბურგში...

და თავად ბატონიშვილებსაც კარგად ჰქონდათ შეგნებული როგორც თავიანთი მაშინდელი მდგომარეობა, ასევე ქვეყნის მდგომარეობაც, რომლებსაც ისინი არბევდნენ. ჯერ კიდევ 1801 წლის დასაწყისში ვახტანგ ბატონიშვილი, რომელმაც შეიტყო იმპერატორის სურვილის შესახებ, რათა არავინ არ ყოფილიყო დამტკიცებული საქართველოს მეფედ, სხვათა შორის წერდა კნორინგს, “რომ ასეთი სურვილი მისთვის მეტად სასიამოვნოა”. “და ამის გარეშეც – დაუმატა მან – რუსეთის იმპერატორი არის ჩვენი ხელმწიფე, ჩვენ კი მისი ქვეშევრდომები და მონები ვართ, და მე ჩემთვის დიდ ბედნიერებად მივითვლი იმას, რომ არავინ არ იქნება საქართველოს მეფედ” («И безъ того – прибавилъ онъ – русскiй императоръ есть наш государь, а мы его подданные и рабы, и я считаю за большое себе счастiе, чтобы никому не быть въ Грузiи царёмъ»).

ბატონიშვილი მიუთითებდა იმაზე, რომ თუკი იგი იქცევა კიდეც იმპერატორის ნების საწინააღმდეგოდ, საამისოდ მას აიძულებენ მისი მოწინააღმდეგენი, დავით ბატონიშვილი და მისი ნათესავები.

“ეს რომ არ ყოფილიყო – წერდა იგი – და ჩვენ რომ გვცოდნოდა საგანთა ნამდვილი მდგომარეობა, მე არ გავუწევდი წინააღმდეგობას არაფერში, არამედ, პირიქით, მოხარული ვიქნებოდი ამ საქმისა; და ჩემი სხვა ძმებიც, ვფიქრობ, ასევე მიიღებენ თქვენს მიერ შეტყობინებულ უზენაეს ნებას” (Изъ письма царевича Вахтанга Кнорингу 7-го февраля 1801 г. Акты кавк. археогр. ком. Т. I, стр. 263).

“მე ვერ გავბედავ ვამტკიცო – მოახსენებდა კნორინგი (Арх. мин. внутр. делъ по деп. общ. делъ. Дела Грузiи. Кн. I) – რომ უმაღლესი წოდების ყველა ადამიანი იმპერიისადმი საქართველოს შემოერთებას უწინ და ახლა უყურებდეს გულგრილად. საქართველოს თავადაზნურობაში აღმოჩნდება ნახევარი, რომელთაც სურვილი აქვთ, რომ იხილონ თავიანთ თავზე მეფე და თავიანთი უწინდელი მმართველობის წესი, რათა მხოლოდ შეინარჩუნონ ის უფლებები, მემკვიდრეობითად მიღებული ღირსება და მასთან შეუღლებული შემოსავლები, რომლებითაც ერთის მხრივ აცდუნებდნენ მათ ბატონიშვილები, ხოლო მეორეს მხრივ კი მოჩვენებითად აშინებდნენ მოსალოდნელი ცვლილებებით, მაგრამ ესენი საქართველოში მთელი ჩემი ყოფნის დროს თავიანთ გრძნობებს უსიტყვოდ ინახავდნენ (…чувствованiя свои хранили безмолвно). მაგრამ ყველა დანარჩენს, რომლებიც უფრო საფუძვლიანად ფიქრობენ, ხედავენ თავიანთი სამშობლოს საშინაო და საქარეო მდგომარეობას, და იციან, თუ რამდენად არამყარია თითოეულის მონაპოვარი ასეთ მმართველობაში, რომელშიც არ არის არც მყარი საფუძვლები, არც მოწყობის შენახვის ხერხები (…ни способовъ къ содержанiю устройства), ფიქრობენ, რომ უმჯობესია დათმონ ნაწილი თავიანთი უპირატესობებიდან და იყვნენ განუხრელი კეთილდღეობის ჩრდილქვეშ, ვიდრე, ყოველწუთიერად იმყოფებოდნენ შიშში, მოელოდნენ სიცოცხლისა და საკუთრების დაკარგვას ან საშინაო მღელვარებების და ან კიდევ მტაცებელი მეზობლებისგან, – გულწრფელად სურთ იყვნენ თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის ქვეშევრდომობაში.

ასე რომ, თუკი თავიანთი სამშობლოსათვის არაკეთილისმოსურნეთა ნაწილს – რომელშიც ვგულისხმობ ზოგიერთ ბატონიშვილსა და თავადაზნაურს – პირისპირ დავუყენებთ მეორეს, რომელიც უკეთესად მსჯელობს თავის და საკუთარი სამშობლოს სარგებელზე, და ამას მივუმატებთ მთელ ხალხს, რომელსაც სწყურია სრულიად რუსეთის იმპერიის კანონების ქვეშ ყოფნა, მაშინ ამ უბედურ ადამიანთა გულითადი სურვილი, რომლებიც მთელ თავიანთ სასოებას ამყარებენ თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის დიდსულოვნებაზე, იმსახურებს პატივისცემას”.

კნორინგის სიტყვები მალევე გამართლდა. პირველი ცნობებისთანავე იმის შესახებ, რომ საქართველო შემოდის რუსეთის ქვეშევრდომობაში, 17-მდე ქართული ოჯახი, რომლებსაც დროებით დატოვებული ჰქონდათ თავიანთი სამშობლო, მოვიდა ლაზარევთან თხოვნით, რომ დაესახლებინათ ისინი საქართველოში და გამოეყოთ მათთვის მიწა. იმპერატორმა ალექსანდრემ ნება მისცა, რომ მიეღოთ და მიწა გამოეყოთ არა მხოლოდ მათთვის, არამედ ყველა იმისთვისაც, ვინც მომავალშიც დაბრუნდებოდა სამშობლოში (Рескриптъ Кнорингу 28-го августа 1801 г. Акты кавк. археогр. ком. Т. I, стр. 431).

ამრიგად კნორინგის მიერ ადგილზე დაკვირვება მეტყველებდა საქართველოს შემოერთების აუცილებლობის შესახებ. იგი არ მოიხსენიებდა ამ დროს არც სარგებლისა და არც მოუხერხებლობათა შესახებ, რომლებიც შესაძლო იყო დამდგარიყო რუსეთისთვის, რომელიც ღებულობდა ახალ ქვეშევრდომებს. კნორინგმა ჩვენი საკუთარი ინტერესები გვერდზე დატოვა. ამის საწინააღმდეგოდ, გრაფმა მუსინ-პუშკინმა, რამდენიმე დღით ადრე, მიართვა ახალი წერილი (Письмо гр. Мусина-Пушкина Беклешову 11-го iюля 1801 г. Арх. мин. внутр. делъ по деп. общ. делъ. Дела грузинскiя. Кн. I), რომელშიც ცდილობდა წინ წამოეწია ყველა სარგებელი შემოერთებისა რუსეთის შინაგანი კეთილდღეობისთვის.

მისი აზრით, მოსახერხებლობა შეტყობინებისა, მდინარეების ვოლგის, დონის, დნეპრისა და ურალის გავლით შავ და კასპიის ზღვებთან, და ამ უკანასკნელთა სიახლოვე საქართველოსთან იძლეოდა იმედს ჩვენი ვაჭრობის მნიშვნელოვან გაფართოებაზე, განსაკუთრებით სპარსეთთან და საერთოდ აზიასთან კასპიის ზღვის გავლით.

გასული საუკუნის დასაწყისში მთელი აბრეშუმი, რომელიც მოდიოდა აზიიდან ევროპაში, მიდიოდა აუცილებლობის და მიხედვით, არხანგელსკის გავლით, რომელიც თავისი გეოგრაფიული მდებარეობის მთელი მოუხერხებლობის მიუხედავად, გადაქცეულ იქნა სავაჭრო ქალაქად. არხანგელსკის გავლით შეტყობინების მოუხერხებლობამ აიძულა იმპერატორი პეტრე I ეძია სხვა გზა – კასპიის ზღვის სიახლოვეში. ინგლისელებიც ასევე თანაუგრძნობდნენ რუსეთის დიდი გარდამქმნელის აზრებს, თანაც ცდილობდნენ მისი მეშვეობით მოეძებნათ უსაფრთხო გზა კასპიის ზღვის ფარგლებამდე, რათა შემდეგ ვოლგითა და ბალტიის ზღვით ჰქონოდათ უმოკლესი სავაჭრო გზა აზიაში. მათმა წარუმატებელმა მცდელობებმა ამ მიმართებით დასაწყისი დაუდეს ინდოეთის კომპანიას და გამოიწვიეს უზარმაზარი ხარჯები ჯარების შენახვაზე ინდოეთში* (“რუსეთის ისტორიისა და სიძველეთა საზოგადოების საკითხავებში” /1862 წ., წიგ. 2/ მოთავსებულია წერილი სათაურით: “იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და აფხაზეთის პოლიტიკური მდგომარეობა და ცვლილება, რომელიც შედეგად მოჰყვა რუსეთის ჯარების მოსვლას”. ასეთი ვრცელი სათაურის ქვეშ მოთავსებულია შვიდი გვერდი ტექსტისა, რომელიც შეადგენს ექსტრაქტს, თუმცა კი ძალზედ ზედაპირულს, ლიტვინოვის ჩანაწერებისგან, რომელიც გაგზავნილ იქნა თავად ციციანოვის მიერ იმერეთსა და სამეგრელოში იმერეთის მეფესა და სამეგრელოს დადიანს შორის შუამავლობისთვის. /იხ. «Закавказье отъ 1803 до 1806 года»./

ლიტვინოვი მსახურობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, გაგზავნილ იქნა საქართველოში, თავად ციციანოვის თხოვნით, მისი კანცელარიის გასაძლიერებლად, იყო ამ კანცელარიის მმართველი, ხოლო შემდგომში კი დანიშნულ იქნა საქართველოს მმართველად. მან თავის შემდეგ დატოვა მეტად საყურადღებო ჩანაწერები, რომელთა კარგი ასლიც ინახება მთავარი შტაბის არქივში. ამ ჩანაწერების ორიგინალი მე ხელთ არა მქონია. “საკითხავებში” მოთავსებული წერილი, მასში აღწერილი მოვლენების სიმოკლისა და არათანამიმდევრულობის გამო, არ შეიძლება გამოდგეს დამაკმაყოფილებელ წყაროდ, მაგრამ სასარგებლოა პირთა გარკვეული დახასიათებისთვის. როგორც ჩანს, ეს გახლდათ ლიტვინოვის მიერ შავად გაკეთებული ჩანაწერები.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ “საკითხავების” იმავე წიგნაკში მოთავსებული შემდეგი წერილიც: “მსჯელობა საქართველოს, იმერეთისა და ოდიშის (სამეგრელოს) შეძენის სარგებლისა და წამგებიანობის თაობაზე მთელი მოსაზღვრე ხალხებით”, ეკუთვნის ასევე ლიტვინოვს. ამ სათაურის ქვეშ, ასევე მეტად ვრცელისა, შვიდ გვერდზეა განთავსებული უარყოფა გრაფ მუსინ-პუშკინის მოსაზრებისა საქართველოს რუსეთისადმი შემოერთების სარგებლიანობის შესახებ. პუშკინის მოსაზრება მირთმეულ იქნა ორჯერ: პირველად იმპერატორ პავლე I-სადმი 1800 წ., ხოლო მეორედ კი – ალექსანდრე I-დმი 1801 წ. უარყოფა, შინაარსის მიხედვით თუ ვიმსჯლებთ, დაწერილია 1808 წელზე უფრო მოგვიანებით. შუალედმა მათ შორის ბევრი რამ აგვიხსნა ჩვენ, ბევრი რამ გვასწავლა, და იმ ქვეყნებშიც მოხდა მეტად მნიშვნელოვანი მოვლენები, რომელთა შესახებაც მე იმედი მაქვს მოვყვები შემდგომში. საქართველოს რუსეთისადმი შემოერთების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას კი არავის არ შეეძლო უარეყო გრაფ მუსინ-პუშკინის მოსაზრება, იქაური საქმეებისა და ხალხების სრულებით არცოდნის გამო).

თუკი, ერთის მხრივ, იყვნენ პირები, გატაცებულნი სარგებლით, რომელიც სინამდვილეში არ ყოფილა, თუკი საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და მისი სიმდიდრენი ძალზედ იყო გადიდებული და შემდგომში აღმოჩნდა არც იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც ვარაუდობდნენ, მეორეს მხრივ, იყვნენ მოწინააღმდეგენიც, რომლებიც უარყოფდნენ ასეთ სარგებელს. გრაფები ვორონცოვი (ს. რ.), კოჩუბეი და თავადი ჩარტორიისკი იყვნენ საქართველოს შემოერთების წინააღმდეგ. ამ შემთხვევის გამო მათ მიერ შედგენილი მოხსენება იმპერატორ ალექსანდრეს მიერ გადაცემულ იქნა განსახილველად სახელმწიფო საბჭოსთვის კნორინგის ანგარიშთან ერთად.

ხმაურიანი გახლდათ სახელმწიფო საბჭოს 1801 წლის 8 აგვისტოს სხდომა. წევრთა უმრავლესიბა გახლდათ საქართველოს რუსეთისადმი შემოერთების მხარეზე. გრაფები ვორონცოვი, კოჩუბეი და თავადი ჩარტორიისკი არა მხოლოდ უარყოფდნენ ახალი შენაძენის სარგებლიანობას, არამედ ამბობდნენ, რომ საქართველოს იმპერიისადმი შემოერთება რუსეთის სარგებლიანობის საწინააღმდეგოაო. ჩარტორიისკი ამბობდა, რომ ქვეყნის ქვეშევრდომობაში მიღებით კიდევ უფრო მეტად გაიზრდება რუსეთის ისედაც ძალზედ ვრცელი საზღვრები, რომ მათ დასაცავად საჭირო იქნება მეტად მნიშვნელოვანი ხარჯები და სახსრები.

იცოდნენ რა, რომ საქართველო უშუალოდ არ ებჯინებოდა რუსეთის საზღვრებს, არამედ, ამის საპირისპიროდ, იმყოფებოდა ჩვენდამი მტრული მოსახლეობის შუაგულში, შეეძლოთ დათანხმებოდნენ მისი შემოერთების მოწინააღმდეგეთა მოსაზრებას იმაში, რომ ქვეყნის დაცვა რუსეთს ითრევდა (вовлекала) მნიშვნელოვან ხარჯებში. ხოლო მათ მიერ ამის სანაცვლოდ შემოთავაზებული ზომები კი ვერ უძლებდა კრიტიკას.

ვიცე-კანცლერი (ე. ი. გრაფი ს. რ. ვორონცოვი) უხსნიდა, რომ ასეთი შემოერთება მიაჩნია უსამართლოდ, იმიტომ რომ ბაგრატიონთა საგვარეულო მეფობს საქართველოში არა არჩევითი წესით, არამედ მემკვიდრეობითად, რომ ამიტომ სამეფოს შემოერთებას ექნება ძალადობის შესახედაობა.

თავადი ჩარტორისკი უარყოფდა ხალხის სამართლიან სურვლებს; იგი არ აღიარებდა მისთვის ხმის უფლებას, არ აქცევდა ყურადღებას მის უბედურ მდგომარეობას. ამბობდა რა, რომ მნიშვნელოვანი საზღვარი მოითხოვს მნიშვნელოვან სახსრებს თავდაცვისთვის, იგი სთავაზობდა საქართველოს შენარჩუნებას ვასალობაში, რომელშიც იგი მიღებულ იქნა იმპერატრიცა ეკატერინე II-ის მიერ; სთავაზობდა დაეტოვებინათ იქ ყველა ის ჯარები, რომლებიც ამ დრომდე იქ იმყოფებოდნენ, და დაენიშნათ ტფილისში სრულუფლებიანი წარმომადგენელი, რათა მას გაეწია უფროსობა საქართველოში განლაგებული ჯარებისთვისაც. ახალგაზრდა და გამოუცდელი დიდგვაროვანი ადვილად მსჯელობდა ხალხის ბედის შესახებ და, უარყოფდა რა ერთ წინადადებას, როგორც უვარგისს, სთავაზობდა თავისას კიდევ უფრო მეტი ნაკლოვანებებით.

არ ვიტყვით რა იმის შესახებ, თუ რა სახსრები დაუჯდებოდა რუსეთს, თუკი აღიარებდა საქართველოს ვასალურ ქვეყნად, დაეცვა იგი შინაგანი მოუწყობლობისა და გარეშე შემოჭრებისგან, ჩვენ მოვიყვანთ ჩარტორიისკის სიტყვებს, რომლებიც თავად მიგვითითებენ მისი მოსაზრების მცდარობაზე. იგი სთავაზობდა, რათა ჩვენს რწმუნებულს ჰქონოდა “მეურვეობა კეთილ თანხმობაზე სამეფო საგვარეულოს წევრებს შორის და ყველა მცხოვრების დაცვაზე თვითნებობათა და მეფეთა სასჯელისგან (отъ самопроизвольныхъ подвиговъ и взысканiй царей). ხოლო დავით ბატონიშვილსა და მის ბიძებს, ერეკლე მეფის შვილებს შორის არსებული მტრობა დაეწყნარებინათ ერეკლეს ანდერძის აღსრულებით, რომელიც მისი ოჯახისა და ქვეყნისთვის კეთილსასურველია, ვინაიდან მის მიხედვით მემკვიდრეობის წესზე, რომელიც მასშია გამოხატული, ჯერ კიდევ მისი სიცოცხლის დროს, საქართველოს ყველა ჩინოსანმა საზეიმოდ დადო ფიცი”.

საბჭოს წევრებს არ შეეძლოთ დათანხმებულიყვნენ ასეთ მოსაზრებაზე. დატოვებდნენ რა საქართველოს დამოუკიდებლად, შეუძლებელი იქნებოდა ისეთი საშუალებების მოძიება, რომლებსაც შეეძლებოდათ შეერიგებინათ სამეფო საგვარეულოს წევრები როგორც ურთიერთ შორის, ისე ხალხთანაც. ხალხს, რომელმაც გამოხატა სურვილი რომ იყოს რუსეთის ქვეშევრდომი და ამით საკუთარი თავის წინააღმდეგ განაწყო ბატონიშვილები, უნდა ჰქონოდა კიდევ უფრო მეტ შევიწროვებათა მოლოდინი. შეძლებდა კი ჩვენი რწმუნებული, რომ მხოლოდ სიტყვებით, ძალაუფლების გარეშე დაეცვა იგი ძარცვისა და რბევისგან? შეეძლო კი რუსეთის იმპერატორს, რომელმაც ერთხელ განაცხადა თანხმობა ქვეყნის თავის ქვეშევრდომობაში მიღებაზე, უარი ეთქვა ხალხზე, რომელიც ელოდებოდა მხოლოდ ერთგულებაზე ფიცის დადებას? მისი უარყოფითი პასუხი ხალხის ყველაზე უფრო მრავალრიცხოვან და უკეთეს ნაწილს მისცემდა ბატონიშვილთა შურისძიებისა და ძმათაშორის ომის მსხვერპლად.

ერთის მხრივ კნორინგის მოხსენება და გრაფ მუსინ-პუშკინის წერილი, რომელიც დაფუძნებული გახლდათ ფაქტებზე, თუმცა კი მცდარსა და გაზვიადებულზე, ხოლო მეორეს მხრივ საქართველოს რუსეთისადმი შემოერთების მოწინააღმდეგეთა უსაფუძვლო მოსაზრებანი გულდასმით იქნა განხილული სახელმწიფო საბჭოს მიერ. პირველთა მოსაზრებამ უპირატესობა მიიღო მეორეთა წინაშე.

სახელმწიფო საბჭოს მიაჩნდა, რომ პროტექციამ, რომელსაც აღმოუჩენდა რუსეთი საქართველოს 1783 წლიდან, “ჩაითრია ეს უბედური ქვეყანა ბოროტებათა უფსკრულში, რომლებითაც იგი მოყვანილია სრულ დაუძლურებაში, და ამის გაგრძელება იმავე საფუძვლებზე გარდაუვალად ჩააგდებს მას სრულ დაღუპვაში”. («вовлекла сiю несчастную землю въ бездну золъ, которыми она приведена въ совершенное изнеможенiе, и продолженiе оной на техъ же основанiяхъ неминуемо ввергнетъ её въ совершенную погибель».)

“თუკი საქართველოს გადარჩენისთვის – ნათქვამია საბჭოს ჟურნალში (Отъ 8-го августа 1801 г. Госуд. арх.) – უნდა გვყავდეს იქ იმდენივე ჯარი, რამდენიც იქ ახლა იმყოფება, ამისგან რუსეთს მოუწევს მნიშვნელოვანი და სრულებით უსარგებლო ხარჯი. ხოლო მისი მცირე ლაშქრით კი როგორც შინაგანი მოუწყობლობისგან, ისე გარეშე მტრებისგანაც მისი დაცვა შეუძლებელია. საჭირო იქნება მივცეთ მას მეფე, დავატკიცებთ რა ტახტზე ერთერთ ბატონიშვილს, რომელიც თვლის რომ ამაზე უფლება გააჩნია. პირველი ბატონიშვილი, იულონი, დადგენილია ერეკლე თეიმურაზის ძის ანდერძის მიხედვით; მეორე ბატონიშვილი, დავითი, მისი ვაჟის გიორგის ანდერძის მიხედვით. მართალია, რომ გიორგიმ დაარღვია მშობლის ანდერძი, მაგრამ, შესაძლოა ბატონიშვილებმა, მისმა ძმებმა მისცეს მას საამისოდ მიზეზი, და, უფრო მეტიც, დავით ბატონიშვილი, დანიშნული მის მიერ საქართველოს სამეფოს მემკვიდრედ, დამტკიცებულია გარდაცვლილი იმპერატორის მიერ, რომელსაც ჰქონდა ასეთი დამტკიცების უფლება. ამრიგად, არჩევანი ამ ორ კანდიდატს შორის საკუთარ თავში იანახავს, ერთის მხრივ, წინააღმდეგობას დავით ბატონიშვილის სასარგებლოდ უკვე მომხდარ დამტკიცებასა და, მეორეს მხრივ კი, ხალხის უკმაყოფილებას ერეკლე მეფის ანდერძის დარღვევითა და სამეფო ტახტზე იმ თავადის (მთავრის) აყვანით, რომელმაც თავისი საქციელით ხალხი თავის წინააღმდეგ აამხედრა. თუმცა კი, საქართველო ვერც ერთი მათგანისგან თავის გადარჩენას ვერ იმედოვნებს, და თავად მეფემ გიორგი ერეკლეს ძემაც, ითვალისწინებდა რა მთელ უბედურებებს, რომლებიც სამეფო საგვარეულოს გახრწნისგან ხალხს უნდა დასტყდომოდა თავზე, სხვა ხსნა მისთვის ვერ გამოძებნა, თუ არა ის, რომ დაემკვიდრებინა იგი რუსეთის ქვეშევრდომობაში, მიჰყვებოდა რა თავისი მშობლის შეხედულებებს, რომელსაც ასეთივე განზრახვა ჰქონდა, როდესაც თხოულობდა თავისი ელჩის თავად ჭავჭავაძის მეშვეობით, 1795 წელს, ნებართვას, რათა შეხვედროდა მოზდოკში ან რომელიმე სხვა ადგილას კავკასიის ხაზზე ჯარების სარდალს გენერალ გრაფ გუდოვიჩს, რაც ვლინდება იმდროინდელი ქაღალდებიდან. მთელი ეს ხელახლა გამოვლენილი გარემოებანი ვერ წარმოუდგენს საბჭოს საქართველოს შემოერთებაში ვერანაირ უსამართლობას, და ხედავს იგი (საბჭო – ი. ხ.) მასში მთელი იმ მხარის გადარჩენას, რუსეთისთვის კი არსებით სარგებელს მისი საზღვრების საიმედოდ მოზღუდვაში (დაცვაში) მტაცებელი მთიელი ხალხებისგან, რომელთა ალაგმვაც უფრო მოსახერხებელი იქნება, ხოლო მომავალი დროისთვის კი თვით თავად თურქებისგანაც, რომ არაფერი ვთქვათ უკვე სპარსელებზე, რომლებიც, ეჭვს გარეშეა, როგორც კი დატოვებული იქნება საქართველო, მას თავს დაესხმიან და დაეუფლებიან”.

სამეფო საგვარეულოს პირებთან და მათ შენახვასთან მიმართებაში სახელმწიფო საბჭო ვარაუდობდა დაეტოვებინა საქართველოში მათგან ისინი, რომლებიც, “მოკრძალებული ზნითა და საქციელით არ მოგვცემენ ეჭვის საბაბს, რომ დაიწყებენ მეზობლების აღელვებას ან სხვა არეულობათა მოწყობას; ყველა დანარჩენი კი გამოგზავნილ იქნას რუსეთში, სადაც თითოეულისთვის მისი ოჯახის შესაბამისად პენსიის განსაზღვრით ადვილად შეიძლება იქნას მოწყობილი მათი ხვედრი”.

საბჭოს აზრი ამჯერად მიღებულ იქნა იმპერატორ ალექსანდრეს მიერ ისეთი გადამჭრელობით, რომ მისი გადარწმუნება უკვე არაოფიციალური კომიტეტის თვით ყველა წევრსაც კი აღარ შეეძლო.

პატივს სცემდა რა იმპერიის პატივსა და ღირსებას, ჩამოდიოდა რა ქართველი ხალხის თხოვნამდე, იმპერატორმა გაბედა და გადაწყვიტა, რომ “საქართველოს სამეფოში, საკუთრივ მისი სიკეთისთვის, დაემყარებინა მმართველობა და წესრიგი” (Рескриптъ Кнорингу 12-го сентября 1801 г. Арх. мин. внутр. делъ).

გენერალი კნორინგი დანიშნულ იქნა მთავარსარდლად იმ მხარეში. მას დაავალეს ახალი მმართველობის მოწყობა და საპოლიციო ნაწილისაც ისე, რომ ხალხს შეძლებოდა “არა მხოლოდ მორჩილება მისდამი, არამედ მისი შეყვარებაც”, ხოლო მმართველობის შექმნისას კი ურჩევდნენ შესაბამისობაში ყოფილიყო ხალხის ზნეობასთან, წეს-ჩვეულებებთან და “გონება-განწყობილებასთან” («умоначертанiя») და ეზრუნა სასულიერო სასწავლებლების დაარსებაზე, იმისთვის, რათა მათი მეშვეობით “შეეტანა იქ საწყისი განათლება” ხალხისა.

ტფილისში საქმეს სხვანაირად უყურებდნენ. თავადთაგან ზოგიერთმა, რომლებიც რუსეთის მომხრეები იყვნენ, შეატყობინა ლაზარევს, რომ დავით ბატონიშვილთან საიდუმლოდ არის გამოგზავნილი პეტერბურგიდან მანიფესტი, რომლის მიხედვითაც საქართველო შეადგენს გუბერნიას და ასეთი სახით იქნება შეერთებული რუსეთთან.

მიიღო რა ეს ცნობები, დავით ბატონიშვილი, თავისი ძმის იოანეს რჩევით, რომელიც იმ დროს ჩვენს დედაქალაქში იმყოფებოდა, აგროვებდა თავადების ბეჭდებს (ხელმოწერებს) (Донесенiе Лазарева Кнорингу 18-го и 19-го ноября 1801 г.) სათხოვარზე იმპერატორისადმი ქართველთა საყოველთაო სურვილის შესახებ, რომ მეფედ ჰყოლოდათ დავითი. არა მხოლოდ იოანე ბატონიშვილი, არამედ ბევრი თავადთაგანიც, რომელიც პეტერბურგში იმყოფებოდა ჩქარობდა შეეტყობინებინა თავისი მეგობრებისთვის ამ მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ. თავადი ზაალ ანდრონიკაშვილი წერდა (Письмо Кн. Андроникова къ Iоанну Орбелiани и Соломону Тарханову 12-го октября 1801 г. Константиновъ, ч. I, стр. 210 /рукопись/), რომ საქმე სამშობლოს ხვედრის შესახებ მათ მიერ მოწყობილი იყო ჩინებულად, მაგრამ უეცრად გამოცხადდა კნორინგი და დაარწმუნა იმპერატორი, რომ თითქოს და ხალხს არ სურს მეფის ყოლა.

“ამ შემთხვევის გამო – წერდა იგი – საქმე გაჩერდა და გამოგვიცხადეს, რომ საქართველოში არ უნდა იყოს მეფე, და არც რუსეთის ქვეშევრდომი არ უნდა იყოს. იფიქრეთ, რა იქნებით და ვისად იქნებით წოდებული? მანდაურმა უსაქმო ლაყბობამ აი რა შეგძინათ თქვენ! განა თქვენ იქ არ იყავით? რისთვის დაიდეთ ხალხის ცოდვა კისერზე და საკუთარ თავსაც ეს რატომ გაუკეთეთ? განა არა რცხვენიათ მათ, რომლებმაც ეს ჩაიდინეს, და დარჩნენ სივრცეში: არც ბატონი არა გვყავს, და არც პატრონი”.

იგი ამბონდა, რომ როდესაც საქართველოს წარგზავნილთათვის გამოცხადებულ იქნა ეს განსაზღვრება, მაშინ ყველამ მათ, არ დაეთანხმნენ რა ამას, სათხოვარი მიართვეს იმპერატორს. თავადი ანდრონიკაშვილი აიმედებდა თავის ტფილისელ მეგობრებს საქმის კეთილსასურველი შემობრუნებით და მხოლოდ ურჩევდა, რომ რაიმენაირი კითხვის შემთხვევაში ეპასუხათ იმით, რომ ჰყავთ პეტერბურგში თავიანთი წარგზავნილები და ბატონიშვილები, რომელთაც დაეთანხმებიან ყველაფერ იმაში, რასაც ისინი აღიარებენ სასარგებლოდ.

ქვეყნის მდგომარეობა ითვლებოდა იმდენად ცნობილად და ნათლად, რომ ჩვენმა მთავრობამ საჭიროდ ვერ ჰპოვა რაიმენაირი შეკითხვის დასმა. იგი მიიჩნევდა საქართველოს ერთადერთ სიკეთედ და სარგებლად მის შემოერთებას რუსეთთან და სამეფო სახლის ხელისუფლებისა და თვითნებობის მოსპობას (Оно признавало единственнымъ благомъ и пользою Грузiи присоединенiе ея къ Россiи уничтоженiе власти и своеволiя царскаго дома).

იმპერატორ ალექსანდრეს, ღებულობდა რა საქართველოს ქვეშევრდომობაში, თავიდან აუცილებლად მიაჩნდა, “რათა ორივე დედოფალი და ყველა ბატონიშვილი გამოძახებულნი ყოფილიყვნენ რუსეთში”, და უბრძანა კნორინგს გამოეცხადა მათთვის, რომ ისინი მიიღებენ სრულ უზრუნველყოფას და შენარჩუნებული ექნებათ ყველა პატივი, მათი საგვარეულოსადმი შესაფერისი, რომ მათ დაენიშნებათ პენსიები, საქართველოში მათ მიერ თავიანთი მამულებიდან მიღებული შემოსავლების ტოლად. ამ მიზნით მთავარსარდალს საქართველოში დაევალა გაერკვია და ცნობილი გაეხადა ქვეყნის შემოსავალი და ხარკი (подати), რომელსაც ამ დრომდე იხდის ხალხი. ანაკრეფებისა და ხარკის მრავალნაირობამ აიძულა ჩვენი მთავრობა ესურვა, რომ ხარკის ყველა სახეობა გადაყვანილი ყოფილიყო ფულად და პურით გადასახადში.

საქართველოს უმნიშვნელო მოსახლეობა, რომელმაც ბევრი დაკარგა უკანასკნელი შემოჭრებისგან, იყო მიზეზი იმისა, რომ ქვეყნის საკუთარი კეთილდღეობისთვის აღიარებულ იქნა აუცილებლად მისი მოსახლეობის გაზრდა მოწოდებით გადმოსახლებისკენ უპირატესად ქრისტიანებისა მეზობელი სახანოებიდან. კნორინგს მიეცა რწმუნება, რომ გამოეყო მათთვის მიწის საკმარისი რაოდენობა და აღმოეჩინა მატერიალური დახმარება საშინაო მეურნეობის პირველად მოწყობისას.

ამასთან ერთად კნორინგს უნდა ეზრუნა კავკასიის ხაზის უსაფრთხო შეტყობინების მოწყობისთვის საქართველოსთან, მისი უზრუნველყოფისთვის გარეშე თავდასხმებისგან და ერევნის, განჯის, შაქის, შირვანის, ბაქოსა და სხვა ხანების გადმოხრისთვის რუსეთის მხარეზე, რომლებზედაც ბაბა-ხანის ძალაუფლება ჯერ კიდევ არ იყო განმტკიცებული.

მათგან იმათთან ურთიერთობების მეშვეობით, რომელთა სამფლობელოებიც იდო არაქსის მარცხენა ნაპირზე და ებჯინებოდა მდინარე მტკვარს, ჩვენი მთავრობა ფიქრობდა მიეღწია იმ შესაძლებლობისთვის, რომ მიეწოდებინა პროვიანტი და მძიმე ტვირთები ჯარებისთვის წყლით, ასტრახანის გავლით, და არა მშრალი გზით, კავკასიონის მთებზე გადავლით. ამ შემთხვევაში ყველაზე უფრო მეტ ყურადღებას იქცევდა ბაქოს ხანი, რომელიც ფლობდა როგორც მდინარე მტკვრის შესართავს, ისე საუკეთესო პორტსაც კასპიის ზღვაში. უწინარეს ყოვლისა სწორედ მისი დაყოლიება იყო საჭირო ჩვენს მხარეზე. წარუმატებლობის შეთხვევაში პეტერბურგის კაბინეტი კნორინგის ყურადღებას აქცევდა შეტყობინების შესაძლებლობაზე შავი ზღვით და შემდეგ იმერეთის გავლით მდინარე რიონის გაყოლებაზე.

“იმერეთის მეფესთან – წერდა იმპერატორი ალექსანდრე კნორინგს (тамъ же) – და ოდიშის ოლქის მფლობელ დადიანთან (სამეგრელოსი) თქვენ უნდა გქონდეთ კარგი (прiязненное) ურთიერთობა, მაგრამ ამავე დროს არ უნდა მისცეთ ეჭვის საბაბი ოტომანის პორტას მოხელეებს, რომლებიც იმ მხარეში უფროსობენ”.

შეაერთა რა კნორინგის სახით სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლება, იმპერტორმა დაავალა მას თვალი ედევნებინა, რათა კავკასიაში მომსახურე ყველა რუსს “საკუთარი საქცილით გამოეხატა უანგარობა, პატიოსნება, სიმართლის სიყვარული, მიუკერძოებლობა, თავისუფლად ხელმისაწვდომი ყოფილიყო მთხოვნელთათვის, ალერსიანი, ყოფილიყო შემწყნარებელი და მზად ყოფილიყო ყველასთვის ეჩვენებინა, თუ სად უნდა ეძება მას სამართალი”.

თავის ახალ ქვეშევრდომებს კი იმპერატორმა მიმართა მანიფესტის ასეთი სიტყვებით (П. С. З. Т. XXVI, стр. 782, № 20.007).

“მფარველობა და უმაღლესი ძალაუფლება რუსეთის იმპერიისა საქართველოს სამეფოზე ყოველთვის აკისრებდა რუსეთის მონარქებს დაცვის მოვალეობას. 1796 წელს, აღა-მაჰმად-ხანის თქვენზე ძლიერი თავდასხმის წინააღმდეგ, въ Бозе почивающая დიდმა ხელმწიფემ იმპერატრიცა ეკატერინემ ალექსის ასულმა გამოგზავნა თავისი ჯარების ნაწილი. ასეთი წარმატებული მაშინ არა მხოლოდ გადარჩენა საქართველოს სამეფოსი, არამედ ყველა მხარისა და ხალხის ბედნიერი დამორჩილებაც კასპიის ზღვიდან მდინარე მტკვრამდე და არაქსამდე გიცავდნენ თქვენ ყველანაირ საფრთხეთაგან. რჩებოდა მხოლოდ შინაგანი ცხოვრების კეთილად მოწყობით თქვენი კეთილდღეობა დამკვიდრებულიყო საუკუნოდ. მაგრამ რუსეთის ჯარების მოულოდნელმა და სწრაფმა უკანდახევამ სპარსეთიდან, სომხეთიდან და თქვენი საზღვრებიდნ ქვე დაამხო თქვენი სამართლიანი მოლოდინები. თქვენს მიერ შემდეგ გადატანილი მთელი უბედურებანი: ურჯულო და უცხოტომელი ხალხების შემოსევა, ქალაქებისა და სოფლების დარბევა, თქვენი მამების, დედების, ცოლებისა და შვილების დამონება და ტყვედ წყვანა, დაბოლოს, უთანხმოება სამეფო სახლში და ხალხის გაყოფა სამეფო ღირსების სხვადასხვა მაძიებელთა შორის გითრევდნენ თქვენ ძმათაშორის ომებში. თქვენი გარემომცველი მტაცებელი ხალხები მზად იყვნენ თავს დასხმოდნენ თქვენს სამეფოს და დაუსჯელად გაეძიძგნათ მისი ნარჩენები. მთელ ამ ბოროტებათა შეერთებით არა მხოლოდ ხალხი, არამედ სახელიც კი ქართველი ხალხისა, რომელიც უწინ სიმამაცით გახლდათ სახელგანთქმული მთელს აზიაში, აღიგვებოდა პირისაგან მიწისა. იდექით რა ამ უფსკრულის პირას, არაერთხელ მოგიწოდებიათ თქვენ რუსეთის მფარველობისთვის. ჩვენი ჯარების შემოსვლამ და ავარელი ომარ-ხანის დამარცხებამ შეაჩერა თქვენი დაღუპვა, დააშინა რა ყველა მტაცებელი, რომლებიც ავსებენ კავკასიის მთებს, და ისინიც, რომლებიც სძიძგნიან სპარსეთისა და დიდი სომხეთის მხარეს. დაწყნარდა ბრძოლებიც თქვენს შორის, და თქვენ ყველამ ერთსულოვნად და საზეიმოდ მოუწოდეთ რუსეთის ხელისუფლებას, რათა უშუალოდ დაეწყო თქვენი მმართველობა. ჩვენ, ავედით რა სრულიად რუსეთის ტახტზე, საქართველოს სამეფო ვპოვეთ შემოერთებულად რუსეთისადმი, რის შესახებაც უკვე 1801 წლის 18 იანვრის მანიფესტი გამოცემული იყო სრულიად სახალხოდ გაცნობისთვის. ვსწავლობდით რა თქვენს მდგომარეობას და ვხედავდით, რომ მხოლოდ რუსეთის ჯარების მეშვეობა და ყოფნა საქართველოში აქამომდეც აკავებს ჩვენი ერთორწმუნე ხალხის სისხლის დაღვრასა და საბოლოო დაღუპვას, რომელიც გამზადებული აქვთ თქვენთვის თქვენს მომიჯნავე მტაცებელ და ურწმუნო ხალხებს, გვსურდა ჩვენ კიდევ გამოგვეცადა, ხომ არ არის შესაძლებლობა, რათა აღდგენილ იქნას პირველი მმართველობა ჩვენი მფარველობის ქვეშ და შეგინარჩუნოთ თქვენ სიმშვიდესა და უსაფრთხოებაში. მაგრამ ამ საკითხში უახლოესმა გამოძიებამ დაგვარწმუნა ჩვენ, რომ ქართველი ხალხის სხვადასხვა ნაწილები, რომლებიც თანაბრად ძვირფასი არიან ჩვენთვის ადამიანობის გულისთვის, სამართლიანად შიშობენ დევნისა და შურისძიების გამო იმისგან, ვინც სამეფო ღირსების მაძიებელთაგან შეძლებდა ამ ძალაუფლებისთვის მიეღწია, რამდენადაც ყველა მათგანის წინააღმდეგ ხალხის უდიდესმა ნაწილმა ასე აშკარად გამოავლინა საკუთარი თავი. მხოლოდ ეჭვი და შიში ამ შედეგების გამო, წარმოშობდა რა შეშფოთებას, გარდაუვალად იქნებოდა ურთიერთშორის ბრძოლისა და სისხლისღვრის წყარო. ამაზე ზევით, ყოფილ მმართველობას, თვითონ ერეკლე მეფის მეფობის დროსაც კი, რომელმაც თავისი სულისკვეთებითა და ღირსებით შეაერთა ყოველივე თავისი ძალაუფლების ქვეშ, არ შეეძლო არც საგარეო, არც საშინაო უსაფრთხოების დამკვიდრება. პირიქით, ამდენად მრავალჯერ ჩაუთრევიხართ ბოროტებათა უფსკრულში, რომლის პირას ახლაც დგეხართ, და რომელშიც, ყველა მოსაზრების მიხედვით, უნდა იქნათ ჩაცვენილი, თუკი ძლიერი ხელი სამართლიანი ხელისუფლებისა ამ დაცემისგან თქვენ არ შეგაკავებთ. ამ გარემოებათა ძალამ, ამაზე თქვენმა საერთო გრძნობამ და ქართველი ხალხის ხმამ განგვაწყო ჩვენ რომ არ მივატოვოთ და უბედურებას მსხვერპლად არ მივცეთ ერთმორწმუნე ხალხი, რომელმაც თავისი ხვედრი ჩააბარა რუსეთის დიდსულოვან დაცვას. აგზნებული იმედი თქვენი ამჯერად მოტყუებული არ იქნება. არა ძალის მომატებისთვის, არა ანგარებისთვის, არა დედამიწაზე ისედაც უვრცელესი იმპერიის საზღვრების გაფართოებისთვის ვღებულობთ ჩვენ საკუთარ თავზე საქართველოს სამეფოს მმართველობის ტვირთს. მხოლოდ ღირსება, პატივი და ადამიანობა გვაკისრებს ჩვენ წმინდა მოვალეობას, ყური ვუგდოთ რა ტანჯულთა ვედრებას მათი წუხილის თავიდან აცილებაზე, დავაარსოთ საქართველოში მმართველობა, რომელიც შეძლებდა მართლმსაჯულების, პირადი და ქონებრივი უსაფრთხოების დამკვიდრებასა და თითოეულისთვის კანონის მიერ დაცვის მიცემას. და ამიტომ, ავირჩიეთ რა ჩვენი გენერალ-ლეიტენანტი კნორინგი, რომ იყოს მთავარსარდალი თქვენს შორის, მივეცით ჩვენ მას სრული დარიგებანი, რათა გახსნას ეს მმართველობა ჩვენი სახელით გაკეთებული საგანგებო გამოცხადებით და ძალასა და მოქმედებაში მოიყვანოს ჩვენს მიერ წინასწარ მოხაზული დადგენილება, რომლის აღსრულებისთვისაც მოიწვევს თქვენგან ღირსებითა და საერთო ნდობით არჩეულ პირებს, ვიმედოვნებთ, რომ თქვენ, მიენდობით რა ამ მმართველობას, უეჭველად მისი ჩრდილქვეშ დასაწყისშივე სიმშვიდესა და უსაფრთხოებას ჰპოვებთ, ხოლო შემდეგ კი კეთილდღეობასა და სიუხვესაც.

ჩვენ ვბრძანეთ, რომ მთელი ხარკი თქვენი მიწიდან მოხმარებულ იქნას თქვენს სასარგებლოდ, და რაც ჯარების შენახვის შემდეგ დარჩება, გამოყენებულ იქნას დარბეული ქალაქებისა და სოფლების აღდგენისთვის. თითოეული იქნება თავისი წოდების უპირატესობებში, საკუთარი სარწმუნოების თავისუფლად აღსარებასა და თავის საკუთარ ხელშეუხებლობაში. ბატონიშვილები შეინარჩუნებენ თავიანთ სამემკვიდრეო მამულებს, წასულების გარდა, ხოლო ამათ კი წლიური შემოსავალი მათი მამულებიდან ყოველწლიურად მიეცემათ ფულით, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, ოღონდ კი ინარჩუნებდნენ ფიცით დაკისრებულ მოვალეობას. ჩვენი ამ დიდსულოვანი მზრუნველობის სანაცვლოდ თქვენგან ყველას და თითოეულის სიკეთის შესახებ, ჩვენ მოვითხოვთ, რათა თქვენ, თქვენს თავზე დაყენებული ხელისუფლების დამტკიცებისთვის, მოგვცეთ ერთგულების ფიცი ამასთან დართული ფორმის მიხედვით. სასულიერო წოდებამ, როგორც როგორც სულიერმა მწყემსებმა, პირველებმა უნდა მისცენ მაგალითი.

დაე საბოლოოდ თქვენც შეიცანით კეთილი მმართველობის ფასი, დამყარებულ იქნას თქვენს შორის მშვიდობა, მართლმსაჯულება, დაჯერებულობა (დარწმუნებულობა) როგორც პირადი, ისე ქონებრივიც. დაე აღმოიფხვრას თვითნებობანი და საშინელი ტანჯვა-წამებანი, დაე მიუბრუნდეს თითოეული უკეთეს სარგებელს, საკუთარსაც და საზოგადოებრივსაც, თავისუფლად და დაუყვედრებლად იქნება რა დაკავებული მიწათმოქმედებით, რეწვით, ვაჭრობით, ხელსაქმით, კანონების ჩრდილქვეშ, რომლებიც ყველას თანაბრად გაუწევენ მფარველობას. თქვენი შეძლება და კეთილდღეობა იქნება ჩვენთვის ყველაზე უფრო სასიამოვნო და ერთიანი (ერთადერთი, единый) საჩუქარი”.

მანიფესტთან ერთად დაწესებულ იქნა საქართველოს უმაღლესი მთავრობა, და საქართველომ მიიღო თავისი ახალი დაყოფა. იგი დაყოფილ იქნა ხუთ მაზრად, რომელთაგან სამი იყო ქართლში: გორის, ლორესა და დუშეთის, ორიც კახეთში: თელავისა და სიღნაღის. მმართველობა იყოფოდა ოთხ ექსპედიციად (Высочайше постановленное внутреннее въ Грузiи правленiе. П. С. К. Т. XXVI): პირველი სააღმსრულებლო საქმეებისთვის ანუ მმართველობისა; მეორე სახაზინო და ეკონომიკური საქმეებისთვის; მესამე სისხლის სამართლის საქმეებისთვის; მეოთხე სამოქალაქო საქმეებისთვის. დაწესებულ იქნა სამედიცინო გამგეობა (управа). თითოეულ მაზრაში დაარსდა სამაზრო სასამართლო, საერო პოლიციის გამგეობა, კაპიტან-ისპრავნიკით სათავეში. ქალაქებში დანიშნულ იქნა ხაზინადარები (казначеи или хазнадары), კომენდანტები და მათ დასახმარებლად პოლიცმაისტერები ანუ ნაცვლები. პირველები დანიშნული იყვნენ რუსი მოხელეებისგან, უკანასკნელნი კი ქართველი აზნაურებისგან. საქართველოში მცხოვრები თათრებისთვის: ყაზახისა, ბორჩალოსი და ბამბაკისა, განსაზღვრულ იქნა თითო-თითო პრისტავი ანუ მოურავი, ქართველი თავადებისგან, ხოლო ხევსურების, ფშავლებისა და თუშების ტომთათვის ერთი (მოურავი) ყველაზე. თითოეულ მოურავთან დაინიშნა თანაშემწე რუსი მოხელეებისგან. ყარაბაღიდან ახლად გამოსული სომხები დატოვებულ იქნენ თავიანთი მელიქების მმართველობის ქვეშ.

საქართველოს მმართველი, ექსპედიციების უფროსები და მრჩევლები* (ოთხი ექსპედიციიდან თითოეულში თავმჯდომარეობდნენ: პირველში – საქართველოს მმართველი და ორი მრჩეველი ანუ მდივან-ბეგი, ერთი რუსი მოხელეებისგან და ერთი ქართველი თავადებისგან; მეორეში – უფროსი რუსი მოხელეებისგან, ოთხი მრჩეველი ქართველი თავადებისგან /ორი ქართლელისა და ორიც კახელის/, საგუბერნიო ხაზინადარი ანუ სალთხუცესი; მესამესა და მეოთხეში – უფროსი რუსი ოფიცრებისგან და ოთხი მრჩეველი ქართველი თავადებისგან) გახლდნენ საქართველოს უმაღლესი მთავრობის წევრები. ქართველი თავადების თანამდებობაზე დანიშვნა, მმართველობის გახსნისას, გადასაწყვეტად მიეცა კნორინგს, ხოლო ერთი წლის გავლის შემდეგ იმპერატორმა ალექსანდრემ ამ არჩევანის გაკეთების უფლება გადასცა თვითონ თავადებსა და აზნაურებს.

სამოქალაქო საქმეები უმაღლესად ებრძანათ ეწარმოებინათ “ამჟამინდელი ქართული წეს-ჩვეულებებისა” და ვახტანგ მეფის მიერ გამოცემული სამართლის წიგნის მიხედვით, როგორც ძირეული ქართული კანონისა. ამ კანონებისა და ხალხური წეს-ჩვეულებების საფუძველზე, კნორინგს, მმართველ კოვალენსკისთან ერთად უნდა მოემარაგებინათ მთელი სამთავრობო ადგილები და პირები დაწვრილებითი დარიგებებითა და ინსტრუქციებით, თუ როგორ მოქცეულიყვნენ ისინი თავიანთი თანამდებობების აღსრულებისას.

თავად მთავარსარდალს დაეკისრა მოვალეობად “ფხიზლად ადევნოს თვალყური, რათა ყველა მხარეში, რომლებიც იმართება იმპერატორობითი უდიდებულესობის სახელითა და ძალაუფლებით, აღკვეთილ იქნას ყველანაირი ბოროტად გამოყენებანი, უსამართლობა, ჩაგვრა, ყაჩაღობა, მკვლელობა და ასევე წამებანი სისხლის სამართლის საქმეებზე. “მთავარსარდლის მოვალეობაა – შეამციროს თავად ბოროტმოქმედთა ხვედრიც კი რუსეთის კანონების წყალობით და მოსპოს წამება და სიკვდილით დასჯა” (Арх. мин. внутр. делъ по деп. общ. делъ. Дела Грузiи. Кн. I).

გადაწყვიტა რა საკითხი საქართველოს რუსეთისადმი შემოერთების შესახებ, იმპერატორ ალექსანდრეს, თავისი დიდსულოვნების მიხედვით, არ შეეძლო არ გადახრილიყო ბატონიშვილთა თხოვნებისკენ პეტერბურგიდან საქართველოში გამგზავრების თაობაზე.

გამოთქვა რა თავიდან კნორინგთან თავისი სურვილი, რომ გამოეწვიათ საქართველოდან სამეფო სახლის ყველა დანარჩენი წევრიც, იმპერატორმა ახლა დაუთმო მათ თხოვნებს სამშობლოში დაბრუნების თაობაზე. სახელმწიფო საბჭომ, რომლის მიერ დასამტკიცებლადაც იქნა შეტანილი წერილი ბატონიშვილთა საგზაო ხარჯებისთვის აუცილებელი სახსრების დანახარჯის შესახებ, შეუძლებლად მიიჩნია ნებართვის მიცემა მათთვის უკან საქართველოში გამგზავრებაზე. 28 ნოემბრის სხდომაზე (Протоколъ государственнаго совета 28-го ноября 1801 г. Госуд. арх.) დაადგინეს გაეჩერებინათ ბატონიშვილები რუსეთში, მისცემდნენ რა მათგან თითოეულს 10.000 მანეთს წელიწადში. უკეთესი მატერიალური უზრუნველყოფისთვის კი თითოეულ ბატონიშვილს ეძლეოდა ნება აერჩია ერთერთი საგუბერნიო ქალაქებიდან, როგორებიც იყო: კიევი, კალუგა, კურსკი, ვორონეჟი, ხარკოვი ან ასტრახანი, სადაც ცხოვრება არ შეიძლებოდა ყოფილიყო ისე ძვირი, როგორც დედაქალაქში. ხაზინიდან დანიშნული ანაზღაურება შეუნარჩუნდეს მათ შემდგომშიც შემოსავლების განსაზღვრამდე, რომელსაც ღებულობდა თითოეული ბატონიშვილი საქართველოში. აუცილებლობის შემთხევაში დაიმედებულ იქნან, რომ იმ საგუბერნიო ქალაქებში, რომლებშიც ისინი მოისურვებენ დასახლებას, მოძიებულ იქნება სახლები და მომზადებულ მათი პირველი მოწყობილობა. ბატონიშვილთა ამალას კი მიეცეს ნება დარჩეს რუსეთში ან დაბრუნდეს საქართველოში და უკანასკნელ შემთხვევაში მიეცეთ სახსრენი მგზავრობისთვის.

სახელმწიფო საბჭოს განსაზღვრება დამტკიცებულ იქნა იმპერატორის მიერ და ბატონიშვილები დატოვეს რუსეთში.

საქართველოს ყოფილ ელჩებს მიეცათ ჩინები: თავად ჭავჭავაძეს ნამდვილი მრჩევლისა, ხოლო თავადებს ავალიშვილსა და ფალავანდიშვილს სახელმწიფო მრჩევლისა (Протоколъ государственнаго совета 9-го декабря 1801 г. Госуд. арх. Указъ 16-го декабря 1801 г. С.-Петербургский арх. мин. иностр. делъ).

ნავარაუდევ იქნა, რომ სამეფო სახლის საქართველოში დარჩენილი პირებიც დაეყოლიებინათ რუსეთში გამომგზავრებაზე; მაგრამ ყველა ძალისხმევა ამაო აღმოჩნდა. დედოფლები გაბედულად და გადაჭრით უარს ამბობდნენ ტფილისის დატოვებაზე. დავითი გამოთქვამდა სურვილს, რომ მიეცა თხოვნა თადარიგში განთავისუფლების შესახებ და სამოგზაუროდ გამგზავრებულიყო აზიის სხვადასხვა ქალაქებში. ლაზარევი და ტუჩკოვი ურჩევდნენ მას გამომგზარებულიყო პეტერბურგში და იქიდან წასულიყო სამოგზაუროდ ევროპაში; “მაგრამ – მოახსენებდა ლაზარევი – როგორც ჩანს, საამისოდ იგი არც თუ ძალიან არის განწყობილი” (Письмо Лазарева Кнорингу 11-го января 1802 г. Тифл. арх. канц. нам.).

ტფილისში მოღწეულმა ცნობამ იმის შესახებ, რომ რუსეთში გამგზავრებულ ბატონიშვილებს არ ეძლევათ საქართველოში დაბრუნების ნება, კიდევ უფრო გაამყარა დავითი იმ სურვილში, რომ არ გამომგზავრებულიყო ჩვენს დედაქალაქში. თავად ორბელიანის მიერ უცნობი პირისგან პეტერბურგიდან მიღებულმა წერილმა სამეფო სახლის წევრებს შორის მოახდინა ყველაზე უფრო არახელსაყრელი შთაბეჭდილება.

“თუკი შენ გაინტერესებს აქაური ცნობები – წერდა უცნობი (Кн. Орбелiани, 3-го января 1802 г. Тамъ же) – მაშინ მანიფესტი, რა თქმა უნდა, შენ უკვე ნახე, ახლა დიმიტრი ორბელიანს მისცეს სარდლობა, შენ კი ეს უკვე აღარა გაქვს. ბატონიშვილებს უკან აღარ უშვებენ, და ისიც მოვისმინე, რომ იმათაც, რომლებიც თქვენთან იმყოფებიან, აქეთკენ მოითხოვენ; ხოლო როდესაც ისინი გადმოყვანილნი იქნებიან, მაშინ საქმე ისეა განკარგული, რომ ბაგრატიონთა ყველა ნათესავი და მახლობელი აქეთკენვე ჩამოიყვანონ, და მათთან ერთად უნდათ, რომ ყველა მანდაური გამოჩენილი ადამიანი, თავადი, აზნაური გლეხი აქეთ ჩამოიყვანონ და დაასახლონ, აქაური კაზაკები კი, 1.400 კომლი გადმოჰყავთ საქართველოში”.

ამ წერილის შემდეგ დავით ბატონიშვილმა მაშინვე მისცა თხოვნა თადარიგში განთავისუფლების შესახებ (Прошенiе Давида 15-го января. Рапортъ Кноринга государю императору 5-го февраля 1802 г. Тамъ же); მაგრამ თადარიგში გადადგომა არ იქნა მიღებული იმპერატორ ალექსანდრეს მიერ, და ბატონიშვილი უნდა დარჩენილიყო სამსახურში.

---------------

ასე შემოუერთდა წერილობითი აქტებით საქართველო რუსეთს. მე ჩავთვლიდი, რომ ბოლომდე არ ვთქვი სათქმელი, თუკი არ გავაკეთებდი საერთო შეჯამებას და არ მოვიხსენიებდი იმის შესახებ, რომ ურთიერთობანი ახლად შემოერთებულ ხალხსა და ჩვენს მთავრობას შორის განსაკუთრებულად გაურკვეველი იყო. ჩვენ სულაც არ ვიცნობდით ქვეყანას, რომელიც შემოერთებულ იქნა რუსულ დერჟავასთან. ქართველები უფრო მეტს მოელოდნენ. ისინი იმედს ამყარებდნენ პავლე I-ის დაპირებათა შესრულებაზე, ფართო შეღავათებისა და პრივილეგიების მიღებაზე, რომელთა მიცემასაც ფიქრობდა განსვენებული იმპერატორი, და ბოლოს იმაზეც, რომ შემდგარი იქნებოდნენ რა რუსეთის ქვეშევრდომობაში, მმართველად მათ ეყოლებოდათ თავიანთი ბუნებრივი მეფე ბაგრატიონთა გვარიდან.

განათლების არასაკმარისობა, სახალხო განვითარების დაბალი ხარისხი არ აძლევდა ქართველებს იმის დანახვის საშუალებას, რომ მათი ასეთი სურვილის აღსრულება დადებითად შეუძლებელი იყო. ამიტომ ხალხი დარჩა არცთუ სავსებით დაკმაყოფლებული თავისი ახალი ბედით. ქართველები იყვნენ როგორღაც გაურკვეველ მდგომარეობაში, თითქოს და კმაყოფილნი, თითქოს და უკმაყოფილონი (не то довольные, не то недовольные). გამოჰყოფდა რა კერძო ინტერესს საზოგადოებრივისგან, თითოეულს სურდა უწინარეს ყოვლისა განთავისუფლება ხარკისა და ბეგარისგან (ვალდებულებებისგან), და როდესაც შეიტყვეს, რომ ქვეყნის შემოერთების შესახებ მანიფესტში ამის თაობაზე არაფერია ნათქვამი, ქართველებს გული აუცრუვდათ თავის მოლოდინში.

საგანთა ასეთი მდგომარეობის დროს, ახალ მთავრობას შეეფერებოდა რომ მოქცეულიყო განსაკუთრებით ფრთხილად, გულისხმიერად და დელიკატურად. საქმეების კეთებისას აუცილებელი იყო, რომ მწვავე საკითხები მოეგვარებინათ ფარულად, რბილად და თანაბრად, ისე რომ არ აღეგზნოთ ვნებათაღელვანი და არ დარღვიათ ხალხის სიამაყისა და ღირსების ნორმები...

თავის მხრივ, პეტერბურგის კაბინეტმა, და მის სათავეში იმპერატორმა ალექსანდრემ, გააკეთა ყველაფერი, რასაც შეეძლო ხელის შეწყობა საქართველოს კეთილდღეობისთვის. რუსეთი, არ ღებულობდა რა დიდი ხნის მანძილზე არანაირ შემოსავალს ახლად შემოერთებული ქვეყნიდან, იყენებდა თავის საკუთარ ფულებს ქართველთა როგორც კერძო, ისე საზოგადო საკუთრების მოწყობისა და უზრუნველყოფისთვის. უერთებდა რა თავის სამფლობელოებს მისთვის ერთმორწმუნე ხალხს, რუსეთი იქცეოდა სავსებით უანგაროდ, ჰქონდა რა მხოლოდ ერთი მიზანი – თავისი შესაწირავით დაემკვიდრებინა კეთილდღეობა ახალ თანამემამულეთა და ერთი დიდი სახელმწიფოს ერთმორწმუნე ძმებისა (своими пожертвованiями утвердить благосостоянiе новыхъ соотечественниковъ и единоверныхъ братьевъ одного великого государства).

საუბედუროდ, დიდსულოვნება და კეთილი განზრახვები იმპერატორისა ვერ აისახა სავსებით მისი ნებისა და წინასწარ მოხაზულობათა ზოგიერთ შემსრულებელში. იმედოვნებდა და სჯეროდა რა თითოეული იმ პირთაგანის პატიოსნების და კეთილგონიერებისა, რომლებიც მოწოდებულნი იყვნენ ქვეყნის მმართველობისთვის, ალექსანდრე I-მა უნებურად დაუშვა თავის წინასწარ მოხაზულობათა ცვლილების შესაძლებლობა “ნებას აძლევდა რა მთავარსარდალს, მმართველთან ერთად, შეეხამებინათ ისინი იქაური ხალხის ადათებთან და გონება-განწყობილებასთან” («сообразить ихъ съ умоначертанiями тамошняго народа»).

სწორედ ეს ნებართვა იქცა კიდეც შემდგომში საბაბად ზოგიერთი უწესრიგობისა საქართველოში, მოწყობილისა იმ ადამიანთა მიერ, რომლებიც არ მიჰყვებოდნენ უპირობოდ რუსეთის მთავრობის მითითებებს, არამედ ისახავდნენ მხოლოდ თავიანთ პირად ინტერესებს.

თარგმნა ირაკლი ხართიშვილმა

ნიკოლოზ დუბროვინი საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ

(ნ ა წ ი ლ ი IV)

თავი VIII
(გაგრძელება)

სანამ აწარმოებდნენ მთელ ამ მზადებებს, ტფილისში დაირხა ხმა, თითქოსდა გიორგი გარდაცვლილიყო. ბატონიშვილები, მისი ძმები, მაშინვე შეიკრიბნენ სოფელ ჭალაში და იქიდან დაუგზავნეს მოწოდებანი გორის მცხოვრებლებს, სასულიერო წოდებასა და მთელ ქართველ ხალხს (Письмо царевичей отъ 20-го декабря 1800 г. Тифл. арх. канц. нам.). ატყობინებდნენ რა, რომ ერეკლეს ანდერძისა და “ხალხის დამტკიცების მიხედვით”, ახლა მეფედ უნდა იყოს უფროსი ძმა იულონი, ბატონიშვილები მოუწოდებდნენ ყველას გორში და ჰპირდებოდნენ, ჯილდოსა და წყალობის გარდა, მათთან მოსულთა ცოლ-შვილის დასაცავად არ დაიშურებინათ საკუთარი სისხლიც. მათ კი, ვინც არ მოვა გორში, ბატონიშვილები ემუქრებოდნენ სასჯელით, და არწმუნებდნენ, რომ ისინი თავიანთი განზრახვისგან არაფრით უკან არ დაიხევენ. “ჩვენ ამ შემთხვევაში გთხოვთ კიდევაც, გირჩევთ კიდევაც და გიბრძანებთ რომ მოგვისმინოთ... ჩვენ ამ განზრახვისგან, სანამ ცოცხლები ვართ, განზე გადგომა არ შეგვიძლია”.

თავის მხრივ დავით ბატონიშვილმა მცხეთის იქით დააყენა პიკეტი, რომელიც ძარცვავდა ყველა ჩავლილ ქართველს და ჩამოართმევდა მათ წერილებს.

ლაზარევი ეკითხებოდა დავითს, თუ რატომ არის დაყენებული პიკეტი, როდესაც იმ მხრიდან არ არის საფრთხე ლეკებისგან. ბატონიშვილი უარობდა და ამბობდა, რომ მას არანაირი პიკეტი არ დაუყენებია და არ იცის მისი არსებობის შესახებ.

იმავე ღამეს პიკეტი მოხსნილ იქნა (Письмо Лазарева Кнорингу 2-го января 1801 г. Тифл. арх. канц. нам.); მაგრამ დავითს თავისი ხრიკები არ შეუწყვეტია.

22 დეკემბერს ტფილისში გავრცელდა ხმა, რომ მეფემ ბრძანა წაეყვანათ იგი სიონის ტაძარში დავითის ერთგულებაზე ყველას დასაფიცებლად. ხალხი, თავადები, მეფის ძენი, ყველანი მიაწყდნენ ტაძარს. გენერლები ლაზარევი და გულიაკოვი მათ მიჰყვნენ. დაფიცების წესის ნაცვლად მათ იხილეს წმინდა ნაწილების ლუსკუმის გახსნის წესი, რომლებიც აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროიდან ინახებოდა ეკლესიაში ჩაკეტილად (Донесенiе Лазарева Кнорингу 25-го декабря 1800 г. Константиновъ, ч. I, стр. 115).

ძნელი არ არის მიხვედრა, რომ ხმები გავრცელებული იყო დავით ბატონიშვილის პარტიის მიერ, რომელიც დაუღალავად მუშაობდა მის სასარგებლოდ. ერთგულ პირთა დახმარებით დავითმა მოახერხა კახეთის მაცხოვრებელთა დარწმუნება, თხოვნით მიემართათ გენერალ-მაიორ ლაზარევისთვის, რომელშიც ისინი თავადთა, აზნაურთა, სასულიერო წოდებისა და უბრალო ხალხის სახელით სთხოვდნენ ეღიარებინათ მეფედ დავით ბატონიშვილი. მთხოვნელები ამბობდნენ, რომ მეფის ძის დავითის გარდა არავის ხილვა არ სურთ მეფედ, “და უფრო მეტად იმ მიზეზით, რომ ერეკლე მეფის სხვა შვილებს უნდოდათ დაეტყვევებინათ და დაერბიათ საქართველო და დაეთანხმენ ჩაეგდოთ ქართველი ხალხი ყაჩაღ ბაბა-ხანის მფარველობის ქვეშ, და ისინი ასევე ეხმარებოდნენ ომარ-ხანსაც, ცდილობდნენ რა ჩვენი ცოლ-შვილის დატყვევებას” (Просьба кахетинцевъ Лазареву 23-го декабря 1800 г. Тифл. арх. канц. наместника).

კახელები უმატებდნენ, რომ მათ შეჰფიცეს დავით ბატონიშვილს, როგორც საქართველოს მეფეს.

ასეთ მდგომარეობაში იყო საქმეები ჯერ კიდევ გიორგის ცხოვრების უკანასკნელ დღეებში, როდესაც მისი ორი წარგზავნილი, რომლებიც ბრუნდებოდნენ პეტერბურგიდან, უახლოვდებოდა ტფილისს.

ლაზარევმა მიიღო ბრძანება, რომ საქართველოს დედაქალაქში მათი მოსვლის შემდეგ, ხელი შეეწყო გიორგის სურვილის აღსრულებისთვის და, საჭიროების შემთხვევაში, მხარი დაეჭირა მისთვის ძალით. “ყველანაირი თავგადასავლისთვის თქვენ საკმარისად ძლიერი ხართ”, წერდა მას კნორინგი და ატყობინებდა, რომ ზამთრის მიუხედავად, იგი მზად არის დაიძრას საქართველოსკენ დანიშნული ჯარებით.

სხვადასხვა პირებთან მოლაპარაკებებისა და მიმოწერის დროს მიღებულ იქნა ახალი ცნობები საქართველოს მეფის სწრაფად გარდაცვალების შესაძლებლობაზე.

სახელმწიფო საბჭომ, რომლის განსახილველადაც იყო გადაცემული საკითხი საქართველოს რუსეთისადმი შემოერთების შესახებ, ასეთი გარემოებების გამო, იჩქარა თავისი გადაწყვეტილების გამოტანა (Журналъ совета 17-го декабря. Арх. мин. внутр. делъ). იგი თვლიდა, რომ იმპერატირი, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო ქვეყნის მფარველობა, მოვალეა დაამკვიდროს მასში სიმშვიდე და დაიცვას საქართველო ყოველგვარი მოუწყობლობისა და გარეშე შემოჭრებისგან.

მეორეს მხრივ, ყველასთვის ნათელი იყო, რომ, გიორგის სიკვდილის შემდეგ, საქართველოში მაშინვე დაიწყება ურთიერთშორისი ომი გარდაცვლილი მეფის ძმებსა და შვილებს შორის; რომ მოუწყობლობა და არეულობები ქვეყანაში შეთხვევასა და საშუალებებს მისცემენ თურქებსა და სპარსელებს საქართველოს დასაუფლებლად, ხოლო მთიელ ხალხებს კი – გამაჩანაგებელი თავდასხმებისთვის. ასეთი უწესრიგობების დროს, სახელმწიფო საბჭო, ეშინოდა რა, რათა “არ დაზარალდეს მაშინ საკუთრივ რუსეთის საზღვრების უსაფრთხოება”, მიიჩნევდა (находилъ) საქართველოს რუსეთისადმი შემოერთებას აუცილებლად, მით უმეტეს, რომ “ეს განკარგულებები, უეჭველად, მოუტანს დიდ სარგებელს რუსეთს” მეზობელ მტაცებელ მაცხოვრებელთა ალაგმვასა და მტკიცე ვაჭრობის დამყარებაში არა მხოლოდ მეზობლებთან, “არამედ ინდოეთის ხალხებთანაც”.

სახელმწიფო საბჭოს აზრმა საბოლოოდ მიდრიკა პავლე იმპერატორი საქართველოს შემოერთების სასარგებლოდ. არ დაელოდა რა უკვე ქართველი ელჩების პეტერბურგში დაბრუნებას, იმპერატორმა, დეკემბერში, გაუგზავნა კნორინგს მანიფესტი შემოერთების შესახებ, თუმცა კი ბრძანებით, რომ გამოექვეყნებინა იგი მხოლოდ მეფის სიკვდილის შემთხვევაში. თუკი გიორგი ცოცხალი დარჩებოდა ქართველი ელჩების ს.-პეტერბურგში მოსვლამდე, მაშინ კნორინგი მოვალე იყო მანიფესტის გამოქვეყნებისა და შემდგომი დადგენილებების თაობაზე დალოდებოდა ჩვენი მთავრობის ბრძანებებს.

22 დეკემბერს ხელმოწერილ იქნა პეტერბურგში მანიფესტი საქართველოს რუსეთისადმი შემოერთების შესახებ, ხოლო 1800 წ. 28 დეკემბერს ტფილისში გარდაიცვალა გიორგი.

პირველად, როდესაც მეფე ცუდად შეიქნა, მას სცხეს ზეთი, და ლაზარევმა გაატარა მასთან მთელი ღამე. მეორე დღეს, დილას, მოინახულა რა გიორგი, ჩავიდა სასახლის ჰაუპტვახტში, რათა ყოველი შემთხვევისთვის მზად ყოფილიყო. იქ მასთან მოვიდა ორი მღვდელმსახური და განუცხადა, რომ სათქმელი აქვთ რაღაც მნიშვნელოვანი და საიდუმლო. ყარაულები გარეთ იქნა გაგზავნილი, და ლაზარევმა შეიტყო მღვდელმსახურებისგან, ვითომდა გიორგიმ, რომელიც აღსარებას აბარებდა მათ, ბრძანა ეცნობებინათ მისი სახელით ლაზარევისთვის, რომ იგი აბარებს მას თავის მეუღლესა და შვილებს და უბრძანებს, რომ მაშინვე მისი გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე აიყვანონ დავით ბატონიშვილი. ტყუილი აშკარა იყო – გაუშვა რა ეკლესიის მწყემსები, ლაზარევი გაემართა სასახლეში გიორგისთან.

მან მეფე ჰპოვა დასუსტებული. ლაზარევის შეკითხვაზე, სიმართლეა თუ არა მღვდელმსახურთა მიერ მისთვის ნათქვამი, გიორგიმ უპასუხა უარყოფითად.

ავადმყოფობის მთელ დროს და სიცოცხლის უკანასკნელ წუთებშიც, მეფე განუწყვეტლივ ეკითხებოდა ლაზარევს, მალე დაბრუნდება თუ არა პეტერბურგიდან მისი სრულუფლებიანი წარგზავნილი, თავადი ჭავჭავაძე.

ლაზარევი აიმედებდა ავადმყოფს, ეუბნებოდა რა, რომ ის გზაშია და მალე ჩამოვა ტფილისში.

– მე ვერ დავასრულებ მშვიდად ჩემს ცხოვრებას – ამბობდა გიორგი სუსტი, მომაკვდავი ხმით – თუკი თავადი ჭავჭავაძე არ დაბრუნდება კეთილსასურველი ცნობებით და თუკი ჩემს სიცოცხლეში ვერ ვნახავ წარმატებას მისთვის მიცემულ დავალებებში.

– რა თქმა უნდა, თავადი ჭავჭავაძე მალე დაბრუნდება, და წარმატებითაც, პასუხობდა ლაზარევი, რომელიც ცდილობდა მომაკვდავი მეფის დამშვიდებას.

ამ დროს ავადმყოფის ოთახში შემოვიდა დავით ბატონიშვილი, თავად ლეონიძესთან ერთად. უკანასკნელ ხანებში მამასა და შვილს შორის უთანხმოება იყო. სნეულ მეფეს არ შეეძლო არ დაენახა, რომ მისი ვაჟი, დავით ბატონიშვილი, ისახავს თავის პატივმოყვარულ მიზნებს, ეძიებს საქართველოს ტახტს და მხოლოდ მამის გარდაცვალებას ელოდება ამ მიზნების მისაღწევად. ბატონიშვილი იშვიათად ეწვეოდა ხოლმე ავადმყოფ მამას. ხოლო თუკი ხდებოდა, რომ იგი ზოგჯერ შევიდოდა სნეულის ოთახში, მაშინ მეფე ან კედლისკენ ბრუნდებოდა ან კიდევ თავს იმძინარებდა და თვალებს ხუჭავდა. ხოლო როდესაც მას ეუბნებოდნენ, რომ ვაჟი მის ახლოსაა, და ეკითხებოდნენ, ხომ არ სურს რაიმე უბრძანოს მას, გიორგი ან დუმდა, ან კიდევ საწინააღმდეგო მხარეს გადაბრუნდებოდა ხოლმე.

ზუსტად ასევე გიორგი გადაბრუნდა ახლაც მის ოთახში დავით ბატონიშვილის შემოსვლისას, თავად ლეონიძესთან ერთად. მათ ყველა შეკითხვაზე პასუხობდა მდუმარებით. რამდენიმე წუთის შემდეგ, სანამ ლაზარევი საუბრობდა ბატონიშვილთან, ლეონიძე მიახლოვდა სნეულის ლოგინს.

– ხომ არ ინებებს თქვენი უმაღლესობა – ჰკითხა მან – რომ უბრძანოს რაიმე მემკვიდრეს ტახტისა და სამეფოს შესახებ? (Изъ донесенiя Соколова. Арх. мин. иностр. делъ).

გიორგი დუმდა.

– ჯანმრთელობა როგორ გაქვთ. ჰკითხა მაშინ მამას დავით ბატონიშვილმაც.

– მე ახლა ისეთი ჯანმრთელი ვარ – პასუხობდა გიორგი – რისი სურვილი შენ არც კი გექნებოდა.

ასეთი მტკიცე პასუხის მიუხედავად, მეფე გარდაიცვალა მეორე დღეს, დილის თერთმეტ საათზე.

იგი აღესრულა უთანხმოებაში მყოფი თავის ვაჟიშვილთან, რომლის გამოც ამდენს ზრუნავდა და მეცადინეობდა. სიცოცხლის უკანასკნელი წუთები სასიხარულო არ იყო გიორგისთვის: იგი ვერ ხედავდა მისდამი თბილ დამოკიდებულებას საკუთარი ოჯახისგან, რომლისთვისაც დაარღვია მის მიერვე მიცემული ფიცი. მეფეს შეგნებული ჰქონდა, რომ დაპირებისა და ფიცის არშესრულება, რომლებიც მისცა ძმებს ტახტზე მემკვიდრეობის შესახებ ერეკლე II-ის ანდერძის დაურღვევლობაზე, არ შეიძლება იწოდებოდეს კარგ საქმედ, და გიორგის ღერსებას შეგვიძლია მიმაკუთვნოთ ასეთი შეგნება. როდესაც დარეჯან დედოფალი ეწვეოდა ხოლმე მას სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში, მეფემ მისი ერთერთი სტუმრობის დროს, ხელი ჩაჰკიდა ხელში თავის დედინაცვალს, ეამბორა მას და გულახდილად აღიარა თავისი დანაშაულებანი.

– მე დამნაშავე ვარ თქვენს წინაშე, ამბობდა სნეული, ჰკოცნიდა რა ხელზე...

ცნობა მეფის გარდაცვალების შესახებ სწრაფად გავრცელდა ტფილისში. ყველამ, ვინც ამას ელოდა, დაიწყო თავისი მოქმედებანი. დავით ბატონიშვილმა გაარვცელა ხმა, რომ გიორგი სწერდა იმპერატორ პავლეს წერილს, რომელშიც ატყობინებდა, რომ უკვე დაამტკიცა თავისი ძე საქართველოს ტახტზე. მეფის გარდაცვალებამდე ჯერ კიდევ ოთხი დღით ადრე მან გამოართვა დედოფალს ყველა გასაღები და ბეჭედი, გადაათვალიერა ქაღალდები და სხვათა შორის იპოვნა პროექტი წერილისა, რომელშიც გარდაცვლილი მეფე ფიქრობდა ხელმწიფისთვის 30.000 სული გლეხისა და 200.000 მანეთის თხოვნას წელიწადში ჯამაგირად, ხოლო თავისი ძმებისთვის კი – პენსიონის დანიშვნას საქართველოში ან რუსეთში.

მოუწოდა რა თავისთან თავად თუმანიშვილს, დავითი ჰკითხავდა, იცის თუ არა მან ამ ქაღალდის არსებობის შესახებ. თავადმა თუმანიშვილმა, რომელმაც დაწერა ეს სათხოვარი და შეჰფიცა გიორგის არ ეთქვა არავისთვის მისი შინაარსის თაობაზე, ახლაც საჭიროდ ჩათვალა, რომ უარეყო მისი ცოდნის ამბავი.

– მამამ ჩვენ ყელი გამოგვჭრა, ამბობდა მაშინ ბატონიშვილი.

ლაზარევი, ამასობაში, ღებულობდა ყველა ზომას იმისთვის, რომ არ ყოფილიყო დარღვეული სიმშვიდე არც ტფილისში და არც საქართველოს სხვა ადგილებში. მისი განკარულებით, მაშინვე მეფის აღსრულების შემდეგ, დაყენებულ იქნა სასახლეში გუშაგები ბრძანებით, რომ არაფრის გამოტანის უფლება არ მიეცათ. დავით ბატონიშვილის მეშვეობით მან შეკრიბა თავისთან ყველა დიდებული, ვინც კი ტფილისში იმყოფებოდა, იმპერატორ პავლეს ბრძანების მოსასმენად, რათა გიორგის სიკვდილის შემდეგ არავინ არ ყოფილიყო დანიშნული საქართველოს ტახტის მენაცვალედ.

ბრძანება წაკითხულ იქნა რუსულად. შეკრებილთაგან წინ გამოვიდა თავადი ლეონიძე მანმადე, სანამ თარჯიმანი მოასწრებდა ამ ბრძანების ქართულად გადათარგმნას. იცოდა რა რუსული, მან მიმართა მსმენელებს და ყველა დაარწმუნა, რომ ლაზარევმა დავით ბატონიშვილს მიულოცა საქართველოს მეფობა.

შეიტყო რა ამის შესახებ, ლაზარევმა ხელმეორედ განუმარტა ყველას იმპერატორის ბრძანება და სთხოვა ლეონიძეს არ ჩარეულიყო თარგმნაში.

ლეონიძე ამაზე არ გაჩერებულა. იგი დარბოდა ტფილისის ქუჩებში, აღელვებდა ხალხს და აქვეყნებდა მის მიერვე შეთხზულ მანიფესტს დავით ბატონიშვილის ტახტზე ასვლის შესახებ. ამის შემდეგ კვალდაკვალ ლაზარევმა შეიტყო, რომ ლეონიძე ღამით იყო დარეჯან დედოფალთან, რომელთანაც ჰქონდა ხანგრძლივი თათბირი და საუბარი.

ცდილობდა რა სხვადასხვა საშუალებით შეეტყო თავად დავითისგან მისი განზრახვების შესახებ, ლეონიძე საიდუმლოდ ღამღამობით ატყობინებდა მათ დარეჯან დედოფალს, რომელიც მოდოდა ზოგჯერ ტფილისის მიტროპოლიტის არსენის სენაკში – მათი თათბირების ადგილას (Лазаревъ Кнорингу 20-го января 1801 г. Акты кавк. археогр. ком. Т. I, стр. 316).

მისი გაიძვერობა და ხალხის აღშფოთება სერიოზული საქმე ხდებოდა. ლაზარევმა დააპატიმრა თავადი ლეონიძე, მოახსენა ამაზე კნორინგს (Донесенiе Соколова кн. Куракину30-го августа 1802 г. Арх. мин. иностр. делъ. 1-5. 1802-1803 г. № 1. Письмо Лазарева Кнорингу 2-го января 1801 г. Тифл. арх. канц. нам.) და იმავე დღეს მისწერა გარდაცვლილი მეფის ძმებს, მოუწოდებდა რა მათ რომ პავლე იმპერატორის ნებისადმი დამჯერნი ყოფილიყვნენ. (შენიშვნაზე დამატება: ერთერთი მიზეზთაგანი, რამაც წაახალისა ლაზარევი უფრო სწრაფად დაეპატიმრებინა თავადი ლეონიძე, იყო შემდეგი გარემოება, რომელიც გადმოცემულია სოკოლოვის მოხსენებაში: “თავადმა ლეონიძემ – წერს იგი – განიზრახა მოქმედებაში მოეყვანა თავისი შურისძიება თავად ჭავჭავაძის მეუღლეზე და თავად ეგნატე თუმანიშვილზე, რუსეთისადმი მათი მომხრეობის გამო. მას სურდა მათი ხანჯლით განგმირვა, შეიპარა რა მათ სახლებში; მაგრამ საბედნიეროდ თავად ჭავჭავაძის მეუღლე იმ წუთას იმყოფებოდა დაქვრივებულ დედოფალ მარიამთან, ხოლო თავად ლეონიძეს მის სახლში დახვდა მისი ძმა სოლომონ ავალიშვილი და იგი სახლიდან გამოაბრძანა. თავადი თუმანიშვილი კი ლეონიძემ სახლში ვერ ნახა, ვინაიდან იგი მაშინ იმყოფებოდა საქართველოში რუსულ ჯარების სარდალთან გენერალ-მაიორ ლაზარევთან ქართული მიმოწერისთვის, რის გამოც ლაზარევმა, შეიტყო რა ეს ამბავი, ბრძანა, რომ მათი დაცვისთვის, მათ სახლებთან ყარაულები დაეყენებინათ”).

“ყველა ბრძანება – წერდა იგი მათ (Письмо Лазарева царевичамъ 28-го декабря 1800 г. Тифл. арх. канц. нам.) – ხალხის თავის ფარგლებში შენარჩუნებისთვის (для соблюдения народа в своихъ пределахъ), ხელმოწერილი და ბეჭედდასმული იქნება მისი უგანათლებულესობის იოანე ბატონიშვილის, ობერ-სეკრეტარის ეგნატესა (თავად თუმანიშვილისა) და ჩემს მიერ”.

ბატონიშვილებს, გამოთქვამდნენ რა სინანულს ძმის გარდაცვალების გამო, უკვირდათ, რომ მათი ძმისწული, იოანე ბატონიშვილი, მოაწერდა ხელს ბრძანებებს. ისინი საკუთარ თავს თვლიდნენ დაჩაგრულებად იმით, რომ გარდაცვლილი მეფის ძმათაგან არავინ არ ყოფილა მოწოდებული ქვეყნის მმართველობაში (Письмо царевичей Вахтанга и Мирiана къ Лазареву отъ 29-го декабря 1800 г. Тифл. арх. канц. нам.). ბატონიშვილები სთხოვდნენ ლაზარევს, რათა მას მარტო ემართა საქართველო – და მაშინ აცხადებდნენ სრულ მზადყოფნას ემსახურათ რუსეთის იმპერატორისთვის – ან კიდევ დაეშვა მონაწილეობისთვის ერთერთი გარდაცვლილი მეფის ძმათაგან. ლაზარევი პასუხობდა ბატონიშვილებს, რომ გარდაცვლილი მეფის ძმათაგან იმიტომ არ არის არავინ მოწოდებული ქვეყნის მმართველობაში, რომ ერეკლეს შვილთაგან არავინ არ ყოფილა ტფილისში, მაგრამ თუკი რომელიმე მათგანი მოისურვებს საქართველოს დედაქალაქში ჩამოსვლას, მაშინ იგი მიიჩნევს “პატივად რომ მიიღოს რომელიმე მათგანი თანამმართველად” (Письмо Лазарева царевичамъ 30-го декабря 1800 г. Тамъ же).

30 დეკემბერს მეფის გვამი გადასვენებულ იქნა ტაძარში. გამოსვენება ჩატარებულ იქნა მთელი პატივით; მოხელეებს მოჰქონდათ განსვენებულის რეგალიები, ხოლო ჩვენი ჯარების სამივე ბატალიონი მონაწილეობდა სამწუხარო ცერემონიაში (Письмо Лазарева Кнорингу 31-го декабря 1800 г. Тамъ же).

მარიამ დედოფალი სთხოვდა ლაზარევს, რომ არ ეჩქარა დაკრძალვა და დაეტოვებინა ისინი მხარის დამშვიდებამდე. 20 თებერვლის დილის 9 საათზე გიორგის გვამი გამგზავრებულ იქნა ტფილისიდან მცხეთაში დასაკრძალად.

გიორგი XII-ის სიკვდილის შემდეგ, საქართველო დარჩა კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში, ვიდრე ერეკლე II-ის სიკვდილის შემდეგ. ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდეგ ურთიერთშორის მტრობდნენ მხოლოდ ძმები, რომლებიც დაობდნენ ტახტის მემკვიდრეობის წესრიგის გამო; ახლა კი, გიორგის გარდაცვალების შემდეგ, ერთმანეთზე გადამტერებულებს შეუერთდნენ მათი ძმისწულ-ბიძაშვილები მრავალრიცხოვანი ნათესავები როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან.

მარიამ დედოფალი იმყოფებოდა მეტად საწყალ მდგომარეობაში, როგორც თავისი უბედურების, ისე იმის გამოც, რომ გარდაცვლილ მეფეს თითქმის არაფერი არ დაუტოვებია თავისი ოჯახის მატერიალური არსებობისთვის. ამასთან ერთად იგი ავადაც იყო.

“მოუთმენლად მოველი – სწერდა ლაზარევი კნორინგს (Письмо Лазарева Кнорингу 2-го января 1801 г. Тамъ же) – თქვენს ჩამოსვლას, და მთელი გულით მსურს ეს. ვგრძნობ, რომ მეტად არასაკმარისია ჩემი ძალები ამ უცნაურ ადამიანებთან და გარემოებებთან ურთიერთობისთვის და სადაც ყოველი ნაბიჯი შესაძლოა დამღუპველი იყოს; თუკი შენ თავად არაფერს არ გააკეთებ, მაშინ ნამდვილად გამოიგონებენ რაიმეს, და სადაც მხოლოდ იმას თუ უყურებენ, რომ ერთმანეთი გაძარცვონ, წაართვან მთელი მამული, და თუკი შესაძლებელი იქნებოდა, სიცოცხლეც”.

ასეთ მდგომარეობაში იმისთვის, რათა შეენარჩუნებინა ქვეყანა და დაესწრო მასში შინაომების გაჩაღებისთვის, ლაზარევს რჩებოდა მხოლოდ ერთი საშუალება – არ მიეცა უპირატესობა არც ერთისა და არც მეორისთვის მოწინააღმდეგე მხარეთაგან.

ისე ჩანდა, რომ ლაზარევმა ბედნიერად მიაღწია ამას იმით, რომ დავითს ამჯობინა იოანე ბატონიშვილი, ჩართო რა უკანასკნელი იმ პირთა რიცხვში, რომლებმაც შეადგინეს ქვეყნის დროებითი მმართველობა. ტახტის ორივე პრეტენდენტი, დავითი და იულონი, ჩამოცილებულ იქნენ მმართველობისგან და არ ჰქონდათ მიზეზი მტრული მოქმედებებისთვის ერთიმეორის წინააღმდეგ. დაიწყო რა ასე კარგად, ლაზარევმა ვერ მიიყვანა საქმე ბოლომდე ასეთივე დაჟინებით. დავითმა, როგორც დავინახავთ, მოახერხა რომ შემძვრალიყო (втереться) დროებითი მთავრობის შემადგენლობაში, და ამიტომ ლაზარევის მიერ უპირატესობის მინიჭება იოანე ბატონიშვილისთვის მხოლოდ ნახევარზომა იყო, რომელმაც შეაჩერა სისხლისღვრა, მაგრამ ვერ გამოიწვია ქვეყნის სრული დამშვიდება.

მოწინააღმდეგეთა ორივე პარტია ჩადგა, ასე რომ ვთქვათ, ერთიმეორის მიმართ თავდაცვით მდგომარეობაში და ცდილობდა, შეძლებისდაგვარად, გამაგრებულიყო და ღრმა ფესვები გაედგა ხალხში. აგროვებდნენ რა პარტიებს და აღელვებდნენ ხალხს, ისინი დაუღალავად მიმართავდნენ ერთმანეთზე საჩივრებით რუსული ჯარების სარდლობას. ვახტანგ და მირიან ბატონიშვილები ჩიოდნენ (Письмо царевичей Кнорингу отъ 2-го января 1801 г. Тифл. арх. канц. нам.), რომ მათი ძმისწული ბაგრატი ავრცელებს ხმებს კახეთში, რომ მიიღო წერილი ლაზარევისგან, რომელიც მას სწერდა, ვითომდა, უმაღლესი ნების თანახმად, მისი ძმა დავით ბატონიშვილი დამტკიცებულია მეფედ და რომ იგი ძალით აფიცებს ხალხს ერთგულებაზე. ვახტანგი და მირიანი ატყობინებდნენ, რომ ის კახელი თავადები, რომლებმაც თავიანთი ხელმოწერით დაამტკიცეს ერეკლეს ანდერძი გიორგის სიკვდილის შემდეგ ტახტის გადასვლაზე მის ძმებთან, ჩამოვიდნენ მათთან, არ სურთ ფიცის მიცემა დავითისთვის და ითხოვენ ამ ანდერძის დაცვას.

ბაგრატი წერდა ლაზარევს (Письмо Баграта Лазареву отъ 2-го января 1801 г. Тамъ же), რომ ბევრმა კახელმა თავადმა მიიღო წერილი, რომლებითაც მათ აიძულებენ არ დაელოდონ იმპერატორის ბრძანებას.

“იულონი და ფარნაოზი – წერდა დავით ბატონიშვილი (Лазареву отъ 3-го января 1801 г. Тамъ же) – გადადიან ყველგან ქართლში და ხალხს მიდრიკავენ ამბოხებისკენ, არწმუნებენ რა, რომ თქვენი განცხადება იყო პირდაპირ ისეთი, რომ საქართველოში ამიერიდან არ უნდა იყოს მეფე. ამასთან ხალხს ეუბნებიან, რომ მას ელოდება სრული მონობა და დაღუპვა (что онъ потерпитъ совершенную неволю и погибель), ხოლო თავადებსა და აზნაურებს გახდიან ისევე როგორც ჩერქეზებს, და დატოვებენ ყოველგვარი პატივისცემის გარეშე. ამრიგად, გაკისრებენ რა თქვენ მთელი მათი მოძრაობისა და მღელვარების მიზეზს, ამხნევებენ ხალხს აჯანყებისთვის”.

ლაზარევმა მიიღო ცნობა, რომ ბატონიშვილებს, გარდაცვლილი მეფის ძმებს, განზრახული აქვთ შეაღწიონ კახეთში და მოახდინონ იქ, დავითის სიტყვების მიხედვით, აშკარა ამბოხება. სავსებით დარწმუნებული თავის უპირატესობასა (აღმატებულობასა) და უფლებებში, და დაიმედებული იმაზე, რომ აუცილებლად მიიღებს მემვიდრეობით საქართველოს ტახტს, დავით ბატონიშვილი ცდილობდა ეჩვენებინა და გამოეცხადებინა თავისი დამოუკიდებლობა.

“მე ვერაფრით ვერ დავიჯერებ, რომ ჩემს ბიძებს ყველაფერი შერჩებათ – წერდა იგი ლაზარევს – მე მჯერა, რომ ხელმწიფეს თავისი ერთი სიტყვით შეუძლია ყოველივეს აღსრულება და ყველა ასეთი ჩანაფიქრის (ბატონიშვილებისა) გაქარწყლება.

თუკი თქვენ არ გსურთ, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს, ამაში ჩარევა, მაშინ გთხოვთ მომცეთ ნება, და მე მათ დავაწყნარებ, ვინაიდან თქვენ ხედავთ ჩემს მორჩილებას, რის გაკეთებასაც მე ვთვლი ჩემს მოვალეობად და პატივად. ამის საპირისპიროდ, ჩემს ბიძებს თქვენ აშკარად ეზიზღებით, და, რომ ყოველივე ამასთან ერთად დავრჩე მშვიდ მაყურებლად, მე არც თქვენგან, არც რუსეთისგან იმედი არ მაქვს, მით უმეტეს, როდესაც არ შეიძლება ჩივილის მიზეზთა გამოსწორება, და, რა თქმა უნდა, ასეთი მღელვარება დავიწყებას ვერ მიეცემა (…чтобы при всемъ этомъ остаться спокойным зрителемъ, я ни отъ васъ, ни отъ Россiи не уповаю, кольми паче, когда не можно изгладить причины къ жалобе, и, конечно, таковое волненiе не останется забвеннымъ).

გთხოვთ, სანამ ხალხი ჯერ კიდევ არ შეკრებილა, რათა ეს სნეულება გააპოხიეროს. თქვენთვის ცნობილია, თუ როგორი უბედურება დაგვატყდება ჩვენ თავს, თქვენ კი უზომო თავსატეხი და საზრუნავი. ამ ამბოხების დროს კი ომარ-ხანი (ავარელი) აუცილებლად ისარგებლებს და ადვილად შეეძლება ერთი ან ორი სოფლის მიტაცება და დარბევა; და ვინ აგებს ყოველივე ამის გამო პასუხს?”

ამთავრებდა რა ასეთი შეკითხვით წერილს, დავით ბატონიშვილს, რა თქმა უნდა, სურდა ეთქვა, რომ პასუხისმგებლობა დაეკისრება ლაზარევს და ნაწილობრივ მასაც, როგორც საქართველოს კანონიერ წარმომადგენელს. ასე ფიქრობდა იგი, ასე იყო დარწმუნებული და, როგორც ვნახავთ, ასევე მოქმედებდა, თვლიდა რა საკუთარ თავს ქვეყნის პატრონად. მეორეს მხრივ, ბატონიშვილები, მისი ბიძები, თავიანთ უფლებებს თვლიდნენ ასევე განუყოფელად და არ სურდათ ძმისწულისადმი მორჩილება.

კრიტიკული მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებოდა საქართველო, მოითხოვდა სხვა ზომებს ქვეყნის გადასარჩენად, ენერგიულ ზომებს, რომლებიც დააწყნარებდა ორივე მტრულ მხარეს და არ დაუშვებდა ურთიერთშორის ომსა და სისხლისღვრას...

საქართველოს შემოერთება რუსეთთან

თავი IX

გზა, რომელიც მიიღო ჩვენმა მთავრობამ საქართველოს რუსეთისადმი შემოერთების საკითხში გიორგი XII-ის სიკვდილის შემდეგ. – იმპერატორი პავლე ამ საქმეში ღებულობს განსაკუთრებულ მონაწილეობას. – ელჩების მოსვლა ტფილისში, თავადებისა და ხალხის თათბირი და ახალი გამოგზავნა ელჩებისა პეტერბურგში. – უწესრიგობანი საქართველოში. – დავით ბატონიშვილი დროებით მართავს სამეფოს. – ბატონიშვილების, ერეკლეს ძეთა წასვლა იმერეთში.

ტფილისში გამგზავრებულმა საქართველოს ელჩებმა კავკასიის ხაზზე მოსვლა მოასწრეს გიორგის გარდაცვალებამდე, სახელდობრ კი 23 დეკემბერს. კნორინგმა მეორე დღესვე გაამგზავრა ისინი; მაგრამ ელჩები გზიდან უკანვე გამობრუნდნენ და მოზდოკში მოვიდნენ.

მიაღწიეს რა ლარსს, წარგზავნილებმა იქ შეიტყვეს, ვითომ ვახტანგ ბატონიშვილმა, რომელიც ცხოვრობდა დუშეთში, როგორც კი შეიტყო მეფის სიკვდილის შესახებ, მიიღო ზომები, რათა არ გაეტარებინა არავინ არც საქართველოში, არც საქართველოდან, რუსი კურიერებისა და წარგზავნილების გამოკლებით (Рапортъ Кноринга государю императору 3-го января 1801 г. Тифл. арх. канц. нам.). ეს ჩასაფრება დაყენებულ იქნა დავით ბატონიშვილის ბრძანებით (Рапортъ Кноринга государю императору 13-го января 1801 г. Арх. мин. внутр. делъ), რომელიც, რათა დაეფარა თავისი საქციელი, ავრცელებდა ხმებს, თითქოს ეს გაკეთებულია ვახტანგ ბატონიშვილის მიერო. ამბობდნენ, რომ უკანასკნელმა უბრძანა მთიულებს – იმ ხეობებში მცხოვრებ ხალხს, რომლებზედაც გადიოდა საქართველოს გზა, და მხოლოდ ვახტანგის ძალაუფლების ქვეშ იყო – შეეპყროთ და დაეკავებინათ ყველა გზად მიმავალი ქართველი. ჰყვებოდნენ, რომ, უფრო მეტი წახალისებისთვის მან ნება მისცა მთიულებს თავიანთ სასარგებლოდ გაეძარცვათ მგზავრები.

კნორინგმა მაშინვე გააგზავნა შიკრიკი ვახტანგ ბატონიშვილთან და სთხოვა მას შეეტყობინებინა როგორც ხმების სამართლიანობის შესახებ მის განკარგულებებთან მიმართებაში, ასევე იმის თაობაზეც, რომ მას აღმოეჩინა თანადგომა თავადების ავალიშვილისა და ფალავანდიშვილისთვის ტფილისში უსაფრთხოდ მგზავრობაში, როგორც იქითკენ პავლე იმპერატორის ნებით მიმავლებისა.

ვერ მიიღო რა ვახტანგისგან პასუხი, კნორინგმა მაინც განკარგულება გასცა ელჩების გამგზავრების შესახებ, მისცა რა მათ ბადრაგად 100 კაზაკი, ასევე დაავალა ლაზარევს გამოეგზავნა დუშეთში და უფრო აქეთაც ეგერთა ერთი ასეული და 50 კაზაკი, ელჩების ტფილისამდე თანხლებისთვის.

მიუხედავად ამისა, ვახტანგ ბატონიშვილმა დუშეთში დააკავა და ციხეში ჩასვა თავად ავალიშვილის მსახური, რომელიც მან გამოგზავნა ლარსიდან ბრძანებით ლაზარებისადმი ელჩებისთვის ბადრაგის გამოგზავნის შესახებ. დუშეთის მახლობლად თავადმა ავალიშვილმა მიიღო გაფრთხილება მისი ერთგული ადამიანისგან და რჩევა არ გაჩერებულიყო ამ ადგილას. დუშეთში მოსვლის შემდეგ, ვახტანგ ბატონიშვილმა რამდენჯერმე მიიპატიჟა თავადი ავალიშვილი რომ მასთან სახლში შეევლო; მაგრამ წარმოგზავნილები ნიშნებით ატყობინებდნენ მოსალოდნელი საშიშროების შესახებ და ურჩევდნენ რაც შეიძლებოდა მალე გამგზავრებულიყო დუშეთიდან (Рапортъ Кноринга 10-го января 1801 г. Константиновъ, ч. I, стр. 120).

მოხსენება გიორგის გარდაცვალების შესახებ უკვე გაგზავნილი იყო კნორინგის მიერ იმპერატორთან, როდესაც მეორე დღეს მან მიიღო 18 დეკემბრის მანიფესტი საქართველოს რუსეთთან შემოერთების შესახებ. წაიკითხა რა იმპერატორ პავლეს მანიფესტი და რესკრიპტი, კნორინგი დარჩა გაუბედავ და გაძნელებულ მდგომარეობაში.

მანიფესტის შინაარსიდან ჩანდა, რომ მისი სახალხოდ გამოცხადება უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც საქართველოს სრულუფლებიანი ელჩები, მიიღებენ რა სიგელებს მეფისა და ხალხისგან მათი სურვილის შესახებ იყვნენ რუსეთის ქვეშევრდომობაში, დაბრუნდებოდნენ ამ სიგელებით ტფილისიდან პეტერბურგში.

კნორინგმა ვერ გაბედა ამის გამო მანიფესტის საჯაროდ გამოცხადება, “ვიცოდი რა – როგორც იგი წერდა (Рапортъ Кноринга государю императору 5-го января 1801 г. Тифл. арх. канц. нам.) – რომ ეს საქმე თავის დასასრულს, ნავარაუდევის შესაბამისად, ვერ მიიღებდა და საქართველოს ხალხი არ არის წინასწარ გაცნობილი თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის გადამწყვეტ ნებას მიიღოთ ისინი სრულიად რუსეთის იმპერიის კანონების ქვეშ”.

დაყოვნებას მანიფესტის გამოცხადებაში ჰქონდა ცუდი შედეგები სამეფოსთვის.

თავადები და აზნაურები დაიყვნენ ორ პარტიად. ერთი პარტია მოუთმენლად მოელოდა რუსული მმართველობის შემოღებას; მეორეს, პირიქით, სურდა თავისი მეფის შენარჩუნება, რომელიც იქნებოდა რა რუსეთზე სრული დამოკიდებულების ქვეშ, მართავდა საქართველოს მისი საკუთარი კანონებითა და ადათებით. თითოეულს, რომელიც ამ უკანასკნელ პარტიას ეკუთვნოდა, ამ შემთხვევაში მხედველობაში ჰყავდა რომელიმე ბატონიშვილთაგან, მხოლოდ ამ ბატონიშვილის მისდამი კეთილგანწყობის გამო, არ არჩევდა რა არც მის უფლებებს ტახტზე მემკვიდრეობაში და არც მის პირად ნიჭსა და უნარს (Записка кн. Чавчавадзе, поданная государю императору въ 1836 г. Арх. главн. шт. въ С.-Петербурге).

სარგებლობდნენ რა უთანხმოებით, მეფის ძენი აგრძელებდნენ მტრობას ურთიერთ შორის.

1800 წ. 20 დეკემბერს ბატონიშვილებმა იულონმა, ვახტანგმა და მირიანმა დააგზავნეს ქართლსა და კახეთში მოწოდებანი მთელი სასულიერო წოდებისა და ერისკაცთათვის, რომლებშიც, წინ სწევდნენ რა თავიანთ მიუკერძოებლობას საქართველოს მეფედ გიორგის არჩევისა და დამტკიცებისას, აღწერდნენ, თუ როგორ გადაუხადა მათ მადლობა ამის გამო გარდაცვლილმა მეფემ. ბატონიშვილები ბრალს დებდნენ მას როგორც მათ შევიწროვებაში, ისე დარეჯან დედოფლისაც (Акты кавк. археогр. ком. Т. I, стр. 229). ისინი ცდილობდნენ შეეხსენებინათ ხალხისთვის, მათი მამის, ერეკლე II-ის მეურვეობისა და მზრუნველობის შესახებ; სთხოვდნენ გაეხსენებინათ ქართველებს, რომ იგი მხოლოდ მათი მამა კი არ იყო, არამედ მთელი ხალხისაც; სთხოვდნენ გაეხსენებინათ, რომ ერეკლემ დატოვა ანდერძი, რომლის ძალითაც სამეფო უფლება უნდა გადადიოდეს ძმებს შორის რიგის მიხედვით...

“თქვენ გირჩევთ – წერდნენ ბატონიშვილები – იდგეთ მყარად იმაზე, რაც დადგენილია ჩვენი მშობლის მიერ. ახლა ისეთი დროა, როდესაც თქვენ ყველანაირად უნდა აღმოგვიჩინოთ სრული ერთგულება. თუკი ვინმე გირჩევთ თქვენ რაიმეს ჩვენს საწინააღმდეგოდ ან მოგთხოვთ თავისთან ყოფნას – არ მოუსმინოთ...”

ვახტანგ ბატონიშვილის წარგზავნილმა გამოუცხადა კნორინგს, რომ გარდაცვლილი მეფის ძმები არ მისცემენ დავითს მეფობის ნებას, არამედ უმჯობესად მიაჩნიათ იხილონ საკუთარი თავი რუსეთის უშუალო მფლობელობაში (… а желаютъ видеть себя лучше въ непосредственномъ владенiи Россiи) (Рапортъ Кноринга государю императору 5-го января 1801 г.).

30 დეკემბერს დავით ბატონიშვილმა გადასცა გენერალ-მაიორ ლაზარევს წერილი, რომელსაც ხელს აწერდა ოცდაორი თავადი და ნეკრესელი მიტროპოლიტი. ამ წერილში კახელი თავადები კვლავ გამოთქვამდნენ ერთსულოვან სურვილს ჰყოლოდათ მეფედ დავითი, ემყარებოდნენ რა იმას, რომ იგი პავლე იმპერატორის მიერ დამტკიცებულია ტახტის მემკვიდრედ. წერილის ხელმომწერნი გამოთქვამდნენ მათ მიერ სურვილის არქონას იმაზე, რომ ტახტზე ეხილათ ვინმე გარდაცვლილი მეფის ძმათაგან, და ხელმეორედ მიუთითებდნენ იმასაც, რომ თითქოსდა მათ ჰქონდათ განზრახვა გადაეცათ საქართველო ბაბა-ხანის მფარველობის ქვეშ და ხელს უწყობდნენ ავარელი ომარ-ხანის შემოჭრას.

მოახერხა რა ასეთნაირად, გადაეხარა თავის სასარგებლოდ ზოგიერთი თავადი, დავითი მოიხოვდა, რათა ყველა დანარჩენი გამოცხადებულიყო მასთან როგორც ტახტის კანონიერ მემკვიდრესთან. მან გამოუცხადა ბევრს სხვადასხვა ჩინი (სამოხელეო წოდება), დანიშნა თანამდებობებზე და კვლავ უბრძანა თავის ძმას ბატონიშვილ თეიმურაზს, რომ ხალხი დაეფიცებინა. მეორეს მხრივ, ქართლში სასულიერო წოდება ლოცულობდა იულონის, როგორც საქართველოს მეფის ჯანმრთელობაზე (Письмо Лазарева грузинскому патрiарху 8-го января 1801 г., № 15), და მალევე ამის შემდეგ ტფილისში მიღებულ იქნა ქართლის თავადების მოწოდება ცხრამეტი პირის ხელმოწერით. მოწოდებაზე ხელის მომწერნი, აცხადებდნენ რა, რომ მათ უკვე შეჰფიცეს იულონ ბატონიშვილს, მოუწოდებდნენ დედაქალაქის ყველა მაცხოვრებელს მიებაძა მათი მაგალითისთვის.

“ჩვენ გწერდით თქვენ ამ წერილს – ნათქვამი იყო მოწოდებაში – ვინც ამას იხილავს პირველი და დამალავს, არ გამოუცხადებს რა იმათ, ვისთვისაც არის იგი გამოგზავნილი, იგი დაე განკვეთილ იქნას ყოვლადწმიდა სამების მიერ და შეჩვენებულ სულითა და ხორცით” (Акты кавк. археогр. ком. Т. I, стр. 230).

ატყობინებდნენ რა ქ. გორში, რომ, ერეკლე მეფის ანდერძის მიხედვით, უნდა იმეფოს იულონმა, და უცხადებდნენ, რომ მათ ამის შესახებ მიწერილი ჰქონდათ პავლე იმპერატორისთვის, ბატონიშვილები, ერეკლე II-ის შვილები, დაპირებებითა და მუქარებით მოუწოდებდნენ ქართველებს მათთან შეერთებისკენ.

ვახტანგ და მირიან ბატონიშვილები აგულიანებდნენ იმერეთის მეფეს სოლომონ II-ს, რომ მასაც მიეწერა წერილი იმპერატორ პავლესთვის და ეთხოვა, რათა საქართველოს ტახტზე აეყვანათ იულონ ბატონიშვილი. კნორინგთან მიტანილი ეს წერილი გაგზავნილ იქნა ს.-პეტერბურგში.

დავითის ძმამ, ბაგრატმა, გამოუცხადა მცხოვრებთ, რომ დავით ბატონიშვილი უკვე გამოცხადებულია საქართველოს მეფედ, და ძალით დაიწყო ხალხის დაფიცება, ხოლო გარდაცვლილი მეფის ძმები კი აგროვებდნენ ჯარებს ქალაქ გორზე თავდასხმის განზრახვით.

“თქვენთვის ცნობილია, – სწერდა თეიმურაზი ამილახვარს – რომ ხელმწიფემ მეფობა უწყალობა დავითს, ქართლელებს კი სურთ გადააბიჯონ ხელმწიფის ბრძანებას. ქართლელებს შორის შენ ხარ პირველი. ვინ შეგარჩენთ იმას, რომ თქვენ იულონისადმი ერთგულების ფიცზე ორი ბეჭედი დასვით? თუკი ახლავე არ გამოჩნდები, მაშინ შენ ხელმწიფის მოწინააღმდეგე ყოფილხარ. თუკი ახლავე არ გამოასწორებ შენს საქციელს, მაშინ შენ ბრალად დაგედება ხელმწიფის ღალატი. როგორ შეგიძლია უარყოფდე ხელმწიფის მიერ მეფედ დადგენილს? შენ უკვე იცი, რომ დავითი აღიარებულია მეფედ, და თუკი მისი ორგული შეიქნები, ამ მიწაზე უკვე აღარ დაგედგომება: თუ წახვალ რუსეთში, მაშინ იქ ხელმწიფე დაგსჯის, როგორც მოღალატეს; თუკი იმერეთში, მაშინ იქაც შენ ვერ იცხოვრებ; თუკი თურქეთში, მაშინ იქ, შენ თუ არა, შენს შვილებს მაინც მოაქცევენ თურქულ რჯულზე. რატომ სწირავ საამისოდ საკუთარ თავს?” (Письмо Теймураза отъ 18-го января 1801 г. Акты кавк. археогр. ком. Т. I, стр. 310).

ასეთ მღელვარებათა შორის, ქართველი ელჩები, ფალავანდიშვილი და ავალიშვილი, მოდიოდნენ ტფილისისკენ. 5 იანვარს ისინი იყვნენ უკვე სოფელ კობში, 70 ვერსზე ტფილისიდან, ხოლო 8 იანვარს კი მოვიდნენ საქართველოს დედაქალაქში, სადაც ლაზარევი ღებულობდა ყველა ზომას მცხოვრებთა დამშვიდებისთვის.

ქართველებს ეკრძალებოდათ ქუჩებში ბრბოებად შეკრება და ყველანაირი ცრუ ხმების უარყოფა ხდებოდა მათი არასამართლიანობის ხმამაღლა გამოცხადებით. საერთო წესრიგის დამრღვევები დაპატიმრებული იყვნენ, მათი წოდების მიუხედავად.

კნორინგმა, რომელიც ხედავდა მიღებული მოხსენებებიდან, რომ ვახტანგ ბატონიშვილი იყო ერთერთი იმ პირთაგან, რომლებიც ყველაზე უფრო მეტად აღელვებდნენ ხალხს, უბრძანა ლაზარევს, რომ შემდგომი ხრიკების შემთხვევაში, ეცადა მისი დაპატიმრება. “ამ საგნის მისაღწევად – წერდა იგი (Секретное предписанiе Кноринга Лазареву18-го января 1801 г. Тифл. арх. канц. наместника) – შეიძლება ვახტპარადის შემდეგ, რა საბაბითაც არ უნდა იყოს, გაამზადოთ ასი ადამიანი, ან რამდენსაც თქვენ საჭიროდ ჩათვლით. ეს რაზმი რაც კი შესაძლებელია მეტი სიჩქარით უნდა გაემართოს ხსენებული ბატონიშვილის ადგილსამყოფელისკენ და დააპატიმროს იგი ღამის საათებში”.

გადაწყვიტა რა ემოქმედა ენერგიულად, კნორინგს ეშინოდა მეზობელი ხალხების შემოჭრისა, რომელთაც ადვილად შეეძლოთ ესარგებლათ უწესრიგობებითა და უმეფობით საქართველოში. იგი ფიქრობდა თავად დაძრულიყო საქართველოსკენ, მაგრამ ამის გაკეთება ეძნელებოდა იმით, რომ კავკასიის ხაზზე დარჩენილი ჯარები ვეღარ იქნებოდა საკმარისი ყაბარდოელთა მტაცებლობისგან საზღვრის დასაცავად.

თუკი წაიყვანდა იმ ჯარებს, რომლებიც დანიშნული იყო იმპერატორის მიერ, და დაიძვრებოდა მათთან ერთად საქართველოსკენ, მაშინ კნორინგი კავკასიის ხაზზე დატოვებდა მხოლოდ მუშკეტერთა ოთხ ბატალიონს, გრენადერთა ორ და ეგერთა ორ ფლიგელ-ასეულებს, დრაგუნების ათ ესკადრონს.

ამ ჯარებს უხდებოდათ მთელი ხაზის დაცვა ყიზლარიდან უსტ-ლაბინის ციხესიმაგრემდე, 700 ვერსზე მეტი განფენლობით. ჯარების უმნიშვნელობა და თავდაცვის ხაზის სიგრძე უკიდურესად ბოჭავდა კნორინგს მის შემდგომ განკარგულებებში. მან არ იცოდა, დაძრულიყო საქართველოსკენ, თუ დარჩენილიყო ადგილზე; გამოეცხადებინა სახალხოდ მანიფესტი და ლაზარევისთვის დაეთმო მხოლოდ მის ხელთ არსებული ძალებით საქმეების მოგვარება, თუ დაელოდებოდა რა ჩვენი მთავრობის შემდგომ ბრძანებებს, დრომდე ჩაკეტილად ჰქონოდა თავისთან მის მიერ მიღებული მანიფესტი.

გიორგის სიკვდილმა გარკვეული დროით მოსპო ჩვენი მთავრობის ყველა წინადადება საქართველოს რუსეთთან შემოერთების საკითხში.

ყველაფერი გაანგარიშებული იყო ისე, რომ ელჩები ჩავლენ ტფილისამდე, გიორგი ხელს მოაწერს ხელშეკრულების პირობებს, გამოუცხადებს მათ ხალხს, გამოგზავნის ახალ ელჩებს პეტერბურგში და შემდეგ უკვე გარდაიცვლება. ჩვენი მთავრობა ვარაუდობდა და იმედოვნებდა, რომ ქვეყნის შემოერთება შედგება გიორგის სიცოცხლეში, და ამიტომ, როგორც ჩვენ ვნახეთ, აუკრძალა კნორინგს გარკვეულ დრომდე მანიფესტის გამოქვეყნება. მოლოდინები ვერ გამართლდა: გიორგი გარდაიცვალა თავის სრულუფლებიან წარგზავნილთა ტფილისში დაბრუნებამდე. ჩვენი მთავრობის სურვილი, რომ გიორგის თავად გამოეცხადებინა ხმამაღლა ხალხისთვის თავისი განზრახვის შესახებ, ვერ განხორციელდა. მოულოდნელობისგან დაბნეული პეტერბურგის კაბინეტი მივიდა იმ რწმენამდე, რომ აუცილებელი იყო მანიფესტის გადაუდებლად საჯაროდ გამოცხადება.

საქართველოს რუსეთისადმი შემოერთების მანიფესტის 1801 წლის 18 იანვარს პეტერბურგში გამოქვეყნებამ კნორინგი გამოიყვანა გაძნელებული მდგომარეობიდან.

პეტერბურგის კაბინეტი სამეფოს შემოერთების საკითხში დარჩა იმავე გზაზე, რომლითაც მიდიოდა სულ დასაწყისიდანვე. გიორგის გარდაცვალებისა და ქვეყანაში მიმდინარე არეულობების (замешателства) მიუხედავად, იმპერატორი პავლე მაინც მოელოდა პეტერბურგში წარმოგზავნილთა ან დეპუტატების მოსვლას – ამჯერად ხალხისა და ბატონიშვილებისგან – რომელთა დაფიცებაც განზრახული ჰქონდა საზეიმო აუდიენციის დროს და თავისი თანდასწრებით (Рескриптъ Кнорингу 18-го января 1801 г. Арх. мин. внутр. делъ).

გრაფმა როსტოპჩინმა პავლე I-ის სახელით გამოუცხადა თავად ჭავჭავაძეს, რომელიც იმხანად პეტერბურგში რჩებოდა, რომ იმპერატორი, თავისი ახალი ქვეშევრდომებისადმი წყალობის სახით, სამეფო სახლის ყველა წევრისგან უფროსს დანიშნავს საქართველოს მმართველად, მეფისნაცვლის ან მეფის სახელწოდებით, მაგრამ იმ პირობით, რომ მას მუდმივად ეყოლება თავისთან “ერთერთი პირი ველიკოროსიელ დიდებულთაგან” (Докладная записка Лошкарева министерству 5-го марта 1801 г. Арх. мин. внутр. делъ. Дела Грузiи. Кн. I). როსტოპჩინი ეუბნებოდა თავად ჭავჭავაძეს, რომ საქართველოში დაწესებული იქნება მთავარი სასამართლო, საბჭოს ან სენატის დეპარტამენტის სახელწოდებით; რომ დაწესებული იქნება უფრო დაბალი სასამართლო ადგილები (судебныя места) და რომ ყოველივე ამის მოწყობისთვის საქართველოში ჩამოვა საიდუმლო მრჩეველი ლაშქარიოვი.

კნორინგს ებრძანა აჩქარებულიყო დეპუტატების გამოგზავნით ტფილისიდან ს.-პეტერბურგში (Письмо гр. Ростопчина Кнорингу 19-го января 1801 г. Тамъ же).

იმპერატორმა პავლემ, რომელიც თავიდან ეწინააღმდეგებოდა, ხოლო შემდგომში კი დარწმუნებულ იქნა სახელმწიფო საბჭოს მიერ, მოქმედება დაიწყო გაბედულად და განსაკუთრებული მონაწილეობით საქართველოს შემოერთების საქმეში. მისი შემოერთება იქცა იმპერატორის საყვარელ და სანუკვარ ოცნებად. თავადი კურაკინი, პავლეს საძინებელ ოთახში და მის მაგიდაზე, ადგენდა ცერემონიალს საქართველოს ელჩების მისაღებად, აკეთებდა რა იმპერატორის ბრძანებით, ამონაწერებს “Memoire du Baron de Brilefeldt”-დან. ეს ამონაწერები კეთდებოდა მისი აღსრულების წინა დღეს, 1801 წლის 10 მარტს («Вестникъ Европы» 1867 г. Т. I, 303 прим.).

სურდა რა ესიამოვნებინა თავისი ახალი ქვეშევრდომებისთვის, იმპერატორს უნდოდა გამოხატა მათი წარმომადგენლების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება. ყოველთვის მარხულობდა რა ვნების კვირაში, მან თავისი მეფობის უკანასკნელ წელს იმარხულა უფრო ადრე, ჯვრის თაყვანისცემის კვირაში (на крестопоклонной), რათა, როგორც თავად ამბობდა, ჰქონოდა თავისუფალი დრო ქვეშევრდომობაში საქართველოს მისაღებად (Разсказъ Котлубицкаго. См. «Русскიй Архивъ» 1866 года, №№ 8 и 9; стр. 1329). ამდენად საზეიმო შემთხვევისას შესაფერისად მიიჩნევდა რა გამოცხადებულიყო მათ უწინდელ ხელმწიფეთა შესამოსელში, პავლე I-მა ბრძანა მოემზადებინათ მისთვის далматикъ.

“ეს სამოსი – ამბობდა კოტლუბიცკი – ბოძებული ბიზანტიის იმპერატორთა მიერ, როგორც განმასხვავებელი, აღმოსავლეთის ეკლესიის ზოგიერთი წმინდანისათვის, შემდგომში იქცა თავიდან მთავარეპისკოპოსთა წმინდა შესამოსლად, ხოლო შემდეგ კი ეპისკოპოსთაც, подъ смиренным именем сакоса.

“ამის შედეგად გავრცელდა ხმა, რომ ვითომდა იმპერატორს სურს ღვთისმსახურების აღსრულება, რის გამოც შეუკვეთა თავისთვის მღვდელმთავრის შესამოსელი...”

ელჩების დაფიცებას პეტერბურგში უნდა მოჰყოლოდა ზუსტად ასეთივე დაფიცება საქართველოშიც. უკანასკნელის აღსრულება დაკისრებულ იქნა კნორინგზე.

“მე მსურს – წერდა იმპერატორი პავლე (Рескриптъ Кнорингу 20-го января 1801 г. Тифл. арх. канц. нам.) – რომ საქართველო იყოს გუბერნია, ასეთნაირად მაშინვე ჩააყენეთ იგი ურთიერთობაში სენატთან, ხოლო სასულიერო ნაწილში კი სინოდთან ისე, რომ არ შეეხოთ მათ პრივილეგიებს. დაე გუბერნატორი იყოს ვინმე სამეფო საგვარეულოდან, მაგრამ თქვენს დაქვემდებარებაში, და იქნება ასევე ახალი ქართული ჰუსართა პოლკის შეფიც”* (“როდესაც ქართველები – წერდა იმპერატორი სხვა რესკრიპტში – ჩვენს ქვეშევრდომობაში მათ მიღებასთან დაკავშირებით, ჩვენს ერთგულებაზე დაფიცებულნი იქნებიან, მაშინ შეუდექით ქართველთაგან ჰუსართა ერთი პოლკის ჩამოყალიბებას, რომლის შეფადაც წარმომიდგინეთ ერთერთი ქართველი ბატონიშვილებისგან, რომელიც ამისთვის უფრო ღირსეული იქნება, ვისაც მივიღებ კიდეც სამსახურში გენერალ-მაიორად, ხოლო პოლკს კი ეწოდება მისი სახელი. См. рескриптъ отъ 19-го января 1801 г.).

კნორინგმა მიიღო ბრძანება გამოეცხადებინა ალექსანდრე ბატონიშვილისთვის, რომ იმპერატორი დავიწყებას აძლევს ყველა უწინდელ მის ცუდ საქციელს, თუკი იგი მიატოვებს თავის ხრიკებს და გამოემგზავრება რუსეთში, სადაც მოუწოდებდნენ საქართველოს სამეფო სახლის ყველა პირს გამონაკლისის გარეშე (Рескриптъ Кнорингу 20-го января 1801 г. Тифл. арх. канц. нам.), იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველოში ყველა წოდებას სურს შემოვიდეს რუსეთის ქვეშევრდომობაში, “და არა ისე, რომ მათი მორჩილება წარმოშობილი იყოს მხოლოდ ორი ან სამი ადამიანის სურვილიდან” (Рескриптъ Кнорингу 19 февраля 1801 г.).

დავით ბატონიშვიმა პირადად მიიღო იმპერატორის წერილი, მეურვეობის ნიშნად როგორც თავად მასზე, ისე საქართველოს კეთილდღეობისთვისაც (Рескриптъ царевичу Давиду отъ 18-го января 1801 г. Арх. мин. внутр. делъ).

გრაფი როსტოპჩინი სთხოვდა ბატონიშვილს რომ შეენარჩუნებინა მეგობრობა და თანხმობა სამეფო ოჯახის ყველა წევრს შორის და აჩქარებულიყო ელჩების გამოგზავნით, “უსწრაფესად დასრულებისთვის საქმისა, რომელიც – როსტოპჩინის სიტყვებით – ღვთივსათნოა და თქვენთვის სასიამოვნო” (Письмо гр. Ростопчина царевичу 19-го января 1801 г. Арх. мин. внутр. делъ).

ჩვენი მთავრობა, და მის სათავეში იმპერატორი პავლე I, ამ შემთხვევაში მეტად შორს იყვნენ რაიმენაირი ძალადობრივი მოქმედებებისგან ჩვენის მხრიდან.

“ეცადეთ – ნათქვამი იყო კნორინგისადმი ერთერთ რესკრიპტში (Рескриптъ отъ 20-го января 1801 г. Тифл. арх. канц. нам.) – დაამტკიცოთ (დაამკვიდროთ) საქართველო იმ საფუძველზე, რომელიც თქვენ უკვე მოგეწერათ კიდეც; არ ეძიოთ ახალი შენაძენების გაკეთება, არამედ მათი, რომლებიც ნებაყოფლობით დაიწყებენ ჩემი მფარველობის ძიებას. უკეთესია გვყავდეს მოკავშირეები, დაინტერესებულნი ამ კავშირში, ვიდრე არასაიმედო ქვეშევრდომები. ჩვენი მარცხენა მხარე უზრუნველყოფილია ასეთებით. ნუ ჩაუნერგავთ თურქებს შიშს: მაშინ მარჯვენა მხარეც საიმედო იქნება. ეძიეთ სომხეთის დასაახლოებლად დაინტერესება ვაჭრობისთვის და ვაჭრობით, რათა მათი მეშვეობით გვქონდეს არხი უფრო შორსაც. დაიცავით პრივილეგიები, მაგრამ დაამყარეთ ჩვენი წესრიგი. პოლკები დააკომპლექტეთ ჩვენი რეკრუტებით, მაგრამ სივრცის მიხედვით პოლკები ცოტაა. და ასე ეცადეთ, ხომ არ შეგიძლიათ მათი გამრავლება მანდაური მაცხოვრებლებითა და მანდაური შემოსავლებით? ეძიეთ ყოველგვარი მადნები და სარეწები; ასევე საბაჟოებიც გადაიტანეთ საზღვარზე. შეუდექით ახლა არა დაპყრობას, არამედ ნებაყოფლობით შეძენას. აი ჩემი ფიქრები”.

იმპერატორი თავად ეძიებდა საბაბს, იგონებდა შემთხვევებს და საშუალებებს ახალი ქვეშევრდომების დაჯილდოვებისთვის თავისი წყალობის ნიშნებით. მან დაავალა კნორინგს მიეწოდებინა მისთვის იმ პირთა სახელობითი სია, რომლებსაც სხვებზე უფრო მეტად სურდათ ყოფილიყვნენ “მის ქვეშევრდომობაში” (Рескриптъ Кнорингу 19-го февраля 1801 г.).

ბევრი მათგანის დაჯილდოებას ვარაუდობდნენ გრაფებისა და ბარონების ღირსებით; ერთთათვის აპირებდნენ ეწყალობებინათ წმ. ანდრია პირველწოდებულის ორდენი, სხვებისთვის კამერჰერის წოდება* (ამ საკითხზე კნორინგის შეკითვხაზე ლაზარევი პასუხობდა, რომ ეს მეტად ძნელი საქმეა. “რაც შეეხება ჯვრებს, ჩემი აზრით, თავადები ეგნატე თუმანიშვილი, დარჩია ბებუთაშვილი და სოლომონ არღუთინსკი-დოლგორუკი ყველაზე უფრო მეტად იმსახურებენ ამ ჯილდოს. ყველა აქაური თავადაზნაური არაფრით არ არის ჩვენს однодворц-ებზე უფრო უკეთესი. და ვინ გავხადოთ გრაფებად და ბარონებად? ამას კიდევ უნდა მივუმატოთ, რომ ზოგიერთ ოჯახში ძმათაგად ერთი ჩვენი ერთგულია, მეორე კი ამბოხებულთა შორის იმყოფება. სასახლის კარზე არც ერთ მათგანს სამსახური არ შეუძლია, იმიტომ რომ მათ არანაირი აღზრდა არ მიუღიათ: ძნელია განასხვაო აქაური ბატონიშვილი უბრალო გლეხისგან”. /Рапортъ Лазарева 24-го марта 1801 г. Тифл. арх. канц. наместника/), და მთელი ხალხი გაეთავისულებინათ ხარკისგან სამი წლით. მოქმედებათა ასეთი ხერხით ფიქრობდა პავლე I ქართველების თავისთან დაკავშირებას (დაახლოებას).

იმპერატორი არ ცდებოდა. ტფილისში ელჩების მოსვლის შემდეგ მიმდინარეობდა თათბირები. ყველა წოდებისა და ქონების პირები იყვნენ მოწვეულნი კრებულში. თავადებმა ავალიშვილმა და ფალავანდიშვილმა, ლაზარევთან ერთად, დაუგზავნეს წერილები ბატონიშვილებს იულონს, ვახტანგს, მირიანსა და ფარნაოზს, მოპატიჟებით, რომ მიეღოთ მონაწილეობა საერთო საქმეში. ბატონიშვილები იულონი და ფარნაოზი არა მხოლოდ არ პასუხობდნენ არაფერს მოპატიჟებაზე, არამედ, პირიქით, მთელი ზომებით ცდილობდნენ წინაღდგომოდნენ თავადებს ტფილისში თავშეყრის საქმეში. ბატონიშვილებმა ვახტანგმა და მირიანმა შეატყობინეს, რომ სიშორის გამო არ შეუძლიათ დანიშნულ დღეს ტფილისში ჩამოსვლა და რომ ამასთან ერთად ისინი კითხულობენ უფროსი ძმის იულონის რჩევას, თუ როგორ მოიქცნენ ამ შემთხვევაში. ამის კვალდაკვალ გიორგის ყველა ძმა, 700 შეიარაღებული ადამიანით, შეიკრიბა მუხრანში სათათბიროდ, რომელზედაც გადაწყდა გამგზავრებულიყვნენ კახეთში, ქართლელები და კახელები თავიანთ ერთგულებაზე დაეფიცებინათ, რაც, აზნაურ იოსებიძის სიტყვებით, აღასრულეს კიდეც (Показанiе дворянъ Iосефова и Мамацева 28-го января 1801 г. Тифл. арх. канц. нам.). ბატონიშვილები გულდასმით უმალავდნენ ხალხს უმაღლეს სიგელს, რომელიც მათ გამოუგზავნა ლაზარევმა. სიგელის მომტანი, ლაზარავის ადიუტატნტი, შტაბს-კაპიტანი კოტლიარევსკი* (შემდგომში კავკასიის სახელგანთქმული მოღვაწე), საჭიროდ არ თვლიდა ბატონოშვილებთან თავისი მოსვლის მიზნის დამალვას. უმაღლესი სიგელი ცნობილი გახდა თავადებისთვისაც, რომლებიც ბატონიშვილებთან იმყოფებოდნენ, ასე რომ მათი ამალა ორ პარტიად გაიყო. თავადთაგან ზოგიერთს სურდა ბატონიშვილების მიტოვება, მაგრამ, ეშინოდათ რა სასჯელისა და დევნისა, მალავდნენ თავიანთ განზრახვას. ბევრი მათგანი მოდიოდა კოტლიარევსკისთან; მაგრამ როგორც კი იგი იწყებდა მათთან ლაპარაკს, მოსულებს უმალვე დაუძახებდნენ ხოლმე ბატონიშვილებთან, რომლებიც ცდილობდნენ არავინ არ დაეშვათ მოლაპარაკებებზე წარგზავნილთან.

კოტლიარევსკის გამომგზავრების წინ მასთან მოვიდა ოცი თავადი იულონ ბატონიშვილისადმი ერთგულთა რიცხვიდან.

– ხომ არ დაგვიწერთ პასუხს წერილზე, რომელიც მე მოგიტანეთ? ჰკითხა კოტლიარევსკიმ.

– ჩვენ რომ გვენახა გენერალი ლაზარევი – პასუხობდნენ ისინი – მაშინ პირადად გამოვუცხადებდით ყველაფერს, მაგრამ ახლა არ გვაქვს საშუალებები ამის აღსრულებისთვის.

– საშუალება ყველაზე უფრო ადვილია – ჩამოდით ტფილისში, შეუნიშნა მათ კოტლიარევსკიმ.

თავადები ამაზე არ დაეთანხმენ.

– ზუსტია, რომ ბატონიშვილი დავითი გამოცხადებულია მემკვიდრედ? კითხულობდნენ ისინი.

– ზუსტია. ბატონიშვილ იულონისთვის ჩემს მიერ მოტანილი უმაღლესი სიგელის ასლი, რომლის ნახვაც თქვენ ადვილად შეგიძლიათ, ამას ამტკიცებს, პასუხობდა კოტლიარევსკი.

– მემკვიდრედ ჩვენ მისი აღიარება არაფრით არ შეგვიძლია, იმიტომ რომ გარდაცვლილი მეფის ერეკლეს დროს შევფიცეთ იულონ ბატონიშვილს; მაგრამ თუკი მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა კეთილ ინებებს, რომ არც ერთი და არც მეორე მეფედ არ იყვნენ, მაშინ ამაზე თანახმა ვართ და მზად ვართ უკანასკნელი სისხლი დავღვაროთ მისი უდიდებულესობისთვის (…но если угодно будет Его Императорскому Величеству, чтобы ни тотъ, ни другой царёмъ не былъ, то на сiе согласны и последнюю кровь для Его Величества пролить готовы).

ამასობაში ბატონიშვილებმა დარეჯან დედოფალს გაუგზავნეს წერილი, რომელმაც საპასუხოდ შეატყობინა ვაჟიშვილებს, რომ კახეთში გაგზავნილია ჯარები.

ტფილისში კი თათბირებისა და მოლაპარაკებების შემდეგ, თავადებმა, სასულირო წოდებამ და ხალხმა გადაწყვიტეს გამოეგზავნათ უკან პეტერბურგში თავადები ფალავანდიშვილი და ავალიშვილი თავიანთი სურვილის ერთსულოვანი განცხადებით შემოსულიყვნენ რუსეთის ქვეშევრდომობაში.

ლაზარევის სახლში შეიკრიბნენ სასულიერო წოდება, თავადები და ტფილისის მცხოვრებნი. აქ მათ ხელი მოაწერეს სამადლობელ სიგელს იმპერატორის პავლე I-დმი.

“მადლიერება და სიხარული – მოახსენებდა ლაზარევი – იყო გამოხატული ყველას სახეზე, და ხელის მოწერის სურვილი ვრცელდებოდა იქამდე, რომ ბევრი თავადი მოდიოდა უკვე საღამოთი და სთხოვდა, რათა გაეხსნათ დაბეჭდილი პაკეტი, რომელშიც იყო ჩადებული აღნიშნული სიგელი, რადგანაც მათაც სურთ ხელი მოეწერათ მასზე. ქიზიყის მოურავმა (Крепостцы кахетинской Моуравъ) თავადმა ანდრონიკაშვილმა, რომელიც ავად იყო და არ შეეძლო თათბირებს დასწრებოდა, გამოგზავნა (ლაზარევთან) თავისი ბეჭედი რწმუნებით, რომ მისი სახელით დაესვათ იგი სამადლობელ სიგელზე (Изъ рапорта Лазарева Кнорингу 16-го января 1801 г. Тифл. арх. канц. наместника).

18 იანვარს ელჩები გაემგზავრნენ ტფილისიდან პეტერბურგს, ხოლო 7 თებერვალს გაემართნენ მოზდოკის გავლით (Письма: царевича Давида Кнорингу 18-го января 1801 г. Тифл. арх. канц. нам. Кноринга Лашкарёву 7-го февраля. Арх. мин. иностр. делъ).

ელჩებს თან მოჰქონდათ თავადების, სასულიერო წოდების, ვაჭართა და სხვა წოდებების მადლობა და ერთგულების დამოწმება ქვეშევრდომობასა და მფარველობაში საქართველოს მიღების გამო (Переводъ прошенiя грузинъ 18-го января 1801 г. Моск. арх. мин. иностр. делъ), ხოლო ტფილისში მცხოვრები სპარსელები კი სწერდნენ, რომ მათაც სურთ იყვნენ რუსეთის იმპერატორის მაღალი მფარველობის ქვეშ და მზად არიან ემსახურონ მას როგორც ჭეშმარიტად ერთგული ქვეშევრდომები (Письмо персiянъ 18-го анваря 1801 г. Тамъ же).

დავით ბატონიშვილი წერდა (Письмо царевича Давида государю императору отъ 18-го января 1801 г. Тамъ же), რომ, მივიღე რა იმპერატორ პავლე I-ის სურვილი “სათანადო სავალდებულო მადლიერებით და მოვიდრიკე რა თავი, პირქვე დავამხე ერთხელ და სამუდამოდ მოგეცით საკუთარი თავი და ჩემი სამეფო თქვენსა და თქვენი ტახტის მაღალი უავგუსტესი მენაცვალეების წინაშე, ყველაფერში ჩემი მშობლის თქვენდამი თხოვნის თანახმად”.

მაშინვე პავლე იმპერატორის გიორგისადმი სიგელის მიღების შემდეგ საქართველოს რუსეთთან შემოერთების შესახებ, დავით ბატონიშვილმა გამოსცა შეტყობინება ხალხისათვის, რომ იგი საზეიმოდ ღებულობს საქართველოს სამემკვიდრეო ტახტის მმართველობას, პატიობს დამნაშავეებს, ხოლო ახალი დანაშაულებებისთვის კი გაასამართლებს რუსული კანონების მიხედვით (Акты кавк. археогр. ком. Т I, стр. 297).

დავითი წერდა ხალხს, რომ მას “უმაღლესად ებრძანა საზეიმოდ მიუახლოვდეს საქართველოს ტახტს, მემკვიდრეობის მიხედვით მისი მმართველის წოდებით”, და ამის კვალდაკვალ გაუგზავნა წერილი კნორინგს, ტფილისიდან გამომგზავრებული ელჩების ხელით, რომელშიც სთხოვდა რომ ეჩქარა მათი გამგზავრებით ს.-პეტერბურგში “ჩემთვის და ჩემი სამეფოსთვის – როგორც იგი ამბობდა – რუსეთის იმპერატორის წყალობის შესაძენად” (Изъ письма царевича Давида отъ 18-го января 1801 г. Акты кавк. археогр. ком. Т I, стр. 298).

ამრიგად დავით ბატონიშვილმა, რომელიც თავიდან ჩამოცილებული იყო მმართველობისგან, ახლა თავის ხელში აიღო იგი. ლაზარევი ვერ თვლიდა შესაძლებლად წინააღმდეგობა გაეწია ამისთვის მას შემდეგ, რაც იმპერატორი პავლე I, გრაფი როსტოპჩინი და კნორინგი მიმართავდნენ ბატონიშვილს როგორც პირველ პირს საქართველოში. ამ შეცდომას შედეგად მოჰყვა ბევრი ბოროტად გამოყენება და უწესრიგობა...

დეპუტატების პეტერბურგში გაგზავნა ბატონიშვილების – გარდაცვლილი გიორგის ძმების სურვილის საწინააღმდეგო იყო, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოში მღელვარების მოხდენასა და თავიანთ სასარგებლოდ მომხრეების მოძიებას. ბატონიშვილმა იულონმა, შეკრიბა რა მისი ძალაუფლების ქვეშ მყოფი სოფლებიდან შეიარაღებულ ადამიანთა ბრბო, უწოდა მას ჯარი და დაიწყო ქართლში თარეში და ყველა იმ მაცხოვრებლის დარბევა, ვისაც არ სურდა ფიცი დაედო მის ერთგულებაზე და ხელი მოეწერა იმ პირთა შორის, რომლებიც აცხადებდნენ, რომ იულონი უნდა ყოფილიყო ახლა საქართველოს მეფედ. იულონის საქციელი პოულობდა მოწონებასა და მხარდაჭერას მისი ძმების სახით. ფარნაოზ ბატონიშვილი სხვადასხვა ხრიკებით იყოლიებდა თავადებს რომ მხარი დაეჭირათ მისი უფროსი ძმისთვის, ვახტანგ და მირიან ბატონიშვილები, რომლებიც დუშეთში დასახლდნენ, ქართველთაგან არავის არ უშვებდნენ რუსეთში, აჩერებდნენ, ართმევდნენ ყველა წერილს, ქაღალდებს, ხოლო თავად წარგზავნილებს კი საპყრობილეში ამწყვდევდნენ.

ვახტანგის ხელქვეითმა ოსებმა, რომლებიც ცხოვრობდნენ ხეობაში სოფელ მთიულეთში (Тiулеты) ?, მისი დარიგებით დაშალეს ხუთი ხიდი და ამით გზა გაუვალი გახადეს.

დავით ბატონიშვილი ცდილობდა თავისი ბიძის ალექსანდრეს ხელში ჩაგდებას, რომელიც, როგორც ხმები დადიოდა, შუშიდან ყაზახში ჩამოვიდა ძმებთან მოთათბირებისთვის.

დარეჯან დედოფალი, მოიწვია რა თავისთან ლაზარევი, შესჩიოდა ბაგრატზე, რომ იგი კახეთში ძარცვავს მის ხალხს; მანვე გამოუცხადა წარგზავნილებს თავადებს ავალიშვილსა და ფალავანდიშვილს, რომ ნახავს იგი, თუ როგორ გაემგზავრებიან ისინი უკან.

ლაზარევის გამოძიების მიხედვით ბრალდება ბატონიშვილზე უსამართლო აღმოჩნდა.

დედოფალი ითხოვდა, რომ ტახტზე აეყვანათ მისი უფროსი ვაჟიშვილი, იულონ ბატონიშვილი, და თავისი თხოვნის განმტკიცებისთვის ლაზარევს გადასცა ყალბი წერილი ალექსანდრე ბატონიშვილისგან, რომელიც მისივე ბრძანებით დაეწერა მის მდივანს. თავად ალექსანდრე იტყობინებოდა, რომ საქართველოდან მისი წასვლის მიზეზი იყო გიორგის არასწორი საქციელი მისი დედისა და ძმების წინააღმდეგ, და სთხოვდა ასევე უფროსი ძმის, იულონ ბატონიშვილის, საქართველოს ტახტზე აყვანას.

იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილები, რომლებიც ძალით აფიცებდნენ ხალხს (Показанiе дворянъ Iасефова и Мамацева 28-го января), არბევდნენ, ამასობაში, იმათ მამულებს, რომლებიც არ მიეკუთვნებოდნენ მათ პარტიას, არ ინდობდნენ რა არც წოდებას და არც ქონებას (Тамъ же). რუისის მღვდელმთავარი ერთერთ პირველ დაზარალებულთა რიცხვში გახლდათ მათი ძალადობისგან.

ლაზარევი სთხოვდა იულონს გაეშვა სახლებში თავისი ჯარი, რომელიც არბევდა ქართლს, და მოთმინებით ელოდა რუსეთის იმპერატორის გადაწყვეტილებას.

“თქვენ გატყობინებთ – პასუხობდა ამაზე ბატონიშვილი (Письмо Iулона Лазареву 20-го января 1801 г. См. Акты кавк. археогр. ком. Т. I, стр. 232) – რომ მეტი მოთმინებით მოლოდინი და მშვიდად ყოფნა არავის არ შეიძლება ჰქონდეს, როგორც მე. რადგანაც, წესებითა და კანონით, რომელიც ჩვენ დაგვიტოვა ჩვენმა მშობელმა, მეფისა და ძმის გარდაცვალების შემდეგ მე უნდა დამრჩეს საქართველოს სამეფო, და ქართველი ხალხისგანაც აღიარებული ვარ ამ წოდებაში, მაგრამ მე არ მიმიღია ჯერ კიდევ სწორად ეს სახელწოდება, მე ვთხოვე მის იმპერატორობით უდიდებულესობას ამაზე ნებართვა და ველოდები ხელმწიფის კეთილმოწყალებას.

მწერთ რომ დავშალო ჯარი, რომელიც ჩემთან იმყოფება და აწუხებს საქართველოს. მე რაღაც უცხო ჯარი კი არა მყავს, არამედ მხოლოდ ჩემთან მყოფი ქართველი თავადები და აზნაურები: ეს, მგონი, უღირსი საქციელი არ არის. ისინი, იმყოფებიან რა ჩემთან, არ დაიწყებენ ჩემი სამშობლოს დარბევას, და მე არანაირი დამრბევი ჯარი არა მყავს, ხოლო თუკი თქვენ ასე გატყობინებენ, მაშინ ეს არის აშკარა ცილისწამება ჩემი მტრებისგან...”

იულონმა, თითქოსდა ამ თხოვნის საპასუხოდ, გაძარცვა თავად ამილახვრის სახლი და შეიპყრო მისი ცოლი იმის გამო, რომ მას არ სურდა მისთვის ფიცის მიცემა (Показанiе протоiерея Iоанна Осеева. Акты кавк. археогр. ком. Т. I, стр. 235) და რომ მისი ქმარი იყო ტფილისში პავლე იმპერატორის სიგელის მოსასმენად. ზუსტად ასევე ბატონიშვილების ბრძანებით შეპყრობილ და ჩაკეტილ იქნენ თავად თუმანიშვილის ცოლი და თავად ორბელიანის ცოლის და (Рапортъ Лазарева Кнорингу 20-го января 1801 г. Акты кавк. археогр. ком. Т. I, стр. 233).

დაჩაგრულები და გაძარცვულები ითხოვდნენ დაცვას, მიმართავდნენ რა ხან დავით ბატონიშვილს, ხან ლაზარევს, ხანაც კნორინგს. უკანასკნელმა, ვერ ჰპოვა რა სხვა საშუალებები, ბრძანა, შეეტყობინებინათ ბატონიშვილებისთვის, რომ თუკი ისინი არ წავლენ თავანთ სახლებში, მაშინ მათი კრებულები გაფანტული იქნება რუსული ჯარებით, და რომ ყველას, ვინც წინააღმდეგობას გაუწევს საქართველოს საკეთილდღეოდ მიღებულ ზომებს, მოექცევიან ისე, როგორც მოწინააღმდეგეს.

შემდეგ შეუდგნენ ზოგად მკაცრ ადმინისტრაციულ ზომებს. გაიცა ბრძანება დაეპატიმრებინათ ცრუ ხმების დამყრელნი და არ მიეცათ შეიარაღებულ ადამიანთა შეკრების უფლება.

ცნობამ იმის შესახებ, რომ იულონი ფიქრობს მოვიდეს მცხეთაში იმისთვის, რათა იქ თავზე გვირგვინი დაიდგას, აიძულა ლაზარევი გაეგზავნა იქ ქვეითი ჯარის ორი ასეული, და სამი ასეულიც, პოლკოვნიკ კარიაგინის უფროსობით, ქიზიყის (სიღნაღის) ციხესიმაგრეში, იმ მხარის დასაცავად ავარელი ომარ-ხანის თავდასხმებისგან, რომელიც აგროვებდა თავის ჯარებს. მაგრამ, მცხეთაში დანიშნული ორი ასეული გაგზავნილ იქნა დუშეთში, ვახტანგ ბატონიშვილის საცხოვრებელ ადგილას, კავკასიის ხაზის საქართველოსთან თავისუფალი და უსაფრთხო შეტყობინების შენარჩუნებისთვის.

მცხოვრებთა თხოვნით, ერთი ასეული გაგზავნილ იქნა ქალაქ გორში, რომელიც მოსახლეობამ მიიღო დიდი სიხარულით. ქართველთაგან ბევრი, რომლებმაც დატოვეს ქალაქი ბატონიშვილთა ხელში მოხვედრის შიშით, დაუბრუნდა თავიანთ სახლებს.

გენერალ-მაიორი გულიაკოვი გამოვიდა ოთხი ასეულით, ხოლო ბატონიშვილი იოანე გიორგის ძე ქართველთა ჯარით მარტყოფში, სადაც, ცნობების მიხედვით, უნდა შეკრებილიყვნენ ბატონიშვილები, გარდაცვლილი მეფის ძმები, სათათბიროდ (Рапортъ Кноринга Государю императору 1-го февраля 1801 г. Тифл. арх. канц. наместника).

გულიაკოვს დაევალა ჩაეგონებინა ბატონიშვილებისთვის, რომ მათი საქციელი გასაკიცხია, რომ მეფე არ არის საქართველოში და რომ მხარის მმართველობა დავალებული აქვს დავით ბატონიშვილს (Предписанiе Лазарева Гулякову отъ 20-го января 1801 г. Акты кавк. археогр. ком. Т. I, стр. 233).

მარტყოფში იყო მხოლოდ მირიან ბატონიშვილი, ხოლო ვახტანგი და იულონი გაემგზავრენ ჯერ კიდევ წინა საღამოს, როდესაც ვახშმობის დროს შეიტყვეს, რომ მათ დასადევნებლად გამოგზავნილია რუსული ჯარები.

ბატონიშვილები პროტესტს აცხადებდნენ და სწყინდათ ის, რომ მათ წინააღმდეგ ებრძანა მოქმედება რუსულ ჯარებს. შეიტყვეს რა გულიაკოვის მოძრაობის შესახებ, ისინი წერდნენ კნორინგს, რომ ეს მოძრაობა იყო მათი ადგილიდან ადგილზე ხშირი გადასვლის მიზეზი, და სულაც არა მათი ხრიკები. ბატონიშვილები ამბობდნენ, რომ მათ რამდენჯერმე იჩივლეს ლაზარევთან, მაგრამ იგი არ კითხულობს მათ წერილებს.

“...ჩვენ არ ვიცით ეს რა არის, წერდნენ ბატონიშვილები (Письмо царевичей Вахтанга и Iулона Кнорингу отъ 26-го января 1801 г. Тифл. арх. канц. нам.). თუკი ჩვენს თავზე რაიმე უბედურებაა, მაშინ უნდა გამოგვიცხადოთ, ხოლო თუ არა, მაშინ რატომ უნდა გვიკეთებდეთ ასეთ მოვარდნას. ჯერ აქამომდე როგორც ჩვენ, ისე ჩვენს ძმას გიორგის არანაირი სამსახური არ გაგვიწევია დიდი ხელმწიფისთვის. როგორც ჩანს, მას არ გაუწევია იმდენი სამსახური, რომ მიეღო ამდენად უძვირფასესი წყალობა და მიღებული ყოფილიყო ასეთი მადლიერებითა და მოწყალებით... რატომ უნდა იყოს ჩვენი ძმის მხარე ასე განდიდებული, ხოლო ჩვენ კი განწირულები ასეთი სამაგალითო უბედურებისთვის? თუკი ისინი ქრისტიანები არიან, ჩვენც ასევე; თუკი ისინი ერეკლე მეფის შთამომავლები არიან, ჩვენც მისი შვილები ვართ, ესენი კი შვილიშვილები”.

არ დალოდებიან რა გენერალ-მაიორ გულიაკოვის მოსვლას, ბატონიშვილები გაემგზავრნენ: იულონი და ვახტანგი ქიზიყში, სადაც მოახერხეს ორი სოფლის ერთგულებაზე დაფიცება, ფარნაოზი გაემგზავრა ქართლში, ხოლო მირიან ბატონიშვილი კი ფიქრობდა, გაათენებდა რა ღამეს, გამგზავრებულიყო დუშეთში. გულიაკოვი დიდხანს არწმუნებდა მირიანს, მიეტოვებინა თავისი ხრიკები, და როდესაც იგი არ თანხმდებოდა, მაშინ ჩამოართვა მასთან მყოფი აზნაურები და ხალხი.

აქედან გენერალ-მაიორი გულიაკოვი ვარაუდობდა დაძრულიყო სიღნაღისკენ, სადაც გაემგზავრენ იულონი და ვახტანგი, გაუგზავნეს რა ბრძანება თავიანთი ძალაუფლების ქვეშ მყოფთ, რომ შეეგროვებინათ ჯარი და მოსულიყვნენ მათთან.

შემდეგ ბატონიშვილები გაეგზავრენ სოფელ მაჩხაანში, და მერე კი, გადმოლახეს რა მდ. იორი, დაბრუნდნენ მუხრანში.

მათ კვალდაკვალ მაჩხაანში მოვიდა ალექსანდრე 500 ყაზახელით; მაგრამ მათ როგორც კი შეიტყვეს, რომ იულონი და ვახტანგი გაქცევით შველიან თავს, ხოლო რუსები მათ მისდევენ, მაშინვე მიატოვეს ალექსანდრე და დაბრუნდნენ თავიანთ დისტანციაში. ბატონიშვილი, ბადრაგის 20 კაცით, დაიმალა დავით-გარეჯის მონასტერში და, გაიქცა რა იქიდან ძმების კვალდაკვალ, დაეწია მათ მუხრანის შესასვლელთან (Рапортъ г.-м. Гулякова Лазареву 25-го января 1801 г.).

თათბირის შემდეგ ვახტანგმა გეზი აიღო დუშეთისკენ; იულონმა და ალექსანდრემ – სოფელ კოშკისკენ, საიდანაც გაემართნენ თავად ერისთავების სამფლობელოზე მამულიდან მათი განდევნის განზრახვით. საფრთხის შესახებ გაფრთხილებული ერისთავები ბატონიშვილებს დახვდნენ იარაღით, და ისინი, არცთუ ხანგრძლივი სროლის შემდეგ, უფრო შორს გაიქცნენ და შეეფარენ თავიდან ცხინვალის ციხესიმაგრეს (Показанiе кн. Отара Амилахварова), შემდგომში კი წავიდნენ იმერეთში.

ბატონიშვილები თანადგომას თხოვდნენ იმერეთის მეფესა და ომარ-ხან ავარელს. თავის მხრივ ალექსანდრე ბატონიშვილი დახმარებას ეძიებდა განჯისა და შემახიის ხანებისგან (Показанiе дворянина Мамацева отъ 28-го января 1801 г.). ბოლოს მათ ყველამ ერთად გაუგზავნეს წერილი ბაბა-ხანს (Рапортъ Лазарева Кнорингу 2-го февраля 1801 г. Акты кавк. археогр. ком. Т. I, стр. 240), სთხოვდნენ რა მას დახმარებასა და თანადგომას, და იმავე დროს ფიქრობდნენ ლიახვის ხეობის გამაგრებას სპარსული ჯარების მხარდაჭერისთვის (Изъ письма Эриставых Михаила и Шанше. Тамъ же, стр. 242). გაზაფხულის დადგომასთან ერთად ბატონიშვილები იმედოვნებდნენ მთელი მათი გარეშემო მყოფი ხანებისა და ლეკების ჯარების შეკრებას და მათი თანადგომით საქართველოდან რუსების განდევნას. თუმცა კი მოკავშირეებს, რომელთა იმედიც ჰქონდათ ბატონიშვილებს, არ შეეძლოთ დახმარების აღმოჩენა ძალებისა და საშუალებების უკმარისობის გამო, მიუხედავად ამისა ლაზარევი, საქართველოს ტახტის მემკვიდრესთან თანხმობით, ღებულობდა ზომებს ყოველგვარი თავდასხმის მოსასპობად. თათბირების შემდეგ, გადაწყვეტილ იქნა დაევალებინათ გენერალ გულიაკოვისთვის, რათა მას ეცადა დაეყოლიებინა ნამდვილ ჭეშმარიტ ხელისუფლებასთან დაბრუნებაზე ისინი, რომელთაც დაიჭირეს იულონისა და მისი ძმების მხარე, ხოლო ყველა ისინი, ვინც დარჩებოდა უდრეკი, დაეპატიმრებინა, თავად ბატონიშვილთა გამოკლების გარეშე. ყაზახის თათრებს ლაზარევმა გაუგზავნა წერილი, ატყობინებდა რა მათ, რომ არ დაეჯერებინათ ალექსანდრეს შეგონებებისთვის და არ დაერღვიათ საერთო სიმშვიდე. წერილმა მოახდინა თავისი ზემოქმედება და ალექსანდრეს არ ჰქონია არანაირი წარმატება თათრებთან.

“ჩემთვის უკიდურესად სასინანულოდ შევიტყვე მე – წერდა ლაზარევი ქართლის ხალხისთვის შეტყობინებაში (Отъ 26-го января, № 58. Тифл. арх. канц. нам.) – რომ ქართლის ზოგიერთი თავადთაგანი ამას არ ასრულებს (ე. ი. არ ასრულებს იმპერატორ პავლეს სურვილს), სასულიერო წოდება მორჩილებას უცხადებს მეფეს, რომელიც არ არის, ვინაიდან ჯერ არავინ არ არის დანიშნული ხელმწიფე იმპერატორის მიერ. ამიტომ გთავაზობთ თქვენ, რომ ყველა ასეთი თავხედობა, საწინააღმდეგო კეთილმოწყობილი წესრიგისადმი, მიატოვოთ და დაბრუნდეთ სრულ მორჩილებაში; წინააღმდეგ შემთხვევაში კი იძულებული ვიქნები ვაიძულო დამორჩილებისთვის ყველა ურჩი. სხვა მხრივ კი არც ერთ გამოცემულ ქაღალდს, მათი გამოკლებით, რომლებიც გამოიცემა მისი უგანათლებულესობის მემკვიდრის დავით გიორგის ძისა და ჩემს მიერ, ჩემი უფროსობის ბრძანებათა მიხედვით გამოცხადებულებს, არ დაუჯეროთ” («… по повеленiямъ моего начальства объявленным, не верить»).

ასეთმა სრულიად სახლხო გამოცხადებამ დავით ბატონიშვილისა პირველ ადგილზე საქართველოს სამეფო სახლში კიდევ უფრო მეტად განაცალკევა ორივე მტრად გადაკიდებული პარტია. გარდაცვლილი მეფის ძმები, თავიანთ დედასთან დარეჯანთან ერთად, ზრუნავდნენ იულონის ტახტზე აყვანისთვის, ხოლო გიორგი XII-ის ვაჟები და მისი მეუღლე, მარიამ დედოფალი კი, ზრუნავდნენ დავითის დამტკიცებისთვის. ორივე პარტია მოქმედებდა ერთსულოვნად თავ-თავიანთ სასარგებლოდ, არ თაკილობდა რა არანაირ საშუალებებს.

იანვარში დარეჯან დედოფალი ატყობინებდა ლაზარევს, რომ მთელმა ქართლმა, კახეთმა, თუშებმა, ფშავლებმა, ხევსურებმა და თათრებმა უკვე შეჰფიცეს იულონს. იგი სთხოვდა ლაზარევს არ ედევნა მისი შვილები ლეკების მსგავსად. განა გასაკვირია – კითხულობდა დედოფალი – თუკი ერეკლე მეფის შვილები ჩავლენ კახეთში? “არავინ არ არის ისეთი კახეთში, უმეტესად კი ქიზიყში, რომელიც ორჯერ ან სამჯერ არ იყოს გამოსყიდული ტყვეობიდან ერეკლე მეფის საკუთარი ფულით. მათი პური მის შვილებს უფრო მეტად ეკუთვნის”. ჭკვიანი ქალი ამასთან გამოთქვამდა დარწმუნებას, რომ იმპერატორი არ მოისურვებს აიძულოს ამდენი ქრისტიანი სული, რომ მათ ფიცს უღალატონ და პირობა დაარღვიონ. დედოფალი იმავე დროს მოხერხებულად სვამდა საკითხს იმის შესახებ: შეუძლიათ თუ არა გარდაცვლილი გიორგის შვილებს მიიღონ უფრო მეტი პატივი, ვიდრე ერეკლეს შვილებმა” (Письмо царицы Дарьи Лазареву 21-го января 1801 г. Тифл. арх. канц. наместника).

ასეთ კითხვაზე მას გაეცა პასუხი, რომ საქართველოს კეთილდღეობისთვის მიღებული ზომები სახალხოდ გამოცხადებულია, და ამიტომ უცნაურია, რომ იგი ღებულობს ისეთ შესახედაობას, თითქოს არაფერი იცოდეს ამის შესახებ. კნორინგმა სთხოვა ლაზარევს შეეტყობინებინა დედოფლისთვის, რომ თავისი საქციელითა და ქცევებით იგი იწვევს მის მიმართ ეჭვს, “თითქოს იგი უარყოფდეს ზომებს, რომლებიც მიიღება საერთო სიკეთისთვის” (Изъ отношенiя Кноринга Лазареву 29-го января 1801 г. Тифл. арх. канц. наместника).

დარეჯან დედოფალი მოითხოვდა დავითისგან დაენიშნა მისთვის სათანადოდ ცხოვრებისთვის ოცდაათ მანეთამდე დღეში. ბატონიშვილი პსუხობდა, რომ მას აქვს სოფლები, რომლებიდანაც ღებულობს პურს, ბრინჯს, კარაქს, ხორცს, ღვინოს, შეშას, ქათმებს, კვერცხს, რძეს, და, ამაზე ზევით აქვს სუფთა შემოსავალი 4000 მანეთი წელიწადში (Письма царевича Лазареву отъ 20-го января и Дарье 21-го января 1801 г.). დარეჯანი საყვედურობდა გერის შვილს უსამართლობას და ამბობდა, რომ მთელი ეს შემოსავლები არ აღემატება 170 მანეთს წელიწადში, რომ მან განგებ გაზარდა ისინი იმისთვის, რათა მოატყუოს არმცოდნენი.

“თუკი თუნდაც ყველანი მოტყუებულნი ყოფილიყვნენ, ღმერთი არ მოტყუვდება, დამიჯერე – წერდა დედოფალი (Царевичу Давиду 24-го января 1801 г.) – ყველაზე უფრო მეტად მაოცებს ის, რატომ შენ თავად არ უფრთხილდები საკუთარ თავს ასეთი სიცრუისგან. კიდევ მწერდი, რომ თუკი ფარნაოზი გამოცხადდება და დადებს ფიცს ხელმწიფის ერთგულებაზე, მაშინ უკანვე მიიღებს მთელ იმ მამულებს, რომლებიც მამაშენმა ჩამოართვა მას კანონიერ საფუძველზე. მამაშენი არაფერს კანონიერს არ აკეთებდა. რომელი კანონი ავალებს ფიცის გატეხვასა და ძმისთვის პურის ჩამორთმევას? თქვენ ისიც უნდა გამოუცხადოთ ფარნაოზს: როგორც თქვენ გწამთ ფიცის და როგორც თქვენ შეჰფიცეთ მას, მანაც ისე უნდა შეჰფიცოს, თუ სხვანაირად?”

ძარცვა და ძალადობა იულონ ბატონიშვილისა და მისი ძმების, რომლებიც ყველგან გაჩანაგებას ახდენდნენ (производившихъ повсюду опустошенiе), იყო მიზეზი იმისა, რომ ქართველთაგან ბევრს ეშინოდა ტფილისში გამომგზავრებისა, და სთხოვდნენ ლაზარევსა და დავით ბატონიშვილს, როგორც სამეფოს დროებით მმართველს, ჩასულიყვნენ მათთან გორში ფიცის მისაღებად. ჰქონდა რა ფიქრად დაეწყნარებინა ქვეყანა, და, რაც მთავარია, მორჩილებაში მოეყვანა ბატონიშვილები, ლაზარევმა გადაწყვიტა დაძრულიყო ჯარებით გორისკენ (Рапортъ Лазарева Кнорингу 2-го января 1801 г., № 81). დარეჯან დედოფალმა, შეიტყო რა ლაზარევის განზრახვის შესახებ წასულიყო ქართლში, მიმართა მას თხოვნით მოეცადა და არ წასულიყო. იგი დაპირდა გაეგზავნა შვილებთან კაცი და ეთხოვა მათთვის დაშლილიყვნენ. ლაზარევი დაპირდა თხოვნის შესრულებას იმ პირობით: 1) რომ მისი ძენი არ არბევდნენ ხალხს, არ აფიცებდნენ მას არ აწყობდნენ არეულობებს ქვეყანაში; 2) რომ ტახტის მემკვიდრის ნებართვის გარეშე ისინი არ კრებდნენ ჯარებს; 3) რომ იულონი არ აწერდეს ხელს ბარათებზე (ბრძანებებზე) როგორც მემკვიდრე და 4) რომ ყველა ბატონიშვილი, მისი შვილები, ცხოვრობდეს ტფილისში.

პირველ პუნქტს დარეჯან დედოფალმა უწოდა სიცრუე, მეორესა და მესამეს არ დაეთანხმა, ხოლო მეოთხეზე კი პასუხობდა, რომ ამაზე მათი იძულება არავის არ შეუძლია. დავითმა შესთავაზა დედოფალს კარგად ეფიქრა წინადადებებზე და მისცა მას საამისოდ სამი დღის ვადა. დარეჯანი პასუხობდა, რომ ყველა სიგელი, გამოცხადებული რუსეთის იმპერატორისგან, ყალბი და გამოგონილია, და უარი თქვა შუამავლობის მიღებაზე მისი ვაჟიშვილების დაწყნარების საქმეში. ამის საპასუხოდ მას გამოუცხადეს ჯარების დაძვრა ქართლისკენ. ეს დაძვრა აღმოჩნდა მით უმეტეს აუცილებელი, რომ ტფილისში მიღებულ იქნა ახალი ცნობები იულონის საქციელის შესახებ. მიიტაცა რა საკუთარ ხელში ლიახვის მამული, რომელიც შეადგენდა მთელ პროვინციას ქართლში, იულონმა იგი მისცა თავის სიძეს რევაზ ერისთავს, რომელიც ამის სანაცვლოდ დაპირდა მას თავისი ძალების შეერთებას იმერეთის ჯარებთან, რომლებიც იკრიბებოდნენ ზემო იმერეთში ელიზბარ ერისთავის წინამძღოლობით. ამ შეერთებას შეეძლო აეძულებინა მთის ყველა მაცხოვრებელი რომ შეერთებულიყვნენ ამბოხებულებს და საქმე წაეყვანა შემდგომი არეულობებისკენ საქართველოში, მით უმეტეს, რომ თავად ბატონიშვილებიც ფიქრობდნენ იმერეთში გამგზავრებას, სადაც უკვე გააგზავნეს თავიანთი აღალი (ბარგები).

“მე მესმის ახლა – წერდა დავით ბატონიშვილი – რომ თქვენ ლიახვი მფლობელობაში მიეცით თქვენს სიძეს რევაზ ერისთავს, ხოლო თავად კი მთელი ოჯახითა და ძმებით ფარნაოზით, ასევე ოჯახთან ერთად და ალექსანდრეთი, მიემგზავრებით იმერეთში, ამიტომ გიცხადებთ, როგორც უმაღლესი ბრძანებით საქართველოს მმართველად დაყენებული, რომ თქვენ არა გაქვთ არანაირი უფლება უწყალობებდეთ ვინმეს უძრავ მამულს, და გარდა ამისა თქვენი წასვლა იმერეთში თქვენს ძმებთან ერთად არის აშკარა წინააღმდეგობა ხელმწიფის ნებისადმი” (Письмо Давида царевичу Iулону 9-го февраля 1801 г. Тифл. арх. канц. наместника).

“ვინ შეგაწუხათ თქვენ – კითხულობდა დავითი – რომ მიდიხართ უცხო მიწაზე და თქვენი ძმებიც იქ მიგყავთ, ხოლო თქვენს საკუთარ მამულს (отечество) კი ტოვებთ?... ხელი აიღეთ ახლა თქვენს ღონისძიებაზე – არ წახვიდეთ იმერეთში, არ დაადასტუროთ ამით კიდევ თქვენი წინააღმდეგობა და არ აღმოჩნდეთ თქვენი სამშობლოს მოღალატენი” («… и не окажитесь изменниками своему отечеству»).

მაგრამ ბატონიშვილები წავიდნენ საქართველოდან, რომელშიც ცოტ-ცოტად დამყარდა სიმშვიდე, ასე რომ ბევრ ქართველს შეეძლო მშვიდად და უსაფრთხოდ გამომგზავრებულიყო ტფილისში, და არ შეშინებოდა ბატონიშვილთა ხელში ჩავარდნისა.

თუმცა კი სიმშვიდე ქვეყანაში გრძელდებოდა არცთუ ძალიან დიდხანს.

თავი X

ზეიმი მანიფესტის გამოცხადებისა საქართველოს რუსეთთან შემოერთების შესახებ. – შემთხვევები საქართველოში მანიფესტის გამოცხადების შემდეგ. – საქართველოს ახალი ადმინისტრაციული დაყოფა. – იმპერატორ პავლეს გარდაცვალება. – გრენადერთა ტუჩკოვ მე-2-ის, მუშკეტერთა ლეონტიევისა და კაზაკთა პოლკების საქართველოში გაგზავნა. – ჯარების განლაგება, მოხდენილი ლაზარევის მიერ.

16 თებერვალს, ლაზარევის მოწოდების მიხედვით, სიონის ტაძარში შეიკრიბნენ ტფილისის მცხოვრებნი საღვთო ლიტურგიის მოსასმენად. მისი დასრულების შემდეგ, ლაზარევმა გამოუცხადა იქ მყოფთ მათი მოპატიჟების მიზეზის შესახებ. ორ ენაზე – რუსულსა და ქართულზე – ხალხისთვის წაკითხულ იქნა 1800 წლის 18 დეკემბრის მანიფესტი, რომლის მიხედვითაც საქართველო სამარადისოდ (на вечныя времена) უერთდებოდა რუსეთს.

საქართველოს კათოლიკოსმა, ანტონ ბატონიშვილმა, გადაიხადა სამადლობელი ლოცვა მუხლმოდრეკით. მთელი დღის განმავლობაში ეკლესიათა ზარების რეკვა გაისმოდა ტფილისის ქუჩებში, რომლებიც ამჯერად გამოცოცხლებული იყო ხალხის მნიშვნელოვანი შეკრებით, რომელთაც უხაროდათ, “რომ მათმა სურვილებმა მიაღწია სანუკვარ დასასრულს” (Кнорингъ гр. Ростопчину 3-го марта 1801 г.).

მეორე დღეს, 17 რიცხვში, კვირას, ხდებოდა ამავე მანიფესტის გამოცხადება ყველა სომხისთვის, რომლებიც ცხოვრობდნენ საქართველოს დედაქალაქში. სრულიად სომხეთის პატრიარქმა, თავადმა იოსებ არღუთინსკი-დოლგორუკოვმა, რომელიც შემთხვევით იმყოფებოდა ტფილისში, პირველსატახტო ეჩმიაძინის მონასტერში მგზავრობისას, თავისი მონაწილეობით ცერემონიაში მნიშვნელოვნად გაზარდა საზეიმობა მანიფესტის გამოცხადებისა.

ციხესიმაგრის სომხურ ეკლესიაში შეიკრიბა ხალხი და, მასში დილის ლიტურგიის მოსმენის შემდეგ, ჯვრიანი სვლით გაემართა მთელი ქალაქის გავლით ქალაქგარეთ აგებულ ვანქის სომხურ ეკლესიაში.

მღვდელმსხურები, დიაკვნები და მედავითნეები ჯვრებით, დროშებითა და ანთებული სანთლებით წინ უძღოდნენ 74 მღვდელმსახურს, რომლებიც მიემართებოდნენ ორ რიგად. მღვდელმსახურთა უკან მიდიოდა 8 არქიმანდრიტი, მათ უკან კი სამი დიაკვანი, რომელთაგან ერთს მიჰქონდა დიდი ვერცხლის ჯვარი, ხოლო ორს კი ანთებული სანთლები. დიაკვნების უკან მიდიოდა ორი ყველაზე უფრო დიდგვაროვანი სომხებიდან, პავლე იმპერატორის პორტრეტით, რომელსაც მიჰყვებოდა მიტროპოლიტი შესამოსელში, მაგრამ მიტრის გარეშე, რომელსაც თავზე დაედო ვერცხლის სინი უმაღლესი მანიფესტით, და მას კი ზემოდან ეფარა წითელი ფლერი. ორ დიაკვანს მიჰქონდა: ერთს მიტროპოლიტის მიტრა, მეორეს მისი კვერთხი. მანიფესტის უკან ორ არქიმანდრიტს მიჰქონდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც კვალდაკვალ მიჰყვებოდა მთელ ტფილისელ სომეხთა მთავარეპისკოპოსი სერგი, ჯვრით ხელში.

ხალხი უზარმაზარი ბრბოს სახით მიჰყვებოდა ჯვრით მსვლელობას.

ციხესიმაგრის კარებიდან პროცესიის გამოსვლისას მას შეუერთდა დავით ბატონიშვილი თავისი ძმებითა და ბევრი თავადით, გენერალ-მაიორები ლაზარევი და გულიაკოვი და ჩვენი ჯარების ყველა ოფიცერი, რომლებიც იმ დროს ტფილისში იმყოფებოდნენ.

პატრიარქი იოსები, სრულ შესამოსელში, ოთხი მთავარეპისკოპოსითა და ოთხი ეპისკოპოსით (архiереями) შეხვდა საზეიმო პროცესიას ვანქის სომხური ეკლესიის გალავანში.

პატრიარქმა თავისი ჯვარი და კვერთხი მისცა მის მიმყოლ ეპისკოპოსებს, მიუახლოვდა იმპერატორ პავლეს პორტრეტს, უკმია მას (окадилъ его), შემდეგ მცირე მეტანიით თაყვანი სცა მის პორტრეტს, ემთხია მას და, ასწია რა იქ მყოფთა თავებზე მაღლა, მქუხარე ხმით წარმოსთქვა:

– იდღეგრძელოს დიდმა უავგუსტესმა მონარქმა მთელი თავისი საგვარეულოთი!

– იდღეგრძელოს, იდღეგრძელოს! ამინ! პასუხობდა მას ხალხი.

პროცესია შევიდა ეკლესიაში. იქ, საკურთხევლის წინ, მდიდრული ფარჩით გადაფარებულ მაგიდაზე დადებულ იქნა მანიფესტი და დაყენებულ – იმპერატორ პავლეს პორტრეტი.

პატრიარქმა აღასრულა ლიტურგია. ეკლესიაში შეკრებილი ხალხის სიმრავლის გარდა, აქ ესწრებოდა ტფილისის მოსახლეობის მთელი ნაღები: მეფის ძენი, მეფის ასულები, დარეჯან დედოფალი, საქართველოს კათოლიკოსი მეფის ძე ანტონი, თავადები და მთელი უმაღლესი სასულიერო წოდება. ეკლესია ვერ იტევდა მთელ ხალხს, რომელსაც სურდა დასწრებოდა ამ ცერემონიას.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ, პარიარქი გამოვიდა ხალხთან, სთხოვა მას შეენახა რუსეთის ტახტისადმი ერთგულება და იმპერატორისადმი თავდადება.

– როგორი სიხარულია დაწერილი თქვენს სახეებზე, ღვთისმოსავო ქრისტიანო ხალხო! ამბობდა იოსები. – მე, ვიხილე რა იგი, ვხალისდები იმისთვის, რათა მოწიწებით, რომლითაც ახლა აღვსებულია ჩემი გული, აღვიარო: ო ჩვენი გადარჩენის დღეო, დღეო, რომელსაც მივყავართ ჩვენ ნამდვილ ნეტარებასა და სიმშვიდეში! ო ჩვენი კეთილდღეობითი ხვედრის განმტკიცების დღეო! დღეო, რომელსაც ვერ ეღირსნენ ჩვენი წინაპრები. რას მივიტანთ ჩვენ ყოვლადმაღალ შემოქმედთან? მადლობას, ლოცვას, ჩვენთა სულთა მდაბალ მოკრძალებას ყველაფრისთვის რაც მის მიერ ხდება?... არ შევწყვეტთ ცრემლის ღვრას, არ შევწყვეტთ მისი ყოვლადპატიოსანი სახელის განდიდებას, მივემსგავსებით რა კაცთმოყვარე იმპერატორის პავლეს გულუხვობას, რომელიც, ჩამოვიდა რა ჩვენს უმდაბლეს თხოვნამდე ქვეშევრდომობაში ჩვენი მიღების შესახებ, არა თუ არ უარგვყოფს, არამედ გვპირდება ჩვენ კეთილდღეობასა და სიმშვიდეს, არ მოელის რა ჩვენგან სხვას არაფერს, თუ არა მხოლოდ ერთგულებას ღვთივდაცული მისი ტახტისადმი.

– მე, უმდაბლესი მწყემსი თქვენი – აგრძელებდა პატრიარქი – გაუთავებლად ვთხოვ ყოვლადკეთილ ღმერთს, დაე გაახანგრძლივოს ჩვენი მონარქის დღენი მის მთელ ძოწეულშემოსილ საგვარეულოსთან ერთად.

– დაე გააძლიეროს ღმერთმა ჩვენი ხელმწიფის დიდი პავლეს დღენი, სრულიად რუსეთის იმპერატორისა! პასუხობდა ხალხი.

პატრიარქის სიტყვის დასრულების შემდეგ წაკითხულ იქნა მანიფესტი რუსულ, სომხურ და ქართულ ენებზე, და აღსრულებულ სამადლობელი ღვთისმსახურება.

სწორედ იმავე დროს ეგერთა პოლკის კაპიტანი ტაგანოვი 24 კაზაკით ცხენზე ამხედრებული დადიოდა ტფილისის ქუჩებში და კითხულობდა მანიფესტს რუსულ, ქართულ, სომხურ და თათრულ ენებზე.

საეკლესიო მსახურების შემდეგ, პატრიარქი იოსები უმასპინძლდებოდა უგამორჩეულეს პირებს სადილის სუფრით, რომელიც გაშლილი იყო ეკლესიის გალავნის შიგნით დადგმულ კარვებში. ზარების რეკვამ მთელი დღის განმავლობაში, საღამოს კი ქალაქის ილუმინაციამ დაასრულეს მანიფესტის გამოცხადების ზეიმი.

მანიფესტის გამოცხადებამ ხალხზე მოახდინა ყველაზე უფრო სასიხარულო შთაბეჭდილება.

“ვცხოვრობ რა აქ წელიწადნახევარს – წერდა ლაზარევი (Письмо Лазарева Кнорингу 21-го февраля 1801 г. Тифл. арх. канц. нам.) – ჯერ არ მინახავს ისეთი სრულყოფილი კმაყოფილება, როგორიც ახლა არსებობს. მანიფესტის მიღების დღიდან თითქოს ყველაფერი ხელახლა დაიბადა და გაცოცხლდა: შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ ბრაზობენ, თუკი მათ დაუძახებენ ქართველებს, და არ ამბობენ, რომ ისინი რუსები არიან” («… даже можно сказать, что сердятся, если ихъ назовутъ грузинами, а не говорятъ, что они русскiе»).

გ. ზოლოტარიოვს, კნორინგის მიერ გამოგზავნილს მანიფესტით საქართველოში, თან მოჰქონდა წერილებიც ბატონიშვილებისადმი, რომელთა მიხედვითაც ისინი მოპატიჟებულნი იყვნენ ს.-პეტერბურგში. მოუწოდებდა რა სამეფო სახლის პირებს რუსეთში გამომგზავრებისკენ, იმპერატორი ჰპირდებოდა ქალებს სრულ მატერიალურ უზრუნველყოფას, მეფის ძეებს კი ჯილდოებსა და სოფლებს. სამსახურში შესვლის მსურველებს მიეცათ პირობა, რომ მიღებული იქნებოდნენ მათი წოდებისადმი შესაფერისი ჩინებით (Изъ записки Лашкарёва министерству 5-го марта 1801 г. Арх. мин. внутр. делъ).

ბატონიშვილებმა იოანემ, ბაგრატმა და მიხეილმა, გარდაცვლილი გიორგის შვილებმა, მაშინვე გამოთქვეს ჩვენს დედაქალაქში გამომგზავრების სურვილი.

ისინი გამოემგზავრნენ ტფილისიდან 9 მარტს. 15 მარტს გამოემგზავრა მირიან ბატონიშვილიც. მოვიდნენ რა კავკასიის ხაზზე, ბატონიშვილები სთხოვდნენ კნორინგს, რათა მათი კუთვნილი მთელი მამულები დარჩენილიყო აუცილებლად იმავე მდგომარეობაში, რათა გლეხები ყოფილიყვნენ დამჯერნი მათი ოჯახებისადმი და შეესრულებინათ ყველა ბრძანება. კნორინგმა დაავალა ლაზარევს, რომ თვალი ედევნებინა ბატონიშვილთა თხოვნის აღსრულებისთვის (Предписанiе Кноринга Лазареву 12-го марта 1801 г. Тифл. арх. канц. нам.).

23 მარტს ბატონიშვილები გამოემგზავნენ გეორგიევსკიდან, ხოლო 12 მაისს კი ჩამოვიდნენ პეტერბურგში.

გარდაცვლილი მეფის ძმები კი ტფილისში არ ყოფილან. თეიმურაზი ცხოვრობდა გორში* (თეიმურაზ ბატონიშვილი იყო არა გიორგი XII-ის ძმა, არამედ მისი ძე. იგი ამასთანავე გახლდათ ოთარ ამილახვრის სიძე. ერთ პერიოდში იგი გაემგზავრა ალექსანდრე ბატონიშვილთან ირანში და იქ შაჰის არტილერიის უფროსადაც კი იყო დანიშნული. მაგრამ შემდეგ ისევ დაბრუნდა საქართველოში და გაემგზავრა ს.-პეტერბურგში. მის შესახებ ცნობებს გვაწვდის პლატონ იოსელიანი თავის წგნში “ცხოვრება გიორგი მეცამეტისა” /ი. ხ./), ვახტანგი დუშეთში, დანარჩენები კი იმერეთში, სადაც წავიდნენ ისინი 296-კაციანი ამალით.

მხოლოდ ვახტანგმა მიიღო სიხარულით – თუმცა კი, რა თქმა უნდა, მხოლოდ გარეგნულად – ცნობა საქართველოს რუსეთთან შემოერთების შესახებ და დარეჯან დედოფალთან ერთად წერილები გაუგზავნა იმერეთში წასულ ბატონიშვილებს, თხოვნით, რომ თავიანთ მამულში დაბრუნებულიყვნენ (съ просьбою возвратиться въ своё отечество). რუსეთში გამომგზავრების წინადადებისგან კი იგი თავს არიდებდა იმით, ვითომ კნორინგმა მას დაავალა ეზრუნა საქართველოში გამავალი რუსული ჯარების სურსათით მომარაგებაზე (Изъ донесенiя Лазарева Кнорингу отъ 2-го марта 1802 г. Тифл. арх. канц. наместника). არსებითად იგი ფიქრობდა მიეღწია გაზაფხულამდე და მოეხდინა საქართველოში ახალი არეულობა, მეზობელი მფლობელების დახმარებით (Изъ рапорта Лазарева Кнорингу отъ 8-го марта 1801 г. Тамъ же). ბატონიშვილებთან იულონთან, ფარნაოზთან და ალექსანდრესთან გაგზავნილ იქნა ასევე მოპატიჟება, რომ გამომგზავრებულიყვნენ ჩვენს დედაქალაქში. თავადმა მაჩაბელმა, ვისი ხელითაც გაგზავნილ იქნა მოპატიჟება, ბატონიშვილები იპოვნა სოფელ ჭალაში, ქუთაისამდე ერთი დღის სავალზე. ისინი განლაგდნენ ბანაკად, რომელსაც შემორტყმული ჰქონდა წნელის ღობე. მათი ამალა ადიოდა 300 ადამიანამდე ორივე სქესისა. არ ჰქონდათ რა საარსებო საშუალებები, ბაქტონიშვილებმა ამის შესახებ თხოვნით მიმართეს იმერეთის მეფეს სოლომონს, თავიანთ ნათესავს. მეფემ მთელ იმერეთს დააკისრა ხარკი, რომელიც ცნობილია სახელით “ხარკი ქართველებისთვის” («подать для грузинъ»). თითოეულ კომლს უნდა მიეცა ორი ფუთი პური და რვა თუნგი ღვინო.

მიიღეს რა თავად მაჩაბლისგან წერილები, ბატონიშვილები გულდასმით მალავდნენ მათ თავიანთი ახლობლებისგან, რომელთა შეკითხვებზეც პასუხობდნენ, რომ ეს ყველაფერი ძველია, რომ ყველაფერი შეთხზულია ლაზარევის მიერ, და რომ ხელმწიფემ არაფერი არ იცის იმის შესახებ, რაც კეთდება საქართველოში.

იმერეთის მეფემ სოლომონმა, რომელიც იმ დროს ბატონიშვილებთან იყო, წერილების წაკითხვის შემდეგ, მეორე დღესვე დატოვა ბანაკი და გაემგზავრა ქუთაისში. მოუწოდა რა თავისთან გამგზავრების წინ მაჩაბელს, სოლომონ II-მ გამოუცხადა მას, რომ არასოდეს არ მოუპატიჟებია თავისთან ბატონიშვილები, მაგრამ როდესაც ისინი თავად ჩამოვიდნენ მასთან, მაშინ, როგორც ახლო ნათესავი, თავს მოვალედ თვლის რომ მისცეს საშუალებები მათი არსებობისთვის.

მაჩაბლის მოლაპარაკებები ბატონიშვილებთან დიდხანს არ გაგრძელებულა. მათ გამოუცხადეს, რომ მათთვის უკეთესია დაიხოცონ იმერეთში, “ვიდრე გამოემგზავრონ საქართველოში ან გაემართნენ რუსეთისკენ” (Изъ письма Лазарева Кнорингу 16-го марта 1801 г.).

იულონ ბატონიშვლმა უბრძანა ეთქვათ დავითისთვის, რომ ამაოდ ისულელებს თავს – “მხიარულობს მემკვიდრის ტიტულით და კარგავს მეფობას”. მეფობა 1700 წელია იმყოფება მის საგვარეულოში, იგი კი მას კარგავს. იულონი ამბობდა, რომ ახლა მათ ეძახიან რუსეთში, და მალე კი დავითი თავადაც იქნება იქ მოწოდებული. სამეფო საგვარეულოს დანარჩენი პირებიც, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ, ასევე არაკეთილმოსურნეობით უყურებდნენ ამას. თვით საქართველოს კათოლიკოსსაც, ბატონიშვილ ანტონს, რომელმაც აღასრულა სადღესასწაულო მსახურება, მანიფესტის კითხვისას “არ შეეძლო დაემალა თავისი უკმაყოფილება, რომელიც სახეზე ჰქონდა გამოხატული” (Письмо Лазарева Кнорингу от 21-го февраля 1801 г. Тифл. арх. канц. наместника).

არ უხაროდა სამეფო სახლის ზოგიერთ წევრს, სამაგიეროდ უხაროდა ხალხს. მანიფესტით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაგზავნილებმა ყოველი მხრიდან მოიტანეს ცნობა, რომ ხალხმა იგი მიიღო სიხარულით; მხოლოდ ბამბაკში მაჰმადიანებს არ გამოუხატავთ განსაკუთრებული აღტაცება.

საქართველოში ყოველივე დამშვიდდა, “ისე, რომ უკეთესს ვერ ისურვებდი”. ბევრი თავადი, რომლებიც ბატონიშვილებთან ერთად იმერეთში გაიხიზნენ, შეიტყვეს რა მანიფესტის გამოქვეყნების შესახებ, ყოველდღიურად ბრუნდებოდნენ თავიანთ სახლებში და გზავნიდნენ წერილებს თხოვნით პატიების შესახებ. თავადებმა საქართველოში ყველაზე უფრო მეტი გავლენის მქონე საგვარეულოებიდან, როგორებიც იყვნენ სარდალი ორბელიანი, თუმანიშვილები, მელიქი ბებუთაშვილი, არღუთაშვილი-მხარგრძელი (Аргутинскiй-Долгоруковъ), გამოავლინეს გულწრფელი ერთგულება რუსეთისადმი. “თავადების ჭავჭავაძისა და ავალიშვილის სახლის შესახებ კი, რომელთა ოჯახიც მეტად დიდია და დიდი გავლენაც გააჩნია აქაურ ხალხზე, რუსეთის მიმართ მეტად ერთგული და მისი მომხრე რომ იქნებოდა, ამაზე სალაპარაკოც უკვე არაფერია”.

ასეთი ერთსულოვნების დროს, რა თქმა უნდა, არ შეიძლებოდა რომ გამონაკლისებიც არ ყოფილიყო. პირები, რომლებიც მანამდე სარგებლობდნენ გავლენით მმართველობაში, ეკავათ მნიშვნელოვანი ადგილები, რომლებიც ხშირად მემკვიდრეობითი იყო მათ საგვარეულოში, “და ჰქონდათ ხერხები ძარცვისა და გამდიდრებისთვის”, არ შეიძლებოდა რომ ყოფილიყვნენ კმაყოფილნი საქართველოს ახალი ბედით, რადგანაც იცოდნენ, რომ მათი საქციელი არ დარჩებოდა დაუსჯელი და მათი თვითნებობა შეიზღუდებოდა. ასეთი პირები აღმოჩნდნენ არც თუ ბევრნი და ისინი ყველანი ცნობილი იყვნენ...

ასეთ პირთა მეტად შეზღუდული რიცხვის მიუხედავად, მათ მაინც მოახერხეს ზემოქმედების მოხდენა დავით ბატონიშვილზე, რათა მას პირდაპირი გზიდან გადაეხვია. ლაზარევისგან საიდუმლოდ მან დაიწყო მამულების ჩამორთმევა ერთთაგან და მათი მიცემა სხვებისთვის, მათდამი თავისი კეთილგანწყობის და მიხედვით. მარიამ დედოფალი შესჩიოდა ლაზარევს თავის გერზე, რომ, მისი ბრძანებით, მოურავებმა სცემეს მის ადამიანს, რომელიც გაგზავნილი იყო დედოფლის მამულებში შემოსავლების შეგროვებისთვის, და გამოაგდეს იგი.

დავითმა ჩამოართვა მუხრანბატონის ქვრივს წილკნის საეპისკოპოსო (цилканское архiерейство). სომეხთა მღვდელმთავრის სიკვდილის შემდეგ, იმავე ბატონიშვილმა თვითნებურად გაჰყო მისი მამული სამ ნაწილად: ერთი აიღო თავისთვის, მეორე მისცა ერთერთ თავადს, მესამე კი დაუთმო მონასტერს* (“კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის აქტებში” დაბეჭდილია იმ პირთა გრძელი სია, რომელთაც ჩამოერთვათ მამულები და მიეცათ სხვებს. იხ. ტ. I, გვ. 301-304). ეს თვითნებობა იმდენად მძიმე იყო ხალხისთვის, რომ ქართველებს ყოველ ჯერზე უხაროდათ, როდესაც გებულობდნენ, რომ რომელიმემ ბატონიშვილთაგან დატოვა საქართველო და გაემგზავრა რუსეთში. “ხალხსა და ერთგულებს იმდენად უხარიათ ბატონიშვილების გამომგზავრება – მოახსენებდა ლაზარევი – რომ მე ამის აღწერა არ შემიძლია, და ზოგიერთი თითქმის ხმამაღლა ყვირის, რომ ხელმწიფის დიდი წყალობა იქნებოდა უკანასკნელი მათგანის აქედან წაყვანაც” («… что большая государева милость была бы последнихъ всехъ взять») (Изъ письма Лазарева Кнорингу 18-го марта 1801 г.).

ამასობაში, დავით ბატონიშვილი აგრძელებდა თავის ხრიკებს. დავითი ეუბნებოდა თავადებს, რომ ახალი მმართველობის შემოღებისას, მიეწერათ იმპერატორისთვის და გამოეცხადებინათ, რომ სურთ დავითი ჰყავდეთ მეფედ. იმისთვის, რათა ისინი თავის მხარეზე გადაეხარა, დავითმა, სარგებლობდა რა საქართველოს მმართველის დროებითი ძალაუფლებით, ბევრ მათგანს დაურიგა სოფლები, რომლებიც მანამდე ეკუთვნოდათ იმერეთში წასულ ბატონიშვილებს (Изъ предписанiя Кноринга Лазареву 2-го iюля 1801 г., № 1324). წარუმატებლობის შემთხვევაში იგი ფიქრობდა წასვლას მთებში და ამიტომ საჩუქრებით ეფერებოდა ლეკებს, ურიგებდა რა მათ თავის ნივთებს (Рапортъ Лазарева Кнорингу 24-го марта 1801 г.).

ხოლო როდესაც დავითის საქციელები ცნობილი გახდა, მაშინ დავითი მისთვის გაკეთებულ შენიშვნაზე უარობდა და არწმუნებდა, რომ არაფერი მსგავსი არ გაუკეთებია. მან გარს შემოიყარა ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც არ იმსახურებდნენ არანაირ ყურადღებას (Рапортъ Лазарева Кнорингу 2-го марта 1801 г.) და არ სარგებლობდნენ საზოგადოების საკმარისი პატივისცემით. რჩევებს ეკითხებოდა რა მუდმივად მათ, ბატონიშვილს ხშირად მოსდიოდა შეცდომები და თავის წინააღმდეგ არასასიკეთოდ განაწყობდა ქართველებს (возбуждалъ къ себе нерасположенiе грузинъ). ჯერ კიდევ ეძიებდა ტახტზე დამტკიცებას, მაგრამ ცოტაღა ჰქონდა რა ამაზე იმედი, დავითი შეიქნა მოღუშული, სხვათაგან გარიდებული და საკუთარ თავში ჩაკეტილი. იგი ნათლად ხედავდა, რომ მისი იმედები და ანგარეშები ვერ გამართლდა, რომ საქმეები მიდის სულაც არა ისე, როგორც იგი ვარაუდობდა...

დავითი არაერთხელ ეუბნებოდა ლაზარევს, რომ ხედავს ცვლილებას ჩვენი მთავრობის საქციელში გარდაცვლილი მეფის გიორგის თხოვნის საწინააღმდეგოდ; რომ თუკი იულონი იქნება დამტკიცებული საქართველოს მეფედ, მაშინ იგი თურქებთან წავა. ბატონიშვილის გარემოცვაში მყფნი, ხედავდნენ რა, რომ მათი მმართველობა და გავლენა გაგრძელდება არცთუ დიდხანს, სარგებლობდნენ მისი სისუსტით, ქეიფისა და გარყვნილებისადმი მიდრეკილებით და მეტად ხელსაყრელ შემთხვევას პოულობდნენ ძარცვისა და ჯიბეების გასქელებისთვის.

“წესიერი ადამიანები კი – წერდა ლაზარევი – ყველანი მოუთმენლად მოელიან, რათა აქ რაც შეიძლება მალე იქნას შემოღებული ჩვენი წესრიგი”.

ამაზე ზრუნავდა აგრეთვე პეტერბურგის კაბინეტიც.

შემოუერთა რა საქართველოს სამეფო სამარადისოდ თავის დერჟავას, იმპერატორი პავლე დაპირდა შეენარჩუნებინა მის მცხოვრებთათვის მთელი უფლებები, უპირატესობანი, თითოეულის საკუთრების სრული უზრუნველყოფა და მოეზღუდა (დაეცვა, огородить) ხალხი ყოველგვარი გარეშე თავდასხმებისა და შინაგანი მოუწყობლობისგან (Манифестъ о присоединенiи Грузiи).

უკანასკნელი დაპირების შესრულება მოითხოვდა საქართველოში ჯარების აუცილებლად შეყვანას. ქართველთა საკუთარ ძალებზე იმედის დამყარება არ შეიძლებოდა: თუმცა კი, იმ პირთა სიტყვების მიხედვით, რომლებიც იდგნენ სამეფოს მმართველობის სათავეში, ქართველებს კიდეც შეეძლოთ 50.000-მდე ჯარის გამოყვანა, მაგრამ ეს ციფრი უკიდურესად გადაჭარბებული გახლდათ. მაშინდელი შინააშლილობისა და ქვეყნის მოუწყობლობის დროს, მეფე ამ რიცხვის მესამედის მოგროვებასაც კი ვერ შეძლებდა. მართალია, თუმცა კი დავადთაგან ბევრი იყო კარგი და საკმარისად მამაცი მხედარი, მაგრამ საქართველოს ქვეითი ჯარი, რომელიც გლეხებისგან შედგებოდა, “არაფრად არ ვარგოდა, თუშების, ფშავლებისა და ხევსურების გამოკლებით, რომლებიც მთებში ცხოვრობდნენ”. გარდა ამისა, მთელი ეს ჯარები ისე იყვნენ “დაშინებულნი, რომ გაძლიერების გარეშე, თვით ყველაზე უფრო სუსტ მოწინააღმდეგესთანაც კი, საქმის დაჭერა არ შეეძლოთ” (Акты кавк. археогр. ком. Т. I, стр. 186).

მთელი ეს მიზეზები მოითხოვდა რუსული ჯარების ახალ შემოყვენას საქართველოში. ახალი პოლკების მოძრაობაზე განკარგულების გაცემამდე, წინასწარ, აუცილებელი იყო მათი უზრუნველყოფა სურსათით იმდენად, რომ მათ არ ჰქონოდათ ამ მხრივ უკმარისობა. ამ უკანასკნელი პირობის შესრულება, საქართველოს მაშინდელი მდგომარეობისა და მისი ადმინისტრაციული მმართველობის დროს, დადებითად შეუძლებელი იყო. ამიტომ უწინარეს ყოვლისა წარმოიქმნა ქვეყნის ადმინისტრაციული გარდაქმნების მოთხოვნილება, რომლებიც შეადგენდა ჩვენი მთავრობის მთავარ საზრუნავს. მმართველობის უსწრაფესად გახსნისთვის ახალისებდათ კიდევ ის გარემოებაც, ლაზარევის მოხსენების მიხედვით, “რომ ახლა ყველანი ერთი-მეორის მიყოლებით ძარცვავენ, და მათი შეკავება არაფრით შესაძლებელი არ არის”... “მეტად საჭიროა – წერდა ლაზარევი სხვა მოხსენებაში კნორინგს (Акты кавк. археогр. ком. Т. I, стр. 332) – ჩვენი წესრიგის უფრო სწრაფად შემოღება, ხოლო ამის გარეშე კი მეშინია, რომ გული არ დავწყვიტოთ ხალხს. სიტყვები მანიფესტში: ყველა შეინარჩუნებს თავის ქონებას, რომელიც კანონიერად ეკუთვნის თითოეულს, აქაურმა უხეშმა ხალხმა თავისთვის განმარტა სულ სხვაგვარად, რომ თითქოს ისინი ხელმწიფემ ყველაფრისგან გაათავისუფლა და რომ მათ ახლა არანაირი ხარკის გადახდა აღარ ეკისრებათ და არაფერზე პასუხიც აღარ მოეთხოვებათ...

“... ვფიქრობ, რომ მეტად საჭიროა საჩქაროდ ფიცის მიღება, როგორც ყველაზე უფრო მყარი საფუძველი, და მეორე კი რაიმენაირი კანონდებულებანი, ვინაიდან ახლა არავინ არაფერი არ იცის, და ამიტომ ძალზედ ბევრს აკეთებენ არასათანადოს” (Донесенiе Лазарева Кнорингу отъ 16-го марта 1801 г. Акты кавк. археогр. ком. Т. I, стр. 334). ისინი, რომლებიც ღებულობდნენ ფულების ნაწილს შემოსავლებიდან და ახლა, არ ჰქონდათ რა ისინი, დაკავებულნი იყვნენ ცილისწამებითა და დაბეზღებებით, რათა მიეღოთ, ქვეყნის ადათების მიხედვით, საჯარიმო ფულების ნაწილი თავიანთ სასარგებლოდ (Изъ письма Лазарева Кнорингу 8-го марта 1801 г.). ბატონიშვილები, თავის მხრივ, თავს არ ანებებდნენ ხალხის აღელვებასა და ძარცვას, რომელსაც სურდა, რომ ყველა ბატონიშვილი “მათგან წაეყვანათ, ასევე დარეჯან დედოფალიც, რომელიც ყველა ბოროტებისა და გაჩანაგების ფესვი” გახლდათ.

ქვეყნის მდგომარეობა ისეთი იყო, რომ არაკეთილისმოსურნე ადამიანებისთვის ადვილი იყო მღვრიე წყალში თევზის ჭერა. ქართველთაგან ბევრი, რომლებიც დაყენებული იყვნენ ხალხის მმართველობისთვის, თავიანთი საქციელით ზრდიდნენ საერთო უბედურებას. ისინი თავად ეპატიჟებოდნენ ლეკებს მტაცებლობისთვის, უჩვენებდნენ მათ გზებს და ატყობინებდნენ იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში (См. донесенiе Алексеева Лазареву от 3-го августа 1803 г. Акты кавк. археогр. ком. Т. I, стр. 340). არანაირი მმართველობა არ არსებობდა: “ქართულს დაშორდნენ, ჩვენსას კი ვერ მოადგნენ...” – “მეტად საჭიროა – წერდა ლაზარევი – რათა იქნას გადამწყვეტი დებულება, რათა უკვე ყველამ იცოდეს, თუ რა გზას მიჰყვნენ, ხოლო ამის გარეშე ყველანი ჯერ კიდევ შიშსა და იმედს შორის არიან. ვინც უფრო ჭკვიანია, იმათ ესმით, მაგრამ უგუნურებად გვაჩვენებენ თავს, ხოლო ვინც უფრო მარტივია, ისინი სრულებით ვერ გებულობენ, რამდენსაც არ უნდა განვუმარტავდე მე მათ” (Письмо Лазарева Кнорингу 12-го марта 1801 г.).

ჩვენი მთავრობის ხელთ არსებული ცნობები ქვეყნის შესახებ განსაკუთრებით მწირი იყო ყველა მიმართებით. ცნობების ამ უკმარისობამ აიძულა რომ ბევრ შემთხვევაში ემოქმედათ ვარაუდით, ხელის ცეცებით და, არ იცნობდნენ რა ქვეყანას, შემოფარგლულიყვნენ მისდამი იმ წესრიგის გამოყენებით, რომელიც არსებობდა რუსეთში. სენატისადმი 1801 წლის 6 მარტის ბრძანებულებით (Арх. мин. внутр. делъ по департ. общ. делъ. Дела груз. Кн. I), მთელმა ქვეყანამ შეადგინა ერთი საქართველოს გუბერნია და, ასეთნაირად, შემოვიდა რუსეთის შემადგენლობაში.

ახლანდელი ამიერკავკასიის ცენტრალური სამფლობელო, საქართველო ჩრდილოეთით შემოსაზღვრული იყო კავკასიონის ქედით, დასავლეთისკენ იმერეთით, რომლისგანაც გამოყოფილი იყო ხოფინის ხევით, ახალციხის საფაშოსგან მთებით, რომლებიც თავფარავნის ხეობიდან გრძელდებოდა ახბაბამდე. სამხრეთში ყარსის საფაშოსგან იგი გამოყოფილი იყო მდინარე, არპაჩაით, ხოლო ერევნის სახანოსგან გოქჩის ტბით. აღმოსავლეთისკენ მდინარე ჯაგორი საქართველოს გამოჰყოფდა განჯის სახანოსგან, ხოლო მდ. ალაზანი – ჭარ-ბელაქანისგან.

რუსეთთან შემოერთებული ქვეყანა საკუთარ თავში შეიცავდა ქართლსა და კახეთს, რომლებიც ერთი-მეორისგან გაყოფილი იყვნენ მდ. არაგვის დინებით (კალაპოტით). ქართლში მაშინ მოითვლებოდა 1.682 სოფელი (деревни и села), კახეთში 324; ყველა ისინი უმეტეს წილად იყო დარბეული (разорены) (Акты кавк. археогр. ком. Т. I, стр. 193). ქართლი იყოფოდა ზემო და შუა საქართველოდ და სომხითად (რომელიც შედგებოდა თრიალეთისა და ბორჩალოსგან), ყაზახად, შამშადილად, ბამბაკად და შურაგელად. ხევსურების, ფშავლების, თუშებისა და ოსების მიწებიც ასევე შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში. მთელი მისი სივრცე არ აღემატებოდა 280 ვერსს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და 300 ვერსს ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. ხალხმოსახლეობა იყო დაახლოებით 160.000 სული* (ქართველებმა თავად არ იცოდნენ თავიანთი მოსახლეობის ზუსტი რიცხვი. “მცხოვრებთა ნამდვილი ანგარიში არ გააჩნიათ – წერდა ლაზარევი – ერთმა ჩემმა ახლობელთაგანმა მე თავად მითხრა, რომ აქამდე ცხრა წლით ადრე გაგზავნილ იქნა აღწერისთვის, მაგრამ როდესაც ერთერთ სოფელში მივიდა, იქ მისი მოკვლა მოინდომეს და არ დაუშვეს აღსაწერად, ხოლო თავისთან მან თვითონ არ აჩვენა 15 კომლი. მე ვკითხე მიზეზი; მან ამაზე მიპასუხა, რომ ყველაფერი რომ ეჩვენებინა, მაშინ უფრო მეტად გაძარცვული დარჩებოდა. ამის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ ბევრმაც იგივე გააკეთა; მაგრამ ვარაუდობენ, რომ მთელს მათ სამეფოში იმყოფება 40.000-მდე კომლი. თუ ვივარაუდებთ თითოეულშო ოთხ სულს, უნდა იყოს 160.000 სული”. Акты кавк. археогр. ком. Т. I, стр. 183. აი მთელი ის მონაცემები, რომელთა საფუძველზეც განისაზღვრებოდა მცხოვრებთა რიცხვი საქართველოში).

ახალმა მდგომარეობამ საქართველოსი, როგორც რუსეთის შემადგენელი ნაწილისა, მისცა მას ახალი ადმინისტრაციული დაყოფაც.

მდინარე იორმა გაჰყო ახლა იგი ორ პროვინციად: ქართლისა და კახეთისა. ქართლში საგუბერნიო ქალაქად დანიშნულ იქნა ტფილისი, რომელიც ამასთან ერთად გადაქცეულ იქნა მთელი საქართველოს საგუბერნიო ქალაქადაც; კახეთში – ქალაქი თელავი.

ქართლის პროვინციაში დაწესდა ექვსი ქალაქი ოკრუგებით: ტფილისი, დუშეთი, გორი, სურამი, ლორე და Кайкулы; კახეთის პროვინციაში ორი ქალაქი: თელავი და სიღნაღი. ამ ქალაქებზე მიწერილ იქნა რამდენიმე სოფელი, რომლებიც შეადგენდნენ კიდეც თითოეულის ოკრუგს. დანარჩენი ქალაქები კი, რომლებიც იმყოფებოდა საქართველოში რუსეთთან მის შემოერთებამდე, დატოვებულ იქნენ იმ მდგომარეობაში, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ.

მთელი გუბერნია უნდა ემართა გენერალ-გუბერნატორს, ხოლო თითოეული პროვინცია კი – ვიცე-გუბერნატორს. მთავარ სადამსწრებო ადგილად (Главнымъ присутственнымъ местомъ) დანიშნულ იქნა გუბერნიის მმართველობა. მმართველობას ექვემდებარებოდა საპროვინციო კანცელარიები, “რომლებიც უნდა იყვნენ ტფილისი და თელავი, საქმეების გაყოფით მათში ორ დეპატრამენტზე: პირველი – სასამართლო (суда и расправы), მეორე კი – კამერალური ანუ სახაზინო საქმეებისა. ამ კანცელარიებზე დამოკიდებულია სამაზრო სასამართლოები და ადგილობრივი (земская) პოლიცია, რომლებიც უნდა იყოს ყველა სამაზრო ქალაქში. სამაზრო ქალაქების ყველა მაგისტრატი და არასამაზრო ქალაქების ყველა ратуша ведаются въ ратгаузахъ, რომლებიც უნდა იყოს ორ საპროვინციო ქალაქში” (Указъ сенату 6-го марта 1801 г. П. С. З. Т. XXVI, № 19.770).

სასულიერო მმართველობასთან მიმართებაში საქართველოში ვარაუდობდნენ ორი ეპარქიის დაწესებას: ტფილის-ქართლისა და თელავ-კახეთის, პირველისა მეორე კლასში და უკანასკნელისა მესამეში. ორივე ეპარქიაში ნავარაუდევი იყო დიკასტერიისა და სემინარიის დაარსება, ხოლო ქალაქებში კი სასულიერო მმართველობებისა. ტფილის-ქართლის ეპარქიაში უნდა დაეწესებინათ კოადიუტორი, გორის ეპისკოპოსის სახელწოდებით. ჯამაგირი სასულიერი პირებისთვის დადგენილ იქნა ისეთივე, როგორსაც ღებულობდნენ რუსეთის ეპარქიათა პირები (Записка Хвостова 11-го марта 1801 г. Арх. мин. внутр. делъ).

იმპერატორ პავლეს გარდაცვალებამ მთელი ეს ვარაუდები აღუსრულებელი დატოვა და დროებით შეაჩერა საკითხის გადაწყვეტა საქართველოს რუსეთისადმი შემოერთების შესახებ.

ტფილისში მიღებულმა ცნობამ იმპერატორის სიკვდილის შესახებ დაამწუხრა ქართველები, რომლებთაც ეგონათ, რომ მმართველობაში ცვლილებასთან დაკავშირებით, წინა წლების მაგალითის მიხედვით, საქართველოდან გაყვანილი იქნება რუსული ჯარები და ქვეყანა კვლავ მიეცემა ძარცვა-რბევასა და ბატონიშვილთა ურთიერთშორის ბრძოლებს (Рапортъ Лазарева Кнорингу 8-го апреля 1801 г.).

ხალხის შიში მით უფრო მეტად იყო საფუძვლიანი, რომ პარტიამ ქართველებისა, რომელთაც არ უნდოდათ რუსეთთან შემოერთება, დაიწყო ხმების გავრცელება იმის შესახებ, ვითომ რუსული ჯარები სულ მალე, მოკლე ვადებში დატოვებენ ამიერკავკასიას. ამ გარემოებამ მოახდია მღელვარება ხალხში. რუსეთისადმი ერთგული რამდენიმე პირის დახმარებით ლაზარევმა მოახერხა ქართველთა დარწმუნება ხმების სიცრუეში და იმაშიც, რომ ჯარები არა თუ არ დატოვებენ საქართველოს, არამედ, პირიქით, მათი რიცხვი გაიზრდება და ახალი ჯარების ნაწილი უკვე გზაში იმყოფება. ხალხი დამშვიდდა და დაუჯერა ლაზარევს მით უფრო ხალისიანად, რომ ტფილისში უკვე მოვიდა ცნობა საქართველოს დედაქალაქში გრენადერთა ტუჩკოვ მე-2-ის პოლკის მალე მოსვლის შესახებ, რომელიც აქ გამოგზავნილ იქნა ჯერ კიდევ იმპერატორ პავლეს ბრძანებით.

ჩვენ გვქონდა შემთხვევა მოგვეთითებინა იმაზე, რომ ჩვენს მთავრობას შეგნებული ჰქონდა ჩვენი ჯარების რიცხვის გაზრდის აუცილებლობა ახლად შემოერთებულ ქვეყანაში. ასეთი გაზრდის გარეშე საქართველოს დაცვა მტაცებელთა შემოჭრებისგან შეუძლებელი იყო. კნორინგმა მიიღო ბრძანება ახალი პოლკების გამოგზავნაზე საქართველოში. კავკასიის ხაზის სარდალს სიძნელეები ჰქონდა მხოლოდ გზაში სურსათით უზრუნველყოფისა და ზამთარში მთებზე გადასვლის საკითხებში. იგი თავის სიძნელეების შესახებ ეუბნებოდა იმპერატორ პავლეს, რომელიც ამაზე საპასუხოდ წერდა:

“თქვენ მეუბნებით მე შეუძლებლობათა შესახებ. მე ისინი ვიცი, მაგრამ მათ ვზომავ ჩემი ჯარების ჩემდა მომართ გულმოდგინებით, ხოლო ისინი კი თავიანთ დამსახურებებს უნდა ზომავდნენ ჩემი მადლიერებისა და გულუხვობის ზომის მიხედვით. გენერალი რასტოპჩინი თქვენ ამის შესახებ უფრო დაწვრილებით აგიხსნით”.

რასტოპჩინი დაპირდა იმპერატორის სახელით ჯილდოს ყველა ჩინს ამ ძნელი ლაშქრობისთვის. მოუწოდა რა თავისთან ტუჩკოვ მე-2-ს, კნორინგმა უჩვენა მას იმპერატორ პავლეს რესკრიპტი და უბრძანა დაძრულიყო საქართველოსკენ გრენადერთა მისი სახელობის პოლკით.

გადავიდა რა ქ. მოზდოკში მდ. თერგის მეორე ნაპირზე, 16 მარტს, ტუჩკოვი თავისი სახელობის ბატალიონთან ერთად მიდიოდა მცირე ყაბარდოს გავლით, რომლის ბოლოშიც საზღვარზე მას დახვდნენ ოსებისა და თაგაურელთა ბელადები, რომლებიც წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულნი ლაშქრობის თაობაზე. ხალხთა ამ წარმომადგენლების თანხლებით იგი მივიდა ბალთამდე (до Балты), მათ პირველ სოფლამდე.

გზა ვლადიკავკაზიდან ბალთამდე მიემართებოდა მდ. თერგის ნაპირის გაყოლებით, რომელიც აღწევდა კავკასიონის მთების ვიწრობებში. ხეობა, რომელიც ბალთასთან იწყებოდა, იქ ჯერ კიდევ განიერი იყო, მაგრამ ბალთადან მაშინ დარბეულ დარიალის ციხესიმაგრემდე იწყებოდა მთელი სიძნელეები, რომლებსაც წარმოუქმნიდნენ კავკასიონის უზარმაზარი მთები ჩვენს რაზმს. ზამთრის დრო კიდევ უფრო მეტად აძლიერებდა სიძნელეებს. ექვსი ქვემეხი* (სამი 12-გირვანქიანი ზარბაზანი და სამი 24-გირვანქიანი მარტორქა /единороги/), რომლებიც იყო რაზმში, შეადგენდა ტუჩკოვ მე-2-ის მთავარ საზრუნავს. აღალი უკან იქნა დატოვებული; ცხენების უმეტესი ნაწილი შებმული იყვნენ ქვემეხების საზიდრებში, და, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის გარდა ეხმარებოდნენ ადამიანებიც, რაზმს არ შეეძლო სამ ვერსზე მეტის გავლა დღეში. მიაღწია რა ასეთი სიძნელეებით დარიალს, ტუჩკოვი აქ გაჩერდა, რათა დასვენება მიეცა ხალხისთვის და დალოდებოდა აღალს.

აქ მოუსწრო რაზმს კნორინგის მიერ გამოგზავნილმა შიკრიკმა ცნობით პავლე I-ის გარდაცვალებისა და ალექსანდრე I-ის ტახტზე ასვლის შესახებ. მისცა რა გზაში ფიცი ახალ იმპერატორს, პოლკი დაიძრა დარიალიდან სოფელ ყაზბეგისკენ, რომელიც მდებარეობს კავკასიონის ქედის იმავე სახელწოდების ერთი უდიდესი მთის შორიახლოს. რაზმი ამ გზაზე განიცდიდა ნაკლებ სიძნელეებს: მთათა ხეობები უფრო მეტად ვრცელი ხდებოდა, აღმართები და დაღმართები უკვე ისეთი მაღალი და ციცაბო აღარ იყო, ხოლო გზაზე მდებარე ქვები ნაკლებად იყო მსხვილი.

“მოვედი რა ყაზბეგში – წერს ტუჩკოვი თავის ჩანაწერებში (Записки Тучкова. Арх. главн. шт. въ С.-Петербурге) – მოვისურვე ვსტუმრებოდი მონასტერს, რომელიც მთის წვერზე მდებარეობს. დავპატიჟე ჩემთან პოლკოვნიკი სიმონოვიჩი და ჩემი პოლკის რამდენიმე ოფიცერი და ცხენებით გავემგზავრეთ ბანაკიდან. მოვედით რა სოფელში მთაზე ასასვლელის დასაწყისში, სადაც ცხოვრობდა მღვდელმსახური, რომელსაც ებარა მონასტრის გასაღები, ჩვენ უნდა დაგვეტოვებინა ცხენები და ავსულიყავით მთაზე ფეხით მიხვეულ-მოხვეული ბილიკით, რომელიც უსაშინლეს ხრამებს მიუყვებოდა. რამდენჯერმე დასვენებით ბოლოს მაინც მივაღწიეთ მონასტერს. მის წინ იშლებოდა მინდორი, გლუვ სწორ ადგილზე, რომელიც მთავრდებოდა მაღალი ნაძვების ტყით. ჩვენ ცნობისმოყვარეობით დავათვალიერეთ ამ შენობის შიდა მხარე, და, შევედით რა ეკლესიაში, მღვდელმსახურმა გადაიხადა ჩვენთვის ლოცვა (отслужилъ нам молебень). ჩვენი ლოცვის დროს, რომელიც ნახევარ საათზე მეტ ხანს არ გაგრძელებულა, ამინდი განუწყვეტლივ იცვლებოდა: თოვლი, წვიმა, სეტყვა, ქარიშხალი, მზის დიდებული ბრწყინვალება ერთიმეორეს ენაცვლებოდა”.

მონასტრიდან დაბრუნების შემდეგ, რაზმი ადგილიდან დაიძრა და მოვიდა სოფელ სიონში, სადაც განლაგდა კიდეც ბანაკად. რამდენიმე საათის შემდეგ, ნახავდით რა ბანაკს, ძნელი იქნებოდა იმის თქმა, რომ ჯარისკაცები დაიღალნენ. ბანაკში მოხდა განგაში. ჯარისკაცები რაც შეიძლებოდა სწრაფად და სიჩქარით ეზიდებოდნენ უახლოესი მაღლობებისკენ კარვებს, პროვიანტს, ეკიპაჟებსა და ყველანაირ ბარგს. ყველაფერი გარბოდა მთაში გაცოფებული თერგისგან, რომელიც ნაპირებზე გადმოვიდა თოვლის სამი ზვავის ჩამოწოლის გამო, ერთიმეორის მიყოლებით, მაგრამ, საბედნიეროდ, მნიშვნელოვან მანძილზე სოფ. სიონიდან, სადაც განლაგებული იყო ჩვენი ბანაკი.

ერთი საათის შემდეგ წყალმა კლება დაიწყო და მალევე ამის მერე ცოფიანი მდინარე თავის ნაპირებს დაუბრუნდა. გაჩერდა რა სამ დღეს ბანაკად, რათა მოემარაგებინა მარხილები კავკასიონის მთების თოვლიან ქედზე არტილერიისა და აღალის გადასატანად, ტუჩკოვი წინ წამოვიდა და მოაღწია სოფ. კობამდე, უკანასკნელ სოფლამდე, რომელიც ქედის ჩრდილოთ მხარეზე მდებარეობს. აქ რაზმი უნდა დალოდებოდა ცნობას თოვლიანი მთების გავლით მოძრაობის შესაძლებლობის შესახებ. არაუადრეს ხუთი დღისა შეატყობინეს, რომ შესაძლებელი იყო შესდგმოდნენ გზის გაწმენდას ჩამოწოლილი ზვავებისგან. სამი დღეღამის მანზილზე 800 ოსი ადამიანი დაკავებული გახლდათ ამ სამუშაოთი და მათ იმდენი მოახერხეს, რომ შესაძლებელი შეიქნა მთებზე გადასვლის დაწყება პოლკის მცირე ნაწილებით.

თავიდან ტუჩკოვმა გაგზავნა ორი ასეული კაიშაურის დაკავებისთვის, პირველი სოფლისა, რომელიც მდებარეობს ქედის სამხრეთ კალთებზე. შემდეგ მან აქ გამოგზავნა მთელი ბატალიონი და არტილერია, რომელიც წინასწარ დაშლილი და მარხილებში ჩალაგებული გახლდათ. პირველი ეშელონი მშვიდობიანად მოვიდა დანიშნულების ადგილამდე; მაგრამ როგორც კი თვალს მიეფარა მეორე რაზმი, ბანაკში გაიგონეს თოვლის ახალი ზვავის ჩამოწოლის ქუხილი.

“ჩვენ დიდად შეშფოთებულნი ვიყავით – წერს ტუჩკოვი – მანამდე, სანამ ჩემს მიერ იქ გაგზავნილმა მაცხოვრებლებმა არ მომიტანეს ცნობა, რომ ბატალიონმა და ზარბაზნებმა მშვიდობიანად მიაღწიეს სოფლამდე; რომ ზვავი ჩამოწვა ზარბაზნებსა და უკან ჩამორჩენილ აღალს შორის და გზა დაფარა სამ ვერსზე თოვლის უზარმაზარი გორებით”.

ორ დღეს გრძელდებოდა მუშაობა კობში დარჩენილი ჯარებისთვის გზის გასაწმენდად. გადმოვიდა რა ბოლოს და ბოლოს მთელი რაზმით კაიშაურში, ტუჩკოვმა დაასვენა ჯარისკაცები, შეაკეთებინა აღალში დაზიანებები და შედეგ დაიძრა კიდეც მდ. არაგვის ნაპირის გაყოლებაზე და მოაღწია სოფელ ანანურამდე, შემდეგ კი დუშეთისა და მცხეთის გამოვლით, ცერემონიით შემოვიდა ტფილისში* (რაზმში შედგებოდა: 3 შტაბ-ოფიცერი, 22 ობერ-ოფიცერი, 4 მოხელე /чиновникъ/, 54 უნტერ-ოფიცერი, 616 რიგითი, 105 არასამწყობრო ადამიანი. 4 ქვემეხი და მათთან 2 ობერ-ოფიცერი, 10 უნტერ-ოფიცერი, 63 კანონირი (მეზარბაზნე – ი. ხ.) და 42 არასამწყობრო. 162 ცხენი და 41 სხვადასხვა საზიდარი. იხ. Рапортъ Тучкова Лазареву 28-го марта 1801 г., № 259. Тифл. арх. канц. нам.).

ახალი ჯარების მოსვლა საქართველოში ზუსტად საჭირო დროს მოხდა (было как нельзя более кстати) და დიდად შეუწყო ხელი მხარეში სიმშვიდის დამყარებას.

გრენადერთა ტუჩკოვ მე-2-ის პოლკი განლაგდა გორში, სურამსა და ცხინვალში (Рапорты Лазарева Кнорингу 7-го и 26-го апреля 1801 г.). ამ პუნქტების დაკავებამ აიძულა იმერეთის მეფე სოლომონი რომ დაეშალა თავისი ჯარები, რომლებიც შეკრებილი ჰყავდა პირველივე ცნობის მიღების შემდეგ იმის თაობაზე, რომ რუსები ტოვებენ საქართველოს. გაქცეული ბატონიშვილების მიერ წაქეზებული მეფე ფიქრობდა საქართველოში შემოჭრასა და ქართლის დარბევას. ბატონიშვილთა განზრახვები აღუსრულებელი დარჩა. მათი იმედი მიეღწიათ რაიმე დადებითისთვის კიდევ უფრო მეტად დაეცა, როდესაც, ტუჩკოვ მე-2-ის პოლკის კვალდაკვალ, გამოგზავნილ იქნენ მუშკეტერთა ლეონტიევისა და ერთი კაზაკთა პოლკებიც, რომლებიც თუმცა კი საქართველოში მოვიდნენ მხოლოდ მაისის თვეში (Предписанiе Кноринга Лазареву 23-го марта 1801 г., № 649).

ჯარების მოსვლასთან ერთად, უკვე გამოჩნდა იმის შესაძლებლობა, რომ უზრუნველეყოთ ქვეყანა მისი მეზობლების საგარეო შემოჭრებისგან, რომლებიც უმეტეს წილად იყვნენ ვერაგები და მიჰყვებოდნენ საკუთარ ინტერესებს. მუშკეტერთა ერთი ბატალიონი ჩაყენებულ იქნა, დაწყებული სიღნაღის ციხესიმაგრიდან, სოფლებში, მდ. ალაზნის გაყოლებაზე, “რომლებიც 15 ვერსზე საკმარისად იყო ჩარიგებული”. ყარაღაჩის ციხესიმაგრიდან მდ. მტკვრამდე, რომელიც სოფელ შიქალოს მახლობლად მიედინებოდა, ებრძანათ დაეყენებინათ კაზაკთა ბეკეტები, და მათ მოვალეობად დაეკისრათ ცხენოსანი პატრულების ხშირად დაგზავნა (… делать частые разъезды). ამ ჯაჭვის გაძლიერებისთვის, ლეკების მიერ მისი გარღვევის შემთხვევაში, იმავე პოლკის მუშკეტერთა ერთი ბატალიონი უნდა დამდგარიყო სოფლებში მარტყოფიდან კაკაბეთამდე და შეედგინა, ამგვარად, მეორე ჯაჭვი.

ამდენად ძლიერი კორდონი აღიარებულ იქნა აუცილებლად იმისთვის, რომ ლეკები, საქართველოში მათი შემოჭრების დროს, უმეტეს წილად გადმოლახავდნენ ხოლმე მდ. ალაზანს დანგრეული ციხესიმაგრის კარაგოს (სიღნაღის მახლობლად) ცოტათი ქვემოთ და, მოჰყვებოდნენ რა მდ. იორის ხეობას, აღწევდნენ საგურამოს დანგრეულ ციხესიმაგრემდე. აქ შექმნიდნენ რა თავიანთ ბანაკს, ისინი გზავნიდნენ ცალკეულ პარტიებს ქართლში და წყვეტდნენ შეტყობინებას დუშეთიდან მცხეთამდე, გადააქცევდნენ რა მას მეტად სახიფათოდ მგზავრებისთვის.

შეწყვიტეს რა ლეკების შემოჭრის შესაძლებლობა ამ მხრიდან, არ შეიძლებოდა დარწმუნებული ყოფილიყვნენ იმაში, რომ საქართველო სრულიად დაცული იყო მათი თავდასხმებისგან. ლეკებს შეეძლოთ აერჩიათ სხვა გზაც. გადმოლახავდნენ რა მდინარეებს ალაზანსა და მტკვარს, ისინი გვერდით ჩაუვლიდნენ განჯისა და ერევნის ხანების სამფლობელოებს და ჩავიდოდნენ ახალციხეში, ხოლო იქიდან კი შეეძლოთ თავდასხმების მოხდენა როგორც ქართლზე, ისე კახეთზეც. განვალაგეთ რა ბატალიონი, გარკვეული რიცხვის კაზაკებით, ბამბაკის პროვინციის სოფლებში, ჩვენ ვუსპობდით ლეკებს უკანასკნელ შესაძლებლობასაც საქართველოში შემოსაჭრელად. ამ ბატალიონს იმავე დროს შესაძლო იყო გაეწია ავანგარდის სამსახურიც მოქმედებებისთვის ბაბა-ხანის ყოველგვარი თავდასხმების წინააღმდეგ.

ერთი გრენადერთა ბატალიონი დატოვებულ იქნა ტფილისში, მეორე კი განლაგდა გორში, რომელმაც თავისი შემადგენლობიდან გამოყო თითი-თითო ასეული სურამისა და ცხინვალის ციხესიმაგრეებში ჩასაყენებლად. ეს პოსტი აუცილებელი გახლდათ როგორც სასაზღვრო მაცხოვრებლებზე მეთვალყურეობისთვის, ისე ძარცვა-რბევისგან დასაცავადაც, რასაც ხშირად მიმართავდნენ ოსები და იმერლები.

ოსები, რომლებიც სხვადასხვა ქართველი თავადების ძალაუფლების ქვეშ იმყოფებოდნენ, ახდენდნენ, როგორც გამოთქვამდა ლაზარევი, “ყველანაირ ჩხუბსა და შფოთს” («всякiя озорничества») (Акты кавк. археогр. ком. Т. I, стр. 381), მიჰყავდათ ადამიანები, ძარცვავდნენ და სრულებით არ ემორჩილებოდნენ თავიანთ მემამულეებს. წაქეზებულები იმერეთში მყოფ ბატონიშვილთაგან, ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ რუსული ჯარები დაბრუნდებიან კავკასიის ხაზზე. მათი დაწყნარებისთვის ლაზარევი ითხოვდა ნებართვას იმაზე, რომ გამოეყენებინა იარაღი (Тамъ же, стр. 382).

შამშადილში განჯის ხანის შემოჭრებისგან უზრუნველყოფისთვის, ეგერთა პოლკის ერთი ბატალიონი განლაგდა ბორჩალოში. იმავე პოლკის მეორე ბატალიონის ორი ასეული განლაგებული გახლდათ დუშეთში კავკასიის ხაზის საქართველოსთან შეტყობინების შენარჩუნებისთვის, ხოლო დანარჩენ სამ ასეულს კი უნდა შეენახა პოსტები (საგუშაგოები) მთელ სივრცეზე დუშეთიდან მცხეთამდე.

“სურამის ციხესიმაგრიდან მდინარე ალგეთის სათავეებამდე, და იქიდან მდინარე მატავერას სათავეებამდე, ხოლო იქიდან კი ბამბაკამდე დაწესებული უნდა იქნას ქართული ან კაზაკთა ბეკეტები” (Изъ рапорта Лазарева Кнорингу 8-го апреля 1801 г., № 200).

ჯარების ასეთი განთავსების დროს შესაძლო იყო იმედი ჰქონოდათ ლეკებისა და მომიჯნავე ხანების მოგერიებაზე, რომლებიც იჭრებოდნენ საქართველოში მტაცებლობის, ძარცვისა და მცხოვრებთა ტყვედ წაყვანისთვის.

(დასასრული იხილეთ ნაწილი V)